საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის ინფორმაცია მიმდინარე მოწვევაში, საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების თაობაზე 2020 წლის 16 ივნისის მდგომარეობით

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
23.06.2020
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-6723/20/9
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-06-24
ბიუროს ნომერი 365

📜 ტექსტი

წერილი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-6723/20 23-06-2020 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარმოგიდგენთ ინფორმაციას, მიმდინარე მოწვევაში, საქართველოს კანონებისა დებულებებით და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი განსაზღვრული დავალებების შესრულების თაობაზე 2020 წლის 16 ივნისის მდგომარეობით. დანართი: 48 ფურცელი. 1. საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა 2016წლის 18 ნოემბრიდან 2020 წლის 1 ივნისამდე პერიოდში და ჯერ არ შესრულებულა (31 ფურცელი). 2. საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომლებიც შესრულდნენ 18.12.2019-16.06.2020 პერიოდში ვადაში, ან შესრულების ვადის გასვლის შემდეგ (17 ფურცელი). პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე გურამ მაჭარაშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
დანართი
დანართი N1 საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში, 2020 წლის 1 ივნისამდე და ჯერ არ შესრულებულა (2020 წლის 16 ივნისის მდგომარეობით) აგრარულ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს კანონი ,,მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ” N4849-IIს,25.06.2019 მუხლი 14. 1. საქართველოს მთავრობამ არაუგვიანეს 2020 წლის 30 აპრილისა დაამტკიცოს: ა) საინვესტიციო გეგმის წარდგენისა და საინვესტიციო გეგმასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების წესი − საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებით;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 4.06.2020 პროექტი მომზადებულია, მიმდინარეობს შეთანხმების პროცესი სხვა სამინისტროებთან). ბ) სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის სახელმწიფოს საკუთრებაში გადასვლის შესახებ გადაწყვეტილების მიღების, მიწის ღირებულების დადგენისა და ანაზღაურების წესი − საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 4.06.2020 პროექტი მომზადებულია, მიმდინარეობს შეთანხმების პროცესი სხვა სამინისტროებთან). ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი„მეწარმეთა შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე N2478-რს, 6.06.2018 საქართველოს კანონში მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 21.09.2018 უზრუნველყოფილ იქნეს ამ კანონით გათვალისწინებული ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობა.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 16.06.2020 ამ კანონით გათვალისწინებულ ნორმატიული აქტის პროექტი შემუშავებულია, უახლოეს პერიოდში იქნება წარდგენილი). 1 საქართველოს კანონი ბავშვის უფლებათა კოდექსი N5004-Iს, 20.09.2019 მუხლი 99. 1. საქართველოს პარლამენტმა უზრუნველყოს: ბ) 2020 წლის 1 იანვრამდე − საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის ამ კოდექსის შესაბამისად განახლება. 2.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 16.06.2020 მიმდინარეობს მუშაობა ახალ ეროვნული სტრატეგიაზე ) 2. 2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს მთავრობამ: ა) შეიმუშაოს და დაამტკიცოს: ა.ა) „ბავშვის დაცვისა და დახმარების სფეროში დასაქმებული პირების პროფესიული განვითარების სტანდარტების შესახებ“ დებულება;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 16.06.2020)  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 16.06.2020) ა.ბ) ბავშვის დაცვის ტექნიკური რეგლამენტი; ა.გ) დეინსტიტუციონალიზაციის ერთიანი სახელმწიფო სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;  მიმდინარეობს მუშაობა ( კომიტეტის ინფორმაცია 16.06.2020) ბ) შეიმუშაოს და საქართველოს პარლამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს ბავშვის მიმართ და ბავშვთა შორის ძალადობის პრევენციისა და ძალადობაზე ეფექტიანი რეაგირების სტრატეგია და სამოქმედო გეგმა;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 16.06.2020) გ) შექმნას მონაცემთა ელექტრონული სისტემა.  შეგროვებისა და ანალიზის ერთიანი მიმდინარეობს მუშაობა(კომიტეტის ინფორმაცია 16.06.2020) 3. 2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს: ზ) ალტერნატიული ზრუნვიდან გასული პირის მხარდაჭერის პროგრამა.  ნაწილობრივ შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 15.06,2020 საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ მომზადდა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი „სახელმწიფო ზრუნვის სისტემიდან გასული 18-21 წლამდე ახალგაზრდების მხარდაჭერის 2021 წლის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების თაობაზე“, რომელიც ითვალისწინებს ალტერნატიული ზრუნვიდან გასული ახალგაზრდების მხარადჭერას და დამოუკიდებელი ცხოვრების ხელშეწყობას. გამომდინარე იქიდან, რომ „საქართველოს 2020 წლის სახელწმიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის გამოყოფილ 2 ასიგნებათა ფარგლებში აღნიშნული პროგრამა გათვალისწინებული არ არის, პროგრამა ამოქმედდება 2021 წლის იანვრიდან) . 4. 2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს: ა) ბავშვის განათლების ხელშემწყობი პროგრამები; ბ) ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამები; გ) ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამები; დ) ბავშვის პროგრამები; ფიზიკური აქტივობისა და სპორტის ხელშემწყობი ე) სამინისტროსადმი დაქვემდებარებულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვის მიმართ ძალადობის პრევენციისა და ძალადობაზე რეაგირების პროგრამები.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 16.06.2020 არსებობს და მოქმედებს ძველი პროგრამები. ახალი პროგრამები წარდგენილი არ არის) 7. 2020 წლის 1 ივნისამდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ განახორციელოს საქართველოს საერთო სასამართლოებში ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დასანერგად საჭირო ყველა ღონისძიება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 16.06.2020) 3. საქართველოს კანონი „დანაშაულის პრევენვიის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5390-Iს, 29.11.2019 მუხლი 2 12. 2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ/მინისტრმა პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და ცენტრთან კოორდინაციით უზრუნველყოს: ბ) სააგენტოს უფროსისა და მისი მოადგილეების, სააგენტოს ტერიტორიული ორგანოების უფროსებისა და მათი მოადგილეების (მათი არსებობის შემთხვევაში), აგრეთვე სააგენტოს მოხელეების დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 15.06.2020 „პროფესიული საჯარო მოხელეების თანამდებობათა დასახელებებისა და იერარქიულ რანგებში განაწილების წესის, შესაბამისი იერარქიული რანგისთვის მიკუთვნებული მოხელეთა თანამდებობების იერარქიული ჩამონათვალის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26 აპრილი № 215 დადგენილების შესაბამისად, ამჟამად დამტკიცებულია სააგენტოს მოსამსახურეთა ნაწილის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები, ნაწილზე კი, მიმდინარეობს მუშაობა და დამტკიცდება კანონმდებლობით დადგენილი წესით). 3 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი„მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეN104-Iს, 16.12.16 მუხლი 2. სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდების (დებულების) ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველყოფის მიზნით საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა − სამეცნიერო-კვლევითმა დაწესებულებებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 27.06.17-მდეშეიმუშაონ სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულების წესდებაში (დებულებაში) შესატანი ცვლილების პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინონ შესაბამის სამინისტროს.  ნაწილობრივ შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 9.06.2020 გამოცემულია მინისტრის ბრძანებები N111/ნ, N113/ნ, 6.07.2017, დარჩენილია მხოლოდ ერთი სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება(სსიპ გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის, მიკრობიოლოგიისა და ვირუსოლოგიის ინსტიტუტი), რომლის წესდებაში შესატან ცვლილების პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა). 2. საქართველოს კანონი„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N2148-IIს, 18.04.2018 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 1.08.2018-მდესახელოვნებოშემოქმედებითი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელმა ორგანომ უზრუნველყოს აღნიშნული დაწესებულების წესდების ამ კანონთან შესაბამისობა.  ნაწილობრივ შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 9.06.2020 თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წესდება მოყვანილია შესაბამისობაში მინისტრის ბრძანება N05/06, 3.07.18 N19534, 19.11.2018. ასევე ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის წესდება N100, 29.05.2019. ხოლო შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის წესდებაში ცვლილებები ინიცირებული იყო დაუბრუნდათ შენიშვნებით, ჯერ არ არის წარმოუდგენილი) 3. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ცვლილება N3041-რს, 5.07.2018) მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 11.10.2018მდესაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა და საჭირო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა.  ნაწილობრივ შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 9.06.2020 მიმდინარეობს მუშაობა. ამ ეტაპზე გამოცემულია საქართველოს მთავრობის დადგენილება N 401, 6.08.2018, მინისტრის ბრძანებები N 54/ნ, 3.12.2018); N 45/ნ, 6.03.2019; N43/ნ, 03/03/2019 , ჯერ არ არის 4 შეტანილი ცვლილება მინისტრის 2009 წლის 1 დეკემბრის N1067 ბრძანებაში, სამინისტროს სახელწოდების გასწორების მიზნით) 4. საქართველოს კანონი„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N2320-IIს, 4.05.2018 მუხლი 2. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდების ამ კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებამ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის 21.11.2018-მდე ვადაში უზრუნველყოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წესდებაში შესატანი ცვლილების პროექტის შემუშავება და შესაბამისი სამინისტროსათვის დასამტკიცებლად წარდგენა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 9.06.2020 მხოლოდ 4 უნივერსიტეტის: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის, შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს და თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის წსდება ამ დროისათვის კანონთან შესაბამისობაში არ არის მოყვანილი. მიმდინარეობს მუშაობა). 5. საქართველოს კანონი„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N3438-Iს, 20.09.2018 მუხლი 2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 5.05.2019მდეუზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის გამოცემა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 9.06.2020, გამოცემულია ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამისა (მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს) დამაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამის (მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს)შემუშავების წესი N206/ნ, 30.09.2019, ხოლო რაც შეეხება მეორე ბრძანებას ,,სტუდენტისათვის სტუდენტის სტატუსის შეჩერებისა და შეწყვეტის წესი და პირობების დამტკიცების შესახებ“, აღნიშნული ბრძანების პროექტზე მიმდინარეობს მუშაობა). 6. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N3444-Iს, 20.09.2018 მუხლი 3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში 9.10.2019-მდე უზრუნველყონ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არსებული ინფორმაციის უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაციით 9.06.2020 მინისტრის 2019 წლის 12 ივლისის №145/ნ ბრძანებით განისაზღვრა, რომ რეესტრს აწარმოებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა (შემდგომში - მართვის 5 სისტემა). ამ ცვლილებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის წარმოება გადავიდა მართვის სისტემის ფუნქციაში. გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ მართვის სისტემამ შეიმუშავა „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანების პროექტი, რომელიც ინიცირებულია და შეთანხმების ბოლო ეტაპზეა). მუხლი 6. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში 9.10.2019-მდე უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 9.06.2020. გამოცემულია მინისტრის ბრძანება N14/ნ, 29.01 2020, ხოლო მეორე ბრძანების პროექტი „უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესის და პირობების დამტკიცების შესახებ“ინიცირებულია და შეთანხმების ბოლო ეტაპზეა) 7. