„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (4)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (5)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (6)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (7)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (8)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (9)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (10)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (11)
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (12)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (13)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (14)
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-29
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი 1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №31, 03.11.2009, მუხ. 190) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მხარე – ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადვოკატი, პროკურორი.“;
ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ბრალდების მხარე – პროკურორი.“;
გ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 61 და 62 ნაწილები:
„61. საგამოძიებო ორგანო - სისხლის სამართლის საქმის გამოძიებაზე უფლებამოსილი
დაწესებულება.
62. გამოძიების მწარმოებელი პირი - გამომძიებელი.“;
დ) მე-16 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. დადგენილება – გამომძიებლის, საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელის,
პროკურორის გადაწყვეტილება ნებისმიერ საკითხზე.“;
ე) მე-16 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 და 162 ნაწილები:
„161. მითითება - საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელის, პროკურორის დავალება
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების წარმართვის ანდა საგამოძიებო ან სხვა საპროცესო
მოქმედებების ჩატარების შესახებ, რომლის შესრულებაც სავალდებულოა.
162. რეკომენდაცია - პროკურორის წერილობითი მოსაზრება სისხლის სამართლის საქმეზე
გამოძიების წარმართვის ან/და საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარების
შესახებ, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა.“;
ვ) 21-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„21. ექსპერტი – სპეციალური ცოდნის, ჩვევებისა და გამოცდილების მქონე ფიზიკური პირი,
რომელიც ამ კოდექსით დადგენილი წესით, სისხლის სამართლის საქმეზე საჭირო
გამოკვლევის ჩასატარებლად და დასკვნის შესადგენად მიწვეულია გამომძიებლის, მხარის ან
მხარის შუამდგომლობით სასამართლოს მიერ. გარდა ამისა, ექსპერტი გამომძიებელს,
მხარეებსა და სასამართლოს დახმარებას უწევს მტკიცებულებათა აღმოჩენაში, გამოკვლევასა
და დემონსტრირებაში.“;
ზ) 38-ე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„38. პირველადი გამოკვლევა − დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული
საგნის, დოკუმენტის, ნივთის, ნივთიერების, ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის
თავდაპირველად გამომძიებლის, ხოლო საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე − პროკურორის
მიერ დათვალიერება, მისი შინაარსის გაცნობა, ამ მასალაზე ექსპერტიზის ან სხვა
საგამოძიებო მოქმედების ჩატარება, სანამ ანალოგიური უფლებით დაცვის მხარე
ისარგებლებს.“;
თ) 38-ე ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 39-ე ნაწილი:
„39. სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამა – სისხლის
სამართლის საქმის ინტეგრირებული მართვის სისტემა, რომლის მეშვეობითაც
ხორციელდება სისხლის სამართლის საქმის ელექტრონული ფორმით წარმოება, გარდა
საქართველოს გენერალური პროკურორის ბრძანებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონულ პროგრამაში მუშაობის წესს
განსაზღვრავს საქართველოს გენერალური პროკურორი.“.
2. მე-7 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამოძიებისას დაუშვებელია სხვის პირად ცხოვრებაში თვითნებურად და უკანონოდ
ჩარევა. კერძო საკუთრების ან სხვა მფლობელობის და ნებისმიერი საშუალებით
განხორციელებული კერძო კომუნიკაციის ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით.“.
3. 24-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასამართლო უფლებამოსილია გამომძიებლის ან მხარეთა შენიშვნები სასამართლო
სხდომის ოქმთან დაკავშირებით განიხილოს მათი მოწვევის გარეშე. სასამართლო სხდომის
მდივანი იძლევა წერილობით განმარტებებს.“.
4. 25-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასამართლოს ეკრძალება ბრალდების დამადასტურებელ ან დაცვის ხელშემწყობ
მტკიცებულებათა დამოუკიდებლად მოპოვება და გამოკვლევა. მტკიცებულებათა მოპოვება
და წარდგენა გამომძიებლის და მხარეების კომპეტენციაა. მოსამართლე უფლებამოსილია
გამონაკლის შემთხვევაში გამომძიებელთან, მხარეებთან შეთანხმების შედეგად დასვას
დამაზუსტებელი
კითხვა,
თუ
ეს
აუცილებელია
სამართლიანი
სასამართლოს
უზრუნველსაყოფად.“.
5. 32-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 32. პროკურატურა
1. პროკურატურა სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოა. ამ ფუნქციის შესრულების
უზრუნველსაყოფად
პროკურატურა
ახორციელებს
გამოძიების
საპროცესო
ზედამხედველობას, სასამართლოში მხარს უჭერს სახელმწიფო ბრალდებას. პროკურატურა
ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით, სრული
მოცულობით ატარებს დანაშაულის გამოძიებას.
2. პროკურორი გამოძიების საპროცესო ზედამხედველობას ახორციელებს, მათ შორის,
სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული პროგრამის საშუალებით.
პროკურორს სისხლის სამართლის საქმეზე სრულად აქვს წვდომა გამოძიების
დაწყებისთანავე.“.
6. 33-ე მუხლის:
ა) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. პროკურორი უფლებამოსილია:
ა) დაესწროს, ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ აგრეთვე მონაწილეობა
მიიღოს საგამოძიებო ან/და სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარებაში;
ბ) მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალები ან მთლიანად სისხლის
სამართლის საქმე;
გ) ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების,
ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების ან ამ კოდექსით გათვალისწინებული
ცალკეული საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლოს
განჩინების მისაღებად, აგრეთვე, ამ კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში,
შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს;
დ) ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების
მისაღებად სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე გასცეს თანხმობა გამომძიებლის
შუამდგომლობაზე, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ სასამართლოს
მიმართოს შუამდგომლობით;
ე) გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის დადგენილება;
ვ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში გააუქმოს საგამოძიებო მიმართულების
ხელმძღვანელის ან გამომძიებლის დადგენილება;
ზ) გააუქმოს საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელის ან გამომძიებლის უკანონო
გადაწყვეტილება;
თ) დაიწყოს, შეაჩეროს ან შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა;
ი) შეცვალოს ბრალდება;
კ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში გადაწყვიტოს საჩივარი გამომძიებლის/
საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელის ქმედებაზე, გადაწყვეტილებაზე, ხოლო მისი
სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო ახსნა-განმარტება მისცეს სასამართლოს;
ლ) გამომძიებელს მისცეს რეკომენდაცია ან ამ კოდექსით დადგენილი წესითა და დადგენილ
შემთხვევაში − მითითება;
მ) სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას ჩამოაშოროს გამომძიებელი, თუ იგი არ ასრულებს
პროკურორის მითითებას;
ნ) გამომძიებელს მისცეს რეკომენდაცია სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაციის
შეცვლის
შესახებ
ან
თავად
შეცვალოს
იგი
საჩივრის
არსებობისას
ან
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ;
ო) ბრალდებულთან დადოს საპროცესო შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს
შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის
არსებითი განხილვის გარეშე განაჩენის გამოტანის თაობაზე;
პ) სასამართლოში წარადგინოს მტკიცებულება, მონაწილეობა მიიღოს მისი დასაშვებობის
საკითხის განხილვაში;
ჟ) გამოიტანოს დადგენილება ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ძებნის შესახებ;
რ) ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში პირი ცნოს დაზარალებულად/დაზარალებულის
უფლებამონაცვლედ, ხოლო საჩივრის არსებობის შემთხვევაში
გააუქმოს აღნიშნულ
საკითხზე გამომძიებლის გადაწყვეტილება;
ს) ამ კოდექსით დადგენილ შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის
საქმის ტერიტორიული და უწყებრივი საგამოძიებო ქვემდებარეობით გადაცემის, აგრეთვე
საქმეთა გაერთიანების ან გამოყოფის შესახებ;
ტ) შეწყვიტოს გამოძიება;
უ) სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ განიხილოს საჩივარი საგამოძიებო
მოქმედების ჩაუტარებლობის ან გამოძიების გაჭიანურების შესახებ;
ფ) მოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს სახელმწიფო ორგანოებიდან დოკუმენტი თუ
სხვა ნივთიერი მტკიცებულება;
ქ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.“;
ბ) მე-6 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 და მე-8 ნაწილები:
„7. პროკურორი უფლებამოსილია:
ა) მითითება მისცეს ქვემდგომ პროკურორს;
ბ) სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე ამ კოდექსით გათვალისწინებულ
შემთხვევებში, აგრეთვე, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ გამომძიებელს
მისცეს მითითება
გ) გამოძიების დაწყებაზე უარის შესახებ საჩივრის დაკმაყოფილებისას საგამოძიებო
მიმართულების ხელმძღვანელს მისცეს მითითება გამოძიების დაწყების შესახებ;
დ) სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გადაწყვეტილების მიღების შესახებ
გამომძიებლის მიერ წერილობითი წინადადებით მიმართვისას, გამომძიებელს მისცეს
მითითება 20 დღის ვადაში;
ე) სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის თაობაზე გამომძიებლის მიერ
წერილობითი წინადადებით მიმართვისას, თუ მიიჩნევს, რომ საქმეზე არ არსებობს
გამოძიების შეწყვეტის საფუძველი, გამომძიებელს მისცეს მითითება 20 დღის ვადაში;
ვ) რეკომენდაციით მიმართოს გამომძიებელს ან საგამოძიებო მიმართულების
ხელმძღვანელს.
8. საქართველოს გენერალურ პროკურორს ან მის მიერ უფლებამოსილ პირს უფლება აქვს,
საგამოძიებო ქვემდებარეობის მიუხედავად, ერთი საგამოძიებო ორგანოდან ამოიღოს საქმე
და გამოსაძიებლად გადასცეს სხვა საგამოძიებო ორგანოს, გამოძიების საპროცესო
ზედამხედველობიდან ჩამოაშოროს ქვემდგომი პროკურორი და მისი ფუნქციები დააკისროს
სხვა პროკურორს.“.
7. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 34. გამოძიების ორგანოები
1. სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას აწარმოებენ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის
სამინისტროს, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისა და საქართველოს
პროკურატურის საგამოძიებო დანაყოფების გამომძიებლები.
2. უწყებრივი კუთვნილების მიუხედავად, ყველა გამომძიებელს თანაბარი უფლებამოვალეობები აქვს და მათ მიერ ამ კოდექსით დადგენილი წესით ჩატარებული ყველა
საგამოძიებო მოქმედება თანაბარი იურიდიული ძალისაა.
3. გამომძიებელს, რომელიც უშუალოდ არ იძიებს სისხლის სამართლის საქმეს, უფლება აქვს,
იმავე უწყების სხვა საგამოძიებო დანაყოფის წარმოებაში არსებულ საქმეზე უფლებამოსილი
საგამოძიებო მიმართულების ზემდგომი ხელმძღვანელის წერილობითი დავალებით, ხოლო
სხვა უწყების შემთხვევაში − უფლებამოსილი ზემდგომი პროკურორის წერილობითი
დავალებით
აღნიშნულ
საქმესთან
დაკავშირებით
ჩაატაროს
ამ
გათვალისწინებული ყველა საგამოძიებო ან/და სხვა საპროცესო მოქმედება.
კოდექსით
8. 37-ე მუხლის:
ა) პირველი-მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამომძიებელი არის უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე მოხელე, რომელიც
უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს სისხლის სამართლის საქმის
გამოძიება.
2. გამომძიებელი ვალდებულია გამოძიება აწარმოოს ყოველმხრივ, სრულად, ობიექტურად
და დროულად.
3. გამომძიებელი ვალდებულია:
ა) სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეასრულოს პროკურორის
მითითება. თუ გამომძიებელი არ ეთანხმება პროკურორის მითითებას, მას უფლება აქვს საქმე
და თავისი დასაბუთებული მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს ზემდგომ პროკურორს.
ზემდგომ პროკურორს შეუძლია გააუქმოს ან ძალაში დატოვოს ქვემდგომი პროკურორის
მითითება. აღნიშნულ საკითხზე ზემდგომი პროკურორის გადაწყვეტილება საბოლოოა.
ზემდგომი პროკურორის მიერ მითითების ძალაში დატოვების შემთხვევაში, საგამოძიებო
მიმართულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია საქმე გადასცეს სხვა გამომძიებელს;
ბ) სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით შეასრულოს საგამოძიებო
მიმართულების ხელმძღვანელის მითითება. თუ გამომძიებელი არ ეთანხმება მითითებას, მას
უფლება აქვს საქმე და თავისი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს საგამოძიებო
მიმართულების ზემდგომ ხელმძღვანელს. საგამოძიებო მიმართულების ზემდგომი
ხელმძღვანელი უფლებამოსილია გააუქმოს ან ძალაში დატოვოს საგამოძიებო
მიმართულების
ხელმძღვანელის
მითითება.
აღნიშნულ
საკითხზე
საგამოძიებო
მიმართულების ზემდგომი ხელმძღვანელის გადაწყვეტილება საბოლოოა. საგამოძიებო
მიმართულების ზემდგომი ხელმძღვანელის მიერ მითითების ძალაში დატოვების
შემთხვევაში, საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია საქმე გადასცეს
სხვა გამომძიებელს;
გ) მისი მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში დაუყოვნებლივ
გაუგზავნოს საჩივარი და სისხლის სამართლის საქმის მასალები საგამოძიებო
მიმართულების ხელმძღვანელს, საპროცესო ზედამხედველ პროკურორს ან სასამართლოს;
დ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში მონაწილეობა მიიღოს სასამართლო
სხდომაში;
ე) საკმარისი მტკიცებულებების მოპოვების შემდეგ წერილობითი წინადადებით მიმართოს
პროკურორს სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ
გადაწყვეტილების მიღების მიზნით.“;
ბ) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. თუ არსებობს კანონით დადგენილი საფუძვლები, გამომძიებელი უფლებამოსილია:
ა) ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით ჩაატაროს
საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებები;
ბ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში ადამიანის უფლებათა შემზღუდველი
საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების ან/და ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების
ჩატარების შესახებ განჩინების მისაღებად შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს;
გ)
ამ
კოდექსით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
პროკურორის
თანხმობით
შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
შესახებ განჩინების მისაღებად;
დ) სასამართლოს მიმართოს გამოძიების პროცესში კერძო პირთაგან მტკიცებულებათა
გამოთხოვის შუამდგომლობით;
ე) მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების, აგრეთვე, რევიზიის, ინვენტარიზაციის, საუწყებო
შემოწმების ჩატარება და დოკუმენტის წარდგენა;
ვ) მოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს სახელმწიფო ორგანოებიდან დოკუმენტი თუ
სხვა ნივთიერი მტკიცებულება;
ზ) სისხლის სამართლის საქმის აღდგენის მიზნით, წერილობით მიმართოს შესაბამის
ორგანოს ან დაწესებულებას საჭირო მასალების ან/და ინფორმაციის გადაცემის მოთხოვნით,
აგრეთვე სრული მოცულობით ჩაატაროს საპროცესო მოქმედებები;
თ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში მიიღოს გადაწყვეტილება სისხლის
სამართლის საქმის ტერიტორიული საგამოძიებო ქვემდებარეობით გადაცემის, საქმეთა
გაერთიანების ან გამოყოფის შესახებ;
ი) სხვა გამომძიებლისათვის საგამოძიებო დავალების მიცემის თხოვნით მიმართოს
საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელს, ხოლო სხვა უწყების საგამოძიებო ორგანოს
შემთხვევაში - პროკურორს;
კ) შესაბამის ორგანოს წერილობით მოსთხოვოს დაკავებულთა და დაპატიმრებულთა
გამოძიების ადგილზე მიყვანა;
ლ) მოიწვიოს თარჯიმანი, ექსპერტი, ამოსაცნობი ანდა გარეშე პირი;
მ) ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში საგამოძიებო მიმართულების
ხელმძღვანელის თანხმობით პირი ცნოს დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ და
განუმარტოს მისი უფლება-მოვალეობები, გააცნოს სისხლის სამართლის საქმის მასალები;
ნ) სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე სისხლის სამართლის საქმეზე შეცვალოს
კვალიფიკაცია;
ო) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.“.
9. 37-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 371 მუხლი:
„მუხლი 371 . საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელი
1. საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელი არის უმაღლესი იურიდიული განათლების
მქონე მოხელე, რომელიც ახორციელებს გამომძიებლის უშუალო ხელმძღვანელობას,
გამოძიების ყოველმხრივ, სრულად, ობიექტურად და დროულად ჩატარების კონტროლს.
2. საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია:
ა) საგამოძიებო ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით სისხლის სამართლის საქმის
გამოძიება დაავალოს ამა თუ იმ გამომძიებელს, საქმე ჩამოართვას ერთ გამომძიებელს და
გადასცეს მეორეს;
ბ) გააუქმოს გამომძიებლის უკანონო ანდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება;
გ) გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეს;
დ) მონაწილება მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში ან ჩაატაროს გამოძიება სრული
მოცულობით;
ე) სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებამდე გადაწყვიტოს საჩივარი საგამოძიებო
მოქმედების ჩაუტარებლობის ან გამოძიების გაჭიანურების შესახებ;
ზ)
სისხლისსამართლებრივი
სისხლისსამართლებრივი დევნის
გამომძიებელს მისცეს მითითება;
დევნის
დაწყებამდე
დაწყების
შემდეგ
დამოუკიდებლად,
პროკურორთან
ხოლო
შეთანხმებით
თ) განახორციელოს ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
3. საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ ატარებს გამოძიებას,
სარგებლობს გამომძიებლის სტატუსით.
4.
ამ
კოდექსის
საფუძველზე
საგამოძიებო
მიმართულების
ხელმძღვანელის
მიერ
გამოტანილი დადგენილების შესრულება სავალდებულოა.“.
5. საგამოძიებო მიმართულების ზემდგომი ხელმძღვანელი არის უმაღლესი იურიდიული
განათლების მქონე სახელმწიფო მოსამსახურე ან მოხელე, რომელიც ახორციელებს ამ
კოდექსით
გათვალისწინებულ
უფლებამოსილებას.
საგამოძიებო
მიმართულების
ხელმძღვანელი და საგამოძიებო მიმართულების ზემდგომი ხელმძღვანელი პირების
ურთიერთდაქვემდებარება და კომპეტენცია განისაზღვრება გამოძიების შესაბამისი ორგანოს
უმაღლესი თანამდებობის პირის სამართლებრივი აქტით.“.
10. 38-ე მუხლის:
ა) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. ბრალდებულს და მის ადვოკატს უფლება აქვთ, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში და
დადგენილი წესით გაეცნონ როგორც გამოძიების, ასევე ბრალდების მხარის მოპოვებულ
მტკიცებულებებს, მიიღონ მტკიცებულებებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების
ასლები.“;
ბ) მე-15 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„15. ბრალდებულს უფლება აქვს, ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევებში და
დადგენილი წესით გაასაჩივროს გამომძიებლის მოქმედება/გადაწყვეტილება საგამოძიებო
მიმართულების
ხელმძღვანელთან/პროკურორთან,
საგამოძიებო
მიმართულების
ხელმძღვანელის
მოქმედება/გადაწყვეტილება
პროკურორთან,
პროკურორის
მოქმედება/გადაწყვეტილება – ზემდგომ პროკურორთან, ხოლო ამ კოდექსით
გათვალისწინებულ შემთხვევებში – სასამართლოში. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება
აქვს,
გაასაჩივროს
სასამართლო
გადაწყვეტილება,
მიიღოს
გასასაჩივრებელი
გადაწყვეტილების ასლი.“.
11. 39-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 39. ბრალდებულის უფლება მოიპოვოს მტკიცებულება
1. ბრალდებულს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით, თვითონ ან/და ადვოკატის დახმარებით
მოიპოვოს
მტკიცებულება.
ბრალდებულის
მიერ
მოპოვებულ
მტკიცებულებას
გამომძიებლის, ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული მტკიცებულების თანაბარი
იურიდიული ძალა აქვს.
2. თუ მტკიცებულების მოპოვებისათვის საჭიროა ისეთი საგამოძიებო ან სხვა საპროცესო
მოქმედების ჩატარება, რომელსაც ბრალდებული ან მისი ადვოკატი დამოუკიდებლად ვერ
ატარებს, იგი უფლებამოსილია შესაბამისი განჩინების გამოტანის შუამდგომლობით
მიმართოს მოსამართლეს გამოძიების ადგილის მიხედვით. მოსამართლე ვალდებულია
მიიღოს ყველა ზომა, რათა გამომძიებლისთვის, ბრალდების მხარისთვის ცნობილი არ
გახდეს დაცვის მხარის მიერ მტკიცებულების მოპოვება.“.
12. მე-40 მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. თუ ადვოკატი საპატიო მიზეზით არ იღებს მონაწილეობას დანიშნულ საგამოძიებო ან
სხვა საპროცესო მოქმედებაში, გამომძიებელი ვალდებულია იმ საგამოძიებო ან სხვა
საპროცესო მოქმედების ჩატარება, რომელშიც ადვოკატს უნდა მიეღო მონაწილეობა,
ერთჯერადად გადადოს გონივრული ვადით, მაგრამ არა უმეტეს 5 დღისა. ამ ვადის
გასვლისთანავე გამომძიებელი საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებას ატარებს
ადვოკატის მონაწილეობის გარეშე, თუ არ არსებობს ამ კოდექსით დადგენილი
სავალდებულო დაცვის შემთხვევა. ადვოკატის გამოუცხადებლობა არ იწვევს გადაუდებელი
საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარების გადადებას.“.
13. 44-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ადვოკატს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილ ფარგლებში და დადგენილი წესით
გაეცნოს გამომძიებლის/ბრალდების მხარის მიერ მოპოვებულ მტკიცებულებებს, მიიღოს
მტკიცებულებისა და სისხლის სამართლის საქმის მასალების, მათ შორის, გამოკითხვის
ოქმების ასლები, აგრეთვე ისარგებლოს ბრალდებულის ყველა უფლებით და დაცვის მხარის
ამ კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებებით. ადვოკატი ვერ ისარგებლებს იმ
უფლებებით, რომლითაც, თვით ამ უფლებების ბუნებიდან გამომდინარე, შეიძლება
მხოლოდ ბრალდებულმა ისარგებლოს.“.
14. 46-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში გამომძიებელი,
პროკურორი ან მოსამართლე ვალდებულია დაუყოვნებლივ მიმართოს იურიდიული
დახმარების შესაბამის სამსახურს ადვოკატის სახელმწიფოს ხარჯზე დანიშვნის
მოთხოვნით.“.
15. 47-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 47. მოწმე
სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობენ, მისი უფლებები
ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ ასევე გამომძიებელს, საგამოძიებო
მიმართულების ხელმძღვანელს, პროკურორს, ბრალდებულს, დაზარალებულს, ექსპერტსა
და თარჯიმანს.“.
16. 55-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დაინტერესებულ პირს, რომელიც არ არის გამომძიებელი, საგამოძიებო მიმართულების
ხელმძღვანელი, პროკურორი ან დაცვის მხარე განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში,
უფლება აქვს, საქმის არსებით განხილვამდე არანაკლებ 5 დღით ადრე სასამართლოს
წარუდგინოს საკუთარი წერილობითი მოსაზრება ამ საქმესთან დაკავშირებით.“.
17. 56-ე მუხლის მე-5-მე-6 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის სათანადო საფუძვლის
არსებობისას გამომძიებელს საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელის თანხმობით,
ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ - პროკურორს,
საკუთარი
ინიციატივით ან ამ პირის მიერ შესაბამისი განცხადებით მიმართვის შემთხვევაში, გამოაქვს
დადგენილება პირის დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ. თუ
გამომძიებელმა/პროკურორმა განცხადება არ დააკმაყოფილა მისი შეტანიდან 48 საათის
განმავლობაში, აღნიშნულ პირს უფლება აქვს, დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ
ცნობის მოთხოვნით ერთჯერადად გაასაჩივროს გამომძიებლის გადაწყვეტილება
პროკურორთან, ხოლო პროკურორის გადაწყვეტილება ზემდგომ პროკურორთან. საჩივრის
დაკმაყოფილების
შემთხვევაში
პროკურორი/ზემდგომი
პროკურორი
გამომძიებელს/პროკურორს აძლევს მითითებას პირის დაზარალებულად ან მის
უფლებამონაცვლედ ცნობის შესახებ. თუ საჩივარი არ დაკმაყოფილდა, აღნიშნულ პირს
უფლება აქვს, დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ ცნობაზე უარის შესახებ
გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ (საქალაქო)
სასამართლოში. სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.
51. გამომძიებელი დამოუკიდებლად ან პროკურორის დავალებით, პირის დაზარალებულად
ცნობის შესახებ დადგენილებას გააცნობს დაზარალებულს და განუმარტავს მას ამ კოდექსით
გათვალისწინებულ ყველა უფლებას და მათ განხორციელებასთან დაკავშირებულ
პროცედურებს, რის შესახებაც ადგენს ოქმს. ამ ოქმს ხელს აწერენ დაზარალებული და ოქმის
შემდგენი. დაზარალებულს უფლება აქვს, შენიშვნა გააკეთოს ოქმზე. თუ დაზარალებული
უარს ამბობს ოქმის ხელმოწერაზე, ოქმში აღინიშნება ხელმოწერაზე უარის თქმის მიზეზი.
6. თუ პირის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანის შემდეგ
გაირკვევა, რომ ამის სათანადო საფუძველი არ არსებობს, გამომძიებელი საგამოძიებო
მიმართულების ხელმძღვანელის თანხმობით, - იღებს გადაწყვეტილებას ამ დადგენილების
გაუქმების თაობაზე, რის შესახებაც დაზარალებულს ეცნობება წერილობით. თუ
გამომძიებლის მიერ შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღების მიზნით პროკურორისადმი
წინადადებით მიმართვისას ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ გაირკვა,
რომ დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გამოტანის სათანადო საფუძველი არ
არსებობს, პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას დადგენილების გაუქმების თაობაზე, რის
შესახებაც დაზარალებულს ეცნობება წერილობით. დაზარალებულს უფლება აქვს, პირის
დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების გაუქმების თაობაზე გამომძიებლის
გადაწყვეტილება ერთჯერადად გაასაჩივროს პროკურორთან, ხოლო პროკურორის
გადაწყვეტილება ზემდგომ პროკურორთან. თუ
პროკურორი/ზემდგომი პროკურორი
საჩივარს არ დააკმაყოფილებს, დაზარალებულს უფლება აქვს, პროკურორის/ზემდგომი
პროკურორის გადაწყვეტილება გაასაჩივროს გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონულ
(საქალაქო) სასამართლოში. სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.“.
18. 57-ე მუხლის მე-2-მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის
მიღებისა და მასალების გაცნობის თაობაზე მოთხოვნის დაკმაყოფილებისას გამომძიებელი
ადგენს ოქმს ამ კოდექსის 56-ე მუხლის 51 ნაწილით დადგენილი წესით. თუ მოთხოვნის
დაკმაყოფილება ეწინააღმდეგება გამოძიების ინტერესებს, გამომძიებელი ვალდებულია მის
დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლის აღმოფხვრისთანავე აცნობოს დაზარალებულს,
მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ და გააცნოს სისხლის
სამართლის საქმის მასალები.
3. ამ მუხლში მითითებულ მოთხოვნაზე უარის თქმის შემთხვევაში გამომძიებელს
საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელის თანხმობით, ხოლო სისხლისსამართლებრივი
დევნის დაწყების შემდეგ - პროკურორს, გამოაქვს დასაბუთებული დადგენილება.
დაზარალებულს უფლება აქვს გამომძიებლის ეს დადგენილება ერთჯერადად გაასაჩივროს
პროკურორთან, ხოლო პროკურორის - ზემდგომ პროკურორთან.“.
