„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 89 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-01
ბიუროს ნომერი 353
📜 ტექსტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შეტანილი
იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-8 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პარლამენტის წევრი, რომელიც არ არის გაერთიანებული ფრაქციაში, იწოდება
უფრაქციო პარლამენტის წევრად.“.
2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10. პარლამენტის წევრთა საპარლამენტო თანამდებობები
1. პარლამენტის თანამდებობის პირები არიან:
ა) პარლამენტის თავმჯდომარე;
ბ) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;
დ) კომიტეტის თავმჯდომარე;
ე) ფრაქციის თავმჯდომარე;
ვ) კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
ზ) ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილე;
თ) კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე;
ი) ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე.
2. პარლამენტის წევრი შეიძლება აირჩეს მხოლოდ ერთ თანამდებობაზე. პარლამენტის
თანამდებობის პირმა შეთავსებით შეიძლება დაიკავოს დროებითი საგამოძიებო ან სხვა
დროებითი კომისიის თავმჯდომარის, თავმჯდომარის მოადგილის ან მდივნის თანამდებობა.
შეუთავსებელ თანამდებობაზე არჩევა იწვევს მიმდინარე თანამდებობაზე უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტას.“.
3. მე-14 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პარლამენტის წევრს მიეცემა გასამრჯელო შემდეგი ოდენობით:
ა) პარლამენტის თავმჯდომარეს – 6740 ლარი;
ბ) პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს – 6400 ლარი;
გ) პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს – 6340 ლარი;
დ) კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქციის თავმჯდომარეს – 5540 ლარი;
ე) კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის პირველ
მოადგილეს – 4800 ლარი;
ვ) კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს, ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს – 4740
ლარი;
ზ) პარლამენტის წევრს, რომელიც არ არის პარლამენტის თანამდებობის პირი – 4624
ლარი.“.
4. მე-17 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პარლამენტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას ან
უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს.“.
5. 21-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
პარლამენტის
თავმჯდომარის
მიერ
საქართველოს
კონსტიტუციით
გათვალისწინებულ შემთხვევაში საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულების,
გადადგომის, გადაყენების, მის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის ან
მისი, როგორც პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში
პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობას ასრულებს მისი პირველი მოადგილე, ხოლო მის მიერ
უფლებამოსილების
განხორციელების
შეუძლებლობის
შემთხვევაში
პარლამენტის
თავმჯდომარის მოვალეობის შესრულებას პარლამენტი უახლოეს პლენარულ სხდომაზე
დადგენილებით ავალებს მის ერთ-ერთ მოადგილეს. გადაწყვეტილება მიიღება განხილვის
გარეშე. აღნიშნულ შემთხვევაში პარლამენტის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის
წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას.“.
6. 22-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარლამენტი თავისი უფლებამოსილების ვადით, რეგლამენტით დადგენილი წესით,
ფარული კენჭისყრით, სრული შემადგენლობის უმრავლესობით, პარლამენტის წევრთაგან ირჩევს
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეებს, მათ შორის, პირველ მოადგილეს:
ა) პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე აირჩევა პარლამენტის
თავმჯდომარის წარდგინებით;
ბ) პარლამენტის თავმჯდომარის ერთი მოადგილე აირჩევა იმ პარლამენტის წევრთა
უმრავლესობის წარდგინებით, რომლებიც განეკუთვნებიან საპარლამენტო უმრავლესობას;
გ) პარლამენტის თავმჯდომარის ერთი მოადგილე აირჩევა ოპოზიციაში შემავალი იმ
ფრაქციის წარდგინებით, რომელშიც ყველაზე მეტი წევრია გაერთიანებული. თუ შესაბამისი
ფრაქცია პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის კანდიდატს არ წარადგენს, კანდიდატის
წარდგენის უფლება თანმიმდევრობით მიენიჭებათ ოპოზიციაში შემავალ იმ ფრაქციებს,
რომლებშიც სხვა ფრაქციებზე მეტი წევრია გაერთიანებული. ფრაქციებში წევრთა თანაბარი
რაოდენობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ფრაქციას, რომლის პარტიამაც არჩევნებში
მეტი ხმა მიიღო.
7. 23-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. რეგლამენტის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებულ სუბიექტებს უფლება აქვთ, ნებისმიერ დროს გამოიწვიონ მათი წარდგენით
არჩეული პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეები. პარლამენტის თავმჯდომარის
მოადგილის გამოწვევის თაობაზე განცხადება წარედგინება პარლამენტის თავმჯდომარეს,
რომელიც ამის შესახებ აცნობებს პარლამენტის ბიუროს და პარლამენტს უახლოეს პლენარულ
სხდომაზე. აღნიშნულ ფაქტს პარლამენტი ცნობად იღებს. ამ ფაქტის ცნობად მიღებისთანავე
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს შეუწყდება უფლებამოსილება, რაც ფორმდება საოქმო
ჩანაწერით.“.
8. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) რეგლამენტით დადგენილი წესით წყვეტს ფრაქციების, აგრეთვე საპარლამენტო
უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის სიების რეგისტრაციის საკითხებს;“.
9. 25-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პარლამენტის თავმჯდომარე უფლებამოსილია მოიწვიოს პარლამენტის ბიუროს
სხდომა თავისი ინიციატივით ან კომიტეტის ან ფრაქციის, დასაბუთებული წერილობითი
მოთხოვნის საფუძველზე.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. პარლამენტის ბიუროს სხდომას ბიუროს თანხმობით შეიძლება სათათბირო ხმის
უფლებით დაესწრონ სხვა პარლამენტის წევრები.“.
10. 28-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კომიტეტის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციათა წარმომადგენლობისა და
უფრაქციო პარლამენტის წევრთა რაოდენობის პროპორციულად. კომიტეტების წევრთა
რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო, ხოლო
ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომაზე განსაზღვრავს პარლამენტის დროებითი
სამანდატო კომისია და დადგენილებით ამტკიცებს პარლამენტი.
2. კომიტეტის სრული შემადგენლობა განისაზღვრება არანაკლებ 10 პარლამენტის წევრით.
კომიტეტი მუშაობას შეუდგება, თუ დანიშნულია კომიტეტის წევრთა სრული შემადგენლობის
ნახევარზე მეტი და არჩეულია კომიტეტის თავმჯდომარე.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. უფრაქციო პარლამენტის წევრის კომიტეტში გაწევრება ხდება ამ მუხლის მე-5 პუნქტით
დადგენილი წესით, პარლამენტის წევრის პირადი განცხადების საფუძველზე.“;
გ) მე-7 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
დ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის, უმრავლესობის ლიდერის ან ფრაქციის
თავმჯდომარის კომიტეტში გაწევრების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს შესაბამისი ფრაქცია
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებით დადგენილი რაოდენობის შესაბამისად.“.
11. 30-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომიტეტის თავმჯდომარის კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს ფრაქციას,
უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, კომიტეტის წევრთა
მინიმალური რაოდენობის ორი მესამედის დანიშვნიდან, კომიტეტის თავმჯდომარის
გადადგომის, გადაყენების, მისი უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტის ან მისი, როგორც
პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის მომენტიდან 7 დღის ვადაში.“.
12. 31-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის კანდიდატურის წარდგენის უფლება
აქვს კომიტეტის თავმჯდომარეს. კომიტეტის თავმჯდომარის ერთი მოადგილის კანდიდატურის
წარდგენის უფლება აქვს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო
უმრავლესობაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს, ხოლო
ერთი მოადგილისა – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას ან საპარლამენტო
ოპოზიციაში შემავალ უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს.“;
ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 პუნქტი:
„9. ამ მუხლით დადგენილი წესი მოქმედებს კომიტეტის თავმჯდომარის პირველი
მოადგილის ან მოადგილის უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგ მისი უფლებამონაცვლის
არჩევისათვის.“.
13. 32-ე მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ პარლამენტის წევრი კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილედ არჩეულია ფრაქციის
კვოტით და შეუწყდება ამ ფრაქციის წევრის სტატუსი, მას შეუწყდება კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილის უფლებამოსილებაც.“.
14. 34-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ ფრაქციის მიერ დანიშნულ კომიტეტის წევრს დროებით არ შეუძლია მონაწილეობა
მიიღოს კომიტეტის მუშაობაში, მის დამნიშვნელ ფრაქციას უფლება აქვს, აღნიშნული წევრი
დროებით შეცვალოს ფრაქციის სხვა წევრით, რის შესახებაც ფრაქცია კომიტეტის სხდომამდე
წერილობით აცნობებს შესაბამისი კომიტეტის თავმჯდომარეს. ეს უფლება ფრაქციის თითოეული
წევრის მიმართ მისი კომიტეტის სხდომაზე დაუსწრებლობის შემთხვევაში შეიძლება
გამოყენებულ იქნეს ერთი სესიის განმავლობაში არაუმეტეს ხუთჯერ. კომიტეტის წევრს, რომლის
უფლებამონაცვლეც ესწრება კომიტეტის სხდომას, შესაბამისი კომიტეტის სხდომა გაცდენილად
არ ეთვლება.“;
ბ) მე-16 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“16. კომიტეტი უფლებამოსილია გამართოს გასვლითი სხდომა. 2 კომიტეტში გაწევრებულ
პარლამენტის წევრს ერთ-ერთი კომიტეტის სხდომაზე დასწრების შემთხვევაში მეორე
კომიტეტის სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ ორივე კომიტეტის
სხდომა იმართება ერთ დღეს და მათგან ერთი სხდომა მაინც გასვლითია.“.
15. 36-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში კომიტეტის თავმჯდომარის
მოვალეობის დაკისრების მიზნით კომიტეტის სხდომის მოწვევის უფლება აქვს კომიტეტის
სიითი შემადგენლობის ერთ მესამედს ან კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილეს. ამ
შემთხვევაში კომიტეტის სხდომას კომიტეტის სიითი შემადგენლობის უმრავლესობის
გადაწყვეტილებით ხელმძღვანელობს კომიტეტის თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.“.
16. მე-40 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირის მოხსენების დასრულების
შემდეგ პარლამენტის წევრებს უფლება აქვთ, მოხსენების თაობაზე შეკითხვებით მიმართონ მას
არანაკლებ 30 წუთის განმავლობაში. თავდაპირველად შეკითხვას სვამს მოწვევის ინიციატორი.
შეკითხვების დრო სამართლიანად უნდა განაწილდეს ფრაქციებს/უფრაქციო პარლამენტის
წევრებს შორის. შეკითხვების დასრულების შემდეგ თანამდებობის პირი პარლამენტის წევრთა
მიერ დასმულ შეკითხვებს ცალ-ცალკე უპასუხებს.“.
17. 44-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. კომიტეტის მიერ გაწეული საქმიანობის ანგარიშის განხილვისას თანამომხსენებლად
უფლებამოსილია გამოვიდეს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომელიც არჩეულია
საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით.
3. ანგარიში წარედგინება პარლამენტის აპარატის საორგანიზაციო დეპარტამენტს,
რომელიც დაუყოვნებლივ უგზავნის ამ ანგარიშს პარლამენტის თავმჯდომარეს, პარლამენტის
თავმჯდომარის მოადგილეებს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, და უფრაქციო პარლამენტის
წევრებს. აღნიშნული ანგარიში ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.“.
18. 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის წევრებს, მათი ინიციატივის გათვალისწინებით,
კომიტეტის სამოქმედო გეგმის ვადით ნიშნავს თემატურ მომხსენებლებად. კომიტეტის
სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ყოველი სამუშაო სფეროსთვის/მიმართულებისთვის
პასუხისმგებელი უნდა იყოს ერთი თემატური მომხსენებელი უმრავლესობის წევრთაგან და,
სურვილის შემთხვევაში, ერთი თემატური მომხსენებელი იმ ფრაქციების წევრთაგან და
უფრაქციო პარლამენტის წევრთაგან, რომლებიც შედიან საპარლამენტო ოპოზიციაში. ერთსა და
იმავე სამუშაო სფეროში/მიმართულებაში მესამე და ყოველი მომდევნო თემატური მომხსენებლის
დანიშვნა დასაშვებია კომიტეტის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით.“.
