„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
07.06.2021
ავტორი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი
ინიციატორი
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“
ნომერი
#07-3/71/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-14
ბიუროს ნომერი 66

📜 ტექსტი

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
პროექტი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 14.12.2018, სარეგისტრაციო კოდი: 010190030.06.001.016054) შევიდეს შემდეგი ცვლილებები: 1. რეგლამენტს 1752 -ე მუხლის შემდეგ დაემატოს 1753 -ე მუხლი: “მუხლი 1753 . ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობის ანგარიში 1. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო წელიწადში ერთხელ, არაუგვიანეს 31 მაისისა პარლამენტს წარუდგენს კორუფციასთან ბრძოლის მდგომარეობისა და სააგენტოს მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს. 2. სავალდებულოა ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განხილვა. ანგარიშს პარლამენტი განიხილავს რეგლამენტის 176-ე მუხლით დადგენილი წესით. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობის შესახებ ანგარიშის მოსმენის შემდეგ პარლამენტი დადგენილებით აფასებს სააგენტოს საქმიანობას. პარლამენტის დადგენილებაში შეიძლება მიეთითოს ცალკეული ხარვეზების აღმოფხვრასთან ან/და ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობის დაკავშირებული რეკომენდაციები და წინადადებები.” გაუმჯობესებასთან 2. 181-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 181 1 მუხლი მუხლი 1811. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლება 1. საჯარო დაწესებულებაში „ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის და „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარის უფლებამოსილება შეწყვეტილად ჩაითვლება შესაბამისი გარემოების დადგომის მომენტიდან, რის შესახებაც პარლამენტის თავმჯდომარე დაუყოვნებლივ აცნობებს პარლამენტს. პარლამენტი ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარეს 166 უფლებამოსილებას უწყვეტს პარლამენტის თავმჯდომარის ინფორმაციის ცნობად მიღების საფუძველზე. 2. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარე ხელშეუხებელია. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარის სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი ჩხრეკა შეიძლება მხოლოდ პარლამენტის თანხმობით. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პარლამენტს. თუ პარლამენტი 48 საათის განმავლობაში არ დათანხმდება, დაკავებული ან დაპატიმრებული ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შესახებ წინადადება პარლამენტში შეაქვს საქართველოს გენერალურ პროკურორს. ამ წინადადების საფუძვლიანობას ხუთი დღის ვადაში შეისწავლის და განიხილავს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, რომელიც წერილობით დასკვნას პარლამენტის ბიუროს წარუდგენს. განსახილველად სვამს პარლამენტის პარლამენტის უახლოეს ბიურო პლენარულ საკითხს სხდომაზე. პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საკითხის განხილვის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღება დადგენილებით. პარლამენტის სესიებს შორის პერიოდში ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარის დანაშაულზე წასწრების შემთხვევაში, საკითხი განიხილება საქართველოს კონსტიტუციის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად. 3. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარის დაკავებაზე ან დაპატიმრებაზე პარლამენტის მიერ თანხმობის მიცემის შემთხვევაში მას სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების/განჩინების გამოტანამდე ან სასამართლოს განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლამდე პარლამენტის დადგენილებით შეუჩერდება უფლებამოსილება. 3. 204-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტს “გ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს “გ1” ქვეპუნქტი: “გ1) პარლამენტის თავმჯდომარე წარუდგენს კანდიდატურას ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობაზე“. ბ) მე-3 პუნქტს “ზ” ქვეპუნქტის შემდეგ “თ” ქვეპუნქტი: “თ)ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარეს - 5 წლით;” 167 გ) მე-4 პუნქტს “ვ” ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს „ზ” ქვეპუნქტი: “ზ) ორი მესამედის უმრავლესობით ირჩევს ეროვნული ანტკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარეს” 4. 211-ე მუხლის შემდეგ დაემატოს 2111 -ე მუხლი: მუხლი 2111 . ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარის არჩევის წესი 1. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარე აირჩევა ღია კონკურსით. 2. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარე შეირჩევა თანამდებობაზე მყოფი სააგენტოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლამდე არაუადრეს 60 დღისა და ამ ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 30 დღისა. პარლამენტის თავმჯდომარე გამოსცემს ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარის კონკურსის გამოცხადების შესახებ ბრძანებას, რომლითაც განსაზღვრავს კანდიდატთა მიერ განაცხადების წარდგენის ვადას – არაუმეტეს 15 კალენდარული დღისა. 3. სააგენტოს თავჯდომარის შესარჩევ საკონკურსო კომისიას ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე. კომისია შედგება ხუთი წევრისგან, რომელთაგან ერთი წევრი წარმოადგენს მთავრობას, ორი პარლამენტს, ხოლო ორი - არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლებსაც კორუფციისა და ანტიკორუფციული პოლიტიკის საკითხებზე მუშაობის სულ მცირე სამწლიანი გამოცდილება აქვთ. პარლამენტის მხრიდან წარსადგენი საკონკურსო კომისიის წევრთა ორი კანდიდატურიდან ერთს საპარლამენტო უმრავლესობა წარადგენს, ხოლო, მეორეს - საპარლამენტო ოპოზიციაში შემავალი ის ფრაქციები, სადაც ყველაზე მეტი წევრია გაერთიანებული. 4. საკონკურსო კომისიას ხელმძღვანელობს მის მიერვე არჩეული თავმჯდომარე. საკონკურსო კომისია შეიმუშავებს დებულებას, რომელსაც ამტკიცებს პარლამენტის ბიურო და, რომლითაც განისაზღვრება საკონკურსო კომისიის წევრობის კანდიდატთა და მათ მიერ წარმოდგენილი სააგენტოს თავმჯდომარის შეფასების კრიტერიუმები. 5. პარლამენტი სრული შემადგენლობის უმრავლესობით ამტკიცებს საკონკურსო კომისიის შემადგენლობას. 168 6. სააგენტოს თავმჯდომარის კანდიდატთა მიერ განაცხადების წარდგენის ვადის ამოწურვიდან მეორე დღეს კანდიდატთა სია ქვეყნდება პარლამენტის ვებგვერდზე. 7. შესარჩევი კომისია თავმჯდომარის კანდიდატურას წევრების ხმათა უმრავლესობით შეარჩევს და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს წარუდგენს. თავმჯდომარის ვაკანტურ თანამდებობაზე უნდა წარდგეს ერთი კანდიდატურა. 8. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარის კანდიდატურას წარუდგენს საქართველოს პარლამენტს. 9. საქართველოს პარლამენტი ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარეს ირჩევს ორი მესამედის უმრავლესობით საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიერ კანდიდატურის წარდგენიდან ორი კვირის ვადაში. თუ კანდიდატმა ვერ მიიღო ხმათა საჭირო რაოდენობა სააგენტოს თავმჯდომარის ვაკანტური ადგილისთვის იმართება ხელახალი კონკურსი. 10. ეროვნული ანტიკორუფციული საგენტოს ახალარჩეული თავმჯდომარის უფლებამოსილება იწყება თანამდებობაზე მყოფი თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადის გასვლის მომდევნო დღიდან, თუ თავმჯდომარე აირჩევა ამ ვადის გასვლამდე, ხოლო, არჩევის მომდევნო დღიდან - თუ თავმჯდომარე აირჩა ამ ვადის გასვლის შემდეგ ან თუ ვადამდე შეწყდა წინა თავმჯდომარის უფლებამოსილება. მუხლი 2. ეს რეგლამენტი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა 169
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტზე „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში“ ცვლილებების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია რეგლამენტის პროექტის შესახებ: ა.ა) რეგლამენტის პროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს რეგლამენტის პროექტის: დღეს კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმები განაწილებულია სხვადასხვა უწყებებს შორის, მათი საქმიანობის მიმართულებების მიხედვით, რაც ართულებს კოორდინაციას და შედეგად, კორუფციასთან ბრძოლას არაეფექტიანს ხდის. საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებული „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, იქმნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სახელმწიფო ორგანო, სადაც, საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარობის მიხედვით, თავმოყრილი იქნება კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმები. აღნიშნული კანონპროექტის ნორმებმა გამოიწვია ცვლილებების აუცილებლობა საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად რეგლამენტის მიღების აუცილებლობა: საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ საქართველოს პარლამენტს აღჭურავს ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარის არჩევის უფლებამოსილებით და აქედან გამომდინარე, აუცილებელია, საჭირო წესები და პროცედურა გაიწეროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში. ა.ბ) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარეს აირჩევს პარლამენტი, პროცედურა იქნება გამჭვირვალე, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარე იხელმძღვანელებს ანგარიშვალდებულების მაღალი სტანდარტით და ისარგებლებს ხელშეუხებლობის გარანტიებით. ა.