საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის დასკვნა „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 20 სექტემბრის N5003-Iს დადგენილებით გაცემული დავალებების შესრულების თაობაზე
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2020-07-02
ბიუროს ნომერი 370
📜 ტექსტი
წამყვანი კომიტეტის დასკვნა
ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი
2-7080/20
01-07-2020
საქართველოს პარლამენტის საორგანიზაციო
დეპარტამენტის უფროსს
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
დასკვნა
„2018
წელს
საქართველოში
თავისუფლებათა
დაცვის
ადამიანის
უფლებათა
მდგომარეობის
და
შესახებ“
საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე“
საქართველოს პარლამენტის 2019 წელის 20 სექტემბრის N5003Iს დადგენილებით გაცემული დავალებების შესრულების
თაობაზე
2019 წლის 31 მარტს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის 22-ე მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, საქართველოს სახალხო
დამცველმა საქართველოს პარლამენტს წარუდგინა ანგარიში 2018 წელს საქართველოში
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ.
ანგარიშის მოსმენის შედეგად საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 20 სექტემბერს
მიიღო დადგენილება N5003-Iს „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და
თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიშის თაობაზე, რომელშიც აისახა აღნიშნული ანგარიშის საფუძველზე პარლამენტის
მიერ უწყებების მიმართ გაცემული დავალებები და ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს დაევალა მონიტორინგი გაუწიოს ამ დავალებების
შესრულების მდგომარეობას.
2020 წლის 04 ივნისის სხდომაზე კომიტეტმა განიხილა „2018 წელს საქართველოში
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს
სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 20
სექტემბრის დადგენილებით გაცემული 259 დავალების შესრულების მდგომარეობა, რა
დროსაც დავალებების ადრესატმა უწყებებმა წარმოადგინეს ანგარიშები მათი შესრულების
შესახებ.
კომიტეტმა
დავალებების
შესრულების
მდგომარეობის
შეფასების
პროცესში
გაითვალისწინა როგორც წარმოდგენილი ანგარიშები, ასევე სახალხო დამცველის და
განხილვებში მონაწილე სხვა პირთა მოსაზრებები, რის შედეგადაც გამოირკვა შემდეგი:
1. საქართველოს მთავრობა
ა) შეიმუშაოს გეგმა, რომლის მიზანი იქნება სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის
ჩატარების დროს სტამბოლის ოქმით დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების
განხორციელება;
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
სასამართლო-სამედიცინო
ექსპერტიზის
ჩატარების
დროს
„სტამბოლის
პროტოკოლით“ დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების განსახორციელებლად მთელი
რიგი ღონისძიებების გატარებაა საჭირო. „სტამბოლის პროტოკოლის“ მოცემული თავების და
დანართის ყურადღებით გაცნობის შემთხვევაში, ჩანს თუ რამდენად მნიშვნელოვანი,
მოცულობითი და კომპლექსურია სამედიცინო მიმართულებებით გამოკვლევები და
მოცემულ
კვლევებში
ჩართული
ექიმ-სპეციალისტების
(ექსპერტების)
შეფასებები.
აღნიშნული სცილდება სასამართლო მედიცინის თეორიით განსაზღვრულ შეფასების
ფარგლებს.
დავალება შესრულებული არ არის
ბ) უზრუნველყოს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ამოქმედებისა და ეფექტიანი
ფუნქციონირებისთვის საჭირო ფინანსური სახსრების დროულად გამოყოფა;
საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 11 სექტემბრის N1947 განკარგულებით
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის სარეზერვო ფონდიდან 600 000 (ექვსასი ათასი)
ლარი გამოყო. საქართველოს მთავრობის ინიციატივით, „საქართველოს 2019 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონით, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს გაეზარდა საბიუჯეტო
დაფინასება 1 600 000 (ერთი მილიონ ექვსასი ათასი) ლარით. „საქართველოს 2020 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით, ინსპექტორის სამსახურის
დაფინანსება გათვალისწინებულია 8 000.0 ათასი ლარით. საქართველოს 2020 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საბიუჯეტო დაფინანსება,
2019 წლის ბიუჯეტთან შედარებით გაიზარდა 3 600 000 (სამი მილიონ ექვსასი ათასი) ლარით.
დავალება შესრულებულია
გ) უსინათლო და მცირემხედველი პირები უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის
ადმინისტრაციისთვის ბრაილის შრიფტით ან სხვა, ალტერნატიული ფორმით შედგენილი
განცხადებით მიმართვის შესაძლებლობით;
საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში უსინათლო და მცირემხედველი პირები
უზრუნველყოფილნი არიან საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციისთვის ბრაილის
შრიფტით ან სხვა, ალტერნატიული ფორმით შედგენილი განცხადებით მიმართვის
შესაძლებლობით.
დავალება შესრულებულია
დ) გააძლიეროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან კოორდინაცია
გენდერული თანასწორობის ინსტიტუციური მექანიზმის გამართვის მიზნით;
გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის
საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის მიერ, კოორდინაციის, ადგილობრივ
საჭიროებებზე მორგებული გენდერული პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობის,
მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის გაუმჯობესების მიზნით, 2018 წლიდან დაიწყო
მუშაობა მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის პლატფორმის შემუშავებაზე, რომელიც
უწყებათაშორისი კომისიის ინიციატივით 2019 წლის მარტის თვეში სამოქალაქო სექტორის
წარმომადგენლებთან ერთად იქნა განხილული. 2019 წლის აგვისტოს თვეში, კომისიის მიერ
დამტკიცდა
მუნიციპალიტეტებთან
სახელმწიფო
რწმუნებულების
თანამშრომლობის
მიერ,
ადმინისტრაციაში
პლატფორმა
გენდერული
და
ამასთანავე,
თანასწორობის
საკითხებზე პასუხისმგებელი საჯარო მოხელე განისაზღვრა. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული
პლატფორმის
გამოყენებით,
განხორციელდება
მხარდაჭერა
ადგილობრივი
სამოქმედო
ადგილობრივი
გეგმების
მუნიციპალიტეტების
განხორციელება/აღსრულების
მიმართულებით. მუნიციპალიტეტებთან თანამშრომლობის პლატფორმის გამოყენებით,
ადგილობრივი მუნიციპალიტეტები ჩართულნი იქნებიან ადამიანის უფლებათა სტრატეგიის
შემუშავებისა და შემდგომ სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში.
დავალება შესრულებულია
ე) გააგრძელოს მუშაობა საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული საკულტო ნაგებობების
ისტორიული მესაკუთრეებისთვის დასაბრუნებლად;
2014 წლიდან დღემდე მუსლიმ თემს დაუბრუნდა 212 მეჩეთი საქართველოს
მასშტაბით, როგორც სუნიტური, ასევე შიიტური; იუდეურ თემს - 20 სინაგოგა; ევანგელურპროტესტანტულ ეკლესიას - 2 და ევანგელურ-ლუთერანულ ეკლესიას - 1 საკულტო
ნაგებობა. საკულტო ნაგებობების დაბრუნების პროცესი კვლავ გრძელდება.
ადამიანის უფლებათა დაცვის სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წწ.)
ფარგლებში განსაზღვრულია „საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული სადავო ისტორიული
საკულტო შენობა-ნაგებობების კონფესიური წარმომავლობის და დავების გადაწყვეტის
პოლიტიკის კონცეფციისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება“ (პუნქტი 18.1.9.2.). აღნიშნული
საქმიანობის განსახორციელებლად, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სსიპ - გიორგი
ჩუბინაშვილის სახელობის კვლევით ცენტრს, წერილობით მოეწოდებინა ინფორმაცია 19211991 წლამდე პერიოდში სხვადასხვა კონფესიისათვის ჩამორთმეული და სადავო საკულტო
ნაგებობების შესახებ. ინფორმაციის მიღების შემდგომ დაიგეგმება შემდგომი ღონისძიებები.
დავალება შესრულების პროცესშია
ვ) მუნიციპალიტეტებისთვის (გარდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტისა),
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების დონის გათვალისწინებით, დროებითი ღონისძიების
სახით დაამტკიცოს ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების ღონისძიებების
შესახებ სახელმწიფო პროგრამა;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მოამზადა „ატმოსფერული
ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების საკითხების შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისიის
შექმნის შესახებ” საქართველოს მთავრობის განკარგულების პროექტი. დღეისათვის, ყველა
შესაბამისი უწყებიდან მიღებულია ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების
საკითხების შემსწავლელი უწყებათშორისი კომისიის წევრობის კანდიდატურები და
განკარგულების პროექტი უახლოეს მომავალში აიტვირთება ელექტრონული მთავრობის
სისტემაში.
ასევე, აღსანიშნავია რომ საქართველოს პარლამენტში წარდგენილია „ატმოსფერული
ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის ცვლილების პროექტი, რომელიც მიღებულია
მეორე მოსმენით. აღნიშნული პროექტის მიხედვით თუ რომელიმე ზონაში ან/და
აგლომერაციაში ატმოსფერული ჰაერის ძირითადი მავნე ნივთიერებების დონეები აჭარბებს
ზღვრულად
დასაშვებ
ნორმებს
ან
მიზნობრივ
მნიშვნელობას,
ასევე,
შესაბამის
ტოლერანტობის ზღვარს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის
სამინისტრო შესაბამის უწყებებთან და მუნიციპალიტეტ(ებ)თან შეთანხმებით, შეიმუშავებს
ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის გეგმას ამ ზონის ან/და აგლომერაციისთვის, რათა
მიღწეულ იქნას ატმოსფერული ჰაერის ხარისხის სტანდარტების შესახებ ტექნიკური
რეგლამენტით დადგენილი ზღვრულად დასაშვები ნორმები ან მიზნობრივი მნიშვნელობები.
დავალება შესრულების პროცესშია
ზ) შეიმუშაოს საქართველოს მუნიციპალიტეტების ტერიტორიებზე კოოპერატიულ
ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით აღიარებული საშინაო ვალის ანაზღაურების
პროცედურები, მათ შორის, განსაზღვროს პირველ რიგში დასაკმაყოფილებელ პირთა
რიგითობა და დაზარალებული მოსახლეობის წინაშე აღიარებული ვალდებულებების
შესრულების ეფექტიანი მექანიზმი იმგვარად, როგორც ეს განხორციელდა ქალაქ თბილისის
მუნიციპალიტეტის შემთხვევაში;
ვინაიდან საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის
კოდექსი“ არ ითვალისწინებს მუნიციპალიტეტების მიერ (გარდა თბილისისა) უძრავი ქონების
პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების საკითხის განხილვის შესაძლებლობას,
„სახელმწიფო
ვალის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
აღიარებულ
კოოპერატიულ
ბინათმშენებლობასთან დაკავშირებით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულების
საკითხის
დარეგულირების
მიზნით
განსახორციელებელ
ღონისძიებათა
თაობაზე“
საქართველოს მთავრობის 2016 წლის 9 მარტის N419 განკარგულებით, საქართველოს
ორგანული
კანონი
„ადგილობრივი
თვითმმართველობის
კოდექსით“
მინიჭებული
უფლებამოსილებების გათვალისწინებით, მხოლოდ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტს ეთხოვა
სახელმწიფო
საშინაო
ბინათმშენებლობის
ვალის
სახით
არსებული,
დაუმთავრებლობით
დედაქალაქში
წარმოქმნილი
კოოპერატიული
ვალდებულებების
საკითხის
მოგვარების მიზნით, კოოპერატიული ბინათმშენებლობის წევრთათვის, ქონების სიმბოლურ
ფასად გადაცემა.
დავალება შესრულებული არ არის
თ)
გააძლიეროს საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა
შემსწავლელი სახელმწიფო კომისიის მუშაობა და მის მიერ შესაბამისი დავალებების გაცემა
სახელმწიფო საშინაო ვალად აღიარებული ვალდებულებების დროულად შესასრულებლად;
სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა განხილვის, გადაჭრისა და დავალებების
შემუშავების
მიზნით,
საქართველოს
მთავრობის
2004
წლის
15
ნოემბრის
№108
დადგენილებით შექმნილია საქართველოს სახელმწიფო საშინაო ვალის პრობლემათა
შემსწავლელი სახელმწიფო კომისია რომელიც, იმ პირთა მიმართ, რომლებიც განეკუთვნებიან
„სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის პირველი პუნქტის
შესაბამისად აღიარებულ სავალო კატეგორიებს, შეიმუშავებს სახელმწიფო საშინაო ვალის
ანაზღაურების მექანიზმთან დაკავშირებით დავალებებს და გადაწყვეტილების მისაღებად
წარუდგენს საქართველოს მთავრობასა და საქართველოს პარლამენტს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სათანადო გადაწყვეტილების მიღებამდე, ვერ
განხორციელდება „სახელმწიფო ვალის შესახებ“ საქართველოს კანონის 48-ე მუხლის
პირველი
პუნქტის
მიხედვით
შესაბამისი
პირების
მიმართ
აღიარებული
სავალო
ვალდებულებების შესრულება.
დავალება შესრულებული არ არის
ი) უზრუნველყოს სამინისტროების მიერ მათი კონტროლისადმი დაქვემდებარებული
დაწესებულებების/ობიექტების
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირთათვის
ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების სტატისტიკის წარმოება;
აღნიშნულ დავალებასთან დაკავშირებით მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების
საკითხები
დარეგულირებულია
და
კონკრეტული
ღონისძიებები
განხორციელდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს,
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს,
საქართველოს
განათლების,
მეცნიერების,
კულტურისა
და
სპორტის
სამინისტროს და საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს
კონტროლისადმი დაქვემდებარებულ არაერთ დაწესებულებაში/ობიექტში.
რაც შეეხება სტატისტიკის წარმოების საკითხს, ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ სსიპ
- მომსახურების სააგენტო აწარმოებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ
მართვის უფლების მისაღებ პრაქტიკულ გამოცდაზე დასწრების სტატისტიკას.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
კ) მისაწვდომობასთან დაკავშირებული საკითხების გადაწყვეტისას გაითვალისწინოს
ნებისმიერი სახის შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებები;
ლ) მისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით გადაწყვეტილებების მიღებისას
კონსულტაციების პროცესში მაქსიმალურად ჩართოს შესაბამისი სფეროს საერთაშორისო და
ადგილობრივი ექსპერტები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და მათი
წარმომადგენელი ორგანიზაციები;
აღნიშნულ დავალებებზე მოწოდებული ინფორმაცია ეხება რელიგიის საკითხთა
სახელმწიფო სააგენტოს, აგრეთვე საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს და იმავე სამინისტროს ქვემდებარე სხვადასხვა სსიპ-ების საქმიანობას
ადაპტირების მიმართულებით და შშმ პირთა მინაწილეობით ჩატარებულ ღონისძიებებს. ეს
საქმიანობა და ღონისძიებები ვრცელდება სხვადასხვა სახის შეზღუდვის მქონე პირებზე.
დავალებები შესრულებულია ნაწილობრივ
მ) დაბერების საკითხზე სამოქმედო დოკუმენტით განსაზღვრული ამოცანების
შესაბამის ვადებში შესრულების უზრუნველსაყოფად შექმნას ქმედითი საკოორდინაციო
მექანიზმი;
გათვალისწინებულია დაბერების საკითხზე სამოქმედო დოკუმენტით განსაზღვრული
ამოცანების შესაბამის ვადებში შესრულების უზრუნველსაყოფად ქმედითი საკოორდინაციო
მექანიზმის შექმნა.
„საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხზე სახელმწიფო პოლიტიკის
კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პარლამენტის 2016 წლის 27 მაისის №5146IIს დადგენილების შესაბამისად, 2017 წლის 2 ნოემბერს საქართველოს მთავრობის N490
დადგენილებით
დამტკიცდა
საქართველოში
მოსახლეობის
დაბერების
საკითხებზე
სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა. 2019
წლის მარტში დასრულდა ინფორმაციის მოძიება ეროვნული სამოქმედო გეგმის აქტივობებზე
პასუხიმგებელი უწყებებიდან. გაეროს მოსახლეობის ფონდის ტექნიკური დახმარებით, 2019
წლის მაისში მომზადდა გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიში. მიღებული შედეგები
2019 ივნისში განხილულ იქნა გაეროს მოსახლეობის ფონდის ევროპის ბიუროს რეგიონულ
შეხვედრაზე
თბილისში.
გამოვლენილი
გამოწვევების
და
არსებული
რეალობების
გათვალისწინებით, დაიწყო მუშაობა ახალ სამოქმედო გეგმაზე, რომლის დასრულება
იგეგმება მიმდინარე წლის მეორე კვარტალში.
დავალება შესრულების პროცესშია
ნ) ყურადღება მიაქციოს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობითობის
გაზრდისა და გაუმჯობესების საკითხს კადრების მოზიდვის, მომზადებისა და გადამზადების
გზით.
საანგარიშო პერიოდში რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს ინიციატივით
შეიქმნა ახალი პროექტი, „სახელმწიფო ენა სასულიერო პირებისთვის“, რომლის ფარგლებშიც
ზურაბ
ჟვანიას
სახელობის
თანამშრომლობის
საქართველოს
სახელმწიფო
მემორანდუმი.
მუსლიმი
თემი,
ამ
ადმინისტრირების
ეტაპზე
სომხური
პროექტში
სამოციქულო
სკოლასთან
გაფორმდა
მონაწილეობას
იღებენ:
ეკლესია და ევანგელურ-
ლუთერული ეკლესია. შემდგომში პროექტში მონაწილე რელიგიური ორგანიზაციების
რიცხვის გაიზრდება.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთათვის, კერძოდ კი ქართულ ენაში მომზადების
საგანამანათლებო პროგრამით (1+4 პროგრამა) მოსარგებლე პირებისათვის 2019 წლის
გაზაფხულის ნაკადისათვის განისაზღვრა 20 ადგილი, ხოლო 2019 წლის შემოდგომის
ნაკადისათვის 15 ადგილი. სამინისტრო ასევე ჩართულია სტაჟირების სახელმწიფო
პროგრამაში და მზადაა მოიზიდოს და გადაამზადოს კადრები (ეროვნული უმცირესობები).
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ - საქართველოს
სახელმწიფო ჰიდროგრაფიული სამსახურში დასაქმებულნი არიან ეროვნული უმცირესობები.
დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნული თავდაცვის აკადემიაში ხორციელდება
ქართულ
ენაში
მომზადების
სპეციალური
საგანმანათლებლო
პროგრამა,
რომელიც
საშუალებას აძლევს ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებს აკადემიის დახმარებით
შეისწავლონ ქართული ენა, რათა შეძლონ სასურველ საბაკალავრო საგანმანათლებლო
პროგრამაზე სწავლის გაგრძელება.
ადგილობრივ
დონეზე
გადაწყვეტილების
მიღების
პროცესში
ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენელთა მონაწილეობის მხარდაჭერის მიზნით აქტიურად
ფუნქციონირებს ქვემო ქართლისა და კახეთის რეგიონების სახელმწიფო რწმუნებულის
გუბერნატორის
აპარატთან
საზოგადოებრივ-საკონსულტაციო
საბჭოები,
რომლის
შემადგენლობაშიც შედიან ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლები.
ასევე, საჯარო ადმინისტრირების სფეროში ეთნიკური უმცირსობების ჩართულობის
წახალისების მიზნით 2017 წლის 14 დეკემბერს ცვლილება შევიდა „საჯარო დაწესებულებაში
სტაჟირების გავლის წესისა და პირობების შესახებ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების
თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 18 ივნისის №410 დადგენილებაში. კერძოდ,
განისაზღვრა
ეთნიკური
უმცირესობების
წარმომადგენელთათვის
საჯარო
უწყებებში
სტაჟირების გავლის პროცედურები. განხორციელებული ცვლილებების თანახმად, ეთნიკური
უმცირესობების წარმომადგენელ სტუდენტებს, რომელთაც გავლილი აქვთ „ქართულ ენაში
მომზადების სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამა“ შესაძლებლობა მიეცათ საჯარო
სტრუქტურებში
სტაჟირების
განივითარონ
პროფესიული
გავლის
გზით
უნარ-ჩვევები,
მიიღონ
რაც
სათანადო
ხელს
უწყობს
გამოცდილება
და
ახალგაზრდების
კვალიფიკაციის ამაღლებას, კონკურენტუნარიანობის გაზრდას, ჩართულობასა და საბოლოო
ჯამში, მათ სოციალურ-ეკონომიკურ გაძლიერებასა და სამოქალაქო ინტეგრაციას. 2019 წლის
მონაცემებით, 294 ახალგაზრდამ სხვადასხვა უწყებაში გაიარა სტაჟირება, შედეგად 100-ზე
მეტი კურსდამთავრებული საკუთარ სკოლაში დამხმარე მასწავლებლად დაბრუნდა,
გარკვეულმა ნაწილმა მუნიციპალურ ორგანოში დაიწყო საქმიანობა. განათლების ყველა
საფეხური ხელმისაწვდომია ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებისთვის, მათ შორის
მათ მშობლიურ ენებზე. საქართველოში ფუნქციონირებს 300-მდე არაქართულენოვანი
საჯარო სკოლა და სექტორი, (სკოლების საერთო რაოდენობის 14%), სადაც სწავლობს
მოსწავლეთა საერთო რაოდენობის (11%).
ეროვნული
უმცირესობების
წარმომადგენლებისთვის
ხარისხიანი
განათლების
ხელმისაწვდომობის კუთხით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროს მიერ გადაიდგა არაერთი ნაბიჯი.
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში და
მის დაქვემდებარებულ სხვადასხვა უწყებაში საქართველოში მცხოვრები ეთნიკური
უმცირესობის
წარმომადგენლები
სტაჟირებას
გადიან
ყოველწლიურად,
სხვადასხვა
პერიოდულობით.
დავალება შესრულებულია
2. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
ა) განსაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებული ექიმის ვალდებულება,
საგამოძიებო ორგანოს გაუგზავნოს შეტყობინება არასათანადო მოპყრობის ფაქტის შესახებ
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26
ოქტომბრის N131 ბრძანების მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „ექიმს წამებისა და
სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის, სქესობრივი ძალადობის
ჩათვლით, შესახებ ეჭვის არსებობის შემთხვევაში, აქვს ვალდებულება დაუყოვნებლივ,
სატელეფონო შეტყობინების ან ელექტრონული დოკუმენტბრუნვის მეშვეობით, აცნობოს
სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს.“ იმ შემთხვევაში, თუ პირი უარს აცხადებს
შემოწმებასა და ბრძანებით დამტკიცებული ფორმების შევსებაზე, ექიმს წარმოეშობა
კანონმდებლობით განსაზღვრული ზოგადი ვალდებულება - შესაძლო წამების, სხვა სასტიკი,
დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს იუსტიციის
სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტს, ვინაიდან მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე
დანაშაულის შეუტყობინებლობა ისჯება სისხლის სამართლის კოდექსით და არ აქვს
მნიშვნელობა, ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ზემოაღნიშნულის შესახებ თავადაც მიაწოდა
ინფორმაცია ექიმს ან განაცხადა თანხმობა სპეციალური ფორმით დაზიანებების აღწერის
შესახებ, თუ - არა.
2019
წლის
1
ნოემბრიდან
ახალშექმნილი
დამოუკიდებელი
ინსტიტუტის
-
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ფუნქციის გავრცელების შესაბამისად,
საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით მოხდება იმ საკითხის გააზრება, თუ რომელ უწყებას
უნდა მიეწოდოს ზემოთ აღნიშნული ინფორმაცია ექიმის მიერ.
დავალება შესრულებულია
ბ) მიიღოს ყველა ზომა, რათა წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტების
ეფექტიანი
გამოვლენისა
და
ხარისხიანი
დოკუმენტირებისთვის
შემუშავდეს
სახელმძღვანელო
პრინციპები,
რომლებითაც
განისაზღვრება
ექიმის
მიერ
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
დაზიანების
აღრიცხვის
წესის
შესაბამისად
დოკუმენტირებისას საეჭვო დაზიანებების შერჩევის კრიტერიუმები
პენიტენციურ
გამოვლენისა
და
სისტემაში
დასაქმებული
დოკუმენტირებისას
ექიმები,
არასათანადო
ხელმძღვანელობენ
მოპყრობის
"საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო
წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესის დამტკიცების შესახებ"
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2016 წლის 26 ოქტომბრის
N131 ბრძანებით და საჭიროების შემთხვევაში, დაზიანებათა აღრიცხვას აწარმოებენ ამავე
ბრძანებით დამტკიცებული, შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან
დამამცირებელი
მოპყრობის
შედეგად
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
დაზიანების
აღრიცხვის ფორმის შესაბამისად. აღნიშნული ბრძანებით დამტკიცებული წესი და
დაზიანებათა აღრიცხვის ფორმა, შემუშავებულია ევროპის საბჭოს ექსპერტის მიერ, წამებისა
და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და დასჯის ეფექტური
გამოძიებისა
და
დოკუმენტირების
სახელმძღვანელოზე
(სტამბოლის
პროტოკოლი)
დაყრდნობით.
დავალება შესრულებულია
გ) დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალურ ვადად განისაზღვროს 24 საათი;
დეესკალაციის ოთახში მოთავსებისას უზრუნველყოს
ფსიქოლოგის, ფსიქიატრის,
სოციალური მუშაკის, ექიმისა და პენიტენციური დაწესებულების სხვა სამსახურების
თანამშრომელთა
ერთობლივი,
მულტიდისციპლინური
მუშაობა
რისკების
შესამცირებლად/აღმოსაფხვრელად; დეესკალაციის ოთახებში შეიქმნას უსაფრთხო გარემო;
განსაზღვროს,
რომ
დეესკალაციის
ოთახში
ელექტრონული
მეთვალყურეობის
განხორციელებისას ჩაწერილი მასალა არანაკლებ 1 თვის ვადით არქივდებოდეს;
დეესკალაციის ოთახში მოთავსების მაქსიმალურ ვადაა 72 საათი.
მოცემული 72 საათიანი ვადა დადგინდა არსებული პრაქტიკის შესწავლის შედეგად და
წარმოადგენს
სწორედ
იმ
გონივრულ
ვადას,
რა
დროსაც
შესაძლებელია
ბრალდებულის/მსჯავრდებულის მართვა, რათა მან საფრთხე არ შეუქმნას საკუთარ ან სხვის
სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას.
დეესკალაციის
ოთახში
მოთავსების
მიზნები
-
თავად
ბრალდებულის/მსჯავრდებულის ან/და სხვათა სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის დაცვა,
უმეტეს შემთხვევაში ვერ იქნება მიღწეული 24 საათის განმავლობაში, ხოლო ამ ვადის
საკანონმდებლო დონეზე გამყარების შემთხვევაში, პრაქტიკა იმგვარად ჩამოყალიბდება, რომ
დეესკალაციის ოთახიდან პირის გამოყვანასა და უკან დაბრუნებას შორის იქნება ძალიან
მცირე ინტერვალი.
მულტიდისციპლინური მუშაობა მსჯავრდებულებთან ხორციელდება შემთხვევის
მართვის ფარგლებში. პენიტენციური და დანაშაულის პრევენციის სისტემების განვითარების
2019-2020 წლების სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით განსაზღვრული აქტივობის
შესაბამისად,
შემთხვევის
მართვა
პილოტირდა
N5,
N16
და
N17
პენიტენციურ
დაწესებულებებში. სამოქმედო გეგმის მიხედვით აღნიშნული მიდგომა დაინერგება
სხვადასხვა პენიტენციურ დაწესებულებაში, რაც თავის მხრივ, სამომავლოდ უზრუნველყოფს
იმ რისკების შემცირებასა და აღმოფხვრას, რომლებიც ხშირ შემთხვევაში მსჯავრდებულის
დეესკალაციის ოთახში მოთავსების საფუძველი ხდება.
გადაღებული
მასალის
დაარქივება
ხორციელდება
სამართლებრივი
რეჟიმის
მოთხოვნათა დარღვევისას, სამართალდარღვევისას, მათ შორის, სავარაუდო დანაშაულის
ფაქტებისას, ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარდაცვალებისას. დაარქივებული მასალა
ინახება იმ საქმისწარმოების/სამართალწარმოების დასრულებიდან ან სხვა შესაბამისი
გარემოების აღმოფხვრიდან არაუმეტეს 1 თვის ვადით, რომლის გამოც განხორციელდა
აღნიშნული მასალის დაარქივება.
თუ სახეზე იქნება ზემოაღნიშნული შემთხვევები, სამსახურის მიერ მოხდება
გადაღებული მასალის დაარქივება, მიუხედავად იმისა ბრალდებული/მსჯავრდებული
დეესკალაციის ოთახშია მოთავსებული თუ არა.
არსებული ტექნიკური და ადამიანური რესურსის გათვალისწინებით, მიზანშეწონილი
არ არის დეესკალაციის ოთახში გადაღებული ყველა მასალა დაარქივდეს არანაკლებ 1 თვის
ვადით, ვინაიდან აღნიშნულის საჭიროება უმეტეს შემთხვევებში არ იქნება. ხოლო როგორც
ზემოთ აღინიშნა, თუ სახეზე იქნება შესაბამისი გარემოებები, სამსახური უზრუნველყოფს
გადაღებული მასალის დაარქივებას და მათ შენახვას საქმის წარმოების/სამართალწარმოების
დასრულებიდან ან სხვა შესაბამისი გარემოების აღმოფხვრიდან არაუმეტეს 1 თვის ვადით.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
დ) გაზარდოს პენიტენციურ დაწესებულებებში ვიდეოჩანაწერების შენახვის ვადა
2019 წლის 13 მაისს საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის
2015 წლის 19 მაისის N35 ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების შედეგად პენიტენციურ
დაწესებულებებში ელექტრონული მეთვალყურეობისას გადაღებული მასალა შეინახება
არანაკლებ 30 დღისა.
დავალება შესრულებულია
ე) განსაზღვროს პენიტენციურ დაწესებულებაში შესახლებისას და უშუალოდ რისკის
შეფასების
პროცესის
დაწყებისას
მსჯავრდებულებისთვის
რისკის
შეფასების
კრიტერიუმებისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება;
„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის
შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულის
საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის
წესის შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის N395 ბრძანების N2
დანართის III ნაწილი ითვალისწინებს სარეაბილიტაციო აქტივობებში მსჯავრდებულის
ჩართულობის, ცვლილებების მოტივაციისა და დანაშაულის მიმართ მისი დამოკიდებულების
შეფასებას. ამ ნაწილის შევსება მოითხოვს ინტერვიუს მსჯავრდებულთან. მსჯავრდებულს
აქვს შანსი დააფიქსიროს მისი მზაობა და პოზიცია ზემოაღნიშნული საკითხების მიმართ.
დაწესებულებაში
შესახლების
დროს
მსჯავრდებულს
გადაეცემა
უფლება-
მოვალეობათა ნუსხა და შესაძლოა რისკის შეფასების კრიტერიუმებისა და პროცედურების
შესახებ აღინიშნოს ამავე ნუსხაში.
ამასთან, ევროკავშირის „პენიტენციური და პრობაციის მხარდაჭერის პროექტის“
(EU4Justice) მხარდაჭერით მომზადდა ბრალდებულ/მსჯავრდებულთა უფლებების შესახებ
განახლებული ბროშურები, რომლებიც სხვა რელევანტურ საკითხებთან ერთად მოიცავს
ინფორმაციას საშიშროების რისკის შეფასების შესახებ.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
ვ) განსაზღვროს მსჯავრდებულის უფლება, რისკის შეფასების პროცესში წარადგინოს
საკუთარი პოზიცია და მოსაზრება იმ გარემოებებზე, რომელთა საფუძველზეც განისაზღვრება
მათი რისკი
„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის
შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა
საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის
წესის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის N395 ბრძანებით
დამტკიცებული N1 დანართის მე-13 მუხლის მიხედვით რისკის შეფასების სხდომაზე გუნდი
საჭიროებიდან გამომდინარე უსმენს მსჯავრდებულს, რაც განაპირობებს მსჯავრდებულის
ჩართულობას რისკის შეფასების პროცესში.
ვინაიდან მსჯავრდებულს აღნიშნული უფლება ენიჭება არა ყველა შემთხვევაში,
არამედ „საჭიროებიდან გამომდინარე“
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
ზ) მიიღოს ყველა ზომა, რათა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა
ინსპექციამ
ზედამხედველობა გაუწიოს, გააკონტროლოს და უზრუნველყოს იმ
ვალდებულების შესრულება, რომელიც გულისხმობს, რომ უსაფრთხოების მოტივით,
მსჯავრდებულის ერთი ტიპის პენიტენციური დაწესებულებიდან მეორე ტიპის
დაწესებულებაში გადაყვანის შემთხვევაში 20 დღის ვადაში უნდა გადაფასდეს
მსჯავრდებულის რისკი და იგი რისკის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა იქნეს
გადაყვანილი
ამ დავალებაზე სამინისტროს პასუხი არ შეესაბამება დავალების შინაარსს: დავალებაში
საუბარია არა ზემოთ აღნიშნული წესის მე-17 მუხლის მეორე პუნქტით დადგენილ
რეგულაციებზე, არამედ ამავე წესის მე-15 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ 20დღიან ვადაზე, რა დროშიც უნდა მოხდეს დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის
დაწესებულებაში ქცევის გაუარესების გამო დროებით გადაყვანილი მსჯავრდებულის რისკის
გადაფასება.
დავალება
ითხოვს
ამ
ვადის
დაცვაზე
გენერალური
ინსპექციის
ზედამხედველობის უზრუნველყოფას.
შესაბამისად, რთულია დავალების შესრულების მდგომარეობის შეფასება. თუმცა
მომდევნო „თ“ დავალებაზე პასუხი ამ დავალებასაც სცემს პასუხს, რადგან ორივე დავალებაში
საუბარია მონოტორინგის პროცესებზე, რაც უზრუნველყოფილია „თ“ დავალებაზე პასუხის
გათვალისწინებით.
ამდენად,
დავალება შესრულებულია
თ) მიიღოს ყველა ზომა, რათა სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა
ინსპექციამ ზედამხედველობა გაუწოს, გააკონტროლოს და უზრუნველყოს იმ
ვალდებულების შესრულება, რომელიც გულისხმობს, რომ ვადაზე ადრე მსჯავრდებულის
რისკის გადაფასების მოთხოვნის შემთხვევაში პენიტენციური დაწესებულების დირექტორმა
დეტალურად მიუთითოს ის გარემოებები, რომელთა საფუძველზედაც იქნა მოთხოვნილი
მსჯავრდებულის რისკის ცვლილება
„მსჯავრდებულის რისკის სახეების, რისკის შეფასების კრიტერიუმების, რისკის
შეფასებისა და გადაფასების წესის, მსჯავრდებულის იმავე ან სხვა ტიპის თავისუფლების
აღკვეთის დაწესებულებაში გადაყვანის წესისა და პირობების, აგრეთვე მსჯავრდებულთა
საშიშროების რისკების შეფასების გუნდის საქმიანობისა და უფლებამოსილების განსაზღვრის
წესის თაობაზე“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 მაისის N395 ბრძანების
დამტკიცების შემდგომ თითოეული მსჯავრდებულის მიმართ მიმდინარეობს რისკის
შეფასება/გადაფასების პროცედურა აღნიშნული ბრძანებით დადგენილი წესისა და პირობების
დაცვით.
გაიზარდა
პენიტენციური
დაწესებულების
დირექტორის
მიმართვის
დასაბუთებულობის სტანდარტიც და ნებისმიერ ახალ შემთხვევაში დეტალურად არის
აღწერილი
მსჯავრდებულისთვის
საშიშროების
რისკის
ვადაზე
ადრე
გადაფასების
აუცილებლობის მიზეზები. აქვე აღსაღნიშნია, რომ სპეციალური პენიტენციური სამსახურის
მონიტორინგის დეპარტამენტი ინტენსიურ რეჟიმში აკონტროლებს საქართველოს იუსტიციის
მინისტრის 2019 წლის 8 მაისის N395 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესრულების საკითხს.
ამ მიზნით მონიტორინგის დეპარტამენტს ეგზავნება ყოველ კონკრეტულ ფაქტთან
დაკავშირებული
დოკუმენტები,
რომელთა
შესწავლის
საფუძველზე,
საჭიროების
შემთხვევაში გაიცემა შესაბამისი მითითებები. დღეის მდგომარეობით, დაწესებულების
დირექტორის მოთხოვნებში ფიქსირდება ყველა ის გარემოება, რომელთა საფუძველზეც
მოთხოვნილი იყო მსჯავრდებულის საშიშროების რისკის ცვლილება.
შესაბამისად, აღნიშნული დავალება სრულდება ყოველი ახალ შემთხვევასთან
მიმართებით.
დავალება შესრულებულია
ი) მიიღოს ყველა ზომა, რათა N16 პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულთა
რაოდენობა გაიზარდოს მათი რაოდენობის სხვა დაწესებულებებში შემცირების ხარჯზე
N16 პენიტენციურ დაწესებულებაში თავსდებიან ის მსჯავრდებულები, რომელთაც
მსჯავრდებულთა
საშიშროების
რისკების
შეფასების
გუნდის
მიერ
განესაზღვრათ
საშიშროების დაბალი რისკი და სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით
გადაყვანილ იქნენ დაწესებულებაში, ან დაბალი ან საშუალო რისკის მსჯავრდებულები,
რომლებსაც სასჯელის ვადის დასრულებამდე დარჩათ არანაკლებ ერთი წელი. ასევე, დაბალი
რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მსჯავრდებული თავსდება მისი
წერილობითი თანხმობით, რომელშიც აღინიშნება, რომ იგი თანახმაა შეასრულოს დაბალი
რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში განთავსებული მსჯავრდებულებისათვის
დადგენილი ვალდებულებები, კერძოდ, ისწავლოს ან/და იმუშაოს, აგრეთვე მონაწილეობა
მიიღოს დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში.
აღნიშნულის
გათვალისწინებით,
მნიშვნელოვანია
ის
ფაქტორი,
რომ
N16
დაწესებულებაში მსჯავრდებულების განთავსებას აქვს კანონით დადგენილი საფუძვლები,
რომელთა არსებობის შემთხვევაში მსჯავრდებული სასჯელის მოსახდელად თავსდება
მითითებულ დაწესებულებაში. აქედან გამომდინარე, აღნიშნული დავალება სრულდება
იმდენად რამდენადაც ამის შესაძლებლობას იძლევა კანონით დადგენილი მოთხოვნები.
დავალება შესრულებულია
კ) უზრუნველყოს პენიტენციურ დაწესებულებებში სარეაბილიტაციო პროგრამების
უფრო მეტი პატიმრისთვის განხორციელება
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2018 წლის 22 დეკემბრის N366 ბრძანებით
დამტკიცდა სპეციალური პენიტენციური სამსახურის ახალი დებულება,
შესაბამისადაც
გაუქმდა
პენიტენციურ
დეპარტამენტში
შემავალი
რომლის
სოციალური
უზრუნველყოფის სამმართველო და შეიქმნა დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეული -
მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტი, რომლის მიზანია
ყველა
პენიტენციურ
დაწესებულებაში
ბრალდებულისთვის/მსჯავრდებულისთვის
ეფექტიანი, ხარისხზე ორიენტირებული და ერთგვაროვანი პრაქტიკის დანერგვა.
გადაიხედა და დაიხვეწა პენიტენციური და პრობაციის სისტემებისთვის შემუშვებული
რისკებისა და საჭიროებების ინსტრუმენტი (RNA).
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2020 წლის 12 მარტის N502 ბრძანებით
დამტკიცდა „სრულწლოვან მსჯვრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და
რეაბილიტაციის მიზნითრისკისა და საჭიროებების შეფასების, აგრეთვე, ინდივიდუალური
გეგმის მომზადების, განხორციელებისა და მონიტორინგის წესი (შემთხვევის მართვის წესი)“,
რაც
მსჯავრდებულებისთვის
კიდევ
უფრო
აძლიერებს
მიზნობრივი
სერვისების
შეთავაზების/მიწოდების შესაძლებლობას.
რისკებისა და საჭიროებების შეფასების შედეგად მიღებული მონაცემების საფუძველზე
სათანადო პროგრამებისა და ინტერვენციების იდენტიფიცირება და შემუშავება სტრატეგიისა
და სამოქმედო გეგმის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
ამოქმედდა მსჯავრდებულთ მომზადებისა და გადამზადების ცენტრი.
2019 წელს სხვადასხვა სარეაბილიტაციო პროგრამებში ჩაერთო 3506, დასაქმების
პროგრამებში 946, სპორტულ პროგრამებში 102 ბენეფიციარი.
დავალება შესრულებულია
ლ) პენიტენციურ დაწესებულებებში გაზარდოს ფსიქოლოგებისა და სოციალური
მუშაკების რაოდენობა
სპეციალური პენიტენციური სამსახურის შიდა სტრუქტურა გაყოფილია ორ ნაწილად:
სპეციალურ
და
სამოქალაქო
დანაყოფებად.
აღნიშნული
რეორგანიზაციის
პროცესი
დასრულდა 2019 წლის თებერვლის ბოლოს.
პენიტენციური
სისტემის
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
მხარდაჭერა
წარმოადგენს,
ახალი
მენეჯმენტის
რესოციალიზაციისა
შესაბამისად,
და
მნიშვნელოვანი
პრიორიტეტს
რეაბილიტაციის
პროცესები
პროცესის
მიმდინარეობს
რელევანტური პროგრამების/ინტერვენციების შეთავაზებისა და ადამიანური რესურსის
მობილიზების
კუთხით.
ამ
მიზნებისთვის,
მსჯავრდებულთა
რესოციალიზაცია-
რეაბილიტაციის დეპარტამენტის ფარგლებში სოციალურ მუშაკთა და ფსიქოლოგთა
რაოდენობა არის მზარდი. დეპარტამენტის შექმნისას საშტატო რიცხოვნობაში განისაზღვრა
ფსიქოლოგის 40 საშტატო ერთეული, რაც მანამდე არსებულს 9 ერთეულით აღემატება და
სოციალურ მუშაკთა 90 საშტატო ერთეული. 2019 წლის 11 მარტს დამტკიცდა სპეციალური
პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორის N1391 ბრძანება „საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების
სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის
მსჯავრდებულთა
რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის
დეპარტამენტის
სოციალური
მუშაკებისა
და
ფსიქოლოგების რაოდენობის განსაზღვრის შესახებ“, რომელშიც გაწერილია სოციალურ
მუშაკთა მზარდობის სქემა 2024 წლის ჩათვლით, რაც სრულ თანხვედრაშია სოციალური
მუშაობის შესახებ კანონის სამოქმედო გეგმასთან (2020 წლის 1 იანვრისათვის - 120, 2022 წლის
1 იანვრისათვის - 140 და 2024 წლის 1 იანვრისათვის -160).
წინასწარ განსაზღვრული გეგმის შესაბამისად, 2020 წელს სოციალურ მუშაკთა
ოდენობა გაიზარდა 30 ერთეულით და გახდა 120.
დავალება შესრულებულია
მ) უზრუნველყოს იმ სოციალური მუშაკების გადამზადება, რომელთაც არა აქვთ
სოციალური მუშაობის სფეროში ბაკალავრის, მაგისტრის/მაგისტრთან გათანაბრებული, ან
დოქტორის აკადემიური ხარისხი
პენიტენციური
სისტემის
იუსტიციის
სამინისტროში
ინტეგრირების
შემდგომ
თანამშრომელთა შესაძლებლობების გაძლიერებისა და მათი მუდმივი გადამზადების
უზრუნველყოფის კომპეტენცია განესაზღვრა სსიპ საქართველოს იუსტიციის სასწავლო
ცენტრს, რომელიც წარმოადგენს ISO სტანდარტების შესაბამისად მოქმედ დაწესებულებას და
თანამედროვე
მიდგომების
თანახმად
უზრუნველყოფს
სისტემის
თანამშრომელთა
მომზადება-გადამზადებას.
სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და იუსტიციის სასწავლო ცენტრის მიერ
მუდმივად ხორციელდება მიზნობრივი ტრენინგები პენიტენციური სისტემის სხვადასხვა
პროფილის თანამშრომლებისთვის. პენიტენციური სისტემის სოციალური მუშაკებისა და
ფსიქოლოგების თემატური გადამზადების კუთხით ევროკავშირის „პენიტენციური და
პრობაციის მხარდაჭერის პროექტის“ (EU4Justice) მხარდაჭერით 2019 წლისთვის ჩატარდა
ტრენინგები, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 362 თანამშრომელმა.
ამასთან, სსიპ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრმა“
დაიწყო სოციალურ მუშაკთა სერტიფიცირების პროგრამა, რომლის მიზანია საბაზისო
აკადემიური ცოდნის მიწოდება სოციალურ მუშაკების პოზიციაზე დასაქმებული შესაბამისი
განათლების
არმქონე
პირებისთვის.
2019
წელს
კურსი
დაასრულა
სპეციალური
პენიტენციური სამსახურის მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის 11-მა
თანამშრომელმა. სწავლება გაგრძელდება 2020 წელს და მასში ჩაერთვება სოციალურ
მუშაობაში განათლებისა და სერტიფიცირების არმქონე სოციალური მუშაკები.
დავალება შესრულებულია
ნ) გააფართოოს პენიტენციური
მატერიალურ-ტექნიკური ბაზა
პენიტენციური
დაწესებულების
დაწესებულებებში
სოციალური
მსჯავრდებულთა
განყოფილების
რესოციალიზაცია-
რეაბილიტაციის ყველა თანამშრომლისთვის უზრუნველყოფილია სამუშაო გარემო, მაგიდა,
ინდივიდუალური კომპიუტერული ტექნიკა, საოფისე ნივთები. შემთხვევის მართვის
სისტემის
იმპლემენტაციისა
შესაბამისად
ეტაპობრივად
და
ახალი
სარეაბილიტაციო
საჭიროებისამებრ
პროგრამების
განახლდება
მიწოდების
მსჯავრდებულთა
რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის თანამშრომელთათვის მატერიალურტექნიკური ბაზა.
დავალება შესრულებულია
ო) დაიწყოს მუშაობა პატიმართა დასაქმების წახალისების მექანიზმის შემოსაღებად,
რომლის მეშვეობითაც პენიტენციურ დაწესებულებაში დასაქმებულ მსჯავრდებულს
მოსახდელი სასჯელის ვადა ნამუშევარი დღეების შესაბამისად შეუმცირდება
აღსანიშნავია, იუსტიციის სამინისტროს, პენიტენციური და პრობაციის სისტემების
თემატური
წარმომადგენლებისა
და
ევროკავშირის
„პენიტენციური
და
პრობაციის
მხარდაჭერის პროექტის“ (EU4Justice) ერთობლივი მუშაობის შედეგად მომზადებული
კონცეფცია
მსჯავრდებულთა
წახალისების
სისტემის
წახალისებისა
დანერგვის
და
ძალადობის
შედეგად
აღმოფხვრის
კონცეფციით
თაობაზე.
გათვალისწინებული
ალტერნატივები განსაზღვრავს მსჯავრდებულთა დასაქმებისა და მათი გათავისუფლების
პროცესის ურთიერთკავშირს. წარმოდგენილ მოდელებზე შეჯერების შედეგად დაიგეგმება
კონკრეტული სამომავლო ნაბიჯები და შემუშავდება წახალისების სისტემის იმპლემენტაციის
გეგმა თითოეული ტიპის პენიტენციური დაწესებულებისთვის.
დავალება შესრულებულია
პ) გადადგას ნაბიჯები N15 პენიტენციურ დაწესებულებაში გადატვირთულობის
პრობლემის გადასაჭრელად და ამ პროცესში უფრო მეტად გაითვალისწინოს პატიმრის
ოჯახის საცხოვრებელი ადგილი
პენიტენციურ დაწესებულებებში პატიმართა განთავსების ლიმიტები გამოთვლილი
და დამტკიცებულია იქნა შესაბამისი ტიპის/რისკის დაწესებულებისათვის დადგენილი
საერთაშორისო
სტანდარტების
გათვალისწინებით.
ამასთან,
განთავსების
საკითხის
განხილვისას, შესაძლებლობის ფარგლებში, უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვით ხდება
მსჯავრდებულის ან მისი ახლო ნათესავის საცხოვრებელი ადგილის გათვალისწინება.
სისტემის რეფორმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად განსაზღვრულია
ახალი მცირე ზომის დახურული ტიპის პენიტენციური დაწესებულებების დიზაინი,
მშენებლობა და არსებული დაწესებულებების ინფრასტრუქტურული გაუმჯობესება. ამ
მიმართულებით ქარელში 134 პატიმარზე გათვალისწინებულ დაწესებულებაზე პროექტის
ექსპერტიზა მიმდინარეობს. დაბა ლაითურში 700 მსჯავრდებულზე გათვალისწინებული
დაწესებულების პროექტირება დასრულდა. მიმდინარეობს სატენდერო პროცედურები ქსნის
მე-15 და მე-19 დაწესებულებების ტერიტორიის 4 ნაწილად გაყოფისა და 3 მცირე ზომის ახალი
დაწესებულების შექმნის მიზნით. რუსთავში გაიხსნება 700 პატიმარზე განსაზღვრული ახალი
დაწესებულება.
შესაბამისად, ახალი დაწესებულებების აშენების შედეგად გაჩნდება შესაძლებლობა,
განიტვირთოს დღეს მოქმედი პენიტენციური დაწესებულებები.
დავალება ითხოვს არა მთლიანი პროცესის დასრულებას, არამედ ნაბიჯების
გადადგმა, შესაბამისად
დავალება შესრულებულია
ჟ) N17 პენიტენციურ დაწესებულებაში გააუქმოს ე.წ. ბარაკის ტიპის საცხოვრებლები
N17 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარდა არსებული 30-კაციანი რამდენიმე საკნის
რეკონსტრუქცია. ამასთან, იგეგმება შედარებით ნაკლები რაოდენობის მსჯავრდებულთა
საცხოვრებელ საკნებად გადაკეთება. 2020 წლის დეკემბრისთვის წარდგენილი იქნება №17
პენიტენციური დაწესებულების დახურვის გეგმა.
დავალება შესრულების პროცესშია
რ) მიიღოს ყველა ზომა, რათა პატიმრებისთვის მინიმალური საცხოვრებელი
პირობების შესაქმნელად N2, N5, N8, N14, N15, N17, N18 და N19 პენიტენციურ
დაწესებულებებში უზრუნველყოფილ იქნეს სათანადო სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების
გაუმჯობესება, N3, N8 და N14 დაწესებულებებში - სათანადო განათება, N2, N3, N5, N6, N8, N9,
N14, N15 და N17 დაწესებულებებში შესაბამისი ვენტილაცია
2019 წლის დეკემბრისთვის ბრალდებულთათვის/მსჯავრდებულთათვის მინიმალური
საცხოვრებელი პირობების გასაუმჯობესებლად პირველადი სამუშაოები დასრულებულია, ამ
სამუშაოების ფარგლებში დაწესებულებათა ნაწილში გაუმჯობესდა როგორც მინიმალური
საცხოვრებელი პირობები, ისე მოწესრიგდა სანიტარულ-ჰიგიენური პირობები, სათანადო
განათება და ვენტილაციის სისტემები. 2019 წლის განმავლობაში აღნიშნული სამუშაოები
ჩატარდა 7 პენიტენციურ დაწესებულებაში.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
ს) მიიღოს ყველა ზომა პენიტენციური დაწესებულებების პირველადი ჯანმრთელობის
დაცვის პუნქტების საჭირო რაოდენობის კომპიუტერული ტექნიკითა და ინტერნეტით
აღჭურვისთვის
ყველა პენიტენციური დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში/სამედიცინო
ნაწილში
მთავარი
ექიმის
კაბინეტი
აღჭურვილია
კომპიუტერული
ტექნიკით
და
ინტერნეტით. გარდა ამისა, კომპიუტერით აღჭურვილია რიგი სამედიცინო ოთახები, მათ
შორის ყველა დაწესებულებაში არსებული აფთიაქი.
სპეციალური პენიტენციური სამსახური მუდმივ რეჟიმში უზრუნველყოფს საჭირო
რაოდენობის
კომპიუტერული
ტექნიკითა
და
ინტერნეტით
პირველადი
ჯანდაცვის
პუნქტების აღჭურვას პენიტენციური ჯანდაცვის სისტემის სრულად ფუნქციონირების
მიზნებისთვის.
დავალება შესრულებულია
ტ) მიიღოს ყველა ზომა, რათა ამბულატორიული პაციენტის (პატიმრის) სამედიცინო
ბარათის შევსებისას დაშვებული ხარვეზების გამოსასწორებლად ყოველი წლის ბოლოს
დაიწეროს შემაჯამებელი/წლიური ეპიკრიზი, რომელშიც მოკლედ აისახება გასული წლის
განმავლობაში აღნიშნული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის დინამიკა,
ჩატარებული კონსულტაციები, განხორციელებული რეფერალი, ჩატარებული გამოკვლევები,
დასმული დიაგნოზები, ჩატარებული მკურნალობა და მისი შედეგები
ბრალდებულ/მსჯავრდებულთათვის სამედიცინო მომსახურების მიწოდებისას ივსება
სამედიცინო ბარათი, რომელშიც მითითებულია ინფორმაცია ჩატარებული კონსულტაციების,
განხორციელებული
გამოკვლევების,
დასმული
დიაგნოზებისა
და
ჩატარებული
მკურნალობის შესახებ. შესაბამისად, სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მიზანშეწონილად
არ
მიაჩნია
მოცემული
დავალების
გაზიარება,
რადგან
ყოველი
წლის
ბოლოს
შემაჯამებელი/წლიური ეპიკრიზის დაწერა ადამიანური რესურსის არამიზნობრივი ხარჯვა
იქნება, რადგან თავის მხრივ, დავალებაში დაფიქსირებული მონაცემები მოცემულია
სამედიცინო ბარათში, სადაც აისახება პაციენტისთვის გაცემული ყველა სამედიცინო
მომსახურება.
დავალება შესრულებული არ არის
უ) მიიღოს ყველა ზომა პენიტენციურ დაწესებულებებში არაგადამდები დაავადებების
სკრინინგის ჩასატარებლად
პენიტენციური სისტემის სამედიცინო პერსონალის (ექიმის) მიერ ფასდება პირის
ჯანმრთელობის
მდგომარეობა,
ხდება
ჰეპატიტებზე,
აივ-ინფექცია
შიდსზე
ჯანმრთელობის
მდგომარეობის
სკრინინგული
ტარდება
გამოკვლევების
ტუბერკულოზის
გათვალისწინებით,
იგეგმება
შეთავაზება
სკრინინგი
შემდგომი
და
სამედიცინო
საჭიროებები.
პენიტენციურ სისტემაში უზრუნველყოფილია სამედიცინო პერსონალის 24 საათიანი
ხელმისაწვდომობა და გარდა პენიტენციური დაწესებულებების საექიმო-სამედიცინო
პუნქტებში/სამედიცინო
ნაწილებში
დასაქმებული
მედპერსონალისა,
სისტემას
ასევე
ემსახურება სხვადასხვა პროფილის კონტრაქტორი ექიმ-სპეციალისტი, რომლებიც გეგმიურ
ვიზიტებს
ახორციელებენ
დაწესებულებებში
დაავადებათა
პრევენციის,
ადრეული
გამოვლენისა და მართვის მიზნით.
ყველა პენიტენციურ დაწესებულებაში, ხელმისაწვდომია ისეთი დიაგნოსტიკური
გამოკვლევები,
როგორიცაა:
ულტრასონოგრაფია,
რენტგენოგრაფია,
ელექტროკარდიოგრაფია, რაც ასევე უზრუნველყოფს, ადგილზე სამედიცინო მომსახურების
დროულად მიწოდებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული დაავადებათა გამოვლენის
დაგვიანებული
შემთხვევები.
სამოქალაქო
სექტორთან
პრევენციული
გამოკვლევები
შესაბამისი
სკრინინგ
თანამშრომლობით,
პროგრამით
ტარდება
გათვალისწინებულ
ასაკობრივ ჯგუფებში.
2019 წელს პენიტენციური სისტემის ყველა დაწესებულებაში სხვადასხვა პროფილის
ექიმ-სპეციალისტთა
მიერ
პრევენციული
გასინჯვების
ფარგლებში
ჩატარდა
4743
კონსულტაცია.
დავალება შესრულებულია
ფ) მიიღოს ყველა ზომა, რათა პენიტენციურ დაწესებულებებში მოთავსებულ
პატიმრებთან რეგულარული შეხვედრებით და საინფორმაციო კამპანიის ჩატარებით
უზრუნველყოფილ იქნეს პატიმართათვის პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული
ჯანმრთელობის დაცვის სერვისების, პრევენციული ჯანმრთელობის დაცვისა და ცხოვრების
ჯანსაღი წესის შესახებ ინფორმაციის მიწოდება
პენიტენციურ დაწესებულებებში არსებული ჯანდაცვის სერვისების, პრევენციული
ჯანდაცვისა და ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
ინფორმირება იწყება მათი პენიტენცურ დაწესებულებაში განთავსებისთანავე, პირველადი
სამედიცინო შემოწმებისას და შემდგომში, სისტემატურად ხორციელდება პირველადი
ჯანდაცვის გუნდის მიერ. ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს, სურვილის შემთხვევაში,
მიეწოდებათ ბროშურა, სადაც დეტალურადაა მოცემული ინფორმაცია პენიტენციური
სისტემის ჯანდაცვის სერვისების შესახებ. აღნიშნული ბროშურა, ნათარგმნია 7 ენაზე
(აზერბაიჯანულ, სომხურ, თურქულ, რუსულ, ინგლისურ, არაბულ და სპარსულ ენებზე) და
შესაბამისად,
ინფორმაცია
ხელმისაწვდომია
არაქართულენოვანი
ბრალდებულების/მსჯავრდებულებისთვისაც.
