„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
25.01.2022
ავტორი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“; საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე; დიმიტრი ცქიტიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სალომე სამადაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი, შალვა შავგულიძე, ანა ნაცვლიშვილი
ნომერი
#07-3/158/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-01-31
ბიუროს ნომერი 116

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997, გვ. 76) შევიდეს შემდეგი ცვლილებები: 1. 251-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0,1%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის პარტიის და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რაც დადგენილია ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის პარტიას.“ 2. 26-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. პარტიის შემოწირულებების შესახებ ინფორმაცია, მათ შორის, ინფორმაცია, რომელიც შეიცავს ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მონაცემებს, და შემომწირველის რეგისტრაციის ადგილის შესახებ ინფორმაციას, საჯაროა. ამ ინფორმაციის ხელმისაწვდომობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო. ეროვნულმა ანტიკორუფციულმა სააგენტომ ვებგვერდის მეშვეობით ყოველთვიურად უნდა უზრუნველყოს პარტიის შემოწირულობების შესახებ ინფორმაციის საჯარო ხელმისაწვდომობა.“ 3. 261-ე მუხლის მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. თუ აღარ არსებობს ამ მუხლით განსაზღვრული გარემოებები, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო, საკუთარი ინიციატივით ან ამავე მუხლით დადგენილი შეზღუდვებისადმი საფუძველზე, მარტივი დაქვემდებარებული ადმინისტრაციული წარმოების პირის განცხადების წესით განიხილავს პირისათვის შეზღუდვების გაუქმების საკითხს.“ 4. 271-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 179 „1. შემოწირულობის მიღების, ასევე საწევრო შენატანის განხორციელების შესახებ ინფორმაცია პარტიამ ხუთი სამუშაო დღის ვადაში უნდა წარუდგინოს ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს.“ ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. თუ შემოწირულობის მიღებით, ასევე საწევრო შენატანის განხორციელებით ირღვევა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები, პარტია ვალდებულია თანხა მის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხვიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში დაუბრუნოს შემომწირველს/საწევრო შენატანის განმახორციელებელ პირს. ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში თანხა გადაირიცხება სახელმწიფო ბიუჯეტში. თუ პარტიამ არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა შემოწირულობის უკანონობის შესახებ, თანხის დაბრუნების ვალდებულება წარმოიშობა ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს მოთხოვნის მომენტიდან.“ 5. 30-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. პარტია საბიუჯეტო დაფინანსებას მიიღებს მხოლოდ წინასწარი წერილობითი თანხმობის საფუძველზე, რომელიც უნდა წარედგინოს ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს ყოველწლიურად, არაუგვიანეს 25 ნოემბრისა. თუ პარტიამ კანონით დადგენილ ვადაში არ წარადგინა წერილობითი თანხმობა მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების თაობაზე, ამ ვადის გასვლიდან მეორე დღეს ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო წერილობით აცნობებს პარტიას ამის შესახებ. პარტიას უფლება აქვს, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს წერილობითი გაფრთხილების მიღებიდან სამი დღის ვადაში წარადგინოს შესაბამისი თანხმობა. თუ პარტიამ ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ დადგენილ ვადაში კვლავ არ წარადგინა შესაბამისი თანხმობა, იგი კარგავს მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლებას, რის შესახებაც მას ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო წერილობით აცნობებს. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო ვალდებულია პარტიის მიერ მომავალი წლის საბიუჯეტო დაფინანსების მიღების უფლების დაკარგვიდან ხუთი დღეში აღნიშნული თანხა დააბრუნოს სახელმწიფო ბიუჯეტში.“ 6. 32-ე მუხლის: ა) 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. პარტია ყოველი წლის 1 თებერვლამდე ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს უგზავნის გასული წლის საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად. პარტიის იურიდიული მისამართის მიხედვით ადგილობრივ საგადასახადო ორგანოში იგზავნება დეკლარაციისა და აუდიტორის 180 (აუდიტორული ფირმის) დასკვნის ასლები. დეკლარაციაში აისახება პარტიის წლიური შემოსავალი (საწევრო შენატანებისა და შემოწირულებების ოდენობები, საწევრო შენატანების განმახორციელებელ მოქალაქეთა ვინაობა, მონაცემები შემოწირულებების განმახორციელებელი მოქალაქეებისა და იურიდიული პირების თაობაზე, სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი, აგრეთვე პარტიის მიერ საგამომცემლო საქმიანობიდან და სხვადასხვა ღონისძიების მოწყობით მიღებული თანხები) და გასავალი (არჩევნებზე, სხვადასხვა ღონისძიების დაფინანსებაზე, შრომის ანაზღაურებასა და მივლინებაზე გაწეული და სხვა ხარჯები), აგრეთვე ქონებრივი მდგომარეობის ანგარიში (კუთვნილი შენობა-ნაგებობებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა და სახეობა, მათი საერთო ღირებულება, საბანკო დაწესებულებებში რიცხული თანხების ოდენობა).“ ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო ვალდებულია პარტიის/საარჩევნო სუბიექტის საფინანსო დეკლარაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე, უზრუნველყოს მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მათი შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნება.“ გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. პარტიის წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმას შეიმუშავებს და პარტიის დაფინანსების აუდიტის სტანდარტებს ადგენს ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო.“ 7. 322-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 322 ამ კანონით გათვალისწინებული პარტიების ფინანსურ მდგომარეობასთან და შემოწირულებების განხორციელებასთან დაკავშირებული მონაცემების გამჭვირვალობის წესს ადგენს ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო.“ 8. 33-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. პარტია უფლებამოსილია თავისი საქმიანობის ფინანსური აუდიტის განხორციელების მიზნით მიმართოს ნებისმიერ დამოუკიდებელ აუდიტორს, რომელიც აკმაყოფილებს ეროვნული დადგენილ სტანდარტებს.“ ანტიკორუფციული სააგენტოს მიერ ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 181 „3. დამოუკიდებელი აუდიტორის დასკვნა პარტიის ფინანსური მდგომარეობის შესახებ წარედგინება ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს.“ 9. 34-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 34 თუ პარტია დროულად არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს, ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო მას წერილობით გააფრთხილებს და მოსთხოვს ხარვეზის ხუთი დღის განმავლობაში აღმოფხვრას. თუ პარტია ხუთი დღის გასვლის შემდეგაც არ წარუდგენს საფინანსო დეკლარაციას ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს, იგი კარგავს ამ კანონის 30ე მუხლით გათვალისწინებული სახელმწიფო დაფინანსების მიღების უფლებას მომდევნო ერთი წლის განმავლობაში.“ 10. 341-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: მუხლი 341. პარტიის ფინანსური საქმიანობის კანონიერებასა და გამჭვირვალობაზე მონიტორინგს ახორციელებს ეროვნული ანტიკორუფციულ სააგენტო.“ 11. 342 მუხლის: ა) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “5. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოსთვის მის მიერ მოთხოვნილი, ამ კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიწოდების კანონით დადგენილი ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს გაფრთხილებას ან ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით, იურიდიული პირის დაჯარიმებას 2 000 ლარით, კვალიფიციური პარტიის დაჯარიმებას 5 000 ლარით." ბ) მე-11 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „11. ამ მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს უფლებამოსილი პირი ადგენს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს, რომელიც დაუყოვნებლივ ეგზავნება განსახილველად რაიონულ (საქალაქო) სასამართლოს.“ გ)მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: 182 „12. თუ არსებობს გარემოება, რომელმაც შესაძლოა დააბრკოლოს სამართალდარღვევისათვის კანონით გათვალისწინებული სახდელის აღსრულება, სახელმწიფო აუდიტის სამსახური უფლებამოსილია, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენასთან ერთად, პარტიის ან/და პირის ქონებას (მათ შორის, საბანკო ანგარიშებს) დაადოს ყადაღა შესაბამისი სამართალდარღვევისათვის გათვალისწინებული სანქციის პროპორციულად. ყადაღა დაუყოვნებლივ ამოქმედდება და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმთან ერთად დასადასტურებლად წარედგინება სასამართლოს.“ 12. 392 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: “მუხლი 392 2024 წლის 1 იანვრამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახური ვალდებულია პარტიის/საარჩევნო სუბიექტის საფინანსო დეკლარაციასა და საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაცია მიაწოდოს ყველა დაინტერესებულ პირს, აგრეთვე უზრუნველყოს მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მათი შესაბამის ვებგვერდზე გამოქვეყნება.“ მუხლი 2. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარემ ამ კანონის გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 183
