საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში
📦 საკანონმდებლო პაკეტი
საქართველოს პარალმენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში
- საქართველოს პარალმენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ წარმოდგენილი კომიტეტის 2021 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში ანგარიში
- საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში (ეს პროექტი) ანგარიში
📋 განხილვის ეტაპები
📅 დამატებითი ინფორმაცია
მიღების თარიღი 2022-03-17
შენიშვნები 17/03/2022 ცნობად იქნა მიღებული
📜 ტექსტი
წერილი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
2-1816/22
17-02-2022
საქართველოს პარლამენტის ბიუროს,
საქართველოს პარლამენტის აპარატის
საორგანიზაციო დეპარტამენტს
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 44-ე მუხლის შესაბამისად
წარმოგიდგენთ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2021 წელს გაწეული
საქმიანობის ანგარიშს.
პატივისცემით,
კომიტეტის თავმჯდომარე
ანრი ოხანაშვილი
თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე
ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge
ანგარიში
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2021 წელს გაწეული
საქმიანობის ანგარიში
I. ზოგადი ინფორმაცია
2021 წელს საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მის
უფლებამოსილებებში შემავალი, საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებული მრავალი მნიშვნელოვანი აქტივობა
განახორციელა.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის კომპეტენციები მოიცავს საკანონმდებლო და სხვა
საკითხების წინასწარ მომზადებას, საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებათა
შესრულებისათვის ხელის შეწყობას და პარლამენტის მიერ საქართველოს მთავრობისა
და პარლამენტის წინაშე ანგარიშვალდებული სხვა ორგანოების საქმიანობის
კონტროლის უზრუნველყოფას. ამ ფუნქციების შესასრულებლად კი 2021 წელს
კომიტეტმა და კომიტეტის აპარატმა საქმიანობა საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად შემდეგი მიმართულებებით განახორციელა:
კანონშემოქმედებითი საქმიანობა;
საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობა;
თანამდებობის პირთა განწესებასთან დაკავშირებული საქმიანობა;
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში საქართველოს პარლამენტის
წარმომადგენლობა;
დაინტერესებული პირების კორესპონდენციის დამუშავება, მასზე რეაგირება.
ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ მსოფლიოში, მათ შორის, საქართველოში,
გავრცელებული ახალი კორონავირუსით (COVID-19-ით) გამოწვეული პანდემიის
არსებობის მიუხედავად, იურიდიულ საკითხთა კომიტეტი აქტიურად აგრძელებდა
მუშაობას თავისი უფლებამოსილებების ფარგლებში.
2021 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა გამართა 67 სხდომა და განიხილა:
79 საკანონმდებლო ინიციატივა (270 კანონპროექტი), კერძოდ:
წამყვანი კომიტეტის სტატუსით 56 საკანონმდებლო ინიციატივა (200
კანონპროექტი) და პარლამენტის რეზოლუციის 1 პროექტი;
„სავალდებულო კომიტეტის“ სტატუსით 22 საკანონმდებლო ინიციატივა (70
კანონპროექტი);
6 საერთაშორისო ხელშეკრულება;
74 საკანონმდებლო წინადადება;
1 პეტიცია;
საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული 3 საკითხი, კერძოდ, საქართველოს
მთავრობის შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი, 1 ანგარიში და
1
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის
ფარგლებში მიმართვის საფუძველზე − 1 ინფორმაცია;
თანამდებობის პირთა განწესებასთან დაკავშირებული 6 საკითხი.
2021 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრთა მონაწილეობით პარლამენტს
წარედგინა 38 საკანონმდებლო ინიციატივა (120 კანონპროექტი).
2021 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატმა საქართველოს პარლამენტის
წარმომადგენლობა განახორციელა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში
წარმოებულ 23 საქმეზე.
2021 წლის განმავლობაში კომიტეტს წარედგინა და კომიტეტისა და კომიტეტის
აპარატის საქმიანობის ფარგლებში დამუშავდა 1579 კორესპონდენცია (წერილი,
განცხადება). ამასთანავე, აღსანიშნავია, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
ფარგლებში დაინერგა ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ კომიტეტისთვის
გაგზავნილი წერილებისა და განცხადებების წარმოების თაობაზე ინფორმაციის
მათთვის მოკლე ტექსტური შეტყობინებით მიწოდების წესი.
ამავდროულად, გასათვალისწინებელია, რომ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ
განსახილველი საკითხების დამუშავებაში აქტიურად მონაწილეობს კომიტეტის
აპარატი. ამასთანავე, კომიტეტის აპარატში შექმნილია საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოში საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობის ჯგუფი და
ანალიტიკური ჯგუფი, რომლებმაც 2021 წელს თავიანთი საქმიანობის მიმართულებით
ასევე შრომატევადი და აქტიური მუშაობა გასწიეს.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ 2021 წელს განხილული საკითხების შესახებ
ვრცელი ინფორმაცია მოცემულია შემდეგ თავებში.
II. კანონშემოქმედებითი საქმიანობა
კომიტეტის საქმიანობიდან, პირველ რიგში, აღსანიშნავია კანონშემოქმედებითი
საქმიანობა. ამ მხრივ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის უფლებამოსილებებს
განეკუთვნება კერძო სამართლის, სისხლის სამართლისა და გარკვეული სხვა საჯარო
სამართლის სფეროებში შემავალი კანონპროექტების განხილვა და მათზე სათანადო
დასკვნების მომზადება. 2021 წელს კომიტეტმა განიხილა ამ სფეროების განვითარებასა
და ადამიანის უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ბევრი
მნიშვნელოვანი საკანონმდებლო ინიციატივა, რაც საქართველოს მთავრობასთან, სხვა
უწყებებსა და დაინტერესებულ პირებთან მჭიდრო თანამშრომლობით განახორციელა.
2
2021 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით
განიხილა არსებითად სარეფორმო ხასიათის მქონე შემდეგი საკანონმდებლო
ინიციატივები:
1. საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, ლევან იოსელიანის,
ალექსანდრე ელისაშვილის, ფრიდონ ინჯიას, კახაბერ კუჭავას, ნიკოლოზ სამხარაძის,
ავთანდილ ენუქიძის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, მამუკა მდინარაძის და
ირაკლი ჩიქოვანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს
ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს
პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/39; 02.03.2021): საკანონმდებლო ცვლილებები
დაეფუძნა პოლიტიკურ პარტიებს შორის გაფორმებულ მემორანდუმსა და ევროპული
საბჭოს პრეზიდენტის მონაწილეობით საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ
ხელმოწერილ შეთანხმებას; კერძოდ, საარჩევნო სისტემისა და პროცედურების
გასაუმჯობესებლად თავდაპირველად პოლიტიკურ პარტიებს შორის გაიმართა
მრავალრაუნდიანი
დიალოგი,
რის
შედეგადაც
შემუშავდა
საარჩევნო
კანონმდებლობის დახვეწაზე, არჩევნების სანდოობის გაზრდასა და დემოკრატიული
პროცესების
ჯეროვან
და
სტაბილურ
განვითარებაზე
ორიენტირებული
რეკომენდაციები, რომლებმაც მემორანდუმის სახე მიიღო. მემორანდუმს ხელი
მოაწერეს მოქალაქეთა პოლიტიკურმა გაერთიანებებმა: „ქართული ოცნება −
დემოკრატიული საქართველო“, „ალეკო ელისაშვილი − მოქალაქეები“ და „ევროპელი
სოციალისტები“. შეთანხმება გულისხმობდა მემორანდუმით განსაზღვრული
საკითხების გადაჭრისათვის საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის მომზადებას და
საქართველოს პარლამენტისთვის განსახილველად წარდგენას. მოგვიანებით კი
საქართველოს პოლიტიკურმა პარტიებმა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის
მონაწილეობით ხელი მოაწერეს შეთანხმებას „სამომავლო გზა საქართველოსთვის“,
რომელიც ითვალისწინებდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მიერ შეთავაზებულ
წინადადებებს, მათ შორის, ამბიციურ საარჩევნო რეფორმას. აღნიშნული
საკანონმდებლო ცვლილებები ძირითადად მოიცავდა შემდეგ საკითხებს:
− ყველა დონის საარჩევნო კომისიების (საუბნო საარჩევნო კომისიების, საოლქო
საარჩევნო კომისიებისა და ცესკოს) წევრთა რაოდენობა გაიზარდა 12-დან 17-მდე
(მათ შორის, პროფესიულ წევრთა რაოდენობა გაიზარდა 6-დან 8-მდე, ხოლო
პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ წევრთა რაოდენობა − 6-დან 9-მდე).
− საპარლამენტო არჩევნების მიხედვით საუკეთესო შედეგის მქონე 9 პოლიტიკურ
პარტიას უფლება აქვს, ნებისმიერ საარჩევნო კომისიაში ჰყავდეს თითო წევრი.
− დადგინდა, რომ თუ საქართველოს პარლამენტმა ცესკოს წევრი/ცესკოს
თავმჯდომარე სრული შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით აირჩია, ცესკოს
წევრის/ცესკოს თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაა 5 წელი, ხოლო
3
−
−
−
−
−
−
−
პარლამენტის
მიერ
ცესკოს
წევრის/ცესკოს
თავმჯდომარის
სრული
შემადგენლობის უმრავლესობით არჩევის შემთხვევაში ცესკოს წევრის/ცესკოს
თავმჯდომარის უფლებამოსილების ვადაა 6 თვე.
საუბნო საარჩევნო კომისიის პროფესიულ წევრებს ირჩევს საოლქო საარჩევნო
კომისია,
სრული
შემადგენლობის
უმრავლესობის
ნაცვლად,
სრული
შემადგენლობის არანაკლებ 2/3-ით, იმ პირობით, რომ კანდიდატურებს მხარს
დაუჭერს, მათ შორის, ცესკოს მიერ 5 წლის ვადით არჩეული შესაბამისი საოლქო
საარჩევნო კომისიის 3 წევრი მაინც. პოლიტიკური პარტიები წევრებს საუბნო
საარჩევნო კომისიებში ნიშნავენ იმავე წესით, როგორითაც საოლქო საარჩევნო
კომისიებსა და ცესკოში.
ცესკოს თავმჯდომარეს 1 მოადგილის ნაცვლად ჰყავს 2 მოადგილე, რომელთაგან
ერთი აირჩევა ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ დანიშნულ ცესკოს
წევრთაგან.
არჩევნებში ავტომატურად გადაითვლება საარჩევნო უბნების 10%-დან მიღებული
საარჩევნო ბიულეტენები, ხოლო ეს საარჩევნო უბნები შემთხვევით შეირჩევა;
კერძოდ, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია, კენჭისყრის დღიდან
არაუგვიანეს მე-6 დღისა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო
უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით კომისიის სხდომაზე გამოავლინოს 5
საარჩევნო უბანი, გახსნას ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან
მიღებული პაკეტები და ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები. ეს კი
შესაძლო მანიპულაციის თავიდან აცილებისა და კონტროლის უპრეცედენტო
ინსტრუმენტია.
საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია, გახსნას შესაბამისი საარჩევნო
დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაშიც,
როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების
შემაჯამებელ ოქმში, ისე, რომ მას არ ახლავს შესწორების ოქმი, გადასწორებულია
საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა, არჩევნებში მონაწილე
ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ან/და ბათილად მიჩნეულ საარჩევნო
ბიულეტენთა რაოდენობა.
გარდამავალი პერიოდისთვის დადგინდა ხმის დათვლის ვიდეოფიქსაციის წესი იმ
საარჩევნო უბნებში, სადაც რეგისტრირებულ ამომრჩეველთა რაოდენობა 300
ამომრჩეველს აღემატება. ამასთანავე, განისაზღვრა, რომ კენჭისყრის დღიდან 5
დღეში ეს ვიდეომასალა თავსდება ინტერნეტში, საჯაროდ ხელმისაწვდომია და
ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია, ონლაინ (ვიდეოჩანაწერის მეშვეობით)
გადათვალოს საარჩევნო უბნებზე დაფიქსირებული საარჩევნო შედეგები.
