„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“
- „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სამოქალაქო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-07
ბიუროს ნომერი 128
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ
თავი I. ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის მიზანი და მოწესრიგების სფერო
1. ამ კანონის მიზანია დაფინანსების დივერსიფიცირებულ წყაროებზე კომერციული ბანკების
წვდომის გაზრდა და საქართველოში იპოთეკით დაცული ობლიგაციების (შემდგომში იპოთეკური ობლიგაციები) ბაზრის განვითარების უზრუნველყოფა.
2. ეს კანონი აწესრიგებს იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებასთან, იპოთეკური
ობლიგაციების ემიტენტების ზედამხედველობასთან და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ
სამართლებრივ ურთიერთობებს.
3. ამ კანონის შესაბამისად გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციები შესაძლებელია
განთავსდეს როგორც კერძო, ისე საჯარო შეთავაზების საფუძველზე.
4. აკრძალულია საქართველოში გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდის დასახელებაში ან
აღწერაში სიტყვათა შეთანხმების - „იპოთეკური ობლიგაცია“, „იპოთეკით დაცული
ობლიგაცია“ ან მათი უცხოური ეკვივალენტის (მათ შორის, - “Covered Bond”) გამოყენება, თუ
აღნიშნული სასესხო ფასიანი ქაღალდი არ არის გამოშვებული ამ კანონის მოთხოვნათა
შესაბამისად.
5. ამ კანონის აღსრულების მიზნით საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია
გამოსცეს
კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები, რომლებითაც განისაზღვრება
უზრუნველყოფის აქტივების შესაბამისობის დამატებითი მოთხოვნები, პროგრამის
სტრუქტურული
მახასიათებლები,
უზრუნველყოფის
აქტივების
უზრუნველყოფის
ზედამხედველის,
აქტივების
პროგრამის
აღრიცხვის
წესი,
ადმინისტრატორისა
და
პროგრამის ლიკვიდატორის დანიშვნის/გათავისუფლების საკითხები, მათი უფლებები და
მოვალეობები, ასევე იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტის მიერ ინფორმაციის
გამჟღავნებასთან დაკავშირებული საკითხები.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება.
1. ამ კანონის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) იპოთეკური ობლიგაცია (იპოთეკით დაცული ობლიგაცია) - კომერციული ბანკის (მათ
შორის, რეფინანსირების ბანკის) მიერ გამოშვებული სასესხო ფასიანი ქაღალდი, რომელიც
უზრუნველყოფილია ისეთი აქტივებით, საიდანაც იპოთეკური ობლიგაციის მფლობელებს,
როგორც კრედიტორებს, გააჩნიათ უპირატესი და პირდაპირი დაკმაყოფილების უფლება ამ
კანონის მოთხოვნათა შესაბამისად;
ბ) უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანება - განსაზღვრული უზრუნველყოფის აქტივების
ერთიანობა, რომელიც უზრუნველყოფს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში
გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან ან რეფინანსირების პროგრამის ფარგლებში
არსებული რეფინანსირების ინსტრუმენტებიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულებებს
და სეგრეგირებულია ემიტენტის/რეფინანსირების ბანკის მოვალის სხვა აქტივებისგან;
გ) პროგრამა - ამ კანონით განსაზღვრული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა ან
რეფინანსირების პროგრამა;
დ) იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა - ემიტენტის პროგრამა, რომელიც შედგება ერთი ან
რამდენიმე ემისიის იპოთეკური ობლიგაციებისგან და მათგან გამომდინარე გადახდის
ვალდებულებათა
გაერთიანებისგან;
უზრუნველსაყოფად
გამოყენებული
უზრუნველყოფის
აქტივების
ე) რეფინანსირების პროგრამა - რეფინანსირების ბანკის მოვალის პროგრამა, რომელიც შედგება
ერთი ან რამდენიმე რეფინანსირების ინსტრუმენტისაგან და მათგან გამომდინარე გადახდის
ვალდებულებათა
გაერთიანებისგან;
უზრუნველსაყოფად
გამოყენებული
უზრუნველყოფის
აქტივების
ვ) იპოთეკით უზრუნველყოფილი სესხი (იპოთეკური სესხი) - ნებისმიერი მიზნობრიობით
გაცემული სესხი, რომელიც მოიცავს ძირითად თანხას და მისგან მისაღებ პროცენტებს (ასეთის
არსებობისას)
და
რომელიც
საქართველოს
სამოქალაქო
კოდექსის
შესაბამისად
უზრუნველყოფილია უძრავ ქონებაზე არსებული იპოთეკით;
ზ) დამატებითი აქტივი - ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული,
უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი აქტივი, რომელიც მოიცავს ძირითად
თანხას და მისგან მისაღებ პროცენტებს (ასეთის არსებობისას);
თ)
უზრუნველყოფის
აქტივების
სიჭარბე
-
პროცენტული
მაჩვენებელი,
რომელიც
გამოითვლება ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესის შესაბამისად და
რომლითაც უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი იპოთეკური სესხებისა და
დამატებითი აქტივების ნომინალურ ღირებულებათა ჯამი აჭარბებს იპოთეკური
ობლიგაციების ნომინალურ ღირებულებათა ჯამს, რეგისტრირებული დერივატივებიდან
გამომდინარე მოთხოვნების/ვალდებულებების გათვალისწინებით;
ი)
დეფოლტი
-
სახელშეკრულებო
გადახდის
ვალდებულების
შეუსრულებლობა/
მოსალოდნელი შეუსრულებლობა, რომლის დეფოლტად მიჩნევის დამატებით კრიტერიუმებს
სამართლებრივი აქტით ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი;
კ) უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება - თანხა, რომლის სანაცვლოდ, შეფასების
მომენტისთვის, გონივრულად მოსალოდნელია უძრავი ქონების გასხვისება გაშლილი
მკლავის პრინციპის დაცვით დადებული გარიგების საფუძველზე, თუ გარიგების მხარეები
იმოქმედებენ გააზრებულად, წინდახედულად და იძულების გარეშე;
ლ) ემიტენტი – კომერციული ბანკი (მათ შორის, რეფინანსირების ბანკი), რომელსაც შეუძლია
იპოთეკური ობლიგაციების გამოშვება ამ კანონის შესაბამისად;
მ) რეფინანსირების ბანკის მოვალე (მოვალე) - ფინანსური ინსტიტუტი, რომელსაც
რეფინანსირების ინსტრუმენტის საშუალებით რეფინანსირების ბანკის მიმართ ნაკისრი აქვს
ფულადი ვალდებულება;
ნ) რეფინანსირების ბანკი - კომერციული ბანკი, რომელიც უშვებს რეფინანსირების
ინსტრუმენტიდან (ინსტრუმენტებიდან) გამომდინარე მოთხოვნებით უზრუნველყოფილ
იპოთეკურ ობლიგაციებს ამ კანონის შესაბამისად;
ო) კომერციული ბანკი – „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად ლიცენზირებული კომერციული ბანკი;
პ) საცხოვრებელი უძრავი ქონება - საცხოვრებელი სადგომი, რომელიც იმყოფება მესაკუთრის
ან მოსარგებლის მფლობელობაში;
ჟ) საზოგადოებრივი დაინტერესების პირი - „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და
აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული საზოგადოებრივი
დაინტერესების პირი;
რ) სპეციალური მმართველი - „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონის 37-ე მუხლით განსაზღვრული სპეციალური მმართველი;
ს) წმინდა ფულადი ლიკვიდობის გადინება - შესაბამის თარიღზე ვადამოსული, იპოთეკური
ობლიგაციების პროგრამის/რეფინანსირების პროგრამის ფარგლებში წარმოშობილი ყველა
გადახდის ვალდებულება, ძირითადი თანხისა და პროცენტის, ასევე დერივატივებიდან
გამომდინარე გადასახდელების ჩათვლით, იმავე თარიღზე უზრუნველყოფის აქტივებიდან
მისაღები გადახდების გამოკლებით;
ტ) პროგრამის კრედიტორი - იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორი ან
რეფინანსირების პროგრამის კრედიტორი;
უ) იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორი - იპოთეკური ობლიგაციების
პროგრამის ფარგლებში გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციის მფლობელი, იპოთეკური
ობლიგაციების პროგრამაში შემავალი რეგისტრირებული დერივატივის ხელშეკრულების
მხარე, აგრეთვე პროგრამის ადმინისტრატორის მიერ დადებული ხელშეკრულების მხარე;
ფ) რეფინანსირების პროგრამის კრედიტორი - რეფინანსირების ბანკი რეფინანსირების
ინსტრუმენტთან
დაკავშირებულ
სამართლებრივ
ურთიერთობაში,
რეფინანსირების
პროგრამაში შემავალი რეგისტრირებული დერივატივის ხელშეკრულების მხარე, აგრეთვე
