საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და კომიტეტის 2020 წლის სამოქმედო გეგმა
- საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში და კომიტეტის 2020 წლის სამოქმედო გეგმა ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2019 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2020-02-20
შენიშვნები 20/02/2020 ცნობად იქნა მიღებული
📜 ტექსტი
წერილი
აგრარულ საკითხთა კომიტეტი
2-2902/20
17-02-2020
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ
სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 43-ე და 44-ე მუხლების შესაბამისად
წარმოგიდგენთ საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სამოქმედო
გეგმას 2020 წლისათვის და 2019 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების
პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიშს.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ოთარი დანელია
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
საქართველოს პარლამენტის აგრარულ
საკითხთა კომიტეტის საქმიანობის
ანგარიში
2019 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიები
სარჩევი
შესავალი ............................................................................................................................................. 1
კომიტეტის მისია და ხედვა ............................................................................................................ 1
კომიტეტის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები .............................................................. 2
მიზნები ........................................................................................................................................... 2
ამოცანები ........................................................................................................................................ 2
კომიტეტის სხდომების სტატისტიკა ........................................................................................... 2
კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა .......................................................................... 3
კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტები ................................................................... 4
კომიტეტის მიერ განხილული კანონპროექტები, რომლებზეც კომიტეტი იყო წამყვანი ... 7
კომიტეტის მიერ განხილული მნიშვნელოვანი კანონპროექტები ...................................... 10
კომიტეტის მიერ საკანონმდებლო წინადადების განხილვა ................................................. 14
კომიტეტის მიერ პეტიციის განხილვა ........................................................................................ 15
კომიტეტის მიერ განხილული და მხარდაჭერილი საერთაშორისო შეთანხმებები და
ხელშეკრულებები ........................................................................................................................... 17
საპარლამენტო კონტროლი........................................................................................................... 19
კომიტეტის გასვლითი სხდომები .............................................................................................. 21
კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები და ვიზიტები......................................................... 22
შეხვედრები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ................................. 25
კომიტეტის კვლევითი საქმიანობა .............................................................................................. 28
საზოგადოებასთან ურთიერთობა ............................................................................................... 28
შესავალი
საქართველოს
პარლამენტის
აგრარულ
საკითხთა
კომიტეტი
საქმიანობას
წარმართავს
საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტისა და კომიტეტის
დებულებით განსაზღვრულ უფლება-მოვალეობათა ფარგლებში.
კომიტეტი
თავისი
კომპეტენციის
ფარგლებში
უზრუნველყოფს
საკანონმდებლო
და
საზედამხედველო საქმიანობას, საზოგადოების ჩართულობას ამ პროცესში, ასევე შიდა
ორგანიზაციული პროცესების მართვას.
სანგარიშო პერიოდში კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი გამოხატული პრინციპი იყო
სამოქალაქო საზოგადოების მიმართ თანამშრომლობის შესაძლებლობების შექმნა. კომიტეტი ღია
იყო ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციებისა და
მოსაზრებების
გასაზიარებლად
და
ქმნიდა
შესაძლებლობას
როგორც
საკანონმდებლო
საქმიანობის წარმართვის, ასევე, საპარლამენტო კონტროლის განხორციელებისას მათი
ჩართულობისთვის.
კომიტეტის მისია და ხედვა
სოფლის მეურნეობის პოლიტიკის ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა და მისი
განხორციელების ხელშეწყობა, როგორც საკანონმდებლო, ასევე საზედამხედველო
საქმიანობის ეფექტიანად წარმართვის გზით.
აგრარულ სექტორში საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, ურთიერთთანამშრომლობაზე
დამყარებული საზედამხედველო საქმიანობის წარმართვა და ქვეყნის წინაშე აღებულ
საერთაშორისო ვალდებულებათა შესრულების კონტროლი.
1
კომიტეტის სტრატეგიული მიზნები და ამოცანები
მიზნები
აგრარული რეფორმების, სასურსათო უზრუნველყოფის, მიწის რესურსების, აგრარული
განათლებისა
და
მეცნიერების,
აგრომომსახურებისა
და
ფერმერთა
საკითხებთან
სოფლისა
და
დაკავშირებული საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება.
ევროკავშირთან
საკანონმდებლო
მიახლოება/ჰარმონიზება,
მეურნეობის
განვითარების
სტრატეგიების
განხორციელებაზე
სოფლის
ეფექტიანი
ზედამხედველობა და კანონმდებლობის აღსრულება.
კომიტეტის საქმიანობის გამჭვირვალობისა და სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან
კომუნიკაციის უზრუნველყოფა.
ამოცანები
ევროკავშირთან
ასოცირების
შეთანხმებითა
და
DCFTA-ით
გათვალისწინებული
რეგულაციების საკანონმდებლო უზრუნველყოფა (საკანონმდებლო ჰარმონიზაცია).
საკანონმდებლო ბაზის უზრუნველყოფა სოფლის და სოფლის მეურნეობის განვითარების
სტრატეგიით გათვალისწინებულ პრიორიტეტთა განხორციელებისათვის.
საერთაშორისო
ხელშეკრულებებით,
მათ
შორის,
DCFTA-ით
გათვალისწინებულ
ვალდებულებათა შესრულების მონიტორინგი.
საბიუჯეტო ზედამხედველობის უზრუნველყოფა.
კომიტეტის
ღიაობის,
გამჭვირვალობის,
მოქალაქეთა
ჩართულობისა
და
ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.
კომიტეტის სხდომების სტატისტიკა
საანგარიშო პერიოდში აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ კანონშემოქმედებითი
საზედამხედველო ფუნქციების განხორციელების მიზნით გაიმართა კომიტეტის 25 სხდომა,
რომელთა ფარგლებშიც განხილულ იქნა 113 საკითხი. მათგან 99 კანონშემოქმედებითი და 14
საზედამხედველო საქმიანობის კუთხით.
2
კომიტეტის წევრებმა საანგარიშო პერიოდში სამუშაო შეხვედრები გამართეს რეგიონებში.
კომიტეტის წევრების მიერ სოფლის მოსახლეობასთან, ფერმერებთან, აგრარულ სექტორში
დასაქმებულ პირებთან შეხვედრების დროს წამოჭრილი საკითხები განხილულ იქნა
კომიტეტის სხდომებზე.
კომიტეტის კანონშემოქმედებითი საქმიანობა
აგრარულ საკითხთა კომიტეტი აქტიურად მონაწილეობდა პარლამენტის კანონშემოქმედებით
საქმიანობაში. ინტენსიურად მიმდინარეობდა მუშაობა შემდეგ კანონპროექტებზე:
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის პროექტი - კანონპროექტის მომზადება განპირობებული იყო საქართველოს
კონსტიტუციაში
განხორციელებული
ცვლილებით.
(კანონპროექტის
ავტორი
-
საქართველოს პარლამენტის წევრი, ოთარ დანელია; ინიციატორი - აგრარულ საკითხთა
კომიტეტი; მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2019 წლის 25 ივნისს);
„მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის მდგრადი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი - კანონპროექტის
მიღების
მიზანი
იყო
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის,
როგორც
განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსის, რაციონალური გამოყენების პრინციპებისა და
მიწის მდგრადი მართვის სახლმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებების დადგენა,
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საკუთრების უფლების გამჭირვალე და
ერთიანი სისტემის შექმნა;
(კანონპროექტის ავტორი - საქართველოს პარლამენტის წევრი,
ოთარ დანელია; ინიციატორი - აგრარულ საკითხთა კომიტეტი; მიღებულია საქართველოს
პარლამენტის მიერ 2019 წლის 25 ივნისს);
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი - კანონპროექტის
მიღების მიზანია
სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა
და
მცენარეთა დაცვის კოდექსით განისაზღვროს რეგულირებადი პროფესიები - ვეტერინარი
და ვეტერინარი-ტექნიკოსი (კანონპროექტი განხილვის პროცესშია; კანონპროექტის ავტორი
და ინიციატორია საქართველოს პარლამენტის წევრი, ოთარ დანელია);
„ქარსაფარი (მინდორდაცვითი ზოლების) შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი კანონპროექტის მიღების მიზანია სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთებზე
3
ქარსაფარი ზოლების აღდგენის, გაშენების, მოვლისა და დაცვის
ხელშეწყობა, ქარით
გამოწვეული ნიადაგის ეროზიული პროცესების თავიდან აცილება (კანონპროექტი
განხილვის პროცესშია; კანონპროექტის ავტორი და ინიციატორია აგრარულ საკითხთა
კომიტეტი).
კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტები
1. „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტი;
2. „მიწის
მიზნობრივი
დანიშნულების
განსაზღვრის
და
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი;
3. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტი;
4. „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტი;
5. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტი;
6. „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტი;
7. „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტი;
8. „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი;
9. „საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი;
10. „სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
არასასოფლო-სამეურნეო
მიზნით
გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის
ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტი;
11. „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების
4
სრულყოფის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტი;
12. „მეწარმეთა
შესახებ“
საქართველოს
საქართველოს კანონის პროექტი.