გარდამავალ პერიოდში განხორციელდა ხმების ელექტრონული საშუალებით
(ელექტრონული მთვლელის მეშვეობით) დათვლის საპილოტე პროექტი.
დადგინდა, რომ საარჩევნო პერიოდით, არანაკლებ 9 და არაუმეტეს 15 წევრის
შემადგენლობით ცესკოსთან იქმნება ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი, რომელიც
ცესკოს წარუდგენს რეკომენდაციებს დავების განხილვის პროცესთან
დაკავშირებით. ამ ჯგუფს ცესკოს დადგენილებით შეიძლება მიენიჭოს
4
−
−
−
−
−
დამატებითი ფუნქციებიც, კერძოდ, კენჭისყრის შედეგების ხელახლა დათვლის
პროცესზე დაკვირვება. ცესკოს საკონსულტაციო ჯგუფი შედგება საქართველოს
სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლისგან და დამკვირვებელი
ორგანიზაციების მიერ შერჩეული საერთაშორისო ან/და ადგილობრივი
ექსპერტებისგან.
შეიქმნა საოლქო საარჩევნო კომისიასა და ცესკოში საჩივრის შეტანის
ელექტრონული პლატფორმა და ცესკოში საჩივრის განხილვაში საჩივრის ავტორის
დისტანციურად მონაწილეობის წესი.
შეიქმნა მინდობილ პირთა ელექტრონული რეესტრი.
გაფართოვდა წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და აგიტაციაში მონაწილეობის
უფლების არმქონე პირთა წრე.
აიკრძალა საჯარო მოსამსახურეების, საჯარო სამართლის იურიდიული პირების
თანამშრომლების, სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული
არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების თანამშრომლების,
სახელმწიფოს ან მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული სკოლამდელი
აღზრდისა და განათლების დაწესებულებებისა და ზოგადსაგანმანათლებლო
დაწესებულებების დირექტორების, აღმზრდელ-პედაგოგების, აღმზრდელების,
მასწავლებლების, იქ დასაქმებული სხვა პირების სამსახურებრივი ნიშნით შეკრება.
კენჭისყრის დღეს ამომრჩევლის გადაადგილების ფიზიკურად შეფერხების
აკრძალვის მანძილი კენჭისყრის შენობიდან 25 მეტრიდან გაიზარდა 100 მეტრამდე.
ამასთანავე, აიკრძალა კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობიდან 100 მეტრის
მანძილზე ადამიანთა შეკრება ან ამომრჩეველთა აღრიცხვა. ამ აკრძალვებისადმი
დაუმორჩილებლობისთვის განისაზღვრა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა.
2. საქართველოს პარლამენტის წევრთა მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კონსტიტუციური კანონის პროექტი „საქართველოს
კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/92; 29.06.2021): კონსტიტუციური კანონის
პროექტით ცვლილება შედის საქართველოს 2017 წლის 13 ოქტომბრის N1324-რს
კონსტიტუციური კანონის გარდამავალ დებულებებში და მათ ემატება ნორმები,
რომელთა თანახმადაც: ა) საქართველოს პარლამენტის მომდევნო ორი
არჩევნებისთვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი მცირდება 2%-მდე; ბ) მიმდინარე და
მომდევნო ორი მოწვევის პარლამენტში ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა 7დან მცირდება 4-მდე. კონსტიტუციური კანონის პროექტი მიღებულია პირველი
მოსმენით. მისი პირველი მოსმენით პლენარულ სხდომაზე განხილვისას პროექტიდან
ამოღებულ იქნა გენერალური პროკურორის არჩევის ახალი წესის დამდგენი ნორმები.
3. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, ირაკლი ქადაგიშვილის,
გურამ მაჭარაშვილის, რატი იონათამიშვილის და დავით მათიკაშვილის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული
კანონების პროექტები: „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“
5
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი „საქართველოს პარლამენტის
რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/5; 16.12.2020): საკანონმდებლო
ცვლილებები
ითვალისწინებს
პოლიტიკური
პარტიისთვის
საბიუჯეტო
დაფინანსების შეწყვეტისა და შეჩერების საფუძვლებს; კერძოდ, ცვლილების
თანახმად, პარტია კარგავს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების
მიღების უფლებას, თუ ამ პარტიის წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის
წევრთა ნახევარს ან ნახევარზე მეტს ვადამდე შეუწყდა პარლამენტის წევრის
უფლებამოსილება და შეუძლებელია მისი/მათი ადგილმონაცვლე იმდენი
პარლამენტის წევრის უფლებამოსილების ცნობა, რომ აღნიშნული პარტიის
წარდგენით არჩეულ პარლამენტის წევრთა რაოდენობა იმავე პარტიის მიერ
მიღებული პარლამენტის წევრთა მანდატების ნახევარზე მეტი იყოს. ამასთანავე,
პარტია შესაბამისი მომდევნო 6 კალენდარული თვის საბიუჯეტო დაფინანსებას ვერ
მიიღებს, თუ მისი წარდგენით არჩეულ საქართველოს პარლამენტის წევრთა
ნახევარზე მეტი პარლამენტის შესაბამისი წინა მორიგი სესიის განმავლობაში
არასაპატიო მიზეზით არ დაესწრება პარლამენტის მორიგი პლენარული სხდომების
ნახევარზე მეტს. საკანონმდებლო ცვლილებები ითვალისწინებს აგრეთვე იმ
პოლიტიკური პარტიისთვის უფასო საეთერო დროით სარგებლობის შესაძლებლობის
გაუქმებას/შეჩერებას,
რომელსაც
ზემოხსენებული
საფუძვლით
შეუწყდება/შეუჩერდება საბიუჯეტო დაფინანსება. გარდა ამისა, კანონის გარდამავალი
დებულებით დადგინდა, რომ პოლიტიკურ პარტიას, რომელმაც 2021 წლის 1
აგვისტომდე დაკარგა საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნების
საფუძველზე მოპოვებული საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების
მიღების უფლება, ეს უფლება 2021 წლის 1 აგვისტოდან აღუდგებოდა; ამასთანავე, ამ
პოლიტიკურ პარტიას მიეცემოდა ყველა ის თანხა, რომელსაც იგი საქართველოს
სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსების სახით 2021 წლის 1 აგვისტომდე მიიღებდა,
რომ არ დაეკარგა აღნიშნული დაფინანსების მიღების უფლება (ამავე დროს, ასეთ
პოლიტიკურ პარტიას მიეცა უფლება, უარი ეთქვა საქართველოს სახელმწიფო
ბიუჯეტიდან დაფინანსების მიღებაზე).
4. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, მიხეილ სარჯველაძის და
შალვა პაპუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“
საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს
კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და
კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/41;
24.03.2021): საკანონმდებლო ცვლილებებით კანონში აისახა ვენეციის კომისიის
6
რეკომენდაციები საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის
კანდიდატთა შერჩევის წესთან დაკავშირებით. აღნიშნული ცვლილებების თანახმად:
− დადგინდა, რომ ინფორმაცია იმის შესახებ, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
რომელმა
წევრმა
რომელი
კანდიდატი
რა
შედეგით
შეაფასა
კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით, გახდა საჯარო
და ქვეყნდება იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ვებგვერდზე. ამასთანავე, თუ
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი არ შეაფასებს ყველა კანდიდატს და
აღნიშნულ შეფასებებს დასაბუთებებთან ერთად არ გადასცემს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს აპარატს, ითვლება, რომ იგი არ მონაწილეობს კანდიდატების
შეფასების პროცედურაში და მის მიერ განხორციელებული ყველა კანდიდატის
შეფასების შედეგები უქმდება.
− შეიცვალა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კანდიდატთა შერჩევის ბოლო
ეტაპზე (კენჭისყრის ეტაპზე) გადამსვლელ კანდიდატთა სიის შედგენის წესი;
კერძოდ, ამ სიას იუსტიციის უმაღლესი საბჭო ადგენს არა კენჭისყრის შედეგად,
არამედ
კანდიდატთა
კეთილსინდისიერებისა
და
კომპეტენტურობის
კრიტერიუმებით შეფასებისას მათ მიერ დაგროვებული ქულების (საუკეთესო
სარეიტინგო მაჩვენებლების) მიხედვით.
− შეიცვალა საქართველოს პარლამენტისთვის კანდიდატების წარდგენის მიზნით
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ კენჭისყრის გამართვის წესი, რითაც
უზრუნველყოფილ იქნა, რომ პარლამენტს წარედგინოს მხოლოდ ის კანდიდატები,
რომლებმაც კეთილსინდისიერებისა და კომპეტენტურობის კრიტერიუმებით
შეფასებისას საუკეთესო შედეგები მოიპოვეს (დაგროვებული ქულების მიხედვით
საუკეთესო სარეიტინგო მაჩვენებლები აქვთ). კანონით გათვალისწინებულია
აგრეთვე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის მიერ კენჭისყრისას
დაფიქსირებული თავისი ნებისმიერი პოზიციის დასაბუთების ვალდებულება,
მიუხედავად იმისა, მხარს დაუჭერს თუ არა იგი კანდიდატს. ამასთანავე,
ინფორმაცია იმის შესახებ, თუ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს რომელმა წევრმა
რომელ კანდიდატს დაუჭირა/არ დაუჭირა მხარი კენჭისყრაში, და კენჭისყრისას
დაფიქსირებული პოზიციების დასაბუთება არის საჯარო და ქვეყნდება საბჭოს
ვებგვერდზე.
− დადგინდა, რომ თუ უზენაესი სასამართლოს საკვალიფიკაციო პალატამ გააუქმა
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის
კანდიდატების შერჩევის პროცესში მიღებული განკარგულება/წარდგინება და
საქმე დააბრუნა ხელახლა განსახილველად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
ხელახალი განკარგულება/ხელახალი წარდგინება შეიძლება გასაჩივრდეს
უზენაესი
სასამართლოს
საკვალიფიკაციო
პალატაში
(ხელახალი
განკარგულების/წარდგინების გასაჩივრების შედეგად მიღებული საბჭოს
განკარგულება/წარდგინება არ საჩივრდება).
− კანონში ნათლად მიეთითა, რომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კანდიდატების
საჯარო მოსმენა უნდა გაიმართოს ყველა კანდიდატის მიმართ თანასწორი
მოპყრობის პრინციპის დაცვით.
7
−
კანონის გარდამავალი დებულებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს დაევალა, რომ
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების ამოქმედებიდან 5 სამუშაო დღის
ვადაში უზრუნველეყო იმ დროისთვის მიმდინარე უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეობის
კანდიდატთა
შერჩევის
პროცედურაში
დამატებითი
განცხადებების 1 კვირის განმავლობაში მიღებისა და ამ განცხადებების წარმდგენ
პირთა იმავე პროცედურაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
5. საქართველოს პარლამენტის წევრების: გურამ მაჭარაშვილის, გივი მიქანაძის, რატი
იონათამიშვილის, გიორგი ამილახვარის, ანრი ოხანაშვილის და ალექსანდრე ტაბატაძის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული
კანონის პროექტი „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/149; 22.12.2021): საკანონმდებლო ცვლილება
ძირითადად ეხება და მოიცავს შემდეგ საკითხებს:
− დადგინდა რაიონული (საქალაქო) ან სააპელაციო სასამართლოს მოსამართლის
ვაკანტურ
თანამდებობაზე
გამოცხადებულ
კონკურსში
მონაწილე
მოსამართლეობის არარჩეული კანდიდატისთვის სხვა კონკურსის ფარგლებში
კენჭისყრის შესაძლებლობა.
− შეიცვალა მოსამართლის სხვა სასამართლოში მივლინების წესი და პირობები.
ამასთანავე, დადგინდა მოსამართლის მივლინების შესახებ მიღებული
საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრების
შესაძლებლობა.
