საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.

ანგარიში მიღებულია
ინიცირების თარიღი
01.04.2020
ავტორი
საქართველოს სახალხო დამცველი
ნომერი
#1-5468/20/9
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 83 ✗ 0
📄 წერილი (71 KB) 📄 წამყვანი კომიტეტის დასკვნა (469 KB) 📄 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (316 KB) 📝 საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი (77 KB) 📄 პასუხისმგებელი პირის მიერ ვიზირებული პროექტი (12.3 MB) 📄 ანგარიში (6.4 MB) 📝 ანგარიში (2.4 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (12.1 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (24.6 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (25.3 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (9.0 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (5.5 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (6.6 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (6.0 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (11.6 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (7.0 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (1.9 MB) 📎 პროექტის განხილვის აუდიო ჩანაწერი (184 KB) 📄 კენჭისყრის შედეგები (1.3 MB)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი

📅 დამატებითი ინფორმაცია

მიღების თარიღი 2020-06-29

📜 ტექსტი

წერილი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-6822/20 25-06-2020 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2020 წლის 25 ივნისის სხდომაზე განიხილა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ (№1-5468/19; 01.04.2020) გიგზავნით კომიტეტის დასკვნას აღნიშნული ანგარიშის თაობაზე და პარლამენტის დადგენილების პროექტს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 2-6821/20 25-06-2020 საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს დასკვნა საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშზე „2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ (N1-5468/20; 01.04.2020) საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა 2020 წლის 25 ივნისის სხდომაზე მოისმინა და განიხილა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წარმოდგენილი ანგარიში „2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში მიმოიხილავს ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს. ანგარიშში ხაზგასმულია ის დადებითი ტენდენციები, რომლებიც გამოიკვეთა საანგარიშო პერიოდში: აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და ამოქმედება; მისასალმებელია პარლამენტის მიერ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიღება, რითაც შეიქმნა ბავშვთა უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიები; სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შედეგად ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის უზრუნველყოფილი გახდა სასამართლოსთვის მიმართვის უფლება; აღინიშნება ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების და სათემო სერვისების ზრდის ტენდენცია; არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ გამკაცრდა სისხლის სამართლის პოლიტიკა; თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge წინ გადადგმულ ნაბიჯად ფასდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედების გავრცელება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე და შრომის ინსპექტორებისთვის სამუშაო ადგილებზე დაშვების შეზღუდვების მოხსნა; პოზიტიურად ფასდება კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება, რომლითაც დაიხვეწა და უფრო განჭვრეტადი გახდა მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ წამების, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მოსამართლე რეაგირებისათვის მიმართავს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს; აღნიშნულია 2019 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში პირობების გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები; პოზიტიურად ფასდება პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადის 30 დღემდე გაზრდა; მისასალმებელია პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში არსებული ვიდეო-სათვალთვალო სისტემის ჩანაწერების შენახვის მინიმალურ ვადად 14 დღის განსაზღვრა; პოზიტიურად ფასდება დროებითი მოთავსების 4 იზოლატორში სამედიცინო პუნქტების გახსნა, აგრეთვე იზოლატორებში დასაქმებული ექიმებისთვის სამედიცინო შემოწმების ჩატარების დეტალური ინსტრუქციის პროექტის შემუშავება. დროებითი მოთავსების იზოლატორებში ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. პოზიტიურ კონტექსტში საგანგებოდ კეთდება მითითება მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხებზე ადგილობრივი საბჭოების მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილებების ზრდის ტენდეციაზე, რაც 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს დაახლოებით 6-8%-ით მეტ დადებით გადაწყვეტილებაში გამოიხატება; მისასალმებელია პირის დაკავების შესახებ ოჯახის ინფორმირების კუთხით არსებული დადებითი დინამიკა. (კანონმდებლობით დადგენილ 3-საათიან ვადაში, შეტყობინება საქმეების 94,4%-ში განხორციელდა); დადებითად აღინიშნება საწყის ეტაპზევე (პირველი 24 საათის განმავლობაში) ადვოკატის საქმეში ჩართვის მაჩვენებლის საგრძნობლად გაუმჯობესება; დადებითად ფასდება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება, რომლითაც ფიზიკური პირებზე საჯარო სამართლის სუბიექტების მსგავსად, გავრცელდა სახალხო დამცველის მანდატი შესაბამისი აღსრულების სავალდებულო მექანიზმებით; მნიშვნელოვნად წინგადადგმულ ნაბიჯად ფასდება სექსუალური შევიწროების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განსაზღვრა, აგრეთვე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით შევიწროების და სექსუალური შევიწროების დისკრიმინაციის ფორმებად განსაზღვრა; დადებითად ფასდება „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტის მომზადება; დადებითად აღინიშნება „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ყველა განყოფილებაში პაციენტების რისკების შეფასების სისტემის დანერგვა; ცალსახად მისასალმებელია „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა“ და „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ შიდა გასაჩივრების მექანიზმის არსებობა, აგრეთვე ამავე ცენტრებში ვერბალური დეესკალაციის მეთოდების დამტკიცება; გათანაბრდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიით მოსარგებლეთა მდგომარეობა და ვეტერანის სტატუსის მქონე ყველა პირს მიეცა საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობის შესაძლებლობა; პოზიტიურად ფასდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის სათემო ორგანიზაციების ბიუჯეტის იმ კომპონენტების ზრდა, რომლებიც შშმ პირთა და ხანდაზმულთა სათემო მომსახურების უზრუნველყოფას მოხმარდება; დადებითად ფასდება დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში ახალი კომპონენტის დამატება ყრუ და სმენის არმქონე შშმ პირთა ვიდეო კონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველსაყოფად; მნიშვნელოვან მიღწევად ფასდება საკანონმდებლო დონეზე მთავრობის დავალდებულება დაამტკიცოს „ტექნიკური რეგლამენტის - მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“ უნივერსალური დიზაინის სტანდარტების პრინციპებისა და „მისაწვდომი და გამოყენებადი შენობების და ობიექტების“ გათვალისწინებით; პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლების გასაძლიერებლად, რაც შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგების რაოდენობის გაზრდასა და მათთვის ანაზღაურების მომატებაში გამოიხატა. პოზიტიურად ფასდება თავშესაფრის მაძიებელი პირებისთვის ქართული ენის კურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დადებით კონტექსტში აღინიშნება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის პროცესში, ადმინისტრაციულ ორგანოსა და საერთო სასამართლოებში უფასო იურიდიული მომსახურების უზრუნველყოფა. მისასალმებელია „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება რომელიც ითვალისწინებს ატმოსფერული ჰაერის მართვის ევროპულ სტანდარტზე გადასვლას; დადებითად ფასდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის განთავსების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების წესის დარღვევის სამართალდარღვევად გამოცხადება; პოზიტიურად ფასდება საქართველოს გენერალურმა პროკურატურის მიერ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციის აღრიცხვის დაწყება. იმავდროულად, საკომიტეტო განხილვის პროცესში გამოიკვეთა სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციები, რომლებსაც იზიარებს კომიტეტი და მიიჩნევს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ გაცემულ უნდა იქნეს შემდეგი დავალებები: საქართველოს მთავრობა: წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის დოკუმენტირების და გამოძიების მიზნებისთვის, აუცილებელია, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად ტარდებოდეს. შეიმუშაოს გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის  ჩატარების დროს, პრინციპების სტამბოლის პრაქტიკაში პროტოკოლით განხორციელებას დადგენილი და მისი სახელმძღვანელო დროული ჩატარების უზრუნველყოფას. დღეისათვის საქართველოს გაერთიანებული ერების წამების წინააღმდეგ კომიტეტში წარსადგენი აქვს მეხუთე პერიოდული ანგარიში, რომლის წარდგენის თარიღადაც თავდაპირველად 2011, შემდეგ კი კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2015 წელი განისაზღვრა, თუმცა ვალდებულება არც აღნიშნულ წელს შესრულებულა. ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რაც შეიძლება მოკლე ვადებში მიაწოდოს კომიტეტს დაგვიანებული ანგარიში.  დაიწყოს გაეროს „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ“ კონვენციით გათვალისწინებული ანგარიშის მომზადება და წარდგენა. სისხლის საუკეთესო სამართლის ინტერესის მართლმსაჯულების დაცვის განხორციელების უზრუნველსაყოფად, პროცესში სახელმწიფოს ბავშვის მხრიდან მეტი ძალისხმევაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი პირდაპირ ითვალისწინებს სისხლის სამართლის მართლმსაჯულებაში ჩართული ფსიქოლოგების (საპროცესო წარმომადგენლების) სპეციალიზაციის ვალდებულებას, მოცემული დროისთვის სპეციალიზაციაზე პასუხისმგებელი უწყება არ არის განსაზღვრული.  განსაზღვროს ფსიქოლოგების სპეციალიზაციაში მომზადება/გადამზადებასა და ხარისხის კონტროლის სისტემის შემუშავებაზე პასუხისმგებელი უწყება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში; მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ხარვეზები იკვეთება რეგულირების, სექსუალური ამგვარი ძალადობის დანაშაულების დანაშაულების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო განხილვის ეტაპზე, რაც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს (სტამბოლის) კონვენციასა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება.  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის 30-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, შეიმუშაოს დროული, ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაციის გაცემის წესი; სახელმწიფოს არ გადაუდგამს ნაბიჯები რელიგიური გაერთიანებებისთვის სხვადასხვა სახის გადასახადების ერთიანი სისტემის დაწესების ანდა საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნების პროცესის დაწყების მიმართულებით. პრობლემურია სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, კათოლიკე ეკლესიის, ლუთერული ეკლესიის, მუსლიმთა და იუდეური თემების მიერ სახელმწიფოსაგან საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეული ქონების დაბრუნების, ასევე, სარგებლობაში გადაცემულ საკულტო ნაგებობებზე საკუთრების უფლების მოპოვების საკითხი. როგორც 2019 წლის 7 მარტს, ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მესამე დასკვნაშია აღნიშნული, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ქონების მესაკუთრეებისთვის დაბრუნება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. კომიტეტი ასევე მიუთითებს, რომ იზრდება დაუბრუნებელი ნაგებობების დაზიანების რისკი; რელიგიური უმცირესობები, დაფინანსებისა და სალოცავი ადგილების ხელმისაწვდომობის კუთხით, ისევ სტრუქტურული დისკრიმინაციის ქვეშ რჩებიან; არასაკმარისად გამჭვირვალეა მშენებლობის ნებართვის პროცედურები, რამდენადაც ისინი მკაფიო და ობიექტურ სამართლებრივ კრიტერიუმებს არ ეფუძნება. მრჩეველთა რელიგიური გაერთიანებებისთვის კომიტეტი ქონების ხელისუფლებას რესტიტუციის მოუწოდებს, თანასწორი რეჟიმი უზრუნველყოს. გამოწვევას წარმოადგენს რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების მოქმედი მოდელიც, რომლის თანახმად, დაფინანსება გაიცემა როგორც კომპენსაცია. ეს მოდელი არ ითვალისწინებს მატერიალური ან მორალური ანაზღაურების გაცემას იმ რელიგიური ორგანიზაციებისთვის, რომელთაც საბჭოთა პერიოდში არანაკლები მორალური და მატერიალური ზიანი მიიღეს (მაგალითად, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია, ეზიდები და სხვ.).  გააგრძელოს მუშაობა საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დასაბრუნებლად; დისკრიმინაციული საკითხების მოგვარების მიზნით, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო, წლებია, სახელმწიფო უწყებებს შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს. 2019 წელს, რელიგიური გაერთიანებების წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის არგუმენტით, საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებების და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, შეიქმნა რელიგიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი. სამუშაო ჯგუფის შეკრების პირველივე დღიდან მთავარ საკითხად რელიგიისა და რელიგიური გაერთიანებების შესახებ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიღების საკითხი განიხილებოდა. განხილვის პროცესში, რელიგიათა საბჭოს წევრმა ოცმა რელიგიურმა გაერთიანებამ, რელიგიური გაერთიანებების შესახებ სპეციალური კანონის მიღების ან დამატებითი რეგულაციების დაწესების მიზანშეუწონლობის შესახებ, საერთო პოზიცია შეიმუშავა. ამას გარდა, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრთა უმრავლესობამ ნეგატიურად შეაფასა ე.წ. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და რელიგიური სამოსის რეგულაციის შესახებ პარლამენტში წამოყენებული ინიციატივები.  გააძლიეროს საბჭოსთან. თანამშრომლობა ადამიანის სახალხო უფლებათა დამცველთან სფეროში, არსებულ რელიგიის რელიგიათა თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის კუთხით არსებულ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებზე გააძლიეროს რელიგიათა საბჭოს ჩართულობა; სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს უჭირთ ქალ და ლგბტ+ უფლებადამცველებზე განხორციელებული ძალადობის რისკების სწორად შეფასება და კონკრეტული შედეგი მხოლოდ იმ საქმეებზე დგება, სადაც მსხვერპლს ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული. გამომდინარე იქიდან, რომ ქალთა და ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა უფლებადამცველები თავიანთი საქმიანობის გამო ძალადობის მაღალი რისკის ქვეშ დგანან, მნივშნელოვანია, თითოეულ საქმეზე სწორად გაანალიზდეს საფრთხე და უწყებებმა დროული და ადეკვატური ღონისძიებები გაატარონ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კვლავ არ აღირიცხება სტატისტიკური მონაცემები უშუალოდ უფლებადამცველთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დაწყებული გამოძიების თაობაზე, რაც ხელს უშლის მსგავსი ფაქტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას და ართულებს მათზე რეაგირების ეფექტიანობის შეფასებას. თავის მხრივ, უფლებადამცველების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების დადასტურებული შემთხვევების მაჩვენებელი გაეროს წევრი ქვეყნების მიერ შეთანხმებული მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის შესრულების ერთ-ერთი ინდიკატორია.  გენდერული თანასწორობის საკითხებზე არსებულ სამთავრობო სამოქმედო გეგმებსა და სტრატეგიებში განსაზღვროს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება უფლებადამცველების მიმართ ძალადობის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთისაკენ; დღეის მდგომარეობით, ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის გასამკაცრებლად, მომზადებულია და საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარდგენილია რამდენიმე საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომლებიც აყალიბებს ზედამხედველობის ეფექტიან მექანიზმებს და აწესებს ადმინისტრაციულ სანქციებს უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ბუნებრივი გაზის მოხმარებისთვის. აუცილებელია მათი დროულად მიღება და პრაქტიკაში ამოქმედება.  უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის გამკაცრების მიზნით განსახილველად წარდგენილი პროექტების დროულად განხილვა და მიღება; ნორმატიული აქტების შეუსრულებელი დარჩა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, განსაზღვრულიყო საერთო სარგებლობის სავენტილაციო არხებზე გამწოვების დაერთების წესები და მათ დაცვაზე ზედამხედველი ორგანო. ამასთან, აღმოჩნდა, რომ მოქმედი კანონმდებლობა იძლევა, მათ შორის, გათბობის ქვაბის აირგამწოვი მილის ისეთი სახით მოწყობის შესაძლებლობას, როდესაც მილიდან გამომავალი მომწამლავი აირები პირდაპირ მეზობლის საცხოვრებელ სახლში ხვდება. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების სრულყოფილი რეალიზებისთვის, უმნიშვნელოვანესია საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი გაზის ქსელის მიმართ თანამედროვე და ყოვლისმომცველი მოწესრიგების დანერგვა.  განსაზღვროს საერთო სარგებლობის სავენტილაციო არხებზე გამწოვის დაერთების წესი და მათ დაცვაზე ზედამხედველი ორგანო; ამ დრომდე არ გადადგმულა რაიმე სახის ქმედითი ნაბიჯები გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკის დასაგეგმად და შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტების შესამუშავებლად. არავის შეუსწავლია და გაუანალიზებია ერთობლიობაში უკვე გაწეული საქმიანობა, განხორციელებული ინვესტიციები, პროექტების ხარჯ-სარგებლიანობა, დაშვებული შეცდომების, გასატარებელი ღონისძიებები. კვლავ აქტუალურია ენერგეტიკული პროექტების თვალსაზრისით განხორციელებისას არსებული მოქალაქეთა გამოწვევები. ინტერესების ეკონომიკური, გათვალისწინების გარემოსა და სოციალური ინტერესების დასაბალანსებლად, პოლიტიკის დოკუმენტები პროფესიული კვლევების, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების, საჯარო განხილვების, დარგის სპეციალისტებისა და პროფესიული ჯგუფების ფართო ჩართულობით უნდა შეიქმნას. ამასთან, მნიშვნელოვანია პოლიტიკის დოკუმენტები სრულად პასუხობდეს შესაბამის საკანონმდებლო მოთხოვნებს.  ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, შეიმუშაოს პოლიტიკის დოკუმენტები კანონმდებლობით განსაზღვრული წესით;  საქმიანობის განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, უზრუნველყოს თითოეულ ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით პროექტის ხარჯთსარგებლიანობისა და მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედების კვალიფიციური შესწავლა-შეფასება, ასევე, შესწავლის შედეგებზე საზოგადოების ეფექტიანი წვდომის შესაძლებლობა; წინა წლების მსგავსად, თბილისის მუნიციპალიტეტში კვლავ პრობლემურია „უფასო სასადილოთი“ სარგებლობის მსურველ ბენეფიციართა ძირითად სიაში რეგისტრაციის რიგითობა და ჩარიცხულ პირთა კორექტირების საკითხი. მართალია, მუნიციპალიტეტების უმრავლესობას აქვს უფასო სასადილო, თუმცა ისინი საკვებით ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სრულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ბენეფიციარებს. კერძოდ, იქ სადაც მაღალია საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის და/ან ადმინისტრაციული ერთეულების რაოდენობა, უფასო კვებით უზრუნველყოფილია ასეთი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი. ასევე გამოიკვეთა, რომ მსხვილ მუნიციპალიტეტებში მხოლოდ ერთი უფასო სასადილოა, შესაბამისად, იმავე ადმინისტრაციული ერთეულის დაბებსა და სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ვერ სარგებლობს უფასო სასადილოთი. ზემოაღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობას არ აქვს შესწავლილი თავის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების და ოჯახების საკვებზე ხელმისაწვდომობის საჭიროებები. აქედან გამომდინარე, არც ბიუჯეტში აქვთ გათვალისწინებული სათანადო კვებისთვის გამოყოფილი სახსრები, რის გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ მომსახურების გარეშე რჩება.  შექმნას მთავრობის უწყებათაშორისი კომისია, რომელიც შეაფასებს საკვებზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ საჭიროებებს, განსაზღვრავს ამ უფლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე ზედამხედველობას გაუწევს რეაგირების მის სახელმწიფო შესრულებაზე პოლიტიკას პასუხისმგებელი და სახელმწიფო უწყებების საქმიანობას; ქვეყანაში კვლავ საგანგაშოა ბავშვთა სიკვდილიანობის შემთხვევები. კვლავ გვხვდება ბავშვის საჭიროებების უგულებელყოფა და მისი დაგვიანებული ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. სახელმწიფოში ბავშვთა დაცვის მოქმედი სისტემა ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნებში სუიციდის რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დაცვასა და დახმარებას. კვლავ სუსტია ბავშვთა ფსიქოსოციალური დაცვის და მხარდაჭერის სისტემა, არ არსებობს რისკის ქვეშ მყოფ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დახმარებისა და რეაბილიტაციის სერვისები, ამ დრომდე არ არის შემუშავებული ბავშვთა სუიციდის პრევენციის სტრატეგია. საჯარო სკოლებში მოქმედი პრაქტიკა არ არის ორიენტირებული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენაზე. სკოლებში დროულად ვერ ხერხდება ძალადობის მსხვერპლი, რთული ქცევისა და ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე ბავშვების გამოვლენა და კვალიფიციური დახმარება.  შექმნას პროგრამა, რომელიც იმუშავებს ბავშვის სუიციდის პრევენციაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად; ზოგად ტენდენციად იკვეთება ბავშვებში სწავლის გაგრძელების მოტივაციისა და ინტერესის ნაკლებობა. მათი უმეტესობა ორიენტირებულია სავალდებულო საბაზო განათლების დასრულებაზე, რათა დროულად დასაქმდნენ და სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ შეძლონ საკუთარ თავზე ზრუნვა. თუმცა, იმ პირობებში, რომ სახელმწიფო დონეზე არ არსებობს ზრუნვის სისტემიდან გასული ბენეფიციარების მხარდაჭერის სერვისი, ამ ახალგაზრდებისთვის პრობლემურია მათი ინტერესების შესაბამისი განათლებისა და პროფესიის მიღება და მით უფრო, შემდგომი დასაქმება. შესაბამისად, უმრავლეს შემთხვევაში, ბავშვები ზრუნვის სისტემას სრულიად მოუმზადებლები ტოვებენ.  „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში, სრულწლოვანების ასაკს მიღწეული, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბენეფიციარებისთვის შეიმუშაოს მხარდაჭერისა და ზრუნვის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების უფლებრივი მდგომარეობის დაცვას, მათ ინტეგრაციასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას; საანგარიშო პერიოდში, კვლავ მაღალი იყო არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა რიცხვი. კვლავ არაპროპორციულად მცირე და საჭიროებებზე ნაკლებად ორიენტირებული იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგთა რიცხვი, რომელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ძალადობის მსხვერპლისა თუ ძალადობის რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთან მუშაობა. საგანმანათლებლო აქტივობების სახით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვების ინფორმირებულობის ასამაღლებლად, მიმდინარეობდეს შესაბამისი, მათ შორის, სქესობრივი ხელშეუხებლობის შესახებ სწავლება, რაც ამ დრომდე არ სრულდება. ძალადობის შემთხვევების დროული გამოვლენისა და რეაგირების კუთხით, კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების, განსაკუთრებით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის საკითხი. მოცემული მომენტისთვის, საქართველოს კანონმდებლობა კონკრეტულად არ განსაზღვრავს პროპორციული და ეფექტიანი ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომებს ბავშვის სხეულებრივი დასჯის აკრძალვის თაობაზე. სკოლაში ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის რეაგირების მექანიზმი, დისციპლინური სახდელები, დისციპლინური კომიტეტებისა და სამეურვეო საბჭოების საქმიანობა არ არის ორიენტირებული პრობლემის აღმოფხვრაზე, განსაკუთრებით, ბულინგის შემთხვევაში ბავშვის, როგორც ძალადობის მსხვერპლის და არასრულწლოვანი მოძალადის საუკეთესო ინტერესების დაცვაზე და მათ რეაბილიტაციაზე. მოწოდებული ინფორმაციით, სკოლებში მოსწავლეთა შორის ჩადენილ შესაძლო ძალადობის 1134, ხოლო 259 შემთხვევაში სკოლის თანამშრომლის მხრიდან მოსწავლის მიმართ ჩადენილ შესაძლო ძალადობის ფაქტზე დაიწყო დისციპლინური წარმოება. სკოლების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფერირება განხორციელდა 198 შემთხვევაზე, რაც შეეხება რეფერირებას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, მიმართვა მოჰყვა 461 შემთხვევას. სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში კი, 2019 წელს გადამისამართდა 3434 ახალი შემთხვევა. 61 შემთხვევაში გადამისამართების საფუძველი იყო ძალადობა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში რეფერირების ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი თბილისზე, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებზე მოდის, ხოლო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონიდან რეფერირება სააგენტოში მხოლოდ ერთ შემთხვევაზე განხორციელებულდა. რეფერირების ძირითადი მიზეზები იყო: არასრულწლოვნის შესაძლო უგულებელყოფა, ადრეული ქორწინება/ადრეული ქორწინების რისკი, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური, ფიზიკური ძალადობა. 2019 წელს სახელმწიფოს კვლავ არ ჰქონდა ძალადობის, კერძოდ, ბულინგის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა - სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება კვლავ არაერთგვაროვან ხასიათს ატარებს, არ იძლევა შემთხვევათა სიღრმისეული შესწავლის შესაძლებლობას და ვერ უზრუნველყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას. არ არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის სერვისი, მინიმალურია მათთან ფსიქოლოგის ჩართულობა. გადაუჭრელი რჩება ბავშვის საუკეთესო ინტერესების სათანადოდ გათვალისწინების საკითხი ორივე მშობელთან ურთიერთობის უფლების თვალსაზრისით. ხშირ შემთხვევებში, უკიდურესად გართულებულია ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან სხვა ოჯახის წევრის ურთიერთობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან, პრობლემურია ამ პროცესში მშობლების მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებული შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენა და მასზე ჯეროვანი რეაგირება.  შეიმუშაოს სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის პროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად;  სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაციის კონცეფციაზე დაყრდნობით, შექმნას შესაბამისი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისი „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად;  ოჯახში ძალადობის კუთხით პასუხისმგებელ უწყებებს შორის თანამშრომლობის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, დანერგოს რეფერირების მექანიზმის შეფასების ინსტრუმენტი;  დანერგოს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილების მონიტორინგის მექანიზმი, რაც საგანმანათლებლო რესურსცენტრებს მისცემს შესაძლებლობას, დროულად გამოავლინონ დარღვევის ფაქტები; 2019 წელს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ერთ-ერთი მიმართულება იყო აზარტულ თამაშებზე მავნე დამოკიდებულების პრევენცია, მაგრამ ეს მიმართულება ორიენტირებულია მხოლოდ ზოგადი ცნობიერების ამაღლებაზე. პრევენციის კომპონენტი არ მოიცავს არასრულწლოვნებში სამიზნე ჯგუფების გამოვლენის კონკრეტულ ღონისძიებებს და ორიენტირებული მათ მიმართ პრევენციული ინდივიდუალურ ქმედებების და კონკრეტულ საჭიროებებზე განხორციელებას. პრაქტიკაში არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვისაგან დაცვასა და აზარტული თამაშებისგან დაზარალებულ ბავშვთა რეაბილიტაციას ბევრი ფაქტორი აბრკოლებს. მათგან უმთავრესია ის გარემოება, რომ ეროვნულ დონეზე არ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები, რომლებიც ეფექტიანად უზრუნველყოფდა მოზარდთა დაცვას აზარტული თამაშებისგან. ასევე დაურეგულირებელია და არასრულწლოვნებთან მიმართებით ვერ კონტროლდება აზარტული თამაშების რეკლამირების საკითხი. სახელმწიფო არც იმ ფაქტს უწევს კონტროლს, რომ არასრულწლოვნებს დაუბრკოლებლად მიუწვდებათ ხელი სხვადასხვა ტიპის აზარტულ და, მათ შორის, ონლაინ-თამაშებზე. არ არსებობს შესაბამისი სარეაბილიტაციო სერვისები, რომლებიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ არასრულწლოვნებს ამ მავნე ზეგავლენისგან გათავისუფლებაში დაეხმარებოდა.  არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვისა და აზარტული თამაშების პრევენციის უზრუნველსაყოფად დაიწყოს მუშაობა შესაბამისი პროგრამების შექმნაზე; საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა საოკუპაციო (გამყოფი) ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა შეისწავლა ცხინვალის რეგიონის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს აქვთ არაერთი საჭიროება განათლების უფლების ეფექტიანად განხორციელების, სოციალური ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვის ეფექტიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის, ფსიქოსოციალური კეთილდღეობისა და ცხოვრებისა და აღზრდის სათანადო დონის უზრუნველყოფის კუთხით. გამყოფი ხაზის მიმდინარე სოფლებში ბავშვები ჩართული არიან ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ადგილზე არაფორმალური შემეცნებითი აქტივობების არარსებობის გამო, რასაც მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემებიც ემატება, არასრულწლოვნები სოციუმში სათანადოდ არ არიან ინტეგრირებულნი. შესაბამისად, მათთვის არ არის შექმნილი განათლების ხელმისაწვდომობის უფლების სრულფასოვანი განხორციელებისთვის სათანადო პირობები, არ არის შეთავაზებული არაფორმალური განათლების სხვადასხვა ფორმები, მათ შორის, სპორტული, სახელოვნებო და კლასგარეშე აქტივობები. არათანმიმდევრულია და არაერთგვაროვანი მუნიციპალიტეტების მიდგომა ბავშვთა საჭიროებების უზრუნველყოფის კუთხითაც. სოფლების ნაწილში არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, მოქმედ ბაღებსა და სკოლებში მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა და სასწავლო-სააღმზრდელო გარემო. სკოლებში უმეტესად არ აქვთ ბუფეტი, სპორტული მოედანი, სააქტო დარბაზი. სოფლების დიდ ნაწილში არ მოქმედებს ადგილობრივი ამბულატორიები, რაც ბევრ პრობლემას უქმნის ადგილობრივი მოსახლეობის და, განსაკუთრებით, ბავშვების, ჯანმრთელობის უფლების რეალიზებას. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ბავშვებსა და მოსახლეობაში კვლავ მაღალია ომის შემდგომი სტრესული მდგომარეობა; ამას ემატება შესაძლო კონფლიქტური სიტუაციით გამოწვეული შიში და დაძაბულობა, რაც ადვილად შეიძლება გახდეს ამგვარად მოწყვლადი მოსახლეობის განმეორებითი ტრავმის გამომწვევი ფაქტორი. ფსიქოლოგიური მხარდაჭერის საჭიროება იკვეთება როგორც ბავშვებში, ისე მათ მშობლებსა და პედაგოგებში.  გააგრძელოს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ფორმალური და არაფორმალური განათლების, სოციალური კეთილდღეობის, ჯანდაცვისა და ფსიქოსოციალური მომსახურების ხელშემწყობი სერვისების დანერგვა, მათ შორის, გაზარდოს საბავშვო ბაგა-ბაღებისა და სოფლის ამბულატორიების რაოდენობა, მოაწესრიგოს სასკოლო და სპორტული ინფრასტრუქტურა. სოფლებში მცხოვრები ბავშვებისა და მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ფსიქოლოგის მომსახურება; კრიტიკულად მცირეა ეროვნული უმცირესობების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მაჩვენებელი ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. ამასთან, პრობლემად რჩება მოსახლეობის ჩართვა და მონაწილეობა როგორც საკუთრივ ეროვნულ უმცირესობებთან, ისე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სოფლის კრებებსა თუ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა, ხშირად ფორმალურია და ეფექტიანი ჩართულობის მიზანს არ ემსახურება.  გააძლიეროს სახელმწიფო უწყებებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების პროპორციული და თანასწორი მონაწილეობა;  გადადგას ნაბიჯები მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის; კვლავ პრობლემად რჩება საოკუპაციო ხაზისპირა სოფლებში ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია/კომპენსაციის საკითხი, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს მოძიება. საანგარიშო პერიოდში, სოფელ გუგუტიანთკართან საოკუპაციო ძალებმა ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს. მათ 300 მეტრამდე ახალი ღობე გაავლეს და ამ ღობის მიღმა ორი ოჯახის (გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების) ომის დროს დანგრეული სახლები და მიწის ნაკვეთები მოაქციეს.  გააგრძელოს 2008 წლის რეაბილიტაცია/კომპენსაციის ომის დროს სამუშაოები და დაზიანებული გააძლიეროს ქონების ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს მოძიების პროგრამები. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო: გასული წლების მსგავსად, წელსაც გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებს დაბრკოლებები ექმნებოდათ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების წვდომის თვალსაზრისით. აღსანიშნავია, რომ წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმის მე-20 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი სახელმწიფოებს ცალსახად აკისრებს ვალდებულებას, უზრუნველყონ პრევენციის ეროვნული მექანიზმის დაუბრკოლებელი წვდომა დაკავებულ პირთა მოპყრობისა და დაკავების პირობებთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციაზე.  პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს ჩაუტაროს მოკლე ინსტრუქტაჟი პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატისა და უფლებამოსილებების შესახებ; სახალხო დამცველის შეფასებით, პენიტენციურ სისტემაში, წინა წლების მსგავსად, ისევ გამოწვევად რჩება არასათანადო მოპყრობისგან დაცვის პროცედურული და ინსტიტუციური გარანტიების ნაკლებობა; პენიტენციურ დაწესებულებებში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა; პატიმრობის სათანადო პირობების უზრუნველყოფა; პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისკენ მიმართული აქტივობებისა და გარე სამყაროსთან კონტაქტის სიმწირე; სამედიცინო მომსახურებისა და პრევენციული ჯანდაცვის კუთხით არსებული ხარვეზები; ფსიქიკური ჯანდაცვა; თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული პენიტენციური სისტემის შექმნა და სხვ. 2019 წელს სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობა. პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურა, პატიმრების უსაფრთხოების თვალსაზრისით, რისკის შემცველია და მნიშვნელოვანია მის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანი საშუალებებით.  უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების თანამშრომლები ყველა დაწესებულებაში ეტაპობრივად გადაამზადოს ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონფლიქტის პრევენცია, მედიაცია და პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის პრინციპები;  მიიღოს ყველა ზომა დაწესებულებაში მოთავსებული ძალადობის მსხვერპლი პატიმრების დასაცავად; გასული წლების მსგავსად, გრძელდება №3 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახებსა და №8 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (ე.წ. უსაფრთხო) საკნებში პატიმრების, ფაქტობრივად, უწყვეტად, ხანგრძლივი დროით მოთავსების პრაქტიკა. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტების მიხედვით, დეესკალაციის ოთახში პირის მოთავსების მაქსიმალური დრო არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს, სამარტოო საკანში მოთავსებაც, უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლევადიანი. ზოგიერთ შემთხვევაში, სამარტოო საკანში მოთავსება შესაძლებელია გაუტოლდეს არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას.  დეესკალაციის ოთახში მოთავსებისას უზრუნველყოს ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, სოციალური მუშაკის, ექიმის და დაწესებულების სხვა სამსახურების თანამშრომლების ერთობლივი, მულტიდისციპლინური მუშაობა რისკების შესამცირებლად/აღმოსაფხვრელად; დეესკალაციის ოთახებში შექმნას უსაფრთხო გარემო, მათ შორის, კედლებისა და იატაკის რბილი მასალით მოპირკეთებით; საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ვარაუდი, რომ ადგილი ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პენიტენციური დაწესებულების, ესკორტირების ჯგუფის წევრის ან სხვა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლის მხრიდან პატიმრის წამებას, ან მის მიმართ სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოდან და საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოდან შემდგომი რეაგირებისთვის საქმე დაუყოვნებლივ იგზავნება პროკურატურაში, ხოლო 2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში. ეს პრობლემურია, რამდენადაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი, რომელიც არ არის ინსტიტუციურად დამოუკიდებელი უწყება, შუამავლის ფუნქციას ასრულებს და თავად წყვეტს პროკურატურასა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შეტყობინების გაგზავნა/გაუგზავნელობის საკითხს. ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ სავარაუდო წამების ან არასათანადო მოპყრობის ჩამდენი სუბიექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს, პენიტენციური დაწესებულების, ესკორტირების ჯგუფის წევრი ან სხვა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომელია, შეტყობინებას ექიმი პირდაპირ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უნდა უგზავნიდეს.  განსაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული ექიმის ვალდებულება, არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტის შესახებ, შეტყობინება გაუგზავნოს დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს - სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს; პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვა წარმოებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანებით (შემდგომში - №131 ბრძანება) დადგენილი წესით. ამ წესის თანახმად, დაზიანების დოკუმენტირების საფუძველია ეჭვი, რომელიც ექიმს პატიმრის მიმართ ჩადენილი შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ გაუჩნდება. არსებობს რისკი, რომ ექიმმა არასათანადო მოპყრობის ფაქტები სრულყოფილად და ეფექტიანად ვერ გამოავლინოს, ვინაიდან ექიმის მიერ საეჭვო დაზიანებების შერჩევის კრიტერიუმები ნორმატიულ დონეზე არ არის გაწერილი. აქედან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ექიმის მიერ საეჭვო დაზიანებების შერჩევის კრიტერიუმების სახელმძღვანელო პრინციპების დონეზე ნორმატიულად განსაზღვრის თაობაზე, რეკომენდაციით მიმართა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მიღებული პასუხის თანახმად, სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებაზე მიმდინარეობს მუშაობა, რაც მისასალმებელია. პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული შემოწმების შედეგად ირკვევა, რომ პრობლემურია დაწესებულებების ექიმების მიერ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების იდენტიფიცირების და დოკუმენტირების პრაქტიკა. ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა სხეულზე საეჭვო დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში, ექიმები არ ახდენენ მის დოკუმენტირებას №131 ბრძანებით დამტკიცებული დაზიანების აღრიცხვის წესის შესაბამისად. დახურული ტიპის დაწესებულებებში კი, დაზიანებების დოკუმენტირება მხოლოდ იმ შემთხვევებში ხდება, როდესაც დაწესებულებაში შესახლების დროს ბრალდებული მიუთითებს, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, მის მიმართ არასათანადო მოპყრობა განხორციელდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, №2, №8, №14 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში, 2019 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, პატიმრისთვის სხვა პირის მიერ სხეულის დაზიანების მიყენების 316 ფაქტია გამოვლენილი. ყველა ამ შემთხვევაში სახეზეა პატიმრის მიმართ სავარაუდო ძალადობრივი ქმედების ჩადენის ნიშნები. ამის მიუხედავად, №131 ბრძანებით დამტკიცებული დაზიანების აღრიცხვის ფორმა არცერთ შემთხვევაში არ არის შევსებული. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სავარაუდო ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და დოკუმენტირების ხარვეზიან პრაქტიკას, სხვა გარემოებებთან ერთად, განაპირობებს ექიმების არასათანადო კვალიფიკაცია, პატიმართან კონფიდენციალურ გარემოში შეხვედრის შესაძლებლობის არარსებობა , დოკუმენტაციის შევსებისათვის პატიმრის მხრიდან ინფორმირებული თანხმობის მიღების ვალდებულება და სხვა ნორმატიული ხარვეზები, რომელთა შორის, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს №131 ბრძანების ხარვეზიანი მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, წამების და არასათანადო მოპყრობის ეჭვის შემთხვევაში, ექიმი შეტყობინებას იუსტიციის სამინიტროს გენერალურ ინსპექციას უგზავნის.  პენიტენციური დაწესებულებების ყველა იმ ექიმს, რომელიც დოკუმენტირებას, ჩაუტაროს ტრენინგი დაზიანების ახდენს დაზიანების დოკუმენტირებასა და ფოტოგადაღებაში; პენიტენციურ დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლების რაოდენობა, დაწესებულებებში უსაფრთხო, დაცული და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველსაყოფად, საკმარისი არ არის. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, პერსონალის ნაკლებობისა და გადატვირთულობის გამო, დაწესებულებებში რისკის ქვეშ დგება როგორც პატიმართა, ისე თანამშრომელთა უსაფრთხოება. არის შემთხვევები, როდესაც ერთი თანამშრომელი ვერ ახერხებს პატიმართა შორის კონფლიქტის დროულად განმუხტვას, რადგან დახმარებისთვის საკმაოდ დიდხანს უცდის კოლეგას. დაყოვნებამ კი, შესაძლოა, პატიმრების ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე წარმოშვას. პენიტენციური  დაწესებულებების გადატვირთულობის პრობლემის დაძლევის გეგმაში გაითვალისწინოს პატიმართა საცხოვრებელი კორპუსების ფლიგელებში მომუშავე რეჟიმის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა თანამშრომელთა გადატვირთვის გარეშე; პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს დაწესებულებების არაფორმალური მმართველობა, რაც ხშირად განაპირობებს პატიმრებს შორის ძალადობასა და ჩაგვრას. პატიმართა გარკვეული ნაწილი, რომელიც პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება, რეპრესიული მეთოდებით ახორციელებს არაფორმალურ მმართველობას, რაც, ხშირ შემთხვევაში, იწვევს პატიმართა შორის ძალადობას და გამოიხატება სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაში იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც არაფორმალური მმართველობის წესებს არ დაემორჩილებიან. მნიშვნელოვანია, რომ კრიმინალური სუბკულტურის დასაძლევად, ღონისძიებები პატიმრების უფლებებისა და უსაფრთხოების დაცვის პირობებში გატარდეს და გამოირიცხოს ძალადობრივი და რეპრესიული მეთოდების გამოყენება.  გააძლიეროს კრიმინალური სუბკულტურის პრევენციის კუთხით მუშაობა; პენიტენციურ დაწესებულებაში მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატიმართა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების სისტემა ეფექტიანი იყოს და სრულად უზრუნველყოფდეს როგორც მართლწესრიგის შენარჩუნებას, ისე თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებების დაცვას. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ 2018 წელს გამოცემული 307 განკარგულება შეისწავლა და შედეგები სპეციალურ ანგარიშში ასახა. ამ ანგარიშის თანახმად, პრობლემურია როგორც პატიმრების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა, ისე პრაქტიკა. შესწავლის შედეგად, სისტემური ხასიათის არაერთი პრობლემა გამოვლინდა: დაწესებულების დირექტორები პატიმრის დასჯის პროცესში ნეიტრალურ მტკიცებულებებს არ ეყრდნობიან; პატიმრის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტს მხოლოდ დაწესებულების თანამშრომლები ადასტურებენ; განკარგულებებში მხოლოდ ფორმალურად და შაბლონურად მიეთითება კონკრეტულ დისციპლინურ გადაცდომაზე; არ არის წარმოდგენილი დეტალური ინფორმაცია იმ ფაქტის შესახებ, რომელიც პატიმრის მხრიდან გადაცდომად ჩაითვალა; განკარგულებები არ შეიცავს დასაბუთებას კონკრეტული სანქციის გამოყენების პროპორციულობის შესახებ; ერთი სახის დისციპლინური დარღვევის დროს პატიმართა მიმართ განსხვავებული სანქციები გამოიყენება - არაერთგვაროვანი მიდგომის საფუძველი ბუნდოვანია; არცერთ საქმეზე არ ჩატარებულა ზეპირი მოსმენა და შესაბამისად, პატიმარს არ მისცემია საკუთარი ინტერესების საკითხის განმხილველი პირის წინაშე დაცვის შესაძლებლობა; არცერთ საქმეში არ ყოფილა ჩართული ადვოკატი. არ არის განსაზღვრული დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები; არ არის განსაზღვრული დისციპლინური მოკვლევის ეტაპები და საქმისწარმოების ვადები; არ არის გათვალისწინებული ეფექტიანი დაცვის საშუალებები; არ არსებობს დისციპლინური სახდელის გამოყენების ალტერნატიული ღონისძიებები.  დახვეწოს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულებისა და დისციპლინური ბრალდების შესახებ ოქმის ფორმები; 2019 წლის განმავლობაში პრობლემური იყო საკნებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, ვენტილაცია, განათება და ყველა მსჯავრდებულისათვის 4 კვ.მ. მინიმალური ფართით უზრუნველყოფის საკითხი. ეს უკანასკნელი პრობლემური იყო №2, №8, №14, №15 და №17 პენიტენციურ დაწესებულებებში. გარდა ამისა, №17 პენიტენციურ დაწესებულებაში დღემდე არ გაუქმებულა ე.წ. ბარაკული ტიპის საცხოვრებლები.  თითოეული პატიმრის 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებლად, გააძლიეროს ნაბიჯების გადადგმა №2, №8, №14, №15, №17 დაწესებულებებში მყოფი პატიმრების საკნებში თანაბარი გადანაწილებისა და იმავე ტიპის სხვა დაწესებულებებში გადაყვანის მიმართულებით, პატიმართა საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით;  გააუქმოს №17 დაწესებულებაში ე.წ. „ბარაკის“ ტიპის საცხოვრებლები;  პრევენციის ეროვნული მექანიზმის №2, №8, №14 და №15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიშსა და №3 დაწესებულების ვიზიტის შემდგომ ანგარიშში უზრუნველყოს ფიზიკური გარემოს კუთხით არსებული ხარვეზების შემოწმება და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება; განსაკუთრებული უსაფრთხოების რისკის პრინციპებს დაწესებულებების ეფუძნება და მართვა გულისხმობს კვლავ სტატიკური მაქსიმალურ შეზღუდვებს, აკრძალვებსა და უპირობოდ მკაცრ რეჟიმს, რაც სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ხელს უშლის მსჯავრდებულთა ქცევის პოზიტიურ ცვლილებასა და რეაბილიტაციას. განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრები 23 საათს უსაქმოდ ატარებენ საკნებში და მხოლოდ 1 საათის განმავლობაში იმყოფებიან სასეირნო ეზოებში.  მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს მიეცეთ 1 საათზე მეტი ხნით სუფთა ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობა;  მიიღოს ყველა ზომა, რათა №2 და №8 დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს მიეცეთ საშუალება ისარგებლონ გასეირნების უფლებით დღის განრიგით გათვალისწინებულ პერიოდში; პენიტენციურ დაწესებულებებში, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით არსებული ვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, 2020 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში გაიზარდოს სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა რაოდენობა, რათა მათი რესურსები მაქსიმალურად მოხმარდეს სარეაბილიტაციო აქტივობებს. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული კვალიფიკაცია დაწესებულებებში დასაქმებული სოციალური მუშაკების აბსოლუტურ უმრავლესობას არ გააჩნია.  სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდით, უზრუნველყოს №2, №8, №14 და №15 დაწესებულებებში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის დაბალანსება პატიმართა რაოდენობასთან;  უზრუნველყოს იმ სოციალური მუშაკების გადამზადება „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რომელთაც არ აქვთ სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი; სახალხო დამცველი 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს ფრაგმენტული ხასიათი აქვს და არ არის მორგებული მსჯავრდებულთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე. 2019 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში, ამ მხრივ, არსებითი ხასიათის ცვლილებები არ ყოფილა. განსაკუთრებით პრობლემურია განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში არსებული ვითარება, რაც, წინა წლების მსგავსად, საკმარისი და სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალის ნაკლებობითაა განპირობებული. სარეაბილიტაციო აქტივობებში პატიმართა მონაწილეობას სხვა ფაქტორებთან ერთად, ხელს უშლის ისეთი ფაქტორები, როგორიცაა კრიმინალური სუბკულტურა და პატიმრებში მოტივაციის არარსებობა.  უზრუნველყოს №2, №8, №14 და №15 დაწესებულებებში ახალი და მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო აქტივობების დანერგვა. გაზარდოს სარეაბილიტაციო აქტივობებში მსჯავრდებულთა ჩართვის შესაძლებლობები;  უზრუნველყოს №3 დაწესებულებაში სარეაბილიტაციო აქტივობების დანერგვა და მათში მსჯავრდებულთა ჩართვა; პირობით ვადამდე გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით ჩანაცვლება ერთ-ერთი კანონისმიერი შესაძლებლობაა საიმისოდ, რომ მსჯავრდებულს ჰქონდეს მოტივაცია, მსჯავრდების შემდგომ პერიოდში სრულად იყოს ორიენტირებული რესოციალიზაციის პროცესზე და შედეგად, ჰქონდეს ამ მექანიზმით ეფექტიანად სარგებლობის იმედი.  პატიმრებისთვის სხვადასხვა სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართვის მოტივაციის შესაქმნელად, დაიწყოს მუშაობა ისეთი მექანიზმის შემოღებაზე, რომელიც პირდაპირ აისახება დარჩენილი სასჯელის ვადის შემცირებაზე ან სასჯელის სახის შეცვლაზე; პატიმართა ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის კუთხით, გამოვლინდა როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზები. ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობის პრობლემა.საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ძირითადად შაბლონური ხასიათისაა და შეიცავს ფორმალურ მითითებას, თუ რომელ კრიტერიუმებს დაეყრდნო საბჭო კონკრეტულ შემთხვევაში, უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ზემოთქმულის გარდა, პრობლემას წარმოადგენს გადაწყვეტილებათა არაერთგვაროვანი ხასიათიც: ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებებში იკვეთება საბჭოების მხრიდან განსხვავებული მიდგომების ტენდენცია იდენტური მოცემულობის მქონე საქმეებში. ასევე, საბჭო, ხშირ შემთხვევაში, არ აქცევს ყურადღებას დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ხანდაზმულობას, გადაცდომის სიმძიმეს, დაკისრებული სახდელის სიმძიმეს და არც გადაცდომის შემდგომ პერიოდში, პატიმრის დადებითად შეცვლილ ქცევას.  შეფასების კრიტერიუმებს დაუმატოს ისეთი ელემენტები, რომლებიც მიემართება მსჯავრდებულის სამომავლო გეგმებს, პერსპექტივებს, შესაძლებლობებს და სხვა საკითხებს; დაწესებულებებში პატიმრებმა აღნიშნეს, რომ საჩივარი არ არის რეკომენდებული, რადგან არაფორმალურ წესებს ეწინააღმდეგება. არაფორმალური მმართველობის გავლენის გაძლიერებასთან ერთად, კლებულობს ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებიდან სახალხო დამცველის სახელზე გამოგზავნილი განცხადებების რაოდენობა. სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა №2, №8, №14 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დაადგინა, რომ პატიმრებს, მოთხოვნა/საჩივრის უფლების რეალიზაციისთვის, დაწესებულებებში დაბრკოლებები ექმნებათ. დაწესებულებებში არ არის უზრუნველყოფილი მოთხოვნა/საჩივრის გაგზავნის კონფიდენციალურობა. №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტების დროს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა არაერთი შეტყობინება მიიღეს დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან სახალხო დამცველის მიმართ დაწერილი კონფიდენციალური საჩივრების ცენზურის შესახებ, ასევე იმის თაობაზე, რომ ხშირ შემთხვევაში საჩივრები იგზავნება ადრესატებთან არც იგზავნება ხშირად, უზრუნველყოფს კონფიდენციალური კონვერტებით. ადმინისტრაცია პატიმარს არ სამწუხაროდ, №8 დაწესებულებაში საჩივრის ყუთების გარკვეული ნაწილი მოთავსებულია ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ, რაც კონფიდენციალური საჩივრის ავტორის გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა.  გაზარდოს სოციალური მუშაკის როლი, რათა დაწესებულებაში მიღების შემდგომ, სოციალურმა მუშაკმა დეტალურად აუხსნას პატიმარს მისი უფლებები და მოვალეობები, მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურები. ასევე, სათანადო პერიოდულობით, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად იმუშაოს პატიმრებთან მათი უფლებებისა და მოვალეობების, მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურის თემატიკაზე. მათ შორის, ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია ბროშურის სახით მიაწოდოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს პატიმრისათვის ხელმისაწვდომ ადგილებში; და გამოაკრას უზრუნველყოს, რომ იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სისტემური  შემოწმებისა და შესაბამისი რეაგირების გზით გამოავლინოს და შეისწავლოს №2, №8, №14 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის წესის სავარაუდო დარღვევის შემთხვევები, საჩივრების შეტანის გამო პატიმრების მიმართ განხორციელებული სავარაუდო რეპრესიების ფაქტები და უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა სათანადო დასჯა; პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა, 2019 წელს განხორციელებული ვიზიტების დროს, №2 და №8 დაწესებულებებში, წინა წლების მსგავსად, კვლავ გამოავლინა არასრულწლოვანი პატიმრები, რომლებსაც არ აქვთ ის სარეაბილიტაციო პირობები, რაც №11 დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვნებს შეეთავაზებათ. №2 და №8 დაწესებულებებში მყოფი არასრულწლოვნებისთვის უზრუნველყოს  ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო აქტივობები; არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საფრთხეების ვერბალური დეესკალაციის  მეთოდებით თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყოს კრიზისულ სიტუაციაში მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ექიმის და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის) მყისიერი ჩართულობა; არასრულწლოვნები უზრუნველყოს ოთხჯერადი ჯანსაღი კვებით, რომელთაგან  ერთერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი. პრობლემურია ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების ერთად განთავსების პრაქტიკაც. ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ №8 პენიტენციური დაწესებულების შიდა კლასიფიკაციის საკნებში მსჯავრდებულები ახლად შესახლებულ ბრალდებულებთან ერთად თავსდებიან, რაც არღვევს საქართველოს „პატიმრობის კოდექსის“ მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა და №8 დაწესებულების დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების მიზნით, პატიმრის საცხოვრებელი საკნიდან გაყვანა აუცილებელია, ეს უნდა მოხდეს ალტერნატიულ სივრცეებში და არა შიდა კლასიფიკაციის საკნებში, სადაც იმყოფებიან დაწესებულებაში ახლად შემოსახლებული მსჯავრდებულები და ბრალდებულები, ან უნდა გაიყვანონ მხოლოდ იმ პერიოდში, როცა შიდა კლასიფიკაციის ოთახებში არ იმყოფებიან ახლად შემოსახლებული ბრალდებულები ან მსჯავრდებულები. უზრუნველყოს №2 და №8 დაწესებულებებში ბრალდებულთა მსჯავრდებულებისგან  იზოლირება, სულ მცირე, ერთმანეთისგან განცალკევებულ საკნებში; არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლისას მნიშვნელოვანია პატიმრები ადეკვატური, ხარისხიანი და დროული სამედიცინო მომსახურებით იყვნენ უზრუნველყოფილნი. ამ უკანასკნელის არარსებობა, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, არასათანადო მოპყრობას გაუთანაბრდეს. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, წინა წლების მსგავსად, პენიტენციურ სისტემაში არასათანადო და გაჭიანურებული სამედიცინო მომსახურების პრობლემა კიდევ იდგა. 2019 წელს პენიტენციური ჯანდაცვის კუთხით კვლავ პრობლემა იყო სამედიცინო პერსონალის რაოდენობა  პენიტენციური დაწესებულებების საშუალო სამედიცინო რგოლის, ექთნების, მათ შორის, მორიგე ექთნების რაოდენობა გაზარდოს მინიმუმ ორჯერ, დაწესებულებების სტომატოლოგიურ კაბინეტებს კი, დაუმატოს სტომატოლოგიის ექთნები; 2019 წელს პენიტენციური ჯანდაცვის კუთხით კვლავ პრობლემა იყო სამედიცინო პერსონალის კვალიფიკაცია, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება, სამედიცინო კონფიდენციალურობის დაცვა, არაგადამდები დაავადებების პერიოდული სკრინინგული გამოკვლევა, სამედიცინო რეფერალის დროული განხორციელება და პრევენციული ჯანდაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა.  დაწესებულებების სამედიცინო პერსონალისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში, უზრუნველყოს პროფესიული გადამზადება; კვლავ პრობლემურია სამედიცინო პერსონალის რაოდენობა და ექიმ-სპეციალისტთა ვიზიტების სიმცირე, რაც აფერხებს პატიმართა დროულ კონსულტირებას  №8 და №15 დაწესებულებებში, კონსულტაციაზე ჩაწერილი პაციენტების რაოდენობიდან გამომდინარე, უზრუნველყოს ექიმ სპეციალისტთა ვიზიტების სათანადო სიხშირე, რათა პაციენტის მოლოდინის დრო არ აღემატებოდეს 2 კვირას; პატიმართა მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია მედიკამენტებით მომარაგების საკითხი. ეს მნიშვნელოვანი პრობლემაა №8 დაწესებულებაში.  №8 დაწესებულების საკმარისი რაოდენობის მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და მომარაგებასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, მედიკამენტების შესყიდვისას გაითვალისწინოს განვლილ პერიოდში დანიშნული მედიკამენტების მოთხოვნისა და ხარჯვის გაანალიზებული მონაცემები; დაწესებულებებში მკურნალობის ადეკვატურობის შეფასებას ართულებს სამედიცინო ბარათების არათანმიმდევრულობა და მკურნალობის შედეგების შესახებ ინფორმაციის არარსებობა. სამედიცინო ბარათების შესწავლის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტთა მკურნალობა არათანამიმდევრული და წყვეტილია,ზოგიერთ შემთხვევაში კი, სამედიცინო პერსონალის მიერ უგულებელყოფილია პაციენტის მდგომარეობა ან არ აქვს ჩატარებული ჩივილების შესაბამისი გამოკვლევები.ყოველივე აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შემაჯამებელი ეპიკრიზები, პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამედიცინო პერსონალის მხრიდან უყურადღებოდ რომ არ დარჩეს.  პენიტენციურ დაკავშირებული სისტემაში ხარვეზების სამედიცინო მაქსიმალურად ინფორმაციული ელექტრონული სისტემა; დოკუმენტაციის წარმოებასთან აღმოსაფხვრელად, დანერგოს დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მისაღებად მნიშვნელოვანია ექიმსპეციალისტებთან რეფერირება, ასევე, სამედიცინო დაწესებულებაში დროული გაყვანა. სამედიცინო რეფერალის დროულ შეთავაზებასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყო პროექტი, რომელიც 2016 წლიდან დაგროვილი ე.წ. სამედიცინო რიგის, ანუ სამედიცინო მომსახურების მომლოდინეთა მომსახურებას და ამ რიგის განულებას ისახავს მიზნად. საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნულს მიესალმება და იმედოვნებს, რომ რიგი უახლოეს მომავალში განიტვირთება.  მიიღოს ყველა ზომა, რათა გეგმიური ამბულატორიული რეფერალის ვადა არ აღემატებოდეს 1 თვეს, გეგმიური სტაციონარული რეფერალის - 4 თვეს, ხოლო სასწრაფო დაყოვნებული რეფერალის - 5 დღეს; დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის ნოემბრიდან №8 დაწესებულებაში, სამოქალაქო მოდელის გათვალისწინებით, ფუნქციონირება დაიწყო სამოქალაქო სექტორის სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა სამმა მობილურმა ჯგუფმა. იმისთვის, რათა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრებს ხელი მიუწვდებოდეთ სათანადო ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამებზე, დაწესებულებებში საჭირო პერსონალის მობილიზებასთან ერთად, მიზანშეწონილია სერვისის მიმწოდებლების მოზიდვა და სამოქალაქო ინტერვენციის წახალისება.  გადადგას ნაბიჯები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების მიმწოდებლების მოსაზიდად; ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგი, №2 და №8 დაწესებულებაში პირველადი მოთავსებისას, კითხვარის ერთჯერადად შევსებით შემოიფარგლება, რაც არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროულ გამოვლენას. სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მიღებული პასუხის თანახმად, სამედიცინო დეპარტამენტში მიმდინარეობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პერმანენტული სკრინინგის დოკუმენტის შემუშავების პროცესი, რაც მისასალმებელია.  პენიტენციურ დაწესებულებებში დანერგოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პერიოდული სკრინინგი; პრობლემას წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქიატრისათვის სამედიცინო შტატი გამოყოფილი არ არის. სამედიცინო შტატში ფსიქიატრი მხოლოდ №8 დაწესებულებაში ირიცხება. შესაბამისად, პატიმრებს ხშირად უწევთ ლოდინი ფსიქიატრის კონსულტაციის მისაღებად.  გააგრძელოს პრაქტიკა, რომლის მიხედვით, ფსიქიატრების მიერ ერთ დღეში მიღებული პაციენტების რაოდენობა არ აღემატება 15-ს;  გააგრძელოს პრაქტიკა, რომლის მიხედვით ექიმ ფსიქიატრის ვიზიტის პაციენტის მოლოდინის დრო არ აღემატება 2 კვირას; გარდა ამისა, დაწესებულებებში ფსიქიატრიული დახმარება მხოლოდ ფსიქიატრის ერთჯერადი ან განმეორებითი კონსულტაციებითა და მედიკამენტური მკურნალობით შემოიფარგლება, ფსიქიატრიული შემთხვევის მულტიდისციპლინური შეფასება და მართვა არ ხდება.  პენიტენციური დაწესებულებების კანონქვემდებარე ნორმატიულ თავისებურებებიდან დონეზე გამომდინარე, გაწეროს ფსიქიატრიული მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობა, გუნდის თითოეული წევრის ფუნქციები და ფსიქიატრიული დახმარების ორგანიზებისა და მიწოდების პროცედურა; ფსიქიატრიული კრიზისული შემთხვევის მართვის უნარებს და დეესკალაციის ვერბალურ მეთოდებს პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები და სამედიცინო პერსონალი არ ფლობენ. პრობლემურია კრიზისული შემთხვევის დადგომის შემთხვევაში პაციენტის მოთავსება სამარტოო (ე.წ. უსაფრთხო) საკანში, ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ და შემდეგ მისი გადაყვანა სასწრაფო დაყოვნებული წესით №18 დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში. რიგ პენიტენციურ დაწესებულებებში კრიზისული შემთხვევების მართვა დეესკალაციის ოთახში მოთავსებით შემოიფარგლება, რაც ხშირად განმეორებად და პერმანენტულ ხასიათს ატარებს. ასევე, გართულებულია ფსიქოზური მდგომარეობის შემთხვევაში, პატიმრის ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაყვანა, თავისუფალი ფსიქიატრიული საწოლების უქონლობის გამო.  შეიმუშავოს კრიზისული შემთხვევის პრევენციისა და მართვის სახელმძღვანელო და დაწესებულების სამედიცინო პერსონალი გადაამზადოს კრიზისული შემთხვევების პრევენციისა და მართვის საკითხებში;  უზრუნველყოს, რომ მულტიდისციპლინურმა გუნდმა შეაფასოს იმ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების სტაციონარული მკურნალობა მქონე არ პაციენტთა ესაჭიროებათ, საჭიროებები, გამოვლენილი რომელთაც საჭიროებების საფუძველზე შეიმუშაოს ბიო-ფსიქო-სოციალური დახმარების ინდივიდუალური გეგმა და გაუწიოს შესაბამისი დახმარება; სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული მედიკამენტები დანიშნულია არამიზნობრივად, რაც წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ დადგენილ სტანდარტს ეწინააღმდეგება. მონიტორინგის შედეგად ასევე იკვეთება დაწესებულებებში ბენზოდიაზეპინის ჯგუფის მედიკამენტების მაღალი დოზებითა და ხანგრძლივად დანიშვნის შემთხვევები, რაც დამოკიდებულების სინდრომის ჩამოყალიბების საფრთხეს შეიცავს, განსაკუთრებით, პერსონოლოგიური აშლილობის მქონე და ფსიქოაქტიურ ნივთიერებებზე დამოკიდებულების ისტორიის მქონე პატიმრებში. აღნიშნულ პრობლემას კიდევ უფრო ამწვავებს ფსიქოტროპული მედიკამენტების ერთბაშად, დღის პირველ ნახევარში გაცემის ფაქტები, რაც შეუძლებელს ხდის იმის დადგენას, მსჯავრდებულმა თავად მიიღო მედიკამენტი, სხვას გადასცა თუ დააგროვა და ერთიანად დალია. მედიკამენტების ერთიანად მიღებამ და მათმა არამიზნობრივმა გამოყენებამ, შესაძლოა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება გამოიწვიოს.  უზრუნველყოს, რომ გენერალური ინსპექციის სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის სამმართველომ შეისწავლოს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკა და მიიღოს ზომები, რათა არ მოხდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მიღება; საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა პატიმართა მიმართ პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის ფაქტებსაც, მათ შორის, საცხოვრებლისგან მოშორებით მდებარე პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა დაუსაბუთებელი გადაყვანისა და სხვა გარემოებების გამო. ასევე აღსანიშნავია, რომ 2019 წლის განმავლობაში აქტუალური იყო მსჯავრდებულთა დაუსაბუთებელი გადაყვანა მათი ოჯახების საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებულ დაწესებულებებში. ტერიტორიული სიშორე ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას ართულებდა, რაც პირადი ცხოვრების უფლების ხანგრძლივად უსაფუძვლო შეზღუდვას იწვევდა. ზოგიერთ პატიმართან დაკავშირებით, პენიტენციურმა დეპარტამენტმა განმარტა, რომ მათი გადაყვანა საცხოვრებელ ადგილთან ახლოს მდებარე დაწესებულებაში გადატვირთულობის გამო ვერ ხერხდებოდა. საქართველოს რეკომენდაციით მიმართა სახალხო დამცველმა ეტაპირების იუსტიციის მინისტრს. სხვადასხვა შესახებ, რამდენიმე პერიოდში გაცემული რეკომენდაციების შედეგად, მსჯავრდებული ვ. ა. და, მოგვიანებით, კიდევ ერთი მსჯავრდებული ვ. ა. გადაიყვანეს მათ საცხოვრებელთან ახლოს მდებარე დაწესებულებებში. სამწუხაროდ, გაცემული რეკომენდაცია არ შესრულდა მსჯავრდებულ ზ. ჯ.-სთან დაკავშირებით.  დაწესებულებებში პატიმრის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, პაემნის უფლებით შეუფერხებელი სარგებლობის უზრუნველსაყოფად, გაითვალისწინოს პატიმრის ოჯახის წევრების საცხოვრებელი ადგილი; პატიმრებს რაც შეიძლება ხშირად უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, კონტაქტი იქონიონ გარე სამყაროსთან. მათ შორის, გააგზავნონ წერილები, ისარგებლონ სატელეფონო ზარებით, შეხვდნენ ოჯახის წევრებს. გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს სახელმძღვანელო დოკუმენტში საგანგებოდ არის მითითებული, რომ პატიმრის კონტაქტი გარე სამყაროსთან უნდა მიიჩნეოდეს უფლებად და არა პრივილეგიად, შესაბამისად, ის არ უნდა გახდეს პატიმრის დასჯისა და წახალისების მიზნებისთვის გამოსაყენებელი ინსტრუმენტი. მიმოხილული სტანდარტების მიუხედავად, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების გარე სამყაროსთან კონტაქტის პრობლემა სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მონახულებულ ყველა დაწესებულებაში გამოიკვეთა. კვლავ რჩება სატელეფონო საუბრის კონფიდენციალურობის დარღვევისა და ხანმოკლე პაემნების ოთახებში მინის ბარიერის არსებობასთან დაკავშირებული ხარვეზები.  ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოს ხანმოკლე პაემანი მინის გამყოფი ბარიერის გარეშე;  №2 და №8 დაწესებულებებში მოაწყოს სატელეფონო კაბინები, სადაც შესაძლებელი იქნება სატელეფონო საუბრები კონფიდენციალურ გარემოში;  უზრუნველყოს №3 დაწესებულებაში სატელეფონო საუბრისთვის განკუთვნილი სივრცეების დამატებითი საიზოლაციო საშუალებებით აღჭურვა, რათა სხვა პირმა ვერ შეძლოს მსჯავრდებულის საუბრის მოსმენა; №8 დაწესებულებაში დაბრკოლებას ქმნის ის გარემოება, რომ პატიმრებს ყოველ 10 დღეში ერთხელ, საკნის რიგის გათვალისწინებით ეძლევათ დარეკვის შესაძლებლობა. საერთაშორისო ზარებისთვის კვირაში გამოყოფილია მხოლოდ 2 დღე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ზარისთვის დადგენილი კვირის დღე არ ემთხვევა კონკრეტული საკნის ტელეფონით სარგებლობის დღეს, უცხოელი პატიმარი ამ უფლების გამოყენებას ვერ ახერხებს.  უზრუნველყოს, რომ მონიტორინგის სამსახურმა შეისწავლოს №8 დაწესებულებაში პატიმრებისთვის, საზღვარგარეთ დარეკვის უფლების განხორციელების ხელის ხელშემშლელი პრაქტიკა და მიიღოს ზომები, რათა პატიმრებმა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუფერხებლად ისარგებლონ სატელეფონო საუბრის უფლებით; არაერთი გამოწვევა იკვეთება არასრულწლოვანთა განათლების უფლების დაცვის მხრივ. რადიკალურ ღონისძიებებს საჭიროებს სკოლის მიტოვების მაღალი მაჩვენებელი, სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებულ არასრულწლოვნებში სწავლის გაგრძელების დაბალი მოტივაციის გამოკვეთილი ტენდენცია, ასევე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული არასრულწლოვანი მსჯავრდებულების განათლების უფლების დაცვა. სპეციალური მოთავსებული პენიტენციური არასრულწლოვანი სამსახურის №11 მსჯავრდებულების პენიტენციურ უმეტესობა დაწესებულებაში საჯარო სკოლაში ირიცხება. თუმცა სათანადო დოკუმენტაციის მოწესრიგების კუთხით არსებული ხარვეზები, რაც კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაციის პრობლემას უკავშირდება, ვერ უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში თითოეული მათგანის დროულ ჩარიცხვას. ამ შემთხვევაში, შესაძლოა იკვეთებოდეს ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან არასრულწლოვნის საგანმანათლებლო საჭიროებების უგულებელყოფაც. ამასთან, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლობა ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო უწყებასთან, არ არის ეფექტიანი. კვლავ პრობლემად რჩება არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც არ არის დატვირთული მრავალფეროვანი, ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული განმავითარებელი აქტივობებით. არასრულწლოვან მსჯავრდებულებს, წლების განმავლობაში არ მიუწვდებათ ხელი მათ ინტერესზე მორგებულ სათანადო პროფესიულ კურსებზე, რაც გათავისუფლებისთვის მომზადების პროცესს ხელს შეუწყობდა. შესაბამისად, სასჯელის მოხდის ინდივიდუალური გეგმები უმეტესად ერთფეროვანია, თითოეული ბავშვისთვის დაგეგმილი აქტივობები არ არის მორგებული მის ინდივიდუალურ ინტერესებსა და საჭიროებებზე.  სპეციალური პენიტენციური სამსახურის №11 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული არასრულწლოვნების ინტერესების შესაბამისად, დაგეგმოს ეფექტიანი სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამები, რომლებიც მიმართული იქნება მათი უნარების, ინტერესების, მოტივაციის გაძლიერებაზე და ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში სათანადო ინტეგრაციას;  გააძლიეროს თანამშრომლობა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან კანონიერი წარმომადგენლების მხრიდან არასრულწლოვნების საგანმანათლებლო საჭიროებების უგულებელყოფის შემთხვევებში, არასრულწლოვნების ინტერესებისა და უფლებრივი მდგომარეობის დროულად დაცვის მიზნით; თავშესაფრის წვდომის, მაძიებელთათვის კონფიდენციალობის, ტერიტორიასა და თავშესაფრის სისხლისსამართლებრივი პროცედურაზე პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების, გაუძევებლობისა (non-refoulment) და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპების რეალიზაციის შესაფასებლად, სახალხო დამცველის აპარატმა მონიტორინგი ჩაატარა როგორც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, ისე პენიტენციურ დაწესებულებებში. საანგარიშო პერიოდში რამდენიმე უცხოელმა განაცხადა, რომ მათი განცხადება თავშესაფრის მოთხოვნაზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ადრესატამდე არ მისულა, რამაც შეაფერხა მათი წვდომა თავშესაფრის პროცედურაზე. ასევე ბენეფიციარებისგან მიღებული ინფორმაციით, უკანონოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის და პენიტენციურ დაწესებულებებში ენობრივი ბარიერიც ერთ-ერთი გამოწვევაა.  პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონეებისათვის, უზრუნველყოს თავშესაფრის პროცედურაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, თავშესაფრის მაძიებლობაზე სპეციალური განცხადების ასლების გადაცემის გზით;  სოციალური სამსახურის თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებში გაითვალისწინოს თავშესაფრის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები. საქართველოს პროკურატურა: სახალხო დამცველმა საქმის მასალების შესწავლით მიიჩნია, რომ სამოხელეო დანაშაულის ერთ-ერთი ან ორივე შემადგენლობა: სახეზე იყო სამსახურებრივი გულგრილობა, ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. შესაბამისად, 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშით სახალხო დამცველმა პროკურატურას სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ წინადადებით მიმართა, თუმცა გამოძიების დაწყების ნაცვლად, მხოლოდ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო, რომელიც ამ დრომდე არ დასრულებულა. ამავე დროს, სახალხო დამცველის დამატებითი რეკომენდაციები ამ საქმეზე - სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საზოგადოებისთვის მიწოდება და შემოწმების მასალების სახალხო დამცველის აპარატისთვის გაცნობა, ასევე არ შესრულებულა.  ხორავას ქუჩაზე არასრუწლოვანთა მკვლელობის გამოძიებაში დადგენილი ხარვეზების საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგები, შემოწმების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას. შემოწმების მასალები კანონით დადგენილი წესით გააცნოს სახალხო დამცველის აპარატს. სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ გენერალურმა პროკურორმა გამჭირვალობისა და საზოგადოების ინფორმირების მიზნით პარლამენტისადმი საქართველოს პროკურატურის მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშის წარდგენისას წარმოადგინოს ინფორმაცია სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ანგარიშში წარმოადგინოს ინფორმაცია სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე, კანონმდებლობთ გათვალისწინებული წესით; სახალხო დამცველი მისი უფლებამოსილების ეფექტიანად შესრულებისათვის მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ გენერალურმა პროკურატურამ სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ფარგლებში, მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ, შესაბამისი თარიღების მითითებით.  სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ფარგლებში, მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ; წარმოდგენილი ანგარიშის შესაბამისად, 2019 წლის 22 ივნისს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ დაიწყო გამოძიება 20-21 ივნისის აქციის დაშლისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. სახალხო დამცველმა საქმის მასალების გაცნობის შემდგომ პროკურატურას მიმართა ორი ტიპის წინადადებით, რაც გულისხმობს რამდენიმე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების აუცილებლობას (განმეორებით და დეტალურად არ გამოიკითხნენ შსს-ს ყოფილი მინისტრი და მისი მოადგილეები; არ ჩატარდა ექსპერტიზები რაციების ჩანაწერებში არსებული ხმის წყვეტის მიზეზის დადგენის მიზნით იმ პერიოდში, როდესაც წყდებოდა სპეციალური საშუალებების გამოყენების საკითხი; არ იქნა ამოღებული ქვემდგომი თანამშრომლების ან სამინისტროს ხელმძღვანელი პირების რაციის ჩანაწერები და მობილური ტელეფონები; არ არის დათვალიერებული ვიდეოჩანაწერების ნაწილი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ არ შესრულდა მისი რეკომენდაციები საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების შესახებ, რაც ართულებს ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენას. დამატებით, სახალხო დამცელი დაზარალებულად ცნობის პრობლემურობაზე. პროკურატურის მიერ მიუთითებს ვიდეჩანაწერებისა და ამ საქმის სახალხო ფარგლებში დამცველი კონკრეტული პირთა მიიჩნევს, ეპიზოდების რომ გაშიფრვის პირობებში შესაძლებელია დაზარალებულთა იდენტიფიცირება. ხოლო იმ პირს (მაია გომური), რომელიც დაზარალებულად უკვე იქნა ცნობილი დაუსაბუთებლად არ მიეცა საქმის მასალების სრულად გაცნობის შესაძლებლობა.  კანონმდებლობით დადგენილი წესით №074220619801 სისხლის სამართლის საქმეზე გააგრძელოს ეფექტიანი გამოძიების წარმოება; სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ პირადი ცხოვრების უფლების დარღვევისკენ მიმართული რიგი დანაშაული ამ დრომდე გამოუძიებელია. ამავე დროს, პროკურატურას არ წარმოუდგენია ინფორმაცია, ჩატარდა თუ არა რომელიმე გამოძიების ფარგლებში ახალი საგამოძიებო მოქმედება. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს საზოგადოების ინფორმირებას ასეთი ტიპის დანაშაულთა გამოძიების პროგრესის თაობაზე.  აცნობოს საზოგადოებას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის საქმეებზე დაწყებული გამოძიებების მიმდინარეობის პროგრესის შესახებ, ახალი გარემოებების გამოკვეთის შემთხვევაში; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ დისკრიმინაციული დანაშაულების გამოძიება და პრევენცია სამართალდამცავი ორგანოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება, რის გამოც მნიშვნელოვანია, გენერალური პროკურორის მიერ სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით ინფორმაციის წარმოდგენა.  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტისთვის გაწეული საქმიანობის შესახებ წარდგენილ ანგარიშში, ასახოს ინფორმაცია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით; სახალხო დამცველის შეფასებით, პრობლემად რჩება ოჯახში ძალადობის პირობებში ჩადენილი მკვლელობის/მკვლელობის მცდელობის და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების პრევენცია. 2019-2020 წელს კვლავ გამოვლინდა შემთხვევები, სადაც დანაშაულის ფაქტამდე მიმართავდნენ პოლიციას, მაგრამ დანაშაულის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა. ანგარიშის თანახმად, აღნიშნულის გამოკვლევა მნიშვნელოვანია სამართლდამცავი ორგანოს წარმომადგენლის მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენის შეფასებისათვის.  ქალთა მიმართ ძალადობისა გარდაცვალებამდე ქალის და მიერ ოჯახში ძალადობის სამართალდამცავი იმ საქმეებზე, ორგანოების სადაც მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით მიმართვები იკვეთება, გააგრძელოს პოლიციის და პროკურორის მხრიდან შესაძლო სამსახურებრივი გულგრილობის გარემოებების გამოკვლევა; სახალხო დამცველის შეფასებით ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ დანაშაულებზე მნიშვნელოვანია სათანადო სტანდარტით სტატისტიკის წარმოება. წარმოდგენილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად სტატისტიკის შეგროვების და დამუშავების ერთიანი მეთოდოლოგიური სტანდარტი არ შემუშავებულა. ამასთან, რიგი უწყებები არც აწარმოებენ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტების შესახებ სრულყოფილ სტატისტიკას.  დეტალურად გაანალიზოს ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულები და აწარმოოს მათთან დაკავშირებით სქესის და ასაკის ნიშნით სეგრეგირებული სტატისტიკა, კერძოდ, ქორწინების იძულება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში; წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, სამართალდამცავი უწყებები წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტად იყენებენ სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებს, რომლებიც სპეციფიკურად სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს კრძალავს, თუმცა რჩება საქმეთა ისეთი კატეგორია, სადაც გამოყენებულია მუხლები, რომლებიც პირდაპირ სიძულვილის მოტივს არ უკავშირდება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თაობაზე სტატისტიკის წარმოება მნიშვნელოვანია ამ ტიპის დანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის გზაზე.  უზრუნველყოს რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სტატისტიკის ანალიზი და მისი გამოქვეყნება; წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 2017 წლიდან დღემდე, თბილისის ცენტრიდან აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმეზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების კუთხით, არავითარი პროგრესი არ არის. სახალხო დამცველი ხაზს უსვამს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ აფგან მუხთარლის დროულად გამოკითხვის აუცილებლობას. ამდენად, მნიშვნელოვანია, საზოგადოებისათვის პერიოდულად ანგარიშის წარდგენა გამოძიების პროგრესის შესახებ.  საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმის მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ, ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში; სახალხო დამცველი თავის ანგარიშში მიუთითებს რამდენიმე საქმეზე, რომელთა გამოძიება განსაკუთრებული საზოგადოებრივი დაკვირვების ქვეშაა და, შესაბამისად, მიიჩნევს, რომ ამ საქმეებზე საზოგადოებისათვის ინფორმაციის მიწოდებას მნიშვნელოვნია. ამ საქმეთა შორისაა: 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის საქმე; 2019 წლის 14 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ლგპტ+ თემის წარმომადგენლებისა და მათი მხარდაჭერების მიერ ორგანიზებული აქციის საქმე; ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“, ჩვენებების ჩაშლის მცდელობისას (2019 წლის 8 ნოემბერი) თბილისსა და ბათუმში განვითარებული მოვლენები; 2019 წლის 1-4 დეკემბერს თბილისში, მცხეთაში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ხულოში ხელისუფლების მხარდამჭერი ჯგუფების ორგანიზებული აქციებისა თუ კონტრაქციების მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებებისგან მშვიდობიანი მანიფესტანტების და ოპოზიციის წარმომადგენელთა დაცულობის საკითხი; 2019 წლის 16 ივნისს ლევან ვასაძის მიერ, მის მხარდამჭერებთან ერთად გამართულ შეკრებაზე, სახალხო რაზმების ორგანიზებისა და ლეგიონების შექმნის დაანონსების ფაქტი.  საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშის მე-11 თავში მითითებული სისხლის სამართლის საქმეების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ, ახალი გარემოებების გამოკვეთის შემთხვევაში; წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს უჭირთ ქალ და ლგბტ+ უფლებადამცველებზე განხორციელებული ძალადობის რისკების სწორად შეფასება და კონკრეტული შედეგი მხოლოდ იმ საქმეებზე დგება, სადაც მსხვერპლს ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული. გამომდინარე იქიდან, რომ ქალთა და ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა უფლებადამცველები თავიანთი საქმიანობის გამო ძალადობის მაღალი რისკის ქვეშ დგანან, მნივშნელოვანია, თითოეულ საქმეზე სწორად გაანალიზდეს საფრთხე და უწყებებმა დროული და ადეკვატური ღონისძიებები გაატარონ.  უზრუნველყოს უფლებადამცველთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და საპროცესო ზედამხედველობის შესახებ რეკომენდაციის გონივრულ ვადაში შემუშავება და პრაქტიკაში იმპლემენტირება; სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, 2018-2019 წლებში ჩატარებული საპრეზიდენტო და შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოძიება დაიწყო 85 ფაქტზე, რომელთაგან არაერთ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. დამატებით, სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ 2018 წლის არჩევნების მსგავსად, 2019 წელს სხვადასხვა საჯარო წყაროს მეშვეობით გავრცელდა ინფორმაცია ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის თაობაზე. სახალხო დამცველის ინფორმაციით გამოძიება მიმდინარეობს 2018-2019 წელს მომხდარი ამომრჩევლის მოსყიდვის 10 შესაძლო ფაქტზე, თუმცა არცერთ ამ საქმეში კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად ცნობილი არ არის. ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანია, დროულად მოხდეს ყველა ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი შემთხვევის გამოძიება და შედეგები ფართო საზოგადოებისთვის გახდეს ხელმისაწვდომი.  საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია 2018 და 2019 წლებში, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა ძალადობრივი ქმედების ფაქტთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის თაობაზე, ახალი გარემობების გამოკვეთის შემთხვევაში;  წარმოადგინოს ინფორმაცია ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშში „პროკურატურის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლისა და პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად, 2018 და 2019 წლებში, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა ძალადობრივი ქმედების ფაქტებთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობისა და გაწეული საქმიანობის თაობაზე; სახალხო დამცველის ანგარიშის შესაბამისად, 2014 წელს დაწყებული გამოძიება საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს საბადოს დაზიანებისა და განადგურების საქმეზე კვლავ მიმდინარეა, ასევე, მიმდინარეა რუისი–რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების საქმე. სახალხო დამცველის ინფორმაციით არცერთ ამ საქმეში ამ დრომდე არავინაა დაზარალებულად ცნობილი, არც სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულა ვინმეს მიმართ. ამდენად, სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს დროული გამოძიების წარმართვას და მისი შედეგების საზოგადოებისათვის გაცნობას.  ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია რუისი–რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების და საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს დაზიანებისა და განადგურების ფაქტების გამოძიების მიმდინარეობის და პროგრესის შესახებ; სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს გენერალურ პროკურატურია საზოგადოებისთვის არ მიუწოდებია ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული პირების შესახებ საქმის გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის თაობაზე.  საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ უგზოუკვლოდ გაუჩინარებული პირების საქმის გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის თაობაზე, ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო: სახალხო დამცველის ანგარიშის შესაბამისად, 2019 წელს, სხვა წლების მსგავსად, პრობლემური იყო პოლიციის მიერ პირის ინფორმირება საკუთარი უფლებების შესახებ. ამ მიმართულებით სახალხო დამცველი მნიშვნელობის გათვალისწინებით სახელდებით მოიხსენიებს ადვოკატისა და ოჯახის ინფორმირების უფლებებს. აღნიშნულია, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებული ინტერვიუების შედეგად გამოიკვეთა, რომ უმეტეს შემთხვევებში არც დაკავებისას და არც გამოკითხვის წინ, დაკავებულ პირებს ან საერთოდ არ უმარტავენ უფლებებს, ან მხოლოდ ნაწილობრივ აწვდიან ინფორმაციას. ამდენად, ანგარიშის თანახმად, მნიშვნელოვანია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შემდგომში შსს) შეიმუშაოს კონკრეტული მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის იმის შემოწმებას, პრაქტიკაში რამდენად ხორციელდება ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან ან ადვოკატთან დაკავშირების და დაკავების შესახებ ინფორმაციის შეტყობინების უფლება.  შეიმუშაოს მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება პირისთვის უფლების განმარტების და მის მიერ დაკავებული ოჯახის წევრთან/ახლობელთან/ადვოკატთან დაკავშირების უფლების რეალიზება. ამავე დროს, უზრუნველყოს ყველა პოლიციის განყოფილებაში თვალსაჩინო ადგილას დაკავებულთა უფლებების ჩამონათვალის ამსახველი საინფორმაციო მასალის განთავსება; წარმოდგენილი ანგარიშის შესაბამისად, პოლიციის დაწესებულებების ყველა სივრცე, სადაც დაკავებულს ან მოქალაქეს უწევს ყოფნა, ვიდეო მეთვალყურეობით დაფარული არ არის. დამატებით, სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ დაკავებულთან ან დაწესებულებაში სხვა სტატუსით მყოფ პირთან გასაუბრებისთვის საკმაოდ აქტიურად გამოიყენება პოლიციის დაწესებულებების უფროსების და მათი მოადგილეების სამუშაო ოთახები. ამის მიუხედავად, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მონახულებული 30 სამმართველოდან არცერთ კაბინეტში არ მიმდინარეობს აუდიო-ვიდეო მეთვალყურეობა, რაც არასათანადო მოპყრობის რისკს ქმნის.  შეიმუშაოს დოკუმენტი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს თანამშომელთა სამუშაო ოთახებში დაკითხვისა და გამოკითხვის ჩატარების შემთხვევებსა და საფუძვლებს; წარმოდგენილი ურთიერთობის ანარიშის ვიდეო და თანახმად, პატრულ-პოლიციელის მოქალაქეებთან აუდიოჩაწერა პატრულ-პოლიციელის დისკრეციაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ პატრულ-პოლიციელების გარდა, სამსახურებრივი ფუნქციებიდან გამომდინარე, მოქალაქეებთან შემხებლობა აქვთ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებსაც, თუმცა მოქალაქეებთან ურთიერთობისას არც მათ აქვთ ვიდეოგადაღების ვალდებულება და მათ მიხედულებაზეა დამოკიდებული. ამ უკანასკნელთა მიერ გადაღების შემთხვევაში გადაღებული ვიდეომასალის შენახვის წესი და ვადები არ არის განსაზღვრული. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ პრაქტიკაში სამხრე კამერები თითქმის არ გამოიყენება. გამოყენების შემთხვევაშიც, იკვეთება ერთეული შემთხვევები, როდესაც სამხრე კამერებით გადაღებული პოლიციელთა მოქალაქეებთან ურთიერთობის ამსახველი მცირე მონაკვეთიანი ჩანაწერები ერთვის საქმეს, როგორც მტკიცებულება. ასევე, პოლიციელთა ინფორმაციით, დაბრკოლებას წარმოადგენს სამხრე კამერების ტექნიკური გამართულობაც.  შეისწავლოს საერთაშორისო გამოცდილება შსს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების მიერ მოქალაქეებთან ურთიერთობისას ვიდეოგადაღების საკითხის დარეგულირების მიზნით;  შეისწავლოს საერთაშორისო გამოცდილება პატრულ-ინსპექტორების მიერ მოქალაქეებთან ურთიერთობისას ვიდეოგადაღების საკითხის დარეგულირების მიზნით; სახალხო დამცველი აღნიშნავს, მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნის პერიოდში დაკავებულებს სამედიცინო მომსახურება დროულად მიეწოდებოდათ, გარდა ერთეული შემთხვევებისა. ის მიესალმება დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების რაოდენობის 2019 წელს 15-დან 19-მდე ზრდას, თუმცა მნიშვნელოვნად მიიჩნევს ამ ტენდენციის გაგრძელებას.  განაგრძოს იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობის გაზრდა, რომლებშიც სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს; წარმოდგენილი ანგარიშის შესაბამისად, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დამუშავებული სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით დოკუმენტირებული 351 შემთხვევიდან, ფოტო გადაღებულია 56 შემთხვევაში. სპეციალური პრევენციული ჯგუფი გაეცნო 40 ფოტოს, რომელთაგან 36 შემთხვევაში ფოტოების ხარისხი არადამაკმაყოფილებელი იყო. ამასთან, აღსანიშნულია, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ნანახ იზოლატორებში სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად გადაღებული ფოტოების შენახვის ერთიანი წესი არ ჰქონიათ.  დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებულ ექიმებს ჩაუტაროს ტრენინგები იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღების ინსტრუქციისა და გადაღებული ფოტომასალის შენახვის წესის შესახებ; სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ „პოლიციის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის თანახმად, პოლიციას უფლება აქვს მოიწვიოს პირი პოლიციის დაწესებულებაში გასაუბრებაზე. სამართლებრივად, ამ პროცედურის გამოყენებით მიწვეული პირი, რაიმე სტატუსის მატარებელი არ არის და მისი გამოცხადება პოლიციაში, ისევე როგორც პოლიციის დატოვება, ფორმალურად ნებაყოფლობითია. აღნიშნული პროცედურის ფარგლებში მოწვეულ პირთა მიმართ პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების, ზეწოლის ან ფიზიკური ძალადობის შემთხვევებში, მოქალაქეები არ არიან აღჭურვილნი არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის პროცედურული გარანტიებით. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია, შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომელიც მონიტორინგის ორგანოებს მისცემდა შესაძლებლობას, მიეღოთ სარწმუნო ინფორმაცია პირის სტატუსის, პოლიციის დაწესებულებაში შესვლის და გამოყვანის დროის შესახებ.  შეისწავლოს საერთაშორისო გამოცდილება, პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში გამოკითხვაზე, დაკითხვასა და გასაუბრებაზე მიწვეული ყველა პირის აღსარიცხად რეესტრის წარმოების მიზნით, მათი სტატუსის, შენობაში შეყვანისა და გამოყვანის დროის მითითებით; საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება 2019 წელს დროებითი მოთავსების იზოლატორებში ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებს. აღნიშნულის მიუხედავად, მითითებულია, რომ რიგი დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული პირობები (მაგალითად, იზოლატორის ადაპტირება შშმ პირებზე, სათანადო ბუნებრივი და ხელოვნური ვენტილაციის, განათების, ნახევრად იზოლირებული სანიტარული კვანძის პრობლემები) გაუმჯობესებას და საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგებას საჭიროებს.  დროებითი მოთავსების იზოლატორებში ეტაპობრივად საყოფაცხოვრებო პირობების კუთხით არსებული ხარვეზები; აღმოფხვრას სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, წინა წლების მსგავსად, ხარვეზებით იწარმოება დაკავებულ პირთა შესახებ დოკუმენტაცია პოლიციის ტერიტორიულ ორგანოებში. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მონახულებული 30 პოლიციის დაწესებულებიდან, 17 დაწესებულებაში ჟურნალების შევსების ხარვეზები დაფიქსირდა. 2019 წელს შესწავლილ ნაწილ საქმეებში დაწესებულებების მიერ შექმნილ სხვადასხვა დოკუმენტში დაკავებულის დაზიანებების თაობაზე მითითებული იყო ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაცია. სახალხო დამცველი არსებული ხარვეზების აღმოფხვრას არასათანადო მოპყრობისა და წამების პრეცენციის ერთ-ერთ გარანტიად განიხილავს.  შეისწავლოს საერთაშორისო გამოცდილება, პოლიციის დაწესებულებებში სისტემატიზებული, სტანდარტიზებული და უნიფიცირებული მონაცემთა ბაზების ეტაპობრივად დანერგვის მიზნით, რომელიც ჩაანაცვლებს დაწესებულების ჟურნალებს; წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გასაჯაროების მძიმე შემთხვევას მიეკუთვნება 2019 წლის 26 მარტის შემთხვევა, როდესაც youtube.com-ზე ატვირთული ვიდეო დაახლოებით 10 საათის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის. ასეთი დანაშაულებრივი ქმედების მასშტაბის შესამცირებლად სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.  პოლიციის პრევენციული ფუნქციის განხორციელების ფარგლებში, განაგრძოს პრევენციული საინფორმაციო კამპანიის წარმოება მოსახლეობაში, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით მიღების შემთხვევაში, მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ; სახალხო დამცველის შეფასებით, სექსუალური ძალადობის საქმეების უმეტესობაში გამოიყენება სხვადასხვა სტერეოტიპული მიდგომა, ან მსხვერპლისთვის დამაზიანებელი გენდერული სტერეოტიპი, მათ შორის, დამცველის მიერ შესწავლილი გამოძიების დროს. საქართველოს სახალხო საქმეებიდან ჩანს, რომ კვლავ პრობლემაა სამართალდამცავების არასენსიტიური დამოკიდებულება და პოლიციის განყოფილებებში ძალადობის მსხვერპლთა სპეციალური გამოკითხვის წესების არარსებობა. არსებობს შემთხვევები, როდესაც მსხვერპლები პოლიციელების მხრიდან შეურაცხმყოფელ დამოკიდებულებაზე უთითებენ.  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გააგრძელოს თანამშრომლების გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით;  ძალადობის მსხვერპლთა ეფექტიანი დაცვისა და დახმარების მიზნით, დაიწყოს მუშაობა გამომძიებელთა სპეციალიზაციის წესზე ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საქმეებზე; სახალხო დამცველის შეფასებით მსგავსი ტიპის დანაშაულებზე მნიშვნელოვანია სათანადო სტანდარტით სტატისტიკის წარმოება. წარმოდგენილ ანგარიშში აღნიშნულია, რომ სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად სტატისტიკის შეგროვების და დამუშავების ერთიანი მეთოდოლოგიური სტანდარტი არ შემუშავებულა. ამასთან, რიგი უწყებები არც აწარმოებენ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტების შესახებ სრულყოფილ სტატისტიკას.  გააუმჯობესოს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი; სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის შემთხვევების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია თანმდევ რისკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება. ამ მხრივ, ის დადებითად აფასებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული მასშტაბური კამპანია ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის საკითხზე. ამავე დროს, სახალხო დამცველი მიუთითებს მსგავსი კამპანიის გაგრძელების მნიშვნელობაზე, როგორც პრევენციის მექანიზმზე.  განაგრძოს პრევენციული ზომების მიღება ქორწინების იძულებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესამცირებლად, მათ შორის, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანიებისა და მომხდარ დანაშაულთა დეტალური გაანალიზების კუთხით; სახალხო დამცველის შეფასებით კვლავ პრობლემურია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანანმანათლებლო დაწესებულებასა და სოციალურ სამსახურს შორის კოორდინირებული მუშაობა და რეფერირების მექანიზმის გამართული მუშაობა. მაგალითად, მონიტორინგისას აღმოჩნდა, რომ სკოლა ხშირად კვლავ მალავს ადრეული ქორწინების/ნიშნობის ფაქტებს და პასუხისმგებელ უწყებებს არ ატყობინებს. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსწავლე ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის გამო საგაკვეთილო პროცესს არ ესწრება, თუმცა ჟურნალში ეს არ აღირიცხება. სახალხო დამცველი მიუთითებს ასეთი ხარზევების აღმოფხვრის აუცილებლობას.  უზრუნველყოს, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტის მიერ ადრეულ ასაკში ქორწინების გამოვლენისა და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს, მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება და სანქციის დაკისრება; წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, სამართალდამცავი უწყებები წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტად იყენებენ სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებს, რომლებიც სპეციფიკურად სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს კრძალავს, თუმცა რჩება საქმეთა ისეთი კატეგორია, სადაც გამოყენებულია მუხლები, რომლებიც პირდაპირ სიძულვილის მოტივს არ უკავშირდება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების თაობაზე სტატისტიკის წარმოება მნიშვნელოვანია ამ ტიპის დანაშაულის წინაღმდეგ ბრძოლის გზაზე.  გააუმჯობესოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სტატისტიკის ანალიზი, გამოკვეთოს ტენდენციები და უზრუნველყოს მისი გამოქვეყნება; წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, კვლავ პრობლემურ საკითხად რჩება ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის გამო, მათ წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე სათანადო სტატისტიკის არარსებობა, რაც ხელს უშლის მსგავსი ფაქტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას და ართულებს მათზე რეაგირების ეფექტიანობის შეფასებას.  უზრუნველყოს ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის გამო, მათ წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე დროული და სათანადო გამოძიება; სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ შეკრების დროს დაძაბულობისა თუ სამართალდარღვევების თავიდან ასაცილებლად და არსებული გამოწვევების მშვიდობიანად გადასაწყვეტად, უპირატესობა ენიჭება მოლაპარაკებების წარმოებას. თუმცა, წლის განმავლობაში, ამის საწინააღმდეგო შემთხვევებს ჰქონდა ადგილი. მაგალითად, ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად პანკისის ხეობაში 2019 წლის 21 აპრილს გამართული აქცია, რომელიც ძალის გამოყენებით დაშალეს. მოცემულ შემთხვევაში, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან არ ყოფილა საკმარისი კომუნიკაცია, არც ყველა შესაბამისი რესურსი გამოუყენებიათ სიტუაციის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. სახალხო დამცველი ამავე ჭრილში მიუთითებს საქართველოს პარლამენტის ბლოკირების მიზნით 2019 წლის 18 და 26 ნოემბერს გამართულ მშვიდობიან შეკრებებზე, რომელთა დაშლაც ძალის გამოყენებით მოხდა, აღნიშნავს რა რომ სახელმწიფო შემწყნარებელი უნდა იყოს თუნდაც უკანონო, თუმცა მშვიდობიანი შეკრების მიმართ. ამდენად, ეჭვ ქვეშ აყენებს გამოყენებული ზომების პროპორციულობას. ამავე დროს, ანგარიშში განმარტებულია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიიღეს კომუნიკაციის/მოლაპარაკების ცნობა და აქციის სიტუაციის მონაწილეებთან მშვიდობიანად მიმდინარე დარეგულირების მცდელობაზე, თუმცა, სახალხო დამცველის ინფორმაციით მოთხოვნის მიუხედავად, უწყებას არ მოუწოდებია ინფორმაცია, რა სახის კომუნიკაცია შედგა თითოეულ შემთხვევაში, რის გამოც შეუძლებელია მისი ეფექტიანობის შეფასება.  უზრუნველყოს, რომ მშვიდობიანი შეკრებებისთვის ხელის შესაწყობად, სამინისტროს შესაბამისმა უფლებამოსილმა პირებმა ნებისმიერი შეკრების ან მანისფესტაციის შემთხვევევაში დაიცვან კანონმდებლობის მოთხოვნები და საჭიროების შემთხვევაში, შეკრებისა და მანისფესტაციის უფლების შეზღუდვა განახორციელონ თანაზომიერების პრინციპის განუხრელი დაცვით, მათ შორის, ნაკლებად მზღუდავი ღონისძიების უპირატესად გამოყენების გათვალისწინებით; ანგარიშის თანახმად, ცალკეულ ჯგუფთა სპონტანური თუ წინასწარ დაგეგმილი შეკრებების გამართვის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაძლო რისკების დროული შეფასება და ყველა შესაბამისი ზომის მიღება (მათ შორის, შესაბამისი საპოლიციო რესურსის მობილიზების გზით) დანაშაულებრივი და ძალადობრივი ქმედებების თავიდან ასაცილებლად, მთელი წლის განმავლობაში პრობლემა იყო. საილუსტრაციოდ სახალხო დამცველი მიუთითებს 2019 წლის 14 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ლგბტ+ თემის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების ორგანიზებული მშვიდობიანი აქციისას, მოფობიური ჯგუფების მიერ გამართული კონტრშეკრების მონაწილეთა მხრიდან ძალადობასა და ფიზიკური შეურაცხყოფაზე, მუქარის გამოვლენაზე. ამავე დროს, სახალხო დამცველი აღნიშნავს ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“, ჩვენებების ჩაშლის მცდელობას, თბილისსა და ბათუმში. დამატებით მითითებულია, 2019 წლის 16 ივნისს ლევან ვასაძის მიერ, მის მხარდამჭერებთან ერთად გამართულ შეკრებაზე, სახალხო რაზმების ორგანიზებისა და ლეგიონების შექმნის დაანონსების ფაქტი. კიდევ ერთ მაგალითად განხილულია 2019 წლის 1-4 დეკემბერს თბილისში, მცხეთაში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ხულოში ხელისუფლების მხარდამჭერი ჯგუფების ორგანიზებული აქციებისა თუ კონტრაქციების მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებებისგან მშვიდობიანი მანიფესტანტების და ოპოზიციის წარმომადგენელთა დაცულობის საკითხიც.  სპონტანური თუ წინასწარ დაგეგმილი შეკრებებისა და კონტრშეკრებების მშვიდობიანად გამართვის უზრუნველსაყოფად, დროულად და სათანადოდ შეაფასოს მოსალოდნელი რისკები და მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა ერთი მხრივ, მშვიდობიანი აქციის ჩატარების ხელშესაწყობად და, მეორე მხრივ, ძალადობრივი ან სხვა დანაშაულებრივი ქმედებების თავიდან ასაცილებლად; ანგარიშის თანახმად, საანგარიშო წლის განმავლობაში გამოიკვეთა სასურველ ადგილას მშვიდობიანი შეკრების გამართვის ხელშეწყობის ვალდებულების შეუსრულებლობის პრობლემა. სახალხო დამცველი მაგალითად მიუთითებს 2019 წლის 31 დეკემბერს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის მიერ პარლამენტის შენობის წინ, ფართო ტროტუარზე თვეების განმავლობაში განთავსებული კარვებისა და სხვა საპროტესტო ატრიბუტიკის აღებისა და ადგილზე საბავშვო ატრაქციონების განთავსების შემთხვევას, ხოლო ატრაქციონების აღებისთანავე, საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინა ტერიტორიის შემოიღობვას და მოცულობითი სარეაბილიტაციო სამუშაოების წარმოების დაწყებას. სახალხო დამცველის შეფასებით მერიის მიერ მითითებული დასაბუთება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას იმგვარი მომეტებული ინტერესის დადასტურებად, რომელიც პარლამენტის შენობის წინ შეკრების თავისუფლების რეალიზების შემხვედრ ინტერესს გადაწონიდა.  შეკრების მიმდინარეობისას უზრუნველყოს დროებითი კონსტრუქციების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავსების შესაძლებლობა და ამ უფლების შეზღუდვა განახორციელოს თანაზომიერების პრინციპის განუხრელი დაცვით, ნაკლებად მზღუდავი ღონისძიების უპირატესად შეფასებით, საანგარიშო პერიოდში გამოყენების გათვალისწინებით; სახალხო დამცველის საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე თუ დამოუკიდებლად მოქმედი აქტივისტები, რიგ შემთხვევებში, დაექვემდებარნენ დისკრედიტაციას, ფიზიკურ თუ სიტყვიერი თავდასხმას, დაშინებას და სხვ. განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ ექცევიან ქალთა და ლგბტ+ თემის წარმომადგენლების უფლებადამცველები. დამატებით, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ არ აღირიცხება სტატისტიკური მონაცემები უშუალოდ უფლებადამცველთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დაწყებული გამოძიების თაობაზე, რაც ხელს უშლის მსგავსი ფაქტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას და ართულებს მათზე რეაგირების ეფექტიანობის შეფასებას.  უზრუნველყოს უფლებადამცველთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოვლენის/გამოძიების შესახებ რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესის დაწყება; სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველისთვის ცნობილია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან თანამშრომლობით, გეგმავს სატრანსპორტო სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების პრობლემის გადასაჭრელი, როგორც მატერიალურ-ტექნიკური საკითხების მოწესრიგებას, ისე შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფას. ამავე დროს, სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია ამის დროულად გაკეთება და იმ ავტომობილების საექსპლუატაციოდ გაშვების გაკონტროლება, რომელთა განაფრქვევაში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა დადგენილ ნორმატივს აღემატება.  დროულად უზრუნველყოს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური რესურსი და გაატაროს საჭირო საკანონმდებლო ღონისძიებები ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა ნორმაზე მეტი კონცენტრაციის შემთხვევების გამოსავლენად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად და ასამოქმედებლად; სახალხო დამცველის ინფორმაციით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ არ აწარმოებს ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის სტატისტიკას. იგი გაერთიანებულია 45 წელს გადაცილებულ პირთა ძალადობის სტატისტიკასთან, რაც, ბუნებრივია, ვერ ასახავს ზუსტ მონაცემებს.  ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების კონტექსტში, ხანდაზმულ მსპვერპლთა აღრიცხვისათვის განაგრძოს მონაცემების დამუშავება და სტატისტიკის წარმოება; ანგარიშის თანახმად, ყოფილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების ორმხრივი ბრძანება არეგულირებს თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციის, სახელმწიფო საზღვარზე მიღების, მათი გადაცემისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის წესს. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ეს პროცედურები მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას მიეკუთვნება, მნიშვნელოვანია ახალი ბრძანების მიღება და ამ საკითხების სათანადოდ ერთი უწყების ფარგლებში რეაგირებისათვის შემუშავება.  მკაფიოდ განსაზღვროს საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები თავშესაფრის მაძიებელი პირის საზღვარზე მიღებისა და გადამისამართების შესახებ; წარმოდგენილი ანგარიშის შესაბამისად, ჩატარებული მონიტორინგით დადასტურდა, რომ საპატრულო კანონმდებლობასა პოლიციის და წარმომადგენლებს პასუხისმგებელ უწყებაზე, აქვთ ინფორმაცია თავშესაფრის თუმცა გაუმჯობესებას საჭიროებს ორმხრივი ბრძანების ინსტრუმენტების გამოყენება, რომელიც არეგულირებს თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციის, სახელმწიფო საზღვარზე მიღების, მათი გადაცემისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის წესს.  წლის განმავლობაში თანამშრომელთა ის დაგეგმოს და გადაამზადოს რაოდენობა, რომელიც ყოველ სასაზღვრო პოლიციის შესაბამის ერთეულში უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნის გამორკვევის პრაქტიკის გაუმჯობესებას; სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით პრობლემურია სრულფასოვანი მონაცემთა ბაზების არარსებობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს 25 548 უცხოელს შეეზღუდა საქართველოში შემოსვლა, თუმცა სამინისტროს არ გააჩნია მონაცემები ამ პირების მოქალაქეობრივი კუთვნილებისა და უარის თქმის კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლების შესახებ. არსებულ ვითარებაში ფაქტობრივად შეუძლებელია შეფასდეს მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმას აქვს თუარა დისკრიმინაციული ხასიათი. ამავე დროს, სრულფასოვანი სტატისტიკური მონაცემების წარმოება მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპიდან გამომდინარე, ვინაიდან საზღვრის კვეთის შეზღუდვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის კუთხით გაჩენილი ეჭვებისა თუ კითხვების გაქარწყლება სწორედ მონაცემების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი.  გააძლიეროს ელექტრონული სისტემის (ე.წ. „BORS") გონივრულ ვადაში შექმნის პროცესი, რათა განხორციელდეს საზღვრის გადაკვეთისას გამოვლენილი ინციდენტების, მათ შორის - საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის, აღრიცხვა. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო: სახალხო დამცველი დადებითად აფასებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში, 2019 წლის 1 სექტემბრიდან, წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიან სამხედრო ნაწილში 3 დღე-ღამეში ერთხელ გამოცხადებით, თუმცა აღნიშნული ცვლილების შემდეგ, უფრო ხშირად უწევთ საცხოვრებელი სახლიდან სამხედრო ნაწილამდე გადაადგილება, შესაბამისად, გაეზარდათ ტრანსპორტირების ხარჯებიც, მათი ხელფასი (50 ლარი) კი საკმარისი არ არის ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარად და საცხოვრებელი სახლიდან სამხედრო ნაწილამდე საკუთარი ხარჯებით უწევთ გადაადგილება. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიიჩნევს ტრანსპორტირების ხარჯების დაფარვას სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ანაზღაურების გაზრდის გზით.  გონივრულ ვადაში, მოსამსახურეთა ეტაპობრივად შრომის შეიმუშაოს ანაზღაურებისა და სავალდებულო სამხედრო სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად ახალი მიდგომები; წარმოდგენილი ანგარიშის თანახმად, 2019 წლის საანგარიშო პერიოდში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებაში მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებულმა ვიზიტებმა ცხადყო, რომ თავდაცვის სამინისტროს რიგ სამხედრო ნაწილებში კვლავ აღმოუფხვრელ პრობლემად რჩება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება (რიგგარეშე ფიზიკური დატვირთვა დასჯის მიზნით) და ჯგუფური დასჯის პრაქტიკა.  აღმოფხვრას სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება (რიგგარეშე ფიზიკური დატვირთვა დასჯის მიზნით) და ჯგუფური დასჯის პრაქტიკა. ამ მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს დაავალოს, სისტემური კონტროლი გაუწიოს სამხედრო ნაწილებში არასაწესდებო სასჯელის გამოყენებას და ჯგუფურ დასჯებს; სახალხო დამცველის ინფორმაციით თავდაცვის უწყების დაქვემდებარებაში მყოფ გარკვეულ სამხედრო ნაწილებში სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების უმრავლესობა ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან. ენობრივი ბარიერის გამო ადგილი ჰქონია უთანხმოებას, მათ შორის ფიზიკურ დაპირისპირებას ჯარისკაცებს შორის. დამატებით, მითითებულია, რომ ენის არცოდნის გამო, ისინი ასევე ვერ იღებენ სრულფასოვან სამხედრო განათლებას და სათანადოდ ვერ ასრულებენ მათთვის დაკისრებულ ფუნქცია-მოვალეობებს. ამასთან, სურვილის/საჭიროების შემთხვევაში, არც უშუალო მეთაურებთან კონფიდენციალურად გასაუბრების შესაძლებლობა აქვთ. სახალხო დამცველი მიუთითებს ასეთი ბარიერის აღმოფხვრაზე თარჯიმნის დახმარების გზით.  უზრუნველყოს, რომ სამხედრო ნაწილებში აუცილებელ შემთხვევებისთვის არსებობდეს თარჯიმნის დაშვების შესაძლებლობა; სახალხო დამცველის ინფორმაციით თავდაცვის უწყების უმეტეს სამხედრო ნაწილებში მწვავე პრობლემას წარმოადგენს სადღეღამისო განწესებში რიგგარეშედ ხშირი გასვლა. სადღეღამისო განწესში გასვლა ძირითადად ყოველ მეორე დღეს უწევთ, რაც იმით არის გამოწვეული, რომ გარკვეული ქვედანაყოფები მხოლოდ ნაწილობრივ არის დაკომპლექტებული. აღნიშნული გარემოების გამო პირადი შემადგენლობა სასურველი ხანგრძლივობით და პერიოდულობით ვერ სარგებლობს კუთვნილი შვებულებით.  შესაძლებლობის ფარგლებში, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა სამხედრო მოსამსახურეებს არ უწევდეთ რიგგარეშე სადღეღამისო განწესებში ხშირად გასვლა და ყველა მოსამსახურეს თანაბრად შეეძლოს კუთვნილი შვებულებით სარგებლობა; სახალხო დამცველმა მონიტორინგის ფარგლებში დაადგინა, რომ სამხედრო ნაწილებში საკვებს გაცემამდე 30 წუთით ადრე სინჯავს სამხედრო ნაწილის მორიგე ექიმი/ექთანი, თუმცა გაურკვეველია აღნიშნული პრაქტიკის წარმოშობის საჭიროება და სამართლებრივი საფუძველი. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ უნდა გადაიხედოს მორიგე ექიმის მიერ საკვების გასინჯვის არსებული პრაქტიკის მიზანშეწონილობა.  შეიმუშაოს საკვების გასინჯვის ახალი ინსტრუქცია, რომელიც გაითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილებას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო: ანგარიშის მიხედვით, გარკვეული პოზიტიური ნაბიჯების მიუხედავად, ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემა ქვეყნის უმნიშვნელოვანეს გამოწვევაა და მნიშვნელოვან ძირეულ რეფორმებს საჭიროებს. 2019 წლის განმავლობაში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კვლავ პრობლემა იყო სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის პრობლემების მართვა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა. ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა საანგარიშო პერიოდში, ისევე როგორც 2020 წელს, ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პირებისთვის სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის პრობლემების მონიტორინგსა და მკურნალობას, არ ითვალისწინებს, რაც სახალხო დამცველის მოსაზრებით პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და ზოგიერთ შემთხვევაში, მათი გარდაცვალების მიზეზი ხდება. საანგარიშო პერიოდში პრობლემა იყო ოჯახის ექიმის ხელმისაწვდომობაც, რომლის მომსახურებაც პაციენტებისთვის დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული გარდა ამისა, პრობლემურია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე პაციენტების გადაყვანა გადაუდებელი წესით, ძირითადად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში, რაც უმეტეს შემთხვევაში დაავადებების დროული გამოვლენის და გეგმიური მკურნალობის არარსებობითაა განპირობებული. პრობლემურია ის გარემოება, რომ სამედიცინო მომსახურება, პაციენტების მხრიდან თანადაფინანსებას საჭიროებს, რისი ფინანსური რესურსიც პაციენტებს უმეტესად არ აქვთ. ამის გარდა, რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად, პრობლემურია პაციენტისათვის წვდომა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე.  გააძლიეროს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტების სომატური ჯანმრთელობის მკურნალობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები.  დროებითი ღონისძიების სახით, უზრუნველყოს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტების ოჯახის ექიმზე ხელმისაწვდომობა და სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირება; სახალხო დამცველის 2019 წლის „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მონიტორინგის თემატური ანგარიშით დგინდება, რომ პაციენტთა გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევაში სომატური ჯანმრთელობის პრობლემების გართულება, შესაძლოა, გამოწვეული ყოფილიყო პაციენტის სომატური მდგომარეობის გაუთვალისწინებლობით, ანტიფსიქოზური მედიკამენტების ზედოზირებით ან დანიშნული მედიკამენტების სარისკო კომბინაციით მიწოდებით (მაგალითად, „ზოპინის“ სხვა ანტიფსიქოზურ მედიკამენტთან ერთად დანიშვნა). შესაბამისად, საყურადღებოა მედიკამენტ „ზოპინის“ (აქტიური ნივთიერება „კლოზაპინი“) ხშირი გამოყენება, მაშინ, როცა გათვალისწინებული არ არის მისი გვერდითი ეფექტების მართვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები.  ქვეყანაში არსებული გაიდლაინების მიხედვით, გაითვალისწინოს მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მართვა შესაბამისი გამოკვლევებისა და კონსულტაციების გზით;  ყველა ფსიქიატრიული დაწესებულებისთვის სავალდებულოდ განისაზღვროს სწრაფი ტრანკვილიზაციის აუცილებლობის დასაბუთება, ტრანკვილიზირებაზე პაციენტის თანხმობის ფაქტის წერილობით დოკუმენტირება, ფიზიკური მონიტორინგის კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელება და ამ მონიტორინგის შედეგების სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახვა; ანგარიშში ყურადღება დაეთმო სახალხო დამცველის 2019 წლის „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მონიტორინგის თემატურ ანგარიშში ხაზგასმულ პრობლემას, იმის შესახებ, რომ ზემოხსენებულ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არ აწარმოებენ გარდაცვლილ პირთა სტატისტიკას. დაწესებულებაში მოთავსებული რამდენიმე პირი ტუბერკულოზის დიაგნოზით ისე გარდაიცვალა, რომ ცენტრის სამედიცინო ბარათები აღნიშნული დიაგნოზის შესახებ ინფორმაციას არც კი შეიცავდა.  უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გარდაცვლილი პირების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის სისტემატიზებული წარმოება გარდაცვალების მიზეზის მითითებით; წინა წლების მსგავსად, 2019 წელსაც კვლავ პრობლემური იყო ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტთა შორის ძალადობის პრევენციისა და უსაფრთხოების დაცვის საკითხი. ანგარიშის მიხედვით, 2019 წელს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ „ბათუმის სამედიცინო ცენტრსა“ და „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“, პერსონალის არასაკმარისი მეთვალყურეობის პირობებში, ადგილი აქვს პაციენტთა შორის კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევებს, რომელთა დროსაც, რიგ შემთხვევებში, პაციენტებს სერიოზული ფიზიკური დაზიანებები ადგებათ. პრობლემური იყო ასევე ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტებისგან მომდინარე რისკების შეფასებისა და შემცირების სისტემა. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის მარტიდან „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ყველა განყოფილებაში დაინერგა პაციენტების რისკების შეფასების სისტემა. მიუხედავად ამისა, პაციენტთა ფსიქოდიაგნოსტიკური კვლევის დროს, რისკების შეფასებასთან ერთად არ წარმოებს ძალადობის რისკის მქონე პაციენტების ტრიგერების იდენტიფიცირება, რაც შესაძლებლობას მისცემდა პერსონალს, წინასწარ სცოდნოდა პაციენტების მაპროვოცირებელი ფაქტორები და დაეხმარებოდა მათ, პაციენტებისგან მოსალოდნელი ძალადობის თავიდან აცილებაში. დაწესებულებაში წარმოებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ძალადობის მაღალი რისკის მქონე პაციენტების ქცევის მართვის მიზნით, არ მიმდინარეობს ფსიქოთერაპიული კუთხით მუშაობა და მხოლოდ ფარმაკოთერაპიული საშუალებები გამოიყენება, კერძოდ, მედიკამენტების დოზები იზრდება.  პაციენტთა შორის ძალადობის პრევენციისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შეიმუშაოს ნორმატიული ბაზა, რომელიც დაარეგულირებს პერსონალის მიერ კონკრეტული პაციენტებიდან მომდინარე რისკების წინასწარი შეფასების სათანადო სისტემის დანერგვის, მულტიდისციპლინური მუშაობის, პაციენტების ძალადობისაგან დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების, პერსონალის მიერ პაციენტებზე სათანადო მეთვალყურეობის/დაკვირვების განხორციელების, პერსონალის სათანადო სწავლების, სტანდარტული საოპერაციო პროცედურების და დეესკალაციის სტრატეგიის შემუშავების, ასევე, საფრთხის წარმოქმნისთანავე დროული და ადეკვატური ინტერვენციის, ძალადობის შემთხვევების და საპასუხოდ გატარებული ზომების დოკუმენტირების, პერსონალის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხებს; ანგარიშის მიხედვით, პრობლემურია პაციენტების მიმართ ძალადობის ფაქტებისა და მათზე რეაგირების დოკუმენტირების საკითხი. მართალია, „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ გამოყოფილია სპეციალური ჟურნალი, სადაც მეტ-ნაკლები სიზუსტით მიეთითება ინფორმაცია, თუმცა, აღნიშნულისგან საპირისპირო ვითარებაა „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“. ასევე პრობლემურია ძალადობის შემთხვევებზე რეაგირებაც. დაწესებულებების სამართლებრივი დოკუმენტებით არ არის გაწერილი, თუ რა შემთხვევებში და ვის მიერ იგზავნება შეტყობინება საგამოძიებო ორგანოში ძალადობის ფაქტების შესახებ და დოკუმენტურად არ იწარმოება განხორციელებული შეტყობინებების სტატისტიკა.  დახვეწოს კონფლიქტებისა და ძალადობის ფაქტების და მათ საპასუხოდ გატარებული ღონისძიებების დოკუმენტირების წესი, ასევე, ფსიქიატრიული სტაციონარული დაწესებულებების მიერ აღნიშნული წესის გამოყენების ვალდებულება. განსაზღვროს, რომ პაციენტის მიმართ ძალადობის ყველა შემთხვევაში, შეტყობინება უნდა გაიგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და თუ შეტყობინება ტელეფონით ხდება, მოხდეს შესაბამისი ოქმის შედგენა, ასევე, უზრუნველყოს შეტყობინებების რეესტრის წარმოება; ანგარიშის მიხედვით, სპეციალური პრევენციული ჯგუფის „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა“ და „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ფსიქიატრიულ სტაციონარში ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ წინა წლების მსგავსად, სტაციონარში ფორმალურად ნებაყოფლობით მოთავსებული პაციენტები დაწესებულებებს საკუთარი ნებით ვერ ტოვებენ. სამედიცინო მომსახურების გაწევაზე წერილობითი ინფორმირებული თანხმობის ფორმას პაციენტები ხელს ისე აწერენ, რომ არ გააჩნიათ სათანადო ინფორმაცია მომსახურების შესახებ. ასევე, გამოვლინდა შემთხვევები, როცა პაციენტის ხელმოწერაზე დაყოლიების მიზნით, ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას.  სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დაავალოს, შეისწავლოს ფორმალურად ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიმღები პაციენტების რეალურად ნების საწინააღმდეგოდ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დაუყოვნებლივ გაიწერონ სტაციონარიდან ის არანებაყოფლობითი პაციენტები, რომელთა მიმართაც არ არსებობს ფსიქიატრიული დახმარების პროცედურის გამოყენების ცენტრში“ პრობლემურია ფიზიკური სამართლებრივი საფუძველი; „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ შეზღუდვის გამოყენების დასაბუთება (მიზეზებისა და გარემოებების დოკუმენტაციაში სრულყოფილი აღწერა), რითიც ირღვევა ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების შესახებ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია. არ ხდება იზოლაციის შემთხვევების დოკუმენტირება; ხარვეზებით იწარმოება ქიმიური შეზღუდვის შესახებ ჩანაწერები. ასევე პრობლემურია ფორმალურად ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ იძულებით ინექციების გაკეთების და ფიზიკური შეზღუდვების გამოყენების პრაქტიკა.  ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებთან დაკავშირებულ შემთხვევებთან მიმართებით განსაზღვროს ფიზიკური შეზღუდვის უშუალოდ განხორციელების შესახებ დეტალური ინსტრუქცია, სადაც გაიწერება ჩანაწერის გაკეთების ვალდებულება ფიზიკური შეზღუდვის დროს პაციენტის ან/და პერსონალის მიერ მიღებული სხეულის დაზიანებების შესახებ, ფიზიკური შებოჭვის დროს გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებების კონკრეტული მახასიათებლები, სად უნდა განხორციელდეს ფიზიკური შებოჭვა და ვინ შეიძლება ესწრებოდეს ამ პროცესს, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალიზებული საიზოლაციო პალატა, ფიზიკური შეზღუდვის პროცესში ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები და ფიზიკური შეზღუდვის დასრულების შემდეგ პერსონალის პაციენტთან გასაუბრების და გასაჩივრების უფლების შესახებ ინფორმირების ვალდებულება. მათ შორის, შეიმუშაოს სპეციალური რეესტრის ფორმა, რომელშიც სავალდებულო გახდება ზემოთ წარმოდგენილი მონაცემების შეყვანა; ანგარიშის მიხედვით, პაციენტთა უფლებების დაცვისა და მათზე ხარისხიანი მომსახურეობის უზრუნველსაყოფად, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა. კერძოდ „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა“ და „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ არსებობს შიდა გასაჩივრების მექანიზმი, რაც ცალსახად მისასალმებელია. თუმცა, სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, პაციენტების უფლებების დაცვის შიდა კონტროლის ეს მექანიზმი ხარვეზიანია და ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა უფლებათა დაცვას. პრობლემაა ისიც, რომ დაწესებულებები პაციენტებს სათანადოდ არ აწვდიან ინფორმაციას მათი უფლებების და გასაჩივრების გარე მექანიზმების შესახებ. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება რომელიმე ნორმატიული აქტით არ რეგულირდება.  განსაზღვროს ყველა დაწესებულებისთვის სავალდებულო საჩივრების განხილვისა და უკუკავშირის ერთიანი ჰოსპიტალშიდა პროცედურა, რომელიც უნდა იყოს ადამიანის უფლებებთან შესაბამისი, ხელმისაწვდომი, მარტივი, სამართლიანი და გამჭვირვალე; წინა წლების მსგავსად, 2019 წელსაც პრობლემა იყო პაციენტთა ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაცია. იმის მიუხედავად, რომ პაციენტები უმეტესად არ საჭიროებენ აქტიურ მკურნალობას, საავადმყოფოს ვერ ტოვებენ, რადგან წასასვლელი არ აქვთ, ან ოჯახი თავს არიდებს მათ სახლში დაბრუნებას. საქართველოს სახალხო დამცველი 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც აღნიშნავდა, რომ ეს თემში მხარდამჭერი სერვისების ნაკლებობით არის გამოწვეული. ამ საკითხთან დაკავშირებით კვლავ შეუსრულებელია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წლების განმავლობაში გაცემული რეკომენდაცია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული პაციენტების საჭიროებების შეფასების, მათი დაწესებულებებიდან გაწერისა და სათემო სერვისებზე გადამისამართებასთან დაკავშირებით.  უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული პაციენტების საჭიროებების შეფასება მათი დაწესებულებიდან გასაწერად და სათემო სერვისებზე გადასამისამართებლად. თავშესაფრების შექმნის გეგმა შეიმუშაოს თავშესაფრის მომავალ ბენეფიციართა რაოდენობის გათვალისწინებით; გასული წლების მსგავსად, 2019 წელს კვლავ სერიოზული პრობლემა იყო დიდი ზომის ინსტიტუციებში არსებული მდგომარეობა. საქართველოში 10 დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულებაა. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ დაწესებულებებში არსებული პირობები და თერაპიული გარემო ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა ღირსეულ ცხოვრებასა და უფლებების დაცვას, შესაბამისად, ანტიფსიქოზური და მედიკამენტებით მკურნალობა, გადახედვას, განახლებასა და შეცვლას საჭიროებს.  ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით უზრუნველყოს პაციენტთა შეფასება და იმ ბენეფიციართა გადაყვანა ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ მომსახურებებში, რომლებიც არ საჭიროებენ სტაციონარში მკურნალობას; ანგარიშის მიხედვით, მნიშვნელოვანია პაციენტისგან ინფორმირებული წერილობითი თანხმობის მიღება მკურნალობის დაწყების, გაგრძელებისა და მკურნალობის სქემის შეცვლის ყველა ეტაპზე.  პაციენტის მკურნალობის დაწყების, გაგრძელებისა და მკურნალობის სქემის შეცვლის ყველა ეტაპზე სავალდებულო გახადოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანების მე–13 დანართით დამტკიცებული (№IV-300-12/ა) ფორმის შევსება; ანგარიშის მიხედვით, პრობლემურია ანტიფსიქოზური მედიკამენტებით მკურნალობის, კერძოდ, დანიშნული მედიკამენტების სარისკო კომბინაციით მიწოდების (მაგალითად, „ზოპინის“ (აქტიური ნივთიერება კლოზაპინი) სხვა ანტიფსიქოზურ მედიკამენტთან ერთად დანიშვნა) საკითხი. „კლოზაპინით“ მონოთერაპიის დროს, ან სხვა ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან კომბინირებული მკურნალობისას, შეიძლება განვითარდეს ორთოსტატიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, სინკოპე და გულის გაჩერება, ასევე შესაძლებელია განვითარდეს ფატალური მიოკარდიტი და კარდიომიოპათია.  დაავალოს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენებისა და თანმდევი გვერდითი ეფექტების მართვის პრაქტიკა; საერთაშორისო სტანდარტებითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების მიუხედავად, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა“ და „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ფსიქიატრიულ სტაციონარებში ბიო-ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისკენ მიმართული ღონისძიებები უკიდურესად მწირია. არ არის დანერგილი მულტიდისციპლინური მიდგომისა და პაციენტთა საჭიროებების შესწავლის საფუძველზე რეაბილიტაციისა და გამოჯანმრთელების (ე.წ. recovery) ინდივიდუალური გეგმების შედგენისა და განხორციელების პრაქტიკა. დაწესებულებები განიცდიან სათანადო კვალიფიკაციის ადამიანური და მატერიალური რესურსების ნაკლებობას.  მულტიდისციპლინური გუნდის მეშვეობით, გააგრძელოს პაციენტთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ინდივიდუალური გეგმების შედგენა, განახლება და მიღებული შედეგების გაზომვა; სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში დასაქმებული პერსონალის და სოციალური მუშაკების შესაძლებლობის გაზრდაზე ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების გამოვლენისა და მართვის საკითხებში მათი გადამზადების გზით.  უზრუნველყოს ფსიქიატრიული ფსიქიატრიული შეთხვევის დაწესებულებების მართვის საკითხებში, პერსონალის სწავლება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სასწავლო მასალებისა და კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების გამოყენებით;  უზრუნველყოს ფსიქიატრიულ სტაციონარებში დასაქმებული ყველა იმ სოციალური მუშაკის გადამზადება, რომელსაც არ აქვს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული, ან დოქტორის აკადემიური ხარისხი; სახალხო დამცველი, სპეციალური პრევენციული ჯგუფი მიიჩნევს, რომ აუცილებელია ფსიქიატრიული დახმარების უზრუნველყოფის სახელმწიფო ზედამხედველობის და პაციენტთა უფლებების დაცვის მონიტორინგის არსებული სისტემის ეფექტიანობის ასამაღლებლად შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. სახალხო დამცველისათვის მოწოდებული ინფორმაციის შედეგად ირკვევა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს, 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 16 დეკემბრამდე, ფსიქიატრიული დაწესებულებები არ შეუმოწმებია. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 3 დეკემბრამდე 10 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ჩაატარა შემოწმება/რევიზია. განხორციელებული დამცველი იმ საქმიანობას კუთხითაც რომ დამაკმაყოფილებლად მოქმედი ჰოსპიტალგარე ვერ მიიჩნევს კონტროლის სახალხო მექანიზმები ორიენტირებულია პაციენტების საჩივრებზე, რაც, ფსიქიატრიული დახმარების ხარვეზებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტის გასაჩივრების სათანადო, პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი პროცედურის არარსებობის პირობებში, სახელმწიფო კონტროლის საჭირო ხარისხს ვერ უზრუნველყოფს. კერძოდ, კონტროლის მექანიზმების მუშაობა არ არის ყოვლისმომცველი, კოორდინირებული და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მისი გამოსწორება მკაცრად არ კონტროლდება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მონიტორინგის ორგანო/ორგანოები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ 3 კრიტერიუმს. კერძოდ, მონიტორინგი უნდა იყოს 1. სისტემური: 2. პროაქტიული: 3. გამჭვირვალე. სახალხო დამცველისთვის ცნობილია, რომ 2018 წლის ივნის-ივლისის პერიოდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ევროსაბჭოს ტექნიკური მხარდაჭერით, შეიმუშავა ფსიქიატრიული სერვისების მომწოდებლების შეფასების კითხვარი. 2019 წლის მარტიმაისის პერიოდში ამ კითხვარის მიხედვით, ადამიანის უფლებათა დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით, შეფასდა 11 ფსიქიატრიული დაწესებულება. სამინისტრო გეგმავს ამ ტიპის მონიტორინგის დანერგვას სახელმწიფო მონიტორინგის პროგრამაში. სახალხო დამცველი მიესალმება ამ ინიციატივას, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები ფრაგმენტული ხასიათისაა და სახელმწიფო კონტროლის სისტემურ გაძლიერებას საჭიროებს. ამასთან, სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს მიაჩნია, რომ სახელმწიფოს მიერ რეგულარული, სისტემური და პროაქტიული კონტროლის კონტექსტში, მნიშვნელოვანია სტაციონარული მომსახურების სანებართვო პირობების შესრულების შეფასება.  ფსიქიატრიული სანებართვო დაწესებულებების პირობების ჯანმრთელობის მიერ დაკმაყოფილების ეროვნული ცენტრის“ სტაციონარული მიზნით, თავშესაფარში, დაწესებულების შეამოწმოს „ფსიქიკური ქალთა მამაკაცთა და განყოფილებებში, ასევე „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ფსიქიატრიულ სტაციონარში არსებული მდგომარეობა და განახორციელოს შესაბამისი რეაგირება;  გააძლიეროს ფსიქიატრიული დაწესებულებების რეგულარული, სისტემური და პროაქტიული მონიტორინგი, გააკონტროლოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პირობების შესაბამისობა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების სტანდარტებთან; ნებართვის გაცემის შესახებ დებულებით დადგენილ საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ფსიქიატრიული დახმარების ერთ-ერთი კომპონენტი პაციენტის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციაა, რომლის მიზანია პაციენტის სოციალური და შრომითი კონტაქტების შენარჩუნება და იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომლებიც განსაზღვრავს საზოგადოებაში მისი დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობას. ამ პროცესში გარე სამყაროსთან კონტაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნულის პაციენტებისთვის გათვალისწინებით, სატელეფონო კომუნიკაციის ფსიქიატრიული დაწესებულებების შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, აუცილებელია. „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა“ და „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ პაციენტები დარეკვას დაწესებულების სოციალური მუშაკების კუთვნილი ტელეფონებით ახერხებენ. ტელეფონზე პაციენტებს ხელი მხოლოდ სოციალური მუშაკის სამუშაო საათებში მიუწვდებათ (10:00 – 18:00 სთ). კონკრეტული რეგულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს. შესაბამისად, პაციენტების წვდომა სატელეფონო კომუნიკაციასთან, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებენ სოციალური მუშაკები, თავიანთი პირადი ტელეფონით ყველა პაციენტს მათთვის სასურველ დროს მისცენ ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობა.  ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტებისთვის გააგრძელოს წვდომის უზრუნველყოფა სატელეფონო კომუნიკაციაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ანგარიშის მიხედვით, კვლავ პრობლემად რჩება ჯანდაცვის სერვისებზე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლება ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტაზე. აღსანიშნავია, რომ 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის არასამედიცინო ჩვენება არის სასამართლოს მიერ დადგენილი გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობა. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება კი ხშირ შემთხვევაში, იმდენად ხანგრძლივ პერიოდს უკავშირდება, რომ შესაძლოა ორსულობის პერიოდსაც გადააჭარბოს. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა მოექცეს არა ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოში, არამედ დაორსულებული გათვალისწინებული ქალის იყოს ფსიქოემოციური სექსუალური მდგომარეობა, ძალადობის შედეგად მოვლენის მიმართ ამ საზოგადოების ნაწილში არსებული სტიგმა და, ამ მხრივ, მსხვერპლის საჭიროებებზე მორგებული მიდგომის აუცილებლობა.  უზრუნველყოს, რომ სექსუალური ძალადობის შედეგად დამდგარი ორსულობის შემთხვევაში, დაფინანსებისთვის საკმარისი იყოს სექსუალური ძალადობის საქმეზე დაწყებული სისხლისსამართლებრივი გამოძიება; ანგარიშის მიხედვით, პრობლემურია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სუროგატი ქალის და სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მშობლის შვებულებას.  მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც გათვალისწინებული იქნება სუროგატი დედის და სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მშობლების მიერ შვებულებით სარგებლობის საკითხი და მოახდინოს მომზადებული კანონპროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში; განსაკუთრებული სიმწვავით დგას მხედველობასთან დაკავშირებული შეზღუდვის მქონე პირების საკითხი. უმეტეს შემთხვევებში, არ არის უზრუნველყოფილი წვდომა ინფორმაციასა და კომუნიკაციაზე, რაც დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ყველა სოციალურ სფეროში სრულყოფილი მონაწილეობის გარანტი იქნებოდა. პრობლემად რჩება, რომ ბრაილის შრიფტით ან სხვა ტექნიკური ალტერნატიული საშუალებით, არ არის ხელმისაწვდომი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური უსინათლო პირები მდგომარეობის იძულებულები ხდებიან შესახებ უარი დეკლარაცია, თქვან ოჯახის რის გამოც უფლებამოსილ წარმომადგენლად ყოფნაზე.  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია ხელმისაწვდომი გახადოს ბრაილის შრიფტით ან სხვა ალტერნატიული საშუალებით; ანგარიშის მიხედვით, კვლავ პრობლემად რჩება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგონების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების საკითხი. განსაკუთრებით პრობლემურია მათი ინფორმირებულობის დაბალი დონე ქალთა მიმართ, გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის და შესაბამისი დაცვისა და დახმარების სერვისების მისაწვდომობის საკითხებზე.  კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, გამართოს საინფორმაციო შეხვედრები ქალთა მიმართ, გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის და შესაბამისი დაცვისა და დახმარების სერვისების მისაწვდომობის საკითხებზე; სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს შემუშავებული სისტემური ხედვა მშობიარობის შემდგომი სამედიცინო ზრუნვის შესახებ. სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდეგ ფსიქოლოგიური დახმარების სერვისს.  შეიმუშაოს სისტემური ხედვა პოსტნატალური ზრუნვის მიმართ და დედათა ჯანმრთელობის პროგრამების ყველა ეტაპზე უზრუნველყოს ფსიქოლოგიური დახმარების სერვისების ინტეგრირება; ანგარიშის მიხედვით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკითხებზე სოციალური მუშაობის მიმართულებით, კონკრეტული ღონისძიებები ამ დრომდე არ გატარებულა. როგორც საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეები აჩვენებს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სოციალური სამსახურისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობები პრაქტიკულად არ სრულდება. სოციალური მუშაკების მხრიდან რეაგირება უმეტესად ერთჯერად, ფორმალურ ხასიათს ატარებს, ოჯახთან ძალადობის დაძლევის მიზნით მუშაობა და საქმის სრულყოფილად გაანალიზება კი არ ხდება. შესწავლილი საქმეები მეტყველებს სოციალური მუშაკების პროფესიული გადამზადების საჭიროებაზე.  გადაამზადოს სოციალური მუშაკები ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით, ამასთან, შეიმუშაოს ტრენინგის შემდგომი შეფასების დოკუმენტი, რაც შესაძლებელს გახდის გადამზადებულ თანამშრომელთა მიერ მიღწეული პროგრესის გაზომვას; საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხზე შესწავლილი საქმეები მიუთითებს სოციალური მომსახურების სახელმძღვანელო წესების შემუშავების საჭიროებაზე, იმისათვის რათა ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევების თავიდან აცილებას და მართვას წარმატებული ხასიათი ჰქონდეს. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით, სოციალური სამსახურის მიერ ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევების შესწავლის რიცხვმა მკვეთრად მოიმატა, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის შემთხვევების მიხედვით, ხშირად მათი რეაგირება ზედაპირული და ფრაგმენტულია, რამდენადაც სოციალურ სამსახურს არ გააჩნია შემთხვევის მართვის სახელმძღვანელო წესები.  სოციალური მუშაკებისთვის შეიმუშაოს სპეციალური სახელმძღვანელო წესები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, ასევე, ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე მუშაობისთვის; 2019 წელს მთავარი გამოწვევა კვლავ შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გაუმჯობესებას უკავშირდება. საანგარიშო პერიოდში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის საქმიანობის ანალიზი აჩვენებს, რომ შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის კუთხით შესამჩნევი პოზიტიური ცვლილების მიუხედავად, დეპარტამენტის მანდატი და მის ხელთ არსებული რესურსები საკმარისი არ არის მათთვის დაკისრებული მნიშვნელოვანი ფუნქციების შესასრულებლად. აღნიშნულზე მიუთითებს გაზრდილი უფლება-მოვალეობების ფონზე, დეპარტამენტის მიერ შემოწმებული ობიექტების რაოდენობის მკვეთრი შემცირება და შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობა. მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო პერიოდში შრომის პირობების ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 2-ჯერ გაიზარდა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი მიმდინარე ეტაპზე წარმოდგენილია მხოლოდ 40 საშტატო ერთეულით. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 42000 დასაქმებულზე მოდის 1 შრომის ინსპექტორი, მაშინ როცა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ყოველ 20000 დასაქმებულზე უნდა განისაზღვრებოდეს 1 შრომის ინსპექტორი. ამდენად, აუცილებელია, რომ არ გაჭიანურდეს შრომის ინსპექტორთა რაოდენობის დაგეგმილი ზრდა, რომელმაც წლის პირველ კვარტალში 100-ს უნდა მიაღწიოს. შრომის ინსპექტორთა მუშაობის ეფექტიანობისთვის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტი ასევე მოითხოვს მათ ადგილობრივი ოფისებით უზრუნველყოფას. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმატებული საქმიანობისთვის, აუცილებელია მისი ორგანიზაციული და სტრუქტურული გაძლიერება.  გააგრძელოს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ორგანიზაციული და სტრუქტურული გაძლიერება, მათ შორის, რეგიონული ოფისებით აღჭურვის გზით; ანგარიშში აღნიშნულია, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ 2019 წლის დასაწყისში განსაზღვრულ გლობალური ჯანდაცვის 10 ყველაზე მნიშვნელოვან საფრთხეთა შორის ერთ-ერთი არის სუსტი პირველადი ჯანდაცვა, რომელიც ძირეულ რეფორმას საჭიროებს. ორგანიზაციის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეკომენდაციების მიხედვით, ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს პირველადი ჯანდაცვის შესრულების ინდიკატორები და სამიზნე ნიშნულები, დანერგოს ახალი სერვისები, განსაკუთრებით, არაგადამდები დაავადებების პრევენციასა და მკურნალობაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად. სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პირველადი ჯანდაცვის სისტემის ორგანიზაციული მოწყობის მოდელი და მარეგულირებელი გარემო, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და ჰოსპიტალურ დაწესებულებებს შორის სუსტი უკუკავშირი, მომსახურების ფრაგმენტულობა, ნაკლები ყურადღება დაავადებათა პრევენციაზე, მათ ადრეულ გამოვლენასა და მართვაზე. პრობლემას წარმოადგენს პირველადი ჯანდაცვის რგოლში მომუშავე სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული სამედიცინო განათლების მიღების მწირი შესაძლებლობაც.  შეიმუშაოს მკაფიო და დროში გაწერილი გეგმა პაციენტის საჭიროებებზე ორიენტირებული, მაღალხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისების (პრევენცია, სკრინინგი, მკურნალობა, მართვა) ეფექტიანად და ხარისხიანად მისაწოდებლად; ანგარიშის მიხედვით, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის სტაბილურად განსახორციელებლად და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გასაზრდელად საჭიროა მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა. 2017 წლის 1 მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. დიფერენცირება ეფუძნება პირის დაზღვევის სტატუსს და მისი შემოსავლების შესახებ მიწოდებულ ინფორმაციას. მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, ვერ სარგებლობენ პროგრამით დაფინანსებული სერვისებით, ხოლო ნაკლებია/მეტია, პრინციპის ისინი, სარგებლობენ გათვალისწინებით. რომელთა ყოველთვიური შემოსავალი დიფერენცირებული სერვისებით თუმცა მხრიდან სახელმწიფოს 1000 ლარზე თანადაფინანსების ორივე კატეგორიის მოქალაქეებზე თანაგადახდის წილი მცირეა და სრულად ვერ უზრუნველყოფს სერვისებზე ფინასურ ხელმისაწვდომობას.  გააგრძელოს საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო სერვისების ტარიფების ფორმირების პროცესი გამჭვირვალედ; 2018 წლის გამოწვევებიდან, ანგარიშში, ჯანდაცვის განსაკუთრებული სისტემის ყურადღება წინაშე დაეთმო მდგარი მნიშვნელოვანი სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიმართულებას. წარმოდგენილ ანგარიშში სახალხო დამცველი კვლავ შეეხო აღნიშნულ საკითხს და გასცა რეკომენდაცია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესით აკონტროლებს ყველა სამედიცინო დაწესებულების სამედიცინო საქმიანობის ხარისხს.  დანერგოს სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემა, რომლითაც დადგინდება შესაბამისი ინდიკატორები და პროაქტიულად განხორციელდება მათი შესრულების მონიტორინგი; სახალხო დამცველი ანგარიშში ხაზს უსვამს ექთნის/ფერშლის ინსტიტუტის მნიშვნელობას პაციენტების დაავადების ან რეაბილიტაციის პროცესში და ყურადღებას ამახვილებს საექთნო საქმიანობის კუთხით არსებულ პრობლემებზე. კერძოდ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის თანახმად, ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით, ბოლოსწინა ადგილს იკავებს. 2019 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 95% კანონით დადგენილ 40 საათზე მეტს მუშაობს; 84.6%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია; 100% ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურებას არ იღებს არც ჩვეულებრივ და არც უქმე დღეებში. არც კერძო და არც სახელმწიფო დონეზე არ არსებობს სამედიცინო დაწესებულებებში დასაქმებულთა სამუშაოს სიმძიმისა და დატვირთვის შესახებ რეგულაცია. პრობლემურია ასევე, ამ მიმართულებით ფორმალური უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის არარსებობა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია შემუშავდეს ექთნების/ფერშლის ფუნქციური და შრომითი საქმიანობის სტანდარტები, ჩამოყალიბდეს უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემა.  გააძლიეროს საექთნო ადამიანური რესურსის განვითარების, დამხმარე სამედიცინო პერსონალის (ექთნის/ფერშლის) პროფესიული საქმიანობის, ისევე როგორც შრომითი პირობების სტანდარტების, უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და პროფესიული რეგულირების სისტემის ჩამოყალიბების პროცესი; ანგარიშში ეფექტიანობა და განხილულია ქვეყანაში „მიზნობრივი სოციალურ-ეკონომიკური არსებული სოციალური მდგომარეობის სოციალური დახმარების“ შესწავლის დაცვის სისტემის პროგრამის გამოწვევები. მეთოდოლოგიაში საანგარიშო პერიოდში ასახული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, ანგარიშის მიხედვით, კვლავ გამოწვევად რჩება საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადების ადმინისტრირების პრობლემა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით „ოჯახის დეკლარაციის“ შევსებიდან საარსებო შემწეობის დანიშვნამდე პერიოდში, შეძლებისდაგვარად მოწმდება ყველა ის მონაცემი, რომელსაც ოჯახი ასახავს „ოჯახის დეკლარაციაში“, და ხდება ამ მონაცემების შედარება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ წარმოებულ ელექტრონულ ბაზებთან. რიგ შემთხვევებში, საჭირო ხდება დამატებითი ვიზიტები ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დასაზუსტებლად, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა კონკრეტულ ოჯახებთან დაკავშირებით და სხვა საჭირო პროცედურები, რაც სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, დროის საკმაოდ დიდ მონაკვეთს მოითხოვს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცედურების დასრულების შემდეგ ოჯახს სარეიტინგო ქულა ენიჭება. შესაბამისი ფულადი დახმარება ქულის მინიჭების თვიდან მომდევნო მეორე თვეს გაიცემა და თვეთა ათვლისას სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვე პირველ თვედ მიიჩნევა. შესაბამისად, თანხა ქულის მინიჭებიდან 2 თვის გასვლის შემდეგ გაიცემა. აღნიშნული ვადა კი, გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე საკითხის გარკვევისთვის საჭირო ვადებისაგან განსხვავებით, არამიზნობრივია და მოწყვლადი ოჯახის საჭიროებების არაპროპორციული. დაიწყოს მუშაობა საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადების შემცირებისათვის  გონივრულ ფარგლებში; ბოლო რამდენიმე წელია სახალხო დამცველი საუბრობს ოჯახის სოციალურეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის ხარვეზებზე. მიმდინარე წელს გამოიკვეთა, რომ საარსებო პროგრამა არ ახალისებს ბავშვების ინტელექტუალურ შრომას. კერძოდ, ინტელექტუალური თამაშისგან, შეჯიბრისგან ან მსგავსი ინტელექტუალური შრომის შედეგად ბავშვის მიერ მიღებული ჯილდო/თანხა „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში ოჯახის კონკრეტული წევრის მიერ მიღებულ პირად ფულად შემოსავლად აისახება. აღნიშნული ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს სოციალურად დაუცველი ბავშვების მოტივაციაზე, მიიღონ და გამოავლინონ ცოდნა, რადგან მათი ოჯახი დახმარების დაკარგვის რისკის ქვეშ უზრუნველყოფა იმ გარემოების სახელმწიფოს გათვალისწინებით, დეკლარირებული რომ ბავშვის ვალდებულებაა, კეთილდღეობის ამასთან, ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და სოციალური გამოწვევების დასაძლევად, მნიშვნელოვანია ძლიერი და განათლებული თაობის აღზრდა, აუცილებელია შემოსავლებიდან ინტელექტუალური თამაშით ან მსგავსი ინტელექტუალური შრომით მიღებული შემოსავლის ცალკე სახეობად გამოყოფა, რათა ამ თანხამ ქულების ოდენობაზე არ მოახდინოს გავლენა.  ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას, ინტელექტუალური შრომის შედეგად ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიერ მიღებული თანხა, სათანადო ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, არ ასახოს ოჯახის კონკრეტული წევრის მიერ მიღებულ პირად ფულად შემოსავლად; საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგი განახორციელა, რის შედეგად ირკვევა, რომ ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტის ყოველწლიური ზრდის დადებითი ტენდენციის მიუხედავად, პრაქტიკაში გეგმა დროულად და ეფექტიანად არ სრულდება. საანგარიშო პერიოდში არ დამტკიცებულა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია. 2018 წლიდან დღემდე, მიმდინარეობს სერვისების გეოგრაფიული განლაგების კვლევა, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს სტრატეგიის შემუშავებას. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დგამს გარკვეულ ნაბიჯებს დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით სახალხო დამცველი მიესალმება ყველა იმ პრაქტიკულ გადაწყვეტილებას, რომელიც პაციენტთა მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ქვეყანაში თანამედროვე, თემზე დაფუძნებული სერვისის განვითარებისკენ იქნება მიმართული, თუმცა პროცესის კონკრეტული სტრატეგიის გარეშე წარმართვა დეინსტიტუციონალიზაციის არასწორი მიმართულებით განვითარების რისკებს შეიცავს.  უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და სტრატეგიის შესაბამისად, თემზე დაფუძნებული სერვისების დანერგვა; ანგარიშის მიხედვით, 2019 წლის მდგომარეობით, კვლავ არ შემუშავებულა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა სუიციდის პრევენციის სტრატეგია. სტრატეგიის შემუშავების პროცესი ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა. გეგმა პროგრამის ამოქმედებას 2016 წლიდან ითვალისწინებდა.  ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა სუიციდის პრევენციის მიმართულებით გადადგას კონკრეტული ნაბიჯები; წინა წლების ანგარიშების მსგავსად, უარყოფითად ფასდება ფსიქიატრიული დაწესებულებების შიდა ინსპექტირებისა და მონიტორინგის მექანიზმის არარსებობა.  უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების შიდა ინსპექტირებისა და მონიტორინგის მექანიზმის შემუშავება და აღნიშნული მექანიზმის პრაქტიკაში დანერგვა მექანიზმის საქმიანობის დეტალური აღწერითა და ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრით; ანგარიშის მიხედვით, წინსვლა არ შეინიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა სოციალურ ინტეგრაციასა და რეაბილიტაციაზე დაფუძნებული სერვისების განვითარების მიმართულებით. ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტის ბიუჯეტი 2018-2020 წლებში ზრდის ტენდენციით ხასიათდება, თუმცა მისი ოდენობა ვერ უზრუნველყოფს სერვისის ეფექტიან განვითარებას. ფსიქოსოციალური ფუნქციონირებს) დაფინანსება რეაბილიტაციის ფსიქიკური ცენტრების ჯანმრთელობის (კვლავ სახელმწიფო 3 ცენტრი პროგრამის ბიუჯეტის მხოლოდ 0.4%-ს შეადგენს, რაც არ იძლევა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრების რაოდენობის ზრდის შესაძლებლობას. აღნიშნული გეგმის თანახმად, ჯერ კიდევ 2017 წლით განსაზღვრულ მიზანს წარმოადგენდა.  მიიღოს აუცილებელი ზომები გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრების რაოდენობის გასაზრდელად და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისის სათანადოდ განსავითარებლად; უცვლელია ფსიქიატრიის დარგის ადამიანური რესურსების უზრუნველყოფის კუთხით არსებული მდგომარეობა. დღეის მდგომარეობით, სფეროში დასაქმებულია 279 ფსიქიატრი, 20 ბავშვთა ფსიქიატრი, 50 მოზრდილთა და 14 ბავშვთა ფსიქოთერაპევტი, 303 ფსიქიატრიის ექთანი. აუცილებელია სახელმწიფომ მიიღოს ქმედითი და კომპლექსური ზომები დარგის სპეციალისტების, მათ შორის, ფსიქიატრების, ფსიქოთერაპევტების, ფსიქიატრიის ექთნების, სოციალური მუშაკების რაოდენობის გასაზრდელად.  დაგეგმოს ადამიანური რესურსების განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში და მიიღოს ქმედითი ზომები ფსიქიატრიის დარგში ადამიანური რესურსების (ფსიქიატრები, ფსიქოთერაპევტები, ფსიქიატრიის ექთნები და სოციალური მუშაკები) რაოდენობის გასაზრდელად და ქვეყნის მასშტაბით მათ სწორად გასანაწილებლად; საანგარიშო პერიოდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის კომპონენტი“, ფარგლებში, შემუშავდა საგანმანათლებლო სახის მასალები ინკლუზიის და თემზე დაფუძნებული მიდგომების, სერვისების შესახებ არსებული კვლევებისა და მიგნებების შესახებ. თუმცა, სახალხო დამცველის მოსაზრებით, ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ, დამოკიდებულების შეცვლისა და სტიგმის შემცირებისკენ მიმართული ზემოაღნიშნული აქტივობები ვერ უზრუნველყოფს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას. გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიები ჯერაც არ შემუშავებულა.  გააძლიეროს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; მდგომარეობა უცვლელია ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების (როგორც ნებაყოფლობითი, ისე არანებაყოფლობითი) მიმღებ პირთა მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის ორგანიზების კუთხით, რაც, აღნიშნულ პირებს, ხშირ შემთხვევაში, აუცილებელი სერვისის გარეშე ტოვებს.  უზრუნველყოს ფსიქიატრიული ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი სტაციონარული მომსახურების სერვისის მიმღებ პირთა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის წესისა და პროცედურის გაწერა ერთგვაროვანი ეფექტიანი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად; ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ქალები განსაკუთრებით მოწყვლადი კატეგორიაა. სახალხო დამცველის მიერ 2019 წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი სისტემური და ცალკეული ხარვეზები ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მყოფ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. კერძოდ, მონიტორინგმა ცხადყო, რომ მიუხედავად ქალთა უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულებებისა, საქართველოში სფეროს მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებსა და ეროვნულ გაიდლაინებში პრაქტიკულად გამორჩენილია ინსტიტუციებში მცხოვრებ შშმ ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები. ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფოს მიერ აღიარებული კლინიკური პრაქტიკული სახელმძღვანელოები, ე.წ. ეროვნული გაიდლაინები, მოძველებულია და საჭიროებს განახლებას.  მიიღოს ყველა საჭირო ზომა ფსიქიკური აშლილობების ეროვნული გაიდლაინების იმგვარად განსაახლებლად, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათში რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების სათანადოდ ასახვა; ანგარიშის მიხედვით, ქვეყანაში არ არის დანერგილი გზამკვლევი, რომელიც ხელს შეუწყობს ორსულობისა და ლოგინობის ხანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ქალის მკურნალობასა და მოვლას.  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, უზრუნველყოს ფსიქიკური აშლილობების დროს ორსულობის მართვასთან დაკავშირებული შესაბამისი პროტოკოლის შემუშავება დიაგნოზების მიხედვით; ანგარიშის მიხედვით, გამოწვევას წარმოადგენს დაწესებულებების ადმინისტრაციისა და პერსონალის მხრიდან პაციენტთა შორის ძალადობის, მათ შორის, სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოვლენა.  უზრუნველყოს პანსიონატებისა და სათემო ორგანიზაციების მხრიდან ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით განხორციელებული რეფერირების შემთხვევებზე ზედამხედველობა და ანალიზი; სახალხო დამცველის აპარატმა, საანგარიშო პერიოდში ხანდაზმულთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური აქტიურობის ხელშეწყობის, ასევე, მომსახურებისას ინდივიდუალური მიდგომის კუთხით, არაერთი პრობლემა გამოავლინა. მათ შორის ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ პერსონალს ხანდაზმულ პირთა საჭიროებებზე ორიენტირებული პროფესიული განვითარების ტრენინგები/სემინარები/კურსები არ უტარდება. სახალხო დამცველის მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, მომუშავე სამედიცინო და სხვა პერსონალს მეტი შესაძლებლობა მიეცეს უწყვეტი პროფესიონალური განათლების მისაღებად.  გამოიკვლიოს ხანდაზმულთა დაწესებულებების საჭიროებები პერსონალის კუთხით და გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად, მათ შორის, პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები; 2018 წლის ანგარიშში, სახალხო დამცველმა ხაზი გაუსვა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სასწრაფო დახმარების მანქანის ან რეანომობილის გამოძახების მექანიზმის დახვეწის საჭიროებას, რადგანაც ის დროში არაგონივრული ვადით იწელება. წარმოდგენილ ანგარიშშიც შეეხო აღნიშნულ საკითხს და გასცა შესაბამისი რეკომენდაცია  ოკუპირებული ტერიტორიებიდან პაციენტებისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეფექტიანად მისაწოდებლად, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. გადახედოს რეფერალური კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს და უმოკლეს დროში განიხილოს შემთხვევები; 2018 წლის ანგარიშის მსგავსად, სახალხო დამცველი წარმოდგენილ ანგარიშში კვლავ შეეხო ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო პერსონალის მხარდაჭერის საჭიროების საკითხს, რათა ადგილზე გაუმჯობესდეს საბაზო სამედიცინო დახმარება. ამ მიმართულებით გამოწვევად დაასახელა სამედიცინო პერსონალის რეგულარული ჩართვა გადამზადების პროგრამებში, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მომუშავე ექიმების მსგავსად  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ექიმები ჩართოს გადამზადების იმ პროგრამებში, რომლებსაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მომუშავე ექიმები გადიან;  გაზარდოს მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო პერსონალისათვის; დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, კვლავ პრობლემაა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობებში მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლება. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ინდივიდუალური საქმეების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ არ არსებობს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილთა გრძელვადიანი განსახლების, მათ შორის პირის მსგავს შენობაში ფაქტობრივად ცხოვრების დადასტურების გაწერილი პროცედურები, რის გამოც ზოგიერთ შემთხვევაში, ვერ დგინდება დევნილი ოჯახი რეალურად ცხოვრობს თუ არა ე. წ. ნგრევად ობიექტში. მნიშვნელოვანია, რომ დევნილთა განსახლების მარეგულირებელ აქტში გაიწეროს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილთა განსახლების წესი, რაც შენობაში მონიტორინგის ჩატარებასა და ფაქტობრივად ცხოვრების გამოსაკვლევად საჭირო ყველა პროცედურას განსაზღვრავს. ამით, გადაწყვეტილება, დასაბუთებული და საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოების გამოკვლევის საფუძველზე მიიღება  გაწეროს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილთა განსახლების შესაბამისი წესი, რომლითაც განისაზღვრება მონიტორინგის ჩატარებასა და ფაქტობრივად ცხოვრების გამოსაკვლევად საჭირო ყველა პროცედურა; სახალხო დამცველი ანგარიშში მიუთითებს კერძო საცხოვრებელი სახლის შესყიდვის პროგრამაში მონაწილეობის მსურველი ოჯახების განაცხადების განხილვის გაჭიანურების პრობლემაზე, რაც აპარატში შემოსული განცხადებების გაანალიზების შედეგად გამოიკვეთა. ახალაშენებულ ან რეაბილიტირებულ შენობებში განსახლების პროცედურისგან განსხვავებით, როდესაც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია განსაზღვრავს განაცხადების განხილვის ვადას, კერძო საცხოვრებლების შესყიდვის შემთხვევაში, არ არის გათვალისწინებული ასეთი შესაძლებლობა. ამდენად, დევნილებს არ აქვთ ინფორმაცია განაცხადების განხილვის სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, განსახლების სხვა პროგრამების მსგავსად, კერძო საცხოვრებლის სახლის შესყიდვის თაობაზე განაცხადების წარდგენის შემდეგ, კომისიას მისი განხილვისათვის შესაბამისი ვადების განსაზღვრის უფლებამოსილება მიენიჭოს.  განსახლების სხვა პროგრამების მსგავსად, კერძო საცხოვრებელი სახლის შესყიდვის თაობაზე განაცხადების წარდგენის შემდეგ, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას მის განსახილველად მისცეს შესაბამისი ვადების განსაზღვრის უფლებამოსილება; ანგარიშის მიხედვით სახალხო დამცველი კვლავ დიდ გამოწვევად მიიჩნევს, ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებების სიმცირეს. საქართველოს სახალხო დამცველი 2019 წელს თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად ადგენს, რომ თავშესაფარში ბენეფიციარებისთვის შექმნილია კეთილსაიმედო გარემო და მათი უსაფრთხოება დაცულია, თუმცა წინა წლების მსგავსად, პრობლემურია თავშესაფარში განთავსებისთანავე მსხვერპლთა/დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული შემოწმება, რის გამოც საფრთხე ექმნათ თავშესაფრით მოსარგებლე სხვა პირებს.  გააგრძელოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში განთავსებული პირების ჯანმრთელობის შემოწმების იმგვარი პრაქტიკა, რომ ამან საფრთხე არ შეუქმნას თავშესაფრით მოსარგებლე სხვა პირებს; სახალხო დამცველი ასევე განსაკუთრებულ პრობლემად მიიჩნევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბენეფიციართა მხარდაჭერას და დახმარებას თავშესაფრის დატოვების შემდეგ, შესაბამისი პროგრამების მწირი რაოდენობის, ზოგიერთ შემთხვევაში კი, მათი არარსებობის გამო.  გააგრძელოს თავშესაფრების ფიზიკური გარემოს ადაპტირება, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მაქსიმალურად დაიხვეწოს სერვისის გაცემა; რაც შეეხება თავშესაფრებში ფიზიკურ გარემოს, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ კვლავმოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურის საკითხი. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ თავშესაფრებში კვლავ პრობლემურია პროგრამების, სარეკრეაციო, სპორტული, შემეცნებითი აქტივობების შეზღუდული რაოდენობა.  გააგრძელოს თავშესაფრების ეზოების, ინვენტარისა და ბავშვებზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა; ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე დაყრდნობით სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებს და კვლავ პირველ კალათაში ინარჩუნებს ადგილს. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველი თვლის რომ პრობლემურია ტრეფიკინგის შემთხვევების გამოვლენის დაბალი მაჩვენებელი, დანაშაულის პროაქტიულად გამოსავლენად, კვლავაც გასაძლიერებელია მუშაობა. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის განმავლობაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) 21 სავარაუდო ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 27 პირის მიმართ, სავარაუდო ტრეფიკინგის 5 საქმეზე. გამოვლენილი შემთხვევების მცირე რაოდენობასთან ერთად, მცირეა იმ პირთა რიცხვიც, რომლებმაც ადამიანით ვაჭრობის/ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების სერვისებით ისარგებლეს. სახალხო დამცველისთვის მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გააძლიეროს ქვეყანაში არსებული დაცვისა და დახმარების სერვისების პოპულარიზაცია და იზრუნოს მოსახლეობის ინფორმირებულობის გაზრდაზე. გარდა ამისა, საჭიროა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურება თავშესაფრებში დაიხვეწოს და ტრეფიკინგის მსხვერპლი ბენეფიციარების საჭიროებებს მოერგოს. გააძლიეროს საინფორმაციო კამპანია ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის ქვეყანაში  არსებული დაცვისა და დახმარების სერვისების პოპულარიზაციისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის გასაზრდელად; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად, ერთერთი მთავარი როლი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებს (თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები) აკისრიათ. შესაბამისად, მათ მიერ შეთავაზებული სამართლებრივი, ფსიქო-სოციალური, სამედიცინო თუ საცხოვრისის სერვისის გამართულად მიწოდებას, მსხვერპლის ძალადობისგან თავის დაღწევის და დამოუკიდებელი ცხოვრების მომზადებისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. სახალხო დამცველი ჩატარებული მონიტორინგისას გამოვლენილი შედეგების საფუძველზე აღნიშნავს, რომ თავშესაფრები ძირითადად ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებებზეა მორგებული და ფსიქო-სოციალურ სარეაბილიტაციო პროგრამებთან დაკავშირებული სერვისების გაცემა ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის კვლავ გამოწვევად რჩება. ასევე, თავშესაფრებში მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბენეფიციართა შემთხვევების მართვა.  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, ასევე, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა თავშესაფრებში დახვეწოს მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისები;  გააგრძელოს თავშესაფრების პერსონალის, მათ შორის, მედდისა და ძიძის გადამზადება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე;  გააგრძელოს ფსიქოლოგის და ძიძის სამუშაო საათების განსაზღვრის იმგვარი პრაქტიკა, რომელიც მაქსიმალურად ერგება დასაქმებული ბენეფიციარების საჭიროებებს; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც ყურადღებას ამახვილებდა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ტრავმული გამოცდილების მქონე რთული ქცევის ბავშვთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ფსიქოსოციალური და სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავების აუცილებლობაზე. მაგრამ, რეკომენდაციების შესრულების მწვავე საჭიროების მიუხედავად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეკომენდაციები არ შეუსრულებია. სახალხო დამცველი ჩატარებული მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ კვლავ გამოწვევად რჩება სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ რთული ქცევის, ტრავმული გამოცდილებისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ასრულწლოვანთა, ძალადობისგან დაცვა და რეაბილიტაცია, მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, განათლების უფლების დაცვა, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება, ზრუნვის პროცესში ჩართულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება და საკმარისი ადამიანური და ფინანსური რესურსების მოძიება. სახალხო დამცველის ინფორმაციით, როგორც მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღმზრდელები, ისე მინდობით აღმზრდელები, ნაკლებად ან საერთოდ არ ფლობენ რთული ქცევის მქონე ან ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობის ცოდნასა და უნარებს, რის გამოც, რიგ შემთხვევებში, ბავშვებს უცვლიან ზრუნვის ფორმას, რაც ბავშვისთვის დამატებითი სტრესია და არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს.  მოახდინოს რთული ქცევისა და ტრავმული გამოცდილების მქონე არასრულწლოვანთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ფსიქოსოციალური და სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავების ინიცირება „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიხედვით; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ კონფესიების დაქვემდებარებაში მყოფი სკოლაპანსიონების ფუნქციონირება ქვეყანაში ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად რჩება და ის პანსიონების ლიცენზირების, სახელმწიფო კონტროლის უმოქმედობისა და სააღმზრდელო გარემოს ბენეფიციართა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირების საკითხებს უკავშირდება. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ რელიგიური პანსიონების უმეტესობა დიდი ზომის ინსტიტუციებია, რაც დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მიზნებს არ შეესაბამება. მოკვლევის შედეგზე დაყრდნობოთ ადგენს, რომ რელიგიურ სკოლა-პანსიონებში უზრუნველყოფილი არ არის ბავშვებისთვის ოჯახთან მიახლოებული გარემო. ვერ ხდება მათი საჭიროებების სათანადოდ გამოვლენა და ბავშვისადმი ინდივიდუალური მიდგომა. მაღალია ინსტიტუციური ძალადობის რისკები. ამასთან, რიგ შემთხვევებში, სოციალური მუშაკის როლი მხოლოდ ფორმალურია და თითოეული ბენეფიციარის ინტერესებისა და საჭიროებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგით ადგენს, რომ რიგ სკოლა-პანსიონებში მოსწავლეების ჩარიცხვის საფუძველს სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე წარმოადგენს. აღნიშნავს, რომ იკვეთება ოჯახების მხრიდან ბავშვების უგულებელყოფის შემთხვევებიც. მისივე ინფორმაციით, ჯერ კიდევ არ შემუშავებულა პანსიონური მომსახურების სტანდარტი და ეფექტიანი მონიტორინგის მექანიზმი, შეუსწავლელია არასრულწლოვანთა მდგომარეობა, არ არის გამოვლენილი მათი საჭიროებები და მათ არ მიეწოდებათ მათ ინტერესებზე მორგებული მომსახურება.  ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტების სრულფასოვანი განხორციელების მიზნით, რელიგიური კონფესიების პანსიონებში ჩარიცხულ ბავშვებთან დაიწყოს ინდივიდუალური მუშაობა მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული წესით; სახალხო დამცველის ინფორმაციით, სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს სრული ინფორმაცია ქვეყანაში არსებული რელიგიური სკოლა-პანსიონების შესახებ. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ არსებული პანსიონებიდან ლიცენზირებულია მხოლოდ ნინოწმინდაში, ბედიანსა და ფერიაზე არსებული სკოლა-პანსიონები. კვლავ პრობლემას წარმოადგენს მუსლიმური ლიცენზირების საკითხი. კონფესიის ამ დაქვემდებარებაში მიმართულებით, არსებული განსაკუთრებით პანსიონების მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და პანსიონების ადმინისტრაციას შორის ეფექტიანი კომუნიკაცია და მათი ინფორმირება ლიცენზირების სტანდარტებთან დაკავშირებით, არასრულწლოვანი ბენეფიციარების ინტერესების გათვალისწინებით. გააგრძელოს  შესაბამისი ღონისძიებების გატარება საქართველოში მოქმედი თითოეული არალიცენზირებული რელიგიური სკოლა-პანსიონის გამოსავლენად და უზრუნველყოს მათი ლიცენზირებისა თუ კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარება; სახალხო დამცველი საგანგაშოდ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის წარმომადგენლები არ აძლევენ პანსიონში მონიტორინგის ჩატარების შესაძლებლობას, მაშინ, როდესაც, სახალხო დამცველი თავის არაერთ ანგარიშში უთითებდა აღნიშნულ პანსიონში მცხოვრები ბავშვების განსაკუთრებით მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მინიმალურია სახელმწიფოს როლი ამ კონკრეტულ პანსიონთან მუშაობის პროცესში. შეუძლებელია იმგვარი მონიტორინგის ჩატარება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ბავშვის უფლებადარღვევის თითოეული ფაქტის, განსაკუთრებით, ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევების დროულ გამოვლენას.  გააძლიეროს რელიგიური პანსიონებში შიდა მონიტორინგი კანონმდებლობის შესაბამისად ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში, პრობლემად რჩება ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენცია, ძალადობის ფაქტების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური რეაგირება. ამასთან, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებისთვის კვლავ არ არსებობს შესაბამისი სარეაბილიტაციო სერვისები. მისივე ინფორმაციით, 2019 წელს წინა წლების მსგავსად, ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, შესწავლილ საქმეთა შორის ჭარბობდა ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები, კერძოდ, საერთო შემთხვევათა 37,5% ბავშვის მიმართ სხვადასხვა სახის ძალადობას ეხებოდა და ქვეყანაში კვლავაც არაერთი სისტემური პრობლემაა გადასაჭრელი შემთხვევათა პრევენციის, დროული გამოვლენისა და ბავშვის მიმართ ძალადობის ეფექტიანი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული რეაგირების თვალსაზრისით. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ უწყებების მიმართ სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების უმეტესობა სათანადოდ არ სრულდება; კვლავ სუსტია ბავშვთა ფსიქოსოციალური დაცვის და მხარდაჭერის სისტემა, არ არსებობს რისკის ქვეშ მყოფ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დახმარებისა და რეაბილიტაციის სერვისები, ამ დრომდე არ არის შემუშავებული ბავშვთა სუიციდის პრევენციის სტრატეგია. სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისგან დაცვისა და დახმარების პროცესში კვლავ პრობლემად რჩება შესაბამისი უწყებების მიერ დროული და ეფექტიანი ღონისძიებების გატარება დაზარალებული ბავშვის გამოვლენისა და მსხვერპლი არასრულწლოვნის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის თვალსაზრისით. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ კვლავ არაპროპორციულად მცირე და საჭიროებებზე ნაკლებად ორიენტირებული იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგთა რიცხვი, რომელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ძალადობის მსხვერპლისა თუ ძალადობის რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთან მუშაობა.  სახელმწიფო ზრუნვის არასრულწლოვნის ქვეშ მყოფი, შემთხვევაში, ძალადობის დაგეგმოს მსხვერპლი კონკრეტული თითოეული სარეაბილიტაციო, თერაპიული აქტივობები და ძალადობის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება ბავშვების უსაფრთხოებისა და უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით. ძალადობის შემთხვევაში, განახორციელოს ბავშვთან მომუშავე პირების მიერ რეფერირების პროცედურების აღსრულების მუდმივი მონიტორინგი; სახალხო დამცველი მიუთითებს საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემის არაეფექტიანობის ერთ-ერთი სამწუხარო შედეგზე, რომ წლების განმავლობაში რისკის ქვეშ დგას არაერთი ბავშვის სიცოცხლე. სიღარიბის, ცხოვრების არასათანადო დონის, უგულებელყოფისა და სხვადასხვა სოციალური საფრთხეების გამო, ქვეყანაში კვლავ საგანგაშოა ბავშვთა სიკვდილიანობის შემთხვევები. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 2019 წელს პარლამენტის მიერ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიღება ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის სამართლებრივი განმტკიცების საქმეში სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული მისასალმებელი ნაბიჯია. ამის მიუხედავად, ბავშვის უფლებების სრული და ეფექტიანი დაცვის განხორციელების თვალსაზრისით, ქვეყანაში კვლავ არაერთი გადაუჭრელი პრობლემაა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ არაეფექტიანი სოციალური სისტემისა და პროგრამების პირობებში, წლების განმავლობაში პრობლემად რჩება ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე. სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებს, რიგ შემთხვევებში, აწუხებთ არასრულწლოვანთა საბაზისო განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და შესაბამისი საცხოვრებელი პირობების შექმნის კუთხით არსებული მწვავე პრობლემები. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სამწუხაროდ, სახელმწიფოს პოლიტიკა არ არის ორიენტირებული ასეთ ოჯახებში სიღარიბის აღმოფხვრაზე, ოჯახების გაძლიერებაზე, მხარდაჭერასა და ბავშვებისთვის სათანადო საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფაზე. მუნიციპალურ დონეზე არსებული პროგრამები უმეტესად ერთჯერადი ხასიათისაა და ვერ უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების დროულ და სრულ დაკმაყოფილებას, განსაკუთრებით ბავშვიანი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით, შედეგად, რიგ შემთხვევებში, ბავშვებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში უწევთ ცხოვრება. სახალხო დამცველი თვლის, რომ სიღარიბის დაძლევის პრევენციის მიზნით, საჭიროა სიღარიბის განმსაზღვრელი ფაქტორების სიღრმისეულ ანალიზი, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან, კვლევის შედეგებზე დაფუძნებულ გადაუდებელ რეაგირების საჭიროება. გადახედოს ბავშვთა სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონის დაძლევის  პოლიტიკას იმგვარად, რომ შეფასდეს ამჟამად არსებული სოციალური პროგრამები და გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად დაიგეგმოს უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის ეფექტიანი, სიღარიბის პრევენციასა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისები „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ შვილად აყვანის პროცესის ძირითადი გამოწვევაა სოციალური მომსახურების სერვისების არასაკმარისი ეფექტიანობა, რაც ვერ უზრუნველყოფს ისეთი პროცესების გონივრულ ვადაში წარმართვას, როგორიც არის, მაგალითად, თავსებადობის დადგენა ბავშვსა და შვილად ამყვანს შორის, გასაშვილებელი ბავშვის დროული გამოვლენა, ბავშვის საჭიროებების და საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება, მისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება და სხვ.  დახვეწოს შვილად აყვანის პროცესში ბავშვის შეთავაზების წესის საკითხი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების გზით; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 2015-2019 წლებში, სოციალური მუშაკებისთვის, შვილად აყვანის სფეროში, გადამზადება ან სპეციალური სასწავლო კურსი არ ჩატარებულა. ამასთან, სოციალური მუშაკებისთვის არც სახელმძღვანელო პრინციპები და სარეკომენდაციო მითითებები შემუშავებულა, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა ბავშვის გაშვილებამდე მომზადება, მისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მისი ასაკისა და განვითარების შესაბამისად.  შვილად აყვანის საკითხებზე მომუშავე სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები და სხვა პროფესიონალები გადაამზადოს ბავშვთა უფლებებისა და ინიდივიდუალური საჭიროებების, ბავშვის რთული ქცევის მართვისა დაპრევენციის საკითხებთან დაკავშირებით; სახალხო დამცველი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ პრობლემურ საკითხად რჩება შვილად აყვანამდე ბავშვის სათანადო მომზადება და მისი ფსიქოსოციალური მდგომარეობის საფუძვლიანი შეფასება. აღნიშნავს, რომ არ არსებობს ბავშვთან გასაუბრების სახელმძღვანელო პრინციპები; სახალხო დამცველის ინფორმაციით გაშვილების პროცესში, უმეტეს შემთხვევაში, არ მონაწილეობს ფსიქოლოგი. საქმეში ის მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ერთვება, მაგალითად, როდესაც ბავშვზე ძალადობის ან მანიპულირების ფაქტი იკვეთება. სოციალური  მუშაკებისა და შვილად აყვანის საკითხებზე მომუშავე პროფესიონალებისთვის შეიმუშაოს შესაბამისი სფეროს სახელმძღვანელო პრინციპები და სარეკომენდაციო მითითებები; სახელმძღვანელო პრინციპების ფარგლებში გაწეროს ბავშვთან გასაუბრებისა და შეფასების წესი; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მეურვეობა-მზრუნველობის ტერიტორიულ ერთეულებში არ გვხდება ბავშვებისთვის ადაპტირებული და სპეციალური ოთახი, სადაც კეთილსაიმედო იზოლირებულ სივრცეში შესაძლებელი იქნება შვილად აყვანის კანდიდატისა და გასაშვილებელი ბავშვის შეხვედრა. მეურვეობა-მზრუნველობის ცენტრალურ და ტერიტორიულ ორგანოებში, ბავშვთან  შეხვედრისა და გასაუბრებისთვის, მოაწყოს მის საჭიროებებზე მორგებული, კეთილსაიმედო ადაპტირებული გარემო „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მოცემული მომენტისთვის „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“ ხორციელდება თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების სეზონური მიგრაციის პირობებში, პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კერძოდ, ბათუმში, სადაც მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა კვლავ არ ფუნქციონირებს. სახალხო დამცველი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მომსახურება მატერიალურ-ფინანსური და ადამიანური მხარდამჭერი რესურსის ნაკლებობას სერვისების განიცდის, არარსებობა და ასევე ცენტრების პრობლემურია უმეტესობაში დამატებითი არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები.  უზრუნველყოს, რომ „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით“ გათვალისწინებულმა მომსახურებამ მოიცვას აჭარის რეგიონი.  „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ არსებული მომსახურება გააძლიეროს ფინანსური და ადამიანური რესურსით. შეაფასოს მობილური ჯგუფების საქმიანობის ხარისხი და შეიმუშაოეს შეფასების ეფექტიანი ფორმა, რომლის საშუალებითაც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე თითოეულ ბავშვზე განისაზღვრება ინდივიდუალური საჭიროებები და რისკები; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ წლების განმავლობაში პრობლემად რჩება სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების გამოვლენა და სიღარიბის საფუძვლით მათი სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების თავიდან აცილება. მისივე ინფორმაციით, პრობლემად რჩება ქუჩაში მცხოვრებ ან/და მომუშავე ბავშვთა გამოვლენა, მათთან კონტაქტის დამყარება, მათ დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, სერვისების მიწოდება, როგორც მათთვის, ისე მათი ოჯახებისთვის.  უზრუნველყოს ქუჩაში ცხოვრებისა და მუშაობის საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი ოჯახების ადრეული გამოვლენა. მიაწოდოს მათ დროული და ეფექტიანი სერვისები „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ საფუძველზე; სახალხო დამცველი კვლევის შედეგებზე დაყრდნობით ასკვნის, რომ მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მომსახურება მატერიალურ-ფინანსური და ადამიანური მხარდამჭერი რესურსის ნაკლებობას სერვისების განიცდის, არარსებობა და ასევე პრობლემურია ცენტრების დამატებითი უმეტესობაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები. ასევე მიიჩნევს, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ოჯახებისა და მშობლებისთვის აუცილებელია დამატებითი სერვისების დანერგვა , მათთვის აუცილებელი უნარ-ჩვევების განსავითარებლად, რითაც ასევე უზრუნველყოფილი იქნება დასაქმების მოტივაციის ამაღლება  ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ოჯახებისა და მშობლებისთვის შეიმუშაოს და დანერგოს დამატებითი სერვისები, როგორც მათი გადაუდებელი მატერიალური მხარდაჭერისთვის, ისე აუცილებელი უნარ-ჩვევების განსავითარებლად, აგრეთვე, დასაქმების მოტივაციის ასამაღლებლად და შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ საფუძველზე; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მრავალსისტემურ ხარვეზთან არის დაკავშირებული იმ ოჯახების გამოვლენა და პრევენციული ზომების მიღება, სადაც არსებობს საფრთხე, რომ ოჯახში მცხოვრები არასრულწლოვანი, შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზით ქუჩაში აღმოჩნდეს. სამწუხაროდ, საზოგადოებაში დამკვიდრებული არასწორი მიდგომა, ფულით დაეხმარონ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს, ამ ბავშვების ქუჩაში ყოფნას კიდევ უფრო წაახალისებს და მათ მიმართ სათანადო ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას ართულებს.  გადადგას ნაბიჯები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისადმი საზოგადოების ცნობიერებისა და მგრძნობელობის ასამაღლებლად. დაგეგმოს საინფორმაციო კამპანიები შესაბამის თემებზე, მათ შორის, ქუჩაში ბავშვისათვის მოწყალების გაღების, ამ ბავშვების მიმართ ძალადობის შემთხვევაში განსახორციელებელი ქმედებების საკითხებზე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისა და მოზარდებისათვის განკუთვნილი სერვისები, 18 წლის შემდგომ, არ ითვალისწინებს ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიწოდებას, შესაბამისად, ბენეფიციარები, რომელთაც 18 წელი უსრულდებათ, კვლავ ქუჩაში აღმოჩენის, სიღარიბის, ძალადობისა და კრიმინალურ საქმიანობაში შესაძლო ჩართვის რისკის წინაშე დგებიან.  მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ბენეფიციარებს 18 წლის შესრულების შემდეგ, მიაწოდოს შესაბამისი მომსახურება „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად; სახალხო დამცველის კვლევის შედეგებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მომსახურება მატერიალურ- ფინანსური და ადამიანური რესურსის ნაკლებობას განიცდის, ასევე პრობლემურია დამატებითი მხარდამჭერი სერვისების არარსებობა და ცენტრების უმეტესობაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები. ასევე აღნიშნავს, რომ ბავშვთა სოციალური დაცვის სისტემაში არსებული ხარვეზები ბავშვთა პროგრამების სიმცირე და არსებულის არაეფექტიანობა, ასევე, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების არასაკმარისი რაოდენობა, ბავშვთა, განსაკუთრებით კი, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა სიღარიბისა და ძალადობისგან, მათ შორის, ტრეფიკინგისაგან დაცვის მაჩვენებელზე, უარყოფითად აისახება. გააძლიეროს  სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ცენტრები როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური და ფინანსური რესურსით. გაზარდოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ქვეყანაში კვლავაც არაერთი სისტემური პრობლემაა გადასაჭრელი ბავშვის მიმართ ძალადობის ეფექტიანი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული რეაგირების თვალსაზრისით. სახალხო დამცველის ინფორმაციით, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში 2019 წელს ბავშვის მიმართ ძალადობის თაობაზე განხორციელდა 3881 მიმართვა, აქედან ოჯახში შესაძლო ძალადობას ეხებოდა 87 შეტყობინება, ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, სადაც მსხვერპლი არასრულწლოვანი იყო, სულ 740 შემაკავებელი ორდერი გამოიცა. სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ კვლავ იკვეთება სახელმწიფოს ვალდებულება, გამოიყენოს ყველა შესაძლო რესურსი, მხარდამჭერი პროფესიების წარმომადგენელთა, განსაკუთრებით, სოციალური მუშაკების გასაძლიერებლად, რათა ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვები სარგებლობდნენ ძალადობისგან დაცვისა და მხარდაჭერის მაღალი სტანდარტით. კვლავ გადაუჭრელი რჩება ბავშვის საუკეთესო ინტერესების სათანადოდ გათვალისწინების საკითხი ორივე მშობელთან ურთიერთობის უფლების თვალსაზრისით. ხშირ შემთხვევებში, უკიდურესად გართულებულია ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან სხვა ოჯახის წევრის ურთიერთობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან, პრობლემურია ამ პროცესში მშობლების მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებული შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენა და მასზე ჯეროვანი რეაგირება.  დანერგოს ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების, შეფასების პროცესის, არსებული ინსტრუმენტის და შეფასების კრიტერიუმების მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი, არსებული ხარვეზებისა და არასათანადო რეაგირების გამოსავლენად/თავიდან ასაცილებლად; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ ფაქტების დროული გამოვლენის, მათზე ადეკვატური რეაგირების, ასევე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების შესაბამისი სერვისებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით, პრობლემები იკვეთება ბავშვის ოჯახში ძალადობისგან დაცვის კუთხითაც. კვლავ არ არსებობს ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ბავშვების რეაბილიტაციის სერვისი, მინიმალურია მათთან ფსიქოლოგის ჩართულობა.  ოჯახში ძალადობის მსხვერპლ თითოეულ ბავშვთან მუშაობის საწყის ეტაპზევე ჩართოს ფსიქოლოგი და დაგეგმოს არასრულწლოვნის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროცესი „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ თავშესაფრის მაძიებელი, საერთაშორისო დაცვისა და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვნები, მიმღებ ქვეყნებში არსებული ენის ბარიერისა და სხვადასხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობის, მათ შორის ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და განათლების სერვისებზე წვდომის შეზღუდვის გამო, სხვადასხვა სახის უფლებადარღვევის მაღალი რისკის ქვეშ იმყოფებიან. ისინი ძალადობისა და ექსპლუატაციის საფრთხის წინაშე დგანან, განსაკუთრებით ის ბავშვები,რ რომლებიც დოკუმენტაციისა და თანმხლები პირის გარეშე გადაადგილდებიან. სიღარიბე და სოციალური მარგინალიზაცია მათი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა. ამდენად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში ბავშვთა სოციალური დაცვის სისტემაში არსებული ხარვეზები, მათ შორის, პროგრამების სიმცირე, ბავშვთა მხარდამჭერი პროფესიონალების არასაკმარისი რაოდენობა, ბავშვთა ფსიქოსოციალური დაცვის და მხარდაჭერის სისტემის გამოწვევები, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი არასრულწლოვნის, მათ შორის საერთაშორისო დაცვის მქონე, თავშესაფრის მაძიებელი და მოქალაქეობის არმქონე ბავშვების უფლებების განუხრელ დაცვასა და რეალიზებას, ვერ უზრუნველყოფს. განსაკუთრებით, როდესაც ისინი დაცვისა და მხარდაჭერის განსაკუთრებულ პირობებს საჭიროებენ.  უზრუნველყოს საერთაშორისო დაცვის მქონე, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის სისტემური შეფასება, გამოავლინოს მათი უფლებების დარღვევა და ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მათზე მოახდინოს სათანადო რეაგირება; როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, მონიტორინგის დროს გამოვლინდა, რომ ხანდაზმულთა დაწესებულებებში (პანსიონატებში) მოთავსებული ბენეფიციარების ნაწილს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნულ ინსტიტუციებში ფსიქიატრის მომსახურება ხელმიუწვდომელია. შესაბამისად, პანსიონატში მყოფ ბენეფიციარებს ხელი არ მიუწვდებათ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე. სპეციალიზებულ დაწესებულებებში შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციარებს, რიგ შემთხვევებში, არ ჰყავთ დანიშნული მხარდამჭერის მიმღები პირები. შესაბამისად, არსებობს მათი უფლებების ხელყოფის რეალური საფრთხე. ასევე აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი პრობლემაა სამედიცინო პერსონალის (ექიმების და ექთნების) და მომვლელების დაბალი ანაზღაურება, რომელიც გაწეულ შრომას არ შეესაბამება. ეს, პერსონალს უკარგავს ხარისხიანი მომსახურების გაწევის მოტივაციას. ამასთან, პერსონალს არც ხანდაზმულ პირთა საჭიროებებზე ორიენტირებული პროფესიული განვითარების ტრენინგები/სემინარები/კურსები უტარდება. აღსანიშნავია, რომ აქტიური დაბერების უზრუნველსაყოფად, პანსიონატებში არ ფუნქციონირებს წინასწარ განსაზღვრული სოციალური აქტივობების გეგმა. მიმდინარე ღონისძიებები სპონტანური ხასიათისაა და უმეტესწილად დაკავშირებულია სხვადასხვა მოხალისე ორგანიზაციის შეთავაზებებზე.  შეისწავლოს პანსიონატებში მყოფი ბენეფიციარების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს მათთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 2019 წლის ოქტომბერში, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მონიტორინგისას შემოწმდა თბილისისა და ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატებში განთავსებულ ბენეფიციართა უფლებების დაცვის მდგომარეობა და იქ არსებული პირობების საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა. მონიტორინგმა გამოავლინა დარღვევები, როგორც ინსტიტუციური მოწყობის, ისე ხარვეზიანი რეგულაციებისა და პრაქტიკის კუთხით. მონიტორინგის საფუძველზე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ხანდაზმული პირების უფლებები სათანადოდ არ არის დაცული. მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ხანდაზმულის დაწესებულებაში ჩარიცხვის შემდეგ, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხრიდან ბენეფიციარის ზედამხედველობა და კონტროლი აღარ ხორციელდებოდა და მონიტორინგი არ უტარდებოდა სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების მიღების გაგრძელების საჭიროებას  გააძლიეროს სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების მიერ ხანდაზმულთათვის მომსახურების მიწოდების რეგულარული მონიტორინგი; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ სპეციალიზებული დაწესებულებების ბენეფიციარებს არ მიუწვდებოდათ ხელი სოციალური მუშაკის მომსახურებაზე, ამავე დროს, აღნიშნული დარგის სპეციალისტი არც მულტი დისციპლინური გუნდის საქმიანობაში იყო ჩართული, რომელიც შეიმუშავებს ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების გეგმას. ასეთ პირობებში, ეჭვქვეშ დგება მსგავსი გეგმების კვალიფიციურობის საკითხი. სახალხო დამცველს საგულისხმოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის მიმართულებით უფლებამოსილებები 2020 წლის 1 თებერვლიდან სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გადაეცა, რომელიც უშუალოდ უწევს ზედამხედველობას ხანდაზმულთა დაწესებულებებს. შესაბამისად, სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული სტრუქტურული ცვლილება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ხელს შეუწყობს, აქტიურად ჩაერთოს ხანდაზმულთა პანსიონატის საქმიანობაში.  პანსიონატებში მყოფ ბენეფიციარებზე ზრუნვის პროცესში, მათ შორის, მულტიდისციპლინური გუნდის საქმიანობაში, ჩართოს სოციალური მუშაკი; სახალხო დამცველი, საანგარიშო პერიოდში საბანკო დაწესებულების მიერ ასაკის ნიშნით დანიშნული სახელმწიფო პენსიის თვიურად 50%-ზე მეტის დაკავების კანონიერების საკითხი შეფასების შედეგად აღნიშნავს, რომ პენსიონერთა ნახევარზე მეტს სესხი აქვს აღებული, ხოლო საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა საპენსიო ანგარიშიდან იჭრება, რის გამოც, ბანკის მხრიდან ყოველთვიურად გასაცემი პენსიიდან 50%ზე მეტი უკავდებათ. იმ პირობებში, როცა პენსიონერებისათვის სახელმწიფო პენსია შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს, მიღებული თანხა საარსებო მინიმუმზე გაცილებით ნაკლებია, რაც, პენსიონერთა ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს, კიდევ უფრო ამძიმებს. სახალხო დამცველი მიუთითებს, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, ფულადი გასაცემლების გაცემის/დარიგების უსასყიდლო საბანკო მომსახურების თაობაზე სს „ლიბერთი ბანკთან“ 2014 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა, 2019 წლის ბოლოს იწურებოდა, სააგენტოს დაგეგმილი ჰქონდა საბანკო მომსახურების ახალი სახელშეკრულებო მოთხოვნების განსაზღვრა, კანონმდებლობის და სახელმწიფო ფულადი გასაცემლების მიმღებთა ინტერესების შესაბამისად, მაგრამ ცნობილი გახდა, რომ ხელშეკრულების ვადა 3 წლით იქნა გაგრძელებული, იგივე პირობებით. სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ სახელმწიფომ ბენეფიციართა ინტერესების გათვალისწინებით გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა თავიდან აიცილოს პენსიიდან თანხის ძირითადი ნაწილის დაკავება და პენსიონერების სოციალურეკონომიკური პირობების დამძიმება.  ბენეფიციართა ინტერესებზე მორგებული პირობების გათვალისწინებით, აწარმოოს მოლაპარაკებები სს „ლიბერთი ბანკთან“, დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შესატანად; სახალხო დამცველი ანგარიშში აღნიშნავს, რომ დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, კვლავ პრობლემაა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობებში მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლება. სააგენტოს ინფორმაციით, ამჟამად არსებული 154 ობიექტიდან, რომლებიც მძიმე მდგომარეობაშია, 133 სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველია. შესაბამისად, შემოწმებული ობიექტებიდან 21 შენობა შეფასების დროს მომეტებული საფრთხის შემცველი არ ყოფილა. შენობების ტექნიკური მდგრადობა, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ დევნილთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მოწმდება. სახალხო დამცველი თვლის, რომ, შესაძლოა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ყველა ობიექტი არ შემოწმდეს და სააგენტოს მონაცემები არ იყოს სრულყოფილი.  სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი 21 ობიექტიდან, გამოავლინოს ისეთი შენობები, რომელთა მდგრადობაც, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ გადამოწმებულა, და საექსპერტო შეფასებების ჩატარების გზით გადაამოწმოს მათი მდგომარეობა; როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი 29 ობიექტი დაიხურა. დახურული ობიექტებიდან, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში 245 ოჯახი განსახლდა, რაც, 2018 წელს განსახლებული ოჯახების რაოდენობაზე 92 ოჯახით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან განსახლებული ოჯახების რაოდენობის კლება, ცალსახად იმსახურებს უარყოფით შეფასებას. მისი შეფასებით, მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტების მდგომარეობა დროდადრო კიდევ უფრო მძიმდება. ამდენად, მნიშვნელოვანია, სააგენტომ, შესაბამისი საექსპერტო შეფასებების ჩატარების გზით პერიოდულად გადაამოწმოს ავარიული შენობების მდგრადობა და ასევე, მაქსიმალურად უზრუნველყოს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ობიექტებიდან დევნილთა პრიორიტეტულად განსახლება. მიაჩნია, რომ სააგენტომ საკუთარი ინიციატივით, პროაქტიულად შეამოწმოს დევნილთა განსახლების ობიექტების ტექნიკური მდგრადობა და ეს მხოლოდ დევნილთა წერილობით მიმართვაზე არ იყოს დამოკიდებული.  საექსპერტო შეფასებების ჩატარების გზით პროაქტიულად გადაამოწმოს დევნილთა განსახლების ობიექტების მდგრადობა, რათა შესაძლებელი გახდეს სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვება ე. წ. ნგრევადი ობიექტების რაოდენობაზე; როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, ინდივიდუალური საქმეების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ არ არსებობს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილთა გრძელვადიანი განსახლების, მათ შორის პირის მსგავს შენობაში ფაქტობრივად ცხოვრების დადასტურების გაწერილი პროცედურები, რის გამოც ზოგიერთ შემთხვევაში, ვერ დგინდება დევნილი ოჯახი რეალურად ცხოვრობს თუ არა ე. წ. ნგრევად ობიექტში და შესაბამისად არ არის დადგენილი ასეთი ოჯახების რაოდენობაც. სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია, რომ დევნილთა განსახლების მარეგულირებელ აქტში გაიწეროს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილთა განსახლების წესი და სააგენტომ, შესაბამისი საექსპერტო შეფასებების ჩატარების გზით პერიოდულად გადაამოწმოს ავარიული შენობების მდგრადობა და ასევე, მაქსიმალურად უზრუნველყოს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ობიექტებიდან დევნილთა პრიორიტეტულად განსახლება და გასანაწილებელი ბინების არარსებობის შემთხევაში უზრუნველყოს ისინი ქირით.  მაქსიმალურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ყოფილი კოლექტიური განსახლების ობიექტებიდან დევნილი პირების გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ხოლო საკმარისი რესურსის (გასანაწილებელი ბინების) არარსებობის შემთხვევაში, გრძელვადიან განსახლებამდე ქირით უზრუნველყოს ასეთი ოჯახები; რაც შეეხება მაღალი რისკის ქვეშ მცხოვრებ ოჯახებს, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ 2019 წელს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, მომეტებული საფრთხის ქვეშ ცხოვრების შესახებ დასკვნა 210 ოჯახზე გასცა. მიუხედავად იმისა, რომ ეკომიგრანტთა განსახლებაზე პასუხისმგებელმა უწყებამ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ამავე უწყების მიერ 2013 წლიდან გაცემული გეოლოგიური დასკვნები, ამას გავლენა არ მოუხდენია განსახლებული ოჯახების რაოდენობაზე და მომეტებული საფრთხის ქვეშ მცხოვრები მხოლოდ 30 ოჯახი განსახლდა. ამდენად, მნიშვნელოვანია, განსახლების საკითხზე მსჯელობისას, პრიორიტეტი სწორედ ასეთ ოჯახებს მიენიჭოთ.  სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიღებული გეოლოგიური დასკვნების გაანალიზების საფუძველზე, გამოავლინოს მაღალი რისკის ქვეშ მცხოვრები ოჯახები და განსახლებისათვის გამოყოფილი თანხა შესაძლებლოებბის ფარგლებში მაქსიმალურად მოახმაროს ასეთი ოჯახების განსახლებას; სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით, საცხოვრებლით. იმ პირობებში, როდესაც 2019 წელს 281 ოჯახი დაკმაყოფილდა მზარდია ეკომიგრანტთა რაოდენობა, მნიშვნელოვანია გაიზარდოს განსახლებული ოჯახების რაოდენობაც. დამატებით, ასევე აღნიშნავს, რომ 2004-2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტების ნაწილს დღემდე არ გადასცემია საცხოვრებელი კერძო საკუთრებაში. აღნიშნულ პერიოდში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განსახლებული 1062 ოჯახიდან მხოლოდ 649 ოჯახს აქვს უძრავი ქონება საკუთრებაში გადაცემული, დანარჩენებს კი, წლებია, უწევთ მოლოდინის რეჟიმში ცხოვრება.  გააძლიეროს 2004-2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტებისათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი; მონიტორინგის შედეგებზე დაყრდნობით სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ხანდაზმული პირების უფლებები სათანადოდ არ არის დაცული. მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ხანდაზმულის დაწესებულებაში ჩარიცხვის შემდეგ, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მხრიდან ბენეფიციარის ზედამხედველობა და კონტროლი აღარ ხორციელდებოდა და მონიტორინგი არ უტარდებოდა სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების მიღების გაგრძელების საჭიროებას, სპეციალიზებული დაწესებულებების ბენეფიციარებს არ მიუწვდებოდათ ხელი სოციალური მუშაკის მომსახურებაზე, ამავე დროს, აღნიშნული დარგის სპეციალისტი არც მულტი დისციპლინური გუნდის საქმიანობაში იყო ჩართული, რომელიც შეიმუშავებს ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების გეგმას. ასეთ პირობებში, სახალხო დამცველი ეჭქვეშ აყენებს მსგავსი გეგმების კვალიფიციურობის საკითხს.  ბენეფიციარის საჭიროებების გათვალისწინებით, შეიმუშაოს მომსახურების ინდივიდუალური გეგმა; სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ აქტიური დაბერების უზრუნველსაყოფად, პანსიონატებში არ ფუნქციონირებს წინასწარ განსაზღვრული სოციალური აქტივობების გეგმა. მიმდინარე ღონისძიებები სპონტანური ხასიათისაა და უმეტესწილად დაკავშირებულია სხვადასხვა მოხალისე ორგანიზაციის შეთავაზებებზე.  აქტიური დაბერების მიზნით შეიმუშაოს სოციალური აქტივობების გეგმა სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მონიტორინგის დროს ასევე გამოვლინდა, რომ ხანდაზმულთა დაწესებულებებში მოთავსებული ბენეფიციარების ნაწილს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნულ ინსტიტუციებში ფსიქიატრის მომსახურება ხელმიუწვდომელია. შესაბამისად, პანსიონატში მყოფ ბენეფიციარებს ხელი არ მიუწვდებათ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე. სახალხო დამცველის ინფორმაციით, სპეციალიზებულ დაწესებულებებში შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციარებს, რიგ შემთხვევებში, არ ჰყავთ დანიშნული მხარდამჭერის მიმღები პირები. შესაბამისად, არსებობს მათი უფლებების ხელყოფის რეალური საფრთხე  გამოვლინოს მხარდამჭერის საჭიროების მქონე ბენეფიციარები და მიიღოს შესაბამისი ზომები მათთვის მხარდამჭერის დანიშვნის პროცედურების დასაწყებად; სხვადასხვა მომსახურების მისაწვდომობის მხრივ, პრობლემები ექმნებათ როგორც ფიზიკური შეზღუდვის მქონე, ისე უსინათლო პირებსაც. ეროვნული საკანონმდებლო ბაზა ჯერ კიდევ არ იცნობს გონივრულ მისადაგებას, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმას. კვლავ უთანასწორო პირობებში არიან საჯარო სამსახურში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც (გარდა მკვეთრად და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა), კერძო სექტორში დასაქმებულთაგან განსხვავებით, სოციალური პაკეტით ვერ სარგებლობენ.  უზრუნველყოს სტატისტიკური აღრიცხვა საჯარო სამსახურში დასაქმებული მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემდგომში „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური პაკეტით სარგებლობის ხელმისაწვდომობის მიზნით; „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი არ შეიცავს დებულებებს, რომელიც სათანადოდ დაარეგულირებდა საჩივრების განხილვის პროცედურას და მონიტორინგის საკითხს. სოციალური მომსახურების სააგენტოს, 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 16 დეკემბრამდე, ფსიქიატრიული დაწესებულებები არ შეუმოწმებია. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 3 დეკემბრამდე 10 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ჩაატარა შემოწმება/რევიზია. მოქმედი ჰოსპიტალგარე კონტროლის მექანიზმები ორიენტირებულია პაციენტების საჩივრებზე, რაც, ფსიქიატრიული დახმარების ხარვეზებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტის გასაჩივრების სათანადო, პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი პროცედურის არარსებობის პირობებში, სახელმწიფო კონტროლის საჭირო ხარისხს ვერ უზრუნველყოფს. კერძოდ, კონტროლის მექანიზმების მუშაობა არ არის ყოვლისმომცველი, კოორდინირებული და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მისი გამოსწორება მკაცრად არ კონტროლდება.  შექმნას ფსიქიატრიული დახმარების უზრუნველყოფის ჰოსპიტალგარე სახელმწიფო ზედამხედველობის და ფსიქიატრიული მომსახურების ხარისხისა და უფლებების დაცვის მონიტორინგის მექანიზმი, რომლის კომპეტენციაც იქნება ფსიქიატრიული სერვისების მომხმარებლებისგან, დაინტერესებული პირებისგან მათი წარმომადგენლებისა კონფიდენციალური/ღია და საჩივრების სხვა მიღება ფსიქიატრიული სერვისების ხარისხისა და უფლებების კუთხით გამოვლენილ დარღვევებზე და ფსიქიატრიული სერვისების მიმწოდებლების რეგულარული, სისტემური და პროაქტიული მონიტორინგი; ინსპექტირების შედეგებმა აჩვენა, რომ შრომის უსაფრთხოების კუთხით, ყველაზე პრობლემური რისკების შეფასების ვალდებულების შეუსრულებლობაა. ამასთან, დასაქმებულები, ხშირად, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე მუშაობენ. საგულისხმოა, რომ წლის განმავლობაში 92 ობიექტს შეუჩერდა სამუშაო პროცესი უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული დარღვევის გამო, რაც გულისხმობს, რომ გამოვლენილი შეუსაბამობები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და სავალდებულო იყო მათი დაუყოვნებლივ გამოსწორება. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს 2018 წელს მიენიჭა შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემოწმების უფლებამოსილება. თუმცა, შრომის უსაფრთხოების ნორმებისგან განსხვავებით, მათ დაცვაზე ზედამხედველობის გაწევა მხოლოდ ორგანიზაციის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში შეუძლია. 2019 წელს შრომითი უფლებების ნაწილში ინსპექტირებაზე თანხმობა მხოლოდ 19-მა დამსაქმებელმა გამოთქვა. გამოიკვეთა ისეთი მძიმე დარღვევები, როგორებიცაა უქმე დღეებში ნამუშევარი და ზეგანაკვეთური სამუშაოს აუნაზღაურებლობა, შეუსაბამობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და არსებულ სამუშაოს შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის წესის დარღვევა და სხვ. საპასუხოდ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი უფლებამოსილი იყო, გაეცა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის მითითებები, ვინაიდან შრომითი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის პროცესში იგი არ არის აღჭურვილი შესასრულებლად სავალდებულო მითითებების გაცემის ან სანქცირების მექანიზმებით. შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტი მოითხოვს შრომის ინსპექციის ისეთი სისტემის არსებობას, რომელიც უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხებთან ერთად, შრომის პირობებთან დაკავშირებული სხვა დებულებების (სამუშაო საათები, ხელფასი, დასვენების დრო და სხვ.) აღსრულებასაც მოიცავს. ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, საკუთარ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ასახოს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები სწორედ იმ ფორმით, როგორც ეს მოცემულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის კონვენციებში. თუმცა საქართველოს აღნიშნული სტანდარტების დამდგენი კონვენციები დღემდე არ აქვს რატიფიცირებული.  უზრუნველყოს ნორმატიული აქტების მიღება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების თაობაზე 1989 წლის 30 ნოემბრის საბჭოს 89/654/EEC დირექტივის, სამუშაო ადგილზე მუშაკთა მიერ სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისათვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების თაობაზე 2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/104/EC დირექტივისა და მონიტორიან დანადგარებთან მუშაობისთვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ 1990 წლის 29 მაისის საბჭოს 90/270/EEC დირექტივის დებულებათა შესასრულებლად.  გაატაროს სათანადო ღონისძიებები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „მრეწველობასა და ვაჭრობაში შრომის ინსპექციის შესახებ“ №81, „შრომის ინსპექციის (სოფლის მეურნეობაში) შესახებ“ №129 და „სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის უსაფრთხოების შესახებ“ პროცედურების დასაწყებად; №155 კონვენციების რატიფიკაციისთვის საჭირო  დააჩქაროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ორგანიზაციული და სტრუქტურული გაძლიერება, მათ შორის, რეგიონული ოფისებით აღჭურვის გზით; საქართველოს სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე და მაღალეფექტიანი მეთოდების დანერგვა. თუმცა ცალკეული და სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამა - საყოველთაო ჯანდაცვის, ონკოპრევენციის პროგრამის, პალიატიური მზრუნველობის და ადგილობრივი მუნიციპალური ბიუჯეტების ფარგლებში, - რომელიც უზრუნველყოფს ონკოლოგიური დაავადების ლაბორატორიული გამოკვლევების და ოპერაციების ხარჯების ანაზღაურებას დაზღვევის პაკეტების შესაბამისი ლიმიტისა და თანაგადახდის გათვალისწინებით, ქმნის არათანაბარ და განსხვავებულ მიდგომას ბენეფიციარის ფინანსური სტატუსიდან გამომდინარე. არასრული დაფინასების გამო, ამ მძიმე სენით დაავადებულ პაციენტებს საკუთარი ხარჯებით ან კვლავ სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამის დახმარებით უწევთ თანხის შევსება სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილ ტარიფამდე.  გააძლიეროს სახელმწიფო პროგრამები, რომელიც უზრუნველყოფს ონკოლოგიურ დაავადებათა ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენას, კიბოს გავრცელების პრევენციას და ონკოლოგიური პაციენტებისათვის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას; ცალკეული სოციალური პროგრამებისა და გასული წლის მაისში განხორციელებული რიგი პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, ქვეყანაში არ არსებობს სოციალური დაცვის გამართული სისტემა და შესაბამისი სტრატეგია, რომელიც მოსახლეობას სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფდა და მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებასა და სიღარიბის დაძლევაზე იქნებოდა ორიენტირებული. „მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა“ ქვეყანაში 2006 წელს დაინერგა თუმცა 2014 წლის შემდეგ არ შეფასებულა პროგრამის ეფექტიანობა, არ შესწავლილა სამომხმარებლო ინდექსის გამომთვლელი ფორმულის ეფექტიანობა და შინამეურნეობების საჭიროებები. მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველსაყოფად, აუცილებელია მთავრობამ შინამეურნეობების კვლევაზე დაყრდნობით შეაფასოს „მიზნობრივი სოციალური პროგრამის“ ეფექტიანობა და შედეგების მიხედვით მიიღოს შესაბამისი ზომები.  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ განხორციელებული შინამეურნეობის კვლევებზე დაყრდნობით, უზრუნველყოს „მიზნობრივი სოციალური დახმარების“ პროგრამის განახლების და მისი ეფექტიანობის პერიოდული შესწავლის მეთოდოლოგიის შემუშავება; 2019 წელს იკლო მიზნობრივი ქვეპროგრამებით მოსარგებლე შშმ პირთა (მათ შორის, შშმ ბავშვთა) რაოდენობამ. კვლავ გამოწვევად რჩება ქვეპროგრამით სარგებლობის მომლოდინე ბენეფიციართა რიგების არსებობა და ცალკეული ქვეპროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხი. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შშმ პირთა საჭიროებებზე გათვლილი მიზნობრივი სერვისების დიდი ნაწილი სრულად ვერ ფარავს რეგიონებს და ქვეყნის მასშტაბით არსებულ მოთხოვნებს. სახელმწიფო პროგრამით სარგებლობისას, გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან სმენის შეზღუდვის მქონე პირები. არსებული მდგომარეობით, არ ხდება მოსარგებლეების უზრუნველყოფა კოხლეარული იმპლანტის პროცესორით, რაც აბრკოლებს დამხმარე საშუალების გამოყენებით მიღწეული შედეგის შენარჩუნებას და მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. რამდენიმე მუნიციპალიტეტი ფრაგმენტულად აფინანსებს კოხლეარული იმპლანტის, მეტყველების პროცესორის სახარჯ საშუალებებს (სადენი, ელემენტები, სხვა), რაც, ბუნებრივია, სმენის პრობლემების მქონე ყველა პირისთვის არ არის მისაწვდომი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო პროგრამამ სრულად სახელმწიფო უზრუნველყოს პროგრამა სმენის ითვალისწინებს სმენის ხელშემწყობი კომპონენტის დასახელებული აპარატით რეაბილიტაციას. ნაწილში კომპონენტით უზრუნველყოფის დაბალია ჩართულ პარალელურად, დამოუკიდებელი პირთა სარგებლობა. რაოდენობა. არ ცხოვრების სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის შესაბამის კომპონენტებში, დღემდე არ არის უზრუნველყოფილი რთული ქცევისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების სამიზნე ჯგუფად გათვალისწინება და მათთვის საჭირო სერვისის მიწოდება. საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული ქცევის მქონე ბავშვები კვლავ აუცილებელი თერაპიისა და რეაბილიტაციის გარეშე არიან დარჩენილები. სახელმწიფო კვლავ ვერ უზრუნველყოფს რეაბილიტაციის სერვისზე ზრდასრული შშმ პირების წვდომას. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ქვეპროგრამის შესაქმნელად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, ზრდასრული შშმ პირები კვლავ ვერ სარგებლობენ მათთვის აუცილებელი მომსახურებით.  გააძლიეროს ბავშვთა ადრეული აბილიტაცია/რეაბილიტაციის, ორგანიზაციების შშმ მომსახურების პირთა განვითარების, დღის ქვეპროგრამების ცენტრებისა მისაწვდომობა ბავშვთა და სათემო შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა პირისთვის ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, საჭიროებების კვლევის, არსებულ სერვისებში გამოკვეთილი ხარვეზების/გამოწვევების შესწავლის, დაფინანსების ზრდისა და მომსახურებაში დასაქმებული პერსონალის სწავლება/გადამზადების გზით;  სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების სამიზნე ჯგუფად გათვალისწინება და მათთვის შესაბამისი სერვისის მიწოდება;  სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, სმენის აპარატით უზრუნველყოფის პარალელურად, გაითვალისწინოს სმენის რეაბილიტაცია და სასმენ ტექნოლოგიებზე სრული მისაწვდომობა; გამოწვევად რჩება დღის ცენტრების მომსახურების საჭიროების მქონე ყველა პირის მოცვა ქვეყნის მასშტაბით. სერვისით მოსარგებლე პირთათვის (მათ შორის, ბავშვთათვის) ვაუჩერის გაგრძელების პროცესში არსებული ხარვეზები, სერვისის არათანაბარი გეოგრაფიული მოცვა და, რიგ შემთხვევებში, სერვისის დაბალი ხარისხი, უარყოფითად აისახება მომსახურებაში ჩართულ შშმ პირთა (მათ შორის, ბავშვთა) რაოდენობაზე. 2019 წელს ქვეპროგრამის ბიუჯეტის 2 483 300 ლარით ზრდის მიუხედავად, არ მოხდა მისი მნიშვნელოვანი ნაწილის ათვისება, რაც არასწორ განაწილებაზე მიუთითებს. ერთ ბენეფიციარზე გათვალისწინებული დაფინანსების სიმწირის გამო, ვერ ხერხდება ცენტრების გამოცდილი და კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა. მომსახურების მიმწოდებლების ნაწილი სათანადოდ არ ასრულებს სახელმწიფო პროგრამითა და სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებს. ბენეფიციარებს არ მიეწოდებათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციონალურ შესაძლებლობებსა და შეზღუდვებზე მორგებული მომსახურება. მწვავედ გამოიკვეთა კვალიფიციური სპეციალისტების დეფიციტი, განსაკუთრებით, რეგიონებში, ასევე, ძალადობის გამოვლენის, კვალიფიცირებისა და რეაგირების მხრივ არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები. პრობლემას წარმოადგენს დღის ცენტრების ფიზიკური გარემო, რომლის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა არ არის სრულად მისაწვდომი შშმ პირებისთვის. სახელმწიფო დროულად არ აახლებს ვაუჩერს, რაც იწვევს სერვისის წყვეტას თვეების განმავლობაში.  უზრუნველყოს შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურების სერვისში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდა;  უზრუნველყოს დღის ცენტრებში მომსახურების ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის იმგვარი ზრდა და განაწილება, რაც შესაძლებელს გახდის სერვისის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებას და ბენეფიციარებისთვის სათანადო სარეაბილიტაციო ღონისძიებების მიწოდებას; მუნიციპალურ დონეზე სირთულეს წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული საჭიროებების სრულყოფილად შესწავლა/შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და გაუმჯობესებული ფიზიკური გარემოს მაჩვენებელი სტატისტიკის წარმოება. ყველა მუნიციპალიტეტში არ შემუშავებულა ეროვნული სამოქმედო გეგმა შშმ პირთათვის ფიზიკურ გარემოზე მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, კონკრეტული ღონისძიებების, პასუხისმგებელი უწყებების, შესრულების ვადების, დაფინანსების კომპონენტის და შედეგების იმ ინდიკატორების მითითებით, რომელთა გაზომვაც შესაძლებელია. პრობლემას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის როგორც აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების დაწესებულებების, ისე სხვა საჯარო დაწესებულებების მისაწვდომობა. გამოვლინდა, რომ მხოლოდ რამდენიმე სასამართლო შენობაშია ხელმისაწვდომი სერვისები ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებისათვის, თუმცა, სენსორული შეზღუდვის მქონე პირებისათვის, თითქმის არცერთი შენობა არ არის მისაწვდომი. სასამართლო შენობების პანდუსების თითქმის სრული უმრავლესობა, ასევე შიდა და გარე კიბეები, არ აკმაყოფილებს მისაწვდომობის სტანდარტს. შეზღუდულია თავად პანდუსების რაოდენობაც. მონიტორინგმა ცხადყო, რომ მისაწვდომობის აუდიტის პროცესში ჩართული 65 შენობიდან, მინიმალურ სტანდარტს, მხოლოდ 7 (4%) აკმაყოფილებდა. გამოწვევად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების ინფორმაციის, კომუნიკაციის საშუალებებსა და სხვადასხვა მომსახურებებზე წვდომისთვის აუცილებელი პირობების შექმნა, რაც ასევე ნორმატიულ დონეზე დეტალურ დარეგულირებას მოითხოვს.  უზრუნველყოს საინფორმაციო კამპანიის წარმოება მისაწვდომობასთან დაკავშირებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, უნივერსალური დიზაინის სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ რეგულაციებსა და ვალდებულებებზე, საზოგადოებისა და პასუხისმგებელი სუბიექტების სათანადოდ ინფორმირების მიზნით;  მისაწვდომობის ეროვნული გეგმა შეიმუშაოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით. გეგმით პრიორიტეტულად გაითვალისწინოს საზოგადოებისთვის განკუთვნილი მისაწვდომობის ობიექტების/მომსახურებებისა უზრუნველყოფა. და ამასთან, საჯარო დაწესებულებების დოკუმენტით განსაზღვროს წარმოადგენს პროფესიული შემჭიდროებული ვადები. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო სოფლად მცხოვრები ქალებისთვის პრობლემას გადამზადების პროგრამებისა და სასწავლებლების სიმცირე.  გააგრძელოს სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების პროფესიული განვითარება და მათი ეკონომიკური გაძლიერება ტრენინგებისა და პროექტების მართვის უნარჩვევების სწავლებით; განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული პროექტების, პროგრამებისა და ინიციატივების სიმცირე. ქალების ძირითადი შემოსავლის წყაროა საჯარო სამსახური, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სოფლის მეურნეობა, ტურისტული ბიზნესი, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მიწათმოქმედება, სამკერვალო, სერვისის სფერო, სეზონური სამუშაოები და პენსია. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ რეგიონებში ძალიან მაღალია მიგრაციის ფემინიზაციის მაჩვენებელი  დახვეწოს მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებისას, გათვალისწინებული იქნება კონკრეტული რეგიონის სპეციფიკა და საჭიროებები; ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო სატრანსპორტო სექტორია. მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან თანამშრომლობით, იგეგმება აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელი როგორც მატერიალურ-ტექნიკური საკითხების მოწესრიგება, ისე შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, თუმცა, მნიშვნელოვანია, ამის დროულად გაკეთება  უზრუნველყოს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური რესურსი და გაატაროს საჭირო საკანონმდებლო ღონისძიებები ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა ნორმაზე მეტი კონცენტრაციის შემთხვევების გამოსავლენად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად და ასამოქმედებლად. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო აღნიშნული რეკომენდაცია გაცემულია ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინების არსებული პრობლემიდან, რაც წინა წლების მსგავსად კვლავ გამოწვევად რჩება. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის შემთხვევების მიხედვით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანანმანათლებლო დაწესებულებასა და სოციალურ სამსახურს შორის კოორდინირებული მუშაობა კვლავ ხარვეზიანია და პრობლემურია რეფერირების მექანიზმის გამართული მუშაობაც. მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით, სოციალური სამსახურის მიერ ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევების შესწავლის რიცხვმა მკვეთრად მოიმატა, ანგარიშში ვკითულობთ, რომ მონიტორინგისას აღმოჩნდა ისეთი შემთხვევები, როდესაც სკოლა ხშირად მალავს ადრეული ქორწინების/ნიშნობის ფაქტებს და პასუხისმგებელ უწყებებს არ ატყობინებს ინფორმაციას.  უზრუნველყოს მასწავლებელთა გადამზადება ცნობიერების ასამაღლებლად და ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით განათლების სისტემაში დასაქმებულ პირთათვის კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებთან დაკავშირებით; ანგარიშიდან ვიგებთ, რომ ადამიანის უფლებათა სწავლების საკითხს, ადამიანის უფლებათა ხელყოფის მნიშვნელოვან პრევენციულ ზომად და პრიორიტეტად მიიჩნევს სახელმწიფოს სტრატეგიულ დოკუმენტებში, თუმცა ადამიანის უფლებათა სწავლების სტრატეგიული დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის არსებობა, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად კვლავ სახელმწიფოს გამოწვევად რჩება.  გააძლიეროს ადამიანის უფლებათა სწავლება საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით; სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში ადამიანის უფლებების საბაზისო ცოდნის მოთხოვნის თაობაზე 2018 წლის საპარლამენტო რეკომენდაციები, ანგარიშში გაცემული რომელთა რეკომენდაცია ადრესატებიც არ შესრულებულა. კონკრეტული ამასთან, ადგილობრივი თვითმმართველობები იყვნენ და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღებას ეხებოდა, ადგილობრივი თვითმმართველობების მხოლოდ მცირე ნაწილმა შეასრულა და ისიც ნაწილობრივ. 2018 წელს, სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან დადებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ადამიანის ძირითად უფლებებში პედაგოგთათვის განკუთვნილი ონლაინ-ტრენინგ კურსის მოდულები შეიმუშავა და ცენტრს მიაწოდა. ამის მიუხედავად სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2016-2019 წლების სტრატეგიის ანალიზში მასწავლებლებისთვის ადამიანის უფლებათა საკითხებისა და მათი საგაკვეთილო პროცესში დანერგვის შესახებ ცოდნის მიწოდება სტრატეგიული პრიორიტეტს არ წარმოადგენს. ამ ეტაპზე ცენტრს არც მასწავლებლებისთვის ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი ტრენინგ პოლიტიკის დოკუმენტი აქვს შემუშავებული, რაც ართულებს განათლების სისტემაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის რეალიზებას.  შეიმუშაოს ადამიანის უფლებათა დოკუმენტი მასწავლებლებისთვისა სწავლების და ერთიანი სასწავლო ტრენინგ-პოლიტიკის პროცესში ჩართული სხვა პირებისთვის; სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2019 წლის მონაცემებით, გასულ წლებთან შედარებით, საქართველოში გაზრდილია არასრულწლოვანთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის შემთხვევები, კვლავ სუსტია ბავშვთა ფსიქოსოციალური დაცვისა და მხარდაჭერის სისტემა, არ არსებობს რისკის ქვეშ მყოფ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დახმარებისა და რეაბილიტაციის სერვისები, ამ დრომდე არ არის შემუშავებული ბავშვთა სუიციდის პრევენციის სტრატეგია და დაგვიანებულია ფსიქოლოგიური მხარდაჭერაც. ანგარიშის თანახმად, 2019 წელს ბავშვთა სუიციდის 22 და სუიციდის მცდელობის 69 შემთხვევა გამოვლინდა, ხოლო 2018 წელს სუიციდის - 12 და სუიციდის მცდელობის - 48 შემთხვევა. აღნიშნული შემთხვევების მატება საგანგაშოა, რაც სახელმწიფოში ბავშვთა დაცვის მოქმედი სისტემის ხარვეზებზე მიუთითევს და არასრულწლოვნებში სუიციდის რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დაცვა და დახმარება არაა სათანადოდ უზრუნველყოფილი: “განსაკუთრებით პრობლემურია, რომ სკოლებში პედაგოგებსა და პასუხისმგებელ პირებს არ აქვთ სათანადო ცოდნა სუიციდის რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთან მუშაობის სპეციფიკის შესახებ. სკოლებში დროულად ვერ ხერხდება ძალადობის მსხვერპლი, რთული ქცევისა და ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე ბავშვების გამოვლენა და კვალიფიციური დახმარება”.  შეიმუშაოს სკოლებში სუიციდის რისკის მეთოდოლოგია და მათი ქვეშ მყოფი ბავშვების გამოვლენის ინდივიდუალური საჭიროების გამოვლენის გზით მოახდინოს რეფერირება, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მომსახურება „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად; ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2019 წელს პარლამენტის მიერ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიღება ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის სამართლებრივი განმტკიცების საქმეში სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული მისასალმებელი ნაბიჯია, თუმცა, ამის მიუხედავად, ბავშვის უფლებების სრული და ეფექტიანი დაცვა ქვეყანაში კვლავ არაერთ გადაუჭრელ პრობლემას მოიცავს. მაგალითად, მათ შორისაა: “ბავშვთა სოციალური დაცვის სისტემაში არსებული ხარვეზები - ბავშვთა პროგრამების სიმცირე და არსებულის არაეფექტიანობა, რაოდენობა, ასევე, ბავშვთა, სოციალური მუშაკებისა განსაკუთრებით კი, და ფსიქოლოგების სახელმწიფო ზრუნვის არასაკმარისი ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა სიღარიბისა და ძალადობისგან, მათ შორის, სექსუალური ძალადობისგან დაცვის მაჩვენებელზე, უარყოფითად აისახება”. ანგარიშში ასევე საუბარია წლების განმავლობაში ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციის, კერძოდ, ძალადობის ფაქტების დროული იდენტიფიცირებაისა და ეფექტური რეაგირების პრობლემის შესახებ. ამასთან, კვლაც არ არსებობს ძალადობის მსხვერპლ ბავშვებისთვის შესაბამისი სარეაბილიტაციო სერვისები. სკოლებში, ბავშვებისათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განათავსოს ინფორმაცია  უფლებადაცვითი მექანიზმებისა და მათი საკონტაქტო მონაცემების შესახებ; როგორც მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღმზრდელები, ისე მინდობით აღმზრდელები, ნაკლებად ან საერთოდ არ ფლობენ რთული ქცევის მქონე ან ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობის ცოდნასა და უნარებს, რის გამოც, რიგ შემთხვევებში, ბავშვებს უცვლიან ზრუნვის ფორმას, რაც ბავშვისთვის დამატებითი სტრესია და არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ გამოიკვეთა ქცევითი პრობლემების ან ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ბავშვების ერთად განთავსების ტენდენციაც, რაც არსებული რესურსების ფარგლებში, განსაკუთრებით ამძიმებს შექმნილ სიტუაციას სკოლებში ბავშვებთან მომუშავე პერსონალს აქტიურად ჩაუტაროს ტრენინგები და  გადამზადება ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკების, ბავშვთა რთული ქცევის მართვის საკითხებში; სახალხო დამცველის ანგარიშიდან ირკვევა, რომ აღნიშნულ დაწესებულებებში ვერ ხდება არასრულწლოვანთა საჭიროებების სათანადოდ გამოვლენა და ბავშვისადმი ინდივიდუალური მიდგომა, ასევე მაღალია ინსტიტუციური ძალადობის რისკები. ანგარიშში ასევე ვკითხულობთ, რომ “საგანგაშოა ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის წარმომადგენლები არ აძლევენ პანსიონში მონიტორინგის ჩატარების შესაძლებლობას, მაშინ, როდესაც, სახალხო დამცველი თავის არაერთ ანგარიშში უთითებდა აღნიშნულ პანსიონში მცხოვრები ბავშვების განსაკუთრებით მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე. მიუხედავად ამისა, მინიმალურია სახელმწიფოს როლი ამ კონკრეტულ პანსიონთან მუშაობის პროცესში. შეუძლებელია იმგვარი მონიტორინგის ჩატარება, რომელიც შესაძლებელს გახდიდა ბავშვის უფლებადარღვევის თითოეული ფაქტის, განსაკუთრებით, ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევების დროულ გამოვლენას.” ამრიგად, სახალხო დამცველის ანგარიშში აღნიშნულია, რომ აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგით რიგ სკოლა-პანსიონებში მოსწავლეების ჩარიცხვის საფუძველს სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე წარმოადგენს, სადაც ასევე იკვეთება ოჯახების მხრიდან ბავშვების უგულებელყოფის შემთხვევებიც. მიუხედავად ამისა, სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ ამ სკოლა-პანსიონებისთვის ჯერ კიდევ არ შემუშავებულა პანსიონური მომსახურების სტანდარტი და ეფექტიანი მონიტორინგის მექანიზმი, შეუსწავლელია არასრულწლოვანთა მდგომარეობა, არ არის გამოვლენილი მათი საჭიროებები და მათ არ მიეწოდებათ მათ ინტერესებზე მორგებული მომსახურება.  შეიმუშაოს პანსიონური მომსახურების ერთიანი სტანდარტი და დანერგოს აღნიშნულ დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი; ანგარიშიდან ირკვევა, რომ რადიკალურ ღონისძიებებს საჭიროებს სკოლის მიტოვების მაღალი მაჩვენებელი, სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებულ არასრულწლოვნებში სწავლის გაგრძელების დაბალი მოტივაციის გამოკვეთილი ტენდენცია. განსაკუთრებით პრობლემურია აღნიშნული საკითხის მიზეზების გამოვლენის, აღრიცხვისა და სკოლის მიტოვების თავიდან აცილების შესაძლებლობები. სახალხო დამცველის ანგარიშებში ამ პრობლემაზე არაერთხელ ყოფილა მითითებები, მათ შორის, ადრეული ქორწინების, ბავშვთა სიღარიბისა და შრომის კუთხით განათლების უფლების დარღვევის ტენდენციაზე, თუმცა, პრობლემა ჯერაც არ გადაჭრილა. ანგარიშიდან ვიგებთ, რომ რომ სკოლებს არ გააჩნიათ სკოლის მიტოვების სტატისტიკის აღრიცხვის ერთიანი მექანიზმი შესაბამისი საფუძვლების მითითებით.  შეიმუშაოს სკოლის მიტოვების სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვისა და დამუშავების ერთიანი მეთოდოლოგია და სტანდარტი; აღნიშნულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ “სუსტია მულტიდისციპლინური მიდგომით არასრულწლოვნების საგანმანათლებლო საჭიროებების გამოკვეთის საკითხიც, ასევე, მათთან სპეციალური პედაგოგის ჩართვის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც ბავშვს აქვს სკოლის ადრეულად მიტოვების გამოცდილება, არ ფლობს ასაკის და კლასის შესაბამის ცოდნას და ა.შ.” ანგარიშში ასევე მოხსენიებულია, რომ კვლავ პრობლემად რჩება არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც არ არის დატვირთული მრავალფეროვანი, ბავშვების ინდივიდუალურ საჭიროებებსა და ინტერესებზე მორგებული განმავითარებელი აქტივობებით.  უზრუნველყოს, რომ მულტიდისციპლინურმა გუნდმა დროულად შეაფასოს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საგანმანათლებლო საჭიროებები და მათთვის უზრუნველყოს სპეციალური პედაგოგის ხელმისაწვდომობა; სახალხო დამცველის ანგარიშში თავშესაფრის მაძიებელი, საერთაშორისო დაცვისა და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვნები, მიმღებ ქვეყნებში არსებული ენის ბარიერისა და სხვადასხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობის, მათ შორის ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და განათლების სერვისებზე წვდომის შეზღუდვის გამო დასახელებულნი არიან როგორც სხვადასხვა სახის უფლებადარღვევის მაღალი რისკის ქვეშ მყოფნი. ისინი ასევე ძალადობისა და ექსპლუატაციის საფრთხის ქვეშ არიან, განსაკუთრებით ის ბავშვები, რომლებიც დოკუმენტაციისა და თანმხლები პირის გარეშე გადაადგილდებიან. ანგარიშში აღწერილია ქვეყანაში ბავშვთა სოციალური დაცვის სისტემაში არსებული ხარვეზები, მათ შორის, პროგრამების სიმცირე, ბავშვთა მხარდამჭერი პროფესიონალების არასაკმარისი რაოდენობა. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი არასრულწლოვნის, მათ შორის საერთაშორისო დაცვის მქონე, თავშესაფრის მაძიებელი და მოქალაქეობის არმქონე ბავშვების უფლებები დაცვა და რეალიზება კვლავ პრობლემურია.  საქართველოში მყოფ საერთაშორისო დაცვის მქონე, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანთათვის ზოგადი განათლების მიწოდებისას, უზრუნველყოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა; ანგარიშიდან ირკვევა, რომ ძალადობის შემთხვევების დროული გამოვლენისა და რეაგირების კუთხით, კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვებთან მომუშავე პროფესიონალების და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულ პირთა კვალიფიკაციის საკითხი. სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიში აღნიშნული საკითხის გარშემო შემოსული საჩივრების რაოდენობასა და ამ პრობლემის სიმწვავეზე მიუთითებს. ასევე დოკუმენტიდან ვიგებთ, რომ 2019 წელს სახელმწიფოს კვლავ არ ჰქონდა ძალადობის/ბულინგის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა - სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება კვლავ არაერთგვაროვანი ხასიათისაა და ვერ უზრუნველყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას. ანგარიშში აღნიშნული ინფორმაციის თანახმად აღნიშნულია, რომ “სკოლებში მოსწავლეთა შორის ჩადენილ შესაძლო ძალადობის 1134, ხოლო 259 შემთხვევაში - სკოლის თანამშრომლის მხრიდან მოსწავლის მიმართ ჩადენილ შესაძლო ძალადობის ფაქტზე დაიწყო დისციპლინური წარმოება. სკოლების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფერირება განხორციელდა 198 შემთხვევაზე, რაც შეეხება რეფერირებას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, მიმართვა მოჰყვა 461 შემთხვევას. სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში კი, 2019 წელს გადამისამართდა 3434 ახალი შემთხვევა. 61 შემთხვევაში გადამისამართების საფუძველი იყო ძალადობა.”  გაზარდოს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების რაოდენობა და გააძლიეროს უკვე არსებულის შესაძლებლობები; ანგარიშში ვკითხულობთ, რომ 2019 წლის განმავლობაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით, არსებითი ხასიათის ცვლილებები არაა. რაც შეეხება ზოგად განათლებას, ანგარიშიდან ვიგებთ, რომ 2 100 საჯარო სკოლიდან, ინკლუზიური განათლება მხოლოდ 1 400-მდე სკოლაში დაინერგა. სერიოზულ პრობლემად რჩება ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების მოძიება და მათი საგანმანათლებლო პროცესში ჩართვა. ანგარიშის თანახმად, დღეის მდგომარეობით, სსსმ მოსწავლეები ირიცხებიან საჯარო სკოლების მხოლოდ 67%-ში. გამოწვევას წარმოადგენს როგორც ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილ, ისე სასწავლო პროცესში ჩართულ შშმ მოსწავლეებთან დაკავშირებით დეტალური სტატისტიკის წარმოება.  უზრუნველყოს როგორც ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების, ისე საგანმანათლებლო სისტემაში ჩართული შშმ სსსმ (შშმ) მოსწავლეების თაობაზე სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ანგარიშის თანახმად, სახალხო დამცველის აპარატმა გამოითხოვა ინფორმაცია 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში - „ინკლუზიური განათლება საპილოტე საჯარო სკოლებში“ ასახული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. შემოწმების შედეგებით ირკვევა, რომ სკოლებში კვლავ გამოწვევად რჩება მოსწავლეთა რთული ქცევის მართვის შესაბამისი მექანიზმების დანერგვა, სკოლების გარე და შიდა ინფრასტრუქტურის/სასწავლო რესურსების მისაწვდომობის უზრუნველყოფა, ინკლუზიური განათლების სპეციალისტების დაქირავება და მათი სათანადო ანაზღაურება”. სახალხო დამცველის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ ხარისხიანი ინკლუზიური განათლების რეალიზება კვლავ გამოწვევად რჩება როგორც ადრეული და სკოლამდელი აღზრდის, ისე ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურზე: “ადგილობრივი თვითმმართველობებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ პრობლემაა ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კუთხით არსებული საჭიროებების სრულყოფილად შესწავლა, შესაბამისი ფინანსური სახსრების მობილიზება, ინფრასტრუქტურის/სასწავლო რესურსების მისაწვდომა, ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალის სკოლამდელი აღზრდის პროცესში ჩართვა და არსებული პერსონალის გადამზადება”.  უზრუნველყოს სკოლის მასწავლებლებისა სპეციალისტების გადამზადება საჭიროებების თაობაზე, სსსმ (შშმ) პრაქტიკაზე და ინკლუზიური მოსწავლეთა განათლების საგანმანათლებლო ორიენტირებული სატრენინგო მოდულების/პროგრამების გამოყენებით, მათ შორის, ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენასთან, რთული ქცევის მართვასთან, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე, მძიმე და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდებთან, კომუნიკაციის დამხმარე და ალტერნატიული ტექნოლოგიების გამოყენებასთან, მოსწავლეთა შეფასებასთან დაკავშირებით; ანგარიშის მიხედვით პრობლემურია კადრების გადამზადება შშმ პირთა მომსახურების სპეციფიკასთან დაკავშირებით, ისევე როგორც საავადმყოფოების შესაბამისი ადაპტირებული ტექნიკით აღჭურვა. ასევე ანგარიშიდან ვიგებთ, რომ 2019 წელს, შშმ პირთა საჭიროებებზე მიმართული პროგრამების დაფინანსების ზრდის მიუხედავად, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა პროგრამით მოსარგებლე პირთა (მათ შორის, შშმ ბავშვთა) რაოდენობა. ანგარიშიდან ასევე ირკვევა, რომ საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული ქცევის მქონე ბავშვები კვლავ აუცილებელი თერაპიისა და რეაბილიტაციის გარეშე არიან დარჩენილები, ასევე სახელმწიფო კვლავ ვერ უზრუნველყოფს რეაბილიტაციის სერვისზე ზრდასრული შშმ პირების წვდომას: “მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა ქვეპროგრამის შესაქმნელად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, ზრდასრული შშმ პირები კვლავ ვერ სარგებლობენ მათთვის აუცილებელი მომსახურებით”  უზრუნველყოს ქცევის პოზიტიური მართვის ხელშემწყობი პროგრამების/სერვისების შემუშავება და მათი სკოლებში განხორციელება; ანგარიშში აღწერილია სახალხო დამცველის მიერ 2019 წელს შშმ პირთა დღის ცენტრებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები, რომლის თანახმადაც აღმოჩნდა, რომ მომსახურების მიმწოდებლების ნაწილი სათანადოდ არ ასრულებს სახელმწიფო პროგრამითა და სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებს. სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2019 წელს საპილოტე საჯარო სკოლებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად ინკლუზიური განათლება კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის ხარვეზიანია დაწესებულებების შიდა მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ფუნქციონირება.  უზრუნველყოს უკუკავშირი სკოლების მიერ ინკლუზიურ განათლებაზე განხორციელებულ შიდა მონიტორინგზე (მათ შორის, სკოლების წარდგენილ დასკვნებზე); სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2019 წელს საპილოტე საჯარო სკოლებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად ინკლუზიური განათლება კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე დგას, მათ შორის ხარვეზიანია დაწესებულებების გარე და შიდა მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ფუნქციონირება. მონიტორინგის მიხედვით, სერვისის სხვა ხარვეზებთან ერთად გამოვლინდა, რომ ბენეფიციარებს არ მიეწოდებათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციონალურ მომსახურება. მწვავედ შესაძლებლობებსა გამოიკვეთა და კვალიფიციური შეზღუდვებზე მორგებული სპეციალისტების დეფიციტი, განსაკუთრებით, რეგიონებში, ასევე, ძალადობის გამოვლენის, კვალიფიცირებისა და რეაგირების მხრივ არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები. პრობლემას წარმოადგენს დღის ცენტრების ფიზიკური გარემო, რომლის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა არ არის სრულად მისაწვდომი შშმ პირებისთვის. სახელმწიფო დროულად არ აახლებს ვაუჩერს, რაც იწვევს სერვისის წყვეტას თვეების განმავლობაში.  უფრო ხშირად (მინიმუმ სემესტრში ერთხელ) ჩაატაროს გარე მონიტორინგი. ამასთან, მონიტორინგის პროცესში უზრუნველყოს ინკლუზიური განათლების კუთხით არსებული საჭიროებების სიღრმისეული შესწავლა, დოკუმენტაციის ანალიზი და კონკრეტული რეკომენდაციების გაცემა გამოვლენილ ხარვეზებზე; ანგარიშში ხაზგასმულია, რომ უწყების მიერ გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად, ყველა სკოლაში არ გაუწერიათ ინკლუზიური განათლების დანერგვის/განხორციელების სამოქმედო გეგმა, რაც, თავის მხრივ, აბრკოლებს ერთიანი ხედვის შემუშავებას და შესაბამისი ღონისძიებების გატარებას. ანგარიშიდან ირკვევა, რომ ხარისხიანი ინკლუზიური განათლების რეალიზება კვლავ გამოწვევად რჩება როგორც ადრეული და სკოლამდელი აღზრდის, ისე ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურზე. სახალხო დამცველი მიუთითებს 2019 წელს გამოქვეყნებულ ანგარიშში - „ინკლუზიური განათლება საპილოტე საჯარო სკოლებში“ ასახული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე, სადაც აღნიშნულია, რომ გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად, ყველა სკოლაში არ გაუწერიათ ინკლუზიური განათლების დანერგვის/განხორციელების სამოქმედო გეგმა, რაც, თავის მხრივ, აბრკოლებს ერთიანი ხედვის შემუშავებას და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას. ანგარიშში ვკითხულობთ, რომ სსსმ (შშმ) მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის სკოლების პერსონალისა და მშობლების სათანადო მზაობის საკითხიც პრობლემურია. ანგარიშის მიხედვით, პრობლემად რჩება სწავლების პროცესში სათანადო რაოდენობის სპეციალისტების მონაწილეობა. მათ შორისაა: ოკუპაციური თერაპევტი, მობილობის ტრენერი, სსსმ მოსწავლის ასისტენტი, აღმზრდელის თანაშემწე და სხვ. სახალხო დამცველის ანგარიშიდან ვიგებთ, რომ მონიტორინგის შედეგად, სერვისის სხვა ხარვეზებთან ერთად, პრობლემას წარმოადგენს დღის ცენტრების ფიზიკური გარემო, რომლის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა არ არის სრულად მისაწვდომი შშმ პირებისთვის. ასევე სახელმწიფო დროულად არ აახლებს ვაუჩერს, რაც იწვევს სერვისის წყვეტას თვეების განმავლობაში. 2019 წელს გამოქვეყნებულ სახალხო დამცველის ანგარიშში, „ინკლუზიური განათლება საპილოტე საჯარო სკოლებში“ ასახული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე შემოწმების შედეგები ცხადყოფს, რომ დაწესებულებების გარე და შიდა მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ფუნქციონირება სკოლებში კვლავ გამოწვევად რჩება.  ზედამხედველობა გაუწიოს ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების და ინფრასტრუქტურის, გარე შიდა დაწესებულებების ასევე, სასწავლო მიერ მასალების მისაწვდომობის უზრუნველყოფას სსსმ (შშმ) მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისად;  ზედამხედველობა ინკლუზიური გაუწიოს ზოგადსაგანმანათლებლო განათლების დაწესებულებების დანერგვის/განხორციელების მიერ სამოქმედო გეგმის დაწესებულებების მიერ შემუშავებას;  ზედამხედველობა გაუწიოს ზოგადსაგანმანათლებლო საინფორმაციო შეხვედრებს მშობლებთან ინკლუზიურ განათლებასთან, შშმ ბავშვთა უფლებებთან, დისკრიმინაციისა და ძალადობისგან დაცვის საკითხებზე. მათ შორის, ძალადობის სახეებთან, მის შედეგებთან, ფსიქოლოგიური ინტერვენციის მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობის ფორმებთან დაკავშირებით;  ზედამხედველობა გაუწიოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საჭიროების შესაბამისად, ინკლუზიური განათლების სპეციალისტების (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი, ჟესტური ენის სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, ენისა და მეტყველების თერაპევტი) დაქირავებას;  ზედამხედველობა გაუწიოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის განხორციელებას არანაკლებ ერთხელ, სასწავლო წლის განმავლობაში. ხოლო, შიდა მონიტორინგის პროცესში ინკლუზიური განათლების კუთხით არსებული ხარვეზების სრულყოფილად გამოვლენას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას/განხორციელებას; სახალხო დამცველის ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოში ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშეა. საქართველოს სახალხო დამცველი მიუთითებს თავის ანგარიშში, რომ წლების განმავლობაში უწევს საპარლამენტო ანგარიშებში ასახული სისტემური პრობლემებისა და მათ გადასაჭრელად შეთავაზებული რეკომენდაციების გამეორება უმცირესობებთან დაკავშირებით. დოკუმენტში საუბარია ასევე, რომ 2019 წელს, ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის (FCNM) მრჩეველთა კომიტეტმა საქართველოზე მესამე მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა, სადაც მრჩეველთა კომიტეტის წევრების შეფასებით ჩარჩო კონვენციის დანერგვის პროცესი, წინა მონიტორინგის შემდეგ, არსებითად უცვლელია. ანგარიშში ნახსენებია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ ბოლო 10 წლის განმავლობაში უმცირესობების ენის სკოლებში მულტილინგვური (ბილინგვური) სწავლების მოდელის დანერგვის პრაქტიკა, რომლის ბილინგვური სწავლების მოდელი 2015 წლიდან შემუშავებულია. ანგარიშიდან ასევე ვიგებთ, რომ აღნიშნული მოდელი აპრობილებულია ხუთ საპილოტე სკოლაში, რომლებიც გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით შეირჩნენ, თუმცა ამის მიუხედავად, ეფექტიანი სწავლების დანერგვა ჯერაც ვერ ხერხდება და უმცირესობების ენის სკოლებისთვის წლების განმავლობაში პრობლემად რჩება მულტილინგვური (ორენოვანი) სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხი და არაეფექტიანობა.  ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების ენის სკოლებისთვის მულტილინგვური სწავლების მოდელის შემუშავებასა და მის დანერგვას, ორენოვანი პედაგოგების მომზადება-გადამზადებას, ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შემუშავებას და სასწავლო მასალების შექმნას; ასევე პრობლემას წარმოადგენს ეროვნული უმცირესობების ენის სკოლებში სასწავლო პროცესის მოძველებული სახელმძღვანელოებით წარმართვა, რომელიც ეროვნულ სასწავლო გეგმას აღარ შეესაბამება. ანგარიშიდან ვიგებთ, რომ მიუხედავად იმისა, რომ ახალი სახელმძღვანელოების შესაქმნელად ტენდერი გამოცხადდა, ეს პროცესი, სახელმძღვანელოების თარგმანის ხარისხის გამო, წარუმატებლად დასრულდა და სწავლება კვლავ მოძველებული სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს. ასევე ანგარიშში მოხსენებულია, რომ საქართველოს სკოლებში 2015 წლიდან ისწავლება მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენა, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ეს ენები უკვე 5 წელია ისწავლება, კვლავ პრობლემად რჩება ამ ენებზე სასწავლო სახელმძღვანელოების შედგენისა და გამოცემის საკითხი. ასევე პრობლემად რჩება მცირერიცხოვანი ეთნოსების მშობლიური ენის პედაგოგების მომზადება და გადამზადება.  დაიწყოს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად გამოცემული სასკოლო სახელმძღვანელოების ეროვნული უმცირესობების ენებზე თარგმნის, გამოცემისა და ამ სახელმძღვანელოებით სკოლების უზრუნველყოფის პროცესი; ანგარიშში აღწერილია, რომ საქართველოს სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები ბოლო ათწლეულების განმავლობაში სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემოდის და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის სასწავლო პროგრამასა და სტანდარტებს არ შეესაბამება. სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მრავალი წინადადებისა და რეკომენდაციის მიუხედავად, ეს პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.  დაიწყოს საქართველოს სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენის, გამოცემისა და აღნიშნულ საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის მიმართულებით ქმედითი ღონისძიებების გატარება; ანგარიშიდან ირკვევა, რომ “ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, კულტურის მნიშვნელოვანი კერები იყო მუნიციპალიტეტებისა და სოფლების კულტურის სახლები, რომელთაგანაც ამჟამად ძირითადად მუნიციპალურ ცენტრებში არსებული კულტურის სახლები ფუნქციონირებს, ხოლო სოფლების კულტურის სახლების დიდი ნაწილი დასახლებულ გაუქმებული და უფუნქციოა”. რეგიონებში იშვიათად ასევე ტარდება ეროვნული უმცირესობებით მოსახლეობისთვის საინტერესო კულტურული პროგრამები, მათ შორის, იშვიათად ან საერთოდ არ ეწყობა დედაქალაქისა და საქართველოს სხვა რეგიონების შემოქმედებითი ჯგუფებისა, ანსამბლებისა და თეატრების გასვლითი ღონისძიებები, რაც ეროვნულ უმცირესობათა კულტურის დაცვისა და მოღვაწეებისა და პოპულარიზაციისთვის პრობლემას წარმოადგენს.  ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების კულტურის შემოქმედებითი ჯგუფების (ანსამბლები, თეატრები და სხვ.) კონცერტების და შემოქმედებითი საღამოების მოწყობას საქართველოს დედაქალაქში და სხვადასხვა რეგიონებში; ამასთან, გააძლიეროს სტუდენტური და მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები ქვეყნის ფარგლებს შიგნით; ანგარიშში აღნიშნულია, რომ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში იშვიათად ტარდება მოსახლეობის ფართო ფენებისთვის საინტერესო კულტურული პროგრამები. მათ შორის, იშვიათად ან საერთოდ არ ეწყობა დედაქალაქისა და საქართველოს სხვა რეგიონების შემოქმედებითი ჯგუფებისა, ანსამბლებისა და თეატრების გასვლითი ღონისძიებები და სხვ  ხელი შეუწყოს ქართული კულტურის ცნობილი და პოპულარული შემოქმედებითი ჯგუფების, ანსამბლების, თეატრების და სხვა შემოქმედებით ჯგუფების გასტროლებს – სპექტაკლების, კონცერტებისა და შემოქმედებითი საღამოების მოწყობას ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში; ერთ-ერთ პრობლემად სახალხო დამცველის ანგარიშში ასევე აღწერილია უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისა და პოპულარიზაციის პრობლემები, მათ შორის: არ ხდება აღნიშნული კულტურული ძეგლების აღრიცხვა და ინვენტარიზაცია, მათი საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოები. ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველო მდიდარია კულტურული მემკვიდრეობით, ქვეყანაში ათასობით აღრიცხული და ჯერ კიდევ აღურიცხავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მათ შორის მრავლად გვხვდება ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, გაგრძელდეს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა და ინვენტარიზაცია, ხოლო, მეორე მხრივ, შესაბამის ძეგლებზე დაიწყოს საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოები.  გააგრძელოს მემკვიდრეობის ეროვნულ ძეგლების უმცირესობებთან დაკავშირებული აღრიცხვა-ინვენტარიზაციის პროცესი კულტურული და დაიწყოს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის უმცირესობებით კომპაქტურად ძეგლების კონსერვაცია და რესტავრაცია; ანგარიშში ყურადღება ეთმობა ეროვნული დასახლებულ რეგიონების კულტურის დაცვასა და პოპულარიზაციას, სადაც კულტურის მნიშვნელოვანი კერები იყო მუნიციპალიტეტებისა და სოფლების კულტურის სახლები, რომელთაგანაც ამჟამად ძირითადად მუნიციპალურ ცენტრებში არსებული კულტურის სახლები ფუნქციონირებს, ხოლო სოფლების კულტურის სახლების დიდი ნაწილი გაუქმებული და უფუნქციოა. რეგიონებში კულტურული ცხოვრების გასაძლიერებლად, მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს მუნიციპალურ ცენტრებში მდებარე კულტურის სახლების და ცენტრების ფუნქციონირება და ხელი შეეწყოს სოფლებში კულტურის სახლების მუშაობის აღდგენას.  ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ხელი შეუწყოს კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობას; სახალხო დამცველი ანგარიშში ეხება განათლების უფლების რეალიზების მიმართლებით არსებულ მრავალ პრობლემასა თუ გამოწვევას აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტები და ინიციატივები, განსაკუთრებით მეტად მნიშვნელოვანია, თუმცა რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები, რაც საჭიროებს საქართველოს ხელისუფლების კიდევ უფრო აქტიურ მოქმედებას ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვებისა და მოზარდების განათლების მიღების პროცესში არსებული პრობლემების შესამცირებლად. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა აგრეთვე ოკუპირებული გალის რაიონში პედაგოგთა კვალიფიკაცია, რადგან მათ ეკრძალებათ ქართულად გაკვეთილის ჩატარება, ხოლო სამსახურში აყვანა ხდება არა მათი პედაგოგიური კვალიფიკაციისა და გამოცდილების, არამედ რუსული ენის ცოდნის მიხედვით. სახალხო დამცველი, მიესალმება 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „გალის რაიონის პედაგოგების გადამზადების და აბიტურიენტების ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ოკუპირებული გალის რაიონიდან სხვადასხვა 45 პედაგოგის გადამზადებას და ანგარიშში ხაზგასმულია ამ პროცესის გაგრძელების მნიშვნელობა. სახალხო დამცველი თავის 2019 წლის ანგარიშში ასევე აღნიშნავს, რომ ბავშვებისთვის უსაფრთხო სივრცის შესაქმნელად მნიშვნელოვანია სხვადასხვა საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება და ყურადსაღები საკითხია სკოლების ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით კი წინა წლების მსგავსად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებზე ინფრასტრუქტურული პროექტები არ განხორციელებულა.  ხელი შეუწყოს ტერიტორიებზე; არაფორმალური განათლების პროექტებს ოკუპირებულ ანგარიშში ვკითხულობთ, რომ მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების განხორციელების ინიციატივით მიზნით, ქართული წარმომადგენლებთან მათ შორის, მხარის ასევე მულტილინგვური განათლების როგორც ფაქტო მიერ საერთაშორისო დე ორგანიზაციების დანერგვის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებების წარმოებას ჯერჯერობით რეალური შედეგი არ მოუტანია. ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისა და აბიტურიენტების უფლებების დაცვის მიზნით აუცილებელია საქართველოს ხელისუფლების პროაქტიული ქმედებები განათლების უფლების კონტექსტში, ვინაიდან დღეს არსებული მდგომარეობა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების შესაძლებლობებს.  აღადგინოს ქართული ენის სწავლება ცენტრალური ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ან დაფინანსებულ საზაფხულო ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებში ოკუპირებული ტერიტორიიდან მონაწილე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის; სტუდენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პარალელურად, შესთავაზოს ქართული ენის სასწავლო პროგრამები; სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებული თვითნებური შეზღუდვები, უარყოფით გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სხვადასხვა უფლებით სარგებლობაზე, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების უფლებით სარგებლობაზე, უსაფრთხოების, ცხოვრების სათანადო დონის, ოჯახური ცხოვრების უფლებასა და რელიგიის თავისუფლებაზე. დაწესებული შეზღუდვების შედეგად, შესაძლოა, ოკუპირებული გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა ეტაპობრივად დატოვონ საკუთარი საცხოვრებელი სახლები, რაც ეთნიკურ წმენდას გამოიწვევს. ასევე პრობლემურია საქართველოს ოკუპირებული კონტროლირებად აფხაზეთის ტერიტორიაზე დე გაცემული ფაქტო ხელისუფლება უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომების არაღიარების საკითხი, შესაბამისად, ახალგაზრდებს უჭირთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასაქმება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ისინი ცდილობენ თბილისში ან სხვა ქალაქში დამკვიდრებას, რაც თავის მხრივ ოჯახების ხელოვნურად გაყოფას იწვევს.  შეიმუშაოს სტიპენდიის სტუდენტებისათვის უნივერსიტეტში ან საცხოვრებლით ოკუპირებული სწავლის უზრუნველყოფის ტერიტორიებიდან, გაგრძელება გამოცდების რათა მათ პროგრამა შეძლონ წარმატებით ჩაბარების არსებული რეალობის შემთხვევაში; სახალხო დამცველის გათვალისწინებით, ანგარიშში მნიშვნელოვანია, აღნიშნულია, საქართველოს რომ ხელისუფლების პროაქტიული ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისა და აბიტურიენტების უფლებების დაცვის მიზნით, მათ შორის, განათლების უფლების კონტექსტში. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტები და ინიციატივები, განსაკუთრებით, გალის რაიონში მცხოვრები ახალგაზრდების განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, მეტად მნიშვნელოვანია. თუმცა რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები და საჭიროა საქართველოს ხელისუფლების კიდევ უფრო აქტიური მოქმედება იმ დანაკლისის ასანაზღაურებლად, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვები და მოზარდები განათლების მიღების პროცესში განიცდიან. გააგრძელოს ახალი სტუდენტური საცხოვრებლების აშენების პროექტზე მუშაობა,  ხოლო მანამდე, უკვე არსებულ საცხოვრებლებში გამოყოს შესაბამისი კვოტა სტუდენტებისათვის ოკუპირებული ტერიტორიიდან; ანგარიშში პრობლემურ საკითხად დასახელებულია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მოვლა-პატრონობის წესების დარღვევის შემთხვევები და სახალხო დამცველის აპარატი მიიშნევს, რომ მნიშვნელოვანია სახელწიფოს გააჩნდეს ერთიანი ხედვა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლების რეალიზაციისას გამოვლენილი გამოწვევების დასაძლევად, რაც მოითხოვს კულტურული მემკვიდრეობის დაცვას სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი გარანტიების შექმნის და აღსრულების გზით. ანგარიშიდან ირკვევა, რომ საანგარიშო პერიოდში კვლავ აქტუალური იყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის შედეგად უკანასკნელ წლებში გამოვლენილი არაერთი პრობლემა: კერძო საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად კვლავ არ არსებობს სათანადო მექანიზმები, პრობლემურია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უკანონო სამუშაოებისას ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის კომპეტენციებისა და ვალდებულებების მკაფიოდ გამიჯვნის საკითხი, არ სრულდება კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის ვალდებულებები და უშედეგოდ მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება. სახალხო დამცველის ანგარიშში ვკითხულობთ, რომ “საანგარიშო წელს ადგილი ჰქონდა კულტურულ მემკვიდრეობასთან პასუხისმგებლობის დარღვევის დაუშვებელ შემთხვევაში, დაკავშირებული შემსუბუქებას, სახელმწიფოს სამართალდარღვევებისთვის ძეგლის მხრიდან მოვლა-პატრონობის კანონის შესაბამისი წესების რეაგირების განუხორციელებლობას”. ამ პრობლემის მიზეზად კი ანგარიშში დასახელებულია ერთიანი, კომპლექსური და ეფექტიანი რეგულაციების არარსებობა. ამიტომ, საქართველოს სახალხო დამცველი ანგარიშში მიუთითებს, რომ დროულად წარიმართოს და დასრულდეს „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსის“ პროექტზე ჯერ კიდევ 2017 წელს დაწყებული მუშაობა, მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა ფართო საზოგადოებამ და პროფესიულმა ჯგუფებმა, გაითვალისწინონ მათი კომპეტენტური მოსაზრებები და შენიშვნები და საბოლოოდ, სახელმწიფომ უზრუნველყოს კოდექსის ინიცირება/მიღება. საქართველოს სახალხო დამცველი ყოველწლიურად ინტერესდება თავის ანგარიშში 2014 წელს დაწყებული გამოძიების მიმდინარეობით საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს საბადოს დაზიანებისა და განადგურების საქმეზე, ასევე, რუისი–რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების საქმეზე. არცერთ ამ საქმეში ამ დრომდე არავინაა დაზარალებულად ცნობილი, არც სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულა ვინმეს მიმართ, ხოლო გამოძიება არაერთი წელია უშედეგოდ მიმდინარეობს, რაც ვნებს კონკრეტულ დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის პრინციპების აღსრულების ლეგიტიმურ ინტერესებს. საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო წლებია ყურადღებას ამახვილებს რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებული ძეგლების მოვლა-პატრონობის კუთხით არსებულ საკანონმდებლო თუ პრაქტიკულ პრობლემებზეც. კერძოდ, 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში დადებითად შეფასდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც გააუქმა „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის ჩანაწერი რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული კულტურული ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისგან გაუმართლებლად გათავისუფლების შესახებ, თუმცა ანგარიშში ვკითხულობთ, რომ საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ყინწვისის თვითნებურად დაგების შემთხვევამ, რომლის საკონსტიტუციო სასამართლოს ამ მონასტრის საანგარიშო პერიოდში იატაკზე მეტლახის შესწავლის შედეგად გამოირკვა, რომ გადაწყვეტილების მიუხედავად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახის შეცვლის ფაქტთან დაკავშირებით, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები არ გაუტარებია. უწყების განმარტებით, ამ დრომდე ვერ მოხერხდა სამართალდამრღვევი პირის გამოვლენა და უნებართვო სამუშაოების შედეგების გამოსწორება.  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობის წესების დარღვევის თითოეულ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, იმოქმედოს ეფექტიანად და დროულად გაატაროს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის, შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებით. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო: ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და ის უარყოფითად აისახება ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობაზე, ეკოსისტემასა და კლიმატზე. მისი შედეგები უმწვავესად ზემოქმედებს როგორც საზოგადოებაზე, ისე ქვეყნის ეკონომიკაზე.  სოფლის მეურნეობის სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და შესამცირებლად, დროულად მოამზადოს შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტი; სათანადოდ კვლავ არ რეგულირდება დაბინძურება სამრეწველო სექტორიდან. საგულისხმოა, რომ ამგვარი გაფრქვევების შესამცირებლად და მათი კონტროლის ევროპულ სტანდარტებზე გადასასვლელად შემუშავებული „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში გასულ წელს იყო დაგეგმილი, თუმცა დღემდე არ განხორციელებულა. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული კანონის პროექტის წარდგენა საკანონმდებლო უწყებაში 2020 წლის საშემოდგომო სესიის პერიოდისთვის იგეგმება.  წლის განმავლობაში განახორციელოს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში; მართალია, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საბავშვო ბაღები უზრუნველყოფილია სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით, თუმცა, საბავშვო ბაღებს არ აქვთ სასმელი წყლის უვნებლობის კონტროლის პერიოდულობისა და ლაბორატორიული შემოწმების ერთიანი მიდგომა.  აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, რათა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ყველა იმ დაწესებულებებისათვის, რომლებიც სარგებლობენ საკუთარი წყალმომარაგების სისტემით, კონკრეტულად განისაზღვროს სასმელი წყლის ვარგისიანობის შემოწმების წესი და მისი ლაბორატორიული კვლევის ჯერადობა; ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების ერთ-ერთი უმთავრესი წყარო სატრანსპორტო სექტორია. მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან თანამშრომლობით, იგეგმება აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელი როგორც მატერიალურ-ტექნიკური საკითხების მოწესრიგება, ისე შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა, თუმცა, მნიშვნელოვანია, ამის დროულად გაკეთება.  დროულად უზრუნველყოს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური რესურსი და გაატაროს საჭირო საკანონმდებლო ღონისძიებები ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა ნორმაზე მეტი კონცენტრაციის შემთხვევების გამოსავლენად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად და ასამოქმედებლად; საყურადღებო საკითხი ნაგავსაყრელის საცხოვრებელი სახლიდან დასაშვებ მანძილზე ადგილმდებარეობას უკავშირდება. კანონმდებლობის თანახმად, მანძილი საცხოვრებელი სახლიდან ნაგავსაყრელის საზღვრამდე არანაკლებ 500 მეტრი უნდა იყოს. როგორც პრაქტიკამ ცხადყო, საქმიანობის განმახორციელებელი ამ მანძილს ითვლის არა ნაგავსაყრელი პოლიგონის განთავსების მიწის ნაკვეთის საზღვრიდან, არამედ უშუალოდ იმ ადგილიდან, სადაც ნაგავსაყრელის ობიექტია განთავსებული. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ვინაიდან ეს საკითხი პირდაპირ კავშირშია მოქალაქეთა საკუთრებისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციასთან, აუცილებელია კანონმდებლობა ცალსახად და მკაფიოდ განსაზღვრავდეს 500-მეტრიანი მანძილის ათვლის კრიტერიუმებს.  შეიტანოს ცვლილება „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №421 დადგენილებაში და მკაფიოდ განსაზღვროს 500-მეტრიანი მანძილის გამოთვლის კრიტერიუმები; სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, კვლავ პრობლემურად რჩება მუნიციპალიტეტებში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების ზუსტი მაჩვენებლის განსაზღვრა და მისი შეფასების სტანდარტის დადგენა, რაც ქალაქებისთვის დამახასიათებელი დამაბინძურებელი წყაროებიდან მომდინარე რისკების შესამცირებლად, სათანადო მასშტაბის მწვანე ურბანული სივრცეების მოწყობის წინაპირობაა. რაც შეეხება ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მიახლოებით მონაცემებს, სახალხო დამცველის აპარატის მიერ რამდენიმე მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, იგი მხოლოდ 10მ2მდე ფარგლებში მერყეობს, მაშინ, როცა ევროპის ქვეყნებში, როგორც წესი, კოეფიციენტი 25 მ2ს აღემატება და რიგ შემთხვევებში, 50 მ2-საც სცდება.  შეიმუშაოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებლის ზუსტი მონაცემების განსაზღვრის მეთოდოლოგია და აღნიშნული მაჩვენებლის შეფასების სტანდარტი; ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა კვლავ არ იძლევა დაბინძურების სრულფასოვან სურათს ქვეყნის მთელი მასშტაბით. ჯერ კიდევ პრობლემად რჩება სადამკვირვებლო სადგურების მცირე რაოდენობა. გარდა ამისა, ამ დრომდე არ არის ინტეგრირებული ჰაერის ხარისხის მოდელირებისა და პროგნოზირების სისტემა.  უზრუნველყოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება (მათ შორის, მონიტორინგის სადგურების რაოდენობის გაზრდა) სახელმწიფო ბიუჯეტით ადეკვატური რესურსების გამოყოფის გზით; 2019 წლის განმავლობაში არ შემოწმებულა მავნე ნივთიერებების მოცულობითი წილი ბენზინის საწვავში. ავტოგასამართი სადგურებიდან აღებული დიზელის საწვავის 64 სინჯში გოგირდის შემცველობა და სიმკვრივე კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს ვერ აკმაყოფილებდა და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნა.  დადგენილ ნორმებთან შეუსაბამო ხარისხის საწვავის მიწოდების მონიტორინგისას, განახორციელოს როგორც საავტომობილო დიზელის, ასევე ბენზინის სინჯების აღება და მათში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული ყველა ნივთიერების მოცულობითი წილის შეფასება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: ოკუპირებულ ტერიტორიებზე სიტუაციას ართულებს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების შესვლასთან დაკავშირებით წარმოქმნილი დაბრკოლებები. ასევე მცირეა იმ საერთაშორისო დონორი თუ არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვი, რომლებიც გააძლიერებდნენ აფხაზურ და ოსურ სამოქალაქო საზოგადოებას. ყოველივე ეს კი, კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებებზე უარყოფითად აისახება.  გააგრძელოს მოლაპარაკებების წარმოება ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაუშვას საერთაშორისო მონიტორების სრული და შეუზღუდავი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო:  დახვეწოს რელიგიური გაერთიანებების დაფინანსებისა და საგადასახადო სისტემა;  უზრუნველყოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებებისა და დამატებების ინიცირება და 2021 წლიდან ვეტერანების მიმართ არსებული საშემოსავლო გადასახადის შეღავათი გაიზარდოს 6 000 ლარამდე (9 000 ლარამდე - მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა მიმართ). შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატი: საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იყოს ყველა ის გამოწვევა, რაც არსებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებისას გამოვლინდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ეროვნული უმცირესობების ფართო ჩართულობით დაიგეგმოს და წარიმართოს.  უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ხელშესაწყობად, სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდეს ეროვნული უმცირესობების, მათ შორის, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით; გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად არის აკრძალული ქართულ ენაზე სწავლება, ხოლო ქართული ენა, როგორც უცხო ენა, მხოლოდ სკოლების ნაწილში ისწავლება. არსებული რეალობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების პროაქტიული ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისა და აბიტურიენტების უფლებების დაცვის მიზნით, მათ შორის, განათლების უფლების კონტექსტში, რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები და საჭიროა საქართველოს ხელისუფლების კიდევ უფრო აქტიური მოქმედება იმ დანაკლისის ასანაზღაურებლად, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვები და მოზარდები განათლების მიღების პროცესში განიცდიან. წინა წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდშიც გამოვლინდა სკოლის მოსწავლეებსა თუ პედაგოგებზე ეთნიკური ნიშნით დევნა და ფსიქოლოგიური ზეწოლა. ბავშვებისთვის უსაფრთხო სივრცის შესაქმნელად, მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების მნიშვნელოვანი საგანმანათლებლო პრობლემაა აგრეთვე პროექტების ოკუპირებული განხორციელება. გალის რაიონში ერთ-ერთი პედაგოგთა კვალიფიკაციის საკითხი. იქიდან გამომდინარე, რომ მათ ეკრძალებათ ქართულად გაკვეთილის ჩატარება, სამსახურში აყვანა ხდება არა მათი პედაგოგიური კვალიფიკაციისა და გამოცდილების, არამედ რუსული ენის ცოდნის მიხედვით.სასკოლო ბიბლიოთეკებში ასევე აკრძალულია ქართულ ენაზე დაწერილი ქართული ენციკლოპედიების თუ კლასგარეშე საკითხავი სხვადასხვა ლიტერატურის შენახვა-გამოყენება.  აწარმოოს მოლაპარაკებები სხვადასხვა დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, აფხაზეთში და, განსაკუთრებით, გალის რაიონში სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისათვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობების ხელშესაწყობად; ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ მძიმეა მდგომარეობა გამოხატვის თავისუფლების მხრივ. კრიტიკული აზრის საჯაროდ გამოხატვის გამო, თამარ მეარაყიშვილი, დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, 2017 წლიდან განიცდის ზეწოლას. ამ პერიოდის განმავლობაში, მას ჩამორთმეული აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა პირადი ნივთები, შეზღუდული აქვს გადაადგილების თავისუფლება და სხვა ფუნდამენტური უფლებები. გარდა იმისა, რომ ირღვევა თამარ მეარაყიშვილის გამოხატვის და პირადი ცხოვრების უფლებები და გადაადგილების თავისუფლების ხელშეუხებლობა, მის მიმართ არაერთი სისხლისსამართლებრივი დევნის მიზანია, აიძულონ, სამუდამოდ დატოვოს რეგიონი. საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, დე ფაქტო ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის, ყველა შესაძლო ბერკეტი უნდა გამოიყენოს. მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე ყველა საერთაშორისო მოლაპარაკების დღის წესრიგში იყოს. სახელმწიფოს მხრიდან სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშესაწყობად, დღემდე განხორციელებული მედიაპოლიტიკა არაეფექტიანია, ხოლო ანტიდასავლური პროპაგანდისა და ოკუპანტი ქვეყნის საინფორმაციო არხების ზეგავლენის შესასუსტებლად, დღემდე ნაბიჯები არ გადადგმულა. ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში ძლიერია ანტიდასავლური პროპაგანდა, რაც დასავლურ ინტეგრაციას სკეპტიკურად და უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს. ანტიდასავლური პროპაგანდა, ძირითადად, რუსეთის საინფორმაციო არხების გავლენით ყალიბდება. პარალელურად, ვრცელდება ეთნოსთაშორისი ურთიერთობების დაძაბვის ხელშემწყობი ინფორმაცია (ძირითადად, მითები და ყალბი ანტისომხური, ანტიაზერბაიჯანული, ანტიმუსლიმური და სხვა ამბები), რაც შემდგომ სოციალურ ქსელებში განხილვას, გაზიარებასა და სიძულვილის ენის ტირაჟირებას ედება საფუძვლად.  ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არსებული ანტიდასავლური პროპაგანდისა და ოკუპანტი ქვეყნის (რუსეთის) საინფორმაციო არხების ზეგავლენის აღმოსაფხვრელად, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და პირების მიერ ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობის საწინააღმდეგოდ აწარმოოს საინფორმაციო- საგანმანათლებლო ღონისძიებები და კამპანიები; მუნიციპალიტეტის ორგანოები: განსაკუთრებულ გამოწვევას, მათ შორის, წარმოადგენს ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული პროექტების, პროგრამებისა და ინიციატივების სიმცირე თვითმმართველ ერთეულებში. გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის და ქალთა თანაბარი მონაწილეობის მიღწევის პროცესში განსაკუთრებული როლი აკისრია თვითმმართველ ორგანოებში ინსტიტუციური მექანიზმების არსებობას და გაძლიერებას. პრობლემად რჩება გენდერულ პოლიტიკაში რეგიონების განსხვავებული საჭიროებების ასახვა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიერ სისტემატიზებული, საჭიროებებზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმების და პროგრამების შემუშავება. განსაკუთრებული პრობლემაა გენდერის საბჭოს წევრების მგრძნობელობის ამაღლება და მათი გენდერის ძირითადი საკითხების შესახებ ცოდნით აღჭურვა.  გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთათვის უზრუნველყონ ტრენინგების ჩატარება ქვეყანაში არსებული გენდერული პოლიტიკის და ამ მიმართულებით არსებული ეროვნული სამოქმედო გეგმების შესახებ; განსაკუთრებული პრობლემაა გენდერის საბჭოს წევრების მგრძნობელობის ამაღლება და მათი გენდერის ძირითადი საკითხების შესახებ ცოდნით აღჭურვა. მუნიციპალიტეტებს კვლავ უჭირთ ქალებისა და გოგონების განსაკუთრებული როლისა და საჭიროებების დანახვა. თვითმმართველი ერთეულებისთვის კვლავ პრობლემად რჩება გენდერული ბიუჯეტირების საკითხების ცოდნა და მისი პრაქტიკული გამოყენება. აღსანიშნავია, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოების 61%-ს სამოქმედო გეგმის შესაბამისი ბიუჯეტი არ გააჩნიათ.  უზრუნველყონ შემდეგი ინსტრუმენტების დანერგვა: გენდერული სტრატეგია და გენდერული ბიუჯეტირება, ხელი შეუწყონ გენდერული საბჭოს წევრთა მგრძნობელობის გაზრდას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო სერვისების, სექსუალური შევიწროების და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე; მუნიციპალიტეტებს კვლავ უჭირთ ქალებისა და გოგონების განსაკუთრებული როლისა და საჭიროებების დანახვა. პრობლემას წარმოადგენს ქალთა საჭიროებების გათვალისწინება პოლიტიკის დოკუმენტებში. ამ მიმართულებით, ძირითადად თავს იჩენს ქალების უარყოფითი გამოცდილება მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობისას, კერძოდ, ბიუროკრატიულ პროცედურებსა და ინტერესის ნაკლებობაზე, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობა ინფორმირებულია პრობლემის შესახებ  შეისწავლონ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სპეციფიკური საჭიროებები და უზრუნველყონ მათი ასახვა სამოქმედო გეგმებში, სტრატეგიებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოაქვეყნონ კვლევის ძირითადი მიგნებები; თვითმმართველი ერთეულებისთვის კვლავ პრობლემად რჩება გენდერული ბიუჯეტირების საკითხების ცოდნა და მისი პრაქტიკული გამოყენება. აღსანიშნავია, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოების 61%-ს სამოქმედო გეგმის შესაბამისი ბიუჯეტი არ გააჩნიათ. პრობლემას წარმოადგენს ქალთა საჭიროებების გათვალისწინება მიზნობრივ პროგრამებში. ამ მიმართულებით, ძირითადად გამოცდილება მუნიციპალიტეტებთან თავს ურთიერთობისას, იჩენს ქალების კერძოდ, უარყოფითი ბიუროკრატიულ პროცედურებსა და ინტერესის ნაკლებობაზე, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობა ინფორმირებულია პრობლემის შესახებ.  უზრუნველყონ გენდერული ბიუჯეტირების პრაქტიკულ დონეზე დანერგვა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული მიზნობრივი პროგრამების განხორციელება; მუნიციპალიტეტებს კვლავ უჭირთ ქალებისა და გოგონების განსაკუთრებული როლისა და საჭიროებების დანახვა. ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი ინდიკატორია. სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე. კრიტიკულად დაბალია ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, მათ შორის, აღმასრულებელ, საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებში. რაც მეტწილად განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ამ დრომდე არ შესრულებულა ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის რეკომენდაცია სავალდებულო გენდერული კვოტირების მექანიზმის შემოღებასთან დაკავშირებით  მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, ქალთა მონაწილეობის და ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ადგილობრივი თემისათვის პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ყველა ეტაპზე, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებას; სოფლად მცხოვრები ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს პროფესიული გადამზადების პროგრამებისა და სასწავლებლების სიმცირე. გარდა ამისა, გამოწვევაა მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობაც, რაც ორმაგად ართულებს სოფლად მცხოვრები ქალების ხელმისაწვდომობას განათლების უფლებაზე. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბარიერად ქალისთვის კვლავ რჩება ოჯახზე ზრუნვის ტვირთი.  უზრუნველყონ სოფლად მცხოვრები ქალების პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა, კერძოდ, ტრანსპორტირების და ბავშვის მოვლის სერვისების გარანტირებით; მნიშვნელოვანი ასპექტია მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლების უფლებრივი მდგომარეობა. მართალია, შეიცვალა მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრის და შეწყვეტის საფუძველი, თუმცა დახმარების პროგრამები კონკრეტული მუნიციპალიტეტის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და შესაბამისი მატერიალური გარანტიების შექმნას ქვეყნის მასშტაბით ვერ უზრუნველყოფს. ასევე, მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის განსაზღვრის შედეგად დაწესებული სოციალური დაცვის უზრუნველყოფის პირობები ვერ ფარავს მრავალშვილიანი ოჯახების საჭიროებებს.  აღწერონ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლები; პრობლემურია რელიგიური გაერთიანებების საკუთრებაში არსებულ მიწებზე მშენებლობის ნებართვის მოპოვება. არასაკმარისად გამჭვირვალეა მშენებლობის ნებართვის პროცედურები, რამდენადაც ისინი მკაფიო და ობიექტურ სამართლებრივ კრიტერიუმებს არ ეფუძნება. 2017 წელს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მეჩეთის მშენებლობის ფონდს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე უარი განუცხადა. საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას არ იყო შესწავლილი მნიშნველოვანი გარემოებები და მერიას დასაბუთებული პასუხიც კი არ ჰქონდა გაცემული. 2019 წლის 30 სექტემბერს გადაწყვეტილება, რომლითაც დისკრიმინაციულად შეფასდა ბათუმის ბათუმის და ბათუმის საქალაქო სასამართლომ მუნიციპალიტეტის მერიის მერის გადაწყვეტილება მიიღო ქმედება მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით, ბათილად იქნა ცნობილი.  რელიგიური გაერთიანებების საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში დაიცვან რელიგიური ნეიტრალიტეტი და თანასწორუფლებიანობის კონსტიტუციური პრინციპი; თითოეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ადრეული აღზრდისა და განათლების მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დადგენის მიზნით, 2017 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა მიეღო ნორმატიული აქტი; ასევე ნორმატიული აქტი საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის მიზნით.  დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, სიღნაღის, ტყიბულის, ჭიათურის და ხონის მუნიციპალიტეტების მერიებში და საკრებულოებში უზრუნველყონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები შემუშავება და დამტკიცება; თითოეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს, საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის მიზნით, 2017 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა მიეღო ნორმატიული აქტი.  კასპისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების მერიებში და საკრებულოებში უზრუნველყონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების შემუშავება და დამტკიცება; ბავშვთა სიღარიბის კვლავაც მაღალი სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა არ არის ორიენტირებული სიღარიბის აღმოფხვრაზე; ვერც მუნიციპალური პროგრამები უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების სრულ დაკმაყოფილებას. 2019 წელს საარსებო დახმარების მიმღებ 70 792 ოჯახში 150 065 არასრულწლოვანი აღირიცხა. არაეფექტიანი სოციალური სისტემისა და პროგრამების პირობებში, წლების განმავლობაში პრობლემად რჩება ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე. სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებს, რიგ შემთხვევებში, უმძაფრესად აწუხებთ არასრულწლოვანთა საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების, მათთვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და შესაბამისი საცხოვრებელი პირობების შექმნის კუთხით არსებული მწვავე პრობლემები.  აღრიცხონ სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახები, მათი ინდივიდუალური საჭიროებები, შეაფასონ ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე ბავშვთა სიღარიბის დაძლევის კუთხით არსებული პროგრამების ეფექტიანობა და დაგეგმონ იმგვარი პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს ადგილობრივად ბავშვთა სიღარიბის პრევენციას „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად; ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, მათი უფლებების ხელყოფის თვალსაზრისით, გამორჩეულად დაუცველი სოციალური ჯგუფია. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისა და მოზარდებისათვის განკუთვნილი სერვისები, 18 წლის შემდგომ, არ ითვალისწინებს ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიწოდებას, შესაბამისად, ბენეფიციარები, რომელთაც 18 წელი უსრულდებათ, კვლავ ქუჩაში აღმოჩენის, სიღარიბის, ძალადობისა და კრიმინალურ საქმიანობაში შესაძლო ჩართვის რისკის წინაშე დგებიან. ქუჩის ბავშვების პოპულაცია მრავალფეროვანია: საქართველოში ამ ჯგუფში ჭარბობენ ეთნიკური ქართველები, ბოშათა ენაზე მოსაუბრე ორი ჯგუფი, აზერბაიჯანელი ქურთები, სომეხი ლტოლვილების შვილები და სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან იძულებით მიზნობრივი სერვისების გადაადგილებულ პირთა შვილები.  თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ მიწოდება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, მათ შორის, სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის, ასევე, ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩართვის რისკის მქონე ბავშვიანი ოჯახებისთვის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად; მუნიციპალიტეტების მხრიდან გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელმისაწვდომობის საკითხი. სახალხო დამცველის შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ ერთ- ერთი მწვავე პრობლემაა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა შენობების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა და, მათ შორის, ფიზიკური გარემოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგების საკითხი. გარდა ამისა, საბავშვო ბაღებში პრობლემურია ეზოების მოწყობის საკითხი, უფრო კონკრეტულად, მათი შემოღობვა, აღსაზრდელთა რაოდენობის, ასაკობრივი ჭრილისა და უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისობა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა.  გაატარონ სათანადო ღონისძიებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა შენობების ინფრასტრუქტურული და ფუნქციური მოწყობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან მისასადაგებლად; საქართველოში სულ 1481 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ფუნქციონირებს, სადაც 150,930 ბავშვი ირიცხება. მუნიციპალიტეტების მხრიდან გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, კვლავ ხელმისაწვდომობის გამოწვევად საკითხი. რჩება სკოლამდელი განსაკუთრებით აღზრდისა პრობლემურია სააღმზრდელო ჯგუფების გადატვირთულობის საკითხი. და განათლების საბავშვო ბაღებში  გამოყონ სათანადო სახსრები საბავშვო ბაღებში ადამიანური და ფინანსური რესურსების გასაზრდელად; მუნიციპალიტეტების მხრიდან გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელმისაწვდომობა. გამოწვევას წარმოადგენს სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხი. ასევე, პრობლემურია თანამშრომელთა სათანადო ინფორმირება ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის, ფაქტზე სათანადო რეაგირებისა და თავიდან აცილების შესახებ.  უზრუნველყონ საბავშვო ბაღში დასაქმებულ პირთა რეგულარული პროფესიული გადამზადება; სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მონიტორინგი განახორციელეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების 143 სახელმწიფო დაწესებულებაში. პრობლემურია საბავშვო ბაღების საჭირო ინვენტარიზაცია, სათამაშოებით და სახელმძღვანელოებით მათი უზრუნველყოფა.  სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები აღჭურვონ საჭირო ინვენტარით, სახელმძღვანელოებითა და სათამაშოებით; საერთაშორისო დაცვის მქონე, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვნები, როგორც ყველა უზრუნველყოფის სიკეთეებით, ბავშვი, ჯანდაცვის უნდა სარგებლობდნენ სერვისებით, დაწყებითი სოციალური და საშუალო განათლების ხელმისაწვდომობით. ქვეყანაში ბავშვთა სოციალური დაცვის სისტემაში არსებული ხარვეზები, მათ შორის, პროგრამების სიმცირე, ბავშვთა მხარდამჭერი პროფესიონალების არასაკმარისი რაოდენობა, ბავშვთა ფსიქოსოციალური დაცვის და მხარდაჭერის სისტემის გამოწვევები, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი არასრულწლოვნის, მათ შორის საერთაშორისო დაცვის მქონე, თავშესაფრის მაძიებელი და მოქალაქეობის არმქონე ბავშვების უფლებების განუხრელ დაცვასა და რეალიზებას, ვერ უზრუნველყოფს. განსაკუთრებით, როდესაც ისინი დაცვისა და მხარდაჭერის თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ აღრიცხვა და მიზნობრივი განსაკუთრებულ პირობებს საჭიროებენ.  სერვისების მიწოდება საერთაშორისო დაცვის მქონე, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანთა და მათი ოჯახებისთვის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად; საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადი განათლების მიღებაში ხელის შესაწყობად, საქართველოში თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე 6 წლიდან 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, უზრუნველყოფს ქართული ენის შესწავლას. ეს მოსწავლეები სსიპ ქალაქ თბილისის №81 საჯარო სკოლაში ჩაირიცხებიან. 2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში 192 თავშესაფრის მაძიებელი, არასრულწლოვანი პირი იყო რეგისტრირებული. 378 საერთაშორისო დაცვის მქონე  თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ საერთაშორისო დაცვის მქონე, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანთათვის სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა; პრობლემაა ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კუთხით არსებული საჭიროებების სრულყოფილად შესწავლა, შესაბამისი ფინანსური სახსრების მობილიზება, ინფრასტრუქტურის/სასწავლო რესურსების მისაწვდომა, ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალის სკოლამდელი აღზრდის პროცესში ჩართვა და არსებული პერსონალის გადამზადება.  კომპლექსურად შეისწავლონ დაწესებულებების სკოლამდელი საჭიროებები აღზრდისა (ინკლუზიური და განათლების განათლების კუთხით) და უზრუნველყონ მათი მუნიციპალურ პროგრამებსა და ფინანსურ გეგმებში ასახვა. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთონ ინფრასტრუქტურის/რესურსების ბაგა-ბაღების მისაწვდომობაზე, შიდა ინკლუზიის და გარე მხარდამჭერი პერსონალის დაქირავებასა და არსებული პერსონალის გადამზადებაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელების საჭიროებებისა და სათანადო მიდგომის თაობაზე; მიუხედავად „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული მოთხოვნისა, საკონსულტაციო საბჭო ფუნქციონირებს მხოლოდ 22 მუნიციპალიტეტში. მუნიციპალურ დონეზე სირთულეს წარმოადგენს აღნიშნულ საბჭოებში შშმ აღსაზრდელთა მშობლების ჩართულობის ხელშეწყობა.  უზრუნველყონ საკონსულტაციო საბჭოების შექმნა და მისი ფუნქციონირება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამასთან, აღნიშნულ საბჭოებში შშმ აღსაზრდელთა მშობლების ჩართულობის ხელშეწყობა, მათ შორის, სათანადო ინფორმაციის მიწოდებით; მნიშვნელოვანია, აღსაზღდელთა მშბლების/კანონიერი წარომადგენლების როგორც ინდივიდუალურად, ასევე ჯგუფური შეხვედრების მეშვეობით ცნობიერების ამაღლება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობის კუთხით, საზოგადოდ, ბავშვის უფლებების ჭრილში, ინკულიზიური განათლების არსისა და სსსმ/შშმ აღსაზრდელების საჭიროებების თაობაზე, სათანადო მიდგომებისა და ინტერვენციების მნიშნველობის თუ ძალადობისგან დაცვის მექანიზმების შესასებ. აღნიშნული დღემდე რჩება გამოწვევად, მათ შორის, მუნიციპალურ დონეზე.  უზრუნველყონ აღსაზრდელების მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის განათლება და მხარდაჭერა, მათი ცნობიერების ამაღლება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობის, ბავშვის უფლებების, ინკლუზიური განათლების არსისა და სსსმ (შშმ) აღსაზრდელების საჭიროებების, სათანადო მიდგომებისა და ინტერვენციების მნიშვნელობის, ძალადობისგან დაცვის მექანიზმების თაობაზე როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური შეხვედრების მეშვეობით; მუნიციპალურ დონეზე არქიტექტურული და უნივერსალური დიზაინის სირთულეს საზედამხედველო წარმოადგენს მუნიციპალიტეტების სამსახურების პერსონალის გადამზადება საფუძველზე შემუშავებული ტექნიკური სტანდარტების რეგლამენტის შესაბამისად.  შესაბამისი არქიტექტურული და საზედამხედველო სამსახურების პერსონალი გადაამზადონ უნივერსალური დიზაინის სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად; ადგილობრივი თვითმმართველობებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალურ დონეზე სირთულეს წარმოადგენს გაუმჯობესებული ფიზიკური გარემოს მაჩვენებელი სტატისტიკის წარმოება.  შეიმუშაონ მუნიციპალურ დონეზე გაუმჯობესებული ფიზიკური გარემოს მაჩვენებელი სტატისტიკა; მუნიციპალურ დონეზე სირთულეს წარმოადგენს მისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული საჭიროებების სრულყოფილად შესწავლა/შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება. ნეგატიურად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ მიუხედავად სახალხო დამცველის რეკომენდაციისა, ყველა მუნიციპალიტეტში არ შემუშავებულა ეროვნული სამოქმედო გეგმა შშმ პირთათვის ფიზიკურ გარემოზე მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, კონკრეტული ღონისძიებების, პასუხისმგებელი უწყებების, შესრულების ვადების, დაფინანსების კომპონენტის და შედეგების იმ ინდიკატორების მითითებით, რომელთა გაზომვაც შესაძლებელია.  სრულყოფილად შეისწავლონ მუნიციპალურ დონეზე მისაწვდომობასთან დაკავშირებული ხარვეზები და პრობლემათა აღმოსაფხვრელად შეიმუშაონ შესაბამისი რეკომენდაციები; ძირითადად უცვლელია რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების ეფექტიანად ფუნქციონირებისა და ამ პროცესში შშმ პირთა ან/და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ჩართულობის კუთხით არსებული პრობლემები. გამოწვევად რჩება სათათბირო ორგანოების ეფექტიანად ფუნქციონირების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში შექმნილია საბჭო, მის წევრებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა და კვალიფიკაცია შშმ პირთა უფლებებსა და სახელმწიფოს მიერ გაეროს კონვენციით ნაკისრ ვალდებულებებზე. ასევე, პრობლემურია გადაწყვეტილების მიღების პროცესში უშუალოდ შშმ პირთა თემის ჩართულობა. საბჭოების არაეფექტიანად ფუნქციონირებაზე ასევე მიუთითებს ჩატარებული სხდომების რაოდენობა და განხილული საკითხების/წინადადებების ერთფეროვნება. ზოგ მუნიციპალიტეტში კვლავ არ შექმნილა შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე საბჭოები, რამდენიმე მუნიციპალიტეტში კი, 2019 წლის განმავლობაში არ გამართულა საბჭოს სხდომები  უზრუნველყონ ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ეფექტიანი საქმიანობა, შშმ პირთა და მათი წარმომადგენლების ჩართულობით; სახალხო დამცველის გასული წლების რეკომენდაციების მიუხედავად, ზოგ მუნიციპალიტეტში კვლავ არ შექმნილა შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე საბჭოები. მნიშვნელოვანია, აღნიშნულმა საბჭოებმა იფუნქციონიროს შშმ პირთა და მათი წარმომადგენლების ჩართულობით. გარდაბნის, დუშეთის, ვანის, თიანეთის, კასპის, ყაზბეგის, წალკის, ჭიათურისა და  ხაშურის მუნიციპალიტეტებში უზრუნველყონ ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნა და მათი ეფექტიანი საქმიანობა, შშმ პირთა და მათი წარმომადგენლების ჩართულობით; თვითმმართველობებს შესწავლილი არ აქვთ ხანდაზმულ პირთა საჭიროებები და შესაბამისად, არც არსებობს საჭიროებებზე მორგებული მიზნობრივი პროგრამები და მომსახურებები. წინა წლების მსგავსად, თვითმმართველობები მხოლოდ ერთჯერადი დახმარების გაცემით შემოიფარგლებიან, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ასაკის მოსახლეობისთვისაა გათვალისწინებული. შეისწავლონ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ პირთა  საჭიროებები, შეიმუშაონ მიზნობრივი პროგრამები და ასახონ ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში; ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, კულტურის მნიშვნელოვანი კერები იყო მუნიციპალიტეტებისა და სოფლების კულტურის სახლები, რომელთაგანაც ამჟამად ძირითადად მუნიციპალურ ცენტრებში არსებული კულტურის სახლები ფუნქციონირებს, ხოლო სოფლების კულტურის სახლების დიდი ნაწილი გაუქმებული და უფუნქციოა. რეგიონებში კულტურული ცხოვრების გასაძლიერებლად, მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს მუნიციპალურ ცენტრებში მდებარე კულტურის სახლების და ცენტრების ფუნქციონირება და ხელი შეეწყოს სოფლებში კულტურის სახლების მუშაობის აღდგენას. სოფლებში იშვიათად ტარდება კულტურულ- შემეცნებითი, გასართობი ღონისძიებები, ნაკლებად არის გართობის, დასვენებისა და თავშეყრის ადგილები, ამდენად სოფლებში კულტურის სახლების მიმართ ინტერესი უფრო მაღალია. საჭიროებას აძლიერებს ისიც, რომ სოფლებში იშვიათად ფუნქციონირებს კულტურის შემსწავლელი წრეები, სახელოვნებო და ფოლკლორული ჯგუფები. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან  თანამშრომლობით, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ხელი შეუწყონ კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობას, აღდგენასა და სასწავლო- საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას; პრობლემად რჩება განათლების უფლების სრულყოფილი რეალიზება სწავლების ყველა საფეხურზე. საგანმანათლებლო რესურსების სიმწირე, სახელმძღვანელოების ხარისხი, პედაგოგების გადამზადების მიმართულებით არსებული პრობლემები და სხვა ბარიერები იწვევს ეროვნული უმცირესობების განათლების ხარისხის შემცირებას და მათ განსაკუთრებული ძალისხმევა სჭირდებათ სწავლების სხვადასხვა საფეხურზე განათლების მისაღებად. სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე სახელმწიფო ენის სწავლების ხარისხიც პრობლემურია.  ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლების ხარისხისა და საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად, დაიწყონ პედაგოგთა გადამზადება, სასწავლო რესურსების შექმნა და მიწოდება; ცალკეულ მუნიციპალიტეტებს არ აქვთ ინფორმაცია იმ ტერიტორიების შესახებ, სადაც გეოლოგიური პროცესები მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტების უმრავლესობა არ ზრუნავს ეკომიგრაციის პრევენციაზე და მხოლოდ ზიანის დადგომის შემდეგ რეაგირებს. მუნიციპალიტეტების ნაწილს ბიუჯეტში არ აქვს გათვალისწინებული სახსრები ამ მიმართულებით. პრევენციული ღონისძიების სათანადოდ გატარების შემთხვევაში, შესაძლებელია ოჯახის განსახლების აუცილებლობის თავიდან აცილება, რაც, ერთი მხრივ, დაზოგავს ფინანსურ რესურსს, მეორე მხრივ კი, თავიდან აგვაცილებს დასახლებული ტერიტორიის დაცლისა და ოჯახის ახალ საცხოვრებელზე ინტეგრაციის პრობლემებს, ასევე შენარჩუნდება მიწის ნაკვეთების შემდგომი გამოყენების შესაძლებლობა.  ქარელის, ხარაგაულის, აბაშის, დედოფლისწყაროს, წალკის, დმანისისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტის ფორმირებისას, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილ გეოლოგიურად აქტიურ ტერიტორიებზე პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, მოახდინონ შესაბამისი ფინანსების მობილიზება; გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამდე უნდა შეფასდეს რისკები, არის თუ არა შესაძლებელი კონკრეტულ ტერიტორიაზე ამა თუ იმ პროექტის განხორციელება. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ჰქონდეს ინფორმაცია თავის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე გეოლოგიური პროცესების შესახებ.  ქარელის, ხარაგაულის, ხელვაჩაურის აბაშის, დედოფლისწყაროს, მუნიციპალიტეტებში წალკის, ინფრასტრუქტურული დმანისისა და პროექტების განხორციელებამდე, შეისწავლონ საპროექტო ტერიტორია გეოლოგიური პროცესების იდენტიფიცირების მიზნით და გაატარონ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დასახული ღონისძიებები. საზოგადოებრივი მაუწყებელი: სახელმწიფოს მხრიდან სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშესაწყობად, დღემდე განხორციელებული მედიაპოლიტიკა არაეფექტიანია, ხოლო ანტიდასავლური პროპაგანდისა და ოკუპანტი ქვეყნის საინფორმაციო არხების ზეგავლენის შესასუსტებლად, დღემდე ნაბიჯები არ გადადგმულა. სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით, მედიასაშუალებებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ; საზოგადოებრივი მაუწყებელის ჯგუფი „მრავალფეროვანი საქართველო“ და სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი ონლაინ ტელევიზიები ამზადებდა საინფორმაციო და სხვა გადაცემებს სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. საზოგადობრივი მაუწყებლის ვებგვერდზე ინფორმაცია ვრცელდებოდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, რუსულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე. ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში აქტიურად მუშაობს რეგიონული მედია (ტელევიზიები, რადიოები და საინფორმაციო სააგენტოები), რომელიც ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე და ხელს უწყობს მოსახლეობის ინფორმირებას. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ეროვნული უმცირესობების ინფორმირების საკითხი წლების განმავლობაში კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება. ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსახლეობა ინფორმაციას ძირითადად უცხოური საინფორმაციო საშუალებებიდან იღებს. საქართველოს ცენტრალური და რეგიონული მედიასაშუალებების არსებობის მიუხედავად, ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან და, რიგ შემთხვევებში, გადამწყვეტ გავლენას ახდენს მეზობელი ქვეყნების (აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი, ირანი) საინფორმაციო არხები. ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში ძლიერია ანტიდასავლური პროპაგანდა, რაც დასავლურ ინტეგრაციას სკეპტიკურად და უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს. ანტიდასავლური პროპაგანდა, ძირითადად, რუსეთის საინფორმაციო არხების გავლენით ყალიბდება. ანტიდასავლური, დასავლეთისა და დასავლური ინტეგრაციის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების ჩამომყალიბებელი პროპაგანდის პარალელურად, ვრცელდება ეთნოსთაშორისი ურთიერთობების დაძაბვის ხელშემწყობი ინფორმაცია (ძირითადად, მითები და ყალბი ანტისომხური, ანტიაზერბაიჯანული, ანტიმუსლიმური და სხვა ამბები), რაც შემდგომ სოციალურ ქსელებში განხილვას, გაზიარებასა და სიძულვილის ენის ტირაჟირებას ედება საფუძვლად.  გააძლიეროს ეროვნული უმცირესობების ენებზე მაუწყებლობა და ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომზადებული მედიაპროდუქტის ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზებას ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია: საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას უკანასკნელ წლებში საარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. საარჩევნო პერიოდში, ჯანსაღი საარჩევნო გარემოს ხელშესაწყობად და სიძულვილის ენის ასაკრძალად, აუცილებელია შემუშავდეს ურთიერთშეთანხმების უნივერსალური დოკუმენტი ან/და საარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის რეგულირების/თვითრეგულირების სხვა ისეთი მექანიზმები დაინერგოს, რომელთა მიზანი სიძულვილის ენის გამოყენების შეზღუდვასა და აღმოფხვრასთან ერთად, გამოხატვის თავისუფლების დაცვის მოქმედი სტანდარტების შენარჩუნება იქნება.  შეიმუშაოს და შესთავაზოს პოლიტიკურ პარტიებს ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი საარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის გამოყენების, სიძულვილის ენის ერთგვაროვანი განმარტებისა და ასეთი განცხადებებისგან თავის შეკავების თაობაზე. ზემოთ აღნიშნული დავალებების შესრულების თაობაზე ინფორმაცია/ანგარიში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს უნდა წარედგინოს 2021 წლის 1 მარტამდე. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე
საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება „2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე „2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში ადამიანის უფლებათა ფართო სპექტრს მიმოიხილავს. ამ ანგარიშის საფუძვლიანმა ანალიზმა გამოააშკარავა როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის კუთხით წინ გადადგმული ნაბიჯები, ისე გარკვეული გამოწვევები. ანგარიშში ხაზგასმით არის აღნიშნული საანგარიშო პერიოდში გამოკვეთილი დადებითი ტენდენციები: აღნიშნულია სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნა და ამოქმედება; მისასალმებელია პარლამენტის მიერ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიღება, რითაც შეიქმნა ბავშვთა უფლებების დაცვის სამართლებრივი გარანტიები; სამოქალაქო კოდექსში განხორციელებული ცვლილების შედეგად ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის უზრუნველყოფილი გახდა სასამართლოსთვის მიმართვის უფლება; აღინიშნება ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციების და სათემო სერვისების ზრდის ტენდენცია; არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ გამკაცრდა სისხლის სამართლის პოლიტიკა; წინ გადადგმულ ნაბიჯად ფასდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედების გავრცელება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე და შრომის ინსპექტორებისთვის სამუშაო ადგილებზე დაშვების შეზღუდვების მოხსნა; პოზიტიურად ფასდება კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება, რომლითაც დაიხვეწა და უფრო განჭვრეტადი გახდა მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელდა ცვლილება, რომლის მიხედვით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ წამების, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობის ეჭვის არსებობის შემთხვევაში, მოსამართლე რეაგირებისათვის მიმართავს შესაბამის საგამოძიებო ორგანოს; აღნიშნულია 2019 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში პირობების გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები; პოზიტიურად ფასდება პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადის 30 დღემდე გაზრდა; მისასალმებელია პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში არსებული ვიდეო-სათვალთვალო სისტემის ჩანაწერების შენახვის მინიმალურ ვადად 14 დღის განსაზღვრა; პოზიტიურად ფასდება დროებითი მოთავსების 4 იზოლატორში სამედიცინო პუნქტების გახსნა, აგრეთვე იზოლატორებში დასაქმებული ექიმებისთვის სამედიცინო შემოწმების ჩატარების დეტალური ინსტრუქციის პროექტის შემუშავება. დროებითი მოთავსების იზოლატორებში ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ჩატარდა სარემონტო სამუშაოები. პოზიტიურ კონტექსტში საგანგებოდ კეთდება მითითება მსჯავრდებულთა პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხებზე ადგილობრივი საბჭოების მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილებების ზრდის ტენდეციაზე, რაც 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს დაახლოებით 6-8%-ით მეტ დადებით გადაწყვეტილებაში გამოიხატება; მისასალმებელია პირის დაკავების შესახებ ოჯახის ინფორმირების კუთხით არსებული დადებითი დინამიკა. (კანონმდებლობით დადგენილ 3-საათიან ვადაში, შეტყობინება საქმეების 94,4%-ში განხორციელდა); დადებითად აღინიშნება საწყის ეტაპზევე (პირველი 24 საათის განმავლობაში) ადვოკატის საქმეში ჩართვის მაჩვენებლის საგრძნობლად გაუმჯობესება; დადებითად ფასდება დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელება, რომლითაც ფიზიკური პირებზე საჯარო სამართლის სუბიექტების მსგავსად, გავრცელდა სახალხო დამცველის მანდატი შესაბამისი აღსრულების სავალდებულო მექანიზმებით; მნიშვნელოვნად წინგადადგმულ ნაბიჯად ფასდება სექსუალური შევიწროების ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განსაზღვრა, აგრეთვე „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით შევიწროების და სექსუალური შევიწროების დისკრიმინაციის ფორმებად განსაზღვრა; დადებითად ფასდება „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტის მომზადება; დადებითად აღინიშნება „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ყველა განყოფილებაში პაციენტების რისკების შეფასების სისტემის დანერგვა; ცალსახად მისასალმებელია „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა“ და „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ შიდა გასაჩივრების მექანიზმის არსებობა, აგრეთვე ამავე ცენტრებში ვერბალური დეესკალაციის მეთოდების დამტკიცება; გათანაბრდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიით მოსარგებლეთა მდგომარეობა და ვეტერანის სტატუსის მქონე ყველა პირს მიეცა საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობის შესაძლებლობა; პოზიტიურად ფასდება სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის სათემო ორგანიზაციების ბიუჯეტის იმ კომპონენტების ზრდა, რომლებიც შშმ პირთა და ხანდაზმულთა სათემო მომსახურების უზრუნველყოფას მოხმარდება; დადებითად ფასდება დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამაში ახალი კომპონენტის დამატება ყრუ და სმენის არმქონე შშმ პირთა ვიდეო კონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველსაყოფად; მნიშვნელოვან მიღწევად ფასდება საკანონმდებლო დონეზე მთავრობის დავალდებულება დაამტკიცოს „ტექნიკური რეგლამენტის - მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“ უნივერსალური დიზაინის სტანდარტების პრინციპებისა და „მისაწვდომი და გამოყენებადი შენობების და ობიექტების“ გათვალისწინებით; პოზიტიური ნაბიჯები გადაიდგა უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლების გასაძლიერებლად, რაც შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგების რაოდენობის გაზრდასა და მათთვის ანაზღაურების მომატებაში გამოიხატა. პოზიტიურად ფასდება თავშესაფრის მაძიებელი პირებისთვის ქართული ენის კურსების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; დადებით კონტექსტში აღინიშნება მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის პროცესში, ადმინისტრაციულ ორგანოსა და საერთო სასამართლოებში უფასო იურიდიული მომსახურების უზრუნველყოფა. მისასალმებელია „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება რომელიც ითვალისწინებს ატმოსფერული ჰაერის მართვის ევროპულ სტანდარტზე გადასვლას; დადებითად ფასდება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ამტვერებადი მასალის განთავსების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების წესის დარღვევის სამართალდარღვევად გამოცხადება; პოზიტიურად ფასდება საქართველოს გენერალურმა პროკურატურის მიერ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციის აღრიცხვის დაწყება. ზემოთ აღნიშნულ დადებით ტენდენციებთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია არსებულ პრობლემებზე. საქართველოს პარლამენტი იზიარებს საქართველოს სახალხო დამცველის შესაბამის რეკომენდაციებს და ადგენს: 1. საქართველოს მთავრობამ: ა) შეიმუშაოს გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს, სტამბოლის პროტოკოლით დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების პრაქტიკაში განხორციელებას და მისი დროული ჩატარების უზრუნველყოფას; ბ) დაიწყოს გაეროს „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ“ კონვენციით გათვალისწინებული ანგარიშის მომზადება და წარდგენა; გ) განსაზღვროს ფსიქოლოგების სპეციალიზაციაში მომზადება/გადამზადებასა და ხარისხის კონტროლის სისტემის შემუშავებაზე პასუხისმგებელი უწყება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში; დ) ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის 30-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, შეიმუშაოს დროული, ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაციის გაცემის წესი; ე) გააგრძელოს მუშაობა საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დასაბრუნებლად; ვ) გააძლიეროს თანამშრომლობა სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან. ადამიანის უფლებათა სფეროში, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის კუთხით არსებულ სტრატეგიებსა და სამოქმედო გეგმებზე გააძლიეროს რელიგიათა საბჭოს ჩართულობა; ზ) გენდერული თანასწორობის საკითხებზე არსებულ სამთავრობო სამოქმედო გეგმებსა და სტრატეგიებში განსაზღვროს კონკრეტული ნაბიჯები, რომლებიც მიმართული იქნება უფლებადამცველების მიმართ ძალადობის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთისაკენ; თ) უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის გამკაცრების მიზნით განსახილველად წარდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების დროულად განხილვა და მიღება; ი) განსაზღვროს საერთო სარგებლობის სავენტილაციო არხებზე გამწოვის დაერთების წესი და მათ დაცვაზე ზედამხედველი ორგანო; კ) ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, შეიმუშაოს პოლიტიკის დოკუმენტები კანონმდებლობით განსაზღვრული წესით; ლ) საქმიანობის განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, უზრუნველყოს თითოეულ ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით პროექტის ხარჯთსარგებლიანობისა და მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედების კვალიფიციური შესწავლა-შეფასება, ასევე, შესწავლის შედეგებზე საზოგადოების ეფექტიანი წვდომის შესაძლებლობა; მ) შექმნას მთავრობის უწყებათაშორისი კომისია, რომელიც შეაფასებს საკვებზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ საჭიროებებს, განსაზღვრავს ამ უფლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაგირების სახელმწიფო პოლიტიკას და ზედამხედველობას გაუწევს მის შესრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების საქმიანობას; ნ) შექმნას პროგრამა, რომელიც იმუშავებს ბავშვის სუიციდის პრევენციაზე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად; ო) „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული ვალდებულების ფარგლებში, სრულწლოვანების ასაკს მიღწეული, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბენეფიციარებისთვის შეიმუშაოს მხარდაჭერისა და ზრუნვის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების უფლებრივი მდგომარეობის დაცვას, მათ ინტეგრაციასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას; პ) შეიმუშაოს სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის პროგრამა „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად; ჟ) სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაციის კონცეფციაზე დაყრდნობით, შექმნას შესაბამისი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისი „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად; რ) ოჯახში ძალადობის კუთხით პასუხისმგებელ უწყებებს შორის თანამშრომლობის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, დანერგოს რეფერირების მექანიზმის შეფასების ინსტრუმენტი; ს) დანერგოს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილების მონიტორინგის მექანიზმი, რაც საგანმანათლებლო რესურსცენტრებს მისცემს შესაძლებლობას, დროულად გამოავლინონ დარღვევის ფაქტები; ტ) არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვისა და აზარტული თამაშების პრევენციის უზრუნველსაყოფად დაიწყოს მუშაობა შესაბამისი პროგრამების შექმნაზე; უ) გააგრძელოს გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ფორმალური და არაფორმალური განათლების, სოციალური კეთილდღეობის, ჯანდაცვისა და ფსიქოსოციალური მომსახურების ხელშემწყობი სერვისების დანერგვა, მათ შორის, გაზარდოს საბავშვო ბაგაბაღებისა და სოფლის ამბულატორიების რაოდენობა, მოაწესრიგოს სასკოლო და სპორტული ინფრასტრუქტურა. სოფლებში მცხოვრები ბავშვებისა და მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახადოს ფსიქოლოგის მომსახურება; ფ) გააძლიეროს სახელმწიფო უწყებებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების პროპორციული და თანასწორი მონაწილეობა; ქ) გადადგას ნაბიჯები მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის; ღ) გააგრძელოს 2008 წლის ომის დროს დაზიანებული ქონების რეაბილიტაცია/კომპენსაციის სამუშაოები და გააძლიეროს ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს მოძიების პროგრამები. 2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ: ა) პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლებს ჩაუტაროს მოკლე ინსტრუქტაჟი პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატისა და უფლებამოსილებების შესახებ; ბ) უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების თანამშრომლები ყველა დაწესებულებაში ეტაპობრივად გადაამზადოს ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონფლიქტის პრევენცია, მედიაცია და პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის პრინციპები; გ) მიიღოს ყველა ზომა დაწესებულებაში მოთავსებული ძალადობის მსხვერპლი პატიმრების დასაცავად; დ) დეესკალაციის ოთახში მოთავსებისას უზრუნველყოს ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, სოციალური მუშაკის, ექიმის და დაწესებულების სხვა სამსახურების თანამშრომლების ერთობლივი, მულტიდისციპლინური მუშაობა რისკების შესამცირებლად/აღმოსაფხვრელად; დეესკალაციის ოთახებში შექმნას უსაფრთხო გარემო, მათ შორის, კედლებისა და იატაკის რბილი მასალით მოპირკეთებით; ე) განსაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებებში დასაქმებული ექიმის ვალდებულება, არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტის შესახებ, შეტყობინება გაუგზავნოს დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს - სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს; ვ) პენიტენციური დაწესებულებების ყველა იმ ექიმს, რომელიც ახდენს დაზიანების დოკუმენტირებას, ფოტოგადაღებაში; ჩაუტაროს ტრენინგი დაზიანების დოკუმენტირებასა და ზ) პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობის პრობლემის დაძლევის გეგმაში გაითვალისწინოს პატიმართა საცხოვრებელი კორპუსების ფლიგელებში მომუშავე რეჟიმის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა თანამშრომელთა გადატვირთვის გარეშე; თ) გააძლიეროს კრიმინალური სუბკულტურის პრევენციის კუთხით მუშაობა; ი) დახვეწოს დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულებისა და დისციპლინური ბრალდების შესახებ ოქმის ფორმები; კ) თითოეული პატიმრის 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებლად, გააძლიეროს ნაბიჯების გადადგმა №2, №8, №14, №15, №17 დაწესებულებებში მყოფი პატიმრების საკნებში თანაბარი გადანაწილებისა და იმავე ტიპის სხვა დაწესებულებებში გადაყვანის მიმართულებით, პატიმართა საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით; ლ) გააუქმოს №17 დაწესებულებაში ე.წ. „ბარაკის“ ტიპის საცხოვრებლები; მ) პრევენციის ეროვნული მექანიზმის №2, №8, №14 და №15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიშსა და №3 დაწესებულების ვიზიტის შემდგომ ანგარიშში უზრუნველყოს ფიზიკური გარემოს კუთხით არსებული ხარვეზების შემოწმება და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება; ნ) მიიღოს ყველა ზომა იმისთვის, რომ დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს მიეცეთ 1 საათზე მეტი ხნით სუფთა ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობა; ო) მიიღოს ყველა ზომა, რათა №2 და №8 დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს მიეცეთ საშუალება ისარგებლონ გასეირნების უფლებით დღის განრიგით გათვალისწინებულ პერიოდში; პ) სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდით, უზრუნველყოს №2, №8, №14 და №15 დაწესებულებებში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის დაბალანსება პატიმართა რაოდენობასთან; ჟ) უზრუნველყოს იმ სოციალური მუშაკების გადამზადება „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, რომელთაც არ აქვთ სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული ან დოქტორის აკადემიური ხარისხი; რ) უზრუნველყოს №2, №8, №14 და №15 დაწესებულებებში ახალი და მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო აქტივობების დანერგვა. გაზარდოს სარეაბილიტაციო აქტივობებში მსჯავრდებულთა ჩართვის შესაძლებლობები; ს) უზრუნველყოს №3 დაწესებულებაში სარეაბილიტაციო აქტივობების დანერგვა და მათში მსჯავრდებულთა ჩართვა; ტ) პატიმრებისთვის სხვადასხვა სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართვის მოტივაციის შესაქმნელად, დაიწყოს მუშაობა ისეთი მექანიზმის შემოღებაზე, რომელიც პირდაპირ აისახება დარჩენილი სასჯელის ვადის შემცირებაზე ან სასჯელის სახის შეცვლაზე; უ) შეფასების კრიტერიუმებს დაუმატოს ისეთი ელემენტები, რომლებიც მიემართება მსჯავრდებულის სამომავლო გეგმებს, პერსპექტივებს, შესაძლებლობებს და სხვა საკითხებს; ფ) გაზარდოს სოციალური მუშაკის როლი, რათა დაწესებულებაში მიღების შემდგომ, სოციალურმა მუშაკმა დეტალურად აუხსნას პატიმარს მისი უფლებები და მოვალეობები, მოთხოვნის/საჩივრის პერიოდულობით, შეტანისა და ინდივიდუალურად განხილვის ან პროცედურები. ჯგუფურად იმუშაოს ასევე, სათანადო პატიმრებთან მათი უფლებებისა და მოვალეობების, მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურის თემატიკაზე. მათ შორის, ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია ბროშურის სახით მიაწოდოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს და გამოაკრას პატიმრისათვის ხელმისაწვდომ ადგილებში; ქ) უზრუნველყოს, რომ იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სისტემური შემოწმებისა და შესაბამისი რეაგირების გზით გამოავლინოს და შეისწავლოს №2, №8, №14 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის წესის სავარაუდო დარღვევის შემთხვევები, საჩივრების შეტანის გამო პატიმრების მიმართ განხორციელებული სავარაუდო რეპრესიების ფაქტები და უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა სათანადო დასჯა; ღ) №2 და №8 დაწესებულებებში მყოფი არასრულწლოვნებისთვის უზრუნველყოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო აქტივობები; ყ) არასრულწლოვნებთან დაკავშირებული საფრთხეების ვერბალური დეესკალაციის მეთოდებით თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყოს კრიზისულ სიტუაციაში მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ექიმის და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის) მყისიერი ჩართულობა; შ) არასრულწლოვნები უზრუნველყოს ოთხჯერადი ჯანსაღი კვებით, რომელთაგან ერთერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი. ჩ) უზრუნველყოს №2 და №8 დაწესებულებებში ბრალდებულთა მსჯავრდებულებისგან იზოლირება, სულ მცირე, ერთმანეთისგან განცალკევებულ საკნებში; ც) პენიტენციური დაწესებულებების საშუალო სამედიცინო რგოლის, ექთნების, მათ შორის, მორიგე ექთნების რაოდენობა გაზარდოს მინიმუმ ორჯერ, დაწესებულებების სტომატოლოგიურ კაბინეტებს კი, დაუმატოს სტომატოლოგიის ექთნები; ძ) დაწესებულებების სამედიცინო პერსონალისთვის უწყვეტი სამედიცინო განათლების ფარგლებში, უზრუნველყოს პროფესიული გადამზადება; წ) №8 და №15 დაწესებულებებში, კონსულტაციაზე ჩაწერილი პაციენტების რაოდენობიდან გამომდინარე, უზრუნველყოს ექიმ სპეციალისტთა ვიზიტების სათანადო სიხშირე, რათა პაციენტის მოლოდინის დრო არ აღემატებოდეს 2 კვირას; ჭ) №8 დაწესებულების საკმარისი რაოდენობის მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და მომარაგებასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, შესყიდვისას გაითვალისწინოს განვლილ პერიოდში მოთხოვნისა და ხარჯვის გაანალიზებული მონაცემები; ხ) პენიტენციურ სისტემაში სამედიცინო მედიკამენტების დანიშნული მედიკამენტების დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებული ხარვეზების მაქსიმალურად აღმოსაფხვრელად, დანერგოს ინფორმაციული ელექტრონული სისტემა; ჯ) მიიღოს ყველა ზომა, რათა გეგმიური ამბულატორიული რეფერალის ვადა არ აღემატებოდეს 1 თვეს, გეგმიური სტაციონარული რეფერალის - 4 თვეს, ხოლო სასწრაფო დაყოვნებული რეფერალის - 5 დღეს; ჰ) გადადგას ნაბიჯები ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების მიმწოდებლების მოსაზიდად; ჰ1) პენიტენციურ დაწესებულებებში დანერგოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პერიოდული სკრინინგი; ჰ2) გააგრძელოს პრაქტიკა, რომლის მიხედვით, ფსიქიატრების მიერ ერთ დღეში მიღებული პაციენტების რაოდენობა არ აღემატება 15-ს; ჰ3) გააგრძელოს პრაქტიკა, რომლის მიხედვით ექიმ ფსიქიატრის ვიზიტის პაციენტის მოლოდინის დრო არ აღემატება 2 კვირას; ჰ4) პენიტენციური დაწესებულებების თავისებურებებიდან გამომდინარე, კანონქვემდებარე ნორმატიულ დონეზე გაწეროს ფსიქიატრიული მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობა, გუნდის თითოეული წევრის ფუნქციები და ფსიქიატრიული დახმარების ორგანიზებისა და მიწოდების პროცედურა; ჰ5) შეიმუშავოს კრიზისული შემთხვევის პრევენციისა და მართვის სახელმძღვანელო და დაწესებულების სამედიცინო პერსონალი გადაამზადოს კრიზისული შემთხვევების პრევენციისა და მართვის საკითხებში; ჰ6) უზრუნველყოს, რომ მულტიდისციპლინურმა გუნდმა შეაფასოს იმ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტთა საჭიროებები, რომელთაც სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროებათ, გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე შეიმუშაოს ბიოფსიქო-სოციალური დახმარების ინდივიდუალური გეგმა და გაუწიოს შესაბამისი დახმარება; ჰ7) უზრუნველყოს, რომ გენერალური ინსპექციის სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის სამმართველომ შეისწავლოს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკა და მიიღოს ზომები, რათა არ მოხდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მიღება; ჰ8) დაწესებულებებში პატიმრის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, პაემნის უფლებით შეუფერხებელი სარგებლობის უზრუნველსაყოფად, გაითვალისწინოს პატიმრის ოჯახის წევრების საცხოვრებელი ადგილი; ჰ9) ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოს ხანმოკლე პაემანი მინის გამყოფი ბარიერის გარეშე; ჰ10) №2 და №8 დაწესებულებებში მოაწყოს სატელეფონო კაბინები, სადაც შესაძლებელი იქნება სატელეფონო საუბრები კონფიდენციალურ გარემოში; ჰ11) უზრუნველყოს №3 დაწესებულებაში სატელეფონო საუბრისთვის განკუთვნილი სივრცეების დამატებითი საიზოლაციო საშუალებებით აღჭურვა, რათა სხვა პირმა ვერ შეძლოს მსჯავრდებულის საუბრის მოსმენა; ჰ12) უზრუნველყოს, რომ მონიტორინგის სამსახურმა შეისწავლოს №8 დაწესებულებაში პატიმრებისთვის, საზღვარგარეთ დარეკვის უფლების განხორციელების ხელის ხელშემშლელი პრაქტიკა და მიიღოს ზომები, რათა პატიმრებმა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუფერხებლად ისარგებლონ სატელეფონო საუბრის უფლებით; ჰ13) სპეციალური პენიტენციური სამსახურის №11 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული არასრულწლოვნების ინტერესების შესაბამისად, დაგეგმოს ეფექტიანი სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამები, რომლებიც მიმართული იქნება მათი უნარების, ინტერესების, მოტივაციის გაძლიერებაზე და ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში სათანადო ინტეგრაციას; ჰ14) გააძლიეროს თანამშრომლობა სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსთან კანონიერი წარმომადგენლების მხრიდან არასრულწლოვნების საგანმანათლებლო შემთხვევებში, არასრულწლოვნების დროულად დაცვის მიზნით; ინტერესებისა საჭიროებების და უგულებელყოფის უფლებრივი მდგომარეობის ჰ15) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონეებისათვის, უზრუნველყოს თავშესაფრის პროცედურაზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, თავშესაფრის მაძიებლობაზე სპეციალური განცხადების ასლების გადაცემის გზით; ჰ16) სოციალური სამსახურის თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებში გაითვალისწინოს თავშესაფრის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები. 3. საქართველოს პროკურატურამ: ა) ხორავას ქუჩაზე არასრუწლოვანთა მკვლელობის გამოძიებაში დადგენილი ხარვეზების საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგები, შემოწმების შეჩერების საფუძვლის აღმოფხვრის შემდეგ, პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას. შემოწმების მასალები კანონით დადგენილი წესით გააცნოს სახალხო დამცველის აპარატს. სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საფუძველზე იმოქმედოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესის შესაბამისად; ბ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ანგარიშში წარმოადგინოს ინფორმაცია სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე, კანონმდებლობთ გათვალისწინებული წესით; გ) სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ფარგლებში, მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს, კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და დადგენილი წესით, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ; დ) კანონმდებლობით დადგენილი წესით №074220619801 სისხლის სამართლის საქმეზე გააგრძელოს ეფექტიანი გამოძიების წარმოება; ე) აცნობოს საზოგადოებას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის საქმეებზე დაწყებული გამოძიებების მიმდინარეობის პროგრესის შესახებ, ახალი გარემოებების გამოკვეთის შემთხვევაში; ვ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტისთვის გაწეული საქმიანობის შესახებ წარდგენილ ანგარიშში, ასახოს ინფორმაცია დაკავშირებით; სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებასთან ზ) ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის იმ საქმეებზე, სადაც გარდაცვალებამდე ქალის მიერ სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით მიმართვები იკვეთება, გააგრძელოს პოლიციის და პროკურორის მხრიდან შესაძლო სამსახურებრივი გულგრილობის გარემოებების გამოკვლევა; თ) დეტალურად გაანალიზოს ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულები და აწარმოოს მათთან დაკავშირებით სქესის და ასაკის ნიშნით სეგრეგირებული სტატისტიკა, კერძოდ, ქორწინების იძულება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში; ი) უზრუნველყოს რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სტატისტიკის ანალიზი და მისი გამოქვეყნება; კ) საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმის მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ, ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში; ლ) საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის ანგარიშის მე-11 თავში მითითებული სისხლის სამართლის საქმეების მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ, ახალი გარემოებების გამოკვეთის შემთხვევაში; მ) უზრუნველყოს უფლებადამცველთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიებისა და საპროცესო ზედამხედველობის შესახებ რეკომენდაციის გონივრულ ვადაში შემუშავება და პრაქტიკაში იმპლემენტირება; ნ) საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია 2018 და 2019 წლებში, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა ძალადობრივი ქმედების ფაქტთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის თაობაზე, ახალი გარემობების გამოკვეთის შემთხვევაში; ო) წარმოადგინოს ინფორმაცია ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშში „პროკურატურის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლისა და პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად, 2018 და 2019 წლებში, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა ძალადობრივი ქმედების ფაქტებთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობისა და გაწეული საქმიანობის თაობაზე; პ) ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია რუისი–რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების და საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს დაზიანებისა და განადგურების ფაქტების გამოძიების მიმდინარეობის და პროგრესის შესახებ; ჟ) საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ უგზოუკვლოდ გაუჩინარებული პირების საქმის გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის თაობაზე, ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ: ა) შეიმუშაოს მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება დაკავებული პირისთვის უფლების განმარტების და მის მიერ ოჯახის წევრთან/ახლობელთან/ადვოკატთან დაკავშირების უფლების რეალიზება. ამავე დროს, უზრუნველყოს ყველა პოლიციის განყოფილებაში თვალსაჩინო ადგილას დაკავებულთა უფლებების ჩამონათვალის ამსახველი საინფორმაციო მასალის განთავსება; ბ) შეიმუშაოს დოკუმენტი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს თანამშომელთა სამუშაო ოთახებში დაკითხვისა და გამოკითხვის ჩატარების შემთხვევებსა და საფუძვლებს; გ) შეისწავლოს საერთაშორისო გამოცდილება შსს ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების მიერ მოქალაქეებთან ურთიერთობისას ვიდეოგადაღების საკითხის დარეგულირების მიზნით; დ) შეისწავლოს საერთაშორისო გამოცდილება პატრულ-ინსპექტორების მიერ მოქალაქეებთან ურთიერთობისას ვიდეოგადაღების საკითხის დარეგულირების მიზნით; ე) განაგრძოს იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობის გაზრდა, რომლებშიც სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს; ვ) დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებულ ექიმებს ჩაუტაროს ტრენინგები იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღების ინსტრუქციისა და გადაღებული ფოტომასალის შენახვის წესის შესახებ; ზ) შეისწავლოს საერთაშორისო გამოცდილება, პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში გამოკითხვაზე, დაკითხვასა და გასაუბრებაზე მიწვეული ყველა პირის აღსარიცხად რეესტრის წარმოების მიზნით, მათი სტატუსის, შენობაში შეყვანისა და გამოყვანის დროის მითითებით; თ) დროებითი მოთავსების იზოლატორებში ეტაპობრივად აღმოფხვრას საყოფაცხოვრებო პირობების კუთხით არსებული ხარვეზები; ი) შეისწავლოს სისტემატიზებული, საერთაშორისო სტანდარტიზებული გამოცდილება, და პოლიციის უნიფიცირებული დაწესებულებებში მონაცემთა ბაზების ეტაპობრივად დანერგვის მიზნით, რომელიც ჩაანაცვლებს დაწესებულების ჟურნალებს; კ) პოლიციის პრევენციული ფუნქციის განხორციელების ფარგლებში, განაგრძოს პრევენციული საინფორმაციო კამპანიის წარმოება მოსახლეობაში, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით მიღების შემთხვევაში, მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ; ლ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გააგრძელოს თანამშრომლების გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით; მ) ძალადობის მსხვერპლთა ეფექტიანი დაცვისა და დახმარების მიზნით, დაიწყოს მუშაობა გამომძიებელთა სპეციალიზაციის წესზე ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საქმეებზე; ნ) გააუმჯობესოს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი; ო) განაგრძოს პრევენციული ზომების მიღება ქორწინების იძულებისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესამცირებლად, მათ შორის, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანიებისა და მომხდარ დანაშაულთა დეტალური გაანალიზების კუთხით; პ) უზრუნველყოს, რომ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტის მიერ ადრეულ ასაკში ქორწინების გამოვლენისა და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს, მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება და სანქციის დაკისრება; ჟ) გააუმჯობესოს სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სტატისტიკის ანალიზი, გამოკვეთოს ტენდენციები და უზრუნველყოს მისი გამოქვეყნება; რ) უზრუნველყოს ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის გამო, მათ წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე დროული და სათანადო გამოძიება; ს) უზრუნველყოს, რომ მშვიდობიანი შეკრებებისთვის ხელის შესაწყობად, სამინისტროს შესაბამისმა უფლებამოსილმა პირებმა ნებისმიერი შეკრების ან მანისფესტაციის შემთხვევევაში დაიცვან კანონმდებლობის მოთხოვნები და საჭიროების შემთხვევაში, შეკრებისა და მანისფესტაციის უფლების შეზღუდვა განახორციელონ თანაზომიერების პრინციპის განუხრელი დაცვით, მათ შორის, ნაკლებად მზღუდავი ღონისძიების უპირატესად გამოყენების გათვალისწინებით; ტ) სპონტანური თუ წინასწარ დაგეგმილი შეკრებებისა და კონტრშეკრებების მშვიდობიანად გამართვის უზრუნველსაყოფად, დროულად და სათანადოდ შეაფასოს მოსალოდნელი რისკები და მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა ერთი მხრივ, მშვიდობიანი აქციის ჩატარების ხელშესაწყობად და, მეორე მხრივ, ძალადობრივი ან სხვა დანაშაულებრივი ქმედებების თავიდან ასაცილებლად; უ) შეკრების მიმდინარეობისას უზრუნველყოს დროებითი კონსტრუქციების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავსების შესაძლებლობა და ამ უფლების შეზღუდვა განახორციელოს თანაზომიერების პრინციპის განუხრელი დაცვით, ნაკლებად მზღუდავი ღონისძიების უპირატესად გამოყენების გათვალისწინებით; ფ) უზრუნველყოს უფლებადამცველთა მიმართ ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოვლენის/გამოძიების შესახებ რეკომენდაციაზე მუშაობის პროცესის დაწყება; ქ) დროულად უზრუნველყოს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური რესურსი და გაატაროს საჭირო საკანონმდებლო ღონისძიებები ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა ნორმაზე მეტი კონცენტრაციის შემთხვევების გამოსავლენად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად და ასამოქმედებლად; ღ) ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულების კონტექსტში, ხანდაზმულ მსპვერპლთა აღრიცხვისათვის განაგრძოს მონაცემების დამუშავება და სტატისტიკის წარმოება; ყ) მკაფიოდ განსაზღვროს საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები თავშესაფრის მაძიებელი პირის საზღვარზე მიღებისა და გადამისამართების შესახებ; შ) წლის განმავლობაში დაგეგმოს და გადაამზადოს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომელთა ის რაოდენობა, რომელიც ყოველ შესაბამის ერთეულში უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნის გამორკვევის პრაქტიკის გაუმჯობესებას; ჩ) გააძლიეროს ელექტრონული სისტემის (ე.წ. „BORS") გონივრულ ვადაში შექმნის პროცესი, რათა განხორციელდეს საზღვრის გადაკვეთისას გამოვლენილი ინციდენტების, მათ შორის - საზღვრის გადაკვეთაზე უარის თქმის, აღრიცხვა. 5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ: ა) გონივრულ ვადაში, ეტაპობრივად შეიმუშაოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებისა და სოციალური პირობების გასაუმჯობესებლად ახალი მიდგომები; ბ) აღმოფხვრას სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება (რიგგარეშე ფიზიკური დატვირთვა დასჯის მიზნით) და ჯგუფური დასჯის პრაქტიკა. ამ მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს დაავალოს, სისტემური კონტროლი გაუწიოს სამხედრო ნაწილებში არასაწესდებო სასჯელის გამოყენებას და ჯგუფურ დასჯებს; გ) უზრუნველყოს, რომ სამხედრო ნაწილებში აუცილებელ შემთხვევებისთვის არსებობდეს თარჯიმნის დაშვების შესაძლებლობა; დ) შესაძლებლობის ფარგლებში, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა სამხედრო მოსამსახურეებს არ უწევდეთ რიგგარეშე სადღეღამისო განწესებში ხშირად გასვლა და ყველა მოსამსახურეს თანაბრად შეეძლოს კუთვნილი შვებულებით სარგებლობა; ე) შეიმუშაოს საკვების გასინჯვის ახალი ინსტრუქცია, რომელიც გაითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილებას. 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: ა) გააძლიეროს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტების სომატური ჯანმრთელობის მკურნალობის კუთხით გადადგმული ნაბიჯები. ბ) დროებითი ღონისძიების სახით, უზრუნველყოს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტების ოჯახის ექიმზე ხელმისაწვდომობა და სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირება; გ) ქვეყანაში არსებული გაიდლაინების მიხედვით, გაითვალისწინოს მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მართვა შესაბამისი გამოკვლევებისა და კონსულტაციების გზით; დ) ყველა ფსიქიატრიული დაწესებულებისთვის სავალდებულოდ განისაზღვროს სწრაფი ტრანკვილიზაციის აუცილებლობის დასაბუთება, ტრანკვილიზირებაზე პაციენტის თანხმობის ფაქტის წერილობით დოკუმენტირება, ფიზიკური მონიტორინგის კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების შესაბამისად განხორციელება და ამ მონიტორინგის შედეგების სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახვა; ე) უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გარდაცვლილი პირების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის სისტემატიზებული წარმოება გარდაცვალების მიზეზის მითითებით; ვ) პაციენტთა შორის ძალადობის პრევენციისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შეიმუშაოს ნორმატიული ბაზა, რომელიც დაარეგულირებს პერსონალის მიერ კონკრეტული პაციენტებიდან მომდინარე რისკების წინასწარი შეფასების სათანადო სისტემის დანერგვის, მულტიდისციპლინური მუშაობის, პაციენტების ძალადობისაგან დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების, პერსონალის მიერ პაციენტებზე სათანადო მეთვალყურეობის/დაკვირვების განხორციელების, პერსონალის სათანადო სწავლების, სტანდარტული საოპერაციო პროცედურების და დეესკალაციის სტრატეგიის შემუშავების, ასევე, საფრთხის წარმოქმნისთანავე დროული და ადეკვატური ინტერვენციის, ძალადობის შემთხვევების და საპასუხოდ გატარებული ზომების დოკუმენტირების, პერსონალის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხებს; ზ) დახვეწოს კონფლიქტებისა და ძალადობის ფაქტების და მათ საპასუხოდ გატარებული ღონისძიებების დოკუმენტირების წესი, ასევე, ფსიქიატრიული სტაციონარული დაწესებულებების მიერ აღნიშნული წესის გამოყენების ვალდებულება. განსაზღვროს, რომ პაციენტის მიმართ ძალადობის ყველა შემთხვევაში, შეტყობინება უნდა გაიგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და თუ შეტყობინება ტელეფონით ხდება, მოხდეს შესაბამისი ოქმის შედგენა, ასევე, უზრუნველყოს შეტყობინებების რეესტრის წარმოება; თ) სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს დაავალოს, შეისწავლოს ფორმალურად ნებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიმღები პაციენტების რეალურად ნების საწინააღმდეგოდ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დაუყოვნებლივ გაიწერონ სტაციონარიდან ის პაციენტები, რომელთა მიმართაც არ არსებობს არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების პროცედურის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი; ი) ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტებთან დაკავშირებულ შემთხვევებთან მიმართებით განსაზღვროს ფიზიკური შეზღუდვის უშუალოდ განხორციელების შესახებ დეტალური ინსტრუქცია, სადაც გაიწერება ჩანაწერის გაკეთების ვალდებულება ფიზიკური შეზღუდვის დროს პაციენტის ან/და პერსონალის მიერ მიღებული სხეულის დაზიანებების შესახებ, ფიზიკური შებოჭვის დროს გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებების კონკრეტული მახასიათებლები, სად უნდა განხორციელდეს ფიზიკური შებოჭვა და ვინ შეიძლება ესწრებოდეს ამ პროცესს, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალიზებული საიზოლაციო ვიდეომეთვალყურეობის სისტემის პალატა, ფიზიკური გამოყენებასთან შეზღუდვის დაკავშირებული პროცესში საკითხები და ფიზიკური შეზღუდვის დასრულების შემდეგ პერსონალის პაციენტთან გასაუბრების და გასაჩივრების უფლების შესახებ ინფორმირების ვალდებულება. მათ შორის, შეიმუშაოს სპეციალური რეესტრის ფორმა, რომელშიც სავალდებულო გახდება ზემოთ წარმოდგენილი მონაცემების შეყვანა; კ) განსაზღვროს ყველა დაწესებულებისთვის სავალდებულო საჩივრების განხილვისა და უკუკავშირის ერთიანი ჰოსპიტალშიდა პროცედურა, რომელიც უნდა იყოს ადამიანის უფლებებთან შესაბამისი, ხელმისაწვდომი, მარტივი, სამართლიანი და გამჭვირვალე; ლ) უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული პაციენტების საჭიროებების შეფასება მათი დაწესებულებიდან გასაწერად და სათემო სერვისებზე გადასამისამართებლად. თავშესაფრების შექმნის გეგმა შეიმუშაოს თავშესაფრის მომავალ ბენეფიციართა რაოდენობის გათვალისწინებით; მ) ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით უზრუნველყოს პაციენტთა შეფასება და იმ ბენეფიციართა გადაყვანა ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ მომსახურებებში, რომლებიც არ საჭიროებენ სტაციონარში მკურნალობას; ნ) პაციენტის მკურნალობის დაწყების, გაგრძელებისა და მკურნალობის სქემის შეცვლის ყველა ეტაპზე სავალდებულო გახადოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანების მე–13 დანართით დამტკიცებული (№IV-300-12/ა) ფორმის შევსება; ო) დაავალოს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენებისა და თანმდევი გვერდითი ეფექტების მართვის პრაქტიკა; პ) მულტიდისციპლინური გუნდის მეშვეობით, გააგრძელოს პაციენტთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ინდივიდუალური გეგმების შედგენა, განახლება და მიღებული შედეგების გაზომვა; ჟ) უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პერსონალის სწავლება ფსიქიატრიული შეთხვევის მართვის საკითხებში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის სასწავლო მასალებისა და კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების გამოყენებით; რ) უზრუნველყოს ფსიქიატრიულ სტაციონარებში დასაქმებული ყველა იმ სოციალური მუშაკის გადამზადება, რომელსაც არ აქვს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული, ან დოქტორის აკადემიური ხარისხი; ს) ფსიქიატრიული დაწესებულებების მიერ სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობების დაკმაყოფილების მიზნით, შეამოწმოს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ თავშესაფარში, ქალთა და მამაკაცთა განყოფილებებში, ასევე „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ფსიქიატრიულ სტაციონარში არსებული მდგომარეობა და განახორციელოს შესაბამისი რეაგირება; ტ) გააძლიეროს ფსიქიატრიული დაწესებულებების რეგულარული, სისტემური და პროაქტიული მონიტორინგი, გააკონტროლოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პირობების შესაბამისობა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის შესახებ დებულებით დადგენილ სტანდარტებთან; უ) ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტებისთვის გააგრძელოს წვდომის უზრუნველყოფა სატელეფონო კომუნიკაციაზე, კანონმდებლობით დადგენილი წესით; ფ) უზრუნველყოს, რომ სექსუალური ძალადობის შედეგად დამდგარი ორსულობის შემთხვევაში, დაფინანსებისთვის საკმარისი იყოს სექსუალური ძალადობის საქმეზე დაწყებული სისხლისსამართლებრივი გამოძიება; ქ) მოამზადოს საკანონმდებლო ცვლილებები, რომლითაც გათვალისწინებული იქნება სუროგატი დედის და სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მშობლების მიერ შვებულებით სარგებლობის საკითხი და მოახდინოს მომზადებული კანონპროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში; ღ) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია ხელმისაწვდომი გახადოს ბრაილის შრიფტით ან სხვა ალტერნატიული საშუალებით; ყ) კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, გამართოს საინფორმაციო შეხვედრები ქალთა მიმართ, გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის და შესაბამისი დაცვისა და დახმარების სერვისების მისაწვდომობის საკითხებზე; შ) შეიმუშაოს სისტემური ხედვა პოსტნატალური ზრუნვის მიმართ და დედათა ჯანმრთელობის პროგრამების ყველა ეტაპზე უზრუნველყოს ფსიქოლოგიური დახმარების სერვისების ინტეგრირება; ჩ) გადაამზადოს სოციალური მუშაკები ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით, ამასთან, შეიმუშაოს ტრენინგის შემდგომი შეფასების დოკუმენტი, რაც შესაძლებელს გახდის გადამზადებულ თანამშრომელთა მიერ მიღწეული პროგრესის გაზომვას; ც) სოციალური მუშაკებისთვის შეიმუშაოს სპეციალური სახელმძღვანელო წესები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, ასევე, ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე მუშაობისთვის; ძ) გააგრძელოს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ორგანიზაციული და სტრუქტურული გაძლიერება, მათ შორის, რეგიონული ოფისებით აღჭურვის გზით; წ) შეიმუშაოს მკაფიო და დროში გაწერილი გეგმა პაციენტის საჭიროებებზე ორიენტირებული, მაღალხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისების (პრევენცია, სკრინინგი, მკურნალობა, მართვა) ეფექტიანად და ხარისხიანად მისაწოდებლად; ჭ) გააგრძელოს გათვალისწინებული საყოველთაო სამედიცინო ჯანმრთელობის სერვისების სახელმწიფო ტარიფების ფორმირების პროგრამით პროცესი გამჭვირვალედ; ხ) დანერგოს სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემა, რომლითაც დადგინდება შესაბამისი ინდიკატორები და პროაქტიულად განხორციელდება მათი შესრულების მონიტორინგი; ჯ) გააძლიეროს საექთნო ადამიანური რესურსის განვითარების, დამხმარე სამედიცინო პერსონალის (ექთნის/ფერშლის) პროფესიული საქმიანობის, ისევე როგორც შრომითი პირობების სტანდარტების, უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და პროფესიული რეგულირების სისტემის ჩამოყალიბების პროცესი; ჰ) დაიწყოს მუშაობა საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადების შემცირებისათვის გონივრულ ფარგლებში; ჰ1) ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას, ინტელექტუალური შრომის შედეგად ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიერ მიღებული თანხა, სათანადო ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, არ ასახოს ოჯახის კონკრეტული წევრის მიერ მიღებულ პირად ფულად შემოსავლად; ჰ2) უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და სტრატეგიის შესაბამისად, თემზე დაფუძნებული სერვისების დანერგვა; ჰ3) ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა სუიციდის პრევენციის მიმართულებით გადადგას კონკრეტული ნაბიჯები; ჰ4) უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების შიდა ინსპექტირებისა და მონიტორინგის მექანიზმის შემუშავება და აღნიშნული მექანიზმის პრაქტიკაში დანერგვა მექანიზმის საქმიანობის დეტალური აღწერითა და ფუნქცია-მოვალეობების განსაზღვრით; ჰ5) მიიღოს აუცილებელი ზომები გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრების რაოდენობის გასაზრდელად და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისის სათანადოდ განსავითარებლად; ჰ6) დაგეგმოს ადამიანური რესურსების განვითარება გრძელვადიან პერსპექტივაში და მიიღოს ქმედითი ზომები ფსიქიატრიის დარგში ადამიანური რესურსების (ფსიქიატრები, ფსიქოთერაპევტები, ფსიქიატრიის ექთნები და სოციალური მუშაკები) რაოდენობის გასაზრდელად და ქვეყნის მასშტაბით მათ სწორად გასანაწილებლად; ჰ7) გააძლიეროს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლება; ჰ8) უზრუნველყოს ფსიქიატრიული ნებაყოფლობითი და არანებაყოფლობითი სტაციონარული მომსახურების სერვისის მიმღებ პირთა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის წესისა და პროცედურის გაწერა ერთგვაროვანი ეფექტიანი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად; ჰ9) მიიღოს ყველა საჭირო ზომა ფსიქიკური აშლილობების ეროვნული გაიდლაინების იმგვარად განსაახლებლად, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათში რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების სათანადოდ ასახვა; ჰ10) საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, უზრუნველყოს ფსიქიკური აშლილობების დროს ორსულობის მართვასთან დაკავშირებული შესაბამისი პროტოკოლის შემუშავება დიაგნოზების მიხედვით; ჰ11) უზრუნველყოს პანსიონატებისა და სათემო ორგანიზაციების მხრიდან ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით განხორციელებული რეფერირების შემთხვევებზე ზედამხედველობა და ანალიზი; ჰ12) გამოიკვლიოს ხანდაზმულთა დაწესებულებების საჭიროებები პერსონალის კუთხით და გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად, მათ შორის, პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები; ჰ13) ოკუპირებული ტერიტორიებიდან პაციენტებისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეფექტიანად მისაწოდებლად, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. გადახედოს რეფერალური კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს და უმოკლეს დროში განიხილოს შემთხვევები; ჰ14) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ექიმები ჩართოს გადამზადების იმ პროგრამებში, რომლებსაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მომუშავე ექიმები გადიან; ჰ15) გაზარდოს მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო პერსონალისათვის; ჰ16) გაწეროს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილთა განსახლების შესაბამისი წესი, რომლითაც განისაზღვრება მონიტორინგის ჩატარებასა და ფაქტობრივად ცხოვრების გამოსაკვლევად საჭირო ყველა პროცედურა; ჰ17) განსახლების სხვა პროგრამების მსგავსად, კერძო საცხოვრებელი სახლის შესყიდვის თაობაზე განაცხადების წარდგენის შემდეგ, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას მის განსახილველად მისცეს შესაბამისი ვადების განსაზღვრის უფლებამოსილება; ჰ18) გააგრძელოს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში განთავსებული პირების ჯანმრთელობის შემოწმების იმგვარი პრაქტიკა, რომ ამან საფრთხე არ შეუქმნას თავშესაფრით მოსარგებლე სხვა პირებს; ჰ19) გააგრძელოს თავშესაფრების ფიზიკური გარემოს ადაპტირება, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მაქსიმალურად დაიხვეწოს სერვისის გაცემა; ჰ20) გააგრძელოს თავშესაფრების ეზოების, ინვენტარისა და ბავშვებზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა; ჰ21) გააძლიეროს საინფორმაციო კამპანია ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის ქვეყანაში არსებული დაცვისა და დახმარების სერვისების პოპულარიზაციისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის გასაზრდელად; ჰ22) ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, ასევე, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა თავშესაფრებში დახვეწოს მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისები; ჰ23) გააგრძელოს თავშესაფრების პერსონალის, მათ შორის, მედდისა და ძიძის გადამზადება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე; ჰ24) გააგრძელოს ფსიქოლოგის და ძიძის სამუშაო საათების განსაზღვრის იმგვარი პრაქტიკა, რომელიც მაქსიმალურად ერგება დასაქმებული ბენეფიციარების საჭიროებებს; ჰ25) მოახდინოს რთული ქცევისა და ტრავმული გამოცდილების მქონე არასრულწლოვანთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ფსიქოსოციალური და სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავების ინიცირება „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიხედვით; ჰ26) ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტების სრულფასოვანი განხორციელების მიზნით, რელიგიური კონფესიების პანსიონებში ჩარიცხულ ბავშვებთან დაიწყოს ინდივიდუალური მუშაობა მათი კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად, „ბავშვის უფლებათა კოდექსით“ გათვალისწინებული წესით; ჰ27) გააგრძელოს შესაბამისი ღონისძიებების გატარება საქართველოში მოქმედი თითოეული არალიცენზირებული რელიგიური სკოლა-პანსიონის გამოსავლენად და უზრუნველყოს მათი ლიცენზირებისა თუ კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარება; ჰ28) გააძლიეროს რელიგიური პანსიონებში შიდა მონიტორინგი კანონმდებლობის შესაბამისად ბავშვთა კეთილდღეობის უზრუნველსაყოფად; ჰ29) სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი, ძალადობის მსხვერპლი თითოეული არასრულწლოვნის შემთხვევაში, დაგეგმოს კონკრეტული სარეაბილიტაციო, თერაპიული აქტივობები და ძალადობის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილება ბავშვების უსაფრთხოებისა და უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით. ძალადობის შემთხვევაში, განახორციელოს ბავშვთან მომუშავე პირების მიერ რეფერირების პროცედურების აღსრულების მუდმივი მონიტორინგი; ჰ30) გადახედოს ბავშვთა სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონის დაძლევის პოლიტიკას იმგვარად, რომ შეფასდეს ამჟამად არსებული სოციალური პროგრამები და გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად დაიგეგმოს უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის ეფექტიანი, სიღარიბის პრევენციასა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისები „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად; ჰ31) დახვეწოს შვილად აყვანის პროცესში ბავშვის შეთავაზების წესის საკითხი საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირების გზით; ჰ32) შვილად აყვანის საკითხებზე მომუშავე სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები და სხვა პროფესიონალები გადაამზადოს ბავშვთა უფლებებისა და ინიდივიდუალური საჭიროებების, ბავშვის რთული ქცევის მართვისა დაპრევენციის საკითხებთან დაკავშირებით; ჰ33) სოციალური მუშაკებისა და შვილად აყვანის საკითხებზე მომუშავე პროფესიონალებისთვის შეიმუშაოს შესაბამისი სფეროს სახელმძღვანელო პრინციპები და სარეკომენდაციო მითითებები; სახელმძღვანელო პრინციპების ფარგლებში გაწეროს ბავშვთან გასაუბრებისა და შეფასების წესი; ჰ34) მეურვეობა-მზრუნველობის ცენტრალურ და ტერიტორიულ ორგანოებში, ბავშვთან შეხვედრისა და გასაუბრებისთვის, მოაწყოს მის საჭიროებებზე მორგებული, კეთილსაიმედო ადაპტირებული გარემო „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად; ჰ35) უზრუნველყოს, რომ „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით“ გათვალისწინებულმა მომსახურებამ მოიცვას აჭარის რეგიონი. ჰ36) „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის“ არსებული მომსახურება გააძლიეროს ფინანსური და ადამიანური რესურსით. შეაფასოს მობილური ჯგუფების საქმიანობის ხარისხი და შეიმუშაოეს შეფასების ეფექტიანი ფორმა, რომლის საშუალებითაც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე თითოეულ ბავშვზე განისაზღვრება ინდივიდუალური საჭიროებები და რისკები; ჰ37) უზრუნველყოს ქუჩაში ცხოვრებისა და მუშაობის საფრთხის წინაშე მყოფი ბავშვიანი ოჯახების ადრეული გამოვლენა. მიაწოდოს მათ დროული და ეფექტიანი სერვისები „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ საფუძველზე; ჰ38) ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ოჯახებისა და შეიმუშაოს და დანერგოს დამატებითი სერვისები, როგორც მათი მშობლებისთვის გადაუდებელი მატერიალური მხარდაჭერისთვის, ისე აუცილებელი უნარ-ჩვევების განსავითარებლად, აგრეთვე, დასაქმების მოტივაციის ასამაღლებლად და შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ საფუძველზე; ჰ39) გადადგას ნაბიჯები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისადმი საზოგადოების ცნობიერებისა და მგრძნობელობის ასამაღლებლად. დაგეგმოს საინფორმაციო კამპანიები შესაბამის თემებზე, მათ შორის, ქუჩაში ბავშვისათვის მოწყალების გაღების, ამ ბავშვების მიმართ ძალადობის შემთხვევაში განსახორციელებელი ქმედებების საკითხებზე „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად; ჰ40) მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ბენეფიციარებს 18 წლის შესრულების შემდეგ, მიაწოდოს შესაბამისი მომსახურება „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად; ჰ41) გააძლიეროს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ცენტრები როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური და ფინანსური რესურსით. გაზარდოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა; ჰ42) დანერგოს ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების, შეფასების პროცესის, არსებული ინსტრუმენტის და შეფასების კრიტერიუმების მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი, არსებული ხარვეზებისა და არასათანადო რეაგირების გამოსავლენად/თავიდან ასაცილებლად; ჰ43) ოჯახში ძალადობის მსხვერპლ თითოეულ ბავშვთან მუშაობის საწყის ეტაპზევე ჩართოს ფსიქოლოგი და დაგეგმოს არასრულწლოვნის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროცესი „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად; ჰ44) უზრუნველყოს საერთაშორისო დაცვის მქონე, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის სისტემური შეფასება, გამოავლინოს მათი უფლებების დარღვევა და ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მათზე მოახდინოს სათანადო რეაგირება; ჰ45) შეისწავლოს პანსიონატებში მყოფი ბენეფიციარების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს მათთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა; ჰ46) გააძლიეროს სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების მიერ ხანდაზმულთათვის მომსახურების მიწოდების რეგულარული მონიტორინგი; ჰ47) პანსიონატებში მყოფ ბენეფიციარებზე ზრუნვის პროცესში, მათ შორის, მულტიდისციპლინური გუნდის საქმიანობაში, ჩართოს სოციალური მუშაკი; ჰ48) ბენეფიციართა ინტერესებზე მორგებული პირობების გათვალისწინებით, აწარმოოს მოლაპარაკებები სს „ლიბერთი ბანკთან“, დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შესატანად; ჰ49) სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი 21 ობიექტიდან, გამოავლინოს ისეთი შენობები, რომელთა მდგრადობაც, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ გადამოწმებულა, და საექსპერტო შეფასებების ჩატარების გზით გადაამოწმოს მათი მდგომარეობა; ჰ50) საექსპერტო შეფასებების ჩატარების გზით პროაქტიულად გადაამოწმოს დევნილთა განსახლების ობიექტების მდგრადობა, რათა შესაძლებელი გახდეს სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვება ე. წ. ნგრევადი ობიექტების რაოდენობაზე; ჰ51) მაქსიმალურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ყოფილი კოლექტიური განსახლების ობიექტებიდან დევნილი პირების გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ხოლო საკმარისი რესურსის (გასანაწილებელი ბინების) არარსებობის შემთხვევაში, გრძელვადიან განსახლებამდე ქირით უზრუნველყოს ასეთი ოჯახები; ჰ52) სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიღებული გეოლოგიური დასკვნების გაანალიზების საფუძველზე, გამოავლინოს მაღალი რისკის ქვეშ მცხოვრები ოჯახები და განსახლებისათვის გამოყოფილი თანხა შესაძლებლოებბის ფარგლებში მაქსიმალურად მოახმაროს ასეთი ოჯახების განსახლებას; ჰ53) გააძლიეროს 2004-2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტებისათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი; ჰ54) ბენეფიციარის ინდივიდუალური გეგმა; საჭიროებების გათვალისწინებით, შეიმუშაოს მომსახურების ჰ55) აქტიური დაბერების მიზნით, შეიმუშაოს სოციალური აქტივობების გეგმა; ჰ56) გამოვლინოს მხარდამჭერის საჭიროების მქონე ბენეფიციარები და მიიღოს შესაბამისი ზომები მათთვის მხარდამჭერის დანიშვნის პროცედურების დასაწყებად; ჰ57) შექმნას ფსიქიატრიული დახმარების უზრუნველყოფის ჰოსპიტალგარე სახელმწიფო ზედამხედველობის და ფსიქიატრიული მომსახურების ხარისხისა და უფლებების დაცვის მონიტორინგის მექანიზმი, რომლის კომპეტენციაც იქნება ფსიქიატრიული სერვისების მომხმარებლებისგან, მათი წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისგან კონფიდენციალური/ღია საჩივრების მიღება ფსიქიატრიული სერვისების ხარისხისა და უფლებების კუთხით გამოვლენილ დარღვევებზე და ფსიქიატრიული სერვისების მიმწოდებლების რეგულარული, სისტემური და პროაქტიული მონიტორინგი; ჰ58) უზრუნველყოს სტატისტიკური აღრიცხვა საჯარო სამსახურში დასაქმებული მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების შემდგომში „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური პაკეტით სარგებლობის ხელმისაწვდომობის მიზნით; ჰ59) უზრუნველყოს ნორმატიული აქტების მიღება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების თაობაზე 1989 წლის 30 ნოემბრის საბჭოს 89/654/EEC დირექტივის, სამუშაო ადგილზე მუშაკთა მიერ სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისათვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების თაობაზე 2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/104/EC დირექტივისა და მონიტორიან დანადგარებთან მუშაობისთვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ 1990 წლის 29 მაისის საბჭოს 90/270/EEC დირექტივის დებულებათა შესასრულებლად. ჰ60) გაატაროს სათანადო ღონისძიებები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „მრეწველობასა და ვაჭრობაში შრომის ინსპექციის შესახებ“ №81, „შრომის ინსპექციის (სოფლის მეურნეობაში) შესახებ“ №129 და „სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის უსაფრთხოების შესახებ“ №155 კონვენციების რატიფიკაციისთვის საჭირო პროცედურების დასაწყებად; ჰ61) დააჩქაროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ორგანიზაციული და სტრუქტურული გაძლიერება, მათ შორის, რეგიონული ოფისებით აღჭურვის გზით; ჰ62) გააძლიეროს სახელმწიფო პროგრამები, რომელიც უზრუნველყოფს ონკოლოგიურ დაავადებათა ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენას, კიბოს გავრცელების პრევენციას და ონკოლოგიური პაციენტებისათვის მკურნალობის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას; ჰ63) საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ განხორციელებული შინამეურნეობის კვლევებზე დაყრდნობით, უზრუნველყოს „მიზნობრივი სოციალური დახმარების“ პროგრამის განახლების და მისი ეფექტიანობის პერიოდული შესწავლის მეთოდოლოგიის შემუშავება; ჰ64) გააძლიეროს ბავშვთა ადრეული განვითარების, ბავშვთა აბილიტაცია/რეაბილიტაციის, შშმ პირთა დღის ცენტრებისა და სათემო ორგანიზაციების მომსახურების ქვეპროგრამების მისაწვდომობა შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა პირისთვის ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, საჭიროებების კვლევის, არსებულ სერვისებში გამოკვეთილი ხარვეზების/გამოწვევების შესწავლის, დაფინანსების ზრდისა და მომსახურებაში დასაქმებული პერსონალის სწავლება/გადამზადების გზით; ჰ65) სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების სამიზნე ჯგუფად გათვალისწინება და მათთვის შესაბამისი სერვისის მიწოდება; ჰ66) სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, სმენის აპარატით უზრუნველყოფის პარალელურად, გაითვალისწინოს სმენის რეაბილიტაცია და სასმენ ტექნოლოგიებზე სრული მისაწვდომობა; ჰ67) უზრუნველყოს შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურების სერვისში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდა; ჰ68) უზრუნველყოს დღის ცენტრებში მომსახურების ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის იმგვარი კვალიფიციური ზრდა და კადრებით განაწილება, რაც შესაძლებელს გახდის სერვისის დაკომპლექტებას და ბენეფიციარებისთვის სათანადო სარეაბილიტაციო ღონისძიებების მიწოდებას; ჰ69) უზრუნველყოს დაკავშირებით დიზაინის საინფორმაციო განხორციელებულ სტანდარტების გათვალისწინებულ საკანონმდებლო საფუძველზე რეგულაციებსა კამპანიის და წარმოება მისაწვდომობასთან ცვლილებებზე, შემუშავებული ტექნიკური ვალდებულებებზე, უნივერსალური რეგლამენტით საზოგადოებისა და პასუხისმგებელი სუბიექტების სათანადოდ ინფორმირების მიზნით; ჰ70) მისაწვდომობის ეროვნული გეგმა შეიმუშაოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით. გეგმით პრიორიტეტულად ობიექტების/მომსახურებებისა გაითვალისწინოს და საჯარო საზოგადოებისთვის განკუთვნილი დაწესებულებების მისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამასთან, დოკუმენტით განსაზღვროს შემჭიდროებული ვადები. 7. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ: ა) გააგრძელოს სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების პროფესიული განვითარება და მათი ეკონომიკური გაძლიერება ტრენინგებისა და პროექტების მართვის უნარჩვევების სწავლებით; ბ) დახვეწოს მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებისას, გათვალისწინებული იქნება კონკრეტული რეგიონის სპეციფიკა და საჭიროებები; გ) უზრუნველყოს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური რესურსი და გაატაროს საჭირო საკანონმდებლო ღონისძიებები ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა ნორმაზე მეტი კონცენტრაციის შემთხვევების გამოსავლენად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე ასამოქმედებლად. რეაგირების ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად და 8. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ: ა) უზრუნველყოს მასწავლებელთა გადამზადება ცნობიერების ასამაღლებლად და ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით განათლების სისტემაში დასაქმებულ პირთათვის კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებთან დაკავშირებით; ბ) გააძლიეროს ადამიანის უფლებათა სწავლება საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით; გ) შეიმუშაოს ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი ტრენინგ-პოლიტიკის დოკუმენტი მასწავლებლებისთვისა და სასწავლო პროცესში ჩართული სხვა პირებისთვის; დ) შეიმუშაოს სკოლებში სუიციდის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების გამოვლენის მეთოდოლოგია და მათი ინდივიდუალური საჭიროების გამოვლენის გზით მოახდინოს რეფერირება, იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მომსახურება „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად; ე) სკოლებში, ბავშვებისათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განათავსოს ინფორმაცია უფლებადაცვითი მექანიზმებისა და მათი საკონტაქტო მონაცემების შესახებ; ვ) სკოლებში ბავშვებთან მომუშავე პერსონალს აქტიურად ჩაუტაროს ტრენინგები და გადამზადება ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკების, ბავშვთა რთული ქცევის მართვის საკითხებში; ზ) შეიმუშაოს პანსიონური მომსახურების ერთიანი სტანდარტი და დანერგოს აღნიშნულ დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი; თ) შეიმუშაოს სკოლის მიტოვების სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვისა და დამუშავების ერთიანი მეთოდოლოგია და სტანდარტი; ი) უზრუნველყოს, რომ მულტიდისციპლინურმა გუნდმა დროულად შეაფასოს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საგანმანათლებლო საჭიროებები და მათთვის უზრუნველყოს სპეციალური პედაგოგის ხელმისაწვდომობა; კ) საქართველოში მყოფ საერთაშორისო დაცვის მქონე, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანთათვის ზოგადი განათლების მიწოდებისას, უზრუნველყოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა; ლ) გაზარდოს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების რაოდენობა და გააძლიეროს უკვე არსებულის შესაძლებლობები; მ) უზრუნველყოს როგორც ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების, ისე საგანმანათლებლო სისტემაში ჩართული შშმ სსსმ (შშმ) მოსწავლეების თაობაზე სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება; ნ) უზრუნველყოს სკოლის მასწავლებლებისა და ინკლუზიური განათლების სპეციალისტების გადამზადება სსსმ (შშმ) მოსწავლეთა საგანმანათლებლო საჭიროებების თაობაზე, პრაქტიკაზე ორიენტირებული სატრენინგო მოდულების/პროგრამების გამოყენებით, მათ შორის, ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენასთან, რთული ქცევის მართვასთან, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე, მძიმე და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდებთან, კომუნიკაციის დამხმარე და ალტერნატიული ტექნოლოგიების გამოყენებასთან, მოსწავლეთა შეფასებასთან დაკავშირებით; ო) უზრუნველყოს ქცევის პოზიტიური მართვის ხელშემწყობი პროგრამების/სერვისების შემუშავება და მათი სკოლებში განხორციელება; პ) უზრუნველყოს უკუკავშირი სკოლების მიერ ინკლუზიურ განათლებაზე განხორციელებულ შიდა მონიტორინგზე (მათ შორის, სკოლების წარდგენილ დასკვნებზე); ჟ) უფრო ხშირად (მინიმუმ სემესტრში ერთხელ) ჩაატაროს გარე მონიტორინგი. ამასთან, მონიტორინგის პროცესში უზრუნველყოს ინკლუზიური განათლების კუთხით არსებული საჭიროებების სიღრმისეული შესწავლა, დოკუმენტაციის ანალიზი და კონკრეტული რეკომენდაციების გაცემა გამოვლენილ ხარვეზებზე; რ) ზედამხედველობა გაუწიოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ სკოლების გარე და შიდა ინფრასტრუქტურის, ასევე, სასწავლო მასალების მისაწვდომობის უზრუნველყოფას სსსმ (შშმ) მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისად; ს) ზედამხედველობა გაუწიოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ინკლუზიური განათლების დანერგვის/განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებას; ტ) ზედამხედველობა გაუწიოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საინფორმაციო შეხვედრებს მშობლებთან ინკლუზიურ განათლებასთან, შშმ ბავშვთა უფლებებთან, დისკრიმინაციისა და ძალადობისგან დაცვის საკითხებზე. მათ შორის, ძალადობის სახეებთან, მის შედეგებთან, ფსიქოლოგიური ინტერვენციის მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობის ფორმებთან დაკავშირებით; უ) ზედამხედველობა გაუწიოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ საჭიროების შესაბამისად, ინკლუზიური განათლების სპეციალისტების (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი, ჟესტური ენის სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, ენისა და მეტყველების თერაპევტი) დაქირავებას; ფ) ზედამხედველობა გაუწიოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის განხორციელებას არანაკლებ ერთხელ, სასწავლო წლის განმავლობაში. ხოლო, შიდა მონიტორინგის პროცესში ინკლუზიური განათლების კუთხით არსებული ხარვეზების სრულყოფილად გამოვლენას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას/განხორციელებას; ქ) ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების ენის სკოლებისთვის მულტილინგვური სწავლების მოდელის შემუშავებასა და მის დანერგვას, ორენოვანი პედაგოგების მომზადებაგადამზადებას, ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შემუშავებას და სასწავლო მასალების შექმნას; ღ) დაიწყოს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად გამოცემული სასკოლო სახელმძღვანელოების ეროვნული უმცირესობების ენებზე თარგმნის, გამოცემისა და ამ სახელმძღვანელოებით სკოლების უზრუნველყოფის პროცესი; ყ) დაიწყოს საქართველოს სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენის, გამოცემისა და აღნიშნულ საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის მიმართულებით ქმედითი ღონისძიებების გატარება; შ) ხელი შეუწყოს ეროვნული უმცირესობების კულტურის მოღვაწეებისა და შემოქმედებითი ჯგუფების (ანსამბლები, თეატრები და სხვ.) კონცერტების და შემოქმედებითი საღამოების მოწყობას საქართველოს დედაქალაქში და სხვადასხვა რეგიონებში; ამასთან, გააძლიეროს სტუდენტური და მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები ქვეყნის ფარგლებს შიგნით; ჩ) ხელი შეუწყოს ქართული კულტურის ცნობილი და პოპულარული შემოქმედებითი ჯგუფების, ანსამბლების, თეატრების და სხვა შემოქმედებით ჯგუფების გასტროლებს – სპექტაკლების, კონცერტებისა და შემოქმედებითი საღამოების მოწყობას ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში; ც) გააგრძელოს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა-ინვენტარიზაციის პროცესი და დაიწყოს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაცია და რესტავრაცია; ძ) ადგილობრივ უმცირესობებით თვითმმართველობებთან კომპაქტურად თანამშრომლობით, ეროვნული დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ხელი შეუწყოს კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობას; წ) ხელი შეუწყოს არაფორმალური განათლების პროექტებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე; ჭ) აღადგინოს ქართული ენის სწავლება ცენტრალური ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ან დაფინანსებულ საზაფხულო ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებში ოკუპირებული ტერიტორიიდან მონაწილე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის; სტუდენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პარალელურად, შესთავაზოს ქართული ენის სასწავლო პროგრამები; ხ) შეიმუშაოს სტიპენდიის ან საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა სტუდენტებისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რათა მათ შეძლონ უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელება გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში; ჯ) გააგრძელოს ახალი სტუდენტური საცხოვრებლების აშენების პროექტზე მუშაობა, ხოლო მანამდე, უკვე არსებულ საცხოვრებლებში გამოყოს შესაბამისი კვოტა სტუდენტებისათვის ოკუპირებული ტერიტორიიდან; ჰ) კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობის წესების დარღვევის თითოეულ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, იმოქმედოს ეფექტიანად და დროულად გაატაროს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის, შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებით. 9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ: ა) სოფლის მეურნეობის სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და შესამცირებლად, დროულად მოამზადოს შესაბამისი სახელმძღვანელო დოკუმენტი; ბ) წლის განმავლობაში განახორციელოს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში; გ) აქტიურად ითანამშრომლოს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან, რათა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ყველა იმ დაწესებულებებისათვის, რომლებიც სარგებლობენ საკუთარი წყალმომარაგების სისტემით, კონკრეტულად განისაზღვროს სასმელი წყლის ვარგისიანობის შემოწმების წესი და მისი ლაბორატორიული კვლევის ჯერადობა; დ) დროულად უზრუნველყოს სათანადო მატერიალურ-ტექნიკური რესურსი და გაატაროს საჭირო საკანონმდებლო ღონისძიებები ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა ნორმაზე მეტი კონცენტრაციის შემთხვევების გამოსავლენად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად და ასამოქმედებლად; ე) შეიტანოს ცვლილება „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №421 დადგენილებაში და მკაფიოდ განსაზღვროს 500მეტრიანი მანძილის გამოთვლის კრიტერიუმები; ვ) შეიმუშაოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებლის ზუსტი მონაცემების განსაზღვრის მეთოდოლოგია და აღნიშნული მაჩვენებლის შეფასების სტანდარტი; ზ) უზრუნველყოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება (მათ შორის, მონიტორინგის სადგურების რაოდენობის გაზრდა) სახელმწიფო ბიუჯეტით ადეკვატური რესურსების გამოყოფის გზით; თ) დადგენილ ნორმებთან შეუსაბამო ხარისხის საწვავის მიწოდების მონიტორინგისას, განახორციელოს როგორც საავტომობილო დიზელის, ასევე ბენზინის სინჯების აღება და მათში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული ყველა ნივთიერების მოცულობითი წილის შეფასება. 10. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააგრძელოს მოლაპარაკებების წარმოება ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაუშვას საერთაშორისო მონიტორების სრული და შეუზღუდავი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. 11. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ: ა) დახვეწოს რელიგიური გაერთიანებების დაფინანსებისა და საგადასახადო სისტემა; ბ) უზრუნველყოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებებისა და დამატებების ინიცირება და 2021 წლიდან ვეტერანების მიმართ არსებული საშემოსავლო გადასახადის შეღავათი გაიზარდოს 6 000 ლარამდე (9 000 ლარამდე - მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა მიმართ). 12. შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა: ა) უზრუნველყოს, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ხელშესაწყობად, სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდეს ეროვნული უმცირესობების, მათ შორის, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით; ბ) აწარმოოს მოლაპარაკებები სხვადასხვა დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, აფხაზეთში და, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისათვის გალის არაფორმალური რაიონში სკოლის განათლების მიღების მოსწავლეებისა და შესაძლებლობების ხელშესაწყობად; გ) ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არსებული ანტიდასავლური პროპაგანდისა და ოკუპანტი ქვეყნის (რუსეთის) საინფორმაციო არხების ზეგავლენის აღმოსაფხვრელად, ასევე, სხვადასხვა ორგანიზაციებისა და პირების მიერ ეთნიკური შუღლის გაღვივების მცდელობის საწინააღმდეგოდ აწარმოოს საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებები და კამპანიები; 13. მუნიციპალიტეტის ორგანოებმა: ა) გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთათვის უზრუნველყონ ტრენინგების ჩატარება ქვეყანაში არსებული გენდერული პოლიტიკის და ამ მიმართულებით არსებული ეროვნული სამოქმედო გეგმების შესახებ; ბ) უზრუნველყონ შემდეგი ინსტრუმენტების დანერგვა: გენდერული სტრატეგია და გენდერული ბიუჯეტირება, ხელი შეუწყონ გენდერული საბჭოს წევრთა მგრძნობელობის გაზრდას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო სერვისების, სექსუალური შევიწროების და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე; გ) შეისწავლონ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სპეციფიკური საჭიროებები და უზრუნველყონ მათი ასახვა სამოქმედო დოკუმენტებში, მუნიციპალიტეტის გეგმებში, ვებგვერდზე სტრატეგიებსა გამოაქვეყნონ და პოლიტიკის კვლევის ძირითადი მიგნებები; დ) უზრუნველყონ გენდერული ბიუჯეტირების პრაქტიკულ დონეზე დანერგვა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული მიზნობრივი პროგრამების განხორციელება; ე) მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, ქალთა მონაწილეობის და ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ადგილობრივი თემისათვის პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ყველა ეტაპზე, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებას; ვ) უზრუნველყონ ხელმისაწვდომობა, სოფლად კერძოდ, მცხოვრები ქალების ტრანსპორტირების და პროფესიული ბავშვის მოვლის განათლების სერვისების გარანტირებით; ზ) აღწერონ მუნიციპალიტეტში მცხოვრები მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლები; თ) რელიგიური გაერთიანებების საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში დაიცვან რელიგიური ნეიტრალიტეტი და თანასწორუფლებიანობის კონსტიტუციური პრინციპი; ი) დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, სიღნაღის, ტყიბულის, ჭიათურის და ხონის მუნიციპალიტეტების მერიებში და საკრებულოებში უზრუნველყონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები შემუშავება და დამტკიცება; კ) კასპისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების მერიებში და საკრებულოებში უზრუნველყონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების შემუშავება და დამტკიცება; ლ) აღრიცხონ სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახები, მათი ინდივიდუალური საჭიროებები, შეაფასონ ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე ბავშვთა სიღარიბის დაძლევის კუთხით არსებული პროგრამების ეფექტიანობა და დაგეგმონ იმგვარი პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს ადგილობრივად ბავშვთა სიღარიბის პრევენციას „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად; მ) თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ მიზნობრივი სერვისების მიწოდება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, მათ შორის, სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის, ასევე, ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩართვის რისკის მქონე ბავშვიანი ოჯახებისთვის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად; ნ) გაატარონ სათანადო ღონისძიებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა შენობების ინფრასტრუქტურული და ფუნქციური მოწყობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან მისასადაგებლად; ო) გამოყონ სათანადო სახსრები საბავშვო ბაღებში ადამიანური და ფინანსური რესურსების გასაზრდელად; პ) უზრუნველყონ საბავშვო ბაღში დასაქმებულ პირთა რეგულარული პროფესიული გადამზადება; ჟ) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები აღჭურვონ საჭირო ინვენტარით, სახელმძღვანელოებითა და სათამაშოებით; რ) თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ აღრიცხვა და მიზნობრივი სერვისების მიწოდება საერთაშორისო დაცვის მქონე, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანთა და მათი ოჯახებისთვის „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ შესაბამისად; ს) თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ საერთაშორისო დაცვის მქონე, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანთათვის სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა; ტ) კომპლექსურად შეისწავლონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების საჭიროებები (ინკლუზიური განათლების კუთხით) და უზრუნველყონ მათი მუნიციპალურ პროგრამებსა და ფინანსურ გეგმებში ასახვა. განსაკუთრებული აქცენტი გააკეთონ ბაგა-ბაღების შიდა და გარე ინფრასტრუქტურის/რესურსების მისაწვდომობაზე, ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალის დაქირავებასა და არსებული პერსონალის გადამზადებაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელების საჭიროებებისა და სათანადო მიდგომის თაობაზე; უ) უზრუნველყონ საკონსულტაციო საბჭოების შექმნა და მისი ფუნქციონირება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ამასთან, აღნიშნულ საბჭოებში შშმ აღსაზრდელთა მშობლების ჩართულობის ხელშეწყობა, მათ შორის, სათანადო ინფორმაციის მიწოდებით; ფ) უზრუნველყონ აღსაზრდელების მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის განათლება და მხარდაჭერა, მათი ცნობიერების ამაღლება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობის, ბავშვის უფლებების, ინკლუზიური განათლების არსისა და სსსმ (შშმ) აღსაზრდელების საჭიროებების, სათანადო მიდგომებისა და ინტერვენციების მნიშვნელობის, ძალადობისგან დაცვის მექანიზმების თაობაზე როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური შეხვედრების მეშვეობით; ქ) შესაბამისი არქიტექტურული და საზედამხედველო სამსახურების პერსონალი გადაამზადონ უნივერსალური დიზაინის სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად; ღ) შეიმუშაონ მუნიციპალურ მაჩვენებელი სტატისტიკა; ყ) სრულყოფილად დონეზე შეისწავლონ გაუმჯობესებული მუნიციპალურ დონეზე ფიზიკური გარემოს მისაწვდომობასთან დაკავშირებული ხარვეზები და პრობლემათა აღმოსაფხვრელად შეიმუშაონ შესაბამისი რეკომენდაციები; შ) უზრუნველყონ ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ეფექტიანი საქმიანობა, შშმ პირთა და მათი წარმომადგენლების ჩართულობით; ჩ) გარდაბნის, დუშეთის, ვანის, თიანეთის, კასპის, ყაზბეგის, წალკის, ჭიათურისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში უზრუნველყონ ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნა და მათი ეფექტიანი საქმიანობა, შშმ პირთა და მათი წარმომადგენლების ჩართულობით; ც) შეისწავლონ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ პირთა საჭიროებები, შეიმუშაონ მიზნობრივი პროგრამები და ასახონ ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში; ძ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ხელი შეუწყონ კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობას, განხორციელებას; აღდგენასა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების წ) ეროვნული სკოლამდელი უმცირესობებით აღზრდის კომპაქტურად დაწესებულებებში სწავლების დასახლებული რეგიონების ხარისხისა საქმიანობის და ეფექტიანობის ასამაღლებლად, დაიწყონ პედაგოგთა გადამზადება, სასწავლო რესურსების შექმნა და მიწოდება; ჭ) ქარელის, ხარაგაულის, აბაშის, დედოფლისწყაროს, წალკის, დმანისისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ბიუჯეტის ფორმირებისას, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილ გეოლოგიურად აქტიურ ტერიტორიებზე პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, მოახდინონ შესაბამისი ფინანსების მობილიზება; ხ) ქარელის, ხარაგაულის, აბაშის, დედოფლისწყაროს, წალკის, დმანისისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამდე, შეისწავლონ საპროექტო ტერიტორია გეოლოგიური პროცესების იდენტიფიცირების მიზნით და გაატარონ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დასახული ღონისძიებები. 14. საზოგადოებრივი მაუწყებელმა გააძლიეროს ეროვნული უმცირესობების ენებზე მაუწყებლობა და ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების ენებზე მომზადებული მედიაპროდუქტის ხელმისაწვდომობასა და პოპულარიზებას ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. 15. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ შეიმუშაოს და შესთავაზოს პოლიტიკურ პარტიებს ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი საარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის გამოყენების, სიძულვილის ენის ერთგვაროვანი განმარტებისა და ასეთი განცხადებებისგან თავის შეკავების თაობაზე. 16. იმ პასუხისმგებელმა უწყებებმა, რომლებმაც საანგარიშო პერიოდში ვერ უზრუნველყვეს „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 20 სექტემბრის N5003-Iს დადგენილებით გათვალისწინებული დავალებების სრულყოფილად შესრულება, განახორციელონ ყველა შესაძლო ღონისძიება აღნიშნული დავალებების შესასრულებლად. 17. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა მონიტორინგი გაუწიოს „2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებატა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებული ფაქტების თავიდან აცილებისა და ამ დადგენილებით გაცემული დავალებების შესრულებისკენ მიმართული ღონისძიებების განხორციელებას. საქართველოს პარლამენტის ადამოანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს აღნიშნული დავალებების შესრულების შესახებ ანგარიშები წარედგინოს 2021 წლის 1 მარტამდე. 18. საქართველოს პარლამენტში შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც განიხილავს „2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში წარმოდგენილი, საქართველოს პარლამენტისადმი მიმართული წინადადებების გათვალისწინების საკითხს. 19. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე 2020 წლის _______________ N _________ არჩილ თალაკვაძე
ანგარიში