დავალება შესრულებულია
ქ) მიიღოს ყველა ზომა, №2, №3, №6, №7, №8, №9, №12, №14, №15, №17, №18, №19
დაწესებულებებში ხანმოკლე პაემნების მინის ბარიერის გარეშე განსახორციელებლად
N12, N5, N2 და N6 პენიტენციურ დაწესებულებებში მოწყობილია მინის ბარიერის
გარეშე ინფრასტრუქტურა ხანმოკლე პაემნებისთვის. ხოლო დანარჩენ დაწესებულებებში
დაგეგმილია და ეტაპობრივად განხორციელდება საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა.
დავალება შესრულების პროცესშია
ღ) მიიღოს ყველა ზომა, დახურული ტიპის დაწესებულებებში ტელეფონების ისეთ
ადგილას მოსათავსებლად, სადაც პატიმარს შესაძლებლობა ექნება სატელეფონო ზარი
დაწესებულების თანამშრომლის მიყურადების გარეშე განახორციელოს
„პატიმრობის კოდექსის“ მე-19 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „სატელეფონო
საუბარი ხორციელდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით და ადმინისტრაციის
კონტროლით“. დახურული ტიპის დაწესებულების დებულების თანახმად, დაუშვებელია
მსჯავრდებულის
დაწესებულების
ტერიტორიაზე
გადაადგილება
უფლებამოსილი
მოსამსახურის ზედამხედველობის გარეშე. სატელეფონო საუბრის დროს მიმდინარეობს
მხოლოდ დაწესებულების მოსამსახურის ვიზუალური მეთვალყურეობა, სატელეფონო
საუბრის მიყურადებისა და მოსმენის გარეშე.
დავალება შესრულებულია
ყ) პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებს ჩაუტაროს პროფესიული
გადაწვის ტრენინგი
პენიტენციურ
სისტემაში
მიმდინარე
რეფორმის
ფარგლებში
თანამშრომელთა
პროფესიული შესაძლებლობების გაძლიერება და მათთვის საერთაშრისო სტანდარტების
შესაბამისი ტრენინგების მიწოდება პრიორიტეტული საკითხია. საანგარიშო პერიოდში
სპეციალური პენიტენციური სამსახურისა და სსიპ „საქართველოს იუსტიციის სასწავლო
ცენტრის“ მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა და ინერგება მიმდინარე საჭიროებებსა და
პრიორიტეტებს მორგებული სასწავლო მოდულები და ტარდება შესაბამისი ტრენინგები.
პროფესიული გადაწვის საკითხთან მიმართებით აღსანიშნავია:
-
2019 წლის განმავლობაში, თანამდებობაზე დანიშვნამდე ესკორტის
ყველა ოფიცერი გადის „ესკორტის ოფიცერთა საორიენტაციო კურსს“, რაც მოიცავს
მათ შორის უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას სტრესის მართვის მიმართულებით. კურსის
ფარგლებში ორი სრული დღე ეთმობა „პროფესიული სტრესის მართვის“ მოდულს.
-
2019 წლის მაისში შეიქმნა ტრენინგ-პროგრამა, რომელიც შედგება მათ
შორის ემოციებისა და სტრესის მართვის ტექნიკების პრაქტიკაში გამოყენების
თემატიკებისაგან. აღნიშნული ტრენინგი 2019 წლის მაისიდან
N6 პენიტენციური
დაწესებულების უსაფრთხოებისა და სამართლებრივი რეჟიმის ყველა თანამშრომელმა
გაიარა.
-
2019
წელს
ამერიკის
შეერთებული
ანტინარკოტიკული
და
სამართალდამცავ
შტატების
ორგანოებთან
სახელმწიფო
თანამშრომლობის
ბიუროსთან (INL) თანამშრომლობის ფარგლებში 37 სოციალური მუშაკი და
ფსიქოლოგი იყო ჩართული პროფესიული გადაწვის ტრენინგში.
დავალება შესრულებულია
შ) მიიღოს ყველა ზომა, პენიტენციური დაწესებულებების ყველა თანამშრომლისთვის,
ზეგანაკვეთური სამუშაოს ასანაზღაურებლად
პენიტენციური
სისტემის
იუსტიციის
სამინისტროში
ინტეგრირების
შემდგომ
დაწყებული რეფორმის ახალი ტალღის ფარგლებში სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში
მოწესრიგდა
სახელფასო
პოლიტიკა:
სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის
თანამშრომლებს განესაზღვრათ მუდმივი/სტაბილური სარგო/ხელფასი, რომელიც არის
გარანტირებული თვიური ანაზღაურება და მათი შემოსავალი აღარ არის დამოკიდებული
ცალკეულ
პირთა
ინდივიდუალურ
შეხედულებებზე.
სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის არასამოქალაქო დანაყოფის თანამშრომელთა ხელფასები გაიზარდა 150 ლარით;
2019
წლის
თებერვლიდან
დამატებით
სპეციალური
პენიტენციური
სამსახურის
არასამოქალაქო დანაყოფის თანამშრომელთა სარგო გაიზარდა საშუალოდ 100 ლარით;
პენიტენციურ სისტემაში გაიზარდა თანამდებობრივი სარგოები.
ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურებასთან დაკავშირებით აღსანიშნავია, რომ
ხორციელდება
კანონმდებლობის
შესაბამისად,
ზემდგომი
თანამდებობის
პირის
დასაბუთებული წარდგინების საფუძველზე.
დავალება შესრულებულია
ჩ) მიიღოს ყველა ზომა, რათა პენიტენციური დაწესებულების ყველა თანამშრომელს
მიეცეს შვებულების სრულყოფილად გამოყენების შესაძლებლობა
კანონმდებლობის
უზრუნველყოფს
შესაბამისად,
სამსახურებრივი
სპეციალური
საჭიროების
პენიტენციური
შეფასების
შედეგად,
სამსახური
პენიტენციური
დაწესებულების თანამშრომელთა შვებულების სრულყოფილად გამოყენებას.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
ც) პენიტენციური დაწესებულებების სხვა თანამშრომელთა მსგავსად, სამედიცინო
დაზღვევით უზრუნველყოს კანცელარიის თანამშრომლები, იურისტები და ბუღალტრები
2019 წლის 2 მარტიდან სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური
დაწესებულებების
ადმინისტრაციული
განყოფილების
ყველა
თანამშრომელი
(განყოფილების უფროსი, საქმისმწარმოებელი, იურისტი, ბუღალტერი, საწყობის მენეჯერი,
სასადილოს მენეჯერი, დამხმარე მოსამსახურე) დაზღვეულ იქნა სამსახურის მიერ
საბიუჯეტო სახსრებით.
დავალება შესრულებულია
ძ) მიიღოს ყველა ზომა, რათა ყველა პენიტენციური დაწესებულების პერსონალის
უზრუნველყოფილ იქნეს დაწესებულებაში სათანადო კვებით, აგრეთვე მისთვის
დაწესებულებაში გამოიყოს სასადილო ოთახი
2018 წლის 31 დეკემბერს, იუსტიციის მინისტრის ინიციატივით, ცვლილება შევიდა
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 25 ნოემბრის N165
ბრძანებაში, რის შედეგადაც, 2019 წლის 1 იანვრიდან სათანადო კვებით უზრუნველყოფილია
პენიტენციური
დაწესებულების
ყველა
ის
მოსამსახურე,
რომელიც
სამსახურებრივ
საქმიანობას ახორციელებს 24-საათიან სამორიგეო ცვლაში. დაწესებულებათა მორიგე
თანამშრომლები
საკვებს
იღებენ
დაწესებულების
სასადილოდან,
ხოლო
ესკორტის
თანამშრომლები - მშრალ საკვებს;
საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2019 წლის 8 აპრილის N393 ბრძანების თანახმად
პენიტენციური დაწესებულებების მოსამსახურეთა დღიური კვება უნდა იყოს ორჯერადი
(სადილი და ვახშამი). მოცემული სასურსათო უზრუნველყოფის ნორმები ვრცელდება იმ
მოსამსახურეზეც, რომელიც სამსახურებრივ საქმიანობას ახორციელებს 24 საათიან სამორიგეო
ცვლაში.
რაც შეეხება სასადილო ოთახების გამოყოფას, N12 პენიტენციურ დაწესებულებაში
სასადილო ოთახი უზრუნველყოფილია, N15 და N19 დაწესებულებებში დაგეგმილია მისი
გამოყოფა, ხოლო დანარჩენ დაწესებულებებში შესაბამისი ინფრასტრუქტურა მოეწყობა
მოთხოვნის შესაბამისად.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
წ) პენიტენციური დაწესებულებების დებულებებში შესაბამისი ცვლილების შეტანით
მოხსნას ან გაზარდოს პატიმრისთვის ოფიციალური დოკუმენტების შენახვაზე დაწესებული
ფურცლების ლიმიტი მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან მიმართებით
პენიტენციურ
დაწესებულებების
ბრალდებულს/მსჯავრდებულს
უფლება
არ
აქვს
დებულებათა
შეინახოს
ნებისმიერი
მიხედვით,
დოკუმენტი
(სასამართლოს განაჩენებისა და გადაწყვეტილებების ასლების, შესანახად ჩაბარებული
ფულის, ნივთებისა და ფასეულობების ქვითრის გარდა (ერთ ეგზემპლარად), ასევე
მსჯავრდებულის გადაწყვეტილებით სხვა ოფიციალური დოკუმენტების, არაუმეტეს 100
ფურცლის გარდა). აღნიშნული ლიმიტის დაწესება მიზნად ისახავს უსაფრთხოების დაცვის
უზრუნველყოფას
და
ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა
გადატვირთვის თავიდან აცილებას.
საცხოვრებელი
გარემოს
შესაბამისად, ამ ეტაპზე არ არის მიზანშეწონილი შენახვაზე დაწესებული ლიმიტის
მოხსნა.
დავალება შესრულებული არ არის
ჭ) დაგეგმოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის N11 არასრულწლოვანთა
სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ბავშვთა ინტერესებისა და საჭიროებებისთვის
მორგებული პროფესიული და სხვა საგანმანათლებლო/სარეაბილიტაციო ღონისძიებების
განხორციელება, რაც არასრულწლოვან მსჯავრდებულებს საშუალებას მისცემს, სასურველ
პროფესიას დაეუფლონ, აგრეთვე უზრუნველყოფს რეაბილიტაციის პროცესის ეფექტიან
წარმართვას
იუსტიციის სამინისტროს სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ ძირეულ
მიმართულებას პენიტენციური და პრობაციის სისტემებში ეფექტიანი რეაბილიტაციის,
რესოციალიზაციისა და რეინტეგრაციის განხორციელების გზით განმეორებითი დანაშაულის
შემცირება
და
შედეგად
გათვალისწინებულია
დანაშაულის
პრევენცია
მსჯავრდებულებისთვის
წარმოადგენს.
დასაქმების,
ამ
პროფესიული
კუთხით
სწავლების,
განათლებისა და განტვირთვის შესაძლებლობების გაუმჯობესება და ისეთი სისტემების და
ინფრასტრუქტურის შექმნა, რომელიც ითვალისწინებს და განსაკუთრებულ ყურადღებას
აქცევს მოწყვლადი ჯგუფების საჭიროებებს. რეფორმის ფარგლებში შეიქმნა მსჯავრდებულთა
მომზადებისა და გადამზადების ცენტრი, რომლის მიზანიცაა სასჯელის მოხდის პერიოდში
პროფესიული
სწავლების
მიღების
შესაძლებლობების
გაუმჯობესება
და
შედეგად
გათავისუფლების შემდგომ დასაქმებისთვის უკეთესი მზაობის უზრუნველყოფა. ასევე,
დაგეგმილია საგანმანათლებლო სისტემის გაუმჯობესება ყველა დონეზე: როგორც საბაზისო
განათლების
(წერა/კითხვა
და
არითმეტიკა),
ასევე
უმაღლესი
განათლების
დონის
გაუმჯობესება. არასრულწლოვნებთან მიმართებით მნიშვნელოვანია ოჯახის ფარგლებში
მეგობრული და მხარდამჭერი გარემოს შექმნის მიზნით
ახალი მიდგომისა და გეგმის
პროექტის შემუშავება.
იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მენეჯმენტის
ხედვის შესაბამისად, N11 პენიტენციური დაწესებულება სრულად გახდება მორგებული
სარეაბილიტაციო
პროგრამებზე
და
ამისათვის,
გარდა
სასწავლო
პროგრამებისა,
მნიშვნელოვანია არასრულწლოვნები დამატებით დაკავდნენ სხვადასხვა აქტივობებით,
რომელთა შემუშავებაც უკვე მიმდინარეობს, არასრულწლოვან მსჯავრდებულთა პოზიტიური
ცვლილებების
მისაღწევად
რიგი
აქტივობები
(კულტურული,
საგანმანათლებლო,
სპორტული, ფსიქო-სოციალური) სისტემის ფარგლებში მუდმივად ხორციელდება.
დავალება შესრულებულია
ხ)
საზოგადოებას
მიაწოდოს
ინფორმაცია
საქართველოს
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე უძრავი ქონების აღრიცხვის მიზნით განხორციელებული ღონისძიებების
შესახებ, ხოლო დამატებითი კონსულტაციების საჭიროების შეთხვევაში დისკუსია ყველა
უწყებისა და დაინტერესებული ჯგუფის მონაწილეობით წარმართოს.
დავალება შესრულების პროცესშია
3. პროკურატურა
ა) თემირლან მაჩალიკაშვილის მიმართ ძალის გამოყენების პროპორციულობის
შესაფასებლად გამოძიება ეფექტიანად, ზედმიწევნით, დროულად და გამჭვირვალედ
აწარმოოს;
ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში არსებულ სისხლის
სამართლის №043261217801 საქმეზე, 2020 წლის 25 იანვარს შეწყდა გამოძიება საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის
საფუძველზე. საქართველოს სახალხო დამცველის წარმომადგენელი სრულად გაეცნო
სისხლის სამართლის საქმის მასალებს და ნივთიერ მტკიცებულებებს.
დავალება შესრულებულია
ბ) საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია ქალაქ თბილისში, ხორავას ქუჩაზე
არასრულწლოვანთა მკვლელობის გამოძიების დადგენილი ხარვეზების საფუძველზე
დაწყებული სამსახურებრივი შემოწმების შედეგების შესახებ;
2019 წლის ივნისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საქმეზე, მ.კ.-ს
წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე
ნაწილის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. ხორავას
ქუჩაზე
არასრულწლოვანთა
მკვლელობის
გამოძიებისას
დადგენილი
ხარვეზების
საფუძველზე დაწყებული სამსახურებრივი შემოწმება შეჩერებულია აღნიშნულ საქმეზე
საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.
დავალება შესრულების პროცესშია
გ) განაგრძოს ზვიად გამსახურდიას შესაძლო მკვლელობის ფაქტზე მიმდინარე
გამოძიება, ჩაატაროს ინფორმაციის მოსაძიებლად/გადასამოწმებლად საჭირო ყველა
საგამოძიებო მოქმედება, გააანალიზოს გარდაცვლილის ოჯახის წევრებისა და მათი
ადვოკატის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და გადაამოწმოს მათი ვერსიები;
საქართველოს გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის წარმოებაში
არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, ზვიად გამსახურდიას განზრახ მკვლელობის
ფაქტზე, ჩატარდა ასობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, დაინიშნა არაერთი
ექსპერტიზა,
დათვალიერდა
შემთხვევის
ადგილი
და
ობიექტები,
ამოღებულ
იქნა
საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვადასხვა საგნები და დოკუმენტები.
ამ ეტაპზე მიმდინარეობს მოწმეთა გამოკითხვა, დაინიშნა სხვადასხვა ექსპერტიზები,
მათ შორის კომპლექსური - ბალისტიკური და სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა,
რომლის ჩატარების პროცესში ჩართულები არიან ზვიად გამსახურდიას ოჯახის წევრების
მოთხოვნით მოწვეული დამოუკიდებელი ექსპერტები. გამოძიების პროცესში მოწმდება
დაზარალებული მხარის მიერ მოწოდებული ინფორმაცია და ვერსიები. განსაკუთრებული
ძალისხმევა მიმართულია იმ საგამოძიებო ვერსიის გადამოწმების კუთხით, რომელიც
წარმოიშვა საქმეზე ზვიად გამსახურდიას გარდაცვალებასთან დაკავშირებული საკითხების
შემსწავლელი პარლამენტის დროებითი კომისიის დასკვნის შემდგომ.
დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა კონსტანტინე გამსახურდია,
რომლის ადვოკატები სრულად გაეცნენ და პერმანენტულად ეცნობიან საქმის მასალებს.
დავალება შესრულების პროცესშია.
დ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის
ანგარიშში წარმოადგინოს მოსაზრება სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების
ეფექტიანობის შესახებ;
საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო N5003-Iს დადგენილება
„2018
წელს
საქართველოში
ადამიანის
უფლებათა
და
თავისუფლებათა
დაცვის
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე. აღნიშნული
დადგენილებით პროკურატურას დაევალა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე
მუხლის
შესაბამისად
საქართველოს
პარლამენტისთვის
წარდგენილ
საქართველოს
პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში წარმოადგინოს მოსაზრება სიცოცხლის უფლების
ხელყოფის გამოძიების ეფექტიანობის შესახებ.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საქართველოს პროკურატურის 2018 წელს
გაწეული საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტს წარუდგინა 2019 წლის 14 მაისს.
აღნიშნულ ანგარიშში წარმოდგენილი არ არის სიცოცხლის უფლების ხელყოფასთან
დაკავშირებული
სისხლის
სამართლის
საქმეების
შესახებ
ინფორმაცია.
იმის
გათვალისწინებით, რომ რეგლამენტის მიხედვით, საქართველოს გენერალური პროკურორის
მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ანგარიშის წარდგენა
წინ უსწრებს სახალხო
დამცველის საპარლემენტო ანგარიშის წარდგენას, პარლამენტის დადგენილებაში ასახული
შესაბამისი ვალდებულების შესრულებაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს გენერალური
პროკურორის 2019 წლის ანგარიშის შედგენისას.
დავალება შესრულების პროცესშია
ე) სიცოცხლის უფლების ხელყოფის გამოძიების ფარგლებში საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ ვადაში და დადგენილი
წესით მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების
შესახებ;
2019 წელს საქართველოს პროკურატურაში შემოვიდა სახალხო დამცველის 1000-ზე
მეტი მომართვა, მათ შორის სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტებზე არსებულ სისხლის
სამართლის საქმეებთან დაკავშირებით, სახალხო დამცველს კანონით დადგენილ ვადაში და
დადგენილი წესით მიეწოდა მოთხოვნილი ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმეებზე
ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების შესახებ. ამასთან, 2019 წელს სახალხო
დამცველმა მოითხოვა 149 სისხლის სამართლის საქმის გაცნობა, აღნიშნული მოთხოვნა
დაკმაყოფილდა და სახალხო დამცველის წარმომადგენლები გაეცნენ 142 სისხლის სამართლის
საქმეს, მათ შორის სიცოცხლის უფლების ხელყოფის ფაქტებზე წარმოებულ საქმეებს.
დავალება შესრულებულია
ვ) არასათანადო მოპყრობის საქმეთა გამოძიების ფარგლებში საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატს მიაწოდოს მოთხოვნილი ინფორმაცია საგამოძიებო და საპროცესო
მოქმედებების შესახებ, შესაბამისი თარიღების მითითებით, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით;
2019 წელს საქართველოს პროკურატურაში შემოვიდა სახალხო დამცველის 168
მომართვა, რომელიც შეეხებოდა პოლიციის თანამშრომლების ან/და პენიტენციური
დაწესებულების თანამშრომლების მიერ სავარაუდოდ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს.
სახალხო დამცველს ყველა მომართვაზე გაეცა წერილობითი პასუხი. აგრეთვე, არასათანადო
მოპყრობის შესახებ სახალხო დამცველის მომართვების საფუძველზე, საქართველოს
პროკურატურის შესაბამის საგამოძიებო ნაწილებში გამოძიება დაიწყო 22 სისხლის
სამართლის საქმეზე, მათ შორის სსკ-ის 333-ე მუხლის პირველი ნაწილით - 5 საქმეზე; სსკ-ის
333-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - 16 საქმეზე; სსკ-ის 1443 მუხლით - 1 სისხლის
სამართლის საქმეზე.
დავალების შესრულებულია.
ზ) არასათანადო მოპყრობის საქმეთა გამოძიება აწარმოოს დამოუკიდებლობისა და
მიუკერძოებლობის პრინციპების დაცვით, საგამოძიებო მოქმედებები ზედმიწევნით და
დროულად ჩაატაროს და მაქსიმალურად უზრუნველყოს ამ პროცესში დაზარალებულთა
მონაწილეობა, ამასთანავე, ამის შესახებ დეტალური ინფორმაცია ყოველწლიურად ასახოს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს
პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში;
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა 2019 წლის 14 მაისს საქართველოს
პარლამენტს წარუდგინა საქართველოს პროკურატურის 2018 წელს გაწეული საქმიანობის
ანგარიში. აღნიშნულ ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა არასათანადო მოპყრობის წინააღმდეგ
პროკურატურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.
დავალება შესრულებულია
თ) ივანე მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში
საქართველოს სახალხო დამცველს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით
მიაწოდოს ინფორმაცია საგამოძიებო მოქმედებების შესახებ;
2019 წლის ოქტომბერში და 2020 წლის იანვარში სახალხო დამცველის აპარატის
წარმომადგენელი გაეცნო სისხლის საამრთლის საქმეზე გამოძიების განახლების შემდგომ
არსებულ სრულ მტკიცებულებებს. სახალხო დამცველს ან მის წარმომადგენელს საქმის
მასალების
გაცნობის
შემდგომ
გენერალური
პროკურატურისთვის
წერილობით
არ
მოუმართავთ.
დავალება შესრულებულია
ი) ახალი, მნიშვნელოვანი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას
პერიოდულად აცნობოს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დარღვევის საქმეებზე
მიმდინარე გამოძიებაში პროგრესის შესახებ;
2019 წელს პირადი ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის ან პერსონალური მონაცემების
ხელყოფის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 157-ე მუხლით
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 11 პირის მიმართ; 2019 წელს პირადი ცხოვრების
საიდუმლოს ხელყოფის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1571
მუხლით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 40 პირის მიმართ.
დავალება შესრულების პროცესშია
კ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის
ანგარიშში ასახოს ინფორმაცია სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების გამოძიების
შესახებ;
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა 2019 წლის 14 მაისს საქართველოს
პარლამენტს წარუდგინა საქართველოს პროკურატურის 2018 წელს გაწეული საქმიანობის
ანგარიში. აღნიშნულ ანგარიშში ცალკე თავი ეთმობა სიძულვილით მოტივირებული
დანაშაულების შესახებ პროკურატურის მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს.
დავალება შესრულებულია.
ლ) გააძლიეროს პრევენციული ზომები ქორწინების იძულების, თავისუფლების
უკანონო აღკვეთის და არასრულწლოვანთან სქესობრივი კავშირის ფაქტების
შესამცირებლად/თავიდან
ასაცილებლად,
კერძოდ,
უზრუნველყოს
მოსახლეობის
ცნობიერების ამაღლების ხელშეწყობა და მომხდარ დანაშაულთა დეტალური გაანალიზება;
პროექტ ,,საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში შეხვედრები ჩატარდა
სხვადასხვა ადგილობრივი სახელმწიფო უწყებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების
წარმომადგენლებთან, სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტებთან, სკოლის მოსწავლეებთან,
მასწავლებლებთან, ადგილობრივ მოსახლეობასთან, მათ შორის, ეთნიკური უმცირესობის
წარმომადგენლებთან. აქტივობები, სხვა საკითხებთან ერთად, მოიცავდა მონაწილეთათვის
ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახური დანაშაულის, არასრულწლოვანთან სქესობრივი
კავშირის, ადრეული ქორწინების, ქორწინების იძულების, ადევნების და სხვა დანაშაულების
შესახებ ინფორმაციის მიწოდებას და სტატისტიკური მონაცემების გაცნობას, აღნიშნული
დანაშაულების
გამომწვევი
მიზეზებისა
და
პრევენციული
ღონისძიებების
შესახებ
მსჯელობას. 2018 წელს ,,საზოგადოებრივი პროკურატურის“ ფარგლებში ჩატარდა 241 ასეთი
შეხვედრა საქართველოს ყველა რეგიონში, ხოლო 2019 წელს ჩატარდა 64 შეხვედრა.
დავალება შესრულებულია
მ) ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საქმეებზე მოიძიოს და
გაითვალისწინოს ძალადობის წინარე ისტორიის ამსახველი მასალები;
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საქმეებზე 2018 წელს სისხლისსამართლებრივი
დევნა დაიწყო 3955 პირის მიმართ, ხოლო 2019 წელს 4579 პირის მიმართ. პროკურატურის
მიერ ოჯახურ დანაშაულში ბრალდებული პირების მიმართ 2018-2019 წლებში ხორციელდება
მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკა. გაზრდილია პროკურორთა მიერ აღკვეთის
ღონისძიების სახით პატიმრობის მოთხოვნის მაჩვენებელი. 2018 წელს - 91%, ხოლო 2019 წელს
- 92%.
ოჯახური
დანაშაულის
საქმეებზე
საპროკურორო
საქმიანობის
ეფექტიანად
განხორციელების უზრუნველსაყოფად, 2018 წლიდან განხორციელდა სპეციალიზაცია, 2019
წლის მონაცემებით სპეციალიზებულია 193 პროკურორი და პროკურატურის გამომძიებელი.
ქალთა
მიმართ
და
ოჯახში
ხელმძღვანელობის
დავალებაში,
ხელმძღვანელობენ,
მითითებულია,
ძალადობის
საქმეებზე
რომლითაც
სპეციალიზებული
ადმინისტრაციული
გამოძიების
საპროცესო
პროკურორები
წარმოების
მასალების
მტკიცებულებად გამოყენების თაობაზე.
დავალება შესრულებულია
ნ) საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად
საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ საქართველოს პროკურატურის საქმიანობის
ანგარიშში ასახოს ინფორმაცია რელიგიური შეუწყნარებლობის გამო ჩადენილი
დანაშაულების გამოძიების შესახებ;
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა 2019 წლის 14 მაისს საქართველოს
პარლამენტს წარუდგინა საქართველოს პროკურატურის 2018 წელს გაწეული საქმიანობის
ანგარიში. აღნიშნულ ანგარიშში ასახულია ინფორმაცია რელიგიური შეუწყნარებლობის
ნიშნით ჩადენილი დანაშაულების შესახებ.
დავალება შესრულებულია
ო) ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას მიაწოდოს
ინფორმაცია 2014 წელს ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, აგრეთვე ქობულეთის
მუნიციპალიტეტში სამართალდამცველების მიერ მუსლიმთა უფლებების სავარაუდო
დარღვევის ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და 2018 და 2019 წლების განმავლობაში
ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ და მიიღოს შემაჯამებელი
გადაწყვეტილებები;
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა.
დავალება შესრულების პროცესშია
პ) ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია
აფგან მუხთარლის საქმეზე მიმდინარე გამოძიებისა და პროგრესის შესახებ;
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმებზე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა.
დავალება შესრულების პროცესშია
ჟ) ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია
„ჯორჯიან მანგანეზის“ საქმეზე მიმდინარე გამოძიებისა და პროგრესის შესახებ;
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმებზე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა.
დავალება შესრულების პროცესშია
რ) 2019 წელს საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენ ანგარიშში ასახოს
ინფორმაცია წარმოებაში მომხდარ უბედურ შემთხვევებთან დაკავშირებულ სისხლის
სამართლის
საქმეებზე
ბრალდებულებთან
საპროცესო
შეთანხმების
დადების
დამკვიდრებული პრაქტიკის შესახებ;
საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო N5003-Iს დადგენილება
„2018
წელს
საქართველოში
ადამიანის
უფლებათა
და
თავისუფლებათა
დაცვის
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე. აღნიშნული
დადგენილებით პროკურატურას დაევალა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე
მუხლის
შესაბამისად
საქართველოს
პარლამენტისთვის
წარდგენილ
საქართველოს
პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში ასახოს ინფორმაცია წარმოებაში მომხდარ უბედურ
შემთხვევებთან
დაკავშირებულ
სისხლის
სამართლის
საქმეებზე
ბრალდებულებთან
საპროცესო შეთანხმების დადების დამკვიდრებული პრაქტიკის შესახებ.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საქართველოს პროკურატურის 2018 წელს
გაწეული საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტს წარუდგინა 2019 წლის 14 მაისს.
აღნიშნულ ანგარიშში წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია წარმოებაში მომხდარ უბედურ
შემთხვევებთან
საპროცესო
დაკავშირებულ
შეთანხმების
სისხლის
დადების
სამართლის
საქმეებზე
დამკვიდრებული
ბრალდებულებთან
პრაქტიკის
შესახებ.
იმის
გათვალისწინებით, რომ რეგლამენტის მიხედვით, საქართველოს გენერალური პროკურორის
მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ანგარიშის წარდგენა
წინ უსწრებს სახალხო
დამცველის საპარლემენტო ანგარიშის წარდგენას, პარლამენტის დადგენილებაში ასახული
შესაბამისი ვალდებულების შესრულებაზე მუშაობა უნდა გაგრძელდეს გენერალური
პროკურორის 2019 წლის ანგარიშის შედგენისას.
დავალება შესრულების პროცესშია
ს) ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია
საარჩევნო პერიოდში გამოვლენილი ყველა დანაშაულებრივი ქმედების საქმეებზე მიმდინარე
გამოძიებისა და პროგრესის შესახებ;
2018
წელს
საარჩევნო
პერიოდში
გამოვლენილ
დანაშაულებრივ
ფაქტებზე
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 30 პირის მიმართ. კერძოდ, 2018 წლის არჩევნების
წინა პერიოდში მომხდარ ინციდენტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 17 პირის
მიმართ, ხოლო დაზარალებულად ცნობილია 14 პირი. 2018 წლის არჩევნების დღეს და
მომდევნო დღეებში მომხდარ ინციდენტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 11
პირის მიმართ, დაზარალებულად ცნობილია 9 პირი. 2018 წლის არჩევნების მეორე ტურის
დღეს და მომდევნო დღეებში მომხდარ ინციდენტებზე სისხლისსამართლებრივი დევნა
დაიწყო 2 პირის მიმართ, ხოლო დაზარალებულად ცნობილია 2 პირი.
დავალება შესრულების პროცესშია
ტ) ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ
საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში ასახოს ინფორმაცია საარჩევნო
პერიოდში გამოვლენილი ყველა დანაშაულებრივი ქმედების საქმეებზე მიმდინარე
გამოძიებისა და გაწეული საქმიანობის შესახებ;
საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო N5003-Iს დადგენილება
„2018
წელს
საქართველოში
ადამიანის
უფლებათა
და
თავისუფლებათა
დაცვის
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე. აღნიშნული
დადგენილებით პროკურატურას დაევალა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე
მუხლის
შესაბამისად
პროკურატურის
საქართველოს
საქმიანობის
პარლამენტისთვის
ანგარიშში
ასახოს
წარდგენილ
ინფორმაცია
საქართველოს
საარჩევნო
პერიოდში
გამოვლენილი ყველა დანაშაულებრივი ქმედების საქმეებზე მიმდინარე გამოძიებისა და
გაწეული საქმიანობის შესახებ.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საქართველოს პროკურატურის 2018 წელს
გაწეული საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტს წარუდგინა 2019 წლის 14 მაისს.
აღნიშნულ
ანგარიშში
წარმოდგენილი
არ
არის
ინფორმაცია
საარჩევნო
პერიოდში
გამოვლენილი ყველა დანაშაულებრივი ქმედების საქმეებზე მიმდინარე გამოძიებისა და
გაწეული საქმიანობის შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ რეგლამენტის მიხედვით,
საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ანგარიშის
წარდგენა
წინ უსწრებს სახალხო დამცველის საპარლემენტო ანგარიშის წარდგენას,
პარლამენტის დადგენილებაში ასახული შესაბამისი ვალდებულების შესრულებაზე მუშაობა
უნდა გაგრძელდეს გენერალური პროკურორის 2019 წლის ანგარიშის შედგენისას.
დავალება შესრულების პროცესშია
უ) ახალი გარემოებების აღმოჩენის
შემთხვევაში საზოგადოებას მიაწოდოს
ინფორმაცია რუისი-რიკოთის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესში არქეოლოგიური
ობიექტების განადგურებისა და საყდრისი-ყაჩაღიანის უძველესი ოქროს მაღაროს
დაზიანებისა და განადგურების ფაქტებზე მიმდინარე გამოძიებისა და პროგრესის შესახებ;
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა.
დავალება შესრულების პროცესშია
ფ) ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტის 172-ე მუხლის შესაბამისად საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილ
საქართველოს პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში ასახოს ინფორმაცია საქართველოს
თავდაცვის სამინისტროს ნაწილებში პირთა გარდაცვალების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის
სამართლის საქმეთა გამოძიების შესახებ;
საქართველოს პარლამენტმა 2019 წლის 20 სექტემბერს მიიღო N5003-Iს დადგენილება
„2018
წელს
საქართველოში
ადამიანის
უფლებათა
და
თავისუფლებათა
დაცვის
მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშის თაობაზე. აღნიშნული
დადგენილებით პროკურატურას დაევალა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 172-ე
მუხლის
შესაბამისად
საქართველოს
პარლამენტისთვის
წარდგენილ
საქართველოს
პროკურატურის საქმიანობის ანგარიშში ასახოს ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს ნაწილებში პირთა გარდაცვალების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის
საქმეთა გამოძიების შესახებ.
საქართველოს გენერალურმა პროკურორმა საქართველოს პროკურატურის 2018 წელს
გაწეული საქმიანობის ანგარიში საქართველოს პარლამენტს წარუდგინა 2019 წლის 14 მაისს.
აღნიშნულ ანგარიშში წარმოდგენილი არ არის ინფორმაცია საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს ნაწილებში პირთა გარდაცვალების ფაქტებზე მიმდინარე სისხლის სამართლის
საქმეთა გამოძიების შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ რეგლამენტის მიხედვით,
საქართველოს გენერალური პროკურორის მიერ საქართველოს პარლამენტისთვის ანგარიშის
წარდგენა
წინ უსწრებს სახალხო დამცველის საპარლემენტო ანგარიშის წარდგენას,
პარლამენტის დადგენილებაში ასახული შესაბამისი ვალდებულების შესრულებაზე მუშაობა
უნდა გაგრძელდეს გენერალური პროკურორის 2019 წლის ანგარიშის შედგენისას.
დავალება შესრულების პროცესშია
ქ) ახალი გარემოებების აღმოჩენის შემთხვევაში საზოგადოებას პერიოდულად, 6
თვეში ერთხელ, მიაწოდოს ინფორმაცია 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ გაუჩინარებულ,
უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა საქმეებზე მიმდინარე გამოძიებისა და პროგრესის შესახებ;
აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეებზე ახალი გარემოება არ გამოკვეთილა.
დავალება შესრულების პროცესშია
ღ) ახალი გარმოებების აღმოჩენის შემთხვევაში წარმოადგინოს დეტალური
ინფორმაცია 2012−2014 წლებში სოფელ სამთაწყაროში მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ
განხორციელებული ქმედებების საქმეებზე მიმდინარე გამოძიების, აგრეთვე იეჰოვას
მოწმეებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი
სავარაუდო სამართალდარღვევების ფაქტებთან დაკავშირებით განხორციელებული
ღონისძიებების შესახებ.
2019 წელს რელიგიური შეუწყნარებლობის მოტივით სისხლისსამართლებრივი დევნა
დაიწყო 14 პირის მიმართ, 13 პირის მიმართ რელიგიური ნიშნით, ხოლო 1 პირის მიმართ რელიგიური
და
გენდერული
ნიშნებით.
რელიგიური
შეუწყნარებლობის
მოტივით
სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო შემდეგი მუხლებით: სსკ-ის 126-ე მუხლით - 3 პირის
მიმართ; სსკ-ის 155-ე მუხლით - 3 პირის მიმართ; სსკ-ის 156-ე მუხლით - 3 პირის მიმართ; სსკის 118-ე მუხლით - 1 პირის მიმართ; სსკ-ის 111-151-მუხლით - 1 პირის მიმართ; სსკ-ის 1261 და
111-151-ე მუხლებით - 1 პირის მიმართ; სსკ-ის 187-ე მუხლით - 1 პირის მიმართ; რელიგიური
და გენდერული ნიშნებით შეუწყნარებლობის მოტივით სისხლისსამართლებრივი დევნა
დაიწყო სსკ-ის 1261 და 111-151-ე მუხლებით - 1 პირის მიმართ.
დაზარალებულად ცნობილ იქნა ჯამში 30 პირი: რელიგიური შეუწყნარებლობის
ნიშნით ნიშნით - 29 პირი (მათ შორის 3 იურიდიული პირი); რელიგიური და გენდერული
შეუწყნარებლობის ნიშნით - 1 პირი. ამათგან, ფიზიკური პირები: 23 იეჰოვას მოწმე, 1 ათეისტი,
3 მართლმადიდებელი ქრისტიანი; რელიგიური გაერთიანებები: 2 შემთხვევაში „იეჰოვას
მოწმეთა ორგანიზაცია საქართველოში“, 1 შემთხვევაში - წმ. ალექსანდრე ნეველის სახელობის
ეკლესია (რუსული მართლმადიდებლური).
დავალება შესრულების პროცესშია
4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ა) შეისწავლოს, დაცულია თუ არა დაკავებული პირის უფლება, დაუკავშირდეს ოჯახის
წევრს/ახლობელს/ადვოკატს და მას დაკავების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს; შეიმუშაოს
მექანიზმი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელი იქნება ამ უფლების რეალიზების შემოწმება;
აღნიშნული შესწავლის შედეგების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს სახალხო
დამცველის აპარატს;
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომში - შსს) ადამიანის უფლებათა
დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტმა მთელი ქვეყნის მასშტაბით
შეისწავლა 2018 წლის 1-ლი იანვრიდან 2019 წლის 20 ივნისამდე პერიოდში არსებული 800მდე დაკავების ოქმი. კვლევის ფარგლებში დეპარტამენტმა შეისწავლა როგორც დაკავების, ისე
დაკავების
შეტყობინების
კანონმდებლობის
ოქმები.
არსებითი
კვლევის
დარღვევები.
შედეგად
არ
ჩატარებული
გამოვლენილა
საპროცესო
კვლევის
საფუძველზე
დეპარტამენტმა მოამზადა დავალება დაკავების ოქმის შედგენის მეთოდოლოგიის შესახებ.
აღნიშნული დავალებით, დაკავების შეტყობინების შესახებ ოქმის ცალკე ფორმა შემუშავდა,
რომლის შევსება სავალდებულოა დაკავების უფლებამოსილების მქონე პირებისთვის.
უფლების აღსრულების კონტროლის მექანიზმთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა
დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, კომპეტენციის ფარგლებში,
ახორციელებს ყოველდღიურ მონიტორინგს სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის,
ამოწმებს დაკავებული პირების უფლებების დაცვის საკითხებსაც.
დავალება შესრულებულია
ბ) განაგრძოს პოლიციელთა გაუმჯობესებული პარამეტრების მქონე სამხრე კამერებით
აღჭურვა და, საპატრულო პოლიციის მსგავსად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლები ეტაპობრივად აღჭურვოს გაუმჯობესებული
ტექნიკური შესაძლებლობების სამხრე კამერებით;
სამინისტროს
ინფორმაციით
აღნიშნული
დავალების
განხილვისას,
პირველ
რიგში,
მნიშვნელოვანია გათვალისწინებულ იქნას სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების
კომპეტენციები. კერძოდ, სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების ძირითად ამოცანას
წარმოადგენს საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა და დანაშაულის
წინააღმდეგ ბრძოლა, რა მიზნითაც, ისინი ახორციელებენ დანაშაულისა და სხვა
სამართალდარღვევათა
გამოვლენას,
მათზე
შესაბამის
სამართლებრივ
რეაგირებას,
კომპეტენციის ფარგლებში ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელებას. ამასთან,
სამინისტროს
ცენტრალური
კრიმინალური
პოლიციის
დეპარტამენტის
ძირითადი
ამოცანებია:
საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვა;
საქართველოს და საერთაშორისო მასშტაბით დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი
პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და
აღკვეთა;
ნარკოტიკული საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის ან ახალი ფსიქოაქტიური
ნივთიერების, ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი
ნივთიერების, ნარკოტიკული საშუალების შემცველი მცენარის უკანონო ბრუნვის
წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
ტრეფიკინგის და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია,
გამოვლენა და აღკვეთა;
კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა, მისი პრევენცია, გამოვლენა და აღკვეთა;
საპოლიციო
სფეროში
არსებულ
საერთაშორისო
ორგანიზაციებთან
და
ამ
ორგანიზაციების წევრი სახელმწიფოების შესაბამის სამსახურებთან ოპერატიული და
სტრატეგიული თანამშრომლობა.
ზემოაღნიშნული
მიზნით,
სამინისტროს
ცენტრალური
კრიმინალური
პოლიციის
დეპარტამენტი საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს დანაშაულის
გამოვლენას
და
შესაბამის
სამართლებრივ
რეაგირებას;
კომპეტენციის
ფარგლებში
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ორგანიზებას, განხორციელებას, კოორდინაციასა და
კონტროლს;
სამინისტროს
ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის
განმახორციელებელი
დანაყოფების შესაძლებლობებისა და ოპერატიულ-ტექნიკური საშუალებების გამოყენებას;
სამართალდაცვით სფეროში საერთაშორისო ოპერატიული თანამშრომლობის ფარგლებში
ოპერატიული ინფორმაციის გაცვლას და სხვა.
ცალსახაა, რომ ზემოთ განხილული დანაყოფების თანამშრომლებს მუდმივად უწევთ
საგამოძიებო მოქმედებების, ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ოპერატიული
საქმიანობის განხორციელება, რა დროსაც სამხრე კამერების გამოყენებამ შესაძლოა ზიანი
მიაყენოს გამოძიების ინტერესებს, ვინაიდან არსებობს გარკვეული რისკი როგორც
სამართალდამცავი ორგანოებისთვის, ისე საზოგადოებისთვის. კერძოდ, ასეთ შემთხვევაში
შესაძლებელია ჩანაწერში აღმოჩნდეს ინფორმაცია ოპერაციაში მონაწილე პირების ვინაობის
შესახებ, ოპერაციის დეტალები/უსაფრთხოება, ოპერაციის ჩატარების მეთოდები/ ტაქტიკა და
სხვა.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
მიზანშეუწონელია
სამხრე
კამერების
ტარების
ვალდებულების დაწესება საგამოძიებო და ოპერატიული ფუნქციებით აღჭურვილი
დანაყოფების თანამშრომლებისთვის.
ამ კუთხით, საინტერესოა ამერიკის შეერთებულ შტატებში არსებული პრაქტიკა. მაგალითად,
ბალტიმორის კანონმდებლობის თანახმად, ფარული დეტექტივები საიდუმლო ოპერაციის
ჩატარებისას
თავისუფლდებიან
სამხრე
ვიდეოკამერის
ტარების
ვალდებულებისგან.
იუსტიციის დეპარტამენტის ოფიცრები, რომელთა შორისაცაა ფედერალური პოლიცია,
ნარკოტიკების აღმასრულებელი ადმინისტრაცია, ალკოჰოლის, თამბაქოს, ცეცხლსასროლი
იარაღისა და ასაფეთქებელი ნივთიერებების ბიურო, არ იყენებს სამხრე კამერებს.
აღნიშნულის რაციონალურ
საფუძვლად მითითებულია ოპერაციის დაცულობა და
უსაფრთხოების საკითხები, როგორიცაა მოძალადე ძებნილების დაკავების პროცესში
გამოყენებული სენსიტიური და ტაქტიკური მეთოდების დაცვა ან ფარული გამოძიების
წარმართვა.
აღსანიშნავია,
რომ
ამერიკის
განმარტებით,
სამხრე
შეერთებული
კამერები,
როგორც
შტატების
იუსტიციის
დეპარტამენტის
წესი,
გამოიყენება
საზოგადოებაზე
ორიენტირებული პოლიციისა და საგზაო მოძრაობის რეგულირების კონტექსტში, ხოლო
საგამოძიებო და საიდუმლო ოპერაციებისას მისი გამოყენება საფრთხის შემცველია და
შესაბამისად სრულიად მიუღებელია.
დავალება შესრულებული არ არის
გ) გაზარდოს იმ დროებითი მოთავსების იზოლატორების რაოდენობა, რომლებშიც
სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს, და ამ იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სხეულზე
არსებული დაზიანებების დოკუმენტირება განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით;
2018 წლის დასაწყისისთვის სამედიცინო პუნქტები ფუნქციონირებდა ქვეყნის
მასშტაბით 7 იზოლატორში. 2018 წლის ბოლომდე გაიხსნა დამატებით 8 პუნქტი. 2019 წელს
ამოქმედდა 4 ახალი სამედიცინო პუნქტი, ხოლო 2020 წელს - 2 პუნქტი. შესაბამისად, დღეის
მდგომარეობით, ქვეყნის მასშტაბით მოქმედი 29 დროებითი მოთავსების იზოლატორიდან
სამედიცინო პუნქტი ფუნქციონირებს 21 იზოლატორში. იმ იზოლატორებში, სადაც
სამედიცინო პერსონალია დასაქმებული, მოსათავსებელ/მოთავსებულ პირთა შემოწმება და
მათ სხეულზე არსებული დაზიანებების დოკუმენტირება ხდება სტამბოლის ოქმის
მოთხოვნების შესაბამისად, ექსპერტის მიერ შემუშავებული სპეციალური ფორმის მიხედვით,
რომელიც დამტკიცებულია შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 8 დეკემბრის №691
ბრძანებით.
დავალება შესრულებულია
დ) შეიმუშაოს სახელმძღვანელო დოკუმენტი/ინსტრუქცია პოლიციელის მიერ
დაკავებული პირისთვის მისი უფლებების განმარტების შესახებ;
შსს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის
დეპარტამენტის მიერ მომზადდა დავალება „დაკავების ოქმის შედგენის მეთოდოლოგიის
შესახებ“,
რომელიც
განკუთვნილია
დაკავების
უფლებამოსილების
მქონე
სამართალდამცავებისთვის. აღნიშნულ დავალებაში ხაზგასმა კეთდება დაკავების დროს
დაკავებული პირისთვის უფლებების განმარტების მნიშვნელობაზე. დავალება ამჟამად გადის
საბოლოო რედაქტირებას და უახლოეს მომავალში გადაიგზავნება სამინისტროს შესაბამის
ტერიტორიულ ორგანოებში, რომლის პრაქტიკაში განხორციელებას მონიტორინგს გაუწევს
დეპარტამენტი. სამინისტროს მიერ შემუშავებულ იქნა „დაკავების სტანდარტული სამოქმედო
პროცედურების შესახებ“ დოკუმენტის პროექტი, რომელიც ითვალისწინებს დაკავებული
პირისთვის უფლებების განმარტების შესახებ ინსტრუქციას. ამ ეტაპისთვის დოკუმენტზე
მიმდინარეობს სამართლებრივი ექსპერტიზა და შესაბამისი ცვლილებების ასახვა.
დავალება შესრულების პროცესშია
ე) უზრუნველყოს პოლიციის შენობების კედლებზე თვალსაჩინო ადგილას იმ
პოსტერების გაკვრა, რომლებიც შეიცავს დაკავებული პირის უფლებების შესახებ
ინფორმაციას და საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზის საკონტაქტო მონაცემებს;
უფლებათა
ჩამონათვალის
ამსახველი
საინფორმაციო
პოსტერები
უკვე
დამზადდა,
გაგზავნილია პოლიციის დეპარტამენტებში და განთავსებულია შსს-ს ადმინისტრაციული
შენობების საერთო სივრცეებში.
დავალება შესრულებულია
ვ) დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებული ექიმებისათვის შეიმუშაოს
დეტალური სახელმძღვანელო ინსტრუქცია ამ იზოლატორებში მოთავსებულ პირთა
სხეულზე არსებული დაზიანებების სრულყოფილად დოკუმენტირების შესახებ;
2019 წელს შსს დროებითი მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ
სამედიცინო შემოწმების მიმართულებით არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და ერთიანი
სტანდარტების დანერგვის მიზნით შემუშავდა და შსს მინისტრის 2020 წლის 27 თებერვლის
N1/81 ბრძანებით (შსს მინისტრის 2016 წლის 8 დეკემბრის N691 ბრძანებაში ცვლილებების
შეტანის გზით) დამტკიცდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი
მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორებში
მოსათავსებელი/მოთავსებული პირების სამედიცინო შემოწმების ჩატარების ინსტრუქცია.“
აღნიშნული
ინსტრუქცია
იზოლატორებში
დასაქმებული
ექიმებისთვის
სახელმძღვანელოს წარმოადგენს, რათა მათ მაქსიმალური სიზუსტით უზრუნველყონ
დაკავებული პირისგან სრული ინფორმაციის მიღება მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის და
არსებული
ჩივილების
შესახებ,
სხეულზე
არსებული
დაზიანებების
დეტალური
დოკუმენტირება სტამბოლის ოქმის შესაბამისად, დაკავებულის მიმართ განხორციელებული
შესაძლო ძალადობის ფაქტის გამოვლენა და საჭიროების შემთხვევაში, სავარაუდო ფაქტის
შესახებ შესაბამისი ორგანოსთვის შეტყობინების გაგზავნა.
დავალება შესრულებულია
ზ) დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებული ექიმებისათვის შეიმუშაოს
ფოტოგადაღების ტექნიკური ინსტრუქცია, რომლითაც დეტალურად განისაზღვრება ის
პროცედურები, რომლებიც ხარისხიანი ფოტოების გადაღებას უზრუნველყოფს;
სხეულზე
არსებული
დაზიანების
ფოტოგადაღებასა
და
გადაღებული
ფოტოსურათების შენახვის დეტალურ წესს ითვალისწინებს შსს მინისტრის 2020 წლის 27
თებერვლის N1/81 ბრძანებით (შსს მინისტრის 2016 წლის 8 დეკემბრის N691 ბრძანებაში
ცვლილებების შეტანის გზით) დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
დროებითი
მოთავსების
უზრუნველყოფის
დეპარტამენტის
დროებითი
მოთავსების
იზოლატორებში მოსათავსებელი/მოთავსებული პირების სამედიცინო შემოწმების ჩატარების
ინსტრუქცია.“
დავალება შესრულებულია
თ) შეიმუშაოს დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებული ექიმების მიერ
გადაღებული ფოტომასალის ერთიანი, სისტემატიზებული შენახვის წესი;
სხეულზე
არსებული
დაზიანების
ფოტოგადაღებასა
და
გადაღებული
ფოტოსურათების შენახვის დეტალურ წესს ითვალისწინებს შსს მინისტრის 2020 წლის 27
თებერვლის N1/81 ბრძანებით (შსს მინისტრის 2016 წლის 8 დეკემბრის N691 ბრძანებაში
ცვლილებების შეტანის გზით) დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
დროებითი
მოთავსების
უზრუნველყოფის
დეპარტამენტის
დროებითი
მოთავსების
იზოლატორებში მოსათავსებელი/მოთავსებული პირების სამედიცინო შემოწმების ჩატარების
ინსტრუქცია.“
დავალება შესრულებულია
ი) დროებითი მოთავსების იზოლატორებში დასაქმებულ ექიმებს ჩაუტაროს
ტრენინგები ამ იზოლატორებში მოთავსებულ პირთა სხეულზე არსებული დაზიანებების
ფოტოგადაღების ინსტრუქციისა და გადაღებული ფოტომასალის შენახვის წესის შესახებ;
2019 წელს, ევროპის საბჭოს პროექტის ფარგლებში ჩატარდა ორი ტრენინგი,
რომელიც მოიცავდა დაკავებულის სხეულზე არსებული დაზიანებების ფოტოგადაღების
საკითხებს. აღნიშნული ტრენინგების ფარგლებში გადამზადდა 30 ექიმი, კერძოდ:
12-15 ივნისი - ტრენინგი დაზიანებების დოკუმენტირებაზე - 15
მონაწილე;
28 ოქტომბერი - 1 ნოემბერი - ტრენერთა ტრენინგი - 15 მონაწილე.
2020
წლის
განმავლობაში,
გადამზადებული
ტრენერების
მიერ
ჩატარებული
ტრენინგების ფარგლებში, ექიმები ეტაპობრივად გადამზადდებიან ფოტოგადაღებასა და
ფოტომასალის შენახვის წესთან დაკავშირებით, შსს მინისტრის 2020 წლის 27 თებერვლის
N1/81 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დროებითი
მოთავსების უზრუნველყოფის დეპარტამენტის დროებითი მოთავსების იზოლატორებში
მოსათავსებელი/მოთავსებული პირების სამედიცინო შემოწმების ჩატარების ინსტრუქციის“
შესაბამისად.
2020 წლის განმავლობაში, ევროპის საბჭოს დახმარებით მომზადებული ტრენერები,
ზემოხსენებული
ინსტრუქციის
შესაბამისად
მოახდენენ
სამედიცინო
პერსონალის
გადამზადებას ფოტოგადაღებასა და ფოტომასალის შენახვის წესთან დაკავშირებით.
დავალება შესრულების პროცესშია
კ) „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე, პოლიციის მიერ
პრევენციული ფუნქციების შესრულების ფარგლებში მოსახლეობაში ჩაატაროს პრევენციული
საინფორმაციო კამპანია პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალის სხვადასხვა
საკომუნიკაციო საშუალებით მიღების შემთხვევაში მისი უფლებებისა და მოვალეობების
შესახებ;
2019
წელს
შინაგან
საქმეთა
სამინისტრომ
პირადი
ცხოვრების
მასალების
გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ოფიციალური
განცხადებების გზით, რომელიც ვრცელდებოდა, როგორც ტელევიზიით და საინფორმაციო
სააგენტოების, ასევე სოციალური ქსელისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური
ვებ-გვერდის საშუალებით, არაერთხელ შეახსენა მოსახლეობას, რომ სისხლის სამართლის
წესით ისჯება, როგორც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ინტერნეტ სივრცეში
ატვირთვა, ასევე მისი შენახვა და გავრცელება. ამასთანავე, განცხადებები შეიცავდა
დავალებებს, თუ როგორ უნდა მოიქცნენ მოქალაქეები მსგავსი კადრების მიღების
შემთხვევაში. აღნიშნულ საკითხზე მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების მიზნით, ქ.
თბილისის პოლიციის დეპარტამენტის წარმომადგენლები („მართლწესრიგის ოფიცრები“),
თავიანთი სამოქმედო ტერიტორიის მოსახლეობასთან შეხვედრებისა და ოჯახში ვიზიტების
დროს, აწვდიან ინფორმაციას ამ მიმართულებით არსებული კანონმდებლობისა და მათი
უფლებების/მოვალეობების შესახებ.
დავალება შესრულებულია
ლ) უზრუნველყოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული
ორგანოების თანამშრომელთა გადამზადება ქალთა მიმართ ძალადობის, ოჯახში ძალადობისა
და ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხებში;
ადამიანის
დეპარტამენტის
უფლებათა
დაცვისა
ინიციატივით
ოჯახში
და
გამოძიების
ძალადობის
ხარისხის
მონიტორინგის
საკითხებზე,
გამომძიებელთა
გადამზადების მიზნით, შემუშავდა სპეციალიზაციის ხუთდღიანი კურსი, რომელიც
მოიცავს როგორც სამართლებრივ, ისე ფსიქოლოგიურ საკითხებს. კურსის მიზანია
აღნიშნული დანაშაულების გამოძიების ხარისხის გაუმჯობესება. სასწავლო მოდულში
გაერთიანებულია ოჯახში ძალადობის, ქალთა მიმართ ძალადობის, დისკრიმინაციის ან/და
სიძულვილის მოტივით ჩადენილი დანაშაულებისა და ადრეულ ასაკში ქორწინებასთან
დაკავშირებული საკითხები.
ზემოაღნიშნულის გარდა, პოლიციელებმა საქართველოს ყველა რეგიონში გაიარეს
სპეციალური სწავლების კურსი, რომელიც მიზნად ისახავდა ქალთა მიმართ ან/და ოჯახში
ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის სამართლებრივ მექანიზმებზე სამართალდამცავთა
კვალიფიკაციის ამაღლებას. სპეციალური სასწავლო კურსი ჩატარდა არასამთავრობო
ორგანიზაცია „ძალადობისგან დაცვის ეროვნულ ქსელთან“ თანამშრომლობითა და გაეროს
ქალთა ორგანიზაციის დაფინანსებით. ოჯახში ძალადობისა და ოჯახური დანაშაულის
გამოძიების
საკითხებზე
ზემოაღნიშნული
სპეციალური
კურსი
გაიარა
275-მდე
გამომძიებელმა (2018-2019 წელი) და 700-ზე მეტმა პატრულ-ინსპექტორმა (2019 წელი).
სსიპ - შსს აკადემიაში ოჯახში ძალადობის საკითხები ისწავლება როგორც საბაზისო,
ისე გადამზადების პროგრამებში. „ქალთა მიმართ ძალადობა ან/და ოჯახში ძალადობის“
საგნის ფარგლებში ზემოხსენებული კურსი ფარავს ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს,
როგორიცაა,
ოჯახში
ძალადობის
არსი
და
ოჯახში
ძალადობის
თეორიები.
ასევე,
საქართველოს კანონმდებლობა ოჯახში ძალადობის შესახებ: საქართველოს კანონი ,,ქალთა
მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა
და დახმარების შესახებ“: 2019 წლის განმავლობაში ოჯახში ძალადობის საკითხის
მიმართულებით აკადემიაში მომზადდა/გადამზადდა 900-მდე მსმენელი, ხოლო 2020 წლის 1
იანვრიდან თებერვლის შუა რიცხვებამდე - 132 მსმენელი.