19. VI თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფრაქცია“.
20. 48-ე მუხლის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ფრაქციის სტატუსი“.
21. 49-ე მუხლის:
ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფრაქციის შექმნის უფლება აქვს არანაკლებ 7 პარლამენტის წევრს.
2. ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეულ პარლამენტის
წევრებს უფლება არა აქვთ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის
ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ საერთო ფრაქციის
შექმნა დაუშვებელია.“;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფრაქციის შექმნის მსურველი პარლამენტის წევრები შეიმუშავებენ ფრაქციის
წესდებას.“;
გ) მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
6. ფრაქციის ხელმძღვანელია ფრაქციის თავმჯდომარე. ფრაქციის თავმჯდომარეს
შეიძლება ჰყავდეს ფრაქციის ყოველ 15 წევრზე არაუმეტეს ერთი მოადგილისა. თუ ფრაქციის
თავმჯდომარეს ჰყავს ერთზე მეტი მოადგილე, ერთ-ერთ მათგანს შეიძლება მიენიჭოს პირველი
მოადგილის სტატუსი. ფრაქციის თავმჯდომარის, თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და
თავმჯდომარის მოადგილის უფლებამოსილება და არჩევის, გადაყენებისა და გადადგომის წესი
განისაზღვრება ფრაქციის წესდებით.
7. ფრაქცია შექმნილად ითვლება მასში გაერთიანებული არანაკლებ 7 პარლამენტის წევრის
მიერ ფრაქციის წესდების მიღების მომენტიდან.“.
22. 50-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ფრაქციის თავმჯდომარე ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე
ფრაქციის რეგისტრაციისათვის პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას მიმართავს
განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური სახელწოდება, მისი
თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას ერთვის ფრაქციის
წესდება. ფრაქციის რეგისტრაციის საკითხს დაუყოვნებლივ განიხილავს და გადაწყვეტილებას
იღებს პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია. თუ პარლამენტის დროებითი სამანდატო
კომისია პარლამენტის პირველსავე პლენარულ სხდომაზე არ მიიღებს რაიმე გადაწყვეტილებას,
ფრაქცია
რეგისტრირებულად
ჩაითვლება
დროებითი
სამანდატო
კომისიისათვის
დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან. ფრაქციას, რომელსაც რეგისტრაციაზე უარი ეთქვა,
უფლება აქვს, პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისიის გადაწყვეტილების
მართლზომიერების საკითხი დასვას პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
4. ფრაქციის რეგისტრაციისათვის, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული
შემთხვევისა, ფრაქციის თავმჯდომარე ფრაქციის შექმნიდან 1 კვირის ვადაში პარლამენტის
თავმჯდომარეს მიმართავს განცხადებით, რომელშიც აღინიშნება ფრაქციის ოფიციალური
სახელწოდება, მისი თავმჯდომარის, სხვა ხელმძღვანელ პირთა და წევრთა ვინაობა. განცხადებას
ერთვის ფრაქციის წესდება. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციის რეგისტრაციისათვის
წარმოდგენილ დოკუმენტაციას დაუყოვნებლივ გადასცემს პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტს, რომელიც თავის დასკვნას წარუდგენს პარლამენტის ბიუროს
უახლოეს სხდომაზე. თუ პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე არ მიიღებს ამ მუხლის მე-5
პუნქტის შესაბამისად სხვა მოტივირებულ გადაწყვეტილებას, ფრაქცია რეგისტრირებულად
ჩაითვლება პარლამენტის თავმჯდომარისათვის დოკუმენტაციის წარდგენის მომენტიდან.
პარლამენტის ბიუროს გადაწყვეტილება ეცნობება პარლამენტს უახლოეს პლენარულ სხდომაზე
და გამოქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე.“.
23. 51-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფრაქციის მიერ წარდგენილი წევრი წყვეტს პარლამენტის ორგანოში ან საპარლამენტო
თანამდებობაზე საქმიანობას რეგლამენტით დადგენილი წესით ფრაქციის გაუქმების, მისი
ფრაქციიდან გარიცხვის ან გასვლის, ფრაქციის მიერ მისი ამ ორგანოდან გაწვევის შესახებ
შესაბამისი განცხადების ბიუროს მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. ფრაქციას უფლება აქვს,
წარადგინოს ახალი კანდიდატურა.“.
24. 52-ე მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. წევრი ფრაქციაში მიღებულად, ფრაქციიდან გასულად ან გარიცხულად ჩაითვლება
პარლამენტის ბიუროს მიერ აღნიშნული ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან, გარდა მე-9
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.“;
ბ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. თუ ფრაქციიდან წევრის გასვლის ან გარიცხვის ან ფრაქციის წევრის, როგორც
პარლამენტის წევრის, უფლებამოსილების შეწყვეტის შედეგად მასში გაერთიანებული დარჩა 7ზე ნაკლები პარლამენტის წევრი, ფრაქცია გაუქმებულად ჩაითვლება ფრაქციიდან წევრის
გასვლის ან გარიცხვის შესახებ განცხადების წარდგენის დღიდან მე-7 დღეს. ამ პერიოდში
ფრაქცია ინარჩუნებს რეგლამენტით გათვალისწინებულ უფლებებს. ფრაქციის გაუქმების შესახებ
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი აცნობებს პარლამენტს უახლოეს
პლენარულ სხდომაზე.“.
25. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 53. ფრაქციის თავისუფალი ტრიბუნა
ფრაქციას უფლება აქვს, მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ ისარგებლოს 30-წუთიანი
გამოსვლით. აღნიშნული საკითხის დასმა ფრაქციას შეუძლია საკითხების განხილვის
დასრულების შემდეგ, გარდა კენჭისყრის პროცედურისა. პარლამენტი ვალდებულია
დაუყოვნებლივ მოუსმინოს მას.“.
26. 56-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 56. საპარლამენტო უმრავლესობა და საპარლამენტო ოპოზიცია
1. პარლამენტის პირველი შეკრებიდან არაუგვიანეს 35-ე დღისა პარლამენტის ბიუროს
წარედგინება პარლამენტის არანაკლებ 76 წევრის ხელმოწერით დადასტურებული
საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სია, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის
ბიურო. დაუშვებელია საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიაში რომელიმე ფრაქციის წევრთა
ნაწილის შეყვანა.
2. საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიაში მიეთითება საპარლამენტო
უმრავლესობის ლიდერი. უმრავლესობის ლიდერი არ არის საპარლამენტო თანამდებობა და ამ
სტატუსის შეთავსება შესაძლებელია საპარლამენტო თანამდებობასთან. უმრავლესობის ლიდერი
უზრუნველყოფს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრების
მუშაობის საერთო პოლიტიკურ კოორდინაციას.
3. ფრაქციას და უფრაქციო პარლამენტის წევრს უფლება აქვს ნებისმიერ დროს დატოვოს
საპარლამენტო უმრავლესობა, რის შესახებაც იგი აცნობებს პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტს. თუ უმრავლესობაში შემავალი პარლამენტის წევრი გაერთიანდა
საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალ ფრაქციაში, იგი უმრავლესობიდან გასულად ჩაითვლება.
შესაბამის ცვლილებას პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის
წარდგინებით არეგისტრირებს პარლამენტის ბიურო. ბიურო არ არეგისტრირებს ცვლილებას, თუ
უმრავლესობაში შემავალ პარლამენტის წევრთა რაოდენობა 76-ზე ნაკლები გახდა. ასეთ
შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა დაშლილად ითვლება. უმრავლესობის დაშლის
შემდეგ პარლამენტის ბიუროს ამ მუხლით დადგენილი წესით წარედგინება უმრავლესობის
წევრთა ახალი სია, რომელსაც რეგისტრაციაში ატარებს პარლამენტის ბიურო.
4. საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს უფლება აქვთ პარლამენტის ბიუროს ნებისმიერ
დროს წარუდგინონ უმრავლესობის განახლებული სია. სია ახლდება ამ მუხლის პირველი და მე2 პუნქტებით დადენილი წესით.
5. პარლამენტის ყველა წევრი, რომელიც არ შედის საპარლამენტო უმრავლესობაში,
განეკუთვნება საპარლამენტო ოპოზიციას. საპარლამენტო ოპოზიციის სიას პარლამენტის
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის წარდგინებით საპარლამენტო უმრავლესობის
სიის რეგისტრაციიდან ან უმრავლესობის სიაში ცვლილების შეტანიდან უახლოეს სხდომაზე
არეგისტრირებს პარლამენტის ბიურო.
6. საპარლამენტო უმრავლესობისა და საპარლამენტო ოპოზიციის კვოტით განწესებული
პარლამენტის წევრი წყვეტს პარლამენტის ორგანოში ან საპარლამენტო თანამდებობაზე
საქმიანობას, თუ შესაბამისი პარლამენტის წევრი აღარ შედის, შესაბამისად, საპარლამენტო
უმრავლესობაში ან საპარლამენტო ოპოზიციაში.“.
27. 57-ე−მე-60 მუხლები ამოღებულ იქნეს.
28. 62-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა განისაზღვრება ფრაქციებში
გაერთიანებულ პარლამენტის წევრთა და იმ პარლამენტის წევრთა რაოდენობის
პროპორციულად, რომლებიც არ არიან გაერთიანებული არცერთ ფრაქციაში. ამასთანავე,
დროებით საგამოძიებო კომისიაში ფრაქციები წარმოდგენილი უნდა იყვნენ თითო წევრით მაინც
და დროებით საგამოძიებო კომისიაში ოპოზიციის წარმომადგენლობა არ უნდა იყოს კომისიის
წევრთა საერთო რაოდენობის ნახევარზე ნაკლები.
4. ფრაქციები და უფრაქციო პარლამენტის წევრები, ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად
განსაზღვრული კვოტების დაცვით, პარლამენტის ბიუროს მიერ კვოტების დამტკიცების შესახებ
გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღის ვადაში თავიანთი გადაწყვეტილებით წარადგენენ
დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრებს და ამის შესახებ აცნობებენ პარლამენტის ბიუროს.“.
29. 72-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დროებითი კომისიის გარდა,
პარლამენტში იქმნება ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან
დაკავშირებული დროებითი კომისია, რომლის თავმჯდომარედ ფრაქციის წარდგინებით
პარლამენტი ირჩევს პარლამენტის თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილეს.“.
30. 86-ე მუხლის:
ა) მე-11 და მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრებისთანავე პარლამენტის წევრები
პარლამენტის დროებით სამანდატო კომისიას წარუდგენენ სათანადო განცხადებასა და
დოკუმენტაციას ფრაქციების შექმნის, აგრეთვე საპარლამენტო უმრავლესობის სიის შედგენის
თაობაზე.