ორგანული კანონის მიღება განპირობებული იყო საქართველოს კონსტიტუციის ახალი
რედაქციის ამოქმედებით. კერძოდ, კონსტიტუციური ნორმით დადგინდა საკუთრება სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწაზე და იგი შეიძლება იყოს სახელმწიფოს, თვითმმართველი
ერთეულის,
საქართველოს
მოქალაქის
ან
საქართველოს
მოქალაქეთა
გაერთიანების
საკუთრებაში. საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტის დანაწესიდან
გამომდინარე და მისი მიღებით დადგინდა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე, მისი,
როგორც განსაკუთრებული მნიშვნელობის რესურსის რაციონალური გამოყენების პრინციპების
გათვალისწინებითა და საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით, საკუთრების უფლების
გამჭვირვალე და ერთიანი სისტემა. სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა წარმოადგენს
ამოწურვად რესურსს, რომელიც ყოველწლიურად მცირდება ადამიანის ზემოქმედების, თუ
ბუნებრივი/კლიმატური გარემოს ცვლილების შედეგად. მისი რაციონალური გამოყენება
განსაკუთრებულ
მნიშვნელობას
იძენს
ისეთი
მცირემიწიანი
ქვეყნისთვის,
როგორიც
საქართველოა. შესაბამისად, სახელმწიფოს ვალდებულებაა, რაციონალური გამოყენების
პრინციპების
დაცვით,
უზრუნველყოს
საქართველოს
მოქალაქეთა
წვდომა
აღნიშნულ
რესურსზე. კანონით მოცემულია ის ძირითადი პრინციპები, რომელთაც ორგანული კანონი
ეფუძნება:
საკუთრების უფლების დადგენა სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწაზე საჯარო და
კერძო ინტერესების დაცვით;
მიწის მდგრადი მართვის სახელმწიფო პოლიტიკის ხელშეწყობა;
ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაცვა;
ადგილობრივი მეურნეობის განვითარება.
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების სწორი მართვისათვის, მხოლოდ საჯარო
რეესტრში
რეგისტრირებული
მონაცემები
არ
იძლევა
საკმარის
ინფორმაციას.
მიწის
რაოდენობრივ-ხარისხობრივი აღრიცხვის მოწესრიგება მთავრობის ერთ-ერთი უმთავრესი
ამოცანაა, ვინაიდან, სასურსათო უსაფრთხოების პრობლემის გადაწყვეტა დამოკიდებულია
სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსების რაციონალურ გამოყენებაზე. მიწის
5
ეფექტიანი მართვის, როგორც სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი მთავარი
პირობის, შემაფერხებელ გარემოებას წარმოადგენდა მიწათსარგებლობის შესახებ მონაცემების
არარსებობა, რაც აძნელებს სოფლის მეურნეობაში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას.
„მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღება განპირობებული იყო
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული
კანონის შემუშავებით. აღნიშნული კანონი ხელს შეუწყობს მიწის მდგრადი მართვის
სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავებას, მიწის რაციონალურ გამოყენებას და დაცვას. აღნიშნული
კანონი ადგენს მიწის რესურსების აღრიცხვის, მიწის ბალანსის შედგენის და სტატისტიკური
მონაცემების წარმოების სამართლებრივი საფუძველს. კანონით განსაზღვრულია მიწის
მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის კატეგორიების და
მათი ცვლილების წესი. კანონი უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
მართვის
სახელმწიფო
ინსტიტუციონალურ
მოწესრიგებას.
„სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით და „მიწის
მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის
მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი ნორმების აღსრულების
მიზნით, აუცილებელი იყო, შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება
კანონებში, რამაც განაპირობა საქართველოს კანონებში ცლილებების პროექტების მომზადება.
კერძოდ:
ცვლილებები
შევიდა
„საჯარო
რეესტრის
შესახებ“
საქართველოს
კანონში,
„საქართველოს სამოქალაქო კოდექსში, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში,
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში, „სასოფლოსამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში, „საინვესტიციო საქმიანობის
ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში, „სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის
ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს
კანონში, „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის
შესახებ“ საქართველოს კანონში, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში.
„მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის მდგრადი მართვის შესახებ“ საქართველოს კანონი უზრუნველყოფს სასოფლო-სამეურნეო
6
დანიშნულების მიწის მართვის სახელმწიფო ინსტიტუციონალურ მოწესრიგებას, რა მიზნითაც
შეიქმნა და 2020 წლის 1-ლი იანვრიდან ფუნქციონირებს - საჯარო სამართლის იურიდიული
პირი - მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნული სააგენტო,
რომლის ძირითადი ფუნქციებია მიწის ბალანსის შედგენა, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწის რესურსების აღრიცხვა და მონაცემთა ერთიანი ბაზის შექმნა, მიწათსარგებლობის
სახელმწიფო მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
კომიტეტის მიერ განხილული კანონპროექტები, რომლებზეც
კომიტეტი იყო წამყვანი
კომიტეტმა მხარი დაუჭირა
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების
შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის და „მიწის მიზნობრივი დანიშნულების
განსაზღვრის
და
სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების
მიწის
მდგრადი
მართვის
შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტს და მათგან გამომდინარე საქართველოს კანონის
პროექტებს: „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“;
„საქართველოს
სამოქალაქო
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“;
„სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“;
„საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“; „საქართველოს
საგადასახადო
კოდექსში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“;
„სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“;
„საინვესტიციო საქმიანობის ხელშეწყობისა და გარანტიების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“; „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლოსამეურნეო
მიზნით
გამოყოფისას
სანაცვლო
მიწის
ათვისების
ღირებულებისა
და
მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“; „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“;
„მეწარმეთა
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს პარლამენტის წევრის, ოთარ დანელიას მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს
„სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
7
სპორადული
რეგისტრაციის
სპეციალური
წესისა
და
საკადასტრო
მონაცემების
სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/355;
29.05.2019). პროექტის შემუშავების მიზანი იყო 2016 წელს დაწყებული რეფორმით
დასახული მიზნის სრულად განხორციელება და ამ დროისთვის უკვე აპრობირებული,
ქმედითი და ეფექტიანი სამართლებრივი მექანიზმების გამოყენებით, უძრავ ქონებაზე
საკუთრების უფლების რეგისტრაციის ხელშეწყობა. იმის გათვალისწინებით, რომ მიწის
პირველადი რეგისტრაციის პროცესი ჯერ არ იყო დასრულებული სახით წარმოდგენილი,
კანონპროექტის შესაბამისად, კანონის მოქმედების ვადა 2020 წლის 1-ელ იანვრამდე
გაგრძელდა, რამაც შექმნა საფუძველი, რომ გაგრძელებულიყო მიწის რეგისტრაციის
რეფორმის ფარგლებში სისტემური და სპორადული წესით მიწის ნაკვეთებზე საკუთრების
უფლების
რეგისტრაციის
პროცესი,
„სახელმწიფო
პროექტის
ფარგლებში
მიწის
ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა
და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
სპეციალური წესისა და შეღავათების გათვალისწინებით.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის შემდეგ პროექტებს: „წყალმომხმარებელთა
ორგანიზაციების შესახებ“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონებში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“
(07-2/371;
02.07.2019).
კანონპროექტის მიღების მიზეზი იყო ეფექტიანი სასოფლო-სამეურნეო წარმოებისთვის
საჭირო
პირობების
შექმნა
და
სოფლის
მეურნეობის
მდგრადი
განვითარების
უზრუნველყოფა. საქართველოს სოფლის მეურნეობის უმნიშვნელოვანეს კომპონენტს
ყოველთვის წარმოადგენდა ეფექტიანი საირიგაციო და სადრენაჟო სისტემების მომსახურება.
სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გაზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორი კი სარწყავი
ფართობების წყლით უზრუნველყოფაა. 2010 წელს „მიწების მელიორაციის შესახებ“
საქართველოს
არსებობდა
კანონის
ძალადაკარგულად
სამართლებრივი
საფუძველი
გამოცხადების
ირიგაციის
გამო,
საქართველოში
დარგისთვის.
არ
ყოველივე
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ ქვეყნის ერთ-ერთ
ძირითად ამოცანას წარმოადგენს ნიადაგის ნაყოფიერებისა და მოსავლიანობის გაზრდის
მიზნით, სამელიორაციო სისტემების რეაბილიტაცია, მოდერნიზაცია, ტექნიკური დონის
ამაღლება და მისი ეფექტიანი ფუნქციონირების ტექნოლოგიური და ორგანიზაციული
სრულყოფა,
მიზანშეწონილი
გახდა
თანამედროვე
მიდგომების
და
საერთაშორისო
8
სტანდარტების
გათვალისწინებით,
„წყალმომხმარებელთა
საქართველოს კანონის შემუშავება.