აშშ-ს ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლისა და სამართალდამცავ ორგანოებთან
თანამშრომლობის საერთაშორისო ბიუროს (INL) ორგანიზებით გაიმართა ტრენინგი ოჯახური
ძალადობის გამოძიებაზე, სადაც განხილულ იქნა დეესკალაციის ტექნიკა, კონფლიქტის
გადაწყვეტა და დაკითხვის უნარ-ჩვევები. ასევე, INL-ის ორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი
ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის შემდეგ თემებთან დაკავშირებით: ოჯახში
ძალადობის არსი, ფორმები, გამოვლინება; ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ მოქმედი
სამართლებრივი აქტების მიმოხილვა; შემაკავებელი ორდერის და ორდერის ოქმების შევსების
პრაქტიკული სამუშაოები. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის: “ორგანიზებული
დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა" - ფარგლებში ჩატარდა ტრენერთა ტრენინგი. სხვა
საკითხებთან ერთად განხილულ იქნა: ქალთა მიმართ ძალადობა და ოჯახში ძალადობასთან
დაკავშირებით
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
განმარტებები;
ძალადობის ფორმის იდენტიფიცირება და მასზე რეაგირების მექანიზმები; მსხვერპლის
გამოკითხვის თავისებურებები. გადამზადდა 48 თანამშრომელი.
დავალება შესრულებულია
მ) დაადგინოს ძალადობის მსხვერპლთა, მათ შორის, სექსუალური ძალადობის
მსხვერპლთა, და დაზარალებულთა გამოკითხვის სახელმძღვანელო წესები ძალადობის
მსხვერპლთა მეორეული ვიქტიმიზაციისგან დასაცავად;
ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის დანაშაულების ეფექტიანად გამოძიების
მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და გამოძიების
ხარისხის
მონიტორინგის
დეპარტამენტის
მიერ
გამომძიებლებისთვის
შემუშავდა
დავალებები შემდეგ თემებზე:
შემაკავებელი ორდერით განსასაზღვრი ვალდებულებების შესახებ;
მოძალადის
მიერ
პენიტენციური
დაწესებულების
დატოვების
შემთხვევაში მსხვერპლთან განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ;
შემაკავებელი ორდერის სავალდებულო გამოცემასთან დაკავშირებით
განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების შესახებ;
მსხვერპლისთვის დასასმელი კითხვების შესახებ;
ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციის შესახებ;
მოძალადის მსხვერპლისგან განცალკევების საკითხზე.
ამასთანავე, მიმდინარეობს მუშაობა ოჯახში ძალადობის გამოძიების მეთოდოლოგიის
სახელმძღვანელოს
შემუშავებაზე,
რომელიც
მოიცავს
ისეთ
საკითხებს,
როგორიცაა:
სხვადასხვა ნორმის განმარტება, მსხვერპლებთან მოპყრობის წესები და სხვა მნიშვნელოვანი
ასპექტები. აღნიშნული სახელმძღვანელო გამომძიებლებს დაეხმარება ყოველდღიურ რეჟიმში
მათი საქმიანობის ეფექტიანად წარმართვაში. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო,
საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობით, მუშაობს სექსუალური ძალადობის
საქმეთა გამოძიების პროტოკოლის შემუშავებაზე. აღნიშნული პროტოკოლი, მათ შორის,
მოიცავს სექსუალური ძალადობის მსხვერპლთა გამოკითხვის სახელმძღვანელო წესებს.
პროტოკოლი დამუშავების პროცესის დასრულებისთანავე გადაეგზავნება პოლიციის ყველა
საგამოძიებო დანაყოფს.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
ნ) უზრუნველყოს შეკრების მიმდინარეობისას დროებითი კონსტრუქციების
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განთავსების შესაძლებლობა;
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფები,
თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოფენ შეკრებების, მანიფესტაციებისა და
სხვა მასობრივი ღონისძიებების მონაწილეთა უსაფრთხოების დაცვას. ასევე, შეკრების
მიმდინარეობისას
მოქალაქეთა
ჯგუფს
დროებითი
კონსტრუქციების
განთავსების
შესაძლებლობა ეძლევა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესის
შესაბამისად.
დავალება შესრულებულია
ო) სპონტანური ან წინასწარ დაგეგმილი აქციის/კონტრაქციის ჩატარების შემთხვევაში
დროულად და სათანადოდ შეაფასოს შესაძლო რისკები და მიიღოს ყველა შესაბამისი ზომა,
ერთი მხრივ, მშვიდობიანი აქციის ჩატარების ხელშესაწყობად და, მეორე მხრივ,
ძალადობრივი და სხვა დანაშაულებრივი ქმედებების თავიდან ასაცილებლად;
შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფები
სპონტანური
ან
წინასწარ
დაგეგმილი
აქციის/კონტრაქციის
დაწყების
შემთხვევაში
მოქმედებენ „პოლიციის შესახებ“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს
კანონებისა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების დროს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურეთა ქცევის სახელმძღვანელო ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე“
შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 დეკემბრის N1002 ბრძანების შესაბამისად.
დავალება შესრულებულია
პ) უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ძალადობის,
მათ შორის, სექსუალური ძალადობის, შემთხვევების შესახებ უნიფიცირებული, დეტალური
სტატისტიკის წარმოება და შესაბამისი მონაცემების ყოველწლიურად გამოქვეყნება;
შსს-ს ინფორმაციით, მოთხოვნილი მონაცემების შეგროვება/დამუშავება, დღევანდელი
მდგომარეობით,
მოქმედი
ელექტრონული
სისხლის
სამართალწარმოების
ერთიანი
სისტემების (Сrimecase-1 და Сrimecase-2) საფუძველზე, ვერ ხერხდება. შსს საინფორმაციოანალიტიკურ დეპარტამენტში დანაშაულთან დაკავშირებით მონაცემების დამუშავება
ხორციელდება
სისხლის
სამართლის
კოდექსის
მუხლების/ნაწილების/ქვეპუნქტების
მიხედვით. შესაბამისად, სტატისტიკური მიზნებისთვის ავტომატიზებულ დამუშავებას
ექვემდებარება მხოლოდ ის სსკ მუხლები, რომლებიც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი
გარემოების სახით ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ
ჩადენილ
დანაშაულებრივ
ქმედებას.
ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
მონაცემთა
შემდგომი სტატისტიკურ-ანალიტიკური დამუშავების მიზნით, საინფორმაციო-ანალიტიკურ
დეპარტამენტს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან
კოორდინაციით, დასახელებული სისტემის მეორე ვერსიის ფარგლებში გათვალისწინებულ
იქნას დავალებებში მითითებული ცალკეული ატრიბუტების აღრიცხვა-რეგისტრაცია.
დავალება შესრულებული არ არის
ჟ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული
ქვედანაყოფების თანამშრომელთათვის შეიმუშაოს სასწავლო მოდული შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ზრდასრულთა მიმართ ძალადობის შემთხვევების
გამოვლენის სპეციფიკურ საკითხზე, აგრეთვე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან
კომუნიკაციის ეთიკურ სტანდარტსა და თავისებურებებზე, უზრუნველყოს აღნიშნული
მოდულის სასწავლო პროგრამებში ინტეგრირება;
სსიპ - შსს აკადემიაში შშმ პირებთან კომუნიკაციის სტანდარტის სასწავლო კურსი
დაინერგა და ხორციელდება 2016 წლიდან. კურსი სავალდებულოა პოლიციის ყველა იმ
თანამშრომლისთვის, რომლებიც მუშაობენ პატრულ-ინსპექტორის, უბნის ინსპექტორის,
მართლწესრიგის ოფიცრის, მესაზღვრე-კონტროლიორის და ქვეითი პატრულის პოზიციაზე.
სსიპ - შსს აკადემიაში პოლიციელთა საბაზისო მომზადების სპეციალურ პროფესიულ
საგანმანათლებლო პროგრამაში ისწავლება „კომუნიკაციის თავისებურებები შშმ პირებთან“.
აღნიშნული კურსი ნახევრად დისტანციურია და მოიცავს როგორც თეორიულ, ასევე,
პრაქტიკულ ნაწილს. ასევე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან დაკავშირებული
საკითხები აკადემიის სასწავლო პროგრამების ფსიქოლოგიის ნაწილშიც არის წარმოდგენილი.
ამ
ეტაპზე
მიმდინარეობს
ახალი
სასწავლო
მოდულის
შემუშავება
პოლიციის
თანამშრომელთათვის შშმ პირთა სამართლებრივი საკითხების გასაცნობად და შშმ პირების,
როგორც
მოწმის,
ასევე
დაზარალებულის
გამოკითხვის
მეთოდების
შემუშავებაზე.
დაგეგმილია საპოლიციო სისტემის ზედა რგოლის თანამშრომლებისთვისაც დისტანციური
სწავლების მეთოდით ინფორმაციის გაზიარება შშმ პირებთან კომუნიკაციის დამყარების
სტანდარტის კუთხით.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
რ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვისა და
გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის დებულებაში შესაბამისი ცვლილების
შეტანით გააძლიეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ჩადენილ
დანაშაულებზე დროული რეაგირება და მიმდინარე გამოძიების ეფექტიანობის
მონიტორინგი;
ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
გამოძიების
ხარისხის
მონიტორინგის
დეპარტამენტი ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ
დანაშაულებზე მიმდინარე გამოძიებათა მონიტორინგს. დეპარტამენტის დებულების მე-4
მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, დეპარტამენტის ერთ-ერთი ამოცანაა დისკრიმინაციის
ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით (მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობების ნიშნით)
ჩადენილი დანაშაულის ფაქტებზე დროული რეაგირებისა და მიმდინარე გამოძიების
ეფექტიანობის უზრუნველყოფა, რომლის შესრულებასაც უზრუნველყოფს ადამიანის
უფლებათა დაცვის სამმართველო.
დავალება შესრულებულია
ს) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დაცვის პოლიციის დეპარტამენტის
დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს
განყოფილებებში უზრუნველყოს სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა;
შსს სსიპ დაცვის პოლიციის დეპარტამენტის დიპლომატიური წარმომადგენლობებისა
და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველომ გაითვალისწინა სახალხო დამცველის
დავალება და მათი განხორციელების მიზნით ჩატარდა რიგი ღონისძიებები, რის შედეგადაც
სამმართველოს ქვეგანყოფილებებში მოთხოვნის თანახმად აღმოიფხვრა სველი წერტილების
პრობლემები და გაძლიერდა კონტროლი სანიტარულ-ჰიგიენური მიმართულებით.
დავალება შესრულებულია
ტ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − დაცვის პოლიციის დეპარტამენტის
დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს
მე-6 და მე-7 ქვეგანყოფილებების სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად უზრუნველყოს კვებითა და ტრანსპორტით;
სამხედრო მომსახურეთა კვებასთან და ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული
საკითხი უზრუნველყოფილია „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში მოქმედი სსიპ - დაცვის პოლიციის დეპარტამენტის საკონტრაქტო სამსახურში
სამხედრო ვალდებულების მოსახდელად ჩარიცხულ მოსამსახურეთა ფულადი სარგოს
ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 7
თებერვლის №1/57 ბრძანებით, რომლის თანახმადაც საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურის
ყოველთვიური ფულადი სარგო განისაზღვრება 95 ლარის ოდენობით. 2016 წლის 28 იანვრის
N212625
ბრძანების
საფუძველზე
(2019
წლის
ივლისის
თვიდან)
დიპლომატიური
წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს მე-6 და მე-7
ქვეგანყოფილებების თანამშრომლებსა და სამხედრო მოსამსახურეებს სამუშაო ცვლიდან
თავისუფალ დღეებში დამატებითი მომსახურების შესრულებისთვის ეძლევათ დანამატი
დარიცხულ ხელფასზე.
დავალება შესრულებულია
უ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო
სამართლის
იურიდიული
პირის
−
დაცვის
პოლიციის
დეპარტამენტის
დიპლომატიური წარმომადგენლობებისა და ეროვნული საგანძურის დაცვის სამმართველოს
მე-6 და მე-7 ქვეგანყოფილებებში პირადი შემადგენლობა თანაბრად გაანაწილოს, რათა
სამხედრო მოსამსახურეებმა თანაბრად შეძლონ დასვენების დროით სარგებლობა;
დიპლომატიური
წარმომადგენლობებისა
და
ეროვნული
საგანძურის
დაცვის
სამმართველოს მე-6 და მე-7 ქვეგანყოფილებებში მოსამსახურეებისთვის, სპეციალური
კანონმდებლობით
მითითებული
დადგენილი
დავალება
და
მოთხოვნების
პირადი
გათვალისწინებით,
შემადგენლობისთვის
შესრულებულია
სათანადო
პირობები
წარმოადგინოს
დეტალური
მაქსიმალურად უზრუნველყოფილია.
დავალება შესრულებულია
ფ)
ახალი
გარემოებების
აღმოჩენის
შემთხვევაში
ინფორმაცია 2012−2014 წლებში სოფელ სამთაწყაროში მუსლიმი მოსახლეობის წინააღმდეგ
განხორციელებული ქმედებების საქმეებზე მიმდინარე გამოძიების, აგრეთვე იეჰოვას
მოწმეებისა და სხვა რელიგიური გაერთიანებების წარმომადგენელთა მიმართ ჩადენილი
სავარაუდო
სამართალდარღვევების
ღონისძიებების შესახებ;
ფაქტებთან
დაკავშირებით
განხორციელებული
2013 წლის 10 ივნისს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის
დეპარტამენტის დედოფლისწყაროს რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის
სამართლის N040100613002 საქმეზე, 2013 წლის 24 და 31 მაისს დედოფლისწყაროს რაიონის
სოფელ სამთაწყაროში რელიგიური წესის აღსრულებისთვის უკანონოდ ხელის შეშლის
ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 155-ე მუხლის 1-ლი
ნაწილით. გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა
ასოციაციიდან შემოსული წერილი, სადაც აღნიშნულია, რომ 2013 წლის 24 და 31 მაისს
დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში ადგილი ჰქონდა რელიგიურ ნიადაგზე
დაპირისპირებას ადგილობრივ ქრისტიან და მუსლიმ მოსახლეობას შორის. გარდა
აღნიშნულისა, 2013 წლის 29 ივნისს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის დედოფლისწყაროს
რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება სისხლის სამართლის N040290613001 საქმეზე,
მოსახლეობის მიერ სულიკო ხოზრევანიძის ოჯახის მიმართ განხორციელებული მუქარის
ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151ე მუხლით. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ორივე სისხლის სამართლის საქმეზე
დაპირისპირების საფუძველი იყო ერთიდაიგივე რელიგიური მოტივი, 2013 წლის 04 ივლისს
ხსენებული სისხლის სამართლის საქმეები გაერთიანდა ერთ წარმოებად. გამოძიების ეტაპზე
გამოიკითხნენ მოწმეები, როგორც ისლამის მიმდევრები, ისე ქრისტიანი მოსახლეობა.
მოწმეთა უმრავლესობამ არ დაადასტურა რელიგიური წესის აღსრულებისათვის ხელის
შეშლის ფაქტი. მხოლოდ მუსლიმანი მოწმეების მცირე ჯგუფმა მიუთითეს კანონდარღვევაზე.
მათი განმარტებით 2013 წლის ივნისის თვეში სოფელ სამთაწყაროს მუსლიმ და ქრისტიან
მოსახლეობას შორის დაპირისპირება გამოიწვია მეჩეთის აშენების შესახებ გავრცელებულმა
ინფორმაციამ, რასაც მოჰყვა სოფლის ქრისტიან მაცხოვრებელთა პროტესტი. 2018 წელს
სისხლის სამართლის N040100613002 საქმეზე განმეორებით გამოიკითხა 68 მოწმე, ხოლო 2019
წელს გამოიკითხა 26 მოწმე. ზემოაღნიშნული რამდენიმე მოწმის გარდა ამ ეტაპზე არავინ
ადასტურებს მუსლიმთათვის რელიგიური წესების აღსრულებისთვის ხელისშეშლის ფაქტს,
მაშინ როდესაც, საქმეზე გამოკითხულია 50-მდე მუსლიმი. მოწმეთა ნაწილი განმარტავს, რომ
მათთვის სამლოცველო საქმიანობაში ხელი არავის შეუშლია, ნაწილი კი აცხადებს, რომ 2013
წლის მაისსა და ივნისში სოფელ სამთაწყაროში არ ყოფილან და არ იციან მომხდარის თაობაზე.
საქმეზე ამ ეტაპზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება არ არის მიღებული.
დავალება შესრულების პროცესშია
ქ)
განახორციელოს
შესაბამისი
ღონისძიებები
სავალდებულო
სამხედრო
მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის შემთხვევაში პასუხისმგებლობის
ზომად არასაწესდებო სასჯელის გამოყენების აღმოსაფხვრელად; ამ მიზნით საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
გენერალურ
ინსპექციას
დაავალოს,
სისტემატურად
გააკონტროლოს არსებული მდგომარეობა;
შსს გენერალურ ინსპექციაში შექმნილია განსაკუთრებულ დავალებათა, ობიექტების
დაცვის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის დეპარტამენტებისა და სხვა სპეციალური
ქვედანაყოფების
შემოწმების
სამმართველო, რომელიც
სისტემატურად
ახორციელებს
სამინისტროს სისტემაში შემავალ განსაკუთრებულ დავალებათა, ობიექტების დაცვის,
სტრატეგიული
მილსადენების
დაცვის
დეპარტამენტებსა
და
სხვა
სპეციალურ
ქვედანაყოფებში სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას, მათი საქმიანობის შემოწმებას,
სამინისტროს
მოსამსახურეთა
მიერ
შესაძლო
დარღვევებისა
და
დისციპლინური
გადაცდომების პრევენციას.
დავალება შესრულებულია
ღ) გადახედოს ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის
სტატუსის
იდენტიფიცირების
ჯგუფის
საქმიანობას
დაცვისა
და
ხარვეზების
გამოსავლენად
და
აღმოსაფხვრელად;
ადამიანის
უფლებათა
გამოძიების
ხარისხის
მონიტორინგის
დეპარტამენტის ინფორმაციით, ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის
აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონის
161 მუხლის შესაბამისად, მსხვერპლის იდენტიფიცირების ჯგუფის მიერ მსხვერპლის
იდენტიფიცირებისა და მსხვერპლის სტატუსის განსაზღვრის წესი დგინდება საქართველოს
მთავრობის
დადგენილებით.
აღნიშნული
დადგენილების
შესაბამისად,
მსხვერპლის
იდენტიფიცირების ჯგუფი იქმნება გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა
და
ოჯახში
ძალადობის
საკითხებზე
მომუშავე
უწყებათაშორისი
კომისიის
მიერ.
მიზანშეწონილია, რომ სწორედ აღნიშნული კომისიის მიერ მოხდეს იდენტიფიცირების
ჯგუფის საქმიანობის გადახედვა და ხარვეზების არსებობის შემთხვევაში, მისი გამოსწორება.
დავალება შესრულებული არ არის
ყ) „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის
შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, გააძლიეროს სექსუალური
ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვა;
სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის
მიზნით:
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინიციატივით მომზადდა საკანონმდებლო
ცვლილებათა პაკეტი, რომელიც სექსუალური ძალადობის ჩამდენ პირთა მიმართ
სასჯელის გამკაცრებას, მათთვის მთელი რიგი უფლებების (მათ შორის სასწავლო,
საგანმანათლებლო დაწესებულებებში მუშაობის უფლების) ჩამორთმევასა და შინაგან
საქმეთა სამინისტროში სექსუალური ძალადობისთვის მსჯავრდებულ პირთა ბაზის
შექმნას ითვალისწინებს. დანაშაულის ეფექტიანი პრევენციის მიზნით, კანონპროექტი
სხვადასხვა სახელმწიფო უწყებას, მათი კომპეტენციის ფარგლებში, სექსუალური
ძალადობის ჩამდენ პირთა მონიტორინგის ვალდებულებას აკისრებს;
ქ.
თბილისის
პოლიციის
დეპარტამენტში
გამოიყო
სპეციალიზებულ
გამომძიებელთა ჯგუფი, რომელიც არასრულწლოვანთა მიმართ სექსუალური ხასიათის
დანაშაულებს იძიებს;
ძალადობის მსხვერპლი ბავშვების განმეორებითი ვიქტიმიზაციის თავიდან
აცილების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროში შეიქმნა მოწმისა და დაზარალებულის
კოორდინატორის ინსტიტუტი;
ადამიანის
უფლებათა
დაცვისა
და
გამოძიების
ხარისხის
მონიტორინგის
დეპარტამენტმა მოამზადა დავალება/სახელმძღვანელო სექსუალური ძალადობის საქმეების
გამოძიების მეთოდოლოგიისა და სექსუალური ძალადობის მსხვერპლების გამოკითხვის
შესახებ.
დავალება შესრულებულია
შ) დანერგოს რეფერირების მექანიზმის შეფასების ინსტრუმენტი, რაც ოჯახში
ძალადობის კუთხით პასუხისმგებელ უწყებებს შორის თანამშრომლობის ხარვეზებსა და
საჭიროებებს გამოკვეთს.
უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მას შემდეგ, რაც მთავრობის
მიერ დამტკიცდება რეფერირების დოკუმენტი და განისაზღვრება თითოეული უწყების
პასუხისმგებლობა,
მნიშვნელოვანია,
დაინერგოს
აღნიშნული
მექანიზმის
შეფასების
ინსტრუმენტიც. ეს უკანასკნელი საშუალებას მისცემს შესაბამის უწყებებს, შეაფასონ
რამდენად ეფექტურად მუშაობს მექანიზმი, გამოკვეთილი ხარვეზების შესწავლის შედეგად
კი შესაძლებელი იქნება მექანიზმის დახვეწა იმგვარად, რომ რეფერირების პროცედურები
იყოს ეფექტური.
დავალება შესრულების პროცესშია
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ უზრუნველყოს საქართველოს თავდაცვის
ძალების საცხოვრებელი ყაზარმებისა და სამედიცინო პუნქტების ინფრასტრუქტურის
გაუმჯობესება.
უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2018 წელს გარემონტდა 31 (მათ
შორის, 13 ყაზარმა და 2 სამედიცინო პუნქტი) და აშენდა 5 შენობა-ნაგებობა (მათ შორის 2
ყაზარმა და ერთი სამედიცინო პუქტი). ხოლო 2019 წელს გარემონტდა 18 (მათ შორის 7
ყაზარმა) და აშენდა 40 შენობა-ნაგეგობა (მათ შორის 9 ყაზარმა და ერთი სამედიცინო პუქტი.
ასევე, 2020 წელს დაგეგმილია მშენებლობა 60 ლოკაციაზე (მათ შორის, ყაზარმები,
სასადილოები, სპორტული მოედნები და მიმდებარე ტერიტორიები). ამასთან, სამხედრო
ნაწეილებში
თანამედროვე
საცხოვრებელი
პირობების
შექმნის
მიზნით,
ინფრასტრუქტურული პროექტების 2020 წლის დამტკიცებულმა მაჩვენებლმა შეადგინა 100,0
მილიონი ლარი, რაც ოთხჯერ აღემატება გასული წლის დამტკიცებულ მაჩვენებელს.
განხორცილედება ყველა მოქმედი ყაზარმის და სასადილოს სრულის რეაბილიტაცია. ჯამში
გარემონტდება 197 ერთეული ყაზარმა და
52 ერთეული სასადილო. ასევე, მოეწყობა
სპორტული დარბაზები/მოდნები და მოწესრიგდება სამხედრო ბაზების ფუქციონირებისთვის
შიდა ინფრასტრუქტურა.
დავალება შესრულებულია
6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
ა) უზრუნველყოს ფსიქიატრიულ დაწესებულებაში 6 თვეზე მეტი ხნით მოთავსებული
პაციენტის საჭიროებების შეფასება მისი დაწესებულებიდან გაწერის და სათემო სერვისებზე
გადამისამართების მიზნით; შეიმუშაოს თავშესაფრის შექმნის გეგმა მომავალ ბენეფიციართა
რაოდენობის გათვალისწინებით;
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული
ცენტრის “სტაციონარიდან გასული პაციენტების აღრიცხვის ელექტრონული სისტემის“
მონაცემთა ბაზას მიხედვით, 2019 წლის განმავლობაში დიაგნოზით „ფსიქიკური და ქცევითი
აშლილობები“ ჰოსპიტალიზებული პაციენტებიდან სტაციონარიდან გაეწერა 9567 ადამიანი,
მათ შორის 68 (0.7%) სტაციონარში იმყოფებოდა 181 და მეტი დღის (6 თვე და მეტი)
განმავლობაში. 2019 წლის მაისში განხორციელდა აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური
ჯანმრთელობის ცენტრის ბედიანის კლინიკის ბენეფიციართა შეფასება მულტიპროფილური
გუნდის მიერ.
საფრანგეთის განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარებით, მიმდინარეობს
სერვისების გეოგრაფიული განლაგების კვლევა, რომელიც საფუძვლად დაედება ფსიქიკური
ჯანმრთელობის სერვისების დეინსტიტუციონალიზაციის გეგმის შემუშავებას. კვლევა
დასრულდება თებერვალში, ხოლო გეგმა მომზადდება მიმდინარე წლის სექტემბრისთვის.
2020-2022
წლებში
დაგეგმილია
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
სერვისების
დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის გაგრძელება. 2020 წელს, ქ. რუსთავში და ბათუმში
ამოქმედდება 24 ბენეფიციარზე გათვლილი გრძელვადიანი ტიპის საცხოვრისის ამოქმედება
2021-2022 წელს კიდევ აშენდება 4 საცხოვრისი ქ. ქუთაისში, ქ. ფოთსა და სენაკში.
2020 წელს ასევე დაიწყო მცირე ტიპის საოჯახო სახლების (6 ბენეფიციარზე
გათვლილი) დაფინანსება.
დავალება შესრულების პროცესშია.
ბ) სახელმწიფო ზედამხედველობისა და ფსიქიატრიული დაწესებულებების
პაციენტთა უფლებების დაცვის მონიტორინგის სისტემის ეფექტიანობის გასაზრდელად
უზრუნველყოს ამ სისტემის დამოუკიდებელი ექსპერტების მიერ შეფასება;
2018 წლის ივნის-ივლისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ
ევროპის 25 ქვეყანაში (მ.შ. საქართველოში) ჩატარდა ფსიქიატრიული დაწესებულებების
კვლევა WHO QualityRights tool kit-ის გამოყენებით ფსიქიკურ დაწესებულებებში ადამიანის
უფლებების დაცვის უზრუნველყოფასთან დაკავშირებით. კითხვარი მოიცავს შემდეგ
საკითხებს: სერვისის მიმღებთა კონფიდენციალობის დაცვა; სერვისის მიმღებთათვის
კეთილგანწყობილი გარემო; სოციალური და პირადი ცხოვრების უფლება და საზოგადოებრივ
საქმიანობაში ჩართულობა; მკურნალობის ხელმისაწვდომობა; პერსონალის კვალიფიკაცია და
სერვისების
ხარისხი;
ფსიქო-სოციალური
რეაბილიტაცია;
მედიკამენტებზე
ხელმისაწვდომობა; ზოგადი და რეპროდუქციული ჯანმრთელობისთვის ადეკვატური
მომსახურების
ხელმისაწვდომობა;
პროცედურები
და
გარანტიები
თავისუფალი
და
ინფორმირებული თანხმობის გარეშე დაკავებისა და მკურნალობის თავიდან ასაცილებლად;
სიტყვიერი, ფსიქიკური, ფიზიკური და სექსუალური ძალადობისა და ფიზიკური და
ემოციური გულგრილობისგან პაციენტის უფლებების დაცვა; პოტენციური კრიზისის დეესკალაციისთვის იზოლაციისა და შებოჭვის ალტერნატიული მეთოდების გამოყენების
მექანიზმები; წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და
არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად არსებული ზომები;
სერვისების მომხმარებელთათვის განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობა; სერვისის
მომხმარებელთა
პოლიტიკურ
და
საზოგადოებრივ
ცხოვრებაში
მონაწილეობის
და
გაერთიანების თავისუფლების უფლებების მხარდაჭერა და ა.შ. ჯანმოს მიერ შედეგების
ანალიზი 2018 წლის ბოლოსთვის წარედგინა სამინისტროს.
2018 წლის ნოემბერში სამინისტროს 5 თანამშრომელმა გაიარა ტრენინგი WHO
QualityRights tool kit კითხვარის გამოყენებასთან დაკავშირებით.
2019 წლის გაზაფხულზე აღნიშნული კითხვარით შეფასდა 12 ფსიქიკური
სერვისების მიმწოდებელი დაწესებულება. კვლევის შედეგების ანგარიში პარლამენტს და
ფართო საზოგადოებას უკვე წარედგინა 2019 წლის შემოდგომაზე. WHO QualityRights tool kit
კითხვარი საფუძვლად დაედება შიდა ინსპექტირებისა და მონიტორინგის მექანიზმების
შემუშავებას.
დავალება შესრულების პროცესშია.
გ)
უზრუნველყოს
ფსიქიატრიული
დაწესებულებების
მონიტორინგის
რეგულარულად, სისტემურად და პროაქტიულად განხორციელება, გააკონტროლოს
ფსიქიატრიული დაწესებულებების პირობების სამედიცინო საქმიანობის ლიცენზიისა და
სტაციონალური დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და პირობების შესახებ
დებულებებით დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობა;
„2020 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 დეკემბრის N674 დადგენილების დანართის (2020
წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები) მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის
თანახმად, განსაზღვრული კომპეტენციების შესაბამისად, სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის
პროგრამების
დეპარტამენტი
(ქ.
თბილისის
მასშტაბით)
და
აჭარის
ავტონომიური
რესპუბლიკის ფილიალის და სოციალური მომსახურების სამხარეო ცენტრები (რეგიონების
მასშტაბით)
უფლებამოსილების
ფარგლებში
ახორციელებენ
ჯანმრთელობის
დაცვის
სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო
დაწესებულებების მონიტორინგს, მე-13 მუხლით დადგენილი პირობების შესაბამისად.
მონიტორინგი ხორციელდება პროგრამის განმახორციელებლის მიერ, შერჩევის პრინციპით.
მონიტორინგის
განხორციელებისას
უფლებამოსილი
პირის
ვიზიტი
ხდება
და
მიმწოდებელთან
შეტყობინებისას
განმახორციელებლის
მიწოდებული
ინფორმაციის
გადამოწმება, მიმწოდებლისაგან მომსახურებასთან დაკავშირებული ინფორმაციისა და
დოკუმენტაციის მოთხოვნა, საჭიროებისამებრ, პაციენტთან, მისი ოჯახის წევრებთან და
შემთხვევასთან
დაკავშირებულ
სხვა
პირებთან
გასაუბრება.
თუმცა,
სააგენტოს
კომპეტენციიდან გამომდინარე, მონიტორი შემოიფარგლება მოსარგებლის საიდენტიფიკაციო
მონაცემების ან შემთხვევის შესახებ შეტყობინების სისტემაში მიწოდებულ შესაბამისი
ინფორმაციის ადგილზე შემოწმებით და არ ახორციელებს სამედიცინო მომსახურების
ხარისხის კონტროლს.
2019 წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრამდე, რეგულირების სააგენტოს მიერ, სამედიცინო
დაწესებულებების სანებართვო პირობების შემოწმება განხორციელდა გეგმა-გრაფიკის
მიხედვით (შპს "აღმოსავლეთ საქართველოს ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში" და შპს
"ქუთაისის ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში"). ამასთან, მიმდინარე წელს, დაგეგმილია
(დამტკიცებული გეგმა-გრაფიკის მიხედვით) სტაციონარული დაწესებულებების სანებართვო
პირობების შემოწმება, მათ შორის, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში.
დავალება შესრულების პროცესშია.
დ) ნორმატიული აქტით განსაზღვროს ყველა ფსიქიატრიული დაწესებულებისთვის
სავალდებულო საჩივრების განხილვისა და უკუკავშირის ერთიანი სისტემა და პროცედურა;
ე) დანერგოს ფსიქიატრიულ დახმარებასთან დაკავშირებული საკითხებისა და
ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტების გასაჩივრების მარტივი და ხელმისაწვდომი
პროცედურა;
ვ) ფსიქიატრიული დაწესებულებების პაციენტთა შორის ძალადობის პრევენციისა და
მათი უსაფრთხოების დაცვის მიზნით შექმნას ნორმატიული ბაზა, რომელიც მოაწესრიგებს
პერსონალის მიერ კონკრეტული პაციენტებისგან მომდინარე საფრთხის (რისკების) წინასწარი
შეფასების სათანადო სისტემის დანერგვის, მულტიდისციპლინური მუშაობის, პაციენტების
ძალადობისგან დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით განსახორციელებელი
პრევენციული
ღონისძიებების,
პერსონალის
მიერ
პაციენტებზე
სათანადო
მეთვალყურეობის/დაკვირვების განხორციელების, პერსონალის სათანადო სწავლების,
სტანდარტული საოპერაციო პროცედურებისა და დეესკალაციის სტრატეგიის შემუშავების,
საფრთხის წარმოქმნისთანავე დროული და ადეკვატური ინტერვენციის განხორციელების,
ძალადობის შემთხვევების/ინციდენტების და მათ საპასუხოდ მიღებული ზომების
დოკუმენტირების, პერსონალის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხებს;
ზ) უზრუნველყოს ფსიქიკური აშლილობის მქონე პაციენტისთვის ფიზიკური
შეზღუდვის მარეგულირებელი გარემოს დახვეწა/გაუმჯობესება ევროკავშირის ანალოგიურ
მარეგულირებელ გარემოსთან შესაბამისობის მიზნით;
საფრანგეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ტექნიკური დახმარების
ფარგლებში,
მიმდინარეობს
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
საკანონმდებლო
აქტების
გადახედვის, განახლების და ევროკავშირის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესი.
ძირითადი აქცენტი კეთდება ფსიქიკური აშლილობების მქონე პირთა დაკავებასთან,
მკურნალობასთან, მათზე მზრუნველობასთან, გასაჩივრების მექანიზმებთან და ასევე,
მეურვეობასთან დაკავშირებულ კანონმდებლობასა და ნორმატიულ აქტებზე. პარლამენტის
მიერ მომზადდა შესაბამისი ცვლილებები ფსიქიკური დახმარების შესახებ კანონში
შეზღუდვის მეთოდებთან დაკავშირებით, რომელიც დამტკიცდება მიმდინარე წელს.
დავალებები შესრულების პროცესშია.
თ) უზრუნველყოს, რომ სექსუალური ძალადობის შედეგად ქალის დაორსულების
შემთხვევაში მის დასაფინანსებლად და ორსულობის შესაწყვეტად
საკმარისი იყოს
სექსუალური ძალადობის საქმეზე დაწყებული სისხლისსამართლებრივი გამოძიება;
ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის (აბორტის) ხელმისაწვდომობის საკითხი რეგულირდება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
2014 წლის 7 ოქტომბრის N74/ნ ბრძანებით - ,,ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის
განხორციელების წესების დამტკიცების თაობაზე”. ბრძანების მიხედვით, 12 კვირამდე ვადის
ორსულობის შეწყვეტა ნებაყოფლობითია, ხოლო 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის
ორსულობის შეწყვეტა ნებადართულია მხოლოდ სამედიცინო და სოციალური ჩვენებების
არსებობის შემთხვევაში.
ზემოაღნიშნული №74/ნ ბრძანების (დანართი №5) შესაბამისად, ორსულობის
ხელოვნურად
შეწყვეტის
ჩვენებებს,
რომელიც
კავშირში
არ
არის
სამედიცინო
მდგომარეობასთან, წარმოადგენს:
ორსულობა, სასამართლოს მიერ დადგენილი გაუპატიურების შედეგად;
თუ ქალის ასაკი არ აღწევს 15 წელს;
თუ ქალის ასაკი გადაცილებულია 49 წელს.
ბრძანების დანართი №6 - ით განსაზღვრული წესის შესაბამისად, აუცილებელია, რომ
„არასამედიცინო ჩვენებით ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ოპერაცია ნაწარმოები იქნეს
მხოლოდ 22 კვირის ორსულობის ვადამდე“. რაც შეეხება 22 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის
ორსულობას, მისი შეწყვეტა (მშობიარობის აღძვრა) შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში,
როდესაც ორსულობის გაგრძელება საფრთხეს უქმნის ქალის სიცოცხლეს/ჯანმრთელობას,
ან/და არსებობს ნაყოფის სიცოცხლისათვის შეუთავსებელი ანომალია (დანართი №4).
ამასთან, 12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის
ჩვენებად განსაზღვრულია სასამართლოს მიერ დადგენილი გაუპატიურების ფაქტი. რაც
შეეხება აღნიშნულის თაობაზე სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებისა და დადგენილების
გამოტანის იურიდიულ ასპექტებს, ხსენებულის განხილვა სცილდება საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს.
რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სექსუალური
ძალადობის მსხვერპლთათვის გათვალისწინებულია პოსტკოიტალური კონტრაცეფციით/
სგგდ ტესტირებითა და მკურნალობით უზრუნველყოფა.
სახალხო დამცველის მიერ ზემოაღნიშნული დავალების გაცემის საფუძველად
დასახელებული იყო სექსუალური ძალადობის მსხვერპლი ქალების წინაშე მდგომი ის
პრობლემა, რომ ამ კატეგორიის ქალების მიერ ორსულობის შეწყვეტის პროცედურა
სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენის არსებობაზეა დამოკიდებული. სისხლის
სამართლის საქმეზე განაჩენის დადგომა შესაძლოა იმდენად გაჭიანურდეს, რომ ორსულობის
ვადას გადააჭარბოს.
უწყების პოზიციის მიხედვით, №74/ნ ბრძანების (დანართი №5) შესაბამისად,
ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ჩვენებებს, რომელიც კავშირში არ არის სამედიცინო
მდგომარეობასთან,
წარმოადგენს
ორსულობა
სასამართლოს
მიერ
დადგენილი
გაუპატიურების შედეგად. ამავე ბრძანების დანართი №6 - ით განსაზღვრული წესის
შესაბამისად,
12 კვირაზე მეტი ხანგრძლივობის ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის
ჩვენებად განსაზღვრულია სასამართლოს მიერ დადგენილი გაუპატიურების ფაქტი.
უწყების პოზიციიდან გამომდინარე,
დავალება შესრულებული არ არის
ი) სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის
მიზნით ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ამსახველი ოჯახის დეკლარაცია
ხელმისაწვდომი გახადოს ბრაილის შრიფტით ან სხვა, ალტერნატიული საშუალებით.
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2010
წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესი“ ითვალისწინებს მაძიებელი
ოჯახის უფლებას, „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“
რეგისტრაციისათვის
ისარგებლოს
უფლებამოსილებით.
ამასთან,
მისი
დადგენილი
ნდობით
აღჭურვილი
მეთოდოლოგიის
წარმომადგენლის
შესაბამისად,
ოჯახის
სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა - შეფასებას ახორციელებს
სსიპ –
სოციალური მომსახურების სააგენტოს სპეციალური უფლებამოსილებით აღჭურვილი პირი
(სოციალური აგენტი), რომელიც საცხოვრისის ვიზუალური დათვალიერებისა და ოჯახის
უფლებამოსილ
წარმომადგენელთან
ჩატარებული
გამოკითხვის
(ინტერვიუირება)
საფუძველზე, უშუალოდ ავსებს ოჯახის დეკლარაციას.
ოჯახის სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრი ან ოჯახის კანონიერი წარმომადგენელი,
ოჯახის დეკლარაციაზე ხელმოწერით, ადასტურებს „ოჯახის დეკლარაციაში“ შეტანილი
მონაცემების სისწორეს.
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის
მაძიებელი
ოჯახის
სრულწლოვანი
ქმედუნარიანი
წევრი
ან
ოჯახის
კანონიერი
წარმომადგენელი ვალდებულია, ობიექტური პასუხები გასცეს სააგენტოს უფლებამოსილი
პირის შეკითხვებს და არ დაამახინჯოს ფაქტები, მოთხოვნისამებრ წარადგინოს საჭირო
დოკუმენტები,
ხელი
მოაწეროს
გამოკითხვის
შედეგად
შევსებულ
დოკუმენტს,
განსხვავებული აზრის არსებობისას დააფიქსიროს საკუთარი შენიშვნები.
„სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის
მაძიებელ ოჯახს აქვს უფლება, ოფიციალური წარმომადგენლობის გარეშეც, ოჯახის
სოციალურ - ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლა - შეფასების პროცესს, მათ შორის ოჯახის
დეკლარაციის შევსებას და დამოწმებას, დაასწროს მისთვის სასურველი მესამე პირი, რომლის
მიმართაც გააჩნია სათანადო ნდობა.
ამდენად, ოჯახის დეკლარაციის შევსების პროცესი არსებითად ეფუძნება მაძიებელი
ოჯახის მიერ ინტერვიუირებულ მონაცემებს, რომლებიც დეკლარაციაში აისახება არა ოჯახის
უფლებამოსილი წევრის ან წარმომადგენლის, არამედ სააგენტოს უფლებამოსილი პირის
მიერ.
დავალებასთან
დაკავშირებით,
შესაძლებლად
მიგვაჩნია,
დაინერგოს
ისეთი
მექანიზმები, რომელიც ერთი მხრივ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირს სოციალური
უფლებების შეუფერხებელი რეალიზების საშუალებას მისცემს და მეორე მხრივ, დაიცავს
სააგენტოს უფლებამოსილ პირს, ადმინისტრირების პროცესის წარმართვისას.
აღნიშნულის უზრუნველსაყოფად, კი შესაძლებელია კონკრეტულ შემთხვევებში
(კერძოდ, უსინათლო პირის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას იმ
შემთხვევაში, თუ არ იმყოფება ოჯახის სხვა წევრი ან მინდობილი პირი), გამოყენებულ იქნას
სატელეკომუნიკაციო საშუალება, რათა მოხდეს სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ
„ოჯახის
დეკლარაციის“
შევსების
პროცესის
ჩაწერა
ტელეფონის
მეშვეობით,
მაძიებელი/რეგისტრირებული პირის თანხმობით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
აღნიშნულთან დაკავშირებით სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გაეგზავნა
შესაბამისი მითითება და შესაბამისად, სააგენტოს ტერიტორიულ ერთეულებს გაეგზავნათ
საინსტრუქციო წერილი.
უწყება მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით, არ მიუთითებს იმ ღონისძიებების
შესაძლო განხორციელების შესახებ, რაც სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა
ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიზნით ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
ამსახველ ოჯახის დეკლარაციას ხელმისაწვდომს გახდიდა ბრაილის შრიფტით.
უსინათლო პირის ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას იმ
შემთხვევაში, თუ არ იმყოფება ოჯახის სხვა წევრი ან მინდობილი პირი, უწყება სხვა,
ალტერნატიული
საშუალების
სახით
შესაძლებლად
მიიჩნევს
სატელეკომუნიკაციო
საშუალების გამოყენების შესაძლებლობას, რათა მოხდეს სააგენტოს უფლებამოსილი პირის
მიერ
„ოჯახის
დეკლარაციის“
შევსების
პროცესის
ჩაწერა
ტელეფონის
მეშვეობით,
მაძიებელი/რეგისტრირებული პირის თანხმობით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
კომიტეტის მოსაზრებით, უწყების მიერ ზემოაღნიშნული დავალების საპასუხოდ
დაგეგმილი ღონისძიებები სრულად ვერ უზრუნველყოფს შშმ პირების სოციალური
უფლებების შეუფერხებელი რეალიზების საშუალებას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
დავალება შესრულებული არ არის
კ) შეცვალოს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო შვებულებით
სარგებლობისა და თანამდევი გასაცემლის მიღების წესი ამ წესით ორივე მშობლის მიერ
თანაბრად სარგებლობის უზრუნველსაყოფად;
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების XXX დანართით განისაზღვრა
ის დირექტივები, რომელთა ტრანსპოზიციაც უნდა მოხდეს საქართველოს კანონმდებლობაში
შრომისა და დასაქმების, ასევე შრომის უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის
მიმართულებით. ქალთა უფლებების დაცვის მხრივ აღსანიშნავია XXX დანართის 2006/54/EC
და
92/85/EEC
დირექტივები,
რომლებიც
შეეხება
ქალების
შრომითი
უფლებების
გაუმჯობესებას (კერძოდ ადგენს, რომ ქალს, რომელიც იმყოფება შვებულებაში ორსულობის,
მშობიარობისა და ბავშვის მოვლის გამო, უნდა ჰქონდეს შვებულების პერიოდის გასვლის
შემდეგ სამსახურში მის თანამდებობაზე ან ტოლფას თანამდებობაზე დაბრუნების უფლება იმ
პირობებით, რომლებიც მისთვის ნაკლებ ხელსაყრელი არ არის, და ასევე უფლება
ისარგებლოს ნებისმიერი გაუმჯობესებული სამუშაო პირობებით, რისი უფლებაც მას
ექნებოდა
სამუშაოზე
ყოფნის
პერიოდში
და
სხვ.)
და
ითვალისწინებს
ორსული,
ახალნამშობიარები და მეძუძურ მუშაკთათვის შრომის უსაფრთხო პირობებისა და
ჯანმრთელობის გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით ზომების შემოღებას (დაცვას მათ მიერ
მძიმე, მავნე და საშიშპირობებიანი, ასევე ღამის სამუშაოების შესრულების დროს,
განსაზღვრავს მშობიარობის გამო შვებულების ხანგრძლივობას, კერძოდ, ადგენს 2 კვირიან
სავალდებულო
დეკრეტულ
შვებულებას,
ორსული
დასაქმებულებისთვის
ადგენს
სამედიცინო გამოკვლევებისთვის გაცდენილი საათების ანაზღაურების ვალდებულებას და
სხვ.). საქართველოს პარლამენტი სახელმწიფო უწყებებთან, მათ შორის, საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტროს ჩართულობით და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან ერთად მუშაობს
ქალთა შრომითი უფლებების გაუმჯობესებისთვის დასახელებული დირექტივებიდან
გამომდინარე ვალდებულებების ფარგლებში.
დავალება შესრულების პროცესშია.
ლ)
დანერგოს
მარტოხელა
და
მრავალშვილიანი
მშობლების
დახმარების
ღონისძიებები, მათ შორის, გაითვალისწინოს ისინი სოციალური შეღავათების სისტემაში;
შექმნას და გააანალიზოს მარტოხელა და მრავალშვილიანი დედების შესახებ სრულყოფილი
სტატისტიკური ინფორმაცია;
„მარტოხელა მშობლის სტატუსის დადგენისა და შესაბამის პირთა შესახებ მონაცემების
წარმოების წესი“ დამტკიცებულია საქართველოს იუსტიციის მინისტრისა და საქართველოს
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2015 წლის 16 ივნისის
№79/№01-18 /ნ ერთობლივი ბრძანებით. გადაწყვეტილება მარტოხელა მშობლის სტატუსის
შესახებ მიიღება საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
მიერ,
რომელიც
უზრუნველყოფს
ელექტრონული რეესტრის
სტატისტიკური
მარტოხელა
მშობლის
წარმოებას. შესაბამისად, ამ
ინფორმაციის
მოძიება
შესაძლებელია
სტატუსის
მქონე
პირთა
კატეგორიის პირთა შესახებ
მხოლოდ
ზემოხსენებული
კომპეტენტური უწყების მიერ.
აქვე აღვნიშნავთ, რომ
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის N141/ნ ბრძანებით დამტკიცებული „სოციალურად
დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესის“ მე-7
მუხლის თანახმად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას, ოჯახის
დეკლარაციის
შესაბამის
ბლოკში
(„სპეციალური
სტატუსი
და
კატეგორია“),
სადაც
ფიქსირდება ოჯახის წევრთა სპეციალური სტატუსი, გათვალისწინებულია მარტოხელა დედა
- პირი, რომელსაც არ ჰყოლია მეუღლე ან ქვრივია და ჰყავს 18 წლამდე ასაკის შვილ(ებ)ი), რაც
თავის მხრივ, გავლენას ახდენს ოჯახის სარეიტინგო ქულაზე და ასეთი კატეგორიის ოჯახს
უფრო მეტიო შანსი აქვს გახდეს მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამის
ბენეფიციარი.
2019 წლიდან მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირისთვის, რომელსაც
ჰყავს ოთხი 18 წლამდე ასაკის შვილი ან/და ნაშვილები, ელექტროენერგიის სუბსიდიის
(სოციალური შეღავათის) ოდენობა შეადგენს ყოველთვიურად არაუმეტეს 20 ლარს, ხოლო მე5 და მომდევნო თითოეულ არასრულწლოვან ბავშვზე − დამატებით არაუმეტეს 10 ლარს,
მოხმარებული
ელექტროენერგიის
ოდენობის
გათვალისწინებით.
ამასთან,
გათვალისწინებულ სოციალურ შეღავათს მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირის
ოჯახი იღებს იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი ოჯახი რეგისტრირებულია სოციალურად
დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და მინიჭებული სარეიტინგო ქულა ტოლია
ან ნაკლებია 300 000 პირობით ერთეულზე.
ოქტომბრის
№517
დადგენილება
(საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31
,,მრავალშვილიანი
მშობლის
სოციალური
დაცვის
უზრუნველყოფის წესისა და პირობების განსაზღვრის თაობაზე“).
2019 წლის დეკემბრის მდგომარეობით აღნიშნული დახმარება მიიღო 1222 ოჯახმა.
დავალება შესრულების პროცესშია.
მ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის შექმნას სოციალური დახმარების პროგრამა
თავშესაფრის დატოვების შემდეგ მათთვის სოციალური შემწეობის გაუქმების შემდგომი
პერიოდისთვის;
მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა ითვალისწინებს შეფასების სისტემით
იდენტიფიცირებული სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახების ფულად დახმარებას.
კერძოდ, საარსებო შემწეობა ოჯახს/შინამეურნეობას ეძლევა კონკრეტულ საცხოვრებელ
ადგილზე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შესწავლის შედეგად მინიჭებული
სარეიტინგო ქულიდან გამომდინარე. იმ შემთხვევაში თუ მსხვერპლი საარსებო შემწეობის
მიმღები ოჯახის წევრია, მისი თავშესაფარში მცირე დროით განთავსება არ გამოიწვევს
საარსებო შემწეობის შეჩერებას, ხოლო იმ შემთხვევაში კი თუ მსხვერპლი თავშესაფარში
განთავსდება ხანგრძლივი დროით (სამ თვეზე მეტი ვადით), განხორციელდება მსხვერპლის
ოჯახის სოციალურ- ეკონომიკური მდგომარეობის ხელახალი გადამოწმება (დემოგრაფიული
ცვლილების გამო), მსხვერპლის იმავე ოჯახში დაბრუნების შემდეგ ოჯახის წევრთა
რაოდენობის გაზრდის გამო, ისევ გადამოწმდება ოჯახი და იმ შემთხვევაში თუ ოჯახი
მოიპოვებს საარსებო შემწეობის მიღების უფლებას, შეჩერების თვიდან აღუდგება თანხის
მიღება. თუმცა გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მსხვერპლის ოჯახში დაბრუნების
შემდეგ შესაძლოა ოჯახი აღარ იღებდეს სოციალურ დახმარებას (მაღალი სარეიტინგო ქულის
გამო) ან შეწყვეტილი ჰქონდეს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში
რეგისტრაცია. შესაბამისად, მხოლოდ მსხვერპლს ვერ აღუდგება სოციალური დახმარება,
ვინაიდან თავისი არსით ფულადი სოციალური დახმარება - საარსებო შემწეობა ოჯახისათვის
განკუთვნილი სარგებელია და განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული
ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. გარდა
ამისა, არსებობს მნიშვნელოვანი რისკი, მსხვერპლთათვის საგამონაკლისო ნორმის შემოღება
(მსხვერპლის ოჯახში დაბრუნების შემდეგ საარსებო შემწეობის ავტომატური აღდგენა), ხომ
არ გამოიწვევს მოძალადის მხრიდან ზეწოლას, რომ ამ მოტივით აიძულოს მსხვერპლი ისევ
დაბრუნდეს ოჯახში.
ამასთანავე, სოციალური დახმარების ადმინისტრირების პროცესი შეუძლებელია იმ
შემთხვევაშიც თუ მსხვერპლი თავშესაფრიდან ბრუნდება არა იმ ოჯახში, სადაც ძალადობის
მსხვერპლი გახდა, არამედ სხვა ოჯახში (მეგობრის, ნათესავის, მშობლების), რომელიც
შესაძლოა არ იყოს საარსებო შემწეობის მიმღები, შეწყვეტილი ჰქონდეს სოციალურად
დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია (ყალბი ან არასწორი ინფორმაციის
წარდგენის გამო) ან საერთოდ არ იყოს დარეგისტრირებული ბაზაში. ამდენად, ოჯახში
ძალადობის მსხვერპლი სერვისის დატოვების შემდეგ შესაძლებელია სოციალურად
დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში დარეგისტრირდეს იმ მისამართზე, სადაც
ფაქტობრივად ცხოვრობს.
დავალება ითვალისწინებს ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის თავშესაფრის
დატოვების
შემდეგ
სოციალური
შემწეობის
სოციალური დახმარების პროგრამის შექმნას.
გაუქმების
შემდგომი
პერიოდისთვის
უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაცია
სრულად ვერ პასუხობს დავალების მოთხოვნებს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
დავალება შესრულებული არ არის
ნ) შეიმუშაოს ანტენატალური ზრუნვისადმი სისტემური მიდგომა და უზრუნველყოს
მშობიარობის შემდგომი ფსიქოლოგიური დახმარების სერვისის მის საბაზისო ნაწილში
ინტეგრირება;
დედათა და ახალშობილთა ავადობისა და სიკვდილიანობის შესამცირებლად და
რეპროდუქციული
ჯანმრთელობის
სერვისებზე
ხელმისაწვდომობის
გასაზრდელად,
შემუშავდა დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის ხელშეწყობის 2017-2030 წლების
ეროვნული სტრატეგია, რომელიც მომავალი 14 წლის განმავლობაში განსაზღვრავს ქვეყნის
პოლიტიკას როგორც დედათა და ახალშობილთა ჯანმრთელობის, ასევე, ოჯახის დაგეგმვის,
სქესობრივი და რეპროდუქციული ჯანმრთელობის მიმართულებით.
ზემოაღნიშნული სტრატეგიის მეორე სტრატეგიული პრიორიტეტის მიხედვით,
დედათა და ახალშობილთა სამედიცინო მომსახურების ხარისხი გაუმჯობესდება, მოხდება
სერვისების ინტეგრაცია და სტანდარტიზაცია.
2018 წელს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (შემდგომში - ჯანმო) დავალებების
შესაბამისად, დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 4
ანტენატალური ვიზიტის ნაცვლად, სახელმწიფოს მიერ ფინანსდება 8 ანტენატალური
ვიზიტი. ანტენატალური ვიზიტების ფარგლებში, სერვისების ჩამონათვალი შეიცვალა ჯანმოს
2017 წლის ახალი ანტენატალური გაიდლაინის შესაბამისად.
გაეროს
ბავშვთა
ფონდის
დახმარებით,
მომზადდა
და
დამტკიცდა
ბავშვთა
განვითარებისკენ მიმართული ადრეული ჩარევების სახელმწიფო კონცეფცია და 2018-2020
წლების ეროვნული სამოქმედო გეგმა. მისივე ფინანსური მხარდაჭერით, მოხდა ბავშვთა
განვითარებისკენ მიმართული ადრეული ჩარევების ინსტრუმენტის პილოტირება.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი და UNFPA-ის თანამშრომლობის
საფუძველზე, შემუშავდა ანტენატალური მეთვალყურეობის ონლაინ სასწავლო კურსი,
რომელიც დაფუძნებულია უკანასკნელ წლებში მსოფლიოში მიღებულ ახალ, მაღალი
სანდოობის მქონე სამეცნიერო მტკიცებულებებზე და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის
უახლეს დავალებებზე და განკუთვნილია როგორც პრაქტიკოსი ექიმებისთვის, ასევე
რეზიდენტებისთვის.
მოწოდებულ
ინფორმაციაში
უწყება
არ
მიუთითებს
მშობიარობის
შემდგომი
ფსიქოლოგიური დახმარების სერვისის მის საბაზისო ნაწილში ინტეგრირების კუთხით
გატარებული ღონისძიებების შესახებ.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ.
ო) უზრუნველყოს „რეფერალური მომსახურების“ ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო
დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ხელშეწყობის მიზნით შექმნილი
კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ
დასაბუთების სტანდარტებთან შესაბამისობა;
,,რეფერალური მომსახურების” ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების
გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის
წესის განსაზღვრის შესახებ” საქართველოს მთავრობის 2010 წლის 3 ნოემბრის N331
დადგენილების თანახმად შექმნილი კომისიის მუშაობის ზოგადი პრინციპები, შეზღუდვები,
პრიორიტეტები და დაფინანსების მოცულობა განსაზღვრულია ამავე დადგენილებით
განსაზღვრული მოსარგებლეების და პრიორიტეტების, ასევე, „რეფერალური მომსახურების“
ფარგლებში
შესაბამისი
გადაწყვეტილების
სამედიცინო
მიღების
დახმარების
ხელშეწყობის
მიზნით
გაწევის
კომისიის
შესახებ
შესაბამისი
შემადგენლობის,
მისი
საქმიანობის პრინციპების, მომსახურების მოცულობის, დაფინანსების მექანიზმისა და
ორგანიზაციულ-ტექნიკური
ღონისძიებების
განსაზღვრის
შესახებ“
საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის N01-77/ო 22/02/2019 წ. ბრძანების N2 დანართით დადგენილი პირობების
გათვალისწინებით. მიმართვების ადმინისტრირების მოდულში კომისიის დახურვისთანავე,
დაფინანსების მაძიებელს/განმცხადებელს გადაწყვეტილების თაობაზე ეცნობება მოკლე
ტექსტური შეტყობინებით, რომელშიც შეუძლებელია სრულად აისახოს გადაწყვეტილების
არგუმენტი.
ამასთან,
მოთხოვნის
შემთხვევაში,
მიღებულ
გადაწყვეტილებასთან
დაკავშირებით განმცხადებელს ეძლევა ამომწურავი განმარტება, როგორც სიტყვიერად, ასევე,
წერილობით.