12. პარლამენტის დროებითი სამანდატო კომისია პარლამენტის პლენარულ სხდომას
აწვდის ინფორმაციას ფრაქციების შექმნის, აგრეთვე უმრავლესობისა და ოპოზიციის სიების
რეგისტრაციის შესახებ, თუ დროებითმა სამანდატო კომისიამ სხვა გადაწყვეტილება არ მიიღო.“;
ბ) მე-14 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
31. 88-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომები, გარდა საგანგებო და საომარი
მდგომარეობებისა, იმართება, როგორც წესი, პლენარული სხდომების კვირის სამშაბათს,
ოთხშაბათს, ხუთშაბათს და პარასკევს, 12 საათიდან 19 საათამდე. 15 საათიდან 16 საათამდე
ცხადდება შესვენება. პარლამენტის პლენარული სხდომა დამსწრეთა ხმების უმრავლესობით,
მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა, შეიძლება
გაგრძელდეს მხოლოდ 21 საათამდე. პარლამენტის პლენარული სხდომა საქართველოს
პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენების, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გამოსვლის,
პოლიტიკური დებატების, ინტერპელაციის, მინისტრის საათის, საქართველოს მთავრობის
ნდობის საკითხის განხილვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის, საქართველოს
სახალხო დამცველის ანგარიშის, საქართველოს გენერალური პროკურორის ანგარიშის,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ანგარიშის განხილვის დროს
შეიძლება გაგრძელდეს საკითხის ამოწურვამდე.“.
32. 89-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ოპოზიციაში შემავალ ფრაქციას ან უფრაქციო პარლამენტის წევრს უფლება აქვს,
ყოველი თვის პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს დღის პირველ ნახევარში,
რეგლამენტით დადგენილი წესით მოითხოვოს მის მიერ ინიციირებული კანონის ან
პარლამენტის დადგენილების პროექტის ან პარლამენტის სხვა აქტის განსახილველად
განსაზღვრული დროის გამოყოფა. პარლამენტის ბიურო ვალდებულია საკითხი რეგლამენტით
დადგენილი წესით შეიტანოს პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში. ამ პუნქტით
გათვალისწინებული საკითხი განიხილება შესაბამისი საკითხის განხილვისათვის რეგლამენტით
დადგენილი წესით.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ საქართველოს მთავრობა, პარლამენტის წევრი ან ფრაქცია მოითხოვს საკითხის
პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შეტანას ან დღის წესრიგიდან ამოღებას,
პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარე განმარტავს საკითხის დღის წესრიგში
შეუტანლობის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს, რის შემდეგაც სავალდებულოა საკითხის
კენჭისყრაზე დაყენება. აღნიშნული საკითხის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან
ამოღების თაობაზე გადაწყვეტილება მიიღება განხილვის გარეშე, დამსწრეთა ხმების
უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.
ამასთანავე, საკითხის დღის წესრიგში შეტანა შესაძლებელია, თუ აღნიშნულ საკითხს გავლილი
აქვს ამ რეგლამენტით გათვალისწინებული შესაბამისი პროცედურები.“.
33. 91-ე მუხლის:
ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თუ პარლამენტის წევრთა რეგისტრაციის შედეგი და მანდატურთუხუცესის
ინფორმაცია ეჭვს იწვევს, ფრაქციას ან უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან
ჯგუფს უფლება აქვს, მოითხოვოს რეგისტრაციის შედეგების შემოწმება რეგისტრირებულ პირთა
სიის ამოკითხვით. ხელახალი რეგისტრაციის ჩატარების შესახებ გადაწყვეტილებას პარლამენტი
იღებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის რეგისტრაციის
საბოლოო შედეგს. ასეთ შემთხვევაში გადაწყვეტილება მიიღება დამსწრეთა ხმების
უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის სრული შემადგენლობის ერთი მეხუთედისა.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ფრაქციათა თავმჯდომარეები დილის სხდომის გახსნისას რეგისტრაციამდე
მანდატურთუხუცესს წერილობით აწვდიან ინფორმაციას მათი წევრების მიერ პლენარული
სხდომის გაცდენის მიზეზების თაობაზე. უფრაქციო პარლამენტის წევრი მის მიერ სხდომის
გაცდენის
მიზეზის
თაობაზე
რეგისტრაციამდე
თვითონ
წერილობით
აცნობებს
მანდატურთუხუცესს.“;
გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. პარლამენტის წევრს პლენარული სხდომა არასაპატიო მიზეზით გაცდენილად არ
ჩაეთვლება, თუ ფრაქცია ან უფრაქციო პარლამენტის წევრი პოლიტიკური შეხედულებების გამო
უარს აცხადებს პლენარულ სხდომაზე საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში მონაწილეობაზე
(ბოიკოტი). ამის თაობაზე წერილობითი განცხადება წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს ან
კეთდება ზეპირი განცხადება რეგისტრაციის დასრულების შემდეგ.“.
34. 93-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. თუ რეგლამენტით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული, პოლიტიკურ დებატებში
გამოსვლებისათვის ფრაქციებს ეძლევა იმდენი წუთი, რამდენი პარლამენტის წევრიც არის მასში
გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 10 და არაუმეტეს 75 წუთისა, ხოლო თითოეულ უფრაქციო
პარლამენტის წევრს – 3 წუთი. თავდაპირველად სიტყვით გამოდიან უფრაქციო პარლამენტის
წევრები, შემდეგ – ოპოზიციაში წამოდგენილი ფრაქციების, ხოლო ბოლოს - უმრავლესობაში
წარმოდგენილი ფრაქციების წარმომადგენლები ამ თანამიმდევრობით. ფრაქციები მათთვის
გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ გამომსვლელთა რაოდენობას და მათზე დროის
გადანაწილების სქემას. პარლამენტის ბიურო უფლებამოსილია ამ პუნქტით გათვალისწინებული
სუბიექტების შეთანხმების საფუძველზე განსხვავებულად განსაზღვროს გამომსვლელთა
თანამიმდევრობა. პარლამენტის წევრს უფლება არა აქვს, მისი გამოსვლისათვის განკუთვნილი
დრო სხვა პარლამენტის წევრს დაუთმოს. გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა
დაუშვებელია.“.
35. 95-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კენჭისყრის პროცედურის (პროცედურების) დაწყების სავარაუდო დროს პლენარული
სხდომის თავმჯდომარე აცხადებს პლენარული სხდომის გახსნისთანავე. გამოცხადებულ
სავარაუდო დრომდე შესაბამისი კენჭისყრის პროცედურის დაწყება დაუშვებელია.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. კენჭისყრის პროცედურის ჩატარებისას 1-წუთიანი გამოსვლა დასაშვებია მხოლოდ
კენჭისყრის პროცედურულ საკითხებზე. ამასთანავე, ფრაქციას უფლება აქვს, პროცედურულ
საკითხზე 1-წუთიანი გამოსვლით ისარგებლოს ორჯერ, ხოლო უფრაქციო პარლამენტის წევრს –
ერთხელ.“.
36. 97-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კენჭისყრის შედეგების ეჭვქვეშ დაყენების თაობაზე უფრაქციო პარლამენტის წევრთა
არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის ან ფრაქციის სათანადოდ მოტივირებული განცხადება
დაუყოვნებლივ წარედგინება პარლამენტის პლენარული სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც
საკითხს შესასწავლად გადასცემს მანდატურთუხუცესს. მანდატურთუხუცესი შეისწავლის
საკითხს და დასკვნას დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს. თუ აღნიშნული დასკვნის შედეგად
დადასტურდა ხმების გაყალბება, ხელახალი კენჭისყრა იმართება მხოლოდ იმ შემთხვევაში,
როდესაც საეჭვო ხმების რაოდენობა ცვლის კენჭისყრის საბოლოო შედეგს. კენჭისყრის შედეგების
თაობაზე არსებული დავის გადაწყვეტამდე სხვა კენჭისყრის გამართვა დაუშვებელია. უფრაქციო
პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის ან ფრაქციის მიერ კენჭისყრის შედეგების
შესახებ გამოთქმული ეჭვის გადამოწმების შედეგად მისი დაუდასტურებლობის შემთხვევაში
შესაბამის უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს ან ფრაქციას იმავე
დღეს უფლება არა აქვს, მოითხოვოს სხვა კენჭისყრის შედეგების გადამოწმება.“.
37. 101-ე მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას კანონპროექტის
განხილვის პროცედურის დაწყების შესახებ, ამასთანავე, კანონპროექტს გადასცემს წამყვან
კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს,
აგრეთვე საქართველოს მთავრობას. საფინანსო სექტორის წარმომადგენლის საქმიანობის
მარეგულირებელი კანონპროექტი გადაეცემა ასევე საქართველოს ეროვნულ ბანკს;“.
38. 102-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების
შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ კანონპროექტი განსახილველად გადაეცემა
კომიტეტებს, ფრაქციებს, პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს, აგრეთვე
საქართველოს მთავრობას და უფრაქციო პარლამენტის წევრებს და განთავსდება პარლამენტის
ვებგვერდზე.“.
39. 107-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარლამენტის ბიუროს მიერ კანონპროექტის განხილვის პროცედურის დაწყების
შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუადრეს 3 დღისა და არაუგვიანეს 3 კვირისა
საქართველოს მთავრობა, პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, უფრაქციო პარლამენტის
წევრები და პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი წამყვან კომიტეტს გადასცემენ
კანონპროექტის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს. თუ აღნიშნული სუბიექტები მითითებულ ვადაში
არ წარმოადგენენ კანონპროექტის თაობაზე შენიშვნებს, კანონპროექტი მათ მიერ მოწონებულად
ჩაითვლება.“;
ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„11. პარლამენტის ბიუროსათვის წარდგენილ კანონპროექტს უნდა ერთოდეს წამყვანი
კომიტეტის დასკვნა, აგრეთვე სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უფრაქციო პარლამენტის
წევრების, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტის, პარლამენტის საბიუჯეტო
ოფისისა და სხვა უფლებამოსილი სუბიექტების დასკვნები და მათი შენიშვნების კანონპროექტში
გათვალისწინების მდგომარეობის ამსახველი ფურცელი (შემდგომ – შენიშვნების ფურცელი).“.
40. 109-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. კანონპროექტის ცალკეული ნორმების თაობაზე შეიძლება წარდგენილ იქნეს
ალტერნატიული წინადადება. ალტერნატიული წინადადების წარდგენის უფლება აქვს
კომიტეტს, ფრაქციას, პარლამენტის წევრს.“.
41. 111-ე მუხლის მე-9−მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების
გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან უფრაქციო პარლამენტის წევრები.
თითოეული მათგანის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ამისათვის
პარლამენტის წევრები მომხსენებლის გამოსვლის დასრულებამდე პირადად ეწერებიან
გამომსვლელთა სიაში. ამ პარლამენტის წევრთა თანამიმდევრობას განსაზღვრავს პარლამენტის
პლენარული სხდომის თავმჯდომარე გამომსვლელთა სიაში ჩაწერის რიგითობის მიხედვით.
გამომსვლელთა რიგითობის დაცვა სავალდებულოა. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე
გამოსვლა დაუშვებელია. ამასთანავე, პარლამენტის წევრს შეუძლია გამომსვლელთა სიაში
ჩაეწეროს მხოლოდ ერთხელ. პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში
და სიტყვის მიცემის მომენტისათვის ესწრება სხდომას, უფლება არა აქვს, მისი გამოსვლისათვის
განკუთვნილი დრო სხვა პარლამენტის წევრს დაუთმოს. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის
მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს ამ საკითხზე გამოსვლის უფლება.
10. პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან
ოპოზიციასა და უმრავლესობაში წარმოდგენილი ფრაქციების წარმომადგენლები ამ
თანამიმდევრობით და პარლამენტის პლენარულ სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას
წარმოდგენილი კანონპროექტის ზოგადი პრინციპებისა და ძირითადი დებულებების თაობაზე.
ფრაქციას განესაზღვრება დრო იმდენი წუთით, რამდენი წევრიც არის მასში გაერთიანებული,
მაგრამ არანაკლებ 10 და არაუმეტეს 75 წუთისა.
11. მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტის, ფრაქციის წარმომადგენლები სიტყვას
წარმოთქვამენ სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმის წინ განთავსებული ტრიბუნიდან.
12. ფრაქციის წარმომადგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი
სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.“.
