„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“;
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“; (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2021-11-29
ბიუროს ნომერი 97
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 09.08.2018, სარეგისტრაციო კოდი:
080240000.05.001.019099) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-18 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 136-ე−138-ე მუხლებით
გათვალისწინებული საგამოძიებო მოქმედებების
ზედამხედველობას
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახური
ახორციელებს
სასამართლოს,
საგამოძიებო
ორგანოს/პროკურატურის და ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლის
მიერ
მიწოდებული
ინფორმაციის
შედარებით
და
მონაცემთა
დამმუშავებლის/უფლებამოსილი
შემოწმებით (ინსპექტირებით).“;
პირის
მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების
ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 1431 მუხლის პირველი ნაწილის
„ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო მოქმედების (გარდა სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის მიერ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული
ფარული საგამოძიებო მოქმედებისა) ზედამხედველობას სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახური
ახორციელებს
მონაცემთა
მონაცემთა
დამუშავების
კანონიერების
დადგენილი
წესით.
პუნქტით
(ინსპექტირების)
ამ
განხორციელებისას
დამმუშავებლის/უფლებამოსილი
შემოწმებით
(ინსპექტირებით),
გათვალისწინებულ
ფარული
საგამოძიებო
პირის
ამ
მიერ
კანონით
შემთხვევაში
შემოწმების
მოქმედების
ჩატარებაში
მონაწილე პირის (გარდა მონაცემთა სუბიექტისა, გამომძიებლისა/პროკურორისა) ვინაობის
შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა და მისი შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელების
პროცესში მონაწილეობა, აგრეთვე ამ პუნქტით გათვალისწინებული ფარული საგამოძიებო
მოქმედების
დროს
გამოყენებული
ოპერატიული
და
ოპერატიულ-ტექნიკური
აღჭურვილობის მახასიათებლების შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა შესაძლებელია მხოლოდ
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩამტარებელი ორგანოს ხელმძღვანელის თანხმობით. ამ
პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში შემოწმების (ინსპექტირების) განხორციელება არ
მოიცავს ფარული საგამოძიებო მოქმედების მომზადების/ჩატარების პროცესში უშუალო
მონაწილეობას და შენიღბული საცხოვრებელი, სამსახურებრივი ან სხვა შენიღბული
ობიექტისა და შენობა-ნაგებობის ადგილზე შემოწმებას.“.
2. მე-19 მუხლის:
ა) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„3. დანაშაულთა ერთობლიობისას, როდესაც ჩადენილ დანაშაულთაგან ერთი ან ერთზე მეტი
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარე არ არის, გამომძიებლის/პროკურორის
გადაწყვეტილებით, რომელიც მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსის 110-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად
გამოიყოფა საქმე, რომელიც სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა, და ის
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესით,
გამოსაძიებლად გადაეცემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს. გამოძიების ეფექტიანობის
უზრუნველსაყოფად
პროკურორს
შეუძლია
მიიღოს
გადაწყვეტილება
საქმის
ცალკე
წარმოებად გამოყოფის გარეშე სისხლის სამართლის საქმის სრული მოცულობით სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურისთვის გადაცემის შესახებ.“;
ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. თუ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს აქვს ინფორმაცია, რომ რომელიმე საგამოძიებო
ორგანო იძიებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის
მიკუთვნებულ
სისხლის
სამართლის
საქმეს,
რომელიც
მას
გადასცა
საქართველოს
გენერალურმა პროკურორმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 33-ე
მუხლის მე-8 ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ინსპექტორი უფლებამოსილია არაუგვიანეს
24 საათისა საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ დასაბუთებული წინადადებით
წერილობით მიმართოს საქართველოს გენერალურ პროკურორს. სახელმწიფო ინსპექტორის
წინადადება განიხილება მიმართვიდან 24 საათის ვადაში.“;
გ) მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 14 დღისა − მოსამართლის განჩინების
საფუძველზე ჩასატარებელი ისეთი საგამოძიებო მოქმედების ან საპროცესო მოქმედების
ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის თანახმად პროკურორის უფლებამოსილებას განეკუთვნება;“.
3. 22-ე მუხლის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22. პროკურატურის საპროცესო ზედამხედველობა“;
ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გამოსაძიებელ საქმეებზე საპროცესო
ზედამხედველობას და სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს, აგრეთვე სახელმწიფო
ბრალდებას მხარს უჭერს საქართველოს გენერალური პროკურატურის სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
საგამოძიებო
დანაყოფში
გამოძიების
საპროცესო
ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უშუალოდ
საქართველოს გენერალურ პროკურორს ექვემდებარება.“.
მუხლი 2.
ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებებით, რომელიც მიზნად ისახავს ეფექტიანი
საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის უზრუნველსაყოფად გამოძიების პროცესში
გამომძიებლისა და პროკურორის უფლებამოსილებების გამიჯვნას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში განხორციელებული ცვლილებების
შედეგად იზრდება გამომძიებლის უფლებამოსილებები გამოძიების პროცესში. მაგალითად,
გამომძიებელი
უფლებამოსილია
სისხლისსამართლებრივი
დევნის
დაწყებამდე
დამოუკიდებლად მიმართოს სასამართლოს იმ საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების
შუამდგომლობით, რომელმაც შესაძლოა გამოიწვიოს ადამიანის უფლებების შეზღუდვა.