დამატებით მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მიმართვების ადმინისტრირების
მოდულის სრულყოფის მიზნით, რომელიც შესაძლებლობას მოგვცემს არგუმენტის ველში
მითითებული გადაწყვეტილების საფუძველი აისახოს სხდომის მასალაში.
მინისტრის N01-77/ო ბრძანებით (მე-2 დანართით) განსაზღვრულია ექსპერტების მიერ
დასკვნის მომზადების და გამოგზავნის წესი, ასევე ამავე ბრძანების დანართის სახით არის
დამტკიცებული
ექსპერტული
დასკვნების
მედიკამენტის საჭიროების შესახებ.
ფორმები
მკურნალობის,
კვლევისა
და
დავალება შესრულების პროცესშია.
პ) შეიმუშაოს მოწვეული სამედიცინო ექსპერტების საქმიანობის, მათ მიერ საექსპერტო
დასკვნის მომზადების/განხილვის და მათი პასუხისმგებლობის მარეგულირებელი ნორმები;
იხ. „ო)“ დავალების პასუხი
,,ო’’ დავალების პასუხის მიხედვით, მინისტრის N01-77/ო ბრძანებით (მე-2 დანართით)
განსაზღვრულია ექსპერტების მიერ დასკვნის მომზადების და გამოგზავნის წესი, ასევე ამავე
ბრძანების დანართის სახით არის დამტკიცებული ექსპერტული დასკვნების ფორმები
მკურნალობის, კვლევისა და მედიკამენტის საჭიროების შესახებ.
დავალება შესრულებულია
ჟ) შეიმუშაოს გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს უწყვეტი სამედიცინო განათლების
სისტემის ფარგლებში ექთნების მომზადებისა და პროფესიული რეგულირების მდგრადი
სისტემის ჩამოყალიბებას, აგრეთვე სახელმწიფოს მიერ საექთნო განათლების სტიმულირებას;
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, „საექთნო საქმიანობის განვითარების
ეროვნული
საბჭოსთან“
კოორდინაციით,
მოამზადა
„საექთნო
საქმის
განვითარების
სტრატეგია“ (საქართველოს მთავრობის 2019 წლის 16 ივლისის N334 დადგენილება).
აღნიშნული სტრატეგია წარმოადგენს საექთნო/საბებიო ადამიანური რესურსის განვითარების
ხედვას, რომელიც ეფუძნება საერთაშორისო დონეზე აღიარებულ პრინციპებსა და
ფასეულობებს, ასევე, ითვალისწინებს ეროვნულ სპეციფიკას, სოციალურ და ეკონომიკურ
რეალობას, არსებულ გამოწვევებს. დოკუმენტი წარმოაჩენს საექთნო/საბებიო რესურსის
განვითარებისა და მართვის მიმართულებით გასატარებელი რეფორმისა და სამოქმედო
გეგმის ძირითად ასპექტებს. სტრატეგია ეფუძნება ისეთ ფუნდამენტურ ფასეულობებს,
პრინციპებსა და არგუმენტებს, როგორიცაა უნივერსალური ჯანდაცვისა და მდგრადი
განვითარების
მიზნების
მტკიცებულებებზე
მოტივირებული
მისაღწევად
დამყარებული
საექთნო
საექთნო
ადამიანური
რესურსის
პოლიტიკის
გატარება,
კვალიფიციური
პერსონალით
საქართველოს
მოსახლეობის
სფეროში
და
თანაბარი
ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, საუკეთესო კლინიკური გამოსავლების მისაღწევად
ეფექტური და მაღალი ხარისხის განათლების (დიპლომამდელი, დიპლომისშემდგომი და
უწყვეტი პროფესიული განვითარება) მიწოდება, ევროკავშირის ქვეყნებში საქართველოში
მიღებული
განათლების
აღიარება,
საექთნო
ადამიანური
რესურსის
განვითარების
მიმართულებით უწყებათაშორისი თანამშრომლობის გაძლიერება.
ამასთან, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტო
გეგმავს,
სამინისტროს
შესაბამის
სტრუქტურულ
ერთეულებთან
ერთად,
აქტიური
მონაწილეობა მიიღოს უწყვეტი სამედიცინო განათლების სისტემის ფარგლებში ექთნების
მომზადების,
პროფესიული
რეგულირების
მდგრადი
სისტემის
ჩამოყალიბების
სახელმწიფოს მიერ საექთნო განათლების სტიმულირების უზრუნველყოფის პროცესში.
დავალება შესრულების პროცესშია.
და
რ) სწრაფად და ეფექტიანად განახორციელოს ღონისძიებები სს „ინფექციური
პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში“
არსებული ინფრასტრუქტურისა და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობების დადგენილ
სტანდარტებთან მისასადაგებლად;
„სამედიცინო
დაწესებულებათა
რეაბილიტაციისა
და
აღჭურვის
2017
წლის
სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 26
იანვრის N32 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის
2017 წლის 15 ივნისის N290 დადგენილების შესაბამისად ა(ა)იპ ინფექციური პათოლოგიის,
შიდსისა
და
კლინიკური
იმუნოლოგიის
სამეცნიერო-პრაქტიკული
ცენტრის
მშენებლობისთვის საჭირო საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების შესყიდვისათვის
გათვალისწინებული
ღონისძიებების
განხორციელება
დაევალა
სსიპ
საქართველოს
მუნიციპალური განვითარების ფონდს, ხოლო სამინისტროს დაევალა ფონდის ანგარიშზე
სათანადო ფინანსების მიმართვა, რაც განხორციელდა.
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიეროპრაქტიკული ცენტრის ფუნქციონირების სრულყოფის მიზნით, 2019 წლის „სამედიცინო
დაწესებულებათა
რეაბილიტაციისა
და
აღჭურვის
პროგრამის
ფარგლებში“
გათვალისწინებული და შეძენილ იქნა კომპიუტერული მრავალშრიანი ტომოგრაფიული
სისტემა (კომპლექტაციით), ღირებულებით 1 500 000 ლარი.
დავალება შესრულების პროცესშია
ს) უზრუნველყოს სიღარიბეში მცხოვრები ბავშვიანი ოჯახების საჭიროებების
გამოვლენა, მათთვის ბავშვზე ზრუნვისა და სოციალური პროგრამების შესახებ ინფორმაციის
მიწოდება; ყველა შესაძლო რესურსის გამოყენებით თავიდან აიცილოს ბავშვთა სახელმწიფო
ზრუნვაში განთავსება მათი სიღარიბის საფუძვლით;
გაეროს ბავშვთა ფონდის დავალებით 2015 წელს განხორციელდა ,,ოჯახების
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის
შეფასების
მეთოდოლოგიის“
გადახედვა.
მიზნობრივი დახმარებები გაიცემა გრადაციული სისტემით: კერძოდ, რაც უფრო მეტი
საჭიროება აქვს ოჯახს, მით უფრო მეტი დახმარების მიმღები ხდება იგი. ახალი
მეთოდოლოგია ორიენტირებულია ბავშვებისა და ბავშვიანი ოჯახების საჭიროებებზე.
შემოღებულ იქნა ბავშვის ბენეფიტიც, რომელიც დამატებით გაიცემა ოჯახის 16 წლამდე
წევრთათვის. 2019 წლის იანვრიდან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან
ბაზაში რეგისტრირებულ შინამეურნეობებში, რომელთა სარეიტინგო ქულა ნაკლებია 100001ზე და ჰყავთ 16 წლამდე ასაკის ბავშვ(ებ)ი, ბავშვის ბენეფიტის ოდენობა 10 ლარიდან 50
ლარამდე
გაიზარდა.
აღნიშნულის
უზრუნველსაყოფად
სახელმწიფო
ბიუჯეტიდან
დამატებით 70 მლნ. ლარი გამოიყო.
უნდა აღინიშნოს, რომ სოციალური ტრანსფერები სიღარიბესთან ბრძოლის ერთ-ერთი
ძირითადი საშუალებაა - ,,გაეროს ბავშვთა ფონდის მიერ ჩატარებული კვლევები
სისტემატურად აჩვენებს, რომ საქართველოში არსებული თითოეული ფულადი დახმარება
ბავშვთა სიღარიბეს ამცირებს.” ასევე, ,, შინამეურნეობის ხარჯებს, მიზნობრივი სოციალური
დახმარების სახით მიღებული შემოსავალი რომ გამოვაკლოთ, ბავშვებში უკიდურესი
სიღარიბის დონე 6.8%-დან 12.9%- მდე გაიზრდება.” კვლევის შედეგები გვიჩვენებს, რომ
მიზნობრივ სოციალურ დახმარებასა და ბავშვის შემწეობას ბავშვებზე ყველაზე დიდი გავლენა
აქვს.,, მიზნობრივი სოციალური დახმარებისა და ბავშვის შემწეობის შემთხვევაში, მთლიანად
გაცემული შემწეობის 69.7% ყველაზე ღარიბ დეცილში შემავალ შინამეურნეობებზე მოდის და
მას ამ შინამეურნეობების 54.3% იღებს”.
აღსანიშნავია,
რომ
ბავშვის
ბენეფიტი
2019
წლის
მარტიდან
გაიცემა
ორი
განსხვავებული მეთოდით. მუნიციპალიტეტების ნაწილში 50-ლარიანი დახმარებიდან 30
ლარი გაიცემა „ბავშვის კვების ბარათის“ (თანხის ნაღდი ფულის სახით განაღდების უფლების
გარეშე) სახით, ხოლო 20 ლარი ფულადი სახით. მუნიციპალიტეტების ნაწილში კი დახმარება
გაიცემა მხოლოდ ფულადი სახით. გაეროს ბავშვთა ფონდის დახმარებით შეფასდება, რომელი
მეთოდოლოგიაა უფრო ეფექტური და რა შემთხვევაში უფრო მეტად ხმარდება ბავშვის
ბენეფიტი ბავშვის საჭიროებების დაკმაყოფილებას და მხოლოდ ამის შემდეგ დადგინდება,
თუ რა სახით გაგრძელდება მომავალში აღნიშნული გასაცემელის გაცემა. 2019 წელს კი 16
წლამდე 140 000 პირმა მიიღო გაზრდილი გასაცემელი, მათ შორის 103 000 ისარგებლა „ბავშვის
კვების ბარათით“.
2018 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს
სოციალურ აგენტებსა და სოციალურ მუშაკებს შორის რეფერირების წესი, კერძოდ,
თითოეულ ოჯახში, სადაც 18 წლამდე ბავშვია, შეივსება „ოჯახში მცხოვრები (0-18 წლამდე
ასაკის) ბავშვ(ებ)ის დეკლარაცია“. დეკლარაციის შევსების მიზანია ოჯახში მცხოვრები
ბავშვ(ებ)ის საჭიროებების შესახებ ინფორმაცია დროულად მიეწოდოს სოციალურ მუშაკს,
რათა მოხდეს შესაბამისი მხარდაჭერის აღმოჩენა ბავშვ(ებ)ისთვის. დეკლარაცია მოიცავს
მარტივ კითხვებს, რომელიც შეეხება ბავშვების ფიზიკურ განვითარებას, ჯანმრთელობის
მდგომარეობას და სამედიცინო სერვისების ხელმისაწვდომობას, ბავშვზე ზრუნვისა და
ბავშვის განათლების საკითხებს. დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის
ტექნიკურ დამუშავებას, კომპიუტერული პროგრამის საშუალებით და მიიღება ქულა,
რომლის საფუძველზე საჭიროების შემთხვევაში ბავშვის ქეისის გადამისამართება ხდება
სოციალურ
მუშაკთან.
2018
წლის
1
ნოემბრიდან
2019
წლის
1
ნოემბრამდე
გადამისამართებულია 1380 შემთხვევა.
ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ,,სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის
2019 წლის სახელმწიფო პროგრამის“ ბიუჯეტი გასული წლის ბიუჯეტთან შედარებით
გაიზარდა
27%-ით.
პროგრამის
დეინსტიტუციონალიზაციის
პროცესისა
ბიუჯეტის
და
ზრდა
მიზნად
ინსტიტუციონალიზაციის
ისახავს
პრევენციის
ხელშეწყობას, შშმ ბავშვებისა და შშმ პირებისათვის განკუთვნილი მომსახურებების
მხარდაჭერასა და გაძლიერებას, ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული, ალტერნატიული
სერვისების განვითარებას. ოჯახის მხარდამჭერის მიზნით „ბავშვთა ადრეული განვითარების
ქვეპროგრამის“ ფარგლებში 2018 წელს მომსახურება გაეწია - 1190 ბენეფიციარს, „ბავშვთა
რეაბილიტაციის
ქვეპროგრამის“ ფარგლებში - 928 ბენეფიციარს, „დღის ცენტრების
ქვეპროგრამის“ ფარგლებში - 1769, დედათა და ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის
ქვეპროგრამის“ ფარგლებში - 72 ბენეფიციარს, „კრიზისულ მდგომარეობაში მყოფი ბავშვიანი
ოჯახების დახმარების ქვეპროგრამის“ ფარგლებში - 1117, „მძიმე და ღრმა გონებრივი
განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა ბინაზე მოვლის ქვეპროგრამის’’ ფარგლებში - 49
ბენეფიცარს.
2018 წელს სახელმწიფო ზრუნვაში ბავშვების განთავსება სიღარიბის საფუძვლით
განხორციელდა
შემთხვევების 19 %-ში. გამოყვანის მიზეზი სიღარიბესთან ერთად იყო
მშობლის უნარების არქონა.
სოციალური მუშაკის მიერ, საჭიროების შემთხვევაში, ოჯახებს მიეწოდება ინფორმაცია
სოციალური პროგრამების შესახებ.
დავალება შესრულების პროცესშია.
ტ) უზრუნველყოს, რომ სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის
სახელმწიფო პროგრამის მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამით
გათვალისწინებული მომსახურება, არსებული პრობლემიდან გამომდინარე, გაწეულ იქნეს
აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში; შეაფასოს მობილური ჯგუფების საქმიანობის ხარისხი
და შეიმუშაოს შეფასების ეფექტიანი ფორმა, რომლითაც განისაზღვრება ქუჩაში მცხოვრები და
მომუშავე თითოეული იდენტიფიცირებული ბავშვის ინდივიდუალური საჭიროებები და
რისკები;
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამის“
„მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრით უზრუნველყოფის ქვეპროგრამას“ 2019 წლიდან დაემატა 2
მობილური ჯგუფი ქ. თბილისსა და ქ. რუსთავში. 2018 წელს აჭარის რეგიონში „მიუსაფარ
ბავშვთა
თავშესაფრით
უზრუნველყოფის
ქვეპროგრამის“
განვითარების
მიზნით
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ 2-ჯერ გამოქვეყნდა განცხადება ინტერესის
გამოხატვის შესახებ, თუმცა ვერ იქნა მოძიებული შესაბამისი სერვისის მომწოდებელი
ორგანიზაცია და შენობა. ქუჩაში მცხოვრებ და მომუშავე თითოეულ იდენტიფიცირებულ
ბავშვზე განისაზღვრება მათი ინდივიდუალური საჭიროებები და ხდება ინდივიდუალური
განვითარების გეგმის შემუშავება.
უწყების მიერ წარმოდგენილი ინფორმაციისთ, დავალებით გათვალისწინებული
მომსახურება ვერ იქნა გაწეული აჭარის ა/რ -ში, არ არის მოწოდებული ინფორმაცია
მობილური ჯგუფების საქმიანობის ხარისხის შეფასების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე,
დავალება შესრულებული არ არის
უ) საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს
ტერიტორიული ცენტრები გააძლიეროს ადამიანური რესურსით (მათ შორის, გაზარდოს
სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების რაოდენობა), აგრეთვე ტექნიკური და ფინანსური
რესურსებით;
2019 წლის 1 იანვრიდან სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს საშტატო ნუსხით
გათვალისწინებული სოციალური მუშაკების რაოდენობა გაიზარდა 30 სოციალური მუშაკის
საშტატო
ერთეულით.
2019
წლის
13
მაისიდან,
სააგენტოს
საშტატო
ნუსხაში
განხორციელებული ცვლილებების შედეგად, ფსიქოლოგების არსებულ რაოდენობას დაემატა
ფსიქოლოგის სამი საშტატო ერთეული (გლდანი–ნაძალადევის სერვის ცენტრი, აჭარის ა/რ
ფილიალი,
იმერეთის
სოციალური
მომსახურების
სამხარეო
ცენტრი).
არსებული
ცვლილებების გათვალისწინებით, დღეის მდგომარეობით, სააგენტოს საშტატო ნუსხით
დამტკიცებულია ფსიქოლოგის 14, უფროსი სოციალური მუშაკის 21 და სოციალური მუშაკის
250 საშტატო ერთეული. გარდა ზემოაღნიშნულისა, საქართველოს მთავრობის 2019 წლის 4
აპრილის № 7 ოქმის შესაბამისად, დაემატა 20 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი
(სოციალური მუშაკი) საპროცესო წარმომადგენლობისა და რეინტეგრაციის პროცედურების
განხორციელების მიზნით.
სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრებსა და რაიონულ
განყოფილებებში, დამოუკიდებელი კონფიდენციალური გასაუბრების ოთახების მოსაწყობად
სამუშაოები უნდა განხორციელდეს სულ 29 რაიონულ განყოფილებაში. აღნიშნულის
უზრუნველსაყოფად,
სახელმწიფო
განხორციელებული
შესყიდვის
ხელშეკრულებები
სატენდერო
სარემონტო
პროცედურების
შედეგად,
სამუშაოების
შესყიდვაზე
გაფორმებულია 21 ობიექტზე. ამასთან, სააგენტოს 39 რაიონულ განყოფილებაში დამონტაჟდა
საგანგაშო დაცვის ღილაკები (სოციალური მუშაკების მოთხოვნით).
სსიპ-სოციალური
მომსახურების
სააგენტოს
სოციალური
მუშაკების
ავტოსატრანსპორტო საშუალებებით მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით, თბილისის
ხუთივე
რაიონში
მიმაგრებულია
თითო-თითო
ავტომანქანა,
ხოლო
რეგიონებში
განაწილებულია 12 ერთეული ავტოსატრანსპორტო საშუალება. ნებისმიერი სხვა საჭიროების
შემთხვევაში, დღე-ღამის განმავლობაში, ყველა ქალაქსა და რაიონში მომსახურება ხდება
სააგენტოს სარგებლობაში არსებული მორიგე ავტოსატრანსპორტო საშუალებებით.
მიუხედავად
მხედველობაშია
უწყების
მისაღები
მიერ
განხორციელებული
რეორგანიზაციის
საბაბით
რიგი
40-მდე
ღონისძიებებისა,
სოციალური
მუშაკის
თანამდებობიდან გათავისუფლების ფაქტი, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა ბევრი
გამოწვევის წინაშე მდგარ სოციალური მომსახურების სისტემას გამართული მუშაობისთვის
სასიცოცხლოდ
სჭირდება
მეტი
კვალიფიციური
კადრი.
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
ფ) გააუმჯობესოს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვთა დაცვის ზედამხედველობის
მექანიზმი მათი უფლებრივი მდგომარეობის შემოწმებისა და საჭიროებების გამოვლენის
მიზნით;
სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებულ ბავშვებზე სოციალური მუშაკების მიერ
ხორციელდება
გეგმიური
და
საჭიროების
შემთხვევაში
არაგეგმიური
ვიზიტები,
კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პროცედურებით.
სახალხო დამცველის მიერ ზემოაღნიშნული დავალების გაცემის საფუძველია
მინდობით
აღზრდის
სახელმწიფო
ქვეპროგრამაში
ჩართულ
პირთა
უფლებრივი
მდგომარეობის შემოწმების მიზნით ჩატარებული მონიტორინგის შედეგები, რომელიც
ცხადყოფს, რომ ხშირ შემთხვევაში, სოციალური მუშაკები, გადატვირთულობისა და
რესურსის სიმწირის გამო, ვერ ახერხებენ გეგმიური და არაგეგმიური ვიზიტების
განხორციელებას,
ოჯახების
სრულფასოვან
და
რეგულარულ
შეფასებას,
არასრულწლოვანთან საფუძვლიან გასაუბრებას, რის გამოც ბენეფიციარებს არ აქვთ
შესაძლებლობა, გამოთქვან საკუთარი მოსაზრება ზრუნვასთან დაკავშირებულ საკითხებთან
მიმართებით. აღნიშნული პრაქტიკა უარყოფითად აისახება ძალადობის შემთხვევების
პრევენციისა და გამოვლენის მაჩვენებელზე, ვერც არასრუწლოვანთა უფლებებისა და
საუკეთესო ინტერესების განუხრელ დაცვას უზრუნველყოფს.
რამდენადაც სოციალური მუშაკების რაოდენობის გაზრდის პრობლემა დღესაც
სახეზეა,
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
ქ) სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ ბავშვებთან მომუშავე პირები სისტემატურად
გადაამზადოს ბავშვთა უფლებებისა და საჭიროებების, აგრეთვე რთული ქცევის მართვის
საკითხებში;
„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად
2019-2020
წლებში
სწავლება/გადამზადებას,
მათ
შორის
ბავშვთა
უფლებებისა
და
საჭიროებების, ასევე, რთული ქცევის მართვის საკითხებთან დაკავშირებით, გაივლის სსიპ
სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკების უმრავლესობა.
2019 წელს გადამზადდა 59 სოციალური მუშაკი.
დავალება შესრულების პროცესშია.
ღ) უზრუნველყოს, რომ სოციალური მუშაკი მუდმივად უწევდეს ზედამხედველობას
სახელმწიფო ზრუნვაში მყოფ არასრულწლოვანთა განათლებისა და დამოუკიდებელი
ცხოვრებისთვის მომზადების კუთხით არსებულ გამოწვევებს და პროაქტიულად მოიძიებდეს
თემში არსებულ ყველა სერვისს ბავშვთა ინტერესებისა და სურვილის გათვალისწინებით;
სახელმწიფო ზრუნვის სხვადასხვა დაწესებულებებში მცხოვრები 14 წლის ზევით
არასრულწლოვნებისათვის სერვისის მომწოდებელ ორგანიზაციას/მინდობით აღმზრდელს
ევალება იზრუნოს ბავშვის დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებაზე. სოციალური
მუშაკის ინდივიდუალური განვითარების გეგმის ერთ-ერთი აუცილებელი აქტივობაა
არასრულწლოვნების
დამოუკიდებელი
ცხოვრებისათვის
მომზადება,
ბავშვების
ინტერესებისა და სურვილის გათვალისწინებით მათი ჩართვა ფორმალურ და არაფორმალურ
განათლებაში.
მიუხედავად უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციისა, რომლის მიხედვით,
სოციალური მუშაკის ინდივიდუალური განვითარების გეგმის ერთ-ერთი აუცილებელი
აქტივობაა არასრულწლოვნების დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება, ბავშვების
ინტერესებისა და სურვილის გათვალისწინებით მათი ჩართვა ფორმალურ და არაფორმალურ
განათლებაში, სახალხო დამცველის ანგარიშში ხაზგასმულია რეინტეგრირებულ ოჯახებში
სოციალური მუშაკების ვიზიტების ნაკლებობის შესახებ, ასევე ყურადღებაა გამახვილებული
იმ ფაქტზეც, რომ სოციალურ მუშაკები ბიოლოგიურ ოჯახში მცხოვრები ბავშვების მუდმივ
მონიტორინგს აუცილებელ საჭიროებად არ მიიჩნევენ.
ანგარიშის
მიხედვით,
აღნიშნული
მდგომარეობის
ერთ-ერთი
უმთავრესი
განმაპირობებელი ფაქტორია სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული
სოციალური მუშაკების გადატვირთულობა და რესურსის სიმწირე.
დღეის
მდგომარეობით,
დასახელებული
პრობლემა
კვლავაც
სახეზეა,
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კომიტეტის მოსაზრებით,
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
ყ) უზრუნველყოს სახელმწიფო ზრუნვაში მყოფი, ტრავმული გამოცდილების მქონე,
რთული
ქცევის
ბავშვთა
ინდივიდუალური
საჭიროებებისთვის
მორგებული
ფსიქოსოციალური და სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის პროცესის
ინიცირება;
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ადამიანის უფლებათა დაცვის
სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის)“ (№ 182) ამოცანებია: სექსუალური
ძალადობისა და სექსუალური ექსპლოატაციის მსხვერპლი ბავშვებისათვის მომსახურების
კონცეფციის შექმნა, განფასება და მისი პილოტირება. როგორც ჩვენთვის ცნობილია,
აღნიშნული კონცეფიის შემუშავების მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის
ადამიანის უფლებათა სამდივნო ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს.
დავალება შესრულების პროცესშია.
შ) აქტიურად გაუწიოს ზედამხედველობა რელიგიურ პანსიონებში მყოფ ბავშვთა
უფლებრივ მდგომარეობას, მათი საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით;
სახელმწიფო
საპატრიარქოს
ზრუნვაში
განთავსებულ
დაქვემდებარებულ
ბავშვებზე,
ლიცენზირებულ
მათ
შორის
საქართველოს
სკოლა-პანსიონებში,
სოციალური
მუშაკების მიერ ხორციელდება გეგმიური და საჭიროების შემთხვევაში არაგეგმიური
ვიზიტები.
ანგარიშის მიხედვით, დავალების გაცემის საფუძველისხვა ფაქტორებთან ერთად არის
ამ
ტიპის
დაწესებულებებზე
სახელმწიფოს
ზედამხედველობის
ნაკლებობასთან
დაკავშირებული პრობლემები. ანგარიშის მიხედვით, არ კონტროლდება პანსიონებში
არსებული სააღმზრდელო პირობები და გარემო, რაც სახელმწიფოს მხრიდან
დაუცველ
მდგომარეობაში ამყოფებს ამ დაწესებულებების ბენეფიციარებს; დოკუმენტაციის წარმოების
პრობლემებიდან გამომდინარე, პანსიონებში არ არის დაცული ინფორმაცია ძალადობის
ფაქტების აღრიცხვის, პროტესტისა და უკუკავშირის შემთხვევებზე პანსიონების მიერ
გატარებულ ღონისძიებათა შესახებ. ბენეფიციარები, რიგ შემთხვევებში, იზოლირებული
არიან სოციუმიდან და შეზღუდული აქვთ გამოხატვის თავისუფლება. ინსტიტუციური
რეჟიმიდან გამომდინარე, მათ არ აქვთ გაპროტესტების, თავისი განსხვავებული აზრის
თავისუფლად გამოხატვის შესაძლებლობა და არსებულ სააღმზრდელო პირობებთან და მკაცრ
გარემოსთან უწევთ შეგუება.
კომიტეტის მოსაზრებით, უწყების მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია სრულად ვერ
პასუხობს ანგარიშში ასახულ პრობლემებს, რაც გახდა დავალების გაცემის და პარლამენტის
დადგენილებით მისი გაზიარების საფუძველი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
ჩ) აქტიურად გააგრძელოს მუშაობა რელიგიური პანსიონების ლიცენზირების
საკითხზე;
შესაბამისი
დაწესებულებების
ადმინისტრაციებს
მიაწოდოს
სათანადო
ინფორმაცია ლიცენზირების სავალდებულო ხასიათისა და ლიცენზირების მოთხოვნების
დაკმაყოფილების კრიტერიუმების შესახებ;
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, განათლების მეცნიერების, სპორტისა
და
კულტურის
სამინისტროსა
და
გაეროს
ბავშვთა
ფონდთან
თანამშრომლობით
განხორციელდა არალიცენზირებული დაწესებულებების შეფასება, რომლის საფუძველზეც
გამოიკვეთა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და მუსლიმანური კონფესიის
დაქვემდებარებაში
არსებულ
ბავშვთა
პანსიონებში
მცხოვრები
არასრულწლოვნების
დაწესებულებებში მოხვედრის მიზეზები და საჭიროებები.
შედგა შეხვედრა საქართველოს საპატრიარქოსა და
მუსლიმანური კონფესიის
დაქვემდებარებული დაწესებულებების წარმომადგენლებთან. საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტრომ არალიცენზირებულ დაწესებულებებს გაუგზავნა წერილები „სააღმზრდელო
საქმიანობის ლიცენზირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესრულების
აუცილებლობის შესახებ. ასევე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული
ერთეულებიდან
გამოთხოვილ
იქნა
ინფორმაცია,
მათ
ტერიტორიულ
ერთეულში
სააღმზრდელო საქმიანობის ლიცენზიის გარეშე არსებული დაწესებულებების შესახებ. დღეის
მდგომარეობით, სამინისტროში შემოსული კორესპონდენციის საფუძველზე სააღმზრდელო
საქმიანობის ლიცენზიის გარეშე დაწესებულებები არ ფუნქციონირებენ.
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების საჯარო სამართლის იურიდიულ
პირებად დაფუძნებისა და საჯარო სკოლის წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2005 წლის 15 სექტემბრის №448 ბრძანებაში 2018
წლის 26 ნოემბერს შევიდა ცვლილება და დუშეთის მუნიციპალიტეტის 3 სკოლა (ბარისახო,
მაღაროსკარი, შატილი) დაემატა ქალაქ დუშეთის
საგანმანათლებლო რესურსცენტრს
დაქვემდებარებული საჯარო სკოლების ჩამონათვალს. ამასთან, საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
2019 წლის 27 მარტის ბრძანებით დამტკიცდა ბავშვთა კეთილდღეობისაკენ მიმართული
საკოორდინაციო საბჭოს დებულება და შემადგენლობა. საბჭოს წევრები არიან როგორც
საქართველოს საპატრიარქოს, ისე მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლები. საბჭოს მე-3
კომიტეტის - „დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავებისა
და განხორციელების კომიტეტი“, რომლის მიზანია დიდი ზომის ბავშვთა დაწესებულებების
დეინსტიტუციონალიზაციის სამოქმედო გეგმის შემუშავება (დარგის ექსპერტთან მჭიდრო
თანამშრომლობის გზით), განსახორციელებელი ინიციატივების განფასების მომზადება და
საბჭოსა და კომიტეტის წევრების მიერ წარდგენილ სხვა ინიციატივებზე მუშაობა.
დავალების ძირითადი მოთხოვნაა, შესაბამისი უწყების მიერ აქტიური მუშაობის
გაგრძელება
რელიგიური
პანსიონების
ლიცენზირების
საკითხზე.
უწყების
მიერ
მოწოდებული
ინფორმაციით,
დღეის
მდგომარეობით,
სააღმზრდელო
საქმიანობის
ლიცენზიის გარეშე დაწესებულებები არ ფუნქციონირებენ.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
დავალება შესრულებულია
ც) დანერგოს ბავშვის მიმართ ოჯახში ძალადობის შემთხვევაზე რეაგირების, შეფასების
პროცესის, ინსტრუმენტისა და კრიტერიუმების მონიტორინგის ეფექტიანი მექანიზმი
ხარვეზებისა და არასათანადო რეაგირების გამოსავლენად/თავიდან ასაცილებლად;
მიმდინარეობს
მუშაობა,
რათა
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს,
საქართველოს
პროკურატურისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტროსთან
თანამშრომლობით
ჩამოყალიბდეს ბავშვზე ძალადობის ერთიანი ბაზა, რომელიც ხელს შეუწყობს პასუხისმგებელ
უწყებებს შორის თანამშრომლობას, ასევე, გააუმჯობესებს მონიტორინგის მექანიზმს.
დავალება შესრულების პროცესშია.
ძ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლ თითოეულ ბავშვთან მუშაობისას საწყის ეტაპზე
ჩართოს ფსიქოლოგი და დაგეგმოს მისი ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის პროცესი;
ოჯახში ძალადობის მსხვერპლ თითოეულ ბავშვთან მუშაობს სოციალური მუშაკი და
ოჯახს უწევს ინდივიდუალურ კონსულტაციას ბავშვისათვის საჭირო მომსახურებაში
ჩართვის მიმართულებით. საჭიროებიდან გამომდინარე, მსხვერპლი ბავშვის საქმეში ერთვება
სსიპ-სოციალური მომსახურების სააგენტოს ან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის სამინისტროსთან არსებული მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგიური დახმარების
ცენტრის
ფსიქოლოგი
ან
ხდება
არასრულწლოვანის
გადამისამართება
პარტნიორი
არასამთავრობო ორგანიზაციის ფსიქოლოგთან.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
უზრუნველყოს სამუშაოს მაძიებელი და დასაქმებული
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირების მონაცემთა ბაზის სრულყოფა; სისტემურად გააანალიზოს
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჯარო და კერძო სექტორებში დასაქმების,
აგრეთვე დასაქმების ხელშემწყობი სახელმწიფო პროგრამის კომპონენტების სტატისტიკური
მაჩვენებლები;
წ)
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს პოლიტიკის დეპარტამენტი,
სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის მეშვეობით
2019 წელს
ახორციელებდა
სამუშაოს მაძიებელ შშმ პირთა რეგისტრაციას დასაქმების
პორტალზე worknet.gov.ge, შესაბამისად პორტალზე რეგისტრირებული შშმ პირები არიან
შრომისუნარიანი, აქტიური, სახელმწიფო პროგრამის შესახებ ინფორმირებული მოქალაქეები.
დასაქმების
პროგრამების
სტატისტიკა
ქვეყნის
დეპარტამენტი
მასშტაბით
შშმ
მოკლებულია
პირთა
დასაქმების
შესაძლებლობას
საერთო
აწარმოოს
მაჩვენებლებთან
დაკავშირებით (კერძო, არაფორმალურ და საჯარო სექტორებში). 2020 წლის 1 იანვრის
მონაცემებით დასაქმების პორტალზე (worknet.gov.ge) რეგისტრირებულია
10 099 სამუშაოს
მაძიებელი შშმ პირი.
დასაქმების ხელშეწყობის მომსახურებათა განვითარების სახელმწიფო პროგრამის
ფარგლებში (მონაწილეობის უპირატესი უფლებით სარგებლობენ შშმ პირები) მომსახურება
გაეწიათ:
ინდივიდუალური კონსულტაცია- 302 შშმ პირი;
ჯგუფური კონსულტაცია - 53 შშმ პირი;
საშუამავლო მომსახურება - 367 შშმ პირი;
საშუამავლო მომსახურებით დასაქმდა - 22 შშმ პირი;
პროფ. კონსულტაცია, კარიერის დაგეგმვა - 6 შშმ პირი;
მხარდაჭერითი დასაქმება - 35 შშმ პირი;
პროფესიული მომზადება-გადამზადების და კვალიფიკაციის ამაღლების სახელმწიფო
პროგრამის ფარგლებში, სწავლების სრული კურსი გაიარა – 82 შშმ პირი;
დავალება შესრულების პროცესშია.
ჭ) დაასრულოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა დასაქმების ხელშეწყობის
ერთიანი კონცეფციისა და სხვა ნორმატიული დოკუმენტების შემუშავება შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა მონაწილეობით;
შშმ პირთა დასაქმების ხელშეწყობის საკითხებზე, სამინისტროში 2016 წელს შეიქმნა
სამუშაო
ჯგუფი
შემადგენლობაშიც
დაინტერესებული
(მინისტრის
ბრძანება
სახელმწიფო
მხარეების
#01-101/ო,
უწყებების,
გარდა
27
აპრილი,
სოციალური
მონაწილეობდნენ
წარმომადგენლები. ჯგუფის საქმიანობის მიზანი იყო,
შშმ
2016
წ.),
რომლის
პარტნიორებისა
პირთა
და
ორგანიზაციების
შრომის ბაზარზე შშმ პირთა
საჭიროებების იდენტიფიცირება და დასაქმების ხელშეწყობის კონცეფციის შემუშავება.
დღეის მდგომარეობით სამუშაო ჯგუფის საქმიანობა შეჩერებულია, ვინაიდან
საქართველოს იუსტიციის სამინისტროში მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს კანონის
პროექტზე ,,შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების შესახებ“.
დავალება შესრულების პროცესშია
ხ) უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა კერძო სექტორში
დასაქმების წახალისებისა და დამსაქმებელთა და საზოგადოების
ცნობიერების ამაღლების ღონისძიებების განხორციელება;
სხვა წევრების
შშმ პირთა დასაქმების წახალისებისა და დასაქმებულთა და საზოგადოების სხვა
წევრების ცნობიერების ამაღლების მიზნით, დასაქმების პროგრამების დეპარტამენტი
ყოველწლიურად აწყობს დასაქმების ფორუმებს და ტრენინგ/სემინარებს.
2019 წელს
სხვადასხვა რაიონში ჩატარდა
10 დასაქმების ფორუმი
და 2
ტრენინგ/სემინარი. ღონისძიებებზე მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმო შშმ პირთა
დასაქმების საკითხებს, მოხდა მოსახლეობის ინფორმირება შშმ პირთა დასაქმების
შესაძლებლობებზე, მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამულ ღონისძიებებზე.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობა მიიღო სულ 280-მა დამსაქმებელმა და 1567-მა
სამუშაოს მაძიებელმა. ჩატარებული ფორუმების შედეგად დასაქმებულია 19 შშმ პირი.
ამასთან, მათ შორის
2019 წლის 19 აპრილს, განათლების განვითარებისა და დასაქმების
ცენტრის
წარმომადგენლობამ დასაქმების პროგრამების დეპარტამენტის აქტიური ჩართულობით
ჩაატარა
დასაქმების ფორუმი
შშმ
პირებისათვის,
სადაც
მონაწილეობა
მიიღო
20
დამსაქმებელმა და 71 შშმ პირმა. ჩატარებული ფორუმების შედეგად დასაქმებულია 55
სამუშაოს მაძიებელი, მათ შორის, 16 შშმ პირი.
2019 წლის 03 დეკემბერს, პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანამონაწილეობით ქ.
თბილისში ჩატარდა შშმ პირთა დასაქმების ფორუმი. მონაწილეობა მიიღო 21 კომპანიამ. მათ
წარმოდგენილი ჰქონდათ 100-მდე ვაკანსია. ფორუმს დაესწრო 90 სამუშაოს მაძიებელი.
დავალება შესრულების პროცესშია.
ჯ) უზრუნველყოს სახელმწიფო პროგრამებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა მხარდაჭერითი დასაქმების კომპონენტების გაძლიერება და ხარისხის ამაღლება;
2019 წელს, დამსაქმებელთან შეხვედრის შედეგად მხარდაჭერითი დასაქმების
კონსულტანტებმა (მხარდაჭერითი დასაქმების აქტივობ) მოიძიეს
167
ვაკანსია შშმ
პირთათვის. მხარდაჭერითი მომსახურება გაეწია 211 შშმ პირს, მათ შორის ქალი - 92 ,
ახალგაზრდა - 63 (თბილისი - 82, რეგიონი - 129). აღნიშნული აქტივობის ფარგლებში
დასაქმდა 33 შშმ პირი;
დასაქმების კონსულტანტების მხარდაჭერით, სუბსიდირების (შრომის ანაზღაურების
სუბსიდირება) კომპონენტში ჩაერთო 3 დამსაქმებელი და 3 ბენეფიციარი. მათ შორის 2 შშმ
პირი. დღეის მდგომარეობით დასაქმდა 3 ბენეფიციარი. აქედან შშმ პირი - 2, ახალგაზრდა - 1.
დავალება შესრულების პროცესშია.
ჰ)
უზრუნველყოს
მომსახურების
საჯარო
სააგენტოს
სამართლის
რაიონული
იურიდიული
პირის
განყოფილებების
−
სოციალური
სოციალურ
მუშაკთა
სწავლება/გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და ზრდასრულთა
მიმართ
ძალადობის
შემთხვევების
გამოვლენის
სპეციფიკურ
საკითხზე,
აგრეთვე
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან კომუნიკაციის ეთიკურ სტანდარტსა და
თავისებურებებზე;
„სოციალური მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად
2019-2020 წლებში სწავლება/გადამზადებას, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
ბავშვთა და ზრდასრულთა მიმართ ძალადობის შემთხვევების გამოვლენის სპეციფიკურ
საკითხზე, ასევე, შშმ პირებთან კომუნიკაციის ეთიკურ სტანდარტსა და თავისებურებებზე,
გაივლის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოში დასაქმებული სოციალური მუშაკების
უმრავლესობა.
დავალება შესრულების პროცესშია.
ჰ1) დანერგოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ ძალადობის
შემთხვევებზე
ზედამხედველობის
ეფექტიანი
მექანიზმი;
შეიმუშაოს
შესაბამისი
მეთოდოლოგია;
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის
სათემო ორგანიზაციებისა და დღის ცენტრების ქვეპროგრამის, ასევე, სსიპ ადამიანით
ვაჭრობის
(ტრეფიკინგის)
მსხვერპლთა,
დაზარალებულთა
დაცვისა
და
დახმარების
სახელმწიფო ფონდის ფილიალებში მოქმედი სტანდარტების შესაბამისად მომსახურების
მიმწოდებელს ევალება აწარმოოს ძალადობის ფაქტებისა და მის საპასუხოდ გატარებული
ღონისძიებების
შესახებ
წერილობით
ინფორმაციის
დასაფიქსირებლად
სპეციალური
გატარებული
ზემოაღნიშნული
ღონისძიებისა,
ჟურნალი.
მიუხედავად
უწყების
მიერ
მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ამ მიმართულებით მუშაობა, რადგან შშმ პირთა ძალადობისგან
დაცვის გამართული სისტემის არსებობის მნიშვნელოვანი კომპონენტი არის სწორედ შშმ
პირთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე ზედამხედველობის ეფექტიანი მექანიზმის
დანერგვა და შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავება. ამ უკანასკნელის შესახებ ინფორმაცია
უწყებას არ მოუწოდებია.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
2
ჰ ) უზრუნველყოს დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის უმოკლეს ვადაში
შემუშავება და ამ სტრატეგიის შესაბამისად დაიწყოს თემზე დაფუძნებული სერვისების
დანერგვა, მათ შორის, თავშესაფრების, დღის ცენტრებისა და თანამედროვე, თემზე
დაფუძნებული „დაცული საცხოვრებლების“ მოწყობით;
ფსიქიკური ჯანმრთელობის განვითარების სტრატეგიული დოკუმენტის ერთ-ერთი
ღონისძიებაა
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
სფეროში
დეინსტიტუციონალიზაციის
სტრატეგიის შემუშავება (3.1.3).
2018 წლის მარტში ჩამოყალიბდა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვისა და
იურიდიული
დეპარტამენტების
თანამშრომლების,
სახალხო
დამცველის
ოფისის
წარმომადგენლების, დარგის ექსპერტების და ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების
მიმწოდებელი დაწესებულებების წარმომადგენლების მიერ დაკომპლექტებული სამუშაო
ჯგუფი.
ჯგუფის
მიზანია
კონკრეტული
ღონისძიებების
შემუშავება
სერვისების
ორგანიზაციული მოწყობის, დეინსტიტუციონალიზაციის, დაწესებულებათა მართვის,
ინფრასტრუქტურისა და ადამიანური რესურსების გაუმჯობესების, პაციენტთა უფლებების
დაცვის მიმართულებით.
2018 წელს შესაძლებელი გახდა, ფსიქიკური ჯანმრთელობის პროგრამის მოცულობისა
და ბიუჯეტის გადანაწილება ფსიქიკური ჯანდაცვის სისტემის განვითარების პოლიტიკის
მთავარი დოკუმენტების პრინციპებზე დაყრდნობით.
გაიზარდა სათემო სერვისების
დაფინანსება და შესაძლებელი გახდა ქვეყნის მასშტაბით 11 მობილური გუნდის დაფინანსება
(2017 წელს ფინანსდებოდა მხოლოდ 3 მობილური გუნდი). გაიზარდა თითოეული
მობილური გუნდისთვის განკუთვნილი ბიუჯეტიც, რაც ნიშნავს, რომ თბილისსა და
საქართველოს რეგიონებში მომსახურებას გაცილებით მეტი ბენეფიციარი მიიღებს. 2019 წელს
მობილური გუნდების რაოდენობა 31-მდე გაიზარდა.
2018 წლიდან ამბულატორიული მომსახურების მიწოდება ხორციელდება ბიო-ფსიქოსოციალური მოდელისა და მულტიდისციპლინური მიდგომის გამოყენებით. სამკურნალო
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სათემო ამბულატორიული სერვისის
მიმწოდებელი
არანაკლებ
ვალდებულია
35%
მიმართოს
პროგრამით
განსაზღვრული
მედიკამენტების
ყოველთვიური
შესასყიდად. 2019
წლის
ბიუჯეტის
ფსიქიკური
ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის სათემო ამბულატორიული მომსახურების და თემზე
დაფუძნებული მობილური გუნდის კომპონენტის ფარგლებში გაწეული მომსახურება
ფინანსდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით. სამედიცინო მომსახურების ხარისხის
გაუმჯობესების მიზნით, 2019 წელს დაწესებულებას მოეთხოვება ყოველთვიური ბიუჯეტის
არანაკლებ 35%-ის მდგ წევრების ხელფასების ასანაზღაურებლად მიმართვა.
2020 წელს სამინისტრო გეგმავს 6 ბენეფიციარზე გათვლილი ოთხი მცირე საოჯახო
ტიპის სახლის დაფინანსება. 2020 წელს დაგეგმილია ბათუმში 24 ბენეფიციარზე გათვლილი
ხანგრძლივი მოვლის ტიპის სერვისების დაფინანსება აჭარის ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის სამინისტროს მიერ.
უწყებამ მოგვაწოდა ინფორმაცია
ფსიქიკური უჯანმრთელობის სფეროში თემზე
დაფუძნებული სერვისებს განვითარების მიმართულებით გატარებული ღონისძიებების
შესახებ. თუმცა, დეინსტიტუციონალიზაციის სტრატეგიის შემუშავება კვლავ მნიშვნელოვან
გამოწვევად რჩება.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
3
ჰ ) უზრუნველყოს სოციალურ ინტეგრაციასა და რეაბილიტაციაზე დაფუძნებული
სერვისების განვითარება, მათ შორის, ფსიქიკური ჯანმრთელობის სახელმწიფო პროგრამის
ფსიქოსოციალური რეაბილიტაციის კომპონენტის ბიუჯეტის გაზრდით;
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
სახელმწიფო
პროგრამის
ფსიქო-სოციალური
რეაბილიტაციის კომპონენტის ბიუჯეტი 2018 წელს შეადგენდა 77.8 ათას ლარს, 2019 წელს
შეადგენს 88.0 ათას ლარს, ხოლო 2020 წელს დაგეგმილია 101 ათასი ლარი.
ინფორმაცია
სოციალურ
ინტეგრაციასა
და
რეაბილიტაციაზე
დაფუძნებული
სერვისების განვითარების კუთხით უწყების მიერ გადადგმული ნაბიჯების შესახებ არ
მოგვწოდებია.
2019
წელს,
ფსიქიკური
დაფინანსების
ზრდა
სფეროში
არსებულ
ჯანმრთელობის
ძირეულ
აღნიშნული
გამოწვევებთან
კომპონენტის
გასამკლავებლად
საკმარისად ვერ ჩაითვლება.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
ჰ)
4
უზრუნველყოს
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
სფეროს
მარეგულირებელი
საქართველოს კანონმდებლობის საერთაშორისო სტანდარტებთან ჰარმონიზება, მათ შორის,
განახორციელოს
საკანონმდებლო
ცვლილება
არანებაყოფლობითი
ფსიქიატრიული
მომსახურების
პროცედურების
საერთაშორისო
სტაციონარული
სტანდარტებთან
მისასადაგებლად;
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის სამინისტრო, ფსიქიკური ჯანმრთელობის პოლიტიკის განმსაზღვრელი საბჭო
ერთობლივად მუშაობენ „ფსიქიატრიული დახმარების შესახებ“ საქართველოს
შესატან
ცვლილებებზე.
მომზადდა
კანონში
შესატანი
ცვლილებები,
კანონში
რომელიც
ითვალისწინებს ფიზიკური და ქიმიური შეზღუდვის მეთოდების, არანებაყოფლობითი
სტაციონარული
მკურნალობის
მექანიზმების
საერთაშორისო
კანონმდებლობასთან
თავსებადობას.
დავალება შესრულებულია
5
ჰ ) უზრუნველყოს ფსიქიატრიული დაწესებულებების შიდა ინსპექტირებისა და
მონიტორინგის მექანიზმის შემუშავება და დანერგვა;
„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N693 დადგენილების დანართის (2019
წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამები) მე-10 მუხლის მე-5 პუნქტის
თანახმად, განსაზღვრული კომპეტენციების შესაბამისად, სოციალური მომსახურების
სააგენტოს ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების დეპარტამენტი (ქ. თბილისის მასშტაბით)
და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფილიალის და სოციალური მომსახურების სამხარეო
ცენტრები
(რეგიონების
მასშტაბით)
უფლებამოსილების
ფარგლებში
ახორციელებენ
ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებით გათვალისწინებული მომსახურების
მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგს, მე-13 მუხლით დადგენილი
პირობების შესაბამისად.
მონიტორინგი ხორციელდება პროგრამის განმახორციელებლის მიერ, შერჩევის
პრინციპით.
მონიტორინგის
განხორციელებისას
ხდება
მიმწოდებელთან
განმახორციელებლის უფლებამოსილი პირის ვიზიტი და შეტყობინებისას მიწოდებული
ინფორმაციის
გადამოწმება,
მიმწოდებლისაგან
მომსახურებასთან
დაკავშირებული
ინფორმაციისა და დოკუმენტაციის მოთხოვნა, საჭიროებისამებრ, პაციენტთან, მისი ოჯახის
წევრებთან და შემთხვევასთან დაკავშირებულ სხვა პირებთან გასაუბრება. თუმცა, სააგენტოს
კომპეტენციიდან გამომდინარე, მონიტორი შემოიფარგლება მოსარგებლის საიდენტიფიკაციო
მონაცემების ან შემთხვევის შესახებ შეტყობინების სისტემაში მიწოდებულ შესაბამის
ინფორმაციის ადგილზე შემოწმებით და არ ახორციელებს სამედიცინო მომსახურების
ხარისხის კონტროლს.
საქართველოს
მთავრობის
2010
წლის
17
დეკემბრის
N385
დადგენილებით
განსაზღვრული სანებართვო პირობებით, სტაციონარულ დაწესებულებებს უნდა ჰქონდეთ
სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებისა და პაციენტთა უსაფრთხოების
უზრუნველყოფის შეფასების შიდა სისტემა.
მისი ფუნქციონირების წესი განისაზღვრება
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2012 წლის N0163/ნ ბრძანებით.
დამტკიცდა ქალთა მიმართ ძალადობის და ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ
ბრძოლისა და მსხვერპლთა (დაზარალებულთა) დასაცავად გასატარებელ ღონისძიებათა
2016-2017 წლების და 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმა (საქართველოს მთავრობის 2016
წლის 21 ივლისის N341 დადგენილება).
2018 წლის ივნის-ივლისში, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ევროპის
25 ქვეყანაში (მ.შ. საქართველოში) ჩატარდა ფსიქიატრიული დაწესებულებების კვლევა WHO
QualityRights tool kit-ის გამოყენებით. ფსიქიკური დაწესებულებები შეფასდა ადამიანის
უფლებების დაცვის უზრუნველყოფის მიმართულებით.
კითხვარი მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
სერვისის მიმღებთა კონფიდენციალურობის დაცვა; სერვისის მიმღებთათვის
კეთილგანწყობილი გარემო;
სოციალური და პირადი ცხოვრების უფლება და საზოგადოებრივ საქმიანობაში
ჩართულობა; მკურნალობის ხელმისაწვდომობა;
პერსონალის კვალიფიკაცია და სერვისების ხარისხი;
ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია; მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა;
ზოგადი
და
რეპროდუქციული
ჯანმრთელობისთვის
ადეკვატური
მომსახურების ხელმისაწვდომობა;
პროცედურები და გარანტიები თავისუფალი და ინფორმირებული თანხმობის
გარეშე დაკავებისა და მკურნალობის თავიდან ასაცილებლად;
სიტყვიერი, ფსიქიკური, ფიზიკური და სექსუალური ძალადობისა და
ფიზიკური და ემოციური გულგრილობისგან პაციენტის უფლებების დაცვა;
პოტენციური კრიზისის დე-ესკალაციისთვის იზოლაციისა და შებოჭვის
ალტერნატიული მეთოდების გამოყენების მექანიზმები;
წამების ან სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობისა და
არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმებისგან დაცვის უზრუნველსაყოფად არსებული
ზომები;
სერვისების მომხმარებელთათვის განათლებისა და დასაქმების შესაძლებლობა;
სერვისის მომხმარებელთა პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში
მონაწილეობისა და გაერთიანების უფლებების მხარდაჭერა და ა.შ.
“WHO QualityRights tool kit” კითხვარი საფუძვლად დაედება შიდა ინსპექტირებისა და
მონიტორინგის
მექანიზმების
შემუშავებას.
2018
წლის
ნოემბერში
სამინისტროს
5
თანამშრომელმა გაიარა ტრენინგი WHO QualityRights tool kit კითხვარის გამოყენებასთან
დაკავშირებით.
გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში - საქართველო ტექნიკური მხარდაჭერით,
მიმდინარე წლის მარტში დაიწყო და მაისის თვეში დასრულდა 10 ფსიქიატრიული
სტაციონარული სერვისის მიმწოდებელი დაწესებულების მონიტორინგი “WHO QualityRights
tool kit” კითხვარის საშუალებით. ანგარიში წარედგინა პარლამენტს.
უწყების მიერ გატარებული რიგი ღონისძიებების მიუხედავად, შიდა ინსპექტირებისა
და მონიტორინგის მექანიზმების შემუშავება კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ.
6
ჰ ) მიიღოს ქმედითი ზომები ფსიქიატრიის დარგში ადამიანური რესურსების
(ფსიქიატრები,
ფსიქოთერაპევტები,
ფსიქიატრიის
ექთნები,
სოციალური
მუშაკები)
რაოდენობის გასაზრდელად და ქვეყნის მასშტაბით მათ სწორად გასანაწილებლად,
ამასთანავე, შეიმუშაოს აღნიშნული ადამიანური რესურსების განვითარების გრძელვადიანი
სტრატეგია;
2019 წლიდან საექიმო სპეციალობაში - „ფსიქიატრია“ რეზიდენტთა მზადება
დაფინანსდება დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის ფარგლებში, რაც
ხელს შეუწყობს ფსიქიკური სფეროს ადამიანური რესურსების რაოდენობის ჯანმოს
ნორმატივებთან შესაბამისობაში მოყვანას, ასევე, შექმნის პირობებს ქვეყნის მასშტაბით მათი
სწორი გადანაწილების უზრუნველსაყოფად. აღსანიშნავია, რომ შესაბამისი ნორმატიული
აქტი მომზადებულია და წარდგენილია მთავრობის სხდომაზე დამტკიცების მიზნით
(„დიპლომისშემდგომი
სამედიცინო
განათლების
პროგრამის
დამტკიცების
შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის № 624 დადგენილებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი).
უწყების მიერ მოწოდებული ინფორმაციის მიხედვით (ანალოგიური შინაარსის
ინფორმაცია იქნა მოწოდებული დავალების გაცემის პერიოდშიც), ფსიქიატრიის დარგის
ადამიანური რესურსებით უზრუნველყოფის თვალსაზრისით, ხელშესახები ცვლილებები არ
ყოფილა. არ დასრულებულა მუშაობა ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში მომუშავე
ადამიანური რესურსების განვითარების გრძელვადიან სტრატეგიაზე.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
7
ჰ)
უზრუნველყოს
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
საკითხებში
პირველადი
ჯანმრთელობის დაცვის პერსონალის გეგმით გათვალისწინებული რაოდენობის (30%)
გადამზადება;
დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში
2020 წელს ქვეყნის მასშტაბით, გადამზადდა 1254 სოფლის ექიმი ქრონიკული დაავადებების
მართვის მიმართულებით.
დავალება შესრულების პროცესშია.
ჰ8) უზრუნველყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ განათლების დონისა და
ცნობიერების ამაღლება;
ჯანმრთელობის
ხელშეწყობის
სახელმწიფო
პროგრამის
ფსიქიკური
ჯანმრთელობის ხელშეწყობის კომპონენტის მიზანია ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ
სტიგმისა (მათ შორის თვით-სტიგმა) და დისკრიმინაციის მიზეზების და მათი შედეგების
შემცირება და ინკლუზიის ხელშეწყობა;
თვითადვოკატირების გაძლიერება. აღნიშნული
კომპონენტი ითვალისწინებს სოციალური მედია კამპანიების წარმოებას ჯანმრთელობის
ხელშეწყობის ფეისბუქ-გვერდის და ფსიქიკურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებით შექმნილი
გვერდების საშუალებით, მ.შ. მულტიმედიური საკომუნიკაციო მასალების გამოყენებით;
ფსიქიკური ჯანმრთელობის და ინკლუზიის თემების მედია ადვოკატირებას; ვიდეო
რგოლების მომზადებას სოციალური და სატელევიზიო მედიისთვის და მათი გავრცელება
სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით; ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების თემზე
დაფუძნებული მიდგომების, ინკლუზიის, სერვისების შესახებ არსებული კვლევებისა და
მიგნებების მასალის მომზადებას ქართულ ენაზე, ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის
გაზრდის მიზნით; ფსიქიკური ჯანმრთელობისა და ნივთიერება დამოკიდებულების
საკითხებზე
საგანმანათლებლო
მომზადებას/ბეჭდვას/გავრცელებას
და
მთელი
საპოპულარიზაციო
ქვეყნის
მასშტაბით
მასალების
ადგილობრივი
სჯდ
წარმომადგენლებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ; სკოლის პედაგოგთა
ტრენირებას ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებზე; ფსიქიკური ჯანმრთელობის სფეროში
მომუშავე სხვადასხვა ორგანიზაციებთან თანამშრომლობით ერთობლივი აქტივობების
დაგეგმვასა
და
ორგანიზებას
განხორციელებას;
და
ტრენირებას;
თვითადვოკატრებისთვის
ორგანიზაციებისთვის
სამუშაო
ფსიქიკური
შეხვედრების
ჯანმრთელობის
ხელშემწყობი გაიდების („ჯანმრთელობის ფურცელი“) მომზადებას; თვითადვოკატთა მიერ
დაგეგმილი ცნობიერების ამაღლების იდეების კონკურსის ჩატარებას და გამარჯვებულის
გამოვლენას მათივე მონაწილეობით; მოძრავი ინტერაქტიული მულტიმედიური გამოფენის
მოწყობას ფსიქიკური ჯანმრთელობის თემატიკის შესახებ; ფსიქიკური ჯანმრთელობის
თემატიკაზე ბანერების განთავსებას საზ. თავშეყრის ადგილებში (მაგ. მეტროს სადგურებში);
ფსიქიკური ჯანმრთელობის და შშმ პირთა უფლებების მსოფლიო დღის აღნიშვნას.