პროგრამის ადმინისტრატორის მიერ დადებული ხელშეკრულების მხარე;
ქ) რეგისტრირებული დერივატივის ხელშეკრულება - ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით
გათვალისწინებული დერივატივის ხელშეკრულება,
უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში;
რომელიც
რეგისტრირებულია
ღ) პროგრამის ადმინისტრატორი (ადმინისტრატორი) – ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ადმინისტრატორი,
აგრეთვე რეფინანსირების პროგრამის ადმინისტრატორი ამ კანონის 25-ე მუხლის პირველი
პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;
ყ) უზრუნველყოფის აქტივი - ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით ან მე-5 მუხლის
პირველი პუნქტით გათვალისწინებული აქტივი, რომელიც შეტანილია უზრუნველყოფის
აქტივების გაერთიანებაში;
შ)
რეფინანსირების
ინსტრუმენტი
-
ნებისმიერი
ფინანსური
ინსტრუმენტი
ან/და
ხელშეკრულება, რომლის საშუალებითაც რეფინანსირების ბანკი ახორციელებს მოვალის
დაფინანსებას ფულადი სახსრების სესხებით ან სხვა ეკვივალენტური საშუალებით და
რომელსაც რეფინანსირების ბანკი ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად იყენებს მის მიერ
გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციების უზრუნველსაყოფად;
ჩ) ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიება - ღონისძიება, რომლის მიზანია პირის მიერ
კანონმდებლობით
ან/და
ხელშეკრულებით
გათვალისწინებული
ვალდებულების
შესრულების უზრუნველყოფა, მათ შორის ნებისმიერი იძულებითი აღსრულების ღონისძიება
(სარჩელისა
და
გადაწყვეტილების
ჩათვლით),
მოთხოვნის
აღსრულების
უზრუნველყოფის
უზრუნველყოფის
საშუალება
(საგადასახადო
ღონისძიებების
დავალიანების
გადახდევინების უზრუნველყოფის ღონისძიებების, გირავნობისა და იპოთეკის ჩათვლით),
აგრეთვე ამ კანონის შესაბამისად აქტივის გამოყენება პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნების
უზრუნველსაყოფად;
ც) რეზოლუციის კომიტეტი - „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს
ორგანული კანონის 162 მუხლით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული ბანკის
რეზოლუციის კომიტეტი;
ძ) იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევება (პროგრამის განცალკევება) - ამ
კანონის VI თავით დადგენილი სამართლებრივი რეჟიმი, რომლის მიზანია პროგრამის მართვა
ემიტენტის/რეფინანსირების ბანკის მოვალის სხვა აქტივებისგან და ვალდებულებებისგან
განცალკევებით, პროგრამის კრედიტორთა ინტერესების დასაცავად;
წ) საბოლოო ურთიერთგაქვითვა - „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და
დერივატივების
შესახებ“
ურთიერთგაქვითვა.
საქართველოს
კანონით
განსაზღვრული
საბოლოო
2. ტერმინებს, რომლებიც არ არის განსაზღვრული ამ კანონით, აქვთ „ფასიანი ქაღალდების
ბაზრის“ შესახებ საქართველოს კანონით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით მინიჭებული მნიშვნელობა.
თავი II. უზრუნველყოფის აქტივების შესაბამისობა
მუხლი 3. კომერციული ბანკისათვის ნებადართული უზრუნველყოფის აქტივები
1.
კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე
გადახდის
ვალდებულებების
უზრუნველსაყოფად,
უზრუნველყოფის
აქტივების
გაერთიანებაში შეიძლება შეტანილ იქნეს კომერციული ბანკის კუთვნილი შემდეგი აქტივები:
ა) იპოთეკური სესხებიდან გამომდინარე მოთხოვნები;
ბ) დამატებითი აქტივები;
გ) დერივატივებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
2. კომერციულ ბანკს ეკრძალება უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში აქტივის შეტანა,
თუ:
ა) ამ აქტივზე ვრცელდება ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიება;
ბ) ეს აქტივი არის დეფოლტში.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იპოთეკური სესხი, სულ
მცირე, უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ ძირითად მოთხოვნებს:
ა) სესხის ხელშეკრულება წარმოშობს ნამდვილ და აღსრულებად ფულად მოთხოვნას, რომლის
ღირებულების დადგენა ნებისმიერ დროს არის შესაძლებელი;
ბ) იპოთეკა აკმაყოფილებს მისი წარმოშობისათვის საჭირო, საქართველოს კანონმდებლობით
განსაზღვრულ ყველა მოთხოვნას და არის აღსრულებადი;
გ) კომერციულ ბანკს, როგორც კრედიტორს შეუძლია იპოთეკის საგნიდან თავისი მოთხოვნის
დაკმაყოფილება დროის გონივრულ ფარგლებში;
დ) იპოთეკა არის პირველი რიგის უფლება.
4. უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრაციის მომენტისათვის იპოთეკური სესხის
ნარჩენი ძირითადი თანხა (ან მისი ნაწილი), რომელიც გაითვალისწინება ამ კანონის მე-7
მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გაანგარიშებაში, არ უნდა აჭარბებდეს
აღნიშნული იპოთეკური სესხის უზრუნველყოფის საშუალებად გამოყენებული უძრავი
ქონების საბაზრო ღირებულების 60%-ს, თუ იპოთეკის საგანია არასაცხოვრებელი უძრავი
ქონება, ხოლო თუ იპოთეკის საგანია საცხოვრებელი უძრავი ქონება - 80%-ს. ამ პუნქტით
დადგენილი წესი შესაბამისად ვრცელდება ისეთ შემთხვევებზეც, როდესაც ერთზე მეტი
იპოთეკური სესხი ერთობლივად უზრუნველყოფილია ერთი ან რამდენიმე უძრავი ქონებით.
საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საფინანსო სექტორის სტაბილურობის
მიზნებიდან გამომდინარე, უცხოურ ვალუტაში გაცემული იპოთეკური სესხებისათვის
დააწესოს სესხის უზრუნველყოფის ამ პუნქტით გათვალისწინებულზე უფრო მკაცრი ზღვარი.
5. თუ უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ იპოთეკური სესხის
ნარჩენი ძირითადი თანხის (ან მისი ნაწილის) თანაფარდობა მის უზრუნველსაყოფად
გამოყენებული უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებასთან გადააჭარბებს ამ მუხლის მე-4
პუნქტით დადგენილ ზღვარს, აღნიშნული იპოთეკური სესხის ძირითადი თანხა (ან მისი
ნაწილი), რომელიც გაითვალისწინება ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებულ გაანგარიშებაში, პროპორციულად შემცირდება. ასეთ შემთხვევაში,
ემიტენტი ვალდებულია დაამატოს უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში ახალი
აქტივები, თუ ეს აუცილებელია ამ კანონის ან მის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი
აქტის მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
6.
იპოთეკური
ობლიგაციებიდან
გამომდინარე
გადახდის
ვალდებულებების
უზრუნველსაყოფად, უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შეიძლება შეტანილი იქნეს
დამატებითი აქტივების სახით კომერციული ბანკის კუთვნილი შემდეგი აქტივები:
ა) ფული და ფულის ეკვივალენტი აქტივები;
ბ) საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან საქართველოს
ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტის
(სუბიექტების) მიერ გამოშვებული ან გარანტირებული სასესხო ფასიანი ქაღალდები;
გ) საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან საქართველოს
ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული შესაბამისი სუბიექტის
(სუბიექტების) მიმართ არსებული სხვა მოთხოვნები.
7. უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი იპოთეკური სესხების ნარჩენი
ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობა არ უნდა იყოს
იპოთეკური ობლიგაციების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა
ჯამური ოდენობის 80%-ზე ნაკლები. თუ არსებობს ისეთი გარემოებები, რომლებიც საფრთხეს
უქმნის საფინანსო სექტორის სტაბილურობას ან/და პროგრამის კრედიტორთა არსებით
ინტერესებს, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია დააწესოს უფრო დაბალი
ზღვარი, რომელიც არ უნდა იყოს იპოთეკური ობლიგაციების ნარჩენი ძირითადი თანხების
ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობის 60%-ზე ნაკლები. ამ პუნქტის მიზნებისათვის
იპოთეკური სესხის ნარჩენი ძირითადი თანხის ნომინალური ღირებულების დადგენისას
შესაბამისად მოქმედებს ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3-მე-5 პუნქტებით დადგენილი
შეზღუდვები.
