„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია
- „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია კონვენცია
- „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-15
ბიუროს ნომერი 23
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48,
31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. 38-ე მუხლის „ი2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ი2)
სამედიაციო
მორიგების
უზრუნველყოფის
ღონისძიების
გამოყენების
შესახებ
განცხადებაზე, სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საერთაშორისო
სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე;“.
2. 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა7“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა7) სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საერთაშორისო
სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე − 150 ლარს;“.
3. 272-ე მუხლის „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ1) შედგენილ იქნა სამედიაციო მორიგება; ასევე, სასამართლოში მხარის მიერ წარდგენილია
საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომლითაც მხარე ამტკიცებს, რომ სადავო საკითხი უკვე
გადაწყვეტილია ამ საერთაშორისო სამედიაციო მორიგების საფუძველზე.“.
4. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის XLIV16 თავი:
„თავი XLIV16
„მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე”
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2019 წლის 7 აგვისტოს კონვენციის შესაბამისად დადებული
საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობა და აღსრულება
მუხლი 36342. ტერმინთა განმარტება
1. ამ თავში გამოყენებულ ტერმინებს, ამავე თავის მიზნებისათვის, აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) კონვენცია - „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო
შეთანხმებების თაობაზე” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2019 წლის 7 აგვისტოს კონვენცია;
ბ) საერთაშორისო მედიაცია − პროცესი, მისი დასახელების მიუხედავად, რომელსაც ადგილი
ჰქონდა საქართველოს ფარგლებს გარეთ და რომლის საშუალებითაც ორი ან რამდენიმე მხარე უცხო
ქვეყნის მედიატორის დახმარებით ცდილობს დავის ურთიერთშეთანხმებით დასრულებას;
გ) საერთაშორისო სამედიაციო მორიგება - კომერციული დავის მოგვარების მიზნით
მიღწეული
წერილობითი
შეთანხმება,
რომელიც,
კონვენციის
შესაბამისად,
წარმოადგენს
საერთაშორისო ხასიათის შეთანხმებას.
2. იმ საკითხების მიმართ, რომლებიც არ არის მოწესრიგებული ამ თავით და „მედიაციის
შესახებ“ საქართველოს კანონის 131 და 132 მუხლებით, გამოიყენება კონვენციის დებულებები.
მუხლი 36343. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობა და აღსრულება
1. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობასა და აღსრულებაზე უფლებამოსილ
სასამართლოს წარმოადგენს საქართველოს უზენაესი სასამართლო.
2. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით
სასამართლოს განცხადებით შეიძლება მიმართოს საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ერთერთმა ან ორივე მხარემ, ასევე, მედიატორმა, რომელიც მონაწილეობდა ცნობისა და აღსრულებისთვის
წარდგენილი საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მიღწევაში.
3. მხარემ, რომელიც შუამდგომლობს ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
სამედიაციო მორიგების ცნობასა და აღსრულებაზე, სასამართლოს უნდა წარუდგინოს:
ა) სამედიაციო მორიგების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი, აგრეთვე ქართულ
ენაზე ამ დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული თარგმანი;
ბ) მედიაციის თაობაზე შეთანხმების დედანი ან მისი სათანადოდ დამოწმებული ასლი,
აგრეთვე ქართულ ენაზე ამ დოკუმენტის სათანადოდ დამოწმებული თარგმანი;
გ) მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ ამ მუხლით განსაზღვრული სამედიაციო მორიგება
მიღწეულ იქნა საერთაშორისო მედიაციის შედეგად, კერძოდ:
გ.ა) საერთაშორისო მედიაციის წარმმართველი მედიატორის ხელმოწერა საერთაშორისო
სამედიაციო მორიგებაზე;
გ.ბ) საერთაშორისო მედიაციის წარმმართველი მედიატორის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი
იმის მითითებით, რომ განხორციელდა საერთაშორისო მედიაცია;
გ.გ) იმ დაწესებულების მიერ გაცემული დასტური, რომელიც ადმინისტრირებას უწევდა
საერთაშორისო მედიაციას; ან
გ.დ)
ამ
ნაწილის
„გ.ა“-„გ.გ“
ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული
მტკიცებულებების
არარსებობისას – სასამართლოსთვის მისაღები ნებისმიერი სხვა მტკიცებულება.
4.
სასამართლო
უფლებამოსილია,
საერთაშორისო
სამედიაციო
მორიგების
მხარეებს
დამატებით მოსთხოვოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელსაც ის საჭიროდ მიიჩნევს ამ კოდექსისა
და კონვენციის მოთხოვნათა შესრულების შემოწმების მიზნით.
