„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია
- „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია კონვენცია
- „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საგარეო ურთიერთობათა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-02-15
ბიუროს ნომერი 23
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №13(20), 1999 წელი, მუხ. 52) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ყ1“ ქვეპუნქტი:
„ყ1) საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომლის აღსასრულებლადაც გამოტანილია
სასამართლოს განჩინება და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი.“.
2. 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიმღები პირის
ხელმოწერითა და ბეჭდით, გარდა საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა, სამედიაციო მორიგებისა და
საერთაშორისო სამედიაციო მორიგებისა, როდესაც სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული
უნდა იქნეს სააღსრულებო ფურცლის გამცემი სასამართლოს მიერ.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია „მედიაციის შედეგად მიღწეული
მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე” (ე.წ. სინგაპურის კონვენცია
„მედიაციის შესახებ“) (შემდგომ - კონვენცია) გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური
ასამბლეის N73/198 რეზოლუციით 2018 წლის 20 დეკემბერს დამტკიცდა.
საქართველომ მიზანშეწონილად მიიჩნია კონვენციაზე ხელმოწერა და მისი სავალდებულოდ
აღიარება, რამდენადაც, კონვენციის მიზნებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, ის ხელს შეუწყობს
საქართველოში მედიაციის, როგორც დავების მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის
გაფართოებას და განვითარებას. ამასთან, საქართველო გახდება მორიგების შეთანხმებების
გამოყენებისა და აღსრულების თაობაზე უნიფიცირებული საერთაშორისო ინსტრუმენტის
მონაწილე.
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც კონვენციას შეუერთდა. კერძოდ,
კონვენცია ხელმოსაწერად გაიხსნა 2019 წლის 7 აგვისტოს სინგაპურში. სწორედ 2019 წლის 7
აგვისტოს, კონვენციის ხელმოწერის ცერემონიალზე, სხვა 46 სახელმწიფოს წარმომადგენლებთან
ერთად, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა საქართველოს სახელით ხელი მოაწერა კონვენციას.
კონვენციაზე ხელმოწერით ქვეყანამ კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა იმ მიზნისაკენ, რომელიც
რეგიონში საქართველოს დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმების ცენტრად,
საარბიტრაჟო და სამედიაციო ჰაბად ჩამოყალიბებას გულისხმობს.
ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ 2019 წლის 7 აგვისტოს ხელმოწერის ცერემონიალზე
საქართველოსთან ერთად კონვენციას ხელი მოაწერა გაერო-ს 40-ზე მეტმა ქვეყანამ, რომელთა
შორისაა სინგაპური, ჩინეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, ისრაელი, ირანი, თურქეთი,
უკრაინა, ბელარუსი, ყაზახეთი, მალაიზია, ავღანეთი, ჩილე, პარაგვაი, ფილიპინები, ყატარი,
სამხრეთ კორეა, საუდის არაბეთი, სერბეთი. დღეისათვის კონვეცია ხელმოწერილია 53
სახელმწიფოს მიერ. ამასთან, მოცემულ ეტაპზე კონვენცია რატიფიცირებულია სინგაპურის,
საუდის არაბეთის, კატარის, ბელარუსიის, ეკვადორისა და ფიჯის მიერ.
საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ კონვენციის ხელმოწერის შემდეგ დაიწყო
მოსამზადებელი სამუშაოები საქართველოს პარლამენტის მიერ მისი რატიფიცირების მიზნით.
ამასთან, კონვენციის რატიფიცირების პარალელურად, საჭიროა მის დებულებებთან საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისობაში მოყვანა.