ორგანიზაციების
შესახებ“
კანონი დაარეგულირებს ირიგაციის სფეროში
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების საქმიანობასა და ურთიერთობას ფიზიკურ და
იურიდიულ
პირებთან
და
სახელმწიფო
ორგანოებთან.
უზრუნველყოფს
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შექმნისა და განვითარებისათვის ეფექტიან და
ხელსაყრელ
სამართლებრივ
საფუძვლებს,
მოაწესრიგებს
წყალმომხმარებელთა
ორგანიზაციების მიერ საირიგაციო ინფრასტრუქტურის სარგებლობასთან დაკავშირებულ
საკითხებს.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის შემდეგ პროექტებს: „სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის
შესახებ“
„საქართველოს
საგადასახადო
20.11.2019);
საქართველოს
კოდექსში
„სასოფლო-სამეურნეო
კანონში
ცვლილების
ცვლილების
კოოპერატივის
შეტანის
შესახებ“
შეტანის
თაობაზე“;
შესახებ“
(07-2/420/9;
საქართველოს
კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“; კანონპროექტის მიღების მიზანი იყო მოქმედი კანონის
დახვეწა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების საქმიანობასთან დაკავშირებული
ორგანიზაციულ-სამართლებრივი
საკითხების
მოწესრიგება.
„სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულ იქნა 2013 წელს, მის საფუძველზე კი
შეიქმნა სსიპ - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტო. სააგენტოს
ერთ-ერთ საქმიანობას
წარმოადგენს კოოპერატივის
ორგანიზაციულ-სამართლებრივი
ფორმით ჩამოყალიბებული იურიდიული პირისათვის სასოფლო-სამეურნეო სტატუსის
მინიჭება, რომლის შედეგად, 2014 წლიდან სასოფლო-სამურნეო კოოპერატივის სტატუსი
მინიჭებული
აქვს
2172
კოოპერატივს,
საიდანაც
დღეის
მდგომარეობით
სტატუსი
შენარჩუნებული აქვს 1018 კოოპერატივს. კანონპროექტის ცვლილება მიზნად ისახავდა,
კანონით რეგულირებადი საკითხების სამართლებრივ მოწესრიგებას - სასოფლო-სამეურნეო
კოოპერატივების სიცოცხლისუნარიანობის გაძლიერების, მათი მეპაიეების სოციალურეკონომიკური
მდგომარეობის
გაუმჯობესების,
სოფლისა
აღორძინების
ხელშეწყობის
და
სასოფლო-სამეურნეო
ზოგადად,
და
სოფლის
მეურნეობის
კოოპერატივების
კონკურენტუნარიანობის გაუმჯობესების უზრუნველყოფას.
9
კომიტეტის მიერ განხილული მნიშვნელოვანი კანონპროექტები
კომიტეტმა
მხარი
დაუჭირა
საქართველოს
მთავრობის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - „საქართველოს
ტყის კოდექსი“ და მისგან გამომდინარე საქართველოს კანონის პროექტებს (07-2/313;
20.02.2019); პროექტის შემუშავების მიზანი იყო ტყის მდგრადი მართვის სისტემის
ჩამოყალიბება, რომელიც უზრუნველყოფდა საქართველოში ტყეების რაოდენობრივი
და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებას, ბიომრავალფეროვნების დაცვას,
ტყეების
ეკოლოგიური
ფასეულობების
გათვალისწინებით
მათი
ეკონომიკური
პოტენციალის ეფექტიან გამოყენებას, ტყის მართვაში საზოგადოების მონაწილეობას და
მიღებული სარგებლის სამართლიან გადანაწილებას. აღნიშნული მიზნის მისაღწევად
აუცილებელი გახდა საქართველოს ტყის კოდექსის ახალი პროექტის შემუშავება.
კომიტეტმა
განიხილა
საქართველოს
პარლამენტის
წევრის,
გია
ჟორჟოლიანის
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“. წარმოდგენილი ცვლილებები მიზნად ისახავდა
სამხედრო სამსახურში გაწვევის ვალდებულების გადავადების უფლების მინიჭებას
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის, ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო
პროგრამის პროფესიული სტუდენტებისათვის, რომლებიც სწავლობენ საქართველოს, ან
უცხოეთის
კანონმდებლობის
სწავლის
შესაბამისად
აღიარებულ
დამთავრებამდე,
მხოლოდ
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში
-
ერთი
პროფესიული
საგანმანათლებლო
პროგრამის ან მოკლე ციკლის საგანმანათლებლო
პროგრამის
ფარგლებში. კომიტეტმა, შენიშვნების გათვალისწინებით, მხარი დაუჭირა საქართველოს
პარლამენტის წევრის, გია ჟორჟოლიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილ
„სამხედრო
ვალდებულებისა
და
სამხედრო
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტს და
მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი
მოსმენით განსახილველად.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს „საქართველოს 2019 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“.
პროექტის
ძირითადი
პარამეტრების
შემუშავებისას
გათვალისწინებული
იყო
10
საერთაშორისო სავალუტო ფონდთან არსებული პროგრამის ძირითადი პრინციპები.
პროექტის შესაბამისად საშუალოვადიანი ფისკალური ჩარჩო ითვალიწინებდა მიმდინარე
ხარჯების ზრდის შეზღუდვას და საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებას. 2019
წლის ბიუჯეტი დაგეგმილი იყო ეკონომიკის რეალური ზრდის 4.5%-იან მაჩვენებელზე, 7
თვის წინასწარი მაჩვენებლების მიხედვით რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა
4.9%-ს, მშპ-ს დეფლატორის მაჩვენებელი განისაზღვრა 4.5%-ის ოდენობით. გასული წლის
ნოემბერთან შედარებით დაზუსტდა 2018 წლის ეკონომიკური ზრდა ნომინალურ
გამოხატულებაში, რისი გათვალისწინებითაც, 2019 წლის ნომინალური მთლიანი შიდა
პროდუქტის განახლებული პროგნოზით 44.9 მლრდ ლარი შეადგინა. გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის გათვალისწინებული ასიგნება განისაზღვრა 340.1
მლნ ლარით, რაც დამტკიცებულ გეგმასთან შედარებით 1.2 მლნ ლარით მეტი იყო
გრანტების ნაწილში. საბიუჯეტო სახსრებში სხვადასხვა პროგრამებში წარმოქმნილი
ეკონომიების და არსებული საჭიროებების გათვალისწინებით, ასიგნებები გადანაწილდა
პროგრამებს შორის. მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტებისთვის გათვალისწინებული
ასიგნება გაიზარდა 7.8 მლნ ლარით და შეადგინა 56.8 მლნ ლარი. ზრდის აუცილებლობა
გამოწვეული იყო კომერციული ბანკების მიერ დაფინანსებული აგროსესხების მზარდი
დინამიკით.
კომიტეტმა განიხილა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2020 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ
თანდართულ მასალებთან ერთად, კერძოდ, „ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და
მიმართულებების
დოკუმენტი“
(07-2/399;
30.09.2019).
პროექტთან
დაკავშირებით
კომიტეტში გაიმართა დისკუსია, სადაც აღინიშნა, რომ სოფლის მეურნეობაში არსებული
გამოწვევების გათვალისწინებით, უნდა გაიზარდოს საბიუჯეტო დაფინანსება და მეტად
მოხდეს დარგის განვითარების ხელშეწყობა, რაც უზრუნველყოფს ქვეყნის სასურსათო
უსაფრთხოებას, მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდას და მოსახლეობის კეთილდღეობას.