19. 59-ე მუხლის:
ა) პირველი-მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი, გამომძიებელი, საგამოძიებო
მიმართულების ხელმძღვანელი ან სასამართლო სხდომის მდივანი ვერ მიიღებს
მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ:
ა) კანონით დადგენილი წესით არ იყო თანამდებობაზე დანიშნული ან არჩეული;
ბ) ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა, როგორც ბრალდებული, ადვოკატი,
დაზარალებული, ექსპერტი, თარჯიმანი ან მოწმე;
გ) ამ საქმეზე გამოძიება მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს;
დ) არის ბრალდებულის, ადვოკატის, დაზარალებულის ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი;
ე) ისინი ერთმანეთის ოჯახის წევრები ან ახლო ნათესავები არიან;
ვ) იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა საქმეზე;
ზ) არსებობს სხვა გარემოება, რომელიც საეჭვოს ხდის მის ობიექტურობასა და
მიუკერძოებლობას.
2. მოსამართლე ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის საქმის არსებით
განხილვაში, თუ იგი ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, საგამოძიებო
მიმართულების ხელმძღვანელი, პროკურორი, წინასასამართლო სხდომის, პირველი
ინსტანციის, სააპელაციო ან საკასაციო სასამართლოს მოსამართლე ან სასამართლო სხდომის
მდივანი. ეს წესი ასევე ვრცელდება იმ მოსამართლეზე, რომელიც მონაწილეობდა სისხლის
სამართლის საქმის ახლად გამოვლენილ გარემოებათა გამო განხილვაში.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. პროკურორის, გამომძიებლის და საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელის მიერ
თავიანთი ფუნქციების შესრულება სისხლის სამართლის პროცესის არც ერთ სტადიაზე არ
აბრკოლებს ამ საქმეში მათ შემდგომ მონაწილეობას.“.
20. მე-60 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 60. სისხლის სამართლის პროცესში ადვოკატის მონაწილეობის გამომრიცხავი
გარემოებები
ადვოკატი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის სამართლის პროცესში, თუ:
ა) ამ საქმეში მონაწილეობდა, როგორც მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, პროკურორი,
გამომძიებელი, საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელი, სასამართლო სხდომის
მდივანი, მოწმე ან ექსპერტი;
ბ) იურიდიულ დახმარებას უწევს ან უწევდა იმ პირს, რომლის ინტერესებიც ეწინააღმდეგება
მის მიერ დასაცავი ბრალდებულის ინტერესებს, რომელსაც ის წარმოადგენს;
გ) ნათესაური ურთიერთობა აქვს მოსამართლესთან, პროკურორთან, გამომძიებელთან,
საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელთან ან სასამართლო სხდომის მდივანთან,
რომელიც მონაწილეობს ან მონაწილეობდა ამ საქმის გამოძიებასა თუ სასამართლო
განხილვაში.
დ) არის ან იყო მედიატორი იმავე საქმეზე ან ამ საქმესთან არსებითად დაკავშირებულ სხვა
საქმეზე.“.
21. 611 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 611. სისხლის სამართლის პროცესში მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის
მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოებები
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი ვერ მიიღებს მონაწილეობას სისხლის
სამართლის პროცესში, თუ:
ა) იგი ამ საქმეში მონაწილეობს ან მონაწილეობდა, როგორც გამომძიებელი, საგამოძიებო
მიმართულების ხელმძღვანელი, პროკურორი, მოსამართლე, ნაფიცი მსაჯული, სასამართლო
სხდომის მდივანი, ბრალდებული, ადვოკატი, დაზარალებული, ექსპერტი, თარჯიმანი ან
მოწმე;
ბ) ამ საქმეზე გამოძიება მის მიერ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე მიმდინარეობს;
გ) მას ნათესაური ურთიერთობა აქვს პროცესის რომელიმე მონაწილესთან.“.
22. 62-ე მუხლის:
ა) პირველი-მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ არსებობს სისხლის სამართლის პროცესში მოსამართლის, ნაფიცი მსაჯულის,
პროკურორის, გამომძიებლის, საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელის, სასამართლო
სხდომის მდივნის, ადვოკატის, მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის, თარჯიმნის
ან ექსპერტის მონაწილეობის გამომრიცხავი გარემოება, მან დაუყოვნებლივ უნდა
განაცხადოს თვითაცილება.
2. გამომძიებელი თვითაცილების შესახებ განცხადებას აკეთებს საგამოძიებო მიმართულების
ხელმძღვანელთან, საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელი - საპროცესო ზედამხედველ
პროკურორთან, პროკურორი – მის ზემდგომ პროკურორთან, ხოლო საქმის სასამართლო
განხილვისას – სასამართლოში.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. თვითაცილების შესახებ განცხადებას ადვოკატი, მოწმისა და დაზარალებულის
კოორდინატორი, ექსპერტი და თარჯიმანი აკეთებენ გამომძიებელთან, პროკურატურის
მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორი - პროკურორთან, ხოლო საქმის სასამართლო
განხილვისას აღნიშნული პირები და სასამართლო სხდომის მდივანი – სასამართლოში.“.
23. 63-ე მუხლის:
ა) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გამოძიებისას მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის ან თარჯიმნის აცილების
შუამდგომლობას დაცვის მხარე აყენებს გამომძიებელთან, გამომძიებლის აცილებას საგამოძიებო
მიმართულების
ხელმძღვანელთან,
საგამოძიებო
მიმართულების
ხელმძღვანელის - საგამოძიებო მიმართულების ზემდგომ ხელმძღვანელთან, ხოლო
პროკურატურის
მოწმისა
და
დაზარალებულის
კოორდინატორის
აცილების
შუამდგომლობას – პროკურორთან.“;
ბ) მე-5 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:
„6. აცილების შუამდგომლობის მიუხედავად, გამომძიებელი უფლებამოსილია გამოძიებისას
გამოიტანოს დასაბუთებული დადგენილება პროცესის მონაწილის აცილების შესახებ, თუ
მისთვის ცნობილი გახდა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის, თარჯიმნის ან
ექსპერტის აცილების საფუძველი, ხოლო პროკურორი უფლებამოსილია გამოიტანოს
დასაბუთებული
დადგენილება
პროკურატურის
მოწმისა
და
დაზარალებულის
კოორდინატორის აცილების შესახებ.“.
24. 64-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გაცხადებული აცილების შუამდგომლობაზე გამომძიებელს, საგამოძიებო მიმართულების
ხელმძღვანელს/ზემდგომ მიმართულების ხელმძღვანელს და პროკურორს გამოაქვს
დადგენილება, ხოლო სასამართლოს – განჩინება.“.
25. 66-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. გადაწყვეტილება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა გამომძიებლის, საგამოძიებო
მიმართულების ხელმძღვანელის აცილების შუამდგომლობა, შეიძლება ერთჯერადად, 1
კვირის ვადაში გასაჩივრდეს პროკურორთან/ზემდგომ პროკურორთან.“.
26. 89-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სასამართლო უფლებამოსილია გამომძიებლის, მხარის შუამდგომლობით აღადგინოს
საპატიო მიზეზით გაცდენილი ვადა, თუ ეს არ იწვევს ბრალდებულის უფლებებისა და
გარანტიების არამართლზომიერ შეზღუდვას.“.
27. 93-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამომძიებელმა შუამდგომლობა შეიძლება დააყენოს გამოძიებისას, ხოლო მხარეებმა −
სისხლის სამართლის პროცესის ნებისმიერ სტადიაზე, ამ კოდექსით პირდაპირ
გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით.“;
ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. შუამდგომლობის გადაწყვეტამდე მის დამყენებელ გამომძიებელს, მხარეს უფლება აქვს,
გაითხოვოს იგი.“.
28. 95-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სისხლის სამართლის პროცესის მონაწილეს უფლება აქვს, ამ კოდექსით პირდაპირ
გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით გაასაჩივროს სასამართლოს,
პროკურორის, საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელის, გამომძიებლის ქმედება ან
გადაწყვეტილება.“.
29. მე-100 მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი ვალდებულია
დაიწყოს გამოძიება და აღნიშნულის შესახებ
აცნობოს პროკურორს არაუგვიანეს 12
საათისა.“.
30. 101-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამოძიების დაწყების საფუძველია დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც
საგამოძიებო ორგანოს/გამოძიების მწარმოებელ პირს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის
სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა მასმედიაში.“;
ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11-12 ნაწილები:
„11. გამოძიების დაწყებაზე გამომძიებლის უარი შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს
საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელთან, ხოლო საგამოძიებო მიმართულების
ხელმძღვანელის გადაწყვეტილება − პროკურორთან. საჩივრის დაკმაყოფილებისას
პროკურორი საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელს აძლევს მითითებას გამოძიების
დაწყების თაობაზე.
12. პროკურორი უფლებამოსილია, შეისწავლოს საგამოძიებო ორგანოში არსებული
ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ ან გამოძიების დაწყებაზე უარის თქმის
გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი და გამომძიებელს მისცეს მითითება გამოძიების
დაწყების შესახებ.“.
31. 102-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 102. საქმის ქვემდებარეობის მიხედვით გადაგზავნა
1. თუ გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
სხვა საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციაა, გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებათა
ჩატარების შემდეგ, გამომძიებელი დაუყოვნებლივ წერილობით მიმართავს პროკურორს
საქმის ქვემდებარეობის მიხედვით გადაგზავნის მიზნით. გამომძიებლის წერილობითი
მიმართვის საფუძველზე ან საკუთარი ინიციატივით, პროკურორი საქმეს დაუყოვნებლივ
გადააგზავნის ქვემდებარეობის მიხედვით.
2. თუ გამოძიების დაწყების შემდეგ გამოიკვეთა, რომ სისხლის სამართლის საქმის გამოძიება
საგამოძიებო ორგანოს სხვა ტერიტორიულ საგამოძიებო ქვემდებარეობას განეკუთვნება,
გადაუდებელ საგამოძიებო მოქმედებათა ჩატარების შემდეგ გამომძიებელი, საგამოძიებო
მიმართულების ზემდგომი ხელმძღვანელის თანხმობით, დაუყოვნებლივ გადააგზავნის
საქმეს
ქვემდებარეობის
მიხედვით,
რაც
24
საათში
ეცნობება
პროკურორს.
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ საქმის ტერიტორიული ქვემდებარეობის
შესაბამისად გადაცემას ახორციელებს პროკურორი.“.
32. 104-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. მართლმსაჯულებისა და მხარეთა ინტერესებიდან გამომდინარე, გამოძიებისა და საქმის
სასამართლო
განხილვის
ნებისმიერ
სტადიაზე
სასამართლო
უფლებამოსილია
გამომძიებლის, მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი ინიციატივით მიიღოს
გადაწყვეტილება საქმის მონაწილეთა ან/და სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ პირთა
მიმართ განსახილველი საქმის გარკვეული მონაცემების საჯაროდ გავრცელებისაგან დაცვის
შესახებ.
აღნიშნული
მოთხოვნის
დარღვევა
იწვევს
სისხლისსამართლებრივ
პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
33. 106-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამოძიების ან/და სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას,
გარდა ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა, იღებს პროკურორი
დადგენილებით. ამ დადგენილების ასლს პროკურორი უგზავნის დაზარალებულს
გადაწყვეტილების მიღებიდან 1 კვირის ვადაში. დისკრეციული უფლებამოსილების
გამოყენებით სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის შესახებ დადგენილების
გამოტანამდე პროკურორი ვალდებულია დაზარალებულს შეატყობინოს ამის შესახებ და
შეადგინოს ოქმი ამ კოდექსის 56-ე მუხლის 51 ნაწილით დადგენილი წესით. სათანადო
სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას, გამომძიებელი წერილობითი წინადადებით
მიმართავს პროკურორს სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ
გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თუ პროკურორი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის
საქმეზე არ არსებობს გამოძიების შეწყვეტის საფუძველი, უფლებამოსილია 20 დღის ვადაში
გამომძიებელს მისცეს მითითება დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების, საგამოძიებო ან
სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ. იმ შემთხვევაში, თუ გამომძიებელი და
საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელი არ ეთანხმებიან მითითებას, ეს უკანასკნელი
სისხლის სამართლის საქმეს დასაბუთებული წერილობითი მოსაზრებით უგზავნის
ზემდგომ პროკურორს, რომელიც 20 დღის ვადაში იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ძალაში ტოვებს ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებას;
ბ) აუქმებს ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებას და საპროცესო ზედამხედველობის
განხორციელების მიზნით საქმეს გადასცემს სხვა პროკურორს.“.
34. 109-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 109. სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება
1. სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე
ხდება გამომძიებლის დადგენილებითა და საგამოძიებო მიმართულების ზემდგომი
ხელმძღვანელის თანხმობით.
2. სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანების შესახებ გამომძიებლის გადაწყვეტილებაზე
საჩივრის არსებობისას, ან სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ სისხლის
სამართლის საქმეთა გაერთიანება ხდება პროკურორის დადგენილებით.
3. სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება ხდება მხარის
შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით.
4. გამოძიებისას სისხლის სამართლის საქმეთა გაერთიანება შესაძლებელია, თუ:
ა) გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს ერთი და იმავე პირის მიერ
შესაძლო დანაშაულის ჩადენის ფაქტზე;
ბ) გამოძიება მიმდინარეობს ერთი და იმავე დანაშაულის ფაქტზე;
გ) სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეში დაზარალებული ერთი და იგივე პირია;
დ) აღნიშნული ემსახურება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს.“.
35. 110-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 110. სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა
1. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე გამომძიებელს უფლება აქვს, საგამოძიებო
მიმართულების ხელმძღვანელის თანხმობით სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე
წარმოებისათვის გამოყოს საქმე.
2. გამომძიებლის გადაწყვეტილებაზე საჩივრის არსებობისას ან სისხლისსამართლებრივი
დევნის დაწყების შემდეგ საქმე გამოიყოფა პროკურორის დადგენილებით.
3. სასამართლოში სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებისათვის სისხლის
სამართლის საქმის გამოყოფა ხდება მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს
განჩინებით.
4. გამოძიებისას სისხლის სამართლის საქმის გამოყოფა შესაძლებელია, თუ:
ა) აღნიშნული ემსახურება არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებს;
ბ) პირის მიმართ შეკრებილია მტკიცებულება საქმის სასამართლოში წარმართვისათვის;
გ) დანაშაულის ერთი ან რამდენიმე ფაქტი სხვა საგამოძიებო ორგანოს ქვემდებარეა;
დ) პირზე ან დანაშაულის ქმედებაზე მისაღებია შემაჯამებელი გადაწყვეტილება;
ე) დანაშაულის შემთხვევები ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული;
ვ) არსებობს სხვა ობიექტური გარემოება.“.
36. 111-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამომძიებელს, მხარეს ამ კოდექსით დადგენილი წესით საგამოძიებო მოქმედების
ჩატარებისას აქვთ თანაბარი უფლება-მოვალეობები. გამომძიებელი, მხარე საგამოძიებო
მოქმედებას ატარებენ ამ კოდექსით დადგენილი წესით და დადგენილ ფარგლებში. დაცვის
მხარის დასაბუთებული შუამდგომლობით, სასამართლოს განჩინების საფუძველზე
საგამოძიებო მოქმედებას ატარებს გამომძიებელი, რომელიც არ შეიძლება იყოს იგივე პირი,
რომელიც მოცემული საქმის გამოძიებას აწარმოებს. გამომძიებელი უნდა შეარჩიოს
საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელმა და მისი ვინაობა და საკონტაქტო მონაცემები
დაცვის მხარეს უნდა ეცნობოს შუამდგომლობით მოთხოვნილი საგამოძიებო მოქმედების
ჩატარებამდე. ამ შემთხვევაში საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული
ხარჯების ანაზღაურება ეკისრება ბრალდებულს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
ბრალდებული სასამართლოს წარუდგენს მტკიცებულებებს, რომლითაც დადასტურდება მის
მიერ ამ ხარჯების ანაზღაურების შეუძლებლობა. დაცვის მხარეს უფლება აქვს, მონაწილეობა
მიიღოს თავისი მოთხოვნით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში.“;
ბ) მე-9 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. თუ საგამოძიებო მოქმედების ჩატარება განსაკუთრებულ პროფესიულ ცოდნას მოითხოვს,
გამომძიებელი, მხარე მას ატარებს ექსპერტის მონაწილეობით. თუ საგამოძიებო მოქმედება
ითვალისწინებს გაშიშვლებას, შესამოწმებელი პირის მოთხოვნის შემთხვევაში ექსპერტი,
გამომძიებელი და მხარე უნდა იყვნენ იმავე სქესის, რომელი სქესისაც არის შესამოწმებელი
პირი.“.
37. 112-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ზღუდავს კერძო საკუთრებას, მფლობელობას ან
პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, ტარდება გამომძიებლის, მხარის შუამდგომლობის
საფუძველზე სასამართლოს განჩინებით. მოსამართლე შუამდგომლობისა და მისი
განხილვისათვის საჭირო ინფორმაციის შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი
მოსმენის გარეშე წყვეტს შუამდგომლობას. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა
განიხილოს შუამდგომლობის დამყენებელი გამომძიებლის, მხარის მონაწილეობით. ამ
შემთხვევაში შუამდგომლობის განხილვისას გამოიყენება ამ კოდექსის 206-ე მუხლით
გათვალისწინებული წესი. თანამესაკუთრის ან თანამფლობელის ან კომუნიკაციის ერთი
მხარის თანხმობა საკმარისია ამ ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების
სასამართლოს განჩინების გარეშე ჩასატარებლად.“;
ბ) პირველი ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ გამომძიებელი ამ მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შუამდგომლობით,
ასევე, გადაუდებელი აუცილებლობისას ჩატარებული ამავე საგამოძიებო მოქმედებების
კანონიერების შემოწმების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს პროკურორის
თანხმობით.“;
გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედება
გადაუდებელი
აუცილებლობისას,
როდესაც
დაყოვნებამ
შეიძლება
გამოიწვიოს
გამოძიებისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების განადგურება ან როცა
დაყოვნება შეუძლებელს გახდის აღნიშნული მონაცემების მოპოვებას, ან როცა საქმისათვის
საჭირო საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი
აღმოჩენილია სხვა საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას (თუ აღმოჩენილია მხოლოდ
ზედაპირული დათვალიერების შედეგად), ან როცა არსებობს სიცოცხლის ან ჯანმრთელობის
ხელყოფის რეალური საფრთხე, შეიძლება ჩატარდეს სასამართლოს განჩინების გარეშეც, რის
შესახებაც მოსამართლეს, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული
საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის მიხედვით მოსამართლეს გამომძიებელმა
დამოუკიდებლად, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ −
პროკურორის თანხმობით უნდა აცნობოს საგამოძიებო მოქმედების დაწყებიდან 24 საათის
განმავლობაში და უნდა გადასცეს სისხლის სამართლის საქმის მასალები (ან მათი ასლები),
რომლებიც ასაბუთებს საგამოძიებო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას.
მოსამართლე მასალების შესვლიდან არა უგვიანეს 24 საათისა ზეპირი მოსმენის გარეშე
წყვეტს შუამდგომლობას. მოსამართლე უფლებამოსილია შუამდგომლობა განიხილოს
გამომძიებლის, პროკურორის, დაცვის მხარის (თუ სისხლისსამართლებრივი დევნა
დაწყებულია) და იმ პირის მონაწილეობით, რომლის მიმართაც ჩატარდა საგამოძიებო
მოქმედება. შუამდგომლობის განხილვისას მოსამართლე ამოწმებს სასამართლო
გადაწყვეტილების გარეშე საგამოძიებო მოქმედების ჩატარების კანონიერებას. მოსამართლე
უფლებამოსილია განმარტების მისაცემად გამოიძახოს ის პირი, რომელმაც საგამოძიებო
მოქმედება სასამართლოს განჩინების გარეშე ჩაატარა. ამ შემთხვევაში შუამდგომლობის
განხილვისას გამოიყენება ამ კოდექსის 206-ე მუხლით გათვალისწინებული წესი.“;
დ) მე-8 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-9 ნაწილი:
„9. ამ მუხლის მე-8 ნაწილით სასამართლოს განჩინების გამომძიებლის მიერ გასაჩივრების
შემთხვევაში სასამართლოს საჩივრით მიმართავს გამომძიებელი დამოუკიდებლად, ხოლო
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ − პროკურორის თანხმობით.“.
38. 113-ე მუხლის:
ა) პირველი-მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნებისმიერი პირი, რომელიც შესაძლებელია ფლობდეს საქმისათვის მნიშვნელოვან
ინფორმაციას, ნებაყოფლობით შეიძლება გამოკითხულ იქნეს გამომძიებლის, დაცვის მხარის
მიერ. დაუშვებელია, გამოსაკითხი პირი აიძულონ, წარმოადგინოს მტკიცებულება ან გასცეს
ინფორმაცია.
2. გამოსაკითხ პირს უფლება აქვს, საკუთარი ხარჯით ისარგებლოს ადვოკატის
მომსახურებით, არ გასცეს ინფორმაცია საკუთარი თავის ან/და ახლო ნათესავის წინააღმდეგ.
გამოკითხვის ჩამტარებელმა გამოსაკითხ პირს ამ უფლებების, აგრეთვე ამ კოდექსის 50-ე
მუხლით გათვალისწინებული უფლებების შესახებ განმარტება გამოკითხვის დაწყებამდე
უნდა მისცეს.“;
ბ) მე-4-მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. გამოკითხვის ჩამტარებელი ვალდებულია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ
გამოკითხვა ნებაყოფლობითია. განმარტების შესახებ უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.
5. გამოსაკითხი პირი გამოკითხვაზე როგორც თანხმობის, ისე უარის თქმის შემთხვევაში
ვალდებულია გამოკითხვის ჩამტარებელს თავისი პირადი მონაცემების შესახებ სწორი
ინფორმაცია მიაწოდოს.
6. გამოსაკითხი პირი გამოკითხვაზე თანხმობის შემთხვევაში ვალდებულია გამოკითხვის
ჩამტარებელს საქმესთან დაკავშირებით მისთვის ცნობილი გარემოებების შესახებ სწორი
ინფორმაცია მიაწოდოს.
7. გამოკითხვის ჩამტარებელი ვალდებულია გამოსაკითხი პირი წერილობით გააფრთხილოს
ცრუ დასმენისათვის (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლით
გათვალისწინებული დანაშაული) და ცრუ ინფორმაციის მიწოდებისათვის (საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული)
მოსალოდნელი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შესახებ. გაფრთხილების
შესახებ უნდა აღინიშნოს გამოკითხვის ოქმში.
8. გამოსაკითხი პირის მიერ გამოკითხვაზე უარის თქმის შემთხვევაში გამომძიებელი, დაცვის
მხარე უფლებამოსილია გამოსაკითხ პირს განუმარტოს, რომ იგი შეიძლება დაბარებულ
იქნეს მაგისტრატ მოსამართლესთან ჩვენების მისაცემად, რომ ჩვენების მიცემა
სავალდებულოა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოსაკითხი პირის
სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს. ეს ინფორმაცია უნდა აღინიშნოს
ოქმში.“.
39. 114-ე მუხლის:
ა) პირველი-მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამოძიების სტადიაზე როგორც გამომძიებლის, ისე დაცვის მხარის შუამდგომლობით
გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის
წინაშე მოწმედ შეიძლება დაიკითხოს პირი, თუ:
ა) არსებობს მისი სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის გაუარესების რეალური საფრთხე,
რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მის მოწმედ დაკითხვას სასამართლოში საქმის არსებითი
განხილვის დროს;
ბ) იგი დიდი ხნით ტოვებს საქართველოს;
გ) არსებითად განსახილველად საქმის სასამართლოში წარმართვისათვის აუცილებელი
მტკიცებულების სხვა წყაროებიდან მოპოვება არაგონივრულ ძალისხმევას საჭიროებს;
დ) ეს აუცილებელია დაცვის სპეციალური ღონისძიების გამოყენებასთან დაკავშირებით.
2. გამომძიებლის შუამდგომლობით გამოძიების ადგილის ან მოწმის ადგილსამყოფლის
მიხედვით მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მოწმედ შეიძლება ასევე დაიკითხოს
გამოსაკითხი პირი, თუ არსებობს ფაქტი ან/და ინფორმაცია, რომელიც დააკმაყოფილებდა
ობიექტურ პირს, რათა დაესკვნა პირის მიერ სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა
დასადგენად საჭირო ინფორმაციის შესაძლო ფლობის ფაქტი, და ეს პირი გამოკითხვაზე
უარს ამბობს.“;
ბ) მე-4 ნაწილი ამოღებულ იქნეს;
გ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში გამომძიებელი, დაცვის მხარე
შუამდგომლობით მიმართავს მაგისტრატ მოსამართლეს გამოძიების ადგილის ან მოწმის
ადგილსამყოფლის მიხედვით. შუამდგომლობაში აღინიშნება მოწმის სახელი, გვარი,
მისამართი და პირის იდენტიფიკაციისათვის აუცილებელი სხვა ინფორმაცია, აგრეთვე
მაგისტრატი მოსამართლის წინაშე მისი მოწმედ დაკითხვის საფუძველი. ამ მუხლის 21
ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარის შუამდგომლობა ასევე უნდა
შეიცავდეს დასაბუთებას, რომ გამოსაკითხი პირის მაგისტრატ მოსამართლესთან დაკითხვა
მნიშვნელოვანია.“;
დ) მე-7-მე-9 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში მაგისტრატ
მოსამართლეს გამოაქვს დასაბუთებული განჩინება და მას დაკითხვის ინიციატორს
უგზავნის/გადასცემს. შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ განჩინება
ერთჯერადად, მისი გამოტანიდან 24 საათში საჩივრდება სააპელაციო სასამართლოს
საგამოძიებო კოლეგიაში. სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე
საჩივარს განიხილავს ერთპიროვნულად, მისი შეტანიდან არაუგვიანეს 24 საათისა. საჩივრის
დაკმაყოფილების შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის
მოსამართლის განჩინება დაუყოვნებლივ ეგზავნება საჩივრის ავტორს და გასაჩივრებული
განჩინების გამომტან მაგისტრატ მოსამართლეს. ამ შემთხვევაში მაგისტრატი მოსამართლის
წინაშე მოწმის დაკითხვა უნდა დაიწყოს გონივრულ ვადაში, მაგრამ მაგისტრატი
მოსამართლისთვის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლის
განჩინების გადაცემიდან არაუგვიანეს 24 საათისა. ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს
მაგისტრატი მოსამართლის გადაწყვეტილებით, თუ მოწმე დადგენილ ვადაში საპატიო
მიზეზით ვერ ცხადდება სასამართლოში.
8. ამ მუხლით გათვალისწინებული შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში
სასამართლო მოწმედ დასაკითხ პირს იძახებს უწყებით, ტელეფონით ან კომუნიკაციის სხვა
ტექნიკური საშუალებით. გამოძახების შესახებ უწყებაში/სხვა შეტყობინებაში აღნიშნული
უნდა იყოს, ვინ, რა მიზნით, ვისთან და რა მისამართზე არის გამოძახებული, ზუსტი დრო,
როდესაც ის უნდა გამოცხადდეს, აგრეთვე რა შედეგები მოჰყვება არასაპატიო მიზეზით
გამოუცხადებლობას. მოწმის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოქმედებს ამ კოდექსის 149ე მუხლით დადგენილი წესი. ამ შემთხვევაში ამ მუხლის მე-6 და მე-7 ნაწილებით
დადგენილი ვადები არ გამოიყენება. მოწმის დაკითხვა უნდა დაიწყოს მისი მიყვანისთანავე,
გონივრულ ვადაში. დაკითხვის ინიციატორი უფლებამოსილია მოწმედ დასაკითხი პირის
წერილობითი თანხმობით თავად უზრუნველყოს მაგისტრატ მოსამართლესთან მისი
წარდგენა.
