საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში.
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში. (ეს პროექტი) ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2021-04-14
შენიშვნები ცნობად იქნა მიღებული 14/04/2021
📜 ტექსტი
წერილი
განათლების, მეცნიერებისა და
კულტურის კომიტეტი
2-1661/21
10-02-2021
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტის უფროსს,
ქალბატონ ეთერ სვიანაიძეს
ქალბატონო ეთერ,
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად,
გიგზავნით 2020 წელს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ გაწეული
საქმიანობის ანგარიშს.
გთხოვთ, მისცეთ მსვლელობა.
დანართი: 24 გვერდი
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
თეა წულუკიანი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
განათლების, მეცნიერებისა და კულლტურის
კომიტეტი
კომიტეტის 2020 წლის საქმიანობის ანგარიში
1
2021 წელი
საქმიანობის ზოგადი მიმოხილვა
2020 წლის საგაზაფხულო და საშემოდგომო სესიების განმავლობაში, განათლების,
მეცნიერებისა
და
კულტურის
კანონმდებლობით
დადგენილი
კომიტეტი,
საქართველოს
კომპეტენციის
კონსტიტუციისა
ფარგლებში,
მხარს
და
უჭერდა
საგანმანათლებლო და სამეცნიერო პოლიტიკის გატარებას, მათ შორის, ამ სფეროებში
ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებას.
კომიტეტი ამზადებდა და იხილავდა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის
სფეროსთან
დაკავშირებულ
კანონპროექტებს,
უზრუნველყოფდა
მეცნიერების
განვითარების მიზნით პარლამენტში შემოსული ინიციატივების დამუშავებას, მხარს
უჭერდა აღმასრულებელი ხელისუფლების მიერ კულტურული პროექტების
ეფექტიანად განხორციელებას.
კომიტეტის საქმიანობაში მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა იმგვარ აქტივობებს, რომელიც
ხელს უწყობდა COVID 19-ის გავრცელების პრევენციას, პანდემიის პირობებში
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროების მდგრადობის შენარჩუნებას,
ამასთანავე,
აღნიშნული
დარგების
ახალ
რეალობასთან
ადაპტირებას.
აქედან
გამომდინარე, კომიტეტმა მხარი დაუჭირა არაერთ საკანონმდებლო ინიციატივას,
რომელიც მიმართული იყო ხარისხიანი სწავლა-სწავლების პროცესის უწყვეტობის
შენარჩუნებისაკენ, დისტანციური მეთოდების დანერგვასა და პანდემიით გამოწვეული
ვითარების, შეძლებისდაგვარად, შემსუბუქებაზე.
კომიტეტი უზრუნველყოფდა განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში
პროექტების
განხორციელების
პროცესში
სამოქალაქო
საზოგადოების,
მედიის,
დარგობრივი, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების ჩართულობას.
კომიტეტი, უფლებამოსილების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
შესაბამისად და სახელმწიფო პრიორიტეტებიდან გამომდინარე, უზრუნველყოფდა:
კანონპროექტების შემუშავებასა და განხილვას;
საზედამხედველო
საქმიანობის
განხორციელებას
თემატური
მოკვლევების
ჩატარების გზით;
აღმასრულებელი
ხელისუფლების
შესაბამის
უწყებებზე
საპარლამენტო
კონტროლს;
საერთაშორისო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას;
საპარლამენტო საქმიანობის გამჭვირვალობასა და მასში საზოგადოების
ჩართულობას.
2
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, კომიტეტის საქმიანობა მიმართული იყო შემდეგი
მიზნების მიღწევისკენ:
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის სფეროებში მიმდინარე რეფორმების
ხელშეწყობა და მათში თანამონაწილეობა;
მაღალი ხარისხის სკოლამდელ, ზოგად, უმაღლეს და პროფესიულ განათლებაზე
ხელმისაწვდომობა;
COVID 19-ით გამოწვეულ პანდემიით შექმნილ მდგომარეობასთან განათლების,
მეცნიერებისა და კულტურის სფეროების ადაპტირება;
პანდემიის პირობებში, სასწავლო პროცესის ხარისხისა და უწყვეტობის
შენარჩუნება;
სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო
განათლების სწავლების ხარისხის გაუმჯობესება;
პროფესიული განათლების რეგიონის საჭიროებებსა და ბაზრის მოთხოვნებზე
მორგება;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მასწავლებელთა ანაზღაურების
ზრდა;
სკოლამდელი
აღზრდის
დაწესებულებების
აღმზრდელ-პედაგოგთა
ანაზღაურების ზრდა;
კულტურის მუშაკთა ანაზღაურების ზრდა;
უსაფრთხო სასკოლო გარემოს უზრუნველყოფა;
უმაღლესი
განათლების
ხარისხის
განვითარება
და
სისტემის
ინტერნაციონალიზაცია;
მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სისტემის მოდერნიზაცია;
კულტურულ ცხოვრებაში საზოგადოების ჩართულობა;
3
საკანონმდებლო საქმიანობა
2020 წელს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა ჩაატარა ოცდასამი
სხდომა.
კომიტეტმა
წამყვანის
სტატუსით
განიხილა
შვიდი
კანონპროექტი,
რომელთა
ინიციატორებიც იყვნენ:
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი - ერთი;
საქართველოს პარლამენტის წევრები - ერთი;
საქართველოს მთავრობა - ხუთი.