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5279-Iს, 1.11.2019 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში 4.01.2020მდესაქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ და საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყონ თავიანთი სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  არ არის შესრულებული (კომიტეტის ინფორმაცია 9.06.2020 ინიცირებულია შესრულების ვადის გადაწევა) 8. საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5091-Iს, 3.10.2019 მუხლი 2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 10.04.2020-მდე უზრუნველყოს ამავე კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის „პ16“ და „პ17“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული წესების მომზადება და დამტკიცება. („პ16) ამტკიცებს საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულ იქნა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესს; პ17) ამტკიცებს საქართველოს მოქალაქეებისა და „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 2013 მუხლით გათვალისწინებული პირების, რომელთაც მინიჭებული აქვთ 6 ბაკალავრიატის, მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო, ვეტერინარიის ინტეგრირებული სამაგისტრო, დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისი აკადემიური ხარისხები, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე ჩარიცხვისა და დაფინანსების წესს)  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 9.06.2020, წესები მომზადებულია, მიმდინარეობს შეთანხმების პროცესი) 9. საქართველოს კანონი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ მუხლი 28 1. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ(ცვლილება N493-IIს, 23.03.2017): ა) მიიღოს დადგენილება დადგენის თაობაზე; დაწესებულების ავტორიზაციის წესის  მიმდინარეობს მუშაობა(კომიტეტის ინფორმაცია 9.06.2020 პროექტი მომზადებულია და შეთანხმების პროცესშია) ვ) დაწესებულების შენობა-ნაგებობის, ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და შენობა-ნაგებობის მოწყობის შესახებ ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;  დასრულების პროცესშია (ტექნიკური რეგლამენტის პროექტი შემუშავებულია და მიმდინარეობს დეტალების დაზუსტების პროცესი) ზ) მუნიციპალიტეტის მიერ დაწესებულებათა რეესტრის წარმოების წესისა და ამ რეესტრში შესატანი მონაცემებისა და ინდიკატორების ჩამონათვალის დამტკიცების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.  მიმდინარეობს მუშაობა(კომიტეტის ინფორმაცია 9.06.2020 პროექტი მომზადებულია და შეთანხმების პროცესშია) 2. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე საქართველოს მთავრობამ აღმზრდელპედაგოგის შრომის ანაზღაურების საბაზისო ზღვრული ოდენობის განსაზღვრის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი(ცვლილება N493-IIს, 23.03.2017):  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 9.06.2020 მიმდინარეობს მუშაობა ნორმატიული აქტის პროექტზე) 4. 2017 წლის 1 ოქტომბრამდე თითოეულმა მუნიციპალიტეტის საკრებულომ(ცვლილება N493-IIს, 23.03.2017): ა) სკოლამდელი აღზრდისა და განათლების მომსახურების და სასკოლო მზაობის პროგრამის მიწოდების მონიტორინგის, შეფასების, ანგარიშგების სისტემის შემუშავების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;  მიმდინარეობს მუშაობა(9.06.2020-ის მდგომარეობით მიღებულია 50 თვითმმართველი ერთეულის მიერ) 7 ბ) სკოლამდელი განათლებისა და სასკოლო მზაობის პროგრამის მომსახურების და დაწესებულების შიდა მონიტორინგისა და შეფასების სისტემის შემუშავების მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;  მიმდინარეობს მუშაობა(9.06.2020-ის მდგომარეობით მიღებულია 51 თვითმმართველი ერთეულის მიერ) გ) დაწესებულების პერსონალისთვის სამსახურებრივი ინსტრუქციების, ქცევისა და ეთიკის ნორმების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;  მიმდინარეობს მუშაობა(9.06.2020-ის მდგომარეობით მიღებულია 51თვითმმართველი ერთეულის მიერ) დ) დაწესებულების პერსონალის პროფესიული სტანდარტების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი;  მიმდინარეობს მუშაობა(9.06.2020-ის მდგომარეობით მიღებულია 49 თვითმმართველი ერთეულის მიერ) ე) საჯარო დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის მიზნით მიიღოს ნორმატიული აქტი.  მიმდინარეობს მუშაობა(9.06.2020-ის მდგომარეობით მიღებულია 51თვითმმართველი ერთეულის მიერ) შენიშვნა: ხუთივე ნორმატიული აქტი გამოცემული აქვს 47 მუნიციპალიტეტს. არცერთი - 13 მუნიციპალიტეტს სულ გამოცემულია 252 ნორმატიული აქტი 6. 2020 წლის 1 აპრილიდან ამ კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის სრულყოფილად ამოქმედების მიზნით მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 24.12.16-მდე უზრუნველყონ სამოქმედო გეგმების შემუშავება მათ ტერიტორიაზე მოქმედი დაწესებულებების მიერ შესაბამის მოთხოვნებთან თავსებადობის ეტაპობრივად მისაღწევად .  მიმდინარეობს მუშაობა (მიმდინარეობს შესაბამისი სამინისტროების მუშაობა გეგმის შემუშავების მიზნით). 10. საქართველოს კანონი„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს თაობაზეN3449-Iს, 20.09.2018 კანონში ცვლილების შეტანის მუხლი 2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 9.04.2019მდეუზრუნველყოს აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტის ნაცვლად აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის დამტკიცება. აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების ჩარჩო დოკუმენტი ინარჩუნებს სამართლებრივ ძალას აღმზრდელის პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტის დამტკიცებამდე.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 9.06.2020) 8 11. საქართველოს კანონი„განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეN3437-Iს, 20.09.2018 მუხლი 2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ: ბ) ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 5.05.2019-მდეუზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების (გარდა ამ მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა) დამტკიცება და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  ნაწილობრივ შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 9.06.2020 მე-2 მუხლით გათვალისწინებული ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩო და სწავლის სფეროების კლასიფიკატორი დამტკიცებულია მინისტრის ბრძანებით N69/ნ, 10.04.2019. დამტკიცებულია ასევე ,,არაფორმალური განათლების აღიარების პროცედურები და წესი“ N459, 20.09,2019; ხოლო რაც შეეხება ,,ეროვნული კვალიფიკაციების ჩარჩოს მართვის, განვითარებისა და მონიტორინგის, კვალიფიკაციების ელექტრონული რეესტრის შექმნისა და ადმინისტრირების წესს“ ბრძანების პროექტი ინიცირებულია სამინისტროში და შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან მიმდინარეობს შეთანხმების პროცესი). 12. საქართველოს კანონი „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N3445-Iს, 20.09.2018 მუხლი 2. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში 9.10.2019-მდე უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დამტკიცება და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 9.06.2019. ამ ეტაპზე მიღებულია მინისტრის ბრძანებები N215/ნ, 28.10.2019, N145/ნ, 12.07.2019, ხოლო 3 ბრძანების პროექტი, მოქმედ ბრძანებების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, შემუშავებულია და შეთანხმების პროცესშია) 13. საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N3443-Iს, 20.09.2018 მუხლი 3. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ განსაზღვრულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში 9.10.2019-მდე უზრუნველყონ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არსებული ინფორმაციის ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 9.06.2020 მართვის სისტემამ შეიმუშავა „ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და 9 ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ და „პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებების პროექტები, რომელ პროექტებზეც, დღემდე მიმდინარეობს პოზიციების შეჯერება სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, სამინისტროსა და მართვის სისტემას შორის). მუხლი 6. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში 9.10.2019-მდე უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემა და სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 9.06.2020 ამ ეტაპზე გამოცემულია მინისტრის 2019 წლის 19 აგვისტოს N170/ნ ბრძანება „საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების ინტეგრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ გამოსაცემია ა) იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში პროფესიული სტუდენტის მიერ მიღწეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების წესს, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები. ბ) იმ საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგების დადასტურების შეფასების ფორმა, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები, და პროგრამა) 14. საქართველოს კანონი„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N2523-IIს, 13.06.2018 მუხლი 2. საჯარო სამართლის იურიდიულ პირებში − ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ვიდეოთვალთვალის განსახორციელებლად კამერები განთავსდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან შეთანხმებული განრიგის მიხედვით, არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისა.  არ არის შესრულებული (კომიტეტის ინფორმაცია 15.06.2020, უქონლობის გამო ჯერჯერობით არ არის განხორციელებული) თანხების 15. საქართველოს კანონი„კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ (ცვლილება N3043-რს, 5.07.2018 მუხლი 59 2. სამინისტრომ 2020 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის ამოქმედებამდე ძეგლთა სახელმწიფო სააღრიცხვო რეესტრში შეტანილი ძეგლებისა და ძეგლის ნიშნის მქონე ობიექტთა სიაში შეტანილი ობიექტების ხელახალი რეგისტრაცია ამ კანონის შესაბამისად.  არ არის შესრულებული (კომიტეტის ინფორმაცია 9.06.2020 ინიცირებულია შესრულების ვადის გადაწევა) 10 16. საქართველოს კანონი ,,პროფესიული განათლების შესახებ“ N3442- Iს, 20.09.2018 მუხლი 39. 11. სამინისტროს მიერ განსაზღვრულმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირებმა ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში 9.10.2019-მდე უზრუნველყონ საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრში არსებული ინფორმაციის პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ასახვისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 9.06.2020 მართვის სისტემის მიერ სამინისტროში ინიცირებულია „პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნისა და ადმინისტრირების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებების პროექტი, რომელიც გადის შესაბამის პროცედურებს). 17. საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5696-რს, 20.19.2019 მუხლი 2. დაევალოს საქართველოს მთავრობას, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარდგინების საფუძველზე, ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის 26.02.2020-მდე ვადაში დაადგინოს საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსის 56-ე მუხლით განსაზღვრულ ქალაქთმშენებლობითი ღონისძიების არეალსა და „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ საქართველოს კანონის 46ე მუხლით განსაზღვრულ კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 9.06.2020 მოცემულ ეტაპზე „კულტურული მემკვიდრეობის სარეაბილიტაციო არეალში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე სამუშაოების ნებართვისა და არქეოლოგიური სამუშაოების ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები“ მერიის მიერ გადმოგზავნილი პროექტი გადაიგზავნა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს. სააგენტომ დამატებითი კონსულტაციები გაიარა მერიასთან. უახლოეს დღეებში მოხდება წესის ინიცირება). 18. საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეN5294-Iს, 26.11.2019 მუხლი 2. მუნიციპალიტეტების შესაბამისმა ორგანოებმა და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 4.03.2020-მდე უზრუნველყონ სათანადო ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 9.06.2020, საკანონმდებლო აქტების პროექტებზე დაწყებულია მუშაობა) გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 11 1. საქართველოს კანონი „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ მუხლი 24 7. 2013 წლის 31 დეკემბრამდე არსებული დაცული ტერიტორიების საზღვრების დემარკაცია დასრულდეს 2016 წლის 31 დეკემბრამდე (N2307-IIს, 30.04.14).  