„ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“
- „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-14
ბიუროს ნომერი 66
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებანი
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს კანონი განსაზღვრავს ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს (შემდგომში
სააგენტოს)
სტატუსს,
მისი
საქმიანობის
პრინციპებს,
სააგენტოს
უფლებამოსილებებს, სააგენტოს თავმჯდომარის არჩევისა და უფლებამოსილების
ვადამდე შეწყვეტის წესებს, აგრეთვე, სააგენტოს უფლებამოსილებათა
განხორციელებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
2. სააგენტოს მიზანია კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული
ბრძოლა.
3. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით,
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საერთაშორისო სამართლის
საყოველთაოდ აღიარებული პრინციპებით და ნორმებით, ამ კანონით,
საქართველოს ორგანული კანონით „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“,
საქართველოს ორგანული კანონით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების
შესახებ“, საქართველოს კანონით „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით,
საქართველოს კანონით „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ,“ სააგენტოს
აქტებით და სხვა სამართლებრივი აქტებით.
მუხლი 2. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს სამართლებრივი სტატუსი
სააგენტო არის ამ კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფო
ორგანო.
მუხლი 3. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობის პრინციპები
სააგენტო დამოუკიდებელია თავისი საქმიანობის განხორციელების და
გადაწყვეტილების
მიღების
პროცესში
და ხელმძღვანელობს
შემდეგი
პრინციპებით:
ა) კანონიერება;
ბ) დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი;
გ) ობიექტურობა და მიუკერძოებლობა;
დ) გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება;
ე) პროფესიონალიზმი;
ვ) ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა.
1
მუხლი 4. სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები
სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:
ა) საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენცია;
ბ) თანამდებობის პირების მიერ საჯარო სამსახურში კორუფციისა და ინტერესთა
შეუთავსებლობის პრევენციისა და აღკვეთის მიზნით კანონით დადგენილი
ნორმების შესრულების კონტროლი;
გ) ამ კანონის მე-18 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული
დანაშაულების მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება;
დ) პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის კონტროლი.
თავი II. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს უფლებამოსილებები
მუხლი 5. სააგენტოს უფლებამოსილება
სააგენტოს უფლებამოსილებებია:
ა) თანამდებობის პირის მიერ საჯარო სამსახურში კორუფციისა და ინტერესთა
შეუთავსებლობის პრევენციის, აღმოჩენის და აღკვეთის მიზნით კანონმდებლობით
დადგენილი ნორმების შესრულების შემოწმება, შემოწმების საფუძველზე დასკვნის
მომზადება და გამოქვეყნება. სააგენტო შემოწმებას ახორციელებს საკუთარი
ინიციატივით ან მიმართვის საფუძველზე;
ბ) თანამდებობის პირთა ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციების შევსების
პროცესში რეკომენდაციების გაწევა, დეკლარაციების შემოწმება, დარღვევის
აღმოჩენისას კანონით გათვალისწინებული ზომების მიღება;
გ) თანამდებობის პირის მიმართ კანონით დადგენილი სანქციების გატარება და
თანამდებობის
პირის
მიერ
კანონით
დადგენილი
თანამდებობრივი
შეუთავსებლობის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, თანამდებობის პირის
დანიშვნასა და გათავისუფლებაზე პასუხისმგებელი ორგანოსთვის მიმართვა მისი
თანამდებობიდან გათავისუფლების რეკომენდაციით;
დ) ამ კანონის მე-4 მუხლით გათვალისწინებული მიმართულებების მიხედვით,
სააგენტოს საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ დანაშაულთა
თავიდან აცილება, გამოვლენა, გამოძიება, აღკვეთა;
ე) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური საქმიანობის
მონიტორინგი საქართველოს ორგანული კანონებით - „საქართველოს საარჩევნო
კოდექსი“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ დადგენილი
კომპეტენციის ფარგლებში. სააგენტო უფლებამოსილია ჩაატაროს აუდიტი, ყადაღა
დაადოს ფიზიკური პირების, იურიდიული პირების, მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს), შეადგინოს
სამართალდარღვევის შესახებ ოქმი და მიიღოს შესაბამისი დადგენილება;
ვ)
კორუფციულ
დანაშაულში
მამხილებელთა
დაცვა,
კორუფციულ
დანაშაულებთან დაკავშირებით დაფიქსირებული მხილების შემთხვევების და
მათზე რეაგირების შესახებ ერთიანი სტატისტიკის წარმოება და პროაქტიული
გამოქვეყნება, მინიმალური სტანდარტების დადგენა მხილების განცხადების
2
იდენტიფიცირებისა და მხილების შიდა პროცედურებისთვის, ასევე, საჯარო
დაწესებულებებში ამ სტანდარტების დანერგვის კონტროლი;
ზ) კორუფციის
პრევენციის მიზნით საქართველოს კანონმდებლობის
გასაუმჯობესებლად,
საკანონმდებლო
წინადადებების
მომზადება
და
საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენა; საჯარო უწყებების საქმიანობის
გაუმჯობესება, მათ შორის, საჯარო მოხელეთა და საზოგადოების ცნობიერების
ამაღლების გზით;
თ) საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და მისი
განხორციელების სამოქმედო გეგმის შემუშავებასა და პერიოდულ განახლებაში
მონაწილეობა;
ი) საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მიერ საქართველოს საერთაშორისო
ანტიკორუფციული
ვალდებულებების
შესრულების,
საერთაშორისო
ანტიკორუფციული
ორგანიზაციებისა
და
მექანიზმების
ფარგლებში
თანამშრომლობის უზრუნველყოფა;
კ) ამ კანონის მოქმედებისათვის საჭირო ნორმატიული აქტებისა და დოკუმენტების
შემუშავება და გამოცემა, მათი საერთაშორისო ნორმებთან ჰარმონიზაცია.
თავი III. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარე
მუხლი 6. სააგენტოს თავმჯდომარის არჩევა
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც ირჩევს საქართველოს
პარლამენტი ხუთი წლის ვადით, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით
დადგენილი წესით.
2. სააგენტოს თავმჯდომარე შეიძლება იყოს ნასამართლობის არმქონე
საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება, არანაკლებ 10
წლიანი პროფესიული გამოცდილება და მაღალი პროფესიული და მორალური
რეპუტაცია.
3. სააგენტოს ახალი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადა იწყება არჩევის
მომდევნო დღიდან.
4. სააგენტოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება უწყდება არჩევიდან ხუთი წლის
გასვლისთანავე ან უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტისას.
5. ერთი და იგივე პირი სააგენტოს თავმჯდომარედ არ შეიძლება აირჩიონ
ზედიზედ ორჯერ.
მუხლი 7. სააგენტოს თავმჯდომარის უფლებამოსილება
3
1.
სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს და იღებს
საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;
გადაწყვეტილებებს
სააგენტოს
ბ) ამტკიცებს სააგენტოს დებულებას, განსაზღვრავს სააგენტოს სტრუქტურას,
სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების უფლებამოსილებებს;
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს სააგენტოს
თანამშრომელთა საშტატო ნუსხას და შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობას;
დ) განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილისა და
მოადგილეების ფუნქციებსა და მოვალეობებს და ახდენს უფლებამოსილების
მათთვის დელეგირებას;
ე) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს
თანამშრომლებს;
ვ) სააგენტოს თავმჯდომარის იმ მოადგილეს, რომელიც სააგენტოს საგამოძიებო
დანაყოფის საქმიანობას კურირებს (შემდგომ − სააგენტოს თავმჯდომარის
შესაბამისი
მოადგილე),
სააგენტოს
სამსახურებრივი
ინსპექტირების
განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელსა და სააგენტოს
საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა)
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სახელმწიფო
სპეციალურ წოდებას (შემდგომ − სპეციალური წოდება) და აქვეითებს სპეციალურ
წოდებაში;
ზ) სააგენტოს წარმოადგენს სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა
ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;
თ) უზრუნველყოფს სააგენტოსათვის გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვასა
და მიზნობრივ გამოყენებას;
ი) ახორციელებს ამ კანონით, სააგენტოს დებულებით და საქართველოს
კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.
2. სააგენტოს თავმჯდომარე საკუთარი უფლებამოსილებების
გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს - ბრძანებას.
ფარგლებში
3. სააგენტოს თავმჯდომარე ამ კანონის, სააგენტოს დებულების და სხვა
შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად
გამოსცემს
ინდივიდუალურ
სამართლებრივ
აქტებს,
მათ
შორის,
გადაწყვეტილებას, ბრძანებას, მითითებას.
4. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს პირველი მოადგილე და ორი მოადგილე,
რომლებსაც თანამდებობაზე ნიშნავს ბრძანებით. სააგენტოს თავმჯდომარის
უფლებამოსილების შეწყვეტისას სააგენტოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესა
4
და მოადგილეებს უფლებამოსილება შეუწყდებათ, როგორც კი ახალი სააგენტოს
თავმჯდომარე შეუდგება უფლებამოსილების განხორციელებას ამ კანონით
დადგენილი წესით.
5. სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამისი მოადგილე კოორდინაციას უწევს
სააგენტოს საგამოძიებო დანაყოფის საქმიანობას და თავისი კომპეტენციის
ფარგლებში ზედამხედველობს საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელთა
საქმიანობას.
6. სააგენტოს თავმჯდომარის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების
განუხორციელებლობის, მისი უფლებამოსილების შეჩერების ან შეწყვეტის
შემთხვევაში სააგენტოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას ახორციელებს
სააგენტოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ხოლო, პირველი მოადგილის
არყოფნის შემთხვევაში − სააგენტოს თავმჯდომარის ერთ-ერთი მოადგილე.
სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შესრულების დროს სააგენტოს
თავმჯდომარის პირველი მოადგილე და მოადგილე სარგებლობენ სააგენტოს
თავმჯდომარისათვის მინიჭებული უფლებამოსილებებით და სამართლებრივი
გარანტიებით.
მუხლი 8. სააგენტოს თავმჯდომარის ხელშეუხებლობა
1. სააგენტოს თავმჯდომარე ხელშეუხებელია. სააგენტოს თავმჯდომარის სისხლის
სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი
ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი ჩხრეკა შეიძლება მხოლოდ საქართველოს
პარლამენტის წინასწარი თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების
შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საქართველოს პარლამენტს. თუ
საქართველოს პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ მისცემს თანხმობას,
დაკავებული ან დაპატიმრებული სააგენტოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ უნდა
გათავისუფლდეს.
2. სააგენტოს თავმჯდომარის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე საქართველოს
პარლამენტის
თანხმობის
შემთხვევაში
სააგენტოს
თავმჯდომარეს
სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების
გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე
საქართველოს პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება.
3. სააგენტოს თავმჯდომარის პირად უსაფრთხოებას, მოთხოვნის შემთხვევაში,
დადგენილი წესით უზრუნველყოფენ შესაბამისი სახელმწიფო ორგანოები.
4. სააგენტოს თავმჯდომარე თავისი უფლებამოსილების განხორციელებისას
დამოუკიდებელია და არ ექვემდებარება არც ერთ სხვა თანამდებობის პირს ან
ორგანოს. თავმჯდომარეზე რაიმე ზემოქმედება ან მის საქმიანობაში ჩარევა
აკრძალულია და ისჯება კანონით.
5
5. სააგენტოს თავმჯდომარის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფის მიზნით,
სახელმწიფო ვალდებულია მას საქმიანობის სათანადო პირობები შეუქმნას.
6. სააგენტოს თავჯდომარეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება იმ ფაქტის გამო,
რომელიც მისთვის ცნობილი გახდა თავისი საქმიანობის განხორციელებიდან
გამომდინარე. ეს უფლებამოსილება მას უნარჩუნდება უფლებამოსილების
შეწყვეტის შემდეგაც.