გარდა ამისა, სავალდებულო დასკვნა მომზადდა ექვს საკანონმდებლო ინიციატივასა და
რატიფიცირებისთვის წარმოდგენილ ორ საერთაშორისო ხელშეკრულებაზე.
საანგარიშო
პერიოდში,
კომიტეტმა
განიხილა
და
პარლამენტის
რეგლამენტის
შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღო ექვს საკანონმდებლო წინადადებასა და ერთ
პეტიციაზე.
კანონპროექტები, რომელზეც კომიტეტი
განისაზღვრა წამყვანად
1. საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/423; 27.11.2019).
წარმოდგენილი კანონით საქართველოს მთავრობა, 2021-2022 სასწავლო წლის ჩათვლით,
ადგენს უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამისათვის სახელმწიფო სასწავლო გრანტის
სრული და ნაწილობრივი ოდენობების მაქსიმალურ, საშუალო და მინიმალურ ზღვრებს.
2. საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/443; 03.02.2020).
ზოგადი განათლების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, საჯარო სკოლების
ავტორიზაციის ვადად განსაზღვრული იყო 2020-2021
4
სასწავლო წლის დასაწყისი,
აღნიშნული ცვლილებით ავტორიზაციის ვადა გახანგრძლივდა
2026-2027 სასწავლო
წლამდე. ეს ცვლილება კომპლექსური რეფორმით იქნა გამოწვეული, რომლის თანახმადაც
ავტორიზაცია უნდა გულისხმობდეს, არა მხოლოდ ინფრასტრუქტურული კომპონენტის
მოწესრიგებას, არამედ სკოლებში ხარისხის მართვის უზრუნველყოფას.
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
კანონის პროექტები: „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ და „უმაღლესი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/474;
27.05.2020).
განხორციელებული ცვლილებები ხელს შეუწყობს ავტორიზაციისა და აკრედიტაციის
საბჭოების
საქმიანობის
ეფექტიანობის
ზრდას.
კერძოდ,
უმაღლესი
საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭოებს,
ექნებათ უფლებამოსილება
ხელახალ ავტორიზაციაზე უარის თქმის შემთხვევაში,
მიმდინარე ავტორიზაციის ვადა გაზარდონ არაუგვიანეს მიმდინარე სასწავლო წლის
დასრულებამდე.
ავტორიზაციის გაუქმების შემთხვევაში, თუ გადაწყვეტილება ემთხვევა დაწყებულ
სემესტრს, საბჭოს უფლება ექნება გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლა
დაუკავშიროს მიმდინარე წლის დასრულებას.
ცვლილებები
სტუდენტებსა
და
მოსწავლეებს
აკადემიური
წლის
დასრულების
შესაძლებლობას მისცემს იმ დაწესებულებებში, რომელშიც ირიცხებიან. მანამდე არსებულ
რეალობაში, მიმდინარე სემესტრში სასწავლო დაწესებულების ცვლილება იწვევდა სწავლის
პროცესის ორგანიზების დარღვევას.
4. საქართველოს კანონის პროექტი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე (07-3/471; 16.06.2020)
წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, იმ აბიტურიენტებს, რომელთაც სურდათ 2020
წლის ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხულიყვნენ სახელოვნებო-შემოქმედებით,
ან
სასპორტო
საგანმანათლებლო
პროგრამის
განმახორციელებელ
უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებაში, შესაბამისი კონკურსის, ე.წ. შემოქმედებითი ტურის,
ერთიან ეროვნულ გამოცდებამდე გავლის წინაპირობა მოიხსნა.
ცვლილებამ,
პანდემიის
პირობებში,
უმაღლეს
საგანმანათლებლო
დაწესებულებებს
შესაძლებლობა მისცა აღნიშნული კონკურსები ჩაატარონ მათთვის უფრო მოსახერხებელ
პერიოდში.
5
5. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
კანონის
პროექტები:
„ზოგადი
განათლების,
„უმაღლესი
განათლების
შესახებ“,
„პროფესიული განათლების შესახებ“, „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/472; 15.05.2020).
2020 წლის დასაწყისში, ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების აღკვეთის მიზნით
საქართველოში გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, საგანმანათლებლო
პროცესის განხორციელება შეიზღუდა ყველა დაწესებულებაში, გარდა ზოგად და უმაღლეს
საგანმანათლებლო დაწესებულებებისა, რომლებსაც საშუალება მიეცათ სასწავლო პროცესი
განეხორციელებინათ დისტანციური სწავლების სხვადასხვა ფორმის გამოყენებით.
არსებული პრობლემის გადასაჭრელად და გამოწვევების სათანადოდ გასამკლავებლად,
აუცილებელი გახდა გაწერილიყო საკანონმდებლო საფუძველი ზოგადი და უმაღლესი
განათლების მიწოდების დისტანციური ფორმის დანერგვისათვის.
საკანონმდებლო ცვლილება განხორციელდა პროფესიული განათლების სფეროშიც, რათა
პანდემიის გახანგრძლივების შემთხვევაში, პროფესიული განათლების საფეხურზე მყოფი
პირები ხანგრძლივად არ აღმოჩენილიყვნენ სასწავლო პროცესის მიღმა, შესაბამისად
შეიქმნა ალტერნატიული მექანიზმი, რომელმაც ნაწილობრივ მაინც გახადა ხელმისაწვდომი
პროფესიული განათლება. დისტანციურად განხორციელდა
მხოლოდ ის პროგრამები,
რომლებშიც ნაკლებად იყო წარმოდგენილი პრაქტიკული კომპონენტი.
