საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების ინფორმაცია მიმდინარე მოწვევაში, საქართველოს კანონებისა და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებების შესრულების თაობაზე 2021 წლის 14 ივნისის მდგომარეობით

ინფორმაცია განხილვაშია
ინიცირების თარიღი
18.06.2021
ავტორი
საქართველოს პარლამენტის საპროცდურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი
ნომერი
#2-8077/21/10
წყარო

📋 განხილვის ეტაპები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-06-21
ბიუროს ნომერი 67

📜 ტექსტი

წერილი
საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი 2-8077/21 18-06-2021 საქართველოს პარლამენტის ბიუროს საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 39-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად წარმოგიდგენთ ინფორმაციას, მიმდინარე მოწვევაში, საქართველოს კანონებისა დებულებებით და პარლამენტის დადგენილებების გარდამავალი განსაზღვრული დავალებების შესრულების თაობაზე 2021 წლის 14 ივნისის მდგომარეობით. დანართი: 20 ფურცელი. 1. საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებითა და პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა 2020 წლის 11 დეკემბრიდან 2021 წლის 1 ივნისამდე პერიოდში და ჯერ არ შესრულებულა (13 ფურცელი). 2. საქართველოს კანონების დავალებები, რომლებიც გარდამავალი დებულებებით შესრულდნენ 04.03.2021-14.06.2021 განსაზღვრული პერიოდში შესრულების ვადის გასვლის შემდეგ (7 ფურცელი). პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge ვადაში, ან
დანართი
დანართი N1 საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებითა და პარლამენტის დადგენილებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში და ჯერ არ შესრულებულა 2021 წლის 14 ივნისის მდგომარეობით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ N6823-რს, 14.07.2020 მუხლი 37. 1. 2021 წლის 1 იანვრამდე: ა) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება, შესაბამისი ორგანოების/დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 1.06.2021 გრძელდება მუშაობა ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის დოკუმენტზე, რომელიც ფართოდ ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების განმტკიცებისთვის საჭირო მიზნებს და ამოცანებს. სტრატეგიის დამტკიცებისთანავე დაიწყება მუშაობა ეროვნულ სამოქმედო გეგმაზე) ბ) საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ იმპლემენტაციისათვის პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 1.06.2021 საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში შემუშავებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის დებულების სამუშაო ვერსია, რომელიც ამჟამად გადის სამართლებრივ პროცედურებს). 3. ამ კანონის III თავით განსაზღვრულმა ორგანოებმა/დაწესებულებებმა: ა) 2021 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ ამ კანონითა და ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიით გათვალისწინებული ვალდებულებების შესასრულებლად შესაბამისი მუხლებით გათვალისწინებული წლიური სამოქმედო გეგმების შემუშავება და დამტკიცება მათთვის სავალდებულოდ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 1.06.2021: 2021 წლის 14 მაისის მდგომარეობით 34 სახელმწიფო ორგანოდან/დაწესებულებიდან უწყებრივი სამოქმედო გეგმა დამტკიცებული აქვს 23 ორგანოს/დაწესებულებას, ხოლო 64 მუნიციპალიტეტიდან სამოქმედო გეგმა დაამტკიცა 49 მუნიციპალიტეტმა, უახლოეს მომავალში პროცესი მთლიანად დასრულდება) 1 შენიშვნა: აღმასრულებელი ხელისუფლებისა და სასამართლო დაწესებულებებისათვის განსაზღვრული დავალებების შესრულების მდგომარეობაზე ზედამხედველობის ფარგლებში, კომიტეტმა, პასუხისმგებელი უწყებებისა და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა თემის მონაწილეობით, 2021 წლის 27 იანვარს, 26 თებერვალსა 7 აპრილს და 14 მაისს გამართა საკომიტეტო მოსმენები და 2021 წლის 23 მარტს სამუშაო შეხვედრა. კანონისმიერი ვალდებულებების შესრულების დროულობისა და ხარისხის გაზრდის მიზნით კომიტეტმა პასუხისმგებელი უწყებების მიმართ გასცა არაერთი რეკომენდაცია და დეტალური ინფორმაცია წარუდგინა პარლამენტს. 2. საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N6833-რს, 14.07.2020 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის“ იმპლემენტაციაზე პასუხისმგებელი უწყებათაშორისი საკოორდინაციო კომიტეტის შექმნა, აგრეთვე 2021−2035 წლების ერთიანი სტრატეგიისა და წლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება, შესაბამისი ორგანოების/დაწესებულებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებებისა და შესრულების ვადების მითითებით.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაციით N2-4717/21, 15.04.2021, არსებული მდგომარეობით, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ დაამტკიცა სპეციალური მოსარჩელის სტატუსის მისაღებად/გასაგრძელებლად შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის მიზნით სამოქალაქო ან/და ადმინისტრაციული სამართალწარმოების სფეროში საქმიანობის დამადასტურებელი დოკუმენტაციის ფორმისა და წარდგენის წესები, ამავე დროს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ შეიმუშავა და დაამტკიცა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტები და მეთოდიკა. სხვა უწყებათა მიერ ვალდებულებების შესრულებამიმდინარეობს მუშაობა. 