9. ამ მუხლის პირველი ნაწილის „ა“–„დ“ ქვეპუნქტებით, მე-2 და 21 ნაწილებითა და მე-15
ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში პირის მოწმედ დაკითხვა
გამომძიებლისა და დაცვის მხარის მონაწილეობით მიმდინარეობს. პროკურორი
უფლებამოსილია მონაწილეობა მიიღოს მოწმის დაკითხვაში: ამ მუხლის პირველი ნაწილის
„ა“–„დ“ ქვეპუნქტებითა და 21 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში საკუთარი
ინიციატივით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე − გამომძიებლის მიმართვის საფუძველზე,
ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ − საკუთარი ინიციატივით.
დაკითხვის ინიციატორის გამოუცხადებლობის შემთხვევაში მოწმე არ დაიკითხება. მეორე
მხარის გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს დაკითხვის წარმოებას. მართლმსაჯულების
ინტერესებიდან გამომდინარე ან/და სისხლის სამართლის პროცესის მონაწილის სიცოცხლის,
ჯანმრთელობის, ქონების, პირადი ცხოვრების დაცვის მიზნით, გამომძიებლის, დაცვის
მხარის
დასაბუთებული
შუამდგომლობითა
და
მაგისტრატი
მოსამართლის
გადაწყვეტილებით, შესაძლებელია მოწმის დაკითხვა ჩატარდეს მეორე მხარის წინასწარი
ინფორმირებისა და დასწრების გარეშე. ამ შემთხვევაში მოწმის მიერ მიცემული ჩვენება
სასამართლოში საქმის არსებითი განხილვის დროს დაუშვებელი მტკიცებულებაა, თუ
შესაძლებელია მისი ხელახალი დაკითხვა.“;
ე) მე-13 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. მოწმის დაკითხვის დასრულებისთანავე მაგისტრატი მოსამართლე უზრუნველყოფს მის
მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენების დაკითხვის ინიციატორისთვის როგორც
წერილობითი, ისე ელექტრონული ფორმით გადაცემას.“.
40. 115-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. დაკითხვის დაწყებისთანავე დაკითხვის ინიციატორმა მოწმეს უნდა შესთავაზოს, თქვას
ყველაფერი, რაც იცის საქმესთან დაკავშირებით. პასუხის გაცემისას მისი შეწყვეტინება
დაუშვებელია, მაგრამ თუ დასაკითხი პირი საუბრობს იმ გარემოებებზე, რომლებიც აშკარად
არ ეხება საქმეს, მოსამართლეს გამომძიებლის, მხარის შუამდგომლობით შეუძლია მისი
შეჩერება. ამის შემდეგ დასაკითხ პირს მისი ჩვენების შევსებისა და დაზუსტების მიზნით
შეიძლება დაკითხვის ინიციატორმა დაუსვას შეკითხვები ამ კოდექსის 244-ე მუხლის
შესაბამისად. პირდაპირი დაკითხვის დამთავრების შემდეგ მოწინააღმდეგე მხარე
უფლებამოსილია აწარმოოს მოწმის ჯვარედინი დაკითხვა ამ კოდექსის 245-ე მუხლით
გათვალისწინებული წესით. თუ მოწმე იკითხება გამომძიებლის ინიციატივით, პროკურორი
უფლებამოსილია დაკითხოს მოწმე პირდაპირი დაკითხვის წესით.“;
ბ) მე-7-მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„7. გამომძიებელს, მხარეებს შეუძლიათ დასაკითხ პირს მოსთხოვონ დოკუმენტი, ჩანაწერი ან
ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელსაც იგი იყენებდა დაკითხვისას, ხოლო
შემოწმების შემდეგ დაუბრუნონ მას ან დაურთონ საქმეს.
8. დაკითხვისას გამომძიებელს, მხარეებს შეუძლიათ მოწმეს წარუდგინონ საქმეზე
დართული საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.“.
41. 120-ე მუხლის მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„10. დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე მოპოვებული საგნის, დოკუმენტის,
ნივთის, ნივთიერების, ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის ამ კოდექსით დადგენილი
წესით პირველადი გამოკვლევის უფლება აქვს გამომძიებელს, ხოლო საქმის არსებითი
განხილვის ეტაპზე − პროკურორს.“.
42. 121-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამომძიებელს ან დაკავების უფლებამოსილებით აღჭურვილ სხვა პირს უფლება აქვს,
დასაბუთებული ვარაუდის არსებობისას ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული
წესით პირადი ჩხრეკით ამოიღოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი,
ნივთიერება თუ ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი, რომელიც აღმოჩენილია პირის
ტანსაცმელზე, მის ხელთ არსებულ ნივთში ან სატრანსპორტო საშუალებაში, სხეულზე ან
სხეულში.“.
43. 125-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 125. დათვალიერება
1. დანაშაულის კვალის, ნივთიერი მტკიცებულების აღმოჩენის, შემთხვევის ვითარებისა და
სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოების გარკვევის მიზნით
გამომძიებელს, დაცვის მხარეს უფლება აქვს, დაათვალიეროს შემთხვევის ადგილი, საცავი,
სადგომი, სათავსი, გვამი, საგანი, დოკუმენტი ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი.
2. თუ დათვალიერება ეხება კერძო საკუთრებას, ის ტარდება სასამართლოს განჩინებით.
სასამართლოს განჩინება არ არის აუცილებელი, როდესაც დათვალიერება ტარდება
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ან მესაკუთრე (მფლობელი) წერილობით
გამოხატავს თანხმობას.“.
44. 126-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. დათვალიერების დროს აღმოჩენილი საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება თუ ინფორმაციის
შემცველი სხვა ობიექტი, თუ შესაძლებელია, ამოღებამდე უნდა წარედგინოს ამ საგამოძიებო
მოქმედებაში მონაწილე პირებს, შემდეგ ამოღებულ იქნეს, დაწვრილებით აღიწეროს,
დაილუქოს და შესაძლებლობის შემთხვევაში შეიფუთოს. შეფუთულ ნივთზე ლუქის გარდა
აღინიშნება თარიღი და იმ პირთა ხელმოწერები, რომლებიც მონაწილეობდნენ საგამოძიებო
მოქმედებაში. დათვალიერებაში მონაწილე პირს უფლება აქვს, დათვალიერების
ჩამტარებლის ყურადღება მიაპყროს ყველაფერს, რამაც, მისი აზრით, შეიძლება ხელი
შეუწყოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების გამოვლენას.“.
45. 127-ე მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საცხოვრებელ, სამსახურებრივ სადგომში ან დახურულ ტერიტორიაზე დათვალიერების
მფლობელ პირთა ნების საწინააღმდეგოდ ჩატარების აუცილებლობის შემთხვევაში
გამომძიებელი,
დაცვის
მხარე
შუამდგომლობით
მიმართავს
სასამართლოს.
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების სასამართლოს შუამდგომლობით მიმართავს
გამომძიებელი პროკურორის თანხმობით. სასამართლოს ამ კოდექსის 112-ე მუხლით
გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას დათვალიერების ჩასატარებლად გამოაქვს
განჩინება. განჩინება ხელმოწერით უნდა გააცნონ პირს, რომლის ბინაშიც ტარდება
დათვალიერება, ხოლო თუ დათვალიერება ტარდება იურიდიული პირის ან
ადმინისტრაციული ორგანოს მფლობელობაში – მის ხელმძღვანელს ან წარმომადგენელს.“.
46. 128-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გვამის გარეგნულ დათვალიერებას გამომძიებელი, დაცვის მხარე ატარებს ექსპერტის
მონაწილეობით.“.
47. 129-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 129. საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩატარების მიზანი
მიღებული ინფორმაციის (ჩვენება) და გამოძიების პროცესში წარმოშობილი ვერსიის
შესამოწმებლად გამომძიებელს, დაცვის მხარეს უფლება აქვს, ჩაატაროს საგამოძიებო
ექსპერიმენტი.“.
48. 130-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობისათვის შეიძლება მიიწვიონ პირი, რომლის
ინფორმაციაც (ჩვენება) უნდა შემოწმდეს. გამომძიებელს, დაცვის მხარეს უფლება აქვთ,
მონაწილეობა მიიღონ საგამოძიებო ექსპერიმენტში. საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილეს
უნდა გააცნონ ექსპერიმენტის მიზანი და ჩატარების წესი.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ საგამოძიებო ექსპერიმენტი ტარდება ინფორმაციის (ჩვენება) ადგილზე შემოწმების
მიზნით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ჩამტარებელი საგამოძიებო მოქმედების ყველა
მონაწილის თანდასწრებით კითხულობს შესამოწმებელ ინფორმაციას (ჩვენება) და
სთავაზობს ინფორმაციის (ჩვენება) მიმცემ პირს, დაადასტუროს ან დააზუსტოს მიცემული
ინფორმაცია (ჩვენება), რასაც თან ახლავს გარკვეულ მოქმედებათა დემონსტრირება და მის
მიერ მიცემული ინფორმაციის (ჩვენება) დაზუსტება.“;
გ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. საგამოძიებო მოქმედების მონაწილეს შეუძლია დასვას კითხვები, მოითხოვოს
მოქმედების გამეორება, მონაწილეობა მიიღოს აღმოჩენილი საგნის, დოკუმენტის, კვალის თუ
ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის დათვალიერებაში და საგამოძიებო მოქმედების
ჩამტარებლისა და სხვა მონაწილეთა ყურადღება მიაპყროს, მისი აზრით, საქმისათვის
მნიშვნელობის მქონე გარემოებებს.“.
49. 132-ე მუხლის პირველი-მე-2 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების დასადგენად გამომძიებლის, დაცვის მხარის
შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს განჩინებით შეიძლება ჩატარდეს ექსჰუმაცია
(გვამის საფლავიდან ამოღება).
2. შუამდგომლობით გამომძიებელი, დაცვის მხარე მიმართავს გამოძიების ადგილის
მიხედვით მაგისტრატ მოსამართლეს, რომელიც ზეპირი მოსმენის გარეშე იხილავს მას
დაყენებიდან 48 საათში. სასამართლოს განჩინება არ საჩივრდება.“.
50. 133-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ექსჰუმაციას გამომძიებელი, დაცვის მხარე ატარებს ამ კოდექსის 112-ე მუხლის პირველი
ნაწილით გათვალისწინებული წესით, გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს
განჩინების საფუძველზე, დასაფლავების ადგილის ადმინისტრაციის (თუ ასეთი არსებობს)
წარმომადგენლის მონაწილეობით. ექსჰუმაციაში მონაწილეობს ექსპერტი.“.
51. 136-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 136. დოკუმენტის ან ინფორმაციის გამოთხოვა
1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ კომპიუტერულ სისტემაში ან კომპიუტერულ
მონაცემთა შესანახ საშუალებაში ინახება სისხლის სამართლის საქმისათვის მნიშვნელოვანი
ინფორმაცია ან დოკუმენტი, გამომძიებელი, დაცვის მხარე უფლებამოსილია გამოძიების
ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შესაბამისი ინფორმაციის ან დოკუმენტის
გამოთხოვის განჩინების გაცემის შუამდგომლობით. სისხლისსამართლებრივი დევნის
დაწყების შემდეგ აღნიშნული შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს გამომძიებელი
პროკურორის თანხმობით.
2. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას
ახორციელებს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით, გამომძიებელი უფლებამოსილია
გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს მომსახურების მომწოდებლისაგან
მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაციის გამოთხოვის განჩინების გაცემის
შუამდგომლობით. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ აღნიშნული
შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს გამომძიებელი პროკურორის თანხმობით.
3. ამ მუხლის მიზნებისათვის, მომხმარებლის შესახებ არსებული ინფორმაცია არის
ნებისმიერი ინფორმაცია, რომელსაც მომსახურების მომწოდებელი ინახავს კომპიუტერული
მონაცემების ან ნებისმიერი სხვა ფორმით, რომელიც დაკავშირებულია მისი მომსახურების
მომხმარებლებთან, განსხვავდება ინტერნეტტრაფიკისა და შინაარსობრივი მონაცემებისაგან
და რომლის მიხედვითაც შესაძლებელია დადგინდეს/განისაზღვროს:
ა) გამოყენებული კომუნიკაციის მომსახურების ტიპი, გამოყენებული ტექნიკური
საშუალებები და მომსახურების დრო;
ბ) მომხმარებლის ვინაობა, საფოსტო ან საცხოვრებელი მისამართი, ტელეფონის და სხვა
საკონტაქტო ნომრები, ანგარიშისა და გადასახადების შესახებ ინფორმაცია, რომელიც
ხელმისაწვდომია მომსახურების ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე;
გ) დამონტაჟებული საკომუნიკაციო აღჭურვილობის ადგილმდებარეობის თაობაზე
არსებული ნებისმიერი სხვა ინფორმაცია, რომელიც ხელმისაწვდომია მომსახურების
ხელშეკრულების ან შეთანხმების საფუძველზე.
4. ამ მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით გათვალისწინებულ საგამოძიებო მოქმედების
ჩატარების მიზნით დადგენილება გამოაქვს ანდა სასამართლოს შუამდგომლობით
მიმართავს გამომძიებელი დამოუკიდებლად, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის
დაწყების შემდეგ − პროკურორის თანხმობით. ამ მუხლით გათვალისწინებულ საგამოძიებო
მოქმედებაზე ვრცელდება ამ კოდექსის 1432 –14310 მუხლების დებულებები, გარდა ამ
მუხლის პირველი წინადადებით განსაზღვრული შემთხვევისა.“.
52. 137-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას
ახორციელებს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით, გამომძიებელი პროკურორის
თანხმობით, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ პროკურორი,
უფლებამოსილია
გამოძიების
ადგილის
მიხედვით
სასამართლოს
მიმართოს
შუამდგომლობით, გასცეს განჩინება ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვების
შესახებ, რომლითაც მომსახურების მომწოდებელი ვალდებულია ითანამშრომლოს
გამოძიებასთან და დაეხმაროს მას მიმდინარე რეჟიმში ინტერნეტტრაფიკის იმ მონაცემთა
შეგროვებაში ან ჩაწერაში, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე
განხორციელებულ და კომპიუტერული სისტემის მეშვეობით გადაცემულ კონკრეტულ
კომუნიკაციებთან.“.
53. 138-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირი დანაშაულებრივ ქმედებას
ახორციელებს კომპიუტერული სისტემის გამოყენებით, გამომძიებელი პროკურორის
თანხმობით, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ პროკურორი,
უფლებამოსილია
გამოძიების
ადგილის
მიხედვით
სასამართლოს
მიმართოს
შუამდგომლობით, გასცეს განჩინება შინაარსობრივ მონაცემთა მიმდინარე შეგროვების
შესახებ, რომლითაც მომსახურების მომწოდებელი ვალდებულია ითანამშრომლოს
გამოძიებასთან და დაეხმაროს მას მიმდინარე რეჟიმში შინაარსობრივ მონაცემთა
შეგროვებაში ან ჩაწერაში, რომლებიც დაკავშირებულია საქართველოს ტერიტორიაზე
განხორციელებულ და კომპიუტერული სისტემის მეშვეობით გადაცემულ კონკრეტულ
კომუნიკაციებთან.“.
54. 1433 მუხლის:
ა) პირველი-მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით
„1. ფარული საგამოძიებო მოქმედება ტარდება მოსამართლის განჩინებით. განჩინებას იღებს
გამოძიების ადგილის მიხედვით რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, გარდა
ამ მუხლის მე-17 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა. გამომძიებელი სასამართლოს
მოტივირებული შუამდგომლობით
მიმართავს პროკურორის თანხმობით, ხოლო
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ ფარული საგამოძიებო მოქმედების
ჩატარების შესახებ შუამდგომლობას წარადგენს პროკურორი.
2. გამომძიებლის/პროკურორის შუამდგომლობაში უნდა მიეთითოს გარემოებები, რომლებიც
ადასტურებს, რომ:
ა) გამოძიება დაწყებულია ან/და სისხლისსამართლებრივი დევნა ხორციელდება განზრახი
მძიმე ან/და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ან საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსის შემდეგი მუხლებითა და თავით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის
გამო: 134-ე მუხლი, 139-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 143-ე მუხლის პირველი ნაწილი, 143
3 მუხლის პირველი ნაწილი, 180-ე მუხლის პირველი ნაწილი, 181-ე მუხლის პირველი
ნაწილი, 186-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 187-ე მუხლის მე-2 ნაწილი, 198-ე მუხლის პირველი
ნაწილი, 210-ე მუხლის პირველი ნაწილი, 253-ე მუხლის პირველი ნაწილი, 254-ე მუხლის
პირველი და მე-2 ნაწილები, 2594 მუხლი, 284-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები, 285-ე
მუხლის პირველი ნაწილი, 286-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები, 2861 მუხლის პირველი
ნაწილი, 2862 მუხლის პირველი ნაწილი, 287-ე მუხლი, 288-ე მუხლის პირველი და მე-2
ნაწილები, 289-ე, 290-ე და 292-ე−302-ე მუხლები, 303-ე მუხლის პირველი−მე-3 ნაწილები, 304ე მუხლის პირველი ნაწილი, 305-ე−3061 მუხლები, 318-ე მუხლის პირველი ნაწილი, 322
1 მუხლი, XXXIX თავი, 3442 მუხლის პირველი ნაწილი;
ბ) არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ პირს, რომლის მიმართაც უნდა ჩატარდეს
ფარული საგამოძიებო მოქმედება, ჩადენილი აქვს ამ ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული რომელიმე დანაშაული („დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი
პირი“), ან პირი იღებს ან გადასცემს დანაშაულთან პირდაპირ კავშირში მყოფი პირისათვის
განკუთვნილ ან მისგან მომდინარე ინფორმაციას, ან დანაშაულთან პირდაპირ კავშირში
მყოფი პირი იყენებს პირის საკომუნიკაციო საშუალებებს;
გ)
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარება გამოწვეულია გადაუდებელი
საზოგადოებრივი საჭიროებით და არის დემოკრატიულ საზოგადოებაში ლეგიტიმური
მიზნის მისაღწევად − ეროვნული უშიშროების ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად, უწესრიგობის ან დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად,
ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობის ინტერესების ან სხვა პირთა უფლებებისა და
თავისუფლებების დასაცავად − აუცილებელი, მისი მიღწევის შესაფერისი და პროპორციული
საშუალება;
დ) მოთხოვნილი ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული იქნება
გამოძიებისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ის ინფორმაცია, რომლის სხვა
საშუალებით მოპოვება შეუძლებელია ან გაუმართლებლად დიდ ძალისხმევას საჭიროებს.
3. შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია იმ საგამოძიებო მოქმედების შესახებ
(ასეთის არსებობის შემთხვევაში), რომელიც შუამდგომლობის წარდგენამდე ჩატარდა ამ
კოდექსით დადგენილი წესით და რომლითაც დასახული მიზანი ვერ იქნა მიღწეული.“;
ბ) მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. მოსამართლე შუამდგომლობისა და მისი დასაბუთებისთვის საჭირო, თანდართული
მასალის
სასამართლოში
წარდგენიდან
არაუგვიანეს
24
საათისა
განიხილავს
შუამდგომლობას ამ თავითა და ამ კოდექსის 112-ე მუხლით დადგენილი წესით.
მოსამართლეს შეუძლია შუამდგომლობა ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილოს. მოსამართლე
შუამდგომლობას ზეპირი მოსმენით, გამომძიებლის/პროკურორის მონაწილეობით,
დახურულ სასამართლო სხდომაზე განიხილავს და განჩინებით იღებს გადაწყვეტილებას
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ ან მისი ჩატარების
ნებართვის გაცემაზე უარის თქმის შესახებ. განჩინება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან
ერთი
რჩება
სასამართლოში,
ორი
გადაეცემა
შუამდგომლობის
წარმდგენ
გამომძიებელს/პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ
წარმომადგენელს, რომელთაგან ერთი მიეწოდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე
სახელმწიფო ორგანოს, და ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და
სარეზოლუციო ნაწილს, სასამართლოს მიერ მიეწოდება სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურს. მოსამართლის განჩინების ეგზემპლარები შესაბამისი უფლებამოსილების მქონე
სახელმწიფო ორგანოს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს წარედგინება განჩინების
გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური
(დოკუმენტური) სახით. თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო
მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ ან მისი ჩატარების ნებართვის გაცემაზე
უარის თქმის შესახებ განჩინება მოსამართლემ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ
წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოიტანა, სასამართლოს მიერ ერთი განჩინება
(განჩინების მე-4 ეგზემპლარი), რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და
სარეზოლუციო ნაწილს, განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს
48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით მიეწოდება ზედამხედველ
მოსამართლეს.“;
გ) 52-56 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„52. თუ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოსთვის წარდგენილი
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის
განჩინება ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე
სახელმწიფო ორგანო ამის თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობებს გამომძიებელს/პროკურორს ან
შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს.
53. განჩინების გამომტანი სასამართლო გამომძიებლის/პროკურორის წერილობითი
მიმართვის საფუძველზე, მიმართვის მიღებიდან 12 საათის ვადაში, ან საკუთარი
ინიციატივით უზრუნველყოფს მოსამართლის განჩინებაში არსებული ბუნდოვანებაუზუსტობის აღმოფხვრას ამ კოდექსის 287-ე მუხლით დადგენილი წესით.
54. თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის ელექტრონული სახით და
მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების
ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტებში ან/და
სარეზოლუციო ნაწილში მონაცემი ან რეკვიზიტი ერთმანეთს არ ემთხვევა, სახელმწიფო
ინსპექტორი ამის თაობაზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს,
რომელიც,
თავის
მხრივ,
აღნიშნულის
შესახებ
დაუყოვნებლივ
აცნობებს
გამომძიებელს/პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ
წარმომადგენელს.
55. თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის ელექტრონული სახით ან/და
მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების
ჩატარების ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტები ან/და
სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, სახელმწიფო ინსპექტორი ამის
თაობაზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ,
აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს გამომძიებელს/პროკურორს ან/და შესაბამისი
საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს.
56. ამ მუხლის 54, 55, 58 და 59 ნაწილებით გათვალისწინებული ინფორმაციის მიღებისთანავე
გამომძიებელი/პროკურორი წერილობით მიმართავს განჩინების გამომტან სასამართლოს,
რომელიც მიმართვის მიღებიდან 12 საათის ვადაში უზრუნველყოფს მოსამართლის
განჩინებაში არსებული ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრას ამ კოდექსის 287-ე მუხლით
დადგენილი წესით. სასამართლო ვალდებულია მოსამართლის განჩინებაში არსებული
ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრიდან 24 საათის ვადაში უზრუნველყოს:
ა) ამ მუხლის 54 და 55 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში − ამ განჩინების
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის მიწოდება;
ბ) ამ მუხლის 58 და 59 ნაწილებით გათვალისწინებულ შემთხვევებში − ამ განჩინების
ზედამხედველი მოსამართლისათვის მიწოდება.“;
დ) 58 და 59 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„58. თუ ზედამხედველი მოსამართლისათვის ელექტრონული სახით და მატერიალური
(დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტებში ან/და სარეზოლუციო
ნაწილში მონაცემი ან რეკვიზიტი ერთმანეთს არ ემთხვევა, ზედამხედველი მოსამართლე
ამის თაობაზე ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის
მხრივ, აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს გამომძიებელს/პროკურორს ან/და
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
59. თუ ზედამხედველი მოსამართლისათვის ელექტრონული სახით ან/და მატერიალური
(დოკუმენტური) სახით წარდგენილი ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
ნებართვის გაცემის შესახებ მოსამართლის განჩინების რეკვიზიტები ან/და სარეზოლუციო
ნაწილი ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს, ზედამხედველი მოსამართლე ამის თაობაზე
ელექტრონული სისტემის მეშვეობით აცნობებს სააგენტოს, რომელიც, თავის მხრივ,
აღნიშნულის შესახებ დაუყოვნებლივ აცნობებს გამომძიებელს/პროკურორს ან/და
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.“;
ე) მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, როდესაც დაყოვნებამ შეიძლება
გამოიწვიოს საქმისთვის (გამოძიებისთვის) მნიშვნელოვანი ფაქტობრივი მონაცემების
განადგურება ან შეუძლებელი გახადოს ამ მონაცემების მოპოვება, ფარული საგამოძიებო
მოქმედება შეიძლება ჩატარდეს/დაიწყოს მოსამართლის განჩინების გარეშე, გამომძიებლის
დადგენილებით პროკურორის თანხმობით, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის
დაწყების შემდეგ პროკურორის დადგენილებით. დადგენილება უნდა შეიცავდეს შესაბამის
რეკვიზიტებს (დადგენილების შედგენის თარიღი და ადგილი; მითითება საქართველოს
სისხლის სამართლის კოდექსის იმ მუხლზე, რომლითაც მიმდინარეობს გამოძიება;
გამომძიებლის/პროკურორის სახელი და გვარი, ხელმოწერა; საიდუმლოების აღმნიშვნელი
გრიფი; ბეჭედი), ხოლო დადგენილების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს მითითებას
ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის/ობიექტების, აგრეთვე განსახორციელებელი
ფარული საგამოძიებო მოქმედების სახის შესახებ და უნდა განსაზღვრავდეს მოქმედების
განხორციელების პერიოდს (მისი დაწყებისა და დასრულების თარიღებისა და დროის
მითითებით), რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 48 საათს. ამ კოდექსის 1431 მუხლის
პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული რომელიმე ფარული
საგამოძიებო მოქმედების განხორციელების შემთხვევაში დადგენილების სარეზოლუციო
ნაწილი უნდა შეიცავდეს აგრეთვე მითითებას ფარული საგამოძიებო მოქმედების
ობიექტის/ობიექტების ტექნიკური იდენტიფიკატორის/იდენტიფიკატორების სულ მცირე
ერთი შესაბამისი მონაცემის შესახებ. გამომძიებელი ვალდებულია ფარული საგამოძიებო
მოქმედების დადგენილებაში მითითებული დაწყების დროიდან არაუგვიანეს 24 საათისა
პროკურორის თანხმობით, რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს, რომლის სამოქმედო
ტერიტორიაზეც ჩატარდა/ტარდება აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედება, ან
გამოძიების ადგილის მიხედვით სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით გადაუდებელი
აუცილებლობისას ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად
ცნობის შესახებ. სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ სასამართლოს
შუამდგომლობით მიმართავს პროკურორი. შუამდგომლობაში გამომძიებელმა/პროკურორმა
უნდა დაასაბუთოს როგორც ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების,
ისე იმ გარემოებების არსებობა, რომლებმაც განაპირობა ფარული საგამოძიებო მოქმედების
მოსამართლის განჩინების გარეშე, გადაუდებლად ჩატარება/დაწყება. მოსამართლე
გამომძიებლის/პროკურორის შუამდგომლობას განიხილავს მისი სასამართლოსთვის
წარდგენიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ამ მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით.