უწყებამ
მოგვაწოდა
ინფორმაცია
ჯანმრთელობის
ხელშეწყობის
სახელმწიფო
პროგრამის ფსიქიკური ჯანმრთელობის ხელშეწყობის კომპონენტის მიზნების შესახებ, თუმცა
ფსიქიკური
ჯანმრთელობის
შესახებ
ცნობიერების
ამღლების
კამპანიის
ფარგლებში
გამართული კონკრეტული აქტივობების შესახებ ინფორმაცია არ მოუწოდებია.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
ჰ9) გადადგას ნაბიჯები პირთა მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების მიღებით
გამოწვეული
ფსიქიკური
და
ქცევითი
აშლილობების
დროულად
და
ეფექტიანად
გამოსავლენად და ამ პირთა სათანადო ფსიქიატრიული და ნარკოლოგიური სერვისებით
უზრუნველსაყოფად;
ინფორმირებულობისა და ცოდნის დონის შეფასების მიზნით, 2016 წელს ქ. თბილისში
განხორციელდა 18 წლის ზემოთ მოსახლეობის, ორსულების, შშმ პირების, პირველადი
ჯანდაცვის ცენტრების ექიმებისა და ექთნების,
სოციალური მუშაკების გამოკითხვა.
ფსიქიატრიული დარგის მუშაკების,
ჯანმრთელობის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში 2018 წელს
ფსიქიკური ჯანმრთელობის ქვეკომპონენტის ფარგლებში თბილისში ჩატარდა თვისებრივი
კვლევა 13 ფოკუს ჯგუფში შემდეგ მიმართულებაზე ფოკუსირებით: დედათა და ბავშვთა
მენტალური ჯანმრთელობა; მენტალურ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სტიგმის,
დისკრიმინაციისა
და
სოციალურ
იზოლაციის
დაძლევის
ხელშეწყობა;
მენტალური
პრობლემების პრევენცია, დროული გამოვლენა და მართვა დარგის სპეციალისტებისა და
პირველადი ჯანდაცვის სპეციალისტების მიერ: მომზადდა თვისობრივი კვლევის საბოლოო
ანგარიში დავალებებით. კვლევის შედეგები გამოყენებულ იქნება ფსიქიკური ჯანმრთელობის
საგანმანათლებლო კამპანიის დაგეგმვისა და განხორციელებისათვის.
კვლევის
შედეგების
გათვალისწინებით,
განხორციელდება
განსაკუთრებით
მოწყვლადი ჯგუფების (მაგ. მოზარდები, ქალები, მოხუცები, იძულებით გადაადგილებული
პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და პენიტენციურ დაწესებულებებში
მყოფი
პირები)
ინფორმირება,
განათლება
და
ცნობიერების
ამაღლება
ფსიქიკური
პრობლემების დროული გამოვლენის და მკურნალობის მნიშვნელობის შესახებ.
დავალება შესრულების პროცესშია.
ჰ10)
უზრუნველყოს
ფსიქიატრიული
როგორც
სტაციონარული
ნებაყოფლობითი,
მომსახურების
(მათ
ისე
შორის,
არანებაყოფლობითი
მსჯავრდებულთა
და
ბრალდებულთა) და იძულებითი სტაციონარული ფსიქიატრიული მომსახურების მიმღებ
პირთა საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვის პროგრამაში ჩართვის დეტალური წესისა და
პროცედურის განსაზღვრა ერთგვაროვანი, ეფექტიანი პრაქტიკის ჩამოსაყალიბებლად;
არანებაყოფლობით ფსიქიატრიულ სტაციონარულ მკურნალობაზე მყოფი ყველა ის
პაციენტი, რომელიც წარმოადგენს საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის და სხვა
სახელმწიფო
პროგრამების
ბენეფიციარს,
უფლებამოსილია
ისარგებლოს
სომატური
დაავადებების სამკურნალოდ აღნიშნული პროგრამებით. ამას გარდა, რეფერალური
პროგრამის ფარგლებში განიხილება იმ მომსახურების დაფინანსების საკითხი, რომელიც არ
იფარება ზემოაღნიშნული სახელმწიფო პროგრამებით ან დაზღვევით (ასეთის არსებობის
შემთხვევაში), მიუხედავად პაციენტის მოქალაქეობისა.
დავალება შესრულების პროცესშია.
ჰ11) ის პაციენტები, რომლებიც არ სარგებლობენ სოციალური ბენეფიტით და არ ჰყავთ
მხარდამჭერები, უზრუნველყოს საჭირო მედიკამენტებით;
2018 წლიდან ამბულატორიული მომსახურების მიწოდება ხორციელდება ბიო-ფსიქოსოციალური მოდელისა და მულტიდისციპლინური მიდგომის გამოყენებით. სამკურნალო
მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სათემო ამბულატორიული სერვისის
მიმწოდებელი
ვალდებულია
პროგრამით
განსაზღვრული
არანაკლებ 35% მიმართოს მედიკამენტების შესასყიდად.
დავალება შესრულების პროცესშია.
ყოველთვიური
ბიუჯეტის
ჰ12) უზრუნველყოს სტაციონარულ ფსიქიატრიულ დაწესებულებებში პაციენტ ქალთა
ჯანმრთელობის დაცვა მათთვის ინფორმაციის გასაგები ფორმით მიწოდებით, აგრეთვე
შესაბამისი სპეციალისტების მიერ მომსახურების დროულად და ეფექტიანად გაწევით;
საქართველოს მეან-გინეკოლოგთა ასოციაციის მიერ მომზადდა ფსიქიატრიულ
კლინიკებში
რეპროდუქციული
ჯანმრთელობის
სერვისის
მიწოდების
პროტოკოლის
პროექტი, რომელიც საჭიროებს შეთანხმებას ფსიქიატრთა ასოციაციასთან. ამ ეტაპზე,
აღნიშნული დოკუმენტი გადაგზავნილია ფსიქიატრთა ასოციაციაში. მხარეთა კონსენსუსის
მიღწევის შემდეგ, აღნიშნული დოკუმენტი დასამტკიცებლად
პრაქტიკის
ეროვნული
დავალებებისა
(გაიდლაინებისა)
სახელმწიფო სტანდარტების (პროტოკოლების)
წარედგინება კლინიკური
და
დაავადებათა
მართვის
შემუშავების, შეფასებისა და დანერგვის
ეროვნულ საბჭოს.
დავალება შესრულების პროცესშია.
ჰ13) უზრუნველყოს ხანდაზმულთა 24-საათიანი სათემო სერვისების სტანდარტების
დროულად დამტკიცება და ამ სტანდარტების შესაბამისად ეფექტიანი მონიტორინგის
სისტემის დანერგვა;
ხანდაზმულთა საჭიროებებზე მორგებული სადღეღამისო დაწესებულებებისა და
დღის ცენტრების ფუნქციონირების, ბენეფიციართა რაოდენობისა და გეოგრაფიული
ხელმისაწვდომობის დაცვისა და სტანდარტებში ცვლილების შეტანის მიზნით სამინისტროში
შექმნილი
სამუშაო
დაწესებულებებში
მომსახურების
ჯგუფის
მიერ
შეზღუდული
მინიმალური
შემუშავებული
შესაძლებლობის
სტანდარტების
„სადღეღამისო
მქონე
პირთა
დამტკიცების
სპეციალიზებულ
და
ხანდაზმულთა
შესახებ“
საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური
დაცვის მინისტრის ბრძანების ცვლილების პროექტი, რომელიც დამტკიცდა 2019 წლის 24
მაისს. „სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამის სათემო
ორგანიზაციების ქვეპროგრამის ფარგლებში ქვეყნის 11 მუნიციპალიტეტში (თბილისი,
ოზურგეთი, სიღნაღი, ქარელი, ლაგოდეხი, რუსთავი, გორი, თელავი, გურჯაანი, ყვარელი,
საგარეჯო)
ფუნქციონირებს
ხანდაზმულთა
ორგანიზაციების
მონიტორინგს
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
14
სათემო
ახორციელებენ
შრომის,
ორგანიზაცია.
საქართველოს
ჯანმრთელობისა
და
აღნიშნული
ოკუპირებული
სოციალური
დაცვის
სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს შესაბამისი თანამშრომლები
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2014 წლის 23
ივლისის №01-54/ნ ბრძანების
-
„სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალური
სტანდარტების“ შესაბამისად. 2018 წლის განმავლობაში მონიტორინგი განხორციელდა
ხანდაზმულთა სათემო ორ ორგანიზაციაში, ხოლო 2019 წელს ოთხ ორგანიზაციაში.
უწყების
მიერ
მოწოდებული
ინფორმაციით,
სადღეღამისო
სპეციალიზებულ
დაწესებულებებში შშმ პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების ახალი სტანდარტი
დამტკიცებულია. მიმდინარეობს ამ სტანდარტების შესაბამისი მონიტორინგის ახალი
მექანიზმის დანერგვა.
დავალება შესრულებულია.
ჰ14) უზრუნველყოს გრძელვადიანი ზრუნვის კონცეფციისა და განხორციელების
სტრატეგიის დროულად შემუშავება ფართო საზოგადოების მონაწილეობით;
დაწყებულია მუშაობა გრძელვადიანი ზრუნვის კონცეფციის შემუშავებაზე. ჩეხეთის
საქველმოქმედო ორგანიზაცია „კარიტასთან“ თანამშრომლობით, ქ. თბილისის მერიამ დაიწყო
შინ მოვლის სერვისების მიწოდება ქ.თბილისის მოსახლეობისთვის.
დავალება შესრულების პროცესშია.
ჰ15) შრომის ბაზრის კვლევის საფუძველზე, შეაფასოს ხანდაზმულთა დასაქმების
შესაძლებლობები; დასაქმების ხელშემწყობ სახელმწიფო პროგრამაში გაითვალისწინოს
ხანდაზმულთა სპეციალური საჭიროებები;
სახელმწიფო პროგრამების თანახმად, პროგრამაში მონაწილეთა მინიმალური ასაკი
განსაზღვრულია 16 წლით. ზედა ასაკობრივი შეზღუდვა მონაწილეობის მსურველთა მიმართ
არ არის. შესაბამისად, მაღალი ასაკობრივი ჯგუფის, 50 წელზე უფროსი სამუშაოს მაძიებლები,
სარგებლობენ სახელმწიფო პროგრამით განსაზღვრული ყველა მომსახურებით.
დავალება შესრულების პროცესშია.
ჰ16) უზრუნველყოს ხანდაზმულთა სპეციფიკური პროფესიული ორიენტაციისა და
პროფესიული საჭიროებების შესწავლა და შესაბამის პროგრამებში გათვალისწინება;
სახელმწიფო პროგრამაში მონაწილეობის მსურველ მაღალი ასაკობრივი ჯგუფის
მოქალაქეთა პროფესიული განზრახვების შესწავლისა
და პროფესიული ორიენტაციის
დაზუსტების მიზნით, ხანდაზმული მოქალაქეები სარგებლობენ პროგრამის სხვადასხვა
კომპონენტით განსაზღვრული მომსახურებებით. 2019 წელს პროგრამული მომსახურებებით
ისარგებლეს (50 წელზე მეტი):
სტაჟირება -12;
მომზადება - გადამზადების სწავლების პირველი ეტაპი-197;
ჯგუფური კონსულტირება- 599;
საშუამავლო მომსახურება-274.
ზემოაღნიშნულზე
დამატებით,
გაცნობებთ,
მთავრობის
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილების შესაბამისად, 2019 წელს შეიქმნა ,საჯარო სამართლის იურიდიული პირის
- დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო, რომელის მიზანია დასაქმების და შრომის
ბაზრის აქტიური პოლიტიკის გატარება, მათ შორის საზღვარგარეთ ლეგალური დასაქმების
(ცირკულარული
მიგრაცია)
შესაძლებლობის
შექმნა.
მიმდინარეობს
სააგენტოს
ინსტიტუციონალიზაცია და ადამიანისეული რესურსებით უზრუნველყოფა.
შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის განხორციელებაზე პასუხისმგებელ უწყებად
განისაზღვრა დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო ნაცვლად სსიპ სოციალური
მომსახურების სააგენტოსი. შესაბამისად, სააგენტო 2020 წლიდან განახლებული ძალებით
შეუდგება სახალხო დამცველის მიერ გაცემული დავალებების შესრულებას დაინტერესებულ
უწყებებთან და მხარეებთან ერთად, ისევე როგორც, დასაქმების სახელწმიფო პოლიტიკის
განხორციელებას.
დავალება შესრულების პროცესშია.
ჰ17)
საქართველოს
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
მომუშავე
ექიმები
ჩართოს
გადამზადების იმ პროგრამებში, რომლებსაც საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე
მომუშავე
ექიმები
გადიან;
უზრუნველყოს
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
მოქმედი
სამედიცინო დაწესებულებებისა და პერსონალის მეტი მხარდაჭერა;
„დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამის დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ნოემბრის №624 დადგენილებაში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2017 წლის 17 ივლისის №345 დადგენილებით
შევიდა ცვლილება „დიპლომისშემდგომი სამედიცინო განათლების პროგრამაში“, რომლის
თანახმადაც პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება „ოკუპირებული ტერიტორიების
შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრული
ტერიტორიებისათვის
ადამიანური
რესურსის მომზადება. აღნიშნული ხელს შეუწყობს ექიმებით უზრუნველყოფის საკითხის
მოგვარებას ამ ტერიტორიებზე არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში, რაც, მიმდინარე
ეტაპზე, სერიოზულ პრობლემებს ქმნის იქ მცხოვრები მოსახლეობისათვის სამედიცინო
სერვისების მიწოდების თვალსაზრისით.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში
მცხოვრები დაზარალებული საექიმო სპეციალობის მაძიებლების სოციალური დაცვის
მიზნით, 2016 წელს მომზადდა და საქართველოს მთავრობის 9 ივნისის №253 დადგენილებით
დამტკიცდა „საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან გამყოფი ხაზის მიმდებარე
სოფლებში დაზარალებული საექიმო სპეციალობების მაძიებლების, რომლებიც ჩარიცხულნი
არიან
დიპლომისშემდგომი
განათლების
(პროფესიული
მზადების)/სარეზიდენტო
პროგრამებში, 2016 წლის მზადების საფასურის დაფინანსების პირობების განსაზღვრის
შესახებ“, რომლის ფარგლებშიც დაფინანსდა ერთი საექიმო სპეციალობის მაძიებლის
მზადება. საექიმო სპეციალობის მაძიებელი დაფინანსებას იღებს „გამყოფი ხაზის მიმდებარე
სოფლებში
დაზარალებული
მოსახლეობის
სამთავრობო
კომისიისთვის“
ან/და
დევნილთა,
შრომის,
საჭიროებებზე
საქართველოს
ჯანმრთელობისა
და
რეაგირების
ოკუპირებული
სოციალური
დაცვის
დროებითი
ტერიტორიებიდან
სამინისტროსათვის
ოფიციალურად მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 2016 წელს სამინისტროში
შემოვიდა
ასეთი
ერთი
განაცხადი,
2017-2019
წლებში ანალოგიური განაცხადი სამინისტროში არ შემოსულა.
დავალება შესრულების პროცესშია.
ჰ18) უზრუნველყოს ღონისძიებების განხორციელება საქართველოს ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
მცხოვრები
პაციენტებისთვის
სასწრაფო
სამედიცინო
დახმარების
ეფექტიანად გასაწევად;
„2019 წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“
საქართველოს მთავრობის 2018 წლის 31 დეკემბრის N693 დადგენილებით დამტკიცებული
სოფლის ექიმის სახელმწიფო პროგრამებით განსაზღვრული პირველადი და გადაუდებელი
სამედიცინო დახმარების პროგრამის მომსახურების მოსარგებლეები არიან საქართველოს
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები პირები. ზემოაღნიშნული პროგრამის სასწრაფო
სამედიცინო
დახმარების
კომპონენტის
ფარგლებში,
მოსახლეობის
სამედიცინო
მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, დროებით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი
ხაზის
მიმდებარე
რაიონებიდან
ხორციელდება
სასწრაფო
სამედიცინო
დახმარების
გამოძახება, მოქალაქეების ჰოსპიტალიზაცია და სამედიცინო სერვისების მიწოდება. სოფლის
ექიმის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მოსახლეობის სამედიცინო მომსახურებაზე
ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფის
მიზნით
სპეცდაფინანსებაზე
იმყოფება ზემო
აფხაზეთის საავადმყოფო, გალის ცენტრალური რაიონული საავადმყოფო, საბერიოს საექიმო
ამბულატორია, ოტობაიას
საექიმო
ამბულატორია, ნაბაკევის
საექიმო
ამბულატორია, მზიურის საექიმო ამბულატორია, ოქუმის საექიმო ამბულატორია, ზემო
ბარღების
საექიმო
ამბულატორია, ქვემო
ბარღების
ამბულატორია, რეფის
საექიმო
ამბულატორია, შპს „ახალგორის რაიონული პოლიკლინიკა“, შპს „ახალგორის რაიონული
საავადმყოფო“, შპს „ერედვის ამბულატორია“, შპს „ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ
ავნების ამბულატორია“, შპს „ქსუისის ამბულატორია“, შპს „ქურთის საავადმყოფო", შპს
„ლარგვისის საექიმო ამბულატორია", შპს „წინაგრის საექიმო ამბულატორია", შპს ნიქოზის
ამბულატორია“.
დავალება შესრულების პროცესშია.
ჰ19) თბილისში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, მაქსიმალურად
შემჭიდროებულ ვადებში დაიწყოს კანონმდებლობით გათვალისწინებული პროცედურები და
2019 წელს, გამოსყიდული 826 ბინა სრულად განაწილდეს დევნილებზე;
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით,
სამინისტრომ თბილისში დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით, 2019 წელს,
გამოსყიდული 959 ბინიდან საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით
გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 9 აგვისტოს
N 320 ბრძანების შესაბამისად დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ გაანაწილა
707 ბინა. გარდა ამისა, 2020 წელს იგეგმება 600-ზე მეტი ბინის განაწილება.
დავალება შესრულებულია.
ჰ20) გაგრძელდეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტში ერთოთახიანი და ოროთახიანი
ბინების შესყიდვისთვის დაგეგმილი პროცედურები და განახორციელოს შესაბამისი
სულადობის ოჯახების განსახლება;
საქართველოს
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით,
სამინისტრომ 2019 წელს, ქალაქ თბილისში 362 ოჯახს გაუნაწილა ერთ და ორ ოთახიანი
ბინები, მათ შორის 219 ოჯახს ერთ ოთახიანი და 143 ოჯახს 2 ოთახიანი, ამას გარდა 2020 წელს
დამატებით 403 ოჯახისათვის იგეგმება ერთ და ორ ოთახიანი ბინების განაწილება.
დავალება შესრულებულია.
ჰ21) გრძელვადიანი განსახლების კრიტერიუმებში არსებული მძიმე საცხოვრებელი
პირობებისთვის განკუთვნილი ქულა დევნილ ოჯახს მიენიჭოს წინასწარი შეფასების
ეტაპზევე,
შესაბამისი
მტკიცებულებების
(მაგალითად
ფოტოსურათების)
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
წარდგენის
შემთხვევაში;
საქართველოს
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით, ეს
ცვლილება მარეგულირებელ აქტში შევიდა 2018 წელს, მძიმე საცხოვრებელ პირობებში
წინასწარი შეფასების ეტაპზე ფოტოსურათების საფუძველზე ქულის მინიჭების საკითხი
გატანილ იქნება დროებითი ექსპერტთა ჯგუფის (TEG) შეხვედრაზე და დაიწყება მსჯელობა
აღნიშნულ ცვლილებასთან დაკავშირებით.
დავალება შესრულების პროცესშია.
ჰ22)
მომეტებული
რაოდენობა
საფრთხის
გაითვალისწინოს
პირობებში
ბიუჯეტის
მცხოვრებ
დაგეგმვის
ეკომიგრანტთა
ეტაპზე
და
ოჯახების
განსახლებისთვის
გამოყოფილი თანხის არანაკლებ 30% მოახმაროს ამგვარი ოჯახების განსახლებას;
სახალხო
დამცველის
2017
წლის
ანგარიშში
მითითებული
დავალებების
გათვალისწინებით, სამინისტრომ 2018 წელს სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოდან
გამოითხოვა 2014-2018 წლებში მომზადებული გეოლოგიური დასკვნები. ამ ეტაპზე
მიმდინარეობს მიღებული ინფორმაციის ანალიზი, რომლის შემდეგაც, არსებული პროგრამის
პარალელურად იგეგმება ახალი პროგრამის ინიცირება, რომლის ფარგლებშიც მოხდება
მხოლოდ იმ ოჯახების განსახლება, რომლებიც სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ
მომზადებული
გეოლგიური
დასკვნის
შესაბამისად,
ცხოვრობენ
სიცოცხლისათვის
მომეტებული საფრთხის ზონაში.
დავალება შესრულების პროცესშია.
ჰ23)
დაასრულოს
2004-2012
წლებში
განსახლებული
ეკომიგრანტებისთვის
საცხოვრებელი ფართობების საკუთრებაში გადაცემის პროცესი;
სამინისტროდან
საკუთრებაში
მიღებული
გადაცემის
პროცესის
ინფორმაციით,
მთავარი
საცხოვრებელი
შემაფერხებელი
სახლების
ფაქტორია,
კერძო
ქონებების
კანონმდებლობით დადგენილი წესით სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია. ამ საკითხის
ეფექტიანად მოგვარების მიზნით, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და სსიპ
საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მუშაობას აგრძელებს სსიპ დევნილთა,
ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზუნველყოფის სააგენტო. მიმდინარე წელს
საკუთრებაში გადაცემასთან დაკავშირებით მთავრობის განკარგულება გამოიცა 130 ოჯახზე
და უახლოეს პერიოდში დამატებით 120 ოჯახის საკითხი წარედგინება საქართველოს
მთავრობას.
დავალება შესრულების პროცესშია.
ჰ24) უზრუნველყოს საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაციის პროგრამების
შესახებ საინფორმაციო შეხვედრების გამართვა, აგრეთვე ბენეფიციარებისა და საზოგადოების
ცნობიერების ამაღლება;
ჰ25) უზრუნველყოს თავშესაფრის მაძიებელი პირებისთვის ქართული ენის კურსების
ხელმისაწვდომობა;
სამინისტროდან მიღებული ინფორმაციით 2019 წელს საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური
დაცვის
სამინისტროს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის მიერ მომზადდა
უცხოელთა ინტეგრაციის სერვისების განხორციელების მინით, შესაბამისი საგრანტო
კონკურსის გამოსაცხადებლად საჭირო დოკუმენტაცია. საგრანტო კონკურსის ჩასატარებლად
საჭირო ტექნიკური პროცედურების დასრულებისა და საგრანტო კონკურსში გამარჯვებული
ორგანიზაციის გამოვლენის შემდგომ დაიწყო ინტეგრაციის ცენტრში ზემოთხსენებული
სერვისების მიწოდება. საგრანტო ხელშეკრულებების ერთ-ერთ პუნქტს წარმოადგენს,
გრანტის მიმღების მიერ სამიზნე ჯგუფის ინფორმირებულობის ვალდებულება.
მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის მხარდაჭერით 2019
წლის საგრანტო პროგრამის დაწყების შესახებ მომზადდა საინფორმაციო ვიდეორგოლი,
რომელიც განთავსდა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ვებ გვერდსა და ფეისბუქ გვერდზე. ·
2019 წლის საგრანტო პროგრამაში დაემატა თავშესაფრის მაძიებლებისა და საქართველოში
სტატუსის მქონე, მოქალაქეობის არმქონე პირებისთვის ქართული ენის შესწავლის
შესაძლებლობა.
დავალებები შესრულებულია.
ჰ26) უზრუნველყოს თავშესაფრების ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან
და
მომსახურების
კოორდინაცია
მიმწოდებელ
ბენეფიციართა
კომპანიებთან
თანამშრომლობის
გაძლიერება
ფსიქოსოციალური,
საგანმანათლებლო
და
და
დასაქმების
შესაძლებლობების უზრუნველსაყოფად;
სამინისტროს ინფორმაციით, სსიპ ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დაქვემდებარებული
თავშესაფრების სერვისები აღნიშნული მიმართულებებით ყოველწლიურად ფართოვდება და
იხვეწება.
ფონდი
თანამშრომლობს
არასამთავრობო
ორგანიზაციებთან,
რომლებიც
სპეციალიზებულ სერვისებს აწვდიან ბენეფიციარებს ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის,
ჯანმრთელობის დაცვის, საგანმანათლებლო და დასაქმების მიმართულებებით. ფონდს აქვს
გადამისამართების კარგი გამოცდილება ისეთი ტიპის სპეციალიზებული სერვისების
მისაღებად, რომლებიც თავშესაფრების და კრიზისული ცენტრების ბაზაზე ნაკლებადაა
განვითარებული.
მაგალითად:
სექსუალური
ძალადობის
არასრულწლოვანი
მსხვერპლებისთვის ფსიქო-სარეაბილიტაციო მომსახურება და სექსუალური ძალადობის
მსხვერპლებისთვის (აგრეთვე მოწყვლადი ჯგუფებისთვის) ვირუსული ინფექციებისა და
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებების გავრცელების პრევენციისა და მკურნალობის
უზრუნველსაყოფად შესაბამისი სერვისის მიმწოდებელ ორგანიზაციებში გადამისამართება;
დავალება შესრულებულია.
ჰ27) „დახვეწოს თავშესაფრების ფიზიკური გარემო შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე
პირთა
მომსახურებისთვის
და
უზრუნველყოს
შენობების
სავალდებულო
სტანდარტების შესაბამისად ადაპტირება“
თავშესაფრები ადაპტირებულია ეტლით მოსარგებლე შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირებისთვის, ხოლო საჭიროების წარმოშობის შემთხვევაში სააგენტო მზად არის
ბენეფიციარები უზრუნველყოს დამატებითი მომსახურებებით, რომელიც განპირობებული
იქნება მათი ინდივიდუალური საჭიროებებით, რათა მიღწეულ იქნეს ბენეფიციართა მიერ
სერვისებზე ხელმისაწვდომობის უწყვეტობა
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
ჰ28) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს მოქალაქეთა
განცხადებების/საჩივრების შესწავლისა და პროფესიული განვითარებისთვის საბჭოსთვის
განსახილველად მოწოდების გონივრული ვადები, აგრეთვე შეიმუშავოს სხვა პროცედურული
საკითხების მომწესრიგებელი ნორმები;
სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს მიერ,
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
წესით,
წარმოებს
მოქალაქეთა
განცხადებების/საჩივრების შესწავლა პაციენტის სამედიცინო დოკუმენტაციაში არსებულ
ჩანაწერებზე დაყრდნობით. აღნიშნული ხორციელდება იმ სამედიცინო დაწესებულებებში,
რომლებიც
მითითებულია
მოქალაქეთა
განცხადებებსა
და
საჩივრებში.
საკითხის
სრულყოფილად შესწავლის მიზნით, კლინიკური შეფასებისათვის, ხორციელდება პაციენტის
სამედიცინო დოკუმენტაციის გადაგზავნა დარგის ექიმ-სპეციალისტებთან. საკითხის
შესწავლის დაჩქარებისა და შემჭიდროებულ ვადებში დასრულების მიზნით, სააგენტოში
დაინერგა, კლინიკური შეფასებისათვის, დარგის ექიმ-სპეციალისტებთან განსახილველი
დოკუმენტაციის ელექტრონული ფორმატით მიწოდების პრაქტიკა. ასევე, ელექტრონული
ფორმატით ხდება სააგენტოში სარეცენზიო დასკვნების წარმოდგენაც. აღნიშნულმა პრაქტიკამ
მნიშვნელოვნად შეამცირა საკითხის შესწავლის/განხილვის ვადები. გაწეული სამედიცინო
დახმარების
შესწავლის
დასრულებისას,
დარღვევა-ნაკლოვანებების
გამოვლენის
შემთხვევაში, საკითხის შესწავლის შედეგები, გონივრულ ვადებში, ეგზავნება პროფესიული
განვითარების საბჭოს.
მოქალაქეთა
უზრუნველყოფილია
განცხადებების/საჩივრების
შესწავლისას
მხარეთა
გათვალისწინებულია
ჩართულობა
და
მაქსიმალურად
მოქალაქის
პრეტენზიები და განცხადებაში მოყვანილი ფაქტები. პროფესიული განვითარების საბჭოს
მიერ საკითხის განხილვას, ყველა შემთხვევაში, მხარეთა ჩართულობა და განხილვის თაობაზე
მათი ინფორმირება (ადგილის და დროის მითითებით), ხორციელდება წერილობითი და/ან
სატელეფონო
შეტყობინებით.
პაციენტებისათვის
გაწეული
რეგულირების
სამედიცინო
სააგენტოში
მომსახურების
შემუშავებულ
ხარისხთან
იქნა
დაკავშრებით
დაინტერესებული მხარეებისთვის საკითხის შესწავლის ნებისმიერ ეტაპზე, ინფორმაციის
მიწოდების სტანდარტული პროცედურები. მათ შორის, პროფესიული განვითარების საბჭოს
გადაწყვეტილებ(ებ)ის თაობაზე.
დავალება შესრულების პროცესშია.
ჰ29)
გამჭვირვალობისა
და
ხელმისაწვდომობის
პრინციპის
გათვალისწინებით,
შეიმუშავოს და განახორციელოს გეგმა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სამედიცინო
საქმიანობის
სახელმწიფო
რეგულირების
სააგენტოს
ელექტრონულ
რესურსებზე
პროფესიული განვითარების საბჭოს შესახებ ინფორმაციის განსათავსებლად
გამჭვირვალობისა და ხელმისაწვდომობის პრინციპების გათვალისწინებით, სსიპ
სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოს ელექტრონულ
რესურსზე, პროფესიული განვითარების საბჭოს შესახებ
ინფორმაციის განთავსების
დავალებასთან
სააგენტოს
დაკავშირებით,
უნდა
აღინიშნოს,
რომ
ვებგვერდზე
-
rama.moh.gov.ge არსებობს ველი -,,პროფესიული განვითარების საბჭო’’, სადაც ხდება საბჭოს
ზოგადმარეგულირებელი
შემუშავებულია
გადაწყვეტილებების
საჯარო
ინფორმაციის
განთავსება.
გაცემისა
გარდა
და
ამისა,
პროაქტიულად
გამოქვეყნების უზრუნველყოფის წესი.
შესაბამისად, რეგულირების სააგენტოს ვებგვერდზე არსებული საჯარო ინფორმაციის
ველით,
უზრუნველყოფილია,
პროაქტიულად
გამოსაქვეყნებელი,
საზოგადოებრივი
ინტერესის შემცველი საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
დავალება შესრულებულია.
ჰ30)
ხარისხიანი
მედიკამენტების
დაუბრკოლებლად
შესყიდვის
მიზნით
იმ
ფსიქიატრიული დაწესებულებისთვის, რომელიც არის შეზღუდული პასუხისმგებლობის
საზოგადოება და რომლის წილის 50%-ზე მეტს სახელმწიფო ფლობს, დაამტკიცოს
მედიკამენტების შესყიდვის სპეციალური წესი და განსაზღვროს, რომ ასეთ დაწესებულებას
შეუძლია მედიკამენტების გამარტივებული წესით შესყიდვა;
2018 წლიდან ამბულატორიული მომსახურების მიწოდება ხორციელდება ბიო-ფსიქოსოციალური მოდელისა და მულტიდისციპლინური მიდგომის გამოყენებით. სამკურნალო
მედიკამენტებზე
ხელმისაწვდომობის
გაზრდის
მიზნით,
სახელმწიფო
პროგრამის
ფარგლებში მკაფიოდ განისაზღვრა სათემო ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების
ვალდებულებები.
პროგრამის
ყოველთვიური
ბიუჯეტის
არანაკლებ
35%
უნდა
გადანაწილდეს ბენეფიციართათვის საჭირო მედიკამენტების შესასყიდად. აღნიშნული
ცვლილება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მაღალი ხარისხის მედიკამენტებზე პაციენტთა
ხელმისაწვდომობას.
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა.თ“
ქვეპუნქტის თანახმად, იმ ფსიქიატრიული დაწესებულებებისთვის, რომელთა 50%-ზე მეტი
სახელმწიფო
საკუთრებაშია,
მედიკამენტების
გამარტივებული
შესყიდვის
მიზნით
სამინისტრო დაიწყებს კონსულტაციებს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთან და სხვა
დაინტერესებულ მხარეებთან.
დავალება შესრულების პროცესშია.
ჰ31) საჯარო სამსახურში დასაქმებული მნიშვნელოვნად ან ზომიერად გამოხატული
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები უზრუნველყოს „სოციალური პაკეტის
განსაზღვრის
შესახებ“
საქართველოს
მთავრობის
2012
წლის
23
ივლისის
No279
დადგენილებით გათვალისწინებული სოციალური პაკეტით;
,,სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23
ივლისის
№279
დადგენილებით დამტკიცებული წესის
მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის
მოთხოვნათა შესაბამისად, სოციალური პაკეტის მიღების უფლება არ წარმოიშობა და
წარმოშობილი უფლება წყდება პირის მიერ საჯარო საქმიანობის განხორციელების პერიოდში,
გარდა მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე და მხედველობის გამო
მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისა.
მკვეთრად
გამოხატული
შესაძლებლობის
შეზღუდვის
სტატუსის
დადგენის
კრიტერიუმს წარმოადგენს დაავადების, ტრავმის, ანატომიური ან გონებრივი დეფექტის
შედეგად გამოწვეული ადამიანის ჯანმრთელობის მოშლა ორგანიზმის სისტემებისა და
ორგანოთა
მყარი,
შეუქცევადი
მორფოლოგიური
ცვლილებებითა
და
ფუნქციური
დარღვევებით, როდესაც დასრულებული მკურნალობისა და სრული სარეაბილიტაციო
კურსის გავლის შედეგად არ ხდება დარღვეული ფუნქციის აღდგენა ან გაუმჯობესება, რაც
განაპირობებს ქმედობაუნარიანობის მკვეთრად გამოხატულ შეზღუდვას და მუდმივი გარეშე
მოვლის, დახმარების ან მეთვალყურეობის საჭიროებას. ცხადია, აღნიშნული მდგომარეობა
შესაძლებლობის შეზღუდვის სხვა ხარისხებთან (მნიშვნელოვნად და მით უფრო - ზომიერად
გამოხატულთან) შედარებით მოითხოვს დამატებით და განსხვავებულ საჭიროებებს, რაც
თავის
მხრივ,
დაკავშირებულია
საკომპენსაციოდაც
ასეთ
პირებს
დამატებით
საჯარო
ფინანსურ
საქმიანობის
ხარჯებთან,
რომლის
განხორციელებისას
შრომითი
გასამრჯელოს მიღებასთან ერთად არ ეზღუდებათ სოციალური პაკეტით განსაზღვრული
თანხის მიღების უფლება.
რაც შეეხება მნიშვნელოვნად გამოხატული შესაძლებლობის შეზღუდვას, ასეთი
სტატუსი დგინდება ფუნქციის მნიშვნელოვნად დარღვევისა და უმეტესად შექცევადი
მორფოლოგიური
გადამოწმების
პროცესების
ვადით,
რადგან
არსებობისას,
ხშირ
მკურნალობის
ან
შემთხვევაში,
ოპერაციული
ყოველწლიური
ჩარევის
შედეგად
შესაძლებელია აღარც კი წარმოადგენდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა პრობლემას და მით
უფრო, შეზღუდულ შესაძლებლობას. ამასთან, მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული
შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირები არ საჭიროებენ მუდმივად სხვა პირის დახმარებას.
ზომიერად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის საფუძვლით
ზემოაღნიშნული დადგენილების შესაბამისად, სოციალური პაკეტის დანიშვნისა და მიღების
უფლება აქვთ მხოლოდ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის, თავისუფლებისა
და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედების შედეგად და სხვა სახელმწიფოთა
ტერიტორიაზე საბრძოლო მოქმედების შედეგად ზომიერად გამოხატული შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირებს, ასევე, ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირებს, რომლებსაც 18 წლის ასაკის შემდეგ დადგენილი აქვთ ზომიერად გამოხატული
შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსი.
ამ კატეგორიის შშმ პირები არ საჭიროებენ სხვა
პირის მუდმივ დახმარებას.
გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვნად და ზომიერად გამოხატული შშმ პირებისთვის
საჯარო საქმიანობის განხორციელებისას სახელფასო ანაზღაურებასთან ერთად სოციალური
პაკეტის მიღება მიზანშეწონილად არ მიგვაჩნია იმ მიზეზით, რომ ორივე თანხა წარმოადგენს
სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებებს და ამასთან, ,,საქართველოს საგადასახადო კოდექსის“ 82ე მუხლის შესაბამისად, გათვალისწინებულია საგადასახადო შეღავათები:
საშემოსავლო
გადასახადით არ იბეგრება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის,
აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000
ლარამდე.
დავალება შესრულებული არ არის
ჰ32)
შეიმუშაოს
პროფილური
ერთიანი
სახელმწიფო
პროგრამა,
რომელიც
უზრუნველყოფს ონკოლოგიურ დაავადებათა ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენას,
კიბოს გავრცელების შეფერხებას და ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობის
ხელმისაწვდომობას;
„ჯანმრთელობის
ხელშეწყობის
სახელმწიფო
პროგრამა“
ითვალისწინებს
ონკოლოგიური დაავადებების რისკ-ფაქტორების შემცირების ხელშეწყობას: თამბაქოს
მოხმარების კონტროლის გაძლიერება; ჯანსაღი კვების შესახებ განათლება; ალკოჰოლის
ჭარბი მოხმარების შესახებ ცნობიერების ამაღლება; ფიზიკური აქტივობის ხელშეწყობა; C
ჰეპატიტის
პრევენცია
და
მოსახლეობის
განათლების
ხელშეწყობა;
ნივთიერებადამოკიდებულების პრევენცია; გარემო და ჯანმრთელობა; ჯანმრთელობის
ხელშეწყობის პოპულარიზაცია და გაძლიერება.
„დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის პროგრამა“ მოიცავს ძუძუს,
საშვილოსნოს ყელის და კოლორექტული კიბოს სკრინინგს.
„სოფლის
ექიმის
და
საყოველთაო
ჯანდაცვის
პროგრამის“
გეგმიური
ამბულატორიული მომსახურების კომპონენტის ფარგლებში სოფლის ექიმის/ოჯახის ექიმის
მოვალეობაა ჯანმრთელობის მდგომარეობისა და რისკ-ფაქტორების შეფასება, პრევენციული
ღონისძიებები;
ქრონიკული
დაავადებების
დიაგნოსტიკა
კლინიკური
სიმპტომო-
კომპლექსისა და აუცილებელი, მინიმალური ინსტრუმენტული და ლაბორატორიული
კვლევების საფუძველზე; ქრონიკული დაავადებების მართვა და რეფერალი საჭიროების
შესაბამისად; ასევე ინკურაბელურ პაციენტებთან ბინაზე ვიზიტი და მეთვალყურეობა.
„საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის“ გეგმიური ამბულატორიული მომსახურების
კომპონენტის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სპეციალისტების მიერ მიწოდებული
ამბულატორიული
ნევროლოგი,
სერვისები
(ენდოკრინოლოგი,
ოფთალმოლოგი,
კარდიოლოგი,
ოტორინოლარინგოლოგი, გინეკოლოგი, უროლოგი, ქირურგი) ოჯახის ან
სოფლის ან უბნის ექიმის დანიშნულებით.
„საყოველთაო ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში სახელმწიფოს მიერ
ფინანსდება
ონკოლოგიური
დაავადებების
მქონე
პაციენტთა
გადაუდებელი
ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობა; გეგმიური ქირურგია; ქიმიო-, ჰორმონო
და სხივური თერაპია.
„რეფერალური მომსახურების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში, სამინისტროს
მიერ 2016 წლიდან ხორციელდება HER2 + ადრეული ძუძუს კიბოს პროგრამა, რომლის
მიზანია საქართველოში მცხოვრები ქალებისთვის ძუძუს კიბოს ადრეულ სტადიაზე
მკურნალობის ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.
„ბავშვთა ონკოჰემატოლოგიური დახმარების პროგრამა“ უზრუნველყოფს 18 წლამდე
ასაკის ონკოჰემატოლოგიური პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუმჯობესებას.
„პალიატიური
პროგრამის“
ფარგლებში
გაწეული
ინკურაბელურ
პაციენტთა
ამბულატორიული და სტაციონარული პალიატიური სერვისების საშუალებით უმჯობესდება
ინკურაბელური პაციენტების ცხოვრების ხარისხი.
აღნიშნული პროგრამებით მოცულია ონკოლოგიური დაავადებების მართვის სრული
სპექტრი: რისკ-ფაქტორების შემცირება, ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა, პრევენცია,
მკურნალობა და პალიატიური ზრუნვა.
დავალება შესრულების პროცესშია.
ჰ33)
გააუმჯობესოს
სოციალურად
დაუცველი
ოჯახების
(შინამეურნეობების)
სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგია.
საქართველოს
დამტკიცებულ
მთავრობის
„ოჯახების
2014
წლის
31
დეკემბრის
სოციალურ-ეკონომიკური
N758
დადგენილებით
მდგომარეობის
შეფასების
მეთოდოლოგიაში“ 2018 წელს განხორციელებული ცვლილებების შესაბამისად, შეიცვალა
ფორმულაში არსებული საარსებო მინიმუმის ოდენობა და 149.6 ლარის ნაცვლად განისაზღვრა
175 ლარით (საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის პირველი კვარტლის
მონაცემი), კომუნალური მომსახურების ტარიფების ზრდის გამო 3%-ით შემცირდა
კომუნალური ინდექსის წონა.
ამასთან,
2018
წლის
1
ივნისის
შემდეგ
შესაბამის
სამართლებრივ
აქტში
განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, ოჯახის წევრის გარდაცვალების შემთხვევაში
ოჯახს
გადაუანგარიშდება
დანიშნული
საარსებო
შემწეობა,
ოჯახის
გარდაცვლილი
წევრ(ებ)ის კუთვნილი თანხის გამოკლებით, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის
განმეორებითი შეფასების შემდეგ სპეციალური ფორმის დოკუმენტის – ოჯახის დეკლარაციის
მონაცემთა ბაზაში განთავსებამდე. თუ გადამოწმების შედეგად მინიჭებული სარეიტინგო
ქულა ნაკლებია საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე, ოჯახს საარსებო შემწეობის
გაცემა გაუგრძელდება გადამოწმების შედეგად ოჯახის წევრთა რაოდენობიდან და
მინიჭებული სარეიტინგო ქულის ოდენობიდან გამომდინარე.
გარდა აღნიშნულისა, 2019 წლის იანვრიდან გაიზარდა „სოციალური დახმარების
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის N145 დადგენილებით
დამტკიცებული წესით 16 წლამდე ბავშვ(ებ)ისთვის განსაზღვრული საარსებო შემწეობის
ოდენობა 10 ლარიდან 50 ლარამდე. 2019 წლის იანვრიდან 100000-ზე ნაკლები სარეიტინგო
ქულის მქონე ოჯახებში შრომისუნარიანი პირების დასაქმება არ იწვევს საარსებო შემწეობის
შეწყვეტას და აღნიშნულ ოჯახებს საარსებო შემწეობის მიღება გაუგრძელდებათ მომდევნო 12
თვის განმავლობაში, ხოლო მომდევნო 12 თვის განმავლობაში ოჯახს შეუნარჩუნდება 16
წლამდე ბავშვ(ებ)ისთვის განსაზღვრული საარსებო შემწეობა და სარეიტინგო ქულა.
დავალება შესრულების პროცესშია
ჰ34) უზრუნველყოს საქართველოს მთავრობის მიერ უწყებათაშორისი კომისიის შექმნა
და შეაფასოს საკვების ხელმისაწვდომობის კუთხით არსებული საჭიროებები, განსაზღვროს
შესაბამის უფლებასთან დაკავშირებულ გამოწვევებზე რეაგირების სახელმწიფო პოლიტიკა
(რეგიონების
სპეციფიკის
გათვალისწინებით)
და
ზედამხედველობა
გაუწიოს
მისი
შესრულებისთვის პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყებების საქმიანობას;
მიზნობრივი სოციალური დახმარების პროგრამა, რომელიც საქართველოში 2005
წლიდან ფუნქციონირებს, მიზნად ისახავს ფულადი დახმარებების გაცემას სწორედ
უკიდურეს
სიღატაკეში
მყოფი
ოჯახებისათვის
პირველადი
საჭიროებების
დაკმაყოფილებისთვის.
ამასთან, 2019 წლის იანვრიდან სოციალურად დაუცველ ბავშვიან ოჯახებში ბავშვის
ბენეფიტი 10 ლარიდან 50 ლარამდე გაიზარდა. მუნიციპალიტეტების ნაწილში აღნიშნული
ბენეფიტი სრულად ფულადი სახით გაიცემა, ხოლო მუნიციპალიტეტების ნაწილში - 20 ლარი
ფულადი სახით, ხოლო 30 ლარი ირიცხება „ბავშვის კვების ბარათზე“, რაც მხოლოდ საკვები
პროდუქტების შესაძენად გამოიყენება. 2020 წლის გაზაფხულზე გაეროს ბავშვთა ფონდის
მხარდაჭერით შეფასდება ბავშვის დახმარების რომელი მექანიზმია უფრო ეფექტური
ბავშვების
საჭიროებების
დასაკმაყოფილებლად
და
მიღებულ
იქნება
შესაბამისი
გადაწყვეტილება.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
ჰ35) გააძლიეროს უკიდურესი სიღარიბისა და ცხოვრების არასათანადო დონისგან
ბავშვთა სათანადო დაცვა;
„სოციალურად
დაუცველი
ოჯახების
სოციალურ-ეკონომიკური
მდგომარეობის
შეფასების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და
სოციალური დაცვის მინისტრის 2010 წლის 20 მაისის №141/ნ ბრძანებაში 2018 წლის 20
სექტემბერს №01/12/ნ ბრძანებით შესული ცვლილების შესაბამისად, 2018 წლის 1 ნოემბრიდან
ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გადამოწმების დროს, თუ ოჯახში არის 18
წლამდე ოჯახის წევრი ივსება „ოჯახში მცხოვრები (0-დან 18 წლამდე) ბავშვ(ებ)ის
დეკლარაციის ფორმა“. ბავშვ(ებ)ის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემები გადის
ტექნიკურ დამუშავებას კომპიუტერული პროგრამის საშუალებით და ითვლება ქულა, რაც
განსაზღვრავს შემდგომში შესაბამისი სამსახურის ჩართულობას.
დავალება შესრულების პროცესშია.
ჰ36)
სრულწლოვანების
ბენეფიციართათვის
დაიწყოს
ასაკს
მიღწეულ,
მხარდაჭერის
სახელმწიფო
ქვეპროგრამის
ზრუნვიდან
შემუშავება,
გასულ
რომელიც
უზრუნველყოფს მათ საზოგადოებაში ინტეგრაციას და დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის
მომზადებას;
მინდობით აღზრდაში განთავსებული ბავშვების ნაწილი იღებს პროფესიულ და
უმაღლეს
განათლებას.
შესრულებამდე.
შესაბამისად
ამასთან,
ისინი
საქართველოს
მომსახურებას
მთავრობის
იღებენ
21
დადგენილებით
წლის
ასაკის
„ტექნიკური
რეგლამენტი – ბავშვზე ზრუნვის სტანდარტები“, ასევე „სოციალური რეაბილიტაციისა და
ბავშვზე ზრუნვის“ სახელმწიფო პროგრამაში განსაზღვრულია, რომ სერვისის მიმწოდებელმა
ხელი უნდა შეუწყოს სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებული ბავშვის განათლებას,
უზრუნველყოს ბენეფიციარის ჩართვა სკოლამდელ ან ზოგადსაგანმანათლებლო პროცესში
და ხელი შეუწყოს მას პროფესიული ან უმაღლესი განათლების მიღებაში. სახელმწიფო
ზრუნვის სხვადასხვა სერვისში მცხოვრები 14 წლის ზევით არასრულწლოვნებისათვის
სერვისის მომწოდებელ ორგანიზაციას/მინდობით აღმზრდელს ევალება იზრუნოს ბავშვის
დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადებაზე. სოციალური მუშაკის ინდივიდუალური
განვითარების
გეგმის
ერთ-ერთი
აუცილებელი
აქტივობაა
არასრულწლოვნების
დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის მომზადება.
უწყებამ მოგვაწოდა ინფორმაცია სახელმწიფოს მიერ გატარებულ ღონისძიებათა
შესახებ, სრულწლოვანების ასაკს მიღწეულ, სახელმწიფო ზრუნვიდან გასულ ბენეფიციართა
საზოგადოებაში
მიმართულებით.
ინტეგრაციისა
და
დამოუკიდებელი
ცხოვრებისთვის
დავალება ითვალისწინებს ამ კატეგორიის პირთა
მომზადების
მხარდასაჭერი
ქვეპროგრამის შემუშავებას, რის შესახებაც შესახებ ინფორმაცია უწყებას არ მოუწოდებია.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ.
ჰ37) „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის
შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, გააძლიეროს სექსუალური
ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვა;
ოკუპირებული
ტერიტორიებიდან
დევნილთა,
შრომის,
ჯანმრთელობისა
და
სოციალური დაცვის სამინისტრო, სსიპ „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდი“ გაეროს ბავშვთა ფონდის
ფინანსური მხარდაჭერით, თბილისსა და ქუთაისში ქმნის ეფექტურ ფსიქოლოგიურსოციალურ სარეაბილიტაციო მექანიზმს, რომელიც უპასუხებს სექსუალური ძალადობის
მსხვერპლი
ბავშვების
საჭიროებებს,
უზრუნველყოფს
ამ
ბავშვების
სოციალურ რეაბილიტაციას, ამასთანავე ამ ცენტრში მოხდება
ფსიქოლოგიურექსპერტიზის და
გამოკითხვა/დაკითხვის პროცესის ინტეგრირება, აღნიშნული მიდგომა დაიცავს ბავშვს
განმეორებადი ტრავმატიზაციისგან.
დავალება შესრულების პროცესშია
ჰ38)
დროულად
შეიმუშაოს
სექსუალური
ძალადობის
მსხვერპლ
ბავშვთა
რეაბილიტაციის კონცეფცია;
საქართველოს მთავრობის მიერ დამტკიცებული „ადამიანის უფლებათა დაცვის
სამთავრობო სამოქმედო გეგმის (2018-2020 წლებისთვის)“ (№ 182) ამოცანებია: სექსუალური
ძალადობისა და სექსუალური ექსპლოატაციის მსხვერპლი ბავშვებისათვის მომსახურების
კონცეფციის შექმნა, განფასება და მისი პილოტირება. როგორც ჩვენთვის ცნობილია,
აღნიშნული კონცეფციის შემუშავების მიზნით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის
ადამიანის უფლებათა სამდივნო ახორციელებს სხვადასხვა აქტივობებს.
დავალება შესრულების პროცესშია.
ჰ39) შეიმუშავოს მისაწვდომობის ეროვნული გეგმა, რომელშიც მითითებული იქნება
კონკრეტული
ღონისძიებები,
მათი
განხორციელების
ვადები,
განხორციელებისთვის
პასუხისმგებელი უწყებები,
დაფინანსების კომპონენტი
და
შედეგების განსაზღვრის
ინდიკატორები;
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მისაწვდომობასთან დაკავშირებული
საკითხების დარეგულირება და ყველა სახის შეზღუდვის მქონე პირთა საჭიროებების
გათვალისწინება არის კომპლექსური ხასიათის, რომლის გადაჭრა და აღსრულება მოითხოვს
სხვადასხვა
ადმინისტრაციულ
კონკრეტულ
კომპეტენციებს,
ორგანოთა
რომელთა
კანონმდებლობით
განხორციელება
განსაზღვრულ
შეუძლებელია
კონკრეტულ
ადმინისტრაციულ ორგანოთა ჩართულობის გარეშე. ამიტომ ამ საკითხების განხორციელება
როგორც წესი, იგეგმება და ხორციელდება უწყებათაშორისი სამუშაო თემატური ჯგუფების
ფარგლებში და ამავე ფარგლებში ჩამოყალიბებული სამოქმედო გეგმების საფუძველზე.
ასეთის შექმნის შემთხვევაში, სამინისტრო მზად არის მონაწილეობა მიიღოს შესაბამის
პროცესებში.
სხვადასხვა საჭიროებების მქონე იმ შშმ პირებისა და მათ შორის შშმ ბავშვების,
რომლებიც იმყოფებიან ინსტიტუციურ დაწესებულებებში ან წარმოადგენენ ,,სოციალური
რეაბილიტაციისა
და
ბავშვზე
ზრუნვის
სახელმწიფო
პროგრამით“
განსაზღვრული
მომსახურებების მიმღებ ბენეფიციარებს ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის საკითხები
დარეგულირებულია
,,შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირებისათვის
სივრცის
მოწყობისა და არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის
დამტკიცების თაობაზე“ (N41 06.01.14.) და „ტექნიკური რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის
სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ (N66 01.01.14) მთავრობის დადგენილებებით.
აღნიშნული მოთხოვნების შესაბამისობის (მომსახურების მომწოდებლად ორგანიზაციის
რეგისტრაციაზე
მომართვის
შემთხვევაში)
და
შესრულების
(გეგმიური
და
არაგეგმიური
შემთხვევები) მონიტორინგი და შესაბამისად, სტატისტიკის წარმოება
ხორციელდება
სოციალური
დაცვის
პოლიტიკის
სამმართველოს
მიერ
„ტექნიკური
რეგლამენტი - ბავშვზე ზრუნვის სტანდარტების დამტკიცების შესახებ“ - მთავრობის
დადგენილების მოთხოვნათა მიხედვით.
რაც შეეხება სამედიცინო დაწესებულებების სივრცით მოწყობას შშმ პირებისათვის
ჯანმრთელობის
დაცვის
უზრუნველსაყოფად,
არსებულ
სერვისებზე
გათვალისწინებულია
ფიზიკური
და ასახულია
ხელმისაწვდომობის
შესაბამის
მარეგულირებელ
დოკუმენტებში. კერძოდ, როგორც სტაციონარული დაწესებულების სანებართვო პირობებში,
ასევე, ამბულატორიული სერვისის მიმართ განსაზღვრულ მოთხოვნებში („სამედიცინო
საქმიანობის ლიცენზიისა და სტაციონარული დაწესებულების ნებართვის გაცემის წესისა და
პირობების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის
17 დეკემბრის №385 და „მაღალი რისკის შემცველი სამედიცინო საქმიანობის ტექნიკური
რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 22 ნოემბრის
№359
დადგენილებები,
პირველადი
„სამედიცინო
ჯანმრთელობის
დაცვის
ჩარევების
კლასიფიკაციის
დაწესებულებების
განსაზღვრისა
მინიმალური
და
მოთხოვნების
დამტკიცების შესახებ" საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის
მინისტრის 2013 წლის №01-25/ნ ბრძანება).
დავალების შესრულების პროცესშია
ჰ40)ხელი შეუწყოს ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული ქცევის
მქონე ბავშვებისთვის არსებული სერვისების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობას, მათ შორის,
სარეაბილიტაციო სერვისების გაფართოების, დაფინანსების გაზრდისა და ეფექტიანი
მონიტორინგის გზით;
ჰ41) უზრუნველყოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო
პროგრამის შესაბამის კომპონენტებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებისა და რთული
ქცევის მქონე ბავშვების სამიზნე ჯგუფად გათვალისწინება და მათთვის სათანადო სერვისის
მიწოდება;
დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, საპილოტე რეჟიმში ქ. თბილისში 2019 წლის
სექტემბრის თვიდან ფუნქციონირება დაიწყო სოციალურ-პედაგოგიურმა ცენტრმა ,,კომპასი“.
მისი მიზანია რთული ქცევის მქონე მოზარდებისათვის (12-18 წლის) სოციალურპედაგოგიური და ფსიქოლოგიური მომსახურების მიწოდება.
ცენტრის მიერ განხორციელებული აქტივობები გულისხმობს არასრულწლოვნის
ქცევითი დარღვევების შეფასებასა და მართვას, სასიცოცხლო და სახელობო-პროფესიული
უნარ-ჩვევების
განვითარების
ხელშეწყობას,
მხარდაჭერას,
არასრულწლოვანისა
და
სოციალური
ოჯახის
უნარების
გაძლიერებაში
ბიო-ფსიქო-სოციალურ-ეკონომიკურ
შეფასებას, არასრულწლოვნის მაკრო და მიკრო სოციალური გარემოს ანალიზსა და
ინტერვენციას, სოციალურ-საგანმანათლებლო მხარდაჭერასა და ზრუნვას, ფსიქოლოგიური
მხარდაჭერასა და ზრუნვას, საჭიროებებზე ორიენტირებულ კონსულტაციებს, შემოქმედებით
საქმიანობასა და ყოველდღიურ ცხოვრებაში მხარდაჭერას. ბენეფიციართან მუშაობის ვადა
განისაზღვრება ინდივიდუალურად.
ცენტრის მომსახურების ეფექტურობის შეფასების შემდეგ კი განისაზღვრება მსგავსი
მომსახურების
დაფინანსება
,,სოციალური
რეაბილიტაციისა
და
ბავშვზე
ზრუნვის
სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში.