მუხლი 9. სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობრივი შეუთავსებლობა
1. სააგენტოს თავმჯდომარის
თანამდებობა
შეუთავსებელია
საქართველოს
სახელმწიფო
ხელისუფლებისა
და
ადგილობრივი
თვითმმართველობის
წარმომადგენლობითი
ორგანოების
წევრობასთან,
სახელმწიფო სამსახურში ნებისმიერ თანამდებობასთან და ანაზღაურებად
საქმიანობასთან, გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური და სახელოვნებო საქმიანობისა.
სააგენტოს თავმჯდომარე არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი ან
მონაწილეობდეს პოლიტიკურ საქმიანობაში.
2. სააგენტოს თავმჯდომარეს ეკრძალება მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების
მხარდამჭერ ან საწინაღმდეგო შეკრებასა და მანიფესტაციაში მონაწილეობა.
3. შერჩევიდან 10 დღის ვადაში სააგენტოს თავმჯდომარე ვალდებულია შეწყვიტოს
მის თანამდებობასთან შეუთავსებელი საქმიანობა ან გადადგეს მის სტატუსთან
შეუთავსებელი თანამდებობიდან. სააგენტოს თავმჯდომარედ არჩეული პირი,
შეუთავსებელი საქმიანობის შეწყვეტამდე, არ არის უფლებამოსილი შეუდგეს
სააგენტოს თავმჯდომარის უფლებამოსილებების განხორცილებას. თუ სააგენტოს
თავმჯდომარე აღნიშნულ ვადაში არ შეასრულებს დადგენილ მოთხოვნას, მას
უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება.
მუხლი
10.
ეროვნული
ანტიკორუფციული
უფლებამოსილების შეწყვეტა
სააგენტოს
თავმჯდომარის
1. სააგენტოს თავმჯდომარეს უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდება, თუ:
ა) დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა;
ბ) ზედიზედ ოთხი თვის განმავლობაში ვერ შეასრულა თავისი სამსახურებრივი
მოვალეობა;
გ) მის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი;
დ) სასამართლომ ცნო მხარდაჭერის მიმღებად,
დაკარგულად ან გამოაცხადა გარდაცვლილად;
აღიარა
უგზო-უკვლოდ
6
ე) დაიკავა ან უკავია თავმჯდომარის თანამდებობისათვის შეუთავსებელი
თანამდებობა ან ეწევა მასთან შეუთავსებელ საქმიანობას;
ვ) ნებაყოფლობით გადადგა თანამდებობიდან;
ზ) გარდაიცვალა.
2. სააგენტოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში
საქართველოს პარლამენტი ახალ თავმჯდომარეს ირჩევს საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში სააგენტოს
თავმჯდომარის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება აღნიშნული
მდგომარეობის დადგენის მომენტიდან, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება
საქართველოს პარლამენტს. ამ შემთხვევაში საქართველოს პარლამენტი სააგენტოს
თავმჯდომარეს უფლებამოსილებას უწყვეტს საქართველოს პარლამენტის
თავმჯდომარის ინფორმაციის ცნობად მიღების საფუძველზე.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ
შემთხვევებში
თავმჯდომარის უფლებამოსილება წყდება საქართველოს
პარლამენტის დადგენილებით.
თავი IV. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს ორგანიზაციულ-ფინანსური
უზრუნველყოფა და გამჭვირვალობა
მუხლი 11. სააგენტოს დაფინანსება
1.
სააგენტოს საქმიანობის დაფინანსების წყაროა საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტი და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა
შემოსავლები. ხარჯთაღრიცხვის პროექტს კანონით დადგენილი წესით წარადგენს
სააგენტოს თავმჯდომარე. სააგენტოს საქმიანობისათვის საჭირო ასიგნებები
განსაზღვრულია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის ცალკე კოდით.
საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში სააგენტოსთვის განკუთვნილი მიმდინარე
ხარჯების შემცირება წინა წლის საბიუჯეტო სახსრების ოდენობასთან შედარებით
შეიძლება მხოლოდ სააგენტოს თავმჯდომარის წინასწარი თანხმობით.
2. სააგენტოს თავმჯდომარე უფლებამოსილია ამ კანონით გათვალისწინებული
უფლებების განსახორციელებლად და მოვალეობების შესასრულებლად მიიღოს
გრანტები და შემოწირულობები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი
წესით.
3. სააგენტო თავის უფლებამოსილებებს ახორციელებს სააგენტოს აპარატის
(შემდგომ-აპარატი) დახმარებით.
7
მუხლი 12. სააგენტოს სტრუქტურა
1. სააგენტოს სტრუქტურა, საქმიანობისა და თანამშრომელთა შორის
უფლებამოსილებების განაწილების წესები დგინდება სააგენტოს დებულებით.
2.
სააგენტოს
სამსახურებრივი
ინსპექტირების
განმახორციელებელი
სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი და საგამოძიებო დანაყოფის
თანამშრომელი არიან საჯარო მოსამსახურეები და მათზე ვრცელდება „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება, თუ ამ კანონით ან ამ
კანონის საფუძველზე გამოცემული სააგენტოს თავმჯდომარის ნორმატიული
აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ხოლო, მათ მიერ სააგენტოში სამსახურის
გავლის წესს ადგენს სააგენტოს თავმჯდომარე. სააგენტოს სამსახურის სხვა
თანამშრომლები არიან საჯარო მოსამსახურეები და მათზე დადგენილი წესით
ვრცელდება „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება.
3. სააგენტოს თავმჯდომარე ამტკიცებს სააგენტოს საგამოძიებო დანაყოფის
თანამშრომელთა ეთიკის კოდექსს. ეთიკის კოდექსის დარღვევა იწვევს
დამრღვევისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრებას. სააგენტოს
საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის მიმართ დისციპლინური წარმოება
ხორციელდება სააგენტოს თავმჯდომარის მიერ დადგენილი წესით.
მუხლი 13. სააგენტოს საქმიანობის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება
1.
სააგენტოს საქმიანობის
გადაწყვეტილებები საჯაროა.
გამჭვირვალობის
უზრუნველსაყოფად
მისი
2. სააგენტო საქართველოს პარლამენტს ყოველი წლის 31 მარტამდე წარუდგენს
ანგარიშს ქვეყანაში კორუფციასთან ბრძოლის მდგომარეობისა და სააგენტოს მიერ
წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ.
3.
სააგენტოს საქმიანობის აუდიტს ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის
სამსახური.
4. სააგენტო უფლებამოსილია თავის საქმიანობაში ჩართოს კორუფციის
პრევენციის საკითხებზე მომუშავე ექსპეტები, საზოგადოებრივი და პროფესიული
ორგანიზაციები.
თავი V. შემოწმება
მუხლი 14. შემოწმების პროცედურა
1. ფიზიკური ან იურიდიული პირის, სახელმწიფო ორგანოების მიერ წარდგენილი
განცხადების საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით სააგენტო იღებს
გადაწყვეტილებას შესაბამისი კანონმდებლობით დადგენილი ნორმების
სავარაუდო დარღვევასთან დაკავშირებით შემოწმების დაწყების შესახებ.
8
2. შემოწმების დაწყების ან შემოწმების დაწყებაზე უარის თქმის შესახებ სააგენტო
გადაწყვეტილებას იღებს განცხადების წარდგენისთანავე, არაუგვიანეს 15 დღისა.
3. შემოწმებისას, ის სახელმწიფო ორგანო, თანამდებობის ან იურიდიული პირი,
რომლის გადაწყვეტილება ან მოქმედება მოწმდება, ვალდებულია ნებისმიერი
მასალა, ინფორმაცია ან/და დოკუმენტი სააგენტოს დაუყოვნებლივ მიაწოდოს.
4. შემოწმებისას, ის სახელმწიფო ორგანო, თანამდებობის ან იურიდიული პირი,
რომლის გადაწყვეტილება ან მოქმედება მოწმდება, ვალდებულია სააგენტოს
მიაწოდოს ნებისმიერი მასალა, ინფორმაცია ან/და დოკუმენტი არაუგვიანეს 10
სამუშაო დღისა, თუ ინფორმაციის მოთხოვნაზე პასუხის გაცემა მოითხოვს:
ა) ინფორმაციის სხვა დაწესებულებაში ან სტრუქტურულ ერთეულში მოძიებასა და
დამუშავებას ან ამ დაწესებულებასთან ან ერთეულთან კონსულტაციას;
ბ) მნიშვნელოვანი
დამუშავებას.
მოცულობის
ინფორმაციის/დოკუმენტის
მოძიებასა
და
5. სააგენტო უფლებამოსილია დასაბუთებული მიმართვის საფუძველზე ამ
მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი ვადა გააგრძელოს არაუმეტეს 10 სამუშაო
დღით.
6. სააგენტოს აქვს წვდომა საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ
ელექტრონულ მონაცემთა ბაზებთან.
7. სახელმწიფო ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის
ორგანოები, საჯარო დაწესებულებები, თანამდებობის თუ იურიდიული პირები
სააგენტოს დასაბუთებული მიმართვის შემთხვევაში, ვალდებულნი არიან 10 დღის
ვადაში სააგენტოს უსასყიდლოდ მიაწოდონ დოკუმენტები, მასალა და სხვა
ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია სააგენტოს უფლებამოსილებების
განსახორციელებლად.
8. შემოწმების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს. შემოწმების საფუძველზე
სააგენტო შეიმუშავებს დასკვნას. დასკვნა შეიცავს კონკრეტულ საქმის ფაქტებრივ
გარემოებებს და შესაბამისი ქმედების სამართლებრივ ანალიზს.
9. სააგენტო უფლებამოსილია შემოწმების განსახორციელებლად შევიდეს
ნებისმიერ დაწესებულებასა და ორგანიზაციაში და გაეცნოს შესაბამის დოკუმენტსა
და ინფორმაციას, მათ შორის, სახელმწიფო, საგადასახადო, საბანკო, კომერციული,
პროფესიული საიდუმლოების ან/და პერსონალური მონაცემების შემცველ
ინფორმაციას, აგრეთვე ინფორმაციას, რომელიც სახელმწიფო საიდუმლოებას
მიეკუთვნება.
10. სააგენტოს თანამშრომელი ვალდებულია დაიცვას ნებისმიერი სახის
საიდუმლოების შემცველი ინფორმაცია, რაც მისთვის სამსახურებრივი
9
მოვალეობის შესრულების დროს გახდა ცნობილი. ეს ვალდებულება სააგენტოს
თანამშრომელს უფლებამოსილების შეწყვეტის შემდეგაც უნარჩუნდება.
11. დასკვნა არ წარმოადგენს სააგენტოს მიერ ფიზიკური ან იურიდიული
პირისათვის დისციპლინური, ადმინისტრაციული ან სისხლისსამართლებრივი
პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ გადაწყვეტილებას.
12. სააგენტო დასკვნას საკუთარ ვებგვერდზე
კანონმდებლობით დადგენილი წესით.
აქვეყნებს
საქართველოს
მუხლი 15. შემოწმების შედეგები
1. შემოწმების შედეგად დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო
ვალდებულია, საგამოძიებო ქვემდებარეობის გათვალისწინებით, დაიწყოს
გამოძიება ან, შესაბამის შემთხვევაში, აცნობოს უფლებამოსილ სახელმწიფო
ორგანოს.
2. შემოწმების შედეგების გათვალისწინებით, სააგენტო უფლებამოსილია
გამოიყენოს ამ მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებები.
3. თუ სააგენტო გამოავლენს ამ კანონით, საქართველოს ორგანული კანონით
„საარჩევნო კოდექსი“, საქართველოს ორგანული კანონით „მოქალაქეთა
პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“, საქართველოს კანონით „საჯარო
დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“, ან
სააგენტოს მიერ მიღებული აქტებით გათვალისწინებული ნორმების დარღვევას,
სააგენტო უფლებამოსილია გამოიყენოს ერთ-ერთი ან ერთდროულად რამდენიმე
შემდეგი ღონისძიება:
ა) მოითხოვოს დარღვევის დაუყოვნებლივ ან მის მიერ განსაზღვრულ ვადაში
გამოსწორება;
ბ) გასცეს რეკომენდაციები ხარვეზის აღმოსაფხვრელად;
გ) დამრღვევს დააკისროს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
4. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო
ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს და სამართალდამრღვევს
დააკისრებს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას შესაბამისი კანონმდებლობისა
და საქართველოს ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით.