2021 წლის 14 მაისის მდგომარეობით, 34 სახელმწიფო ორგანოდან/დაწესებულებიდან უწყებრივი სამოქმედო გეგმა დამტკიცებული აქვს 23 ორგანოს/დაწესებულებას, ხოლო 64 მუნიციპალიტეტიდან სამოქმედო გეგმა დაამტკიცა 49 მუნიციპალიტეტმა) 3. საქართველოს კანონი „სოციალური მუშაობის შესახებ“ (ცვლილება N361-IVმსXმპ; 16.03.2021) მუხლი 64 5. დაევალოთ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, 2021 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყონ ბენეფიციართათვის გადაუდებელ შემთხვევებზე 24- საათიანი რეაგირების მექანიზმის ფუნქციონირება.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 1.06.2021 იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, გადაუდებელ შემთხვევებზე 24‐საათიანი რეაგირების მექანიზმის ამოქმედებასთან დაკავშირებით, პენიტენციურ სისტემის სპეციფიკის გათვალისწინებით, აღნიშნული მექანიზმი ფუნქციონირებს. ხოლო პრობაციის სისტემასა და აღსრულების ეროვნულ ბიუროში ამ მექანიზმის მოქმედების მწვავე საჭიროება არ დგას. დაგეგმილია სისტემაში არსებული ცხელი ხაზის არეალის გაფართოება, რომელიც ამ დროისთვის არასრულწლოვნებს ემსახურება. გამოიცა საქართველოს 2 იუსტიციის მინისტრის ბრძანება N716, 1.06.2021; მუშაობა დასრულების პროცესშია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში, ხოლო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით ასევე დასრულების პროცესშია მუშაობა, გადასაწყვეტი დარჩა მხოლოდ ტექნიკური პრობლემები). 6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ, საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 2021 წლის 1 ივნისამდე უზრუნველყონ შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა: ა) ამ კანონის 45-ე მუხლის შესაბამისად, სოციალური მუშაკის ორგანიზაციულ-ტექნიკური და ინფრასტრუქტურული უზრუნველყოფის შესახებ;  დასრულების პროცესშია (გამოცემესშიაულია საქართველოს იუსტიციის მინისტის ბრძანება N715, 1.06.2021; სამართლებრივი აქტის პროექტი შემუშავების პროცესშია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში, ხოლო პროექტზე მუშაობა დასრულების პროცესშია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროში) . ბ) ამ კანონის 46-ე მუხლის უსაფრთხოების წესის დანერგვის შესახებ; შესაბამისად, სოციალური მუშაობის  ნაწილობრივ შესრულებულია (გამოცემულია საქართველოს იუსტიციის მინისტის ბრძანება N715, 1.06.2021; გამოცემულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N 01-52/ნ; 04.06.2021. სამართლებრივი აქტის პროექტი შემუშავების პროცესშია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროში) . გ) სოციალური მუშაკისთვის სტანდარტების დადგენის შესახებ. სოციალური მუშაობის პროფესიული  ნაწილობრივ შესრულებულია (გამოცემულია საქართველოს იუსტიციის მინისტის ბრძანება N715, 1.06.2021; გამოცემულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება N 01-53/ნ; 04.06.202 სამართლებრივი აქტის პროექტი მომზადებულია და ჯერ მიღებული არ აქვს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს). შენიშვნა: ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა აღნიშნული დავალებების შესრულების მდგომარეობა განიხილა კომიტეტის სხდომაზე და დასკვნა წარუდგინა საქართველოს პარლამენტის ბიუროს N2-6789/21/10, 01.06.2021. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 1. საქართველოს კანონი ,,საქართველოს ტყის კოდექსი“ N5949-სს, 22.05.2020 მუხლი 95. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2021 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს შემდეგი კანონქვემდებარე აქტები: 3 ბ) „ტყის დაცვის, აღდგენისა და მოვლის წესის შესახებ“ დებულება;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2021 მიმდინარეობს მუშაობა დებულების პროექტის საბოლოო რედაქციაზე) გ) „საქართველოს ტყის აღრიცხვის მონიტორინგის წესის შესახებ“ დებულება;  სისტემის, კატეგორიზაციისა და მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2021) დ) „ტყის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტისა და ტყის საზღვრების დადგენისა და კორექტირების/შეცვლის შესახებ“ დებულება;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის დასრულების სტადიაშია) ინფორმაცია11.06.2021, პროექტზე მუშაობა ე) „ტყის მდგრადი მართვის კრიტერიუმებისა და ინდიკატორების შესახებ“ დებულება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2021) 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ: ა) 2021 წლის 1 კანონქვემდებარე აქტები: იანვრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს შემდეგი ა.ბ) „სახელმწიფო ტყეში დასაქმებული პირების თანამდებობათა რანგირებისა და საკვალიფიკაციო მოთხოვნების დადგენის შესახებ“;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2021) ა.გ) „ტყის შემქმნელ მერქნიან მცენარეთა სახეობების ნუსხის შესახებ“;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2021) ა.დ) „ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისიის შესახებ“;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2021) ა.ე) „საქართველოში „მეტყევის პროფესიული დღის“ გამოცხადებისა და ტყის სფეროში დასაქმებულ პირთა წახალისების წესის შესახებ“;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2021) მუხლი 96. 