„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
07.06.2021
ავტორი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი
ინიციატორი
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“
ნომერი
#07-3/71/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-14
ბიუროს ნომერი 66

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე მუხლი 1. ,,საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობის და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, No 44, 11.11.1997, 010.320.050.05.001.000.268) შევიდეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის პირველ პუნქტს “ჭ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს “ხ” ქვეპუნქტი “ხ) ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარე და მოადგილეები.” 2. მე- 52 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 52 . თუ საჯარო მოსამსახურე ან მისი ოჯახის წევრი საჩუქრის მიღების შემდეგ დაადგენს, რომ ამ საჩუქრის ღირებულება აღემატება ამ კანონით დასაშვებ ოდენობას, ან/და თუ გარკვეული მიზეზით (საჩუქრის ფოსტით მიღება, საჩუქრის საჯაროდ გადაცემა) შეუძლებელი იყო მის მიღებაზე უარის თქმა, იგი ვალდებულია სამი სამუშაო დღის ვადაში ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია მიღებული საჩუქრის დასახელების, შეფასებითი ან ზუსტი ღირებულების/ოდენობის და მჩუქებლის ვინაობის შესახებ, ხოლო ამ კანონით აკრძალული საჩუქარი გადასცეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს. 3. მუხლი მე-121 მუხლის მე- 2 და მე- 3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. საბჭოს ძირითადი ამოცანაა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და პერიოდული განახლება ანტიკორუფციულ მისი განხორციელების და სტრატეგიას სამოქმედო შესრულების ამტკიცებს გეგმის შემუშავება, მონიტორინგი. ეროვნულ საქართველოს პარლამენტი პარლამენტის რეგლამენტით დადგენილი წესით.” “3. საბჭოს შემადგენლობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარე არის საბჭოს წევრი.”. 54 4. მე-13 მუხლის მე-15 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „15. თანამდებობის პირი თავისი და თავისი ოჯახის წევრის შეუთავსებლობის აღმოფხვრის დამადასტურებელ საბუთებს წარუდგენს იმ ზემდგომ თანამდებობის პირს (ორგანოს), რომლის უშუალო დაქვემდებარებაშიც იგი იმყოფება, აგრეთვე, ადამიანური რესურსების მართვის ერთეულს და ეროვნულ ენტიკორუფციულ სააგენტოს.” 5. 135 მუხლის მე-3 პუნქტის “ა” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ა) არ მიიღოს ასეთი სარგებელი, ხოლო, შეთავაზების შესახებ სამი სამუშაო დღის ვადაში წერილობით შეატყობინოს თავის უშუალო ხელმძღვანელს და ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს;”. 6. მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით “1. პირი ვალდებულია თანამდებობაზე გამწესებიდან ორი თვის ვადაში ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს წარუდგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის წესს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.”. 7. მე-14 მუხლის 52 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “52 . „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, წარდგენილმა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე შესაბამისი ინფორმაციის გამოქვეყნებიდან სამი დღის ვადაში უნდა შეავსოს და წარადგინოს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია. აღნიშნული დეკლარაცია საჯაროა და დაუყოვნებლივ ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე.”. 8. მე-14 მუხლის 9 -12 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “9. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულების უფლებამოსილი პირის, თანამდებობის პირის ან/და თანამდებობიდან გათავისუფლებული პირის წერილობითი მიმართვის საფუძველზე, სააგენტო გასცემს დეკლარირების ერთიან ელექტრონულ სისტემაში შესასვლელ რეკვიზიტებს და თანამდებობის პირს განუმარტავს კანონმდებლობით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას საქართველოს ამ დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისთვის. 55 10. შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელი ან საამისოდ უფლებამოსილი პირი ვალდებულია სათანადო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემიდან არაუგვიანეს შვიდი სამუშაო დღისა წერილობითი ინფორმაცია მიაწოდოს ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე გამწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის სააგენტოს უფროსი ამის შესახებ აცნობებს შესაბამისი საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელს, რაც ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელისთვის ან საამისოდ უფლებამოსილი პირისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების საფუძველი შეიძლება გახდეს. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება შესაბამისი საჯარო დაწესებულების ადამიანური რესურსების მართვის ერთეულის ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე გამწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან განთავისუფლების შესახებ ინფორმაციის სააგენტოსთვის მიწოდების ვალდებულებისაგან. 11. თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის დადგენილ ვადაში წარუდგენლობისათვის დაჯარიმების შესახებ განკარგულების გამოცემის ვადის გასვლის შემთხვევაში, დეკლარაციის შევსების ორ თვიანი ვადის ათვლა დაიწყება პირის სადეკლარაციო თანამდებობაზე გამწესების ან სადეკლარაციო თანამდებობიდან გათავისუფლების თაობაზე სააგენტოსთვის ინფორმაციის მიწოდების მომენტიდან. 12. სააგენტო უფლებამოსილია პირს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შევსებისათვის, ამ მუხლით გათვალისწინებული ვადების ფარგლებში, განუსაზღვროს დამატებით 48-საათიანი ვადა დეკლარაციაში შეტანილი მონაცემების დასარედაქტირებლად”. 9. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებას, შესაბამისი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის საჯაროობას, დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ჩაბარების კონტროლს უზრუნველყოფს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ფუნქციებს ასრულებს სააგენტო. 2. ამ კანონის მიზნებისთვის სააგენტო უზრუნველყოფს: 56 ა)თანამდებობის პირის მიერ თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკ ლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების შესახებ ინსტრუქციის შედგენას; ბ) თანამდებობის პირის მიერ ქონებრივი მდგომარეობის დეკლარირების ერთიანი ელექტრონული სისტემის დაუბრკოლებელ ხელმისაწვდომობას; გ) თანამდებობის პირის მიერ შევსებული თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებას, შენახვას და საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს; დ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის შინაარსის საჯა როობას; ე) ამ კანონის მე-2 მუხლში მოცემული ჩამონათვალის საფუძველზე იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი რეესტრის შედგენას და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენას, რომელთათვისაც დეკლარაციების შევსება სავალდებულოა, აგრეთვე რეესტრში შესატანი ცვლილებებისა და დამატებების მომზადებას და საქართველოს მთავრობისათვის დასამტკიცებლად წარდგენას; ვ) საქართველოს კანონმდებლობით მისთვის დაკისრებული სხვა ფუნქციების გან ხორციელებას. 3. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში უზუსტობის აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტო შესაბამისი სამსახურის ხელმძღვანელს ან საამისოდ უფლებამოსილ პირს, რომელიც კანონის დამრღვევი პირის მიმართ იღებს გადაწყვეტილებას აცნობებს ათი სამუშაო დღის ხელფასის დაკავების შესახებ. დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება საამისოდ უფლებამოსილ პირს არ ათავისუფლებს ვალდებულებიდან აღმოფხვრას უზუსტობები თანამდებობის დეკლარაციაში.“ პირის ქონებრივი მდგომარეობის 10. 181 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში სრული და სწორი მონაცემების შეტანის და დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო.”. ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “3. ყოველწლიურად შესამოწმებელ თანამდებობის პირებს მიეკუთვნებიან აგრეთვე სააგენტოს მიერ შექმნილი დამოუკიდებელი კომისიის მიერ შერჩეული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის, ასევე განსაკუთრებული ფაქტორების გათვალისწინებით შერჩეული თანამდებობის პირები. განსაკუთრებული ფაქტორებია: განსაკუთრებული კორუფციული რისკი, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, მონიტორინგის შედეგად გამოვლენილი დარღვევა.”. გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 57 “6. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დამოუკიდებელი კომისიის შემადგენლობას განსაზღვრავს სააგენტოს თავმჯდომარე. დამოუკიდებელ კომისიაში საჯარო მოსამსახურეები არ შედიან.” დ) 8-132 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “8. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის დაწყების შემთხვევაში სააგენტო შესაბამის თანამდებობის პირს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აცნობებს მონიტორინგის დაწყების შესახებ და განუსაზღვრავს ათი სამუშაო დღის ვადას მონიტორინგისათვის საჭირო ინფორმაციისა და დოკუმენტაციის (მათ შორის, საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებიდან) და საკუთარი მოსაზრების წარმოსადგენად. 9. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგი ხორციელდება შევსებულ დეკლარაციაში არსებული მონაცემების სისწორის საჯარო დაწესებულებების მიერ ადმინისტრირებულ ელექტრონულ ბაზებში გადამოწმებით, თანამდებობის პირის მიერ სააგენტოსთვის წარდგენილი ან/და სხვა წერილობითი მტკიცებულების გადამოწმებით, აგრეთვე საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-16–მე-19 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული ორგანოების ურთიერთდახმარების ვალდებულების შესრულებით. 10. შესამოწმებელი თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის ინსტრუქციას განსაზღვრავს სააგენტო. 11. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მონიტორინგის შედეგად სააგენტო იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას: ა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ; ბ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არსებობის შესახებ; გ) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ. 12. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია უარყოფითად ფასდება სააგენტოს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციისა და დოკუმენტაციის წარუდგენლობის ან დეკლარაციაში არასრული და არასწორი მონაცემების, აგრეთვე ამ კანონთან და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონთან შეუსაბამო მონაცემის არსებობის გამოვლენის შემთხვევაში. 13. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არასრული ან 58 არასწორი მონაცემის განზრახ შეტანის შემთხვევაში დანაშაულის ნიშნების არსებობისას სააგენტო იწყებს გამოძიებას. 131. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად (გარდა ამავე მუხლის 132 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა) თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის არსებობის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში შემდეგი ცდომილებების არსებობისას: ა) საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის შემთხვევაში დეკლარაციაში მითითებული საცხოვრებელი ფართობის ცდომილება არ რეგისტრირებული ფართობის 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 60 აღემატება კვ. მ-ისა; არასაცხოვრებელი ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 30 კვ. მ-ისა; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 20%-ს, მაგრამ არაუმეტეს 200 კვ. მ-ისა; სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 30%-ს, მაგრამ არაუმეტეს 1 000 კვ. მ-ისა; არ არის მითითებული ინფორმაცია თანამესაკუთრის შესახებ; ბ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში ანგარიშის ან/და შენატანის არსებობის შემთხვევაში, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, არსებული ნაშთის/ნაშთების გრაფაში ჯამური ცდომილებაა არაუმეტეს 1 000 ლარისა; საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, დეკლარირებული არ არის, თუმცა ვლინდება, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მასზე ბრუნვა არ დაფიქსირებულა ან სხვა სახის საბანკო ტრანზაქცია არ განხორციელებულა ან ფიქსირდება ბრუნვა, მაგრამ არაუმეტეს 1 000 ლარისა; გ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში საწარმოს საქმიანობაში პირის, მისი ოჯახის წევრის პირდაპირი მონაწილეობის და არაპირდაპირი მონაწილეობის შესახებ ინფორმაციაში მითითებული არ არის საწარმო, რომლის საქმიანობაშიც თანამდებობის პირი, მისი ოჯახის წევრი პირდაპირ ან/და არაპირდაპირ მონაწილეობს და რომელსაც დეკლარაციის შევსების თარიღამდე 3 წლის ან 3 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ბრუნვა არ ჰქონია და ტრანზაქცია არ განუხორციელებია ან ფიქსირდება ბრუნვა წლის განმავლობაში არაუმეტეს 2 000 ლარისა; 59 დ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში დეკლარაციაში მითითებულ ანაზღაურებასა და რეალურ მონაცემებს შორის ცდომილებაა არაუმეტეს 1 000 ლარისა; ე) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების შესახებ ინფორმაცია მითითებული არ არის, თუმცა ვლინდება, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში ამ სამუშაოს შესრულებისთვის მიღებული ანაზღაურებაა არაუმეტეს 1 000 ლარისა; ვ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნებისმიერი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგის დაანგარიშებისას აღმოჩენილი ცდომილებაა არაუმეტეს 2 000 ლარისა. 