5. სააგენტოს მიერ გამოცემული აქტის შესრულება სავალდებულოა და იგი
შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ სასამართლოში, კანონით დადგენილი წესით.
10
თავი VI. თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციების კონტროლი
მუხლი 16. ქონებრივი დეკლარაციების კონტროლი
1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებას, მის
საჯაროობას, დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
ჩაბარების
კონტროლს
და
„საჯარო
დაწესებულებაში
ინტერესთა
შეუთავსებლობისა
და
კორუფციის
შესახებ“
საქართველოს
კანონით
გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს განხორციელებას უზრუნველყოფს სააგენტო.
2. ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის მიზნით, სააგენტო:
ა) შეიმუშავებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის
შევსების ინსტრუქციას;
ბ) დაინტერესებულ პირებს უწევს კონსულტაციას თანამდებობის პირის ქონებრივი
მდგომარეობის დეკლარაციის შევსების საკითხებზე;
გ) უზრუნველყოფს თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარირების
ერთიანი
ელექტრონული
სისტემის
დაუბრკოლებელ
ხელმისაწვდომობას;
დ) იღებს და ინახავს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის
დეკლარაციას და ზედამხედველობს საქართველოს კანონმდებლობასთან მის
შესაბამისობას;
ე) უზრუნველყოფს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის
შინაარსის საჯაროობას;
ვ) „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მოცემული ჩამონათვალის
საფუძველზე ადგენს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს,
იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივ რეესტრის, ვისთვისაც დეკლარაციების
შევსება სავალდებულოა, აგრეთვე, ამზადებს და საქართველოს მთავრობას
დასამტკიცებლად წარუდგენს რეესტრში შესატანი ცვლილებებს და დამატებებს;
ზ) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებულ სხვა
ფუნქციებს.
VII. პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერების და გამჭვირვალობის
მონიტორინგი
მუხლი 17. პოლიტიკური პარტიების დაფინანსების მონიტორინგი
1. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო უფლებამოსილია:
11
ა) შეიმუშაოს პარტიის წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმა;
ბ) დაადგინოს პარტიის დაფინანსების აუდიტის სტანდარტები;
გ) შეამოწმოს პარტიის საფინანსო დეკლარაციისა და საარჩევნო კამპანიის ფონდის
ანგარიშის სისრულე, სისწორე და კანონიერება;
დ) არაუმეტეს წელიწადში ერთხელ ჩაატაროს პარტიის ფინანსური საქმიანობის
აუდიტი;
ე) პარტიის უკანონო ფინანსურ საქმიანობაზე საფუძვლიანი ეჭვის არსებობის
შემთხვევაში, პარტიის რიგგარეშე ფინანსური აუდიტის ჩატარების მოთხოვნით
მიმართოს სასამართლოს;
ვ) უზრუნველყოს პარტიის დაფინანსების გამჭვირვალობა;
ზ) საჭიროების შემთხვევაში პარტიიდან, ადმინისტრაციული ორგანოებიდან და
კომერციული ბანკებიდან გამოითხოვოს ინფორმაცია პარტიის ფინანსებთან
დაკავშირებით;
თ) საჭიროების შემთხვევაში, სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე,
გამოითხოვოს ინფორმაცია პარტიებისათვის და „მოქალაქეთა პოლიტიკური
გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლით
განსაზღვრული პირებისათვის შემომწირველი ფიზიკური ან იურიდიული პირის
ფინანსების შესახებ;
ი) დაინტერესებულ პირებს გაუწიოს კონსულტაცია პარტიის დაფინანსების
საკითხებზე;
კ) რეაგირება მოახდინოს პარტიის დაფინანსებასთან დაკავშირებული
კანონმდებლობის დარღვევაზე და გამოიყენოს კანონით გათვალისწინებული
სანქციები;
ლ) დანაშაულის ნიშნების გამოვლენის შემთხვევაში, ამ კანონის მე-18 მუხლის
პირველი პუნქტის შესაბამისად, მიმართოს უფლებამოსილ სახელმწიფო ორგანოს;
მ) პირისაგან გამოითხოვოს ფინანსური ანგარიში, თუ არსებობს დასაბუთებული
ვარაუდი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის 261-ე მუხლით გათვალისწინებული გარემოებების არსებობის
თაობაზე;
ნ) პირთან დაკავშირებით „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლით გათვალისწინებული
შეზღუდვების
გავრცელების
თაობაზე
გადაწყვეტილება
მარტივი
ადმინისტრაციული წარმოების წესით მიიღოს. მხარის მოთხოვნის შემთხვევაში, ამ
გადაწყვეტილების ასლი მხარეს უნდა გადაეცეს აქტის გამოცემის მომდევნო დღის
18 საათამდე;
12
ო) შეიმუშავოს პარტიის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის მეთოდოლოგია;
პ) განახორციელოს კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებები.
2. სახელმწიფო ორგანოები ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს ატყობინებენ
კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების დარღვევის თაობაზე, ასეთის
თაობაზე დასაბუთებული ვარაუდის არსებობის შემთხვევაში.
3. ამ მუხლის 1-ლი პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ეროვნული
ანტიკორუფციული
სააგენტოს
მიმართვის
შემთხვევაში,
სასამართლო
გადაწყვეტილებას იღებს მიმართვიდან 48 საათში. ეროვნული ანტიკორუფციული
სააგენტოს მიმართვა დასაბუთებული უნდა იყოს და მასში უნდა მიეთითოს
ინფორმაციის გამოთხოვის საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის
პერიოდი
და მოცულობა.
მიმართვის
დაკმაყოფილების
შემთხვევაში,
სასამართლოს გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ინფორმაციის გამოთხოვის
საფუძველი და მიზანი, გამოსათხოვი ინფორმაციის პერიოდი და მოცულობა,
აგრეთვე, გადაწყვეტილების მოქმედების ვადა.
თავი VIII. გამოძიება
მუხლი 18. სააგენტოს ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმეები
1. სააგენტოს საგამოძიებო ქვემდებარეობა ვრცელდება:
ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 337-ე, 338-ე, 339-ე, 3391-ე 340-ე
მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე, ასევე, სისხლის სამართლის
კოდექსის 332-ე - 333 მუხლებზე როდესაც ეს დანაშაულები გამოვლენილია
ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ.
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე, 182-ე მუხლის მე-2
ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით და 355-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულთა
შესაძლო ჩადენის ფაქტებზე მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის მოხელედ ან მასთან
გათანაბრებულ პირად ითვლება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის
XXXIX თავით გათვალისწინებული დანაშაულის სუბიექტი (გარდა სააგენტოს
თავმჯდომარისა, სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეებისა, ეროვნული
ანტიკორუფციული სააგენტოს გამომძიებლისა და მოსამსახურისა);
3. თუ გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის საქმის
გამოძიება სააგენტოს ქვემდებარეა, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედებების
ჩატარების შემდეგ პროკურორი დაუყოვნებლივ აგზავნის საქმეს ქვემდებარეობის
მიხედვით.
13
4. დანაშაულთა ერთობლიობისას, როდესაც ჩადენილ დანაშაულთაგან ერთი ან
ერთზე მეტი სააგენტოს ქვემდებარე არ არის, პროკურორი, რომელიც საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 110-ე მუხლის პირველი ნაწილის
შესაბამისად მოქმედებს, სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად
გამოიყოფა საქმე, რომელიც სააგენტოს ქვემდებარეა და საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესით,
გამოსაძიებლად გადასცემს ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს. გამოძიების
ეფექტიანობის
უზრუნველსაყოფად,
პროკურორს
შეუძლია
მიიღოს
გადაწყვეტილება საქმის ცალკე წარმოებად გამოყოფის გარეშე სისხლის
სამართლის საქმის სრული მოცულობით სააგენტოსათვის გადაცემის შესახებ.
5. თუ სააგენტოს აქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე საგამოძიებო ორგანო იძიებს
სააგენტოს
საგამოძიებო
ქვემდებარეობისთვის
მიკუთვნებულ
სისხლის
სამართლის საქმეს, სააგენტოს თავმჯდომარე ან მისი შესაბამისი მოადგილე
უფლებამოსილია, მოითხოვოს საქმის მასალების გაცნობა და ზედამხედველ
პროკურორს წერილობით,
დასაბუთებული წინადადებით მიმართოს სხვა
საგამოძიებო ორგანოდან მისი საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული
სისხლის სამართლის საქმის გამოსაძიებლად გადმოცემის შესახებ. თუ
ზედამხედველი პროკურორი მიზანშეუწონლად მიიჩნევს საქმის სააგენტოსთვის
გადაცემას, სააგენტოს თავმჯდომარე უფლებამოსილია არაუგვიანეს 24 საათისა
საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ წერილობით, დასაბუთებული
წინადადებით მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს. სააგენტოს
თავმჯდომარის წინადადება განიხილება მიმართვიდან 24 საათის ვადაში.
6. თუ სააგენტოს აქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე საგამოძიებო ორგანო იძიებს
სააგენტოს
საგამოძიებო
ქვემდებარეობისთვის
მიკუთვნებულ
სისხლის
სამართლის საქმეს, რომელიც მას გადასცა საქართველოს გენერალურმა
პროკურორმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე
მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სააგენტოს თავმჯდომარე
უფლებამოსილია არაუგვიანეს 24 საათისა საქმის გამოსაძიებლად გადაცემის
შესახებ წერილობით, დასაბუთებული წინადადებით მიმართოს საქართველოს
გენერალურ პროკურორს. სააგენტოს თავმჯდომარის წინადადება განიხილება
მიმართვიდან 24 საათის ვადაში.
7.
შესაბამისი
მოადგილე
უფლებამოსილია
სააგენტოს
საგამოძიებო
ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ სისხლის სამართლის საქმეზე წერილობით,
დასაბუთებული წინადადებით მიმართოს ზედამხედველ პროკურორს:
ა) სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების, სისხლისსამართლებრივი დევნის
ან/და გამოძიების შეწყვეტის მიზანშეწონილობის შესახებ;
ბ) წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 14 დღისა − მოსამართლის
განჩინების საფუძველზე ჩასატარებელი ისეთი საგამოძიებო მოქმედების ან
საპროცესო მოქმედების ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ, რომელიც
ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას, ან პირადი ცხოვრების
ხელშეუხებლობას;
14
გ) სასამართლოსთვის წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში კონკრეტული
მტკიცებულებების შეტანის შესახებ.
8. თუ ზედამხედველი პროკურორი არ გაიზიარებს სააგენტოს შესაბამისი
მოადგილის დასაბუთებულ წინადადებას ამ მუხლის მე-6 პუნქტით
გათვალისწინებულ საკითხზე, სააგენტოს თავმჯდომარე უფლებამოსილია
არაუგვიანეს 48 საათისა ამავე საკითხზე დასაბუთებული წინადადებით
წერილობით მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს. სააგენტოს
წინადადება განიხილება მიმართვიდან 72 საათის ვადაში.
9. თუ არსებობს სააგენტოს შესაბამისი მოადგილის საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილით
გათვალისწინებული
სისხლის
სამართლის
პროცესში
მონაწილეობის
გამომრიცხავი გარემოება, ამ მუხლის მე-5 და მე-7 პუნქტებით განსაზღვრულ
უფლებამოსილებებს ახორციელებს სააგენტოს თავმჯდომარე.