4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2021 წლის 1 იანვრამდე უნდა შექმნას ამ კოდექსის მე-12 მუხლით გათვალისწინებული ტყის სტატუსის განმსაზღვრელი კომისია და უნდა უზრუნველყოს მისი ფუნქციონირება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2021) 4 5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2021 წლის 1 იანვრამდე უნდა მოახდინოს საქართველოს ტყის დაცვის სფეროში სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი, ამ კოდექსის 22-ე მუხლით განსაზღვრული ტყის ზედამხედველობის უფლებამოსილების მქონე სუბიექტის სამართლებრივი და ორგანიზაციული უზრუნველყოფა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2021) 6. სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკებისა და მუნიციპალიტეტების ორგანოებმა 2021 წლის 1 იანვრამდე საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში უნდა უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2021 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით სათანადო კანონქვემდებარე აქტები შესაბამისობაში მოვა კანონთან ეტაპობრივად, „ტყის კოდექსში“ ცვლილებების შეტანისა და შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების გამოცემის/მიღების შესაბამისად) 2. საქართველოს კანონი აკვაკულტურის შესახებ N6408-11ს, 24.06.2020 მუხლი 40. 2021 წლის 1 მარტამდე 1. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს: ა) აკვაკულტურის ტექნიკური რეგლამენტი;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2021, ტექნიკური რეგლამენტის პროექტი შემუშავებულია და ამ ეტაპზე საჯარო გაცნობის მიზნით გამოქვეყნებულია. საჯარო გაცნობის პროცედურის დასრულების შემდეგ პროექტი დაზუსტდება შემოსული შენიშვნების მიხედვით და შემდგომ წარედგინება საქ ართველოს მთავრობას) გ) საზღვაო წყლებში აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონა/ზონები;  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2021, საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი დასამტკიცებლად წარდგენილია საქართველოს მთავრობაში) დ) აკვაკულტურისთვის გამოყოფილი ზონის მართვის გეგმა;  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2021, საქართველოს მთავრობის დადგენილების პროექტი დასამტკიცებლად წარდგენილია საქართველოს მთავრობაში) 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2021 წლის 1 მარტამდე გამოსცეს ბრძანებები: გ) აკვაკულტურის კვლევაზე თანხმობის გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2021 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანების პროექტი შემუშავების პროცესშია) 5 3. საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ N246-IVმს-Xმპ, 2.03.2021 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 ივნისამდე დაადგინოს: ბ) საღებავებში, ლაქებსა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების გადაღებვის პროდუქციაში ორგანული გამხსნელების გამოყენებით გამოწვეული აქროლადი ორგანული ნაერთების (აონ) გაფრქვევების ზღვრული ნორმები.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2021 პროექტი მომზადებულია. ამ ეტაპზე მიმდინარეობს მისი დაინტერესებულ უწყებებთან შეთანხმების პროცესი, რისი დასრულების შემდეგადაც პროექტი წარედგინება საქართველოს მთავრობას) 4. საქართველოს კანონი „გარემოს დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N245-IVმს-Xმპ, 2.03.2021 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 ივნისამდე დაადგინოს საქმიანობის შედეგად გარემოსთვის შექმნილი მნიშვნელოვანი საფრთხის განმსაზღვრელი კრიტერიუმები.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2021 პროექტი შემუშავებულია და უახლოეს მომავალში წარედგინება საქართველოს მთავრობას) დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი ,,განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ N5652-რს, 20.12.2019 მუხლი 21. 5. საქართველოს მთავრობამ სამინისტროს წარდგინებით, ამ კანონის ამოქმედებიდან: ბ) 12 თვის ვადაში 26.12.2020-მდე უზრუნველყოს განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმის დამტკიცება;  არ არის შესრულებული(კომიტეტის ინფორმაცია 07.06. 2021 იგეგმება „განახლებადი წყაროებიდან ენერგიის წარმოებისა და გამოყენების წახალისების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა, რომლითაც განახლებადი ენერგიის ეროვნული სამოქმედო გეგმა ჩანაცვლდება ენერგეტიკისა და კლიმატის ინტეგრირებული გეგმით (NECP)). 6. საქართველოს მთავრობამ უფლებამოსილი ორგანოს წარდგინებით, ამ კანონის ამოქმედებიდან: გ) 12 თვის ვადაში 26.12.2020-მდე უზრუნველყოს თბური ტუმბოების ეკოლოგიური ეტიკეტირების მინიმალური მოთხოვნების შესახებ კანონქვემდებარე აქტის მიღება; 6  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაციით 07.06.2021 დოკუმენტის პირველადი ვერსია შემუშავდა ევროკავშირის EU4 Energy პროგრამის მიერ. დაინტერესებულ მხარეებთან სამუშაო შეხვედრები უკვე შედგა, მიმდინარეობს დამატებითი განხილვები პროექტის საბოლოო სახით ჩამოსაყალიბებლად). დ) 12 თვის ვადაში 26.12.2020-მდე უზრუნველყოს ამ კანონის მე-14 მუხლის მე3 პუნქტის შესაბამისად სერტიფიცირებული და კვალიფიციური მემონტაჟეების სიის დამტკიცება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 07.06.2021 განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსთან კონსულტაციების შემდეგ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს, ს.ს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდს“, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და სსიპ„განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს“ შორის გაფორმდა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი. აღნიშნული მემორანდუმის ფარგლებში უკვე მიმდინარეობს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება, რის საფუძველზეც გადამზადდება კადრები, რომლებიც გაივლიან სერტიფიცირებას და ამის შემდეგ შესაძლებელი იქნება საქართველოს მთავრობის მიერ”სერტიფიცირებული და კვალიფიციური მემონტაჟეების სიის“დამტკიცება) 2. საქართველოს კანონი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ N5646-რს, 20.12.2019 მუხლი 162. 1. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს: ა) ამ კანონის ამოქმედებიდან: ა.გ) 12 თვის ვადაში 27.12.2020-მდე − შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების მიღება ან /და მოქმედ აქტებში ცვლილებების შეტანა ამ კანონის მოთხოვნათა გასათვალისწინებლად;  ნაწილობრივ შესრულებულია(კომიტეტის ინფორმაცია 07.06.2021, ნაწილი კანონქვემდებარე აქტებისა მიღებულია. სამუშაო საკმაოდ მოცულობითია, დანარჩენ ცვლილებების პროექტების მომზადებაზე მიმდინარეობს მუშაობა) 4. საქართველოს მთავრობამ და კომისიამ 2020 წლის 31 დეკემბრამდე შეიმუშაონ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების საკითხის მოწესრიგების სამოქმედო გეგმა და წარუდგინონ საქართველოს პარლამენტს შესათანხმებლად.  დასრულების პროცესშია (კომიტეტის ინფორმაცია 07.06.2021 შესაბამის უწყებებთან ერთად მიმდინარეობს საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის ამოღების საკითხის მოწესრიგების სამოქმედო გეგმის საბოლოო რედაქციაზე მუშაობა, კომპეტენტურ უწყებებს შორის ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილების კუთხით, რომელიც უმოკლესს ვადაში დასრულდება და წარედგინება საქართველოს მთავრობას შესაბამისი დადგენილების პროექტი). 7 3. საქართველოს კანონი საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ N6355 11ს, 23.06.2020 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 1.01.2021-მდე უზრუნველყოს „საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების და საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის წესის შესახებ“ დადგენილების მიღება.  მიმდინარეობს მუშაობა(კომიტეტის ინფორმაცია 07.06.2021 საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივნის ინფორმაციით საზოგადოებრივი მომსახურების ხარჯების საქართველოს მთავრობის მხრიდან ეკონომიკური და სოციალური კუთხით კომპლექსური პროცესია. კომპენსაციის დეტალური გამოთვლა მოითხოვს შპს„საქართველოს რკინიგზის“ საქმიანობის გასული წლების ტექნიკურ და ფინანსურ ანალიზს, რაც COVID -19 გავრცელების პრევენციის მიზნით მიღებული შემზღუდავი ზომების პირობებში მოსალოდნელზე ხანგრძლივ დროის პერიოდთან არის დაკავშირებული. ამ ეტაპზე „საზოგადოებრივი მომსახურების ხელშეკრულების გაფორმების წესისა და პირობების და საზოგადოებრივი მომსახურების კომპენსაციის განსაზღვრის წესის შესახებ“ დადგენილების პროექტი გადის შიდა კონსულტაციების ეტაპს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რისი დასრულების შემდგომაც მოხდება მისი წარდგენა საქართველოს მთავრობისთვის). 4. საქართველოს კანონი ,,ენერგოეფექტურობის შესახებ“ N5898-სს, 21.05.2020 მუხლი 28. 1. სამინისტრო უზრუნველყოფს ამ კანონის ამოქმედებიდან: ა) 12 თვის ვადაში 28.05.2021-მდე: ა.ა) ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემის ან პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების ან ენერგოეფექტურობის ვალდებულების სქემისა და პოლიტიკის ალტერნატიული ღონისძიებების დამტკიცებას;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია N2-6951/21, 4.06.2021) ა.ბ) ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოსთვის ენერგოეფექტურობის ეროვნული სამიზნე მაჩვენებლის შესრულების თაობაზე ანგარიშგების წესის დამტკიცებას;  მიმდინარეობს მუშაობა(კომიტეტის ინფორმაცია N2-6951/21, 4.06.2021) ა.გ) გაზომვისა და დადასტურების პლატფორმის ფორმატის განსაზღვრას და მასზე ინფორმაციის/მონაცემების განთავსების წესის დამტკიცებას;  მიმდინარეობს მუშაობა(კომიტეტის ინფორმაცია N2-6951/21, 4.06.2021) ა.დ) ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული შენობების რეესტრის წარმოების წესის დამტკიცებას;  მიმდინარეობს მუშაობა(კომიტეტის ინფორმაცია N2-6951/21, 4.06.2021) 8 ა.ე) ენერგოაუდიტის ჩატარების წესის დამტკიცებას;  მიმდინარეობს მუშაობა(კომიტეტის ინფორმაცია N2-6951/21, 4.06.2021) ა.ვ) ენერგოეფექტურობის გასაუმჯობესებელი ღონისძიებების განხორციელებისა და მიღწეული ენერგოდანაზოგების შესახებ ანგარიშგების წესის დამტკიცებას;  მიმდინარეობს მუშაობა(კომიტეტის ინფორმაცია N2-6951/21, 4.06.2021) ა.ზ) ადმინისტრაციული ორგანოს სარგებლობაში არსებული ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების ნიმუშის დამტკიცებას;  შენობის მიმდინარეობს მუშაობა(კომიტეტის ინფორმაცია N2-6951/21, 4.06.2021) ა.თ)ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულებისთვის ანგარიშსწორების წესების დამტკიცებას;  მიმდინარეობს მუშაობა(კომიტეტის ინფორმაცია N2-6951/21, 4.06.2021) ა.ი) ენერგომახასიათებლების შესახებ ხელშეკრულების მხარეთა ზოგადი უფლება-მოვალეობების განსაზღვრას;  მიმდინარეობს მუშაობა(კომიტეტის ინფორმაცია N2-6951/21, 4.06.2021) „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28‐ე მუხლით გათვალისწინებული ყველა ნორმატიული აქტის მომზადება დაგემილია ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ დაფინანსებული საგრანტო, ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, პროგრამა 2020 წელს უნდა დაწყებულიყო, თუმცა პანდემიით გამოწვეული მდგომარეობის გამო გაჭიანურდა და ზემოხსენებული ნორმატიული აქტების მომზადება კანონით დადგენილი ვადაში ვერ მოხერხდა. პროგრამა მიმდინარე წლის ივნისიდან ამოქმედდება. „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28‐ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში აღნიშნული ნორმატიული აქტების გარკვეული ნაწილის უფრო ადრე, ხოლო დანარჩენი ნაწილის დამტკიცება შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის ბოლომდე. კომიტეტის ინფორმაციით N2-6951/21, 4.06.2021 2. საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს ამ კანონის ამოქმედებიდან: ა) 12 თვის 28.05.2021-მდე ვადაში − სამინისტროს წარდგინებით: ა.