კერძოდ, საბიუჯეტო დაფინანსება უნდა გაზრდილიყო შემდეგი პროგრამებისა და
ქვეპროგრამების
მიმართულებით:
მოსავლის
ამღები
ტექნიკის
თანადაფინანსების
პროექტი - 31.05.08, რადგან ქვეყანაში შესაბამისი ტექნიკის არ არსებობის გამო სოფლად
სამუშაოების აგროვადებში შესრულება და მოსავლის დაბინავება წარმოადგენს ერთ-ერთ
მნიშვნელოვან პრობლემას. „დანერგე მომავალი“ - 31.05.04, ერთ-ერთი წარმატებული
11
პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს სანერგე მეურნეობების მოწყობის და მრავალწლიანი
კულტურების ბაღების გაშენების ხელშეწყობას. აღნიშნულმა პროგრამამ მნიშვნელოვნად
შეუწყო ხელი საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებას, დაუმუშავებელი
სასოფლო-სამეურნეო მიწების ათვისებას და სოფლის მეურნეობის პროდუქტების
დივერსიფიცირებას, რამაც შესაბამისი ასახვა ჰპოვა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის
შემოსავლებზე. სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების
თანადაფინანსება - 31.05.04, სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტის პოტენციალის
გაზრდის
აუცილებელ
პირობას
წარმოადგენს
გადამამუშავებელი
საწარმოების
რაოდენობის ზრდა; კვების პროდუქტების, ცხოველთა და მცენარეთა დაავადებების
დიაგნოსტიკა - 31.14, განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებისა და ქვეყანაში
არსებული მომეტებული რისკების გათვალისწინებით მეტად უნდა მომხდარიყო
აღნიშნული მიმართულების მხარდაჭერა; აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი
ღონისძიებები - 31.02.06, გასული წლების განმავლობაში აღნიშნული მიმართულებით
მოხდა მნიშვნელოვანი თანხების მობილიზება, ღონისძიებებში ჩართული იყო არაერთი
საერთაშორისო
ორგანიზაცია,
სახელმწიფოების
მეცნიერები,
წარმომადგენლობა,
რაც
ქვეყანას
დახმარებას
განპირობებული
უწევდა
იყო
სხვა
პრობლემის
მაშტაბურობითა და სიმწვავით, გატარებული ღონისძიებების შედეგად მიღწეულ იქნა
მნიშვნელოვანი
წარმატებისთვის,
გათვალისწინებით
შენიშვნები
თუმცა
უნდა გაძლიერდეს
დაფინანსების
გაზრდის
ჯერ
კიდევ
არსებული
საფრთხეების
პროგრამის მხარდაჭერა; ასევე,
გამოითქვა
თვალსაზრით
დარგების
ტრადიციული
განვითარების მიმართულებით (პროგრამები): მევენახეობა - მეღვინეობის განვითარება 31.03; ქართული ჩაი - 31.05.05 მეფუტკრეობის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების
მხარდაჭერა - 31.05.10; ასევე, პროგრამა „იმერეთის აგროზონა“ - 31.05.12.
აღნიშნული შენიშვნებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებით, კომიტეტმა მხარი
დაუჭირა წარმოდგენილ პროექტს და მიიჩნია, რომ აღნიშნული შენიშვნები ასახული უნდა
ყოფილიყო, მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარმოსადგენ სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონის პროექტის და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების
დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებში.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილ „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა
სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების
12
სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტს და მისგან გამომდინარე კანონის პროექტებს: „ფიზიკური და კერძო
სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის
ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“; „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“; „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (07-2/415/9; 13.11.2019); კანონპროექტის მიღების მიზანი იყო მიწაზე საკუთრების
უფლების პირველადი რეგისტრაციის პროცესის შეუფერხებლად წარმართვა, ამ პროცესის
კიდევ უფრო გამარტივება, საკადასტრო მონაცემების სრულყოფა და შესაბამისი უფლებების
მქონე კერძო პირთა სახელზე მაქსიმალური ოდენობის მიწის ნაკვეთების რეგისტრაცია. მიწის
რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის ფარგლებში შემუშავებული გამარტივებული წესის
დანერგვა ხელს შეუწყობს მიწის ნაკვეთებზე უფლებათა პირველადი რეგისტრაციის პროცესის
დასრულებას და უზრუნველყოფს საჯარო რეესტრში რეგისტრირებული მცდარი ან
ურთიერთშეუსაბამო
მონაცემების
კანონმდებლობით
დადგენილ
მოთხოვნებთან
შესაბამისობას. მიწის ნაკვეთების პირველადი რეგისტრაციის დასრულება შესაძლებლობას
მისცემს საქართველოს მთავრობას, შეიმუშავოს სოციალური პროექტები, წარმართოს მიწის
ადმინისტრირებისა და მიწათსარგებლობის ეფექტიანი პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს
უწყვეტ ეკონომიკურ ზრდას სოფლის მეურნეობისა და აგრობიზნესის სექტორებში; მიწაზე
უფლებათა რეგისტრაცია საქართველოს მთავრობას მისცემს შესაძლებლობას, ეფექტიანად
მართოს და მოუაროს სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ საირიგაციო და სადრენაჟე
ინფრასტრუქტურას,
რაც
საგრძნობლად
შეუწყობს
ხელს
სოფლის
მეურნეობის
პროდუქტიულობას.
კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტს - „საქართველოს საგადასახადო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-2/246; 20.08.2018). პროექტის მიზანი იყო
საქართველოში წარმოებული ნატურალური რძის და ამ რძის ნაწარმის გათავისუფლება დღგსგან ჩათვლის უფლებით. მოქმედი კანონმდებლობით, დღგ-სგან თავისუფლდება მხოლოდ 2
ლიტრზე მეტი პირველად საფუთავებში ჩასხმული რძე (2 ლიტრამდე პაკეტებში განთავსებულ
ნატურალურ რძეს ეცვლება სასაქონლო კოდი, რის გამოც, მის მიწოდებაზე არ ვრცელდება
დღგ-ში არსებული საგადასახადო შეღავათი) და საქართველოში წარმოებული ყველი.
კანონპროექტის მიხედვით, დღგ-სგან ჩათვლის უფლებით სრულად თავისუფლდებოდა
13
ნატურალური რძისა და რძის ნაწარმის მიწოდება, რის გამოც წარმოდგენილი ინფორმაციით,
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილს წლიურად
დააკლდებოდა 35 მლნ. ლარი. კომიტეტის
სხდომაზე გამოითქვა მოსაზრება, რომ ფინანსთა სამინისტროს უნდა წარმოედგინა მეტი
არგუმენტაცია,
მათ
შორის,
შესაბამისი
გათვლები.
აღინიშნა,
რომ
დარგობრივი
თვალსაზრისით, აღნიშნული ინიციატივა არ აიაფებს დახლზე პროდუქტს, გლეხისთვის მეტი
შემოსავლის წყარო არ ხდება და მცირდება ბიუჯეტის ფინანსური რესურსი.
კომიტეტის მიერ საკანონმდებლო წინადადების განხილვა
კომიტეტმა
განიხილა
საკანონმდებლო
წინადადება
„სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის
ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების და დამატების შეტანის თაობაზე“. საკანონმდებლო წინადადების
თანახმად, პროექტი მიზნად ისახავდა, სასოფლო-სამეურნეო მიწის, როგორც ქვეყნის
სასურსათო
უზრუნველყოფის
ძირითადი
გარანტის
(საშუალება),
დაცვას
და
დაკონკრეტებას, თუ რა შემთხვევაში იზღუდება, ან შესაძლებელია იყოს ნებადართული
მეწარმე სუბიექტის მიერ (ფიზიკური პირი, იურიდიული პირი), სახნავი მიწების ერთიან
მასივში სასოფლო-სამეურნეო მიწის კატეგორიის შეცვლა. სხდომაზე აღინიშნა, რომ
აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილი
„სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის პროექტით გარკვეული შეზღუდვები დაწესდა
საკუთრების
უფლებასთან დაკავშირებით. უცხოელს საკუთრების უფლება მიენიჭა მხოლოდ
მემკვიდრეობით მიღებულ მიწაზე, ხოლო იურიდიულ პირს, მხოლოდ საქართველოს
მთავრობის გადაწყვეტილებით, საინვესტიციო გეგმის საფუძველზე. „მიწის მიზნობრივი
დანიშნულების განსაზღვრის და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი
მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით უფრო დეტალურად დარეგულირდა
საკანონმდებლო
წინადადებაში
დასმული
საკითხები,
ხოლო
ძალადაკარგულად
გამოცხადდა „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო
მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის
ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს 1997 წლის 2 ოქტომბრის კანონი, სადაც
საკანონმდებლო წინადადებით შედიოდა
ცვლილებები. აღნიშნული საკანონმდებლო
14
წინადადება უარყოფილ იქნა, ხოლო საკანონმდებლო წინადადების ავტორებს მიეცათ
რეკომენდაცია, მონაწილეობა მიეღოთ კომიტეტის მიერ ინიცირებული კანონპროექტების
განხილვაში.
კომიტეტმა
განიხილა
საკანონმდებლო
მოქალაქე
წინადადება
ვლადიმერ
ბერაიას
„სურსათის/ცხოველის
მიერ
წარმოდგენილი
საკვების
უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ (110198/19; 23.05.2019) საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით. წარმოდგენილი
წინადადებით შემოთავაზებული იყო
ვეტერინარიისა
და
პასუხისმგებლობის
მცენარეთა
ფულადი
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,
დაცვის
კოდექსის“
მე-15
თავით
სახდელების
(ჯარიმები)
გაზრდა.
მოცემული
საკანონმდებლო
წინადადების ავტორის აზრით, ბიზნეს-ოპერატორები ხშირად მარტივად იხდიან
კონკრეტულ ჯარიმებს, რაღაც დროით აღმოფხვრიან კრიტიკულ შეუსაბამობებს და
ობიექტის გახსნის შემდგომ ისევ დარღვევებით მუშაობენ. კომიტეტის თავმჯდომარემ,
ოთარ დანელიამ, აღნიშნა, რომ არც ისე დიდი ხნის წინ ცვლილებები შევიდა
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსში“ და გარკვეული ვადაა საჭირო შესაბამისი უწყებების მუშაობის შედეგების
შესაფასებლად. ასევე, საჭიროა ცვლილებების მომზადება, რაზეც გუნდი მუშაობს.
კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა მოქალაქე ვლადიმერ ბერაიას მიერ წარმოდგენილ
საკანონმდებლო
წინადადებას
„სურსათის/ცხოველის
საკვების
უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით და აღნიშნული საკანონმდებლო
წინადადება
უარყოფილ
იქნა.
სხდომის
თავმჯდომარემ
გამოთქვა
მზადყოფნა
წინადადების ავტორის სამუშაო პროცესში ჩართვასთან დაკავშირებით.
კომიტეტის მიერ პეტიციის განხილვა
აგრარულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე განიხილა ბიოლოგიურ
მეურნეობათა ასოციაცია „ელკანა“-ს (მარიამ ჯორჯაძე) მიერ წარმოდგენილი 1 200 (ათას
ორასი) მოქალაქის მიერ ხელმოწერილი პეტიცია - „ბიოწარმოების ხელშეწყობა
საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი უნდა იყოს“ (№1-19631/19; 23.10.2019).
15
წარმოდგენილი პეტიციის თანახმად, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის სამინისტრომ 2019 წლის 30 აგვისტოს საზოგადოებას წარუდგინა
„საქართველოს სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების სტრატეგია 2021-2027“
და „2021-2023 წლების სამოქმედო გეგმა“. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული
დოკუმენტების გამოქვეყნებამდე გაკეთდა განცხადებები ბიოწარმოების ხელშეწყობის
თაობაზე,
სტრატეგიის
დოკუმენტში
სახელმწიფოს
პრიორიტეტად
არ
იყო
განსაზღვრული ბიო/ორგანული წარმოების განვითარება, ხოლო სამოქმედო გეგმა არ
ითვალისწინებდა ამ მიმართულებით ხელშემწყობ პროგრამებს.
პეტიციაში აღნიშნული იყო, რომ ბიოწარმოება ხელს უწყობს გარემოს დაცვას და მდგრად
განვითარებას,
ეკოსისტემის
შენარჩუნებას
და
ადამიანის
კეთილდღეობას.
ბიოპროდუქტებზე მოთხოვნა მსოფლიოში ყოველწლიურად იზრდება და მას დიდი
მნიშვნელობა აქვს მაღალშემოსავლიანი ტურიზმის განვითარებისთვის. ამასთან,
საქართველოს მთაგორიანი ლანდშაფტი და მიწების ფრაგმენტაცია არ იძლევა იაფი,
მაგრამ
მაღალმოსავლიანი
უზრუნველყოფდა
პროდუქტების
მსოფლიო
ბაზარზე
წარმოების
მის
შესაძლებლობას,
კონკურენტუნარიანობას,
რაც
თუმცა
შესაძლებელია მაღალი ხარისხის და მრავალფეროვანი პროდუქციის წარმოება.
ბიოწარმოების განვითარება სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობის გარეშე რთულია,
ვინაიდან მოითხოვს წარმოების სისტემის შეცვლას და სერტიფიცირების პროცესის
გავლას, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. შესაბამისად, სათანადო
მასტიმულირებელი მექანიზმების არ არსებობის პირობებში, ბიოწარმოების განვითარება
ნელი ტემპით მიმდინარეობს.
ზემოაღნიშნულის
ბიოწარმოების
გათვალისწინებით,
განვითარება
პეტიციის
„საქართველოს
სოფლის
მოთხოვნას
წარმოადგენდა:
მეურნეობის
და
სოფლის
განვითარების სტრატეგია 2021-2027“-ით გამოცხადდეს ერთ-ერთ პრიორიტეტულ
მიმართულებად; 2021-2023 წლების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებულ იქნეს
ბიო/ორგანული
წარმოების
ხელშემწყობი
კომპონენტები
შესაბამისი
ბიუჯეტით;
წახალისდეს ბიოწარმოება სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული პროგრამებით („დანერგე
მომავალი“;
სასოფლო-სამეურნეო
დაზღვევის
პროგრამა
და
სხვა);
დადგინდეს
16
საგადასახადო შეღავათები; ფიტოსანიტარული პროგრამების ფარგლებში პრიორიტეტი
მიენიჭოს ბიოპრეპარატების გამოყენებას.
სხდომაზე
კომიტეტის
წევრების
მიერ
გამოითქვა
მოსაზრებები
პეტიციასთან
დაკავშირებით და ერთხმად აღინიშნა, რომ სახელმწიფომ მნიშვნელოვნად უნდა
შეუწყოს ხელი საქართველოში ბიოწარმოების განვითარებას.
იმის გათვალისწინებით, რომ პეტიციის მოთხოვნას წარმოადგენდა საქართველოს
გარემოს
დაცვისა
და
სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს
მიერ
შემუშავებულ
სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმაში შესაბამისი ცვლილებების ასახვა, კომიტეტმა,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის მე-7 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად,
მიიღო
გადაწყვეტილება,
პეტიცია
-
„ბიოწარმოების
ხელშეწყობა
საქართველოს მთავრობის პრიორიტეტი უნდა იყოს“, განსახილველად გადაეგზავნა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთვის.
კომიტეტის მიერ განხილული და მხარდაჭერილი საერთაშორისო
შეთანხმებები და ხელშეკრულებები
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილ „საქართველოსა და ევროპის საინვესტიციო ბანკს შორის ფინანსური
ხელშეკრულების
(საქართველოს
სოფლის
მეურნეობის
პროდუქციის
წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვი)“ გათავისუფლების შესახებ შეთანხმებას“
(07-2/283; 13.12.2018);
ხელშეკრულების შესაბამისად, პროექტით განსახორციელებელი
ღონისძიებების დაფინანსების მიზნით, EIB-მ საქართველოს გამოუყო სესხის სახით 100 მლნ.
ევრო. ფინანსური ხელშეკრულების ფარგლებში გამოყოფილი სესხი განკუთვნილი იყო
ბანკების
მეშვეობით
დაფინანსებისათვის,
სოფლის
მეურნეობის
სოფლის
სექტორში
პროექტების
მეურნეობის
სესხის
სახით
პროდუქციის
წარმოების/გადამუშავების/რეალიზაციის ჯაჭვის შექმნის მიზნით.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილ
„საქართველოსა და სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო
ფონდს შორის დაფინანსების შეთანხმებას (მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და
ბაზარზე
წვდომის
პროგრამას
(DiMMA))“
(07-2/326;
01.04.2019).
17
პროგრამის მიზანი იყო სოფლად სიღარიბის შემცირება კონკურენტუნარიანი, მოქნილი და
მდგრადი მერძევეობის დარგის მოდერნიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის გზით,
კერძოდ, რძის მცირე მწარმოებლების შემოსავლების ზრდის და გაძლიერების ხელშეწყობა,
განსაკუთრებით მთიან რეგიონებში. პროგრამის განსახორციელებლად IFAD-მა გამოყო სესხი
16,000,000 ევროს ოდენობით.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს მთავრობის მიერ
რატიფიცირებისათვის წარმოდგენილ „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს
შორის 2015 წლის 22 დეკემბრით დათარიღებულ განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო
შეთანხმების (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა)“ ცვლილება ნომერი
ოთხი“ (07-2/365; 14.06.2019); „ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის 2015
წლის 22 დეკემბრით დათარიღებული განვითარების მიზნის შესახებ საგრანტო შეთანხმების
თაობაზე (ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა)“ ცვლილება ნომერი ოთხი“.
პროექტის „ინკლუზიური და მდგრადი ეკონომიკური ზრდა“ მიზანი იყო ეკონომიკური
მართვისა და ხელმძღვანელობის გაუმჯობესება, გლობალური ბიზნეს-სტანდარტების
საყოველთაო
დანერგვა,
სამიზნე
სექტორებში
კონკურენტუნარიანობის
გაზრდა,
საქართველოს ბუნებრივი რესურსების ეფექტურად მართვა და მაღალი კომპეტენციის
ბაზარზე ორიენტირებული სამუშაო ადგილების შექმნა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილი
იყო აქტივობები შემდეგი ექვსი მიმართულებით: კონფლიქტების შემსუბუქება და შერიგება;
განათლება;
ინფრასტრუქტურა;
სოფლის
მეურნეობა;
კერძო
სექტორის
კონკურენტუნარიანობა; გარემოს დაცვა. წარმოდგენილი პროექტის დასრულების თარიღი
გაგრძელდა 2025 წლის 30 სექტემბრამდე.
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის
წარმოდგენილ „საქართველოსა და დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის
გაერთიანებულ სამეფოს შორის სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის
შეთანხმებას“ და მიზანშეწონილად ჩათვალა მისი გატანა პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე
რატიფიცირებისათვის.
