„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-01
ბიუროს ნომერი 353
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №41(48), 1999 წელი, მუხ. 209) 332-ე მუხლის შენიშვნის
პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ამ თავით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტები ასევე არიან
საჯარო სამართლის იურიდიული პირების (გარდა პოლიტიკური და რელიგიური
გაერთიანებებისა)
ის
თანამშრომლები,
რომლებიც
ახორციელებენ
საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას, საქართველოს პარლამენტის დროებითი
კომისიების წევრები, საარჩევნო სუბიექტები (მხოლოდ ამ კოდექსის 338-ე მუხლით
გათვალისწინებული
დანაშაულის
მიზნებისათვის),
აგრეთვე
სხვა
რომელიც
ნებისმიერი
პირი,
კერძო
აღმასრულებლები,
საქართველოს
კანონმდებლობის
საფუძველზე ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო
არჩევნებში
არჩეული
საქართველოს
პარლამენტის
უფლებამოსილების
ცნობისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
თბილისი,
2020 წლის ... .
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის
მომზადება
განპირობებულია
საქართველოს
პარლამენტის
რეგლამენტში შესატანი ცვლილებიდან გამომდინარე. კერძოდ, რეგლამენტის პროექტის
მიხედვით,
პარლამენტის
დროებითი
საგამოძიებო
და
დროებითი
კომისიების
აპარატები აღარ წარმოადგენენ პარლამენტის აპარატის შემადგენლობაში შემავალ
სტრუქტურულ ერთეულებს, რაც საჭიროებს შესაბამის ასახვას საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონპროექტის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტით
წარმოდგენილი
ცვლილების
განხორციელება
აუცილებელია
აღნიშნული კანონის შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტთან. ვინაიდან რეგლამენტის პროექტით განსახორციელებელი ცვლილება
გულისხმობს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო და დროებითი კომისიების
აპარატების გაუქმებას, აუცილებელია სათანადო ცვლილება შევიდეს საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების მოსალოდნელი შედეგია საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში პარლამენტის დროებითი კომისიების თანამშრომლებთან დაკავშირებული
ჩანაწერის ამოღება.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, ცვლილებები შედის საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის 332-ე მუხლის შენიშვნის პირველ ნაწილში. აღნიშნული შენიშვნის მიხედვით,
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის XXXIX თავით გათვალისწინებული
სამოხელეო დანაშაულის სუბიექტებს, მათ შორის წარმოადგენენ დროებითი კომისიის
თანამშრომლები. იქიდან გამომდინარე, რომ რეგლამენტის პროექტის მიხედვით
უქმდება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო და დროებითი კომისიების აპარატი,
1
აღნიშნული კომისიის თანამშრომლები ვეღარ იქნებიან სამოხელეო დანაშაულის
სუბიექტები, შესაბამისად შენიშვნიდან ხდება დროებითი კომისიების თანამშრომლებზე
მითითების ამოღება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ეს ქვეპუნქტი არ გამოყენება წარმოდგენილი კანონპროექტის მიმართ (პროექტი
საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული არ არის);
ა.ე)
კანონპროექტის
ძალაში
შესვლის
თარიღის
შერჩევის
პრინციპი,
ხოლო
კანონპროექტისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე
შესაბამისი დასაბუთება:
ვინაიდან
წარმოდგენილ
კანონპროექტში
განსახორციელებელი
ცვლილება
გამომდინარეობს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში შესატანი ცვლილებებიდან,
რომელიც უნდა ამოქმედდეს საქართველოს პარლამენტის მომდევნო არჩევნებში
არჩეული
საქართველოს
აუცილებელია
პარლამენტის
რომ ანალოგიურად
უფლებამოსილების
ამოქმედდეს
ასევე
ცნობისთანავე,
„საქართველოს
სისხლის
სამართლის კოდექსში“ განსახორციელებელი ცვლილებები.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება
(თუ
ინიციატორი
ითხოვს
კანონპროექტის
დაჩქარებული
წესით
განხილვას):
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი
ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის
მიღებამ
საშემოსავლო
ნაწილზე.
შესაძლოა
იქონიოს
საქართველოს
გავლენა
სახელმწიფო
ბიუჯეტის
პარლამენტის
რეგლამენტის
პროექტის
თანახმად, უქმდება პარლამენტის დროებითი საგამოძიებო და დროებითი კომისიის
2
აპარატები. აქედან გამომდინარე უქმდება აღნიშნულ აპარატებში დასაქმებული
თანამშრომლებისთვის განსაზღვრული შესაბამისი თანამდებობები. ვინაიდან მომდევნო
მოწვევის
პარლამენტის
უფლებამოსილების
ცნობის
შემდეგ
აღარ
იარსებებს
პარლამენტის დროებითი კომისიის აპარატები, ამ აპარატის თანამშრომლებიც აღარ
იქნებიან სამოხელეო დანაშაულით გათვალისწინებული სუბიექტები, რომელთა მიმართ
რიგ შემთხვევებში სასჯელის ფორმად შესაძლოა გამოყენებული ყოფილიყო ჯარიმა.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტს შესაძლებელია ჰქონდეს
გავლენა ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე იმ მოცულობით, რა ჯარიმის ოდენობითაც
შესაძლოა
დაჯარიმებულიყვნენ
შესაბამისი
რაოდენობის
თანამშრომლები
332-ე
მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე
გავლენის
ბუნებისა
და
მიმართულების
მითითებით,
რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ)
კანონპროექტით
დადგენილი
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს
გადასახადის,
მოსაკრებლის
ან
სხვა
სახის
გადასახდელის შემოღებას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
3
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს;
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს;
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
ხელშეკრულებებთან
და
ხელშეკრულების/შეთანხმების
საქართველოს
ორმხრივ
შეთანხმებებთან,
არსებობის
შემთხვევაში,
და
მრავალმხრივ
აგრეთვე,
ისეთი
რომელსაც
უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. ამასთანავე, პროექტის მიღება არ უკავშირდება
საერთაშორისო ხელშეკრულებას/შეთანხმებას;
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან
დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი აქტი/ხელშეკრულება არ არსებობს;
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/ დაწესებულება,
ექსპერტი,
სამუშაო
ჯგუფი,
რომელმაც
მონაწილეობა
მიიღო
კანონპროექტის
შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/ დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი შეფასება არ არსებობს;
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
4
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა;
ე) კანონპროექტის ავტორი:
კანონპროექტის ავტორია პარლამენტის წევრები გიორგი კახიანი, გურამ მაჭარაშვილი
და ირაკლი კობახიძე.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ირაკლი კობახიძე, გიორგი კახიანი, მამუკა
მდინარაძე, გურამ მაჭარაშვილი.
5