დავალებები შესრულების პროცესშია
ჰ42) უზრუნველყოს ზრდასრულ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
აბილიტაციის/რეაბილიტაციის ქვეპროგრამის შემუშავება და ამოქმედება გეოგრაფიული
ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით;
ადამიანის
წლებისთვის)
უფლებათა
დაცვის
სამთავრობო
სამოქმედო
გეგმის
(2018-2020
მოთხოვნათა შესაბამისად, აღნიშნული პერიოდისთვის დაგეგმილია
ზრდასრულებისთვის მხოლოდ სარეაბილიტაციო საჭიროებებისა და სერვისის განვითარების
შესაძლებლობების განსაზღვრა.
ზრდასრულ შშმ პირთა
რეაბილიტაცია/აბილიტაციის
სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში შემუშავებისა და დაგეგმვის მიზნით, ემორის
უნივერსიტეტმა (ატლანტა აშშ) აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს - USAID-ის
მხარდაჭერით პარტნიორ ორგანიზაციებთან (კორპორაცია ,,პარტნიორები საერთაშორისო
განვითარებისათვის“, თსსუ, კოალიცია ,,დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის) ერთად 2018
წელს დაიწყო საქართველოში ფიზიკური რეაბილიტაციის პროექტის განხორციელება.
პროექტი
მიზნად
გაძლიერების,
ისახავს
საქართველოში
სპეციალისტების
ფიზიკური
გადამზადების,
რეაბილიტაციის
მომსახურების
პროფესიის
გაუმჯობესების,
შშმ
პირებისათვის დამხმარე და ტექნოლოგიური საშუალებების ხელმისაწვდომობისა და სხვა
ღონისძიებების ხელშეწყობას. პროექტს ხელმძღვანელობს
საქართველოს ოკუპირებული
ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
2018 წლის 19 ნოემბრის N01-1301/ო ბრძანებით შექმნილი მმართველი საბჭო.
მმართველი
საბჭოს პირველივე სხდომაზე საქართველოში ფიზიკური რეაბილიტაციის პროფესიის
გაძლიერების, შესაბამისი სპეციალისტების გადამზადების, მომსახურების გაუმჯობესების,
შშმ პირებისათვის დამხმარე და ტექნოლოგიური საშუალებების ხელმისაწვდომობისა და
რეაბილიტაცია/აბილიტაციისათვის
საჭირო
სხვა
ღონისძიებების
ხელშეწყობისა
და
აღნიშნულ პროექტზე მუშაობისას წამოჭრილი გამოწვევების წარმატებით განხორციელების
მიზნით მიღებული იქნა გადაწყვეტილება შესაბამისი თემატური სამუშაო ჯგუფების შექმნის
შესახებ. მიმდინარე პერიოდში აღნიშნული ჯგუფები აქტიურად მუშაობენ რეაბილიტაციის
თემატიკასთან დაკავშირებული კონკრეტული საკითხების შესახებ.
გარდა ამისა, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ან ხანდაზმული ომის
მონაწილე პირებისათვის
სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება ომის
მონაწილეთა რეაბილიტაციის ხელშეწყობის ქვეპროგრამა, რომლის
ამოცანაა სამიზნე
ჯგუფის პირთა სამკურნალო-პროფილაქტიკური და სარეაბილიტაციო მომსახურებების
გაწევა.
სახელმწიფო უზრუნველყოფს და ხელს უწყობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთათვის განკუთვნილი, სააბილიტაციო და სარეაბილიტაციო მიზნით შექმნილი დამხმარე
საშუალებებისა და ტექნოლოგიების მისაწვდომობას, შესწავლასა და გამოყენებას შესაბამისი
პროგრამებითა და მომსახურებებით, რომლის ფარგლებში შშმ პირები ინდივიდუალური
საჭიროებების მიხედვით უზრუნველყოფილნი არიან ისეთი დამხმარე საშუალებებით
როგორებიცა: მექანიკური და ელექტრო სავარძელ-ეტლები, საპროთეზო-ორთოპედიული
საშუალებები, სმენის აპარატები,
სმარტფონები, კოხლეარული იმპლანტები, ყავარჯნები,
ხელჯოხ-ყავარჯნები, უსინათლოთა ხელჯოხები და გადასაადგილებელი ჩარჩოები.
სამინისტრო მზად არის შეასრულოს ყველა ის ვალდებულება და მხარს უჭერს ყველა
იმ ინიციატივას, რომელიც მიმართული იქნება შშმ პირთათვის განკუთვნილი
ისეთი
სერვისების
იქნება
დანერგვისა
და
გაუმჯობესებისკენ,
რომლებიც
დაფუძნებული
მომსახურების მიწოდების ინოვაციური მოდელებზე, თანმიმდევრულ მეთოდოლოგიაზე და
ეხმიანება მოქალაქეების საჭიროებებს, მათ თანამედროვე მოთხოვნილებებს.
დავალება შესრულების პროცესშია.
ჰ43)
გაზარდოს
ბავშვთა
ადრეული
აბილიტაციის/რეაბილიტაციის,
შეზღუდული
ცენტრებისა
ორგანიზაციების
და
სათემო
განვითარების,
შესაძლებლობის
მქონე
მომსახურებების
პირთა
ბავშვთა
დღის
ქვეპროგრამების
ხელმისაწვდომობა:
„სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის” სახელმწიფო პროგრამის
ბავშვთა ადრეული განვითარების ხელშეწყობის ქვეპროგრამის ბიუჯეტი 2019 წელს გასულ
წელთან შედარებით გაიზარდა 700 000 ლარით და შეადგინა 2 371 200 ლარი. ქვეპროგრამის
ფარგლებში გაიზარდა ვიზიტების რაოდენობა თვეში 9520-მდე, შესაბამისად, გაიზარდა
ბენეფიციართა რაოდენობა და თითოეული ვიზიტის ღირებულება - ნაცვლად 18,5 ლარისა,
20 ლარამდე. 2019 წლის მდგომარეობით ქვეყნის 13 მუნიციპალიტეტში (თბილისი, ქუთაისი,
თელავი, ზუგდიდი, ლაგოდეხი, ქობულეთი, ბათუმი, მარნეული, ახალციხე, გორი, ბორჯომი,
რუსთავი, ზესტაფონი) 1300-მდე ბენეფიციარს მომსახურებას უწევს 29 ორგანიზაცია, მათ
შორის
2018-19
წლებში
მომსახურების
მომწოდებლად
დარეგისტრირდა
10
ახალი
ორგანიზაცია. 2020 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია
ვიზიტების რაოდენობის ზრდა თვეში 12 000-დან 14 000-მდე, შესაბამისად, გაიზრდება
ბენეფიციართა რაოდენობა 1 750-მდე. აქვე გათვალისწინებული იქნა კოხლეარული
იმპლანტის მქონე ბავშვებისთვის ადრეული ჩარევის ღონისძიებების განხორციელების
საჭიროება და იმ დაავადებათა ჩამონათვალს, რომლებიც წარმოადგენენ ბავშვთა ადრეული
ქვეპროგრამის სამიზნე ჯგუფის განსაზღვრისთვის საჭირო კრიტერიუმებს, დაემატა
ნოზოლოგია: Z45.3 - იმპლანტირებული სასმენი (კოხლეარული) მოწყობილობის დაყენება
და რეგულაცია.
კოხლეარული იმპლანტის მქონე ბავშვები აღნიშნული დიაგნოზის
საფუძველზე მომსახურების მიღების მსურველ პირთა ერთიანი ცენტრალიზებული
საინფორმაციო ბაზაში მაძიებლების რეესტრის რიგითობის შესაბამისად, ისარგებლებენ
უპირატესობით.
ამასთან,
საფუძველზე,
შესაძლებელი
ბენეფიციარის/კანონიერი
გახდება
წარმომადგენლის
მომსახურების
ვაუჩერის
განცხადების
ანაზღაურება
იმ
ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულში, რომელიც მითითებული აქვს მომსახურების
მიმწოდებელ ორგანიზაციას რეგისტრაციის დროს, ქვეპროგრამას თანდართული ცხრილის
შესაბამისად.
ამასთანავე,
ქვეპროგრამის
ბიუჯეტის
ფარგლებში
დამატებით
გათვალისწინებული იქნა სუპერვიზიის ანაზღაურება თითოეულ ბენეფიციარზე 20 ლარის
ოდენობით.
ბავშვთა რეაბილიტაციის/აბილიტაციის ქვეპროგრამის 2019 წლის ბიუჯეტი გაიზარდა
550 000 ლარით და შეადგინა 3 400 000 ლარი. ამასთან, ქვეპროგრამის ფარგლებში გაიზარდა
დაფინანსებული კურსების რაოდენობა და თითოეულ ბენეფიციარზე წლის განმავლობაში 7ის ნაცვლად შეადგინა 8 კურსი, წლის განმავლობაში 1300 ბენეფიციარზე გათვლით - 11 000ზე მეტი კურსი, ხოლო, (ათდღიანი კურსის) ღირებულების ასანაზღაურებელი ვაუჩერის
ფასი 308 ლარიდან გაიზარდა 330 ლარამდე. 2019 წლის განმავლობაში გაიზარდა პროგრამის
მომწოდებელთა მომსახურების გეოგრაფული არეალი: ქვეპროგრამის
ფარგლებში ამავე
პერიოდის მონაცემებით, სულ მომსახურების მომწოდებლად ქვეყნის 9 მუნიციპალიტეტში
დარეგისტრირებულია 22 სარეაბილიტაციო ცენტრი, რომლებიც მომსახურებას უწევენ
წელიწადში 1500-მდე ბენეფიციარს. აღნიშნული ქვეპროგრამის მომსახურებით სარგებლობა
არ არის შეზღუდული ტერიტორიული პრინციპით და ბენეფიციარი მომსახურების
მომწოდებელს ირჩევს სურვილის შესაბამისად მისთვის ხელსაყრელი პირობებით. 2020 წლის
პროგრამის შესაბამისად, ქვეპროგრამის ფარგლებში სამიზნე ჯგუფს დაემატება რეტის
სინდრომის მქონე ბავშვები.
თერაპიულ ინტერვენციაში შემავალ სეანსებში საჭიროების
შემთხვევაში, დამატებით იქნა შეეტანილი მომსახურების ისეთი სახეები, როგორიცაა:
ფიზიოთერაპია,
აქვათერაპია,
ხელოვნებითი
თერაპია
და
სპეციალური
პედაგოგის
მომსახურება.
დღის ცენტრების ქვეპროგრამის 2019 წლის ბიუჯეტი 2018 წელთან შედარებით
გაიზარდა 2 483 300 ლარით და შეადგინა 6 258 300
ლარი.
ქვეპროგრამის ფარგლებში
გათვალისწინებული იქნა შშმ ბავშვების და შშმ პირების დღის ცენტრების დაფინანსების
ზრდა თვეში 230 ლარიდან 290 ლარამდე, ხოლო მძიმე და ღრმა შშმ ბავშვების დღის
ცენტრების დაფინანსების ზრდა თვეში 378 ლარიდან 480 ლარამდე. ქვეყნის მასშტაბით
დღეისათვის მარტო შშმ ბავშვებისთვის ფუნქციონირებს 43 დღის ცენტრი, ხოლო
ზრდასრული შშმ პირებისთვის - 25 ორგანიზაცია.
2020 წლიდან ქვეპროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია 6-დან 18 წლამდე
მიტოვების რისკის ქვეშ მყოფი ბავშვების მომსახურების დაფინანსების ზრდა დღეში
6
ლარიდან 8 ლარამდე, შშმ ბავშვების და შშმ პირების -13 ლარიდან 16 ლარამდე, ხოლო მძიმე
და ღრმა შშმ ბავშვების დაფინანსების ზრდა - 22 ლარიდან 25 ლარამდე. ამასთანავე, გაიზარდა
მომსახურების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობა: დამატებით ამოქმედება დღის ცენტრები
აბაშში, ამბროლაურში, ბაღდათში, გორში, ხობში, პანკისის ხეობასა და თელავში.
სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის 2019 წლის ბიუჯეტი გაიზარდა 899 500
ლარით და შეადგინა 2 299 500 ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში ხანდაზმულთა და შშმ პირთა
სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის
ბენეფიციართა დღიური თანხა
გაიზარდა 20 ლარამდე, ხოლო შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების
ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციართა
დღიური თანხა გაიზარდა 30 ლარამდე. ამასთან, მომსახურების მიმღებთა ლიმიტი გაიზარდა
300 ბენეფიციარამდე. სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის ფარგლებში 2019 წლის
მონაცემებით საქართველოში რეგისტრირებულია სულ 26 ორგანიზაცია 391 ბენეფიციარზე.
მათ შორის: თბილისში (8 ორგანიზაცია 70 ბენეფიციარზე),
ქარელში, გორში, რუსთავში,
სიღნაღში, ყვარელში, წნორში, ლაგოდეხში, საგარეჯოში, თელავში, გურჯაანსა და
ოზურგეთში. ქვეპროგრამის ბიუჯეტი 2020 წლიდან გაიზარდა და შეადგინა 2 830 000 ლარი.
ქვეპროგრამის
ფარგლებში
ხანდაზმულთა
უზრუნველყოფის კომპონენტის
და
შშმ
პირთა
სათემო
მომსახურებით
ბენეფიციართა, მათ შორის ბავშვების, დღიური თანხა
გაიზარდა 22 ლარამდე, ხოლო შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების
ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში მომსახურების
მიმღებთა ლიმიტი გაიზარდება 30-დან 58 ბენეფიციარამდე.
დავალება შესრულების პროცესშია.
ჰ44) დაამტკიცოს საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო
პოლიტიკის კონცეფციის ახალი ეროვნული სამოქმედო გეგმა საზოგადოების, მათ შორის,
ხანდაზმულ პირთა საკითხებზე მომუშავე ორგანიზაციათა, ფართო ჩართულობით;
ჰ45) საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის
კონცეფციის ახალ სამოქმედო გეგმაში, სხვა ღონისძიებებთან ერთად, გაითვალისწინოს
„საქართველოში მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის
2017-2018 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმით“ გათვალისწინებული ყველა საქმიანობა,
რომლებიც პასუხისმგებელმა უწყებებმა დადგენილ ვადებში არ განახორციელეს; თითოეული
ასეთი
საქმიანობისთვის
ინდიკატორი;
განსაზღვროს
დაფინანსების
წყარო
და
განხორციელების
მიმდინარე წლის მარტში დასრულდა ინფორმაციის მოძიება საქართველოში
მოსახლეობის დაბერების საკითხებზე სახელმწიფო პოლიტიკის კონცეფციის 2017-2018
წლების
ეროვნული
სამოქმედო
გეგმის
აქტივობებზე
პასუხიმგებელი
უწყებებიდან.
მიმდინარე წლის მაისში დასრულდება გეგმის შესრულების მონიტორინგის ანგარიშის
მომზადება გაეროს მოსახლეობის ფონდის ტექნიკური დახმარებით. მონიტორინგის
ანგარიშის განხილვა განხორციელდა ივნისში გაეროს მოსახლეობის ფონდის ევროპის
ბიუროს რეგიონულ შეხვედრაზე თბილისში. გამოვლენილი გამოწვევების და არსებული
რეალობების გათვალისწინებით, 2020 წლის მეორე კვარტალში დასრულდება ახალი
სამოქმედო გეგმის შემუშავება.
დავალებები შესრულების პროცესშია.
ჰ46) უზრუნველყოს ხანდაზმულთათვის ალტერნატიული ზრუნვის მომსახურებების,
მათ შორის, შინ მოვლისა და დღის ცენტრების მომსახურებების, განვითარება და
გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან შესაბამისი
რესურსების გამოყოფით;
აღნიშნული მომსახურების სახე - ,,შინ მოვლა“ თავისი შინაარსიდან და სპეციფიკიდან
გამომდინარე,
მეტად მნიშვნელოვანია, რადგან იგი მოიცავს ქრონიკულ ავადმყოფთა
ხანგრძლივი
მოვლის,
სოციალური
მომსახურების
სამედიცინო,
სარეაბილიტაციო,
ფსიქოლოგიური
ადამიანის
და
კომპლექსს,
ფიზიკური
და
ფსიქიკური
ჯანმრთელობის პრობლემების პრევენციასა და მართვას, როგორც ყოველდღიურ საკითხებში,
ასევე სამედიცინო შემთხვევების დადგომისას.
ამავდროულად აღვნიშნავთ, რომ ჩვენთვის კარგად არის ცნობილი ქვეყანაში ამ
მიმართულებით არსებული სურათი: უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში
სხვადასხვა
მიზნობრივი ჯგუფებისათვის ბინაზე მოვლის მომსახურება ხორციელდება ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების ჯანდაცვითი და სოციალური პროგრამების ფარგლებში:
თბილისის, გორის, ქუთაისის, ბათუმის, სამტრედიის, ფოთისა და სხვა მუნიციპალიტეტებში.
გამომდინარე აქედან,
ქვეყნის სოციალური პოლიტიკის დეცენტრალიზაციის
პრინციპების გათვალისწინებით, მიზანშეწონილად მიგვაჩნია, ბინაზე მოვლისა და საკვების
ბინაზე მიწოდების მომსახურების განვითარება უკვე არსებული პრაქტიკისა და სხვადასხვა
მუნიციპალიტეტების
გამოცდილების
მაგალითზე
გაგრძელდეს
ადგილობრივი
თვითმმართველობების დონეზე, მით უფრო, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და
საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“
ადგილობრივი
თვითმმართველობის
უფლებამოსილებები
ორგანოთა უფლებამოსილებებისაგან. ამასთან,
გამიჯნულია
სახელმწიფო
მუნიციპალიტეტები შესაბამისი წლის
ბიუჯეტის ფარგლებში თავად განსაზღვრავენ პრიორიტეტებს, სამიზნე ჯგუფებს, დახმარების
მოცულობასა და სხვადასხვა მიზნობრივი პროგრამების განხორციელების პრინციპებს.
დავალება შესრულების პროცესშია
ჰ47) გაზარდოს სოციალური რეაბილიტაციისა და ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო
პროგრამის სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო
მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის ბიუჯეტი.
სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის 2019 წლის ბიუჯეტი გაიზარდა 899 500
ლარით და შეადგინა 2 299 500 ლარი. ქვეპროგრამის ფარგლებში ხანდაზმულთა და შშმ პირთა
სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის
ბენეფიციართა დღიური თანხა
გაიზარდა 20 ლარამდე, ხოლო შშმ პირთა საოჯახო ტიპის დამოუკიდებელი ცხოვრების
ხელშემწყობი მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში ბენეფიციართა
დღიური თანხა გაიზარდა 30 ლარამდე. ამასთან, მომსახურების მიმღებთა ლიმიტი გაიზარდა
300 ბენეფიციარამდე. სათემო ორგანიზაციების ქვეპროგრამის ფარგლებში საქართველოში
რეგისტრირებულია სულ 26 ორგანიზაცია 391 ბენეფიციარზე. მათ შორის: თბილისში (8
ორგანიზაცია 70 ბენეფიციარზე), ქარელში, გორში, რუსთავში, სიღნაღში, ყვარელში, წნორში,
ლაგოდეხში, საგარეჯოში, თელავში, გურჯაანსა და ოზურგეთში. ქვეპროგრამის ბიუჯეტი
2020 წლიდან
გაიზარდა
და შეადგინა
2 830 000
ლარი.
ქვეპროგრამის ფარგლებში
ხანდაზმულთა და შშმ პირთა სათემო მომსახურებით უზრუნველყოფის კომპონენტის
ბენეფიციართა, მათ შორის ბავშვების, დღიური თანხა გაიზარდა 22 ლარამდე, ხოლო შშმ
პირთა
საოჯახო
ტიპის
დამოუკიდებელი
ცხოვრების
ხელშემწყობი
მომსახურებით
უზრუნველყოფის კომპონენტის ფარგლებში მომსახურების მიმღებთა ლიმიტი გაიზარდება
30-დან 58 ბენეფიციარამდე.
დავალება შესრულების პროცესშია.
7.საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო
ა) უზრუნველყოს ადრეულ ასაკში ქორწინების საკითხთან დაკავშირებული
ვალდებულებების შესახებ მასწავლებელთა ცნობიერების ამაღლება და შეფასების
დოკუმენტის შექმნა;
სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენინგ
მოდულებში:
„გენდერული
„ზოგადი
კურსი
სამოქალაქო
განათლების
თანასწორობა/რეპროდუქციული
მასწავლებლებისთვის“
ჯანმრთელობა/ჯანსაღი
და
ცხოვრების
წესი/უფლებები“ შეტანილია თემა: „ადრეულ ასაკში ქორწინება“.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ.
ბ) გაამკაცროს რეფერირების შესახებ დოკუმენტით გათვალისწინებული მოთხოვნების
დარღვევის ფაქტების კონტროლი;
ბავშვთა
დაცვის
გათვალისწინებული
მიმართვიანობის
ვალდებულებების
საქართველოს
განათლების,
კომპეტენციის
ფარგლებში,
მეცნიერების,
(რეფერირების)
პროცედურებით
შეუსრულებლობასთან
დაკავშირებით,
კულტურისა
კანონმდებლობით
და
სპორტის
სამინისტროს
წესით
რეაგირების
დადგენილი
პროცედურების განსაზღვრის საკითხთან დაკავშირებით, მომზადდა მინისტრის ბრძანების
შესაბამისი პროექტი, რომლითაც უნდა დამტკიცდეს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ფორმა და ოქმის შევსების ინსტრუქცია,
აგრეთვე,
დამატებითი
დანართი
„ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
ოქმის
გამოყენების, აღრიცხვა-ანგარიშგებისა და გაცემის წესის შესახებ“, რომელშიც გაწერილია
სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციები.
რეკომენტაცია შესრულების პროცესშია.
გ) უზრუნველყოს ცხოვრების ჯანსაღი წესის შესახებ კომპლექსური განათლების
ფორმალური განათლებისა და არაფორმალური განათლების სისტემაში ინტეგრირება;
ეროვნული სასწავლო გეგმების, საბაზო საფეხურის ბიოლოგიის სტანდარტი
ითვალისწინებს
ადამიანის
ორგანიზმის
ყველა
ორგანოთა
სისტემის
გათვალისწინებულია, რომ რეპროდუქციულ ორგანოთა სისტემასა და
სწავლებას.
რეპროდუქციულ
ჯანმრთელობასთან დაკავშირებული თემების სწავლება საქართველოს საჯარო სკოლებში
უნდა დაიწყოს საბაზო საფეხურიდან მოსწავლეებში გარდატეხის ასაკის დადგომის
პერიოდში, რათა მათ მიიღონ სრულყოფილი/აკადემიური ცოდნა საკუთარი სხეულის
აგებულების, ფუნქციონირების, ჰიგიენის და ჯანმრთელობის დარღვევების რისკების შესახებ.
სქესობრივი აღზრდა გულისხმობს მხოლოდ იმ საკითხებს, რომლებიც მოიცავს: 1. ქალის და
მამაკაცის რეპროდუქციულ ორგანოთა სისტემების აგებულებასა და ფუნქციებს და 2.
რეპროდუქციულ ჯანმრთელობას.
ჯანსაღი
ცხოვრების
წესთან
დაკავშირებულ
საკითხებთან
(მათ
შორის,
რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან) დაკავშირებით, წარმატებით ჩატარდა საპილოტე
გაკვეთილები (სულ 10 გაკვეთილი) თბილისის და კახეთის სკოლებში (სულ 3 სკოლა),
რისთვისაც შეიქმნა გაკვეთილების სცენარები, გადამზადდნენ მასწავლებლები და შეიქმნა
მასწავლებლის გზამკვლევი.
ეროვნული სასწავლო გეგმა გამოყოფს პრიორიტეტულ 8 თემას. მათგან ერთ-ერთია ჯანსაღი ცხოვრების წესი. ეს ნიშნავს, რომ ყველა საგნის პედაგოგი, გარდა იმისა, რომ
ასწავლის
საკუთარ
საგანს,
პარარელურად
ვალდებულია
მოსწავლეებს
ცნობიერება
აუმაღლოს პრიორიტეტულ თემასთან მიმართებით. გარდა ამისა, სკოლა ვალდებულია,
არაფორმალური განათლების ფარგლებში მოსწავლეებს შესთავაზოს აქტივობები და
დაეხმაროს
სასკოლო
პროექტების
განხორციელებაში
პრიორიტეტულ
თემებთან
დაკავშირებით.
2020 წლისთვის დამტკიცდა პროგრამა „ეროვნული სასწავლო გეგმის განვითარება და
დანერგვის ხელშეწყობა“, რომელშიც გათვალისწინებულია დანერგვის ექსპერტი/ექსპერტები
პრიორიტეტული
თემების
მიხედვით,
რომელთა
სამუშაო
მოიცავს
სკოლების
კონსულტირებას ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრულ პრიორიტეტული თემების
სწავლებაზე (კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, გარემოს დაცვა, ჯანსაღი ცხოვრება,
სამოქალაქო უსაფრთხოება, კონფლიქტების მართვა, ფინანსური წიგნიერება, კულტურული
მრავალფეროვნება; ადამიანის უფლებები). ასევე, აღნიშნულ პრიორიტეტულ თემებზე
სკოლების
კონსულტირება
სკოლის/მოსწავლეთა
სასკოლო
ინტერესების
კლუბების
შესაბამისად,
სასკოლო
ჩამოყალიბების
პროექტების
მიზნით
შემუშავების,
დაგეგმვისა და განხორციელების მიზნით, სასკოლო და სკოლათშორისი კონკურსების
ორგანიზება და სკოლების კონსულტირება, საუკეთესო პროექტების/აქტივობების ბანკის
შექმნა; სკოლებისთვის გზამკვლევის მომზადება, შესაბამის თემებზე მომუშავე სამთავრობო
და არასამთავრობო ორგანიზაციების დაკავშირება სკოლებთან ერთობლივი პროექტების
განხორციელების მიზნით.
დავალება შესრულების პროცესშია.
დ) გააუმჯობესოს ადამიანის უფლებათა სწავლება საერთაშორისო სახელმძღვანელო
პრინციპებისა და სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო პრაქტიკის გათვალისწინებით;
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და სსიპ - მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის
ფარგლებში,
მიმდინარეობს
მასწავლებელთა
პროფესიული
განვითარებისთვის
ადამიანის უფლებების სწავლების კურსის შემუშავება, ხოლო კურსის შინაარსის
ადაპტირება
ხორციელდება
რეფორმის
ფარგლებში
მიმდინარე
ცვლილებების
შესაბამისად.
სსიპ - მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების ცენტრსა და
ვერგელანდის ევროპულ ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის
მემორანდუმი, რომლის მთავარი მიზანია სკოლებში დემოკრატიული კულტურის
განვითარება. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა
უკრაინაში, სადაც
საქართველოდან მონაწილეობას იღებდა: 3 საჯარო სკოლის
დირექტორი, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი და
არაქართულენოვანი
სკოლების
მხარდაჭერის
პროგრამის
მენეჯერი.
მათი
საშუალებით, ხელი შეეწყობა დემოკრატიული კულტურისა და ადამიანის უფლებების
სწავლების პრინციპების დანერგვას სკოლებში.
აღნიშნული
ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმის
ფარგლებში,
ჩატარდა
საერთაშორისო კონფერენცია „დემოკრატია სკოლაში“. კონფერენციის მონაწილეები გაეცნენ
ევროპის საბჭოს დოკუმენტის „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს“
დანერგვის პრაქტიკას სკოლებში. კონფერენციაში მონაწილეობდა 13 სკოლა საქართველოდან,
10
სკოლა
უკრაინიდან
და
2
სკოლა
მოლდოვადან.
სკოლის
წარმომადგენელმა
მასწავლებლებმა, დირექტორებმა და მოსწავლეებმა პოსტერების გამოფენაზე წარმოადგინეს
თავიანთი პრაქტიკა დემოკრატიული კულტურისა და ადამიანის უფლებების სწავლების
მიმართულებით.
შემუშავდა კონცეფცია, რომელზე დაყრდნობითაც არაქართულენოვანი
სკოლების მხარდაჭერის პროგრამის მონაწილე 121 კონსულტან მასწავლებელს და 145
დამხმარე მასწავლებელს ჩაუტარდებათ ტრენინგი დემოკრატიული კულტურის
კომპეტენციების შესახებ.
ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის მონაწილე 15 სპეც.
მასწავლებლებელი, ინკლუზიური განათლების განვითარების მიზნით, გაეცნო
დემოკრატიულ კულტურის კომპეტენციებს.
ჩატარდა ვორქშოფი ქ. თბილისის N105 საჯარო სკოლის პედაგოგებთან
(35 პედაგოგი) დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების შასახებ.
ჩატარდა ვორქშოფი ქ. საჩხერის N3 საჯარო სკოლის პედაგოგებთან (35
პედაგოგი) დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების შესახებ
პროგრამა
e-Ttwening-ში
2019
წელს
დარეგისტრირებულ
მასწავლებლებს (60 პედაგოგი), სამუშაო შეხვედრის ფარგლებში, ჩაუტარდათ
ვორქშოფი დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების შესახებ.
გაიმართა სამუშაო შეხვედრა დაწყებითი კლასის და სკოლამდელი
აღზრდის პედაგოგებთან დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების შესახებ (22
პედაგოგი).
ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, სსიპ
- მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და ფრიდრიხ
ებერტის ფონდის მხარდაჭერით, ჩატარდა კონფერენცია „მასწავლებელი - მეგზური
ევროპისკენ“,
სადაც
კონფერენციის
მონაწილეებს
ჩაუტარდათ
ვორქშოფი
დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების შესახებ.
ადამიანის უფლებათა საკითხები განიხილება ტრენინგ მოდულის -
„სკოლებში ბულინგის პრევენცია და ტოლერანტული კულტურის ხელშეწყობა“
ფარგლებში. 2019 წლის 1 იანვრიდან დღემდე, ტრენინგი გაიარა 189 პედაგოგმა.
აღნიშნული ტრენინგები ამჟამადაც მიმდინარეობს.
დავალება შესრულების პროცესშია.
ე) უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა შესახებ ცოდნისა და შესაბამისი
კომპეტენციის საჯარო სკოლის დირექტორისთვის აუცილებელ ცოდნასა და უნარებში
გათვალისწინება;
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატსა და სსიპ - მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის
ფარგლებში,
მიმდინარეობს
მასწავლებელთა
პროფესიული
განვითარებისთვის
ადამიანის უფლებების სწავლების კურსის შემუშავება, ხოლო კურსის შინაარსის
ადაპტირება
ხორციელდება
რეფორმის
ფარგლებში
მიმდინარე
ცვლილებების
შესაბამისად.
სსიპ - მასწავლებელთა პროფესიულ განვითარების ცენტრსა და
ვერგელანდის ევროპულ ცენტრს შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის
მემორანდუმი, რომლის მთავარი მიზანია სკოლებში დემოკრატიული კულტურის
განვითარება. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში, ტრენერთა ტრენინგი ჩატარდა
უკრაინაში, სადაც
საქართველოდან მონაწილეობას იღებდა: 3 საჯარო სკოლის
დირექტორი, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის პროგრამის მენეჯერი და
არაქართულენოვანი
სკოლების
მხარდაჭერის
პროგრამის
მენეჯერი.
მათი
საშუალებით, ხელი შეეწყობა დემოკრატიული კულტურისა და ადამიანის უფლებების
სწავლების პრინციპების დანერგვას სკოლებში.
აღნიშნული
ურთიერთთანამშრომლობის
მემორანდუმის
ფარგლებში,
ჩატარდა
საერთაშორისო კონფერენცია „დემოკრატია სკოლაში“. კონფერენციის მონაწილეები გაეცნენ
ევროპის საბჭოს დოკუმენტის „დემოკრატიული კულტურის კომპეტენციების ჩარჩოს“
დანერგვის პრაქტიკას სკოლებში. კონფერენციაში მონაწილეობდა 13 სკოლა საქართველოდან,
10
სკოლა
უკრაინიდან
და
2
სკოლა
მოლდოვადან.
სკოლის
წარმომადგენელმა
მასწავლებლებმა, დირექტორებმა და მოსწავლეებმა პოსტერების გამოფენაზე წარმოადგინეს
თავიანთი პრაქტიკა დემოკრატიული კულტურისა და ადამიანის უფლებების სწავლების
მიმართულებით.
დავალება შესრულებული არ არის.
ვ) ადამიანის უფლებების (განსაკუთრებით − ბავშვის უფლებების) შესახებ საბაზისო
ცოდნის მოთხოვნა ასახოს ზოგადი განათლების საფეხურის ყოველი საგნობრივი ჯგუფის
ყველა მასწავლებლისთვის განსაზღვრულ სტანდარტში;
სამინისტროს
პროფესიული
მმართველოსბის
განვითარების
სფეროში
ეროვნული
შემავალი
ცენტის
სსიპ
-
მასწავლებელთა
ხელმძღვანელობით,
მიმდინარეობს
მასწავლებლის სტანდარტის გადამუშავების პროცესი.
დავალება შესრულების პროცესშია.
ზ)
შეიმუშაოს
წესი,
რომლითაც
მკაფიოდ
განისაზღვრება
საჯარო
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ
ლექციების, სემინარებისა და ტრენინგების ჩატარებისთვის საჭირო ნებართვის გაცემის
პირობები, წესები, ვადა და კრიტერიუმები;
ამჟამად, მიმდინარეობს ახალი წესის შემუშავების პროცესი, რომლითაც მკაფიოდ
იქნება განსაზღვრული საჯარო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ფიზიკური და
იურიდიული პირების მიერ ლექციების, სემინარების, ტრენინგებისა სხვადასხვა აქტივობების
განხორციელებისთვის
საჭირო
ნებართვის
გაცემის
პირობები,
წესები,
ვადები
და
კრიტერიუმები.
დავალება შესრულების პროცესშია.
თ) სკოლების მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის შეიმუშაოს სახელმძღვანელო
„სახელმწიფო და სამართალი“ და შესაბამისი დამხმარე ლიტერატურა;
არჩევითი
საგანი
„სახელმწიფო
და
სამართალი“
შეთავაზებულია
საშუალო
საფეხურზე, XI-XII კლასებში. ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის ფარგლებში, ამჟამად
მიმდინარეობს საშუალო საფეხურის ახალ კონცეფციაზე მუშაობის პროცესი, მათ შორის,
განიხილება პროფილურ სწავლებაზე გადასვლის კონცეფციაც, შესაბამისად, მუშავდება
საშუალო საფეხურის მოწყობის საკითხი, მათ შორის, გადაიხედება არჩევითი საგნების ნუსხა
და საგნობრივი სტანდარტები.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ.
ი) აქტიურად განახორციელოს ღონისძიებები
„სახელმწიფო და სამართალი“ პოპულარიზაციისთვის;
სკოლებში
სახელმძღვანელოს
საშუალო საფეხურის მოწყობისა და ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიის
ფარგლებში, არჩევითი საგნების ნუსხისა და საგნობრივი სტანდარტების გადახედვის
პროცესის
დასრულების
შემდეგ,
გატარდება
შესაბამისი
,,სახელმწიფო და სამართლის“ პოპულარიზაციის მიზნით.
ღონისძიებები
სკოლებში
დავალება შესრულებული არ არის.
კ) უზრუნველყოს სკოლებში წყალმომარაგების მილსადენი სისტემების დროულად
შეყვანა, აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან თანამშრომლობით −
სასმელი წყლის ხელმისაწვდომობა და მისი ხარისხის კონტროლი;
დღეის მდგომარეობით, ცენტრალური წყალმომარაგების სისტემით, თბილისის ყველა
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება არის მომარაგებული. რაც შეეხება რეგიონებს,
აღნიშნული ვალდებულება არ წარმოადგენს საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს კომპეტენციის სფეროს და განსაზღვრულია
ადგილობრივი თვითმმართველობების უფლებამოსილებად.
დავალება შესრულებული არ არის.
ლ) სასწავლო პროგრამებში შეიტანოს წყლის რესურსების რაციონალური გამოყენებისა
და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების სწავლების საკითხები;
გეოგრაფიის საბაზო საფეხურის სტანდარტში მესამე მიმართულება მდგრადი
განვითარება და უსაფრთხოება, ზოგადად გულისხმობს გარემოსდაცვითი ცნობიერების და
გარემოს მიმართ მზრუნველი დამოკიდებულების ჩამოყალიბების მნიშვნელობის ჩვენებას,
რესურსების (მათ შორის) წყლის რესურსების რაციონალურ გამოყენებას, მისი მომავალი
თაობებისთვის შენარჩუნებას, უფრო კონკრეტულად კი, ეს საკითხი გაშლილია თემაში:
„დედამიწა“ (VII კლასი), სადაც ერთ-ერთ გლობალურ პრობლემად მსოფლიო ოკეანის
დაბინძურება და მისი სწავლა წარმოადგენს. მდინარეების და ზღვების დაბინძურებაზე ასევე
საუბარია თემებში: „აზია“ და „ევროპა“. გარდა ამისა, ჯანსაღი ცხოვრების წესის ფარგლებში,
სანიტარიისა და ჰიგიენის საკითხები შესულია დაწყებით და საბაზო საფეხურებზე
საზოგადოებრივი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სტანდარტებში.
დავალება შესრულებულია.
მ) განსაზღვროს მოსწავლის სკოლაში ზედიზედ 90 სასწავლო დღის განმავლობაში
გამოუცხადებლობის შემთხვევაში სკოლის მიერ რეაგირების ეფექტიანი მექანიზმი;
მოსწავლის
მიერ
სწავლის
მიტოვების
ფაქტების
პრევენციის
მიზნით,
„ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში უსაფრთხოებისა და საზოგადოებრივი წესრიგის
დაცვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ 2019 წლის 29 იანვრის N06/ნ ბრძანების
23-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად,
„თუ საკითხის შესწავლის შედეგად გაჩნდა
საფუძვლიანი ეჭვი, რომ მოსწავლის სკოლაში გამოუცხადებლობა/დაგვიანება გახდა მიზეზი
არასრულწლოვნის სწავლის უფლების შეზღუდვისა, მანდატური/უფლებამოსილი პირი
ფაქტის შესახებ ავსებს ბავშვთა დაცვის მიმართვის ბარათს „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის
(რეფერირების) პროცედურების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის
12 სექტემბრის №437 დადგენილების შესაბამისად.“
მოსწავლის სტატუსის შეჩერების შემდგომ, სკოლის მხრიდან ეფექტური რეაგირების
მექანიზმების განსაზღვრასთან დაკავშირებით, სამინისტრო განახორციელებს შესაბამის
ღონისძიებებს.
2019 წლის დასაწყისში, სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის
სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრმა, საპილოტე რეჟიმში დაიწყო 9
საჯარო სკოლაში ძალადობისა და ნივთიერებათა ავადმოხმარების პრევენციის პროგრამის
განხორციელება. აღნიშნულ სკოლებში, დირექტორის ან დამრიგებლის მიერ მოწოდებული
ინფორმაციის საფუძველზე „გამცდენ“ ბავშვებთან მუშაობას იწყებს მანდატურის სამსახურის
სოციალური მუშაკი.
დავალება შესრულების პროცესშია.
ნ) საჯარო სკოლებს მიაწოდოს ინფორმაცია მოსწავლის მიერ სკოლის მიტოვების
შემთხვევაში მისი უფლებრივი მდგომარეობისა და ინტერესების დაცვის მიზნით არსებული
რეაგირების მექანიზმისა და მათი ვალდებულებების შესახებ; აღნიშნულ პროცესს მუდმივად
უწევდეს ზედამხედველობას;
საჯარო სკოლებს სისტემატურად მიეწოდებათ ინფორმაცია სკოლის მიტოვების
შემთხვევაში, ბავშვის უფლებრივი მდგომარეობისა და ინტერესების დაცვის კუთხით
არსებული რეაგირების მექანიზმებისა და მათი ვალდებულებების შესახებ. აღნიშნული
პროცესის ზედამხედველობა ხორციელდება სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების,
საგანმანათლებლო რესურსცენტრების მიერ.
ჩატარდა საინფორმაციო კამპანია (100 შეხვედრა) ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის
(რეფერირების) პროცედურებში ჩართული სუბიექტებისთვის. შეხვედრების თემა იყო ბავშვის
განათლებისა
და
მშობლის/მეურვის
განვითარების
უფლებები
პასუხისმგებლობის
და
მათი
წარმოშობა,
შეზღუდვის
შემთხვევაში
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებიდან ადრეული განთესვისას მოზარდის და საზოგადოების წინაშე არსებული
რისკები და გამოწვევები.
დავალება შესრულებულია.
ო) გაზარდოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირთან − საგანმანათლებლო
დაწესებულების მანდატურის სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების
ცენტრების რაოდენობა და არსებული ცენტრების შესაძლებლობები;
დღეის მდგომარეობით, სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის
სამსახურის ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი (სამმართველო) ფუნქციონირებს 10
ცენტრის მეშვეობით (აქედან ორი ცენტრი სამცხე-ჯავახეთსა და სამეგრელოში გაიხსნა 2019
წელს). ქ. თბილისში, წარმოდგენილია 2 ცენტრი, ასევე ცენტრები გახსნილია: ქ. რუსთავში, ქ.
თელავში, ქ. გორში, ქ. ზუგდიდში, ქ.ახალციხეში, ქ. ფოთში, ქ. ქუთაისსა და ქ. ბათუმში.
ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ 2018 წლის ბოლოს, თბილისის ფსიქო-სოციალური
მომსახურების ცენტრს ჩაუტარდა რეაბილიტაცია. მოეწყო და საჭირო ინვენტარით აღიჭურვა
თერაპიის ოთახები, შეიქმნა ბავშვზე მაქსიმალურად მორგებული გარემო.
მანდატურის სამსახურის მთავარ ამოცანას წარმოადგენს ზოგადსაგანმანათლებლო
სივრცეში ძალადობის პრევენცია. შესაბამისად, 2019 წლის დასაწყისში, ფსიქო-სოციალური
მომსახურების ცენტრმა შეიმუშავა ძალადობისა და ნივთიერებათა ავადმოხმარების
პრევენციის გრძელვადიანი თანმიმდევრული პროგრამა. პროგრამა მიზნად ისახავს სასკოლო
კლიმატის გაუმჯობესებას და მოსწავლეებში სოციალური უნარ-ჩვევების განვითარებას.
პროგრამა მოიცავს თანასწორგანმანათლებლობის სისტემის დანერგვას, სასკოლო ცხოვრებაში
თანაბარი შესაძლებლობების განვითარების უზრუნველყოფას და კრიზისული სიტუაციების
მართვაზე ორიენტირებულ მუშაობას. ჩარევას აქვს ინტერაქციული ხასიათი, გამოყენებულია
შემთხვევის განხილვის ტექნიკები. პროექტის ფარგლებში, ხორციელდება საგანმანათლებლო
დაწესებულების ყველა რგოლთან ინტერვენცია: პედაგოგები, ადმინისტრაცია, მშობლები,
მოსწავლეები.
პირველ ეტაპზე, პროგრამის განხორციელება დაიწყო საპილოტე რეჟიმში
9 საჯარო
სკოლაში, რომლებიც რისკის მაჩვენებლების მიხედვით შეირჩა. საპილოტე პროგრამა მოიცავს
კვლევით კომპონენტებს. საპილოტე პროგრამის დასრულების შემდეგ მოხდება შედეგების
გაანალიზება, შესაბამისი კორექტირება და შემდეგ ეტაპზე უკვე დანერგვა სხვა სკოლებში.
მიმდინარეობს მუშაობა "ძალადობისაგან თავისუფალი სკოლის" კონცეფციაზე, რომელიც
ზემოხსენებული
საპილოტე
პროგრამის
განხორციელების
გაანალიზების შემდეგ მიიღებს საბოლოო სახეს.
და
ჩარევის
შედეგების
აღნიშნულ პროცესში მნიშვნელოვან
დახმარებას უწევენ მანდატურის სამსახურს დონორი ორგანიზაციები, კერძოდ UNICEF, GIP
და EU ACT.
ცენტრის ბაზაზე
განხორციელდა
სპეციალისტების
განგრძობითი
განათლების
მხარდაჭერის ღონისძიებები. ბოლო ორი თვის განმავლობაში, გაეროს ბავშვთა ფონდის
მხარდაჭერით, ჩატარდა ინტენსიური გადამზადება ცენტრის თანამშრომლებისათვის
სხვადასხვა თემასა და სამუშაო ტექნიკებზე.
2019 წელს, ცენტრში მომართვიანობის მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით
მნიშვნელოვნად არის გაზრდილი: 2013 წელს - 478 შემთხვევა; 2014 წელს - 582 შემთხვევა; 2015
წელს - 1232 შემთხვევა; 2016 წელს - 1593 შემთხვევა; 2017 წელს - 2451 შემთხვევა; 2018 წელს 2903 შემთხვევა. 2019 წელს - 3143 შემთხვევა
ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრში ფუნქციონირებს 24 საათიანი ცხელი
ხაზი.
ნებისმიერ
წარმომადგენელს
მოსწავლეს,
მშობელსა
შესაძლებლობა
აქვს,
თუ
საგანმანათლებლო
მიმართოს
და
მიიღოს
დაწესებულების
სრულფასოვანი
ფსიქოლოგიური კონსულტაცია.
ამასთანავე,
შექმნილია
და
სატესტო
რეჟიმში
მუშაობს
ინტერნეტ-პორტალი
www.befriend.mes.gov.ge, რომელიც საბოლოო სახით ჩამოყალიბდება წლის ბოლომდე. ამ
საიტის მეშვეობით, ფსიქოლოგის კონსულტაცია შესაძლებელი იქნება ასევე ონლაინ რეჟიმში.
2019 წელს გაძლიერდა სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის
სამსახურთან არსებული ფსიქოლოგიური მომსახურების ცენტრის მუშაობა სოციალური
მიმართულებით.
შესაბამისად,
ფსიქოლოგიური
მომსახურების
ცენტრს
შეეცვალა
სახელწოდება და გახდა „ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრი“. გარდა ამისა, ცენტრი
უწინდელისაგან განსხვავებით ახორციელებს საველე სამუშაოებს და სასკოლო ჩარევებს.
სსიპ - საგანმანათლებლო დაწესებულების მანდატურის სამსახურის მიერ ფსიქოსოციალური მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
სერვისების გაუმჯობესების მიზნით შემუშავდა მომსახურების გაწევის
ერთიანი მიდგომები, კერძოდ შეიქმნა ფსიქო-სოციალური მომსახურების გაწევის წესი
და სტანდარტი.
გაძლიერების
ასევე, კრიზისული ინტერვენციის ჯგუფის ოპერირების მექანიზმის
კუთხით,
შემუშავდა
გადაუდებელი
შემთხვევის
დროს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში კრიზისული ინტერვენციის ჯგუფის მიერ
გასატარებელი სამუშაოების ერთიანი სტანდარტი.
ცენტრის ისტორიაში პირველად შემუშავდა სუპერვიზიის კონცეფცია
და უკვე ხორციელდება პროფესიული სუპერვიზია როგორც ფსიქოლოგებისათვის,
ასევე სოციალური მუშაკებისათვის.
შემუშავდა მულტიდისციპლინური გუნდის მუშაობის პრინციპი,
რომელიც ემყარება შემთხვევის შესწავლას, პრევენციული და ინტერვენციული
ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებას ფსიქო-სოციალურ ჭრილში. ცენტრის
(და/ან მის გარეთ) სხვადასხვა სპეციალისტს შორის ეფექტური, კოორდინირებული
მუშაობა უზრუნველყოფს ერთიანი ხედვის ჩამოყალიბებას, რაც მნიშვნელოვნად
შეუწყობს ხელს ბენეფიციარებისთვის ეფექტიანი მომსახურების გაწევას.
სასკოლო
მედიაცია
ერთ-ერთი
ყველაზე
ეფექტიანი
მექანიზმია
სკოლაში ბულინგსა და უთანხმოებებზე რეაგირებისათვის. დაწყებულია მუშაობა
მედიაციის კონცეფციის შექმნაზე, რომლის მიზანია ადრეული და ეფექტური ჩარევით,
კონფლიქტური სიტუაციის მშვიდობიანი მოგვარება. აღსანიშნავია,
მექანიზმი აქამდე არ არსებობდა საქართველოში.
რომ მსგავსი
ევროკავშირის სასამართლო
რეფორმის მხარდაჭერის პროექტის დახმარებით ცნობილი საერთაშორისო ექსპერტი
ტიმ ჩაპმანი ჩაერთო კონცეფციის შემუშავების პროცესში. (2019 წლის შემოდგომაზე მან
გამართა სამუშაო ვიზიტი საქართველოში).
სამსახურმა
2019 წლის ბოლოს, UNICEF-ის ფინანსური მხარდაჭერით, მანდატურის
დაიწყო
პროექტის
„მანდატურის
სამსახურის
ფსიქო-სოციალური
მომსახურების მიწოდების პროცესის გაძლიერება“ განხორციელება. პროექტის
ფარგლებში
განხორციელდება
ბენეფიციარების
შეფასების
ინსტრუმენტების
ვალიდაცია და სტანდარტიზაცია, ვალიდირებული ინსტრუმენტების მოხმარებაში
გადამზადდებიან ფსიქო-სოციალური მომსახურების ცენტრის
სპეციალისტები
ტესტის ახალ ვერსიაში. შეიქმნება საგანმანათლებლო სივრცეში სოციალური მუშაობის
განვითარების მოდელი. შემუშავდება მომსახურების შესახებ ბავშვების უკუკავშირის
მიღებისთვის პროექციული ტესტები.
კრიზისულ სიტუაციებზე დროული და ეფექტური რეაგირების მიზნით,
ფუნქციონირებს მობილური ჯგუფი, რომელშიც, სიტუაციის გათვალისწინებით,
შესაძლებელია შედიოდნენ მანდატურის სამსახურის ფსიქოლოგები, ფსიქიატრები,
მანდატურის სამსახურის სოციალური მუშაკი და სხვა სპეციალისტები. გადაუდებელი
შემთხვევის
დროს,
მობილური
ჯგუფი
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში,
ადგილზევე ეცნობა არსებულ სიტუაციას და ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას.
დავალება შესრულებულია.
პ) გადახედოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის №11 არასრულწლოვანთა
სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებულ არასრულწლოვანთა საჯარო სკოლაში
ჩარიცხვის ზოგად წესს და უზრუნველყოს საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება,
რათა თითოეული არასრულწლოვანი დროულად ჩაირიცხოს საჯარო სკოლაში; ამასთანავე,
როდესაც არსებობს ვარაუდი და ინფორმაცია არასრულწლოვნის სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების შესახებ, დროულად უზრუნველყოს შესაბამისი შეფასება,
მისთვის სათანადო სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღება და სპეციალური
პედაგოგის შტატის დამატება;
სამინისტროს მიერ გადაიხედება სპეციალური პენიტენციური სამსახურის №11
არასრულწლოვანთა
სარეაბილიტაციო
დაწესებულებაში
მოთავსებული
არასრულწლოვნების საჯარო სკოლაში ჩარიცხვის არსებული ზოგადი წესი.
სარეაბილიტაციო დაწესებულებაში მოთავსებული არასრულწლოვანის საჯარო
სკოლაში
ჩარიცხვამდე,
არასრულწლოვანის
მშობლებს
დაწესებულებიდან
წერილით
ეცნობებათ, რომ საჭიროა პერსონალური მონაცემების დამუშავების და გაცემის თაობაზე მათი
თანხმობა სასწავლო პროცესში შვილის ჩართვასთან დაკავშირებით. აღნიშნული თანხმობის
ფორმის მიღებისთანავე, სამინისტროს შესაბამისი დეპარტამენტის გავლით, პროგრამის
განმახორციელებელ სკოლას ეგზავნება არასრულწლოვანის პეროსონალური მონაცემები.
აღნიშნული
პროცესი
დროულად
ვერ
ხორციელდება
არასრულწლოვნის
მშობლის/კანონიერი წარმომადგენლის თანხმობის მიღების გაჭიანურების/ჩარიცხვაზე უარის
თქმის
შემთხვევაში.
მიმდინარეობს
საკანონმდებლო
დონეზე
განსახორციელებლი
ცვლილებების თაობაზე შეთანხმების პროცესი.
თითქმის ყველა პროგრამაზე ჩარიცხულ მოსწავლეს აქვს აკადემიური ჩამორჩენა, ან
საერთოდ არ აქვს საგანმანათლებლო ისტორია და მათი საჭიროებების შესაბამისად,
მასწავლებლები ინდივიდუალური
გეგმით
მუშაობენ.
პროგრამის
ბენეფიციარისთვის
პირველადი შეფასების შემდგომ, სამინისტროს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ
ხორციელდება საგანმანათლებლო საჭიროებების შეფასება და სტატუსის მინიჭების შემდეგ
„ბრალდებული
და
მსჯავრდებული
პირებისათვის
ზოგადი
განათლების
მიღების
ხელმისაწვდომობის პროგრამის“ ფარგლებში დაიშვება სპეცპედაგოგის შტატი.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ.
ჟ) გაზარდოს დაფინანსება სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეთა უფლებრივი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;
2019
წლის
1
ოქტომბრიდან
ამოქმედდა
ცვლილება
„ზოგადი
განათლების
დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი
შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის N476 დადგენილებაში, რომლის შესაბამისადაც, საჯარო
სკოლებისათვის საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
მინისტრის მიერ დადგენილი წესით, გამოყოფილი დამატებითი დაფინანსება გაიზარდა.
კერძოდ,
ა) 1-დან 5-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის
სწავლების ხელშეწყობისთვის − 7,200.0 ლარი;
ბ) 6-დან 10-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 13,200.0 ლარი;
გ) 11-დან 15-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 19,200.0 ლარი;
დ) 16-დან 20-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 25,200.0 ლარი;
ე) 21-დან 25-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 31,200.0 ლარი;
ვ) 26-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის
სწავლების ხელშეწყობისთვის − 37,200.0 ლარი.
აღნიშნული თანხის გამოყენება საჯარო სკოლებს შეუძლიათ რესურსოთახის
აღსაჭურვად, ასევე, მულტიდისციპლინური გუნდის დავალებით სსსმ მოსწავლისათვის
საჭირო დამატებითი სპეციალისტების (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, მობილობისა
და ორიენტაციის სპეციალისტი, ჟესტური ენის სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი,
ენისა და მეტყველების თერაპევტი, ინდივიდუალური ასისტენტი) ასაყვანად.
მოცემულ ეტაპზე, მიმდინარეობს მუშაობა დაფინანსების ახალ მოდელზე, რომელშიც
გათვალისწინებული იქნება მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროება, რაც საშუალებას
მისცემს სკოლებს უკეთესი სასწავლო პირობები და გარემო შესთავაზონ მათ.
დავალება შესრულებულია.
რ) მასწავლებლებისთვის უზრუნველყოს პრაქტიკაზე ორიენტირებული, სპეციალური
საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) მოსწავლეთა
საგანმანათლებლო საჭიროებების თაობაზე სატრენინგო მოდულები, მათ შორის,
ინდივიდუალური სასწავლო გეგმების შედგენასთან, მოსწავლეთა რთული ქცევის
მართვასთან, აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე, მძიმე და მრავლობითი დარღვევების
მქონე მოსწავლეთა სწავლების მეთოდებთან დაკავშირებით;
აღნიშნულთან დაკავშირებით, სსიპ - მასწავლებელთა პროფესიული განვითარების
ეროვნული ცენტრის მიერ განხორციელდა შემდეგი ღონისძიებები:
26 სკოლის, 604 მასწავლებლისთვის, ჩატარდა 3-დან 5 მოდულამდე
ინკლუზიურ განათლებაში;
10 სკოლაში ჩატარდა ინკლუზიური განათლების თითო მოდული
დაახლოებით 250 მასწავლებლისთვის;
14
მუნიციპალიტეტში
ჩატარდა
სპეციალური
მასწავლებლის
პროფესიული განვითარების მოკლე კურსი 356 სპეცმასწავლებლისთვის;
10 ბაღის თანამშრომლებისა და მათთან მდებარე 34 სკოლის დაწყებითი
კლასის მასწავლებლებისთვის (215 მსმენელი) ჩატარდა ადრეული ინკლუზიური
განათლების პროგრამა;
20
მოსწავლის
მასწავლებლებსა
და
მშობლებს
ჩაუტარდათ
ინდივიდუალური კონსულტირება;
2 სკოლის მასწავლებლებისთვის ჩატარდა სპორტის გაკვეთილების
ადაპტირება სსსმ მოსწავლეებისათვის;
ყრუ და სმენადაქვეითებულ ბავშვთა სკოლაში 5 მასწავლებლისთვის
ჩატარდა კონსულტირება ბილინგვური სწავლების მეთოდოლოგიაში;
რეგიონებში
მომუშავე
60-მდე
სპეცმასწავლებელს
ჩაუტარდათ
პრაქტიკული და თეორიული კურსი თბილისში შერჩეულ სკოლებში;
შემუშავდა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი.
შემუშავდა სპეციალური მასწავლებლის პროფესიული განვითარების
სქემის დოკუმენტი.
დავალება შესრულების პროცესშია.
ს) უზრუნველყოს უმაღლესი განათლების სისტემაში ჩართული შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე სტუდენტების შესახებ სტატისტიკის წარმოება;
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის, 2019
წლის 12 ივლისის N145/ნ ბრძანებით, „საგანმანათლებლო დაწესებულებების რეესტრის
წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების
მინისტრის 2011 წლის 22 ივლისის 127/ნ ბრძანებაში განხორციელდა ცვლილება, რომლის
თანახმადაც,
უმაღლესი
საგანმანათლებლო
დაწესებულებების
რეესტრის
წარმოებას
ახორციელებს სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემა, შესაბამისად, სსიპ-ის მიერ, უმაღლესი განათლების მართვის
საინფორმაციო სისტემის შექმნისას, გათვალისწინებული იქნება წარმოდგენილი დავალება.
დავალება შესრულების პროცესშია.