გაღრმავების
შესაძლებლობებს
შემდეგი
ფასეულობების
განმტკიცება
დაცვა;
და
შეთანხმება
ითვალისწინებდა
თანამშრომლობის
ძირითადი
მიმართულებებით:
საგარეო
უსაფრთხოების
და
საერთო
პოლიტიკა;
მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება; დარგობრივი პოლიტიკის ყველა
სფეროს მოდერნიზება და ევროპული სტანდარტების დანერგვა; ვაჭრობა და ვაჭრობასთან
დაკავშირებული საკითხები.
18
კომიტეტმა მხარი დაუჭირა საქართველოს მთავრობის მიერ მიერთებისათვის წარმოდგენილ
საერთაშორისო შეთანხმებას „ზეთისხილის ზეთისა და სუფრის ზეთისხილის შესახებ“ (072/406; 28.10.2019); კომიტეტის სხდომაზე აღინიშნა, რომ „ზეთისხილის ზეთისა და სუფრის
ზეთისხილის შესახებ“ საერთაშორისო შეთანხმება შემუშავდა და ძალაში შევიდა 2015 წლის
ოქტომბერში. იგი წარმოადგენდა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს (IOC) ერთ-ერთ
სამართლებრივ საფუძველს, რომლის წევრიც 17 ქვეყანაა და ევროკავშირი არის მასთან
მიერთებული. შეთანხმებასთან საქართველოს მიერთება ხელს შეუწყობს ზეთისხილის
საერთაშორისო საბჭოს წევრ ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარებას, ზეთისხილით
წარმოებული
წარმოების
პროდუქტების
თანამედროვე
გეოგრაფიული
ტექნოლოგიების
აღნიშვნების
დაცვას
დანერგვას.
სხდომაზე
და
ზეთისხილის
აღინიშნა,
რომ
საქართველოში ზეთისხილი ახალი კულტურაა და მნიშვნელოვანია, მოხდეს მისი
პოპულარიზაცია,
რადგან
ძალიან
მოთხოვნადია
პრაქტიკულად
ყველა
ქვეყანაში.
საქართველოს მრავალწლიანი კულტურების გაშენების დიდი პოტენციალი გააჩნია. სწორედ
ამიტომ, სახელმწიფო პროგრამას „დანერგე მომავალი“ ახორციელებს. ასეთი პროგრამები
ხელს უწყობს საქართველოში ახალი მრავალწლიანი კულტურების გაშენებას, მეხილეობის
დარგის
განვითარებას,
რაც
ქვეყნის
ეკონომიკური
წინსვლის
თვალსაზრისით
მნიშვნელოვანია.
საპარლამენტო კონტროლი
საანგარიშო პერიოდში კომიტეტი ახორციელებდა
საქმიანობაზე.
ამ
მიზნით,
გაიმართა
კონტროლს საქართველოს მთავრობის
რამდენიმე
კომიტეტის
სხდომაც.
კომიტეტმა
საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში 14 საკითხი განიხილა, რომელთა დიდი ნაწილი
უკავშირდებოდა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და მის სისტემაში
არსებული უწყებების საქმიანობას და პროექტების განხორციელების მიმდინარეობას.
აღნიშნული საკითხების განხილვას კომიტეტის 9 სხდომა დაეთმო:
1.
კომიტეტის
2019
წლის 11 თებერვლის სხდომაზე განხილული იქნა აგრარულ
საკითხთა კომიტეტის 2019 წლის სამოქმედო გეგმა (მომხსენებელი: ოთარ დანელია საქართველოს პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე).
2.
კომიტეტის 2019 წლის 18 თებერვალის სხდომაზე მოსმენილი იქნა ინფორმაცია:
19
სურსათის უვნებლობის სახელმწიფო კონტროლის განხორციელების ეფექტურობის
შესახებ;
ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობის შესახებ;
მცენარეთა
დაცვის
და
ფიტოსანიტარიული
კეთილსაიმედოობის
შესახებ.
(მომხსენებელი: ზურაბ ჩეკურაშვილი - სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს
უფროსი);
საქართველოს
გარემოს
ლაბორატორიის
დაცვისა
მიერ
და
სოფლის
გაწეული
მეურნეობის
სამინისტროს
საქმიანობის
შესახებ;
(მომხსენებელი: ირაკლი გულედანი - ლაბორატორიის დირექტორი).
3.
კომიტეტმა 2019 წლის 25 მარტის სხდომაზე მოისმინა:
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ანგარიში
სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის
ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2018 წლის ეროვნული სამოქმედო
გეგმის შესრულების შესახებ; (მომხსენებელი: გელა ხანიშვილი - საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე);
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ
სოფლის
მიღებული
მეურნეობის
მიმართულებით
ნორმატიული
აქტების
საქართველოს
აღსრულების
პარლამენტის
მდგომარეობის
მიერ
შესახებ;
(მომხსენებელი: გელა ხანიშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე).
4. კომიტეტის 2019 წლის 13 მაისის სხდომაზე მოსმენილი იქნა საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების 3 თვის მიმოხილვა“ (მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს
ფინანსთა მინისტრის მოადგილე).
5. კომიტეტის 2019 წლის 10 ივნისის სხდომაზე მოსმენილი იქნა ინფორმაცია „საქართველოს
2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის შესახებ“ და „ძირითადი
მაკროეკონომიკური
პროგნოზებისა
და
საქართველოს
სამინისტროების
ძირითადი
მიმართულებების შესახებ“ (მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა
მინისტრის მოადგილე).
6. კომიტეტმა 2019 წლის 27 სექტემბრის სხდომაზე მოისმინა:
20
შპს
„საქართველოს
მელიორაციის“
მიერ
გაწეული
საქმიანობის
შესახებ.
(მომხსენებელი: გიორგი ხანიშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე).
საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების 6 თვის ანგარიშის
თაობაზე. (მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის
მოადგილე).
7. კომიტეტის 2019 წლის 22 ოქტომბრის სხდომაზე მოსმენილი იქნა საქართველოს გარემოს
დაცვისა
და
სოფლის
მეურნეობის
სამინისტროს
ანგარიში
სოფლის
მეურნეობის
მიმართულებით საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმებისა და
ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული სამოქმედო გეგმის 6
თვის შესრულების შესახებ; (მომხსენებელი: გიორგი ხანიშვილი - საქართველოს გარემოს
დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე).
8. კომიტეტის 2019 წლის 5 ნოემბრის სხდომაზე მოსმენილი იქნა საქართველოს მთავრობის
მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ 9 თვის
მიმოხილვა (მომხსენებელი: გიორგი კაკაურიძე - საქართველოს ფინანსთა მინისტრის
მოადგილე).
9. კომიტეტის 2019
ეროვნული
წლის 17 დეკემბრის სხდომაზე მოსმენილი იქნა სსიპ - სურსათის
სააგენტოს
მიერ
გაწეული
საქმიანობის
ანგარიში
(მომხსენებლები: გიორგი ხანიშვილი - საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის
მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე, ზურაბ ჩეკურაშვილი - სურსათის ეროვნული
სააგენტოს უფროსი).
კომიტეტის გასვლითი სხდომები
აგრარულ საკითხთა კომიტეტის გასვლითი სამუშაო შეხვედრა კახეთის რეგიონში
2019 წლის 10 თებერვალს კომიტეტის წევრებმა კახეთის რეგიონში გამართულ კომიტეტის
გასვლით სამუშაო შეხვედრაზე მიმდინარე წლის საგაზაფხულო სესიაზე დაგეგმილი
საკანონმდებლო ინიციატივები განიხილეს. კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ,
კომიტეტის წევრებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და მისგან გამომდინარე კანონპროექტები გააცნო.
შეხვედრაზე ასევე განიხილეს კომიტეტის ახალი საკანონმდებლო ინიციატივა - „ქარსაფარი
21
(მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი. შეხვედრაზე შემუშავებაში
მყოფ კანონპროექტებზეც იმსჯელეს, როგორიცაა „სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის,
ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს
კანონის პროექტი და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი. სამუშაო შეხვედრა კავკასიის
რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) მხარდაჭერით ჩატარდა.
კომიტეტის თავმჯდომარის შეხვედრები და ვიზიტები
2019 წლის 7 ნოემბერს კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია, ახალგაზრდული
პარლამენტის
აგრარულ
ოთარ
ახალგაზრდებს
დანელიამ
საქმიანობა
და
კომიტეტის
განსაკუთრებული
საკითხთა
პარლამენტის
სამოქმედო
ყურადღება
კომიტეტის
გეგმა
აგრარულ
წევრებს
საკანონმდებლო,
გააცნო.
სფეროში
საზედამხედველო
კომიტეტის
დღეს
შეხვდა.
არსებულ
თავმჯდომარემ
გამოწვევებზე
გაამახვილა. მან ასევე ისაუბრა ხელისუფლებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების
ჩართულობით
განხორციელებულ
და
მიმდინარე
პროექტებზე.