გ) რეგლამენტის პროექტის ძირითადი არსი: ახალი რეგულირებით, დგინდება საქართველოს პარლამენტის როლი ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს ფუნქციონირებაში. სააგენტო საქართველოს პარლამენტს წარუდგენს კორუფციასთან ბრძოლის მდგომარეობისა და სააგენტოს მიერ წინა წელს გაწეული საქმიანობის ანგარიშს. საქართველოს პარლამენტი უფლებამოსილი იქნება სპეციალურად შექმნილი კომისიის მიერ წარდგენილი კანდიდატურებიდან ეროვნული ანტიკორუფციული 170 სააგენტოს თავმჯდომარედ შეარჩიოს სათანადო კვალიფიკაციისა და მაღალი პროფესიული რეპუტაციის მქონე პირი. საქართველოს პარლამენტი, გასცემს ნებართვას ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარის დაკავებასა თუ დაპატიმრებაზე. ასევე, როდესაც არსებობს ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარის თანამდებობიდან გათავისუფლების ან უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საფუძვლები, საქართველოს პარლამენტი ხდება უფლებამოსილი ორგანო, რომელიც შესაბამისი პროცედურის დაცვით იღებს გადაწყვეტილებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ეს პუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ რეგლამენტის პროექტთან დაკავშირებით (ინიციატორი არ არის საქართველოს მთავრობა) ა.ე) რეგლამენტის პროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს ფუნქციონირებისთვის აუცილებელია რეგლამენტის პროექტის გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება. ა.ვ) რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ არსებობს რეგლამენტის პროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება. ბ) რეგლამენტის პროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) რეგლამენტის პროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. 171 ბ.გ) რეგლამენტის პროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: რეგლამენტის პროექტის მიღება გავლენას მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, რეგლამენტის პროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: რეგლამენტის პროექტის მიხედვით სახელმწიფო არ იღებს ვალდებულებას. ახალ ფინანსურ ბ.ე) რეგლამენტის პროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია რეგლამენტის პროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს აღნიშნულ ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) რეგლამენტის პროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: რეგლამენტის პროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის რაიმე გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე რეგლამენტის პროექტის ზეგავლენის შეფასება: ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე არ ექნება გავლენა გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) რეგლამენტის პროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: რეგლამენტის პროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: 172 რეგლამენტის პროექტის მიღება ხელს შეუწყობს გაერო-ს ანტიკორუფციული კონვენციის, ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას გ.გ) რეგლამენტის პროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება რეგლამენტის პროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: რეგლამენტის პროექტის მიღება გააძლიერებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობას კორუფციის წინააღმდეგ გაერო-ს კონვენციის (განსაკუთრებით მისი მე-6 და 36-ე მუხლების) მოთხოვნებთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) რეგლამენტის პროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში რეგლამენტის პროექტი შემუშავებულია „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოსთან“ თანამშრომლობით. ასევე, სამუშაო პროცესში ვეყრდნობოდით საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის კანონპროექტის ავტორთა მიმართვის საფუძველზე მოამზადებულ დოკუმენტს, რომელშიც განიხილულია რამდენიმე ქვეყნის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოს საქმიანობა. დ.ბ) რეგლამენტის პროექტის შემუშავებაში ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ მომზადებულა. მონაწილე შეფასება დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება რეგლამენტის პროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად 173 იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადების შემთხვევაში: მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა ე) რეგლამენტის პროექტის ავტორი: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი. ვ) რეგლამენტის პროექტის ინიციატორი: ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“. 174