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 3.06.2020 არსებული დაცული ტერიტორიების დემარკაცია დასრულებულია, მათ შორის დასრულდა ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების დემარკაციის სამუშოები, მომზადებულია „ფშავ-ხევსურეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის შესახებ კანონპროექტი. კანონპროექტი ამ ეტაპზე შენიშვნების ავტორ უწყებებთან (რეგიონული განვითარებისა და და ინფრასტრუქტრის სამინისტრო, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო) შეთანხმების ეტაპზეა. პოზიციების შეჯერების შემდეგ მოხდება კანონპროქეტის საქართველოს მთავრობაში წარდგენა) 2. საქართველოს კანონი ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“ N890IIს, 1.06.2017 მუხლი 49. 2. შესაბამისმა დაწესებულებებმა 2017 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა.  ნაწილობრივ შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 3.06.2020. სამინისტროს ინფორმაციით ჯანდაცვის სამინისტროს წარდგინებით, საქართველოს მთავრობამ მიიღო (2/09/2019) N420 დადგენილება „გარემოსდაცვითი შეფასების სფეროში ადამიანის ჯანმრთელობაზე ზემოქმედების შეფასების წესის დამტკიცების შესახებ“. სხვა ინფორმაცია, დამატებით უწყებების მიერ სხვადასხვა ნორმატიული აქტის „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსთან“ დამატებით შესაბამისობაში მოყვანის შესახებ, მოცემულ ეტაპზე, არ გააჩნიათ). 5. შესაბამისი დაწესებულებების წარდგინებით საქართველოს მთავრობამ ან/და აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამისმა დაწესებულებებმა 2018 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ იმ სამართლებრივი აქტების ამ კოდექსის მე20 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობა და შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა, რომლებიც ამ კოდექსის ამოქმედების მომენტისთვის ითვალისწინებს სტრატეგიული დოკუმენტის მიღების/დამტკიცების შესაძლებლობას ან შესაბამის პროცედურას.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 3.06.2020 ამ ეტაპზე აღმასრულებელი ხელისუფლების ზოგიერთი სტრუქტურის მიერ მოყვანილია შესაბამისობაში) 7. 2019 წლის 1 იანვრამდე მინისტრმა გამოსცეს ბრძანება „სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომი ანალიზის ჩატარების შესახებ“.  არ არის შესრულებული (კომიტეტის ინფორმაცია 3.06.2020 ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ნაწილი ამოქმედდა 2018 წლის 1 ივლისიდან. „სტრატეგიული დოკუმენტის განხორციელების შედეგების შემდგომი 12 ანალიზის ჩატარების შესახებ“ მისაღები კანონქვემდებარე აქტი ეხება იმ სტრატეგიული დოკუმენტების განხორციელების შემდგომ ანალიზს, რომლებმაც გაიარეს სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების პროცედურა.ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასება ჯერ არცერთ დოკუმენტს არ გაუვლია) 3. საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“ (ცვლილება N891-IIს, 1.06.2017) მუხლი 581. 2. 2018 წლის 1 ივნისამდე საქართველოს მთავრობამ მიიღოს დადგენილება „გარემოსდაცვითი ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესის დამტკიცების შესახებ“.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 3.06.2020 სამინისტოს ინფორმაციით დადგენილების პროექტი მომზდებულია და დღეის მდგომარეობით, გადამუშავების პროცესშია. ელოდებიან განახლებულ შენიშვნებსა და მოსაზრებებს შესაბამისი კომპეტენტური უწყებების მხრიდან. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს პროექტის საბოლოო რედაქციის ჩამოყალიბება, რის შემდეგაც დაიწყება შეთანხმების პროცესი) 4. საქართველოს კანონი ,,ნარჩენების მართვის კოდექსი” N2994-რს, 26.12.14 მუხლი 48. 2. სამინისტრომ ამ კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ბიოდეგრადირებადი მუნიციპალური ნარჩენების მართვის სტრატეგია შეიმუშაოს 2019 წლის 31 დეკემბრამდე.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 3.06.2020 სტრატეგიის სამუშაო ვერსია შემუშავებულია, რომელიც ითვალისწინებს ბიოდეგრადირებადინარჩენების მართვის საერთაშორისო პრაქტიკას. ამ ეტაპზე, საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით, გრძელდება მუშაობა მისი ეროვნულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზების მიმართულებით) მუხლი 49 4. 2018 წლის 31 დეკემბრამდე სამინისტრომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან და დაინტერესებულ პირებთან თანამშრომლობით შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას მისაღებად წარუდგინოს დადგენილებების პროექტები ამ კოდექსის მე-9 მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად (ცვლილება N124-რს, 21.12.16).  შესრულებულია ნაწილობრივ (კომიტეტის ინფორმაცია 3,06.2020 გამოცემულია საქართველოს მთავრობის დადგენილებები N324, N325, N326, N327, 25.05.2020), რითაც მიღებულ იქნა 4 ტექნიკური რეგლამენტი („ელექტრო და ელექტრონული მოწყობილობების ნარჩენების მართვის შესახებ“; „საბურავების ნარჩენების მართვის შესახებ“; „ნარჩენი ზეთების მართვის შესახებ“; „ბატარეებისა და აკუმულატორების მართვის შესახებ“ . „შეფუთვის ნარჩენების მართვის შესახებ“ და „ხმარებიდან ამოღებული სატრანსპორტო საშუალებების მართვის შესახებ“ მისაღები დარჩა 2 ტექნიკური რეგლამენტი, რომელთა პროექტები შემუშავებულია და ამ ეტაპზე მიმდიანრეობს საბოლოო კონსულტაციების შენიშვნების ავტორ (შსს, ქ. თბილისის მერია, მთავრობის ადმინისტრაცია) უწყებებთან. რისი დასრულების შემდეგაც პროქეტების წარედგინება საქართველოს მთავრობას) 13 5. საქართველოს კანონი „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“ შესახებ“ (ცვლილება N4028-რს, 22.12.2018) მუხლი 341 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2019 წლის 1 მარტამდე დაამტკიცოს/გამოსცეს შემდეგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები: ა) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) II დანართში შეტანილი მცენარის ნიმუშის ხელოვნურად მოშენების შესაბამისობის თაობაზე დასკვნის გაცემის წესი;  არ არის შესრულებული (კომიტეტის ინფორმაცია 12.06.2020 ბ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) დანართებში შეტანილი სახეობის ტყვეობაში გამრავლების ან ხელოვნურად მოშენების საწარმოს რეგისტრაციის წესი;  არ არის შესრულებული (კომიტეტის ინფორმაცია 12.06.2020) გ) „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის (CITES) საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო საბჭოს დებულება;  არ არის შესრულებული (კომიტეტის ინფორმაცია 12.06.2020) შენიშვნა: აღნიშნული აქტების გამოცემის სამართლებრივი წინაპირობა იყო „გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი ველური ფლორისა და ფაუნის სახეობებით საერთაშორისო ვაჭრობის შესახებ“ 1973 წლის 3 მარტის ქ. ვაშინგტონის კონვენციის(CITES) რეზოლუციებში ცვლილებების შეტანა. განახლებული რეზოლუციების ძალაში შესვლის შემდეგ გამოჩნდა, რომ მხოლოდ კანონქვედებარე აქტები არ არის საკმარისი და კონვენციის ახალი ცვლილებების ეროვნულ კანონმდებლობაში ასახვისთვის საჭირო შესაბამისი ცვლილებების შეტანა კანონებში. 6. საქართველოს კანონი ,,საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N4147-რს, 26.12.2018 მუხლი 2 2.ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 1.04.2019-მდესაქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარდგინებით სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში შესაბამისი ცვლილებების შეტანა.  არ არის შესრულებული (კომიტეტის ინფორმაცია 3.06.2020 ცვლილებები არარელევანტურია, ვინაიდან მიღებულია საქართველოს კანონი ,,ტყის კოდექსი“ N5949, 22.05.2020, რომელიც ამოქმედდება 2021 წლის 1 იანვრიდან) 14 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებN1818-რს, 22.12.2017 მუხლი 2 2. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული შემდეგი ნორმატიული აქტის დამტკიცება: გ) უცხო სახელმწიფოს მიერ დიპლომატიური არხის საშუალებით მომართვის შემთხვევაში საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის უფლებამოსილების მინიჭების წესი.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2020 სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით (11.03.2020) საგარეო საქმეთა სამინისტროში შემუშავებულია შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც წარედგინება საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად). 3. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული შემდეგი ნორმატიული აქტების დამტკიცება: ა) საქართველოს საჰაერო სივრცეში სარაკეტო -საარტილერიო სროლის , ასაფეთქებელი და სხვა სახის სამუშაოების უსაფრთხო წარმოების წესი ;  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2020 სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან მიღებული ინფორმაციით (11.03.2020) შემუშავებულია თავდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით შესაბამისი ნორმატიული აქტის პროექტი, რომელიც გადაეგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს). 2. საქართველოს კანონი ,,საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ” N2273-IIს, 4.05.2018 მუხლი 37. 1. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს: გ) კერძო პარტნიორისთვის მუნიციპალიტეტის ქონების გადაცემის წესი და პირობები;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2020 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად აქტიურად მუშაობს აღნიშნულ საკითხზე). 3. საქართველოს კანონი საქართველოს საპატენტო კანონში ცვლილების შეტანის შესახებ N1918-რს, 23.12.2017 15 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 11.07.20186ყმდე.საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს: ა) „პატენტით დაცული გამოგონების და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემის წესის“ დამტკიცების შესახებ დადგენილების მიღება;  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2020). ბ) პატენტით დაცული გამოგონების და სასარგებლო მოდელის გამოყენებისათვის სავალდებულო ლიცენზიების გაცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიმღები მუდმივმოქმედი საბჭოს შემადგენლობის განსაზღვრის შესახებ დადგენილების მიღება;  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2020 აღნიშნული პროექტის მომზადებისა და საერთაშორისო გამოცდილების გაზიარების მიზნით საქპატენტში გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ ექსპერტები, ასევე შესაბამისი საჯარო უწყებებისა და პარლამენტის წარმომადგენლები. შეხვედრაზე შემუშავებული დადგენილებების პირველადი პროექტები ამ ეტაპზე დასრულების სტადიაშია და უახლოეს დღეებში წარედგინება საქართველოს მთავრობას). 4. საქართველოს კანონი ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსი N3213-რს, 20.07.2018 მუხლი 142. 1. ამ კოდექსის ამოქმედებასთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობამ მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ი) „მშენებლობის განმახორციელებელი პირის მიერ მშენებლობის პროცესის ამსახველი დოკუმენტაციის წარმოების წესის შესახებ“; ე) „მშენებლობის ორგანიზებისა და მშენებლობის უსაფრთხოების შესახებ “; ვ) „საქართველოს სივრცის დაგეგმარებაზე ზეგავლენის მქონე ინფრასტრუქტურული ან /და სხვა, მსგავსი სამშენებლო პროექტების კონცეპტუალური შესაბამისობის დადგენის წესისა და პირობების განსაზღვრის შესახებ “; 5. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მიღებულ იქნეს 2020 წლის 1 აპრილამდე.  არ არის შესრულებული (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2020 საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის სამსახურიდან მიღებული ინფორმაციით(3.06.2020) აღნიშნული დადგენილების მისაღებად მიზანშეწონილი იყო საჯარო განხილვების ჩატარება, რაც ვერ განხორციელდა ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო). 6. ამ მუხლის პირველი ნაწილის ,,ე“ „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი მიღებულ იქნეს 2020 წლის 1 მაისამდე (ცვლილება N4748-11ს, 30.05.2019). 16  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2020 საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა შესაბამის მისაღებ დადგენილებებთან დაკავშირებით) 12. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყოს შენობების ენერგოეფექტიანობის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა.  დასრულების პროცესსია (კომიტეტის ინფორმაცია16.03.2020 წარმოდგენილია კანონპროექტი 21.06.2018 (N07-2/235), მიღებულია პირველი მოსმენით) 5. საქართველოს კანონი ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” N5706-IIს, 5.02.2020 მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 12 მაისამდე დაამტკიცოს „ტექნიკური რეგლამენტი − მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტები“, რომელიც დაეფუძნება უნივერსალური დიზაინის სტანდარტებსა და პრინციპებს, „მისაწვდომი და გამოყენებადი შენობებისა და მოწყობილობების“ (ICC A117.1) სტანდარტების გათვალისწინებით. დაგეგმილია აღნიშნული დავალების შესრულების ვადის გადაწევა.  არ არის შესრულებული ( კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2020 მ.