8. ემიტენტს შეუძლია მართოს საბაზრო რისკები (მათ შორის საპროცენტო და სავალუტო
რისკები), რომლებიც გავლენას ახდენს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამაზე,
დერივატივის
(დერივატივების)
გამოყენებით,
თუ
იგი
აღნიშნულ
დერივატივს
(დერივატივებს) დაარეგისტრირებს უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში. დერივატივი
შეიძლება გამოყენებული იქნეს მხოლოდ ამ პუნქტით გათვალისწინებული რისკების
ჰეჯირების მიზნით და უნდა აკმაყოფილებდეს სულ მცირე შემდეგ პირობებს:
ა)
დერივატივი
დადებულია
ჩარჩო
ხელშეკრულების
საფუძველზე,
რომლითაც
ნებადართულია მხოლოდ იმ მოთხოვნათა საბოლოო ურთიერთგაქვითვა, რომლებიც
წარმოიშობა უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებული დერივატივიდან
(დერივატივებიდან);
ბ) დერივატივის რეგისტრაციაზე უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში დერივატივის
ხელშეკრულების მეორე მხარემ წინასწარ განაცხადა თანხმობა;
გ)
დერივატივის
ხელშეკრულება
დოკუმენტირებულია;
შედგენილია
წერილობით
და
სათანადოდ
დ) დერივატივის პირობების მიხედვით, აკრძალულია მეორე მხარის მიერ დერივატივის
შეწყვეტა ან/და საბოლოო ურთიერთგაქვითვა, გარდა ამ კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტით
ნებადართული საფუძვლის არსებობისა;
ე) დერივატივის პირობების თანახმად, თუ მეორე მხარის კრედიტუნარიანობა მიუღებელ
ზღვრამდე შემცირდა, იგი ჩანაცვლდება სხვა კონტრაჰენტით, გარდა იმ შემთხვევისა,
როდესაც მეორე მხარე ემიტენტს წარუდგენს საკმარის უზრუნველყოფას;
ვ) დერივატივის ხელშეკრულების მეორე მხარე არის ფინანსური ინსტიტუტი.
9.
თუ ამ კანონით ან იპოთეკური ობლიგაციების ემისიის პირობებით სხვა რამ არ არის
გათვალისწინებული, ემიტენტი ვალდებული არაა უზრუნველყოფის აქტივებიდან
მიღებული ფულადი სახსრები გაუნაწილოს პროგრამის კრედიტორებს ან/და ეს სახსრები
განათავსოს უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში. ეს პუნქტი არ ახდენს გავლენას
ემიტენტის ვალდებულებაზე, გადაიხადოს იპოთეკური ობლიგაციის ძირითადი თანხა და
საპროცენტო სარგებელი ემისიის პირობების შესაბამისად.
10. ემიტენტი ვალდებულია განახორციელოს უზრუნველყოფის აქტივების სეგრეგაცია
თავისი სხვა აქტივებისაგან იმგვარად, რომ უზრუნველყოფის აქტივები იყოს მუდმივად
იდენტიფიცირებული და პროგრამის კრედიტორების გარდა მათზე არ მიუწვდებოდეს ხელი
ემიტენტის სხვა კრედიტორებს თავიანთი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
11. ამ მუხლის პირველი, მე-3-მე-5 და მე-7 პუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონის
მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რეფინანსირების ბანკის მიერ გამოშვებული
იპოთეკური
ობლიგაციებიდან
გამომდინარე
გადახდის
უზრუნველსაყოფად გამოყენებულ უზრუნველყოფის აქტივებზე.
ვალდებულებათა
მუხლი 4 . უძრავი ქონების შეფასების სტანდარტები
1. იპოთეკური სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ქონების საბაზრო
ღირებულების შეფასება უნდა განახორციელოს სესხის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების
პროცესისგან დამოუკიდებელმა შემფასებელმა. შემფასებელს უნდა გააჩნდეს შესაბამისი
ცოდნა და პროფესიული გამოცდილება.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით
განსაზღვროს დამატებითი მოთხოვნები შემფასებლის საქმიანობასთან დაკავშირებით, ასევე
დააწესოს საბაზრო ღირებულების დაანგარიშების მეთოდი სხვადასხვა სახის უძრავი
ქონებისთვის.
3. იმ უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება, რომელიც გამოყენებულია უზრუნველყოფის
აქტივების გაერთიანებაში შემავალი იპოთეკური სესხის უზრუნველსაყოფად, უნდა
გადამოწმდეს სულ მცირე წელიწადში ერთხელ. უძრავი ქონების საბაზრო ღირებულება უნდა
გადამოწმდეს უფრო მეტი სიხშირით, თუ სახეზეა ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) მნიშვნელოვნად გაუარესდა საბაზრო პირობები;
ბ) ადგილი აქვს ან მოსალოდნელია ფასის მნიშვნელოვანი ვარდნა უძრავი ქონების ბაზარზე,
მათ შორის, იმ შემთხვევაშიც, თუ აღნიშნული შეეხება უძრავი ქონების ერთ კონკრეტულ
სახეობას ან ტიპს.
4. უძრავი ქონების გადაფასება/შეფასების გადახედვა სავალდებულოა, თუ ამ მუხლის მე-3
პუნქტის შესაბამისად განხორციელებული შემოწმების ფარგლებში გამოიკვეთა უძრავი
ქონების საბაზრო ღირებულების მნიშვნელოვანი შემცირების ეჭვი.
5. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების შესაბამისად უძრავი ქონების ღირებულების
მონიტორინგისა და გადაფასების/შეფასების
გამოყენებული იქნეს სტატისტიკური მეთოდები.
გადახედვის
მიზნით
შესაძლებელია
6. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დააზუსტოს
იპოთეკური სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ქონების ღირებულების
მონიტორინგთან და გადაფასებასთან დაკავშირებული ამ მუხლით დადგენილი მოთხოვნები,
აგრეთვე დააწესოს დამატებითი ვალდებულებები.
მუხლი 5. რეფინანსირების ბანკის მიერ გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან
გამომდინარე
გადახდის
ვალდებულებათა
უზრუნველსაყოფად
გამოყენებული
უზრუნველყოფის აქტივები
1. რეფინანსირების ბანკის მიერ გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე
გადახდის
ვალდებულებების
უზრუნველსაყოფად,
უზრუნველყოფის
აქტივების
გაერთიანებაში შეიძლება შეტანილ იქნეს რეფინანსირების ბანკის კუთვნილი შემდეგი
აქტივები:
ა) რეფინანსირების ინსტრუმენტებიდან გამომდინარე მოთხოვნები;
ბ) ამ კანონის მე-3 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი აქტივები;
გ) ამ კანონის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული, რეგისტრირებული
დერივატივებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
2. ამ კანონის მე-3 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი შეზღუდვა აგრეთვე ვრცელდება
რეფინანსირების ბანკის უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შესატან აქტივებთან
მიმართებით.
3. ამ კანონის 25-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, რეფინანსირების
ბანკის უზრუნველყოფის აქტივები შესაძლოა ასევე მოიცავდეს მოვალის კუთვნილ იმ
უზრუნველყოფის აქტივებს, რომლებიც გადაეცემა რეფინანსირების ბანკს იმავე პუნქტის
შესაბამისად.
4.
რეფინანსირების
ბანკის
უზრუნველყოფის
აქტივების
გაერთიანებაში
შემავალი
რეფინანსირების ინსტრუმენტების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა
ჯამური ოდენობა არ უნდა იყოს იპოთეკური ობლიგაციების ნარჩენი ძირითადი თანხების
ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობის 80%-ზე ნაკლები. თუ არსებობს ისეთი
გარემოებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის საფინანსო სექტორის სტაბილურობას ან/და
პროგრამის
კრედიტორთა
არსებით
ინტერესებს,
საქართველოს
ეროვნული
ბანკი
უფლებამოსილია დააწესოს უფრო დაბალი ზღვარი, რომელიც არ უნდა იყოს იპოთეკური
ობლიგაციების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური ოდენობის
60%-ზე ნაკლები. ამ პუნქტის მიზნებისათვის რეფინანსირების ინსტრუმენტის ნარჩენი
ძირითადი თანხის ნომინალური ღირებულების დადგენისას შესაბამისად მოქმედებს ამ
კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-5 პუნქტებით დადგენილი შეზღუდვები.
5. რეფინანსირების პროგრამის ფარგლებში არსებული რეფინანსირების ინსტრუმენტიდან
(ინსტრუმენტებიდან) გამომდინარე გადახდის ვალდებულებები რეფინანსირების ბანკის
მოვალის მიერ უზრუნველყოფილი უნდა იყოს საკმარისი ოდენობის უზრუნველყოფის
აქტივებით, რასთან მიმართებითაც შესაბამისად ვრცელდება ამ კანონის მე-3, მე-4, მე-6-მე-8
მუხლებით დადგენილი მოთხოვნები.
6. ამ კანონით დადგენილი დებულებები, რომლებიც რეფინანსირების ბანკის მიერ
იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს აწესრიგებს, არ
გამოიყენება რეფინანსირების ბანკის ან რეფინანსირების ბანკის მოვალის მიერ იპოთეკური
ობლიგაციების ამ კანონის შესაბამისად დამოუკიდებლად გამოშვების შემთხვევაში.
თავი III. უზრუნველყოფის აქტივების ლიკვიდურობა და ვალდებულებების უზრუნველყოფა
მუხლი 6. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მოთხოვნები
1.