შუამდგომლობის
განხილვისას
მოსამართლე
ამოწმებს,
შეესაბამება
თუ
არა
ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედება ამ მუხლის მე-2 ნაწილის
მოთხოვნებს, აუცილებელი იყო თუ არა აღნიშნული ფარული საგამოძიებო მოქმედების
გადაუდებლად
ჩატარება/დაწყება,
და
განჩინებით
იღებს
ერთ-ერთ
შემდეგ
გადაწყვეტილებას:
ა) ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის შესახებ;
ბ) მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად ცნობის და მისი ჩატარების
ვადის არაუმეტეს 48 საათამდე გაგრძელების შესახებ. ეს ვადა აითვლება დადგენილებაში
მითითებული ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყების დროიდან;
გ) ჩატარებული/მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების უკანონოდ ცნობის, მისი
შეწყვეტის, შედეგების გაუქმების და მის შედეგად მოპოვებული მასალის/ინფორმაციის
განადგურების შესახებ.“;
ვ) 62-მე-8 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„62. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების
ჩატარების შესახებ
დადგენილებას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და
სარეზოლუციო ნაწილს, ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული
დაწყების დროიდან არაუგვიანეს 12 საათისა გამომძიებელი მატერიალური (დოკუმენტური)
სახით წარუდგენს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი
ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
შესახებ დადგენილება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო
ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი მიღებისთანავე მიეწოდება სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურს ელექტრონული ეგზემპლარის სახით, კონტროლის ელექტრონული სისტემის
მეშვეობით. დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის პროგრამულად მიწოდების
დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. ამ ნაწილით
გათვალისწინებული ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი მოქმედებს იმ
შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა.
63. თუ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოსთვის წარდგენილი
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
შესახებ გამომძიებლის/პროკურორის დადგენილება ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს,
შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ამის თაობაზე დაუყოვნებლივ
აცნობებს გამომძიებელს/პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ
წარმომადგენელს. გამომძიებელი/პროკურორი უზრუნველყოფს დადგენილებაში არსებული
ბუნდოვანება-უზუსტობის აღმოფხვრას.
64. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
შესახებ დადგენილებას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო
ნაწილს, ფარული საგამოძიებო მოქმედების დადგენილებაში მითითებული დაწყების
დროიდან არაუგვიანეს 12 საათისა გამომძიებელი მატერიალური (დოკუმენტური) სახით
წარუდგენს ზედამხედველ მოსამართლეს. ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ
გამომძიებლის/პროკურორის დადგენილება, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და
სარეზოლუციო ნაწილს, სააგენტოს მიერ მისი მიღებისთანავე მიეწოდება ზედამხედველ
მოსამართლეს ელექტრონული ეგზემპლარის სახით, კონტროლის ელექტრონული სისტემის
მეშვეობით. დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის პროგრამულად მიწოდების
დადასტურებისთანავე სააგენტო იწყებს ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“
ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებას. ამ ნაწილით
გათვალისწინებული ელექტრონული ეგზემპლარის მიწოდების წესი მოქმედებს იმ
შემთხვევაში, როდესაც გამოიყენება სტაციონარული ტექნიკური შესაძლებლობა.
7. ფარული საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ მოსამართლის
განჩინება დგება 4 ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი რჩება სასამართლოში, ორი გადაეცემა
შუამდგომლობის წარმდგენ გამომძიებელს/პროკურორს ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს
უფლებამოსილ
წარმომადგენელს,
რომელთაგან
ერთი
მიეწოდება
შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს, და ერთი განჩინება, რომელიც შეიცავს
მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, სასამართლოს მიერ მიეწოდება
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. მოსამართლის განჩინების ეგზემპლარები შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანოს და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს
წარედგინება განჩინების გამოტანისთანავე, დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა,
მატერიალური (დოკუმენტური) სახით. თუ ამ ნაწილით გათვალისწინებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების კანონიერად/უკანონოდ ცნობის შესახებ განჩინება მოსამართლემ
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე
გამოიტანა, სასამართლოს მიერ ერთი განჩინება (განჩინების მე-4 ეგზემპლარი), რომელიც
შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, განჩინების გამოტანისთანავე,
დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მატერიალური (დოკუმენტური) სახით
მიეწოდება ზედამხედველ მოსამართლეს.
8. თუ ბრალდების მხარე საჭიროდ არ მიიჩნევს გადაუდებელი აუცილებლობისას
ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაციის
მტკიცებულებად გამოყენებას, პროკურორმა ამ ფარული საგამოძიებო მოქმედების
კანონიერად ცნობის შესახებ მისი დაწყებიდან არაუგვიანეს 24 საათისა შუამდგომლობით
უნდა
მიმართოს
რაიონულ
(საქალაქო)
სასამართლოს,
რომლის
სამოქმედო
ტერიტორიაზედაც ჩატარდა აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, ან გამოძიების ადგილის
მიხედვით სასამართლოს. სასამართლოს მიერ შესაბამისი განჩინების მიღების შემდეგ
ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული ინფორმაცია დაუყოვნებლივ
უნდა განადგურდეს ამ კოდექსის 1438 მუხლის მე-5 ნაწილით დადგენილი წესით.“;
ზ) მე-12 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„12. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ მოსამართლის განჩინება გაიცემა
იმ ვადით, რომელიც საჭიროა გამოძიების მიზნის მისაღწევად, მაგრამ არაუმეტეს 1 თვისა.
თუ ეს ვადა საკმარისი არ აღმოჩნდება, მოსამართლის განჩინებით, ამ თავით დადგენილი
წესით, დასაშვებია მისი გაგრძელება პროკურორის თანხმობით გამომძიებლის
შუამდგომლობის საფუძველზე, არაუმეტეს 2 თვისა. სისხლისსამართლებრივი დევნის
დაწყების შემდეგ ამ ვადის გაგრძელების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს
პროკურორი. შუამდგომლობაში უნდა აისახოს ინფორმაცია დაწყებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მონაცემების შესახებ და მიეთითოს, რის
გამო ვერ მოხერხდა გამოძიებისათვის საკმარისი მონაცემების მოპოვება. ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადა შეიძლება კიდევ ერთხელ, არაუმეტეს 3 თვისა
გაგრძელდეს პროკურორის შუამდგომლობის საფუძველზე, საქართველოს გენერალური
პროკურორის თანხმობით. ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ვადის შემდგომი
გაგრძელება დაუშვებელია.“;
თ) მე-16 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„16. ამ მუხლის მე-14 და მე-15 ნაწილებით გათვალისწინებულ საჩივარში უნდა აღინიშნოს
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისთვის ამ თავით დადგენილი წესის დარღვევის
შესახებ. საჩივარი შეიტანება განჩინების გამომტან სასამართლოში. სააპელაციო
სასამართლოს საგამოძიებო კოლეგია საჩივარს განიხილავს მისი შეტანიდან არაუგვიანეს 72
საათისა. სააპელაციო სასამართლო შეტყობინებით უზრუნველყოფს მომჩივნის და
გამომძიებლის/პროკურორის მონაწილეობას საჩივრის განხილვაში. მათი გამოუცხადებლობა
არ
აბრკოლებს
საჩივრის
განხილვას.
საჩივარზე
მიღებული
გადაწყვეტილება
საჯაროდ ცხადდება და მოთხოვნის შემთხვევაში მომჩივანს, გამომძიებელს და პროკურორს
გადაეცემა.“.
55. 1435 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფარული საგამოძიებო მოქმედების განმახორციელებელმა ორგანომ უნდა აღრიცხოს
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან დაკავშირებული შემდეგი მონაცემები:
ფარული საგამოძიებო მოქმედების სახე; ფარული საგამოძიებო მოქმედების დაწყებისა და
დასრულების დრო; ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი; ამ კოდექსის 1431 მუხლის
პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო
მოქმედების განხორციელებისას − ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ტექნიკური
იდენტიფიკატორი;
მოსამართლის
განჩინების
ან/და
გამომძიებლის/პროკურორის
დადგენილების რეკვიზიტები.“.
56. 1436 მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს
პროკურორის თანხმობით გამომძიებელი ან პროკურორი. გამომძიებელი/პროკურორი
ვალდებულია ფარული საგამოძიებო მოქმედების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების
მიღების თაობაზე დაუყოვნებლივ აცნობოს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე
სახელმწიფო ორგანოს, რომელიც აღნიშნული გადაწყვეტილების მიღებისთანავე წყვეტს
ფარულ საგამოძიებო მოქმედებას.“;
ბ) მე-5 ნაწილის „გ“-„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 62 ნაწილით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის
გამომძიებლის/პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც
შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;
დ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 62 ნაწილით დადგენილი წესით, მატერიალური
(დოკუმენტური) სახით წარდგენილი არ არის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში
ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესახებ გამომძიებლის/პროკურორის დადგენილება,
რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;
ე) მისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ან მატერიალური (დოკუმენტური) სახით
წარდგენილი
გამომძიებლის/პროკურორის
დადგენილების
რეკვიზიტები
ან/და
სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს;
ვ) მისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი გამომძიებლის/პროკურორის
დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილში
და მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენილი გამომძიებლის/პროკურორის
დადგენილების რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილში ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-6
ნაწილით გათვალისწინებული მონაცემი ერთმანეთს არ ემთხვევა.“;
გ) 51 ნაწილის „გ“-„ვ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 64 ნაწილით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის
გამომძიებლის/პროკურორის დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარი, რომელიც
შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;
დ) მისთვის ამ კოდექსის 1433 მუხლის 64 ნაწილით დადგენილი წესით მიწოდებული არ არის
გამომძიებლის/პროკურორის დადგენილების მატერიალური (დოკუმენტური) სახის
ეგზემპლარი, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს;
ე) მისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით ან მატერიალური (დოკუმენტური) სახით
წარდგენილი
გამომძიებლის/პროკურორის
დადგენილების
რეკვიზიტები
ან/და
სარეზოლუციო ნაწილი ბუნდოვანება-უზუსტობას შეიცავს;
ვ) მისთვის ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარდგენილი პროკურორის დადგენილების
ელექტრონული ეგზემპლარის რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილში და მატერიალური
(დოკუმენტური) სახით წარდგენილი გამომძიებლის/პროკურორის დადგენილების
რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილში ამ კოდექსის 1433 მუხლის მე-6 ნაწილით
გათვალისწინებული მონაცემი ერთმანეთს არ ემთხვევა.“;
დ) 52-59 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„52. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის 51 ნაწილით
გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში სააგენტო მისი შეჩერების შესახებ
დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის გამომძიებელს/პროკურორს ან სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურს.
53. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის 51 ნაწილის „ა“ ან „გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების
საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, ზედამხედველი მოსამართლისათვის მოსამართლის
განჩინების ელექტრონული ეგზემპლარის წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ
რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, ან დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის
მიწოდებას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს,
უზრუნველყოფს სააგენტო.
54. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის 51 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის
აღმოფხვრას, კერძოდ, ზედამხედველი მოსამართლისათვის განჩინების ეგზემპლარის
მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ
რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს სასამართლო.
55. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის 51 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის
აღმოფხვრას, კერძოდ, ზედამხედველი მოსამართლისათვის გამომძიებლის/პროკურორის
დადგენილების მატერიალური (დოკუმენტური) სახით წარდგენას, რომელიც შეიცავს
მხოლოდ
რეკვიზიტებსა
და
სარეზოლუციო
ნაწილს,
უზრუნველყოფს
გამომძიებელი/პროკურორი ან სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური.
56. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის 51 ნაწილის „ე“ ან „ვ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების
საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებაში ამ
კოდექსის 1433 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემის შესაბამისი წესით
მითითებას და ამ დადგენილების სააგენტოსა და ზედამხედველი მოსამართლისათვის
წარდგენას უზრუნველყოფს გამომძიებელი/პროკურორი ან სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური.
57. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის 51 ნაწილის „ა“ ან „გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო
მოქმედებას სააგენტო აგრძელებს მოსამართლის განჩინების ან გამომძიებლის/პროკურორის
დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის ზედამხედველი მოსამართლისათვის ამ
კოდექსით დადგენილი ზოგადი წესით მიწოდების პროგრამულად დადასტურებისთანავე.
58. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის 51 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო მოქმედებას
სააგენტო აგრძელებს ზედამხედველი მოსამართლის მიერ კონტროლის ელექტრონული
სისტემით სასამართლოს განჩინების მიღების პროგრამულად დადასტურებისთანავე.
59. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის 51 ნაწილის „დ“, „ე“ ან „ვ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო
მოქმედებას სააგენტო აგრძელებს ზედამხედველი მოსამართლის მიერ კონტროლის
ელექტრონული
სისტემით
დადგენილების
მიღების
პროგრამულად
დადასტურებისთანავე.“;
ე) მე-6-მე-7 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილით
გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში სააგენტო მისი შეჩერების შესახებ
დაუყოვნებლივ ატყობინებს შესაბამის გამომძიებელს/პროკურორს ან შესაბამისი
საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილ წარმომადგენელს.
7. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ან „გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების
საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის
მოსამართლის განჩინების ელექტრონული ეგზემპლარის წარდგენას, რომელიც შეიცავს
მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, ან გამომძიებლის/პროკურორის
დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ
რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს, უზრუნველყოფს სააგენტო.“;
ვ) მე-9-მე-11 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„9. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების საფუძვლის
აღმოფხვრას,
კერძოდ,
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურისათვის
გამომძიებლის/პროკურორის დადგენილების მატერიალური (დოკუმენტური) სახით
წარდგენას, რომელიც შეიცავს მხოლოდ რეკვიზიტებსა და სარეზოლუციო ნაწილს,
უზრუნველყოფს გამომძიებელი/პროკურორი ან შესაბამისი საგამოძიებო ორგანოს
უფლებამოსილი წარმომადგენელი.
10. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ე“ ან „ვ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში მისი შეჩერების
საფუძვლის აღმოფხვრას, კერძოდ, გამომძიებლის/პროკურორის დადგენილებაში ამ
კოდექსის 1433 მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული მონაცემის შესაბამისი წესით
მითითებას და ამ დადგენილების სააგენტოსა და სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურისათვის წარდგენას უზრუნველყოფს გამომძიებელი/პროკურორი ან შესაბამისი
საგამოძიებო ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი.
11. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ან „გ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო
მოქმედებას სააგენტო აგრძელებს მოსამართლის განჩინების ან გამომძიებლის/პროკურორის
დადგენილების ელექტრონული ეგზემპლარის სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურისათვის
ამ
კოდექსით
დადგენილი
ზოგადი
წესით
მიწოდების
პროგრამულად
დადასტურებისთანავე.“;
ზ) მე-13-მე-15 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„13. მიმდინარე ფარული საგამოძიებო მოქმედების ამ მუხლის მე-5 ნაწილის „დ“, „ე“ ან „ვ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლით შეჩერების შემთხვევაში ფარულ საგამოძიებო
მოქმედებას სააგენტო აგრძელებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ კონტროლის
ელექტრონული
სისტემით
გამომძიებლის/პროკურორის
დადგენილების
მიღების
პროგრამულად დადასტურებისთანავე.
14. შესაბამისი უფლებამოსილების მქონე სახელმწიფო ორგანო ფარული საგამოძიებო
მოქმედების დასრულებისთანავე ადგენს ოქმს. ოქმში ზუსტად უნდა იყოს აღნიშნული
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების სამართლებრივი საფუძველი, მისი დაწყებისა
და დასრულების დრო, ოქმის შედგენის ადგილი, ჩატარებული ფარული საგამოძიებო
მოქმედების სახე და მისი ჩატარებისას გამოყენებული ტექნიკური საშუალებები, ფარული
საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ადგილი, ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტი,
ხოლო ამ კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის „ა“−„გ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული რომელიმე ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებისას − აგრეთვე
ფარული საგამოძიებო მოქმედების ობიექტის ტექნიკური იდენტიფიკატორი. ოქმი გადაეცემა
შესაბამის უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს, რომელიც დაუყოვნებლივ წარუდგენს მას
პროკურორს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრს და სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურს. თუ ამ ნაწილით განსაზღვრული ოქმი შედგენილ იქნა სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული
ფარული საგამოძიებო მოქმედების დასრულების შესახებ, ოქმი გადაეცემა შესაბამის
უფლებამოსილ საგამოძიებო ორგანოს, რომელიც დაუყოვნებლივ წარუდგენს მას
პროკურორს, ფარული საგამოძიებო მოქმედებების სასამართლო რეესტრს და ზედამხედველ
მოსამართლეს. ოქმი ამ თავით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი წესით
გადაეცემა აგრეთვე დაცვის მხარეს.
15. ფარული საგამოძიებო მოქმედების მიმდინარეობისას, გამომძიებლის, პროკურორის ან
მოსამართლის
მოთხოვნის
შემთხვევაში,
ფარული
საგამოძიებო
მოქმედების
განმახორციელებელი ორგანო ვალდებულია გასცეს შუალედური ოქმი.“.
57. 1438 მუხლის მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ფარული საგამოძიებო მოქმედების შედეგად მოპოვებული მასალა, რომელსაც
სასამართლო დაუშვებელ მტკიცებულებად ცნობს, განადგურდება საბოლოო ინსტანციის
სასამართლოს მიერ საქმეზე განაჩენის გამოტანიდან 6 თვის გასვლის შემდეგ,
დაუყოვნებლივ. ეს მასალა განადგურებამდე სასამართლოს სპეციალურ საცავში ინახება.
დაუშვებელია ვინმეს მიერ აღნიშნული მასალის გაცნობა, ასლის გადაღება და გამოყენება,
გარდა
მისი
გამომძიებლის,
მხარეთა
მიერ
საპროცესო
უფლებამოსილების
განსახორციელებლად გამოყენებისა.“.
58. 144-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ექსპერტიზა ტარდება გამომძიებლის, მხარის ინიციატივით.“;
ბ) 33 და 34 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„33. თუ ამ მუხლის 32 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ექსპერტმა დაადგინა, რომ
საექსპერტო კვლევის ობიექტი შეიძლება ვარგისი იყოს ექსპერტიზის მხოლოდ
ერთჯერადად ჩასატარებლად (გამოლევადია, ექვემდებარება განადგურებას), აგრეთვე იმ
შემთხვევაში, თუ ამის დადგენა შეუძლებელია, ექსპერტმა ეს დაუყოვნებლივ უნდა
შეატყობინოს გამომძიებელს, მან კი დაუყოვნებლივ − დაცვის მხარეს.
34. ამ მუხლის 33 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაცვის მხარეს უფლება აქვს,
შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 3 დღის ვადაში წერილობითი შეკითხვები შესაბამისად
წარუდგინოს გამომძიებელს. გამომძიებელი ამ შეკითხვებს დაუყოვნებლივ უგზავნის
ექსპერტს.“.
59. 147-ე მუხლის:
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ნიმუშის აღება ტარდება გამომძიებლის, დაცვის მხარის მიერ. გამომძიებელს, დაცვის
მხარეს უფლება აქვს, აიღოს ადამიანის, გვამის, ცხოველის, ნივთიერების, საგნის ან
ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტის თვისებების ამსახველი ნიმუში.“;
ბ) მე-3-მე-4 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ნიმუშის აღება, რომელიც არ იწვევს ძლიერი ტკივილის შეგრძნებას, დასაშვებია იმ პირის
თანხმობით, რომლისგანაც ნიმუში უნდა იქნეს აღებული. თუ ნიმუშის აღება არ იწვევს
ძლიერი ტკივილის შეგრძნებას და პირი უარს აცხადებს ნიმუშის ნებაყოფლობით აღებაზე ან
პირს უნარი არა აქვს, გამოხატოს ნება მისგან ნიმუშის აღების შესახებ, ნიმუშის აღება
ტარდება გამომძიებლის, დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე სასამართლოს
განჩინებით. თუ არსებობს ამ კოდექსის 112-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული
გადაუდებელი აუცილებლობა, ნიმუშის აღება შესაძლებელია სასამართლოს განჩინების
გარეშე, გამომძიებლის დადგენილებით.
4. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში ნიმუშის აღების დაწყებიდან 12 საათის
განმავლობაში (ხოლო თუ ამ ვადის ამოწურვა არასამუშაო დროს ემთხვევა − ამ დროის
გასვლიდან არაუგვიანეს 1 საათისა) გამომძიებელმა ნიმუშის აღების შესახებ უნდა
შეატყობინოს სასამართლოს გამოძიების ადგილის მიხედვით ან სასამართლოს, რომლის
სამოქმედო ტერიტორიაზეც ჩატარდა საპროცესო მოქმედება, უნდა წარუდგინოს მას
შუამდგომლობა ნიმუშის აღების კანონიერების შემოწმების შესახებ და უნდა გადასცეს
სისხლის სამართლის საქმის მასალები (ან მათი ასლები), რომლებიც ასაბუთებს ამ
საპროცესო მოქმედების გადაუდებლად ჩატარების აუცილებლობას. სასამართლო საქმის
მასალების შესვლიდან არაუგვიანეს 24 საათისა, ზეპირი მოსმენის გარეშე წყვეტს
შუამდგომლობას.
სასამართლო
უფლებამოსილია
შუამდგომლობა
განიხილოს
გამომძიებლისა და იმ პირის მონაწილეობით, რომლის მიმართაც ჩატარდა საპროცესო
მოქმედება.“.
60. 149-ე მუხლის
ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. გამომძიებელი, მხარე უფლებამოსილია დააყენოს შუამდგომლობა სასამართლო
სხდომაზე თავისი მოწმის გამოძახების შესახებ.“;
ბ) მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ექსპერტიზის ინიციატორი მხარე ვალდებულია უზრუნველყოს ბრალდებულის,
დაზარალებულისა და მოწმის ექსპერტთან მიყვანა, თუ აუცილებელი გახდა მათი სხეულის
ან ფსიქიკის გამოკვლევა ან თუ აუცილებლად იქნა მიჩნეული ექსპერტიზაზე აღნიშნულ
პირთა დასწრება. იძულებით მიყვანა ხდება გამომძიებლის, მხარის შუამდგომლობის
საფუძველზე სასამართლოს განჩინებით, რომელიც გამოიტანება ამ კოდექსის 144-ე მუხლის
მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით. გამოძიების სტადიაზე ბრალდებულის მიყვანა
დასაშვებია მხოლოდ სასამართლოს განჩინებით.“.
61. 167-ე მუხლის:
ა) მე-2 ნაწილის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 ნაწილი:
„21. პროკურორი უფლებამოსილია შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა, თუ პირი
გათავისუფლდა დაკავებიდან ამ კოდექსის 176-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის
საფუძველზე - 60 დღის განმავლობაში.“;
ბ) მესამე ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებული რომელიმე გარემოების არსებობის შემთხვევაში
გამოძიებისას პროკურორი, ხოლო საქმის სასამართლო განხილვისას – სასამართლო მხარის
შუამდგომლობით იღებს გადაწყვეტილებას სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და
სასამართლო განხილვის შეჩერების შესახებ. თუ ამ მუხლის 21 ნაწილში აღნიშნული
შეჩერების
საფუძველი
აღარ
არსებობს,
პროკურორის
გადაწყვეტილებით
სისხლისსამართლებრივი დევნა უნდა განახლდეს ან შეწყდეს.“.
62. 169-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 ნაწილი:
„11.
გამომძიებელი
წერილობითი
წინადადებით
მიმართავს
პროკურორს
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თუ
პროკურორი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა
ერთობლიობა არ ქმნის სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად საკმარის
დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, უფლებამოსილია 20 დღის ვადაში გამომძიებელს
მისცეს მითითება. იმ შემთხვევაში თუ გამომძიებელი და საგამოძიებო მიმართულების
ხელმძღვანელი არ ეთანხმებიან მითითებას, ეს უკანასკნელი სისხლის სამართლის საქმეს
დასაბუთებული წერილობითი მოსაზრებით უგზავნის ზემდგომ პროკურორს, რომელიც 20
დღის ვადაში იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ძალაში ტოვებს ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებას;
ბ) აუქმებს ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებას და საპროცესო ზედამხედველობის
განხორციელების მიზნით საქმეს გადასცემს სხვა პროკურორს.“.
63. 171-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 ნაწილი:
„5. პირის დაკავების შესახებ დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საპროცესო ზედამხედველ
პროკურორს.“.
64. 179-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თუ დანაშაულის ჩადენისათვის დაკავებული პირის ვინაობა (სახელი, გვარი, ასაკი, სქესი,
მოქალაქეობა) დაუდგენელია და იგი უარს აცხადებს თვითიდენტიფიცირებაზე ან
ფიზიკური ნაკლის თუ სხვა ობიექტურ გარემოებათა გამო შეუძლებელი ხდება მისი
იდენტიფიცირება, გამომძიებელი ან პროკურორი ადგენს ოქმს, რომელშიც შესაბამისი
ექსპერტების მონაწილეობით აღიწერება პირის ყველა შესაძლო გარეგნული ნიშანი
(სავარაუდო ასაკი, სქესი, სიმაღლე, თმის ფერი, თვალების ფერი, გარეგნობისა და იერის სხვა
თავისებურებანი), რომლებითაც შესაძლებელია მისი იდენტიფიცირება (ოქმს უნდა
დაერთოს
პირის
ფოტოსურათი).
ამასთანავე,
საპროცესო
ზედამხედველობის
განმახორციელებელი პროკურატურის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის
თანხმობით პირს შესაძლებელია მიენიჭოს პირობითი სახელი ციფრების ან/და ასოების
იმგვარი კომბინაციით, რომელიც საქმის ფაქტობრივი გარემოებებიდან შესაძლებელს გახდის
ამ პირის იდენტიფიცირებას შემდგომი საპროცესო მოქმედებების დროს. პირობითი სახელი
არ შეიძლება იყოს ადამიანის პატივისა და ღირსების შემლახველი და შეურაცხმყოფელი.“.
65. 182-ე მუხლის მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. სასამართლოს შეუძლია გამომძიებლის, მხარის შუამდგომლობით ან საკუთარი
ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის
შესახებ:
ა) პერსონალური მონაცემების, პროფესიული ან კომერციული საიდუმლოების დაცვის
მიზნით;
ბ) პროცესის მონაწილის ან/და მისი ოჯახის წევრის (ახლო ნათესავის) პირადი
უსაფრთხოების დაცვის მიზნით ან თუ გამოიყენება პროცესის მონაწილის დაცვის ის
სპეციალური ღონისძიება, რომელიც მოითხოვს სასამართლო სხდომის დახურვას;
გ) სქესობრივი დანაშაულის, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) ან ოჯახური დანაშაულის
მსხვერპლის ინტერესების დაცვის მიზნით;
დ) პირადი მიმოწერის და პირადი შეტყობინების სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნებისას,
თუ ამაზე თანახმა არ არის პირი.“.
66. 188-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 188. გამომძიებლის, მხარის გამოცხადება სასამართლო სხდომაზე
1. გამომძიებელი, მხარე ვალდებულია დადგენილ დროს გამოცხადდეს სასამართლო
სხდომაზე.
2. გამომძიებელი, მხარე ვალდებულია ამ კოდექსით დადგენილი წესით, სასამართლო
განხილვის დაწყებამდე შეატყობინოს სასამართლოს საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის
შესახებ.
3. გამომძიებლის, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლოს გადაწყვეტილებით,
შესაძლებელია სასამართლო განხილვაში ამავე გამომძიებელმა, მხარემ მონაწილეობა მიიღოს
დისტანციურად, ტექნიკური საშუალებების გამოყენებით, რაც წინასწარ ეცნობება
გამომძიებელს, მხარეებს.“.
67. 190-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი:
„4. გამომძიებლის გამოუცხადებლობისას სასამართლო გადადებს საქმის განხილვას
გონივრული ვადით და ამას აცნობებს შესაბამისი საგამოძიებო მიმართულების
ხელმძღვანელს,
რომელიც
ვალდებულია
მომდევნო
სხდომაზე
უზრუნველყოს
გამომძიებლის მონაწილეობა და სასამართლოს აცნობოს გამოუცხადებლობის მიზეზი.“.