იმ მოცემულობის გათვალისწინებით, რომ „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი იყო უცხოეთში მიღებული განათლების აღიარებასთან
დაკავშირებული რეგულაციები, აუცილებელი გახდა გაჩენილიყო ჩანაწერი, რომლის
მიხედვითაც სახელმწიფო უცხოეთში დისტანციურ სწავლების ფორმით მიღებულ
განათლებას აღიარებდა.
6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე (07-2/482; 03.06.2020)
ახალი
კორონავირუსით
(COVID-19)
გამოწვეული
პანდემიის,
ასევე
ვირუსის
პრევენციისთვის საჭირო ქმედებებიდან გამომდინარე, განათლების სისტემა გადავიდა
დისტანციური სწავლების რეჟიმზე. მიუხედავად იმისა, რომ ონლაინ სწავლების პლატფორმა
წარმატებით ფუნქციონირებდა, ცხადი გახდა, რომ ოჯახთა გარკვეულ ნაწილს არ გააჩნდათ
შესაბამისი ტექნიკური საშუალებები და ინტერნეტთან წვდომა. ამასთან დაკავშირებით,
გაჩნდა „ტელესკოლის“ იდეა, რომელიც გადაიცემა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერით
და მოსწავლეებს დისტანციურ სწავლებაზე თანაბარი ხელმისაწვდომობის საშუალებას
6
აძლევს. კანონის მიღების შემდეგ, მაუწყებლის
მეორე არხი კი საგანმანათლებლო
პლატფორმად გადაკეთდა, სახელწოდებით „პირველი არხი განათლება“.
7. განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ზოგადი
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე (N07-3/489;
09.09.2020)
კანონი სავალდებულოს ხდის სკოლებში სამედიცინო პუნქტების არსებობას, ცვლილებით
უზრუნველყოფილი გახდება სკოლის ტერიტორიაზე მოსწავლეთა ჯანმრთელობის დაცვისა
და სრულყოფილი განვითარებისათვის საჭირო სამედიცინო, მათ შორის, ფსიქოლოგიური
დახმარების და კვების პუნქტების არსებობა.
კანონპროექტები, რომელზეც კომიტეტი
განისაზღვრა სავალდებულოდ
1. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა
უფლებების შესახებ“, „ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს
მთავრობის
სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „პატიმრობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პოლიციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროფესიული
განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო
7
რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„სისხლის სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ტურიზმისა და კურორტების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს ორგანული კანონების
პროექტებს: „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს
სახალხო
დამცველის
შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს
ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N72/442; 03.02.2020).
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ
საქართველოს ორგანული კანონების პროექტებს: „საქართველოს ორგანულ კანონში
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“
ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ორგანული კანონში „საქართველოს
შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საზოგადოებრივი საჭიროებისათვის გადაუდებელი აუცილებლობისას
საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სახალხო დამცველის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
სახალხო დამცველის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
ორგანულ
კანონში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“,
„რეფერენდუმის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ“ საქართველოს
ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის
შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნორმატიული
აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
ორგანულ
კანონში
8
ცვლილების
შეტანის
შესახებ“,
„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „პროფესიული კავშირების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ენის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს კანონების პროექტებს:
„მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს
კანონში
ადმინისტრაციულ
ცვლილების
კოდექსში
შეტანის
ცვლილების
თაობაზე“,
შეტანის
„საქართველოს
შესახებ“,
ზოგად
„საქართველოს
ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ეროვნული
საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „გეოგრაფიული ობიექტების სახელდების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამშობლოს დაცვისას
დაღუპულთა და ომის შემდეგ გარდაცვლილ მეომართა ხსოვნის უკვდავყოფის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ტერიტორიული
მთლიანობისათვის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის დაღუპულ, უგზოუკვლოდ დაკარგულ, მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახების
სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვა სამხედრო ან სამოქალაქო
დანიშნულების
ბირთვულ
ობიექტებზე
ავარიული
სიტუაციების
შედეგების
ლიკვიდაციის მონაწილეებისა და მათი ოჯახის წევრების სოციალური დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქ. თბილისში 1989 წლის 9 აპრილს
საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი აქციის
დარბევის შედეგად დაზარალებულთა აღიარებისა და მათი სოციალური დაცვის
გარანტიების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თავისუფალი ინდუსტრიული ზონების შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„გრანტების
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კონკურენციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის
კონტროლის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
9
თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს სახელმწიფო საზღვრის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „ნიადაგის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „წყლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს „წითელი ნუსხისა“ და „წითელი წიგნის“
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ზოგადი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „უმაღლესი განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „კულტურული მემკვიდრეობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პროფესიული
თეატრების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მუზეუმების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საბიბლიოთეკო საქმის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სპორტის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ეროვნული კინემატოგრაფიის
სახელმწიფო მხარდაჭერის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „არასახელმწიფო საპენსიო დაზღვევისა და უზრუნველყოფის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ლიცენზიებისა და ნებართვების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ეროვნული
უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„პოლიციის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს დაზვერვის
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნარჩენების
მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე
პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „ბუნების ძეგლების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაჭახელას ეროვნული პარკის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თბილისის ეროვნული პარკის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქალაქ თბილისის
საზღვრებში და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული მწვანე ნარგავებისა და სახელმწიფო