წ. 27 მაისს საქართველოს პარლამენტის ბიუროს წარედგინა საქართველოს პარლამენტის წევრების რატი იონათამიშვილისა და დავით მათიკაშვილის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონის პროექტი (N07-3/451; 19.05.2020), რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული დავალებისათვის შესრულების ვადის გადაეწვას 2020 წლსი 1 სექტემბრამდე (განხილულია დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის 2020 წლის 8 ივნისის სხდომაზე). 6. საქართველოს კანონი „გეოდეზიური და კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N3570-Iს, 31.10.2018 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 10 აგვისტომდე დაამტკიცოს სამოქალაქო საავიაციო უსაფრთხოების მიზნებისთვის განკუთვნილი გეოდეზიური სამუშაოების შესრულების წესი.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია11.06.2020 სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოდან“ მიღებული ინფორმაციით (9.06.2019) აღნიშნული დოკუმენტი შემუშავებულ იქნა სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში და გადაეგზავნა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში საქართველოს მთავრობის სხდომაზე ინიცირებისათვის). თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 17 1. საქართველოს კანონი „არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის შესახებ“ (ცვლილება N4071-რს, 22.12.2018) მუხლი 183 1. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღება/გამოცემა არაუგვიანეს 2019 წლის 1 მარტისა.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაციით 11.06.2020 შინაგან საქმეთა სამინისტროში მომზადებულია „საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არასამხედრო, ალტერნატიული შრომითი სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების პროექტი). 2. საქართველოს კანონი ,,საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ” N475-IIს, 22.03.2017 მუხლი 33. 23. სააგენტომ: ვ) 2019 წლის 30 მარტამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-8 მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ (განახორციელოს კომპიუტერულ მონაცემთა ექსპერტიზა, აგრეთვე შეიმუშაოს და ნორმატიული აქტით დაამტკიცოს საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას კომპიუტერულ მონაცემებთან პირველადი მოპყრობის და მათი საექსპერტო კვლევის წესები)  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2020 კომპიუტერულ მონაცემებთან პირველადი მოპყრობის და მათი საექსპერტო კვლევის წესები შემუშავებულია.დასამტკიცებლად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებალილებათა პაკეტის პროექტიც მომზადებულია  და „თ“ (საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასცეს ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული კომუნიკაციის გადაჭერის სისტემების დამზადების, იმპორტის, ან ექსპორტის ლიცენზია და ამ მიზნით ნორმატიული აქტით განსაზღვროს ლიცენზიის მოპოვების წესი და პირობები) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნორმატიული აქტების მიღება;  არ არის შესრულებული (კომიტეტის ინფორმაცია11.06.2020 ვინაიდან გამოიკვეთა, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია ელექტრონული კომუნიკაციის გადაჭერის სისტემების დამზადების იმპორტის, ან ექსპორტის კონტროლი, შემუშავებულია კანონპროექტი,რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული დავალების ამოღებას. ზ) 2020 წლის 30 მარტამდე უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის და ამ კანონის მე-15 მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული ელექტრონული სისტემის ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2020 მიმდინარეობს მუშაობა, დასრულების პროცესშია) 3. საქართველოს კანონი ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” N2608-IIს, 27.06.2018 18 მუხლი 70 8. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა 2018 წლის 1 აგვისტომდე შექმნას შესაბამისი კომისია/კომისიები, რომელიც/რომლებიც უზრუნველყოფს/ უზრუნველყოფენ სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოდან გადაცემული/მიღებული აქტივებისა და ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) აღრიცხვასა და ინვენტარიზაციას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.  ნაწილობრივ შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2020, კომისია შექმნილია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის 2018 წლის 16 ივლისის N43418 ბრძანებით, რომელიც უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული დავალების შესრულებას. ინვენტარიზაცია მიმდინარეობს, მაგრამ შრომატევადი პროცესის გამო ჯერ არ დასრულებულა). 4. საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N2611-IIს, 27.06.2018 მუხლი 2 4. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს შემდეგი დადგენილებების მიღება: ა) „სახელმწიფო მატერიალური რეზერვის ობიექტების, როგორც განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ობიექტების, აგრეთვე სახელმწიფო მატერიალური რეზერვის სისტემაში დასაგროვებელი მატერიალური ფასეულობების ნუსხის დამტკიცების შესახებ“;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია11.06.2020). ბ) „სახელმწიფო მატერიალური რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ნომენკლატურისა და დაგროვების ოდენობის დამტკიცების შესახებ“.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2020). 5. საქართველოს კანონი „კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეN477-IIს, 22.03.2017 მუხლი 2 3. 2020 წლის 30 მარტამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის ამოქმედება.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2020 მიმდინარეობს მუშაობა, დასრულების პროცესშია) 6. საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5722-IIს, 19.02.2020 19 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 15 აპრილამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2020, მომზადებულია მთავრობის დადგენილების პროექტი („იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციისა და გადაწყვეტილების გაცემის წესი), რომლის ინიცირებაც იგეგმება უახლოეს მომავალში). 7. საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5721-IIს, 19.02.2020 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 15 აპრილამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2020, მომზადებულია მთავრობის დადგენილების პროექტი („იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო-ტექნიკურ საკითხთა მუდმივმოქმედი კომისიის რეკომენდაციისა და გადაწყვეტილების გაცემის წესი), რომლის ინიცირებაც იგეგმება უახლოეს მომავალში). იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1820-რს, 22.12.2017 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში 11.02.2018-მდეუზრუნველყოს „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა გამოვლენის, მათი დაცვის, დახმარებისა და რეაბილიტაციის ეროვნული რეფერირების პროცედურების“ დამტკიცება.  მიმდინარეობს მუშაობა(კომიტეტის ინფორმაცია 15.06.2020 პროექტი გადის შეთანხმების პროცედურებს დაინტერესებულ უწყებებთან, უახლოეს პერიოდში წარდგენილი იქნება მთავრობის სხდომაზე განსახილველად) 2. საქართველოს კანონი „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N1198-IIს, 30.06.2017 20 მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2017 წლის 1 ნოემბრამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 15.06.2020 მიმდინარეობს მუშაობა აღსრულების ეროვნულ ბიუროში იუსტიციის მინისტრის N144, 30.07.2010 ბრძანებაში შესატანი ცვლილებების პროექტზე კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე მუშაობა დასკვნით ეტაპზეა, მიუხედავად იმისა, რომ, მისი მიუღებლობა პრაქტიკაში არ წარმოშობს რაიმე პრობლემას. ამასთანავე, იგეგმება აღსრულების კოდექსის საქართველოს პარლამენტში წარდგენა და მისი მიღება, ბუნებრივია, ყველა (მათ შორის ამ) კანონქვემდებარე აქტის რევიზიას გამოიწვევს). 3. საქართველოს კანონი ,,საქართველოს ტერიტორიაზე მოძრავი უცხო სახელმწიფოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის შესახებ“ N1775-Iს, 15.12.2017 მუხლი 18. 2. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოში რეგისტრირებული ავტოსატრანსპორტო საშუალების მფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის სავალდებულო დაზღვევის თაობაზე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილების პროექტის მომზადება და საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა.  ნაწილობრივ შესრულებულია (წარმოდგენილია ვადაში კანონპროექტი N07-2/303/9; 31.12.2018, ჯერ არ განხილულა საქართველოს პარლამენტის მიერ) 4. საქართველოს კანონი „ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე N 1458 – რს, 16.07.09 მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 10 წლის ვადაში 1.01.2020 მდე.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ეროვნულმა არქივმა უზრუნველყოს ეროვნული საარქივო ფონდის დოკუმენტების ელექტრონული ბაზისა და ელექტრონული აღრიცხვის სისტემის ეტაპობრივი ფორმირება.  ნაწილობრივ შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 2012 წლიდან დღემდე საარქივო დოკუმენტების 9 მილიონამდე გვერდი დასკანერდა. განხორციელთა შემდეგი მონაცემთა ბაზების ფორმირება: ფონდების და ჩანაწერების კატალოგი; საკომლო ჩანაწერების კატალოგი; მეტრიკული წიგნების კატალოგი; ფოტო კატალოგი; აქართველოს პირველი რესპუბლიკის შესახებ დოკუმენტების კატალოგი; აფხაზეთის შესახებ დოკუმენტების კატალოგი. ასევე მიმდინარეობს შემდეგი მონაცემთა ბაზების დამუშავება: ჟანდარმერიის შესახებ კატალოგი; მმაჩის (სააქტო ჩანაწერები) კატალოგი; ძველი ხელნაწერების კატალოგი; გერმანელების შესახებ კატალოგი. 21 5. საქართველოს კანონი ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ N5611-რს, 19.12.2019 მუხლი 14. 7. სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში 3.01.2020-მდე შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისთვის გადასაცემად: ა) ერთობლივი ოპერაციების ცენტრზე რიცხული საბალანსო ნაშთების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვასა და გადაცემას;  შესრულებულია (საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის ბალანსზე გადავიდა ერთობლივი ოპერაციების ცენტრზე რიცხული მატერიალური ფასეულობები და შესაბამისი სამსახურებრივი დოკუმენტაცია. ბ) სამინისტროზე რიცხული, კერძო დაცვითი საქმიანობის ლიცენზიის გაცემასთან დაკავშირებული სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვასა და გადაცემას;  ნაწილობრივ შესრულებულია (კომისიის მიერ ასევე განხორციელდა აღნიშნული სამსახურებრივი დოკუმენტაციიდან იმ დოკუმენტების განსაზღვრა, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-სთვის წარმოადგენს სამსახურებრივ საჭიროებას); გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირზე – დაცვის პოლიციის დეპარტამენტზე რიცხული, კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლთან დაკავშირებული სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვასა და გადაცემას.  ნაწილობრივ შესრულებულია (სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტზე რიცხული, კერძო დაცვითი საქმიანობის კონტროლთან დაკავშირებული სამსახურებრივი დოკუმენტაციიდან კომისიის მიერ განხორციელდა იმ დოკუმენტების ცალკე გამოყოფა, რომელიც საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისთვის წარმოადგენს სამსახურებრივ საჭიროებას და მიმდინარეობს მათი საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისთვის გადაცემის პროცედურა). შენიშვნა: იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ინფორმაცია 15.06.2020 6. საქართველოს კანონი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5613-რს, 19.12.2019 მუხლი 60 22 12. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 1 მარტამდე უზრუნველყოს შემდეგი დადგენილების მიღება: „ავტომატური ფოტო- და ვიდეოტექნიკის ტექნიკური მახასიათებლების და მათი ექსპლუატაციის წესის, აგრეთვე იმ შენობა-ნაგებობათა ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომელთა გარე პერიმეტრზე სავალდებულოა ავტომატური ფოტო- ან/და ვიდეოტექნიკის განთავსება/დამონტაჟება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცით 15.06.2020 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საქართველოს მთავრობის ზემოაღნიშნული დადგენილების პროექტი, რომელიც 2020 წლის 13 აპრილს სხდომაზე განსახილველად წარედგინა საქართველოს მთავრობას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის განხილვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით წარმოდგენილი შენიშვნების გაზიარების თვალსაზრისით). 7. საქართველოს კანონი „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N4544-IIს, 3.06.2019 მუხლი 2 2. ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 6 თვისა 10.11.2019-მდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის წარდგინების საფუძველზე „საქართველოს აეროპორტების სამთავრობო დარბაზებსა და გასასვლელებში ოფიციალური დელეგაციების, მაღალი რანგის თანამდებობის პირებისა და საპატიო სტუმრების მომსახურების წესის დამტკიცების თაობაზე“ და „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის დასაცავ პირთა და დაცვის ობიექტთა ნუსხების, დაცვის დანიშვნაგამოყოფის წესისა და დაცვის განხორციელების პირობების განსაზღვრის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილებებისა და „სახელმწიფო დაცვის მინიმალური სტანდარტების განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის განკარგულების მიღება.  