68. 195-ე მუხლის მე-2-მე-5 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სასამართლო სხდომის თავმჯდომარემ და მდივანმა სასამართლო სხდომის
დამთავრებიდან ან, სხდომის გადადების შემთხვევაში, სხდომის გადადებიდან არაუგვიანეს
5 დღისა ხელი უნდა მოაწერონ ოქმს, რაც დაუყოვნებლივ უნდა აცნობონ გამომძიებელს,
მხარეებს.
3. სხდომის თავმჯდომარე ვალდებულია უზრუნველყოს ოქმის გამომძიებლისთვის,
მხარეებისათვის გაცნობის შესაძლებლობა.
4. გამომძიებელს, მხარეებს უფლება აქვთ, სასამართლო სხდომის ოქმის ხელმოწერის შესახებ
ინფორმაციის მიღებიდან 5 დღის ვადაში გააკეთონ შენიშვნები ოქმზე. ამ შენიშვნებს 5 დღის
ვადაში, ზეპირი მოსმენის გარეშე განიხილავს ამ საქმის განმხილველი სასამართლო.
5. შენიშვნების განხილვის შემდეგ სასამართლოს გამოაქვს განჩინება, რომლითაც
ადასტურებს შენიშვნების სისწორეს ან უარყოფს მათ. ოქმზე შენიშვნები და სასამართლოს
განჩინება დაერთვის საქმეს. შენიშვნების წარმდგენ მხარეს შეუძლია სასამართლოს განჩინება
გაასაჩივროს განაჩენთან ერთად.“.
69. 310-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ მოსამართლემ,
პროკურორმა, გამომძიებელმა, საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელმა, ნაფიცმა
მსაჯულმა ან ნაფიცი მსაჯულის მიმართ სხვა პირმა ამ საქმესთან დაკავშირებით ჩაიდინა
დანაშაული;“.
მუხლი 2.
1.
2024 წლის 1 იანვრამდე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე-123-ე მუხლებით, ასევე, 125-ე-127-ე და 136ე მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ან გადაუდებელი
აუცილებლობით
ჩატარებული
საგამოძიებო მოქმედებების
კანონიერად ცნობის
შუამდგომლობით გამომძიებელი სასამართლოს მიმართავს პროკურორის თანხმობით.
2.
ამ კანონის აღსრულების მიზნით, გამოძიების ორგანოებმა და საქართველოს
პროკურატურამ 2022 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ სათანადო კანონქვემდებარე
ნორმატიული აქტების ამ კოდექსთან შესაბამისობა, შესაბამისი კანონქვემდებარე აქტების
გამოცემა და სამოქმედო გეგმების შემუშავება.
3.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამოქმედო გეგმა, მათ შორის, უნდა
შეიცავდეს გამომძიებელთა გადამზადების, გამომძიებლისა და საგამოძიებო მიმართულების
ხელმძღვანელის საკვალიფიკაციო მოთხოვნების, გამოძიების ხარისხის კონტროლის
მექანიზმის განახლების/დანერგვის საკითხებს.
4.
ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა
გამომძიებლის უმაღლესი იურიდიული განათლების შესახებ არ ვრცელდება ამ კანონის
ამოქმედების მომენტისთვის გამომძიებლის პოზიციაზე უკვე დანიშნულ პირებზე. ამასთან
სასამართლოსათვის შუამდგომლობით მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ საგამოძიებო
მიმართულების ხელმძღვანელს ან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე
გამომძიებელს.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებისა, ამოქმედდეს 2023 წლის
1 იანვრიდან.
2. ამ კანონის მე-2 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს სისხლის
საპროცესო
კოდექსში
(შემდგომში
-
„კოდექსი“)
გამომძიებლისა
და
სამართლის
პროკურორის
უფლებამოსილებებს შორის ზღვრის არარსებობით.
მოქმედი
კოდექსის
თანახმად,
პროკურორი
არის
სისხლისსამართლებრივი
დევნის
განმახორციელებელი პირი, ხოლო გამომძიებელი არის სახელმწიფო მოსამსახურე ან
მოხელე, რომელიც უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს სისხლის
სამართლის საქმის გამოძიება. მიუხედავად ზემოაღნიშნული ორი განსხვავებული
ფუნქციისა,
გამოძიების
პროცესში
აქტიურად
მონაწილეობს,
ფაქტების
დადგენა-
გამოკვლევას ახორციელებს და გამოძიების მიმართულებას განსაზღვრავს არამხოლოდ
გამომძიებელი, არამედ პროკურორიც. ეს უკანასკნელი არა უბრალოდ ზედამხედველობს
გამოძიებას, არამედ de facto წარმართავს კიდეც მას. ამასთან, პროკურორს, რომლის
ძირითადი ფუნქცია სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელებაა, აქვს გამოძიების
სრული მოცულობით ჩატარების უფლებამოსილება.
მოქმედი კოდექსის თანახმად, პროკურორი არის სისხლისსამართლებრივი დევნის
განმახორციელებელი სუბიექტი, თუმცა, იმავდროულად, გამოძიების საპროცესო
ხელმძღვანელობის ფუნქციის ფარგლებში, მას აქვს გამოძიების წარმართვის და მასში
აქტიური
მონაწილეობის
საკანონმდებლო
ბერკეტები.
კერძოდ,
პროკურატურა
სისხლისსამართლებრივი დევნის უზრუნველსაყოფად ახორციელებს გამოძიების საპროცესო
ხელმძღვანელობას, რაც მოიცავს გამომძიებლის მიერ გამოძიების დაწყების ფაქტის
პროკურორისთვის დაუყოვნებლივ
უფლებამოსილებებს, როგორიცაა:
სისხლისსამართლებრივი
დევნის
შეტყობინების ვალდებულებას, აგრეთვე ისეთ
გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე (მათ შორის,
დაწყებამდე)
გამომძიებლისთვის
შესასრულებლად
სავალდებულო მითითების მიცემა, სისხლის სამართლის საქმის გაცნობა, გამომძიებლის
მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილეობა, ამა თუ იმ გამომძიებლისთვის
გამოძიების
მოქმედების
დავალება,
ადამიანის
ჩასატარებლად
უფლებათა
სასამართლოსგან
შემზღუდავი
ნებართვის
საგამოძიებო/საპროცესო
გამოთხოვა,
პირის
დაზარალებულად ცნობა, პროცესის მონაწილეთა აცილება, საქმის ქვემდებარეობით
გადაგზავნა, საქმეთა გაერთიანება და გამოყოფა, გამოძიების სრული მოცულობით ჩატარება
და სხვა.
ამასთან, პროკურორი დატვირთულია ისეთი ფუნქციებით, რომელიც, თავისი არსით,
გამომძიებელმა უნდა განახორციელოს. მაგალითად, მოქმედი კანონმდებლობით მხოლოდ
პროკურორია
უფლებამოსილი
შუამდგომლობით
მიმართოს
სასამართლოს
საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების თაობაზე. კოდექსის თანახმად, ადამიანის
უფლებათა
შემზღუდავი
საგამოძიებო/საპროცესო
მოქმედებები
ყველა
შემთხვევაში
ექვემდებარება სასამართლოს კონტროლს, რომელიც აფასებს ადამიანის უფლებათა დაცვის
სფეროში
ჩარევის
ლეგიტიმურობას.
შესაბამისად,
პროკურორის
ზემოაღნიშნული
ექსკლუზიური უფლებამოსილება მხოლოდ დამატებითი ბარიერია გამოძიებისთვის.
ფუნქციათა
ამგვარი
გადანაწილებით
მოქმედი
კოდექსი
გამოძიებას
სისხლისსამართლებრივი დევნის ინსტრუმენტად აქცევს, ქმნის ინტერესთა კონფლიქტს და
გამოძიების პროცესში გამომძიებლის დამოუკიდებლობის შეზღუდვის რისკს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის
თანახმად, „დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში გამომძიებელი,
პროკურორი ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება. გამომძიებლის მიერ გამოძიების
დაწყების თაობაზე დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს პროკურორს“. ზემოაღნიშნული
დებულება იძლევა გამოძიების დაწყების პროცესში ორივე სუბიექტის ჩართულობის
შესაძლებლობას. აღნიშნული გარკვეულწილად აზრს უკარგავს გამოძიების დაწყებაზე
უარის თქმის გადაწყვეტილების პროკურორთან გასაჩივრებას, ვინაიდან წინამდებარე
მუხლის თანახმად პროკურორი გამოძიების დაწყების მომენტშივე აქტიურია - იგი თავად
იწყებს გამოძიებას, ან გამომძიებელი მას დაუყოვნებლივ აცნობებს გამოძიების დაწყებას.
ამასთან, იმ პირობებში, როდესაც პროკურორი არის სისხლის სამართლის საქმის საპროცესო
ხელმძღვანელი, პრაქტიკაში გამომძიებელი ყოველთვის წინასწარ უთანხმებს მას გამოძიების
დაწყების საკითხს, რაც, თავის მხრივ, აჭიანურებს პროცესს.
ანალოგიური პრობლემა იქმნება პროკურორის მიერ გამოძიების პროცესში განსახილველ
სხვა საჩივრებთან მიმართებითაც. კოდექსის თანახმად, პროკურორი განიხილავს საჩივარს
გამოძიების პროცესში გამომძიებლის მოქმედების ან გადაწყვეტილების კანონიერების
თაობაზე. აღნიშნული მოიცავს საჩივარს როგორც ცალკეული საგამოძიებო მოქმედების
ჩაუტარებლობაზე და გამოძიების გაჭიანურებაზე, ისე გამოძიების მიმდინარეობასთან
დაკავშირებულ ნებისმიერ საპროცესო გადაწყვეტილებაზე. საჩივრის განხილვის აღნიშნული
დებულებები
ფორმალური
ხასიათის
მატარებელია,
მაშინ,
როდესაც
გამოძიების
მიმდინარეობის დროს პროკურორი აქტიურად მონაწილეობს ნებისმიერი გადაწყვეტილების
მიღების პროცესში.
გარკვეულწილად პრობლემურია ის გარემოება, რომ მოქმედი კანონმდებლობით
გამომძიებელი წარმოადგენს ბრალდების მხარეს. მას, ერთი მხრივ, აკისრია საქმის
ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად გამოძიების ვალდებულება, ხოლო, მეორე მხრივ,
იგი გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე ასრულებს საპროცესო ხელმძღვანელი პროკურორის
მითითებებს, რომლის მიზანსაც წარმოადგენს პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი
დევნის განხორციელება. შესაბამისად, გამომძიებლის ძალისხმევა მიმართულია ბრალდების
მხარის პოზიციის გასამყარებელი მტკიცებულებების მოპოვებისკენ, რამაც შესაძლოა
საფრთხე შეუქმნას გამოძიების ობიექტურობას.
ყოველივე ზემოაღნიშნული ართულებს კანონის მოთხოვნათა დარღვევით ჩატარებულ
საგამოძიებო მოქმედებებზე ან არასათანადო გამოძიებაზე პასუხისმგებელი სუბიექტის
განსაზღვრას. ფუნქციებს შორის ზღვრის არარსებობა და გამომძიებლის მსგავსი
უფლებამოსილებით პროკურორის აღჭურვა გამომძიებელს აქცევს პროკურორზე
დამოკიდებულ სუბიექტად და ზრდის გამომძიებლის მიერ გამოძიების უპასუხისმგებლოდ
ჩატარების რისკებს.
საკითხის პრობლემურობას ადასტურებს საგამოძიებო პრაქტიკის ანალიზი, რომელიც
ცხადყოფს, რომ გამოძიების ხარისხი საგრძნობლად დაბალია და გამომძიებელი მთლიანად
დამოკიდებულია პროკურორზე. წლების განმავლობაში გამომძიებელთა არასათანადო
კვალიფიკაციასთან ერთად, გამომძიებლის პროკურორზე მიჯაჭვულობა განპირობებულია
მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობითაც, რომელიც სათანადო
გამოძიებაზე გამომძიებელს დამოუკიდებლად პასუხისმგებლობას არ აკისრებს.
აღნიშნულის ნათელი დასტურია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და
საქართველოს პროკურატურის მიერ ევროკავშირის პროექტის ,,ევროკავშირის მხარდაჭერა
საქართველოში სისხლის სამართლის პოლიტიკის, სისხლისსამართლებრივი დევნისა და
გამოძიების
განვითარებისთვის“
მხარდაჭერით
ჩატარებული
გამომძიებელთა
და
პროკურორთა კომუნიკაციის კვლევა (შემდგომში - „კომუნიკაციის კვლევა“), რომლის მიზანი
გამოძიების პროცესში გამომძიებელთა და პროკურორთა თანამშრომლობის შეფასება და
ხარვეზების იდენტიფიცირება იყო. კვლევაში შემთხვევითი შერჩევის პრინციპით
მონაწილეობა მიიღო 821-მა გამომძიებელმა და 289 პროკურორმა. კვლევის შედეგები
ცხადყოფს, რომ გამომძიებელი დამოუკიდებლად (პროკურორის ჩარევის გარეშე) თითქმის
არ იღებს არც ერთ გადაწყვეტილებას და პროკურორი აქტიურად არის ჩართული გამოძიების
მთლიან პროცესში, მათ შორის, ისეთი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედების ჩატარებაში,
რომელშიც პროკურორის მონაწილეობა სავალდებულო არ არის. აღნიშნული კვლევის
მონაცემები მიუთითებს, რომ მოქმედი რეგულაციების ფარგლებში გამომძიებელსა და
პროკურორს შორის კომუნიკაცია არის ძალიან ინტენსიური, მათ შორის, გამოძიების
დაწყებამდე.
კვლევის
შედეგები
ხაზს
უსვამს
პროკურორის
აქტიურ
ჩართულობას
გამოძიების პროცესში, ასევე გამომძიებლის პასიურობას და პროკურორზე, როგორც
გადაწყვეტილების მიმღებ პირზე, მის მიჯაჭვულობას.
ზემოთ განხილული საკითხების პრობლემურობას ასევე ადასტურებს ადამიანის უფლებების
სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრისა (EMC) და საქართველოს იურიდიული ფირმების
ასოციაციის (სიფა) მიერ 2018 წელს ჩატარებული კვლევა „საგამოძიებო სისტემის ანალიზი“,
რომლის ფარგლებშიც გამოიკვეთა შემდეგი პრობლემური საკითხები:
•
გამოძიების პროცესში პროკურორის და გამომძიებლის სტატუსი არ არის ნათლად
გაწერილი და რიგ შემთხვევაში ორივე სუბიექტის როლი არის წინააღმდეგობრივი.
გამომძიებელს, ერთი მხრივ, ევალება გამოძიების ობიექტურად და ყოველმხრივ
წარმოება, მეორე მხრივ კი, ის არის ბრალდების მხარე. აგრეთვე, პროკურორი
ახორციელებს
გამომძიებლის
გამოძიებაზე საპროცესო ზედამხედველობას, რისი მიზანიც
მოქმედებების კანონიერების კონტროლია, მეორე მხრივ კი,
პროკურორი თავადვე არის გამოძიების წამყვანი სუბიექტი და მასში აქტიურად
ჩართული. აღნიშნული კი მნიშვნელოვნად ართულებს მისი მხრიდან გამოძიებაზე
ზედამხედველობის ფუნქციის სათანადოდ შესრულებას;
•
გამოძიების პროცესში პროკურორი აქტიურად არის ჩართული და ხშირ შემთხვევაში
სწორედ ის განსაზღვრავს გამოძიების სტრატეგიასა და მის მსვლელობას. აღნიშნული
საფრთხეს უქმნის გამოძიების ობიექტურობასა და ნეიტრალურობას, აგრეთვე, ქრება
ზღვარი გამომძიებელსა და პროკურორს შორის და ამ ორ სუბიექტს, ერთმანეთთან
თანამშრომლობის ბუნებრივი მოტივაცია უყალიბდება;
•
საგამოძიებო ორგანოების ინსტიტუციური მოწყობა და არსებული სამართლებრივი
ჩარჩო ვერ უზრუნველყოფს დამოუკიდებელ, ყოველმხრივ და ობიექტურ გამოძიებას.
გამომძიებელი კვლავ რჩება პროცესის მხარე და მნიშვნელოვნად დამოკიდებული
•
პროკურორის გადაწყვეტილებებზე;
არ
არსებობს
პროკურორსა
ურთიერთობის/კომუნიკაციის
და
გამომძიებელს
დოკუმენტირების
შორის
ვალდებულება.
არსებული
აგრეთვე,
კანონმდებლობაში არ არის გაწერილი, რა ფორმით უნდა გასცემდეს პროკურორი
გამომძიებლის მიმართ სავალდებულო მითითებას და დასაბუთების რა სტანდარტს
•
უნდა აკმაყოფილებდეს ის;
მიუხედავად იმისა, რომ საპროცესო კოდექსში საერთოდ არ არის ნახსენები
საგამოძიებო სამსახურის
ხელმძღვანელი, როგორც
პროცესის
მონაწილე,
ინტერვიუებიდან გამოვლინდა, რომ აღნიშნული თანამდებობის პირები აქტიურად
მონაწილეობენ
გამოძიების
პროცესში
და
ხშირ
შემთხვევაში
უშუალოდ
განსაზღვრავენ ხოლმე კონკრეტული უწყების მიერ წარმოებული გამოძიებების
ხარისხსა და სტანდარტებს;
•
გამოძიების პროცესში ყველა მნიშვნელოვან საგამოძიებო ღონისძიებაზე საბოლოო
გადაწყვეტილებას იღებს არა გამომძიებელი, არამედ პროკურორი. ასევე პროკურორი
იღებს ისეთ პროცესუალურ საკითხებზე გადაწყვეტილებას, როგორებიცაა: საქმის
კვალიფიკაცია, პირისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება, საქმის ერთი
გამომძიებლისთვის ჩამორთმევა და გამოსაძიებლად მეორისთვის გადაცემა და სხვა;
•
სისხლის
სამართლის
დანაშაულთა
საგამოძიებო
ქვემდებარეობის
საკითხი
მოწესრიგებულია არა კანონის დონეზე, არამედ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით.
ზემოთ განხილული საკანონმდებლო რეგულაციების, არსებული პრაქტიკისა და კვლევების
სისტემური ანალიზი ნათლად მიუთითებს საკითხის პრობლემურობაზე და საკანონმდებლო
ცვლილებების საჭიროებაზე.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის მიღება აუცილებელია გამოძიების პროცესში გამომძიებელსა და პროკურორს შორის
ფუნქციების იმგვარი გადანაწილების მიზნით, რომ გამოძიების კონკრეტული ეტაპების
მიხედვით განისაზღვროს თითოეულის პასუხისმგებლობის ხარისხი, აღმოიფხვრას ერთი
სუბიექტის ხელში თვისობრივად განსხვავებული ფუნქციების თავმოყრით გამოწვეული
ინტერესთა
კონფლიქტი
და
უზრუნველყოფილი
იქნეს
როგორც
საგამოძიებო,
ისე
გამომძიებელსა
და
საპროკურორო საქმიანობის ეფექტიანობა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად გამოძიების
პროცესში
პროკურორს შორის უფლებამოსილებები და შესაბამისად, პასუხისმგებლობები, გაიმიჯნება.
გამოძიების პროცესში გააქტიურდება გამომძიებლის
შეინარჩუნებს საპროცესო ზედამხედველობის ფუნქციას.
როლი,
ხოლო
პროკურორი
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტის თანახმად, გამომძიებელი აღარ წარმოადგენს ბრალდების მხარეს,
რაც
ემსახურება
გამომძიებლის
ობიექტურობის
ხარისხის
გაზრდის
მიზანს.
შემოთავაზებული ცვლილებით ბრალდების მხარეს წარმოადგენს მხოლოდ პროკურორი.
შესაბამისად,
ტერმინოლოგიური
ცვლილება
შედის
კოდექსის
მე-3
მუხლსა
და
საჭიროებისამებრ ყველა შესაბამის მუხლში, რომელშიც მითითებულია პროკურორის,
გამომძიებლისა და ბრალდების მხარის კომპეტენციები.
ცვლილების თანახმად, პროცესის მონაწილეებს ემატება საგამოძიებო მიმართულების
ხელმძღვანელი, რომელიც მის კომპეტენციას მიკუთვნებულ
გადაწყვეტილებას მიიღებს დადგენილების ფორმით.
ცალკეულ
საკითხებზე
ტერმინთა განმარტებას ემატება სისხლის სამართლის საქმის წარმოების ელექტრონული
პროგრამის
დეფინიცია.
აღნიშნული
წარმოადგენს
სისხლის
სამართლის
საქმის
ინტეგრირებული მართვის სისტემას, რომლის მეშვეობითაც ხორციელდება სისხლის
სამართლის საქმის ელექტრონული ფორმით წარმოება, გარდა საქართველოს გენერალური
პროკურორის ბრძანებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სისხლის სამართლის საქმის
წარმოების ელექტრონულ პროგრამაში მუშაობის წესს განსაზღვრავს საქართველოს
გენერალური პროკურორი ასევე ამავე მუხლით განიმარტება „რეკომენდაცია“ და
„მითითება“. კერძოდ, მითითება არის საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელის,
პროკურორის დავალება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების წარმართვის ანდა
საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარების შესახებ, რომლის შესრულებაც
სავალდებულოა, ხოლო რეკომენდაცია - პროკურორის წერილობითი მოსაზრება სისხლის
სამართლის საქმეზე გამოძიების წარმართვის ანდა საგამოძიებო ან სხვა საპროცესო
მოქმედებების ჩატარების შესახებ, რომელიც სარეკომენდაციო ხასიათისაა კოდექსის მე-3
მუხლს ასევე ემატება გამოძიების მწარმოებელი პირისა და საგამოძიებო ორგანოს
განმარტება, რამდენადაც აღნიშნული ტერმინები ამავე პროექტის თანახმად გამოიყენება
კოდექსის 101-ე მუხლში.
კოდექსის
32-ე
მუხლში
ეთითება,
რომ
პროკურატურა
წარმოადგენს
სისხლისსამართლებრივი დევნის ორგანოს, რომელიც გამოძიებაზე ახორციელებს არა
საპროცესო ხელმძღვანელობას, არამედ ზედამხედველობას. აღნიშნულის მიზანს
წარმოადგენს გამოძიების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, პროკურორის და
გამომძიებლის უფლებამოსილებების გამიჯვნა.
პროექტის
მიხედვით
პროკურორს
უფლებამოსილებები
განისაზღვრება
ახლებურად.
შესაბამისი ცვლილებები ძირითადად ხორციელდება კოდექსის 32-ე-34-ე მუხლებში.
კერძოდ, პროკურორი არ იქნება გამოძიების პროცესის აქტიური წარმმართველი, როგორც ეს
არის მოქმედი კანონმდებლობით. პროკურორი სისხლისსამართლებრივი დევნის
განმახორციელებელი პირია, აღარ არის საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით
პირველადი გადაწყვეტილების მიმღები, ანუ გამოძიების პროცესის აქტიური მონაწილე და
გამომძიებლის ფუნქციების შემსრულებელი. მას აღარ აქვს საპროცესო ზედამხედველობის
ქვეშ არსებულ საქმეზე გამოძიების სრული მოცულობით ჩატარების, გამოძიების ნებისმიერ
ეტაპზე გამომძიებლისთვის სავალდებულო მითითების, საქმის ერთი გამომძიებლისთვის
ჩამორთმევის
და
მეორესთვის
გადაცემის
უფლება.
პროკურორის
საგამოძიებო
უფლებამოსილება შემოიფარგლება მხოლოდ პროკურატურის საგამოძიებო ქვემდებარეობას
მიკუთვნებული საქმეებით. შესაბამისად, პროკურორს აღარ აქვს გამოძიების საპროცესო
ხელმძღვანელისთვის დამახასიათებელი უფლებამოსილებები და ინარჩუნებს მხოლოდ იმ
უფლებამოსილებებს, რაც გამოძიების საპროცესო ზედამხედველობის და მისი ძირითადი
ფუნქციის - დევნის განხორციელებისთვის არის აუცილებელი. ცვლილების შედეგად
პროკურორის
ინსტრუმენტი
მიერ
საპროცესო
იქნება
საქმეზე
ზედამხედველობის
განხორციელების
შემაჯამებელი
გადაწყვეტილების
ძირითადი
მიღება:
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყება ან, შესაბამისი სტანდარტის არარსებობისას,
დევნის დაწყებაზე უარი და, სათანადო საფუძვლების არსებობისას, გამოძიების შეწყვეტა.
პროექტის თანახმად, პროკურორს უნარჩუნდება ყველა ის უფლებამოსილება, რაც
უკავშირდება მის მიერ სახელმწიფო ბრალმდებლის ფუნქციის სრულყოფილად
განხორციელებას. კერძოდ, პროკურორი უფლებამოსილია:
•
დაიწყოს, შეწყვიტოს ან შეაჩეროს სისხლისსამართლებრივი დევნა, რაც წარმოადგენს
პროკურორის ექსკლუზიურ უფლებამოსილებას. აგრეთვე, შეცვალოს ბრალდება.
•
სასამართლოს მიმართოს შუამდგომლობით ბრალდებულის მიმართ აღკვეთის
ღონისძიების გამოყენების, შეცვლის ან გაუქმების, ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიების ჩატარების ან კოდექსით გათვალისწინებული ცალკეული საგამოძიებო
და სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების
მისაღებად.
პროექტით
საგამოძიებო
განისაზღვრება
მოქმედებებისა
და
ზოგადი
წესი,
რომლის
ოპერატიულ-სამძებრო
თანახმად,
ღონისძიებების
განხორციელების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართავს გამომძიებელი.
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ გამომძიებელი ჩხრეკის, ამოღების
ან კერძო საკუთრებაში დათვალიერების ჩატარების შუამდგომლობით, ასევე,
გადაუდებელი აუცილებლობისას - ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების
კანონიერების შემოწმების შუამდგომლობით, სასამართლოს მიმართავს პროკურორის
•
თანხმობით.
პროკურორი უფლებამოსილია სასამართლოს მიმართოს ცალკეული საგამოძიებო და
სხვა საპროცესო მოქმედების ჩატარების შესახებ სასამართლოს განჩინების მიღების
მიზნით. აღნიშნულ მოქმედებებს განეკუთვნება საბანკო ანგარიშების მონიტორინგი,
ქონებაზე ყადაღის დადება, ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან)
გადაყენება. მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული აღნიშნულ საგამოძიებო/საპროცესო
მოქმედებებზე პროკურორის შუამდგომლობის შენარჩუნება, ვინაიდან საბანკო
ანგარიშების მონიტორინგზე კანონმდებელს დაწესებული აქვს მაღალი სტანდარტი სასამართლოსთვის მიმართვა ხორციელდება პროკურორის შუამდგომლობით,
მხოლოდ გენერალური პროკურორის ან მისი მოადგილის თანხმობის არსებობისას.
შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული სტანდარტის უცვლელად დატოვება. რაც
შეეხება ყადაღას და ბრალდებულის თანამდებობიდან (სამუშაოდან) გადაყენებას აღნიშნული საპროცესო მოქმედებები დაკავშირებულია ბრალდებულის სტატუსთან
და შესაბამისად, მნიშვნელოვანია, ამ შემთხვევაში სასამართლოსთვის მიმართვაზე
გადაწყვეტილება მიიღოს პროკურორმა. პროკურორი აგრეთვე უფლებამოსილია,
კოდექსით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში შუამდგომლობით მიმართოს
სასამართლოს. პროექტის თანახმად, პროკურორი ასევე შუამდგომლობით მიმართავს
სასამართლოს ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით, თუ პირის
მიმართ დაწყებულია სისხლისსამართლებრივი დევნა.