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე საქართველოს ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ცვლილებების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავდა საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ,“ რომლის თანახმად იქმნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სახელმწიფო ორგანო. სააგენტოში, საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით, თავმოყრილი იქნება კორუფციასთან ბრძოლის ის მექანიზმები, რომლებიც დღეს სხვადასხვა უწყებებში არის გადანაწილებული. ამასთან, სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალეობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს სრულყოფილი და გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია თანმდევი ცვლილებები საქართველოს ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობაზე მონიტორინგის სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნაცვლად, ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს აკისრებს, რაც იწვევს თანმდევი ცვლილების აუცილებლობას საქართველოს ორგანულ კანონში „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად, პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობის კონტროლი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფუნქციებიდან ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობის მიმართულებადაა განსაზღვრული. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 184 ახალი რეგულირებით, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობაზე მონიტორინგს განახორციელებს ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო, ნაცვლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო უზრუნველყოფს პოლიტიკური გაერთიანებების საბანკო ანგარიშების, ფულადი სახსრების შემოდინების და მათი წყაროების, საარჩევნო კამპანიის ხარჯების მონიტორინგს და კონტროლს. იღებს ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანებების გამოუყენებელი ფინანსების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში აძლევს გაფრთხილებას. ასევე, ადგენს პარტიის/საარჩევნო სუბიექტის და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯების ოდენობას, უზრუნველყოფს პარტიის შემოწირულობების შესახებ მონაცემების ხელმისაწვდომობას. პარტიები, გასული წლის საფინანსო დეკლარაციას აუდიტორის დასკვნასთან ერთად, ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს წარუდგენენ. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო, ვალდებული იქნება პარტიის/საარჩევნო სუბიექტის საფინანსო დეკლარაციასთან დაკავშირებული ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახადოს ყველა დაინტერესებული პირისთვის. სააგენტო შეიმუშავებს პარტიის წლიური საფინანსო დეკლარაციის ფორმას და ადგენს პარტიის დაფინანსების აუდიტის სტანდარტებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ეს პუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით (ინიციატორი არ არის საქართველოს მთავრობა) ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან სააგენტო ახალი ინსტიტუციაა, რომლის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო იქნება წინასწარი ღონისძიებების გატარება, კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად შემოთავაზებულია 2022 წლის 1 ივლისი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ არსებობს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): 185 ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ფინანსური სახსრები, რომლებიც ცვლილებით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გამოიყოფოდა, მიემართება ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოსკენ. ინფორმაცია სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ერთჯერადი თუ წლიური საბიუჯეტო დაფინანსების თაობაზე დეტალურადაა მოცემული ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით ვალდებულებას. სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ ითვალისწინებს აღნიშნულ ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის რაიმე გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: 186 ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე არ ექნება გავლენა გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს გაერო-ს ანტიკორუფციული კონვენციის, ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ანტიკორუფციული ქსელის ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება გააძლიერებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობას კორუფციის წინააღმდეგ გაერო-ს კონვენციის (განსაკუთრებით მისი მე-6 და 36-ე მუხლების) მოთხოვნებთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში სამუშაო პროცესში ვეყრდნობოდით საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის კანონპროექტის ავტორთა მიმართვის საფუძველზე მოამზადებულ 187 დოკუმენტს, რომელშიც განიხილულია რამდენიმე ქვეყნის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოს საქმიანობა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ მომზადებულა. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა ე) კანონპროექტის ავტორი: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი, დავით უსუფაშვილი, შალვა შავგულიძე, ანა ნაცვლიშვილი. 188