მუხლი 19. სააგენტოს უფლებამოსილებები გამოძიების სფეროში
სააგენტოს ქვემდებარე სისხლის სამართლის საქმის გამოძიების მიზნით, სააგენტო
უფლებამოსილია:
ა) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის
ფარგლებში, ამ კანონით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით,
სრული მოცულობით ჩაატაროს გამოძიება და განახორციელოს ოპერატიულსამძებრო საქმიანობა;
ბ) მოიპოვოს, დაამუშავოს და გააანალიზოს სააგენტოს საქმიანობასთან
დაკავშირებული ინფორმაცია, შექმნას საინფორმაციო სისტემები;
გ) საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს ტექნიკური აღჭურვილობა/საშუალებები
ან/და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ეკუთვნის სხვა სახელმწიფო
ორგანოს, გარდა იმ უწყებისა, რომლის თანამშრომლის მიერ ჩადენილ დანაშაულის
ფაქტზეც აწარმოებს გამოძიებას;
დ) განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა
ღონისძიებები და მოქმედებები.
მუხლი 20. იძულების ღონისძიებების გამოყენების უფლება
1. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სააგენტოს თავმჯდომარის
მოადგილეს, სააგენტოს გამომძიებელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) და
ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელ თანამშრომელს უფლება
15
აქვთ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენონ
ფიზიკური ძალა, სპეციალური საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი.
2. სააგენტოს გამომძიებელი (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) და ოპერატიულსამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი თანამშრომელი ფიზიკურ ძალას,
სპეციალურ საშუალებებსა და ცეცხლსასროლ იარაღს იყენებენ „პოლიციის
შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე − 32-ე მუხლებით, 33-ე მუხლით (გარდა მე-3
პუნქტის „დ“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებისა და მე-6 პუნქტისა), 34-ე მუხლით (გარდა
პირველი, მე-2 და მე-11 პუნქტებისა) და 35-ე მუხლით და საქართველოს სხვა
საკანონმდებლო აქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი
წესით.
3. სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამის მოადგილეს, სააგენტოს გამომძიებელს
(გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის
განმახორციელებელ თანამშრომელს უფლება აქვთ, სათანადო კურსის გავლის
შემდეგ, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენონ
სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი და სპეციალური საშუალებები.
სააგენტოს
შესაბამისი
თანამშრომლის
განკარგულებაში
არსებული
ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და
გამოყენების წესები დგინდება საქართველოს კანონმდებლობითა და სააგენტოს
თავმჯდომარის ნორმატიული აქტით.
4. სააგენტოს შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო
მასალების ნუსხას განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე.
მუხლი 21. პროკურატურის საპროცესო ხელმძღვანელობა და ზედამხედველობა
1. სააგენტოს მიერ გამოსაძიებელ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობას და
ზედამხედველობას, აგრეთვე სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს და
სახელმწიფო
ბრალდებას
მხარს
უჭერს
საქართველოს
გენერალური
პროკურატურის ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს საგამოძიებო
დანაყოფში გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის განმახორციელებელი
სტრუქტურული ერთეული, რომელიც უშუალოდ საქართველოს გენერალურ
პროკურორს ექვემდებარება.
2. სააგენტოს მიერ გამოსაძიებელ იმ დანაშაულის საქმეზე, რომელიც
პროკურატურის თანამშრომლის მიერ არის ჩადენილი, ამ მუხლის პირველი
პუნქტით განსაზღვრულ ფუნქციებს ასრულებს საქართველოს გენერალური
პროკურატურის გენერალური ინსპექცია.
მუხლი 22. სააგენტოს სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი
სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლისა და საგამოძიებო დანაყოფის
თანამშრომლის შერჩევა, დანიშვნა და უფლებამოსილებანი
16
1.
სააგენტოს
სამსახურებრივი
ინსპექტირების
განმახორციელებელი
სტრუქტურული
ერთეულის
თანამშრომელი,
საგამოძიებო
დანაყოფის
თანამშრომელი (გარდა ამ მუხლის მე-5 და მე-6 პუნქტებით გათვალისწინებული
შემთხვევებისა) თანამდებობაზე ინიშნება კონკურსის საფუძველზე, სააგენტოს
თავმჯდომარის ბრძანებით. სააგენტოს სამსახურებრივი ინსპექტირების
განმახორციელებელი
სტრუქტურული
ერთეულის
თანამშრომლისა
და
საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის შესარჩევად და დასანიშნად კონკურსის
ჩატარების წესი და პირობები, აგრეთვე, დასანიშნ პირთა საკვალიფიკაციო
მოთხოვნები (ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც არ უნდა იყოს „საჯარო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლით დადგენილ ძირითად
მოთხოვნებზე ნაკლები, სპეციალური მოთხოვნები და დამატებითი მოთხოვნები)
განისაზღვრება ამ კანონითა და სააგენტოს თავმჯდომარის შესაბამისი
სამართლებრივი
აქტით.
სააგენტოს
სამსახურებრივი
ინსპექტირების
განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის, საგამოძიებო
დანაყოფის თანამშრომლის შესარჩევად და დასანიშნად კონკურსის ჩატარების
მიზნით სააგენტოს თავმჯდომარე ქმნის საკონკურსო კომისიას და ადგენს მისი
საქმიანობის წესს. სააგენტოს გამომძიებლის შესარჩევად და დასანიშნად
კონკურსის ჩატარების მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის შემადგენლობაში
მოიწვევიან სისხლის სამართლისა და ადამიანის უფლებათა სამართლის
სფეროების სპეციალისტები.
2. სააგენტოს საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი არის სააგენტოს იმ
სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი, რომელიც უშუალოდ ასრულებს
საქართველოს
სისხლის
სამართლის
საპროცესო
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ ფუნქციებს ან/და ახორციელებს ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობას;
3. სააგენტოს გამომძიებელი არის სააგენტოს საგამოძიებო დანაყოფის
ხელმძღვანელი, მისი მოადგილე, ამ სტრუქტურულ ერთეულში შემავალი
ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი, მისი მოადგილე,
განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა უფროსი გამომძიებელი, განსაკუთრებით
მნიშვნელოვან საქმეთა გამომძიებელი, უმცროსი გამომძიებელი, სტაჟიორგამომძიებელი.
4. სააგენტოს გამომძიებლად შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე,
რომელიც არ არის ნასამართლევი, აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება,
მოსამართლედ, პროკურორად, გამომძიებლად ან ადვოკატად მუშაობის არანაკლებ
ერთი წლის გამოცდილება, საქმიანი თვისებები და მაღალი მორალური
რეპუტაცია, იცის სამართალწარმოების ენა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო
ცენტრში ჩაბარებული აქვს ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ
დისციპლინებში:
საკონსტიტუციო
სამართალი,
ადამიანის
უფლებათა
საერთაშორისო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის საპროცესო
სამართალი,
სასჯელაღსრულებითი
სამართალი,
ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის საფუძვლები.
17
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული ერთიანი საკვალიფიკაციო გამოცდის
ჩაბარებისგან თავისუფლდება პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილი წესით ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის, პროკურატურის ან
ადვოკატთა საკვალიფიკაციო გამოცდა საერთო ან სისხლის სამართლის
სპეციალიზაციით.
6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით სამუშაო გამოცდილებისთვის დადგენილი მოთხოვნა
არ ვრცელდება სააგენტოში პირის სტაჟიორ-გამომძიებლად დანიშვნის
შემთხვევაზე. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში პირი სტაჟიორგამომძიებლად ინიშნება ამ კანონითა და სააგენტოს თავმჯდომარის მიერ
დადგენილი წესით.
7. დასაშვებია სააგენტოს საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის სააგენტოში
უკონკურსოდ გადაყვანა, რაც გულისხმობს მისთვის იმავე იერარქიული რანგისა
და თანამდებობის შესაბამისი სხვა უფლებამოსილებების ან/და ფუნქციურად
მსგავსი უფლებამოსილებების მინიჭებას (ჰორიზონტალური გადაყვანა).
8. დასაშვებია სააგენტოს სამსახურებრივი ინსპექტირების განმახორციელებელი
სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის უკონკურსოდ „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული მობილობით გადაყვანა ან ამ
მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით ჰორიზონტალური გადაყვანა.
9. სააგენტოს საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომლის კვალიფიკაციის
შენარჩუნებისა და ამაღლების მიზნით, სააგენტო პერიოდულად ნერგავს და
ახორციელებს შესაბამის სასწავლო პროგრამებს.
10. სააგენტოს საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელზე ვრცელდება ამ კანონით,
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, „ოპერატიულსამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა
საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული
უფლებამოსილებები და მოვალეობები.
11.
სააგენტოს
სამსახურებრივი
ინსპექტირების
განმახორციელებელი
სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელზე ვრცელდება ამ კანონითა და
სააგენტოს
თავმჯდომარის
შესაბამისი
სამართლებრივი
აქტით
გათვალისწინებული უფლებამოსილებები და მოვალეობები.
IX. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომელთა სამართლებრივი და
სოციალური დაცვა
მუხლი 23. სააგენტოს თანამშრომლის სამართლებრივი დაცვა
18
1. სააგენტოს თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
სახელმწიფო ხელისუფლების წარმომადგენელია და მას სახელმწიფო იცავს.
სააგენტოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნის შესრულება ყველასთვის
სავალდებულოა.
2. არავის აქვს უფლება, ჩაერიოს სააგენტოს თანამშრომლის სამსახურებრივ
საქმიანობაში, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
3. სააგენტოს თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას
მისთვის ხელის შეშლა, მისი პატივისა და ღირსების შელახვა, მისთვის
წინააღმდეგობის გაწევა, მის მიმართ მუქარა, ძალადობა ან მისი სიცოცხლის,
ჯანმრთელობის ან ქონების ხელყოფა იწვევს საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილ
პასუხისმგებლობას.
სამსახურეობრივი
უფლებამოსილებების
განხორციელებასთან დაკავშირებით, სააგენტოს თავმჯდომარის, სააგენტოს
თავმჯდომარის შესაბამისი მოადგილის, სააგენტოს გამომძიებლის ან მათი ოჯახის
წევრის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და ქონების ხელყოფის შესახებ ინფორმაციის
მიღების შემთხვევაში, სახელმწიფო ორგანოები ვალდებული არიან მიიღონ
კანონით გათვალისწინებული ზომები მათი პირადი და ქონებრივი უსაფრთხოების
დასაცავად.
4. სააგენტოს თანამშრომელმა უარი უნდა თქვას აშკარად უკანონო ბრძანების ან
განკარგულების შესრულებაზე, თუ მან იცოდა ან უნდა სცოდნოდა მისი
უკანონობის შესახებ და უნდა იმოქმედოს კანონის ფარგლებში.
5. სააგენტოს თანამშრომელმა აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების
მიღების შემთხვევაში ამის შესახებ უნდა აცნობოს სააგენტოს თავმჯდომარეს.
6. სააგენტოს თანამშრომელს, რომელიც უარს ამბობს აშკარად უკანონო ბრძანების
ან განკარგულების შესრულებაზე, პასუხისმგებლობა არ დაეკისრება.
7. სააგენტოს თანამშრომლისთვის აშკარად უკანონო ბრძანების ან განკარგულების
მიმცემ პირს პასუხისმგებლობა დაეკისრება კანონით დადგენილი წესით.
8. სააგენტოს თანამშრომელს უფლება აქვს, თავისი
თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს.
უფლებებისა
და
9. სააგენტოს თანამშრომელს მისი სამსახურებრივი უფლებამოსილების
დასადასტურებლად ეძლევა პირადობის მოწმობა ან/და სპეციალური ჟეტონი,
რომლის ფორმასა და გაცემის წესს ადგენს სააგენტოს თავმჯდომარე. სააგენტოს
საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელი შეიძლება ატარებდეს სააგენტოს
ნორმატიული აქტით დადგენილი ფორმის ტანსაცმელს.
19
10. დაკავებული, დაპატიმრებული ან სააგენტოს საგამოძიებო დანაყოფის
თანამშრომლის უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრული შესაბამისი ორგანო.
მუხლი 24. სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის სოციალური
დაცვა
1. სახელმწიფო უზრუნველყოფს სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე
თანამშრომლის სოციალურ დაცვას.
2. თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის დადგენილი, სააგენტოს
სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელზე ვრცელდება „საჯარო სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული მოხელის სოციალური
დაცვის გარანტიები (მათ შორის, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებასთან
დაკავშირებით სხეულის დაზიანებასთან ან დაღუპვასთან დაკავშირებული
სოციალური დაცვის გარანტიები).
3. სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელი იღებს:
ა) ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი წესით განსაზღვრულ თანამდებობრივ
სარგოს;
ბ) ამ მუხლის მე-5 პუნქტისა და „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების
შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად დადგენილ სახელფასო დანამატს და
ფულად ჯილდოს;
გ) სპეციალური წოდების შესაბამის წოდებრივ სარგოს;
დ) წელთა ნამსახურეობის დანამატს;
ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა დანამატებსა და
კომპენსაციებს.
4. სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს, რომელიც
გათავისუფლდა სამსახურიდან ზღვრული ასაკის მიღწევის ან შეზღუდული
შესაძლებლობის მქონე პირად აღიარების გამო, უფლება აქვს, საქართველოს
კანონმდებლობის თანახმად, მიიღოს შესაბამისი სახელმწიფო კომპენსაცია ან
სახელმწიფო პენსია.
5. სააგენტოს სამსახურის სპეციალური წოდების მქონე თანამშრომლის შრომის
ანაზღაურების წესი და ოდენობა, წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურეობის
დანამატის
ოდენობები,
აგრეთვე,
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული სხვა დანამატებისა და კომპენსაციების ოდენობები
განისაზღვრება სააგენტოს თავმჯდომარის ნორმატიული აქტებითა და
საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
20
6. სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელი ექვემდებარება
სავალდებულო სახელმწიფო დაზღვევას. სპეციალური წოდების მქონე
თანამშრომლის ოჯახის წევრთა სახელმწიფო დაზღვევასთან დაკავშირებულ
საკითხებს (მათ შორის, ოჯახის წევრთა წრეს) განსაზღვრავს სააგენტოს
თავმჯდომარე.
მუხლი 25. სააგენტოს საგამოძიებო დანაყოფის თანამშრომელთა სპეციალური
წოდება
სააგენტოს თანამშრომელთა სპეციალური წოდებები განისაზღვრება „სახელმწიფო
სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონით.
თავი X. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 26. ამ კანონის ამოქმედებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები
1. 2022 წლის 1 ივლისამდე გენერალურმა პროკურორმა გამოსცეს ნორმატიული
აქტი, რომელიც განსაზღვრავს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო და
ტერიტორიულ საგამოძიებო ქვემდებარეობას.
2. 2022 წლის 1 ივლისამდე ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს
თავმჯდომარემ მიიღოს/გამოსცეს კანონით გათვალისწინებული შესაბამისი
ნორმატიული აქტები.
3. 2022 წლის 1 ივლისამდე სააგენტოს თავმჯდომარემ განახორციელოს
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები ამ კანონით
გათვალისწინებული ფუნქციების სრულყოფილად შესასრულებლად საჭირო
რაოდენობის გამომძიებელთა თანამდებობებზე დასანიშნად.
4. კანონის ძალაში შესვლისთანავე მთავრობამ განახორციელოს ანტიკორუფციული
სააგენტოსათვის სათანადო მატერიალურ-ტექნიკური ბაზის და ფინანსური
რესურსების გადასაცემად საჭირო ღონისძიებები.
მუხლი 27. კანონის ძალაში შესვლის დრო
1.
2.
ეს კანონი გარდა V, VI, VII და VIII თავებისა ძალაში შევიდეს
გამოქვეყნებისთანავე;
ამ კანონის V, VI, VII და VIII თავები ძალაში შევიდეს 2022 წლის 1
ივლისიდან.
21
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
22
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
“ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის
მიღების
მიზეზია
საქართველოს
ანტიკორუფციული
კანონმდებლობის აღსრულების სათანადო მექანიზმების შექმნის, კორუფციის
შემთხვევების ქმედითი გამოძიების, ანტიკორუფციული პოლიტიკის ეფექტიანად
დაგეგმვისა და განხორციელების საჭიროება.
კორუფციასთან ბრძოლა და ამ კუთხით საერთაშორისო თანამშრომლობის
გაძლიერება საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ
შეთანხმების ერთ-ერთი პრიორიტეტია (შეთანხმების მე-4 მუხლი).
ამასთან, ევროკავშირსა და საქართველოს შორის ასოცირების 2017-2020 წლების
დღის წესრიგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:
● კორუფციასთან ბრძოლის გაგრძელება და შესაბამისი საერთაშორისო
სამართლებრივი აქტების ეფექტიანი იმპლემენტაცია, როგორიც არის
გაეროს კონვენცია კორუფციის წინააღმდეგ და კორუფციის შესახებ სისხლის
სამართლის კონვენცია და მისი დამატებით ოქმი, ისევე, როგორც
ევროკავშირისა და ევროპის საბჭოს ქვეყნების კორუფციის წინააღმდეგ
მოქმედი ჯგუფის (GRECO) რეკომენდაციები და OECD-ანტიკორუფციული
ქსელის
რეკომენდაციები
(ევროკავშირი:
აღმოსავლეთ
ევროპისა
და
ცენტრალური აზიისთვის);
● ანტიკორუფციული ეროვნული სტრატეგიისა და შესაბამისი სამოქმედო
გეგმის
ეფექტიანი
იმპლემენტაციის
გაგრძელება
კორუფციის,
განსაკუთრებით
კი
კომპლექსური
გამოაშკარავებისა და გადაჭრის მიზნით;
კორუფციის
პრევენციის,
● კორუფციის
საქმეების
ეფექტიანი
გამოძიების
უზრუნველყოფა
და
ინტერესთა კონფლიქტის პრევენციისათვის ეფექტიანი სისტემის შექმნა.
ამ
მიზნების
სრულად
განხორციელებას
ხელს
უშლის
არსებული
ანტიკორუფციული სისტემის არაეფექტიანობა და შემდეგი პრობლემები:
23
ანტიკორუფციული კანონმდებლობის პრაქტიკაში აღსრულების მექანიზმების
სისუსტე:
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ მიმდინარე წლის მაისში გამოქვეყნებული
საქართველოს ანტიკორუფციული გარემოს უზრუნველყოფის ეფექტიანობის
აუდიტის ანგარიშის თანახმად, „საჯარო სექტორში სრულფასოვნად არ არის
დანერგილი კორუფციის პრევენციისთვის აუცილებელი საბაზისო პროცედურები
და მექანიზმები, რომლებიც ხელს შეუწყობდა კანონით გათვალისწინებული
მოთხოვნების პრაქტიკულ განხორციელებას.“ ანგარიშის თანახმად, ამის მიზეზია
როგორც ინდივიდუალური უწყებების შიდა სტრუქტურული პრობლემები, ისე
შესაბამის პროცესებზე ქმედითი გარე ზედამხედველობის არარსებობა.
ამავე პრობლემაზე ამახვილებს ყურადღებას ეკონომიკური თანამშრომლობისა და
განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის უკანასკნელი
მონიტორინგის ანგარიში საქართველოს შესახებ, სადაც აღნიშნულია, რომ „საჯარო
სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ კანონის
არსებობის მიუხედავად, პრაქტიკაში მისი აღსრულება თითქმის არასდროს ხდება.“
ამავე ანგარიშის თანახმად, კანონმდებლობაში დადებითი ცვლილებების
მიუხედავად, პრაქტიკაში პრობლემად რჩება მამხილებელთა ქმედითი დაცვის
უზრუნველყოფა. გაერო-ს განვითარების პროგრამის მიერ 2019 წელს ჩატარებული
კვლევის თანახმად, საჯარო მოსამსახურეთა 44% ფიქრობს, რომ ისინი შეიძლება
დაისაჯონ მათივე უწყებაში მომხდარი დარღვევის შესახებ საჩივრის დაწერის გამო.
ასევე, ყურადღებას საჭიროებს თანამდებობის პირის ქონებრივი დეკლარაციების
მონიტორინგის სისტემა და პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების
დაფინანსების სფეროში კორუფციის პრევენციის მხრივ არსებული ხარვეზები.
ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები ხაზს უსვამენ
არსებული მარეგულირებელი ჩარჩოს არაეფექტიანობას.
კორუფციის შემთხვევების არაეფექტიანი გამოძიება:
მიუხედავად იმისა, რომ პასუხისმგებელი უწყებები კორუფციული დანაშაულის
და მასზე რეაგირების სრულფასოვან სტატისტიკას არ აწარმოებენ/აქვეყნებენ,
არსებული მონაცემები ამ ტიპის დანაშაულზე რეაგირების არაეფექტიანობაზე
მიუთითებს. მაგალითად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ზემოხსენებული
ანგარიშის თანახმად, 2018 წლის აპრილის მდგომარეობით, 2015-2017 წლებში
რეგისტრირებული 1,740 საქმიდან 12% გაიხსნა.
პრობლემურია
სამართალდამცავი
უწყებების
მხრიდან
შერჩევითი
სამართლებრივი რეაგირების ნიშნები. ევროპარლამენტის მიერ 2018 წლის 14
ნოემბერს ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ მიღებულ რეზოლუციაში
ნათქვამია, რომ საქართველოში „სერიოზულ პრობლემად რჩება მაღალი დონის
ელიტური კორუფცია“ და რომ ქვეყანაში ჯერაც არ არსებობს „მაღალი დონის
კორუფციის შემთხვევების გამოძიების მდგრადი გამოცდილება.“ რეზოლუცია
24
საქართველოს მოუწოდებს, შექმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანო,
რომელიც არ იქნება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ნაწილი და
საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევისგან თავისუფალი იქნება.
ამავე პრობლემაზე მიუთითებს საზოგადოებრივი აზრის კვლევების შედეგებიც.
მაგალითად, 2020 წლის თებერვალსა და მარტში „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ დაკვეთით კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის მიერ
ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, რესპონდენტების 47% ფიქრობს, რომ
კორუფციის შემთხვევებს სათანადოდ არ იძიებენ, როდესაც საქმე მაღალი
თანამდებობის ან მმართველ პარტიასთან დაკავშირებულ გავლენიან პირებს ეხება
(რესპონდენტების მხოლოდ 29% მიიჩნევს, რომ სამართალდამცავი უწყებები ასეთ
საქმეებს სათანადოდ იძიებენ).
კანონპროექტი მიზნად ისახავს გააძლიეროს და გააუმჯობესოს საქართველოს
ანტიკორუფციული კანონმდებლობის ნორმების პრაქტიკაში აღსრულების სუსტი
მექანიზმები (მათ შორის ისეთ მნიშვნელოვან სფეროებში, როგორიცაა
თანამდებობის პირთა ინტერესთა კონფლიქტის და უკანონო გამდიდრების
პრევენცია, მამხილებელთა დაცვა), პოლიტიკური პარტიების დაფინანსების
სფეროში
კორუფციის
პრევენციის
არაეფექტიანი
გზები,
კორუფციის
(განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციის) შემთხვევების გამოძიება და
ანტიკორუფციული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მიმართება ამ
სფეროში ამჟამად არსებულ გამოწვევებთან, ასევე თანამდებობის პირთა ქონებრივი
დეკლარაციების მონიტორინგის სისტემა.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
დღევანდელი საკანონმდებლო მოწესრიგების პირობებში კორუფციის წინააღმდეგ
ბრძოლა ვერ იძლევა სასურველ შედეგებს. საქართველოს ყველა საერთაშორისო
პარტნიორი ანგარიშებსა თუ რეზოლუციებში მოგვიწოდებს ანტიკორუფციული
მექანიზმების დახვეწისკენ. ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის
უკანასკნელი ანგარიშები და საკანონმდებლო აქტებიც ხაზს უსვამენ საკითხის
მოწესრიგების მნიშვნელობას.
