„ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.11.2021
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/94/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-29
ბიუროს ნომერი 97

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14(21), 1999 წელი, მუხ. 61) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლის 41 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „41. ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულსამძებრო ღონისძიების შედეგად მოპოვებული მასალა უნდა განადგურდეს ოპერატიულსამძებრო ღონისძიების შეწყვეტიდან 6 თვის გასვლის შემდეგ, დაუყოვნებლივ. ამ მასალას ანადგურებს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების შესახებ შუამდგომლობის სასამართლოსთვის წარმდგენი გამომძიებლის საპროცესო ზედამხედველი პროკურორი შესაბამისი განჩინების გამომტანი მოსამართლის მონაწილეობით. აღნიშნული მასალის განადგურების შესახებ დგება ოქმი და იგი დასტურდება შესაბამისი პროკურორის და მოსამართლის ხელმოწერებით. ეს ოქმი გადაეცემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე − საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მიერ განსაზღვრულ საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს (ზედამხედველ მოსამართლეს) და აისახება ფარული საგამოძიებო მოქმედებების რეესტრში.“; 2. მე-8 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) პროკურორის, გამომძიებლის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის დავალება სისხლის სამართლის საქმეზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ; ბ) პროკურორის, გამომძიებლის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის დავალება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ იმ შემთხვევაში, როდესაც დადგენილი წესით მიღებულია განცხადება ან შეტყობინება, რომ მზადდება, ხდება ან მოხდა დანაშაული ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედება, რომლის გამოც აუცილებელია გამოძიების ჩატარება, მაგრამ არ არსებობს დანაშაულის ან სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედების ნიშნები, რაც საკმარისი იქნებოდა გამოძიების დასაწყებად. ასეთ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 7 დღეს;“; ბ) მე-3–მე-5 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. თუ პირის დანაშაულებრივი ქმედების შესახებ ოპერატიული ინფორმაცია დამატებითი მონაცემების შეგროვებას მოითხოვს, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელებისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადა ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით შეიძლება გაგრძელდეს 3 თვემდე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადა ოპერატიული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის მიერ შეიძლება გაგრძელდეს 6 თვემდე. 5. განსაკუთრებულ შემთხვევაში ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადა ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების ხელმძღვანელის უფლებამოსილების მიერ, შეიძლება მქონე შესაბამისი გაგრძელდეს 12 თვემდე. სახელმწიფო უწყების ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ვადის შემდგომი გაგრძელება დაუშვებელია.“; 3. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს; 4. მე-19 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 19. საუწყებო კონტროლი ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ხელმძღვანელები ახორციელებენ კონტროლს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ორგანიზებისა და ჩატარების კანონიერებაზე, კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე.“; 5. 21-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პროკურორი ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების მიერ განხორციელებული იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების კანონიერებას, რომელიც ჩატარდა პროკურორის დავალებით, აგრეთვე, ამგვარი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისას მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას. ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 11 პუნქტი: „11. ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები და მასალები უკლებლივ უნდა წარედგინოს პროკურორს საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებისას, ასევე ნებისმიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაზე - პროკურორის მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებებით, რომელიც მიზნად ისახავს ეფექტიანი საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოძიების პროცესში გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებების გამიჯვნას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად იზრდება გამომძიებლის უფლებამოსილებები გამოძიების პროცესში. მაგალითად, გამომძიებელი უფლებამოსილია სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შუამდგომლობით, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის უფლებების შეზღუდვა. საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებებისგან განსხვავებით, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები არის ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში ჩარევის კუთხით ნაკლები ინტენსივობის მქონე და ემსახურება პრევენციულ მიზანს. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როდესაც გამომძიებლის დამოუკიდებლობის ხარისხი იზრდება საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას, ლოგიკურია შესაბამისი ორგანოებისთვის ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების დამოუკიდებლად განხორციელების უფლებამოსილების მინიჭება, სათანადო საუწყებო და სასამართლო უზრუნველყოფის პირობით. კონტროლის, ასევე საპროკურორო ზედამხედველობის ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წინამდებარე ცვლილების აუცილებლობა გამომდინარეობს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან, რომლის თანახმადაც ხდება გამოძიების პროცესში გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებების მკაფიოდ გამიჯვნა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად „ოპერატიულ-სამძებრო საქართველოს კანონში განისაზღვრება განხორციელების განსხვავებული რეგულაციები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: საქმიანობის ოპერატიულ-სამძებრო შესახებ“ ღონისძიებების პროექტის თანახმად, იცვლება ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების ჩატარების საფუძვლები. კერძოდ, კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მიეთითება, რომ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების ჩატარების საფუძველია პროკურორის, გამომძიებლის ან ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის დავალება სისხლის სამართლის საქმეზე ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების შესახებ. პირთა ანალოგიური ჩამონათვალი განისაზღვრება კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში. იცვლება ოპერატიულ-სამძებრო რეგულაციები. კერძოდ, ღონისძიებების ოპერატიულ-სამძებრო ჩატარების ღონისძიების ვადის გაგრძელების განხორციელებისათვის დადგენილი ვადა, პირველად შეიძლება გაგრძელდეს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს უფროსის მოტივირებული დადგენილებით. აღნიშნული ვადის შემდგომი გაგრძელება დასაშვებია ოპერატიული საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მოადგილის მიერ, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების განხორციელების ზემოაღნიშნული ვადა შეიძლება გაგრძელდეს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განხორციელების უფლებამოსილების მქონე შესაბამისი სახელმწიფო უწყების ხელმძღვანელის მიერ. ახალი რედაქციით ყალიბდება კანონის მე-19 მუხლი (საუწყებო კონტროლი) და განისაზღვრება, რომ ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის განმახორციელებელი ორგანოების ხელმძღვანელები ახორციელებენ კონტროლს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებათა ორგანიზებისა და ჩატარების კანონიერებაზე, კანონის ზუსტ და ერთგვაროვან შესრულებაზე. ახლებურად ყალიბდება საპროკურორო ზედამხედველობის მუხლი და აღნიშნული ცვლილებიდან გამომდინარე ამოღებულ იქნა კანონის მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი. კერძოდ, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლით განისაზღვრება, რომ პროკურორი ზედამხედველობს ოპერატიულ-სამძებრო ორგანოების მიერ განხორციელებული იმ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების კანონიერებას, რომელიც ჩატარდა პროკურორის დავალებით, აგრეთვე, ამგვარი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისას მიღებული გადაწყვეტილებების კანონიერებას. ამასთან, ოპერატიულსამძებრო საქმიანობის ამსახველი დოკუმენტები და მასალები უკლებლივ უნდა წარედგინოს პროკურორს საპროკურორო ზედამხედველობის განხორციელებისას, ასევე ნებისმიერ ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებაზე - პროკურორის მოთხოვნის შემთხვევაში, გარდა „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 25-ე მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა. აღნიშნული გამონაკლისი გულისხმობს შემდეგს: მონაცემები იმ პირზე, რომელიც უწევს ან უწევდა კონფიდენციალურ დახმარებას ოპერატიულ-სამძებრო ორგანოს, თანამშრომლობს ან თანამშრომლობდა მასთან, აგრეთვე ოპერატიულ-სამძებრო ინფორმაციის მოპოვების ტაქტიკა, ორგანიზება, ოპერატიული დამუშავების საქმე და ოპერატიულ-სამძებრო აღრიცხვის საქმეების საიდუმლო ნაწილი არ არის საპროკურორო ზედამხედველობის საგანი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ამოქმედების ვადად გათვალისწინებულია 2023 წლის 1 იანვარი, რა დროისთვისაც უზრუნველყოფილი იქნება გამოძიების ორგანოების მზადყოფნა შეასრულონ ახალი უფლებამოსილებები. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება ვალდებულებების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.