გარდა ამ კანონით დადგენილი გამონაკლისებისა, იპოთეკური ობლიგაციების
პროგრამაში შემავალი უზრუნველყოფის აქტივები შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ
პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნების დაკმაყოფილებისთვის.
2.
იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ფარგლებში გამოშვებული იპოთეკური
ობლიგაციები უზრუნველყოფილი უნდა იყოს ერთი უზრუნველყოფის აქტივების
გაერთიანებით.
3. ერთი და იმავე პროგრამის ფარგლებში, ამ კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით,
ემიტენტმა შესაძლებელია გაზარდოს იპოთეკური ობლიგაციების თავდაპირველი ემისიის
მოცულობა იმავე პირობების მქონე იპოთეკური ობლიგაციების დამატებით გამოშვებით,
აგრეთვე გამოუშვას იპოთეკური ობლიგაციები განსხვავებულ კლასებად.
მუხლი 7. ვალდებულებების უზრუნველყოფა
1. უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკური სესხებისა და
დამატებითი აქტივების ნარჩენი ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამური
ოდენობა სულ მცირე 5%-ით უნდა აჭარბებდეს იპოთეკური ობლიგაციების ნარჩენი
ძირითადი თანხების ნომინალურ ღირებულებათა ჯამურ ოდენობას.
2. თუ უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებულია დერივატივი, ამ მუხლის
პირველი პუნქტით დადგენილ გაანგარიშებაში გათვალისწინებული უნდა იქნეს ასეთი
დერივატივიდან გამომდინარე მოთხოვნები და ვალდებულებები.
3. ამ მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების გათვალისწინებით, თუ უზრუნველყოფის აქტივი არ
აკმაყოფილებს ამ კანონის მე-3 ან მე-5 მუხლის ან/და ამ კანონის საფუძველზე საქართველოს
ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებს (მათ შორის, თუ
უზრუნველყოფის აქტივი აღარ აკმაყოფილებს აღნიშნულ მოთხოვნებს უზრუნველყოფის
აქტივების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ), ასეთი აქტივი არ მიიღება მხედველობაში ამ
მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ გაანგარიშებაში.
4.
ამ
მუხლის
პირველი
პუნქტით
დადგენილ
გაანგარიშებაში
გაითვალისწინება
უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებული იპოთეკური სესხის მხოლოდ ის
ნაწილი, რომელიც ამ კანონის მე-3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი სესხის
უზრუნველყოფის ზღვრული ოდენობის ფარგლებშია.
5. თუ უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრაციის შემდეგ უზრუნველყოფის
აქტივი აღმოჩნდება დეფოლტში, ასეთი მოთხოვნის მოცულობა, რომელიც გაითვალისწინება
ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ გაანგარიშებაში, შესაძლებელია შემცირდეს
საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განსაზღვრული წესის შესაბამისად.
აღნიშნულის მიუხედავად, არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა, რომელიც დეფოლტშია, არ
გაითვალისწინება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ გაანგარიშებაში.
6. ემიტენტი ვალდებულია შეამოწმოს უზრუნველყოფის აქტივების მოცულობის
შესაბამისობა ამ მუხლის პირველი პუნქტითა და ამ კანონის საფუძველზე საქართველოს
ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილ მოთხოვნებთან და აცნობოს
აღნიშნულის შედეგები როგორც უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველს, ასევე საქართველოს
ეროვნულ
ბანკს.
ამ
პუნქტით
გათვალისწინებული
შემოწმების
პერიოდულობასა და მისი ჩატარების წესს სამართლებრივი აქტის საფუძველზე ადგენს
საქართველოს ეროვნული ბანკი.
7. თუ უზრუნველყოფის აქტივების მოცულობის შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ
დარღვეულია ამ მუხლის პირველი პუნქტით ან/და ამ კანონის საფუძველზე საქართველოს
ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით
დადგენილი მოთხოვნები, ემიტენტი
ვალდებულია დაუყოვნებლივ შესაბამის ოდენობამდე გაზარდოს უზრუნველყოფის
აქტივები.
8. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია სამართლებრივი აქტით დაადგინოს
უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულზე
უფრო
მაღალი
ზღვარი,
აგრეთვე
დააზუსტოს
ვალდებულებების
უზრუნველყოფის
გაანგარიშების წესი.
მუხლი 8. ლიკვიდობის მოთხოვნები
1. უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანება უნდა შეიცავდეს დამატებით აქტივებს,
რომლებიც უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით
დადგენილ ლიკვიდობის მოთხოვნებს და უნდა ფარავდეს იპოთეკური ობლიგაციების
პროგრამის მთლიანი წმინდა ფულადი ლიკვიდობის გადინებას მომდევნო 180 დღის
განმავლობაში.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით მოთხოვნილი დამატებითი აქტივების ოდენობის
გაანგარიშებისას შესაბამისად გაითვალისწინება ამ კანონის მე-7 მუხლის მე-3 და მე-5
პუნქტებით დადგენილი შეზღუდვები.
3. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს დამატებითი ლიკვიდობის
მოთხოვნები ბაზარზე შექმნილი სტრესული მდგომარეობის დროს მოულოდნელი წმინდა
ლიკვიდობის გადინებისათვის.
მუხლი 9. რეფინანსირების ბანკის იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა
ამ თავით განსაზღვრული დებულებები, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით,
აგრეთვე ვრცელდება რეფინანსირების ბანკის იპოთეკური ობლიგაციების პროგრამაზე.
საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაათავისუფლოს რეფინანსირების ბანკი
ან/და მოვალე ამ თავით დადგენილი ცალკეული მოთხოვნებისგან, თუ დაკმაყოფილდება
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
მიერ
დადგენილი
მოთხოვნები
რეფინანსირების
ინსტრუმენტებისა და იპოთეკური ობლიგაციების ვადიანობის, მათი გეგმიური და ადრეული
დაფარვის რეჟიმების თავსებადობასთან დაკავშირებით.
თავი IV. იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად ავტორიზაციისა და თანხმობის მოპოვება;
პროგრამის კრედიტორთათვის ინფორმაციის მიწოდება
მუხლი 10. იპოთეკური ობლიგაციების გამოშვების ავტორიზაცია
1. იპოთეკური ობლიგაციების გამოშვების მსურველი კომერციული ბანკი ვალდებულია
მოიპოვოს საქართველოს ეროვნული ბანკისგან ავტორიზაცია.
2.
იპოთეკური ობლიგაციების გამოშვების ავტორიზაცია კომერციულ ბანკზე გაიცემა, თუ
იგი აკმაყოფილებს სულ მცირე შემდეგ პირობებს:
ა) კომერციულ ბანკს გააჩნია ადეკვატური საოპერაციო პროგრამა იპოთეკური ობლიგაციების
გამოშვებისთვის;
ბ) კომერციულ ბანკს ჩამოყალიბებული აქვს ინვესტორთა დაცვაზე ორიენტირებული,
ადეკვატური პოლიტიკა, პროცესები და მეთოდოლოგია უზრუნველყოფის აქტივებად
გამოყენებული სესხების დამტკიცების, მათში ცვლილების შეტანის, მათი განახლებისა და
რეფინანსირებისათვის;
გ) კომერციული ბანკის მმართველი ორგანოს წევრებსა და თანამშრომლებს, რომლებიც
ჩართული არიან იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განხორციელებაში, გააჩნიათ
სათანადო გამოცდილება და ცოდნა;
დ) კომერციულ ბანკს გააჩნია საკმარისი რესურსი უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანების
შექმნის, მართვისა და ზედამხედველობისათვის.
3.
საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააუქმოს კომერციულ ბანკზე
გაცემული ავტორიზაცია შემდეგ შემთხვევებში:
ა) კომერციულმა ბანკმა ავტორიზაცია მიიღო არასწორი ინფორმაციის წარდგენის ან სხვა
უკანონო ქმედების განხორციელების გზით;
ბ) კომერციული ბანკი აღარ აკმაყოფილებს იმ პირობებს, რომელთა საფუძველზეც გაიცა
ავტორიზაცია;
გ) კომერციულმა ბანკმა არაერთგზის ან უხეშად დაარღვია ამ კანონის, საფინანსო სექტორის
მარეგულირებელი სხვა კანონებით, მათ საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტით ან
მითითებით განსაზღვრული მოთხოვნა/მოთხოვნები, რაც საფრთხეს უქმნის იპოთეკური
ობლიგაციების
პროგრამის
განხორციელებას
პროგრამის
კრედიტორთა
ინტერესების
გათვალისწინებით;
დ) კომერციულმა ბანკმა არ გამოუშვა იპოთეკური ობლიგაციები ავტორიზაციის მიღებიდან 3
წლის განმავლობაში.
4.
საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით განისაზღვრება იპოთეკური
ობლიგაციების გამოშვებისთვის ავტორიზაციის გაცემისა და გაუქმების მარეგულირებელი
დამატებითი წესები.