132. ამ მუხლის მე-11 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში დარღვევის არარსებობის შესახებ გადაწყვეტილებას სააგენტო იღებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციაში შემდეგი ცდომილებების არსებობის მიუხედავად: ა) საკუთრებაში უძრავი ქონების არსებობის შემთხვევაში დეკლარაციაში მითითებული საცხოვრებელი ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 20 კვ. მ-ისა; არასაცხოვრებელი ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 10 კვ. მ-ისა; არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 100 კვ. მ-ისა; სასოფლოსამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ფართობის ცდომილება არ აღემატება რეგისტრირებული ფართობის 10%-ს, მაგრამ არაუმეტეს 300 კვ. მ-ისა; უძრავი ქონება შეცდომით მითითებულია თანამდებობის პირის ოჯახის წევრის საკუთრებად ან/და თანამდებობის პირია მითითებული იმ ქონების მესაკუთრედ, რომლის მესაკუთრეც მისი ოჯახის წევრია; მითითებულია არასწორი ინფორმაცია თანამესაკუთრის შესახებ; ბ) საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში ანგარიშის ან/და შენატანის არსებობის შემთხვევაში, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, არსებული ნაშთის/ნაშთების გრაფაში ჯამური ცდომილებაა არაუმეტეს 500 ლარისა; საქართველოს ან სხვა ქვეყნის საბანკო ან/და სხვა საკრედიტო დაწესებულებაში არსებული ანგარიში ან/და შენატანი, რომლის განკარგვის უფლებაც აქვს პირს ან მისი ოჯახის წევრს, დეკლარირებული არ არის, 60 თუმცა ვლინდება, რომ საანგარიშო პერიოდის განმავლობაში მასზე ბრუნვა არ დაფიქსირებულა ან სხვა სახის საბანკო ტრანზაქცია არ განხორციელებულა ან ფიქსირდება ბრუნვა, მაგრამ არაუმეტეს 200 ლარისა; გ) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნებისმიერი ანაზღაურებადი სამუშაოს შესრულების შემთხვევაში დეკლარაციაში მითითებულ ანაზღაურებასა და რეალურ მონაცემებს შორის ცდომილებაა არაუმეტეს 500 ლარისა; ე) საქართველოში ან სხვა ქვეყანაში თანამდებობის პირის, მისი ოჯახის წევრის მიერ ნებისმიერი ხელშეკრულების დადების შემთხვევაში ხელშეკრულებით მიღებული მატერიალური შედეგის დაანგარიშებისას აღმოჩენილი ცდომილებაა არაუმეტეს 1 000 ლარისა.” 11. მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “ 3. დეკლარაციის და დეკლარაციასთან დაკავშირებით საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოში თანამდებობის პირის მიერ წარდგენილი სხვა მასალების ასლის მისაღებად „საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით გადაიხდევინება საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღების მოსაკრებელი.”. 12. მე-20 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “1. ამ კანონის მე-14 მუხლით განსაზღვრულ ვადაში თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს სააგენტოს მიერ პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, რის თაობაზეც გამოიცემა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი – განკარგულება ჯარიმის დაკისრების შესახებ.“ ბ) მე-2-21 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “2. ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულებას გამოსცემს სააგენტოს თავმჯდომარე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. თანამდებობის პირმა ჯარიმა უნდა გადაიხადოს ჯარიმის დაკისრების შესახებ განკარგულების ოფიციალური გაცნობიდან არაუგვიანეს 30 დღისა. ჯარიმა გადახდილად ჩაითვლება ჯარიმის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის სააგენტოსთვის წარდგენის მომენტიდან. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 61 ჯარიმის გადახდა თანამდებობის პირს არ ათავისუფლებს თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის წარდგენის ვალდებულებისაგან. 21. გაფრთხილების შესახებ განკარგულებას გამოსცემს სააგენტოს თავმჯდომარე მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მომდევნო მონიტორინგის განხორციელებისას დეკლარაციაში არაარსებითი დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტო იღებს ამ კანონის 181 მუხლის მე-11 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ გადაწყვეტილებას.“ 13. 201 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) მხილება – პირის (მამხილებლის) მიერ განცხადების განმხილველი ორგანოს, გამომძიებლის, დამცველის პროკურორის, ინფორმირება სააგენტოს საჯარო ან/და საქართველოს მოსამსახურის სახალხო (მხილებულის) მიერ საქართველოს კანონმდებლობის ან ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შემცველი ნორმების დარღვევის შესახებ, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელმაც ზიანი მიაყენა ან შეიძლება მიაყენოს საჯარო ინტერესს ან შესაბამისი საჯარო დაწესებულების რეპუტაციას. მხილებად ჩაითვლება აგრეთვე მამხილებლის მიერ ზემოაღნიშნული დარღვევის შესახებ სამოქალაქო საზოგადოების ან მასობრივი ინფორმაციის საშუალებების ინფორმირება განცხადების განმხილველი ორგანოს, გამომძიებლის, პროკურორის ან საქართველოს სახალხო დამცველის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;“ 15. 203 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მხილება შეიძლება განხორციელდეს წერილობით, ზეპირად, ელექტრონულად, ტელეფონით, ფაქსით, საჯარო სამსახურის ბიუროს ან სააგენტოს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით ან სხვა საშუალებით.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 62