ტყის ფონდის განსაკუთრებული დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „ჯავახეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თუშეთის, ბაწარა-ბაბანეურის,
ლაგოდეხისა და ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“
10
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„კოლხეთის
დაცული
ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბორჯომ-ხარაგაულის
დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაცული ტერიტორიების სტატუსის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნიადაგების კონსერვაციისა და
ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„სურსათის/ცხოველის საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი
მიმოქცევის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ოლიმპიური მოძრაობის
ხელშეწყობის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს კანონში „თავისუფლების
ქარტია“ ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „გენდერული თანასწორობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „პატიმრობის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს საბიუჯეტო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „ოფიციალური სტატისტიკის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „დიპლომატიური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების
მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების
აღიარების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ტერორიზმთან ბრძოლის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ქონების ლეგალიზების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო
სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ყოფილ სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში
კონფლიქტის შედეგად საქართველოს ტერიტორიაზე დაზარალებულთა ქონებრივი
რესტიტუციისა და კომპენსაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
11
თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
მომსახურების
სააგენტოს
მიერ
გაწეული
მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ინვესტიციების სახელმწიფო მხარდაჭერის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ელექტრონული
კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საგადასახადო დავალიანებებისა
და სახელმწიფო სესხების რესტრუქტურიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე, „საპარლამენტო მდივნის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს
მთავრობის
სტრუქტურის,
უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „სარეგისტრაციო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების
შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“, „კულტურულ
ფასეულობათა საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანის შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს
ზღვის,
წყალსატევებისა და მდინარეთა ნაპირების რეგულირებისა და საინჟინრო დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საზღვაო-სამაშველო სამსახურის
შესახებ“
საქართველოს
საქმიანობის
კანონში
შესახებ“
ცვლილების
საქართველოს
კანონში
შეტანის
თაობაზე“,
ცვლილების
„სამშენებლო
შეტანის
თაობაზე“,
„აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საქონლის
ადგილწარმოშობის დასახელებისა და გეოგრაფიული აღნიშვნის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შემოქმედ მუშაკთა და შემოქმედებითი
კავშირების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„გეოდეზიური
და
კარტოგრაფიული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „არქიტექტურული საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „კურორტებისა და საკურორტო ადგილების სანიტარიული დაცვის
12
ზონების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს
სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს თავდაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო დაწესებულებაში
ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„დაზღვევის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ტურიზმისა და კურორტების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საჰაერო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში
მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და
საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„სახელმწიფო
დაცვის
სპეციალური
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა
და მათი განვითარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საექიმო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საომარი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საგანგებო მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს საბაჟო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების
წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „დაგროვებითი
პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სოციალური
მუშაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო და
კერძო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „თავდაცვის ძალების რეზერვისა და სამხედრო
სარეზერვო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„მოხალისეობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ადვოკატთა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბინათმესაკუთრეთა
ამხანაგობის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„ლობისტური საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ“ საქართველოს კანონში
13
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და
სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„სასოფლო-სამეურნეო
დანიშნულების მიწის არასასოფლო-სამეურნეო მიზნით გამოყოფისას სანაცვლო მიწის
ათვისების ღირებულებისა და მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „სასაქონლო ბირჟებისა და საბირჟო ვაჭრობის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „განახლებადი
წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (№07-2/447; 19.02.2020)
3. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
„საქართველოს 2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის პროექტის (07-2/484;
09.06.2020)
4. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ ყაველაშვილის, ირინე ფრუიძის, გენადი
მარგველაშვილის, შოთა ხაბარელის, ირაკლი აბუსერიძის, მუხრან ვახტანგაძის, ნინო
წილოსანის, თენგიზ ხუბულურის, გიორგი თოთლაძის, ცოტნე ზურაბიანის, გიორგი
კოპაძის, კობა ნაკაიძის, ლევან კობიაშვილის, ზაზა გაბუნიას, გოგა გულორდავას, კობა
ლურსმანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ედიშერ თოლორაიას, დიმიტრი მხეიძის,
თეიმურაზ კოხრეიძის, ვიქტორ ჯაფარიძის, შალვა კიკნაველიძის, ირაკლი სესიაშვილის,
ილია ნაკაშიძის, გოდერძი ჩანქსელიანის, ისკო დასენის, გელა სამხარაულის, რომან
მუჩიაშვილის, ირაკლი შიოლაშვილის, თამაზ ნავერიანის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, მერაბ
ქვარიას, ლევან მგალობლიშვილის, ფატი ხალვაშის, რევაზ არველაძის, თეიმურაზ
ჭკუასელის, გივი ჭიჭინაძის, გურამ მაჭარაშვილის, ენძელა მაჭავარიანის, ვალერი
გელაშვილის, ლერი ხაბელოვის, სვეტლანა კუდბას, ვლადიმერ კახაძის, გუგული
მაღრაძის, კახაბერ კუჭავას, არჩილ ხაბაძის, ირაკლი ბერაიას, ირაკლი მეზურნიშვილის,
სულხან მახათაძის, ზურაბ ხაჩიძის და მამუკა მდინარაძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის დადგენილების
პროექტი
„2020-2030
წლებისთვის
საქართველოს
ახალგაზრდული
პოლიტიკის
კონცეფციის დამტკიცების შესახებ“ (07-3/474; 24.06.2020).
