„სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
07.06.2021
ავტორი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“, თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი
ინიციატორი
ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“
ნომერი
#07-3/71/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-14
ბიუროს ნომერი 66

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №48, 2000 წელი, მუხ. 137) შევიდეს შემდეგი ცვლილებები: 1. პირველ მუხლის მე-2 პუნქტს “ე2“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს “ე3“ ქვეპუნქტი: “ ე3) ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო;” 2. კანონს 59 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 510 მუხლი: “ მუხლი 510. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს სპეციალური წოდებები ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოში წესდება შემდეგი სპეციალური წოდებები: ა) საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი; ბ) უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი; გ) უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.”. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 130
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: დღეს კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმები განაწილებულია სხვადასხვა უწყებებს შორის, მათი საქმიანობის მიმართულებების მიხედვით, რაც ართულებს კოორდინაციას და შედეგად, კორუფციასთან ბრძოლას არაეფექტიანს ხდის. საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებული „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, იქმნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სახელმწიფო ორგანო, სადაც, საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარობის მიხედვით, თავმოყრილი იქნება კორუფციასთან ბრძოლის მექანიზმები. აღნიშნული კანონპროექტის ნორმებმა გამოიწვია ცვლილებების აუცილებლობა საქართველოს კანონში „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ.” ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წარმოდგენილი ცვლილებების პროექტის მიღების გარეშე, შეუძლებელი იქნება ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს მოხელეებისთვის სპეციალური წოდებების მინიჭება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: პროექტის მიღების შედეგად შესაძლებელი იქნება ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს მოხელეებს მიენიჭოთ სახელმწიფო სპეციალური წოდებები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი ცვლილებების პროექტით განსაზღვრულია: საშუალო სპეციალური წოდება – უმცროსი იურისტი, III კლასის იურისტი, II კლასის იურისტი, I კლასის იურისტი; უფროსი სპეციალური წოდება – იუსტიციის უმცროსი მრჩეველი, იუსტიციის მრჩეველი, იუსტიციის უფროსი მრჩეველი; უმაღლესი სპეციალური წოდება – იუსტიციის სახელმწიფო მრჩეველი, იუსტიციის მთავარი სახელმწიფო მრჩეველი.”. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): 131 ეს პუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით (ინიციატორი არ არის საქართველოს მთავრობა) ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან სააგენტო ახალი ინსტიტუციაა, რომლის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო იქნება წინასწარი ღონისძიებების გატარება, კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად შემოთავაზებულია 2022 წლის 1 ივლისი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ არსებობს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ აისახება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით ვალდებულებას. სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ 132 ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ ითვალისწინებს აღნიშნულ ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის რაიმე გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე არ ექნება გავლენა გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს გაერო-ს ანტიკორუფციული კონვენციის, ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება გააძლიერებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობას კორუფციის წინააღმდეგ გაერო-ს კონვენციის (განსაკუთრებით მისი მე-6 და 36-ე მუხლების) მოთხოვნებთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, 133 მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში სამუშაო პროცესში ვეყრდნობოდით საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის კანონპროექტის ავტორთა მიმართვის საფუძველზე მოამზადებულ დოკუმენტს, რომელშიც განიხილულია რამდენიმე ქვეყნის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოს საქმიანობა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ მომზადებულა. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა ე) კანონპროექტის ავტორი: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: ფრაქცია „ლელო - პარტნიორობა საქართველოსთვის“. 134