ტ) უზრუნველყოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ უმაღლესი
განათლების საფეხურზე სწავლის გაგრძელების დამაბრკოლებელი გარემოებების და
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე სტუდენტთა საჭიროებების შესწავლა, აგრეთვე
შესწავლის შედეგების საფუძველზე მიზნობრივი ღონისძიებების ორგანიზება;
2018 წელს სამინისტროს მიერ შეიქმნა სსსმ/შშმ სტუდენტების მხარდამჭერი
მომსახურების მოდელი, რომელიც მიმოიხილავს, შშმ და სსსმ სტუდენტებისათვის
ინკლუზიური უმაღლესი განათლების მიწოდებასთან დაკავშირებულ ადგილობრივ და
საერთაშორისო
საგანმანათლებლო
კანონმდებლობას,
დაწესებულებებში.
ასევე,
იგი
არსებულ
ასახავს
იმ
გამოცდილებას
საბაზისო
და
უმაღლეს
აუცილებელი
სტანდარტების დანერგვის გზებს, რაც საშუალებას იძლევა, მოხდეს შშმ და სსსმ
სტუდენტების წარმატებული და ღირსეული ინკლუზია უმაღლეს განათლებაში. აღნიშნული
დოკუმენტი დავალების სახით დაეგზავნა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს.
საჭიროების გათვალისწინებით, „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში
სოციალური პროგრამის ფარგლებში იმ სტუდენტების სახელმწიფო სასწავლო გრანტით
დაფინანსების ოდენობისა და პირობების განსაზღვრის შესახებ, რომლებიც ერთიანი
ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე სწავლობენ აკრედიტებულ უმაღლეს
საგანმანათლებლო პროგრამებზე“ 2019 წლის 20 აგვისტოს N401 მთავრობის დადგენილებას
2019 წლიდან დაემატა კატეგორია, რომლის შესაბამისადაც ხდება აუტიზმის სპექტრის
აშლილობის მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსება.
დავალება შესრულებული არ არის.
უ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია და ზედამხედველობა გაუწიოს იმას, რომ
სკოლებმა:
უ.ა) შეიმუშაონ ინკლუზიური განათლების დანერგვის სამოქმედო გეგმა;
საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის
N16/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და
მონიტორინგის წესები, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის“
22-ე მუხლის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად,
სკოლაში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის არსებობის
შემთხვევაში სკოლები ადგენენ ინკლუზიური განათლების განხორციელების სამოქმედო
გეგმას.
უ.ბ) უზრუნველყონ საჭიროების შემთხვევაში, მულტიდისციპლინური გუნდის
დასკვნის საფუძველზე ინკლუზიური განათლების დამატებითი სპეციალისტების
(ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, მობილობისა და ორიენტაციის
სპეციალისტი, ჟესტური ენის სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, ენისა და
მეტყველების თერაპევტი) დაქირავება;
2019
წლის
1
ოქტომბრიდან
ამოქმედდა
ცვლილება
„ზოგადი
განათლების
დასაფინანსებლად ერთ მოსწავლეზე გათვლილი ფინანსური ნორმატივისა და მისი
შესაბამისი სტანდარტული ვაუჩერის ოდენობის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს
მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის N476 დადგენილებაში და საჯარო სკოლებისათვის
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიერ
დადგენილი წესით, გამოყოფილი დამატებითი დაფინანსება გაიზარდა. კერძოდ,
ა) 1-დან 5-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის
სწავლების ხელშეწყობისთვის − 7,200.0 ლარი;
ბ) 6-დან 10-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 13,200.0 ლარი;
გ) 11-დან 15-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 19,200.0 ლარი;
დ) 16-დან 20-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 25,200.0 ლარი;
ე) 21-დან 25-ის ჩათვლით სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლის სწავლების ხელშეწყობისთვის − 31,200.0 ლარი;
ვ) 26-ზე მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის
სწავლების ხელშეწყობისთვის − 37,200.0 ლარი.
აღნიშნული თანხის გამოყენება საჯარო სკოლებს შეუძლიათ რესურსოთახის
აღსაჭურვად, ასევე, მულტიდისციპლინური გუნდის დავალებით სსსმ მოსწავლისათვის
საჭირო დამატებითი სპეციალისტების (ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, მობილობისა
და ორიენტაციის სპეციალისტი, ჟესტური ენის სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი,
ენისა და მეტყველების თერაპევტი, ინდივიდუალური ასისტენტი) ასაყვანად.
იმ შემთხვევაში თუ მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე სკოლას
სჭირდება
ინკლუზიური
განათლების
მიმართულებით
დამატებითი
სპეციალისტის
(ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი,
ჟესტური ენის სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, ენისა და მეტყველების თერაპევტი,
ინდივიდუალური ასისტენტი) აყვანა, სკოლა შესაბამისი პროცედურის დაცვით მომართავს
სამინისტროს, ათანხმებს საშტატო განრიგს და კონკურსის წესით ახდენს საჭირო კადრის
შერჩევას.
უ.გ) უზრუნველყონ ინდივიდუალური ასისტენტის (ასისტენტების) შტატში
აყვანა, თუ სკოლაში სწავლობენ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების
მქონე (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) მოსწავლეები, რომლებსაც
გადაადგილების დროს დახმარება სჭირდებათ, განვითარებული არ აქვთ
თვითმომსახურების ჩვევები ან აქვთ სირთულეები ქცევის მართვაში;
2018 წლის 10 აგვისტოდან, ცვლილება შევიდა „ზოგადი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონში. „სპეციალური მასწავლებელი“ კანონმა სცნო მასწავლებლის ერთ-ერთ
სახედ, რის შედეგადაც, მოხდა სპეციალური მასწავლებლების შრომის ანაზღაურების ზრდა,
რომლის
გაცემაც
უკვე
ხორციელდება
სკოლისათვის
გამოყოფილი
ვაუჩერული
დაფინანსებიდან. განხორციელებული ცვლილების შესაბამისად, სკოლებს საშუალება მიეცათ
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის გამოყოფილი
მიზნობრივი
დაფინანსება
ანაზღაურებას
და
აღარ
აღნიშნული
მოახმარონ
თანხა
სპეციალური
გამოიყენონ
მასწავლებლის
სპეციალური
შრომის
საგანმანათლებლო
საჭიროების მქონე მოსწავლეების საჭიროებების დასაკმაყოფილებლად.
იმ შემთხვევაში, თუ მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნის საფუძველზე სკოლას
სჭირდება
ინკლუზიური
განათლების
მიმართულებით
დამატებითი
სპეციალისტის
(ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, მობილობისა და ორიენტაციის სპეციალისტი,
ჟესტური ენის სპეციალისტი, ჟესტური ენის თარჯიმანი, ენისა და მეტყველების თერაპევტი,
ინდივიდუალური ასისტენტი) აყვანა, სკოლა შესაბამისი პროცედურის დაცვით მომართავს
სამინისტროს, ათანხმებს საშტატო განრიგს და კონკურსის წესით ახდენს საჭირო კადრის
შერჩევას.
უ.დ) უზრუნველყონ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
(შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) მოსწავლეთათვის სკოლების გარე და შიდა
ინფრასტრუქტურისა და სასწავლო მასალების ხელმისაწვდომობა მათი
საჭიროებების შესაბამისად;
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
მმართველობის
სფეროში
ინფრასტრუქტურის
სარეაბილიტაციო
შემავალი,
განვითარების
სამუშაოებს
და
სსიპ
-
სააგენტო,
ახალი
საგანმანათლებლო
საქართველოს
სკოლების
და
სამეცნიერო
საჯარო
სკოლების
მშენებლობას,
ახორციელებს
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 6 იანვრის №41 დადგენილებით დამტკიცებული,
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
პირებისათვის
სივრცის
მოწყობისა
და
არქიტექტურული და გეგმარებითი ელემენტების ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების
დაცვით.
ახალაშენებული საჯარო სკოლები სრულად ადაპტირებულია და მოწყობილია
უნარშეზღუდულ პირთათვის ადაპტირებული გარემო, ხოლო ნაწილობრივ ადაპტირებულ
სკოლებთან მიმართებაში აღსანიშნავია, რომ იმ შემთხვევაში, როცა ადაპტირებული გარემოს
მოწყობამ შეიძლება საფრთხე შეუქმნას საგანმანათლებლო დაწესებულების არსებული
შენობის მდგრადობას, აღნიშნული ტექნიკური რეგლამენტის გათვალისწინება ხორციელდება
შეძლებისდაგვარად, შენობის ტექნიკური შესაძლებლობების ფარგლებში.
შშმ პირთათვის ადაპტირებული გარემოს მოწყობის მიზნით, 2014-2018 წლებში,
ზოგადი განათლების საფეხურზე განხორციელდა შემდეგი სამუშაოები:
აშენდა 41 ახალი სრულად ადაპტირებული სკოლის შენობა,
ათასწლეულის
გამოწვევის ფონდ საქართველოს (MCAGEORGIA) ფონდის „საქართველოს საჯარო სკოლების
რეაბილიტაციის პროექტის“ ფარგლებში და სააგენტოს თანამონაწილეობით დასრულდა
საქართველოს სხვადასხვა რეგიონში 58- საჯარო სკოლის
სრული რეაბილიტაცია სადაც
სრულად გათვალისწინებულია ადაპტირებული გარემოს შექმნა.
აღნიშნულ პერიოდში
სააგენტოს მიერ 170-მდე საჯარო სკოლაში განხორციელდა პანდუსების (და სხვა
ხელმისაწვდომობის) მოწყობა. 150-მდე საჯარო სკოლაში განხორციელდა ადაპტირებული
სველი წერტილების მოწყობა.
ასევე, მატერიალური უზრუნველყოფის ფარგლებში, 2014 წლიდან სააგენტოს მიერ,
იბეჭდება და საჭიროებისამებრ, სკოლებს გადაეცემათ ბრაილის შრიფტით დაბეჭდილი
სასკოლო სახელმძღვანელოები და რელიეფური ნახატით დაბეჭდილი დამხმარე სასწავლო
მასალა.
2019 წელს, ზოგადი განათლების საფეხურზე, განხორციელდა შემდეგი სამუშაოები შშმ
პირთათვის ადაპტირებული გარემოს მოწყობის მიმართულებით:
დასრულდა 6 საჯარო სკოლის მშენებლობა, მიმდინარეობს 12 საჯარო სკოლის
მშენებლობა, წლის ბოლომდე დაიწყება 19 საჯარო სკოლის მშენებლობა, ასევე დასრულდა 37
საჯარო
სკოლის
სრული
რეაბილიტაცია,
სადაც
სრულად
გათვალისწინებულია
ადაპტირებული გარემოს შექმნა. ასევე, აღნიშნულ პერიოდში 50-მდე საჯარო სკოლაში
განხორციელდა პანდუსების და სხვა ხელმისაწვდომობის მოწყობა. 300-მდე საჯარო სკოლაში
განხორციელდა ადაპტირებული სველი წერტილის მოწყობა/რეაბილიტაცია.
2020 წელს იგეგმება 70-ზე მეტი ახალი სკოლის მშენებლობა და 100-მდე საჯარო
სკოლის სრული რეაბილიტაცია, ადაპტირებული გარემოს გათვალისწინებით.
ამასთან, გაცნობებთ, რომ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,
სსიპ - საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო,
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსა და
მუნიციპალიტეტებს შორის გაფორმებული 2018 წლის 2 თებერვლის მემორანდუმის
ფარგლებში, ზოგადი განათლების სფეროში სახელმწიფოს მიერ უფლებამოსილებები
დელეგირებულია მუნიციპალიტეტებზე, შესაბამისად, 2019 წლისთვის რეგიონებში საჯარო
სკოლების
ინფრასტრუქტურული
პროექტების
განხორციელება
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანოების პრეროგატივაა.
„ზოგადი
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
განხორციელებული
ცვლილებების შესაბამისად, სკოლაში, საჭიროების შემთხვევაში, სმენის დარღვევის მქონე
მოსწავლის სწავლების ენად გამოიყენება ქართული ჟესტური ენა და ბილინგვური სწავლების
პრინციპები, ხოლო, იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, სადაც მხოლოდ სმენის
დარღვევის მქონე მოსწავლეები იღებენ განათლებას, სავალდებულოდ გამოიყენება ქართული
ჟესტური ენა ან/და ბილინგვური სწავლების პრინციპები.
2019 წელს, საჯარო სკოლების სპეციალური საგანმანათლებლო მოსწავლეების
სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისათვის, დაიბეჭდა ქართული ენისა და მათემატიკის
დამხმარე სახელმძღვანელოები.
გონებრივი და ფიზიკური განვითარების უმძიმესი და მრავლობითი ასევე აუტიზმის
სპექტრის მძიმე დარღვევის მქონე მოსწავლეებისათვის შემუშავდა სენსორული სასწავლო
გეგმა.
ასევე,
მხედველობის
დარღვევის
მქონე
მოსწავლეებისათვის
შემუშავდა
გაფართოებული სასწავლო გეგმისა და მობილობისა და სივრცეში ორიენტაციის სტანდარტი.
იდენტიფიცირებულია სმენის დარღვევის მქონე (ყრუ) მოსწავლის განათლებისათვის
მნიშვნელოვანი დაწყებითი საფეხურის 1000 ტერმინის შესაბამისი ჟესტი.
უ.ე) უზრუნველყონ ინკლუზიური განათლების შიდა მონიტორინგის ჯგუფის
შექმნა მშობლების მონაწილეობით, ისეთი შემადგენლობით, რომელიც
ინტერესთა კონფლიქტს გამორიცხავს, და მონიტორინგის პერიოდულად
განხორციელება;
საქართველოს განათლების და მეცნიერების მინისტრის 2018 წლის 21 თებერვლის
N16/ნ ბრძანებით დამტკიცებული „ინკლუზიური განათლების დანერგვის, განვითარებისა და
მონიტორინგის წესები, აგრეთვე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე
მოსწავლეთა იდენტიფიკაციის მექანიზმის“
VI თავის (ინკლუზიური განათლების
მონიტორინგი), 34-ე მუხლის შესაბამისად, „ინკლუზიურ განათლებაზე შიდა მონიტორინგის“
განხორციელების
მიზნით
სკოლა
ქმნის
შიდა
მონიტორინგის
ჯგუფს,
რომლის
შემადგენლობაც
განისაზღვრება
სკოლის
დირექტორის
ინდივიდუალური
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
უ.ვ) შეიმუშაონ ძალადობისგან მოსწავლეთა დაცვის შიდა ინსტრუქცია;
საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს
დაქვემდებარებაში მყოფ ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში/სკოლაში და
ასევე
სკოლისგარეშე
სახელოვნებო
საგანმანათლებლო
დაწესებულებაში/სკოლაში
დამტკიცებულია ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის რეფერირების შიდა ინსტრუქციები და
განსაზღვრულია შესაბამისი პასუხისმგებელი პირი/პირები.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
ფ) ხელი შეუწყოს მულტილინგვური (ბილინგვური) სწავლების ეფექტიანობის
გაზრდას შესაბამისი სახელმძღვანელოების შემუშავების, აგრეთვე მასწავლებლების
მოზიდვისა და კვალიფიკაციის ამაღლების გზით;
სამინისტროს
მმართველობის
სფეროში
შემავალი
სსიპ
-
მასწავლებელთა
პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ, 2015 წლიდან შემუშავებულია
ბილინგვური სწავლების მოდელი, ასევე შექმნილია
რესურსების ნაწილი დაწყებითი
საფეხურისათვის. მათი აპრობირება ხდება ხუთ საპილოტე არაქართულენოვან სკოლაში,
რომლებიც შეირჩნენ გაეროს ბავშვთა ფონდთან თანამშრომლობით. ამავე პროექტის
ფარგლებში ხდება მონაწილე პედაგოგებისა და ადმინისტრაციის კვალიფიკაციის ამაღლება
სამინისტროს ექსპერტებისა და პროექტში ჩართული ესტონელი ექსპერტების მიერ. როგორც
კი მიღებული იქნება გადაწყვეტილება ბილინგვური სწავლების დანერგვის შესახებ,
დაწყებული სამუშაო გაიშლება ფართო მასშტაბით
სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ ზურაბ ჟვანიას სახელობის
სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა ყოველთვის ზრუნავს კვალიფიციური პედაგოგების
მოზიდვაზე, რომელთა მოტივირება ხდება ერთი მხრივ მათ მიერ გაწეული შრომის
შესაბამისი
ანაზღაურებით,
(ტრენინგები/სამუშაო
ახორციელებს
67
ასევე,
მათ
შეხვედრები).
დღეის
პედაგოგი
საქართველოს
პროფესიულ
განვითარებაზე
მდგომარეობით,
3
რეგიონში.
ზრუნვით
პროგრამით
სწავლებას
მსმენელთა
გაზრდილი
მომართვიანობის შესაბამისად, იგეგმება პედაგოგების აყვანა, დამატებით.
დავალება შესრულების პროცესშია.
ქ) გააგრძელოს მუშაობა სომხურენოვანი, აზერბაიჯანულენოვანი და რუსულენოვანი
მშობლიური ენისა და ლიტერატურის სახელმძღვანელოების შემუშავებისთვის და მათი
გრიფირების პროცედურის განსახორციელებლად;
2018 წელს ეროვნულ უმცირესობათა ენებზე ითარგმნა მშობლიური ენისა და
ლიტერატურის სტანდარტები და შეიქმნა სადავალებო წლიური პროგრამები დაწყებითი და
საბაზო საფეხურებისათვის. გამოცხადდა სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსი,
თუმცა არცერთი განაცხადი არ შემოსულა.
2018 წელს ეროვნული უმცირესობების ენებზე ითარგმნა უმაღლესი შეფასების მქონე
გრიფმინიჭებული დაწყებითი საფეხურის საგნობრივი სახელმძღვანელოები, ამჟამად
მიმდინარეობს ბეჭდვის პროცედურა.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ.
ღ) განათლების სისტემის რეფორმის ფარგლებში, მათ შორის, ე. წ. „ახალი სკოლის
მოდელში“, გაითვალისწინოს ეროვნული უმცირესობების მონაწილეობა;
„ახალი სკოლის მოდელი“ ეტაპობრივად ინერგება. პირველ ეტაპზე შერჩეულია
მხოლოდ ქართულენოვანი სკოლები/სექტორები. 2018-2019 სასწავლო წლიდან ახალი
ეროვნული სასწავლო გეგმის დანერგვა დაწყებულია მხოლოდ ქართულენოვანი სკოლებისსექტორების დაწყებით საფეხურზე. აღნიშნულის გათვალისწინებით, ასევე დამატებითი
ბარიერების გამოსარიცხად, „ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვისთვის პირველ ეტაპზე
შეირჩა მხოლოდ ინფრასტრუქტურულად გამართული ქართულენოვანი სკოლები. 2023
წლამდე, რეფორმა ეტაპობრივად მოიცავს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას,
მათ შორის არაქართულენოვან სკოლებსაც. არაქართულენოვან სკოლებში რეფორმის
წარმატებით დანერგვისთვის სამუშაოები უკვე დაწყებულია.
„ახალი სკოლის მოდელის“ დანერგვა დაწყებულია ქართულენოვან სკოლებში (ამ
ეტაპისთვის ჩართულია 165 სკოლა). ესტონეთისა და საქართველოს მთავრობებისა და გაეროს
ბავშვთა
ფონდის
ტექნიკური
მხარდაჭერით,
2018
წელს
პროექტში
ჩაერთო
5
არაქართულენოვანი სკოლა: 2 სომხურენოვანი (ახალციხის N3 და ნინოწმინდის მუნიც. სოფ.
ეშტიის საჯარო სკოლა), 2 აზერბაიჯანულენოვანი და ერთი აზერბაიჯანულ-ქართული
(ნახიდური, კასუმლო, ლამბალო). 2019 წლის მაისში სკოლების წარმომადგენლები
იმყოფებოდნენ ესტონეთში გამოცდილების გასაზიარებლად და საგაკვეთილო პროცესის
გასაცნობად.
ეროვნული უმცირესობებით კომპაქტურად დასახლებული რეგიონების სკოლამდელ
და
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებში
სახელმწიფო
და
უმცირესობათა
მშობლიური ენების სწავლა-სწავლების გაუმჯობესების მიზნით, შემუშავდა ბილინგვური
განათლების კონცეფცია. ბილინგვური განათლება ხელს შეუწყობს ორენოვანი წიგნიერების
განვითარებას, რაც ეროვნულ უმცირესობათა სრულფასოვანი სამოქალაქო ინტეგრაციის
აუცილებელი საფუძველია.
დავალება შესრულებული არ არის.
ყ) ეროვნული უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში გააძლიეროს სახელმწიფო
ენის სწავლება, მათ შორის, შესაბამისი კვალიფიკაციის მასწავლებლების მოზიდვის, მათთვის
სათანადო ანაზღაურების მიცემის და მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების გზით;
სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის 175 არაქართულენოვან საჯარო
სკოლაში საკადრო დეფიციტის შევსების მიზნით, 2018-2019 სასწავლო წელს, პროგრამის
ფარგლებში, მივლენილი იყო
285 მასწავლებელი (121
კონსულტანტ-მასწავლებელი, 85
დამხმარე მასწავლებელი და 77 ორენოვანი დამხმარე მასწავლებელი, ეროვნული სასწავლო
გეგმით გათვალისწინებული სხვადასხვა საგნობრივი მიმართულებით). 2019-2020 წელს
პროგრამის მონაწილეების რაოდენობა შეიცვალა: 169 სკოლაში წარმოდგენილია 121
კონსულტანტ-მასწავლებელი, 75 დამხმარე მასწავლებელი და 69 ორენოვანი დამხმარე
მასწავლებელი.
ეთნიკური
არაქართულენოვან
უმცირესობებით
სკოლებში
კონსულტანტ-მასწავლებლები
მჭიდროდ
ქართულის,
როგორც
თანამშრომლობენ
დასახლებული
მეორე
ადგილობრივ
ენის
რეგიონების
სწვლების
გარდა,
მასწავლებლებთან
და
ზრუნავენ სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე, ასევე ხელს უწყობენ
არაფორმალური სწავლების დანერგვას (სკოლაში საგნობრივი წრის შექმნა, დამატებითი
გაკვეთილების ჩატარება, შემეცნებითი და საგანმანათლებლო პროექტების განხორციელება,
სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და ღონისძიებების ორგანიზება). ჩართულნი არიან
ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროფესიული განვითარების აქტივობებში და გამოცდილებას
უზიარებენ ადგილობრივ კოლეგებს. პროგრამის ფარგლებში კონსულტანტ-მასწავლებლების
დანამატი შეადგენს 1250 ლარს.
პროგრამის ფარგლებში, კონკურსის წესით შერჩეული დამხმარე მასწავლებლები (მათ
შორის
ორენოვანი
დამხმარე
მასწავლებლები),
მინიმუმ
ერთი
აკადემიური
წლით,
დასაქმებულნი არიან სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის არაქართულენოვან
საჯარო სკოლებში. ორენოვანი დამხმარე მასწავლებლები თანამშრომლობენ ადგილობრივ
მასწავლებლებთან და ზრუნავენ სკოლებში სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაზე,
ხელს უწყობენ არაფორმალური სწავლების დანერგვას (სკოლაში საგნობრივი წრის შექმნა,
დამატებითი გაკვეთილების ჩატარება, შემეცნებითი და საგანამანათლებლო პროექტების
განხორციელება, სხვადასხვა აქტივობების დაგეგმვა და ღონისძიებების ორგანიზება).
ჩართულნი არიან ცენტრის მიერ ორგანიზებულ პროფესიული განვითარების აქტივობებში
და გამოცდილებას უზიარებენ ადგილობრივ კოლეგებს. პროგრამის ფარგლებში დამხმარე
მასწავლებლების ანაზღაურება შეადგენს 625-750 ლარს (ხელფასი დამოკიდებულია მანძილზე
რაიონულ ცენტრსა და სკოლას შორის). ორი აკადემიური წლის მანძილზე პროგრამაში
მონაწილეობის შემთხვევაში, დამხმარე მასწავლებელს უფინანსდება სწავლა მაგისტრატურის
საგანმანათლებლო საფეხურზე (სახელმწიფო სამაგისტრო გრანტის ოდენობით) ეროვნული
სასწავლო
გეგმით
განსაზღვრული
საგნის
ან
განათლების
ადმინისტრირების
მიმართულებით, თუ იგი ვერ მოიპოვებს სახელმწიფო სამაგისტრო გრანტს.
სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალი სსიპ - ზურაბ ჟვანიას სახელობის
სახელმწიფო ადმინისტრირების სკოლა,
ახორციელებს სახელმწიფო ენის სწავლების
პროგრამას ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლებისათვის სკოლის დაქვემდებარებაში
არსებულ 10 რეგიონულ სასწავლო ცენტრსა (ქვემო ქართლი - მარნეული, ბოლნისი,
გარდაბანი, დმანისი და წალკა; კახეთი - საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელი ლამბალო,
ლაგოდეხი და ახმეტა; სამცხე-ჯავახეთი - ახალქალაქი და ნინოწმინდა) და მობილურ
ჯგუფებში, რაც გულისხმობს სწავლებას რეგიონული სასწავლო ცენტრებიდან დაშორებულ
ქალაქებსა და სოფლებში, ენის ფლობის 3 დონის (A1, A2, B1) ფარგლებში. 2019 წელს
სახელმწიფო ენის სწავლების პროგრამით ისარგებლა ეროვნული უმცირესობის 3537-მა
წარმომადგენელმა, დაკომპლექტდა 275 სასწავლო ჯგუფი, მათგან 206 - მობილური ჯგუფი
შედგა 4 ქალაქში, 63 სოფელსა და 7 სამხედრო ბაზაზე. 2020 წელს დაგეგმილია 3500 პირის
გადამზადება.
დავალება შესრულების პროცესშია.
შ) გააძლიეროს მცირერიცხოვანი ეროვნული უმცირესობების ენების სწავლება,
კერძოდ, ყურადღება დაუთმოს შესაბამისი სახელმძღვანელოების შემუშავებასა და გამოცემას,
მასწავლებელთა კვალიფიკაციის ამაღლებას და სწავლების ზოგადი განათლების ყველა
საფეხურზე ინტეგრირებას;
ეროვნული უმცირესობების მშობლიური ენების სწავლის ხარისხის
გაუმჯობესების მიზნით, ეროვნულ სასწავლო გეგმას დაემატა მუხლი 81 (ენობრივი
განათლება არაქართულენოვან სკოლებში/სექტორებზე). აღნიშნული მუხლის მე-3
პუნქტის შესაბამისად, თუ ქართულენოვან სკოლაში/სექტორზე სწავლობენ ეროვნული
უმცირესობების წარმომადგენელი მოსწავლეები, სკოლა უფლებამოსილია მათ
შესთავაზოს მშობლიური ენის საგნის სწავლება იმავე ან განსხვავებული საათობრივი
დატვირთვით,
ვიდრე
მოცემულია
არაქართულენოვანი
სკოლების/სექტორების
საათობრივ ბადეში საგნისთვის „ეროვნული უმცირესობების ენა. ამ საგნისთვის
მოსწავლეთა ჯგუფი შესაძლებელია დაკომპლექტდეს ერთი ან რამდენიმე კლასიდან
და მათი რაოდენობა უნდა იყოს მინიმუმ 10. აღნიშნული საგნის შემოტანის
შემთხვევაში, ეს ინფორმაცია უნდა აისახოს სასკოლო სასწავლო გეგმაში.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2016 წლის 13
სექტემბრის N702 ბრძანებით განისაზღვრა სკოლები/კლასები, სადაც დაინერგა
ჩეჩნური ენის სწავლება - ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფლების: ომალოს, დუისის,
დუმასტურის, ბირკიანისა და ჯოყოლოს საჯარო სკოლების V-VI კლასებში. სულ
ზემოაღნიშნული სკოლების მითითებულ კლასებში სწავლობს 226 მოსწავლე.
შემუშავდა საქართველოში მცხოვრები
ეროვნული უმცირესობების
ენების სასწავლო გეგმა, რომლის ერთ-ერთ კომპონენტს შეადგენს მცირერიცხოვანი
ეთნიკური უმცირესობების ენის სტანდარტი (1 – 6 კლ.).
ბრძანების ლ) პუნქტში განმარტებულია, რომ „1.1 ამ მუხლის მე-10
პუნქტით გათვალისწინებული არჩევითი საგნების ჩამონათვალი 1-დან 28-ის
ჩათვლით
ისწავლება
საშუალო
საფეხურზე,
მცირერიცხოვანი
ეთნიკური
უმცირესობების ენა ისწავლება მინისტრის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტით
განსაზღვრულ სკოლებსა და ამ სკოლების შესაბამის კლასებში“. ეს იმას ნიშნავს, რომ
ამ სკოლებში ამ ენების სწავლება დაფინანსდება სახელმწიფოს მიერ. საგანი არჩევითია
და კვირაში ორ საათს მოიცავს.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ.
ჩ) გადადგას ქმედითი და ეფექტიანი ნაბიჯები ეროვნულ უმცირესობებთან
დაკავშირებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეაბილიტაციისთვის;
სსიპ - საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო
გაითვალისწინებს აღნიშნულ დავალებას და უზრუნველყოფს სახელმწიფო პროგრამაში მის
ასახვას.
დავალება შესრულებული არ არის.
ც) გადადგას ქმედითი ნაბიჯები ბოშა ბავშვების განათლების უფლების რეალიზების
ხელშესაწყობად; მონიტორინგი გაუწიოს მათ მიერ სკოლის მიტოვების მიზეზებს და ხელი
შეუწყოს მათ განათლების სისტემაში ინტეგრირებას;
ბოშა მოზარდების საგანმანათლებლო სივრცეში მოზიდვისა და სამოქალაქო
ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობისათვის სამინისტროს მიერ ხორციელდება
კომპლექსური ღონისძიებები როგორც ფორმალური, ისე - არაფორმალური განათლების
მიმართულებით.
კერძოდ,
ეთნიკურ
უმცირესობათა
კულტურის
შენარჩუნება
სადაც
ქვეპროგრამის
ტოლერანტული გარემოს უზრუნველყოფა:
ყოველწლიური
კონფერენციები,
ფარგლებში მიწოდებული მასალის საფუძველზე, ბოშა, რეპატრირებული
მესხი მოზარდებისა და მოხალისეების თანამშრომლობით მზადდება
პრეზენტაციები, საქართველოში მცხოვრები ბოშებისა და მესხების
ისტორიის, ყოფისა და კულტურის შესახებ;
ინტერნეტ-სივრცეში მოეწყო ხელგარჯილობის გაკვეთილები,
სადაც დამზადდა ნივთები ბოშათა და მესხთა თვითმყოფადობის
შესწავლისა და საზოგადოების თვითშეგნების ამაღლების მიზნით.
ნივთების გამოფენა მოეწყო ქალაქ თბილისის საკრებულოში.
2018 წელს ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ 6 პროექტში ჩართული იყო 63
ბოშა და დასაქმებული იყო 4 ბოშა.
2019 წელს ქვეპროგრამის ფარგლებში დაფინანსებულ 6 პროექტში ჩართული იყო 65
ბოშა და დასაქმებული იყო 8 ბოშა.
ბოშა
მოზარდების
საგანმანათლებლო
სივრცეში
მოზიდვა
და
სამოქალაქო
ცხოვრებაში სრულფასოვანი მონაწილეობა:
არაფორმალური განათლების პროცესში მოხდა ე. წ. „უხილავი“
ბოშა მოზარდების საგანმანათლებლო გარემოში მოზიდვა და შეფასება
მულტიდისციპლინური
გუნდის
მიერ
დამათი
ჩარიცხვა
საბაზო
საფეხურზე, სადაც სწავლება მიმდინარეობს სპეციალურად მათთვის
შემუშავებული ინდივიდუალური გეგმით.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ.
ძ) განახორციელოს ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში მომუშავე
მასწავლებლების სისტემური გადამზადების პროგრამები, მათ შორის, დემოკრატიის,
ადამიანის უფლებების დაცვის, ღირებულებებისა და ინსტიტუტების შესახებ;
სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის არაქართულენოვანი სკოლების
ადგილობრივი მასწავლებლებისთვის სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსის ჩატარების
პროგრამის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის არაქართულენოვანი
სკოლების
ადგილობრივი
მასწავლებლებისთვის
შეთავაზებულ
სახელმწიფო
ენის
შემსწავლელ კურსში პირველ ეტაპზე ჩართული იყო სამცხე-ჯავახეთის, ქვემო-ქართლის და
კახეთის არაქართულენოვანი სკოლების 306 მასწავლებელი (A1 დონე-150; A2 დონე-89; A2+
დონე - 46; B1 დონე - 21).
მიმდინარე წლის ოქტომბრის თვეში სახელმწიფო ენის შემსწავლელი კურსი დაიწყო
მასწავლებლების მეორე ნაკადისთვის. ამ ეტაპზე სახელმწიფო ენის შესწავლელ კურსში
ჩართულია 349 მსმენელი.
სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და კახეთის არაქართულენოვანი სკოლების
ადგილობრივი
ქართულის,
როგორც
მეორე
ენის
მასწავლებლების
პროფესიული
განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, შემუშავდა ქართულის, როგორც მეორე
ენის სწავლების გრძელვადიანი კურსის სამი ტრენინგმოდული (კითხვის მიმართულება,
მოსმენა-ლაპარაკის მიმართულება, წერის მიმართულება) აღნიშნული ტრენინგმოდულები
ჩაუტარდათ არაქართულენოვანი სკოლების ადგილობრივი ქართულის, როგორც მეორე ენის
მასწავლებლებს. პირველი მოდული - კითხვის მიმართულება გაიარა სამიზნე სკოლების 303მა მასწავლებელმა. მეორე მოდული - მოსმენა-ლაპარაკის მიმართულება გაიარა 216-ma
მსმენელმა. ნოემბრის თვეში დაიწყო მესამე მოდული - წერის მიმართულება.
პროგრამის ფარგლებში, შემუშავდა ქართულის, როგორც მეორე ენის საგნობრივი
კომპეტენციის
მიმდინარე
დადასტურებისთვის
წლის
ოქტომბერში
მოსამზადებელი
ჩაუტარდა
ტრენინგ-მოდული,
სამცხე-ჯავახეთის
საჯარო
რომელიც
სკოლების
ადგილობრივი ქართულის, როგორც მეორე ენის მასწავლებლებს (300-მდე მსმენელი).
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ.
წ) საქართველოს ხელისუფლების მიერ ორგანიზებულ ან დაფინანსებულ საზაფხულო
ბანაკებსა და საზაფხულო სკოლებში მყოფი, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე
მცხოვრები ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის დანერგოს ქართული ენის სწავლება, ხოლო
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
მცხოვრებ
სტუდენტებს,
საგანმანათლებლო
დაწესებულებებში სწავლის პარალელურად, შესთავაზოს ქართული ენის სასწავლო
პროგრამები;
არაფორმალური განათლების კუთხით: საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს პროგრამის „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“
ფარგლებში ხორციელდება ქვეპროგრამა - „ქართული ენის საზაფხულო სკოლა“, რომელშიც
მონაწილეობას
იღებენ
ეთნიკური
უმცირესობების
წარმომადგენელი
მოსწავლეები.
აღნიშნული საზაფხულო სკოლა ემსაურება მოსწავლეებში სახელმწიფო ენის ცოდნის
გაღრმავებასა და პოპულარიზაციას.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ.
ჭ) საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები სტუდენტებისთვის
შეიმუშაოს სტიპენდიით ან/და საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამა, რათა მათ
შესაბამისი გამოცდების წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში შეძლონ სწავლის
უნივერსიტეტში გაგრძელება;
2019 წელს ამოქმედდა „სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზადების პროგრამა",
რომელიც
უზრუნველყოფს
საქართველოს
ოკუპირებულ
ტერიტორიებზე
მცხოვრები
მოსახლეობის მიერ უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობას.
დავალება შესრულებულია.
ხ) შეიმუშაოს კვალიფიკაციის ამაღლების, სასწავლო პროცესის ხელშეწყობის და
ინვენტარით უზრუნველყოფის ახალი პროგრამები ან გააფართოოს არსებული ინიციატივები
და ისინი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მოქმედი სკოლების მასწავლებლებისა
და მოსწავლეების საჭიროებებს მოარგოს, რათა ნაწილობრივ მაინც შეივსოს დანაკლისი და
გამოსწორდეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ზოგადი განათლების ეტაპზე დაშვებული
ხარვეზები;
ყოველწლიურად,
პორტაბელური
პროგრამის
კომპიუტერი
-
„ჩემი
პირველი
(ბუკი)გადაეცემათ
კომპიუტერი“,
ოკუპირებული
ფარგლებში,
გალის
რაიონში
ფუნქციონირებადი სკოლების, ოკუპირებული გალის რაიონის ენგურს მოსაზღვრე 9 სკოლის
და ოკუპირებული გალის რაიონის ომამდელ საზღვრებში აღდგენილი და ფუნქციონირებადი
20 სკოლის პირველკლასელებს და მათ დამრიგებლებს.
ასევე,
მოსწავლეების
სახელმძღვანელოებით
უზრუნველყოფის
პროგრამის
ფარგლებში, მოთხოვნის შესაბამისად, სახელმძღვანელოები ყოველწლიურად გადაეცემათ
ოკუპირებული გალის რაიონის ენგურს მოსაზღვრე 9 სკოლისა და ოკუპირებული გალის
რაიონის
ომამდელ
საზღვრებში
აღდგენილი
და
ფუნქციონირებადი
ოცი
სკოლის
მოსწავლეებს.
პროგრამის - „ჩემი პირველი კომპიუტერი“, ფარგლებში, ოკუპირებული გალის
რაიონის საშუალო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები ჯილდოვდებიან პორტაბელური
კომპიუტერებით;
„წარჩინებულ მოსწავლეთა მედლების“ ქვეპროგრამის ფარგლებში ოკუპირებულ
ტერიტორიებზე არსებული საშუალო სკოლების წარჩინებული მოსწავლეები სამინისტროს
მიერ, ჯილდოვდებიან ოქროსა და ვერცხლის სახელობითი მედლებით.
დავალება შესრულებული არ არის.
ჯ) მასწავლებლის განათლების საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივ
მახასიათებლებში ასახოს ადამიანის უფლებათა საკითხების შესახებ ცოდნა და შესაბამისი
ღირებულებები;
მასწავლებლის
განათლების
საგანმანათლებლო
პროგრამის
დარგობრივი
მახასიათებელი ეყრდნობა დარგის ისეთ ძირითად მარეგულირებელ დოკუმენტებს,
რომელთა შორისაა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, „უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი, განათლებისა და მეცნიერების სტრატეგია,
ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები, მასწავლებლის პროფესიული სტანდარტი,
ეროვნული სასწავლო გეგმა და ა.შ. აღნიშნულ დოკუმენტებში განსაზღვრულია ადამიანის
უფლებათა შესახებ საკითხები. იმ შემთხვევაში, თუ ზემოთ ჩამოთვლილ საკანონომდებლო
აქტებში ან სხვა მარეგულირებელ დოკუმენტებში არსებობს ადამიანის უფლებათა საკითხების
შესახებ არასრული ინფორმაცია, თავდაპირველად ცვლილება უნდა განხორციელდეს
აღნიშნულ დოკუმენტებში, რომელიც მოგვიანებით აისახება მასწავლებლის განათლების
საგანმანათლებლო პროგრამის დარგობრივ მახასიათებელში.
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დარგობრივ მახასიათებელში ასახული ინფორმაცია
წარმოადგენს მასწავლებლის განათლების საგანმანათლებლო პროგრამისთვის განსაზღვრულ
მინიმალურ მოთხოვნებს და პროგრამის განმახორციელებელ უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულება უფლებამოსილია დამატებით დააზუსტოს და განავრცოს ინფორმაცია
ადამიანის უფლებათა საკითხების შესახებ.
დავალება შესრულებულია.
ჰ) უზრუნველყოს კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსის პროექტის
შემუშავება და საქართველოს პარლამენტში ინიციირება;
გრძელდება „კულტურული და ბუნებრივი მემკვიდრეობის კოდექსის“ პროექტზე
მუშაობის პროცესი, რომელსაც კურირებს/კოორდინაციას უწევს საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
სსიპ - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო.
დავალება შესრულების პროცესშია.
ჰ1) განსაზღვროს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ
კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებთან დაკავშირებული სამუშაოების ნებართვის გაცემის
პროცესში საჯარო სამართლის იურიდიული პირის − კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
ეროვნული სააგენტოს მონაწილეობის ვალდებულება;
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტისა და
საქართველოს
განათლების,
მეცნიერების,
კულტურისა
და
სპორტის
სამინისტროს
წარმომადგენელებით დაკომპლექტებულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის საბჭო,
რომელიც წარმოადგენს პარიტეტის პრინციპის გათვალისწინებით შექმნილ, ქ. თბილისის
მუნიციპალიტეტის მთავრობის საკონსულტაციო ორგანოს და თავის მუშაობას წარმართავს
საქართველოში მოქმედი ნორმატიული აქტების, მათ შორის, „კულტურული მემკვიდრეობის
შესახებ“ საქართველოს კანონის და მისი დებულების საფუძველზე. საბჭოს შემადგენლობაში,
პარიტეტის პრინციპის გათვალისწინებით შედიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროს სამი წარმომადგენელი - მათ შორის, მონაწილეობენ
სსიპ - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
ქალაქ
თბილისის
მუნიციპალიტეტის
ტერიტორიაზე
არსებული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე ნებართვის გაცემის პროცესში,
ჩართულია სსიპ - კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო, რაც
გამოიხატება
ქ.
თბილისის
მუნიციპალიტეტის
მერიაში
შექმნილ
კულტურული
მემკვიდრეობის დაცვის საბჭოში მისი წარმომადგენლების მონაწილეობით.
დავალება შესრულებულია.
ჰ2) უზრუნველყოს საჯარო სკოლებში წყლისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმების
მარეგულირებელი
საკანონმდებლო
ნორმების
განახლება;
შეაფასოს
წყლის
ხელმისაწვდომობისა და ხარისხის ზედამხედველობის მექანიზმის ეფექტიანობა და დაგეგმოს
აღნიშნული ზედამხედველობის სისტემური და ეფექტიანი მექანიზმის განსაზღვრის მიზნით
განსახორციელებელი ცვლილებები;
აღნიშნული
საკითხი,
საჭიროებს
კომპლექსურ
მიდგომას
და
საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან ერთად, სხვა
სახელმწიფო სტრუქტურების ჩართულობასა და ზედამხედველობას.
დავალება შესრულებული არ არის.
ჰ3) „სექსუალური ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვის
შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად, გააძლიეროს სექსუალური
ექსპლუატაციისა და სექსუალური ძალადობისგან ბავშვთა დაცვა.
საანგარიშო პერიოდში, სამინისტროს მმართველოს სფეროში შემავალ, სსიპ საგანმანათლებლო
მომსახურების
დაწესებულების
ცენტრის
მიერ,
მანდატურის
ძალადობის
სამსახურის
მსხვერპლი
ფსიქო-სოციალური
მოსწავლეებისა
და
მათი
მშობლების/კანონიერი წარმომადგენლებისათვის, რეგულარულად ხორციელდებოდა ფსიქოსოციალური მომსახურების გაწევა.
გარდა
ამისა,
ფსიქო-სოციალური
მომსახურების
ცენტრის
თანამშრომლები
გადამზადდნენ სექსუალური ძალადობის მსხვერპლ და მოძალადე ბავშვებთან და
მოზარდებთან მუშაობის სპეციფიკაში. ასევე, მსხვერპლი ბავშვებისა და მოზარდების
გამოკითხის პროტოკოლის საკითხებზე.
2019 წლიდან ცენტრის ფსიქოლოგებსა და სოციალური მუშაკებს მიეწოდებათ ამ
სფეროს ექსპერტის ზედამხედველობის სესიები.
დავალება შესრულების პროცესშია.
8. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ა) შეისწავლოს სახელმწიფოსთვის თითოეული ჰიდროელექტროსადგურის
განხორციელებული, შეჩერებული და დაგეგმილი პროექტების ხარჯიანობა და
სარგებლიანობა, ენერგეტიკული, ეკონომიკური, სოციალური და გარემოსდაცვითი
ასპექტების გათვალისწინებით, და აღნიშნულ ინტერესებს შორის ბალანსის დასაცავად
დაგეგმოს განსახორციელებელი ღონისძიებები, ამასთანავე, კვალიფიციური და
სრულყოფილი შესწავლის შედეგები გააცნოს ფართო საზოგადოებას;
2018 წლის 4 მაისს მიღებულ იქნა საქართველოს კანონი „საჯარო და კერძო
თანამშრომლობის შესახებ“; ხოლო 2018 წლის 17 აგვისტოს საქართველოს მთავრობამ გამოსცა
დადგენილება
„საჯარო
და
კერძო
თანამშრომლობის
პროექტის
შემუშავებისა
და
განხორციელების წესის დამტკიცების შესახებ“. კანონის ფარგლებში შექმნილია საჯარო და
კერძო თანამშრომლობის სააგენტო. აღნიშნული რეგულაციების მიღების ძირითადი
მიზნებია, საქართველოში ელექტროსადგურების მშენებლობის დროს მიღწეულ იქნეს, მათ
შორის: რისკების ოპტიმალური გადანაწილება კერძო და საჯარო სექტორებს შორის, გარემოს
დაცვისა და სოციალური საკითხების სათანადო დონეზე გათვალისწინება. ზემოაღნიშნული
კანონის გათვალისწინებით ნებისმიერ კომპანიას შეუძლია, საქართველოს ეკონომიკისა და
მდგრადი განვითარების სამინისტროს წარუდგინოს საინვესტიციო წინადადება. ხდება
პროექტის განხორციელების ხარჯების წინასწარი შეფასება, რომელიც სულ მცირე შეიცავს
ინფორმაციას პროექტის ზომის/მასშტაბის, მახასიათებლების შესახებ, ასევე, პროექტის
განხორციელებისათვის (მათ შორის: მშენებლობის, წლის მანძილზე მოვლა- პატრონობის
ან/და ოპერირების) საჭირო ფინანსების შესახებ. პროექტის შემუშავების ერთ-ერთ ეტაპზე,
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ან კერძო ინვესტორი
ახორციელებს ტექნიკურ-ეკონომიკურ კვლევას. კვლევა უნდა მოიცავდეს ინფორმაციას
პროექტის მოსალოდნელი სოციალური და ეკონომიკური შედეგების, გარემოსდაცვითი, მათ
შორის, შესაძლო უარყოფითი ზეგავლენის შედეგების შემარბილებელი ღონისძიებების
შესახებ. ხოლო თუკი პროექტი გარემოზე ზემოქმედების შეფასებას (გზშ) ექვემდებარება,
კერძო ინვესტორმა განცხადებით უნდა მიმართოს საქართველოს გარემოს დაცვისა და
სოფლის მეურნეობის სამინისტროს.
დავალება ნაწილობრივ შესრულდა.
ბ) ენერგორესურსების რაციონალური გამოყენებისა და მდგრადი განვითარების
უზრუნველსაყოფად შეიმუშაოს და დაამტკიცოს კვალიფიციური და საზოგადოებისთვის
სანდო, გრძელვადიანი პოლიტიკის დოკუმენტები, რომლებითაც განისაზღვრება
კონკრეტული ღონისძიებები, მათი განხორციელების ვადები და განხორციელებისთვის
პასუხისმგებელი ორგანოები, რომლებიც უზრუნველყოფენ დასახული ამოცანების
შესრულებას;
საქართველოს პარლამენტის 2015 წლის 24 ივნისის დადგენილებით დამტკიცებულ იქ
ნა საქართველოს ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებ
ი; ყოველწლიურად ხდება საქართველოს გადამცემი ქსელი განვითარების და ბუნებრივი გაზ
ის ინფრასტრუქტურის განვითარების ათწლიანი გეგმების განახლება.
დავალება შესრულების პროცესშია
გ) გადადგას ნაბიჯები გაზის გაჟონვითა და არასრული წვით გამოწვეული უბედური
შემთხვევების თავიდან ასაცილებლად;
დ) განსაზღვროს საერთო სარგებლობის სავენტილაციო არხებზე გამწოვების
დაერთების წესები და მათ დაცვაზე ზედამხედველი ორგანო;
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მონაწილეობა
მიიღო
შესაბამისი
ნორმატიული
აქტების
პროექტების
შემუშავებაში,
რომლებიც
საქართველოს მთავრობას განსახილველად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების
მინისტრის
01.11.2019
N04/8709
წერილით
წარედგინა.
ამას
გარდა,
სამინისტროს მონაწილეობით მომზადებული ახალი „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების
შესახებ" საქართველოს კანონის (გამოქვეყნების თარიღი: 27.12.2019წ.) 29-ე მუხლის პირველი
პუნქტის „ო" ქვეპუნქტისა და 167-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს
ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას დაევალა კანონის
გამოქვეყნებიდან 6 თვის ვადაში ბუნებრივი გაზის ან/და ნახშირბადის მონოქსიდის
დეტექტორების გამოყენების შესახებ დავალებების მომზადება.
დავალებები შესრულებულია.
ე) ახალი შენობა-ნაგებობების მშენებლობისას მაქსიმალურად გაითვალისწინოს
მომიჯნავე ობიექტების მესაკუთრეთა/მოსარგებლეთა ინტერესები შენობა-ნაგებობების
მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების კუთხით;
სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტში მიმდინარეობს მუშაობა „შენობა-ნაგებობის
მიმართ ინსოლაციის მინიმალური მოთხოვნების შესახებ“ დადგენილების პროექტზე.
დავალება შესრულების პროცესშია.
ვ) განსაზღვროს ვალდებულება, მშენებლობის ნებართვის გაცემის პროცესში ამ
ნებართვის გამცემ ორგანოს წარედგინოს შენობა-ნაგებობებისა და მიწის ნაკვეთების კვლევის
ამსახველი
დოკუმენტაცია,
განსახორციელებელი
სამუშაოების
უსაფრთხოების
სავალდებულო საექსპერტო შეფასება და დასკვნა იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს მესამე
პირის საკუთრების უფლების შელახვის ალბათობა;
2019 წლის 3 ივნისიდან ამოქმედდა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 მაისის №
255 დადგენილება „მშენებლობის ნებართვის გაცემისა და შენობა- ნაგებობის ექსპლუატაციაში
მიღების წესისა და პირობების შესახებ“, რომელმაც დეტალურად განსაზღვრა მშენებლობის
ნებართვის მისაღებად საჭირო დოკუმენტაციის ჩამონათვალი, მათ შორის როგორც მიწის
ნაკვეთისა და შენობა-ნაგებობის კვლევის, ასევე მომიჯნავე შენობა-ნაგებობაზე ზეგავლენის
კვლევის ჩატარების შემთხვევები.
დავალება შესრულებულია.
ზ) დაამტკიცოს მისაწვდომობის ეროვნული სტანდარტი, გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“,
უნივერსალური დიზაინის პრინციპებისა და ამერიკის შეერთებული შტატების ეროვნული
სტანდარტის „მისაწვდომი და გამოყენებადი შენობები და ობიექტები“ მოთხოვნათა
გათვალისწინებით;
სამშენებლო კანონმდებლობის ადამიანის უფლებათა დაცვის სტანდარტებთან (მათ
შორის შშმ პირებისათვის ადაპტირებული გარემოს უზრუნველყოფის სტანდარტებთან)
შესაბამისობის
უზრუნველყოფის
კუთხით
სამშენებლო
პოლიტიკის
დეპარტამენტში
მიმდინარეობს მუშაობა საქართველოს მთავრობის 2016 წლის 28 იანვრის #41 დადგენილებით
დამტკიცებული ტექნიკური რეგლამენტით „შენობა-ნაგებობის უსაფრთხოების წესები“-ით
განსაზღვრული მისაწვდომობის საკითხების მარეგულირებელი სტანდარტის ICCA117-ის
ქართულ ენაზე თარგმნისა და ადგილობრივ პირობებთან ადაპტაციის მიმართულებით.
დეპარტამენტი აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობას დაასრულებს მარტის თვეში. ამის
შემდგომ, იგეგმება გაფართოებული შეხვედრები დაინტერესებულ უწყებებთან სტანდარტის
პროექტის განხილვის მიზნით. სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული
სტანდარტი
დაარეგულირებს
შეზღუდული
შესაძლებლობების
მისაწვდომი საშუალებების დაგეგმარების და მშენებლობის საკითხებს.
დავალება შესრულების პროცესშია.
მქონე
პირებისთვის
9. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
ა) გააუმჯობესოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემა, მათ
შორის, გაზარდოს მონიტორინგის სადგურების რაოდენობა და ისინი ევროკავშირის
დირექტივებით დადგენილი კრიტერიუმების გათვალისწინებით განათავსოს, ატმოსფერულ
ჰაერში განსაზღვროს ეროვნულ დონეზე გათვალისწინებული ყველა მავნე ნივთიერების
კონცენტრაცია და დანერგოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირების სისტემა;
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად სსიპ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ატმოსფერული
ჰაერის ხარისხის მონიტორინგის სისტემის გაუმჯობესების მიზნით 2018-2019 წლებში
შეიძინა, დაამონტაჟა და შესაბამისად, ქალაქ რუსთავსა და თბილისში ამოქმედდა
ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების მონიტორინგის თითო ახალი სტაციონარული
ავტომატური სადგური, აგრეთვე შეძენილი იქნა პირველი მობილური ავტომატური სადგური.
გარდა
ამისა,
საქართველოს
25
დასახლებულ
პუნქტში,
თანამედროვე
ევროპული
მეთოდოლოგიის შესაბამისად, წელიწადში ოთხჯერ ტარდება ინდიკატორული გაზომვები.
ასევე აღსანიშნავია, რომ 2019 წელს სამინისტროს სსიპ გარემოს ეროვნულ სააგენტოში
დაიწყო გაეროს განვითარების პროგრამის „მმართველობის რეფორმის ფონდის” ქვეპროექტის
(N 00097412, UNDP-GRF) - „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება
საქართველოში“ განხორციელება.
Ააც შეეხება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მოდელირების სისტემას, იტალიის
რესპუბლიკის
გარემოს,
ხმელეთისა
და
ზღვის
სამინისტროსთან
გაფორმებული
მემორანდუმის ფარგლებში მომზადდა კონცეპტუალური შეთავაზება ქ. თბილისის ჰაერის
ხარისხის მოდელირებისა და პროგნოზირების სისტემის შექმნის მიზნით. იტალიის
რესპუბლიკის
მიერ
საქართველოსთვის
გათვალისწინებული
გრანტით
დაგეგმილი
შესაბამისი დაფინანსების შემთხვევაში შესაძლებელი გახდება საქართველოში ატმოსფერული
ჰაერის ხარისხის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი მოდელირების სისტემის შექმნა და
ამოქმედება.
დავალება შესრულების პროცესშია.
ბ) სოფლის მეურნეობის სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის
შესამცირებლად
და
თავიდან
ასაცილებლად
დროულად
დაბინძურების
მოამზადოს
შესაბამისი
საკანონმდებლო ცვლილების პროექტი, რომლითაც, სხვა საკითხებთან ერთად, მოწესრიგდება
ნაკელის მართვასთან და პირუტყვის კვებასთან დაკავშირებული საკითხები;
მიმდინარე პროექტის „ჰაერის ხარისხის მართვის შესაძლებლობების გაუმჯობესება
საქართველოში“
ერთ-ერთი
კომპონენტია
დაფუძნებული
სახელმძღვანელო
საუკეთესო
დოკუმენტის
საერთაშორისო
შემუშავება
სოფლის
პრაქტიკაზე
მეურნეობის
სექტორიდან ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შემცირების შესახებ, მათ შორის, ნაკელის
მართვასა და პირუტყვის კვებასთან დაკავშირებული საკითხები.
დავალება შესრულებული არ არის.
გ)
ჰიდროელექტროსადგურის პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული
გადაწყვეტილების
ასპექტები,
მიღებისას
პროექტის
საფუძვლიანად
განხორციელების
შეისწავლოს
შედეგად
გარემოზე
მოქალაქეებისა
და
ზემოქმედების
გარემოსთვის
მოსალოდნელი ზიანის და პროექტის სარგებლიანობის თანაზომიერების საკითხები,
ამასთანავე, ადრეულ ეტაპზე უზრუნველყოს საზოგადოების ინფორმირებულობა და
ჩართულობა და მაქსიმალურად გაითვალისწინოს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურეკონომიკური საჭიროებები;
სამინისტროს მიერ 2017 წელს შემუშავებული “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსი“,
რომელიც სრულად შეესაბამება ევროკავშირის შესაბამის დირექტივებს ქმნის ევროკავშირის
კანონმდებლობასთან ჰარმონიზებულ საკანონმდებლო ბაზას. კოდექსი ეფუძნება გარემოზე
ზემოქმედების შეფასების (გზშ) და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების (სგშ) შესახებ
ევროკავშირის
დირექტივებით,
ასევე
,,ტრანსსასაზღვრო
კონტექსტში
გარემოზე
ზემოქმედების შეფასების შესახებ” კონვენციით (ესპოს კონვენცია) და მისი ,,სტრატეგიული
გარემოსდაცვითი შეფასების შესახებ” ოქმით და ორჰუსის კონვენციით განსაზღვრულ
პრინციპებს. გარემოზე ზემოქმედების შეფასების ნაწილი ამოქმედდა 2018 წლის 1 იანვრიდან.
კოდექსის ორი დანართით განსაზღვრულია გარემოზე ზემოქმედების შეფასებას
დაქვემდებარებული
საქმიანობების
ჩამონათვალი.
პირველ
დანართში
მითითებული
საქმიანობები გარემოზე მაღალი ზემოქმედების გათვალისწინებით ექვემდებარება გარემოზე
ზემოქმედების შეფასებას (შემდგომ – გზშ), რაც შეეხება მეორე დანართში მოცემულ
საქმიანობებს, მათთვის თავდაპირველად გათვალისწინებულია სკრინინგის პროცედურა,
რომლის ფარგლებშიც გარემოზე ზემოქმედების მასშტაბების შეფასების საფუძველზე
დადგინდება ექვემდებარება თუ არა დაგეგმილი საქმიანობა გზშ-ს.