მუხლი 11. იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად თანხმობის მიღება. პროგრამის
კრედიტორთათვის ინფორმაციის მიწოდება
1. ემიტენტი ვალდებულია იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განხორციელებამდე
მოიპოვოს საქართველოს ეროვნული ბანკისგან თანხმობა. თანხმობის მიღების მიზნით,
ემიტენტი საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგენს ინფორმაციას განსახორციელებელი
იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის შესახებ. თანხმობის გაცემის დეტალური წესი და
პირობები განისაზღვრება საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით.
2. ემიტენტი ვალდებულია მიაწოდოს პროგრამის კრედიტორებს ინფორმაცია პროგრამის
მიმდინარეობის შესახებ. წარდგენილი ინფორმაცია უნდა მოიცავდეს ყველა იმ დეტალს, რაც
აუცილებელია პროგრამის კრედიტორების მიერ პროგრამის პროფილისა და რისკების
სათანადოდ შეფასებისათვის. ასეთი ინფორმაცია პროგრამის კრედიტორებს უნდა მიეწოდოს
კვარტალში მინიმუმ ერთხელ და იგი უნდა შეიცავდეს სულ მცირე შემდეგ მონაცემებს
პროგრამის შესახებ:
ა) უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებისა და იპოთეკური ობლიგაციების ნომინალური
ღირებულებები;
ბ) იპოთეკური ობლიგაციებისათვის მინიჭებული საიდენტიფიკაციო ნომერი (ნომრები),
ასეთის არსებობისას;
გ) უზრუნველყოფის აქტივების გეოგრაფიული განაწილება, მათი მოცულობა და შეფასების
მეთოდი;
დ) ინფორმაცია საბაზრო რისკის (მათ შორის, საპროცენტო რისკისა და სავალუტო რისკის),
საკრედიტო და ლიკვიდურობის რისკების შესახებ;
ე) უზრუნველყოფის აქტივებისა და იპოთეკური ობლიგაციების ვადიანობის აღწერილობა
(სტრუქტურა);
ვ) ინფორმაცია პროგრამის ვალდებულებათა როგორც ფაქტობრივი, ისე ამ კანონის მე-7
მუხლის პირველი პუნქტით მოთხოვნილი უზრუნველყოფის მაჩვენებლებისა და
უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბის თაობაზე;
ზ) ინფორმაცია რეგისტრირებული დერივატივის (ასეთის არსებობისას) კონტრაჰენტისა და
არსებითი პირობების შესახებ.
თ) იმ იპოთეკური სესხების ხვედრითი წილი, რომლებთან დაკავშირებითაც დადგა
დეფოლტი.
3. თუ ემიტენტი რეფინანსირების ბანკია, პროგრამის კრედიტორებს ამ მუხლის მე-2 პუნქტით
გათვალისწინებული ინფორმაცია წარედგინებათ აგრეთვე რეფინანსირების ინსტრუმენტის
უზრუნველსაყოფად გამოყენებული უზრუნველყოფის აქტივების შესახებ.
4.
პროგრამის
კრედიტორებს
ინფორმაცია
წარედგინებათ
აგრეგირებული
სახით.
საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია განსაზღვროს ინფორმაციის წარდგენის
ვალდებულება თითოეული იპოთეკური სესხისთვის ცალკ-ცალკე.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის ემიტენტის მიერ პროგრამის
კრედიტორთათვის მიწოდების ან/და გამოქვეყნების მარეგულირებელ დამატებით წესს
სამართლებრივი აქტით ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.
თავი V. უზრუნველყოფის აქტივების რეესტრი და ზედამხედველობა; პროგრამის
კრედიტორთა უპირატესი დაკმაყოფილების უფლება
მუხლი 12. უპირატესი დაკმაყოფილების უფლება უზრუნველყოფის აქტივებიდან
1. უზრუნველყოფის აქტივები წარმოადგენს ემიტენტის სხვა ქონებისგან სეგრეგირებული
აქტივების ერთობლიობას. დაუშვებელია მესამე პირთა მოთხოვნების გამო აღნიშნული
აქტივების მიმართ ნებისმიერი ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება,
გარდა პროგრამის კრედიტორთა შემდეგი მოთხოვნებისა:
ა) იპოთეკური ობლიგაციებიდან და რეგისტრირებული დერივატივებიდან გამომდინარე
მოთხოვნები;
ბ) პროგრამის ადმინისტრატორის მიერ დადებული გარიგებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
2. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორებს (მათ შორის პროგრამის ფარგლებში
გამოშვებული სხვადასხვა კლასის იპოთეკური ობლიგაციების მფლობელებს) აქვთ,
ემიტენტის სხვა კრედიტორებთან შედარებით, უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში
შემავალი აქტივებიდან ამ მუხლის პირველი
პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული მოთხოვნების უპირატესი დაკმაყოფილების უფლება, ამ მოთხოვნათა
მოცულობის პროპორციულად, რისთვისაც საჭირო არ არის ემიტენტსა და იპოთეკური
ობლიგაციების პროგრამის კრედიტორებს შორის სპეციალური ხელშეკრულების დადება
გირავნობის ან სხვა უპირატესი დაკმაყოფილების უფლების დადგენის შესახებ.
3. მესამე პირებს ეკრძალებათ უზრუნველყოფის აქტივებიდან გამომდინარე ემიტენტის
მოთხოვნათა გაქვითვა. აღნიშნული აკრძალვა არ ვრცელდება რეგისტრირებული
დერივატივიდან
(დერივატივებიდან)
გამომდინარე
მოთხოვნათა
საბოლოო
ურთიერთგაქვითვაზე.
4.
უზრუნველყოფის
აქტივებიდან
გამომდინარე
მოთხოვნები,
რომლებიც
არ
გაითვალისწინება ან მხოლოდ ნაწილობრივ გაითვალისწინება ამ კანონის მე-7 მუხლის
პირველი პუნქტით დადგენილ გაანგარიშებაში, წარმოადგენს უზრუნველყოფის აქტივების
გაერთიანების შემადგენელ ნაწილს და მათ მიმართ სრულად ვრცელდება ამ კანონით
განსაზღვრული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორთა უპირატესი
დაკმაყოფილების უფლება.
5.
ეს მუხლი, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება
რეფინანსირების ბანკის მოვალის უზრუნველყოფის აქტივებსა და მათ მიმართ
რეფინანსირების პროგრამის კრედიტორთა უპირატესი დაკმაყოფილების უფლებაზე.
მუხლი 13. უზრუნველყოფის აქტივების რეესტრი
1. აქტივები უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანების შემადგენელ ნაწილად ითვლება ამ
პუნქტის
შესაბამისად
უზრუნველყოფის
აქტივების
რეესტრში
მათი
რეგისტრაციის
მომენტიდან. უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში აქტივის რეგისტრაცია ხორციელდება:
ა) ამ კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით და მე-6 პუნქტის „გ“
ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან მიმართებით, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ
სააგენტოში იმ ხელშეკრულებების სიის რეგისტრაციით, რომლებიდანაც აღნიშნული
მოთხოვნები წარმოიშობა;
ბ) სხვა აქტივებთან მიმართებით, ემიტენტის ან, ამ კანონის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით
გათვალისწინებულ შემთხვევაში, - მოვალის მიერ წარმოებულ შესაბამის რეესტრში მათი
რეგისტრაციით.
2.
ემიტენტი/რეფინანსირების
ბანკის
მოვალე
ვალდებულია
შეამოწმოს,
რომ
უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში დასარეგისტრირებელი აქტივები აკმაყოფილებს ამ
კანონით დადგენილ მოთხოვნებს (მათ შორის, მათზე არ ვრცელდება რომელიმე
ვალდებულების
უზრუნველყოფის
ღონისძიება).
ამ
ვალდებულების
შეუსრულებლობისათვის ემიტენტი/რეფინანსირების ბანკის მოვალე პასუხს აგებს მოქმედი
კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ემიტენტის ან რეფინანსირების ბანკის მოვალის მიერ ან მათი ინიციატივით
უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში შესაბამისი აქტივის (გარდა დერივატივებიდან
გამომდინარე მოთხოვნებისა) რეგისტრაცია არ საჭიროებს მესამე პირის, მათ შორის,
მსესხებლის თანხმობას.
4. დაუშვებელია უზრუნველყოფის აქტივების რეესტრიდან უზრუნველყოფის აქტივის
ამორიცხვა
უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის ან, შესაბამის შემთხვევაში,
პროგრამის ადმინისტრატორის / პროგრამის ლიკვიდატორის ნებართვის გარეშე. ამ პუნქტის
საწინააღმდეგოდ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება ან გარიგება ბათილია.