5. საქართველოს კანონის პროექტი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/496; 05.07.2020)
6. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის
შესახებ“.
14
კომიტეტში შემოსული საკანონმდებლო წინადადებები
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტში განსახილველად შემოვიდა ექვსი
საკანონმდებლო წინადადება, რომელთაგან ერთი სცნო მისაღებად, ხოლო დანარჩენი
ხუთი უარყოფილად.
1. საქართველოს
პროფესიული
განათლებისა
და
კვალიფიციური
კადრების
მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის (დანიელ
დავითაშვილი, ანზორ მაჭარაშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება
„პროფესიული
განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე (N1-1585/19; 04.02.2019) -
კომიტეტმა წინადადება უარყოფილად სცნო;
2. საქართველოს
პროფესიული
განათლებისა
და
კვალიფიციური
კადრების
მომზადების მუშაკთა და სტუდენტთა პროფესიული კავშირის (დანიელ
დავითაშვილი, ანზორ მაჭარაშვილი) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე (N1-1605/20; 31.01.2020) - კომიტეტმა
წინადადება უარყოფილად სცნო;
3. საქართველოს თარჯიმანთა საერთაშორისო ასოციაციის (ლალი კუტალაძე,
ნაზიბროლა მაღალდაძე, ირმა ჭანკოტაძე, თამარ მოდებაძე) მიერ წარმოდგენილი
საკანონმდებლო
წინადადება
„თარჯიმნების
შესახებ“
(რომლებიც
თანამშრომლობენ სასამართლო, სანოტარო და საპოლიციო ორგანოებთან,
სახელმწიფო და არასახელმწიფო ორგანიზაციებთან და კერძო და იურიდიულ
პირებთან) საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-4955/19;
15.03.2019) - კომიტეტმა წინადადება უარყოფილად სცნო;
4. მოქალაქე ალექსანდრე სელეპანოვის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო
წინადადება „პატიმრობის კოდექსში“ და „უმაღლესი განათლების შესახებ“
საქართველოს კანონებში ცვლილების შეტანის შესახებ საქართველოს კანონების
პროექტებთან დაკავშირებით(N1-20832/19; 07.11.2019) - კომიტეტმა წინადადება
უარყოფილად სცნო;
5. მოქალაქე გიორგი გოროშიძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება
„უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან დაკავშირებით (N1-19919/19;
28.10.2019) - კომიტეტმა წინადადება უარყოფილად სცნო;
6. არასამეწარმეო იურიდიული პირის „ჯანსაღი და უსაფრთხო სკოლის“ (ლიანა
სირაძე) მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადება სკოლამდელ და
სასკოლო პერიოდში ბავშვის ჯანსაღად და უსაფრთხოდ ზრდა-განვითარებასთან
15
დაკავშირებით (N1-25969/19; 20.12.2019) - კომიტეტმა წინადადება მისაღებად სცნო
და დააინიცირა.
კომიტეტში შემოსული პეტიციები
კომიტეტმა განიხილა 340 მოქალაქის მიერ წარმოდგენილი პეტიცია, სახელწოდებით
„გამოცხადდეს აკადემიურ სემესტრად 2020 წლის გაზაფხულის სემესტრი (1-5603/20;
07.04.2020)“, რომელზეც, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 203-ე მუხლის
შესაბამისად,
მიიღო
გადაწყვეტილება,
პეტიციის
საქართველოს
განათლების,
მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთვის გადაგზავნის თაობაზე.
რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი საერთაშორისო ხელშეკრულებები
2020 წელს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა, განიხილა
რატიფიცირებისთვის წარმოდგენილი ორი საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელზეც
მოამზადა შესაბამისი დასკვნა.
1. იაპონიის
მთავრობასა
და
საქართველოს
მთავრობას
შორის
„იაპონიის
საზღვარგარეთთან თანამშრომლობის მოხალისეთა პროგრამის „ფარგლებში
საქართველოში მოხალისეების გაგზავნის შესახებ“ ნოტების გაცვლის გზით
დადებული შეთანხმება (N07-2/435, 13.01.2020);
2. საქართველოს მთავრობის მიერ რატიფიცირებისათვის წარმოდგენილი „2019
წლის 18 ივნისის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების
საერთაშორისო
ბანკს
შორის
სასესხო
შეთანხმების
(ინოვაციის,
ინკლუზიურობისა და ხარისხის პროექტი - საქართველო 12Q)“ პირველ
ცვლილება“ (07-2/523; 25.09.2020).
16
საზედამხედველო საქმიანობა
2020 წლის განმავლობაში განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის ექვსი
სხდომა დაეთმო პარლამენტის წინაშე
წარმოდგენილი მოხსენებების მოსმენას.