− შეიცვალა მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების წესი და პირობები,
მათ შორის, დადგინდა მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების
კომპლექსური პროცედურა და მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან
ჩამოცილების
თაობაზე
მიღებული
გადაწყვეტილების
გასაჩივრების
შესაძლებლობა. მოსამართლის საქმეთა განხილვისაგან ჩამოცილების შესახებ
გადაწყვეტილების მიღების უფლებამოსილების მქონე სუბიექტად განისაზღვრა
საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა სადისციპლინო კოლეგია
(ეს უფლებამოსილება საკანონმდებლო ცვლილებამდე მინიჭებული ჰქონდა
საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს).
− გაუქმდა ერთი და იმავე პირის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს
წევრად ზედიზედ ორჯერ არჩევის (დანიშვნის) აკრძალვა.
− დამოუკიდებელი ინსპექტორის სამსახურის სტრუქტურის, საშტატო ნუსხისა და
მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების დამოუკიდებელი ინსპექტორის
სამსახურისათვის განსაზღვრული საბიუჯეტო ასიგნებების ფარგლებში
დამტკიცების
უფლებამოსილება
მიენიჭა
დამოუკიდებელ
ინსპექტორს
(აღნიშნული უფლებამოსილება საკანონმდებლო ცვლილებამდე მინიჭებული
ჰქონდა საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს).
− სადისციპლინო საკითხზე კენჭისყრისას საქართველოს იუსტიციის უმაღლესი
საბჭოს გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ხმათა რაოდენობა საბჭოს სრული
8
−
−
−
−
−
შემადგენლობის არანაკლებ 2/3-დან შემცირდა საბჭოს სრული შემადგენლობის
უმრავლესობამდე.
მოსამართლის დისციპლინური გადაცდომების ჩამონათვალს მიუკერძოებლობის
პრინციპის დარღვევის ქმედებათა შორის დაემატა შემდეგი დისციპლინური
გადაცდომა: მოსამართლის მიერ აზრის საჯაროდ გამოთქმა პოლიტიკური
ნეიტრალიტეტის პრინციპის დარღვევით. ამასთანავე, დაიხვეწა მოსამართლის
სხვა დისციპლინური გადაცდომის − მოსამართლის მიერ საქართველოს საპროცესო
კანონმდებლობით დადგენილი ვადის არასაპატიო მიზეზით არსებითად
დარღვევის − განმარტების შინაარსი.
დისციპლინური სახდელების ჩამონათვალს დაემატა შემდეგი დისციპლინური
სახდელი: მოსამართლის კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით შესაბამის
პროგრამაში ჩართვა.
განხორციელდა დისციპლინური სახდელების ძირითად და დამატებით
დისციპლინურ სახდელებად კატეგორიზაცია. ამასთანავე, ძირითად და
დამატებით დისციპლინურ სახდელთა გამოყენებასთან მიმართებით კანონში
მიეთითა, რომ ძირითად დისციპლინურ სახდელთან ერთად დამატებითი
დისციპლინური სახდელი გამოიყენება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში,
როდესაც მხოლოდ ძირითადი დისციპლინური სახდელი ვერ უზრუნველყოფს
დისციპლინური პასუხისმგებლობის მიზნის მიღწევას.
შემცირდა
(განახევრდა)
მოსამართლის
მიმართ
დისციპლინური
სამართალწარმოების პროცედურული ვადები.
დაზუსტდა, რომ დისციპლინური საქმის გამოკვლევისას დამოუკიდებელი
ინსპექტორის აცილების საკითხის განმხილველი საქართველოს იუსტიციის
უმაღლესი საბჭოს 3-წევრიანი კოლეგია 2 მოსამართლე წევრითა და 1
არამოსამართლე წევრით უნდა კომპლექტდებოდეს.
6. საქართველოს პარლამენტის წევრების: რატი იონათამიშვილის, გივი მიქანაძის,
გიორგი ამილახვარის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ალუდა
ღუდუშაურის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო ინსპექტორის
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (N07-3/150;
22.12.2021): საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმდა სახელმწიფო ინსპექტორის
თანამდებობა და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და შეიქმნა სპეციალური
საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური. სპეციალურ
საგამოძიებო სამსახურს მიენიჭა გარკვეულ სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების
ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს − პერსონალურ
მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლის ფუნქცია და ფარული
საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ
მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის
ფუნქცია. ყველა ამ ფუნქციის შესრულება საკანონმდებლო ცვლილებების მიღებამდე
9
მთლიანად სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის უფლებამოსილებათა ფარგლებში
შედიოდა. ამასთანავე, გაფართოვდა ახალშექმნილ სპეციალური საგამოძიებო
სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობა, კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებებამდე
მოქმედი სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობასთან
შედარებით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობას
დაემატა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული 50-მდე
დანაშაულის გამოძიების უფლებამოსილება. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის
დეპარტამენტების საჯარო მოხელეებს შეუნარჩუნდათ შრომითი ურთიერთობები და
ისინი, მათი სურვილის შემთხვევაში, 2022 წლის 1 მარტიდან ავტომატურად
დაინიშნებიან ახალშექმნილ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურსა და პერსონალურ
მონაცემთა დაცვის სამსახურში. ახალშექმნილი სპეციალური საგამოძიებო
სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის უფროსებს
კონკურსების საფუძველზე ირჩევს საქართველოს პარლამენტი. ამ კონკურსებში
მონაწილეობის უფლება კი აქვს ნებისმიერ პირს, რომელიც აკმაყოფილებს კანონით
დადგენილ მოთხოვნებს.
7. საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ამნისტიის
შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (N07-3/3; 16.12.2020): „ამნისტიის შესახებ“ კანონით გავრცელდა
ამნისტია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრულ დანაშაულთა
ფართო წრეზე და, ჰუმანიზმის პრინციპიდან გამომდინარე, ერთჯერადი, დროებითი
და განსაკუთრებული ღონისძიების სახით, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხის
გათვალისწინებით, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან
გათავისუფლდნენ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით განსაზღვრული
ზოგიერთი დანაშაულის ჩადენისათვის ბრალდებული და მსჯავრდებული პირები,
ასევე დანიშნული სასჯელი შეუმცირდათ ან უფრო მსუბუქი სასჯელით შეეცვალათ
ცალკეული დანაშაულების ჩადენისათვის მსჯავრდებულ პირებს. ამასთანავე,
შეტანილ იქნა ცვლილებები საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსსა
და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში; ამ ცვლილებების თანახმად, უვადო
თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის სასჯელის შემდგომი მოხდისაგან
პირობით გათავისუფლების პირობებსა და მისთვის უვადო თავისუფლების აღკვეთის
საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ან შინაპატიმრობით შეცვლის პირობებს
დაემატა პირობა, რომ მსჯავრდებულმა წარმატებით უნდა გაიაროს საქართველოს
იუსტიციის მინისტრის მიერ დამტკიცებული უვადო თავისუფლების აღკვეთით
მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამა.
8. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ამნისტიის შესახებ“ და
„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ (N07-3/46; 27.04.2021):
10
„ამნისტიის შესახებ“ კანონით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და
სასჯელისგან გათავისუფლდა ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის
მოვლენებთან დაკავშირებით 2019 წლის 20-21 ივნისს ჩაიდინა დანაშაული და
რომელიც უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. ამნისტია
გავრცელდა აგრეთვე იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა აღნიშნული დანაშაულის
მომზადება ან მცდელობა. ამნისტია გავრცელდა პირობით მსჯავრზედაც. ამნისტია არ
გავრცელდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლითა
(„ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება“) და 1441−1443 („წამება“, „წამების მუქარა“,
დამამცირებელი ან არაადამიანური მოპყრობა“) მუხლებით გათვალისწინებულ
დანაშაულებზე. „ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“
კანონით კი ადმინისტრაციული სახდელისგან − ჯარიმისგან გათავისუფლდა ყველა
პირი, რომელსაც ეს ადმინისტრაციული სახდელი 2019 წლის 20-21 ივნისის
მოვლენებთან დაკავშირებით 2019 წლის 20-21 ივნისს ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისთვის დაეკისრა, თუ აღნიშნული სახდელი კანონის
ამოქმედების მომენტისთვის ჯერ არ იყო აღსრულებული.
9. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონების
პროექტები:
„ადმინისტრაციული
სახდელისგან
გათავისუფლების შესახებ“ და „ამნისტიის შესახებ“ (N07-2/56; 23.06.2021):
„ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ“ კანონი და „ამნისტიის
შესახებ“ კანონი ითვალისწინებს ახალ კორონავირუსთან (COVID-19-თან)
დაკავშირებული სამართალდარღვევების ჩადენისთვის ადმინისტრაციული და
სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გათავისუფლებას, თუ ასეთი
სამართალდარღვევა ჩადენილია 2021 წლის 23 ივნისამდე.
10. საქართველოს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ხუნდაძის, ზაზა ლომინაძის,
რამინა ბერაძის და ვლადიმერ კახაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/31; 10.02.2021):
საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
(ჯარიმა 20 ლარის ოდენობით) პანდემიის ან/და ეპიდემიის დროს ღია საჯარო
სივრცეში პირბადის ტარების წესის დარღვევისათვის. ამასთანავე, დადგინდა
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ჯარიმა 40 ლარის ოდენობით) პანდემიის
ან/და ეპიდემიის დროს ღია ან დახურულ საჯარო სივრცეში და საზოგადოებრივი
ტრანსპორტით ან ტაქსით (M1 კატეგორია) გადაადგილებისას პირბადის ტარების
წესის განმეორებით დარღვევისათვის. დადგინდა ასევე ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა (ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით) პანდემიის ან/და ეპიდემიის
დროს დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვების განმეორებით
ჩადენისათვის. კოდექსის ნორმაში მითითებულია, რომ პირბადის ტარების
ზემოხსენებულ წესს (მათ შორის, ღია საჯარო სივრცეში ან/და დახურულ საჯარო
სივრცეში პირბადის ტარების წესს) მოსახლეობის ჯანმრთელობის დაცვის მიზნით
11
ადგენს საქართველოს მთავრობა ან საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული
სამინისტრო.
11. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის,
ალექსანდრე ტაბატაძის, რატი იონათამიშვილის, გიორგი ამილახვარის, ალუდა
ღუდუშაურის, გურამ მაჭარაშვილის და კახა კახიშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
(N07-3/45; 21.04.2021): საკანონმდებლო ცვლილება შეტანილ იქნა საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლსა („წვრილმანი
ხულიგნობა“) და 173-ე მუხლში („სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის,
სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის
თანამშრომლის, აღსრულების პოლიციელის, სპეციალური პენიტენციური
სამსახურის, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის ან
ამავე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის
იურიდიული პირის − დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა
აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მოსამსახურის ან მასთან
გათანაბრებული პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობა, ან ამ პირის მიმართ სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედების
განხორციელება“). აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება ითვალისწინებდა შემდეგ
საკითხებს:
− წვრილმანი ხულიგნობის (კოდექსის 166-ე მუხლი) ერთი წლის განმავლობაში
განმეორებით ჩადენისთვის შემოღებულ იქნა შემდეგი ადმინისტრაციული
სახდელი: ჯარიმა 1500 ლარიდან 2000 ლარამდე ოდენობით ან
ადმინისტრაციული პატიმრობა 5 დღიდან 15 დღემდე ვადით. საკანონმდებლო
ცვლილებამდე კოდექსის 166-ე მუხლი არ ითვალისწინებდა განსხვავებულ
სანქციას წვრილმანი ხულიგნობის განმეორებით ჩადენისთვის, რაც იმას
გულისხმობს, რომ პირს ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის
ყოველ ჯერზე შეეფარდებოდა იგივე ადმინისტრაციული სახდელი, რაც
პირველ ჯერზე ჩადენისთვის.
− კოდექსის
173-ე
მუხლით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის („სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის, [...]
კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა [...]“)
ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენისთვის შემოღებულ იქნა
შემდეგი ადმინისტრაციული სახდელი: ჯარიმა 3500 ლარიდან 4500 ლარამდე
ოდენობით ან ადმინისტრაციული პატიმრობა 7 დღიდან 15 დღემდე ვადით.