42. 112-ე მუხლის:
ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. თანამომხსენებლის გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდის ის
პარლამენტის წევრი, კომიტეტის, ფრაქციის წარმომადგენელი, რომლის ალტერნატიული
წინადადებაც გამოტანილ იქნა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ალტერნატიული
წინადადების ავტორის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 5 წუთს. პარლამენტის
წევრს შეუძლია ალტერნატიული წინადადების ავტორს 1-წუთიან რეჟიმში დაუსვას შეკითხვა
მხოლოდ ერთხელ.“;
ბ) მე-9−მე-12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. წამყვანი კომიტეტის წარმომადგენლისა და სხვა კომიტეტების წარმომადგენლების
გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან უფრაქციო პარლამენტის წევრები.
თითოეული მათგანის გამოსვლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 3 წუთს. ამისათვის
პარლამენტის წევრები მომხსენებლის გამოსვლის დასრულებამდე პირადად ეწერებიან
გამომსვლელთა სიაში, რომელიც დგება პარლამენტის პლენარული სხდომის სამდივნოში და
წარედგინება სხდომის თავმჯდომარეს. ამ პარლამენტის წევრთა თანამიმდევრობას განსაზღვრავს
სხდომის თავმჯდომარე გამომსვლელთა სიაში ჩაწერის რიგითობის მიხედვით. გამომსვლელთა
რიგითობის დაცვა სავალდებულოა. სხდომის თავმჯდომარის ნებართვის გარეშე გამოსვლა
დაუშვებელია. ამასთანავე, პარლამენტის წევრს შეუძლია გამომსვლელთა სიაში ჩაეწეროს
მხოლოდ ერთხელ. პარლამენტის წევრს, რომელიც ჩაწერილია გამომსვლელთა სიაში და სიტყვის
მიცემის მომენტისათვის ესწრება სხდომას, უფლება არა აქვს, მისი გამოსვლისათვის
განკუთვნილი დრო სხვა პარლამენტის წევრს დაუთმოს. თუ პარლამენტის წევრი სიტყვის
მიცემის მომენტისათვის სხდომას არ ესწრება, მას აღარ აქვს ამ საკითხზე გამოსვლის უფლება.
10. პარლამენტის წევრების გამოსვლების დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან
ოპოზიციასა და უმრავლესობაში წარმოდგენილი ფრაქციების წარმომადგენლები ამ
თანამიმდევრობით და პარლამენტის პლენარულ სხდომას მოახსენებენ თავიანთ პოზიციას
წარმოდგენილი კანონპროექტის თაობაზე. ფრაქციას განესაზღვრება დრო იმდენი წუთით,
რამდენი წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 10 და არაუმეტეს 75 წუთისა.
11. მომხსენებელი, თანამომხსენებელი, კომიტეტის, ფრაქციის წარმომადგენლები სიტყვას
წარმოთქვამენ სხდომათა დარბაზში პრეზიდიუმის წინ განთავსებული ტრიბუნიდან.
12. ფრაქციის წარმომადგენლების გამოსვლების დასრულების შემდეგ დასკვნითი
სიტყვით, რომლის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს, გამოდის მომხსენებელი.“.
43. 117-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პარლამენტის ბიუროს ან პლენარული სხდომის მიერ კანონპროექტის დაჩქარებული
წესით განხილვის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში რეგლამენტით
გათვალისწინებული სუბიექტები პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ ვადაში გადასცემენ
წამყვან კომიტეტს კანონპროექტის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს.“.
44. 118-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს კანონის ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ კანონპროექტი,
აგრეთვე იმ კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელიც შეეხება მხოლოდ
კანონით გათვალისწინებული თარიღის (ვადის) ან ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილებას,
აგრეთვე კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომელიც ითვალისწინებს
კანონის ნორმების ნუმერაციის ცვლილებას მათი სამართლებრივი შინაარსის ცვლილების გარეშე,
პარლამენტის სხდომაზე შეიძლება განხილულ და მიღებულ იქნეს გამარტივებული წესით –
ერთი მოსმენით, რეგლამენტის 111-ე მუხლით დადგენილი წესით.“.
45. 125-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიაში შემავალ პარლამენტის
წევრთა ნახევარზე მეტს, მაგრამ არანაკლებ სამისა, უნდა შეადგენდნენ საპარლამენტო
ოპოზიციაში შემავალი პარლამენტის წევრები.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია განხილვის დაწყებიდან 1
თვის განმავლობაში განიხილავს საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტთან
დაკავშირებულ მასალებს და განხილვის დაწყებიდან 1 თვის შემდეგ ადგენს შემაჯამებელ ოქმს.“.
46. 132-ე მუხლის:
ა) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პარლამენტისათვის წარდგენილი კონცეფცია გადაეცემა პარლამენტის ბიუროს
უახლოეს სხდომას, რომელიც იღებს გადაწყვეტილებას კონცეფციის განხილვის პროცედურის
დაწყების შესახებ და განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს, აგრეთვე კომიტეტებს, რომელთა
დასკვნებიც უნდა ერთოდეს კონცეფციას. პარლამენტის ბიუროს მიერ გადაწყვეტილების მიღების
შემდეგ კონცეფცია განსახილველად გადაეცემა წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს,
უფრაქციო პარლამენტის წევრებს და პარლამენტის აპარატის იურიდიულ დეპარტამენტს.
4. პარლამენტის კომიტეტები, ფრაქციები, უფრაქციო პარლამენტის წევრები და
პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტი განიხილავენ კონცეფციას და მასთან
დაკავშირებით მოტივირებულ დასკვნებს არაუგვიანეს 10 დღისა წარუდგენენ წამყვან კომიტეტს,
რომელიც კონცეფციას და მასთან დაკავშირებულ დასკვნებს გადასცემს პარლამენტის ბიუროს
კონცეფციის პარლამენტის პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ პარლამენტი არ დაამტკიცებს კონცეფციას, საკითხი არაუგვიანეს 48 საათისა
განიხილება პარლამენტის თავმჯდომარის, მისი მოადგილეების, კომიტეტებისა და ფრაქციების
თავმჯდომარეების და კონცეფციის ინიციატორის ან მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ
გამართულ შეხვედრაზე, რის შემდეგაც იგი კვლავ განიხილება პარლამენტის პლენარულ
სხდომაზე.“.
47. 136-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებისა და სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების
დოკუმენტის მიღებიდან 2 დღის ვადაში, პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციების
წარმომადგენლებთან პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრის შემდეგ საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი უზრუნველყოფს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის, საქართველოს
მთავრობის მოხსენებისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის
განხილვის განრიგის შედგენას.“;
ბ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტი, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენება და სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამისი ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების
დოკუმენტი და მათი განხილვის განრიგი განრიგის შედგენის მომდევნო დღეს ეგზავნება
პარლამენტის კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებს, პარლამენტის
აპარატის იურიდიულ დეპარტამენტსა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს. საქართველოს
მთავრობას, საქართველოს ეროვნულ ბანკსა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურს ეგზავნება
მხოლოდ აღნიშნული განხილვის განრიგი.
4. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტს, მიმდინარე წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის მოხსენებას და სახელმწიფო
ბიუჯეტის კანონის პროექტის შესაბამის ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების
დოკუმენტს პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებიდან 2 კვირის ვადაში განიხილავენ
პარლამენტის კომიტეტები (გარდა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა),
ფრაქციები, უფრაქციო პარლამენტის წევრები, პარლამენტის აპარატის იურიდიული
დეპარტამენტი და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს.
აღნიშნული დასკვნები ეგზავნება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს.“;
გ) მე-9 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს და აფასებს სხვა
კომიტეტების, ფრაქციების, უფრაქციო პარლამენტის წევრების, პარლამენტის აპარატის
იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის, აგრეთვე საქართველოს
ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნებს და ამ დასკვნების,
საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე ამზადებს საბოლოო დასკვნას,
რომელსაც არაუგვიანეს 20 ოქტომბრისა წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარეს.“;
დ) მე-13 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და
მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებული ვარიანტები პარლამენტში მიღებისთანავე
ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე, ამასთანავე, ეგზავნება საქართველოს ეროვნულ ბანკსა და
სახელმწიფო აუდიტის სამსახურს, ხოლო მიღებიდან 2 დღის ვადაში ეგზავნება პარლამენტის
კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებს, პარლამენტის აპარატის იურიდიულ
დეპარტამენტსა და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს.“;
ე) მე-15−მე-17 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
15. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და
მიმართულებების დოკუმენტის გადამუშავებულ ვარიანტებს გადაცემიდან 3 დღის ვადაში
განხილვაში მონაწილე პარლამენტის კომიტეტები (გარდა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტისა),
ფრაქციები, უფრაქციო პარლამენტის წევრები და პარლამენტის აპარატის იურიდიული
დეპარტამენტი განიხილავენ და ამზადებენ შესაბამის დასკვნებს. სახელმწიფო ბიუჯეტის
კანონის პროექტისა და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის
გადამუშავებულ ვარიანტებს გადაცემიდან 3 დღის ვადაში განიხილავს აგრეთვე პარლამენტის
საბიუჯეტო ოფისი და ამზადებს შესაბამის დასკვნას. აღნიშნული დასკვნები ეგზავნება
პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს. თუ საბიუჯეტო პროცესი ემთხვევა
პარლამენტის მორიგი არჩევნების წელს, ამ პუნქტით დადგენილი ვადები აითვლება
ახალარჩეული პარლამენტის პირველი შეკრების დღიდან.
16. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი განიხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის
კანონის პროექტის და ქვეყნის ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტის
გადამუშავებულ ვარიანტებს, განიხილავს და აფასებს სხვა კომიტეტების, ფრაქციების, უფრაქციო
პარლამენტის წევრების, პარლამენტის აპარატის იურიდიული დეპარტამენტისა და პარლამენტის
საბიუჯეტო ოფისის, აგრეთვე საქართველოს ეროვნული ბანკისა და სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის დასკვნებს და ამ დასკვნების, საკუთარი შენიშვნებისა და მოსაზრებების საფუძველზე
ამზადებს საბოლოო დასკვნას, რომელსაც წარუდგენს პარლამენტის თავმჯდომარესა და
პარლამენტის ბიუროს.
17. პარლამენტი საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის მიერ დასკვნის პარლამენტის
თავმჯდომარისა და პარლამენტის ბიუროსათვის წარდგენის შემდეგ, მაგრამ არაუგვიანეს 18
ნოემბრისა (თუ საბიუჯეტო პროცესი ემთხვევა პარლამენტის მორიგი არჩევნების წელს არაუგვიანეს 18 დეკემბრისა), პლენარულ სხდომაზე განიხილავს სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის
პროექტს.“.
48. 137-ე მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის პროექტის განხილვაში შესვენების გამოცხადებიდან 2
დღის ვადაში, მაგრამ არაუგვიანეს 20 ნოემბრისა (თუ საბიუჯეტო პროცესი ემთხვევა
პარლამენტის მორიგი არჩევნების წელს – არაუგვიანეს 20 დეკემბრისა), პარლამენტის
თავმჯდომარე პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის დასკვნას პლენარულ სხდომაზე
განხილვისას გამოთქმული შენიშვნების ამსახველ სტენოგრამასთან ერთად უგზავნის
საქართველოს მთავრობას.“.