3739-12-2-202003312142 N 12/3739 31/03/2020 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს ბატონ არჩილ თალაკვაძეს ბატონო არჩილ, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 163-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, წარმოგიდგენთ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშს 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. დანართი: 432 ფურცელი პატივისცემით, ნინო ლომჯარია სახალხო დამცველი . საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2019 წელი საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში შესავალი ................................................................................................................................................................ 7 1. საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა......................................................... 23 1.1. შესავალი ............................................................................................................................................................. 23 1.2. სახელმწიფო უწყებების მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა ..... 27 1.3. ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა ................................................................................................................................................................... 38 2. სიცოცხლის უფლება ..............................................................................................................................41 2.1. შესავალი...................................................................................................................................................................... 41 2.2. სომატური ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ....................................................................................................................................................... 42 2.3. შეწყალების საქმე ................................................................................................................................................ 44 2.4. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე ........................................................................................................... 44 2.5. ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობა ............................................... 47 2.6. ია კერზაიას საქმე ................................................................................................................................................. 47 3. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა და გამოძიება ....................................................................................................... 50 3.1. შესავალი ............................................................................................................................................................. 50 3.2. პენიტენციური სისტემა .............................................................................................................................. 55 3.3. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა .......................................................................................... 83 3.4. ფსიქიატრიული დაწესებულებები ..................................................................................................... 97 3.5. სამართალდამცავთა და პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის გამოძიება ........................................................ 111 3.6. 4. 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიება ..............................................................................................122 თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება .................................................................... 127 4.1. შესავალი ............................................................................................................................................................ 127 4.2. დაკავება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით .........................................................128 4.3. საკანონმდებლო ხარვეზები ...................................................................................................................129 4.4. პოლიციელების მოქმედებებისას გამოვლენილი ხარვეზები ............................................130 4.5. თავისუფალი გადაადგილების უფლების უსაფუძვლო შეზღუდვა ............................ 131 4.6. აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებისას გამოვლენილი ხარვეზები .........................132 4.7. ივანე მერაბიშვილის საქმე .....................................................................................................................133 5. სამართლიანი სასამართლოს უფლება...................................................................................... 135 1| საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 6. 5.1. შესავალი ............................................................................................................................................................135 5.2. სასამართლო სისტემაში არსებული ინსტიტუციური პრობლემები .............................. 137 5.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა ................................... 140 5.4. საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლება ....................................................................... 148 5.5. სასამართლოსთვის მიმართვის უფლება........................................................................................ 151 5.6. კანონიერების პრინციპი............................................................................................................................152 5.7. სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობა ..............................................................................153 5.8. დანაშაულის პროვოკაცია ....................................................................................................................... 154 5.9. ბრალდებულის თარჯიმნით უზრუნველყოფის უფლება ...................................................155 5.10. თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგია ...........................................................................155 5.11. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზები ................................. 157 5.12. არასრულწლოვანთა უფლებები მართლმსაჯულების პროცესში ...................................159 პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა ........................................................................................ 162 6.1. შესავალი ............................................................................................................................................................162 6.2. პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებები .................................................................................................................163 6.3. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წესი ........................................................................................................... 164 7. 6.4. ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების წესი........................................ 164 6.5. გარე სამყაროსთან კონტაქტი პენიტენციურ და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 165 თანასწორობის უფლება.................................................................................................................... 170 7.1. შესავალი ............................................................................................................................................................ 170 7.2. ქალთა თანასწორუფლებიანობა.......................................................................................................... 171 7.3. შეზღუდული შესაძლებლობა ...............................................................................................................174 7.4. ეროვნება ............................................................................................................................................................. 176 7.5. ლგბტ+ ადამიანების თანასწორუფლებიანობა .......................................................................... 177 7.6. ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია............................................................................................................ 179 7.7. დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში .................................................................................180 7.8. დისკრიმინაცია სოციალური უსაფრთხოების სფეროში ...................................................... 181 7.9. დისკრიმინაციის წახალისება ...............................................................................................................182 7.10. სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ხარვეზები და პოლიციელების დისკრიმინაციული დამოკიდებულება .............................................................183 2| საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 8. გენდერული თანასწორობა .............................................................................................................. 186 8.1. შესავალი ............................................................................................................................................................186 8.2. ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ..........................................186 8.3. ქალთა ეკონომიკური მონაწილეობა და შრომითი უფლებები .......................................189 8.4. ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება ..............................................................................................190 8.5. ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები .............192 8.6. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ................................................................................................... 194 8.7. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა .............................................................................................196 8.8. ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება ....................................................................................... 203 8.9. ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ................................................................................... 205 9. რწმენისა და რელიგიის თავისუფლება ................................................................................... 214 9.1. შესავალი ........................................................................................................................................................... 214 9.2. საქართველოს კანონმდებლობა ............................................................................................................215 9.3. საგადასახადო კანონმდებლობა ...........................................................................................................216 9.4. სახელმწიფო ქონების შესახებ კანონმდებლობა ...................................................................... 217 9.5. შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულები ..............................................................218 9.6. საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები........................................................................219 9.7. საზღვრის კვეთა და რელიგიური ლიტერატურის შემოტანა............................................. 220 9.8. რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება ...............................................................................221 9.9. რელიგიის თავისუფლება საგანმანათლებლო სისტემაში ..................................................221 10. გამოხატვის თავისუფლება .........................................................................................................224 10.1. მედიაგარემო ................................................................................................................................................... 225 10.2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები.........231 10.3. პასუხისმგებლობა არაწინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით 232 11. შეკრების თავისუფლება ................................................................................................................... 235 11.1. შეკრების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევები .................. 235 11.2. რეაგირება შეკრებილ პირთა ძალადობრივ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით .............................................................................................................................................................. 241 11.3. „ღირსების მარში“ ......................................................................................................................................... 246 11.4. შეკრების გამართვის ადგილზე დაწესებული შეზღუდვები ........................................... 247 12. უფლებადამცველები ...................................................................................................................... 250 13. ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება ................................................................................ 255 3| საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 13.1. უფლება სუფთა ჰაერზე........................................................................................................................... 256 13.2. ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოება ........................................................................... 259 13.3. სამშენებლო სფეროში მოქმედი ხარვეზიანი კანონმდებლობა ...................................... 262 13.4. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და ადამიანის უფლებები ........... 266 13.5. საკანონმდებლო საკითხები .................................................................................................................. 268 14. შრომის უფლება ................................................................................................................................ 272 14.1. შრომის პირობების კუთხით არსებული მდგომარეობა ....................................................... 272 14.2. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მუშაობა ....................................... 275 15. ჯანმრთელობის დაცვის უფლება............................................................................................ 279 15.1. პირველადი ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები ....................................................................... 279 15.2. მაღალკვალიფიციური დამხმარე სამედიცინო კადრები .....................................................281 15.3. ონკოლოგიური პაციენტების უფლებები ...................................................................................... 282 15.4. მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და ხარისხი ................................................................... 283 15.5. ნარკოპოლიტიკა ............................................................................................................................................ 285 16. სოციალური უზრუნველყოფის უფლება ............................................................................ 288 16.1. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ეფექტიანობის შეფასება ....... 288 16.2. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების ვადები ..................................................................... 290 16.3. სათანადო კვების უფლება/უფასო სასადილოებზე ხელმისაწვდომობა....................291 17. სათანადო საცხოვრებლის უფლება ........................................................................................294 17.1. უსახლკარო პირთა უფლებრივი მდგომარება რეგიონებში .............................................. 295 17.2. უსახლკარო პირთა უფლებრივი მდგომარეობა თბილისში .............................................. 296 18. საარჩევნო უფლება ......................................................................................................................... 300 18.1. ძალადობრივი ხასიათის ინციდენტები და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის შემთხვევები .................................................................................................................................................................. 302 18.2. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლი ....................................................................................................................................................................... 305 19. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება ............................................................ 307 20. ადამიანის უფლებათა სწავლება.............................................................................................. 311 4| 20.1. შესავალი ............................................................................................................................................................ 311 20.2. ადამიანის უფლებათა სწავლების სახელმწიფო პოლიტიკა ............................................. 311 20.3. ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების უწყვეტობა .................................................. 314 20.4. პროზელიტიზმისა და ინდოქტრინაციის რისკი სასკოლო სივრცეში............................ 317 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 20.5. ადამიანის უფლებათა შესახებ განათლება მასწავლებელთა პროფესიულ მომზადებაში ..................................................................................................................................................................318 21. ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა ...................................................................................... 321 21.1. შესავალი ............................................................................................................................................................321 21.2. ბავშვის სიცოცხლის უფლება ............................................................................................................... 322 21.3. სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობა ................................................................................................................................................................. 323 21.4. განათლების უფლება ................................................................................................................................ 327 21.5. სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე ............................................................................ 330 21.6. შვილად აყვანა ............................................................................................................................................... 332 21.7. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები.................................................................................. 332 21.8. ბავშვის მიმართ ძალადობა.................................................................................................................... 334 21.9. თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვისა და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობა .................................................................................... 337 21.10. არასრულწლოვანთა დაცვა მავნე ზეგავლენისგან ............................................................. 339 21.11. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა ................................................................................................................................................................. 340 22. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა ..348 22.1. შესავალი ........................................................................................................................................................... 348 22.2. აბილიტაცია და რეაბილიტაცია .......................................................................................................... 349 22.3. განათლების უფლება ................................................................................................................................ 353 22.4. მისაწვდომობა ................................................................................................................................................ 356 22.5. ჯანმრთელობის უფლება ........................................................................................................................ 358 22.6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში .............................................................................................................................. 363 22.7. შშმ ბავშვთა სამზრუნველო დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი ............................................................................................................................................................................. 364 23. ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა .............................................................. 370 23.1. ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში ...................................................................................................................................................... 371 23.2. ხანდაზმულ პირთა სახელმწიფო პენსიის დაკავება ............................................................. 373 23.3. ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობა ......................................................................................... 374 23.4. ხანდაზმულთა სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა ადგილობრივ თვითმმართველობებში .......................................................................................................................................... 375 5| საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 24. 24.1. ეროვნული უმცირესობების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია .......................... 378 შესავალი ........................................................................................................................................................... 378 23.1. განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობა .................................................................................. 379 24.2. ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა................................................................................................... 382 24.3. ეროვნული უმცირესობათა კულტურის დაცვა და პოპულარიზაცია ............................ 383 25. ადამიანის უფლებები თავდაცვის სფეროში .................................................................... 387 25.1. შესავალი ........................................................................................................................................................... 387 25.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო .......................................................................................... 389 26. კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა 395 26.1. დოკუმენტაციისა და გადაადგილების თავისუფლების საკითხი................................. 396 26.2. უსაფრთხოების საკითხები.................................................................................................................... 399 26.3. განათლების უფლება ................................................................................................................................ 401 26.4. ჯანმრთელობის დაცვის უფლება ...................................................................................................... 404 26.5. გამოხატვის თავისუფლება .................................................................................................................... 406 26.6. „ბორდერიზაცია“ და მისი გავლენა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობაზე....................................................................................................................................... 407 27. 27.1. იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა 410 დევნილთა გრძელვადიანი განსახლება ........................................................................................ 410 27.2. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილთა განსახლება ......................................................................................................... 411 28. ეკომიგრანტების უფლებრივი მდგომარეობა ................................................................... 414 28.1. ეკომიგრანტთა განსახლება ................................................................................................................... 414 28.2. ეკომიგრაციის პრევენცია ........................................................................................................................ 415 29. უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში ................................... 417 29.1. თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა და ძირითადი ტენდენციები ............................................................................................... 418 29.2. მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა ......................................................................................... 422 29.3. სახელმწიფო საზღვრის მონიტორინგი........................................................................................... 425 30. მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა ................................428 6| საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 შესავალი საქართველოს სახალხო დამცველის წინამდებარე ანგარიში მომზადებულია საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 22-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 163-ე მუხლის შესაბამისად. ანგარიშში წარმოდგენილია 2019 წელს კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მიმოხილულია სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების/წინადადებების შესრულების მდგომარეობა. საანგარიშო პერიოდი მოიცავს 2019 წელს, მაგრამ ზოგიერთ შემთხვევაში მასში გაანალიზებულია ის პრობლემებიც, რომლებიც მანამდე წარმოიშვა და საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების შესახებ 6737 განცხადება შემოვიდა, აქედან დასაშვებად იქნა ცნობილი 5039. სახალხო დამცველის აპარატში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით მოქალაქეებს შეუძლიათ 24 საათის განმავლობაში მიიღონ ინფორმაცია ან განაცხადონ უფლებადარღვევის შესახებ. 2019 წლის განმავლობაში ცხელ ხაზზე 9438 ზარი შემოვიდა. სახალხო დამცველის აპარატის თბილისის ოფისში იურიდიული კონსულტაცია გაეწია 2399 ვიზიტორს. სახალხო დამცველის აპარატის რეგიონულმა ოფისებმა (აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველო) 4448 დაინტერესებულ პირს გაუწიეს სატელეფონო და პირადი კონსულტაცია. ჩატარდა 990 შეხვედრა, რომელსაც დაესწრნენ მოსახლეობა და სხვადასხვა ადგილობრივი ორგანიზაციის წარმომადგენლები. ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად, სახალხო დამცველმა 2019 წელს მოამზადა და გაგზავნა 75 რეკომენდაცია/წინადადება. მათგან ყველაზე მეტი რეკომენდაცია გაიგზავნა ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებში (19), ხოლო უწყებებს შორის - იუსტიციის სამინისტროში (10). 2019 წლის განმავლობაში მომზადდა 5 კონსტიტუციური სარჩელი, 14 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება. სასამართლო მეგობრის მოსაზრებების უმეტესობა გადაიგზავნა თბილისის საქალაქო (6) და სააპელაციო (4) სასამართლოებში. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა ასევე მიმართა ევროპულ სასამართლოს და მესამე მხარედ ჩაერთო ერთ-ერთ საქმეში. ინდივიდუალური განცხადებების განხილვის შედეგად, პენიტენციურ დაწესებულებებში, ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პოლიციის სამმართველოებში, ჯამში განხორციელდა 405 ვიზიტი. მონახულებულ იქნა 1728 დაკავებული/დაპატიმრებული პირი. დამატებით, პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, დახურული ტიპის დაწესებულებებში განხორციელდა 88 ვიზიტი. ასევე, აპარატის თანამშრომლებმა 15 ვიზიტი განახორციელეს პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ უცხოელთა, მათ შორის, თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის 7| მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესასწავლად. თავშესაფრის საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 პროცედურასა და ტერიტორიაზე ხელმისაწვდომობის მონიტორინგის კუთხით, 11 ვიზიტი განხორციელდა საქართველოს სახელმწიფო საზღვრებზე ქვეყნის მასშტაბით, 25 საერთაშორისო ფრენის მონიტორინგი თბილისის, ქუთაისისა და ბათუმის აეროპორტებში. თავდაცვის დამცველის სფეროში ადამიანის აპარატმა უფლებათა მოინახულა დაცვის მიმართულებით, საქართველოს თავდაცვის სახალხო სამინისტროს დაქვემდებარებაში მყოფი 35 სამხედრო ნაწილი. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ” გაეროს კონვენციის აღსრულებისა და მონიტორინგის ფარგლებში, განხორციელდა 17 გეგმური ვიზიტი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, 3 გეგმური ვიზიტი შშმ პირთა სადღეღამისო დაწესებულებაში, 6 გეგმური ვიზიტი შშმ პირთა სათემო ორგანიზაციაში, 26 გეგმური ვიზიტი შშმ პირთა დღის ცენტრებში (თბილისსა და 6 რეგიონში). 11 არაგეგმური ვიზიტი განხორციელდა შშმ პირთა პანსიონატებში, სოციალური სახლებში. გენდერული გენდერის დეპარტამენტის მომსახურების თანასწორობის ცენტრებში, საკითხებზე თანამშრომლებმა ბავშვთა საოჯახო მონიტორინგის განახორციელეს ტიპის ფარგლებში, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურებისა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა 4 თავშესაფრისა და 5 კრიზისული ცენტრის მონიტორინგი. ბავშვის უფლებათა დაცვის საკითხებზე მონიტორინგი ჩატარდა: 46 მუნიციპალიტეტის 143 ადრეული და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, საბავშვო ბაღების 46 გაერთიანებაში, მინდობით აღზრდის 4 ოჯახში, 14 საჯარო სკოლაში, სოციალური მომსახურების 6 ცენტრში. თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა და მიგრანტთა უფლებების დაცვის საკითხებზე საანგარიშო პერიოდში ჩატარდა სტატუსის დადგენის 18 საქმის მონიტორინგი, შსს-ს მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ლტოლვილისა და ჰუმანიტარულის სტატუსების მინიჭებაზე უარის სამართლებრივი შესახებ აქტის გამოცემული გასაჩივრების 15 ინდივიდუალური მონიტორინგი ადმინისტრაციულ– თბილისის საქალაქო და სააპელაციო სასამართლოებში, პენიტენციურ დაწესებულებებში განთავსებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეთა, მათ შორის, თავშესაფრის მაძიებელთა, 15 სასამართლო პროცესის მონიტორინგი. სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წელს მოინახულა 70-ზე მეტი სოფლის ამბულატორია საქართველოს 17 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, მონიტორინგები ასევე ჩატარდა თბილისისა და ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატებში. 2019 წლის განმავლობაში მომზადებული 15 სპეციალური ანგარიში შეეხებოდა ადამიანის უფლებათა დაცვის ისეთ სფეროებს, როგორიცაა სანიტარია და ჰიგიენა საქართველოს საჯარო სკოლებში, უფლება სუფთა ჰაერზე, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა, ბავშვზე ზრუნვის სისტემა, ინკლუზიური განათლება, არასათანადო მოპყრობის გამოძიების ეფექტიანობა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება, პატიმართა პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლება და მათ მიმართ დისციპლინური სამართალწარმოება. სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშის თითოეულ თავში წარმოდგენილი ზოგადი შეფასებები სწორედ ზემოაღნიშნული მეთოდებით მიღებულ ინფორმაციას ეყრდნობა. 8| საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ანგარიში აერთიანებს შემდეგ თემატიკას: საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის საპარლამენტო ანგარიში სიცოცხლის უფლების გარშემო მსჯელობით იწყება. ამ თავში, პირველ რიგში, შეფასებულია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ბენეფიციართა სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობის ჯანმრთელობის მდგომარეობის კუთხით არსებული გაუარესებისა და, ვითარება, ზოგიერთ რაც პაციენტთა შემთხვევაში, მათი გარდაცვალების მიზეზი ხდება. აღნიშნულის გარდა, მოცემულ თავში მიმოვიხილავთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალების აქტებს და მათ შესაბამისობას სიცოცხლის უფლების პროცედურულ ასპექტთან. სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული პირების სასჯელის არსებითი ნაწილის მოუხდელად განთავისუფლებით, დაირღვა სიცოცხლის უფლება. თავში ასევე წარმოდგენილია მსჯელობა თემირლან მაჩალიკაშვილისა და ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტებზე დასრულებული გამოძიების შედეგებსა და ხორავას ქუჩაზე 2 არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების პროცესთან დაკავშირებით. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ აუცილებელია თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიების განახლება, ვინაიდან არ ჩატარებულა ცალკეული მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რასთან დაკავშირებითაც სახალხო დამცველმა საქართველოს პროკურატურას გამოძიების განახლების შესახებ წინადადებით მიმართა. რაც შეეხება ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეს, სახალხო დამცველმა ამ საქმეში სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ, წინადადებით მიმართა პროკურატურას, თუმცა მას წინადადება არ გაუზიარებია, გამოძიების ნაცვლად, მხოლოდ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო, რომელიც ამ დრომდე არ დასრულებულა. ია კერზაიას საქმესთან მიმართებით, სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიება დაგვიანებით დაიწყო, რის გამოც საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მტკიცებულების მოპოვება და სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა. არასათანადო მოპყრობასთან ეფექტიანი ბრძოლა, წინა წლების მსგავსად, კვლავ ქვეყნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევაა. 2019 წელს სახალხო დამცველის აპარატში 128 განცხადება დარეგისტრირდა, სადაც მოქალაქეები სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიუთითებდნენ. განცხადებების უმეტესობა პენიტენციური დაწესებულებების (54 შემთხვევაში) და პოლიციის თანამშრომელთა (50 შემთხვევაში) მიერ სავარაუდოდ ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს ეხებოდა. წინა წლების მსგავსად, 2019 წელსაც, ხშირ შემთხვევაში, სისტემური რეკომენდაციები, რომლებიც წლების განმავლობაში გაიცემა და რომელთაც მნიშვნელოვანი ზეგავლენა აქვთ წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციაზე, კვლავ შეუსრულებელია. არ შესრულებულა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომლის თანახმად კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტით უნდა განისაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში მომუშავე 9| საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ექიმის ვალდებულება: დაზიანების ფორმის შევსება, ფოტოგადაღება და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოებისთვის გადაგზავნა განახორციელოს ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ექიმს წარმოეშვება ეჭვი პატიმრის მიმართ ჩადენილი შესაძლო არასათანადო მოპყრობის შესახებ, განურჩევლად იმისა, მიიღო თუ არა ექიმმა პატიმრის ინფორმირებული თანხმობა. ასევე, გამოწვევად რჩება არასათანადო მოპყრობისგან დაცვის პროცედურული და დაწესებულებებში ინსტიტუციური წესრიგისა და გარანტიების უსაფრთხოების ნაკლებობა; დაცვა; პენიტენციურ პატიმრობის სათანადო პირობების უზრუნველყოფა; პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციისკენ მიმართული აქტივობებისა და გარე სამყაროსთან კონტაქტის სიმწირე; სამედიცინო მომსახურებისა და პრევენციული ჯანდაცვის კუთხით არსებული ხარვეზები და ფსიქიკური ჯანდაცვა. 2019 წელს სახალხო დამცველის ერთ-ერთი მთავარი ფოკუსი იყო პენიტენციურ დაწესებულებებში არაფორმალური მმართველობის საკითხი და მისი გავლენა პატიმართა უფლებრივ მდგომარეობაზე. სამწუხაროდ, 2019 წელს, არც შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემასთან დაკავშირებით გაცემული სისტემური რეკომენდაციები შესრულებულა. კერძოდ, პოლიციის კონტროლის ქვეშ მყოფი მოქალაქეები მოპყრობისაგან დაცვის კვლავ არ საკმარისი არიან უზრუნველყოფილნი გარანტიებით; ტერიტორიული არასათანადო ორგანოების თანამშრომლები არ არიან აღჭურვილნი გაუმჯობესებული ტექნიკური შესაძლებლობის სამხრე კამერებით; ნორმატიულად ისევ არ არის გაწერილი პატრულ-ინსპექტორების მოქალაქეებთან ურთიერთობის ვიდეოგადაღების ვალდებულება; შეუსრულებელია რეკომენდაცია დაკავებულ პირთა გამოკითხვის პროცესის აუდიო-ვიდეო ჩანაწერის წარმოების თაობაზე და სხვ. რაც შეეხება ფსიქიატრიულ დაწესებულებებს, სამწუხაროდ, ამ მიმართულებითაც შეუსრულებელია მნიშვნელობა სისტემური აქვთ შეუსრულებელია წამებისა სახალხო რეკომენდაციები, რომელთაც განსაკუთრებული და მოპყრობის პრევენციისათვის. წინადადებები ფსიქიატრიული არასათანადო დამცველის დაწესებულებების პაციენტების ფიზიკური შეზღუდვის რეგულაციებში ცვლილების შეტანასთან დაკავშირებით. საქართველოში არსებული 10 დიდი ზომის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არსებული პირობები და თერაპიული გარემო ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა ღირსეულ ცხოვრებასა და უფლებების დაცვას; გადახედვას, განახლებასა და შეცვლას საჭიროებს ანტიფსიქოზური და მედიკამენტებით მკურნალობის არსებული სისტემაც. სისტემურ პრობლემად რჩება სამართალდამცავთა სისტემის თანამშრომელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოძიება. შენარჩუნებულია არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების ტენდენცია, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთი შეტყობინებების ავტორი სახალხო დამცველის აპარატი ან არასამთავრობო ორგანიზაციებია, თუმცა, კვლავ თვალსაჩინო 10 | პრობლემად რჩება ასეთ საქმეებზე გამოძიების გაჭიანურების საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სისტემატურობა. სახალხო დამცველი მიესალმება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შექმნასა და ამოქმედებას. ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის აქტიური მცდელობით დაიძლევა არასათანადო მოპყრობის საქმეთა ეფექტიანად გამოძიების პრობლემა. დადებითად უნდა შეფასდეს შექმნის დღიდან სახალხო დამცველის აპარატთან აქტიური კომუნიკაცია და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება. საქართველოს სახალხო დამცველი არასათანადო მოპყრობის პროცედურული ვალდებულის ჭრილში იხილავს 2019 წლის 20-21 ივნისის დროს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიებას. სახალხო დამცველის აპარატმა, მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის შესწავლის ფარგლებში, 2019 წელს საგამოძიებო ორგანოს 6 წინადადებით მიმართა. ანგარიშში წარმოდგენილია ამ წინადადებების შესრულების მდგომარეობა. მთავარ ტენდენციად იკვეთება გამოძიების მხოლოდ ინდივიდუალურ სამართალდამცავთა დანაშაულებრივი მოქმედებების გამოვლენასა და მათი ცალკეული როლის შეფასებაზე ორიენტირებულობა. გამოძიება არ არის მიმართული ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენაზე. გარდა ამისა, პრობლემაა რიგი საგამოძიებო ღონისძიებების ჩაუტარებლობა, რომელთა ჩატარებაც, სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიების ეფექტიანად მიმდინარეობისათვის აუცილებელია (მაგალითად, სხვადასხვა რაციის ჩანაწერების ამოღება, გარკვეული ჩანაწერების ექსპერტიზა და სხვ.) სახალხო დამცველის წინადადება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე, ამ დრომდე შეუსრულებელია. ანგარიშის ერთი თავი ეთმობა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებას და მასში საუბარია პირთა კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით დაკავების თაობაზე. ასევე განხილულია საკანონმდებლო ხარვეზები, რომლებიც პირთა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას აწესებენ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკა, კანონმდებლობით შემთხვევები, გაუთვალისწინებელი როდესაც საქართველოს მოქალაქეებს მოტივით აეკრძალათ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა, და პოლიციელების მოქმედებისას გამოვლენილი ხარვეზები. საკანონმდებლო ხარვეზების თვალსაზრისით, თავში მიმოხილულია ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმებასთან დაკავშირებული პრობლემა, ასევე, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული დაკავების ვადები. პოლიციელების მოქმედებებისას გამოვლენილ ხარვეზებთან მიმართებით, შეფასებულია 2019 წელს საპროტესტო აქციების მონაწილეთა დაკავებისას პოლიციის თანამშრომელთა ქმედებები. ამავე თავში განვიხილავთ ივანე მერაბიშვილის საქმეზე განახლებული გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესწავლის შედეგად გამოვლენილ ნაკლოვანებებს. ანგარიშის ერთ-ერთი ნაწილი ეთმობა სამართლიანი სასამართლოს უფლებას და გამოვლენილ ხარვეზებს. პირველ რიგში მიმოხილულია სასამართლო სისტემაში არსებული ინსტიტუციური პრობლემები, აქვე შეჯამებულია საქართველოს უზენაესი 11 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სასამართლოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებული საკითხები და ამ პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობა. სამწუხაროდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ხარვეზიანი და გაუმჭვირვალე პროცედურების საფუძველზე შეირჩნენ. მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩო არაერთი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ორგანიზაციის კრიტიკის საგანი გახდა. საკანონმდებლო რეგულაციებმა ვერ უზრუნველყო მოსამართლეთა არჩევა სათანადოდ გამჭვირვალე კონკურსის პირობებში. კონკურსი იძლეოდა თვითნებური და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობას. ასევე, მოსამართლეობის კანდიდატებს შორის აღმოჩნდნენ პირები, რომელთა მიერ კანონით განსაზღვრული მინიმალური აკადემიური ხარისხის ფლობამ კითხვები წარმოშვა. საქართველოს სახალხო დამცველმა, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის მომწესრიგებელი კანონმდებლობა, საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა. ამავე თავში მიმოხილულია საკანონმდებლო ხარვეზები, რომლებიც, ერთი მხრივ, პირებს თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგიით სარგებლობას, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოსთვის მიმართვის წარმოდგენილი იქნება შესაძლებლობას მსჯელობა იმ უზღუდავენ. გარდა საქმეებზე, სადაც სასამართლო ამისა, პროცესები კანონიერების პრინციპთან შეუსაბამოდ მიმდინარეობს. საანგარიშო პერიოდში, წინა წლების მსგავსად, პრობლემები გამოიკვეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მიმართულებითაც. სახელმწიფო სტრუქტურებმა ვერც 2019 წელს შეძლეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების თავიდან აცილება. 2019 წელს, პირადი საიდუმლოს ხელყოფის დანაშაულის თაობაზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო პროცესები 21 პირის მიმართ კვლავ მიმდინარეობდა. ნიშანდობლივია, რომ კადრების თავდაპირველი მომპოვებელი, შემნახველი და გამავრცელებელი პირები ისევ დაუდგენელია. 2019 წელს ადგილი ჰქონდა პატიმართა მიმართ პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის ფაქტებსაც, მათ შორის, საცხოვრებლისგან მოშორებით მდებარე პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა დაუსაბუთებელი გადაყვანისა და სხვა გარემოებების გამო. თანასწორობის დისკრიმინაციის სახალხო უფლების დაცვის წინააღმდეგ დამცველი კუთხით, ბრძოლის დადებითად 2019 წელი კანონმდებლობის აფასებს 2019 წლის მნიშვნელოვანი გაუმჯობესების თებერვალსა და იყო მხრივ. მაისში განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რის შედეგადაც, ფიზიკური პირები, საჯარო სამართლის სუბიექტების მსგავს სამართლებრივ რეგულირებაში მოექცნენ და მათზე გავრცელდა სახალხო დამცველის მანდატი შესაბამისი აღსრულების სავალდებულო მექანიზმებით; ასევე მისასალმებელია, რომ კანონმდებელმა სექსუალური შევიწროება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად განსაზღვრა, რის შედეგადაც კანონმდებლობაში ახალი სამართლებრივი დაცვის მექანიზმი გაჩნდა; „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონით, შევიწროება და სექსუალური შევიწროება ასევე განისაზღვრა დისკრიმინაციის ფორმებად. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ უარი 12 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 გონივრულ მისადაგებაზე, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფორმა, საქართველოს კანონმდებლობის ნაწილი დღემდე არ გამხდარა. აპარატის პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ხშირ შემთხვევაში, დისკრიმინაციას იწვევს დაუცველი ჯგუფების შესახებ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპები და არასწორი აღქმები, თუმცა მათ დასაძლევად, სახელმწიფოს მხრიდან სათანადო ღონისძიებები ნაკლებად ტარდება. ყველაზე დაუცველ ჯგუფებად 2019 წელსაც ქალები, შშმ პირები და ლგბტ+ თემის წარმომადგენლები რჩებიან. ასევე კრიტიკულია რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების თანასწორუფლებიანობა. კვლავ არ არსებობს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამები; კერძო სექტორში დასაქმებულთათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობა გამოწვევად რჩება. პრობლემურია ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თანასწორუფლებიანობაც; სხვადასხვა მომსახურების მისაწვდომობის მხრივ, ხარვეზებია როგორც ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირთათვის, ისე უსინათლოებისთვის. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს სახალხო დამცველმა პირველად დაადგინა ვიქტიმიზაციის ფაქტი შრომით ურთიერთობაში, როდესაც დამსაქმებელმა პირის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთ საფუძვლად მის მიერ სახალხო დამცველისთვის მიმართვა დაასახელა. 2019 წელმა ასევე აჩვენა, რომ ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება დისკრიმინაციული დანაშაულების გამოძიება და პრევენცია. პრობლემურია გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა საქართველოში. 2019 წლის „გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის“ მიხედვით, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა და პარლამენტში ქალთა წარმომადგენლობის მაჩვენებლით, 153 ქვეყნიდან, საქართველო 94-ე ადგილს იკავებს. კვლავ განსხვავდება სქესთა შორის შემოსავლის საშუალო მაჩვენებლის თანაფარდობა. რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების ეფექტიანი განხორციელების კუთხით არსებული გამოწვევები, ქალთა უფლებრივ მდგომარეობასა და გენდერული თანასწორობის მაჩვენებელზე, ასევე უარყოფითად აისახება. საგანგაშოა გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობები (ფემიციდი). ფემიციდი საზოგადოებაში არსებული გენდერული და სოციალური უთანასწორობის პირდაპირი შედეგია. საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2019 წელს ქალის მკვლელობის 19 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც, ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი იყო 10, ხოლო ქალთა მკვლელობის მცდელობის 22 ფაქტიდან, ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი იყო 18. პრობლემად რჩება ოჯახში ძალადობის პირობებში ჩადენილი მკვლელობის/მკვლელობის მცდელობისა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების პრევენცია. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკითხებზე სოციალური მუშაობის მიმართულებით, კონკრეტული ღონისძიებები ამ დრომდე არ გატარებულა. 13 | ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სოციალური საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სამსახურისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობები პრაქტიკულად არ სრულდება. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ სექსუალური ძალადობის საქმეთა ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ ხარვეზები იკვეთება სექსუალური ძალადობის დანაშაულების საკანონმდებლო რეგულირების, ამგვარი დანაშაულების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნისა და სასამართლო განხილვის ეტაპზე, რაც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს (სტამბოლის) კონვენციასა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. ასევე, პრობლემურია ტრეფიკინგის შემთხვევების გამოვლენის დაბალი მაჩვენებელი, დანაშაულის პროაქტიულად გამოსავლენად, კვლავაც გასაძლიერებელია მუშაობა. სამწუხაროდ, ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის პრაქტიკა კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. წინა წლების მსგავსად, პრობლემურია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანმანათლებლო დაწესებულებასა და სოციალურ სამსახურს შორის კოორდინირებული მუშაობა და რეფერირების მექანიზმის გამართული მუშაობა ადრეული ქორწინებისა და ნიშნობის შემთხვევების გამოსავლენად და თავიდან ასაცილებლად. სახალხო დამცველი მიესალმება შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებულ მასშტაბურ კამპანიას ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის საკითხზე. სახალხო დამცველი დადებითად აფასებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართული პროექტებისა და პროგრამების არსებობას. ამის მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული პროექტების, პროგრამებისა და ინიციატივების სიმცირე, როგორც მთავრობის, ისე თვითმმართველი ერთეულების დონეზე. 2019 წელს ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. ჰომოფობიური და ანტიგენდერული ჯგუფების მომრავლების და გაძლიერების გამო, ლგბტ+ ადამიანები კვლავ განიცდიან ჩაგვრას, ძალადობას და დისკრიმინაციას. ამასთან, საზოგადოების დიდ ნაწილში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების გამო, ლგბტ+ პირებისთვის გართულებულია შრომის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და განათლების უფლებებით დაუბრკოლებლად სარგებლობა. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2019 წელს შესწავლილი საქმეების მიხედვით, ქვეყანაში კვლავ მაღალია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ლგბტ+ პირების მიმართ ძალადობის ფაქტები. მაშინ, როდესაც უფლებების შეზღუდვის ფაქტები კერძო პირებიდან მომდინარეობს, უმეტეს შემთხვევაში, სახელმწიფო უმოქმედო რჩება და პოზიტიურ ვალდებულებებს ვერ ასრულებს. საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით კრიტიკული იყო მდგომარეობა ლგბტ+ თემის წევრთა გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის კუთხით. 2019 წელს ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის კუთხით, წინა წლის მსგავსად, პრობლემა იყო თავისუფალი და პლურალური მედიაგარემოს არსებობა. მწვავე 14 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 კითხვები გაჩნდა აჭარის ტელევიზიის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის ცვლილების მცდელობასთან გავლენისგან დაკავშირებით. საანგარიშო წელი გამოირჩეოდა ხელისუფლების დამოუკიდებელი ტელეკომპანიების მესაკუთრეებთან არაპირდაპირ დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი პირდაპირ საქმეების თუ წარმოების სიმრავლით, რაც, ქვეყანაში კრიტიკული მედიის დევნის მცდელობასთან დაკავშირებით, კითხვებს წარმოშობს. სახელმწიფოს დღემდე არ გამოუძიებია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმე. აღნიშნულის გარდა, 2019 წელს კვლავ პრობლემური იყო გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ მიმართული საკანონმდებლო ინიციატივების სამწუხარო ტენდენცია. სახალხო დამცველის შეფასებით, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები მედიის პროგრამების შინაარსში ჩარევის შესაძლებლობას შექმნის, რაც უარყოფითად აისახება ქვეყანაში არსებული გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტზე. შეკრების თავისუფლების დაცვის საკითხები საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით აქტუალური იყო. ქვეყნის მასშტაბით, წლის განმავლობაში არაერთი მანიფესტაცია, საპროტესტო აქცია, კონტრაქცია თუ პიკეტირება გაიმართა. მიმდინარე პერიოდში განსაკუთრებულ პრობლემად გამოიკვეთა განსხვავებული შეხედულებების ჯგუფებს შორის დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად პრევენციული ზომების მიუღებლობა, შეკრებილ პირთა მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღსაკვეთად სათანადო ღონისძიებების გაუტარებლობა, ასევე, ცალკეულ შემთხვევებში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაპროპორციული და გაუმართლებელი ძალის გამოყენება. საანგარიშო პერიოდში, მხარდამჭერებისთვის, ლგბტ+ შეკრებისა და თემის წარმომადგენლებისა გამოხატვის თავისუფლებით და მათი სარგებლობაში, რადიკალური ჯგუფების მხრიდან ხელის შეშლის არაერთი შემთხვევა გამოვლინდა. ამ შემთხვევებში თვალსაჩინო იყო სახელმწიფოს განსხვავებული რეაგირება მოძალადე ჯგუფების მიმართ, რომლებიც შეკრების უფლების საფარქვეშ ცდილობდნენ სხვათა უფლებების უხეშად და ძალადობრივად დარღვევას. სახალხო დამცველის შეფასებით, ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან კონტრაქციების მსგავსი მიზნით გამართვა უფლების ბოროტად გამოყენებაა, ხოლო მათ მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები დაცული არ არის შეკრების თავისუფლებით. შეკრების თავისუფლებით სარგებლობის კუთხით არსებული პრობლემები განსაკუთრებით მწვავედ 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების ფონზე გამოვლინდა. ძალის გამოყენებამდე, ადგილზე არ შესრულებულა კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ვალდებულება, როგორიცაა შეკრების მონაწილეების მკაფიო და გასაგები ფორმით წინასწარი გაფრთხილება სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე. მათთვის პოლიციას არც გონივრული დრო მიუცია კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. 15 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ყურადღებას იმსახურებს მოვლენების გასაშუქებლად საპროტესტო აქციებზე მყოფი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, მათი დაკავებისა და დაშავების ფაქტები. წლის განმავლობაში შეკრების უფლებასთან დაკავშირებით არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა მოამზადა სპეციალური ანგარიში, რომელიც 2020 წელს გამოქვეყნდება. სახალხო დამცველის შეფასებით, 2019 წელს პრობლემური იყო ადამიანის უფლებათა დამცველებთან მიმართებით არსებული ვითარებაც. 2019 წელს საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე თუ დამოუკიდებლად მოქმედი აქტივისტების წინაშე არაერთი ისეთი გამოწვევა დადგა, როგორიცაა დისკრედიტაცია, ფიზიკური თუ სიტყვიერი თავდასხმა, დაშინება და სხვ. განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ ექცევიან ქალთა და ლგბტ+ თემის წარმომადგენლების უფლებადამცველები. ქვეყანაში, რთულ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან ერთად, წინა წლების მსგავსად, ერთ-ერთ უმთავრეს გამოწვევად ეკოლოგიასთან დაკავშირებული საკითხები რჩება. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტუალურია: ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით და სუფთა ჰაერზე უფლების რეალიზაციისთვის გატარებული ღონისძიებების არაეფექტიანობა; ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საჭიროება და მათი ეფექტიანი აღსრულება; მშენებლობასთან დაკავშირებული ხარვეზიანი რეგულაციები; ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ადამიანის უფლებების გაუთვალისწინებლობა. ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით პოლიტიკის დოკუმენტების არარსებობის უცვლელი პრობლემა; გარემოზე ზემოქმედების შეფასების ხარვეზიანი პროცესი. 2019 წელი პრობლემური იყო შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გაუმჯობესების მხრივაც. 2019 წელს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ გაწეული სამუშაოს ანალიზი კანონმდებლობის კუთხით შესამჩნევი აჩვენებს, რომ პოზიტიური შრომის უსაფრთხოების ცვლილების მიუხედავად, დეპარტამენტის მანდატი და მის ხელთ არსებული რესურსები არ არის საკმარისი მათთვის დაკისრებული მნიშვნელოვანი ფუნქციების შესასრულებლად. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წელს სამუშაო ადგილებზე 49 ადამიანი დაიღუპა და 142 ადამიანი დაშავდა. სახალხო დამცველის შეფასებით, 2019 წელს ჯანმრთელობის უფლებასთან მიმართებით, კვლავ გართულებული იყო საყოველთაო, პირველადი და კიბოს წინააღმდეგ მიმართული ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანი განხორციელება; ამასთან, მწვავედ დგას კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ერთიანი სახელმწიფო პროგრამის საჭიროება. სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წელს, საქართველოს 17 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 70-ზე მეტი სოფლის ამბულატორია მოინახულა. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი მწვავე 16 | პრობლემები უკავშირდება როგორც ინფრასტრუქტურას (მოუწესრიგებელი საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 შენობების, გაუმართავი საკომუნიკაციო და სანიტარიულ-ჰიგიენური სისტემების), ისე კვალიფიციური დამხმარე პერსონალის (ექთნების) ნაკლებობას. განსაკუთრებულად პრობლემურია მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და ხარისხთან დაკავშირებული პოლიტიკის აქტიური და თანმიმდევრული გატარება. ქვეყანაში მნიშვნელოვანი დეფიციტია სამედიცინო კადრების თვალსაზრისითაც. 2019 წელს სახალხო დამცველის აპარატი აქტიურ ზედამხედველობას უწევდა სოციალური უზრუნველყოფის უფლების დაცვას. ამ მხრივ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის მეთოდოლოგიაში საანგარიშო პერიოდში განხორციელებული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადების ადმინისტრირებისა და სათანადო კვების უფლების/უფასო სასადილოებზე ხელმისაწვდომობის პრობლემა. 2019 წლის განმავლობაში პრობლემური იყო სათანადო საცხოვრებლის უფლებასთან დაკავშირებული საკითხებიც. წინა წლების მსგავსად, ქვეყანაში არ არსებობს უსახლკარო პირთა სამთავრობო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა. პრობლემად რჩება უსახლკარო პირთა ერთიანი და რიგ მუნიციპალიტეტებში - ადგილობრივი მონაცემთა ბაზების უქონლობა, შეზღუდული საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურული რესურსები, თავშესაფრებსა და სოციალურ საცხოვრისებში მოთავსებული პირებისთვის მხარდამჭერი პროგრამების არარსებობა, ხოლო ცალკეულ მუნიციპალიტეტებში - მათი არაეფექტიანობა. სახალხო დამცველი დადებითად აფასებს 2019 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის მიერ „სათანადო საცხოვრისის უფლების დაცვის მდგომაროების შესახებ“ საკომიტეტო მოკვლევის დაწყებას, რომლის მიზანიცაა შემუშავდეს რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მწყობრი პოლიტიკის ჩამოყალიბებას ადამიანების საცხოვრისით უზრუნველყოფის მიმართულებით. 2019 წელს, არა მხოლოდ საარჩევნო უფლების, არამედ ქვეყნის საზოგადოებრივპოლიტიკური ცხოვრების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მწვავე იყო საარჩევნო სისტემის შესაძლო ცვლილების თემა. სამწუხაროდ, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა 2020 წლის არჩევნებისთვის შერეული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. თუმცა, 2020 წლის მარტის დასაწყისში, ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად მიღწეულ იქნა პოლიტიკური შეთანხმება საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია, აღნიშნული შეთანხმება დროულად აისახოს საკანონმდებლო რეგულაციებში და 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები მაქსიმალურად თანასწორ, მშვიდობიან და ჯანსაღ საარჩევნო გარემოში წარიმართოს. 17 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 2019 წელს სახალხო დამცველის აპარატმა ზედამხედველობა გაუწია მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებს და მასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. სახალხო დამცველის შეფასებით, სხვადასხვა ძალადობრივი ინციდენტი, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის დაპირისპირება, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლი, ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო შემთხვევები, ნეგატიურად აისახა არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების საჯარო ინტერესზე. ამ კუთხით სამართალდამცველთა მხრიდან ეფექტიანი და დროული რეაგირება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანია. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ 2018 წელს ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის 8 ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში არცერთ საქმეში კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად ცნობილი არ არის. წინა წლების მსგავსად, პრობლემად რჩება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვისათვის ეფექტიანი საკანონმდებლო გარანტიების შექმნა და სახელმწიფოს მხრიდან შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. კვლავ არ არსებობს კერძო საკუთრებაში არსებული კულტურული პრობლემურია მემკვიდრეობის კულტურული დაცვისთვის მემკვიდრეობის ძეგლზე სათანადო მექანიზმები, უკანონო სამუშაოებისას ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის კომპეტენციებისა და ვალდებულებების მკაფიოდ გამიჯვნის საკითხი, არ სრულდება კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის ვალდებულებები და უშედეგოდ მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება. სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშში ასევე მიმოხილულია ქვეყანაში ადამიანის უფლებების სწავლების საკითხი. შესაბამისი თავის ფარგლებში გაანალიზებულია სახელმწიფო პოლიტიკა და სტრატეგიული დოკუმენტები, წარმოდგენილია მსჯელობა ზოგადი და უმაღლესი განათლების საფეხურებზე ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მასწავლებელთა პროფესიულ მომზადებაში ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების მხრივ არსებულ პრობლემებზე; ასევე, სასკოლო სივრცეში პროზელიტიზმისა და ინდოქტრინაციის რისკის შესახებ. ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის დაცვის კუთხით, მისასალმებელია 2019 წელს პარლამენტის მიერ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიღება. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს კანონმდებლობა კონკრეტულად არ განსაზღვრავს პროპორციული და ეფექტიანი ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომებს ბავშვის სხეულებრივი დასჯის აკრძალვის თაობაზე. 2019 წლის მონაცემებით, გასულ წლებთან შედარებით, საქართველოში გაზრდილია არასრულწლოვანთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის შემთხვევები; კვლავ სუსტია ბავშვთა ფსიქოსოციალური დაცვისა და მხარდაჭერის სისტემა, არ არსებობს რისკის ქვეშ მყოფ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დახმარებისა და რეაბილიტაციის სერვისები, ამ დრომდე არ არის შემუშავებული ბავშვთა სუიციდის პრევენციის სტრატეგია. 18 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 კვლავ გამოწვევად რჩება სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ არასრულწლოვანთა ძალადობისგან დაცვა და რეაბილიტაცია. კრიტიკულია მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ ბენეფიციართა სექსუალური ძალადობისგან დაცვის საკითხი. მაღალია სკოლის მიტოვების მაჩვენებელი, განსაკუთრებით მოწყვლადი ჯგუფია ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, ადრეულ ასაკში დაქორწინებული და შრომაში ჩართული ბავშვები. პრობლემად რჩება რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში არსებულ პანსიონებში მყოფ ბავშვებზე სახელმწიფოს მხრიდან ზრუნვა. ასევე, პრობლემაა პანსიონების ლიცენზირება, სახელმწიფო კონტროლის უმოქმედობა და სააღმზრდელო გარემოს ბენეფიციართა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მოურგებლობა. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ძალადობის შემთხვევის დროული გამოვლენისა და ბავშვის ინტერესებზე მორგებული რეაგირების კუთხით, კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვებთან ზოგადსაგანმანათლებლო მომუშავე დაწესებულებებში პროფესიონალების, განსაკუთრებით დასაქმებულ კვალიფიკაციის პირთა საკითხი. 2019 წელს სახელმწიფოს კვლავ არ ჰქონდა ძალადობის, კერძოდ, ბულინგის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა - სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. გასული წლების მსგავსად, მრავალი გამოწვევა რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების თანასწორად და ეფექტიანად რეალიზების მიმართულებით. 2019 წლის განმავლობაში, ამ მხრივ არსებითი ხასიათის ცვლილებები არ გამოკვეთილა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის განსახორციელებლად. არც ამ პროცესის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება განსაზღვრულა და არც კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება მომხდარა. განსაკუთრებულ პრობლემად იკვეთება ის, რომ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფს ზრდასრულ შშმ პირთა წვდომას რეაბილიტაციაზე, ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში გატარებული ღონისძიებები ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების უფლებების დასაცავად საკმარისი არ არის, ასევე მცირეა სათემო სერვისების რაოდენობა და გეოგრაფიული დაფარვის არეალი. გარდა ამისა, 2019 წელს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების რეალიზების კუთხით, ვითარება არ გაუმჯობესებულა. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის განმავლობაში, აქტიურად მიმდინარეობდა შშმ პირთათვის სივრცის მოწყობის მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის გადახედვის და კონვენციასთან ჰარმონიზაციის პროცესი. 2019 წელს ასევე მომზადდა „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რასაც სახალხო დამცველი დადებითად აფასებს. დადებითად უნდა შეფასდეს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებლად 20182019 წლებში 10 ახალი ორგანიზაციის დარეგისტრირება და სათემო სერვისების ზრდის ტენდენციაც. 19 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სახალხო დამცველის აპარატმა, საანგარიშო პერიოდში, ხანდაზმულთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად, ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით, არაერთი პრობლემა გამოავლინა, კერძოდ, ხანდაზმულთა ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური აქტიურობის ხელშეწყობის და მომსახურებისას ინდივიდუალური მიდგომის მიმართულებებით. პრობლემაა ხანდაზმულ პირთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი სტატისტიკის არარსებობა, ასევე, ხანდაზმულთა სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა ადგილობრივ თვითმმართველობებში. ამავე პერიოდში სახალხო დამცველმა შეაფასა საბანკო დაწესებულებების მიერ ხანდაზმულ პირთა თვიური პენსიის 50%-ზე მეტის დაკავების შემთხვევების კანონიერება, რაც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს პენსიონერთა სოციალურეკონომიკურ მდგომარეობას. დადგინდა, რომ ამ მხრივ, არ მოქმედებს პენსიის დაკავების რაიმე რეგულაცია/შეზღუდვა. ეროვნული უმცირესობების დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით, 2019 წელს კვლავ გამოვლინდა გამოწვევები განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობის, კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვისა და თვითმყოფადობის შენარჩუნების, და გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მხრივ. გარდა ამისა, პრობლემურია ადგილობრივ დონეზე ინიციატივების წახალისების ნაკლებობა. 2019 წელს, არსებითად არ გაუმჯობესებულა რელიგიის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებული მდგომარეობა. კვლავ გადაუჭრელია რელიგიურ ორგანიზაციებთან დაკავშირებული საგადასახადო და ქონებრივი საკითხები. პროგრესი ამ მიმართულებით გამოიხატება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებულ ღონისძიებებში რელიგიური მოტივით ჩადენილ სავარაუდო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებთან მიმართებით. სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას მიაპყრობს თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებების დაცვას. სახალხო დამცველი დადებითად აფასებს, რომ საქართველოს მთავრობამ გაითვალისწინა მისი არაერთი წლის განმავლობაში გაცემული რეკომენდაცია, გათანაბრდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიით მოსარგებლეთა მდგომარეობა და ვეტერანის სტატუსის მქონე ყველა პირს მიეცა საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობის შესაძლებლობა. პრობლემურია, რომ წინა წლის მსგავსად, 2019 წელსაც, შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობების დაცვის სამსახურის თანამშრომლებს მცირე ზომის ჯიხურებში უწევთ ყოფნა. თავდაცვის სამინისტროს რიგ სამხედრო ნაწილებში კვლავ აღმოუფხვრელ პრობლემად რჩება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება. სახალხო დამცველის ანგარიშში საუბარია ვეტერანთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობაზეც და წარმოდგენილია რეკომენდაცია შესაბამისი საგადასახადო შეღავათების გაზრდის აუცილებლობის თაობაზე. 20 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 წინა წლების მსგავსად, 2019 წელსაც, კვლავ მძიმე იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დაცვის მიმართულებით არსებული მდგომარეობა. დღემდე არ დამდგარა წინა წლებში მომხდარ მკვლელობებში უშუალო მონაწილე საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლების პასუხისმგებლობა. გარდა ამისა, 2019 წელს საგანგაშო იყო ე.წ. გამშვები პუნქტების ხანგრძლივი დროით ჩაკეტვა, რამაც ოკუპირებული ახალგორის რაიონის შემთხვევაში ჰუმანიტარული კრიზისი და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე პრობლემები გამოიწვია. სათანადო სამედიცინო მომსახურების მიღების შეუძლებლობის გამო რამდენიმე ადამიანი დაიღუპა. რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებას, 2019 წლის განმავლობაში, ენგურის ხიდზე სხვადასხვა მიზეზით რამდენიმეჯერ შეიზღუდა გადაადგილება. მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების (მათ შორის ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის) ე.წ. საზღვრის კვეთისთვის უკანონო დაკავების/პატიმრობის ფაქტები და ე.წ. „ბორდერიზაციის“ პროცესის განახლება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებული თვითნებური შეზღუდვები, უარყოფით გავლენას ახდენს ადგილობრივ მცხოვრებთა მიერ სხვადასხვა უფლებით სარგებლობაზეც, მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების უფლებით სარგებლობაზე, უსაფრთხოების, ცხოვრების სათანადო დონის, ოჯახური ცხოვრების უფლებასა და რელიგიის თავისუფლებაზე. ოკუპირებულ ტერიტორიებზე პრობლემაა პატიმართა ცემა, არასათანადო მოპყრობა და წამება დროებით იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში, ასევე, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების რეალიზება. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება იზღუდება აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, გალისა და ახალგორის ყველა სკოლის დაწყებით კლასებში სრულად არის აკრძალული ქართულ ენაზე სწავლება, ხოლო ქართული ენა, როგორც უცხო ენა, მხოლოდ სკოლების ნაწილში ისწავლება. სახალხო დამცველმა, წინა წლების მსგავსად, აქტიურად შეისწავლა იმ დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა, რომლებსაც სხვადასხვა მიმართულებით უწევთ პრობლემებთან გამკლავება, მათ შორის, ნგრევად ობიექტებში ცხოვრება. სამწუხაროდ, 2019 წელს ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ გატარებული ღონისძიებები არ იყო საკმარისი და დევნილთა ნაწილი სიცოცხლისთვის საშიშ შენობა-ნაგებობაში განაგრძობს ცხოვრებას. ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ 2019 წელს გამოიკვეთა ე.წ. ნგრევადი ობიექტებიდან განსახლებული ოჯახების რაოდენობის კლება, რასაც სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს. თუმცა სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2019 წელს, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით გამოსყიდული ბინებიდან საცხოვრებელი სახლების დევნილ ოჯახებზე გადანაწილების პრაქტიკას. 21 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 2019 წელს, ეკომიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, კვლავ მთავარი გამოწვევაა განსახლებისთვის გამოყოფილი თანხების სიმცირე და ეკომიგრაციის გამომწვევი მიზეზების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების ნაკლებობა. გარდა ამისა, 2019 წელს ასევე გამოიკვეთა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების არაერთგვაროვანი მიდგომა სტიქიის შედეგად დაზარალებული და განსახლებას დაქვემდებარებული პირების მიმართ. ასევე აღსანიშნავია, რომ 2019 წელს კვლავ შენარჩუნებულია ეკომიგრანტი ოჯახების რაოდენობის ზრდის ტენდენცია. 2019 წლის მონაცემებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს მონაცემთა ბაზაში 6 187 ეკომიგრანტი ოჯახია რეგისტრირებული. მათგან, სახელმწიფო უწყებებმა და საერთაშორისო ორგანიზაციებმა, საცხოვრებლით უზრუნველყვეს 1 957 ოჯახი. 2019 წელს, წინა წლების მსგავსად, სახალხო დამცველმა შეისწავლა უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში. მართალია, 2019 წელს თავშესაფრის მაძიებელთა მომართვიანობა გაიზარდა, თუმცა, მათთვის ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭების მაჩვენებელი კვლავ დაბალია. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, წინა წლის მსგავსად, 2019 წელს, აღნიშნულთან ერთად, ასევე პრობლემური იყო თავშესაფრის მაძიებელთათვის უსაფრთხოების საფუძვლით ლტოლვილის ან ჰუმანიტარული სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის დასაბუთებულობის საკითხი და ინტეგრაციასთან დაკავშირებული საკითხები. სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საფუძვლით ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების მაღალი სტატისტიკური მაჩვენებელი, პრობლემაა ბინადრობის უფლების მოპოვების მიმართულებითაც. 2019 წელს მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის თვალსაზრისით, კვლავ პრობლემური იყო საქართველოდან გამოტანის სტატუსის შემთხვევაში მოქალაქეობასთან დაკავშირებული გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების დადგენის მოთხოვნის გადაწყვეტილებების უფლების აკრძალვა; გასაჩივრების შეზღუდვა; სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შეზღუდვა; აგრეთვე, უსახლკარო მოქალაქეობის არმქონე პირების იმ მუნიციპალური პროგრამებიდან გამორიცხვა, რომლებიც მიზნად ისახავენ უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფას. დასასრულს, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ საპარლამენტო ანგარიშში წარმოდგენილი რეკომენდაციების შესრულება პრიორიტეტული იქნება ყველა შესაბამისი უწყებისთვის, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესებას. 22 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 1. საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა 1.1. შესავალი საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში შეიცავს რეკომენდაციებს და წინადადებებს, რომლებიც შესაბამის სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს მიემართება და მიზნად ისახავს ანგარიშში გამოვლენილი დარღვევების აღმოფხვრის გზით, ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის გაუმჯობესებას კონკრეტულ სფეროში. წინამდებარე თავში გაანალიზებულია წინა წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახული სისტემური ხარვეზების აღმოფხვრისკენ მიმართული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა. საქართველოს სახალხო დამცველმა 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში, სახელმწიფო უწყებებს და ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებს 310 რეკომენდაციით, ხოლო საქართველოს პარლამენტს 39 წინადადებით მიმართა. სამწუხაროდ, გარკვეული რეკომენდაციები და წინადადებები წლების განმავლობაში მეორდება, რაც მათი შესრულების დაბალ ხარისხზე მიუთითებს. სახელმწიფო უწყებებს, არც საანგარიშო პერიოდში შეუსრულებიათ სახალხო დამცველის რეკომენდაციების ძირითადი ნაწილი, შესაბამისად, აღნიშნული უარყოფითი ტენდენცია 2019 წელსაც შენარჩუნდა. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების არადამაკმაყოფილებელ ხარისხზე მიუთითებს აგრეთვე პარლამენტის დასკვნაც, რომლითაც პარლამენტმა საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშის საფუძველზე დავალებების 2 საქართველოს პარლამენტის დადგენილებით1 გაცემული შესრულების ხარისხი შეაფასა. კერძოდ, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნის მიხედვით, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაცემული დავალებების (რეკომენდაციების) მხოლოდ 32% (73 რეკომენდაცია) შესრულდა. 3 1 საქართველოს პარლამენტის 2018 წლის 19 ივლისის №3148-რს დადგენილება, „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე. 2 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 163-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველოს პარლამენტი, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის საფუძველზე იღებს დადგენილებას ან რეზოლუციას, რომელიც უნდა შეიცავდეს ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის შეფასებას, აგრეთვე პარლამენტის დავალებებს და მათი შესრულების მონიტორინგის ვადებს. 3 საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2019 წლის 12 დეკემბრის №2-22095/19 დასკვნა: „2017 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის 23 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშის 310 რეკომენდაციიდან საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში4 250 რეკომენდაცია აისახა, რომელთა შესასრულებლად პარლამენტმა სახელმწიფო უწყებებისა და ადგილობრივი თვითმართველობების მიმართ 259 დავალება გასცა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციების ტექსტის ფორმულირების ან ადრესატი უწყების ცვლილების გამო, 18 შემთხვევაში სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობის შეფასება შეუძლებელი გახდა. მათგან, 11 რეკომენდაციასთან დაკავშირებით, საპარლამენტო დადგენილებით გაცემული 11 დავალებით პარლამენტმა სახელმწიფო უწყებებს განსხვავებული მიზნები დაუდგინა. საპარლამენტო დადგენილებაში პარლამენტმა არ გაიზიარა სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშის 60 რეკომენდაცია. ტენდენციის სახით შეიძლება ითქვას, რომ ამ რეკომენდაციების ძირითადი ნაწილის მოქალაქეობის არმქონე მდგომარეობის გაუმჯობესება უზრუნველყოფა. პირთა უფლებების და დადგენილებაში მიზანი იყო უცხო ქვეყნის და დაცვა, სექსუალური, ასევე არ ლგბტ+ თემის უფლებრივი რეპროდუქციული განათლების ასახულა სახალხო დამცველის ის რეკომენდაციები, რომლებიც ძალოვან უწყებებს გამჭირვალობის მაღალი ხარისხის უზრუნველყოფისკენ მოუწოდებდა. მაგალითად, როგორიცაა: სპეციალურ ოპერაციებში მონაწილე სამართალდამცავების სამხრე კამერებით აღჭურვა, პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში სათვალთვალო კამერების დამონტაჟება ყველა იმ ადგილას, სადაც დაკავებულს, მოწმეს და გასაუბრებაზე ნებაყოფლობით მიწვეულ პირს უწევთ ყოფნა და სხვ. საპარლამენტო დადგენილების მიღმა დარჩენილი სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშის რეკომენდაციების შესრულების ხარისხი უკიდურესად არადამაკმაყოფილებელია. სახელმწიფო უწყებებმა 60 რეკომენდაციიდან მხოლოდ 2 შემთხვევაში შეასრულეს სახალხო დამცველის მითითება.5 თაობაზე“. საქართველოს პარლამენტის 2018 წელის 19 ივლისის №3148-რს დადგენილებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე. 4 საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 20 სექტემბრის №5003-Iს დადგენილება, „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე. 5 საპარლამენტო დადგენილების მიღმა დარჩენილი შესრულებული რეკომენდაციები, სახელმწიფო აუდიტის სამსახურსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიემართებოდა. სახელმწიფო აუდიტის სამსახური: დროულად შეისწავლოს წინამდებარე თავში განხილული და საჯარო წყაროებით გავრცელებული უკანონო შემოწირულობებისა და ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო ყველა ფაქტი, შესწავლის შედეგების შესაბამისად გაატაროს კანონისმიერი ღონისძიებები და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდოს საზოგადოებას; 2) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაილური სისტემებისა და მათში არსებული მონაცემების შენახვის ვადების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 იანვრის №53 24 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 როგორც ზემოთ აღინიშნა, პარლამენტმა სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის რეკომენდაციების საფუძველზე, შესაბამის სახელმწიფო უწყებებს 259 დავალება მისცა, მათგან 27 დავალება ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს მიემართებოდა და მათი შესრულების ხარისხს ამავე თავში, ცალკე ქვეთავში განვიხილავთ. ზემოთ ასევე აღვნიშნეთ, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციების ტექსტის ფორმულირების ან ადრესატი უწყების ცვლილების გამო, 18 შემთხვევაში რეკომენდაციის შესრულების ხარისხის შეფასება შეუძლებელი გახდა. სახელმწიფო უწყებების მიერ, სახალხო დამცველის აპარატისთვის შესაბამისი ინფორმაციის მოუწოდებლობის გამო, ასევე შეუძლებელია დამატებით ზემოაღნიშნულზე 11 დავალების დაყრდნობით, პირველ შესრულების ნაწილში საკითხის შევაფასებთ შეფასება. საპარლამენტო დადგენილებაში ასახული 203 დავალების შესრულების მდგომარეობას. 2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით, ზემოაღნიშნული 203 დავალებიდან შესრულებულია 20% და შეუსრულებელია 58%. სახელმწიფო უწყებების საქმიანობის შედეგად, საპარლამენტო დავალებების 18% ნაწილობრივ შესრულებულად ფასდება. აღნიშნული პროცენტული მაჩვენებლები რიცხობრივად შემდეგნაირად გამოიყურება:     შესრულებულია: 41 საპარლამენტო დავალება; ნაწილობრივ არის შესრულებული: 37 საპარლამენტო დავალება; არ არის შესრულებული: 117 საპარლამენტო დავალება; უწყებისგან დამოუკიდებელი მიზეზის საპარლამენტო დავალების შესრულება. გამო შეუძლებელია შეფასდეს 8 საპარლამენტო დადგენილების შესრულების მდგომარეობა დიაგრამაზე გამოსახული მონაცემები ასახავს საპარლამენტო დადგენილებით გაცემული 203 დავალების შესრულებულის მდგომარეობას 18% 4% 20% 58% შესრულდა ბრძანებაში შევიდეს არ შესრულდა ცვლილებები ნაწილობრივ შესრულდა და პოლიციის შეუძლებელია შეფასება დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში არსებული ვიდეოსათვალთვალო სისტემის ჩანაწერების შენახვის მინიმალურ ვადად განისაზღვროს 14 დღე. 25 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 აღნიშნული მონაცემების ანალიზი ცხადყოფს, რომ სახელმწიფო უწყებების მიერ, საპარლამენტო დავალებების შესრულების ხარისხი, გასული წლების მსგავსად, არადამაკმაყოფილებელია. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი, საქართველოს პარლამენტის დადგენილებით, „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ სახელმწიფო უწყებებისადმი გაცემული საპარლამენტო დავალებების შესრულების ხარისხის შესახებ დეტალურ და სრულყოფილ ინფორმაციას წარმოადგენს სპეციალური ანგარიშის სახით, საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტში, საპარლამენტო დავალებების შესრულების შესახებ სახელმწიფო უწყებების მიერ წარმოდგენილი ანგარიშების განხილვისას. საქართველოს სახალხო დამცველი ყველა სახელმწიფო უწყებას შეახსენებს, რომ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში ისინი შებოჭილნი არიან ადამიანის უფლებებით და თავისუფლებებით როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მიხედვით, საქართველოში ადამიანის უფლებების დაცვას ზედამხედველობს სახალხო დამცველი და სახალხო დამცველის აპარატისთვის ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, ყველა სახელმწიფო ორგანოს აკისრია. მნიშვნელოვანია, ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებამ გამოხატოს პოლიტიკური ნება ადამიანის უფლებების და თავისუფლებების დასაცავად, რაც შემდგომში უზრუნველყოფს წლების განმავლობაში გადაუჭრელი პრობლემების მოგვარებას. როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს სახალხო დამცველმა, 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს პარლამენტს 39 წინადადებით მიმართა. საგულისხმოა ის ფაქტი, რომ საქართველოს პარლამენტის მიმართ გაცემული წინადადებების შესრულების საკითხზე მსჯელობისთვის, საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფი 2020 წლის 24 თებერვალს შეიქმნა.6 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში, რეკომენდაციები და წინადადებები სისტემური ხასიათის პრობლემების მოგვარებას ისახავს მიზნად, ამდენად მათზე დროული და ეფექტიანი რეაგირება, კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ვიმედოვნებთ, სამუშაო ჯგუფი დროულად შეუდგება საქმიანობას და აქტიურად გადაიდგმება ნაბიჯები ჩვენი წინადადებების შესასრულებლად. ქვემოთ მოკლედ წარმოგიდგენთ სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაცემული არსებითი ხასიათის რეკომენდაციების შესრულების ხარისხს სახელმწიფო ინსტიტუტების, უფლებებისა და უფლებრივი ჯგუფების მიხედვით. 6 საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის, 2020 წლის 26 თებერვლის №2437/4-2-1/20 წერილი. 26 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 აღნიშნული საკითხების გარშემო დამატებით ინფორმაციას შესაბამის თემატურ თავებში იხილავთ. 1.2. სახელმწიფო უწყებების მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა სასამართლო სისტემა 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში, სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე, სასამართლოს სისტემის ინსტიტუციური განვითარების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს 9 წინადადებით მიმართა, ხოლო იუსტიციის სამინისტროს მიმართ 1 რეკომენდაცია გასცა. სამწუხაროდ, საქართველოს პარლამენტმა მხოლოდ 1 შემთხვევაში შეასრულა სახალხო დამცველის წინადადება, დანარჩენი ყველა წინადადება და რეკომენდაცია, შეუსრულებელია. სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის ნათელი და განჭვრეტადი წინაპირობების განსაზღვრის წინადადებით მიმართა. სახალხო დამცველი მიესალმება საერთო სასამართლოების საქართველოს ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებს 7 შესახებ და დადებითად აფასებს პარლამენტის მიერ სახალხო დამცველის წინადადების შესრულებას. სამწუხაროდ, მიუხედავად იმისა, რომ 2019 წლის საგაზაფხულო სესიაზე დაგეგმილი იყო ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის საპარლამენტო განხილვა,8 აღნიშნული კანონის პროექტი საქართველოს პარლამენტში ამ დრომდე (2020 წლის 31 მარტის მდგომარეობით) არ ყოფილა ინიცირებული. საქართველოს სახალხო დამცველი 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებდა საერთო სასამართლოების მოსამართლეთა არჩევის პროცესის მნიშვნელობაზე. სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის პროცესის რეფორმირების თაობაზე, წინადადებით მიმართა, რათა კრიტერიუმები ობიექტურ საწყისებზე ყოფილიყო დამყარებული, ხოლო მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის წესი გაუქმებულიყო. სამწუხაროდ, საპარლამენტო წინადადება არც ამჯერად შესრულებულა. 7 „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, 2019 წელი 13 დეკემბერი. 8 იხ. საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესიისათვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა. გვ. 129, პუნქტი: 106. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:< https://bit.ly/2CJRVdc > [ბოლოს ნანახია 2020 წლის 19 მარტს]. 27 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 პროკურატურის სისტემა საქართველოს პროკურატურის მიმართ, 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა 25 რეკომენდაცია გასცა. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტსაც მიმართა, დაეწყო გენერალური პროკურატურის რეფორმა, რომელსაც საპროკურორო საბჭოს კონსტიტუციური როლი უნდა გაეთვალისწინებინა. საქართველოს პროკურატურამ სახალხო დამცველის 6 რეკომენდაცია შეასრულა, ნაწილობრივ შეასრულა 2 და არ შეუსრულებია 17 რეკომენდაცია. სამწუხაროდ, არც საქართველოს პარლამენტს შეუსრულებია სახალხო დამცველის წინადადება. საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა თემირლან მაჩალიკაშვილისა და ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეებზე. თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალის გამოყენების თაობაზე დაწყებული გამოძიება, სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, 2020 წლის 25 იანვარს შეწყდა. პროკურატურის მიერ წარმართული გამოძიება ხარვეზებს შეიცავდა, რის გამოც, სახალხო დამცველის რეკომენდაცია, ეფექტიანი გამოძიების წარმართვის ნაწილში, შეუსრულებლად მიგვაჩნია. ასევე, ხორავას ქუჩაზე 2 არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტზე წარმოებული ხარვეზიანი გამოძიების გამო დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგები ამ დრომდე არ გამხდარა საზოგადოებისთვის ცნობილი, რაც სახალხო დამცველის ერთ-ერთი რეკომენდაცია იყო. პენიტენციური სისტემა პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ 32 და საქართველოს მთავრობის მიმართ 1 რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოს პარლამენტს 5 წინადადებით მიმართა. საქართველოს პარლამენტს არცერთ შემთხვევაში არ გაუზიარებია სახალხო დამცველის წინადადება. არც საქართველოს მთავრობას შეუსრულებია სახალხო დამცველის რეკომენდაცია. იუსტიციის სამინისტრომ არ შეასრულა 16 რეკომენდაცია, შეასრულა 4 და ნაწილობრივ შეასრულა 3 რეკომენდაცია. საგულისხმოა, რომ იუსტიციის სამინისტროს მხრიდან მოთხოვნილი ინფორმაციის მოუწოდებლობის გამო, სახალხო დამცველის აპარატში ვერ მოხერხდა სამინისტროს მიერ 8 რეკომენდაციის შესრულების ხარისხის შეფასება. პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სახალხო დამცველის მიერ გაცემული 1 რეკომენდაცია არ ექვემდებარება შეფასებას.9 9 სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს უნდა უზრუნველეყო პენიტენციური სამსახურის გენერალური ინსპექციის მიერ შესაბამისი საქმიანობის განხორციელება, რაც 28 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს მთავრობის მიმართ გასცა რეკომენდაცია, რომელიც წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ეფექტიანი დოკუმენტირებისა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის და გამოძიების სტამბოლის მიზნით, პროტოკოლის ქვეყანაში პრინციპების შესაბამისად ჩატარების პრაქტიკის დანერგვას, და ამ მიზნით მთავრობის მხრიდან გეგმის შემუშავებას შეეხებოდა. საქართველოს სახალხო დამცველი, იუსტიციის სამინისტროს მიმართ გაცემული რეკომენდაციით, უწყებას ასევე მიუთითებდა არასათანადო მოპყრობის ფაქტების ეფექტიანი გამოვლენისა და ხარისხიანი დოკუმენტირებისთვის სახელმძღვანელო პრინციპების შექმნის აუცილებლობაზე, სადაც გაიწერებოდა ექიმის მიერ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესი და დოკუმენტირებისას საეჭვო დაზიანებების შერჩევის კრიტერიუმები. იმის მიუხედავად, რომ საქართველოს მთავრობა და იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად, ვალდებულები იყვნენ, შეესრულებინათ ზემოაღნიშნული რეკომენდაციები, უწყებებთან კომუნიკაციის შედეგად დადგინდა, რომ მთავრობას რეკომენდაცია არ შეუსრულებია, ხოლო იუსტიციის სამინისტროდან გვეცნობა, რომ მიმდინარეობს მუშაობა სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებაზე, რასაც სახალხო დამცველი მიესალმება. მიუხედავად ამისა, საანგარიშო პერიოდში რეკომენდაცია არ შესრულებულა. პოზიტიურად უნდა შეფასდეს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის შესრულება, რომელიც გულისხმობდა პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადის გაზრდას. საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 13 მაისის ბრძანების შესაბამისად, პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადად 30 დღე 10 განისაზღვრა. კვლავ ხარვეზიანია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის №131 ბრძანების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის მიხედვით, პატიმრის სხეულზე დაზიანების გამოვლენის შემთხვევაში, პენიტენციური დაწესებულების ექიმი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას ერთი ტიპის დაწესებულებიდან, მსჯავრდებულის მეორე ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, მსჯავრდებულის რისკის 20 დღის ვადაში გადაფასებას და შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას უზრუნველყოფდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორე ტიპის დაწესებულებაში პირის გადაყვანის შემთხვევაში, აღარ ხდება პატიმრის რისკის გადაფასება. 10 საქართველოს იუსტიციის მინისტრის, 2019 წლის 13 მაისის №403 ბრძანება - „ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესის განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის №35 ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ“. 29 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 აცნობოს, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია და ინსტიტუციური თვალსაზრისით, არ არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი. სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ პატიმართა დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალურ ვადად არ განსაზღვრულა 24 საათი, დეესკალაციის ოთახში მოთავსებული პირები ასევე არ არიან უზრუნველყოფილი ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, სოციალური მუშაკის, ექიმის და დაწესებულების სხვა თანამშრომლების ერთობლივი მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის სერვისით. სამინისტროს არ შეუსრულებია რეკომენდაციის არც ის ნაწილი, რომელიც უწყებას დეესკალაციის ოთახებში უსაფრთხო გარემოს შექმნის მიზნით, მათი რბილი მასალით მოპირკეთებისკენ მოუწოდებდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ, სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში 39 რეკომენდაცია გაიცა.11 სამინისტრომ სრულყოფილად შეასრულა სახალხო დამცველის მიერ გაცემული 7 რეკომენდაცია, ხოლო ნაწილობრივ - 8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ 23 შემთხვევაში არ შეასრულა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია. სახალხო დამცველმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში რეკომენდაცია მისცა შეემუშავებინა პოლიციელებისთვის სახელმძღვანელო დოკუმენტი/ინსტრუქცია დაკავებული პირისთვის უფლებების განმარტების შესახებ. სამინისტროდან მიღებული პასუხის შესაბამისად ირკვევა, რომ მიმდინარეობს „დაკავების სტანდარტული სამოქმედო პროცედურების შესახებ“ დოკუმენტის პროექტის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს დაკავებული პირისთვის უფლებების განმარტების შესახებ ინსტრუქციას, რასაც სახალხო დამცველი მიესალმება. აგრეთვე, სახალხო დამცველი სამინისტროსგან მოითხოვდა პილოტურ რეჟიმში, პოლიციის რამდენიმე დაწესებულებაში დაკავებული პირის გამოკითხვის პროცესის უწყვეტი აუდიო-ვიდეოგადაღების უზრუნველყოფას; ძალადობის მსხვერპლთა, მათ შორის, სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა და დაზარალებულთა გამოკითხვის წესების შემუშავებას, რათა თავიდან ყოფილიყო არიდებული ამ უკანასკნელთა მეორადი ვიქტიმიზაცია. საპარლამენტო ანგარიშში ყურადღება იყო გამახვილებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ძალადობის, მათ შორის, სექსუალური ძალადობის შემთხვევების შესახებ უნიფიცირებული, დეტალური სტატისტიკის წარმოების აუცილებლობაზეც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კომუნიკაციის შედეგად დადგინდა, რომ უწყებას აღნიშნული რეკომენდაციები საანგარიშო პერიოდში არ შეუსრულებია. 11 შესაბამისი ინფორმაციის არქონის გამო, ვერ შეფასდება საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გაცემული 1 რეკომენდაცია. 30 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობის გაზრდას, სადაც მოთავსებული პირები უზრუნველყოფილნი იქნებიან სამედიცინო პუნქტის მომსახურებით. ფსიქიატრიული დაწესებულებები ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში, საქართველოს სახალხო დამცველმა პარლამენტის მიმართ 5 წინადადება გასცა, რომელთაგან არცერთი არ შესრულებულა, ხოლო აღმასრულებელ ხელისუფლებას 9 რეკომენდაციით მიმართა, და მათგან 2 რეკომენდაცია შესრულდა. საქართველოს სახალხო დამცველმა, 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშით გაცემული რეკომენდაციით, საქართველოს მთავრობას მიუთითა, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, იმ ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის, რომელთა წილის 50%-ზე მეტს 12 სახელმწიფო ფლობს, სპეციალური წესი დამტკიცებულიყო მედიკამენტების შესასყიდად. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს ასევე მიეცა რეკომენდაცია, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული პაციენტების საჭიროებები შეეფასებინა და მათ სათემო სერვისებზე გადაყვანაზე ეზრუნა. სამწუხაროდ, საქართველოს მთავრობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს აღნიშნული რეკომენდაციები არ შეუსრულებიათ. ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა საქართველოს სახალხო დამცველმა, ბავშვთა უფლებებთან დაკავშირებით, 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში 26 რეკომენდაცია გასცა, მათ შორის 2 რეკომენდაცია ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს მიემართებოდა. დარჩენილი 24 რეკომენდაციიდან, სახელმწიფო უწყებებს სახალხო დამცველის 19 რეკომენდაცია არ შეუსრულებიათ. სრულყოფილად შესრულებულად მხოლოდ 1 რეკომენდაცია შეიძლება შეფასდეს, დანარჩენ 4 შემთხვევაში რეკომენდაციები ნაწილობრივ შესრულდა. წლების განმავლობაში პრობლემად რჩება სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების გამოვლენა და სიღარიბის საფუძვლით მათი სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების თავიდან აცილება. 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში ყურადღება გამახვილდა სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი ტრავმული გამოცდილების მქონე რთული ქცევის ბავშვთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული ფსიქოსოციალური და სარეაბილიტაციო შესრულების პროგრამების მწვავე შემუშავების საჭიროების აუცილებლობაზე. მიუხედავად, რეკომენდაციების საქართველოს ოკუპირებული 12 სახელმწიფო შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონი, მუხ. 3, პუნქტი „ა.თ“. 31 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, რეკომენდაციები არ შეუსრულებია. საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიხედვით, საქართველოს მთავრობას, „სექსუალური ექსპლუატაციის და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, ასევე უნდა უზრუნველეყო სამოქმედო გეგმის შემუშავება. სამწუხაროდ, არც ეს რეკომენდაცია შესრულებულა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებთან დაკავშირებით, საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში 45 რეკომენდაცია გაიცა, მათ შორის 10 რეკომენდაცია ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს მიემართებოდა. დარჩენილი 35 რეკომენდაციიდან სახელმწიფო უწყებების საქმიანობის შედეგად, სრულყოფილად შესრულდა სახალხო დამცველის 3 რეკომენდაცია, ხოლო ნაწილობრივ შესრულდა 7. უწყებების საქმიანობის შედეგად, 23 შემთხვევაში, სახალხო დამცველის რეკომენდაცია არ შესრულდა, 2 რეკომენდაციის შესრულების ხარისხის განსაზღვრის მიზნით მოთხოვნილი ინფორმაცია კი, სახალხო დამცველის აპარატისთვის არ მოუწოდებიათ. 2019 წელს ეფექტიანი ნაბიჯები არ გადადგმულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების რეალიზების უზრუნველსაყოფად. „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ გაეროს კონვენციისა და უნივერსალური დიზაინის პრინციპების მოთხოვნათა გათვალისწინებით, კვლავ არ დამტკიცებულა მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების საჭიროებიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთი რეკომენდაცია გასცა საპარლამენტო ანგარიშში, რომელიც ეხებოდა დეტალური სტატისტიკის წარმოებას შშმ პირთა დასაქმების უზრუნველსაყოფად, აგრეთვე იმ პაციენტთა საჭირო მედიკამანეტებით უზრუნველყოფას, რომლებიც არ სარგებლობენ სოციალური ბენეფიტით და არ ჰყავთ მხარდამჭერთა ქსელი. სამწუხაროდ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, საანგარიშო პერიოდში ამ მიმართულებით ეფექტიანი ნაბიჯები არ გადაუდგამს. სამინისტროს აგრეთვე მიეცა დეინსტიტუციონალიზაციის რეკომენდაცია, სტრატეგია, რის უმოკლეს ვადაში შედეგადაც შეემუშავებინა დაიწყებდა თემზე დაფუძნებული სერვისების დანერგვას. ზემოაღნიშნულ რეკომენდაციასთან ერთად, სამინისტროს აგრეთვე არ შეუსრულებია სახალხო დამცველის ის რეკომენდაცია, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმის დანერგვის საჭიროებასა და შესაბამისი მეთოდოლოგიის შექმნის მნიშვნელობაზე ამახვილებდა ყურადღებას. 32 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 პოზიტიურად უნდა შეფასდეს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის სათემო ორგანიზაციების ბიუჯეტის, იმ კომპონენტების ზრდა, რომლებიც შშმ პირთა და ხანდაზმულთა სათემო მომსახურების უზრუნველყოფას მოხმარდება. ხანდაზმულ პირთა უფლებები ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა, 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში, უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა მიმართ 12 რეკომენდაცია გასცა. მათგან მხოლოდ 1 რეკომენდაცია შესრულდა, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ. სახალხო დამცველი არაერთი წელია მიუთითებს დაბერების სახელმწიფო პოლიტიკის ეროვნული კონცეფციის დამტკიცების აუცილებლობაზე. საანგარიშო პერიოდში არც დაბერების სახელმწიფო პოლიტიკის ეროვნული კონცეფცია დამტკიცებულა და არც ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმა. კვლავ პრობლემურია ხანდაზმულთა 24-საათიანი სათემო სერვისების შესაბამისი სტანდარტების არარსებობა. გენდერული თანასწორობა გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, საქართველოს სახალხო დამცველმა, 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში, უმაღლეს სახელმწიფო ორგანოებს 23 რეკომენდაციით მიმართა. მათგან შესრულებულად შეიძლება ჩაითვალოს 3, ხოლო ნაწილობრივ შესრულებულად 5 რეკომენდაცია. დანარჩენი 15 რეკომენდაცია შეუსრულებელია. საქართველოს სახალხო დამცველმა, საქართველოს პარლამენტს ასევე მიმართა 1 წინადადებით, მაგრამ ამ ეტაპისთვის, სამწუხაროდ, ესეც შეუსრულებელია. საქართველოს სახალხო დამცველი 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში მიუთითებდა ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობის და თანამდევი გასაცემლის მშობლისთვის წესის თანაბრად ცვლილების ყოფილიყო საჭიროებაზე, უზრუნველყოფილი იმგვარად, ამ რომ ორივე შესაძლებლობით სარგებლობა. ანგარიშში ყურადღება აგრეთვე გამახვილდა ანტენატალური ზრუნვისადმი სისტემური მიდგომის და მშობიარობის შემდგომ ფსიქოლოგიური დახმარების სერვისის უზრუნველყოფის საჭიროებაზეც, თუმცა ამ რეკომენდაციების შესასრულებლად, პოზიტიური ნაბიჯები არ გადადგმულა. ნაწილობრივ შესრულებულად შეიძლება შეფასდეს მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლების დახმარების ღონისძიებების მიზნით გაცემული რეკომენდაცია. საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, 2019 წლიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის, რომელსაც ჰყავს 4 არასრულწლოვანი შვილი ან/და ნაშვილები, ელექტროენერგიის მოხმარებისას შესაბამისი სუბსიდიით ისარგებლებს. 33 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში, კონფლიქტით დაზარალებულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, სახალხო დამცველმა 10 რეკომენდაცია გასცა. სახელმწიფო უწყებების მიერ სახალხო დამცველის 6 რეკომენდაციის შესრულება სრულყოფილად, ხოლო 1 ნაწილობრივ შესრულებულად ფასდება. სახალხო დამცველის 3 რეკომენდაცია არ შესრულებულა. 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში, საქართველოს სახალხო დამცველმა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებით სამთავრობო კომისიის მიმართ გასცა რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც უწყებას უნდა გაეძლიერებინა 2008 წლის აგვისტოს ომის დროს დაზიანებული ქონების რეაბილიტაციისა და კომპენსაციის სამუშაოები, აგრეთვე უნდა ეზრუნა ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს მოძიების პროგრამების შემუშავებაზე. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ სამინისტროს ეს რეკომენდაციები არ შეუსრულებია. სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშით გაცემული რეკომენდაციების შესრულებას, რაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან რეგულარული კონსულტაციების გამართვაში, აგრეთვე, სხვადასხვა დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკების წარმოებაში გამოიხატა, რომლის მიზანი აფხაზეთში და, განსაკუთრებით, ახალგაზრდებისათვის გალის არაფორმალური რაიონის განათლების სკოლის მიღების მოსწავლეებისა და შესაძლებლობების ხელშეწყობა იყო. სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ექიმების მონაწილეობას ტერიტორიებზე გადამზადების მცხოვრები პროგრამებში, ახალგაზრდებისთვის აგრეთვე, ქართული ოკუპირებულ ენის სწავლებაზე ხელმისაწვდომობას. სამწუხაროდ, საქართველოს მიუწოდებია ინფორმაცია გენერალურ 2008 წლის პროკურატურია აგვისტოს ომის საზოგადოებისთვის შემდგომ არ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული პირების შესახებ საქმის გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის თაობაზე. რწმენის და რელიგიის თავისუფლება საქართველოს სახალხო დამცველმა რწმენისა და რელიგიის თავისუფლებასთან დაკავშირებით, 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა მიმართ 7 რეკომენდაცია გასცა. აღნიშნულთაგან შესრულდა მხოლოდ 1 რეკომენდაცია, 6 რეკომენდაცია არ შესრულებულა. 34 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილი დანაშაულების გამოძიება. რეკომენდაციის ადრესატ უწყებებს კვლავ არ წარმოუდგენიათ დეტალური ინფორმაცია, 2012-2014 წლებში მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებულ ქმედებებზე მიმდინარე გამოძიების, ასევე, იეჰოვას მოწმეების და სხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენლების მიმართ ჩადენილი სავარაუდო სამართალდარღვევების შემთხვევებზე განხორციელებული ღონისძიებების შესახებ. კვლავ პრობლემურია სახელმწიფოს საკულტო ნაგებობების უზრუნველსაყოფად. საქმიანობა საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ისტორიული საქართველოს მესაკუთრეებისთვის მთავრობის დაბრუნების ადმინისტრაციასთან კომუნიკაციის შედეგად, სახელმწიფოს მხრიდან ამ მიმართულებით კონკრეტული აქტივობა არ გამოიკვეთა. ეროვნული უმცირესობების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული პრობლემური საკითხების მოსაგვარებლად, 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში, საქართველოს სახალხო დამცველმა, უმაღლეს სახელმწიფო ორგანოთა მიმართ 15 რეკომენდაცია გასცა. სახელმწიფო უწყებებს არ შეუსრულებიათ სახალხო დამცველის 10 რეკომენდაცია, ნაწილობრივ შესრულებულად შეფასდა 4, სრულყოფილად შესრულდა მხოლოდ 1 რეკომენდაცია. საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა ხელშემწყობი პროგრამები მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენების სწავლების მიზნით, არც განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, ე.წ. „ახალი სკოლის მოდელშია“ გათვალისწინებული ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა. უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სახელმწიფო ენის სწავლების გაძლიერების მიმართულებით, 2019 წელს გადაიდგა პოზიტიური ნაბიჯები, რაც შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგების რაოდენობის გაზრდასა და მათთვის ანაზღაურების მომატებაში გამოიხატება. სოციალური და ეკონომიკური უფლებები წინამდებარე ქვეთავის მიზნებისთვის, შეფასდება საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშის რამდენიმე13 თავში გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხი. სოციალური და ეკონომიკური უფლების უზრუნველყოფის მიზნით, 13„სოციალური უზრუნველყოფის უფლება“, „სათანადო საცხოვრებლის უფლება“, „ჯანმრთელობის დაცვის უფლება“, „საკუთრების უფლება“, „შრომის უფლება“. 35 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საქართველოს სახალხო დამცველმა, სახელმწიფო უწყებების მიმართ 18 რეკომენდაცია, ხოლო საქართველოს პარლამენტის მიმართ 4 წინადადება გასცა.14 სახალხო დამცველის მიერ სახელმწიფო უწყებების მიმართ გაცემული რეკომენდაციებიდან, მხოლოდ 1 შეფასდა შესრულებულად. ასეთივე მაჩვენებელია რეკომენდაციის ნაწილობრივ შესრულების კომპონენტშიც. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ 13 რეკომენდაცია, ისევე როგორც პარლამენტის მიმართ წარდგენილი 4 წინადადება არ შესრულებულა.15 საქართველოს სახალხო დამცველმა 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში სოციალური უზრუნველყოფის უფლების რეალიზების მიზნით, საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადების შესამცირებლად, შესაბამის ნორმატიულ აქტებში ცვლილებების შეტანის რეკომენდაციით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, მაგრამ არც ეს რეკომენდაცია შესრულებულა. საქართველოს მთავრობას არ შეუმუშავებია პროფილური სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ონკოლოგიურ დაავადებათა შემთხვევების დროულ გამოვლენას და პაციენტებისთვის სათანადო მკურნალობის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფდა. პოზიტიურად უნდა შეფასდეს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრის მიერ 2019 წელს მიღებული დადგენილება,16 რომელიც სამედიცინო განათლების ფარგლებში ექთნების მომზადებას და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემის ჩამოყალიბებას უზრუნველყოფს. მართალია საქართველოს პარლამენტში სამუშაო ჯგუფის ფორმატით მიმდინარეობს შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის განხილვა, თუმცა ამ დრომდე არ განხორციელებულა საკანონმდმებლო ცვლილებები რომლის თანახმად, შრომის ინსპექტორებს მიეცემოდათ შესაძლებლობა, შრომის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის მსგავსად, დამსაქმებელთა თანხმობის გარეშე, შეემოწმებინათ შესაბამის სამუშაო ადგილებზე შრომის კანონმდებლობის სხვა მოთხოვნათა დაცვის მდგომარეობა და დადგენილიყო შესაბამისი სანქციები მათი დარღვევისათვის. ასევე შრომის კოდექსში არ განხორციელებული ცვლილებები დღიური სამუშაო საათების მაქსიმალური ოდენობის და დასაქმებულისთვის ყოველკვირეული უწყვეტი დასვენების 14 სოციალური უზრუნველყოფის უფლება - 3 რეკომენდაცია; სათანადო საცხოვრებლის უფლება - 2 რეკომენდაცია; ჯანმრთელობის დაცვის უფლება - 8 რეკომენდაცია და 1 წინადადება; საკუთრების უფლება - 3 რეკომენდაცია და 1 წინადადება; შრომის უფლება - 2 რეკომენდაცია და 2 წინადადება. 15 3 რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობის შეფასება შესაბამისი ინფორმაციის არქონის გამო შეუძლებელია. 16 2019 წლის 16 ივლისის №334 დადგენილება 36 | „საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია“. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 დროის მინიმალური ფარგლების დასაწესებლად. კანონმდებლობით აგრეთვე არ დარეგულირებულა ზეგანაკვეთური სამუშაო საათების მაქსიმალური დაშვების ზღვარიც. უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა, 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში 3 რეკომენდაცია გასცა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 1 რეკომენდაცია სრულყოფილად, ხოლო 1 - ნაწილობრივ იყო შესრულებული.17 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყო თავშესაფრის მაძიებელი პირებისთვის ქართული ენის კურსების ხელმისაწვდომობა, რასაც საქართველოს სახალხო დამცველი პოზიტიურად აფასებს. ნაწილობრივ შესრულებულად შეიძლება შეფასდეს სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომელიც საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამების შესახებ საინფორმაციო შეხვედრების ჩატარებას და ცნობიერების ამაღლებას შეეხებოდა. 2019 წელს, საქართველოს ჯანმრთელობისა და ოკუპირებული სოციალური ტერიტორიებიდან დაცვის სამინისტროს დევნილთა, შრომისა და შრომის, დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტმა რამდენიმე სამუშაო შეხვედრა გამართა საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამების შესახებ, აგრეთვე გამოცხადდა საგრანტო კონკურსი, რომელში გამარჯვებულმა ორგანიზაციამაც, ინტეგრაციის ცენტრში საგანმანათლებლო პროექტები განახორციელა. მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს სახალხო პარლამენტს 1 დამცველმა წინადადებით 2 რეკომენდაცია მიმართა, რომელთაგან გასცა, ხოლო საქართველოს სამწუხაროდ არცერთი არ შესრულებულა. საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად, კვლავ არ შესულა ცვლილებები „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში, სადაც პირდაპირ მიეთითებოდა საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, როგორც ბენეფიციარი, ბინადრობის ნებართვის ტიპის მიუხედავად. ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო გეგმაში, 17 1 რეკომენდაცია შესაბამისი ინფორმაციის არქონის გამო ვერ შეფასდა. 37 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, აგრეთვე არ ასახულა შესაბამისი საქმიანობის ვალდებულება. 1.3. ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა რეკომენდაციების შესრულების შესაფასებლად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, შესაბამისი ინფორმაციის გაზიარების მოთხოვნით, 63 თვითმმართველ ერთეულს მიმართა. სამწუხაროდ უნდა აღინიშნოს, რომ 16 მუნიციპალიტეტს,18 სახალხო დამცველის აპარატის არცერთ წერილზე არ გაუცია პასუხი. ქვემოთ წარმოგიდგენთ ადგილობრივი თვითმმართველობებისადმი სახალხო დამცველის მიერ 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაცემული იმ არსებითი ხასიათის რეკომენდაციების შესრულების ზოგად მდგომარეობას, რომელიც ყველა თვითმმართველ ერთეულს მიემართებოდა. პოზიტიურად უნდა შეფასდეს ადგილობრივ თვითმმართველობებში, გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად შექმნილი საბჭოებისა და შესაბამისი სამოქმედო გეგმის არსებობა. მუნიციპალიტეტებს მიეცათ რეკომენდაცია, გადაემზადებინათ გენდერის მრჩევლები სამოქმედო გეგმის მონიტორინგის განსახორციელებლად. აგრეთვე, მიეცათ რეკომენდაცია ჩაეტარებინათ ქალთა საჭიროებების კვლევა და მის საფუძველზე განეხორციელებინათ ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და უფლებრივი გაძლიერებისკენ მიმართული პროექტები. სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის და მუნიციპალიტეტებიდან მიღებული ინფორმაციების საფუძველზე იკვეთება, რომ მუნიციპალიტეტებში დასაქმებული გენდერის მრჩევლები/გენდერულ თანასწორობაზე პასუხისმგებელი პირები, სამოქმედო გეგმის მონიტორინგისა და შესაბამისი ანგარიშგების საკითხებში, არ ყოფილან საჭიროებების კვლევები გადამზადებულნი. გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად ქალთა მუნიციპალიტეტების მნიშვნელოვან ნაწილს არ ჩაუტარებია, ხოლო ქალთა პოლიტიკური და ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართული პროექტების ნაკლებობას, ბიუჯეტში შესაბამისი თანხების უქონლობით ხსნიან. ადგილობრივი თვითმმართველობების სარეკრეაციო ტერიტორიასთან აბსოლუტური დაკავშირებულ უმრავლესობა გადაწყვეტილებას მიიჩნევს, რომ ტერიტორიის შენარჩუნების საჯარო ინტერესების გათვალისწინებით იღებენ, ხოლო გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობა „ორჰუსის კონვენციით“ დადგენილი სტანდარტით არის გარანტირებული. 18 ქედის, საჩხერის, ყვარლის, დუშეთის, თიანეთის, ყაზბეგის, ლენტეხის, ცაგერის, წალენჯიხის, ჩხოროწყუს, მესტიის, ახალქალაქის, გარდაბნის, წალკის და კასპის მუნიციპალიტეტები; რუსთავის თვითმმართველის მერია. 38 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ამის მიუხედავად, ბათუმსა და ყაზბეგში, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა გამოავლინეს შემთხვევები, სადაც სარეკრეაციო ტერიტორიებთან დაკავშირებული გადაწყვეტილება საჯარო ინტერესის გაუთვალისწინებლად მიიღებოდა, ხოლო გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებით ინფორმაციის ხელმისაწვდომობა არ იყო უზრუნველყოფილი ადგილობრივმა „ორჰუსის კონვენციის“ თვითმმართველობებმა შესაბამისად. გააცნობიერონ მნიშვნელოვანია, რეკომენდაციაში ასახული საკითხების მნიშვნელობა და თავიანთი უფლებამოსილების განხორციელების პროცესში იხელმძღვანელონ სახალხო დამცველის რეკომენდაციების და პარლამენტის დადგენილებაში ასახული დავალებების შესაბამისად. შესაბამისი ფინანსური რესურსის არარსებობას უკავშირებენ მუნიციპალიტეტები ტექნიკურად გაუმართავი მუნიციპალური ტრანსპორტის არსებობას, თუმცა ცალკეულ შემთხვევებში იკვეთება თვითმმართველი ერთეულების მცდელობა, მოაგვარონ ტექნიკურად გაუმართავი სატრანსპორტო საშუალებებიდან გამოწვეული პრობლემები.19 ბაგა-ბაღებში არსებული თვითმმართველი მდგომარეობის ერთეულების გაუმჯობესების საქმიანობის მიზნით, ადგილობრივი კვლავ პრობლემურია, მიუხედავად, „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დამტკიცების“ და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ღირებულების ნორმების“ კვების ორგანიზებისა დამტკიცების შესახებ“ და რაციონის ტექნიკურ კვებითი რეგლამენტებთან დაწესებულებების შესაბამისობის საკითხები. სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების კუთხით არსებული გამოწვევების შესწავლისა და შესაბამისი ფინანსური სახსრების გამოყოფის კუთხით, მუნიციპალიტეტების სახალხო დამცველის საქმიანობა რეკომენდაციების არადამაკმაყოფილებელია. საპირისპიროდ, ადგილობრივი თვითმმართველობები არ აწარმოებენ კვლევებს კონკრეტულ საჭიროებათა გამოსავლენად. ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მნიშვნელოვან ნაწილში სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში საკონსულტაციო საბჭოები, მართალია, შექმნილია, თუმცა შესრულებულად ვერ ჩაითვლება სახალხო დამცველის ამავე რეკომენდაციის ის ნაწილი, რომლის თანახმად, თვითმმართველობებმა „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, უნდა უზრუნველყონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების ფუნქციონირებაზე ზედამხედველობა. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის, სივრცის მოწყობის/სამშენებლო სტანდარტების დანერგვის შესახებ, სახალხო დამცველის რეკომენდაცია, სამწუხაროდ მუნიციპალიტეტებს არ შეუსრულებიათ. 19 ამბროლაურის, ბორჯომის და ტყიბულის მუნიციპალიტეტები. 39 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სკოლამდელი აღზრდისა საკვალიფიკაციო შემუშავებისა და განათლების მოთხოვნების და და დამტკიცების დაწესებულებებში მასწავლებლის შესახებ, დირექტორის პროფესიული სახალხო სტანდარტის დამცველმა, რამდენიმე მუნიციპალიტეტის მიმართ, 2 რეკომენდაცია გასცა. საანგარიშო პერიოდში მხოლოდ მცხეთის, ყაზბეგისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებმა მიიღეს აღნიშნული დოკუმენტი.20 იმ ადგილობრივ თვითმმართველ ერთეულებს, რომლებსაც საქართველოს სახალხო დამცველმა ეროვნული რეკომენდაციები უმცირესობების მისცა, ცალსახად მეტი უფლებათა აქტიურობა დაცვისკენ მართებთ მიმართული რეკომენდაციების შესრულების პროცესში, რამდენადაც მათი საქმიანობა ვერ უზრუნველყოფს სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულებას. არცერთ მუნიციპალიტეტს არ გადაუდგამს ნაბიჯები, რომელიც საბავშვო ბაღებსა და სასკოლო მზაობის ცენტრებში ბოშა ბავშვების მოზიდვასა და ჩარიცხვას უზრუნველყოფდა. მუნიციპალიტეტებში სათანადო დონეზე არ არის უზრუნველყოფილი ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობის საკითხები, მათი მოზიდვის და გადამზადების მიმართულებით. ამ მხრივ, არც საანგარიშო პერიოდში განხორციელებულა ისეთი საქმიანობა, რომელიც ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიერ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობითობის გაზრდისკენ იქნებოდა მიმართული. შედარებით პოზიტიურად შეიძლება შეფასდეს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ქართული ენის სწავლების შესახებ გაცემული რეკომენდაციის შესრულების ხარისხი. სკოლამდელი აღზრდისა მუნიციპალიტეტების და განათლების მნიშვნელოვან დაწესებულებებში ნაწილში არსებულ ჩამოყალიბებულია ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფები. ზემოაღნიშნული მონაცემების საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების მიერ სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაცემული რეკომენდაციების შესრულების ხარისხი არადამაკმაყოფილებელია. მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივმა თვითმმართველობებმა ამ საკითხებისკენ მეტი ძალისხმევა მიმართონ, ხოლო სახალხო დამცველი, თავის მხრივ, გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, გაუზიაროს თვითმმართველ ერთეულებს საკუთარი ცოდნა და გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. 20 დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები ჯერ კიდევ მისაღები აქვთ: დედოფლისწყაროს, ხონის, ჭიათურის, სიღნაღის, ზესტაფონის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, ტყიბულის, კასპისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებს. ხოლო მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი - დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, ზუგდიდის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, სიღნაღის, ტყიბულის, ჭიათურისა და ხონის მუნიციპალიტეტებს. 40 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 2. სიცოცხლის უფლება 2.1. შესავალი 2019 წელს, წინა წლების მსგავსად, სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტებზე წარმოებული გამოძიებები ვერ აკმაყოფილებდა ეფექტიანი გამოძიების სტანდარტს. გასულ წლებში გახმაურებულ საქმეებზე დასმულ შეკითხვებს, სამწუხაროდ, პასუხები ვერც მიმდინარე წელს გაეცა, პარალელურად კი, ახალი პრობლემური საქმეები გამოიკვეთა, რომელშიც სახელმწიფოს პასუხისმგებლობა წარმოჩინდა. სიცოცხლის უფლების დაცვის ფარგლებში, სახალხო დამცველის შეზღუდული მანდატი21 2019 წელსაც სერიოზულ წინააღმდეგობას უქმნიდა სახალხო დამცველის აპარატს, დროულად და ეფექტიანად შეესწავლა სისხლის სამართლის საქმის მასალები. სამწუხაროდ, პარლამენტმა არ გაიზიარა საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაცემული წინადადება „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით.22 წინამდებარე თავში შევაფასებთ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ბენეფიციართა სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობის კუთხით არსებულ ვითარებას, რაც პაციენტთა ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებისა და ზოგიერთ შემთხვევაში, მათი გარდაცვალების მიზეზი ხდება. მიმოვიხილავთ საქართველოს პრეზიდენტის მიერ განხორციელებულ შეწყალების აქტებს და მათ შესაბამისობას სიცოცხლის უფლების პროცედურულ ასპექტთან; ასევე, თემირლან მაჩალიკაშვილის და ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტებზე დასრულებული გამოძიების შედეგებს. ასევე განვიხილავთ ხორავას ქუჩაზე მომხდარი 2 არასრულწლოვნის მკვლელობის საქმეზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების პროცესსაც. 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს სახალხო დამცველმა, სიცოცხლის უფლების დაცვის უზრუნველსაყოფად საქართველოს გენერალურ პროკურატურას 5 რეკომენდაციით, ხოლო პარლამენტს - 3 წინადადებით მიმართა. საქართველოს 21 მოქმედი საკანონმდებლო მოწესრიგებით, სახალხო დამცველს გამოძიების მიმდინარეობის ეტაპზე არ აქვს საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხ. 18, ქვეპ. „ე“. 22 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 38. უფლებამოსილების გაზრდის მოთხოვნით, სახალხო დამცველმა პარლამენტს 2018 წლის 29 ნოემბერს საკანონმდებლო წინადადებითაც მიმართა. წარდგენილი ცვლილებების საფუძველზე, სახალხო დამცველს უნდა მინიჭებოდა გამოძიების დასრულებამდე არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტის გამოძიების მასალების გაცნობის უფლებამოსილება. საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო წინადადება უარყოფილად ცნო; იხ. კომიტეტის 2019 წლის 12 აპრილის №2-6694/19 დასკვნა. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://bit.ly/2J9Iyq1> [ბოლოს ნანახია: 14.03.2020]. 41 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 გენერალურ პროკურატურას რეკომენდაციების დიდი ნაწილი არ შეუსრულებია. ნაწილობრივ შესრულებულად შეიძლება შეფასდეს მხოლოდ ორი რეკომენდაცია, რომლებიც ზვიად გაგრძელებასა და გამსახურდიას საქართველოს შესაძლო სახალხო მკვლელობის დამცველის საქმეზე გამოძიების აპარატისთვის სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ფარგლებში მოთხოვნილი ინფორმაციის მიწოდებას შეეხებოდა. სხვა დანარჩენ შემთხვევაში, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, ისევე როგორც საქართველოს პარლამენტს, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციები/წინადადებები არ შეუსრულებია. 2.2. სომატური ჯანმრთელობის პრობლემების მკურნალობა ფსიქიატრიულ დაწესებულებებში სახელმწიფო პირების პასუხისმგებელია სათანადო დაწესებულებაში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში მოთავსებული სერვისებით უზრუნველყოფაზე. ფსიქიატრიულ და აღმოუჩენლობა ჯანდაცვის სათანადო მზრუნველობისა მკურნალობის ბენეფიციარისთვის, რამაც საბოლოოდ მისი გარდაცვალება გამოიწვია, ევროპულმა სასამართლომ სიცოცხლის უფლების დარღვევად შეაფასა.23 ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ხელმისაწვდომობის კუთხით, არსებული გარემო, მნიშვნელოვანი სამედიცინო გამოწვევების სერვისების წინაშე ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა საანგარიშო პერიოდში, 24 დგას. ისევე როგორც 2020 წელს, ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პირებისთვის სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის 25 პრობლემების მონიტორინგსა და მკურნალობას, არ ითვალისწინებს. ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებული პირების სომატური ჯანმრთელობის სამკურნალოდ სათანადო სამედიცინო სერვისით უზრუნველყოფის საჭიროება და ამ კუთხით სახელმწიფოში არსებული სისტემური გამოწვევები დეტალურად არის განხილული სახალხო დამცველის 2019 წლის „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მონიტორინგის თემატურ ანგარიშში.26 23 Inter alia, „სამართლებრივი რესურსების ცენტრი ვალენტინ კამპეანუს სახელით რუმინეთის წინააღმდეგ“ (Centre for Legal Resources on behalf of Valentin Câmpeanu v. Romania), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება, საჩივარი №47848/08, პარ. 143-144. 24 საქართველოს მთავრობის, 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილება, „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, დანართი №11 ფსიქიკური ჯანმრთელობა (პროგრამული კოდი 27 03 03 01). 25 საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №674 დადგენილება „2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“. 26 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „შპს „აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ მონიტორინგის თემატური ანგარიში, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://bit.ly/3dgnXhB > [ბოლოს ნანახია 13.03.2020]. 42 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მიუხედავად იმისა, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში არ აწარმოებენ გარდაცვლილ პირთა სტატისტიკას, სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მოიძიეს და გაეცნენ გარდაცვლილ პირთა სამედიცინო ბარათების ნაწილს. სამედიცინო ბარათების შესწავლით დგინდება, რომ გარდაცვლილი პაციენტების სიკვდილის მიზეზად უმეტეს შემთხვევაში უეცარი გარდაცვალება და გულ-სისხლძარღვთა უკმარისობა სახელდება. ამისი მიზეზი, შესაძლოა, იყოს სომატური ჯანმრთელობის პრობლემების არასათანადო მკურნალობა, ჯანმრთელობის მდგომარეობის არასრულფასოვანი მონიტორინგი და შესაბამისი რისკფაქტორების გაუთვალისწინებლობა. როგორც უკვე აღინიშნა, უზრუნველყოფს ჯანმრთელობის ფსიქიატრიულ დაცვის სახელმწიფო დაწესებულებებში პროგრამა სომატური არ (ფიზიკური) ჯანმრთელობის პრობლემების მონიტორინგისა და მკურნალობის სათანადო გარანტიებს. ზემოთ ხსენებულ სპეციალურ ანგარიშში აღნიშნულია, რომ ფსიქიატრიულ დაწესებულებაში მოთავსებული რამდენიმე პირი ტუბერკულოზის დიაგნოზით ისე გარდაიცვალა, რომ ცენტრის სამედიცინო ბარათები აღნიშნული დიაგნოზის შესახებ ინფორმაციას არც კი შეიცავდა.27 ასევე, ანგარიშით დგინდება, რომ პაციენტთა გარდაცვალების რამდენიმე შემთხვევაში სომატური ჯანმრთელობის პრობლემების გართულება, შესაძლოა, გამოწვეული ყოფილიყო პაციენტის სომატური მდგომარეობის გაუთვალისწინებლობით, ანტიფსიქოზური მედიკამენტების ზედოზირებით ან დანიშნული მედიკამენტების სარისკო კომბინაციით მიწოდებით (მაგალითად, „ზოპინის“ სხვა ანტიფსიქოზურ მედიკამენტთან ერთად დანიშვნა).28 პაციენტთა სომატურ ჯანმრთელობაზე არასათანადო ზრუნვის შესახებ და სომატური ჯანმრთელობის სერვისზე ფინანსური ბარიერის არსებობით გამოწვეულ პრობლემებზე,29 საუბარია წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშშიც. კომიტეტი სახელმწიფოს მნიშვნელოვანი და სწრაფი ღონისძიებების გატარების აუცილებლობაზე მიუთითებს.30 ზემოაღნიშნული გარემოებები ნათლად წარმოაჩენს არსებული მოწესრიგების ნაკლოვანებებს, რაც თავსებადი არ არის სიცოცხლის უფლების დაცვის მინიმალურ სტანდარტებთან. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დროულად მიიღოს აუცილებელი ზომები სათანადო ზრუნვისა და მკურნალობის მიუწოდებლობით განპირობებული გარდაცვალების შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. 27 იქვე, გვ. 24. 28 იქვე, გვ. 25. 29 ოჯახის ექიმთან კონსულტაციის ღირებულება 25 ლარს შეადგენს. 30 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში (CPT/Inf (2019) 16), პარ. 128, 2018 წლის 10-21 სექტემბრის ვიზიტი, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://bit.ly/2J9IeHP> [ბოლოს ნანახია: 13.03.2020]. 43 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 2.3. შეწყალების საქმე 2019 წლის 27 დეკემბერს საქართველოს პრეზიდენტმა 34 პირი შეიწყალა.31 შეწყალებულ პირთა შორის იყვნენ მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელს იხდიდნენ გაზრახ მკვლელობისთვის და მათ მნიშვნელოვან ნაწილს, მსჯავრის ძირითადი ნაწილი მოუხდელი ჰქონდა.32 პრეზიდენტის ამ გადაწყვეტილებას საზოგადოების სამართლიანი პროტესტი მოჰყვა. საქართველოს სახალხო მიეწოდებინა დეტალური დამცველმა მოუწოდა ინფორმაცია პრეზიდენტს, შეწყალების საზოგადოებისთვის მოტივაციის შესახებ, თუმცა შესაბამისი დასაბუთება ამ დრომდე არ ყოფილა წარმოდგენილი. 33 მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, შეწყალების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში პრეზიდენტი აბსოლუტური დისკრეციით სარგებლობს, აღსანიშნავია ამ პროცესის მჭიდრო კავშირი ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებული სიცოცხლის უფლების პროცედურულ ასპექტთან. ევროპული სასამართლოს განმარტებით, სიცოცხლის უფლება დარღვეულად არაგონივრულ მიიჩნევა, ლმობიერებას თუ გამოიჩენენ სახელმწიფო ხელისუფლების მკვლელობისთვის ორგანოები მსჯავრდებულ პირთა მიმართ, რაც მათ ფაქტობრივ დაუსჯელობაში გამოიხატება. იქიდან გამომდინარე, რომ 34 35 ზემოხსენებული შეწყალებული პირები საქართველოს პრეზიდენტმა სასჯელის არსებითი ნაწილის მოუხდელად გაათავისუფლა, სახეზეა სიცოცხლის უფლების დარღვევა. 2.4. თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე საქართველოს სახალხო დამცველის განსაკუთრებული ინტერესის საგანია, ვინაიდან სახელმწიფოს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული 31 2019 წლის 27 აგვისტო, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://bit.ly/3d80aA5 [ბოლოს ნანახია:14.03.2020]. 32 კერძოდ, მსჯავრდებულ ა. ბ.-ს განსაზღვრული ჰქონდა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც დაახლოებით 2 წელი და 2 თვე მოიხადა. შეწყალების საფუძველზე გათავისუფლდა 6 წლითა და 10 თვით ადრე; რ. დ.-ს განსაზღვრული ჰქონდა 12 წლით თ/აღკვეთა, მოიხადა დაახლოებით 4 წელი და 8 თვე. შეწყალებულ იქნა 7 წლითა და 4 თვით ადრე; ზ. ნ.-ს განსაზღვრული ჰქონდა 15 წლით თ/აღკვეთა. მოიხდა დაახლოებით 11 წელი და 5 თვე. შეწყალებულ იქნა 3 წლითა და 7 თვით ადრე. 33 საქართველოს სახალხო დამცველის 17 სექტემბრის განცხადება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://bit.ly/2U1Ry6L> [ბოლოს ნანახია 14.03.2020]. 34 „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ (Enukidze and Girgvliani v.Georgia), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილება, საჩივარი №25091/07, პარ. 269-275. 35 „მარგუსი ხორვატიის წინააღმდეგ“ (Marguš v. Croatia), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 27 მაისის გადაწყვეტილება, საჩივარი №4455/10, პარ. 127. 44 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სპეცოპერაციის მსვლელობისას, სახელმწიფოს წარმომადგენელთა მიერ გამოყენებულმა ძალამ ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია. საქართველოს სახალხო დამცველმა თემირლან მაჩალიკაშვილის საქმის შესწავლა საკუთარი ინიციატივით დაიწყო. ამ საქმეზე სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა თავის 2017 და 2018 წლების საპარლამენტო ანგარიშებშიც.36 სახალხო დამცველმა, თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების გარემოების გარშემო ჭეშმარიტების დროულად დასადგენად, 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში, პარლამენტს დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობის განხილვის თაობაზე, რეკომენდაციით მიმართა. სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ, სახალხო დამცველის აპარატის მიმართვის საფუძველზე, შეისწავლა თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ სამედიცინო დახმარების აღმოჩენის დროულობა და ხარისხი. მასალების შესწავლის შედეგებით და სააგენტოს პასუხით, უფლების დარღვევის ნიშნები, ამ მიმართებით, არ გამოიკვეთა.37 პროკურატურამ თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ გამოძიება დაიწყო ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტზე (დანაშაულისთვის, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 333-ე მუხლის მე3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით), გადაწყვეტილებით, სისხლის ხოლო 2020 წლის სამართლის კანონით 25 იანვარს, შემაჯამებელი გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო, საქმეზე გამოძიება შეწყვიტა. ამავე წლის თებერვალში თბილისის პროკურატურაში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი სრულად გაეცნო სისხლის სამართლის საქმის მასალებს. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, სახელმწიფო არ არღვევს სიცოცხლის უფლებას, თუ ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გამოყენებული ძალა 38 პროპორციულია. იმის „აბსოლუტურად დასადგენად, აუცილებელი“ იყო თუ არა და მიზნის სპეციალური მიღწევის ოპერაციების თანამშრომლების მიერ ლეტალური იარაღის გამოყენება განპირობებული აბსოლუტური აუცილებლობით, საჭიროა შეფასდეს თავად სპეციალური ოპერაციის (მაჩალიკაშვილის შემთხვევაში, 36 დაკავების ოპერაციის) გეგმა და ოპერაციის მსვლელობაზე საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 37-40; საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში, გვ. 32-33. 37 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 33. 38 „ნაჩოვა და სხვები ბულგარეთის წინააღმდეგ“ (Nachova and Others v. Bulgaria), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2004 წლის 26 თებერვლის გადაწყვეტილება, საჩივარი №43577/98 და 43579/98, პარ. 94.; „მაკშეინი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“(McShane v. UK), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2002 წლის 28 მაისის გადაწყვეტილება, საჩივარი №43290/98, პარ. 93. 45 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 განხორციელებული კონტროლი. სახელმწიფო ასევე ვალდებულია აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება, როდესაც ადამიანის გარდაცვალება ძალის გამოყენების თანმდევი შედეგია.39 ევროპული სასამართლოს განმარტებით, შესაძლებელია, ამა თუ იმ საქმის გამოძიებისას ადგილი ჰქონდეს გამოძიებისთვის დამაბრკოლებელ ობიექტურ გარემოებებს, რაც ხელს უშლის გამოძიების დამაჯერებლად და პროგრესს. ასეთ თანმიმდევრულად შემთხვევებში ახსნას სახელმწიფოს აღნიშნული 40 საზოგადოებამ არ დაკარგოს ნდობა გამოძიების მიმართ. ევალება გარემოებები, რათა გამოძიება უნდა ემყარებოდეს ყველა შესაბამისი გარემოების ამომწურავ, ობიექტურ და მიუკერძოებელ ანალიზს. საგამოძიებო ორგანოებმა ყველა გონივრულ ზომას უნდა მიმართონ მტკიცებულებათა მოსაპოვებლად. გამოძიებისას დაშვებული ნებისმიერი ხარვეზი, რომლის გამოც შეუძლებელია კონკრეტული საქმის გარემოებების ან პასუხისმგებელ პირთა ვინაობის დადგენა, ეწინააღმდეგება ეფექტიანი გამოძიების სტანდარტს.41 საქმის მასალების შესწავლის შედეგად დგინდება, რომ დაკავების ღონისძიების მიმდინარეობისას კომუნიკაციისთვის გამოიყენებოდა ხელის რადიოსადგური (რაცია). აღსანიშნავია, რომ გამოძიების პროცესში არ არის მოპოვებული რაციის ჩანაწერები, რაც საქმისთვის, ღონისძიების ამსახველი ვიდეო/აუდიო/ფოტო მასალის არარსებობის პირობებში, შეიძლება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ინფორმაცია იყოს. გამოძიებას ასევე არ მოუპოვებია ოპერაციის განხორციელებასა და ზედამხედველობაზე პასუხისმგებელი პირების42 მიერ სპეცოპერაციის პერიოდში ერთმანეთს შორის სატელეფონო კომუნიკაციის, ზარების, მოკლე ტექსტური შეტყობინებების, სატელეფონო პროგრამებისა და სოციალური ქსელების საშუალებით განხორციელებული ნებისმიერი კომუნიკაციის ამსახველი ინფორმაცია. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიება აუცილებლად უნდა განახლდეს, რადგან კვლავ დაუდგენელია და ღია რჩება ზემოაღნიშნული მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც ეფექტიანი გამოძიების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, დამატებით გამოძიებას საჭიროებენ. 39 საკითხის მნიშვნელობიდან გამომდინარე, სახალხო დამცველმა „მაკკენი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ“ (McCan and Others v. UK), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება, საჩივარი №18984/91, პარ. 161. 40 „ასოციაცია „21 დეკემბერი 1989“ და სხვები რუმინეთის წინააღმდეგ“ (Association “21 December 1989” and Others v. Romania), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 24 მაისის გადაწყვეტილება, საჩივარი №33810/07, პარ. 134. 41 „მიზიგაროვა სლოვაკეთის წინაღმდეგ“ (Mizigarova v. Slovakia), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 14 დეკემბრის გადაწყვეტილება, საჩივარი №74832/01, პარ. 93. 42 გამოძიებას მოპოვებული აქვს 21.10.2019 წლის თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინებით, იოსებ გოგაშვილის ტელეფონის ნომრის 2017 წლის 25-27 დეკემბრის სატელეფონო ზარების, სმს, ინტერნეტტრაფიკის, კომუნიკაციაში მონაწილე პირებისა და ანძების ამსახველი ინფორმაცია სატელეფონო ნომრის თბილისის ანძებზე დაფიქსირების მონაცემებით (31.10.2019 დათვალიერების ოქმი). 46 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 წინადადებით მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურორს, რომლითაც თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე წარმოებულ სისხლის სამართლის №043261217801 საქმეზე გამოძიების განახლება მოითხოვა. სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ გამოძიების განახლების შესახებ წინადადება დაკმაყოფილდება. აპარატი აღნიშნულ საკითხს დამატებით კვლავ შეისწავლის და საზოგადოებას მიაწვდის სამომავლო საქმიანობის შესახებ ინფორმაციას. 2.5. ხორავას ქუჩაზე მომხდარი არასრულწლოვნების მკვლელობა 2017 წლის 1 დეკემბერს, ხორავას ქუჩაზე ორი არასრულწლოვნის მკვლელობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების მასალების შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველის აპარატმა გამოძიების არაერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი გამოავლინა. აღნიშნული საკითხები დეტალურად არის მიმოხილული სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში.43 სახალხო დამცველის აპარატმა შემოწმების შედეგად დაადგინა, რომ სახეზე იყო სამოხელეო დანაშაულის გულგრილობა, ან ერთ-ერთი სამსახურებრივი ან ორივე შემადგენლობა: უფლებამოსილების სამსახურებრივი ბოროტად გამოყენება. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა პროკურატურას სავარაუდოდ ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ წინადადებით მიმართა.44 საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სახალხო დამცველის წინადადება არ გაიზიარა და გამოძიების დაწყების ნაცვლად, მხოლოდ სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო, რომელიც ამ დრომდე არ დასრულებულა.45 სამწუხაროდ, პროკურატურამ ასევე არ შეასრულა სახალხო დამცველის დამატებითი რეკომენდაციები ამ საქმეზე - სამსახურებრივი შემოწმების შედეგების საზოგადოებისთვის მიწოდება და შემოწმების მასალების სახალხო დამცველის აპარატისთვის გაცნობა. 2.6. ია კერზაიას საქმე საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი გაეცნო ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტზე დაწყებული სისხლის სამართლის გამოძიების მასალებს და გამოძიების შედეგები განცხადებით შეაფასა.46 43 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 33-34. 44 2018 წლის 11 ივლისს სახალხო დამცველის მიერ პროკურატურისთვის გაგზავნილი №15-11/9172 წინადადება გამოძიების დაწყების მოთხოვნის შესახებ. 45 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2019 წლის 9 დეკემბრის №13/86091 წერილი. 46 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის 29 ნოემბრის განცხადება, ხელმისაწვდომია: http://bit.ly/3b6mlF1, [ბოლოს ნანახია 18.03.2020]. 47 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მიუხედავად იმისა, რომ გამოძიება უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების (სსკ 332-ე) მუხლით დაიწყო და მიმდინარეობდა, საქმის მასალების შესწავლის პროცესში, სახალხო დამცველი სიცოცხლის უფლების პოზიტიურ ასპექტთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი, ეფექტიანი გამოძიების სტანდარტებით ხელმძღვანელობდა. ია კერზაიამ 2018 წლის 26-27 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში, საჯაროდ განაცხადა მის მიმართ მიმდინარე პოლიტიკური ზეწოლის შესახებ. 9 დეკემბერს იგი ინსულტის შედეგად გარდაიცვალა. აღნიშნული ფაქტიდან 10 დღეში გარდაცვლილის შვილმა, ბაჩანა შენგელიამ პროკურატურას გამოძიების დაწყების მოთხოვნით მიმართა. პროკურატურამ გამოძიება, მიმართვიდან დაახლოებით 2 თვეში, 2019 წლის 11 თებერვალს დაიწყო, რაც გაუმართლებელი დაგვიანების მანიშნებელია. გაუგებარია პროკურატურის მოტივაცია გამოძიების დაწყების ამგვარი დაყოვნების შესახებ. სახალხო დამცველის შეფასებით, დაგვიანებით დაწყებული გამოძიების გამო, საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვება და სიმართლის დადგენა ვერ მოხერხდა. პროკურატურამ სხვადასხვა ინფორმაცია ისედაც დაგვიანებული გამოძიების პირობებში, დამატებითი დაგვიანებით გამოითხოვა, რამაც გამოძიების უშედეგოდ დასრულება განაპირობა.47 გარდა ამისა, სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ მიუღებელი იყო საქმეზე გამოძიების დაწყებამდე საპროცესო მოქმედებების არაფორმალურად ჩატარება. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანულ კანონში შეიტანოს ცვლილებები და სახალხო დამცველს მიენიჭოს გამოძიების დასრულებამდე არასათანადო მოპყრობის ან/და სიცოცხლის ხელყოფის ფაქტის გამოძიების მასალების გაცნობის უფლებამოსილება რეკომენდაციები საქართველოს გენერალურ პროკურორს:  განაახლოს და ეფექტიანად წარმართოს თემირლან მაჩალიკაშვილის სიცოცხლის ხელყოფის ფაქტზე შეწყვეტილი გამოძიება  ხორავას ქუჩაზე არასრუწლოვანთა მკვლელობის გამოძიებაში დადგენილი ხარვეზების საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგები პერიოდულად მიაწოდოს საზოგადოებას, შემოწმების მასალები კი, გააცნოს სახალხო დამცველის აპარატს; სამსახურებრივი შემოწმების შედეგების 47 ია კერზაიას საქმე საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 26 სექტემბერს დახურა. 48 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საფუძველზე იმსჯელოს სამსახურებრივი გულგრილობის ან უფლებამოსილების გადამეტების მუხლებით გამოძიების დაწყების მიზანშეწონილობაზე  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ანგარიშში, საქართველოს გენერალურმა პროკურორმა წარმოადგინოს ინფორმაცია სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე  სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ფარგლებში, მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია სახალხო დამცველის აპარატს საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა შესახებ, შესაბამისი თარიღების მითითებით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს: 49 |  შეიტანოს ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში და გაითვალისწინოს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტების სომატური ჯანმრთელობის მკურნალობის საკითხი; მანამდე, სამინისტრომ, დროებითი ღონისძიების სახით, უზრუნველყოს ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსებული პაციენტების ოჯახის ექიმზე ხელმისაწვდომობა და სამედიცინო დაწესებულებაში ტრანსპორტირება  შეიტანოს ცვლილება ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამაში და ქვეყანაში არსებული გაიდლაინების მიხედვით, გაითვალისწინოს მედიკამენტების გვერდითი ეფექტების მართვა შესაბამისი გამოკვლევებისა და კონსულტაციების გზით  უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გარდაცვლილი პირების შესახებ სტატისტიკური ინფორმაციის სისტემატიზებული წარმოება გარდაცვალების მიზეზის მითითებით. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 3. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის აკრძალვა და გამოძიება 3.1. შესავალი 2019 წელს სახალხო დამცველის აპარატში 128 განცხადება დარეგისტრირდა, სადაც მოქალაქეები სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიუთითებდნენ. მათ შორის, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესაძლო ჩამდენი სუბიექტები იყვნენ: პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები - 54 განცხადების, ხოლო პოლიციის თანამშრომლები - 50 შემთხვევაში. 14 განცხადება პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ღირსების შემლახავ პირობებს ეხებოდა, 10 განცხადება კი, არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების გაჭიანურებას. 2019 წელს მოქალაქეთა გავრცელებული განცხადებებზე ინფორმაციის დაწესებულებებში, და საფუძველზე ფსიქიატრიულ პროაქტიულად რეაგირების დაწესებულებაში, - საჯარო სივრცეში მიზნით, პენიტენციურ დროებითი მოთავსების იზოლატორებსა და პოლიციის ტერიტორიულ ორგანოებში, ჯამში, სახალხო დამცველის რწმუნებულებმა 405 ვიზიტი განახორციელეს. სულ 1 728 დაკავებული/დაპატიმრებული პირი მოინახულეს. საქართველოს სახალხო დამცველი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით გათვალისწინებული პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციას ასრულებს. პრევენციის ეროვნული მექანიზმი, არასათანადო მოპყრობის პრევენციას, დაკავების ადგილების რეგულარული და არაგეგმიური ვიზიტებით ახორციელებს. ამ დროს მოწმდება დაკავებულ პირთა განთავსების პირობები და მათ მიმართ მოპყრობა. 2019 წელს, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა, ასეთი 88 ვიზიტი განახორციელა. გასული წლების მსგავსად, წელსაც გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც პრევენციული ჯგუფის წევრებს დაბრკოლებები სპეციალური ექმნებოდათ განსაკუთრებული 48 აღსანიშნავია, რომ კატეგორიის პერსონალური მონაცემების წვდომის თვალსაზრისით. წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის სახელმწიფოებს ცალსახად ფაკულტატური აკისრებს ოქმის მე-20 ვალდებულებას, მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი უზრუნველყონ პრევენციის 48 პრევენციის ეროვნული მექანიზმისთვის განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების წვდომის კუთხით შექმნილ დაბრკოლებებზე, საუბარია, ასევე, პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2018 წლის ანგარიშშიც (გვ. 6-7). 50 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ეროვნული მექანიზმის დაუბრკოლებელი წვდომა დაკავებულ პირთა მოპყრობისა და დაკავების პირობებთან დაკავშირებულ ყველა ინფორმაციაზე. 2019 წლის განმავლობაში, არასათანადო მოპყრობის პრევენციის/გამოძიების ან პატიმართა უფლებების შესახებ, 10 სპეციალური ანგარიში მომზადდა. თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის ადგილებში ადამიანის უფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ საზოგადოების ინფორმირება და ცნობიერების ამაღლება სახალხო დამცველის აპარატის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა. სწორედ ამ მიზნით, 2020 წლის 21 იანვარს, სახალხო დამცველმა პარლამენტის წევრებსა და საზოგადოებას პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ 2019 წლის ზაფხულში №2, №8, №14 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები ზემოაღნიშნული მონიტორინგის ფარგლებში გამოვლინდა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მმართველობის მასშტაბები. არაფორმალური გააცნო.49 კერძოდ, საგულისხმოა, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიგნებები მსგავსია და ეხმიანება წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის ანგარიშს.50 2020 წლის 21 იანვარს, სახალხო დამცველის მოხსენების საპასუხოდ, იუსტიციის მინისტრმა, პრობლემების მოგვარების მიზნით წარმოდგენილი რეკომენდაციების განხილვის ნაცვლად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, სახალხო დამცველის, მისი აპარატისა და პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფუნქციის კანონმდებლობის უხეში დისკრედიტაცია დარღვევით სცადა. აჩვენა ასევე, სახალხო მინისტრმა დამცველის სხდომაზე რწმუნებულის პატიმართან საკანში კონფიდენციალური შეხვედრის ამსახველი ვიდეოჩანაწერები. „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის თანახმად, დაუშვებელია სახალხო დამცველის რწმუნებულისა და პატიმრის შეხვედრის რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი.51 დამატებით, მაიდენტიფიცირებელი ვიდეოკადრების გასაჯაროება არღვევს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებს. სამწუხაროდ, სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის ძირითადი მიგნებები ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა არ გაიზიარა და არც ზემოაღნიშნული დარღვევების შესახებ მსჯელობა ყოფილა წარმოდგენილი კომიტეტის დასკვნაში.52 49 სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის №2, №8, №14 და №15 პენიტენციური დაწესებულებების ვიზიტის შემდგომი ანგარიში, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2TALjFE > [ბოლოს ნანახია: 16.01.2020]. 50 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში 2018 წლის სექტემბერში განხორციელებული ვიზიტის შედეგების შესახებ. ხელმისაწვდომია: < http://bit.ly/38p44kK >>[ბოლოს ნანახია: 30.01.20]. 51 საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონი, მუხლი 19, პუნქტი 3. 52 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის 2020 წლის 26 თებერვლის №2- 3429/20 დასკვნა. 51 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ზემოაღნიშნული მოვლენებიდან რამდენიმე დღეში, სპეციალური პენიტენციური სამსახურის/იუსტიციის სამინისტროს მხრიდან ადგილი ჰქონდა სახალხო დამცველის საქმიანობაში ხელშეშლას. კერძოდ, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ, პენიტენციურ დაწესებულებაში კონკრეტულ პატიმრებთან შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ვიზიტის დასრულებისთანავე გაასაჯაროვეს.53 აღნიშნულით, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა/იუსტიციის სამინისტრომ უხეშად დაარღვიეს საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ ორგანული კანონის მე-19 მუხლი, რომლის მიხედვითაც სახალხო დამცველის შეხვედრა პატიმართან კონფიდენციალურია და რაიმე სახის მიყურადება ან თვალთვალი დაუშვებელია. ეს დებულება ადგენს იმას, რომ სახალხო დამცველის ნებისმიერი შეხვედრა პატიმრებთან უნდა იყოს კონფიდენციალური, სანამ სახალხო დამცველი არ მიიღებს საწინააღმდეგო გადაწყვეტილებას. იგივე მოთხოვნა არის დადგენილი წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატიური ოქმის 21-ე მუხლის მიხედვით, სადაც აღნიშნულია, რომ პირადი მონაცემები არ უნდა გამოქვეყნდეს დაინტერესებული მხარის მკაფიო თანხმობის გარეშე. საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლი ცალსახად ადგენს, რომ სახალხო დამცველის საქმიანობისათვის დაბრკოლებათა შექმნა კანონით ისჯება. საქართველოს სახალხო დამცველის ინსტიტუტის, როგორც კონსტიტუციური ორგანოს საქმიანობა, ეფუძნება ისეთ უმნიშვნელოვანეს და ფუნდამენტურ პრინციპებს, როგორიცაა სრული დამოუკიდებლობა ხელისუფლების ნებისმიერი შტოსგან, მიუკერძოებლობა, ობიექტურობა და საქმიანობის განხორციელების დროს კონფიდენციალურობა. იმ საკითხის გასაჯაროება, თუ ვის ხვდება სახალხო დამცველი, ზრდის პატიმრის მიმართ არასათანადო მოპყრობის ან/და უკანონო ქმედების ჩადენის რისკს და იწვევს მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებას. მსგავსი ინფორმაციის გასაჯაროებამ, პატიმრები, შესაძლოა, აიძულოს, თავი შეიკავონ სამომავლოდ სახალხო დამცველისთვის მომართვისა და შეხვედრისგან. იმ პატიმრების სახელების და გვარების გასაჯაროება, რომლებიც ხვდებიან სახალხო დამცველს ან/და მის რწმუნებულს, მის ძირითად საქმიანობაზე ზემოქმედების მცდელობაა და აუცილებელია შესაბამისი გამოძიების დაწყება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რომელიც დასჯად ქმედებად აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველზე ნებისმიერი ფორმით ზემოქმედებას მისი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ხელის შეშლის მიზნით. სახალხო დამცველზე ზემოაღნიშნული თავდასხმის ფაქტები მის საქმიანობაში ჩარევად შეაფასეს ადამიანის უფლებათა დამცველთა საკითხზე გაეროს სპეციალურმა მომხსენებელმა, ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების ევროპულმა ქსელმა (ENNHRI), ადამიანის უფლებათა ეროვნული ინსტიტუტების გლობალურმა ალიანსმა 53 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3cpdxvo 52 | > [ბოლოს ნანახია 28.03.2020]. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 (GANHRI), ომბუდსმენის საერთაშორისო ინსტიტუტმა (IOI) და თანასწორობის ორგანოების ევროპულმა ქსელმა (EQUINET).54 სამწუხაროდ, სახალხო დამცველის მიმართვა გენერალური პროკურატურის მიმართ, მის საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების თაობაზე, გაზიარებული არ ყოფილა. გენერალური პროკურატურიდან გვეცნობა, რომ სახალხო დამცველის მსჯავრდებულებთან შეხვედრის ფაქტის საიდუმლოების გამჟღავნება არ იყო მსჯავრდებულსა და სახალხო დამცველს შორის კონფიდენციალურობის დარღვევა და, შესაბამისად, არ არსებობდა გამოძიების დაწყების სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი. ზემოაღნიშნულ ფაქტებთან ერთად, უნდა აღინიშნოს, რომ წინა წლის მსგავსად, წელსაც გაგრძელდა იუსტიციის სამინისტროს მხრიდან სახალხო დამცველის აპარატისადმი სხვადასხვა მონაცემების მიუწოდებლობის პრაქტიკა. კერძოდ, იუსტიციის სამინისტროს არ მოუწოდებია სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში უწყების მიმართ გაცემული რეკომენდაციების შესრულების თაობაზე გამოთხოვილი ინფორმაცია. წინამდებარე თავში განვიხილავთ საანგარიშო პერიოდში წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის, როგორც პრევენციასთან, ისე გამოძიებასთან დაკავშირებულ გამოწვევებს. კერძოდ, ეს თავი ხუთი ნაწილისგან შედგება. პირველ სამ ნაწილში მიმოვიხილავთ პენიტენციურ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემებთან, ასევე, ფსიქიატრიულ დაწესებულებებთან მიმართებით არსებულ რისკფაქტორებს და საკანონმდებლო ხარვეზებს, რაც შესაძლებელს ხდის თავისუფლებააღკვეთილ/შეზღუდულ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობას. მეოთხე ნაწილში გაგაცნობთ არასათანადო მოპყრობის ფაქტების გამოძიების ძირითად ხარვეზებს, რომელთა გამოც გამოძიება ვერ აკმაყოფილებს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტს. მეხუთე ნაწილში კი, მიმოვიხილავთ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების ეფექტიანობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მყარად დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, პირის მიმართ სამართალდამცავების მიერ გამოყენებული ფიზიკური ძალა, რომელიც არ არის განპირობებული თავად ამ პირის ქმედებით გამოწვეული საჭიროებით, წარმოადგენს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე3 მუხლით (წამების აკრძალვა) დაცული უფლების დარღვევას და, შესაბამისად, ამ ფაქტის გარშემო მიმდინარე გამოძიებაც კონვენციასთან შესაბამისობის კუთხით შეფასდება.55 2019 წლის განმავლობაში, საქართველოში, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ წამება და არასათანადო მოპყრობა მასშტაბური პრობლემა არ ყოფილა, თუმცა, გასული წლების მსგავსად, გამოვლინდა არასათანადო მოპყრობის 54 ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3cs1eyF > [ბოლოს ნანახია: 29.01.20]. 55 inter alia, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 23 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე İzci v. Turkey. 53 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სხვადასხვა შემთხვევა. პოლიციის მიერ დაკავებული პირების მიმართ მოპყრობის თვალსაზრისით, 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა და შენარჩუნებულია ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ მოპყრობის გაუარესების ტენდენცია. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს გამოიკვეთა არასრულწლოვანთა მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევებიც. რაც შეეხება 2019 წლის განმავლობაში სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ პოზიტიურ ცვლილებებს, საგრძნობლად არის გაუმჯობესებული პირველი 24 საათის განმავლობაში ადვოკატის საქმეში ჩართვის მაჩვენებელი. ასევე გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები ფიზიკური გარემოსა და სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, როგორც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, ისე პენიტენციურ და შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში. სახალხო დამცველი თავის წლიურ ანგარიშებში პერმანენტულად მიუთითებს იმ რისკფაქტორების შესახებ, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში, თავისუფლების აღკვეთისა და შეზღუდვის ადგილებში სამართალდამცავთა მხრიდან დაკავებულ პირთა მიმართ არასათანადო მოპყრობის საფრთხეს წარმოშობს. კერძოდ, საკანონმდებლო რეგულირებას საჭიროებს თავისუფლებააღკვეთილ საგამოძიებო ორგანოში მოქალაქეებთან ალტერნატიული შეტყობინების ურთიერთობის დაწესებულებების პირთა დაზიანებების დოკუმენტირებისა საკითხები; პატრულ-ინსპექტორების ვიდეოგადაღების პაციენტების (დეესკალაციის) მიმართ ვალდებულება; ფიზიკური მეთოდების და გამოყენების და ფსიქიატრიული ქიმიური შეზღუდვის დოკუმენტირებისა და დასაბუთების ვალდებულება და სხვ. გამოვლენილ ტენდენციებს შორისაა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურის მასშტაბები, პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში ხანგრძლივი დროით მოთავსების პრაქტიკა, პატიმრებისთვის გასაჩივრების უფლების რეალიზებაში ხელშეშლა, სათანადო ფსიქიატრიული დახმარების უზრუნველყოფის სახელმწიფო ზედამხედველობისა და პაციენტთა უფლებების დაცვის მონიტორინგის პრობლემა და სხვ. არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლას ასევე აფერხებს დაწესებულების პერსონალთან დაკავშირებული პრობლემური საკითხები, როგორიცაა პერსონალის ნაკლებობა, დატვირთული სამუშაო გრაფიკი და სათანადო კვალიფიკაცია. სამართალდამცავთა კონტროლის ქვეშ მყოფი პირები კვლავ არ არიან უზრუნველყოფილნი არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის საკმარისი პროცედურული და ინსტიტუციური გარანტიებით. არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ ბრძოლას მნიშვნელოვნად აფერხებს ასეთი დანაშაულებისთვის სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა დაუსჯელობა. შენარჩუნებულია არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით გამოძიების დაწყების ტენდენცია, მით უფრო მაშინ, როდესაც ასეთი შეტყობინებების ავტორი სახალხო დამცველის აპარატი ან არასამთავრობო ორგანიზაციები არიან, თუმცა კვლავ 54 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 თვალსაჩინო პრობლემად რჩება ასეთ საქმეებზე გამოძიების გაჭიანურების სისტემატურობა. იმედს ვიტოვებთ, რომ ამ სისტემური პრობლემის გადასაჭრელად შექმნილი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური, აღმოფხვრის გამოძიების ყველა იმ ხარვეზს, მოპყრობის რაც მის შექმნამდე არასათანადო საქმეების გამოძიებას უკავშირდებოდა და რაზეც, შესაბამის თავში დეტალურად ვისაუბრებთ. 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მხრიდან ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარმოებულ გამოძიებასთან დაკავშირებით, მთავარი ტენდენცია იმაში მდგომარეობს, რომ გამოძიება ორიენტირებულია მხოლოდ ინდივიდუალურ სამართალდამცავთა დანაშაულებრივი მოქმედებების გამოვლენასა და მათი ინდივიდუალური როლის შეფასებაზე, და არ არის მიმართული ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენაზე. გარდა ამისა, პრობლემას წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ არ ჩატარებულა რიგი საგამოძიებო ღონისძიებები, რომლებიც, საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, გამოძიების ეფექტიანად მიმდინარეობისათვის აუცილებელია. მაგალითისათვის, არ არის დათვალიერებული ვიდეოჩანაწერების ნაწილი, არ არის დანიშნული და ჩატარებული სამინისტროს ხელმძღვანელი პირების რაციების ჩანაწერების ექსპერტიზა და სხვ. და ბოლოს, გვსურს მივუთითოთ საქართველოს საერთაშორისო ვალდებულებების შესახებ ანგარიშგებაზე გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წამების წინააღმდეგ კომიტეტის წინაშე.56 „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ“ კონვენციას საქართველო 1994 წელს შეუერთდა და პირველი ანგარიში 1996 წელს წარადგინა. დღეისათვის საქართველოს კომიტეტში წარსადგენი აქვს მეხუთე პერიოდული ანგარიში, რომლის წარდგენის თარიღადაც თავდაპირველად 2011, შემდეგ კი კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2015 წელი განისაზღვრა, თუმცა ვალდებულება არც აღნიშნულ წელს შესრულებულა. ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, სახალხო დამცველი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, რაც შეიძლება მოკლე ვადებში მიაწოდოს კომიტეტს დაგვიანებული ანგარიში. 3.2. პენიტენციური სისტემა პენიტენციურ სისტემაში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიმართ 32 და საქართველოს მთავრობის მიმართ 1 რეკომენდაცია გასცა, ხოლო საქართველოს პარლამენტს 5 წინადადებით მიმართა. საქართველოს პარლამენტის მიერ არც ერთ შემთხვევაში ყოფილა გაზიარებული სახალხო დამცველის წინადადება. არც საქართველოს მთავრობამ შეასრულა სახალხო დამცველის რეკომენდაცია. იუსტიციის სამინისტროს მიერ არ შესრულდა 16 რეკომენდაცია, შესრულდა 56 „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ“ კონვენცია, მე-19 მუხლის 1-ლი პუნქტი. 55 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 4 და ნაწილობრივ შესრულდა სამინისტროს მიერ 3 რეკომენდაცია. საგულისხმოა, რომ იუსტიციის მოთხოვნილი ინფორმაციის მოუწოდებლობის გამო, სახალხო დამცველის აპარატში ვერ შეფასდა სამინისტროს მიერ 8 რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობა. პენიტენციურ სისტემაში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, სახალხო დამცველის მიერ გაცემული 1 რეკომენდაცია არ ექვემდებარება შეფასებას.57 წინა წლების მსგავსად, 2019 წელსაც, უმეტეს შემთხვევაში, სისტემური რეკომენდაციები, რომლებიც წლების განმავლობაში გაიცემა და წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციისთვის მეტად მნიშვნელოვანია, კვლავ შეუსრულებელია. ამ მხრივ, კვლავ ხარვეზიანია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის №131 ბრძანების მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის მიხედვით, პატიმრის სხეულზე დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში, პენიტენციური დაწესებულების ექიმი ვალდებულია, ამის შესახებ აცნობოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, რომელიც იუსტიციის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფია და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი, ინსტიტუციური თვალსაზრისით. არ არის კვლავ არ შესრულებულა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, რომლის თანახმად, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით უნდა განისაზღვროს ექიმის ვალდებულება: დაზიანების ფორმის შევსება, ფოტოგადაღება და დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოებისთვის გადაგზავნა ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც ექიმს წარმოეშვება ეჭვი პატიმრის მიმართ ჩადენილი შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ, განურჩევლად იმისა, მიიღო თუ არა ექიმმა პატიმრის ინფორმირებული თანხმობა. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT), საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიშში საქართველოს მთავრობას ასევე მოუწოდებს ამ ცვლილებებისკენ.58 საქართველოს რეკომენდაციის სახალხო დამცველის შესრულებასა და აპარატი მიესალმება პენიტენციურ 2019 წელს რამდენიმე დაწესებულებებში პირობების გასაუმჯობესებლად გადადგმულ ნაბიჯებს. დადებითად უნდა შეფასდეს 2019 წელს №8 პენიტენციურ დაწესებულებაში სარემონტო სამუშაოების დაწყება; №3 დაწესებულებაში წყალმომარაგების პრობლემის აღმოფხვრა და სატელეფონო კაბინების დამონტაჟება,59 57 სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიხედვით, იუსტიციის სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია უზრუნველეყო პენიტენციური სამსახურის გენერალური ინსპექციის მიერ შესაბამისი საქმიანობის განხორციელება, რაც უზრუნველყოფდა ერთი ტიპის დაწესებულებიდან, მსჯავრდებულის მეორე ტიპის დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში, 20 დღის ვადაში მსჯავრდებულის რისკის გადაფასებას და შესაბამის დაწესებულებაში გადაყვანას. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, პენიტენციურ სამსახურში განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორე ტიპის დაწესებულებაში პირის გადაყვანის შემთხვევაში, აღარ ხდება პატიმრის რისკის გადაფასება. 58 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 2018 წლის 10-21 სექტემბრის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში (CPT/Inf (2019) 16), პარ. 80, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: < http://bit.ly/38p44kK > [ბოლოს ნანახია: 09.01.2020]. 59 თუმცა, კონფიდენციალური გარემოს შესაქმნელად, აუცილებელია კაბინები დამატებითი საიზოლაციო საშუალებებით აღიჭურვოს. 56 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 პენიტენციურ დაწესებულებებში არაგადამდები დაავადებების სკრინინგის ჩატარება, ასევე, გარკვეული რეკომენდაციების შესასრულებლად გადადგმული ნაბიჯები. სახალხო დამცველის შეფასებით, პენიტენციურ სისტემაში, წინა წლების მსგავსად,60 ისევ გამოწვევად რჩება არასათანადო მოპყრობისგან დაცვის პროცედურული და ინსტიტუციური გარანტიების ნაკლებობა; პენიტენციურ დაწესებულებებში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვა; პატიმრობის სათანადო პირობების უზრუნველყოფა; პატიმართა რეაბილიტაციისა სამყაროსთან და რესოციალიზაციისკენ მიმართული აქტივობებისა კონტაქტის სიმწირე; სამედიცინო მომსახურებისა და და გარე პრევენციული ჯანდაცვის კუთხით არსებული ხარვეზები; ფსიქიკური ჯანდაცვა; თანასწორობის პრინციპზე დაფუძნებული პენიტენციური სისტემის შექმნა და სხვ. 2019 წელს სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობა. პენიტენციურ დაწესებულებებში კრიმინალური სუბკულტურა, პატიმრების უსაფრთხოების თვალსაზრისით, რისკის შემცველია და მნიშვნელოვანია მის წინააღმდეგ ბრძოლა ეფექტიანი საშუალებებით. თანამშრომლების მხრიდან პატიმრებზე ძალადობის ფორმები პენიტენციურ დაწესებულებებში ფიზიკური ძალადობა - სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ საანგარიშო პერიოდში ჩატარებული მონიტორინგის დაწესებულებებში ფარგლებში თანამშრომელთა დადგინდა, მხრიდან რომ დახურული ტიპის პატიმრებზე სავარაუდო ფიზიკური ძალადობის მხოლოდ ერთეული შემთხვევები იკვეთება. ფსიქოლოგიური ძალადობა - დახურულ დაწესებულებებში მოთავსებული პატიმრები საუბრობდნენ თანამშრომლების მხრიდან არაეთიკურ, ზოგ შემთხვევაში, შეურაცხმყოფელ და უთანასწორო დამოკიდებულებაზე. დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (ე.წ. უსაფრთხო) საკნებში მოთავსება, როგორც არაფორმალური დასჯა - წინა წლების მსგავსად, 2019 წლის განმავლობაში კვლავ პრობლემური იყო პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში მოთავსების პრაქტიკა. პატიმრების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (ე.წ. უსაფრთხო) საკნებში, ფაქტობრივად, უწყვეტად, ხანგრძლივი დროით მოთავსების პრაქტიკა, სახალხო დამცველის შეფასებით, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობაა. დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო საკნებში, საცხოვრებელ საკნებთან შედარებით, პატიმრებს უკიდურესად მძიმე პირობებში უწევთ ყოფნა. პატიმრებს შეზღუდულად მიეწოდებათ პირადი ჰიგიენის დაცვისა და ჭურჭლის სარეცხი საშუალებები, შეზღუდული აქვთ საკუთარ ტანსაცმელზე წვდომა. დეესკალაციის ოთახებში ყოფნის დროს, პატიმრებს უმეტესად არ ეძლევათ შხაპის მიღების და გასეირნების საშუალება, შეზღუდული აქვთ მაღაზიით სარგებლობის, სატელეფონო ზარით, პირადი მიმოწერით და პაემნით 60 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 41. 57 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სარგებლობის უფლება. არსებული არადამაკმაყოფილებელია. პატიმრების სანიტარიულ-ჰიგიენური განცხადებით, მდგომარეობა დეესკალაციის ოთახში მათ შეზღუდული აქვთ, მათ შორის, სახალხო დამცველთან და ადვოკატთან დარეკვის უფლებაც. მათ არ აძლევენ სიგარეტს, საკნის ფანჯარა დაკეტილია და უჰაერობაა. ყოველივე ამის გათვალისწინებით, პატიმრები ხსენებულ საკნებში/ოთახებში მოთავსებას დასჯად აღიქვამენ. გასული წლების მსგავსად, გრძელდება №3 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახებსა და №8 პენიტენციური დაწესებულების დეესკალაციის ოთახებსა და სამარტოო (ე.წ. უსაფრთხო) საკნებში პატიმრების, ფაქტობრივად, უწყვეტად, ხანგრძლივი დროით მოთავსების პრაქტიკა. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტების მიხედვით, დეესკალაციის ოთახში პირის მოთავსების მაქსიმალური დრო არავითარ შემთხვევაში არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს,61 სამარტოო საკანში მოთავსებაც, უნდა იყოს რაც შეიძლება მოკლევადიანი.62 ზოგიერთ შემთხვევაში, სამარტოო საკანში მოთავსება შესაძლებელია გაუტოლდეს არაადამიანურ და ღირსების შემლახველ მოპყრობას. 63 პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქოსოციალური მხარდამჭერი სერვისების და სიტუაციის მართვის სხვა რესურსის არარსებობის გამო, ადმინისტრაცია დეესკალაციის ოთახში ხანგრძლივი დროით ათავსებს პატიმარს, რომელსაც აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები და მისი ფსიქოემოციური მდგომარეობიდან გამომდინარე, სხვისი ან საკუთარი თავის დაზიანების რისკი წარმოიშობა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დეესკალაციის ოთახებში ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრების მოთავსება მხოლოდ უკიდურესი ზომა უნდა იყოს და ამ ღონისძიების გამოყენებამდე, უსაფრთხოების მიზნის მისაღწევად, დაწესებულების პერსონალმა უნდა გამოიყენოს სხვა, შედარებით ნაკლებად შემზღუდველი საშუალებები. თუ ეს საშუალებები არასაკმარისია, დეესკალაციის ოთახში გადაყვანა უნდა გამოიყენებოდეს როგორც იმწუთიერი, გადაუდებელი ღონისძიება, რომლის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 24 საათს და პარალელურად, მულტიდისციპლინური უზრუნველყოფილი ჯგუფის (ფსიქოლოგის, უნდა სოციალური იყოს პატიმრისთვის მუშაკის, ექიმის და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის) მიერ ადეკვატური დახმარების გაწევა. ხოლო, თუ ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმრის უსაფრთხოების დასაცავად დეესკალაციის ოთახში 24 საათით მოთავსება და მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობა არასაკმარისი იქნება, ის დაუყოვნებლივ უნდა გადაიყვანონ №18 ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა 61 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 2018 წლის 10-21 სექტემბრის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში (CPT/Inf (2019) 16), პარ. 94. 62 წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT)-ს ამონაწერი მე-2 საერთო ანგარიშიდან [CPT/Inf(92)3], პარ. 56. 63 წამებისა და არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის თუ დასჯის საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT)-ს ამონაწერი მე-2 საერთო ანგარიშიდან [CPT/Inf(92)3], პარ. 56. 58 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში ან სხვა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში. შიდა კლასიფიკაციის საკნების არამიზნობრივი გამოყენება - სპეციალური პრევენციის ჯგუფის ვიზიტებისას ასევე გაირკვა, რომ №8 პენიტენციურ დაწესებულებაში ადგილი აქვს საცხოვრებელი კორპუსებიდან შიდა კლასიფიკაციის საკნებში (ე.წ. კარანტინის) პატიმრების გადაყვანისა და ხანგრძლივად განთავსების პრაქტიკას,64 რაც მათთვის „ჭკუის სწავლების“ და დასჯის მიზანს ემსახურება. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ შიდა კლასიფიკაციის საკნებში არსებული პირობები - სინესტე, არასაკმარისი ვენტილაცია და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაუცველობა, პატიმრებისთვის დისკომფორტის შემქმნელია. ამასთან, შიდა კლასიფიკაციის საკნებში ყოფნის პერიოდში პატიმრებს შეზღუდული აქვთ გასეირნების, შხაპის მიღების, გარე სამყაროსთან კონტაქტისა და დაწესებულების მაღაზიით სარგებლობის შესაძლებლობა.65 სახალხო დამცველს საქართველოს იუსტიციის სამინისტროსგან ეცნობა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური, პატიმრების საცხოვრებელი საკნებიდან შიდა კლასიფიკაციის საკნებში გადაყვანის ეფექტიანი პრაქტიკის დასანერგად, ინსტრუქციის პროექტზე მუშაობს.66 საქართველოს სახალხო დამცველის პოზიციით, საცხოვრებელი საკნებიდან შიდა კლასიფიკაციის საკნებში პატიმრების გადაყვანის პრაქტიკის არსებობა და მისი ნორმატიულ დონეზე განსაზღვრა მიუღებელია, რადგან ამან პენიტენციური სისტემის პირობებში მყოფ ახლად შემოყვანილ პატიმარსა და საცხოვრებელი საკნიდან ჩამოყვანილ, სავარაუდოდ პრობლემური ქცევის მქონე პატიმარს შორის, შესაძლოა, კონფლიქტი წარმოშვას. ასევე პრობლემურია ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების ერთად განთავსების პრაქტიკაც.67 ამ მხრივ, აღსანიშნავია, რომ №8 პენიტენციური დაწესებულების შიდა კლასიფიკაციის ბრალდებულებთან საკნებში მსჯავრდებულები ერთად თავსდებიან, რაც ახლად შესახლებულ არღვევს საქართველოს „პატიმრობის 64 2019 წლის პირველი 7 თვის განმავლობაში საცხოვრებელი კორპუსიდან შიდა კლასიფიკაციის საკანში პატიმრის გადაყვანის 551 შემთხვევა დაფიქსირდა. 65 შიდა კლასიფიკაციის საკნების დასჯის მიზნით გამოყენების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის N2, N8, N14 და N15 პენიტენციური დაწესებულებების ვიზიტის შემდგომ ანგარიშში, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2TALjFE > [ბოლოს ნანახია: 16.01.2020]. 66 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 13 დეკემბრის, N371652/01 წერილი. 67 გაეროს პატიმრებთან მოპყრობის მინიმალური სტანდარტული წესების (მიღებული გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით 70/175), ე.წ. ნელსონ მანდელას წესი №11(ბ)-ს მიხედვით, ბრალდებულები და მსჯავრდებულები განცალკევებით უნდა იყვნენ განთავსებულნი. 59 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 კოდექსის“ მე-9 მუხლის მე-2 ნაწილისა68 და №8 დაწესებულების დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნას.69 საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში, თუ უსაფრთხოების მიზნით, პატიმრის საცხოვრებელი საკნიდან გაყვანა აუცილებელია, ეს უნდა მოხდეს ალტერნატიულ სივრცეებში და არა შიდა კლასიფიკაციის საკნებში, სადაც იმყოფებიან დაწესებულებაში ახლად შემოსახლებული მსჯავრდებულები და ბრალდებულები, ან უნდა გაიყვანონ მხოლოდ იმ პერიოდში, როცა შიდა კლასიფიკაციის ოთახებში არ იმყოფებიან ახლად შემოსახლებული ბრალდებულები ან მსჯავრდებულები. ძალადობის შემთხვევების გამოვლენა, დოკუმენტირება და გამოძიებისთვის გადაგზავნა პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვა წარმოებს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანებით (შემდგომში - №131 ბრძანება) დადგენილი წესით. ამ წესის თანახმად, დაზიანების დოკუმენტირების საფუძველია ეჭვი, რომელიც ექიმს პატიმრის მიმართ ჩადენილი შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ გაუჩნდება. არსებობს რისკი, რომ ექიმმა არასათანადო მოპყრობის ფაქტები სრულყოფილად და ეფექტიანად ვერ გამოავლინოს, ვინაიდან ექიმის მიერ საეჭვო დაზიანებების შერჩევის კრიტერიუმები ნორმატიულ დონეზე არ არის გაწერილი. აქედან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველმა 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, ექიმის მიერ საეჭვო დაზიანებების შერჩევის კრიტერიუმების სახელმძღვანელო პრინციპების დონეზე ნორმატიულად განსაზღვრის თაობაზე, რეკომენდაციით მიმართა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მიღებული პასუხის თანახმად, სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავებაზე მიმდინარეობს მუშაობა, რაც მისასალმებელია. პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული შემოწმების შედეგად ირკვევა, რომ პრობლემურია დაწესებულებების ექიმების მიერ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების იდენტიფიცირების და დოკუმენტირების პრაქტიკა. ნახევრად ღია ტიპის პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა სხეულზე საეჭვო დაზიანებების აღმოჩენის შემთხვევაში, ექიმები არ ახდენენ მის დოკუმენტირებას №131 ბრძანებით დამტკიცებული დაზიანების აღრიცხვის წესის შესაბამისად. დახურული ტიპის 68 პატიმრობის კოდექსის მე-9 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შერეული ტიპის დაწესებულებაში ბრალდებულები იზოლირებულნი უნდა იყვნენ მსჯავრდებულებისაგან, სულ მცირე, ერთმანეთისაგან განცალკევებული საცხოვრებელი ფართობებით. 69 №8 პენიტენციური დაწესებულების დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „დაწესებულებაში მსჯავრდებულები და ბრალდებულები განთავსებულები არიან ერთმანეთისგან განცალკევებით“. 60 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 დაწესებულებებში კი, დაზიანებების დოკუმენტირება მხოლოდ იმ შემთხვევებში ხდება, როდესაც დაწესებულებაში შესახლების დროს ბრალდებული მიუთითებს, რომ პოლიციის თანამშრომლების მხრიდან, მის მიმართ არასათანადო მოპყრობა განხორციელდა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, №2, №8, №14 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში, 2019 წლის 1 იანვრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, პატიმრისთვის სხვა პირის გამოვლენილი. ყველა ამ ძალადობრივი ქმედების მიერ სხეულის შემთხვევაში ჩადენის დაზიანების სახეზეა ნიშნები. ამის მიყენების პატიმრის 316 მიმართ მიუხედავად, ფაქტია სავარაუდო №131 ბრძანებით დამტკიცებული დაზიანების აღრიცხვის ფორმა არცერთ შემთხვევაში არ არის შევსებული. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში სავარაუდო ძალადობის პრაქტიკას, სხვა ფაქტების გარემოებებთან70 გამოვლენისა ერთად, და დოკუმენტირების განაპირობებს ექიმების ხარვეზიან არასათანადო კვალიფიკაცია, პატიმართან კონფიდენციალურ გარემოში შეხვედრის შესაძლებლობის არარსებობა , დოკუმენტაციის შევსებისათვის პატიმრის მხრიდან ინფორმირებული თანხმობის მიღების ვალდებულება და სხვა ნორმატიული ხარვეზები71, რომელთა შორის, განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს №131 ბრძანების ხარვეზიანი მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტი, რომლის მიხედვითაც, წამების და არასათანადო მოპყრობის ეჭვის შემთხვევაში, ექიმი შეტყობინებას იუსტიციის სამინიტროს გენერალურ ინსპექციას უგზავნის. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ვარაუდი, რომ ადგილი ჰქონდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, პენიტენციური დაწესებულების, ესკორტირების ჯგუფის წევრის ან სხვა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომლის მხრიდან პატიმრის წამებას, ან მის მიმართ სხვა სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის საგამოძიებო სამმართველოდან და საგამოძიებო დეპარტამენტის დასავლეთის სამმართველოდან შემდგომი რეაგირებისთვის საქმე დაუყოვნებლივ იგზავნება პროკურატურაში , ხოლო 2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან, სახელმწიფო ინსპექტორის 72 სამსახურში. ეს პრობლემურია, რამდენადაც სპეციალური პენიტენციური სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტი, რომელიც არ არის ინსტიტუციურად დამოუკიდებელი უწყება, შუამავლის ფუნქციას ასრულებს და თავად წყვეტს პროკურატურასა და 70 მაგალითად, დაწესებულებებში არსებული სუბკულტურის გავლენა (დაწესებულებებში დამკვიდრებული არაფორმალური წესების მიხედვით, ძალადობის მსხვერპლმა არ უნდა გაამჟღავნოს დაზიანების მიყენების ფაქტი და მით უმეტეს - მიზეზები) და ძალადობის მსხვერპლთა უნდობლობა გამოძიების ორგანოების მიმართ. 71 დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2019 წლის ანგარიში. 72 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 10 იანვრის №13/974 წერილის თანახმად, 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით, პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ ჩადენილი სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, გამოძიება დაიწყო 19 სისხლის სამართლის საქმეზე. გამოძიება ყველა საქმეზე გრძელდება, ამ ეტაპზე კონკრეტული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ დაწყებულა. 61 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში შეტყობინების გაგზავნა/გაუგზავნელობის საკითხს. ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ სავარაუდო წამების ან არასათანადო მოპყრობის ჩამდენი სუბიექტი შინაგან საქმეთა სამინისტროს, პენიტენციური დაწესებულების, ესკორტირების ჯგუფის წევრი ან სხვა საგამოძიებო ორგანოს თანამშრომელია, შეტყობინებას ექიმი პირდაპირ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს უნდა უგზავნიდეს. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციის თანახმად, 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 31 ოქტომბრის ჩათვლით, პენიტენციური დაწესებულებებიდან, ამავე დაწესებულებების ექიმების მიერ, ზემოხსენებული წესის შესაბამისად, პატიმრის მიმართ ჩადენილი წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის სავარაუდო ფაქტის დოკუმენტირების შესახებ, 12 შეტყობინება მიიღეს. ამავე ინფორმაციის თანახმად, მათი შესწავლის შედეგად არ გამოვლენილა დაზიანებების შინაგან საქმეთა სამინისტროს ან სხვა საგამოძიებო ორგანოს, ასევე, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლის მხრიდან წამების, არასათანადო მოპყრობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად განვითარების ფაქტი. შესაბამისად, გამოძიება არცერთ შემთხვევაზე არ დაწყებულა.73 საგულისხმოა, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის მონიტორინგის შედეგების თანახმად, გამოძიება არ ინტერესდება დაზიანების აღრიცხვის ფორმის მიხედვით შევსებული მასალით და არ ახდენს მის ამოღებას. 2017 წლიდან, მონიტორინგის დღემდე, სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად, დაზიანების დოკუმენტირების არცერთ შემთხვევაში არ ამოუღია გამოძიებას გადაღებული ფოტოები და დოკუმენტაცია, ხოლო ფოტოაპარატები, რომლითაც აღბეჭდავენ დაზიანებებს, 2017 წლის 30 მარტს დაილუქა და ლუქი მონიტორინგის დღემდე არ ყოფილა გახსნილი.74 შესაბამისად, გაურკვეველია, საქართველოს პროკურატურამ ექიმების შედგენილი დოკუმენტაციის და გადაღებული ფოტოების ამოღების/გაცნობის გარეშე როგორ დაადგინა, რომ აღნიშნული დაზიანებები სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის მხრიდან წამების, არასათანადო მოპყრობისა და ფიზიკური შეურაცხყოფის შედეგად არ იყო განვითარებული. 2019 წელს სახალხო დამცველის აპარატმა 1 რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის სამინისტროს, რომლითაც, ფიზიკური დაზიანებების არასრულყოფილი დოკუმენტირების გამო, პენიტენციური დაწესებულების ექიმის მიმართ დისციპლინური წარმოების დაწყება მოითხოვა. ეს რეკომენდაცია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს არ გაუზიარებია. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან დასჯის დოკუმენტირების და გამოძიების მიზნებისთვის, აუცილებელია, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა სტამბოლის პროტოკოლის 73 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2019 წლის 20 იანვრის №13/3295 წერილი. 74 2019 წლის ივლისი-აგვისტო. 62 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 შესაბამისად ტარდებოდეს. ამის მიუხედავად, უკვე წლებია, პრობლემაა წამებისა და არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის სავარაუდო სამხარაულის სახელობის სასამართლო ექპერტიზის ჩატარებული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ფაქტებზე ეროვნული „ლევან ბიუროს“ წერილობითი მიერ დასკვნების სტამბოლის პროტოკოლის V, VI თავებითა და სტამბოლის პროტოკოლის დანართი 1-ით (წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ეფექტიანი გამოძიებისა და დოკუმენტირების პრინციპები) გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მისადაგება.75 წესრიგი და უსაფრთხოება/დაცული, უსაფრთხო და მოწესრიგებული პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრირება პენიტენციური დაწესებულების ადმინისტრირების შესაფასებლად, სახალხო დამცველის აპარატი მრავალ კომპონენტს იყენებს. პირველ რიგში, მნიშვნელოვანია ის საკითხი, თუ რამდენად საკმარისია პერსონალი დაწესებულებებში, შემდეგ ის, თუ როგორ რეჟიმში უწევთ პატიმრებს ყოფნა დახურულ დაწესებულებებში. ცალკე იქნება წარმოდგენილი მსჯელობა არაფორმალურ მმართველობაზე და დისციპლინური სამართალწარმოების პრაქტიკაზე. პენიტენციურ გადატვირთულობა დაწესებულებებში სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების განყოფილების თანამშრომლების რაოდენობა, დაწესებულებებში უსაფრთხო, დაცული და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველსაყოფად, საკმარისი არ არის. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, პერსონალის ნაკლებობისა და გადატვირთულობის გამო, დაწესებულებებში რისკის ქვეშ დგება როგორც პატიმართა, ისე თანამშრომელთა უსაფრთხოება. არის შემთხვევები, როდესაც ერთი თანამშრომელი ვერ ახერხებს პატიმართა შორის კონფლიქტის დროულად განმუხტვას, რადგან დახმარებისთვის საკმაოდ დიდხანს უცდის კოლეგას. დაყოვნებამ კი, შესაძლოა, პატიმრების ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ხელყოფის რეალური საფრთხე წარმოშვას. განსაკუთრებული რისკის დაწესებულებები განსაკუთრებული რისკის დაწესებულებების მართვა კვლავ სტატიკური უსაფრთხოების პრინციპებს ეფუძნება და გულისხმობს მაქსიმალურ შეზღუდვებს, აკრძალვებსა და უპირობოდ მკაცრ რეჟიმს, რაც სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ხელს უშლის მსჯავრდებულთა ქცევის პოზიტიურ ცვლილებასა და რეაბილიტაციას. განსაკუთრებული რისკის დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრები 23 საათს უსაქმოდ ატარებენ საკნებში და მხოლოდ 1 საათის განმავლობაში იმყოფებიან სასეირნო ეზოებში. გარდა ამისა, დაწესებულებებში მოთავსებული პატიმრების გარკვეული ნაწილი, თვეებისა და წლების განმავლობაში დე ფაქტო იზოლაციის პირობებში იმყოფება. 75 პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2018 წლის ანგარიში, გვ. 29-30. 63 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებების76 დებულებების თანახმად, დაწესებულების დირექტორი ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცხადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, ბრალდებულის/მსჯავრდებულის განცალკევებით მოთავსების სხვა თაობაზე, იღებს გადაწყვეტილებას ბრალდებულების/მსჯავრდებულებისაგან არაუმეტეს 30 დღისა. აუცილებლობის შემთხვევაში, ეს ვადა დაწესებულების დირექტორის გადაწყვეტილებით შეიძლება გაიზარდოს. უნდა აღინიშნოს, რომ პატიმრის დიდი ხნით იზოლაცია არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას შეიძლება გაუტოლდეს. არაფორმალური მმართველობა სახალხო დამცველი წლების განმავლობაში მიუთითებს, რომ პატიმრების არასათანადო მოპყრობის სერიოზულ საფრთხეს წარმოშობს დაწესებულებების არაფორმალური მმართველობა, რაც ხშირად განაპირობებს პატიმრებს შორის ძალადობასა და ჩაგვრას. კრიმინალური სუბკულტურის გავლენით, პატიმრები არაფორმალურად დაიყოფებიან. შედეგად, პატიმართა გარკვეული ნაწილი, რომელიც პრივილეგირებულ მდგომარეობაში იმყოფება, რეპრესიული მეთოდებით ახორციელებს არაფორმალურ მმართველობას, რაც, ხშირ შემთხვევაში, იწვევს პატიმართა შორის ძალადობას და გამოიხატება სადამსჯელო ღონისძიებების გატარებაში იმ პატიმრების მიმართ, რომლებიც არაფორმალური მმართველობის წესებს არ დაემორჩილებიან. პატიმართა ნაწილის განცხადებით, №8 პენიტენციურ დაწესებულებაში არიან ადმინისტრაციასთან დაახლოებული მსჯავრდებულები, რომელთაც გარკვეული სახის გავლენები აქვთ სხვა პატიმრებზე და საჭიროების შემთხვევაში, ადმინისტრაცია მათ პატიმრებთან „ურთიერთობების მოსაგვარებლად“ (შიმშილობის საჩივრების დაწერის შემთხვევებში, სხვა ფორმით უკმაყოფილების გამოხატვის ან კონფლიქტური სიტუაციების დროს) იყენებს. №2 პენიტენციურ დაწესებულებაში კრიმინალური სუბკულტურის წარმომადგენლები თავისუფლად გადაადგილდებიან დაწესებულების ტერიტორიაზე, აკონტროლებენ 77 პატიმრებს, აგროვებენ ე.წ. „საერთოს“, შედიან საკნებში და ურჩ პატიმრებს ფიზიკურად უსწორდებიან; ვინც არ დაემორჩილება მათ მოთხოვნებს, იმათ სოციუმიდან რიყავენ და სხვა კორპუსში გადაჰყავთ, პატიმრებს ართმევენ ოჯახის მიერ გამოგზავნილ ტანსაცმელს. ე.წ „ციხის მაყურებლები“ სამეურნეო სამსახურში ჩარიცხული პატიმრის დახმარებით აკონტროლებენ პატიმრების ბარათებზე დარიცხულ თანხებს. ამისთვის აქვთ სპეციალური 76 №3, №6 და №7 პენიტენციური დაწესებულებები. 77 მატერიალური სიკეთის, შემოწირულობების ერთობლიობა, რომლიც არაფორმალური მმართველის ხელში აკუმულირდება და არაფორმალური მმართველივე განკარგავს. 64 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ჟურნალები, სადაც მითითებულია პატიმრის სახელი და გვარი, ბარათის შემოწმების დრო და ბარათზე დარიცხული თანხის ოდენობა.78 მონიტორინგის ფარგლებში მონახულებულ79 დაწესებულებებში, განსაკუთრებით კი ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში, წესრიგს ძირითადად არაფორმალური მმართველები უზრუნველყოფენ. დაწესებულებებში არსებული მოჩვენებითი წესრიგი ძალადობრივ მეთოდებს ეფუძნება და სინამდვილეში ძალიან მყიფეა, რამაც გრძელვადიან, ან თუნდაც მოკლევადიან პერსპექტივაში, შესაძლოა, უაღრესად დიდი საფრთხის წინაშე დააყენოს პატიმართა სიცოცხლე და უსაფრთხოება. ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ წლების მიხედვით, არაფორმალური მმართველობის გავლენის გაძლიერებასთან ერთად, კლებულობს ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებიდან სახალხო დამცველის სახელზე გამოგზავნილი განცხადებების რაოდენობა. მნიშვნელოვანია, პატიმრების რომ კრიმინალური უფლებებისა და სუბკულტურის უსაფრთხოების დასაძლევად, დაცვის პირობებში ღონისძიებები გატარდეს და გამოირიცხოს ძალადობრივი და რეპრესიული მეთოდების გამოყენება. პატიმრების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პრაქტიკა პენიტენციურ დაწესებულებაში მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პატიმართა მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების სისტემა ეფექტიანი იყოს და სრულად უზრუნველყოფდეს როგორც მართლწესრიგის შენარჩუნებას, ისე თავისუფლებააღკვეთილი პირების უფლებების დაცვას. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტმა, დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ 2018 წელს გამოცემული 307 განკარგულება შეისწავლა და შედეგები სპეციალურ ანგარიშში ასახა.80 ამ ანგარიშის თანახმად, პრობლემურია როგორც პატიმრების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების მარეგულირებელი ნორმატიული ბაზა, ისე პრაქტიკა. შესწავლის შედეგად, დაწესებულების სისტემური დირექტორები ხასიათის არაერთი პრობლემა გამოვლინდა: პატიმრის დასჯის პროცესში ნეიტრალურ მტკიცებულებებს არ ეყრდნობიან; პატიმრის მიერ დისციპლინური გადაცდომის ფაქტს მხოლოდ დაწესებულების თანამშრომლები ადასტურებენ; განკარგულებებში მხოლოდ ფორმალურად და შაბლონურად მიეთითება კონკრეტულ დისციპლინურ გადაცდომაზე; არ არის წარმოდგენილი დეტალური ინფორმაცია იმ ფაქტის შესახებ, რომელიც პატიმრის მხრიდან გადაცდომად ჩაითვალა; განკარგულებები არ შეიცავს დასაბუთებას 78 ამ საკითხის შესახებ დეტალურად იხილეთ - სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის №2, №8, №14 და №15 პენიტენციური დაწესებულებების ვიზიტის შემდგომ ანგარიშში, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2TALjFE > [ბოლოს ნანახია: 16.01.2020]. 79 №2, №8, №14 და №15 პენიტენციური დაწესებულებები. 80 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „პატიმრების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პრაქტიკა საქართველოში“, 2019, ანგარიში ხელმისაწვდომია: < http://bit.ly/2PNyPsW > [ბოლოს ნანახია 201.02.2020]. 65 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 კონკრეტული სანქციის დისციპლინური გამოყენების დარღვევის პროპორციულობის დროს პატიმართა მიმართ შესახებ; ერთი განსხვავებული სახის სანქციები გამოიყენება - არაერთგვაროვანი მიდგომის საფუძველი ბუნდოვანია; არცერთ საქმეზე არ ჩატარებულა ზეპირი მოსმენა და შესაბამისად, პატიმარს არ მისცემია საკუთარი ინტერესების საკითხის განმხილველი პირის წინაშე დაცვის შესაძლებლობა; არცერთ საქმეში არ ყოფილა ჩართული ადვოკატი. არ არის განსაზღვრული დამამძიმებელი და შემამსუბუქებელი გარემოებები; არ არის განსაზღვრული დისციპლინური მოკვლევის ეტაპები და საქმისწარმოების ვადები; არ არის გათვალისწინებული ეფექტიანი დაცვის საშუალებები; არ არსებობს დისციპლინური სახდელის გამოყენების ალტერნატიული ღონისძიებები.81 პატიმრობის პირობები როგორც წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი აღნიშნავს, არასათანადო მოპყრობა სხვადასხვა ფორმით ვლინდება, რომელთაგან ბევრი, შესაძლოა, წინასწარგანზრახული კი არა, ორგანიზაციული შეცდომებისა და საკმარისი რესურსების ნაკლებობის შედეგი იყოს.82 პატიმრის ღირსების შესაბამის პირობებში მოთავსება მოიცავს როგორც მატერიალურ პირობებს, ასევე დღის რეჟიმს, იმ კონკრეტულ აქტივობებს, რომლებშიც ჩართვას სთავაზობენ პატიმრებს. პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული მძიმე საყოფაცხოვრებო პირობები, სარეაბილიტაციო პროგრამების ნაკლებობა, ხანგრძლივი დროით საკანში ფსიქოემოციურ უსაქმოდ ყოფნა, მდგომარეობაზე და ერთიანობაში შესაძლოა მძიმედ არაადამიანურ აისახება და პატიმრის დამამცირებელ მოპყრობას გაუტოლდეს. პატიმართა რეაბილიტაცია და რესოციალიზაცია საქართველოს სახალხო დამცველი 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავდა, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით გატარებულ ღონისძიებებს ფრაგმენტული ხასიათი აქვს და არ არის მორგებული მსჯავრდებულთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე.83 2019 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში, ამ მხრივ, არსებითი ხასიათის ცვლილებები არ ყოფილა. განსაკუთრებით პრობლემურია განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში84 არსებული ვითარება, რაც, წინა წლების მსგავსად, საკმარისი და სათანადო კვალიფიკაციის მქონე პერსონალის ნაკლებობითაა განპირობებული. 81 იქვე, გვ. 26, 27, 29, 31, 32. 82 წამების ევროპული კომიტეტის მე-2 საერთო ანგარიში [CPT/Inf(92)3], პარ. 44. 83 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, 46. 84 მაგალითისათვის, №3 დაწესებულებაში 2019 წლის 1 იანვრიდან სპეციალური პრევენციული ჯგუფის ვიზიტის დღემდე, არც სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვა და, შესაბამისად, არც რაიმე სახის სარეაბილიტაციო აქტივობა არ განხორციელებულა. 66 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 დადებითად უნდა შეფასდეს პატიმრობის კოდექსში შესული ცვლილებები,85 რომელთა თანახმადაც, 2020 წლის 1 იანვრიდან მსჯავრდებულებს პროფესიულად მოამზადებს და გადაამზადებს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი. საქართველოს სახალხო მსჯავრდებულებს დამცველი შესთავაზებენ იმედოვნებს, და ისინი რომ მიიღებენ ცენტრის ფართო დახმარებით, შესაძლებლობებს მრავალფეროვან სასწავლო/პროფესიულ პროგრამებში ჩასართავად. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სარეაბილიტაციო 86 ფაქტორებთან ერთად, აქტივობებში პატიმართა მონაწილეობას სხვა ხელს უშლის ისეთი ფაქტორები, როგორიცაა კრიმინალური სუბკულტურა და პატიმრებში მოტივაციის არარსებობა.87 პენიტენციურ დაწესებულებებში, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის კუთხით არსებული ვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, 2020 წელს პენიტენციურ დაწესებულებებში გაიზარდოს სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა რაოდენობა, რათა მათი რესურსები მაქსიმალურად მოხმარდეს სარეაბილიტაციო აქტივობებს.88 გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ „სოციალური მუშაობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებული კვალიფიკაცია დაწესებულებებში დასაქმებული სოციალური მუშაკების აბსოლუტურ უმრავლესობას არ გააჩნია. პირობით ვადამდე გათავისუფლება ან სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით ჩანაცვლება ერთ-ერთი კანონისმიერი შესაძლებლობაა საიმისოდ, რომ მსჯავრდებულს ჰქონდეს მოტივაცია, მსჯავრდების შემდგომ პერიოდში სრულად იყოს ორიენტირებული რესოციალიზაციის პროცესზე და შედეგად, ჰქონდეს ამ მექანიზმით ეფექტიანად სარგებლობის იმედი. პოზიტიურ კონტექსტში საგანგებოდ უნდა მიეთითოს საბჭოების მიერ მიღებული დადებითი გადაწყვეტილებების ზრდის ტენდეციაზე, რაც 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს დაახლოებით 6-8%-ით მეტ დადებით გადაწყვეტილებაში გამოიხატება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ამ მექანიზმის ფუნქციონირების თვალსაზრისით, პრაქტიკულ დონეზე მრავალი ხარვეზი გამოიკვეთა. საქართველოს სახალხო დამცველის მომზადებული სპეციალური ანგარიშის თანახმად, პატიმართა ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო 85 2019 წლის 31 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის მინისტრის №492 ბრძანებით დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის, დებულება. ცენტრის მიზანია მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია/რეაბილიტაციის ხელშეწყობა მათი განათლების, პროფესიული მომზადების/გადამზადებისა და დასაქმების გზით. 86 დეტალური ინფორმაციისთვის, იხილეთ პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2018 წლის ანგარიში, გვ. 4344, ხელმისაწვდომია შემდეგ ელ. მისამართზე: < http://bit.ly/2TFwRfh > [ბოლოს ნანახია 05.03.2020]. 87 იხილეთ პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2018 წლის ანგარიში, გვ. 44, ხელმისაწვდომია შემდეგ ელ. მისამართზე: < http://bit.ly/2TFwRfh > [ბოლოს ნანახია: 22.01.2020]. 88 2019 წელს განხორციელებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით, საშუალოდ 1 ფსიქოლოგზე მოდიოდა 563-დან 1073-პატიმრამდე. იგივე მაჩვენებელი 1 სოციალურ მუშაკზე იყო საშუალოდ 153-დან 271 პატიმრამდე. 67 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის კუთხით, გამოვლინდა როგორც საკანონმდებლო, ისე პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზები.89 ადგილობრივი საბჭოების გადაწყვეტილებების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა გადაწყვეტილებების დაუსაბუთებლობის პრობლემა.90 საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადგილობრივი საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სასჯელის მოხდისაგან პირობით ვადამდე გათავისუფლებაზე უარის თქმის შესახებ, ძირითადად შაბლონური ხასიათისაა და შეიცავს ფორმალურ მითითებას, თუ რომელ კრიტერიუმებს დაეყრდნო საბჭო კონკრეტულ შემთხვევაში, უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში.91 ზემოთქმულის გარდა, პრობლემას წარმოადგენს გადაწყვეტილებათა არაერთგვაროვანი ხასიათიც: ადგილობრივი საბჭოს გადაწყვეტილებებში იკვეთება საბჭოების მხრიდან განსხვავებული მიდგომების ტენდენცია იდენტური მოცემულობის მქონე საქმეებში. ასევე, საბჭო, ხშირ შემთხვევაში, არ აქცევს ყურადღებას დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ხანდაზმულობას, გადაცდომის სიმძიმეს, დაკისრებული სახდელის სიმძიმეს და არც გადაცდომის შემდგომ პერიოდში, პატიმრის დადებითად შეცვლილ ქცევას. საბჭოს გადაწყვეტილებებში არსებითი ხასიათის უზუსტობები გამოვლინდა, რაც, ხშირ შემთხვევაში, პატიმრისთვის უარესი გადაწყვეტილების წინაპირობა ხდება; ასევე არ არის განჭვრეტადი საბჭოს მიერ საქმის ზეპირი მოსმენით განხილვის მოტივაცია; სასამართლო პრაქტიკა არაერთგვაროვანია და რიგ შემთხვევებში, ბუნდოვანიც. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახური იზიარებს იმ რეკომენდაციებს, რომლებზეც საუბარია სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში.92 ფიზიკური გარემო დადებითად უნდა აღინიშნოს 2019 წლის 12 თებერვალს №12 დაწესებულების ახალ შენობაში გადასვლა. ამის მიუხედავად, რამდენიმე პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული პირობები კვლავაც საჭიროებს მნიშვნელოვან გაუმჯობესებასა და საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგებას. 2019 წლის განმავლობაში პრობლემური იყო საკნებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები, ვენტილაცია, განათება93 და ყველა მსჯავრდებულისათვის 4 კვ.მ. მინიმალური ფართით 89 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პრაქტიკა საქართველოში“, ანგარიში ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://bit.ly/2Tr29b5 > [ბოლოს ნანახია 01.02.2020]. 90 იქვე, გვ. 23. 91 იქვე. 92 სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის 2020 წლის 20 იანვრის №17246/01 წერილი. 93 №2, №8, №14 და №15 დაწესებულებებში სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების, სათანადო ვენტილაციისა და საკმარისი განათების დაწესებულებებში საკითხები დეტალურად მიმოხილულია №2, №8, №14 და №N15 ვიზიტის შემდგომ ანგარიშში, გვ. 31-35, ანგარიში ხელმისაწვდომია შემდეგ ელ. მისამართზე: < http://bit.ly/2PP1UEs >[ბოლოს ნანახია 05.03.2020]; ასევე იხილეთ №3 დაწესებულების ვიზიტის შემდგომი ანგარიში, გვ. 17-18. 68 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 უზრუნველყოფის საკითხი.94 ეს უკანასკნელი პრობლემური იყო №2, №8, №14, №15 და №17 პენიტენციურ დაწესებულებებში. გარდა ამისა, №17 პენიტენციურ დაწესებულებაში დღემდე არ გაუქმებულა ე.წ. ბარაკული ტიპის საცხოვრებლები.95 პენიტენციური ჯანდაცვა არასათანადო მოპყრობასთან ბრძოლისას მნიშვნელოვანია პატიმრები ადეკვატური, ხარისხიანი და დროული სამედიცინო მომსახურებით იყვნენ უზრუნველყოფილნი. ამ უკანასკნელის არარსებობა, რიგ შემთხვევებში, შესაძლოა, არასათანადო მოპყრობას გაუთანაბრდეს. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, წინა წლების მსგავსად, პენიტენციურ სისტემაში არასათანადო და გაჭიანურებული სამედიცინო მომსახურების პრობლემა კიდევ იდგა. 2019 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს ამ პრობლემის გამო 433 პატიმარმა მომართა. სამედიცინო მომსახურების მიღების გაჭიანურების თემასთან ერთად, ამ თავში შემოგთავაზებთ მსჯელობას იმ გამოწვევებზე, რომლებიც, საბოლოო ჯამში, პენიტენციურ დაწესებულებებში არასათანადო სამედიცინო მომსახურების პრობლემას ქმნის. სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობა 2019 წელს პენიტენციური ჯანდაცვის კუთხით კვლავ პრობლემა იყო სამედიცინო პერსონალის რაოდენობა96 და კვალიფიკაცია.97 სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება,98 სამედიცინო კონფიდენციალურობის დაცვა, არაგადამდები დაავადებების პერიოდული სკრინინგული გამოკვლევა, სამედიცინო რეფერალის დროული განხორციელება და პრევენციული ჯანდაცვის კუთხით არსებული მდგომარეობა. დროული სამედიცინო მომსახურებისთვის მნიშვნელოვანია დაწესებულებაში პირველადი ჯანდაცვის რგოლის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა. ნახევრად ღია დაწესებულებებში მოთავსებული მსჯავრდებულებისთვის ნაკლებად რთულია პირველადი ჯანდაცვის ექიმთან მოხვედრა, რადგან ისინი თავად მიდიან ექიმთან, თუმცა ხშირად უწევთ რიგში დგომა, დახურული ტიპის დაწესებულებებში კი, პრობლემაა 94 საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-15 მუხლით გათვალისწინებულია, რომ მსჯავრდებულებს მინიმალური ფართის სახით 4 კვ.მ. უნდა გამოეყოთ. 95 აღნიშნულ საცხოვრებლებში მსჯავრდებულები არ არიან უზრუნველყოფილი 4 კვ.მ-ის მინიმალური საცხოვრებელი ფართით, სადაც მსჯავრდებულთა სიმრავლისა და სათანადო განიავების შეუძლებლობის გამო ჰაერი გაჯერებულია თამბაქოს კვამლით. ასეთ პირობებში რთულია სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დაცვა. 96 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი (CPT) 2007 წელს საბერძნეთში ვიზიტის შესახებ ანგარიშში უთითებს, რომ ერთ ექიმზე - 300, ხოლო ერთ ექთანზე 50 პატიმარზე მეტი არ უნდა მოდიოდეს. ყველა დაწესებულებაში მაღალია ექთნებისა და პატიმრების თანაფარდობა. იხ. №2, №8, №14 და №15 დაწესებულებების ვიზიტის შემდგომი ანგარიში, გვ. 51. 97კვლავ აღინიშნება პრობლემები უწყვეტი სამედიცინო განათლების სფეროში. 98 დარღვეულია ქრონოლოგია, არ არის ასახული მკურნალობის დინამიკა და დანიშნული მკურნალობის შედეგები. ხარვეზებია დანიშნულების ფურცლების წარმოებაშიც. 69 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 როგორც დიდი მოთხოვნა, ასევე ისიც, რომ პატიმარი ექიმთან დაწესებულების 99 თანამშრომელს მიჰყავს. სამედიცინო პერსონალის სამუშაო გრაფიკის გათვალისწინებით, შეიძლება ითქვას, რომ დაწესებულებებში100 დიდი დატვირთვა მოდის მორიგე ექიმებსა და ექთნებზე, რაც, თავის მხრივ, ართულებს დროული სამედიცინო მომსახურების მიწოდებას. გარდა ამისა, ზოგიერთ შემთხვევაში დაწესებულებების სამედიცინო პერსონალს რამდენიმე ფუნქციის შეთავსება უწევს. სამედიცინო პერსონალის ასეთი გადატვირთული გრაფიკით მუშაობა მათი პროფესიული გადაწვის საფრთხეს ქმნის, რაც, თავის მხრივ, სამედიცინო მომსახურების ხარისხზეც აისახება.101 დროული და ადეკვატური სამედიცინო მომსახურების მისაღებად მნიშვნელოვანია ექიმსპეციალისტებთან რეფერირება, ასევე, სამედიცინო დაწესებულებაში დროული გაყვანა. სამედიცინო რეფერალის დროულ შეთავაზებასთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ 2019 წლის დეკემბრიდან დაიწყო პროექტი, რომელიც 2016 წლიდან დაგროვილი ე.წ. სამედიცინო რიგის, ანუ სამედიცინო მომსახურების მომლოდინეთა მომსახურებას და ამ რიგის განულებას ისახავს მიზნად. საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნულს მიესალმება და იმედოვნებს, რომ რიგი უახლოეს მომავალში განიტვირთება. გარდა პენიტენციურ სისტემაში გაჭიანურებული სამედიცინო მომსახურებისა, პრობლემა გამოიკვეთა პატიმრობაშეფარდებულ ბრალდებულთა მიმართ დანიშნული სასამართლოფსიქიატრიული ექსპერტიზის ჩატარების გაჭიანურების მხრივაც. თვეების განმავლობაში გაჭიანურებული სასამართლო-ფსიქიატრიული ექსპერტიზის გამო, ფსიქიატრიული მკურნალობის დასაწყებად პაციენტების სტაციონარში მოთავსება მნიშვნელოვნად დაგვიანდა. ამის გამო კონკრეტული ფსიქიატრიული პრობლემების მქონე პირებს თვეების განმავლობაში პენიტენციურ სისტემაში, პატიმრობაში უწევდათ ყოფნა.102 დაწესებულებებში მკურნალობის ადეკვატურობის შეფასებას ართულებს სამედიცინო ბარათების არათანმიმდევრულობა და მკურნალობის შედეგების შესახებ ინფორმაციის არარსებობა. სამედიცინო ბარათების შესწავლის საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ 99პირველადი სამედიცინო პუნქტის ხელმისაწვდომობის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას №8 დაწესებულებაში. მორიგე ექიმები და ექთნები მორიგეობენ 4 დღეში ერთხელ. ასე მაგალითად, №2 დაწესებულებაში შაბათ-კვირას და არასამუშაო დროს დაწესებულებას ემსახურება 1 მორიგე ექიმი და 2 მორიგე ექთანი, №3 დაწესებულებას - 1 მორიგე ექიმი და 1 მორიგე ექთანი, №8 დაწესებულებას - 2 მორიგე ექიმი და 8 მორიგე ექთანი, №14 დაწესებულებას - 1 მორიგე ექიმი და 1 მორიგე ექთანი, №15 დაწესებულებას კი - 1 მორიგე ექიმი და 2 მორიგე ექთანი. 101 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, 2018 წელს საქართველოში ვიზიტის შემდგომ ანგარიშში, 100 ყურადღებას ამახვილებს №8 და №15 დაწესებულებებში ექთნების რაოდენობის გაზრდის აუცილებლობაზე. 102 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის სისხლის სამართლის მართლმსაჯულების დეპარტამენტის საქმიანობის 2019 წლის ანგარიში. 70 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ზოგიერთ შემთხვევაში პაციენტთა მკურნალობა არათანამიმდევრული და წყვეტილია,103 ზოგიერთ შემთხვევაში კი, სამედიცინო პერსონალის მიერ უგულებელყოფილია პაციენტის მდგომარეობა ან არ აქვს ჩატარებული ჩივილების შესაბამისი გამოკვლევები.104 ყოველივე აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანია შემაჯამებელი ეპიკრიზები,105 პატიმრის ჯანმრთელობის შესახებ მნიშვნელოვანი ინფორმაცია სამედიცინო პერსონალის მხრიდან უყურადღებოდ რომ არ დარჩეს. ამასთან, მკურნალობის პროცესში მნიშვნელოვანია მედიკამენტებით მომარაგების საკითხი, რაც მნიშვნელოვანი პრობლემაა №8 დაწესებულებაში. სამედიცინო მომსახურების კუთხით, საანგარიშო პერიოდში სხვა რიგი პრობლემებიც გამოვლინდა. მაგალითისათვის, №8 დაწესებულებაში გამოკითხული რამდენიმე პატიმრის თქმით, სამედიცინო მომსახურების მოთხოვნის შემთხვევაში, მათ ხშირად მოსდით კონფლიქტი დაწესებულების თანამშრომლებთან. დაწესებულების თანამშრომლები მათ უხეშად ესაუბრებიან, იწვევენ, ემუქრებიან პირობების გაუარესებით და იზოლირებით. ეს გარემოებები პატიმრების მხრიდან საჭირო სამედიცინო მომსახურების მიღებისთვის, შესაძლოა, ხელის შემშლელი აღმოჩნდეს. ფსიქიკური ჯანდაცვა პენიტენციური ჯანდაცვის სისტემაში კვლავ გართულებულია ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მართვა, რომლისთვისაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ადრეულ დიაგნოსტიკასა და გამოვლენას. ფსიქიკური ჯანმრთელობის სკრინინგი, №2 და №8 დაწესებულებაში პირველადი მოთავსებისას, კითხვარის ერთჯერადად შევსებით შემოიფარგლება, რაც არასაკმარისია და ვერ უზრუნველყოფს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების დროულ გამოვლენას. ასევე პრობლემურია, რომ ოჯახის ექიმებს პატიმართა ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობის ობიექტურად შესაფასებლად შესაბამისი ინსტრუმენტი არ გააჩნიათ. სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მიღებული პასუხის თანახმად,106 სამედიცინო დეპარტამენტში მიმდინარეობს ფსიქიკური ჯანმრთელობის პერმანენტული სკრინინგის დოკუმენტის შემუშავების პროცესი, რაც მისასალმებელია. პრობლემას წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ფსიქიატრისათვის სამედიცინო შტატი გამოყოფილი არ არის. სამედიცინო შტატში 103 მაგალითად, №14 დაწესებულებაში ერთ-ერთ პაციენტს აღენიშნებოდა არტერიული ჰიპერტენზია, დანიშნულების ფურცლის მიხედვით კი, წამალი დროებით შეუჩერეს. ასეთივე მდგომარეობა იყო ერთერთი პაციენტის მკურნალობის შემთხვევაშიც. 