ანგარიშვალდებული
ორგანოების
მიერ
დეპუტატებმა მოისმინეს შემდეგი საკითხები:
კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის
2019 წელს შესრულებული სამუშაოს ანგარიში და 2020 წლის საქმიანობის გეგმა;
„ახალი სკოლის მოდელის“ ფარგლებში
განხორციელებული
საქმიანობის
ანგარიში და სამომავლო საქმიანობის გეგმა;
„რასობრივი
დისკრიმინაციის
ყველა
ფორმის
აღმოფხვრის
შესახებ“
საერთაშორისო კონვენციის შესრულების თაობაზე საქართველოს IX და X
გაერთიანებული პერიოდული ანგარიშების პროექტი;
საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ წარმოდგენილი 2019
წლის ანგარიში;
საქართველოს
პარლამენტის
ეროვნული
ბიბლიოთეკის
შესრულებული
საქმიანობის ანგარიში და სამოქმედო გეგმა;
განათლებისა და მეცნიერების მიმართულებით, საქართველოსა და ევროკავშირს
შორის ასოცირების დღის წესრიგის განხორციელების 2019 წლის ეროვნული
სამოქმედო გეგმის შესრულების ანგარიში.
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების ანგარიში
კომიტეტმა მოისმინა, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი,
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულებასთან დაკავშირებული შემდეგი ანგარიშები:
საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2019 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიური ანგარიში“ (07-2/473; 25.05.2020);
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2020
წლის სახელმწიფო ბიუჯეტის“ შესრულების 3 თვის მიმოხილვა (04-02/41636;
30.04.2020).
17
მიღებული კანონპროექტების შესრულების ზედამხვედველობა
საანგარიშო
პერიოდში,
კომიტეტმა
საქართველოს
განათლების,
მეცნიერების,
კულტურისა და სპორტის სამინისტროდან ინფორმაცია გამოითხოვა ოცდაოთხი
ნორმატიული აქტის აღსრულების თაობაზე.
აღნიშნული ნორმატიული აქტებია:
საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე N6498-11ს, 25.06.2020;
საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე N6287-IIს, 12.06.2020;
საქართველოს
კანონი
„განათლების
ხარისხის
განვითარების
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N3437-Iს, 20.09.2018;
საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე N5755-IIს, 17.03.2020;
საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზეN6286-IIს, 12.06.2020;
საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
N5753-IIს,
17.03.2020;
საქართველოს კანონი ,,პროფესიული განათლების შესახებ“ N3442-Iს, 20.09.2018;
საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე N5091-Iს, 3.10.2019;
საქართველოს კანონი „მეცნიერების, ტექნოლოგიებისა და მათი განვითარების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N104-Iს, 16.12.16;
საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე N2148-IIს, 18.04.2018;
საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ ცვლილება N3041-რს, 5.07.2018;
საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე N2320-IIს, 4.05.2018;
საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე N3438-Iს, 20.09.2018;
საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე N3444-Iს, 20.09.2018;
საქართველოს კანონი „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
18
ცვლილების შეტანის თაობაზე N5279-Iს, 1.11.2019;
საქართველოს კანონი ,,ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე;
საქართველოს კანონი „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N3449-Iს,
20.09.2018;
საქართველოს
კანონი
„განათლების
ხარისხის
განვითარების
შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N3445-Iს, 20.09.2018;
საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე N3443-Iს, 20.09.2018;
საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე N2523-IIს, 13.06.2018;
საქართველოს კანონი „კულტურული მემკვიდრეობის შესახებ“ ცვლილება N3043რს, 5.07.2018;
საქართველოს კანონი ,,პროფესიული განათლების შესახებ“ N3442-Iს, 20.09.2018;
საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5696-რს, 20.19.2019;
საქართველოს კანონი „კულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე N5294-Iს, 26.11.2019.
კომიტეტის მიერ განხორციელებული თემატური მოკვლევები
2020 წლის განმავლობაში, საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და
კულტურის კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 155-ე მუხლის
შესაბამისად, განახორციელა სამი თემატური მოკვლევა, რომელიც მიზნად ისახავდა
შესაბამის სფეროებში არსებული მდგომარეობის შესწავლას, ხარვეზების გამოვლენასა
და
პასუხისმგებელი
პირებისთვის
მტკიცებულებებზე
დაფუძნებული
რეკომენდაციების გაცემას.
19
1. ხარისხიან სკოლამდელ განათლებაზე ყველა ბავშვის თანაბარი ხელმისაწვდომობა
თემატური მოკვლევის მიზნად განისაზღვრა შედეგი მიმართულებები:
ყველა ბავშვისთვის ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის
უზრუნველყოფის პროცესში არსებული გამოწვევების გამოვლენა;
„ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესახებ“ საქართველოს
კანონის აღსრულების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება;
მოკვლევის
პროცესში
მიღებული
ინფორმაციის
ანალიზის
საფუძველზე,
დოკუმენტურად დასაბუთებული დასკვნის მომზადება;
გამოვლენილი გამოწვევების საპასუხო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით,
პასუხისმგებელი უწყებებისთვის რეკომენდაციების გაცემა.
თემატური
მოკვლევის
პროცესში
ჩაერთო
სამოცდაოთხი
ადგილობრივი
თვითმმართველობის ორგანო, ოთხი პასუხისმგებელი სამინისტრო, დარგში მომუშავე
სხვადასხვა ორგანიზაცია და დაინტერესებული პირი.