ა) სატრენინგო პროგრამების დამტკიცებას;  არ არის შესრულებული ა.ბ) ენერგოეფექტურობის ეროვნული სამოქმედო გეგმის (ეესგ) დამტკიცებას;  არ არის შესრულებული ა.გ) ენერგოაუდიტორთა სერტიფიცირებისა და დამტკიცებას;  აკრედიტაციის წესების არ არის შესრულებული 9 კომიტეტის ინფორმაციით N2-6951/21, 4.06.2021 ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ამჟამად მუშაობს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნულ ინტეგრირებულ გეგმაზე, რომელიც თავის მხრივ ასევე მოიცავს ენერგოეფექტურობის ეროვნულ სამოქმედო გეგმასაც, შესაბამისად ენერგოეფექტურობის სამოქმედო გეგმის მისი დამტკიცება დამოუკიდებელ დოკუმენტად, როგორც ეს აღნიშნულია კანონის 28‐ე მუხლის მე‐2 პუნქტში მიზანშეწონილი აღრ არის. საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილი იქნება „ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი, რომელიც ითვალისწინებს სხვადასხვა ცვლილებებს და ახალ ვადებს, კერძოდ 28‐ე მუხლის მე‐2 პუნქტის „ა.ბ“ და „ა.გ.“ ქვეპუნქტები კანონში ცვლილებების პროექტის მიხედვით ამოღებული იქნება. 4. ამ კანონის ამოქმედებიდან 12 თვის 28.05.2021-მდე ვადაში სამინისტრო, კომისია და შესაბამისი უწყებები უზრუნველყოფენ სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობას.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია N2-6951/21, 4.06.2021 „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28‐ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვე‐ პუნქტში აღნიშნული ნორმატიული აქტების გარკვეული ნაწილი მუშავდება და შესაძლებელი იქნება მიმდინარე წლის ბოლომდე მათი დამტკიცება. ამასთანავე „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონის 28‐ე მუხლით გათვალისწინებული ყველა ნორმატიული აქტის მომზადდება, დაგემილია ევროკავშირისა და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) მიერ დაფინანსებული საგრანტო, ტექნიკური დახმარების პროგრამის ფარგლებში, რომელიც მიმდინარე წლის ივნისიდან ამოქმედდება). რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი 1. საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი (ცვლილება N7059-რს, 17.07.2020) მუხლი 313 20. 2021 წლის 1 იანვრამდე მუნიციპალიტეტების წარმომადგენლობითმა ორგანოებმა უზრუნველყონ ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-8 და მე-12−მე-16 ნაწილებითა და 1252 , 1254 და 1351 –1355 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირებულ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნების წესის დამტკიცება.  მიმდინარეობს მუშაობა (09.06.2021 აღნიშნული წესი დამტკიცებული აქვს 34 მუნიციპალიტეტს, ხოლო დანარჩენ მუნიციპალიტეტებში მიმდინარეობს მუშაობა აღნიშნული დადგენილების პროექტზე და მიღებულ იქნება უახლოეს პერიოდში). 2. საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N6364-11ს, 23.06.2020 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 1.01.2021-მდე: ბ) მუნიციპალიტეტების დადგენილებების მიღება. საკრებულოებმა უზრუნველყონ სათანადო 10  მიმდინარეობს მუშაობა(კომიტეტის ინფორმაციით 07.06. 2021 მუნიციპალიტეტებს დაევალათ მათ მართვაში არსებული საერთო სარგებლობის საავტომობილო გზების მიხედვით შავი წერტილების აღმოფხვრისა და ამ გზებზე უსაფრთხო გადაადგილების უზრუნველყოფის მიზნით შესაბამისი ღონისძიებების განსახორციელებლად წესების შემუშავება, შეიქმნა და სატესტო რეჟიმში ფუნქციონირებს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების აღრიცხვიანობის ახალი ელექტრონული პლატფორმა, რომლის სრულფასოვნად დანერგვის შემდგომ იგი უზრუნველყოფს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების ლოკაციების GPS კოორდინატების ავტომატურ ფიქსაციასა ამ ეტაპზე შავი წერტილების იდენტიფიცირება და და რუკაზე შესაბამის ინდიკაციას, მუნიციპალიტეტისთვის ინფორმაციის მიწოდება შესაძლებელი გახდება აღნიშნული ფორმატის სრულად ამოქმედების შემდგომ). იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს კანონი „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N6364-11ს, 23.06.2020 მუხლი 2. ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში 1.01.2021-მდე: გ) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესმა აღმასრულებელმა ორგანოებმა უზრუნველყონ სათანადო ნორმატიული აქტების მიღება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაციით ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლეს აღმასრულებელ ორგანოებში მიმდინარეობს აღნიშნული ნორმატიული აქტების მიღების თაობაზე) 2. საქართველოს კანონი „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N7106- Iს,16.09.2020 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 იანვრამდე დადგენილებით დაამტკიცოს სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულების ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გასართობი, შემეცნებითი ან/და სასწავლო ღონისძიების – ექსკურსიის ორგანიზების/მოწყობის წესი.