104 იხ. №2, №8, №14 და №15 დაწესებულებების ვიზიტის შემდგომი ანგარიში, გვ. 57. 105 ექიმის დასკვნა, ამომწურავი წერილობითი განმარტება დაავადების წარმოშობის, განვითარების, მიმდინარეობის, მკურნალობის ხასიათისა და შედეგის შესახებ. 106 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურის 2019 წლის 13 დეკემბერის №371652/01 პასუხი. 71 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ფსიქიატრი მხოლოდ №8 დაწესებულებაში ირიცხება. შესაბამისად, პატიმრებს ხშირად უწევთ ლოდინი ფსიქიატრის კონსულტაციის მისაღებად. გარდა ამისა, დაწესებულებებში ფსიქიატრიული დახმარება მხოლოდ ფსიქიატრის ერთჯერადი ან განმეორებითი კონსულტაციებითა და მედიკამენტური მკურნალობით შემოიფარგლება, ფსიქიატრიული შემთხვევის მულტიდისციპლინური შეფასება და მართვა არ ხდება. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის ნოემბრიდან №8 დაწესებულებაში, სამოქალაქო მოდელის გათვალისწინებით, ფუნქციონირება დაიწყო სამოქალაქო 107 სექტორის სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა სამმა მობილურმა ჯგუფმა. იმისთვის, რათა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრებს ხელი მიუწვდებოდეთ სათანადო ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროგრამებზე, დაწესებულებებში საჭირო პერსონალის მობილიზებასთან ერთად, მიზანშეწონილია სერვისის მიმწოდებლების მოზიდვა და სამოქალაქო ინტერვენციის წახალისება. ფსიქიატრიული კრიზისული შემთხვევის მართვის უნარებს და დეესკალაციის ვერბალურ მეთოდებს პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლები და სამედიცინო პერსონალი არ ფლობენ. პრობლემურია კრიზისული შემთხვევის დადგომის შემთხვევაში პაციენტის მოთავსება სამარტოო (ე.წ. უსაფრთხო) საკანში, ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ და შემდეგ მისი გადაყვანა სასწრაფო დაყოვნებული წესით №18 დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში.108 რიგ პენიტენციურ დაწესებულებებში კრიზისული შემთხვევების მართვა დეესკალაციის ოთახში მოთავსებით შემოიფარგლება, რაც ხშირად განმეორებად და პერმანენტულ ხასიათს ატარებს.109 ასევე, გართულებულია ფსიქოზური მდგომარეობის შემთხვევაში, პატიმრის ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაყვანა, თავისუფალი ფსიქიატრიული საწოლების უქონლობის გამო.110 პენიტენციურ დაწესებულებებში, ანტიფსიქოზური მედიკამენტური მკურნალობის გვერდითი ეფექტების მართვის მიზნით განსაზღვრული კლინიკურ-ლაბორატორიული კვლევები და ექიმი-სპეციალისტების კონსულტაციები არ ტარდება. სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ხშირ შემთხვევაში, კონკრეტული მედიკამენტები111 დანიშნულია არამიზნობრივად, რაც წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ 107 სამოქალაქო სექტორში არსებული მოდელის გათვალისწინებით, მობილური ჯგუფები დაკომპლექტებულია ექიმი-ფსიქიატრის, ფსიქოლოგის და ექთნის შემადგენლობით. 108 ამგვარი პრაქტიკა გამოიკვეთა №14 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში. 109 №2, №3 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში. 110 მაგალითად, №8 დაწესებულებიდან №18 დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაყვანას, ზოგიერთ შემთხვევაში, შესაძლოა 1-1,5 თვე დასჭირდეს. 111 მაგალითად, საყურადღებოა მედიკამენტ „ზოპინის“ (აქტიური ნივთიერება „კლოზაპინი“) გამოყენება, როგორც სხვა ანტიფსიქოზური და განსხვავებული ჯგუფის ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან ერთად, ასევე მონოთერაპიის სახით. 72 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 დადგენილ სტანდარტს ეწინააღმდეგება.112 მონიტორინგის შედეგად ასევე იკვეთება დაწესებულებებში ბენზოდიაზეპინის113 ჯგუფის მედიკამენტების მაღალი დოზებითა და ხანგრძლივად დანიშვნის შემთხვევები, რაც დამოკიდებულების სინდრომის ჩამოყალიბების საფრთხეს შეიცავს, განსაკუთრებით, პერსონოლოგიური აშლილობის მქონე და ფსიქოაქტიურ პატიმრებში. აღნიშნულ ნივთიერებებზე პრობლემას დამოკიდებულების კიდევ უფრო ისტორიის ამწვავებს მქონე ფსიქოტროპული მედიკამენტების ერთბაშად, დღის პირველ ნახევარში გაცემის ფაქტები, რაც შეუძლებელს ხდის იმის დადგენას, მსჯავრდებულმა თავად მიიღო მედიკამენტი, სხვას გადასცა თუ დააგროვა და ერთიანად დალია. მედიკამენტების ერთიანად მიღებამ და მათმა არამიზნობრივმა გამოყენებამ, შესაძლოა, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულება გამოიწვიოს. მოთხოვნა/საჩივარი სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა №2, №8, №14 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დაადგინა, რომ პატიმრებს, მოთხოვნა/საჩივრის უფლების რეალიზაციისთვის, დაწესებულებებში დაბრკოლებები ექმნებათ. დაწესებულებებში არ არის უზრუნველყოფილი მოთხოვნა/საჩივრის გაგზავნის კონფიდენციალურობა.114 №2 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში ვიზიტების დროს სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებმა არაერთი შეტყობინება მიიღეს დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან სახალხო დამცველის მიმართ დაწერილი კონფიდენციალური საჩივრების ცენზურის შესახებ, ასევე იმის თაობაზე, რომ ხშირ შემთხვევაში საჩივრები ადმინისტრაცია სამწუხაროდ, პატიმარს №8 იგზავნება არ ადრესატებთან უზრუნველყოფს დაწესებულებაში არც იგზავნება115 კონფიდენციალური საჩივრის ყუთების ხშირად, კონვერტებით. გარკვეული ნაწილი მოთავსებულია ვიდეომეთვალყურეობის ქვეშ, რაც კონფიდენციალური საჩივრის ავტორის გამოვლენის შესაძლებლობას იძლევა. 112 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 2018 წლის 10-21 სექტემბერს საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში. ანგარიში ინგლისურ ენაზე ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: < http://bit.ly/38p44kK > [ბოლოს ნანახია 20.09.2019]. 113 ნებისმიერი შენაერთი არომატული ლიპოფილური ამინების ჯგუფიდან, დამახასიათებელი ციკლური სტრუქტურის მქონე. რომელიც ზემოქმედებს გამა-ამინო-ერბომჟავას (გაემ) რეცეპტორებზე და კლინიკურ პრაქტიკაში გამოიყენება როგორც ანქსიოლიზური, საძილე საშუალება და ანტიკონვულსანტი. ბენზოდიაზეპინებით (თერაპიული დოზებითაც კი) 6 თვე და მეტი მკურნალობის შემდეგ პაციენტთა თითქმის 50%-ს უვითარდება აღკვეთის სინდრომი. 114 მსჯავრდებულს/ბრალდებულს უფლება აქვს სასურველ ადრესატს მიმართოს დახურულ კონვერტში მოთავსებული კონფიდენციალური საჩივრით, ხოლო პენიტენციური დაწესებულება, თავის მხრივ, ვალდებულია, უზრუნველყოს საჩივრის კონფიდენციალურობის დაცვა. 115 ერთ-ერთი პატიმრის განცხადებით, სამედიცინო პერსონალის მიმართ დაწერილი საჩივარი მას ექიმმა წაართვა. ორმა პატიმარმა აღნიშნა, რომ სახალხო დამცველის აპარატში გამოაგზავნეს წერილები, თუმცა გადამოწმების შემდეგ აღმოჩნდა, რომ მათი წერილები ჩვენს სამსახურში არ შემოსულა. 73 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 კონფიდენციალურობის დარღვევის ფაქტს უშუალოდ შეესწრო სპეციალური პრევენციული ჯგუფი. №2 დაწესებულებაში ვიზიტისას, ჯგუფის წევრებმა კანცელარიაში შენიშნეს საქართველოს სახალხო დამცველის სახელზე შედგენილი კონფიდენციალური საჩივრის გახსნილი შემთხვევაზე 116 მინისტრს. კონვერტი. რეაგირებისთვის საქართველოს წინადადებით სახალხო მიმართა დამცველმა აღნიშნულ საქართველოს იუსტიციის სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მონიტორინგის დეპარტამენტში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება და №2 პენიტენციური დაწესებულების სოციალურ მუშაკს და კანცელარიის თანამშრომელს დაეკისრათ დისციპლინური სახდელები. ზემოთქმულის გარდა, პრობლემურია საქართველოს პატიმრობის კოდექსის ნორმა, რომლის თანახმადაც, ბრალდებულს უფლება აქვს პენიტენციური დაწესებულების კონტროლით, საკუთარი ხარჯით აწარმოოს მიმოწერა და 1 თვის განმავლობაში სამჯერ ჰქონდეს სატელეფონო საუბარი, თითოეული - არაუმეტეს 15 წუთისა.117 ამგვარივე შეზღუდვა ვრცელდება დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ მსჯავრდებულებზეც.118 გარდა ამისა, განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებულ პირებს 1 თვის განმავლობაში საკუთარი ხარჯით მხოლოდ 2 სატელეფონო საუბარი შესაძლოა ჰქონდეთ,119 ისიც მხოლოდ წინასწარ განსაზღვრულ გარკვეული რაოდენობის სატელეფონო ნომერზე. აღნიშნული ნორმები არ ითვალისწინებს გამონაკლისს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, არსებული კანონმდებლობის საფუძველზე, ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს შესაძლებლობა, საჭიროების შემთხვევაში, დარეკოს სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზზე. მართალია, ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუძლია საკუთარი უფლებების დარღვევის ფაქტის, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ, წერილობით მიმართოს სახალხო დამცველის აპარატს, თუმცა, ცხელი ხაზის მეშვეობით, მისი უწყვეტი სარგებლობით უზრუნველყოფის შემთხვევაში, ის სახალხო დამცველის აპარატს გაცილებით უფრო სწრაფად დაუკავშირდებოდა. გარდა ამისა, პენიტენციური სისტემის თავისებურებათა და პატიმრების განსაკუთრებით მოწყვლადი მდგომარეობის გათვალისწინებით, ხშირად მათთვის უფრო კომფორტულია, წერილობითი კომუნიკაციის ნაცვლად, უშუალო კონტაქტი, რის შესაძლებლობასაც სწორედ ცხელი ხაზი იძლევა. ამავე დროს, როგორც ზემოთ აღინიშნა, გამოვლინდა კიდეც პატიმრების ჩივილის შემთხვევები, რომ მათ მიერ დაწერილი საჩივრები არ იგზავნება. 116 2019 წლის 1-ლი ოქტომბრის №03-2/10583 სახალხო დამცველის წერილი. 117 საქართველოს პატიმრობის კოდექსის 79-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი. 118 საქართველოს პატიმრობის კოდექსის 65-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი. 119 საქართველოს პატიმრობის კოდექსის 66-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტი. 74 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ზემოაღნიშნული პრობლემების აღმოსაფხვრელად, საქართველოს სახალხო დამცველმა წინადადებით120 მიმართა პარლამენტს, თუმცა, პარლამენტმა წინადადება არ გაიზიარა.121 საქართველოს სახალხო დამცველმა 2019 წლის 7 აგვისტოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა კონსტიტუციური სარჩელით122 და მოითხოვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პირებს მოხსნოდათ სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზთან დაკავშირებაზე დაწესებული ზოგადი შეზღუდვები. საანგარიშო პერიოდში პრობლემური იყო არაფორმალური მმართველობის გავლენა ამ მიმართებით. დაწესებულების პატიმართა გარკვეული ნაწილი აცხადებს, რომ საკანში განთავსების შემდეგ, არაფორმალურმა „ციხის მმართველებმა წესები“ და მათი უფლება-მოვალეობები აუხსნეს და წესების დარღვევის მათ შემთხვევაში, მოსალოდნელ შედეგებზეც გააფრთხილეს. კერძოდ, „მაყურებლები“ ახალ პატიმრებს აფრთხილებენ, რომ პრობლემის არსებობის შემთხვევაში, მათ მიმართონ და არა ადმინისტრაციას ან სახალხო დამცველის აპარატს. დაწესებულებებში პატიმრებმა აღნიშნეს, რომ საჩივარი არ არის რეკომენდებული, რადგან არაფორმალურ წესებს ეწინააღმდეგება, ადრე თუ გვიან მისი ავტორის ვინაობა ცნობილი გახდება და შესაბამისად დაისჯება. ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებში რამდენიმე პატიმარმა სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს განუცხადა, რომ მათთან სასაუბროდ „გავლენიანი პირებისგან“ აიღეს ნებართვა. ამასთან, სპეციალური პრევენციული ჯგუფი შეესწრო ფაქტს, როდესაც პატიმარმა ჯანმრთელობის პრობლემებზე დააპირა საუბარი, მაგრამ სხვა პატიმრებმა იგი გააჩუმეს. სამწუხაროდ, არაფორმალური მმართველობის გავლენის გაძლიერებასთან ერთად, კლებულობს ნახევრად ღია ტიპის დაწესებულებებიდან სახალხო დამცველის სახელზე გამოგზავნილი განცხადებების რაოდენობა. 120 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 3 მაისის წინადადება №15-11/6315 საქართველოს პარლამენტს. წინადადება ითვალისწინებდა პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ პირთათვის საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზით შეუზღუდავად სარგებლობის უზრუნველყოფას, მიუხედავად იმისა, იხდიდა თუ არა ის დისციპლინურ სახდელს ან გამოყენებული ჰქონდა თუ არა თვის განმავლობაში კანონმდებლობით დადგენილი სატელეფონო ზარის განხორციელების ლიმიტი. 121 საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის პასუხი №5682/4-2. საქართველოს პარლამენტმა საქართველოს სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადება არ გაიზიარა იმ დროს არსებული სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პოზიციის საფუძველზე, რომლის თანახმადაც, აღნიშნული წინადადების მიღების შემთხვევაში, შეიქმნებოდა სახალხო დამცველის ცხელ ხაზზე შეუზღუდავად წვდომის უფლების ბოროტად სარგებლობის რისკი, ვინაიდან დაწესებულებების ადმინისტრაციას არ შესწევდა უნარი, გაეკონტროლებინა პატიმრების სატელეფონო ზარების ადრესატები. სამინისტრო ასევე მიუთითებდა დამატებითი ადამიანური და ფინანსური რესურსების მოძიების აუცილებლობაზე. 122 საქართველოს სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი №1441, რეგისტრირებული 2019 წლის 15 აგვისტოს, ხელმისაწვდომია: < http://bit.ly/2TJDTja >[ბოლოს ნანახია 21.01.2020]. 75 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 თანასწორობა პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა, 2019 წელს განხორციელებული ვიზიტების დროს, №2 და №8 დაწესებულებებში, წინა წლების მსგავსად, კვლავ გამოავლინა არასრულწლოვანი პატიმრები, რომლებსაც არ აქვთ ის სარეაბილიტაციო პირობები, რაც №11 დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვნებს შეეთავაზებათ. პრობლემურია პატიმრების მიმართ უთანასწოროდ მოპყრობის შემთხვევები. პრობლემად რჩება უთანასწორობის სახით, პატიმრებზე განხორციელებული ფსიქოლოგიური ძალადობა. დახურულ დაწესებულებებში მოთავსებული პატიმრების გადმოცემით, დაწესებულების თანამშრომლები მათ არაეთიკურად, ზოგჯერ კი, შეურაცხმყოფლადაც და ამჟღავნებენ უთანასწორო დამოკიდებულებას. დაწესებულების თანამშრომლები განსაკუთრებით დამამცირებლად მიმართავენ სამეურნეო სამსახურში დასაქმებულ დასუფთავებაზე პასუხისმგებელ ადმინისტრაციის ერთ-ერთი პატიმრებს. თანამშრომელი მაგალითად, სპეციალურ №15 დაწესებულების პრევენციულ ჯგუფთან საუბრისას პატიმრების ამ კატეგორიას დამამცირებელი ტერმინებით მოიხსენიებდა. პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული არაფორმალური მმართველობის პირობებში, ადგილი აქვს პატიმართა კატეგორიებად დაყოფასა და სტიგმატიზებას. განსაკუთრებით მოწყვლად მდგომარეობაში სამეურნეო სამსახურში დასაქმებული და დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პირები იმყოფებიან.123 უნდა აღინიშნოს, რომ 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის სამინისტროს, რომლითაც ლგბტ, სამეურნეო ნაწილში დასაქმებული, დასუფთავებაზე პასუხისმგებელი პატიმრების საჭიროებების შესწავლა და გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად, სამოქმედო გეგმის შემუშავება მოითხოვა. იუსტიციის სამინისტროსგან გამოთხოვილი ინფორმაციის მიუხედავად, რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობის შესახებ, სამინისტროსგან პასუხი არ მიგვიღია. წინადადებები საქართველოს პარლამენტს: 123 მათ დამაკნინებელი სახელებით მოიხსენიებენ. განთავსებულნი არიან განცალკევებით (რკინის გამყოფით, რომელიც სამეურნეო სამსახურში ჩარიცხულთა ფლიგელს ყოფს სხვა პატიმართა ფლიგელებისაგან), აქვთ ცალკე გრძელვადიანი პაემნების ოთახი, ასევე, საშხაპე ოთახი. ცალკე ქვაბში იხარშება მათი საკვები. ნებისმიერი კონტაქტის შემთხვევაში, პატიმარი იძულებული ხდება თავი დაიზიანოს ან დასუფთავებაზე პასუხისმგებელ პატიმარს მიაყენოს დაზიანება. ეს წესი იცის ყველა პატიმარმა. 76 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019  შევიდეს ცვლილება საქართველოს პატიმრობის კოდექსში და პატიმრებს მიეცეთ შესაძლებლობა დაუბრკოლებლად დაუკავშირდნენ საქართველოს სახალხო დამცველს და ინსპექტირების სხვა ორგანოებს  2020 წელს პატიმრობის კოდექსით განისაზღვროს ბრალდებულების 4 კვ.მ.-ის მინიმალური საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის ვალდებულება  შევიდეს ცვლილებები პატიმრობის კოდექსში და განისაზღვროს პენიტენციური სამსახურის ადგილობრივი საბჭოს მიერ ზეპირი მოსმენების ჩატარების სავალდებულო კრიტერიუმები. ამავე დროს, ადგილობრივ საბჭოს შეუნარჩუნდეს უფლებამოსილება, საჭიროების შემთხვევაში დამატებით ჩაატაროს ზეპირი განხილვა  განახორციელოს საკანონმდებლო ცვლილებები და დამატებები სახალხო დამცველის 2019 წლის სპეციალურ ანგარიშში - „პატიმრების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პრაქტიკა საქართველოში“ - გამოვლენილი პრობლემების შესაბამისად რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს გეგმა, რომელიც მიზნად ისახავს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების დროს, სტამბოლის პროტოკოლით დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების პრაქტიკაში განხორციელებას და მისი დროული ჩატარების უზრუნველყოფას  უზრუნველყოს გაეროს „წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის წინააღმდეგ“ კონვენციის გათვალისწინებული ანგარიშის მომზადება და წარდგენა 2020 წელს საქართველოს გენერალურ პროკურორს:  დაიწყოს და აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 352-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის გარშემო, 2020 წლის 23 იანვარს სახალხო დამცველის ვიზიტის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაციის გამჟღავნების ფაქტის თაობაზე საქართველოს იუსტიციის მინისტრს:  77 | უზრუნველყოს წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის წინააღმდეგ კონვენციის ფაკულტატური ოქმით განსაზღვრული ვალდებულების შესრულება და აღმოფხვრას ყველა ის შეზღუდვა და დაბრკოლება, რომელიც პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებზე წვდომასთან დაკავშირებით არსებობს. ამასთანავე, დაწესებულების თანამშრომლებს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ჩაუტარდეთ მოკლე ინსტრუქტაჟი პრევენციის ეროვნული მექანიზმის მანდატისა და უფლებამოსილებების შესახებ  2020 წელს, ყველა დაწესებულებაში ეტაპობრივად გადამზადდნენ უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის განყოფილებების თანამშრომლები ისეთ საკითხებში, როგორიცაა კონფლიქტის პრევენცია, მედიაცია და პენიტენციური სამსახურის მოსამსახურეთა ეთიკის პრინციპები  მიიღოს ყველა ზომა დაწესებულებაში მოთავსებული ძალადობის მსხვერპლი პატიმრების დასაცავად, მათ შორის, სხვა დაწესებულებებში გადაყვანის ან კრიმინალური სუბკულტურის მიმდევარ პატიმრებთან კონტაქტის არიდების გზით  დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 24 საათი; დეესკალაციის ოთახში მოთავსებისას უზრუნველყოფილ იქნეს ფსიქოლოგის, ფსიქიატრის, სოციალური მუშაკის, ექიმის და დაწესებულების სხვა სამსახურების თანამშრომლების ერთობლივი, მულტიდისციპლინური შესამცირებლად/აღმოსაფხვრელად; დეესკალაციის მუშაობა რისკების ოთახებში შეიქმნას უსაფრთხო გარემო, მათ შორის, კედლებისა და იატაკის რბილი მასალით მოპირკეთებით  2020 წელს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის პენიტენციურ №131 ბრძანებაში დაწესებულებებში შევიდეს ცვლილება დასაქმებული და ექიმის განისაზღვროს ვალდებულება, არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტის შესახებ, შეტყობინება გაუგზავნოს დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოს - საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის აპარატს  2020 წელს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის №131 ბრძანებაში შევიდეს ცვლილება და განისაზღვროს, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებულმა ექიმმა დაზიანება უნდა აღწეროს, ფოტო გადაუღოს და დამოუკიდებელ საგამოძიებო ორგანოებს გადაუგზავნოს ყველა იმ შემთხვევაში, როდესაც წარმოეშვება ეჭვი პატიმრის მიმართ ჩადენილი შესაძლო წამებისა და არასათანადო მოპყრობის შესახებ, განურჩევლად იმისა, მიიღო თუ არა ექიმმა პატიმრისგან ინფორმირებული თანხმობა  2020 წელს, პენიტენციური დაწესებულებების ყველა იმ ექიმს, რომელიც საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის №131 ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის“ შესაბამისად ახდენს დაზიანების დოკუმენტირებას, ჩაუტარდეს ტრენინგი დაზიანების დოკუმენტირებასა და ფოტოგადაღებაში  პენიტენციური დაწესებულებების გადატვირთულობის პრობლემის დაძლევის გეგმაში გაითვალისწინოს პატიმართა საცხოვრებელი კორპუსების ფლიგელებში მომუშავე რეჟიმის თანამშრომლების რაოდენობის გაზრდა იმგვარად, რომ 15 78 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 პატიმარზე მოდიოდეს წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებელი მინიმუმ ერთი თანამშრომელი  პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული კრიმინალური სუბკულტურისა და არაფორმალური მმართველობის დასაძლევად, უზრუნველყოს კრიმინალური სუბკულტურის დაძლევის სტრატეგიის შემუშავება და სახალხო დამცველის აპარატისთვის გაზიარება მოსაზრებების წარსადგენად  დისციპლინური ღონისძიების გამოყენების შესახებ განკარგულების ფორმაში შეიტანოს სავალდებულოდ შესავსები პუნქტი, სადაც ჩაიწერება, ჩაიბარა თუ არა პატიმარმა დოკუმენტი; ასევე შემუშავდეს დისციპლინური ბრალდების შესახებ ოქმის ფორმა, რომელშიც შესატანი იქნება ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ ვინ და რა ფაქტის გამო, და რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით იწყებს დისციპლინურ სამართალწარმოებას კონკრეტული პატიმრის მიმართ  თითოეული პატიმრის 4 კვ.მ. საცხოვრებელი ფართით დასაკმაყოფილებლად, უზრუნველყოს №2, №8, №14, №15, №17 დაწესებულებებში მყოფი პატიმრების საკნებში თანაბარი გადანაწილება და გადაყვანა იმავე ტიპის სხვა დაწესებულებებში, პატიმართა საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინებით   გაუქმდეს №17 დაწესებულებაში ე.წ. „ბარაკის“ ტიპის საცხოვრებლები 2020 წელს, პრევენციის ეროვნული მექანიზმის №2, №8, №14 და №15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ანგარიშსა124 და №3 დაწესებულების ვიზიტის შემდგომ ანგარიშში უზრუნველყოს ფიზიკური გარემოს კუთხით არსებული ხარვეზების შემოწმება და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება  2020 წელს, დახურული და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს, მიეცეთ 1 საათზე მეტი ხნით სუფთა ჰაერზე ყოფნის შესაძლებლობა  მიიღოს ყველა ზომა, რათა №2 და №8 დაწესებულებებში მყოფ პატიმრებს მიეცეთ საშუალება, ისარგებლონ გასეირნების უფლებით დღის განრიგით გათვალისწინებულ პერიოდში  2020 წელს, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის გაზრდით, უზრუნველყოს №2, №8, №14 და №15 დაწესებულებებში სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობის დაბალანსება პატიმართა რაოდენობასთან  2020 წლის განმავლობაში უზრუნველყოს იმ სოციალური მუშაკების გადამზადება, რომელთაც არ აქვთ სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული, ან დოქტორის აკადემიური ხარისხი  2020 წელს უზრუნველყოს №2, №8, №14 და №15 დაწესებულებებში ახალი და მრავალფეროვანი სარეაბილიტაციო აქტივობების დანერგვა. გაიზარდოს სარეაბილიტაციო აქტივობებში მსჯავრდებულთა ჩართვის შესაძლებლობები. 124 №2, №8, №14 და №15 პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგის ვიზიტის შემდგომი ანგარიში, გვ. 34-35, ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: < http://bit.ly/2PP1UEs > [ბოლოს ნანახია: 18.02.2020]. 79 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 უზრუნველყოს №3 დაწესებულებაში სარეაბილიტაციო აქტივობების დანერგვა და მათში მსჯავრდებულთა ჩართვა  2020 წელს პატიმრებისთვის სხვადასხვა სარეაბილიტაციო აქტივობებში ჩართვის მოტივაციის შესაქმნელად, დაიწყოს მუშაობა ისეთი მექანიზმის შემოღებაზე, რომელიც პირდაპირ აისახება დარჩენილი სასჯელის ვადის შემცირებაზე ან სასჯელის სახის შეცვლაზე  შევიდეს ცვლილება საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 7 აგვისტოს №320 ბრძანებაში და შეფასების კრიტერიუმებს დაემატოს ისეთი ელემენტები, რომლებიც მიემართება მსჯავრდებულის სამომავლო გეგმებს, პერსპექტივებს, შესაძლებლობებს და სხვა საკითხებს  გაიზარდოს სოციალური მუშაკის როლი, რათა დაწესებულებაში მიღების შემდგომ, სოციალურმა მუშაკმა დეტალურად აუხსნას პატიმარს მისი უფლებები და მოვალეობები, მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურები. ასევე, სათანადო პერიოდულობით, ინდივიდუალურად ან ჯგუფურად იმუშაოს პატიმრებთან მათი უფლებებისა და მოვალეობების, მოთხოვნის/საჩივრის შეტანისა და განხილვის პროცედურის თემატიკაზე; მათ შორის, ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია ბროშურის სახით მიეწოდოს ბრალდებულს/მსჯავრდებულს და გამოეკრას პატიმრისათვის ხელმისაწვდომ ადგილებში  პენიტენციურ დაწესებულებებში საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად, კონფიდენციალური საჩივრების კონვერტები განათავსოს იმგვარად, რომ კონვერტის მიღება არ იყოს დაწესებულების თანამშრომელზე დამოკიდებული და შეუძლებელი იყოს კონვერტის მიმღები პატიმრის ვინაობის ამოცნობა. ამასთან, ყველა პატიმრისთვის უფასოდ ხელმისაწვდომი იყოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები (ფურცელი, კალამი, კონვერტი) და მიეცეთ შესაძლებლობა, საკანში იქონიონ გარკვეული რაოდენობის კონვერტი  იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ სისტემური შემოწმებისა და შესაბამისი რეაგირების გზით გამოავლინოს და შეისწავლოს №2, №8, №14 და №15 პენიტენციურ დაწესებულებებში საჩივრების კონფიდენციალურად გაგზავნის წესის დარღვევის შემთხვევები, საჩივრების შეტანის გამო პატიმრების მიმართ განხორციელებული რეპრესიების ფაქტები და უზრუნველყოს პასუხისმგებელ პირთა სათანადო დასჯა  №2 და №8 დაწესებულებებში მყოფი არასრულწლოვნებისთვის უზრუნველყოს ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული სარეაბილიტაციო აქტივობები 80 |  აღმოფხვრას არასრულწლოვნების დეესკალაციის ოთახში მოთავსების პრაქტიკა და საფრთხეების ვერბალური დეესკალაციის მეთოდებით თავიდან აცილების მიზნით, უზრუნველყოს კრიზისულ სიტუაციაში მულტიდისციპლინური ჯგუფის (ფსიქოლოგის, სოციალური მუშაკის, ექიმის და საჭიროების შემთხვევაში, ფსიქიატრის) მყისიერი ჩართულობა  საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მინისტრის ერთობლივი ბრძანების (№388–№01-18/ნ) მე–4 მუხლის I პუნქტში შევიდეს შესაბამისი ცვლილება, რომლის თანახმად, არასრულწლოვნები უზრუნველყოფილი იქნებიან ოთხჯერადი ჯანსაღი კვებით, რომელთაგან ერთერთი უნდა იყოს სამკომპონენტიანი სადილი; ოთხჯერადი ჯანსაღი კვების უზრუნველყოფამდე, №2 დაწესებულებაში მყოფ არასრულწლოვნებს საკვები მიაწოდონ დღის განრიგით გათვალისწინებულ დროს  2020 წელს, უზრუნველყოს №2 და №8 დაწესებულებებში ბრალდებულთა მსჯავრდებულებისგან იზოლირება, სულ მცირე, ერთმანეთისგან განცალკევებულ საკნებში  2020 წელს, პენიტენციური დაწესებულებების საშუალო სამედიცინო რგოლის, ექთნების, მათ შორის, მორიგე ექთნების რაოდენობა გაიზარდოს მინიმუმ ორჯერ, დაწესებულებების სტომატოლოგიურ კაბინეტებს კი, დაემატოს სტომატოლოგიის ექთნები  მაქსიმალურად უზრუნველყოს პატიმრებისა და ექიმების უშუალო კონტაქტი არასამედიცინო პერსონალის ჩაურევლად, მათ შორის, №2, №3 და №8 დაწესებულებებში გამოძახების ღილაკის დამონტაჟებისა და/ან სამედიცინო პერსონალის მიერ საკნების ყოველდღიური შემოვლის ვალდებულების დაწესებით  უზრუნველყოს დღის სამედიცინო პერსონალისთვის მინიმუმ ერთჯერადი კვება დაწესებულებაში  დაწესებულებების განათლების სამედიცინო ფარგლებში, პერსონალისთვის უზრუნველყოს უწყვეტი პროფესიული სამედიცინო ტრენინგებისა და სწავლებების ჩატარება  №8 და №15 დაწესებულებებში, კონსულტაციაზე ჩაწერილი პაციენტების რაოდენობიდან გამომდინარე, უზრუნველყოს ექიმ სპეციალისტთა ვიზიტების სათანადო სიხშირე, რათა პაციენტის მოლოდინის დრო არ აღემატებოდეს 2 კვირას  №8 დაწესებულების საკმარისი რაოდენობის მედიკამენტებით უზრუნველყოფისა და მომარაგებასთან დაკავშირებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, მედიკამენტების შესყიდვისას გაითვალისწინოს განვლილ პერიოდში დანიშნული მედიკამენტების მოთხოვნისა და ხარჯვის გაანალიზებული მონაცემები  ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათების შევსებისას არსებული ხარვეზების გამოსასწორებლად:  ყოველი წლის ბოლოს დაიწეროს შემაჯამებელი/წლიური ეპიკრიზი, რომელშიც მოკლედ აისახება გასული წლის განმავლობაში პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა, ჩატარებული კონსულტაციები, განხორციელებული რეფერალი, გამოკვლევები, დასმული დიაგნოზები, ჩატარებული მკურნალობა და მისი შედეგები  სამედიცინო პერსონალისთვის და მთლიანად პენიტენციური სისტემისთვის, სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოებასთან დაკავშირებული ხარვეზების მაქსიმალურად აღმოსაფხვრელად, დაინერგოს ინფორმაციული ელექტრონული სისტემა 81 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019  მიიღოს ყველა ზომა, რათა გეგმიური ამბულატორიული რეფერალის ვადა არ აღემატებოდეს 1 თვეს, გეგმიური სტაციონარული რეფერალის - 4 თვეს, ხოლო სასწრაფო დაყოვნებული რეფერალის - 5 დღეს  შემუშავდეს ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან მიმწოდებლების მოზიდვის სტრატეგია დაკავშირებული  პენიტენციურ დაწესებულებებში პერიოდული სკრინინგი ფსიქიკური  შტატით გათვალისწინებული ფსიქიატრების რაოდენობის ან/და მოწვეული ფსიქიატრის ვიზიტების რაოდენობის გაზრდის ხარჯზე, ერთ დღეში მიღებული პაციენტების რაოდენობა არ აღემატებოდეს 15-ს  კონსულტაციაზე ჩაწერილი პაციენტების რაოდენობიდან გამომდინარე, დაწესებულებებში უზრუნველყოს ექიმ ფსიქიატრის ვიზიტების სათანადო სიხშირე, რათა პაციენტის მოლოდინის დრო არ აღემატებოდეს 2 კვირას  პენიტენციური დაწესებულებების თავისებურებებიდან გამომდინარე, კანონქვემდებარე ნორმატიულ დონეზე გაიწეროს ფსიქიატრიული მულტიდისციპლინური გუნდის შემადგენლობა, გუნდის თითოეული წევრის ფუნქციები და ფსიქიატრიული დახმარების ორგანიზებისა და მიწოდების პროცედურა  შემუშავდეს კრიზისული შემთხვევის პრევენციისა და მართვის სახელმძღვანელო და დაწესებულების სამედიცინო პერსონალი გადამზადდეს კრიზისული შემთხვევების პრევენციისა და მართვის საკითხებში  მულტიდისციპლინურმა გუნდმა შეაფასოს იმ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტთა საჭიროებები, რომელთაც სტაციონარული მკურნალობა არ ესაჭიროებათ, გამოვლენილი საჭიროებების საფუძველზე შეიმუშაონ ბიო-ფსიქო-სოციალური დახმარების ინდივიდუალური გეგმა და გაუწიონ შესაბამისი დახმარება  მედიკამენტების გვერდითი მოვლენების სამართავად, უზრუნველყოს 125 აგრანულოციტოზის, ნივთიერებათა ცვლის პროცესების და, განსაკუთრებით, ჰიპერგლიკემიის126 განვითარების რისკის კლინიკურ-ლაბორატორიული დინამიკური შეფასება და კონტროლი  გენერალური ინსპექციის სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის სამმართველომ შეისწავლოს ფსიქოტროპული მედიკამენტების გაცემის პრაქტიკა და მიიღოს ზომები, რათა არ მოხდეს ფსიქოტროპული მედიკამენტების არამიზნობრივი მიღება. დაინერგოს სერვისების ჯანმრთელობის სისხლში ლეიკოციტების (სისხლის თეთრი უჯრედები) რიცხვის შემცირება, იხ. ბმული < 125 http://bit.ly/3awvQ04 > [ბოლოს ნანახია 17.02.2020]. 126 სისხლში შაქრის მაღალი დონე, იხ. ბმული < http://bit.ly/39r2uQl > [ბოლოს ნანახია 17.02.2020]. 82 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 3.3. შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემა 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში, შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციისა და პატიმრობის პირობების გაუმჯობესების მიზნით, 17 რეკომენდაცია შემუშავდა. მათგან, საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში 9 რეკომენდაცია აისახა. საქართველოს პარლამენტის მიმართ გაცემული 1 წინადადება არ შესრულებულა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გაცემული 16 რეკომენდაციიდან შესრულდა 2; ნაწილობრივ შესრულდა 6; არ შესრულებულა 8 რეკომენდაცია. რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალურ ანგარიშში.127 წინა წლების მსგავსად, 2019 წელსაც, უმეტეს შემთხვევაში, სისტემური რეკომენდაციები, რომლებიც წლების განმავლობაში გაიცემა და წამებისა და არასათანადო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად, უმნიშვნელოვანესია, კვლავ შეუსრულებელია. პოლიციის კონტროლის ქვეშ მყოფი მოქალაქეები კვლავ არ არიან უზრუნველყოფილნი არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის საკმარისი გარანტიებით. სახალხო დამცველის რეკომენდაციების მიუხედავად, პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში სათვალთვალო კამერები კვლავ არ არის დამონტაჟებული იმ ადგილებში, ნებაყოფლობით მიწვეულ თანამშრომლები არ არიან პირს სადაც დაკავებულს, უწევთ ყოფნა; უზრუნველყოფილნი მოწმეს და გასაუბრებაზე ტერიტორიული ორგანოების გაუმჯობესებული ტექნიკური შესაძლებლობის სამხრე კამერებით; ნორმატიულად ისევ არ არის გაწერილი პატრულინსპექტორების მოქალაქეებთან ურთიერთობის ვიდეოგადაღების ვალდებულება; საპილოტე რეჟიმში არ მომხდარა დაკავებულ პირთა დაკავების ადგილიდან, პირდაპირ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანის ვალდებულების დადგენა; არც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესულა ცვლილებები, რომელთა თანახმად, მოსამართლე, ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ არასათანადო მოპყრობასთან დაკავშირებით ეჭვის წარმოშობის შემთხვევაში, ადმინისტრაციული სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე, რეაგირებისათვის შესაბამის გამოძიების ორგანოს მიმართავს; შეუსრულებელია რეკომენდაცია დაკავებულ პირთა გამოკითხვის პროცესის აუდიო-ვიდეოჩანაწერის წარმოების თაობაზე და სხვ. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მიესალმება 2019 წლის განმავლობაში მის მიერ გაცემული რეკომენდაციების სრულად და ნაწილობრივ შესრულებას. ასეთებია: პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში არსებული ვიდეოსათვალთვალო სისტემის ჩანაწერების შენახვის მინიმალურ ვადად 14 დღის განსაზღვრა; „დაკავების სტანდარტული სამოქმედო პროცედურების შესახებ“ დოკუმენტის პროექტის შემუშავება, რომელიც ითვალისწინებს დაკავებული პირისთვის უფლებების განმარტების შესახებ ინსტრუქციას; სამედიცინო პუნქტის გახსნა 4 იზოლატორში (მარნეული, 127 პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2019 წლის სპეციალური ანგარიში. 83 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სამტრედია, ქობულეთი, წალკა); დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებული ექიმებისთვის სამედიცინო შემოწმების ჩატარების დეტალური ინსტრუქციის პროექტის შემუშავება, რომლის დამტკიცებაც სამინისტროს გადმოცემით, უახლოეს პერიოდში იგეგმება. არასათანადო მოპყრობა პოლიციელების მხრიდან 2019 წელს, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა, პოლიციელების მიერ, დაკავებისას არაპროპორციული, აშკარად გადამეტებული ძალის გამოყენებისა და დაკავების შემდეგ განხორციელებული წამებისა და სხვა არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტების შესახებ ინფორმაცია, 38 გამოკითხული პირისგან 13 შემთხვევაში მიიღო. დროებითი მოთავსების იზოლატორებში, სადაც მონიტორინგი ტარდება, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრები ამოწმებენ ვიზიტის დღემდე შესახლებული ყველა დაკავებულის პირად საქმეს, რომელშიც დაკავების გარემოებების, დაზიანების ლოკალიზაციის, რაოდენობისა და ხასიათის მხედველობაში მიღებით, მონიტორინგის ჯგუფს პირის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე ეჭვი გაუჩნდება.128 ამ პრინციპით, 2019 წელს, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 449 საეჭვო შემთხვევა გამოავლინა.129 წინა წლების მსგავსად, კვლავ არის შემთხვევები, როდესაც ასეთი საქმეების შესახებ პროკურატურაში/სახელმწიფო ინსპექტორთან შეტყობინება არ გაგზავნილა. 2019 წელს, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დამუშავებული 449 საქმიდან, 98 (21,8 %) შემთხვევაში შეტყობინება არ გაგზავნილა. მათ შორის არის შემთხვევები, როდესაც დაზიანებების ლოკალიზაცია არის სახესა და თვალბუდეზე. შედარებისთვის, 2018 წელს შესწავლილი 508 შემთხვევიდან, შეტყობინება 110 (21,6%) შემთხვევაში არ გაგზავნილა. ამ მხრივ ასევე საგულისხმოა, რომ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციით მიმართა ერთ-ერთი დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმის მიმართ დისციპლინური საქმისწარმოების დაწყების თაობაზე, ვინაიდან მან სავარაუდო არასათანადო მოპყრობისა და მოქალაქის სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ არ შეატყობინა საგამოძიებო უწყებას. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ეს რეკომენდაცია შეასრულა. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებული ზემოაღნიშნული 449 საეჭვო შემთხვევა მოიცავს როგორც ადმინისტრაციული წესით დაკავებულთა, ისე სისხლის სამართლის საქმეებს. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მონაცემების შესაბამისად, საეჭვო შემთხვევად მოხსენიებულია ისეთი შემთხვევები, სადაც სპეციალური 128 პრევენციული ჯგუფის წევრებს დაკავების გარემოებების, დაზიანების ლოკალიზაციის, რაოდენობის და ხასიათის მხედველობაში მიღებით, გაუჩნდათ ეჭვი, რომ დაკავებული პირი სავარაუდოდ არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა. 129 შემოწმება ჩატარდა კახეთის, იმერეთი რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, გურიის და აჭარის რეგიონებში არსებულ პოლიციის ტერიტორიულ ორგანოებში და დროებითი მოთავსების იზოლატორებში. 84 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 დამუშავების საფუძველზე იკვეთება, რომ ზემოაღნიშნული 449 შემთხვევიდან 143 შემთხვევაში (31.8%) ადმინისტრაციული წესით დაკავებულებმა დაზიანება მიიღეს დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ. რაც შეეხება დინამიკას წლების მიხედვით, 2016 წელს, ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა პირებმა სხეულის დაზიანება დაკავებისას ან/და დაკავების შემდეგ მიიღეს სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ შესწავლილი საეჭვო შემთხვევების 12,8%-ში, 2017 წელს ეს მაჩვენებელი - 26,4% და 2018 წელს - 26.8% იყო, ხოლო 2019 წელს მითითებული სტატისტიკური მაჩვენებელი მნიშვნელოვნად არ გაზრდილა (31.8%). სამწუხაროდ, 2017 წლიდან შეიმჩნევა ადმინისტრაციულად დაკავებული პირების მიმართ მოპყრობის გაუარესების ტენდენცია. საგულისხმოა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებში მოთავსებული პირების სხეულზე არსებული დაზიანებების შესახებ, შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემები, 2018 წელთან შედარებით, არსებითად არ შეცვლილა.130 გასული წლების მსგავსად, შენარჩუნებულია ტენდენცია, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ შესწავლილი და დამუშავებული შემთხვევების დაახლოებით ერთ მესამედში (2019 წელი - 30.7%, 2018 წელი - 27.6 %, 2017 წელი - 30.1%, 2016 წელი - 31,3 %), დაკავების ოქმში არ არის მითითებული დაზიანება, რომელიც აღწერილია იზოლატორებში არსებულ სამედიცინო ჩანაწერებში. 2019 წელს დამუშავებული 449 შემთხვევიდან 138 შემთხვევაში იზოლატორში აღწერილი დაზიანებები დაკავების ოქმში მითითებული არ ყოფილა. საგულისხმოა, რომ ზემოთ ნახსენები 138 შემთხვევიდან (როდესაც იზოლატორში აღწერილი დაზიანებები მითითებული არ ყოფილა პირის დაკავების ოქმში) 125 ადმინისტრაციული წესით დაკავების ოქმია, ხოლო 13 - ბრალდებულის დაკავების ოქმი. საყურადღებოა, რომ ბრალდებულის დაკავების ოქმის ფორმაში არის სპეციალური გრაფა, სადაც უნდა მიეთითოს დაკავებულის ფიზიკური მდგომარეობა (სხეულის დაზიანებები) დაკავების მომენტში. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ 13 შემთხვევაში პირს დაზიანება აღენიშნებოდა იზოლატორში შესახლებისას, მათი დაკავების ოქმების შესაბამის გრაფაში მითითებული იყო, რომ დაზიანება არ აღენიშნებოდა. მითითებულ 13 შემთხვევაში ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოქმის შემდგენს გამორჩენოდა ხილული დაზიანებები, რომელიც დაკავებულებს თვალბუდის არეში აღენიშნებოდათ და არის უფრო მყარი პრეზუმფცია, რომ პირი დაკავების შემდეგ, იზოლატორში შესახლებამდე დაექვემდებარა არასათანადო მოპყრობას. ყოველივე აქედან გამომდინარე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პოლიციის მხრიდან დაკავებული პირების მიმართ მოპყრობის კუთხით, 2018 წელთან შედარებით, 2019 წელს მდგომარეობა არსებითად არ შეცვლილა, თუმცა აღსანიშნავია, რომ 2017 და 2018 წლების 130 ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: 85 | < http://bit.ly/38w8dDz > [ბოლოს ნანახია 05.02.2020]. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მსგავსად, 2019 წელსაც შენარჩუნებულია ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირების მიმართ მოპყრობის გაუარესების ტენდენცია. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დამუშავებული მონაცემები და დაკავებული პირების გამოკითხვის შედეგები ცხადყოფს, რომ პოლიციის მიერ დაკავებისას ძალის გადამეტება, დაკავების შემდეგ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობა, ასევე, სხეულის დაზიანებების გამოწვევად და ძალის გამოყენების რჩება. გარდა ამისა, არასრულყოფილი საყურადღებოა დოკუმენტირება, შინაგან საქმეთა კვლავ სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებული პირების მიმართ 2019 წელს ჩადენილი სავარაუდო წამებისა და სხვა სასტიკი არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის თაობაზე სახალხო დამცველის აპარატის წარმოებაში არსებული საქმეები, განსაკუთრებით, არასრულწლოვნების საქმეები. სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წელს სამი არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის საქმეების შესწავლა დაიწყო. საგანგაშოა, რომ აღნიშნულთაგან ერთ საქმეში პოლიციის განყოფილებაში გამომძიებელთან გამოკითხვაზე ყოფნის შემდეგ, არასრულწლოვანმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ბავშვი პოლიციელთა მხრიდან ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი გახდა. საქმეზე ჩვენების მიცემის იძულების ბრალდებით, სისხლის სამართლის კოდექსის 335-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის საფუძველზე, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა გამომძიებელი მ. ჩ. დააკავა. მეორე არასრულწლოვნის მიმართ, ადგილი ჰქონდა პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის ფაქტს. არასრულწლოვნის მტკიცებით, მან სხეულის სხვა დაზიანებებთან ერთად, ზედა კიდურის მოტეხილობა მიიღო. საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, დამამცირებელი და არაადამიანური მოპყრობის ფაქტზე ბრალი ერთ პირს - შსს ბოლნისის რაიონული სამმართველოს თანამშრომელს, კ. ქ.-ს წარედგინა. მესამე შემთხვევაში, ერთ-ერთ არასრულწლოვანს პოლიციის თანამშრომლები სიცოცხლის მოსპობით ემუქრებოდნენ და იმ პირის მკვლელობის აღიარებას სთხოვდნენ, რომელიც მოგვიანებით ცოცხალი წარმომადგენელმა აღმოჩნდა. საქართველოს არასრულწლოვანთან ვიზიტისას, სახალხო ნახა, დამცველის რომ მას აპარატის მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებოდა. ამ ეტაპზე გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების კვალიფიკაციით მიმდინარეობს და ბრალი არცერთ პოლიციელს არ წარდგენია. არასრულწლოვანი ცნობილი არ არის დაზარალებულად. წამებისა და არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის გარანტიები ამ თავში, სამართალდამცავების მხრიდან წამებისა და არასათანადო მოპყრობის თავიდან ასაცილებლად, დაკავებული პირებისათვის საკანონმდებლო დონეზე განსაზღვრული გარანტიების პრაქტიკაში გამოყენების ტენდენციებს განვიხილავთ. უფლებების განმარტება - საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით, დამკავებელმა მოხელემ დაკავებულ პირს გასაგები ფორმით უნდა განუმარტოს მისი უფლებები და დაკავების საფუძველი. აღნიშნულის მიუხედავად, წინა 86 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 წლების მსგავსად, 2019 წელსაც პრობლემური იყო პოლიციის მიერ პირის ინფორმირება საკუთარი უფლებების შესახებ. სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ჩატარებული ინტერვიუების შედეგად გამოიკვეთა, რომ უმეტეს შემთხვევებში არც დაკავებისას და არც გამოკითხვის წინ, დაკავებულ პირებს ან საერთოდ არ უმარტავენ უფლებებს, ან მხოლოდ ნაწილობრივ აწვდიან ინფორმაციას. სპეციალური პრევენციული ჯგუფის ვიზიტების შედეგად დადგინდა, რომ პოლიციის დეპარტამენტების და სამმართველოების უმრავლესობაში საერთო სამუშაო სივრცეებში განთავსებული ინფორმაციული ხასიათის პოსტერები მხოლოდ ოჯახში ძალადობის საკითხებს შეეხება და არ შეიცავს დაკავებულის საპროცესო უფლებების შესახებ ინფორმაციას. აღნიშნულისგან განსხვავებით, დროებითი მოთავსების იზოლატორებში, დაკავებული პირისთვის ხელმისაწვდომია საპროცესო უფლებების ჩამონათვალი წერილობითი სახით, თარგმნილი სხვადასხვა ენაზე და, სურვილის შემთხვევაში, დაკავებულს აღნიშნული დოკუმენტის საკუთარ საკანში ქონაც შეუძლია. დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანამდე, დაკავებულებს საშუალოდ 4 საათი უწევთ პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნა. ამ ხნის განმავლობაში არაერთი საგამოძიებო მოქმედება შეიძლება ჩატარდეს. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ დაკავების მომენტშივე ვერბალურად, პირველივე შესაძლებლობისთანავე კი - წერილობით, ეცნობოს დაკავებულს მისი უფლებების შესახებ.131 ბოლო წლებში, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, სხვადასხვა ქვეყნის მიმართ გაცემულ რეკომენდაციებში მთავრობებისგან მოითხოვს უფრო მეტ პროცედურულ გარანტიებს იმისათვის, რათა დაკავებულის ინფორმირება მისი უფლებების თაობაზე მაქსიმალურად იყოს გარანტირებული.132 ადვოკატის ხელმისაწვდომობა და ოჯახის ინფორმირება - დაკავებული პირი, პოლიციის მხრიდან ზეწოლისა და არასათანადო მოპყრობის მიმართ, დაკავების პირველ საათებშია ყველაზე მოწყვლადი. შესაბამისად, აუცილებელია მიენიჭოს ადვოკატის დაუყოვნებლივი ხელმისაწვდომობის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. ეს, პოლიციის მხრიდან დაკავებული პირის მიმართ არასათანადო მოპყრობის პრევენციისათვის უმნიშვნელოვანესი გარანტიაა. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ სტატისტიკური პროგრამის გამოყენებით დამუშავებული მონაცემების მიხედვით, 2019 წელს 131 საგრძნობლად არის გაუმჯობესებული პირველი 24 საათის განმავლობაში წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 28-ე საერთო ანგარიში, 2019 წ, პარაგრაფი: 66, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე: < http://bit.ly/2TDblrL >, [ბოლოს ნანახია: 30.01.2020]. 132 ანგარიში ლიეტუვას მთავრობას, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, CPT/Inf (2018) 2, 01.02.2018, პარ. 23, ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: < http://bit.ly/2VNWyNG >,[ბოლოს ნანახია 30.01.2020]; ანგარიში დანიის მთავრობას, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი, CPT/Inf (2019) 35, 28.11.2019, ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: < http://bit.ly/38sqscR >, [ბოლოს ნანახია: 30.01.2020]. 87 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ადვოკატის საქმეში ჩართვის მაჩვენებელი. კერძოდ, სისხლის სამართლის საქმეების 24,6%ში ადვოკატი 24 საათის განმავლობაში, პირველი 48 საათის განმავლობაში - საქმეების 14%ში, ხოლო 72 საათის განმავლობაში - საქმეების 33%-ში ჩაერთო.133 ალტერნატიულ წყაროებზე დაყრდნობით, ადვოკატი დაკავებულს პირველად, უმეტეს შემთხვევებში, დროებითი მოთავსების იზოლატორში ხვდება.134 საანგარიშო პერიოდში სპეციალურ პრევენციულ ჯგუფთან გასაუბრებისას, ადვოკატების უმრავლესობა აცხადებდა, რომ პოლიციის თანამშრომლები დაკავებულ პირებს ურჩევენ, არ მიმართონ ადვოკატს, ვინაიდან არ საჭიროებენ და ეს დიდ ხარჯებთანაც იქნება დაკავშირებული, ამავე დროს, არწმუნებენ, რომ თუ მათთან ითანამშრომლებენ, დათანხმდებიან ე.წ. „აღიარებითი ჩვენების“ მიცემას და საპროცესო შეთანხმების გზას აირჩევენ, მათ საქმეში სავალდებულო დაცვის წესით, უფასოდ ჩაერთვება საზოგადოებრივი ადვოკატი. ადვოკატების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, არის შემთხვევები, როდესაც პოლიციის დაწესებულებაში მისული ადვოკატის დაკავებულ პირთან შეხვედრას ხელოვნურად აბრკოლებენ, ეუბნებიან, რომ არ იციან, დაკავებული იმყოფება თუ არა შენობაში, ან თუ ნამდვილად სურს ადვოკატთან შეხვედრა.135 აქვე აღსანიშნავია, რომ დაკავებული პირის მიერ ადვოკატის მოთხოვნის ან დაკავშირების დრო კვლავ არ აღირიცხება. რაც შეეხება ოჯახის ინფორმირებას პირის დაკავების შესახებ, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დამუშავებული მონაცემების მიხედვით, კანონმდებლობით დადგენილ 3საათიან ვადაში,136 შეტყობინება საქმეების 94,4 %-ში განხორციელდა. მისასალმებელია, რომ ამ კუთხით დადებითი დინამიკა ნარჩუნდება.137 ამავე დროს, მნიშვნელოვანია, რომ არ შეწყდეს პროგრესი, ვინაიდან ოჯახის ინფორმირების უფლებით სარგებლობა პირდაპირ არის დაკავშირებული დაკავებულის ადვოკატთან ხელმისაწვდომობასთან. ამ საკითხის 133 სტატისტიკა წლების მიხედვით პირველი 24 საათის განმავლობაში ადვოკატის ჩართვასთან დაკავშირებით: 2017 წელი -15%, 2018 წელი -11,9%. 134 გამოკითხული 38 დაკავებულიდან, ადვოკატი დაკავებულს პოლიციის სამმართველოში/განყოფილებაში შეხვდა 3 შემთხვევაში; იზოლატორში შეხვდა 17 შემთხვევაში; პენიტენციურ დაწესებულებაში - 6 შემთხვევაში; სასამართლო პროცესზე - 4 შემთხვევაში; ინფორმაცია არ გვაქვს, სად შეხვდა 3 შემთხვევაში; ადვოკატი არ ჰყავდა 5 დაკავებულს. აღნიშნულ ტენდენციას ადასტურებენ ონლაინ გამოკითხული ადვოკატების 52 პროცენტი და სპეციალურ პრევენციულ ჯგუფთან გასაუბრებაზე მოსული ადვოკატები. 135 ონლაინ გამოკითხული ადვოკატების 52,8 % ამბობს, რომ 2019 წელს ჰქონიათ შემთხვევა, როდესაც შეიტყვეს, რომ დაკავებულმა მოითხოვა ადვოკატი და მას არ დაუკავშირდნენ. 55.9% კი ამბობს, რომ იმ შემთხვევაში, როდესაც დააყოვნეს დაკავებულთან ადვოკატის პირველი შეხვედრა, უკვე ჩატარებული იყო დაკავებულის გამოკითხვა, მასზე განხორციელებული იყო მუქარა ან სხეულზე აღენიშნებოდა საეჭვო დაზიანებები. 136 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 177-ე მუხლის 1-ლი ნაწილი. 137 წლების მიხედვით დინამიკა შემდეგია: 2017 წელს -71%, 2018 წელს - 86,8%. 88 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 აქტუალობაზე მიუთითებს შემთხვევები, როცა დაკავებულ პირებს ოჯახთან დაკავშირების კუთხით, დაბრკოლებები ექმნებათ. საქართველოს სახალხო დამცველი, წინა წლის მსგავსად, მიიჩნევს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ უნდა შეიმუშაოს კონკრეტული მექანიზმი, რომელიც შესაძლებელს გახდის იმის შემოწმებას, პრაქტიკაში რამდენად ხორციელდება ოჯახის წევრებთან, ახლობლებთან ან ადვოკატთან დაკავშირების და დაკავების შესახებ ინფორმაციის შეტყობინების უფლება.138 ექიმის ხელმისაწვდომობა, სამედიცინო შემოწმება - მონიტორინგის შედეგები აჩვენებს, რომ პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნის პერიოდში, დაკავებულებს სამედიცინო მომსახურება დროულად მიეწოდებოდათ, გარდა ერთეული შემთხვევებისა. მისასალმებელია, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორებში სამედიცინო პუნქტების რაოდენობა 2019 წელს 15-დან 19-მდე გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ სპეციალურ პრევენციულ ჯგუფთან გასაუბრებისას, დაკავებულთა ნახევარი აცხადებს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში სამედიცინო შემოწმებამ კონფიდენციალურ გარემოში ჩაირა. დაკავებულთა ნახევარი კი აცხადებს, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორის თანამშრომლები ექიმის მიერ მათ დათვალიერებას უშუალოდ ესწრებოდნენ ან კართან იდგნენ და უსმენდნენ საუბარს. მსგავს არაკონფიდენციალურ გარემოში სამედიცინო შემოწმების ჩატარება დაკავებულ პირს უბიძგებს, შიშის გამო, დამალოს დაზიანების რეალური წარმომავლობა. არასათანადო მოპყრობის ფაქტის გამოსავლენად, უმნიშვნელოვანესია, რომ ექიმმა დაადგინოს კავშირი დაკავებულის სხეულზე არსებულ დაზიანებებსა და დაკავებული პირის გადმოცემით, დაზიანებების მიყენების მეთოდებს შორის.139 წინა წლების მსგავსად, კვლავ ხარვეზებით მიმდინარეობს ექიმების მიერ დაზიანებების დოკუმენტირების პრაქტიკა. დამუშავებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ უმეტეს შემთხვევაში, დაზიანებების მიღების გარემოებები (ვითარება და მეთოდი) არასრულყოფილად ან საერთოდ არ აღიწერება.140 საყურადღებოა ის გარემოება, რომ ექიმი ადგენს შესაბამისობას არსებულ დაზიანებასა და მისი მიღების გარემოებებს შორის, მაშინ როდესაც დაზიანების მიღების გარემოებები არასრულყოფილად ან საერთოდ არ აქვს აღწერილი.141 138 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ 61. 139 წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის ეფექტიანი გამოძიებისა და დოკუმენტირების სახელმძღვანელო „სტამბოლის პროტოკოლი“, პარ. 104. 140 351 შემთხვევიდან 275 (78%) შემთხვევაში. მხოლოდ 76 შემთხვევაში იყო სრულყოფილად აღწერილი გარემოებები. 275 შემთხვევიდან, დაზიანებების მიღების გარემოებები სრულყოფილად ან საერთოდ არ არის აღწერილი 177 შემთხვევაში, მაგრამ ექიმს დადგენილი ჰქონდა შესაბამისობა. 6 შემთხვევაში, გარემოებები სრულყოფილად იყო აღწერილი, მაგრამ ექიმს შესაბამისობა დადგენილი არ ჰქონდა. 141 89 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 რაც შეეხება დაზიანებების ფოტოგრაფირების საკითხს, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ დამუშავებული სტამბოლის პროტოკოლის მიხედვით დოკუმენტირებული 351 შემთხვევიდან, ფოტო გადაღებულია 56 შემთხვევაში. სპეციალური პრევენციული ჯგუფი გაეცნო 40 ფოტოს, რომელთაგან 36 შემთხვევაში ფოტოების ხარისხი არადამაკმაყოფილებელი იყო. ამასთან, აღსანიშნავია, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ ნანახ იზოლატორებში სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად გადაღებული ფოტოების შენახვის ერთიანი წესი არ ჰქონიათ. აუდიო და ვიდეოჩანაწერები - წამების პრევენციის ევროპული კომიტეტი წევრ სახელმწიფოებს რეკომენდაციით მიმართავს, აწარმოონ პოლიციის დაწესებულებებში დაკავებული პირის დაკითხვის პროცესის უწყვეტი ელექტრონული (აუდიო ან/და ვიდეო) გადაღება, რაც წამებისა და არასათანადო მნიშვნელოვანი დამატებითი გარანტიაა. 142 მოპყრობისაგან დაცვის ერთ-ერთი ჩანაწერები უნდა იყოს დაცული, ინახებოდეს გონივრული დროით და ხელმისაწვდომი უნდა იყო დაკავებული პირისთვის, მისი ადვოკატისა და შიდა/საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებისთვის, ისევე როგორც საგამოძიებო ორგანოებისთვის.143 კანონმდებლობით, პოლიციის აღნიშნულისგან საპირისპიროდ, დაწესებულებებში საქართველოს დაკავებულ პირთა დაკითხვის/გამოკითხვის პროცესის აუდიო-ვიდეოჩაწერა სავალდებულო არ არის და პოლიციელთა შეხედულებაზეა დამოკიდებული. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წელს სამი პოლიციის დაწესებულების გარდა, ყველა ტერიტორიული ერთეული აღჭურვილია შიდა და გარე სამეთვალყურეო კამერებით.144 ამასთან, სამინისტროსვე მოწოდებული ინფორმაციით, შენობაში განთავსებული ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის მეშვეობით შესაძლებელია მხოლოდ შენობის შესასვლელებისა და საერთო სივრცეების მონიტორინგი. აღსანიშნავია, რომ პოლიციის დაწესებულებებს სხვადასხგვარი ინფრასტრუქტურა აქვთ და მოქალაქეს ან დაკავებულს შეიძლება ნებისმიერ სივრცეში უწევდეს ყოფნა. თუმცა, ყველა სივრცე, სადაც დაკავებულს ან მოქალაქეს უწევს ყოფნა, ვიდეო მეთვალყურეობით დაფარული არ არის.145 142 საბოლოო დასკვნა რუსეთის ფედერაციის მიმართ, წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, CAT/C/RUS/CO/6, 28.08.2018. 143 Inter alia, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 28-ე საერთო ანგარიში, 2019 წ, პარაგრაფი: 81, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე: < http://bit.ly/2TDblrL > [ბოლოს ნანახია: 01.02.2020]. 144 ვიდეოკამერები არ არის შემდეგ პოლიციის დაწესებულებებში: შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა- მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტი; შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ახალგორის რაიონული სამმართველო; ლენტეხის რაიონული სამმართველოს ჟახუნდერის პოლიციის განყოფილება. 145 ვიდეო მეთვალყურეობის სისტემის დაფარვის არეალის კუთხით, შედარებით უკეთესი მდგომარეობაა ქობულეთის, ჩოხატაურის, ოზურგეთის, ამბროლაურის და ყვარლის რაიონულ სამმართველოებში, ასევე, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში. 90 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ასევე აღსანიშნავია, რომ დაკავებულთან ან დაწესებულებაში სხვა სტატუსით მყოფ პირთან გასაუბრებისთვის საკმაოდ აქტიურად გამოიყენება პოლიციის დაწესებულებების უფროსების და მათი მოადგილეების სამუშაო ოთახები.146 ამის მიუხედავად, სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მონახულებული 30 სამმართველოდან არცერთ კაბინეტში არ მიმდინარეობს აუდიო-ვიდეო მეთვალყურეობა, რაც არასათანადო მოპყრობის რისკს ქმნის.147 შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ დაწესებულებების ინფრასტრუქტურიდან გამომდინარე, ამ ეტაპზე უფროსის/მოადგილეების გარდაუვალია კაბინეტში პოლიციის ზემოაღნიშნულ პირებთან დაწესებულების გასაუბრება, იგი აუცილებლად ვიდეო-მეთვალყურეობის სისტემით უნდა აღიჭურვოს. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნებისმიერი სივრცე, სადაც დაკავებულს ან მოქალაქეს შეიძლება უწევდეს ყოფნა, ვიდეო სამეთვალყურეო სისტემით სრულად უნდა იყოს დაფარული. პოლიციის დაწესებულების ყველა შიდა და გარე პერიმეტრი, სადაც დაკავებულს შეიძლება უწევდეს ყოფნა, უნდა აღიჭურვოს ვიდეომეთვალყურეობის სისტემით, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როდესაც შესაძლებელია დაირღვეს დაკავებულის პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება ან ადვოკატთან და ექიმთან შეხვედრის კონფიდენციალურობა.148 ზემოაღნიშნულის გარდა, წინა წლების მსგავსად, კვლავ პრობლემურია პოლიციელების მიერ სამხრე კამერების გამოყენების პრაქტიკა. მოქმედი კანონმდებლობით, პატრულინსპექტორი ვალდებულია ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული სამხრე ვიდეოკამერის მეშვეობით მოპოვებული მონაცემები სპეციალურ სერვერზე განათავსოს, სადაც ეს მონაცემები 30 დღის ვადით შეინახება.149 რაც შეეხება პატრულ-პოლიციელის მოქალაქეებთან ურთიერთობის ვიდეო და აუდიოჩაწერის ვალდებულებას, იგი პატრულპოლიციელის დისკრეციაზეა დამოკიდებული. აღსანიშნავია, რომ პატრულ- პოლიციელების გარდა, სამსახურებრივი ფუნქციებიდან გამომდინარე, მოქალაქეებთან შემხებლობა აქვთ ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლებსაც. თუმცა მოქალაქეებთან ურთიერთობისას მათ 146 ვიდეოგადაღების პოლიციის ვალდებულება თანამშრომელთა მიერ არ გააჩნიათ. მოწოდებული აღნიშნული ინფორმაციის თანახმად, პოლიციელის 30 პოლიციის დაწესებულებიდან, უფროსის ან მოადგილის კაბინეტში, დაკავებულს 17 შემთხვევაში უწევს ყოფნა, ხოლო 25 შემთხვევაში - დაწესებულებაში სხვა სტატუსით მქონე პირს. 147 სპეციალურ პრევენციულ ჯგუფთან გასაუბრებისას დაკავებულები და ადვოკატები მიუთითებენ, რომ აღნიშნული სივრცეები მიეკუთვნება რისკ ჯგუფებს. მათი გადმოცემით, ზოგიერთ შემთხვევაში, ადგილი აქვს არასათანადო მოპყრობის ფაქტებს. 148 საბოლოო დასკვნა რუსეთის ფედერაციის მიმართ, წამების საწინააღმდეგო კომიტეტი, CAT/C/RUS/CO/6, 28.08.2018, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://bit.ly/2TEhpjM > [ბოლოს ნანახია 04.02.2020]. 149 „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის სამსახურის მიერ პატრულირების განხორციელების წესების შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე შსს-ს მინისტრის 2005 წლის 15 დეკემბრის №1310 ბრძანება, მუხლი 121. 91 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 შეხედულებაზეა დამოკიდებული. გადაღებული ვიდეომასალის შენახვის წესი და ვადები არც ამ შემთხვევაშია განსაზღვრული. ამგვარი საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში, პრაქტიკაში სამხრე კამერები თითქმის არ გამოიყენება.150 გამოყენების შემთხვევაშიც, იკვეთება ერთეული შემთხვევები, როდესაც სამხრე კამერებით გადაღებული პოლიციელთა მოქალაქეებთან ურთიერთობის ამსახველი მცირე მონაკვეთიანი ჩანაწერები (რომელიც ერთიანობაში არ აჩვენებს სურათს და მხოლოდ პოლიციის თანამშრომელთა სასარგებლოდ მეტყველებს) ერთვის საქმეს, დაბრკოლებას როგორც მტკიცებულება.151 წარმოადგენს სამხრე ასევე, კამერების პოლიციელთა ტექნიკური ინფორმაციით, გამართულობაც.152 შესაბამისად, მნიშვნელოვანია გაუმართავი სამხრე კამერების ეტაპობრივად ჩანაცვლება ახალი გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე კამერებით. პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნის ხანგრძლივობა - პოლიციის კონტროლის ქვეშ ხანგრძლივი დაყოვნების შემთხვევებში, მაღალია პოლიციის თანამშრომლების მხრიდან ფიზიკური ძალადობისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის რისკი. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი, წლებია გასცემს რეკომენდაციას საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომლითაც განისაზღვრება დამკავებელი მოხელის ვალდებულება, დაკავებული პირი დაუყოვნებლივ გადაიყვანოს დროებითი მოთავსების იზოლატორში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 174-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დამკავებელმა მოხელემ დაკავებული დაუყოვნებლივ უნდა მიიყვანოს პოლიციის უახლოეს დაწესებულებაში ან სხვა სამართალდამცავ ორგანოში. თუმცა, დაკავებული პირის პოლიციის დაწესებულებაში მიყვანის შემთხვევაში, კანონმდებლობით არ არის განსაზღვრული ვადა, რომლის განმავლობაშიც დაკავებული პირი შესაძლებელია იმყოფებოდეს პოლიციის დაწესებულებაში, დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანამდე. მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა, რომ იშვიათ შემთხვევებში, დაკავებული პირები პოლიციის კონტროლის ქვეშ 13 საათიდან 20 საათამდეც კი იმყოფებოდნენ, ძირითადად კი, პოლიციის კონტროლის ქვეშ ყოფნის დრო საშუალოდ 4 საათია. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დაკავებულ პირთა პირდაპირ დროებითი მოთავსების იზოლატორებში გადაყვანის სასარგებლოდ რამდენიმე არგუმენტი არსებობს: 150 სპეციალურ პრევენციულ ჯგუფთან საუბრისას 38 დაკავებულიდან, მხოლოდ 2 დაკავებულმა მიუთითა დაკავებისას სამხრე კამერის გამოყენებაზე. 151 რეგიონებში მოღვაწე ადვოკატებთან გასაუბრების შედეგები. ონლაინ გამოკითხული ადვოკატების 65,4 % აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ იარსებებდა სამხრე კამერების ჩანაწერები, როგორც მტკიცებულება, საქმეზე დიდ გავლენას მოახდენდა. 152 სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ რეგიონებში ჩატარებული მონიტორინგისას, პოლიციის სამმართველოების და დეპარტამენტების თანამშრომლები აღნიშნავდნენ, რომ მათ დაბალი გამძლეობისა და გაუმართავი სამხრე კამერები გადაეცათ, რაც თავადაც უქმნით დაბრკოლებებს. 92 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 დაკავებულ პირს იზოლატორში შესვლისთანავე უტარდება სამედიცინო შემოწმება სტამბოლის პროტოკოლის შესაბამისად; მეტი ალბათობაა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორში დაკავებულმა პირმა გაამხილოს პოლიციის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტი; დროებითი მოთავსების იზოლატორში შეყვანის დრო მკაცრად აღირიცხება; დროებითი მოთავსების იზოლატორში უკეთესი მატერიალური პირობებია.153 პოლიციის მიერ პირის პოლიციის დაწესებულებაში გასაუბრებაზე მიწვევის შემთხვევაში, პირი სტატუსის მატარებელი არ არის და მისი გამოცხადება პოლიციაში, ისევე როგორც პოლიციის დატოვება, ფორმალურად ნებაყოფლობითია. „პოლიციის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის თანახმად, პოლიციას უფლება აქვს მოიწვიოს პირი პოლიციის დაწესებულებაში გასაუბრებაზე. სამართლებრივად, ამ პროცედურის გამოყენებით მიწვეული პირი, რაიმე სტატუსის მატარებელი არ არის და მისი გამოცხადება პოლიციაში, ისევე როგორც პოლიციის დატოვება, ფორმალურად154 ნებაყოფლობითია. აღნიშნული პროცედურის ფარგლებში მოწვეულ პირთა მიმართ პოლიციის ძალადობის მხრიდან უფლებამოსილების შემთხვევებში, მოქალაქეები გადამეტების, არ არიან ზეწოლის ან აღჭურვილნი ფიზიკური არასათანადო მოპყრობისაგან დაცვის პროცედურული გარანტიებით. ამ მიზნით, მნიშვნელოვანია, შეიქმნას ისეთი შესაძლებლობას, მექანიზმი, მიეღოთ რომელიც სარწმუნო მონიტორინგის ინფორმაცია პირის ორგანოებს მისცემდა სტატუსის, პოლიციის დაწესებულებაში შესვლის და გამოყვანის დროის შესახებ. დოკუმენტაციის წარმოება პოლიციის დაწესებულებებში - გაეროს წამების პრევენციის ქვეკომიტეტი წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, უზრუნველყონ დაკავებულთა შესახებ ინფორმაციის შემცველი სტანდარტიზებული ფაილური დოკუმენტაციის/ჩანაწერების წარმოება. დოკუმენტაცია რეგულარულად უნდა მოწმდებოდეს პოლიციის ზედამხედველი ორგანოს მიერ და ხელმისაწვდომი უნდა იყოს პრევენციის ეროვნული მექანიზმებისათვის. წინა წლების მსგავსად, ხარვეზებით იწარმოება დაკავებულ დოკუმენტაცია პოლიციის ტერიტორიულ ორგანოებში. პირთა სპეციალური შესახებ პრევენციული ჯგუფის მიერ მონახულებული 30 პოლიციის დაწესებულებიდან, 17 დაწესებულებაში ჟურნალების შევსების ხარვეზები დაფიქსირდა .155 ასევე, 2019 წელს შესწავლილი 153 მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ: საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2018 წლის ანგარიში. ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: < http://bit.ly/3awdc8x >, [ბოლოს ნანახია: 03.02.2020] 154 სპეციალურ პრევენციულ ჯგუფთან გასაუბრებისას, რამდენიმე დაკავებულმა აღნიშნა, რომ დაკავებამდე პოლიციის დაწესებულებებში ნებაყოფლობით იყვნენ მისულები. ადვოკატებთან გასაუბრებისას გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც მათი დაცვის ქვეშ მყოფ პირებს, რომელთაც დაკავებულის სტატუსი არ ჰქონდათ, გადაადგილების საშუალებას არ აძლევდნენ. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ ეს პირები defacto დაკავებულები იყვნენ. 155 რიგ შემთხვევებში ვერ დგინდება პირის დაკავების თარიღი/დრო, გაურკვეველია დაკავებულის სამმართველოდან გაყვანის თარიღი/დრო, პირის დაკავების დროს წინ უსწრებს დროებითი მოთავსების 93 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საქმეების 31,3%-ში დაკავების ოქმში არ არის მითითებული დაზიანება, რომელიც აღწერილია დროებითი მოთავსების იზოლატორის გარეგნული დათვალიერების ოქმში.156 აქედან, შესწავლილი 328 ადმინისტრაციული საქმიდან 123 (37.5%) შემთხვევაში დაზიანებების თაობაზე იზოლატორის და დაკავების ოქმის ჩანაწერები ერთმანეთს არ ემთხვევა. ასევე ხარვეზიანია დაუმორჩილებლობა/წინააღმდეგობის გაწევის და ძალის გამოყენების დოკუმენტაცია.157 მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრომ, სულ მცირე, საპილოტე რეჟიმში, პოლიციის რეესტრების დაწესებულებებში წარმოება, დაიწყოს დაკავებულის რომელიც დამატებით შესახებ გარანტიებს სისტემატიზებული შექმნის წამების და არასათანადო მოპყრობის პრევენციისათვის. მოსამართლის როლი - პოლიციელთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევების თავიდან არიდების კუთხით, მოსამართლეებს მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლიათ.158 საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება 2019 წლის ივლისიდან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1911 მუხლში შეტანილი ცვლილებების ამოქმედებას, რომელთა თანახმადაც, თუ სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე მოსამართლეს ეჭვი გაუჩნდება, რომ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა განუცხადა სასამართლოს, გამოძიების ორგანოს. ამის მოსამართლე მიუხედავად, რეაგირებისათვის სისხლის ადვოკატების მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 159 მიმართავს სამართლის შესაბამის სპეციალიზაციის არის შემთხვევები, როცა მოსამართლე სათანადოდ არ მსჯელობს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. ზოგიერთმა გამოკითხულმა ბრალდებულმა სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს განუცხადა, რომ მათ აღენიშნებოდათ ხილული მრავლობითი იზოლატორში წაყვანის დრო, ასევე, დაკავების დროს წინ უსწრებს პირის სამმართველოში შეყვანის დრო; რიგ შემთხვევებში არ არის მითითებული დაკავებული პირის საპყრობილეში/იზოლატორში გაყვანის თარიღი/დრო, ასევე, რა ბედი ეწია დაკავებულს. 156 2018 წელს, 2017 წლის მსგავსად, შესწავლილ შემთხვევათა დაახლოებით ერთ მესამედში დაკავების ოქმში არ არის მითითებული დაზიანება, რომელიც აღწერილია გარეგნული დათვალიერების ოქმში (2018 წელი - 27.6 %, 2017 წელი - 30.1%, 2016 წელი - 31.3). 157 2019 წელს ძალის გამოყენების შესახებ მითითებულია 64 (14%) დაკავების ოქმში. აქედან ძალის გამოყენება აღწერილია 12 შემთხვევაში, საიდანაც 1 შემთხვევაში სრულად არის აღწერილი, ხოლო 11 შემთხვევაში -ნაწილობრივ. 158 გაეროს წამების წინააღმდეგ კონვენციის მე-2 მუხლის პირველი პუნქტი. 159 გამოკითხული ადვოკატების 45.2% აღნიშნავს, რომ მოსამართლემ სათანადოდ არ იმსჯელა პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე. მაგალითისათვის, აჭარის რეგიონიდან 2 ადვოკატის მითითებით, იმ შემთხვევაშიც, როცა აშკარაა პირის მიმართ სავარაუდოდ ძალადობის განხორციელების შემთხვევა, სასამართლო საგამოძიებო ორგანოს არ მიუთითებს დაიწყოს გამოძიება არასათანადო მოპყრობაზე. 94 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 დაზიანებები (მათ შორის, სახის არეში) და მოსამართლეს ამ საკითხზე ყურადღება არ გაუმახვილებია. აღსანიშნავია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წელს საქართველოს რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლეებმა საგამოძიებო ორგანოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1911 მუხლის გამოყენების საფუძვლით 25 შემთხვევაში მიმართეს (როგორც არსებითი განხილვის, ისე სასამართლოში პირველი წარდგენის დროს).160 დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული მდგომარეობა საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება 2019 წელს დროებითი მოთავსების იზოლატორებში ინფრასტრუქტურისა და საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად ჩატარებულ სარემონტო სამუშაოებს.161 თუმცა, აღნიშნულის მიუხედავად, რიგი დროებითი მოთავსების იზოლატორებში არსებული პირობები გაუმჯობესებას და საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგებას საჭიროებს. 2019 წლის განმავლობაში განხორციელებული ვიზიტების162 შედეგად დადგინდა, რომ დროებითი მოთავსების იზოლატორების ნაწილი არ არის უზრუნველყოფილი სათანადო ბუნებრივი163 და ხელოვნური ვენტილაციითა164 და განათებით, ზოგიერთი იზოლატორი საჭიროებს კოსმეტიკური სარემონტო სამუშაოების ჩატარებას.165 გარდა ამისა, 2019 წელს სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ შემოწმებულ არცერთ დროებითი მოთავსების იზოლატორში არსებული გარემო არ იყო ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებზე. ზემოთქმულის გარდა, რიგი დროებითი მოთავსების იზოლატორებში არის ნახევრად იზოლირებული სანიტარული კვანძი, რაც განსაკუთრებით პრობლემურია ორ და მეტ ადგილიან საკნებში, სადაც შესახლებულ პირებს ბუნებრივი მოთხოვნილების 160 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 19 თებერვლის წერილი №პ-96-20. 161 სარემონტო სამუშაოები ჩატარდა ბაღდათის, სამტრედიის, სენაკის, ფოთის, სიღნაღის, ლანჩხუთის, ოზურგეთისა და ქობულეთის დროებითი მოთავსების იზოლატორებში. 162 კახეთის, იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის, აჭარისა და გურიის რეგიონებში მდებარე იზოლატორები. 163 მცირე ზომის ფანჯრების გამო, ბუნებრივი განათებისა და ვენტილაციის პრობლემაა გურიის აჭარისა და რეგიონალურ, ჭიათურის, იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონალურ, სამტრედიის, ზესტაფონის, ბაღდათის, საგარეჯოს, კახეთის რეგიონალურ, ყვარლისა და ლანჩხუთის დროებითი მოთავსების იზოლატორების საკნებში. 164 ხელოვნური ვენტილაცია არასაკმარისია აჭარისა და გურიის რეგიონალურ და ბაღდათის დროებითი მოთავსების იზოლატორების საკნებში. 165 აჭარისა და გურიის რეგიონალურ, იმერეთის, რაჭა–ლეჩხუმის, ქვემო სვანეთის რეგიონალურ და ასევე საგარეჯოს დროებითი მოთავსების იზოლატორების საკნებში კედლებზე შეიმჩნევა ნესტის და ჭუჭყის კვალი, ზოგან კედლიდან ჩამოშლილია საღებავის ფენები. 95 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 დაკმაყოფილება სხვა პირის/პირების თანდასწრებით უწევთ. შეინიშნება ჰიგიენურ ნორმებთან დაკავშირებული პრობლემები. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  შევიდეს ცვლილებები საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და განისაზღვროს, რომ თუ მოსამართლეს გაუჩნდა ეჭვი, რომ ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის მიმართ განხორციელდა წამება, დამამცირებელი ან/და არაადამიანური მოპყრობა, ან თუ ამის შესახებ თავად ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულმა პირმა განუცხადა სასამართლოს, მოსამართლე რეაგირებისათვის მიმართავს შესაბამის გამოძიების ორგანოს რეკომენდაციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  პილოტურ რეჟიმში, პოლიციის რამდენიმე დაწესებულებაში უზრუნველყოს პოლიციელთა მიერ დაკავებული პირისათვის უფლებების განმარტების შესახებ ინფორმაციის მიწოდების პროცესის ტექნიკური საშუალებებით (აუდიო- ვიდეოჩანაწერებით) აღბეჭდვა  პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში სათვალთვალო კამერები დამონტაჟდეს ყველა იმ ადგილას, სადაც დაკავებულს და გასაუბრებაზე ნებაყოფლობით მიწვეულ პირს უწევთ ყოფნა  2020 წელს, ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები ეტაპობრივად აღიჭურვონ გაუმჯობესებული ტექნიკური შესაძლებლობების კანონქვემდებარე ნორმატიული ურთიერთობის ვიდეოგადაღების აქტით სამხრე განისაზღვროს ვალდებულება, ასევე, კამერებით და მოქალაქეებთან გადაღებული ვიდეომასალის შენახვის წესი და ვადები  კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით განისაზღვროს პატრულ-ინსპექტორების მოქალაქეებთან ურთიერთობის ვიდეოგადაღების ვალდებულება  96 | შევიდეს ცვლილება 2014 წლის 15 აგვისტოს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №625-ე ბრძანებაში, და №9 დანართით დამტკიცებული ადმინისტრაციული დაკავების ოქმის ფორმაში ჩაემატოს გრაფები შემდეგი ინფორმაციის შესატანად: ოქმის შედგენის დრო; დაკავებული პირის სხეულზე არსებული დაზიანებების აღწერა; რა ვითარებაში მოხდა დაკავება; ადგილი ჰქონდა თუ არა წინააღმდეგობის გაწევას; იყო თუ არა გამოყენებული იძულების ზომა და რა ფორმით საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019  2020 წელს, გაიზარდოს იმ იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც ფუნქციონირებს სამედიცინო პუნქტი; ამასთანავე, იმ იზოლატორებში, სადაც დაკავებულთა მცირე რაოდენობიდან გამომდინარე, სამედიცინო პუნქტების გახსნა არ იგეგმება, ექიმები დასაქმდნენ ხელშეკრულების შესაბამისად  პილოტურ რეჟიმში, პოლიციის რამდენიმე დაწესებულებაში უზრუნველყოს დაკავებული პირის დაკითხვის პროცესის უწყვეტი აუდიო-ვიდეოგადაღება  პილოტურ რეჟიმში უზრუნველყოს დაკავებულ პირთა დაკავებისთანავე, პირდაპირ დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა  დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებულ ექიმებს ჩაუტარდეთ ტრენინგები იზოლატორში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღების ინსტრუქციისა და გადაღებული ფოტომასალის შენახვის წესის შესახებ  რეესტრის წარმოების გზით, უზრუნველყოს პოლიციის დეპარტამენტებში, სამმართველოებსა და განყოფილებებში მიყვანილი ყველა პირის აღრიცხვა, მათი სტატუსის, შენობაში შეყვანისა და გამოყვანის დროის მითითებით  2020 წელს უზრუნველყოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში საყოფაცხოვრებო პირობების კუთხით არსებული ხარვეზების აღმოფხვრა  პოლიციის დაწესებულებებში დაინერგოს სისტემატიზებული, სტანდარტიზებული და უნიფიცირებული მონაცემთა ბაზების წარმოება, რომელიც ჩაანაცვლებს დაწესებულებაში წარმოებულ ჟურნალებს. 3.4. ფსიქიატრიული დაწესებულებები პრევენციის ეროვნულმა მექანიზმმა საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის პრევენციის პირობების გაუმჯობესების მიზნით, 19 რეკომენდაცია გასცა. მათგან საქართველოს პარლამენტის დადგენილებაში აისახა 7 რეკომენდაცია. საქართველოს პარლამენტის მიმართ გაცემული 5 წინადადებიდან არცერთი არ შესრულებულა. საქართველოს მთავრობის მიმართ გაცემული 3 რეკომენდაციიდან შესრულდა 1 რეკომენდაცია, 2 რეკომენდაცია არ შესრულებულა. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) მიმართ გაცემული 11 რეკომენდაციიდან შესრულდა 2, არ შესრულდა 8, ხოლო 1 რეკომენდაციის შესრულების მდგომარეობა ვერ შეფასდა. რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალურ ანგარიშში. წინა წლების მსგავსად, 2019 წელსაც შეუსრულებელია სისტემური რეკომენდაციები, რომელთაც განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვთ წამებისა და არასათანადო მოპყრობის პრევენციისათვის. გასული წლების მსგავსად, 2019 წელს კვლავ სერიოზული პრობლემა იყო 97 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 დიდი ზომის ინსტიტუციებში არსებული მდგომარეობა. საქართველოში 10 დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულებაა. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ამ დაწესებულებებში არსებული პირობები და თერაპიული გარემო ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა ღირსეულ ცხოვრებასა და უფლებების დაცვას, შესაბამისად, ანტიფსიქოზური და მედიკამენტებით მკურნალობა, გადახედვას, განახლებასა და შეცვლას საჭიროებს. საქართველოს სახალხო დამცველი, უკვე წლებია, საქართველოს პარლამენტს მიმართავს წინადადებით, „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის გზით განსაზღვროს ფიზიკური შეზღუდვის მაქსიმალური ხანგრძლივობა, ფიზიკური შეზღუდვის შესახებ სპეციალურ რეესტრში (სპეციალურ ჟურნალში) ჩანაწერის გაკეთების ვალდებულება, ფიზიკური შეზღუდვის პროცესში ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები და ფიზიკური შეზღუდვის დასრულების შემდეგ პერსონალის პაციენტთან გასაუბრებისა და გასაჩივრების უფლების შესახებ ინფორმირების ვალდებულება.166 აღსანიშნავია, რომ ფიზიკური შეზღუდვის რეგულაციებში ცვლილებების შეტანის მნიშვნელობაზე 2019 წელს საქართველოს მისამართით გამოქვეყნებულ ანგარიშში საუბრობს წამების პრევენციის კომიტეტი.167 ევროპული სამწუხაროდ, აღნიშნული წინადადებები ამ ეტაპზე სტაციონარში ვიზიტის დროს,168 რომ წლების შეუსრულებელია. არასათანადო მოპყრობა „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ მონიტორინგის ჯგუფისთვის დაწესებულებაში ადგილი 169 მოპყრობას, ფსიქიატრიულ ცნობილი აქვს გახდა, პერსონალის მხრიდან წინა მსგავსად, პაციენტებისადმი უხეშ რაც დაწესებულების დირექტორმაც დაადასტურა და მონიტორინგის ჯგუფმაც შენიშნა. რაც შეეხება „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს“, სპეციალურ პრევენციულ ჯგუფს ვიზიტის დროს170 პერსონალის მხრიდან ფიზიკური ძალადობისა თუ სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტების შესახებ ინფორმაცია არ მიუღია. ზემოაღნიშნულის გარდა, სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა გამოავლინა პაციენტების შრომითი ექსპლუატაციის171 შემთხვევები. „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული 166 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 71. 167 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში (CPT/Inf (2019) 16), პარ. 134, 2018 წლის 10-21 სექტემბრის ვიზიტი, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: < http://bit.ly/38p44kK > [ბოლოს ნანახია: 15.01.20]. 168 2019 წლის 18-19 სექტემბერი. 169 რაც გამოიხატება ვერბალურ და ფიზიკურ შეურაცხყოფაში. 170 2019 წლის 22-25 აპრილი. 171 პირის სიტუაციის (მოწყვლადობის) გამოყენება საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC), ექსპლუატაციის კონცეფცია ტრეფიკინგის დროს, გვ. 21, ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: <https://bit.ly/3118bRo> [ბოლოს ნანახია: 20.01.2020]. 98 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ცენტრის“ პერსონალი სიგარეტის ან საკვების დამატებითი პორციის სანაცვლოდ, ანაზღაურების გარეშე პაციენტი/ბენეფიციარი იყენებს პაციენტების/ბენეფიციარების ასუფთავებს ტუალეტს, ეზოს, შრომას. ეხმარება ზოგიერთი პერსონალს სხვა პაციენტის მოვლაში, ასევე აღგზნებული პაციენტის ფიზიკურ შეზღუდვაში და საჭმელი მიაქვს სამზარეულოდან განყოფილებაში. სპეციალური პრევენციული ჯგუფის 172 შეფასებით, ამგვარი პრაქტიკა წარმოადგენს მათი შრომის ექსპლუატაციას, რადგან ერთი მხრივ, ალტერნატივის სახით, პაციენტებისთვის სტაციონარში არ არის სხვა შინაარსიანი და თერაპიული საქმიანობით დაკავების შესაძლებლობა, მეორე მხრივ კი, პაციენტები/ბენეფიციარები იძულებულნი არიან დათანხმდნენ ამ სამუშაოების შესრულებას, საკვების და სიგარეტის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად; 2019 წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ „ბათუმის სამედიცინო ცენტრსა“ და „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“, გასული წლების მსგავსად, პერსონალის არასაკმარისი მეთვალყურეობის პირობებში, ადგილი აქვს პაციენტთა შორის კონფლიქტისა და ძალადობის შემთხვევებს, რომელთა დროსაც, რიგ შემთხვევებში, პაციენტებს სერიოზული ფიზიკური დაზიანებები ადგებათ. პაციენტებს შორის კონფლიქტები, ძირითადად, ერთი პაციენტის მიერ მეორესთვის პირადი ნივთების წართმევასთან ან მოპარვასთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა, სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ პაციენტთა შორის ძალადობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკ-ფაქტორია მე-2 და მე-7 განყოფილებებში მწვავე და გრძელვადიანი სტაციონარული პაციენტების, ასევე, გონებრივი განვითარების დარღვევის მქონე პაციენტების და სხვა პაციენტების ერთად განთავსება. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ფსიქიატრიული დაწესებულების პერსონალის ვალდებულების შესასრულებლად, იზრუნონ პაციენტებზე, მათ შორის, დაიცვან ისინი სხვა პაციენტებისაგან მომდინარე საფრთხეებისგან, აუცილებელია ფსიქიატრიული დაწესებულებები დაკომპლექტდეს საკმარისი რაოდენობის 173 პერსონალით. პაციენტების არასათანადო მოპყრობისგან დაცვის გარანტიები 2019 წლის განმავლობაში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პრობლემური იყო პაციენტებისგან მომდინარე რისკების შეფასებისა და შემცირების სისტემა; ძალადობის ფაქტების და მასზე რეაგირების დოკუმენტირების არსებული პრაქტიკა; დაწესებულების 172 პირის სიტუაციის (მოწყვლადობის) გამოყენება საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ, გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC), ექსპლუატაციის კონცეფცია ტრეფიკინგის დროს, გვ. 21, ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: <https://bit.ly/3118bRo> [ბოლოს ნანახია: 20.01.2020]. 173 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში (CPT/Inf (2019) 16), პარ. 108, 2018 წლის 10-21 სექტემბრის ვიზიტი, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: < http://bit.ly/38p44kK > [ბოლოს ნანახია: 29.12.19]. 99 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 პერსონალის საქმიანობის ხარისხის შემოწმებისა და საჩივრების განხილვის არსებული სისტემა; პაციენტების სამართლებრივი დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმირება და მათი ხელმისაწვდომობა. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წლის მარტიდან „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ყველა განყოფილებაში დაინერგა პაციენტების რისკების შეფასების სისტემა. მიუხედავად ამისა, პაციენტთა ფსიქო-დიაგნოსტიკური კვლევის დროს, რისკების შეფასებასთან ერთად არ წარმოებს ძალადობის რისკის მქონე პაციენტების ტრიგერების174 იდენტიფიცირება, რაც შესაძლებლობას მისცემდა პერსონალს, წინასწარ სცოდნოდა პაციენტების მაპროვოცირებელი ფაქტორები და დაეხმარებოდა მათ, პაციენტებისგან მოსალოდნელი ძალადობის თავიდან აცილებაში. დაწესებულებაში წარმოებული დოკუმენტაციიდან ირკვევა, რომ ძალადობის მაღალი რისკის მქონე პაციენტების ქცევის მართვის მიზნით, არ მიმდინარეობს ფსიქოთერაპიული კუთხით მუშაობა და მხოლოდ ფარმაკოთერაპიული საშუალებები გამოიყენება, კერძოდ, მედიკამენტების დოზები იზრდება. პრობლემურია პაციენტების მიმართ ძალადობის ფაქტებისა და მათზე რეაგირების დოკუმენტირების საკითხი. მართალია, „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ გამოყოფილია სპეციალური ჟურნალი, სადაც მეტ-ნაკლები სიზუსტით მიეთითება ინფორმაცია, თუმცა, აღნიშნულისგან ცენტრში“. საპირისპირო ასევე დაწესებულებების ვითარებაა პრობლემურია სამართლებრივი „ფსიქიკური ძალადობის დოკუმენტებით ჯანმრთელობის შემთხვევებზე არ არის ეროვნულ რეაგირებაც. გაწერილი, თუ რა შემთხვევებში და ვის მიერ იგზავნება შეტყობინება საგამოძიებო ორგანოში ძალადობის ფაქტების შესახებ და დოკუმენტურად არ იწარმოება განხორციელებული შეტყობინებების სტატისტიკა. გარდა ამისა, პაციენტთა უფლებების დაცვისა და მათზე ხარისხიანი მომსახურეობის უზრუნველსაყოფად, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა“ და „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ არსებობს შიდა გასაჩივრების მექანიზმი, რაც ცალსახად მისასალმებელია. თუმცა, სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, პაციენტების უფლებების დაცვის შიდა კონტროლის ეს მექანიზმი ხარვეზიანია და ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა უფლებათა დაცვას. პრობლემაა ისიც, რომ დაწესებულებები პაციენტებს სათანადოდ არ აწვდიან ინფორმაციას მათი უფლებების და გასაჩივრების გარე მექანიზმების შესახებ. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება რომელიმე ნორმატიული აქტით არ რეგულირდება. 174„სიტუაციები ან სტიმულები, რომელიც იწვევს პირის ტანჯვას, იმედგაცრუებას, ბრაზს და აჟიტირებას, რაც, თავის მხრივ, შეიძლება გადაიზარდოს პოტენციურად დაძაბულ და გამომწვევ სიტუაციაში. 100 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვა სახალხო დამცველი იზიარებს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ორგანიზაციის კონვენციის მიდგომას სულისკვეთებას175 ფსიქიკური და ჯანდაცვის მსოფლიო ჯანდაცვის მიმართულებით, რომელიც დაფუძნებულია უფლებების პატივისცემისა და გამოჯანმრთელების/აღდგენის მოდელზე (recovery),176 ამიტომაც, მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს სტაციონარში მოთავსებული პაციენტის მიმართ ფიზიკური177 და ქიმიური178 შეზღუდვის საშუალებების გამოყენების შემცირებას და საბოლოოდ აღმოფხვრას. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, სახელმწიფოსა და დაწესებულებების მიდგომები ზემოაღნიშნული მიზნისკენ არ არის მიმართული. საქართველოს კანონი „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ მკაფიოდ არ უთითებს დაწესებულების ვალდებულებას, თავიდან აიცილოს კრიზისული შემთხვევები, ამოიცნოს და მართოს პოტენციური ტრიგერები და გამაფრთხილებელი ნიშნები. მნიშვნელოვანია, რომ კანონის მოთხოვნით, სამინისტრომ უნდა დაადგინოს ერთიანი სტანდარტი, რაც ფსიქიატრიულ შემთხვევების დაწესებულებას პრევენციისა და დაავალდებულებს, მართვის შიდა შეიმუშაოს კრიზისული სახელმძღვანელო სავალდებულო დოკუმენტი, რათა მინიმუმადე დაიყვანოს სიტუაციის ესკალაციის რისკები. საქართველოს სახალხო დამცველი მიესალმება „ბათუმის სამედიცინო ცენტრსა“ და „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ ვერბალური დეესკალაციის მეთოდების დამტკიცებას. თუმცა, დაწესებულებებში არ ხდება მისი პრაქტიკაში გამოყენება და პრობლემურია დაწესებულების პერსონალის მიერ კრიზისის არასწორი მეთოდით მართვა.179 175 სახელმძღვანელო პრინციპები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე- 14 მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით. 176 მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია (WHO), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინიციატივა, ხარისხი და უფლებები, გულისხმობს ფსიქიკური ჯანმრთელობის სამსახურების მიერ მოწოდებული სერვისის ხარისხის გაუმჯობესებასა და ფსიქოსოციალური შესაძლებლობების შეზღუდვის მქონე პირთა უფლებების დაცვას, 2017 წელი, ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: < http://bit.ly/2vG0BAP >[ბოლოს ნანახია: 25.12.19]. 177 „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, „ფიზიკური შეზღუდვის მეთოდებია პაციენტის სპეციალიზებულ პალატაში იზოლაცია ან/და ფიზიკური შებოჭვა“. 178 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიხედვით, ქიმიური შეზღუდვა გულისხმობს პაციენტის მიმართ მედიკამენტების იძულებით გამოყენებას, მისი ქცევის გასაკონტროლებლად. იხ. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტები, შესავალი, გვ. 2. ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: < http://bit.ly/333ycBb > [ბოლოს ნანახია: 03.01.2020]. 179 ასე მაგალითად, ბათუმის სამედიცინო ცენტრში მოწყობილია ე.წ. სამეთვალყურეო/საიზოლაციო პალატები, სადაც იმ პაციენტებს ათავსებენ, რომლებიც გაძლიერებულ მეთვალყურეობას საჭიროებენ. პალატები გადატვირთული და დისკომფორტის შემქმნელია და მასში პაციენტის მოთავსების შემთხვევაში, მაღალია თვითდაზიანების რისკი. 101 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ზემოთქმულის გარდა, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ პრობლემურია ფიზიკური შეზღუდვის გამოყენების დასაბუთება180 (მიზეზებისა და გარემოებების დოკუმენტაციაში სრულყოფილი აღწერა), რითიც ირღვევა ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების შესახებ ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქცია.181 არ ხდება იზოლაციის შემთხვევების დოკუმენტირება; ხარვეზებით იწარმოება ქიმიური შეზღუდვის შესახებ ჩანაწერები. ასევე პრობლემურია ფორმალურად ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ იძულებით ინექციების გაკეთების და ფიზიკური შეზღუდვების გამოყენების პრაქტიკა.182 ფსიქიატრიული დახმარება ანტიფსიქოზური მედიკამენტებით მკურნალობა „ბათუმის სამედიცინო ცენტრსა“ და „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ ფსიქიატრიული დახმარება არ ატარებს ბიოფსიქოსოციალურ ხასიათს და ძირითადად ფარმაკოთერაპიით შემოიფარგლება. აღნიშნულ დაწესებულებებში პრობლემას წარმოადგენს ერთდროულად რამდენიმე ანტიფსიქოზური მედიკამენტის დანიშვნა. სამედიცინო ბარათების შესწავლით დგინდება, რომ რამდენიმე შემთხვევაში, პაციენტებს ერთდროულად ორი, სამი ან მეტი ანტიფსიქოზური მედიკამენტი ჰქონდათ დანიშნული, მათ შორის, ზოგიერთ შემთხვევაში მედიკამენტ „ზოპინთან“ („კლოზაპინი“) ერთად. გარდა ამისა, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ პრობლემას წარმოადგენს მედიკამენტების ზედოზირებულად გამოყენება,183 როგორც დაწესებულებაში მიღებისას, სწრაფი ტრანკვილიზებისა და სედაციის მიზნით (არათერაპიული მიზნით), ასევე შემდგომ პერიოდში, მედიკამენტური მკურნალობის დროს. ამ მხრივ არსებული პრაქტიკის 180 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) მიერ შემოთავაზებული სტანდარტის თანახმად, შეზღუდვის მეთოდის გამოყენებაზე გადაწყვეტილება უნდა მიიღოს მხოლოდ ექიმმა-ფსიქიატრმა, რომელიც ინდივიდუალურად შეაფასებს პაციენტის მდგომარეობას და გარემოებებს. აუცილებელია ეს გადაწყვეტილება იყოს წერილობითი და სათანადოდ დასაბუთებული (დაუშვებელია შაბლონური დასაბუთება). საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №92/ნ ბრძანება, ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე, მე-6 პუნქტი. 182 დოკუმენტაციის შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“, 2019 წლის 181 განმავლობაში ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვა გამოიყენეს იქნა სულ 4 პაციენტის მიმართ და ოთხივე პაციენტი ფორმალურად ნებაყოფლობით მკურნალობის რეჟიმზე იმყოფებოდა. ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში კი, 2018 წლიდან 2019 წლის 24 აპრილამდე, დაწესებულების სამოქალაქო ნაწილში, ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვა შემთხვევათა აბსოლუტურ უმრავლესობაში, გამოყენებულ იქნა ფორმალურად ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფი პაციენტების მიმართ. 183 სპეციალური პრევენციული ჯგუფის შეფასებით, ზედოზირების შემთხვევად შესაძლებელია მივიჩნიოთ შემთხვევა, როდესაც ერთი ანტიფსიქოზური მედიკამენტის მაქსიმალური თერაპიული დოზა გამოიყენება მეორე ანტიფსიქოზური მედიკამენტის საშუალო ან თუნდაც მინიმალურ თერაპიულ დოზასთან ერთად. მედიკამენტების ასეთი კომბინაცია სახიფათოა და შესაძლებელია ფატალური შედეგითაც დასრულდეს. 102 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 შესახებ დეტალური ინფორმაცია პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალურ ანგარიშშია ხელმისაწვდომი. ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია საერთაშორისო სტანდარტებითა და კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების მიუხედავად, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა“ და „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ფსიქიატრიულ სტაციონარებში ბიო-ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციისკენ ღონისძიებები184 მიმართული უკიდურესად მწირია. არ არის დანერგილი მულტიდისციპლინური მიდგომისა და პაციენტთა საჭიროებების შესწავლის საფუძველზე რეაბილიტაციისა და გამოჯანმრთელების (ე.წ. recovery) ინდივიდუალური გეგმების შედგენისა და განხორციელების პრაქტიკა. დაწესებულებები განიცდიან სათანადო კვალიფიკაციის ადამიანური185 და მატერიალური რესურსების ნაკლებობას. აღსანიშნავია, რომ „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კუთხით მომუშავე კადრების არარსებობის გამო, რეაბილიტაციის პროცესი ფაქტობრივად არ მიმდინარეობდა.186 სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობა 2019 წლის განმავლობაში ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კვლავ პრობლემა იყო სომატური (ფიზიკური) ჯანმრთელობის პრობლემების მართვა და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობა. საანგარიშო პერიოდში პრობლემა იყო ოჯახის ექიმის ხელმისაწვდომობაც, რომლის მომსახურებაც პაციენტებისთვის დამატებით ხარჯებთან არის დაკავშირებული.187 გარდა მაგალითისთვის, 184 „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ შრომა-თერაპიისთვის სივრცე მხოლოდ გრძელვადიან მკურნალობაზე მყოფ ქალთა განყოფილებაშია გამოყოფილი. პაციენტებთან გასაუბრებით დგინდება, რომ ქალთა „მწვავე“ და მამაკაცთა განყოფილებების პაციენტებისთვის არასოდეს შეუთავაზებიათ მსგავს აქტივობებში მონაწილეობა. ამასთან, შრომა-თერაპიის ინსტრუქტორების მიერ წარმოებული აღრიცხვის ჟურნალები მოწმობს, რომ სხვადასხვა ღონისძიებებში ძირითადად ერთი და იგივე პაციენტები, სულ 15-მდე პირი მონაწილეობს. 185 „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კუთხით მომუშავე კადრების არარსებობის გამო რეაბილიტაციის პროცესი ფაქტობრივად არ მიმდინარეობდა. რაც შეეხება „ბათუმის სამედიცინო ცენტრს“, პაციენტთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის მიმართულებით მომუშავე რვა ადამიანი იყო დასაქმებული (2 ფსიქოლოგი, 2 სოციალური მუშაკი; 4 შრომა-თერაპიის ინსტრუქტორი), თუმცა, მათი მუშაობა ვერ უზრუნველყოფს პაციენტთა ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას. 186 „ფსიქიკური ფსიქოსოციალური ჯანმრთელობის რეაბილიტაციის ეროვნულ გუნდის ცენტრში“ ვიზიტის სპეციალისტების დროს ვაკანსია 3 ფსიქოლოგისა იყო; და დაწესებულების ადმინისტრაციის განმარტებით, მცდელობის მიუხედავად, ვერ ახერხებდნენ დაწესებულების საჭირო კადრებით დაკომპლექტებას. შესაბამისად, კლინიკაში მოთავსებულ 116 პაციენტთან მუშაობა მხოლოდ ერთ ფსიქოლოგსა და ერთ სოციალურ მუშაკს უწევდათ. 187 „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ პაციენტებს ემსახურება ექიმი-თერაპევტი, რომლის მომსახურებაც ფასიანია. რაც შეეხება „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრს“, მათ არ ჰყავთ ოჯახის ექიმი, 103 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ამისა, პრობლემურია საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამით მოსარგებლე პაციენტების გადაყვანა გადაუდებელი წესით, ძირითადად ჯანმრთელობის მდგომარეობის გამწვავების შემთხვევაში, რაც უმეტეს შემთხვევაში დაავადებების დროული გამოვლენის და გეგმიური მკურნალობის არარსებობითაა განპირობებული. პრობლემურია188 ის გარემოება, რომ სამედიცინო მომსახურება, პაციენტების მხრიდან თანადაფინანსებას საჭიროებს, რისი ფინანსური რესურსიც პაციენტებს უმეტესად არ აქვთ. ამის გარდა, რეგისტრაციის ადგილის მიუხედავად, პრობლემურია პაციენტისათვის წვდომა საყოველთაო 189 ჯანმრთელობის დაცვის პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებაზე. ასევე საყურადღებოა მედიკამენტ „ზოპინის“ (აქტიური ნივთიერება „კლოზაპინი“) ხშირი როცა გათვალისწინებული არ არის მისი გვერდითი ეფექტების190 გამოყენება, მაშინ, მართვის საერთაშორისო და ეროვნული სტანდარტები. მატერიალური პირობები 2019 წელს, გასულ წლებთან შედარებით, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში გადაიდგა გარკვეული ნაბიჯები191 ფიზიკური გარემოსა და სანიტარიულ–ჰიგიენური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, თუმცა რიგ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებული პირობები ჯერ კიდევ საჭიროებს 192 სტანდარტებთან მნიშვნელოვან გაუმჯობესებას და საერთაშორისო მისადაგებას. დაწესებულებებში ვიზიტების დროს არსებული მძიმე თუმცა ჰყავთ ექიმი-სპეციალისტები და მათი მომსახურებაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ხშირად, პაციენტებს არ აქვთ ამ მომსახურებებით სარგებლობის შესაძლებლობა. წამების 188 პრევენციის განხორციელებული ევროპული ვიზიტის შესახებ კომიტეტი ანგარიშში 2018 წლის 10-21 სექტემბერს საქართველოში აღნიშნავს, რომ მიუღებელია სტაციონარში მოთავსებულმა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პაციენტებმა, რომელთაც არ აქვთ ფინანსური შესაძლებლობა, იზრუნონ თავიანთ სომატურ ჯანმრთელობაზე. წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის საქართველოში ვიზიტის შესახებ ანგარიში (CPT/Inf (2019) 16), პარ. 128, 2018 წლის 1021 სექტემბრის ვიზიტი, ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე შემდეგ მისამართზე: < http://bit.ly/38p44kK > [ბოლოს ნანახია: 28.12.19]. 189 მაგალითისთვის, იმ შემთხვევაში, როცა „ბათუმის სამედიცინო ცენტრში“ მყოფი პაციენტის რეგისტრაციის ადგილია ბათუმი, სოციალური მუშაკი ეხმარება მას სამედიცინო მომსახურების მიზნით ქალაქში გაყვანაში. „კლოზაპინით“ მონოთერაპიის დროს, ან სხვა ფსიქოტროპულ მედიკამენტებთან კომბინირებული მკურნალობისას, შეიძლება განვითარდეს ორთოსტატიული ჰიპოტენზია, ბრადიკარდია, სინკოპე და გულის გაჩერება, ასევე შესაძლებელია განვითარდეს ფატალური მიოკარდიტი და კარდიომიოპათია, Stephen M.Stahl, A Pocket Guide to Atypical Antipsychotics Dosing, switching, and other practical information, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2UuyOgr > [ბოლოს ნანახია: 18.02.2020]. 190 191 „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში“ ახალი კორპუსი შევიდა ექსპლუატაციაში, ხოლო „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ფსიქიატრიულ სტაციონარში 2017 წელს კაპიტალური სარემონტო სამუშაოები დაიწყო, რომელიც დაწესებულებაში სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების ვიზიტის დროსაც მიმდინარეობდა. 192 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის სტანდარტები, გვ. 80, ხელმისაწვდომია შემდეგ ელ. მისამართზე: < http://bit.ly/32RwZww > [ბოლოს ნანახია 05.03.2020]. 104 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ვითარება, ზოგიერთ 193 მოპყრობად, შემთხვევაში შეფასდა დამამცირებელ და არაადამიანურ მაგრამ აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ 2019 წელსვე გაუმჯობესდა მატერიალური პირობები იმავე დაწესებულებებში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების კვალდაკვალ. ამ მიმართებით, დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია პრევენციის ეროვნული მექანიზმის სპეციალურ ანგარიშში.194 სახელმწიფო ზედამხედველობის კონტროლი ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებობს სათანადო ფსიქიატრიული დახმარების უზრუნველყოფის სახელმწიფო ზედამხედველობისა და პაციენტთა უფლებების დაცვის მონიტორინგის პრობლემა. მოქმედი რეგულაციების თანახმად, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო ეწევა იურიდიული და ფიზიკური პირების მიერ, პაციენტთათვის გაწეული სამედიცინო დახმარების ხარისხის კონტროლს და უზრუნველყოფს განცხადებების და საჩივრების შესწავლას არსებული კანონმდებლობის ფარგლებში.195 სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო კი, ახორციელებს ფსიქიატრიული დაწესებულებების კონტროლსა და რევიზიას, გეგმური და არაგეგმური შემოწმების გზით.196 უშუალოდ ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის განმახორციელებელია მომსახურების საშუალებით დახმარების საჯარო 197 სააგენტო, ახორციელებს შესახებ“ სამართლის რომელიც თავის 198 შემოწმებას. საქართველოს იურიდიული კანონი მხრივ, - კონტროლის აღსანიშნავია, არ პირი შეიცავს რომ სოციალური დეპარტამენტის „ფსიქიატრიული დებულებებს, რომელიც სათანადოდ დაარეგულირებდა საჩივრების განხილვის პროცედურას და მონიტორინგის საკითხს. 193 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის 2019 წლის 10 მაისის ანგარიშში საავადმყოფოს განყოფილებებში არსებული საცხოვრებელი პირობები კვლავ შეფასებულია როგორც დამამცირებელი და არაადამიანური. ანგარიში ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://bit.ly/38p44kK > [ბოლოს ნანახია: 14.02.2020]. 194 პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2019 წლის ანგარიში. 195 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2011 წლის 28 დეკემბრის №01-64/ნ ბრძანებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს (სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს უფლებამონაცვლე 2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან) დებულების“ მე-2 მუხლის მე3 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტები. 196 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ 2019 წლის 31 დეკემბერის საქართველოს მთავრობის №674 დადგენილების მე-17 და მე-18 მუხლები. 197 2019 წლის 31 დეკემბერის საქართველოს მთავრობის №674 დადგენილებით დამტკიცებული 2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამის №11 დანართის მე-7 მუხლი („ფსიქიკური ჯანმრთელობა“ პროგრამული კოდი: 27 03 03 01). 198 2018 წლის 3 ოქტომბრის საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-14/ნ ბრძანება საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ, მუხლი 9. 105 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 რაც შეეხება ზემოაღნიშნული სააგენტოების მიერ განხორციელებულ კონტროლს და ზედამხედველობას, სახალხო დამცველისათვის მოწოდებული ინფორმაციის შედეგად ირკვევა, რომ სოციალური მომსახურების სააგენტოს, 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 16 დეკემბრამდე, ფსიქიატრიული დაწესებულებები არ შეუმოწმებია. სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ 2019 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 3 დეკემბრამდე 10 ფსიქიატრიულ დაწესებულებაში ჩაატარა შემოწმება/რევიზია. მოქმედი ჰოსპიტალგარე კონტროლის მექანიზმები ორიენტირებულია პაციენტების საჩივრებზე, რაც, ფსიქიატრიული დახმარების ხარვეზებისა და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტის გასაჩივრების სათანადო, პაციენტებისათვის ხელმისაწვდომი პროცედურის არარსებობის პირობებში, სახელმწიფო კონტროლის საჭირო ხარისხს ვერ უზრუნველყოფს. კერძოდ, კონტროლის მექანიზმების მუშაობა არ არის ყოვლისმომცველი, კოორდინირებული და დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, მისი გამოსწორება მკაცრად არ კონტროლდება. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მონიტორინგის ორგანო/ორგანოები უნდა 199 აკმაყოფილებდნენ შემდეგ 3 კრიტერიუმს: 1. სისტემური: მონიტორინგი ორიენტირებული. უნდა მონიტორინგის იყოს ყოვლისმომცველი შედეგად გამოცემულ და სისტემაზე ანგარიშში უნდა შეფასდეს, რამდენად მიეწოდებათ პაციენტებს ბიო-ფსიქო-სოციალურ მოდელზე დაფუძნებული ხარისხიანი ფსიქიატრიული დახმარება პაციენტის უფლებების პატივისცემის პირობებში. ანგარიში უნდა შეიცავდეს კონკრეტულ რეკომენდაციებს. 2. პროაქტიული: მონიტორინგი უნდა განხორციელდეს ex officio. უზრუნველყოფილი უნდა იყოს მონიტორინგის რეგულარულობა. 3. გამჭვირვალე: მექანიზმის მიერ შემუშავებული ანგარიშები უნდა იყოს საჯარო. სახალხო დამცველისთვის ცნობილია, რომ 2018 წლის ივნის-ივლისის პერიოდში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრომ, ევროსაბჭოს ტექნიკური მხარდაჭერით, შეიმუშავა ფსიქიატრიული სერვისების მომწოდებლების შეფასების კითხვარი.200 2019 წლის მარტიმაისის პერიოდში უზრუნველყოფის ამ კითხვარის მიმართულებით, მიხედვით, შეფასდა 11 ადამიანის უფლებათა ფსიქიატრიული დაცვის დაწესებულება. სამინისტრო გეგმავს ამ ტიპის მონიტორინგის დანერგვას სახელმწიფო მონიტორინგის 199 2018 წელს სახალხო დამცველმა გასცა რეკომენდაცია ფსიქიატრიული დაწესებულებების მონიტორინგის რეგულარულად, სისტემურად და პროაქტიულად განხორციელების თაობაზე, რომელიც 2019 წლის 20 სექტემბრის საქართველოს პარლამენტის დადგენილებით გაიზიარეს. 200 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 27 ნოემბრის № 01/20057 წერილი. 106 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 პროგრამაში.201 სახალხო დამცველი მიესალმება ამ ინიციატივას, თუმცა აქვე აღნიშნავს, რომ ამ კუთხით გადადგმული ნაბიჯები ფრაგმენტული ხასიათისაა და სახელმწიფო კონტროლის სისტემურ გაძლიერებას საჭიროებს. სათემო სერვისების განვითარების საჭიროება წინა წლების მსგავსად, 2019 წელს ასევე პრობლემა იყო პაციენტთა ხანგრძლივი ჰოსპიტალიზაციაც. იმის მიუხედავად, რომ პაციენტები უმეტესად არ საჭიროებენ აქტიურ მკურნალობას, საავადმყოფოს ვერ ტოვებენ, რადგან წასასვლელი არ აქვთ, ან ოჯახი თავს არიდებს მათ სახლში დაბრუნებას. საქართველოს სახალხო დამცველი 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც აღნიშნავდა, რომ ეს თემში მხარდამჭერი სერვისების ნაკლებობით არის გამოწვეული.202 ამ საკითხთან დაკავშირებით კვლავ შეუსრულებელია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ წლების განმავლობაში გაცემული რეკომენდაცია ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული პაციენტების საჭიროებების შეფასების, მათი დაწესებულებებიდან დაკავშირებით. გაწერისა და სათემო სერვისებზე გადამისამართებასთან 203 ასევე აღსანიშნავია, რომ „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრსა“ და „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ფსიქიატრიულ სტაციონარში ვიზიტის შედეგად დადგინდა, რომ წინა წლების მსგავსად, სტაციონარში ფორმალურად ნებაყოფლობით მოთავსებული პაციენტები204 დაწესებულებებს საკუთარი ნებით ვერ ტოვებენ. სამედიცინო მომსახურების გაწევაზე წერილობითი ინფორმირებული თანხმობის ფორმას პაციენტები ხელს ისე აწერენ, რომ არ გააჩნიათ სათანადო ინფორმაცია მომსახურების შესახებ.205 ასევე, გამოვლინდა შემთხვევები, როცა პაციენტის ხელმოწერაზე დაყოლიების მიზნით, ადგილი ჰქონდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას.206 მნიშვნელოვანია პაციენტისგან ინფორმირებული 201 საქართველოს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის პასუხი წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის მიერ მომზადებულ ანგარიშზე 2018 წლის 10-21 სექტემბრის ვიზიტთან დაკავშირებით. ხელმისაწვდომია ინგლისურ ენაზე: < http://bit.ly/38s93RE > [ბოლოს ნანახია: 10.01.2020]. 202 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, 75. 203 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, 75. 204 აღსანიშნავია, რომ სპეციალური პრევენციული ჯგუფის ვიზიტის მიმდინარეობის პერიოდში, „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ფსიქიატრიულ სტაციონარში მხოლოდ 1 პაციენტი იყო არანებაყოფლობით მოთავსებული, ხოლო „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ოთხ განყოფილებაში - მხოლოდ 3 პაციენტი. 205 ასე მაგალითად, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ერთ-ერთი პაციენტის შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ მან არ იცის წერა-კითხვა, ინფორმირებულ თანხმობას ახლავს მისი ხელმოწერა, ამასთან, პაციენტი აცხადებს, რომ არც დაწესებულებაში მოთავსებისას და არც ამჟამად, თანახმა არ არის სტაციონარში მოთავსებაზე. 206 ასე მაგალითად, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ერთ-ერთმა პაციენტმა ინტერვიუს დროს დაადასტურა ინფორმირებული თანხმობის ფურცელზე ხელის მოწერის ფაქტი, მაგრამ განაცხადა, 107 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 წერილობითი თანხმობის მიღება მკურნალობის დაწყების, გაგრძელებისა და მკურნალობის სქემის შეცვლის ყველა ეტაპზე. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  შევიდეს ცვლილებები „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლში და განისაზღვროს, რომ ფორმალურად ნებაყოფლობით მკურნალობაზე მყოფ პაციენტთა მიმართ, როგორც წესი, არ უნდა გამოიყენებოდეს ფიზიკური შეზღუდვის საშუალება, მაგრამ ფიზიკური შეზღუდვის უკიდურესი აუცილებლობის პაციენტის შემთხვევაში, სტატუსის დაუყოვნებლივ უნდა იქნას ინიცირებული (ნებაყოფლობითი/არანებაყოფლობითი) გადახედვის სამართლებრივი პროცედურა რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  შეიქმნას ფსიქიატრიული დახმარების უზრუნველყოფის ჰოსპიტალგარე სახელმწიფო ზედამხედველობის და ფსიქიატრიული მომსახურების ხარისხისა და უფლებების დაცვის მონიტორინგის მექანიზმი, რომლის კომპეტენციაც იქნება ფსიქიატრიული სერვისების მომხმარებლებისგან, მათი წარმომადგენლებისა და სხვა დაინტერესებული პირებისგან კონფიდენციალური/ღია საჩივრების მიღება ფსიქიატრიული სერვისების ხარისხისა და უფლებების კუთხით გამოვლენილ დარღვევებზე და ფსიქიატრიული სერვისების მიმწოდებლების რეგულარული, სისტემური და პროაქტიული მონიტორინგი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  პაციენტთა შორის ძალადობის პრევენციისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით, შეიმუშაოს ნორმატიული ბაზა, რომელიც დაარეგულირებს პერსონალის მიერ კონკრეტული პაციენტებიდან მომდინარე რისკების წინასწარი შეფასების სათანადო სისტემის დანერგვის, მულტიდისციპლინური მუშაობის, პაციენტების ძალადობისაგან დაცვის და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით გასატარებელი პრევენციული ღონისძიებების, პერსონალის მიერ პაციენტებზე სათანადო მეთვალყურეობის/დაკვირვების სათანადო სწავლების, სტანდარტული განხორციელების, საოპერაციო პერსონალის პროცედურების და დეესკალაციის სტრატეგიის შემუშავების, ასევე, საფრთხის წარმოქმნისთანავე რომ თანხმობის ფორმაზე ხელი ექიმების შიშით მოაწერა, რადგან მათ უთხრეს, რომ თუ ხელს არ მოაწერდა, სასამართლოს მიმართავდნენ და 6 თვით დატოვებდნენ დაწესებულებაში. 108 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 დროული და ადეკვატური შემთხვევების/ინციდენტების და ინტერვენციის, საპასუხოდ ძალადობის გატარებული ზომების დოკუმენტირების, პერსონალის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხებს  შესაბამისი სამართლებრივი აქტით დაადგინოს კონფლიქტებისა და ძალადობის ფაქტების და მათ საპასუხოდ გატარებული ღონისძიებების დოკუმენტირების წესი, ასევე, ფსიქიატრიული სტაციონარული დაწესებულებების მიერ აღნიშნული წესის გამოყენების ვალდებულება. განსაზღვროს, რომ პაციენტის მიმართ ძალადობის ყველა შემთხვევაში, შეტყობინება უნდა გაიგზავნოს შინაგან საქმეთა სამინისტროში და თუ შეტყობინება ტელეფონით ხდება, მოხდეს შესაბამისი ოქმის შედგენა, ასევე, უზრუნველყოს შეტყობინებების რეესტრის წარმოება  სამედიცინო და სააგენტოს დაავალოს, ფსიქიატრიული ფარმაცევტული საქმიანობის შეისწავლოს დახმარების მიმღები სახელმწიფო ფორმალურად პაციენტების რეგულირების ნებაყოფლობითი რეალურად ნების საწინააღმდეგოდ ჰოსპიტალიზაციის შემთხვევები და მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა დაუყოვნებლივ მიმართაც არ გაიწერონ არსებობს სტაციონარიდან არანებაყოფლობითი ის პაციენტები, ფსიქიატრიული რომელთა დახმარების პროცედურის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი  ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისათვის ფიზიკური შეზღუდვის მეთოდების გამოყენების წესისა და პროცედურების შესახებ ინსტრუქციაში, 2020 წელს შევიდეს შემდეგი ცვლილებები: o განისაზღვროს კრიზისული ინტერვენციის დროს ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის ალტერნატიული (დეესკალაციის) მეთოდების გამოყენების ვალდებულება და ასეთი მეთოდების გამოყენების დოკუმენტირება და იმის დასაბუთება, თუ რატომ არ გამოდგა ეს მეთოდები ეფექტიანი და აუცილებელი გახდა ფიზიკური ან ქიმიური შეზღუდვის საშუალების გამოყენება o განისაზღვროს ფიზიკური შეზღუდვის უშუალოდ განხორციელების შესახებ დეტალური ინსტრუქცია, სადაც გაიწერება ჩანაწერის გაკეთების ვალდებულება ფიზიკური შეზღუდვის დროს პაციენტის ან/და პერსონალის მიერ მიღებული სხეულის დაზიანებების შესახებ; ფიზიკური შებოჭვის დროს გამოსაყენებელი სპეციალური საშუალებების კონკრეტული მახასიათებლები; სად უნდა განხორციელდეს ფიზიკური შებოჭვა და ვინ შეიძლება ესწრებოდეს ამ პროცესს; რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს სპეციალიზებული საიზოლაციო პალატა; ფიზიკური შეზღუდვის პროცესში ვიდეომეთვალყურეობის სისტემის გამოყენებასთან დაკავშირებული საკითხები და ფიზიკური შეზღუდვის დასრულების შემდეგ პერსონალის პაციენტთან გასაუბრების და გასაჩივრების უფლების შესახებ ინფორმირების ვალდებულება. მათ შორის, შემუშავდეს სპეციალური 109 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 რეესტრის/ჟურნალის ფორმა, რომელშიც სავალდებულო გახდება ზემოთ წარმოდგენილი მონაცემების შეყვანა  ნორმატიული აქტით განსაზღვროს ყველა დაწესებულებისთვის სავალდებულო საჩივრების განხილვისა და უკუკავშირის ერთიანი ჰოსპიტალშიდა პროცედურა, რომელიც უნდა იყოს: ადამიანის უფლებებთან შესაბამისი; ხელმისაწვდომი; მარტივი; სამართლიანი და გამჭვირვალე  უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული პაციენტების საჭიროებების შეფასება მათი დაწესებულებიდან გასაწერად და სათემო სერვისებზე გადასამისამართებლად; თავშესაფრების შექმნის გეგმა შეიმუშაოს თავშესაფრის მომავალ ბენეფიციართა რაოდენობის გათვალისწინებით  ცვლილებები შევიდეს მინისტრის ბრძანებაში,207 რათა პაციენტის მკურნალობის დაწყების, გაგრძელებისა და მკურნალობის სქემის შეცვლის ყველა ეტაპზე სავალდებულო გახდეს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2009 წლის 19 მარტის №108/ნ ბრძანების მე–13 დანართით დამტკიცებული (№IV-300-12/ა) ფორმის შევსება  დაავალოს სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს, შეისწავლოს ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ანტიფსიქოზური მედიკამენტების გამოყენებისა და თანმდევი გვერდითი ეფექტების მართვის პრაქტიკა  უზრუნველყოს ფსიქიატრიული ფსიქიატრიული შეთხვევის დაწესებულებების მართვის პერსონალის სწავლება ჯანდაცვის მსოფლიო საკითხებში, ორგანიზაციის სასწავლო მასალებისა და კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაციების (გაიდლაინების) გამოყენებით  ყველა ფსიქიატრიული დაწესებულებისთვის სავალდებულოდ განისაზღვროს სწრაფი ტრანკვილიზაციის აუცილებლობის დასაბუთება; ტრანკვილიზირებაზე პაციენტის თანხმობის მონიტორინგის ფაქტის კლინიკური წერილობით პრაქტიკის დოკუმენტირება, ეროვნული ფიზიკური რეკომენდაციების (გაიდლაინების) შესაბამისად განხორციელება და ამ მონიტორინგის შედეგების სამედიცინო დოკუმენტაციაში ასახვა  2020 წელს, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში, დეინსტიტუციონალიზაციის მიზნით უზრუნველყოს პაციენტთა შეფასება და იმ ბენეფიციართა გადაყვანა ოჯახურ გარემოსთან მიახლოებულ მომსახურებებში, რომლებიც არ საჭიროებენ სტაციონარში მკურნალობას  2020 წელს, მულტიდისციპლინური გუნდის მეშვეობით, უზრუნველყოს პაციენტთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ინდივიდუალური გეგმების შედგენა, განახლება და მიღებული შედეგების გაზომვა 207 ფსიქიატრიულ სტაციონარში მოთავსების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება №87/ნ, 2007 წლის 20 მარტი. 110 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019  2020 წელს, უზრუნველყოს ფსიქიატრიულ სტაციონარებში დასაქმებული ყველა იმ სოციალური მუშაკის გადამზადება, რომელსაც არ აქვს სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული, ან დოქტორის აკადემიური ხარისხი  ფსიქიატრიული სანებართვო დაწესებულებების პირობების მიერ დაკმაყოფილების სტაციონარული მიზნით, 2020 დაწესებულების წელს შეამოწმოს „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ თავშესაფარში, ქალთა და მამაკაცთა განყოფილებებში, ასევე „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ ფსიქიატრიულ სტაციონარში არსებული მდგომარეობა და განახორციელოს შესაბამისი რეაგირება  2020 წელს, უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების რეგულარული, სისტემური და პროაქტიული მონიტორინგი, გააკონტროლოს ფსიქიატრიული დაწესებულებების პირობების შესაბამისობა სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის შესახებ დებულებით დადგენილ სტანდარტებთან. 3.5. სამართალდამცავთა და პენიტენციური სისტემის თანამშრომელთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის გამოძიება ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოში, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა (შემდეგ არასათანადო მოპყრობა) სისტემურ პრობლემას აღარ წარმოადგენს, თუმცა სისტემურ პრობლემად რჩება ასეთი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება. აღნიშნულზე მიუთითებს სახალხო ყოველწლიური,208 დამცველის ადგილობრივი209 თუ საერთაშორისო 210 ორგანიზაციების ანგარიშები . 208 სახალხო დამცველის 2015 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 402–426; 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში გვ. 364– 376; 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 81–90, 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 82-85. 209 არასათანადო მოპყრობის პრევენცია და რეაგირება მომხდარ ფაქტებზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2019; არასათანადო მოპყრობის პრევენცია პოლიციის საქმიანობაში, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), 2019; სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა გამოძიების ხარვეზები და მსხვერპლთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, 2018. 210 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში 2018 წლის სექტემბერში საქართველოში ვიზიტის შედეგების შესახებ. პარ. 13-15. ხელმისაწვდომია: < http://bit.ly/38p44kK > [ბოლოს ნანახია 08.04.2019]; Human Rights Watch-ის 2019 წლის ანგარიშში საქართველოს შესახებ, ხელმისაწვდომია : < http://bit.ly/2Q4VOA7 > [ბოლოს ნანახია 04.03.2020]. Amnesty International-ის 2017-2018 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ, ხელმისაწვდომია: < http://bit.ly/2Ind9A0 >[ბოლოს ნანახია 04.03.2020]. 111 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 წლების განმავლობაში, არასათანადო მოპყრობის საქმეების გამოძიების კუთხით სახელმწიფოს არასათანადო რეაგირებამ, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საჭიროება განაპირობა. შედეგად, სამართალდამცავთა მიერ არასათანადო მოპყრობის დანაშაულთა დაუსჯელობის პრობლემის აღმოსაფხვრელად, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური შეიქმნა, რომელიც 2019 წლის პირველ ნოემბერს ამოქმედდა. იმ პირობებში, როდესაც დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის საჭიროებაზე სახალხო დამცველი და სამოქალაქო საზოგადოება 2015 წლიდან საუბრობს211, საქართველოს სახალხო დამცველმა, ცხადია, უარყოფითად შეაფასა 2019 წელს საქართველოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედების გადავადება. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედების გადავადება სახალხო დამცველის კრიტიკის საგანი წინა წლის საპარლამენტო ანგარიშშიც გახდა.212 თავდაპირველად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედების ვადად 2019 წლის 1 იანვარი იყო მიჩნეული, თუმცა 2018 წლის 27 დეკემბრის ცვლილებებით, მისი ამოქმედება 2019 წლის 1 ივლისამდე გადაიდო. სახალხო დამცველმა 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში საქართველოს მთავრობას რეკომენდაციით მიმართა, უზრუნველეყო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედებისთვის და შემდგომ ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის საჭირო ფინანსური სახსრების დროული გამოყოფა.213 დამატებით, ამავე რეკომენდაციით სახალხო დამცველმა 2019 წლის 10 მაისს საქართველოს პრემიერ-მინისტრს მიმართა, 2019 წლის 26 ივნისს კი, საჯარო განცხადება გაავრცელა აღნიშნულ საკითხზე.214 სამწუხაროდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედება ისევ გადავადდა და 2019 წლის 1-ლი ივლისის ნაცვლად, 2019 წლის 1 ნოემბერს ამოქმედდა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედებამდე, 2013 წლის 7 ივლისიდან 2019 წლის 1-ელ ნოემბრამდე, საქართველოს პროკურატურა იყო სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის დანაშაულების გამოძიების და სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ერთადერთი ორგანო საქართველოში. საქართველოს გენერალურ პროკურატურას მნიშვნელოვანი როლი აკისრია ადამიანის უფლებების დაცვის უზრუნველყოფის საკითხში. საქართველოს სახალხო დამცველმა პროკურატურის ინსტიტუციური მოწყობისა და ანგარიშვალდებულების მექანიზმების გაუმჯობესების მიზნით, გენერალური პროკურატურის რეფორმის დაწყების თაობაზე წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს215, თუმცა პარლამენტს, საანგარიშო 211 კოალიციის და სახალხო დამცველის შეფასება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შესახებ, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2rhPyuW > [ბოლოს ნანახია 05.03.2020]. 212 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 79. 213 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 85. 214 „სახალხო დამცველი ეხმიანება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის ამოქმედების გადავადების შესახებ კანონპროექტს“, ხელმისაწვდომია: < http://bit.ly/2PQYeCd > [ბოლოს ნანახია 2020 05.03.2020]. 215 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 84. 112 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 პერიოდში ეს წინადადება არ გაუთვალიწინებია. სახალხო დამცველის შეფასებით, გენერალური პროკურატურის რეფორმის საჭიროება კვლავ აქტუალური საკითხია. გენერალური პროკურატურის საქმიანობასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა პარლამენტს მიმართა და განსაკუთრებული კატეგორიის სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიების 216 მოითხოვა. დასრულებამდე მასალების გაცნობის უფლებამოსილების მინიჭება მანდატის გაზრდის საჭიროება პროკურატურის მიერ ზედაპირული და შაბლონური პასუხების მოწოდებამაც განაპირობა. პროკურატურას, პარლამენტის მიერ განსაზღვრული ვალდებულების მიუხედავად, დამკვიდრებული პრაქტიკა არ შეუცვლია. 2019 წლის 20 სექტემბრის დადგენილებით,217 პარლამენტმა პროკურატურის ორგანოებს დაავალა, დაინტერესების კანონმდებლობით შემთხვევაში დადგენილ საქართველოს ფარგლებში მიაწოდოს სახალხო ინფორმაცია, დამცველს, მათ შორის, შესაბამისი თარიღების მითითებით იმ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ, რომლებიც არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტებთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე ჩატარდა, თუმცა, უშედეგოდ.218 2018 წლის მსგავსად, 2019 წელსაც შენარჩუნებულია სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელთა მხრიდან, სავარაუდოდ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე გამოძიების დაწყების შესახებ საქართველოს სახალხო დამცველის წინადადებების რაოდენობის კლების ტენდენცია. 2019 წელს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა მიმართ შესაძლო არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტზე გამოძიების დაწყების წინადადებით სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას 1, ხოლო 2018 წელს, 5 შემთხვევაში მიმართა. 2019 წელს, სახალხო დამცველს გამოძიების დაწყება არ მოუთხოვია პენიტენციური დაწესებულების თანამშრომელთა მიერ ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის რაიმე ფაქტზე, მაშინ როცა 2018 წელს 2 ასეთი წინადადება წარადგინა.219 გამოძიების დაწყების შესახებ სახალხო დამცველის წინადადებების კლების ტენდენცია საგამოძიებო ორგანოების მიერ პროაქტიულად, დანაშაულის შეტყობინების ფაქტებზე გამოძიების დაწყების დამკვიდრებული პრაქტიკით აიხსნება. ბოლო წლების 216 მოქმედი საკანონმდებლო მოწესრიგებით, სახალხო დამცველს გამოძიების მიმდინარეობის ეტაპზე არ აქვს საქმის მასალებზე წვდომის შესაძლებლობა, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხ. 18, ქვეპ. „ე“. უფლებამოსილების გაზრდის მოთხოვნით სახალხო დამცველმა პარლამენტს 2018 წლის 29 ნოემბერს მიმართა. სამწუხაროდ, პარლამენტმა არ გაიზიარა სახალხო დამცველის პოზიცია. 217 დადგენილების მე-3 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი. 218 მაგალითად, 2019 წლის 11 ნოემბრის №15-3/12181 და №15-3/12177 წერილებზე, გენერალური პროკურატურის 2019 წლის 21 ნოემბრის №13/81836 და №13/81943 წერილებით აპარატს არ მიეწოდა მოთხოვნილი სრულყოფილი ინფორმაცია. მსგავსი პრაქტიკა იყო წინა წლებშიც. 219 ამ მხრივ აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში 128 განცხადება დარეგისტრირდა, სადაც მოქალაქეები სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებულ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიუთითებდნენ. 113 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 განმავლობაში მატულობს გამოძიების დაწყების მაჩვენებელი და არ დგას გამოძიების დაუწყებლობის პრობლემა. ამის საპირისპიროდ, სისტემური პრობლემაა ეფექტიანი გამოძიების წარმართვა, რის შედეგიც იყო ის, რომ საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2013-2019 წლებში პროკურატურაში გაგზავნილი 107 წინადადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, პასუხისმგებელი პირი არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა. საქართველოს სახალხო დამცველი 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშშიც აღნიშნავდა, რომ საგამოძიებო ორგანოს მიერ დაწყებული გამოძიება უმეტეს შემთხვევებში წლების განმავლობაში უშედეგოდ გრძელდება.220 ამ კუთხით, ნიშანდობლივია, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა, რომელიც ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულებას ზედამხედველობს, „ცინცაბაძის ჯგუფის“221 საქმეებთან დაკავშირებით მიღებულ შუალედურ რეზოლუციაში სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულებების 222 გამოძიების არაეფექტიანობის განგრძობად ხასიათზე მიუთითა. 2019 წელს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მხრიდან ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა 4 საქმეში დაადგინა, მათგან ოთხივე საქმეში სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ჩადენილი წამების, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის ფაქტისა და ამ დანაშაულების არაეფექტიანი გამოძიების გამო.223 აღნიშნულ საქმეებში დანაშაულის ფაქტები 2008-2011 წლების პერიოდში მოხდა, თუმცა ამ დრომდე საგამოძიებო ორგანოების მიერ არცერთი პირის პასუხისმგებლობა არ გამოკვეთილა. სახალხო დამცველის აპარატმა საქართველოს გენერალური პროკურატურიდან და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან გამოითხოვა ზოგადი სტატისტიკური მონაცემები არასათანადო მოპყრობის საქმეებზე. ქვემოთ ცხრილში წარმოგიდგენთ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიმართ გამოძიების დაწყებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებლებს 2018-2019 წლებში: 220 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 78 და 83. ამ 221 ჯგუფში შემავალი საქმეები ეხება სახელმწიფოს სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა მიერ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 (სიცოცხლის უფლება) და მე-3 მუხლების (წამების აკრძალვა), როგორც არსებითი ისე პროცედურული ასპექტების დარღვევას. 222 Tsintsabadze group v. Georgia (Application No. 35403/06) 1324th meeting, 18-20 September 2018 (DH), ხელმისაწვდომია:< http://bit.ly/3cyptei > [ბოლოს ნანახია 05.03.2020]. 223 გოგალაძე საქართველოს წინააღმდეგ (Gogaladze v. Georgia), საჩივარი №8971/10, 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება; გოგუაძე საქართველოს წინააღმდეგ (Goguadze v. Georgia), საჩივარი №4009/12, 2019 წლის 27 ივნისი; გაბლიშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ Gablishvili and others v.Georgia); 2019 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება; კეკელიძე საქართველოს წინააღმდეგ (Kekelidze v. Georgia), საჩივარი №2316/09, 2019 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება. 114 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 პოლიციელების მიმართ გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი 2018-2019 წლებში 2018 2019 წლის 1 პროკურატურა ნოემბრამდე 2019 წლის 1-ლი ნოემბრიდან 31 პროკურატურა დეკემბრამდე, სახელმწიფო ინსპექტორის მუხლი სამსახური გამოძიება პოლიციელთა მიმართ ბრალდებული პირი 367 13 გამოძიება ბრალდებული გამოძიება ბრალდებული პირი პირი 298 4 62 1(სისხლის სამართლის კოდექსის 335ე მუხლით) უფლებამოსილების გადამეტება (სსკ 58 333-ე 332 12 288 მუხლი) უფლებამოსილების 0 ბოროტად გამოყენება (სსკ 0 1 0 14 0 1 21 0 9 332-ე მუხლი) წამება (სსკ 1441-ე მუხლი) არასათანადო მოპყრობა (სსკ 1443-ე მუხლი) 0 3 პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომელთა მიმართ გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის მაჩვენებელი 2018-2019 წლებში 2018 2019 წლის 1 პროკურატურა ნოემბრამდე ნოემბრიდან 31 პროკურატურა დეკემბრამდე, სახელმწიფო მუხლი პენიტენციური 2019 წლის 1-ლი ინსპექტორის სამსახური გამოძიებ ბრალდებული გამოძიე ბრალდებული ა პირი ბა პირი 28 3 18 0 გამოძიებ ბრალდებული ა პირი 1 0 დაწესებულებები ს 115 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 თანამშრომელთა მიმართ უფლებამოსილებ ის გადამეტება (სსკ 1 14 16 333-ე მუხლი) უფლებამოსილებ ის ბოროტად გამოყენება (სსკ 0 0 0 0 0 332-ე მუხლი) წამება (სსკ 1441-ე 0 მუხლი) არასათანადო მოპყრობა 0 (სსკ 14 3 2 1443-ე მუხლი) რაც შეეხება სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობას, სამართალდამცავთა მიერ ჩადენილი არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ განცხადებებზე რეაგირების კუთხით, მონაცემები შემდეგნაირად გამოიყურება: 2019 წელს სახალხო დამცველის აპარატში 128 განცხადება დარეგისტრირდა, სადაც მოქალაქეები სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილ არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე მიუთითებდნენ. მათ შორის, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესაძლო ჩამდენი სუბიექტები იყვნენ: პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები 54 განცხადების, ხოლო პოლიციის თანამშრომლები - 50 შემთხვევაში.224 14 განცხადება შეეხებოდა პენიტენციურ დაწესებულებებში არსებულ ღირსების შემლახავ პირობებს და 10 განცხადება არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე დაწყებული გამოძიების გაჭიანურებას. როგორც ზემოთ აღინიშნა, 2019 წელს პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან მოქალაქეთა მიმართ შესაძლო არაპროპორციული ძალის გამოყენების ფაქტზე გამოძიების დაწყების 224 გარდა მითითებული განცხადებებისა, სახალხო დამცველის აპარატმა სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტების შესახებ ინფორმაცია საჯარო წყაროებიდანაც მიიღო (მედია, სოციალური ქსელები) და პროაქტიულად დაიწყო საქმის შესწავლა. ასევე, იყო შემთხვევები, როდესაც აპარატმა პატიმრების შიმშილობის შესახებ შეტყობინება კონკრეტული პენიტენციური დაწესებულებებიდან მიიღო და პატიმრებთან ვიზიტის შემდეგ ცნობილი გახდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტის შესახებ. ასევე, გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც განმცხადებლები მოგვიანებით უარყოფდნენ მათ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას არასათანადო მოპყრობის შესახებ, ან უარს აცხადებდნენ რეაგირებაზე. ყველა ზემოხსენებული გზით მიღებული საქმის შესწავლის შედეგად, საბოლოოდ გამოვლინდა სავარაუდო არასათანადო მოპყრობის 76 ფაქტი და ყველა მათგანზე აპარატმა საგამოძიებო უწყებას მიმართა. 116 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 წინადადებით, სახალხო დამცველმა საქართველოს გენერალურ პროკურატურას 1 წინადადებით მიმართა. უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველი წინადადებით მიმართავს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მოთხოვნით, იმ შემთხვევაში, თუ საქმის განხილვის შედეგად მივა დასკვნამდე, რომ არსებობს დანაშაულის ცალსახა ნიშნები.225 სხვა შემთხვევებში, თუ სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ შესაძლოა კონკრეტული პირის მიმართ ჩადენილი ყოფილიყო დანაშაული, თუმცა, საკმარისი მტკიცებულებების მოპოვება, რომლებიც პირის მიმართ არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებდა, ვერ მოხერხდა, მათ შორის, თუ პირს არ აღენიშნება დაზიანების კვალი, იმის გამო, რომ სავარაუდო დანაშაულის ჩადენიდან გასულია ხანგრძლივი დროის ინტერვალი და სხვა, ასეთ შემთხვევებში, სახალხო დამცველი წერილით მიმართავს შესაბამის საგამოძიებო ორგანოებს და აწვდის ინფორმაციას სავარაუდო დანაშაულის შესახებ. ზემოაღნიშნული მიდგომით, 2019 წელს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა მოქალაქეთა განცხადებებისა თუ პროაქტიულად - საჯარო სივრცეში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, რელევანტურ სახელმწიფო უწყებებთან 76 მიმართვა განახორციელა. კერძოდ, 67 შემთხვევაში მიმართვის ადრესატი იყო გენერალური პროკურატურა, ხოლო 9 შემთხვევაში - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური. აღნიშნული 76 შემთხვევიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესაძლო განმახორციელებელი სუბიექტები იყვნენ: პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები 12 შემთხვევაში; შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები - 62 შემთხვევაში, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ თანამშრომლები - 2 შემთხვევაში. ზემოაღნიშნული 76 შემთხვევიდან 46 საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი იყო საგამოძიებო უწყებისთვის სავარაუდო დანაშაულებრივი ფაქტის შესახებ ინფორმაციის პირველადი მიმწოდებელი, ხოლო სხვა 30 შემთხვევაში საგამოძიებო უწყება უკვე ფლობდა საქართველოს გამოძიების სავარაუდო სახალხო არასათანადო დამცველის მიმდინარეობის მოპყრობის აპარატის შესახებ შესახებ ჩართულობა ინფორმაციის ინფორმაციას და განმცხადებლისთვის მოპოვებაში დახმარებით შემოიფარგლა. ზემოხსენებული 46 საქმიდან 7 შემთხვევაში გამოძიება არ დაწყებულა. შვიდივე შემთხვევა ეხებოდა პოლიციელის მხრიდან სავარაუდო არასათანადო მოპყრობას. აქედან 4 შემთხვევაში, არასათანადო მოპყრობის სავარაუდო ფაქტის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა პროკურატურას და სწორედ პროკურატურამ არ მიიჩნია ინფორმაცია გამოძიების დაწყებისთვის საკმარისად, ხოლო სამ შემთხვევაში - სახელმწიფო ინსპექტორის აპარატმა. 225 „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 21-ე მუხლის „გ“ პუნქტი. 117 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 აქვე აღსანიშნავია, რომ 2 შემთხვევაში (მათ შორის, სახელმწიფო ინსპექტორის აპარატისთვის მიწოდებული საქმე) საგამოძიებო უწყებამ სახალხო დამცველის აპარატს განუმარტა, რომ განმცხადებლებმა გამოკითხვისას უარყვეს არასათანადო მოპყრობის ფაქტები და ეს გახდა გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის საფუძველი. ხოლო დამატებით ორ ფაქტზე, ინსპექტორის სამსახურმა სახალხო დამცველის აპარატს აცნობა, რომ სავარაუდო მსხვერპლებთან დაკავშირება და მათთან ინფორმაციის დაზუსტება ვერ მოხერხდა, რის გამოც გამოძიება არც ამ შემთხვევაში დაწყებულა. სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ მომავალში სავარაუდო დაზარალებულის მიერ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებლების წინაშე არასათანადო მოპყრობის ფაქტების უარყოფა (როდესაც ასეთ ფაქტებს, გამომძიებლებთან გასაუბრებამდე, განმცხადებელი სახალხო დამცველის აპარატის წინაშე ადასტურებდა) არ გახდება გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის საფუძველი და მხოლოდ ამ არგუმენტით გამოძიების დაწყებაზე უარი ტენდენციის სახეს არ მიიღებს. ეს საკითხი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასათანადო მოპყრობის მსხვერპლთან კონტექსტში, რადგან არასათანადო მოპყრობის მსხვერპლები მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნებიან, რომლებიც მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმის გამო - შეშინებულნი და უიმედო მდგომარეობაში მყოფნი, გარკვეული პერიოდის განმავლობაში, არ არიან მზად მათ მიმართ ჩადენილი დანაშაულის გასასაჩივრებლად.226 არასათანადო მოპყრობის გამოძიების ხარვეზების სისტემური ანალიზი იქიდან გამომდინარე, რომ არასათანადო მოპყრობის საქმეთა გამოძიება საქართველოში წლების განმავლობაში სისტემური ხარვეზი იყო, 2019 წელს ამოცანად დავისახეთ შეგვესწავლა დასრულებული გაგვეანალიზებინა მდგომარეობით ის სისხლის გამოწვევები, გამოიკვეთა. სამართლის რომლებიც სახელმწიფო ამ საქმეები და მიმართულებით ინსპექტორის სისტემურად 2019 წლის სამსახურისთვის და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია იმ საწყისი პრობლემების გამოვლენა, რომელთანაც ახლად შექმნილ უწყებას შემდგომ წლებში მოუწევს გამკლავება. სახალხო დამცველის აპარატმა 38 დასრულებული სისხლის სამართლის საქმე შეისწავლა და ისინი გამოძიების ეფექტიანობის სტანდარტით შეაფასა. აღნიშული სტანდარტის თანახმად, ეფექტიანი გამოძიების შემადგენელი ელემენტებია: დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა; დროულობა; ზედმიწევნითობა/ყოველმხრივობა; კომპეტენტურობა; დაზარალებულის ჩართულობა გამოძიების პროცესში. შედეგად, 2019 წლის ივნისში გამოვაქვეყნეთ სპეციალური ანგარიში, სადაც დეტალურად არის აღწერილი თითოეული მიმართულებით არსებული გამოწვევები.227 სტამბოლის პროტოკოლი, წამების ფსიქოლოგიური შედეგები, გვ. 46, 226 ხელმისაწვდომია: < http://bit.ly/3cyChS5 > [ბოლოს ნანახია 05.03.2020]. 227 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობა“, < https://bit.ly/2W3K4BJ > [ბოლოს ნანახია 08.04.2019]. 118 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა: გამოძიებაში ჩართული და გადაწყვეტილების მიმღები პირები, არ შეიძლება იყვნენ იმავე სახელმწიფო ორგანოს წარმომადგენლები, რომელთა საქმიანობაც გამოიძიება.228 მაგალითისთვის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა გამოავლინა საქმე, სადაც გამოძიება დაიწყო პროკურატურამ, თუმცა, იმავე დღეს, შემდგომი გამოძიების მიზნით, საქმე გადაეცა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ თანამშრომლები ინსპექციას, იმხილებოდნენ მაშინ, სავარაუდო როდესაც არასათანადო თავად სამინისტროს მოპყრობის ფაქტში.229 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ასევე გამოავლინა შემთხვევები, როცა გამოძიება დაიწყო იმ უწყებამ, რომლის თანამშრომლებიც იმხილებოდნენ არასათანადო მოპყრობის ჩადენაში და მხოლოდ მოგვიანებით გადაეცა პროკურატურას გამოძიების გასაგრძელებლად.230 2018 წლის ანგარიშში, საქართველოში ვიზიტის შესახებ, წამების პრევენციის ევროპულმა კომიტეტმა, ასევე გაამახვილა ყურადღება ეფექტიანი გამოძიების ხარვეზებზე, მათ შორის იმ გარემოებაზე, რომ თავდაპირველ საგამოძიებო მოქმედებებს ატარებენ იმ სამინისტროების საგამოძიებო სამსახურები, სადაც სავარაუდო დამნაშავე მუშაობს, ხოლო პროკურატურა მოგვიანებით ერთვება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის ან მედიაში გავრცელების შემდეგ.231 დროულობა: დროულობის კომპონენტი ეფექტიანი გამოძიების მიზნებისთვის, გულისხმობს გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყების აუცილებლობას. სახალხო დამცველის აპარატმა საქმეთა შესწავლისას გამოავლინა თვეებითა და, ცალკეულ შემთხვევაში, წლებით დაგვიანებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების პრობლემა.232 ასევე, გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც დაგვიანებით საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე დაწყებული გამოძიების მტკიცებულების გამო, მოუპოვებლობის შედეგად, ვერ მოხერხდა დანაშაულისთვის პასუხიმგებელ პირთა გამოვლენა. გამოძიების გაჭიანურება, როდესაც არ ხდება პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა, ის სისტემური 228 იქვე. გვ. 9. 229 იქვე. გვ. 14. 230 იქვე. 231 წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ანგარიში 2018 წლის სექტემბერში საქართველოში განხორციელებული ვიზიტის შედეგების შესახებ. პარ. 13-15. ხელმისაწვდომია: < http://bit.ly/38p44kK > [ბოლოს ნანახია 08.04.2019]. 232 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობა“, 2019, გვ. 17-22; 119 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 პრობლემაა, რაზეც სახალხო დამცველის გარდა, ქართული არასამთავრობო 234 ორგანიზაციები233 და საერთაშორისო ორგანიზაციებიც საუბრობენ. ზედმიწევნითობა/ყოველმხრივობა: სახალხო დამცველის აპარატმა საქმეთა შესწავლისას გამოავლინა, რომ გამოძიებისას ყველა შესაძლო საგამოძიებო მოქმედება არ ტარდება. იკვეთება ზედაპირული და არასრულყოფილი გამოკითხვის პრობლემა. რიგ შემთხვევებში, არ არის დასმული მნიშვნელოვანი შეკითხვები და არ არის გამოკითხული ყველა შესაძლო პირი. პოლიციელების ან შესაბამისი ციხის თანამშრომლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია, უმეტესად არ არის გადამოწმებული სხვა ნეიტრალური მტკიცებულებებით ან არ არის მცდელობა, რომ იგი შეივსოს უფრო ობიექტური წყაროებით.235 კომპეტენტურობა: სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეებიდან, ვერცერთში ვერ ხერხდება იმის დადგენა, თუ ვისი ინიციატივითა და პასუხისმგებლობით ჩატარდა კონკრეტული საგამოძიებო მოქმედება, განსაზღვრა თუ არა გამომძიებელმა დამოუკიდებლად საგამოძიებო სტრატეგია, თუ გამოძიება პროკურორის აქტიური ჩართულობით/სავალდებულო მითითების ფონზე მიმდინარეობდა. გარდა ამისა, ასევე გამოიკვეთა ზოგადი მუხლით და არა სპეციალური კვალიფიკაციის ათეულობით შემთხვევა.236 ზემოაღნიშნულის გარდა, პრობლემაა ისიც, რომ არცერთ საქმეში არ გამოყენებული მსხვერპლის მიმართ დაცვის სპეციალური ღონისძიება, 237 უსაფრთხოების ღონისძიების გამოყენების პრაქტიკა. 238 საქართველოს ყოფილა და მწირია სახალხო დამცველის შეფასებით, ასევე პრობლემურია ის გარემოება, რომ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის მსხვერპლი პატიმრები გამოძიების ეტაპზე, ზოგიერთ შემთხვევაში, იმყოფებიან პენიტენციური სისტემის ისევ იმ თანამშრომლების მეთვალყურეობისა და გავლენის ქვეშ, ვის მიმართაც არასათანადო მოპყრობის შესახებ პრეტენზიები არსებობდა. 239 233 სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა გამოძიების ხარვეზები და მსხვერპლთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, 2018, გვ. 24. 234 Tsintsabadze group v. Georgia (Application No. 35403/06) 1324th meeting, 18-20 September 2018 (DH), ხელმისაწვდომია:< http://bit.ly/3cyptei > [ბოლოს ნანახია 05.03.2020]; 235 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობა“, 2019, გვ. 9, 20—27. 236 იქვე, გვ. 27. 237 არცერთ საქმეში არ მოიპოვება იმის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომ პროკურორმა შესთავაზა და გაარკვია მაინც მსხვერპლის დამოკიდებულება დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენების მიმართულებით - საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „არასათანადო მოპყრობის სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიების ეფექტიანობა“, 2019, გვ. 28. 238 იქვე. 239 იქვე. 120 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 დაზარალებულის მონაწილეობა გამოძიების პროცესში: არასათანადო მოპყრობის გამოძიების თვალსაზრისით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა დაზარალებულის პროცესში მონაწილეობის საკითხი. საქართველოს კანონმდებლობით, მხოლოდ დაზარალებულს აქვს უფლებამოსილება გაეცნოს სისხლის სამართლის გამოძიების მიმდინარეობას, მის მასალებს. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2012-2019 წლებში პროკურატურაში გაგზავნილი 107 წინადადების საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გამოძიებამ მხოლოდ ორ შემთხვევაში ცნო პირი დაზარალებულად.240 არასამთავრობო ორგანიზაციების სამართალწარმოების პრაქტიკაც ადასტურებს, რომ გამოძიების მიერ დაზარალებულის სტატუსის მინიჭება იშვიათი მოვლენაა.241 სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების საფუძველზე ნათლად წარმოჩინდა დაზარალებულის/დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პროკურატურის არაერთგვაროვანი მიდგომა. სახალხო დამცველი მოუწოდებს საგამოძიებო ორგანოებს, ერთგვაროვანი და განჭვრეტადი გახადოს აღნიშნული სტატუსის მინიჭების საფუძვლები. დამატებით, გამოძიების ხარვეზიანობის შეფასებისას უნდა აღინიშნოს, რომ წელსაც აქტუალური იყო სამართალდამცავთა მხრიდან ჩადენილი ძალადობის სისხლის სამართლის კოდექსის ზოგადი და არა სპეციალურით მუხლით კვალიფიკაციის უცვლელი პრაქტიკა. კერძოდ, არასათანადო მოპყრობის ან წამების – არასწორი კვალიფიკაცია ზოგადი მუხლით, როგორიც არის სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება ან სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების აღსრულების ზედამხედველობის პროცესში „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეების განხილვისას, 2019 წლის დეკემბერში მიღებულ შუალედურ რეზოლუციაში, საქართველოს ხელისუფლებას 242 ზემოაღნიშნული პრაქტიკის აღმოფხვრისკენ მოუწოდა. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  დაიწყოს საქართველოს გენერალური პროკურატურის რეფორმა, გაითვალისწინოს საპროკურორო საბჭოს მონაწილეობა პროკურატურაში ქვემდებარეობის განსაზღვრისა და სტრუქტურულ ერთეულებს შორის კომპეტენციების გამიჯვნის პროცესში; სისხლის სამართლის პოლიტიკიდან გამომდინარე სახელმძღვანელო პრინციპების 240 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 82. 241 სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის შემთხვევათა გამოძიების ხარვეზები და მსხვერპლთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში, საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა, 2018, გვ. 28; არასათანადო მოპყრობის პრევენცია და რეაგირება მომხდარ ფაქტებზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2019, გვ. 32. 242 Tsintsabadze group v. Georgia (Application No. 35403/06),1362nd meeting, 3-5 December 2019 (DH) ), ხელმისაწვდომია: < http://bit.ly/2IvZ96P > [ბოლოს ნანახია 09.03.2020]. 121 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 დამტკიცებასა და იმ ნორმატიული აქტების მიღების პროცესში, რომლებიც პროკურატურის სისტემურ საკითხებს არეგულირებენ. 3.6. 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიება საანგარიშო პერიოდში, 2019 წლის 20-21 ივნისის ღამეს პარლამენტის წინ განვითარებული მოვლენები, როდესაც რუსთაველის გამზირზე შეკრებილი მოსახლეობის მიმართ სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს ნაწილად იქცა. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენლები უშუალოდ აკვირდებოდნენ აქციაზე მიმდინარე მოვლენებს, აქციის შემდგომ კი საავადმყოფოებში მოინახულეს დაშავებული პირები. ისინი შეხვდნენ და ესაუბრნენ ექიმებს, კლინიკის ადმინისტრაციასა და აქციის დაშლისას დაშავებულ მოქალაქეებს. სახალხო დამცველის აპარატმა დაადგინა, რომ კლინიკებში სულ რეგისტრირებული იყო აქციისას დაშავებული 217 პაციენტი. მათგან 80 დაშავებული პოლიციელი იყო. ვიზიტისას მიღებული ინფორმაციით, ძირითადი დაზიანებები მიყენებული იყო თავისა და ზედა კიდურების არეში.243 სახალხო დამცველის რწმუნებულებმა ასევე მოინახულეს აქციაზე ადმინისტრაციული წესით დაკავებული 116 პირი, რომელთაგან 7 პირის მიმართ სავარაუდოდ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტზე აპარატმა პროკურატურას რეაგირების მიზნით მიმართა.244 2019 წლის 22 ივნისს საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება 20-21 ივნისის აქციის დაშლისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული თანამშრომლების მიერ ძალადობით სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე. გენერალურმა პროკურატურამ მის მიერ წარმოებულ გამოძიების პროცესზე ზედამხედველობის მიზნით, სახალხო დამცველი მიიწვია და საგამონაკლისო წესით საქმის მასალების გაცნობის უფლება მიანიჭა. სახალხო დამცველის რწმუნებულები 2019 წლის 2 ივლისიდან ეცნობიან საქმეს და, მათ შორის, მოცემული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოყოფილ 3 საქმის მასალებსაც.245 გამოძიება პროკურატურაში დღემდე გრძელდება. პარალელურად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები პერიოდულად ეცნობიან საქმის მასალებს. წინამდებარე თავში მოკლედ მიმოვიხილავთ 2020 წლის თებერვლის მდგომარეობით წარმოებულ გამოძიების პროცესს და შესაბამის შუალედურ დასკვნებს. ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებებისა და გამოძიების პროცესში სახალხო დამცველის 243 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3aCsetw > [ბოლოს ნანახია 06.03.2020]. 244 სახალხო დამცველის რწმუნებულებთან სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შესახებ უფრო მეტმა დაკავებულმა ისაუბრა, თუმცა, ვინაიდან მათ უარი თქვეს რეაგირების განხორციელებაზე, სახალხო დამცველის აპარატი არ იყო უფლებამოსილი მიემართა საგამოძიებო უწყებისთვის. 245 ამ საქმეებში მოქალაქეთა მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობისა და არალეტალური იარაღის უსაფუძვლო გამოყენების შედეგად, 3 პოლიციელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. 122 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მონაწილეობის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში.246 საქმის შესწავლის შედეგად, გამოძიების პროცესის პარალელურად, საქართველოს სახალხო დამცველმა 5 წინადადებით მიმართა პროკურატურას, რომლითაც კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების აუცილებლობაზე მიუთითა, ასევე, წარადგინა 1 წინადადება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე. წარდგენილი წინადადებებით სახალხო დამცველმა 21 კონკრეტული ქმედების განხორციელება მოითხოვა, რომელთაგან დაკმაყოფილდა 11, ხარვეზიანად ან/და ნაწილობრივ შესრულდა 3, არ შესრულდა 7 მოთხოვნა, მათ შორის, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების თაობაზე წინადადება. სახალხო დამცველი წინადადებით სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას ითხოვს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დეპარტამენტის ყოფილი დირექტორის მიმართ, განსაკუთრებულ ვინაიდან, მისი დავალებათა სამართლებრივი ვალდებულება იყო, აღეკვეთა მის უშუალო დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების კანონსაწინააღმდეგო ქმედებები (სპეციალური საშუალების არაპროპორციული გამოყენება) და როგორც საქმის მასალებიდან გამოიკვეთა, მას ჰქონდა ამგვარი მოქმედების შესაძლებლობა. ასევე, საქმეში ამ ეტაპისთვის მოპოვებული მასალებით დასტურდება, რომ მას რამდენჯერმე ჰქონდა მიღებული პირდაპირი ბრძანება, არ გამოეყენებინა რეზინის ტყვიები.247 სამწუხაროდ, არ შესრულდა სახალხო დამცველის მიერ მოთხოვნილი ის საგამოძიებო მოქმედებები, რომელთა მიზანიც, აქციის დაშლის პროცესზე ხელმძღვანელი პირების მოქმედებისა თუ უმოქმედობის სამართლებრივი შეფასება იყო. კერძოდ, განმეორებით და დეტალურად არ გამოიკითხნენ შსს-ს ყოფილი მინისტრი და მისი მოადგილეები (საჭიროება განაპირობა იმ გარემოებამ, რომ გამოძიების მიერ მინისტრისა და მინისტრის მოადგილეების თავდაპირველი გამოკითხვა არ იყო სრულყოფილი). არ დგინდება, თუ რა ღონისძიებები გაატარეს მათ, როგორც 20-21 ივნისის ღონისძიების ჩატარებაზე პასუხისმგებელმა და ხელმძღვანელმა პირებმა, უშუალოდ აქციის დაშლის პერიოდში პოლიციის თანამშრომელთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტების შესაძლო ფაქტების აღსაკვეთად; არ ჩატარდა ექსპერტიზები რაციების ჩანაწერებში არსებული ხმის წყვეტის მიზეზის დადგენის მიზნით იმ პერიოდში, როდესაც წყდებოდა სპეციალური 246 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, „20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების შუალედური ანგარიში“, 2020. 247 ეს დასკვნა ეფუძნება რაციის ჩანაწერებს, რომელსაც გაეცნო სახალხო დამცველის აპარატი. აღსანიშნავია, რომ რაციის ჩანაწერებში ფიქსირდება წყვეტები. აღნიშნულისმიზეზისა თუ სავარაუდო მონტაჟის კვალის აღმოჩენის მიზნით, სახალხო დამცველმა პროკურატურას ექსპერტიზის ჩატარების წინადადებით მიმართა. 2020 წლის თებერვლის მდგომარეობით, ასეთი საგამოძიებო მოქმედება არ ჩატარებულა. 123 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საშუალებების გამოყენების საკითხი; არ იქნა ამოღებული ქვემდგომი თანამშრომლების რაციის ჩანაწერები და მობილური ტელეფონები. საერთაშორისო სტანდარტის თანახმად, ეფექტიანი გამოძიების ვალდებულების შესრულებისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ცალკეული პოლიციელების მხრიდან ძალადობით ან იარაღის გამოყენებით სამსახურებრივი უფლებამოსილების სავარაუდო გადამეტების ფაქტების დადგენა, არამედ, შეკრების თავისუფლების შეწყვეტის აუცილებლობისა და პოლიციის მიერ გამოყენებული ძალის პროპორციულობის საკითხის სამართლებრივი შეფასება. ზემოაღნიშნული პროკურატურაში მიმდინარე გამოძიება ამ სტანდარტის ეტაპზე საწინააღმდეგოდ, ორიენტირებულია დანაშაულებრივი მხოლოდ ინდივიდუალურ სამართალდამცავთა მოქმედებების იდენტიფიცირებასა და მათი ცალკეული როლის შეფასებაზე. გამოძიება არ არის მიმართული ხელმძღვანელი პირების პასუხისმგებლობის ფარგლების დადგენაზე და არ ცდილობს დაადგინოს/გამორიცხოს აქციის დაშლისას უმოქმედობით ჩადენილი სავარაუდო დანაშაულის არსებობის ფაქტ(ებ)ი. გამოძიებას ამ ეტაპისთვის (2020 წლის თებერვალი) აქვს ხარვეზები დროულობისა და ზედმიწევნითობის კომპონენტებში, რაც არსებითად აფერხებს გამოძიების ეფექტიანად შეფასებას. კერძოდ, არ არის დათვალიერებული ვიდეოჩანაწერების ნაწილი; არ არის მოპოვებული სამინისტროს საშუალო რგოლის თანამდებობის პირების რაციის ჩანაწერები; არ არის დანიშნული და ჩატარებული სამინისტროს ხელმძღვანელი პირების რაციების ჩანაწერების ექსპერტიზა და სხვ. შესაბამისად, გამოძიება მნიშვნელოვანი და აუცილებელი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებას აგვიანებს, ხოლო კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისას, საჭირო გულისხმიერებით არ გამოირჩევა. საქმის მასალებში არსებული ვიდეომასალის თანახმად, იმ დროისათვის, როდესაც პოლიციამ იარაღი გამოიყენა, აქციაში მონაწილე პირების მხრიდან ადგილი არ ჰქონია პოლიციის თანამშრომლების ან სხვა პირების მიმართ იმწუთიერ და იმგვარ მასობრივ თავდასხმას, რაც პოლიციის თანამშრომლებს საფუძველს მისცემდა, ხელმძღვანელი პირის ბრძანების გარეშე, საკუთარი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით, მიეღოთ გადაწყვეტილება არალეტალური ჭურვების გამოყენების თაობაზე (აუცილებელი მოგერიების მდგომარეობა). აღნიშნულის საპირისპიროდ, მოქმედი საკანონმდებლო ჩარჩოს მიხედვით, შეკრება-მანიფესტაციის დროს კანონიერებისა და თანაზომიერების პრინციპის დაცვით და რისკების გათვალისწინებით, არალეტალური იარაღის (მათ შორის, არალეტალური ჭურვის) გამოყენების შესახებ ბრძანება უნდა გასცეს ღონისძიებაში მონაწილე დანაყოფის ხელმძღვანელმა, ღონისძიებაზე პასუხისმგებელი პირის თანხმობით. ხოლო როდესაც არალეტალური იარაღის გამოყენების დაყოვნებამ შესაძლოა რეალური საფრთხე შეუქმნას პირის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას, საკმარისია მხოლოდ ღონისძიებაში მონაწილე დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ ბრძანების გაცემა.248 248 „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციის“ (დამტკიცებულია 2015 წლის 30 დეკემბრის 124 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 შსს-ს თანამშრომლების გამოკითხვის ოქმის მიხედვით კი, ყველა მათგანი აღნიშნავს, რომ არ ჰქონდათ კონკრეტული ბრძანება რეზინის ტყვიების გამოყენებაზე და ეს გადაწყვეტილება ინდივიდუალური საფრთხიდან გამომდინარე მიიღეს. ევროპული სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკის თანახმად, აქციის მონაწილეთა ნაწილის მხრიდან ძალადობრივი ქმედების გამოვლენა არ არის თავისთავად მყარი საფუძველი აქციის მშვიდობიანი მონაწილეების შეკრების თავისუფლების შესაზღუდად, მით უფრო, მათ წინააღმდეგ ძალის გამოსაყენებლად.249 შესაბამისად, ამ ეტაპისთვის არსებული მასალების ანალიზის შედეგად იკვეთება, რომ 2020 წლის 20-21 ივნისის აქციის დაშლისას მეთოფეების მიერ არალეტალური ჭურვების გამოყენება კანონმდებლობით დადგენილი ბრძანების არარსებობის, ჭურვების რაოდენობისა (რამდენიმე ასეული) და მეთოფეების (რამდენიმე ათეული) რაოდენობის, ლოკაციის ფართობის (როგორც უშუალოდ პარლამენტის შენობის წინ, ასევე, რუსთაველის გამზირის სხვა მონაკვეთებზე), რამდენიმესაათიანი რაოდენობისა და პერიოდის ხანგრძლივობით დაზიანებების ხარისხის და დაშავებული მიხედვით, არ მომიტინგეების შეიძლება შეფასდეს პროპორციულ და თანაზომიერ საშუალებად. გენერალურმა პროკურატურამ წინამდებარე ანგარიშის გამოქვეყნების დროისთვის ვერ მოახერხა 20-21 ივნისის ღამის მოვლენების სრული სისტემური სამართლებრივი ანალიზი. რიგით პოლიციელთა მიერ ჩადენილ დანაშაულებზე ერთეული აქცენტების პარალელურად, პროკურატურამ ვერ შეძლო ობიექტურად და სრულად შეეფასებინა ზემდგომ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი. იმედს ვიტოვებთ, პროკურატურა შემდგომ ეტაპებზე უზრუნველყოფს ეფექტიანი გამოძიების სტანდარტის დაკმაყოფილებას. დაზარალებულად ცნობილი პირები გამოძიების ფარგლებში, ძირითად საქმეზე, 2020 წლის იანვრის მდგომარეობით, დაზარალებულად ცნობილია 4 პირი. საგულისხმოა, რომ აღნიშნულ პირთა დაზარალებულად ცნობა მხოლოდ მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი ზეწოლისა და პროტესტის შემდგომ მოხდა, დაზარალებულად ცნობაზე. 250 ასევე არ დააკმაყოფილა რასაც წინ უძღვოდა სასამართლოს უარი მათ სასამართლომ 2019 წლის 9 დეკემბერსა და 18 დეკემბერს 12 სხვა პირის საჩივარი დაზარალებულად ცნობასთან დაკავშირებით. აღნიშნულ განჩინებებში სასამართლო უთითებდა, რომ არ იყო მიღებული სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზების დასკვნები, რომლითაც უნდა დადგინდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის №1002 ბრძანებით) მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი. 249 Ribitsch v. Austria, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1995 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილება, პარ. 38; Ziliberberg v.Moldova (2004, დასაშვებობა), პარ.10; Ezelin v.France, 1989 წლის გადაწყვეტილება, პარ. 34; 250 „საქალაქო სასამართლო განმარტებას აკეთებს, რატომ არ ცნო დაზარალებულად 20 ივნისის აქციის საქმეზე 16 პირი, მათ შორის, მაკო გომური“, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/377intB > {ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 125 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიყენებული დაზიანების ხარისხი და მექანიზმი. სასამართლომ მიუთითა, რომ აუცილებელია დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტით დადგინდეს, ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის შედეგად მიადგა ზიანი პირს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს განმარტება არ ეწინააღმდეგება საკანონმდებლო მოთხოვნებს, აუცილებელია, პროკურატურამ შემჭიდროებულ ვადებში დაათვალიეროს ვიდეოჩანაწერები, დანაშაულებრივი გაშიფროს ქმედების კონკრეტული შედეგად ეპიზოდები დაზარალებული და გამოავლინოს მოქალაქეები, გამოძიების პროცესში მათი მაქსიმალური მონაწილეობისა და ჩართულობის უზრუნველსაყოფად. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ არსებული ვიდეომასალები იძლევა კონკრეტული დანაშაულებრივი ეპიზოდებისა და მათ შედეგად დაზარალებული მოქალაქეების, მათ შორის, ჟურნალისტების, იდენტიფიცირების შესაძლებლობას (რაც დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს დააკმაყოფილებს). შესაბამისად, ექსპერტიზის მიერ დაზიანების ზუსტი ხარისხის დადგენამდეც, შესაძლებელი იყო/არის კონკრეტული პირებისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება. ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მაია (მაკო) გომურის დაზარალებულად ცნობის მიუხედავად, მას სისხლის სამართლის საქმის მხოლოდ ორი ტომი გააცნეს. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ითვალისწინებს შესაძლებლობას, რომ დაზარალებულს არ გაეცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალები, თუ ეს გამოძიების ინტერესებს ეწინააღმდეგება.251 თუმცა აღნიშნული საფუძვლის შესახებ, მაკო გომურს ინფორმაცია არ მიწოდებია. სახალხო დამცველის აპარატმა ასევე გამოითხოვა ინფორმაცია აღნიშნულთან დაკავშირებით, მაგრამ პროკურატურამ მაკო გომურისთვის მასალების სრულად გაცნობაზე უარის სამართლებრივი საფუძველი არც სახალხო დამცველის აპარატს განუმარტა.252 რეკომენდაცია საქართველოს გენერალურ პროკურორს:  №074220619801 სისხლის სამართლის საქმეზე აწარმოოს ეფექტიანი გამოძიება და გადადგას ნაბიჯები სახალხო დამცველის წინადადებების შესასრულებლად. 251 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 57-ე მუხლის მე-2 ქვეპუნქტი. 252 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2019 წლის 9 დეკემბრის №13/86194 და 2019 წლის 17 დეკემბრის №13/88174 წერილები. 126 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 4. თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება 4.1. შესავალი 2019 წელს, მასშტაბური საპროტესტო აქციების დროს, პოლიციის თანამშრომელთა მიერ მოქალაქეთა დაკავებისას ადამიანის თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების დარღვევის ფაქტებმა ტენდენციის სახე მიიღო. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, 2019 წლის 20-21 ივნისსა და 18 ნოემბერს აქციის დაშლისას დაკავებულ პირთა საქმეების შესწავლის საფუძველზე, გამოავლინა ხარვეზები, ისე პოლიციელების მიერ როგორც რიგი საკანონმდებლო სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევის პრაქტიკა. კერძოდ, პოლიციელები სამართალდარღვევის დოკუმენტაციას ინდივიდუალური შემთხვევების აღუწერლად ადგენდნენ, რის გამოც, შეუძლებელი იყო ადმინისტრაციული დაკავების სამართლებრივი საფუძვლების არსებობა/არარსებობის ფაქტის შეფასება. ადგილი ჰქონდა დაკავების 12-საათიანი ვადის დარღვევის ფაქტებს. ასევე, პირის დამკავებელი პოლიციელების ნაცვლად, დაკავების ოქმებს ხელს სხვა სამართალდამცავები აწერდნენ. დამატებითი პრობლემა იყო დაკავების ფაქტობრივი ადგილისა და დაკავების ოქმში მითითებული ადგილის შეუსაბამობა. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით პირთა დაკავების პრობლემის აღმოფხვრა. ასევე, საკანონმდებლო ხარვეზები, რომლებიც პირთა თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლებაში გაუმართლებელ ჩარევას აწესებენ, აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების პრაქტიკა და თავისუფალი გადაადგილების უფლების უსაფუძვლო შეზღუდვის ფაქტები. სახალხო დამცველის მიერ 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ გაცემული რეკომენდაციების მიუხედავად, ნორმატიულ დონეზე კვლავ არ არის განსაზღვრული სპეციალურ ოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავთა მიერ სამხრე ვიდეოკამერის გამოყენების ვალდებულება და სპეციალური ოპერაციისას სამხრე კამერის გამოყენების წესი. ასევე, სპეციალურ ოპერაციებში მონაწილე სამართალდამცავები სამხრე კამერებით კვლავ არ არიან აღჭურვილნი.253 253 სახალხო დამცველმა 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში შინაგან საქმეთა სამინისტროს გარდა, 2 რეკომენდაციით ასევე მიმართა საქართველოს გენერალურ პროკურატურას. მათგან, გენერალურმა პროკურატურამ შეასრულა სახალხო დამცველის ის რეკომენდაცია, რომლითაც იგი ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე ჩატარებული ყველა საგამოძიებო მოქმედების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და საქმის მასალების გაცნობას ითხოვდა, რეკომენდაცია კი, რომლითაც სახალხო დამცველი ნიკა 127 | მელიასა და მოქალაქე გ.გ.-ს დაკავებისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 წინამდებარე თავში მიმოვიხილავთ ზემოაღნიშნულ გამოწვევებს და წარმოგიდგენთ ივანე მერაბიშვილის საქმეზე, განახლებული გამოძიების ფარგლებში ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესწავლის შედეგად გამოვლენილ ხარვეზებს. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდმა პალატამ ივანე მერაბიშვილის საქმეზე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის დარღვევა დაადგინა254 კონვენციის მე-5 მუხლის (1) პუნქტით გათვალისწინებული თავისუფლების უფლებასთან კავშირში.255 ამ გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, 2018 წლის 12 ივლისს, ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანისა და მის მიმართ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, გამოძიება განახლდა. 4.2. დაკავება კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პარლამენტის წევრის დაკავება ან დაპატიმრება მხოლოდ პარლამენტის წინასწარი თანხმობით შეიძლება. გამონაკლისს წარმოადგენს მხოლოდ დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რომელიც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს და საჭიროებს ამ უკანასკნელის თანხმობას.256 ზემოაღნიშნულ საკანონმდებლო ნორმათა დარღვევით, 2018 წელს პოლიციელებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს ნიკა მელია, რომელიც იმ დროს საქართველოს პარლამენტის წევრი იყო.257 აღნიშნულ ფაქტზე დაწყებული გამოძიება 2019 წლის 24 მაისს შეწყდა. სახალხო დამცველის აპარატის მიერ საქმის მასალების შესწავლამ სხვადასხვა ხარვეზები გამოავლინა. გამოძიებამ ვერ დაადგინა, ჰქონდა თუ არა ადგილი ნიკა მელიას განზრახ უკანონო დაკავებას. იმის გასარკვევად, ცნობილი იყო თუ არა პოლიციელებისთვის მისი დეპუტატის სტატუსის შესახებ, გამოძიება პოლიციელთა გამოკითხვით შემოიფარგლა. გამოძიების ფარგლებში არ მოუპოვებიათ ინფორმაცია დამკავებელი პირის მიერ პარლამენტის ვებგვერდზე გადამოწმების ფაქტისა და დროის თაობაზე, არც ინფორმაცია სამინისტროს სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელისა და პოლიციელის სატელეფონო ზარის განხორციელებისა და დროის თაობაზე, რაც მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება იყო. თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ითხოვდა, არ შეუსრულებია. 254 ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-18 მუხლის თანახმად, „დაუშვებელია ხსენებულ უფლებათა და თავისუფლებათა კონვენციით ნებადართული შეზღუდვების გამოყენება არა იმ მიზნით, რისთვისაც ისინია გათვალისწინებული“. 255 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2017 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება საქმეზე, „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Merabishvili v. Georgia). 256 საქართველოს კონსტიტუციის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტი. 257 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 87. 128 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საგულისხმოა, რომ პარლამენტის წევრი უკანონოდ დააკავეს საანგარიშო წელსაც. კერძოდ, 2019 წლის 26 ნოემბერს, პოლიციელებმა დააკავეს და მოგვიანებით გაათავისუფლეს დეპუტატები: გიორგი ბოკერია და თენგიზ გუნავა,258 ხოლო 2019 წლის 29 ნოემბერს დეპუტატი გიორგი კანდელაკი.259 შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ დრომდე არ მოუწოდებია აპარატისთვის, ამ მიმართულებით გამოთხოვილი ინფორმაცია. 4.3. საკანონმდებლო ხარვეზები საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პრობლემურია ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმების საკითხი.260 იმ შემთხვევაში, როდესაც პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი მოსამართლის წინაშე, სადავოდ ხდის ადმინისტრაციულ დაკავებას, მოსამართლე არ ამოწმებს დაკავების კანონიერებას და აღნიშნულს ცალკე სამართალწარმოების ფარგლებში განიხილავს. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, ადმინისტრაციული დაკავების კანონიერება თავად სამართალდარღვევის საქმის განხილვასთან ერთად უნდა შეაფასოს ამ საქმის განმხილველმა სასამართლომ, როგორც ეს სისხლის სამართლის პროცესშია.261 საკანონმდებლო ცვლილებებს საჭიროებს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციული დაკავების ვადებიც. კერძოდ, კოდექსის შესაბამისი მუხლი დაკავების განსხვავებულ ვადებს ადგენს იმის მიხედვით, პირი დაკავებულია სამუშაო თუ არასამუშაო დროს.262 საგულისხმოა, რომ ბუნდოვანია, რა იგულისხმება კოდექსის 247-ე მუხლის დისპოზიციის შემდეგ სიტყვებში: „ადმინისტრაციული დაკავების ვადა არასამუშაო დროს ემთხვევა“, როდესაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი უშვებს პირის 48 საათით დაკავების შესაძლებლობას. კერძოდ, გაურკვეველია, ეს მუხლი ვრცელდება ისეთ შემთხვევაზე, როდესაც პირის დაკავების საწყისი მომენტი ემთხვევა არასამუშაო დროს, თუ 258 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://bit.ly/2VLuSc1 > [ბოლოს ნანახია 01.02.2020]. 259 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://bit.ly/2vL209s აღნიშნულ 260 ხედვას მართლმსაჯულებისათვის“, იზიარებს იხ. > [ბოლოს ნანახია 01.02.2020]. „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე კოალიცია კოალიციის მიმართვა გაეროს სპეციალურ მომხსენებელს, ხელმისაწვდომია: < http://bit.ly/38p6aAU > [ბოლოს ნანახია 04.03.2020]. 261 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხ. 176, 1-ლი ნაწ. (ე) ქპ., მუხ. 197, 1-ლი ნაწ. (ზ)ქპ. იხ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის კომენტარი, გვ. 505. ხელმისაწვდომია: < http://bit.ly/2TMCU2R > [ბოლოს ნანახია 13.03.2020]. 262 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 247-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩამდენის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 12 საათს“, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „პირი, რომლის ადმინისტრაციული დაკავების ვადა არასამუშაო დროს ემთხვევა, შეიძლება დაკავებულ იქნეს და მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში უფლებამოსილი ორგანოს მიერ საქმის განხილვამდე. აღნიშნულ შემთხვევაში პირის დაკავების საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს“. 129 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 იგულისხმება შემთხვევა, როცა პირის დაკავების ვადის გასვლა არასამუშაო დროს ემთხვევა. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, წევრმა სახელმწიფოებმა თავიანთი მართლმსაჯულების სისტემები იმგვარად უნდა მოაწყონ, რომ საშვებულებო პერიოდის გამო არ შეფერხდეს იმ საკითხების სწრაფი გადაწყვეტა, რომლებიც პირის თავისუფლების უფლებას უკავშირდება.263 ზემოაღნიშნულის გარდა, ასევე საგულისხმოა, რომ 2019 წლის ნოემბრის აქციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო აქტიურად იყენებდა ე.წ. გარიდების მექანიზმს, რაც პოლიციელის მიერ პირისათვის გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით დატოვების მოთხოვნასა და კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვაში გამოიხატა. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს ე.წ. გარიდების მექანიზმის შესახებ ნორმატიულ დონეზე განსაზღვრული რეგულაციები,264 ამით პოლიციელს მოქმედების ფართო დისკრეცია ეძლევა. სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვანია მექანიზმის გამოყენების ნორმატიულ საფუძვლები, დონეზე იმისათვის მოწესრიგდეს რათა ე.წ. გარიდების განჭვრეტადი გახდეს პოლიციელის მიერ პირის თავისუფლების უფლებაში ჩარევის შესაძლებლობა. 4.4. პოლიციელების მოქმედებებისას გამოვლენილი ხარვეზები საანგარიშო პერიოდში, საპროტესო აქციების მონაწილეთა დაკავებისას, პოლიციის თანამშრომელთა საქმიანობაში რიგი დარღვევები გამოვლინდა. კერძოდ, 2019 წლის 20-21 ივნისს და 18 ნოემბერს, აქციის დაშლისას სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა მოინახულეს დაკავებულები და გასაუბრებების და დაკავებულ პირთა საქმეების შესწავლის საფუძველზე, პოლიციელების საქმიანობაში შემდეგი პრობლემები გამოკვეთეს: პოლიციელები აქციის მონაწილეთა დაკავებისას არ იყენებდნენ სამხრე კამერებს; პოლიციელებს სამართალდარღვევის ოქმები შედგენილი ჰქონდათ სამართალდამრღვევის კონკრეტული ქმედების აღუწერლად, სამართალდარღვევისა და დაკავების ოქმებში ასახული დაკავების დრო არ შეესაბამება დაკავების რეალურ დროს, 263 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1990 წლის 29 აგვისტოს განჩინება საქმეზე, „ე. ნორვეგიის წინააღმდეგ“ (E. v. Norway), პარ. 66. 264 „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 25-ე მუხლის თანახმად, „პოლიციელი უფლებამოსილია პირს მოსთხოვოს გარკვეული ადგილის განსაზღვრული დროით დატოვება და აუკრძალოს მას კონკრეტულ ტერიტორიაზე შესვლა, თუ ეს აუცილებელია საფრთხის თავიდან ასაცილებლად. აღნიშნული შეზღუდვა შესაძლებელია გაგრძელდეს საფრთხის აღმოფხვრამდე.“ მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალურად მოწოდებული ინფორმაციით, ამ მუხლზე მითითება არ ხდება, შეიძლება არსებობდეს გარკვეულ შემთხვევებში ამ ღონისძიების გამოყენების საფუძვლები. მაგრამ ამ შემთხვევაშიც აუცილებელი და საჭირო იქნება ქვემდგომი ნორმატიული აქტით ამ საკითხის დეტალური დარეგულირება და საფუძვლების და პროცედურების მკაფიოდ გაწერა. 130 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ხშირ შემთხვევაში დამკავებელი პოლიციელების ნაცვლად, დაკავების ოქმებს ხელს სხვა სამართალდამცავები აწერდნენ. ეს უკანასკნელი იმთავითვე პრობლემურია, ვინაიდან, იმ შემთხვევაში, თუ დადგინდება, რომ პირი უკანონოდ იქნა დაკავებული, ეს გაართულებს პასუხისმგებელი პოლიციელის ვინაობის დადგენას. დაკავებულთა უდიდესი ნაწილი აღნიშნავდა, რომ არ იცოდნენ დაკავების საფუძველი, არ ჰქონდათ ნანახი დაკავების ან სამართალდარღვევის ოქმი, ხოლო ის პირები, რომლებიც გაეცნენ ოქმებს, კატეგორიულად უარყოფდნენ მათში ასახულ ინფორმაციას. 4.5. თავისუფალი გადაადგილების უფლების უსაფუძვლო შეზღუდვა 2018 წლის მსგავსად,265 2019 წელს, საქართველოს სახალხო დამცველისადმი პირთა ცალკეულ მიმართვებში კვლავ გამოიკვეთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მიერ გარკვეული მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლისა და გასვლის უსაფუძვლო აკრძალვა. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების ეტაპზე, იმ შემთხვევაში, თუ პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებული არ არის და არ არსებობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით პროკურორის დადგენილება) გათვალისწინებული ბრალდებულისთვის მოსამართლის განჩინება საქართველოს (ან მოქალაქის პასპორტის/ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მოქმედების შეჩერების შესახებ, პირისათვის საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის - ქვეყნიდან გასვლის აკრძალვა დაუშვებელია. აღნიშნულის მიუხედავად, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პირებს სასაზღვრო-გამშვები პუნქტის თანამშრომლებმა საზღვრის გადაკვეთა კანონმდებლობით გაუთვალისწინებელი მოტივაციით აუკრძალეს. მაგალითისათვის, საქართველოს მოქალაქე თ. შ.-ს არ მიეცა სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის უფლება, იმის მიუხედავად, რომ სასამართლოს მისთვის არ შეუჩერებია პასპორტის მოქმედება და არ შეუზღუდავს სახელმწიფო საზღვრის კვეთა.266 მოქალაქე ლ. დ.-ს არ მიეცა სახელმწიფო საზღვრის კვეთის შესაძლებლობა იმის მიუხედავად, რომ მის მიმართ დაწყებული არ ყოფილა სისხლისსამართლებრივი დევნა და, შესაბამისად, მის საქმეზე არც სასამართლო პროცესები მიმდინარეობდა.267 შესაბამისად, სასამართლო განჩინების არარსებობის პირობებში, სახელმწიფო საზღვრის კვეთა აღნიშნულ მოქალაქეებს უკანონოდ შეეზღუდათ. 265 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 88. 266 2019 წლის 4 დეკემბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს №MIA 6 19 03250290 წერილი და 2019 წლის 17 დეკემბრის გენერალური პროკურატურის №13/88157 წერილი. 267 2019 წლის 9 ოქტომბრის საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/71350 წერილი და 2019 წლის 3 ოქტომბრის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს №MIA 5 19 02629272 წერილი. 131 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 დამატებით, მოქალაქე დ. მ.-ს შემთხვევაში, სახალხო დამცველმა სამსახურებრივი შემოწმების დაწყების წინადადებით გენერალურ პროკურატურასა268 და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა, რადგან მასაც შეეზღუდა საზღვრის დატოვების შესაძლებლობა.269 როგორც საქართველოს გენერალური პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საქართველოს სახალხო დამცველისადმი გამოგზავნილ წერილებშია მითითებული, ამ უწყებების მიერ საქმეების შესწავლით მხოლოდ ის დადგინდა, რომ შესაბამისმა მოხელეებმა პირი გამოსაკითხად დაიბარეს, არ აუკრძალავთ მისთვის სახელმწიფო საზღვრის კვეთა და მანაც, ნებაყოფლობით, საკუთარი სურვილის საფუძველზე აღარ გადაკვეთა საზღვარი.270 4.6. აღკვეთის ღონისძიებების გამოყენებისას გამოვლენილი ხარვეზები აღკვეთის ღონისძიებების გამოყენების საერთო სურათი, წინა წლების მსგავსად, უცვლელია. საქართველოს სტატისტიკური უზენაესი მონაცემების სასამართლოს თანახმად, 2019 წელს ვებგვერდზე განთავსებული გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებების სახეების პროცენტულობა დაახლოებით იგივეა. კერძოდ, შეფარდებულ აღკვეთის ღონისძიებათა ძირითადი სახეა პატიმრობა ან გირაო, სხვა სახის ღონისძიებები, როგორც წესი, იშვიათად გამოიყენება. ბრალდებული პირების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების რაოდენობრივი მაჩვენებელი, 2018 წელთან შედარებით, გაიზარდა. კერძოდ, 2019 წელს აღკვეთის ღონისძიება, ჯამში, გამოიყენეს 11031 შემთხვევაში, მათგან პატიმრობის პროცენტული მაჩვენებელი 47.2%-ია - 5205 შემთხვევა, მაშინ, როცა 2018 წელს, აღკვეთის ღონისძიება, ჯამში, 9997 შემთხვევაში იქნა გამოყენებული, საიდანაც პატიმრობის ხვედრითი წილი 43.1%-ია - 4308 შემთხვევა.271 ერთ-ერთი შესაძლო მიზეზი აღკვეთის ღონისძიებების გაზრდის ნაწილში, შეიძლება იყოს ოჯახური დანაშაული. საქართველოს პროკურატურიდან სახალხო დამცველის აპარატისთვის მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2019 წელს, მხოლოდ სსკ-ის 111, 1261 მუხლით დევნის მაჩვენებელი 624 ერთეულით არის გაზრდილი. ამ კატეგორიის საქმეებზე, დანაშაულის თავისებურებიდან გამომდინარე, ხშირად ხდება პატიმრობის შეფარდება. 268 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის 25 მარტის №15-2/3414 წინადადება. 269 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის 25 მარტის №15-2/3415 წინადადება. 270 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2019 წლის 16 აპრილის №13/27357 წერილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 11 აპრილის №MIA 3 19 00931681 წერილი. 271 საქართველოს უზენაესი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული სტატისტიკური ინფორმაცია, ხელმისაწვდომია: < http://bit.ly/3aurgiH >[ბოლოს ნანახია 02.03.2020]. 132 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიებების კუთხით, 2018 წლის მსგავსად, 2019 წელსაც უცვლელია გირაოს გამოყენების პროცენტული მაჩვენებელი. კერძოდ, გირაოს ხვედრითმა წილმა არასაპატიმრო ღონისძიებების დაახლოებით 96% შეადგინა.272 გამოყენებული აღკვეთის ღონისძიებების თვალსაზრისით, საანგარიშო პერიოდში საგულისხმო იყო ნიკა მელიას საქმე. კერძოდ, ნიკა მელიას, როგორც საპარლამენტო მანდატის მქონე პირის მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იყო დამატებითი ვალდებულებები.273 მას აეკრძალა საპარლამენტო საქმიანობის შემადგენელი არაერთი უფლებამოსილება. საქართველოს სახალხო დამცველმა, 2019 წლის 28 ნოემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლოს, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა, რათა მას ჯეროვნად შეეფასებინა ნიკა მელიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული დამატებითი ვალდებულებების პროპორციულობა საპარლამენტო მანდატთან მიმართებით.274 კერძოდ, ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით, გირაოსთან ერთად, დამატებით ასევე აეკრძალა საგამოძიებო ორგანოს ნებართვისა და ინფორმირების გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება, მოწმეებთან ნებისმიერი კომუნიკაცია და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას განცხადებების გაკეთება. მას დამატებით ასევე განესაზღვრა პირადობის მოწმობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ჩაბარების ვალდებულება. თბილისის საქალაქო სასამართლომ, სახალხო დამცველის მიერ წარდგენილ მოსაზრებაში მითითებულ საკითხებზე მსჯელობა ვერ შეძლო, რადგან ნიკა მელიას სხვა სისხლის სამართლის საქმეზე დამდგარი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე შეუწყდა საპარლამენტო უფლებამოსილება. 4.7. ივანე მერაბიშვილის საქმე 2019 წლის სექტემბერ-ოქტომბერში, სახალხო დამცველის აპარატმა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე, ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანისას, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტზე, 2018 წლის 12 ივლისს განახლებული გამოძიების მასალები შეისწავლა. საქმის მასალების შესწავლის შედეგად გაირკვა, რომ გამოძიება არაერთი კრიტიკული ხარვეზით წარიმართა, რის გამოც, სახალხო დამცველის შეფასებით, საქართველოს მთავრობის მიმართ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია - აწარმოოს გამოძიება ეფექტიანი გამოძიების საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად - შესრულებულად ვერ ჩაითვლება. კერძოდ, გამოძიების ფარგლებში არ გამოკითხულა ერთ-ერთი საკვანძო მოწმის მიერ დასახელებული ყველა პირი, მათ შორის, მოქმედი და ყოფილი მაღალი თანამდებობის პირები; არ ჩატარებულა ივანე მერაბიშვილის მიერ აღწერილი სავარაუდო დამნაშავეების სახობრივი კომპოზიცია (facial composition); გამოძიების პერიოდში არ გამოკითხულა პირი, 272 იქვე. 273 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2OyUSTK > [ბოლოს ნანახია 01.02.2020]. 274 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2OyUSTK > [ბოლოს ნანახია 01.02.2020]. 133 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 რომელმაც სხვა საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესის ფარგლებში განაცხადა, რომ ჰქონდა ინფორმაცია ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტთან დაკავშირებით; განახლებული გამოძიების ფარგლებში მოპოვებული ნეიტრალური მტკიცებულებები ეწინააღმდეგება საკნიდან გაყვანაში სავარაუდოდ მონაწილე ერთ-ერთი პირის ჩვენებას; ივანე მერაბიშვილს არ მიეცა გამოძიების პროცესში ჩართვის შესაძლებლობა ეფექტიანი გამოძიების სტანდარტის შესაბამისად. კერძოდ, უარი ეთქვა სავარაუდო დამნაშავეების ამოცნობის პროცესში მონაწილეობაზე და სხვ.275 წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  შევიდეს ცვლილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, რომლის თანახმად, ადმინისტრაციული დაკავების კანონიერების შემოწმება ადმინისტრაციული საქმის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებად განისაზღვრება  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შევიდეს ცვლილება, რომლის მიხედვითაც, დაუშვებელი იქნება პირის ადმინისტრაციული წესით დაკავება 12 საათზე მეტი ვადით, სასამართლოში წარდგენისა და სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, არასამუშაო დროის მიზეზით რეკომენდაციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს: 275  2020 წელს ნორმატიულად განისაზღვროს სპეციალურ ოპერაციაში მონაწილე სამართალდამცავთა მიერ სამხრე ვიდეოკამერის გამოყენების ვალდებულება და სპეციალური ოპერაციისას სამხრე კამერის გამოყენების წესი  2020 წელს სამხრე კამერებით აღიჭურვონ სპეციალურ ოპერაციებში მონაწილე სამართალდამცავები. საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 24 იანვრის კომუნიკაცია საქმეზე, „მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (Merabishvili v. Georgia), app.no. 72508/13, ხელმისაწვდომია: < http://bit.ly/3aTVsUQ > [ბოლოს ნანახია 13.03.2020]. 134 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 5. სამართლიანი სასამართლოს უფლება 5.1. შესავალი სამართლიანი სასამართლოს უფლება, გასული წლების მსგავსად, წელსაც სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო. განვითარებულმა მოვლენებმა ქვეყანაში სამართლიანი სასამართლოს უფლების უზრუნველყოფის ხარისხზე მნიშვნელოვანი გავლენა იქონია. 2019 წელს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესმა, ნათლად წარმოაჩინა არსებული სისტემის ხარვეზები, გამოწვევები და პრობლემები. ამ გამოწვევების მიუხედავად, პოზიტიურად უნდა შეფასდეს საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესული ცვლილებები,276 რამაც დახვეწა და უფრო განჭვრეტადი გახადა მოსამართლეთა დისციპლინურ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებული საკითხები. მისასალმებელია სამოქალაქო კოდექსში შესული ცვლილება,277 რომლის მიხედვითაც, სასამართლოსთვის მიმართვის უფლება ნებისმიერი ასაკის ბავშვისთვის იქნება უზრუნველყოფილი. საანგარიშო პერიოდში, სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 7 გადაწყვეტილება278 გამოიტანა, საიდანაც კონვენციის დარღვევა 6 შემთხვევაში (2004-2009 წლებში მომხდარ ფაქტებზე) დადგინდა. წინამდებარე თავში განვიხილავთ სასამართლო სისტემაში არსებულ ინსტიტუციურ პრობლემებს, შევაჯამებთ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტებასთან დაკავშირებულ საკითხებს და ამ პროცესში სახალხო დამცველის ჩართულობას. ასევე გავაანალიზებთ სამართლიანი სასამართლოს წინააღმდეგობრივ უფლების საკანონმდებლო არსებით ჩანაწერებს, შემადგენელ რომლებიც, ერთი ნაწილებთან მხრივ, პირებს თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგიით სარგებლობის, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოსთვის მიმართვის შესაძლებლობას უზღუდავენ. წარმოგიდგენთ მსჯელობას 276„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, 2019 წელი 13 დეკემბერი. 277 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 11981 მუხლი. 278 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 7 ნოემბრის №72916/10 გადაწყვეტილება საქმეზე, „გელენიძე საქართველოს წინააღმდეგ“ (GELENIDZE v. Georgia); ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 10 ოქტომბრის №8284/07 გადაწყვეტილება საქმეზე, „ბათიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (BATIASHVILI v. Georgia); ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 25 ივლისის №37809/08 გადაწყვეტილება საქმეზე, „სვანიძე საქართველოს წინააღმდეგ“ (SVANIDZE v. Georgia); ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის №16812/17 გადაწყვეტილება საქმეზე, „სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“ და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“ (CASE OF RUSTAVI 2 BROADCASTING COMPANY LTD AND OTHERS v. GEORGIA); ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 28 მარტის №39718/09 გადაწყვეტილება საქმეზე, „კერესელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ (KERESELIDZE v. Georgia); ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 14 ივლისის №36416/06 გადაწყვეტილება საქმეზე, „კობიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ“ (KOBIASHVILI v. Georgia); ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 12 დეკემბრის №30680/09 გადაწყვეტილება საქმეზე, ქარცივაძე საქართველოს წინააღმდეგ“ (KARTSIVADZE v. Georgia). 135 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 იმ საქმეებზე, სადაც სასამართლო პროცესები კანონიერების პრინციპთან შეუსაბამოდ მიმდინარეობს. საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემა იყო საქმეთა განხილვის გაჭიანურება, ამ საკითხზე სახალხო დამცველის აპარატში 16 განცხადება შემოვიდა. ანგარიშში ასევე შევაფასებთ სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობის პრინციპის დარღვევის გამო მტკიცებულებათა უშუალოდ გამოკვლევის ხარვეზიან პრაქტიკას და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეების განხილვისას სამართლიანი სასამართლოს უფლების უგულებელყოფას. ანგარიშზე მუშაობის პროცესში, სახალხო დამცველის აპარატმა განსაკუთრებული ყურადღება დაუთმო სამართლიანი სასამართლოს უფლებასთან დაკავშირებით სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ რამდენიმე მნიშვნელოვან ანგარიშს.279 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში, საქართველოს სახალხო დამცველმა საქართველოს პარლამენტს 9 წინადადებით, ხოლო იუსტიციის სამინისტროს ერთი რეკომენდაციით მიმართა. საანგარიშო პერიოდში „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში შესული არაერთი ცვლილების მიუხედავად, პოზიტიურად მხოლოდ მოსამართლეთა დისციპლინური ცვლილებები უნდა შეფასდეს. 280 პასუხისმგებლობის შესახებ კანონში შესული შესაბამისად, საქართველოს პარლამენტის მიერ, სახალხო დამცველის 9 წინადადებიდან მხოლოდ ერთი შეიძლება ჩაითვალოს შესრულებულად. 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში იუსტიციის სამინისტროს მიეცა რეკომენდაცია, პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში ცვლილების შეტანით, მოეხსნა ან გაეზარდა პატიმრებისთვის ოფიციალური დოკუმენტების შენახვაზე დაწესებული ფურცლების ლიმიტი, რადგან მას შეიძლება გავლენა ჰქონოდა პატიმართა სამართლიან სასამართლოს უფლებაზე. სამწუხაროდ, იუსტიციის სამინისტროს არ შეუსრულებია აღნიშნული რეკომენდაცია, იმის მიუხედავად, რომ ეს, საქართველოს პარლამენტის დადგენილების შესაბამისად, მისი ვალდებულება იყო.281 სწორედ ამის გამო, საქართველოს 279 „დაკარგული თვალის მიღმა“, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ანგარიში, 2019 წელი. „მოსამართლის როლის განსაზღვრა საქართველოს შეჯიბრებით სისხლის სამართლის პროცესში“, ეკატერინე ციმაკურიძე, ელენე სიჭინავა, 2019 წელი. „ოპერატიული საქმიანობა სამართალდამცავ ორგანოებში“, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), 2019 წელი. 280 სამწუხაროდ, ამ კუთხით გამოწვევები კვლავ არსებობს დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევის წესთან და დისციპლინური სამართალწარმოების ვადებთან დაკავშირებით. 281 „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე, მე-2 პუნქტი, „წ“ ქვეპუნქტი. 136 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნული დებულების გაუქმების მოთხოვნით მიმართა.282 5.2. სასამართლო სისტემაში არსებული ინსტიტუციური პრობლემები სასამართლო ხელისუფლების ფორმირება და მისი ინსტიტუციურად გამართული მუშაობა სამართლებრივი სახელმწიფოს განვითარების ერთ-ერთი უმთავრესი წინაპირობაა. დამოუკიდებელი და ინსტიტუციურად გამართული სასამართლოს პირობებში ფაქტობრივად შეუქცევადი ხდება ადამიანის უფლებებითა და თავისუფლებებით შებოჭილი სახელმწიფოს დემოკრატიული განვითარება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკის შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს კონსტიტუციური უფლება არა აბსტრაქტულად, არამედ, კონსტიტუციით დადგენილ ინსტიტუციურ ფარგლებში ვრცელდება283 და იგი მჭიდროდ არის დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან.284 დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევის საკითხი დამოუკიდებელი ინსპექტორის ინსტიტუტი, სასამართლო რეფორმის ფარგლებში, 2017 წელს შეიქმნა და მისი მიზანია მოსამართლეთა დისციპლინური გადაცდომების ობიექტური და მიუკერძოებელი შესწავლა. სწორედ ამ მნიშვნელოვანი ფუნქციის გამო კრიტიკულად აუცილებელია დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე ფართო საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილი პირის არჩევა. 2019 წლის 13 დეკემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დამოუკიდებელი ინსპექტორის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა.285 კონკურსში განაცხადების შეტანის ბოლო ვადად 26 დეკემბერი იყო მითითებული. საბჭომ საბოლოოდ დამოუკიდებელი ინსპექტორი მიმდინარე წლის 23 იანვარს სრული შემადგენლობის უმრავლესობით, 5 წლის 282 კონსტიტუციური სარჩელი: საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის წინააღმდეგ, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2X02Z0v > [ბოლოს ნანახია 09.03.2020]. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის №3/5/768,769,790,792 283 გადაწყვეტილება საქმეზე, „საქართველოს პარლამენტართა ჯგუფი (დავით ბაქრაძე, სერგო რატიანი, როლანდ ახალაია, ლევან ბეჟაშვილი და სხვები, სულ 38 დეპუტატი) და საქართველოს მოქალაქეები ერასტი ჯაკობია და კარინე შახპარონიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II პარ, 68. 284 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე, „საქართველოს მოქალაქეები – გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II, 1. 285 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2019 წლის 13 დეკემბრის №1/346 გადაწყვეტილება „საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორის თანამდებობაზე კონკურსის გამოცხადების შესახებ“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3aQV3T7 > [ბოლოს ნანახია 09.03.2020]. 137 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ვადით აირჩია.286 იმის გათვალისწინებით, რომ კონკურსთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი პროცესები საანგარიშო პერიოდში განვითარდა, მიზანშეწონილი იქნება ამ პროცესის წინამდებარე ანგარიშში შეფასება. დამოუკიდებელი ინსპექტორის კონკურსის ჩატარების წესი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტით განისაზღვრება.287 კონკურსის სამართლიანად და გამჭირვალეობის მაღალი ხარისხით ჩატარების უზრუნველსაყოფად, იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, რეგლამენტით არ განუსაზღვრავს გასაუბრების ჩატარების დეტალური წესი და მასზე გამოსარკვევი საკითხები. რეგლამენტში აგრეთვე არ არის განსაზღვრული კონკურსის ჩატარების ისეთი მნიშნველოვანი პრინციპები, როგორიცაა ობიექტურობა, საჯაროობა, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან არიდება და სხვ.288 აღნიშნული ნორმატიული სივრცის გათვალისწინებით, ბუნებრივია, დამოუკიდებელი ინსპექტორის შერჩევის პროცესმა ხარვეზების ფონზე ჩაიარა. საბჭოს წინასწარ არ გაუცხადებია გასაუბრების ზუსტი თარიღი, ინფორმაცია ამის შესახებ, მხოლოდ 2020 წლის 23 იანვარს, საბოლოო შედეგის გამოცხადების შემდეგ გახდა საჯარო. საზოგადოებისთვის უცნობია როგორც კონკურსში მონაწილე სხვა პირთა ვინაობა, ისე, გარემოებები, რომელთა გამოც საბჭომ კონკრეტულ კანდიდატს მიანიჭა უპირატესობა. საქართველოში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად,289 საქართველოს სახალხო დამცველიც უარყოფითად აფასებს დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევის პროცესში განვითარებულ მოვლენებს. მოქმედი რეგულაციით, დამოუკიდებელი ინსპექტორი თანამდებობაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სრული შემადგენლობის უმრავლესობის მხარდაჭერით აირჩევა.290 კანდიდატის კონკურში გამარჯვებისთვის, მხოლოდ საბჭოს მოსამართლე წევრების მხარდაჭერაც საკმარისია. იმის გათვალისწინებით, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელისუფლების სამი შტოსგან ფორმირდება, დამოუკიდებელი ინსპექტორის ანგარიშვალდებულების მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანი იქნება, თუ იგი თანამდებობაზე მაღალი კვორუმით, ურთიერთშეთანხმებული გადაწყვეტილების საფუძველზე აირჩევა. 286 საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განცხადება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/39MY46I > [ბოლოს ნანახია 09.03.2020]. 287 საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული 288 კანონი, 511 მუხლი, პუნქტი 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტის დამტკიცების შესახებ საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 2007 წლის 25 სექტემბრის №1/208-2007 გადაწყვეტილებით დამტკიცებული რეგლამენტის 272 -ე მუხლი, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/39IQY31 > [ბოლოს ნანახია 09.03.2020]. 289 კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის, განცხადება ხელმისაწვდომია < https://bit.ly/2UrVP3x > [ბოლოს ნანახია 10.03.2020]. 290 საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 511, პუნქტი 21. 138 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომის დახურვა სასამართლო სისტემაში გამჭვირვალობის ნაკლებობა სხვადასხვა ფორმით იჩენს თავს. მათ შორის, საგულისხმოა უზენაესი სასამართლოს ახლადარჩეული მოსამართლეების მონაწილეობით სასამართლოს პლენუმის პირველი სხდომა, რომელიც 2019 წლის 16 დეკემბერს შედგა. პლენუმს საკასაციო სასამართლოს პალატებში ახლადარჩეული მოსამართლეების გამწესების, ასევე მათზე საქმეთა ელექტრონული განაწილების შესახებ უნდა ემსჯელა. პლენუმის სხდომაზე ასევე განიხილებოდა საკასაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატების თავმჯდომარეების არჩევის საკითხი. განსახილველი საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი ესწრებოდა პლენუმის სხდომას. მიუხედავად იმისა, რომ კანონმდებლობა ყურადღებას ამახვილებს პლენუმის სხდომების საჯაროობაზე - „უზენაესი სასამართლოს პლენუმის სხდომა, როგორც წესი, საჯაროა“,291 მოსამართლეების უმრავლესობის გადაწყვეტილებით, ის მაინც დაიხურა და არც სახალხო დამცველის წარმომადგენელს მისცემია მასზე დასწრების შესაძლებლობა.292 სხდომას პლენუმის წევრებიდან მხოლოდ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები ესწრებოდნენ. სათანადო სამართლებრივი არგუმენტები სხდომის დახურვის თაობაზე, არც ადგილზე გაჟღერებულა და არც სხდომის ოქმშია მითითებული.293 სხდომის დახურვის გადაწყვეტილება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების უმრავლესობამ მხოლოდ იმ გარემოებას სხდომების 294 დააფუძნა, რომ კანონში მითითებულია „როგორც წესი“ საჯაროობის შესახებ, რაც არ გამორიცხავს მის დახურვას. სხდომის ოქმის მიხედვით, „შალვა თადუმაძემ ითხოვა პლენუმის სხდომაზე სახალხო დამცველის წარმომადგენლის დასწრების თაობაზე საკითხის კენჭისყრაზე დაყენება და განმარტა, რომ რადგან პლენუმმა უნდა განიხილოს ორგანიზაციული საკითხები, მიზანშეწონილი იქნება სხდომის დახურვა, განსახილველი საკითხები არ წარმოადგენს სახალხო დამცველის ინტერესის საგანს“. ამ ტიპის გადაწყვეტილება კიდევ უფრო აძლიერებს სასამართლოს მიმართ უნდობლობას, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ქვეყნის უმაღლესი ინსტანციის სასამართლო და მისი მოსამართლეები თავად უნდა იყვნენ მოწოდებული გამჭირვალობის მაღალი სტანდარტის დაცვისკენ. 291 „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხ. 18 პუნქტი 7. 292 გარეშე პირებიდან პლენუმის სხდომას მხოლოდ სახალხო დამცველის წარმომადგენელი ესწრებოდა. 293 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 23 დეკემბრის №6ს/165-19 წერილი. 294 მოსამართლეები, რომლებმაც სხდომის დახურვას დაუჭირეს მხარი: მზია თოდუა, ვასილ როინიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, მირანდა ერემაძე, მამუკა ვასაძე, თამარ ზამბახიძე, შალვა თადუმაძე, ვლადიმერ კაკაბაძე, ლევან მიქაბერიძე, გიორგი მიქაუტაძე, გიორგი შავლიაშვილი, ქეთევან ცინცაძე, ალექსანდრე წულაძე. 139 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 5.3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევა საქართველოს კონსტიტუციაში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა მინიმალური რაოდენობა 16-დან 28-მდე გაიზარდა.295 2019 წლის მაისში საკასაციო ინსტანციაში 20 მოსამართლის ვაკანტური თანამდებობა გაჩნდა. კონსტიტუციის ახალი ვერსიის ამოქმედებიდან ერთ კვირაში, ისე, რომ არ ყოფილა გაწერილი მოსამართლეთა ნომინირების წესები და კრიტერიუმები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა 10 კანდიდატის სია წარუდგინა.296 ამან საზოგადოების სამართლიანი პროტესტი გამოიწვია, რის შედეგადაც საქართველოს პარლამენტმა დაიწყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცედურის გაწერაზე მუშაობა. სახალხო დამცველის აპარატი აქტიურად ჩაერთო ამ პროცესში. სახალხო დამცველის მოსაზრებები მიმართვის წარმოადგინა საფუძველზე, ევროპის კანონპროექტთან უსაფრთხოებისა და დაკავშირებით თანამშრომლობის ორგანიზაციის დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (შემდგომში, ასევე, როგორც - ეუთო/ოდირი).297 დოკუმენტის შემუშავებაში მონაწილე ექსპერტებმა დეტალურად მიმოიხილეს კანონპროექტში არსებული მნიშვნელოვანი საკითხები და დასკვნაში შესაბამისი რეკომენდაციები ასახეს. პარალელურად, მოსაზრებები წარმოადგინა ვენეციის კომისიამაც. 