5. თუ დავა წარმოიშობა იმ საკითხთან მიმართებით, რომელიც, მხარის მტკიცებით, უკვე
გადაწყვეტილია საერთაშორისო სამედიაციო მორიგების საფუძველზე, მას უფლება აქვს, გამოიყენოს
ამგვარი მორიგება შესაბამისი საპროცესო კანონმდებლობისა და კონვენციით განსაზღვრული
პირობების შესაბამისად, იმის დასამტკიცებლად, რომ აღნიშნული საკითხი უკვე გადაწყვეტილია.
მუხლი
36344.
გადაწყვეტილება
საერთაშორისო
სამედიაციო
მორიგების
ცნობასა
და
აღსრულებაზე
1. სასამართლო ამ კოდექსის 36343 მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად წარდგენილი
დოკუმენტაციის სისრულეს ამოწმებს მისთვის განცხადებით მიმართვიდან 5 დღის ვადაში.
სასამართლო მიუთითებს განმცხადებელს იმ ხარვეზის შესახებ, რომლის აღმოფხვრაც აუცილებელია
წარდგენილი
დოკუმენტაციის
სისრულისთვის
და
განუსაზღვრავს
გონივრულ
ვადას მის
აღმოსაფხვრელად. ამ ვადის განმავლობაში ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში სასამართლო
განუხილველად დატოვებს განცხადებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის განმავლობაში ხარვეზის
დაუდგენლობის შემთხვევაში განცხადება წარმოებაში მიღებულად ითვლება.
3. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების თაობაზე მხარის
განცხადება მისი წარმოებაში მიღებიდან 5 დღის ვადაში ეგზავნება იმ მხარეს, რომელსაც მიემართება
შუამდგომლობა. აღნიშნული მხარე უფლებამოსილია, შეტყობინების მიღებიდან 5 დღის ვადაში
წარადგინოს ამ კოდექსის 36345 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
განცხადება.
4. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული
საკითხები განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე, ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული
მხარის მიერ შესაბამისი განცხადების წარდგენიდან ან საამისოდ განსაზღვრული ვადის უშედეგოდ
გასვლიდან 30 დღის ვადაში. სასამართლოს შეუძლია ამავე ვადაში განიხილოს საქმე ზეპირი
მოსმენით, თუ ეს ხელს უწყობს საქმის გარემოებათა გამორკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში
მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ
დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
5. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულებაზე სასამართლოს
გადაწყვეტილება
მიიღება
განჩინების
ფორმით.
განჩინებასთან
ერთად
მხარეს
გადაეცემა
სააღსრულებო ფურცელი.
6. განჩინება საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების თაობაზე
საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
7.
საერთაშორისო სამედიაციო მორიგების აღსრულება ხორციელდება „სააღსრულებო
წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 36345. საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობასა და აღსრულებაზე უარის თქმა
1. სასამართლოს უფლება აქვს უარი განაცხადოს საერთაშორისო სამედიაციო მორიგების
ცნობასა და აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე თუ:
ა) მხარე, რომლის წინააღმდეგაც მიმართულია შუამდგომლობა, სასამართლოს განცხადებით
მიმართავს და დაამტკიცებს, რომ:
ა.ა) საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარე შეზღუდულქმედუნარიანი ან მხარდაჭერის
მიმღები იყო;
ა.ბ) საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომელთან დაკავშირებითაც მოითხოვება ცნობა და
აღსრულება, იმ სამართლებრივი ნორმების მიხედვით, რომლებზედაც მხარეებმა საერთაშორისო
სამედიაციო მორიგებაში მიუთითეს, ხოლო ასეთი მითითების არარსებობისას – იმ ქვეყნის
კანონმდებლობის თანახმად, რომელიც შესაბამისად მიიჩნია შუამდგომლობის განმხილველმა
სასამართლომ, ბათილი ან ძალადაკარგულია, ან მისი შესრულება შეუძლებელია;
ა.გ) საერთაშორისო სამედიაციო მორიგება არ არის შესასრულებლად სავალდებულო, ან, მისი
პირობების თანახმად, არ არის საბოლოო, ან შემდგომში არსებითად შეიცვალა მისი შინაარსი;
ა.დ)
საერთაშორისო
სამედიაციო
მორიგებით
გათვალისწინებული
ვალდებულებები
შესრულებულია, ან ისინი არ არის მკაფიო ან გასაგები;
ა.ე) შუამდგომლობაში აღძრული მოთხოვნის დაკმაყოფილება საერთაშორისო სამედიაციო
მორიგების პირობების საწინააღმდეგო იქნება;
ა.ვ) საერთაშორისო მედიაციის წარმმართველმა მედიატორმა უხეშად დაარღვია
მედიატორის/მედიაციის მიმართ დადგენილი სტანდარტები, რადგან ასეთი დარღვევის გარეშე ეს
მხარე არ გააფორმებდა საერთაშორისო სამედიაციო მორიგებას;
ა.ვ) საერთაშორისო მედიაციის წარმმართველმა მედიატორმა მხარეებს არ გაუმჟღავნა ის
გარემოებები,
რომლებიც
მედიატორის
მიუკერძოებლობის
ან
დამოუკიდებლობის
მიმართ
დასაბუთებული ეჭვის საფუძველს იძლევა და ასეთმა გაუმჟღავნებლობამ არსებითად იმოქმედა ან
არასათანადო ზეგავლენა მოახდინა ერთ-ერთ მხარეზე, რადგან ასეთი გაუმჟღავნებლობის გარეშე ეს
მხარე არ გააფორმებდა საერთაშორისო სამედიაციო მორიგებას;
ბ) სასამართლო დაადგენს, რომ:
ბ.ა) შუამდგომლობაში აღძრული მოთხოვნის დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება საქართველოში
არსებულ საჯარო წესრიგის;
ბ.ბ) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, დავა არ შეიძლება იყოს მედიაციის გზით
განხილვის საგანი.