ნაწილობრივ შესრულებულია (მიღებულია საქართველოს მთავრობის დადგენილებები N117, 18.02.2020 და N73, 6.02.2020, საქართველოს მთავრობის განკარგულება ჯერ მიღებული არ არის) 8. საქართველოს კანონი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეN480-IIს, 22.03.2017 მუხლი 2 1. 2020 წლის 30 მარტამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2020 პროცესშია) მუშაობა დასრულების 2. 2020 წლის 30 მარტამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ შექმნას ელექტრონული 23 სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში შესული შეტყობინების ინიციატორი მობილური საკომუნიკაციო აღჭურვილობის მომხმარებლის შესახებ მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისთვის ავტომატურად მიწოდებას. (ცვლილება N5617, 19.12.2019)  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 15.06.2020) 9. საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეN478-IIს, 22.03.2017 მუხლი 2. 2020 წლის 30 მარტამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის ამოქმედებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2020 მუშაობა დასრულების პროცესშია) 10. საქართველოს კანონი ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ”N476-IIს, 22.03.2017 მუხლი 2 2. 2020 წლის 30 მარტამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ უზრუნველყოს გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის სისტემის ამოქმედებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2020 პროცესშია) მუშაობა დასრულების 11. საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ” N3273-რს, 21.07.2018 მუხლი 28. 4. 2020 წლის 30 მარტამდესაჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა – საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკურმა სააგენტომ უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული გეოლოკაციის რეალურ დროში განსაზღვრის კონტროლის სპეციალური ელექტრონული სისტემის ამოქმედება.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2020 პროცესშია) მუშაობა დასრულების 12. საქართველოს კანონი ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ“ N5749-11ს, 17.03.2020 მუხლი 9 24 1. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს ,, სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების თაობაზე“ დადგენილების მიღება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 15.06.2020 საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ შეიმუშავა საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი, რომელიც 2020 წლის 11 მაისს სხდომაზე განსახილველად წარედგინა საქართველოს მთავრობას. ამ ეტაპზე მიმდინარეობს პროექტის განხილვა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ პერსონალურ მონაცემთა დაცვის კუთხით წარმოდგენილი შენიშვნების გაზიარების თვალსაზრისით. 2. მინისტრმა 2020წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს : ა) ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილი ორგანოების მიერ სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის თავიდან აცილებისა და კონტროლის წესის დამტკიცების შესახებ ნორმატიული აქტის გამოცემა.  არ არის შესრულებული (კომიტეტის ინფორმაცია 15.06.20202 მიზანშეწონილია, აღნიშნული სამართლებრივი აქტების გამოცემას წინ უძღოდეს ამავე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული დადგენილების მიღება). ბ) სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  არ არის შესრულებული (კომიტეტის ინფორმაცია 15.06.20202 მიზანშეწონილია, აღნიშნული სამართლებრივი აქტების გამოცემას წინ უძღოდეს ამავე მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული დადგენილების მიღება). 3. სამინისტრომ 2020 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს რეესტრის შექმნა, რომელშიც შეიტანება ამ თარიღისათვის სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირთა /უფლებაჩამორთმეულ პირთა პერსონალური მონაცემები.  არ არის შესრულებული (კომიტეტის ინფორმაცია 15.06.20202 მიზანშეწონილია, რეესტრის შექმნამდე მიღებულ იქნეს ,,სქესობრივი თავისუფლებისა და ხელშეუხებლობის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთან ბრძოლის შესახებ საქართველოს კანონის აღსრულებისა და მონიტორინგის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილება. რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 1. საქართველოს ორგანული კანონი ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ №1958-IIს, 5.02.14 მუხლი 160 (ცვლილება N1251-რს, 26.07.2017) იუსტიციის სამინისტრომ: 25 ა) 2017 წლის 31 დეკემბრამდე საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული საზღვრების დადგენის წესი.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 12.06.2020 ჯერ დამტკიცებული არ არის). პროექტი შემუშავებულია, მუხლი 162. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ფინანსთა სამინისტრო 2017 წლის 1 იანვრამდე შეიმუშავებენ მუნიციპალიტეტებისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწების გადაცემის ვადების ამსახველ შესაბამის გრაფიკსა და წესს და მათ დასამტკიცებლად წარუდგენენ საქართველოს მთავრობას.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 12.06.2020 მიმდინარეობს სამოქმედო გეგმის შემუშავება და აღნიშნული საკითხი 2019-2025 წლების დეცენტრალიზაციის სტრატეგიით იქნება განსაზღვრული). 2. საქართველოს კანონი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (ცვლილება N2086-IIს, 23.03.2017) მუხლი 313 17. მუნიციპალიტეტის ორგანოებმა 2018 წლის 1 ივლისამდე უზრუნველყონ ამ კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმების შედგენისა და განხილვის უფლებამოსილების მქონე მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის განსაზღვრა, ორგანიზაციული, საკადრო და სხვა შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება, აგრეთვე: ა) ნორმატიული აქტის გამოცემა, რომლითაც განისაზღვრება ამ კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე რეაგირების პროცედურული წესები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმის ფორმა და აღნიშნული ოქმის შედგენის უფლებამოსილების მქონე პირები; ბ) ამ კოდექსის 771 და 772 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შესახებ ოქმების შედგენის უფლებამოსილების მქონე პირების მიერ აღნიშნულ სამართალდარღვევებზე რეაგირების სასწავლო კურსის გავლა.  ნაწილობრივ შესრულებულია (მუნიციპალიტეტებში განსაზღვრულია უფლებამოსილი პირები, რომლებსაც ჩაუტარდათ ტრენინგები. კანონით განსაზღვრული ღონისძიებები საბიუჯეტო სახსრების უქონლობის გამო უმეტეს მუნიციპალიტეტებში ჯერ არ გატარებულა) საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 26 1. საქართველოს კანონი„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N3876-რს, 6.12.2018 მუხლი 2. საქართველოს პარლამენტმა ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გავლენის მეთოდოლოგია დაამტკიცოს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 16.03.2019-მდე.  მიმდინარეობს მუშაობა ( ჯერ დამტკიცებული არ არის, მიმდინარეობს მუშაობა) 2. საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეN5717-IIს, 18.02.2020 მუხლი 2 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში 24.03.2020-მდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  ნაწილობრივ შესრულებულია (ცვლილება იყო შესატანი საქართველოს მთავრობის 2 დადგენილებაში. მიღებულია საქართველოს მთავრობის დადგენილება N182, 23.03.2020 ,,საჯარო სამსახურში კონკურსის ჩატარების წესის შესახებ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 21 აპრილის N204 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ხოლო მეორე დადგენილებაზე მუშაობა დასრულებულია და უახლოეს პერიოდში გამოქვეყნდება) სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი საქართველოს კანონი „ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N4615-IIს, 29.05.2019 მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში 10.08.2019- მდე უზრუნველყოს: ბ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს წარდგინებით სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მოსაპოვებლად ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების მიერ შემუშავებული პროექტების კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების შესახებ დებულების დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 12.06.2020, კონკურსის ჩატარების ვადის, წესისა და პირობების შესახებ დებულების პროექტზე, სააგენტომ დაასრულა მუშაობა და წარდგენილია საქართველოს მთავრობაში დასამტკიცებლად). გ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ახალგაზრდობის სააგენტოს წარდგინებით ბავშვთა და ახალგაზრდული კავშირების სახელმწიფოებრივი მხარდაჭერის მიზნით შექმნილი სათათბირო ორგანოს დებულების დამტკიცება. 27  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 12.06.2020 ამ ეტაპზე არ არის შექმნილი სათათბირო ორგანო, შემუშავებულია სათათბირო ორგანოს დებულების პროექტი მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები) საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი 1. საქართველოს კანონი„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ (ცვლილებაN4109-რს, 22.12.2018) მუხლი 28 8. აუდიტორული და საშემფასებლო პროფესიების გამიჯვნის მიზნით საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 ივლისამდე შეიმუშაოს საშემფასებლო საქმიანობის შესახებ საკანონმდებლო აქტი.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაციით 12.06.2020, ზემოაღნიშნული მუხლით გათვალისწინებული საშემფასებლო საქმიანობის შესახებ კანონპროექტი ჯერ კიდევ შემუშავების სტადიაშია. ეკონომიკის სამინისტროს სსიპ აკრედიტაციის ეროვნულ ცენტრში წარმოდგენილ იქნა კონცეპტუალურად განსხვავებული შენიშვნები. უახლოეს პერიოდში დაგეგმილია შეხვედრა საერთაშორისო საშემფასებლო სტანდატების კომიტეტის (IVSC) თავმჯდომარესთან, და სხვა დაინტერესებულ პირებთან კანონპროექტთან დაკავშირებული საკითხების გამხილვის მიზნით). 2. საქართველოს კანონი„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეN5076-Iს, 2.10.2019 მუხლი 2. 2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის 83 მუხლით(ავტომობილის სპორტული დანიშნულების ავტომობილად მიჩნევის წესი და კრიტერიუმები, რომლებსაც იგი უნდა აკმაყოფილებდეს, განისაზღვრება საქართველოს მთავრობის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით). განსაზღვრული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის მიღება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 12.06.2020 კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი არ არის მიღებული. აქტების პროექტებზე მიმდინარეობს მუშაობა) ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N859-IIს, 17.05.2017 მუხლი 2 1. 2018 წლის 1 მაისამდე: 28 ა) საქართველოს მთავრობამ მიიღოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული კანონის მე-10 მუხლის 13პუნქტით 13. აეროპორტის სატრანზიტო ზონაში თამბაქოს მოწევა დასაშვებია მხოლოდ სპეციალურ მოსაწევ ოთახში, რომელსაც უნდა ჰქონდეს ცალკე სავენტილაციო სისტემა, რომლიდანაც თამბაქოს კვამლი სხვა სივრცეში არ უნდა ხვდებოდეს და რომელშიც არ უნდა ხდებოდეს საკვებისა და სასმელის შეტანა და მოხმარება. აეროპორტის სატრანზიტო ზონაში სპეციალური მოსაწევი ოთახის გამოყოფის წესი, აგრეთვე სპეციალური მოსაწევი ოთახისთვის სპეციალური მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით. განსაზღვრული ნორმატიული აქტები;  არ არის შესრულებული (კომიტეტის ინფორმაცია 12.06.2020 აეროპორტის სატრანზიტო ზონებში სპეციალური მოსაწევი ოთახის გამოყოფის წესისა და აგრეთვე ამ ოთახისათვის სპეციალური მოთხოვნების განსაზღვრის საჭიროება საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტით ამ ეტაპზე აღმოჩნდა რომ არ არსებობს, ვინაიდან ჯერ-ჯერობით მოქმედ აეროპორტებს არ გააჩნიათ სატრანზიტო ფუნქცია და არ არსებობს აეროპორტის სატრანზიტო ზონა. თუმცა ნეიტრალურ ზონაში სპეციალური მოსაწევი ოთახის გამოყოფის თაობაზე არსებობს აეროპორტის ადმინისტრაციის შიდა რეგულაცია) 2. საქართველოს კანონი,,დაგროვებითი პენსიის შესახებ“ N3303-რს, 21.07.2018 მუხლი 38. 4. საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − საპენსიო სააგენტომ 2018 წლის 1 დეკემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონით გათვალისწინებული სამართლებრივი აქტების მიღება.  