წარმოდგენილი
ცვლილებები
სრულად
ეხმიანება
საერთაშორისო
თანამეგობრობის რეკომენდაციებს დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოს
შექმნის თაობაზე, ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და
უზრუნველყოფს,
რომ
ეფექტიანად
გავუმკლავდეთ
კორუფციასთან,
განსაკუთრებით მაღალი დონის კორუფციასთან ბრძოლას.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი პროექტით იქმნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანო
- „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო“, რომლის საქმიანობაც მთლიანად
კონცენტრირდება საჯარო დაწესებულებებში კორუფციის აღმოფხვრაზე და
პოლიტიკური პარტიების დაფინანსების გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე და
25
ანტიკორუფციული მიმართულებით საჯარო მოხელეებისა და საზოგადოების
ცნობიერების ამაღლებაზე. სააგენტო აქტიურად იქნება ჩართული ქვეყანაში
ანტიკორუფციული პოლიტიკის, სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმების
შემუშავებაში. დღეს ეს ფუნქციები გაფანტულია სხვადასხვა სტრუქტურაში, რაც
კორუფციასთან ბრძოლის კოორდინაციას ართულებს და მას არაეფექტიანს ხდის.
შედეგად, გაუმჯობესდება ქვეყნის ანტიკორუფციული კანონმდებლობის
ნორმების აღსრულების კონტროლი, კორუფციის შემთხვევების გამოძიება და
ანტიკორუფციული პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიანი და კოორდინირებული ბრძოლის
ხელშეწყობის და საჯარო სამსახურში კორუფციის პრევენციის მიზნით, იქმნება
დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო - ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო
(შემდგომში - სააგენტო), რომლის თავმჯდომარეს საქართველოს პარლამენტი,
რეგლამენტით დადგენილი წესით, 5 წლის ვადით ირჩევს. თავმჯდომარეს ჰყავს
პირველი მოადგილე და ორი მოადგილე. სააგენტო მისი საქმიანობის
ყოველწლიურ ანგარიშის წარუდგენს პარლამენტს.
სააგენტოს ამოცანები, უფლებამოსილებები და ორგანიზაციული საკითხები
განისაზღვრება კანონით და სააგენტოს დებულებით.
სააგენტოს საქმიანობის ძირითადი მიმართულებები იქნება საჯარო სამსახურში
კორუფციის პრევენცია, თანამდებობის პირების მიერ „საჯარო დაწესებულებაში
ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი ნორმების შესრულების კონტროლი, კორუფციული დანაშაულების
მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება, პოლიტიკური პარტიების ფინანსური
საქმიანობის კონტროლი.
სააგენტო უფლებამოსილი იქნება შეამოწმოს კანონმდებლობით დადგენილი
ნორმების შესრულება და მოამზადოს და გამოაქვეყნოს დასკვნები; თავიდან
აიცილოს, გამოავლინოს, გამოიძიოს და აღკვეთოს თავის საგამოძიებო
ქვემდებარეობას მიკუთვნებული დანაშაულები; ქონებრივი დეკლარაციების
შევსებისას პირებს გაუწიოს რეკომენდაცია; შეამოწმოს დეკლარაციები და
დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში მიიღოს შესაბამისი ზომები; პირის
თანამდებობასთან შეუთავსებლობის დადგენის შემთხვევაში, შესაბამის ორგანოს
მისი გათავისუფლების რეკომენდაციით მიმართოს; თვალყური ადევნოს
მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსურ საქმიანობას; დაიცვას
კორუფციულ
დანაშაულთა
მამხილებლები;
მოამზადოს
თემატური
საკანონმდებლო წინადადებები და გააუმჯობესოს საჯარო უწყებების საქმიანობა
საჯარო მოხელეთა და საზოგადოების ცნობიერების ამაღლების გზით; აქტიურად
ჩაერთოს საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და
სამოქმედო გეგმის შემუშავება-განახლებაში; უზრუნველყოს საქართველოს
26
ხელისუფლების ორგანოების თანამშრომლობა საერთაშორისო ანტიკორუფციულ
ორგანიზაციებთან,
საერთაშორისო
ანტიკორუფციული
ვალდებულებების
შესასრულებლად.
სააგენტო
უფლებამოსილი
იქნება:
საქართველოს
კანონმდებლობით
განსაზღვრული საგამოძიებო ქვემდებარეობის ფარგლებში, საქართველოს
კანონით „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
შესახებ“ და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით
გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული მოცულობით
ჩაატაროს გამოძიება და განახორციელოს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობა;
მოიპოვოს, დაამუშაოს და გააანალიზოს ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს
საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაცია, შექმნას საინფორმაციო სისტემები;
საჭიროების შემთხვევაში, გამოიყენოს ტექნიკური აღჭურვილობა/საშუალებები
ან/და სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ეკუთვნის სხვა სახელმწიფო
ორგანოს, გარდა იმ უწყებისა, რომლის თანამშრომლის მიერ ჩადენილი
დანაშაულის ფაქტზე აწარმოებს გამოძიებას; განახორციელოს საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ღონისძიებები და მოქმედებები.
სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, ეროვნული ანტიკორუფციული
სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილეს, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს
გამომძიებელს (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა) და ოპერატიულ-სამძებრო
საქმიანობის განმახორციელებელ თანამშრომელს უფლება აქვთ, საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი წესით, გამოიყენონ ფიზიკური ძალა, სპეციალური
საშუალებები და ცეცხლსასროლი იარაღი. ეროვნული ანტიკორუფციული
სააგენტოს მიერ გამოსაძიებელ საქმეებზე საპროცესო ხელმძღვანელობას და
ზედამხედველობას, აგრეთვე სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს და
სახელმწიფო ბრალდებას მხარს უჭერს საქართველოს გენერალური პროკურატურა.
კანონის პროექტით უზრუნველყოფილია სააგენტოს ორგანიზაციული და
ფინანსური დამოუკიდებლობის გარანტიები, მისი წვდომა დაწესებულებების მიერ
ადმინისტრირებულ ელექტრონულ მონაცემთა ბაზებთან; ასევე, უწყების
საქმიანობის გამჭვირვალობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ეს პუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით
(ინიციატორი არ არის საქართველოს მთავრობა)
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
27
ვინაიდან კანონპროექტის თანახმად იქმნება ახალი დამოუკიდებელი ინსტიტუტი,
საჭირო იქნება კანონის ეტაპობრივი ძალაში შესვლა. პროექტის თანახმად, კანონი,
გარდა V, VI, VII და VIII თავებისა, ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ხოლო
აღნიშნული თავები ძალაში შედის 2022 წლის 1 ივლისიდან.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
არა რის მოთხოვნილი დაჩქარებული წესით განხილვა
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული ხარჯების დაფინანსების წყაროს
როგორც 2022, ასევე 2023-2025 წლებში წარმოადგენს სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე, იმ შემთხვევაში თუ გაიზრდება კანონპროექტით
გათვალისწინებული სამართალდარღვევები, მაგალითად, თანამდებობის პირების
ქონებრივი
დეკლარაციის
შევსებასთან
ან
პარტიის
დაფინანსებასთან
დაკავშირებით, ვინაიდან ასეთი სახის სამართალდარღვევების შემთხვევაში
სამართალდამრღვევს დაეკისრება სანქცია. გავლენის ოდენობა დამოკიდებული
იქნება ამ მიმართულებით გამოვლენილი სამართალდარღვევების სახეზე,
რაოდენობაზე და ასევე სანქციის ოდენობაზე.
გარდა ამისა, კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს სახელმწიფო
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს
შექმნის შედეგად დასაქმებული პირების მხრიდან გადასახდელი საშემოსავლო
გადასახადის კუთხით. გავლენის ოდენობა ამ შემთხვევაში დამოკიდებული იქნება
იმაზე, თუ რა იქნება სააგენტოში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება და
რამდენად იქნება ის განსხვავებული დღეს ამ მიმართულებით მომუშავე უწყებების
შრომის ანაზღაურებისგან.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე ზრდის მიმართულებით როგორც 2022, ასევე 2023-2025 წლებში.
28
კანონპროექტის ფინანსური გავლენის დასადგენად, კანონპროექტზე მუშაობის
დროს გამოთხოვილი იქნა ინფორმაცია იმ უწყებების ყოველწლიური
ფუნქციონირებისათვის საჭირო ასიგნებების შესახებ, რომლებიც დღეს
პასუხისმგებელი არიან კორუფციასთან ბრძოლის საკითხებზე.1 კერძოდ,
აღნიშნული
უწყებებია:
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახურის
ანტიკორუფციული სააგენტო, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური
ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი და საჯარო სამსახურის ბიუროს
თანამდებობის პირების დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტი.
აღნიშნული
უწყებებისთვის
ბიუჯეტით
განსაზღვრული
ასიგნებების
საფუძველზე,
დაახლოებით განისაზღვრა ეროვნული ანტიკორუფციული
სააგენტოს ოპერატიული ხარჯები. აქვე აღსანიშნავია, რომ თითოეული ზემოთ
ჩამოთვლილი
უწყების
დეპარტამენტების
საქმიანობის
ეროვნულ
ანტიკორუფციულ
სააგენტოში
თავმოყრა
სახელმწიფო
ბიუჯეტში
გამოათავისუფლებს აღნიშნული უწყებების ასიგნებებს და შესაძლებელი იქნება
მათი მიმართვა ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოში.
აქვე გასათვალისწინებელია ის ფაქტიც, რომ ახალი სტრუქტურის ჩამოყალიბება
გარდაუვალად მოიცავს ერთჯერადად გასაწევ ხარჯებს (ისეთს, როგორიცაა
საოფისე ფართის, ავტომობილების შესყიდვის, მატერიალურ-ტექნიკური
ინვენტარით აღჭურვისა და სხვა ხარჯები). თავდაპირველი ერთჯერადი ხარჯების
გაანგარიშების მიზნით, აღნიშნული ხარჯების შესახებ ინფორმაცია გამოთხოვილ
იქნა ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოსთან სტრუქტურულად ყველაზე
ახლო მდგომი უწყებიდან - სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურიდან, რომელიც
ასევე ახლადშექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა.
აქვე, აღსანიშნავია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი უწყებების მიერ მოწოდებული
ინფორმაცია სრულყოფილად არ ასახავს მოთხოვნილ ინფორმაციას, რის გამოც
გამოითვალა ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს ოპერირებისთვის საჭირო
მხოლოდ დაახლოებითი ხარჯები. ამასთან, ვინაიდან ინფორმაცია შესაბამისი
უწყებებიდან გამოთხოვილი იქნა კანონპროექტის შემუშავების დროს (2020 წ),
თვალსაჩინოებისთვის წარმოდგენილია ზემოხსენებული უწყებების ხარჯების
შესახებ ინფორმაცია როგორც 2020, ასევე მომდევნო საშუალო ვადიანი
პერიოდისთვის.
კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პასუხისმგებელი ორგანოა
საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური, კერძოდ კი, პოლიტიკური
ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი, რომლის ფუნქციები, კანონპროექტის
მიღების შემთხვევაში, გადავა
ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს
უფლებამოსილებაში.
შესაბამისად,
აღნიშნული
დეპარტამენტის
ფუნქციონირებისთვის საჭირო ხარჯების ანალიზით შესაძლებელია მიახლოებით
1 სახელმწიფო აუდიტის სამსახური https://info.parliament.ge/#mpqs/3134
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური https://info.parliament.ge/#mpqs/3137
საჯარო სამსახურის ბიურო https://info.parliament.ge/#mpqs/3135
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო https://info.parliament.ge/#mpqs/3136
29
იქნას განსაზღვრული ამ მიმართულებით ეროვნული ანტიკორუფციული
სააგენტოს უფლებამოსილებების განხორციელებისთვის საჭირო ხარჯები.
კანონპროექტზე მუშაობის პერიოდში, საქართველოს სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მიერ მოწოდებული 2019 წლის ფაქტიური, 2020 წლის საგეგმო და 2021
წლის საპროგნოზო ყოველწლიური ასიგნებების შესახებ ინფორმაციის თანახმად,
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის
დეპარტამენტში, 2019-2021 წლებში, საშტატო ნუსხა ჯამურად 10 თანამშრომელს
წარმოადგენდა, რომელთა შრომის ანაზღაურება 2019 წელს ჯამურად შეადგენდა
დაახლოებით 336,844 ლარს (მ.შ. თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო და
ფულადი ჯილდო), 2020 წლის გეგმიური და 2021 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები
ამ მიმართულებით შეადგენდა
ყოველწლიურად 349,536 ლარს (მ.შ.