2. თუ სასამართლოში, არბიტრაჟში ან სხვა ნებისმიერ კომპეტენტურ ორგანოში წარდგენილ
იქნა საერთაშორისო სამედიაციო მორიგებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა ან მოთხოვნა,
რომელმაც შეიძლება გავლენა იქონიოს საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და
აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, შუამდგომლობის განმხილველ
სასამართლოს უფლება აქვს, თუ იგი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს, გადადოს ამ გადაწყვეტილების
გამოტანა, რაც დამოკიდებული იქნება მეორე მხარის მიერ შესაბამისი უზრუნველყოფის
წარმოდგენაზე.“.
მუხლი 2. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება მის ძალაში შესვლამდე მიღწეულ იმ
საერთაშორისო სამედიაციო მორიგებებზეც, რომლებიც აღსასრულებლად წარმოდგენილია ამ
კანონისა და „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის
კონვენცია
„მედიაციის
შედეგად
მიღწეული
მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე” (ე.წ. სინგაპურის კონვენცია „მედიაციის
შესახებ“) (შემდგომ - კონვენცია) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის
N73/198 რეზოლუციით 2018 წლის 20 დეკემბერს დამტკიცდა.
საქართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია კონვენციაზე ხელმოწერა და მისი სავალდებულოდ
აღიარება, რამდენადაც, კონვენციის მიზნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ის ხელს შეუწყობს
საქართველოში მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის გაფართოებას
და განვითარებას. ამასთან, საქართველო გახდება მორიგების შეთანხმებების გამოყენებისა და
აღსრულების თაობაზე უნიფიცირებული საერთაშორისო ინსტრუმენტის მონაწილე.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც კონვენციას შეუერთდა. კერძოდ,
კონვენცია ხელმოსაწერად გაიხსნა 2019 წლის 7 აგვისტოს სინგაპურში. სწორედ 2019 წლის 7
აგვისტოს, კონვენციის ხელმოწერის ცერემონიალზე, სხვა 46 სახელმწიფოს წარმომადგენლებთან
ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საქართველოს სახელით ხელი მოაწერა კონვენციას.
კონვენციაზე ხელმოწერით ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა იმ მიზნისაკენ, რომელიც
რეგიონში საქართველოს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების ცენტრად, საარბიტრაჟო
და სამედიაციო ჰაბად ჩამოყალიბებას გულისხმობს.
ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ 2019 წლის 7 აგვისტოს ხელმოწერის ცერემონიალზე
საქართველოსთან ერთად კონვენციას ხელი მოაწერა გაერო-ს 40-ზე მეტმა ქვეყანამ, რომელთა
შორისაა სინგაპური, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, ირანი, თურქეთი, უკრაინა,
ბელარუსი, ყაზახეთი, მალაიზია, ავღანეთი, ჩილე, პარაგვაი, ფილიპინები, ყატარი, სამხრეთ კორეა,
საუდის არაბეთი, სერბეთი. დღეისათვის კონვეცია ხელმოწერილია 53 სახელმწიფოს მიერ. ამასთან,
მოცემულ ეტაპზე კონვენცია რატიფიცირებულია სინგაპურის, საუდის არაბეთის, კატარის,
ბელარუსიის, ეკვადორისა და ფიჯის მიერ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ კონვენციის ხელმოწერის შემდეგ დაიწყო
მოსამზადებელი სამუშაოები საქართველოს პარლამენტის მიერ მისი რატიფიცირების მიზნით.