•
სასამართლოში
წარადგინოს
მტკიცებულება,
მონაწილეობა
მიიღოს
მისი
დასაშვებობის საკითხის განხილვაში, აგრეთვე ბრალდებულთან დადოს საპროცესო
შეთანხმება და სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა ბრალდებულის მიმართ
სასამართლოს მიერ სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვის გარეშე
განაჩენის გამოტანის თაობაზე. აღნიშნული უკავშირდება პროკურორის ძირითად
ფუნქციას - სახელმწიფო ბრალდების განხორციელებას და, ბუნებრივია, რომ
უცვლელად რჩება.
•
გამოიტანოს დადგენილება ბრალდებულის (მსჯავრდებულის) ძებნის შესახებ.
აღნიშნულიც
•
უკავშირდება
ბრალდებულის/მსჯავრდებულის
სტატუსს
და
მიზანშეწონილია პროკურორის მიერ მისი განხორციელება.
სავალდებულო მითითება მისცეს ქვემდგომ პროკურორს, ასევე, გააუქმოს ქვემდგომი
პროკურორის
დადგენილება,
კოდექსით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
−
საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელის ან გამომძიებლის დადგენილება.
აგრეთვე, საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელის ან გამომძიებლის უკანონო
გადაწყვეტილება. პროკურორი აგრეთვე უფლებამოსილია კოდექსით განსაზღვრულ
შემთხვევებში გადაწყვიტოს საჩივარი გამომძიებლის დადგენილების გამო, ხოლო
მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო ახსნა-განმარტება მისცეს
სასამართლოს.
მაგალითად,
შემოთავაზებული
ცვლილების
თანახმად,
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე პირს დაზარალებულის სტატუსს
ანიჭებს გამომძიებელი საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელის თანხმობით,
•
რაც შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორთან.
გამომძიებელს მისცეს რეკომენდაცია სისხლის სამართლის საქმეზე კვალიფიკაციის
შეცვლის შესახებ ან თავად შეცვალოს კვალიფიკაცია საჩივრის არსებობისას ან
•
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ.
კოდექსით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში
გადაწყვიტოს
საჩივარი
გამომძიებლის/საგამოძიებო
მიმართულების
ხელმძღვანელის
ქმედებაზე,
გადაწყვეტილებაზე, ხოლო მისი სასამართლოში გასაჩივრების შემთხვევაში საჭირო
ახსნა-განმარტება მისცეს სასამართლოს.
•
სისხლისსამართლებრივი
დევნის
დაზარალებულად/დაზარალებულის
დაწყების
შემდეგ
პირი
ცნოს
უფლებამონაცვლედ,
ხოლო
საჩივრის
არსებობისას გააუქმოს აღნიშნულ საკითხზე გამომძიებლის გადაწყვეტილება.
•
დაესწროს
საგამოძიებო
და
სხვა
საპროცესო
მოქმედების
ჩატარებას,
ხოლო
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ - ასევე მონაწილეობა მიიღოს,
თუმცა, პროკურორი აღარ იქნება უფლებამოსილი თავად ჩაატაროს გამოძიება სრული
მოცულობით. აღნიშნული უფლებამოსილების ცვლილება განპირობებულია იმ
გარემოებით, რომ რეფორმის ძირითადი მიზანი სწორედ საპროკურორო და
საგამოძიებო უფლებამოსილებების გამიჯვნაა. პროკურორი, თავისი ისტორიული
არსით,
არის
სახელმწიფო
ბრალმდებელი,
რომლის
ძირითად
ფუნქციას
სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელება წარმოადგენს, ხოლო საქმის
გამოძიება და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება წარმოადგენს არა პროკურორის,
არამედ გამომძიებლის უპირველეს მოვალეობას.
•
მოითხოვოს სისხლის სამართლის საქმის ცალკეული მასალები ან მთლიანად
სისხლის სამართლის საქმე, აგრეთვე მოითხოვოს და დაუბრკოლებლად მიიღოს
სახელმწიფო ორგანოებიდან დოკუმენტი თუ სხვა ნივთიერი მტკიცებულება.
•
გამომძიებელს მისცეს რეკომენდაცია, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის
დაწყების შემდეგ, კოდექსით განსაზღვრულ შემთხვევაში - სავალდებულო მითითება.
ასევე, სისხლის სამართლის საქმის გამოძიებას ჩამოაშოროს გამომძიებელი, თუ იგი არ
ასრულებს პროკურორის მითითებას. აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს
გამოძიების დამოუკიდებლობის ხარისხის გაზრდა, ამავდროულად პროკურორის
მიერ თავისი ფუნქციების დაუბრკოლებლად განხორციელება. კერძოდ, გამოძიების
დაწყების მომენტიდან პროკურორის მითითებების სავალდებულოობა ქმნის რისკებს,
რომ გამოძიება წარიმართება პროკურორის, და არა გამომძიებლის, სტრატეგიის
მიხედვით, რაც ამცირებს გამოძიების დამოუკიდებლობისა და ობიექტურობის
ხარისხს. შესაბამისად, მნიშვნელოვანია, გამოძიების საწყის ეტაპზე მიმართულებების
განსაზღვრის
აქტიური
მექანიზმები
გააჩნდეს
გამომძიებელს.
თუმცა,
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ, მას შემდეგ, რაც საქმეში პირის
მიმართ იკვეთება მტკიცებულებითი სტანდარტი, პროცესში პროკურორი ერთვება,
როგორც დაინტერესებული პირი, რომლის მიზანსაც წარმოადგენს კონკრეტული
პირისთვის დანაშაულის დამტკიცება. შესაბამისად, მას უნდა გააჩნდეს
სამართლებრივი ბერკეტი, რომლითაც შეძლებს საქმეზე ზეგავლენის მოხდენას, რათა
შექმნას წინასასამართლო სხდომისა და
აუცილებელი მტკიცებულებითი სტანდარტი.
•
საქმის
არსებითი
განხილვისთვის
საგამოძიებო ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით მიიღოს გადაწყვეტილება
სისხლის სამართლის საქმის უწყებრივი ქვემდებარეობით გადაცემის შესახებ.
კანონპროექტის თანახმად, უწყებრივი ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით საქმის
გადაგზავნის
უფლებამოსილებას
ინარჩუნებს
პროკურორი.
აღნიშნული
განპირობებული იმ გარემოებით, რომ მოცემულ შემთხვევაში ხდება ორი ან მეტი
საგამოძიებო უწყების საგამოძიებო ქვემდებარეობის შეფასება და მიზანშეწონილია,
გადაწყვეტილება
მიიღონ
ზედამხედველმა
პროკურორებმა.
რაც
შეეხება
ტერიტორიულ ქვემდებარეობას, აღნიშნული ხორციელდება ერთი საგამოძიებო
უწყების შიგნით, შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე
აღნიშნულზე
გადაწყვეტილებას
მიიღებს
გამომძიებელი,
საგამოძიებო
მიმართულების ზემდგომი ხელმძღვანელის თანხმობით, რაც 24 საათში ეცნობება
პროკურორს, ხოლო დევნის დაწყების შემდეგ გადაწყვეტილებას იღებს პროკურორი.
ტერიტორიული
საგამოძიებო
ქვემდებარეობით
მიმართულების
გადაცემაზე
ზემდგომი
გადაწყვეტილების
ხელმძღვანელი
მიმღები
განისაზღვრება
დაწესებულების ხელმძღვანელის ბრძანებით.
•
საქმეთა გაერთიანებასა და გამოყოფაზე გადაწყვეტილებას მიიღებს გამომძიებელი,
საგამოძიებო
მიმართულების
ზემდგომი
ხელმძღვანელის
თანხმობით,
ხოლო
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ აღნიშნული განხორციელდება
პროკურორის დადგენილებით. ამასთან, კოდექსით გაიწერება საქმეთა გაერთიანებისა
და გამოყოფის საფუძვლები.
•
პროექტის თანახმად, კვლავ პროკურორია უფლებამოსილი შეწყვიტოს გამოძიება.
•
სისხლისსამართლებრივი
დევნის
დაწყების
შემდეგ
განიხილოს
საჩივარი
საგამოძიებო მოქმედების ჩაუტარებლობის შესახებ, ასევე გამოძიების გაჭიანურების
•
შესახებ.
კოდექსის 33-ე მუხლს ემატება მე-7 ნაწილი, რომლითაც გაიწერება პროკურორის მიერ
გამომძიებლისთვის მითითების მიცემის შემთხვევები.
•
მოქმედი კოდექსის 33-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული
გენერალური პროკურორის/მის მიერ უფლებამოსილი პირის უფლებამოსილება
გამოძიების საპროცესო ზედამხედველობიდან ჩამოაშოროს ქვემდგომი პროკურორი
და მისი ფუნქციები დააკისროს სხვა პროკურორს, გათვალისწინებული იქნება ამავე
მუხლის მე-8 ნაწილით, ვინაიდან აღნიშნული არ წარმოადგენს პროკურორის ზოგად
უფლებამოსილებას და არის გენერალური პროკურორის ექსკლუზივი.
პროკურორი
აგრეთვე
არ
იქნება
უფლებამოსილი
სისხლისსამართლებრივი
დევნის
დაწყებამდე პირი ცნოს დაზარალებულად/მის უფლებამონაცვლედ. აღნიშნული
უფლებამოსილებები ექნება გამომძიებელს, რაც გამომდინარეობს არსებული პრაქტიკიდან.
კერძოდ, დაზარალებულთან აქტიური კომუნიკაცია გამოძიების დაწყების მომენტიდანვე
აქვს სწორედ გამომძიებელს. შესაბამისად, გამომძიებელს შეუძლია გამოძიების ადრეულ
ეტაპზევე მიანიჭოს პირს დაზარალებულის სტატუსი, რაც ხელს შეუწყობს დაზარალებულის
მიერ კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებით სარგებლობას. ამასთან,
პრაქტიკის თანახმად, დაზარალებულს უფლება-მოვალეობებს უმეტეს შემთხვევაში
უმარტავს
გამომძიებელი.
შესაბამისად,
მიზანშეწონილია
საკანონმდებლო
დონეზე
გამომძიებლის უფლებამოსილება იყოს ის, რაც პრაქტიკაში ფაქტობრივად მის მიერ
ხორციელდება.
პროექტის თანახმად, გამომძიებელი არის უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე პირი,
რომელიც
პასუხისმგებელია
გამოძიების
ყოველმხრივ,
სრულად,
ობიექტურად
და
დროულად ჩატარებაზე. ამასთან, გამომძიებელი ვალდებულია შეასრულოს პროკურორის
წერილობითი მითითება. თუ გამომძიებელი არ ეთანხმება პროკურორის მითითებას, მას
უფლება აქვს, საქმე და თავისი მოსაზრებები წერილობით წარუდგინოს ზემდგომ
პროკურორს, რომელსაც შეუძლია გააუქმოს ქვემდგომი პროკურორის მითითება ან, ძალაში
დატოვოს იგი. ამ უკანასკნელ შემთხვევაში, ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილების
მიზნით, საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია გადაწყვიტოს
საქმის სხვა გამომძიებლისთვის გადაცემის საკითხს. ანალოგიური ურთიერთმიმართება
გაიწერა
საგამოძიებო
დაკავშირებით.
მიმართულების
ხელმძღვანელის
მითითების
შესრულებასთან
პროექტის თანახმად, გამომძიებელი უფლებამოსილია:
• კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში და დადგენილი წესით ჩაატაროს
საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედება. შესაბამისად, საგამოძიებო/საპროცესო
მოქმედებების ჩატარება განისაზღვრება, როგორც გამომძიებლის უფლებამოსილება,
ხოლო პროკურორი უფლებამოსილი იქნება სასამართლოს მხოლოდ მიმართოს
•
ზოგიერთი საგამოძიებო/საპროცესო მოქმედების ჩატარების შუამდგომლობით.
კოდექსით
გათვალისწინებულ
შემთხვევაში
სასამართლოს
მიმართოს
შუამდგომლობით ადამიანის უფლებათა შემზღუდველი საგამოძიებო მოქმედების
ან/და
ოპერატიულ-სამძებრო
განჩინების
მისაღებად,
მტკიცებულებათა
ღონისძიების
აგრეთვე
გამოთხოვის
ჩატარების
გამოძიების
შესახებ
პროცესში
შუამდგომლობით.
სასამართლოს
კერძო
აღნიშნული
პირთაგან
წარმოადგენს
ნოვაციას და გამომძიებელს ანიჭებს უფლებას, თავად მიმართოს სასამართლოს
განჩინების მიღების მოთხოვნით, შესაბამისად, საჭიროების შემთხვევაში,
მონაწილეობა მიიღოს აღნიშნული შუამდგომლობების სასამართლო განხილვაში.
ვინაიდან რეფორმის მიზანს წარმოადგენს საგამოძიებო და საპროკურორო
უფლებამოსილებების გამიჯვნა, მნიშვნელოვანია, რომ საგამოძიებო მოქმედებებთან
•
დაკავშირებული რეგულაციები მოექცეს გამომძიებლის კომპეტენციაში.
მოითხოვოს საგამოძიებო მოქმედების, აგრეთვე რევიზიის, ინვენტარიზაციის,
საუწყებო შემოწმების ჩატარება და დოკუმენტის წარდგენა, აგრეთვე მოითხოვოს და
დაუბრკოლებლად მიიღოს სახელმწიფო ორგანოებიდან დოკუმენტი თუ სხვა
ნივთიერი მტკიცებულება.
•
სისხლის სამართლის საქმის აღდგენის მიზნით, წერილობით მიმართოს შესაბამის
ორგანოს ან დაწესებულებას საჭირო მასალების ან/და ინფორმაციის გადაცემის
მოთხოვნით, აგრეთვე სრული მოცულობით ჩაატაროს საპროცესო მოქმედებები.
•
კოდექსით დადგენილი წესით მიიღოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის
ტერიტორიული ქვემდებარეობით გადაცემის, საქმეთა გაერთიანების ან გამოყოფის
შესახებ. აღნიშნული საკითხი წარმოადგენს სიახლეს და დეტალურად არის
აღწერილი კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლების განხილვისას.
•
სხვა გამომძიებლისათვის საგამოძიებო დავალების მიცემის თხოვნით მიმართოს
საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელს, ხოლო სხვა საგამოძიებო ორგანოს
შემთხვევაში − პროკურორს. აღნიშნული ცვლილება განპირობებულია იმ
გარემოებით, რომ საგამოძიებო დავალების გაცემა, თავისი არსით, განეკუთვნება
საგამოძიებო ორგანოს კომპეტენციას და არ არის დაკავშირებული პროკურორის
ფუნქციებთან. ამიტომ, მიზანშეწონილია აღნიშნულ საკითხზე გამომძიებელმა
მიმართოს
შესაბამისი
საგამოძიებო
მიმართულების
ხელმძღვანელს,
თუმცა,
შეზღუდული მანდატიდან გამომდინარე, სხვა საგამოძიებო ორგანოს დავალებას ვერ
მისცემს საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელი. შესაბამისად, ამ შემთხვევაში
ნარჩუნდება პროკურორისთვის მიმართვა.
•
შესაბამის ორგანოს მისცეს წერილობითი მითითება დაკავებულთა და
დაპატიმრებულთა გამოძიების ადგილზე მიყვანის შესახებ, მოიწვიოს თარჯიმანი,
ექსპერტი, ამოსაცნობი პირი.
•
პირი ცნოს დაზარალებულად ან მის უფლებამონაცვლედ და განუმარტოს მისი
უფლება-მოვალეობები. აღნიშნული არის სიახლე და როგორც ზემოთ განხილულია,
ცვლილება გამომდინარეობს არსებული რეალობიდან. პრაქტიკა მიუთითებს, რომ
პროცესის ეკონომიურობის მიზნით (არ გახდება საჭირო დაზარალებულის
რამდენჯერმე დაბარება), აგრეთვე დაზარალებულის მიერ უფლებებით დროულად
სარგებლობისთვის
მიზანშეწონილია,
რომ
დაზარალებულად
ან
მის
უფლებამონაცვლედ ცნობის დადგენილება გამოიტანოს არა პროკურორმა, არამედ
გამომძიებელმა.
•
მისი მოქმედებისა და გადაწყვეტილების გასაჩივრების შემთხვევაში დაუყოვნებლივ
გაუგზავნოს საჩივარი და სისხლის სამართლის საქმის მასალები საგამოძიებო
მიმართულების
ხელმძღვანელს,
საპროცესო
ზედამხედველ
პროკურორს
ან
სასამართლოს, აგრეთვე, განახორციელოს კოდექსით გათვალისწინებული სხვა
უფლებამოსილებანი.
პროექტის
თანახმად,
კოდექსით
გათვალისწინებულ
შემთხვევებში
გამომძიებელი
ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს სასამართლო სხდომაში. ამ ნორმის მითითების
აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ გამომძიებელი თავად იქნება უფლებამოსილი
სასამართლოში წარადგინოს შუამდგომლობა საგამოძიებო და სხვა საპროცესო მოქმედებების
ჩატარების შესახებ. შესაბამისად, შუამდგომლობის ზეპირი მოსმენით განხილვის
შემთხვევაში იგი ვალდებული იქნება გამოცხადდეს სასამართლო სხდომაზე, რომლის
შესაბამისი ნორმაც მოქმედ კოდექსში არ არსებობს.
პროექტით განსაზღვრულია საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელის სტატუსი და
ფუნქცია-მოვალეობები.
უმაღლესი
კერძოდ,
იურიდიული
გამომძიებლის
უშუალო
საგამოძიებო
განათლების
მქონე
ხელმძღვანელობას,
მიმართულების
მოხელე,
გამოძიების
ხელმძღვანელი
რომელიც
არის
ახორციელებს
ყოველმხრივ,
სრულად,
ობიექტურად და დროულად ჩატარების კონტროლს. საგამოძიებო მიმართულების
ხელმძღვანელს ენიჭება უფლებამოსილებები, რომლებიც უკავშირდება გამოძიების
ეფექტიანობის კონტროლს, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საპროცესო გადაწყვეტილების
პროკურორის მიერ კონტროლი პირდაპირ არის გათვალისწინებული კოდექსით. კერძოდ,
საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელი უფლებამოსილია:
•
საგამოძიებო ქვემდებარეობის მოთხოვნათა დაცვით სისხლის სამართლის საქმის
გამოძიება დაავალოს ამა თუ იმ გამომძიებელს, საქმე ჩამოართვას ერთ გამომძიებელს
და გადასცეს მეორეს. მითითებული უფლებამოსილებები უნდა განხორციელდეს
არსებული
პოლიციური
რესურსის
და
პოლიციელთა
კომპეტენციის
გათვალისწინებით, რასაც ყველაზე კარგად სწორედ შესაბამისი საგამოძიებო
მიმართულების ხელმძღვანელი განახორციელებს.
•
გაეცნოს სისხლის სამართლის საქმეს, რამდენადაც საგამოძიებო მიმართულების
ხელმძღვანელს ეკისრება გამოძიების ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად
ჩატარებაზე კონტროლის ვალდებულება.
•
•
გააუქმოს გამომძიებლის უკანონო ანდა დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება.
მონაწილება მიიღოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში ან ჩაატაროს გამოძიება
სრული მოცულობით.
•
სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებამდე გადაწყვიტოს საჩივარი საგამოძიებო
მოქმედების ჩაუტარებლობის ან გამოძიების გაჭიანურების შესახებ.
•
სისხლისსამართლებრივი
დევნის
დაწყებამდე
დამოუკიდებლად,
ხოლო
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ პროკურორთან შეთანხმებით
გამომძიებელს მისცეს მითითება.
•
განახორციელოს კოდექსით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებანი.
პროექტის თანახმად, საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელი, რომელიც უშუალოდ
ატარებს გამოძიებას, სარგებლობს გამომძიებლის სტატუსით.
ამასთან,
სისხლისსამართლებრივი
დევნის
დაწყებამდე
გამომძიებელი
საგამოძიებო
მიმართულების
ხელმძღვანელის
თანხმობით
იღებს
გადაწყვეტილებას
პირის
დაზარალებულად ცნობის/მასზე უარის, დაზარალებულად ცნობის დადგენილების
გაუქმების და დაზარალებულისთვის საქმის მასალების გაცნობის შესახებ. აღნიშნული
გადაწყვეტილებები შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს პროკურორთან, ხოლო შემდეგ,
სასამართლოში.
სისხლისსამართლებრივი
დევნის
დაწყების
შემდეგ
პროკურორი
უფლებამოსილია პირი ცნოს დაზარალებულად, გამოიტანოს დაზარალებულად ცნობაზე
უარის დადგენილება ან გააუქმოს დაზარალებულად ცნობის დადგენილება, ასევე მიიღოს
გადაწყვეტილება დაზარალებულისთვის საქმის მასალების გაცნობის შესახებ და გაცნობა
დაავალოს
გამომძიებელს.
აღნიშნულიდან
გამომდინარე,
შესაბამისი
ცვლილებები
ხორციელდება კოდექსის 56-ე და 57-ე მუხლებში.
პროექტის მიხედვით, სისხლის სამართლის პროცესში მონაწილეობის გამომრიცხავი
გარემოებებისა და აცილების თავში სუბიექტად ემატება საგამოძიებო მიმართულების
ხელმძღვანელი, ვინაიდან იგი წარმოადგენს პროცესის მონაწილეს და შესაძლოა მის
მიმართაც
წარმოიშვას
ინტერესთა
კონფლიქტის
საფუძველი.
შესაბამისად,
მასზეც
გავრცელდება აცილების იგივე წესი, რაც განსაზღვრულია გამომძიებელთან მიმართებით.
პროექტით
ასევე
განისაზღვრება
გამომძიებლის
უფლებამოსილება,
გამოიტანოს
დასაბუთებული დადგენილება პროცესის მონაწილის აცილების შესახებ, თუ გამოძიების
მიმდინარეობისას
მისთვის
ცნობილი
გახდა
მოწმისა
და
დაზარალებულის
კოორდინატორის, თარჯიმნის ან ექსპერტის აცილების საფუძველი და ამავე დროს არ
არსებობს მხარის შუამდგომლობა აცილების თაობაზე.
წინამდებარე პროექტის თანახმად, დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში
გამოძიების დაწყების ვალდებულება ეკისრება მხოლოდ გამომძიებელს. გამოძიების
დაწყების შესახებ პროკურორს ეცნობება არაუგვიანეს 12 საათისა. აღნიშნული ცვლილება
ემსახურება საგამოძიებო და საპროკურორო უფლებამოსილებების გამიჯვნას. დღეს
არსებული ჩანაწერი, რომ დანაშაულის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე როგორც
გამომძიებელი, ისე პროკურორი, ვალდებული არიან დაიწყონ გამოძიება, არის ბუნდოვანი
და არ ემსახურება ნორმის განჭვრეტადობის პრინციპს.
ცვლილება შედის 101-ე მუხლში, რომლის თანახმადაც გამოძიების დაწყების საფუძველია
დანაშაულის შესახებ ინფორმაცია, რომელიც საგამოძიებო ორგანოს/გამოძიების მწარმოებელ
პირს მიაწოდეს, გამოვლინდა სისხლის სამართლის პროცესის დროს ან გამოქვეყნდა
მასმედიაში. წინამდებარე მუხლს ემატება ახალი რეგულაციები, რომლის მიხედვითაც,
გამოძიების დაწყებაზე გამომძიებლის უარი შეიძლება ერთჯერადად გასაჩივრდეს
საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელთან, ხოლო საგამოძიებო მიმართულების
ხელმძღვანელის გადაწყვეტილება − პროკურორთან. საჩივრის დაკმაყოფილებისას
პროკურორი საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელს აძლევს მითითებას გამოძიების
დაწყების თაობაზე. ამასთან, პროკურორი უფლებამოსილია, შეისწავლოს საგამოძიებო
ორგანოში არსებული ინფორმაცია შესაძლო დანაშაულის ჩადენის შესახებ ან გამოძიების
დაწყებაზე უარის თქმის გადაწყვეტილების კანონიერების საკითხი და გამომძიებელს მისცეს
მითითება გამოძიების დაწყების შესახებ.
იცვლება კოდექსის 102-ე მუხლი, რომელიც განსაზღვრავს საქმის ქვემდებარეობის მიხედვით
გადაგზავნას. კერძოდ, საქმეს უწყებრივი ქვემდებარეობის მიხედვით, ნებისმიერ ეტაპზე
აგზავნის პროკურორი. პროექტის მიხედვით, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე
საქმის
ტერიტორიული
ქვემდებარეობით
გადაგზავნას
ახორციელებს
გამომძიებელი,
საგამოძიებო მიმართულების ზემდგომი ხელმძღვანელის თანხმობით, რაც 24 საათში
ეცნობება პროკურორს,
პროკურორი.
ხოლო
პროექტის
გამოძიების
თანახმად,
სისხლისსამართლებრივი
დევნის
დევნის
დაწყების
სტადიაზე
შემდეგ
საქმის
დაწყებამდე
გადაწყვეტილებას
გამოყოფა
ხორციელდება
და
იღებს
გაერთიანება
გამომძიებლის
დადგენილებით, საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელის/ზემდგომი ხელმძღვანელის
თანხმობით, ხოლო დევნის დაწყების შემდეგ - პროკურორის დადგენილებით. პროკურორს
ექნება
უფლებამოსილება
გამომძიებელს
მისცეს
საქმეთა
გაერთიანების/გამოყოფის
რეკომენდაცია, ხოლო საჩივრის არსებობის შემთხვევაში - თავად გააერთიანოს/გამოყოს
საქმე. ამასთან, პროექტით გათვალისწინებულია საქმეთა გამოყოფისა და გაერთიანების
კონკრეტული სამართლებრივი საფუძვლები.
პროექტის თანახმად, გამოძიების შეწყვეტა, როგორც სისხლის სამართლის საქმეზე მისაღები
შემაჯამებელი გადაწყვეტილება რჩება პროკურორის კომპეტენციებში. ამასთან, ცვლილების
თანახმად,
სათანადო
სამართლებრივი საფუძვლის არსებობისას,
გამომძიებელი
წერილობითი წინადადებით მიმართავს პროკურორს სისხლის სამართლის საქმეზე
გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თუ პროკურორი
მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე არ არსებობს გამოძიების შეწყვეტის საფუძველი,
უფლებამოსილია
20
დღის
ვადაში
გამომძიებელს
მისცეს
მითითება
დამატებითი
მტკიცებულებების მოპოვების, საგამოძიებო ან სხვა საპროცესო მოქმედებების ჩატარების
შესახებ. იმ შემთხვევაში თუ გამომძიებელი და საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელი
არ ეთანხმებიან მითითებას, ეს უკანასკნელი სისხლის სამართლის საქმეს დასაბუთებული
წერილობითი მოსაზრებით უგზავნის ზემდგომ პროკურორს, რომელიც 20 დღის ვადაში
იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ძალაში ტოვებს ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებას;
ბ) აუქმებს ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებას და საპროცესო ზედამხედველობის
განხორციელების მიზნით საქმეს გადასცემს სხვა პროკურორს.
გამომდინარე იქიდან, რომ გამომძიებელი აღარ იქნება ბრალდების მხარე, საგამოძიებო
მოქმედებებისა და სხვა საპროცესო მოქმედებების შესაბამის მუხლებში შედის
ტერმინოლოგიური ცვლილება და საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე უფლებამოსილ
სუბიექტებად ეთითება გამომძიებელი და მხარე.
კოდექსის 112-ე მუხლი განსაზღვრავს რეგულაციებს სასამართლოს განჩინებით და
გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში - მის გარეშე ჩატარებული საგამოძიებო
მოქმედების შესახებ. აღნიშნული მუხლის საფუძველზე სასამართლოსთვის მიმართვა
შეუძლია როგორც პროკურორს, ისე გამომძიებელსა და დაცვის მხარეს. ამ შემთხვევაში
სამივე სუბიექტის მოხსენიება რელევანტურია, ვინაიდან გარკვეულ საგამოძიებო და
საპროცესო მოქმედებებზე (საბანკო ანგარიშების მონიტორინგი, ყადაღა) სასამართლოს
განჩინების მიღების მიზნით ასევე მიმართავს პროკურორი.