აქვე უნდა ითქვას, რომ საკუთრივ კონვენცია ძალაში შევიდა 2020 წლის 12 სექტემბერიდან.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-9
პუნქტით დადგენილია, რომ დაუშვებელია პარლამენტში ისეთი საერთაშორისო ხელშეკრულების
ან შეთანხმების რატიფიცირების საკითხის განხილვა, რომელიც იწვევს ცვლილებას საქართველოს
კანონმდებლობაში, თუ მას თან არ ახლავს კანონპროექტი შესაბამის საკანონმდებლო აქტში
ცვლილების შეტანის შესახებ. ამ დანაწესის შესაბამისად, კონვენციის სავალდებულოდ აღიარება,
რაც უნდა განხორციელდეს საქართველოს პარლამენტის მიერ მისი რატიფიცირების გზით,
მოითხოვს
სათანადო
საკანონმდებლო
ცვლილებების
განხორციელებას
საქართველოს
კანონმდებლობაში, კერძოდ, „მედიაციის შესახებ“ საქართველოს კანონში, აგრეთვე სამოქალაქო
საპროცესო კოდექსის, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
საქართველოს კანონების ცალკეულ ნორმებში. წინამდებარე კანონპროექტი ითვალისწინებს
ცვლილებებს „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში.
საქართველოს
სამოქალაქო
საპროცესო
კოდექსში
შესატანი
ცვლილების
პროექტით
განსაზღვრულია, რომ საერთაშორისო სამედიაციო მორიგების აღსრულებაზე სასამართლოს
განჩინებასთან ერთად მხარეს გადაეცემა სააღსრულებო ფურცელი, საერთაშორისო სამედიაციო
მორიგების აღსრულება კი ხორციელდება „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად. აქედან გამომდინარე, საჭიროა შესაბამისი ცვლილების განხორციელება
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში და საერთაშორისო სამედიაციო
მორიგების ასახვა აღსრულების ქვემდებარე აქტების ჩამონათვალში.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
„მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე”
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენციის დებულებების „მედიაციის შესახებ“
საქართველოს კანონში ასახვით, ერთი მხრივ, შესრულდება კონვენციის სავალდებულოდ
აღიარებისთვის
საქართველოს
კანონმდებლობით
დადგენილი
პირობა
შესაბამისი
საკანონმდებლო ცვლილებების წარდგენის აუცილებლობის თაობაზე, ხოლო, მეორე მხრივ, ამ
ცვლილებების განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოში მედიაციის, როგორც დავების
მოგვარების ალტერნატიული მექანიზმის განვითარებას, უზრუნვეყოფს რა საქართველოს
საკანონმდებლო სიბრტყეში საერთაშორისო სამდიაციო მორიგების აღსრულების შესაძლებლობას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლს,
რომლითაც განსაზღვრულია აღსრულების ქვემდებარე აქტების ჩამონათვალი, „ყ“ ქვეპუნქტის
სახით ემატება საერთაშორისო სამედიაციო მორიგება, რომლის აღსასრულებლადაც გამოტანილია
სასამართლოს განჩინება და გაცემულია სააღსრულებო ფურცელი. გარდა ამისა, ახალი რედაქციით
ყალიბდება 21-ე მუხლის მე-4 პუნქტი, რომელშიც მიეთითება, რომ სააღსრულებო ფურცელი
დამოწმებული უნდა იქნეს გადაწყვეტილების მიმღები პირის ხელმოწერითა და ბეჭდით, გარდა
საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა, სამედიაციო მორიგებისა და საერთაშორისო სამედიაციო
მორიგებისა, როდესაც სააღსრულებო ფურცელი დამოწმებული უნდა იქნეს სააღსრულებო
ფურცლის გამცემი სასამართლოს მიერ.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო
გეგმასთან,
ასეთის
არსებობის
შემთხვევაში
(საქართველოს
მთავრობის
მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა მოთხოვნილი არ არის.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვითი ნაწილის ცვლილებებს.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა
და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ
ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიზანია „მედიაციის შედეგად მიღწეული
მორიგების შესახებ საერთაშორისო შეთანხმებების თაობაზე” გაერთიანებული ერების
ორგანიზაციის კონვენციის მოთხოვნებთან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობის
უზრუნველყოფა.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და
ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის
არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებისას კონსულტაციები იქნა გავლილი საქართველოს იუსტიციის
უმაღლეს საბჭოსთან და საერთო სასამართლოებთან.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის
მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.