თანამდებობრივი სარგო და წოდებრივი სარგო). რაც შეეხება შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებულ პირებს, 2019 და 2020 წლის შესაბამისი
პერიოდისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ინფორმაციით, პოლიტიკური
ფინანსების
მონიტორინგის
დეპარტამენტში
არ
ყოფილა
შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებული პირები.
პერსონალის დაზღვევის, მივლინებისა და კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯები
2019 წელს ჯამში შეადგენდა 10,457 ლარს, 2020 წლის გეგმიური მაჩვენებელი
შეადგენდა 11,551 ლარს, ხოლო 2021 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი კი - 12,531
ლარს.
რაც შეეხება სამსახურებრივ ავტომობილთან დაკავშირებულ საკითხებს,
სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის
დეპარტამენტს ემსახურება ერთი მსუბუქი ავტომობილი, რომლის შენახვის ხარჯი
(დაზღვევა, საწვავი, მიმდინარე რემონტი) 2019 წელს შეადგენდა 5,275 ლარს, ხოლო
2020 წლის გეგმიური და 2021 წლის საპროგნოზო მაჩვენებლები შესაბამისად
შეადგენდა 12,333 ლარს და 6,323 ლარს.
კანონპროექტზე მუშაობის ეტაპზე მოცემული ინფორმაციით, სახელმწიფო
აუდიტის სამსახურის პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტის
მიერ შრომის ანაზღაურებაზე, პერსონალის დაზღვევაზე, მივლინებაზე,
კვალიფიკაციის ამაღლებაზე, სამსახურებრივი ავტომანქანის დაზღვევაზე,
საწვავზე, მიმდინარე რემონტზე 2019 წელს გაწეული ფაქტიური ხარჯები
შეადგენდა 352,576 ლარს, 2020 წლის გეგმიური ჯამური ხარჯი შეადგენდა 373,420
ლარს, ხოლო 2021 წლის საპროგნოზო მაჩვენებელი კი - 368,390 ლარს. აქვე
აღსანიშნავია ისიც, რომ აღნიშნულ ხარჯებში არ იყო გათვალისწინებული საოფისე
ინვენტარის, საკანცელარიო და კომუნალური ხარჯები. სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული ხარჯები გაიწევა სახელმწიფო აუდიტის
სამსახურის მასშტაბით/ცენტრალიზებულად და სტრუქტურული ერთეულ(ებ)ის
მიხედვით გადანაწილება/მიკუთვნება პრაქტიკულად შეუძლებელია.
მაგალითისათვის, სახაზინო სამსახურის ფორმა #E6-ის მიხედვით („2019 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება“), 2019 წელს სახელმწიფო
30
აუდიტის სამსახურის მიერ გადახდებმა ოფისის ხარჯის სახით (კოდი 2.2.3)
შეადგინა 667,689.26 ლარი, მ.შ. საკანცელარიო, საწერ-სახაზავი ქაღალდის,
საბუღალტრო ბლანკების, ბიულეტენების, საკანცელარიო წიგნების და სხვა
ანალოგიური მასალების შეძენა (2.2.3.1) – 34,738.6 ლარი, მცირეფასიანი საოფისე
ტექნიკის შეძენა და დამონტაჟების / დემონტაჟის ხარჯი (2.2.3.4) – 78,617.01 ლარი,
კომუნალური ხარჯი (2.2.3.12) – 310,178.24 ლარი.
კორუფციასთან ბრძოლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პასუხისმგებელი ორგანოა
საქართველოს
სახელმწიფო
უსაფრთხოების
სამსახური.
საქართველოს
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის 21 აგვისტოს № SSG 4 20
00104055 წერილის მიხედვით, სამსახურის ანტიკორუფციულ სააგენტოში
(დეპარტამენტში) დასაქმებულთა გარკვეულ ნაწილს მინიჭებული აქვს
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სპეციალური წოდებები,
რომელთა დაკავშირებითაც აღნიშნული წოდების მქონე პირები იღებენ წოდებრივ
სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატს. აგრეთვე, სააგენტოში დასაქმებულ
პირებზე, როგორც საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
მოსამსახურეებზე
ვრცელდება
სოციალური
შეღავათები,
რომლებიც
განსაზღვრულია „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
მოსამსახურეთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის წესის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 30 ივლისის №386
დადგენილებით.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად, ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) მიერ 2019 წელს შრომის
ანაზღაურებაზე გაწეული იქნა 6.4 მლნ ლარი, რომელიც მოიცავდა როგორც
თანამდებობრივ სარგოს (4.6 მლნ ლარი), ასევე წოდებრივ სარგოს, წელთა
ნამსახურობის დანამატს, პრემიასა და კომპენსაციას მრავალშვილიანობასთან
დაკავშირებით. რაც შეეხება შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულთა შრომის
ანაზღაურებას, სოციალურ უზრუნველყოფასა და მივლინებებს, აღნიშნული
კუთხით გაწეული ხარჯი შეადგენდა ჯამში დაახლოებით 0.3 მლნ ლარს.
ასევე, კანონპროექტზე მუშაობის ეტაპზე მოცემული ინფორმაციის თანახმად, 2020
წლის 1 ივლისიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის
შედარებით
დაბალანაზღაურებად
მოსამსახურეებს
უნდა
გაზრდოდათ
თანამდებობრივი სარგო, რაც შესაბამისად აისახებოდა 2020 და მომდევნო წლების
შრომის ანაზღაურების ფონდის ზრდაში.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ გარდა ზემოხსენებული ხარჯებისა, კანონპროექტზე
მუშაობის დროს გასათვალისწინებელი იყო ასევე ანტიკორუფციული სააგენტოს
(დეპარტამენტი) 2021-2024 წლების ხარჯების საშუალო ვადიანი პერიოდის
საპროგნოზო მოცულობები, რის მოძიებაც ვერ მოხერხდა. ასევე, სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ შეიცავდა
მონაცემებს ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) საშტატო ნუსხაზე
(საშტატო რიცხოვნობის, თანამდებობების დასახელების მითითებით), შრომითი
31
ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობაზე, სააგენტოსთვის საჭირო
ადმინისტრაციულ ხარჯებზე (რაც მოიცავდა მ.შ. შენობის დაზღვევის, იჯარის,
საოფისე ინვენტარის, საკანცელარიო, კომუნალურ და კვალიფიკაციის ამაღლების
ხარჯებს),
იმაზე
თუ
რა
დამატებითი
ტექნიკური
საშუალებებია
გათვალისწინებული სააგენტოში დასაქმებული პირებისთვის და რას შეადგენს
მოვლა-შენახვის ხარჯები. ვინაიდან მიღებული ინფორმაცია შეიცავდა მონაცემებს
მხოლოდ შრომის ანაზღაურების, კომპენსაციების თუ სოციალური შეღავათების
შესახებ და არ იძლევა ინფორმაციას ტექნიკური საშუალებებისა და სხვა
ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ, ამიტომ, შეიძლება ითქვას, რომ
ანტიკორუფციული სააგენტოს (დეპარტამენტი) ფუნქციონირების ხარჯი
წარმოადგენს არამხოლოდ 6.6 მლნ ლარს, არამედ დამატებით ტექნიკური
საშუალებებისა და აღნიშნული სააგენტოს ფუნქციონირებისთვის საჭირო
ადმინისტრაციულ ხარჯებს.
რაც შეეხება სსიპ - საჯარო სამსახურის ბიუროს თანამდებობის პირების
დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტის ფუნქციონირებისთვის საჭირო
ხარჯებს, კანონპროექტზე მუშაობის დროს მათ მიერ მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად, 2019 წელს დეპარტამენტში დასაქმებული იყო 9 პირი (მათ შორის 1
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული), რომელთა შრომის ანაზღაურების
ჯამური მაჩვენებელი ამავე წელს შეადგენდა 229,571.46 ლარს (აღნიშული მოიცავს
თანამდებობრივ სარგოს, სახელფასო დანამატსა და ფულად ჯილდოს). 2020 წელს
ბიუროში დასაქმებული იყო 9 პირი (მათ შორის 01.01.2020-13.05.2020 პერიოდში
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული იყო ასევე 1 პირი), რომელთა შრომის
ანაზღაურების გეგმური ჯამური მაჩვენებელი ამავე წელს შეადგენდა 210,255.16
ლარს (აღნიშული მოიცავს თანამდებობრივ სარგოს და სახელფასო დანამატს).
მოწოდებული ინფორმაციით, იმჟამინდელი მდგომარეობით, დეკლარაციების
მონიტორინგის დეპარტამენტში არ იყო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული
პირი. ასევე იმ ეტაპისთვის, არ იყო დაგეგმილი შემდეგ წლებში, მონიტორინგის
დეპარტამენტში თანამშრომლის მიღება შრომითი ხელშეკრულებით.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, 2021-2024 წლებში თანამდებობის პირების
დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტში დასაქმებული პირების
საპროგნოზო საშტატო რიცხოვნობა შეადგენდა 8 პირს, რომელთა ყოველწლიური
შრომის ანაზღაურების საპროგნოზო მაჩვენებელი განსაზღვრული იყო 233,856
ლარით (მ.შ. თანამდებობრივი სარგო, სახელფასო დანამატი და ფულადი ჯილდო).
გარდა ზემოაღნიშნულისა, სსიპ საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ მოწოდებული
ინფორმაციით, ფიჭური სატელეფონო მომსახურების ფაქტიური ხარჯი 2019 წელს
შეადგენდა 869.54 ლარს. აღნიშნულ საკითხზე 2020 წლის საგეგმო ხარჯი
გამოყოფილი ლიმიტის მიხედვით შეადგენდა 1440 ლარს, ხოლო, 2021-2024
წლებისთვის ჯამური საპროგნოზო მოცულობა გამოყოფილი ლიმიტის მიხედვით
შეადგენდა 7200 ლარს. ამასთან, სახელმწიფო ბიუჯეტი არ აფინანსებს
დეპარტამენტის თანამშრომელთა დაზღვევას. რაც შეეხება სხვა ადმინისტრაციულ
ხარჯს, 2019 წელს მივლინების ხარჯი შეადგენდა 115 ლარს, ხოლო, საოფისე
ინვენტარის ხარჯი - 710-ს.
32
კანონპროექტზე მუშაობის ეტაპზე მიღებული ინფორმაციით, სსიპ - საჯარო
სამსახურის ბიუროს თანამდებობის პირების დეკლარაციების მონიტორინგის
დეპარტამენტის 2020 წლის გეგმიური ჯამური ხარჯი შრომის ანაზღაურების და
ფიჭური სატელეფონო მომსახურების ლიმიტის გათვალისწინებით შეადგენდა
211,695.16 ლარს, ხოლო 2021-2024 წლების საპროგნოზო ყოველწლიური ხარჯი 235,656.00 ლარს. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ამ ხარჯებში არ შედის
ადმინისტრაციული და მივლინების ხარჯები. ასევე, დეპარტამენტში დასაქმებულ
არც ერთ პირს არ ჰქონდა მინიჭებული სპეციალური წოდება და შესაბამისად, არ
სარგებლობდა წოდებასთან დაკავშირებული დანამატებით თუ შეღავათებით.
მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ბიუროს ბიუჯეტით, მონიტორინგის
დეპარტამენტისათვის ცალკე არ არის კლასიფიცირებული ადმინისტრაციული,
მივლინების და სხვა ხარჯები, შესაბამისად საჭიროებიდან გამომდინარე, ხდება
მათი ანაზღაურება ბიუროს საერთო ბიუჯეტით გათვალისწინებული თანხების
ფარგლებში.
ამასთან,
ბიუროს
ბიუჯეტით,
დეპარტამენტის
თანამშრომლებისათვის ძირითადად ფინანსდება მხოლოდ საკანცელარიო,
საოფისე ინვენტარის, ფიჭური კავშირგაბმულობის და მივლინების ხარჯები.