5. დაუშვებელია უზრუნველყოფის აქტივების რეესტრიდან უზრუნველყოფის აქტივის
ამორიცხვა, თუ ეს გამოიწვევს ამ კანონით ან ამ კანონის საფუძველზე საქართველოს
ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით დადგენილი რომელიმე მოთხოვნის დარღვევას.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვა არ ვრცელდება პროგრამის
განცალკევების შემდეგ პროგრამის ადმინისტრატორის ან პროგრამის ლიკვიდატორის მიერ
დადებულ იმ გარიგებებზე (ტრანზაქციებზე), რომელთა მიზანია იპოთეკური
ობლიგაციებიდან / რეფინანსირების ინსტრუმენტებიდან და რეგისტრირებული
დერივატივებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულება ან პროგრამის მართვის
ხარჯების ანაზღაურება.
7. ემიტენტის/მოვალის მიერ უზრუნველყოფის აქტივების რეესტრის წარმოების, აგრეთვე
რეესტრში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესს სამართლებრივი აქტით ადგენს
საქართველოს ეროვნული ბანკი.
მუხლი 14. უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის დანიშვნა და გათავისუფლება
1. თითოეულ ემიტენტს უნდა ჰყავდეს უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი,
რომელიც განახორციელებს უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანების მონიტორინგს.
უზრუნველყოფის
აქტივების
ზედამხედველმა
შეიძლება
მონიტორინგი
გაუწიოს
ერთდროულად ემიტენტის რამდენიმე უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებას.
2. უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი უნდა იყოს იურიდიული პირი, რომელსაც
გააჩნია
საზოგადოებრივი
უფლებამოსილება.
დაინტერესების
საქართველოს
ეროვნული
პირის
აუდიტის
განხორციელების
ბანკი
უფლებამოსილია
განსაზღვროს
უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები.
3. უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველს ნიშნავს და ათავისუფლებს ემიტენტი,
საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობით. ემიტენტი უფლებამოსილია
დანიშნოს უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი განსაზღვრული ვადით. ამ კანონის
მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პროგრამის განცალკევების შემთხვევაში,
განცალკევების გაუქმებამდე, ჩერდება უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის
უფლებამოსილება. უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი ვალდებულია მიაწოდოს
პროგრამის
ადმინისტრატორს
ყველა
მონაცემი/ინფორმაცია,
რომელიც საჭიროა
უზრუნველყოფის აქტივების მართვისთვის.
4. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, მოსთხოვოს
ემიტენტს უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის გათავისუფლება.
5. საკუთარი ვალდებულებების შესრულების ფარგლებში, უზრუნველყოფის აქტივების
ზედამხედველი პასუხს აგებს ემიტენტის ან/და პროგრამის კრედიტორთათვის მიყენებული
ზიანისთვის მხოლოდ განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის შემთხვევაში. ემიტენტის
წინაშე უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის ამ პუნქტით გათვლისწინებული
პასუხისმგებლობის ფარგლები შესაძლებელია გაფართოვდეს მათ შორის დადებული
შეთანხმებით.
6. ამ მუხლისა და ამ კანონის მე-15 მუხლის დებულებები, შესაბამისი თავისებურებების
გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება რეფინანსირების ბანკის მოვალესა და მის
უზრუნველყოფის აქტივებზე. ამ შემთხვევაში, მოვალეს უფლება აქვს უზრუნველყოფის
აქტივების ზედამხედველად, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული პირის ნაცვლად,
დანიშნოს თავად რეფინანსირების ბანკი.
მუხლი 15. უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის უფლებები და მოვალეობები
1. უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი ვალდებულია:
ა) შეამოწმოს, რომ იპოთეკური ობლიგაციების პროგრამიდან გამომდინარე პროგრამის
კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებები ყოველთვის არის უზრუნველყოფილი
შესაბამისი მოცულობის უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებით ამ კანონის მე-7 მუხლის
შესაბამისად;
ბ) შეამოწმოს, რომ უზრუნველყოფის აქტივები არის იდენტიფიცირებადი და ისინი
სეგრეგირებულია ემიტენტის სხვა აქტივებისგან;
გ) შეამოწმოს, რომ იპოთეკური სესხის უზრუნველმყოფი უძრავი ქონების ღირებულება
შეფასებულია ამ კანონისა და ამ კანონის შესაბამისად საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
დადგენილი წესის შესაბამისად;
დ) რეგულარულად გაუწიოს მონიტორინგი უძრავი ქონების ფასებს და ამ კანონის მე-4
მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, მოითხოვოს ემიტენტისგან
უზრუნველყოფის აქტივების გადაფასება;
ე) დაუყოვნებლივ შეატყობინოს ემიტენტს და საქართველოს ეროვნულ ბანკს ამ კანონის ან მის
საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტების მოთხოვნათა დარღვევის შესახებ;
ვ) შეასრულოს ემიტენტთან დადებული ხელშეკრულებით ნაკისრი ან/და საქართველოს
ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებები
(ასეთის არსებობისას).
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების
შესრულებისას, უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველს არ ეკისრება ვალდებულება
დაადგინოს უძრავი ქონების ღირებულების შეფასების სისწორე.
3. იპოთეკური ობლიგაციების გამოშვებამდე, უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი
ვალდებულია წერილობით დაადასტუროს, რომ უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში
რეგისტრირებულია
ამ
კანონით
გათვალისწინებული
საკმარისი
მოცულობის
უზრუნველყოფის აქტივები. ამ კანონის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში, ასეთი დადასტურება უნდა განხორციელდეს ყოველი ახალი ემისიისათვის
ინდივიდუალურად.
4. უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველი უფლებამოსილია შეამოწმოს და
გამოითხოვოს ემიტენტის ის ჩანაწერები და ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია
იპოთეკურ ობლიგაციებთან და რეგისტრირებულ უზრუნველყოფის აქტივებთან.
მუხლი 16. პროგრამის კრედიტორთა წინაშე ემიტენტის/მოვალის ვალდებულებები
1.
ემიტენტი
ვალდებულია
შეასრულოს
იპოთეკური
ობლიგაციების
პროგრამის
კრედიტორების წინაშე არსებული ვალდებულებები, მიუხედავად იმისა, სრულდება თუ არა
უზრუნველყოფის აქტივებიდან გამომდინარე ემიტენტის წინაშე არსებული მესამე პირთა
ვალდებულებები.
2. იპოთეკური ობლიგაციების ძირითადი თანხისა და პროცენტების დაფარვა (მათ შორის,
ვადამდელი დაფარვა) უნდა განხორციელდეს იპოთეკური ობლიგაციების ემისიის პირობების
შესაბამისად.
3. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორებს არ აქვთ უფლება მოითხოვონ
იპოთეკური
ობლიგაციიდან/რეგისტრირებული
დერივატივიდან
გამომდინარე
ვალდებულებების დაუყოვნებლივ შესრულება იმ საფუძვლით, რომ ემიტენტის მიმართ
შემოღებულ იქნა რეზოლუციის რეჟიმი, იგი გახდა გადახდისუუნარო ან/და დაიწყო მისი
ლიკვიდაციის პროცესი. ამ ვალდებულებათა დაუყოვნებლივ შესრულება პროგრამის
კრედიტორთა მიერ შეიძლება მოთხოვნილი იქნეს მხოლოდ შემდეგ შემთხვევებში:
ა) ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულებას ითვალისწინებს იპოთეკური ობლიგაციის
ემისიის/რეგისტრირებული დერივატივის პირობები და იგი უკავშირდება იპოთეკური
ობლიგაციიდან/რეგისტრირებული
დერივატივიდან
გამომდინარე
გადახდის
ვალდებულების დარღვევას ან პროგრამის გადახდისუუნარობის რომელიმე საფუძვლის
წარმოშობას;
ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებულია პროგრამის კრედიტორთა კრების
გადაწყვეტილება განცალკევებული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ლიკვიდაციის
შესახებ.
4. ეს მუხლი, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება
რეფინანსირების პროგრამის კრედიტორის წინაშე არსებულ მოვალის ვალდებულებაზე.
მუხლი 17. პროგრამის კრედიტორების ორმაგი მოთხოვნა
1. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორებს, რომელთა მოთხოვნები ერთი და
იმავე პროგრამის ფარგლებში არის წარმოშობილი, აქვთ შემდეგი უფლებები:
ა)
ემიტენტის
მოითხოვონ
მიმართ
ლიკვიდაციის/გადახდისუუნარობის
ემიტენტისგან
იპოთეკური
ობლიგაციიდან
პროცესის
ან/და
დაწყებამდე,
რეგისტრირებული
დერივატივიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება;
ბ) ემიტენტის მიმართ ლიკვიდაციის/გადახდისუუნარობის პროცესის დაწყების შემდეგ
პროგრამაში შემავალი უზრუნველყოფის აქტივებიდან ემიტენტის სხვა კრედიტორებთან
შედარებით უპირატესად დაიკმაყოფილონ თავიანთი მოთხოვნები, ამ მოთხოვნების
მოცულობის
პროპორციულად;
თუ
უზრუნველყოფის
აქტივებიდან
აღნიშნული
მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილება შეუძლებელია, წარუდგინონ ემიტენტს დარჩენილი
მოთხოვნები, როგორც არაუზრუნველყოფილმა კრედიტორებმა.