ოთარ
დანელიას
განცხადებით, სულ უფრო იზრდება ახალგაზრდების დაინტერესება სოფლის მეურნეობის
სხვადასხვა დარგებით და ამ მიმართულებით მათი ჩართულობა. მნიშვნელოვანია, რომ
ქვეყანამ ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების პოპულარიზაციას, რათა აგრარულ
დარგში ახალგაზრდა სპეციალისტების დეფიციტი აღმოიფხვრას. შეხვედრაზე სურსათის
უვნებლობაზე კონტროლის გამკაცრებაზე და „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლების
შესახებ“ კანონპროექტზე ისაუბრეს. ახალგაზრდული პარლამენტის წევრები კომიტეტის
მიერ ინიცირებული კანონპროექტებით დაინტერესდნენ.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს
ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების საკანონმდებლო დონეზე ჰარმონიზაციის
საკითხსა და აგრარულ სექტორში საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობაზე.
2019 წლის 16 მაისს კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ, ბათუმში შავი ზღვის
ეკონომიკური
თანამშრომლობის
საპარლამენტო
ასამბლეის
(PABSEC) საკომიტეტო
სხდომებში მიიღო მონაწილეობა. საკომიტეტო სხდომების ფარგლებში გაიმართა მსჯელობა
ქვეყნის
განვითარებაში
მწვანე
ეკონომიკის
როლზე
და
შემუშავდა
შესაბამისი
რეკომენდაციები.
22
2019 წლის 15 მაისს კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია, ბათუმში შავი ზღვის
ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ და სამართლებრივ
საკითხთა კომიტეტის 53-ე სხდომაზე მოხსენებით წარდგა. მან ისაუბრა „სახალხო
დამცველის
ინსტიტუტის
ინსტიტუტების
როლზე
მშენებლობის
და
დემოკრატიის
ადამიანის
განმტკიცებაში“,
ფუნდამენტური
დემოკრატიული
უფლებების
დაცვის
კონტექსტში სახალხო დამცველის, როგორც სახელმწიფო ინსტიტუტის, როლზე და მისი
ეფექტური საქმიანობის მნიშვნელობაზე.
2019 წლის 5 აპრილს კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია,
და
საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი, ლევან დავითაშვილი, დასავლეთ
საქართველოში აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის ღონისძიებების მიმდინარეობას გაეცნენ,
მოისმინეს ინფორმაცია მონიტორინგის შედეგების შესახებ და სპეციალური ტექნიკა
დაათვალიერეს.
აზიურ
ფაროსანასთან
მიმართულებას
მოიცავდა:
აქტიურ
ბრძოლის
ღონისძიებები
საინფორმაციო
კამპანიას
ოთხ
-
ძირითად
მოსახლეობაში
ინფორმირებულობის გაზრდას; მონიტორინგს - აზიური ფაროსანას გავრცელების არეალის
დადგენას, მავნებლის განვითარების ფაზების, პოპულაციის რიცხოვნობის დინამიკის და
ღონისძიებების ჩატარების
ვადების განსაზღვრას; აზიური ფაროსანას კონტროლის
ღონისძიებებს-მავნებლის საწინააღმდეგო წამლობას; სამეცნიერო-კვლევით სამუშაოებს,
რომელიც მიზნად ისახავდა საქართველოს პირობებში, აზიური ფაროსანას ბიოლოგიის
შესწავლას, ბიოლოგიური მტრების გამოვლენას, მცენარეთა დაცვის სხვადასხვა, მათ შორის,
ბიოლოგიური საშუალებების ეფექტიანობის დადგენას. აზიური ფაროსანას წინააღმდეგ
განსახორციელებელი ღონისძიებების დაფინანსებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2019
წელს 45 მილიონი ლარი იყო გამოყოფილი.
2019 წლის 15 მარტს კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია, და კომიტეტის
წევრები პენსილვანიის უნივერსიტეტის პროფესორ, ენტომოლოგ გრეგ კრავჩუკს, შეხვდნენ,
რომელიც აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების დაგეგმვასა და სტრატეგიის
შემუშავებაში 2016 წლიდან არის ჩართული. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ: ახალი
ზელანდიის მრეწველობის სამინისტროს ბიოუსაფრთხოების დეპარტამენტიდან - პოლ
ჰალეტი; ავსტრალიის სოფლის მეურნეობის და წყლის რესურსების დეპარტამენტიდან ბრაიან გარმსი და ქეროლაინ მარტინი. ისინი აზიურ ფაროსანასთან ბრძოლის საკითხებთან
დაკავშირებით საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში სტუმრობდნენ საქართველოს.
გრეგ
კრავჩუკმა
კანონმდებლებს
სამუშაო
შეხვედრის
ფორმატში
გააცნო
აზიურ
23
ფაროსანასთან
ბრძოლის
მსოფლიოში
არსებული
პრაქტიკა,
აზიური
ფაროსანას
საწინააღმდეგოდ სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ საკუთარი
მოსაზრებები, შეხედულებები და სამომავლო ხედვები. უცხოელ ექსპერტებთან სამუშაო
შეხვედრა
აგრარულ
საკითხთა
კომიტეტის
ინიციატივით
გაიმართა
და
მასში
კანონმდებლებთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და
სურსათის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ.
2019 წლის
11
მარტს კომიტეტის თავმჯდომარემ, ოთარ დანელიამ, საქართველოში
აკრედიტირებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა.
კომიტეტის
თავმჯდომარემ
შეხვედრაში
მონაწილეებს
„სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი და
მისგან გამომდინარე კანონპროექტები გააცნო. ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ ორგანული
კანონის პროექტი ადგენს საკუთრების უფლებას სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების
მიწაზე საჯარო და კერძო ინტერესების დაცვით, ხელს უწყობს მიწის მდგრადი მართვის
სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებას, ეროვნულ უსაფრთხოებას და ადგილობრივი
მეურნეობის განვითარებას. ორგანული კანონი აწესებს საჯარიმო სანქციებს მიწის
არდამუშავების შემთხვევაში, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქეებს შეეხებათ. ოთარ
დანელიას განცხადებით, კომიტეტი გამოდის ინიციატივით, რომ შეიქმნას მიწის მდგრადი
მართვის ეროვნული სააგენტო, რომელიც სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების
ბალანსებს შეადგენს და მისი კლასიფიკაციისა თუ სტატუსების ფარგლებში შესაბამის
ანალიზს გააკეთებს. კანონპროექტის გაცნობის შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში
წარიმართა. დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ძირითადად საინვესტიციო
გეგმის შენაარსობრივი ნაწილითა და მიწის მდგარი მართვის სააგენტოს ფუნქციონირებით
დაინტერესდნენ.
2019
წლის
12
თებერვალს
კომიტეტის
თავმჯდომარე,
ოთარ
დანელია, გერმანიის
ფედერაციული რესპუბლიკის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს, შეხვდა. გაცნობითი
ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ აგრარულ, პოლიტიკურ და
ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს. განიხილეს ასევე საქართველოსა და რეგიონში
არსებული ვითარება. აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა სოფლის
მეურნეობის განვითარებაში გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის მიერ ფინანსური და
ტექნიკური დახმარების მნიშვნელობა. ოთარ დანელიამ ელჩს ევროკავშირთან ღრმა და
ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების (DCFTA) ფარგლებში
24
აღებული
ვალდებულებების
შესრულების
მიმართულებით
მიღწეულ
შედეგებზე
ინფორმაცია მიაწოდა.
2019 წლის 25 იანვარს კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია, გერმანიაში, ქალაქ
ბერლინში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ბუნდესტაგის სურსათისა და სოფლის
მეურნეობის კომიტეტის თავმჯდომარეს, ალოის გერიგს, შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორ
ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობასა და თანამშრომლობაზე, საპარლამენტთაშორისო
კავშირებსა და ამ კავშირების კიდევ უფრო გაღრმავების პერსპექტივაზე ისაუბრეს. ოთარ
დანელიამ და გერმანელმა კოლეგამ, DCFTA ფარგლებში აღებული ვალდებულებების
შესრულების მიმართულებით მიღწეულ შედეგებზე ინფორმაცია გაცვალეს. აგრარულ
საკითხთა
კომიტეტის
თავმჯდომარე,
ვიზიტის
ფარგლებში
სურსათის,
სოფლის
მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენასაც - „მწვანე კვირეული 2019" (Grüne
Woche 2019) დაესწრო.
შეხვედრები არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან
2019
წლის
7
ოქტომბერს
დანელიამ, „წყალმომხმარებელთა
კომიტეტის
ორგანიზაციების
თავმჯდომარემ,
შესახებ“
ოთარ
პარლამენტში
წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას
საქართველოს ფერმერთა ასოციაციის (GFA) აღმასრულებელი დირექტორი, თამარ
თორია,
ფერმერთა
და
ხელმძღვანელი, ირინა
წარმომადგენელი
სოფლის
მეურნეობის
ფხოველიშვილი და
ესწრებოდნენ.