298 ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის მომზადებულ დოკუმენტებში ყურადღება გამახვილებული იყო ისეთ არსებით საკითხებზე, როგორებიცაა: ინტერესთა კონფლიქტის მკაფიო და ადეკვატური რეგულირების,299 საკვალიფიკაციო გამოცდისგან განსაკუთრებული ყურადღება საფრთხეებზე 301 კრიტიკის ასევე, მოსამართლეობის განთავისუფლების გამახვილდა ფარული საკითხები. 300 კენჭისყრისგან კანდიდატთა დოკუმენტში მომდინარე და შეფასებისთვის აუცილებელი კრიტერიუმების არასაკმარისობაზე.302 საგანი გახდა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ, გადაწყვეტილების 295 საქართველოს კონსტიტუციაში 2017 წლის 13 ოქტომბერს შეტანილი ცვლილებები. 296 დეტალურად იხილეთ: საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 92- 97. 297 დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი, „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პირველი ეტაპის ანგარიში“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2wPbCAf> [ბოლოს ნანახია 11.03.2020]. 298 ვენეციის კომისიის დასკვნა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:< https://bit.ly/2wPtOcC > [ბოლოს ნანახია 11.03.2020]. 299 დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი, დასკვნა ცვლილებების პროექტზე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნასთან დაკავშირებით, გვ. 5, §12; 300 იქვე. გვ. 6, §15. 301 იქვე; 302 იქვე. გვ. 28, §57. 140 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 დაუსაბუთებლად მიღების შესაძლებლობა.303 წარმოდგენილია მოსაზრებები მოსამართლეთა არჩევის პროცესში სხვა მნიშვნელოვან საკითხებზეც.304 იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს პარლამენტში მომზადებული კანონპროექტი ვერ პასუხობდა არსებულ გამოწვევებს, სახალხო დამცველმა სპეციალური განცხადება გაავრცელა პროექტში არსებულ ხარვეზებთან დაკავშირებით,305 აგრეთვე, ისტორიაში პირველად გამოიყენა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული შესაძლებლობა და კანონპროექტთან დაკავშირებით, პლენარულ სხდომაზე მისი მოსმენა მოითხოვა.306 საბოლოოდ, საქართველოს სასამართლოების შესახებ“ პარლამენტმა, 2019 წლის საქართველოს ორგანულ 1 მაისს კანონში მიიღო „საერთო ცვლილებებისა და დამატებების შესახებ კანონი. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა დასკვნაში ასახული რამდენიმე რეკომენდაცია, საკანონმდებლო აქტში არსებითი საკითხები არ აუსახავს.307 სახალხო დამცველმა კანონპროექტის განხილვისას და შემდგომ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესში, 13 საჯარო განცხადებაა გაავრცელა, მოამზადა სპეციალური ანგარიში, სადაც შეფასდა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა შერჩევის პროცესში გამოვლენილი ხარვეზები. სახალხო დამცველის წარმომადგენელი, აგრეთვე მონაწილეობდა საბჭოსა და პარლამენტში მიმდინარე განხილვებში. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მოსამართლეთა კონკურსი საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცესზე დაკვირვებამ მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოავლინა. ისინი, ერთი მხრივ, საბჭოს წევრების მიერ კანონთან შეუსაბამო გადაწყვეტილების 303 იქვე. გვ. 29, §61. 304 დასკვნის მიხედვით, საქართველოს პარლამენტს მიეცა შემდეგი რეკომენდაციებიც: 1) გაუმჯობესდეს პროცესის ღიაობის და გამჭირვალობის სტანდარტი; 2) კანდიდატები უზრუნველყოფილი იყვნენ საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების შესაძლებლობით; 3) დაკონკრეტდეს კანდიდატების შესახებ შეგროვილი ინფორმაციის განადგურების ზუსტი დრო; 4) იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უკეთ გაიწეროს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურის დასახელების პროცედურა და კრიტერიუმები; 5) დისკრიმინაციისგან დაცვისა და გენდერული ბალანსის უზრუნველსაყოფად შექმნას სათანადო გარანტიები. 305 სახალხო დამცველის 2019 წლის 20 მარტის საჯარო განცხადება. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2mDG4bx > [ბოლოს ნანახია: 09.03.2020]. 306 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 154-ე მუხლი. 307 საქართველოს აუცილებელი პარლამენტს კრიტერიუმების არ გაუზიარებია უზრუნველყოფა; შემდეგი 2) საბჭოს რეკომენდაციები: 1) მიერ გადაწყვეტილების, მიღებული შეფასებისთვის კრიტერიუმების შესაბამისად, დასაბუთების ვალდებულება; 3) დისკრიმინაციისგან დაცვისა და გენდერული ბალანსის უზრუნველყოფა; 4) კანდიდატის შესაძლებლობა, სასამართლო ორგანოში გაასაჩივროს საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება; 5) ფარული კენჭისყრა; 141 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მიღებით, ხოლო მეორე მხრივ, კანონმდებლობაში არსებული პრობლემური ჩანაწერებით იყო გამოწვეული. მოსამართლეთა შერჩევის პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში სამ ეტაპად მიმდინარეობდა. თავდაპირველად, საბჭოს წევრებმა 137 კანდიდატიდან 50 კონკურსანტი გამოავლინეს, რომლებიც შემდეგ ეტაპზე ფარული კენჭისყრით გადავიდნენ. შედეგებზე დაკვირვებამ გამოავლინა, რომ 13-დან 10 ბიულეტენი გამოირჩეოდა დამთხვევების ძალიან მაღალი, არაბუნებრივი ხარისხით. დამთხვევის მაჩვენებელმა კითხვები გააჩინა საბჭოს წევრებს შორის არსებულ შესაძლო შეთანხმებაზე, კონკრეტული კანდიდატებისთვის ხმის მიცემის პროცესში.308 ამ პროცესს ხელს უწყობდა საკანონმდებლო ჩანაწერიც, რომლის მიხედვითაც საბჭოს წევრები არ არიან ვალდებულნი, დაასაბუთონ თავიანთი შეფასებები, ასევე არ ყოფილა განსაზღვრული კანდიდატთა კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის შეფასების კონკრეტული მექანიზმი. ამის შემდეგ, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში, 2019 წლის 17 ივლისს დაიწყო და 15 აგვისტომდე გაგრძელდა მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება. აღსანიშნავია, რომ გასაუბრების პროცესის დიდი ნაწილი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა. საბჭოს მოსამართლე წევრები, ხშირად, არაკორექტულები იყვნენ არამოსამართლე წევრების - ანა დოლიძისა და ნაზი ჯანეზაშვილის მიმართ. 2019 წლის 4 სექტემბერს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 12 წევრი,309 კანდიდატთა ე.წ. გრძელი სიის, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე გამოცხადებული ვაკანსიის რაოდენობამდე შემცირების მიზნით შეიკრიბა. კენჭისყრის შედეგების ანალიზის შედეგად ირკვევა, რომ საბჭოს 10-მა წევრმა ჯამური 200 ხმიდან310 164, 20 კანდიდატის მხარდასაჭერად გამოიყენა, რითაც გარანტირებული გახადა მათი მომდევნო ეტაპზე გადასვლა, ხოლო დარჩენილი 36 ხმა იმგვარად გადაანაწილა, რომ არსებითი გავლენა პროცესზე ვეღარ მოეხდინა. იმის გათვალისწინებით, რომ შეფასების მოქმედი სისტემის ფარგლებში მინიჭებული ქულა არ საბუთდება, რთულია კონკრეტული დასკვნების გაკეთება, თუმცა კითხვებს აჩენს საბჭოს 10 წევრის გადაწყვეტილება, რომლებმაც მათ მიერ მაღალი ქულით შეფასებულ რამდენიმე კანდიდატს აღარ მისცეს შესაძლებლობა, ყოფილიყვნენ საბოლოოდ ნომინირებულნი უზენაესი მოსამართლის კანდიდატად საქართველოს პარლამენტში. იმის მიუხედავად, რომ კანონმდებლობა იმპერატიულად ადგენს უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ქონის 308 იქვე. გვ. 29. 309 სხდომას არ დასწრებია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ანა დოლიძე. 310 თითოეულ კანდიდატს ჰქონდა 20 ხმა. 142 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 აუცილებლობას,311 საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი სიის 3 კანდიდატის312 საგანმანათლებლო ხარისხი არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნას. ცალკე აღნიშვნას საჭიროებს შერჩევის პროცესში გამოვლენილი ინტერესთა კონფლიქტი. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, ირაკლი შენგელიამ თავი არ აიცილა, მაშინ როდესაც ერთ-ერთი კანდიდატი მისი ცოლისძმა იყო. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლეობის კანდიდატმა, გიორგი მიქაუტაძემ, როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა, არსებული ინტერესთა კონფლიქტის გამო აიცილა თავი, იგი როგორც აპარატის ხელმძღვანელი, ჩვეულებრივ განაგრძობდა საქმიანობას. არასაკმარისი პროცედურული გარანტიებისა და საბჭოს წევრების დამოკიდებულების გათვალისწინებით, საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმართულმა პროცესმა, სამწუხაროდ, საბოლოოდ ვერ შეძლო ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება იმაში, რომ პარლამენტში წარდგენილი კანდიდატები ყველაზე კომპეტენტურები და კეთილსინდისიერები იყვნენ. ზემოაღნიშნული გარემოებების გარდა, საბჭოში განვითარებულ პროცესს, ცალკეული წევრების მხრიდან მუდმივად თან სდევდა საქართველოს სახალხო დამცველის კრიტიკა და მისი, როგორც ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული ინსტიტუტის, დისკრედიტაციის მცდელობა. იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე პროცესების გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა მოამზადა სპეციალური ანგარიში, რომელიც საქართველოს პარლამენტს მიეწოდა, რათა გამოსწორებულიყო ის ხარვეზები, რომლებიც საბჭოს დონეზე წარმოჩინდა. პარალელურად, პარლამენტს წარედგინა რეკომენდაცია, შემუშავებულიყო ისეთი საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც გამორიცხავდნენ თვითნებობას იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გადაწყვეტილებების მიღებისას, უზრუნველყოფდნენ ინტერესთა კონფლიქტის აცილების მაღალ სტანდარტს, გამჭვირვალობას და პროცესის სრულ საჯაროობას, მათ შორის, საბჭოში ღია კენჭისყრისა და გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულების შემოღებით და ასევე, შექმნიდნენ მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობას.313 პარალელურად, საქართველოს სახალხო დამცველმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის სხვადასხვა ნორმა, რომლებიც არაკონსტიტუციურად უზღუდავენ პირებს საჯარო 311 „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხლი 34, პუნქტი 1. 312 შალვა თადუმაძის, ზაზა თავაძის და მირანდა ერემაძის საგანმანათლებლო ხარისხი არ შეესაბამებოდა კანონის მოთხოვნას. 313 სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ შერჩევის მონიტორინგის ანგარიში“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2UP6O5Y> [ბოლოს ნანახია: 09.09.2020]. 143 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 თანამდებობის დაკავების უფლებას, საბჭოს მიერ დაუსაბუთებელი და ფარული გადაწყვეტილების მიღების გამო. უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევის პროცესი პარლამენტში 6 სექტემბრიდან 12 დეკემბრამდე პერიოდში მიმდინარეობდა. მისი ძირითადი ნაწილი იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარმართა. კომიტეტმა თავდაპირველად, 11 სექტემბრის სხდომაზე სამუშაო ჯგუფი შექმნა, რომლის მუშაობის ხანგრძლივობაც მხოლოდ 10 დღით შემოიფარგლა და 20 სექტემბერს დასრულდა. სამუშაო ჯგუფს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების კანონის მოთხოვნებთან ფორმალური შესაბამისობა უნდა შეემოწმებინა. აღნიშნული ვადა თავიდანვე გამორიცხავდა ჯგუფის ჯეროვან საქმიანობას. მისი მუშაობის მანძილზე კანდიდატებისა და უწყებებისაგან ინფორმაციის მხოლოდ ნაწილის გამოთხოვა მოესწრო, თუმცა ჯგუფს სრულად არ უმსჯელია მიღებულ ინფორმაციაზე, რადგან სრულყოფილი დოკუმენტაცია მისი მუშაობის დასრულების შემდეგ იქნა მიღებული, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში, გამოთხოვილიც კი.314 ამის მიუხედავად, „კომიტეტის სამუშაო ჯგუფის წევრთა აზრით, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები შეესაბამებოდნენ საქართველოს კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით დადგენილ ფორმალურ მოთხოვნებს“.315 დოკუმენტაციის სრულყოფილად შესწავლამდე, სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ მსგავსი შეფასების განვითარება ობიექტურობას მოკლებულია და არასარწმუნოა. იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, 23 სექტემბრიდან 8 ნოემბრამდე პერიოდში, ოცივე კანდიდატს მოუსმინა. თითო კანდიდატის მოსმენას დაახლოებით 1 დღე ეთმობოდა. მოსმენა პირდაპირი ეთერით კანდიდატებისათვის კითხვების იურიდიული დახმარების დამოუკიდებელი და გადაიცემოდა. დასმის სამსახურის, გამჭვირვალე პარლამენტის შესაძლებლობა ადვოკატთა წევრების სახალხო ასოციაციისა მართლმსაჯულებისათვის“ და გარდა, დამცველის, „კოალიცია წარმომადგენლებს ჰქონდათ. მნიშვნელოვანი იყო გამჭვირვალობის ის მაღალი ხარისხი, რაც კომიტეტმა უზრუნველყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენისას. ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, მხოლოდ ეს არ აღმოჩდა საკმარისი პარლამენტის მიერ დამაჯერებელი და ადეკვატური გადაწყვეტილებების მისაღებად. 314 ცალკეული ინფორმაციის გამოთხოვის გადაწყვეტილება იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2019 წლის 23 სექტემბრის სხდომაზე მიიღო. ამ დროისათვის ჯგუფს მუშაობა 3 დღის დასრულებული ჰქონდა. 315 ამონარიდი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2019 წლის 12 დეკემბრის №2-22113/19 დასკვნიდან „2019 წლის 6 სექტემბერს საქართველოს პარლამენტისათვის ასარჩევად წარმოდგენილი საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შესახებ“, გვ. 4. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3cRmu11 > [ბოლოს ნანახია: 06.03.20 წ.]. 144 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 2019 წლის 12 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კენჭი უყარა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 19 კანდიდატს316 და ჯამში 14 მათგანის არჩევის რეკომენდაცია გასცა. აღნიშნული პროცედურა პარლამენტის რეგლამენტის მოთხოვნებთან შეუსაბამოდ წარიმართა. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი ცხადად მიუთითებს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენის შემდეგ, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მათი კონსტიტუციის ან/და სხვა კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის თაობაზე დასკვნა უნდა შეიმუშაოს.317 12 დეკემბრის კომიტეტის სხდომაზე კი, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ისე ეყარათ კენჭი, რომ არც გამოცხადებულა, კომიტეტს კონსტიტუციით დადგენილ რომელ მოთხოვნებთან შესაბამისობა უნდა დაედგინა და რის თაობაზე უნდა ემსჯელა. იმ პირობებში, როდესაც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაუსაბუთებელი გადაწყვეტილებები მიიღო და ისე წარუდგინა საქართველოს პარლამენტს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები, პარლამენტში რეგლამენტის მინიმალური მოთხოვნების დაუცველად პროცესის წარმართვამ აღნიშნული პრობლემა კიდევ უფრო გააღრმავა. საქართველოს პარლამენტმა ყურადღების მიღმა დატოვა სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში მითითებული ჩავარდნები, რასაც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დონეზე ჰქონდა ადგილი. მათ შორისაა ის გარემოება, რომ საბჭოს მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი 20 კანდიდატიდან 5-ს არ ჰქონდა საუკეთესო შეფასება. საბჭომ პარლამენტს წარუდგინა 15 საუკეთესო შეფასების მქონე კანდიდატი და კიდევ 5 კანდიდატი, რომელთაც სხვა დასაბუთების კანდიდატებზე არარსებობისა დაბალი და შეფასება შემფასებელთა ჰქონდათ. საბჭოს ანონიმურობის მხრიდან პირობებში, რასაკვირველია, არსებობს ეჭვები ქულების თვითნებურად მინიჭებასთან დაკავშირებით და რთულია იმის თქმა, რომ ყველაზე მაღალი ქულების/შეფასების მქონე კანდიდატები სხვა კანდიდატებზე უკეთესები არიან კეთილსინდისიერებითა და კომპეტენტურობით, თუმცა ისიც აშკარაა, რომ პარლამენტის ფარგლებში ამას საერთოდ არ მისცემია რაიმე შეფასება და მის მიერ საბოლოოდ არჩეულ 14 მოსამართლეს შორის 3-ს არ ჰქონია საუკეთესო შეფასება. სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიშის ფოკუსში ასევე მოხვდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების ფორმალური შესაბამისობის პრობლემა. 318 კანონმდებლობის მოთხოვნებთან ერთ-ერთმა კანდიდატმა თავისი კანდიდატურა 316 იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ პარლამენტისათვის წარდგენილი 20 კანდიდატიდან, 1-მა საკუთარი კანდიდატურა კენჭისყრამდე მოხსნა. 317 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 205-ე მუხლის მე-2, 31 და მე-4 პუნქტები. 318 „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 34-ე მუხლის პირველი პუნქტი მოსამართლედ პირის განწესების ერთ-ერთ წინაპირობად სწორედ უმაღლესი იურიდიული განათლების არანაკლებ მაგისტრის ხარისხით ფლობას მიიჩნევს. ამასთან, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 89-ე მუხლის მე-8 პუნქტის მიხედვით კი, მაგისტრის დიპლომთან გათანაბრებულია 2005-2006 სასწავლო წლის დაწყებამდე არანაკლებ 5-წლიანი საგანმანათლებლო 145 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ მოხსნა. ასევე, შეკითხვები წამოიჭრა შალვა თადუმაძის მიერ უმაღლესი იურიდიული განათლების მაგისტრის ხარისხით ფლობასთან დაკავშირებითაც319, რასაც კანდიდატი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოსმენისას გამოეხმაურა. მიღებული პასუხები სახალხო დამცველმა შესაბამის უწყებებთან გადაამოწმა, დამატებით გამოკვეთილი გარემოებების შესახებ კი იურიდიულ საკითხთა კომიტეტს 2019 წლის 6 ნოემბერს წერილით აცნობა, თუმცა კომიტეტს, არც სპეციალურ ანგარიშში და არც წერილში, მოყვანილ გარემოებებზე არ უმსჯელია. დამატებით მოპოვებული მასალების მიხედვით, შალვა თადუმაძის მტკიცების მიუხედავად, რომ მან ინსტიტუტში სწავლის განმავლობაში 5 კურსი დაფარა, არქივში იძებნება დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ შესაბამის სასწავლო წლებში სამართალმცოდნეობის პროგრამა ამ სასწავლებელში მხოლოდ 4 კურსს მოიცავდა.320 შესაბამის ადმინისტრაციულ ორგანოში საერთოდ არ აღმოჩდა ის სამართლებრივი დოკუმენტები, ამყარებდა. 321 რომელთა არსებობაზეც შალვა თადუმაძე საკუთარ არგუმენტებს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრიდან მიღებული ინფორმაციით322 ასევე ირკვევა, რომ უწყებას დადასტურებული აქვს ამავე საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული 3 დიპლომის ნამდვილობა, სადაც უნივერსიტეტში ჩარიცხვის და დასრულების წლად იგივე წლებია მითითებული. პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული უმაღლესი განათლების დიპლომი. უფრო ნაკლები ხანგრძლივობის უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულების შედეგად მიღებული დიპლომი გათანაბრებულია ბაკალავრის დიპლომთან. შეკითხვებს აჩენდა შემდეგი გარემოებები: 1. დიპლომში მითითებულია, რომ ის ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარულ ინსტიტუტში ჩაირიცხა 1993 წელს, მაშინ როდესაც დაწესებულებამ ლიცენზია 1994 წლის 25 აგვისტოს მიიღო. 2. 1993 წელს შალვა თადუმაძე მხოლოდ 15 წლის იყო. 3. დიპლომში საგანმანათლებლო დაწესებულების სახელწოდებად მითითებულია „ნ. დუმბაძის სახელობის თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტი“ მაშინ, როდესაც ეს სახელწოდება მას ვაკე-საბურთალოს სასამართლოს 2003 წლის 5 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე ეწოდა, ხოლო დიპლომი გაცემულია 1998 წელს. 4. საარქივო მასალებში დაცულია თბილისის ჰუმანიტარული ინსტიტუტის იურიდიული ფაკულტეტის მხოლოდ 1997-1998 სასწავლო წლის სასწავლო სამუშაო გეგმა, რომელიც 4 (ოთხ) კურსს მოიცავს. 320 სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 16 ოქტომბრის №MES 9 19 319 01399251 წერილი. 321 სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 16 ოქტომბრის №MES 9 19 01399251 წერილში მითითებულია: „[განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ] ცენტრში არ მოიპოვება ინფორმაცია იმ სამართლებრივი აქტის თაობაზე, რომელიც განსაზღვრავდა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების დიპლომის ფორმას ან/და მისი შედგენის/შევსების/გაცემის წესს 1998 წლის ივნისის მდგომარეობით“. აღნიშნული სამართლებრივი აქტი ასევე არ იძებნება საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში, თუმცა კანდიდატი სწორედ მასზე აპელირებდა. სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში ასევე არ აღმოჩნდა რაიმე სამართლებრივი აქტი ექსტერნატის ფორმით უმაღლესი იურიდიული განათლების მიღებაზე, იმ დროს მოქმედ კანონში კი, მითითებული არ არის, რომ აღნიშნული გულისხმობს 2 კურსის ერთდროულად გავლის შესაძლებლობას, რაზეც შალვა თადუმაძემ ასევე მიუთითა საკომიტეტო მოსმენაზე. 322 სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის 2019 წლის 28 ოქტომბრის №MES 1 19 01468355 წერილი. 146 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 აღსანიშნავია, რომ სამივე ამ შემთხვევაში დიპლომის მფლობელები ჰუმანიტარულ ინსტიტუტში გადმოსულები იყვნენ სხვა თბილისის დაწესებულებებიდან, რომლებზეც ლიცენზია 1991 წელს გაიცა და მათზე გაცემული დიპლომი 5-წლიანი საგანმანათლებლო პროგრამის გავლის გამო მიჩნეულ იქნა მაგისტრთან გათანაბრებულად. აშკარაა, რომ ამ 3 საქმეში არსებული გარემოებები განსხვავდება შალვა თადუმაძის საქმეში არსებული გარემოებებისგან. შალვა თადუმაძეს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისთვის დიპლომის ნამდვილობის დადასტურების თაობაზე არ მიუმართავს. სახალხო დამცველისათვის ზემოაღნიშნული საკითხი მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც უშუალოდ არის დაკავშირებული ადამიანის უფლებებთან - სამართლიანი სასამართლოს უფლებასა და საჯარო თანამდებობის დაკავების უფლებასთან. აღსანიშნავია, რომ ეუთო/ოდირმა მის მიერ გამოქვეყნებულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პირველი ეტაპის ანგარიშში323 მიანიშნა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის კონტექსტში ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევაზე, ვინაიდან სწორედ აღნიშნული ნორმა ადგენს დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მინიმალურ გარანტიებს. 2019 წლის 12 მარტს მიღებულ გადაწყვეტილებაში ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ კანონის საფუძველზე შექმნილი სასამართლო მჭიდროდ არის დაკავშირებული მე-6 მუხლის პირველი პუნქტის სხვა მოთხოვნებთან, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობას და მიუკერძოებლობას უკავშირდება და ასევე, დემოკრატიულ საზოგადოებაში ნაწილია. 324 კანონის უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპის განუყოფელი აღნიშნული საკითხი უკავშირდება ნდობას, რომელიც დემოკრატიულ საზოგადოებაში სასამართლოებმა უნდა შთააგონონ საზოგადოებას.325 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით კი, „საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტით გარანტირებული სამართლიანი სასამართლოს უფლება ასევე გულისხმობს პირის უფლებას, რომ საკუთარი უფლებების დასაცავად მიმართოს კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისად დაკომპლექტებულ სასამართლოს“.326 იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესის სერიოზული დარღვევებით წარმართვის მიუხედავად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა კანდიდატების აბსოლუტურ უმრავლესობაზე, დაახლოებით ¾-ზე გასცა მათი 323 საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის პირველი ეტაპის ანგარიში, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი, გვ. 11, 28. 324 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე, „გუდმუნდურ ანდრი ასტრადსონი ისლანდიის წინააღმდეგ“, განაცხადი №26374/18, პარა. 99. 325 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 23 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე, „მორისი საფრანგეთის წინააღმდეგ“, განაცხადი №29369/10, პარ. 78. 326 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 17 დეკემბრის საოქმო ჩანაწერი №3/24/1459, საქმეზე, „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, პარ. 32. 147 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 არჩევის რეკომენდაცია, რითაც მხარი დაუჭირა საბჭოში გამართულ ხარვეზიან პროცესსა და საბჭოს მიერ მიღებულ პრობლემურ გადაწყვეტილებებს. კომიტეტის მიერ მხარდაჭერილმა უკლებლივ ყველა კანდიდატმა რამდენიმე წუთში მხარდაჭერა მიიღო პლენარულ სხდომაზეც. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ პარლამენტის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატების ნაწილი კომპეტენციის მინიმალურ ზღვარსაც კი ვერ აკმაყოფილებს (მათ მიერ საჯაროდ გაცემული შეკითხვების პასუხებიდან გამომდინარე). შესაბამისად, პარლამენტის გადაწყვეტილებამ სასამართლო სისტემის მიმართ ისედაც დაბალი ნდობა კიდევ უფრო შეამცირა და მართლმსაჯულების სისტემას სერიოზული ზიანი მიაყენა. ეუთო/ოდირის შეფასებით, „მოსამართლეთა დასანიშნად პლენარული კენჭისყრის გაგრძელების გადაწყვეტილება, პოლიტიკური კრიზისის, ოპოზიციის ბოიკოტის, პროცესის გადადების მოწოდების მნიშვნელოვანი და კომიტეტსა შეფერხებების ფონზე, და პლენარულ სხდომაზე არსებული ეჭვქვეშ აყენებს ხელისუფლების მიზნის გულწრფელობას - პროცესი ყოფილიყო ღია და გამჭვირვალე, რომელიც უზრუნველყოფდა ფართო პოლიტიკურ მხარდაჭერას და აამაღლებდა საზოგადოების ნდობას სასამართლო ხელისუფლების მიმართ“.327 5.4. საქმის გონივრულ ვადაში განხილვის უფლება სისხლის სამართლის საქმეთა განხილვა 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საქმეთა არსებითი განხილვა ხშირად ჭიანურდება და კანონმდებლობით იმპერატიულად დადგენილ ვადებს არაგონივრულად სცდება.328 ეს ტენდენცია განსაკუთრებით საგანგაშო იყო სააპელაციო სასამართლოებში, ასევე, პატიმრების გასაჩივრებულ ადმინისტრაციულ საქმეებში. სახალხო დამცველმა ასევე მიუთითა, რომ არაგონივრულად, მათ შორის 5 თვის დაგვიანებით, ჭიანურდებოდა მხარისთვის გადაწყვეტილების ჩაბარება.329 მიმდინარე წელს ეს ტენდენცია არ შეცვლილა. მოპოვებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, არასაპატიმრო საქმეების დასრულება კანონით განსაზღვრულ ვადაში მხოლოდ გორის რაიონულმა სასამართლომ შეძლო.330 განსაკუთრებით გამოსარჩევია ბათუმის საქალაქო სასამართლო, რომელმაც 6 შემთხვევაში მსჯავრდებულს გამამტყუნებელი 327 ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის „საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა წარდგენისა და დანიშვნის მეორე ანგარიში“, ივნისი-დეკემბერი 2019, გვ. 3. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/39AqFeM> [ბოლოს ნანახია: 06.03.20 წ.] 328 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 98. 329 იქვე, გვ. 98-99. 330 გორის რაიონული სასამართლოს 2020 წლის 3 იანვრის №6 წერილი. 148 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 განაჩენი სამიდან ხუთ თვემდე ვადის დაგვიანებით გადასცა.331 აღნიშნულ პირთა შორის იყო მსჯავრდებული ზ. ბ., რომლის საქმე სახალხო დამცველის აპარატმა ინდივიდუალურად შეისწავლა და ვადის 6 თვით დაგვიანება გამოავლინა. საგულისხმოა ისიც, რომ სასამართლოების ნაწილმა332 აპარატს აღნიშნული მონაცემის წარდგენაზე უარი მონაცემების დაუმუშავებლობის გამო განუცხადა. გაჭიანურებული საქმის განხილვის შემთხვევაა 2017 წლის 13 მაისს საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის იმჟამინდელი უფროსის, ლაშა თორდიას მიმართ ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მხრიდან განხორციელებული შესაძლო დანაშაულებრივი ქმედების, ფიზიკური შეურაცხყოფის, ამ დრომდე შეუფასებლობა. ლაშა თორდიას მიმართ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე ბრალი წაეყენათ ოთარ ფარცხალაძესა და მ. ჩ.-ს. მოცემულ საქმეზე ამ დრომდე ასევე არ დამდგარა სასამართლო განაჩენი, მიუხედავად იმისა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქმე არსებითი განხილვისთვის 2019 წლის 30 იანვარს შევიდა.333 აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე გამოძიება სახალხო დამცველმა 2017 წლის ანგარიშშიც შეაფასა და გამოძიების არაეფექტიანობაზე მიუთითა.334 დამატებით, აღსანიშნავია, რომ საქმის გონივრულ ვადაში განხილვის კუთხით, პრობლემები გამოიკვეთა სააპელაციო და საკასაციო სასამართლოებშიც. თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ განხილული 1949 საქმიდან 481 საქმის განხილვა გაჭიანურდა,335 ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში განხილული 952 საჩივრიდან - 152 საჩივრის.336 საქართველოს უზენაესი სასამართლოს337 სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში 2019 წელს განხილული 502 საჩივრიდან კანონით განსაზღვრული ვადის დარღვევით დასრულდა 26 საქმის განხილვა. სამოქალაქო და ადმინისტრაციულ საქმეთა განხილვა საანგარიშო პერიოდში კვლავ პრობლემად რჩება სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმეების კანონით განსაზღვრულ ვადაში განხილვის საკითხი სააპელაციო სასამართლოებში. თბილისის სააპელაციო სასამართლოებიდან მოწოდებული სტატისტიკური მონაცემების ანალიზის საფუძველზე ირკვევა, რომ საქმეთა მნიშვნელოვანი ნაწილი საპროცესო ვადების დარღვევით მიმდინარეობს. სამოქალაქო და ადმინისტრაციული საქმის 331 ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 2 ოქტომბრის №1046გ/კ წერილი. 332 თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის №698 წერილი, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 1 იანვრის №34167 წერილი, 333 2019 წლის 26 დეკემბრის თბილისის საქალაქო სასამართლოს №1/295-19 წერილი. 334 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 65. 335 თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 31 დეკემბრის №1/10934 წერილი. 336 ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2020 წლის 15 იანვრის №40-2/10 წერილი. 337 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის №პ-1451-19 წერილი. 149 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 განხილვისთვის საქართველოს სააპელაციო სასამართლოებს კანონით განსაზღვრული 2თვიანი ვადა აქვთ, რომელიც მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში შეიძლება 5 თვემდე გახანგრძლივდეს.338 იმის გათვალისწინებით, რომ სახალხო დამცველის აპარატს 2019 წლის პირველი იანვრიდან 2020 წლის თებერვლამდე არსებული მონაცემები მიეწოდა, თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის წარმოების ხანგრძლივობის შესახებ, ანგარიშში მხოლოდ 2019 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემები შეფასდება, რადგან უკვე ოქტომბერში დარეგისტრირებულ სააპელაციო საჩივარზე განხილვის ვადა ჯერ კიდევ არ იყო ამოწურული. წარმოდგენილი ინფორმაციის თანახმად,339 2019 წელს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დარეგისტრირებული 1847 საჩივრიდან 2 თვის ვადაში დასრულდა მხოლოდ 374 (20%) საქმის განხილვა, ხოლო 5 თვის ვადაში - 541 (29%) საქმისა. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში 2019 წელს რეგისტრირებული საჩივრების დაახლოებით 51% -ის განხილვა არ დასრულებულა. თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატებში, 2019 წელს სულ დარეგისტრირდა 1480 საჩივარი, მათგან 2 თვის ვადაში წარმოება დასრულდა 315 (21%) საჩივარზე, ხოლო 5 თვის ვადაში სასამართლომ 416 (28%) სააპელაციო საჩივარი განიხილა. შესაბამისად, თბილისის სააპელაციო სასამართლოების ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში საპროცესო კანონმდებლობით დადგენილ ვადაში 2019 წელს რეგისტრირებული საჩივრების დაახლოებით 51%-ის განხილვა არ დასრულებულა. საქართველოს სამოქალაქო და ადმინისტრაციული საპროცესო კანონმდებლობების შესაბამისად, საქართველოს უზენაეს სასამართლოს ადმინისტრაციულ და სამოქალაქო პალატებს, საკასაციო საჩივრის მისაღებად, 3-თვიანი ვადა 340 დასაშვებად მიღების შესახებ გადაწყვეტილების აქვთ, 6 თვიანი ვადა კი, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. 341 საქართველოს უზენაეს სასამართლოსთან კომუნიკაციის შედეგად დადგინდა, რომ საკასაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, საანგარიშო პერიოდში 1429 საჩივარი დარეგისტრირდა.342 დაუშვებლად ცნობილი 430 საქმიდან, 3-თვიანი ვადის დარღვევით სასამართლომ 192 საჩივარი (44.6%) განიხილა, ხოლო დასაშვებად ცნობილი 999 338 საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 59, ნაწილი 3. 339 თბილისის სააპელაციო სასამართლო 2020 წლის 19 თებერვლის №3/906 წერილი. 340 სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 401, ნაწილი 3; ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხლი 41, ნაწილი 31. 341 სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, მუხლი 391, ნაწილი 6, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი მუხლი 34, ნაწილი 4. 342 საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2020 წლის 14 თებერვლის №პ-67-20 წერილი. 150 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საქმიდან, 6-თვიან ვადაში სასამართლომ საქმის წარმოება მხოლოდ 14 (1.4 %) შემთხვევაში დაასრულა. საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში, 2019 წელს 1218 საჩივარი შევიდა, საიდანაც დაუშვებლად ცნობილი 283 საქმიდან, 3-თვიანი საკანონმდებლო მოთხოვნის დარღვევით 164 (58%) საჩივარი იქნა დაუშვებლად ცნობილი. დასაშვებად ცნობილი 935 საქმიდან, საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 6-თვიან ვადაში მხოლოდ 2 საქმე განიხილა. უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების შემდეგ, საქართველოს სახალხო დამცველი დააკვირდება საკასაციო ინსტანციაში საქმეთა განხილვის ხანგრძლივობის საპროცესო კანონმდებლობასთან შესაბამისობის საკითხს. 5.5. სასამართლოსთვის მიმართვის უფლება საანგარიშო პერიოდში, დაწესებულებაში საქართველოს მოთავსებული სახალხო პატიმრებისთვის, დამცველმა, პენიტენციურ სასამართლოსთვის მიმართვის უფლების ფაქტობრივი შეზღუდვის შემთხვევები გამოავლინა. სასამართლოში გამონაკლისი ადმინისტრაციული შემთხვევების ვალდებულებასთან. დაწესებულებებში სოციალური მყოფ ორგანოს გარდა, 343 გადაწყვეტილების დაკავშირებულია მდგომარეობის მსჯავრდებულთა ბაჟის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანი ნაწილი გასაჩივრება, გადახდის პენიტენციურ მოკლებულია შესაძლებლობას, სასამართლოში გაასაჩივროს დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად მათზე დაკისრებული სანქცია ან პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლებაზე უარის სასამართლო წესით შემოწმება მოითხოვოს. სახალხო დამცველის აპარატი შეეცადა მოეპოვებინა დეტალური ინფორმაცია ბაჟის გადაუხდელობის გამო წარმოებაში მიუღებელი საქმეების შესახებ, თუმცა სასამართლო სისტემაში, ამგვარი ტიპის სტატისტიკური ინფორმაცია არ უწარმოებიათ.344 აპარატის მიერ შესწავლილი 56 საქმიდან, სასამართლომ, მხოლოდ ბაჟის გადაუხდელობის გამო არ იმსჯელა პირობით ვადაზე ადრე განთავისუფლების 16 საქმეზე.345 მსგავს წინააღმდეგობას აწყდებიან მსჯავრდებულები, დისციპლინური სამართალწარმოების შედეგად დაკისრებული სანქციის გასაჩივრების პროცესშიც.346 343 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, მუხ. 9. 344 Inter alia, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 31 ივლისის №20918 წერილი. 345 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „პირობით ვადამდე გათავისუფლებისა და სასჯელის მოუხდელი ნაწილის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით შეცვლის პრაქტიკა საქართველოში“, 2019 წელი, გვ. 20. 346 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „პატიმრების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების პრაქტიკა საქართველოში“, 2019 წელი, გვ. 23. 151 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 შესაბამისი ფინანსური სახსრების უქონელი მსჯავრდებულებისთვის, სასამართლოსთვის მიმართვის უფლების ამგვარი შეზღუდვა შესაძლებელია შემდგომში მნიშვნელოვანი უფლებადარღვევის წინაპირობა გახდეს, სამართლიანი სასამართლოს უფლების ინსტრუმენტული ბუნებიდან გამომდინარე. ამდენად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დროულად მიიღოს შესაბამისი ზომები, ამ პრობლემის მოსაგვარებლად. 5.6. კანონიერების პრინციპი საანგარიშო პერიოდში დაიწყო რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის წარმოება, რომლებსაც შესაძლებელია მნიშვნელოვანი გავლენა ჰქონდეთ კანონიერების პრინციპზე. სწორედ ამის გამო, საქართველოს სახალხო დამცველმა რამდენიმე საქმეში სასამართლო მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებით მიმართა საერთო სასამართლოებს.347 2019 წელს ნიკა გვარამიას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებით, აგრეთვე, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების გამო. ბრალდების მიხედვით, იმ პერიოდში, როდესაც ერთ-ერთ სამაუწყებლო კომპანიას ხელმძღვანელობდა, კომპანიაში არსებული სახელშეკრულებო ანგარიშსწორების პრაქტიკა შეცვალა და ერთ-ერთ ქვეკონტრაქტორს ყოველი თვის დასაწყისში უთანხმდებოდა ანაზღაურების კონკრეტულ ოდენობაზე. ბრალდების პოზიციით, ამ ცვლილებით, კალენდარულ წელიწადში კომპანიის მიერ მიღებული მოგება შემცირდა, განსხვავებული ტიპის ხელშეკრულების დადების მიზანი კი, საწარმოს ქონებრივი მდგომარეობის გაუარესება და მისი რესურსების გაფლანგვა იყო. ქართული და საერთაშორისო სამართლებრივი წყაროების ანალიზის შედეგად, წარდგენილ სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში სახალხო დამცველი ადგენს, რომ საწარმოს დირექტორის მიერ მიღებული, თუნდაც საზიანო გადაწყვეტილება, არათუ სისხლის სამართლის, არამედ, მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევებში ექვემდებარება სამოქალაქო-სამართლებრივ პასუხისმგებლობას. 2019 წლის 24 ივლისს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ, მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წარუდგინა უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის - ფულის გათეთრების348 შესაძლო საქმესთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველმა, თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2020 წლის 9 იანვარს წარდგენილ სასამართლო მეგობრის მოსაზრებაში349 გააანალიზა ფულის გათეთრების 347 სასამართლო მეგობრის მოსაზრებები ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2TCFzwc>, შესახებ მოქმედი < https://bit.ly/3cGMfkt > [ბოლოს ნანახია 10.03.2020]. 348 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტები. 349 2020 წლის 9 იანვრის საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:< https://bit.ly/3awGDrn >[ბოლოს ნანახია [19.03.2020]. 152 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საერთაშორისო და ადგილობრივი წყაროები და სასამართლო პრაქტიკა და კონკრეტული საქმის დეტალები წარმოდგენილი სტანდარტებით შეაფასა. სახალხო დამცველის შეფასებით, საქმის მასალების მიხედვით, ამ საქმეში ფულის გათეთრების სქემის არსებითი შემადგენელი ნაწილების არსებობა არ დგინდება. ზემოაღნიშნული საქმეები მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანი იყო, იმდენად, რამდენადაც ბრალდებული პირები, ერთ შემთხვევაში, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი მედიაკომპანიის მესაკუთრე და მენეჯერია, ხოლო მეორე შემთხვევაში, ბრალდებულები უშუალოდ, პოლიტიკური აქტორები არიან, შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო პროცესები ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტების შესაბამისად მიმდინარეობდეს. იმის გათვალისწინებით, რომ განხილული საქმეები ჯერ კიდევ არსებითი განხილვის ეტაპზეა, სახალხო დამცველი იმედოვნებს, რომ სასამართლო გაიზიარებს წარდგენილ amicus curiae მოსაზრებებს. 5.7. სასამართლოს შემადგენლობის უცვლელობა საქართველოს სახალხო შემადგენლობის დამცველი უცვლელობის არაერთი პრინციპის წელია მიუთითებს მნიშვნელობაზე და სასამართლოს მის გავლენაზე, სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზების პროცესში. აღნიშნულ პრობლემას, გასული წლების მსგავსად350, არც საანგარიშო პერიოდში დაუკარგავს აქტუალობა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი, აგრეთვე, სასამართლოების მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, 110 საქმეში მოსამართლის ცვლილების შემდეგ, 36 საქმის განხილვა თავიდან არ დაწყებულა.351 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის მიხედვით, გადაწყვეტილების გამოტანა იმ მოსამართლის მიერ, რომელიც უშუალოდ არ მონაწილეობდა მტკიცებულებათა გამოკვლევის პროცესში, სამართლიანი სასამართლოს უფლების კონვენციურ სტანდარტს ეწინააღმდეგება.352 არსებულ პრობლემას განსაკუთრებით ამწვავებს ის გარემოება, რომ საერთო სასამართლოების მნიშვნელოვანი ნაწილი აღნიშნული საკითხის შესახებ სტატისტიკურ მონაცემებს არ აწარმოებს,353 ეს კი ართულებს საკითხის სრული მასშტაბის აღქმას. 350 საქართველოს სახალხო დამცველის 2017-2018 წლების საპარლამენტო ანგარიშები. 351 ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის №973 წერილი; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 6 იანვრის №08-გ/კ წერილი. 352 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2017 წლის 7 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე, „ცეროვსეკ და ბოზიჩნიკ სლოვენიის წინააღმდეგ“ (Cerovšek and Božičnik v. Slovenia), პარ. 38–47. 353 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 30 დეკემბრის №33912, თელავის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 დეკემბრის №697 და ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2020 წლის 3 იანვრის №16-1 წერილები. 153 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 5.8. დანაშაულის პროვოკაცია „ოპერატიულ-სამძებრო საგამოძიებო საქმიანობის ორგანოს განახორციელოს შესახებ“ წარმომადგენელი შემდეგი საქმიანობა: საქართველოს კანონის უფლებამოსილია საკონტროლო შესყიდვა, მიხედვით, კონსპირაციულად კონტროლირებადი მიწოდება, დანაშაულებრივ ჯგუფში საიდუმლო თანამშრომლის ან ოპერატიული მუშაკის ჩართვა, კონსპირაციული ორგანიზაციის შექმნა და დახურულ ინტერნეტ ურთიერთობებში მონაწილეობა.354 ორგანიზებულ და კორუფციულ დანაშაულებებთან ბრძოლის პროცესში მსგავსი ტიპის საქმიანობა აპრობირებული და დასაშვებია რამდენიმე საერთაშორისო აქტითაც, თუმცა ცალსახად აღსანიშნავია ამ საქმიანობიდან დანაშაულის პროვოკაციის გამორიცხვის აუცილებლობა. სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით, სხვა პირის დაყოლიება დანაშაულის ჩასადენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით, დანაშაულის პროვოკაციად მიიჩნევა.355 სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული რისკის მიუხედავად, კანონმდებლობა, ამგვარი ღონისძიებების განხორციელებისას, არ აწესებს სასამართლო კონტროლის ეფექტიან მექანიზმს. აღნიშნული საკანონმდებლო ხარვეზის გამო, 2018 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეზე, „ჭოხონელიძე საქართველოს წინააღმდეგ“, კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა დაადგინა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ კანონმდებლობით არ მონაწილეობის ავტორიზაციის აკმაყოფილებს მინიმალურ არის უზრუნველყოფილი ფარული სტანდარტი სტანდარტს. და ზედამხედველობის ეროვნულმა სასამართლომ, აგენტის ხარისხი არ აგრეთვე არ გამოიკვლია ოპერატიული საქმიანობის დაწყების წინაპირობა, და არც ფარული აგენტის მიერ განხორციელებული წაქეზების ხარისხი შეაფასა.356 საერთაშორისო სტანდარტები ცალსახად გამორიცხავს დანაშაულის წახალისების გზით მოპოვებული მტკიცებულების დასაშვებად ცნობას. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ პასუხისმგებლობა პირს არ უნდა დაეკისროს იმ დანაშაულის ჩადენისთვის, რომელსაც პოლიციელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის აქტიური ზემოქმედების გარეშე არ ჩაიდენდა. ამ პროცესში, ევროპული სასამართლო, აფასებს, ერთი მხრივ, ოპერატიული საქმიანობის განხორციელების წინაპირობას, ხოლო, მეორე მხრივ, სასამართლოს მიერ დანაშაულის წაქეზების შეფასების ხარისხს.357 354 „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილი. 355 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი, მუხ. 145. 356 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2018 წლის სექტემბრის №31536/07 გადაწყვეტილება საქმეზე, „ჭოხონელიძე საქართველოს წინააღმდეგ“ (Tchokhonelidze v. Georgia), პარ. 51-52. 357 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2008 წლის თებერვლის №74420/01 გადაწყვეტილება საქმეზე, „რამანაუსკასი ლიეტუვას წინააღმდეგ“ (Ramanauskas v. Lithuania), პარ. 67. 154 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 აღნიშნული პრობლემის სიმწვავისა და შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მიღების აუცილებლობაზე, ყურადღებას ამახვილებს რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია.358 ზემოაღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მტკიცებულებების კანონიერების სასამართლო წესით ზედამხედველობის მექანიზმის შემუშავება, სისხლის სამართლის პროცესში დანაშაულის პროვოცირების რისკის არსებობისას. 5.9. ბრალდებულის თარჯიმნით უზრუნველყოფის უფლება საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მუდმივად აკვირდება სხვადასხვა სასამართლო პროცესს. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ ბოლნისის რაიონულ სასამართლოსა და მარნეულის მაგისტრატ სასამართლოში, თარჯიმნები ვერ უზრუნველყოფდნენ ბრალდებულებისთვის სათანადო მომსახურების გაწევას. ისინი თარგმნის პროცესში თურქულ ან ქართულ შესატყვისებს იყენებდნენ და უცხოენოვანი პროცესის მონაწილეებს სრულყოფილად არ უთარგმნიდნენ სხდომის მიმდინარეობისას გაჟღერებულ ინფორმაციას. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების პროცესების მონიტორინგის შედეგად, ასევე გამოვლინდა, რომ თარჯიმნები ტექსტებს ძალიან მოკლედ ან/და სწრაფად თარგმნიდნენ, რამაც თარჯიმნების კვალიფიკაციასთან, გულისხმიერებასთან ან კეთილსინდისიერებასთან დაკავშირებით, ეჭვები გააჩინა. 359 5.10. თვითინკრიმინაციისგან დაცვის პრივილეგია საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-11 პუნქტის თანახმად, არავინ არის ვალდებული, მისცეს საკუთარი თავის ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც კანონით განისაზღვრება. ამ უფლებაში, ერთი მხრივ, მოიაზრება, არ მისცე ჩვენება საკუთარი თავის ან ახლობლის წინააღმდეგ, ხოლო, მეორე მხრივ, ამ უფლების განმარტების გარეშე, საგამოძიებო ორგანოს მანიპულაციის შედეგად, პირისგან მოპოვებული ინფორმაცია არ გამოიყენონ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. 358 ეკატერინე ციმაკურიძე და ელენე სიჭინავა, „მოსამართლის როლის განსაზღვრა საქართველოს შეჯიბრებით სისხლის სამართლის პროცესში, გვ. 105-143, 2019 წელი; ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ოპერატიული საქმიანობა სამართალდამცავ ორგანოებში, გვ. 63-80, 2019 წელი; თინათინ ცხვედიანი, დანაშაულის პროვოცირების საკითხი ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/3bIGDVD> [ბოლოს ნანახია 11.03.2020]. 359 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში არასრულწლოვან ბრალდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა საპროცესო უფლებების დაცვა“, მომზადებულია ორგანიზაციასთან, „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“, ერთად, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2IR4ZjD > [ბოლოს ნანახია 11.03.2020], გვ. 18-19. 155 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ბრალდებულის წინააღმდეგობის შემთხვევაში, სასამართლოში საქმის არსებით განხილვამდე, დაუშვებელია მის მიერ მიწოდებული ინფორმაციის სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხვა, მოსმენა ან დემონსტრირება, ასევე, ამ ინფორმაციის მტკიცებულებად გამოყენება. ამავე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, აღნიშნული საპროცესო გარანტია ბრალდებულის მიმართ არ ვრცელდება იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული ინფორმაცია ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ან ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად არის მოპოვებული. აღნიშნული ნორმის საფუძველზე, საგამოძიებო ორგანოს წარმომადგენლები პირებისგან საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენებებს ისე იღებენ, რომ მათ არ აცნობენ ინფორმაციას უფლებაზე, საკუთარი თავის წინააღმდეგ ჩვენების მიცემისგან თავის შეკავების შესახებ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 247-ე მუხლის ამგვარმა არასწორმა ინტერპრეტაციამ, საგამოძიებო ორგანოების წარმომადგენლებს მისცა შესაძლებლობა, ე.წ. დაკითხვის იმიტაციით, პირი აიძულოს, მისცეს ჩვენება, რომელსაც საკუთარი უფლებების გააზრების შემთხვევაში არ მისცემდა. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, კონვენციასთან შეუსაბამოდ მიიჩნია პოლიციის ოფიცრების მიერ შესაბამისი გაფრთხილების გარეშე გამოკითხული პირის აღიარებითი ჩვენების სასამართლოში მის წინააღმდეგ გამოყენება. სასამართლომ მიიჩნია, რომ უფლების განუმარტავად აღიარებითი ჩვენების მოპოვებამ დაარღვია თვითინკრიმინაციისგან დაცვის უფლება.360 აღნიშნული პრობლემა საანგარიშო პერიოდში კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეებშიც გამოვლინდა. ე.წ. „ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის“ სისხლის სამართლის საქმეში, შემდგომში ბრალდებულად ცნობილი, ერთ-ერთი არასრულწლოვანი პირი, პოლიციის შენობაში თავის კანონიერ წარმომადგენელთან361 ერთად მიიწვიეს. სასამართლოს განჩინების საფუძველზე, ფარული საგამოძიებო მოქმედების ფარგლებში, განხორციელდა გამომძიებელთან მისი „პირადი გასაუბრების“ ფარული აუდიო- ვიდეოჩაწერა. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ გამომძიებელთან ამგვარ „პირად გასაუბრებას“ სწორედ პირის გამოკითხვის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ნიშნები ჰქონდა, ვინაიდან, მის დაწყებამდე, გამოსაკითხი პირისთვის არც საკუთარი თავის წინააღმდეგ ინფორმაციის მიუცემლობის უფლება განუმარტავთ და არც ადვოკატის მომსახურებით სარგებლობის უფლება. აღნიშნული ჩანაწერი კი, მოგვიანებით, ამ პირის სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მიცემის ერთ-ერთი საფუძველი და მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახდა მისი საქმის განხილვაში. 360 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის თებერვლის №39660/02 გადაწყვეტილება საქმეზე, „ზინჩენკო რუსეთის წინააღმდეგ“ (Aleksandr Zaichenko v. Russia). 361 აღნიშნული პირი არასრულწლოვანის მშობელი იყო და არა ადვოკატი. 156 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 გასათვალისწინებელია, რომ ხადას ხეობაში ჩადენილ მკვლელობის საქმეშიც, მოგვიანებით ბრალდებულად ცნობილ პირთან გასაუბრებაც მსგავს ფორმას ატარებდა. განსახილველ შემთხვევაშიც, ამ პროცესის დროს მოპოვებული მტკიცებულება სასამართლოში ბრალდებულის წინააღმდეგ გამოიყენეს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ჩანაწერში არსებული ხარვეზის აღმოფხვრა და ნორმის იმგვარად მოწესრიგება, რომ უზრუნველყოს ბრალდებულის ან მათი ახლობლების სათანადო უფლებრივი გარანტიით აღჭურვა. 5.11. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ხარვეზები საქართველოს სახალხო დამცველმა უკვე არაერთხელ აღნიშნა საბჭოთა მმართველობის პერიოდში მიღებული ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შეცვლის და ახალი კოდექსის შემუშავების აუცილებლობის თაობაზე,362 რადგანაც კოდექსი ადამიანის უფლებებთან და ძირითად თავისუფლებებთან თავსებადობის მინიმალურ სტანდარტსაც კი ვერ აკმაყოფილებს. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებული ნორმები, ხშირ შემთხვევაში, არ შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას. ამის გამო საქართველოს სახალხო დამცველმა სასამართლო მეგობრის მოსაზრებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა.363 წინამდებარე თავში შევაფასებთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში არსებულ იმ ხარვეზებს, რომლებიც საანგარიშო პერიოდში, განსაკუთრებით, 20-21 ივნისს და 18 ნოემბერს დაკავებულ პირთა უფლებების დარღვევის წინაპირობა გახდა. საქმეების გაერთიანება მოსამართლეები საპროცესო ეკონომიის, უზრუნველყოფის საბაბით, სასამართლო ასევე, სწრაფი განხილვებს მართლმსაჯულების გაურკვეველი სისტემით აერთიანებდნენ, იმგვარად, რომ სრულიად იყო უგულებელყოფილი დაკავებული პირების ადგილმდებარეობის და შესაძლო სამართალდარღვევის შესახებ არსებული გარემოებები. 364 სააპელაციო სასამართლოში საქმეების გაერთიანების პარადოქსულ პრაქტიკას და მოსამართლეების მცდელობას, საქმის გაერთიანებით დაესრულებინათ, საპირისპირო შედეგი მოჰყვა. 365 პროცესი დროულად ერთობლივად განსახილველ საქმეთა 362 საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიშები: 2012 წლის გვ. 448-450; 2013 წლის, გვ. 271-277; 2014 წლის, გვ. 303-307; 2015, გვ. 462-467; 2017 წლის, გვ. 114, 2018 წლის, გვ. 91-109. 363 2019 წლის 30 ოქტომბრის საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლო მეგობრის მოსაზრება, იხილეთ ვებგვერდზე: < https://bit.ly/2JqOcnx > ბოლოს ნანახია 11.03.2020]. 364 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების სამართლებრივი შეფასება - „დაკარგული თვალის მიღმა“ გვ. 84. 365 იქვე, გვ. 85. 157 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 შორის აღმოჩნდა იმ პირთა საქმეებიც, რომლებიც მოთავსებულნი იყვნენ სხვადასხვა ქალაქში არსებულ იზოლატორებში. ადმინისტრაციული წესით პატიმრობაშეფარდებულ პირთა თბილისის სააპელაციო სასამართლოში წარდგენას უზრუნველყოფდა შინაგან საქმეთა სამინისტრო. შესაბამისად, თანამშრომელთა რაოდენობისა და დაკავებულთა განთავსების ქალაქების სიშორის გამო, სააპელაციო სასამართლოში საათობით ფერხდებოდა საქმეთა განხილვის დაწყება. ასევე აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 18 ნოემბერს დაკავებულ პირთა საქმეები მხოლოდ ერთ მოსამართლეს დაეწერა განსახილველად, რამაც სასამართლო პროცესების არაგონივრული ვადით გაჭიანურება გამოიწვია. არსებითი განხილვის ფორმალური სახე განსახილველ შეკრებებზე დაკავებული პირების სასამართლო პროცესების აბსოლუტური უმრავლესობა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების საფუძვლებზე მიმდინარეობდა. სამართალდარღვევის და დაკავების ოქმები, ძირითად შინაარსობრივად იდენტური იყო და გამოირჩეოდა შემდეგი ჩანაწერით: „იგინებოდა და ილანძღებოდა უშვერი სიტყვებით, იგი იყო აქციის მონაწილე და არ ემორჩილებოდა პოზიციის კანონიერ მოთხოვნას“. 366 აღნიშნული ჩანაწერები, თითქმის არცერთ შემთხვევაში არ აკონკრეტებდა კონკრეტული პირის მიერ ჩადენილი სამართალდარღვევის შინაარსს, ფორმას და ადგილს, ისინი იყო ფორმალური, ხოლო სასამართლოს დამოკიდებულება - ზედაპირული, რაც, დაკავებული პირებისთვის, ადმინისტრაციული სახდელის მხოლოდ პოლიციელების მიერ მიწოდებული ოქმებისა და ჩვენებების საფუძველზე დაკისრებაში გამოიხატებოდა. სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას, პოლიციელთა მიერ წარმოდგენილ სამხრე კამერის ჩანაწერებში არ იკვეთებოდნენ ის პირები, ვის წინააღმდეგაც მიმდინარეობდა სამართალწარმოება. სასამართლო პროცესების შემდეგაც შეუძლებელი იყო იმის განსაზღვრა, იმყოფებოდნენ თუ არა კონკრეტული პირები, მათ შორის, სასამართლოში წარმოდგენილი პოლიციელები შემთხვევის ადგილას.367 ნეიტრალური მტკიცებულებების არარსებობა სახალხო დამცველი რომლებმაც განსაკუთრებით ადამიანის უფლებათა გამოყოფს ევროპული ისეთი კატეგორიის სასამართლოს დარღვევებს, სამართალწარმოების პრაქტიკის მიხედვით, სამართლიანი სასამართლოს უფლების დარღვევა შეიძლება გამოიწვიონ. 366 საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების სამართლებრივი შეფასება - „დაკარგული თვალის მიღმა“ გვ. 86. 367 იხ. სახალხო დამცველის 2019 წლის 22 ნოემბრის განცხადება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2vY3BIY > [ბოლოს ნანახია 11.03.3030]. 158 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 2019 წლის 18 ნოემბერს, სასამართლოში პოლიციის მიერ წარმოდგენილი ნეიტრალური მტკიცებულების, ვიდეოჩანაწერების, გამოკვლევისას, გარკვეულ შემთხვევებში, პირთა ან/და მათ მიერ ჩადენილი სავარაუდო კანონდარღვევათა ზუსტი იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო. ამას, წესით, ადმინისტრაციული პატიმრობის სახდელად გამოყენება იმთავითვე უნდა გამოერიცხა. ასევე, სხვა შემთხვევებში პოლიციელებს არ წარმოუდგენიათ სამხრე კამერების ჩანაწერები, ხოლო დაცვის მხარის შუამდგომლობა სამხრე კამერების ვიდეოჩანაწერების მოპოვებასთან დაკავშირებით, სასამართლომ გაუგებარი მიზეზით არ დააკმაყოფილა. შედეგად, შეუძლებელი გახდა ეჭვების გაქარწყლება იმასთან დაკავშირებით, იყვნენ თუ არა დაკავების ოქმებზე ხელმომწერი პოლიციელები რეალურად შემთხვევის ადგილზე და მათ დააკავეს თუ არა მომიტინგეები. ამ ეჭვების გაღვივებას დამატებით შეუწყო ხელი იმანაც, რომ პოლიციელთა განმარტებები ხშირად ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. ისინი ვერ იხსენებდნენ დაკავების დეტალებს, უჭირდათ იმ პირთა ამოცნობა, რომლებზეც აცხადებდნენ, რომ მათ დააკავეს, ვერ იხსენებდნენ დაკავების ადგილს და სხვა გარემოებებს. დაცვის უფლება 2019 წლის 18 ნოემბერს დაკავებული პირების სასამართლო პროცესების მიმდინარეობისას, დაცვის მხარეს, საკუთარი უფლებებით რეალურად სარგებლობისთვის, საკმარისი დრო და საშუალება არ მისცემია. მოსამართლემ დაცვის მხარეს არ მისცა შესაძლებლობა, თავად მოეპოვებინა მტკიცებულებები.368 სახდელის დაკისრების პრაქტიკა განვითარებული პროცესების ფორმალურობაზე ასევე მიუთითებს სასამართლოების მიერ დაკავებული პირებისთვის ადმინისტრაციული სახდელების დაკისრების დინამიკა. 21 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში, დროის გასვლასთან ერთად, მოსამართლეები სახდელის უფრო მსუბუქ ფორმას იყენებდნენ, რაც იმაში გამოიხატებოდა, რომ დღის პირველ ნახევარში განხილულ საქმეებზე დაკავებულ პირებს ადმინისტრაციულ პატიმრობას უფარდებდნენ, დღის მეორე ნახევარში დაკავებული პირები, ძირითადად, ჯარიმის საფუძველზე განთავისუფლდნენ, ხოლო დღის ბოლოს მოსამართლეებმა ან სიტყვიერი შენიშვნის საფუძველზე გაათავისუფლეს პირები, ან პროცესი გადადეს. სანქციის დაკისრების ამგვარი დინამიკა კარგად მეტყველებს სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების ზედაპირულობაზე. 5.12. არასრულწლოვანთა უფლებები მართლმსაჯულების პროცესში 2015 წელს ამოქმედებული არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის ძირითადი მიზანი ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვა და მასზე მორგებული, ჰუმანური 368 იქვე. 159 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მართლმსაჯულების უზრუნველყოფა იყო. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული აქტის მიღება, თავისთავად, პოზიტიური მოვლენაა სამართლებრივ სივრცეში, პრაქტიკაში მისმა გამოყენებამ აჩვენა, რომ სისხლის სამართლის მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ბავშვის საუკეთესო ინტერესის დაცვის უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს მხრიდან მეტი ძალისხმევაა საჭირო. გამოწვევების გამოსავლენად და სახელმწიფოსთვის მასთან გამკლავების გზების შესათავაზებლად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში სპეციალური ანგარიში მომზადდა.369 ბრალდებული/მსჯავრდებული/გამართლებული და დაზარალებული არასრულწლოვანი სისხლის სამართლის სამართალწარმოების ნებისმიერ სტადიაზე უზრუნველყოფილია უფასო იურიდიული დახმარებით, თუ საქმეში არ მონაწილეობს ამ არასრულწლოვნის მიერ აყვანილი ადვოკატი.370 კანონმდებლობა არ ითვალისწინებს არასრუწლოვანი მოწმის უფასო იურიდიული დახმარებით უზრუნველყოფას, რაც თავისი არსით ნეგატიური მოვლენაა, იმდენად, რამდენადაც ეს პროცესიც შეიცავს მაღალ ალბათობას, დაზიანდეს ბავშვის საუკეთესო ინტერესი. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ პირდაპირ ითვალისწინებს ფსიქოლოგების მოცემული (საპროცესო დროისთვის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი სისხლის სამართლის წარმომადგენლების) სპეციალიზაციაზე მართლმსაჯულებაში სპეციალიზაციის პასუხისმგებელი ჩართული ვალდებულებას, უწყება არ არის განსაზღვრული. 371 სასამართლოში არსებული გარემო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ბავშვისთვის პროცესში. შემაშინებელი ადამიანის და უფლებათა შეუფერებელი სასამართლოს უფლების დარღვევად შეაფასა. 372 ანგარიშში მითითებულია ამ ევროპულმა სასამართლომ ინფრასტრუქტურა, სამართლიანი სახალხო დამცველის სპეციალურ მიმართულებით გამოვლენილ სხვადასხვა ინფრასტრუქტურულ ხარვეზზე, რომლებიც საჭიროებს გამოსწორებას. სახალხო დამცველის კვლევის შედეგად, წარმოჩინდა, რომ კანონიერი/საპროცესო წარმომადგენლის მონაწილეობა სასამართლო განხილვის ეტაპზე ნომინალურია. ასევე, 369 საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში არასრულწლოვან ბრალდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა საპროცესო უფლებების დაცვა“, მომზადებულია ორგანიზაციასთან, „ინიციატივა მოწყვლადი ჯგუფების რეაბილიტაციისთვის“, ერთად. 370 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი, მუხ. 15, ნაწილი 1. 371 „სისხლის სამართლის მართლმსაჯულების სფეროში არასრულწლოვან ბრალდებულთა, მოწმეთა და დაზარალებულთა საპროცესო უფლებების დაცვა“, გვ. 21. 372 იქვე, გვ. 39. 160 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 პროცესში მონაწილე პირები, გავლილი სპეციალიზაციის კურსის მიუხედავად, რიგ შემთხვევებში, არ ფლობენ საკმარის უნარებს და არ აქვთ სრულყოფილი კვალიფიკაცია. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის 511 მუხლის მე-2 პუნქტში შევიდეს ცვლილებები, რომელიც დამოუკიდებელი ინსპექტორის კანდიდატურის ასარჩევად უზრუნველყოფს საბჭოს წევრების არანაკლებ 2/3-ის მხარდაჭერის აუცილებლობას  განისაზღვროს სასამართლოს ვალდებულება, გაათავისუფლოს პატიმარი ბაჟის გადახდის ვალდებულებისგან, თუ იგი წარმოადგენს საბანკო ამონაწერს პენიტენციურ სისტემაში ყოფნის პერიოდში მისი ფინანსური ბრუნვის შესახებ, რაც დაადასტურებს იმ ფაქტს, რომ ბოლო ნახევარი წლის განმავლობაში მისი საშუალო ყოველთვიური შემოსავალი 100 ლარზე ნაკლები იყო  სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგინდეს, რომ განაჩენს არ შეიძლება დაედოს საფუძვლად სხვა მოსამართლის მიერ გამოკვლეული მტკიცებულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა საქმეზე დანიშნული იყო სათადარიგო მოსამართლე  საკანონმდებლო ცვლილების გზით, უზრუნველყოს მტკიცებულებების კანონიერების სასამართლო წესით ზედამხედველობის მექანიზმის შემუშავება იმ შემთხვევებისთვის, როდესაც არსებობს დანაშაულის პროვოკაციის რისკის საშიშროება  მიიღოს ადამიანის უფლებათა საერთაშორისო და კონსტიტუციური სტანდარტების შესაბამისი ახალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი  საკანონმდებლო ცვლილებების გზით, მოწმე ბავშვები უზრუნველყოს უფასო იურიდიული დახმარებით რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  განსაზღვროს ფსიქოლოგების [არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებაში] სპეციალიზაციაში მომზადება/გადამზადებასა და ხარისხის კონტროლის სისტემის შემუშავებაზე პასუხისმგებელი უწყება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს:  161 | 2020 წელს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რეგლამენტში ცვლილებების შეტანის გზით, გაწეროს დამოუკიდებელი ინსპექტორის არჩევის დეტალური წესი და კრიტერიუმები, იმგვარად, რომ უზრუნველყოს საბჭოს მიერ ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვა შერჩევის პროცესში, ასევე, დამოუკიდებელი ინსპექტორობის კანდიდატის შეფასების დეტალური კრიტერიუმები, გასაუბრებაზე გამოსარკვევი საკითხების ნუსხა და კანდიდატების დასაბუთებული შეფასების ვალდებულება. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 6. პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა 6.1. შესავალი 2019 წელს, წინა წლების მსგავსად, პრობლემები გამოიკვეთა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლების მიმართულებითაც.373 საგულისხმოა, რომ ამ უფლების დაცვის თვალსაზრისით, 2019 წელი წინა წლებში გამოვლენილი ტენდენციებისგან დიდად არ განსხვავდებოდა. სახელმწიფო სტრუქტურებმა ვერც 2019 წელს შეძლეს პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების პრევენცია, ვიდეოჩანაწერების გავრცელებით გამოწვეული ზიანის შემცირება და დანაშაულზე თანაზომიერი რეაგირება. საანგარიშო პერიოდში ადგილი ჰქონდა პატიმართა მიმართ პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის ფაქტებსაც, მათ შორის, საცხოვრებლისგან მოშორებით მდებარე პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა დაუსაბუთებელი გადაყვანისა და სხვა გარემოებების გამო. საქართველოს სახალხო დამცველმა 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასთან დაკავშირებით 2 რეკომენდაცია გასცა, მათ შორის, 1 საქართველოს პროკურატურის, ხოლო 1 - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ. საქართველოს პროკურატურას არ შეუსრულებია რეკომენდაცია, რომელიც შეეხებოდა საზოგადოების პერიოდულ ინფორმირებას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის მიმდინარეობის უფლების შესახებ. დარღვევის მისგან ფაქტებზე განსხვავებით, დაწყებული საქართველოს გამოძიებების შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეასრულა სახალხო დამცველის რეკომენდაცია. კერძოდ, სამინისტრომ აწარმოა კამპანია, რომელშიც მოქალაქეებს განუმარტა, თუ რა უფლებები და ვალდებულებები გააჩნიათ მათ, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებებით მიღების შემთხვევაში.374 სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში, ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების წესთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველი პრობლემურად მიიჩნევდა საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციის აღრიცხვის პრაქტიკის არარსებობას. ამ მხრივ, დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციისა375 და საქართველოს პარლამენტის დადგენილების 373 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 110. 374 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი №MIA 6 20 00031636. 375 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, 123. 162 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საფუძველზე376, 2019 წლის იანვრიდან საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ინფორმაციის სტატისტიკური აღრიცხვა დაიწყო.377 წინამდებარე თავში ხელშეუხებლობის გამოძიებების უფლების შესახებ, სისხლისსამართლებრივი შესახებ. ასევე, წარმოდგენილი იქნება დამრღვევი პირადი ჩანაწერების ცხოვრების პასუხისმგებლობის შეფასდება მსჯელობა პენიტენციურ პირადი ცხოვრების გავრცელებაზე მიმდინარე საიდუმლოს დაკისრების ხელყოფისათვის წესის დაწესებულებებში პრობლემურობის გარე სამყაროსთან კონტაქტის თვალსაზრისით არსებული ხარვეზები. 6.2. პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერების გავრცელების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებები საქართველოს სახალხო დამცველი ჯერ კიდევ 2017 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნავდა, რომ 2015 და 2016 წლებში პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დამრღვევი მძიმე დანაშაულების უმეტესობა არ ყოფილა გამოძიებული.378 აღსანიშნავია, რომ საქმეთა გამოძიება დღემდე მიმდინარეობს, თუმცა (2020 წლის მარტამდე) აღნიშნულ საქმეთა379 უმეტესობაზე, დაზარალებულად ან ბრალდებულად პირი ამ დრომდე არ უცნიათ. ასევე, პროკურატურას არ წარმოუდგენია ინფორმაცია, ჩატარდა თუ არა რომელიმე გამოძიების ფარგლებში ახალი საგამოძიებო მოქმედება.380 სამწუხაროდ, 2019 წელს, წინა წლების მსგავსად, რამდენჯერმე გასაჯაროვდა პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეოჩანაწერები. მათგან განსაკუთრებით მძიმე 2019 წლის 26 მარტის შემთხვევა იყო, როდესაც youtube.com-ზე ატვირთული მსგავსი ვიდეო დაახლოებით 10 საათის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი. ამ შემთხვევამ ნათლად წარმოაჩინა, რომ სახელმწიფოს ამ ეტაპზე არ გააჩნია მსგავსი შემთხვევების სწრაფი აღკვეთისა და ზიანის შემცირების მექანიზმი. კვლავაც ძალაშია სახალხო დამცველის ის რეკომენდაცია, რომელიც ამგვარი დანაშაულების რისკის შემცირებისა (ინფორმაციის ოპერატიულად შეტყობინების მექანიზმი, მასალის სწრაფად დაბლოკვის გზები და ა.შ.) და ცნობიერების ამაღლებისკენ არის მიმართული.381 376 პარლამენტის 2018 წლის 19 ივლისის №3148-რს დადგენილება. 377 საქართველოს გენერალური პროკურატურა ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებულ ისეთ სტატისტიკურ მონაცემებს ამუშავებს, როგორიცაა ინფორმაციის შესაბამისი სუბიექტისთვის მიწოდება, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ინფორმაციის განადგურება, საგამოძიებო მოქმედების შეჩერება ან შეწყვეტა და სხვ. 378 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 118. 379 საქმეების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2uraWjw > [ბოლოს ნანახია 01.02.2020]. 380 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 16 იანვრის №13/2393 წერილი. 381 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: 163 | < https://bit.ly/2OBsVdR > [ბოლოს ნანახია 01.02.2020]. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 2019 წელს ჩადენილი დანაშაულის გამოძიების ფარგლებში, სასამართლო პროცესები 21 პირის მიმართ მიმდინარეობს.382 ნიშანდობლივია, რომ პროკურატურას არ უცნობებია საზოგადოებისთვის კადრების თავდაპირველად მომპოვებელი, შემნახველი და 383 გამავრცელებელი პირების მიმართ დევნის დაწყების თაობაზე. 6.3. პირადი ცხოვრების საიდუმლოს ხელყოფისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების წესი პირადი საიდუმლოს ხელყოფა დანაშაულად მიიჩნევა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 მუხლის საფუძველზე ისჯება. ამავე დროს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის თანახმად, ასევე დასჯადია პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფა. სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში აღნიშნა, რომ შეუძლებელია ერთმანეთისგან გაიმიჯნოს, თუ რას მოიცავს პირადი ცხოვრების საიდუმლო და პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაცია.384 გამიჯვნის კრიტერიუმები არც თავად დასახელებულ ნორმებშია მითითებული და არც კანონის განმარტებით ბარათში. გასათვალისწინებელი გარემოებაა, რომ დასახელებული ნორმებით დაწესებული სანქციების ზომა ერთმანეთისგან არსებითად განსხვავდება.385 სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ კანონმდებელმა ერთმანეთისაგან უნდა გამიჯნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571 და 157-ე მუხლების დისპოზიცია, რათა არ არსებობდეს ნორმის ფართო განმარტებისა და თვითნებობის შესაძლებლობა. 6.4. ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების წესი 2019 წლის მონაცემებით, კვლავ ძალაშია საქართველოს პარლამენტის მიერ 2017 წლის 22 მარტს მიღებული საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელების წესთან მიმართებით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2016 წლის 14 აპრილს მიღებული გადაწყვეტილების386 აღსრულებას ისახავდა მიზნად. საქართველოს სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ 2017 წლის 22 მარტს მიღებული საკანონმდებლო პაკეტი ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილების სულისკვეთებას და მის ეფექტიან აღსრულებას არ ემსახურება. შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველმა, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ერთად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს კონსტიტუციური სარჩელით მიმართა. ამ თემაზე დეტალური ინფორმაცია 382 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 16 იანვრის №13/2393 წერილი. 383 იქვე. 384 საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 408. 385 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლის თანახმადб პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების ხელყოფისათვის, დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მაქსიმალურ სასჯელად შვიდი წლით თავისუფლების აღკვეთაა განსაზღვრული, ხოლო 1571 მუხლი პირადი საიდუმლოს ხელყოფისათვის, დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მაქსიმალურ სასჯელად ათი წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 386 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 14 აპრილის №1/1/625,640 გადაწყვეტილება. 164 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 იხილეთ სახალხო დამცველის წინა წლის საპარლამენტო ანგარიშებში.387 სარჩელის ირგვლივ არსებითად განხილვის სხდომები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში უკვე ჩატარდა, თუმცა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება სასამართლოს ჯერ არ მიუღია. 6.5. გარე სამყაროსთან კონტაქტი პენიტენციურ და ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პატიმრებს რაც შეიძლება ხშირად უნდა მიეცეთ შესაძლებლობა, კონტაქტი იქონიონ გარე სამყაროსთან. მათ შორის, გააგზავნონ წერილები, ისარგებლონ სატელეფონო ზარებით, შეხვდნენ ოჯახის წევრებს.388 გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიუროს სახელმძღვანელო დოკუმენტში საგანგებოდ არის მითითებული, რომ პატიმრის კონტაქტი გარე სამყაროსთან უნდა მიიჩნეოდეს უფლებად389 და არა პრივილეგიად, შესაბამისად, ის არ უნდა გახდეს პატიმრის დასჯისა და წახალისების მიზნებისთვის გამოსაყენებელი ინსტრუმენტი.390 მიმოხილული სტანდარტების მიუხედავად, პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრების გარე სამყაროსთან კონტაქტის პრობლემა სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ მონახულებულ ყველა დაწესებულებაში გამოიკვეთა. კვლავ რჩება სატელეფონო საუბრის კონფიდენციალურობის დარღვევისა391 და ხანმოკლე პაემნების ოთახებში მინის ბარიერის არსებობასთან დაკავშირებული ხარვეზები.392 პრობლემურია უცხოელი პატიმრებისთვის ოჯახთან კონტაქტის შესაძლებლობა. მათი ოჯახის წევრები ძირითადად საზღვარგარეთ ცხოვრობენ, რის გამოც პატიმრები ვერ იყენებენ ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნის უფლებას. უცხოელი პატიმრები ვერც 387 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 119-121; 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 112 388 ევროპული ციხის წესები 24.1 389 „ხოროშენკო რუსეთის წინააღმდეგ“ (Khoroshenko v, Russia), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება, პარ. 106; „მესინა იტალიის წინააღმდეგ“ (Messina v. Italy) (No.2), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2000 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება, პარ. 64; „კურკოვსკი პოლონეთის წინააღმდეგ“ (Kurkowski v. Poland), ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2013 წლის 9 ივლისის გადაწყვეტილება, პარ. 95. 390 გაეროს ნარკოტიკებისა და დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის ბიურო (UNODC), დინამიკური უსაფრთხოების სახელმძღვანელო, ნიუ იორკი, 2015, გვ. 22, ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: < http://bit.ly/39L4SSr > [ბოლოს ნანახია: 02.11.19]. 391 მაგალითისათვის, №2, №3 და №8 პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმრები მიუთითებენ ტელეფონით სარგებლობის დროს კონფიდენციალობის დარღვევის პრობლემაზე. №2 და №8 დაწესებულებებში ტელეფონის აპარატები სამორიგეო ოთახებშია განთავსებული და პატიმრებს მორიგის თანდასწრებით უწევთ საუბარი. 392 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მიერ წამების ევროპული კომიტეტისადმი გაგზავნილი 2019 წლის 21 ნოემბრის წერილის თანახმად, მინის ბარიერები მოხსნილია №5, №6 და №12 დაწესებულების გარკვეულ ოთახებში, ხოლო №2 დაწესებულებაში უბარიერებო შეხვედრის ოთახების მოწყობა 2019 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო. 165 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ვიდეოპაემნით სარგებლობენ, ვინაიდან მას ორგანიზებას პრობაციის ეროვნული სააგენტო უწევს პენიტენციური დაწესებულების გარეთ.393 შესაბამისად, მნიშვნელოვანია, რომ ბრალდებულის და მსჯავრდებულის წერილობითი თხოვნის საფუძველზე, მათ მიეცეთ როგორც ხანმოკლე პაემნის, ისე ხანგრძლივი პაემნის ერთი სატელეფონო ზარით ჩანაცვლების უფლება. დღეს მოქმედი საქართველოს პატიმრობის კოდექსით დადგენილი წესი,394 ხანგრძლივი პაემნის სატელეფონო საუბრით ან ვიდეოპაემნით შეცვლის შესაძლებლობას, არ ითვალისწინებს. №8 დაწესებულებაში დაბრკოლებას ქმნის ის გარემოება, რომ პატიმრებს ყოველ 10 დღეში ერთხელ, საკნის რიგის გათვალისწინებით ეძლევათ დარეკვის შესაძლებლობა. საერთაშორისო ზარებისთვის კვირაში გამოყოფილია მხოლოდ 2 დღე. შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ საერთაშორისო ზარისთვის დადგენილი კვირის დღე არ ემთხვევა კონკრეტული საკნის ტელეფონით სარგებლობის დღეს, უცხოელი პატიმარი ამ უფლების გამოყენებას ვერ ახერხებს. ასევე აღსანიშნავია, რომ 2019 წლის განმავლობაში აქტუალური იყო მსჯავრდებულთა დაუსაბუთებელი გადაყვანა მათი ოჯახების საცხოვრებელი ადგილიდან მოშორებულ დაწესებულებებში. ტერიტორიული სიშორე ოჯახის წევრებთან კომუნიკაციას ართულებდა, რაც პირადი ცხოვრების უფლების ხანგრძლივად უსაფუძვლო შეზღუდვას იწვევდა. ზოგიერთ განმარტა, რომ პატიმართან მათი დაკავშირებით, გადაყვანა პენიტენციურმა საცხოვრებელ ადგილთან 395 დაწესებულებაში გადატვირთულობის გამო ვერ ხერხდებოდა. დეპარტამენტმა ახლოს მდებარე საქართველოს სახალხო დამცველმა ეტაპირების შესახებ, რამდენიმე რეკომენდაციით მიმართა იუსტიციის მინისტრს. სხვადასხვა პერიოდში გაცემული რეკომენდაციების შედეგად, მსჯავრდებული ვ. ა. და, მოგვიანებით, კიდევ ერთი მსჯავრდებული ვ. ა. გადაიყვანეს მათ საცხოვრებელთან ახლოს მდებარე დაწესებულებებში. სამწუხაროდ, გაცემული რეკომენდაცია არ შესრულდა მსჯავრდებულ ზ. ჯ.-სთან დაკავშირებით.396 ზემოთქმულის გარდა, პრობლემურია საქართველოს პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის 1ლი ნაწილი, რომლის თანახმად, გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე ბრალდებულს შესაძლოა შეეზღუდოს თვის განმავლობაში კუთვნილი 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით სარგებლობა. აღნიშნული მუხლი გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების გასაჩივრების წესს არ ითვალისწინებს. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ გამომძიებლის ან პროკურორის მხრიდან თვითნებური მოქმედებების თავიდან ასაცილებლად, მნიშვნელოვანია, ბრალდებულს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების მართებულობის სასამართლოს გზით შემოწმების შესაძლებლობა მიეცეს. ეს მნიშვნელოვანია იმისათვის, რათა პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებულ 393 საქართველოს პატიმრობის კოდექსის მე-171 მუხლის მე-3 ნაწილი. 394 პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილები. 395 მსჯავრდებულ ვ. ა.-სა და ზ. ჯ.-ს საქმეები. 396 პენიტენციური დეპარტამენტის 2019 წლის 27 ნოემბრის წერილი. 166 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 პირებს ჰქონდეთ სამყაროსთან.397 ადეკვატური საგულისხმოა შესაძლებლობა, ისიც, რომ კომუნიკაცია საქართველოს დაამყარონ პატიმრობის გარე კოდექსის შესაბამისად, ბრალდებულებს არ აქვთ ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება. ასევე პრობლემურია საქართველოს პატიმრობის კოდექსით განმტკიცებული რეგულირებები განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების გარე სამყაროსთან კონტაქტის კუთხით. ისინი ვერ სარგებლობენ ვიდეოპაემნით398 და მათ მიმართ სხვა დაწესებულებებში მოთავსებული პატიმრებისგან განსხვავებული, უფრო მკაცრი შეზღუდვებია დაწესებული. რაც შეეხება მიხედვით,399 ფსიქიატრიულ დაწესებულებებს, ფსიქიატრიული დახმარების საქართველოს ერთ-ერთი კანონმდებლობის კომპონენტი პაციენტის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციაა, რომლის მიზანია პაციენტის სოციალური და შრომითი კონტაქტების შენარჩუნება და იმ უნარ-ჩვევების გამომუშავება, რომლებიც განსაზღვრავს საზოგადოებაში მისი დამოუკიდებლად ცხოვრების შესაძლებლობას. ამ პროცესში გარე სამყაროსთან კონტაქტს განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. აღნიშნულის გათვალისწინებით, ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტებისთვის სატელეფონო კომუნიკაციის შეუზღუდავი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, აუცილებელია. „ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა“ და „ბათუმის სამედიცინო ცენტრის“ პაციენტები დარეკვას დაწესებულების სოციალური მუშაკების კუთვნილი ტელეფონებით ახერხებენ. ტელეფონზე პაციენტებს ხელი მხოლოდ სოციალური მუშაკის სამუშაო საათებში მიუწვდებათ (10:00 – 18:00 სთ). კონკრეტული რეგულაცია ამ საკითხთან დაკავშირებით არ არსებობს. შესაბამისად, პაციენტების წვდომა სატელეფონო კომუნიკაციასთან, დამოკიდებულია იმაზე, რამდენად შეძლებენ სოციალური მუშაკები, თავიანთი პირადი ტელეფონით ყველა პაციენტს მათთვის სასურველ დროს მისცენ ტელეფონით სარგებლობის შესაძლებლობა. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  შევიდეს ცვლილება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე და 1571-ე მუხლებში, ამ ორი მუხლის დისპოზიციის ერთმანეთისგან გასამიჯნად  შევიდეს ცვლილება საქართველოს პატიმრობის კოდექსის 77-ე მუხლის 1-ლ ნაწილში და ბრალდებულს მიეცეს შესაძლებლობა, პროკურორის ან გამომძიებლის მიერ დაწესებული შეზღუდვა, რომლის მიხედვითაც მას შესაძლებლობა არ ექნება 397 ნებისმიერი ფორმით დაკავებული ან დაპატიმრებული პირების დაცვის შესახებ საბაზისო პრინციპების მე-19 პრინციპი, გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია 43/173,1988 წლის 9 დეკემბერი, ხელმისაწვდომია: < http://bit.ly/2xB4oA6 > [ბოლოს ნანახია 13.03.2020]. http://bit.ly/2xB4oA6 398 საქართველოს პატიმრობის კოდექსის 171 მუხლის 1-ლი ნაწილი. 399„ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 21. 167 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 1 თვის განმავლობაში ისარგებლოს არა უმეტეს 4 ხანმოკლე პაემნის უფლებით, გაასაჩივროს სასამართლოში  შევიდეს ცვლილება პატიმრობის კოდექსის მე-17 მუხლის მე-11 და მე-12 ნაწილებში და შესაძლებელი გახდეს ხანგრძლივი პაემნის სატელეფონო საუბრით ან ვიდეოპაემნით ჩანაცვლება  შევიდეს ცვლილებები „პატიმრობის კოდექსში“ და განსაკუთრებული რისკის დაწესებულებებში მოთავსებულ პატიმრებს გაეზარდოთ პაემნებისა და სატელეფონო ზარების რაოდენობა და მიეცეთ ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება  შევიდეს ცვლილება პატიმრობის კოდექსში და იმ უცხო ქვეყნის მოქალაქე მსჯავრდებულებს, რომლებიც ოჯახის საზღვარგარეთ ცხოვრების გამო ვერ სარგებლობენ ხანმოკლე და ხანგრძლივი პაემნებით, მიეცეთ საშუალება ისარგებლონ ვიდეოპაემნით  შევიდეს ცვლილებები პატიმრობის კოდექსში და ბრალდებულებს, გამოძიების ინტერსების გათვალისწინებით, მიეცეთ ხანგრძლივი პაემნით სარგებლობის უფლება. რეკომენდაციები საქართველოს გენერალურ პროკურორს:  პერიოდულად აცნობოს საზოგადოებას პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის საქმეებზე დაწყებული გამოძიებების მიმდინარეობის პროგრესის შესახებ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  პოლიციის პრევენციული ფუნქციის განხორციელების ფარგლებში, განაგრძოს პრევენციული საინფორმაციო კამპანიის წარმოება მოსახლეობაში, პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით მიღების შემთხვევაში, მათი უფლებებისა და ვალდებულებების შესახებ. საქართველოს იუსტიციის მინისტრს:  2020 წლის ბოლომდე ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში უზრუნველყოს ხანმოკლე პაემანი მინის გამყოფი ბარიერის გარეშე  დაწესებულებებში პატიმრის მოთავსების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, პაემნის უფლებით შეუფერხებელი სარგებლობის უზრუნველსაყოფად, გაითვალისწინოს პატიმრის ოჯახის წევრების საცხოვრებელი ადგილი  №2 და №8 დაწესებულებებში მოეწყოს სატელეფონო კაბინები, სადაც შესაძლებელი იქნება სატელეფონო საუბრები კონფიდენციალურ გარემოში; უზრუნველყოს №3 დაწესებულებაში სატელეფონო საუბრისთვის განკუთვნილი სივრცეების დამატებითი საიზოლაციო საშუალებებით აღჭურვა, რათა სხვა პირმა ვერ შეძლოს მსჯავრდებულის საუბრის მოსმენა 168 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019  მონიტორინგის სამსახურმა შეისწავლოს №8 დაწესებულებაში პატიმრებისთვის, საზღვარგარეთ დარეკვის უფლების განხორციელების ხელის ხელშემშლელი პრაქტიკა და მიიღოს ზომები, რათა პატიმრებმა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეუფერხებლად ისარგებლონ სატელეფონო საუბრის უფლებით. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  169 | ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტებისთვის უზრუნველყოს წვდომა სატელეფონო კომუნიკაციაზე. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 7. თანასწორობის უფლება 7.1. შესავალი 2019 წელი მნიშვნელოვანი იყო დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის კანონმდებლობის გაუმჯობესების მხრივ. 2019 წლის მაისში, „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ ორგანული კანონით, კერძო სამართლის პირები საჯარო პირების მსგავს სამართლებრივ რეგულირებაში მოექცნენ. კერძოდ, განისაზღვრა ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების ვალდებულება, სახალხო დამცველს, სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტის შესწავლისთვის, მიაწოდონ საჭირო ინფორმაცია. ამასთან, სახალხო დამცველს მიენიჭა უფლებამოსილება, მისი რეკომენდაციის შესრულების მოთხოვნით, საჯარო უწყებების მსგავსად, კერძო სამართლის იურიდიული პირის ან პირთა გაერთიანების წინააღმდეგაც მიმართოს სასამართლოს.400 მნიშვნელოვნად წინგადადგმული ნაბიჯია ამავე წლის თებერვალში, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონით შევიწროების და სექსუალური შევიწროების დისკრიმინაციის ფორმებად განსაზღვრა. თუმცა, აქვე აღსანიშნავია, რომ უარი გონივრულ მისადაგებაზე,401 როგორც შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის ფორმა, საქართველოს კანონმდებლობის ნაწილი დღემდე არ გამხდარა. სამწუხაროდ, საკანონმდებლო გარანტიების შექმნის და სხვადასხვა დაინტერესებული მხარეების ძალისხმევის მიუხედავად, თანასწორობის უფლების რეალიზაციის მხრივ, საქართველოში მდგომარეობა არსებითად არ უმჯობესდება. ამგვარი კრიტიკული ვითარება, ერთი მხრივ, საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის მიერ დაუცველი ჯგუფების საჭიროებების და ინტერესების გაუაზრებლობით და მიუღებლობით არის განპირობებული. აღნიშნულ ვითარებას ბოლო პერიოდში ულტრამემარჯვენე ჯგუფების გააქტიურებაც ამძიმებს. მეორე მხრივ კი, თანასწორობის მიღწევის მიმართულებით პროგრესს აბრკოლებს სახელმწიფოს ერთიანი ხედვის არარსებობა. კონკრეტულ სახელმწიფო უწყებებს არ აქვთ პოლიტიკა თანასწორობის პრინციპთან დაკავშირებით მათ კომპეტენციაში შემავალ საკითხებთან მიმართებით. ამის გამო, დისკრიმინაციული პრაქტიკების წინააღმდეგ სისტემური ბრძოლის ნაცვლად, უმეტესწილად, ინდივიდუალური უფლებადარღვევების აღმოფხვრის მიმართულებით მუშაობა ხდება საჭირო. 400 დეტალური ინფორმაცია ხელმისაწვდომია „დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის, მისი თავიდან აცილებისა და თანასწორობის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის სპეციალურ ანგარიშში. 401 შეზღუდული შესაძლებლობის საფუძველზე დისკრიმინაციის ფორმა, რომელიც გულისხმობს უარს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, იმ აუცილებელი და შესაფერისი ცვლილებების განხორციელების თაობაზე, რომელიც არ განაპირობებს არაპროპორციულ ან გადამეტებულ ტვირთს ან ვალდებულებას და უზრუნველყოფს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის უფლებებისა და თავისუფლებების სხვებთან თანასწორ პირობებში რეალიზებას. 170 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სამწუხაროდ, თანასწორობასთან დაკავშირებული საკითხები არც მაღალი თანამდებობის პირების დღის წესრიგში შეინიშნება. გადაწყვეტილების მიმღები პირები თანასწორობის მხარდამჭერ განცხადებებს კვლავ არ აკეთებენ, მათ შორის, არც ცალკეული ჯგუფების თანასწორუფლებიანობისთვის კრიტიკულ დროს. ყველაზე დაუცველ ჯგუფებად 2019 წელსაც ქალები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ლგბტ+ თემის წარმომადგენლები რჩებიან. ასევე კრიტიკულია რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების თანასწორუფლებიანობა.402 7.2. ქალთა თანასწორუფლებიანობა მრავალი საერთაშორისო თუ ეროვნული ნორმატიული გარანტიის მიუხედავად, საქართველოში გარემო ორიენტირებული, რაც, კვლავ არ არის გენდერული ქალების სპეციფიკურ თანასწორობის მიღწევის საჭიროებებზე თვალსაზრისით, დამაბრკოლებელი ფაქტორია. სექსუალური შევიწროება 2019 წლის თებერვალსა და მაისში, მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ცვლილებების403 შედეგად, სექსუალური შევიწროების ქცევის განჭვრეტადობის და სამართლებრივი დაცვის მექანიზმების განსაზღვრის თვალსაზრისით, სავარაუდო მსხვერპლისთვის მეტად დაცული სივრცე შეიქმნა. საზოგადოებაში სექსუალური შევიწროების ფენომენთან დაკავშირებით აქტიურმა დისკუსიამ, გარკვეულწილად, აამაღლა ცნობიერება იმის შესახებ, თუ რა ქცევა შეიძლება დაკვალიფიცირდეს დამცველისადმი სტანდარტების სექსუალურ შევიწროებად. მომართვიანობაც, განვითარებისა რამაც და შესაბამისად, სახალხო სექსუალური გაიზარდა სახალხო დამცველს სამართლებრივი შევიწროების ინდიკატორების შემუშავების შესაძლებლობა მისცა. ამასთან, წინგადადგმული სექსუალური ნაბიჯია, შევიწროება რომ საზოგადოებრივ კანონმდებელმა, ადგილებში საქართველოს ჩადენილი ადმინისტრაციულ 1 სამართალდარღვევათა კოდექსის 166 მუხლით ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად მოიაზრა, სავარაუდო რის შედეგადაც მსხვერპლს, საზოგადოებრივ საქართველოს ადგილას შინაგან სექსუალური საქმეთა შევიწროების სამინისტროს სახით, სამართლებრივი დაცვის ახალი მექანიზმი გაუჩნდა. ამ მხრივ, პრიორიტეტულია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს სწორად მიეწოდოთ ინფორმაცია და 402 დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია რწმენისა და რელიგიის თავისუფლების თავში. 403 „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის 32 პუნქტი. 171 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1661 მუხლი პრაქტიკაში ეფექტიანად აღსრულდეს. სახალხო დამცველის მიერ მიმდინარე საანგარიშო პერიოდში შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ სექსუალური შევიწროების ფაქტები განსაკუთრებული სიმწვავით სამუშაო ადგილზე და შემავიწროებლის მიერ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით ხდება. შემავიწროებლის ქცევა გამოიხატებოდა ვერბალურ, არავერბალურ და ფიზიკური სახის სექსუალური ხასიათის ქმედებაში - კერძოდ, შემავიწროებლების მიერ მსხვერპლის სხეულის ცალკეულ ნაწილებზე შეხებასა და ინტიმურ კომენტარებში;404 სექსუალური გამოცდილებისა და პრეფერენციების შესახებ საუბარში; სქესობრივი კავშირის შეთავაზებასა405 და სხვა. გენდერული თანასწორობა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის ჭრილში გენდერული თანასწორობის საკითხი პირდაპირ კავშირშია ქალის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებებთან.406 ამდენად, ქალთა უფლებები მოიცავს უფლებას, დისკრიმინაციული სექსუალობასთან დაკავშირებული მოპყრობის გარეშე აკონტროლონ საკითხები, სექსუალური და საკუთარ რეპროდუქციული ჯანმრთელობის ჩათვლით. 407 საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველმა აღნიშნული მიმართულებით რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება - სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამის არსებობის აუცილებლობაზე; ქალის საშვილოსნოს მილების გადაკეტვის (სტერილიზაციის) საკითხსა და ე. წ. „ქალიშვილობის ტესტის“ პრაქტიკაზე. კვლავ პრობლემად რჩება ჯანდაცვის სერვისებზე სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების უფლება ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტაზე. აღსანიშნავია, რომ 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის არასამედიცინო ჩვენება არის სასამართლოს მიერ დადგენილი გაუპატიურების შედეგად დამდგარი ორსულობა.408 404 საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2OsRREo > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 405 საქართველოს სახალხო დამცველის სასამართლოს მეგობრის მოსაზრება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:< https://bit.ly/399DlZY >[ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 406 Dr. Carmel Shalev, Rights to Sexual and Reproductive Health – the ICPD and the Convention on the Elimination of All Forms of Discrimination Against Women, 1998, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3bFz1Dg >[ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 407 The Beijing Platform for Action, C. Women and Health, §96, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2QZNfXt > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 408 საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის „ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე“ 2014 წლის 7 ოქტომბრის №01-74/ნ ბრძანების №5 დანართი. 172 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება კი ხშირ შემთხვევაში, იმდენად ხანგრძლივ პერიოდს უკავშირდება, რომ შესაძლოა ორსულობის პერიოდსაც გადააჭარბოს. მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხის გადაწყვეტა მოექცეს არა ფორმალურ სამართლებრივ ჩარჩოში, არამედ დაორსულებული გათვალისწინებული ქალის იყოს ფსიქოემოციური სექსუალური მდგომარეობა, ძალადობის ამ მოვლენის შედეგად მიმართ საზოგადოების ნაწილში არსებული სტიგმა და, ამ მხრივ, მსხვერპლის საჭიროებებზე მორგებული მიდგომის აუცილებლობა. აღსანიშნავია, რომ ცალკეული საკითხები, რომლებიც რეგულირებულია საკანონმდებლო დონეზე, პრაქტიკაში დისკრიმინაციულად სრულდება. მაგალითად, საზოგადოებაში მკაფიოდ ჩამოყალიბებული ქალისა და კაცისათვის მისაღები ქცევის სტანდარტი და განსაზღვრული სოციალურ-კულტურული როლები, არსებითად არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ქალებს და, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლების გამოყენების თვალსაზრისით, მათ ბარიერებს უქმნის. ერთ-ერთი მსგავსი დაბრკოლებაა ქალის საშვილოსნოს მილების გადაკეტვის (სტერილიზაციის) შემთხვევაში მისი მეუღლის/პარტნიორის თანხმობის მოთხოვნა, როგორც პროცედურის ჩატარების წინაპირობა.409 მიუხედავად იმისა, რომ მეუღლის ანდა პარტნიორის თანხმობის ვალდებულება კანონმდებლობით დადგენილი არ არის, გამოიკვეთა ტენდენცია, რომ საქართველოში არსებული სამედიცინო დაწესებულებები თვითნებურად ითხოვენ მეუღლის/პარტნიორის თანხმობას, რაც ქალის თავისუფალ არჩევანში ჩარევასა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის კონტროლის მექანიზმს წარმოადგენს.410 ქალის სექსუალობის კონტროლს ემსახურება ასევე ე. წ. „ქალიშვილობის ტესტი,“ რომელსაც კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, თუმცა, „სქესობრივი ხასიათის ქმედების შემთხვევაში სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა“, რომელსაც სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ატარებს, ცალკეულ შემთხვევებში, ფიზიკური პირების მიერ, შესაძლოა, ბოროტად იქნეს გამოყენებული. არსებითი მნიშვნელობა აქვს, რომ ქალთა უფლებრივი კონტექსტის გათვალისწინებით, ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ფიზიკური პირის მიერ ექსპერტიზის დაკვეთისას, განსაკუთრებული ყურადღებით მიუდგეს მისი ნების ნამდვილობას, ეჭვის არსებობის შემთხვევაში, უარი განუცხადოს პროცედურის ჩატარებაზე და დაუყოვნებლივ მიმართოს სამართალდამცავ ორგანოებს. 409სახალხო დამცველის 2018 წლის 28 სექტემბრის ზოგადი წინადადება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3asMw9a >[ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 410სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3dIGtz0 > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 173 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 შვებულება ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო კერძო სექტორში დასაქმებულთათვის ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით დამცველისათვის სარგებლობა „კოალიცია კვლავ პრობლემურ თანასწორობისათვის“ საკითხად წევრი რჩება. სახალხო ორგანიზაციების მიერ მოწოდებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით ქალების მიმართვიანობა შენარჩუნებულია. არის შემთხვევები, როდესაც ორსულობის გამო შვებულების გაცემისაგან თავის არიდების მიზნით, კერძო კომპანიები რეორგანიზაციის საფუძველს ან სხვა მიზეზს იშველიებენ. სახალხო დამცველმა დიდ კერძო კომპანიებში ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების პერიოდის ხანგრძლივობის და ანაზღაურების პრაქტიკა შეისწავლა. გამოკვეთილი ტენდენციები აღნიშნული საკითხის დამატებითი საკანონმდებლო მოწესრიგების საჭიროებაზე მეტყველებს. ასევე პრობლემურია, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სუროგატი ქალის და სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მშობლის შვებულებას. 7.3. შეზღუდული შესაძლებლობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების თანასწორუფლებიანობის მდგომარეობა არც მიმდინარე საანგარიშო პერიოდში გაუმჯობესებულა. სხვადასხვა მომსახურების მისაწვდომობის მხრივ, პრობლემები ექმნებათ როგორც ფიზიკური შეზღუდვის მქონე, ისე უსინათლო პირებსაც. ეროვნული საკანონმდებლო ბაზა ჯერ კიდევ არ იცნობს გონივრულ მისადაგებას, როგორც შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაციის ერთ-ერთ ფორმას. კვლავ უთანასწორო პირობებში არიან საჯარო სამსახურში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, რომლებიც (გარდა მკვეთრად და მხედველობის გამო მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა), კერძო სექტორში დასაქმებულთაგან განსხვავებით, სოციალური პაკეტით ვერ სარგებლობენ.411 ფიზიკური მისაწვდომობა ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის მხრივ არსებული მდგომარეობა კვლავ მძიმეა, რაც, ბუნებრივია, აფერხებს ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულფასოვნად ჩართვას. აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნოტარიუსთა პალატამ, გარკვეულწილად, რეკომენდაცია, 411 გეოგრაფიული გაითვალისწინა თვალსაზრისით სახალხო დამცველის განიხილა სანოტარო 2018 წლის ბიუროების საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის 31 მაისის რეკომენდაცია საქართველოს პრემიერ- მინისტრის მიმართ, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/39r5GL7 > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 174 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ფიზიკური მისაწვდომობის საკითხი412 და თბილისში, ბათუმში, მცხეთაში, რუსთავში, ქუთაისში, გორში, ზუგდიდსა და თელავში არსებული ბიუროების შესაბამისი სტანდარტით მოწყობას შეუდგა. ასევე, ონლაინ განთავსდა ინფორმაცია 19 მისაწვდომი ბიუროს თაობაზე. თუმცა კერძო თუ საჯარო დაწესებულების შენობების აბსოლუტური უმრავლესობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებისათვის ჯერაც მიუწვდომელია. სახალხო დამცველმა წინა წლის საანგარიშო პერიოდში დისკრიმინაციულად მიიჩნია413 თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სპეციალური პარკირების ახალი წესი, რომელიც უფლებით სარგებლობის შესაძლებლობას მხოლოდ მკვეთრად გამოხატული შეზღუდვის მქონე პირებს აძლევს. დასახელებულ საკითხზე არ შეცვლილა თბილისის საკრებულოს პოზიცია, რომლის თანახმად, ამგვარი მიდგომა გამართლებულია, ვინაიდან კანონმდებლობა ზოგადად განასხვავებს მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატულ შეზღუდვას, ახალი რეგულაცია კი შეღავათს იმ პირთა წრის მიმართ აწესებს, რომლებიც ფაქტობრივი მოცემულობიდან გამომდინარე, უფრო მაღალი ხარისხის მხარდაჭერას საჭიროებენ. უსინათლო პირთა პრობლემები განსაკუთრებული სიმწვავით დგას მხედველობასთან დაკავშირებული შეზღუდვის მქონე პირების საკითხი. უმეტეს შემთხვევებში, არ არის უზრუნველყოფილი წვდომა ინფორმაციასა და კომუნიკაციაზე, რაც დამოუკიდებელი ცხოვრებისა და ყველა სოციალურ სფეროში სრულყოფილი მონაწილეობის გარანტი იქნებოდა. მაგალითად, უსინათლო პირებს დაბრკოლებები ექმნებათ საჯარო რეესტრში, ბანკებსა და სანოტარო ბიუროებში სხვადასხვა გარიგების დადებისას. პრობლემურია, რომ უსინათლო ადამიანებს არ ეძლევათ დამოუკიდებლად დოკუმენტის გაცნობის/ხელმოწერის შესაძლებლობა და, როგორც წესი, მათ სთხოვენ, თანხმობა სხვა პირის ხელმოწერით დაადასტურონ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს საკანონმდებლო ცვლილებები, 414 პარლამენტის წევრების მიერ ინიცირებულია რომელიც ითვალისწინებს უსინათლო პირის მიერ წერილობითი გარიგების დამოუკიდებლად დადების შესაძლებლობას. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ცვლილება სწრაფად გახდეს კანონმდებლობის ნაწილი. ამასთან, ბრაილის შრიფტის, ჟესტების ენის, გამაძლიერებელი და ალტერნატიული კომუნიკაციის ან/და სხვა ხელმისაწვდომი საშუალების გამოყენებით ინფორმაციისა და სერვისების უზრუნველყოფის მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მთავრობის 412 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 4 აპრილის რეკომენდაცია საქართველოს ნოტარიუსთა პალატის მიმართ, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2wNtlbp > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 413 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 6 აგვისტოს რეკომენდაცია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიმართ, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3bEXnwC > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 414 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/39uMo7u > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 175 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ადმინისტრაციამ გაიზიარა სახალხო დამცველის რეკომენდაცია,415 რის შედეგადაც, უსინათლო და მცირემხედველი პირები უზრუნველყოფილნი არიან მთავრობის ადმინისტრაციისთვის ბრაილის შრიფტით ან სხვა, ალტერნატიული ფორმით შედგენილი განცხადებით მიმართვის შესაძლებლობით. თუმცა, პრობლემად რჩება, რომ ბრაილის შრიფტით ან სხვა ტექნიკური ალტერნატიული საშუალებით, არ არის ხელმისაწვდომი ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია, რის გამოც უსინათლო პირები იძულებულები ხდებიან უარი თქვან ოჯახის უფლებამოსილ წარმომადგენლად ყოფნაზე.416 7.4. ეროვნება საბანკო მომსახურების სფეროში კონკრეტული სახელმწიფოების მოქალაქეების მიმართ ბლანკეტური დისკრიმინაციული მიდგომა კვლავ შენარჩუნებულია. უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის საბანკო მომსახურების სფეროში არსებულ მწვავე პრობლემაზე მიუთითებს ისიც, რომ სახალხო დამცველის ზოგადი წინადადების მიუხედავად,417 ამ მიმართულებით მდგომარეობა არ შეცვლილა.418 წინა წლებში, ნიგერიის, ირანის და სირიის მოქალაქეებს დაბრკოლებები ექმნებოდათ საბანკო ანგარიშის გახსნისას, სტუდენტური ბარათის მიღებისას თუ საბანკო ამონაწერის მიღებისას. საანგარიშო პერიოდში პრობლემურ საკითხად გამოიკვეთა საბანკო ანგარიშის საკომისიოს გაზრდა. ერთ-ერთ შემთხვევაში სს „საქართველოს ბანკმა“ ირანის მოქალაქეებისათვის გაზარდა საბანკო ანგარიშის მომსახურების წლიური საკომისიოს ოდენობა. ბანკის განმარტებით,419 2018 წლის ნოემბრიდან, საბანკო მომსახურების საკომისიო გაეზარდათ მაღალი რისკის განპირობებულია სტატუსის მქონე გაძლიერებული ქვეყნების რეზიდენტებს/მოქალაქეებს, იდენტიფიკაციის/ვერიფიკაციის ან/და რაც საბანკო მომსახურების პროცესში ბანკის მიერ გასაწევი ადამიანური თუ ფინანსური რესურსების ოდენობით. ამასთან, „კოალიცია თანასწორობისათვის“ წევრი ორგანიზაციების მიერ 415 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 6 აგვისტოს რეკომენდაცია საქართველოს მთავრობის მიმართ, ხელმისაწვდომია: ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2ULas0K>[ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 416 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის 4 მაისის რეკომენდაცია შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართ, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3axcd8h > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 417 საქართველოს სახალხო დამცველის ზოგადი წინადადება საქართველოს ეროვნულ ბანკს, სრული ვერსია იხილეთ: < https://bit.ly/3bHcNAu > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 418 საქართველოს ეროვნული ბანკის 2018 წლის 27 აპრილის წერილი №2-14/1389 მოწოდებული წერილის თანახმად, საბანკო მომსახურების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა მიღებულია საქართველოს პარლამენტის მიერ, შესაბამისი სტანდარტები კი - ფინანსური მონიტორინგის სამსახურის მიერ, რაც შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას. ეროვნულმა ბანკმა ასევე აღნიშნა, რომ რიგი შეზღუდვები შეიძლება არსებობდეს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების რისკების გამოვლენისა და შემცირების მიზნით. 419 სს „საქართველოს ბანკის“ 2018 წლის 10 დეკემბრის წერილი №07/8154 176 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მოწოდებული ინფორმაცია ცხადყოფს, რომ ბანკთან ურთიერთობისას მსგავსი პრობლემები ექმნებათ უკრაინის და ტაჯიკეთის მოქალაქეებსაც. 7.5. ლგბტ+ ადამიანების თანასწორუფლებიანობა სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაცია საქართველოში კვლავ მძიმე გამოწვევად რჩება. ლგბტ+ თემის წევრების თანასწორუფლებიანობა საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის არცერთ სფეროში არ არის სათანადოდ დაცული. საზოგადოების ნაწილში არსებული ფობიები და სტიგმები მნიშვნელოვნად ასაზრდოებს თემის წევრების მიმართ დისკრიმინაციულ მოპყრობას. ლგბტ+ თემის თანასწორუფლებიანობა გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების კონტექსტში საანგარიშო პერიოდში განსაკუთრებით კრიტიკული იყო მდგომარეობა ლგბტ+ თემის წევრეთა გამოხატვის თავისუფლების რეალიზაციის კუთხით. ამ მხრივ, ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა წლიდან წლამდე არ უმჯობესდება. უფლებების შეზღუდვის ფაქტები კერძო პირებიდან მაშინ, როდესაც მომდინარეობს, უმეტეს შემთხვევაში, სახელმწიფო უმოქმედო რჩება და პოზიტიურ ვალდებულებებს ვერ ასრულებს. აღსანიშნავია 2018 წლის 9 სექტემბერის ინციდენტი, რომელიც საქართველოს საფეხბურთო ნაკრების კაპიტნის - გურამ კაშიას მხარდასაჭერად „დინამო-არენაზე“ ლგბტ+ თემის წევრთა და მათ მხარდამჭერთა მიერ ლგბტ+ სიმბოლიკის შემცველი ნივთების ტარების აკრძალვას ეხებოდა. ეს მოვლენა, ფაქტობრივად, 2019 წელს თემის გამოხატვის თავისუფლების ჯაჭვური შეზღუდვების საწყისი წერტილი გახდა. აღნიშნულ ინციდენტს მოჰყვა 2019 წლის 18-23 ივნისს „თბილისი პრაიდის“ კვირეულის დაგეგმვის პერიოდში შინაგან საქმეთა სამინისტროს უარი ორგანიზატორებისთვის უსაფრთხოების გარანტიებზე და 2019 წლის 14 ივნისს განვითარებული მოვლენები, როდესაც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ აქციის ჩატარების საშუალება არ მიეცათ, ვინაიდან ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა აღნიშნული ტერიტორია დაიკავეს. ორი პარალელური აქციის დროს ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მხრიდან რამდენიმე ინციდენტს და შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი, მათ შორის ლგბტ+ პირთა მხარდამჭერებისა და ჟურნალისტების მისამართით. სახალხო დამცველის შეფასებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო, კონკრეტული ჯგუფების მხრიდან მომდინარე საფრთხეს, რომელიც მიმართული იყო ლგბტ+ ადამიანების და მათი მხარდამჭერების გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისაკენ, იმავე სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევს, რომელშიც საკუთარი უფლებების დაცვისა და თანასწორობის იდეის მხარდამჭერი ადამიანების გამოხატვის თავისუფლებას განიხილავს. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებები ბუნდოვანია - არ ადასტურებს 177 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 უფლებათა დაცვის სისტემური ხედვის არსებობას და ფაქტების პოტენციური შედეგების ანალიზს. საანგარიშო პერიოდში საგანგაშო იყო ულტრამემარჯვენე ჯგუფების გაძლიერების მაჩვენებელი, რომელთა აგრესიის ერთ-ერთი მთავარი სამიზნე ლგბტ+ ადამიანები არიან. სახალხო დამცველის შეფასებით, მნიშვნელოვანი იყო, ამ ჯგუფების ლიდერების განცხადებებს სათანადო და სწრაფი სამართლებრივი რეაგირება მოჰყოლოდა. ამ კუთხით განსაკუთრებით საყურადღებო იყო ერთ-ერთი ლიდერის - ლევან ვასაძის განცხადებები.420 სახალხო დამცველი ანტიდემოკრატიული აღნიშნავს, პოლიტიკური რომ სათანადო მოძრაობების ყურადღება გაძლიერების არ ეთმობა მიზეზების და ჰომოფობიის პოლიტიკური და სოციალური ეფექტის ანალიზს. ასევე ყურადსაღები იყო 2019 წლის 8 ნოემბერს კინოთეატრ „ამირანში“ ლგბტ+ თემატიკაზე გადაღებული ფილმის ჩვენების დროს განვითარებული მოვლენები. ჰომოფობიურად განწყობილმა ჯგუფებმა კინოჩვენების ჩაშლის მიზნით აქცია გამართეს, რომლის დროსაც ფიზიკური დაზიანება მიიღეს ფილმის სანახავად მისულმა აქტივისტებმა. პოლიციამ ვერც კინოთეატრთან აგრესიულად განწყობილ დემონსტრანტთა კანონსაწინააღმდეგო ქმედებების პრევენცია უზრუნველყო და არც მათ აგრესიულ ქმედებებზე ჰქონია სათანადო რეაგირება. აგრესიულად განწყობილმა ჯგუფებმა შეძლეს კინოთეატრის შესასვლელთან მიახლოება, რამაც საკმარისი უსაფრთხო სივრცის პრობლემა წარმოშვა. სახალხო დამცველის 2019 წლის 4 ნოემბრის მიმართვის421 საპასუხოდ, 2019 წლის 19 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი ინფორმაციით, აღნიშნულ პერიოდში ლგბტ+ თემის წარმომადგენლების, ასევე მათი მხარდამჭერების, ჟურნალისტების, სახალხო დამცველის და მისი მოადგილის მიმართ განხორციელებულ არაერთ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. ერთ-ერთ შემთხვევაში კი, 2019 წლის 20 ივნისს, მოქალაქე ნ. ჩ. ბრალდებულის სახით422 დააკავეს, გამოძიების ფარგლებში გამოიკვეთა დანაშაულის ჩადენის დისკრიმინაციული მოტივი. სასამართლომ ნ. ჩ. წარდგენილ ბრალდებაში 2019 წლის 14 ივნისს, მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ კონტრაქციის გამართვისას, ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ ის და მისი მხარდამჭერები ლგბტ+ თემის წევრებს აქციის ჩატარების უფლებას არსად მისცემენ, მათ შორის, არც დახურულ სივრცეში. ვასაძის თქმით, თუ პოლიცია ლგბტ+ თემს აქციის ჩატარებას არ აუკრძალავდა და ამის საპირწონედ მათ გაუწევდა წინააღმდეგობას, სამართალდამცველები სიმეტრიულ პასუხს მიიღებდნენ. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3bCDpTf > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 2019 წლის 16 ივნისს თბილისში გამართულ აქციაზე, ლევან ვასაძემ განაცხადა, რომ „თბილისი პრაიდისა“ და მისი მხარდამჭერების წინააღმდეგ ქმნის „თვითორგანიზებულ ჯგუფებს“ — „სახალხო რაზმებს“, რომლებიც, მისი თქმით, ერთი კვირის განმავლობაში „იპატრულირებენ“ თბილისში. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3bylGMO > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. ლევან ვასაძემ არამხოლოდ ლგბტ+ პირებსა და მათ მხარდამჭერებს, არამედ პოლიციასაც მიმართა. მისი თქმით, კორდონის გარღვევის სტრატეგიაზე მუშაობენ და, თუ პოლიცია მათ წინააღმდეგობას გაუწევს, „კომბლებით იქნებიან შეიარაღებულნი“. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2o9s36p > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 421 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2QT8c6s > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 420 422 2019 წლის 20 ივნისს მას ბრალი წარედგინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის პირველი ნაწილით. 178 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა ერთი წლის ვადით.423 ლგბტ+ საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მიერ ღონისძიებებისთვის სივრცის მოპოვების პრობლემები სიმპტომურია, რომ ლგბტ+ თემის გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების ხელის შეშლის და სახელმწიფოს მხრიდან ინერტულობის პარალელურად, სახალხო დამცველისადმი თემის წევრების მიერ წარმოდგენილი განცხადებების თანახმად, ლგბტ+ საკითხებზე საჯარო ან/და დახურული ღონისძიებების გასამართად, მათ რამდენიმე დაწესებულებამ უთხრა უარი სივრცის დათმობაზე. განმცხადებლების განმარტებით, დაწესებულებების მესაკუთრეები დისკრიმინაციული მოტივით, სხვადასხვა ფორმალურ არგუმენტებზე დაყრდნობით, ალტერნატიული დროის ანდა სივრცის შეუთავაზებლად, უარს ეუბნებიან ღონისძიებების ჩატარებაზე, რაც, თავის მხრივ, შესაძლოა, აღნიშნული პრობლემის სისტემურ ხასიათზე მიუთითებდეს.424 7.6. ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია საანგარიშო პერიოდში გამოიკვეთა ხანდაზმულთა პრობლემები სოციალური უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით. მაგალითად, დისკრიმინაციული იყო ერთ-ერთი სადაზღვევო კომპანიის სამოგზაურო დაზღვევასთან დაკავშირებული პოლიტიკა, რომელიც, გარდა იმისა, რომ ბუნდოვნად აყალიბებდა ხანდაზმულთა დაზღვევის შესაძლებლობას, პრაქტიკულად, ცალსახად გამორიცხავდა 70 წელს ზემოთ ადამიანების სამოგზაურო დაზღვევით უზრუნველყოფას.425 ამასთან, დისკრიმინაციულია პირის საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროდან ზღვრული ასაკის მიღწევის გამო გათავისუფლება „სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, რომლის თანახმად, მოსამსახურეს, რომელსაც უმცროსი სპეციალური წოდება აქვს, შეუძლია სამსახურში 60 წლის ჩათვლით იმსახუროს. 423 შენიშვნა: ბრალდებულს სასჯელი საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 63-64 მუხლების საფუძველზე, პირობითად ჩაეთვალა და გამოსაცდელ ვადად ერთი წელი განესაზღვრა. 424 საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაცია, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2Ux7PkR > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 425 სახალხო დამცველის გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3dHFRtw > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 179 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 7.7. დისკრიმინაცია შრომით ურთიერთობებში შრომით ურთიერთობაში სავარაუდო დისკრიმინაციული მოპყრობის შესახებ, სახალხო დამცველისადმი მომართვიანობა მიმდინარე საანგარიშო პერიოდშიც შენარჩუნდა. მსგავსი ფაქტები შეეხებოდა როგორც სხვადასხვა შრომითი უფლების შეზღუდვის, ისე სამუშაო ადგილზე შევიწროების და ვიქტიმიზაციის შემთხვევებს. წინა საანგარიშო პერიოდის მსგავსად, შრომით ურთიერთობებში სავარაუდო დისკრიმინაციას, ყველაზე ხშირად, განსხვავებული მოსაზრების გამო მიმართავენ. მნიშვნელოვანია, რომ 2019 წლის 19 თებერვლის საკანონმდებლო ცვლილებებით, შევიწროება განისაზღვრა დისკრიმინაციის ფორმად, და გულისხმობს ნებისმიერი ნიშნით პირის დევნას, იძულებას, ანდა პირის მიმართ არასასურველ ქცევას, რომელიც მიზნად ისახავს ან იწვევს პირის ღირსების შელახვას და მისთვის დამაშინებელი, მტრული, დამამცირებელი, ღირსების შემლახველი ან შეურაცხმყოფელი გარემოს შექმნას. როგორც განმცხადებლები მიუთითებდნენ, შევიწროება, ძირითადად, გამოიხატებოდა შეურაცხმყოფელი კომუნიკაციის ფორმების გამოყენებაში, 426 არაეთიკური და ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხელმძღვანელსა და დასაქმებულს შორის კომუნიკაციის არქონაში, ასევე, სამუშაო ოთახის განცალკევებით, საქმეებში განმცხადებლები წახალისების გამჭირვალე 427 არაკომფორტულ აღნიშნავდნენ, სივრცეში რომ გამოყოფაში. ხელმძღვანელს კრიტერიუმების ჩამოყალიბებას, რათა სხვა სთხოვდნენ გამორიცხულიყო თანამშრომლების მიმართ სუბიექტური დამოკიდებულებებით წახალისების მექანიზმის გამოყენება, რის შემდეგაც ერთი განმცხადებელი რეორგანიზაციის, ხოლო მეორე ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველმა პირველად დაადგინა ვიქტიმიზაცია428 შრომით ურთიერთობაში, როდესაც დამსაქმებელმა პირის სამსახურიდან გათავისუფლების ერთ- 426 სახალხო დამცველის 2019 წლის 4 ოქტომბრის რეკომენდაცია „კომპანია ბლექ სი გრუპის“ მიმართ, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3ayaccf > [ბოლოს ნანახია 31.03.2020]. 427 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება თბილისის საქალაქო სასამართლოს განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტზე. ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2yevFIL> [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. სასამართლოს მეგობრის მოსაზრება თბილისის საქალაქო სასამართლოს განსხვავებული მოსაზრების ნიშნით სავარაუდო დისკრიმინაციის ფაქტზე. ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2Jpql7O> [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 428 „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად, „აკრძალულია ნებისმიერი პირის მიმართ რაიმე სახის უარყოფითი მოპყრობა და მასზე ზემოქმედება იმის გამო, რომ მან დისკრიმინაციისგან დასაცავად განცხადებით ან საჩივრით მიმართა შესაბამის ორგანოს ან ითანამშრომლა მასთან“. 180 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ერთ საფუძვლად მის მიერ სახალხო დამცველისთვის მიმართვა დაასახელა.429 სახალხო დამცველისათვის მომართვის გამო პირის გათავისუფლება საშიშ პრეცედენტს ქმნის. მან, შესაძლოა, სამომავლოდ მსუსხავი ეფექტი იქონიოს სხვა პირებზე და უფლების დაცვის სამართლებრივი საშუალების გამოყენებისთვის დამაშინებელ გარემოებად იქცეს. რაც შეეხება დისკრიმინაციული მოტივით შრომითი უფლებების დარღვევის სხვა შემთხვევებს, ფორმალური სამართლებრივი საფუძვლით დისკრიმინაციული მოპყრობის დაფარვის მცდელობა გამოვლინდა მედია სფეროში.430 ერთ-ერთ საქმეში, განმცხადებლის მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული განსხვავებული მოსაზრება ტელეკომპანიამ კორპორატიული ინტერესის დარღვევად შეაფასა და შრომითი ურთიერთობის დასრულების საფუძვლად მიიჩნია. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში ჟურნალისტები ასევე დავობდნენ „რუსთავი 2“-ის მენეჯმენტის ცვლილების შემდეგ განსხვავებული მოსაზრების გამო, მათი გათავისუფლების შესახებ. 7.8. დისკრიმინაცია სოციალური უსაფრთხოების სფეროში სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით თანასწორობის პრინციპის დაცვით სარგებლობა ამ საანგარიშო პერიოდშიც გამოწვევა იყო. ერთი მხრივ, პრობლემურია, რომ ცენტრალურ დონეზე არსებული პროგრამების უმრავლესობა სარგებლობიდან გამორიცხავს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს; მეორე მხრივ, დისკრიმინაციულ კრიტერიუმებს ვხვდებით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ შემუშავებულ სოციალურ და ჯანდაცვის პროგრამებში სამიზნე ჯგუფების განსაზღვრისას. მუდმივი ბინადრობის მქონე პირების მიერ სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობის პრობლემა სოციალური თუ ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობა საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირთა მიერ, კვლავ გამოწვევად რჩება. სახელმწიფოს მიერ შეთავაზებული ჯანდაცვის თუ სოციალური პროგრამები, რომლებიც შეღავათებს აწესებენ პროგრამით მოსარგებლეთათვის, ძირითად შემთხვევაში, ხელმისაწვდომია მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვის და გაუმართლებლად გამორიცხავს საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირებს, რომლებსაც, სოციალური და ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობის მიზნებისათვის, ისეთივე წვლილი შეაქვთ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, როგორც საქართველოს მოქალაქეებს. 429 სახალხო დამცველის 2018 წლის 5 მარტის რეკომენდაცია თიანეთის მუნიციპალიტეტის მერის მიმართ ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3dKHxT2 > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 430 სახალხო დამცველის 2019 წლის 8 ოქტომბრის რეკომენდაცია ტელეკომპანია „იმედის“ მიმართ, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2UwDBhu> [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 181 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მუნიციპალიტეტების ჯანდაცვის და სოციალური პროგრამები სხვადასხვა ნიშნით დისკრიმინაციული კრიტერიუმების შემცველია რიგი მუნიციპალიტეტების მიერ შემოთავაზებული ჯანდაცვის და სოციალური პროგრამებიც. აღნიშნული პროგრამები სხვადასხვა ჯგუფებს სარგებლობიდან გამორიცხავს, მაგალითად, შეზღუდული შესაძლებლობის, მოქალაქეობის ან სამართლებრივი სტატუსის (ქორწინების რეგისტრაციის დოკუმენტის მოთხოვნა) საფუძველზე. ზოგიერთი პროგრამა, სამიზნე წრის განსაზღვრისას, ხელს უწყობს კონკრეტული ჯგუფების მიმართ სტიგმის გაძლიერებას. ამასთან, მუნიციპალიტეტების დონეზე არსებული სოციალური პროგრამების ანალიზის საფუძველზე, აღსანიშნავია მოცემული პროგრამების დეტალიზებული ხასიათი, რომელმაც შესაძლოა, რიგ შემთხვევებში, სხვა, მსგავსი საჭიროების მქონე ადამიანები სოციალური თუ ჯანდაცვის პროგრამების მიღმა დატოვოს. 7.9. დისკრიმინაციის წახალისება დისკრიმინაციის საანგარიშო წამახალისებელი პერიოდი თანასწორუფლებიანობაზე პოლიტიკური გამონათქვამების იყო გამონაკლისი. უარყოფითი ეფექტის უპირატესობის მოსაპოვებლად მხრივ, სამწუხაროდ, სხვადასხვა მქონე ეს ჯგუფების რეპლიკებს, მიმართავდნენ. არც ძირითადად, ადგილი ჰქონდა დისკრიმინაციული მოსაზრებების სოციალური ქსელით გავრცელების შემთხვევებსაც. დისკრიმინაციის წამახალისებელი გარემო ცალსახად შესამჩნევია რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლების, ლგბტ+ თემის 431 მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, განსაკუთრებული ეთნიკური და და ქალების მიმართ. სიმწვავით წარმოჩინდა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ ცხოვრებაში ჩართული ქალების მიმართ სექსისტური დამოკიდებულება, რაც ადგილობრივი თუ ცენტრალური ხელისუფლების პოლიტიკოს ქალთა წინააღმდეგ, პოლიტიკური ბრძოლის იარაღად გამოიყენება.432 431 პარლამენტარ ალექსანდრე ერქვანიას ჰომოფობიური გამონათქვამი - „უნდა აიკრძალოს მამათმავლობისა და მსგავსი გარყვნილებების პროპაგანდა“, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/33k8WVC 1. [ბოლოს ნანახია 30.03.2020]; ქუთაისის საკრებულოს წევრის, ალექსანდრე ახალაძის ჰომოფობიური გამონათქვამი, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/33lfuTS 1. > [ბოლოს ნანახია 30.03.2020].; ყვარლის საკრებულოს წევრის, ნინო ხუციშვილის ჰომოფობიური, დისკრიმინაციული გამონათქვამები, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2XQiW7L> [ბოლოს ნანახია 30.03.2020].; სამტრედიის საკრებულოს სოფელ მელაურის რწმუნებულის, სოფიკო კიკაჩეიშვილის ჰომოფობიური კომენტარი „[...] ცისფერები, ლეზბიანკები, პიდარასტები ყავენ იქ და ნაციონალები [...]“, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2QUVtRp> [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 432 მაგალითად, მამუკა ხაზარაძის სექსისტური კომენტარი მაია ცქიტიშვილის მიმართ - „[...] შეიძლება კარგად აცხობს ხაჭაპურს, მაგრამ მე არ ვიცი, რა გამოცდილება ჰქონდა მას წინა ცხოვრებაში, როცა ამ მილიარდებს აბარებენ [...]“, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2qB2HQ5 > [ბოლოს ნანახია 30.03.2020].ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ ფაცაციას სექსისტური კომენტარი 182 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სახალხო დამცველის ყურადღება მიიქცია ასევე პარლამენტის ცალკეულ წევრთა ქსენოფობიურმა გამონათქვამებმა.433 მაგალითად, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სამუშაო შეხვედრაზე, პარლამენტარმა ემზარ კვიციანმა აზერბაიჯანული თემის წარმომადგენელს გაბრაზებით მიმართა, რომ თუ საქართველოს მოქალაქე იყო, ქართულად ესაუბრა. 7.10. სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების ხარვეზები და პოლიციელების დისკრიმინაციული დამოკიდებულება სავარაუდო სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების კონტექსტში, 2019 წელსაც სიმბოლურ მოვლენად დარჩა ვიტალი საფაროვის მკვლელობის შემთხვევა, რომელიც, ბრალდების მხარის მცდელობის მიუხედავად, სასამართლომ ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციულ დანაშაულად არ მიიჩნია. ცხადია, სახალხო დამცველს არ შეუფასებია სასამართლოს მიერ ფაქტების და სამართლის გამოყენების სისწორე, თუმცა, სააპელაციო ინსტანციაში, სასამართლოს მეგობრის მოსაზრების434 სახით, წარადგინა საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ დადგენილი სტანდარტები და ინდიკატორები, რომლებიც დისკრიმინაციული მოტივის გამოსაკვეთად გამოიყენება. რაც შეეხება დისკრიმინაციული დანაშაულების გამოძიებას და პრევენციას, აღნიშნული კვლავ სამართალდამცავი ორგანოების ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება. ამას განაპირობებს, ერთი მხრივ, კონკრეტული დაუცველი ჯგუფების საზოგადოებაში არსებული მიმღებლობის დაბალი მაჩვენებელი და უარყოფითი სტერეოტიპები, ხოლო, მეორე მხრივ, სამართალდამცავი ორგანოების არასაკმარისი მზაობა, ამგვარი შემთხვევები შესაძლო თანასწორუფლებიანობის შელახვის კონტექსტში შეაფასონ, გამოძიების პროცესში სიძულვილის მოტივის გამოსაკვეთად. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დანაშაულის გამოძიებისას სავარაუდო სიძულვილის გამოკვეთას არსებითი მნიშვნელობა ენიჭება არა მხოლოდ კონკრეტული სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების აღსრულების, არამედ მომავალში მსგავსი დანაშაულის პრევენციისთვისაც. ამგვარი დანაშაულების მსხვერპლები, ამ საანგარიშო პერიოდში, უმეტესწილად იეჰოვას მოწმეები და ლგბტ+ თემის წარმომადგენლები არიან. იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების დიდი ნაწილი შეეხება როგორც ძალადობრივ, ისე სხვა სახის ქმედებებს. სახალხო დამცველის თინა ბოკუჩავას მიმართ: „თინა ბოკუჩავამ, ისეთი განათლებული ვარო, მიშამ პირდაპირ პარლამენტში „დამამთავრებინა“, ბოდიში, გამათავებინაო უნივერსიტეტიო“, ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2R3O68Y > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 433 პარლამენტარ ალექსანდრე ერქვანიას ქსენოფობიური დამოკიდებულება საქართველოს მეზობელი ქვეყნების მიმართ, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/33k8WVC> [ბოლოს ნანახია 30.03.2020]; პარლამენტარ ემზარ კვიციანის რეპლიკა მირტაგ ასადოვს, რომ თუ საქართველოს მოქალაქე იყო, ქართულად ესაუბრა, სახალხო დამცველის 2019 წლის 16 აგვისტოს რეკომენდაცია, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2R4Omo0> [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 434 ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2wC7Fix >[ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 183 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 წარმოებაში არსებული მსგავსი ფაქტების თანახმად, როგორც წესი, ფიზიკური ძალადობის მსხვერპლნი ხდებიან, ქადაგების დროს - ქუჩაში სტენდთან მდგომი ანდა კარდაკარ მოსიარულე იეჰოვას მოწმეები. იეჰოვას მოწმეები ასევე უთითებენ სტენდებისთვის ცეცხლის წაკიდების და რელიგიური ლიტერატურის განადგურების ფაქტებზე. სახალხო დამცველი გაუმჯობესებულ ტენდენციად მიიჩნევს, რომ სავარაუდო სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულების შესწავლისას, განსაკუთრებით იეჰოვას მოწმეთა მიმართ განხორციელებული დანაშაულების შემთხვევაში, წინა წლების პრაქტიკისგან განსხვავებით, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, რომელიც თავის თავში მოიცავს სიძულვილის მოტივს, თუმცა, ამ პროცესს სამართლებრივ ეფექტიანობას უკარგავს დროში გაჭიანურებული შესწავლა. რაც შეეხება ლგბტ+ თემის წარმომადგენლების მიმართ ჩადენილ სავარაუდო დანაშაულებს, ისინი ძირითადად ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებაში გამოიხატება, ამასთან, ხშირია სამართალდამცავთა მხრიდან ვერბალური შეურაცხყოფის ფაქტები, მაგალითად, როდესაც ტრანსგენდერ ქალს მის პირადობის დამადასტურებელ მოწმობაში მითითებული სახელით მიმართავენ, ანდა უარს ამბობენ, მათ მიმართ განხორციელებულ შესაძლო უფლებადარღვევის ფაქტზე სათანადო რეაგირება მოახდინონ. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  უზრუნველყოს საჯარო სამსახურში დასაქმებული მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური პაკეტით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრს: 184 |  არსებული ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სახელმწიფო პროგრამები ხელმისაწვდომი გახადოს საქართველოში ბინადრობის ნებართვის მქონე პირებისთვის, საქართველოს მოქალაქეთა თანასწორად  უზრუნველყოს, რომ სექსუალური ძალადობის შედეგად დამდგარი ორსულობის შემთხვევაში, დაფინანსების და ორსულობის შეწყვეტისთვის საკმარისი იყოს სექსუალური ძალადობის საქმეზე დაწყებული სისხლისსამართლებრივი გამოძიება  სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით, ოჯახის სოციალური მდგომარეობის შესახებ დეკლარაცია ხელმისაწვდომი გახადოს ბრაილის შრიფტით ან სხვა ალტერნატიული საშუალებით და შესაბამისი ცვლილება შეიტანოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში  მოამზადოს საქართველოს ორგანულ კანონში, „შრომის კოდექსი“, და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებები, რომლითაც საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 გათვალისწინებული იქნება სუროგატი დედის და სუროგაციის გზით დაბადებული ბავშვის მშობლების მიერ ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო, შესაბამისად, შვებულებით სარგებლობის საკითხი და მოახდინოს მომზადებული კანონპროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში  სამედიცინო დაწესებულებებს გაუწიოს ეფექტიანი ზედამხედველობა, ქალის საშვილოსნოს მილების გადაკეტვისას (სტერილიზაცია) მისი მეუღლის/პარტნიორის თანხმობის მოთხოვნის პრაქტიკის აღმოსაფხვრელად საქართველოს გენერალურ პროკურორს:  საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე საქართველოს პარლამენტისთვის გაწეული საქმიანობის შესახებ წარდგენილ ანგარიშში, ასახოს ინფორმაცია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიებასთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნულ ბანკს:  185 | შეიმუშაოს მარტივად განჭვრეტადი რეგულაციები, რომლებიც უზრუნველყოფს უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის კომერციული საბანკო მომსახურების მიღებას დისკრიმინაციის გარეშე, მომხმარებლის მოქალაქეობის მიუხედავად საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 8. გენდერული თანასწორობა 8.1. შესავალი საქართველოში გენდერული თანასწორობის მიღწევა კვლავ გამოწვევად რჩება. ბოლო წლებში საკანონმდებლო და ინსტიტუციური მექანიზმების გასაძლიერებლად გადადგმული არაერთი ნაბიჯის მიუხედავად, პრობლემად რჩება პოლიტიკურ დღის წესრიგში გენდერული თანასწორობის საკითხების ასახვა. განსაკუთრებულ გამოწვევას წარმოადგენს ქალთა გაძლიერებისკენ მიმართული პროექტების, პროგრამებისა და ინიციატივების სიმცირე, როგორც მთავრობის, ისე თვითმმართველი ერთეულების დონეზე. გამოწვევად რჩება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა სოციალური და ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართული ღონისძიებების სიმცირე. გენდერული ნიშნით მოტივირებული მკვლელობების (ფემიციდის) საქმეთა ანალიზი ცხადყოფს, რომ მთავარი გამოწვევაა ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციის მექანიზმების არარსებობა. 2019 წელს არ გაუმჯობესებულა ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა; სახელმწიფოს მხრიდან არ გადადგმულა პოზიტიური ნაბიჯები ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების შესამცირებლად. ამასთან, სახელმწიფო ვერ ახერხებს ეფექტიანად უპასუხოს ანტიგენდერული ჯგუფების გაძლიერებას, რაც პირდაპირ კავშირშია ლგბტ+ ადამიანების ჩაგვრასთან, ძალადობასა და დისკრიმინაციასთან. 8.2. ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქალთა პოლიტიკური მონაწილეობა ქვეყნის განვითარების მნიშვნელოვანი ინდიკატორია. სამწუხაროდ, საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მიღებული ინფორმაციის ანალიზი ნათლად აჩვენებს, რომ ქვეყანაში კვლავ გამოწვევად რჩება ქალთა მონაწილეობა გადაწყვეტილების მიმღებ დონეზე. 2019 წლის გენდერული უთანასწორობის გლობალური ინდექსის435 მიხედვით, ქალთა პოლიტიკური მონაწილეობისა მაჩვენებლით, 153 ქვეყნიდან, და პარლამენტში საქართველო 436 პარლამენტთაშორისი კავშირის მონაცემების 94-ე ქალთა ადგილს წარმომადგენლობის იკავებს, ხოლო მიხედვით, 140-ე ადგილს იკავებს 22 ქალით პარლამენტში437. 435 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < http://tiny.cc/9afyiz > [ბოლოს ნანახია 2020 წლის 20 იანვარს]. 436 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2PPlosC > [ბოლოს ნანახია 2020 წლის 20 იანვარს]. 437 მონაცემები ასახულია 2019 წლის ნოემბრის მდგომარეობით. 2020 წლის 5 მარტის მდგომარეობით, საქართველოს პარლამენტში 21 ქალი პარლამენტარია. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2PMpf9I > [ბოლოს ნანახია 2019 წლის 5 მარტს]. 186 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 კრიტიკულად დაბალია ქალთა მონაწილეობის მაჩვენებელი გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე, მათ შორის, აღმასრულებელ, საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებში. რაც მეტწილად განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ამ დრომდე არ შესრულებულა ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის438 რეკომენდაცია სავალდებულო გენდერული კვოტირების მექანიზმის შემოღებასთან დაკავშირებით. სახალხო დამცველის აპარატი ყოველწლიურად აანალიზებს აღმასრულებელი ხელისუფლების ორგანოებში ქალთა მონაწილეობის სტატისტიკას. 2019 წელს, საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად439, სამინისტროებში დასაქმებულია 5.707 ქალი და 21.804 კაცი. ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულთა გენდერული განაწილება კი შემდეგია: 294 ქალი, 1004 კაცი440. 11 მინისტრიდან 5 ქალია, 2 მათგანი კი ვიცე-პრემიერი. ცხრილი N 2: ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულთა სქესის ნიშნით განაწილება ცხრილი N 1: საჯარო სამსახურში დასაქმებულთა სქესის ნიშნით განაწილება 21% 23% 79% ქალი 77% კაცი ქალი კაცი გენდერული უთანასწორობის აღმოფხვრის და ქალთა თანაბარი მონაწილეობის მიღწევის პროცესში განსაკუთრებული როლი აკისრია თვითმმართველ ორგანოებში ინსტიტუციური მექანიზმების არსებობას და გაძლიერებას. 2019 წელს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, მუნიციპალიტეტების გენდერული პოლიტიკის შეფასების441 ფარგლებში, გენდერული თანასწორობის კუთხით არსებული მდგომარეობა და ქალების საჭიროებები 438 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://tiny.cc/zbmtjz > [ბოლოს ნანახია 2020 წლის 10 თებერვალს]. 439 საჯარო სამსახურის ბიუროს წერილი №გ655; 27.01.2020. 440 სამინისტროებში დასაქმებულთა სქესის ნიშნით განაწილება ძირითადად თანაბარია, თუმცა, სურათს მკვეთრად ცვლის შსს-ს არათანაბარი დასაქმების პრაქტიკა (20705 კაცი და 4171 ქალი). საჯარო სამსახურის ბიუროს მონაცემებით, 2020 წლის იანვრის მდგომარეობით, შსს-ში დასაქმებულთა 83% კაცია. ამასთან, ეს მონაცემები უნდა განვიხილოთ იმ ჭრილში, რომ საჯარო სამსახურში (სულ 27511 საჯარო მოხელე) შსს ყველაზე დიდი დამსაქმებელია. აღნიშნული მონაცემების ანალიზით შეიძლება ითქვას, რომ ხელმძღვანელ პოზიციებზე დასაქმებულ ქალთა რაოდენობა დაბალია. 441 კვლევა ჩატარდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერილი პროექტის, „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის“, ფარგლებში. 187 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 შეისწავლა.442 აღსანიშნავია, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა საქართველოს 64 მუნიციპალიტეტიდან 57-ს აქვს შემუშავებული443. ამ მუნიციპალიტეტების უმრავლესობას (53%) მიღებული აქვს გენდერული თანასწორობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმები444. კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ პრობლემად რჩება გენდერულ პოლიტიკაში რეგიონების განსხვავებული საჭიროებების ასახვა და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების მიერ სისტემატიზებული, საჭიროებებზე დაფუძნებული სამოქმედო გეგმების და პროგრამების შემუშავება. განსაკუთრებული პრობლემაა გენდერის საბჭოს წევრების მგრძნობელობის ამაღლება და მათი გენდერის ძირითადი საკითხების შესახებ ცოდნით აღჭურვა. თვითმმართველი ერთეულებისთვის კვლავ პრობლემად რჩება გენდერული ბიუჯეტირების საკითხების ცოდნა და მისი პრაქტიკული გამოყენება. აღსანიშნავია, რომ გენდერული თანასწორობის საბჭოების 61%-ს სამოქმედო გეგმის შესაბამისი ბიუჯეტი არ გააჩნიათ. გარდა პოლიტიკური მონაწილეობისა, პრობლემას წარმოადგენს ქალთა საჭიროებების გათვალისწინება პოლიტიკის დოკუმენტებსა მიმართულებით, ძირითადად თავს იჩენს და მიზნობრივ ქალების პროგრამებში. უარყოფითი ამ გამოცდილება მუნიციპალიტეტებთან ურთიერთობისას, კერძოდ, ბიუროკრატიულ პროცედურებსა და ინტერესის ნაკლებობაზე, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ადგილობრივი თვითმმართველობა ინფორმირებულია პრობლემის შესახებ. უნდა აღინიშნოს ქალთა თანაბარი მონაწილეობისა და ჩართულობის პრობლემა გადაწყვეტილების მიღების პროცესებში, ეთნიკური უმცირესობით დასახლებულ რეგიონებში , სადაც დამატებითი ბარიერი ენის არცოდნაა. 445 442 ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2R0qYZA >[ბოლოს ნანახია 31.03.2020]. 443 ინფორმაცია მიღებულია 2019 წლის მაისის მდგომარეობით. გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა შემუშავებული არ აქვთ შემდეგ მუნიციპალიტეტებს: ლენტეხი, მესტია, ფოთი, აბაშა, თიანეთი, თერჯოლა და ხონი. 444 15 მუნიციპალიტეტს მიღებული აქვს გენდერული თანასწორობის 2019-2020 წლის სამოქმედო გეგმა; 4 მუნიციპალიტეტს - 2019 წლის, 6 მუნიციპალიტეტს - 2018-2020 წლის. ხოლო 2018 და 2017-2019 წლების სამოქმედო გეგმა მხოლოდ 1 მუნიციპალიტეტს აქვს. 445კვლევის ფარგლებში პრობლემა გამოვლინდა სამცხე-ჯავახეთსა და კახეთში. მაგალითად, საგარეჯოში, იორმუღანლოს თემის შეხვედრაზე, ქალებმა განაცხადეს, რომ სოფლის პროგრამების პროექტების განხილვას ქალები საერთოდ არ ესწრებოდნენ, შესაბამისად, საბიუჯეტო პრიორიტეტების შემუშავებაში მათი საჭიროებები არ ასახულა. 188 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 8.3. ქალთა ეკონომიკური მონაწილეობა და შრომითი უფლებები „გენდერული ევროპასა უთანასწორობის და ცენტრალურ გლობალური აზიაში ინდექსის“ ქალთა მიხედვით446, ეკონომიკური აღმოსავლეთ მონაწილეობისა შესაძლებლობების მაჩვენებლით საქართველო 2019 წელს დაწინაურდა 447 და და 153 ქვეყანას შორის 61-ე ადგილი დაიკავა. თუმცა კვლავ განსხვავდება სქესთა შორის შემოსავლის საშუალო მაჩვენებლის თანაფარდობა; კაცის სავარაუდო წლიური შემოსავალი ორჯერ აღემატება ქალისას და შეადგენს 13.2 (ათასი) აშშ დოლარს, მაშინ როდესაც ქალები საშუალოდ 6.5 (ათასი) აშშ დოლარს გამოიმუშავებენ. ამავე წყაროს მიხედვით, გაუარესდა თანაბარი შრომის თანაბარი ანაზღაურების მაჩვენებელი და საქართველომ 69-ე ადგილიდან 73-ე ადგილზე გადაინაცვლა. საქართველოს სახალხო მონიტორინგი 448 დამცველის აპარატის მიერ 2019 წელს ჩატარებული ცხადყოფს, რომ ქალების ძირითადი შემოსავლის წყაროა საჯარო სამსახური, საგანმანათლებლო დაწესებულებები, სოფლის მეურნეობა, ტურისტული ბიზნესი, საცალო და საბითუმო ვაჭრობა, მეცხოველეობა, მეფრინველეობა, მიწათმოქმედება, სამკერვალო, სერვისის სფერო, სეზონური სამუშაოები და პენსია. საყურადღებოა ის ფაქტიც, რომ რეგიონებში ძალიან მაღალია მიგრაციის ფემინიზაციის მაჩვენებელი. სოფლად მცხოვრები ქალებისთვის პრობლემას წარმოადგენს პროფესიული გადამზადების პროგრამებისა და სასწავლებლების სიმცირე.449 გარდა ამისა, გამოწვევაა მუნიციპალური ტრანსპორტის არარსებობაც, რაც ორმაგად ართულებს სოფლად მცხოვრები ქალების ხელმისაწვდომობას განათლების უფლებაზე. ერთ-ერთ მნიშვნელოვან ბარიერად ქალისთვის კვლავ რჩება ოჯახზე ზრუნვის ტვირთი. კვლავ პრობლემაა კაცების მიერ ბავშვის მოვლის გამო შვებულებით სარგებლობა და ეს საკითხი ბავშვის აღზრდის პროცესში, საზოგადოებაში დამყარებულ, კაცის როლის გამომრიცხავ სტერეოტიპულ შეხედულებებსა და წინასწარ განწყობებს უკავშირდება. ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო ანაზღაურებადი შვებულებით სარგებლობა პრობლემაა კერძო სფეროში დასაქმებული ქალებისთვისაც, ვინაიდან საკანონმდებლო ჩარჩო, საჯარო სამსახურისაგან განსხვავებით, არ ითვალისწინებს კერძო 446 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://tiny.cc/9afyiz > [ბოლოს ნანახია 2020 წლის 20 იანვარს]. 447 იმავე წყაროს მიხედვით, 2018 წელს, საქართველო, ეკონომიკური მონაწილეობისა და შესაძლებლობების მიმართულებით, 149 ქვეყანას შორის 85-ე ადგილს იკავებდა. 448 მუნიციპალიტეტების გენდერული პოლიტიკის შეფასება განხორციელდა გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, პროექტის, „ერთობლივი ძალისხმევა ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისათვის“, ფარგლებში, ლინკი ანგარიშზე. 449 პროფესიული სასწავლებლები არსებობს შემდეგ მუნიციპალურ ერთეულებში: ქობულეთი, ჩოხატაური, ქუთაისი, ალვანი, კაჭრეთი, დედოფლისწყარო, ამბროლაური, ახალციხე. 189 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სფეროში სავალდებულო ანაზღაურებად შვებულებას ორსულობის, მშობიარობის და ბავშვის მოვლის გამო და იგი მხოლოდ დამსაქმებლის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული.450 საქართველოში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების შემაფერხებელი მრავალი მიზეზი არსებობს, თუმცა სოციალურ-ეკონომიკური უთანასწორობის ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია უძრავი ქონების ფლობის მაჩვენებელი, რომლის მიხედვითაც კაცები 2-ჯერ უფრო ხშირად არიან სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთების დოკუმენტირებული მფლობელები, ვიდრე ქალები. აღნიშნული მაჩვენებელი პრობლემად რჩება როგორც ქვეყნის დონეზე, ისე ქალაქისა და სოფლის ჭრილში.451 452 ქალთა ეკონომიკური აქტივობისა და მათი შრომითი უფლებების რეალიზების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლების უფლებრივი მდგომარეობა. მართალია, შეიცვალა მარტოხელა მშობლის სტატუსის განსაზღვრის და შეწყვეტის საფუძველი, თუმცა დახმარების პროგრამები კონკრეტული მუნიციპალიტეტის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და შესაბამისი მატერიალური გარანტიების შექმნას ქვეყნის მასშტაბით ვერ უზრუნველყოფს. ასევე, მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის განსაზღვრის შედეგად დაწესებული სოციალური დაცვის უზრუნველყოფის პირობები ვერ ფარავს მრავალშვილიანი ოჯახების საჭიროებებს. 8.4. ქალები, მშვიდობა და უსაფრთხოება ქვეყანაში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების განხორციელებას, რადგან კვლავ პრობლემად რჩება კონფლიქტის შედეგად დაზარალებული ქალებისა და გოგოების უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. საქართველოს სახალხო დამცველმა, 2019 წელს, მისთვის კონსტიტუციით მინიჭებული მანდატის ფარგლებში, განახორციელა „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ 20182020 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის შუალედური შესრულების მონიტორინგი, რომელიც საქართველოს მთავრობამ 2018 წელს დაამტკიცა.453 450 საჯარო და კერძო დასაქმების სფეროში ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულების ანაზღაურების არაერთგვაროვანი პრაქტიკის შესახებ, დეტალურად იხილეთ თანასწორობის უფლების თავში, ქალთა თანასწორუფლებიანობის ჭრილში. 451 ქალი და კაცი საქართველოში: სტატისტიკური პუბლიკაცია. 2019. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/38q3Zgy > [ბოლოს ნანახია 22.01.2020]. 452 მიწის არ ფლობა, უძრავ ქონებასთან დაკავშირებით შეზღუდული გადაწყვეტილების მიღების შესაძლებლობა და მატერიალური ხარჯები, პროგრამაში, „დანერგე მომავალი“ მონაწილეობისთვის, ერთერთ დამაბრკოლებელ ბარიერად დასახელდა. პროგრამასთან დაკავშირებით ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2TCZeuB > [ბოლოს ნანახია 05.03.2020]. 453 საქართველოს მთავრობის დადგენილება №173; 2018 წლის 10 აპრილი; ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციების 2018-2020 წლების საქართველოს ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცების თაობაზე; ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2Q2Jxfo > [ბოლოს ნანახია 10.03.2020]. 190 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებისას განსაკუთრებული როლი აკისრია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, რომლის მხრიდან ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ყურადღება ეთმობა გენდერულ მეინსტრიმინგს, რაც აისახება შიდა დოკუმენტების შექმნასა და თავდაცვისა და უსაფრთხოების სექტორში მომუშავე ქალების აქტიურ მონაწილეობაში; ასევე, სხვადასხვა სწავლებებსა და სამშვიდობო მისიების განხორცილების პროცესებში. გასულ წლებთან შედარებით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციებზე ქალთა პროცენტული მაჩვენებელი გაზრდილია, კრიტიკულად დაბალია. 454 თუმცა შინაგან საქმეთა სამინისტროში ეს მონაცემი ამასთან, კვლავ პრობლემად რჩება უწყებებში სქესის ნიშნით სეგრეგირებული მონაცემების წარმოება. „ქალებზე, მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“ ეროვნული სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი პრიორიტეტია ლოკალიზაციის პროცესი, რაც გულისხმობს აქტიურ თანამშრომლობას სამიზნე მუნიციპალიტეტებთან455, და მისი მიზანია რეგიონული და ადგილობრივი თვითმმართველობების როლისა და შესაძლებლობების გაძლიერება, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა მონაწილეობა და ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების ყველა დონეზე. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ, ეროვნული სამოქმედო გეგმის მიმართულებით ჩატარებული მონიტორინგის შედეგები ცხადყოფს, რომ მუნიციპალიტეტებს კვლავ უჭირთ ქალებისა და გოგონების განსაკუთრებული როლისა და საჭიროებების დანახვა. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ძირითადად საინფორმაციო ხასიათის შეხვედრებს მართავენ დევნილ მოსახლეობასთან, და ე.წ. ხოლო მათი გამყოფი ხაზის საჭიროებების მიმდებარე სოფლად დაკმაყოფილებისაკენ მცხოვრებ მიმართული კონკრეტული აქტივობა საანგარიშო პერიოდში არ განხორციელებულა. დადებითად უნდა აღინიშნოს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართული პროექტებისა და პროგრამების არსებობა. 2019 წელს საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის მიერ დაფინანსებული პროექტების 17% უშუალოდ მოიცავს ქალთა საკითხებს, ან ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ არის წარდგენილი. 456 საანგარიშო პერიოდში პრობლემად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქალთა და გოგონათა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ 454 ბაზისი: თავდაცვის სამინისტრო - 32%, 2019 წლის მდგომარეობით - 35.1%; შინაგან საქმეთა სამინისტრო - 3%, 2019 წლის მდგომარეობით - 7%; საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წერილი MOD 8 20 00104098. 31.01.2020; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი MIA 8 20 00380677 12.02.2020. 455 ლოკალიზაციის პროცესში შერჩეული მუნიციპალიტეტები: დუშეთი, გორი, ქარელი, კასპი, ხაშური, საჩხერე, სტეფანწმინდა, წალენჯიხა, წყალტუბო; ზუგდიდი. 456შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის წერილი №135. 22.01.2020. 191 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ეროვნული სამოქმედო გეგმით განსაზღვრულ უწყებებთან ერთად, მუნიციპალიტეტებმა დაინახონ საკუთარი როლი, განსაზღვრონ რესურსი და შესაძლებლობა, დევნილი და ე.წ. გამყოფ ხაზთან მცხოვრებ პირთა საჭიროებების გამოსაკვეთად და პრობლემების მოსაგვარებლად. 8.5. ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები ვითარება ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების კუთხით, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ქვეყანაში გენდერული თანასწორობის მიმართულებით არსებული მდგომარეობის შესაფასებლად. დედათა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების კუთხით არსებული წინსვლის მიუხედავად, კვლავ რჩება გამოწვევები ამ მიმართულებით. კერძოდ, სახელმწიფოს ჯერ კიდევ არ აქვს შემუშავებული სისტემური ხედვა მშობიარობის შემდგომი სამედიცინო ზრუნვის შესახებ. სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებს ორსულობის პერიოდში და მშობიარობის შემდეგ ფსიქოლოგიური დახმარების სერვისს. პრობლემას წარმოადგენს სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალებისათვის ფიზიოლოგიურ და ფსიქოლოგიურ საჭიროებებზე მორგებული სახელმწიფო პროგრამის არარსებობა; ამასთან, დისკრიმინაციულია ქალის საშვილოსნოს მილების გადაკეტვის (სტერილიზაციის) და ე. წ. „ქალიშვილობის ტესტის“ პრაქტიკა.457 სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების შესახებ საქართველოს რეგიონებში ჩატარებულმა საინფორმაციო შეხვედრებმა გამოკვეთა ინფორმირებულობის დაბალი დონე არსებული სახელმწიფო პროგრამების შესახებ. კერძოდ, იმ ქალების ნაწილი, რომლებიც უკანასკნელი 2-3 წლის განმავლობაში ყოფილან ორსულად, აღნიშნავდა, რომ ორსულობის დროს არ მოხდა მათი საკმარისად ინფორმირება დედათა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სერვისების შესახებ. ქალების ნაწილის თქმით, მათ არ ჰქონიათ ინფორმაცია 8 უფასო ანტენატალური ვიზიტის შესახებ და ხშირ შემთხვევაში, თავადვე ფარავდნენ კონსულტაციების საფასურს.458 სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრებიდან იკვეთება, რომ საქართველოს ზოგიერთ ქალაქში მცხოვრები ქალისთვის, კვლავ პრობლემაა მშობიარობის სერვისის ტერიტორიული მისაწვდომობა.459 457 დეტალური ინფორმაცია წარმოდგენილია თანასწორობის უფლების თავში. 458 აღნიშნული შეხვედრები ჩატარდა 2019 წლის ოქტომბერ-დეკემბრის პერიოდში საქართველოს შემდეგ რეგიონებში: კახეთში, სამცხე-ჯავახეთში, აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (მათ შორის, მაღალმთიან აჭარაში), დუშეთში, ქვემო ქართლში, იმერეთსა და სამეგრელოში. სულ ჩატარდა 19 საინფორმაციო შეხვედრა. 459 ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების გენდერული პოლიტიკის შეფასება სპეციალური აქცენტით ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაზე, სახალხო დამცველის აპარატი, 2019, გვ. 27. 192 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 კვლავ გამოწვევად რჩება წვდომა კონტრაცეპტივებზე, მათთან დაკავშირებულ სერვისებსა და ინფორმაციაზე, რაც მნიშვნელოვნად არის განპირობებული კონტრაცეპტივებთან, და ზოგადად, ქალის სექსუალობასთან დაკავშირებული სტიგმით. აღნიშნული უარყოფითად აისახება ეთიკურ ურთიერთობაზე ჯანდაცვის სერვისის გამცემსა და მიმღებს შორის, და ხშირად საექიმო კონფიდენციალობის დარღვევაში გამოიხატება. კონტრაცეპტივებზე, მასთან დაკავშირებულ სერვისებსა და ინფორმაციაზე შეზღუდული წვდომა შედეგად იწვევს არასასურველ ორსულობას და აბორტს. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ორსულობის 12 კვირის ვადამდე, სამედიცინო ჩვენების გარეშე, ქალის სურვილით ჩატარებული ხელოვნური აბორტების რაოდენობამ 11,419 შეადგინა.460 აბორტის უსაფრთხო სერვისზე, როგორც ტერიტორიული, ისე ფინანსური წვდომა, კვლავ პრობლემად რჩება; სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგებით, ასევე გამოიკვეთა ქალების ინფორმირებულობის უკიდურესად დაბალი დონე ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის სერვისის ირგვლივ არსებული ეროვნული კანონმდებლობის შესახებ. კერძოდ, ქალთა დიდი ნაწილი აღნიშნავდა, რომ მათი ინფორმაციით, საქართველოში აბორტი კანონით აკრძალულია.461 მეტიც, იმ ქალთა დიდი ნაწილი, ვინც ამ ინფორმაციას გვაწვდიდა, ამბობდა, რომ აბორტის არალეგალურობის შესახებ მცდარი ინფორმაცია სამედიცინო სერვისის გამცემმა (უმეტესწილად, გინეკოლოგმა) მიაწოდა. აღსანიშნავია, რომ ამგვარმა მცდარმა ინფორმაციამ ქალებს, შესაძლოა, უბიძგოს, რომ საჭიროების შემთხვევაში, ლიცენზირებულ სამედიცინო დაწესებულებას კი არ მიმართონ, არამედ არალეგალური აბორტის გზა აირჩიონ, რაც საფრთხის შემცველია მათი ჯანმრთელობისა და სიცოცხლისთვის. უსაფრთხო აბორტზე წვდომის ბარიერებიდან აღსანიშნავია ჯანდაცვის სერვისის გამცემ დაწესებულებებში აბორტთან დაკავშირებული სტიგმა, რომელიც, ერთი მხრივ, უბიძგებს მათ, არ გასცენ აღნიშნული სერვისი და მეორე მხრივ, სხვადასხვა არაეთიკური გზებით შეეცადონ, ორსულს შეაცვლევინონ აბორტთან დაკავშირებული გადაწყვეტილება. კვლავ გამოწვევად რჩება ჯანდაცვის სერვისის გამცემი პირების ინფორმირებულობის დაბალი დონე იმ რეგულაციების შესახებ, რომლებიც სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების ახალგაზრდებისათვის მისაწვდომობას უკავშირდება, კერძოდ, ჯანდაცვის სპეციალისტები არ ფლობენ ინფორმაციას 14 წელს მიღწეული პაციენტის მიერ ინფორმირებული თანხმობის დამოუკიდებლად გაცემის შესაძლებლობის 460 ორსულობის 12 კვირის ვადამდე, სამედიცინო ჩვენების გარეშე, ქალის სურვილით ჩატარებული ხელოვნური აბორტების რაოდენობა 2018 წელს იყო 12,404, ხოლო 2017 წელს - 14863; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 14 თებერვლის №01/1881 წერილი. 461 2019 წლის შემოდგომაზე, წარმომადგენლებმა, UNFPA-ს სახალხო ფინანსური დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩაატარეს საინფორმაციო შეხვედრები საქართველოს რეგიონებში მცხოვრებ ქალებთან, სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების შესახებ. 193 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 შესახებ, რაც რისკის ქვეშ აყენებს მოზარდების წვდომას კონფიდენციალური ჯანდაცვის სერვისებზე. კვლავ შემაშფოთებელია ოკუპირებულ აფხაზეთში არსებული კანონმდებლობა, რომელიც აღნიშნულ ტერიტორიულ ერთეულში აბორტის ნებისმიერი მიზეზით, სრულ აკრძალვას ითვალისწინებს.462 გამოწვევად რჩება ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების კომპონენტის ფორმალური განათლების სისტემაში სრული ინტეგრირება. როგორც სახალხო დამცველის კვლევამ ცხადყო, მოზარდები სრულად უჭერენ მხარს განათლების აღნიშნული კომპონენტის დანერგვას სკოლებში და მეტიც, ამას მოიაზრებენ საკუთარ უფლებად.463 მიუხედავად ამისა, სასკოლო კურიკულუმებში ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების მხოლოდ ნაწილია ინტეგრირებული, რაც ძირითადად ადრეულ ორსულობას, სქესობრივი გზით გადამდებ დაავადებებსა და სქესთან დაკავშირებულ ფიზიოლოგიურ ასპექტებს მოიცავს. ყოველივე ეს სექსუალობის შესახებ განათლების მხოლოდ მცირე ნაწილია და მასთან ერთად, უნდა მოიცავდეს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გენდერი და ძალაუფლებრივი უთანასწორობები, სოციალურეკონომიკური ფაქტორები, რასა, სექსუალური ორიენტაცია, გენდერული იდენტობა და სხვ.464 8.6. ადამიანით ვაჭრობა (ტრეფიკინგი) ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, ბოლო 5 წლის განმავლობაში მიღებული ინფორმაციით, საქართველოში ტრეფიკინგის მსხვერპლები ხდებიან როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ასევე, საქართველოს მოქალაქეები საქართველოს საზღვრებს გარეთაც. ანგარიშის თანახმად, ტრეფიკინგის ჩამდენი პირები მსხვერპლებს კარგ ანაზღაურებას პირდებიან ჩაის გადამამუშავებელ ქარხნებში, საავადმყოფოებში, სალონებში, რესტორნებსა და სასტუმროებში.465 ანგარიშის თანახმად, საქართველოს მოქალაქეები იძულებით შრომას ექვემდებარებიან როგორც საქართველოში, ისე კვიპროსში, ეგვიპტეში, ერაყში, თურქეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. ქართველი ქალები და გოგოები სექს-ტრეფიკინგის მსხვერპლები ხდებიან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე თურქეთში, შედარებით ნაკლებად, ჩინეთსა და არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში. საქართველო კვლავ რჩება ტრანზიტულ ქვეყანად ყირგიზი, ტაჯიკი და უზბეკი ტრეფიკინგის მსხვერპლი ქალებისთვის, რომლებსაც ექსპლუატაციას თურქეთში უწევენ. აღნიშნულთან 462 დაკავშირებით, ვრცლად იხილეთ წინამდებარე ანგარიშში კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის თავში. 463 სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები: ეროვნული შეფასება, სახალხო დამცველი, 2018 წელი, გვ. 58. 464 იქვე. გვ 49. 465 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე: < https://bit.ly/2GrV7LK > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 194 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 აზერბაიჯანელი და ცენტრალური აზიის ქვეყნების წარმომადგენელი ქალები ჩართული არიან სექს-ტრეფიკინგში აჭარის რეგიონის ტურისტულ ადგილებში და ისეთ დიდ ქალაქებში, როგორიცაა თბილისი და ბათუმი. აქ ისინი მუშაობენ საუნებში, სტრიპტიზკლუბებში, კაზინოებსა და სასტუმროებში. ამასთან, ჩინელი და სამხრეთ აზიელი ქალები, რომლებიც მასაჟს აკეთებენ, სექსუალური დანაშაულის მიმართ მოწყვლადები არიან. ანგარიშის თანახმად, საქართველოს მთავრობა სრულად აკმაყოფილებს ტრეფიკინგთან ბრძოლის მინიმალურ სტანდარტებს და კვლავ პირველ კალათაში ინარჩუნებს ადგილს. მიუხედავად ამისა, პრობლემურია ტრეფიკინგის შემთხვევების გამოვლენის დაბალი მაჩვენებელი, დანაშაულის პროაქტიულად გამოსავლენად, კვლავაც გასაძლიერებელია მუშაობა. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წლის განმავლობაში ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) 21 სავარაუდო ფაქტზე დაიწყო გამოძიება466, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 27 პირის მიმართ, სავარაუდო ტრეფიკინგის 5 საქმეზე.467 გამოვლენილი შემთხვევების მცირე რაოდენობასთან ერთად, მცირეა იმ პირთა რიცხვიც, რომლებმაც ადამიანით ვაჭრობის/ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების სერვისებით ისარგებლეს: ცხრილი N3: მონაცემები ადამიანით ვაჭრობის ტრეფიკინგის მსხვერპლთა მომსახურების შესახებ თავშესაფრით მოსარგებლეთა რაოდენობა 4 3 ცხელი ხაზით მოსარგებლე პირთა რაოდენობა 2019 მნიშვნელოვანია, დახმარების სახელმწიფომ სერვისების ინფორმირებულობის 25 2018 გააძლიეროს ქვეყანაში პოპულარიზაცია და გაზრდაზე. გარდა 34 ამისა, არსებული იზრუნოს საჭიროა დაცვისა და მოსახლეობის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა მომსახურება თავშესაფრებში დაიხვეწოს და ტრეფიკინგის მსხვერპლი ბენეფიციარების საჭიროებებს მოერგოს. როგორც სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული მონიტორინგისას ვლინდება, ტრეფიკინგის მსხვერპლთა თავშესაფრები ძირითადად ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა საჭიროებებზეა მორგებული და ფსიქო466 რომელთაგან 19 სავარაუდო ფაქტი ჩადენილია საქართველოში, ხოლო 2 სავარაუდო ფაქტი ჩადენილია თურქეთის რესპუბლიკაში. 467 საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წერილი №1179, 195 | 27/იანვარი/2020 წ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სოციალურ სარეაბილიტაციო პროგრამებთან დაკავშირებული სერვისების გაცემა ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის კვლავ გამოწვევად რჩება. 8.7. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა მისასალმებელია, რომ ქალთა ყოველწლიურად იხვეწება მიმართ კანონმდებლობა და და ოჯახში ძალადობის რეაგირების საკითხებზე მექანიზმები, თუმცა მნიშვნელოვანია სახელმწიფოს მხრიდან კიდევ უფრო მეტი ქმედითი ნაბიჯის გადადგმა სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის კუთხით და პრობლემასთან კომპლექსურად საბრძოლველად. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკითხებზე სოციალური მუშაობის მიმართულებით, კონკრეტული ღონისძიებები ამ დრომდე არ გატარებულა. როგორც საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეები აჩვენებს, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე სოციალური სამსახურისთვის კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობები პრაქტიკულად არ სრულდება. სოციალური მუშაკების მხრიდან რეაგირება უმეტესად ერთჯერად, ფორმალურ ხასიათს ატარებს, ოჯახთან ძალადობის დაძლევის მიზნით მუშაობა და საქმის სრულყოფილად გაანალიზება კი არ ხდება. შესწავლილი საქმეები მეტყველებს სოციალური მუშაკების პროფესიული გადამზადებისა და სოციალური მომსახურების სახელმძღვანელო წესების შემუშავების საჭიროებაზე, იმისათვის რათა ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევების თავიდან აცილებას და მართვას წარმატებული ხასიათი ჰქონდეს. სახალხო დამცველის არაერთი რეკომენდაციის მიუხედავად, წლების განმავლობაში, სტატისტიკის შეგროვების და დამუშავების ერთიანი მეთოდოლოგიური სტანდარტი არ შემუშავებულა. ამასთან, რიგი უწყებები არც აწარმოებენ ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის ფაქტების შესახებ სრულყოფილ სტატისტიკას.468 კვლავ პრობლემურია მოძალადისთვის ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სავალდებულო სწავლების კურსის გავლა. 469 468 მაგალითად, შინაგან საქმეთა სამინისტრო ცალკე არ ამუშავებს ქალთა მიმართ ჩადენილი ძალადობის (დანაშაულის) სტატისტიკას, ასევე, არ წარმოებს ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული სრულყოფილი სტატისტიკა. კერძოდ, შსს-ს მიერ ცალკე არ აღირიცხება ქორწინების მიზნით თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტები, აღნიშნული მონაცემი დამუშავდა შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის მიერ, განმეორებითი მიმართვის შემდგომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, ასევე, არ აწარმოებს სრულყოფილად ოჯახში ძალადობის სტატისტიკას. 469რეაბილიტაციის გავლა არასავალდებულო ხასიათს ატარებს, ამასთან, არც ძალადობრივი ქცევის მართვის არსებული პროგრამა შეფასებულა. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან გამოითხოვა ინფორმაცია თუ რამდენი მსჯავრდებული და პრობაციონერი იყო ჩართული ძალადობრივი ქცევის მართვის სარეაბილიტაციო პროგრამაში, თუმცა პასუხი არ მოგვეწოდა (N 08-2/434, 15/01/2020; N 082/2384, 27/02/2020). 196 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და საქართველოს გენერალური პროკურატურის სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად, კვლავ გაზრდილია ოჯახში ძალადობის შემთხვევების გამოვლენის და მათზე რეაგირების მაჩვენებელი: ცხრილი N4: ოჯახში ძალადობის შემთხვევები 18842 20496 112" ოჯახში ძალადობის/კონფლიქტის შეტყობინებები 11-1. 126-1 მუხლებით დევნის დაწყების მაჩვენებელი შემაკავებელი ორდერი დამცავი ორდერი 24300 4579 3955 1986 4370 106 139 180 2019 წელი 10266 7646 2018 წელი 2017 წელი აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტზე, გამოიცა 557 შემაკავებელი470 და 102 დამცავი471 ორდერი. ასევე საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2019 წელს სისხლის სამართლის კოდექსის 1511 მუხლით (ადევნება) სისხლისსამართლებრივი დევნა 85 პირის მიმართ დაიწყო.472 საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეების მიხედვით, კვლავ იკვეთება მოძალადის მხრიდან მსხვერპლის დასჯის მიზნით ბავშვით მანიპულირების ტენდენცია, რაც მნიშვნელოვან ზიანს აყენებს ძალადობის მსხვერპლ ქალს და მის შვილს. შესწავლილი საქმეების მიხედვით, ტენდენცია უცვლელია და ოჯახში ძალადობა განსაკუთრებით მძიმედ აისახება დაბალი შემოსავლის მქონე ან შემოსავლის არმქონე, განათლების არმქონე, მარტოხელა ქალებზე, მრავალშვილიან, კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელ ქალებსა და ხანდაზმულებზე; ასევე ქალებზე, რომელთა პარტნიორები/ყოფილი პარტნიორები სამართალდამცავ უწყებებში ან სხვა გავლენიან პოზიციებზე მუშაობენ. საქართველოს სახალხო დამცველი განსაკუთრებულ პრობლემად მიიჩნევს სახელმწიფოს მხრიდან შერჩევით მიდგომას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის იმ საქმეებზე რეაგირებისას, სადაც მოძალადე გავლენიანი პირია. ასეთ შემთხვევებში სახელმწიფოს მიდგომები იცვლება, რეაგირება დაყოვნებულია და იქმნება შთაბეჭდილება, რომ გადაწყვეტილების მიღებისას ამოსავალ წერტილად არა მსხვერპლის უფლებები, არამედ მოძალადის ინტერესები განიხილება. შემაშფოთებელია, რომ ხშირად მსხვერპლს თავის 470 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წერილი №MIA 2 20 00570283, 04.03.2020. 471 საქართველოს უზენაესი სასამართლო, 02.03.2020, N პ-151-20. 472 საქართველოს გენერალური პროკურატურა №13/7878, 07/თებერვალი/2020 წ. 197 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 დაცვის ერთადერთ საშუალებად ფაქტის გახმაურება რჩება, რასაც მოსდევს უწყებების მხრიდან გარკვეული ზომების მიღება. 473 474 475 476 რაც შეეხება ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის სხვა შემთხვევებს, რომლებიც ასევე შეისწავლა საქართველოს სახალხო დამცველმა, პრობლემად რჩება ძალადობის სწორად იდენტიფიცირება477 და ძალადობის რიგი შემთხვევების გენდერული პერსპექტივით შესწავლა. გასულ საანგარიშო წელთან შედარებით, გენდერული დისკრიმინაციის მოტივის გამოკვეთის მაჩვენებელი მცირედ არის გაზრდილი,478 თუმცა საქმეების ნაწილში აღნიშნული მოტივის გამოკვეთა კვლავ პრობლემად რჩება.479 ასევე, ცალკეულ შემთხვევებში, სადაც ჩართული არ არის მოწმის და დაზარალებულის კოორდინატორი, პრობლემას წარმოადგენს სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლების მხრიდან მსხვერპლის ინფორმირება თავშესაფრების და კრიზისული ცენტრების მომსახურების შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი საქმეებიდან ჩანს, რომ კვლავ პრობლემაა სამართალდამცავების არასენსიტიური დამოკიდებულება და პოლიციის განყოფილებებში ძალადობის მსხვერპლთა სპეციალური გამოკითხვის წესების 473 საქმე №12502/19, 12521/19. 474 საქმე №15169/19. 475 საქმე №10509/19, N 12921/19. 476 საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა რამდენიმე საქმე, რომლებშიც ფაქტის გასაჯაროებას მოჰყვა რეაგირება: თ.თ.-ს საქმე, რომელიც დეპუტატ ი.ჯ.-ს მხრიდან დაექვემდებარა სავარაუდო ძალადობას, ასევე აღსანიშნავია ნ.ჩ.-ს საქმე, სადაც სასულიერო პირს ოჯახში ძალადობის ფაქტზე ბრალი მას შემდეგ წარედგინა, რაც ფაქტი გახმაურდა. ორივე საქმეზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო მოითხოვა, რამაც საქმის მიკერძოებულად განხილვის თაობაზე კითხვები გააჩინა. დამატებით, მნიშვნელოვანია საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი ქალზე ძალადობის საქმე, სადაც მოძალადის შესაძლო გავლენის მიზეზით, პროკურატურა შესაბამის ღონისძიებებს არ მიმართავდა და მსხვერპლი თავს დაცულად არ გრძნობდა. საქართველოს სახალხო დამცველმა გენერალურ პროკურატურას განმცხადებლის მიმართ გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ წინადადებით მიმართა, თუმცა პროკურატურას მისი წინადადება არ გაუზიარებია. 477 განსაკუთრებით პრობლემურია მუქარის და ეკონომიკური ძალადობის იდენტიფიცირება. კვლავ გამოვლინდა შემთხვევა, როდესაც შემაკავებელი ორდერი პოლიციამ მსხვერპლის მიმართ გამოსცა, ორდერი სასამართლოს ძალით გაუქმდა (საქმე №13701/19). 478 საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, 2019 წელს გენდერის/სქესის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 119 პირის მიმართ, ხოლო გენდერის და რელიგიის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 პირის მიმართ (13/7878, 07/თებერვალი/2020 წ.). 479 მაგალითად, საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ საქმეში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ დაინახა გენდერული ძალადობის ნიშნები და ამ მიზნით არ გამოსცა შემაკავებელი ორდერი, თუმცა იგივე გარემოებები სასამართლომ გენდერულ ძალადობად მიიჩნია და დამცავი ორდერი გამოსცა. აღსანიშნავია, რომ ხსენებულ საქმეზე გამოძიება მუქარის ფაქტზე მიმდინარეობს, თუმცა დისკრიმინაციული მოტივი გამოკვეთილი არ არის (საქმე №5518/19). 198 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 არარსებობა.480 ხშირია შემთხვევები, როდესაც მსხვერპლები პოლიციელების მხრიდან შეურაცხმყოფელ საქართველოს დამოკიდებულებაზე შინაგან საქმეთა უთითებენ. სამინისტროს ასეთ ფაქტებს გენერალური შეისწავლის ინსპექცია, თუმცა დისციპლინური გადაცდომის ჩადენის დადასტურება, უმეტესად გართულებულია481 482. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის აპარატის მიერ შესწავლილი საქმეების მიხედვით, რიგ შემთხვევაში ქალები შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვაზე არ ცხადდებიან, რასაც უწყების მიმართ უნდობლობით ან ტრანსპორტირების პრობლემით ხსნიან. დამატებით, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ქალებისთვის პრობლემაა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში გამოკითხვისას თარჯიმნის მომსახურებით სარგებლობა, რაც კიდევ უფრო უწყობს ხელს მიმართვიანობის და თანამშრომლობის სიმცირეს. სახალხო დამცველის აპარატს კვლავ არ მოეწოდა ინფორმაცია გენიტალიებით დასახიჩრების საზიანო პრაქტიკის გეოგრაფიული განფენილობის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ პრობლემის გამოვლენიდან ოთხი წელი გავიდა, სახელმწიფო პრობლემის მასშტაბების შესახებ ინფორმაციას კვლავ არ ფლობს. ამასთან, ქალთა გენიტალიებით დასახიჩრების საზიანო პრაქტიკის აღმოფხვრის მიმართულებით, სახელმწიფოს მხრიდან კონკრეტული ნაბიჯები 2019 წლის განმავლობაში არ გადადგმულა.483 480მსხვერპლები განმარტების ხშირად უთითებენ, რომ ერთსა და იმავე საკითხზე რამდენჯერმე უწევთ ახსნა- მიცემა და შესაბამისად, ხანგრძლივი დროის განმავლობაში ყოფნა პოლიციის განყოფილებაში. ამასთან, არასათანადო ინფრასტრუქტურის გამო, პოლიციის შენობაში, ხშირად დაუცველია კონფიდენციალობა. 481 საქართველოს შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის ინფორმაციით, 2019 წელს, შსს გენერალურ ინსპექციაში ოჯახში ძალადობასთან დაკავშირებით შევიდა 104 საჩივარი. ამათგან 42 პოლიციელთა მხრიდან ოჯახში ძალადობის ფაქტს ეხებოდა, ხოლო 62 - პოლიციის მხრიდან ოჯახში ძალადობაზე არაჯეროვან რეაგირებას. შსს გენერალურმა ინსპექციამ, პოლიციელთა მხრიდან ოჯახში ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით, დისციპლინური სახდელი დააკისრა 42 თანამშრომელს, ოჯახში ძალადობის ფაქტზე არაჯეროვან რეაგირებასთან დაკავშირებით - 21 თანამშრომელს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტებზე შესული საჩივრების სტატისტიკურ მონაცემებს არ აღრიცხავს. 482 შსს გენერალური ინსპექცია, MIA 0 20 00242429, 24/01/2020. 483 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციამ გვაცნობა, რომ 2019 წლის 15-17 დეკემბერს, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის ჯგუფის გასვლითი შეხვედრის ფორმატში, „ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სამთავრობო სამოქმედო გეგმით (2018-2020 წლებისთვის)“ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების მიზნით, განისაზღვრა ცხრა პრიორიტეტული მიმართულება, რომელთაგან ერთ-ერთს წარმოადგენს ბავშვობის ასაკში ქორწინებისა და სხვა საზიანო პრაქტიკების აღმოფხვრის ჯგუფი. აღნიშნული სამუშაო/საკოორდინაციო ჯგუფის სამოქმედო მიმართულებათა შორის არის ქალთა გენიტალიების დასახიჩრების საზიანო პრაქტიკის პრევენციაც. როგორც გვეცნობა, მიმდინარე პერიოდში მიმდინარეობს სამუშაო/საკოორდინაციო ჯგუფების შემადგენლობის ფორმირების პროცესი, რასაც აქტიური სამუშაო ფაზა მოჰყვება (GOV 8 20 00004736; 07/02/2020). დამატებით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს სსკ-ის 1332 მუხლით ,,ქალის სასქესო ორგანოების დასახიჩრება" გამოძიების დაწყების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება (MIA 3 20 00495675; 25/02/2020). 199 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოს სახალხო დამცველის მიერ სექსუალური ძალადობის საქმეთა ანალიზის შედეგად484 შეიძლება ითქვას, რომ მნიშვნელოვანი ხარვეზები იკვეთება სექსუალური ძალადობის დანაშაულების საკანონმდებლო რეგულირების, ამგვარი დანაშაულების გამოძიების, სისხლისსამართლებრივი დევნის და სასამართლო განხილვის ეტაპზე, რაც ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს (სტამბოლის) კონვენციასა და ადამიანის უფლებების საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამება. საქმეთა ანალიზისას ირკვევა, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული გაუპატიურების (სსკ 137-ე მუხლი) და სხვა სახის სექსუალური ძალადობის დანაშაულები (სსკ 138-139 მუხლები) არ ითვალისწინებს მსხვერპლის თანხმობის არარსებობას, როგორც დანაშაულის დეფინიციის შემადგენელ ნაწილს. ამასთან, კანონმდებლობა არც იმ გარემოებების ფართო სპექტრს ითვალისწინებს, რამაც შესაძლოა იქონიოს გავლენა მსხვერპლის ნების ფორმირებაზე, ხოლო, რიგი ხერხებით ჩადენილ ქმედებებზე, არაპროპორციულად მსუბუქ სასჯელს ითვალისწინებს. უნდა აღინიშნოს, რომ მართლმსაჯულების ორგანოები სექსუალური ძალადობის დამადასტურებელ მტკიცებულებებთან დაკავშირებით ზედმეტად მკაცრ მოთხოვნებს იყენებენ, რაც სექსუალური ძალადობის სხვადასხვა ფორმის დაუსჯელობას იწვევს და შეუსაბამოა სტამბოლის კონვენციით დადგენილ სტანდარტებთან. შესწავლილმა საქმეებმა ცხადყო, რომ მიუხედავად სექსუალური ძალადობის დანაშაულების გენდერული ბუნებისა, მართლმსაჯულება გენდერული ხედვით არ ხორციელდება. კერძოდ, სექსუალური ძალადობის საქმეების უმეტესობაში, ამგვარი დანაშაულების მიმართ, გამოიყენება სხვადასხვა სტერეოტიპული მიდგომა, ან მსხვერპლისთვის დამაზიანებელი გენდერული სტერეოტიპი, როგორც გამოძიების, ისე სასამართლო განხილვის დროს. გენდერული ნიშნით მოტივირებული ქალთა მკვლელობები (ფემიციდი) საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით, 2019 წელს ქალის მკვლელობის 19 ფაქტი გამოვლინდა, საიდანაც, ოჯახური დანაშაულის ნიშნით ჩადენილი იყო 10 485, 484 ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის მხარდაჭერით, საქართველოს სახალხო დამცველმა განახორციელა კვლევა „სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე მართლმსაჯულების განხორციელება საქართველოში“. კვლევის ფარგლებში სიღრმისეულად შევისწავლეთ (სულ 24 საქმე) სექსუალური ძალადობის დანაშაულზე საქართველოს საერთო სასამართლოების განაჩენები და ძალადობის საკითხებზე მომუშავე პირებთან ინტერვიუების საფუძველზე მიმოვიხილეთ ის დაბრკოლებები, რომელთაც ძალადობის მსხვერპლი ქალები მართლმსაჯულების პროცესში აწყდებიან. 485 მათ შორის, 2 თვითმკვლელობამდე მიყვანა ოჯახის წევრის მიერ. 200 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ხოლო ქალთა მკვლელობის მცდელობის 22 ფაქტიდან 18 ოჯახური დანაშაულის ნიშნით486 იქნა ჩადენილი.487 ცხრილი N 5: ქალთა მკვლელობის სტატისტიკა 9 2019 წელი 2018 წელი 10 19 15 7 22 12 2017 წელი სხვა მოტივი 14 26 ოჯახური დანაშაულის ნიშნით სულ ფემიციდისა და ფემიციდის მცდელობის საქმეთა ანალიზი აჩვენებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის კუთხით მთელი რიგი წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, ფემიციდთან ბრძოლისა და ფემიციდის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების მიმართულებით, კვლავ ბევრი გამოწვევა რჩება.488 პოზიტიურად უნდა შეფასდეს, რომ წინა წლებისაგან განსხვავებით, გამოძიების ეტაპზე შეისწავლება ფემიციდამდე და ფემიციდის მცდელობამდე ძალადობის წინა ისტორია. გამოძიება მას ხშირად დამატებით სამართლებრივ კვალიფიკაციას აძლევს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით (ოჯახში ძალადობა). ასევე მნიშვნელოვანია, რომ ძალადობის წინა ისტორიის შესწავლით საბუთდება პროკურატურის მიერ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნა. პრობლემად რჩება ოჯახში ძალადობის პირობებში ჩადენილი მკვლელობის/მკვლელობის მცდელობის და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანების პრევენცია. 2019-2020 წელს კვლავ გამოვლინდა შემთხვევები, სადაც დანაშაულის ფაქტამდე მიმართავდნენ პოლიციას, მაგრამ დანაშაულის თავიდან არიდება ვერ მოხერხდა.489 ყურადღებას საჭიროებს 486 მათ შორის, 6 თვითმკვლელობის ცდამდე მიყვანა ოჯახის წევრის მიერ. 487 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 12 თებერვლის წერილი №13/8998. 488 საქართველოს სახალხო დამცველმა, გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით, 2014-2018 წლებში მომხდარი ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის შემთხვევების მონიტორინგი განახორციელა. მონიტორინგმა მოიცვა მართლმსაჯულების განხორციელების და სტატისტიკის დინამიკის შეფასება, რამაც შესაძლებელი გახადა მიღწეული პროგრესის გაზომვა და იმ ხარვეზების გამოვლენა, რომელიც რჩება და ხელს უშლის პრობლემასთან ბრძოლას. კვლევის ფარგლებში დეტალურად გაანალიზდა 84 სისხლის სამართლის საქმე. 489 მათ შორის აღსანიშნავია, ქმრის მიერ ყოფილი ცოლის ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების საქმე, რომელიც შემაკავებელი ორდერის გამოცემის დღეს განხორციელდა. აღნიშნულ ოჯახში ძალადობის თაობაზე სხვა შეტყობინებებიც ფიქსირდებოდა, მათ შორის მომხდარ დანაშაულამდე მოძალადე ოჯახში ძალადობის გამო სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იმყოფებოდა (N1797/19). ასევე აღსანიშნავია, ყოფილი მეუღლის მკვლელობის მცდელობის საქმე, რომელიც პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირის მხრიდან იქნა ჩადენილი. მოძალადე პასუხისგებაში იყო მიცემული სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 381-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ორი 201 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ფემიციდის ის შემთხვევები, სადაც მსხვერპლს პოლიციისთვის დასახმარებლად არ მიუმართავს. საქმეთა ანალიზის საფუძველზე, შესაძლოა ითქვას, რომ ეს უკავშირდება სამართალდამცავი უწყებების მიმართ უნდობლობას, ძალადობის გაძლიერების შიშს და დაურწმუნებლობას არსებული დაცვისა და დახმარების მექანიზმების ეფექტიანობაში. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ 2020 წელს, 8 ქალის გენდერული ნიშნით მკვლელობის490 და ოთხი მკვლელობის მცდელობის491 შემთხვევა, მიუთითებს, რომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სისტემა, რომელიც უმეტესად რეაქციულია და გულისხმობს სამართალდამცავი უწყების მხრიდან უკვე მომხდარ ძალადობის ფაქტზე რეაგირებას, არ არის ეფექტიანი და ტრაგიკულ შედეგებს იწვევს. აღნიშნული შემთხვევების ანალიზი იმაზე მეტყველებს, რომ ფემიციდი საზოგადოებაში არსებული გენდერული და სოციალური უთანასწორობის პირდაპირი შედეგია. მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს კომპლექსური ძალისხმევა ფემიციდის პრევენციის ეფექტიანი სისტემის შექმნისა და აღსრულებისკენ იყოს მიმართული. ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებში არსებული სერვისების შეფასება ძალადობის მსხვერპლთა მხარდასაჭერად, ერთ-ერთი მთავარი როლი ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მომსახურების დაწესებულებებს (თავშესაფრები და კრიზისული ცენტრები) აკისრიათ. შესაბამისად, მათ მიერ შეთავაზებულ სამართლებრივი, ფსიქოსოციალური, სამედიცინო თუ საცხოვრისის სერვისის გამართულად მიწოდებას, მსხვერპლის ძალადობისგან თავის დაღწევის და დამოუკიდებელი ცხოვრების მომზადებისთვის, გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2019 წელს თავშესაფრებსა და კრიზისულ ცენტრებში ჩატარებული მონიტორინგის შედეგად დგინდება, რომ თავშესაფარში ბენეფიციარებისთვის შექმნილია კეთილსაიმედო გარემო და მათი უსაფრთხოება ეპიზოდის ჩადენისთვის და დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული ჰქონდა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობითად და დაუწესდა ერთწლიანი გამოსაცდელი ვადა. მას დამატებითი სასჯელის სახედ ასევე დანიშნული ჰქონდა ჯარიმა 3000 ლარის ოდენობით (N 1979/20). ასევე შემაკავებელი ორდერის მოქმედების და ოჯახში ძალადობის ფაქტზე გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში განხორციელდა ქმრის მიერ ცოლის მკვლელობა (N 3026/20). 490 18 თებერვალს სამტრედიაში ქალის მკვლელობა: < https://bit.ly/2vtbWUZ > 16 თებერვალს ყარაჯალაში ქალის მკვლელობა: < https://bit.ly/2x8JIPH > 18 იანვარს სურამში ქალის მკვლელობა: < https://netgazeti.ge/news/420657/ > 25 თებერვალს ორი ქალის მკვლელობა: < https://bit.ly/2wqvWYo > 28 თებერვალს ორი ქალის მკვლელობა: < https://bit.ly/2TOrXgn > 2 მარტს ქალის მკვლელობა: < https://bit.ly/38nrsiu > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 491 9 თებერვალს ქალის მკვლელობის მცდელობის შემთხვევა: < https://bit.ly/2IebnRs > 13 იანვარს ფოთში ქალის მკვლელობის მცდელობის შემთხვევა: < http://rustavi2.ge/ka/news/152468 > 15 იანვარს გორში თვითმკვლელობის მცდელობის შემთხვევა: < https://bit.ly/2TH0pcC > 5 მარტს ხაშურში ქალის მკვლელობის მცდელობის შემთხვევა: < https://bit.ly/39tTcmT > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 202 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 დაცულია, თუმცა განთავსებისთანავე წინა წლების მსგავსად, პრობლემურია თავშესაფარში მსხვერპლთა/დაზარალებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება. ასევე, მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ბენეფიციართა შემთხვევების მართვა. თავშესაფრებში კვლავ პრობლემურია ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის, საგანმანათლებლო და დასაქმების პროგრამების, სარეკრეაციო, სპორტული, შემეცნებითი აქტივობების შეზღუდული რაოდენობა. რაც შეეხება ფიზიკურ გარემოს, კვლავ მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურის საკითხი, თავშესაფრებში დგას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვის პრობლემა და გამოწვევად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის თავშესაფრის ხელმისაწვდომობა. განსაკუთრებულ პრობლემას წარმოადგენს ბენეფიციართა მხარდაჭერა და დახმარება თავშესაფრის დატოვების შემდეგ, შესაბამისი პროგრამების მწირი რაოდენობის, ზოგიერთ შემთხვევაში კი, მათი არარსებობის გამო. 8.8. ადრეულ ასაკში და ბავშვთა ქორწინება სამწუხაროდ, ადრეულ ასაკში ქორწინებისა და ნიშნობის პრაქტიკა კვლავ ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. წინა წლების მსგავსად, პრობლემას წარმოადგენს ადრეული ქორწინების და ნიშნობის კონკრეტული შემთხვევების მართვა და თავიდან აცილება.492 საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის შემთხვევების მიხედვით, კვლავ პრობლემურია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საგანანმანათლებლო დაწესებულებასა და სოციალურ სამსახურს შორის კოორდინირებული მუშაობა და რეფერირების მექანიზმის გამართული მუშაობა. მიუხედავად იმისა, რომ წინა წელთან შედარებით, სოციალური სამსახურის მიერ ადრეულ ასაკში ქორწინების მონიტორინგისას შემთხვევების აღმოჩნდა, რომ შესწავლის სკოლა რიცხვმა ხშირად მკვეთრად კვლავ მალავს მოიმატა,493 ადრეული ქორწინების/ნიშნობის ფაქტებს და პასუხისმგებელ უწყებებს არ ატყობინებს. ხშირია შემთხვევები, როდესაც მოსწავლე ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის გამო საგაკვეთილო პროცესს არ ესწრება, თუმცა ჟურნალში ეს არ აღირიცხება. ასევე, რიგ 492 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის გენდერის დეპარტამენტმა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან გამოითხოვა ინფორმაცია ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერისათვის სამშობიარო სახლებიდან შესული შეტყობინებების რაოდენობრივი მაჩვენებელის შესახებ, სადაც მშობელი იყო არასრულწლოვანი, თუმცა აღნიშნული ინფორმაცია არ მოგვეწოდა (N 08-2/449,16/01/2020; N 08-2/2386, 27/02/2020) 493 გასულ წელს, სოციალურმა სამსახურმა 115 შემთხვევა შეისწავლა, მიმდინარე საანგარიშო წელს - 261 შემთხვევა. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს წერილი № 07/769, 24.02.2020. 203 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 შემთხვევაში, სკოლის მიტოვების მიზეზად საცხოვრებელი ადგილის შეცვლა სახელდება და არა ქორწინება. მაშინ, როდესაც საცხოვრებელ ადგილს გოგოები ქორწინების გამო იცვლიან და აუცილებელია სკოლამ შემთხვევა საფუძვლიანად მოიკვლიოს და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს მიმართოს. 494 პრობლემურია შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სოციალურ სამსახურს შორის თანამშრომლობა. საქართველოს სახალხო დამცველმა, საქმეთა შესწავლისას გამოავლინა შემთხვევები, როდესაც ამ ორი უწყებიდან მოწოდებული ინფორმაცია ერთმანეთს ეწინააღმდეგებოდა. უნდა აღინიშნოს, რომ სოციალურ სამსახურს არ გააჩნია შემთხვევის მართვის სახელმძღვანელო წესები და ხშირად მათი რეაგირება ზედაპირული და ფრაგმენტულია. ამასთან, პრობლემას წარმოადგენს ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებულ დანაშაულებრივ ფაქტებზე დანაშაულის ჩამდენი პირის მიმართ პასუხისმგებლობის დაკისრება.495 496 განსაკუთრებით პრობლემურია, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი გოგოების ადრეულ ასაკში ქორწინებასა და თანმდევ დანაშაულებზე სათანადო რეაგირება. კვლავ გამოწვევად რჩება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და ქორწინების იძულების დანაშაულებზე დროული და ეფექტიანი რეაგირება, რასაც ხშირად ხელს უწყობს 494 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით (MES 0 20 00036163, 16.01.2020), 2018-19 წელს (17.09.2018-15.09.2019) დაწყებითი-საბაზო განათლება შეწყვიტა 11-მა გოგომ და 5-მა ბიჭმა, ხოლო საშუალო განათლება - 68 გოგომ და 6-მა ბიჭმა. ხოლო 2019-20 წლის 1 სემესტრში (16.09.2019-31.12.2019) დაოჯახების მიზეზით დაწყებითი-საბაზო განათლება შეწყვიტა 1-მა გოგომ და 1-მა ბიჭმა, ხოლო საშუალო განათლება - 25-მა გოგომ და 1-მა ბიჭმა. 495 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2019 წელს დაწყებულ/მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებში 130 შემთხვევა ეხებოდა არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ შესაძლო დანაშაულს, რომლის კვალიფიკაციაც განისაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა). აქედან, 56 შემთხვევაში გამოიკვეთა შესაძლო დანაშაულის ჩადენის ქორწინების მოტივი. 56 შემთხვევიდან, 50 ფაქტზე შეწყდა გამოძიება დანაშაულის ნიშნების არარსებობის მოტივით. გამოძიების დაწყების პარალელურად, 1 შემთხვევაში გამოიცა შემაკავებელი ორდერი. რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს, 2019 წელს 149 ფაქტზე დაიწყო გამოძიება, აქედან 105 შემთხვევაში შესაძლო დანაშაულის ჩადენის მოტივი იყო ბავშვთან ქორწინება. აქედან, გამოძიების დაწყების პარალელურად 1 შემთხვევაში გამოიცა შემაკავებელი ორდერი, ხოლო 19 ფაქტზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. ასევე, მოწოდებული ინფორმაციით, სულ დაფიქსირდა არასრულწლოვნის შესაძლო ქორწინების იძულების 14 ფაქტი. აღნიშნულიდან, 6 საქმეზე გამოიცა 9 შემაკავებელი ორდერი (ძირითადად, შემაკავებელი ორდერები გამოიცა ბავშვის მშობლების მიმართ), ხოლო 4 ფაქტზე შეწყდა გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო (MIA 0 20 00718412, 19/03/2020) 496 საქართველოს გენერალური პროკურატურის მონაცემებით (№13/6429, 03.02.2020), 2019 წელს, 140-ე და 111- 140-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 77 პირის მიმართ, 1501 და 111, 1501 მუხლით 5 პირის მიმართ, 11'-143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, როცა დაზარალებული არასრულწლოვანი იყო - 1 პირის მიმართ, 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, როცა დაზარალებული არასრულწლოვანი იყო - 4 პირის მიმართ, როგორც გვეცნობა, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა ქორწინების მიზნით გამოვლინდა ორ შემთხვევაში, სადაც ორივე დაზარალებული ქალი იყო. 204 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ეთნიკური უმცირესობის თემის მიმართ არსებული წინასწარგანწყობები და სტერეოტიპული დამოკიდებულება. მსგავს შემთხვევებზე არასათანადო რეაგირება ახალისებს ამგვარ დანაშაულს და შესაძლო დამნაშავეებს უქმნის განწყობას, რომ ჩადენილი ქმედებისთვის მათ მიმართ პასუხისმგებლობა არ დადგება.497 მნიშვნელოვანია ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ქვემო ქართლის რეგიონში, ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევაში, გოგოს ბედს სოფლის უხუცესები (აღსაკალები) წყვეტენ. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ასეთ დროს რეაგირება დროში ჭიანურდება და უშედეგოა, რაც, შესაძლოა, ადგილობრივი გავლენის მქონე პირებისთვის ანგარიშის გაწევითაც აიხსნას.498 ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის შემთხვევების პრევენციისთვის მნიშვნელოვანია თანმდევ რისკებთან დაკავშირებით ცნობიერების ამაღლება. ამ მხრივ, დადებითად უნდა აღინიშნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული მასშტაბური კამპანია ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციის საკითხზე.499 ამასთან, ადრეულ ასაკში ქორწინების პრევენციისთვის, არსებითია განათლების სისტემაში მოხდეს გენდერული საკითხებისა და სასიცოცხლო უნარების/კომპლექსური სექსუალური განათლების ინტეგრირება. 8.9. ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა 2019 წელს ლგბტ+ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ქვეყანაში არ გაუმჯობესებულა. ჰომოფობიური და ანტიგენდერული ჯგუფების მომრავლების და გაძლიერების გამო, ლგბტ+ ადამიანები კვლავ განიცდიან ჩაგვრას, ძალადობას და დისკრიმინაციას. ამასთან, საზოგადოების დიდ ნაწილში არსებული ჰომოფობიური და ტრანსფობიური განწყობების გამო, ლგბტ+ პირებისთვის პრობლემას წარმოადგენს შრომის, ჯანდაცვის, სოციალური დაცვის და განათლების უფლებებით დაუბრკოლებლად სარგებლობა. 2019 წელს ლგბტ+ თემის, ლგბტ უფლებადამცველებისა და თემის მხარდამჭერების მიერ ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღე უსაფრთხოების გარანტიების არარსებობის გამო, ღიად არ აღინიშნა. სამწუხაროდ, ბოლო წლების 497 საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის შესახებ, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3cKAWHM [ბოლოს ნანახია 2020 წლის 10 მარტს]. 498 შესაძლო პრობლემას ადასტურებს საანგარიშო პერიოდში, ერთ-ერთი პედაგოგის მიმართ გავრცელებული ვიდეო, სადაც ჩანდა, რომ პედაგოგს თანასოფლელები ადრეულ ასაკში ქორწინების დაგმობის გამო საჯაროდ დაუპირისპირდნენ, ბოდიშის მოხდა აიძულეს, ეს ყველაფერი გადაიღეს და სოციალურ ქსელში მასწავლებლის რეპუტაციის შელახვის მიზნით განათავსეს. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/36sz8iw > [ბოლოს ნანახია 2020 წლის 5 მარტს]. 499 ნუ წაართმევ ბავშვობას - შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადრეულ ასაკში ქორწინების წინააღმდეგ საინფორმაციო კამპანია ჩაატარა. ინფორმაცია: <https://bit.ly/2O2p1uu >[ბოლოს ნანახია 2020 წლის 5 მარტს]. 205 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 განმავლობაში ამ დღის აღნიშვნა საქართველოში ძირითადად ძალადობრივ ქმედებებს უკავშირდება და საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანების უსაფრთხოებას.500 დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ 2020 წელს „ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო გეგმას“ (2018-2020) დაემატა ქვეთავი, რომელიც მიმართულია თანასწორობის პოლიტიკის დამკვიდრებისა და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ.501 ლგბტ+ პირთა მიმართ ძალადობა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2019 წელს შესწავლილი საქმეების მიხედვით, ქვეყანაში კვლავ მაღალია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნით ლგბტ+ პირების მიმართ ძალადობის ფაქტები. ქვეყანაში არ შეცვლილა ჰომოფობიური განწყობები და ლგბტ+ პირთა მიმართ ძალადობა ხშირად საზოგადოების მხრიდან გამართლებული და წახალისებულია. საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივებით, სისხლისსამართლებრივი დევნა სულ დაიწყო 32 პირის მიმართ. ამათგან, სექსუალური ორიენტაციის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 19 პირის მიმართ; გენდერული იდენტობის ნიშნით შეუწყნარებლობის სისხლისსამართლებრივი დევნა მოტივით დაიწყო 12 დანაშაულის პირის მიმართ, ჩადენისათვის ხოლო სექსუალური ორიენტაციის და გენდერული იდენტობის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით დანაშაულის ჩადენისათვის სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 პირის მიმართ.502 ლგბტ+ თემის წარმომადგენლები საქართველოს სახალხო დამცველის აპარატისადმი მიმართვისას ხშირად უთითებენ, რომ როდესაც მათ მიმართ განხორციელებული ძალადობის თაობაზე პოლიციას მიმართავენ, დამამცირებელი მოპყრობის, ჰომოფობიური დამოკიდებულების, სიტყვიერი შეურაცხყოფის ან/და გულგრილობის მსხვერპლნი ხდებიან. აღნიშნული ხშირად განპირობებულია სამართალდამცავ უწყებაში ლგბტ+ პირების მიმართ არსებული არასენსიტიური დამოკიდებულებით, ასევე, შესაბამისი ინფრასტრუქტურის არარსებობით, რომელიც არ არის მორგებული ლგბტ+ პირთა საჭიროებებს და ვერ უზრუნველყოფს გამოკითხვისას კონფიდენციალობის დაცვას. 500 ლგბტ+ პირთა თანასწორუფლებიანობა გამოხატვის და შეკრების თავისუფლებების კონტექსტში დეტალურად განხილულია თანასწორობის უფლების თავში. 501 საქართველოს მთავრობის დადგენილება №116 „ადამიანის უფლებათა სამთავრობო გეგმის (2018-2020 წლებისთვის) დამტკიცების შესახებ“ მთავრობის 2018 წლის 17 აპრილის №182 დადგენილებაში, ცვლილებების შეტანის თაობაზე“, 2020 წლის 17 თებერვალი. 502 საქართველოს გენერალური პროკურატურის წერილი №13/7883, 07/თებერვალი/2020 წ. 206 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 შედეგად, ხშირ შემთხვევაში, თემის წევრები კონკრეტული ძალადობის ფაქტების შესახებ პოლიციას არ ატყობინებენ, ან მოგვიანებით აღარ თანამშრომლობენ მათთან, რაც ძალადობის შემთხვევების აღურიცხაობას და რეაგირების მიღმა დატოვებას უწყობს ხელს. საანგარიშო პერიოდში შესწავლილი საქმეების მიხედვით, პრობლემას წარმოადგენს ლგბტ+ პირების მიმართ ჩადენილი სამსახურებრივი გადაცდომის შემთხვევების გამოვლენა და შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია არ აწარმოებს სტატისტიკას ლგბტ+ თემთან დაკავშირებულ საქმეებზე შესულ საჩივრებთან დაკავშირებით, რაც ხელს უშლის მიმართვიანობის და რეაგირების ტენდენციის დანახვას.503 ამასთან, საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელთა მხრიდან გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით ჩადენილ, შესაძლო არასათანადო მოპყრობის ფაქტებთან დაკავშირებით, გამოძიება დაიწყო 4 სისხლის სამართლის საქმეზე.504 ლგბტ+ პირების მიმართ ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობა და უგულებელყოფა მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. უნდა აღინიშნოს, რომ არსებული დაცვისა და დახმარების მექანიზმები, რაც ოჯახში და ქალის მიმართ ძალადობის შემთხვევებში გამოიყენება, არ არის საკმარისი ოჯახსა და ოჯახს გარეთ ძალადობის მსხვერპლ ლგბტ+ პირებისთვის ადეკვატური სერვისის მისაწოდებლად. პრობლემურია ის ფაქტიც, რომ ინტიმური პარტნიორისგან ძალადობის შემთხვევაში, გეი/ბისექსუალ კაცებს არ აქვთ საშუალება, მიიღონ ადეკვატური დაცვისა და დახმარების სერვისები. ამასთან, კვლავ გამოწვევას წარმოადგენს ერთი და იმავე სქესის წყვილებს შორის ძალადობის შემთხვევებთან დაკავშირებით სტატისტიკური ინფორმაციის აღრიცხვა. ეს იმით არის განპირობებული, რომ კანონმდებლობა ჰეტერონორმატიული ხედვით არის შექმნილი. ამასთან, თავად თემის შიგნით არსებული სტიგმის, შესაძლო იძულებითი „ქამინგ აუთის“ და სამართალდამცავთა მიმართ უნდობლობის გამო, ლგბტ+ პირები, ინტიმური პარტნიორის მხრიდან ძალადობის შემთხვევაში, თავს იკავებენ სამართალდამცავი უწყებებისთვის მიმართვისგან. ლგბტ+ პირთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები საქართველოში ლგბტ+ პირთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების მიმართულებით ვითარება არ შეცვლილა. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ტრანსსპეციფიკური სამედიცინო პროცედურების კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (შემდგომში გაიდლაინი და პროტოკოლი), რითაც ტრანსგენდერ 503 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის წერილი MIA 0 20 00242429, 24/01/2020. 504 აღნიშნული მონაცემი ეხება 2019 წლის 1 იანვრიდან 1 ნოემბრამდე პერიოდს. საქართველოს გენერალური პროკურატურის წერილი №13/7883, 07/თებერვალი/2020 წ. 207 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ადამიანთა ტრანზაქციისთვის საჭირო დიაგნოსტირებისა და შემდგომში გასატარებელ სამედიცინო ღონისძიებათა ნუსხა გაიწერებოდა.505 შესაბამისად, სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს არ აქვს შესაძლებლობა, თავისი კომპეტენციის ფარგლებში განახორციელოს ხარისხის კონტროლი.506 ტრანსსპეციფიკური სამედიცინო მომსახურების გაიდლაინებისა და პროტოკოლების არარსებობა იმ გარემოებასთან კავშირში უნდა განიხილებოდეს, რომ დადგენილი პრაქტიკის თანახმად, სქესის კვლავმინიჭების ოპერაცია პიროვნების დამადასტურებელ დოკუმენტში სქესის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინაპირობაა.507 აღნიშნული პრაქტიკით, რომელიც თავისთავად არის ადამიანის უფლების შემლახავი, მათი გენდერის სამართლებრივი აღიარების სანაცვლოდ, სახელმწიფო ტრანს ადამიანებს აიძულებს, სქესის ცვლილებასთან დაკავშირებული სამედიცინო ჩარევები ისე ჩაიტარონ, რომ არ განსაზღვრავს აღნიშნული პროცედურების სტანდარტებსა და ხარისხის მონიტორინგის მექანიზმს. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  გაითვალისწინოს ქალთა დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის კომიტეტის და ქალთა მიმართ ძალადობის, ძალადობის მიზეზებისა და შედეგების შესახებ სპეციალური მომხსენებლის რეკომენდაციები სავალდებულო გენდერული კვოტირების მექანიზმის შემოღებასთან დაკავშირებით  საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგების მიზნით, დაიხვეწოს კანონმდებლობა სექსუალური ძალადობის დანაშაულებზე, კერძოდ: o შევიდეს ცვლილება გაუპატიურების და სხვა სახის სექსუალური ძალადობის დანაშაულების დეფინიციაში (სსკ 137,138 და 139 მუხლი), სტამბოლის კონვენციის შესაბამისად 505 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2019 წლის 21 მარტის №01/4940 წერილი. 506 „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს შექმნისა და მისი დებულების დამტკიცების თაობაზე“ 2011 წლის 28 დეკემბრის ბრძანების მე2 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. 507 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2018, გვ. 141. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2QV7hST > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. გენდერის სამართლებრივი აღიარებისთვის სქესის კვლავმინიჭების პროცედურების იძულებისა და გაიდლაინების და სტანდარტების არარსებობის ურთიერთკავშირზე იხილეთ „თანასწორობის მოძრაობის“ კვლევა ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროებების შესახებ, გვ. 21. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2X2EiAN > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 208 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 o გაუპატიურების დეფინიციიდან (სსკ მუხლი 137) მოხდეს ძალადობის ამოღება და ძალადობა განისაზღვროს აღნიშნული მუხლის დამამძიმებელ გარემოებად o სსკ 139-ე მუხლში შევიდეს ცვლილება, მსხვერპლის ნების დამთრგუნველი გარემოებების ჩამონათვალის გასაფართოებლად o სსკ 139-ე მუხლიდან მოხდეს ჯარიმის, როგორც სექსუალური ძალადობისთვის არაადეკვატურად მსუბუქი სასჯელის სახის, ამოღება  საერთაშორისო მშობიარობისა სტანდარტების და ბავშვის შესაბამისად, მოვლის გამო აღმოიფხვრას შვებულებით ორსულობის, სარგებლობასთან დაკავშირებული ბარიერები და არსებული ხარვეზები გამოსწორდეს იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს ორივე სქესის მშობლისათვის თანასწორი, ანაზღაურებადი და არაგადაცემადი მშობლის შვებულების უფლებით სარგებლობა, როგორც კერძო, ისე საჯარო სფეროში რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  შეიქმნას სამუშაო ჯგუფი სამოქალაქო აქტებში სქესის შესახებ ჩანაწერის შეცვლის პროცედურის დასარეგულირებლად, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ ევროპის საბჭოს კონვენციის 30-ე მუხლით განსაზღვრული ვალდებულების შესაბამისად, შემუშავდეს დროული, ადეკვატური და ეფექტიანი კომპენსაციის გაცემის წესი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:  გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრთათვის უზრუნველყონ ტრენინგების ჩატარება ქვეყანაში არსებული გენდერული პოლიტიკის და ამ მიმართულებით არსებული ეროვნული სამოქმედო გეგმების შესახებ  უზრუნველყონ გენდერული მეინსტრიმინგის ინსტრუმენტების დანერგვა, როგორიცაა გენდერული სტრატეგია და გენდერული ბიუჯეტირება, ხელი შეუწყონ გენდერული საბჭოს წევრთა მგრძნობელობის გაზრდას ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო სერვისების, სექსუალური შევიწროების და ქალთა ეკონომიკური გაძლიერების საკითხებზე  სრულყოფილად გამოიკვლიონ და შეისწავლონ მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალების სპეციფიკური საჭიროებები და უზრუნველყონ მათი ასახვა სამოქმედო გეგმებში, სტრატეგიებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში, მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე გამოაქვეყნონ კვლევის ძირითადი მიგნებები 209 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019  უზრუნველყონ გენდერული ბიუჯეტირების პრაქტიკულ დონეზე დანერგვა და ქალთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებისაკენ მიმართული მიზნობრივი პროგრამების განხორციელება  მიიღონ ყველა შესაძლო ზომა, ქალთა მონაწილეობის და ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ადგილობრივი თემისათვის პრიორიტეტული პროექტების დაგეგმვის, განხორციელებისა და შეფასების ყველა ეტაპზე, განსაკუთრებული ყურადღება მიექცეს მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებების გათვალისწინებას  უზრუნველყონ სოფლად მცხოვრები ქალების პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობა, კერძოდ, ტრანსპორტირების და ბავშვის მოვლის სერვისების უზრუნველყოფით  დაგეგმონ და განახორციელონ ცნობიერების ამაღლების კამპანიები:  გენდერული სტერეოტიპების აღმოსაფხვრელად, მათ შორის, გენდერული შრომის თანაბარი განაწილების მიზნით   რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისების შესახებ აღწერონ მშობლები მუნიციპალიტეტში და შეაგროვონ მცხოვრები სქესის მარტოხელა ნიშნით და მრავალშვილიანი სეგრეგირებული მონაცემები, უზრუნველყონ მონაცემების ხელმისაწვდომობა მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე პერსონალური მონაცემების დაცვით. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს:  ხელი შეუწყოს სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების პროფესიულ განვითარებას და მათ ეკონომიკურ გაძლიერებას ტრენინგებისა და პროექტების მართვის უნარჩვევების სწავლებით  შეიმუშაოს მეთოდოლოგია, რომლის საფუძველზეც მეწარმეობის მხარდამჭერი პროგრამების დაფინანსებისას, გათვალისწინებული იქნება კონკრეტული რეგიონის სპეციფიკა და საჭიროებები. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს:  შეიქმნას სამუშაო ჯგუფი სასკოლო კურიკულუმებში ადამიანის სექსუალობის შესახებ კომპლექსური განათლების სრული ინტეგრირებისთვის  უზრუნველყოს მასწავლებელთა გადამზადება ცნობიერების ასამაღლებლად და შეფასების დოკუმენტის შექმნა, ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებთან დაკავშირებით განათლების სისტემაში დასაქმებულ პირთათვის კანონით განსაზღვრულ ვალდებულებებთან დაკავშირებით. იურიდიული დახმარების სამსახურს:  უზრუნველყოს მარტოხელა მშობლის სტატუსის მოპოვების წესსა და დახმარების სერვისებზე იურიდიული კონსულტაციების გაცემა, დოკუმენტაციის შედგენა და ადვოკატის დანიშვნა არა მხოლოდ სოციალურად დაუცველი პირებისთვის. 210 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, გამართოს საინფორმაციო შეხვედრები ქალთა მიმართ, გენდერული ნიშნით ჩადენილი ძალადობის და შესაბამისი დაცვისა და დახმარების სერვისების მისაწვდომობის საკითხებზე  ოჯახის დაგეგმვის შესახებ კონსულტაციები და კონტრაცეპტივები ჩართოს საქართველოს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის საბაზო პაკეტში  უზრუნველყოს მეან-გინეკოლოგების, გინეკოლოგების და რეპროდუქტოლოგების მუდმივი და განგრძობითი გადამზადება ოჯახის დაგეგმვის, კონტრაცეფციის მეთოდებისა და კონსულტირების პრინციპების შესახებ ცოდნის გასამტკიცებლად, მათ შორის, კონფიდენციალობისა ახალგაზრდებისთვის და დისკრიმინაციის კეთილგანწყობილი აკრძალვის, მომსახურების ასევე, უზრუნველყოფის შესახებ  შემუშავდეს სისტემური ხედვა პოსტნატალური ზრუნვის მიმართ და დედათა ჯანმრთელობის პროგრამების ყველა ეტაპზე ინტეგრირებულ იქნას ფსიქოლოგიური დახმარების სერვისები  გატარდეს ცნობიერების რეპროდუქციული ასამაღლებელი ჯანმრთელობის ღონისძიებები ფარგლებში სექსუალური სახელმწიფოს და მიერ დაფინანსებული პროექტების შესახებ  გატარდეს ცნობიერების ასამაღლებელი ღონისძიებები ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის ეროვნული სამედიცინო მნიშვნელობისა რეგულაციების შესახებ, და აღნიშნულთან ჯანდაცვის დაკავშირებით, სერვისის გამცემი დაწესებულებებისთვის  გადამზადდნენ სოციალური მუშაკები ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საკითხებთან დაკავშირებით, ამასთან, შემუშავდეს ტრენინგის შემდგომი შეფასების დოკუმენტი, რაც შესაძლებელს გახდის გადამზადებულ თანამშრომელთა მიერ მიღწეული პროგრესის გაზომვას  სოციალური მუშაკებისთვის შემუშავდეს სპეციალური სახელმძღვანელო წესები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, ასევე, ადრეულ ასაკში ქორწინების შემთხვევებზე მუშაობისთვის  შემუშავდეს ტრანსსპეციფიკური სამედიცინო პროცედურების კლინიკური პრაქტიკის ეროვნული რეკომენდაცია (გაიდლაინი) და კლინიკური მდგომარეობის მართვის სახელმწიფო სტანდარტი (პროტოკოლი), რომელშიც გაწერილი იქნება ტრანსსპეციფიკური სამედიცინო მომსახურების როგორც სამედიცინო და ეთიკური, ისე პროცედურების წინმსწრები და შემდგომი პერიოდებისთვის პირის მხარდამჭერი ფსიქოლოგიური/სოციალური ასპექტები. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს: 211 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019  საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებში გაგრძელდეს თანამშრომლების გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის ტრენინგის საკითხებთან შემდგომი შეფასების დაკავშირებით, დოკუმენტი, რაც ამასთან, შემუშავდეს შესაძლებელს გახდის გადამზადებულ თანამშრომელთა მიერ მიღწეული პროგრესის გაზომვას  ძალადობის მსხვერპლთა ეფექტიანი დაცვისა და დახმარების მიზნით, განისაზღვროს გამომძიებელთა სპეციალიზაციის წესი ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის საქმეებზე  გაუმჯობესდეს ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის სტატისტიკური მონაცემების ანალიზი, კერძოდ, გაანალიზდეს ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია ინტიმურ პარტნიორთა შორის, მათ შორის, ერთი და იმავე სქესის პარტნიორებს შორის, ძალადობის სპეციფიკური მახასიათებლების შესასწავლად  მიიღოს პრევენციული ზომები ქორწინების იძულების, თავისუფლების უკანონო აღკვეთის და არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის შესამცირებლად/თავიდან ასაცილებლად; კერძოდ, მნიშვნელოვანია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და მომხდარ დანაშაულთა დეტალური გაანალიზება  საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტის მიერ ადრეულ ასაკში ქორწინების/ნიშნობის გამოვლენის და აღნიშნულის შესახებ ინფორმაციის შესაბამისი სახელმწიფო ორგანოსთვის მიწოდების ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტს, მოჰყვეს შესაბამისი რეაგირება და სანქციის დაკისრება. საქართველოს გენერალურ პროკურორს:  ფემიციდის და ფემიციდის მცდელობის საქმეების შესწავლისას, იმ საქმეებში, სადაც გარდაცვალებამდე ქალის მიერ სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ძალადობასთან დაკავშირებით მიმართვები იკვეთება, გამოიკვლიონ პოლიციის და პროკურორის მხრიდან შესაძლო სამსახურებრივი გულგრილობის გარემოებები  დეტალურად გაანალიზდეს ადრეულ ასაკში ქორწინებასთან დაკავშირებული დანაშაულები და მოხდეს მათთან დაკავშირებით სქესის და ასაკის ნიშნით სეგრეგირებული სტატისტიკის წარმოება, კერძოდ, ქორწინების იძულება, თავისუფლების უკანონო აღკვეთა, სექსუალური ხასიათის შეღწევა თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს:  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში განთავსებული პირების ჯანმრთელობა შემოწმდეს იმგვარად, რომ ამან საფრთხე არ შეუქმნას 212 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 თავშესაფრით მოსარგებლე სხვა პირებს; კერძოდ, უზრუნველყოფილ იქნას ჯანმრთელობის სრული და დროული შემოწმება  უზრუნველყოს თავშესაფრების ეზოების, ინვენტარისა და ბავშვებზე ორიენტირებული ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა  უზრუნველყოს თავშესაფრების ფიზიკური გარემოს ადაპტირება, რათა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის მაქსიმალურად დაიხვეწოს სერვისის გაცემა  ფსიქოლოგის და ძიძის სამუშაო საათები განისაზღვროს იმგვარად, რომ მაქსიმალურად მოერგოს დასაქმებული ბენეფიციარების საჭიროებებს  უზრუნველყოს თავშესაფრების პერსონალის, მათ შორის, მედდისა და ძიძის გადამზადება ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე  დაიგეგმოს და განხორციელდეს საინფორმაციო კამპანია ტრეფიკინგის მსხვერპლთათვის ქვეყანაში არსებული დაცვისა და დახმარების სერვისების პოპულარიზაციისა და მოსახლეობის ინფორმირებულობის გასაზრდელად  ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, ასევე, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა თავშესაფრებში გადაიხედოს/დაიხვეწოს მსხვერპლთა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისები. 213 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 9. რწმენისა და რელიგიის თავისუფლება 9.1. შესავალი საანგარიშო პერიოდში რელიგიის თავისუფლების დაცვასთან დაკავშირებული მდგომარეობა არსებითად არ გაუმჯობესებულა. ერთადერთი მიმართულება, სადაც პროგრესი შეიმჩნევა, სავარაუდო სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულებზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გატარებული ღონისძიებებია. 2019 წელს, რელიგიური გაერთიანებების შესახებ კანონის და დამატებითი რეგულაციების შესაძლო ინიცირების თაობაზე, ინტენსიურად მიმდინარეობდა პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ წამოწყებული ფართო დისკუსია. პროცესი სახელმწიფო არ დასრულებულა, უწყებების, თუმცა, რელიგიური მნიშვნელოვანია, გაერთიანებებისა და რომ ჯგუფში არასამთავრობო ორგანიზაციების სპექტრი ფართოდ იყო წარმოდგენილი, რაც პროცესის ინკლუზიურობას განაპირობებდა. სახალხო დამცველთან არსებულმა რელიგიათა საბჭომ, დისკუსიების პროცესში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. კვლავ გადაუჭრელია რელიგიურ ორგანიზაციებთან დაკავშირებული საგადასახადო და ქონებრივი საკითხები - სახელმწიფოს არ გადაუდგამს ნაბიჯები რელიგიური გაერთიანებებისთვის სხვადასხვა სახის გადასახადების ერთიანი სისტემის დაწესების ანდა საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობების ისტორიული მესაკუთრისთვის დაბრუნების პროცესის დაწყების მიმართულებით. უკვე 30 წელია, ქართული რელიგიურ-ეთნიკური მრავალფეროვნების ძეგლები, რესტიტუციის საკითხის გადაუჭრელობის გამო, ნადგურდება. სახელმწიფოს ნებით იცვლება მათი მესაკუთრე, როგორც ეს წლების წინ კათოლიკური ტაძრებისა და თანდოიანცის სომხური ეკლესიის შემთხვევაში მოხდა;508 ასევე იცვლება ნაგებობების თავდაპირველი იერსახე, იშლება ამ ძეგლების წარმომავლობის დამადასტურებელი ნიშნები ინტერიერსა და ექსტერიერში. სომხური, კათოლიკე, ლუთერული ეკლესიები, იუდაური და მუსლიმი თემები, საკუთრების უფლებით იმ ისტორიულ ნაგებობებსაც კი ვერ იბრუნებენ, რომლებშიც ამჟამად მსახურებას აღასრულებენ; ეს სივრცეები მათ სახელმწიფოს მიერ მხოლოდ დროებით მფლობელობაში აქვთ გადაცემული. ასევე, პრობლემურია რელიგიური გაერთიანებების საკუთრებაში არსებულ მიწებზე მშენებლობის ნებართვის მოპოვება, თუმცა ამ თვალსაზრისით, მნიშვნელოვანი იყო ბათუმში, ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდის კუთვნილ მიწაზე, მეჩეთის 508 იხ. სახალხო დამცველის 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, ქვეთავი „რელიგიური გაერთიანებების საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები“, გვ. 159. 214 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მშენებლობის საკითხთან დაკავშირებით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, მერიის მხრიდან მეჩეთის აშენებაზე უარის თქმას დისკრიმინაციული ხასიათი ჰქონდა.509 ამასთან, გაურკვეველი რჩება რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს როლი რელიგიის თავისუფლების დაცვის მიმართულებით. სააგენტოს ბუნდოვანი მანდატი და საქმიანობა, წლებია, კრიტიკულ შეფასებებს იმსახურებს ადამიანის მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციებისა 510 და ექსპერტების უფლებებზე მხრიდან, ხოლო რელიგიური გაერთიანებების მნიშვნელოვანი ნაწილი მის მიმართ უნდობლობითაა გამსჭვალული. ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა (2018-2020) რელიგიურ უმცირესობათა ძირეულ პრობლემებსა და მთავარ გამოწვევებს ნაკლებად პასუხობს და მხოლოდ ზოგად ვალდებულებებს მოიცავს. დოკუმენტით, პასუხისმგებელ პირად, სხვა უწყებებთან ერთად, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო მოიაზრება. სამწუხაროდ, გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების განსახორციელებლად, სააგენტოს არც ნება და არც ქმედითი მექანიზმები არ გააჩნია. ამასთან, სამთავრობო გეგმის აღსრულების მონიტორინგში ჩართული არ არის სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო. 9.2. საქართველოს კანონმდებლობა საართველოს კანონმდებლობა ჯერ კიდევ არ არის ფორმულირებული იმგვარად, რომ დაცული იყო რელიგიური გაერთიანებების თანასწორუფლებიანობა. დისკრიმინაციული საკითხების მოგვარების მიზნით, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭო, წლებია, სახელმწიფო უწყებებს შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს.511 2019 წელს, რელიგიური გაერთიანებების წინაშე არსებულ გამოწვევებზე მსჯელობის არგუმენტით, საქართველოს პარლამენტში, ადამიანის უფლებების და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით, შეიქმნა რელიგიის საკითხებზე მომუშავე ჯგუფი. თუმცა, სამუშაო ჯგუფის შეკრების პირველივე დღიდან მთავარ საკითხად რელიგიისა და ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. 2019 წლის 4 დეკემბერს „ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდმა“ ასევე წარადგინა სააპელაციო საჩივარი, რომლითაც ის მერიისთვის მშენებლობის ნებართვის პირველ სტადიაზე გაცემის პირდაპირ დავალდებულებას ითხოვს. საქმეზე სასამართლო წარმოება გრძელდება. 510 რასიზმისა და შეუწყნარებლობის წინააღმდეგ ევროპული კომისიის (ECRI) მეხუთე მონიტორინგის ციკლის ანგარიში; ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის (FCNM) მესამე მონიტორინგის (2019) ანგარიში; საქართველოს 2014-2020 წლების ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგიის განხორციელების შესახებ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ექსპერტის მეგი ნიკოლსონის ანგარიში. 511 იხ. სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს 2017 წლის რეკომენდაციები. ხელმისაწვდომია: 509 < https://bit.ly/2WNXKRr > [ბოლოს ნანახია 31.03.2020]. 215 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 რელიგიური გაერთიანებების შესახებ ახალი საკანონმდებლო რეგულაციების მიღების საკითხი განიხილებოდა. განხილვის პროცესში, რელიგიათა საბჭოს წევრმა ოცმა რელიგიურმა გაერთიანებამ, რელიგიური გაერთიანებების შესახებ სპეციალური კანონის მიღების ან დამატებითი რეგულაციების დაწესების მიზანშეუწონლობის შესახებ, საერთო პოზიცია შეიმუშავა.512 ამასთან, რელიგიური გაერთიანებების უმრავლესობისთვის, მიუღებელი აღმოჩნდა ინიციატივები რელიგიური გაერთიანებების დეფინიციის გაწერის და სახელმწიფოს მიერ სასულიერო პირის განსაზღვრის შესაძლებლობის შესახებ, რამდენადაც სახელმწიფოსთვის ამ შესაძლებლობების გადაცემაში რელიგიური გაერთიანებების ავტონომიაში ჩარევის, კონფესიებისა და დენომინაციების დახარისხების, იერარქიზაციისა და დისკრიმინაციული სამართლებრივი ჩარჩოს შექმნის საფრთხეს ხედავენ. ამას გარდა, სახალხო დამცველთან არსებული რელიგიათა საბჭოს წევრთა უმრავლესობამ ნეგატიურად შეაფასა ე.წ. რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფისა და რელიგიური სამოსის 513 რეგულაციის შესახებ პარლამენტში წამოყენებული ინიციატივები. 9.3. საგადასახადო კანონმდებლობა საქართველოს საგადასახადო კოდექსი გადასახადისგან, რიგ შემთხვევებში (მოგების, ქონების, დამატებული ღირებულების, იმპორტის გადასახადი), მხოლოდ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ათავისუფლებს. მსგავსი შეღავათებით სხვა რელიგიური გაერთიანებები ვერ სარგებლობენ. საკონსტიტუციო სასამართლომ, 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილებით514, საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებასთან 515 საქართველოს საგადასახადო კოდექსის ის ჩანაწერი, შეუსაბამოდ ცნო რომლის თანახმად, კანონი, ჩათვლის უფლების გარეშე, დღგ-სგან მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას, რესტავრაციას და მოხატვას ათავისუფლებდა. სასამართლომ განმარტა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებული ისტორიული როლის შესახებ კონსტიტუციის ჩანაწერი, სხვა რელიგიურ გაერთიანებებთან უთანასწორო მოპყრობის უფლებას არ გულისხმობს. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსასრულებლად, საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პარლამენტს განუსაზღვრა გონივრული ვადა - ექვსი თვე (2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით), რათა გადაწყვეტილების შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 512 იხ. რელიგიათა საბჭოს განცხადება რელიგიური გაერთიანებების შესახებ სპეციალურ კანონთან/დამატებით რეგულაციებთან დაკავშირებით: <https://bit.ly/2UpV1MI > [ბოლოს ნანახია 31.03.2020]. 513 იხ. რელიგიათა საბჭოს განცხადება რელიგიური გრძნობების შესახებ კანონის მიღების დაუშვებლობის თაობაზე, < https://bit.ly/2WVkuio > [ბოლოს ნანახია 31.03.2020]. 514 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №1/2/671, 3 ივლისი 2018. 515 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი. 216 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სადავო ნორმის შინაარსი და მისი მოქმედება თანაბრად გაევრცელებინა ყველა რელიგიურ გაერთიანებაზე. მიუხედავად ამისა, პარლამენტმა საკანონმდებლო ცვლილებები არ განახორციელა და არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმები 2018 წლის 31 დეკემბრიდან ავტომატურად ძალადაკარგულად გამოცხადდა. ამასთან, 2019 წლის 7 მაისს, ცხრა რელიგიურმა სასამართლოს საგადასახადო არაკონსტიტუციურად საპატრიარქოსგან კოდექსის ცნობის 516 იმ მოთხოვნით განსხვავებით, გაერთიანებამ საკონსტიტუციო ნორმის ნორმატიული მიმართა, რომელიც რელიგიურ ორგანიზაციებს შინაარსის საქართველოს არაეკონომიკური საქმიანობისთვის გამოყენების შემთხვევაში, მიწის გადასახადისგან არ ათავისუფლებს517. ამ ეტაპზე, სარჩელი განხილვის პროცესშია. 9.4. სახელმწიფო ქონების შესახებ კანონმდებლობა აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 3 ივნისის გადაწყვეტილებით518, საკონსტიტუციო სასამართლომ ასევე დისკრიმინაციულად მიიჩნია „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის ის ჩანაწერი,519 რომელიც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას უსასყიდლოდ გადასცემს ქონებას, მაშინ, როცა სხვა რელიგიური გაერთიანებები მსგავსი პრივილეგიით არ სარგებლობენ. პარლამენტს შესაბამისი ცვლილება საკონსტიტუციო სასამართლოს არც ამ გადაწყვეტილების შედეგად განუხოციელებია. შესაბამისად, 2018 წლის 31 დეკემბრიდან გასაჩივრებული ნორმის ნორმატიული შინაარსი ავტომატურად ძალადაკარგულად გამოცხადდა. პრობლემურია ისიც, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის გარდა, სხვა რელიგიური გაერთიანებები საკუთრების უფლებით ვერ ფლობენ მათ სარგებლობაში არსებულ რელიგიურ ისტორიულ ნაგებობებს. ასევე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს გარდა, არცერთი რელიგიური გაერთიანებისთვის არ არის შესაძლებელი რელიგიურ-საკულტო დანიშნულების მქონე სახელმწიფო ქონების პრივატიზება, რაც მათ შესაძლებლობას ართმევს, საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეული რელიგიური ნაგებობები დაიბრუნონ. 516 საქართველოს საგადასახადო კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი. 517 2019 წლის 7 მაისს რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი №1422. 518 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება №1/1/811, 2018 წლის 3 ივლისი. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ კანონის მე-63 მუხლი: „სახელმწიფო ქონების უსასყიდლოდ საკუთრებაში გადაცემის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს მთავრობა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე სახელმწიფო ქონება უსასყიდლოდ საკუთრებაში შეიძლება გადაეცეთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს − დევნილებს, აგრეთვე საქართველოს სამოციქულო ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიას“. 519 217 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 2019 წლის 12 აგვისტოს, ცხრა რელიგიურმა გაერთიანებამ საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა520 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის იმ ნორმების დისკრიმინაციულად ცნობის მიზნით, რომელიც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს გარდა, საჯარო სამართლის იურიდიული პირის ფორმით რეგისტრირებულ სხვა რელიგიურ გაერთიანებებს სახელმწიფო ქონების შეძენასა და გაცვლას უზღუდავს.521 9.5. შეუწყნარებლობით მოტივირებული დანაშაულები რელიგიის საფუძვლით სავარაუდო დანაშაულებს იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ 2019 წელსაც ჰქონდა ადგილი. როგორც იეჰოვას მოწმეთა რელიგიური ორგანიზაციის 2019 წლის ანგარიშშია აღნიშნული, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და ძალისხმევის შედეგად, დანაშაულის გამოძიების გამოძიების გაუმჯობესდა ხარისხი ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დაზარალებულისადმი პოლიციელების და დამოკიდებულება. ამავე ანგარიშის მიხედვით, საუბარია რელიგიური სიძულვილის მოტივის შემცველ 19 შემთხვევაზე. ანგარიშის თანამხად, 15 შემთხვევაში ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას, მუქარებსა და რელიგიური წესის შესრულებისთვის ხელის შეშლას, ხოლო 4 შემთხვევაში - იეჰოვას მოწმეთა სალოცავ შენობებზე - სამეფო დარბებზე განხორციელებულ ვანდალიზმს. ამ საქმეებიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შვიდი საქმე კვალიფიცირებულია რწმენის ან მრწამის გამო დევნის დანაშაულით (სსკ-ს 156-ე მუხლი), ოთხი - რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელის შეშლის დანაშაულით. ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ კვალიფიკაციის ნაწილში, შინაგან საქმეთა სამინისტრო, წინა წლებთან შედარებით, უფრო მეტად იყენებს სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლებს, რომლებიც სპეციფიკურად სიძულვილით მოტივირებულ დანაშაულს კრძალავს. ამის მიუხედავად, რჩება საქმეთა მცირე ნაწილი, რომლებშიც იყენებენ მუხლებს, რომლებიც პირდაპირ სიძულვილის მოტივს არ უკავშირდება; სამ შემთხვევაში გამოძიება მიმდინარეობდა 188-ე (ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანება), 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (ნივთის დაზიანება ან განადგურება) და 126 მუხლით (ძალადობა). ზემოაღნიშნულის მიუხედავად, კვლავაც პრობლემურია ჩადენილი დანაშაულის დროული და ეფექტიანი გამოძიება, მსხვერპლისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, პირის ბრალდებულად ცნობა, იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც მსხვერპლი კონკრეტულ პირზე მიუთითებს, ანდა ინციდენტის ამსახველი ვიდეოჩანაწერი ან სხვა მტკიცებულებები არსებობს. 520 2019 წლის 12 აგვისტოს რეგისტრირებული კონსტიტუციური სარჩელი №1440. 521 „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი, მე-2 და მე-5 პუნქტები. 218 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 9.6. საკუთრებასთან დაკავშირებული პრობლემები კვლავ პრობლემურია სომეხთა სამოციქულო ეკლესიის, კათოლიკე ეკლესიის, ლუთერული ეკლესიის, მუსლიმთა და იუდეური თემების მიერ სახელმწიფოსაგან საბჭოთა კავშირის დროს ჩამორთმეული ქონების დაბრუნების, ასევე, სარგებლობაში გადაცემულ საკულტო ნაგებობებზე საკუთრების უფლების მოპოვების საკითხი. როგორც 2019 წლის 7 მარტს, ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ჩარჩო კონვენციის მრჩეველთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ მესამე დასკვნაშია აღნიშნული, საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული რელიგიური ქონების მესაკუთრეებისთვის დაბრუნება სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან პრობლემად რჩება. კომიტეტი ასევე მიუთითებს, რომ იზრდება დაუბრუნებელი ნაგებობების დაზიანების რისკი; რელიგიური უმცირესობები, დაფინანსებისა და სალოცავი ადგილების ხელმისაწვდომობის კუთხით, ისევ სტრუქტურული დისკრიმინაციის ქვეშ რჩებიან; ამასთანავე, არასაკმარისად გამჭვირვალეა მშენებლობის ნებართვის პროცედურები, რამდენადაც ისინი მკაფიო და ობიექტურ სამართლებრივ კრიტერიუმებს არ ეფუძნება. მრჩეველთა კომიტეტი ხელისუფლებას მოუწოდებს, რელიგიური გაერთიანებებისთვის ქონების რესტიტუციის თანასწორი რეჟიმი უზრუნველყოს. თბილისში თანდოიანცის სომხურ ეკლესიასა და ბათუმის მეჩეთთან დაკავშირებული მოვლენები სახელმწიფოს არათანასწორი პოლიტიკის მკაფიო ილუსტრაციებია. თანდოიანცის ეკლესია თბილისში მდებარე თანდოიანცის ეკლესიის საკითხი განხილული იყო სახალხო დამცველის 2017-2018 წლების ანგარიშებში, თუმცა 2019 წელს მდგომარეობა არ გამოსწორებულა. ისტორიული წყაროების მიხედვით, ნაგებობა საბჭოთა ოკუპაციამდე სომეხთა სამოციქულო ეკლესიის საკუთრება იყო. მიუხედავად ამისა, სახელმწიფომ ეკლესია ისე გადასცა საქართველოს საპატრიარქოს, რომ შესაბამის სახელმწიფო უწყებებს ეკლესიის გადაცემის კანონიერება არ დაუდგენით, არ შეუსწავლიათ მისი კონფესიური კუთვნილების საკითხი; ტაძარი არ იყო დაცული არქეოლოგიური, სამშენებლო და სხვადასხვა ტიპის სამუშაოებისგან. ყოველივე ამის შედეგად, არამარტო რელიგიის თავისუფლებისა და საკუთრების უფლება შეილახა, არამედ, ტაძრის, როგორც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის იერსახეც შეიცვალა. ჩატარებული სამუშაოები გასცდა კვლევითი საქმიანობის ფარგლებს, რაც ნათლად ჩანდა საპატრიარქოს მიერ გამოქვეყნებულ მასალებში, თუმცა სახელმწიფოს შესაბამის ორგანოებს ნაგეგობის შესაძლო დაზიანებაზე რეაგირება არ მოუხდენით. 2019 წელს თბილისის საქალაქო სასამართლოში გამართულ პროცესზე, სასამართლომ დაუშვებლად წარმოდგენილი 219 | ცნო „თანდოიანც სარჩელი. სურბ ასტვაწაწინ“ გადაწყვეტილებამ სომხური სომეხთა ეკლესიის სამოციქულო საქმეზე ეკლესიის საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ისტორიული ტაძრის დაბრუნების პროცესი, ამ ეტაპზე, კიდევ უფრო პრობლემატური გახადა. ბათუმის ახალი მეჩეთი 2019 წელს ბათუმის ახალი მეჩეთის მშენებლობის საკითხზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები იქნა მიღებული. 2017 წელს ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიამ მეჩეთის მშენებლობის ფონდს, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, მეჩეთის მშენებლობის ნებართვაზე უარი განუცხადა. საქართველოს სახალხო დამცველმა დაადგინა, რომ გადაწყვეტილების მიღებისას არ იყო შესწავლილი მნიშნველოვანი გარემოებები და მერიას დასაბუთებული პასუხიც კი არ ჰქონდა გაცემული, რის შედეგადაც ბათუმის მერიისგან შესაბამისი რეკომენდაციით საქმის გადახედვა და ახალი დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება მოითხოვა. მას შემდეგ, რაც მშენებლობის ფონდმა ბათუმის მერიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა, 2019 წლის 20 თებერვალს, ჩაინიშნა სასამართლო, რომელიც მუნიციპალიტეტის მოთხოვნით გადაიდო, ხოლო მოტივად მუსლიმებთან შესაძლო სამომავლო შეთანხმება დასახელდა. თუმცა შეთანხმება ვერ შედგა. 2019 წლის 30 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც ბათუმის მუნიციპალიტეტის მერის ქმედება დისკრიმინაციულად შეფასდა და ბათუმის მერიის გადაწყვეტილება მშენებლობის ნებართვასთან დაკავშირებით, ბათილად იქნა ცნობილი. სასამართლომ საქმე ხელახალი განხილვისთვის ბათუმის მერიას დაუბრუნა. მერიამ გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. საქმის განხილვა გრძელდება. 9.7. საზღვრის კვეთა და რელიგიური ლიტერატურის შემოტანა არადომიმანტი რელიგიური ჯგუფების წარმომადგენლები, განსაკუთრებით, მუსლიმები, საზღვრის კვეთისას ორ ძირითად პრობლემას აწყდებიან. საზღვრის დატოვებისას მათ დაუსაბუთებელად აყოვნებენ, უთვალიერებენ ბარგს, ინტერესდებიან მათი გარეგნობით და ა.შ. მეორე შემთხვევაში, რელიგიური ორგანიზაციების წარმომადგენლებს წინააღმდეგობა ხვდებათ რელიგიური ლიტერატურის შემოტანის პროცესში - მათ სთხოვენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ან სსიპ „სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს“ (მუსლიმების შემთხვევაში) ნებართვის წარმოდგენას. როგორც წესი, საქართველოში შემოტანისას არამართლმადიდებლურ რელიგიურ ლიტერატურას საფრთხედ აღიქვამენ და შინაარსის შემოწმებას ითხოვენ. ასევე, მიუხედავად იმისა, რომ წიგნების იმპორტი გათავისუფლებულია გადასახადისგან, რელიგიურ ორგანიზაციებს, ზოგიერთ შემთხვევაში, მაინც სთხოვენ იმპორტის გადასახადის გადახდას. გვხვდება რელიგიური ლიტერატურის დატოვების მოთხოვნებიც. 220 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 აღსანიშნავია, რომ 2017 წელს, სახალხო დამცველმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მხრიდან, საზღვარზე დისკრიმინაცია დაადგინა და კონკრეტულ უწყებებს შესაბამისი რეკომენდაციებით რელიგიური ნეიტრალობის დაცვა მოსთხოვა,522 თუმცა, ამის მიუხედავად, საზღვრის კვეთასთან დაკავშირებული პრობლემები 2019 წელსაც გვხვდებოდა. 9.8. რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსება გამოწვევას წარმოადგენს რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების 523 მოდელიც, რომლის თანახმად, დაფინანსება გაიცემა როგორც კომპენსაცია მოქმედი . ეს მოდელი არ ითვალისწინებს მატერიალური ან მორალური ანაზღაურების გაცემას იმ რელიგიური ორგანიზაციებისთვის, რომელთაც საბჭოთა პერიოდში არანაკლები მორალური და მატერიალური ზიანი მიიღეს (მაგალითად, ევანგელურ-ლუთერული ეკლესია, ევანგელურბაპტისტური ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია, ეზიდები და სხვ.). ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მთავრობა, რელიგიის საკითხთა სააგენტოს მეშვეობით, ფაქტობრივად ფინანსურ კონტროლს უწესებს ოთხ რელიგიურ გაერთიანებას იმის გამოსავლენად, კონკრეტულად, როგორ იხარჯება „კომპენსაცირებული“ თანხა, ხოლო დარღვევის შემთხვევაში, უფლებამოსილებას იტოვებს, შეწყვიტოს დაფინანსნება. სახელმწიფოსა და რელიგიური გაერთიანებების ამგვარი ურთიერთმიმართება, თავად დაფინანსების ფორმის - კომპენსაციის, მოტივსა და ხასიათს ეწინააღმდეგება. 9.9. რელიგიის თავისუფლება საგანმანათლებლო სისტემაში საგანმანათლებლო სისტემაში, განათლების სამივე ეტაპზე (ადრეული და სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი) კვლავ კითხვის ქვეშ დგას რელიგიის თავისუფლებისა და რელიგიური ნეიტრალობის სრულფასოვანი დაცვის საკითხი. ადრეული განათლების სისტემაში პრობლემურია კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და თანასწორობის განათლების შესახებ წარმომადგენელთა შესახებ“, ჩანაწერს ინფორმაციით, არ რომელიც შეიცავს. საბავშო ბაღის რელიგიური ნეიტრალობისა და რელიგიური გაერთიანებების მოსწავლეებს ხშირად უწევთ რელიგიურ რიტუალებში მონაწილეობა. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ადრეული და სკოლამდელი აღზრდის და განათლების სტანდარტი“, რომელიც საგანმანათლებლო სისტემის ამ დონეზე რელიგიური 522 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: < https://bit.ly/33UrptM > [ბოლოს ნანახია 31.03.2020]. 523 კომპენსაცია გაიცემა შემდეგ რელიგიურ გაერთიანებებზე: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ისლამური, იუდიური, რომაულ-კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის 221 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ნეიტრალობის დაცვას მოითხოვს, რელიგიური გაერთანებების წარმომადგენელთა ზოგადი განათლების შესახებ შეფასებით, არ სრულდება. საჯარო სკოლებში, გათვალისწინებული რელიგიური მიუხედავად შესაბამისი სიმბოლოების აკრძალვებისა არააკადემიური (პროზელიტიზმი, ნიშნით კანონით ინდოქტრინაცია, გამოფენა), რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა თქმით, კანონის მოთხოვნები ასევე არ სრულდება. არის შემთხვევები, როდესაც, სოციალური წნეხის, ბულინგისა და მარგინალიზაციის შიშის გამო, მოსწავლეები იძულებულები ხდებიან მართლმადიდებლურ რელიგიურ რიტუალებში მიიღონ მონაწილეობა. აგრეთვე, მთელ რიგ საჯარო სკოლებში მოწყობილია საკულტო დანიშნულების კუთხეები. რელიგიური გაერთიანებების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში არსებული დისკრიმინაციის აკრძალვის შესახებ ჩანაწერის მიუხედავად, უმაღლესი დამამცირებელი განათლების მოპყრობის დონეზეც შემთხვევები, გვხვდება როგორც რელიგიური სხვა ნიშნით სტუდენტების, ისე ადმინისტრაციული პერსონალის მხრიდან. მისასალმებელია, რომ 2019 წელს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტოს სამინისტრომ საბაზო საფეხურის VII კლასის ყველა სახელმძღვანელოს გრიფირების პროცესში, კონკურსში წარმოდგენილი სახელმძღვანელოების შეფასებისას, დარგობრივ სპეციალისტებთან ერთად, საქართველოს სახალხო დამცველის კოორდინაციით, ჩართო ადამიანის უფლებების ექსპერტები. ადამიანის უფლებებისა და დისკრიმინაციის აკრძალვის კრიტერიუმი ითვალისწინებდა სახელმძღვანელოების შინაარსის შეფასებას ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების კულტურის ასახვის კუთხითაც. 2020 წელსაც იგეგმება VIII კლასის სახელმძღვანელოების შეფასება ექსპერტების ჩართულობით. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  შევიდეს ცვლილება საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №117 დადგენილებაში, „საქართველოში არსებული რელიგიური გაერთიანებებისათვის საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებასთან დაკავშირებული ზოგიერთი ღონისძიების განხორციელების წესის“ შესახებ და ოთხ რელიგიურ გაერთიანებასთან ერთად, სხვა რელიგიურ გაერთიანებებსაც მიეცეთ ზიანის შესაბამამისი კომპენსაცია  საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების ისტორიული მესაკუთრეებისთვის დასაბრუნებლად, გატარდეს ეფექტიანი ღონისძიებები, შემუშავდეს შესაბამისი კანონმდებლობა და ამჟამად სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული რელიგიური ნაგებობები ისტორიულ მესაკუთრე რელიგიურ გაერთიანებებს დაუბრუნდეს 222 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019  გაძლიერდეს თანამშრომლობა სახალხო დამცველთან არსებულ რელიგიათა საბჭოსთან. ადამიანის უფლებათა სფეროში, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფელბიანობის კუთხით არსებული სტრატეგიები და სამოქმედო გეგმები რელიგიათა საბჭოს რეკომენდაციებსა და კონსულტაციებს დაეფუძნოს  შეიცვალოს რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების პრაქტიკა. დამცველთან, რელიგიათა საბჭოში შემავალ, ასევე, სხვა სახალხო რელიგიურ ორგანიზაციებთან, ადამიანის უფლებების დაცვაზე მომუშავე ორგანიზაციებთან კონსულტაციით, შემუშავდეს რელიგიური გაერთიანებების დაფინანსების საგადასახადო სისტემა, რომელიც თანასწოუფლებიანობისა და სახელმწიფოს ნეიტრალობის მოთხოვნობს უპასუხებს. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და საქართველოს გენერალურ პროკურორს:  უზრუნველყოს რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის სტატისტიკის ანალიზი და მისი გამოქვეყნება. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს:  განათლების ყველა საფეხურზე უზრუნველყოს რელიგიის თავისუფლების, თანასწორუფლებიანობისა და რელიგიური ნეიტრალობის პრინციპის დაცვა. შესაბამისი მონიტორინგი გაეწიოს აღნიშნულის პრაქტიკაში შესრულებას ადგილობრივ თვითმმართველობებს:  რელიგიური გაერთიანებების საკულტო ნაგებობების მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში დაიცვან რელიგიური ნეიტრალიტეტი და თანასწორუფლებიანობის კონსტიტუციური პრინციპი  ადრეული და სკოლამდელი განათლების საფეხურზე, უზრუნველყონ რელიგიური ნეიტრალობის და თანასწორობის პრინციპის დაცვა; შესაბამისი მონიტორინგი გაეწიოს აღნიშნულის პრაქტიკაში შესრულებას. 223 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 10. გამოხატვის თავისუფლება გამოხატვის თავისუფლება დემოკრატიულ საზოგადოებაში ფუნდამენტური ღირებულებაა და მისი სათანადო უზრუნველყოფა უშუალოდ არის დაკავშირებული სხვა უფლებებით სრულყოფილ სარგებლობასა და ქვეყნის დემოკრატიულობის ხარისხთან. ცხადია, სახალხო დამცველი აქტიურად აკვირდება საქართველოში ამ უფლების რეალიზების მდგომარეობას და მას ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშებშიც აფასებს. 2019 წელი დატვირთული იყო მედიასივრცეში განვითარებული მოვლენების თვალსაზრისით. მათ შორის, მწვავე კითხვები გაჩნდა აჭარის ტელევიზიის კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის მცდელობასთან ქვეყანაში დაკავშირებით, არსებულ რომელიც მედიაპლურალიზმს და უარყოფითად აისახება გამოხატვის თავისუფლებაზე. აღნიშნული განსაკუთრებით შემაშფოთებელია ტელეკომპანიების ხელისუფლებისგან მესაკუთრეებთან დამოუკიდებელი პირდაპირ თუ და არაპირდაპირ კრიტიკული დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი საქმეების წარმოების სიმრავლის გათვალისწინებით. კვლავ პრობლემურ საკითხად დარჩა524 ჟურნალისტების პროფესიული საქმიანობის გამო, მათ წინააღმდეგ ჩადენილი შესაძლო დანაშაულებრივი ქმედებების თაობაზე სათანადო სტატისტიკის არარსებობა,525 რაც ხელს უშლის მსგავსი ფაქტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას და ართულებს მათზე რეაგირების ეფექტიანობის შეფასებას. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 17 მარტს აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან მუხთარლი აზერბაიჯანის ციხიდან გაათავისუფლეს,526 2017 წლიდან დღემდე, თბილისის ცენტიდან მისი გაუჩინარების საქმეზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების კუთხით,527 არავითარი პროგრესი არ ყოფილა.528 საყურადღებოა, რომ ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, აფგან მუხთარლიმ მის საქმესთან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაცია გააჟღერა და მიუთითა, რომ მისი გატაცება აზერბაიჯანელი და ქართველი მაღალჩინოსნების გარიგების შედეგს წარმოადგენდა.529 სახალხო დამცველი ხაზს უსვამს საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ აფგან მუხთარლის დროულად გამოკითხვის აუცილებლობას, რაც სამართლებრივი დახმარების 524 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში „ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 155. 525 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 17 იანვრის №133962 წერილი. 526 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3dffz1F 527 > [ბოლოს ნანახია: 20.03.2020]. საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში „ქვეყანაში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, გვ. 156-157. 528 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 15 იანვრის №13/2109 წერილი. 529 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2xfrADU > [ბოლოს ნანახია: 23.03.2020]. 224 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 აღმოჩენის თაობაზე აზერბაიჯანის რესპუბლიკაში გაგზავნილ შუამდგომლობაზე პასუხის მიუღებლობის გამო, ჟურნალისტის პატიმრობის პირობებში, ვერ განხორციელდა. გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს კანონმდებლობა გამოხატვის თავისუფლების საკმაოდ მაღალ სტანდარტს ადგენს, თუმცა გასული წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდშიც გაგრძელდა უფლების შეზღუდვისკენ მიმართული საკანონმდებლო ინიციატივების სამწუხარო ტენდენცია, რაც საფრთხეს უქმნის ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიებს.530 კერძოდ, საკანონმდებლო ორგანოში წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების საფუძველზე, დაიწყო მსჯელობა მედიაპროგრამებში სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებული მოწესრიგების გამკაცრების თაობაზე. პოლიტიკური გარდა რეკლამის პასუხისმგებლობის ამისა, პრობლემად განთავსების დაკისრება, გამო ამისთვის გამოიკვეთა არაწინასაარჩევნო მაუწყებლისთვის მკაფიოდ და შესაბამისი საკმარისი სიცხადით ფორმულირებული რეგულირების არარსებობის პირობებში. 10.1. მედიაგარემო დემოკრატიული საზოგადოებისთვის თავისუფალი და ჯანსაღი მედიაგარემოს სასიცოცხლო ფუნქციის გათვალისწინებით, აპარატისთვის განსაკუთრებით საყურადღებო იყო წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არსებული სიახლეები და გამოწვევები. ტრადიციულად, საანგარიშო წელს ქვეყანაში არსებული მედიაგარემო ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების შესაბამისი კვლევებით შეფასდა. Human Rights Watch-ის ყოველწლიურ ანგარიშში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით, საგანგებოდ მიეთითა მედია პლურალიზმის შეზღუდვის საფრთხეზე და ყურადღება გამახვილდა როგორც „რუსთავი 2“-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე, ისე ზოგიერთი ტელევიზიის ხელმძღვანელთან პირდაპირ და არაპირდაპირ დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეებზე.531 ასევე გამოქვეყნდა საერთაშორისო ორგანიზაციის, „რეპორტიორები საზღვრებს გარეშე“, 2019 წლის პრესის თავისუფლების ინდექსიც, რომელშიც საქართველო, გასულ წელთან შედარებით, ერთი საფეხურით დაწინაურდა და მე-60 ადგილი დაიკავა. ორგანიზაციამ, მედიაგარემოს მიმართულებით, გამოწვევებად დაასახელა მედიასაშუალებების მფლობელების ჩარევა სარედაქციო პოლიტიკაში და აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან 530 მათ შორის, იხ. კანონპროექტი შემოქმედების თავისუფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით და მის თაობაზე, საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2sX3lID >, < https://bit.ly/2tQnOzn > [ბოლოს ნანახია: 26.01.2020]; ასევე, იხ. კანონპროექტი რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის სისხლისსამართლებრივი წესით დასჯად გამოცხადების თაობაზე, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/36uexKB >, ქმედებად [ბოლოს ნანახია: 26.01.2020]. 531 Human Rights Watch-ის 2019 წლის ანგარიში საქართველოს შესახებ, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/38KCmPL > [ბოლოს ნანახია: 28.01.2020]. 225 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მუხთარლის საქმე, რომელიც კონკრეტულ დამაჯერებელ შედეგებამდე არ მისულა.532 მოგვიანებით გავრცელებულ განცხადებაში, ორგანიზაციამ მიუთითა ხელისუფლების მოკავშირეების მხრიდან კრიტიკულ ან დამოუკიდებელ მედიაზე კონტროლის გაზრდაზე, ტელეკომპანიების ფინანსური ვალდებულებების მიკერძოებული ღონისძიებების დაკავშირებულ ზოგიერთ სისხლის სამართლის საქმესა და წარსულში გატარებაზე, საპასუხოდ, ტელევიზიის პოლიტიკურად ხელმძღვანელებთან ყველაზე პოპულარული ოპოზიციური ტელეკომპანიის, „რუსთავი 2“-ის მესაკუთრის ცვლილების შედეგად, მედიალანდშაფტის მნიშვნელოვან ტრანსფორმაციაზე, მათ შორის, ამ არხის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლაზე.533 „რუსთავი 2“-ის გარშემო მიმდინარე მოვლენები „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2019 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების მიღების შემდეგ,534 ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მის ყოფილ მესაკუთრეს დაუბრუნდა, რომელმაც იმავე დღეს თანამდებობიდან გაათავისუფლა არხის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია.535 მოგვიანებით, ინტერესთა კონფლიქტის საფუძვლით, ტელეკომპანიიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი და წამყვანი ტოქშოუების ჟურნალისტები, ამ თანამშრომლებმა კი მაუწყებელი დატოვეს. 536 საკადრო ცვლილებებით უკმაყოფილო შედეგად, „რუსთავი 2“-ზე საინფორმაციო მაუწყებლობა გარკვეული პერიოდის განმავლობაში შეწყდა537 და 2019 წლის 25 სექტემბერს განახლდა.538 აღსანიშნავია, რომ გათავისუფლებული თანამშრომლების ნაწილმა, დისკრიმინაციის მოტივით შრომითი უფლებების დარღვევის თაობაზე, სასამართლო დავა წამოიწყო. სექტემბერში მაუწყებლობა დაიწყო „მთავარმა არხმა“,539 სადაც „რუსთავი 2“-ის არაერთი ყოფილი თანამშრომელი დასაქმდა.540 „რუსთავი 2“-დან წამოსული თანამშრომლების ნაწილით დაკომპლექტდა აგრეთვე ტელეკომპანია „ფორმულა“, რომელიც მაუწყებლობას ოქტომბერში შეუდგა.541 532 „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“-ს 2019 წლის პრესის თავისუფლების ინდექსი, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://rsf.org/en/georgia > [ბოლოს ნანახია: 28.01.2020]. 533 განცხადება ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2vFcCGi> [ბოლოს ნანახია: 17.02.2020]. 534 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება: < https://bit.ly/30Z9nFd > [ბოლოს ნანახია: 26.01.2020]. 535 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3aKVvDd > [ბოლოს ნანახია: 26.01.2020]. 536 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/37uW9T1 >, < https://bit.ly/30VZgRE >, < https://bit.ly/30TaSoB >, < https://bit.ly/2O13Ngn > [ბოლოს ნანახია: 26.01.2020]. 537 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2TlzyE1 >, < https://bit.ly/2wnASNz > [ბოლოს ნანახია: 02.03.2020]. 538 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2PJB4h5 > [ბოლოს ნანახია: 02.03.2020]. 539 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3aLj3rm > [ბოლოს ნანახია: 02.03.2020]. 540 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2tQze6d > [ბოლოს ნანახია: 02.03.2020]. 541 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2VEBMQt >, < https://bit.ly/2IiUhlG >, <https://bit.ly/2VFqTxL> [ბოლოს ნანახია: 02.03.2020]. 226 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 გასათვალისწინებელია, რომ ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლების, დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მხრიდან საწარმოში მათი კუთვნილი წილების დათმობის საკითხს 2012 წლიდან დღემდე არ მისცემია სამართლებრივი შეფასება, არც სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულა და ამდენად, კომპანიის საკუთრებასთან დაკავშირებით არსებული კითხვები არ ამოწურულა.542 აღნიშნულ საქმეს სახალხო დამცველი 2019 წლის 14 ივნისის განცხადებით გამოეხმაურა და გამოძიების გაჭიანურების შესახებ მიუთითა.543 საგულისხმოა, რომ „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა ტელეკომპანიის საკუთრებასთან დაკავშირებით სამოქალაქო სამართლებრივი დავა საანგარიშო პერიოდში სასამართლოში დაიწყეს. აჭარის ტელევიზიაში მიმდინარე მოვლენები 2019 წლის 19 აპრილს სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორს, ნათია კაპანაძეს მრჩეველთა საბჭომ იმპიჩმენტი გამოუცხადა.544 ამ ფაქტმა სამოქალაქო სექტორის მხრიდან მკვეთრად უარყოფითი შეფასება გამოიწვია,545 რადგან მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, არხი თავისუფალი და მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკით გამოირჩეოდა.546 2019 წლის 22 ნოემბერს აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში სტუმრობის დროს, მისმა ახლად არჩეულმა დირექტორმა547 არხს კრიტიკული ტონი დაუწუნა.548 მოგვიანებით, ტელევიზიის თანამშრომლებმა განცხადება გაავრცელეს, რომელშიც ახალი დირექტორის მხრიდან მათ მიკერძოებაში დადანაშაულების თაობაზე ისაუბრეს.549 გარდა ამისა, სახალხო დამცველთან გამართულ შეხვედრაზე, ჟურნალისტებმა გარკვეულ ფაქტებზე მიუთითეს, რომელთა თანახმადაც, მიიჩნევდნენ, რომ საფრთხის ქვეშ დგებოდა კრიტიკული მაუწყებლობა და სარედაქციო დამოუკიდებლობა.550 542 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 23 იანვრის №13/4107 წერილი. 543 განცხადება ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/36oNYXj> [ბოლოს ნანახია: 26.01.2020]. 544 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2tIe76c> [ბოლოს ნანახია: 26.01.2020]. 545 განცხადება ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2RPJNyv> [ბოლოს ნანახია: 26.01.2020]. 546 ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების შესახებ (2018 წლის 28 ოქტომბერი და 28 ნოემბერი), გვ. 36, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/39vraXT> [ბოლოს ნანახია: 11.02.2020]; ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის საერთაშორისო საარჩევნო სადამკვირვებლო მისიის საბოლოო ანგარიში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შესახებ (2017 წლის 21 ოქტომბერი და 12 ნოემბერი), გვ. 33, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2HdskLy> [ბოლოს ნანახია: 11.02.2020]; საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის არჩევნების მედიამონიტორინგის საბოლოო ანგარიში (2016-2018), გვ. 14-15, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2vCl6y6> [ბოლოს ნანახია: 17.02.2020]. 547 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2GrBEL7> [ბოლოს ნანახია: 26.01.2020]. 548 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/37vpAV7>, <https://bit.ly/2vjrYjv> [ბოლოს ნანახია: 26.01.2020]. 549 განცხადება ხელმისაწვდომია: <https://ajaratv.ge/article/52428> [ბოლოს ნანახია:26.01.2020]. 550 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/36px9LH> [ბოლოს ნანახია: 26.01.2020]. 227 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის სურვილს დაუკავშირდა551 აგრეთვე აჭარის ტელევიზიის დირექტორის მიერ მისი პირველი მოადგილის, ნათია ზოიძის შრომითი ხელშეკრულების პირობების ცალმხრივი ცვლილება, რის შედეგადაც, ნათია ზოიძე ჩამოშორდა მაუწყებლის პლატფორმებზე სარედაქციო პოლიტიკის მართვას552 და საბოლოოდ, დაკავებული თანამდებობა დატოვა.553 ამასთან, აჭარის ტელევიზიის თანამშრომლების,554 სახალხო დამცველისა555 და სამოქალაქო საზოგადოების556 მწვავე კრიტიკის ფონზე გადაწყდა მაუწყებელში საშტატო ცვლილებების განხორციელება. საგულისხმოა, რომ ნათია ზოიძის მიერ თანამდებობის დატოვება კრიტიკულად შეაფასა საერთაშორისო ორგანიზაციამ, „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“, რომელმაც ეს ფაქტი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებულ მედიაზე პოლიტიკური ზეწოლის ზრდას დაუკავშირა.557 საქართველოს სახალხო დამცველი საგანგებოდ აღნიშნავს, რომ თავისუფალი მედია ქვეყანაში ადამიანის უფლებების დაცვისა და კარგი მმართველობის ხელშეწყობის უმნიშვნელოვანესი წინაპირობაა და იმედოვნებს, რომ ზემოხსენებული გარემოებები უარყოფითად არ აისახება აჭარის ტელევიზიის დამოუკიდებელ სარედაქციო პოლიტიკაზე, ხოლო არხის ჟურნალისტებს კვლავ მიეცემათ გავლენებისგან თავისუფალი პროფესიული საქმიანობის შესაძლებლობა. ამ თვალსაზრისით, განსაკუთრებით საგულისხმოა, რომ აჭარის ტელევიზია საბიუჯეტო დაფინანსებით მოქმედი მაუწყებელია, რომლის შექმნის მიზანსაც გავლენებისგან თავისუფალი, მიუკერძოებელი, საზოგადოებრივი ინტერესების შესაბამისი და მრავალფეროვანი პროგრამების მიწოდება წარმოადგენს. თავის მხრივ, მსგავსი ფუნქციის შესრულების უზრუნველსაყოფად, ტელევიზიას კანონმდებლობა არაერთ ვალდებულებას უდგენს,558 რომელთა ზედმიწევნით შესრულებას, ქვეყანაში არსებული პოლარიზებული მედიაგარემოს გათვალისწინებით, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება. კრიტიკული ტელეკომპანიების ხელმძღვანელებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის საქმეები აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „რუსთავი 2“-ის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, ქვეყანაში არსებული მედიალანდშაფტი 551 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://ajaratv.ge/article/53285>, <https://bit.ly/2SQKQOX> [ბოლოს ნანახია: 17.02.2020]. 552 სსიპ „საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს“ დირექტორის 2019 წლის 30 დეკემბრის №02-22/612 წერილი. 553 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/36Zkcsn> [ბოლოს ნანახია: 05.02.2020]. 554 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2SNIWQt> [ბოლოს ნანახია: 21.02.2020]. 555 განცხადება ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3c5j5LA> [ბოლოს ნანახია: 21.02.2020]. 556 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/3bPIGYN> [ბოლოს ნანახია: 21.02.2020]. 557 განცხადება ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2SAjjmb> [ბოლოს ნანახია: 17.02.2020]. 558 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 16. 228 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მნიშვნელოვნად შეიცვალა. მაუწყებლობა დაიწყო კრიტიკული სარედაქციო პოლიტიკის მქონე ორმა ტელეკომპანიამ („მთავარი არხი“ და „ფორმულა“), ასევე დაარსდა „ევრონიუს საქართველო“, რომლის ეთერში გასვლა 2020 წელს იგეგმება.559 თუმცა, ამ პროცესის პარალელურად, საანგარიშო წელი გამოირჩეოდა ხელისუფლების გავლენისგან დამოუკიდებელი ტელეკომპანიების მესაკუთრეებთან პირდაპირ თუ არაპირდაპირ დაკავშირებული სისხლისსამართლებრივი საქმეების წარმოების სიმრავლით, რაც კითხვებს აჩენს ქვეყანაში კრიტიკული მედიის დევნის მცდელობასთან დაკავშირებით. „რუსთავი 2“-ის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, 2019 წლის 20 ივლისს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება დაიწყო სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, მისი კუთვნილი დიდი ოდენობით თანხების სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით მითვისების და ქონების მოჩვენებითი ან/და თვალთმაქცური გარიგებით დამალვის ფაქტზე. გამოძიების მსვლელობისას, ბრალი წარედგინა „რუსთავი 2“-ის ყოფილ გენერალურ დირექტორს და ახლადშექმნილი „მთავარი არხის“ დამფუძნებელს, ნიკა გვარამიას.560 ბრალდების შინაარსი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დირექტორობის პერიოდში მის მიერ მიღებული სამეწარმეო გადაწყვეტილების არამომგებიანობას ეფუძნება. საქმის შესწავლის შედეგად, სახალხო დამცველმა მიიჩნია, რომ პროკურატურის მიერ ნიკა გვარამიასთვის წარდგენილი ერთ-ერთი ბრალდება, რომელიც დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ, ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვას გულისხმობს,561 სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საკმარის მკაფიო ნიშნებს არ შეიცავდა, და 2019 წლის 4 ნოემბერს, სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა საქმის განმხილველ სასამართლოს.562 559 ინფორმაცია ხელმისაწვდომია:<https://bit.ly/2OJTvkW> [ბოლოს ნანახია: 11.02.2020]. 560 საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადება ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/38DthIw> [ბოლოს ნანახია: 26.01.2020]. გამოძიების მსვლელობისას, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში, ნიკა გვარამიას ბრალი წარედგინა წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, დიდი ოდენობით მართლზომიერ გამგებლობაში არსებული სამაუწყებლო კომპანია „რუსთავი 2“-ის კუთვნილი ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო გაფლანგვის, კომერციული მოსყიდვისა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება-გამოყენების მიზნით და გამოყენების ფაქტებზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება; ასევე, მას დამატებით დაედო ბრალი საწარმოში ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში, ამ ორგანიზაციის კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის გამორჩენის მიღების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. 561 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული. 562 სახალხო დამცველის განცხადება და სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2RMBMdw> [ბოლოს ნანახია: 26.01.2020]; დეტალური ინფორმაცია იხ. წინამდებარე ანგარიშის სამართლიანი სასამართლოს უფლების თავში. 229 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 გასათვალისწინებელია, რომ ზემოხსენებული საქმის ფარგლებში, 2019 წლის 2-3 ოქტომბერს პროკურატურამ ახლად დაფუძნებული დამოუკიდებელი ტელეკომპანიის, „ფორმულას“ გენერალური დირექტორი, ზურაბ გუმბარიძე და ამავე არხის საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი ლაფერაშვილი გამოკითხა. გამოკითხულებმა პროკურატურაში დაბარება „ფორმულას“ მაუწყებლობის დაწყებას დაუკავშირეს.563 ასევე საყურადღებოა 2019 წლის 18 ნოემბერს „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას დაკავების ფაქტი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე3 და მე-4 ნაწილებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.564 სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას გიორგი რურუა საკუთარ პოლიტიკურ პოზიციონირებას უკავშირებს. საქართველოს სახალხო დამცველი აღნიშნულ საქმეს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში შეისწავლის. გარდა ამისა, 2019 წლის 22 აგვისტოს ბრალი წარედგინა კიდევ ერთი დამოუკიდებელი ტელეარხის, „ტვ პირველი“-ს დამფუძნებლის, ვატო წერეთლის მამას. ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს საგამოძიებო უწყება „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების მიერ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციაში დახმარებას ედავება.565 აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით, სასამართლოში გამოიკითხა ვატო წერეთელიც, რომელმაც მიმდინარე პროცესები ტელეკომპანიას დაუკავშირა.566 გასათვალისწინებელია, რომ ამ ფაქტს წინ უსწრებდა პროკურატურის მხრიდან „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ მტკიცებულებად წარდგენილი დოკუმენტის გასაჯაროება, რომლის ავტორიც მისგან „ტვ პირველის“ სარედაქციო პოლიტიკის ცვლილებას მოითხოვდა.567 ტელეკომპანიის სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობის თაობაზე ინფორმაცია წარსულშიც გაჟღერდა.568 საგულისხმოა, რომ სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა უშუალოდ „თიბისი ბანკის“ ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ბრალდების საქმე და მიიჩნია, რომ საქმის მასალებში არ იკვეთება იმ ელემენტების არსებობა, რომლებიც აუცილებელია ქმედების ფულის გათეთრების დანაშაულად მისაჩნევად. შედეგად, სახალხო დამცველმა 2020 წლის 9 იანვარს სასამართლოს მეგობრის მოსაზრებით მიმართა საქმის განმხილველ სასამართლოს. 569 563 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/36rzVjH>, <https://bit.ly/2sYwx1X> [ბოლოს ნანახია: 26.01.2020]. 564 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/30Uwil7> [ბოლოს ნანახია: 26.01.2020]. 565 ინფორმაცია ხელმისაწვდომი: <https://bit.ly/2U4jN5f> [ბოლოს ნანახია: 26.01.2020]. 566 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2uAZOjC> [ბოლოს ნანახია: 26.01.2020]. 567 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2U1bjLY> [ბოლოს ნანახია: 26.01.2020]. 568 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/30VcDRU>, <https://bit.ly/2RwlTZX> [ბოლოს ნანახია: 25.01.2020]. 569 სასამართლოს მეგობრის მოსაზრება ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2GUgZQd> [ბოლოს ნანახია: 05.02.2020]. 230 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საქართველოს სახალხო დამცველი მინიჭებული მანდატის ფარგლებში განაგრძობს ზემოხსენებული საქმეების მონიტორინგს და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, ზემოთ მითითებული შეფასებების გარდა, განაგრძობს საზოგადოების ინფორმირებას. ამასთანავე, არსებული შეფასებების გათვალისწინებით, სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ამ საქმეებთან დაკავშირებით ეფექტიანი გამოძიების და მათი მიმდინარეობისას არსებული სიახლეების თაობაზე საზოგადოების სრულფასოვანი და მუდმივი ინფორმირების აუცილებლობაზე, რაც ქვეყანაში ჯანსაღი მედიაგარემოს შეზღუდვასთან დაკავშირებით არსებული ეჭვების გაქარწყლებისკენ იქნება მიმართული. 10.2. „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებები საანგარიშო წლის განმავლობაში გავრცელებული განცხადებების570 შედეგად, არაერთხელ გახდა აქტუალური საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ 2018 წლის დეკემბერში საკანონმდებლო ორგანოში ინიცირებული საკანონმდებლო წინადადება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.571 შემოთავაზებული ცვლილებების თვითრეგულირებას ეროვნული მიკუთვნებული კომისიის ან თანახმად, დღეის გარკვეული სასამართლოს მდგომარეობით მედიის საკითხები კომუნიკაციების ზედამხედველობას დაექვემდებარება.573 572 საყურადღებოა, რომ აღნიშნულ საკითხებში ექცევა სიძულვილის ენის აკრძალვაც. 2020 წლის 12 თებერვალს აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება მიღებულად ცნო 570 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის განცხადება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/36uxZXJ> [ბოლოს ნანახია: 02.03.2020]; საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებები ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2GrPwVH>, <https://bit.ly/315WBoJ> [ბოლოს ნანახია: 02.03.2020]. 571 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2NZBb7i> [ბოლოს ნანახია: 26.01.2020]. 572 იგულისხმება „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლით გათვალისწინებული პროგრამული შეზღუდვები: ომის პროპაგანდა; ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც რაიმე ფორმით რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური ან სხვაგვარი შუღლის გაღვივების, რომელიმე ჯგუფის დისკრიმინაციის ან ძალადობისკენ წაქეზების აშკარა და პირდაპირ საფრთხეს ქმნის; ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის ფიზიკური შესაძლებლობის, ეთნიკური კუთვნილების, რელიგიის, მსოფლმხედველობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის ან სხვა თვისებისა თუ სტატუსის გამო შეურაცხყოფისაკენ, დისკრიმინაციისაკენ ან ამ თვისებისა თუ სტატუსის განსაკუთრებული ხაზგასმისაკენ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია პროგრამის შინაარსიდან გამომდინარე და მიზნად ისახავს არსებული შუღლის ილუსტრირებას; ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკურ, გონებრივ და ზნეობრივ განვითარებაზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროგრამების იმ დროს განთავსება, როცა მათ მიერ ამ პროგრამების ნახვის ან მოსმენის დიდი ალბათობა არსებობს. 573 საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე, ნაწილი 25, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2RQuVzL> [ბოლოს ნანახია: 26.01.2020]. 231 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა.574 სახალხო დამცველის შეფასებით, შემოთავაზებული საკანონმდებლო ცვლილებები მედიის პროგრამების შინაარსში ჩარევის შესაძლებლობას შექმნის, რაც ქვეყანაში არსებული გამოხატვის თავისუფლების მაღალ სტანდარტზე უარყოფითად აისახება. გასათვალისწინებელია, განმარტებით, რომ საქართველოს შემოთავაზებული კომუნიკაციების ცვლილებების პაკეტის ეროვნული მიზანია კომისიის საქართველოს კანონმდებლობის მისადაგება აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შესახებ 2010/13/EU დირექტივასთან. მითითებული დირექტივის თანახმად, სახელმწიფოებს ეკისრებათ ვალდებულება, უზრუნველყონ, რომ აუდიოვიზუალური მედიამომსახურება არ შეიცავდეს რასობრივი, სქესობრივი, რელიგიური ან ეროვნული ნიშნით სიძულვილის გაღვივებას.575 თუმცა, დირექტივა არ განსაზღვრავს კონკრეტულ ზომებს, რომლებიც სახელმწიფომ მსგავსი ვალდებულების შესასრულებლად უნდა გაატაროს. შესაბამისად, ხელისუფლებას რჩება სივრცე, არსებული გამოწვევებისა და საჭიროებების შეფასების შედეგად, გადაწყვიტოს, თუ რა საშუალების (რეგულირების თუ თვითრეგულირების მექანიზმი) გამოყენებას მიიჩნევს მიზანშეწონილად დირექტივის მოთხოვნის დასაცავად. სახალხო დამცველი იზიარებს სამოქალაქო სექტორის მოსაზრებას შემოთავაზებული ცვლილებების მიღების სანაცვლოდ, თვითრეგულირების მექანიზმის გაძლიერების საჭიროებაზე576 და მიუთითებს ამ მიზნით კონსულტაციების გამართვის აუცილებლობაზე, ყველა დაინტერესებული პირის მონაწილეობით. 10.3. პასუხისმგებლობა არაწინასაარჩევნო რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებით გასული წლების მსგავსად,577 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საანგარიშო წლის ბოლოსაც დაადგინა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევა ერთ-ერთი მაუწყებლის მხრიდან არაწინასაარჩევნო რეკლამის განთავსების გამო.578 წინა პერიოდისგან განსხვავებით, ვიდეორგოლები თავად ტელეკომპანიამ 574 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2Tt8W2O> [ბოლოს ნანახია: 02.03.2020]. 575 აუდიოვიზუალური მედიამომსახურების შესახებ ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2010/13/EU დირექტივა, მუხლი 6. 576 კოალიცია მედია ადვოკატირებისთვის განცხადება ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2O2lxIl> [ბოლოს ნანახია: 26.01.2020]. 577 იხ. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილებები: <https://bit.ly/2O0ps8z>, <https://bit.ly/2O3tNaT>, <https://bit.ly/2RrWEaW> [ბოლოს ნანახია: 27.01.2020]. 578 საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/36q7TVz> [ბოლოს ნანახია: 27.01.2020]. 232 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 დაამზადა და განათავსა და საფუძვლად არ დასდებია პოლიტიკურ გაერთიანებასთან გაფორმებული ხელშეკრულება. საგულისხმოა, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ შეიცავს არასაარჩევნო რეკლამის მარეგულირებელ წესებს და შესაბამისად, პირდაპირ არ კრძალავს არასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსებას. მიუხედავად ამისა, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მითითებით, დაუშვებელია მაუწყებლობის იმ სახით განხორციელება, რაც არ არის გათვალისწინებული შესაბამისი კანონმდებლობით. ამდენად, კომისიამ მიუთითა, რომ გავრცელებული ვიდეორგოლები თავისი შინაარსით წინასაარჩევნო რეკლამები იყო579 და ისინი იმგვარ პოლიტიკურ რეკლამებად განიხილა, რომელთა განთავსება შეზღუდულია, თუ წინასაარჩევნო კამპანია არ მიმდინარებს. აღნიშნულის საფუძველზე, კომისიამ დაადგინა, რომ მაუწყებელმა კანონით აკრძალული არასათანადო რეკლამა580 განათავსა და გაავრცელა. თავის მხრივ, აღსანიშნავია, რომ „არასათანადო რეკლამის“ ცნება განმარტებულია „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონით, რომლის მოქმედებაც პოლიტიკურ რეკლამაზე არ ვრცელდება.581 ნიშანდობლივია, რომ როგორც ეროვნული, ისე საერთაშორისო სტანდარტის შესაბამისად, გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევის მართლზომიერებისთვის, აუცილებელია აღნიშნული მიზნით გამოყენებული ნორმა აკმაყოფილებდეს ხელმისაწვდომობისა და განჭვრეტადობის მოთხოვნებს.582 ერთი მხრივ, დაინტერესებულ პირს უნდა შეეძლოს, განსაზღვროს კონკრეტულ სიტუაციაში მის მიმართ გამოსაყენებელი კანონი, ხოლო, მეორე მხრივ, თავად შემზღუდავი ნორმა საკმარისი სიცხადით უნდა იყოს ფორმულირებული, რათა მისცეს მას შესაძლებლობა, გონივრულობის ფარგლებში, განჭვრიტოს კონკრეტული ქმედების მოსალოდნელი შედეგი. სახალხო დამცველის შეფასებით, განსახილველ შემთხვევაში გამოყენებული აკრძალვა და მისი დასაბუთება ხსენებულ მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. თავის მხრივ, თუ გამოიკვეთება არაწინასაარჩევნო რეკლამის განთავსების შეზღუდვისა და მსგავსი სახით გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროში ჩარევის აუცილებლობა, რელევანტურ გარემოებებზე მითითებითა და შესაბამისი დასაბუთებით, უნდა განისაზღვროს მისი ლეგიტიმური მიზანი და შეიქმნას სათანადო საკანონმდებლო მოწესრიგება. 579 „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 2, „ჰ14“ ქვეპუნქტი; საქართველოს საარჩევნო კოდექსი, მუხლი 2, „ჯ“ ქვეპუნქტი. 580 „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 3, ნაწილი 2. 581 „რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 2, ნაწილი 5. 582 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბერის №1/3/421,422 გადაწყვეტილება საქმეზე, „საქართველოს მოქალაქეები გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II. პარ. 7; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1979 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე, the Sunday Times v. The United Kingdom, პარ. 49. 233 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში არ შეიტანოს იმგვარი ცვლილებები, რომლებიც დღეის მდგომარეობით მედიის თვითრეგულირებას მიკუთვნებულ საკითხებს საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, ან სასამართლოს ზედამხედველობას დაუქვემდებარებს რეკომენდაციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  საქართველოს გენერალური პროკურატურის გამოცდილების გათვალისწინებით, შეიმუშაოს შესაბამისი მეთოდოლოგია და მის საფუძველზე აწარმოოს სპეციალური სტატისტიკა, რომელიც ასახავს არა მხოლოდ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის დანაშაულს, არამედ ჟურნალისტების წინააღმდეგ ჩადენილ ყველა იმ დანაშაულებრივ ქმედებას, რომელიც მათ პროფესიულ საქმიანობას უკავშირდება საქართველოს გენერალურ პროკურორს:  საზოგადოებას პერიოდულად, 6 თვეში ერთხელ, მიაწოდოს ინფორმაცია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმის მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ. 234 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 11. შეკრების თავისუფლება საანგარიშო პერიოდში საქართველოში განსაკუთრებით აქტუალური იყო ადამიანის ფუნდამენტური უფლების - შეკრების თავისუფლების დაცვის საკითხები. წლის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით გამართული არაერთი მანიფესტაციის, საპროტესტო აქციის, კონტრაქციის შეხედულებების, და თუ პიკეტირების შინაარსი სოციალურ-ეკონომიკურ სამოქალაქო-პოლიტიკური მდგომარეობაზე პროტესტის გამოხატვასთან იყო დაკავშირებული. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, აღნიშნული უფლების რეალიზაციის დროს, სახელმწიფო მასზე დაკისრებულ პოზიტიურ და ნეგატიურ ვალდებულებებს სათანადოდ ვერ ასრულებდა. გამოიკვეთა განსხვავებული შეხედულებების ჯგუფებს შორის დაპირისპირების თავიდან ასაცილებელი ზომების მიუღებლობის, შეკრებილ პირთა მხრიდან კანონსაწინააღმდეგო ქმედებების აღსაკვეთად სათანადო ღონისძიებების გაუტარებლობის, არაპროპორციული, ასევე, გაუმართლებელი ძალის გამოყენების, და უფლებაში დაუსაბუთებელი ჩარევის საკითხები. გამოვლენილი საკანონმდებლო და პრაქტიკული ხარვეზების გარდა, წლის განმავლობაში შეკრებებზე დაკვირვებამ თვალსაჩინოდ წარმოაჩინა სახელმწიფოს განსხვავებული რეაგირება აგრესიული, მოძალადე და ჰომოფობიურად განწყობილი ჯგუფების მიერ დაგეგმილი შეკრებების მიმართ. ქვეყანაში შეკრების თავისუფლებით სარგებლობის კუთხით არსებული პრობლემების გათვალისწინებით, რომლებიც განსაკუთრებით მწვავედ 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების ფონზე გამოვლინდა, სახალხო დამცველმა სპეციალური ანგარიში მოამზადა, რომელშიც საქართველოში ამ უფლების განხორციელების მარეგულირებელი სამართლებრივი სისტემა და მისი აღსრულების მექანიზმები შეაფასა. სპეციალური ანგარიშის ფარგლებში შეკრების უფლებასთან დაკავშირებული არაერთი საკანონმდებლო თუ პრაქტიკაში არსებული ხარვეზი გამოიკვეთა. 11.1. შეკრების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გამოყენების შემთხვევები 2011 წლის 26 მაისის შემდეგ, საანგარიშო პერიოდში კვლავ ჰქონდა ადგილი შეკრების შეწყვეტას 235 | არაპროპორციული ძალის გამოყენებით, რაც უარყოფითად შეაფასეს საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საქართველოს დამცველმა,583 სახალხო ადგილობრივმა584 და საერთაშორისო585 უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა. კერძოდ, ძალის გამოყენებით და საკმაოდ მძიმე შედეგებით დასრულდა 2019 წლის 20 ივნისს პარლამენტის წინ მშვიდობიანად დაწყებული საპროტესტო შეკრება.586 აქციის დაწყებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, მანიფესტანტთა ნაწილის ქმედებები გასცდა მშვიდობიანი შეკრების ფარგლებს და ადგილზე მობილიზებულ სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლებთან მწვავე დაპირისპირებაში გადაიზარდა. საბოლოოდ, პოლიციამ შეკრება ძალის გამოყენებით შეწყვიტა, რის შედეგადაც ორასზე მეტი ადამიანი დაშავდა. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ, მათ შორის, ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები და წყლის ჭავლი გამოიყენეს. სახალხო დამცველის შეფასებით, 20-21 ივნისის შეკრების შეწყვეტისას გამოყენებული ძალა, განსაკუთრებით კი, არალეტალური ჭურვების გამოყენება, კანონმდებლობით დადგენილი ბრძანების არარსებობის, ჭურვებისა (რამდენიმე ასეული) და მეთოფეების (რამდენიმე ათეული) პარლამენტის შენობის ხანგრძლივობის რაოდენობის, ლოკაციის ფართობის (როგორც წინ, რუსთაველის გამზირის სხვა მონაკვეთებზე), დაშავებული მომიტინგეების ასევე, (რამდენიმე საათიანი პერიოდი), უშუალოდ რაოდენობისა და მათი დაზიანებების ხარისხის გათვალისწინებით, არ შეიძლება შეფასდეს პროპორციულ და თანაზომიერ საშუალებად. ამავდროულად, მონიტორინგის შედეგად გამოიკვეთა, რომ შეკრების შეწყვეტამდე არ შესრულებულა კანონმდებლობით გათვალისწინებული ისეთი ვალდებულება, როგორიცაა შეკრების მონაწილეების წინასწარი გაფრთხილება ფიზიკური ძალისა და სპეციალური საშუალებების მოსალოდნელი გამოყენების თაობაზე, მათთვის პოლიციას არც გონივრული დრო მიუცია კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად.587 აღსანიშნავია, რომ შეკრების მონაწილეთა წინასწარი გაფრთხილების ვალდებულების შესრულების სტანდარტი 583 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების თაობაზე, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2M2bpir> [ბოლოს ნანახია: 24.01.2020]. 584 იხ. მათ შორის, არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადება 20 ივნისს განვითარებულ მოვლენებზე, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2GlXqzZ> [ბოლოს ნანახია 30.03.2020]; ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) ანგარიშები, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2sV9ODW> [ბოლოს ნანახია 30.03.2020]; <https://bit.ly/2TXZfLs> [ბოლოს ნანახია 30.03.2020]; საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ანგარიში „დაკარგული <https://bit.ly/30Q1zpo>[ბოლოს ნანახია თვალის 30.03.2020]; მიღმა“, ადამიანის ხელმისაწვდომია უფლებათა ცენტრის ვებგვერდზე: ანგარიში: < https://bit.ly/2O0Er29 > [ბოლოს ნანახია: 24.01.2020]. 585 იხ. Amnesty International-ის განცხადება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/30QaXcA> [ბოლოს ნანახია 30.03.2020], Human Rights Watch-ის ანგარიში, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2t0tV3M>[ბოლოს ნანახია 30.03.2020]; ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის განცხადება: <https://bit.ly/36ogSqw> [ბოლოს ნანახია: 24.01.2020]. 586 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის განცხადება 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების თაობაზე, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2M2bpir> [ბოლოს ნანახია: 29.03.2020]. 587 „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 31, ნაწილი 3. 236 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ასახულია „შეკრებების ეუთოს/დემოკრატიული დროს პოლიციის ინსტიტუტებისა მიერ და წესრიგის ადამიანის დაცვის შესახებ“ უფლებების ოფისის სახელმძღვანელოში, რომლის თანახმადაც, მონაწილეთა გაფრთხილება შესაბამისი ხმის გამაძლიერებელი აპარატურის მეშვეობით, შეკრებაზე რამდენჯერმე უნდა განხორციელდეს, უნდა იყოს მკაფიო, გასაგები და არ იფარებოდეს სხვა ბგერებით. საჭიროების შემთხვევაში, გაფრთხილება რამდენიმე ადგილიდან უნდა გაკეთდეს, რათა იგი ყველა მონაწილემ გაიგოს.588 ამ წესიდან ერთადერთ გამონაკლისს ისეთი სიტუაცია წარმოადგენს, როდესაც დაყოვნებას სიცოცხლის მოსპობა ან სერიოზული დაშავება შეიძლება მოჰყვეს.589 სახალხო დამცველმა არ გაიზიარა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განმარტება, რომ 2019 წლის 20 ივნისს განვითარებული მოვლენების, ძალადობის ინტენსივობისა და მასშტაბის გათვალისწინებით, ცრემლსადენი გაზის და რეზინის ტყვიების გამოყენებამდე, უშუალოდ ადგილზე გაფრთხილება შეუძლებელი და აზრს მოკლებული იყო.590 სამინისტრო ასევე მიუთითებდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობის ხელყოფის, პარლამენტში შეჭრის რეალური საფრთხის არსებობაზე. აპარატის შეფასებით, უწყებას ადგილზე ჰქონდა გაფრთხილების პრაქტიკული შესაძლებლობა სიტუაციის ესკალაციის შემთხვევაში მოსალოდნელი ძალის გამოყენების თაობაზე, როგორც პარლამენტში თვითნებური შეღწევის შესახებ განცხადების გაკეთებიდან სიტუაციის თავდაპირველ გამწვავებამდე, ასევე მის შემდგომ პერიოდშიც.591 რაც შეეხება შეკრების შეწყვეტის დაწყებამდე მონაწილეთა გაფრთხილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საჯაროდ გავრცელებული საგანგებო განცხადებით,592 აგრეთვე, მედია საშუალებებით საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და ქალაქ თბილისის 588 მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაჟღერებულ მოწოდებებს,593 მსგავსი ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებებს ოფისი (OSCE/ODIHR), ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო შეკრებების დროს პოლიციის მიერ წესრიგის დაცვის შესახებ, 2016, გვ. 133134, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2Jt2fc9> [ბოლოს ნანახია: 24.01.2020]. 589 ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებებს ოფისი (OSCE/ODIHR), ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო შეკრებების დროს პოლიციის მიერ წესრიგის დაცვის შესახებ, 2016, გვ. 133. 590 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 9 იანვრის №59687 წერილი. 591 შეკრების მიმდინარეობისას, პარლამენტში შესაძლო შეჭრის შესახებ განცხადება 21:08 საათზე გაჟღერდა, ხოლო ადგილზე სიტუაცია პირველად 21:50 საათიდან გამწვავდა, როდესაც აქციის მონაწილეთა ნაწილმა პოლიციის კორდონის გარღვევა და პარლამენტის ეზოში შესვლა სცადა, თუმცა ძალის გამოყენება მოხდა აღნიშნული ინციდენტიდან 2 საათის გასვლის შემდეგ. ამასთან, სიტუაციის პირველი ესკალაციიდან ძალის გამოყენებამდე, დაახლოებით 40 წუთის განმავლობაში, შეკრების მონაწილეებს შეწყვეტილი ჰქონდათ ძალადობრივი ქმედებები. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2RufAWN> [ბოლოს ნანახია 30.03.2020]; <https://bit.ly/30RhhAF> [ბოლოს ნანახია: 04.02.2020] 592 იხ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/3asxyzY> [ბოლოს ნანახია: 29.03.2020]. 593 იხ. საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერი (22:39 საათიდან და 22:59 საათიდან) ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2Uq3bEu> [ბოლოს ნანახია: 29.03.2020]. 237 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ღონისძიებები არ უზრუნველყოფს შეკრების მონაწილეთა სრულფასოვან ინფორმირებას და არ აკმაყოფილებს ზემოთ მითითებულ გაფრთხილების სტანდარტს. ცალკე ყურადღებას იმსახურებს მოვლენების გაშუქების მიზნით ადგილზე მყოფი ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლის, დაკავებისა და მათი დაშავების ფაქტები. საგულისხმოა, რომ მედიის წარმომადგენლებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ შეკრებათა შესახებ დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი და ობიექტური ცნობების გავრცელების თვალსაზრისით, ხოლო მათ მიერ მოპოვებული ჩანაწერები მნიშვნელოვანია ორგანიზატორებისა და სამართალდამცავების ანგარიშვალდებულების კუთხით.594 ჟურნალისტების შეკრებებზე დაშვებისა და მისი შეუფერხებლად გაშუქების შესაძლებლობის მინიჭება მჭიდროდ უკავშირდება როგორც მშვიდობიანი შეკრების უფლებას, აგრეთვე, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლებას.595 ყოველივე ეს კი აუცილებელს ხდის, უზრუნველყოფილი იყოს მედიის წარმომადგენლების, მათ შორის, სამოქალაქო ჟურნალისტების,596 დაცულობა შეკრების მონიტორინგის ჩატარებისას.597 ამის საწინააღმდეგოდ, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის ინფორმაციით, 20-21 ივნისის საპროტესტო აქციის ცრემლსადენი გაზითა და რეზინის ტყვიებით შეწყვეტის შედეგად, მედიის 40-მდე წარმომადგენელი დაშავდა.598 რამდენიმე მათგანის განცხადებით, პოლიცია მათ რეზინის ტყვიებს დამიზნებით ესროდა მას შემდეგაც კი, როდესაც 594 ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) და ევროპული კომისია დემოკრატიისთვის კანონის მეშვეობით (ვენეციის კომისია); შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპები, მეორე გამოცემა, 2010, პარ. 206-208; ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), ეუთოს წევრ შერჩეულ ქვეყნებში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგის ანგარიში (მაისი 2017 - ივნისი 2018), 19 სექტემბერი 2019, პარ. 334, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2ucM3Ih> [ბოლოს ნანახია: 19.02.2020]; ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში საქმეზე, Najafli v. Azerbaijan, განმარტა, რომ მედიის როლი გულისხმობს საზოგადოებრივ ინტერესს მიკუთვნებულ საკითხებზე ინფორმაციის გავრცელებას; ხოლო, თავის მხრივ, საზოგადოებას გააჩნია ამგვარი მონაცემების და, მათ შორის, შეკრების შესახებ ინფორმაციის მიღების უფლება (პარ. 66). 595 ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), ეუთოს წევრ შერჩეულ ქვეყნებში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგის ანგარიში (მაისი 2017 ივნისი 2018), 19 სექტემბერი 2019, პარ. 335; მედიის თავისუფლების საკითხებში ეუთოს წარმომადგენლის 2007 წლის 21 ივნისის სპეციალური ანგარიში პოლიტიკური დემონსტრაციების მიმდინარეობისას მედიასთან მუშაობის თაობაზე, გვ. 1, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/3bUMQ1E> [ბოლოს ნანახია: 19.02.2020]. 596 ეუთოს წევრ შერჩეულ ქვეყნებში მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების მონიტორინგის ანგარიშის (მაისი 2017 - ივნისი 2018) თანახმად, სამოქალაქო ჟურნალისტიკა გულისხმობს იმ მოქალაქეთა აქტივობას, რომლებიც, მართალია, არ არიან დასაქმებული ტრადიციულ მედიაში, თუმცა აგროვებენ, გადასცემენ, აანალიზებენ და ავრცელებენ სიახლეებსა და ინფორმაციას. 597 გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის ანგარიში, 21 მაისი 2012, A/HRC/20/27, პარ. 48. 598 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2THI7tm> [ბოლოს ნანახია: 24.01.2020]. 238 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სამართალდამცავებს ეუბნებოდნენ, რომ მედიის იყვნენ.599 წარმომადგენლები მიუხედავად ამისა, შეკრების დაშლისას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებზე საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მედიის არცერთ წარმომადგენელს ამ დრომდე არ მინიჭებია დაზარალებულის სტატუსი.600 აღსანიშნავია, რომ მედიის წარმომადგენელთა დაცულობის თვალსაზრისით, საქართველოს კანონმდებლობაც ხარვეზიანია, რომელიც შეკრების ორგანიზატორებისა და სამართლდამცავ ორგანოს ავალდებულებს მაიდენტიფიცირებელი 601 ჟურნალისტებს, რომლებიც შეკრებას აშუქებენ, ნიშნის მქონე ხელი არ შეუშალონ პროფესიულ საქმიანობაში, თუმცა არ განმარტავს, რა იგულისხმება ამ ნიშანში. ამგვარი ბუნდოვანი რეგულირება საკმაოდ პრობლემური საკითხია როგორც პოლიციისთვის, გაარჩიოს შეკრების ჩვეულებრივი მონაწილე ჟურნალისტისგან შეკრების იძულების ღონისძიებების გამოყენებით მართვის დროს, აგრეთვე დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, პროფესიულ შესაბამისი საქმიანობაში ხელშეშლის პასუხისმგებლობის საკითხის გადაწყვეტისას. 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება მოქალაქეების მხრიდან ჩადენილ შესაძლო დანაშაულებრივ ქმედებებთან დაკავშირებით,602 ხოლო საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ - სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით დაიწყო.603 მათგან, სახალხო დამცველის აპარატი 2019 წლის 2 ივლისიდან შეისწავლის საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე სისხლის სამართლის 599 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2THI7tm> [ბოლოს ნანახია: 24.01.2020]; აღსანიშნავია, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2012 წლის 2 ოქტომბრის გადაწყვეტილებაში, საქმეზე, Najafli v. Azerbaijan, არ გაიზიარა ხელისუფლების არგუმენტაცია, რომ შეკრების მიმდინარეობისას ჟურნალისტის მიმართ ძალის გამოყენების დროს, პოლიციის თანამშრომლებისთვის შეუძლებელი იყო მისი, როგორც ჟურნალისტის, იდენტიფიცირება. სასამართლომ ამგვარი დასკვნა იმ პირობებში გამოიტანა, როდესაც, მართალია, ჟურნალისტი არ ატარებდა სპეციალურ ჟილეტს, თუმცა მას მკერდზე შესაბამისი „ბეიჯი“ ეკეთა და ამასთან, საგანგებოდ ჰქონდა მიწოდებული ინფორმაცია პოლიციის ოფიცრებისთვის, რომ ჟურნალისტი იყო (პარ. 67). 600 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 18 თებერვლის №13/10468 წერილი. 601 “შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 2, ნაწილი 4. 602 იხ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2UrvaDS> [ბოლოს ნანახია: 29.03.2020]. 603 იხ. საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2JpLBu2> [ბოლოს ნანახია: 29.03.2020]. 239 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საქმეს,604 რომლის ფარგლებში გამოვლენილი მიგნებები ასახულია „20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების შუალედურ ანგარიშში“.605 სახალხო დამცველი საგანგებოდ მიუთითებს, რომ შეკრების დროს დაძაბულობისა თუ სამართალდარღვევების თავიდან ასაცილებლად და არსებული გამოწვევების მშვიდობიანად გადასაწყვეტად, უპირატესობა ენიჭება მოლაპარაკებების წარმოებას.606 თუმცა, წლის განმავლობაში, ამის საპირისპირო არაერთ შემთხვევას ჰქონდა ადგილი. მაგალითად, ჰესის მშენებლობის გასაპროტესტებლად პანკისის ხეობაში 2019 წლის 21 აპრილს გამართული აქცია, რომელიც ძალის გამოყენებით დაშალეს.607 მოცემულ შემთხვევაში, ჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით, მოსახლეობასთან არ ყოფილა საკმარისი კომუნიკაცია, არც ყველა შესაბამისი რესურსი გამოუყენებიათ სიტუაციის ესკალაციის თავიდან ასაცილებლად. გარდა მითითებული შემთხვევებისა, აღსანიშნავია პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების გასაპროტესტებლად და საქართველოს პარლამენტის პიკეტირების მიზნით, 2019 წლის 18 და 26 ნოემბერს გამართული მშვიდობიანი შეკრებები, რომელთა მონაწილეების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს შენობის ბლოკირებიდან რამდენიმე საათის გასვლის შემდეგ. მართალია, შეკრების მონაწილეთა აღნიშნული ქცევა ეწინააღმდეგებოდა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონს,608 თუმცა ხსენებული ფაქტი არ გამორიცხავდა აქციის მშვიდობიან ხასიათს,609 მით უფრო, იმ პირობებში, როდესაც მონაწილეები არ მიმართავდნენ რაიმე სახის ძალადობრივ ქმედებას. სახალხო დამცველის შეფასებით, ასეთ შემთხვევებში მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გამოიჩინოს 604 იხ. გარკვეული საქართველოს ხარისხის სახალხო შემწყნარებლობა დამცველის განცხადება, თუნდაც უკანონო, ხელმისაწვდომია მაგრამ ვებგვერდზე: <https://bit.ly/2UtwsOW> [ბოლოს ნანახია: 29.03.2020]. 605 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში - 20-21 ივნისის მოვლენების გამოძიების შუალედური ანგარიში, 2020. 606 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის №1002 ბრძანება „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს სახელმძღვანელო ინსტრუქციის ინსტიტუტებისა და საქართველოს ადამიანის საქმეთა სამინისტროს დამტკიცების შინაგან თაობაზე“, მუხლი უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) მოსამსახურეთა ქცევის 6; ეუთო/დემოკრატიული და ევროპული კომისია დემოკრატიისთვის კანონის მეშვეობით (ვენეციის კომისია); შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპები, მეორე გამოცემა, 2010, პარ. 5.4. 607 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2uyDmaO> [ბოლოს ნანახია: 24.01.2020]. 608 „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხლი 9, ნაწილი 3. 609 ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) და ევროპული კომისია დემოკრატიისთვის კანონის მეშვეობით (ვენეციის კომისია), შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპები, მეორე გამოცემა, 2010, პარ. 1.3; ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებებს ოფისი (OSCE/ODIHR), ადამიანის უფლებების სახელმძღვანელო შეკრებების დროს პოლიციის მიერ წესრიგის დაცვის შესახებ, 2016, გვ. 17-18. 240 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მშვიდობიანი შეკრებების მიმართ.610 შესაბამისად, ორივე შემთხვევაში კითხვებს ბადებს წყლის ჭავლის გამოყენების პროპორციულობა. ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, 2019 წლის 26 ნოემბერს, დილის 5 საათზე,611 პარლამენტის შენობის შესასვლელების წყლის ჭავლით გათავისუფლება არ შეიძლება მიჩნეული ყოფილიყო „აუცილებლად დემოკრატიულ საზოგადოებაში“, რომელიც პასუხობს „მწვავე საზოგადოებრივი საჭიროების“ მოთხოვნას, რამდენადაც მითითებულ პერიოდში (არასამუშაო საათებში) საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელების გათავისუფლების ინტერესი არ არსებობდა. საგულისხმოა, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აქციის მონაწილეებთან მიმდინარეობდა კომუნიკაცია/მოლაპარაკება, ძალისმიერი ჩარევის მაქსიმალურად თავიდან ასაცილებლად და სიტუაციის მშვიდობიანად დასარეგულირებლად, თუმცა, მოთხოვნის მიუხედავად, უწყებას არ მოუწოდებია ინფორმაცია, რა სახის კომუნიკაცია შედგა თითოეულ შემთხვევაში, რაც შეუძლებელს ხდის მისი ეფექტიანობის შეფასებას.612 ამასთან, უწყებას, ზეპირად მიღებული გადაწყვეტილება არცერთ შემთხვევაში არ დაუსაბუთებია წერილობითი ფორმით, რაც აუცილებელი ინსტრუმენტია გატარებული ღონისძიების კანონიერების შესაფასებლად. გადაწყვეტილების რელევანტური მოტივირება, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს უწყების შებოჭვას სამართლით, ხოლო მეორე მხრივ, დაინტერესებულ შესაძლებლობით და პირს სადავო აძლევს საშუალებას, გადაწყვეტილებას ისარგებლოს გასაჩივრების დაუპირისპიროს სათანადო არგუმენტაცია. 11.2. რეაგირება შეკრებილ პირთა ძალადობრივ და კანონსაწინააღმდეგო ქმედებებთან დაკავშირებით საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც ლგბტ+ თემის წარმომადგენლებს და მათ მხარდამჭერებს, ულტრა მემარჯვენე ჯგუფების მხრიდან, ხელი ეშლებოდათ შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებით სარგებლობაში. ამ შემთხვევებში თვალსაჩინო იყო სახელმწიფოს განსხვავებული რეაგირება მოძალადე ჯგუფების მიმართ, რომლებიც შეკრების უფლების საფარქვეშ ცდილობდნენ სხვათა უფლებების უხეშ და ძალადობრივად დარღვევას. ამ კუთხით, საყურადღებოა 2019 წლის 14 ივნისს მთავრობის ადმინისტრაციის შენობასთან ლგბტ+ თემის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების ორგანიზებული 610 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Oya Ataman v. Turkey, პარ. 39-42. 611 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2GX6gUY> [ბოლოს ნანახია: 24.01.2020]. 612 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 9 იანვრის №59687 წერილი. 241 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მშვიდობიანი შეკრების მიმდინარეობისას განვითარებული მოვლენები,613 რასაც სახალხო დამცველი საჯარო განცხადებით გამოეხმაურა.614 კერძოდ, ჰომოფობიური ჯგუფების მიერ გამართული კონტრშეკრების მონაწილეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალადობის და ფიზიკური შეურაცხყოფის მუქარას „თბილისი პრაიდის“ ორგანიზებული შეკრების მონაწილეთა მიმართ, ჟურნალისტებზე თავდასხმისა და მათი პროფესიული საქმიანობის ხელშეშლას,615 სახალხო დამცველის მოადგილეზე თავდასხმის მცდელობას და ძალადობის მუქარას.616 შედეგად, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს 28 პირი,617 ხოლო გამოძიება 4 ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო,618 თუმცა დღემდე დასახელებული სისხლის სამართლის არცერთ საქმეში კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად ცნობილი არ არის და გამოძიება კონკრეტულ შედეგებამდე არ მისულა.619 ინციდენტები ახლდა ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“, ჩვენებების ჩაშლის მცდელობასაც, თბილისსა და ბათუმში. 2019 წლის 8 ნოემბერს, თბილისში, კინოთეატრ „ამირანთან“ შეკრებილი პირები ძალადობით ცდილობდნენ სამართალდამცავთა კორდონის გარღვევას და შენობაში შესვლას. ასევე ადგილი ჰქონდა მოქალაქეებზე თავდასხმას,620 პიროტექნიკის, ბოთლებისა და სხვა საგნების გამოყენების ფაქტებს როგორც „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე,621 ისე ბათუმში, კინოთეატრ „აპოლოსთან“.622 მოძალადე პირები ინფორმაცია 613 ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://bit.ly/39nfRSd>[ბოლოს ნანახია 30.03.2020], <https://bit.ly/2ZAehIb> [ბოლოს ნანახია: 22.01.2020]. 614 სახალხო დამცველის განცხადება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/37idZbr> [ბოლოს ნანახია: 22.01.2019]. 615 სრულად ჟურნალისტების საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტების შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/351DY5u>[ბოლოს ნანახია 30.03.2020]; იხ. ასევე: <https://bit.ly/356wqOX>[ბოლოს ნანახია 30.03.2020], <https://bit.ly/2ZD9h5I>[ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 616 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2u2X4LN> [ბოლოს ნანახია: 22.01.2020]. 617 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2SpPlA6> [ბოლოს ნანახია: 05.02.2020]. 618 მთავრობის ადმინისტრაციის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე ნატა ფერაძის მიმართ ჩადენილი შესაძლო ძალადობის, „ნეტგაზეთის“ ჟურნალისტის საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის, „ტვ პირველის“ ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და სახალხო დამცველის მოადგილის მიმართ ჩადენილი შესაძლო მუქარის ფაქტები. 619 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 23 იანვრის №13/3927 წერილი. 620 „რესპუბლიკური პარტიის“ ერთ-ერთ დამფუძნებელზე, დავით ბერძენიშვილსა და სამოქალაქო აქტივისტ ანა სუბელიანზე თავდასხმის ამსახველი კადრები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2QCZSbN>[ბოლოს ნანახია 30.03.2020], <https://bit.ly/35nmjFQ>[ბოლოს ნანახია 30.03.2020]; იხ. ვიდეო კადრის 2:14:50 – 2:16:00 მონაკვეთი [ბოლოს ნანახია: 23.01.2020]. 621 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/349qV27>[ბოლოს ნანახია 30.03.2020], <https://bit.ly/2XAXQtX>[ბოლოს ნანახია 30.03.2020]; <https://bit.ly/2O80UuP> [ბოლოს ნანახია: 23.01.2020]. 622 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2rX9i7w> [ბოლოს ნანახია: 23.01.2020]. 242 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ასევე უშლიდნენ ხელს ჟურნალისტებს პროფესიულ საქმიანობაში და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ მათ.623 მიუხედავად იმისა, რომ ძალადობრივი ჯგუფის ლიდერებმა ჩვენების ჩაშლა ფილმის პრემიერამდე რამდენიმე დღით ადრე დააანონსეს,624 ხელისუფლებას არ გაუტარებია აუცილებელი პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის, პასუხისგებაში არ მიუცია ძალადობრივი ქმედებების უზრუნველსაყოფად და ორგანიზატორები. დაპირისპირების თავიდან ამასთან, უსაფრთხოების ასაცილებლად, ჰომოფობიური ჯგუფებისგან საჭირო მანძილით არ განუცალკევებიათ ადგილზე ფილმის სანახავად მისული პირები. რაც შეეხება ადგილზე კონკრეტული ინციდენტების საპასუხო რეაგირებას, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 2019 წლის 8 ნოემბერს თბილისსა და ბათუმში წვრილმანი ხულიგნობისა და ადგილზე მყოფი პოლიციის თანამშრომლების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობისთვის, ადმინისტრაციული 625 თბილისში, ხოლო 3 - ბათუმში) დააკავეს. წესით 27 პირი (24 - ამასთან, მომდევნო დღეს წვრილმანი ხულიგნობის ჩადენისთვის ბათუმში კიდევ 1 პირი დააკავეს.626 გარდა ამისა, გამოძიება დაიწყო 8 სისხლის სამართლის საქმეზე,627 რომელთა ნაწილში მოხერხდა დანაშაულის ჩამდენი პირების იდენტიფიცირება და მათ მიმართ წარიმართა სისხლისსამართლებრივი დევნა.628 623 მათ შორის, მედიით გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, მსგავს ინციდენტს ჰქონდა ადგილი ტელეკომპანია „მთავარი არხის“, ტელეკომპანია „პალიტრა ნიუსის“, „პოსტტივის“ წარმომადგენლების მიმართ, ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/35lDSWP>[ბოლოს ნანახია 30.03.2020], იხ. ვიდეო კადრის 2:04:35 – 2:09:26 მონაკვეთი, <https://bit.ly/349bqaq>[ბოლოს ნანახია 30.03.2020]; 9 ნოემბერს გავრცელდა ინფორმაცია „ტაბულას“ ჟურნალისტის ფიზიკური შეურაცხყოფის თაობაზე, ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2D1hxld> [ბოლოს ნანახია: 24.01.2020]. 624 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2rbV6aB> [ბოლოს ნანახია 30.03.2020], <https://bit.ly/2pGU7ie>[ბოლოს ნანახია 30.03.2020], <https://bit.ly/33cRnqE>[ბოლოს ნანახია 30.03.2020],, <https://bit.ly/35kT6eF>[ბოლოს ნანახია 30.03.2020], <https://bit.ly/2pEbIHB>[ბოლოს ნანახია 30.03.2020],, <https://bit.ly/2QBSUUo>[ბოლოს ნანახია 30.03.2020],, <https://bit.ly/2XyPy5R> [ბოლოს ნანახია: 24.01.2020]. 625 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/3aDtugM> [ბოლოს ნანახია:24.01.2020]. 626 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 17 იანვრის №133937 წერილი. 627 პოლიციის თანამშრომლების მიმართ განხორციელებული თავდასხმის, დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებული თავდასხმის, ანა სუბელიანის ჯანმრთელობის დაზიანების, კინოთეატრ „ამირანის“ შესასვლელში განთავსებული ბანერების დაზიანების, კინოთეატრ „ამირანში“ ხანძრის მომზადების, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კუთვნილი ავტომანქანის დაზიანების, კინოთეატრ „ამირანის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ტელეკომპანია „იმედის“ ოპერატორის კამერის შტატივის დაზიანებისა და ტელეკომპანია „ტაბულას“ ჟურნალისტის მიმართ განხორციელებული ძალადობისა და მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის დაზიანების ფაქტებზე. 628 კერძოდ, საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 21 იანვრის №13/3640 და 3 თებერვლის №13/6456 წერილების შესაბამისად, ბრალდება წარედგინა: ერთ პირს - პოლიციის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმისთვის, ერთ პირს - პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობის გაწევისთვის, ერთ პირს - ტელეკომპანია „ტაბულას“ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში 243 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სახალხო დამცველის შეფასებით, მთავარი პრობლემა ის იყო, რომ ხელისუფლება ულტრამემარჯვენე ჯგუფებს განიხილავდა შეკრების 629 განსხვავებული მოსაზრების მქონე პირებად, უფლებით მოსარგებლე, ხოლო მათგან მომდინარე საფრთხეებს, რომელიც მიმართული იყო ლგბტ+ თემის წარმომადგენლების და მათი მხარდამჭერების უფლებების შეზღუდვისაკენ, იმავე სამართლებრივ ჩარჩოებში აქცევდა, რომელშიც გარანტირებულია საკუთარი უფლებების დაცვისა და თანასწორობის იდეის მხარდამჭერი ადამიანების მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლება. ამგვარი მიდგომა ეწინააღმდეგება შეკრების თავისუფლების როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო სტანდარტებს, რამდენადაც, ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან კონტრაქციების მსგავსი მიზნით გამართვა უფლების ბოროტი გამოყენებაა,630 ხოლო მათ მიერ ჩადენილი ძალადობრივი ქმედებები დაცული არ არის შეკრების თავისუფლებით.631 გარდა მითითებული შემთხვევებისა, პრობლემური იყო საანგარიშო წლის ბოლოს (2019 წლის 1-4 დეკემბერს) თბილისში, მცხეთაში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ხულოში ხელისუფლების მხარდამჭერი ჯგუფების ორგანიზებული აქციებისა თუ კონტრაქციების მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებებისგან მშვიდობიანი 632 ოპოზიციის წარმომადგენელთა დაცულობის საკითხიც. განსხვავებული შეხედულებების ჯგუფებს შორის მანიფესტანტების და მოცემულ შემთხვევებში, დაპირისპირების თავიდან ასაცილებლად და მათ შორის უსაფრთხო დისტანციის უზრუნველსაყოფად, ხშირად, ადგილზე სამართალდამცავებს არ მიუმართავთ სათანადო ზომებისთვის, ასევე, შეკრებილ პირთა ძალადობრივ ქმედებებს არ მოჰყოლია მათი აღმკვეთი მყისიერი რეაგირება.633 ხელის შეშლისა და მის მიმართ განხორციელებული ძალადობისთვის, ერთ პირს - კინოთეატრ „ამირანის“ ბანერის დაზიანებისთვის და ერთ პირს - ანა სუბელიანის ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებისთვის. 629 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/3ayjvcp> [ბოლოს ნანახია: 24.01.2020]. 630 ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, მუხლი 17. საქართველოს 631 საკონსტიტუციო სასამართლოს 2011 წლის 18 აპრილის №2/482,483,487,502 გადაწყვეტილება, II, პარ.90. 632 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <http://rustavi2.ge/ka/news/148837>, <https://bit.ly/35VBrdT> [ბოლოს ნანახია 30.03.2020], <https://bit.ly/2sFvVhi>[ბოლოს ნანახია 30.03.2020],, <https://bit.ly/2Y8q8wq>[ბოლოს ნანახია 30.03.2020], <https://bit.ly/33K6sjm>[ბოლოს ნანახია 30.03.2020],, <https://bit.ly/2OHasNr>[ბოლოს ნანახია 30.03.2020],, <https://bit.ly/2P6u0tI>[ბოლოს ნანახია 30.03.2020],, <https://bit.ly/34Mb0aj>[ბოლოს ნანახია 30.03.2020],, <https://bit.ly/2YfU0XQ>[ბოლოს ნანახია 30.03.2020],, <https://bit.ly/2rpY63B>[ბოლოს ნანახია 30.03.2020],, <https://bit.ly/39beG8b>[ბოლოს ნანახია 30.03.2020],, <http://rustavi2.ge/ka/news/149123> [ბოლოს ნანახია: 25.01.2020]. 633 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2019 წლის 19 დეკემბრის №3405737, 2019 წლის 24 დეკემბრის №3454937 და 2020 წლის 31 იანვრის №254152 წერილების, აგრეთვე, ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 6 თებერვლის №01/3346 წერილის შესაბამისად, კონკრეტული სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი არ გამოვლენილა და შესაბამისი რეაგირება არ მოჰყოლია 2019 წლის 1 დეკემბერს მმართველი პოლიტიკური პარტიის მხარდამჭერების მიერ ქუთაისში, გაერთიანებული ოპოზიციისა და „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებთან გამართული შეკრებების მიმდინარეობისას გამოვლენილ ინციდენტებს; ადგილზე შესაბამისი რეაგირება ასევე არ მოჰყოლია 2019 წლის 2 დეკემბერს თბილისში, „ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „სირცხვილიას“, „გაბედეს“ და „შეცვალეს“ 244 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც საკმაოდ დაძაბული სიტუაციის მიუხედავად, პოლიციელები ადგილზე 30 და 40 წუთის დაგვიანებით ცხადდებოდნენ.634 აღნიშნული ინციდენტებიდან, 3 შემთხვევასთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება,635 თუმცა სისხლისსამართლებრივი დევნა სამართალდამრღვევი პირების მიმართ, ამ დრომდე არ დაწყებულა. მითითებული ინციდენტების გარდა, საყურადღებოა ასევე 2019 წლის 16 ივნისს ლევან ვასაძის მიერ, მის მხარდამჭერებთან ერთად გამართულ შეკრებაზე, სახალხო რაზმების ორგანიზებისა და ლეგიონების შექმნის დაანონსების ფაქტი, რაც „ღირსების მარშის“ ძალისმიერი მეთოდებით ჩაშლისკენ იყო მიმართული.636 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ აღნიშნულთან დაკავშირებით, გამოძიება უკანონო ფორმირების შექმნისა და ხელმძღვანელობის ფაქტზე დაიწყო.637 თუმცა, სისხლის სამართლის საქმეში კონკრეტული პირი ბრალდებულად ცნობილი დღემდე არ არის.638 ამდენად, ცალკეულ ჯგუფთა სპონტანური თუ წინასწარ დაგეგმილი შეკრებების გამართვის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან შესაძლო რისკების დროული შეფასება და ყველა შესაბამისი ზომის მიღება (მათ შორის, შესაბამისი საპოლიციო რესურსის მობილიზების გზით) დანაშაულებრივი და ძალადობრივი ქმედებების თავიდან ასაცილებლად, მთელი წლის განმავლობაში პრობლემა იყო.639 სახალხო დამცველი საგანგებოდ მიუთითებს, რომ ძალადობრივი დაჯგუფებების მიერ სხვათა უფლებების თვითნებური შეზღუდვის, ასევე, დაუსჯელობის გარემოს შექმნის თავიდან ასაცილებლად, ყველა ზემოხსენებულ ფაქტთან დაკავშირებით, არსებითი მნიშვნელობა აქვს დროულ და ეფექტიან გამოძიებას და ყველა დამნაშავე პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრებას. აქტივისტების მიერ გამართული შეკრებისა და მმართველი გუნდის ახალგაზრდული ფრთის წევრების მიერ ჩატარებული კონტრშეკრების მიმდინარეობისას გამოვლენილ ინციდენტებს (კონტრშეკრების აგრესიულად განწყობილი მონაწილეების მხრიდან ადგილი ჰქონდა ლანძღვა-გინებას, ძალადობრივ მოწოდებებს და აქტივისტების მიმართ ფიზიკურ ძალადობას, გამოიყენეს პიროტექნიკაც). 634 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/35Rb4GA>[ბოლოს ნანახია 30.03.2020],, <https://bit.ly/30QYOEn>[ბოლოს ნანახია 30.03.2020], <http://rustavi2.ge/ka/news/149123> [ბოლოს ნანახია: 24.01.2020]. 635 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 18 თებერვლის №13/10468 წერილის შესაბამისად, გამოძიება მიმდინარეობს მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიასთან მოძრაობა „გაბედეს“ აქტივისტების მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტზე, თბილისში ორზე მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ფაქტზე და ზუგდიდში მდებარე „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისის მიმდებარე ტერიტორიაზე აქციის დროს ნივთის განზრახ დაზიანების ფაქტზე. 636 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/3ayPRnn>[ბოლოს ნანახია 30.03.2020],, <https://bit.ly/2TUa3dx> [ბოლოს ნანახია: 23.01.2020]. 637 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/38A9slr> [ბოლოს ნანახია: 23.01.2020]. 638 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 23 იანვრის №13/3927 წერილი. 639 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, გვ. 160-161. 245 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 11.3. „ღირსების მარში“ მოძრაობა „თბილისი პრაიდის“ მიერ 2019 წლის 18-23 ივნისის დღეებში დაგეგმილი „ღირსების მარშის“ ჩატარების ორგანიზების დროს, სახალხო დამცველის შეფასებით, ადგილი ჰქონდა შეკრების უფლების გაუმართლებელ შეზღუდვას. მიუხედავად იმისა, რომ „ღირსების მარშის“ ორგანიზატორებმა უსაფრთხოების საკითხზე მოლაპარაკებები ხელისუფლებასთან რამდენიმე თვით ადრე დაიწყეს, მათ მსვლელობის ჩატარება სასურველი ფორმატით მაინც ვერ შეძლეს.640 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორებს განუმარტეს, რომ დაგეგმილი სახით ამ ღონისძიების ჩატარება, მასში მონაწილე პირების 641 დაკავშირებული რისკების გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო 642 მარშის“ დახურულ სივრცეში გადატანა შესთავაზეს. უსაფრთხოებასთან და მათ „ღირსების ამ შემთხვევაში შეკრების უფლების შეზღუდვის თაობაზე მიღებული არ ყოფილა სათანადოდ დასაბუთებული გადაწყვეტილება, რომელსაც ვერცერთ შემთხვევაში ვერ ჩაანაცვლებს სამინისტროს ზოგადი განმარტება.643 მითითებული შემთხვევა განსაკუთრებულ რამდენადაც, ძალადობრივი ჯგუფების ყურადღებას მხრიდან იმსახურებს მომდინარე იმდენად, საფრთხეების გათვალისწინებით, ლგბტ+ თემის წარმომადგენლებს და მათ უფლებადამცველებს მრავალი წელია არ ეძლევათ თავისუფალ გარემოში შეკრების შესაძლებლობა. თავის მხრივ, მსგავსი მშვიდობიანი შეკრების უზრუნველსაყოფად, სახელმწიფოს, მონაწილეთა დასაცავად, არა მხოლოდ საჭირო საპოლიციო რესურსის მობილიზება ეკისრება, არამედ ვალდებულია, ხელი შეუწყოს საზოგადოებაში ჰომოფობიური განწყობების შემცირებას. სწორედ ამაზე მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო 2015 წლის გადაწყვეტილებაში, რომელშიც საქმეზე, აღნიშნულია, საზოგადოების ნაწილის „იდენტობა რომ და სექსუალური დამოკიდებულების სხვები“ საქართველოს უმცირესობების წინააღმდეგ“, მიმართ გათვალისწინებით, ქართული ხელისუფლების ორგანოებს, 2012 წლის 17 მაისს ორგანიზებული მშვიდობიანი მარშის გამართვამდე, „ჰქონდათ ვალდებულება, გამოეყენებინათ ყველა შესაძლო საშუალება, მაგალითად, დემონსტრაციამდე საჯარო განცხადებების მეშვეობით, ყოველგვარი ორაზროვნების გარეშე, მოეხდინათ ტოლერანტული, შემრიგებლური პოზიციის ადვოკატირება, ისევე 640 სათანადო გარანტიების არარსებობის პირობებში, „ღირსების მარში“ რამდენჯერმე გადაიდო, საბოლოოდ კი, 8 ივლისს, აქტივისტებმა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მცირერიცხოვანი და ხანმოკლე სპონტანური მსვლელობა მოაწყვეს. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2JE4oCh> [ბოლოს ნანახია: 23.01.2020]. 641 შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/399ZffP> [ბოლოს ნანახია: 05.02.2020]. 642 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/3dlfkCd> [ბოლოს ნანახია: 05.02.2020]. 643 სახალხო დამცველის განცხადება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2AGd1ri> [ბოლოს ნანახია: 05.02.2020]. 246 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 როგორც, გაეფრთხილებინათ პოტენციური სამართალდამრღვევები შესაძლო სანქციების ხასიათზე.“ გარდა ამისა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დასახელებული გადაწყვეტილებით იკვეთება, რომ როდესაც შეკრების მიმდინარეობისას ქუჩის შეტაკებების მაღალი მოლოდინი არსებობს, სახელისუფლებო ორგანოების მხრიდან წინდახედული ნაბიჯია სამართალდამცავთა შემადგენლობის, მათ პოლიციის შორის, მაღალი რაოდენობის პირადი სპეციალური დანიშნულების რაზმის, 644 მობილიზება. 11.4. შეკრების გამართვის ადგილზე დაწესებული შეზღუდვები საანგარიშო წლის ბოლოს, ხელისუფლების მხრიდან გამოიკვეთა სასურველ ადგილას მშვიდობიანი შეკრების გამართვის ხელშეწყობის ვალდებულების შეუსრულებლობის პრობლემა. ამ კუთხით, საყურადღებოა 2019 წლის 31 დეკემბერს თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის მიერ პარლამენტის შენობის წინ, ფართო ტროტუარზე თვეების განმავლობაში განთავსებული კარვებისა და სხვა საპროტესტო ატრიბუტიკის აღებისა და ადგილზე საბავშვო ატრაქციონების განთავსების შემთხვევა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ეს შობა-ახალი წლის დადგომასთან დაკავშირებით საზეიმო განწყობის შექმნას ემსახურებოდა. ამასთან, უწყების მითითებით, გამომდინარე იქიდან, რომ პირველი რესპუბლიკის მოედანი უკვე სრულად იყო დატვირთული საახალწლოსადღესასწაულო დეტალებით, საჭირო გახდა დამატებით საბავშვო ატრაქციონების ამ ლოკაციასთან ახლოს განთავსება.645 სახალხო დამცველი განმარტავს, რომ სახელმწიფო ვალდებულია, უზრუნველყოს შეკრების თავისუფლებით სარგებლობისთვის (მათ შორის, ხანგრძლივი, „ოკუპაციური“ სტილის მანიფესტაციების გამართვისთვის) აუცილებელი პირობების შექმნა646 და ხელი შეუწყოს მის გამართვას იმგვარად, რომ შესაძლებელი იყოს შეტყობინების მიწოდება სამიზნე ჯგუფისთვის,647 თუ სახეზე არ არის კონკრეტული შეზღუდვის დაწესების დაუძლეველი მიზეზი. სახალხო დამცველის შეფასებით, თბილისის მუნიციპალიტეტის 644 ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2015 წლის 12 მაისის გადაწყვეტილება საქმეზე „იდენტობა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, პარ. 99. მოცემულ საქმეში სასამართლომ დაადგინა, რომ 2012 წლის 19 მაისს სახელმწიფომ დაარღვია კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა) და მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების უფლება) მუხლები მე-14 მუხლთან (დისკრიმინაციის აკრძალვა) მიმართებით. 645 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 27 იანვრის № 04-0120027142 წერილი. 646 გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭო, მშვიდობიანი შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლების საკითხებზე და სასამართლოს გარეშე, მყისიერი ან თვითნებური აღსრულების საკითხებზე სპეციალური მომხსენებლების ერთობლივი ანგარიში შეკრებათა სათანადო მართვის თაობაზე, 4 თებერვალი 2016, A/HRC/31/66, პარ. 10 და პარ. 14. 647 ეუთო/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR) და ევროპული კომისია დემოკრატიისთვის კანონის მეშვეობით (ვენეციის კომისია); შეკრების თავისუფლების სახელმძღვანელო პრინციპები, მეორე გამოცემა, 2010, პარ. 3.5 და პარ. 2.2. 247 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მერიის მიერ მოწოდებული დასაბუთება არ შეიძლება მიჩნეულ იქნას იმგვარი მომეტებული ინტერესის დადასტურებად, რომელიც პარლამენტის შენობის წინ შეკრების თავისუფლების რეალიზების შემხვედრ ინტერესს გადაწონიდა, მით უფრო იმ პირობებში, როდესაც აღნიშნული ტერიტორია, უკვე წლებია, პოლიტიკური შინაარსის შეკრებების გამართვის მთავარი ადგილია, ხოლო სადღესასწაულო დეტალებით დატვირთული არაერთი ლოკაცია მისგან მცირე მანძილით იყო დაშორებული, რაც თავისთავად უზრუნველყოფდა შესაბამისი განწყობის შექმნას. საყურადღებოა ის გარემოებაც, რომ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განმარტებით, ზემოხსენებული ღონისძიებების გატარებამდე, ისინი დაუკავშირდნენ კარვებში მყოფ პირებს და მათ დასრულებამდე, რამდენჯერმე დროებით სთხოვეს/შესთავაზეს, გაეთავისუფლებინათ საახალწლო 648 ტერიტორია. ღონისძიებების მაგრამ ადგილზე განთავსებული ატრაქციონების აღებისთანავე, საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინა ტერიტორია შემოიღობა და მოცულობითი სარეაბილიტაციო სამუშაოების649 წარმოება დაიწყო. მერიის განმარტებით, პარლამენტის წინ არსებულ მოედანზე, ატმოსფერული ნალექების მოსვლის დროს, წლების განმავლობაში ჟონავს წყალი, რამაც საფრთხე შეუქმნა და დააზიანა მიწისქვეშ განთავსებული სატუმბი სადგური, რომლის სარეაბილიტაციო სამუშაოების საპროექტო დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით, ტენდერი 2019 წლის 18 მარტს,650 ხოლო დაზიანებული ინფრასტრუქტურული ობიექტების აღდგენა-გამაგრების სამუშაოების შესყიდვაზე - 2019 წლის 13 დეკემბერს651 გამოცხადდა.652 მოთხოვნის მიუხედავად, სახალხო დამცველის აპარატს არ მოწოდებია არსებული დაზიანებებისგან მომდინარე საფრთხეების შესწავლის მიზნით გატარებული ღონისძიებების ამსახველი ინფორმაცია, რაც შეუძლებელს ხდის იმ გარემოების შეფასებას, თუ რამდენად აუცილებელი იყო ატრაქციონების აღების შემდეგ სარეაბილიტაციო სამუშაოების მყისიერი დაწყება. რეკომენდაციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  მშვიდობიანი შეკრებებისთვის ხელის შესაწყობად, უფლებაში ძალისმიერი ჩარევის მაქსიმალურად თავიდან ასაცილებლად და დაძაბული სიტუაციის დეესკალაციის მიზნით, შეკრების ორგანიზატორებთან/მონაწილეებთან აწარმოოს 648 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 27 იანვრის № 04-0120027142 წერილი. 649 პროექტი ითვალისწინებს მოედანზე არსებული ფილების დემონტაჟს, ჰიდროსაიზოლაციო ფენის მოწყობას, საკომუნიკაციო ჭების მოწესრიგებას, მთელ პერიმეტრზე ფილებით მოპირკეთების სამუშაოებს და მწვანე თარგების მოწყობის სამუშაოებს. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება 9 აპრილის მემორიალს. 650 NAT190005559. პროექტირების ეტაპი დასრულდა და მერიამ 2019 წლის ივნისში ჩაიბარა საპროექტო სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია. 651 NAT190024520. 652 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 5 თებერვლის № 04-01200363691 წერილი. 248 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ნდობაზე დაფუძნებული დიალოგი და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული ეფექტიანი მოლაპარაკებები  მომავალში, სპონტანური თუ წინასწარ დაგეგმილი შეკრებებისა და კონტრშეკრებების მშვიდობიანად გამართვის უზრუნველსაყოფად, დროულად და სათანადოდ შეაფასოს მოსალოდნელი რისკები და მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა ძალადობრივი ქმედებების თავიდან ასაცილებლად  შეკრების მიმდინარეობისას ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში გაუმართლებელი მხარეების ხელშეშლის მონაწილეობით, თავიდან ასაცილებლად, დაინტერესებული შეიმუშაოს შესაბამისი მარეგულირებელი სამართლებრივი ჩარჩოს პროექტი  შეკრების მიმდინარეობისას მონაწილეებისთვის უფლების ნებისმიერი სახით შეზღუდვისას, მათ შორის, კონკრეტული ნივთების ფლობისა და დროებითი კონსტრუქციების განთავსების შესაძლებლობის შეზღუდვის შემთხვევაში, მიიღოს დასაბუთებული გადაწყვეტილება მართლზომიერების და განმაპირობებელი მოახდინოს უფლებაში ჩარევის ფაქტობრივი და სამართლებრივი ერთხელ, მიაწოდოს ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეების საფუძვლების იდენტიფიცირება საქართველოს გენერალურ პროკურორს:  საზოგადოებას პერიოდულად, წინამდებარე თავში 6 თვეში მითითებული მიმდინარეობისა და პროგრესის შესახებ. 249 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 12. უფლებადამცველები უფლებამდაცველები653 როლი კრიტიკულია ადამიანის უფლებათა დაცვის, დემოკრატიის, კანონის უზენაესობის და ხელისუფლების ანგარიშვალდებულების გაუმჯობესების მიმართულებით.654 მათი საქმიანობა მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გაეროს წევრი ქვეყნების მიერ შეთანხმებული გათვალისწინებული მიზნების მდგრადი განვითარების შესრულებას, რაც დღის სოციალურ, წესრიგით655 ეკონომიკურ, გარემოსდაცვით, მშვიდობისა და სამართლიანობის საკითხებთან დაკავშირებული თანამედროვე გამოწვევების დაძლევას ემსახურება. საერთაშორისო დონეზე უფლებადამცველთა დაცვის უზრუნველსაყოფად შექმნილი გარანტიების მიუხედავად,656 საქართველოს დემოკრატიული განვითარების უმნიშვნელოვანესი საკითხების, კორუფციის პრევენციის, ადამიანის უფლებების დაცვის, სახელმწიფო ინსტიტუტების საქმიანობის და არჩევნების მონიტორინგის მიმართულებით მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები და მათი ხელმძღვანელი პირები ხშირად ხდებიან თავდასხმის ობიექტები, მათ შორის, ხელისუფლების მხრიდან.657 გასული პერიოდის მსგავსად, საანგარიშო წლის განმავლობაშიც, საქართველოში არასამთავრობო ორგანიზაციებში მომუშავე თუ დამოუკიდებლად მოქმედი აქტივისტების წინაშე არაერთი ისეთი გამოწვევა დადგა, როგორიცაა დისკრედიტაცია, ფიზიკური თუ სიტყვიერი თავდასხმა, დაშინება და სხვ. განსაკუთრებით მაღალი რისკის ქვეშ ექცევიან ქალთა და ლგბტ+ თემის წარმომადგენლების უფლებადამცველები, რადგან ეს საქმიანობა თითქმის 653 ადამიანის უფლებათა დამცველების თაობაზე გაეროს 1998 წლის დეკლარაციის თანახმად, უფლებადამცველის ცნების ქვეშ მოიაზრებიან ადამიანები, რომლებიც დამოუკიდებლად ან სხვებთან ერთად მოქმედებენ ადამიანის უფლებათა დაცვის, რეალიზებისა და ხელშეწყობისთვის ეროვნულ და საერთაშორისო დონეზე. 654 იხ. გაერთიანებული ერების ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის, ადამიანის უფლებათა დამცველების თაობაზე ევროპის საბჭოს და ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთო) ვებგვერდებზე განთავსებული ინფორმაცია: <https://bit.ly/36GAaY4>, <https://bit.ly/37CVhvW>; <https://bit.ly/2GzVbsT> [ბოლოს ნანახია: 03.02.2020]. 655 გაეროს გენერალური ასამბლეის 2015 წლის 25 სექტემბრის A/RES/70/1 რეზოლუციით დამტკიცებული მდგრადი განვითარების დღის წესრიგის დოკუმენტი, სახელწოდებით, „ჩვენი სამყაროს გარდაქმნა: 2030 წლის დღის წესრიგი მდგრადი განვითარებისთვის“, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://undocs.org/A/RES/70/1> [ბოლოს ნანახია: 03.02.2020]. 656 მათ შორის, გაეროს 1998 წლის დეკლარაცია ადამიანის უფლებათა დამცველების თაობაზე, ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის კომისიის (CSCE) ადამიანური განზომილების კონფერენციის 1990 წლის კოპენჰაგენის შეხვედრის დოკუმენტი, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) 2014 წლის სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის თაობაზე და 2015 წლის სახელმძღვანელო გაერთიანების თავისუფლების თაობაზე, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2018 წლის №2225 რეზოლუცია ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის შესახებ. 657 “საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში, გვ. 165-168. 250 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ყოველთვის საზოგადოებაში დამკვიდრებული სტერეოტიპების შეცვლაზე მიმართულ მუშაობას გულისხმობს.658 სამწუხაროდ, საანგარიშო წარმომადგენლების მხრიდან პერიოდში კვლავ მმართველი გაკეთდა პოლიტიკური ადგილობრივი და პარტიის საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციისკენ მიმართული განცხადებები.659 სახალხო დამცველი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მსგავსი ტენდენცია ეწინააღმდეგება თანამდებობის პირთა ვალდებულებას, თავი შეიკავონ ადამიანის უფლებათა დამცველებისა და მათი საქმიანობის წინააღმდეგ მიმართული ნეგატიური კამპანიის წარმოებისგან, საჯაროდ აღიარონ მათი დაცულობის საჭიროება და აღნიშნონ უფლებადამცველთა საქმიანობის მნიშვნელობა მაშინაც კი, როდესაც ის კრიტიკულია ხელისუფლების მიმართ.660 ამ სტანდარტის დაცვა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ადამიანის უფლებათა დამცველების მიერ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის განხორციელებისას, რაც, ძირითადად, საკმაოდ კრიტიკულ ხასიათს ატარებს და ხშირ შემთხვევაში, არსებით როლს თამაშობს კონკრეტული დარღვევების აღმოჩენისა და აღმოფხვრის მიმართულებით. ქალთა და ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა უფლებადამცველების უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, განსაკუთრებით აღსანიშნავია აქტივისტ ანა სუბელიანის საქმე, რომლის მიმართ განხორციელებული მუქარის ფაქტზე 2018 წლის მაისიდან დღემდე არ დამდგარა კონკრეტული პირის პასუხისმგებლობის საკითხი,661 თუმცა მას შემდეგ, რაც 2019 658 გაეროს გენერალური ასამბლეის 2013 წლის №A/RES/68/181 რეზოლუცია ქალთა უფლებადამცველების დაცვის შესახებ, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2udG0D5> [ბოლოს ნანახია: 03.02.2020]. 659 მათ შორის, 2019 წლის 9 იანვარს და 18 ოქტომბერს საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა არასამთავრობო ორგანიზაციები პოლიტიკური მიზნების ქონაში დაადანაშაულა, განცხადება ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/37MFNp3>, <https://bit.ly/2S9GBxN> [ბოლოს ნანახია: 03.02.2020]; 2019 წლის 22 მარტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არასამთავრობო ორგანიზაციებს „ნაციონალური მოძრაობის“ გონგოები უწოდა და ისინი მიკერძოებულობაში დაადანაშაულა. იმავე დღეს, არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა გააკრიტიკა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა და აღნიშნა, რომ მათ აკლდათ ნეიტრალიტეტი და პროფესიონალიზმი. განცხადებები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2UdDQOH>, <https://bit.ly/2UdEawT>, <https://bit.ly/2Scs30u> [ბოლოს ნანახია: 03.02.2020]; 2019 წლის 27 ნოემბერს მმართველი პარტიის თავმჯდომარემ ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაციების მადისკრედიტირებელი განცხადება გააკეთა და ისინი „ნაციონალური მოძრაობის“ სატელიტებად მოიხსენია: <https://bit.ly/2S3Om8k> [ბოლოს ნანახია: 03.02.2020]. 660 ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (OSCE/ODIHR), სახელმძღვანელო ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის შესახებ, 2014, გვ. 7-8, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2ukC5EQ> [ბოლოს ნანახია: 20.02.2020]; ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის 2018 წლის №2225 რეზოლუცია ევროპის საბჭოს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის შესახებ, პ. 5.6, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2vSXzc0> [ბოლოს ნანახია: 20.02.2020]. 661 საქმე №7532/18, ანა სუბელიანის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, 2018 წლის 12-13 მაისის აქციის, ,,ჩვენი თავისუფლება“ შემდეგ, მუქარის შემცველი არაერთი წერილი მიიღო. მისი თქმით, ის მუქარას აღიქვამდა რეალურად და თავს გრძნობდა საფრთხის ქვეშ. 251 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 წელს 8 ნოემბერს ანა სუბელიანი, კინოთეატრ „ამირანის“ წინ, სადაც ფილმის, „და ჩვენ ვიცეკვეთ“, ჩვენებაზე დასწრებას აპირებდა, ფიზიკური ანგარიშსწორების მსხვერპლი გახდა, თავდამსხმელის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო და საქმე წარიმართა სასამართლოში.662 გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა საქმე, სადაც „თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები, ჩატარებული კვირეულის შემდეგ, კიბერმუქარის მსხვერპლები გახდნენ და სოციალურ ქსელებსა თუ სხვა სივრცეებში სიცოცხლის მოსპობის მუქარებს იღებდნენ. განხორციელებული მუქარის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, დაზარალებულის სტატუსი სამ პირს მიენიჭა, თუმცა სისხლისსამართლებრივი დევნა კონკრეტული პირის მიმართ ამ დრომდე არ დაწყებულა და არც შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიუღიათ.663 ასევე, დღემდე ორგანიზაცია არ დაწყებულა „საერთაშორისო სისხლისსამართლებრივი გამჭვირვალობა - დევნა საქართველოს“ არასამთავრობო აღმასრულებელი დირექტორის, ეკა გიგაურის მიმართ 2018 წელს, ხოლო უფლებადამცველ ბაია პატარაიას მიმართ 2017 წელს განხორციელებული კიბერმუქარის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში.664 მათთვის არც დაზარალებულის სტატუსი მიუნიჭებიათ. შესწავლილი საქმეები ცხადყოფს, რომ სამართალდამცავი უწყების წარმომადგენლებს უჭირთ ქალ და ლგბტ+ უფლებადამცველებზე განხორციელებული ძალადობის რისკების სწორად შეფასება და კონკრეტული შედეგი მხოლოდ იმ საქმეებზე დგება, სადაც მსხვერპლს ფიზიკური დაზიანებები აქვს მიყენებული. გამომდინარე იქიდან, რომ ქალთა და ლგბტ+ თემის წარმომადგენელთა უფლებადამცველები თავიანთი საქმიანობის გამო ძალადობის მაღალი რისკის ქვეშ დგანან, მნივშნელოვანია, თითოეულ საქმეზე სწორად გაანალიზდეს საფრთხე და უწყებებმა დროული და ადეკვატური ღონისძიებები გაატარონ. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში კვლავ არ აღირიცხება სტატისტიკური მონაცემები უშუალოდ უფლებადამცველთა მიმართ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებების შედეგად დაწყებული გამოძიების თაობაზე,665 რაც ხელს უშლის მსგავსი ფაქტების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მიღებას და ართულებს მათზე რეაგირების ეფექტიანობის უფლებადამცველების წინააღმდეგ ჩადენილი შეფასებას.666 დანაშაულების თავის მხრივ, დადასტურებული 662 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 21 იანვრის №13/3640 წერილი. 663 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 7 თებერვლის №13/7867 წერილი. 664 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 23 მარტის №13/18934 წერილი. 665 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 8 იანვრის №46621 წერილი. 666 რაც შეეხება უფლებადამცველთა წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების შემთხვევაში დაწყებული სისხლისსამართლებრივი დევნის შემთხვევებს, საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, 2019 წელს, დევნა დაიწყო 2 პირის მიმართ, მუქარისა და ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების ფაქტებზე. 252 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 შემთხვევების667 მაჩვენებელი გაეროს წევრი ქვეყნების მიერ შეთანხმებული მდგრადი განვითარების მე-16 მიზნის668 შესრულების ერთ-ერთი ინდიკატორია.669 რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  გენდერული თანასწორობის საკითხებზე არსებულ სამთავრობო სამოქმედო გეგმებსა და სტრატეგიებში განისაზღვროს კონკრეტული საქმიანობები, რომლებიც მიმართული იქნება ქალთა და ლგბტ+ პირთა უფლებადამცველების მიმართ ძალადობის პრევენციის, გამოვლენისა და აღკვეთისაკენ, მათ შორის, გაეროს გენერალური ასამბლეის №A/RES/68/181 რეზოლუციით გათვალისწინებული ვალდებულებები სამოქმედო გეგმებში აისახოს და შესრულდეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  უფლებადამცველების შესახებ გაეროს 1998 წლის დეკლარაციისა და ადამიანის უფლებათა დამცველების დაცვის შესახებ ეუთოს/დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (OSCE/ODIHR) სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, სპეციალური სტატისტიკის საწარმოებლად, განსაზღვროს ადამიანის უფლებათა დამცველების ცნება და აწარმოოს სტატისტიკა მათ მიმართ ჩადენილი ყველა იმ დანაშაულებრივი ქმედების თაობაზე, რომელიც მათ საქმიანობას უკავშირდება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრსა და საქართველოს გენერალურ პროკურორს:  შექმნას რისკის შეფასების სპეციალური ინსტრუმენტი ქალ და ლგბტ+ უფლებადამცველების მიმართ არსებული შესაძლო ძალადობის პრევენციის, გამოვლენის და დოკუმენტირების უზრუნველსაყოფად, მათ შორის, ონლაინ სივრცეში, ქალ და ლგბტ+ უფლებადამცველების მიმართ მუქარისა და შევიწროების ფაქტებთან მიმართებით. თანამდებობის პირებს: 667 დადასტურებული შემთხვევა გულისხმობს იმგვარ გაცხადებულ შემთხვევებს, რომლებიც შეიცავს კონკრეტული პიროვნებების და ვითარების შესახებ მინიმალურ რელევანტურ ინფორმაციას, რომელსაც განიხილავს შესაბამისი მანდატის მქონე უწყება, მექანიზმი ან ინსტიტუტი და აძლევს მათ გონივრულ საფუძველს, რათა დაიჯერონ, რომ აღნიშნული პირების მიმართ ჩადენილ იქნა დანაშაული. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/31k5WJG> [ბოლოს ნანახია: 03.02.2020]. 668 მშვიდობიანი და ინკლუზიური საზოგადოების ჩამოყალიბების ხელშეწყობა, მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა ყველასათვის, ეფექტიანი, ანგარიშვალდებული და ინკლუზიური ინსტიტუციების მშენებლობა ყველა დონეზე. 669 იხ. გაეროს გენერალური ასამბლეის 2017 წლის 6 ივლისის რეზოლუციით (A/RES/71/313) დამტკიცებული გლობალური ინდიკატორების ჩარჩო მდგრადი განვითარების 2030 წლის დღის წესრიგის მიზნებისა და ამოცანებისთვის, მიზანი 16, ამოცანა 16.10, ინდიკატორი 16.10.1 ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://undocs.org/A/RES/71/313> [ბოლოს ნანახია: 03.02.2020]. 253 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019  უფლებადამცველების საქმიანობის მაქსიმალურად ხელშესაწყობად, იხელმძღვანელონ საერთაშორისოდ აღიარებული დემოკრატიული სტანდარტებით. მათ შორის, თავი შეიკავონ უფლებადამცველთა დისკრედიტაციის კამპანიაში ჩართვისგან. 254 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 13. ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლება გარემოს დაცვის, მდგრადი ეკოლოგიური განვითარებისა და ადამიანის უფლებების მჭიდრო ურთიერთკავშირის გათვალისწინებით, უკანასკნელი რამდენიმე წელია ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების საქმიანობის ერთ-ერთი გამოწვევები სახალხო დამცველის პრიორიტეტული მიმართულებაა. ამ სფეროში არსებული სახელმწიფოს რეალიზაცია მხრიდან საქართველოს დროული, ეფექტიანი და კომპლექსური ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას საჭიროებს. ამ მიმართულებით საანგარიშო პერიოდში საგულისხმო იყო: ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გასაუმჯობესებლად გატარებული და ღონისძიებების სუფთა ჰაერზე არაეფექტიანობა; უფლების ბუნებრივი რეალიზაციისთვის აირის მოხმარების უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების საჭიროება; მშენებლობასთან დაკავშირებული ხარვეზიანი რეგულაციები; ფართომასშტაბიანი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისას ადამიანის უფლებების გათვალისწინება; ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობასთან დაკავშირებით პოლიტიკის დოკუმენტების არსებობის უცვლელი პრობლემა; გარემოზე ზემოქმედების შეფასების ხარვეზიანი პროცესი. გარდა ამისა, საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ საგანგებოდ მიუთითებს სამართლებრივი ნორმების დარღვევის შედეგად გარემოსათვის მიყენებულ ზიანთან დაკავშირებულ პრევენციასა და დამდგარი შედეგების რეალურ გამოსწორებაზე ორიენტირებული კომპლექსური და ეფექტიანი საკანონმდებლო გარანტიების დროულად შექმნის აუცილებლობაზე.670 სამწუხაროდ, ვერც საანგარიშო წელს დაიგეგმა და გადაიდგა ქმედითი ნაბიჯები ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტებში, RMG Gold-ისა და RMG Copper-ის სამეწარმეო საქმიანობის შედეგად გარემოსთვის მიყენებულ ზიანსა და მოსახლეობის ჯანმრთელობის პრობლემებს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირების გამოსაკვლევად. ამდენად, ამ დრომდე ვერ გაეცა პასუხი ამ მიმართულებით საზოგადოებაში არსებულ არაერთ კითხვას. ასევე უშედეგოდ მიმდინარეობს გარემოს დაზიანებასთან დაკავშირებით რამდენიმე სისხლის სამართლის საქმის თაობაზე გამოძიება.671 670 ვრცლად, იხ. საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში, 2018, გვ. 172-დან. 671 სისხლის სამართლის №062231013801 საქმეზე, შპს „ჯორჯიან-მანგანეზის“ მიერ წიაღისეულის გამოყენების წესის დარღვევის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 298-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის სისხლისსამართლებრივი დევნა არ ნიშნებით, დაწყებულა. ამ ეტაპზე გამოძიება კონკრეტული პირის გრძელდება.სისხლის მიმართ სამართლის №007220713008 საქმე, კომპანია BD property-ს მიერ მწვანე ნარგავების თვითნებურად გაჩეხვის ფაქტზე, 255 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 13.1. უფლება სუფთა ჰაერზე ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გამოწვევაა და ის უარყოფითად აისახება ცოცხალი ორგანიზმების ჯანმრთელობაზე, ეკოსისტემასა და კლიმატზე. მისი შედეგები უმწვავესად ზემოქმედებს როგორც საზოგადოებაზე, ისე ქვეყნის ეკონომიკაზე. ბოლო პერიოდში ქვეყანაში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, სუფთა ჰაერზე უფლების სრულფასოვანი რეალიზების საკითხი ჯერ კიდევ პრობლემურია. კერძოდ, ქვეყანაში არსებული სამართლებრივი ჩარჩო ატმოსფერული ჰაერის დაცვის სფეროში, კვლავ არ არის სრულად მისადაგებული საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებთან.672 მათ შორის, სათანადოდ კვლავ არ რეგულირდება დაბინძურება სამრეწველო სექტორიდან. საგულისხმოა, რომ ამგვარი გაფრქვევების შესამცირებლად და მათი კონტროლის ევროპულ სტანდარტებზე გადასასვლელად შემუშავებული „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში გასულ წელს იყო დაგეგმილი,673 თუმცა დღემდე არ განხორციელებულა.674 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, აღნიშნული კანონის პროექტის წარდგენა საკანონმდებლო უწყებაში 2020 წლის საშემოდგომო სესიის პერიოდისთვის იგეგმება. დადებითად უნდა შეფასდეს, რომ ჯანმრთელობისთვის მეტად საშიში დამაბინძურებლით, მტვრის ნაწილაკებით ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად, მნიშვნელოვანი ბერკეტი შეიქმნა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, რომლის ფარგლებშიც, სამართალდარღვევად გამოცხადდა ამტვერებადი მასალის განთავსების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების წესის დარღვევა.675 თუმცა, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 303-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, საქმეზე გამოძიება გრძელდება. 672 ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის, თავი 3, მუხლი 302; დანართი XXVI, ჰაერის ხარისხი. 673 საქართველოს პარლამენტის 2019 წლის საგაზაფხულო სესიისთვის გათვალისწინებული საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმა, პ. 12, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2SNIjb3> [ბოლოს ნანახია: 02.03.2020]. 674 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 6 თებერვლის №1462/01 წერილი. 675 „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ საქართველოს 2019 წლის 30 მაისის კანონი, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2RTVRzQ> [ბოლოს ნანახია: 03.02.2020]. 2019 წლის 2 აპრილს საქართველოს სახალხო დამცველმა №04-2/3776 საკანონმდებლო წინადადებით მიმართა გავრცელებულიყო არა საქართველოს მხოლოდ პარლამენტს, თბილისის დაგეგმილი მუნიციპალიტეტის, საკანონმდებლო არამედ მოწესრიგება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე. 256 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მტვრის მყარი ნაწილაკებით ატმოსფერული ჰაერის დაბინძურება პრობლემურია სხვა მუნიციპალიტეტებშიც,676 აუცილებელია, მსგავსი მოწესრიგება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გავრცელდეს. რაც შეეხება ატმოსფერული ჰაერის დაბინძურებას ერთ-ერთი უმთავრესი წყაროდან, სატრანსპორტო სექტორიდან,677 მართალია, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებთან თანამშრომლობით, იგეგმება აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელი როგორც მატერიალურ-ტექნიკური საკითხების მოწესრიგება, ისე შესაბამისი საკანონმდებლო ბაზის სრულყოფა,678 მნიშვნელოვანია ამის დროულად გაკეთება და იმ ავტომობილების საექსპლუატაციოდ გაშვების გაკონტროლება, რომელთა განაფრქვევაში გამაჭუჭყიანებელ ნივთიერებათა შემცველობა დადგენილ ნორმატივს აღემატება.679 საგულისხმოა, რომ საანგარიშო პერიოდში გაუმჯობესდა საწვავის ხარისხის კონტროლის სისტემა. კერძოდ, 100 ობიექტიდან აღებულ იქნა დიზელის საწვავის 150 სინჯი,680 მაშინ, როდესაც 2018 წელს დიზელის საწვავში სხვადასხვა დამაბინძურებლის შემცველობა მხოლოდ 7 ავტოგასამართ სადგურზე შემოწმდა.681 თუმცა, 2019 წლის განმავლობაში არ შემოწმებულა მავნე ნივთიერებების მოცულობითი წილი ბენზინის საწვავში. საანგარიშო პერიოდში ჩატარებული შემოწმების შედეგად, გამოვლინდა, რომ ავტოგასამართი სადგურებიდან აღებული დიზელის საწვავის 64 სინჯში გოგირდის შემცველობა და სიმკვრივე კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებს ვერ აკმაყოფილებდა და მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით საქართველოს გენერალურ პროკურატურას გადაეგზავნა.682 676 მოცემული ეტაპისთვის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის სპეციალური ანგარიში - უფლება სუფთა ჰაერზე (ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში), გვ. 21-25. 677 „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში, გვ. 170-172. 678 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 21 თებერვლის №466857 წერილის შესაბამისად, მუშაობა მიმდინარეობს „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტზე“ სატრანსპორტო საშუალების გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა შემცველობის დასადგენად, აგრეთვე, კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმაზე მეტი კონცენტრაციის შემთხვევების გამოსავლენად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე რეაგირების მექანიზმების დასახვეწად. 679 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი, მუხლი 81. 680 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2020 წლის 21 იანვრის №3987 წერილი. 681 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2018 წლის 17 სექტემბრის №56437 წერილი; საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის სპეციალური ანგარიში - უფლება სუფთა ჰაერზე (ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში), გვ. 32. 682 გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2020 წლის 21 იანვრის №3987 წერილი. 257 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საგამოძიებო სამსახურში მიმდინარეობს გამოძიება დიზელის საწვავის შესაძლო ფალსიფიცირების ფაქტზე.683 რაც შეეხება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემას, იგი კვლავ არ იძლევა დაბინძურების სრულფასოვან სურათს ქვეყნის მთელი მასშტაბით. ამ თვალსაზრისით, ჯერ კიდევ პრობლემად რჩება სადამკვირვებლო სადგურების მცირე რაოდენობა.684 გარდა ამისა, ამ დრომდე არ არის ინტეგრირებული ჰაერის ხარისხის მოდელირებისა და პროგნოზირების სისტემა.685 ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესების კუთხით, მისასალმებელია საკანონმდებლო ორგანოში „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონპროექტის ინიცირება, რომელიც ითვალისწინებს ატმოსფერული ჰაერის მართვის ევროპულ სტანდარტზე გადასვლას, ტერიტორიის ზონებად და აგლომერაციებად დაყოფას, დაბინძურების დონის მიხედვით მათ კლასიფიცირებას და სათანადო ზომების გატარებას ჰაერის ხარისხის შესანარჩუნებლად და გასაუმჯობესებლად.686 გასათვალისწინებელია, რომ დღემდე არ დამტკიცებულა ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების შესახებ სახელმწიფო პროგრამა თბილისის გარდა სხვა მუნიციპალიტეტებისთვის, დაბინძურების დონის გათვალისწინებით. ეს კი უმნიშვნელოვანესი შესაძლებლობაა, საჯარო დაწესებულებების ღონისძიებები გახდეს უფრო ეფექტიანი და პასუხობდეს კონკრეტულ ტერიტორიაზე არსებული დაბინძურების გამომწვევ სპეციფიკურ ფაქტორებს. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, 2020 წლისთვის, დაგეგმილია სულ მცირე, ერთი ქალაქისთვის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმის პროექტის შემუშავება.687 ამასთან, საგულისხმოა, რომ მომეტებული დაბინძურების შემთხვევაში, მსგავსი გეგმების შემუშავება გათვალისწინებულია ზემოხსენებული კანონის პროექტით. 683 საქართველოს გენერალური პროკურატურის 2020 წლის 10 თებერვლის №13/8140 წერილი. დიზელის საწვავის შესაძლო ფალსიფიცირების ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით. ამ ეტაპზე, კონკრეტული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა არ მიმდინარეობს. 684 ქვეყნის მასშტაბით, ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგი ხორციელდება 8 ავტომატური სადგურის საშუალებით, რომლებიც განთავსებულია თბილისში (წერეთლის გამზ., ყაზბეგის გამზ., ვარკეთილი 3, მარშალ გელოვანის გამზ., აღმაშენებლის გამზ.), რუსთავში (ბათუმის ქ.), ქუთაისში (ი. ასათიანის ქ.) და ბათუმში (აბუსერიძის ქ.). ზესტაფონში ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგი წარმოებს არაავტომატური დაკვირვების პუნქტის საშუალებით. 685 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 6 თებერვლის №1462/01 წერილი. 686 კანონპროექტი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2tqQkHA> [ბოლოს ნანახია: 03.02.2020]. 687 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 6 თებერვლის №1462/01 წერილი. 258 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 გარდა ამისა, სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად,688 კვლავ პრობლემურად რჩება მუნიციპალიტეტებში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების ზუსტი მაჩვენებლის განსაზღვრა და მისი შეფასების სტანდარტის დადგენა,689 რაც ქალაქებისთვის დამახასიათებელი დამაბინძურებელი წყაროებიდან მომდინარე რისკების შესამცირებლად, სათანადო მასშტაბის მწვანე ურბანული სივრცეების მოწყობის წინაპირობაა. რაც შეეხება ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მიახლოებით მონაცემებს, სახალხო დამცველის აპარატის მიერ რამდენიმე მუნიციპალიტეტიდან მიღებული ინფორმაციის შესაბამისად, იგი მხოლოდ 10მ2-მდე ფარგლებში მერყეობს,690 მაშინ, როცა ევროპის ქვეყნებში, როგორც წესი, კოეფიციენტი 25 მ2-ს აღემატება და რიგ შემთხვევებში, 50 მ2-საც სცდება.691 13.2. ბუნებრივი აირის მოხმარების უსაფრთხოება 2019 წლის განმავლობაში საქართველოში ბუნებრივი გაზის გაჟონვის შედეგად 15 აფეთქება მოხდა, რასაც 32 ადამიანის დაშავება და 5 ადამიანის დაღუპვა მოჰყვა.692 აგრეთვე, გამოვლინდა გაზის გაჟონვის/CO-ს გამოყოფის შედეგად მოწამვლის 20 შემთხვევა, რის შედეგადაც დაიღუპა 14 ადამიანი, ხოლო 24-მა ადამიანმა ინტოქსიკაცია მიიღო.693 გარდაცვალების მაჩვენებელი ორივე შემთხვევაში აღემატება წინა 2 წლის მონაცემებს. 2-ჯერ არის გაზრდილი აფეთქების შედეგად დაშავებულთა რაოდენობა. წინამდებარე ჩარტებზე მოცემულია 2017-2019 წლების მონაცემები ბუნებრივი აირის/CO-ს გამოყოფის შედეგად მოწამვლისა და გაზის გაჟონვის შედეგად აფეთქების შემთხვევების შესახებ.694 688 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ინფორმაცია გამოითხოვა 64 მუნიციპალიტეტიდან. პასუხი მივიღეთ 47 მათგანისგან. მათგან, 41 მუნიციპალიტეტში ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების ზუსტი ან/და მიახლოებითი მაჩვენებელი განსაზღვრული არ არის. 689 „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში, გვ. 170-172. 690 აღნიშნული მაჩვენებელი 1.34 მ2-ს უტოლდება გორში, 4.37 მ2-ს - ლანჩხუთში, 5 მ2-ს - ბაღდათში, 8.94 მ2- ს მცხეთაში, ხოლო 9.8 მ2-ს - ცაგერში. 691 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის სპეციალური ანგარიში - უფლება სუფთა ჰაერზე (ატმოსფერული ჰაერის ხარისხი საქართველოში), გვ. 35-36. 692 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2020 წლის 14 იანვრის № MIA 5 20 00094898 წერილი. 693 იქვე. 694იქვე; საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2018, გვ. 176. 259 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ბუნებრივი აირის გაჟონვით/CO-ს გამოყოფით მოწამვლა 14 2019 24 20 5 2018 15 15 10 2017 56 34 0 10 20 30 40 50 გარდაიცვალა 2017 10 2018 5 2019 14 დაშავდა 56 15 24 შემთხვევა 34 15 20 გარდაიცვალა დაშავდა 60 შემთხვევა ბუნებრივი აირის გაჟონვით აფეთქება 5 2019 32 15 2 2018 15 6 0 2017 14 10 0 5 10 15 20 25 30 გარდაიცვალა 2017 0 2018 2 2019 5 დაშავდა 14 15 32 შემთხვევა 10 6 15 გარდაიცვალა დაშავდა შემთხვევა ზემოაღნიშნული მონაცემები ნათლად მიუთითებს, რომ არსებული საკანონმდებლო მოწესრიგება 260 | სათანადოდ ვერ უზრუნველყოფს ბუნებრივი აირის მოხმარების საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 35 უსაფრთხოებას. მომხმარებლების დანადგარების შემოწმება-ზედამხედველობის პროცესში ლიცენზიანტებისთვის მინიჭებული უფლებამოსილებები695 საკმარისი არ არის უსაფრთხოების წესების დარღვევისა თუ ბუნებრივი გაზით მომარაგების თვითნებური აღდგენის შემთხვევათა თავიდან ასაცილებლად.696 მისასალმებელია, რომ 2019 წლის დეკემბერში „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაევალა, 6 თვის ვადაში უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის ან/და ნახშირბადის მონოქსიდის რეკომენდაციების მომზადება და დეტექტორების თავის ვებგვერდზე გამოყენების გამოქვეყნება. 697 შესახებ შესაბამისი უწყებების ინფორმაციით, დღეის მდგომარეობით, ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის გასამკაცრებლად, მომზადებულია და საქართველოს მთავრობისთვის განსახილველად წარდგენილია რამდენიმე საკანონმდებლო აქტის პროექტი, რომლებიც აყალიბებს ზედამხედველობის ეფექტიან მექანიზმებს და აწესებს ადმინისტრაციულ სანქციებს უსაფრთხოების ნორმების დარღვევით ბუნებრივი გაზის მოხმარებისთვის.698 არსებული საგანგაშო ვითარების გათვალისწინებით, აუცილებელია მათი დროულად მიღება და პრაქტიკაში ამოქმედება. კვლავ პრობლემურია მეზობელ ბინებში მცხოვრებ პირთა უსაფრთხოების საკითხიც. შეუსრულებელი დარჩა სახალხო დამცველის რეკომენდაცია, განსაზღვრულიყო საერთო სარგებლობის სავენტილაციო არხებზე გამწოვების დაერთების წესები და მათ დაცვაზე ზედამხედველი ორგანო.699 ამასთან, საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის მიერ ერთ-ერთი საქმის700 შესწავლისას აღმოჩნდა, რომ მოქმედი კანონმდებლობა იძლევა, მათ შორის, გათბობის ქვაბის აირგამწოვი მილის ისეთი სახით მოწყობის შესაძლებლობას, როდესაც მილიდან გამომავალი მომწამლავი აირები პირდაპირ მეზობლის საცხოვრებელ 695 დარღვევის გამოსასწორებლად გონივრული ვადის მიცემა, დანადგარის ქსელიდან ჩახსნა, ბუნებრივი გაზით მომარაგების შეწყვეტა („ბუნებრივი გაზის მიწოდებისა და მოხმარების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2009 წლის 9 ივლისის №12 დადგენილება, მუხ. 9, მუხ. 22). 696 2019 წელს 8 თვის განმავლობაში მხოლოდ დედაქალაქში 28883 კუსტარული გაზის დანადგარი ჩაიხსნა (ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2QUP3B4>); მხოლოდ 1 თვის განმავლობაში ჩაიჭრა 3867 ღია კამერიანი აკრძალული გაზის დანადგარი (ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2QYUeQx>); დეკემბერში კი, განმეორებით ჩაიხსნა ქსელიდან 4146 კუსტარული და საშიში დანადგარი (ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2QYUeQx>). 697 “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ. 167, პუნ. 4. 698 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2019 წლის 31 დეკემბრის №23/10377 წერილი; საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის 2020 წლის 13 იანვრის №1/12-18-159 წერილი. 699 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2018, გვ. 177, გვ. 183. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს 2020 წლის 11 თებერვლის №06/196 წერილი. 700 საქმე №13402/19. 261 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სახლში ხვდება. დადგინდა, რომ შესაბამისი საკითხები ყოფილი საბჭოთა კავშირის 1992 წლამდე მოქმედი სამშენებლო ნორმებითა და წესებით (ე.წ. „სნიპებით“) რეგულირდება.701 სახალხო დამცველი სრულყოფილი მიუთითებს, რეალიზებისთვის, რომ ჯანსაღ გარემოში უმნიშვნელოვანესია ცხოვრების უფლების საცხოვრებელ სახლებში ბუნებრივი გაზის ქსელის მიმართ თანამედროვე და ყოვლისმომცველი მოწესრიგების დანერგვა. 13.3. სამშენებლო სფეროში მოქმედი ხარვეზიანი კანონმდებლობა სამშენებლო კანონმდებლობა ორიენტირებული უნდა იყოს ადამიანის უსაფრთხო და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვისათვის სათანადო და ეფექტიანი მექანიზმების შენარჩუნება-გაძლიერებაზე. ამდენად, სამშენებლო სფეროში არსებული არაერთი გამოწვევის გათვალისწინებით, სწორედ აღნიშნულ მიზანს უნდა ემსახურებოდეს ამ მიმართულებით დაგეგმილი თუ განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებებიც. საანგარიშო პერიოდში ცვლილებები შევიდა საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში,702 რომელთაგან რამდენიმე რეგულაციას სახალხო დამცველი ადამიანის უფლებების პერსპექტივის გათვალისწინებით, უარყოფითად აფასებს. კერძოდ, შემსუბუქდა სანქციები არაერთ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევასთან მიმართებით.703 ეს ეხება ისეთ უკანონო ქმედებებს, როგორიცაა, მაგალითად, უნებართვო მშენებლობა,704 მშენებარე ობიექტის კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვება, მშენებლობის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილების შეუსრულებლობა, მშენებლობის უსაფრთხოების წესების დარღვევა. ასევე შემცირდება ჯარიმის ოდენობა იმ შემთხვევებისთვის, თუ ჯარიმის დაკისრების საფუძვლები აღმოფხვრილი არ იქნება სამართალდამრღვევის მიერ.705 მთლიანად გაუქმდა 701 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის აპარატის 2019 წლის 19 დეკემბრის №6/04-18-10150 წერილი; ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს 2020 წლის 11 თებერვლის №06/196 წერილი. საქართველოს კანონი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, 20.12.2019, აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის თავდაპირველი ვერსია არაერთი მიმართულებით საკმაოდ მასშტაბურ და უმეტესად პრობლემურ ცვლილებებს ითვალისწინებდა. საბოლოოდ, განხორციელებული ცვლილებებში პრინციპულად მნიშვნელოვანი პრობლემური საკითხების დიდი ნაწილი აღარ აისახა. 703 კოდექსის 130/2, 131/4, 132/2, 134/2, 135/2, 136/2, 138/2 მუხლები, გაუქმდა განმეორებით ჩადენილი სამართალდარღვევებისას ჯარიმის გაორმაგებული ოდენობების გადახდის ვალდებულება. 704 მათ შორის „ტყის ფონდის მართვის შესახებ“ და „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონებით 702 განსაზღვრულ ტერიტორიებზე, განსაკუთრებული რეგულირების ტერიტორიაზე ან ზონაში, კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში. 705 ახალი რედაქციით, ჯარიმის დაკისრების საფუძვლების აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, მისი დაკისრებიდან ყოველი 3 თვის შემდეგ სამშენებლო სამართალდამრღვევი ჯარიმდება თავდაპირველად დაკისრებული ჯარიმით გათვალისწინებული საჯარიმო თანხის სამმაგი ოდენობით, რომელიც მას 262 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 პასუხისმგებლობა სამშენებლო სამუშაოების ან მშენებლობის ეტაპების მშენებლობის ნებართვით დადგენილ ვადაში დაუსრულებლობის შემთხვევებისთვის.706 სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დაწესება სამართალდარღვევის პრევენციის ერთ-ერთი ბერკეტია. პრაქტიკაში, უფრო მკაცრი სანქციებიც კი ვერ ახდენდა სრულფასოვნად დასახელებული ლეგიტიმური მიზნის მიღწევას, არა თუ შემსუბუქებული ან/და სრულად გაუქმებული პასუხისმგებლობა. ამდენად, მოსალოდნელია, რომ განხორციელებულმა ცვლილებებმა უარყოფითი ზეგავლენა იქონიოს სამართალდარღვევის თავიდან აცილების, პასუხისმგებელი პირების მხრიდან აღებული ვალდებულებების დროულად შესრულებისა და, შედეგად, ადამიანის უფლებების რეალიზაციის პროცესზე. სამშენებლო სფეროში არსებული მწვავე გამოწვევები სახელმწიფოს მხრიდან დროული და ქმედითი ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს, ამდენად, განხორციელებული ცვლილებების შედეგად მთავრობის მიერ არაერთი მნიშვნელოვანი დადგენილების მიღების ვალდებულების გადავადების ფაქტიც, ნეგატიურად უნდა შეფასდეს.707 საანგარიშო პერიოდში კვლავ აქტუალური იყო მშენებლობის პროცესში მომიჯნავე ობიექტების მესაკუთრეთა კანონიერი ინტერესების უგულებელყოფის საკითხი. სახალხო დამცველის აპარატის მიერ რამდენიმე საქმის708 სამშენებლო საქმიანობაზე ზედამხედველობის ნაგებობებზე ზეგავლენის კვლევებში შესწავლისას პროცესში, გამოიკვეთა, მომიჯნავე გათვალისწინებული რომ შენობა- რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა არ მოწმდებოდა, მაშინ, როცა აღნიშნული რეკომენდაციებით განისაზღვრებოდა სპეციალური ღონისძიებები, რომელთა შესრულება აუცილებელი იყო მშენებლობის პროცესში მომიჯნავე შენობა-ნაგებობების მდგრადობის შესანარჩუნებლად. ზემოაღნიშნულ პერიოდში კვლევის ჩატარება მშენებლობის ნებართვის გაცემამდე სავალდებულო არ იყო, დამკვეთს აღნიშნული დოკუმენტი უშუალოდ სამშენებლო სამუშაოების დაწყებამდე უნდა მოეპოვებინა.709 2019 წლის ივნისის ცვლილებებით კი, შეიძლება დაეკისროს არა უმეტეს სამჯერ; მაშინ როდესაც წინა რედაქციით დამრღვევს ეკისრებოდა ბოლოს დაკისრებული ჯარიმის სამმაგი ოდენობა, კოდექსის 126/2 მუხლი. 706 კოდექსის ძველი რედაქციის 133-ე მუხლი. სავალდებულო სერტიფიცირება არქიტექტურული საქმიანობისა და სამშენებლო საქმიანობის განხორციელებისას, 2020 წლის 1 ოქტომბრის ნაცვლად, მისი ამოქმედება 2022 წლის 1 ოქტომბრამდე გადავადდა; შენობა-ნაგებობის მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების დადგენა, 2019 წლის 30 დეკემბრის ნაცვლად, გადავადდა 2021 წლის 30 დეკემბრამდე; არქიტექტორების, ინჟინერ-მშენებლებისა და მშენებლობის ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი ექსპერტების სერტიფიცირების წესის განსაზღვრა, გადავადდა 2022 წლის 1 მარტამდე, 2020 წლის 1 მარტის ნაცვლად; აკრედიტებული ინსპექტირების ორგანოს და სერტიფიცირებული ექსპერტის მიერ სამშენებლო ობიექტის ინსპექტირების წესისა და მათი პასუხისმგებლობის დაზღვევა, გადავადდა 2022 წლის 1 მარტამდე 2020 წლის 1 მარტის ნაცვლად. 2024 წლის ბოლომდე შეჩერდა შენობა-ნაგებობის დაპროექტებისას და მშენებლობისას განახლებადი ენერგიის გამოყენების შესაძლებლობის გათვალისწინების ვალდებულება. 708 №4018/19 საქმე; №5426/19 საქმე. 707 709 „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილება, მუხ. 33, პუნ. 4(ბ). 263 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მომიჯნავე შენობა-ნაგებობებზე ზეგავლენის კვლევის ჩატარება და არსებული მდგომარეობის შესანარჩუნებლად სპეციალური ღონისძიებების განსაზღვრა, შესაბამის შემთხვევებში, სავალდებულო გახდა მშენებლობის ნებართვის გაცემამდე,710 რაც დადებითად უნდა შეფასდეს. თუმცა სახალხო გამოთხოვილი დამცველის აპარატის ახსნა-განმარტებებით სამშენებლო სამუშაოებზე გათვალისწინებული მიერ დგინდება, ზედამხედველობის სპეციალური თვითმმართველი რომ თბილისსა გამწევი ღონისძიებების და ქუთაისში სამსახურები კვლევაში შესრულებაზე შეცვლილი მოწესრიგების პირობებში ახორციელებენ. 711 ქალაქებიდან კონტროლს არც სხვა მუნიციპალიტეტებში კი, მომიჯნავე შენობა-ნაგებობაზე ზეგავლენის კვლევის ანგარიშის გათვალისწინებით, მშენებლობის ნებართვების გაცემის პროცესი ახალი დაწყებულია, რის გამოც, ამ ეტაპზე, მათ საფუძველზე წარმოებულ სამშენებლო სამუშაოებზე ზედამხედველობა არ ხორციელდება. 712 სახალხო დამცველი მოუწოდებს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, კვლევის საფუძველზე მშენებლობის ნებართვების გაცემისა და შესაბამისი სამშენებლო სამუშაოების დაწყების შემდეგ, ზედამხედველობა გაუწიონ საექსპერტო დასკვნებში გათვალისწინებული სპეციალური ღონისძიებების შესრულებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, აზრი დაეკარგება საექსპერტო დასკვნების სამართლებრივ დატვირთვას და დაირღვევა ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის, საკუთრების უფლების დაცვისა და სამშენებლო სამუშაოების წარმოების უსაფრთხოების პრინციპები. საანგარიშო პერიოდში უნდა მიეღოთ „შენობა-ნაგებობის მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილება, რომელიც ბუნებრივ განათებასა და ჰაერზე ხელმისაწვდომობის კუთხით მშენებარე ობიექტის მომიჯნავე ობიექტების მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა ინტერესების უზრუნველყოფის 710 თუ შენობა-ნაგებობის მშენებლობა დაგეგმილია ჩამოყალიბებული განაშენიანებით შეზღუდულ პირობებში (ახალი მშენებლობისა და მზიდი ელემენტების რეკონსტრუქცია), III კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – სამშენებლო მოედნის 10 მეტრის რადიუსში, ხოლო IV კლასის შენობა-ნაგებობის შემთხვევაში – 20 მეტრის რადიუსში, ასევე სხვა ლეგიტიმური საფუძვლის არსებობისას, რათა გამოირიცხოს დაგეგმილი მშენებლობით მიწის ნაკვეთის მომიჯნავე შენობა-ნაგებობების კონსტრუქციების დეფორმაცია და დაზიანება („მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა-ნაგებობის ექსპლუატაციაში მიღების წესისა და პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №255 დადგენილება, მუხ. 6, პუნ. 4(ე), პუნ. 9). 711 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მუნიციპალური ინსპექციის 2020 წლის 4 მარტის №17- 01200643894 წერილი; ქალაქ ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერის 2020 წლის 11 მარტის №01/6346 წერილი. 712 ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 26 თებერვლის №02/1531 წერილი; ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის მერიის ქალაქგანვითარებისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის 2020 წლის 2 მარტის №1508-25 წერილი; ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2020 წლის 6 მარტის №02/2983 წერილი. 264 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საშუალებად მოიაზრებოდა.713 სამწუხაროდ, ზემოაღნიშნული აქტის მიღების ვადამ 2021 წლის 30 დეკემბრამდე გადაიწია.714 შეუსრულებელი დარჩა ასევე, სახალხო დამცველის რეკომენდაცია, კანონმდებლობით სამეზობლო მიჯნის ზონაში აშენებულ შენობაზე სამეზობლო საზღვრის მხარეს მოწყობილი კარი, ფანჯარა და კედელში არსებული სხვა ღია ნაწილი დაბრკოლება გამხდარიყო მომიჯნავე მიწის ნაკვეთზე მიჯნის ზონაში ახალი შენობ(ებ)ის მშენებლობისას.715 შესაბამისად, მოქმედი კანონმდებლობა კვლავ იძლევა შესაძლებლობას, სამშენებლო სფეროსთან დაკავშირებული მოთხოვნები მომიჯნავედ მცხოვრებ პირთა ინტერესების უგულებელყოფის ხარჯზე დაკმაყოფილდეს. საქართველოს სახალხო დამცველი ამახვილებდა ყურადღებას ბოლო სამშენებლო ორი წლის სფეროში განმავლობაში გამოსაყენებლად მუდმივად აკრძალული სახიფათო (წვადი, ტოქსიკური და სხვა მავნე ბუნების) მასალების ჩამონათვალის განსაზღვრის აუცილებლობაზე.716 მათ შორის, ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზემოქმედების თვალსაზრისით, განსაკუთრებულად მწვავედ დგას აზბესტის შემცველი პროდუქციის გამოყენების საკითხი (სამშენებლო მასალები, სამუხრუჭე ხუნდები და სხვ.).717 ბოლოდროინდელი შეფასებით, ყოველწლიურად მსოფლიოში 107000-ზე მეტი ადამიანი იღუპება აზბესტის ზემოქმედებით გამოწვეული სხვადასხვა სახის კიბოსაგან, რის გამოც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ყველა ტიპის აზბესტის გამოყენების შეწყვეტის, როგორც აზბესტთან დაკავშირებული დაავადებების აღმოფხვრის ყველაზე ეფექტიანი გზის, აუცილებლობაზე მიუთითებს.718 საქართველოში, დღეის მდგომარეობით, აკრძალულია აზბესტის 5 ბოჭკოს იმპორტი.719 თუმცა, დარეგულირებული არ არის ქრიზოტილი (თეთრი აზბესტი),720 რომელიც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მითითებით, აზბესტის ძირითადი ნაირსახეობაა და სიმსივნური დაავადებების მნიშვნელოვანი განმაპირობებელია.721 713 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2018, გვ. 180-181. 714 საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი, მუხ. 142, პუნ. 3. 715 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2018, გვ. 185. 716 იქვე, გვ. 169; საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, 2017, გვ. 203. 717 ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: <https://bit.ly/3dGtmyx> [ბოლოს ნანახია 10.03.2020] ინფორმაცია 718 ხელმისაწვდომია ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ვებგვერდზე: <https://bit.ly/2UNEPnh > [ბოლოს ნანახია 10.03.2020] 719 „ცალკეული საშიში ქიმიური ნივთიერებების და პესტიციდების ექსპორტ-იმპორტის წესისა და წინასწარ დასაბუთებული თანხმობის პროცედურის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 13 ივნისის №263 დადგენილება. 720 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 10 მარტის №2617/01 წერილი. 721 ინფორმაცია ხელმისაწვდომია დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე: <https://bit.ly/3bFAA3M > [ბოლოს ნანახია 10.03.2020] 265 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა აზბესტშემცველი მასალების სხვა ალტერნატიული მასალებით ჩანაცვლების შესახებ რეკომენდაციების შესამუშავებლად.722 მნიშვნელოვანია, აღნიშნული პროცესის დროულად დასრულება და სახიფათო მასალების დროულად გამოსავლენად და ასაკრძალად, აქტიური ღონისძიებების გატარება. 13.4. მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები და ადამიანის უფლებები არაერთი წელია, მოქალაქეები სხვადასხვა მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებულ პრობლემებზე, აქტიურად მომართავენ საქართველოს სახალხო დამცველის აპარატს. არც საანგარიშო პერიოდი ყოფილა ამ თვალსაზრისით გამონაკლისი.723 მოსახლეობის წუხილი უმეტესად გადაწყვეტილებების მიღებისას მათი სოციალური საჭიროებების უგულებელყოფის, განსახორციელებელი საქმიანობის უსაფრთხოების, გარემოზე თუ საკუთრებაზე ზეგავლენის და კომპენსაციის საკითხებს უკავშირდება; ხშირად, პრობლემატურია არა იმდენად პროცედურული საკითხები, რამდენადაც თავად პროექტის განხორციელების მიზანშეწონილობა. როგორც წესი, მსხვილი პროექტების განხორციელება ცალკეული მოქალაქისა თუ გარკვეული ჯგუფის კანონიერ ინტერესებთან კვეთაშია. ინფრასტრუქტურული პროექტებით, ზოგიერთ შემთხვევაში,724 მომიჯნავე მესაკუთრეთა/მფლობელთა უფლება, სრულყოფილად მოახდინონ თავიანთი საკუთრებისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებების რეალიზაცია, იზღუდება ან კითხვის ქვეშ დგება.725 პრობლემატური საკითხების უმეტესობა მიანიშნებს, რომ მიუხედავად ამ თვალსაზრისით არსებული დახვეწილი საკანონმდებლო რეგულაციებისა, მთავარ გამოწვევად კვლავ დაგეგმილ საქმიანობასთან დაკავშირებით მოქალაქეებთან ადრეულ ეტაპზევე 722 გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2020 წლის 10 მარტის №2617/01 წერილი. 723 ასეთ მასშტაბურ პროექტებს შორისაა ჰიდროელექტროსადგურები, ელექტროგადამცემი ხაზები, საავტომობილო გზები, ნაგავსაყრელები, საცხოვრებელი თუ საზოგადოებრივი კომპლექსები. 724 ერთ-ერთი საქმის შესწავლისას გამოიკვეთა, რომ, ერთი მხრივ, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს ელექტროგადამცემი ხაზების მშენებლობისას იმ მინიმალურ დაშორებას, რაც დაცული უნდა იყოს უახლოეს მოსახლემდე, მეორე მხრივ, დადგენილია თავად ელექტროგადამცემი ხაზის დაცვისათვის ბუფერული ზონა. ხოლო ასეთ ზონაში მოხვედრილ მესაკუთრეებს/მფლობელებს ეკრძალებათ არაერთი სახის საქმიანობა. ამასთან, ელექტრული ქსელის მფლობელ პირს ელექტროგადამცემი ხაზების დაცვის ზონაში ელექტროგადამცემი ხაზების მომსახურების და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, უფლება აქვს განახორციელოს სხვადასხვა საქმიანობა. შესაბამისად, ბუფერულ ზონაში მოხვედრილი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა/მფლობელთა უფლებებზე ასეთი რეალობა ნეგატიური ზეგავლენის მომტანია. 725საქართველოს სახალხო დამცველის წინადადება №04-11/6476, 12/06/2019 შპს „ენერგოტრანსი“-ს, სოფელ სნოში განთავსებული №238, №239 და №240 ანძების თაობაზე. 266 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 კომუნიკაცია და საზოგადოების ყოველმხრივი ინფორმირებულობა რჩება. საჭიროა მოქალაქეთა შორის გაჩენილ ლეგიტიმურ კითხვებს მაქსიმალურად დამაჯერებელი და ამომწურავი პასუხები გაეცეს, რაც, თავის მხრივ, თავად გადაწყვეტილების მიმღებ ადმინისტრაციულ ორგანოს, ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების ყოველმხრივი და სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების ვალდებულების შესრულებაში. სხვა საკითხებთან ერთად, თითოეულ შემთხვევაში, სიღრმისეულად და სრულყოფილად უნდა გამოიკვლიონ პროექტის განხორციელების ალტერნატიული ვარიანტები და, შესაძლებლობის შემთხვევაში, შეარჩიონ ისეთი ადგილმდებარეობა, რომელიც მაქსიმალურად უზრუნველყოფს გარემოსდაცვითი და მაცხოვრებლების ინტერესების თანაბრად დაცვას. სახელმწიფო უწყებების მხრიდან გადაწყვეტილებების მიღებისას, ასევე გასათვალისწინებელია ამა თუ იმ მუნიციპალიტეტის ტურისტული პოტენციალიც და ადგილობრივი საკუთრება და მოსახლეობის სწრაფვა, მძიმე სოციალური გაიუმჯობესონ განავითარონ თავიანთი მდგომარეობა. რაც სოფლის/მუნიციპალიტეტის განვითარებასთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობის მიგრაციის შემცირების სახელმწიფოებრივ ინტერესზე მხოლოდ პოზიტიურ გავლენას იქონიებს. ამასთან, სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას ამახვილებს დიდი ქალაქების განაშენიანების მიმართულებით არსებულ გამოწვევებზე. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ როდესაც დაგეგმილი ღონისძიებების განხორციელება მკვეთრად ცვლის ქალაქგეგმარებას, საზოგადოებრივი ცხოვრების ფორმებს, გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ საერთო საზოგადოებრივი კონსოლიდაციის გზით უნდა მიიღებოდეს. საანგარიშო წელს საზოგადოების განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა პროექტი „ბათუმი რივიერა“, რომელთან მიმართებითაც საზოგადოების ლეგიტიმური კითხვები პროექტის სხვადასხვა ასპექტთან დაკავშირებით, მათ შორის, მოსალოდნელი რისკებისა და საფრთხეების თვალსაზრისით, უპასუხოდ დარჩა. სახალხო დამცველი განმარტავს, რომ მომავალში განაშენიანების მიმართულებებით გადაწყვეტილებების მიღებისას, განსაკუთრებით, ქალაქ თბილისსა და ბათუმთან მიმართებით, მხედველობაში უნდა მიიღებოდეს წლების განმავლობაში მათი აქტიური, ქაოტური და სპონტანური განვითარების შედეგად წარმოშობილი რთული გამოწვევები და სივრცითი მოწყობის თვალსაზრისით დღეს არსებული მძიმე ვითარება. გადაწყვეტილებების მიმღებმა ორგანოებმა თითოეულ შემთხვევაში უნდა გაითვალისწინონ კანონმდებლის ლეგიტიმური მიზანი726 და ისეთი გადაწყვეტილებები მიიღონ, რომლებიც ხელს შეუწყობს მაღალი განაშენიანების მქონე ქალაქებში არსებული მდგომარეობის შემსუბუქებას და არა კიდევ უფრო დამძიმებას. სამწუხაროდ, ამ დრომდე არ გადადგმულა რაიმე სახის ქმედითი ნაბიჯები გრძელვადიანი ენერგეტიკული პოლიტიკის დასაგეგმად და შესაბამისი სტრატეგიული დოკუმენტების 726 სამშენებლო და სივრცითი მოწყობის სფეროში არსებული საკანონმდებლო წესრიგის ლეგიტიმური მიზნებია შეუსაბამობების გამოვლენა, შემსუბუქება, გამოსწორება. 267 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 შესამუშავებლად. არავის შეუსწავლია და გაუანალიზებია ერთობლიობაში უკვე გაწეული საქმიანობა, განხორციელებული ინვესტიციები, პროექტების ხარჯ-სარგებლიანობა, დაშვებული შეცდომების, გასატარებელი ღონისძიებები. ამდენად, კვლავ აქტუალურია ენერგეტიკული პროექტების განხორციელებისას მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინების თვალსაზრისით არსებული გამოწვევები.727 საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ, საგანგებოდ მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან კომპლექსური და თანმიმდევრული მიდგომის საჭიროებაზე. ეკონომიკური, გარემოსა და სოციალური ინტერესების დასაბალანსებლად, პოლიტიკის დოკუმენტები პროფესიული კვლევების, საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკების, საჯარო განხილვების, დარგის სპეციალისტებისა და პროფესიული ჯგუფების ფართო ჩართულობით უნდა შეიქმნას. ამასთან, მნიშვნელოვანია პოლიტიკის დოკუმენტები სრულად პასუხობდეს შესაბამის საკანონმდებლო მოთხოვნებს.728 13.5. საკანონმდებლო საკითხები გამოვლინდა გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების ჩამონათვალის გადახედვის საჭიროება. საქართველოს სახალხო დამცველმა არაერთხელ შეაფასა დადებითად გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მიღებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების სისტემის, მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასებას დაქვემდებარებული საქმიანობების საერთაშორისო სტანდარტებთან მისადაგების ფაქტი. თუმცა, ზოგიერთ გათვალისწინებით, შემთხვევაში, საქართველოს საქმიანობებისთვის თავისებურებებისა განსაზღვრული ზღვრული და რეალობის კრიტერიუმები გადახედვას და დახვეწას მოითხოვს. მაგალითად, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის II დანართის თანახმად,729 10 ჰექტარზე მეტი განაშენიანების ფართობის მქონე ურბანული განვითარების პროექტი სკრინინგის730 გადაწყვეტილებას ექვემდებარება. თუმცა აღნიშნული დაკონკრეტებისა და 10 ჰექტარზე მხოლოდ მცირედით სიმცირის გამო, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურებით არ შეფასდა ისეთი მასშტაბური 727 ამ მიმართულებით არსებულ არაერთ პრობლემაზე საქართველოს სახალხო დამცველმა დეტალურად ისაუბრა 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში, მათ შორის, უკანასკნელი 10 წლის განმავლობაში დაგეგმილი/განხორციელებული ჰიდროელექტროსადგურების პროექტების ენერგეტიკულ-ეკონომიკურ სარგებლიანობასთან დაკავშირებით გამოკვლევა-შეფასების არარსებობის პრობლემაზე. 728 საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილება „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“; „პოლიტიკის დაგეგმვის დოკუმენტის „პოლიტიკის დაგეგმვის სახელმძღვანელოს“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №629 დადგენილება. 729 კოდექსს აქვს ორი დანართი, პირველ დანართში მითითებულ საქმიანობებს უპირობოდ უტარდება გზშ, ხოლო მეორე დანართში ჩამოთვლილი საქმიანობები გზშ-ს მხოლოდ სკრინინგის გადაწყვეტილების საფუძველზე დაექვემდებარება. 730 პროცედურა, რომელიც განსაზღვრავს გზშ-ს/სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ჩატარების საჭიროებას, გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი, მუხ. 3, პუნქ. „ფ“. 268 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 პროექტი, როგორიცაა „ბათუმი რივიერა“,731 რამაც არაერთი ლეგიტიმური კითხვა პასუხგაუცემელი დატოვა. საქართველოს სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ზღვრული მაჩვენებლები ქვეყნის ტერიტორიის ფართობისა და სხვა მნიშვნელოვანი სპეციფიკის გათვალისწინებით უნდა დადგინდეს, ისეთი მნიშვნელოვანი საქმიანობების რეგულირების მიღმა დარჩენის თავიდან ასაცილებლად, რასაც პოტენციურად, ადამიანის უფლებების ხელყოფა შეიძლება მოჰყვეს შედეგად. კიდევ ერთი საყურადღებო საკითხი732 ნაგავსაყრელის საცხოვრებელი სახლიდან დასაშვებ მანძილზე ადგილმდებარეობას უკავშირდება. კანონმდებლობის თანახმად,733 მანძილი საცხოვრებელი სახლიდან ნაგავსაყრელის საზღვრამდე არანაკლებ 500 მეტრი უნდა იყოს. მართალია, რეგულაციით განმარტებულია, თუ რა იგულისხმება ტერმინში „ნაგავსაყრელი“,734 თუმცა ის, თუ რა უნდა მოვიაზროთ ნაგავსაყრელის საზღვრებად, ბუნდოვანია. როგორც პრაქტიკამ ცხადყო, საქმიანობის განმახორციელებელი ამ მანძილს ითვლის არა ნაგავსაყრელი პოლიგონის განთავსების მიწის ნაკვეთის საზღვრიდან, არამედ უშუალოდ იმ ადგილიდან, სადაც ნაგავსაყრელის ობიექტია განთავსებული. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ ვინაიდან ეს საკითხ პირდაპირ კავშირშია მოქალაქეთა საკუთრებისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების რეალიზაციასთან, აუცილებელია კანონმდებლობა ცალსახად და მკაფიოდ განსაზღვრავდეს 500-მეტრიანი მანძილის ათვლის კრიტერიუმებს. მოქალაქეთა უფლება კომპენსაციასა და უსაფრთხო გარემოში ცხოვრებაზე, ინდივიდუალურ შემთხვევებში არ უნდა იყოს განსხვავებული და საქმიანობის განმახორციელებელი სუბიექტის ინტერპრეტაციაზე დამოკიდებული. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  დროულად შეიმუშაოს უნიფიცირებული რეგულაციები, გარემოზე ზიანის მიყენების ეფექტიანი პრევენციისა და დამდგარი ზიანის რეალური აღმოფხვრისათვის საჭირო მექანიზმების გარანტირების მიზნით, მათ შორის, ნათლად გაიწეროს პასუხისმგებელი უწყებები და მათი კომპეტენციები მიწის ნაკვეთების მთლიანი ფართობი შეადგენს 90,700 კვადრატულ მეტრს. განსახილველი პროექტი ითვალისწინებს იახტკლუბის და ხელოვნური ლაგუნის, მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების, საზღვაო სანაოსნოსთან ინტეგრირებული მრავალფუნქციური კომპლექსის, რესტორნების, კონვენციის ცენტრის, კაზინოს, საცხოვრებელი და საზოგადოებრივი სივრცეების მოწყობას და, შესაბამისად, აუცილებელია პროექტის გარემოზე ზემოქმედების ასპექტების სრულყოფილი შესწავლა. 732 ცეცხლაურის ნაგავსაყრელის საქმის შესწავლის ფარგლებში გამოვლენილი პრობლემატიკა. 731 733 „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №421 დადგენილების მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი. 734 დადგენილების მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი. 269 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019  შემცირდეს გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის I და II დანართებით გათვალისწინებული საქმიანობების ზღვრული მაჩვენებლები ქვეყნის ტერიტორიის ფართობისა და სხვა სპეციფიკის გათვალისწინებით, მათ შორის, შემცირდეს II დანართის 9.2 ქვეპუნქტში მითითებული 10-ჰექტრიანი ზღვრული მაჩვენებელი  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში დადგინდეს პასუხისმგებლობა ამტვერებადი მასალის განთავსების, ტრანსპორტირებისა და დამუშავების წესების დარღვევისთვის, ყველა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  უზრუნველყოს ბუნებრივი გაზის შიდა ქსელის უსაფრთხოებაზე ზედამხედველობის გამკაცრების მიზნით განსახილველად წარდგენილი ნორმატიული აქტების პროექტების დროულად განხილვა და მიღება  არსებული რეგლამენტები განაახლოს იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს საერთო სარგებლობის სავენტილაციო არხებზე გამწოვების დაერთებისა და გათბობის ქვაბების აირგამწოვი მილების მოწყობის საკითხების მოწესრიგება თანამედროვე გამოწვევებისა და ტექნოლოგიური პროგრესის შესაბამისად, მეზობელ ბინებში მცხოვრებ პირთა უსაფრთხოების მოთხოვნების გათვალისწინებით  ენერგორესურსებით რაციონალური სარგებლობისა და მდგრადი განვითარების უზრუნველსაყოფად, შეიმუშაოს პოლიტიკის დოკუმენტები „პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების, მონიტორინგისა და შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 დეკემბრის №629 დადგენილებისა და „პოლიტიკის დაგეგმვის დოკუმენტის „პოლიტიკის დაგეგმვის სახელმძღვანელოს“ დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 30 დეკემბრის №629 დადგენილების შესაბამისად  საქმიანობის განხორციელებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე, უზრუნველყოოს თითოეულ ფართომასშტაბიან ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებით პროექტის ხარჯთსარგებლიანობისა და მოსალოდნელი სოციალურ-ეკონომიკური ზემოქმედების კვალიფიციური შესწავლა-შეფასება, ასევე, შესწავლის შედეგებზე ფართო საზოგადოების წვდომა  შეიტანოს ცვლილება „ნაგავსაყრელის მოწყობის, ოპერირების, დახურვისა და შემდგომი მოვლის შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე, საქართველოს მთავრობის 2015 წლის 11 აგვისტოს №421 დადგენილებაში და მკაფიოდ განსაზღვროს 500-მეტრიანი მანძილის გამოთვლის კრიტერიუმები  შეიმუშაოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების მაჩვენებლის ზუსტი მონაცემების განსაზღვრის მეთოდოლოგია და აღნიშნული მაჩვენებლის შეფასების სტანდარტი 270 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019  უზრუნველყოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესება (მათ შორის, მონიტორინგის სადგურების რაოდენობის გაზრდა) სახელმწიფო ბიუჯეტით ადეკვატური რესურსების გამოყოფის გზით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს და საქართველოს გარემოსა დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინიტრს:  დროულად უზრუნველყონ სათანადო მატერიალურ-ტექნიკური რესურსი და გაატარონ საჭირო საკანონმდებლო ღონისძიებები ავტოსატრანსპორტო საშუალებათა გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებათა ნორმაზე მეტი კონცენტრაციის შემთხვევების გამოსავლენად და აღნიშნულ სამართალდარღვევაზე რეაგირების ეფექტიანი მექანიზმის შესაქმნელად და ასამოქმედებლად საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს:  სოფლის მეურნეობის სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად და შესამცირებლად, დროულად მოამზადოს შესაბამისი კანონის პროექტი  წლის განმავლობაში განახორციელოს „სამრეწველო ემისიების შესახებ“ კანონის პროექტის ინიცირება საქართველოს პარლამენტში საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტს:  271 | დადგენილ ნორმებთან შეუსაბამო ხარისხის საწვავის მიწოდების მონიტორინგისას, განხორციელდეს როგორც საავტომობილო დიზელის, ასევე ბენზინის სინჯების აღება და მათში ეროვნულ დონეზე განსაზღვრული ყველა ნივთიერების მოცულობითი წილის შეფასება. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 14. შრომის უფლება 2019 წელს მთავარი გამოწვევა კვლავ შრომის უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარების გაუმჯობესებას უკავშირდება. წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის გავრცელება ეკონომიკური საქმიანობის ყველა სფეროზე და შრომის ინსპექტორებისთვის სამუშაო ადგილებზე დაშვების დამცველის რეკომენდაცია, გათვალისწინებული შეზღუდვების სხვა შრომის მოხსნა. ინსპექციისთვის მოთხოვნების დაცვაზე უფლებამოსილებების მინიჭების თაობაზე. 735 კანონმდებლობის რეფორმაზე უფლებამოსილი უნდა მუშაობა, გამხდარიყო, თუმცა შეუსრულებელია სახალხო შრომის კანონმდებლობით ეფექტიანი ზედამხედველობის გაურკვეველი ვადით შეჩერდა შრომის რომლის ორგანიზაციის შედეგადაც შრომის ინსპექცია გარეშე, სრულად თანხმობის შეემოწმებინა შრომით უფლებებთან და პირობებთან მიმართებით არსებული ნორმების ეფექტური გამოყენება, რისთვისაც მას ენიჭებოდა ადმინისტრაციული სახდელის დადების უფლება, მათ შორის, საქართველოს შრომის კოდექსითა და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული დებულებების დარღვევის შემთხვევებში. საანგარიშო პერიოდში შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის საქმიანობის ანალიზი აჩვენებს, რომ შრომის უსაფრთხოების კანონმდებლობის კუთხით შესამჩნევი პოზიტიური ცვლილების მიუხედავად, დეპარტამენტის მანდატი და მის ხელთ არსებული რესურსები საკმარისი არ არის მათთვის დაკისრებული მნიშვნელოვანი ფუნქციების შესასრულებლად. 14.1. შრომის პირობების კუთხით არსებული მდგომარეობა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის მიხედვით, 2019 წელს სამუშაო ადგილებზე დაღუპვისა და დაშავების შემთხვევების მაჩვენებელი მცირედით არის შემცირებული მხოლოდ წინა წელთან შედარებით (დაიღუპა 49 და დაშავდა 142 ადამიანი).736 ამდენად, ვითარება კვლავ მძიმეა. 735 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, (2018), გვ. 189. 736 განსხვავებული მონაცემები წარმოადგინა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა, რომლის მიხედვითაც, 2019 წელს, ბოლო 4 წლის მონაცემებით, სამუშაო ადგილებზე დაღუპვის შემთხვევების ყველაზე დაბალი მაჩვენებელი გამოვლინდა. კერძოდ, სამუშაოს შესრულებისას წლის განმავლობაში დაიღუპა 38 (მათგან 25 დასაქმებული იყო მშენებლობის სექტორში) და დაშავდა 168 ადამიანი (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის 14 იანვრის №01/371 წერილი). მონაცემების შეუსაბამობის მიზეზად, უწყებამ, 2019 წელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოებისა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მიერ, სტატისტიკის სხვადასხვა მეთოდოლოგიით წარმოება დაასახელა. კერძოდ, ინსპექტირების ორგანო სამუშაო სივრცეში მომხდარ დადასტურებულ საწარმოო უბედურ 272 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 წინამდებარე ცხრილში მოცემულია 2016-2019 წლების მონაცემები სამუშაოს შესრულებისას დაღუპულთა და დაშავებულთა რაოდენობების შესახებ737. 199 142 106 85 58 59 47 2016 წ 2017 წ 49 2018 წ დაიღუპა 2019 წ დაშავდა ინსპექტირების შედეგებმა აჩვენა, რომ შრომის უსაფრთხოების კუთხით, ყველაზე პრობლემური რისკების შეფასების ვალდებულების შეუსრულებლობაა.738 ამასთან, დასაქმებულები, ხშირად, ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე მუშაობენ.739 საგულისხმოა, რომ წლის განმავლობაში 92 ობიექტს შეუჩერდა სამუშაო პროცესი შემთხვევებს აღრიცხავს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ კი, აღირიცხება სამუშაოსთან დაკავშირებული ყველა უბედური შემთხვევა, რომელზეც, შესაძლოა, არ ვრცელდებოდეს „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოქმედება (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის 13 მარტის №01/3216 წერილი). 737 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ (2016), გვ. 514; საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ (2017), გვ. 194; საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ (2018), გვ. 186; საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 5 მარტის №MIA 1 20 00590910 წერილი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის 14 იანვრის №01/371 წერილი. 738 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის 14 იანვრის №01/371 წერილი. 739 იქვე. 273 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული დარღვევის გამო, რაც გულისხმობს, რომ გამოვლენილი შეუსაბამობები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და სავალდებულო იყო მათი დაუყოვნებლივ გამოსწორება.740 შრომის პირობების კანონმდებლობით ინსპექტირების დეპარტამენტს გათვალისწინებული 2018 მოთხოვნების წელს მიენიჭა შესრულების შრომის შემოწმების უფლებამოსილება.741 თუმცა, შრომის უსაფრთხოების ნორმებისგან განსხვავებით, მათ დაცვაზე ზედამხედველობის გაწევა მხოლოდ ორგანიზაციის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში შეუძლია.742 2019 წელს შრომითი უფლებების ნაწილში ინსპექტირებაზე თანხმობა მხოლოდ 19-მა დამსაქმებელმა გამოთქვა.743 გამოიკვეთა ისეთი მძიმე დარღვევები, როგორებიცაა უქმე დღეებში ნამუშევარი და ზეგანაკვეთური სამუშაოს აუნაზღაურებლობა, შეუსაბამობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და არსებულ სამუშაოს შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის წესის დარღვევა და სხვ. საპასუხოდ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი უფლებამოსილი იყო, გაეცა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის მითითებები, ვინაიდან შრომითი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის პროცესში იგი არ არის აღჭურვილი შესასრულებლად სავალდებულო მითითებების გაცემის ან სანქცირების მექანიზმებით. შრომითი უფლებების დაცვის უზრუნველსაყოფად, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტი მოითხოვს შრომის ინსპექციის ისეთი სისტემის არსებობას, რომელიც უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის საკითხებთან ერთად, შრომის პირობებთან დაკავშირებული სხვა დებულებების (სამუშაო საათები, ხელფასი, დასვენების დრო და სხვ.) აღსრულებასაც მოიცავს.744 ასოცირების შესახებ შეთანხმებით, საქართველოს ნაკისრი აქვს ვალდებულება, საკუთარ კანონმდებლობასა და პრაქტიკაში ასახოს საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტები სწორედ იმ ფორმით, როგორც ეს მოცემულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტების დამდგენი კონვენციებში.745 კონვენციები თუმცა დღემდე საქართველოს არ აქვს აღნიშნული რატიფიცირებული. საერთაშორისო ორგანიზაციის, Human Rights Watch-ის მითითებით, ეს საკანონმდებლო და 740 იქვე; „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი, მუხ. 3, პუნ. „ს“. 741 „შრომის პირობების ინსპექტირების 2018 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 29 დეკემბრის №603 დადგენილება. 742 „შრომის პირობების ინსპექტირების 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №682 დადგენილება; „შრომის პირობების ინსპექტირების 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის №668 დადგენილება. 743 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის 14 იანვრის №01/371 წერილი. 744 შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №81 კონვენცია მრეწველობისა და ვაჭრობის სფეროში შრომის ინსპექციის შესახებ, C081, 1947, მუხ. 3, პუნ. 1; შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №129 კონვენცია სოფლის მეურნეობის სფეროში შრომის ინსპექციის შესახებ, C129, 1969, მუხ. 6, პუნ. 1. 745 ასოცირების შესახებ შეთანხმება, ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის, მუხ. 229, პუნ. 2. 274 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ზედამხედველობის ხარვეზები საქართველოში ხელს უწყობს იმ პრაქტიკას, რომელიც კვლავაც საფრთხეს უქმნის დასაქმებულებს.746 შესაბამისად, ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას და პარლამენტს მოუწოდებს, შექმნან სრულფასოვანი შრომის ინსპექცია, რომელიც სათანადო პერსონალით იქნება დაკომპლექტებული, შესაბამისი რესურსებითა და მანდატით აღიჭურვება, რაც გულისხმობს სამუშაო ადგილის უსაფრთხოებასა და სამუშაო პირობებთან დაკავშირებული ყველა საკითხის შემოწმებას.747 საქართველოს სახალხო კანონმდებლობის დამცველს რეფორმაზე მეტად მუშაობის მნიშვნელოვნად დროულად მიაჩნია დასრულება, შრომის რამაც უნდა უზრუნველყოს შრომის ინსპექციის სისტემის სრულყოფა, ფართო მანდატითა და ქმედითი მექანიზმებით აღჭურვილი სახელმწიფო ზედამხედველობის მექანიზმის ჩამოყალიბების სახით. 14.2. შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის მუშაობა 2019 წელს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა შრომის უსაფრთხოების მიმართულებით 859 ობიექტი შეამოწმა, მათ შორის, ზემოხსენებული 19 კომპანიის 107 ობიექტში შემოწმდა შრომითი უფლებების დაცვის მდგომარეობაც. 301 ობიექტთან დაკავშირებით, შესაბამისი საკანონმდებლო უფლებამოსილებებიდან გამომდინარე, გაიცა მხოლოდ შესასრულებლად არასავალდებულო რეკომენდაციები.748 558 ობიექტზე კი, „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის ფარგლებში749, 1264 ინსპექტირება განხორციელდა. მიუხედავად იმისა, რომ სექტემბრიდან შრომის ინსპექტორებისთვის დასაქმების ყველა ადგილზე თავისუფალი დაშვების მანდატი ამოქმედდა, 1 სექტემბრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში, გაცილებით ნაკლები ობიექტი (75) შემოწმდა, ვიდრე წლის პირველ ნახევარში (483).750 ამასთან, შემოწმებულთაგან მხოლოდ 3 ობიექტი განეკუთვნებოდა ეკონომიკური საქმიანობის ისეთ სფეროს, რომელიც არ ხვდება მომეტებული საფრთხის შემცველი, მძიმე, მავნე და 746 „არცერთი წელი სიკვდილის შემთხვევათა გარეშე“, Human Rights Watch, 2019, გვ.2, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/39rxcIj [ბოლოს ნანახია 30.03.2020] 747 იქვე, გვ. 3. 748 150 ობიექტი შემოწმდა 2019 წლის შრომის პირობების ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამის შესაბამისად (საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №582 დადგენილება), 151 ობიექტი კი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ერთობლივი ინსპექტირების ფარგლებში (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის 14 იანვრის №01/371 წერილი). 749 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის 14 იანვრის №01/371 წერილი. 750 იქვე. 275 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საშიშპირობებიანი სამუშაოების ჩამონათვალში.751 ეს კი, მიუთითებს, რომ საანგარიშო პერიოდში, შრომის უსაფრთხოების მიმართულებით ინსპექციის სისტემის სრულყოფისკენ მიმართული საკანონმდებლო ცვლილებები პრაქტიკაში ამ ეტაპისათვის სათანადოდ არ ამოქმედებულა. შემოწმებამ 4806 დარღვევა გამოავლინა. შრომის უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევებისთვის, პირველ ეტაპზე, შემოწმებულ 558-ვე ობიექტს ადმინისტრაციული სახდელის სახით განესაზღვრა გაფრთხილება. რეინსპექტირების შედეგად აღმოჩნდა, რომ 127-მა საწარმომ სრულად გამოასწორა დარღვევები, ხოლო 202 საწარმო 200-დან 14000 ლარის ფარგლებში დაჯარიმდა. ამდენად, დარღვევათა გამოსწორების მაჩვენებელი 39%-ს უტოლდება, რაც წინა წლის მონაცემსაც აღემატება და კიდევ ერთხელ მიანიშნებს სანქცირების მექანიზმის ეფექტიანობაზე სარეკომენდაციო ხასიათის მითითებებთან შედარებით.752 გასათვალისწინებელია, რომ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს, ზემოთ მითითებული უფლებამოსილებების გარდა, ეკისრება შესაბამისი სამართლებრივი სტანდარტების შემუშავებისა და იძულებით შრომასა და შრომით ექსპლუატაციაზე ზედამხედველობის ვალდებულება.753 ამ მიმართულებით, 2019 წლის განმავლობაში დეპარტამენტმა 127 კომპანია შეამოწმა.754 ამასთან, მოამზადა 4 ნორმატიული აქტის პროექტი და დამატებით იმუშავა 1 ნორმატიულ აქტზე.755 თუმცა, ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმების შესაბამისად, 2019 წლის 1 სექტემბრამდე უნდა 751 განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის საქმიანობები, ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების საქმიანობები და ხელოვნება, გართობა, დასვენება. 752 2018 წელს აღნიშნული მაჩვენებელი 31% იყო, 2017 წელს კი, როდესაც შემოწმება მიმდინარეობდა, მხოლოდ სახელმწიფო პროგრამის საფუძველზე, 6% (საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“, (2018), გვ. 188). 753 „შრომის პირობების ინსპექტირების 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №682 დადგენილება; „იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის პრევენციის და მათზე რეაგირების მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 7 მარტის №112 დადგენილება. 754 იძულებითი შრომისა და შრომითი ექსპლუატაციის შესაძლო ნიშნები არცერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა. 755 მომზადდა შემდეგი ნორმატიული აქტების პროექტები: ეკონომიკური საქმიანობის პრიორიტეტული დარგების განსაზღვრის მეთოდებისა და რისკის შეფასების წესის დამტკიცების შესახებ; საწარმოში/ორგანიზაციაში/დაწესებულებაში შესვლისა და შემოწმების (ინსპექტირების) წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ; ორსული, ახალნამშობიარები და მეძუძური ქალების ჯანმრთელობისთვის მავნე ან/და განსაკუთრებული რისკის შემცველი სამუშაოების დამტკიცების თაობაზე; საქართველოს ტერიტორიაზე სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დამდგარი უბედური შემთხვევებისა და პროფესიული დაავადებების შემთხვევების სავალდებულო დაზღვევის (მინიმალური პაკეტის) წესისა და პროცედურების შესახებ. შევიდა ცვლილება შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის აკრედიტებულ პროგრამაში. 276 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მიღებულიყო შრომით პირობებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული კიდევ სამი ნორმატიული აქტი,756 რომელთათვისაც საბოლოო სახის მიცემა საანგარიშო პერიოდში ვერ მოხერხდა. გაზრდილი უფლება-მოვალეობების ობიექტების რაოდენობის ფონზე, მკვეთრი დეპარტამენტის შემცირება და მიერ შემოწმებული შესაბამისი საერთაშორისო ვალდებულებების შეუსრულებლობა, მიუთითებს, რომ მის ხელთ არსებული რესურსები საკმარისი არ არის დაკისრებული ვალდებულებების სათანადოდ შესასრულებლად. მიუხედავად იმისა, რომ საანგარიშო პერიოდში შრომის პირობების ინსპექტირების სახელმწიფო პროგრამის ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 2-ჯერ გაიზარდა, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი მიმდინარე ეტაპზე წარმოდგენილია მხოლოდ 40 საშტატო ერთეულით.757 შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, დაახლოებით 42000 დასაქმებულზე მოდის 1 შრომის ინსპექტორი,758 მაშინ როცა შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის რეკომენდაციით, გარდამავალი ეკონომიკის ქვეყნებში ყოველ 20000 დასაქმებულზე უნდა განისაზღვრებოდეს 1 შრომის ინსპექტორი.759 ამდენად, აუცილებელია, რომ არ გაჭიანურდეს შრომის ინსპექტორთა რაოდენობის დაგეგმილი ზრდა, რომელმაც წლის პირველ კვარტალში 100-ს უნდა მიაღწიოს.760 შრომის ინსპექტორთა მუშაობის ეფექტიანობისთვის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის სტანდარტი ასევე მოითხოვს მათ ადგილობრივი ოფისებით უზრუნველყოფას.761 756 ხსენებულ ნორმატიულ აქტებს ქვეყნის კანონმდებლობაში შემდეგი დირექტივების მოთხოვნათა იმპლემენტაცია უნდა მოეხდინა: 89/654/EEC დირექტივა სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების თაობაზე; 2009/104/EC დირექტივა სამუშაო ადგილზე მუშაკთა მიერ სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისათვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების თაობაზე; 90/270/EEC დირექტივა მონიტორიან დანადგარებთან მუშაობისთვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ (ასოცირების შესახებ შეთანხმება ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის, დანართი XXX). 757 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის 14 იანვრის №01/371 წერილი. 758 გამოყენებულია საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ბოლო მონაცემი, რომლის მიხედვითაც 2018 წელს საქართველოში დასაქმებულთა რაოდენობა 1694.2 ათას კაცს შეადგენდა. 759 „სტრატეგიები და პრაქტიკა შრომის ინსპექციისთვის“, შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია, 2006, გვ. 4, ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2RT1r5z>[ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 760 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის 14 იანვრის №01/371 წერილი. 761 შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის №81 კონვენცია მრეწველობისა და ვაჭრობის სფეროში შრომის ინსპექციის შესახებ, C081, 1947, მუხ. 11. მაგალითისთვის, შრომის ინსპექციის სისტემა ლატვიაში, რომლის მოსახლეობაც საქართველოს მოსახლეობაზე თითქმის ორჯერ ნაკლებია, სათაო ოფისისა და ხუთი რეგიონული ცენტრისაგან შედგება, რომლებიც, თავის მხრივ, რამდენიმე ქვედაყანოფს აერთიანებს (ლატვიის შრომის ინსპექციის 2018 წლის წლიური ანგარიში, გვ. 7, ხელმისაწვდომია: <http://www.vdi.gov.lv/files/sdo_2018_en_gala.pdf>. 277 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის წარმატებული საქმიანობისთვის, აუცილებელია მისი ორგანიზაციული და სტრუქტურული გაძლიერება. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  დააჩქაროს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება, რათა შრომის ინსპექტორები, შრომის უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე ზედამხედველობის მსგავსად, შესაბამისი უფლებამოსილებებით (თავისუფალი დაშვების მანდატით) და აღსრულებადი მექანიზმებით (სანქციების გამოყენების შესაძლებლობით) აღიჭურვონ შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის შემოწმების პროცესშიც. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  უზრუნველყოს ნორმატიული აქტების მიღება სამუშაო ადგილზე უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების თაობაზე 1989 წლის 30 ნოემბრის საბჭოს 89/654/EEC დირექტივის, სამუშაო ადგილზე მუშაკთა მიერ სამუშაო მოწყობილობების გამოყენებისათვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების თაობაზე 2009 წლის 16 სექტემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2009/104/EC დირექტივისა და მონიტორიან დანადგარებთან მუშაობისთვის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ 1990 წლის 29 მაისის საბჭოს 90/270/EEC დირექტივის დებულებათა შესასრულებლად  გატარდეს სათანადო ღონისძიებები შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის „მრეწველობასა და ვაჭრობაში შრომის ინსპექციის შესახებ“ №81, „შრომის ინსპექციის (სოფლის მეურნეობაში) შესახებ“ №129 და „სამუშაო ადგილებზე ჯანმრთელობის უსაფრთხოების შესახებ“ №155 კონვენციების რატიფიკაციისთვის საჭირო პროცედურების დასაწყებად. საქართველოს მთავრობას და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  დააჩქარონ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ორგანიზაციული და სტრუქტურული გაძლიერება, მათ შორის, რეგიონული ოფისებით აღჭურვის გზით. 278 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 15. ჯანმრთელობის დაცვის უფლება 2019 წელს სახელმწიფომ ჯანდაცვის სისტემის რეფორმის ახალი ტალღა წამოიწყო. პოლიტიკური თანახმად, განაცხადის იგი მოიცავს პოლიტიკის შემუშავებას, დაფინანსების ახალ მომსახურების ტარიფების ინიციატივების გათანაბრებას. მიუხედავად, ადამიანზე მოდელზე გადასვლას (DRG)762 და სახელმწიფოს სამედიცინო ორიენტირებული მხრიდან მომსახურების გაცხადებული გამწევთა მხრიდან დაფინანსების მოდელში შეტანილ ცვლილებებს ძალიან უარყოფითი გამოხმაურება მოჰყვა, ამასთან გამოწვევად რჩება საყოველთაო, პირველადი და კიბოს წინააღმდეგ მიმართული ჯანდაცვის პროგრამების ეფექტიანი აღსრულება, რომელთა მიზანი ჯანდაცვის შესაბამის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და მოსახლეობისთვის ფინანსური ტვირთის შემცირება უნდა იყოს. მწვავედ დგას სოფლად პირველადი ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის, სოფლის ექიმების და ექთნების შრომის პირობების გაუმჯობესების, ინფრასტრუქტურის მოწესრიგების და უწყვეტი პროფესიული განათლების სავალდებულო სისტემის დანერგვის საკითხები. ასევე, მწვავე პრობლემად რჩება მედიკამენტებზე წვდომის და ხარისხთან დაკავშირებული პოლიტიკის აქტიური და თანმიმდევრული განხორციელება. ამავე პერიოდში ლეგიტიმური კითხვები გააჩინა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის გამოქვეყნებამაც, C-ჰეპატიტის აღმოფხვრის პროგრამის ეფექტიანად განხორციელებასთან დაკავშირებით. კვლავ გამოწვევად რჩება მუდმივი ბინადრობის ნებართვის მქონე პირების მიერ სოციალური თუ ჯანდაცვის პროგრამებით სარგებლობა საქართველოში. 15.1. პირველადი ჯანდაცვის სისტემის გამოწვევები 2019 წლის დასაწყისში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განსაზღვრა გლობალური ჯანდაცვის 10 ყველაზე მნიშვნელოვანი საფრთხე, რომელთა შორის არის სუსტი პირველადი ჯანდაცვა. ეს რგოლი ადამიანების პირველი შეხების წერტილია ჯანდაცვის სისტემასთან, რომელმაც უნდა უზრუნველყოს სრული, ხელმისაწვდომი და მოცულობითი დახმარება მთელი სიცოცხლის განმავლობაში.763 762 ანაზღაურების ახალი სისტემა დიაგნოზთან შეჭიდებული ჯგუფების (DRG) მოდელზე გადასვლას გულისხმობს, რომლის თანახმადაც პაციენტის დიაგნოზი, ასაკი, ჰოსპიტალიზაციის ხანგრძლივობა და სხვა კრიტერიუმები განსაზღვრავს დაფინანსების მოცულობას. 763 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/33Voilt>[ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 279 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საქართველოს პირველადი ჯანდაცვის სისტემის პრობლემების, ბარიერებისა და საჭიროებების დადგენაზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები მთავარ ბარიერად პოლიტიკური ნების არარსებობას მიიჩნევენ. მათი შეფასებით, პირველადი ჯანდაცვის განვითარებას/გაძლიერებას არ მინიჭებია უმაღლესი პრიორიტეტი და არ მოქცეულა ქვეყნის ჯანდაცვის სისტემისათვის მნიშვნელოვანი ამოცანების სათავეში.764 სახალხო დამცველის შეფასებით, ამ მიმართულებით კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება პირველადი ჯანდაცვის სისტემის ორგანიზაციული მოწყობის მოდელი და მარეგულირებელი გარემო, პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებსა და ჰოსპიტალურ დაწესებულებებს შორის სუსტი უკუკავშირი, მომსახურების ფრაგმენტულობა, ნაკლები ყურადღება დაავადებათა პრევენციაზე, მათ ადრეულ გამოვლენასა და მართვაზე. პრობლემას წარმოადგენს პირველადი ჯანდაცვის რგოლში მომუშავე სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული სამედიცინო განათლების მიღების მწირი შესაძლებლობაც. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ საქართველოსთან დაკავშირებით მომზადებული რეკომენდაციებიც მიუთითებენ, რომ ქვეყანაში პირველადი ჯანდაცვა ძირეულ რეფორმას საჭიროებს. ხელისუფლებამ უნდა შეიმუშაოს პირველადი ჯანდაცვის შესრულების ინდიკატორები და სამიზნე ნიშნულები, დანერგოს ახალი სერვისები, განსაკუთრებით, არაგადამდები დაავადებების პრევენციასა და მკურნალობაში არსებული პრობლემების აღმოსაფხვრელად.765 2019 წლის ბოლოს განხორციელებული ცვლილებები, სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, გულისხმობს „საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამაში“ ჩართული კრიტერიუმების სამედიცინო შემოღებას დაწესებულებებისთვის (სელექციური საქმიანობის კონტრაქტირება). 766 ახალი მნიშვნელოვანია, აღნიშნული ცვლილებებით ზემოაღნიშნული პრობლემების მოგვარებაც დაიწყოს. „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამა პირველად ჯანდაცვაში სოფლის ექიმების რგოლი, ჯანმრთელობის დაცვის სისტემის უმნიშვნელოვანესი შემადგენელი კომპონენტია. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) 764 მიიჩნევს, რომ ის არის არსებითი, აუცილებელი ჯანდაცვა, რომელიც „ველფეარ ფაუნდეშენის“ (Welfare Foundation) კვლევა „სუსტი პირველადი ჯანდაცვა - ჯანდაცვაზე საყოველთაო ხელმისაწვდომობის მიღწევის ძირითადი ბარიერი“, 2019 წ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2vYuX1x > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 765 Quality of primary health care in Georgia - WHO European Centre for Primary Health Care Health Services Delivery Programme Division of Health Systems and Public Health 2018 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2Uss16I >[ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 766 „საყოველთაო ჯანდაცვაზე გადასვლის მიზნით გასატარებელ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 9 იანვრის №15 დადგენილება. 280 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოების ყველა წევრისათვის და ოჯახისათვის, ითვალისწინებდეს მათ სრულ თანადგომას ჯანმრთელობის დაცვის საქმეში.767 სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, საქართველოს მთავრობამ, მოსახლეობის განსაკუთრებული საჭიროების შესაბამისად, ხელი შეუწყოს ჯანდაცვის ინფრასტრუქტურის შემდგომ განვითარებას, როგორც სახელმწიფო ასიგნებებით, ისე კერძო ინვესტიციების მოზიდვისთვის ხელის შეწყობით. სახალხო დამცველის აპარატმა 2019 წელს, საქართველოს 17 სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, 70-ზე მეტი სოფლის ამბულატორია შეისწავლა. მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი მწვავე პრობლემები უკავშირდება როგორც ინფრასტრუქტურას (მოუწესრიგებელი შენობები, გაუმართავი საკომუნიკაციო და სანიტარულ-ჰიგიენური სისტემები), ისე კვალიფიციური დამხმარე პერსონალის (ექთნების) ნაკლებობას. „სოფლის ექიმის“ პროგრამის სუსტად განვითარების ერთ-ერთ მიზეზად სახელდება სამედიცინო პერსონალის (ექიმების და ექთნების) დაბალი ანაზღაურება, რომელიც გაწეულ შრომას არ შეესაბამება და სამედიცინო პერსონალს უკარგავს ხარისხიანი სამედიცინო მომსახურების გაწევის მოტივაციას. სოფლის ექიმის მომსახურების ღირებულება განისაზღვრება თვეში 650 ლარის, ხოლო ექთნის/ფერშლის თვეში 455 ლარის ოდენობით. ამ ანაზღაურების ფარგლებში შედის კომუნალური და ტრანსპორტირების ხარჯიც და საჭირო მედიკამენტებისა და სამედიცინო ნივთების შესყიდვაც. ასევე სერიოზული პრობლემაა სამედიცინო პერსონალის (ექიმი/ექთანი) პროფესიული უნარ–ჩვევების განვითარება და კვალიფიკაციის უწყვეტი ამაღლება. 15.2. მაღალკვალიფიციური დამხმარე სამედიცინო კადრები პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა პერსონალის შრომის მდგომარეობასთან. 768 პირდაპირ კავშირშია სამედიცინო ექთნის/ფერშლის ინსტიტუტი პაციენტებს დაავადების ან რეაბილიტაციის პროცესში მოვლის დაგეგმვაში ეხმარება, ფიზიკური, მენტალური და სოციალური ასპექტების გათვალისწინებით. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის თანახმად, ევროპის რეგიონის 53 ქვეყანას შორის საქართველო 100 000 მოსახლეზე ექთნების რაოდენობის მიხედვით, ბოლოსწინა ადგილს იკავებს.769 2019 წელს ჩატარებული კვლევების მიხედვით, გამოკითხულთა 95% კანონით დადგენილ 40 საათზე მეტს მუშაობს; 84.6%-ის ხელფასი 500 ლარზე ნაკლებია; 100% ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის ანაზღაურებას არ იღებს არც ჩვეულებრივ და არც უქმე დღეებში. არც კერძო და არც სახელმწიფო დონეზე არ არსებობს სამედიცინო 767 Universal health coverage 2019 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: <https://goo-gl.su/oAFV> 768 Modeling and Managing the patients’ need for clinical care ENHANCING EVIDENCE-BASED PRACTICE AND MANAGEMENT ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3ayewrK > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 769 European Health for All family of databases ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2JrTYW8 > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 281 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 დაწესებულებებში დასაქმებულთა სამუშაოს სიმძიმისა და დატვირთვის შესახებ რეგულაცია.770 წლებია, სახელმწიფო აცხადებს, რომ მიმდინარეობს მუშაობა ჯანდაცვის სექტორში ადამიანური რესურსების განვითარების პოლიტიკასა და გრძელვადიან გეგმაზე, რომელიც მოიაზრებს კადრების საჭიროებებს დეფიციტური/პრიორიტეტული სპეციალობებისა და სპეციალისტების რეგიონულ ჭრილში გადანაწილების სპეციფიკის გათვალისწინებით.771 შექმნილია „საექთნო საქმიანობის განვითარების ეროვნული საბჭო“, დამტკიცდა საექთნო საქმის განვითარების სტრატეგია772, მაგრამ კვლავ პრობლემურია ამ მიმართულებით პროფესიული რეგულირების მექანიზმებისა და ფორმალური უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის არარსებობაც, რაც მოქმედებს როგორც პროფესიის პრესტიჟზე, ისე ექთანთა კვალიფიკაციაზე და პირდაპირ და ყოველდღიურ რეჟიმში აისახება თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია შემუშავდეს ექთნების/ფერშლის ფუნქციური და შრომითი საქმიანობის სტანდარტები, ჩამოყალიბდეს უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი სისტემა. 15.3. ონკოლოგიური პაციენტების უფლებები ექსპერტთა პროგნოზით, მსოფლიოში კიბოთი გამოწვეული სიკვდილიანობის არსებული დონე, რომელიც წელიწადში დაახლოებით 8.2 მილიონს შეადგენს, გაიზრდება და 2030 წლისათვის 13 მილიონს გადააჭარბებს.773 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია მიზნად ისახავს გააძლიეროს ძალისხმევა კიბოს ადრეული დიაგნოზის დასმის, სკრინინგის, მკურნალობის, აგრეთვე, პალიატიური მოვლისა და დახმარების აღმოჩენისთვის, მკურნალობის შემდეგ, მათ შორის, ბავშვობაში კიბოს შემთხვევაში.774 საქართველოს სახელმწიფოს გაცხადებული პოლიტიკაა ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის თანამედროვე და მაღალეფექტიანი მეთოდების დანერგვა.775 თუმცა 770 „სოლიდარობის ქსელის“ კვლევა „ექთნების შრომის პირობები საქართველოში“, 2019წ. ინფორმაცია ხელმისაწვდომია; <https://goo-gl.su/YvMtn9 > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. საქართველოს მთავრობის დადგენილება №724 „2014-2020 წლების საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სახელწიფო კონცეფციის“ დამტკიცების თაობაზე. 772 საქართველოს მთავრობის დადგენილება №334 „საექთნო საქმის განვითარების სტრატეგიის დამტკიცების თაობაზე“. 773 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2WTVhVN >[ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 771 774 Cancer prevention and control in the context of an integrated approach. ინფორმაცია ხელმისაწვდომია; < https://bit.ly/2WTVhVN > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 775 ქვეყნის ძირითადი მონაცემები და მიმართულებები 2018-2021 წლებისათვის, დოკუმენტი ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3dFKGUm > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 282 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ცალკეული და სხვადასხვა ონკოპრევენციის სახელმწიფო პროგრამის, პროგრამა776 პალიატიური - საყოველთაო მზრუნველობის და ჯანდაცვის, ადგილობრივი მუნიციპალური ბიუჯეტების ფარგლებში,777 - რომელიც უზრუნველყოფს ონკოლოგიური დაავადების ლაბორატორიული გამოკვლევების და ოპერაციების ხარჯების ანაზღაურებას დაზღვევის პაკეტების შესაბამისი ლიმიტისა და თანაგადახდის გათვალისწინებით, ქმნის არათანაბარ და განსხვავებულ მიდგომას ბენეფიციარის ფინანსური სტატუსიდან გამომდინარე.778 არასრული დაფინასების გამო, ამ მძიმე სენით დაავადებულ პაციენტებს საკუთარი ხარჯებით ან კვლავ სახელმწიფო/მუნიციპალური პროგრამის დახმარებით უწევთ თანხის შევსება სამედიცინო დაწესებულების მიერ დადგენილ ტარიფამდე. სამწუხაროა, რომ სახელმწიფო არ იზიარებს სახალხო დამცველის რეკომენდაციას და დღემდე არ იღებს ონკოლოგიურ დაავადებათა ერთიან სახელმწიფო პროგრამას, რომლის არსებობა და ეფექტიანად მართვა არსებითად გააუმჯობესებს კიბოს პაციენტების მკურნალობას და წამლებზე წვდომას, ასევე გააჩენდა კიბოს პრევენციის მიმართულებით მუშაობის შესაძლებლობას. 15.4. მედიკამენტების ხელმისაწვდომობა და ხარისხი ჯანმრთელობის უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია მედიკამენტების ხელმისაწვდომობა, რომლის გარეშე წარმოუდგენელია ჯანმრთელობის შენარჩუნება ან ავადობის დაძლევა. ამბულატორიულ მომსახურებასა და მედიკამენტებზე ფასების ზრდა 779 მძიმე ტვირთად აწვება მოსახლეობას. მედიკამენტების ხელმისაწვდომობის პრობლემას საქართველოში, როგორც გამოწვევას, ეხმიანება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჯანდაცვის დაფინანსების თემაზე გამოქვეყნებული ანგარიში „Can people afford to pay for health care?“.780 ანგარიშის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის დაახლოებით 14% 776„საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამა“, „დაავადებათა ადრეული გამოვლენა და სკრინინგის“ სახელმწიფო პროგრამა. 777 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშები საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, გვ. 196. 7782017 წლის 1 მაისიდან საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში დიფერენცირებული პაკეტები ამოქმედდა. დიფერენცირება ეფუძნება პირის დაზღვევის სტატუსს და მისი შემოსავლების შესახებ მიწოდებულ ინფორმაციას. მოქალაქეები, რომელთა შემოსავალი წელიწადში 40 000 ლარს აღემატება, ვერ სარგებლობენ პროგრამით დაფინანსებული სერვისებით, ხოლო ისინი, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 1000 ლარზე ნაკლებია/მეტია, სარგებლობენ დიფერენცირებული სერვისებით თანადაფინანსების პრინციპის გათვალისწინებით. თუმცა სახელმწიფოს მხრიდან ორივე კატეგორიის მოქალაქეებზე თანაგადახდის წილი მცირეა და სრულად ვერ უზრუნველყოფს სერვისებზე ფინასურ ხელმისაწვდომობას. 779 „საქსტატის“ მონაცემებით, მედიკამენტის ფასი 2018 წელს (4%-ით) გაიზარდა. 2019 წლის სექტემბრის მონაცემებით კი, ბოლო 1 წელიწადში ფარმაცევტული ნაწარმის ფასი 6.6%-ით არის მომატებული. ინფორმაცია ხელმისაწვდლომია: https://bit.ly/2Uvgzrd> [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 780 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3dEjKEo > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 283 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 განიცდის ჯანდაცვაზე კატასტროფულ დანახარჯს.781 პაციენტის გადახდების სტრუქტურაში მედიკამენტებზე გადახდილ თანხებს წამყვანი ადგილი - 60% უჭირავს. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია განვითარებადი ქვეყნებისთვის წამლის და ფარმაცევტული ბაზრის საქმიანობის სფეროს რეგულირებას დიდ გამოწვევად მიიჩნევს და ქვეყნებს მოუწოდებს, არსებული ნაკლოვანებების აღმოჩენით და ხარვეზების გამოსწორებით, უზრუნველყონ სფეროს ეფექტიანი რეგულირება.782 გარდა დაფინანსებისა, პრობლემას წარმოადგენს მედიკამენტების ხელმისაწვდომობა. მოსახლეობის კეთილდღეობის 2017 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, საქართველოში ოჯახები ჯანდაცვაზე გაწეული ხარჯების 69%-ს მედიკამენტების შესაძენად ხარჯავენ. ზოგიერთი ოჯახი სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ჯიბიდან გაწეულ ხარჯებს კატასტროფულად მაღალს უწოდებს. კვლევები აჩვენებს, რომ 2017 წელს შინამეურნეობების დაახლოებით 27%-მა აღნიშნა, რომ მედიკამენტების შეძენა მათთვის უმთავრესი პრობლემა იყო.783 2019 წელს გამოქვეყნდა „ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრის“ მე12 ტალღა, რომელშიც განხილულია საქართველოში მედიკამენტების ფასების ზრდის საგანგაშო დინამიკა. გამოკითხული მოსახლეობის 72.6 % აღნიშნავს, რომ 2015-2019 წლების პერიოდში მედიკამენტების ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა.784 სახალხო დამცველი წინა წლების ანგარიშებში მიუთითებდა, რომ მნიშვნელოვანია სახელმწიფომ უზრუნველყოს გენერიკების785 ხელმისაწვდომობის გაზრდა. უნდა გაგრძელდეს წამლების ფიზიკური ხელმისაწვდომობის რეგულარული მონიტორინგი. სამკურნალო საშუალებების ხარისხის უზრუნველსაყოფად, უსაფრთხოების და დაცული პირობების შესაქმნელად, მნიშვნელოვანია ჯანდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ფარმაცევტული საქმიანობების (ფარმაცევტული პროდუქტის წარმოების, შემდგომი კვლევის, დისტრიბუციის, შენახვა-განთავსების, სარეალიზაციო პირობების შემუშავების) გაუმჯობესებისთვის საჭირო ღონისძიებების გატარება.786 ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მეთოდოლოგიის შესაბამისად, კატასტროფულ დანახარჯად 781 მიიჩნევა ისეთი ხარჯები, რომელიც შეადგენს მთლიანი საყოფაცხოვრებო ხარჯების (კვების, ბინის ქირისა და კომუნალური ხარჯების გამოკლებით) 40%-ზე მეტს. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2UvzZMk> [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 782 REGULATION OF PHARMACEUTICALS IN DEVELOPING COUNTRIES, ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2vYvWPh >[ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 783 ინფორმაცია ხელმისაწვდომია; < https://uni.cf/2yfVQPf >[ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 784 ფონდ „კურაციოს“ პროექტი, რომელიც მოიცავს საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მიმდინარე პროცესებზე დაკვირვების და შეფასების ანალიზს. ჯანდაცვის სფეროს ბარომეტრი - ტალღა XII, ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2JrUW4I > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. ქიმიური ნივთიერების შემცველი პრეპარატი - აქტიური ფარმაცევტული ნივთიერება, იდენტურია კომპანიის მიერ დაპატენტებული, მედიკამენტის ორიგინალური შემქმნელის მიერ. მისი წარმოება და გაყიდვა ხდება პატენტის ამოწურვის შემდეგ და, შესაბამისად ფასიც უფრო დაბალია. 786 საქართველოს სახალხო დამცველის 2017 წლის ანგარიშები საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, გვ. 217. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2JpNAhZ > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 785 284 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საკითხის მნიშვნელობის და განსაკუთრებულად კრიტიკული საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, უმნიშვნელოვანესი იქნება, სახელმწიფომ მოახდინოს ამ სფეროს მარეგულირებელი სამართლებრივი ბაზის შეფასება, მისი შეცვლა/განახლება და ევროპული სტანდარტების ეტაპობრივი დანერგვა, აუცილებელ მედიკამენტებზე წვდომის გაფართოება. მნიშვნელოვანია ხარისხის კონტროლის არსებული მექანიზმების დახვეწა და სიახლეების დანერგვა, ასევე, მედიკამენტების ფასის რეგულირების მიმართულებით ქმედითი და დროული ღონისძიებების გატარება. 15.5. ნარკოპოლიტიკა წლებია, საქართველოს სახალხო დამცველი მხარს უჭერს მკაცრი და სადამსჯელო ნარკოპოლიტიკის ჩანაცვლებას ზრუნვასა და მკურნალობაზე ორიენტირებული მიდგომით. 787 2015-2016 წლებში სახალხო დამცველმა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელებით მიმართა, რომლებიც ე.წ. ქუჩის ნარკოტესტირებას, მის საფუძველზე პირის ადმინისტრაციული წესით დასჯისა და ამ ანალიზის შედეგის, სისხლის სამართლის პროცესში, როგორც მტკიცებულების გამოყენების კონსტიტუციურობის საკითხს ეხებოდა. მიუხედავად იმისა, რომ ერთი კონსტიტუციური სარჩელის შეტანიდან ხუთ წელზე მეტი გავიდა და მისი არსებითი განხილვა ორ წელზე მეტია, რაც დასრულდა, ანგარიშზე მუშაობის პერიოდისთვის (2020 წლის მარტი), სასამართლოს გადაწყვეტილებები ჯერ კიდევ არ იყო გამოტანილი. აღსანიშნავია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2019 წლის 2 აგვისტოს (№1/6/770) გადაწყვეტილებაც, რომლითაც სახალხო დამცველის კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილდა. საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო სადავო ნორმების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც სანქციის სახით ადმინისტრაციული პატიმრობისა და თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას ითვალისწინებდა ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგისა და პრეკურსორის მოხმარებისთვის და ერთი მოხმარებისთვის საჭირო ოდენობით დამზადების, შეძენისა და შენახვისთვის, თუ ეს ნივთიერება სწრაფ მიჩვევას ან აგრესიულ ქცევას არ იწვევს. გარდა ამისა, სახალხო დამცველი მხარს უჭერს 2017 წლის 22 ივნისს „საქართველოს ნარკოტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობითა და საქართველოს პარლამენტის წევრთა (ა. ზოიძე, ლ. კობერიძე, დ. ცქიტიშვილი, ს. ქაცარავა და ი. ფრუიძე) მიერ ინიცირებულ კანონპროექტს, რადგან იგი ყველაზე მეტად თავსებადია ნარკომანიის წინააღმდეგ ბრძოლის სახელმწიფო სტრატეგიით განსაზღვრულ ამოცანებთან. სახალხო დამცველმა კანონპროექტის დროული განხილვისა და მიღების მიზნით, წინა წლის საპარლამენტო ანგარიშებში, წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს. 787 მაგ., იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 199-201. 285 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სამწუხაროდ, საკანონმდებლო ცვლილებები დღემდე არ განხორციელებულა. კანონპროექტთა პაკეტის განხილვა, 2018 წლის მეორე ნახევრიდან აღარ განახლებულა. პარალელურად, პრობლემურია საერთო სასამართლოების პრაქტიკა ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით. სასამართლო გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისას მტკიცების დაბალი სტანდარტით კმაყოფილდება. ნეიტრალური მტკიცებულებების ნაკლებობა და გამამტყუნებელი განაჩენის, ძირითადად, მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებსა და ქიმიურ ექსპერტიზაზე788 დაყრდნობით გამოტანის პრაქტიკა, კვლავ შენარჩუნებულია, რაც ვერ აკმაყოფილებს განაჩენის გამოტანისთვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებით სტანდარტს - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის შესახებ. სასამართლოს მსგავსი დამოკიდებულება ახალისებს სამართალდამცავებს, შეინარჩუნონ გამოძიების ის დაბალი ხარისხი, რაც ნარკოდანაშაულთან ბრძოლის პროცესში აქვთ შერჩეული. კვლავ პრობლემურია გამოძიების, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების წინაპირობის/ინფორმაციის წყაროს გადამოწმებაზე დაცვის მხარისა და სასამართლოს წვდომის შეზღუდული უფლებამოსილება. კერძოდ, როგორც წესი, პირის დაკავება და მისი პირადი ჩხრეკა ტარდება მას შემდეგ, რაც სამართალდამცავები ოპერატიულ ინფორმაციას მიიღებენ, ხოლო ამ ოპერატიული, კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მექანიზმი არ არსებობს. ამ მიმართულებით, საპროკურორო ზედამხედველობის არარსებობაც ანგარიშვალდებულების მოლოდინს დამატებით ამცირებს და გამომძიებლების ზრდის პოლიციელების შესაძლო არაკეთილსინდისიერების რისკებს. 789 წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  განაახლოს 2017 წლის 22 ივნისს „საქართველოს ნარკოტიკის ეროვნული პლატფორმის“ ავტორობით და საქართველოს პარლამენტის წევრთა (ა. ზოიძე, ლ. კობერიძე, დ. ცქიტიშვილი, ს. ქაცარავა და ი. ფრუიძე) მიერ ინიცირებული №8700/21 კანონპროექტთა პაკეტის განხილვა და მიღება. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  შეიმუშაოს ერთიანი სახელმწიფო პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ონკოლოგიურ დაავადებათა ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენას, კიბოს ქიმიური 788 ექსპერტიზებით დგინდება დაკავებული პირებისგან ამოღებული ნივთიერების შემადგენლობა, ნარკოტიკული საშუალების ოდენობა და სახეობა. 789 იხ. „ნარკოპოლიტიკა საქართველოში“ (შეჩერებული რეფორმა და ახალი ტენდენციები)“, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC), 2019. 286 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 გავრცელების შეფერხებას და ონკოლოგიური პაციენტებისათვის მკურნალობის ხელმისაწვდომობას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს:  შეიმუშაოს მკაფიო და დროში გაწერილი გეგმა პაციენტის საჭიროებებზე ორიენტირებული, მაღალხარისხიანი პირველადი ჯანდაცვის სერვისების (პრევენცია, სკრინინგი, მკურნალობა, მართვა) ეფექტიანად და ხარისხიანად მისაწოდებლად  საყოველთაო ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო სერვისების ტარიფების ფორმირების პროცესი წარმართოს წინასწარ ცნობილი მეთოდოლოგიის საფუძველზე, გამჭვირვალედ, ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებისა და საზოგადოების ფართო ჩართულობით  დანერგოს სამედიცინო მომსახურების ხარისხის მართვის ეფექტიანი სისტემა, რომლითაც დადგინდება შესაბამისი ინდიკატორები და პროაქტიულად განხორციელდება მათი შესრულების მონიტორინგი  შეიმუშაოს სწრაფი უზრუნველყოფს და ეფექტიანი საექთნო ადამიანური ღონისძიებების რესურსის გეგმა, რომელიც განვითარებას, დამხმარე სამედიცინო პერსონალის (ექთნის/ფერშლის) პროფესიული საქმიანობის და შრომითი პირობების სტანდარტების და უწყვეტი პროფესიული განვითარებისა და პროფესიული რეგულირების სისტემის ჩამოყალიბებას. 287 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 16. სოციალური უზრუნველყოფის უფლება 2019 წელს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი სოციალური უზრუნველყოფის უფლების დაცვას აქტიურად აკვირდებოდა.790 წინამდებარე თავი ქვეყანაში არსებული სოციალური დაცვის სისტემის ეფექტიანობას და „მიზნობრივი სოციალური დახმარების“ პროგრამის გამოწვევებს განვიხილავთ. სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის მეთოდოლოგიაში საანგარიშო პერიოდში ასახული პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად,791 კვლავ გამოწვევად რჩება საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადების ადმინისტრირების პრობლემა. გარდა ამისა, გასულ წლებში, საქართველოს რეგიონებსა და დედაქალაქში კვლავ პრობლემა იყო შეჭირვებული მოსახლეობისათვის სათანადო კვების უფლებაზე ხელმისაწვდომობა. 16.1. მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის ეფექტიანობის შეფასება საპარლამენტო ანგარიშის მომზადების პერიოდისთვის საქართველოს სტატისტიკის ეროვნულ სააგენტოს დათვლილი არ ჰქონია 2019 წელს აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის წილი ქვეყნის მთელ მოსახლეობასთან, რის მიხედვითაც განისაზღვრება, თუ რამდენ ადამიანს არ მიუწვდება ხელი აუცილებელ მინიმალურ საარსებო პირობებზე. თუმცა 2018 წელს საქართველოს მოსახლეობის 20.1% სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ ცხოვრობდა, მათგან სოფლად სიღარიბეში მცხოვრები იყო 23.1%, ხოლო ქალაქად 18%. საქართველოში მთავრობის მიერ ღარიბი შინამეურნეობებისთვის დახმარების გამწევი მთავარი მექანიზმი „მიზნობრივი ითვალისწინებს როგორც სოციალური ფულად დახმარების პროგრამაა“, რომელიც ტრანსფერებს, ისე გარკვეულ არაფულად დახმარებებსაც.792 2019 წელს 119,582 შინამეურნეობა (რაც მთელი მოსახლეობის 11.2%-ს შეადგენს) „მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის“ ფარგლებში ფულად დახმარებას იღებდა. ამის მიუხედავად, სოციალურ დახმარებაზე მოთხოვნილება 790 2019 წელს სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა 80 განცხადება. 791 2019 წლის იანვრიდან გაიზარდა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესით 16 წლამდე ბავშვ(ებ)ისთვის განსაზღვრული საარსებო შემწეობის ოდენობა 10 ლარიდან 50 ლარამდე. 2019 წლის იანვრიდან 100000-ზე ნაკლები სარეიტინგო ქულის მქონე ოჯახებში შრომისუნარიანი პირების დასაქმება არ იწვევს საარსებო შემწეობის შეწყვეტას და აღნიშნულ ოჯახებს საარსებო შემწეობის მიღება მომდევნო 12 თვის განმავლობაში გაუგრძელდებათ, ხოლო მომდევნო 12 თვის განმავლობაში ოჯახს შეუნარჩუნდება 16 წლამდე ბავშვ(ებ)ისთვის განსაზღვრული საარსებო შემწეობა და სარეიტინგო ქულა. 792გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) ანგარიში „მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და ბავშვთა სიღარიბის სიღრმისეული ანალიზი და სოციალური ტრანსფერებით სიღარიბის შემცირების სიმულაცია“, 2019წ. გვ. 5. ანგარიში ხელმისაწვდომია: < https://uni.cf/2UwGyOS> [ბოლოს ნანახია: 13.02.2020]. 288 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 გაცილებით უფრო მაღალია. კერძოდ, 2019 წელს 307,694 ოჯახი დარეგისტრირდა მიზნობრივი სოციალური პროგრამების მონაცემთა ბაზაში (რაც მთელი მოსახლეობის 28.9%-ს შეადგენს), თუმცა სახელმწიფომ ამ ოჯახების მხოლოდ ნაწილის უზრუნველყოფა შეძლო საარსებო შემწეობით. შესაბამისად, ბევრი ღარიბი ოჯახი ვერ იღებს სოციალურ დახმარებას და სოციალურად დაუცველის სტატუსთან დაკავშირებულ სხვა სერვისებს. ყოველივე ეს ქვეყანაში არსებული სიღარიბის მაღალი მაჩვენებლებით არის გამოწვეული. სიღარიბე და სოციალური მოწყვლადობა ქვეყნისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მწვავე პრობლემაა. ცალკეული სოციალური პროგრამებისა და გასული წლის მაისში განხორციელებული რიგი პოზიტიური ცვლილებების მიუხედავად, ქვეყანაში არ არსებობს სოციალური დაცვის გამართული სისტემა და შესაბამისი სტრატეგია, რომელიც მოსახლეობას სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფდა და მოწყვლადი ჯგუფების გაძლიერებასა და სიღარიბის დაძლევაზე იქნებოდა ორიენტირებული. მაგალითად, გაეროს ბავშვთა ფონდის ანგარიშის მიხედვით793, მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღები ღარიბი შინამეურნეობების პარალელურად, მაღალია იმ ღარიბი შინამეურნეობების რიცხვი, რომლებიც მიზნობრივ სოციალურ დახმარებას არ ითხოვენ. ასეთი ღარიბი შინამეურნეობები ძირითადად სოფლებში ცხოვრობენ. ანგარიშის მიხედვით, იმ ღარიბი შინამეურნეობების თითქმის 70%-მა, რომელთაც დახმარება არ მოუთხოვია, მიზეზად დახმარების მიღების იმედის არქონა ან ადრე მიღებული უარი დაასახელა. ის ფაქტი, რომ ღარიბი შინამეურნეობების ერთი მესამედი მიზნობრივ სოციალურ დახმარებას არ ითხოვს, სიღარიბის შემცირების შესაძლებლობას, ამ პროგრამის მეშვეობით, მნიშვნელოვნად ზღუდავს.794 „მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა“ ქვეყანაში 2006 წელს დაინერგა და შემუშავდა შინამეურნეობების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია. ამის შემდეგ, მხოლოდ 2014 წელს შეიცვალა შეფასების მეთოდოლოგია.795 მართალია, შესაბამისად, ყოველწლიურად შედის მეთოდოლოგიაშიც (მათ გარკვეული შორის, ცვლილებები მნიშნელოვანია პროგრამაში დასაქმების და, დროს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის გარკვეული ვადით შენარჩუნება), თუმცა 2014 წლის შემდეგ არ შეფასებულა პროგრამის ეფექტიანობა, არ შესწავლილა სამომხმარებლო ინდექსის გამომთვლელი ფორმულის ეფექტიანობა და შინამეურნეობების საჭიროებები. 793 გაეროს ბავშვთა ფონდის (იუნისეფი) ანგარიში „მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და ბავშვთა სიღარიბის სიღრმისეული ანალიზი და სოციალური ტრანსფერებით სიღარიბის შემცირების სიმულაცია“, 2019წ. გვ. 14, ცხრილი 1.5. ანგარიში ხელმისაწვდომია: <https://uni.cf/2UwGyOS> [ბოლოს ნანახია: 13.02.2020]. 794 იქვე გვ. 16. 795 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილება „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის დამტკიცების შესახებ“. 289 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ბოლო რამდენიმე წელია სახალხო დამცველი საუბრობს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიის ხარვეზებზე. მიმდინარე წელს გამოიკვეთა, რომ საარსებო პროგრამა არ ახალისებს ბავშვების ინტელექტუალურ შრომას. კერძოდ, ინტელექტუალური თამაშისგან, შეჯიბრისგან ან მსგავსი ინტელექტუალური შრომის შედეგად ბავშვის მიერ მიღებული ჯილდო/თანხა „ოჯახის დეკლარაციის“ შესაბამის გრაფაში ოჯახის კონკრეტული წევრის მიერ მიღებულ პირად ფულად შემოსავლად აისახება. აღნიშნული ფაქტორი უარყოფითად მოქმედებს სოციალურად დაუცველი ბავშვების მოტივაციაზე, მიიღონ და გამოავლინონ ცოდნა, რადგან მათი ოჯახი დახმარების დაკარგვის რისკის ქვეშ დადგება. გარდა იმისა, რომ ასეთი მიდგომა სოციალურად დაუცველ ბავშვებს თანატოლებთან შედარებით არათანაბარ მდგომარეობაში აყენებს, თრგუნავს ბავშვის მოტივაციას, მიიღოს განათლება, წარმოაჩინოს შესაძლებლობები და ისწრაფოდეს უკეთესი მომავლისკენ. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბავშვის კეთილდღეობის ამასთან, უზრუნველყოფა ქვეყნის სახელმწიფოს ეკონომიკური დეკლარირებული განვითარებისა და ვალდებულებაა, სოციალური გამოწვევების დასაძლევად, მნიშვნელოვანია ძლიერი და განათლებული თაობის აღზრდა, აუცილებელია შემოსავლებიდან ინტელექტუალური თამაშით ან მსგავსი ინტელექტუალური შრომით მიღებული შემოსავლის ცალკე სახეობად გამოყოფა, რათა ამ თანხამ ქულების ოდენობაზე არ მოახდინოს გავლენა. სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველსაყოფად, აუცილებელია მთავრობამ შინამეურნეობების კვლევაზე დაყრდნობით796 შეაფასოს „მიზნობრივი სოციალური პროგრამის“ ეფექტიანობა და შედეგების მიხედვით მიიღოს შესაბამისი ზომები. 16.2. საარსებო შემწეობის ადმინისტრირების ვადები კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს საარსებო შემწეობის ადმინისტრირების ვადაში გაჭიანურება, რაზეც სახალხო დამცველი, წლებია, საუბრობს საპარლამენტო ანგარიშებში.797 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან (შემდეგში სააგენტო) მიღებული ინფორმაციით798 გვეცნობა, რომ „ოჯახის დეკლარაციის“ შევსებიდან საარსებო შემწეობის დანიშვნამდე პერიოდში, შეძლებისდაგვარად მოწმდება ყველა ის მონაცემი, რომელსაც ოჯახი ასახავს „ოჯახის დეკლარაციაში“, და ხდება ამ მონაცემების შედარება სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და კერძო სამართლის იურიდიული პირის მიერ წარმოებულ ელექტრონულ ბაზებთან. რიგ შემთხვევებში, საჭირო ხდება დამატებითი ვიზიტები ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დასაზუსტებლად, ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობა კონკრეტულ ოჯახებთან დაკავშირებით და სხვა საჭირო პროცედურები, რაც სამუშაოს მოცულობიდან გამომდინარე, 796 აღნიშნულ კვლევას პერიოდულობით ატარებს საქართველოს ეროვნული სტატისტიკური სამსახური. 797 2018 წლის ანგარიში გვერდი 268, 2017 წლის ანგარიში, გვ. 230. 798 2020 წლის 10 თებერვლის №04/4298 წერილი. 290 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 დროის საკმაოდ დიდ მონაკვეთს მოითხოვს. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ პროცედურების დასრულების შემდეგ ოჯახს სარეიტინგო ქულა ენიჭება. შესაბამისი ფულადი დახმარება ქულის მინიჭების თვიდან მომდევნო მეორე თვეს გაიცემა და თვეთა ათვლისას სარეიტინგო ქულის მინიჭების მომდევნო თვე პირველ თვედ მიიჩნევა.799 შესაბამისად, თანხა ქულის მინიჭებიდან 2 თვის გასვლის შემდეგ გაიცემა. აღნიშნული ვადა კი, გადაწყვეტილების მიღების ეტაპზე საკითხის გარკვევისთვის საჭირო ვადებისაგან განსხვავებით, არამიზნობრივია და მოწყვლადი ოჯახის საჭიროებების არაპროპორციული. 16.3. სახალხო სათანადო კვების უფლება/უფასო სასადილოებზე ხელმისაწვდომობა დამცველი არაერთი წელია საუბრობს სათანადო კვების უფლებაზე ხელმისაწვდომობის კუთხით ქვეყანაში არსებულ ძირითად გამოწვევებზე. წინა წლების მსგავსად, თბილისის მუნიციპალიტეტში კვლავ პრობლემურია „უფასო სასადილოთი“ სარგებლობის მსურველ ბენეფიციართა ძირითად სიაში რეგისტრაციის რიგითობა და ჩარიცხულ პირთა კორექტირების საკითხი.800 საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა ინფორმაცია რეგიონებში „უფასო სასადილოს“ არსებობისა და მათ ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებით. მიღებული ინფორმაცია მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე „უფასო სასადილოს“ განთავსების თაობაზე, ასახულია რუკაზე: 799 „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №225 ბრძანების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი. 800 საქართველოს თავისუფლებათა სახალხო დამცველის დაცვის მდგომარეობის ანგარიში შესახებ“, „საქართველოში გვ. 205. ადამიანის ინფორმაცია უფლებათა და ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2VT56CL [ბოლოს ნანახია 6,03,2020] 291 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მართალია, მუნიციპალიტეტების უმრავლესობას აქვს უფასო სასადილო, თუმცა ისინი საკვებით ვერ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის სრულ ტერიტორიაზე მცხოვრებ ბენეფიციარებს. კერძოდ, იქ სადაც მაღალია საარსებო შემწეობის მიმღები მოსახლეობის და/ან ადმინისტრაციული ერთეულების რაოდენობა, უფასო კვებით უზრუნველყოფილია ასეთი მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი. ასევე გამოიკვეთა, მუნიციპალიტეტებში მხოლოდ ერთი უფასო სასადილოა, რომ მსხვილ შესაბამისად, იმავე ადმინისტრაციული ერთეულის დაბებსა და სოფლებში მცხოვრები მოსახლეობა ვერ სარგებლობს უფასო სასადილოთი.801 ზემოაღნიშნული იმაზე მიუთითებს, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობას არ აქვს შესწავლილი თავის ტერიტორიაზე მცხოვრები პირების და ოჯახების ხელმისაწვდომობის საჭიროებები. აქედან გამომდინარე, არც გათვალისწინებული სათანადო კვებისთვის გამოყოფილი სახსრები, საკვებზე ბიუჯეტში რის აქვთ გამოც მოსახლეობის დიდი ნაწილი ამ მომსახურების გარეშე რჩება. 801 მაგალითად, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში არის ერთი უფასო სასადილო, რომელიც 280 ბენეფიციარს ემსახურება. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში საარსებო შემწეობას იღებს 18,746 პირი. ოზურგეთის მუნიციპალიტეტშიც, მხოლოდ ერთი უფასო სასადილოა, რომელიც გათვლილია 180 ბენეფიციარზე, მაშინ როდესაც საარსებო შემწეობას იღებს 2473 პირი. სამტრედიის მუნიციპალიტეტში განთავსებული ერთი უფასო სასადილო სოციალურად დაუცველ 130 პირს ემსახურება. საარსებო შემწეობით ამ მუნიციპალიტეტში 3689 ადამიანი სარგებლობს. 292 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ განხორციელებული შინამეურნეობის სოციალური კვლევებზე დახმარების“ დაყრდნობით, პროგრამის უზრუნველყოს განახლების და მისი „მიზნობრივი ეფექტიანობის პერიოდული შესწავლის მეთოდოლოგიის შემუშავება  შეიქმნას მთავრობის უწყებათაშორისი კომისია, რომელიც შეაფასებს საკვებზე ხელმისაწვდომობის კუთხით არსებულ საჭიროებებს, განსაზღვრავს ამ უფლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაგირების სახელმწიფო პოლიტიკას და ზედამხედველობას გაუწევს მის შესრულებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების საქმიანობას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  საარსებო შემწეობის დანიშვნის ვადების შესამცირებლად, შესაბამისი ცვლილებები შეიტანოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში, ასევე უზრუნველყოს საქართველოს მთავრობისათვის 2010 წლის 24 აპრილის №126 და 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებებში შესატანი ცვლილებების ინიცირება  ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას, ინტელექტუალური თამაშისგან ან არასრულწლოვანი მსგავსი წევრის ინტელექტუალური მიერ მიღებული შრომის შედეგად ჯილდო/თანხა, ოჯახის სათანადო ინფორმაციის მიწოდების შემდეგ, არ აისახოს ოჯახის კონკრეტული წევრის მიერ მიღებულ პირად ფულად შემოსავლად. 293 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 17. სათანადო საცხოვრებლის უფლება ქვეყანაში სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაცია, წლების განმავლობაში, უცვლელი და სისტემური ხასიათის პრობლემებს უკავშირდება. წინა წლების მსგავსად, არ არსებობს უსახლკარო პირთა სამთავრობო სტრატეგია და შესაბამისი სამოქმედო გეგმა, უსახლკარო პირის სრულფასოვანი საკანონმდებლო განმარტება და სათანადო საცხოვრებლის უფლების რეალიზაციისთვის აუცილებელი ჩარჩო კანონმდებლობა. პრობლემად რჩება უსახლკარო პირთა ერთიანი და რიგ მუნიციპალიტეტებში ადგილობრივი მონაცემთა ინფრასტრუქტურული ბაზების რესურსები, უქონლობა, შეზღუდული თავშესაფრებსა და საბიუჯეტო სოციალურ და საცხოვრისებში მოთავსებული პირებისთვის მხარდამჭერი პროგრამების არარსებობა, ხოლო ცალკეულ მუნიციპალიტეტებში - მათი არაეფექტიანობა. დადებითად უნდა შეფასდეს 2019 წლის ნოემბერში საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა საცხოვრისის უფლების დაწყება. 802 და თვითმმართველობის დაცვის მდგომარეობის კომიტეტის შესახებ“ მიერ „სათანადო საკომიტეტო მოკვლევის მოკვლევის მიზანია, კომიტეტმა ან საქართველოს პარლამენტმა შეიმუშაონ რეკომენდაციები, რომლებიც ხელს შეუწყობს სახელმწიფოს მწყობრი პოლიტიკის ჩამოყალიბებას ადამიანების საცხოვრისით უზრუნველყოფის მიმართულებით. საქართველოს სახალხო დამცველმა საკომიტეტო მოკვლევისთვის მოხსენება წარადგინა. იგი იმედს გამოთქვამს, რომ სათანადო საცხოვრებლის უფლების დასაცავად, ქვეყნის საპარლამენტო ინსტიტუტის ჩართულობა პროდუქტიული იქნება და სამომავლოდ ხელს შეუწყობს სამთავრობო კომისიის მიერ საცხოვრისის პოლიტიკისა და სამოქმედო გეგმის დოკუმენტების სრულყოფას. ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულების ფარგლებში,803 2019 წლის აპრილში, ასევე შეიქმნა სამთავრობო კომისია804, რომელმაც უნდა შეიმუშაოს ქვეყანაში უსახლკარობის პრობლემის დასაძლევად საჭირო პოლიტიკის დოკუმენტი და მისი შესრულების უზრუნველსაყოფად, სამოქმედო გეგმა. საქართველოს დასახელებული ოკუპირებული ამოცანის ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში შეიქმნა სამუშაო ჯგუფი, რომელშიც სხვადასხვა სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან ერთად, ჩართულები არიან არასამთავრობო ორგანიზაციები, დამოუკიდებელი ექსპერტები და საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი. საყურადღებოა, რომ საანგარიშო 802 ხელმისაწვდომია: https://bit.ly/37tuVfJ (ბოლოს ნანახია: 26.01.2019 წ.). 803 „ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ნოემბრის №537 დადგენილება, ვალდებულება №14. 804 „საცხოვრისის პოლიტიკის დოკუმენტისა და მისი სამოქმედო გეგმის შემუშავების ხელშემწყობი სამთავრობო კომისიის შექმნისა და დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 12 აპრილის №190 დადგენილება. 294 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 პერიოდში სამთავრობო კომისიის ერთი, სამუშაო ჯგუფის კი, ორი შეხვედრა გაიმართა.805 სამწუხაროდ, სამუშაო ჯგუფის მიერ ნახევარი წლის განმავლობაში გაწეულ საქმიანობას ვერ მივიჩნევთ დამაკმაყოფილებლად. მართალია, საქართველოს სახალხო დამცველი მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ სამუშაო ჯგუფის საქმიანობა გარკვეულწილად შეაფერხა სამინისტროში მიმდინარე რეორგანიზაციამ, თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მომავალ წელს საქმიანობის იმავე ინტენსივობით წარმართვის შემთხვევაში, საფრთხე ექმნება პოლიტიკის დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის დადგენილ ვადაში (2020 წლის დეკემბერი) შემუშავებას.806 უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ სამუშაო ჯგუფის საქმიანობა 2020 წელს იყოს აქტიური, მაქსიმალურად ორგანიზებული, დროში წინასწარ გაწერილი, შესრულებადი და არსებობდეს საკმარისი სივრცე სამუშაო ჯგუფის წევრებს შორის მსჯელობისთვის. 17.1. უსახლკარო პირთა უფლებრივი მდგომარება რეგიონებში 2019 წელს რეგიონებში უსახლკარო პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესასწავლად, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტიდან გამოითხოვა შემდეგი ინფორმაცია: ა) განსაზღვრული იყო თუ არა უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების წესი; ბ) არსებობდა თუ უსახლკარო პირთა მონაცემთა ბაზა და გ) 2019 წლის ბიუჯეტში, უსახლკარო პირთა თავშესაფრით უზრუნველსაყოფად, იყო თუ არა გათვალისწინებული კონკრეტული 805 სამთავრობო კომისიის შეხვედრა 28.05.2019, ხოლო სამუშაო ჯგუფის შეხვედრები 25.06.2019 და 13.12.2019 რიცხვებში გაიმართა. 806 „ღია მმართველობა საქართველოს 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 12 ნოემბრის №537 დადგენილება, ვალდებულება №14. 295 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სოციალური პროგრამა. მუნიციპალიტეტებიდან მოპოვებული მონაცემები რუკაზე შემდეგნაირად გამოიყურება: სამწუხაროა, რომ მხოლოდ 10 მუნიციპალიტეტს აქვს რეგულირებული უსახლკარო პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული საკითხები,807 19 მუნიციპალიტეტს კი, საერთოდ არ აქვს დამტკიცებული რაიმე სახის რეგულაცია,808 ნაწილობრივ არის რეგულირებული საკითხი 26 მუნიციპალიტეტში.809 17.2. უსახლკარო პირთა უფლებრივი მდგომარეობა თბილისში ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში წლების განმავლობაში პრობლემურია „დანგრეული სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ საბიუჯეტო ქვეპროგრამის810 განხორციელების წესში ბინის ქირის კომპენსაციის განსაკუთრებული წესით გაცემისას დახმარების მიმღები პირების შესარჩევად საჭირო ობიექტური კრიტერიუმების არარსებობა, რაზეც სახალხო დამცველმა დეტალურად ისაუბრა წინა წლის საპარლამენტო ანგარიშში.811 გარდა ამისა, ქუჩაში მცხოვრები თვითმოვლის უნარის არმქონე მიუსაფარი პირებისთვის, გამოწვევად რჩება ა(ა)იპ „წმინდა მამა გაბრიელის სახელობის მიუსაფარ მოხუცთა პალიატიური ჰოსპისის“ და ლილოს თავშესაფრის სერვისებით სარგებლობა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასა და ზემოხსენებულ ორგანიზაციას შორის დადებული ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის თანახმად, დასახელებული სოციალური და სამედიცინო მომსახურებები ხელმისაწვდომია მხოლოდ ლილოს თავშესაფრისა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებისათვის. იმ მიუსაფარ პირებს, რომლებიც იმყოფებიან ქუჩაში და არ შეუძლიათ საკუთარი თავის მოვლა, ეზღუდებათ 807 თბილისის, ოზურგეთის, სამტრედიის, საგარეჯოს, ვანის, ხარაგაულის, თეთრიწყაროს, სენაკის, ზუგდიდის და გორის მუნიციპალიტეტები. 808 ხულოს, მესტიის, დუშეთის, ქედას, ყაზბეგის, ფოთის, ქობულეთის, მარნეულის, თიანეთის, ადიგენის, ქარელის, დმანისის, ასპინძის, შუახევის, კასპის, ხელვაჩაურის, ხონის, წალენჯიხის და ბორჯომის მუნიციპალიტეტები. 809 აქედან, ცაგერის, სიღნაღის, ლანჩხუთის, ახალციხის, ახალქალაქის, ხობის, აბაშის, ონის, ლენტეხის, ხაშურის, ბოლნისის, ჩხოროწყუს, ბათუმის, თერჯოლის, წყალტუბოს, ტყიბულის, მარტვილის, ახმეტის, საჩხერის, ლაგოდეხის, ბაღდათის, გურჯაანის და დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტებს დამტკიცებული აქვთ მხოლოდ უსახლკარო პირებისთვის განკუთვნილი ბინის ქირით უზრუნველყოფის მიზნობრივი პროგრამა და მის განსახორციელებლად საჭირო სამართლებრივი რეგულირება. ამბროლაურის, ქუთაისის და რუსთავის მუნიციპალიტეტს აქვთ უსახლკარო პირად რეგისტრაციის და თავშესაფრით დაკმაყოფილების წესი, აქედან პირველს დამატებით აქვს ქირის პროგრამა, ხოლო ბოლო ორს - უსახლკარო პირების მონაცემთა ბაზა. ბათუმის მუნიციპალიტეტი ახორციელებს დროებითი ღამის თავშესაფრის პროგრამას. ჩოხატაურის, ზესტაფონის, ჭიათურის, წალკის, ნინოწმინდის, მცხეთის, გარდაბნის, ყვარლის და თელავის მუნიციპალიტეტებს ინფორმაცია არ წარმოუდგენიათ. 810 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №35-119 დადგენილების მე- 9 მუხლი. 811 „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში, თავი: „სათანადო საცხოვრებლის უფლება“, გვ. 208. 296 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ლილოს თავშესაფარში მიღება.812 საყურადღებოა, რომ თვითმოვლის შეუძლებლობის გამო, 2019 წელს, 22 მიუსაფარ პირს ეთქვა უარი ლილოს მუნიციპალური თავშესაფრის სერვისებზე.813 2019 წლის თებერვალში ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის ახალი წესის დამტკიცებამ,814 გაამკაცრა უსახლკარო პირის სტატუსის მინიჭების კრიტერიუმები. კერძოდ, ერთი-ერთი პირობის მიხედვით, უსახლკარო პირად რეგისტრაციისთვის, პირს არ უნდა უდასტურდებოდეს საცხოვრებელ სადგომზე ან სხვა ნებისმიერ ფართზე მართლზომიერი მფლობელობის ან უსასყიდლოდ სარგებლობის ფაქტი.815 უსახლკარო პირად რეგისტრაციისა და თავშესაფარი ფართით დაკმაყოფილების კომისიის სხდომათა მონიტორინგის შედეგად, გამოვლინდა არაერთი შემთხვევა, როდესაც კომისიამ უსახლკარო პირის სტატუსი არ მიანიჭა პირს, რომელსაც ნათესავმა, ახლობელმა, ან სხვა პირმა კეთილი ნების საფუძველზე თხოვების816 გზით, საკუთარ საცხოვრებელ ფართში დროებით ცხოვრების ნება დართო. საყურადღებო ფაქტია, რომ ამ პირების მიმართ, მართლზომიერი მოსარგებლეებისგან განსხვავებით, არსებობს უსახლკაროდ დარჩენის რეალური საფრთხე, რადგან მათ თხოვების შედეგად მიღებულ საცხოვრებელ ფართზე არ აქვთ უსაფრთხო სამართლებრივი დაცვის გარანტიები, ვინაიდან სრულად არიან დამოკიდებულნი მესაკუთრის ნებაზე. გაეროს ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის განმარტებით, საცხოვრებელი ფართის სამართლებრივი უზრუნველყოფა სათანადო საცხოვრებლის კონცეფციის უპირველესი კრიტერიუმია.817 ფართზე ცხოვრების ფორმის მიუხედავად, ყველა ადამიანი უნდა იყოს უზრუნველყოფილი გარკვეული ხარისხის პირობებით, რომლებიც მას იცავს გამოსახლების, დევნის და სხვა საშიშროებისაგან.818 საქართველოს სახალხო დამცველი ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ შეზღუდული საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურული რესურსების გათვალისწინებით, ადგილობრივი ხელისუფლება ერთდროულად ყველას ვერ დააკმაყოფილებს საცხოვრისით, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, პრინციპულად მნიშვნელოვანია ხელისუფლების მიერ ამ პირთა დანახვა და მათთვის სტატუსის მოპოვების შესაძლებლობის მიცემა. 812 თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2018 წლის 2 ოქტომბრის №18.813.1186 განკარგულების დანართი №1 მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი. 813 ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის“ 2020 წლის 16 იანვრის №ა-08 წერილი. 814 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილება. 815 იქვე, დანართი №1, მე-3 მუხლის, პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი. 816 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 615-ე მუხლის თანახმად: „თხოვების ხელშეკრულებით, გამნათხოვრებელი კისრულობს ვალდებულებას, გადასცეს მონათხოვრეს ქონება დროებით უსასყიდლო სარგებლობისთვის“. 817 ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების კომიტეტის №4 ზოგადი კომენტარი, პარაგრაფი 8, 1991 წლის 13 დეკემბერი. 818 იქვე. 297 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ზემოხსენებული ახალი წესის მიხედვით, უსახლკარო პირის სტატუსზე უარის თქმის კიდევ ერთი საფუძველია პირის მხრიდან ბოლოს 6 თვის განმავლობაში უწყვეტად და დამოუკიდებლად ბინის ან სხვა ფართის ქირის გადახდა.819 ამრიგად, ამგვარი ფაქტის გამოვლენა ავტომატურად წარმოშობს უსახლკარო პირის სტატუსიდან გამორიცხვის საფუძველს და ჩანაწერი არ ითვალისწინებს ისეთ მნიშვნელოვან გარემოებებს, როგორიცაა გადახდილი ქირის ოდენობა, საცხოვრებლის ტიპი (მაგალითად, პირი ცხოვრობს სარდაფში, ავტოფარეხში და არასაცხოვრებელი ტიპის სხვა ფართში, სადაც იხდის 100 ლარს), აგრეთვე, საბინაო ხარჯის მოცულობა ოჯახის მთლიან შემოსავალში და სხვ. ახალი პირობის პარალელურად, წესში შენარჩუნდა მანამდე არსებული ჩანაწერი, რომლის თანახმადაც, პირს უსახლკარო პირის სტატუსი ენიჭება, თუკი ბოლო 6 თვის განმავლობაში მის მიერ მიღებული შემოსავალი არ აღემატება „დანგრეული საცხოვრებელი სახლების მაცხოვრებელთა კომპენსაციის“ ქვეპროგრამის ფარგლებში დადგენილი ქირის 6 თვის კომპენსაციასა820 (თვეში 300 ლარი) და ამავე პერიოდში სსიპ „საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის“ მიერ განსაზღვრული პირის საარსებო მინიმუმისთვის აუცილებელი თანხების ერთობლიობას.821 ამდენად, ახალი ნორმა, მკვეთრად აუარესებს უსახლკარო პირთა უფლებრივ მდგომარეობას, რომლებიც დამოუკიდებლად იხდიან ბინის ქირას, ამავე დროს, ზემოთ განხილული ნორმა მათ არათანასწორ პირობებში აყენებს იმ პირებთან შედარებით, რომლებსაც მუნიციპალიტეტი ბინის ქირის კომპენსაციით უზრუნველყოფს. რეკომენდაციები ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიას:  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ „წმინდა მამა გაბრიელის სახელობის მიუსაფარ მოხუცთა პალიატიური ჰოსპისის“ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმით განსაზღვრული მომსახურების დაფინანსება გავრცელდეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ იმ პირებზე, ვისაც არ შეუძლია თვითმოვლა. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს:  ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილების დანართი №1 მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში 819 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილების დანართი №1, მე-3 მუხლის, პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი. 820 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 28 დეკემბრის №35-119 დადგენილების მე-6 მუხლის მე-4 პუნქტი, 821 ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილების დანართი №1, მე-3 მუხლის, პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი. 298 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 გაუქმდეს ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც საცხოვრებელი ფართის უსასყიდლო სარგებლობის შემთხვევაში, პირს უარი ეთქმება უსახლკარო პირად რეგისტრაციაზე;  გაუქმდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილების №1 დანართის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი, რომლითაც დამოუკიდებლად და უწყვეტად 6 თვის განმავლობაში ბინის ქირის გადახდის შემთხვევაში, პირს ავტომატურად უარი ეთქმება უსახლკაროდ რეგისტრაციაზე. 299 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 18. საარჩევნო უფლება საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული საარჩევნო უფლება სახელმწიფოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ხალხის ნების აღსრულების უმთავრესი ბერკეტია. საარჩევნო უფლების რეალიზაციას, როგორც ხელისუფლების ლეგიტიმაციის საფუძველს, ქვეყანაში დემოკრატიული წესრიგისა და ინსტიტუტების ფორმირება-ფუნქციონირების პროცესში, გადამწყვეტი როლი ენიჭება. ამდენად, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს როგორც ქვეყანაში გამართული საარჩევნო კანონმდებლობის არსებობა, ისე საარჩევნო პროცესების საკანონმდებლო მოთხოვნების შესაბამისად წარმართვა. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველი, მისთვის კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში, არაერთი წელია აკვირდება საარჩევნო უფლების რეალიზაციასთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს.822 საანგარიშო წელს არა მხოლოდ საარჩევნო უფლების, არამედ ქვეყნის საზოგადოებრივპოლიტიკური ცხოვრების თვალსაზრისით, განსაკუთრებით მწვავე საკითხი იყო საარჩევნო სისტემის შესაძლო ცვლილება. სამწუხაროდ, პარლამენტმა მხარი არ დაუჭირა 2020 წლის არჩევნებისთვის შერეული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. როგორც ყველასთვის ცნობილია, აღნიშნულმა საზოგადოებაში მკვეთრად უარყოფითი რეაქციები, და ამავე დროს, პოლიტიკური გარემოს კიდევ უფრო რადიკალიზაცია გამოიწვია. სახალხო დამცველი შეეცადა, პროცესებზე დაკვირვების გარდა, მისი მანდატის გათვალისწინებით, პოზიტიური როლი შეესრულებინა კრიზისულ ვითარებაში და 2019 წლის დეკემბერში ოპოზიციის მიერ შემუშავებულ კანონის პროექტთან (ე.წ. „გერმანულ მოდელთან“) დაკავშირებით, სამართლებრივი მოსაზრების წარმოდგენის თხოვნით, ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (ODIHR) ოფისს მიმართა. 2020 წლის დასაწყისში ცნობილი გახდა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნა,823 რომლის მიხედვითაც კიდევ ერთხელ მიეთითა საარჩევნო მოდელთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესში ფართო ინკლუზიური დისკუსიისა და პოლიტიკური კონსენსუსის აუცილებლობას.824 სახალხო დამცველი მიესალმება იმ ფაქტს, რომ 2020 წლის მარტის დასაწყისში, ხანგრძლივი 822 მოლაპარაკებების შედეგად, საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საარჩევნო უფლებების რეალიზაციის თვალსაზრისით არსებული გამოწვევები იხ. წინამდებარე ანგარიშის თავში „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა“. 823 ბმული ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3ax6zTE >[ბოლოს ნანახია 30.03.2020], გვ. 2, პარ. 8. 824 იქვე, გვ. 4, პარ. 15. 300 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 პოლიტიკური შეთანხმების825 მიღწევა მოხერხდა. სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია, ეს შეთანხმება დროულად აისახოს საკანონმდებლო რეგულაციებში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები კი, მაქსიმალურად თანასწორ, მშვიდობიან და ჯანსაღ საარჩევნო გარემოში წარიმართოს. საანგარიშო წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ზედამხედველობა გაუწია მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური და მერების რიგგარეშე არჩევნებს და მასთან დაკავშირებით განვითარებულ მოვლენებს. 2018 წელს ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების მსგავსად, 2019 წლის შუალედური/რიგგარეშე არჩევნების (2019 წლის 19 მაისის საქართველოს პარლამენტისა და მუნიციპალიტეტების საკრებულოების შუალედური, ასევე, მუნიციპალიტეტების მერების რიგგარეშე არჩევნები) წინასაარჩევნო პერიოდი და კენჭისყრის დღე რთულ და დაძაბულ გარემოში წარიმართა. საჯარო წყაროებით ვრცელდებოდა ინფორმაცია სხვადასხვა ძალადობრივი ინციდენტის, პოლიტიკურ სუბიექტებს შორის დაპირისპირების, ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის, ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლის, ამომრჩევლის მოსყიდვის შესაძლო შემთხვევების თაობაზე. წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებით შემაშფოთებელი იყო ზუგდიდში არსებული უკიდურესად დაძაბული ვითარება.826 სახალხო დამცველის შეფასებით, ეს ფაქტები ნეგატიურად აისახა არჩევნების მშვიდ გარემოში ჩატარების საჯარო ინტერესზე და სამართალდამცველთა მხრიდან მათზე ეფექტიანი და დროული რეაგირება ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისათვის მნიშვნელოვანი იქნებოდა. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას უკანასკნელ წლებში საარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის გამოყენებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე. საარჩევნო პერიოდში, ჯანსაღი საარჩევნო გარემოს ხელშესაწყობად და სიძულვილის ენის ასაკრძალად, აუცილებელია შემუშავდეს ურთიერთშეთანხმების უნივერსალური დოკუმენტი ან/და საარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის რეგულირების/თვითრეგულირების სხვა ისეთი მექანიზმები დაინერგოს, რომელთა მიზანი სიძულვილის ენის გამოყენების შეზღუდვასა და აღმოფხვრასთან ერთად, გამოხატვის თავისუფლების დაცვის მოქმედი სტანდარტების შენარჩუნება იქნება. აღსანიშნავია, რომ საქართველოს პარლამენტი იხილავს საკანონმდებლო პაკეტს,827 მათ შორის, საარჩევნო საქართველოს კოდექსში სახალხო შესატან დამცველის ცვლილებებს, შეფასებით, რომლის ცალსახად ცალკეული აუარესებს ნორმა არსებულ 825 შეთანხმების თანახმად, არჩეული პარლამენტი შედგება პროპორციული სისტემით არჩეული 120 და მაჟორიტარული წესით არჩეული 30 დეპუტატისგან. პროპორციულ ნაწილში საარჩევნო ბარიერი 1% იქნება. ბმული ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3avMgWU > [ბოლოს ნანახია 30.03.2020], 826 ბმული ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2yl1RdG 827 >. [ბოლოს ნანახია 30.03.2020], საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის ავტორობით მომზადებული და იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ ინიცირებული პაკეტი, რომლითაც გათვალისწინებულია ცვლილებების შეტანა საქართველოს საარჩევნო კოდექსსა და „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში (№312/1; 02.12.2019). 301 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სტანდარტებს. სახალხო დამცველს დაუშვებლად მიაჩნია შემცირდეს ამომრჩევლის მოსყიდვის აკრძალვის, საარჩევნო კოდექსის 47-ე მუხლით დადგენილი პერიოდი და ის მხოლოდ კენჭისყრის დღის ჩათვლით შემოიფარგლოს, ნაცვლად არჩევნების შედეგების საბოლოო შეჯამებისა.828 სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული ცვლილებები მხოლოდ არსებული საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისაკენ იქნება მიმართული. 18.1. ძალადობრივი ხასიათის ინციდენტები და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის შემთხვევები სახალხო დამცველი, 2018-2019 წლებში ჩატარებული არჩევნების პერიოდში ფიზიკური დაპირისპირებებისა და ძალადობრივი ინციდენტების მომრავლების უარყოფითი ტენდენციის ჩამოყალიბების გამო, შეშფოთებას გამოთქვამს. აღნიშნული ვითარება ქვეყანაში დაძაბულ პოლიტიკურ და ძალადობრივ საარჩევნო გარემოზე მიუთითებს. გარდა ამისა, სამწუხაროდ, უკანასკნელ წლებში გაიზარდა ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვასთან დაკავშირებით ინფორმაციის გავრცელების შემთხვევებიც. ამომრჩევლის მოსყიდვა თავისი არსით ეწინააღმდეგება ფუნდამენტურ საარჩევნო პრინციპებს, ამდენად ასეთი ფაქტ(ებ)ის არსებობა სათუოს ხდის მთლიანად საარჩევნო პროცესებისა და შედეგების ლეგიტიმურობას. ყოველივე ეს კი ქვეყნის დემოკრატიული და სამართლებრივი განვითარებისთვის უკიდურესად საზიანოა და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ, ქმედით და სისტემურ რეაგირებას მოითხოვს. ამაში უნდა იგულისხმებოდეს როგორც ეფექტიანი პრევენციული ნაბიჯების გადადგმა, ისე, გამოვლენილ ინციდენტებზე დროული და შედეგზე ორიენტირებული რეაგირება ან/და გამოძიების წარმართვა. სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ საგანგებოდ აღნიშნავს, რომ საარჩევნო პერიოდში მომხდარი შესაძლო დანაშაულებრივი ფაქტები და მათი გამოძიება, აქტუალობას არც არჩევნების დასრულების შემდეგ უნდა კარგავდეს. ასეთი საქმეების გაუჭიანურებლად, თანმიმდევრულად და კვალიფიციურად გამოძიებას, აღსასრულებლად და ქვეყანაში განსამტკიცებლად, კანონის გადამწყვეტი უზენაესობის პრინციპის მნიშვნელობა ენიჭება. ინდივიდუალურ შემთხვევებში დამნაშავის დასჯა და კანონის აღსრულება დადებითად აისახება საზოგადოებაში სამართლიანობის განცდის განმტკიცებასა და, სამომავლოდ, ძალადობრივი შემთხვევების პრევენციაზე. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი დაინტერესდა როგორც 2019, ისე 2018 წლის საარჩევნო პერიოდში მომხდარი არაერთი ძალადობრივი შემთხვევის გამოძიების მიმდინარეობით. სამართალდამცავი უწყებების 828 გარდა ამისა, ცვლილებები ითვალისწინებს საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის ცესკოსთვის გაგზავნისას დადგენილი წესის ცვლილებას, რაც საუბნო საარჩევნო კომისიის შემაჯამებელი ოქმების საგრძნობი დაგვიანებით გამოქვეყნებას გამოიწვევს. ეს განუზომლად დააზიანებს საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობასა და საარჩევნო ადმინისტრაციის მიმართ ნდობას. გარდა ამისა, შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს კვლავ ექნებათ ნარკოლოგიური შემოწმების გავლის ვალდებულება, თუმცა ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარების დადასტურების შემთხვევას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. 302 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მიერ მოწოდებული ინფორმაციის ურთიერთშეჯერების შედეგად, ირკვევა, რომ 2018-2019 წლებში ჩატარებული საპრეზიდენტო და შუალედური/რიგგარეშე არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდსა და არჩევნების დღეს გამოძიება დაიწყო 85 ფაქტზე (აქედან, 2019 წლის 19 მაისის შუალედური/რიგგარეშე არჩევნებთან, მათ შორის, მეორე ტურთან დაკავშირებით - 8 ფაქტზე,829) როგორც ირკვევა, 2018830 და 2019831 წლებში მომხდარ არაერთ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ამ დრომდე გრძელდება. ამასთან, 2018 წლის მსგავსად, 2019 წელსაც გამოვლინდა რამდენიმე ძალადობრივი ინციდენტი ჟურნალისტების მიმართ.832 829 ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის საქმეების გარდა, გამოძიება მიმდინარეობს სისხლის სამართლის შემდეგ 6 საქმეზე: №031230419004, №052230419001, №044140519002, №031190519002, №044050619002, №044140519001, №006090619005 და №006090619007. 830 ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, 2018 წლის 28 ოქტომბრამდე - კენჭისყრის დღემდე მომხდარ წინასაარჩევნო ინციდენტებზე გამოძიება დაიწყო 12 საქმეზე; სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 17 პირის მიმართ, ხოლო დაზარალებულად ცნობილია 14 პირი. 2018 წლის 28 ოქტომბერს და მომდევნო დღეებში (მეორე ტურის გამართვამდე) გამოვლენილ საარჩევნო ინციდენტებზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 34 საქმეზე; სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 11 პირის მიმართ, დაზარალებულად ცნობილია 9 პირი; მეორე ტურის კენჭისყრის დღეს და შემდგომ ეტაპზე გამოვლენილ საარჩევნო ინციდენტებზე გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 31 საქმეზე. სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 2 პირის მიმართ, ხოლო დაზარალებულად ცნობილია 2 პირი; საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/6775 4/02/2020 წერილი. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა ინფორმაცია გამოითხოვა ინდივიდუალურად 12 სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებითაც. როგორც გვეცნობა, მათგან 5 სისხლის სამართლის საქმეზე (№015301018001, №059221118001, №037150918001, №041190918004 და №028291018001) 10 პირის მიმართ დაიწყო სისხლისსამართლებრივი დევნა, დანარჩენებთან დაკავშირებით გამოძიება მიმდინარეობს. საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/6775 4/02/2020 წერილი; ვრცლად ამ საქმეებზე იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, 2018, გვ. 219-დან 831 ერთ შემთხვევაში გამოძიება შეწყდა - სისხლის სამართლის №052230419001 საქმეზე, სსს საპროცესო კოდექსის 105.1 „ა“ ქვეპ.; მიმდინარე გამოძიების საქმეებში კი სისხლისსამართლებრივი დევნა არცერთ შემთხვევაში არავის მიმართ დაწყებულა, არც დაზარალებულის სტატუსი მინიჭებია ვინმეს, საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/6775, 4/02/2020 წერილი. ამასთან, 4 ინციდენტთან (ზუგდიდის №33, კოკის №97, მარნეულის №84 და კახათის №95 საარჩევნო უბნებზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, გამოიკითხნენ მონაწილე პირები და დანაშაულის ნიშნები ან ადმინისტრაციული გადაცდომა არ გამოიკვეთა) დაკავშირებით, რომელთა თაობაზეც ვითხოვდით ინფორმაციას, გვეცნობა, რომ გამოძიება არ დაწყებულა, ასევე არ გატარებულა ადმინისტრაციულსამართლებრივი ღონისძიებები, ხოლო 2 შემთხვევაში ქმედება შეიცავდა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ნიშნებს. 832 საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/6427 03/02/2020 წერილი, სისხლის სამართლის № 044190519001 საქმეზე, გიორგი რურუას მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, სსსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად ცნობილი არ არის. სისხლის სამართლის №044140519001 საქმეზე, გ.კ და მ.ც. წარედგინათ ბრალდება სსსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ნ.ვ., ზ.ც. და ლ.თ. ცნობილ იქნენ დაზარალებულებად. ზუგდიდის რაიონული სასამართლოს განაჩენით, გ.კ. და მ.ც. ცნობილ იქნენ დამნაშავეებად წარდგენილ ბრალდებაში; სისხლის სამართლის №001281118008 საქმეზე, ჟურნალისტ თამარ ჩაფიჩაძის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე, ლ.მ.-ს წარედგინა ბრალდება 303 | სსსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო თამარ ჩაფიჩაძე ცნობილ იქნა საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 2018 წლის არჩევნების მსგავსად, 2019 წელს გამოკვეთილ პრობლემურ ტენდენციებს შორის, ერთ-ერთი საგანგაშო საკითხია სხვადასხვა საჯარო წყაროს მეშვეობით ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის თაობაზე გავრცელებული ინფორმაცია. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს 2019 წელს მომხდარ ორ ფაქტთან დაკავშირებით.833 აღსანიშნავია, რომ გამოძიება მიმდინარეობს 2018 წელს ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის 8 ფაქტთან დაკავშირებითაც. არცერთ ამ საქმეში კონკრეტული პირი დაზარალებულად ან ბრალდებულად ცნობილი არ არის.834 სახალხო დამცველი სამართალდამცავ უწყებებს კიდევ ერთხელ მოუწოდებს დროულად გამოიძიონ ყველა ზემოაღნიშნული დანაშაულებრივი შემთხვევა და შესწავლის შედეგები ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახადონ. ასევე მნიშვნელოვანია, წინასაარჩევნო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მკაფიოდ გაცხადდეს პოლიტიკური ნება ისეთი ღონისძიებებისა და ქმედებების დაუშვებლობის თაობაზე, რომლებიც შესაძლოა ამომრჩევლის მოსყიდვად იქნას მიჩნეული ან ხელი შეუწყოს ამომრჩევლის თავისუფალ ნებაზე ზემოქმედებას, ამგვარი ფაქტების გამოვლენას კი, მოჰყვეს მყისიერი რეაგირება მათ აღსაკვეთად და დამნაშავეთა დასასჯელად. სახალხო დამცველი მომავალშიც განაგრძობს 2018-2019 წლებში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებული ინციდენტების გამოძიების მიმდინარეობისთვის თვალყურის მიდევნებას და შესწავლის შედეგებს შესაბამის ანგარიშებში ასახავს. წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი დარღვევების ხარვეზიანი გამოძიების პრობლემას უკავშირებს სახალხო დამცველი ზუგდიდის №6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებულ საქმესაც. როგორც ცნობილია, ქალბატონი ია კერზაია საქართველოს სახალხო დამცველის სახელზე წარმოდგენილ დაზარალებულად. თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ლ.მ. ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა წარდგენილ ბრალდებაში. 833 საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/45382, 24.06/2019 წერილი; 14 მაისს გავრცელებული ფარული ჩანაწერი გია დანელიასთან დაკავშირებით; სისხლის სამართლის №083140519802 საქმე; 13 მაისის სიუჟეტი ( ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/3dHXklC > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]) ამომრჩევლის მოსყიდვის შესახებ; სისხლის სამართლის №083140519801 საქმე. თავის მხრივ, სახელმწიფო აუდიტის სამსახური შეისწავლიდა ამომრჩევლისათვის სხვადასხვა სახის სურსათისა და თანხის დარიგების გზით ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის საკითხს. როგორც გვეცნობა, დამადასტურებელი მტკიცებულებები არ მოუპოვებიათ, რის გამოც აღნიშნულ ადმინისტრაციულ საქმეებზე წარმოება შეწყდა, აუდიტის სამსახურის №000673/10, 28.01.2020 წერილი. საანგარიშო წელს ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის თაობაზე ინფორმაცია ვრცელდებოდა 19 მაისსაც, კენჭისყრის მიმდინარეობის პარალელურად: ზუგდიდის №9, 25, №10 და №80 საარჩევნო უბნებზე; კახათის №95 საარჩევნო უბანზე, სოფელ აღმამედლოში №77 საარჩევნო უბანზე. თუმცა დაიწყო თუ არა გამოძიება რომელიმე აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, საგამოძიებო უწყებას არ განუმარტავს. 834 საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/6529 03/02/2020 წერილი. საგულისხმოა, რომ არ №მოგვეწოდა ინფორმაცია ხელისუფლების მხრიდან გახმოვანებული ვალების ჩამოწერის ინიციატივასთან დაკავშირებით, იხ. სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, 2018, გვ. 222-დან. 304 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 განცხადებაში 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების პირველ და მეორე ტურს შორის სკოლაში ჩატარებულ არაგეგმურ მონიტორინგს მის მიმართ პოლიტიკური ნიშნით ანგარიშსწორებას უკავშირებდა. სახალხო დამცველის შეფასებით, წინამდებარე შემთხვევაში, დაგვიანებით დაწყებული გამოძიების გამო, საქმისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობის მქონე მტკიცებულების მოპოვება და სიმართლის დადგენა ვერ 835 მოხერხდა. 18.2. ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა და ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლი კვლავ აქტუალური რჩება ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ცალკეული შემთხვევები, რომელთა თაობაზეც სადამკვირვებლო ორგანიზაციები უთითებენ.836 ხმის მიცემის ფარულობის კონსტიტუციური პრინციპის დაცვა მოითხოვს, რომ ამომრჩეველმა სხვის დაუსწრებლად, დახურულ საარჩევნო კაბინაში მისცეს ხმა, ამასთანავე, გამოირიცხოს სხვა პირის მხრიდან ამომრჩევლის არჩევანის გაგების შესაძლებლობა. ხმის ფარულად მიცემა ამომრჩევლის არა მხოლოდ უფლება, არამედ ვალდებულებაცაა. კენჭისყრამდე ან კენჭისყრის შემდეგ საკუთარი არჩევანის საჯაროდ გაცხადება თითოეული ამომრჩევლის სურვილზეა დამოკიდებული.837 თუმცა სახალხო დამცველს საგანგაშოდ მიაჩნია ისეთი შემთხვევები, როდესაც ჩნდება ეჭვი, რომ მოქალაქის მხრიდან არჩევნის საჯაროდ გაცხადება შესაძლოა მისი თავისუფალი ნების სავარაუდო კონტროლის შედეგი იყოს. ვინაიდან, თავისუფალი საარჩევნო უფლება გულისხმობს, ამომრჩევლის ნების, ყოველგვარი ძალადობისა და ზეწოლის გარეშე, თავისუფალი ჩამოყალიბებისა და გამოვლენის შესაძლებლობას.838 ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს სახალხო დამცველს, ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან, მნიშვნელოვნად მიაჩნია განგრძობითი საგანმანათლებლო კამპანიის წარმართვა საარჩევნო უფლებების, მათ შორის, კენჭისყრის ფარულობის პრინციპის უზრუნველმყოფი ბერკეტების თაობაზე, მოქალაქეთა სრულყოფილად ინფორმირებისთვის და ცნობიერების ასამაღლებლად. ამასთან, სახალხო დამცველი, კენჭისყრის მიმდინარეობაზე დაკვირვების შედეგად, ერთერთ უმთავრეს გამოწვევად საარჩევნო უბნებთან პოლიტიკური პარტიების კოორდინატორების მასობრივ მობილიზებასა და მათ მიერ საარჩევნო უბანზე 835 ვრცლად სახალხო დამცველის შეფასება ია კერზაიას გარდაცვალების ფაქტზე ჩატარებულ გამოძიებასთან დაკავშირებით იხ. საჯარო განცხადებაში, ბმული ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3awrpTc. [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 836 ბმული ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/2QYobQK>[ბოლოს ნანახია 30.03.2020]. საქართველოს კონსტიტუციის კომენტარი, თავი მეორე, საქართველოს მოქალაქეობა. ადამიანის ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, 2013, გვ. 341. 838 იქვე, გვ. 338. 837 305 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ამომრჩეველთა გამოცხადებასთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვებას მიიჩნევს. ჩატარებულ შუალედურ არჩევნებთან ერთად, წარსული გამოცდილება ნათლად აჩვენებს, რომ საარჩევნო უბნებს გარეთ შექმნილი ასეთი ვითარება, უმეტეს შემთხვევაში, დაძაბულობისა და სხვადასხვა ხელშემწყობი გარემოებაა. ინციდენტის მართალია, წარმოშობის არსებული ერთ-ერთი მთავარი საკანონმდებლო ჩარჩო კოორდინატორებს არ უკრძალავს მსგავს საქმიანობას, თუმცა სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ჩამოყალიბებული მანკიერი პრაქტიკა ამომრჩევლის ნებაზე ზეგავლენის ბერკეტია და ეს საკითხი სამომავლოდ სათანადო რეგულირებას საჭიროებს, ამომრჩევლის ნების მშვიდობიან და თავისუფალ გარემოში გამოხატვის უზრუნველსაყოფად. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  ნების თავისუფალი გამოვლენისა და არჩევნების მშვიდობიან გარემოში წარმართვის უზრუნველსაყოფად, საკანონმდებლო ცვლილებების გზით, აიკრძალოს და დაწესდეს შესაბამისი პასუხისმგებლობა საარჩევნო უბანზე/უბნებთან პოლიტიკური პარტიების კოორდინატორების მიერ ამომრჩეველთა გამოცხადებასთან დაკავშირებული პერსონალური ინფორმაციის შეგროვების ფაქტებთან დაკავშირებით რეკომენდაციები საქართველოს გენერალურ პროკურორს:  პერიოდულად, 6 თვეში ერთხელ, მიაწოდოს საზოგადოებას ინფორმაცია 2018 და 2019 წლებში, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა ძალადობრივი ქმედებისა და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის თაობაზე  წარმოადგინოს მსჯელობა/არგუმენტაცია ყოველწლიურ საპარლამენტო ანგარიშში „პროკურატურის შესახებ“, საქართველოს ორგანული კანონის 68-ე მუხლისა და პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად, 2018 და 2019 წლებში, საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა ძალადობრივი ქმედებისა და ამომრჩევლის შესაძლო მოსყიდვის ფაქტებთან დაკავშირებული გამოძიების მიმდინარეობისა და გაწეული საქმიანობის თაობაზე საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორის კომისიას:  შეიმუშაონ და შესთავაზონ პოლიტიკურ პარტიებს ურთიერთშეთანხმების დოკუმენტი საარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის გამოყენების, სიძულვილის ენის ერთგვაროვანი განმარტებისა და ასეთი განცხადებებისგან თავის შეკავების თაობაზე. 306 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 19. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლება კულტურული მემკვიდრეობის როლი, მისი ღირებულებისა და პოტენციალის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია ქვეყნის მდგრადი განვითარებისა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებისთვის. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სახელწიფოს ერთიანი ხედვა ჰქონდეს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის უფლების რეალიზაციისას გამოვლენილი გამოწვევების დასაძლევ და გასატარებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით. კულტურული მემკვიდრეობის დაცვა სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი გარანტიების შექმნასა და აღსრულებას მოითხოვს. საანგარიშო პერიოდში კვლავ აქტუალური იყო საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის საქმიანობის შედეგად უკანასკნელ წლებში გამოვლენილი არაერთი პრობლემა. კერძო საკუთრებაში არსებული კულტურული მემკვიდრეობის დასაცავად, ჯერაც არ არსებობს სათანადო მექანიზმები, პრობლემურია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უკანონო სამუშაოებისას ადმინისტრაციულ ორგანოებს შორის კომპეტენციებისა და ვალდებულებების მკაფიოდ გამიჯვნის საკითხი, არ სრულდება კულტურული მემკვიდრეობის მოვლა-პატრონობის ვალდებულებები და უშედეგოდ მიმდინარეობს მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმეების გამოძიება.839 გარდა ზემოაღნიშნულისა, საანგარიშო წელს ადგილი ჰქონდა კულტურულ მემკვიდრეობასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის პასუხისმგებლობის დაუშვებელ შემსუბუქებას, ძეგლის მოვლა-პატრონობის წესების დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფოს მხრიდან კანონის შესაბამისი რეაგირების განუხორციელებლობას. კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საკითხი აქტუალური გახდა რამდენიმე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებშიც. საგულისხმოა, რომ წლების განმავლობაში გამოვლენილი გამოწვევების უმეტესობა მჭიდროდ არის დაკავშირებული ერთიანი, კომპლექსური და ეფექტიანი რეგულაციების არარსებობასთან. სწორედ ამიტომ, საქართველოს სახალხო დამცველს მნიშვნელოვანად მიაჩნია დროულად წარიმართოს და დასრულდეს „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსის“ პროექტზე ჯერ კიდევ 2017 წელს დაწყებული მუშაობა, მიიღოს ამ პროცესში მონაწილეობა ფართო საზოგადოებამ და პროფესიულმა ჯგუფებმა, გაითვალისწინონ მათი კომპეტენტური მოსაზრებები და შენიშვნები და საბოლოოდ, სახელმწიფომ უზრუნველყოს კოდექსის ინიცირება/მიღება. საქართველოს სახალხო დამცველი ნეგატიურად აფასებს საანგარიშო წელს სამშენებლო კანონმდებლობაში შეტანილ ცვლილებებს, მემკვიდრეობასთან დაკავშირებული რომელთა შედეგად, სამართალდარღვევებისთვის კულტურულ დაკისრებული 839 ვრცლად აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით, იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2018, გვ. 233236. 307 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სანქციები შემსუბუქდა. კერძოდ, არაერთი სამართალდარღვევისთვის გაუქმდა გაორმაგებული სანქციის დაკისრების შესაძლებლობა, რაც ასევე გავრცელდა კულტურული მემკვიდრეობის დამცავ ზონაში ჩადენილ ისეთ უკანანო ქმედებებზე, როგორიცაა, მაგალითად, უნებართვო მშენებლობა, სამშენებლო/სანებართვო პირობების დარღვევა, მშენებარე ობიექტის კონსერვაციის წესის დარღვევით მიტოვება და სხვ.840 სახალხო დამცველი განმარტავს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მაღალი საჯარო ინტერესების გათვალისწინებით, ამ მიმართულებით ჩადენილი სამართალდარღვევები სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ და ეფექტიან რეაგირებას მოითხოვს, რაც პასუხისმგებლობების შემსუბუქებით, ცხადია, ვერ მიიღწევა. საქართველოს სახალხო დამცველი ბოლო წლებია ყურადღებას ამახვილებს რელიგიური კონფესიების საკუთრებაში არსებული ძეგლების841 მოვლა-პატრონობის კუთხით არსებულ საკანონმდებლო თუ პრაქტიკულ პრობლემებზეც. 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში დადებითად შეფასდა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც გააუქმა „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის ჩანაწერი რელიგიური კონფესიების საკუთრებაში (სარგებლობაში) არსებული კულტურული ძეგლის მოვლა-პატრონობასთან დაკავშირებული გაუმართლებლად გათავისუფლების შესახებ. 842 პასუხისმგებლობისგან საანგარიშო პერიოდში საზოგადოების ყურადღება მიიპყრო ყინწვისის მონასტრის იატაკზე მეტლახის თვითნებურად დაგების შემთხვევამ, რომლის შესწავლის843 შედეგად გამოირკვა, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს ამ გადაწყვეტილების მიუხედავად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის 840 საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში გაუქმდა, მაგალითად, 131-ე მუხლის მე-4 ნაწილი, 132-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 135-ე მუხლის მე-2 ნაწილი. აღნიშნულთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებები და განმარტებები ვრცლად იხ. წინამდებარე ანგარიშის თავში, ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლებაზე. 841 რელიგიური გაერთიანებების საკუთრებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე, იხ. წინამდებარე ანგარიშის თავი „რწმენისა და რელიგიის თავისუფლება“. 842 საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ სადავო ნორმა არღვევდა კანონის წინაშე თანასწორობის (კონსტიტუციის მე-14 მუხლი) და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის (კონსტიტუციის 34-ე მუხლის მე2 პუნქტი) უფლებებს და არაკონსტიტუციურად ცნო „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის“ შესახებ კანონის 30-ე მუხ. მე-8 პუნქტის სიტყვები „ეს მუხლი და“; საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწვეტილება სრულად იხ. ბმულზე: <https://bit.ly/2WTzMEp>.[ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 843 იხ. ბმული: <https://bit.ly/2krKSzB> [ბოლოს ნანახია: [29.01.2020]. განხორციელებული სამუშაოები უკანონო ქმედებად შეფასდა საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრის საბჭოსა და სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ადრექრისტიანული და შუასაუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლთა საბჭოს მხრიდან, კერძოდ, საქართველოს საპატრიარქოს ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრსა და სააგენტოსთან შეუთანხმებლად, არქეოლოგიური ზედამხედველობის გარეშე მოეწყო არატრადიციული ძვირადღირებული მარმარილოს მსხვილი, მართკუთხა ფილები, რაც იატაკის დონეს არსებულთან შედარებით რამდენიმე სანტიმეტრით მაღლა სწევს და დარბაზში არსებულ საფლავის ქვას სცდება. ის არ შეესაბამება ტაძრის ინტერიერის მხატვრულ არქიტექტურულ სახეს და აკნინებს კედელზე შემორჩენილ XIII საუკუნის დასაწყისის კედლის უნიკალურ მხატვრობას; სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს 09/579,14.02.2020 წერილი. 308 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 იერსახის შეცვლის ფაქტთან დაკავშირებით, სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს „კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები არ გაუტარებია. უწყების განმარტებით, ამ დრომდე ვერ მოხერხდა სამართალდამრღვევი პირის გამოვლენა და უნებართვო სამუშაოების შედეგების გამოსწორება.844 სახალხო დამცველი განმარტავს, რომ დასახელებული ნორმით პირდაპირ არის განსაზღვრული ამავე მუხლით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის სუბიექტი - ძეგლის მესაკუთრე (მოსარგებლე). ამდენად, სახალხო დამცველის შეფასებით, პასუხისმგებელი უწყება ვალდებულია, კანონისმიერი დანაწესი პრაქტიკაში შეუფერხებლად და ეფექტიანად აღასრულოს. ამასთან, კონსტიტუცია სახელმწიფოს უდგენს კულტურული მემკვიდრეობისათვის მიყენებული ზიანის შეძლებისდაგვარად თავიდან აცილების ან/და მისი გამოსწორების ვალდებულებას. სახელმწიფო ვალდებულია, მესამე პირებს არ მისცეს კულტურულ მემკვიდრეობაზე შეუზღუდავი ზემოქმედების მოხდენის შესაძლებლობა. ეს უნდა გამოიხატოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ადამიანთა გარკვეული ქმედებების აკრძალვაში და ამ ქმედების ჩადენისათვის შესაბამისი პასუხისმგებლობის დაწესებაში.845 საანგარიშო წლის განმავლობაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესების გათვალისწინების საჭიროება მსხვილ ინფრასტრუქტურულ პროექტთან დაკავშირებული საკითხების შესწავლისასაც გამოიკვეთა.846 საქართველოს სახალხო დამცველს მნიშვნელოვნად მიაჩნია ინფრასტრუქტურული, განსაკუთრებით კი, ფართომასშტაბიანი პროექტების დაგეგმვა-განხორციელებისას ძეგლებზე/ობიექტებზე მოსალოდნელი კულტურული შედეგების ყოველმხრივი მემკვიდრეობის გამოკვლევა, და გადაწყვეტილებების მიღებისას, სხვა მნიშვნელოვან გარემოებებთან ერთად, მათი დაცვის ინტერესების გათვალისწინება. ამასთან, საქართველოს სახალხო დამცველი ყოველწლიურად ინტერესდება 2014 წელს დაწყებული გამოძიების მიმდინარეობით დაზიანებისა და განადგურების საქმეზე, 847 საყდრისი-ყაჩაღიანის ოქროს საბადოს ასევე, რუისი–რიკოთის საავტომობილო გზის 844 2020 წლის 14 თებერვლის მონაცემები. 845 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება საქმეზე №2/6/1216. 846 პროექტი „ბათუმი რივიერა“, საქართველოს სახალხო დამცველმა კულტურული მემკვიდრეობისა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრების უფლების დაცვის მიზნით, წინადადებით მიმართა შესაბამის უწყებებს. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში მიმდინარეობს საქმისწარმოება ხადის ხეობის გავლით ქვეშეთი-კობის საავტომობილო გზის მშენებლოს საქმეზე, რომლის ფარგლებშიც, მოსახლეობის ერთერთი პრეტენზია კულტურული მემკვიდრეობის დაცვას უკავშირდება. 847 სისხლის სამართლის №074140214801 საქმე, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებით, დაბა საყდრისის უძველესი სამთამადნო მრეწველობის მაღაროსთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მინიჭების ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით; საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/2107 15/01/2020 წერილი. 309 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების საქმეზე.848 არცერთ ამ საქმეში ამ დრომდე არავინაა დაზარალებულად ცნობილი, არც სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულა ვინმეს მიმართ.849 ამდენად, გამოძიება არაერთი წელია, უშედეგოდ მიმდინარეობს, რაც ვნებს კონკრეტულ დანაშაულებრივ ფაქტებთან დაკავშირებით კანონის უზენაესობისა და სამართლიანობის პრინციპების აღსრულების ლეგიტიმურ ინტერესებს. გარდა ამისა, არსებულ რეალობას ვერ ექნება სამომავლოდ მსგავსი ქმედებების მიმართ შემაკავებელი ეფექტი. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  უზრუნველყოს რეგულაციების შემუშავება და ინიცირება კერძო საკუთრებაში არსებული სარეაბილიტაციო ძეგლების/ობიექტების შენარჩუნება-განვითარების ხელშესაწყობად, ასეთ ძეგლებთან დაკავშირებით, უწყებების კომპეტენციებისა და პასუხისმგებლობების მკაფიოდ გამიჯვნითა და სახელმწიფოს აქტიური როლის განმტკიცებით რეკომენდაციები სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს:  კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის მოვლა-პატრონობის წესების დარღვევის თითოეულ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ინტერესის პრიორიტეტულობის გათვალისწინებით, იმოქმედოს ეფექტიანად და დროულად გაატაროს „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები, მათ შორის, შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრებით საქართველოს გენერალურ პროკურორს:  848 პერიოდულად, 6 თვეში ერთხელ, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია რუისი– რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური ობიექტების განადგურების და საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს დაზიანებისა და განადგურების ფაქტების გამოძიების მიმდინარეობის და პროგრესის შესახებ. სისხლის სამართლის №027291214001 საქმე, წიაღის მოპოვების ლიცენზიების გაცემისას, სამსახურებრივი გულგრილობის შესაძლო ჩადენის სავარაუდო ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით; საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/2108 15/01/2020 წერილი. 849 საქართველოს გენერალური პროკურატურის №13/2107 15/01/2020; №13/2108 15/01/2020 წერილები. 310 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 20.ადამიანის უფლებათა სწავლება 20.1. შესავალი საქართველოს სახალხო დამცველი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ადამიანის უფლებათა სწავლებას ფორმალური განათლების ყველა საფეხურზე, ამასთან, თავადაც ვეწევით არაფორმალურ საგანმანათლებლო საქმიანობას ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. 2019 წელს, ადამიანის უფლებათა სწავლების დეპარტამენტმა, სახალხო დამცველის მანდატის ფარგლებში, არაერთი მნიშვნელოვანი ინდივიდუალური საქმე შეისწავლა, სადაც გამოიკვეთა ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების მიმართულებით არსებული გამოწვევები. შესაბამისად, სახალხო დამცველმა, ადამიანის უფლებათა სწავლების სფეროში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, პასუხისმგებელ უწყებებს რეკომენდაციებითა და წინადადებებით მიმართა. 2019 წელს, სახალხო დამცველის აპარატმა, აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტთან (EWMI) თანამშრომლობით დაიწყო კომპლექსური კვლევა, რომლის მიზანია საქართველოში მოქმედ სამართლის საბაკალავრო პროგრამებზე ადამიანის უფლებათა სწავლების ხარისხის შეფასება. კვლევის შედეგები 2020 წელს იქნება ხელმისაწვდომი. სახალხო დამცველის აპარატმა, საგანმანათლებლო მანდატის ფარგლებში, დაგეგმა და ჩაატარა ტრენინგები, სემინარები, საინფორმაციო და სამუშაო შეხვედრები, როგორც დედაქალაქში, ასევე, პროაქტიულად, რეგიონებში, მოწყვლად სამიზნე ჯგუფებთან. 2019 წელი გამოირჩეოდა თანასწორობის, ბავშვის უფლებებისა და გენდერულ საკითხებზე ჩატარებული საგანმანათლებლო ხასიათის აქტივობებით.850 20.2. ადამიანის ადამიანის უფლებათა სწავლების სახელმწიფო პოლიტიკა უფლებათა მნიშვნელოვან სწავლების პრევენციულ ზომად საკითხს, და ადამიანის პრიორიტეტად უფლებათა მიიჩნევს ხელყოფის სახელმწიფოს სტრატეგიული დოკუმენტები.851 ადამიანის უფლებათა სწავლების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე და საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, თანმიმდევრულობის, მდგრადობისა და ფინანსური გარანტიების უზრუნველსაყოფად, სტრატეგიულ დოკუმენტზე დაფუძნებული სისტემატიზებული ხედვა, სახელმწიფოს 850 2019 წელს სახალხო დამცველის აპარატმა ჩაატარა 286 ტრენინგი და 711 საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა. 851„საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის (2014–2020 წლებისთვის)“ დამტკიცების შესახებ“, საქართველოს პარლამენტის 2014 წლის 30 აპრილის დადგენილება №2315-IIს, თავი „ადამიანის უფლებების უზრუნველყოფის პრინციპები“; ასევე იხ. „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების ერთიანი სტრატეგია 2017 – 2021“-ის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 7 დეკემბრის დადგენილება №533, დანართი 1, გვ. 14, 21, 37. 311 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ცხადი პასუხისმგებლობაა.852 თუმცა, ადამიანის უფლებათა სწავლების სტრატეგიული დოკუმენტისა და სამოქმედო გეგმის არსებობა, საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციის მიუხედავად853, კვლავ სახელმწიფოს გამოწვევად რჩება. ადამიანის უფლებათა სწავლების შესახებ გაეროს დეკლარაცია სახელმწიფოებს და შესაბამის სახელისუფლებლო ინსტიტუტებს განუსაზღვრავს პასუხისმგებლობას, ხელი შეუწყონ ადამიანის უფლებათა შესახებ განათლებას კანონმდებლობის მიღებით, ადმინისტრაციული ღონისძიებებითა და პოლიტიკის განსაზღვრით.854 აღნიშნულ ვალდებულებას, ასევე განამტკიცებს გაეროს მსოფლიო პროგრამა ადამიანის უფლებების შესახებ, რომელიც წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს, თანმიმდევრულად ასახონ ადამიანის უფლებათა სწავლება ადამიანის უფლებათა ერთიან სტრატეგიაში, ან ცალკე დოკუმენტში, ადამიანის უფლებათა განათლების სამოქმედო გეგმის სახით.855 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში, საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, რეკომენდაცია გაიცა ადამიანის უფლებათა სწავლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების თაობაზე.856 საქართველოს პარლამენტმა ანგარიშის თაობაზე მიღებულ დადგენილებაში ეს რეკომენდაცია არსებითად განსხვავებული შინაარსით, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავების ასპექტის გარეშე ასახა.857 გაეროს ფარგლებში მიღებული არაერთი საერთაშორისო ხელშეკრულება, სახელმწიფოს, ადამიანის უფლებათა განუსაზღვრავს. 858 განათლების კუთხით, უმნიშვნელოვანეს ვალდებულებებს აღსანიშნავია, რომ ამ ვალდებულებათა შესრულება განათლების სფეროში ადამიანის უფლებათა სწავლებისა და ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის რეალიზებისათვის მეტად მნიშვნელოვანია.859 ქვემოთ მოცემული ცხრილი 852 World Programme for Human Rights Education - National action plans/strategies for human rights education, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://bit.ly/2v3iI30 [ბოლოს ნანახია 01/02/2020]; ასევე, იხ. Guidelines for National Plans of Action for Human Rights Education, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/31rbphL [ბოლოს ნანახია 01/02/2020]; დეტალურად, ასევე, იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2018, გვ. 315-316. 853 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში, „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2018, გვ. 316. 854 UN Declaration on Human Rights Education and Training, Resolution adopted by the General Assembly, 19 December 2011, №66/137, მე-7 მუხლის მესამე პუნქტი, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/30GqsDH [ბოლოს ნანახია 20/01/2020]. 855 World Programme for Human Rights Education - National action plans/strategies for human rights education, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2ttEw7H [ბოლოს ნანახია 20/01/2020]. 856 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2018“, გვ. 243. 857 „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 20 სექტემბრის დადგენილება, მე-7 მუხლის „დ“ ქვეპუნქტი. 858 Revised draft plan of action for the first phase (2005-2007) of the World Programme for Human Rights Education გვ. 3. 859 იქვე, გვ. 18. 312 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ასახავს ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებების შესრულების ხარისხს წარდგენილი პერიოდული მოხსენებების საფუძველზე. მოხსენების ადამიანის უფლებათა განათლებასთან ადრესატი დაკავშირებით შეფასება ვალდებულების დამდგენი ნორმა ბავშვის „ბავშვის უფლებათა კონვენციის“ 29-ე არ უფლებათა მუხლის პირველი პუნქტი ადამიანის კომიტეტი მოიცავს მსჯელობას უფლებათა განათლების შესახებ შეზღუდული „შეზღუდული შესაძლებლობის პირთა მქონე კონვენციის მე-8 მუხლი პირთა შესაძლებლობის უფლებების შესახებ“ მქონე არ გაეროს ფორმალურ განათლებაში შშმ მოიცავს მსჯელობას პირთა მიმართ პატივისცემის უფლებების ჩამოყალიბების მიზნით კომიტეტი დანერგილი საკითხების/ აქტივობების შესახებ ქალთა „ქალთა მიმართ დისკრიმინაციის ყველა არ დისკრიმინაციის მიმართ ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ გაეროს სასწავლო აღმოფხვრის კონვენციის მე-10 მუხლი პროგრამების კომიტეტი არის შეფასებული მეთოდებისა და გენდერული მგრძნობელობა რასობრივი „რასობრივი დისკრიმინაციის ფორმის ლიკვიდაციის შესახებ“ გაეროს სკოლამდელ, პროფესიულ და ყველა კონვენციის მე-7 მუხლი უმაღლეს ფორმის დისკრიმინაციის ყველა არ არის შეფასებული განათლებაში აღმოფხვრის კონვენციიდან მომდინარე ამ კომიტეტი ვალდებულების შესრულების საკითხი ეკონომიკური და ეკონომიკური, სოციალური საბჭო კულტურული ადამიანის სოციალური უფლებების და შესახებ სახელმწიფოს პერიოდული უკანასკნელი მოხსენება საერთაშორისო პაქტის მე-13 მუხლი გაგზავნილია 2001 წელს უნივერსალური პერიოდული მოხსენება მინიმალურად უფლებათა საბჭო არის განხილული მხოლოდ ზოგად განათლებაში ადამიანის უფლებათა სწავლების საკითხი გაეროს განათლებაში საგანმანათლებლო, საწინააღმდეგო კონვენციის მე-5 მუხლის ზოგადი განათლების სფეროში სამეცნიერო პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ადამიანის და დისკრიმინაციის მიმოხილულია მხოლოდ უფლებათა კულტურული სწავლების საკითხი. მსჯელობა ორგანიზაციის მოიცავს მხოლოდ ადამიანის გენერალური უფლებათა სწავლების მიზნით კონფერენცია დანერგილ 313 | საგნებს. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მოხსენებაში ყურადღება არის გამახვილებული საგანმანათლებლო პროცესში ჩართული პირების მომზადებაზე ადამიანის უფლებებში ადამიანის უფლებათა სახელმწიფო სწავლების ინსტიტუტების ეფექტიანობისთვის, მიერ გადადგმული მნიშვნელოვანია, ნაბიჯები ფრაგმენტული რომ და სპონტანური კი არ იყოს, არამედ, სისტემური, თანმიმდევრული და კომპლექსური. ასევე მნიშვნელოვანია, რომ აღმასრულებელმა ხელისუფლებამ პერიოდულ მოხსენებებში სრულფასოვნად ასახოს ადამიანის უფლებათა განათლების კუთხით ქვეყნის მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების მდგომარეობა. ამასთან, აუცილებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა, უფლებამოსილების ფარგლებში, გასწიოს საპარლამენტო ზედამხედველობა.860 20.3. ადამიანის უფლებათა შესახებ განათლების უწყვეტობა ადამიანის უფლებათა სწავლება მთელი სიცოცხლის მანძილზე მიმდინარე პროცესია და სრულად მოიცავს როგორც ფორმალურ, ისე არაფორმალურ განათლებას.861 ზოგადი განათლების საფეხურზე, ადამიანის უფლებათა სწავლებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სახელმწიფო პოლიტიკის მიზნების მისაღწევად.862 ამ კონტექსტში, სასკოლო სახელმძღვანელოებისთვის გრიფის მინიჭების პროცესის დანიშნულება ხარისხიანი სასწავლო მასალებით მოსწავლეების უზრუნველყოფაა. 863 2019 წელს, პირველად, ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის VII კლასის საგნების სახელმძღვანელოების გრიფირების პროცესში საქართველოს სახალხო დამცველის მიერ ნომინირებული ექსპერტებიც მონაწილეობდნენ.864 უწყებათაშორისი თანამშრომლობის შედეგად, შესაძლებელი გახდა, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ ექსპერტებს სახელმძღვანელოებში თანასწორობის, შშმ პირთა უფლებების, ტოლერანტობის, 860 საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 174-ე მუხლის პირველი პუნქტი. 861 Resolution adopted by the Human Rights Council 16/1 United Nations Declaration on Human Rights Education and Training Article 3, პარ. 1, 2. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2ThItVT [ბოლოს ნანახია: 25/02/2020]. 862 „ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის“ მესამე მუხლის პირველი და მეორე პუნქტები; ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 18 ოქტომბრის №84 დადგენილება, „თ“ ქვეპუნქტი. 863 „ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების სახელმძღვანელოს/სერიის გრიფირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2017 წლის 16 თებერვლის №28/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის პირველი მუხლის მეორე პუნქტი. 864 სახალხო დამცველის წარდგინებით ექსპერტები მუშაობდნენ სახელმძღვანელოებზე: ქართული ენა და ლიტერატურა, მათემატიკა, ისტორია, გეოგრაფია, ბიოლოგია, ხელოვნება. 314 | არ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 გენდერული თანასწორობისა და ადამიანის სხვა უფლებათა და თავისუფლებათა ფუნდამენტური ექსპერტების საკითხების ინტეგრირებისთვის რეკომენდაციები გულისხმობდა ემუშავათ. დამოუკიდებელი სახელმძღვანელოებში იმდაგვარი ტექსტებისა და მაგალითების მოყვანას, რომლებიც მიმართული იქნებოდა ეთნიკური, რელიგიური და გენდერული თანასწორობისკენ.865 2019 წლის განმავლობაში სახელმძღვანელოებში გრიფმინიჭებული ადამიანის ძირითად სამოქალაქო უფლებებთან განათლების შეუსაბამო შინაარსის ჩანაწერები გამოვლინდა.866 სახალხო დამცველმა სამინისტროს ადამიანის ძირითად უფლებებთან შესაბამისი განმარტებების შემუშავების და სკოლებისთვის სამოქალაქო განათლების საგნის სწავლების გაუმჯობესების მიზნით, სათანადო ინსტრუქციების მიცემის რეკომენდაციით მიმართა.867 აღსანიშნავია, რომ 2019 წელს, პირველად, ქართულენოვან სკოლებში/სექტორებში, მე-7 კლასიდან დაინერგა საგანი „მოქალაქეობა“, რომელიც ადამიანის უფლებათა საკითხებს ითვალისწინებს.868 ეს მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებაა ადამიანის უფლებათა სწავლების უწყვეტობისათვის, თუმცა გამოწვევად რჩება არაქართულენოვანი სკოლების/სექტორების უზრუნველყოფა თარგმნილი სახელმძღვანელოებით.869 VII-X კლასებისთვის ადამიანის უფლებათა სწავლება ნორმატიულად უზრუნველყოფილია, თუმცა XI-XII კლასებისთვის, ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული ერთადერთი საგანი, რომელიც პირდაპირ და უშუალოდ ეძღვნება ადამიანის უფლებათა სწავლებას, არის არჩევითი დისციპლინა - „სახელმწიფო და სამართალი“.870 2019 წელს, ამ საგნისთვის სახელმძღვანელოს გრიფირება გათვალისწინებული არ ყოფილა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების 865 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის 16 ივლისის წინადადება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სახელმძღვანელოების რეცენზირების პროცესის გაუმჯობესების თაობაზე №17/8038, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/39hvhXA [ბოლოს ნანახია: 02/03/2020]. 866 აღნიშნული რესურსი დღემდე გამოიყენება სკოლებში სავალდებულო სასწავლო მასალის სახით, თუმცა სამინისტრომ შეიმუშავა ადამიანის ძირითად უფლებებთან შესაბამისი განმარტებები. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 15 ნოემბრის MES51901562949 და 2020 წლის 10 თებერვლის MES 7 20 00161828 წერილები. 867 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 20 იანვრის 17-1/617 რეკომენდაცია. ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2I8miw7 [ბოლოს ნანახია: 02/03/2020]. 868 „ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 18 მაისის 40/ნ ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართის 71-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი; ასევე იხ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წლის 12 თებერვლის MES 1 20 00156882 წერილი. 869 მარნეულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის 2020 წლის 31 იანვრის MES 0 20 00108640 წერილი, ასევე იხ. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წლის 12 თებერვლის MES 1 20 00156882 წერილი. 870 ეროვნული სასწავლო გეგმის დამტკიცების შესახებ 2011 წლის 11 მარტის №36 ბრძანების დანართის LXXVIII თავი. 315 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საფუძველზე, საშუალო საფეხურის სახელმძღვანელოების გრიფირება 2020 წელს იგეგმება.871 ამ ვითარებაში, ამ საგანში სახელმძღვანელოს შესაბამისი წესის საფუძველზე შეთანხმების თხოვნით,872 არცერთ სკოლას არ მიუმართავს სამინისტროსთვის. ქვემოთ მოცემულ ცხრილზე ნაჩვენებია საგნის, „სახელმწიფო და სამართალი“, არჩევითობის კლებადი მონაცემები.873 მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული სასწავლო გეგმით დადგენილ ფარგლებში, XI-XII კლასის მოსწავლეებისთვისაც არსებობდეს სრულფასოვნად დანერგილი საგანი, რომელიც ადამიანის ძირითად უფლებებს მიეძღვნება. სასწავლო წელი XI-XII კლასის მოსწავლეთა “სახელმწიფო და % სამართალი“ აირჩია სრული რაოდენობა 2017-2018 80122 7976 9.9 2018-2019 78501 7506 9.6 2019-2020 77258 5010 6.4 ადამიანის უფლებათა სწავლების უწყვეტობის პრინციპი მის უმაღლესი განათლების სფეროზე გავრცელებასაც გულისხმობს. გაეროს მიერ დადგენილი სტანდარტის მიხედვით, აუცილებელია, ზოგადად, სწავლების პროცესში გამოყენებული სასწავლო მასალები „გადაიხედოს და განახლდეს [იმდაგვარად, რომ] ისინი შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა პრინციპებს“.874 საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა შეისწავლა სსიპ. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ორი სავალდებულო სასწავლო კურსის სწავლებისას სავალდებულო ლიტერატურის ნუსხაში შეტანილი წიგნები, რომელთა შინაარსიც არ შეესაბამება ადამიანის ძირითად უფლებებს. სახალხო დამცველმა რეკომენდაციით მიმართა და მოუწოდა უნივერსიტეტს, განახორციელოს ეფექტიანი რეაგირება და განაახლოს სასწავლო მასალები. 875 871 „ზოგადი განათლების დაწყებითი და საბაზო საფეხურების ზოგიერთი საგნისა და საშუალო საფეხურის სასკოლო სახელმძღვანელოებზე/სერიებზე გრიფირების გამოცხადებისა და პირობების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2019 წლის 3 ოქტომბრის №1222 ბრძანების მეორე მუხლი. 872 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 25 ნოემბრის წერილი MES 8 19 01606466. 873 ცხრილში მოცემული მონაცემები მოიცავს საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედ საჯარო და კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წლის 23 იანვრის MES 6 20 00069604 და 2020 წლის 10 თებერვლის MES 9 20 00161000 წერილები. 874 Draft plan of action for the second phase (2010-2014) of the World Programme for Human Rights Education, Human Rights Council, A/HRC/15/28 27 July 2010 გვ. 13. 875 საქართველოს სახალხო დამცველის 2020 წლის 27 თებერვლის 17-1/2419 რეკომენდაცია, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2TByCue [ბოლოს ნანახია: 02/03/2020]. 316 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 20.4. პროზელიტიზმისა და ინდოქტრინაციის რისკი სასკოლო სივრცეში 2019 წელს, გამოვლინდა საჯარო სკოლების რელიგიური ნეიტრალიტეტის ხელყოფის, ასევე სასწავლო პროცესში ინდოქტრინაციისა და პროზელიტიზმის რისკის შემცველი ღონისძიებების ორგანიზებისა და ჩატარების შემთხვევები, რაზეც სახალხო დამცველმა რეკომენდაციით/წინადადებით მიმართა პასუხისმგებელ უწყებებს.876 ღვთისმშობლის წილხვდომილობის განსაზღვრულ, 877 დღესასწაულის დაწესებასთან ერთად, სამოქმედო გეგმით საჯარო სკოლების მასწავლებლებთან და დირექტორებთან კონფესიური ხასიათის შეხვედრების ჩატარებას, კამპანიური ხასიათი ჰქონდა. საქართველოს სახალხო დამცველი, საჯარო სკოლების რელიგიური ნეიტრალიტეტის ხელყოფად აფასებს და რელიგიური ინდოქტრინაციისა/პროზელიტიზმის მნიშვნელოვან რისკს ხედავს ამ ტიპის ღონისძიებებში.878 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სახალხო დამცველის რეკომენდაციის პასუხად წარმოადგინა არსებითად კონფესიური შინაარსის განმარტება საქართველოს ღვთისმშობლისადმი წილხვდომილობის შესახებ, რომლის გავრცელებაც სკოლებში იგეგმება.879 აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულება, კიდევ ერთხელ დააყენებს საფრთხის ქვეშ სკოლების რელიგიურ ნეიტრალიტეტს. სასკოლო სივრცეში რელიგიური პროზელიტიზმისა და ინდოქტრინაციის გავრცელების მასშტაბის გათვალისწინებით, სამინისტროს სისტემაში არსებული ინსპექტირების არაეფექტიანობაზე მიუთითებს ის გარემოება, რომ 2018-2019 წლებში, პასუხისმგებელი უწყებების მიერ სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმისა და იძულებითი ასიმილაციის მიზნით გამოყენების, ასევე, საჯარო სკოლის რელიგიური 876 2019 წლის 29 ნოემბრის 17-1/2888 წინადადება „საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის სალექციო ციკლის ორგანიზებისა და ჩატარების თაობაზე“, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2vvC0yB [ბოლოს ნანახია: 02/03/2020]; 2020 წლის 24 თებერვლის 17-1/2139 რეკომენდაცია „2019 წლის 30 ოქტომბერს ქედის საგანმანათლებლო რესურსცენტრში საჯარო სკოლების დირექტორებსა და სასულიერო პირებს შორის გამართული შეხვედრის თაობაზე“, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2Tg5B8e [ბოლოს ნანახია: 02/03/2020]. 877 საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით დაგეგმილი ღონისძიებების სამოქმედო გეგმის მოწონების შესახებ, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 3 მაისის №1031 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №1256 განკარგულებით დამტკიცებული დანართი. 878 2019 წლის 29 ნოემბრის 17-1/2888 წინადადება „საქართველოს ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულთან დაკავშირებით, საჯარო სკოლების მასწავლებლებისთვის სალექციო ციკლის ორგანიზებისა და ჩატარების თაობაზე“, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2vvC0yB [ბოლოს ნანახია: 02/03/2020]. 879 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წლის 23 იანვრის MES 2 20 00070068 წერილი. 317 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ნეიტრალიტეტის ხელყოფის გამოვლენის ფაქტები ქვეყნის მასშტაბით ნულოვანი იყო.880 ამ კუთხით, რისკების გამოვლენასა და სათანადო რეაგირებას, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების მიღწევის შეუფერხებლობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.881 საქართველოს სახალხო დამცველმა, აჭარაში გამართული ერთ-ერთი შეხვედრის შეფასების შედეგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საჯარო სკოლების რელიგიური ნეიტრალიტეტის დაცვასთან დაკავშირებით კანონით დადგენილი მოთხოვნების შესრულებაზე პროაქტიული ზედამხედველობის გაწევის რეკომენდაციით მიმართა. 882 20.5. ადამიანის უფლებათა შესახებ განათლება მასწავლებელთა პროფესიულ მომზადებაში გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის განმარტებით, საგანმანათლებლო სივრცეში, ბავშვის უფლებათა კონვენციის შესაბამისი ღირებულებების ეფექტიანი ინტეგრირება შეუძლებელი იქნება, თუ ისინი, ვინც ჩართულები არიან სწავლების პროცესში, „თავად არ განასახიერებენ კონვენციასთან შესაბამის ღირებულებებს და არ არიან დარწმუნებულნი მათ მნიშვნელობაში“.883 ამდენად, სკოლის მასწავლებელთა მომზადებას ადამიანის უფლებათა კუთხით, სახელმწიფოს მიერ გაცხადებული მიზნების მისაღწევად, უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. 884 მასწავლებლის პროფესიულ სტანდარტში ადამიანის უფლებების საბაზისო ცოდნის მოთხოვნის თაობაზე 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაცემული რეკომენდაცია არ შესრულებულა.885 ამასთან, რეკომენდაციები, რომელთა ადრესატებიც კონკრეტული ადგილობრივი თვითმმართველობები იყვნენ და „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმატიული 880 საქართველოს, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წლის 21 იანვრის MES 9 20 00053505 წერილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2019 წლის 9 დეკემბრის MES 4 19 01674791 წერილი. 881 ადამიანის უფლებათა სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის კვლევა „რელიგია საჯარო სკოლებში განათლების პოლიტიკის ანალიზი რელიგიის თავისუფლების პერსპექტივიდან“, თბილისი 2014, გვ. 24. 882 2020 წლის 24 თებერვლის 17-1/2139 რეკომენდაცია „2019 წლის 30 ოქტომბერს ქედის საგანმანათლებლო რესურსცენტრში საჯარო სკოლების დირექტორებსა და სასულიერო პირებს შორის გამართული შეხვედრის თაობაზე“, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2Tg5B8e [ბოლოს ნანახია: 02/03/2020]. 883 UN Committee on the Rights of the Child (CRC), General comment No. 1 (2001), Article 29 (1), The aims of education, 17 April 2001, CRC/GC/2001/1, ხელმისაწვდომია: https://bit.ly/35oDnM8 [ბოლოს ნანახია 16/12/2019], პარაგრაფი 18. 884 იქვე. 885 „მასწავლებლის პროფესიული სტანდარტის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2008 წლის 21 ნოემბრის №1014 ბრძანება. 318 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 აქტების მიღებას ეხებოდა, ადგილობრივი თვითმმართველობების მხოლოდ მცირე ნაწილმა შეასრულა და ისიც, ნაწილობრივ.886 2018 წელს, სსიპ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან დადებული მემორანდუმის საფუძველზე, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, ადამიანის ძირითად უფლებებში პედაგოგთათვის განკუთვნილი ონლაინ-ტრენინგ კურსის მოდულები შეიმუშავა და ცენტრს მიაწოდა. სსიპ. მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2016-2019 წლების სტრატეგიის ანალიზი არ მიუთითებს იმაზე, რომ მასწავლებლებისთვის ადამიანის უფლებათა საკითხებისა და მათი საგაკვეთილო პროცესში დანერგვის შესახებ ცოდნის მიწოდება სტრატეგიული პრიორიტეტია.887 ამასთან, ცენტრს, ამ ეტაპზე, არც მასწავლებლებისთვის ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი ტრენინგ პოლიტიკის დოკუმენტი აქვს შემუშავებული,888 რაც ართულებს განათლების სისტემაში ადამიანის უფლებებზე დაფუძნებული მიდგომის რეალიზებას.889 2019 წელს, ცენტრის აქტივობების ანალიზი ცხადყოფს, რომ სკოლის 453 პედაგოგს ჩაუტარდა ტრენინგი - „სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის განვითარების ხელშეწყობის“ თაობაზე, ხოლო აქტივობათა დანარჩენი ნაწილი ძირითადად ვორქშოფების სახით იყო წარმოდგენილი, რომელშიც ჯამურად მხოლოდ 170 პედაგოგი მონაწილეობდა.890 რეკომენდაციები საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს:  შემუშავდეს ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, საერთაშორისო სახელმძღვანელო პრინციპების გათვალისწინებით  შემუშავდეს ადამიანის უფლებათა სწავლების ერთიანი ტრენინგ-პოლიტიკის დოკუმენტი მასწავლებლებისთვისა და სასწავლო პროცესში ჩართული სხვა პირებისთვის 886 რეკომენდაციებით მოთხოვნილი ნორმატიული აქტები შეიმუშავა და დაამტკიცა მცხეთის, ყაზბეგისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებმა. 887 მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის სტრატეგიული გეგმა (2016–2019). 888 მასწავლებელთა ადამიანის უფლებათა განათლების შესახებ ყოვლისმომცველი ტრენინგპოლიტიკის დოკუმენტის არსებობა გაეროს მიერ დადგენილი სტანდარტია. იხ. Revised draft plan of action for the first phase (2005-2007) of the World Programme for Human Rights Education გვ. 20. 889 Plan of Action for the third phase (2015–2019) of the World Programme for Human Rights Education, Report of the Office of the United Nations High Commissioner for Human Rights გვ. 7. 890 განათლების პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის 2020 წლის 12 თებერვლის MES 7 20 00177687 წერილი. 319 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019  ხელი შეეწყოს საგნის, „სახელმწიფო და სამართალი“, ეფექტიანად დანერგვას სასკოლო სივრცეში და განიხილოს ამ საგნის სახელმძღვანელოების შესარჩევად გრიფირების გამოცხადების შესაძლებლობა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს:  შემუშავდეს სტრატეგია/სამოქმედო გეგმა საჯარო სკოლების რელიგიური ნეიტრალიტეტის ხელყოფის, ასევე, სასწავლო პროცესის რელიგიური ინდოქტრინაციის, პროზელიტიზმის, ან იძულებითი ასიმილაციის მიზნით გამოყენების პროაქტიულად გამოსავლენად ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:  დედოფლისწყაროს, ზესტაფონის, ლაგოდეხის, ლანჩხუთის, სიღნაღის, ტყიბულის, ჭიათურის და ხონის მუნიციპალიტეტების მერიებმა და საკრებულოებმა შეიმუშაონ და დაამტკიცონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტები  კასპისა და თიანეთის მუნიციპალიტეტების მერიებმა და საკრებულოებმა შეიმუშაონ და დაამტკიცონ „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმატიული აქტი. 320 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 21. ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა 21.1. შესავალი 2019 წელს პარლამენტის მიერ „ბავშვის უფლებათა კოდექსის“ მიღება ქვეყანაში ბავშვთა უფლებების დაცვის სამართლებრივი განმტკიცების საქმეში სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული მისასალმებელი ნაბიჯია. ამის მიუხედავად, ბავშვის უფლებების სრული და ეფექტიანი განხორციელების თვალსაზრისით, ქვეყანაში კვლავ არაერთი გადაუჭრელი პრობლემაა. ბავშვთა სოციალური დაცვის სისტემაში არსებული ხარვეზები - ბავშვთა პროგრამების სიმცირე და არსებულის არაეფექტიანობა, ასევე, სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების არასაკმარისი რაოდენობა, ბავშვთა, განსაკუთრებით კი, სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა სიღარიბისა და ძალადობისგან, მათ შორის, სექსუალური ძალადობისგან დაცვის მაჩვენებელზე, უარყოფითად აისახება. სახალხო დამცველი ყურადღებით მიადევნებს თვალს სახელმწიფოს მხრიდან რეფორმით მიღწეული შედეგების შენარჩუნებისა და სისტემის შემდგომი განვითარების უზრუნველსაყოფად განხორციელებულ ცვლილებას - სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების ახლად შექმნილი სააგენტოს ბავშვთა მეურვეობა-მზრუნველობის გამწევ ეფექტიან მექანიზმად ჩამოყალიბების პროცესს. სახალხო დამცველი კვლავ ყურადღებას ამახვილებს ბავშვის სიცოცხლის უფლების განუხრელი დაცვის საკითხებზე. ამ მხრივ, საგანგაშოა არასრულწლოვანთა სუიციდის სტატისტიკა. გადაუდებელი აუცილებლობაა სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავება. წლების განმავლობაში, პრობლემად რჩება ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენცია, ძალადობის ფაქტების დროული იდენტიფიცირება და ეფექტური რეაგირება. ამასთან, ძალადობის მსხვერპლ ბავშვებისთვის კვლავ არ არსებობს შესაბამისი სარეაბილიტაციო სერვისები. არაერთი გამოწვევა იკვეთება არასრულწლოვანთა განათლების უფლების დაცვის მხრივ. რადიკალურ ღონისძიებებს საჭიროებს სკოლის მიტოვების მაღალი მაჩვენებელი, სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებულ არასრულწლოვნებში სწავლის გაგრძელების დაბალი მოტივაციის გამოკვეთილი ტენდენცია, ასევე, პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული არასრულწლოვანი მსჯავრდებულების განათლების უფლების დაცვა. ბავშვთა სიღარიბის კვლავაც მაღალი სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ სახელმწიფოს პოლიტიკა არ არის ორიენტირებული სიღარიბის აღმოფხვრაზე; ვერც მუნიციპალური 321 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 პროგრამები უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების სრულ დაკმაყოფილებას. 2019 წელს საარსებო დახმარების მიმღებ 70 792 ოჯახში 150 065 არასრულწლოვანი აღირიცხა. 21.2. ბავშვის სიცოცხლის უფლება სიცოცხლის უფლება გაეროს ბავშვის უფლებების კონვენციის (CRC) უმთავრესი პრინციპია. კონვენციის მონაწილე სახელმწიფოები მაქსიმალურად შესაძლო დონეზე უნდა უზრუნველყოფდნენ ბავშვის ჯანმრთელ განვითარებას . 891 საქართველოში ბავშვთა დაცვის სისტემის არაეფექტიანობის ერთ-ერთი სამწუხარო შედეგია ის, რომ წლების განმავლობაში რისკის ქვეშ დგას არაერთი ბავშვის სიცოცხლე. სიღარიბის, ცხოვრების არასათანადო დონის, უგულებელყოფისა და სხვადასხვა სოციალური საფრთხეების გამო, ქვეყანაში კვლავ საგანგაშოა ბავშვთა სიკვდილიანობის შემთხვევები892. სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას მოითხოვს არასრულწლოვანთა სუიციდის განმაპირობებელი ფაქტორების დროული გამოვლენა და პრევენცია. კვლავ გვხვდება ბავშვის საჭიროებების უგულებელყოფა და მისი დაგვიანებული ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. ამის თვალსაჩინო მაგალითია 15 წლის არასრულწლოვნის, ლ.ს.-ს საქმე, სადაც პასუხისმგებელ უწყებებს არასრულწლოვნის ფსიქოსოციალური საჭიროებების დროულად გამოსავლენად და სუიციდის თავიდან ასაცილებლად სათანადო ღონისძიებები არ გაუტარებიათ. 2019 წლის მონაცემით, გასულ წლებთან შედარებით, საქართველოში გაზრდილია არასრულწლოვანთა სუიციდისა და სუიციდის მცდელობის შემთხვევები; 2019 წელს ბავშვთა სუიციდის 22 და სუიციდის მცდელობის 69 შემთხვევა გამოვლინდა893, ხოლო 2018 წელს სუიციდის - 12 და სუიციდის მცდელობის - 48 შემთხვევა894. ამ შემთხვევების მატება საგანგაშოა და აჩვენებს, რომ სახელმწიფოში ბავშვთა დაცვის მოქმედი სისტემა ვერ უზრუნველყოფს არასრულწლოვნებში სუიციდის რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთა დაცვასა და დახმარებას. სახალხო დამცველი ყოველწლიურად შეისწავლის ბავშვთა სუიციდის ინდივიდუალურ შემთხვევებს და აანალიზებს სისტემურ ხარვეზებს. სამწუხაროა, რომ პასუხისმგებელი 891 ბავშვის უფლებათა კონვენცია, მუხლი 6. 892 საქართველოს სახალხო დამცველის მიერ შესწავლილი ბავშვთა სიკვდილიანობის შემთხვევებს შორისაა ბაღდათის მუნიციპალიტეტში ხანძრის დროს დაღუპული 4 მცირეწლოვნის საქმე, სადაც, მიუხედავად იმისა, რომ იკვეთებოდა მშობლის მხრიდან ბავშვების სავარაუდო უგულებელყოფის საკითხი, პასუხისმგებელმა უწყებებმა ვერ მოახერხეს მათი დროული დახმარება. 893 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://bit.ly/2VZyWWe 894 [ბოლოს ნანახია: 05.03.2020]. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კორესპონდენცია NMIA 6 20 00132625, 17.01.2020. ინფორმაცია ასევე ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://bit.ly/2TzD6lY [ბოლოს ნანახია: 05.03.2020]. 322 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 უწყებების მიმართ სახალხო დამცველის მიერ გაცემული რეკომენდაციების უმეტესობა სათანადოდ არ არის სრულდება; კვლავ სუსტია ბავშვთა ფსიქოსოციალური დაცვის და მხარდაჭერის სისტემა, არ არსებობს რისკის ქვეშ მყოფ და ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა დახმარებისა და რეაბილიტაციის სერვისები, ამ დრომდე არ არის შემუშავებული ბავშვთა სუიციდის პრევენციის სტრატეგია. სუიციდის შესაძლო გავრცელების პრობლემას ამძაფრებს ის ფაქტიც, რომ საჯარო სკოლებში მოქმედი პრაქტიკა არ არის ორიენტირებული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებების გამოვლენაზე; განსაკუთრებით პრობლემურია, რომ სკოლებში პედაგოგებსა და პასუხისმგებელ პირებს არ აქვთ სათანადო ცოდნა სუიციდის რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთან მუშაობის სპეციფიკის შესახებ. სკოლებში დროულად ვერ ხერხდება ძალადობის მსხვერპლი, რთული ქცევისა და ფსიქოსოციალური საჭიროებების მქონე ბავშვების გამოვლენა და კვალიფიციური დახმარება. არასრულწლოვანთა სუიციდის შემთხვევების შემცირების და პრევენციის კუთხით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მედიასაშუალებების გაშუქებისას არსებული სტანდარტების 895 მიერ ამ შემთხვევების გათვალისწინება; მედიასაშუალებებმა, სხვა არასრულწლოვნებში „მიბაძვის“ ეფექტის თავიდან ასაცილებლად, არ უნდა მოახდინონ მსგავსი შემთხვევების „რომანტიზება“; ასევე მნიშვნელოვანია, რომ ამ თემების გაშუქებით მედიამ ხელი არ შეუწყოს საზოგადოებაში სუიციდთან დაკავშირებით არსებული სტერეოტიპებისა და მითების გაძლიერებას. გაშუქებისას, მომზადებულ მასალაში უნდა იკვეთებოდეს სუიციდის თავიდან აცილების და პრობლემის გადაჭრის მეთოდები. 21.3. სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფ არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობა წლების განმავლობაში პრობლემად რჩება სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფ არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის დაცვა. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგის შედეგად იკვეთება, რომ კვლავ გამოწვევად რჩება სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ არასრულწლოვანთა ძალადობისგან დაცვა და რეაბილიტაცია, მათ ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა, განათლების უფლების დაცვა, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადება, ზრუნვის პროცესში ჩართულ პირთა კვალიფიკაციის ამაღლება და საკმარისი ადამიანური და ფინანსური რესურსების მოძიება. 2019 წელს სახელმწიფო ზრუნვაში 465 არასრულწლოვანი განთავსდა. მათგან, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში განთავსდა 157 ბენეფიციარი, ხოლო მინდობით აღზრდის პროგრამაში - 308 ბენეფიციარი. 2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით, მცირე საოჯახო 895 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/38KNITt > [ბოლოს ნანახია: 10.03.2020]. 323 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ტიპის სახლებში სულ 305 არასრულწლოვანი ირიცხება, ხოლო მინდობით აღზრდის პროგრამით 1556 არასრულწლოვანი სარგებლობს. კვლავ პრობლემურია საფუძვლით არასრულწლოვნების განთავსების საკითხი. სახელმწიფო მოწოდებული ზრუნვაში სტატისტიკური სიღარიბის ინფორმაციის თანახმად,896 2019 წელს სახელმწიფო ზრუნვაში სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო დონის საფუძვლით განთავსდა ბავშვების 18.4%, ძალადობის საფუძვლით - 72.8%, ბავშვის ქცევის მიზეზით - 2%, მშობლისგან მიტოვების შედეგად - 5.2%, ჯანმრთელობის პრობლემების გამო კი - 1.6%. კრიტიკულია მცირე საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებ ბენეფიციართა სექსუალური ძალადობისგან დაცვის საკითხი. გამოიკვეთა შემთხვევები, როდესაც, მიუხედავად იმისა, რომ მომსახურების მიმწოდებელიც და სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოც ინფორმირებულები იყვნენ არასრულწლოვნებს შორის გამოვლენილი სექსუალური ძალადობის ნიშნების შესახებ, თუმცა, გარდა იმისა, რომ სავარაუდო მსხვერპლ ბავშვს არ ჰქონია შესაბამისი მხარდაჭერა, რიგ შემთხვევაში, მსხვერპლი და მოძალადე კვლავ ერთ სახლში განაგრძობდნენ ცხოვრებას, რაც სახელმწიფოს მხრიდან ძალადობის მსხვერპლი ბავშვების საჭიროებების სრულ უგულებელყოფად უნდა ჩაითვალოს. რიგ შემთხვევებში, მცირე საოჯახო ტიპის სახლებში ბავშვთან მომუშავე პირები ფლობდნენ ძალადობის შესახებ ინფორმაციას, თუმცა რეფერირება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან არ განხორციელებულა. 897 როგორც მცირე საოჯახო ტიპის სახლების აღმზრდელები, ისე მინდობით აღმზრდელები, ნაკლებად ან საერთოდ არ ფლობენ რთული ქცევის მქონე ან ძალადობის მსხვერპლ ბავშვებთან მუშაობის ცოდნასა და უნარებს, რის გამოც, რიგ შემთხვევებში, ბავშვებს უცვლიან ზრუნვის ფორმას, რაც ბავშვისთვის დამატებითი სტრესია და არსებულ მდგომარეობას კიდევ უფრო ამწვავებს. 2019 წელს, სხვადასხვა საფუძვლით, მინდობით აღზრდიდან სხვა მომსახურებაში გადავიდა 63 ბენეფიციარი, მიმღები ოჯახი შეიცვალა 130 ბენეფიციარმა, ხოლო მცირე საოჯახოდან მინდობით აღზრდაში 12 არასრულწლოვანი გადავიდა.898 ძალადობისგან დაცვის კუთხით, მოწყვლად ჯგუფს განეკუთვნებიან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე არასრულწლოვნები, რადგან აღნიშნული მომსახურებები ძალადობისგან დაცვის, დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადების, განათლებისა და 896 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კორესპონდენცია №07/402, 12/02/2020. 897 აღნიშნულ საქმეზე საქართველოს სახალხო დამცველმა რეკომენდაციით №10-3/193 (10/01/2019) მიმართა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს. 898 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო; კორესპონდენცია №07/402; 12/02/2020. 324 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ჯანმრთელობის უფლების დაცვის კუთხით, ორიენტირებული არ არის მათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე899. გამოიკვეთა ქცევითი პრობლემების ან ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე ბავშვების ერთად განთავსების ტენდენციაც, რაც არსებული რესურსების ფარგლებში, განსაკუთრებით ამძიმებს შექმნილ სიტუაციას. პრობლემურია სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი არასრულწლოვნების განათლების უფლების დაცვაც. ზოგად ტენდენციად იკვეთება ბავშვებში სწავლის გაგრძელების მოტივაციისა და ინტერესის ნაკლებობა. მათი უმეტესობა ორიენტირებულია სავალდებულო საბაზო განათლების დასრულებაზე, რათა დროულად დასაქმდნენ და სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ შეძლონ საკუთარ თავზე ზრუნვა. თუმცა, იმ პირობებში, რომ სახელმწიფო დონეზე არ არსებობს ზრუნვის სისტემიდან გასული ბენეფიციარების მხარდაჭერის სერვისი, ამ ახალგაზრდებისთვის პრობლემურია მათი ინტერესების შესაბამისი განათლებისა და პროფესიის მიღება და მით უფრო, შემდგომი დასაქმება. შესაბამისად, უმრავლეს შემთხვევაში, ბავშვები ზრუნვის სისტემას სრულიად მოუმზადებლები ტოვებენ. ზრუნვის სისტემიდან მოუმზადებლად გასვლის პარალელურად, გამოწვევას წარმოადგენს ბიოლოგიურ ოჯახებში რეინტეგრაციის საკითხიც. 2019 წელს განხორციელდა 130 ბავშვის რეინტეგრაცია, ხოლო რეინტეგრაციიდან სახელმწიფო ზრუნვაში 9 ბავშვი დაბრუნდა. აღნიშნულ სერვისში ჩართულ ოჯახებში არასრულწლოვნების საჭიროებები სათანადოდ არ არის დაკმაყოფილებული; მათთვის არ არის შექმნილი საბაზისო საყოფაცხოვრებო პირობები. ხშირ შემთხვევებში, რეინტეგრაციის დროს, არასაკმარისადაა შესწავლილი არასრულწლოვნების საჭიროებები და სრულად არ არის შეფასებული არსებული რისკები. რელიგიური კონფესიების ბავშვთა პანსიონები რელიგიური კონფესიების დაქვემდებარებაში მყოფი სკოლა-პანსიონების ფუნქციონირება ქვეყანაში ერთ-ერთ პრობლემურ საკითხად რჩება და ის პანსიონების ლიცენზირების, სახელმწიფო კონტროლის უმოქმედობისა და სააღმზრდელო გარემოს ბენეფიციართა ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირების საკითხებს უკავშირდება. რელიგიური პანსიონების უმეტესობა დიდი ზომის ინსტიტუციებია, რაც დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის მიზნებს არ შეესაბამება. სახელმწიფოს ამ დრომდე არ აქვს სრული ინფორმაცია ქვეყანაში არსებული რელიგიური სკოლა-პანსიონების შესახებ. მათგან ლიცენზირებულია მხოლოდ ნინოწმინდაში, ბედიანსა და ფერიაზე900 899 მცირე საოჯახო ტიპის სახლებსა და მინდობით აღზრდის პროგრამაში ჯამში 330 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვი ირიცხება, სპეც. - 14 არასრულწლოვანი. 900 საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონი; საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ სოფელ ფერიის წმ. მატათა მოციქულის სახელობის ფონდის პანსიონი; საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ბედიანის ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრი 325 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 არსებული სკოლა-პანსიონები. სახალხო დამცველის აპარატმა მოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ ფერიაზე არსებულ სკოლა-პანსიონში 101 არასრულწლოვანი, ნინოწმინდის სკოლა-პანსიონში - 73, ბედიანის ცენტრში კი - 6 ბენეფიციარი ირიცხება. რელიგიურ სკოლა-პანსიონებში901 უზრუნველყოფილი არ არის ბავშვებისთვის ოჯახთან მიახლოებული გარემო. ვერ ხდება მათი საჭიროებების სათანადოდ გამოვლენა და ბავშვისადმი ინდივიდუალური მიდგომა. მაღალია ინსტიტუციური ძალადობის რისკები. ამასთან, რიგ შემთხვევებში, სოციალური მუშაკის როლი მხოლოდ ფორმალურია და თითოეული ბენეფიციარის ინტერესებისა და საჭიროებების დაცვას ვერ უზრუნველყოფს. პრობლემურია მუსლიმური კონფესიის დაქვემდებარებაში არსებული პანსიონების ლიცენზირების საკითხი. ამ მიმართულებით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და პანსიონების ადმინისტრაციას შორის ეფექტიანი კომუნიკაცია და მათი ინფორმირება ლიცენზირების სტანდარტებთან დაკავშირებით, არასრულწლოვანი ბენეფიციარების ინტერესების გათვალისწინებით. საგანგაშოა ის ფაქტი, რომ სახალხო დამცველის რწმუნებულებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონის წარმომადგენლები არ აძლევენ პანსიონში მონიტორინგის ჩატარების შესაძლებლობას, მაშინ, როდესაც, სახალხო დამცველი თავის არაერთ ანგარიშში უთითებდა აღნიშნულ პანსიონში მცხოვრები ბავშვების განსაკუთრებით მძიმე უფლებრივ მდგომარეობაზე. მიუხედავად ამისა, მინიმალურია სახელმწიფოს როლი ამ კონკრეტულ პანსიონთან მუშაობის პროცესში. შესაძლებელს შეუძლებელია გახდიდა ბავშვის იმგვარი მონიტორინგის უფლებადარღვევის ჩატარება, რომელიც თითოეული ფაქტის, განსაკუთრებით, ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევების დროულ გამოვლენას. ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა სკოლა-პანსიონებში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს902 სტატისტიკური მონაცემების თანახმად, საქართველოში სულ 16 სკოლაა, რომელიც მოსწავლეებს პანსიონურ მომსახურებას სთავაზობს, მათ შორის, ფუნქციონირებს 7 რესურს სკოლა. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ჩატარებული მონიტორინგით ირკვევა, რომ რიგ სკოლა-პანსიონებში მოსწავლეების ჩარიცხვის საფუძველს სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე წარმოადგენს. იკვეთება ოჯახების მხრიდან ბავშვების უგულებელყოფის შემთხვევებიც. მიუხედავად ამისა, ამ სკოლა-პანსიონებისთვის ჯერ 901 ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობაა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს ბედიანის ბავშვთა და მოზარდთა სარეაბილიტაციო ცენტრში. 902 კორესპონდენცია MES 0 20 00036163, 16/01/2020. 326 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 კიდევ არ შემუშავებულა პანსიონური მომსახურების სტანდარტი და ეფექტიანი მონიტორინგის მექანიზმი, შეუსწავლელია არასრულწლოვანთა მდგომარეობა, არ არის გამოვლენილი მათი საჭიროებები და მათ არ მიეწოდებათ მათ ინტერესებზე მორგებული მომსახურება. 21.4. განათლების უფლება განათლების უფლების სრულფასოვანი განხორციელების თვალსაზრისით, ქვეყანა კვლავ არაერთი გამოწვევის წინაშე დგას. არსებული მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები, კვლავ არასაკმარისია; საგანგაშოა მოსწავლეთა მიერ სკოლის მიტოვების მაჩვენებელი. სკოლამდელი აღზრდა და განათლება მუნიციპალიტეტების მხრიდან გატარებული ღონისძიებების მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების ხელმისაწვდომობის საკითხი. განსაკუთრებით პრობლემურია საბავშვო ბაღების ინფრასტრუქტურული მდგომარეობის, სააღმზრდელო ჯგუფების გადატვირთულობის, სანიტარიისა და ჰიგიენის სახელმწიფო სტანდარტებთან მისადაგების საკითხები. 2019 წელს, აღნიშნული საკითხების შესწავლის მიზნით, სახალხო განახორციელეს დამცველის სკოლამდელი აპარატის აღზრდისა და წარმომადგენლებმა მონიტორინგი განათლების სახელმწიფო 143 დაწესებულებაში. საქართველოში სულ 1481 სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ფუნქციონირებს, სადაც 150,930 ბავშვი ირიცხება; სახალხო დამცველის შესწავლის შედეგები ცხადყოფს, რომ ერთერთი მწვავე პრობლემაა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა შენობების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა903 და, მათ შორის, ფიზიკური გარემოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებზე მორგების საკითხი. გარდა ამისა, საბავშვო ბაღებში პრობლემურია ეზოების მოწყობის საკითხი, უფრო კონკრეტულად, მათი შემოღობვა, აღსაზრდელთა რაოდენობის, ასაკობრივი ჭრილისა და უსაფრთხოების მოთხოვნათა შესაბამისობა და საჭირო ინვენტარით უზრუნველყოფა.904 უნდა აღინიშნოს, რომ ასევე პრობლემურია შენობის სივრცის აღსაზრდელთა ასაკის, რაოდენობისა და სასწავლო-სააღმზრდელო აქტივობების სპეციფიკის შესაბამისად ბავშვის უფლებების დარღვევათა შესწავლილი 442 შემთხვევის 25,3% სააღმზრდელო/საგანმანათლებლო დაწესებულებებში წყალთან, სანიტარიასა და ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ საკითხებს ეხებოდა. 904 ამ საკითხთან დაკავშირებით, საქმისწარმოების ფარგლებში, სახალხო დამცველის აპარატმა 5 903 რეკომენდაცია გასცა. 327 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მოწყობა და ინვენტარიზაცია, რაც შესაძლებელს გახდის შენობაში საჭირო დანიშნულების ყველა ოთახის არსებობას. დადებითად უნდა აღინიშნოს, რომ საბავშვო ბაღების უმრავლესობაში ყურადღება ექცევა კვების სივრცის სათანადოდ მოწყობასა და ინვენტარიზაციას. ამასთან, კვების პროცესში გათვალისწინებულია აღსაზრდელთა ჯანმრთელობის მდგომარეობა და განსაკუთრებული საჭიროებები. ყურადსაღებია ისიც, რომ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, საბავშვო ბაღები უზრუნველყოფილია სასმელი და სამეურნეო დანიშნულების წყლით. ამასთან, საბავშვო ბაღებს არ აქვთ სასმელი წყლის უვნებლობის კონტროლის პერიოდულობისა და ლაბორატორიული შემოწმების ერთიანი მიდგომა. გამოწვევას წარმოადგენს სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების საკითხი. ასევე, პრობლემურია თანამშრომელთა სათანადო ინფორმირება ძალადობის შემთხვევათა გამოვლენის, ფაქტზე სათანადო რეაგირებისა და თავიდან აცილების შესახებ. განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვები წლების განმავლობაში მაღალია მოსწავლეების მიერ სკოლის მიტოვების მაჩვენებელი, განსაკუთრებით პრობლემურია მისი მიზეზების გამოვლენის, აღრიცხვისა და სკოლის მიტოვების თავიდან აცილების საკითხები. სახალხო დამცველს ამ პრობლემაზე არაერთხელ მიუთითებია თავის ანგარიშში, მათ შორის, ადრეული ქორწინების, ბავშვთა სიღარიბისა და შრომის კუთხით განათლების უფლების დარღვევის ტენდენციაზე, თუმცა, პრობლემა ჯერაც არ გადაჭრილა. უნდა აღინიშნოს, რომ სკოლებს არ გააჩნიათ სკოლის მიტოვების სტატისტიკის აღრიცხვის ერთიანი მექანიზმი შესაბამისი საფუძვლების მითითებით. სამინისტროს მიერ მითითებული საფუძვლების ნაწილი ზოგადია, ერთიმეორეს ფარავს და რეალურ სურათს არ ასახავს. მაგალითად, გამორჩეულად მაღალია იმ შემთხვევათა მაჩვენებელი (შემთხვევათა დაახლოებით 22%), როდესაც მოსწავლე, ზედიზედ 90 სასწავლო დღის განმავლობაში, სკოლაში არ ცხადდება. არ ჩანს სკოლაში გამოუცხადებლობის კონკრეტული საფუძვლები, რაც არ იძლევა ანალიზის შესაძლებლობას. ერთ-ერთი პრობლემაა მოსწავლეთათვის, მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის მიმართვის საფუძველზე, სტატუსის შეჩერება. ასეთ შემთხვევაში, განცხადებაში, როგორც წესი, მოთხოვნის მიზეზი არ არის მითითებული. შესაბამისად, მაღალია მშობლის მხრიდან ბავშვის უფლებათა დარღვევის რისკი, განსაკუთრებით, ადრეულ ასაკში ბავშვთა ქორწინების შემთხვევებში. სკოლის მიტოვების შემთხვევებში, თანამშრომლობა სკოლასა და სოციალურ მუშაკს შორის, არასათანადოა. ხშირად, ბავშვის მიერ სწავლის შეწყვეტის მიზეზები ისეთ ფაქტებთანაა დაკავშირებული, როგორიცაა ბავშვის მიმართ ძალადობა, უგულებელყოფა, 328 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ჯანმრთელობა, ბავშვთა შრომის უკიდურესი ფორმები, სიღარიბე. ასეთ შემთხვევაში, უკიდურესად მნიშვნელოვანია, პრობლემის გადაჭრაში სახელმწიფო უწყებების დროული ჩართვა და მათი მიერ სათანადო ღონისძიებების გატარება. 2018-2019 სასწავლო წელს და 2019-2020 სასწავლო წლის შემოდგომის სემესტრის ჩათვლით, სწავლა შეწყვიტა 14 044-მა არასრულწლოვანმა, მათგან დაწყებით-საბაზო საფეხურზე - 6 028-მა არასრულწლოვანმა, ხოლო საშუალო საფეხურზე - 8 016-მა არასრულწლოვანმა.905 ცხრილი №1: სწავლის შეწყვეტის საფუძვლები (2018 წლის სექტემბრიდან 2019 წლის დეკემბრის ჩათვლით)906 სულ 6028 ჩარჩენილი მოსწავლის ვაუჩერის გადაუხდელობა 5 სკოლიდან გარიცხვა 19 2331 პროფესიულ კოლეჯში სწავლის გაგრძელება მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის/მოსწავლის განცხადება 673 მუშაობის დაწყება 554 861 მოსწავლე ზედიზედ არ ცხადდება 90 სასწავლო დღე დონის დაძლევით ამორიცხვა (დაწყებითი-საბაზო საფეხურიან სკოლებში) 2941 682 83 მოსწავლე ოჯახთან ერთად მიემგზავრება საზღვარგარეთ 2861 2238 415 4.5 დაოჯახება 100 18 გარდაცვალება 47 67 0 საშუალო საფეხური 8016 1000 2000 3000 4000 5000 6000 7000 8000 9000 დაწყებითი-საბაზო საფეხური 905 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კორესპონდენცია MES 0 20 00036163, 16/01/2020. 906 სწავლის შეწყვეტის ყველაზე მაღალი რაოდენობრივი მაჩვენებელი, ზემოაღნიშნულ პერიოდში, რეგიონების მიხედვით, იკვეთება თბილისში - 4 927 მოსწავლე, ქვემო ქართლში - 2 788 მოსწავლე, კახეთში - 1335 მოსწავლე, იმერეთში - 1256, აჭარაში - 1087. 329 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მსჯავრდებული არასრულწლოვნების განათლების უფლება სპეციალური პენიტენციური სამსახურის №11 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული არასრულწლოვანი მსჯავრდებულების უმეტესობა საჯარო სკოლაში ირიცხება. თუმცა სათანადო დოკუმენტაციის მოწესრიგების კუთხით არსებული ხარვეზები, რაც კანონიერ წარმომადგენლებთან კომუნიკაციის პრობლემას უკავშირდება, ვერ უზრუნველყოფს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში თითოეული მათგანის დროულ ჩარიცხვას. ამ შემთხვევაში, შესაძლოა იკვეთებოდეს ბავშვის კანონიერი წარმომადგენლის მხრიდან არასრულწლოვნის საგანმანათლებლო საჭიროებების უგულებელყოფაც. ამასთან, პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლობა ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო უწყებასთან, არ არის ეფექტიანი. გარდა ამისა, სუსტია მულტიდისციპლინური მიდგომით არასრულწლოვნების საგანმანათლებლო საჭიროებების გამოკვეთის საკითხიც, ასევე, მათთან სპეციალური პედაგოგის ჩართვის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით ისეთ შემთხვევებში, როდესაც ბავშვს აქვს სკოლის ადრეულად მიტოვების გამოცდილება, არ ფლობს ასაკის და კლასის შესაბამის ცოდნას და ა.შ. კვლავ პრობლემად რჩება არასრულწლოვანი მსჯავრდებულების რეაბილიტაციის პროცესი, რომელიც არ საჭიროებებსა არის დატვირთული მრავალფეროვანი, და ინტერესებზე მორგებული ბავშვების ინდივიდუალურ განმავითარებელი აქტივობებით. არასრულწლოვან მსჯავრდებულებს, წლების განმავლობაში არ მიუწვდებათ ხელი მათ ინტერესზე მორგებულ სათანადო პროფესიულ კურსებზე, რაც გათავისუფლებისთვის მომზადების პროცესს ინდივიდუალური ხელს გეგმები შეუწყობდა. უმეტესად შესაბამისად, ერთფეროვანია, სასჯელის თითოეული მოხდის ბავშვისთვის დაგეგმილი აქტივობები არ არის მორგებული მის ინდივიდუალურ ინტერესებსა და საჭიროებებზე. 21.5. სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე არაეფექტიანი სოციალური სისტემისა და პროგრამების პირობებში, წლების განმავლობაში პრობლემად რჩება ბავშვთა სიღარიბე და ცხოვრების არასათანადო დონე. სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვიან ოჯახებს, რიგ შემთხვევებში, უმძაფრესად აწუხებთ არასრულწლოვანთა საბაზისო საჭიროებების დაკმაყოფილების, მათთვის განათლების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფისა და შესაბამისი საცხოვრებელი პირობების შექმნის კუთხით არსებული მწვავე პრობლემები. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ იმ 442 საქმეთა შორის, რომლების ბავშვის უფლებების დარღვევას ეხებოდა, საქმეთა 12,7% სიღარიბეში მცხოვრებ ბავშვთა საჭიროებებს ეხებოდა. 330 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ბავშვთა სიღარიბე დაკავშირებულია სიცოცხლისა და სათანადო განვითარების, განათლებისა და ჯანმრთელობის უფლებების მძიმე დარღვევებთან, ასევე, ბავშვთა შრომის უკიდურეს ფორმებთან. სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაციის907 თანახმად, 2019 წელს საარსებო დახმარების მიმღები 70 792 ოჯახი და 150 065 არასრულწლოვანი იყო. ამის პარალელურად, ბავშვიანი ოჯახების ნაწილი, რომელიც არ არის რეგისტრირებული საარსებო დახმარების მიმღებად, ასევე ცხოვრობს უკიდურეს სიღარიბეში და არასრულწლოვნებს ელემენტარულ საბაზისო საჭიროებებსაც კი ვერ სთავაზობს. სამწუხაროდ, სახელმწიფოს პოლიტიკა არ არის ორიენტირებული ასეთ ოჯახებში სიღარიბის აღმოფხვრაზე, ოჯახების გაძლიერებაზე, მხარდაჭერასა და ბავშვებისთვის სათანადო საცხოვრებელი გარემოს უზრუნველყოფაზე. მუნიციპალურ დონეზე არსებული პროგრამები უმეტესად ერთჯერადი ხასიათისაა და ვერ უზრუნველყოფს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების დროულ და სრულ დაკმაყოფილებას, განსაკუთრებით ბავშვიანი ოჯახების სათანადო საცხოვრებლით უზრუნველყოფის კუთხით, შედეგად, რიგ შემთხვევებში, ბავშვებს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში უწევთ ცხოვრება. განსაკუთრებით საგანგაშოა ბაღდათის მუნიციპალიტეტში მომხდარი შემთხვევა, როდესაც საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძრის შედეგად, უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები 6 ადამიანი, მათ შორის, 4 არასრულწლოვანი გარდაიცვალა. მომხდარი კიდევ ერთხელ მწვავედ წარმოაჩენს იმ საფრთხეებსა და რისკებს, რაც თან ახლავს ბავშვთა უკიდურესი სიღარიბის დაძლევის კუთხით სახელმწიფოს არაეფექტიან ქმედებებს და საფრთხეს უქმნის არასრულწლოვანთა სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. კვლავ პრობლემად რჩება სიღარიბის საფუძვლით არასრულწლოვნების სახელმწიფო ზრუნვის სისტემაში განთავსების საკითხი. მოწოდებული სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად,908 2019 წელს სახელმწიფო ზრუნვაში სიღარიბის და ცხოვრების არასათანადო დონის საფუძვლით ბავშვების 18.4% განთავსდა, რაც ბავშვის უფლებების უხეში დარღვევაა და ბავშვის კონვენციით აღიარებულ უფლებებს ეწინააღმდეგება. სახელმწიფო ზრუნვაში ბავშვის განთავსების პარალელურად, არ მიმდინარეობს სათანადო ზრუნვა ბიოლოგიური ოჯახების სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, მშობლობის უნარ-ჩვევების განვითარებასა და ბავშვის მიმართ ძალადობის საკითხებზე. შესაბამისად, არასრულწლოვანი ბენეფიციარი წლების შემდეგ იმავე გარემოში ბრუნდება. უნდა აღინიშნოს, რომ სიღარიბის განმაპირობებელ არაერთგვაროვან ფაქტორთა შორის, 907 წერილობითი კორესპონდენცია №07/402, 12/02/2020. 908 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო; კორესპონდენცია № 07/402; 12/02/2020 331 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ბავშვიან ოჯახებში ვლინდება პოზიტიური მშობლობის უნარ-ჩვევების არარსებობა, ბავშვის საჭიროებათა განსაზღვრის შეუძლებლობა ან უგულებელყოფა. ეს გარემოება, თავის მხრივ, ართულებს პრობლემის სრულფასოვან შეფასებას და ხელს უშლის სიღარიბის დაძლევის პროცესს. შესაბამისად, სიღარიბის განმსაზღვრელი ფაქტორები სიღრმისეულ ანალიზს, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან, კვლევის შედეგებზე დაფუძნებულ გადაუდებელ რეაგირებას საჭიროებს. მოწოდებული სტატისტიკური მონაცემებით, აღნიშნული ანალიზი არ იკითხება. 21.6. შვილად აყვანა 2019 წელს მშვილებელთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებული იყო 3033 მშვილებელი და 212 გასაშვილებელი ბავშვი. სახალხო დამცველმა შეისწავლა შვილად აყვანის საკითხი და აღმოჩნდა, რომ შვილად აყვანის პროცესის ძირითადი გამოწვევაა სოციალური მომსახურების სერვისების არასაკმარისი ეფექტიანობა, რაც ვერ უზრუნველყოფს ისეთი პროცესების გონივრულ ვადაში წარმართვას, როგორიც არის, მაგალითად, თავსებადობის დადგენა ბავშვსა და შვილად ამყვანს შორის, გასაშვილებელი ბავშვის დროული გამოვლენა, მისთვის შესაბამისი სტატუსის მინიჭება და სხვ. საქართველოს სახალხო დამცველის კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ პრობლემურ საკითხად რჩება შვილად აყვანამდე ბავშვის სათანადო მომზადება და მისი ფსიქოსოციალური მდგომარეობის საფუძვლიანი შეფასება. გაშვილების პროცესში, უმეტეს შემთხვევაში, არ მონაწილეობს ფსიქოლოგი. საქმეში ის მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში ერთვება, მაგალითად, როდესაც ბავშვზე ძალადობის ან მანიპულირების ფაქტი იკვეთება. მეურვეობა-მზრუნველობის ტერიტორიულ ერთეულებში არ გვხდება ბავშვებისთვის ადაპტირებული და სპეციალური ოთახი, სადაც კეთილსაიმედო იზოლირებულ სივრცეში შესაძლებელი იქნება შვილად აყვანის კანდიდატისა და გასაშვილებელი ბავშვის შეხვედრა. აღსანიშნავია, რომ 2015-2019 წლებში, სოციალური მუშაკებისთვის, შვილად აყვანის სფეროში, გადამზადება ან სპეციალური სასწავლო კურსი არ ჩატარებულა. ამასთან, სოციალური მუშაკებისთვის არც სახელმძღვანელო პრინციპები და სარეკომენდაციო მითითებები შემუშავებულა, რომელთა საფუძველზეც შესაძლებელი იქნებოდა ბავშვის გაშვილებამდე მომზადება, მისთვის შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება მისი ასაკისა და განვითარების შესაბამისად. 21.7. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვები, მათი უფლებების ხელყოფის თვალსაზრისით, გამორჩეულად დაუცველი სოციალური ჯგუფია. ისინი, ძალადობის, მათ შორის, ოჯახში ძალადობის და რაც განსაკუთრებით საგანგაშოა, სექსუალური ძალადობის მაღალი რისკის 332 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ქვეშ იმყოფებიან; ბავშვები დაუცველი არიან როგორც შრომითი, ისე სექსუალური ექსპლუატაციისა და ტრეფიკინგისგან, პრობლემურია მათი ჯანდაცვისა და განათლების უფლებებზე ხელმისაწვდომობა.909 პრობლემად რჩება ქუჩაში მცხოვრებ ან/და მომუშავე ბავშვთა გამოვლენა, მათთან კონტაქტის დამყარება, მათ დაცვასა და დახმარებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარება, სერვისების მიწოდება, როგორც მათთვის, ისე მათი ოჯახებისთვის. მრავალ სისტემურ ხარვეზთან არის დაკავშირებული იმ ოჯახების გამოვლენა და პრევენციული ზომების მიღება, სადაც არსებობს საფრთხე, რომ ოჯახში მცხოვრები არასრულწლოვანი, შესაძლოა, სხვადასხვა მიზეზით ქუჩაში აღმოჩნდეს. სამწუხაროდ, საზოგადოებაში დამკვიდრებული არასწორი მიდგომა, ფულით დაეხმარონ ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე ბავშვებს, ამ ბავშვების ქუჩაში ყოფნას კიდევ უფრო წაახალისებს და მათ მიმართ სათანადო ღონისძიებების გატარების შესაძლებლობას ართულებს. სახალხო დამცველის კვლევის შედეგები ცხადყოფს, რომ მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის მომსახურება მატერიალურ-ფინანსური და ადამიანური რესურსის ნაკლებობას განიცდის, ასევე პრობლემურია დამატებითი მხარდამჭერი სერვისების არარსებობა და ცენტრების უმეტესობაში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები. მოცემული მომენტისთვის „მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა“ ხორციელდება თბილისში, რუსთავსა და ქუთაისში. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების სეზონური მიგრაციის პირობებში, პრობლემა განსაკუთრებით მწვავეა აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, კერძოდ, ბათუმში, სადაც მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამა კვლავ არ ფუნქციონირებს. ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისა და მოზარდებისათვის განკუთვნილი სერვისები, 18 წლის შემდგომ, არ ითვალისწინებს ბენეფიციარებისთვის მომსახურების მიწოდებას, შესაბამისად, ბენეფიციარები, რომელთაც 18 წელი უსრულდებათ, კვლავ ქუჩაში აღმოჩენის, სიღარიბის, ძალადობისა და კრიმინალურ საქმიანობაში შესაძლო ჩართვის რისკის წინაშე დგებიან. პრობლემურია საზოგადოების მხრიდან სტერეოტიპული დამოკიდებულება ქუჩაში მცხოვრები ან/და მომუშავე ბავშვებისა და მათი ოჯახების მიმართ. აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით(კორესპონდენცია: MIA 8 20 00169078, 22/01/2020), 2018-2019 წლებში, სისხლის სამართლის კოდექსის 171-ე მუხლის შესაბამისად, რაც არასრულწლოვნის ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩაბმას გულისხმობს, გამოძიება დაწყებულია 16 სისხლის სამართლის საქმეზე, ხოლო სისხლის სამართლის კოდექსის 1432 მუხლით, რაც არასრულწლოვნით ვაჭრობას (ტრეფიკინგი) გულისხმობს - 12 სისხლის სამართლის საქმეზე. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს სტატისტიკური ინფორმაციის თანახმად (კორესპონდენცია: №04/43409, 14/08/19), 2014-2019 წლებში 47 მიუსაფარი ბავშვის მიმართ მოხდა ძალადობის იდენტიფიცირება და რეფერირება შესაბამის უწყებებთან. 909 333 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ქუჩის ბავშვების პოპულაცია მრავალფეროვანია: საქართველოში ამ ჯგუფში ჭარბობენ ეთნიკური ქართველები, ბოშათა ენაზე მოსაუბრე ორი ჯგუფი, აზერბაიჯანელი ქურთები, სომეხი ლტოლვილების შვილები და სამხრეთ ოსეთიდან და აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა შვილები.910 კვლავ იკვეთება სამართალდამცავი უწყების მხრიდან არასრულწლოვანთა შესაძლო ტრეფიკინგისა და ანტისაზოგადოებრივ საქმიანობაში იძულებით ჩართვის შემთხვევათა ეფექტიანი გამოვლენის საჭიროება და სახელმწიფოს ვალდებულება, გამოიყენოს ყველა შესაძლო რესურსი, მხარდამჭერი პროფესიების წარმომადგენელთა, განსაკუთრებით, სოციალური მუშაკების გასაძლიერებლად, რათა ეს ბავშვები სარგებლობდნენ ძალადობისგან დაცვისა და მხარდაჭერის მაღალი სტანდარტით. 21.8. ბავშვის მიმართ ძალადობა 2019 წელს, წინა წლების მსგავსად, ბავშვის უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, სახალხო დამცველის მიერ შესწავლილ საქმეთა შორის ჭარბობდა ბავშვთა მიმართ ძალადობის შემთხვევები, კერძოდ, საერთო შემთხვევათა 37,5% ბავშვის მიმართ სხვადასხვა სახის ძალადობას ეხებოდა. ქვეყანაში კვლავაც არაერთი სისტემური პრობლემაა გადასაჭრელი შემთხვევათა პრევენციის, დროული გამოვლენისა და ბავშვის მიმართ ძალადობის ეფექტიანი, ბავშვის საუკეთესო ინტერესებზე მორგებული რეაგირების თვალსაზრისით. ბავშვის მიმართ სექსუალური ძალადობა ბავშვთა მიმართ სექსუალური ძალადობისგან დაცვისა და დახმარების პროცესში კვლავ პრობლემად რჩება შესაბამისი უწყებების მიერ დროული და ეფექტიანი ღონისძიებების გატარება დაზარალებული ბავშვის გამოვლენისა და მსხვერპლი არასრულწლოვნის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის თვალსაზრისით. არასრულწლოვანთა მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სისხლის სამართლის პოლიტიკის გამკაცრებისა და დანაშაულის პრევენციის მხრივ, მისასალმებელია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომელიც სქესობრივი დანაშაულის ჩამდენ პირთა მიმართ სასჯელის გამკაცრებასა და მათთვის გარკვეული უფლებების ჩამორთმევას ითვალისწინებს. 911 საანგარიშო პერიოდში, კვლავ მაღალი იყო არასრულწლოვნის მიმართ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებათა რიცხვი. ამ 910 გაეროს ბავშვთა ფონდი „ქუჩაში მცხოვრები და/ან მომუშავე ბავშვები საქართველოში“. იხ. ანგარიში: <https://uni.cf/332LQ7n >[ბოლოს ნანახია: 19.12.19]. 911 კანონპროექტი „სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ; 07-2/318/9. 334 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 პერიოდში არასრულწლოვნის მიმართ სავარაუდო სექსუალური ძალადობის 262 შემთხვევაზე დაიწყო გამოძიება, მათ შორის იყო არასრულწლოვნის გაუპატიურების 24 სავარაუდო შემთხვევა, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი მოქმედების 9 საქმე, სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის ან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ერთი საქმე, გარყვნილი ქმედების 79 საქმე და თექვსმეტი წლის ასაკს მიუღწევლის სხეულში სექსუალური ხასიათის შეღწევის 149 საქმე.912 საყურადღებოა, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ არასრულწლოვნით ვაჭრობისა და არასრულწლოვნის გამოსახულების შემცველი პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება-გასაღების ქსელის გამოვლენა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრების დაკავება. გამოძიების თანახმად, აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად ჰქონდათ მოწყობილი ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით, დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით და თანხის სანაცვლოდ, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის არასრულწლოვანი გოგონები. ამ საქმიანობაში მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა არასრულწლოვანი ბავშვების მშობლები და პედაგოგი. დაზარალებული არასრულწლოვნების უფლებების დაცვის მიზნით, ისინი ჩართეს ფსიქოსოციალური დახმარების სერვისებში. კვლავ არაპროპორციულად მცირე და საჭიროებებზე ნაკლებად ორიენტირებული იყო სოციალური მომსახურების სააგენტოს ფსიქოლოგთა რიცხვი, რომელთა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა ძალადობის მსხვერპლისა თუ ძალადობის რისკის ქვეშ მყოფ ბავშვთან მუშაობა. საანგარიშო პერიოდში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული იყო 13 ფსიქოლოგი, აქედან ორი თბილისში, ორი იმერეთის რეგიონში, დანარჩენი 9 კი სხვა რეგიონებში თითო-თითოდ იყო წარმოდგენილი. 2019 წელს 900-მდე არასრულწლოვანმა მიიღო ფსიქოლოგიური მომსახურება .913 მნიშვნელოვანია, რომ საგანმანათლებლო აქტივობების სახით, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვების ინფორმირებულობის ასამაღლებლად, მიმდინარეობდეს შესაბამისი, მათ შორის, სქესობრივი ხელშეუხებლობის შესახებ სწავლება, რაც ამ დრომდე არ სრულდება. ძალადობა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ძალადობის შემთხვევების დროული გამოვლენისა და რეაგირების კუთხით, კვლავ გამოწვევად რჩება ბავშვებთან ზოგადსაგანმანათლებლო მომუშავე დაწესებულებებში პროფესიონალების, განსაკუთრებით, დასაქმებულ კვალიფიკაციის პირთა 912 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო: MIA 3 20 00508869, 26/02/2020. 913 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კორესპონდეცია №07/402, 12/02/20. 335 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საკითხი. სახალხო დამცველის აპარატში შემოსული საჩივრების რაოდენობა ამ პრობლემის სიმწვავეზე მიუთითებს. მისასალმებელია, რომ ბავშვის უფლებათა კოდექსმა ცალსახად დაადგინა ბავშვის ფიზიკური დასჯის ყველანაირი ფორმის აკრძალვა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მოცემული მომენტისთვის, საქართველოს პროპორციული და კანონმდებლობა ეფექტიანი კონკრეტულად ადმინისტრაციული ან არ განსაზღვრავს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ზომებს ბავშვის სხეულებრივი დასჯის აკრძალვის თაობაზე. სკოლაში ბავშვის მიმართ ძალადობის შემთხვევებზე მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის რეაგირების მექანიზმი, დისციპლინური სახდელები, დისციპლინური კომიტეტებისა და სამეურვეო საბჭოების საქმიანობა არ არის ორიენტირებული პრობლემის აღმოფხვრაზე, განსაკუთრებით, ბულინგის შემთხვევაში ბავშვის, როგორც ძალადობის მსხვერპლის და არასრულწლოვანი მოძალადის საუკეთესო ინტერესების დაცვაზე და მათ რეაბილიტაციაზე. მოწოდებული ინფორმაციით,914 სკოლებში მოსწავლეთა შორის ჩადენილ შესაძლო ძალადობის 1134, ხოლო 259 შემთხვევაში - სკოლის თანამშრომლის მხრიდან მოსწავლის მიმართ ჩადენილ შესაძლო ძალადობის ფაქტზე დაიწყო დისციპლინური წარმოება. სკოლების მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფერირება განხორციელდა 198 შემთხვევაზე, რაც შეეხება რეფერირებას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში, მიმართვა მოჰყვა 461 შემთხვევას. სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის ფსიქოსოციალური მომსახურების ცენტრში კი, 2019 წელს გადამისამართდა 3434 ახალი შემთხვევა. 61 შემთხვევაში გადამისამართების საფუძველი იყო ძალადობა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში რეფერირების ყველაზე მაღალი ხვედრითი წილი თბილისზე, ქვემო ქართლისა და იმერეთის რეგიონებზე მოდის, ხოლო რაჭალეჩხუმის რეგიონიდან განხორციელებულდა. შესაძლო რეფერირება რეფერირების უგულებელყოფა, სააგენტოში ძირითადი ადრეული მხოლოდ მიზეზები ერთ იყო: ქორწინება/ადრეული შემთხვევაზე არასრულწლოვნის ქორწინების რისკი, არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული ფსიქოლოგიური, ფიზიკური ძალადობა. 915 2019 წელს სახელმწიფოს კვლავ არ ჰქონდა ძალადობის, კერძოდ, ბულინგის დაძლევის ერთიანი პოლიტიკა - სტრატეგია და სამოქმედო გეგმა. შესაბამისად, საგანმანათლებლო დაწესებულებების მხრიდან ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება კვლავ 914 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კორესპონდენცია MES 0 20 00036163, 16/01/2020. 915 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კორესპონდენცია № 07/402, 12/02/20. 336 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 არაერთგვაროვან ხასიათს ატარებს, არ იძლევა შემთხვევათა სიღრმისეული შესწავლის შესაძლებლობას და ვერ უზრუნველყოფს ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვას. ოჯახში ძალადობა ფაქტების დროული გამოვლენის, მათზე ადეკვატური რეაგირების, ასევე, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი თვალსაზრისით, კუთხითაც. ბავშვების პრობლემები კვლავ არ შესაბამისი იკვეთება არსებობს ბავშვის ოჯახში სერვისებით ოჯახში ძალადობის უზრუნველყოფის ძალადობისგან მსხვერპლი დაცვის ბავშვების რეაბილიტაციის სერვისი, მინიმალურია მათთან ფსიქოლოგის ჩართულობა. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში 2019 წელს ბავშვის მიმართ ძალადობის თაობაზე განხორციელდა 3881 მიმართვა, აქედან ოჯახში შესაძლო ძალადობას ეხებოდა 87 შეტყობინება,916 ხოლო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2019 წელს, ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე, სადაც მსხვერპლი არასრულწლოვანია, სულ 740 შემაკავებელი ორდერი გამოიცა.917 კვლავ გადაუჭრელი რჩება ბავშვის საუკეთესო ინტერესების სათანადოდ გათვალისწინების საკითხი ორივე მშობელთან ურთიერთობის უფლების თვალსაზრისით. ხშირ შემთხვევებში, უკიდურესად გართულებულია ბავშვის გადაცემასთან ან/და შვილთან მეორე მშობლის ან სხვა ოჯახის წევრის ურთიერთობის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება. პასუხისმგებელი უწყებების მხრიდან, პრობლემურია ამ პროცესში მშობლების მიერ არასრულწლოვანი შვილების მიმართ განხორციელებული შესაძლო ფსიქოლოგიური ძალადობის გამოვლენა და მასზე ჯეროვანი რეაგირება. 21.9. თავშესაფრის მაძიებელთა, საერთაშორისო დაცვისა და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობა თავშესაფრის მაძიებელი, საერთაშორისო დაცვისა და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვნები, მიმღებ ქვეყნებში არსებული ენის ბარიერისა და სხვადასხვა სერვისებზე ხელმისაწვდომობის, მათ შორის განათლების სერვისებზე უფლებადარღვევის მაღალი წვდომის რისკის ჯანდაცვის, სოციალური დაცვისა და შეზღუდვის ქვეშ გამო, იმყოფებიან. ისინი სხვადასხვა სახის ძალადობისა და ექსპლუატაციის საფრთხის წინაშე დგანან, განსაკუთრებით ის ბავშვები, რომლებიც დოკუმენტაციისა და თანმხლები პირის გარეშე გადაადგილდებიან. სიღარიბე და სოციალური მარგინალიზაცია მათი უსაფრთხოებისა და კეთილდღეობისთვის ერთ-ერთი ძირითადი გამოწვევაა. 916 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს კორესპონდენცია № 07/402, 12/02/20. 917 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კორესპონდენცია MIA 3 20 00508869, 26/02/2020. 337 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საერთაშორისო თუ ეროვნული ვალდებულია დაიცვას მის კანონმდებლობის ტერიტორიაზე შესაბამისად, მყოფი სახელმწიფო თავშესაფრის მაძიებელი, საერთაშორისო დაცვისა და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანი პირის უფლებები, შესაბამისად, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება, შეაფასოს მის ტერიტორიაზე დაბადებულ ბავშვს აქვს თუ არა სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა. ბავშვმა, რომლის მშობლებიც უცნობია და მოქალაქეობის არქონის თვალსაზრისით, განსაკუთრებით მოწყვლად ჯგუფს მიეკუთვნება, უნდა ისარგებლოს სპეციალური დაცვით. საერთაშორისო დაცვის მქონე, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვნები, როგორც ყველა ბავშვი, უნდა სარგებლობდნენ სოციალური უზრუნველყოფის სიკეთეებით, ჯანდაცვის სერვისებით, დაწყებითი და საშუალო განათლების ხელმისაწვდომობით. უპირატესად, კი სახელმწიფომ ეფექტიანი მექანიზმების მეშვეობით, უნდა დაიცვას ისინი ნებისმიერი სახის ძალადობისგან, ხოლო საჭიროების შემთხვევაში, უნდა უზრუნველყოს მათი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია. 2019 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში 192 თავშესაფრის მაძიებელი, 378 საერთაშორისო დაცვის მქონე არასრულწლოვანი პირი იყო რეგისტრირებული.918 სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით,919 2016 წლის პირველი იანვრიდან 2019 წლის 25 ოქტომბრამდე, არასრულწლოვანთათვის მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის შესახებ წარდგენილი 28 განაცხადიდან 19 განსახილველი დარჩა, 4 დადებითად გადაწყდა, 4 - უარყოფითად, ხოლო ერთს კვლავ განიხილავდნენ. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული კორესპონდენციის თანახმად,920 2016-2019 წლებში კონტაქტი დამყარდა სულ 12 არასრულწლოვანთან, მათგან, 6 არასრულწლოვანისთვის მომზადდა საჭირო დოკუმენტი, სამი მათგანისთვის მომზადდა თავშესაფრის მაძიებლის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, ორ მათგანს ჰქონდა ჰუმანიტარული სტატუსი და მათ სოციალურმა მუშაკმა ვადის გასვლის შემდეგ აუღო ახალი მოწმობები, ერთი არასრულწლოვნისთვის კი, მომზადდა ლტოლვილის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი. ამ 12 არასრულწლოვანთაგან ორი სახელმწიფო მზრუნველობაში, კერძოდ მცირე საოჯახო ტიპის სახლში განთავსდა, ხოლო ერთი არასრუწლოვანი სსიპ ადამიანით ვაჭრობის ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის თბილისის ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში იმყოფებოდა. მისთვის მომზადდა თავშესაფრის მაძიებლის დროებითი საიდენტიფიკაციო მოწმობა, შემდგომში კი, ლტოლვილის სტატუსი მიენიჭა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადი განათლების მიღებაში ხელის შესაწყობად, საქართველოში 918 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო; კორესპონდენცია MIA 2 20 00784006; 31/03/2020 919 სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს კორესპონდენცია: №01/318423, 12 / 11 / 2019. 920 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს კორესპონდენცია: №04/60185, 19/11/2019. 338 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 თავშესაფრის მაძიებლისა და საერთაშორისო დაცვის მქონე 6 წლიდან 18 წლამდე ასაკის პირებისთვის, ქართული ენის შესწავლას უზრუნველყოფს. ეს მოსწავლეები სსიპ ქალაქ თბილისის №81 საჯარო სკოლაში ჩაირიცხებიან. ცხრილი №1 სსიპ ქალაქ თბილისის №81 საჯარო სკოლის სტატისტიკური ინფორმაცია პროგრამაში ჩართული ბენეფიციარების თაობაზე921 სტატუსის არ მქონე პირი საერთაშორისო დაცვის ქვეშ მყოფი ლტოლვილი თავშესაფრის მაძიებელი 2 2019 32 2018 2017 2 62 1 14 2016 17 1 42 ზემოაღნიშნული სტატისტიკა და ქვეყანაში ბავშვთა სოციალური დაცვის სისტემაში არსებული ხარვეზები, მათ შორის, პროგრამების სიმცირე, ბავშვთა მხარდამჭერი პროფესიონალების არასაკმარისი რაოდენობა, ბავშვთა ფსიქოსოციალური დაცვის და მხარდაჭერის სისტემის გამოწვევები, საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ნებისმიერი არასრულწლოვნის, მათ შორის საერთაშორისო დაცვის მქონე, თავშესაფრის მაძიებელი და მოქალაქეობის არმქონე ბავშვების უფლებების განუხრელ დაცვასა და რეალიზებას, ვერ უზრუნველყოფს. განსაკუთრებით, როდესაც ისინი დაცვისა და მხარდაჭერის განსაკუთრებულ პირობებს საჭიროებენ. 21.10. ბავშვის არასრულწლოვანთა დაცვა მავნე ზეგავლენისგან უფლებათა კოდექსის თანახმად, მავნე ზეგავლენისგან ბავშვის დაცვა გულისხმობს ბავშვის სოციალური გარემოს უარყოფითი ფაქტორებისა და ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციისგან დაცვას, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების შექმნისა და სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების საფუძველზე922. აზარტულ და მომგებიან თამაშობებში არასრულწლოვნის ჩართვა მავნე ზეგავლენის ერთერთ ფორმად მიიჩნევა და აკრძალულია საქართველოს კანონმდებლობით. კერძოდ, 18 921 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კორესპონდენცია: MES 4 19 01502340, 04/11/2019. 922 ბავშვის უფლებათა კოდექსის 62-ე მუხლი. 339 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 წლამდე ასაკის პირისათვის − სათამაშო აპარატების სალონსა და მომგებიანი თამაშობის (გარდა წამახალისებელი გათამაშებისა) მოწყობის ადგილას შესვლა ან/და თამაშობაში (მათ შორის, სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ აზარტულ თამაშობაში) მონაწილეობა აკრძალულია, ისევე როგორც, 18 წლამდე პირზე ლატარიის ბილეთის გაყიდვა ან/და სხვაგვარი გავრცელება და მოგების გაცემა.923 2019 წელს ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში, ერთ-ერთი მიმართულება იყო აზარტულ თამაშებზე მავნე დამოკიდებულების პრევენცია924, მაგრამ ეს მიმართულება ორიენტირებულია მხოლოდ ზოგადი ცნობიერების ამაღლებაზე. პრევენციის კომპონენტი არ მოიცავს არასრულწლოვნებში სამიზნე ჯგუფების გამოვლენის კონკრეტულ ღონისძიებებს და მათ მიმართ ინდივიდუალურ და კონკრეტულ საჭიროებებზე ორიენტირებული პრევენციული ქმედებების განხორციელებას. პრაქტიკაში არასრულწლოვანთა აზარტულ თამაშებში ჩართვისაგან დაცვასა და აზარტული თამაშებისგან დაზარალებულ ბავშვთა რეაბილიტაციას ბევრი ფაქტორი აბრკოლებს. მათგან უმთავრესია ის გარემოება, რომ ეროვნულ დონეზე არ გვაქვს შესაბამისი საკანონმდებლო გარანტიები, რომლებიც ეფექტიანად უზრუნველყოფდა მოზარდთა დაცვას აზარტული არასრულწლოვნებთან თამაშებისგან. მიმართებით ვერ ასევე კონტროლდება დაურეგულირებელია აზარტული და თამაშების რეკლამირების საკითხი. სახელმწიფო არც იმ ფაქტს უწევს კონტროლს, რომ არასრულწლოვნებს დაუბრკოლებლად მიუწვდებათ ხელი სხვადასხვა ტიპის აზარტულ და, მათ შორის, ონლაინ-თამაშებზე. არ არსებობს შესაბამისი სარეაბილიტაციო სერვისები, რომლებიც აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულ არასრულწლოვნებს ამ მავნე ზეგავლენისგან გათავისუფლებაში დაეხმარებოდა. 21.11. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობა 2019 წელს საქართველოს სახალხო დამცველის განსაკუთრებული ყურადღების საგანი იყო საოკუპაციო (გამყოფი) ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ბავშვთა უფლებრივი 923 „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის 32-ე მუხლის პირველი პუნქტი. 924 საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის №693 დადგენილება „2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“, 2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები, მუხლი 10. 340 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მდგომარეობა. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა ეს საკითხი შეისწავლა ცხინვალის რეგიონის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში.925 კვლევის შედეგად აღმოჩნდა, რომ გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ბავშვებს აქვთ არაერთი საჭიროება განათლების უფლების ეფექტიანად განხორციელების, სოციალური ინტეგრაციის, ჯანმრთელობის დაცვის ეფექტიან სერვისებზე ხელმისაწვდომობის, ფსიქოსოციალური კეთილდღეობისა და ცხოვრებისა და აღზრდის სათანადო დონის უზრუნველყოფის კუთხით. გამყოფი ხაზის მიმდინარე ზოგადსაგანმანათლებლო სოფლებში პროცესში, ბავშვები თუმცა, ხშირ ჩართული შემთხვევაში, არიან ადგილზე არაფორმალური შემეცნებითი აქტივობების არარსებობის გამო, რასაც მუნიციპალური ტრანსპორტის პრობლემებიც ემატება, არასრულწლოვნები სოციუმში სათანადოდ არ არიან ინტეგრირებულნი. შესაბამისად, ხელმისაწვდომობის უფლების მათთვის არ სრულფასოვანი არის შექმნილი განათლების განხორციელებისთვის სათანადო პირობები, არ არის შეთავაზებული არაფორმალური განათლების სხვადასხვა ფორმები, მათ შორის, სპორტული, სახელოვნებო და კლასგარეშე აქტივობები. ასევე შეიძლება ითქვას, რომ არათანმიმდევრულია და არაერთგვაროვანი მუნიციპალიტეტების მიდგომა ბავშვთა საჭიროებების უზრუნველყოფის კუთხითაც. სოფლების ნაწილში არ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, მოქმედ ბაღებსა და სკოლებში მოუწესრიგებელია ინფრასტრუქტურა და სასწავლო-სააღმზრდელო გარემო. სკოლებში უმეტესად არ აქვთ ბუფეტი, სპორტული მოედანი, სააქტო დარბაზი. სოფლების დიდ ნაწილში არ მოქმედებს ადგილობრივი ამბულატორიები, რაც ბევრ პრობლემას უქმნის ადგილობრივი მოსახლეობის და, განსაკუთრებით, ბავშვების, ჯანმრთელობის უფლების რეალიზებას. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ ბავშვებსა და მოსახლეობაში კვლავ მაღალია ომის შემდგომი სტრესული მდგომარეობა; ამას ემატება შესაძლო კონფლიქტური სიტუაციით გამოწვეული შიში და დაძაბულობა, რაც ადვილად შეიძლება გახდეს ამგვარად მოწყვლადი მოსახლეობის განმეორებითი ტრავმის გამომწვევი ფაქტორი. ფსიქოლოგიური მხარდაჭერის საჭიროება იკვეთება როგორც ბავშვებში, ისე მათ მშობლებსა და პედაგოგებში. შესაბამისად, გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვების საჭიროებების უზრუნველსაყოფად, პასუხისმგებელმა უწყებებმა უფრო აქტიური და ეფექტიანი ღონისძიებები უნდა გაატარონ.926 925 სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა მონიტორინგის განახორციელეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელბში - ნიქოზი, ფლავი, ფლავისმანი, ერგნეთი, მერეთი, ზარდიანთკარი; ასევე ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანსა და ტახტისძირში. 926 გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის დეტალური შედეგები აისახება საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალურ ანგარიშში. 341 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  გაეროს ბავშვის უფლებათა კონვენციის განხორცილებაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში შეიქმნას სპეციალური ჯგუფი, რომელიც იმუშავებს სუიციდის პრევენციისთვის საჭირო ღონისძიებების, სტრატეგიული ხედვისა და სამოქმედო გეგმის მომზადებაზე  სრულწლოვანების ასაკს მიღწეული, სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული ბენეფიციარებისთვის შემუშავდეს მხარდაჭერისა და ზრუნვის პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ახალგაზრდების უფლებრივი მდგომარეობის დაცვას, მათ ინტეგრაციასა და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მომზადებას  საქართველოს მთავრობამ შეიმუშაოს სამოქმედო გეგმა „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად  სექსუალური ძალადობის მსხვერპლ ბავშვთა რეაბილიტაციის კონცეფციაზე დაყრდნობით, მოკლე ვადებში შეიქმნას შესაბამისი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისი  ოჯახში ძალადობის კუთხით პასუხისმგებელ უწყებებს შორის თანამშრომლობის პროცესში არსებული ხარვეზების აღმოსაფხვრელად, დაინერგოს რეფერირების მექანიზმის შეფასების ინსტრუმენტი  არასრულწლოვანთა მავნე ზეგავლენისგან დაცვისა და აზარტული თამაშების პრევენციის უზრუნველსაყოფად, კონკრეტული უწყებების ჩართულობით, შეიქმნას სამუშაო ჯგუფი და დაიწყოს მუშაობა შესაბამისი სამართლებრივი ცვლილებების ინიცირებაზე  გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მოხდეს ფორმალური და არაფორმალური განათლების, სოციალური კეთილდღეობის, ჯანდაცვისა და ფსიქოსოციალური მომსახურების ხელშემწყობი სერვისების დანერგვის ინიცირება, მათ შორის, გაიზარდოს საბავშვო ბაგა-ბაღებისა და სოფლის ამბულატორიების რაოდენობა, მოწესრიგდეს სასკოლო და სპორტული ინფრასტრუქტურა; სოფლებში მცხოვრები ბავშვებისა და მოსახლეობისათვის ხელმისაწვდომი გახდეს ფსიქოლოგის მომსახურება  დაინერგოს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილების მონიტორინგის მექანიზმი, რაც საგანმანათლებლო რესურსცენტრებს მისცემს შესაძლებლობას, დროულად გამოავლინონ დარღვევის ფაქტები. სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს:  მოხდეს რთული ჯანმრთელობის 342 | ქცევის, ტრავმული პრობლემების მქონე გამოცდილებისა არასრულწლოვანთა და ფსიქიკური ინდივიდუალურ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საჭიროებებზე მორგებული ფსიქოსოციალური და სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავების ინიცირება  ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო სტანდარტების სრულფასოვანი განხორციელების მიზნით, რელიგიური კონფესიების პანსიონებში ჩარიცხული ბენეფიციარების უფლებრივი მდგომარეობის დასაცავად, თითოეულ ბავშვთან დაიწყოს ინდივიდუალური მუშაობა, განისაზღვროს ბავშვების ალტერნატიულ სახელმწიფო ზრუნვაში განთავსების ყველაზე ეფექტიანი ფორმები  გატარდეს შესაბამისი არალიცენზირებული ღონისძიებები რელიგიური საქართველოში სკოლა-პანსიონის მოქმედი თითოეული გამოსავლენად და უზრუნველყოფილ იქნეს მათი ლიცენზირებისა თუ კანონით გათვალისწინებული სხვა ღონისძიებების გატარება  სხვა რელიგიურ სკოლა-პანსიონებთან ერთად, განსაკუთრებით გაძლიერდეს საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის საპატრიარქოს ა(ა)იპ ჯავახეთის ნინოწმინდის წმინდა ნინოს ობოლ, უპატრონო და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა პანსიონში ეფექტიანი შიდა მონიტორინგი. ამასთან, გატარდეს იმგვარი პოლიტიკა, რომელიც შესაძლებლობას მისცემს სახალხო დამცველის აპარატს, განახორციელოს აღნიშნულ პანსიონში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის სრული მონიტორინგი  სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი, ძალადობის მსხვერპლი არასრულწლოვნის შემთხვევაში, დაიგეგმოს კონკრეტული თითოეული სარეაბილიტაციო, თერაპიული აქტივობები და ძალადობის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნეს კონკრეტული გადაწყვეტილება ბავშვების უსაფრთხოებისა და უფლებრივი მდგომარეობის დაცვის მიზნით. ძალადობის შემთხვევაში, განხორციელდეს ბავშვთან მომუშავე პირების მიერ რეფერირების პროცედურების აღსრულების მუდმივი მონიტორინგი  გადაიხედოს ბავშვთა სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონის დაძლევის პოლიტიკა იმგვარად, რომ შეფასდეს ამჟამად არსებული სოციალური პროგრამები და გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად დაიგეგმოს უკიდურეს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების მხარდაჭერის ეფექტიანი, სიღარიბის პრევენციასა და ინდივიდუალურ საჭიროებებზე ორიენტირებული სერვისები  მოხდეს შვილად აყვანის პროცესში საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება ბავშვის შეთავაზების წესის საკითხზე, კერძოდ, შეთავაზების საფუძველს წარმოადგენს არა მხოლოდ რეესტრში არსებული რიგითობა, არამედ ბავშვის საჭიროებები და საუკეთესო ინტერესი  შვილად აყვანის საკითხებზე მომუშავე სოციალური მუშაკები ფსიქოლოგები და სხვა პროფესიონალები სისტემურად გადამზადნენ ბავშვთა უფლებებისა და ინიდივიდუალური საჭიროებების, ბავშვის რთული ქცევის მართვისა და პრევენციის საკითხებთან დაკავშირებით 343 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019  სოციალური მუშაკებისა პროფესიონალებისთვის და შვილად შემუშავდეს აყვანის შესაბამისი საკითხებზე სფეროს მომუშავე სახელმძღვანელო პრინციპები და სარეკომენდაციო მითითებები; სახელმძღვანელო პრინციპების ფარგლებში გაიწეროს ბავშვთან გასაუბრებისა და შეფასების წესი  მეურვეობა-მზრუნველობის ცენტრალურ და ტერიტორიულ ორგანოებში, ბავშვთან შეხვედრისა და გასაუბრებისთვის, მოეწყოს მის საჭიროებებზე მორგებული, კეთილსაიმედო ადაპტირებული გარემო  „მიუსაფარ ბავშვთა გათვალისწინებულმა თავშესაფრით მომსახურებამ უზრუნველყოფის მოიცვას აჭარის ქვეპროგრამით“ რეგიონი. არსებული მომსახურება გაძლიერდეს ფინანსური და ადამიანური რესურსით. შეფასდეს მობილური ჯგუფების საქმიანობის ხარისხი და შემუშავდეს შეფასების ეფექტიანი ფორმა, რომლის საშუალებითაც ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე თითოეულ ბავშვზე განისაზღვრება ინდივიდუალური საჭიროებები და რისკები  უზრუნველყოფილ იქნეს მყოფი ქუჩაში ცხოვრებისა და მუშაობის საფრთხის წინაშე ბავშვიანი ოჯახების ადრეული გამოვლენა. მიეწოდოთ მათ დროული და ეფექტიანი სერვისები  ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვების ოჯახებისა და მშობლებისთვის შემუშავდეს და დაინერგოს დამატებითი სერვისები, როგორც მათი გადაუდებელი მატერიალური მხარდაჭერისთვის, განსავითარებლად, აგრეთვე, ისე აუცილებელი დასაქმების მოტივაციის უნარ-ჩვევების ასამაღლებლად და შესაძლებლობის უზრუნველსაყოფად  გადაიდგას ნაბიჯები ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე ბავშვებისადმი საზოგადოების ცნობიერებისა და მგრძნობელობის ასამაღლებლად. დაიგეგმოს საინფორმაციო კამპანიები შესაბამის თემებზე, მათ შორის, ქუჩაში ბავშვისათვის მოწყალების გაღების, ამ ბავშვების მიმართ ძალადობის შემთხვევაში განსახორციელებელი ქმედებების საკითხებზე  მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამის ბენეფიციარებს18 წლის შესრულების შემდეგ, მიეწოდოთ შესაბამისი მომსახურება  გაძლიერდეს სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს ტერიტორიული ცენტრები როგორც ადამიანური, ისე ტექნიკური და ფინანსური რესურსით. გაიზარდოს სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა  დაინერგოს ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევებზე რეაგირების, შეფასების პროცესის, არსებული ინსტრუმენტის და შეფასების კრიტერიუმების მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი, არსებული ხარვეზებისა და არასათანადო რეაგირების გამოსავლენად/თავიდან ასაცილებლად  ოჯახში ძალადობის მსხვერპლ თითოეულ ბავშვთან მუშაობის საწყის ეტაპზევე ჩაერთოს ფსიქოლოგი და დაიგეგმოს არასრულწლოვნის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროცესი. 344 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019  უზრუნველყოს საერთაშორისო დაცვის მქონე, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანთა უფლებრივი მდგომარეობის სისტემური შეფასება, გამოავლინოს მათი უფლებების დარღვევა და ბავშვის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე, მათზე მოახდინოს სათანადო რეაგირება  უზრუნველყოს საქართველოში მყოფ საერთაშორისო დაცვის მქონე, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანთა განათლების, ჯანდაცვისა და სხვა სახელმწიფო სერვისებში დროული ჩართვა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს:  შეიმუშაოს სკოლებში სუიციდის რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების გამოვლენის მეთოდოლოგია და მათი ინდივიდუალური საჭიროების გამოვლენის გზით მოხდეს რეფერირება, იმგვარად რომ უზრუნველყოფილი იყოს სოციალური მუშაკის და ფსიქოლოგის მომსახურება.  სკოლებში, ბავშვებისათვის ხელმისაწვდომ ადგილზე განთავსდეს ინფორმაცია უფლებადაცვითი მექანიზმებისა და მათი საკონტაქტო მონაცემების შესახებ  სკოლებში ბავშვებთან მომუშავე პერსონალს აქტიურად ჩაუტარდეს ტრენინგები და გადამზადება ბავშვთა მიმართ ძალადობის რისკების, ბავშვთა რთული ქცევის მართვის საკითხებში  შემუშავდეს პანსიონური მომსახურების ერთიანი სტანდარტი და დაინერგოს აღნიშნულ დაწესებულებებში ბავშვთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი  შემუშავდეს სკოლის მიტოვების სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვისა და დამუშავების ერთიანი მეთოდოლოგია და სტანდარტი  მულტიდისციპლინურმა გუნდმა დროულად შეაფასოს არასრულწლოვან მსჯავრდებულთა საგანმანათლებლო საჭიროებები და მათთვის უზრუნველყოს სპეციალური პედაგოგის ხელმისაწვდომობა  საქართველოში მყოფ საერთაშორისო დაცვის მქონე, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანთათვის ზოგადი განათლების მიწოდებისას, უზრუნველყოს გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა  გაიზარდოს სსიპ საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრების რაოდენობა და გაძლიერდეს უკვე არსებულის შესაძლებლობები. საქართველოს იუსტიციის მინისტრს:  სპეციალური პენიტენციური სამსახურის №11 პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული არასრულწლოვნების ინტერესების შესაბამისად, დაიგეგმოს ეფექტიანი სარეაბილიტაციო, საგანმანათლებლო და პროფესიული პროგრამები, 345 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 რომლებიც მიმართული იქნება მათი უნარების, ინტერესების, მოტივაციის გაძლიერებაზე და ხელს შეუწყობს მათ საზოგადოებაში სათანადო ინტეგრაციას  გაძლიერდეს თანამშრომლობა მსხვერპლთა, დაზარალებულთა წარმომადგენლების საჭიროებების სახელმწიფო დახმარების ზრუნვისა და სააგენტოსთან ტრეფიკინგის კანონიერი მხრიდან არასრულწლოვნების საგანმანათლებლო უგულებელყოფის შემთხვევებში, არასრულწლოვნების ინტერესებისა და უფლებრივი მდგომარეობის დროულად დაცვის მიზნით. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს:  შემუშავდეს დოკუმენტი წყლის ვარგისიანობის შემოწმების წესისა და მისი პერიოდულობის განსაზღვრის შესახებ, სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისთვის, ამ საკითხთან დაკავშირებით, ერთიანი სტანდარტის დანერგვის მიზნით. ადგილობრივ თვითმმართველობებს:  მუნიციპალიტეტებმა აღრიცხონ სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახები, მათი ინდივიდუალური საჭიროებები, შეაფასონ ადგილობრივი თვითმმართველობების დონეზე ბავშვთა სიღარიბის დაძლევის კუთხით არსებული პროგრამების ეფექტიანობა და დაგეგმონ იმგვარი პროგრამები, რომლებიც ხელს შეუწყობს ადგილობრივად ბავშვთა სიღარიბის პრევენციას  მუნიციპალიტეტებმა თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ მიზნობრივი სერვისების მიწოდება ქუჩაში მცხოვრები და მომუშავე, მათ შორის, სხვადასხვა ეთნიკური უმცირესობის, ასევე, ანტისაზოგადოებრივ ქმედებაში ჩართვის რისკის მქონე ბავშვიანი ოჯახებისთვის.  გატარდეს სათანადო ღონისძიებები სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებათა შენობების ინფრასტრუქტურული და ფუნქციური მოწყობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებთან მისასადაგებლად  გამოიყოს სათანადო სახსრები საბავშვო ბაღებში ადამიანური და ფინანსური რესურსების გასაზრდელად  უზრუნველყოფილ იქნეს საბავშვო ბაღში დასაქმებულ პირთა რეგულარული პროფესიული გადამზადება  სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებები აღიჭურვოს საჭირო ინვენტარით, სახელმძღვანელოებითა და სათამაშოებით  მუნიციპალიტეტებმა თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ აღრიცხვა და მიზნობრივი სერვისების მიწოდება საერთაშორისო დაცვის მქონე, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანთა და მათი ოჯახებისთვის 346 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019  მუნიციპალიტეტებმა თავიანთ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ საერთაშორისო დაცვის მქონე, თავშესაფრის მაძიებელთა და მოქალაქეობის არმქონე არასრულწლოვანთათვის სკოლამდელი განათლების ხელშეწყობა. 347 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 22.შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა 22.1. შესავალი 2019 წლის განმავლობაში, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის კუთხით, არსებითი ხასიათის ცვლილებები არ შეინიშნება. სახალხო დამცველს ყოველწლიურად ერთსა და იმავე საკითხებზე უწევს ყურადღების გამახვილება, რადგან გასული წლების ანგარიშებში ასახული რეკომენდაციები ძირითადად არ შესრულებულა. მნიშვნელოვანი ნაბიჯები არ გადადგმულა შშმ პირთა უფლებების შესახებ გაეროს კონვენციის927 განსახორციელებლად. არც ამ პროცესის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება928 განსაზღვრულა. საანგარიშო პერიოდში არ მომხდარა კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება. კვლავ აქტუალურია გაეროს კონვენციასთან ეროვნული კანონმდებლობის ჰარმონიზაციის საკითხი. 2020 წლის თებერვალში პარლამენტს წარედგინა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ კანონის პროექტი. დოკუმენტი ხარვეზიანია. მიუხედავად იმისა, რომ მისი შემუშავების პროცესში, სახალხო დამცველის აპარატმა რამდენჯერმე მოამზადა მოსაზრებები/კომენტარები, ისინი მასში მხოლოდ მინიმალურად აისახა, რის გამოც, სახალხო დამცველმა კანონპროექტისა და თანმდევი საკანონმდებლო ცვლილებების თაობაზე, წინადადებით მიმართა საქართველოს პარლამენტს. 2019 წლის განმავლობაში, აქტიურად მიმდინარეობდა შშმ პირთათვის სივრცის მოწყობის მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის გადახედვის და კონვენციასთან ჰარმონიზაციის პროცესი. 2019 წელს ასევე მომზადდა „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი, რაც დადებითად უნდა შეფასდეს. 2019 წელს, შშმ პირთა საჭიროებებზე მიმართული პროგრამების დაფინანსების ზრდის მიუხედავად, მნიშვნელოვნად არ შეცვლილა პროგრამით მოსარგებლე პირთა (მათ შორის, შშმ ბავშვთა) რაოდენობა. გამოწვევად რჩება მომსახურების მომლოდინეთა რიგების არსებობა და ცალკეული ქვეპროგრამებით გათვალისწინებული სერვისის ხარისხი. 927 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2CqO7wZ >[ბოლოს ნანახია: 20.01.2020]. 928 არსებული ინფორმაციით, 2020 წელს იგეგმება საქართველოს მთავრობის ადამიანის უფლებების უწყებათაშორისი საბჭოს სტრუქტურის განახლება, რომლის ფარგლებშიც უნდა ჩამოყალიბდეს კონვენციის განხორციელებისა და შშმ პირთა საკითხების კოორდინაციის ეროვნული მექანიზმი. 348 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სახელმწიფო კვლავ ვერ უზრუნველყოფს ზრდასრულ შშმ პირთა მისაწვდომას რეაბილიტაციაზე. საანგარიშო პერიოდში სახელმწიფოს მხრიდან ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში გატარებული ღონისძიებები, ფსიქიკური პრობლემების მქონე პირების უფლებების დასაცავად, საკმარისი არ არის. კვლავ მცირეა სათემო სერვისების რაოდენობა და გეოგრაფიული დაფარვის არეალი. არ შექმნილა სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია. საანგარიშო პერიოდში ვითარება არ გაუმჯობესებულა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ ქვეყნის პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის უფლების რეალიზების კუთხით. ძირითადად უცვლელია რეგიონულ და ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების ეფექტიანად ფუნქციონირებისა და ამ პროცესში შშმ პირთა ან/და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ჩართულობის კუთხით არსებული პრობლემები. გამოწვევად რჩება ხარისხიანი ინკლუზიური განათლება სწავლების ყველა საფეხურზე, ასევე, შშმ პირთა დასაქმების საკითხი. 22.2. აბილიტაცია და რეაბილიტაცია „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტების ზრდის დადებითი ტენდენციის მიუხედავად929, 2019 წელს იკლო მიზნობრივი ქვეპროგრამებით მოსარგებლე შშმ პირთა (მათ შორის, შშმ ბავშვთა) რაოდენობამ. კვლავ გამოწვევად რჩება ქვეპროგრამით სარგებლობის მომლოდინე ბენეფიციართა რიგების არსებობა930 და ცალკეული ქვეპროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების ხარისხი. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შშმ პირთა საჭიროებებზე გათვლილი მიზნობრივი სერვისების დიდი ნაწილი სრულად ვერ ფარავს რეგიონებს და ქვეყნის მასშტაბით არსებულ მოთხოვნებს. 929 „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2019 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტი წინა წელთან შედარებით 27%-ით გაიზარდა და 2019 წლისათვის 35 890 000 ლარი შეადგინა. 930 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საპასუხო კორესპონდენცია №01/1451 (06.02.2020). 349 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 დადებითად უნდა შეფასდეს ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მომსახურების მიმწოდებლად 2018-2019 წლებში 10 ახალი ორგანიზაციის დარეგისტრირება. მიუხედავად ამისა, აღნიშნული მომსახურების მომლოდინე ბენეფიციარების რაოდენობა კვლავ დიდია.931 სახელმწიფო პროგრამით სარგებლობისას, გარკვეულ პრობლემებს აწყდებიან სმენის შეზღუდვის მქონე პირები. კოხლეარული იმპლანტით უზრუნველყოფის კომპონენტში პროგრამას ჰყავს 44 მომლოდინე, ხოლო მოსარგებლე - 33 პირი. გარდა ამისა, არსებული მდგომარეობით, არ ხდება მოსარგებლეების უზრუნველყოფა კოხლეარული იმპლანტის პროცესორით, რაც აბრკოლებს დამხმარე საშუალების გამოყენებით მიღწეული შედეგის შენარჩუნებას და მდგომარეობის გაუარესებას იწვევს. რამდენიმე მუნიციპალიტეტი ფრაგმენტულად აფინანსებს კოხლეარული იმპლანტის, მეტყველების პროცესორის სახარჯ საშუალებებს (სადენი, ელემენტები, სხვა), რაც, ბუნებრივია, სმენის პრობლემების მქონე ყველა პირისთვის არ არის მისაწვდომი. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სახელმწიფო პროგრამამ სრულად უზრუნველყოს დასახელებული კომპონენტით სარგებლობა. დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ დამხმარე საშუალებებით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას დაემატა ახალი კომპონენტი - ყრუ და სმენის არმქონე შშმ პირთა ვიდეო კონფერენციის ფუნქციის მქონე ტექნიკური საშუალებით (სმარტფონი) უზრუნველყოფა, თუმცა აღნიშნული კომპონენტით გათვალისწინებულ ტექნიკურ საშუალებას 2019 წლის 931 ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის მომლოდინე ბენეფიციარების რაოდენობა შეადგენს 814 პირს. 350 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მონაცემით, 21 ადამიანი ელოდება. სახელმწიფო პროგრამა სმენის აპარატით უზრუნველყოფის პარალელურად, არ ითვალისწინებს სმენის რეაბილიტაციას. საანგარიშო პერიოდში გაიზარდა სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის ბიუჯეტი.932 მომსახურების მიმღებთა ლიმიტის ზრდის მიუხედავად, ქვეპროგრამას სერვისის ათეულობით მომლოდინე ჰყავს.933 დაბალია დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი კომპონენტის ნაწილში ჩართულ პირთა რაოდენობა. სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის შესაბამის კომპონენტებში, დღემდე არ არის უზრუნველყოფილი რთული ქცევისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების სამიზნე ჯგუფად გათვალისწინება და მათთვის საჭირო სერვისის მიწოდება. არსებული ინფორმაციით, დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, საპილოტე რეჟიმში, თბილისში 2019 წლის სექტემბრიდან საქმიანობა დაიწყო სოციალურ-პედაგოგიურმა ცენტრმა, „კომპასი“. მას შემდეგ, რაც შეფასდება ცენტრის მომსახურების დაფინანსება „სოციალური პროგრამის“ ფარგლებში. 934 ეფექტიანობა, განისაზღვრება რეაბილიტაციისა და ბავშვზე მსგავსი ზრუნვის მომსახურების სახელმწიფო გასათვალისწინებელია, რომ პროექტით ლიმიტირებულია სერვისის მოქმედების არეალი, მოსარგებლე პირთა წრე და შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციართა ასაკი. საქართველოში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული ქცევის მქონე ბავშვები კვლავ აუცილებელი თერაპიისა და რეაბილიტაციის გარეშე არიან დარჩენილები. სახელმწიფო კვლავ ვერ უზრუნველყოფს რეაბილიტაციის სერვისზე ზრდასრული შშმ პირების წვდომას. ორგანიზაციების მიუხედავად მხარდაჭერით იმისა, რომ შესაძლებელი სახელმწიფოს გახდა მხრიდან ქვეპროგრამის დონორი შესაქმნელად 932 მცირედ გაიზარდა შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტში ბენეფიციართა დღიური მომსახურების თანხა. შედარებით ხელშესახები, 30 ლარამდე ზრდა იყო ქვეპროგრამის შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტში (საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საპასუხო კორესპონდენცია №01/1451 (06.02.2020). 933 სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის 70 მომლოდინე. 934 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საპასუხო კორესპონდენცია №01/1451 (06.02.2020). 351 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 გარკვეული ნაბიჯების გადადგმა,935 ზრდასრული შშმ პირები კვლავ ვერ სარგებლობენ მათთვის აუცილებელი მომსახურებით.936 2019 წლის განმავლობაში „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში თითოეული ქვეპროგრამისთვის გამოყოფილ და გახარჯულ თანხებს შორის სხვაობის შესახებ მიღებული ინფორმაციის ანალიზის შედეგად დგინდება, რომ მთლიანად პროგრამაში გაუხარჯავი რჩება ბიუჯეტით გათვალისწინებული რამდენიმე მილიონი ლარი.937 აღნიშნული წარმოშობს ვარაუდს, რომ პროგრამები საჭიროებების კვლევაზე დაფუძნებული მიდგომით არ იგეგმება. შშმ პირთა დღის ცენტრები საანგარიშო პერიოდში გამოწვევად რჩება დღის ცენტრების მომსახურების საჭიროების მქონე ყველა პირის მოცვა ქვეყნის მასშტაბით.938 სახალხო დამცველის აპარატის მიერ 2019 წელს ჩატარებულმა მონიტორინგმა ცხადყო, რომ სერვისით მოსარგებლე პირთათვის (მათ შორის, ბავშვთათვის) ვაუჩერის გაგრძელების პროცესში არსებული ხარვეზები, სერვისის არათანაბარი გეოგრაფიული მოცვა და, რიგ შემთხვევებში, სერვისის დაბალი ხარისხი, უარყოფითად აისახება მომსახურებაში ჩართულ შშმ პირთა (მათ შორის, ბავშვთა) რაოდენობაზე. 935 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საპასუხო კორესპონდენციის თანახმად №01/1451 (06.02.2020), ზრდასრულ შშმ პირთა რეაბილიტაცია/აბილიტაციის სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შესამუშავებლად და დასაგეგმად, ემორის უნივერსიტეტმა აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან (კორპორაცია „პარტნიორები საერთაშორისო განვითარებისათვის“, თსსუ, კოალიცია „დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის) ერთად 2018 წელს დაიწყო საქართველოში ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება. პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში ფიზიკური რეაბილიტაციის პროფესიის გაძლიერების, სპეციალისტების გადამზადების, მომსახურების გაუმჯობესების, შშმ პირებისათვის დამხმარე და ტექნოლოგიური საშუალებების ხელმისაწვდომობისა და სხვა ღონისძიებების ხელშეწყობას. პროექტს ხელმძღვანელობს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 19 ნოემბრის № 01-1301/ო ბრძანებით შექმნილი მმართველი საბჭო. მიმდინარე პერიოდში თემატური სამუშაო ჯგუფები აქტიურად მუშაობენ რეაბილიტაციის თემატიკასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების შესახებ. ამასთანავე, მიმდინარე წლის თებერვლიდან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ინიციატივით, საქართველოში დაიწყება მოსამზადებელი სამუშაოები, რომელთა მიზანსაც საქართველოში რეაბილიტაციის სიტუაციური შეფასების ჩატარება და რეაბილიტაციის სტრატეგიული გეგმისა და მონიტორინგის ჩარჩოს შემუშავება წარმოადგენს. 936 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით, ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის მოთხოვნათა შესაბამისად, 2020 წლისთვის დაგეგმილია ზრდასრულებისთვის მხოლოდ სარეაბილიტაციო საჭიროებებისა და სერვისის განვითარების შესაძლებლობების განსაზღვრა. 937 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილი №04/65091 – 23.12.2019. 938 შემცირდა წინა წელთან შედარებით დღის ცენტრებში მომსახურებით უზრუნველყოფის მომლოდინე პირთა რაოდენობა. 2018 – 116 შშმ ბავშვი და 77 შშმ პირი. 2019 წელს - 100 შშმ ბავშვი და 7 შშმ პირი. 352 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 2019 წელს ქვეპროგრამის ბიუჯეტის 2 483 300 ლარით ზრდის მიუხედავად, არ მოხდა მისი მნიშვნელოვანი ნაწილის ათვისება939, რაც არასწორ განაწილებაზე მიუთითებს. ქვეპროგრამას, ცალკეულ რეგიონებში კვლავ აქვს მომლოდინეთა რიგები. გარდა ამისა, ერთ ბენეფიციარზე გათვალისწინებული დაფინანსების სიმწირის გამო, ვერ ხერხდება ცენტრების გამოცდილი და კვალიფიციური კადრებით უზრუნველყოფა. სახალხო დამცველის მიერ 2019 წელს შშმ პირთა დღის ცენტრებში ჩატარებული მონიტორინგის940 შედეგად, აღმოჩნდა, რომ მომსახურების მიმწოდებლების ნაწილი სათანადოდ არ ასრულებს სახელმწიფო პროგრამითა და სტანდარტებით დადგენილ მოთხოვნებს. არსებული სტანდარტი ცვლილებებს საჭიროებს, კერძოდ, სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამასთან, ასევე, მოქმედ საკანონმდებლო რეგულაციებთან941 შესაბამისობაში მოყვანას. მონიტორინგმა, სერვისის სხვა ხარვეზებთან ერთად, გამოავლინა, რომ ბენეფიციარებს არ მიეწოდებათ ინდივიდუალურ საჭიროებებზე, ფუნქციონალურ შესაძლებლობებსა და შეზღუდვებზე მორგებული სპეციალისტების დეფიციტი, მომსახურება. მწვავედ განსაკუთრებით, გამოიკვეთა რეგიონებში, კვალიფიციური ასევე, ძალადობის გამოვლენის, კვალიფიცირებისა და რეაგირების მხრივ არსებული მნიშვნელოვანი ხარვეზები. პრობლემას წარმოადგენს დღის ცენტრების ფიზიკური გარემო, რომლის გარე და შიდა ინფრასტრუქტურა არ არის სრულად მისაწვდომი შშმ პირებისთვის. სახელმწიფო დროულად არ აახლებს ვაუჩერს, რაც იწვევს სერვისის წყვეტას თვეების განმავლობაში. 22.3. განათლების უფლება ხარისხიანი ინკლუზიური განათლების რეალიზება კვლავ გამოწვევად რჩება როგორც ადრეული და სკოლამდელი აღზრდის, ისე ზოგადი, პროფესიული და უმაღლესი განათლების საფეხურზე. ადგილობრივი თვითმმართველობებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ირკვევა, რომ პრობლემაა ინკლუზიური სკოლამდელი აღზრდისა და განათლების კუთხით არსებული საჭიროებების სრულყოფილად შესწავლა, შესაბამისი ფინანსური სახსრების მობილიზება, ინფრასტრუქტურის/სასწავლო 942 პერსონალის რესურსების მისაწვდომა, ინკლუზიის მხარდამჭერი სკოლამდელი აღზრდის პროცესში ჩართვა და არსებული პერსონალის 939 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილი №04/65091 – 23.12.2019. N15855/19. 940 მონიტორინგი ჩაატარა შშმ პირთა უფლებების დეპარტამენტმა, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრების მონაწილეობით, 2019 წლის 30 ოქტომბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით, თბილისსა და რეგიონებში მდებარე 26 დღის ცენტრში. 941 მათ შორის, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან. 942 მაგ.: სპეციალური პედაგოგი, ოკუპაციური თერაპევტი, ფსიქოლოგი, ენისა და მეტყველების თერაპევტი და სხვ. 353 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 გადამზადება.943 მიუხედავად „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დაწესებული მოთხოვნისა, საკონსულტაციო საბჭო ფუნქციონირებს მხოლოდ 22 მუნიციპალიტეტში.944 საანგარიშო პერიოდში მომზადდა „სკოლამდელი განათლების საფეხურიდან ზოგადი განათლების საფეხურზე დაწყებითი განათლების საფეხურზე ტრანზიციის მოდელის“ სამუშაო ვერსია, ასევე, „ადრეული ინკლუზიური განათლების ჩარჩო დოკუმენტის“ სამუშაო ვერსია.945 შესაბამისად, მნიშვნელოვანია პროცესების დაჩქარება, ინკლუზიური ადრეული და სკოლამდელი განათლების კუთხით უწყებებს შორის კომპეტენციათა დროულად გასამიჯნად და საკითხების დეტალურად მოსაწესრიგებლად. აღსანიშნავია „ადრეული და სკოლამდელი საქართველოს კანონში შესული აღზრდისა ცვლილება.946 კერძოდ, და განათლების შესახებ“ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ვალდებულებად განისაზღვრა ბავშვისთვის საკუთარი უფლებებისა და დაცვის მექანიზმების შესახებ ინფორმაციის მისი ასაკისა და ინდივიდუალური შესაძლებლობების შესაბამისად, 947 საშუალებებით მიწოდება. ბავშვისთვის ხელმისაწვდომი კომუნიკაციის ამოქმედების ვადად განსაზღვრულია 2020 წლის 1 ივნისი. რაც შეეხება ზოგად განათლებას, 2 100 საჯარო სკოლიდან, ინკლუზიური განათლება მხოლოდ 1 400-მდე სკოლაში დაინერგა.948 სერიოზულ პრობლემად რჩება ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი შშმ ბავშვების მოძიება და საგანმანათლებლო პროცესში ჩართვა. დღეის მდგომარეობით, სსსმ მოსწავლეები ირიცხებიან საჯარო სკოლების მხოლოდ 67%-ში.949 გამოწვევას წარმოადგენს როგორც ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილ, ისე სასწავლო პროცესში ჩართულ შშმ მოსწავლეებთან დაკავშირებით დეტალური სტატისტიკის წარმოება. გადამზადების კუთხით, პოზიტიურად უნდა შეფასდეს სიღნაღის მუნიციპალიტეტში 2019 წელს ინკლუზიურ განათლებასთან დაკავშირებული ტრენინგების ჩატარება ყველა არსებული ბაგა-ბაღის აღმზრდელ-თანაშემწეებთან. პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალმა პროფკავშირმა ასპინძის მუნიციპალიტეტში ჩაატარა ტრენინგი შშმ აღსაზრდელთა სათანადო მიდგომების შესახებ. 2019 წელს ასევე ჩატარდა ინკლუზიური განათლების ტრენინგი დედოფლისწყაროში ბაგა-ბაღების თანამშრომელთათვის (აღმზრდელი, აღმზრდელის თანაშემწე) და გაერთიანების მეთოდისტებისთვის. 944 სახალხო დამცველის აპარატს აღნიშნული ინფორმაცია მხოლოდ 43 მუნიციპალიტეტიდან მოეწოდა. ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალიტეტები საკონსულტაციო საბჭოს შექმნას ძირითადად 2020 წელს გეგმავენ. 945 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კორესპონდენცია MES 943 2 20 00016464-10.01.2020. 946 კანონის ცვლილება ხელმისაწვდომია: <https://bit.ly/39ad7Xw > [ბოლოს ნანახია: 10.03.2020] 947 „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, მუხ. 17, ნაწილი 2, პუნქტი ვ. დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2ttUZZh> [ბოლოს ნანახია 10.03.2020]. 948„ინკლუზიური განათლების მხარდამჭერი სერვისების გაუმჯობესება“. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კვლევა. გვ. 18. 949 იქვე, გვ. 16. 354 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სახალხო დამცველის აპარატმა გამოითხოვა ინფორმაცია950 2019 წელს ანგარიშში, „ინკლუზიური რეკომენდაციების განათლება შესრულების საპილოტე თაობაზე. საჯარო შემოწმების გამოქვეყნებულ სკოლებში“951, შედეგები ასახული ცხადყოფს, რომ სკოლებში კვლავ გამოწვევად რჩება მოსწავლეთა რთული ქცევის მართვის შესაბამისი მექანიზმების დანერგვა, სკოლების რესურსების მისაწვდომობის გარე და შიდა ინფრასტრუქტურის/სასწავლო უზრუნველყოფა, ინკლუზიური განათლების სპეციალისტების დაქირავება და მათი სათანადო ანაზღაურება, სსსმ (შშმ) მოსწავლეების საგანმანათლებლო საჭიროებების დაკმაყოფილებისთვის სკოლების პერსონალისა და მშობლების სათანადო მზაობა, დაწესებულებების გარე და შიდა მონიტორინგის ეფექტიანი სისტემის ფუნქციონირება. საგანგებოდ უნდა აღინიშნოს, რომ გაცემული რეკომენდაციის მიუხედავად, ყველა სკოლაში არ გაუწერიათ ინკლუზიური განათლების დანერგვის/განხორციელების სამოქმედო გეგმა, რაც, თავის მხრივ, აბრკოლებს ერთიანი ხედვის შემუშავებას და თანმიმდევრული ნაბიჯების გადადგმას. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველის რეკომენდაციის საფუძველზე,952 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის ინკლუზიური განვითარების სამმართველომ შეიმუშავა „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და მონიტორინგის წესების, აგრეთვე, სპეციალური იდენტიფიკაციის საგანმანათლებლო მექანიზმში“ შესატანი საჭიროების მქონე ცვლილებების მოსწავლეთა პროექტი, რომელიც მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ მოსწავლის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების შეფასებაზე უარის თქმის შემთხვევაში, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198¹ მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილი წესით, მოსწავლის ფაქტობრივი ადგილსამყოფლის მიხედვით მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოსათვის მიმართვას ითვალისწინებს.953 რაც შეეხება სპეციალიზებული განათლების სისტემას, განსაკუთრებით აღსანიშნავია №202 საჯარო სკოლის (უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონი) მონიტორინგის შედეგად გაცემული რეკომენდაციების შესრულების ტენდენცია.954 პოზიტიურად უნდა შეფასდეს დირექციის ცვლილება სკოლაში. რაც შეეხება სხვა საკითხებს, მიღებულმა ინფორმაციამ955 950 კორესპონდენცია №09-2/9-03.01.2020. 951 ანგარიში ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2TfFa2u> [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. დეტალური ინფორმაციისთვის იხილეთ „ინკლუზიური განათლება საპილოტე საჯარო სკოლებში“ ანგარიში. გვ.14, დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/31xP2qT >[ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 953 იგულისხმება შემთხვევა, როდესაც მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ უარის პირველადი 952 გაცხადებიდან დაკავშირებული 1 თვის განმავლობაში, სიძნელეები, კვლავ ვლინდება მშობლის/კანონიერი მოსწავლის წარმომადგენლის მხრიდან განმეორებითი სწავლასთან უარი კი, შეფასებაზე, აფერხებს ბავშვის განვითარებას. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კორესპონდენცია MES 2 20 00016464-10.01.2020. 954 სსიპ თბილისის №202 საჯარო სკოლის უსინათლო ბავშვთა სკოლა-პანსიონის მონიტორინგის ანგარიში. 2018 წელი. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2GYfVLf >[ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 955 კორესპონდენცია MES82000042083-17.01.2020. 355 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ცხადყო, რომ სკოლა-პანსიონის ინფრასტრუქტურა კვლავ არ არის სრულყოფილად მისაწვდომი მოსწავლეებისთვის.956 ამასთან, საკმარისი ფინანსური სახსრების არქონის გამო, სკოლა ვერ ახერხებს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოსწავლეთა აბილიტაციისა და რეაბილიტაციის კუთხით მუშაობას. პრობლემად რჩება სწავლების პროცესში სათანადო რაოდენობის სპეციალისტების მონაწილეობა. მათ შორისაა: ოკუპაციური თერაპევტი, მობილობის ტრენერი, სსსმ მოსწავლის ასისტენტი, აღმზრდელის თანაშემწე და სხვ. 22.4. მისაწვდომობა ეროვნულ დონეზე გამოწვევად რჩება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მისაწვდომობა როგორც ფიზიკურ გარემოზე, ისე სერვისებსა და ინფორმაციაზე. ადგილობრივი თვითმმართველობებიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად, მუნიციპალურ დონეზე სირთულეს წარმოადგენს მისაწვდომობასთან დაკავშირებით არსებული საჭიროებების სრულყოფილად შესწავლა/შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავება და გაუმჯობესებული ფიზიკური გარემოს მაჩვენებელი სტატისტიკის წარმოება.957 ნეგატიურად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ მიუხედავად სახალხო დამცველის რეკომენდაციისა,958 ყველა მუნიციპალიტეტში არ შემუშავებულა ეროვნული სამოქმედო გეგმა შშმ პირთათვის კონკრეტული ფიზიკურ ღონისძიებების, გარემოზე მისაწვდომობის უზრუნველსაყოფად, პასუხისმგებელი უწყებების, შესრულების ვადების, დაფინანსების კომპონენტის და შედეგების იმ ინდიკატორების მითითებით, რომელთა გაზომვაც შესაძლებელია. პრობლემას წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის როგორც აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების დაწესებულებების, ისე სხვა საჯარო დაწესებულებების მისაწვდომობა. 2019 წელს ჩატარებული კვლევით, რომლის ფარგლებშიც შეფასდა სასამართლოების მისაწვდომობა ფიზიკური ან/და სენსორული შეზღუდვის მქონე პირებისთვის, გამოვლინდა, რომ მხოლოდ რამდენიმე სასამართლო შენობაშია ხელმისაწვდომი სერვისები ფიზიკური შეზღუდვის მქონე პირებისათვის, თუმცა, სენსორული შეზღუდვის მქონე პირებისათვის, თითქმის არცერთი შენობა არ არის 956 პოზიტიურად უნდა შეფასდეს ის გარემოება, რომ მომზადდა სსიპ - ქალაქ თბილისის №202 საჯარო სკოლის გამაგრების, რესტავრაციისა და რეაბილიტაციის პროექტი. ხოლო, შემუშავებული პროექტის შესაბამისად სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება 2020 წლის სამოქმედო გეგმით იქნა გათვალისწინებული. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს კორესპონდენცია MES 2 20 00016464-10.01.2020. 957 ამ მხრივ გამონაკლისია ბაღდათის, მცხეთის, საგარეჯოს, ხობის მუნიციპალიტეტები. სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ფიზიკური გარემოს მისაწვდომობის ხარვეზები.