„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია
- „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია კონვენცია
- „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-15
ბიუროს ნომერი 23
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის (პარლამენტის უწყებანი, №1920, 30.05.1998, გვ. 37) მე-4 მუხლის პირველი პუნქტის „ა6“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ა6) სამედიაციო მორიგების აღსრულების შესახებ განცხადებაზე, აგრეთვე საერთაშორისო
სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე - 150 ლარს;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონში“ ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „მედიაციის შედეგად მიღწეული
მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე” (ე.წ. სინგაპურის კონვენცია
„მედიაციის შესახებ“) (შემდგომ - კონვენცია) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური
ასამბლეის N73/198 რეზოლუციით 2018 წლის 20 დეკემბერს დამტკიცდა.
საქართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია კონვენციაზე ხელმოწერა და მისი სავალდებულოდ
აღიარება, რამდენადაც, კონვენციის მიზნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ის ხელს შეუწყობს
საქართველოში მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის
გაფართოებას და განვითარებას. ამასთან, საქართველო გახდება მორიგების შეთანხმებების
გამოყენებისა და აღსრულების თაობაზე უნიფიცირებული საერთაშორისო ინსტრუმენტის
მონაწილე.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც კონვენციას შეუერთდა. კერძოდ,
კონვენცია ხელმოსაწერად გაიხსნა 2019 წლის 7 აგვისტოს სინგაპურში. სწორედ 2019 წლის 7
აგვისტოს, კონვენციის ხელმოწერის ცერემონიალზე, სხვა 46 სახელმწიფოს წარმომადგენლებთან
ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საქართველოს სახელით ხელი მოაწერა კონვენციას.
კონვენციაზე ხელმოწერით ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა იმ მიზნისაკენ, რომელიც
რეგიონში
საქართველოს
დავის
ალტერნატიული
გადაწყვეტის
მექანიზმების
ცენტრად,
საარბიტრაჟო და სამედიაციო ჰაბად ჩამოყალიბებას გულისხმობს.
ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ 2019 წლის 7 აგვისტოს ხელმოწერის ცერემონიალზე
საქართველოსთან ერთად კონვენციას ხელი მოაწერა გაერო-ს 40-ზე მეტმა ქვეყანამ, რომელთა
შორისაა სინგაპური, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, ირანი, თურქეთი,
უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, მალაიზია, ავღანეთი, ჩილე, პარაგვაი, ფილიპინები, ყატარი,
სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი, სერბეთი. დღეისათვის კონვეცია ხელმოწერილია 53
სახელმწიფოს მიერ. ამასთან, მოცემულ ეტაპზე კონვენცია რატიფიცირებულია სინგაპურის,
საუდის არაბეთის, კატარის, ბელარუსიის, ეკვადორისა და ფიჯის მიერ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ კონვენციის ხელმოწერის შემდეგ დაიწყო
მოსამზადებელი სამუშაოები საქართველოს პარლამენტის მიერ მისი რატიფიცირების მიზნით.
ამასთან, კონვენციის რატიფიცირების პარალელურად, საჭიროა მის დებულებებთან საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა.
აქვე უნდა ითქვას, რომ საკუთრივ კონვენცია ძალაში შევიდა 2020 წლის 12 სექტემბერიდან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-9
პუნქტით დადგენილია, რომ დაუშვებელია პარლამენტში ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების
ან შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვა, რომელიც იწვევს ცვლილებას საქართველოს
კანონმდებლობაში, თუ მას თან არ ახლავს კანონპროექტი შესაბამის საკანონმდებლო აქტში
ცვლილების შეტანის შესახებ. ამ დანაწესის შესაბამისად, კონვენციის სავალდებულოდ აღიარება,
რაც უნდა განხორციელდეს საქართველოს პარლამენტის მიერ მისი რატიფიცირების გზით,
მოითხოვს
სათანადო
საკანონმდებლო
ცვლილებების
განხორციელებას
საქართველოს
კანონმდებლობაში, კერძოდ, „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში, აგრეთვე სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
საქართველოს კანონების ცალკეულ ნორმებში. წინამდებარე კანონპროექტი ითვალისწინებს
ცვლილებებს „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონის მიღებით „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში შესატან ცვლილებებთან, რომელიც
საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების მოთხოვნით სასამართლოსთვის
განცხადებით მიმართვისას სახელმწიფო ბაჟის დაწესებას ითვალისწინებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლის პირველი
პუნქტის „ა6“ ქვეპუნქტი ყალიბდება ახალი რედაქციით და საერთაშორისო სამედიაციო მორიგების
ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე განისაზღვრება სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის
ოდენობით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე,
ვინაიდან საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე
წესდება სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის
ცვლილებებს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
დაინტერესებული მხარის მიერ საერთაშორისო სამედიაციო მორიგების ცნობისა და
აღსრულების შესახებ განცხადებაზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს 150
ლარს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის დადგენას საერთაშორისო სამედიაციო
მორიგების ცნობისა და აღსრულების შესახებ განცხადებაზე 150 ლარის ოდენობით.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიზანია „მედიაციის შედეგად მიღწეული
მორიგების
შესახებ
საერთაშორისო
შეთანხმებების
თაობაზე”
გაერთიანებული
ერების
ორგანიზაციის კონვენციის მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის
უზრუნველყოფა.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს იუსტიციის
უმაღლეს საბჭოსთან და საერთო სასამართლოებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.