საკანონმდებლო ცვლილებამდე კოდექსის 173-ე მუხლი არ ითვალისწინებდა
განსხვავებულ სანქციას ამ სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენისთვის,
რაც იმას გულისხმობს, რომ პირს აღნიშნული სამართალდარღვევის
განმეორებით
ჩადენისთვის
ყოველ
ჯერზე
შეეფარდებოდა
იგივე
ადმინისტრაციული სახდელი, რაც პირველ ჯერზე ჩადენისთვის.
12
− კოდექსის
173-ე
მუხლით
გათვალისწინებული
სამართალდარღვევის („სამართალდამცავი ორგანოს
ადმინისტრაციული
თანამშრომლის, [...]
კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა [...]“)
პირველ ჯერზე ჩადენისთვის საკანონმდებლო ცვლილებამდე არსებული
ადმინისტრაციული სახდელი ჯარიმის ნაწილში შეიცვალა და „1000 ლარიდან
4000 ლარამდე ოდენობის“ ნაცვლად მიეთითა „2000 ლარიდან 3000 ლარამდე
ოდენობა“, ხოლო ადმინისტრაციული პატიმრობის ნაწილში დარჩა იგივე
(ადმინისტრაციული პატიმრობა 1 დღიდან 15 დღემდე ვადით).
− ის, თუ პირს აღნიშნული სამართალდარღვევების ჩადენისთვის კონკრეტულ
შემთხვევაში რომელი სახდელი უნდა შეეფარდოს, წყვეტს კონკრეტული საქმის
განმხილველი სასამართლო.
− კოდექსის 166-ე მუხლით გათვალისწინებული ან 173-ე მუხლით დადგენილი
ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ერთი წლის განმავლობაში
განმეორებით ჩადენის შემთხვევაში გამოირიცხა სიტყვიერი შენიშვნის
გამოყენებისა
და
სამართალდამრღვევის
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების შესაძლებლობა.
− კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით განსაზღვრულ ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა შემადგენლობები, კერძოდ ის, თუ რა სახის ქცევა
ჩაითვლება წვრილმან ხულიგნობად ან სამართალდამცავი ორგანოს
თანამშრომლის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი
დაუმორჩილებლობად, საკანონმდებლო ცვლილებით არ შეცვლილა და დარჩა
იგივე.
12. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის,
რატი იონათამიშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, ალუდა ღუდუშაურის, გიორგი
ამილახვარის, გურამ მაჭარაშვილის და კახა კახიშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
(N07-3/44; 21.04.2021): საკანონმდებლო ცვლილებით შეიცვალა ადმინისტრაციული
დაკავების ვადა და საკანონმდებლო ნორმები შესაბამისობაში მოვიდა საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2020
წლის
29
დეკემბრის
N2/4/1412
გადაწყვეტილებასთან საქმეზე „ირაკლი ჯუღელი საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“; კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, ადმინისტრაციული
დაკავების დროს დაკავებული პირი პირველი შესაძლებლობისთანავე, მაგრამ
არაუგვიანეს 24 საათისა, წარედგინება სასამართლოს, ხოლო მტკიცებულებების
მოპოვების მიზნით ეს ვადა შეიძლება ერთჯერადად გახანგრძლივდეს არაუმეტეს 24
საათით (ამ შემთხვევაში უფლებამოსილი ორგანოს შესაბამისი თანამშრომელი
წერილობით ასაბუთებს ადმინისტრაციული დაკავების ვადის გახანგრძლივების
მიზანშეწონილობას).
13
13. საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული
კანონის პროექტი „საქართველოს მოქალაქეობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/33; 12.02.2021): საკანონმდებლო
ცვლილების შედეგად, საქართველოს ყოფილ მოქალაქეებს, ასევე მოქალაქეებს,
რომელთა მიმართაც 2018 წლის 15 აგვისტომდე არ იყო მიღებული გადაწყვეტილება
საქართველოს მოქალაქეობის სხვა ქვეყნის მოქალაქეობის მოპოვების გამო დაკარგვის
თაობაზე, საკანონმდებლო ცვლილებით მიეცათ დამატებითი ვადა საქართველოს
მოქალაქეობის აღდგენის ან შენარჩუნების უფლებით სარგებლობისათვის.
14. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის,
რატი იონათამიშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, გიორგი ამილახვარის, დავით
მათიკაშვილის, გურამ მაჭარაშვილის და ნინო იობაშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/55;
19.05.2021): საკანონმდებლო ცვლილების შედეგად კანონის ნორმები შესაბამისობაში
იქნა მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასთან, გამომდინარე საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2020
წლის
25
დეკემბრის
N2/2/1276
გადაწყვეტილებიდან საქმეზე „გიორგი ქებურია საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ“. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილების თანახმად, თუ ჩხრეკა ან ამოღება
ანონიმური შეტყობინების ან „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“
საქართველოს
კანონით
განსაზღვრული
საიდუმლო
თანამშრომლისგან
(კონფიდენტისგან)/ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროსგან მიღებული ინფორმაციის
საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 112-ე
მუხლის პირველი ან მე-5 ნაწილით დადგენილი წესით ჩატარდა და ამოღებულ იქნა
უკანონო საგანი, ნივთი ან ნივთიერება, აღნიშნული გამამტყუნებელ განაჩენს
საფუძვლად შეიძლება დაედოს იმ შემთხვევაში, თუ უკანონო საგნის, ნივთის ან
ნივთიერების პირის მფლობელობაში ყოფნა, აღნიშნული საგამოძიებო მოქმედების
ჩამტარებელი გამომძიებლის ჩვენების, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე
გამომძიებლის ჩვენების, საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე, ოპერატიულ-სამძებრო
ფუნქციის მქონე პირის ჩვენებისა და შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმის
გარდა, სხვა მტკიცებულებითაც დასტურდება. ეს წესი არ გამოიყენება, როდესაც სხვა
მტკიცებულების მოპოვება/წარდგენა ობიექტურად შეუძლებელია.
15. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის,
რატი იონათამიშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, გურამ მაჭარაშვილის, ნინო
იობაშვილის, ალუდა ღუდუშაურის და გიორგი ამილახვარის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები:
„საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/56; 19.05.2021): საკანონმდებლო ცვლილებით
14
დაიხვეწა ნაფიც მსაჯულთა კორპუსის ფორმირებასთან დაკავშირებული საკითხები.
შედეგად, უზრუნველყოფილ იქნა ნაფიც მსაჯულთა შერჩევის სხდომაზე ნაფიცი
მსაჯულობის უფრო მეტი კანდიდატის გამოცხადების შესაძლებლობა, რაც სისხლის
სამართლის საქმის განმხილველი ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს შემადგენლობის
უფრო შემჭიდროებულ ვადებში ჩამოყალიბებას განაპირობებს.
16. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, სოზარ სუბარის,
ალუდა ღუდუშაურის და ანრი ოხანაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „პატიმრობის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/79; 16.06.2021): საკანონმდებლო ცვლილებების
თანახმად, ბრალდებულს, მსჯავრდებულს, მათ შორის, არასრულწლოვან
ბრალდებულსა და მსჯავრდებულს, უნარჩუნდება საქართველოს სახალხო
დამცველის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და საქართველოს იუსტიციის
სამინისტროს გენერალური ინსპექციის ცხელ ხაზზე დარეკვის შესაძლებლობა იმ
შემთხვევაშიც, თუ ის დისციპლინური სახდელის ფარგლებში მოთავსებულია
სამარტოო საკანში ან მას პროკურორის ან გამომძიებლის გადაწყვეტილებით
შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბრის უფლება. აღნიშნული საკანონმდებლო
ცვლილებები დაკავშირებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2021
წლის 5 ივლისის N1/3/1441 გადაწყვეტილებასთან საქმეზე „საქართველოს სახალხო
დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
17. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/40; 13.05.2021): საკანონმდებლო
ცვლილებით გამკაცრდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა ნარკოტიკული
საშუალების, მისი ანალოგის, პრეკურსორის, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების,
ფსიქოტროპული ნივთიერების, მისი ანალოგის ან ძლიერმოქმედი ნივთიერების
გასაღებისათვის.
18. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ანა ბუჩუკურის, თეა
წულუკიანის, შალვა პაპუაშვილის, დავით სონღულაშვილის, მაკა ბოჭორიშვილის,
დავით მათიკაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, მიხეილ დაუშვილის და ბექა
ლილუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „მეწარმეთა შესახებ“ და საკანონმდებლო
ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (N07-3/29; 09.02.2021): 2021
წელს პარლამენტმა მიიღო „მეწარმეთა შესახებ“ ახალ კანონი, რის შედეგადაც
საქართველოს საკანონმდებლო აქტებში აისახა ევროკავშირის სამართლის მთელი
რიგი ნორმები და ამ სფეროში არსებული საუკეთესო საერთაშორისო გამოცდილება.
ახალი კანონით უკეთ მოწესრიგდა სამეწარმეო საქმიანობასთან დაკავშირებული
ურთიერთობები. ამასთანავე, მეწარმე სუბიექტის წესდებით ცალკეული საკითხების
15
მოუწესრიგებლობის შემთხვევებში მოქმედებს შესაბამისი ნორმატიული ბაზა, რათა
თავიდან იქნეს აცილებული ვაკუუმი, რომელიც, ზოგადად, ხელს უშლიდა, ერთი
მხრივ, აღნიშნული ურთიერთობების მონაწილეებს საქმიანობაში, ხოლო, მეორე
მხრივ, სასამართლოს სადავო საკითხების სათანადოდ განხილვასა და გადაწყვეტაში.
19. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ისკო დასენის, ბექა
ლილუაშვილის, ალუდა ღუდუშაურის, ანა ბუჩუკურის, დავით სონღულაშვილის,
მიხეილ დაუშვილის, ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, ელისო ბოლქვაძის,
ნინო წილოსანის და თეა წულუკიანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „აღსრულების კოდექსი“ და
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში შემავალი სხვა კანონპროექტები (N07-3/34;
22.02.2021): 2021 წელს საქართველოს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო
სააღსრულებო პროცესის მომწესრიგებელი ახალი საკანონმდებლო აქტის
(აღსრულების კოდექსის) პროექტი და საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტში
შემავალი სხვა კანონპროექტები. ამ საკანონმდებლო ცვლილებებით, სათანადო
საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით, დაიხვეწება მთელი რიგი
საკანონმდებლო ნორმები და აღმოიფხვრება პრაქტიკაში არსებული ხარვეზები.
20. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და
ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (N07-2/355; 29.05.2019): საკანონმდებლო ცვლილებებით ახლებურად
მოწესრიგდა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების მინიჭებასთან
დაკავშირებული გარკვეული საკითხები, კერძოდ, სატრანსპორტო საშუალების
მართვის უფლების მისაღები გამოცდის პრაქტიკული ნაწილი გახდა ორეტაპიანი:
პირველი ეტაპი ჩატარდება დახურულ მოედანზე ან ავტოდრომზე, ხოლო მეორე
ეტაპი − რეალური საგზაო მოძრაობის პირობებში; დადგინდა სატრანსპორტო
საშუალების ახალი კატეგორია „AM”, რომელიც აერთიანებს მოპედსა და მსუბუქ
კვადროციკლს და ექცევა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების განმარტებაში;
სატრანსპორტო საშუალებების არსებულ კატეგორიებს დაემატა „A2“ ქვეკატეგორია,
რომელიც გარკვეული ტექნიკური მახასიათებლების მქონე მოტოციკლს მოიცავს.
„AM“ კატეგორიის (მოპედის, მსუბუქი კვადროციკლის) და „A2“ ქვეკატეგორიის
სატრანსპორტო საშუალებების სამართავად სავალდებულოა სათანადო მართვის
უფლების მოპოვება. ამასთანავე, გაუმჯობესდა „საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ
16
მომსახურების გაწევის პირობები, მათ შორის, ახალი ელექტრონული სერვისების
დანერგვით; 18 წლამდე ასაკის პირებისა და სოციალურად დაუცველი პირებისათვის
დადგინდა ცალკეული შეღავათები სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების
მისაღები გამოცდის მომსახურების საფასურის გადახდაზე.
21. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი
უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-2/31; 17.03.2021): საკანონმდებლო
ცვლილებებით ახლებურად მოწესრიგდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის
ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ სადგომზე სატრანსპორტო საშუალების
განსათავსებლად დაწესებული საფასურის გადახდის წესი (სატრანსპორტო
საშუალების ან/და მისი მისაბმელის სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანისა და
დგომის საფასური გადახდილად მიიჩნევა იმ შემთხვევაშიც, თუ სატრანსპორტო
საშუალების ან/და მისი მისაბმელის სარეალიზაციოდ მიქცევით იძულებითი
აღსრულების შედეგად ამონაგები თანხა აღნიშნული საფასურის გადასახდელად
საკმარისი არ არის). ამასთანავე, კანონის გარდამავალი დებულების თანახმად,
საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის სპეციალურ დაცულ
სადგომზე 2020 წლის 1 სექტემბრამდე გადაყვანილი სატრანსპორტო საშუალებების
მესაკუთრეებს უფლება მიეცათ, მიუხედავად დაგროვებული საფასურის ოდენობისა,
100 ლარის გადახდის სანაცვლოდ დაებრუნებინათ კუთვნილი სატრანსპორტო
საშუალება.
22. საქართველოს პარლამენტის წევრების: ლევან იოსელიანის და ალექსანდრე
ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტი
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/49; 18.05.2021).
საკანონმდებლო ცვლილებით გამკაცრდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა
სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში მართვისა
და სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებული სხვა ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა ჩადენისათვის, აგრეთვე სატრანსპორტო საშუალების
ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული სიმთვრალის მდგომარეობაში
მყოფი პირისთვის სამართავად გადაცემისათვის.
23. საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, ალექსანდრე ელისაშვილის,
ფრიდონ ინჯიას, ხათუნა სამნიძის, ნიკოლოზ სამხარაძის და ბადრი ჯაფარიძის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
17
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“ (N07-3/98; 21.07.2021): საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა
ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა (ჯარიმა 1000 ლარის ოდენობით) საჯარო
დაწესებულების
მიერ
აღმართული/გამოფენილი
ევროპის
კავშირის,
ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის ან სხვა საერთაშორისო
ორგანიზაციის, რომლის წევრიც არის საქართველო, ოფიციალური სიმბოლოს
შებღალვისათვის, აგრეთვე საჯარო დაწესებულების მიერ აღმართული/გამოფენილი
იმ სახელმწიფოს დროშის ან გერბის შებღალვისათვის, რომელთანაც საქართველოს
აქვს დიპლომატიური ურთიერთობა. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენისათვის კი
ადმინისტრაციული სახდელის სახით დადგინდა ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით ან
ადმინისტრაციულ პატიმრობა 15 დღემდე ვადით.
2021 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წამყვანი კომიტეტის სტატუსით
განიხილა აგრეთვე შემდეგი საკანონმდებლო ინიციატივები:
24. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის
სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ადამიანით
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/22; 08.02.2021): კიბერდანაშაულის წინააღმდეგ
ბრძოლის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში განხორციელდა საკანონმდებლო ცვლილება, რომლის თანახმადაც,
საქართველოს
სისხლის
სამართლის
კოდექსის
284-ე−286-ე
მუხლებით
გათვალისწინებულ დანაშაულებს (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვო შეღწევა;
კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის უკანონოდ გამოყენება;
კომპიუტერული მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა) დაემატა
ახალი დამამძიმებელი გარემოება − ამ დანაშაულების კრიტიკული ინფორმაციული
სისტემის სუბიექტის მიმართ ჩადენა. ამასთანავე, საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსს დაემატა შემდეგი ორი ახალი დანაშაულის შემადგენლობა: კომპიუტერული
მონაცემის ან/და კომპიუტერული სისტემის ხელყოფა ფინანსური სარგებლის მიღების
მიზნით; ყალბი ოფიციალური კომპიუტერული მონაცემის შექმნა.
25. საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ადამიანით
ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/22; 03.02.2021): საკანონმდებლო ცვლილებით
ახლებურად მოწესრიგდა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის
სტატუსის მინიჭებასა და ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლისა და
დაზარალებულისთვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად
18
მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები.
კანონის ახალი ნორმების თანახმად:
− ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის მინიჭების საკითხს
წყვეტს ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული
ღონისძიებების
განმახორციელებელ
საუწყებათაშორისო
საკოორდინაციო
საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი ჯგუფი პირის მიერ ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის)
მსხვერპლთა
მომსახურების
დაწესებულებისთვის
(თავშესაფრისთვის) ან შესაბამისი დაწესებულებისთვის მიმართვის შემდეგ,
ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) სავარაუდო მსხვერპლის თაობაზე
ინფორმაციის მიღებიდან არაუგვიანეს 48 საათისა. საქართველოს მთავრობის
დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი ორგანო ვალდებულია მიიღოს
ზომები პირისთვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლის სტატუსის
მინიჭების საკითხის გადასაწყვეტად საჭირო ინფორმაციის დაუყოვნებლივ
შესაკრებად და აღნიშნულ საკოორდინაციო საბჭოსთან შექმნილი მუდმივმოქმედი
ჯგუფისთვის დაუყოვნებლივ მისაწოდებლად.
− ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლს, დაზარალებულს უფლება აქვს,
მოითხოვოს მისთვის ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად
მიყენებული მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი ზიანის ანაზღაურება
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამ
ზიანის ანაზღაურების მიუხედავად, ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის)
მსხვერპლს, დაზარალებულს უფლება აქვს, მისთვის ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) დანაშაულის შედეგად მორალური, ფიზიკური ან ქონებრივი
ზიანის მიყენებისთვის მოითხოვოს ერთჯერადი კომპენსაცია, რომელსაც გასცემს
საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის
მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო ადამიანით ვაჭრობის
(ტრეფიკინგის) წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი
საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს მიერ დამტკიცებული წესის
შესაბამისად.
26. საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ფულის
გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“
საქართველოს
კანონში
ცვლილების
შეტანის
თაობაზე“,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ (N07-3/26; 04.02.2021): საკანონმდებლო ცვლილებების მიღება განაპირობა
ფინანსური ქმედების სპეციალური ჯგუფისა (FATF-ისა) და ევროპის საბჭოს ფულის
გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ მიმართულ ღონისძიებათა
შემფასებელი
ექსპერტთა
კომიტეტის
(MONEYVAL-ის)
რეკომენდაციებმა.
საკანონმდებლო ცვლილებით ახლებურად წესრიგდება ფულის გათეთრებისა და
ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის სფეროში გაეროს უშიშროების საბჭოს
19
სანქციების აღსრულებასთან, შესაბამისი პირის ქონებაზე ყადაღის დადებასა და
ყადაღის მოხსნასთან დაკავშირებული საკითხები.
27. საქართველოს პარლამენტის წევრების: ალექსანდრე ტაბატაძის, ირაკლი ბერაიას,
ვლადიმერ ჩაჩიბაიას და რატი იონათამიშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტი
„საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
(N07-3/120; 16.11.2021): საკანონმდებლო ცვლილებით ახლებურად ჩამოყალიბდა იმ
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შემადგენლობა, რომლებიც საქართველოს
სახმელეთო საზღვარზე სასაზღვრო რეჟიმის წესის დარღვევას გულისხმობს, და ამ
სამართალდარღვევების ჩადენისთვის განისაზღვრა შესაბამისი პასუხისმგებლობა.
28. საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სისხლის
სამართლის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის სამართლის
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/27; 04.02.2021):
საკანონმდებლო ცვლილებებით დაიხვეწა და დაზუსტდა უცხო სახელმწიფოში
ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების
გამოყენებასთან დაკავშირებული ცალკეული საკითხები. ახალი ნორმის თანახმად,
უცხო სახელმწიფოში ექსტრადიციისადმი დაქვემდებარებული პირის მიმართ
აღკვეთის ღონისძიების გამოუყენებლობის ან გამოყენებული საექსტრადიციო
პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების გაუქმების შემთხვევაში, ექსტრადიციის
განხორციელების საჭიროებიდან გამომდინარე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც
ექსტრადიციის დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის
ბრძანების აღსრულების (ეტაპირების) მიზნით უცხო სახელმწიფოსთან შესაბამისი
მოლაპარაკებებია დაწყებული), არ გამოირიცხება ამ პირის მიმართ საექსტრადიციო
წარმოების ნებისმიერ ეტაპზე სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე
საექსტრადიციო პატიმრობის ან სხვა აღკვეთის ღონისძიების გამოყენება/ხელახლა
გამოყენება. საკანონმდებლო ცვლილებებით დადგინდა ასევე ექსტრადიციის
დაკმაყოფილების შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრის ბრძანების
აღსრულების (ეტაპირების) მიზნით გამოსაყენებელი მთელი რიგი პროცედურები.
29. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და საქართველოს
ორგანული კანონის პროექტი „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/38; 21.04.2021): საკანონმდებლო
ცვლილებით გამომძიებელს მიენიჭა მოწმისა და დაზარალებულის კოორდინატორის
სისხლის სამართლის საქმეში ჩართვის უფლებამოსილება.
20
30. საქართველოს პარლამენტის წევრების: გივი მიქანაძის, გიორგი ამილახვარის, ანრი
ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის, რატი იონათამიშვილის, ალუდა ღუდუშაურის და
გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში
„საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/148;
22.12.2021): საკანონმდებლო ცვლილებით დაზუსტდა და დაიხვეწა საქართველოს
საარჩევნო კოდექსის ცალკეული ნორმები და გაუმჯობესდა გარკვეული საარჩევნო
საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება.
31. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის,
რატი იონათამიშვილის, გიორგი ამილახვარის, ალექსანდრე ტაბატაძის, ნინო
იობაშვილის, ალუდა ღუდუშაურის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/64; 25.05.2021):
საკანონმდებლო ცვლილების შედეგად კანონის ნორმები შესაბამისობაში იქნა
მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასთან, გამომდინარე საქართველოს
საკონსტიტუციო
სასამართლოს
2018
წლის
7
დეკემბრის
N2/8/765
გადაწყვეტილებიდან საქმეზე „საქართველოს მოქალაქე დავით ძოწენიძე
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“; კერძოდ, დადგინდა, რომ საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში (ეს შემთხვევა არის შემდეგი: კანონიერ ძალაში
შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა
გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა
ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო
წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის
ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას) საქმის წარმოების განახლებისას
სასამართლო გასაჩივრებულ გადაწყვეტილებას განჩინებით სრულად ან ნაწილობრივ
გააუქმებს ან საქმის განხილვის დასრულებამდე ძალაში დატოვებს. აღნიშნული
განჩინება შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით.
32. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის,
რატი იონათამიშვილის, გიორგი ამილახვარის, ალექსანდრე ტაბატაძის, ნინო
იობაშვილის, ალუდა ღუდუშაურის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები:
„საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
(N07-3/65; 25.05.2021): საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად კანონის ნორმები
შესაბამისობაში იქნა მოყვანილი საქართველოს კონსტიტუციასთან, გამომდინარე
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2016 წლის 29 დეკემბრის N2/6/623
გადაწყვეტილებიდან საქმეზე „შპს „სადაზღვევო კომპანია უნისონი“ საქართველოს
21
პარლამენტის წინააღმდეგ“. საკანონმდებლო ცვლილებები ეხება საერთო
სასამართლოში განსახილველ შესაბამის საქმეებზე ფიზიკური პირის და იურიდიული
პირის მიერ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობების გათანაბრების საკითხს.
33. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის,
რატი იონათამიშვილის, გიორგი ამილახვარის, ალექსანდრე ტაბატაძის, ნინო
იობაშვილის, ალუდა ღუდუშაურის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს
სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/67; 25.05.2021):
საკანონმდებლო ცვლილება გამომდინარეობს საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოს 2020 წლის 18 დეკემბრის N1/4/1380 გადაწყვეტილებიდან საქმეზე
„ფატმან კვარაცხელია და კახა ეხვაია საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
აღნიშნული ცვლილებით საქართველოს სამოქალაქო კოდექსიდან ამოღებულ იქნა
254-ე მუხლის მე-7 ნაწილი.
34. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, დავით მათიკაშვილის,
რატი იონათამიშვილის, გიორგი ამილახვარის, ალექსანდრე ტაბატაძის, ნინო
იობაშვილის, ალუდა ღუდუშაურის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საავტორო
და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/66; 25.05.2021): აღნიშნული კანონპროექტების
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენა განაპირობა საქართველოს
საკონსტიტუციო სასამართლოს 2020 წლის 25 დეკემბრის N2/1/877 გადაწყვეტილებამ
საქმეზე „შპს ალტა“, „შპს ოქეი“, „შპს ზუმერი ჯორჯია“, „შპს ჯორჯიან მობაილ
იმპორტი“ და „შპს სმაილი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“.
საკონსტიტუციო სასამართლომ ამ გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად ცნო
„საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის ცალკეული
ნორმები, მათ შორის, ნორმა, რომელიც იმპორტიორს ავალდებულებს, ქონებრივი
უფლებების კოლექტიურ საფუძველზე მმართველ ორგანიზაციებს გადასცეს პირადი
სარგებლობისათვის რეპროდუცირებისას გამოსაყენებელ მოწყობილობათა (აუდიოდა ვიდეომაგნიტოფონებისა და სხვა მოწყობილობათა) და მატერიალურ
მატარებელთა (ფონო- და ვიდეოფირების, კასეტების, ლაზერული ფირფიტების,
კომპაქტფირფიტებისა და სხვა მატერიალურ მატარებელთა) წარმოებისა და იმპორტის
შესახებ ინფორმაცია. საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მიღებულია პირველი
მოსმენით.
35. საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს
სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/21; 03.02.2021):
საკანონმდებლო ცვლილების მიღება განაპირობა „სამოქალაქო ან კომერციულ
22
საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების
შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის კონვენციის ცალკეულ ნორმათა შინაარსმა (ამ
კონვენციის ხელშემკვრელი მხარეა საქართველოც). საკანონმდებლო ცვლილებით
აღნიშნული კონვენციის შესაბამისად მოწესრიგდა სასამართლო უწყების
საზღვარგარეთ ჩაბარებასა და საზღვარგარეთ გაგზავნილი სასამართლო უწყების
ჩაუბარებლობის სამართლებრივ შედეგებთან დაკავშირებული საკითხები.
36. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „მედიაციის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სამოქალაქო
საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სააღსრულებო წარმოებათა
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/23; 08.02.2021):
აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებების მიღება განაპირობა „მედიაციის შედეგად
მიღწეული მორიგების საერთაშორისო შეთანხმებების შესახებ“ გაერთიანებული
ერების ორგანიზაციის კონვენციის რატიფიცირებამ (ამ კონვენციის რატიფიცირება
საქართველოს პარლამენტმა 2021 წლის 22 ივნისს განახორციელა).
37. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ალუდა ღუდუშაურის
და დავით მათიკაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“ და „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/75; 09.06.2021): საკანონმდებლო
ცვლილებების პაკეტით ახლებურად წესრიგდება საზიარო უფლების გაუქმებასთან
დაკავშირებული ძირითადი საკითხები: დგინდება საზიარო საგნის ნატურით
გაყოფით ან მოწილის მიერ საზიარო საგნის შესყიდვით საზიარო უფლების გაუქმების
მოქნილი წესები და პირობები, ხოლო საზიარო უფლების საზიარო საგნის გაყიდვით
გაუქმება საზიარო უფლების გაუქმების ბოლო საშუალებაა; ამასთანავე, დგინდება,
რომ სასამართლო უფლებამოსილია, ერთხელ, არაუმეტეს 3 წლის ვადით გადადოს
საზიარო უფლების გაუქმება, თუ საზიარო უფლების გაუქმების გადადება
გამართლებულია მოწილეთა საერთო ინტერესით ან თუ საზიარო უფლების
გაუქმების გადადებისთვის არსებობს ერთ-ერთი მოწილის პატივსადები ინტერესი და
ეს გაუმართლებლად არ ხელყოფს სხვა მოწილის ინტერესს; განისაზღვრება აგრეთვე
მოწილის მიერ საზიარო საგანზე გაწეული დანახარჯის შედეგად საზიარო საგნის
ღირებულების არსებითად გაზრდის შემთხვევაში სხვა მოწილის/სხვა მოწილეთა მიერ
ამ დანახარჯის კომპენსაციის წესი, როცა საზიარო საგანზე საზიარო უფლება უქმდება.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი მიღებულია პირველი მოსმენით.
38. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის და ხატია წილოსანის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
23
„მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და
საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (N07-3/16; 27.01.2021): საკანონმდებლო ცვლილებამდე მოქმედებდა
გარდამავალი ნორმა, რომლის თანახმადაც, 2020 წლის 1 იანვრიდან 2021 წლის 1
იანვრამდე სპორადული რეგისტრაციის ან სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში
უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების პირველადი რეგისტრაცია გავლენას არ
ახდენდა „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ
ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებაზე. საკანონმდებლო
ცვლილებით კი განხორციელდა ამ ნორმის პრაქტიკაში მოქმედების გახანგრძლივება,
კერძოდ, მასში მითითებული თარიღი „2021 წლის 1 იანვრამდე“ შეიცვალა თარიღით
„2023 წლის 1 იანვრამდე“.
39. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა
სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების
სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
„ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში
(სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/106; 08.12.2021):
საკანონმდებლო ცვლილებები ეხება მიწის სისტემურ რეგისტრაციასთან
დაკავშირებულ გარკვეული საკითხებს და ითვალისწინებს, მათ შორის, სისტემური
რეგისტრაციის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების (დოკუმენტაციის მოძიება
და სისტემატიზაცია, გარიგებაზე მხარეთა ხელმოწერების დამოწმება, სანოტარო
მედიაცია, მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების აღიარება, ფაქტების კონსტატაცია)
უსასყიდლოდ (საზღაურის გარეშე) შესრულებისა და მიწის ნაკვეთზე საკუთრების
უფლების/ამ უფლებაში ცვლილების საფასურის გადახდის გარეშე რეგისტრირების
პერიოდის 2022 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 1 იანვრამდე გახანგრძლივებას.
40. საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „უცხოელთა და
მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/25; 04.02.2021): საკანონმდებლო
ცვლილებით გაუმჯობესდა უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა
სამართლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებული მთელი რიგი საკითხების
მომწესრიგებელი ნორმები. საკანონმდებლო ცვლილების შედეგად: დაზუსტდა
„უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის
შესახებ“ კანონის მიზნებისთვის გამოსაყენებელი ტერმინის „ოჯახის წევრი“
განმარტება, აგრეთვე საქართველოში მუდმივი ცხოვრების ნებართვის, მოკლევადიანი
ბინადრობის ნებართვისა და D5 კატეგორიის საიმიგრაციო ვიზის მიმღებ პირთა წრე;
დაზუსტდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის ზოგადი პირობები;
შეიცვალა საქართველოში ბინადრობის ნებართვის მოქმედების ვადასა და მის
24
გაგრძელებასთან დაკავშირებული პირობები, რამაც შესაბამისი სამართლებრივი
ურთიერთობების მოწესრიგების მეტი მოქნილობა უზრუნველყო; საჯარო სამართლის
იურიდიულ პირს − სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიენიჭა
უფლებამოსილება, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის
საფუძვლების არსებობის შესამოწმებლად გადაამოწმოს დოკუმენტებში აღნიშნული
ინფორმაცია მითითებულ ადგილზე გასვლით, მისი დათვალიერებით და სათანადო
პირების გამოკითხვით; დაზუსტდა საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემაზე
უარის თქმის საფუძვლებთან, საქართველოში ყოფნის ვადის შეწყვეტასთან,
საქართველოდან
გასვლის
ვალდებულების
გადავადებასთან,
უცხოელის
საქართველოდან გაძევებასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხი. პრაქტიკაში
ჯეროვანი აღსრულების მიზნით სამართლებრივი ტექნიკის მხრივ დაიხვეწა კანონის
ცალკეული ნორმები.
41. საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სამოქალაქო
აქტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
ზოგად ადმინისტრაციულ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო
სერვისების განვითარების სააგენტოს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ
უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს
მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და
საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (N07-3/28; 04.02.2021): საკანონმდებლო ცვლილებების მიღება
განაპირობა „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების
შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე გატარებულმა რეფორმამ და ამ კანონის
ნორმების ამოქმედებამ. საკანონმდებლო ცვლილებებით კანონს დაემატა ტერმინების
„სამოქალაქო აქტის ელექტრონული ჩანაწერი“, „სამოქალაქო აქტის მატერიალური
ჩანაწერი“ და „სამოქალაქო აქტის მატერიალური ჩანაწერის ელექტრონული
ფოტოასლი“ განმარტება და მოწესრიგდა ამ ტერმინებთან დაკავშირებული
სხვადასხვა საკითხი. განისაზღვრა, რომ სამოქალაქო აქტის ჩანაწერი და სამოქალაქო
აქტის რეგისტრაციის მოწმობა იქმნება ელექტრონული დოკუმენტის სახით, თუმცა
ასევე შესაძლებელია, სამოქალაქო აქტის ჩანაწერი და სამოქალაქო აქტის
რეგისტრაციის მოწმობა შეიქმნას და გაიცეს მატერიალური ფორმით, როდესაც
ფორსმაჟორული გარემოების ან/და ტექნიკური შეფერხების გამო შეუძლებელია მისი
კანონით დადგენილი წესით ელექტრონული დოკუმენტის სახით შექმნა.
განისაზღვრა, რომ პირის მიმართ რეგისტრირებულ სამოქალაქო აქტის ჩანაწერსა და
სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში მითითებული მონაცემების
შეუსაბამობის შემთხვევაში საწინააღმდეგოს დადგენამდე ნამდვილად მიიჩნევა
სამოქალაქო აქტის მატერიალურ ჩანაწერში მითითებული მონაცემები, გარდა იმ
შემთხვევისა, როდესაც სამოქალაქო აქტების მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში
25
მონაცემები შეცვლილია „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით
გათვალისწინებული წარმოების ფარგლებში. საკანონმდებლო ცვლილებები
ითვალისწინებს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს/სამოქალაქო
აქტების რეგისტრაციის ორგანოს მიერ ელექტრონული ფორმით გამოცემული
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნებისა და
ძალაში შესვლის და სამოქალაქო აქტის ჩანაწერის ძალაში შესვლის საკითხებსაც.
42. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „პოლიციის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/74; 16.09.2021): საკანონმდებლო
ცვლილების შედეგად, პრაქტიკაში გამოვლენილი ხარვეზების გათვალისწინებით,
დაიხვეწა პოლიციის მიერ პირის შესახებ მონაცემების საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს საინფორმაციო ბაზებში გადამოწმებასთან დაკავშირებული ცალკეული
საკითხების მომწესრიგებელი ნორმები და გაუმჯობესდა ამ საკითხების მოწესრიგება.
43. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საჯარო სამართლის
იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საზოგადოებრივი
უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საარქივო ფონდში
დაცული დოკუმენტების გაცნობისათვის ან/და გაცემისათვის დადგენილი
მომსახურების სახეობებისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (N07-2/14; 23.12.2020): საკანონმდებლო ცვლილებების მიღება
განაპირობა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის ახალი რედაქციის
მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედებამ, რომლის
თანახმადაც, საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის – საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრი „112“-ისა და საჯარო
სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
აკადემიის მიერ მომსახურების გაწევა 2021 წლის 1 იანვრიდან აღარ მიიჩნევა დღგ-ით
დასაბეგრ საქმიანობად; კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებებით გაუქმდა
აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირების მიერ შესაბამისი
მომსახურების გაწევის საფასურებთან დაკავშირებით კანონის ნორმებში არსებული
მითითება დღგ-ზე და ამით უზრუნველყოფილ იქნა ამ ნორმების საქართველოს
საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის ახალი რედაქციის მე-4 ნაწილის „ბ“
ქვეპუნქტთან შესაბამისობა.