2.
ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ორმაგი მოთხოხვნის უფლება ძალაშია
იპოთეკური
ობლიგაციების
პროგრამის
კრედიტორის
მოთხოვნის
სრულად
დაკმაყოფილებამდე და არ გულისხმობს მისი მოთხოვნის განმეორებით ან ორმაგ
დაკმაყოფილებას.
3.
ეს მუხლი, შესაბამისი თავისებურებების გათვალისწინებით, აგრეთვე ვრცელდება
მოვალის მიმართ რეფინანსირების პროგრამის კრედიტორის მოთხოვნაზე.
თავი VI. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევება და ლიკვიდაცია
მუხლი 18. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევება
1. კომერციული ბანკის იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა ჩაითვლება განცალკევებულად
ერთი-ერთი შემდეგი გარემოების დადგომისას:
ა) კომერციულ ბანკს გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია;
ბ) მიღებულ იქნა გადაწყვეტილება იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების
შესახებ ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
2.
საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, პროგრამის კრედიტორთა საუკეთესო
ინტერესების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება იპოთეკური ობლიგაციების
პროგრამის განცალკევების შესახებ, თუ სახეზეა ერთ-ერთი შემდეგი საფუძველი:
ა) კომერციულ ბანკს გაუუქმდა იპოთეკური ობლიგაციების გამოშვების ავტორიზაცია და
პროგრამის განცალკევება აუცილებელია იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე
გადახდის ვალდებულებების სრულად და დროულად შესასრულებლად;
ბ) საფრთხის ქვეშ დგება კომერციული ბანკის მიერ კრედიტორთა წინაშე არსებული
ვალდებულებების შესრულება ან არსებობს გონივრული საფუძველი ვარაუდისათვის, რომ
კომერციული ბანკის ეფექტურად ზედამხედველობა შეუძლებელია;
გ) პროგრამის განცალკევების შესახებ გადაწყვეტილება მიიღება ამ კანონის 22-ე მუხლის მე-5
პუნქტის საფუძველზე.
3. ამ მუხლის მე-4 პუნქტის გათვალისწინებით, იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის
განცალკევების შემდეგ პროგრამაში შემავალი უზრუნველყოფის აქტივები შეიძლება
გამოყენებული
იქნეს
დასაკმაყოფილებლად
მხოლოდ
და
შესაბამისი
იპოთეკური
პროგრამის
ობლიგაციების
კრედიტორთა
მოთხოვნების
პროგრამის
მართვასთან
დაკავშირებული ხარჯების ასანაზღაურებლად. პროგრამის კრედიტორების (მათ შორის
პროგრამის ფარგლებში გამოშვებული სხვადასხვა კლასის იპოთეკური ობლიგაციების
მფლობელების) მოთხოვნები უზრუნველყოფის აქტივებიდან დაკმაყოფილდება მათი
მოთხოვნების პროპორციულად. პროგრამის მართვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გააჩნია
უპირატესობა პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნების მიმართ. აქტივები, რომლებიც დარჩება
უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში პროგრამის მართვასთან დაკავშირებული
ხარჯების დაფარვისა და კრედიტორთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ,
გამოირიცხება უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებიდან და ექვემდებარება განკარგვას
მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიუხედავად, თუ პროგრამის ადმინისტრატორს დაგირავებული
აქვს უზრუნველყოფის აქტივები უზრუნველყოფის ფინანსური გირავნობის ხელშეკრულების
საფუძველზე, მოგირავნეს შეუძლია ნებისმიერ სხვა პირთან შედარებით უპირატესად
დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნა გირავნობის საგნიდან „ფინანსური გირავნობის,
ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
5. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების მომენტიდან, უზრუნველყოფის
აქტივებიდან მიღებული სახსრები (მათ შორის, მსესხებლების მიერ გადახდილი ძირითადი
თანხა და პროცენტები იპოთეკურ სესხებზე) უნდა გაიმიჯნოს ემიტენტის სხვა სახსრებისაგან
და ამ მიზნით უნდა განთავსდეს სხვა კომერციულ ბანკში/ბანკებში გახსნილ სეგრეგირებულ
ფულადი სახსრების ანგარიშზე/ანგარიშებზე. აღნიშნული სახსრები შეტანილი უნდა იქნეს
უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში.
6. ერთი პროგრამის უზრუნველყოფის აქტივები, მათ შორის ამ აქტივებიდან მიღებული
ფულადი სახსრები, არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სხვა პროგრამის კრედიტორების წინაშე
არსებულ ვალდებულებათა დაკმაყოფილებისთვის.
7. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევება არ ახდენს გავლენას იმ უფლებებსა
და ვალდებულებებზე, რომლებიც წარმოიშობა იპოთეკური ობლიგაციებიდან და
რეგისტრირებული დერივატივიდან, მათ შორის ამ კანონის მე-16 და მე-17 მუხლებით
გათვალისწინებულ
მიუხედავად,
პროგრამის კრედიტორთა უფლებებზე. პროგრამის განცალკევების
გრძელდება
ამ
კანონით
განსაზღვრული
მოთხოვნების
შესრულება
უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში ახალი აქტივების დამატებასთან დაკავშირებით,
გარდა იმ შემთხვევისა, თუ ემიტენტს გაუუქმდა საბანკო საქმიანობის ლიცენზია და მის
მიმართ დაიწყო ლიკვიდაციის/გადახდისუუნარობის პროცესი.
8.
ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, პროგრამის განცალკევება
შეიძლება გაუქმდეს საქართველოს ეროვნული ბანკის გადაწყვეტილებით, თუ გარემოებები,
რომლებიც გახდა განცალკევების საფუძველი, აღარ არსებობს.
9. ემიტენტი ვალდებულია პროგრამის არსებობის ყოველ ეტაპზე იქონიოს იმ ღონისძიებათა
ამსახველი საოპერაციო გეგმა, რომლებიც უზრუნველყოფს შესაბამის შემთხვევაში პროგრამის
ადმინისტრატორისათვის ამ კანონით გათვალისწინებული ფუნქციების დაუბრკოლებლად
გადაცემასა და იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ჯეროვნად განხორციელებას.
მუხლი 19. პროგრამის ადმინისტრატორის დანიშვნა და გათავისუფლება
1. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების შემთხვევაში, საქართველოს
ეროვნული ბანკი ნიშნავს პროგრამის ადმინისტრატორს. საქართველოს ეროვნული ბანკი
უფლებამოსილია დანიშნოს ერთი და იგივე პროგრამის ადმინისტრატორი რამდენიმე
განცალკევებული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამისთვის.
2. პროგრამის ადმინისტრატორი ანგარიშვალდებულია საქართველოს ეროვნული ბანკის
წინაშე. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს
პროგრამის ადმინისტრატორისგან კონკრეტული ინფორმაცია ან ანგარიში, რომელიც
უკავშირდება იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მართვას.
3.
საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს გაათავისუფლოს
პროგრამის ადმინისტრატორი და მის ნაცვლად დანიშნოს ახალი პირი.
4. პროგრამის ადმინისტრატორი უნდა იყოს ფიზიკური პირი, რომელსაც აქვს საკმარისი
გამოცდილება
და
კარგი
რეპუტაცია.
პროგრამის
ადმინისტრატორი
არ
შეიძლება
იმავდროულად იყოს ,,კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრული სპეციალური მმართველი ან ემიტენტის ლიკვიდატორი.
5. საქართველოს
ეროვნული
ბანკი
უფლებამოსილია
განსაზღვროს
პროგრამის
ადმინისტრატორის ანაზღაურების ოდენობა, რომელიც უნდა იყოს მისი კვალიფიკაციისა და
მოვალეობათა სირთულის შესაბამისი. პროგრამის ადმინისტრატორის ანაზღაურება და მის
მიერ
გაწეული დასაბუთებული ხარჯები დაიფარება
განცალკევებული
იპოთეკური
ობლიგაციების პროგრამის ხარჯზე.
6. პროგრამის ადმინისტრატორი საკუთარი მოქმედების ან უმოქმედობისათვის ისევე აგებს
პასუხს,
როგორც
საწარმოს
ხელმძღვანელობითი
და
წარმომადგენლობითი
უფლებამოსილებით აღჭურვილი პირები „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად.
საკუთარი
ადმინისტრატორი პასუხს
ვალდებულების
დარღვევის
შემთხვევაში,
აგებს პროგრამის კრედიტორების
წინაშე.
პროგრამის
პროგრამის
ადმინისტრატორს ზიანის ანაზღაურების ვალდებულება არ დაეკისრება, თუ იგი მოქმედებდა
კეთილსინდისიერად
და
პროგრამის
კრედიტორთა
საუკეთესო
ინტერესების
გათვალისწინებით, მის ხელთ არსებული ინფორმაციის საფუძველზე.
