„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ინიცირებულია
ინიცირების თარიღი
25.01.2022
ავტორი
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“; საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე; დიმიტრი ცქიტიშვილი
ინიციატორი
საქართველოს პარლამენტის წევრები: სალომე სამადაშვილი, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი, შალვა შავგულიძე, ანა ნაცვლიშვილი
ნომერი
#07-3/158/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-01-31
ბიუროს ნომერი 116

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 10.01.2012. სარეგისტრაციო კოდი: 010190020.04.001.016032) შევიდეს შემდეგი ცვლილებები: 1. 45-ე მუხლის მე-4 ნაწილს დაემატოს „ლ” ქვეპუნქტი: „ლ) ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარისა.“ 2. 54-ე მუხლის: ა) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს წარუდგინოს ინფორმაცია იმ საბანკო ანგარიშის შესახებ, რომლიდანაც დაფინანსდება საარჩევნო კამპანია. აღნიშნული ფონდის შესახებ წარდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს აგრეთვე საარჩევნო კამპანიის ფონდის მართვაზე პასუხისმგებელ პირთა საკონტაქტო მონაცემებს.“ ბ) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. საარჩევნო სუბიექტის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების საერთო ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-ს. აღნიშნულ ოდენობაში შედის საარჩევნო სუბიექტის მიერ და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც დადგენილია ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს მიერ და რომელთა შესახებაც ეცნობება შესაბამის საარჩევნო სუბიექტს.“ 3. 57-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საარჩევნო სუბიექტობის კანდიდატი/საარჩევნო სუბიექტი ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს არჩევნების დანიშვნის დღიდან 3 კვირაში ერთხელ, ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს მიერ დადგენილი ფორმით წარუდგენს შესაბამის ფინანსურ ანგარიშს. 2. ის საარჩევნო სუბიექტი, რომელიც, წინასწარი მონაცემებით, არჩევნებში ამ 189 კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას მიიღებს, კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს 12 დღისა ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს წარუდგენს არჩევნების დანიშვნის დღიდან კენჭისყრის დღის მდგომარეობით გამოყენებული სახსრების შესახებ ანგარიშს. 3. არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტი ვალდებულია მეორე ტურის ჩატარების დღემდე 3 დღით ადრე ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს წარუდგინოს პირველი ტურის კენჭისყრის დღის შემდეგ განხორციელებული საქმიანობის ფინანსური ანგარიში. 4. საარჩევნო სუბიექტი არჩევნების შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა, ხოლო არჩევნების მეორე ტურში მონაწილე საარჩევნო სუბიექტი − მეორე ტურის შედეგების გამოქვეყნებიდან არაუგვიანეს 1 თვისა ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს აუდიტორულ (აუდიტორული ფირმის) დასკვნასთან ერთად წარუდგენს არჩევნების დანიშვნის დღიდან არჩევნების საბოლოო შედეგების გამოქვეყნების დღის ჩათვლით გამოყენებული სახსრების შესახებ ანგარიშს. აუდიტის ჩატარების უფლება აქვს „სახელმწიფო აუდიტის სამსახურის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის შესაბამისად სერტიფიცირებულ აუდიტორს. თუ საარჩევნო კამპანიის ხარჯი 10 000 ლარს არ აღემატება, საარჩევნო სუბიექტს უფლება აქვს, სრული საარჩევნო პერიოდის ანგარიში აუდიტორული დასკვნის გარეშე წარადგინოს. 5. თუ საარჩევნო სუბიექტები, რომლებიც მიიღებენ ამ კანონით დადგენილ ხმების საჭირო რაოდენობას, დადგენილ ვადაში არ წარადგენენ საარჩევნო კამპანიის ფონდის ანგარიშს, ან თუ დადასტურდება კანონის მოთხოვნათა დარღვევა, ისინი ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტომ უნდა გააფრთხილოს წერილობით და უნდა მოსთხოვოს ხარვეზის შევსება და სათანადო დარღვევასთან დაკავშირებით დეტალური წერილობითი ინფორმაციის მიწოდება. თუ ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს მიიჩნევს, რომ დარღვევა არსებითი ხასიათისაა და შეეძლო გავლენა მოეხდინა არჩევნების შედეგებზე, იგი უფლებამოსილია შესაბამის საარჩევნო კომისიას მიმართოს რეკომენდაციით, რათა მან მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს არჩევნების შედეგების ამ საარჩევნო სუბიექტის მიერ მიღებული ხმების გაუთვალისწინებლად შეჯამება. 6. არჩევნებისათვის გამოყენებული სახსრების ანგარიშის ფორმას და მისი შევსების წესს განსაზღვრავს ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო.“ 4. 93-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით: „3. ამ კანონის 84-ე და 85-ე მუხლებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმებს ადგენს ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო.“ 190 5. 112-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს „რ” ქვეპუნქტი: „რ) ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები.“ 6. 136-ე მუხლის პირველი პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „რ“ ქვეპუნქტი: „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს თავმჯდომარე და მისი მოადგილეები.“ 7. 194-მუხლის მე-7 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი: „71. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმს ადგენს ეროვნული ანტიკორუფციული სამსახური.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2022 წლის 1 ივლისიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 191