ამასთან, კონვენციის რატიფიცირების პარალელურად, საჭიროა მის დებულებებთან საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა.
აქვე უნდა ითქვას, რომ საკუთრივ კონვენცია ძალაში შევიდა 2020 წლის 12 სექტემბერიდან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-9
პუნქტით დადგენილია, რომ დაუშვებელია პარლამენტში ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების ან
შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვა, რომელიც იწვევს ცვლილებას საქართველოს
კანონმდებლობაში, თუ მას თან არ ახლავს კანონპროექტი შესაბამის საკანონმდებლო აქტში
ცვლილების შეტანის შესახებ. ამ დანაწესის შესაბამისად, კონვენციის სავალდებულოდ აღიარება, რაც
უნდა განხორციელდეს საქართველოს პარლამენტის მიერ მისი რატიფიცირების გზით, მოითხოვს
სათანადო საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებას საქართველოს კანონმდებლობაში,
კერძოდ, „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში, აგრეთვე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის,
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონების
ცალკეულ ნორმებში. წინამდებარე კანონპროექტი ითვალისწინებს ცვლილებებს საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში.
„მედიაციის შესახებ“ საქართველოს მოქმედი კანონი, ისევე, როგორც საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსი, ითვალისწინებს მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების
(სამედიაციო მორიგება) აღსრულების მექანიზმებს, თუმცა, არ მოიცავს მედიაციის შედეგად
მიღწეული საერთაშორისო შეთანხმებების აღსრულებას, რაზეც აპელირებს კონვენცია. ამდენად,
საკანონმდებლო
ცვლილებების
განხორციელების
შემდეგ
კანონმდებლობაში
გაჩნდება
„საერთაშორისო სამედიაციო მორიგების“ ცნება და მისი ცნობისა და აღსრულების პროცედურა და
წესები, აგრეთვე იმ გარემოებათა ჩამონათვალი, რომელთა არსებობის პირობებშიც სასამართლო
უფლებამოსილია, უარი თქვას საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობასა და აღსრულებაზე.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე”
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის დებულებების საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსში ასახვით, ერთი მხრივ, შესრულდება კონვენციის სავალდებულოდ
აღიარებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი პირობა შესაბამისი საკანონმდებლო
ცვლილებების წარდგენის აუცილებლობის თაობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ამ ცვლილებების
განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში მედიაციის, როგორც დავების მოგვარების
ალტერნატიული მექანიზმის განვითარებას, უზრუნვეყოფს რა საქართველოს საკანონმდებლო
სიბრტყეში საერთაშორისო სამდიაციო მორიგების აღსრულების შესაძლებლობას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანოპროექტით საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსს ემატება ახალი XLIV16 თავი „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე”
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 2019 წლის 7 აგვისტოს კონვენციის შესაბამისად დადებული
საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობა და აღსრულება“, რომელიც, ძირითადად, კონვენციით
გათვალისწინებული
„საერთაშორისო
სამედიაციო
მორიგების“
ცნების
განსაზღვრას
და
საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების კონვენციით დადგენილი წესრიგის
საქართველოს კანონმდებლობაში ასახვის მიზანს ემსახურება.
ახლადდამატებული თავის პირველივე მუხლი (მუხ. 36342) განსაზღვრავს ტერმინთა
განმარტებას. ამ მიზნით, აღნიშულ მუხლში მოცემულია „კონვენციის“, „საერთაშორისო მედიაციისა“
და „საერთაშორისო სამედიაციო მორიგების“ განმარტებები.
კოდექსის 36343 მუხლი ადგენს საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და
აღსრულების ძირითად წესებს. ამავე მუხლით დადგენილია, რომ საერთაშორისო სამედიაციო
მორიგების ცნობასა და აღსრულებაზე უფლებამოსილ სასამართლოს წარმოადგენს საქართველოს
უზენაესი სასამართლო. აქვე მოცემულია იმ დოკუმენტაციის ჩამონათვალი, რომელიც სასამართლოს
უნდა წარუდგინოს სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების მიზნით. ამასთან, სასამართლო
უფლებამოსილი იქნება, საერთაშორისო სამედიაციო მორიგების მხარეებისგან დამატებით
მოითხოვოს ნებისმიერი სხვა დოკუმენტი, რომელსაც ის საჭიროდ მიიჩნევს სამოქალაქო საპროცესო
კოდექსისა და კონვენციის მოთხოვნათა შესრულების შემოწმების მიზნით.