შემოსული მოსაზრებებისა და ზეპირი მოსმენების საფუძველზე, გაანალიზდა ყველა
ბავშვისთვის ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობის კუთხით
არსებული გამოწვევები და შესაძლებლობები. საბოლოოდ,
გამოიკვეთა მოკვლევის
ოცდაათი მიგნება, რის შედეგადაც, პასუხისმგებელი უწყებებისთვის წარსადგენად
შემუშავდა ოცდახუთი რეკომენდაცია.
2. სკოლის გარეთ და ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში სახელოვნებო
განათლების მდგომარეობის შესწავლა
თემატური მოკვლევის მიზანს წარმოადგენდა:
სკოლის
გარეთ
და
ზოგადსაგანმანათლებლო
სივრცეში
სახელოვნებო
განათლების სწავლების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება და
გამოწვევების განსაზღვრა;
მოკვლევის პერიოდში მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე,
დოკუმენტურად დასაბუთებული დასკვნის მომზადება;
არსებული ხარვეზების აღმოფხვრისა და გამოწვევების საპასუხო ქმედითი
ნაბიჯების გადადგმის მიზნით, შესაბამისი უწყებებისთვის რეკომენდაციების
გაცემა;
სახელოვნებო
განათლებით
დაინტერესებულ
მოზარდებზე
მორგებული,
მდგრადი, ქმედითი და არსებითი პოლიტიკის შემუშავება;
მოსწავლის უნარებისა და შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებული
სახელოვნებო განათლების სისტემის შექმნა, რომელზეც თითოეულ მოსწავლეს
თანაბარი ხელმისაწვდომობა ექნება.
20
მოკვლევის
ფარგლებში,
კომიტეტში
შემოვიდა
ოცდაექვსი
წერილობითი
დასაბუთებული მოსაზრება, ასევე ინფორმაცია სამოცდახუთი მუნიციპალიტეტისგან
და
განათლების,
მეცნიერების,
კულტურისა
და
სპორტის
სამინისტროს
დაქვემდებარებაში მყოფი, რვა საჯარო სამართლის იურიდიული პირისგან.
მიღებული მოსაზრებებისა და ჩატარებული მოსმენების საფუძველზე, მოკვლევის
ჯგუფმა
გააანალიზა
სახელოვნებო
განათლების
მდგომარეობა,
იქ
არსებული
გამოწვევები და შესაძლებლობები. მოკვლევის პროცესში გამოიკვეთა ცხრა მიგნება და
შესაბამისი უწყებებისთვის წარსადგენად, შემუშავდა თექვსმეტი რეკომენდაცია.
3. რეგიონის საჭიროებებზე მორგებული, ხარისხიანი პროფესიული განათლების
ხელმისაწვდომობა
თემატური მოკვლევის მიზნები განისაზღვრა შემდეგნაირად:
პროფესიული განათლების კუთხით არსებული მდგომარეობის შესწავლა და
შეფასება;
ხარისხიანი პროფესიული განათლების თანაბარ ხელმისაწვდომობასთან
დაკავშირებული პრობლემებისა და გამოწვევების განსაზღვრა;
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების შესაბამისობის განსაზღვრა
რეგიონულ საჭიროებებსა და შრომის ბაზრის მოთხოვნებთან;
„პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების
კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასება;
მოკვლევის პერიოდში მიღებული ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე,
დოკუმენტურად დასაბუთებული დასკვნის მომზადება;
გამოვლენილი გამოწვევების საპასუხო ქმედითი ნაბიჯების გადადგმის მიზნით,
შესაბამისი უწყებებისათვის რეკომენდაციების გაცემა.
მოკვლევის
ჯგუფმა მოსაზრებები მიიღო: ოთხი დარგობრივი სამინისტროსგან,
ორმოცდასამი
ადგილობრივი
პროფესიული
კოლეჯისგან,
თვითმმართველობის
ასევე
უმაღლესი
და
ორგანოსგან,
თოთხმეტი
ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებებისგან.
მიღებული მოსაზრებებისა და ჩატარებული ზეპირი მოსმენების საფუძველზე,
გააანალიზდა რეგიონის
საჭიროებებზე
მორგებული,
ხარისხიანი პროფესიული
განათლების
ხელმისაწვდომობის
კუთხით
არსებული
გამოწვევები
და
შესაძლებლობები. შესაბამისად, განისაზღვრა მიგნებები და შემუშავდა პასუხისმგებელი
უწყებებისთვის წარსადგენი რეკომენდაციები.
