„არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
24.11.2021
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/94/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 87 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-29
ბიუროს ნომერი 97

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 24.06.2015, სარეგისტრაციო კოდი: 080060000.05.001.017792) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 23-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მეორეული ვიქტიმიზაციისა და ხელახალი ვიქტიმიზაციის თავიდან ასაცილებლად საპროცესო მოქმედებას, რომელშიც არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირი/მოწმე მონაწილეობს, მისი კანონიერი წარმომადგენელი ესწრება. არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება აქვს, საპროცესო მოქმედების ჩატარებისას ჰყავდეს ადვოკატი. ამ კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში არასრულწლოვან გამოსაკითხ პირს/მოწმეს უფლება აქვს, ისარგებლოს უფასო იურიდიული დახმარების უფლებით. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საქმის სასამართლოში განხილვისას − მოსამართლის, ხოლო გამოძიების სტადიაზე − გამომძიებლის ინიციატივით, უზრუნველყოფილია საპროცესო მოქმედებაში ფსიქოლოგის მონაწილეობაც. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და საპროცესო მოქმედების დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას.“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქმის სასამართლოში განხილვისას მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე – გამომძიებელი, პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვანი მოწმის კანონიერ წარმომადგენელს აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს.“; გ) მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. საქმის სასამართლოში განხილვისას − მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე – გამომძიებელი უფლებამოსილია, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის გამოკითხვას/დაკითხვას არ დაასწროს არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის ის კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც იმავე საქმეში გამოსაკითხ პირად/მოწმედ მონაწილეობს.“. 2. 24-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 24. არასრულწლოვანი მოწმის დაცვის ღონისძიებები არასრულწლოვანი მოწმის საუკეთესო ინტერესების დასაცავად მოსამართლე უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით, არასრულწლოვანი მოწმის, მისი კანონიერი წარმომადგენლის, ადვოკატის, გამოიტანოს განჩინება: გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობით ა) არასრულწლოვანი მოწმის გამოსახულების ან/და ხმის შემცვლელი მოწყობილობების გამოყენებით, გაუმჭვირვალე ეკრანის მიღმა ან დისტანციურად დაკითხვის შესახებ; ბ) სასამართლო სხდომამდე ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობით არასრულწლოვანი მოწმის დაკითხვის და დაკითხვის ვიდეოგადაღების შესახებ; გ) სასამართლო სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის შესახებ; დ) ბრალდებულის დროებით სასამართლო სხდომის დარბაზიდან გაყვანის შესახებ, თუ არასრულწლოვანი მოწმე უარს ამბობს ბრალდებულის თანდასწრებით ჩვენების მიცემაზე ან თუ არსებული გარემოებები ცხადყოფს, რომ შეიძლება არასრულწლოვანმა მოწმემ ბრალდებულის თანდასწრებით არ თქვას სიმართლე ან მოხდეს მისი მეორეული ვიქტიმიზაცია. ამ შემთხვევაში სავალდებულოა ბრალდებულის ადვოკატის მონაწილეობა.“. საქმის სასამართლოში განხილვაში 3. 29-ე მუხლის 22 და მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „22. არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, საჭიროების შემთხვევაში, საქმის სასამართლოში განხილვისას − მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე − გამომძიებელი უზრუნველყოფს არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებულ საპროცესო მოქმედებაში ფსიქოლოგის მონაწილეობას. ფსიქოლოგი აფასებს არასრულწლოვნის საჭიროებებს და საპროცესო მოქმედების დროს ახორციელებს მის ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას. 3. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნის საქმის სასამართლოში განხილვისას მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე – გამომძიებელი, პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვნის კანონიერ წარმომადგენელს აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს.“. 4. 52-ე მუხლის: ა) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, არასრულწლოვნის გამოკითხვისას და დაკითხვისას მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესი, მაგრამ არ გაითვალისწინება იმავე კოდექსის 114-ე მუხლის მე-2 და 21 ნაწილები.“; ბ) მე-10 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საქმის სასამართლოში განხილვისას − მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე – გამომძიებელი პროკურორი უფლებამოსილია არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის ან არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენელს განჩინებით/დადგენილებით აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებებით, რომელიც მიზნად ისახავს ეფექტიანი საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოძიების პროცესში გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებების გამიჯვნას. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად იზრდება გამომძიებლის უფლებამოსილებები გამოძიების პროცესში. მაგალითად, გამომძიებელი უფლებამოსილია სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებამდე დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შუამდგომლობით, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის უფლებების შეზღუდვა. პროკურორი გამოძიებაზე განახორციელებს საპროცესო ზედამხედველობას სისხლისსამართლებრივი დევნის განხორციელების მიზნით. ვინაიდან ზემოაღნიშნული ცვლილებები იწვევს გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებების ახლებურ რეგულაციას, აუცილებელია შესაბამისი ცვლილების განხორციელება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წინამდებარე ცვლილების აუცილებლობა გამომდინარეობს „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტიდან, რომლის თანახმადაც ხდება გამოძიების პროცესში გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებების გამიჯვნა. ვინაიდან არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსი არასრულწლოვანთა მიმართ ადგენს სისხლის სამართლის პროცესის თავისებურებებს, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების განხორციელება და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის საპროცესო კოდექსთან შესაბამისობაში მოყვანა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით განისაზღვრება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის შესაბამისი რეგულაციები. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ცვლილება შედის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის იმ მუხლებში, რომლითაც განსაზღვრულია გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებები. კერძოდ, კოდექსის 23-ე მუხლის პირველ ნაწილში მიეთითება, რომ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, გამოძიების სტადიაზე საპროცესო მოქმედებაში ფსიქოლოგის მონაწილეობა შეიძლება უზრუნველყოფილ იქნეს გამომძიებლის მიერ. ამავე მუხლის მე-3 ნაწილში მიეთითება, რომ გამოძიების სტადიაზე როგორც პროკურორი, ისე გამომძიებელი უფლებამოსილია არასრულწლოვანი მოწმის კანონიერ წარმომადგენელს აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამას არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები მოითხოვს. ზემოაღნიშნული ცვლილებები განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების შედეგად გამომძიებელი დამოუკიდებლად ატარებს მოწმის გამოკითხვას/დაკითხვას, შესაბამისად, საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების ჩატარებისას, შესაძლოა, სწორედ მან მიიჩნიოს აუცილებლად ფსიქოლოგის მოწვევა ანდა საპროცესო მოქმედებაზე არასრულწლოვანი მოწმის კანონიერი წარმომადგენლის დასწრების შეზღუდვა. ანალოგიურ რეგულაციებთან მიმართებით ხორციელდება შესაბამისი ცვლილება კოდექსის დანარჩენ მუხლებშიც. რაც შეეხება კოდექსის 23-ე მუხლის მე-8 ნაწილს, განისაზღვრება, რომ საქმის სასამართლოში განხილვისას − მოსამართლე, ხოლო გამოძიების სტადიაზე პროკურორის ნაცვლად გამომძიებელი, უფლებამოსილია, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის გამოკითხვას/დაკითხვას არ დაასწროს არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის ის კანონიერი წარმომადგენელი, რომელიც იმავე საქმეში გამოსაკითხ პირად/მოწმედ მონაწილეობს. ამ ნომიდან პროკურორის ამოღება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებების შედეგად გამოძიების სტადიაზე მოწმის გამოკითხვას/დაკითხვას ახორციელებს გამომძიებელი და არა პროკურორი, შესაბამისად, სწორედ გამომძიებელს შეიძლება წარმოეშვას კანონიერი წარმომადგენლის გამოკითხვაზე/დაკითხვაზე დასწრების შეზღუდვის საჭიროება. რაც შეეხება საქმის სასამართლოში განხილვას, ამ შემთხვევაში შეზღუდვას, მოქმედი კანონმდებლობის თანახმადაც, ახორციელებს მოსამართლე. მითითებული ცვლილებიდან გამომდინარეობს ასევე კოდექსის 24-ე მუხლის ცვლილება, რომელშიც ემატება ჩანაწერი გამომძიებლის შესახებ. კერძოდ, არასრულწლოვანი მოწმის საუკეთესო ინტერესების დასაცავად მოსამართლე უფლებამოსილია საკუთარი ინიციატივით, არასრულწლოვანი მოწმის, მისი კანონიერი წარმომადგენლის, ადვოკატის, გამომძიებლის ან პროკურორის შუამდგომლობით გამოიტანოს განჩინება არასრულწლოვანი მოწმის დაცვის ღონისძიებების გამოყენების შესახებ. კოდექსის 52-ე მუხლის პირველი ნაწილიდან ხდება იმ ჩანაწერის ამოღება, რომელიც მიუთითებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-4 ნაწილზე, ვინაიდან „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად ხდება საპროცესო კოდექსის 114-ე მუხლის მე-4 ნაწილის ამოღება. რაც შეეხება ამავე მუხლის მე-10 ნაწილს, მიეთითება, რომ გამოძიების სტადიაზე გამომძიებელი, ისევე როგორც პროკურორი, უფლებამოსილია არასრულწლოვანი გამოსაკითხი პირის/მოწმის ან არასრულწლოვანი დაზარალებულის კანონიერ წარმომადგენელს არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აუკრძალოს საპროცესო მოქმედებაზე დასწრება. ამ შემთხვევაში მუხლში რჩება ჩანაწერი პროკურორის შესახებ, ვინაიდან ნორმა ეხება არა უშუალოდ არასრულწლოვნის გამოკითხვას/დაკითხვას, არამედ ასეთი პირის საპროცესო მოქმედებაში მონაწილეობას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ამოქმედების ვადად გათვალისწინებულია 2023 წლის 1 იანვარი, რა დროისთვისაც უზრუნველყოფილი იქნება გამოძიების ორგანოების მზადყოფნა შეასრულონ ახალი უფლებამოსილებები. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს გამოძიების ორგანოებისთვის უფლებამოსილებებისა და თანამშრომელთა ფუნქციების გაზრდას. საკანონმდებლო ცვლილებებით ხდება პროკურატურის ფუნქციურად ნაწილობრივი განტვირთვა, შესაბამისად, პროკურატურა არ საჭიროებს თანამშრომელთა რაოდენობის გაზრდას. რაც შეეხება გამოძიების ორგანოებს, იზრდება გამოძიების პროცესში გამომძიებელთა უფლებამოსილებები, თუმცა აღნიშნული არ გამოიწვევს გამომძიებელთა რაოდენობისა და ხელფასის ზრდას და აღნიშნული განხორციელდება არსებული რესურსის გათვალისწინებით. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღების ვალდებულებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: პროექტის მიღება დადებითად აისახება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე, რამდენადაც გამოძიების ეტაპზე ცალკეული გადაწყვეტილებების მიღება შეეძლება გამომძიებელს დამოუკიდებლად (მაგ.: ფსიქოლოგის მოწვევა). ვინაიდან, გამოძიების პროცესში არასრულწლოვანს უშუალო შეხება აქვს გამომძიებელთან, წარმოდგენილი ცვლილება უზრუნველყოფს არასრულწლოვანთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების დროულად მიღებას, ხელს შეუწყობს პროცესის დაჩქარებას და არასრულწლოვნის ინტერესების დაცვას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომაზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.