ცვლილებების თანახმად, თუ დავა წარმოიშობა იმ საკითხთან მიმართებით, რომელიც, მხარის
მტკიცებით, უკვე გადაწყვეტილია საერთაშორისო სამედიაციო მორიგების საფუძველზე, მას უფლება
აქვს, გამოიყენოს ამგვარი მორიგება შესაბამისი საპროცესო კანონმდებლობისა და კონვენციით
განსაზღვრული პირობების შესაბამისად, იმის დასამტკიცებლად, რომ აღნიშნული საკითხი უკვე
გადაწყვეტილია.
კოდექსის 36344 მუხლი ადგენს საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და
აღსრულების მიზნით სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების წესს. ამავე მუხლის
შესაბამისად, საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობასა და აღსრულებასთან დაკავშირებული
საკითხები განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სასამართლოს შეუძლია დაადგინოს ზეპირი
განხილვა, თუ ეს ხელს უწყობს საქმის გარემოებათა გამორკვევას. ზეპირი განხილვის შემთხვევაში
მხარეებს ეცნობებათ სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ
დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.
36344 მუხლით აგრეთვე დადგენილია, რომ საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობასა და
აღსრულებაზე სასამართლოს გადაწყვეტილება მიიღება განჩინების ფორმით. მხარეს განჩინებასთან
ერთად გადაეცემა სააღსრულებო ფურცელი. ამასთან, განჩინება საერთაშორისო სამედიაციო
მორიგების ცნობისა და აღსრულების თაობაზე საბოლოოა და არ გასაჩივრდება. რაც შეეხება
გადაწყვეტილების აღსრულებას, ამასთან დაკავშირებით აღნიშნული მუხლი ადგენს, რომ
საერთაშორისო სამედიაციო მორიგების აღსრულება ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
კოდექსის 36345 მუხლში მოცემულია იმ გარემოებათა ჩამონათვალი, რომელთა არსებობის
პირობებშიც სასამართლო უფლებამოსილია, უარი თქვას საერთაშორისო სამედიაციო მორიგების
ცნობასა და აღსრულებაზე. აქვე აღნიშნულია, რომ თუ სასამართლოში, არბიტრაჟში ან სხვა ნებისმიერ
კომპეტენტურ
ორგანოში
წარდგენილ
იქნა
საერთაშორისო
სამედიაციო
მორიგებასთან
დაკავშირებული შუამდგომლობა ან მოთხოვნა, რომლმაც შეიძლება გავლენა იქონიოს ცნობისა და
აღსრულების თაობაზე შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, შუამდგომლობის განმხილველ
სასამართლოს უფლება აქვს, თუ იგი ამას მიზანშეწონილად მიიჩნევს, გადადოს ამ გადაწყვეტილების
გამოტანა, რაც დამოკიდებული იქნება მეორე მხარის მიერ შესაბამისი უზრუნველყოფის
წარმოდგენაზე.
კანონპროექტით საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 272-ე მუხლის „დ1“ ქვეპუნქტი
ყალიბდება ახალი რედაქციით, რომლითაც განისაზღვრება, რომ გარდა სამედიაციო მორიგებისა,
სასამართლოში საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძველია აგრეთვე მხარის მიერ წარდგენილი
საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომლითაც იგი ამტკიცებს, რომ სადავო საკითხი უკვე
გადაწყვეტილია ამ საერთაშორისო სამედიაციო მორიგების საფუძველზე.
კოდექსის 38-ე და 39-ე მუხლებში შედის ცვლილება, რომლითაც წესდება სახელმწიფო ბაჟი
საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე და
განისაზღვრება მისი ოდენობა.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო
გეგმასთან,
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის
მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. კანონის მოქმედება ვრცელდება
მის ძალაში შესვლამდე მიღწეულ იმ საერთაშორისო სამედიაციო მორიგებებზეც, რომლებიც
აღსასრულებლად წარმოდგენილია ამ კანონისა და „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
ვინაიდან საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ სასამართლოში
შეტანილ განცხადებაზე წესდება სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და
მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
დაინტერესებული მხარის მიერ საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და
აღსრულების შესახებ განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 150 ლარს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი
ითვალისწინებს
საერთაშორისო
სამედიაციო
მორიგების
ცნობისა
და
აღსრულების შესახებ განცხადებაზე სახელმწიფო ბაჟის დადგენას 150 ლარის ოდენობით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიზანია „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ
საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე” გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის
მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის უზრუნველყოფა.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს იუსტიციის
უმაღლეს საბჭოსთან და საერთო სასამართლოებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.