შპს
შეხვედრაზე
მუშაკთა
პროფესიული
„საქართველოს
აღინიშნა,
რომ
კავშირის
მელიორაციის“
კანონპროექტი
წყალმომხმარებელთა ორგანიზაციების შექმნისა და განვითარებისთვის ხელსაყრელ
სამართლებრივ საფუძველს ქმნის, რომელიც მოაწესრიგებს წყალმომხმარებელთა
ორგანიზაციების
მიერ
საირიგაციო
ინფრასტრუქტურის
სარგებლობასთან
დაკავშირებულ საკითხებს.
2019 წლის 20 სექტემბერს კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია, საქართველოში
გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) მუდმივ
წარმომადგენელს, ლუიზა ვინტონს, შეხვდა. მხარეებმა შეხვედრაზე აგრარულ სექტორში
25
დაგეგმილ პროექტებზე და მათ განხორციელებაში საერთაშორისო ორგანიზაციების
მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრეს. როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ აღნიშნა,
გაერო-ს განვითარების პროგრამასთან (UNDP) თანამშრომლობით განხორციელებულ
სასოფლო-სამეურნეო
პროექტებს
უმნიშვნელოვანესი
წვლილი
შეაქვს
დარგის
განვითარებაში. შეხვედრის მონაწილეებმა მჭიდრო თანამშრომლობისთვის მზადყოფნა
გამოთქვეს.
2019 წლის
10
ეკონომიკისა
მაისს
და
კომიტეტის თავმჯდომარე,
ეკონომიკური
პოლიტიკის
ოთარ დანელია,
კომიტეტის
დარგობრივი
წევრები
- ნინო
წილოსანი და დავით სონღულაშვილი, საფრანგეთის დელეგაციის წევრებს შეხვდნენ.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობაზე
ისაუბრეს. შეხვედრაზე საუბარი შეეხო ტურიზმისა და აგროტურიზმის განვითარების
სამომავლო
პოტენციალს.
განხორციელებული
დეპუტატებმა
რეფორმებისა
და
დელეგაციის
ქვეყნის
წევრებს
საქართველოში
ეკონომიკური
განვითარების
მიმართულებით მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდეს.
2019 წლის 13 აგვისტოს კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია, დარგობრივი
ეკონომიკისა
და
ეკონომიკური
პოლიტიკის
თავმჯდომარე, რომან
კაკულია
და
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირინე
ფრუიძე აშშ-ის კონგრესის (წარმომადგენელთა პალატის) საგარეო ურთიერთობათა
კომიტეტის აპარატის დელეგაციას შეხვდნენ. შეხვედრაზე საუბარი, ძირითადად,
საქართველოში არსებულ ვითარებას და ორი ქვეყნის ურთიერთობის ცალკეულ
ასპექტებს
დაეთმო.
საუბრის
ძირითადი
თემა
იყო
საქართველოში
არსებული
მდგომარეობის მიმოხილვა, მათ შორის, სამართლებრივი კუთხით. ყურადღება დაეთმო
როგორც პარლამენტის როლის ანალიზს, ასევე ეკონომიკური სიტუაციის და მიმდინარე
საკონსტიტუციო ცვლილებების ანალიზს, მომავალი არჩევნებისათვის მზადყოფნის
საკითხებს.
განიხილეს
ამერიკასთან
ურთიერთობის
პრიორიტეტები,
სამომავლო
თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების პერსპექტივები.
2019 წლის 15 აპრილს კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია, საქართველოში
აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდა. კომიტეტის
თავმჯდომარემ დიპლომატებს „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის საკუთრების
შესახებ“
საქართველოს
ორგანული
კანონის
პროექტი
და
მისგან
კანონპროექტები გააცნო. ელჩებთან შეხვედრაზე ოთარ დანელიამ
გამომდინარე
განმარტა, თუ
26
რამდენად მნიშვნელოვანია ეს კანონი სოფლის მეურნეობის განვითარებითვის და
ფერმერების ხელშეწყობისთვის. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწა, როგორც უზრუნველყოფის საგანი, ფერმერისთვის იქნება ძალიან
კარგი
აქტივი.
შეხვედრის
დასრულების
შემდეგ,
ევროკავშირის
ელჩმა
საქართველოში კარლ ჰარცელმა კანონის დადებით მხარედ აღნიშნა ის ფაქტი, რომ
ფინანსურ ინტიტუტებთან მიმართებაში, ფერმერს უზრუნველყოფის საგნად მიწის
გამოყენების საშუალება ექნება. შეხვედრაში ასევე მონაწილეობდნენ საფრანგეთის ელჩი
საქართველოში, პასკალ მენიე, გერმანიის ელჩი საქართველოში, ჰუბერტ ქნირში, და
იტალიის ელჩის მოადგილე, სტეფანო ქრისცენზი.
2019 წლის 12 მარტს კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია „სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის საკუთრების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტის
და მისგან გამომდინარე კანონპროექტების გაცნობის მიზნით, საერთაშორისო და
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ასოციაციების, ასევე ინვესტორთა
საბჭოს, ამერიკის სავაჭრო პალატისა და ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭოს
წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. კომიტეტის თავმჯდომარემ შეხვედრაზე
დამსწრე საზოგადოებას კანონის ძირითადი მიმართულებები გააცნო და იმ სიახლეებზე
ისაუბრა, რომელსაც აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებდა. კანონპროექტის
ძირითადი მიმართულების გაცნობის შემდეგ შეხვედრა ინტერაქტიულ რეჟიმში
წარიმართა. შეხვედრაზე მოწვეულმა სტუმრებმა საკუთარი მოსაზრებები გამოთქვეს და
კომიტეტის თავმჯდომარისგან მთელ რიგ საკითხებზე დამატებითი ინფორმაცია
მოისმინეს.
2019 წლის 25 ოქტომბერს კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია, პოლონეთის
ინვესტიციების და ვაჭრობის სააგენტოს (PAIH) თბილისის ოფისის წარმომადგენლებს
შეხვდა. მხარეებმა ქართულ-პოლონური ურთიერთობის გაღრმავების მიმართულებით
თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს. გაეცნენ პოლონეთის ინვესტიციების და
ვაჭრობის სააგენტოს (PAIH) მიერ საქართველოში დაგეგმილ პროექტებსა და აქტივობებს.
შეხვედრას ესწრებოდა ასევე პოლონური კომპანია Tigmet-ის ხელმძღვანელი, ლუბომირ
ბოგუში. კომიტეტის თავმჯდომარემ სტუმრებს საქართველოს რძის წარმოების და კვების
მრეწველობის დარგში არსებული გამოწვევები და საკანონმდებლო რეგულაციები გააცნო.
2019 წლის 27 სექტემბერს კომიტეტის თავმჯდომარე, ოთარ დანელია, და კომიტეტის
წევრი, ედიშერ თოლორაია, ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს წევრებს შეხვდნენ.
27
შეხვედრაზე ოთარ დანელიამ აღნიშნა, რომ ქართული ზეთისხილსა და ზეითუნის ზეთის
მიმართ საერთაშორისო ბაზრებზე მოთხოვნა იზრდება, რაც ახალი კულტურების
გაშენების ხელშეწყობის და დამატებითი სტიმულირების საფუძველია.
შეხვედრაზე
მხარეებმა ზეთისხილის საერთაშორისო საბჭოს სესიის ჩატარებაზე ისაუბრეს, რომელის
გამართვა 2020 წელს არის დაგეგმილი.
კომიტეტის კვლევითი საქმიანობა
კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა პარლამენტის აპარატის კვლევით დეპარტამენტთან.
დამუშავდა დიდი მოცულობის ინფორმაცია, კერძოდ, ევროპის ქვეყნებში სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის საკუთრების საკითხები, როგორც პოსტსოციალისტურ, ასევე დასავლეთ
ევროპის ქვეყნების მიხედვით. მოძიებულ იქნა და დამუშავდა ინფორმაცია ევროპის ქვეყნებში
ფერმერული მეურნეობების სამართლებრივი მოწესრიგების და ქარსაფარი (მინდორდაცვითი)
ზოლების საკანონმდებლო ბაზის შესახებ.
საზოგადოებასთან ურთიერთობა
კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულებაა
მოსახლეობასთან
ურთიერთობა.
კომიტეტი სისტემატურად აწარმოებს მოქალაქეთა მიღებას, განიხილავს კომიტეტში შემოსულ
წერილებსა და განცხადებებს. საანგარიშო პერიოდში კომიტეტის სახელზე შემოსულია 250 განცხადება, აქედან მოქალაქეთა 181, ოფიციალური 69. ყველა განცხადება კომიტეტის მიერ კონტროლზეა აყვანილი, შესწავლილი, განხილული და რეაგირების მიზნით გადაცემულია შესაბამის უწყებებისათვის.
28