გამოკითხვის (113-ე მუხლი) და გამოძიების დროს პირის დაკითხვის (114-ე მუხლი)
რეგულაციებში პირდაპირ ეთითება, რომ აღნიშნული საგამოძიებო მოქმედებები ტარდება
არა ბრალდების მხარის, არამედ გამომძიებლის მიერ. თუმცა, თუ პირი იკითხება
სამართლებრივი
დახმარების
აღმოჩენის
შესახებ
საქართველოს
საერთაშორისო
ხელშეკრულების, ინდივიდუალური შეთანხმების ან ნაცვალგების პირობების საფუძველზე
შემოსული უცხო სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოს შუამდგომლობის საფუძველზე
ანდა
„სისხლის
სამართლის
სფეროში
საერთაშორისო
თანამშრომლობის
შესახებ“
საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი წესით, აღნიშნული ხორციელდება
პროკურორის მიერ.
ცვლილების
თანახმად,
გამომძიებლის
შუამდგომლობით
მოხდება
კომპიუტერული
სისტემიდან ინფორმაციის გამოთხოვა (136-ე მუხლი), კერძოდ აღნიშნულს განახორციელებს
გამომძიებელი დამოუკიდებლად, ხოლო სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შემდეგ
− პროკურორის თანხმობით. კოდექსის 136-ე-138-ე მუხლებზე გავრცელდება ფარული
საგამოძიებო მოქმედებების სტანდარტი. შესაბამისად, დასახელებულ მუხლებსა და ფარულ
საგამოძიებო მოქმედებებზე (კოდექსის 1431-14310 მუხლები), სისხლისსამართლებრივი
დევნის დაწყებამდე შუამდგომლობას წარადგენს გამომძიებელი პროკურორის თანხმობით,
ხოლო დევნის დაწყების შემდეგ - პროკურორი.
ამასთან,
პროექტით
გამომძიებელი
გათვალისწინებული
წერილობითი
169-ე
მუხლის
წინადადებით
11
ნაწილის
მიმართავს
თანახმად,
პროკურორს
სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თუ
პროკურორი მიიჩნევს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა
ერთობლიობა არ ქმნის სისხლისსამართლებრივი დევნის დასაწყებად საკმარის
დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტს, უფლებამოსილია 20 დღის ვადაში გამომძიებელს
მისცეს მითითება. იმ შემთხვევაში თუ გამომძიებელი და საგამოძიებო მიმართულების
ხელმძღვანელი არ ეთანხმებიან მითითებას, ეს უკანასკნელი სისხლის სამართლის საქმეს
დასაბუთებული წერილობითი მოსაზრებით უგზავნის ზემდგომ პროკურორს, რომელიც 20
დღის ვადაში იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ძალაში ტოვებს ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებას;
ბ) აუქმებს ქვემდგომი პროკურორის გადაწყვეტილებას და საპროცესო ზედამხედველობის
განხორციელების მიზნით საქმეს გადასცემს სხვა პროკურორს.
კოდექსის 171-ე მუხლს, რომელიც ეხება პირის დაკავებას, ემატება მე-4 ნაწილი, რომლითაც
განისაზღვრება,
რომ
სასამართლოს
განჩინების
გარეშე
პირის
დაკავების
შესახებ
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საპროცესო ზედამხედველ პროკურორს. ვინაიდან პირი
დაკავებისთანავე ითვლება ბრალდებულად, აღნიშნული ნორმის მიზანს წარმოადგენს
პროკურორის მომეტებული ინტერესი პირველივე წუთიდან ფლობდეს ინფორმაციას
დაკავებული პირის შესახებ.
ამასთან, კოდექსის 190-ე მუხლს ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც გამომძიებლის
გამოუცხადებლობისას სასამართლო გადადებს საქმის განხილვას გონივრული ვადით და
ამას
აცნობებს
შესაბამისი
საგამოძიებო
მიმართულების
ხელმძღვანელს,
რომელიც
ვალდებულია მომდევნო სხდომაზე უზრუნველყოს გამომძიებლის მონაწილეობა და
სასამართლოს
აუცილებლობა
აცნობოს
გამოუცხადებლობის
გამომდინარეობს
იმ
მიზეზი.
გარემოებიდან,
აღნიშნული
რომ
ნორმის
მიღების
ცვლილებების
შემდეგ
გამომძიებელი თავად წარადგენს შუამდგომლობას საგამოძიებო მოქმედების ჩატარების
შესახებ.
შესაბამისად,
შუამდგომლობის
ზეპირი
მოსმენით
განხილვისთვის
გათვალისწინებულ უნდა იქნეს ყველა აუცილებელი რეგულაცია.
პროექტის მე-2 მუხლით გათვალისწინებულია გარდამავალი დებულებები. კერძოდ: 2023
წლის 1 იანვრამდე სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 119-ე-123-ე მუხლებით, ასევე, 125-ე-127-ე და 136-ე
მუხლებით გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების ან გადაუდებელი
აუცილებლობით
ჩატარებული
საგამოძიებო
მოქმედებების
კანონიერად
ცნობის
შუამდგომლობით გამომძიებელი სასამართლოს მიმართავს პროკურორის თანხმობით.
აღნიშნული უზრუნველყოფს რეფორმის საწყის ეტაპზე გამომძიებლების მიერ ახალი
ფუნქციების სათანადოდ განხორციელებას.
ამასთან,
გარდამავალი
დებულებების
შესაბამისად,
გამოძიების
ორგანოებმა
და
საქართველოს პროკურატურამ 2022 წლის 1 აპრილამდე უზრუნველყონ სათანადო
კანონქვემდებარე
ნორმატიული
აქტების
კოდექსთან
შესაბამისობა,
შესაბამისი
კანონქვემდებარე აქტების გამოცემა და სამოქმედო გეგმების შემუშავება. სამოქმედო გეგმა,
მათ შორის, უნდა შეიცავდეს გამომძიებელთა გადამზადების, გამომძიებლისა და
საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელის საკვალიფიკაციო მოთხოვნების, გამოძიების
ხარისხის კონტროლის მექანიზმის განახლების/დანერგვის საკითხებს.
პროექტით გათვალისწინებული მოთხოვნა გამომძიებლის უმაღლესი იურიდიული
განათლების შესახებ არ ვრცელდება ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის გამომძიებლის
პოზიციაზე უკვე დანიშნულ პირებზე. ამასთან, სასამართლოსათვის შუამდგომლობით
მიმართვის უფლება აქვს მხოლოდ საგამოძიებო მიმართულების ხელმძღვანელს ან
უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე გამომძიებელს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ამოქმედების ვადად გათვალისწინებულია 2023 წლის 1 იანვარი, რა
დროისთვისაც უზრუნველყოფილი იქნება გამოძიების ორგანოების მზადყოფნა შეასრულონ
ახალი უფლებამოსილებები. ამასთან, ზოგიერთ საგამოძიებო მოქმედების ჩატარებასთან
დაკავშირებით განსაზღვრულია გარდამავალი პერიოდი. აღნიშნულის გათვალისწინებით,
კანონი სრულად ამოქმედდება 2024 წლის 1 იანვრიდან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
საკანონმდებლო
ცვლილებები
ითვალისწინებს
გამოძიების
ორგანოებისთვის
უფლებამოსილებებისა და თანამშრომელთა ფუნქციების გაზრდას, რაც, ცალკეულ
შემთხვევაში საჭიროებს სათანადო სამოქმედო გეგმის შემუშავებით თანამშრომელთა
გადამზადებას, კვალიფიკაციის ამაღლებას და სხვა.
კერძოდ: წინამდებარე საკანონმდებლო ცვლილებებით ხდება პროკურატურის ფუნქციურად
ნაწილობრივი განტვირთვა, შესაბამისად, პროკურატურა არ საჭიროებს თანამშრომელთა
რაოდენობის გაზრდას. რაც შეეხება, გამოძიების ორგანოებს, იზრდება გამოძიების პროცესში
გამომძიებელთა უფლებამოსილებები, თუმცა აღნიშნული არ გამოიწვევს გამომძიებელთა
რაოდენობისა და ხელფასის ზრდის აუცილებლობას. აღნიშნული განხორციელდება
არსებული ადამიანური რესურსის გათვალისწინებით. ამასთან, ხელფასის ზრდის
აუცილებლობა არ გამომდინარეობს უმაღლესი იურიდიული განათლების მოთხოვნის
დაწესებიდან, ვინაიდან 2018 წლიდან „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში
სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის
2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანების შესაბამისად, თუ საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს სისტემაში საშტატო ერთეულით გათვალისწინებული თანამდებობა
ითვალისწინებს გამოძიების ფუნქციის განხორციელებას, მისაღებ/დასანიშნ კანდიდატს
უნდა ჰქონდეს უმაღლესი იურიდიული განათლება. შესაბამისად, უმაღლესი იურიდიული
განათლება, როგორც სავალდებულო მოთხოვნა უკვე არსებობს და სწორედ ამ წესით
ხორციელდება გამომძიებელთა მიღება. აღსანიშნავია, რომ სხვა საგამოძიებო უწყებებში
გამომძიებლებად ასევე დასაქმებული არიან უმაღლესი იურიდიული განათლების მქონე
პირები.
ზემოაღნიშნულის
გათვალისწინებით,
წინამდებარე
კანონპროექტით
გათვალისწინებული გამომძიებელთა გაზრდილი ფუნქციები განხორციელდება საგამოძიებო
უწყებებში უკვე არსებული ადამიანური რესურსისა და გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში. „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს
კანონში აღნიშნული საკითხები ფინანსდება შემდეგი პროგრამის ფარგლებში:
საზოგადოებრივი წესრიგი და საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება/გაღრმავება
(პროგრამული კოდი 30 01). უმაღლესი იურიდიული განათლების მოთხოვნის დამატება არ
უკავშირდება ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილს, რამდენადაც პროექტის გარდამავალი
დებულებების თანახმად, მოთხოვნა გამომძიებლის უმაღლესი იურიდიული განათლების
შესახებ არ ვრცელდება კანონის ამოქმედების მომენტისთვის გამომძიებლის პოზიციაზე უკვე
დანიშნულ პირებზე. თუმცა, აღნიშნული გარემოების დაზღვევის მექანიზმი იქნება
გამომძიებელთა გადამზადების კურსი.
აღსანიშნავია, რომ საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებამდე აუცილებელი იქნება
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გამომძიებლების გადამზადება. აღნიშნულს
განახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს აკადემია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა
დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტთან კოორდინაციით. შინაგან
საქმეთა სამინისტროში გადასამზადებელი იქნება დაახლოებით 1300-მდე გამომძიებელი,
გადამზადების ხარჯი დამოკიდებული იქნება ტრენინგის ხანგრძლივობაზე და ტრენინგის
ჩატარების ადგილზე (მივლინების/განთავსების ხარჯები და ა.შ.). გადამზადება
განხორციელდება საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს აკადემიისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების
ფარგლებში. აღსანიშნავია, რომ „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“
საქართველოს კანონში აღნიშნული საკითხები ფინანსდება შემდეგი პროგრამის ფარგლებში:
სამართალდამცავი სტრუქტურებისათვის მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება,
გადამზადება, საარქივო ფონდების დიგიტალიზაცია, სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობა და
მოქალაქეთა მომსახურება (პროგრამული კოდი 30 04). გადამზადება ასევე შესაძლოა
განხორციელდეს შესაბამისი დონორების დაფინანსებით.
სხვა გამოძიების ორგანოების გამომძიებელთა გადამზადება, ასეთი საჭიროების არსებობისას,
ასევე განხორციელდება შესაბამისი სახელმწიფო უწყებებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან
მათთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
მომდევნო
წლებში
გამოძიების
ორგანოების
გამომძიებელთა
ხელფასი
და
გადამზადებისთვის საჭირო ადმინისტრაციული ხარჯები დაფინანსდება უწყებების 20222025 წლების საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმების შესაბამისად.
პროექტის თანახმად, გამოძიების ორგანოების ჩამონათვალში (კოდექსის 34-ე მუხლი)
ემატება საქართველოს პროკურატურა, თუმცა, აღნიშნული არ უკავშირდება პროკურატურის
ფუნქციურ ან სტრუქტურულ ცვლილებას. პროკურატურას საგამოძიებო ქვემდებარეობა
განსაზღვრული აქვს მოქმედი კანონმდებლობითაც, თუმცა, გამოძიების ორგანოთა
ჩამონათვალში არ იყო მითითება პროკურატურის უფლებამოსილ დანაყოფზე. შესაბამისად,
აღნიშნული წარმოადგენს ტექნიკურ ცვლილებას და ხდება უკვე არსებული ფუნქციის
მითითება.
აღსანიშნავია, რომ წინამდებარე საკანონმდებლო ცვლილებები არ უკავშირდება
პროკურატურის ან რომელიმე გამოძიების ორგანოს სტრუქტურულ ცვლილებას. ამასთან,
კანონპროექტის თანახმად, პროცესის მონაწილეებს ემატება ახალი სუბიექტი − საგამოძიებო
მიმართულების ხელმძღვანელი, თუმცა, აღნიშნული არ გულისხმობს გამოძიების
ორგანოებში ახალი თანამდებობის ან პოზიციის შექმნას/დამატებას. საგამოძიებო
მიმართულების ხელმძღვანელის უფლებამოსილებები მიენიჭება შესაბამის დანაყოფში
გამოძიების კურატორ პირს, რამდენადაც გამოძიების ორგანოების მოქმედი სტრუქტურის
მიხედვით, თითოეულ დანაყოფში უკვე გათვალისწინებულია გამოძიებაზე პასუხისმგებელი
თანამდებობის პირი.
პროექტით
გათვალისწინებული
გამოძიების
ხარისხის
კონტროლის
მექანიზმის
განახლება/დანერგვა არ უკავშირდება ფინანსურ ხარჯებს, რამდენადაც გამოძიების
ორგანოების უმეტესობა უკვე ახორციელებს ამგვარ მონიტორინგს, ხოლო ასეთის
არარსებობისას, შესაძლებელია ამ ფუნქციის განხორციელება უკვე არსებული
სტრუქტურული ერთეულების მიერ (გენერალური ინსპექცია, მონიტორინგის სამსახური).
მაგალითად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2018 წელს შეიქმნა ადამიანის
უფლებათა დაცვისა და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტი, რომელიც 2019
წლიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით ახორციელებს გამოძიების ხარისხის მონიტორინგს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. აღნიშნულ პირებს განეკუთვნებიან გამომძიებლები
და
პროკურორები,
რომელთათვის
ანაზღაურების
გაზრდა
წინამდებარე
პროექტის
ფარგლებში გათვალისწინებული არ არის. აგრეთვე, ამ მიმართულებით რაიმე შედეგს არ
წარმოშობს უმაღლესი იურიდიული განათლების შესახებ პროექტით გათვალისწინებული
მოთხოვნა, რამდენადაც პროექტის გარდამავალი დებულებების თანახმად, მოთხოვნა
გამომძიებლის უმაღლესი იურიდიული განათლების შესახებ არ ვრცელდება კანონის
ამოქმედების მომენტისთვის გამომძიებლის პოზიციაზე უკვე დანიშნულ პირებზე. ამასთან,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში 2018 წლიდან გამომძიებელთა მიღება
ხორციელდება უმაღლესი იურიდიული განათლების
შემთხვევაში.
წინაპირობის დაკმაყოფილების
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ)
არსებობის
შემთხვევაში,
ევროკავშირის
ის
სამართლებრივი
აქტი,
რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებამდე გაიმართა არაერთი კონსულტაცია როგორც სახელმწიფო
დაწესებულებებთან, ისე სამოქალაქო სექტორთან.
შეფასებულ იქნა ვენეციის კომისიის მიერ.
ამასთან,
რეფორმის
კონცეფცია
საკანონმდებლო პაკეტის მომზადებამდე, კომუნიკაციის კვლევასა და საერთაშორისო
პრაქტიკაზე დაყრდნობით შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავდა „სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის რეფორმის კონცეფცია“ (შემდგომში - „კონცეფცია“),
რომელიც ასახავს კოდექსის ნაკლოვანებებს და ახლებურად განსაზღვრავს გამომძიებლის და
პროკურორის უფლებამოსილებებს როგორც გამოძიების ეტაპების, ისე კონკრეტული
საპროცესო გადაწყვეტილებების მიხედვით.
კონცეფცია გასაცნობად წარედგინა საგამოძიებო უფლებამოსილებით აღჭურვილ შესაბამის
სახელმწიფო
უწყებებს,
არასამთავრობო
ორგანიზაციებს,
სახალხო
დამცველს,
საერთაშორისო ექსპერტებს, ადვოკატთა ასოციაციას, პარლამენტს და მოსამართლეებს,
რომელთა
მონაწილეობით,
კონცეფციის
ირგვლივ
მოსაზრებების
გაზიარებისთვის,
სხვადასხვა ფორმატში გაიმართა არაერთი შეხვედრა. რეფორმის ძირითად პრინციპებთან და
მიმართულებებთან დაკავშირებით ზემოაღნიშნულ აქტორებს შორის მიღწეულ იქნა
კონსენსუსი.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
2019 წლის 15-16 მარტს, რიგით 118-ე პლენარულ სესიაზე კონცეფცია დადებითად შეფასდა
ვენეციის კომისიის (Eurpoean commission for Democracy through Law) მიერ.
კომისიის დასკვნაში აღნიშნულია, რომ რეფორმის მიზნები სრულიად ლეგიტიმურია და
საფრთხეს არ უქმნის სისხლის სამართლის პროცესის ეფექტიანობას, კონცეფციის
დებულებები შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. ვინაიდან არ არსებობს საგამოძიებო
და საპროკურორო უფლებამოსილებების შესახებ ერთიანი ევროპული სტანდარტი, მათი
ფარგლების განსაზღვრა ქვეყნის დისკრეციაა, თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში,
გათვალისწინებული უნდა იქნეს მთლიანი რეფორმის შესაძლო პრაქტიკული შედეგი.
კერძოდ, სისხლის სამართლის სისტემის ეფექტიანობის შემცირების თავიდან ასაცილებლად,
კომისიის
რეკომენდაციაა,
საკანონმდებლო
ცვლილებების
ამოქმედება
მოხდეს
ეტაპობრივად, გარდამავალ ეტაპზე შენარჩუნდეს პროკურორის აქტიური როლი, საკვანძო
გადაწყვეტილებებთან
მიმართებით
არსებობდეს
გარე
კონტროლის
მექანიზმები
და
შემუშავდეს წლებზე გაწერილი სამოქმედო გეგმა,
ამოქმედებისთვის სისტემის მზაობას უზრუნველყოფს.
რომელიც
ახალი
კანონის
კომისიის დასკვნაში ცალსახად აღნიშნულია, რომ ქართულ საზოგადოებაში არსებობს
მზაობა წინამდებარე რეფორმის განსახორციელებლად და საკანონმდებლო ცვლილებები
დადებითად ფასდება როგორც სახელმწიფო ინსტიტუციების, ისე პოლიტიკოსებისა და
სამოქალაქო სექტორის მიერ.
როგორც კომისიის დასკვნაშია აღნიშნული, რეფორმის კონცეფცია განხილულ იქნა ორი
მიმართულებით:
•
კონცეფციით შემოთავაზებული საგამოძიებო პროცესის მოდელი შეესაბამება თუ არა
•
საერთაშორისო სტანდარტებს;
პრაქტიკული თვალსაზრისით, მიღწევადია თუ არა რეფორმის მიზნები.
დასკვნის თანახმად, გამოძიების პროცესში პროკურორის როლი განსხვავებულია სხვადასხვა
სისტემების მიხედვით. როგორც წესი, კონტინენტურ-ევროპულ სამართლის ქვეყნებში
გამომძიებელი ექვემდებარება პროკურორს, მაშინ, როდესაც საერთო სამართლის ქვეყნებში
პროკურატურა ახალი ინსტიტუტია და პოლიციას აქვს მონოპოლია არა მარტო გამოძიების
ჩატარებაზე, არამედ მცირე მნიშვნელობის საქმეებზე სისხლისსამართლებრივი დევნის
განხორციელებაზეც.
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაცია უთითებს, რომ ზოგადად, საჯარო
პროკურორები უნდა ამოწმებდნენ პოლიციის გამოძიების კანონიერებას სულ ცოტა იმ
სტადიიდან, როდესაც ხდება გადაწყვეტილების მიღება, დაიწყოს თუ გაგრძელდეს
სისხლისსამართლებრივი
დევნა.
ამ
თვალსაზრისით
საჯარო
პროკურორებმა
ასევე
მონიტორინგი უნდა განახორციელონ პოლიციის მიერ ადამიანის უფლებათა დაცვაზე. ამავე
რეკომენდაციის თანახმად, სახელმწიფოებმა, სადაც პოლიცია პროკურატურისგან
დამოუკიდებელია, ეფექტიანი ზომები უნდა მიიღონ დევნის ორგანოებსა და პოლიციას
შორის სათანადო და ქმედითი თანამშრომლობის უზრუნველსაყოფად.
ზემოაღნიშნულზე დაყრდნობით, კომისია უთითებს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა
კომიტეტი აღიარებს დამოუკიდებელი საგამოძიებო სისტემის ლეგიტიმურობას და მხოლოდ
ითხოვს „სათანადო და ქმედით თანამშრომლობას“, რისი ორგანიზებაც, კომისიის
მოსაზრებით, საქართველოს ხელისუფლების თავისუფალი მოქმედების არეალში ექცევა.
ევროპის პროკურორთა საკონსულტაციო საბჭოს (The CCEP) N10 დასკვნა გამოყოფს სამ
მოდელს:
•
პროკურორები წარმართავენ გამოძიებას;
•
პოლიცია წარმართავს გამოძიებას პროკურორის ზედამხედველობის ქვეშ;
•
გამოძიებას დამოუკიდებლად ატარებენ გამომძიებლები.
კომისია აღნიშნავს, რომ საგამოძიებო სისტემის მოწყობასთან დაკავშირებით არ არსებობს
ერთიანი საერთაშორისო სტანდარტი. შესაბამისად, ერთგვაროვანი ევროპული მიდგომის
არარსებობის პირობებში, სრულიად ლეგიტიმური იქნება ეროვნული კანონმდებლის
გადაწყვეტილება,
თავად
განსაზღვროს
საგამოძიებო
და
საპროკურორო
უფლებამოსილებების ფარგლები.
კომისია უთითებს, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლოსათვის
გამოძიების პროცესში პროკურორის ჩართულობა არ არის სავალდებულო, თუმცა შესაძლოა
პოტენციურად იყოს ბრალდებულის უფლებების დაცვის დამატებითი გარანტია. კომისიას
მიაჩნია, რომ არ არსებობს სავალდებულო ევროპული სტანდარტი და შესაბამისად,
საქართველოს
კანონმდებლობით
გათვალისწინებული
კანონიერების წინასწარი ან შემდგომი სასამართლო
აუცილებელს არ ხდის პროკურორის ჩართულობას.
საგამოძიებო
კონტროლის
მოქმედებების
ზომა/მოცულობა
დასკვნის თანახმად, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო უთითებს არა
მარტო ეჭვმიტანილ პირთა, არამედ ასევე დანაშაულის მსხვერპლთა დაცვის
აუცილებლობაზე. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის
მე-2 და მე-3 მუხლებიდან გამომდინარეობს სახელმწიფოს პოზიტიური ვალდებულება,
უზრუნველყოს, რომ ცალკეული დანაშაულების გამოძიება იყოს ეფექტური. იყო თუ არა
გამოძიება ეფექტური, ეს დამოკიდებულია მთელ რიგ ფაქტორებზე (საგამოძიებო ორგანოს
დამოუკიდებლობა, სრულყოფილი და სწრაფი გამოძიება, გამოძიების პროცესში მსხვერპლის
საკმარისი ჩართულობა და ა.შ.).
ევროპული სამართალი მოითხოვს არა მარტო გამოძიების, არამედ სისხლის სამართლის
მართლმსაჯულების
სისტემების
ეფექტურობას.
აღნიშნულ
პრინციპს
არაპირდაპირ
განამტკიცებს ზოგიერთი ევროპული და საერთაშორისო ინსტრუმენტი. სახელმწიფოს
ეკისრება პოზიტიური ვალდებულება უზრუნველყოს მძიმე დანაშაულთან ბრძოლისათვის
თავისი მართლმსაჯულების სისტემის ეფექტურობა, იმგვარად, რომ დამნაშავეებმა ვერ
ისარგებლონ დე ფაქტო დაუსჯელობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვენეციის კომისია ვერ ხედავს რაიმე სახის
შეუსაბამობას რეფორმის კონცეფციასა და ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული
სასამართლოს პრეცედენტულ სამართალს ანდა სისხლის სამართლის სფეროში არსებულ
საერთაშორისო კონვენციებს შორის. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, გათვალისწინებული
უნდა იქნეს მთლიანი რეფორმის შესაძლო პრაქტიკული შედეგი. შესაბამისად, კომისიამ
ასევე იმსჯელა, პრაქტიკული თვალსაზრისით, მიღწევადია თუ არა რეფორმის მიზნები.
იმისათვის,
რომ
პროკურორმა
სათანადოდ
განახორციელოს
გამოძიების
პროცესზე
ზედამხედველობა, მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო რეგულაციებში პირდაპირ და
გარკვევით
მიეთითოს
პროკურორის
უფლებამოსილება,
ჰქონდეს
წვდომა
სისხლის
სამართლის ელექტრონულ მასალებზე,
ინფორმაცია საქმის მსვლელობის შესახებ.
რომელშიც
კომისიას
გამომძიებლის
პრობლემურად
მიაჩნია,
თუ
მითითებული
იქნება
საკმარისი
გადაწყვეტილება
გამოძიების
დაწყებაზე უარის შესახებ ან გამოძიების შეწყვეტის შესახებ არ გასაჩივრდება საგამოძიებო
უწყების გარეთ და მნიშვნელოვნად თვლის, რომ პროკურორებს შეეძლოთ გამომძიებლების
მიმართ არსებული საჩივრების გადახედვა.
კომისია
ხედავს
გარკვეულ
რისკებს
გამოძიების
პროცესში
პროკურორის
როლის
შესუსტებისა და გამომძიებლებისთვის უფლებამოსილებების გაზრდის თვალსაზრისით იმ
პირობებში, როდესაც მათი კვალიფიკაციის დონე არადამაკმაყოფილებელია. შესაბამისად,
რეფორმის თანმხლები ყველა რისკის დაზღვევისა
განხორციელების
მიზნით
გვთავაზობს
შემდეგი
და რეფორმის პოზიტიურად
სახის
საკანონმდებლო
და
არასაკანონმდებლო ღონისძიებებს:
•
•
რეფორმის ამოქმედების პერიოდში განხორციელდეს გარდამავალი ღონისძიებები;
პროკურორსა და გამომძიებელს შორის კომუნიკაცია გახდეს უფრო გამჭვირვალე,
კერძოდ,
პროკურორის
მითითებები
იყოს
ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაცვის მხარისათვის;
•
წერილობითი
ფორმის,
რაც
შედგენილ იქნეს გამომძიებლების პროფესიული გადამზადების მრავალწლიანი
სამოქმედო გეგმა, რაც შეიძლება მოიცავდეს ტრენინგებს, პოლიციასა და
პროკურატურას შორის კადრების მიმოცვლას, შიდა კონტროლის მექანიზმების
•
დანერგვა და ა.შ.;
არასაკანონმდებლო ღონისძიებები შეიძლება ასევე მოიცავდეს პოლიციელების
შერჩევის პროცედურის გადასინჯვას, პოლიციელთა შეფასების სისტემის დანერგვას,
საგამოძიებო უწყებების ბიუჯეტის გაზრდას, განსაკუთრებით მათი ტრენინგისა და
სპეციალიზაციის მიმართულებით. საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანი იქნება
რეფორმის განხორციელება შესაბამისი ადმინისტრაციული, საბიუჯეტო და საკადრო
ცვლილებების
თანხლებით,
რაც
მოამზადებს
პოლიციას
მართლმსაჯულების
სისტემაში თავისი ახალი როლის შესასრულებლად.