49. 142-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) განიხილავენ ფრაქციები და უფრაქციო პარლამენტის წევრები.“;
ბ) მე-5 და მე-6 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პარლამენტის აპარატი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და
ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების ასლებს მათი მიღებიდან
არაუგვიანეს 3 დღისა გადასცემს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტს, სხვა
კომიტეტებს, ფრაქციებს, უფრაქციო პარლამენტის წევრებს და პარლამენტის საბიუჯეტო ოფისს
და უგზავნის საქართველოს ეროვნულ ბანკს, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უგზავნის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშისა და ამ ანგარიშის შესახებ
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების მიღებიდან 2 დღის ვადაში განსაზღვრავს
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის განხილვის განრიგს და უგზავნის მას
პარლამენტის კომიტეტებს, ფრაქციებს, აგრეთვე საქართველოს მთავრობას, სახელმწიფო
აუდიტის სამსახურსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტი, სხვა კომიტეტები მათი სფეროების მიხედვით, ფრაქციები და პარლამენტის
საბიუჯეტო ოფისი 2 კვირის განმავლობაში განიხილავენ სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
წლიურ ანგარიშს და ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენებას და
ამზადებენ შესაბამის დასკვნებს.
6. პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო
კომიტეტის, სხვა კომიტეტების, ფრაქციების დასკვნები. სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების
წლიური ანგარიშის, ამ ანგარიშის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მოხსენების,
პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციების დასკვნების განხილვისა და საპარლამენტო კამათის
დასრულების შემდეგ, რომელიც მიმდინარეობს კანონპროექტის პირველი მოსმენით
განხილვისათვის ამ რეგლამენტით დადგენილი წესით, პარლამენტი იღებს დადგენილებას
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიშის თაობაზე. პარლამენტი სახელმწიფო
ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშს ამტკიცებს იმ შემთხვევაში, თუ იგი ზუსტად და
სრულად ასახავს გასული საბიუჯეტო წლის ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების
მოცულობებს და მათ კანონიერებას. წინააღმდეგ შემთხვევაში პარლამენტს შეუძლია არ
დაამტკიცოს სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში. პარლამენტი
საგაზაფხულო სესიის დასრულებამდე იღებს დადგენილებას სახელმწიფო ბიუჯეტის
შესრულების წლიური ანგარიშის დამტკიცების ან დაუმტკიცებლობის შესახებ.“.
50. 149-ე მუხლის მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ
ცხადდება შესვენება 1 საათით. შესვენების შემდეგ იმართება დებატები შემდეგი წესით:
თითოეულ ფრაქციას ეძლევა იმდენი წუთი, რამდენი წევრიც არის მასში გაერთიანებული, მაგრამ
არანაკლებ 10 და არაუმეტეს 75 წუთისა, ხოლო თითოეულ უფრაქციო პარლამენტის წევრს – 3
წუთი. თავდაპირველად სიტყვით გამოდიან უფრაქციო პარლამენტის წევრები, შემდეგ
ოპოზიციაში შემავალი, ხოლო ბოლოს უმრავლესობაში შემავალი ფრაქციების წარმომადგენლები
ამ თანამიმდევრობით. ფრაქციები მათთვის გამოყოფილი დროის ფარგლებში განსაზღვრავენ
გამომსვლელთა რაოდენობას და მათზე დროის გადანაწილების სქემას. სხდომის თავმჯდომარის
ნებართვის გარეშე გამოსვლა დაუშვებელია. გამომსვლელთათვის გამოყოფილი დროის გაზრდა
დაუშვებელია. დებატების შემდეგ ადრესატს ეძლევა 20 წუთი დასკვნითი გამოსვლისთვის.“.
51. 154-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული თანამდებობის პირი
ვალდებულია პარლამენტისადმი მიმართვამდე არაუგვიანეს 3 დღისა პარლამენტის
თავმჯდომარეს წერილობით წარუდგინოს ის საკითხები, რომლებზედაც მას სურს
პარლამენტისადმი მიმართვა. პარლამენტის თავმჯდომარე პარლამენტის აპარატის მეშვეობით
უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მიმართვის
ფრაქციებისა და უფრაქციო პარლამენტის წევრებისათვის დაუყოვნებლივ გაგზავნას.“.
52. 157-ე მუხლის:
ა) მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ნდობის ჯგუფი შედგება 5 წევრისაგან, რომელთაგან ერთი არის პარლამენტის
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ორი – საპარლამენტო უმრავლესობაში
შემავალი ფრაქციის/ფრაქციების წევრი, ხოლო ორი – საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი
ფრაქციების წევრი.
3. ფრაქციები ნდობის ჯგუფის წევრებად დასახელებულ პირებს წარუდგენენ პარლამენტს.
ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების მიერ ორზე მეტი წევრის წარდგენის შემთხვევაში
პარლამენტის პლენარულ სხდომას წარედგინება იმ ფრაქციის წევრი, რომელშიც მეტი წევრია
გაერთიანებული. თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში პარლამენტის პლენარულ სხდომას
წარედგინება იმ ფრაქციის წევრი, რომლის პარტიამ პარლამენტის არჩევნებში მეტი ხმა მიიღო.“;
ბ) 31 და მე-4 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ფრაქციის მიერ წარდგენილ ნდობის ჯგუფის წევრს უფლებამოსილება უწყდება ამ
ფრაქციის მიერ ახალი კანდიდატურის წარდგენის შემთხვევაში. ნდობის ჯგუფის წევრს
უფლებამოსილება უწყდება პარლამენტის მიერ ამ ფაქტის ცნობად მიღების მომენტიდან.“.
53. 176-ე მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პარლამენტის ბიურო უახლოეს სხდომაზე იღებს გადაწყვეტილებას ანგარიშის
განხილვის პროცედურის დაწყების თაობაზე, განსაზღვრავს წამყვან კომიტეტს და ანგარიშის
საპარლამენტო განხილვის ვადებს. ამის შემდეგ ანგარიში განსახილველად გადაეცემა წამყვან
კომიტეტს, სხვა კომიტეტებს და ფრაქციებს.
4. პარლამენტის კომიტეტები და ფრაქციები პარლამენტის ბიუროს მიერ განსაზღვრულ
ვადაში გადასცემენ წამყვან კომიტეტს ანგარიშის თაობაზე თავიანთ შენიშვნებს.“.
54. 179-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარლამენტის მიერ რეგლამენტის 178-ე მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული თანამდებობის პირის ქმედებაზე საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს დასკვნის მიღების შემდეგ, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 3 საათისა,
აღნიშნული ფაქტი ეცნობება პარლამენტის თავმჯდომარეს, ამ თანამდებობის პირის იმპიჩმენტის
წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის აღძვრის ინიციატორებს, ფრაქციებს და
უფრაქციო პარლამენტის წევრებს.“.
55. 188-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. პარლამენტის წევრი სხვა სახელმწიფოში სამსახურებრივი ვიზიტის შესახებ, ხოლო
საქართველოს ოფიციალური საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელი – საპარლამენტო
დელეგაციის სხვა სახელმწიფოში ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ
ანგარიშს ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს 14 დღისა წარუდგენს პარლამენტის ბიუროს.
უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის, კომიტეტის, ფრაქციის
მოთხოვნით, ეს ანგარიში შეიძლება პარლამენტის პლენარული სხდომის განხილვის საგანი
გახდეს.“;
ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. პარლამენტის თავმჯდომარის, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ
შვიდკაციანი ჯგუფის, კომიტეტის, ფრაქციის ინიციატივით პარლამენტმა შეიძლება უახლოეს
პლენარულ სხდომაზე მიიღოს რეზოლუცია ან სხვა გადაწყვეტილება სხვა სახელმწიფოს
ოფიციალური დელეგაციის ვიზიტის შედეგების შესახებ.“.
56. 190-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი მეგობრობის ჯგუფის სხვა სახელმწიფოში
ვიზიტისა და იქ გაწეული მუშაობის შედეგების შესახებ ინფორმაციას, ანგარიშს და ვიზიტის
თაობაზე მოსაზრებებს ვიზიტის დამთავრებიდან არაუგვიანეს 10 დღისა წარუდგენს
პარლამენტის ბიუროს. უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფის,
კომიტეტის, ფრაქციის მოთხოვნით, ეს ანგარიში შეიძლება პარლამენტის პლენარული სხდომის
განხილვის საგანი გახდეს.“.
57. 195-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 195. საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენება
პარლამენტი, როგორც წესი, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების პირველ დღეს,
საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად ისმენს საქართველოს პრეზიდენტის ყოველწლიურ
მოხსენებას ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე. აღნიშნულ დღეს
დაუშვებელია პლენარულ სხდომაზე სხვა საკითხების განხილვა. საქართველოს პრეზიდენტის
გამოსვლის დასრულების შემდეგ სიტყვით გამოდიან ფრაქციების თავმჯდომარეები.
თავდაპირველად გამოდიან ყველაზე მცირერიცხოვანი, ხოლო ბოლოს - ყველაზე
მრავალრიცხოვანი ფრაქციების თავმჯდომარეები. ფრაქციის თავმჯდომარის გამოსვლის
ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს. გამოსვლების დასრულების შემდეგ
საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია გამოვიდეს დასკვნითი სიტყვით. ამ მუხლით
გათვალისწინებული პროცედურის დასრულების შემდეგ პლენარული სხდომა იხურება.“.
58. 196-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ მიმართვას პარლამენტის ბიურო
გადასცემს წამყვან კომიტეტს, სხვა კომიტეტებს, ფრაქციებს, რომლებიც მას განიხილავენ
არაუგვიანეს 10 დღისა და დასკვნას წარუდგენენ პარლამენტის ბიუროს პარლამენტის უახლოესი
პლენარული სხდომის დღის წესრიგში შესატანად.“.
59.
204-ე მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„გ) პარლამენტის თავმჯდომარე, ფრაქცია, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ
შვიდკაციანი ჯგუფი წარუდგენს კანდიდატურას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს
წევრის თანამდებობაზე;
დ) ფრაქცია, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფი წარუდგენს
კანდიდატურებს საქართველოს სახალხო დამცველის თანამდებობაზე;“.
60. 205-ე მუხლის მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
12. თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრის არჩევისას 3 კანდიდატი
მონაწილეობდა და რომელიმე მათგანმა ვერ მიიღო ხმების საჭირო რაოდენობა, პარლამენტის
თავმჯდომარე, ფრაქცია, უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფი
უფლებამოსილია კენჭისყრიდან 10 დღის შემდეგ პარლამენტს იგივე კანდიდატურა
წარუდგინოს. თუ არჩევისას 3-ზე მეტი კანდიდატი მონაწილეობდა და კანდიდატთა საჭირო
რაოდენობა ვერ აირჩა, იმართება ხელახალი კენჭისყრა. ამ შემთხვევაში კენჭი ეყრება იმ 3
კანდიდატს, რომლებმაც პირველ ტურში სხვა კანდიდატებზე მეტი ხმა მიიღეს.“.
61. 206-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი
საკონკურსო კომისიას ქმნის არანაკლებ 12 წევრის შემადგენლობით. საკონკურსო კომისიის
შემადგენლობაში არიან ფრაქციების წარმომადგენლები და უფრაქციო პარლამენტის წევრები,
სახელმწიფო და არასამთავრობო სექტორების, საქართველოს სახალხო დამცველისა და
შესაბამისი ეროვნული მარეგულირებელი ორგანოს წარმომადგენლები. საკონკურსო კომისია
საკონკურსო კომისიის თავმჯდომარის არჩევის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სრული
შემადგენლობის უმრავლესობით.“.
62. 207-ე მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს;
ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. საპროკურორო საბჭოს 2 წევრს პარლამენტის წევრთაგან, სრული შემადგენლობის
უმრავლესობით ირჩევს პარლამენტი. არჩეულ წევრთაგან ერთი უნდა იყოს საპარლამენტო
უმრავლესობის, ხოლო ერთი - საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელი. ყოველ ფრაქციას
და უფრაქციო პარლამენტის წევრთა არანაკლებ შვიდკაციან ჯგუფს უფლება აქვს, წარადგინოს
საპროკურორო საბჭოს წევრობის თითო კანდიდატი. საპროკურორო საბჭოს წევრობის
კანდიდატი
წარედგინება
პარლამენტის
ბიუროს
საპროკურორო
საბჭოს
წევრის
უფლებამოსილების ვადის ამოწურვამდე არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა, ხოლო
უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში – უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის
დღიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა. პარლამენტის ბიუროს საპროკურორო საბჭოს
წევრის არჩევის საკითხი შეაქვს პარლამენტის უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში.