ნაწილობრივ შესრულებულია ( კომიტეტის ინფორმაცია 12.06.2020, მიღებულია სამი სამართლებრივი აქტი: „დაგროვებითი საპენსიო სქემიდან გასვლის, საპენსიო შენატანების და ამ შენატანებთან დაკავშირებული საინვესტიციო ან/და სხვა შემოსავლის დაბრუნებისა და ხელახლა გაწევრიანების წესის დამტკიცების შესახებ“ სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება №001 (2019 წლის 27 მაისი); „საპენსიო შენატანების გადახდის წესების, ინფორმაციის წარდგენის ფორმების, ზედმეტად გადახდილი თანხების ადმინისტრირების, ინდივიდუალურ საპენსიო ანგარიშზე საპენსიო შენატანების, ხარჯის, ნამეტი შემოსავლის, დანაკარგის, სხვა შემოსავლის, ამონაგებისა და ზარალის დარიცხვის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“ სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება №002 (2019 წლის 30 ივლისი); „პენსიის და საპენსიო აქტივების გაცემის შესახებ ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ სსიპ საპენსიო სააგენტოს დირექტორის ბრძანება №003 (2019 წლის 30 ივლისი). დარჩა 29-ე მუხლის 57 პუნქტებით გათვალისწინებული საკითხების დარეგულირება - 29-ე მუხლი ამოქმედდება 2021 წლის 1 იანვრიდან, შესაბამისი რეგულაციები დამტკიცებული იქნება ამ თარიღამდე). 12. ამ კანონის ამოქმედებიდან 9 თვის ვადაში9.09.2019-მდე საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ საქართველოს მთავრობას წარუდგინოს სახელმწიფო პენსიის ინდექსაციასთან დაკავშირებული საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება ჩანაცვლების კოეფიციენტის შენარჩუნება.  ნაწილობრივ შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 1.06.2020 კანონპროექტი ინიცირებულია (N07-2/467; 28.04.2020) 3. საქართველოს კანონი„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ (ცვლილება N4277- IIს, 19.02.2019) მუხლი 154 29 9. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 1 ოქტომბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის 632 მუხლის მე-2 პუნქტით (პალიატური მზრუნველობის, ჰოსპისური მზრუნველობისა და ხანგრძლივი მოვლის სამედიცინო საქმიანობა) გალისწინებული ტექნიკური რეგლამენტის (რეგლამენტების) მიღება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 16.06.2020) 4. საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ” N4283IIს, 19.02.2019 მუხლი 25. 1. საქართველოს მთავრობამ: ა) 2019 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს: ა.ბ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მონიტორიან დანადგარებთან მუშაობისას უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მინიმალური მოთხოვნების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიღება;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 12.06.2020) ა.დ) შრომის კანონმდებლობისა და პირობების ზედამხედველობის განმახორციელებელი საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის მარეგულირებელი საკანონმდებლო აქტის პროექტის მომზადება და საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენა;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 12.06.2020) 2. მინისტრმა 2019 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-5 მუხლის მე-6, მე-7 და მე-9 პუნქტებითა და მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 12.06.2020 ამ ეტაპზეგამოცემულია მინისტრისბრძანებები: N01-20/ნ, 14.02.2020 და N01-15/ნ, 30.01.2020, დანარჩენებზე მიმდინარეობს მუშაობა) 5. საქართველოს კანონი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5461-Iს, 11.12.2019 მუხლი 2 1. განხორციელდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს რეორგანიზაცია და მისი ფუნქციები და უფლებამოსილებები მეურვეობისა და მზრუნველობის, აგრეთვე საერთაშორისო შვილად აყვანის მიმართულებებით გადაეცეს საჯარო სამართლის იურიდიულ 30 პირს − სახელმწიფო ზრუნვისა და დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს.  ტრეფიკინგის მსხვერპლთა, ნაწილობრივ შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 16.06.2020 მიღებულია საქართველოს მთავრობის დადგენილება N58, 29.01.2020, მინისტრის ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტების პაკეტზე მუსაობა დასრულებულია. მიმდინარეობს ,,საკანონმდებლო მაცნეში’ გამოქვეყნების პროცედურები) 7. ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში 19.03.2020-მდესაქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონთან შესაბამისობის მიზნით სათანადო კანონქვემდებარე აქტების მომზადება და მათი მიღებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 16.06.2020 სამართლებრივ აქტების პაკეტზე მუშაობა დასრულებულია. მიმდინარეობს დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმების პროცესი) 6. საქართველოს პარლამენტის დადგენილება „საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ N5146-IIს, 27.05.16 3. დაევალოს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, კოორდინაცია გაუწიოს 2016–2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას და მის მონიტორინგს და შესაბამისი ანგარიში პერიოდულად წარუდგინოს საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 16.06.2020 შესაბამისი ანგარიში საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტს ჯერ არ წარმოდგენია). 31
დანართი
დანართი N2 საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში და შესრულდნენ 18.12.19 – 16.06.2020 პერიოდში ვადაში, ან შესრულების ვადის გასვლის შემდეგ. აგრარულ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს კანონი ,,მიწის მიზნობრივი დანიშნულების განსაზღვრისა და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მდგრადი მართვის შესახებ” N4849IIს,25.06.2019 მუხლი 13. 1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2020 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს სააგენტოს დებულების დამტკიცება და სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობაზე დანიშვნა.  მინისტრის ბრძანება N2-1258, 26.12.2019 2. საქართველოს კანონი „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5498-Iს, 11.12.2019 მუხლი 2 1. 2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ უზრუნველყოს: ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოდ რეორგანიზება; ბ) საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში საშტატო თანამდებობებზე დასაქმებულთა უკონკურსოდ გადაყვანა საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტორინგის ეროვნულ სააგენტოში შესაბამის თანამდებობებზე. 2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს – სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – სოფლისა და სოფლის 1 მეურნეობის განვითარების სააგენტო ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს უფლებამონაცვლედ მისთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.  მინისტრის ბრძანება N2-1258, 26.12.2019 3. საქართველოს კანონისურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ N1754Iს, 15.12.2017 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 2 წლის ვადაში 28.12.2019-მდეუზრუნველყოს სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსის საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია N 2-1850/20, 3.02.2020 შესაბამისი ცვლილებები შევიდა საქართველოს მთავრობის შემდეგ დადგენილებებში N430, N426, 31.12.2010; N90, 7.03, 2012; N150, 29.03.2016; N443, 31.12.2013; N581, 10.11.2015; გამოცემულია საქართველოს მთავრობის დადგენილებები N338,26.06.2018 და N345, 28.06.2018) ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5390Iს, 29.11.2019 მუხლი 2 11. 2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის წარდგინებით „არასრულწლოვანთა რეფერირების წესის“ დამტკიცება.  2. საქართველოს მთავრობის დადგენილება N681, 31.12.2019 საქართველოს კანონი ,,სოციალური მუშაობის შესახებ“ N2519-IIს 13.06.2018 მუხლი 64. 3. დაევალოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, ამ კანონის გამოქვეყნებიდან 6 თვის ვადაში 29.12.2018-მდე, საქართველოს პარლამენტისა და ამ კანონის VIII თავით დადგენილი სხვა უფლებამოსილი დაწესებულებების მონაწილეობით შეიმუშაოს სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირებისათვის აუცილებელი გეგმა.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 16.06.2020 შემუშავებულია და წარდგენილია). 2 საქართველოს კანონი ,,ბავშვის უფლებათა კოდექსი“ N N5004-Iს, 3. 20.09.2019 მუხლი 99. 3. 2020 წლის 1 მარტამდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს: ა) ბავშვის სოციალური აქტივობის პროგრამები; ბ) ბავშვის სოციალური განვითარების პროგრამები; გ) ბავშვის მოხალისეობის ხელშემწყობი პროგრამები; დ) ბავშვის დაცვის აღმზრდელობითი პროგრამები; ე) ბავშვის ჯანმრთელობის მხარდაჭერის პროგრამები;  შესრულებულია (მოქმედებს საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის, დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის, იმუნიზაციის, იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობის და სხვა პროგრამები) ვ) ბავშვის ოჯახში მხარდაჭერის პროგრამები;  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 16.06.2020: საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის № 670 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ბავშვის ქვეპროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებები მოიცავს 99-ე მუხლის მე-3 პუნქტის ,,ა,ბ,გ,დ,ვ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ პროგრამებს) 5. 2020 წლის 1 მარტამდე საქართველშესრულებულიაოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეიმუშაოს და დაამტკიცოს „ბავშვისთვის საფრთხის შემცველი ინფორმაციის ინტერნეტში განთავსების მოწესრიგების შესახებ“ დებულება.  კომისიის დადგენილება N1, 28.02.2020 6. 2020 წლის 1 მარტამდე მუნიციპალიტეტის ორგანოებმა უზრუნველყონ ბავშვის დაცვისა და მხარდაჭერის მუნიციპალური სამსახურების განსაზღვრა.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 16,06,2020 განსაზღვრულია ) 8. 2020 წლის 1 ივნისამდე საქართველოს სახალხო დამცველმა განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად საჭირო ყველა ღონისძიება.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 16,06, 2020) 9. 2020 წლის 1 ივნისამდე საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − იურიდიული დახმარების სამსახურმა განახორციელოს მის მიერ მომსახურების 3 გაწევისას ბავშვზე მორგებული მართლმსაჯულების მიდგომების დასანერგად საჭირო ყველა ღონისძიება.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 16,06,2020 საჭირო ღონისძიებები გატარებულია ) 4. საქართველოს კანონი „დანაშაულის პრევენვიის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5390-Iს, 29.11.2019 მუხლი 2 12. 2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ/მინისტრმა პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და ცენტრთან კოორდინაციით უზრუნველყოს: ა) სააგენტოს დებულების, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულის − არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის დებულებისა და სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულების დამტკიცება;  შესრულებულია (დამტკიცებულია სააგენტოს დებულება, რომელშიც აისახა არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის, როგორც მისი ერთ-ერთი სტრუქტურული ქვედანაყოფის, უფლებამოსილებებიც ასევე დამტკიცებულია სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს ტიპური დებულება, მინისტრის ბრძანებები N485, N486, 31.12.2019, გ) სააგენტოს საშტატო ნუსხის შემუშავება და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმება;   საქართველოს მთავრობის განკარგულება №28, 9.01.2020 სააგენტოს უფროსის ბრძანება N10, 14.01.2020 დ) ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ მოსამსახურეთა/მოხელეთა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მობილობასთან, აგრეთვე ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ თანამდებობის პირთა თანამდებობებზე დასანიშნად გამარტივებული კონკურსის ჩატარებასთან დაკავშირებული, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 15.06.2020 დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი და მისი მოადგილეები, კანონის შესაბამისად, გამარტივებული კონკურსის წესით, თანამდებობებზე დაინიშნენ 2020 წლის 1-ლი იანვრიდან, ხოლო ყოფილი სსიპ „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა“ და სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ მოსამსახურეებთან შრომითი სამართლებრივი ურთიერთობა გაგრძელდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით და „საქართველოს შრომის კოდექსით“ დადგენილი წესით). 4 განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი საქართველოს კანონი ,,პროფესიული განათლების შესახებ“ N3442-Iს, 20.09.2018 მუხლი 39. 6. „პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს 2007 წლის 28 მარტის №4528-Iს კანონის შესაბამისად გაცემული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების, აგრეთვე იმავე კანონით დადგენილი წესით გათანაბრებული პროფესიული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების ამ კანონით გათვალისწინებულ პროფესიული განათლების დამადასტურებელ დოკუმენტებთან გათანაბრების წესსა და პირობებს ამტკიცებს სამინისტრო (ვადა არ არის მითითებული)  მინისტრის ბრძანება N27/ნ, 28.02.2020 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების შესახებ“ (ცვლილება N125-რს, 21.12.16) მუხლი 53 7. საქართველოს მთავრობამ 2018 წლის 1 იანვრამდე მიიღოს შემდეგი დადგენილებები: ა) „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიაციული ავარიებისათვის მზადყოფნის და მათზე რეაგირების გეგმის“ დამტკიცების შესახებ“;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N640, 24.12.2019 2. საქართველოს კანონი ,,ნარჩენების მართვის კოდექსი” N2994-რს, 26.12.14 მუხლი 49 21. 