პროკურორი
გამოძიებაზე
განახორციელებს საპროცესო ზედამხედველობას მხოლოდ
სისხლისსამართლებრივი
დევნის
განხორციელების მიზნით. ზემოაღნიშნულიდან
გამომდინარე, აუცილებელია შესაბამისი ცვლილებების განხორციელება „სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
წინამდებარე ცვლილების აუცილებლობა გამომდინარეობს „საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის
პროექტიდან, რომლის თანახმადაც ხდება გამოძიების პროცესში გამომძიებლისა და
პროკურორის უფლებამოსილებების გამიჯვნა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შედეგად „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
შესახებ“
საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის თანახმად, ახლებურად ყალიბდება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 და მე-4 პუნქტები. ცვლილების თანახმად,
ისეთ
საგამოძიებო
მოქმედებებზე
ზედამხედველობას,
როგორიცაა
დოკუმენტის
ან
ინფორმაციის გამოთხოვა, ინტერნეტტრაფიკის მონაცემთა მიმდინარე შეგროვება და
შინაარსობრივი მონაცემების მოპოვება, სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური ახორციელებს
სასამართლოს, საგამოძიებო ორგანოს/პროკურატურის და ელექტრონული საკომუნიკაციო
მომსახურების მიმწოდებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის შედარებით და მონაცემთა
დამმუშავებლის/უფლებამოსილი
პირის
მიერ მონაცემთა დამუშავების კანონიერების
შემოწმებით (ინსპექტირებით). ამასთან, ამავე მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული
ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარებაში მონაწილე პირების ჩამონათვალში მიეთითება
როგორც პროკურორი, ისე გამომძიებელი.
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, გამოძიების სტადიაზე გამომძიებელი იქნება
უფლებამოსილი მიიღოს გადაწყვეტილება სისხლის სამართლის საქმის ცალკე წარმოებად
გამოყოფის შესახებ. შესაბამისად, იცვლება „სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტი, სადაც განისაზღვრა, რომ დანაშაულთა
ერთობლიობისას, როდესაც ჩადენილ დანაშაულთაგან ერთი ან ერთზე მეტი სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა, გამომძიებლის/პროკურორის გადაწყვეტილებით,
რომელიც მოქმედებს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 110-ე მუხლის
შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყოფა საქმე, რომელიც
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ქვემდებარეა, და ის საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი წესით, გამოსაძიებლად
გადაეცემა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს.
აგრეთვე იცვლება კანონის მე-19 მუხლის მე-6 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი. სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში განსახორციელებელი ცვლილებებით პროკურორს მხოლოდ რამდენიმე
საგამოძიებო/საპროცესო
მოქმედებაზე
უნარჩუნდება
შუამდგომლობის
წარდგენის
უფლებამოსილება. შესაბამისად, კანონის მე-19 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტში მიეთითება, რომ
სახელმწიფო ინსპექტორის შესაბამისი მოადგილე უფლებამოსილია სახელმწიფო
ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებულ სისხლის
სამართლის საქმეზე დასაბუთებული წინადადებით წერილობით მიმართოს ზედამხედველ
პროკურორს წინასასამართლო სხდომამდე არაუგვიანეს 14 დღისა − მოსამართლის განჩინების
საფუძველზე ჩასატარებელი ისეთი საგამოძიებო მოქმედების ან საპროცესო მოქმედების
ჩატარების მიზანშეწონილობის შესახებ, რომელიც საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსის თანახმად პროკურორის უფლებამოსილებას განეკუთვნება.
სისხლის
სამართლის
პროკურორი
საპროცესო
გამოძიებაზე
კოდექსში
განახორციელებს
განსახორციელებელი
საპროცესო
ცვლილებებით
ზედამხედველობას
და
არა
ხელმძღვანელობას. შესაბამისად, ახლებურად ყალიბდება კანონის 22-ე მუხლი, რომლის
მიხედვითაც
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურის
მიერ
გამოსაძიებელ
საქმეებზე
საპროცესო ზედამხედველობას და სისხლისსამართლებრივ დევნას ახორციელებს, აგრეთვე
სახელმწიფო ბრალდებას მხარს უჭერს საქართველოს გენერალური პროკურატურის
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო დანაყოფში გამოძიების საპროცესო
ზედამხედველობის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული, რომელიც უშუალოდ
საქართველოს გენერალურ პროკურორს ექვემდებარება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტის ამოქმედების ვადად გათვალისწინებულია 2023 წლის 1 იანვარი, რა
დროისთვისაც უზრუნველყოფილი იქნება გამოძიების ორგანოების მზადყოფნა შეასრულონ
ახალი უფლებამოსილებები. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის
მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტის მიღება არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართ
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღების ვალდებულებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.