თუ ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული კენჭისყრის ორივე ტურის გამართვის შემდეგ
ისევ დარჩა შეუვსებელი ვაკანსია, არჩევის პროცედურა 1 თვის ვადაში, ამ პუნქტით დადგენილი
წესით, ხელახლა გაიმართება. ასეთ შემთხვევაში პარლამენტის ბიუროს საპროკურორო საბჭოს
წევრობის კანდიდატები 2 კვირის ვადაში წარედგინება.“.
63. 209-ე მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. კონკურსის გამოცხადებიდან არაუგვიანეს 10 დღისა პარლამენტის დადგენილებით
იქმნება 9 წევრისაგან შემდგარი საკონკურსო კომისია. პარლამენტის თავმჯდომარე ფრაქციებთან,
უფრაქციო პარლამენტის წევრებთან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოსთან
და საქართველოს სახალხო დამცველთან კონსულტაციების შედეგად პარლამენტს
დასამტკიცებლად წარუდგენს საკონკურსო კომისიის წევრთა კანდიდატურებს. საკონკურსო
კომისიის შემადგენლობაში უნდა შედიოდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და აკადემიური
წრეების წარმომადგენლები. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული
თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს
პარლამენტის ბიურო და რომლითაც განისაზღვრება მეურვეობის კანდიდატთა და მათ მიერ
წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების კონცეფციების შეფასების
კრიტერიუმები.“;
ბ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. საკონკურსო კომისია მეურვეობის კანდიდატებს შეარჩევს კანდიდატურების
წარდგენის ვადის ამოწურვიდან 10 კალენდარული დღის ვადაში, ორ ეტაპად. პირველ ეტაპზე
კანდიდატები შეირჩევიან „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი
საკვალიფიკაციო მოთხოვნების
შესაბამისად.
კანდიდატთა შეფასების
დამატებითი
კრიტერიუმები განისაზღვრება საკონკურსო კომისიის დებულებით. მეორე ეტაპზე კანდიდატები
შეირჩევიან მათ მიერ წარმოდგენილი საზოგადოებრივი მაუწყებლის განვითარების
კონცეფციების განხილვის და მათთან გასაუბრების შედეგად. კანდიდატთა შერჩევის შემდეგ
საკონკურსო კომისია ფრაქციებს, საქართველოს სახალხო დამცველსა და აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლეს საბჭოს წარუდგენს ასარჩევზე სულ ცოტა სამჯერ მეტ კანდიდატურას.“;
გ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საკონკურსო კომისიის მიერ შერჩეულ მეურვეობის კანდიდატთაგან ორს საქართველოს
სახალხო დამცველი, სამს საპარლამენტო უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია/ფრაქციები, სამს
საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ის ფრაქციები, რომლებშიც ყველაზე მეტი წევრია
გაერთიანებული და ერთს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო წარუდგენს
პარლამენტს ასარჩევად. აღნიშნული სუბიექტები კანდიდატებს შეარჩევენ და მათ
კანდიდატურებს წარადგენენ შემდეგი რიგითობით: თავდაპირველად – საქართველოს სახალხო
დამცველი, შემდეგ – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო, შემდეგ –
ოპოზიციაში შემავალი ფრაქციები და ბოლოს – უმრავლესობაში შემავალი ფრაქცია/ფრაქციები.
საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შერჩეული კანდიდატურების წარდგენის შესახებ
გადაწყვეტილებას ხელს აწერს საქართველოს სახალხო დამცველი. ფრაქციების მიერ შერჩეული
კანდიდატურების წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერენ შესაბამისი ფრაქციების
თავმჯდომარეები. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩეული
კანდიდატურის წარდგენის შესახებ გადაწყვეტილებას ხელს აწერს აჭარის ავტონომიური
რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.“;
დ) მე-9 და მე-10 პუნქტები ამოღებულ იქნეს;
ე) მე-12 და მე-13 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. საკონკურსო კომისიის მიერ მეურვეობის კანდიდატთა შერჩევიდან არაუგვიანეს 10
დღისა პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით, ცალ-ცალკე ირჩევს საქართველოს
სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, უმრავლესობაში
შემავალი ფრაქციებისა და ოპოზიციაში შემავალი ფრაქციების მიერ წარდგენილ კანდიდატებს.
თუ ვაკანსია ერთზე მეტია და ისინი უნდა შეივსოს საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს, უმრავლესობისა და ოპოზიციის კვოტებით, ჯერ
აირჩევა კანდიდატი საქართველოს სახალხო დამცველის კვოტით, შემდეგ – კანდიდატი აჭარის
ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კვოტით, შემდეგ – კანდიდატი ოპოზიციის
კვოტით და ბოლოს – კანდიდატი უმრავლესობის კვოტით.
13. თუ მეურვეობის კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები,
საქართველოს სახალხო დამცველი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭო,
უმრავლესობაში შემავალი ფრაქციები და ოპოზიციაში შემავალი ფრაქციები 10 კალენდარული
დღის ვადაში წარუდგენენ პარლამენტს ახალ კანდიდატურებს.“;
ვ) მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ 15. თუ ვერცერთმა კანდიდატმა ვერ მიიღო არჩევისათვის საკმარისი ხმები, არჩეულად
ითვლება კანდიდატი, რომელმაც დააგროვა ყველაზე მეტი ხმა, მაგრამ არანაკლებ პარლამენტის
სრული შემადგენლობის ერთი მესამედისა. ყველაზე მეტი ხმის მიმღები კანდიდატი აირჩევა
საქართველოს სახალხო დამცველის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს,
უმრავლესობისა და ოპოზიციის კვოტებით.“.
64. 210-ე მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ირჩევს საპენსიო სააგენტოს
საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შესარჩევი კომისიის 2 წევრს უმრავლესობაში
შემავალი ფრაქციის/ფრაქციების, ხოლო 1 წევრს - ოპოზიციაში შემავალი
ფრაქციების
წარდგინებით.
3. შესარჩევი კომისიის წევრობის კანდიდატი წარედგინება პარლამენტის ბიუროს ახალი
მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა,
ხოლო შესაბამისი პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში –
მისი უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის დღიდან არაუგვიანეს 15 კალენდარული დღისა.
პარლამენტის ბიუროს შესარჩევი კომისიის წევრის არჩევის საკითხი შეაქვს პარლამენტის
უახლოესი პლენარული სხდომის დღის წესრიგში. თუ ამ მუხლის მე-5 პუნქტით
გათვალისწინებული კენჭისყრის გამართვის შემდეგ ისევ დარჩა შეუვსებელი ვაკანსია, არჩევის
პროცედურა 15 კალენდარული დღის ვადაში, ამ პუნქტით დადგენილი წესით, ხელახლა
გაიმართება. ასეთ შემთხვევაში პარლამენტის ბიუროს შესარჩევი კომისიის წევრობის
კანდიდატები 10 კალენდარული დღის ვადაში წარედგინება.“.
65. 215-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარლამენტის აპარატის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულების სახით
შედიან დეპარტამენტები, მანდატურის სამსახური, პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტი,
პარლამენტის კომიტეტების აპარატები, საპარლამენტო ფრაქციების აპარატები, პარლამენტის
თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და მოადგილეების სამდივნოები,
სახელმწიფო კომისიების სამდივნოები, პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი.“.
საბჭოებისა და
66. 217-ე მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. პარლამენტის, პარლამენტის კომიტეტების, ფრაქციების, უფრაქციო პარლამენტის
წევრებისა და პარლამენტის აპარატის საფინანსო, საბიუჯეტო და ეკონომიკური ხასიათის სხვა
ანალიტიკური ინფორმაციით უზრუნველყოფის მიზნით პარლამენტის აპარატის სტრუქტურაში
იქმნება პარლამენტის საბიუჯეტო ოფისი.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის საქმიანობას კოორდინაციას უწევს პარლამენტის
საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭო. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო
საბჭოს შემადგენლობაში თანამდებობრივად შედიან პარლამენტის თავმჯდომარე და საფინანსოსაბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს დანარჩენ წევრებს
ფრაქციებთან და უფრაქციო პარლამენტის წევრებთან კონსულტაციის საფუძველზე ნიშნავს
პარლამენტის თავმჯდომარე. პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს
ხელმძღვანელობს
პარლამენტის
თავმჯდომარე.
პარლამენტის
საბიუჯეტო
ოფისის
სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილებასა და საქმიანობის წესს განსაზღვრავს პარლამენტის
თავმჯდომარე.“.
67. 227-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ეთიკის საბჭოში პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს ეთიკის საბჭოს შექმნის
შესახებ დადგენილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში განსაზღვრავს პარლამენტის საპროცედურო
საკითხთა და წესების კომიტეტი და ამტკიცებს პარლამენტის ბიურო. ფრაქციის მიერ ეთიკის
საბჭოს წევრად წარდგენილი პირი წელიწადში ერთხელ ექვემდებარება როტაციას. ამ ვადის
გასვლისთანავე შესაბამისი ფრაქცია ვალდებულია ამ პუნქტით გათვალისწინებული
პროპორციული წარმომადგენლობის კვოტების დაცვით წარადგინოს ახალი წევრი.“.
68. XX თავი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გარდამავალი დებულებები
მუხლი 228. გარდამავალი დებულებები
1. 2024 წლის არჩევნებში არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობამდე
პარლამენტის აპარატის შემადგენლობაში სტრუქტურული ერთეულების სახით შედიან აგრეთვე
მაჟორიტარი პარლამენტის წევრების ბიუროები.
2. რეგლამენტის ამოქმედების დროისათვის არჩეული საპროკურორო საბჭოს წევრები
ინარჩუნებენ უფლებამოსილებას მათი უფლებამოსილების დარჩენილი ვადით.“.
მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში
არჩეული პარლამენტის მიერ სრული უფლებამოსილების შეძენისთანავე.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
არჩილ თალაკვაძე
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტზე „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ
ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტი:
2017-2018 წლების საკონსტიტუციო რეფორმის შემდეგ საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტი ფუნდამენტურ გადამუშავებას მოითხოვდა, რასაც პარლამენტმა წარმატებით
გაართვა თავი და 2018 წლის დეკემბერში ევროპული სამართლებრივი კულტურის მაღალი
სტანდარტების შესაბამისი ახალი რეგლამენტი მიიღო. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ
2017 წლის 13 ოქტომბრის საქართველოს კონსტიტუციური კანონის მე-2 მუხლით
გათვალისწინებულ იქნა ერთგვარი გარდამავალი პერიოდი საპარლამენტო ცხოვრების ახალი
სტანდარტების სრულფასოვნად დამკვიდრებისა და IX მოწვევის საქართველოს პარლამენტის
მუშაობის შეუფერხებლად წარმართვა-დასრულებისათვის, პარლამენტის რეგლამენტიც
ადაპტირებულ იქნა ხსენებულ გარდამავალ პერიოდზე. დღესდღეობით, იწურება რა IX
მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ვადა, დღის წესრიგში დადგა საქართველოს
კონსტიტუციის (ასამოქმედებელ) ძირითად დებულებებთან რეგლამენტის შესაბამისობაში
მოყვანის საკითხი. ამავდროულად, ახალი რეგლამენტის ამოქმედების კვალდაკვალ
პრაქტიკამ გამოავლინა გარკვეული ხარვეზები, რაც აღმოფხვრას საჭიროებს.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს კონსტიტუციის მე-4 მუხლით განმტკიცებული სამართლებრივი სახელმწიფოს
პრინციპის ერთ-ერთ ასპექტს კონსტიტუციის უზენაესობა წარმოადგენს, რომლის
მიხედვითაც ყველა სხვა სამართლებრივი აქტი შესაბამისობაში უნდა იყოს სახელმწიფოს
უზენაეს კანონთან. ამასთან, კონსტიტუციის (ასამოქმედებელი) ძირითადი დებულებებიდან
გამომდინარე, საპარლამენტო საქმიანობის მარეგულირებელ ნორმებში ცვლილების შეტანა
ერთმნიშვნელოვნადაა დაკავშირებული რეგლამენტის
გადასინჯვასთან, რადგანაც
კონსტიტუციის 36-ე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სწორედ რეგლამენტი განსაზღვრავს
პარლამენტის მუშაობის წესს.
ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები:
რეგლამენტის პროექტის მიღების შედეგად უზრუნველყოფილი იქნება საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის, როგორც ფორმალური, ისე შინაარსობრივი შესაბამისობა
საქართველოს კონსტიტუციის ძირითად დებულებებთან, მათ სულისკვეთებასთან. გარდა
ამისა, კიდევ უფრო ამაღლდება პარლამენტში საკანონმდებლო საქმიანობის ხარისხი, უფრო
ეფექტიანად მოხდება მისი მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელება და დაიხვეწება
პარლამენტის სტრუქტურა. საერთო ჯამში ეს ყოველივე ხელს შეუწყობს საპარლამენტო
ცხოვრების გაჯანსაღებას.
ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტი ითვალისწინებს ათეულობით შინაარსობრივ და
ტექნიკურ შესწორებას პარლამენტის რეგლამენტის ფაქტობრივად ყველა თავში, კერძოდ:
•
•
•
•
ფრაქციის, როგორც საერთო პოლიტიკური მიზნების მისაღწევად პარტიული ნიშნით
ჩამოყალიბებული გაერთიანების საქმიანობა შეიძენს კიდევ უფრო დიდ დატვირთვას,
რასაც განაპირობებს ფრაქციის შექმნის ახალი, კონსტიტუციის ძირითად
დებულებებში რეგლამენტირებული პრინციპი. ამ პრინციპის მიხედვით, ერთი
პოლიტიკური პარტიის წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრებს უფლება არ
ექნებათ შექმნან ერთზე მეტი ფრაქცია. ამასთანავე, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის
ან/და საარჩევნო ბლოკის წარდგენით არჩეული პარლამენტის წევრების მიერ საერთო
ფრაქციის შექმნა დაუშვებელი იქნება. შესაბამისად, ფრაქცია იქნება უალტერნატივო
პლატფორმა პოლიტიკური ჯგუფების მიზნების ეფექტიანი რეალიზაციისათვის და
შესაძლებელი გახდება მკაფიო კავშირის იდენტიფიცირება/პარალელების გავლება
პარტიებსა და ფრაქციებს შორის;
კონსტიტუციური ჩანაწერის შესაბამისად დგინდება, რომ ფრაქციის შექმნის უფლება
ექნება არანაკლებ 7 პარლამენტის წევრს. ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ 2024
წლამდე გასამართ საქართველოს პარლამენტის არჩევნებში მონაწილეობის უფლება
ექნებათ საარჩევნო ბლოკებსაც, ბლოკში შემავალ პოლიტიკურ პარტიას
დამოუკიდებელი ფრაქციის შექმნის უფლება ექნება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ
პარლამენტის წევრად შესაბამისი საარჩევნო ბლოკის საარჩევნო სიაში მისი ამ პარტიის
წევრად მითითებული 7 წევრი მაინც იქნება არჩეული;
საპარლამენტო ცხოვრებაში ფრაქციათა როლის ზრდისა და მათი შექმნის ახალი წესის
ფონზე, ახლებურად განისაზღვრება საპარლამენტო უმრავლესობისა და ოპოზიციის
არსი და მათი სიების რეგისტრაციის წესიც: პარლამენტის პირველი შეკრებიდან
არაუგვიანეს 35-ე დღისა პარლამენტის ბიუროს წარედგინება
არანაკლებ 76
პარლამენტის წევრის ხელმოწერით დადასტურებული საპარლამენტო უმრავლესობის
წევრთა სია, რომელსაც რეგისტრაციაში გაატარებს პარლამენტის ბიურო. დაუშვებელი
იქნება საპარლამენტო უმრავლესობის წევრთა სიაში რომელიმე ფრაქციის წევრთა
ნაწილის შეყვანა. რაც შეეხება საპარლამენტო ოპოზიციას, პარლამენტის ყველა წევრი,
რომელიც არ იქნება გაერთიანებული საპარლამენტო უმრავლესობაში, მიკუთვნებულ
იქნება საპარლამენტო ოპოზიციას;
იცვლება გრადაცია, რომელიც უკავშირდება, ერთი მხრივ, საპარლამენტო
თანამდებობებს, მეორე მხრივ, გარკვეული თანამდებობებისთვის დადგენილ
გასამრჯელოს. კერძოდ, პარლამენტის რეგლამენტის მოქმედი რედაქცია თეორიულად
ქმნის პარლამენტის თავმჯდომარის 9 მოადგილის (მათ შორის, პირველი მოადგილის)
არჩევის შესაძლებლობას. ამის საპირისპიროდ, წარმოდგენილი პროექტი
ითვალისწინებს საერთო ჯამში პარლამენტის თავმჯდომარის 3 მოადგილის არჩევას,
რომელთაგან ერთი იქნება პირველი მოადგილე, ხოლო თითო მოადგილე იქნება
საპარლამენტო უმრავლესობიდან და საპარლამენტო ოპოზიციიდან. უმრავლესობის
ლიდერი აღარ იქნება პარლამენტის თანამდებობის პირი. შესაბამისად, უქმდება
ხსენებული თანამდებობისთვის განსაზღვრული გასამრჯელო. ფრაქციათა გაზრდილი
•
•
•
•
როლის გათვალისწინებით, ფრაქციის თავმჯდომარის გასამრჯელო გაუთანაბრდება
კომიტეტის თავმჯდომარის გასამრჯელოს. აგრეთვე, საპარლამენტო თანამდებობებს
დაემატება ფრაქციის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და ფრაქციის
თავმჯდომარის
მოადგილის
თანამდებობები,
რომელთა
გასამრჯელო
გაუთანაბრდება, შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და,
არსებული რეგულაციის შესაბამისად, კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის
გასამრჯელოებს. ამასთან, რეგლამენტირებული იქნება ფრაქციის თავმჯდომარის
მოადგილეების განწესების პრინციპი - ფრაქციის თავმჯდომარეს ფრაქციის ყოველ 15
წევრზე არაუმეტეს ერთი მოადგილის ყოლა შეეძლება. თუ ფრაქციის თავმჯდომარეს
ერთზე მეტი მოადგილე ეყოლება, დასაშვები იქნება ერთ-ერთ მათგანს პირველი
მოადგილის
სტატუსი
მიენიჭოს.
გარდა
აღნიშნულისა,
საპარლამენტო
თანამდებობების ჩამონათვალს აკლდება დროებითი საგამოძიებო და სხვა დროებითი
კომისიების თავმჯდომარეთა თანამდებობები (ტერიტორიული მთლიანობის
აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის
თავმჯდომარეობას, პარლამენტის გადაწყვეტილებით, შეითავსებს პარლამენტის
თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე, ხოლო დროებითი საგამოძიებო ან სხვა
დროებითი კომისიის თავმჯდომარის თანამდებობა შეთავსებით შეიძლება დაიკავოს
პარლამენტის თანამდებობის პირმა), უქმდება ამ სტატუსისთვის განსაზღვრული
გასამრჯელო;
იცვლება ფრაქციის გარეთ დარჩენილი პარლამენტის წევრის სტატუსის აღმნიშვნელი
ტერმინი - ამ შემთხვევაში გამოყენებული იქნება უფრაქციო პარლამენტის წევრი,
ნაცვლად დამოუკიდებელი პარლამენტის წევრისა. ამასთან, უფრაქციო პარლამენტის
წევრთა არანაკლებ შვიდკაციანი ჯგუფი იქნება აღჭურვილი გარკვეული
უფლებამოსილებებით, რომლითაც აქამდე პარლამენტის წევრთა ექვსკაციანი ჯგუფი
სარგებლობდა. აღნიშნული უკავშირდება ფრაქციის შესაქმნელად საჭირო
პარლამენტის წევრთა მინიმალური რაოდენობის 6-დან 7-მდე ზრდას;
კომიტეტი უფლებამოსილი იქნება შეუდგეს მუშაობას, თუ დანიშნული იქნება
კომიტეტის სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი. პარლამენტის წევრს კომიტეტის
სხდომა გაცდენილად არ ჩაეთვლება, თუ კომიტეტის გასვლითი სხდომა ჩატარდება
სხვა კომიტეტის სხდომის დღეს, იმ შემთხვევაში თუ პარლამენტის წევრი ორივე
შესაბამისი კომიტეტის წევრი იქნება და ერთ-ერთ სხდომას დაესწრება;
კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი, რომლითაც გათვალისწინებული
იქნება კანონის ნორმების ნუმერაციის ცვლილება მათი სამართლებრივი შინაარსის
ცვლილების გარეშე, დაექვემდებარება გამარტივებული წესით (ერთი მოსმენით)
მიღებას;
იცვლება პოლიტიკურ დებატებში (მათ შორის, ინტერპელაციის პროცედურის
ფარგლებში გასამართ დებატებში) გამომსვლელთათვის დროის განაწილების წესი,
რომლის მიხედვითაც ფრაქციებს მიეცემათ იმდენი წუთი, რამდენი პარლამენტის
წევრიც იქნება შესაბამის ფრაქციაში გაერთიანებული, მაგრამ არანაკლებ 10 და
არაუმეტეს 75 წუთისა. უფრაქციო (დამოუკიდებელ) პარლამენტის წევრებს მიეცემათ
3-3 წუთი. ფრაქციაზე გამოსაყოფი დრო იდენტური პრინციპით გადანაწილდება
•
•
პლენარულ სხდომაზე (პირველი და მეორე მოსმენით) კანონპროექტის განხილვის
პროცედურაზეც;
კენჭისყრის პროცედურის დაწყების სავარაუდო დროს პლენარული სხდომის
თავმჯდომარე გამოაცხადებს პლენარული სხდომის გახსნისთანავე (ნაცვლად
ნახევარი საათით ადრე გამოცხადებისა). გამოცხადებულ სავარაუდო დრომდე
შესაბამისი კენჭისყრის პროცედურის დაწყება დაუშვებელი იქნება;
გარდა ზემოთქმულისა, წარმოდგენილია რიგი ტექნიკური ცვლილებები, მათ შორის
ზუსტდება: საბიუჯეტო პროცესის ვადები, თუ აღნიშნული პროცესი ემთხვევა
პარლამენტის მორიგი არჩევნების წელს; ნდობის ჯგუფისა და პარლამენტის
საბიუჯეტო ოფისის სამეთვალყურეო საბჭოს ფორმირების წესი; საპროკურორო
საბჭოში, საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოსა და საპენსიო სააგენტოს
საინვესტიციო საბჭოს წევრთა კანდიდატურების შესარჩევ კომისიაში წევრთა არჩევის
წესი. დგინდება მინისტრის საათის შემთხვევაში პლენარული სხდომის გაგრძელების
შესაძლებლობა საკითხის ამოწურვამდე. ხდება ფორმულირების
დაზუსტება
კონსტიტუციური
კანონის
პროექტის
საყოველთაო-სახალხო
განხილვის
საორგანიზაციო კომისიის მიერ შემაჯამებელი ოქმის შედგენასთან დაკავშირებით,
რომელიც უკავშირდება კონსტიტუციური კანონპროექტის გამოქვეყნებიდან 1 თვის
გასვლას. რეგლამენტის გარდამავალი დებულებებიდან ხდება იმ რეგულაციების
ამოღება, რომლებმაც დაკარგეს აქტუალურობა და სხვ.