2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ დადგენილებით განსაზღვროს საქმიანობები, რომლებზედაც 2025 წლის 1 იანვრამდე არ ვრცელდება ამ კოდექსის მე-14 და მე-15 მუხლებითა და 29-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ვალდებულებები. (ცვლილება N5302-Iს, 26.11.2019 )  საქართველოს მთავრობის დადგენილება N661, 30.12.2019 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 5 1. საქართველოს კანონი ,,პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებN5690-რს, 20.12.2019 მუხლი 2 1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2020 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − ბაზარზე ზედამხედველობის სააგენტოს დებულების დამტკიცება.  მინისტრის ბრძანება №1-1/624 , 27.12.2019 2. საქართველოს მთავრობამ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ 2020 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  საქართველოს მთავრობის დადგენილებები N3, N8, N10, 8.01.2020, მინისტრის ბრძანება №1-1/625, 27.12.2019 2. საქართველოს კანონი ,,განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ N5652-რს, 20.12.2019 მუხლი 21. 6. საქართველოს მთავრობამ უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით, ამ კანონის ამოქმედებიდან: ა) 1 თვის ვადაში 26.01.2020-მდე უზრუნველყოს განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმისთვის ჰარმონიზებული ნიმუშის მინიმალური მოთხოვნების შემუშავების წესის დამტკიცება;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N75, 6.02.2020 ბ) 1 თვის ვადაში 26.01.2020-მდე უზრუნველყოს თბური ტუმბოებიდან მიღებული ენერგიის აღრიცხვის წესის დამტკიცება;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N74, 6.02.2020 8. სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან: ა) 1 თვის ვადაში 26.01.2020-მდე უზრუნველყოს ჰიდროენერგიისა და ქარის ენერგიისგან გამომუშავებული ელექტროენერგიის აღრიცხვის ნორმალიზაციის წესის დამტკიცება;  მინისტრის ბრძანება N1-1/119, 5.03.2020 3. საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5696-რს, 20.12.2019 მუხლი 3. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის 24.01.2020-მდე ვადაში დაადგინოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ან ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირის მიერ მშენებლობის (გარდა განსაკუთრებული მნიშვნელობის, რადიაციული ან ბირთვული ობიექტების 6 მშენებლობისა) ნებართვითა და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების (გარდა რადიაციული ან ბირთვული ობიექტებისა) მშენებლობის ნებართვით განსაზღვრული საქმიანობების განხორციელებისას სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესი.  ქ/თბილისის საკრებულოს დადგენილება N№52-15, 24.01.2020 4. საქართველოს კანონი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ N5646-რს, 20.12.2019 მუხლი 161. 1. ნებისმიერმა საწარმომ, რომელიც ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული ავტორიზაციით ახორციელებს ამ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობას, უნდა გააგრძელოს ასეთი საქმიანობის განხორციელება აღნიშნული ავტორიზაციით დაკისრებული პირობების საფუძველზე ახალი ავტორიზაციის ამ კანონით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად გაცემამდე. ამასთანავე, ასეთი საწარმო (გარდა წარმოების ლიცენზიატისა, ამ მუხლის მე -2 პუნქტითა და ამ კანონის 159-ე და 160-ე მუხლებით გათვალისწინებული შემთხვევებისა) ვალდებულია ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში 27.02.2020-მდე მიმართოს კომისიას ამ კანონით დადგენილი წესით ავტორიზაციის მიზნით. შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია N2-4106/20, 09.03.2020 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიიდან შემოსული ინფორმაციით (N1-3758/20; 28.02.2020): „2020 წლის 27 თებერვლის მდგომარეობით, კომისიას ავტორიზაციით მიმართეს შემდეგმა კომპანიებმა: შპს „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, შპს „მცხეთის წყალი“, შპს „რუსთავის წყალი“, შპს „საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია“, შპს „ბათუმის წყალი“, შპს „ქობულეთის წყალი“, შპს „საჩხერის წყალკანალი“, შპს „სოგური“, შპს „მარნეულის სოფწყალი“).  მუხლი 162 1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს: ა) ამ კანონის ამოქმედებიდან: ა.ა) 3 თვის ვადაში − ელექტროენერგიის ბაზრის მოდელის კონცეფციის დამტკიცება27.03.2020-მდე;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N246, 16.04.20 2. კომისიამ უზრუნველყოს: ბ) ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის 27.03.2020-მდე ვადაში გადამცემი სისტემის ოპერატორის სერტიფიცირების წესის დამტკიცება.  კომისიის დადგენილება N9, 27.03.2020 3. კომისიამ და სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის 27.01.2020მდე; ვადაში უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებამდე არსებულ და გარდამავალ პერიოდში მოქმედ, მათი კომპეტენციისათვის მიკუთვნებულ შესაბამის კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტებში სათანადო ცვლილებების შეტანა ელექტროენერგიის იმპორტის სატარიფო რეგულირების გაუქმებასთან დაკავშირებით. 7  მინისტრის ბრძანება N1-1/46, 28.01.2020„ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ბაზრის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2006 წლის 30 აგვისტოს №77 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“;  ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2020 წლის 28 იანვრის დადგენილება „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ზოგიერთ დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“. 5. საქართველოს კანონი ,,საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ N5693-რს, 20.12.2019 მუხლი 4. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 30 დღის ვადაში 24.01.2020-მდე დაამტკიცოს უნებართვოდ ან/და პროექტის დარღვევით აშენებული ობიექტის ან მისი ნაწილის ლეგალიზების წესი და პირობები, აგრეთვე 2007 წლის 1 იანვრამდე დაწყებული და დაუმთავრებელი ობიექტის დასრულების ვადა და მისი ლეგალიზების წესი და პირობები.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N153, 9.03.2020 თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი 1. საქართველოს კანონი ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ” N2608-IIს, 27.06.2018 მუხლი 70. 6. 2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოს მთავრობამ და სამინისტრომ უზრუნველყონ შესაბამისი სამართლებრივი აქტების ამ კანონთან შესაბამისობა (ცვლილება N4067-რს, 22.12.2018)  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 2-249/20, 11.02.2020, გამოცემულია მინისტრის შემდეგი ბრძანებები N4, 17.01.2019; N29, 1.04.2019; N58, N59, 3.07.2019; N88, 26.10.2019; შინაგან საქმეთა სამინისტროში მომზადდა და შევიდა ცვლილებები საქართველოს მთავრობის შემდეგ დადგენილებებში:N507, 24.09 2015, , N242, 18.03.2014; N211, 25.04.2017; N397, 24.12. 2010; N176, 20.04.2015;N416, 13.08.2018; N201, N201, 21.12.2014 დანარჩენი კანონქვემდებარე აქტების შესრულების ვადა გადაწეულია 2019 წლის 19 დეკემბრის N5630 კანონის საფუძველზე). 2. საქართველოს კანონი „საქართველოს თავდაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N3577-Iს, 31.10.2018 მუხლი 2 1. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 წლის ვადაში 16.12.2019-მდე საქართველოს მთავრობამ და შესაბამისმა უწყებებმა უზრუნველყონ ამ კანონის ამოქმედებასთან დაკავშირებული ღონისძიებების განხორციელება.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 2-249/20, 11.02.2020 თავდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებულ იქნა და მთავრობაში ინიცირებული 42 მთავრობის დადგენილების პროექტი, შემუშავებული და გამოცემულია თავდაცვის მინისტრის ორმოცდაათზე მეტი ნორმატიული აქტი) იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 8 1. საქართველოს კანონი ,,პატიმრობის კოდექსში” ცვლილების შეტანის შესახებ N5392-Iს, 29.11.2019 მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა 2020 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების წესის დამტკიცება.  მინისტრის ბრძანება N491, 31.12.2019 2. საქართველოს კანონი ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ N5611-რს, 19.12.2019 მუხლი 14. 4. მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში 3.01.2020-მდე თანამდებობაზე დანიშნოს დირექტორი.  შესრულებულია 6. სამინისტრომ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 3 თვისა 24.03.2020მდე უზრუნველყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ „112“-ში დასაქმებული პირების ფუნქციათა ანალიზისა და მის საფუძველზე ოპტიმიზაციისა და რეორგანიზაციის განხორციელება.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 15.06.2020 განხორციელდა ოპტიმიზაცია და რეორგანიზაცია რეორგანიზაციის შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 27 დეკემბრის №108 ბრძანებით დამტკიცდა ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვისცენტრი„112“-ის დებულება, რომლითაც შეიცვალა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“-ის სტრუქტურა. საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“-ის დირექტორის 2019 წლის 31 დეკემბრის ბრძანებით დამტკიცდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის სტრუქტურა და საშტატო ნუსხა. გარდა ამისა, დირექტორის 2020 წლის 5 მარტის ბრძანებით დამტკიცდა საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი ,,112“-ის მოსამსახურეთა ფუნქციამოვალეობები. 10. მინისტრმა: ა) 2019 წლის 31 დეკემბრამდე დაამტკიცოს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის დებულება“;  მინისტრის ბრძანება N108, 27.12.2019 ბ) 2020 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 15.06.2020 ყველა სათანადო კანონქვემდებარე აქტი შესაბამისობაშია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონთან). 9 11. საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის მომსახურების სახეების, საფასურებისა და ვადების დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მიღება. საქართველოს მთავრობის დადგენილება N660, 30.12.2019  3. საქართველოს კანონი ,,საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” N5621-რს, 19/12/2019 მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ნივთიერი მტკიცებულებების სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესის დამტკიცება. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ უზრუნველყოს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესის შემუშავება და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა.  საქართველოს მთავრობის დადგენილება №362, 12.06.2020 4. საქართველოს კანონი „კერძო დაცვითი საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5612-რს, 19.12.2019 მუხლი 2 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა 2020 წლის 1 მაისამდე უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 15.06.2020 მიღებულია „ნივთიერი მტკიცებულებების სასწავლო/საწვრთნელი ან სამეცნიერო-კვლევითი მიზნით გადაცემის, შენახვის, გამოყენებისა და განადგურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 12 ივნისის №362 დადგენილება). 5. საქართველოს ორგანული კანონი„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N4607-IIს, 29.05.2019 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 1 იანვრამდე: ა) დაამტკიცოს რეგულირების ზეგავლენის შეფასების მეთოდოლოგია;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N35, 17.01.2020 ბ) განსაზღვროს იმ საკანონმდებლო აქტების ნუსხა, რომლებში ცვლილების შეტანის შემთხვევაშიც სავალდებულოა რეგულირების ზეგავლენის შეფასება.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N35, 17.01.2020 10 6. საქართველოს კანონი ,,მედიაციის შესახებ” N4954-Iს, 18.09.2019 მუხლი 18. 3. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2019 წლის 15 დეკემბრამდე უზრუნველყოს მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ პირთა პირველი კრების ჩატარება, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მედიატორთა ასოციაციის წესდება და აირჩიოს ამ კანონითა და აღნიშნული წესდებით განსაზღვრული ორგანოები და თანამდებობის პირები. პირველი კრება გადაწყვეტილებას იღებს დამსწრეთა უმრავლესობით. პირველი კრება უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მედიატორთა ერთიან რეესტრში რეგისტრირებულ პირთა ნახევარი მაინც. თუ პირველმა კრებამ ვერ მიიღო ამ პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილებები, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პირველი კრების ჩატარების თარიღიდან 10 დღის ვადაში უზრუნველყოს მომდევნო კრების ჩატარება.  