„სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“
- „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო სპეციალური წოდებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
- „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-01-31
ბიუროს ნომერი 116
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის
შესახებ“ საქართველოს კანონში (სსმ, 56, 28/12/2005, 40.050.000.05.001.002.128)
შევიდეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-5 მუხლის, მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი
რედაქციით:
„ე) სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოებიდან, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურიდან, საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან და
სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ
პირებს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულებიდან − სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან,
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტიდან,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური
ინსპექციიდან და საგამოძიებო დეპარტამენტიდან დათხოვნილ სამხედრო
წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, იმავე სამინისტროს
სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან დათხოვნილ, ზევადიან სამხედრო
წოდების ან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს, საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის საჯარო თანამდებობებიდან
გათავისუფლებულ
პირებს,
სახელმწიფო
ინსპექტორის
სამსახურიდან
გათავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს,
სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან განთავისუფლებულ სახელმწიფო
სპეციალური წოდების მქონე პირებს, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოდან
გათავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირებს,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი
სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებიდან − საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურიდან, საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში
არსებული სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებიდან −
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან და ეროვნული უსაფრთხოების
საბჭოს აპარატიდან დათხოვნილ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
პირებს;“
92
2. მე-8 მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება, აგრეთვე, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურიდან ან პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურიდან გათავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური
წოდების მქონე პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი.
ნამსახურობაში, გარდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში ნამსახურობისა,
შედის შემდეგ ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა,
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის
სპეციალური სამსახურისა და პროკურატურის ორგანოები, საქართველოს
იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური სამსახური, საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
საგამოძიებო
დეპარტამენტი,
საქართველოს
სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური ინსპექცია და
საგამოძიებო დეპარტამენტი, იმავე სამინისტროს სპეციალური პენიტენციური
სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს
აპარატი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური (2009
წლის დეკემბრამდე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიცია,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი, საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს საგადასახადო
შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს ფინანსთა
სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს
სპეციალური წოდების მქონე პირად, აგრეთვე, მოსამართლედ ან მის თანაშემწედ
მუშაობა.“
3. მე-8 მუხლს დაემატოს მე-10 პუნქტი:
„10. ამ მუხლის მოქმედება ვრცელდება, აგრეთვე, ეროვნული ანტიკორუფციული
სააგენტოდან გათავისუფლებულ სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
პირზე, თუ მას აქვს ნამსახურობის არანაკლებ 20 წელი. ნამსახურობაში, გარდა
ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოში ნამსახურობისა, შედის შემდეგ
ორგანოებში ნამსახურობა: სამხედრო, შინაგან საქმეთა, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურისა და
პროკურატურის ორგანოები, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში
შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − სპეციალური პენიტენციური
სამსახური, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალური
ინსპექცია და საგამოძიებო დეპარტამენტი, იმავე სამინისტროს სპეციალური
პენიტენციური სამსახური, სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის
საბჭოს აპარატი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური
(2009 წლის დეკემბრამდე), საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური
პოლიცია, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტი,
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს
93
საგადასახადო შემოსავლების სამინისტროს საგანგებო ლეგიონი, საქართველოს
ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის ან პერსონალურ მონაცემთა
დაცვის სამსახურის სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირად, აგრეთვე,
მოსამართლედ ან მის თანაშემწედ მუშაობა.“
4. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. ამ მუხლის მიზნებისათვის მუშაობის 20 წლის სტაჟში ჩაითვლება შინაგან
საქმეთა, იუსტიციის, სახელმწიფო უშიშროების, საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის, პროკურატურისა და სასამართლო ხელისუფლების
ორგანოებში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს საგამოძიებო დანაყოფში,
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო
საქვეუწყებო დაწესებულებაში − სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში,
საქართველოს
იუსტიციის
სამინისტროს
საგამოძიებო
დეპარტამენტში,
საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს გენერალურ
ინსპექციასა და საგამოძიებო დეპარტამენტში, იმავე სამინისტროს სპეციალურ
პენიტენციურ სამსახურში, 2011 წლის 11 მარტამდე საქართველოს გარემოს
დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2011 წლის 11 მარტიდან 2011
წლის 3 ივნისამდე საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების
სამინისტროს შესაბამის საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა,
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე
პირად, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში სახელმწიფო სპეციალური წოდების
მქონე პირად მუშაობა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურში სახელმწიფო
სპეციალური წოდების მქონე პირად მუშაობა, ეროვნული ანტიკორუფციული
სააგენტოს სპეციალური წოდების მქონე პირად მუშაობა, აგრეთვე, ამ კანონის მე-8
მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული სხვა ორგანოების შესაბამის
საგამოძიებო დანაყოფებში სპეციალობით მუშაობა.“
5. მე-19 მუხლს დაემატოს მე-6 პუნქტი:
„6. სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელების პერიოდში ეროვნულ
ანტიკორუფციულ სააგენტოში მომუშავე სახელმწიფო სპეციალური წოდების
მქონე პირის გარდაცვალების შემთხვევაში კომპენსაციის ოდენობაა ამ კანონის მე8 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად განსაზღვრული
კომპენსაციის 75%, მიუხედავად გარდაცვლილის მიერ ამავე კანონით დადგენილი
კომპენსაციის მიღების უფლების მოპოვებისა. ამასთანავე, გარდაცვლილის
ნამსახურობის მინიმალური სტაჟი უთანაბრდება 20 წელს. კომპენსაცია ენიშნებათ
გარდაცვლილის შვილებს 18 წლის ასაკის მიღწევამდე და მის შრომისუუნარო
მეუღლეს.“
94
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
95
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო
აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავდა საქართველოს კანონის პროექტი
„ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ,“ რომლის თანახმად იქმნება
დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სახელმწიფო ორგანო, სადაც საქმეთა
საგამოძიებო ქვემდებარობის მიხედვით თავმოყრილი იქნება კორუფციასთან
ბრძოლის ის მექანიზმები, რომლებიც დღეს სხვადასხვა უწყებაში არის
განაწილებული.
ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს სრულყოფილი და გამართული
ფუნქციონირებისთვის აუცილებელია თანმდევი ცვლილებები საქართველოს
კანონში „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის
შესახებ“.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
წარმოდგენილი ცვლილებების მიღების გარეშე შეუძლებელი იქნება ეროვნული
ანტიკორუფციული სააგენტოს მოსამსახურეებმა შესაბამისი პირობების არსებობის
შემთხვევაში მიიღონ სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო აკადემიური
სტიპენდია.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
წარმოდგენილი ცვლილებებით, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს
მოსამსახურეები, შესაბამისი პირობების არსებობის შემთხვევაში შეძლებენ მიიღონ
სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტით, პირთა ნუსხას, ვინც უფლებამოსილნი არიან მიიღონ
სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია ან სახელმწიფო კომპესაცია, ემატებიან
ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესაბამისი მოსამსახურეები, ასევე,
განისაზღვრება მათი გარდაცვალების შემთხვევაში, დამოკიდებული ოჯახის
წევრებისთვის კომპენსაციის მიღების წესი და პირობები.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს
მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
96
ეს პუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით
(ინიციატორი არ არის საქართველოს მთავრობა)
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
ვინაიდან
სააგენტო
ახალი
ინსტიტუციაა,
რომლის
სრულყოფილი
ფუნქციონირებისთვის საჭირო იქნება წინასწარი ღონისძიებების გატარება,
კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად შემოთავაზებულია 2022 წლის 1
ივლისი.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით
განხილვას):
არ არსებობს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
სახელმწიფო ბიუჯეტი.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ის
თანხები, ფინანსური სახსრები, რომლებიც ცვლილებით გათვალისწინებული
ფუნქციების შესასრულებლად სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის
გამოიყოფოდა, მიემართება ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოსკენ.
ინფორმაცია სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ერთჯერადი თუ წლიური
საბიუჯეტო დაფინანსების თაობაზე დეტალურადაა მოცემული ეროვნული
ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში.
97
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი
ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიხედვით
ვალდებულებას.
სახელმწიფო
არ
იღებს
ახალ
ფინანსურ
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ
პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც
მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი
გავლენა:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს აღნიშნულ ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის რაიმე
გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე არ ექნება გავლენა
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს გაერო-ს ანტიკორუფციული კონვენციის,
ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“
(GRECO) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის
(OECD) ანტიკორუფციული ქსელის ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი
ვალდებულებების შესრულებას
გ.გ) კანონპროექტის
ხელშეკრულებებთან
მიმართება
და
საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
შეთანხმებებთან,
აგრეთვე,
ისეთი
98
ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება
კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის
მიღება
გააძლიერებს
საქართველოს
კანონმდებლობის
შესაბამისობას კორუფციის წინააღმდეგ გაერო-ს კონვენციის (განსაკუთრებით მისი
მე-6 და 36-ე მუხლების) მოთხოვნებთან.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და,
მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ
წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან
ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი
ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა
მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში
სამუშაო პროცესში ვეყრდნობოდით საქართველოს პარლამენტის კვლევითი
ცენტრის კანონპროექტის ავტორთა მიმართვის საფუძველზე მოამზადებულ
დოკუმენტს, რომელშიც განიხილულია რამდენიმე ქვეყნის დამოუკიდებელი
ანტიკორუფციული ორგანოს საქმიანობა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში
ასეთი არ მომზადებულა.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად
იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის
მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა
ე) კანონპროექტის ავტორი:
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, საქართველოს მე-9 მოწვევის
პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე,
ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი,
დავით უსუფაშვილი, შალვა შავგულიძე, ანა ნაცვლიშვილი.
99