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია) სპორტისა და ახალგზრდობის საქმეთა კომიტეტი საქართველოს პარლამენტის დადგენილება „2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ დამტკიცების შესახებ N7054-რს, 17.07.2020 2. დაევალოს საქართველოს მთავრობას: ა) 2021 წლის 1 აპრილამდე შეიმუშაოს „2020–2030 წლებისთვის საქართველოს ახალგაზრდული პოლიტიკის კონცეფციის“ (შემდგომ – კონცეფცია) განხორციელების სამოქმედო გეგმა (შემდგომ – სამოქმედო გეგმა), რომლითაც 11 განისაზღვრება შესაბამისი ღონისძიებები და მათი განხორციელებისთვის პასუხისმგებელი დაწესებულებები.  არ არის შესრულებული (კომიტეტის ინფორმაცია 2‐6897/21 03.06.2021 მიმდინარე წლის თებერვალში საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარედგინა „სახელმწიფო ახალგაზრდული სტრატეგია 2025“‐ის პროექტი. თუმცა, იმ პერიოდში საქართველოს მთავრობაში მიმდინარე სტრუქტურული და საკადრო ცვლილებების გამო, საჭირო გახდა სტრატეგიის პროექტის ხელახალი ინიცირების პროცედურების დაწყება, რომლის ზუსტი ვადები ჯერ განსაზღვრული არ არის. ამ ეტაპზე, ახალგაზრდობის საკითხებზე გაეროს საკოორდინაციო ჯგუფისა და ევროკავშირის პროგრამა საქართველოში „განათლება დასაქმებისთვის” (Skills4Jobs) პროგრამის დახმარებით დაკომპლექტდა სამოქმედო გეგმის შემუშავებაზე პასუხისმგებელი სამუშაო ჯგუფი, რომელიც მუშაობას უახლოეს პერიოდში დაიწყებს. სამოქმედო გეგმაზე მუშაობის პროცესის დასრულება დაგეგმილია მიმდინარე წლის მეორე კვარტალში) საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საქართველოს კანონი „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N6487-IIს, 25.06.2020 მუხლი 2 5. ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის ნებართვის მფლობელმა და ლატარიის ორგანიზატორმა არაუგვიანეს 2021 წლის 1 მარტისა განახორციელონ სისტემურ-ელექტრონული ფორმით მოწყობილ თამაშობაში მონაწილეობისთვის რეგისტრირებული მოთამაშის იდენტიფიკაცია /ვერიფიკაცია საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.  ნაწილობრივ შესრულებულია (საქართველოს ფინანსთა მინისტრის N43, 26.02.2021 ბრძანებით განისაზღვრა რეგისტრირებული მოთამაშის იდენტიფიკაცია/ვერიფიკაციისათვის დამატებითი ვადები). ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ N7177-Iს, 29.09.2020 მუხლი 2 1. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე დარგების ჩამონათვალის განსაზღვრა.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 07.06.2021 მომზადებულია პროექტი, გადის დამტკიცების პროცედურებს). 2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრომ: 12 ბ) 2021 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს: ბ.ა) სამთო-მომპოვებელ სფეროში სამუშაო დროის რეგულირების წესის დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 07.06.2021 პროექტი შემუშავებისა და პარტნიორებთან კონსულტაციების პროცესშია). ბ.ბ) წლიური სამუშაო დროის ფარგლებში ღამის სამუშაოს პროპორციული განაკვეთის განსაზღვრა;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 07.06.2021 პროექტი შემუშავებისა და პარტნიორებთან კონსულტაციების პროცესშია). ბ.გ) ღამის სამუშაოზე დასაქმებული პირისთვის წინასწარი (დასაქმებამდე) და შემდგომი პერიოდული სამედიცინო შემოწმების ჩატარების პერიოდულობისა და ფარგლების დამტკიცება;  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 07.06.2021 პარტნიორებთან კონსულტაციების პროცესშია). პროექტი შემუშავებისა და ბ.დ) სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამსახურების ჩამონათვალის დამტკიცება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 07.06.2021 პარტნიორებთან კონსულტაციების პროცესშია). პროექტი შემუშავებისა და 2. საქართველოს პარლამენტის დადგენილება ,,თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების თაობაზე N455‐IVმს-Xმპ, 13.04.2021 საქართველოს პარლამენტი ადგენს: 2. საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა უზრუნველყოს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის აღსრულების მდგომარეობის თაობაზე ანგარიშის საქართველოს მთავრობისა და შესაბამისი სამინისტროებისათვის მიწოდება და 1 თვის ვადაში მათ მიერ განხორციელებული სათანადო ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიღება.  მიმდინარეობს მუშაობა (კომიტეტის ინფორმაცია 09.06.2021, ინფორმაცია უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი) მიმდინარეობს მუშაობა და 13
დანართი
დანართი N2 საქართველოს კანონების გარდამავალი დებულებებით განსაზღვრული დავალებები, რომელთა შესრულების ვადა გავიდა მიმდინარე მოწვევაში და შესრულდნენ 04.03.2021-14.06.2021 პერიოდში ვადაში, ან შესრულების ვადის გასვლის შემდეგ 2021 წლის 14 ივნისის მდგომარეობით ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი 1. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N6848-რს, 14.07.2020 მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ: ა) 2021 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლით გათვალისწინებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პროცესის მონაწილეებთან მუშაობის სტანდარტებისა და მეთოდიკის შემუშავება.  საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დადგენილება N18, 12.03.2021 2. საქართველოს კანონი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ N6823-რს, 14.07.2020 მუხლი 37. 1. 2021 წლის 1 იანვრამდე: დ) საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ უზრუნველყოს სურდოთარჯიმნების სერტიფიცირების პროგრამის შემუშავება და დამტკიცება.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება N34/ნ, 07.06.2021 განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი საქართველოს კანონი „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N335‐IVმს‐Xმპ, 16.03.2021 მუხლი 2. 4. ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს და მის სისტემაში მოქმედი საბიუჯეტო ორგანიზაციების განკარგულებაში არსებული, „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილება ენიჭებათ ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ უფლებამონაცვლე საბიუჯეტო ორგანიზაციებს (მხარჯავ 1 დაწესებულებებს) და მათ სისტემებში შექმნილ საბიუჯეტო ორგანიზაციებს. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა, 2.04.2021-მდე საქართველოს ფინანსთა მინისტრის წარდგინებით უზრუნველყოს „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განსაზღვრული შესაბამისი პროგრამული კოდებით გათვალისწინებული ასიგნებების განკარგვის უფლებამოსილების მქონე საბიუჯეტო ორგანიზაციების განსაზღვრა.  საქართველოს მთავრობის განკარგულება N456, 25.03.2021 12. საქართველოს მთავრობამ ამ კანონის ამოქმედებიდან 10 დღის ვადაში 29.03.2021-მდე შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც თავის მიერ განსაზღვრულ ვადაში უზრუნველყოფს ამ კანონის ამოქმედებამდე არსებული საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საბალანსო მონაცემების მიხედვით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსთვის გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვას და აღნიშნული სამინისტროებისთვის გადაცემას. ამ კომისიის სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.  საქართველოს მთავრობის განკარგულება N488, 26.03.2021 გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი 1. საქართველოს კანონი ,,საქართველოს ტყის კოდექსი“ N5949-სს, 22.05.2020 მუხლი 95. 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ 2021 წლის 1 იანვრამდე შეიმუშაოს და საქართველოს მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგინოს შემდეგი კანონქვემდებარე აქტები: ა) „ტყითსარგებლობის წესის შესახებ“ დებულება;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N221, 18.05.2021 3. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ: ა) 2021 წლის 1 კანონქვემდებარე აქტები: იანვრამდე შეიმუშაოს და დაამტკიცოს შემდეგი ა.ა) „სახელმწიფო ტყეში დასაქმებულ პირთა სამსახურებრივი ტანსაცმლის ფორმის დადგენის შესახებ“; 2  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება N2-441, 14.04.2021 2. საქართველოს კანონი აკვაკულტურის შესახებ N6408-11ს, 24.06.2020 მუხლი 40. 2021 წლის 1 მარტამდე 1. საქართველოს მთავრობამ დაამტკიცოს: ბ) აკვაკულტურის ნებართვის გაცემის წესი და სანებართვო პირობები;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N232. 19.05.2021 2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა 2021 წლის 1 მარტამდე გამოსცეს ბრძანებები: ა) აკვაკულტურის მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობისა და საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე;  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება N2-271, 9.03.2021 ბ) უცხო სახეობის შემოყვანის წესისა და პირობების შესახებ;  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება N2-846; 09.06.2021 დ) საქართველოში წარმოებული აკვაკულტურის ობიექტის აკვაკულტურისადმი კუთვნილების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის განსაზღვრის შესახებ.  საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანება N2-270, 9.03.2021 3. საქართველოს კანონი „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე “ N246-IVმს-Xმპ, 2.03.2021 მუხლი 2. საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 ივნისამდე დაადგინოს: ა) ატმოსფერულ ჰაერში იმ მავნე ნივთიერებების ნუსხა, რომელთა ორგანიზებული გაფრქვევების ფაქტობრივი რაოდენობის ინსტრუმენტული მეთოდით უწყვეტად განსაზღვრაც სავალდებულოა;  საქართველოს მთავრობის დადგენილება N192, 27.04.2021 დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი 3 1. საქართველოს კანონი საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ N1818-რს, 22.12.2017 მუხლი 2 5. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა − სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 2020 წლის 31 დეკემბრამდე უზრუნველყოს სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს ხელახალი სერტიფიცირება.  სსიპ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2021 წლის 12 მარტის N34 ბრძანების შესაბამისად განხორციელდა შპს „საქაერონავიგაციის“ სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს სერტიფიცირება. 2. საქართველოს კანონი „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N6730-რს, 2.07.2020 მუხლი 2 2. 2021 წლის 1 იანვრამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის – კონკურენციის სააგენტოს (შემდგომ – კონკურენციის სააგენტო) თავმჯდომარემ ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული დებულებების შესაბამისად: ბ) დააკომპლექტოს საბჭოს აპარატი.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია N2-3119/21; 11.03.2021 დასრულებულია შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის - საბჭოს აპარატის დაკომპლექტება. 2021 წლის 11-12 თებერვალს გაიმართა სახელმწიფო შესყიდვებთან დაკავშირებული დავების განხილვის საბჭო აპარატის თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსი და 2021 წლის 1 მარტის ბრძანებების შესაბამისად (ბრძანების ნომრებია 04/20‐ დან 04/28‐ის ჩათვლით) აპარატი დაკომპლექტდა 9 თანამშრომლით (საშტატო ნუსხის შესაბამისად, სულ გათვალისწინებულია 10 საშტატო პოზიცია); 3. კონკურენციის სააგენტომ საბჭოს და საბჭოს აპარატს გამოუყოს ამ კანონით გათვალისწინებული, შეუფერხებელი საქმიანობისთვის საჭირო მატერიალურტექნიკური საშუალებები.  