შესრულებულია( პირველი კრება ჩატარდა 2019 წლის 14 დეკემბერს). 7. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N4963-Iს, 18.09.2019 მუხლი 2 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2020 წლის 1 იანვრისთვის უზრუნველყოს: ა) სასამართლო მედიაციის პროგრამის/პროგრამების დამტკიცება;  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება N1/366, 26.12.2019  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილება N1/367, 26.12.2019 ბ) მედიატორის საქმიანობის ანაზღაურების წესის დამტკიცება. 2. საქართველოს საერთო სასამართლოებისათვის საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილ ასიგნებებში 2020 წლისთვის და 2020 წლის მომდევნო ყოველი წლისთვის გათვალისწინებული უნდა იქნეს რაიონულ (საქალაქო) და სააპელაციო სასამართლოებში მოქმედი სასამართლო მედიაციის პროგრამებით გათვალისწინებული ღონისძიებების დასაფინანსებლად საჭირო სახსრები.  შესრულებულია. 8. საქართველოს კანონი „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5501-Iს, 11.12.2019 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2020 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში 11 (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების წესისა და საკუთრების უფლების მოწმობის ფორმის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 ივლისის №376 დადგენილებაში ცვლილების შეტანა.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N686, 31.12.2019 9. საქართველოს კანონი „სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5500-Iს, 11.12.2019 მუხლი 2.2020 წლის 1 იანვრამდე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.  შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაცია 21.01.2020 31.12.2019 გამოცემულია ყველა სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი) 10. საქართველოს ორგანული კანონი„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5569-Iს, 13.12.2019 მუხლი 2 4. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს მოქმედი თავმჯდომარე და წევრები აგრძელებენ უფლებამოსილების განხორციელებას იმ ვადით, რომლითაც ისინი არჩეულ იქნენ შესაბამის თანამდებობაზე. იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებელი საბჭოს წევრი ამ კანონის ამოქმედებით გაჩენილ ვაკანტურ თანამდებობაზე ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში1.02.2020-მდე საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აირჩიოს ამ კანონით გათვალისწინებული აკადემიური წრეებიდან.  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს განკარგულება N1/18, 7.02.2020 5. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული აქტის ნორმატიული აქტებისთვის მიკუთვნების საკითხს, აქტის შინაარსიდან გამომდინარე, ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში 1.02.2020-მდე დადგენილებით წყვეტს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო.  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება N1 31.01.2020 11. საქართველოს კანონი „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5462-Iს, 11.12.2019 მუხლი 2 3. დაევალოთ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის 12 სამინისტროს, 2020 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყონ სამართლებრივი აქტების ამ კანონის პირველ მუხლთან შესაბამისობა.  სათანადო საქართველოს მთავრობის დადგენილება N58, 29.01.2020 და კანონქვემდებარე აქტების პაკეტი. 12. საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეN5624-რს,19.12.2019 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის 26.03. 2020-მდე ვადაში უზრუნველყოს „ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაერთიანებული საზღვაო ძალების სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში არსებული, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის დროშის ქვეშ მცურავი სამხედროსაზღვაო შენაერთის ან/და მცურავი საშუალების საქართველოს ტერიტორიულ ზღვაში, შიდა საზღვაო წყლებში, ღია ნავსადგურებში შესვლისა და რეიდზე დგომის ნებართვის გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების მიღება.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N109, 13.02.2020 რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი საქართველოს კანონი ,,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” №4750-IIს, 30.05.2019 მუხლი 2. დაევალოს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2020 წლის 1 მარტამდე დაადგინოს მეორეული საბურავების, შავი და ფერადი ლითონების ჯართის, ექსპლუატაციიდან გამოსული სატრანსპორტო საშუალებებისა და მათი ნაწილების, ადვილად აალებადი, ფეთქებადი ან ამტვერებადი მასალის განთავსების წესი ან/და რეალიზაციის წესი.  ქ.თბილისის მერიის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება N54-35, 28/02.2020 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს კანონი„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5467-Iს, 11.12.2019 მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული „სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის „კ“ ქვეპუნქტის შესრულების მიზნით: 13 ა) საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში 19.01.2020-მდე მიიღოს ამავე კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ აქტი;   საქართველოს მთავრობის დადგენილება N13, 9.01.2020 მინისტრის ბრძანება N01-14/ნ, 29.01.2020 2. საქართველოს კანონი„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზეN4463-IIს, 4.04.2019 მუხლი 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა 2019 წლის 1 ივლისამდე დაამტკიცოს „უცხო ქვეყნის სპეციალისტისათვის საქართველოში დროებითი დამოუკიდებელი საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლების მიცემის წესი“. საექიმო საქმიანობის ან ერთჯერადი სამედიცინო მომსახურების უფლებისმიცემის წესი“.  მინისტრის ბრძანება N01-65/ნ 4.10.2019 3. საქართველოს ორგანული კანონი ,,შრომის უსაფრთხოების შესახებ” N4283-IIს, 19.02.2019 მუხლი 25. 1. საქართველოს მთავრობამ: ა) 2019 წლის 1 სექტემბრამდე უზრუნველყოს: ა.ა) ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული რისკის შეფასების წესის დამტკიცება;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N80, 6.02.2020 ა.გ) ამ კანონის მე-16 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაო სივრცეში შესვლისა და შემოწმების წესისა და პირობების დამტკიცება;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N99, 10.02.2020 4. საქართველოს კანონი „შვილად აყვანისა და მინდობით აღზრდის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5461-Iს, 11.12.2019 მუხლი 2 6. ამ კანონის ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში 27.12.2019-მდე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც თავის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს საჯარო 14 სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ საჯარო სამართლის იურიდიული პირისათვის − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოსათვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვას და აღნიშნული სამინისტროსათვის გადაცემას. აღნიშნული კომისიის სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი.  მინისტრის ბრძანება N01-306/ო, 16.10.2019) 5. საქართველოს კანონი „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5462-Iს, 11.12.2019 მუხლი 2 3. დაევალოთ საქართველოს მთავრობასა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, 2020 წლის 1 თებერვლამდე უზრუნველყონ სათანადო სამართლებრივი აქტების ამ კანონის პირველ მუხლთან შესაბამისობა.  საქართველოს მთავრობის დადგენილება N58, 29.01.2020 და კანონქვემდებარე აქტების პაკეტი 6. საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ N5204-Iს, 18.10.2019 მუხლი 2 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული რეორგანიზაციის პროცესი დასრულდეს არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისა. რეორგანიზაციის პროცესის დასრულებად ჩაითვალოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის საქმიანობის მარეგულირებელ აქტში ან/და საშტატო ნუსხაში შეტანილი ცვლილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ძალაში შესვლა. 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსთან და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიასთან კოორდინაციით არაუგვიანეს 2020 წლის 1 იანვრისა უზრუნველყოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შემდგომი ფუნქციონირებისათვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.  მინისტრის ბრძანებები N01-132/ნ, 19.12.2019 ; N01-448/ო, 31.12.2019; საქართველოს მთავრობის 2020 წლის N97 განკარგულება. 15 7. საქართველოს კანონი „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5468-Iს, 11.12.2019 მუხლი 2. ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული „სამედიცინოსოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის პირველი პუნქტის შესრულების მიზნით: ა) საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში 19.01.2020-მდე მიიღოს ამავე კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების შესახებ აქტი;   საქართველოს მთავრობის დადგენილება N12, 8.01.2020 მინისტრის ბრძანება N01-1/ნ, 14.01.2020 8. საქართველოს კანონი „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5128-Iს, 16.10.2019 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში 23.12.2019-მდე: ა) საქართველოს მთავრობამ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარდგინებით: ა.ა) მიიღოს ნორმატიული აქტი ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ა1“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ საკითხებზე; (საქართველოში სარეალიზაციოდ განკუთვნილი ელექტრონული სიგარეტის ან სხვა მსგავსი მოწყობილობის ნიკოტინის შემცველი მასალის/ კარტრიჯის/კაფსულის/კონტეინერის მოცულობა, მასში ნიკოტინის შემცველობის ზღვრულად დასაშვები ნორმები, თამბაქოს კონტროლის სფეროში მოქმედი საერთაშორისო მოთხოვნების გათვალისწინებით;  საქართველოს მთავრობის დადგენი;ლება N150, 6.03.2020 ა.ბ) დაამტკიცოს ამ კანონის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო გაფრთხილების 2 ნიმუში თამბაქოს ახალი ნაწარმისათვის და გასახურებელი თამბაქოსათვის; (3. საქართველოს მთავრობა ამტკიცებს ძირითადი სამედიცინო გაფრთხილების 3 ნიმუშს, დამატებითი სამედიცინო გაფრთხილების 9 ნიმუშს და შესაბამისი პიქტოგრამის 9 ნიმუშს, ტექსტობრივი წარწერის 1 ნიმუშს, შესაბამისი საინფორმაციო ფურცლის ფორმებს, ამ კანონის მე-3 მუხლის „ა.ზ“ და „ა.ი“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული თამბაქოს ნაწარმისთვის − სამედიცინო გაფრთხილების 2 ნიმუშს და შესაბამისი პიქტოგრამის 2 ნიმუშს, საკონტაქტო ტელეფონის ნომერს, აგრეთვე სამედიცინო გაფრთხილების კომპიუტერულ შრიფტსა და ზომას, გამოსახულების ხარისხის შესაბამის პარამეტრებს. (16.10.2019. №5128)  საქართველოს მთავრობის დადგენი;ლება N150, 6.03.2020 ბ) საქართველოს ფინანსთა მინისტრმა უზრუნველყოს კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის ამ კანონთან შესაბამისობა;  სათანადო შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 5.02.2020 ) გ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ განსაზღვროს ამ კანონის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული „თამბაქოს 16 კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის 31 პუნქტის შესაბამისად გასახურებელი თამბაქოს ან თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ ამ ნაწარმის შესახებ შეტყობინების საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსათვის მიწოდების ფორმა. („31. გასახურებელი თამბაქოს ან თამბაქოს ახალი ნაწარმის მწარმოებელი ან/და იმპორტიორი ვალდებულია სამინისტროს მიაწოდოს შეტყობინება ნებისმიერი იმ ნაწარმის შესახებ, რომლის საქართველოს ბაზარზე განთავსებასაც გეგმავს იგი. შეტყობინება სამინისტროს უნდა მიეწოდოს სამინისტროს მიერ განსაზღვრული ფორმით, შესაბამისი ნაწარმის საქართველოს ბაზარზე განთავსებამდე 3 თვით ადრე. შეტყობინებას უნდა ერთოდეს ამ ნაწარმის დეტალური აღწერა და გამოყენების ინსტრუქცია, აგრეთვე ინფორმაცია აღნიშნული თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტებისა და მისგან გამოფრქვეული ნივთიერებების შესახებ.“. )  შესრულებულია (გამოიცა ,,თამბაქოს მწარმოებლის ან/და იმპორტიორის მიერ ფილტრიანი და უფილტრო სიგარეტებისგან გამოფრქვეული ნივთიერებების (ნიკოტინი, კუპრი, მხუთავი გაზი) გაზომვის სტანდარტების შესაბამისად ჩატარების დამადასტურებელი დოკუმენტების ჩამონათვალისა და თამბაქოს ნაწარმის ინგრედიენტების თაობაზე ინფორმაციის ანგარიშგების ფორმების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 1 მაისის №01-20/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ‘‘ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2020 19 მარტის №01-30/ ბრძანება 17