მაგალითისათვის, სახაზინო სამსახურის ფორმა #E6-ის მიხედვით („2019 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის გადასახდელების შესრულება“), 2019 წელს სსიპ-საჯარო
სამსახურის ბიუროს მიერ ოფისის ხარჯის სახით (კოდი 2.2.3) ჯამურად გაწეულმა
ფაქტობრივმა ასიგნებებმა შეადგინა 109150.35 ლარი, მ.შ. საკანცელარიო, საწერსახაზავი ქაღალდის, საბუღალტრო ბლანკების, ბიულეტენების, საკანცელარიო
წიგნების და სხვა ანალოგიური მასალების შეძენის (2.2.3.1) ხარჯმა შეადგინა
7130.08 ლარი. დეპარტამენტის არცერთ თანამშრომელს ცალკე არ ემსახურება
სამსახურებრივი ავტომობილი, ბიუროს ბიუჯეტიდან არ ხდება მათი პირადი
ავტომობილით სარგებლობისთვის საწვავის, მანქანის დაზღვევის თუ
მიმდინარე/კაპიტალური რემონტის ხარჯების ანაზღაურება. ბიუროს ბალანსზეა
მხოლოდ ერთი სამსახურებრივი ავტომობილი, რომელიც ემსახურება ბიუროს
უფროსს და საჭიროების შემთხვევაში ბიუროს თანამშრომლებს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარეობს, რომ სამივე უწყებისთვის
ჯამურად 2020 წელს მინიმალური გეგმიური ხარჯი შეადგენდა 7,215,998.19 ლარს,
ხოლო 2021 წელს - 6,632,683.03 ლარს.
კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი უწყების შექმნა გულისხმობს არა
მხოლოდ ყოველწლიური საოპერაციო ხარჯების გაწერას, არამედ ერთჯერადად
გასაწევი ხარჯების განსაზღვრასაც. აღნიშნული ხარჯების დასათვლელად,
შესწავლილი იქნა ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს მსგავსი,
ახლადშექმნილი დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოს, სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის მიერ 2019 წელს ერთჯერადად გაწეული ხარჯები და
სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებული ყოველწლიური ხარჯები.
2019 წელს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ერთჯერადად გაწეული ხარჯის
ჯამურმა რაოდენობამ 2,029,733.35 ლარი შეადგინა, საიდანაც 206,352.76 ლარი
33
გაწეულ იქნა ოფისის საბაზრო ღირებულების დადგენაზე, სარემონტო სამუშაოებსა
და ტექნიკურ ზედამხედველობაზე, 784,935.00 ლარი შეადგენს ავტომობილების
შესყიდვის ხარჯს (13 ერთეული ავტომობილი), 1,021,139.59 ლარი - მატერიალურტექნიკური ინვენტარით აღჭურვის ხარჯი (ითვალისწინებს საოფისე-შენობების
სასერვერო
ინფრასტრუქტურას,
ვიდეო-სამეთვალყურეო
კამერებს,
უსაფრთხოების სისტემებს, კომპიუტერულ და საოფისე ტექნიკას, საოფისე ავეჯს
და სხვა მატერიალურ-ტექნიკური ინვენტარს), 17,306.00 ლარი მიეკუთვნება სხვა
ხარჯებს (ითვალისწინებს საოფისე შენობებში ოპტიკური კაბელის დაყენების,
ანტივირუსის პროგრამული პაკეტის ლიცენზიის, სარემონტო სამუშაოების
შემდგომი დასუფთავების, ბეჭდების, შტამპების, ლუქების და სხვა ხარჯებს).
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის
თანახმად, სამსახურის ფუნქციონირებასთან დაკავშირებით, 2019 წლის 10
მაისიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით სულ გაწეული იქნა 1,740,102.50 ლარის ხარჯი,
მათ შორის: შრომის ანაზღაურების (თანამდებობრივი სარგო, წოდებრივი სარგო,
დანამატი, ჯილდო) ჯამური ხარჯი - 1,426,083.22 ლარის ოდენობით, შრომითი
ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა (6 პირი) შრომის ანაზღაურება - 43,630
ლარი, საოფისე შენობის იჯარის ხარჯი - 97,748.83 ლარი (გადახდა ხორციელდება
2019 წლის 01 ნოემბრიდან), სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელთა
ჯანმრთელობის დაზღვევის ხარჯი - 3,154.14 ლარი (2019 წლის 01 ნოემბრიდან),
სხვა ადმინისტრაციული ხარჯები (საკანცელარიო ინვენტარის ხარჯი,
კომუნალური ხარჯი, კავშირგაბმულობის ხარჯი, საოფისე შენობების
დასუფთავების მომსახურების ხარჯი, მივლინების ხარჯი, კადრების მომზადებაგადამზადებასთან და კვალიფიკაციის ამაღლებასთან დაკავშირებული ხარჯი,
მთარგმნელობითი (სათარჯიმნო) მომსახურების ხარჯი, სამსახურებრივი
ავტომობილების დაზღვევის ხარჯი, სამსახურებრივი ავტომობილების საწვავის
ხარჯი, სამსახურებრივი ავტომობილების მიმდინარე რემონტის ხარჯი,
სამსახურებრივი ავტომობილების მოვლა-შენახვის, ექსპლოატაციისა და სხვა
ხარჯი) - 169,485.92 ლარი.
კანონპროექტზე მუშაობის ეტაპზე მოწოდებული ინფორმაციის თანახმად,
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის 2020 წლის გეგმიური ხარჯები ჯამურად
შეადგენდა 6,491,629 ლარს, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნულ ხარჯებში,
შრომის ანაზღაურებისა და ადმინისტრაციული ხარჯების გარდა, შედის
სამსახურის მიერ 2020 წელს დამატებით სატრანსპორტო საშუალებების შესყიდვის
ხარჯი 500,000.00 ლარის ოდენობით, დამატებით ახალი ოფისის სარემონტო
სამუშაოების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შესყიდვის და
სარემონტო
სამუშაოების
ხარჯი
329,323
ლარის
ოდენობით,
ასევე
კრიმინალისტიკური აღჭურვილობისა და ნივთიერ მტკიცებულებათა დასალუქი
პაკეტების და უნიფორმების შესყიდვის ხარჯი 226,000 ლარის ოდენობით. ამასთან,
უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საშტატო ნუსხაში
გათვალისწინებული იყო 125 საშტატო ერთეული.
34
გასულ წელს მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურისთვის 2021 წელს გათვალისწინებული იყო წლიური ხარჯი 9 მლნ ლარი
და 140 საშტატო ერთეული, 2022 წელს - 10 მლნ ლარი და 150 საშტატო ერთეული,
2023 წელს - 11 მლნ ლარი და 160 საშტატო ერთეული, 2024 წელს - 12 მლნ ლარი და
170 საშტატო ერთეული.
რაც შეეხება ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს სტრუქტურას და საშტატო
ნუსხას, იგი დაახლოებით ასე ჩამოყალიბდება:
- ხელმძღვანელობა
(ეროვნული
ანტიკორუფციული
სააგენტოს
თავმჯდომარე და მისი მოადგილეები) – 3 საშტატო ერთეული;
-
დეკლარაციების მონიტორინგის დეპარტამენტი - 10 საშტატო ერთეული;
-
პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის დეპარტამენტი - 10 საშტატო
ერთეული;
-
საგამოძიებო დეპარტამენტი - 75 საშტატო ერთეული;
-
ადმინისტრაციული დეპარტამენტი - 13 საშტატო ერთეული;
-
იურიდიული დეპარტამენტი - 4 საშტატო ერთეული;
-
საერთაშორისო
ურთიერთობების,
ანალიტიკის
და
სტრატეგიული
განვითარების დეპარტამენტი - 7 საშტატო ერთეული;
-
ეკონომიკური დეპარტამენტი - 5 საშტატო ერთეული;
-
საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი - 4 საშტატო ერთეული;
გენერალური ინსპექცია (დეპარტამენტი) – 3 საშტატო ერთეული;
-
სულ - 130 საშტატო ერთეული.
საგამოძიებო დეპარტამენტში თანამშრომელთა მაღალი რაოდენობა გამოწვეულია
იმით, რომ კორუფციასთან ბრძოლის დიდი ნაწილი კორუფციული დანაშაულების
გამოძიებაზე მოდის და, შესაბამისად, სტრუქტურა საჭიროებს ძლიერ საგამოძიებო
მიმართულებას.
ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს ერთჯერადად გასაწევი და
ყოველწლიური ხარჯები:
- ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავისი ფუნქცია-მოვალეობის
შესრულების უზრუნველსაყოფად ერთჯერადად გასაწევი ხარჯი იქნება
დაახლოებით 2,130,000.00 ლარი;
-
ოპერირებისთვის საჭირო წლიური ჯამური
ხარჯი - დაახლოებით
7,215,000.00 ლარი.
რომ შევაჯამოთ ყოველივე ზემოაღნიშნული, ბიუჯეტიდან ამ კანონპროექტით
გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად, სახელმწიფო უსაფრთხოების
სამსახურისთვის, სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა და საჯარო სამსახურის
ბიუროსთვის ჯამურად წლიურად დაახლოებით 7,215,998.19 ლარი იხარჯება,
თუმცა როგორც უკვე აღინიშნა, ამ ხარჯებში არ შედის, მაგალითად,
ანტიკორუფციული სააგენტოსთვის საჭირო ადმინისტრაციული ხარჯები (რაც
35
მოიცავდა მ.შ. შენობის დაზღვევის, იჯარის, საოფისე ინვენტარის, საკანცელარიო,
კომუნალურ, კვალიფიკაციის ამაღლების ხარჯებს), ტექნიკური საშუალებების
მოვლა-შენახვის ხარჯები და სხვა. შესაბამისად, დღეს აღნიშნული უწყებების მიერ
კანონპროექტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო
ხარჯი შესაძლოა იყოს უფრო მეტი.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიხედვით
ვალდებულებას.
სახელმწიფო
არ
იღებს
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს იმ პირების ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომლებიც ჩაიდენენ კანონპროექტით გათვალისწინებულ
სამართალდარღვევებს, მაგალითად, თანამდებობის პირების ქონებრივი
დეკლარაციის შევსებასთან დაკავშირებით,
პარტიის დაფინანსებასთან
დაკავშირებით და ა.შ., ვინაიდან ასეთი სახის სამართალდარღვევების შემთხვევაში
სამართალდამრღვევს დაეკისრება სანქცია. გავლენის ოდენობა დამოკიდებული
იქნება ამ მიმართულებით გამოვლენილი სამართალდარღვევების სახეზე და
სანქციის ოდენობაზე.
გარდა ამისა, კანონპროექტმა შესაძლოა გავლენა მოახდინოს იმ პირების ფინანსურ
მდგომარეობაზე, რომლებიც დასაქმდებიან ეროვნულ ანტიკორუფციულ
სააგენტოში.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის რაიმე
გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე არ ექნება გავლენა
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
36
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს გაერო-ს ანტიკორუფციული კონვენციის,
ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“
(GRECO) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის
(OECD) ანტიკორუფციული ქსელის ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი
ვალდებულებების შესრულებას.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან
და
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის
მიღება
გააძლიერებს
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისობას კორუფციის წინააღმდეგ გაერო-ს კონვენციის (განსაკუთრებით მისი
მე-6 და 36-ე მუხლების) მოთხოვნებთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან
ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
სამუშაო პროცესში ვეყრდნობოდით საქართველოს პარლამენტის კვლევითი
ცენტრის კანონპროექტის ავტორთა მიმართვის საფუძველზე მოამზადებულ
დოკუმენტს, რომელშიც განიხილულია რამდენიმე ქვეყნის დამოუკიდებელი
ანტიკორუფციული ორგანოს საქმიანობა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
ასეთი არ მომზადებულა.
37
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა
ე) კანონპროექტის ავტორი:
“საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, საქართველოს მე-9 მოწვევის
პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე,
ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“
38