კომისია დასკვნაში კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ქვეყანაში არსებობს
კონსენსუსი რეფორმის საჭიროებასთან დაკავშირებით. დამოუკიდებელი გამოძიება
წარმოადგენს ლეგიტიმურ მიზანს და აღნიშნული არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
სტანდარტებს. თუმცა, იმისათვის, რომ თავიდან იქნეს აცილებული შეუსაბამო ეფექტი,
პროკურატურიდან გამომძიებლებზე უფლებამოსილების გადაცემა ფრთხილად უნდა
განხორციელდეს, იმგვარად, რომ მართლმსაჯულების სისტემამ არ დაკარგოს ეფექტურობა.
ამდენად, ვენეციის კომისია იძლევა შემდეგი სახის რეკომენდაციებს:
•
უწყებებმა უნდა განახორციელონ გარდამავალი ღონისძიებები, რათა დაინახონ
პრაქტიკაში
როგორ
იმუშავებს
პოლიციასა
და
პროკურატურას
შორის
პასუხისმგებლობების ახლებურად გადანაწილება;
•
პროკურორი უნდა იყოს უფლებამოსილი ელექტრონული სისტემის მეშვეობით ან
სხვაგვარად
განახორციელოს
გამომძიებლის
მიერ
შესრულებული
სამუშაოს
მონიტორინგი. რეფორმის საწყის ეტაპზე მიზანშეწონილია
პროკურორმა
შეინარჩუნოს აქტიური ზედამხედველობა რთულ ან განსაკუთრებით მნიშვნელოვან
საქმეებზე და უფლებამოსილი იყოს გადასინჯოს გამომძიებლის გადაწყვეტილება,
ხოლო დრო და დრო გაიზარდოს გამომძიებლის დამოუკიდებლობის ხარისხი და
შესუსტდეს პროკურორის ზედამხედველობის ინტენსივობა;
•
პროკურორის
მიერ
გამომძიებლისათვის
მიცემული
რეკომენდაციები
და
სავალდებულო მითითებები უნდა იყოს წერილობითი ფორმით. გამომძიებლის
გადაწყვეტილების
გადასინჯვის
შესახებ
პროკურორის
მიერ
მიღებული
გადაწყვეტილება უნდა იყოს დასაბუთებული;
•
კანონპროექტი ნათლად უნდა ითვალისწინებდეს გამომძიებლის ვალდებულებას
საქმეზე შეაგროვოს ყველა სახის მტკიცებულება (როგორც გამამტყუნებელი, ისე
გამამართლებელი), ხოლო პროკურორი არ უნდა დაეყრდნოს კანონის დარღვევით
მოპოვებულ მტკიცებულებებს;
•
მიღებულ უნდა იქნეს მრავალწლიანი სამოქმედო გეგმა, რომელიც განხორციელდება
საკანონმდებლო რეფორმის პარალელურად. ეს გეგმა უნდა უზრუნველყოფდეს
გამომძიებლების ადეკვატურ სამართლებრივ ტრენინგს, შესაბამისი სამინისტროების
სისტემაში შიდა კონტროლის მექანიზმის გაძლიერებას და მისი განხორციელება
უზრუნველყოფილი უნდა იქნეს ადეკვატური რესურსების მობილიზებით.
კომისიის რეკომენდაციები გათვალისწინებულია წინამდებარე საკანონმდებლო პაკეტში.
აღნიშნული რეკომენდაციების და სხვადასხვა აქტორთან კონცეფციის ხელახალი
გაანალიზების საფუძველზე, ახლებურად ჩამოყალიბდა კოდექსის ცალკეული დებულებები.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
წინამდებარე პროექტზე მუშაობის პროცესში შესწავლილ იქნა სხვადასხვა ქვეყნის პრაქტიკა
გამოძიების პროცესში გამომძიებლისა და პროკურორის როლის შესახებ.
კონტინენტური სამართლის სისტემაში მტკიცებულებების მოპოვება და მისი სასამართლოში
წარდგენა ერთობლივი საქმიანობაა და შესაბამისად, სხვადასხვა ორგანოების კომპეტენციებს
შორის გამყოფი ხაზის გავლება ნაკლებად მნიშვნელოვანია. შედეგად, საპროკურორო
ორგანოები აქ საგამოძიებო საქმიანობას ხელმძღვანელობენ. „თითქმის ყველა შესწავლილ
კონტინენტური სამართლის სისტემაში [პროკურატურა] ტრადიციულად განიხილება
საგამოძიებო ეტაპის ძირითად წარმმართველად. იმის მიუხედავად, რომ როგორც
პროკურატურა, ასევე პოლიცია ორგანიზაციულად დამოუკიდებელი ინსტიტუტები არიან
და სხვადასხვა სამინისტროს წინაშე არიან ანგარიშვალდებულნი, პოლიცია საგამოძიებო
ფუნქციებთან მიმართებით პირდაპირ პასუხისმგებელია პროკურატურის წინაშე.“
ამერიკის შეერთებულ შტატებში საპროცესო
ფედერალურ და ადგილობრივ (შტატები) დონეზე.
რეგულაციები
გათვალისწინებულია
აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ორგანოები სრულად გამიჯნულნი და დამოუკიდებელნი
არიან ფედერალური პროკურორებისგან. ფედერალური პროკურორებისა და ფედერალური
საგამოძიებო ორგანოების ურთიერთმიმართება ეფუძნება ჯგუფურად მუშაობის მოდელს,
რომელიც გამოხატავს საერთო ინტერესებს და არა ბიუროკრატიულ კონტროლს.
როგორც
წესი,
ფედერალური
პროკურორები
რაიმე
მნიშვნელოვანი
ფორმით
არ
მონაწილეობენ გამოძიებაში, თუმცა შესაძლოა, მათთან კონსულტაცია საჭირო გახდეს. მათ
შესაძლოა, დევნის დაწყების გადაწყვეტილებით არაპირდაპირი გავლენაც ჰქონდეთ
გამოძიებაზე, თუმცა საგამოძიებო ორგანოები სრულიად დამოუკიდებელნი არიან და არ
აქვთ ფედერალური პროკურორების მითითებებით მოქმედების ვალდებულება.
აშშ-ის 50 შტატიდან თითოეულს აქვს საკუთარი სისხლის მატერიალური და საპროცესო
კანონმდებლობა, რომლებიც არეგულირებენ პროკურატურისა და საგამოძიებო ორგანოების
ურთიერთმიმართებას. თუმცა, ყველა მათგანს აერთიანებს პოლიციის მიერ გამოძიების და
პროკურორების მიერ სასამართლოში სისხლის სამართლის პროცესის დაწყებისა და
განხორციელების როლების მკაცრად გამიჯვნის პრინციპი.
პოლიცია გამოძიებას აწარმოებს საკუთარი ინიციატივით, რაიმე ფორმის პროცედურული
ზედამხედველობის გარეშე, სანამ პროკურორები ჩაერთვებიან, რათა დაადგინონ, არის თუ
არა შეგროვებული მტკიცებულება სისხლის სამართლებრივი დევნის დასაწყებად საკმარისი.
ბოლო წლებში კონკრეტულ საქმეებში გამოძიების ეტაპზე პროკურორების მონაწილეობის
მზარდი ტენდენცია შეინიშნება. ეს ყოველთვის ხდებოდა განსაკუთრებულ შემთხვევებში,
როდესაც გამოძიებას აწარმოებს ნაფიც მსაჯულთა დიდი ჟიური, თუმცა უფრო ხშირად
საპროკურორო ზედამხედველობა ან დახმარება გამოიყენება ორგანიზებული დანაშაულის,
პოლიტიკური
კორუფციის,
კორპორაციული და
ფინანსური
თაღლითობის,
ფულის
გათეთრების, გარემოს წინააღმდეგ ან სხვა მარეგულირებელი დანაშაულების, ასევე
ტერორიზმის საქმეებზე. კანონმდებლობა, რომლებიც ისეთ საკითხებს არეგულირებს,
როგორიცაა ჩხრეკა და ამოღება, დაცვის უფლება, ელექტრონული მეთვალყურეობა,
იმუნიტეტი,
ფარული
აგენტების
მონაწილეობით
ჩატარებული
ღონისძიებები,
გარკვეულწილად აუცილებელს ხდის პროკურორის ჩართულობასა და დახმარებას. ამის
მიუხედავად, ეს დებულებები უნდა იქნეს განხილული როგორც გამონაკლისი გამოძიების
პროკურორისგან დამოუკიდებლობის ზოგადი წესიდან.
ორგანიზაციულ და ოპერაციულ საკითხებზე საპოლიციო დანაყოფები დისტანცირებულნი
არიან ადგილობრივი პროკურორებისგან. პროკურორები არ ასრულებენ ზედამხედველების
როლს, ადგილობრივი პოლიციის საქმიანობას ამოწმებს „პოლიციის უფროსი“. როგორც
პროკურორები, ისე პოლიცია გამიჯნული იერარქიის ფარგლებში საქმიანობენ.
ინგლისსა და უელსში
სამსახურის
როლი
გამოძიებას
გამოძიებისას
უზრუნველყოფს
პოლიცია.
სამეფო
ბრალდების
საკონსულტაციო
ფუნქციით
შემოიფარგლება
და
პროკურორებს არ აქვთ ზედამხედველობის ან გამოძიების უფლებამოსილება. პროკურორები
ხშირად უწევენ კონსულტაციას პოლიციელებსა და სხვა გამომძიებლებს საქმის შესწავლის
სტრატეგიებსა და მტკიცებულებით საკითხებზე და ეხმარებიან ბრალის წაყენებამდე
გათვალისწინებულ
პროცედურებში.
...ეს
ემსახურება
პოლიციელებისა
და
სხვა
გამომძიებლების მიერ გამოძიების გონივრულ დროში წარმართვას და დასაბუთებული
ბრალდების მომზადებას. ამის მიუხედავად, პროკურორებს არ აქვთ პოლიციელებისა და
სხვა გამომძიებლებისთვის მითითებების მიცემის უფლებამოსილება.
პოლიციელები ექვემდებარებიან უფროსი ოფიცრების ექსკლუზიურ კონტროლს და,
შესაბამისად, არ აქვთ არანაირი ვალდებულება, გაითვალისწინონ სამეფო ბრალდების
სამსახურის მითითებები. სამეფო ბრალდების სამსახურს არ შეუძლია საგამოძიებო
ორგანოებს გამოძიების დაწყებაზე მიუთითოს, გამოძიების მიმდინარეობა განსაზღვროს ან
მიუთითოს, რომელი მტკიცებულება უნდა იქნეს მოპოვებული გამოძიების ფარგლებში.
პროკურორებს არ შეუძლიათ, პირადი ინიციატივით ჩაერიონ გამოძიების პროცესში, თუმცა,
მათ რეაგირება უნდა მოახდინონ პოლიციელების მიმართვაზე გარკვეულ საქმეებზე
კონსულტაციასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით, როდესაც ისინი ეხება გამოძიების
დაწყებას.
პროკურორებს შეუძლიათ მოითხოვონ დამატებითი მოკვლევა მას შემდგომ, რაც საქმე
გადმოგზავნილია დევნის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
ნაკლებად სერიოზულ დანაშაულებზე დევნის უფლებამოსილება პოლიციას აქვს, თუმცა,
სამეფო ბრალდების სამსახურის პროკურორებს ყოველთვის აქვთ სისხლისსამართლებრივი
დევნის შეწყვეტის უფლებამოსილება.
გამოძიების შედეგებთან დაკავშირებით პირველად გადაწყვეტილებას - ეჭვმიტანილის
გათავისუფლების, მისთვის გირაოს დაკისრების ან ბრალის წაყენების შესახებ, აგრეთვე, იმის
შესახებ, საქმე უნდა გაეგზავნოს თუ არა კონსულტაციის ან/და ბრალის წასაყენებლად
სამეფო ბრალდების სამსახურს, იღებს წინასწარი დაკავების სერჟანტი (police custody
sergeant).
ინგლისსა და უელსში ურთიერთობა პოლიციასა და სამეფო პროკურატურას შორის
დაფუძნებულია 3 ძირითად პრინციპზე: ინფორმირება, კონსულტაცია, რჩევა.
რჩევა შეიძლება განხორციელდეს პოლიციის მოთხოვნის საფუძველზე ან მის გარეშეც,
საჭიროებიდან
გამომდინარე
(მაგალითად,
პოლიციისთვის
რჩევის
მიცემა
კანონში
განხორციელებული ცვლილების შესახებ, რომელმაც შეიძლება ზეგავლენა მოახდინოს
გამოძიების პროცესზე ან მტკიცებულების წარმოდგენაზე).
ძირითად შემთხვევებში პოლიცია პროკურატურისგან ითხოვს შემდეგი სახის რჩევას:
• არაფორმალური რჩევა
•
ადრეული საგამოძიებო რჩევა
•
ბრალდებამდელი რჩევა ან ბრალდების გადაწყვეტილება
არაფორმალური რჩევა (Informal Advice) გამოიყენება დროისა და რესურსის დაზოგვის
მიზნით და ხორციელდება ყოველგვარი ბიუროკრატიის გარეშე, მაგალითად, ტელეფონით
გასაუბრება. ასეთი რჩევა შეიძლება მიცემულ იქნეს მხოლოდ ზოგადსამართლებრივ
საკითხებზე და არა კონკრეტულ საქმეზე.
პროკურორებს შეუძლიათ რჩევის მიცემა სერიოზულ, სენსიტიურ ან რთულ საქმეებზე, ასევე
ნებისმიერ საქმეზე, რომელშიც პოლიციის ზედამხედველი მიიჩნევს, რომ საჭიროა
პროკურორის რჩევა იმ მტკიცებულების განსაზღვრის შესახებ, რომელიც ხელს შეუწყობს
დევნის განხორციელებას ან საქმის სასამართლოში წარმართვას.
პოლიციას შეუძლია სამეფო პროკურატურისგან მოითხოვოს ადრეული საგამოძიებო რჩევა
(Early Investigative Advice) საქმის გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე. ისეთი სერიოზული
დანაშაულების დროს როგორიცაა - მკვლელობა, გაუპატიურება და სხვა სახის სქესობრივი
ხასიათის დანაშაულები, დაუყონებლივ უნდა ეცნობოს ადგილობრივ პროკურატურას,
ხოლო სხვა შემთხვევებში - თუ გამოძიებით დადგენილია ეჭვმიტანილი, რომლის მიმართაც
შეიძლება განხორციელდეს სისხლისსამართლებრივი დევნა.
ბრალდებამდელი რჩევა ან ბრალდების გადაწყვეტილება (Pre-Charge Advice and Charge
Decision) - პროკურორის განსჯად საქმეებთან დაკავშირებით ბრალდების წაყენებამდე
პროკურორი კონსულტაციას გადის პოლიციასთან,
Director's Guidance on Charging-ის
საფუძველზე. ამ დროს პროკურორმა შეიძლება პოლიციის ოფიცერს ურჩიოს ბრალდების
წარდგენის მიზნით დამატებითი მტკიცებულებების მოძიება.
პროკურორი უფლებამოსილია:
• მის განსჯადობას დაქვემდებარებულ საქმეებზე დაიწყოს სისხლისსამართლებრივი
დევნა და გამოძიების ეტაპზე პოლიციას გაუწიოს კონსულტაცია;
•
მიიღოს გადაწყვეტილება მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საქმეებზე ე.წ ბარიერის
ტესტის (Threshold Test) გამოყენების შესახებ;
•
უზრუნველყოს სასამართლო განხილვისთვის საქმის მომზადება.
პოლიციის უფლებამოსილებები:
•
განსჯადობის შესაბამისად გადააგზავნოს ან/და დაიწყოს სისხლისსამართლებრივი
დევნა სისხლის სამართლის საქმეებზე;
•
პროკურორისთვის საქმის გადაგზავნამდე შეაფასოს არსებული მტკიცებულებები;
•
თუ საქმეზე მოპოვებული
მტკიცებულებით სტანდარტს
მტკიცებულებები
არ გააგრძელოს
არ შეესაბამება დადგენილ
მოქმედებები, პროკურორთან
გადაგზავნის გარეშე;
•
მიმართოს პროკურატურას ადრეული საგამოძიებო რჩევისთვის მკვლელობის,
გაუპატიურების ან სხვა სქესობრივი დანაშაულების დროს;
•
კანონით დადგენილი
ბრალდების ფაილები;
•
განსაზღვრულ დროში შეასრულოს სამოქმედო გეგმები და მოიპოვოს ძირითადი
•
მტკიცებულებები;
უზრუნველყოს, რომ ნებისმიერი გამოუყენებელი დოკუმენტი, რომელმაც შესაძლოა
წესით
შეადგინოს
ბრალდების
წინა
მოხსენებები
და
შეარყიოს ბრალდება ან დაეხმაროს დაცვის მხარეს თავისი პოზიციის დამტკიცებაში,
ცნობილი გახდეს პროკურორისათვის საქმეზე საგამოძიებო რჩევის მოთხოვნისას ან
ბრალდების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით საქმის გადაცემისას.
ინგლისსა
და
უელსში
ადგილობრივი
მოსამართლე
კონსტებლის
(პოლიციის
თანამშრომელი) მიმართვის საფუძველზე გასცემს განჩინებას საგამოძიებო მოქმედების
ჩატარების შესახებ. კონსტებლი ვალდებულია განჩინების მისაღებად წარადგინოს საკმარისი
მტკიცებულებები. ძირითად შემთხვევებში, როდესაც პირი უკვე დაკავებულია, პოლიცია
ატარებს ჩხრეკას განჩინების გარეშე. ამ შემთხვევაში აუცილებელია პოლიციის ინსპექტორის
ან უფრო მაღალი თანამდებობის პირის ინფორმირება.
ინგლისსა
და
უელსში
პოლიციას
აქვს
უფლებამოსილება
გარკვეულ
საქმეებზე
განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა (მაგ.: სისხლის სამართლის საქმეზე, თუ
ზიანის მოცულობა არ აღემატება 5000 ფუნტ სტერლინგს).
ინგლისში დაზარალებული არ წარმოადგენს პროცესის მხარეს, თუმცა, მისი უფლებები (მაგ.:
საჩივრის
შეტანის
უფლება,
ინფორმაციის
მიღების
უფლება)
გათვალისწინებულია
სპეციალური აქტით - Code of Practice for Victims of Crime. აღნიშნული აქტი დაფუძნებულია
2012 წლის 25 ოქტომბრის ევროკავშირის დირექტივაზე.
პროკურატურასა
და
პოლიციას
შორის
შესაძლებელია
გარკვეულ
საკითხებთან
დაკავშირებით წარმოიშვას დავა, ესენია:
•
•
პროკურატურის რჩევა გათვალისწინებული არ იქნა პოლიციის მიერ;
არ შესრულდა პროკურატურის მოთხოვნა დამატებითი გამოძიების ჩატარების
შესახებ;
•
უთანხმოება საქმის შეწყვეტასთან დაკავშირებით;
•
პოლიციის უკმაყოფილების შემთხვევაში, რომელიც გამოწვეულია პროკურორის მიერ
საქმის ზოგადი წარმართვით.
თუ პოლიციასა და პროკურატურას შორის წარმოიშვა დავა, აღნიშნული უნდა მოგვარდეს
დროის უმოკლეს მონაკვეთში, მენეჯმენტის პირველი დონის ფარგლებში (ინსპექტორი პოლიციის დეპარტამენტში რანგით მეორე თანამდებობის პირი და უფლებამოსილი
პროკურორი). თუ დავა ვერ გადაწყდა პირველი დონის ფარგლებში, საქმე განიხილება
იერარქიის შესაბამისად.
კანადის
პროკურატურა
ახორციელებს
ბრალდებას
ფედერალური
კანონმდებლობით
გათვალისწინებულ საქმეებზე, რომელიც გადაეცემა კანადის სამეფო პოლიციის, სხვა
ფედერალური საგამოძიებო სააგენტოების და რაიონული და მუნიციპალური პოლიციის
მხრიდან.
კანადაში საგამოძიებო დამოუკიდებლობის პრინციპი კონსტიტუციური რანგისაა. ამ
პრინციპის
თანახმად,
საგამოძიებო
გადაწყვეტილებები
უნდა
ექვემდებარებოდეს
არასათანადო პოლიტიკურ კონტროლს. კანადის უზენაესმა სასამართლომ აგრეთვე აღიარა,
რომ საგამოძიებო და ბრალდების ფუნქციები ერთმანეთისგან დამოუკიდებლად უნდა
ხორციელდებოდეს.
პოლიციასა და პროკურატურას შორის ურთიერთობა ემყარება თანამშრომლობის პრინციპს.
პროკურატურის მხრიდან საგამოძიებო ორგანოების დახმარება გამოიხატება რამდენიმე
მიმართულებით:
•
•
საგამოძიებო მოქმედებების კანონიერებასთან დაკავშირებით რჩევების მიცემა;
სტრატეგიული გეგმების მომზადებაში დახმარება;
•
საჭიროების შემთხვევაში ხელშეუხებლობის შეთანხმებების (immunity agreements)
შედგენა, როდესაც საქმე ეხება მოწმესთან თანამშრომლობას;
•
საჭიროების შემთხვევაში ჩხრეკისა და სხვა შუამდგომლობების შედგენაში დახმარება.
საგამოძიებო
გეგმის
უფლებამოსილებას.
შედგენა
წარმოადგენს
თუმცა
გამოძიების
საგამოძიებო
დაწყებიდან
ორგანოების
ექსკლუზიურ
საგამოძიებო
მოქმედებებში
პროკურატურის ჩართვამ შესაძლოა ხელი შეუწყოს საგამოძიებო მიზნების განსაზღვრას და
ამოცანების დასახვას. მაგალითად, დაადგინოს საგამოძიებო გეგმის პრობლემები, სადაც
დამატებითი მტკიცებულებების მოპოვება იქნება საჭირო და შეამოწმოს, შეესაბამება თუ არა
გამოძიების მიმართულება საგამოძიებო ამოცანებს.
ირლანდიაში ითვლება, რომ გამოძიების ეტაპი მთლიანად პოლიციის კომპეტენციაა და
პროკურატურის მხრიდან არ ხდება ჩარევა. პროკურატურის უფლებამოსილებას არ
მიეკუთვნება
საქმეების
გამოძიება.
აღნიშნული
მხოლოდ
საგამოძიებო
სამსახურის
კომპეტენციაა.
საგამოძიებო ორგანო უფლებამოსილია:
•
მიმართოს სასამართლოს საგამოძიებო მოქმედების ჩატარების ნებართვისთვის;
•
•
დამოუკიდებლად ჩაატაროს გამოძიება და მოიპოვებს მტკიცებულებებს;
დანაშაულის სავარაუდო ჩამდენ პირს უყენებს ბრალს მსუბუქი დანაშაულის
შემთხვევაში;
•
ამზადებს სისხლის სამართლის საქმეს და წარუდგენს პროკურატურას.
პოლიციის კომისიონერი (Garda Commissioner) პასუხისმგებელია გააკონტროლოს
საგამოძიებო
ორგანოების
საქმიანობა.
გამომძიებლები
საკუთარი
საქმიანობის
განხორციელებისას პასუხისმგებელნი არიან მხოლოდ კომისიონერის წინაშე.
ირლანდიის სისხლის სამართლის პროცესში მხარეებს არ წარმოადგენენ გამომძიებელი და
დაზარალებული.
ავსტრალიის სისხლის სამართლის პროცესის მიხედვით გამომძიებელი არ არის მხარე
სისხლის სამართლის პროცესში.
ლატვიის სისხლის სამართლის პროცესი არის შეჯიბრებითი ინკვიზიციის ელემენტებით.
გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილებას გამომძიებელი იღებს დამოუკიდებლად და
მას რაიმე ფორმით პროკურორის წინასწარი ინფორმირება არ სჭირდება. გამომძიებელივე
განსაზღვრის საქმის კვალიფიკაციას და გამოძიების დაწყებიდან 24 საათის განმავლობაში
ეკისრება გამოძიების დაწყების შესახებ პროკურორის ინფორმირების ვალდებულება.
გამოძიების დაწყებაზე გამომძიებლის უარი საჩივრდება პროკურორთან. გამომძიებელი არ
წარმოადგენს პროცესის მხარეს. გამოძიების დაწყების შესახებ გადაწყვეტილების მიღების
უფლება აქვს ასევე პროკურორს, რომელიც შემდეგ გამოძიების წარმართვის მიზნით საქმეს
უგზავნის პოლიციას.
გამოძიების მიმდინარეობისას გამომძიებელი დამოუკიდებლად მიმართავს სასამართლოს
საპროცესო/საგამოძიებო მოქმედების (ჩხრეკა, ამოღება, დაკავება) ჩატარებაზე განჩინების
გაცემის შუამდგომლობით, რაზეც კანონით არც პროკურორის თანხმობა და არც მისი
სავალდებულო ინფორმირება არ სჭირდება. თუმცა, პრაქტიკაში პროკურორს ეცნობება
ხოლმე მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებზე მსგავსი შუამდგომლობით
სასამართლოსთვის მიმართვის შესახებ. გამომძიებელი თავად გამოდის სასამართლოში
აღნიშნული
შუამდგომლობების
განხილვისას,
თუმცა
პროკურორსაც
აქვს
უფლება
მონაწილეობა მიიღოს პროცესში. გამომძიებელი შუამდგომლობის წარდგენის შესახებ
მხოლოდ აცნობებს პროკურორს და მისგან რაიმე სახის წინასწარი თანხმობა არ სჭირდება.
გადაუდებელი
აუცილებლობის
გამომძიებლის
მიერ
კანონიერების
შემოწმების
შემთხვევაში
კი
საგამოძიებო/საპროცესო
მიზნით
პროკურორის
მოქმედებების
გამომძიებელი
თავად
თანხმობით
ჩატარება,
მიმართავს
ხდება
რომლის
სასამართლოს
საგამოძიებო მოქმედების დასრულებიდან 24 საათში.
პირის დაკავებას ახორციელებს გამომძიებელი, რის შესახებაც 24 საათის განმავლობაში
ატყობინებს პროკურორს.
მტკიცებულების მოპოვების პროცესში ჩართული არ არის პროკურორი. პროკურორს არ აქვს
უფლება საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაზე შუამდგომლობით მიმართოს სასამართლოს,
თუმცა შეუძლია დაესწროს ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედების ჩატარებას. პროკურორს
შეუძლია სავალდებულო მითითება მისცეს გამომძიებელს საგამოძიებო მოქმედების
ჩატარების შესახებ. თუ გამომძიებელი პროკურორის წერილობით მითითებას არ ეთანხმება,
შეუძლია აღნიშნული გაასაჩივროს ზემდგომ პროკურორთან.
გამომძიებელი საქმეზე საკმარისი მტკიცებულებების შეგროვების შემდეგ საქმის მასალებს
უგზავნის პროკურორის დევნის დაწყების საკითხის გადასაწყვეტად, რისი ექსკლუზივიც მას
გააჩნია. პროკურორს შეუძლია არ დაიწყოს დევნა თუ საკმარისი მტკიცებულებები არ არის
სახეზე დევნის დასაწყებად და გამომძიებელს დაავალოს წერილობით დამატებითი
მტკიცებულებების მოპოვება.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.