“ 2018 წელი. დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: <https://bit.ly/39etaU1>[ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 958 356 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მისაწვდომი. სასამართლო შენობების პანდუსების თითქმის სრული უმრავლესობა, ასევე შიდა და გარე კიბეები, არ აკმაყოფილებს მისაწვდომობის სტანდარტს. შეზღუდულია თავად პანდუსების რაოდენობაც. მონიტორინგმა ცხადყო, რომ მისაწვდომობის აუდიტის პროცესში ჩართული აკმაყოფილებდა. 65 შენობიდან, მინიმალურ სტანდარტს, მხოლოდ 7 (4%) 959 წინ გადადგმულ ნაბიჯად უნდა შეფასდეს „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში“, ასევე, „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილებების შეტანა.960 სდასსკ-ში განხორციელებული ცვლილებებით, ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების გაუთვალისწინებლობისთვის, საჯარიმო სანქციები გაიწერა.961 თავად ჯარიმების ოდენობა ქმედების ჩადენის ადგილისა და შენობის კლასის მიხედვით განისაზღვრა. ამასთან, ყველაზე მნიშვნელოვან მიღწევად უნდა შეფასდეს უნივერსალური დიზაინის სტანდარტების პრინციპებისა და „მისაწვდომი და გამოყენებადი შენობები და ობიექტების“962 გათვალისწინებით საქართველოს მთავრობისთვის „ტექნიკური რეგლამენტის - მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტების“ დამტკიცების ვალდებულება, რაც 2020 წლის 12 მაისამდე უნდა განხორციელდეს. საქართველოს მთავრობას ასევე დაევალა 2021 წლის 14 ივნისამდე „მისაწვდომობის ეროვნული გეგმის“ დამტკიცება. აღნიშნულიდან გამომდინარე, აშენებული და მშენებარე საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტები მოყვანილ უნდა იქნას შესაბამისობაში ტექნიკური რეგლამენტისა და ,,მისაწვდომობის ეროვნული გეგმის“ მოთხოვნებთან. შესრულების ვადები დასახელებული რეგლამენტისა და ეროვნული გეგმის მიხედვით განისაზღვრება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ აუცილებელია, დასახელებული გეგმა შშმ პირებისა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მაქსიმალური მონაწილეობით შემუშავდეს. „სასამართლო შენობების მისაწვდომობის შეფასება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის“. 2019 წელი. ანგარიში მოამზადა ორგანიზაციამ, „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“. დოკუმენტი ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/31ykFR1>გვ. 29. 960 კანონპროექტი მიზნად ისახავს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის შეიქმნას სივრცის მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების მარეგულირებელი კანონმდებლობა, გახდეს იგი თანმიმდევრული და განჭვრეტადი, ამ მოთხოვნათა დარღვევისთვის დადგინდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, განისაზღვროს მის აღსრულებაზე უფლებამოსილი ორგანო და აღსრულების ეფექტიანი მექანიზმები. 961 გარდა ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლებისა. 962 ICCA 117.1. 959 357 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 რაც შეეხება „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს“, შეიცვალა 178¹ მუხლის რედაქცია,963 ამოღებულ იქნა 178² მუხლი და 239-ე მუხლის 45-ე ნაწილი. ცვლილებები შევიდა 211-214 მუხლებში და შეიცვალა აღსრულებაზე პასუხისმგებელი უწყება.964 ამ პოზიტიური შესაძლებლობის ცვლილებების მიუხედავად, გამოწვევად მქონე ინფორმაციის, კომუნიკაციის პირების რჩება შეზღუდული საშუალებებსა და სხვადასხვა მომსახურებებზე წვდომისთვის აუცილებელი პირობების შექმნა, რაც ასევე ნორმატიულ დონეზე დეტალურ დარეგულირებას მოითხოვს. 22.5. ჯანმრთელობის უფლება ქვეყანაში მოქმედი ჯანმრთელობის დაცვის სისტემა ვერ პასუხობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებს. პრობლემაა ჯანდაცვის სერვისების როგორც ფინანსური, ისე სამედიცინო დაწესებულებების ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა და პერსონალის კვალიფიკაცია. პრობლემურია კადრების გადამზადება შშმ პირთა მომსახურების სპეციფიკასთან დაკავშირებით, ისევე როგორც საავადმყოფოების შესაბამისი ადაპტირებული ტექნიკით აღჭურვა.965 საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილე შშმ პირების, განსაკუთრებით, შშმ ქალების ჩართულობის დაბალი მაჩვენებელი იმ დამატებით წინაღობებზე მეტყველებს, რასაც ისინი ჯანდაცვის სერვისებზე წვდომისას აწყდებიან.966 სერვისების 963 აღნიშნული მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ტრანსპორტითა და სატრანსპორტო კომუნიკაციებით სარგებლობისთვის აუცილებელი პირობების შექმნისგან თავის არიდება გამოიწვევს დაჯარიმებას: ა) აეროპორტის ოპერატორის/ავიაგადამზიდველის/მომსახურე ავია-გადამზიდველის - 1500-დან 2000 ლარამდე; ბ) საზღვაო ნავსადგურები/ტერმინალების - 3000-დან 5000 ლარამდე; გ) საავტომობილო და სარკინიგზო ტრანსპორტით მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის მომსახურების (სატრანსპორტო საშუალებებში, რკინიგზის და ავტოსადგურებში) გაწევის სფეროში მოქმედი პირის - 500 ლარით. 964 კერძოდ, აღსრულებაზე პასუხისმგებელ უწყებებად განისაზღვრა: საქართველოს რკინიგზის შესაბამისი ორგანოები, საავტომობილო საზღვაო ტრანსპორტისა და ტრანსპორტის ორგანოები, ელექტროტრანსპორტის სამოქალაქო ორგანოები. ავიაციის დასახელებული სააგენტო, კანონის ამოქმედებამდე (2020 წლის 12 მაისი) საჰაერო, საზღვაო, სარკინიგზო და სახმელეთო ტრანსპორტის მესაკუთრის საკუთრებაში „მისაწვდომობის ეროვნული არსებული ტრანსპორტი უნდა გეგმის“ მოთხოვნებს. შესრულების მიესადაგოს კანონმდებლობისა ვადები კი და განისაზღვრება „მისაწვდომობის ეროვნული გეგმის“ მიხედვით. გეგმის შემუშავების ვადად განისაზღვრა 2021 წლის 14 ივნისი. 965 იხ. ა/ო ხელმისაწვდომი გარემო ყველასთვის ანგარიში - „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სამედიცინო და სარეაბილიტაციო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობა საქართველოში“, (2018), გვ. 9. ინფორმაცია ხელმისაწვდომია <http://bit.ly/jandacvismisawvdomoba > [ბოლოს ნანახია 06.03.2020]. 966იხ. თემატური მოკვლევა „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ქალებისა და გოგონებისთვის ჯანდაცვის სერვისების მისაწვდომობის შესახებ“ (2019), საქართველოს პარლამენტი. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < http://bit.ly/2v40XAIqaltajandacva >[ბოლოს ნანახია 15.03.2020]. 358 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 დამოუკიდებლად მიღების შეუძლებლობის გამო, უმეტეს შემთხვევაში, ირღვევა სამედიცინო მომსახურების გაწევის კონფიდენციალობა. ფსიქიკური ჯანმრთელობა ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირები, ფსიქიკური ჯანდაცვის სერვისზე წვდომის კუთხით, დამატებით ბარიერებს აწყდებიან. ამ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სფეროში ისეთი მნიშვნელოვანი პოლიტიკის დოკუმენტის ეფექტიან და დროულ აღსრულებაზე, როგორიცაა „ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტი და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმა“.967 ფსიქიკური ჯანმრთელობის მონიტორინგის შედეგები განვითარების სამოქმედო გეგმის შესრულების საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის აპარატის მიერ ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებების შესრულების მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროს ბიუჯეტის ყოველწლიური ზრდის დადებითი ტენდენციის მიუხედავად, პრაქტიკაში გეგმა დროულად და ეფექტიანად არ სრულდება. 2019 წლის მდგომარეობით, კვლავ არ შემუშავებულა ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა სუიციდის პრევენციის სტრატეგია.968 მაღალი რჩება 6 თვეზე მეტხანს სტაციონირებულ პაციენტთა რაოდენობა. 969 წინსვლა არ შეინიშნება ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე პირთა სოციალურ ინტეგრაციასა და რეაბილიტაციაზე დაფუძნებული სერვისების განვითარების მიმართულებით. ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ხასიათდება, განვითარებას. კომპონენტის თუმცა მისი ბიუჯეტი ოდენობა 970 ფსიქოსოციალური 2018-2020 ვერ წლებში ზრდის უზრუნველყოფს რეაბილიტაციის ტენდენციით სერვისის ცენტრების (კვლავ ეფექტიან 3 ცენტრი ფუნქციონირებს) დაფინანსება ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის 967 საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №762 დადგენილება ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის და 2015-2020 წლის სამოქმედო გეგმის“ დამტკიცების შესახებ. ხელმისაწვდომია : <https://bit.ly/33WZXvq > [ბოლოს ნანახია 06.03.2020]. 968 სტრატეგიის შემუშავების პროცესი ჯერ კიდევ 2018 წელს დაიწყო და დღემდე არ დასრულებულა. გეგმა პროგრამის ამოქმედებას 2016 წლიდან ითვალისწინებდა. 969 2019 წლის ნოემბრის ჩათვლით სტაციონარში გატარებული 7723 შემთხვევიდან, სტაციონარში 6 თვეზე მეტხანს ჰოსპიტალიზების 1067 შემთხვევაა აღნუსხული. ამასთან, 2019 წლის განმავლობაში სტაციონარიდან გაწერილი 9567 პაციენტიდან დაწესებულებაში 6 თვეზე მეტხანს მყოფი 68 პაციენტი გაეწერა, რაც გაწერილ პაციენტთა მხოლოდ 0.7%-ს შეადგენს. 970 2017 წელს შეადგენდა 77.8 ათას ლარს, 2019 წელს - 88.0 ათას ლარს, ხოლო 2020 წელს - 101 ათასი ლარს. 359 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ბიუჯეტის მხოლოდ 0.4%-ს შეადგენს,971 რაც არ იძლევა ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრების რაოდენობის ზრდის შესაძლებლობას.972 სახალხო დამცველის რეკომენდაციის973 მიუხედავად, ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით გამოწვეული აშლილობების დროულად ეფექტიანად გამოვლენა და კვლავ პრობლემად ფსიქიკური და ამ რჩება და ქცევითი პირთა სათანადო ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური სერვისებით უზრუნველყოფა. მდგომარეობა უცვლელია ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების (როგორც ნებაყოფლობითი, ისე არანებაყოფლობითი) მიმღებ პირთა მიერ საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის ორგანიზების კუთხით, რაც, აღნიშნულ პირებს, ხშირ შემთხვევაში, აუცილებელი სერვისის გარეშე ტოვებს. 2019 წელს გარკვეული ნაბიჯები გადაიდგა ფსიქიატრიის სფეროს მარეგულირებელი ეროვნული კანონმდებლობის მიმართულებით. მომზადდა საერთაშორისო „ფსიქიატრიული სტანდარტებთან დახმარების შესახებ“ ჰარმონიზების საქართველოს კანონში შესატანი ცვლილებების პაკეტი, თუმცა მათი დამტკიცება დროში ჭიანურდება.974 კვლავ პრობლემად რჩება სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიმღებ პირთა მხრიდან მკურნალობის ჩატარებაზე თანხმობის განცხადებისას გამოვლენილი ნების ნამდვილობის საკითხი. პაციენტთა უმეტესობის მიერ სტაციონარული ფსიქიატრიული დახმარების მიღებაზე თანხმობის გაცხადება, როგორც წესი, სათანადო ინფორმაციის მიუწოდებლად ხდება და ფორმალურ ხასიათს ატარებს.975 უცვლელია ფსიქიატრიის დარგის ადამიანური რესურსების უზრუნველყოფის კუთხით არსებული მდგომარეობა.976 კომპლექსური ზომები აუცილებელია დარგის სახელმწიფომ სპეციალისტების, მათ მიიღოს ქმედითი და შორის, ფსიქიატრების, 971 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტოს საპასუხო კორესპონდენცია №01/2147 (19.02.2020). 972 აღნიშნული გეგმის თანახმად, ჯერ კიდევ 2017 წლით განსაზღვრულ მიზანს წარმოადგენდა. 973 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ (2019) გვ. 280. ინფორმაცია ხელმისაწვდომია <https://bit.ly/2wt4fhR> [ბოლოს ნანახია 06.03.2020]. 974 სახალხო დამცველის აპარატი გაეცნო მომზადებულ ცვლილებებს და საქართველოს პარლამენტს მათთან დაკავშირებით, წინადადება წარუდგინა. 975 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის - „შპს აკად. ბ. ნანეიშვილის სახელობის ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონიტორინგის“ თემატური ანგარიში, (2019), გვ. 18. ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2OCiirf > [ბოლოს ნანახია 06.03.2020] და საქართველოს სახალხო დამცველის „შ.პ.ს. აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის“ - ბედიანის ფსიქიატრიული კლინიკის ვიზიტის შემდგომი ანგარიში. (2019), გვ. 15. ინფორმაცია ხელმისაწვდომია <https://bit.ly/388BeWr > [ბოლოს ნანახია: 06.03.2020]. 976 დღეის მდგომარეობით, სფეროში დასაქმებულია 279 ფსიქიატრი, 20 ბავშვთა ფსიქიატრი, 50 მოზრდილთა და 14 ბავშვთა ფსიქოთერაპევტი, 303 ფსიქიატრიის ექთანი. 360 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ფსიქოთერაპევტების, ფსიქიატრიის ექთნების, სოციალური მუშაკების რაოდენობის გასაზრდელად. საანგარიშო პერიოდში ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისკენ, დამოკიდებულების შეცვლისა და სტიგმის შემცირებისკენ მიმართული აქტივობები ვერ უზრუნველყოფს ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მიზნის მიღწევას.977 გრძელვადიანი და მოკლევადიანი სტრატეგიები ჯერაც არ შემუშავებულა. დადებითად უნდა შეფასდეს სათემო სერვისების ზრდის ტენდენცია.978 2019 წელს საგრძნობლად გაიზარდა (11-დან 31-მდე) სათემო მობილური გუნდების რაოდენობა და გეოგრაფიული დაფარვის არეალი. პოზიტიურად შეიცვალა ჰოსპიტალური და თემზე დაფუძნებული სერვისების დაფინანსების თანაფარდობა.979 აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მნიშვნელოვანია ამ სერვისების ხარისხის მონიტორინგი და შეფასება. ასევე მნიშვნელოვანია, გაგრძელდეს ამბულატორიული/სათემო სერვისების გაფართოების ტენდენცია, რათა შესაბამისი საჭიროების მქონე პირებისთვის უზრუნველყოფილ იქნას უწყვეტი მომსახურება.980 საანგარიშო პერიოდში არ დამტკიცებულა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგია. 2018 წლიდან დღემდე, მიმდინარეობს სერვისების გეოგრაფიული განლაგების კვლევა, რომელიც საფუძვლად უნდა დაედოს სტრატეგიის შემუშავებას. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო დგამს გარკვეულ ნაბიჯებს დიდი ზომის ფსიქიატრიული დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის მიმართულებით.981 სახალხო დამცველი 977 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ინფორმაციით, (წერილი №1134/20).2019 წელს, სახელმწიფო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამის, „ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის კომპონენტი“, ფარგლებში, შემუშავდა საგანმანათლებლო სახის მასალები ინკლუზიის და თემზე დაფუძნებული მიდგომების, სერვისების შესახებ არსებული კვლევებისა და მიგნებების შესახებ. 978 2019 წელს, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის გაზრდილი ბიუჯეტის ფარგლებში 23%-ით გაიზარდა სათემო ამბულატორიული მომსახურების, ხოლო 123%-ით - თემზე დაფუძნებული მობილური გუნდების მომსახურების კომპონენტების ბიუჯეტი. 979 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს საპასუხო წერილის №1134/20 თანახმად, 2019 წლის მონაცემით, აღნიშნული თანაფარდობა შეადგენს 42/58%-ს. გეგმით გათვალისწინებული თანაფარდობაა 50/50). 980 2019 წლის განმავლობაში (ნოემბრის ჩათვლით), თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის კომპონენტის ფარგლებში მოსარგებლე პირთა რაოდენობამ შეადგინა 923 პირი. სტაციონარიდან გაწერის შემდეგ თემზე დაფუძნებული მობილური გუნდის კომპონენტის ფარგლებში სერვისის მისაღებად მიმართვის შემთხვევების რაოდენობამ შეადგინა 216. 981 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ცნობით (წერილი №1134/20), 2020 წელს, რუსთავსა და ბათუმში იგეგმება 24 ბენეფიციარზე გათვლილი გრძელვადიანი ტიპის საცხოვრისის ამოქმედება. ასევე ქუთაისში, ფოთსა და 361 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მიესალმება ყველა იმ პრაქტიკულ გადაწყვეტილებას, რომელიც პაციენტთა მდგომარეობის გაუმჯობესებისა და ქვეყანაში თანამედროვე, თემზე დაფუძნებული სერვისის განვითარებისკენ იქნება მიმართული, თუმცა პროცესის კონკრეტული სტრატეგიის გარეშე წარმართვა დეინსტიტუციონალიზაციის არასწორი მიმართულებით განვითარების რისკებს შეიცავს. ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებების მონიტორინგი ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ქალები განსაკუთრებით მოწყვლადი კატეგორიაა. ისინი ჯანმრთელობის უფლების დარღვევის მომეტებული რისკის ქვეშ არიან. სახალხო დამცველის მიერ 2019 წელს ჩატარებული მონიტორინგის982 შედეგად გამოვლინდა მთელი რიგი სისტემური და ცალკეული ხარვეზები ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში მყოფ ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის დაცვის მიმართულებით. კერძოდ, მონიტორინგმა ცხადყო, რომ მიუხედავად ქალთა უფლებების დაცვის მიზნით სახელმწიფოს მხრიდან ნაკისრი ვალდებულებებისა, საქართველოში სფეროს მარეგულირებელ ნორმატიულ აქტებსა და ეროვნულ გაიდლაინებში პრაქტიკულად გამორჩენილია ინსტიტუციებში მცხოვრებ შშმ ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხები. ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში სახელმწიფოს მიერ აღიარებული კლინიკური პრაქტიკული სახელმძღვანელოები, ე.წ. ეროვნული გაიდლაინები, მოძველებულია და საჭიროებს განახლებას. ქვეყანაში არ არის დანერგილი გზამკვლევი, რომელიც ხელს შეუწყობს ორსულობისა და ლოგინობის ხანაში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ქალის მკურნალობასა და მოვლას. ფსიქიატრიულ სტაციონარულ და სახელმწიფო ზრუნვის სექსუალური და რეპროდუქციული დაწესებულებებში ჯანმრთელობის არ ხდება მდგომარეობის ქალის შეფასება ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებამდე და მისი მონიტორინგი მკურნალობის პროცესში. დაწესებულებებში ხანგრძლივი დროით მოთავსებულ ქალთათვის გინეკოლოგიური მომსახურება არ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი. ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემის მქონე ქალები არ არიან ჩართული დაავადებათა ადრეული გამოვლენის სახელმწიფო სკრინინგ პროგრამაში (გარდა C ჰეპატიტის სკრინინგისა). აივ ინფექციასა და სიფილისურ ინფექციაზე ტესტირებას არ აქვს სისტემური ხასიათი. ასევე, მკვეთრად დაბალია პაციენტების/ბენეფიციარების ცოდნა მათი სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობისა და უფლებების შესახებ, მათ შორის, ფსიქოტროპული წამლების ზეგავლენის შესახებ, სექსუალურ და რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე. გამოწვევას წარმოადგენს დაწესებულებების ადმინისტრაციისა და სენაკში იგეგმება 4 საცხოვრისის აშენება. მიმდინარე წელს ასევე დაგეგმილია მცირე ტიპის საოჯახო სახლების (6 ბენეფიციარზე გათვლილი) დაფინანსება. 982 იხ. საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში - „ქალთა სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების დაცვის მდგომარეობა ფსიქიატრიულ და სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებებში“, (2019). 362 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 პერსონალის მხრიდან პაციენტთა შორის ძალადობის, მათ შორის, სავარაუდო სექსუალური ძალადობის ფაქტების გამოვლენა. 22.6. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში სახალხო დამცველი ყოველწლიურ ანგარიშებში მუდმივად ამახვილებდა ყურადღებას იმ ბარიერებზე, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის პროცესში ექმნებათ. ვითარება არც საანგარიშო პერიოდში გაუმჯობესებულა. ქვეყანაში არ არის შექმნილი შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის ხელშემწყობი გარემო-პირობები, როგორიცაა, მათ შორის, სათანადო წვდომა ინფრასტრუქტურაზე, დამხმარე სერვისებზე, ინფორმაციასა და კომუნიკაციის საშუალებებზე. კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს ინკლუზიური გარემოს შექმნას, აქტიური და პასიური საარჩევნო უფლებების რეალიზების გარანტიებს, საარჩევნო უფლებების დარღვევისას საჩივრების შეტანის და განხილვის მისაწვდომ მექანიზმებს. გათვალისწინებული არ არის დახურულ დაწესებულებებში მყოფ შშმ პირთა არჩევნებში მონაწილეობის ხელშეწმყობი ღონისძიებები. შშმ პირთა მოსაზრებით, პოლიტიკური პარტიები არ ინტერესდებიან შშმ პირთა უფლებებით, ვერ ხედავენ მათ, როგორც ამომრჩევლებს და ამ საკითხზე არც პოლიტიკური პარტიების შიგნით და არც მათ შორის არ არსებობს ინფორმაციის გაცვლა ან/და დისკუსია. პოლიტიკური სუბიექტების პროგრამები ძირითადად არ არის აღქმადი და ხელმისაწვდომი შშმ პირებისთვის. არსებული რეგულაციები ასევე არ ითვალისწინებს ინკლუზიური გარემოს ხელშემწყობ ზომებს საჯარო სამსახურში შშმ პირთა შესვლის თანაბარი შესაძლებლობებისთვის. შშმ პირებისთვის მისაწვდომი არ არის საჯარო მოხელეთა სასერტიფიკატო გამოცდების ჩაბარება, გამოცდისთვის მოსამზადებელი ლიტერატურა, არც საჯარო სამსახურის ბიუროს ვებგვერდი. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე ადგილობრივი საბჭოები შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნა/ამოქმედებასა და ამ პროცესში შშმ პირთა და მათი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების ჩართულობის983 კუთხით 983 საქართველოს მთავრობის 2018 წლის 17 აპრილის №182 დადგენილებით დამტკიცებული 2018-2020 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის გარდა, საბჭოების შექმნა/ამოქმედებას 2010 წლიდან, ითვალისწინებდა ქვეყანაში მოქმედი სხვადასხვა სამოქმედო სამთავრობო გეგმა. 363 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 არსებული მდგომარეობის შესწავლისას984 გამოიკვეთა, რომ წინ გადადგმული ნაბიჯების მიუხედავად, გამოწვევად რჩება სათათბირო ორგანოების ეფექტიანად ფუნქციონირების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში985 შექმნილია საბჭო, მის წევრებს არ აქვთ საკმარისი ცოდნა და კვალიფიკაცია შშმ პირთა უფლებებსა და სახელმწიფოს მიერ გაეროს კონვენციით986 ნაკისრ ვალდებულებებზე. გარდა ამისა, პრობლემურია გადაწყვეტილების მიღების პროცესში უშუალოდ შშმ პირთა თემის ჩართულობა, რაც შეიძლება ინფორმირებულობით გამოწვეული საბჭოების არსებობის იყოს როგორც თაობაზე, მათი ისე ნაკლები ადგილობრივი წარმომადგენლობითი ორგანიზაციების სიმცირით. საბჭოების არაეფექტიანად ფუნქციონირებაზე ასევე მიუთითებს ჩატარებული სხდომების რაოდენობა987 და განხილული საკითხების/წინადადებების ერთფეროვნება988, რაც, თავის მხრივ, მიანიშნებს იმაზე, რომ ადგილობრივ თვითმმართველობებში არ ხდება შშმ პირთა საჭიროებების სათანადო კვლევა. შესაბამისად, მუნიციპალიტეტების მიერ გატარებული ღონისძიებები არ არის ეფექტიანი და შშმ პირთა ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული. სახალხო დამცველის გასული წლების რეკომენდაციების მიუხედავად, ზოგ მუნიციპალიტეტში კვლავ არ შექმნილა შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე საბჭოები989. რამდენიმე მუნიციპალიტეტში კი, 2019 წლის განმავლობაში არ გამართულა საბჭოს სხდომები990. 22.7. შშმ ბავშვთა სამზრუნველო დაწესებულებების დეინსტიტუციონალიზაციის პროცესი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების დიდი ზომის სამზრუნველო დაწესებულებათა დეინსტიტუციონალიზაციას 2014 წლიდან ითვალისწინებს ქვეყანაში 984ინფორმაცია გამოვითხოვეთ 64 მუნიციპალიტეტიდან. შეხვედრები ჩატარდა სიღნაღის, ამბროლაურის, ბათუმის, მესტიის, ოზურგეთისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში. 985 2019 წლის მდგომარეობით, საბჭო შექმნილია 55 მუნიციპალიტეტში. 986 გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენცია. 987 გამონაკლისი შემთხვევების გარდა (5 სხდომა - ზუგდიდი, ასპინძა; 4 სხდომა - ოზურგეთი, ბაღდათი, სიღნაღი, შუახევი, ცაგერი; 3 სხდომა - ონი, საჩხერე, ფოთი, ამბროლაური, ადიგენი, წყალტუბო, ქუთაისი), ჩატარებული სხდომების რაოდენობა კვლავ მერყეობს ერთიდან ორამდე. 988 წინადადებების უმრავლესობა კვლავ ორიენტირებულია შიდა და გარე ობიექტების ადაპტირებასა და ერთჯერადი მატერიალური დახმარების გაცემაზე. წინადადებების მრავალფეროვნების კუთხით, დადებითი პრაქტიკა გამოიკვეთა ქუთაისისა და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში. 989 გარდაბნის, დუშეთის, ვანის, თიანეთის, კასპის, ყაზბეგის, წალკის, ჭიათურისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებში. 990 თერჯოლა, ლანჩხუთი, ტყიბული, ნინოწმინდა (შექმნის დღიდან საერთოდ არ ჩატარებულა სხდომა), ზესტაფონი, ახალქალაქი. გარდა ამისა, ეჭვქვეშ დგება ყვარლისა და ხონის საბჭოების ფუნქციონირების საკითხი, ვინაიდან, ორი წელია მიმდინარეობს ხელახალი ჩამოყალიბების პროცესი. 364 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მოქმედი სხვადასხვა სამთავრობო სამოქმედო გეგმა.991 აღნიშნული პროცესი, თავის მხრივ, გულისხმობს დაწესებულებებიდან შშმ ბავშვების საჭიროებების მიხედვით ბიოლოგიურ ოჯახში რეინტეგრირებას, სპეციალიზებულ ოჯახური ტიპის მომსახურებაში ან/და სპეციალიზებულ მინდობით აღზრდაში განთავსებას. 2019 წელს ალტერნატიული ზრუნვის სერვისებში მხოლოდ 5 შშმ სტატუსის მქონე ბენეფიციარი992 გადავიდა და დღეის მდგომარეობით, არსებულ 2 სახელმწიფო ზრუნვის დაწესებულებაში993 47 შშმ სტატუსის მქონე ბავშვი რჩება. აღნიშნულის საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შშმ ბავშვთა დიდი ზომის სამზრუნველო დაწესებულებათა დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ეფექტიანი წარმართვისა და ბავშვებისათვის ოჯახურ გარემოსთან მაქსიმალურად მიახლოებული სერვისის მიწოდების უზრუნველსაყოფად, ეფექტიანი ნაბიჯები არ გადაუდგამს. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას: 991  უზრუნველყოს ბავშვთა ადრეული განვითარების, ბავშვთა აბილიტაცია/ რეაბილიტაციის, შშმ პირთა დღის ცენტრებისა და სათემო ორგანიზაციების მომსახურების ქვეპროგრამების მისაწვდომობა შესაბამისი საჭიროების მქონე ყველა პირისთვის ქვეყნის მასშტაბით, მათ შორის, საჭიროებების კვლევის, არსებულ სერვისებში გამოკვეთილი ხარვეზების/გამოწვევების შესწავლის, დაფინანსების ზრდისა და მომსახურებაში დასაქმებული პერსონალის სწავლება/გადამზადების გზით  უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის შესაბამის კომპონენტებში რთული ქცევისა და ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე ბავშვების სამიზნე ჯგუფად გათვალისწინება და მათთვის შესაბამისი სერვისის მიწოდება  სახელმწიფო პროგრამის მიხედვით, სმენის აპარატით უზრუნველყოფის პარალელურად, გათვალისწინებულ იქნას სმენის რეაბილიტაცია და სასმენ ტექნოლოგიებზე სრული მისაწვდომობა  უზრუნველყოს შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშემწყობი მომსახურების სერვისში ჩართულ ბენეფიციართა რაოდენობის გაზრდა „ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა 2018-2020 წლებისთვის“, „ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმა 2016-2017 წლებისთვის“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფის 2014-2016 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა“. 992 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს პასუხი №04-00-ძ/18888, 02/05/2019; №04/65942, 30/12/2019; ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის პასუხი - №07/1477, 19/12/2019. 993 თბილისის ჩვილ ბავშვთა სახლი, კოჯრის შშმ ბავშვთა სახლი. 365 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019  უზრუნველყოს დღის ცენტრებში მომსახურების ქვეპროგრამისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის იმგვარი ზრდა და განაწილება, რაც შესაძლებელს გახდის სერვისის კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებას და ბენეფიციარებისთვის სათანადო სარეაბილიტაციო ღონისძიებების მიწოდებას  უზრუნველყოს საინფორმაციო კამპანიის წარმოება: მისაწვდომობასთან დაკავშირებით განხორციელებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, უნივერსალური დიზაინის სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტით გათვალისწინებულ რეგულაციებსა და ვალდებულებებზე, საზოგადოებისა და პასუხისმგებელი სუბიექტების სათანადოდ ინფორმირების მიზნით  მისაწვდომობის ეროვნული გეგმა შემუშავდეს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა და შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციების მაქსიმალური ჩართულობით. გეგმით პრიორიტეტულად იქნას გათვალისწინებული საზოგადოებისთვის განკუთვნილი ობიექტების/მომსახურებებისა და საჯარო დაწესებულებების მისაწვდომობის უზრუნველყოფა. ამასთან, დოკუმენტით განისაზღვროს შემჭიდროებული ვადები. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს:  უზრუნველყოს ბავშვების, ისე როგორც ფორმალური განათლების მიღმა დარჩენილი შშმ საგანმანათლებლო სისტემაში ჩართული შშმ სსსმ (შშმ) მოსწავლეების თაობაზე სტატისტიკური ინფორმაციის წარმოება  უზრუნველყოს სკოლის მასწავლებლებისა სპეციალისტების გადამზადება საჭიროებების თაობაზე, სსსმ და (შშმ) პრაქტიკაზე ინკლუზიური მოსწავლეთა განათლების საგანმანათლებლო ორიენტირებული სატრენინგო მოდულების/პროგრამების გამოყენებით. მათ შორის, ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენასთან, რთული ქცევის მართვასთან, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე, მძიმე და მრავლობითი დარღვევის მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდებთან, კომუნიკაციის დამხმარე და ალტერნატიული ტექნოლოგიების გამოყენებასთან, მოსწავლეთა შეფასებასთან დაკავშირებით  უზრუნველყოს ქცევის პოზიტიური მართვის ხელშემწყობი პროგრამების/სერვისების შემუშავება და მათი სკოლებში განხორციელება  უზრუნველყოს უკუკავშირი სკოლების მიერ ინკლუზიურ განათლებაზე განხორციელებულ შიდა მონიტორინგზე (მათ შორის, სკოლების წარდგენილ დასკვნებზე)  უფრო ხშირად (მინიმუმ სემესტრში ერთხელ) ჩაატაროს გარე მონიტორინგი. ამასთან, მონიტორინგის პროცესში უზრუნველყოს ინკლუზიური განათლების კუთხით არსებული საჭიროებების სიღრმისეული შესწავლა, დოკუმენტაციის ანალიზი და კონკრეტული რეკომენდაციების გაცემა გამოვლენილ ხარვეზებზე  366 | ზედამხედველობა გაუწიოს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ: საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 o o o o o სკოლების გარე და შიდა ინფრასტრუქტურის, ასევე, სასწავლო მასალების მისაწვდომობის უზრუნველყოფას სსსმ (შშმ) მოსწავლეთა საჭიროებების შესაბამისად ინკლუზიური განათლების დანერგვის/განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებას საინფორმაციო შეხვედრებს მშობლებთან: ინკლუზიურ განათლებასთან, შშმ ბავშვთა უფლებებთან, დისკრიმინაციისა და ძალადობისგან დაცვის საკითხებზე. მათ შორის, ძალადობის სახეებთან, მის შედეგებთან, ფსიქოლოგიური ინტერვენციის მნიშვნელობასა და პასუხისმგებლობის ფორმებთან დაკავშირებით საჭიროების შესაბამისად, ინკლუზიური განათლების სპეციალისტების (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი, ჟესტური ენის სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, ენისა და მეტყველების თერაპევტი) დაქირავებას ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის განხორციელებას არანაკლებ ერთხელ, სასწავლო წლის განმავლობაში. ხოლო, შიდა მონიტორინგის პროცესში ინკლუზიური განათლების კუთხით არსებული ხარვეზების სრულყოფილად გამოვლენას და შესაბამისი ღონისძიებების დაგეგმვას/განხორციელებას. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება და სტრატეგიის შესაბამისად, თემზე დაფუძნებული სერვისების დანერგვა, მათ შორის, თავშესაფრის, დღის ცენტრებისა და თანამედროვე თემზე დაფუძნებული „დაცული საცხოვრებლების“ მოწყობის გზით  უმოკლეს ვადებში უზრუნველყოს ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირთა სუიციდის პრევენციის სტრატეგიის შემუშავება  უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების შიდა ინსპექტირებისა და მონიტორინგის მექანიზმის შემუშავება და აღნიშნული მექანიზმის პრაქტიკაში დანერგვა მექანიზმის საქმიანობის დეტალური აღწერითა და ფუნქციამოვალეობების განსაზღვრით  მიიღოს აუცილებელი ზომები გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის პრინციპის დაცვით სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის ცენტრების რაოდენობის გასაზრდელად და ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის სერვისის სათანადოდ განსავითარებლად  შეიმუშაოს ადამიანური რესურსების განვითარების გრძელვადიანი სტრატეგია და სტრატეგიის შესაბამისად, მიიღოს ქმედითი ზომები ფსიქიატრიის დარგში ადამიანური რესურსების (ფსიქიატრები, ფსიქოთერაპევტები, ფსიქიატრიის ექთნები და სოციალური მუშაკები) რაოდენობის გასაზრდელად და ქვეყნის მასშტაბით მათ სწორად გასანაწილებლად 367 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019  უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ განათლებისა და ცნობიერების ამაღლების სტრატეგიული გეგმის დამტკიცება და ზედამხედველობა გაუწიოს მისი განხორციელების პროცესს  უზრუნველყოს ფსიქიატრიული სტაციონარული მომსახურების (როგორც ნებაყოფლობითი, ისე არანებაყოფლობითი) სერვისის მიმღებ პირთა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვის წესისა და პროცედურის გაწერა ერთგვაროვანი ეფექტიანი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად  მიიღოს ყველა საჭირო ზომა ფსიქიკური აშლილობების ეროვნული გაიდლაინების იმგვარად განსაახლებლად, რომ უზრუნველყოფილი იყოს მათში ქალის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხების სათანადოდ ასახვა უახლესი საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით  საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკაზე დაყრდნობით, უზრუნველყოს ფსიქიკური აშლილობების დროს ორსულობის მართვასთან დაკავშირებული შესაბამისი გაიდლაინის/პროტოკოლის შემუშავება დიაგნოზების მიხედვით  ფსიქოტროპული მედიკამენტებით მკურნალობის დაწყებამდე უზრუნველყოს შესაბამისი ლაბორატორიული კვლევების მისაწვდომობა, მათ შორის, სისხლში პროლაქტინის დონის განსაზღვრა და ორსულობის ტესტი, ფსიქიატრიულ დაწესებულებებსა და სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი რეპროდუქციული ასაკის ქალებისთვის ლაბორატორიული კვლევების ჩატარების ვალდებულების დაწესებისა და შესაბამისი რესურსების გამოყოფის გზით  უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების, პანსიონატებისა და სათემო ორგანიზაციების სამედიცინო პერსონალის გადამზადება რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებთან დაკავშირებით  უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების, პანსიონატებისა და სათემო ორგანიზაციების მხრიდან ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით განხორციელებული რეფერირების შემთხვევებზე ზედამხედველობა და ანალიზი. ადგილობრივ თვითმმართველობებს:  კომპლექსურად შეისწავლონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების საჭიროებები (ინკლუზიური განათლების კუთხით) და მათი მუნიციპალურ პროგრამებსა და ფინანსურ გეგმებში ასახვა. განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდეს ბაგა-ბაღების შიდა და გარე ინფრასტრუქტურის/რესურსების მისაწვდომობაზე, ინკლუზიის მხარდამჭერი პერსონალის დაქირავებასა და არსებული პერსონალის გადამზადებაზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელების საჭიროებებისა და სათანადო მიდგომის თაობაზე  უზრუნველყონ საკონსულტაციო საბჭოების შექმნა და მისი ფუნქციონირება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. ამასთან, აღნიშნულ საბჭოებში შშმ აღსაზრდელთა მშობლების ჩართულობის ხელშეწყობა, მათ შორის, სათანადო ინფორმაციის მიწოდებით 368 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019  უზრუნველყოს აღსაზრდელების მშობლების/კანონიერი წარმომადგენლის განათლება და მხარდაჭერა, მათი ცნობიერების ამაღლება სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მნიშვნელობის, ბავშვის უფლებების, ინკლუზიური განათლების არსისა და სსსმ (შშმ) აღსაზრდელების საჭიროებების, სათანადო მიდგომებისა და ინტერვენციების მნიშვნელობის, ძალადობისგან დაცვის მექანიზმების თაობაზე როგორც ინდივიდუალური, ისე ჯგუფური შეხვედრების მეშვეობით  შესაბამისი არქიტექტურული და საზედამხედველო სამსახურების პერსონალი გადამზადდეს უნივერსალური დიზაინის სტანდარტების საფუძველზე შემუშავებული ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად  შემუშავდეს მუნიციპალურ დონეზე გაუმჯობესებული ფიზიკური გარემოს მაჩვენებელი სტატისტიკა  სრულყოფილად შეისწავლონ მუნიციპალურ დონეზე მისაწვდომობასთან დაკავშირებული ხარვეზები და პრობლემათა აღმოსაფხვრელად, შეიმუშაონ შესაბამისი რეკომენდაციები  უზრუნველყონ ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ეფექტიანი საქმიანობა, შშმ პირთა და მათი წარმომადგენლების ჩართულობით  გარდაბნის, დუშეთის, ვანის, თიანეთის, კასპის, ყაზბეგის, წალკის, ჭიათურისა და ხაშურის მუნიციპალიტეტებმა უზრუნველყონ ადგილობრივ დონეზე შშმ პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნა და მათი ეფექტიანი საქმიანობა, შშმ პირთა და მათი წარმომადგენლების ჩართულობით. 369 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 23.ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა მოსახლეობის დაბერება საქართველოში სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.994 მოსახლეობის უკანასკნელი აღწერის მონაცემებით, საქართველოში ყოველი მეხუთე ადამიანი 60 წლის და მეტი ასაკისაა. 2050 წლისთვის 60 წელს გადაცილებული ადამიანების პროცენტული ოდენობა კიდევ გაიზრდება და 30 პროცენტს გადააჭარბებს.995 დაბერებასთან დაკავშირებული გამოწვევები საერთაშორისო დღის წესრიგში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია აქტიურად ეწევა ხანდაზმულთა ღირსეული და ჯანსაღი დაბერების წინაშე არსებული საკითხების აქტუალიზაციას და სახელმწიფოებს მოუწოდებს აქტიური ღონისძიებები გაატარონ ხანდაზმულ პირთა უფლებების დასაცავად, რათა მათაც შეძლონ სახელმწიფოს კეთილდღეობასა და განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და არ მოიაზრებოდნენ დახმარების მიმღებ ბენეფიციარებად, რომლებიც ეკონომიკისა და სოციალური უზრუნველყოფის სისტემებს ტვირთად აწვებათ.996 ამავე დროს, უკვე წლებია მიმდინარეობს მსჯელობა გაეროს მიერ კონვენციის მიღების თაობაზე, რომელიც ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვაზე იქნება მიმართული.997 სამწუხაროდ, მიუხედავად საკითხის საკითხებზე სახელმწიფო კონცეფციის მნიშვნელობისა, მოქმედი მოსახლეობის ეროვნული დაბერების სამოქმედო გეგმა საქართველოს არ გააჩნია. კერძოდ, „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის“ მოქმედების ვადა დასრულდა.998 სამოქმედო გეგმაშივე იყო დადგენილი გეგმის შესრულების შუალედური მიმოხილვის ჩატარების პერიოდი - 2018 წელი. აღნიშნული მიმოხილვის შედეგები გათვალისწინებული უნდა ყოფილიყო მომდევნო 2- წლიან გეგმაში,999 რაც სამწუხაროდ არ შესრულებულა1000 და მიღებული ინფორმაციის თანახმად, ახალი 994 „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა“ დანართი, გვ. 1. 995 გაეროს დამოუკიდებელი ექსპერტის ანგარიში, გვ. 3. ანგარიში ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2TLJmsS > [ბოლოს ნანახია: 6.02.2020]. 996 გაეროს გენერალური ასამბლეა, გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეზოლუცია 2019 წლის 9 იანვარს მიიღო, 73/143. ანგარიში ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/2PnMEhu> [ბოლოს ნანახია 25.02.2020]. 997 დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ხანდაზმულთა შესახებ გაეროს ღია სამუშაო ჯგუფის ოფიციალურ ვებგვერდზე : < https://bit.ly/33UaTtS > [ბოლოს ნანახია: 01.03.2020]. 998 სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის თაობაზე სახალხო დამცველი ფართოდ საუბრობს „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ 2017 წლის ანგარიშში, გვ. 311. ანგარიში ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://bit.ly/2OIeRiP [ბოლოს ნანახია 10.02.2020]. 999 „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა“, დანართი, გვ. 3. 1000 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის 2019 წლის 26 დეკემბრის წერილი №53402. 370 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სამოქმედო გეგმის შემუშავება მხოლოდ 2020 წლის მეორე კვარტალში დასრულდება. სამწუხაროა, რომ 2017-2018 წლების სამოქმედო გეგმის შედეგები ამ დრომდე არ გაანალიზებულაა და საქართველოში მოსახლეობის დაბერებასთან დაკავშირებული ახალი სამოქმედო გეგმა, რომელიც მნიშვნელოვანია სახელმწიფო პოლიტიკისა და „აქტიური დაბერების“ მიდგომების აქტუალიზაციისთვის, არ შემუშავებულა. სახალხო დამცველის აპარატმა, საანგარიშო პერიოდში ხანდაზმულთა სპეციალიზებულ დაწესებულებებში1001 ჯანმრთელობის ჩატარებული დაცვისა და მონიტორინგის სოციალური შედეგად, აქტიურობის ხანდაზმულთა ხელშეწყობის, ასევე, მომსახურებისას ინდივიდუალური მიდგომის კუთხით, არაერთი პრობლემა გამოავლინა. ამავე პერიოდში სახალხო დამცველმა შეაფასა საბანკო დაწესებულებების მიერ ხანდაზმულ პირთა თვიური პენსიის 50%-ზე მეტის დაკავების შემთხვევების კანონიერება, რაც კიდევ უფრო მეტად ამძიმებს პენსიონერთა სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას. დადგინდა, რომ ამ მხრივ პენსიის დაკავების რაიმე რეგულაცია/შეზღუდვა არ მოქმედებს. საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა ასევე დაადგინა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია ხანდაზმულ პირთა მიმართ. 1002 გამოწვევად რჩება ხანდაზმულ პირთა მიმართ ჩადენილი ძალადობის ფაქტების გამოვლენისა და ხანდაზმულთა შესაბამისი სტატისტიკის სოციალურ არარსებობის კეთილდღეობაზე პრობლემები, ზრუნვა ასევე ადგილობრივ თვითმმართველობებში. 23.1. ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობის შესწავლის მიზნით, სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლებმა, 2019 წლის ოქტომბერში, სპეციალური პრევენციული ჯგუფის წევრებთან ერთად მოინახულეს საქართველოში არსებული რეზიდენტული1003 დაწესებულებები. მონიტორინგისას შემოწმდა თბილისისა და ქუთაისის ხანდაზმულთა პანსიონატებში განთავსებულ ბენეფიციართა უფლებების დაცვის მდგომარეობა და იქ არსებული პირობების საერთაშორისო და ეროვნულ დონეზე დადგენილ სტანდარტებთან 1001 სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალიზებულ დაწესებულებებში - თბილისის და ქუთაისის ნანახია 10.02.2020]. ხანდაზმულთა პანსიონატებში. 1002 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://bit.ly/2SgwRTD [ბოლოს დამატებითი ინფორმაცია იხილეთ თანასწორობის უფლების თავში. 1003 დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით მოქმედებს ხანდაზმულთა ორი დიდი ზომის რეზიდენტული დაწესებულება – თბილისისა და ქუთაისის პანსიონატები, რომლებსაც ადმინისტრირებას უწევს სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი. 371 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 შესაბამისობა. მონიტორინგმა გამოავლინა დარღვევები, როგორც ინსტიტუციური მოწყობის, ისე ხარვეზიანი რეგულაციებისა და პრაქტიკის კუთხით. მონიტორინგი ჩატარდა სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემუშავებული დოკუმენტის - „ხანდაზმულთა უფლებების დაცვის მონიტორინგის მეთოდოლოგია სახელმწიფო ზრუნვის და სხვა რეზიდენტულ დაწესებულებებში“ საფუძველზე, რომელიც 11 სტანდარტის შემოწმებას ითვალისწინებს.1004 თბილისის ხანდაზმულთა პანსიონატში მონიტორინგის დროისთვის ირიცხებოდა 43, ხოლო ქუთაისის ხანდაზმულთა სახლში - 92 ბენეფიციარი, აქედან პალიატიურ მზრუნველობას საჭიროებდა 42 პირი. დღეისათვის, სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების მიღებას 27 ხანდაზმული ადამიანი ელოდება. მონიტორინგის საფუძველზე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ სახელმწიფო ზრუნვის ქვეშ მყოფი ხანდაზმული პირების უფლებები სათანადოდ არ არის დაცული . მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ხანდაზმულის დაწესებულებაში ჩარიცხვის შემდეგ, მეურვეობისა ზედამხედველობა და და მზრუნველობის კონტროლი აღარ ორგანოს მხრიდან1005 ხორციელდებოდა და ბენეფიციარის მონიტორინგი არ უტარდებოდა სპეციალიზებული დაწესებულების მომსახურების მიღების გაგრძელების საჭიროებას. სპეციალიზებული დაწესებულებების ბენეფიციარებს არ მიუწვდებოდათ ხელი სოციალური მუშაკის მომსახურებაზე, ამავე დროს, აღნიშნული დარგის სპეციალისტი არც მულტი დისციპლინური გუნდის საქმიანობაში იყო ჩართული, რომელიც შეიმუშავებს ბენეფიციარის ინდივიდუალური მომსახურების გეგმას. ასეთ პირობებში, ეჭვქვეშ დგება მსგავსი გეგმების კვალიფიციურობის საკითხი. საგულისხმოა, რომ განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის მიმართულებით უფლებამოსილებები 2020 წლის 1 თებერვლიდან სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს გადაეცა, რომელიც უშუალოდ უწევს ზედამხედველობას ხანდაზმულთა დაწესებულებებს. შესაბამისად, სახალხო დამცველი იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული სტრუქტურული ცვლილება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ხელს შეუწყობს, აქტიურად ჩაერთოს ხანდაზმულთა პანსიონატის საქმიანობაში. მონიტორინგის დროს ასევე გამოვლინდა, რომ ხანდაზმულთა დაწესებულებებში მოთავსებული ბენეფიციარების ნაწილს აქვს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემები. თუმცა, 1004 სამწუხაროდ, აღნიშნულ ინსტიტუციებში ფსიქიატრის მომსახურება ინფორმაცია მომსახურების შესახებ, ბენეფიციარზე ორიენტირებული გარემო, უსაფრთხოება და სანიტარული მდგომარეობა, კონფიდენციალურობის დაცვა, მომსახურებისას ინდივიდუალური მიდგომა, კვება, სოციალური აქტიურობის ხელშეწყობა, ჯანმრთელობის დაცვა, უკუკავშირისა და გაპროტესტების პროცედურები, ძალადობისა და დისკრიმინაციისაგან დაცვა, მოთხოვნები პერსონალის მიმართ. 1005 მონიტორინგის დროს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო იყო სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო. 372 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ხელმიუწვდომელია. შესაბამისად, პანსიონატში მყოფ ბენეფიციარებს ხელი არ მიუწვდებათ ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე. სპეციალიზებულ დაწესებულებებში შესაბამისი საჭიროების მქონე ბენეფიციარებს, რიგ შემთხვევებში, არ ჰყავთ დანიშნული მხარდამჭერის მიმღები პირები. შესაბამისად, არსებობს მათი უფლებების ხელყოფის რეალური საფრთხე. მნიშვნელოვანი პრობლემაა სამედიცინო პერსონალის (ექიმების და ექთნების) და მომვლელების დაბალი ანაზღაურება,1006 რომელიც გაწეულ შრომას არ შეესაბამება.1007 ეს, პერსონალს უკარგავს ხარისხიანი მომსახურების გაწევის მოტივაციას. ამასთან, პერსონალს არც ხანდაზმულ პირთა საჭიროებებზე ორიენტირებული პროფესიული განვითარების ტრენინგები/სემინარები/კურსები უტარდება. მნიშვნელოვანია, მომუშავე სამედიცინო და სხვა პერსონალს მეტი შესაძლებლობა მიეცეს უწყვეტი პროფესიონალური განათლების მისაღებად. აღსანიშნავია, რომ აქტიური დაბერების უზრუნველსაყოფად, პანსიონატებში არ ფუნქციონირებს წინასწარ განსაზღვრული სოციალური აქტივობების გეგმა. მიმდინარე ღონისძიებები სპონტანური ხასიათისაა და უმეტესწილად დაკავშირებულია სხვადასხვა მოხალისე ორგანიზაციის შეთავაზებებზე. 23.2. ხანდაზმულ პირთა სახელმწიფო პენსიის დაკავება საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველმა საბანკო დაწესებულების მიერ ასაკის ნიშნით დანიშნული სახელმწიფო პენსიის თვიურად 50%-ზე მეტის დაკავების კანონიერების საკითხი შეაფასა. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, სახელმწიფო პენსიის 50%ზე მეტის დაკავება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით არის დასაშვები.1008 საბანკო დაწესებულებებთან საპენსიო კრედიტების მიღების შემთხვევაში, ყოველთვიურად დასაკავებელი თანხის ოდენობა კი განისაზღვრება საბანკო დაწესებულებასა და პენსიონერს, როგორც ბანკის კლიენტს შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით, რაზეც კანონმდებლობის ზემოაღნიშნული შეზღუდვა არ ვრცელდება. საგულისხმოა, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსა და სს „ლიბერთი ბანკს“ შორის დადებულია ხელშეკრულება „ფულადი გასაცემლების გაცემის/დარიგების უსასყიდლო საბანკო მომსახურების თაობაზე“, რომლის მიხედვითაც ფულადი გასაცემლებიდან თანხის დაკავების საკითხზე რაიმე სახის რეგულაცია და შეზღუდვა დადგენილი არ არის. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული მონაცემებით, 60 წლის ზემოთ ასაკის ნიშნით პენსიას 762,621 პირი იღებს. 1006 1009 2019 წლის პენსიონერთა ხანდაზმულთა პანსიონატებში ექიმის შრომის ანაზღაურება (დაბეგრილი) შეადგენს 420 ლარს, მომვლელის - 360 ლარს. 1007 მაგალითად, მომვლელი ერთდროულად ემსახურება 15 ბენეფიციარს. 1008 „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი. 1009 მონაცემები ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/3ayk1qo> [ბოლოს ნანახია: 6.02.2020]. 373 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ნახევარზე მეტს სესხი აქვს აღებული,1010 ხოლო საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა საპენსიო ანგარიშიდან იჭრება, რის გამოც, ბანკის მხრიდან ყოველთვიურად გასაცემი პენსიიდან 50%-ზე მეტი უკავდებათ.1011 იმ პირობებში, როცა პენსიონერებისათვის სახელმწიფო პენსია შემოსავლის ერთადერთ წყაროს წარმოადგენს, მიღებული თანხა საარსებო მინიმუმზე გაცილებით ნაკლებია, რაც, პენსიონერთა ისედაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკურ პირობებს, კიდევ უფრო ამძიმებს. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით, ფულადი გასაცემლების გაცემის/დარიგების უსასყიდლო საბანკო მომსახურების თაობაზე სს „ლიბერთი ბანკთან“ 2014 წელს გაფორმებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა, 2019 წლის ბოლოს იწურებოდა. სააგენტოს ინფორმაციით, მას დაგეგმილი ჰქონდა საბანკო მომსახურების ახალი სახელშეკრულებო მოთხოვნების განსაზღვრა, კანონმდებლობის და სახელმწიფო ფულადი გასაცემლების მიმღებთა ინტერესების შესაბამისად, მათ შორის, საბანკო ურთიერთობებში სააგენტოს პირობების გათვალისწინება. 1012 როგორც სახალხო ზემოაღნიშნული ბენეფიციართა მომსახურების საშეღავათო სააგენტოს მიმართ არსებული მოლოდინების მიუხედავად, დამცველს ეცნობა,1013 ხელშეკრულებით სს „ლიბერთი გათვალისწინებული ბანკთან“ გაფორმებული მომსახურების გაწევის მოქმედების ვადა 3 (სამი) წლით გაგრძელდა. შესაბამისად, ბენეფიციარებსა და ბანკს შორის მომდევნო სამი წლის განმავლობაში კვლავ არსებული პირობებით გაგრძელდება ხელშეკრულებების გაფორმება და სახელმწიფო ფულადი გასაცემლების მიმღებთა ინტერესების სასარგებლოდ საშეღავათო პირობები გათვალისწინებული არ იქნება. მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ ბენეფიციართა ინტერესების გათვალისწინებით გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები, რათა თავიდან აიცილოს პენსიიდან თანხის ძირითადი ნაწილის დაკავება და პენსიონერების სოციალურ-ეკონომიკური პირობების დამძიმება. 23.3. ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობა საქართველოს სახალხო დამცველის მიერ 2019 წელს შესწავლილ საქმეებზე დაყრდნობით, შეიძლება ითქვას, რომ ოჯახში ხანდაზმულ პირებზე ძალადობა ძირითადად ეკონომიკური და ფსიქოლოგიური ხასიათისაა, თავს იჩენს კიდევ ერთი ტენდენცია ხანდაზმულ პირებზე არ ზრუნავენ და არ იჩენენ ყურადღებას მათ მიმართ. საქართველოს სახალხო დამცველთან მიმართვისას, რიგ შემთხვევებში, განმცხადებელს უჭირს ძალადობის ფაქტის აღქმა, ხშირად, შესაძლო მოძალადის მიმართ განიცდის მიჯაჭვულობას, სიყვარულს, რის გამოც უჭირს მიმართოს სამართალდამცავ უწყებას. ამასთან, მიმართვის შემთხვევაშიც, ძალადობის ინციდენტის ამოწურვის შემდეგ, 1010ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/3c5MmFI> [ბოლოს ნანახია: 25.02.2020]. 1011ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <https://bit.ly/3c5MmFI> [ბოლოს ნანახია: 25.02.2020]. 1012 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2019 წლის 20 ივნისის № 04/33595 წერილი. 1013 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 10 იანვრის წერილი №04/624. 374 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მსხვერპლი უარს აცხადებს სამართალდამცავ უწყებასთან თანამშრომლობაზე, შესაბამისად, გაძნელებულია უწყებების მხრიდან ძალადობის ფაქტების გამოვლენა, და ის კიდევ უფრო რთულდება, როდესაც შესაძლო მსხვერპლი იმავე დროს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ არ აწარმოებს ხანდაზმულთა მიმართ ძალადობის სტატისტიკას. იგი გაერთიანებულია 45 წელს გადაცილებულ პირთა ძალადობის სტატისტიკასთან, რაც, ბუნებრივია, ვერ ასახავს ზუსტ მონაცემებს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, 45 წელს ზევით პირების მიმართ ჩადენილ ძალადობაზე 2349 შემაკავებელი ორდერი გაიცა.1014 კვლავ პრობლემურია ის ფაქტი, რომ სახელმწიფოს არ გააჩნია ცალკე ძალადობის მსხვერპლ ხანდაზმულ პირებზე მორგებული დაცვისა და დახმარების ფსიქოსოციალური სერვისები და პროგრამები, მათ შორის, არც ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დონეზე. მნიშვნელოვანია ხანდაზმულ პირთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრობლემისადმი ყოვლისმომცველი მიდგომა, სახელმწიფო უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობა და კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა, მათ შორის, აუცილებელია სოციალური მუშაკების რესურსის გაზრდა მსხვერპლთა სათანადოდ მხარდასაჭერად და ინტერესების დასაცავად. 23.4. ხანდაზმულთა სოციალურ კეთილდღეობაზე ზრუნვა ადგილობრივ თვითმმართველობებში მნიშვნელოვანი გამოწვევაა ხანდაზმულ პირთა უფლებრივი მდგომარეობა ადგილობრივ თვითმმართველობებში, რაც არაეფექტიანად დაგეგმილი პროგრამებითა და შესაბამისი ფულადი რესურსის არარსებობით არის გამოწვეული. სახალხო დამცველის აპარატის მიერ, 64 თვითმმართველი ერთეულიდან გამოთხოვილი ინფორმაციის ანალიზი ადასტურებს, რომ თვითმმართველობებს შესწავლილი არ აქვთ ხანდაზმულ პირთა საჭიროებები და შესაბამისად, არც არსებობს საჭიროებებზე მორგებული მიზნობრივი პროგრამები და მომსახურებები. წინა წლების მსგავსად, თვითმმართველობები მხოლოდ ერთჯერადი დახმარების გაცემით შემოიფარგლებიან, რომელიც სხვადასხვა მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ასაკის მოსახლეობისთვისაა გათვალისწინებული. ერთჯერადი დახმარება, ძირითადად, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეებისა და დღეგრძელი მოსახლეობისთვის (80+ ასაკის, 95+ ასაკის, ან 100 წლის და 100+ ასაკის) გაიცემა. კვლავ გამოწვევად რჩება მიზნობრივი პროგრამის სახით ხანდაზმულ პირთა შინ მოვლის მომსახურების ბიუჯეტში გაუთვალისწინებლობა. უნდა აღინიშნოს, რომ „სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტი საკუთარ ტერიტორიაზე ეწევა სოციალურ მუშაობას, რაც გულისხმობს, მათ შორის, ხანდაზმული პირების აქტიურ გამოვლენას, მათი საჭიროებების განსაზღვრასა 1014 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://bit.ly/2xul2kT [ბოლოს ნანახია:11/03/2020]. 375 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 და შეფასებას, პრობლემების წარმოჩენას და შესაბამისი დარგობრივი დაწესებულებისთვის ინფორმაციის მიწოდებას.1015 სამწუხაროდ, მუნიციპალიტეტები არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ ამ ვალდებულებას, არც ხანდაზმულთა საჭიროებებს შეისწავლიან და არც შესაბამის ღონისძიებებს გეგმავენ. რეკომენდაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  გამოიკვლიოს ხანდაზმულთა დაწესებულებების საჭიროებები პერსონალის კუთხით და გამოკვეთილი საჭიროებების შესაბამისად, მათ შორის, პერსონალის კვალიფიკაციის ასამაღლებლად, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს:  ბენეფიციართა ინტერესებზე მორგებული პირობების გათვალისწინებით, აწარმოოს მოლაპარაკებები სს „ლიბერთი ბანკთან“, დადებულ ხელშეკრულებაში ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა ცვლილებების შესატანად სსიპ სახელმწიფო ზრუნვისა და დახმარების სააგენტოს:  შეისწავლოს პანსიონატებში მყოფი ბენეფიციარების ფსიქიკური ჯანმრთელობის მდგომარეობა და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს მათთვის ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისებზე ხელმისაწვდომობა  უზრუნველყოს სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების მიერ ხანდაზმულთათვის მომსახურების მიწოდების რეგულარული მონიტორინგი  პანსიონატებში მყოფ ბენეფიციარებზე ზრუნვის პროცესში, მათ შორის, მულტიდისციპლინური გუნდის საქმიანობაში, ჩართოს სოციალური მუშაკი. ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების ადმინისტრაციას:  ბენეფიციარის საჭიროებების გათვალისწინებით, შეიმუშაოს მომსახურების ინდივიდუალური გეგმა   აქტიური დაბერების მიზნით, შეიმუშაოს სოციალური აქტივობების გეგმა გამოვლინოს მხარდამჭერის საჭიროების მქონე ბენეფიციარები და მიიღოს შესაბამისი ზომები მათთვის მხარდამჭერის დანიშვნის პროცედურების დასაწყებად 1015„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის 1. ა ქვეპუნქტი. 376 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  შეიმუშაოს შესაბამისი მეთოდოლოგია და აღნიშნული მეთოდოლოგიის საფუძველზე აწარმოოს სპეციალური სტატისტიკა, რომელიც ასახავს ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობის შემთხვევების ზუსტ მონაცემებს სქესის მიხედვით. ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებს:  შეისწავლონ მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულ პირთა საჭიროებები, შეიმუშაონ მიზნობრივი პროგრამები და ასახონ ისინი ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტში. 377 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 24. ეროვნული უმცირესობების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია 24.1. შესავალი საქართველოში ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვას და სამოქალაქო ინტეგრაციას კვლავ არაერთი გამოწვევა ახლავს თან. წლების განმავლობაში არსებული სისტემური პრობლემები და მათ გადასაწყვეტად სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიანი ნაბიჯების ნაკლებობა, ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე ნეგატიურად აისახება. საქართველოს სახალხო დამცველს წლების განმავლობაში უწევს საპარლამენტო ანგარიშებში ასახული სისტემური პრობლემებისა და მათ გადასაჭრელად შეთავაზებული რეკომენდაციების გამეორება, რადგან ამ პრობლემების გადასაჭრელად ცენტრალური თუ ადგილობრივი ხელისუფლებების მიერ გადადგმული ნაბიჯები არ არის ქმედითი და საკმარისი ვითარების შესაცვლელად. 2019 წელს, ეროვნული უმცირესობების დაცვის შესახებ ევროპული ჩარჩო კონვენციის (FCNM) მრჩეველთა კომიტეტმა საქართველოზე მესამე მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა; მრჩეველთა კომიტეტის შეფასებით, ჩარჩო კონვენციის დანერგვის პროცესი, წინა მონიტორინგის შემდეგ, არსებითად უცვლელია.1016 დოკუმენტის თანახმად, ეროვნულ უმცირესობათა უფლებების დასაცავად სამართლებრივი ჩარჩო გაძლიერებულია, რაც „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებაში გამოიხატება, თუმცა, აქვე, ყურადღება გამახვილებულია აქტიური ცნობიერების კამპანიების წარმართვის აუცილებლობაზე. პრობლემურ საკითხთა შორის არის სათანადო სტატისტიკის სიმწირე, უმცირესობათა განათლების უფლებით ეფექტიანი სარგებლობა და სხვ. განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობა, სახელმწიფო ენის სწავლება, ინფორმაციასა და სერვისებზე ეფექტიანი წვდომა, კულტურულ მემკვიდრეობაზე ზრუნვა და თვითმყოფადობის შენარჩუნება, გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობა, ეროვნული უმცირესობების წარმომადგენელთა ინიციატივების წახალისების ნაკლებობა, ანტიდასავლური პროპაგანდა - ეს იმ საკითხთა არასრული ჩამონათვალია, რომელიც ეროვნული უმცირესობების უფლებრივ მდგომარეობასა და სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესზე ყოველდღიურ რეჟიმში ნეგატიურად აისახება. კრიტიკულად მცირეა ეროვნული უმცირესობების გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის მაჩვენებელი ცენტრალური ხელისუფლების და ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე. ამასთან, პრობლემად რჩება მოსახლეობის ჩართვა და 1016 ინფორმაცია ხელმისაწვდომია: < https://bit.ly/2UqLBR0 > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 378 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მონაწილეობა როგორც საკუთრივ ეროვნულ უმცირესობებთან, ისე ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სოფლის კრებებსა თუ სხვა ღონისძიებებში მონაწილეობა, ხშირად ფორმალურია და ეფექტიანი ჩართულობის მიზანს არ ემსახურება. პრობლემად რჩება განათლების უფლების სრულყოფილი რეალიზება სწავლების ყველა საფეხურზე; საგანმანათლებლო რესურსების სიმწირე, სახელმძღვანელოების ხარისხი, პედაგოგების გადამზადების მიმართულებით არსებული პრობლემები და სხვა ბარიერები იწვევს ეროვნული განსაკუთრებული უმცირესობების ძალისხმევა განათლების სჭირდებათ ხარისხის სწავლების შემცირებას სხვადასხვა და მათ საფეხურზე განათლების მისაღებად. განსაკუთრებული სიმწვავით ხასიათდება სახელმწიფო ენის სწავლების საკითხი; მიუხედავად იმისა, რომ წლებია მოქმედებს ენის შემსწავლელი პროგრამა, შედეგობრივი თვალსაზრისით, მოსახლეობის საერთო რაოდენობის ფონზე კვლავ მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც ფლობენ და იყენებენ სახელმწიფო ენას. მით უფრო იმ გამოწვევის ფონზე, რომ სკოლამდელი და ზოგადი განათლების საფეხურზე სახელმწიფო ენის სწავლების ხარისხიც პრობლემურია. კვლავ პრობლემურია პანკისის ხეობაში სამოქალაქო ინტეგრაციისა და ნდობის აღდგენის საკითხი. განსაკუთრებით მწვავეა ბოშათა თემის მდგომარეობა1017, რის დასაძლევადაც, შედეგზე ორიენტირებული ნაბიჯები კვლავ არ არის გადადგმული. საქართველოს სახალხო დამცველი მნიშვნელოვნად მიიჩნევს, რომ სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ახალი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში გათვალისწინებული იყოს ყველა ის გამოწვევა, რაც არსებული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განხორციელებისას გამოვლინდა. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ეროვნული უმცირესობების ფართო ჩართულობით დაიგეგმოს და წარიმართოს. 23.1. განათლების უფლებაზე ხელმისაწვდომობა ეროვნული უმცირესობების განათლების უფლებაზე ეფექტიანი ხელმისაწვდომობა კვლავ პრობლემად რჩება სწავლების ყველა საფეხურზე. სასწავლო მასალებისა და რესურსების სიმწირე, შეუსაბამო ხარისხი, პედაგოგების ნაწილის კვალიფიკაცია ნეგატიურად აისახება ეროვნული უმცირისებობების სწავლების ხარისხზე და სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. 1017 ბოშათა თემის მდგომარეობა ასახულია სახალხო დამცველის 2006-2018 წლების საპარლამენტო ანგარიშებში. 379 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ადრეული და სკოლამდელი განათლება ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში სკოლამდელი განათლების დაწესებულებებს განსაკუთრებული როლი აკისრიათ სახელმწიფო ენის შესწავლის და შემდგომში ზოგადი განათლებისთვის მომზადების პროცესში. სამწუხაროდ, არასაკმარისია ადგილობრივი თვითმმართველობების მხრიდან ამ მიმართულებით გატარებული ღონისძიებები. საქართველოს სახალხო დამცველი წლებია საუბრობს ახალქალაქის მუნიციპალიტეტში საბავშვო ბაღის ქართული სექტორის განვითარების აუცილებლობაზე, რაც ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნაცაა, თუმცა ეს პრობლემა ამ დრომდე გადაუჭრელია.1018 ასევე, მნიშვნელოვანი გამოწვევაა ერთიანი კონცეპტუალური მიდგომის და ხედვის არარსებობა, ორენოვანი უზრუნველყოფა პედაგოგების შესაბამისი მომზადება და სასწავლო-მეთოდოლოგიური ამ დაწესებულებების პროგრამებით, დამხმარე სახელმძღვანელოებით, სასწავლო ინვენტარითა და სხვა საჭირო მატერიალურ-ტექნიკური რესურსებით. ამ საკითხების შესახებ სახალხო დამცველს აღნიშნული ჰქონდა 2007-2018 წლების საპარლამენტო ანგარიშებშიც, მაგრამ ამის მიუხედავად, ეფექტიანი ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადადგმულა. ზოგადი განათლება საქართველოში ეროვნული უმცირესობების ენაზე (აზერბაიჯანული, სომხური და რუსული) სწავლება მიმდინარეობს 208 სკოლაში სრულად, ხოლო 76 სკოლაში -სექტორების მიხედვით. აღნიშნულ დაახლოებით 13.000 სკოლებში, ზოგადი რუსულენოვანი, განათლების 13.500 საფეხურზე სომხურენოვანი ჩართულია და 25.000 აზერბაიჯანულენოვანი მოსწავლე. საქართველოს სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოები ბოლო ათწლეულების განმავლობაში სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან შემოდის და საქართველოს საგანმანათლებლო სისტემის სასწავლო პროგრამასა და სტანდარტებს არ შეესაბამება. სახალხო დამცველისა და სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს მრავალი წინადადებისა და რეკომენდაციის მიუხედავად, ეს პრობლემა კვლავ მოუგვარებელია.1019 1018 სახალხო დამცველის რეკომენდაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: https://bit.ly/3bCokB8 [ბოლოს ნანახია 31.03.2020]. 1019 საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გამოცხადებულ კონკურსში არავის მიუღია მონაწილეობა; შესაბამისად, საჭიროა უფრო მეტი ძალისხმევა. 380 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 პრობლემად რჩება პედაგოგების კვალიფიკაცია და მათი მომზადებისა და გადამზადების ერთიანი სტრატეგიის არარსებობა და სასწავლო პროგრამების ნაკლებობა. მათ შორის, ორენოვანი პედაგოგების მოზიდვა და მათი განათლების სისტემაში ჩართვა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო, უმცირესობების ენის სკოლებში, ბოლო 10 წელია მულტილინგვური (ბილინგვური) სწავლების მოდელს ნერგავს. 2015 წლიდან შემუშავებულია ბილინგვური სწავლების მოდელი, ასევე შექმნილია რესურსების ნაწილი დაწყებითი საფეხურისათვის. მათი აპრობირება ხდება ხუთ საპილოტე სკოლაში, რომლებიც გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით შეირჩნენ. ამის მიუხედავად, ეფექტიანი სწავლების დანერგვა ჯერაც ვერ მოხერხდა. უმცირესობების ენის სკოლებისთვის წლების განმავლობაში პრობლემად რჩება მულტილინგვური (ორენოვანი) სასკოლო სახელმძღვანელოების ხარისხი და არაეფექტიანობა.1020 ეროვნული უმცირესობების ენის სკოლებში სასწავლო პროცესი 2011 წელს გრიფირებული სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს, რომლებიც მოძველებულია და ეროვნულ სასწავლო გეგმას აღარ შეესაბამება. მიუხედავად იმისა, რომ ახალი სახელმძღვანელოების შესაქმნელად ტენდერი გამოცხადდა, ეს პროცესი, სახელმძღვანელოების თარგმანის ხარისხის გამო, წარუმატებლად დასრულდა და სწავლება კვლავ მოძველებული სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს. მცირერიცხოვანი ეთნოსებისთვის მშობლიური ენის სწავლება საქართველოს სკოლებში 2015 წლიდან 1021 უმცირესობების მშობლიური ენა ისწავლება მცირერიცხოვანი ეროვნული . ამგვარი სწავლება მიმდინარეობს შესაბამისი ეთნიკური უმცირესობების დასახლებების სკოლებში. მიუხედავად იმისა, რომ ეს ენები უკვე 5 წელია ისწავლება, კვლავ პრობლემად რჩება ამ ენებზე სასწავლო სახელმძღვანელოების შედგენისა და გამოცემის საკითხი. მცირერიცხოვანი ეთნოსების მშობლიური ენების სწავლა სკოლაში განსხვავებული და შეუსაბამო – ზოგან წარმომადგენლების საბჭოთა მიერ პერიოდის, გადმოცემული ზოგან ან პედაგოგებისა უცხოეთიდან და თემის შემოტანილი სახელმძღვანელოებით მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია, რომ მცირერიცხოვანი ეთნოსების მშობლიური ენების სწავლა გრიფირებული სახელმძღვანელოებით მიმდინარეობდეს. ორენოვან სახელმძღვანელოებში ტექსტობრივი მასალის 30% ქართულ ენაზეა, ხოლო 70% – უმცირესობების ენებზე. აღნიშნული სახელმძღვანელოებით სასწავლო პროცესის წარმართვა უმრავლეს შემთხვევაში, პედაგოგისა და მოსწავლის ქართულის ცოდნის დაბალი დონის გამო შეუძლებელია. 1021 სულ შესაძლებელია მცირერიცხოვანი ეთნიკური უმცირესობების ექვსი ენის სწავლება (ოსური, 1020 ჩეჩნური, ხუნძური/ავარული, უდიური, ასურული და ქურთული/ყურმანჯი ენები), მაგრამ პედაგოგის არარსებობის გამო, ქურთული/ყურმანჯი ენა არ ისწავლება. 381 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ასევე, პრობლემურია მცირერიცხოვანი ეთნოსების მშობლიური ენის პედაგოგების მომზადება და გადამზადება. ქმედითი ნაბიჯები ჯერჯერობით არც ამ მიმართულებით არის გადადგმული. უმაღლესი განათლება უმაღლესი განათლების მიუხედავად, რომელიც მიღების 2010 პროცესში წლიდან არსებული ხორციელდება, საშეღავათო ეროვნული პოლიტიკის უმცირესობის სტუდენტები არაერთ დაბრკოლებას აწყდებიან. 2019 წელს სომხურენოვანი ტესტით 436, ხოლო აზერბაიჯანულენოვანი ტესტით 893 აბიტურიენტი ჩაირიცხა. ასევე აღსანიშნავია, რომ 2017 წლიდან ოსურ და აფხაზურენოვანი ტესტის საფუძველზეც ირიცხებიან უნივერსიტეტებში. 2019 წელს ოსურენოვანი ტესტით 5 და აფხაზურენოვანი ტესტით 1 აბიტურიენტი ჩაირიცხა. აღსანიშნავია, რომ მთლიანობაში 2011–2019 წლებში, საქართველოს უნივერსიტეტებში სომხურენოვანი ტესტით 2532, ხოლო აზერბაიჯანულენოვანი ტესტით 5350 აბიტურიენტი ჩაირიცხა.1022 ერთიანი ეროვნული გამოცდების მხოლოდ ზოგადი უნარების აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ტესტის შედეგების საფუძველზე ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსებისათვის გამოყოფილია ყოველ ენობრივ ჯგუფზე 225 000 - 225 000 (ორას ოცდახუთი ათასი) ლარი; ამ თანხით ფინანსდებიან მისაღებ გამოცდებზე საუკეთესო შედეგის მქონე სტუდენტები. იმის გათვალისწინებით, რომ პროგრამაზე ყოველწლიურად 1200 – 1300 სტუდენტი ირიცხება, სტუდენტების დიდი ნაწილი დაფინანსების გარეშე რჩება, რაც მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მქონე სტუდენტებისთვის მნიშვნელოვან სირთულეს ქმნის და ხშირად ხელს უშლის უმაღლესი განათლების მიღებაში. პროგრამის ეფექტიანობის გასაზრდელად, მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ გაზარდოს სტუდენტების დაფინანსების თანხები. 24.2. ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა სახელმწიფოს მხრიდან სამოქალაქო განხორციელებული მედიაპოლიტიკა პროპაგანდისა ოკუპანტი და ინტეგრაციის ხელშესაწყობად, არაეფექტიანია, ქვეყნის ხოლო საინფორმაციო დღემდე ანტიდასავლური არხების ზეგავლენის შესასუსტებლად, დღემდე ნაბიჯები არ გადადგმულა. სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობისა და ეროვნული უმცირესობების უფლებების დაცვის მიმართულებით, მედიასაშუალებებს უმნიშვნელოვანესი როლი აკისრიათ; სახელმწიფო ტრადიციულად მხარს უჭერდა სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი გაზეთების, „ვრასტანისა“ და „გურჯისტანის“ გამოცემას. საზოგადოებრივი მაუწყებელის ჯგუფი „მრავალფეროვანი საქართველო“ და სომხურ და აზერბაიჯანულენოვანი ონლაინ 1022 განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წერილი MES 4 19 01467584. 382 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ტელევიზიები ამზადებდა საინფორმაციო და სხვა გადაცემებს სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე. საზოგადობრივი მაუწყებლის ვებგვერდზე ინფორმაცია ვრცელდებოდა ქართულ, აზერბაიჯანულ, სომხურ, რუსულ, აფხაზურ და ოსურ ენებზე. ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში აქტიურად მუშაობს რეგიონული მედია (ტელევიზიები, რადიოები და საინფორმაციო სააგენტოები), რომელიც ინფორმაციას რეგულარულად ავრცელებს ქართულ, სომხურ, აზერბაიჯანულ ენებზე და ხელს უწყობს მოსახლეობის ინფორმირებას. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, ეროვნული უმცირესობების ინფორმირების საკითხი წლების განმავლობაში კვლავ მოუგვარებელ პრობლემად რჩება. ეროვნული უმცირესობებით დასახლებული რეგიონების მოსახლეობა ინფორმაციას ძირითადად უცხოური საინფორმაციო საშუალებებიდან იღებს. საქართველოს ცენტრალური და რეგიონული მედიასაშუალებების არსებობის მიუხედავად, ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე მნიშვნელოვან და, რიგ შემთხვევებში, გადამწყვეტ გავლენას ახდენს მეზობელი ქვეყნების (აზერბაიჯანი, სომხეთი, რუსეთი, თურქეთი, ირანი) საინფორმაციო არხები. ქვემო ქართლსა და სამცხე ჯავახეთში ძლიერია ანტიდასავლური პროპაგანდა, რაც დასავლურ ინტეგრაციას სკეპტიკურად და უარყოფით კონტექსტში წარმოაჩენს. ანტიდასავლური პროპაგანდა, ძირითადად, რუსეთის საინფორმაციო არხების გავლენით ყალიბდება. ანტიდასავლური, დასავლეთისა და დასავლური ინტეგრაციის მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულების ჩამომყალიბებელი პროპაგანდის პარალელურად, ვრცელდება ეთნოსთაშორისი ურთიერთობების დაძაბვის ხელშემწყობი ინფორმაცია (ძირითადად, მითები და ყალბი ანტისომხური, ანტიაზერბაიჯანული, ანტიმუსლიმური და სხვა ამბები), რაც შემდგომ სოციალურ ქსელებში განხილვას, გაზიარებასა და სიძულვილის ენის ტირაჟირებას ედება საფუძვლად. 24.3. ეროვნული უმცირესობათა კულტურის დაცვა და პოპულარიზაცია საქართველო მდიდარია კულტურული მემკვიდრეობით, ქვეყანაში ათასობით აღრიცხული და ჯერ კიდევ აღურიცხავი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მათ შორის მრავლად გვხვდება ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები. მნიშვნელოვანია, რომ, ერთი მხრივ, გაგრძელდეს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა და ინვენტარიზაცია, ხოლო, მეორე მხრივ, შესაბამის ძეგლებზე დაიწყოს საკონსერვაციო და სარესტავრაციო სამუშაოები. 2019 წლის განმავლობაში სახელმწიფო უწყებები ტრადიციულად უჭერდნენ მხარს ეროვნული უმცირესობების კულტურას. მათ შორის იყო თბილისის სომხური, აზერბაიჯანული და რუსული თეატრებისა და მუზეუმების მხარდაჭერა. მიმდინარეობდა სომხური თეატრის მშენებელობა, რაც ძალზე მნიშვნელოვანია. 383 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში, კულტურის მნიშვნელოვანი კერები იყო მუნიციპალიტეტებისა და სოფლების კულტურის სახლები, რომელთაგანაც ამჟამად ძირითადად მუნიციპალურ ცენტრებში არსებული კულტურის სახლები ფუნქციონირებს, ხოლო სოფლების კულტურის სახლების დიდი ნაწილი გაუქმებული და უფუნქციოა. რეგიონებში კულტურული ცხოვრების გასაძლიერებლად, მნიშვნელოვანია, რომ გაძლიერდეს მუნიციპალურ ცენტრებში მდებარე კულტურის სახლების და ცენტრების ფუნქციონირება და ხელი შეეწყოს სოფლებში კულტურის სახლების მუშაობის აღდგენას. მუნიციპალურ ცენტრებთან შედარებით, სოფლებში იშვიათად ტარდება კულტურულშემეცნებითი, გასართობი ღონისძიებები, ნაკლებად არის გართობის, დასვენებისა და თავშეყრის ადგილები, ამდენად სოფლებში კულტურის სახლების მიმართ ინტერესი უფრო მაღალია. საჭიროებას აძლიერებს ისიც, რომ სოფლებში იშვიათად ფუნქციონირებს კულტურის შემსწავლელი წრეები, სახელოვნებო და ფოლკლორული ჯგუფები (სიმღერა, მუსიკა, ცეკვა და სხვ.). ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში იშვიათად ტარდება მოსახლეობის ფართო ფენებისთვის საინტერესო კულტურული პროგრამები. მათ შორის, იშვიათად ან საერთოდ არ ეწყობა დედაქალაქისა და საქართველოს სხვა რეგიონების შემოქმედებითი ჯგუფებისა, ანსამბლებისა და თეატრების გასვლითი ღონისძიებები და სხვ. ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ჯერჯერობით შესაბამისი ხელშეწყობა არ აქვს ეთნოტურიზმს. სასურველია, რომ ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ეთნოტურიზმის ხელშესაწყობად ეფექტიანი ნაბიჯები გადაიდგას – გაკეთდეს ტურისტული მარშრუტები, ხელი შეეწყოს ადგილობრივ ფოლკლორს და მოხდეს ამ მიმართულებების რეკლამირება. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში არსებული ანტიდასავლური პროპაგანდისა და ოკუპანტი ქვეყნის (რუსეთის) საინფორმაციო არხების ზეგავლენის აღმოსაფხვრელად, განახორციელოს საინფორმაციო- საგანმანათლებლო ღონისძიებები და კამპანიები  საქართველოს სახელმწიფო უწყებებში გადაწყვეტილების მიღების პროცესში ეროვნული უმცირესობების პროპორციული და თანასწორი მონაწილეობის ხელშესაწყობად, წარმოადგინოს ხედვა და კონკრეტული სამოქმედო გეგმა 384 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საქართველოს მთავრობას, შერიგებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს:  სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის ხელშესაწყობად, სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა შემუშავდეს ეროვნული უმცირესობების, მათ შორის, სახალხო დამცველთან არსებული ეროვნულ უმცირესობათა საბჭოს წარმომადგენლების აქტიური მონაწილეობით. საზოგადოებრივ მაუწყებელს:  გააძლიეროს ეროვნული უმცირესობების ენებზე მაუწყებლობა და ხელი შეუწყოს ეთნიკური უმცირესობების ხელმისაწვდომობასა და ენებზე მომზადებული პოპულარიზებას მედიაპროდუქტის ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს:  ხელი შეეწყოს ეროვნული უმცირესობების ენის სკოლებისთვის მულტილინგვური სწავლების მოდელის/მოდელების შემუშავებასა და მის დანერგვას, ორენოვანი პედაგოგების მომზადება-გადამზადებას, ახალი სასკოლო სახელმძღვანელოების შემუშავებას და სასწავლო მასალების შექმნას  დაიწყოს საქართველოს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად გამოცემული სასკოლო სახელმძღვანელოების ეროვნული უმცირესობების ენებზე თარგმნის, გამოცემისა და ამ სახელმძღვანელოებით სკოლების უზრუნველყოფის პროცესი  დაიწყოს საქართველოს სომხურ, აზერბაიჯანულ და რუსულენოვანი სკოლებისთვის მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შედგენის, გამოცემისა და აღნიშნულ საგნებში სასწავლო პროცესის საქართველოში გამოცემული სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის მიმართულებით ქმედითი ღონისძიებების გატარება  უზრუნველყოს მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენების (ოსური, ჩეჩნური, ხუნძური/ავარული, უდიური, ასურული და ქურთული/ყურმანჯი) სასკოლო სახელმძღვანელოების მომზადება და გამოცემა, აგრეთვე პედაგოგთა გადამზადება  ხელი შეეწყოს ეროვნული უმცირესობების კულტურის მოღვაწეებისა და შემოქმედებითი ჯგუფების (ანსამბლები, თეატრებისა და სხვ.) კონცერტების და შემოქმედებითი საღამოების მოწყობას საქართველოს დედაქალაქში და სხვადასხვა რეგიონებში; ამასთან, გააძლიეროს სტუდენტური და მოსწავლეთა გაცვლითი პროგრამები ქვეყნის ფარგლებს შიგნით  ხელი შეეწყოს ქართული კულტურის ცნობილი და პოპულარული (საქართველოს ბიუჯეტიდან დაფინანსებული) შემოქმედებითი ჯგუფების, ანსამბლების, თეატრების და სხვა შემოქმედებით ჯგუფების გასტროლებს – სპექტაკლების, 385 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 კონცერტებისა და შემოქმედებითი საღამოების მოწყობას ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებულ რეგიონებში  გაგრძელდეს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების აღრიცხვა-ინვენტარიზაციის პროცესი და დაიწყოს ეროვნულ უმცირესობებთან დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების კონსერვაცია და რესტავრაცია  ადგილობრივ თვითმმართველობებთან თანამშრომლობით, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ხელი შეეწყოს კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობას, აღდგენასა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას. ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს:  საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან თანამშრომლობით, ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების მუნიციპალიტეტებსა და სოფლებში ხელი შეეწყოს კულტურის სახლების/კულტურის ცენტრების საქმიანობას, აღდგენასა და სასწავლო-საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებას  ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სწავლების ხარისხისა და საქმიანობის ეფექტიანობის ასამაღლებლად, დაიწყოს პედაგოგთა გადამზადება, სასწავლო რესურსების შექმნა და მიწოდება. 386 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 25.ადამიანის უფლებები თავდაცვის სფეროში 25.1. შესავალი თავდაცვის სფეროში საქართველოს სახალხო დამცველის საქმიანობის მიზანია წვევამდელთა, სამხედრო მოსამსახურეთა და ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა უფლებრივი მდგომარეობის შემოწმება სისტემური მონიტორინგისა და ინდივიდუალურ საჩივრებზე ეფექტიანი რეაგირების მეშვეობით. თავდაცვის სფეროში ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტმა 2019 წელს, მონიტორინგის ფარგლებში, განახორციელა 47 ვიზიტი.1023 ჩატარებული მონიტორინგის შედეგების მიხედვით მომზადდა 5 ვიზიტის შემდგომი ანგარიში და შესაბამისი რეკომენდაციები გაიგზავნა საქართველოს თავდაცვის სამინისტროში. დასაწყისშივე, გვსურს პოზიტიურად აღვნიშნოთ, რომ საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში1024 საქართველოს მთავრობის მიმართ გაცემული რეკომენდაცია საგადასახადო კოდექსის ცვლილებისა და დამატებების ინიცირების შესახებ და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დაუდგინა ვალდებულება, 2020 წლიდან გაეზარდა საშემოსავლო გადასახადის შეღავათი ვეტერანთა მიმართ 6 000 ლარამდე, ხოლო მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა მიმართ - 9 000 ლარამდე. თუმცა, სამწუხაროდ, აღნიშნულ რეკომენდაციასთან დაკავშირებით, ფინანსთა სამინისტრომ მიზანშეწონილად არ მიიჩნია საგადასახადო შეღავათების გაზრდა. 1025 სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს ფინანსთა სამინისტროს ამ გადაწყვეტილებას, რადგან მიაჩნია, რომ ქვეყანაში არსებული მძიმე ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობის პირობებში, ამ შეღავათების დაწესება ხელს შეუწყობს ვეტერანების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას. „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სახელმწიფო პოლიტიკა ვეტერანების მიმართ ითვალისწინებს სახელმწიფო პროგრამების შემუშავებასა და განხორციელებას, რომლებიც უზრუნველყოფენ ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრების 1023 39 ვიზიტი საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებში; 2 ვიზიტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს სამხედრო სამსახურში გაწვევისა და კოორდინირების დეპარტამენტში; 2 ვიზიტი სპეციალური პენიტენციური სამსახურის გარე დაცვისა და ბადრაგირების სამმართველოს გარე დაცვის განყოფილებებში; 4 ვიზიტი მცხეთისა და თბილისის მუნიციპალიტეტების სამხედრო განყოფილებებში. 1024 საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2018 წელი, გვ. 303. ხელმისაწვდომია შემდეგ მისამართზე: < https://bit.ly/2UruE8S >[ბოლოს ნანახია: 24.02.2020] 1025 საქართველოს ფინანსთა სამინისტროს №08-02/139876 წერილი. 387 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სამართლებრივი და სოციალურ-ეკონომიკური შეღავათების გარანტიების და მათი პრაქტიკული შესრულებისათვის ღონისძიებათა სისტემის შექმნას. საქართველოს პარლამენტმა, ასევე გაიზიარა და „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე დადგენილებაში შეიტანა საქართველოს გენერალური პროკურორის მიმართ გაცემული რეკომენდაცია, რომლითაც სახალხო დამცველი ითხოვდა, საქართველოს გენერალურ პროკურორს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად წარდგენილ ანგარიშში, წარმოედგინა მოსაზრება თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ნაწილებში გარდაცვალების ფაქტებზე აღძრული სისხლის სამართლის საქმეების გამოძიების ეფექტიანობის თაობაზე - სამწუხაროდ, საქართველოს პროკურატურის 2018 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშში არ არის ასახული სახალხო დამცველის აღნიშნული რეკომენდაცია. შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველომ ნაწილობრივ გაითვალისწინა და შეასრულა სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში გაწეული რეკომენდაციები.1026 სამწუხაროდ, არ შესრულდა რეკომენდაცია, რომელიც შეეხებოდა შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს განყოფილებებში არსებული მცირე ზომის ჯიხურების ნაცვლად მოზრდილი, კეთილმოწყობილი ოთახების მოწყობას, განწესში მყოფი პირადი შემადგენლობის მოსასვენებლად. დადებითად აღსანიშნავია ცვლილება, რომელიც საქართველოს მთავრობამ, სახალხო დამცველის მონეტიზაციის წინადადების შესახებ“ შესრულების საქართველოს მიზნით, მთავრობის „სოციალური 2007 წლის 11 შეღავათების იანვრის №4 დადგენილებაში შეიტანა. ამ ცვლილების საფუძველზე, სსიპ - სოციალური მომსახურების სააგენტო უფლებამოსილია, ვეტერანის სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტის ან შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი ცნობის წარდგენის სანაცვლოდ, ეკვივალენტურ დოკუმენტად მიიჩნიოს და შესაბამისი კატეგორიის პირებს საყოფაცხოვრებო სუბსიდია დაუნიშნოს ვეტერანთა აღრიცხვის ელექტრონული ბაზის მონაცემების საფუძველზე, რომელიც სააგენტოს სსიპ - ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ მიეწოდება. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული ცვლილების საფუძველზე, ვეტერანებისა 1026 დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს მე-6 და მე-7 ქვეგანყოფილებებში ნაწილობრივ აღმოიფხვრა სანიტარიულ-ჰიგიენურ კვანძებში არსებული ინფრასტრუქტურული პრობლემები; 2019 წლის ივლისიდან, დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს მე-6 და მე-7 ქვეგანყოფილებების თანამშრომლებსა და სამხედრო მოსამსახურეებს, სამუშაო ცვლიდან თავისუფალ დღეებში დამატებითი მომსახურების შესრულებისთვის ეძლევათ დანამატი დარიცხულ ხელფასზე; გენერალური ინსპექცია სისტემატურად ამოწმებს იმ დანაყოფებს, სადაც ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები მსახურობენ. 388 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 და მარჩენალდაკარგულის სტატუსის მქონე პირებისთვის, არსებითად გამარტივდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის დანიშვნა, რადგან მოეხსნათ სოციალური მომსახურების სააგენტოში დამატებით განცხადების წარდგენის ვალდებულება. ასევე, დადებითად უნდა აღინიშნოს საქართველოს მთავრობის მიერ, 2019 წლის 14 მაისის №222 დადგენილებით, „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის №279 დადგენილებაში განხორციელებული ცვლილება, რომლის საფუძველზეც გათანაბრდა საყოფაცხოვრებო სუბსიდიით მოსარგებლეთა მდგომარეობა და საყოფაცხოვრებო სუბსიდიით სარგებლობის შესაძლებლობა მიეცა ვეტერანის სტატუსის მქონე ყველა პირს. აღსანიშნავია, რომ სახალხო დამცველი არაერთი წელი მიმართავდა საქართველოს მთავრობას ამ რეკომენდაციით.1027 25.2. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო დადებითად უნდა აღინიშნოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, საქართველოს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში, 2019 წლის 1 სექტემბრიდან, წვევამდელები სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიან სამხედრო ნაწილში 3 დღე-ღამეში ერთხელ გამოცხადებით, თუმცა აღნიშნული ცვლილების შემდეგ, უფრო ხშირად უწევთ საცხოვრებელი სახლიდან სამხედრო ნაწილამდე გადაადგილება, შესაბამისად, გაეზარდათ ტრანსპორტირების ხარჯებიც, მათი ხელფასი (50 ლარი) კი საკმარისი არ არის ტრანსპორტირების ხარჯების დასაფარად და საცხოვრებელი სახლიდან სამხედრო ნაწილამდე საკუთარი ხარჯებით უწევთ გადაადგილება. 2019 წლის საანგარიშო პერიოდში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებაში მონიტორინგის ფარგლებში განხორციელებულმა ვიზიტებმა ცხადყო, რომ თავდაცვის სამინისტროს რიგ სამხედრო ნაწილებში1028 კვლავ აღმოუფხვრელ პრობლემად რჩება სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება (რიგგარეშე ფიზიკური დატვირთვა დასჯის მიზნით) და ჯგუფური დასჯის პრაქტიკა. 1027 2018 წელს საქართველოს პარლამენტმა გაიზიარა (2018 წლის 19 ივლისის საქართველოს პარლამენტის დადგენილება №3148-რს) სახალხო დამცველის რეკომენდაცია და დაადგინა, რომ საქართველოს მთავრობას უნდა განეხორციელებინა შესაბამისი ცვლილება ამ რეკომენდაციის შესასრულებლად, თუმცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს განცხადებით, ამ მიმართულებით საბიუჯეტო ასიგნებების გაზრდა არ იგეგმებოდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს. საქართველოს მთავრობამ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება და ცვლილება შეიტანა დადგენილებაში, რომლის საფუძველზეც, ვეტერანის სტატუსის მქონე ყველა პირს მიეცა საყოფაცხოვრებო სუბსიდიის მიღების შესაძლებლობა. 1028 საქართველოს თავდაცვის ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზა; საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სასწავლო ცენტრი - კრწანისი; წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის გ. ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია; საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალები; საქართველოს თავდაცვის ძალების საჰაერო თავდაცვის ბრიგადა. 389 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 თავდაცვის უწყების ინფრასტრუქტურული სხვადასხვა პრობლემები.1029 სამხედრო ნაწილებში გამოვლინდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,1030 ამ მიმართულებით დაგეგმილია მნიშვნელოვანი ცვლილებები, წინა წელთან შედარებით გაზრდილია თავდაცვის სამინისტროს ინფრასტრუქტურული პროექტების 2020 წლის დამტკიცებული მაჩვენებელი და შეადგენს 100 მილიონ ლარს. ასევე, მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, თავდაცვის სამინისტრო 2020 წელს გეგმავს 52 სასადილოს კაპიტალურ რემონტს, ინვენტარის განახლებას და საკუთარი საცხობი ობიექტების დამატებას. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი აღნიშნულ პროცესს აქტიურად დააკვირდება. 2019 წლის განმავლობაში პირად შემადგენლობასთან ჩატარებული გასაუბრების შედეგად, გამოიკვეთა, რომ პირადი შემადგენლობისთვის ერთ-ერთ მწვავე პრობლემას წარმოადგენს თავისუფალ დროს მობილური ტელეფონებით სარგებლობის უფლების შეზღუდვა. მით უმეტეს გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ სწორედ მობილური ტელეფონია მათთვის ოჯახის წევრებთან კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება, იმ პირობებში, როცა ბევრ მათგანს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება საცხოვრებელი სახლიდან მოშორებით უწევს. მართალია, სამხედრო მოსამსახურეებს აქვთ შესაძლებლობა, დღის განმავლობაში, აუცილებელი საჭიროების დროს გამოიყენონ სამხედრო ნაწილის სამორიგეოში არსებული კორპორატიული ტელეფონები, ან ითხოვონ მობილური ტელეფონები მათი უშუალო ხელმძღვანელებისგან, მაგრამ მათი განმარტებით, ყოველდღიურ პრაქტიკაში ამ სახით ოჯახის წევრებთან კომუნიკაცია, მათთვის არაკომფორტული და უხერხულია, მით უმეტეს, სამორიგეოში არსებული ტელეფონებიდან დარეკვის დროს ვერ ახერხებენ კონფიდენციალურად და თავისუფლად საუბარს. სამხედრო ნაწილებში მობილური ტელეფონის გამოყენების შეზღუდვა 2020 წლის 3 თებერვლამდე დარეგულირებული თანამშრომელთა/მოსამსახურეთა იყო მიერ „საქართველოს კომუნიკაციის შეიარაღებული საშუალებების ძალების გამოყენების წესების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2013 წლის 3 ოქტომბრის №1154 ბრძანებით, რომელიც არათანაბარ პირობებში აყენებდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებს/მოსამსახურეებს და საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ თანასწორობის უფლებასაც ეწინააღმდეგებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის 3 თებერვლის №MOD32000000115 ბრძანებით, ზემოთ ნახსენები ბრძანება ძალადაკარგულად ჩაითვალა და თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა მიერ კომუნიკაციის საშუალებების გამოყენების წესებთან დაკავშირებითაც გარკვეული ცვლილებები აისახა, ძირითადი პრინციპები არსებითად არ შეცვლილა. ამ ბრძანების მე-2 1029 მოუწესრიგებელი ელექტროგაყვანილობის და განათების სისტემა; მოშლილი კონდიცირების და გამწოვი/სავენტილაციო სისტემა, სანიტარიულ-ჰიგიენურ კვანძებში და სასადილო-სამზარეულოში არსებული ანტისანიტარია. 1030 საქართველოს თავდაცვის მინისტრის 24/01/2020 წლის №MOD 12000076147 კორესპონდენცია. 390 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 პუნქტის მიხედვით, მთლიანად აკრძალულია შინაგანაწესით განსაზღვრულ სამუშაო საათებში მობილური ტელეფონით სარგებლობა. ასევე, არათანაბარ პირობებში არიან ჩაყენებულნი თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები, რაც საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ ძირითად უფლებებს ეწინააღმდეგება. თავდაცვის უწყების დაქვემდებარებაში მყოფ გარკვეულ სამხედრო ნაწილებში1031 სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების უმრავლესობა ეთნიკურად აზერბაიჯანელები არიან. მათ არ ესმით და ვერც მეტყველებენ ქართულად, რაც ხშირ შემთხვევაში უთანხმოებას იწვევს ჯარისკაცებს შორის, რამდენჯერმე ფიზიკურ დაპირისპირებასაც ჰქონდა ადგილი. ენის არცოდნის გამო, ისინი ასევე ვერ იღებენ სრულფასოვან სამხედრო განათლებას და სათანადოდ ვერ ასრულებენ მათთვის დაკისრებულ ფუნქცია- მოვალეობებს. ამასთან, სურვილის/საჭიროების შემთხვევაში, არც უშუალო მეთაურებთან კონფიდენციალურად გასაუბრების შესაძლებლობა აქვთ. თავდაცვის უწყების უმეტეს სამხედრო ნაწილებში მწვავე პრობლემას წარმოადგენს სადღეღამისო განწესებში რიგგარეშედ ხშირი გასვლა. სადღეღამისო განწესში გასვლა ძირითადად ყოველ მეორე დღეს უწევთ, რაც იმით არის გამოწვეული, რომ გარკვეული ქვედანაყოფები მხოლოდ ნაწილობრივ არის დაკომპლექტებული, ამასთან, აღნიშნული პრობლემა სამხედრო მოსამსახურეების კუთვნილი შვებულებით სარგებლობასთანაც არის დაკავშირებული, პირადი შემადგენლობა სასურველი ხანგრძლივობით და პერიოდულობით ვერ სარგებლობს კუთვნილი შვებულებით. მონიტორინგის ფარგლებში დაკავშირებული პრობლემები. ასევე გამოვლინდა სადაზღვევო სამედიცინო კომპანია დაზღვევასთან საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეებს ხშირ შემთხვევაში არ უნაზღაურებს არაპროვაიდერ კლინიკებში მიღებული სამედიცინო მომსახურებისთვის გადახდილ თანხას. აღნიშნულთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა, 2019 წლის 25.11 – 04.12 პერიოდში განხორციელებული მონიტორინგის შემდგომ ანგარიშში, შესაბამისი რეკომენდაციით მიმართა1032 თავდაცვის სამინისტროს. მისასალმებელია, რომ თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით,1033 2020 წელს სამინისტროს მოსამსახურეები უზრუნველყოფილნი იქნებიან ჯანმრთელობის დაზღვევის არსებითად გაუმჯობესებული მომსახურების პირობებით, რაც მათ საშუალებას მისცემს, გაცილებით მარტივად მიიღონ მაღალი ხარისხის მომსახურება. დაზღვეულ პირს თავისუფალი არჩევანის პრინციპით (სურვილისამებრ), უფლება ექნება არაპროვაიდერ კლინიკებში ჩაიტაროს ამბულატორიული/სტაციონარული მომსახურება და გაწეული 1031 საქართველოს თავდაცვის ძალების ავიაციისა და საჰაერო თავდაცვის სარდლობის შერეული საავიაციო ესკადრილია; საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სასწავლო მხარდამჭერი ცენტრი - კრწანისი; საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის გ. ანწუხელიძის სახელობის სერჟანტთა აკადემია. 1032 სახალხო დამცველის აპარატის 2019 წლის 30 დეკემბრის №14/14235 წერილი. 1033 საქართველოს თავდაცვის მინისტრის 24/01/2020 წლის №MOD 12000076147 კორესპონდენცია. 391 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ხარჯები, სამედიცინო და ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენის საფუძველზე, სადაზღვევო კომპანიის გადაწყვეტილების შესაბამისად აინაზღაუროს. მონიტორინგის ფარგლებში, ასევე დათვალიერდა იურიდიული დოკუმენტაცია. რიგ სამხედრო ნაწილებში,1034 დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების შესახებ ბრძანებებში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გასაჩივრების წესი და პირობები სრულყოფილად არ იყო განმარტებული. კერძოდ, არ შეიცავდა მითითებას სადისციპლინო წესდების 66-ე მუხლით გათვალისწინებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გადასინჯვის აღმოსაფხვრელად, შესაბამისი უფლებაზე. რეკომენდაციები გაიცა აღნიშნული ადგილზეც და ხარვეზის სახალხო დამცველის, მონიტორინგის შემდგომ ანგარიშებშიც.1035 მისასალმებელია, რომ თავდაცვის სამინისტრომ გაითვალისწინა1036 სახალხო დამცველის რეკომენდაცია და შესაბამის ბრძანებებში შეიტანა ცვლილება. მონიტორინგის ფარგლებში, ასევე გაირკვა, რომ სამხედრო ნაწილებში საკვებს გაცემამდე 30 წუთით ადრე სინჯავს სამხედრო ნაწილის მორიგე ექიმი/ექთანი, თუმცა გაურკვეველია აღნიშნული პრაქტიკის წარმოშობის საჭიროება და სამართლებრივი საფუძველი. ამ საკითხთან დაკავშირებით, სახალხო დამცველმა თავდაცვის სამინისტროს მიმართა რეკომენდაციით1037, გადაიხედოს მორიგე ექიმის მიერ საკვების გასინჯვის არსებული პრაქტიკის მიზანშეწონილობა და შემუშავდეს ახალი ინსტრუქცია, რომელიც გაითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილებას და დაეფუძნება ექიმთა უფლებების დაცვის პრინციპს. თავდაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციის1038 თანახმად, თავდაცვის სამინისტროში ამჟამად მუშავდება საქართველოს თავდაცვის ძალების შინაგანი სამსახურის წესდების ახალი პროექტი. სახალხო დამცველი მიესალმება საქართველოს თავდაცვის ძალების ახალი შინაგანი სამსახურის წესდების შემუშავებას და იმედს გამოთქვამს, რომ აღნიშნული წესდებით დაიხვეწება თავდაცვის სამინისტროს 1034 საქართველოს თავდაცვის ძალების ლოგისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის შეიარაღებისა და ტექნიკის სარემონტო ბაზა; საქართველოს თავდაცვის ძალების წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის სასწავლო ცენტრი კრწანისი; საქართველოს თავდაცვის ძალების საჰაერო თავდაცვის ბრიგადა; საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდია; საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო საინჟინრო ბატალიონი; საქართველოს თავდაცვის ძალების დასავლეთის სარდლობის II ქვეითი ბრიგადა. 1035 2019 წლის 1-5 ივლისს ჩატარებული მონიტორინგი - სახალხო დამცველის აპარატის 2019 წლის 26 ივლისის №14/8449 წერილი; 2019 წლის 16-30 ივლისს ჩატარებული მონიტორინგი - სახალხო დამცველის აპარატის 2019 წლის 9 აგვისტოს №14/8906 წერილი; 2019 წლის 12-16 აგვისტოს ჩატარებული მონიტორინგი - სახალხო დამცველის აპარატის 23 სექტემბრის №14/10388 წერილი. 1036 საქართველოს თავდაცვის მინისტრის 16/08/2019 წლის №MOD 71900846311 წერილი; საქართველოს თავდაცვის მინისტრის 02/09/2019 წლის №MOD 81900894607 წერილი; საქართველოს თავდაცვის მინისტრის 22/10/2019 წლის №MOD 31901083809 წერილი. 1037 2019 წლის 30.09 – 04.10 - ში ჩატარებული მონიტორინგი - სახალხო დამცველის აპარატის 2019 წლის 13 ნოემბრის №14/12305 წერილი. 1038 საქართველოს თავდაცვის მინისტრის 09/12/2019 წლის №MOD 01901272824 წერილი. 392 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სამხედრო ნაწილებში საკვების გასინჯვა/შემოწმების არსებული პრაქტიკა და შემუშავდება ახალი ინსტრუქცია, რომელიც ექიმთა უფლებების დაცვაზე იქნება დაფუძნებული. თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მიერ დამონტაჟებული საჩივრის ყუთები უმეტეს სამხედრო ნაწილებში საჯარო და თვალსაჩინო ადგილებში, ძირითადად, სასადილოს შესასვლელსა და საკონტროლო გამშვებ პუნქტებზეა განთავსებული. გამომდინარე იქიდან, რომ საჩივრის ყუთების მსგავსი განლაგება თავისთავად ვერ უზრუნველყოფს საჩივრის ავტორის ანონიმურობას, სახალხო დამცველმა 2020 წლის 30.09 – 04.10 - ში განხორციელებული მონიტორინგის შემდგომ ანგარიშში რეკომენდაცია1039 გაუწია თავდაცვის სამინისტროს, სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე არსებული საჩივრის ყუთები ისეთ ადგილებში განალაგოს, სადაც სამხედრო მოსამსახურეს შეეძლება დამოუკიდებლად გადაადგილება კონფიდენციალურად ინფორმაციით, 1040 სარგებლობა. და, საჭიროების თავდაცვის შემთხვევაში, სამინისტროდან ყუთით მიღებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებს შორის მიმდინარეობს კონსულტაციები გენერალური ინსპექციის „ცხელი ხაზის“ სააბონენტო ყუთების განლაგებასთან დაკავშირებით. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას:  განახორციელოს საგადასახადო კოდექსის ცვლილებებისა და დამატებების ინიცირება და 2021 წლიდან ვეტერანების მიმართ არსებული საშემოსავლო გადასახადის შეღავათი გაიზარდოს 6 000 ლარამდე (9 000 ლარამდე - მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა მიმართ). საქართველოს თავდაცვის მინისტრს:  გაიზარდოს სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეთა ანაზღაურება მინიმუმ იმ ოდენობით, რომ უზრუნველყოს მათი საცხოვრებელი სახლიდან სამხედრო ნაწილამდე ტრანსპორტირების ხარჯების სრული დაფარვა  აღმოიფხვრას სავალდებულო სამხედრო მოსამსახურეების მიმართ, დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში, პასუხისმგებლობის ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენება (რიგგარეშე ფიზიკური დატვირთვა დასჯის მიზნით) და ჯგუფური დასჯის პრაქტიკა. ამ მიზნით, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტს დაევალოს, 1039 2019 წლის 30.09 – 04.10 - ში ჩატარებული მონიტორინგი - სახალხო დამცველის აპარატის 2019 წლის 13 ნოემბრის №14/12305 წერილი. 1040 საქართველოს თავდაცვის მინისტრის 09/12/2019 წლის №MOD 01901272824 წერილი. 393 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სისტემური კონტროლი გაუწიოს სამხედრო ნაწილებში არასაწესდებო სასჯელის გამოყენებას და ჯგუფურ დასჯებს  დაიშვას თარჯიმნის შტატი იმ სამხედრო ნაწილებში, სადაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს გადიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები, რათა თავიდან იქნას არიდებული სამხედრო მოსამსახურეებს შორის კონფლიქტი და, საჭიროების შემთხვევაში, მიეცეთ მათ მეთაურებთან კონფიდენციალურად გასაუბრების შესაძლებლობა.  თავდაცვის უწყების სამხედრო ნაწილებში გაიზარდოს პირადი შემადგენლობის რაოდენობა, რათა სამხედრო მოსამსახურეებს არ უწევდეთ რიგგარეშე სადღეღამისო განწესებში ხშირად გასვლა და ყველა მოსამსახურეს თანაბრად შეეძლოს კუთვნილი შვებულებით სარგებლობა  შევიდეს ცვლილება „საქართველოს თავდაცვის ძალების მოსამსახურეთა მიერ კომუნიკაციის საშუალებების გამოყენების წესების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2020 წლის 3 თებერვლის №MOD32000000115 ბრძანებაში, რათა ნებისმიერი რანგის სამხედრო და სამოქალაქო პირებისთვის დაშვებულ იქნას მობილური ტელეფონის გამოყენება სამუშაო დღის განმავლობაში, გარდა სადღეღამისო განწესში ყოფნის დროისა და სწავლებისა და წვრთნების ჩატარების პერიოდისა  შემუშავდეს საკვების გასინჯვის ახალი ინსტრუქცია, რომელიც გაითვალისწინებს საერთაშორისო გამოცდილებას და დაეფუძნება ექიმთა უფლებების დაცვის პრინციპს. 394 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 26.კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა 2019 წელი კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობისათვის, როგორც საქართველოს კონტროლირებად, ისე ოკუპირებულ ტერიტორიებზე, კვლავ სირთულეებით აღსავსე იყო. მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში აქტიური შეიარაღებული მოქმედებები აღარ მიმდინარეობს, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები როგორც ქართველი, ისე ოსი და აფხაზი მოსახლეობა დღემდე მწვავედ განიცდის ომის დამანგრეველ შედეგებს. კვლავ საგანგაშოა ოკუპირებულ ტერიტორიაზე სიცოცხლის უფლების უკანონო ხელყოფის ფაქტები. ამაზე მეტყველებს ჯერ კიდევ 2014 წელს დავით ბაშარულის, 2016 წელს გიგა ოთხოზორიას, 2018 წელს არჩილ ტატუნაშვილის და 2019 წელს - ოკუპირებული აფხაზეთის, გალის რაიონის სოფელ ნაბაკევის რუსულ სამხედრო ბაზაზე, საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას სიცოცხლის უფლების დარღვევა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ყველა ამ მკვლელობაში უშუალო მონაწილეეები საოკუპაციო რეჟიმების წარმომადგენლები არიან და არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, დღემდე არ დასჯილან. სახალხო დამცველი ასევე საგანგაშოდ მიიჩნევს 2019 წელს ე.წ. გამშვები პუნქტების ხანგრძლივი ვადით ჩაკეტვას, რამაც ოკუპირებული ახალგორის რაიონის შემთხვევაში, ჰუმანიტარული კრიზისი და სამედიცინო მომსახურების ხელმისაწვდომობაზე პრობლემები გამოიწვია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო საოკუპაციო რეჟიმის მიერ საქართველოს მოქალაქეების, ე.წ. საზღვრის კვეთისთვის, უკანონო დაკავება და დაპატიმრება. ამის ნათელი მაგალითი იყო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება. მნიშვნელოვანი პრობლემაა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარსა და ქარელის რაიონის სოფელ ატოცში, საოკუპაციო ძალების მხრიდან უკანონო „ბორდერიზაციის“ პროცესის განახლება. უნდა აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველის შეფასებით, სიტუაციას კიდევ უფრო ართულებს ოკუპირებულ სადამკვირვებლო დაბრკოლებები. ტერიტორიებზე ორგანიზაციების ასევე მცირეა იმ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო შესვლასთან დაკავშირებით წარმოქმნილი საერთაშორისო დონორი თუ არასამთავრობო ორგანიზაციების რიცხვი, რომლებიც გააძლიერებდნენ აფხაზურ და ოსურ სამოქალაქო საზოგადოებას. ყოველივე ეს კი, კონფლიქტურ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის უფლებებზე უარყოფითად აისახება. წინამდებარე თავში მიმოხილულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე და საოკუპაციო ხაზების გასწვრივ საქართველოს მოქალაქეების უფლებრივი მდგომარეობა და წარმოდგენილია შესაბამისი რეკომენდაციები. 395 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 26.1. დოკუმენტაციისა და გადაადგილების თავისუფლების საკითხი საანგარიშო პერიოდში, საოკუპაციო ხაზზე გადაადგილება, ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევა იყო. დე ფაქტო ორგანოებისა და რუსეთის სასაზღვრო ძალების დადგენილი ფორმალური რეჟიმი, ხელოვნური მიზეზების დასახელებით, ზღუდავს ადგილობრივ მკვიდრთა გადაადგილებას, პერიოდულად კი, სრულადაც იკეტება გამშვები პუნქტები. ამ მხრივ საგანგაშო მდგომარეობაა ოკუპირებული ახალგორის რაიონში. 2019 წლის 4 სექტემბერს სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებამ, მოსაბრუნის (ე.წ. რაზდახანის) გამშვები პუნქტი თვითნებურად ჩაკეტა, რომლის გახსნასაც ორ დღეში აპირებდა,1041 თუმცა სოფელ ჩორჩანაში, პოლიციის საგუშაგოს გახსნა და მასთან დაკავშირებული პროცესები, ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმისთვის მორიგი საბაბი გახდა, ე.წ. საზღვრები ჩაეკეტა და მოსახლეობა სრულ იზოლაციასა და ჰუმანიტარულ კრიზისში მოექცია. ე.წ. გამშვები პუნქტის ჩაკეტვით, ახალგორში მცხოვრები, როგორც ეთნიკურად ქართველი, ისე ოსი მოსახლეობა სრულ იზოლაციასა და ჰუმანიტარულ კრიზისში მოექცა, რადგან მათ არ აქვთ სათანადო სამედიცინო დახმარების, საკვების, პენსიის თუ სხვა საარსებო სერვისებით სარგებლობის საშუალება. ახალგორის რაიონში მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობას, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე, წეროვანის დევნილთა დასახლებაში აქვს საცხოვრებელი სახლები, მცირე მეურნეობა და სამუშაო ადგილები. გამშვები პუნქტის ჩაკეტვის შემდეგ, მოსახლეობის ნაწილი ახალგორის რაიონში, მათი ოჯახის წევრები კი, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე დარჩნენ. ამ ფაქტმა ორივე მხარეს, როგორც ახალგორის რაიონში, ისე საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები პირები, მძიმე სოციალურ და ეკონომიკურ მდგომარეობაში ჩააყენა. გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვა და ამ მიმართულებით ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო მთავრობის დაწესებული ხელოვნური ბარიერები, პირდაპირ კავშირშია ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის ჯანმრთელობის უფლების ხელმისაწვდომობასთან. ამის ნათელი მაგალითია, არასათანადო სამედიცინო დახმარების გამო, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა გარდაცვალების ფაქტები. კერძოდ, 2019 წლის 28 ოქტომბერს 70 წლის მარგო მარტიაშვილის,1042 ნოემბერში კი, 49 წლის ბესიკ ობესოვის და 72 წლის შოთა დრიაევის გარდაცვალება.1043 „ოკუპირებულ ახალგორში შესვლა შესაძლოა აღარ განახლდეს“, რეგინფო, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე:< http://bit.do/fyfTj >[ბოლოს ნანახია 16.02.2020]. 1042 „ცხინვალის საავადმყოფოში გარდაცვლილი 70 წლის ქალის ცხედარს მის მშობლიურ სოფელში დღეს გადაასვენებენ“, ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: <http://bit.do/fygpC > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 1043 „ოკუპანტების გულგრილობის გამო გარდაცვლილი მამაკაცის ცხედარი ცხინვალში ექსპერტიზაზე გადაიყვანეს“, ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/2xCeEYC > . [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 1041 396 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 5-თვიანი ჩაკეტვის შემდეგ, დე ფაქტო ხელისუფლებამ, ე.წ. გამშვებ პუნქტთან დაკავშირებით, მიდგომა შეცვალა და გარკვეულწილად გახსნა ე.წ. საზღვარი ახალგორის რაიონის იმ მცხოვრებთათვის, რომლებსაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდებათ, ასევე იმ პენსიონერებისათვის, რომლებიც მხოლოდ ქართულ პენსიას იღებენ,1044 თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს გამონაკლისი მხოლოდ მოსახლეობის ძალიან მცირე ნაწილს შეეხო და ახალგორში მცხოვრები ადამიანების უმრავლესობა კვლავ სრულ იზოლაციაში იმყოფება. ე.წ. საზღვარი წინა წლებშიც ჩაკეტილა, მაგალითად, ოსურმა მხარემ გადაადგილების თავისუფლება ბოლოს 2019 წლის იანვარ-მარტის პერიოდში შეზღუდა გრიპის ვირუსის გავრცელების მოტივით. თუმცა წინა შემთხვევებისაგან განსხვავებით, 2019 წლის სექტემბერში პუნქტების ჩაკეტვამ ბევრად მძიმე შედეგები გამოიწვია. რაც შეეხება ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებას, 2019 წლის განმავლობაში, ენგურის ხიდზე სხვადასხვა მიზეზით რამდენიმეჯერ შეიზღუდა გადაადგილება. საანგარიშო წლის დასაწყისში, საქართველოს ტერიტორიაზე გრიპის ვირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით ჩაიკეტა ე.წ. გამშვები პუნქტი. გამონაკლისი დაწესდა მხოლოდ პაციენტებზე, რომელთაც ადგილობრივი სამედიცინო დაწესებულების ცნობა ჰქონდათ სამედიცინო საჭიროებასთან დაკავშირებით. მოგვიანებით, ივნისში, დე ფაქტო მთავრობის მიერ ხელოვნურად შექმნილი შეზღუდვების გამო, სრულად ჩაიკეტა ენგურის ხიდი, რამაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები აბიტურიენტები დააზარალა. მათ, ვისაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე სურდა უმაღლესი განათლების მიღება, დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო, ერთიან ეროვნულ გამოცდებში ვერ მიიღეს მონაწილეობა. მოგვიანებით, ენგურის ხიდზე გადაადგილება აღდგა, თუმცა გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. მამაკაცების გადაადგილება დაშვებული იყო მხოლოდ 14 წლამდე და 60 წელს ზემოთ, დანარჩენი ასაკის მამაკაცებისთვის გადაადგილება სრულად აიკრძალა. შეზღუდვა არ გავრცელებულა ქალებზე. სახალხო დამცველის ინფორმაციით, 5000 რუსული რუბლის ქრთამის გადახდის შემთხვევაში, რაც დაახლოებით 225 ლარს შეადგენს, მსგავსი ტიპის შეზღუდვები არ მოქმედებს.1045 გადაადგილების თავისუფლება, მხოლოდ ლეგიტიმური მიზნებით შეიძლება შეიზღუდოს. სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, რომლის მონაწილე მხარეები რუსეთი და საქართველოც არიან, ადგენს, რომ თავისუფლად გადაადგილების უფლების შეზღუდვა მხოლოდ იმ შემთხვევებში დაიშვება, რომლებიც აუცილებელია სახელმწიფოს უშიშროების, საზოგადოებრივი წესრიგის, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და ზნეობის, ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლების დასაცავად და დე ფაქტო ხელისუფლებამ ახალგორთან დაკეტილ ე.წ. საზღვარზე რეჟიმი შეარბილა < http://bit.do/fygpP> [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 1045 სახალხო დამცველის კონფიდენციალურ წყაროზე დაყრდნობით მიღებული ინფორმაცია, დეკემბერი, 2019. 1044 397 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 წინამდებარე პაქტით აღიარებულ სხვა უფლებებს შეესაბამება.1046 საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლით, ოკუპანტმა ძალამ (ამ შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია), მოსახლეობის მიმართ კონტროლის და უსაფრთხოების მხოლოდ ისეთი ზომები უნდა გაატაროს, რომლებიც შეიარაღებული კონფლიქტის გამო გახდა საჭირო.1047 სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დე ფაქტო ხელისუფლებების მიერ გადაადგილების თავისუფლებაზე დაწესებული თვითნებური შეზღუდვები, უარყოფით გავლენას ახდენს ადგილობრივი მოსახლეობის მიერ სხვადასხვა უფლებით სარგებლობაზეც. მათ შორის, ჯანდაცვის, განათლების უფლებით სარგებლობაზე, უსაფრთხოების, ცხოვრების სათანადო დონის, ოჯახური ცხოვრების უფლებასა და რელიგიის თავისუფლებაზე. დაწესებული შეზღუდვების შედეგად, შესაძლოა, ოკუპირებული გალისა და ახალგორის რაიონებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა ეტაპობრივად დატოვონ საკუთარი საცხოვრებელი სახლები, რაც ეთნიკურ წმენდას გამოიწვევს. სახალხო დამცველმა, ე.წ. გადასასვლელების გაუქმებასთან დაკავშირებით, არაერთი ხელისუფლებას საჯარო მიმართა, განცხადება საერთაშორისო გაავრცელა და საქართველოს თანამეგობრობასთან მჭიდრო თანამშრომლობით, მაქსიმალურად იყოს დაცული არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით გარანტირებული გადაადგილების თავისუფლება.1048 რაც შეეხება დოკუმენტაციასთან დაკავშირებულ საკითხებს, ამ ეტაპზე ე.წ. გამშვებ პუნქტებზე გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ შემდეგი დოკუმენტებით: 1) ე.წ. ფორმა №9; 2) დე ფაქტო პასპორტი; 3) ე.წ. ბინადრობის მოწმობა; 4) 14 წლამდე პირებისთვის - დაბადების მოწმობით; 5) გადაადგილება ასევე დასაშვებია ქართული პასპორტით, იმ პირებისათვის, რომელთაც აქვთ აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლის ნებართვა (ე. წ. ვიზა). 2017 წლიდან, დე ფაქტო ადმინისტრაციამ კიდევ უფრო დაამძიმა მდგომარეობა, როდესაც ძველი აფხაზური პასპორტების ხმარებიდან ამოღების, ხოლო ფორმა №9-ის ბინადრობის მოწმობით ჩანაცვლების გადაწყვეტილება მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთის ან ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქეობა ან დე ფაქტო ორგანოების გაცემული პასპორტები არ წარმოადგენს სამართლებრივ საქართველოს დოკუმენტს, ან საერთაშორისო საზოგადოების მათი ამ ფლობა მიერ აღიარებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ძირითადი უფლებებით სარგებლობას უკავშირდება. გალელთა დიდი ნაწილი ეწინააღმდეგება ბინადრობის მოწმობის აღებას, რომელიც მათ უცხოელის სტატუსს ანიჭებს. ბინადრობის მოწმობას მკაცრი კრიტერიუმები და 5-წლიანი ვადა აქვს, რაც გალელებზე დამატებით ზეწოლის მექანიზმად შეიძლება გამოიყენონ. ის ასევე არ ანიჭებს ამ დოკუმენტის მქონე პირს უძრავ ქონებაზე საკუთრების უფლებას, რაც ერთერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა, ამავე დროს, გალელებისათვის ეს დოკუმენტი საოკუპაციო ხაზის გასწვრივ გადაადგილების საშუალებაა, შესაბამისად, 1046 მე-12.3 მუხლი, საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკურ უფლებათა შესახებ. 1047 27-ე მუხლი, ჟენევის კონვენცია IV. სახალხო დამცველის 2019 წლის 15 ნოემბრის განცხადება, ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://bit.do/fygqb > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 1048 398 | < საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ადგილობრივი მცხოვრებლები იძულებულები არიან, ეს დოკუმენტი აიღონ. ბინადრობის მოწმობის აღება განსაკუთრებით უჭირთ სტუდენტებს, რადგან ადგილობრივი ადმინისტრაცია არ გასცემს მათი რაიონში ცხოვრების დამადასტურებელ ცნობას. შესაბამისად, მათ საკუთარ სახლში დაბრუნება ე.წ. ვიზით უწევთ, რომელიც გარკვეული პერიოდით არის „ჩარტყმული“.1049 რაც შეეხება, კოდორის ხეობაში მცხოვრებ პირებს, სამწუხაროდ, ისინიც ამავე მდგომარეობაში არიან. მათ გადაადგილება მხოლოდ სპეციალური საშვით შეუძლიათ, რომელიც 2 კვირის ვადით გაიცემა, ადგილზე დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის მიერ.1050 26.2. უსაფრთხოების საკითხები საოკუპაციო ხაზზე, როგორც აფხაზეთის, ისე სამხრეთ ოსეთის მიმართულებით, კვლავ გრძელდება საქართველოს კონტროლირებად და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა დაკავების მანკიერი პრაქტიკა. ოფიციალური მონაცემებით, საოკუპაციო ხაზზე 2019 წელს, ცხინვალის რეგიონის მიმართულებით 86 პირი დააკავეს,1051 მათგან 9 ქალი და 2 არასრულწლოვანი (იგულისხმება საქართველოს კონტროლირებად დაკავებული პირები, 2018 წლის ტერიტორიაზე ანალოგიური ან საოკუპაციო მონაცემი 96-ს ხაზის კვეთისას შეადგენს), ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით 26 პირი დააკავეს, მათგან 2 ქალი და 2 არასრულწლოვანი (2018 წელს, აღნიშნული მონაცემი 28 იყო).1052 განსაკუთრებით საგანგაშო იყო, 2019 წლის 9 ნოემბერს, საოკუპაციო ხაზთან ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმის მიერ ქართველი ექიმის, ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონო დაკავება და შემდგომში მისთვის უკანონო პატიმრობის შეფარდება. საოკუპაციო რეჟიმი მას ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთას ედავებოდა. იმავე პერიოდში დაკავებული/გატაცებული იყო საქართველოს კიდევ 3 მოქალაქე. მათ მიმართ მიმდინარეობდა ე.წ. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმე და სამივე მათგანს ჯარიმის გადახდა დაეკისრა, ხოლო ვაჟა გაფრინდაშვილის წინააღმდეგ საოკუპაციო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. დე ფაქტო ხელისუფლებამ ვაჟა გაფრინდაშვილს ე.წ. სახელმწიფო საზღვრის განზრახ დარღვევის ბრალდება რუსეთის სისხლის სამართლის კოდექსის 322-ე მუხლით წაუყენა, რომელიც 200 000 რუბლით დაჯარიმებას, ორ წლამდე იძულებით სამუშაოებს, ან ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებდა. 15 ნოემბერს, ცხინვალის დე ფაქტო 1049 სახალხო დამცველისთვის კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, იანვარი, 2020. 1050 ზემო აფხაზეთში აფხაზეთის ა/რ მთავრობის წარმომადგენლობის მიერ მოწოდებული ინფორმაცია, იანვარი, 2020. 1051 საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების 2020 წლის 13 იანვრის №SSG62000005002 წერილი. 1052 იქვე. 399 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სასამართლომ ვაჟა გაფრინდაშვილს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.1053 მოგვიანებით, 2019 წლის 20 დეკემბერს კი, მას 1 წლითა და 9 თვით უკანონო პატიმრობა მიესაჯა. საბედნიეროდ, 2019 წლის 28 დეკემბერს საოკუპაციო რეჟიმმა ექიმი გაათავისუფლა.1054 საქართველოს სახალხო დამცველი, ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავების მომენტიდან აქტიურად იყო ჩართული და იყენებდა მის ხელთ არსებულ ყველა შესაძლო ბერკეტს, რათა შეძლებისდაგვარად დაცულიყო ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის უფლებები და ის უმოკლეს ვადაში დაბრუნებულიყო საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე.1055 2019 წლის დეკემბრის ბოლოს, ცხინვალის დე ფაქტო სასამართლომ ორი წლით პატიმრობა მიუსაჯა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ზარდიაანთკარის მცხოვრებ გენადი ბესტაევსაც. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა გენადი ბესტაევი 2019 წლის 21 ნოემბერს დააკავეს ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით.1056 ოკუპირებულ ტერიტორიებზე, წლების განმავლობაში ერთ–ერთ ყველაზე პრობლემურ საკითხად, საოკუპაციო ხაზზე მოქალაქეთა უკანონო დაკავებებთან ერთად, რჩება პატიმართა ცემა, არასათანადო მოპყრობა და წამება დროებით იზოლატორებსა თუ საპყრობილეებში, რაზეც სახალხო დამცველი წლებია თავის ყოველწლიურ ანგარიშებში საუბრობს. 2019 წლის 22 ოქტომბერს სოციალურ ქსელსა და მასმედიის საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია და ვიდეოჩანაწერი ცხინვალის დროებითი მოთავსების იზოლატორში პატიმრების ცემისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე.1057 სამწუხაროდ, აღნიშნული ინფორმაცია და ვიდეომასალა კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დაცვის მხრივ არსებულ უმძიმეს მდგომარეობას. სწორედ ცხინვალის იზოლატორში, სავარაუდოდ, წამების და მის მიმართ არასათანადო მოპყრობის შედეგად, გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე არჩილ ტატუნაშვილი.1058 კვლავ გაურკვეველი რჩება 2008 წლის ომის შემდეგ უგზო-უკვლოდ დაკარგული ხუთი ეთნიკურად ოსი პირის ადგილსამყოფელი, მათ შორის, სამი ეთნიკურად ოსი ახალგაზრდის ბედი, რომლებიც 2008 წლის 13 ოქტომბერს, სავარაუდოდ, საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გაუჩინარდნენ.1059 გენერალური პროკურატურის 1053 ვაჟა გაფრინდაშვილს პატიმრობა შეეფარდა, ინფორმაცია ხელმისაწვდომია შემდეგ ვებგვერდზე: < https://bit.ly/2JsRx5w > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 1054 სახელმწიფო უსაფრთხოების 2019 წლის 28 დეკემბრის განცხადება, ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლების შესახებ. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://bit.do/fygsL > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 1055 საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის 15 ნოემბრის საჯარო განცხადება, ხელმისაწვდომია ვებ გვერდზე: < http://bit.do/fygqb > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 1056 სოფელ ზაარდიანთკართან დაკავებულ გენადი ბესტაევს პატიმრობა შეუფარდეს. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < https://bit.ly/3bFfC54 > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 1057 ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://bit.do/fygtc > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. საქართველოს სახალხო დამცველის 2019 წლის 25 ოქტომბრის განცხადება. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://bit.do/fygsa > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 1059 ვრცლად იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2014 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 848. 1058 400 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება, ხოლო ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების მიუხედავად, უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული პირების ადგილსამყოფელის დადგენა ვერ მოხერხდა. ამ საკითხზე პროგრესის მიღწევა მნიშვნელოვანი იქნებოდა როგორც ადამიანის უფლებების დაცვის, ისე ნდობის აღდგენის მხრივ. 26.3. განათლების უფლება განათლების უფლების რეალიზება, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე მრავალი გამოწვევის წინაშე დგას. გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად არის აკრძალული ქართულ ენაზე სწავლება, ხოლო ქართული ენა, როგორც უცხო ენა, მხოლოდ სკოლების ნაწილში ისწავლება. ეს უარყოფით გავლენას ახდენს როგორც მოსწავლეთა ქართული ენის ცოდნაზე, ისე განათლების ხარისხზე. მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების განხორციელების მიზნით, მათ შორის, მულტილინგვური განათლების დანერგვის ინიციატივით, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს აწარმოებენ როგორც ქართული მხარის, ისე საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, თუმცა ამ პროცესს ჯერჯერობით რეალური შედეგი არ მოუტანია. არსებული რეალობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების პროაქტიული ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისა განათლების და აბიტურიენტების უფლების გამოუსწორებელ ზიანს კონტექსტში, აყენებს უფლებების ვინაიდან ახალგაზრდების დაცვის დღეს მიზნით, არსებული განათლებისა და მათ შორის, მდგომარეობა განვითარების შესაძლებლობებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და აფხაზეთის ა/რ მთავრობის მიერ განხორციელებული პროექტები და ინიციატივები, განსაკუთრებით, გალის რაიონში მცხოვრები ახალგაზრდების განათლების ხარისხის გასაუმჯობესებლად, მეტად მნიშვნელოვანია. თუმცა რჩება მნიშვნელოვანი გამოწვევები და საჭიროა საქართველოს ხელისუფლების კიდევ უფრო აქტიური მოქმედება იმ დანაკლისის ასანაზღაურებლად, რასაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ბავშვები და მოზარდები განათლების მიღების პროცესში განიცდიან. წინა წლების მსგავსად, საანგარიშო პერიოდშიც გამოვლინდა სკოლის მოსწავლეებსა თუ პედაგოგებზე ეთნიკური ნიშნით დევნა და ფსიქოლოგიური ზეწოლა. სახალხო დამცველის ინფორმაციით, დე ფაქტო სტრუქტურებისგან მასწავლებლებს დაევალათ, რომ სადამრიგებლო კლასის ზეიმები რუსულ ენაზე ჩაატარონ და მერე სოციალურ ქსელში განათავსონ.1060 სავალალო გავლენას ახდენს მოსწავლეთა განათლების ხარისხზე სკოლის გარემო და განვითარების სხვა სივრცეებიც. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, სკოლაში მოსწავლეებს არ აქვთ განსხვავებული აზრის თავისუფლად გამოხატვის 1060 სახალხო დამცველისთვის კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, იანვარი, 2020. 401 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საშუალება.1061 ბავშვებისთვის უსაფრთხო სივრცის შესაქმნელად, მნიშვნელოვანია, ამ მიმართულებით სხვადასხვა საერთაშორისო თუ არასამთავრობო ორგანიზაციების საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება. ყურადსაღები საკითხია სკოლების ინფრასტრუქტურა. ამ მიმართულებით, წინა წლების მსგავსად, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მდებარე საგანმანათლებლო დაწესებულებებზე, ინფრასტრუქტურული პროექტები არ გავრცელებულა.1062 აფხაზეთის ომამდე 1063 ფუნქციონირებდა. გალის რაიონში 58 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა ამ საერთო რიცხვიდან, რუსული იყო მხოლოდ ორი სკოლა,1064 რუსულ-ქართული - სამი, ქართულ-აფხაზური კი, მხოლოდ ერთი. დანარჩენ 52 სკოლაში სწავლება მთლიანად 1065 ირიცხებოდა 13 180 მოსწავლე. ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. სკოლებში 2019-2020 სასწავლო წლის იანვრის მდგომარეობით კი, ოკუპირებული გალის რაიონში ფუნქციონირებს 30 სრული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 9 სკოლამდელი დაწესებულება, 5 სახელოვნებო სკოლა. სკოლებში ირიცხება 3861 მოსწავლე.1066 მოსწავლეთა რაოდენობა გალის რაიონის სკოლებში 4267 4095 3861 395 343 352 2017-2018 2018-2019 2019-2020 მოსწავლეთა საერთო რაოდენობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა პირველკლასელთა რაოდენობა აგრეთვე ოკუპირებული გალის რაიონში პედაგოგთა კვალიფიკაციის საკითხი. იქიდან გამომდინარე, რომ მათ ეკრძალებათ ქართულად გაკვეთილის ჩატარება, სამსახურში აყვანა ხდება არა მათი პედაგოგიური კვალიფიკაციისა და გამოცდილების, არამედ რუსული ენის ცოდნის მიხედვით. უნდა აღინიშნოს, რომ იმ პრობლემების გათვალისწინებით, რაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე მასწავლებლებს ექმნებათ, ასევე, ფსიქოლოგიური ზეწოლის და სხვა სირთულეების გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია მათი მაქსიმალური ხელშეწყობა. ამ 1061 სახალხო დამცველისთვის კონფიდენციალური წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაცია, იანვარი, 2020. 1062 აფხაზეთის ა/რ განათლების მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის №MES 7 20 00080152 წერილი. 1063 აფხაზეთის ა/რ განათლების მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის №MES 7 20 00080152 წერილი. 1064 გალის №1 და გინძე ეწერის საშუალო სკოლები. 1065 აფხაზეთის ა/რ განათლების მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის №MES 7 20 00080152 წერილი. 1066 აფხაზეთის ა/რ განათლების მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის №MES 7 20 00080152 წერილი. 402 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მიმართულებით, სახალხო დამცველი, მიესალმება 2019 წლის განმავლობაში, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს „გალის რაიონის პედაგოგების გადამზადების და აბიტურიენტების ეროვნული გამოცდებისთვის მომზადების“ ქვეპროგრამის ფარგლებში, ოკუპირებული გალის რაიონიდან სხვადასხვა 45 პედაგოგის გადამზადებას.1067 ამ პროცესის გაგრძელება მეტად მნიშვნელოვანია. კვლავ კატეგორიულად იკრძალება საქართველოს ისტორიისა და საქართველოს გეოგრაფიის სწავლება. სამაგიეროდ, ასწავლიან რუსი ავტორების მიერ დაწერილ რუსეთის ისტორიას, რუსეთის გეოგრაფიას, რუსულ ენაზე დაბეჭდილ აფხაზეთის ისტორიას.1068 სასკოლო ბიბლიოთეკებში ასევე აკრძალულია ქართულ ენაზე დაწერილი ქართული ენციკლოპედიების თუ კლასგარეშე საკითხავი სხვადასხვა ლიტერატურის შენახვა- გამოყენება. რაც შეეხება ახალგორს, სახალხო დამცველის აპარატის მიერ მოპოვებული ინფორმაციის თანახმად, ამჟამად იქ 7 სკოლა ფუნქციონირებს.1069 მათგან, 6 სკოლაში ისწავლება ქართულად და ისიც მხოლოდ მე-7 კლასიდან მე-11 კლასამდე. დანარჩენ შემთხვევებში, ქართულ ენას მხოლოდ კვირაში ხუთი საათი ეთმობა. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით, ყველა სკოლაში განათლების მიღება მხოლოდ რუსულ ენაზეა დაშვებული. 2019 სასწავლო წლის მონაცემებით, ახალგორის ქართულ სკოლებში, ჯამურად 88 მოსწავლე ირიცხება და 129 პედაგოგია დასაქმებული. სკოლის დასახელება/მოსწავლეთა I II III IV V VI VII VIII IX X XI სულ ახალგორის ქართული 2 4 2 1 8 2 5 1 3 10 12 50 ახალგორის რუსული 11 6 7 7 6 6 6 3 6 3 1 62 იკოთი 2 2 2 1 1 2 1 1 2 2 2 18 ბალაანი 0 0 1 0 2 1 1 1 1 1 0 8 კორინთა 0 0 0 0 1 0 1 2 0 0 1 5 ახმაჯი (საბაზო) 0 0 0 0 0 0 0 1 0 0 0 1 ზემო ბოლო (საბაზო) 0 0 1 1 0 1 1 1 1 0 0 6 რაოდენობა კლასების მიხედვით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წლის №Mes62000011715 წერილი. 1068 აფხაზეთის ა/რ განათლების მინისტრის 2020 წლის 27 იანვრის №MES 7 20 00080152 წერილი. 1069 სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების სამსახურის მიერ სახალხო დამცველის 1067 წარმომადგენლისთვის მოწოდებული ინფორმაცია, იანვარი 2020 წელი. 403 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სულ 15 12 13 10 18 12 15 10 13 16 16 150 ზემოაღნიშნული ცხრილი ადასტურებს, რომ ახალგორის სკოლებში პირველკლასელთა რაოდენობა ყოველწლიურად მცირდება. 2019 სასწავლო წელს, ახალგორის შვიდი სკოლიდან, ოთხ სკოლას (ბალაანი, კორინთა, ახმაჯი, ზემო ბოლო) საერთოდ არ ჰყავს პირველკლასელი. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, 2018-2019 სასწავლო წელს გალის რაიონში სკოლა დაასრულა 410-მა მე-11 კლასელმა მოსწავლემ. ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად დარეგისტრირდა 202. გამოცდებზე მიღებული შედეგებით ჩაირიცხა 89, ე.წ. გამშვები პუნქტის დაკეტვასთან დაკავშირებული გამონაკლისის წესით - 110, სკოლისშემდგომი განათლების პროგრამის ფარგლებში - 137. სულ 2019 წელს საქართველოს სხვადასხვა უმაღლესი სასწავლებლის სხვადასხვა პროგრამის სტუდენტი გახდა 336 სკოლადამთავრებული. პროფესიულ პროგრამებზე ჩაირიცხა 21 სტუდენტი. სოხუმში ჩაირიცხა მხოლოდ 29.1070 საგულისხმოა, რომ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გაცემულ უმაღლესი განათლების დამადასტურებელ დიპლომებს არ აღიარებს, შესაბამისად, ახალგაზრდებს უჭირთ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დასაქმება. ყოველივე ამის გათვალისწინებით, ისინი ცდილობენ თბილისში ან სხვა ქალაქში დამკვიდრდნენ, რაც ოჯახების ხელოვნურად გაყოფას იწვევს. 26.4. ჯანმრთელობის დაცვის უფლება ჯანმრთელობის დაცვის უფლება არაერთი საერთაშორისო დოკუმენტით არის აღიარებული. მათ შორის, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის“ მე-12 მუხლის თანახმად, ყველა ადამიანს აქვს უფლება ფიზიკური და ჯანმრთელობის ფსიქიკური დაცვის ჯანმრთელობის უფლება, ასევე უმაღლეს მოიცავს შესაძლო სტანდარტებზე. ჯანდაცვის სისტემაზე ხელმისაწვდომობას და იგი ადამიანის აბსოლუტური უფლება და, შესაბამისად, სამართლებრივი დაცვის განსაკუთრებული საგანია. თუმცა ოკუპირებულ ტერიტორიებზე გაუმართავი სამედიცინო სერვისები და ინფრასტრუქტურა, მედპერსონალის კვალიფიკაციის არასახარბიელო დონე და მომსახურების მაღალი ფასები, ასევე, პაციენტთა გართულებული გადაადგილება გამყოფ ხაზზე, ნეგატიურ გავლენას ახდენს მოსახლეობის ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობის უფლებაზე. ამ გარემოებების გათვალისწინებით, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობის უმეტესობა სამედიცინო დახმარების მიღებას ოკუპირებული ტერიტორიების მიღმა ცდილობს. ამ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს 2020 წლის №Mes62000011715 წერილი. 1070 404 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მხრივ, განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს საქართველოს სახელმწიფო პროგრამები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთა ჯანმრთელობის დასაცავად. როგორც უკვე აღინიშნა, ამ მიმართულებით, საგანგაშო მდგომარეობა იყო ოკუპირებულ ახალგორში, სადაც ე.წ. გამშვები პუნქტების ჩაკეტვის შედეგად, იქ მაცხოვრებლებმა ვერ მიიღეს სამედიცინო დახმარება და რამდენიმე მათგანი დაიღუპა.1071 შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოქმედი სახელმწიფო პროგრამები ჯანმრთელობისა მნიშვნელოვანია. რეფერალური და საქართველოს მომსახურების სოციალური მთავრობის სახელმწიფო დაცვისთვის, ყველაზე პროგრამა სასიცოცხლოდ წარმატებულ უნდა პროგრამად ჩაითვალოს, რომლის ფარგლებშიც, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები საქართველოს სამედიცინო დაწესებულებებში სრულიად უფასოდ მკურნალობენ. განმავლობაში, „რეფერალური მომსახურების“ ტერიტორიებიდან 863 დაფინანსდა, პაციენტი ფარგლებში, მათგან, 1072 აფხაზეთიდან და 174 ოკუპირებული ცხინვალიდან. მაგალითად, 689 პირი 2019 წლის ოკუპირებული ოკუპირებული რაც შეეხება C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას (დიაგნოსტიკა, მკურნალობა), 2019 წლის მონაცემებით, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებმა ნეიტრალური დოკუმენტის მქონე 25-მა პირმა ისარგებლა.1073 თუმცა, 2017 წლის დასაწყისში პაციენტთა დაფინანსების წესში შეტანილი ცვლილების შედეგად, რომლის მიხედვითაც დაფინანსებას აღარ დაექვემდებარება პირველადი დიაგნოსტიკა, მნიშვნელოვნად იკლო პაციენტთა რიცხვმა. ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე გამოწვევად რჩება სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის უფლებაც. აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა 2016 წელს აბორტის სრულ აკრძალვას დაუჭირა მხარი. ამოქმედებული კანონი „ჯანდაცვის შესახებ“, ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტას სამედიცინო ჩვენების შემთხვევაშიც კი არ ითვალისწინებს. დღევანდელი რეგულაციით, აფხაზეთის რეგიონში აბორტის სერვისის ლეგალურად მიღება მხოლოდ მაშინ არის შესაძლებელი, თუ სამედიცინო დასკვნით, შეწყვეტილია ორსულობა. აბორტის სერვისების არარსებობა ხელს უწყობს სხვადასხვა არალეგალური პრაქტიკის დამკვიდრებას. სახალხო დამცველისთვის ცნობილი გახდა შემთხვევები, როდესაც ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ქალები, რომლებსაც გადაწყვეტილი აქვთ ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტა, ამ სერვისის მისაღებად, სხვადასხვა, ე.წ. „მიწისქვეშა“ (აკრძალულ) ხერხს მიმართავენ. დე ფაქტო ხელისუფლების მიერ 1071 „ცხინვალის საავადმყოფოში გარდაცვლილი 70 წლის ქალის ცხედარს მის მშობლიურ სოფელში დღეს გადაასვენებენ“, ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: http://bit.do/fygrA 1072 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის 14 იანვრის №01/330 წერილი. 1073 სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2020 წლის 13 იანვრის №04/744 წერილი. 405 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 დაწესებული ხელოვნური შეზღუდვები საფრთხეს უქმნის ქალის ჯანმრთელობასა და სიცოცხლეს. აპარატის ინფორმაციით, 2019 წელს, სამედიცინო დაწესებულებებისთვის თვითნებური აბორტის შემდგომი გართულებებით გამოვლინდა. ასევე გამოვლინდა ოკუპირებული მიმართვის 15-20 რეგიონებიდან შემთხვევა საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსული არასრულწლოვანი ორსული გოგოების მშობიარობის და შემდეგ ახალშობილების გაშვილების (იგულისხმება კანონით დადგენილი ინფორმაციის პროცედურებისთვის თანახმად, აბორტის გვერდის სერვისის ავლით) აკრძალვის შემთხვევები.1074 შემდეგб ოკუპირებულ რეგიონებში გახშირდა ახალშობილი ბავშვების სანაგვე ყუთებში დატოვების ფაქტები. უსაფრთხო აბორტის სერვისზე ხელმისაწვდომობა, ქალის სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის განუყოფელი ნაწილია. მნიშვნელოვანია არსებული რეგულაციების შეცვლა, რაც განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაში აყენებს ქალების უფლებრივ მდგომარეობას. ასევე მნიშვნელოვანია ქალებისა და გოგოების მეტად ინფორმირება, კონტრაცეპტივებზე წვდომის უზრუნველყოფა და არა იმგვარი აკრძალვების შემოღება, რომლებიც მათ აიძულებს მიმართონ ისეთ მეთოდებს, რომლებიც საფრთხის ქვეშ აგდებს მათ ჯანმრთელობას და უკიდურეს შემთხვევაში, სიცოცხლეს. 26.5. გამოხატვის თავისუფლება ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ მძიმეა მდგომარეობა გამოხატვის თავისუფლების მხრივ. კრიტიკული აზრის საჯაროდ გამოხატვის გამო, თამარ მეარაყიშვილი, დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდან, 2017 წლიდან განიცდის ზეწოლას. ამ პერიოდის განმავლობაში, მას ჩამორთმეული აქვს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები და სხვა პირადი ნივთები, შეზღუდული აქვს გადაადგილების თავისუფლება და სხვა ფუნდამენტური უფლებები. მეარაყიშვილი წლების განმავლობაში თანამშრომლობდა საერთაშორისო მედიასაშუალებებთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აქტიურად საუბრობდა ახალგორის რაიონში არსებულ პრობლემებზე, რაც გახდა კიდეც მასზე ზეწოლის მიზეზი. თუ გავითვალისწინებთ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მედიის წვდომის შეზღუდვებს, შეიძლება ითქვას, რომ მსგავსი ტიპის აქტივიზმი ერთ-ერთი ღირებული საინფორმაციო წყაროა. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, გარდა იმისა, რომ ირღვევა თამარ მეარაყიშვილის გამოხატვის და პირადი ცხოვრების უფლებები და გადაადგილების თავისუფლების ხელშეუხებლობა, მის მიმართ არაერთი სისხლისსამართლებრივი დევნის მიზანია, აიძულონ, სამუდამოდ დატოვოს რეგიონი. სახალხო დამცველის მიერ ჩატარებული საინფორმაციო შეხვედრები სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში. შეხვედრა ზუგდიდში 19.12.2019. 1074 406 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ვერ ახორციელებს ეფექტიან კონტროლს ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე და დე ფაქტო რეჟიმს არ აღიარებს საერთაშორისო სამართალი, ამ პირობებშიც კი, ადამიანის უფლებების დაცვა ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს. შესაბამისად, საქართველოს ხელისუფლებამ საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერით, დე ფაქტო ხელისუფლებაზე ზეწოლისთვის, ყველა შესაძლო ბერკეტი უნდა გამოიყენოს. მნიშვნელოვანია, რომ ეს საქმე ყველა საერთაშორისო მოლაპარაკების დღის წესრიგში იყოს. 26.6. „ბორდერიზაცია“ და მისი გავლენა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობაზე სახალხო დამცველის აპარატი, ადამიანის უფლებრივ მდგომარეობას, რეგულარულად აკვირდება როგორც სამეგრელოს, ისე შიდა ქართლის რეგიონების საოკუპაციო ხაზის სოფლებში. საანგარიშო პერიოდში, სახალხო დამცველის აპარატის მიერ ე.წ. გამყოფი ხაზის სოფლებში განხორციელებული რეგულარული მონიტორინგის მიზანი იყო ადგილზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობის შესწავლა და მათთვის მნიშვნელოვან თემებზე ინფორმაციის მიწოდება (რა სერვისებით შეუძლიათ ისარგებლონ, რა პროგრამები ხორციელდება და სხვ.). ჩატარებული მონიტორინგის შედეგად,1075 შეიძლება ითქვას, რომ მთავრობის სოციალური და ინფრასტრუქტურული პროექტების მიუხედავად, ადგილობრივი მოსახლეობა ჯერ ისევ მძიმედ განიცდის ომისგან მიყენებულ ზიანს. ეს განსაკუთრებით ეხება შიდა ქართლის საოკუპაციო ხაზის სოფლებს, რომელთაც პირდაპირ შეეხოთ 2008 წლის შეირაღებული მოქმედებები, ხოლო ომის შემდგომ მავთულხლართების გავლების შედეგად, თანდათანობით შეეზღუდათ წვდომა სასოფლო-სამეურნეო მიწებზე და სარწყავ წყალზე, რაც მათი შემოსავლის ძირითადი წყარო იყო. კვლავ პრობლემად რჩება საოკუპაციო ხაზისპირა სოფლებში ომის დროს დაზიანებული სახლების რეაბილიტაცია/კომპენსაციის საკითხი, ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს მოძიება. ამ საკითხებზე სახალხო დამცველი ყოველწლიურ ანგარიშებში დეტალურად საუბრობდა და შესაბამისი რეკომენდაციებიც იყო შემუშავებული.1076 საანგარიშო პერიოდში, სოფელ გუგუტიანთკართან საოკუპაციო ძალებმა ბორდერიზაციის პროცესი განაახლეს.1077 მცოცავი ოკუპაციის ახალი ეტაპი, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მონიტორინგი ჩატარდა სოფლებში: ატოცში, გუგუტიანთკარში, კოშკაში, ხურვალეთში, არბოში, ქორდში, დიცში, მეჯვრისხევში, პატარა ლიახვში, ერგნეთში, ბერბუკსა და ჯარიაშენში. 1076 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში, საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ. გვ. 316. ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://bit.do/fygtB > {ბოლოს ნანახია 05.03.2020]. 1077 სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება გუგუტიანთკარში მიმდინარე მოვლენებზე. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://bit.do/fygtW > {ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 1075 407 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 გუგუტიაანთკარში 7 აგვისტოს დაიწყო და დაახლოებით 2 კვირაზე მეტხანს გაგრძელდა. ამ ხნის განმავლობაში მათ 300 მეტრამდე ახალი ღობე გაავლეს და ამ ღობის მიღმა ორი ოჯახის (გუგუტიშვილებისა და რაზმაძეების) ომის დროს დანგრეული სახლები და მიწის ნაკვეთები მოაქციეს. სახალხო დამცველი პირადად იმყოფებოდა სოფელ გუგუტიანთკარში.1078 დაზარალებულმა ოჯახებმა, სახალხო დამცველთან საუბრისას აღნიშნეს, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ აღმართული ხელოვნური ბარიერების შედეგად, დაკარგეს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთები, რაც მათთვის შემოსავლის ერთადერთი წყარო იყო. ასევე აღნიშნეს, რომ მუდმივად საფრთხის მოლოდინში არიან. ბორდერიზაციის პროცესი 2019 წელს წარიმართა ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცშიც. მონიტორინგის პროცესში, ადგილობრივი მოსახლეობა ხშირად მიუთითებს უსაფრთხოების არქონის ზოგად განცდაზე. აღნიშნულს კი გაურკვევლობით და მცოცავი „საზღვრების“ შესახებ ინფორმაციის ნაკლებობით ხსნის. შესაბამისად, მოსახლეობის ნაწილმა არ იცის, სად გადის ე.წ. სასაზღვრო ხაზი და ხშირია შემთხვევები, როდესაც რუსი ოფიცრები ან დე ფაქტო უსაფრთხოების აქტორები „სახელმწიფო საზღვრის“ დარღვევის ბრალდებით აკავებენ ადამიანებს. რეკომენდაციები საქართველოს მთავრობას და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს:  აწარმოოს მოლაპარაკებები ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით, რათა რუსეთის ფედერაციის მთავრობამ დაუშვას საერთაშორისო მონიტორების სრული და შეუზღუდავი წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრს:  ხელი შეეწყოს არაფორმალური განათლების პროექტებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, დონორებთან მოლაპარაკების, თუ არასამთავრობო ორგანიზაციებისათვის ფინანსური რესურსების გამოყოფის გზით  აღდგეს ქართული ენის სწავლება ცენტრალური ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ან დაფინანსებულ საზაფხულო ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებში ოკუპირებული ტერიტორიიდან მონაწილე ბავშვებისა და ახალგაზრდებისათვის; სტუდენტებს, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის პარალელურად, შეეთავაზოთ ქართული ენის სასწავლო პროგრამები  შემუშავდეს სტიპენდიის ან/და საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა სტუდენტებისათვის ოკუპირებული ტერიტორიებიდან, რათა მათ შეძლონ სახალხო დამცველის 2019 წლის 15 აგვისტოს განცხადება გუგუტიანთკარში განვითარებულ მოვლენებზე. ხელმისაწვდომია ვებგვერდზე: < http://bit.do/fygt7 > [ბოლოს ნანახია 30.03.2020]. 1078 408 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 უნივერსიტეტში შემთხვევაში  სწავლის გაგრძელება გამოცდების წარმატებით ჩაბარების გაგრძელდეს ახალი სტუდენტური საცხოვრებლების აშენება, ხოლო მანამდე, უკვე არსებულ საცხოვრებლებში გამოიყოს შესაბამისი კვოტა სტუდენტებისათვის ოკუპირებული ტერიტორიიდან შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატს:  აწარმოოს მოლაპარაკებები სხვადასხვა დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციასთან, აფხაზეთში და, განსაკუთრებით, გალის რაიონში სკოლის მოსწავლეებისა და ახალგაზრდებისათვის არაფორმალური განათლების მიღების შესაძლებლობების ხელშესაწყობად  თამარ მეარაყიშვილის უფლებების დაცვის მიზნით, მის მიმართ განხორციელებული დევნის დროულად შესაწყვეტად და მისი გადაადგილების თავისუფლების დაუყონებლივ უზრუნველსაყოფად, აწარმოოს მოლაპარაკებები ყველა შესაძლო საერთაშორისო ფორმატის გამოყენებით. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობისთვის განახლდეს ამბულატორიული დიაგნოსტირების ხარჯის დაფინანსება, როგორც 2017 წლამდე იყო  ოკუპირებული ტერიტორიებიდან პაციენტებისათვის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეფექტიანად მისაწოდებლად, გაატაროს შესაბამისი ღონისძიებები. გადახედოს რეფერალური კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღების დროს და უმოკლეს დროში განიხილოს შემთხვევები  ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომუშავე ექიმები ჩართოს გადამზადების იმ პროგრამებში, რომლებსაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მომუშავე ექიმები გადიან, ასევე გაზარდოს მხარდაჭერა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებებისა და სამედიცინო პერსონალისათვის. გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებებზე რეაგირების დროებით სამთავრობო კომისიას და მის წევრ უწყებებს:  აწარმოონ 2008 წლის ომის დროს დაზიანებული ქონების რეაბილიტაცია/კომპენსაციის სამუშაოები და შექმნან ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და შემოსავლის წყაროს მოძიების პროგრამები საქართველოს მთავარ პროკურატურას:  საზოგადოებას, პერიოდულად, 6 თვეში ერთხელ, მიაწოდოს ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდგომ უგზო-უკვლოდ გაუჩინარებული პირების საქმის გამოძიების მიმდინარეობისა და პროგრესის თაობაზე 409 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 27. იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა უფლებრივი მდგომარეობა 2020 წლის 31 იანვრის მონაცემებით, საქართველოში 286 367 დევნილი პირი და 90 861 დევნილი ოჯახია რეგისტრირებული. სახელმწიფომ 41 263 ოჯახი განასახლა, 41 738 ოჯახს შევსებული აქვს განაცხადი და განსახლების მოლოდინშია.1079 ცალკე უნდა აღინიშნოს, რომ მომეტებული საფრთხის ქვეშ მცხოვრები 3 191 ოჯახია რეგისტრირებული.1080 განსახლების პროცესს უკავშირდებოდა საანგარიშო პერიოდში საქართველოს სახალხო დამცველის აპარატში დევნილთა მაღალი მომართვიანობა - აპარატმა წლის განმავლობაში დაახლოებით 150 საქმე შეისწავლა. წინა წლების მსგავსად, მთავარ გამოწვევად სიცოცხლის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობებში მცხოვრებ პირთა უფლებრივი მდგომარეობა რჩება. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე შეიცვალა დევნილთა მიმართ პასუხისმგებელი ორგანო.1081 დღესდღეობით, დევნილთა საკითხებს სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო (შემდგომში სააგენტო) შეისწავლის.1082 აღნიშნულ ცვლილებებს თან სდევდა ხანგრძლივი რეორგანიზაციის პროცესი, რამაც გამოიწვია შეფერხება სხვადასხვა საქმიანობასა და ღონისძიებების განხორციელებაში. 27.1. დევნილთა გრძელვადიანი განსახლება საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, ახალაშენებულ ან რეაბილიტირებულ შენობებში დევნილთა გრძელვადიანი განსახლება საქართველოს რამდენიმე რეგიონში განხორციელდა.1083 მათ შორის, ყველაზე მასშტაბურად, თბილისში.1084 სახალხო დამცველის აპარატში შესწავლილი განსახლების თაობაზე განცხადებებიდან, მიღებული ცალკეულ უარყოფითი შემთხვევებში, გამოვლინდა გადაწყვეტილებების საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებებისა და დასაბუთების გარეშე მიღების ფაქტები. ამასთან, იმ 1079სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 31 იანვრის №03/2060 წერილი. 1080 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 21 იანვრის №03/1358 წერილი. 1081 2018 წლის სექტემბრიდან დევნილთა პოლიტიკას საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო განსაზღვრავს, ხოლო 2019 წლის 28 ნოემბრამდე დაგეგმილი პოლიტიკის გამტარებელი ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სოციალური მომსახურების სააგენტო იყო. 1082 „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 14 სექტემბრის №473 დადგენილება, მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი. 1083 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 31 იანვრის №03/2060 წერილის მიხედვით, ბათუმში განსახლდა 164 ოჯახი, მცხეთაში - 120 ოჯახი, ხაშურში - 13, ზუგდიდში - 13, ხოლო მარნეულში - 29. 1084 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 31 იანვრის №03/2060 წერილის მიხედვით, თბილისში 707 ოჯახი განსახლდა. 410 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 შემთხვევაშიც კი, თუ ამგვარ გადაწყვეტილებას სასამართლო ბათილად ცნობს, დარღვეული უფლების აღდგენა - საცხოვრებლით უზრუნველყოფა - ჭიანურდება, ვინაიდან იმ დროისათვის, როდესაც სასამართლოს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილება გამოაქვს, გასანაწილებელი ბინების რესურსი, უმეტესწილად ამოწურულია და დევნილ ოჯახს განსახლების მომდევნო ეტაპისათვის უწევს დიდი ხნით დალოდება (მაგ.: თბილისში 2016 წლის შემდეგ, დევნილები 2019 წელს განასახლეს, ზუგდიდში 2018 წლის შემდეგ აღარ განუსახლებიათ და ა. შ.). გარდა ზემოაღნიშნულისა, გამოიკვეთა დასაკმაყოფილებლად გამოსყიდული განაწილდა 143 მხოლოდ შესაბამისი ბინების ოროთახიანი ბინა, სულადობის მქონე ოჯახების სიმცირე. მაგალითად, თბილისში რომელიც გათვალისწინებულია 3-4 წევრისაგან შემდგარი ოჯახებისათვის, მაშინ როცა თბილისში დაგეგმილ გრძელვადიანი განსახლების ეტაპზე რეგისტრირებული 10 414 განაცხადიდან, 4 849 სწორედ ოროთახიან ბინას ეხებოდა.1085 აუცილებელია, დევნილთა გრძელვადიანი განსახლების დაწყებამდე, არსებობდეს მექანიზმი, რომელიც გამოავლენს საჭიროებებს და დევნილი ოჯახების განსასახლებლად ბინების შეძენისას უწყება სწორედ ამ საჭიროებებს ითვალისწინებდეს. აპარატში შემოსული განცხადებების გაანალიზების შედეგად, გამოიკვეთა კერძო საცხოვრებელი სახლის შესყიდვის პროგრამაში მონაწილეობის მსურველი ოჯახების განაცხადების განხილვის გაჭიანურების პრობლემა. ახალაშენებულ ან რეაბილიტირებულ შენობებში განსახლების პროცედურისგან განსხვავებით, როდესაც დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია საცხოვრებლების განსაზღვრავს შესყიდვის განაცხადების შემთხვევაში, არ არის განხილვის ვადას, კერძო გათვალისწინებული ასეთი შესაძლებლობა. ამდენად, დევნილებს არ აქვთ ინფორმაცია განაცხადების განხილვის სავარაუდო თარიღთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, განსახლების სხვა პროგრამების მსგავსად, კერძო საცხოვრებლის სახლის შესყიდვის თაობაზე განაცხადების წარდგენის შემდეგ, კომისიას მისი განხილვისათვის შესაბამისი ვადების განსაზღვრის უფლებამოსილება მიენიჭოს. 27.2. სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილთა განსახლება დევნილთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, კვლავ პრობლემაა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველ შენობებში მცხოვრები დევნილი ოჯახების განსახლება. სააგენტოს ინფორმაციით,1086 ამჟამად არსებული 154 ობიექტიდან, რომლებიც მძიმე მდგომარეობაშია, 133 სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის 1085 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 5 თებერვლის №03/2285 წერილი. 1086 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 21 იანვრის №03/1358 წერილი. 411 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მომეტებული საფრთხის შემცველია. შესაბამისად, შემოწმებული ობიექტებიდან 21 შენობა შეფასების დროს მომეტებული საფრთხის შემცველი არ ყოფილა. შენობების ტექნიკური მდგრადობა, უმეტეს შემთხვევაში, მხოლოდ დევნილთა წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე მოწმდება. შესაბამისად, შესაძლოა, მძიმე მდგომარეობაში მყოფი ყველა ობიექტი არ შემოწმდეს და სააგენტოს მონაცემები არ იყოს სრულყოფილი. მნიშვნელოვანია, სააგენტომ საკუთარი ინიციატივით, პროაქტიულად შეამოწმოს დევნილთა განსახლების ობიექტების ტექნიკური მდგრადობა და ეს მხოლოდ დევნილთა წერილობით მიმართვაზე არ იყოს დამოკიდებული. სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წელს სიცოცხლისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი 29 ობიექტი დაიხურა. დახურული ობიექტებიდან, გრძელვადიანი საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის ფარგლებში 245 ოჯახი განსახლდა,1087 რაც, 2018 წელს განსახლებული ოჯახების რაოდენობაზე1088 92 ოჯახით ნაკლებია. საანგარიშო პერიოდში ე. წ. ნგრევადი ობიექტებიდან განსახლებული ოჯახების რაოდენობის კლება, ცალსახად იმსახურებს უარყოფით შეფასებას. მდგომარეობას ამძიმებს ისიც, რომ ყოფილი კომპაქტურად განსახლების ობიექტების მდგომარეობა დროდადრო კიდევ უფრო მძიმდება. ამდენად, მნიშვნელოვანია, სააგენტომ, შესაბამისი საექსპერტო შეფასებების ჩატარების გზით პერიოდულად გადაამოწმოს ავარიული შენობების მდგრადობა,1089 ასევე, მაქსიმალურად უზრუნველყოს მძიმე მდგომარეობაში მყოფი ობიექტებიდან დევნილთა პრიორიტეტულად განსახლება. სახალხო დამცველის აპარატის მიერ ინდივიდუალური საქმეების შესწავლის შედეგად გამოიკვეთა, რომ არ არსებობს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილთა გრძელვადიანი განსახლების, მათ შორის პირის მსგავს შენობაში ფაქტობრივად ცხოვრების დადასტურების გაწერილი პროცედურები, რის გამოც ზოგიერთ შემთხვევაში, ვერ დგინდება დევნილი ოჯახი რეალურად ცხოვრობს თუ არა ე. წ. ნგრევად ობიექტში. მნიშვნელოვანია, რომ დევნილთა განსახლების მარეგულირებელ აქტში გაიწეროს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილთა განსახლების წესი, რაც შენობაში მონიტორინგის ჩატარებასა და ფაქტობრივად ცხოვრების გამოსაკვლევად საჭირო ყველა პროცედურას განსაზღვრავს. ამით, გადაწყვეტილება, დასაბუთებული და საქმისათვის ყველა მნიშვნელოვანი გარემოების გამოკვლევის საფუძველზე მიიღება. რეკომენდაციები სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს: 1087 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 21 იანვრის №03/1358 წერილი. 1088 საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 320. 1089 აღნიშნულ პრობლემაზე სახალხო დამცველი 2016 წლის საპარლამენტო ანგარიშში საუბრობდა, გვ. 750. 412 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019  სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული მძიმე მდგომარეობაში მყოფი 21 ობიექტიდან, 2020 წელს გამოვლინდეს ისეთი შენობები, რომელთა მდგრადობაც, უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში არ გადამოწმებულა, და საექსპერტო შეფასებების ჩატარების გზით გადამოწმდეს მათი მდგომარეობა  საექსპერტო შეფასებების ჩატარების გზით პროაქტიულად გადამოწმდეს დევნილთა განსახლების ობიექტების მდგრადობა, რათა შესაძლებელი გახდეს სრულყოფილი ინფორმაციის შეგროვება ე. წ. ნგრევადი ობიექტების რაოდენობაზე  მაქსიმალურად გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა ბერკეტი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ყოფილი კოლექტიური განსახლების ობიექტებიდან დევნილი პირების გრძელვადიანი განსახლების მიზნით, ხოლო საკმარისი რესურსის (გასანაწილებელი ბინების) არარსებობის შემთხვევაში, გრძელვადიან განსახლებამდე ქირით უზრუნველყონ ასეთი ოჯახები. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს: 413 |  შევიდეს ცვლილებები მინისტრის №320 ბრძანებაში და გაიწეროს სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი ობიექტებიდან დევნილთა განსახლების შესაბამისი წესი, რომლითაც განისაზღვრება მონიტორინგის ჩატარებასა და ფაქტობრივად ცხოვრების გამოსაკვლევად საჭირო ყველა პროცედურა  შევიდეს ცვლილებები მინისტრის №320 ბრძანებაში და განსახლების სხვა პროგრამების მსგავსად, კერძო საცხოვრებელი სახლის შესყიდვის თაობაზე განაცხადების წარდგენის შემდეგ, დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას, მის განსახილველად მიეცეს შესაბამისი ვადების განსაზღვრის უფლებამოსილება. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 28.ეკომიგრანტების უფლებრივი მდგომარეობა 2019 წელს, ეკომიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობის კუთხით, მნიშვნელოვანი პოზიტიური ცვლილებები არ შეინიშნება. განსახლებისთვის გამოყოფილი თანხების სიმცირე და ეკომიგრაციის გამომწვევი მიზეზების თავიდან ასაცილებელი ღონისძიებების ნაკლებობა მთავარ გამოწვევად რჩება. გამოიკვეთა ადგილობრივი მუნიციპალიტეტების არაერთგვაროვანი მიდგომაც სტიქიის შედეგად დაზარალებული და განსახლებას დაქვემდებარებული პირების მიმართ. საანგარიშო პერიოდში ეკომიგრანტი ოჯახების რაოდენობის ზრდის ტენდენცია. 1090 შენარჩუნებულია 2019 წლის მონაცემებით, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს (შემდგომში სააგენტო) მონაცემთა ბაზაში 6 187 ეკომიგრანტი ოჯახია რეგისტრირებული. მათგან სახელმწიფო უწყებებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ საცხოვრებლით 1 957 ოჯახია უზრუნველყოფილი. 1091 28.1. ეკომიგრანტთა განსახლება ეკომიგრანტთა განსახლების კუთხით გამოყოფილი საბიუჯეტო სახსრების სიმწირე ერთერთი მთავარი პრობლემაა. 2019 წელს 281 ოჯახი დაკმაყოფილდა1092 საცხოვრებლით. იმ პირობებში, როდესაც მზარდია ეკომიგრანტთა რაოდენობა, მნიშვნელოვანია გაიზარდოს განსახლებული ოჯახების რაოდენობაც. დამატებით, ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 2004-2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტების ნაწილს დღემდე არ გადასცემია საცხოვრებელი კერძო საკუთრებაში. აღნიშნულ განსახლებული 1062 ოჯახიდან 1093 პერიოდში მხოლოდ 649 1094 საქართველოს სხვადასხვა რეგიონში ოჯახს აქვს უძრავი ქონება საკუთრებაში გადაცემული, დანარჩენებს კი, წლებია, უწევთ მოლოდინის რეჟიმში ცხოვრება. 1090 2017 წელს 5 009 ეკომიგრანტი ოჯახი იყო რეგისტრირებული, იხ. 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 242; 2018 წელს 5 457 ეკომიგრანტი იყო რეგისტრირებული, იხ. 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 324. 1091 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 21 იანვრის №03/1362 წერილი. 1092 სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 21 იანვრის №03/1362 წერილის მიხედვით, 164 ოჯახი, ხოლო აჭარის ა/რ-ის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს 2020 წლის 21 იანვრის №05/112 წერილის მიხედვით, 117 ოჯახი განსახლდა. 1093 სახალხო დამცველის 2013 წლის საპარლამენტო ანგარიში, გვ. 620. 1094 2016 წელს 311 ოჯახს, 2017 წელს 101 ოჯახს, 2018 წელს 117 ოჯახს და 2019 წელს 20 ოჯახს გადაეცა საკუთრებაში. იხ. საქართველოს სახალხო დამცველის 2016 წლის საპარლამენტო ანგარიში გვ. 780, 2017 წლის საპარლამენტო ანგარიში გვ. 242, 2018 წლის საპარლამენტო ანგარიში გვ. 325, სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს 2020 წლის 21 იანვრის №03/1362 წერილი. 414 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 რაც შეეხება მაღალი რისკის ქვეშ მცხოვრებ ოჯახებს, 2019 წელს სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ, მომეტებული საფრთხის ქვეშ ცხოვრების შესახებ1095 დასკვნა 210 ოჯახზე გასცა.1096 მიუხედავად იმისა, რომ ეკომიგრანტთა განსახლებაზე პასუხისმგებელმა უწყებამ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან გამოითხოვა ამავე უწყების მიერ 2013 წლიდან გაცემული გეოლოგიური დასკვნები, ამას გავლენა არ მოუხდენია განსახლებული ოჯახების რაოდენობაზე და მომეტებული საფრთხის ქვეშ მცხოვრები მხოლოდ 30 ოჯახი განსახლდა. ამდენად, მნიშვნელოვანია, განსახლების საკითხზე მსჯელობისას, პრიორიტეტი სწორედ ასეთ ოჯახებს მიენიჭოთ. 28.2. ეკომიგრაციის პრევენცია სახალხო დამცველი მრავალი წელია მიუთითებს პრევენციული ღონისძიებების გატარების მნიშვნელობაზე. საანგარიშო პერიოდში გაანალიზდა ადგილობრივი თვითმმართველობების მიდგომა ეკომიგრანტებსა და ეკომიგრაციის პრევენციასთან მიმართებით. როგორც აღმოჩნდა, ცალკეული მუნიციპალიტეტი არ ფლობს ინფორმაციას თავის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები ეკომიგრანტი ოჯახების1097 შესახებ. გარდა ამისა, ცალკეულ მათგანს არ აქვს ინფორმაცია იმ ტერიტორიების შესახებ, სადაც გეოლოგიური პროცესები მიმდინარეობს.1098 მოპოვებული ინფორმაციის გაანალიზების შედეგად იკვეთება, რომ ადგილობრივი თვითმმართველობების უმრავლესობა არ ზრუნავს ეკომიგრაციის პრევენციაზე და მხოლოდ ზიანის დადგომის შემდეგ რეაგირებს1099. მუნიციპალიტეტების ნაწილს ბიუჯეტში არ აქვს გათვალისწინებული სახსრები ამ მიმართულებით.1100 ასევე, ზოგიერთი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო საცხოვრებლისთვის მიყენებული ზიანის აღმოფხვრას ოჯახის სოციალური სტატუსის მიხედვით ცდილობს.1101 იმისათვის, რათა ადმინისტრაციულმა ერთეულმა გაატაროს შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები, ან გარკვეული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამდე შეფასდეს რისკები, არის თუ არა შესაძლებელი კონკრეტულ ტერიტორიაზე ამა თუ იმ 1095 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 13 ნოემბრის №779 ბრძანების №1 დანართის მე-3 მუხლის, მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, მომეტებული საფრთხის ქვეშ ცხოვრება ქულათა სისტემის გაუთვალისწინებლად განსახლების საფუძველია. 1096სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2020 წლის 23 იანვრის №21/119 წერილი. 1097 გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია. 1098 ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია. 1099 სიღნაღის მუნიციპალიტეტის მერია ერთჯერადად, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებებს აფინანსებს, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილია კომისია, რომელიც შეისწავლის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზიანს და შესაძლებლობის ფარგლებში ეხმარება დაზარალებულებს, მესტიის მუნიციპალიტეტის მერია გასცემს ერთჯერად ფინანსურ დახმარებას და ა. შ. 1100 ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერია, ქარელის მუნიციპალიტეტის მერია, გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერია და ა.შ. 1101 ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერია, ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის მერია. 415 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 პროექტის განხორციელება,1102 მნიშვნელოვანია, რომ ადგილობრივ ხელისუფლებას ჰქონდეს ინფორმაცია თავის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე გეოლოგიური პროცესების შესახებ. აღსანიშნავია, რომ პრევენციული ღონისძიების სათანადოდ გატარების შემთხვევაში, შესაძლებელია ოჯახის განსახლების აუცილებლობის თავიდან აცილება, რაც, ერთი მხრივ, დაზოგავს ფინანსურ რესურსს, მეორე მხრივ კი, თავიდან აგვაცილებს დასახლებული ტერიტორიის დაცლისა და ოჯახის ახალ საცხოვრებელზე ინტეგრაციის პრობლემებს, ასევე შენარჩუნდება მიწის ნაკვეთების შემდგომი გამოყენების შესაძლებლობა. რეკომენდაციები სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს:  სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან მიღებული გეოლოგიური დასკვნების გაანალიზების საფუძველზე, გამოვლინდეს მაღალი რისკის ქვეშ მცხოვრები ოჯახები და განსახლებისათვის გამოყოფილი თანხის მინიმუმ 30% მოხმარდეს ასეთი ოჯახების განსახლებას  2020 წელს დასრულდეს 2004-2012 წლებში განსახლებული ეკომიგრანტებისათვის საცხოვრებელი ფართების საკუთრებაში გადაცემის პროცესი. ქარელის, ხარაგაულის, აბაშის, დედოფლისწყაროს, წალკის, დმანისისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებს:  ბიუჯეტის ფორმირებისას, გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გამოვლენილ გეოლოგიურად აქტიურ ტერიტორიებზე პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, მოხდეს შესაბამისი ფინანსების მობილიზება  ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამდე, შეისწავლონ საპროექტო ტერიტორია გეოლოგიური პროცესების იდენტიფიცირების მიზნით და გაატარონ სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ დასახული ღონისძიებები. 1102 აპარატმა შეისწავლა საქმე, სადაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიამ საგზაო სამუშაოები დაგეგმა და ნაწილობრივ განახორციელა ისეთ ტერიტორიაზე, სადაც მეწყრული პროცესები მიმდინარეობდა. 416 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 29.უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობა საქართველოში საქართველოს სახალხო დამცველი, უკანასკნელი რამდენიმე წელია, საპარლამენტო ანგარიშებში ცალკე თავს უთმობს ქვეყანაში უცხოელთა სამართლებრივი მდგომარეობის შეფასებას. ანგარიშში ასახულია როგორც თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მგომარეობა, ისე იმ უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებები, რომლებსაც საქართველოში სურთ ბინადრობის ნებართვით სარგებლობა. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული მანდატის ფარგლებში უფლებამოსილების განხორციელებისას, სახალხო დამცველის აპარატი, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებულ სასაზღვრო კონტროლსაც უწევს მონიტორინგს. ამასთან, სახალხო დამცველის აპარატი, ბოლო რამდენიმე წელია, თავშესაფრის მაძიებელთა მდგომარეობასაც და საერთაშორისო შეისწავლის, გაეროს დაცვის მქონე ლტოლვილთა პირთა უფლებრივ უმაღლესი კომისრის წარმომადგენლობასთან ერთობლივი პროექტის ფარგლებში. საქართველოში 2019 წელს, მართალია, გაიზარდა1103 თავშესაფრის მაძიებელთა მომართვიანობა, თუმცა საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა რაოდენობა დიდად არ შეცვლილა, რადგან სტატუსის მინიჭების მაჩვენებელი კვლავ დაბალია. საქართველოს სახალხო დამცველის შეფასებით, წინა წლის მსგავსად, მთავარ საკითხებად რჩება საერთაშორისო დაცვის მინიჭების დაბალი მაჩვენებელი, უსაფრთხოების საფუძვლით უარის დასაბუთებულობის საკითხი და ინტეგრაციასთან დაკავშირებული პრობლემები. სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის საფუძვლით ბინადრობის ნებართვაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებების მაღალი სტატისტიკური მაჩვენებელი პრობლემაა ბინადრობის უფლების მოპოვების მიმართულებითაც. მიმდინარე საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთასთან დაკავშირებული სასაზღვრო კონტროლის მონიტორინგისას რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გამახვილდა ყურადღება. ამ საკითხებს შორის არის პასუხისმგებელ პირთა ინფორმირებულობა თავშესაფრის მაძიებელთა გადამისამართების მექანიზმსა და მის ინსტრუმენტებზე და უცხო ქვეყნის მოქალაქეთა შეყოვნებისას გასათვალისწინებელი ზოგადი სტანდარტები. 1103 2018 წელს 959 (შინაგან საქმეთა სამინისტროს, მიგრაციის დეპარტამენტის წერილი NMIA 9 19 00254940), ხოლო 2019 წელს -1237 თავშესაფრის მაძიებლის განაცხადი (საქართველოს შინაგან საქმეთა ადმინისტრაციის წერილი №MIA 92000336325, 7.02.2020). 417 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 29.1. თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა და ძირითადი ტენდენციები 2019 წლის დეკემბერში, სახალხო დამცველის აპარატმა გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატისა და შვეიცარიის მთავრობის მიერ ორგანიზებულ ლტოლვილთა გლობალურ ფორუმზე1104 (Global ვალდებულებები 1105 Refugee Forum) პირველად წარადგინა ნებაყოფლობითი თავშესაფრის მაძიებელთა და საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის მონიტორინგის განხორციელების შესახებ. 2019 წელს 1 237 პირმა მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს თავშესაფრის თხოვნით, რაც წინა წელთან შედარებით, გაზრდილი მაჩვენებელია. მაძიებელთა შორის ჭარბობენ ირანის, ეგვიპტის, ინდოეთის, რუსეთის და თურქეთის მოქალაქეები. რაც შეეხება სტატუსის მქონე პირთა რაოდენობას, საქართველოში 2019 წლის დეკემბრის მონაცემებით,1106 1 360 საერთაშორისო დაცვის მქონე პირია. აქედან, 504 ლტოლვილის, ხოლო 856 - ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირია, მათ შორის, ძირითადად, ერაყის, უკრაინის, რუსეთის და ეგვიპტის მოქალაქეები არიან. სტატუსის მინიჭებაზე უარის პროცენტული მაჩვენებელი, წლების განმავლობაში, იზრდება. თუ 2015 წელს სტატუსის მინიჭების უარყოფითი მაჩვენებელი განხილული საქმეების 25%-ს შეადგენდა, მომდევნო წლებში აღნიშნული მაჩვენებელი საგრძნობლად იზრდება და საშუალოდ 84%-ს აღწევს. სტატუსის მინიჭების მაჩვენებლის ცვლილება 2015-2019 წწ 100% 90% 80% 70% 60% 50% 40% 30% 20% 10% 0% 86% 82% 84% 70% 57% 35% 25% 5% 2015 (1262 განც.) 11% 8% 2016 (583 განც.) ლტოლვილი 9% 7% 2017 (492 განც.) 5% 2018 (627 განც.) ჰუმანიტარული 1104 იხ.: https://www.unhcr.org/global-refugee-forum.html [ბოლოს ნანახია: 9% 7% 2019 (484 განც.) უარი 20.02.2020]. 1105 იხ. https://lop.by/PNO [ბოლოს ნანახია: 20.02.2020]. 1106 იხ. საქართველოს შინაგან საქმეთა ადმინისტრაციის წერილი №MIA 92000336325, 7.02.2020. 418 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 რაც შეეხება სტატუსის მინიჭებაზე უარის მიზეზებს, სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძვლით, სულ 32 პირს (დაახლოებით 8%) ეთქვა უარი. მათ შორის სირიის - 16, ხოლო 5 იემენის მოქალაქეა. მნიშვნელოვანია, სახელმწიფო დაინტერესდეს აღნიშნული ქვეყნების მოქალაქეების შემდგომი სამართლებრივი სტატუსით, მათ ქვეყანაში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით. Human Rights Watch-ის ანგარიშის თანახმად,1107 მიუხედავად იმისა, რომ კონფლიქტი სირიაში ნაწილობრივ შემცირებულია და რუსეთი და სირია ლტოლვილებს უკან დაბრუნებისკენ მოუწოდებენ, სამთავრობო ძალები განაგრძობენ ადამიანის უფლებებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევას, თვითნებურ დაკავებას, არასათანადო მოპყრობას, ასევე დაწესებულია შეზღუდვები თავისუფალ გადაადგილებაზე. უარის სხვა მიზეზებთან დაკავშირებით, აღსანიშნავია, რომ 484 განხილული საქმიდან, 373 პირს უარი მიზეზების არქონის გამო ეთქვა, რადგან პირები ვერ აკმაყოფილებდნენ შესაბამის მოთხოვნებს სტატუსის მისანიჭებლად, ხოლო 2 პირს იმ მოტივით, რომ შეეძლოთ წარმოშობის ქვეყნის შიგნით გადაადგილება. აქვე აღსანიშნავია სასამართლოდან მიგრაციის დეპარტამენტში დაბრუნებული საქმეების ხელახალი განხილვა. 2019 წელსაც, 2018 წლის ანალოგიურად, თავშესაფრის მაძიებლის სასარგებლოდ არცერთი ხელახლა დაბრუნებული გადაწყვეტილება არ შეცვლილა.1108 შესაბამისად, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ თავშესაფრის მაძიებლები მაქსიმალურად უნდა იყვნენ დაცულები ისეთ ქვეყანაში დაბრუნებისგან, სადაც მათ სიცოცხლესა და ჯანმრთელობას, შესაძლოა, საფრთხე დაემუქროს. თავშესაფარის პროცედურაზე წვდომა თავშესაფრის მაძიებელთათვის ტერიტორიასა და თავშესაფრის პროცედურაზე წვდომის, კონფიდენციალობის, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების, გაუძევებლობისა (non-refoulment) და დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპების რეალიზაციის შესაფასებლად, სახალხო დამცველის აპარატმა მონიტორინგი ჩაატარა როგორც საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე, ისე პენიტენციურ დაწესებულებებში. მონიტორინგის ფარგლებში, წარმომადგენლები პასუხისმგებელ ფლობენ უწყებაზე. გამოვლინდა, რომ ინფორმაციას თავშესაფრის ამასთან შინაგან საყურადღებოა, რომ საქმეთა სამინისტროს კანონმდებლობასა ყოფილი და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრების ორმხრივი ბრძანება არეგულირებს თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციის, სახელმწიფო საზღვარზე მიღების, მათი გადაცემისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის წესს. იმის გათვალისწინებით, რომ დღეს ეს პროცედურები მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციას მიეკუთვნება, მნიშვნელოვანია 1107 იხ. https://lop.by/PNQ [ბოლოს ნანახია: 20.02.2020]. 1108 იხ. საქართველოს შინაგან საქმეთა ადმინისტრაციის წერილი №MIA 92000336325, 7.02.2020. 419 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ახალი ბრძანების მიღება და ამ საკითხების სათანადოდ ერთი უწყების ფარგლებში რეაგირებისათვის შემუშავება. გარდა ზემოაღნიშნულისა, აპარატის მიერ მონიტორინგის განხორციელებისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსგან მიღებული ინფორმაციით1109 გამოიკვეთა, რომ საანგარიშო პერიოდში, სახმელეთო საზღვრის უკანონო კვეთისას, შინაგან საქმეთა სამინისტროს საქვეუწყებო დაწესებულების - სასაზღვრო პოლიციის მიერ მოხდა 4 უცხო ქვეყნის მოქალაქის გადამისამართება სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში თავშესაფრის მაძიებლობის მოთხოვნის გამო. თუმცა პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული თავშესაფრის მაძიებელი 2 პირისგან1110 მიღებული ინფორმაციისა და თავად შინაგან საქმეთა სამინისტროს მოწოდებული ინფორმაციით, ამ პირთა მიმართ საზღვრის უკანონო კვეთის გამო, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. აღნიშნული პირდაპირ მიუთითებს საზღვრის უკანონო კვეთისას თავშესაფრის მაძიებელი პირის გამოვლენის კუთხით არსებულ პრობლემებზე, რითაც კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი 1111 ირღვევა საქართველოს თავშესაფრის მაძიებელი პირის მიერ საზღვრის უკანონო კვეთისას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობიდან გათავისუფლების შესახებ. ამავე დროს, მიუხედავად იმისა, რომ უწყებიდან გამოთხოვილი ინფორმაციით ზემოაღნიშნული არ დასტურდება, საანგარიშო პერიოდში რამდენიმე უცხოელმა1112 განაცხადა, რომ მათი განცხადება თავშესაფრის მოთხოვნაზე, სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან ადრესატამდე არ მისულა, რამაც შეაფერხა მათი წვდომა თავშესაფრის პროცედურაზე. ასევე ბენეფიციარებისგან მიღებული ინფორმაციით, უკანონოდ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის კვეთის და პენიტენციურ დაწესებულებებში ენობრივი ბარიერიც ერთ-ერთი გამოწვევაა. უცხოელთა დაკავებისა და დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომების გამოყენება „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 64-ე მუხლით განსაზღვრულია უცხოელის საქართველოდან გაძევების მიზნით, მისი დაკავებისა და დროებითი მოთავსების იზოლატორში ან დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების საკითხი. ამავე კანონის 65-ე მუხლი კი ადგენს დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიულ ზომებს. 1109 იხ. საქართველოს შინაგან საქმეთა ადმინისტრაციის წერილი №MIA 22000781955, 30.03.2020. 1110 2019 წელს საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა 2 შემთხვევაში აღნიშნული პრობლემა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოთავსებულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან შეხვედრა/გასაუბრების და მათ თაობაზე მიღებული ინფორმაციის საფუძველზე გამოავლინა. 1111 იხ. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344-ე მუხლის შენიშვნა; ასევე, „საერთაშორისო დაცვის შესახებ საქართველოს კანონის“ მე-7 მუხლის პირველი პუნქტი. 1112 იხ. სახალხო დამცველის აპარატის საქმეები №704-04-6 (6.02.2019), 13174/19 (18.10.2019) და 5792/19 (2.05.2019). 420 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 აღნიშნული მატერიალურ-სამართლებრივი ნორმების პროცედურულ რეალიზებას უკავშირდება „საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის“ 2142-ე მუხლი, რომლის პირველ ნაწილში აღნიშნულია, რომ რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ბრძანებას საქართველოდან გაძევების მიზნით უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების შესახებ ან უცხოელის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ვადის გაგრძელების შესახებ. ხოლო ამავე მუხლის მე-4 ნაწილში აღნიშნულია, რომ მოსამართლე უფლებამოსილია საქართველოს შინაგან საქმეთა შუამდგომლობის სამინისტროს საფუძველზე, უფლებამოსილი გამოსცეს ბრძანება ორგანოს დასაბუთებული უცხოელისთვის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის შეფარდების შესახებ. საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის მიერ, გაძევების თაობაზე წარმოებაში არსებული განცხადებების შესწავლის შედეგად, დადგინდა, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული ნორმით, მიგრაციის დეპარტამენტი სასამართლოს ალტერნატიული ზომის გამოყენების შესახებ შუამდგომლობით არ მიმართავს. კერძოდ, 2018 წელს საქართველოდან, გაძევების მიზნით, დააკავეს და დროებითი განთავსების ცენტრში მოათავსეს 87, ხოლო 2019 წელს - 88 უცხოელი, მათგან სასამართლომ 2018 წელს - 4, ხოლო 2019 წელს ერთ შემთხვევაში გამოიყენა დაკავების ალტერნატიული ზომა.1113 ამრიგად, სასამართლო თავისუფლების აღმკვეთ ნაკლებად მძიმე ზომას მიგრანტების მიმართ მკაცრად ლიმიტირებულ შემთხვევებში იყენებს. მიუხედავად მცდელობისა, სახალხო დამცველის აპარატმა ვერ შეძლო მოეპოვებინა ინფორმაცია კონკრეტული წინაღობების/მიზეზების თაობაზე, რომელთა საფუძველზეც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო არ მიმართავს სასამართლოს უცხოელისათვის დროებითი განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომის შეფარდების შესახებ.1114 ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი ყურადღებას ამახვილებს თავისუფლებისა და პირადი ხელშეუხებლობის უფლების მნიშვნელობაზე და აღნიშნავს, რომ პირის დაკავება და თავისუფლების აღკვეთა უნდა გამოიყენებოდეს როგორც საგამონაკლისო წესი, დაშვებული მხოლოდ კანონის საფუძველზე და შესაბამისი დასაბუთების შემთხვევაში.1115 გაეროს სპეციალური მომხსენებელი მიგრანტების უფლებების საკითხებში, აღნიშნავს, რომ შესაბამისი ორგანოები ვალდებულნი არიან, ყოველთვის განიხილონ დაკავების ალტერნატივა (არასაპატიმრო ღონისძიებები) მანამ, ვიდრე პატიმრობას გამოიყენებდნენ. აუცილებელია დეტალური ინსტრუქციების მიცემა 1113 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 24 იანვრის №MIA 2 20 00199006 წერილი. 1114 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 16 მარტის №MIA 9 20 00692285 წერილი. 1115 საერთაშორისო პაქტი სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, მუხ. 9(1); საერთაშორისო კონვენცია ყველა მიგრანტი მუშაკისა და მათი ოჯახის წევრების დაცვის შესახებ, მუხ. 16(4); ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენცია, მე-5 მუხლი. 421 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 და შესაბამისი ტრენინგების შემუშავება მოსამართლეებისა და სხვა სახელმწიფო მოხელეებისათვის, როგორებიცაა პოლიცია, სასაზღვრო და მიგრაციის ოფიცერი, არასაპატიმრო ღონისძიებების სისტემურად გამოსაყენებლად.1116 იძულებითი დაბრუნების შესახებ ევროპის საბჭოს სახელმძღვანელო პრინციპების თანახმად, თავისუფლების აღკვეთას მხოლოდ მაშინ უნდა მიმართონ, როდესაც სახელმწიფო უფლებამოსილი ორგანოები დაკავების აუცილებლობის სრულფასოვანი გამოკვლევის შედეგად დაასკვნიან, რომ უცხოელის გაძევების კანონიერი მიზანი ისე ეფექტიანად ვერ იქნება აღსრულებული, როგორც დაკავების ალტერნატიული ზომის გამოყენების შემთხვევაში.1117 ზემოხსენებულიდან გამომდინარე, სახელმწიფოს და, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტს, ეკისრება პოზიტიური ვალდებულება, უცხოელის მიმართ გაძევების საქმისწარმოების დაწყების დროს, პირველ რიგში შეაფასოს დაკავების და დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების ალტერნატიული ზომების გამოყენების საკითხი და მხოლოდ მათი არაეფექტიანად მიჩნევის შემდეგ მიიღოს გადაწყვეტილება მისი დაკავების და დროებით განთავსების ცენტრში მოთავსების, როგორც ყველაზე უფრო მკაცრი თავისუფლების შემზღუდველი ზომის გამოყენების, დეპარტამენტი ფლობს და თაობაზე. ამუშავებს საყურადღებოა, გასაძევებელი უცხოელი რომ მიგრაციის პირის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას (პირის ვინაობა, საცხოვრებელი ადგილი, ფინანსური მდგომარეობა და სხვ.),1118 რომლებიც ზემოხსენებული პოზიტიური ვალდებულების შესასრულებლად, ასევე შესაძლებელია იქნეს გამოყენებული. ამდენად, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თავისი პრაქტიკა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ რეგულირებას შეუსაბამოს. 29.2. მიგრანტთა უფლებრივი მდგომარეობა წინა წლების1119 მსგავსად, 2019 წელს, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმა, უცხოელისთვის საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის 1120 კანონიერებასთან დაკავშირებული არაერთი განცხადება მიიღო წარმოებაში. ამ საქმეების შესწავლის შედეგად სამინისტრო ჩანს, „საქართველოს რომ საქართველოს კანონმდებლობით შინაგან საქმეთა გათვალისწინებული სხვა უცხოელებს შემთხვევების“ 1116 სპეციალური მომხსენებლის, მიგრანტების უფლებების საკითხებში, ანგარიში მიგრანტთა უფლებების შესახებ, პარ. 53, 2012 წლის 2 აპრილი, A/HRC/20/24. 1117 ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის ოცი სახელმძღვანელო პრინციპი იძულებითი დაბრუნების შესახებ, სახელმძღვანელო პრინციპი 6 § 1, 2005 წელი. 1118 იხ. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 19 აგვისტოს №631 ბრძანების მე-4 მუხლის მე- 2 პუნქტი. იხ. „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2017 და 2018 წლის ანგარიშები, თავი: „მიგრანტთა უფლებრივი მდგომარება“. 1120 2019 წელს სახალხო დამცველის აპარატმა წარმოებაში მიიღო 5 განცხადება. 1119 422 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 საფუძვლით1121 ეუბნება უარს ქვეყანაში შემოსვლაზე და რომელიმე სხვა საკანონდებლო ნორმაზე არ მიუთითებს. საქართველოს სახალხო დამცველი კიდევ ერთხელ საგანგებოდ აღნიშნავს, რომ დასახელებული ნორმა მითითებითია და ცალკე არ წარმოშობს სამართლებრივ შედეგებს, ამდენად, მისი გამოყენებისთვის უნდა არსებობდეს კანონით განსაზღვრული კონკრეტული შემთხვევა, როდესაც უცხოელი პირი საზღვრის გადმოკვეთის შეზღუდვას დაექვემდებარება. საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით პრობლემურია სრულფასოვანი მონაცემთა ბაზების არარსებობა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,1122 2019 წელს 25 5481123 უცხოელს შეეზღუდა საქართველოში შემოსვლა, თუმცა სამინისტროს არ გააჩნია მონაცემები ამ პირების მოქალაქეობრივი კუთვნილებისა და უარის თქმის კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლების შესახებ, მათ შორის, რამდენს ეთქვა უარი ქვეყანაში შემოსვლაზე ზემოაღნიშნული პრობლემური საფუძვლით. არსებულ ვითარებაში ფაქტობრივად შეუძლებელია შეფასდეს, თუ რამდენად მასშტაბურია ზემოხსენებული ნორმის საფუძველზე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმა და ადგილი აქვს თუ არა მოქალაქეობრივი კუთვნილების მიხედვით შესაძლო დისკრიმინაციულ მოპყრობას. სრულფასოვანი სტატისტიკური მონაცემების წარმოება, თავის მხრივ, მნიშვნელოვანია ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპიდან გამომდინარე, ვინაიდან საზღვრის კვეთის შეზღუდვასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის კუთხით გაჩენილი ეჭვებისა თუ კითხვების გაქარწყლება სწორედ მონაცემების არსებობის შემთხვევაშია შესაძლებელი. 2019 წელს1124 სახალხო 1125 მომართვიანობა დამცველის აპარატში შენარჩუნდა უცხოელ პირთა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის არგუმენტით1126 ბინადრობის ნებართვის გაცემაზე უარის თქმის კანონიერებასთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველმა თითოეულ განცხადებაზე საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან გამოითხოვა სახელმწიფო საიდუმლო ინფორმაცია და მოპოვებული მონაცემების შესწავლის შედეგად, არცერთ შემთხვევაში არ დადგენილა უცხოელის უფლებების დარღვევის ფაქტი. ქვემოთ წარმოდგენილია სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ მოწოდებული 2019 წლის სტატისტიკური იხ. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი. 1122 იხ. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 24 იანვრის №MIA 2 20 00199006 წერილი. 1123 იქვე, აღნიშნულ მონაცემში საშუალო სტატისტიკური ცდომილების ზღვარი +/-2,4%-ს შეადგენს. 1124 იხ. „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2017 და 2018 წლის ანგარიშები, თავი „მიგრანტთა უფლებრივი მდგომარება“. 1125 2019 წელს სახალხო დამცველის აპარატმა წარმოებაში მიიღო 13 განცხადება. 1126 „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები. 1121 423 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 ინფორმაცია ბინადრობის ნებართვის გაცემის, უცხოელი პირების მოქალაქეობრივი კუთვნილებისა და სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი უსაფრთხოების საფუძვლის გამოყენებასთან დაკავშირებით.1127 2019 წელს ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით განხილული საქმეების საერთო რაოდენობა 27 763 70% 13% 93% უსაფრთხოების საფუძვლით შეჩერდა/განუხილველად დარჩა - 4692 დაკმაყოფილდა - 19421 არ დაკმაყოფილდა - 3650 17% 2019 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების საფუძვლით მიღებული უარყოფითი გადაწყვეტილებების სტატისტიკა მოქალაქეობრივი კუთვნილების მიხედვით ირანის ისლამური რესპუბლიკა 69% 22% თურქეთის რესპუბლიკა 15% 5% რუსეთის ფედერაცია 6% 5% 6% 69% 15% ინდოეთი 5% ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკა 5% სხვა 22% 1127 სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 იანვრის № 01/22116 წერილი. 424 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 წინამდებარე სტატისტიკური მონაცემებით დგინდება, რომ სტატუსის მინიჭებაზე უარის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებათა 93% სწორედ სახელმწიფო უსაფრთხოების ან/და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის საფუძველს უკავშირდება. ცხადია, სახელმწიფოს მხრიდან დასახელებული ლეგიტიმური მიზნის დაცვა განსაკუთრებულად მაღალ საჯარო სიკეთეს წარმოადგენს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ლეგიტიმური მიზნის არსებობა თითოეულ საქმეში დასაბუთებული უნდა იყოს, რათა საჯარო ინტერესების ხარჯზე, გაუმართლებლად და არაპროპორციულად არ შეიზღუდოს უცხოელ პირთა კანონიერი ინტერესები. 29.3. სახელმწიფო საზღვრის მონიტორინგი საქართველოში უცხოელთა უფლებრივი მდგომარეობის შეფასების მიზნით, სახალხო დამცველის აპარატი აქტიურ მონიტორინგს უწევდა სახელმწიფო საზღვარს. საანგარიშო პერიოდში მონიტორინგი ჩატარდა შემდეგ სასაზღვრო-სამიგრაციო კონტროლის განყოფილებებში: „სარფი“, „ბათუმის აეროპორტი“, „ქუთაისის აეროპორტი“, „დარიალი“ (ყაზბეგი), „ვალე“, „სამება“ (ნინოწმინდა), „წითელი ხიდი“, „გეგუთი“, „სადახლო“, ასევე, წლის განმავლობაში ჩატარდა 25-ზე მეტი ფრენის მონიტორინგი თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში. ვიზიტები შედგა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სტრუქტურულ ერთეულებში, სექტორების ჩათვლით. ვიზიტების დროს გაიმართა შეხვედრები და გაიცვალა ინფორმაცია გამოვლენის/იდენტიფიკაციის, საზღვრებზე ქვეყანაში თავშესაფრის შემოსვლაზე უარის მაძიებელთა შემთხვევებსა და მიზეზებზე, ასევე, შესაბამისი უწყებების პასუხისმგებლობაზე. მონიტორინგისას ყურადღება გამახვილდა საზღვარზე სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეების შეყოვნებასა და საპასპორტო კონტროლის დამატებით შემოწმებაზე. გამოვლინდა, რომ საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებს აქვთ ინფორმაცია თავშესაფრის კანონმდებლობასა და პასუხისმგებელ უწყებაზე, თუმცა გაუმჯობესებას საჭიროებს ორმხრივი ბრძანების (ყოფილი ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს) ინსტრუმენტების გამოყენება, რომელიც არეგულირებს თავშესაფრის მაძიებელთა იდენტიფიკაციის, სახელმწიფო საზღვარზე მიღების, მათი გადაცემისა და ინფორმაციის გაცვლის სფეროში ურთიერთთანამშრომლობის წესს. ასევე, მონიტორინგისას გამოიკვეთა, რომ საანგარიშო პერიოდში არ გამოვლენილა სასაზღვრო პოლიციის რომელიმე სექტორიდან თავშესაფრის მაძიებელი პირის გადამისამართების შემთხვევა, მაშინ როდესაც, როგორც უკვე აღინიშნა, პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებული თავშესაფრის მაძიებელმა პირებმა 2 შემთხვევაში აცნობეს აპარატს, რომ 425 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 მათ მოთხოვნას თავშესაფრის შესახებ, საზღვარზე არ მიექცა ყურადღება და მათ წინააღმდეგ, საზღვრის უკანონო კვეთის გამო, სისხლის სამართლის საქმე აღიძრა. მონიტორინგის საწყის ეტაპზე გამოვლინდა, რომ იმ უცხოელებს, რომლებსაც საქართველოში შემოსვლაზე უარი ეთქვათ, საქართველოდან უკან გამგზავრებამდე, საკვებითა და სასმელი წყლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები კეთილის ნების საფუძველზე, საკუთარი ან/და ამ უცხოელების სახსრებით უზრუნველყოფდნენ. ამდენად, უცხოელი პირები სახელმწიფოს მიერ სამართლებრივ დონეზე არ ყოფილან დაცულები შეყოვნების პერიოდში უკან გამგზავრებამდე არსებობისათვის აუცილებელი მინიმალური გარანტიებით. დადებითად უნდა შეფასდეს 2019 წელს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ უცხოელ პირთა კვებით უზრუნველყოფის წესის1128 დამტკიცება, რომელთაც ინსპექტირების შედეგად უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე და უკან გაბრუნების მიზნით განთავსებულნი არიან სასაზღვრო კონტროლის ზონაში სპეციალურად გამოყოფილ ადგილას. სამინისტროს ინფორმაციით,1129 უცხოელ პირთა საკვებით უზრუნველყოფის ახალი რეგულაცია ამ ეტაპზე მხოლოდ თბილისის აეროპორტში მოქმედებს და ამ საკითხზე მიმდინარეობს მუშაობა ქუთაისის და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებთან. ზემოხსენებული წესის რეალიზაცია დაკავშირებულია უცხოელ პირებთან მიმართებით ისეთი ფუნდამენტური უფლების დაცვის ვალდებულებასთან, როგორიცაა ადამიანის ღირსება და პატივი. ამდენად, ვიმედოვნებთ, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიყენებს მის ხელთ არსებულ კანონიერ მექანიზმებს და მომავალ წელს კვებით უზრუნველყოფის ახალ წესს ქვეყნის ყველა საერთაშორისო აეროპორტში დაამკვიდრებს. საპატრულო პოლიციის გამშვები პუნქტებისა და სასაზღვრო პოლიციის სექტორების კეთილმოწყობის საკითხიც მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება. მხოლოდ რამდენიმე სასაზღვრო გამტარი პუნქტი აკმაყოფილებს თანამედროვე სტანდარტებს. გამშვები პუნქტები არ არის აღჭურვილი სპეციალური გასაუბრების ოთახებით. ხშირ შემთხვევაში გასაუბრება მიმდინარეობს საკონფერენციო ან ცვლის უფროსის ოთახში, სადაც არ არის უზრუნველყოფილი კონფიდენციალური გარემო. პრობლემურია საზღვრის კვეთის დროს, სხვადასხვა მიზეზით მონიტორინგის დროს შეფერხებული აღმოჩნდა, მგზავრის მხოლოდ დაკავების რამდენიმე ოთახიც. როგორც საზღვრის შენობაა უზრუნველყოფილი იზოლირებული დაკავების ოთახით, რომელიც ხშირ შემთხვევაში ნაკლებად შეესაბამება თანამედროვე სტანდარტებს. უზრუნველყოფასთან ერთად, უცხოელ მგზავრთა უფლებების ინფრასტრუქტურული საკითხების მოწესრიგება სასაზღვრო-გამტარ პუნქტებზე მომუშავე პატრულ-ინსპექტორების სათანადო შრომითი პირობებით უზრუნველყოფისთვის არის მნიშვნელოვანი. მაგალითად, რამდენიმე წელია მიმდინარეობს და დღემდე არ დასრულებულა საპატრულო პოლიციის სასაზღვრო1128 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 26 აგვისტოს №1/404 ბრძანება. 1129 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 2020 წლის 24 იანვრის №MIA 2 20 00199006 წერილი. 426 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 სამიგრაციო კონტროლის განყოფილებისათვის - „სამება“ შენობის მშენებლობა, რომელიც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებდა იქ მომუშავე პატრულ-ინსპექტორების საკმაოდ მძიმე სამუშაო პირობებს მკაცრი ბუნებრივი პირობების გათვალისწინებით. რეკომენდაციები საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს:  მიიღოს ახალი ბრძანება, რომელიც ჩაანაცვლებს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ერთობლივ ბრძანებას და ახალი ბრძანებით მკაფიოდ განსაზღვროს საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის უფლება-მოვალეობები და ვალდებულებები თავშესაფრის მაძიებელი პირის საზღვარზე მიღებისა და გადამისამართების შესახებ  წლის განმავლობაში თანამშრომელთა ის დაგეგმოს და გადაამზადოს რაოდენობა, რომელიც ყოველ სასაზღვრო პოლიციის შესაბამის ერთეულში უზრუნველყოფს თავშესაფრის მაძიებელთა მოთხოვნის გამორკვევის პრაქტიკის გაუმჯობესებას  პროგრამული უზრუნველყოფის მეშვეობით, შეუდგეს საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის შესახებ სტატისტიკური მონაცემების დამუშავებას უცხოელი პირის მოქალაქეობრივი კუთვნილებისა და საქართველოში შემოსვლაზე უარის თქმის კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლის მითითებით. საქართველოს იუსტიციის მინისტრს:  პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული უცხო ქვეყნის მოქალაქეებისა და მოქალაქეობის არმქონეებისათვის, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება, უზრუნველყოს თავშესაფრის პროცედურაზე თავშესაფრის მაძიებლობაზე სპეციალური განცხადების ასლების გადაცემის გზით;  სოციალური სამსახურის თანამშრომელთა გადამზადების პროგრამებში გაითვალისწინოს თავშესაფრის პროცედურებთან დაკავშირებული საკითხები. 427 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 30.მოქალაქეობის არმქონე პირების უფლებრივი მდგომარეობა 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში პირველად დაეთმო ცალკე თავი მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობას. მიმდინარე წელს აპარატმა კვლავ განაგრძო ამ მიმართულებით მუშაობა და ძალიან დაბალი მომართვიანობის1130 მიუხედავად, ანალიტიკური და პროაქტიული ფორმით ატარებდა მონიტორინგს. 2020 წლის 15 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე 559 პირია1131 რეგისტრირებული. მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის პრობლემად რჩება საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაში, სტატუსის დადგენის მოთხოვნის უფლების აკრძალვა,1132 მოქალაქეობასთან გასაჩივრების შეზღუდვა, დაკავშირებული გადაწყვეტილებების 1133 სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის შეზღუდვა, აგრეთვე, უსახლკარო მოქალაქეობის არმქონე პირების იმ 1134 მუნიციპალური პროგრამებიდან გამორიცხვა, რომლებიც მიზნად ისახავს უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფას.1135 აღნიშნული საკითხები დეტალურად არის 1130 2019 წელს აპარატში მხოლოდ ერთი განცხადება შემოვიდა. 1131 სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2020 წლის 28 იანვრის №01/22116 წერილი. 1132 „საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №523 დადგენილების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით: „სტატუსის დადგენის მოთხოვნის უფლება აქვს საქართველოში მყოფ ნებისმიერ პირს, საქართველოში მისი ყოფნის კანონიერების მიუხედავად, რომლის მიმართ არ არის გამოტანილი საქართველოდან გაძევების თაობაზე გადაწყვეტილება“. 1133 „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: „საქართველოს მოქალაქეობის საკითხზე საქართველოს პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, გარდა საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის თაობაზე გადაწყვეტილებისა, არ ექვემდებარება სასამართლოში გასაჩივრებას“. 1134 „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანების მე-11 მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, საარსებო შემწეობის დასანიშნად პირი უნდა ფლობდეს მუდმივი ბინადრობის ნებართვას. „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, „მოქალაქეობის არმქონე პირის ბინადრობის ნებართვა გაიცემა 3 წლის ვადით. მოქალაქეობის არმქონე პირზე, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობა შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლით ან რომელიც 1993 წლის 31 მარტისთვის მუდმივად ცხოვრობდა საქართველოში, საქართველოს მოქალაქედ არ ჩაითვალა და 1993 წლის 31 მარტის შემდეგ არ მოხსნილა საქართველოში მუდმივი რეგისტრაციიდან, ბინადრობის ნებართვა გაიცემა მუდმივი ცხოვრების უფლებით“. 1135 მაგალითად, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკაროდ რეგისტრაციისა და თავშესაფრით/საცხოვრისით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 12 თებერვლის №37-14 დადგენილების დანართი №1 მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, უსახლკარო პირად დარეგისტრირება და დროებითი საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებისთვისაა ხელმისაწვდომი. 428 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 განხილული საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში1136, თუმცა არცერთი ამ მიმართულებით მდგომარეობა, სამწუხაროდ, არ შეცვლილა და არ გაუმჯობესებულა. 2019 წლის ოქტომბერში, გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე, მოქალაქეობის არმქონე პირთა რაოდენობის შემცირებისა და მათი უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ხელისუფლებამ ნებაყოფლობითი ვალდებულებები წარადგინა. აღებულ ვალდებულებებს შორის მოხვდა ის პრობლემური საკითხებიც, რომლებიც საქართველოს სახალხო დამცველმა 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში1137 განიხილა და მათ გადასაჭრელად შესაბამის სახელმწიფო ორგანოებს კონკრეტული რეკომენდაციები მისცა. კერძოდ, დოკუმენტში შეტანილია ისეთი მნიშვნელოვანი ვალდებულებები, როგორიცაა მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების ხელშეწყობა და ამ მიზნით კანონით დადგენილი 10-წლიანი ვადის განახევრება,1138 მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენის მომსახურების საფასურის განახევრება,1139 აგრეთვე, სტატუსის დადგენის პროცესში ადმინისტრაციულ ორგანოსა და საერთო სასამართლოებში უფასო აგრეთვე, „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „თბილისის მუნიციპალური თავშესაფრის (ს/კ 406153111) სამოქმედო ინსტრუქციების, მიუსაფარი პირის ხელწერილის ფორმისა და მიუსაფარ პირთა თავშესაფარში რეგისტრაციის შესახებ განაცხადის ფორმის დამტკიცების თაობაზე“ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის 2018 წლის 2 ოქტომბრის №18.813.1186 განკარგულების დანართი №1 პირველი მუხლის მიხედვით ე.წ. ლილოს თავშესაფრის სერვისებით სარგებლობა მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს შეუძლიათ. 1136 „საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიში, თავი: „მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობა“, გვ. 333. 1137 იქვე. 1138 „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულის კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანხმად, საქართველოს მოქალაქეობის მისანიჭებლად პირი ბოლო 10 წლის განმავლობაში საქართველოში კანონიერ საფუძველზე უწყვეტად ცხოვრების წინაპირობას უნდა აკმაყოფილებდეს. დასახელებული ნორმა მოქალაქეობის არმქონე პირებთან მიმართებით, რაიმე სახის საგამონაკლისო ჩანაწერს არ ითვალისწინებს. 1139 „საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და დელეგირებული უფლებამოსილების ფარგლებში საკონსულო თანამდებობის პირის მიერ გაწეული მომსახურების ვადების, ამ მომსახურებისათვის დაწესებული საფასურების ოდენობების და საფასურის გადახდის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2011 წლის 29 დეკემბრის №508 დადგენილების მე-2 მუხლის 45-ე პუნქტის თანახმად: „მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის დადგენისათვის მომსახურების საფასური შეადგენს 50 ლარს“. ამავე დადგენილების მე-8 მუხლის 61 პუნქტის მიხედვით, მოქალაქეობის არმქონე პირები მხოლოდ იმ შემთხვევაში თავისუფლდებიან მომსახურების საფასურის გადახდისაგან, „თუ განცხადების განხილვის საფუძველია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიმართვა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც იმყოფება ამ ორგანოს მეურვეობის/მზრუნველობის ქვეშ“. 429 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფა.1140 საქართველოს სახალხო დამცველი დადებითად აფასებს ზემოხსენებულ აქტივობას და იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის ფარგლებში ფუნქციონირებს მოქალაქეობის არმქონეობის სამუშაო ჯგუფი, რომლის საქმიანობის ძირითადი მიმართულებაა საქართველოში მოქალაქეობის არმქონეობის შესამცირებლად და თავიდან ასაცილებლად, სამართლებრივი მექანიზმების შემუშავება და კომისიისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენა. სამუშაო ჯგუფის ფარგლებში 2019 წელს, სამწუხაროდ, მხოლოდ ერთი შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებით საქართველოს სახალხო დამცველის 2018 წლის საპარლამენტო ანგარიშში ასახული პრობლემური საკითხები განიხილეს.1141 სამუშაო ჯგუფის საქმიანობამ მნიშვნელოვანი გავლენა შეიძლება იქონიოს მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების პროცესებზე, ამიტომ უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ მას ჰქონდეს წინასწარ განსაზღვრული სამუშაო გეგმა, იყოს აქტიური და შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან მჭიდრო კოორდინაციით რეალური შედეგების მიღწევაზე ორიენტირებული. პრობლემაა ისიც, რომ მოქალაქეობის არმქონეობის 2018-2019 წლების სამოქმედო გეგმის1142 მოქმედების ამოწურვის მიუხედავად, ახალი სამოქმედო გეგმა ჯერაც არ შეუმუშავებიათ. შექმნილ ვითარებაში გაურკვეველია სახელმწიფო ხედვა, ერთი მხრივ, 2020 წელს ან/და შემდგომ წლებში, რა ღონისძიებები გატარდება გლობალური სამოქმედო გეგმით1143 განსაზღვრულ ამოცანებზე საპასუხოდ და, მეორე მხრივ, საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. წინადადებები საქართველოს პარლამენტს:  საქართველოში მოქალაქეობის არმქონე პირის სტატუსის მქონე პირებისთვის საქართველოს მოქალაქეობის ნატურალიზაციით მოპოვების ხელშეწყობის მიზნით, 1140 მოქალაქეობის არმქონე სტატუსის მაძიებელი პირი ვერ აკმაყოფილებს „პირის გადახდისუუნარობის დადასტურების წესის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 30 ივნისის №424 დადგენილების მე-2 მუხლით დადგენილ გადახდისუუნარობის კრიტერიუმს, ვინაიდან მას არ მიუწვდება ხელი სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციაზე. 1141 შეხვედრა გაიმართა 2019 წლის 28 მაისს. 1142 დამტკიცებულია მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიის მოქალაქეობის არმქონეობის 2017 წლის 28 დეკემბრის შეხვედრის ოქმი. 1143 „მოქალაქეობის არმქონეობის დასრულების შესახებ“ გაეროს გლობალური სამოქმედო გეგმა 2014-2024 წლებისთვის. 430 | საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019 შემცირდეს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულის კანონის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დადგენილი საქართველოში ცხოვრების 10-წლიანი ვადა  იმსჯელოს „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 29-ე მუხლის პირველ ნაწილში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელიც კრძალავს მოქალაქეობის საკითხზე პრეზიდენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების სასამართლოში გასაჩივრებას. რეკომენდაციები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრს:  „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებაში, პირდაპირ მიეთითოს საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, როგორც ბენეფიციარი, ბინადრობის ნებართვის ტიპის მიუხედავად. მიგრაციის საკითხთა სამთავრობო კომისიას:  431 | დამტკიცდეს მოქალაქეობის არმქონეობის დასრულების 2020 და შემდგომი წლების სამოქმედო გეგმა, რომელშიც მაქსიმალურად ფართოდ აისახება ღონისძიებები მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის პრობლემურ საკითხებთან დაკავშირებით. საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში 2019