26
44. საქართველოს პარლამენტის წევრების: რესან კონცელიძის, ზაალ მიქელაძის და
ანზორ ბოლქვაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტი
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/87; 23.06.2021):
აღნიშნული კანონპროექტის თანახმად, ბათუმის მუნიციპალიტეტში გავრცელდება
სატრანსპორტო საშუალების პარკირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობის დაკისრების, აღსრულებისა და შესაბამისი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების ის
უფლებამოსილება,
რომელიც
საქართველოს
ადმინისტრაციულ
4
6
სამართალდარღვევათა კოდექსის 290 –290 მუხლებით არის განსაზღვრული;
ცვლილების თანახმად, ბათუმის მუნიციპალიტეტში გავრცელდება აგრეთვე
დაჯარიმების შესახებ დადგენილების (საჯარიმო ქვითრის) აღსრულებისას
შეღავათით სარგებლობის წესი. კანონპროექტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის
მიერ განხილულია პირველი მოსმენის ფარგლებში.
45. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა
შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“ (N07-2/24; 10.02.2021): საკანონმდებლო ცვლილების შედეგად,
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს
მუშაობის ორგანიზაციული უზრუნველყოფისა და საქმიანობის ადმინისტრირების
ფუნქცია გადაეცა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას. აღნიშნული საბჭოს
მუშაობის ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და საქმიანობის ადმინისტრირებას
საკანონმდებლო ცვლილებამდე ახორციელებდა საქართველოს იუსტიციის
სამინისტრო უფლებამოსილი სტრუქტურული ქვედანაყოფის მეშვეობით.
46. საქართველოს პარლამენტის წევრების: გურამ მაჭარაშვილის და სოზარ სუბარის
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის
პროექტი „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/133; 07.12.2021):
„საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“
საქართველოს კანონის მიზნებისთვის გამოსაყენებელი ტერმინის „თანამდებობის
პირი“ განმარტების ჩამონათვალს საკანონმდებლო ცვლილებით დაემატა
მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილე და
მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
47. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილის და გურამ
მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებისა და
პრემიების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/121;
17.11.2021): საქართველოს სახელმწიფო ჯილდოებსა და პრემიებთან დაკავშირებით
27
რეფორმის განსახორციელებლად შესაბამისი წინადადებების მომზადებისა და
საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენის მიზნით, საკანონმდებლო ცვლილებით
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან შეიქმნა უწყებათაშორისი კომისია.
ამასთანავე, საკანონმდებლო ცვლილებით დადგინდა, რომ უწყებათაშორისი
კომისიის დაკომპლექტებისა და საქმიანობის წესი განისაზღვრება მისი დებულებით,
ხოლო კომისიის შემადგენლობასა და დებულებას ამტკიცებს საქართველოს
პრეზიდენტი. უწყებათაშორისი კომისია უქმდება ზემოაღნიშნული წინადადებების
საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენისთანავე.
48. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ქადაგიშვილის და გურამ
მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/122; 17.11.2021):
საკანონმდებლო ცვლილებით შეიცვალა „სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების
შესახებ“ საქართველოს კანონის გარდამავალ დებულებაში მითითებული ვადა;
კერძოდ, საჯარო დაწესებულებების იმ ვალდებულების შესრულების ვადა, რომელიც
შესაბამისი სახელმწიფო მნიშვნელობის სიმბოლოების ჰერალდიკის სახელმწიფო
საბჭოსთან შეთანხმებით ხელახლა დამტკიცებას გულისხმობს, 2022 წლის 1
იანვრიდან გაგრძელდა 2023 წლის 1 ივლისამდე. ამასთანავე, რედაქციული ცვლილება
განხორციელდა და შინაარსობრივად დაზუსტდა აღნიშნული კანონის მე-3 მუხლის
პირველი პუნქტი.
49. საქართველოს პარლამენტის წევრების: ანრი ოხანაშვილის, ალუდა ღუდუშაურის,
გიორგი ამილახვარის, რატი იონათამიშვილის, ალექსანდრე ტაბატაძის, ნინო
იობაშვილის, გურამ მაჭარაშვილის და დავით მათიკაშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
„მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (N07-3/93; 30.06.2021): საკანონმდებლო ცვლილებით შეიცვალა პარლამენტის
მიერ მანამდე მიღებული სხვა (N07-3/5; 16.12.2020) საკანონმდებლო ცვლილების
გარდამავალი დებულების ამოქმედების ვადა, კერძოდ, კანონის ამ დებულების
ამოქმედების ვადად, 2022 წლის 1 თებერვლის ნაცვლად, განისაზღვრა 2021 წლის 1
აგვისტო.
50. საქართველოს პარლამენტის წევრების: ლევან იოსელიანის და ალექსანდრე
ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს
კანონის
პროექტი
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/115; 03.11.2021):
კანონპროექტით
ცვლილება
შედის
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსის 103-ე მუხლში, რომელიც ითვალისწინებს
ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას ძაღლისა და კატის ყოლის წესების
28
დარღვევისათვის. კერძოდ, კანონპროექტით დგინდება ახალი ადმინისტრაციული
სამართალდარღვევა − რეგისტრირებული ძაღლის ან კატის მიტოვება პატრონის მიერ.
კანონპროექტის თანახმად, ამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენა
გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო
მეპატრონე იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 1500
ლარის ოდენობით; იმავე ქმედების ერთი წლის განმავლობაში განმეორებით ჩადენა
გამოიწვევს მეპატრონე ფიზიკური პირის დაჯარიმებას 1000 ლარის ოდენობით, ხოლო
მეპატრონე იურიდიული პირის ან/და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 3000
ლარის ოდენობით. კანონპროექტი მიღებულია პირველი მოსმენით.
51. საქართველოს პარლამენტის წევრების: ლევან იოსელიანის და ალექსანდრე
ელისაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/91; 28.06.2021): აღნიშნული
საკანონმდებლო ცვლილებების მიღების მიზანი იყო „საგზაო მოძრაობის შესახებ“
საქართველოს კანონსა და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსში იმ
ცვლილებების ასახვა, რომლებიც იმავე ინიციატორების მიერ ინიციირებული სხვა
(N07-3/49; 18.05.2021) საკანონმდებლო ინიციატივიდან გამომდინარეობდა.
52. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/101; 01.12.2021):
საკანონმდებლო ცვლილებით 2022 წლის 1 იანვრიდან 2023 წლის 1 იანვრამდე
გაგრძელდა „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის
გარდამავალი დებულებებით გათვალისწინებული გარკვეული სამართლებრივი
აქტების მიღების/გამოცემის ვალდებულების შესრულების ვადა.
53. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საჯარო სამსახურის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/97; 01.12.2021):
საკანონმდებლო ცვლილებით 2021 წლის 31 დეკემბრიდან 2022 წლის 31 დეკემბრამდე
გაგრძელდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული
შესაბამისი გარდამავალი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ზოგი სამართლებრივი
ურთიერთობა იმავე კანონით დადგენილი ძირითადი ნორმებისგან განსხვავებულ
მოწესრიგებას ექვემდებარება.
54. საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
„საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს შრომის კოდექსი“ ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
29
(N07-3/105; 31.08.2021): საკანონმდებლო ცვლილებით აღმოიფხვრა ტექნიკური
ხარვეზი და უზრუნველყოფილ იქნა საქართველოს შრომის კოდექსის ერთ-ერთი
ნორმის ასამოქმედებელი რედაქციისა და იმავე ნორმის ამოქმედებული რედაქციის
ერთმანეთთან შესაბამისობა.
55. საქართველოს პარლამენტის წევრის მიხეილ სარჯველაძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/109; 22.09.2021):
საკანონმდებლო
ცვლილებით
აღმოიფხვრა
ტექნიკური
ხარვეზი
და
უზრუნველყოფილ იქნა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის ერთ-ერთი ნორმის ასამოქმედებელი რედაქციისა და იმავე ნორმის
ამოქმედებული რედაქციის ერთმანეთთან შესაბამისობა.
56. საქართველოს პარლამენტის წევრების: არმაზ ახვლედიანის, თეონა აქუბარდიას,
დავით ბაქრაძის, გიორგი ვაშაძის, პაატა მანჯგალაძის, ანა ნაცვლიშვილის, სალომე
სამადაშვილის, ხათუნა სამნიძის, დავით უსუფაშვილის, შალვა შავგულიძის, მამუკა
ხაზარძის, ბადრი ჯაფარიძის და ზურაბ გირჩი ჯაფარიძის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ამნისტიის
შესახებ“ (N07-3/48; 28.04.2021): აღნიშნული კანონპროექტი ეხებოდა, მაგრამ
განსხვავებული პირობებით აწესრიგებდა, „ამნისტიის შესახებ“ იმ კანონით
გათვალისწინებულ საკითხს, რომელიც პარლამენტმა 2021 წლის 7 სექტემბერს N073/46, 27.04.2021 საკანონმდებლო ინიციატივის ფარგლებში მიიღო (საკომიტეტო და
პლენარულ სხდომებზე განხილვის შედეგად საქართველოს პარლამენტმა მხარი
დაუჭირა N07-3/46, 27.04.2021 საკანონმდებლო ინიციატივას, ხოლო N07-3/48,
28.04.2021 კანონპროექტი უარყოფილ იქნა პირველი მოსმენით).
57. საქართველოს პარლამენტის წევრების: კახაბერ კუჭავას, გიორგი ვოლსკის, არჩილ
თალაკვაძის და ნიკოლოზ სამხარაძის მიერ წარმოდგენილი საქართველოს
პარლამენტის რეზოლუციის პროექტი „დეოკუპაციისა და კონფლიქტის მშვიდობიანი
მოგვარების შესახებ“ (N07-3/99; 21.07.2021).
2021 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „სავალდებულო კომიტეტის“ სტატუსით
განიხილა შემდეგი საკანონმდებლო ინიციატივები:
1. აგრარულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „სურსათის/ცხოველის
საკვების უვნებლობის, ვეტერინარიისა და მცენარეთა დაცვის კოდექსში
ცვლილების
შეტანის
შესახებ“,
„საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ვაზისა და
30
ღვინის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/40;
17.03.2021).
2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ვაზისა და ღვინის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (N07-2/49; 02.06.2021).
3. საქართველოს პარლამენტის წევრების: ნინო წილოსანის, ალექსანდრე
მოწერელიას, ხატია წილოსანის, ირაკლი (დაჩი) ბერაიას, შალვა კერესელიძის,
ზაალ დუგლაძის, სამველ მანუკიანის და გოდერძი ჩანქსელიანის მიერ
საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების
პროექტები: „ქარსაფარი (მინდორდაცვითი) ზოლის შესახებ“, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„ნიადაგების კონსერვაციისა და ნაყოფიერების აღდგენა-გაუმჯობესების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ნიადაგის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საჯარო რეესტრის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და საქართველოს
ორგანული კანონის პროექტი „საქართველოს ორგანულ კანონში „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/43;
07.04.2021).
4. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი
მეშველიანის, ნინო ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას, ალექსანდრე დალაქიშვილის,
ედიშერ თოლორაიას, ირაკლი ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძის და დავით კაჭარავას
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონების პროექტები: „საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების
მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების
უფლების აღიარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის
მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების
შეტანის თაობაზე“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „მიწის ნაკვეთებზე უფლებათა
სისტემური და სპორადული რეგისტრაციის წესისა და საკადასტრო მონაცემების
სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და
31
5.
6.
7.
8.
„გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/80;
16.06.2021).
საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გოგი
მეშველიანის, ნინო ლაცაბიძის, ირაკლი ზარქუას, ალექსანდრე დალაქიშვილის,
ედიშერ თოლორაიას, ირაკლი ხახუბიას, ნოდარ ტურძელაძის და დავით კაჭარავას
მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონების პროექტები: „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსში ცვლილების
შეტანის შესახებ“, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ატმოსფერული ჰაერის დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სივრცის
დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოების
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „ცხოველთა
სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“,
„აკვაკულტურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
და „ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/86;
23.06.2021).
საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „წიაღის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“,
„რეგულირების საფასურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“, „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/102; 01.12.2021).
საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ბექა დავითულიანის, ნოდარ
ტურძელაძის, ირაკლი ზარქუას, ანა ბუჩუკურის, მიხეილ დაუშვილის და ბექა
ლილუაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსში
ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს სისხლის სამართლის
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „ადმინისტრაციული სახდელისგან
გათავისუფლების შესახებ“, „ამნისტიის შესახებ“ და საქართველოს ორგანული
კანონის
პროექტი
„საქართველოს
ორგანულ
კანონში „ადგილობრივი
თვითმმართველობის კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/36;
24.02.2021).
საქართველოს პარლამენტის წევრების: ბექა დავითულიანის, ირაკლი ზარქუას, ეკა
სეფაშვილის, ნოდარ ტურძელაძის, სოზარ სუბარის, მაია ბითაძის და დიმიტრი
32
სამხარაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს სივრცის დაგეგმარების,
არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (N07-3/47; 28.04.2021).
9. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N073/54; 19.05.2021).
10. საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის პროექტი
„საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N073/76; 09.06.2021).
11. საქართველოს პარლამენტის წევრების: შალვა პაპუაშვილის, ანრი ოხანაშვილის,
დავით მათიკაშვილის და გურამ მაჭარაშვილის მიერ საკანონმდებლო
ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის
პროექტი „საქართველოს პარლამენტის რეგლამენტში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (N07-3/140; 08.12.2021).
12. საქართველოს პარლამენტის წევრების: მიხეილ სარჯველაძის, ნინო იობაშვილის,
ნინო წილოსანის, ვლადიმერ კახაძის, ალუდა ღუდუშაურის, სოზარ სუბარის,
დავით სერგეენკოს და ხათუნა კვიციანის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის
წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „არასრულწლოვანთა
მართლმსაჯულების კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/107;
02.09.2021).
13. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ბერაიას, ანრი ოხანაშვილის და
ალექსანდრე
ტაბატაძის
მიერ
საკანონმდებლო
ინიციატივის
წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „იარაღის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“ (N07-3/61; 25.05.2021).
14. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „იარაღის შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-2/50; 09.06.2021).
15. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ომისა და თავდაცვის ძალების
ვეტერანების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N072/96; 01.12.2021).
16. საქართველოს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ხუნდაძის, ვლადიმერ კახაძის,
ზაალ მიქელაძის, ანტონ ობოლაშვილის, ზაზა ლომინაძის, ირმა ზავრადაშვილის
და დავით სერგეენკოს მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები: „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის
33
სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/72;
09.06.2021).
17. საქართველოს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ხუნდაძის, ვლადიმერ კახაძის,
ზაალ მიქელაძის, ზაზა ლომინაძის, რამინა ბერაძის, დავით სერგეენკოს და ირმა
ზავრადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი
საქართველოს კანონების პროექტები „საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს სისხლის
სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/127;
26.11.2021).
18. საქართველოს პარლამენტის წევრების: დიმიტრი ხუნდაძისა და ვლადიმერ
კახაძის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს
კანონების პროექტები „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/125;
24.11.2021).
19. საქართველოს პარლამენტის წევრების: დავით სონღულაშვილის, ლევან
მგალობლიშვილის, გელა სამხარაულის, გოჩა ენუქიძის, ბეჟან წაქაძის, ელგუჯა
გოცირიძის და ირაკლი (დაჩი) ბერაიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „ლატარიების, აზარტული
და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო
კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „რეკლამის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „მაუწყებლობის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“, „საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“, „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
და „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს
კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/137; 08.12.2021).
20. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით
წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „ნარკოტიკული საშუალებების,
ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური
დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N072/63; 25.06.2021).
21. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი „საქართველოს 2022 წლის
სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი (თანდართულ
მასალებთან ერთად), დოკუმენტი − „ქვეყნის ძირითადი მონაცემები და
მიმართულებები 2022-2025 წლებისათვის“ და საქართველოს მთავრობის მოხსენება
− „საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების მიმდინარეობის
შესახებ“ (N07-2/78; 01.10.2021).
34
22. საქართველოს მთავრობის მიერ წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი
„საქართველოს 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების თაობაზე“ (N07-2/67; 05.07.2021).
III. საერთაშორისო ხელშეკრულებები
2021 წლის განმავლობაში იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა საქართველოს
პარლამენტისთვის წარდგენილი შემდეგი საერთაშორისო ხელშეკრულებები:
1. „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე სასამართლო და არასასამართლო
დოკუმენტების საზღვარგარეთ ჩაბარების შესახებ“ 1965 წლის 15 ნოემბრის ჰააგის
კონვენცია (N07-2/532; 29.10.2020);
2. „სამოქალაქო ან კომერციულ საქმეებზე მტკიცებულებათა საზღვარგარეთ
მოპოვების შესახებ“ 1970 წლის 18 მარტის ჰააგის კონვენცია (N07-2/533; 29.10.2020);
3. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე
პირთა უფლებების კონვენციის“ ფაკულტატური ოქმი (N07-2/21; 05.02.2021);
4. „მედიაციის შედეგად მიღწეული მორიგების საერთაშორისო შეთანხმებების
შესახებ“ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია (N07-2/23; 08.02.2021);
5. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის საგრანტო შეთანხმება
განვითარების მიზნების შესახებ, მიმართული საქართველოს მდგრადი
განვითარების ხელშეწყობისკენ: 1. გარე საზიანო გავლენების მიმართ მდგრადობის
გაძლიერებით; 2. დემოკრატიული მიღწევების განსამტკიცებლად მოქალაქისადმი
ანგარიშვალდებული მმართველობის გაძლიერებით; და 3. ეკონომიკური ზრდის
შედეგად ინკლუზიური, მაღალანაზღაურებადი და მაღალხარისხიანი დასაქმების
შესაძლებლობების შექმნით (N07-2/46; 31.05.2021);
6. „საქართველოსა და ევროპის საჯარო სამართლის ორგანიზაციას (EPLO) შორის
სამხრეთ კავკასიაში EPLO-ს რეგიონული ოფისის სტატუსის შესახებ“ წერილების
გაცვლის გზით დადებული შეთანხმება (N07-2/25; 12.02.2021).
IV. საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული საქმიანობა
კანონშემოქმედებით საქმიანობასთან ერთად იურიდიულ საკითხთა კომიტეტის ერთერთი მნიშვნელოვანი ფუნქცია არის საპარლამენტო კონტროლთან დაკავშირებული
საქმიანობა. საპარლამენტო კონტროლის ფარგლებში კომიტეტმა 2021 წელს კანონის
შესაბამისად განიხილა:
1. საქართველოს პრემიერმინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ
საქართველოს პარლამენტისთვის წარდგენილი საქართველოს მთავრობის
35
შემადგენლობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხი და სამთავრობო პროგრამა
2021–2024 „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ (N07-2/27; 19.02.2021);
2. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2020 წლის საქმიანობის
შესახებ ანგარიში (N1-4905/21; 14.04.2021);
3. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია 2008
წლის აგვისტოს ომის საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში
საქართველოს ინტერესების დასაცავად საქართველოს მთავრობის მიერ გაწეული
სამუშაოს შესახებ და 2021 წლის 21 იანვარს ადამიანის უფლებათა ევროპული
სასამართლოს მიერ იმავე საქმეზე გამოტანილი გადაწყვეტილების თაობაზე (ეს
ინფორმაცია იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და
სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტმა და
საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა საქართველოს იუსტიციის მინისტრის მიერ
საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის მე-40 მუხლის პირველი პუნქტის
ფარგლებში მიმართვის საფუძველზე განიხილეს).
V. თანამდებობის პირთა განწესებასთან დაკავშირებული საქმიანობა
2021 წელს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა განიხილა ცალკეულ თანამდებობის
პირთა განწესებასთან დაკავშირებული საკითხები და კომიტეტის საჯარო სხდომებზე
მოუსმინა შესაბამის კანდიდატებს; კერძოდ, 2021 წელს კომიტეტმა განიხილა:
1. საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან დაკავშირებული საკითხები
(კომიტეტმა საჯარო სხდომებზე მოუსმინა საქართველოს უზენაესი სასამართლოს
მოსამართლეობის 14 კანდიდატს) (N1-8815/21; 25.06.2021) (N1-10838/21; 02.08.2021)
(N1-14817/21; 15.11.2021) (N1-18465/21; 20.12.2021);
2. საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატებთან
დაკავშირებული საკითხი (კომიტეტმა საჯარო სხდომაზე მოუსმინა საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეობის 2 კანდიდატს) (N07-1/9;
09.07.2021);
3. საქართველოს პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილ საქართველოს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრობის კანდიდატებთან დაკავშირებული
საკითხი (კომიტეტმა საჯარო სხდომაზე მოუსმინა საქართველოს ცენტრალური
საარჩევნო კომისიის წევრობის 4 კანდიდატს) (N07-1/8; 09.07.2021).
36
VI. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში
საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის აპარატმა 2021 წლის განმავლობაში განახორციელა
საქართველოს პარლამენტის წარმომადგენლობა საქართველოს საკონსტიტუციო
სასამართლოში წარმოებულ შემდეგ საქმეებზე:
1.
2.
3.
4.
5.
6.
7.
N1423 – ანი გაჩეჩილაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;
N1428 – კობა თოდუა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;
N1424, N1490 – ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;
N1377 – დიმიტრი ღონღაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;
N1442 – ეკატერინე ჩერქეზიშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;
N1464 – მიხეილ ხაინდრავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;
N1384 – ედუარდ მარიკაშვილი და ა(ა)იპ „საქართველოს დემოკრატიული
ინიციატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;
8. N1444 – ნიკოლოზ აკოფოვი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;
9. N1441 – საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ;
10. N1472 – ნიკოლოზ ლომიძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;
11. N1565, N1568, N1569 – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, თამარ კორძაია და ელენე ხოშტარია
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;
12. N1400 – ემზარ კვიციანი, ეთერ ჩხეტიანი-ანსიანი, მაია ანსიანი და იაგორ ანსიანი
საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;
13. N1434, N1466 – ოთარ მარშავა და მიხეილ ნოზაძე საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ;
14. N1546, N1595 – მედეა გვაზავა და ჯულიეტა არჩვაძე საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ;
15. N1537 – „შპს მთავარი არხი“, „შპს ტელეკომპანია პირველი“, „შპს ტელეკომპანია
კავკასია“, „შპს ფორმულა“, ირაკლი საღინაძე, გიორგი ლიფონავა და ქეთევან
დევდარიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;
16. N1636 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „საქართველოს პატრიოტთა
ალიანსი“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;
17. N1647 – მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება „ევროპული საქართველო –
მოძრაობა თავისუფლებისთვის“, ნინო თოდრია, მართა ქარდავა, ნინო ორდენიძე
და სხვები (სულ 12 მოსარჩელე) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;
18. N1320 – ელგა მაისურაძე, ირმა გინტური და ლერი თოდაძე საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ;
19. N1513 – მამუკა ტოლიაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;
20. N1553 – შპს „იურიდიული ოფისი ლეგალ რაითს ჯორჯია“ საქართველოს
პარლამენტის წინააღმდეგ;
21. N1465 – „შპს ჩემპიონები 111“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ;
37
22. N1421, N1448, N1451 – მანანა ხარხელი, ზაზა პატარიძე, ნიკოლოზ ბერიაშვილი,
შალვა ონიანი, ვახტანგ კობეშავიძე და შპს „იხტიოსი“ საქართველოს პარლამენტის
წინააღმდეგ;
23. N1550 – რევაზ ელიავა და სოსო ელიავა საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ.
ამრიგად, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2021 წელს იურიდიულ
საკითხთა კომიტეტის საქმიანობა მიმართული იყო დემოკრატიული სახელმწიფოს
შემდგომი გაძლიერების ხელშეწყობისკენ.
38