ჰიდროელექტროსადგურებთან დაკავშირებით კოდექსის I დანართის 22-ე პუნქტის
თანახმად, 5 მეგავატი ან მეტი სიმძლავრის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა ან/და
ექსპლუატაცია ექვემდებარება გარემოზე ზემოქმედების შეფასებას, ხოლო II დანართის მე-3
პუნქტის
3.8
ქვეპუნქტის
თანახმად,
2
მეგავატიდან
5
მეგავატამდე
სიმძლავრის
ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობა და ექსპლუატაცია ექვემდებარება სკრინინგის
პროცედურის გავლას. გზშ მოიცავს სკოპინგს, გზშ-ის ანგარიშის მომზადებას, საზოგადოების
მონაწილეობას,
უფლებამოსილ
ადმინისტრაციულ
გამართვას,
მიღებული
შედეგების
მომზადებას
და
მხედველობაში
მის
შეფასების
მიღებას
ორგანოებთან
საფუძველზე
ამ
კონსულტაციების
ექსპერტიზის
კოდექსით
დასკვნის
გათვალისწინებული
გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაცემისას ან/და საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული
შესაბამისი
აღმჭურველი
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი
აქტის
გამოცემისას.
კოდექსით დადგენილი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში, სამინისტროს უფლება
აქვს საქმიანობის განხორციელების თაობაზე უარის თქმის, როგორც სკოპინგისა და გარემოზე
ზემოქმედების შეფასების, ასევე, სკრინინგის ეტაპზე. სწორედ აღნიშნული საფუძვლების
არსებობის გათვალისწინებით, 2019 წელს, სამინისტროს მიერ, ჰიდროელექტროსადგურების
მშენებლობისა და ექსპლუატაციის ორ პროექტზე გაიცა საქმიანობის განხორციელებაზე
უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება.
კოდექსი
არეგულირებს
გადაწყვეტილების
მიღების
პროცესში
საზოგადოების
ჩართულობასა და მონაწილეობასთან დაკავშირებულ საკითხებს გარემოზე ზემოქმედების
შეფასების პროცედურებისას შეძლებისდაგვარად ადრეულ ეტაპზე. საზოგადოებისთვის
ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისა და აღნიშნულ წარმოებაში საზოგადოების
მონაწილეობის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის დროული, ეფექტიანი და ადეკვატური
საშუალებებით მიწოდებისა და საზოგადოებისთვის დოკუმენტაციის ხელმისაწვდომობის
მიზნით, სამინისტროში წარმოდგენილი გზშ-ის დოკუმენტაცია 3 დღის ვადაში თავსდება
სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე www.mepa.gov.ge, ასევე ეგზავნება შესაბამის
მუნიციპალიტეტ(ებ)ს აღმასრულებელი ან/და წარმომადგენლობითი ორგანოს საინფორმაციო
დაფაზე გამოქვეყნების მიზნით. მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს
აღნიშნული დოკუმენტების ნაბეჭდი ეგზემპლარების ან ელექტრონული ვერსიების
ხელმისაწვდომობას. ასევე კოდექსი ითვალისწინებს საჯარო განხილვის ჩატარებას გარემოზე
ზემოქმედების შეფასების სკოპინგის ანგარიშის და გზშ-ის ანგარიშის განხილვის ეტაპზე.
საჯარო განხილვა ღიაა და მასში მონაწილეობის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ
წარმომადგენელს. ამასთან, საჯარო განხილვის ჩატარების შესახებ ინფორმაცია თავსდება:
სამინისტროს
ვებგვერდზე;
გაზეთში,
რომელიც
შესაძლო
ზემოქმედებისადმი
დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე ფართოდ არის გავრცელებული და ხელმისაწვდომია
დაინტერესებული საზოგადოების უმრავლესობისთვის (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
შესაბამისი მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს ან/და წარმომადგენლობითი
ორგანოს საინფორმაციო დაფაზე ან/და ვებგვერდზე, აგრეთვე ინფორმაციის გავრცელების
დამკვიდრებულ ადგილას; გზშ-ისადმი დაქვემდებარებული საქმიანობის განხორციელების
უახლოეს საჯარო ადგილას.
სამინისტრო
მოსაზრებები
ვალდებულია
განიხილოს
და
შენიშვნები
და
გადაწყვეტილების
წერილობით
დასაბუთებაში
მონაწილეობის
შედეგები
და
ამ
საზოგადოების
კოდექსით
წარმოდგენილი
გათვალისწინებულ
სათანადოდ
უზრუნველყოს
მიერ
ასახოს
საზოგადოების
საზოგადოებისთვის
გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება.
შესაბამისი
მიღებული
ამასთან, საქართველოს
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის 2018 წლის 22 თებერვლის №2-94
ბრძანებით დამტკიცდა „საჯარო განხილვის წესი“, რომელიც ადგენს საჯარო განხილვის
ჩატარების, მასში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ მიზნით შესაბამისი ინფორმაციის
ხელმისაწვდომობის წესებს.
დამატებით,
სამინისტროს
მიერ
მოწოდებული
ინფორმაციის
თანახმად,
ევროკავშირის მხარდაჭერით საქართველოში დაიწყო ახალი პროექტი „ევროკავშირი გარემოს
დაცვისთვის” (EU4Environment), რომელიც მიზნად ისახავს აღმოსავლეთ პარტნიორობის
ექვსი ქვეყნის (სომხეთი, აზერბაიჯანის რესპუბლიკა, ბელარუსის რესპუბლიკა, საქართველო,
მოლდოვის რესპუბლიკა, უკრაინა) დახმარებას მწვანე ეკონომიკის განვითარების, ბუნებრივი
რესურსების რაციონალური გამოყენების, გარემოზე უარყოფითი ზემოქმედებისა და
გარემოსდაცვითი რისკების შემცირების საკითხებში. აღნიშნული პროექტი კომპლექსურია და
მოიცავს გარემოზე ტრანსსასაზღვრო ზემოქმედების შეფასებისთვის საკანონმდებლო
ჩარჩოების
რეფორმირებასა
და
შესაძლებლობების
გაძლიერებას
საერთაშორისო
მოთხოვნებთან სრულად შესაბამისობაში მოყვანის მიზნით.
დავალება შესრულების პროცესშია.
დ) გააუმჯობესოს დადგენილ ნორმებთან შეუსაბამო ხარისხის საწვავის მიწოდების
მონიტორინგის სისტემა, მათ შორის, გაზარდოს იმ ავტოგასამართი სადგურების რაოდენობა,
რომლებიდანაც წლის განმავლობაში აიღება საავტომობილო ბენზინისა და დიზელის
სინჯები და სრულყოფილად შეფასდება მათში ეროვნულ დონეზე გათვალისწინებული ყველა
ნივთიერების მოცულობითი წილი.
სამინისტროს
სახელმწიფო
საქვეუწყებო
დაწესებულება
-
გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტმა ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის მიწოდების
პროცესში საავტომობილო ბენზინისა და დიზელის ხარისხის საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრულ ნორმებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, პერიოდულად
ახორციელებს ინსპექტირებას წინასწარი გაფრთხილების გარეშე. 2019 წლის 23-25 ივლისს,
როგორც თბილისის, ასევე ქვეყნის მასშტაბით აღებული იქნა 120 ერთეული დიზელის
საწვავის სინჯი. ცეტანის რიცხვის, სიმკვრივისა და გოგირდის შემცველობის განსაზღვრის
მიზნით სინჯები გადაიგზავნა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო
ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში, ხოლო პოლიციკლური არომატული ნახშირწყალბადების
მასური წილის განსაზღვრა მოხდა შპს "სჯს ჯორჯია"-ს საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე
ლაბორატორიაში.
ლაბორატორიული კვლევების შედეგად დადგინდა, რომ რიგი ავტოგასამართი
სადგურებიდან აღებული დიზელის საწვავის სინჯებში გოგირდის შემცველობა და სიმკრივე
ვერ აკმაყოფილებდა „დიზელის საწვავის შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა
და მათი დანერგვის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28
დეკემბრის №238 დადგენილებით გათვალისწინებულ ნორმებს. დეპარტამენტის ხელთ
არსებული მასალები, სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების შესაძლო არსებობის გამო,
გადაიგზავნა საქართველოს გენერალურ პროკურატურაში. ასევე, 2019 წლის 03-04 დეკემბერს,
დეპარტამენტის უფლებამოსილი პირების მიერ აღებული იქნა დიზელის საწვავის 150
ერთეული სინჯი, მათ შორის, იმ ავტოგასამართი სადგურებიდან, რომლებშიც 2019 წლის
ივლისის თვეში აღებული სინჯების კვლევის შედეგად გამოვლინდა „დიზელის საწვავის
შემადგენლობის ნორმების, ანალიზის მეთოდებისა და მათი დანერგვის ღონისძიებათა
შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 28 დეკემბრის №238 დადგენილებით
გათვალისწინებული ნორმების დარღვევა. Აღნიშნული დიზელის საწვავის ნიმუშები, მათში
ცეტანობის, სიმკვრივისა და გოგირდის მასური წილის შემცველობის დადგენის მიზნით,
გადაგზავნილია სსიპ ლევან სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროში და ამ ეტაპზე
მიმდინარეობს აღებული სინჯების ლაბორატორიული კვლევა.
დავალება შესრულების პროცესშია.
10. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ
გააძლიეროს
2008
წლის
აგვისტოს
ომის
დროს
დაზიანებული
ქონების
რეაბილიტაციის/კომპენსაციის სამუშაოების და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისა და
შემოსავლის წყაროს მოძიების პროგრამების განხორციელება.
დავალება არ შესრულებულა.
11. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო:
ა) 2020 წლიდან საშემოსავლო გადასახადის შეღავათი ვეტერანთა მიმართ გაზარდოს
6 000 ლარამდე, ხოლო მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე ვეტერანთა მიმართ - 9 000 ლარამდე.
2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი მაქსიმალურად არის ორიენტირებული სოციალურ
მიმართულებებზე.
აღნიშნული
ბიუჯეტი
შემუშავდა
საქართველოს
პარლამენტის
აქტიური
ჩართულობით და 2020 წელს ამ მიმართულებით 407.9 მლნ ლარზე მეტი მიიმართება 2019
წელთან შედარებით.
ამ მოცულობით სოციალური მიმართულების დაფინანსების ზრდა
შეუძლებელი იქნებოდა საგადასახადო შეღავათების შემდგომი ზრდის შემთხვევაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, კომპეტენციის
ფარგლებში, დაუბრუნდება აღნიშნული საკითხის განხილვას 2021 წლის ბიუჯეტის
მომზადების პროცესში, არსებული ფისკალური რესურსის გათვალისწინებით.
დავალება შესრულებული არ არის
ბ) დანერგოს მარტოხელა და მრავალშვილიანი მშობლების დახმარების ღონისძიებები,
მათ შორის, გაითვალისწინოს ისინი სოციალური შეღავათების სისტემაში. შექმნას და
გააანალიზოს
მარტოხელა
და
მრავალშვილიანი
დედების
შესახებ
სრულყოფილი
სტატისტიკური ინფორმაცია;
გ) ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის შექმნას სოციალური დახმარების პროგრამა
თავშესაფრის დატოვების შემდეგ მათთვის სოციალური შემწეობის გაუქმების შემდგომი
პერიოდისათვის.
დ) უზრუნველყოს სახელმწიფო მზრუნველობაში მყოფი, ტრავმული გამოცდილების
მქონე, რთული ქცევის ბავშვთა ინდივიდუალური საჭიროებებზეისთვის მორგებული
ფსიქოსოციალური და სარეაბილიტაციო პროგრამების შემუშავებისა და დანერგვის პროცესის
ინიციირება.
საქართველოს
ჯანმრთელობისა
და
ოკუპირებული
სოციალური
ტერიტორიებიდან
დაცვის
სამინისტროს
დევნილთა,
მიერ
შრომის,
განხორციელებული
ღონისძიებების ფარგლებში.
დავალებები შესრულებულია
12. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს
სახელმწიფო მინისტრის აპარატი
ა) ხელი შეუწყოს ჯანმრთელობის დაცვის, განათლების, ადამიანის უფლებების
დაცვისა და სხვა საკითხებზე ბოშების ინფორმირებასა და ცნობიერების ამაღლებას;
საანგარიშო პერიოდში შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში
სახელმწიფო
მინისტრის
აპარატის
კოორდინირებით
წარიმართა
ფართომასშტაბიანი
საინფორმაციო ცნობიერების ამაღლების კამპანია ეთნიკური უმცირესობებით კომპაქტურად
დასახლებულ
რეგიონებში
სახელმწიფო
პროგრამებსა
და
სერვისებზე,
ასევე
ისეთ
საკითხებზე, როგორიცაა ადამიანის უფლებები, სამოქალაქო ინტეგრაცია, ქალთა უფლებები,
ოჯახში ძალადობა და ტრეფიკინგი, ადრეული ქორწინება, საქართველოს ევროპული და
ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი.
ბოშათა
თემის
განათლებისა
და
ცნობიერების
დონის
ამაღლების
კუთხით
მნიშვნელოვან როლს ასრულებს საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის
სამინისტროს
„განათლების
მიღების
მეორე
შესაძლებლობა
სოციალური
ინკლუზიით“ პროგრამის ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებები.
გამოყენებულ
იქნა
სპეციალურად
მასწავებლების
მიერ
შემუშავებული
ინდივიდუალური სასწავლო გეგმები; გაიმართა გასვლითი შეხვედრები და კონფერენციები,
რამაც ხელი შეუწყო
საქართველოს საჯარო სკოლების სასწავლო პროცესში ბოშა მოზარდების ჩართვასა და
რაოდენობრივ ზრდას.
დავალება შესრულებულია
ბ) სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 20152020 წწ. სამოქმედო გეგმის ფარგლებში განაგრძოს მოწყვლადი ეთნიკური უმცირესობების,
მათ შორის, ბოშების, მხარდაჭერა;
სამოქალაქო თანასწორობისა და ინტეგრაციის სახელმწიფო სტრატეგიისა და 2015-2020
წლების სამოქმედო გეგმის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს
მცირერიცხოვან და მოწყვლად ეთნიკურ უმცირესობათა მხარდაჭერა, მათი ინტერესებისა და
საჭიროებების გათვალისწინება.
აღნიშნული სტრატეგიის და შესაბამისი სამოქმედო გეგმის ფარგლებში მიმდინარეობს
მცირერიცხოვან და მოწყვლად ეთნიკურ ჯგუფთა საგანმანათლებლო და სამართლებრივი
საჭიროებების უზრუნველყოფა.
საანგარიშო პერიოდში გაიმართა სახელმწიფო უწყებათაშორისი კომისიის ფარგლებში
არსებული
„მცირერიცხოვან
და
მოწყვლად
ეთნიკურ
უმცირესობათა
მხარდაჭერის“
თემატური სამუშაო ჯგუფის შეხვედრა.
მცირერიცხოვანი ეთნიკური ჯგუფების ენების მხარდაჭერის მიზნით გაგრძელდა
მცირე ეთნიკური ჯგუფებისთვის მშობლიური ენის სწავლება საჯარო სკოლებში, ასევე
არაფორმალური განათლების აქტივობები.
შემუშავებულია და დამტკიცებულია ეროვნულ უმცირესობათა სასწავლო გეგმა და
მცირერიცხოვან უმცირესობათა ენების სტანდარტები I-VI კლასებისათვის;
ცვლილებები შევიდა ეროვნულ სასწავლო გეგმაში, რომლის თანახმად დამტკიცდა
ეთნიკურ უმცირესობათა ენების სასწავლო გეგმა;
მცირე
ეთნიკური
უმცირესობების
ერთ-ერთ
ყველაზე
მოწყვლად
ჯგუფს
წარმოადგენენ ბოშები, ამიტომ სამოქმედო გეგმის ფარგლებში დიდი ყურადღება ეთმობა ამ
ჯგუფს.
ბოშათა კუთხით არსებული პრობლემების და გამოწვევების გათვალისწინებით,
პრიორიტეტული
მიმართულებაა
ბოშათა
რეგისტრაციისა
და
დოკუმენტებით
უზრუნველყოფის ხელშეწყობა, რაც წინაპირობაა ყველა ადამიანისთვის უფლებებითა და
თავისუფლებებით სარგებლობისთვის. ბოშებს მიეწოდა მომსახურება, რაც დაკავშირებულია
საქართველოს მოქალაქეობის მიღებასთან, საქართველოს მოქალაქეობის დადგენასთან,
მოქალაქეობის
არმქონე
პირის
სტატუსის
დადგენასთან,
დაბადების
რეფორმების
ცენტრის
ფაქტის
დადგენა/რეგისტრაციასთან და სხვა.
აღსანიშნავია
ა(ა)იპ
ინოვაციებისა
და
საქმიანობა
საქართველოში ბოშა თემის განსახლების, რიცხოვნობისა და სოციალურ-ეკონომიკური
სურათის შექმნის კუთხით.
მცირერიცხოვანი და მოწყვლადი ეთნიკური უმცირესობების მხარდაჭერის სამუშაო
ჯგუფში
განსაკუთრებული
ყურადღება
ეთმობა
ბოშათა
თემთან
დაკავშირებულ
საჭიროებებსა და გამოწვევებს.
დავალება შესრულებულია
გ) გააგრძელოს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტთან და სხვა საერთაშორისო
ორგანიზაციებთან მუშაობა პირთა უკანონო დაკავების ფაქტების შესახებ ინფორმაციის
დროულად მიღების გზებისა და საშუალებების მოძიების/შემუშავების მიზნით;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატი ყველა ფორმატის შეხვედრაზე, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო
მოლაპარაკებების ფარგლებში, მწვავედ აყენებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ მოსახლეობის
უფლებების დარღვევის, მათ შორის უკანონო დაკავების საკითხს.
საერთაშორისო
თანამეგობრობასთან ერთად, საოკუპაციო რეჟიმის მიმართ მუდმივად ხდება მოწოდება
უზრუნველყოს მოსახლეობის თავისუფალი გადაადგილება და გადასასვლელი პუნქტების
გახსნა.
შედეგად,
მსგავსი
მოთხოვნა
რეგულარულად
ფიქსირდება
საერთაშორისო
ორგანიზაციების მიერ მიღებულ სხვადასხვა დოკუმენტებში და ცალკეული სახელმწიფოების
მეთაურთა განცხადებებში.
სახელმწიფო მინისტრის აპარატი აქტიურად თანამშრომლობს წითელი ჯვრის
საერთაშორისო კომიტეტთან უგზო-უკვლოდ დაკარგულ პირთა მოძიების კუთხით, ასევე,
საჭიროებისამებრ, ცხინვალის რეგიონიდან ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობაში მყოფი
პაციენტების საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოყვანის პროცესში.
წითელ ჯვართან აქტიური კომუნიკაცია მიმდინარეობდა ვაჟა გაფრინდაშვილის
უკანონო დაკავებისა და ცხინვალის იზოლატორში ყოფნის დროს; შედეგად, წითელი ჯვრის
წარმომადგენლებმა ვ. გაფრინდაშვილი ორჯერ მოინახულეს და სახელმწიფო მინისტრის
აპარატს მიაწოდეს ინფორმაცია მისი ფიზიკური მდგომარეობის შესახებ.
აგრეთვე, ინფორმაცია უკანონოდ დაკავებულთა, პატიმართა მდგომარეობის და
პირობების შესახებ ოპერატიულ რეჟიმში მიიღება „ცხელი ხაზის“ მეშვეობით, რომელიც 2008
წლიდან ფუნქციონირებს EUMM-ის ქოლგის ქვეშ.
იმდინარე
ოკუპაციისა
და
საოკუპაციო
რეჟიმის
მიერ
განხორციელებული
რეპრესიული პოლიტიკის გამო, ამ ეტაპზე ინფორმაციის მიღების სხვა ალტერნატივა და
უკანონო დაკავებების აღკვეთის ინსტრუმენტი სახელმწიფო მინისტრის აპარატს არ გააჩნია.
დავალება შესრულებულია
დ) გააძლიეროს სამოქალაქო საზოგადოების (მათ შორის, შესაძლებლობის ფარგლებში
− საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული სამოქალაქო საზოგადოების)
წარმომადგენლებთან კონსულტაციები მოლაპარაკებების დღის წესრიგის საკითხებთან
დაკავშირებით;
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატი აწარმოებს რეგულარულ დიალოგს სამოქალაქო საზოგადოების და
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან, ასევე ექსპერტებთან კონფლიქტის
მშვიდობიანი
მოგვარების,
საქართველოს
მთავრობის
შერიგებისა
და
ჩართულობის
პოლიტიკის, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარების და გამოწვევების,
აღნიშნულ ტერიტორიებზე არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობის, მიმდინარე
პროგრამებისა და პროექტების, აგრეთვე სამომავლოდ დაგეგმილი ნაბიჯების შესახებ.
რეგულარული დიალოგი ხორციელდება როგორც მრავალმხრივ, ისე ორმხრივ რეჟიმში
სამოქალაქო
საზოგადოების
წარმომადგნელებისათვის
აქტუალურ
და
პრობლემურ
საკითხებზე.
2019 წლის განმავლობაში სამოქალაქო საზოგადოებასთან არაერთი ორმხრივი და
მრავალმხრივი შეხვედრა გაიმართა, მათ შორის ბოლო მრავალმხრივი შეხვედრა 2019 წლის 12
დეკემბერს შედგა.
გაერო-ს ქალთა ორგანიზაციასთან პარტნიორობით და სხვადასხვა სახელმწიფო
უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რეგულარული დიალოგის მექანიზმის ფორმატში
აგრეთვე
ეწყობა
დისკუსიებისა
და
გაცვლითი
საინფორმაციო
ინციდენტების
პრევენციის
შეხვედრები
ჟენევის
და
რეაგირების
მათზე
საერთაშირისო
მექანიზმის
მონაწილეების, ადგილობრივი, კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემის, ქალთა
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისა და ექსპერტების მონაწილეობით.
შეხვედრებზე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელებს მიეწოდებათ ინფორმაცია
ჟენევის საერთაშირისო დისკუსიებისა და ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების
მექანიზმის მუშაობის შესახებ, აღნიშნულ ფორმატებში დაყენებული საკითხებისა და
მონაწილეების მიერ გამოხატული პოზიციების თაობაზე. ასევე განიხილება გამყოფ ხაზებზე,
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში/სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და ადამიანის
უფლებების დარღვევის ფაქტები და არსებული გამოწვევები, სამშვიდობო პოლიტიკის
ძირითადი მიმართულებები. 2019 წელს გაიმართა 4 საინფორმაციო შეხვედრა.
დავალება შესრულებულია
ე) გააძლიეროს დონორ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები
აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში (განსაკუთრებით − გალის რაიონში) სკოლების
მოსწავლეებისა
და
ახალგაზრდების
მიერ
არაფორმალური
განათლების
მიღების
შესაძლებლობის ხელშესაწყობად.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო
მინისტრის აპარატი აწარმოებს რეგულარულ შეხვედრებს ქვეყანაში არსებულ საერთაშორისო
დონორ ორგანიზაციებთან ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩართულობის გაძლიერებისა და
ხელშეწყობის, გამოყოფილი ფინანსური რესურსების გაზრდის, ჰუმანიტარული, ჯანდაცვის,
განათლების, სოფლის მეურნეობის, ასევე შერიგებისა და ნდობის აღდგენის პროექტების
გაზრდის მიზნით. ყველა საერთაშორისო არენაზე და ყველა საერთაშორისო პარტნიორის
მიმართ სახელმწიფო მინისტრის აპარატის გზავნილი არის საქართველოში მშვიდობის
მშენებლობაში მეტი ინვესტიციის ჩადება და ძალისხმევის გაორმაგება.
საქართველოს
მთავრობის
თანხმობით,
2019
წელს
დაიწყო
და
გრძელდება
ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების - „ევროკავშირი-გაეროს ერთობლივი
პროგრამა
აფხაზეთში
პროფესიული
განათლების
გაუმჯობესების
შესახებ“
და
„არაფორმალური განათლებისადმი ახალი და ინკლუზიური მიდგომების ხელშეწყობა
აფხაზეთში“ განხორციელება, რომელთა ბიუჯეტი ჯამში 4 მილიონ ევროზე მეტს შეადგენს.
პროექტების
მიზანია
აფხაზეთის
რეგიონში,
მათ
შორის
გალის
რაიონში,
არაფორმალური განათლების ახალი მეთოდების დანერგვა, ახალგაზრდების ტრენინგი
სხვადასხვა
მიმართულებით,
საველე
სკოლების
შექმნა,
პროფესიული
კოლეჯების
რეაბილიტაცია, პროფესიული განათლების კურიკულუმების შექმნა და ა.შ.
2019 წელს სახელმწიფო აპარატის მიერ თანხმობა გაიცა დამატებით სამწლიან
პროექტზე - „აფხაზეთში უფრო ინკლუზიური და სამართლიანი საზოგადოებისკენ
განათლებისადმი ხელმისაწვდომობის გაზრდის, კონფლიქტის პრევენციისა და მოგვარების
და მშვიდობის მშენებლობის გზით“, რომლის დონორია ნორვეგიის საგარეო საქმეთა
სამინისტრო და რომლის ბიუჯეტი 3 მილიონ ევროს შეადგენს. პროექტი ითვალისწინებს
გალის,
ტყვარჩელის
და
ოჩამჩირის
რაიონებში
საბავშვო
ბაღების
და
სკოლების
რეაბილიტაციას, საჭირო ინვენტარის გადაცემას, მასწავლებლებისა და მოსწავლეების
ტრენინგს გენდერული თანასწორობის, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების, ბავშვთა
უფლებების, გარემოს დაცვის და სხვა საკითხებში.
დავალება შესრულებულია
13.ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოები
ა) უზრუნველყონ მუნიციპალიტეტის დონეზე გენდერის მრჩევლების გადამზადება
და მათ მიერ სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგის მუდმივად განხორციელება;
მუნიციპალიტეტთა დიდ ნაწილში მოხდა გენდერის მრჩევლთა გადამზადება, ასევე,
მუდვივად ხორციელდებოდა მათ მიერ სამოქმედო გეგმების შესრულების მონიტორინგი.
აღნიშნული დავალება, მათ შორის და უპირველესად, შესრულებულ იქნა შემდეგ
მუნიციპალიტეტებში: თბილისი, ბათუმი, ქუთაისი, ახმეტა, აბაშა, ახალციხე, ჩოხატაური,
დუშეთი, საჩხერე, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, მარტვილი, ონი, ქედა, რუსთავი, საგარეჯო,
სენაკი, ტყიბული, წყალტუბო, ხარაგაული, ხობი, ბაღდათი, ბოლნისი, დმანისი, გურჯაანი,
კასპი, მარნეული, მცხეთა, შუახევი, სიღნაღი, თელავი, თეთრიწყარო, ვანი, წალენჯიხა,
ხელვაჩაური, ყაზბეგი.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
ბ) ჩაატარონ მუნიციპალიტეტის დონეზე ქალთა საჭიროებების კვლევა გენდერული
თანასწორობის კუთხით არსებული პრობლემების გამოსავლენად და ქალთა უფლებრივი
მდგომარეობის გასაუმჯობესებლად;
მუნიციპალიტეტთა ნაწილში ჩატარდა ქალთა საჭიროებების კვლევა გენდერული
თანასწორობის კუთხით არსებული პრობლემების გამოსავლენად და ქალთა უფლებრივი
მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. აღნიშნული დავალება, მათ შორის და უპირველესად,
შესრულებულ იქნა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: მარნეული, ხაშური, ჭიათურა, ახმეტა,
ქარელი, მარტვილი, რუსთავი, საგარეჯო, სენაკი, ცაგერი, დმანისი, გორი, გურჯაანი, კასპი,
თეთრიწყარო, წალენჯიხა.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
გ) დაგეგმონ და განახორციელონ მუნიციპალიტეტის დონეზე ქალთა ეკონომიკური,
პოლიტიკური და უფლებრივი გაძლიერებისკენ მიმართული პროექტები შესაბამისი
საბიუჯეტო სახსრების გამოყოფით;
მუნიციპალიტეტთა ნაწილში განხორციელდა ქალთა ეკონომიკური, პოლიტიკური და
უფლებრივი გაძლიერებისკენ მიმართული პროექტები. აღნიშნული დავალება, მათ შორის და
უპირველესად, შესრულებულ იქნა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: მარნეული, თბილისი,
ქუთაისი, ჩხოროწყუ, ჩოხატაური, ფოთი, გარდაბანი, ლაგოდეხი, საგარეჯო, სენაკი,
წყალტუბო, გორი, გურჯაანი, მცხეთა, შუახევი, სიღნაღი, თელავი, ვანი, წალენჯიხა,
ხელვაჩაური, ცაგერი.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
დ) სარეკრეაციო ტერიტორიასთან დაკავშირებული გადაწყვეტილება მიიღონ საქმის
არსებითი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევისა და შეფასების შედეგად;
იხელმძღვანელონ სარეკრეაციო ტერიტორიის შენარჩუნების საჯარო ინტერესებითა და
მოქმედი სტანდარტებით;
მუნიციპალიტეტთა
ნაწილში
სარეკრეაციო
ტერიტორიასთან
დაკავშირებული
გადაწყვეტილების მიღება ხორციელდება საქმის არსებითი გარემოებების სრულყოფილი
გამოკვლევისა და შეფასების შედეგად, სარეკრეაციო ტერიტორიის შენარჩუნების საჯარო
ინტერესებითა და მოქმედი სტანდარტებით. აღნიშნული დავალება, მათ შორის და
უპირველესად, შესრულებულ იქნა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თბილისი, ახმეტა,
ჩოხატაური, ფოთი, ლაგოდეხი, ხაშური, ხობი, ხონი, ზუგდიდი, ადიგენი, დმანისი, გორი,
კასპი, მცხეთა, შუახები, სიღნაღი, ვანი, თელავი.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
ე) „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის,
გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში
მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ“ ორჰუსის კონვენციით
გათვალისწინებული ვალდებულების შესაბამისად, უზრუნველყონ დაინტერესებული
საზოგადოებისთვის სარეკრეაციო ტერიტორიასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილების
შესახებ ინფორმაციის სათანადო და გასაგები ფორმით მიწოდება და გადაწყვეტილებების
მიღებისას მისი ადრეულ ეტაპზე ჩართვა;
მუნიციპალიტეტთა
ნაწილში
უზრუნველყოფენ
დაინტერესებული
საზოგადოებისთვის სარეკრეაციო ტერიტორიასთან დაკავშირებით დაგეგმილი ცვლილების
შესახებ ინფორმაციის სათანადო და გასაგები ფორმით მიწოდება, ასევე, გადაწყვეტილებების
მიღებისას მის ადრეულ ეტაპზე ჩართვას. აღნიშნული დავალება, მათ შორის და
უპირველესად, შესრულებულ იქნა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თბილისი, ქუთაისი,
ახმეტა, ფოთი, მესტია, ხარაგაული, ხონი, ზუგდიდი, კასპი, მცხეთა, შუახევი, ვანი, ჭიათურა,
ჩხოროწყუ, წყალტუბო.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
ვ) განსაზღვრონ ერთ სულ მოსახლეზე გამწვანების ზუსტი მაჩვენებელი, დაადგინონ
ამ მაჩვენებლის შეფასების სტანდარტი და გამწვანებული საჯარო სივრცის სათანადო
ხელმისაწვდომობის გარანტირების მიზნით განახორციელონ შესაბამისი ღონისძიებები;
გამწვანებული საჯარო სივრცის სათანადო ხელმისაწვდომობის გარანტირების
მიზნით,
შესაბამისი
ღონისძიებების
განხორციელებასთან
დაკავშირებით,
მუნიციპალიტეტთა უმრავლესობის მიერ დავალება გაზიარებულია. რაც შეეხება, გამწვანების
ზუსტი
მაჩვენებელის
შეფასების
სტანდარტის
დადგენას,
აღნიშნული
მუნიციპალიტეტთათვის დღემდე გამოწვევად რჩება.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
ზ) ატმოსფერული ჰაერის დაბინძურების შესამცირებლად ეტაპობრივად განაახლონ
ტექნიკურად გაუმართავი მუნიციპალური ავტობუსების/მიკროავტობუსების პარკი და
გადავიდნენ ეკოლოგიურად სუფთა ტექნოლოგიებზე;
მუნიციპალიტეტთა უდიდესი ნაწილის საკუთრებაში მუნიციპალური ტრანსპორტი
არ ირიცხება. მათ შორის და უპირველესად, ბათუმის, ახმეტის, ტყიბულის, ზუგდიდის და
მარნეულის მუნიციპალიტეტებში ხდება გაუმართავი მუნიციპალური სატრანსპორტო პარკის
განახლება.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
თ) დროულად განახორციელონ ღონისძიებები ბაგა-ბაღებში არსებული პირობების
გასაუმჯობესებლად და სახელმწიფო სტანდარტებთან მისასადაგებლად;
მუნიციპალიტეტთა დიდ ნაწილში ხორციელდება ღონისძიებები ბაგა-ბაღებში
არსებული
პირობების
გასაუმჯობესებლად
და
სახელმწიფო
სტანდარტებთან
მისასადაგებლად. აღნიშნული დავალება, მათ შორის და უპირველესად, შესრულებულ იქნა
შემდეგ
მუნიციპალიტეტებში:
აბაშა,
ახალციხე,
ახალქალაქი,
ახმეტა,
ჩხოროწყუ,
დედოფლისწყარო, გარდაბანი, მესტია, ოზურგეთი, რუსთავი, ხარაგაული, ხონი, ზუგდიდი,
ყვარელი, ადიგენი, ასპინძა, ცაგერი, დმანისი, გორი, კასპი, მარნეული, მცხეთა, შუახევი, ვანი,
წალენჯიხა, ხელვაჩაური, ყაზბეგი, მარტვილი, ხაშური, ხობი, ბოლნისი.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
ი) უზრუნველყონ წყალმომარაგების სისტემის გაუმჯობესება და წყლის ხარისხის
ამაღლება; გამოავლინონ ის საჯარო სკოლები, სადაც წყლის ხელმისაწვდომობა
პრობლემურია და რთული სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობაა; დაგეგმონ ამ სკოლებში
აღნიშნული პრობლემის გადასაჭრელად საჭირო ღონისძიებები;
მუნიციპალიტეტთა დიდ ნაწილში უმჯობესდება წყალმომარაგების სისტემა და წყლის
ხარისხის ამაღლება, ასევე მასთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებების განხორციელება.
აღნიშნული დავალება, მათ შორის და უპირველესად, შესრულებულ იქნა შემდეგ
მუნიციპალიტეტებში: აბაშა, ახალციხე, ახმეტა, გარდაბანი, მარტვილი, ოზურგეთი, ქარელი,
ქობულეთი, წალკა, ხარაგაული, ხობი, ხონი, ზუგდიდი, ყვარელი, ადიგენი, ამბროლაური,
ასპინძა, ბოლნისი, ცაგერი, დმანისი, გორი, კასპი, მცხეთა, შუახევი, თელავი, ვანი, წალენჯიხა,
ხელვაჩაური, ხულო, ყაზბეგი, დუშეთი, ფოთი, ლაგოდეხი, წყალტუბო.
დავალება შესრულების პროცესშია.
კ) უზრუნველყონ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის
სამინისტროსთან კოორდინაციის გაუმჯობესება სკოლამდელი ინკლუზიური განათლების
დასანერგად;
მუნიციპალიტეტების დიდ ნაწილში უმჯობესდება საქართველოს განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან კოორდინაცია სკოლამდელი
ინკლუზიური
განათლების
დასანერგად.
აღნიშნული
დავალება,
მათ
შორის
და
უპირველესად, შესრულებულ იქნა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ახალციხე, ახმეტა,
ჩხოროწყუ, ჩოხატაური, გარდაბანი, მესტია, ონი, ხარაგაული, ხაშური, ხობი, ზუგდიდი,
ყვარელი, ადიგენი, ასპინძა, ბაღდათი, ბოლნისი, ცაგერი, მარნეული, მცხეთა, შუახევი,
სიღნაღი, ვანი, წალენჯიხა, ხულო, ყაზბეგი.
დავალება შესრულების პროცესშია.
ლ) კომპლექსურად შეისწავლონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულებებში ინკლუზიური განათლების კუთხით არსებული საჭიროებები და ასახონ
ისინი მუნიციპალურ პროგრამებსა და ფინანსურ გეგმებში;
მუნიციპალიტეტთა
განათლების
ნაწილში
დაწესებულებებში
ხდება
შესწავლა
ინკლუზიური
სკოლამდელი
განათლების
აღზრდისა
კუთხით
და
არსებული
საჭიროებების, ასევე მათი ასახვა მუნიციპალურ პროგრამებსა და ფინანსურ გეგმებში.
აღნიშნული დავალება, მათ შორის და უპირველესად, შესრულებულ იქნა შემდეგ
მუნიციპალიტეტებში: ახალქალაქი, გარდაბანი, ჩოხატაური, მარტვილი, მესტია, ონი,
ოზურგეთი, ტყიბული, ხარაგაული, ადიგენი, ამბროლაური, ასპინძა, ცაგერი, მცხეთა,
შუახევი, სიღნაღი, თელავი, ვანი, ხულო, ყაზბეგი, რუსთავი, ხობი.
დავალება შესრულების პროცესშია.
მ) უზრუნველყონ ფინანსური სახსრების გამოყოფა სკოლამდელი აღზრდის პროცესში
ინკლუზიური
განათლების
სპეციალისტების
ჩართვისთვის
და
შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელთათვის ბაგა-ბაღების შიდა და გარე ინფრასტრუქტურის
ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად;
მუნიციპალიტეტთა ნაწილში მოხდა ფინანსური სახსრების გამოყოფა სკოლამდელი
აღზრდის პროცესში ინკლუზიური განათლების სპეციალისტების ჩართვისთვის, ასევე,
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელთათვის ბაგა-ბაღების შიდა და გარე
ინფრასტრუქტურის ხელმისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. აღნიშნული დავალება, მათ
შორის და უპირველესად, შესრულებულ იქნა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ბათუმი,
ჩხოროწყუ, დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, მარტვილი, ხაშური, გარდაბანი, ონი, ქარელი,
ტყიბული, ადიგენი, ამბროლაური, ასპინძა, დმანისი, მცხეთა, სიღნაღი, თელავი, ვანი,
ხელვაჩაური, ხულო, ყაზბეგი.
დავალება შესრულების პროცესშია.
ნ) გააძლიერონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებების
პერსონალის გადამზადება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე აღსაზრდელთა
საჭიროებებსა და სათანადო მიდგომის მეთოდებზე;
მუნიციპალიტეტთა ნაწილში გაძლიერდა სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
დაწესებულებების
პერსონალის
გადამზადება
შეზღუდული
შესაძლებლობის
მქონე
აღსაზრდელთა საჭიროებებსა და სათანადო მიდგომის მეთოდებზე. აღნიშნული დავალება,
მათ შორის და უპირველესად, შესრულებულ იქნა შემდეგ მუნიციპალიტეტებში: აბაშა,
დედოფლისწყარო, ლაგოდეხი, ფოთი, მესტია, ონი, ქარელი, ზუგდიდი, ადიგენი, ასპინძა,
ბოლნისი, დმანისი, გორი, კასპი, შუახევი, სიღნაღი, თელავი, წალენჯიხა, ხელვაჩაური, ხულო.
დავალება შესრულების პროცესშია.
ო) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია და ზედამხედველობა გაუწიონ იმას, რომ
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებმა უზრუნველყონ საკონსულტაციო
საბჭოების შექმნა და ფუნქციონირება „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად;
მუნიციპალიტეტთა
დაწესებულებების
მიერ
ნაწილში
შექმნილია
სკოლამდელი
და
აღზრდისა
ფუნქციონირებს
და
განათლების
საკონსულტაციო
საბჭოები
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად. მათ შორის და უპირველესად, აღნიშნული მუნიციპალიტეტებია: ბათუმი,
ქუთაისი, აბაშა, ახმეტა, დუშეთი, ფოთი, გარდაბანი, მარტვილი, ონი, ოზურგეთი, ქარელი,
ქობულეთი, რუსთავი, საგარეჯო, სენაკი, თერჯოლა, თიანეთი, ტყიბული, წყალტუბო,
ხარაგაული, ზესტაფონი, ასპინძა, ცაგერი, გორი, შუახევი, თელავი, ვანი, ხელვაჩაური, ხულო,
ყაზბეგი.
დავალება შესრულების პროცესშია.
პ) კომპეტენციის ფარგლებში კოორდინაცია და ზედამხედველობა გაუწიონ იმას, რომ
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებმა უზრუნველყონ საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივ
სამსახურებთან მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებით − აღსაზრდელთა ძალადობისგან
დაცვის მიზნით, „ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების“
შესაბამისად;
მუნიციპალიტეტთა
დიდ
ნაწილში
უზრუნველყოფილია
საჯარო
სამართლის
იურიდიული პირის − სოციალური მომსახურების სააგენტოს ადგილობრივ სამსახურებთან
მჭიდრო თანამშრომლობა, განსაკუთრებით − აღსაზრდელთა ძალადობისგან დაცვის მიზნით,
„ბავშვთა დაცვის მიმართვიანობის (რეფერირების) პროცედურების“ შესაბამისად. აღნიშნული
დავალება, მათ შორის და უპირველესად, შესრულებულ იქნა შემდეგ მუნიციპალიტეტებში:
ქუთაისი, აბაშა, ახალციხე, ახალქალაქი, ახმეტა, ჩოხატაური, დედოფლისწყარო, დუშეთი,
ფოთი, გარდაბანი, ლაგოდეხი, მარტვილი, მესტია, ონი, ქარელი, რუსთავი, სენაკი, თერჯოლა,
თიანეთი, წყალტუბო, ხარაგაული, ხაშური, ხონი, ზესტაფონი, ზუგდიდი, ადიგენი,
ამბროლაური, ასპინძა, ბოლნისი, ცაგერი, დმანისი, გორი, კასპი, მცხეთა, შუახევი, სიღნაღი,
თელავი, ვანი, ხელვაჩაური, ხულო, ყაზბეგი, ხობი.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
ჟ) უზრუნველყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის სივრცის
მოწყობის/სამშენებლო სტანდარტების დანერგვა და მათ აღსრულებაზე ეფექტიანი
ზედამხედველობა;
მუნიციპალიტეტთა უდიდეს ნაწილში შესაბამის შენობა-ნაგებობებზე მოწყობილია
პანდუსები. მშენებლობის ნებართვის მაძიებლების მიერ პროექტების წარმოდგენის დროს,
საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტების მშენებლობისას, მუნიციპალიტეტთა მიერ
მოთხოვნილია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის სივრცის მოწყობის
საკითხი. აღნიშნული დავალება, მათ შორის და უპირველესად, სრულდება შემდეგ
მუნიციპალიტეტებში: ქუთაისი, აბაშა, ახალციხე, ჩოხატაური, დედოფლისწყარო, დუშეთი,
ფოთი, ლაგოდეხი, ქარელი, ქობულეთი, რუსთავი, თერჯოლა, ხარაგაული, ხობი, ზუგდიდი,
ამბროლაური, ადიგენი, ბოლნისი, ცაგერი, კასპი, მცხეთა, შუახები, სიღნაღი, ვანი, წალენჯიხა,
ხელვაჩაური, ხულო, ყაზბეგი, ახმეტა, ჭიათურა, ჩხოროწყუ, წყალტუბო.
დავალება შესრულების პროცესშია.
რ) უზრუნველყონ შესაბამისი არქიტექტურული და საზედამხედველო სამსახურების
პერსონალის გადამზადება სივრცის მოწყობის/სამშენებლო სტანდარტებზე;
მუნიციპალიტეტთა ნაწილში გადამზადდა არქიტექტურული და საზედამხედველო
სამსახურების პერსონალი სივრცის მოწყობის/სამშენებლო სტანდარტებზე. აღნიშნული
დავალება, მათ შორის და უპირველესად, სრულდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ახმეტა,
ჭიათურა, ონი, ჩოხატაური, დედოფლისწყარო, ფოთი, ლაგოდეხი, ქარელი, რუსთავი,
თერჯოლა, წყალტუბო, ხობი, ზუგდიდი, ადიგენი, ბოლნისი, ცაგერი, გორი, კასპი, მცხეთა,
შუახევი, სიღნაღი, თელავი, ვანი, წალენჯიხა, ხელვაჩაური, ტყიბული, ყაზბეგი.
დავალება შესრულების პროცესშია.
ს) ყოველწლიურად აწარმოონ მუნიციპალიტეტის დონეზე ფიზიკური გარემოს
გაუმჯობესების სტატისტიკა;
მათ შორის და უპირველესად, შემდეგ მუნიციპალიტეტთა აწარმოებენ ფიზიკური
გარემოს გაუმჯობესების სტატისტიკას: ჩოხატაური, დედოფლისწყარო, ფოთი, მესტია,
ქარელი, რუსთავი, ხაშური, ხობი, ზუგდიდი, ბოლნისი, კასპი, მცხეთა, საჩხერე.
დავალება შესრულების პროცესშია.
ტ) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ ხანდაზმულთა საჭიროებების
შესწავლის საფუძველზე შეიმუშაონ მიზნობრივი პროგრამები და სათანადოდ ასახონ ისინი
ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში;
მუნიციპალიტეტთა
დიდ
ნაწილში
ხანდაზმულთა
საჭიროებების
შესწავლის
საფუძველზე შემუშავებულია მიზნობრივი პროგრამები, რომელიც ასახულია ადგილობრივი
თვითმმართველი
ერთეულის
ბიუჯეტში.
აღნიშნული
დავალება,
მათ
შორის
და
უპირველესად, სრულდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ბათუმი, აბაშა, ჩოხატაური, ფოთი,
ლაგოდეხი, ქედა, საგარეჯო, ტყიბული, ჩხოროწყუ, დედოფლისწყარო, დუშეთი, გარდაბანი,
ლენტეხი, მარტვილი, მესტია, ონი, ხობი, ზუგდიდი, ადიგენი, ბოლნისი, ცაგერი, გორი, კასპი,
ლანჩხუთი, მარნეული, მცხეთა, სიღნაღი, თეთრიწყარო, ხელვაჩაური, ყაზბეგი.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
უ) უზრუნველყონ ადგილობრივ დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
საკითხებზე მომუშავე საბჭოების ეფექტიანი საქმიანობა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა და მათი წარმომადგენლების მონაწილეობით;
მუნიციპალიტეტთა დიდ ნაწილში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
საკითხებზე მომუშავე საბჭოები ეფექტიანად საქმიანობენ შეზღუდული შესაძლებლობის
მქონე პირთა და მათი წარმომადგენლების მონაწილეობით. აღნიშნული დავალება, მათ შორის
და უპირველესად, სრულდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ქუთაისი, ბათუმი, აბაშა,
დედოფლისწყარო, ონი, ოზურგეთი, ქობულეთი, წყალტუბო, საგარეჯო, ხარაგაული, ხობი,
ზუგდიდი, ცაგერი, შუახევი, თელავი, ახალციხე, ახმეტა, ჩხოროწყუ, ჩოხატაური, ფოთი,
გარდაბანი, ლაგოდეხი, ლენტეხი, მესტია, საჩხერე, ტყიბული, ზესტაფონი, ადიგენი,
ბოლნისი, დმანისი, გორი, გურჯაანი, ლანჩხუთი, მცხეთა, სიღნაღი, თელავი, თეთრიწყარო,
ხელვაჩაური, ხულო.
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
ფ) უზრუნველყონ ადგილობრივ დონეზე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
საკითხებზე მომუშავე საბჭოების შექმნა და ეფექტიანი საქმიანობა შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი წარმომადგენლების მონაწილეობით;
მუნიციპალიტეტთა დიდ ნაწილში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
საკითხებზე მომუშავე საბჭოები შექმნილია და ეფექტიანად საქმიანობენ შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირთა და მათი წარმომადგენლების მონაწილეობით.
დავალება შესრულების პროცესშია.
ქ) შეიმუშაონ და დაამტკიცონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო
დაწესებულების დირექტორის საკვალიფიკაციო მოთხოვნები, რომლებშიც ასახული იქნება
ადამიანის უფლებების (განსაკუთრებით − ბავშვის უფლებების) შესახებ ცოდნისა და
შესაბამისი კომპეტენციის მოთხოვნა;
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების დირექტორის
საკვალიფიკაციო მოთხოვნები შესაბამისი კომპეტენციის მოთხოვნებით შემუშავებულია და
დამტკიცებულია, მათ შორის და უპირველესად, შემდეგ მუნიციპალიტეტებში: თიანეთი,
აბაშა, ახმეტა, ჩხოროწყუ, ფოთი, გარდაბანი, მესტია, ონი, თერჯოლა, ხარაგაული, ხაშური,
ხობი, ზუგდიდი, ამბროლაური, ასპინძა, ბოლნისი, ცაგერი, დმანისი, გორი, ლანჩხუთი,
მარნეული, მცხეთა, შუახევი, თელავი, ვანი, ხელვაჩაური, ყაზბეგი, მარტვილი.
დავალება შესრულების პროცესშია.
ღ) შეიმუშაონ და დაამტკიცონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო
დაწესებულების აღმზრდელ-პედაგოგისა და სხვა პერსონალის პროფესიული სტანდარტები,
რომლებშიც ასახული იქნება ადამიანის უფლებების (განსაკუთრებით − ბავშვის უფლებების)
შესახებ ცოდნისა და შესაბამისი კომპეტენციის მოთხოვნა;
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების საჯარო დაწესებულების აღმზრდელპედაგოგისა და სხვა პერსონალის პროფესიული სტანდარტები შესაბამისი კომპეტენციის
მოთხოვნებით შემუშავებულია და დამტკიცებულია, მათ შორის და უპირველესად, შემდეგ
მუნიციპალიტეტებში: აბაშა, ახმეტა, ჩხოროწყუ, ფოთი, გარდაბანი, მესტია, ონი, თერჯოლა,
ხარაგაული, ხაშური, ხობი, ზუგდიდი, ამბროლაური, ასპინძა, ბოლნისი, ცაგერი, დმანისი,
გორი, ლანჩხუთი, მარნეული, მცხეთა, შუახევი, თელავი, ვანი, ხელვაჩაური, ყაზბეგი.
დავალება შესრულების პროცესშია.
ყ) ყურადღება მიაქციონ ეროვნული უმცირესობების წარმომადგენლობითობის
გაზრდისა და გაუმჯობესების საკითხს კადრების მოზიდვის, მომზადებისა და გადამზადების
გზით;
მუნიციპალიტეტებში, სადაც ცხოვრობენ ეროვნული უმცირესობები, იზრდება და
უმჯობესდება მათი წარმომადგენლობითობა. აღნიშნული დავალება, მათ შორის და
უპირველესად, სრულდება შემდეგ მუნიციპალიტეტებში: გარდაბანი, ახალციხე, ახმეტა,
ზუგდიდი, ასპინძა, მცხეთა, ბოლნისი, ლაგოდეხი, დმანისი, მარნეული, ხელვაჩაური.
დავალება შესრულების პროცესშია.
შ) ხელი შეუწყონ სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში
ქართული ენის შემსწავლელი ჯგუფების ჩამოყალიბებას, რათა აღსაზრდელებს ადრეული
პერიოდიდან მიეცეთ ქართული ენის შესწავლის შესაძლებლობა;
სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებებში ქართული ენის
შემსწავლელი ჯგუფები, მათ შორის და უპირველესად,
ჩამოყალიბებულია შემდეგ
მუნიციპალიტეტებში: ახალციხე, ახალქალაქი, გარდაბანი, ქობულეთი, ბოლნისი, მარნეული,
მცხეთა, ასპინძა, საგარეჯო.
დავალება შესრულების პროცესშია.
ჩ) ხელი შეუწყონ საბავშვო ბაღებსა და სასკოლო მზაობის ცენტრებში ბოშა ბავშვების
მოზიდვასა და ჩარიცხვას;
შესაბამის
დაწესებულებებში
ბოშა
ბავშვები
ჩარიცხულია,
მათ
შორის
და
უპირველესად, შემდეგ მუნიციპალიტეტებში: ქობულეთი, დედოფლისწყარო, თელავი,
ფოთი.
დავალება შესრულების პროცესშია.
ც) უზრუნველყონ შინ მოვლის პროგრამის დროულად შემუშავება და ამოქმედება
გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის გათვალისწინებით.
შინ მოვლის პროგრამა ხორციელდება, მათ შორის და უპირველესად, შემდეგ
მუნიციპალიტეტებში: ჩოხატაური, დუშეთი, ფოთი, მესტია, ქედა, ქობულეთი, საგარეჯო,
ტყიბული, ხობი, ზუგდიდი, ბოლნისი, გორი, შუახევი, წალენჯიხა.
დავალება შესრულების პროცესშია.
14. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისია
ა) გააძლიეროს საარჩევნო უფლებების შესახებ საგანმანათლებლო კამპანია
მოქალაქეთათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდებისა და მათი ცნობიერების
ამაღლების მიზნით;
2019 წელს, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ და ცესკოსთან არსებულმა სსიპ –
საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრმა განახორციელეს
ხუთი
საგანმანათლებლო
ადმინისტრატორის
პროექტი:
,,საარჩევნო
საინფორმაციო-სასწავლო
განვითარების
კურსი“;
სკოლა“;
„არჩევნები
და
,,საარჩევნო
ახალგაზრდა
ამომრჩეველი“; „სასწავლო კურსი საარჩევნო სამართლის დარგში“ და „საინფორმაციო კურსი
ახალგაზრდა ამომრჩევლისთვის“.
მთელი
საქართველოს
მასშტაბით,
განხორციელდა
საინფორმაციო
კამპანია
„ვესაუბრებით ამომრჩევლებს“, რომლის ფარგლებში მოეწყო სხვადასხვა საინფორმაციო
აქციები.
დაფინანსდა
ადგილობრივი
არასამთავრობო
ორგანიზაციების
86
პროექტი
ამომრჩევლების, მათ შორის ახალგაზრდების საარჩევნო ცნობიერების და სამოქალაქო
კულტურის ამაღლების ხელშეწყობის მიმართულებით. დაფინანსების ბიუჯეტმა შეადგინა 2,325,305,51 ლარი.
დავალება შესრულებულია
ბ) ჯანსაღი საარჩევნო პროცესის წარმართვის ხელშესაწყობად შეიმუშაოს და
პოლიტიკურ პარტიებს შესთავაზოს საარჩევნო პერიოდში სიძულვილის ენის გამოყენების
აკრძალვასთან
დაკავშირებული
ურთიერთშეთანხმების
ამსახველი
დოკუმენტი
სიძულვილის ენის ერთგვაროვანი განმარტებისა და შესაბამისი განცხადებებისგან თავის
შეკავების თაობაზე.
2018 წლის 28 ოქტომბრის საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებისთვის, პირველად,
ცესკოს ფასილიტაციითა და შვეიცარიის მთავრობის ხელშეწყობით, არჩევნებში მონაწილე
კანდიდატებმა და წარმომადგენლებმა შეიმუშავეს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნებში
მონაწილე კანდიდატების „ეთიკის პრინციპების“ დოკუმენტი. დოკუმენტზე ხელმომწერი
პირები შეთანხმდნენ, რომ დაიცავდნენ საქართველოს კანონმდებლობას, იმოქმედებდნენ
დემოკრატიული მმართველობის პრინციპებისა და საზოგადოების ინტერესების დაცვით,
საქმიანობას აწარმოებდნენ ეთნიკური, რელიგიური, გენდერული თუ სხვა ნიშნით
დისკრიმინაციის გარეშე, არ გამოიყენებდნენ სიძულვილის ენას, ქსენოფობიურ ან მუქარის
შემცველ გამონათქვამებს. არ გამოიყენებდნენ ადმინისტრაციულ რესურსებს, არ ეცდებოდნენ
ამომრჩევლების მოსყიდვას და მათ დაშინებას, აწარმოებდნენ საგნობრივ პროგრამასა და
გეგმებზე დამყარებულ დებატებს და თავს შეიკავებდნენ პიროვნული შეურაცხყოფისგან.
2019 წელს ცესკომ დაამტკიცა საქართველოს საარჩევნო ადმინისტრაციის 2020-2023
წლების სტრატეგიული გეგმა, რომლის შესაბამისად განსაზღვრა ხუთი სტრატეგიული
პრიორიტეტი. მათგან ერთ-ერთი პრიორიტეტია საარჩევნო კულტურა და განათლება
(ეფექტური და ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების საშუალებით ამომრჩეველთა და
სხვა ჩართული მხარეების ინფორმირება, რაც განამტკიცებს საარჩევნო კულტურას, გაზრდის
ამომრჩევლებისთვის ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას);
აღნიშნული სტრატეგიული გეგმის შესაბამისად, ცესკომ დაამტკიცა 2020 წლის
სამოქმედო
გეგმა,
რომელშიც
სხვა
მნიშვნელოვან
საქმიანობასთან
ერთად
გათვალისწინებულია შემდეგი საქმიანობები:
o
ადგილობრივ დამკვირვებელ ორგანიზაციებთან ეთიკის
(ქცევის) კოდექსის გაფორმება;
o
საარჩევნო
სუბიექტებისთვის
„ეთიკის
პრინციპების“
დოკუმენტის შემუშავება;
o
სამუშაო შეხვედრის გამართვა არჩევნებში ძალადობისა
და სიძულვილის ენისგან თავისუფალი არჩევნების შესახებ;
დავალება შესრულებულია ნაწილობრივ
საკომიტეტო განხილვების შედეგად კომიტეტმა მიიჩნია, რომ გაცემული დავალებების
დიდი ნაწილი შესრულებულია, ნაწილი დავალებებისა შესრულების პროცესშია, თუმცა
გარკვეული დავალებების სრულად შესრულება ვერ მოხერხდა.
ამდენად
მნიშვნელოვანია,
რომ
იმ
პასუხისმგებელმა
უწყებებმა,
რომლებმაც
საანგარიშო პერიოდში ვერ უზრუნველყვეს „2018 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა
და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს სახალხო დამცველის
ანგარიშის თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 20 სექტემბრის N5003-Iს
დადგენილებით
გათვალისწინებული
დავალებების
სრულყოფილად
შესრულება,
განახორციელონ ყველა შესაძლო ღონისძიება აღნიშნული დავალებების შესასრულებლად.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
სოფიო კილაძე