ა.დ) რეგლამენტის პროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
განმარტებითი ბარათის ეს ნაწილი არ ვრცელდება წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტზე.
ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
რეგლამენტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
რეგლამენტის პროექტით წარმოდგენილი ცვლილებები უნდა ამოქმედდეს საქართველოს
პარლამენტის
მომდევნო
არჩევნებში
არჩეული
პარლამენტის
მიერ
სრული
უფლებამოსილების შეძენისთანავე, რათა ახალარჩეულმა პარლამენტმა საქმიანობა დაიწყოს
საქართველოს კონსტიტუციის ძირითადი დებულებებისა და საპარლამენტო საქმიანობის
შესაბამისი სტანდარტების დაცვით.
ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
ინიციატორი არ ითხოვს წარმოდგენილი რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას.
ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(რეგლამენტის პროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების
დაფინანსების წყარო:
რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების განხორციელების შემთხვევაში,
შესაბამისი ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი
საქართველოს პარლამენტისთვის განსაზღვრული ასიგნებების ფარგლებში. თუმცა,
რეგლამენტის პროექტით განსახორციელებელი ცვლილებები ძირითად შემთხვევაში
გულისხმობს გარკვეული საპარლამენტო თანამდებობების გაუქმებასა და შემცირებას და
ცალკეულ შემთხვევებში მათთან დაკავშირებულ პარლამენტში დასაქმებულ პირთა
პოზიციების გაუქმებას, რაც მთლიანობაში არ იწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტი გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
ვინაიდან პროექტით წარმოდგენილი ცვლილებები გულისხმობს ზოგიერთი საპარლამენტო
თანამდებობებისა და პარლამენტის აპარატში დასაქმებულ პირთა თანამდებობების
გაუქმებას. აღნიშნული ცვლილება საპარლამენტო თანამდებობების შემთხვევაში გამოიწვევს
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილის შემცირებას შესაბამისად გაუქმებული და შემცირებული
საპარლამენტო თანამდებობისა და პარლამენტის წევრის გასამრჯელოებს შორის სხვაობის
20%-ით, რაც თვეში საშუალოდ შეადგენს დაახლოებით 2560 ლარს, ხოლო პარლამენტის
აპარატში არსებული პროექტით გათვალისწინებული თანამდებობების გაუქმების
შემთხვევაში - შესაბამისი თანამდებობების შრომის ანაზღაურების 20%-ით.
ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები პირდაპირ გავლენას არ
იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, მხოლოდ გავლენას იქონიებს
ბიუჯეტში პარლამენტისათვის გამოყოფილ ასიგნებებზე. კერძოდ, პროექტის მიხედვით,
უქმდება ზოგიერთი საპარლამენტო თანამდებობა და შესაბამისად უქმდება მათი
ანაზღაურება. უქმდება უმრავლესობის და უმცირესობის ლიდერის და მათი მოადგილეების
გასამრჯელო, რომელიც ყოველთვიურად შესაბამისად შეადგენს 5540 და 4800 ლარს. აგრეთვე,
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობა შესაძლებელი 9-დან მცირდება
მაქსიმუმ 3-მდე, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის ყოველთვიური ანაზღაურება
შეადგენს 6340 ლარს (ამჟამად პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას
იკავებს 7 პარლამენტის წევრი). ასევე უქმდება დროებითი საგამოძიებო ან სხვა დროებითი
კომისიის თავმჯდომარის საპარლამენტო თანამდებობები და შესაბამისად მათი ანაზღაურება,
რომელიც შეადგენს თვეში 4940 ლარს (ამჟამად პარლამენტში შექმნილია ერთი დროებითი
კომისია). შესაბამისად, მომდევნო მოწვევის პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის
შემდეგ, ყველა ზემოაღნიშნული საპარლამენტო თანამდებობის პირი, ნაცვლად მითითებული
ანაზღაურებებისა, მიიღებს გასამრჯელოს 4624 ლარის ოდენობით, ანუ იმ ოდენობით რაც
განსაზღვრულია პარლამენტის წევრისთვის, რომელიც არ არის საპარლამენტო თანამდებობის
პირი. შესაბამისად, ამ საპარლამენტო თანამდებობების გაუქმებისა და შემცირების შედეგად
დაზოგილი თანხის ოდენობა იქნება პარლამენტის წევრისა და შესაბამისი საპარლამენტო
თანამდებობის პირის ხელფასებს შორის სხვაობა, რაც თვეში საშუალოდ შეადგენს
დაახლოებით 12800 ლარს ყველა ზემოთ აღნიშნული თანამდებობის პირის მიმართ.
საპარლამენტო თანამდებობების გაუქმებასა და შემცირებასთან დაკავშირებით, ასევე
შემცირდება
ამ
თანამდებობებთან
დაკავშირებული,
შესაბამისი
ბიუჯეტით
გათვალისწინებული ადმინისტრაციული ხარჯები, რომელიც მთლიანობაში თვეში
საშუალოდ შეადგენს
დაახლოებით 25 000 ლარს, რაც გულისხმობს სატრანსპორტო,
კავშირგაბმულობის და სხვა ხარჯებს.
შესაბამისი გაუქმებული და შემცირებული საპარლამენტო თანამდებობებიდან გამომდინარე,
უქმდება შემდეგი აპარატები: უმრავლესობის აპარატი (თვეში განკუთვნილი დაფინანსების
ოდენობა - 10 975 ლარი), უმცირესობის აპარატი (თვეში 7 000 ლარი, თუმცა ამჟამად
საქართველოს პარლამენტში არ არის შექმნილი უმცირესობა და შესაბამისად ამ
მიმართულებით არ ხდება ხარჯების გაწევა), დროებითი კომისიის აპარატი (ამჟამად
პარლამენტში შექმნილია ერთი დროებითი კომისია და მისი აპარატის ყოველთვიური ხარჯი
შეადგენს 7 800 ლარს). პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეთა რაოდენობის შემცირების
შესაბამისად, ასევე მცირდება პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოები
(თითოეულისთვის თვეში განკუთვნილი დაფინანსების ოდენობა - 8 100 ლარი). აღნიშნული
აპარატებისა და სამდივნოების თანამშრომლები დასაქმებულნი არიან შრომითი ან
ადმინისტრაციული ხელშეკრულების შესაბამისად და მათი საქმიანობის პერიოდი
განსაზღვრულია
კონკრეტული
პერიოდით,
რომელიც
უკავშირდება
შესაბამისი
თანამდებობის პირის, ან კომისიის საქმიანობის პერიოდს. თუმცა, ვინაიდან მომდევნო
მოწვევის პარლამენტში რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები აღარ
იძლევა ზემოთ აღნიშნული აპარატების შექმნის შესაძლებლობას, აგრეთვე მცირდება
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოების რაოდენობა, დასაქმებული პირების
რაოდენობისა და მათი ანაზღაურების შესაბამისად, ყოველთვიურად ზემოთ აღნიშნული
თანხების ჯამური ოდენობით, შემცირდება პარლამენტის აპარატის დაფინანსებისათვის
საჭირო თანხები, რაც თვეში საშუალოდ შეადგენს 74 375 ლარს ყველა ზემოთ აღნიშნულ
შემთხვევაში.
რეგლამენტის პროექტის მიხედვით, 70 ლარით იზრდება ფრაქციის თავმჯდომარის
გასამრჯელო. რაც შეეხება ფრაქციის მოადგილის გასამრჯელოს, იგი უცვლელია და კვლავ
შეადგენს 4740 ლარს. რეგლამენტის პროექტით გათვალისწინებული ცვლილებების
განხორციელების შემთხვევაში, თუ ფრაქციის თავმჯდომარეს ეყოლება ერთზე მეტი
მოადგილე, შესაძლებელი იქნება ამ მოადგილეთაგან ერთ-ერთს მიენიჭოს პირველი
მოადგილის სტატუსი, რომლის ანაზღაურებაც იქნება 4800 ლარი, 60 ლარით მეტი ვიდრე
მოადგილედ ყოფნის შემთხვევაში. საბოლოო ჯამში, აღნიშნულ თანამდებობებზე გაზრდილი
ანაზღაურებიდან გამომდინარე გასათვალისწინებელი ხარჯების საერთო ოდენობა
დამოკიდებული იქნება მომდევნო მოწვევის პარლამენტში შექმნილი ფრაქციების და
ამავდროულად ამ ფრაქციების წევრთა რაოდენობაზე, ვინაიდან ფრაქციის თავმჯდომარეს
ფრაქციის ყოველ 15 წევრზე შეიძლება ჰყავდეს არაუმეტეს 1 მოადგილისა, ხოლო პირველი
მოადგილის სტატუსი ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეს შეიძლება მიენიჭოს მხოლოდ იმ
შემთხვევაში, თუ მას ეყოლება ერთზე მეტი მოადგილე. იმ შემთხვევაში, თუ ფრაქციის წევრთა
რაოდენობა იქნება 15-ზე ნაკლები, ფრაქციის თავმჯდომარეს მოადგილე არ ეყოლება.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, დღეს არსებული თანამდებობებისა და ზემოთ
აღნიშნული ფინანსური ასპექტების გათვალისწინებით, რეგლამენტის პროექტის
ამოქმედების და შემდგომი 3 წლის განმავლობაში, მთლიანობაში პარლამენტის
დაფინანსებისთვის საჭირო თანხების ოდენობა შემცირდება აღნიშნული დროის შესაბამისად
და იმის პროპორციულად, რამდენი მოქმედი საპარლამენტო თანამდებობის და პარლამენტის
აპარატში დასაქმებული პირის მიერ დაკავებული თანამდებობაც იქნება გაუქმებული ან
შემცირებული, ზემოთ აღნიშნული ფინანსური გაანგარიშების გათვალისწინებით.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
რეგლამენტის
პროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება რეგლამენტის პროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს პარლამენტის იმ
თანამდებობის პირთათვის, რომელთა ანაზღაურებაც იცვლება ან უქმდება საპარლამენტო
თანამდებობები. რადგან, პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები ძალაში შედის
საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში არჩეული საქართველოს პარლამენტის
უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, შესაბამისად, დღეს მოქმედ თანამდებობებზე მყოფ
პირებთან მიმართებით ფინანსური შედეგები უცვლელი რჩება.
რაც შეეხებათ, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის სამდივნოებსა და უმრავლესობის,
უმცირესობის და დროებითი კომისიების აპარატებში დასაქმებულ პირებს, აღსანიშნავია, რომ
ისინი დასაქმებულნი არიან შესაბამისად შრომითი ან ადმინისტრაციული ხელშეკრულებით
და
მათი
საქმიანობის
პერიოდი
განსაზღვრულია
კონკრეტული
ვადით,
რომელიც
უკავშირდება შესაბამისი თანამდებობის პირის ან კონკრეტული საპარლამენტო სუბიექტის
(უმრავლესობა, უმცირესობა, დროებითი კომისია) საქმიანობის პერიოდს. შესაბამისად,
ვინაიდან პროექტით გათვალისწინებული ცვლილებები განხორციელდება მომდევნო
მოწვევის
პარლამენტის
უფლებამოსილების
ცნობის
შემდეგ
აღნიშნულ
პირებზე
წარმოდგენილი ცვლილებები ვერ იქონიებს ფინანსური გავლენას.
ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
რეგლამენტის პროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, რეგლამენტის პროექტი არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება რეგლამენტის პროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი რეგლამენტების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული რეგლამენტის პროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი - ირაკლი კობახიძე.
ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, გიორგი კახიანი, მამუკა მდინარაძე,
გურამ მაჭარაშვილი.