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: დღეს კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმები განაწილებულია სხვადასხვა უწყებებს შორის, მათი საქმიანობის მიმართულებების მიხედვით, რაც ართულებს კოორდინაციას და შედეგად, კორუფციასთან ბრძოლას არაეფექტიანს ხდის. საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებული „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, იქმნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სახელმწიფო ორგანო, სადაც, საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარობის მიხედვით, თავმოყრილი იქნება კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმები. აღნიშნული კანონპროექტის ნორმებმა გამოიწვია ცვლილებების აუცილებლობა „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წარმოდგენილი ცვლილებების გარეშე შეუძლებელი იქნება ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს გამართულად ფუნქციონირება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი ცვლილებებით, საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობის აღმოსაფხვრელად და კორუფციასთან ბრძოლისთვის საჭირო ის ფუნქციები, რომლებიც აქამდე საჯარო სამსახურის ბიუროს უფლებამოსილებას წარმოადგენდა, გახდება ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება. შედეგად, გაუმჯობესდება ანტიკორუფციული ღონისძიებების კოორდინაცია და კორუფციასთან ბრძოლა უფრო ეფექტიანი გახდება. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ახალი რეგულირებით, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის მიღებას, დეკლარაციის შევსებისას თანამდებობის პირებისთვის ინსტრუქციის მიწოდებას, თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის საჯაროობას, დეკლარაციის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის მონიტორინგს და დარღვევის აღმოჩენისას შესაბამის რეაგირებას უზრუნველყოფს ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო. 63 თუ საჯარო მოსამსახურის ან მისი ოჯახის წევრის მიერ მიღებული საჩუქრის ღირებულება აღემატება კანონით დასაშვებ ოდენობას, შესაბამისი ინფორმაცია წარედგინება ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს. კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ზოგადი პოლიტიკის განსაზღვრა, საქართველოს ეროვნული ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის შემუშავება, პერიოდული განახლება და შესრულების მონიტორინგი კვლავ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს უფლებამოსილება იქნება. თუმცა, ცვლილების თანახმად, ეროვნულ ანტიკორუფციულ სტრატეგიას დაამტკიცებს საქართველოს პარლამენტი, ხოლო საბჭოს შემადგენლობას დაემატება ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ეს პუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით (ინიციატორი არ არის საქართველოს მთავრობა) ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან სააგენტო ახალი ინსტიტუციაა, რომლის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო იქნება წინასწარი ღონისძიებების გატარება, კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად შემოთავაზებულია 2022 წლის 1 ივლისი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ არსებობს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი დაფინანსების წყარო: კანოპროექტის მიღება დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს არ მოითხოვს. ხარჯების ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: 64 კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით ვალდებულებას. სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ ითვალისწინებს აღნიშნულ ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის რაიმე გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე არ ექნება გავლენა გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს გაერო-ს ანტიკორუფციული კონვენციის, ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის 65 (OECD) ანტიკორუფციული ქსელის ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება გააუმჯობესებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობას კორუფციის წინააღმდეგ გაერო-ს კონვენციის (განსაკუთრებით მისი მე-6 და 36-ე მუხლების) მოთხოვნებთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში სამუშაო პროცესში ვეყრდნობოდით საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის კანონპროექტის ავტორთა მიმართვის საფუძველზე მომზადებულ დოკუმენტს, რომელშიც განიხილულია რამდენიმე ქვეყნის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოს საქმიანობა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ მომზადებულა. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა ე) კანონპროექტის ავტორი: 66 „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“ 67