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილებების შეტანის თაობაზე ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავდა საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ,“ რომლის თანახმად იქმნება დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სახელმწიფო ორგანო. სააგენტოში, საქმეთა საგამოძიებო ქვემდებარეობის მიხედვით, თავმოყრილი იქნება კორუფციასთან ბრძოლის ის მექანიზმები, რომლებიც დღეს სხვადასხვა უწყებებში არის გადანაწილებული. ამასთან, სააგენტოს საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა და მონიტორინგი. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს სრულყოფილი და გამართული ფუნქციონირებისთვის აუცილებელია თანმდევი ცვლილებები საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს კანონის პროექტი „ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ“, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობაზე მონიტორინგის ფუნქციას სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ნაცვლად, ეროვნულ ანტიკორუფციულ სააგენტოს აკისრებს, რაც იწვევს თანმდევი ცვლილების აუცილებლობას საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი ცვლილებების შედეგად, პოლიტიკური გაერთიანებების ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობის კონტროლი სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ფუნქციებიდან ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს საქმიანობის მიმართულებადაა განსაზღვრული. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: ახალი რეგულირებით, პოლიტიკური პარტიების ფინანსური საქმიანობის გამჭვირვალობაზე მონიტორინგს განახორციელებს ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო, ნაცვლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურისა. ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტო უზრუნველყოფს პოლიტიკური გაერთიანებების საბანკო ანგარიშების, ფულადი სახსრების შემოდინების და მათი წყაროების, საარჩევნო კამპანიის ხარჯების მონიტორინგს და კონტროლს. იღებს 192 ინფორმაციას პოლიტიკური გაერთიანებების გამოუყენებელი ფინანსების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში აძლევს გაფრთხილებას. ასევე, ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებულ სხვა უფლებამოსილებებს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ეს პუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით (ინიციატორი არ არის საქართველოს მთავრობა) ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: ვინაიდან სააგენტო ახალი ინსტიტუციაა, რომლის სრულყოფილი ფუნქციონირებისთვის საჭირო იქნება წინასწარი ღონისძიებების გატარება, კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღად შემოთავაზებულია 2022 წლის 1 ივლისი. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): არ არსებობს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის საჭიროება. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის დაფინანსების წყარო: მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების სახელმწიფო ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ფინანსური სახსრები, რომლებიც ცვლილებით გათვალისწინებული ფუნქციების 193 შესასრულებლად სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის გამოიყოფოდა, მიემართება ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოსკენ. ინფორმაცია სააგენტოს ფუნქციონირებისათვის საჭირო ერთჯერადი თუ წლიური საბიუჯეტო დაფინანსების თაობაზე დეტალურადაა მოცემული ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შესახებ კანონის პროექტის განმარტებით ბარათში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიხედვით ვალდებულებას. სახელმწიფო არ იღებს ახალ ფინანსურ ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი არ ითვალისწინებს აღნიშნულ ფინანსურ შედეგებს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის რაიმე გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე არ ექნება გავლენა გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს გაერო-ს ანტიკორუფციული კონვენციის, ევროპის საბჭოს „კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლ სახელმწიფოთა ჯგუფის“ (GRECO) და ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის 194 (OECD) ანტიკორუფციული ქსელის ფარგლებში საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება გააძლიერებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისობას კორუფციის წინააღმდეგ გაერო-ს კონვენციის (განსაკუთრებით მისი მე-6 და 36-ე მუხლების) მოთხოვნებთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში სამუშაო პროცესში ვეყრდნობოდით საქართველოს პარლამენტის კვლევითი ცენტრის კანონპროექტის ავტორთა მიმართვის საფუძველზე მოამზადებულ დოკუმენტს, რომელშიც განიხილულია რამდენიმე ქვეყნის დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ორგანოს საქმიანობა. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში ასეთი არ მომზადებულა. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა 195 ე) კანონპროექტის ავტორი: „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრები: თამარ ჩუგოშვილი, თამარ ხულორდავა, ირინე ფრუიძე, ნინო გოგუაძე, დიმიტრი ცქიტიშვილი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს პარლამენტის წევრები: ბადრი ჯაფარიძე, სალომე სამადაშვილი, დავით უსუფაშვილი, შალვა შავგულიძე, ანა ნაცვლიშვილი. 196