21
გაეროს მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs)
2020 წლის განმავლობაში, გაეროს მდგრადი განვითარების მიზნების ხელშეწყობის
კუთხით კომიტეტმა განახორციელა შემდეგი აქტივობები:
განისაზღვრა მდგრადი განვითარების მიზნების საკითხზე პასუხისმგებელი პირი
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის შემადგენლობიდან, ასევე
აპარატის თანამშრომელთაგან;
კომიტეტმა
შეიმუშავა
და
სამოქმედო
გეგმაში
ასახა
2020
წელს
განსახორციელებელი ის აქტივობები, რომელიც ხელს შეუწყობს მდგრადი
განვითარების მიზნების მიღწევას;
გაეროს მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის 4.3. ამოცანის შესაბამისად, რომელიც ეხება
ხელმისაწვდომი
და
ხარისხიანი
პროფესიული
განათლების
უზრუნველყოფას,
კომიტეტმა განახორციელა შემდეგი აქტივობები:
განიხილა და მხარი დაუჭირა საქართველოს კანონის პროექტს „სამხედრო
ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების
შეტანის
საგანმანათლებლო
თაობაზე,
რომელიც
დაწესებულებების
გულისხმობს
პროფესიული
სტუდენტებისთვის
სავალდებულო
სამხედრო სამსახურის ერთჯერად გადავადებას;
განახორციელა თემატური მოკვლევა „რეგიონის საჭიროებებზე მორგებული
ხარისხიანი
პროფესიული
მოკვლევის
ჯგუფმა,
განათლების
დაინტერესებულ
ხელმისაწვდომობის“
პირთა
ჩართულობით,
თაობაზე.
შეისწავლა
არსებული მდგომარეობა და გასცა შესაბამისი რეკომენდაციები.
გაეროს მდგრადი განვითარების მე-4 მიზნის 4.2. ამოცანის შესაბამისად, რომელიც
ადრეულ ასაკში განვითარებისა და ზრუნვის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას
გულისხმობს,
განხორციელდა
თემატური
მოკვლევა
„ხარისხიანი
სკოლამდელ
განათლებაზე ყველა ბავშვის თანაბარი ხელმისაწვდომობის“ თაობაზე. თემატური
მოკვლევის ჯგუფმა, დაინტერესებულ პირთა ჩართულობით, შეისწავლა არსებული
მდგომარეობა და გასცა შესაბამისი რეკომენდაციები.
ჩატარებულ საკომიტეტო სხდომებსა და განხორციელებულ თემატურ მოკვლევებში
სამოქალაქო საზოგადოების, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების
შეუფერხებლად ჩართულობა ხელს უწყობდა გაეროს მდგრადი განვითარების მე-16
მიზნის 16.7 ამოცანის მიღწევისთვის ქმედითი ნაბიჯების გადადგმას. აღნიშნული
22
ამოცანა
გულისხმობს
მონაწილეობაზე
დაფუძნებული,
წარმომადგენლობითი
გადაწყვეტილებათა მიღების პროცესის უზრუნველყოფას.
მოქალაქეთა წერილები, მომართვები და მასზე გაცემული პასუხების რაოდენობა
2020 წლის განმავლობაში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტმა
რეაგირება მოახდინა მოქალაქეთა 426 წერილზე.
შემოსული განაცხადებების ავტორთა ნაწილს გაეგზავნა ოფიციალური პასუხი,
ნაწილთან გაიმართა შეხვედრა, კომიტეტის წევრებისა და აპარატის თანამშრომელთა
მონაწილეობით, ხოლო ზოგიერთ პირს გაეწია შუამდგომლობა შესაბამის უწყებებთან.
კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობა
საანგარიშო პერიოდის განმავლობაში, განათლების, მეცნიერებისა და კულტურის
კომიტეტი აქტიურად თანამშრომლობდა არასამთავრობო სექტორთან. კომიტეტის
წევრები რეგულარულად ხვდებოდნენ სხვადასხვა საზოგადოებრივი ორგანიზაციის
წარმომადგენლებსა და დარგში მომუშავე ექსპერტებს. შეხვედრები მიზნად ისახავდა
კომიტეტის დარგობრივი მიმართულებებით არსებული მდგომარეობის ერთობლივ
შეფასებას,
შესაბამის
სფეროებში
მომუშავე
ორგანიზაციების
რეკომენდაციების
განხილვას, კომიტეტის კანონშემოქმედებით პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის
ზრდას, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ
ჩატარებული შეფასებების და კვლევების შედეგების გათვალისწინებას.
დაინტერესებულ პირებს ჰქონდათ შესაძლებლობა რეგულარულად დასწრებოდნენ
კომიტეტის სხდომებს, ასევე გამოეთქვათ საკუთარი წინადადებები და შენიშვნები
საკანონმდებლო საქმიანობასთან დაკავშირებით.
კომიტეტის თავმჯდომარე და კომიტეტის წევრები
ხვდებოდნენ საქართველოში
აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს.
განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის წევრები რეგულარულად
მონაწილეობდნენ
განათლების,
მეცნიერებისა
და
კულტურის
სფეროსთან
23
დაკავშირებულ აქტივობებში, კერძოდ: დეპუტატები სტუმრობდნენ საგანმანათლებლო
დაწესებულებებს, ეცნობოდნენ დაწესებულებათა ინფრასტრუქტურულ პრობლემებს,
იქ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს, შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის
გასცემდნენ ზეპირ რეკომენდაციებს. ასევე, დარგის სპეციალისტებთან ერთად,
ადგილზე განიხილავდნენ სკოლამდელი, ზოგადი, უმაღლესი და პროფესიული
განათლების განვითარების შესაძლებლობებს.
კომიტეტის წევრები ხვდებოდნენ მუზეუმების, თეატრების, ბიბლიოთეკებისა და სხვა
კულტურული დაწესებულებების ადმინისტრაციის თანამშრომლებს, კულტურის
სფეროს წარმომადგენლებს, ეცნობოდნენ მათ პრობლემებს და შეძლებისდაგვარად,
რეაგირებდნენ მათი მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის.
24