შესრულებულია. (კომიტეტის ინფორმაციით N2-3119/21; 11.03.2021 საბჭო და საბჭოს აპარატი უზრუნველყოფილია შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით (კომპიუტერები, სამუშაო ავეჯი, ინვენტარი და ა.შ). 3. საქართველოს კანონი ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ N5646-რს, 20.12.2019 მუხლი 167. 1. ამ კანონის 138-ე მუხლით გათვალისწინებული მიწოდების უსაფრთხოების მონიტორინგის პირველი ანგარიში მომზადდეს 2021 წლის 31 მარტამდე. 4  მომზადებულია და განთავსებულია სამინისტროს ვებ-გვერდზე: http://www.economy.ge/uploads/files /2017/energy/ security_of_supply_statement_electricity/ security_of_supply_statement _electricity 2021_geo.pdf იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 1. საქართველოს ორგანული კანონი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე 1.04.2021 N447‐IVმს‐Xმპ, მუხლი 2. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ამ კანონის ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში 8.04.2021-მდე უზრუნველყოს აღნიშნულ პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დამატებითი განცხადებების 1 კვირის განმავლობაში მიღებისა და ამ განცხადებების წარმდგენ პირთა იმავე პროცედურაში კანონის შესაბამისად მონაწილეობის შესაძლებლობა. საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ აღნიშნული პირებიდან იმ პირების საჯარო მოსმენა, რომლებიც აკმაყოფილებენ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის საკვალიფიკაციო მოთხოვნებს და კანონის შესაბამისად, სრულყოფილად აქვთ წარდგენილი განცხადება და თანდართული დოკუმენტები, დაიწყოს „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 341 მუხლის მე‐5 პუნქტით გათვალისწინებული საჩივრის განხილვის ვადის გასვლიდან 10 სამუშაო დღის ვადაში.  იუსტიციის საბჭოს განკარგულება N1/26,5.04.2021 ,,საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების მიმდინარე შერჩევის პროცედურაში მონაწილეობის მიზნით დამატებითი განცხადებების მიღების შესახებ“ 2. საქართველოს კანონი „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ შეტანის თაობაზე N428-IVმს-Xმპ, 30.04.2021 საქართველოს კანონში ცვლილების მუხლი 3. საქართველოს მთავრობამ ამ მუხლის ამოქმედებიდან არაუგვიანეს 30 დღისა 13.05.2021-მდე უზრუნველყოს „საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის №520 დადგენილებაში შესაბამისი ცვლილების შეტანა  საქართველოს მთავრობის დადგენილება N209, 11.05.2021 5 3. საქართველოს კანონი „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N418-IVმს-Xმპ, 30.03.2021 მუხლი 2. 2021 წლის 1 ივნისამდე საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება.  საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანებები N 717, 718, 01.06.021 კულტურის კომიტეტი საქართველოს კანონი „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N6911-რს, 15.07.2020 მუხლი 2 საქართველოს მთავრობამ 2021 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყოს მუნიციპალიტეტებისთვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბიბლიოთეკების უძრავი ქონებისა და საბიბლიოთეკო ფონდის საკუთრებაში გადაცემა. შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია N2-7413/21; 10.06.2021, მთავრობის  ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციის თანახმად „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ საქართველოს ორგანული კანონის 113‐ე მუხლის შესაბამისად, სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ ქონებას მუნიციპალიტეტს საკუთრებაში გადასცემს ქონების მმართველი, მუნიციპალიტეტის მერის დასაბუთებული მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისად 2014 წლიდან დღემდე სსიპ ‐ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ მუნიციპალიტეტებისთვის გადაცემულია 83 ერთეული უძრავი ქონება (ბიბლიოთეკა) და 1 043 663 ერთეული მოძრავი ქონება და წიგნადი ფონდი, ამ ეტაპზე აღნიშნული დავალება შეიძლება ჩაითვალოს შესრულებულად ). საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე N5655-რს, 20.12.2019 მუხლი 3 1. კომერციულმა ბანკებმა ამ კანონით გათვალისწინებული „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული გაჯანსაღების გეგმები უნდა შეიმუშაონ 2021 წლის 1 იანვრამდე.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაცია 11.06.2021, ეროვნული ბანკის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, აღნიშნული მოთხოვნა, რომელიც ვრცელდებოდა მხოლოდ სისტემურ ბანკებზე, მიმდინარე წლის 1 კვარტალში შესრულდა). 6 ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი საქართველოს კანონი შრომის ინსპექციის შესახებ N7178-Iს, 29.09.2020 მუხლი 22. 4. 2021 წლის 1 იანვრამდე სამინისტროში განხორციელდეს რეორგანიზაცია და სამინისტროს შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტის ფუნქციები და უფლებამოსილებები გადაეცეს შრომის ინსპექციის სამსახურს.  შესრულებულია (კომიტეტის ინფორმაციით 07.06.2021 პროცესი დასრულებულია) 9. 2021 წლის 1 იანვრამდე სამინისტრომ უზრუნველყოს ამ კანონთან შესაბამისობის მიზნით სათანადო კანონქვემდებარე აქტების მომზადება და მათ მისაღებად/გამოსაცემად საჭირო ღონისძიებების განხორციელება.  შესრულებულია(კომიტეტის ინფორმაცია 07.06.2021 კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით საკანონმდებლო აქტები გამოცემულია, მათ შორის გამოცემულია საქართველოს მთავრობის დადგენილებები და მინისტრის ბრძანებები). 7