7.
საქართველოს ეროვნული ბანკი პროგრამის ადმინისტრატორის დანიშვნისა და
გათავისუფლების
შესახებ
გადაწყვეტილებას
მისი
მიღებისთანავე
უგზავნის
მარეგისტრირებელ ორგანოს რეგისტრაციის მიზნით.
მუხლი 20. პროგრამის ადმინისტრატორის უფლებები და მოვალეობები.
1.
იპოთეკური
ობლიგაციების
პროგრამის
განცალკევებისთანავე,
უზრუნველყოფის
აქტივების მართვის (მათ შორის, განკარგვის) უფლებამოსილება გადაეცემა პროგრამის
ადმინისტრატორს. პროგრამის ადმინისტრატორი უფლებამოსილია ემიტენტის სახელით
დადოს გარიგებები და განახორციელოს შესაბამისი მოქმედებები (მათ შორის, აღასრულოს
იპოთეკიდან გამომდინარე უფლებები, მოიზიდოს სახსრები იპოთეკური ობლიგაციებიდან
გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა დროულად შესასრულებლად და სხვა), რაც
აუცილებელია
უზრუნველყოფის
აქტივების
გაერთიანების
სათანადოდ
ადმინისტრირებისთვის, რათა პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნები დაკმაყოფილდეს
სრულად,
ემისიის/სახელშეკრულებო
უფლებამოსილებების
განხორციელების
პირობების
ფარგლებში,
შესაბამისად.
პროგრამის
საკუთარი
ადმინისტრატორი
წარმოადგენს ემიტენტს როგორც სასამართლოში, ისე სასამართლოსგარე ურთიერთობებში.
2. პროგრამის ადმინისტრატორი ვალდებულია მისი დანიშვნიდან ორი კვირის განმავლობაში
შეაფასოს, თუ რამდენად აკმაყოფილებს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა ამ კანონის მე7 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-8 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს და ასევე
არსებობს თუ არა პროგრამის გადახდისუუნაროდ გამოცხადების საფუძველი. აღნიშნულის
თაობაზე პროგრამის ადმინისტრატორი დაუყოვნებლივ აცნობებს საქართველოს ეროვნულ
ბანკს. პროგრამის შეფასების ფარგლებში პროგრამის ადმინისტრატორმა უნდა განიხილოს
შემდეგი შესაძლებლობები: პროგრამის მოქმედების გაგრძელება, რესტრუქტურიზაცია (მათ
შორის, პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გასხვისება) ან ლიკვიდაცია.
3. თუ ემიტენტის მიმართ მიმდინარეობს ლიკვიდაციის პროცესი, პროგრამის
ადმინისტრატორის მიერ ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების
დასრულებისთანავე,
ემიტენტის
ლიკვიდატორი
უფლებამოსილია
მოითხოვოს
უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებიდან იმ აქტივების გამორიცხვა, რომლებიც
უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბის ნაწილია და აშკარად არ იქნება აუცილებელი
პროგრამის
ვალდებულებათა
უზრუნველსაყოფად.
პროგრამის
ადმინისტრატორი
უფლებამოსილია უარი განაცხადოს უზრუნველყოფის აქტივების ამორიცხვაზე, მის მიერ
განხორციელებული
შეფასების
შედეგების
საფუძველზე.
აღნიშნულ
საკითხთან
დაკავშირებით მხარეთა შორის უთანხმოების არსებობისას, შესაბამის გადაწყვეტილებას
იღებს საქართველოს ეროვნული ბანკი.
4. პროგრამის ადმინისტრატორს უფლება აქვს გადასწიოს პროგრამის ერთი ან რამდენიმე
ემისიის ფარგლებში გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციების ძირითადი თანხის დაფარვის
თარიღი, ამ მუხლის მე-5 პუნქტის პირობების დაცვით. თარიღის გადაწევის საერთო ვადა 12
თვეს არ უნდა აჭარბებდეს. პროგრამის ადმინისტრატორს ასევე უფლება აქვს გადასწიოს
იპოთეკური ობლიგაციების პროცენტების გადახდის თარიღი, რომელიც პროგრამის
ადმინისტრატორის დანიშვნიდან ერთი თვის განმავლობაში დგება, არა უგვიანეს აღნიშნული
ერთთვიანი პერიოდის ბოლო დღემდე. ამ კანონის მე-16 მუხლის მე-3 პუნქტის მიუხედავად,
პროგრამის ადმინისტრატორის მიერ ამ პუნქტის შესაბამისად იპოთეკური ობლიგაციის
ძირითადი თანხის ან/და პროცენტის დაფარვის თარიღის გადაწევა პროგრამის კრედიტორს
არ წარმოუშობს ვალდებულების დაუყოვნებლივ შესრულების მოთხოვნის უფლებას.
პროგრამის ადმინისტრატორმა ამ პუნქტით მინიჭებული უფლებამოსილება თანაბრად უნდა
განახორციელოს ერთი ემისიის (ერთი და იმავე პირობების მქონე) ყველა ობლიგაციასთან
მიმართებით. თუ პროგრამის ფარგლებში გამოშვებულია სხვადასხვა კლასის იპოთეკური
ობლიგაციები,
პროგრამის
ადმინისტრატორმა
საკუთარი
უფლებამოსილება
უნდა
განახორციელოს იმგვარად, რომ არ შეიცვალოს პროგრამის ფარგლებში იპოთეკური
ობლიგაციების ძირითადი თანხების დაფარვის რიგითობა. თუ ემისიის პირობებით სხვა რამ
არაა განსაზღვრული, იპოთეკური ობლიგაციის ძირითად თანხას იმ პერიოდზე, რა ვადითაც
მოხდა დაფარვის თარიღის გადაწევა, დაერიცხება პროცენტი თარიღის გადაწევამდე მოქმედი,
ემისიის პირობებით გათვალისწინებული საპროცენტო განაკვეთის შესაბამისად. ამ
შემთხვევაში, დაყოვნებული პროცენტები უთანაბრდება დაყოვნებულ ძირითად თანხას.
პროგრამის ადმინისტრატორის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლებამოსილების
გამოყენება არ საჭიროებს იპოთეკური ობლიგაციების მფლობელების თანხმობას.
5. პროგრამის ადმინისტრატორის მიერ იპოთეკური ობლიგაციის ძირითადი თანხის
დაფარვის თარიღის გადაწევის მომენტისათვის (გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაფარვის
თარიღის გადაწევის ვადა არ აღემატება ერთ თვეს პროგრამის ადმინისტრატორის
დანიშვნიდან) უნდა სრულდებოდეს ყველა შემდეგი პირობა:
ა) პროგრამა არ არის გადახდისუუნარო ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“
ქვეპუნქტის შესაბამისად;
ბ) ვადის გადაწევა აუცილებელია ამ კანონის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის
შესაბამისად პროგრამის გადახდისუუნარობის თავიდან ასაცილებლად;
გ) არსებობს საფუძველი ვარაუდისათვის, რომ, დაფარვის თარიღის მაქსიმალური ვადით
გადაწევის შემდეგ (დაფარვის თარიღის გადაწევის სხვა, დამატებითი შესაძლებლობების
გათვალისწინებით) შესაძლებელი იქნება პროგრამის ვალდებულებების დროულად
შესრულება.
6. პროგრამის ადმინისტრატორი უფლებამოსილია, შესთავაზოს პროგრამის კრედიტორებს
ერთი
ან
რამდენიმე
წინადადება
პროგრამის
მოქმედების
გაგრძელების,
რესტრუქტურიზაციის (მათ შორის, პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გასხვისების) ან
ლიკვიდაციის შესახებ. პროგრამის ადმინისტრატორი წარადგენს იმ წინადადებებს,
რომლებსაც იგი მიიჩნევს შესაფერისად პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნების
მაქსიმალურად დაკმაყოფილებისთვის.
7. პროგრამის ადმინისტრატორი ვალდებულია წარუდგინოს პროგრამის კრედიტორებს ამ
მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წინადადება (წინადადებები), თუ ამ კანონის 22ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად რეზოლუციის კომიტეტის მიერ სარეზოლუციო
ინსტრუმენტის გამოყენების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში არ არის
მოსალოდნელი
პროგრამის
კრედიტორების
მოთხოვნების
სრულად
და
დროულად
დაკმაყოფილება ან პროგრამა გამოცხადებულია გადახდისუუნაროდ.
8. პროგრამის ადმინისტრატორი ვალდებულია უზრუნველყოს პროგრამის კრედიტორები
ყველა
საჭირო
ინფორმაციით,
რაც
აუცილებელია
შეთავაზებულ
წინადადებასთან
(წინადადებებთან) დაკავშირებით მათ მიერ ინფორმირებული გადაწყვეტილების მისაღებად.
საჭიროების შემთხვევაში, პროგრამის ადმინისტრატორმა ინფორმაციის მიწოდების პირობად
შეიძლება მოითხოვოს პროგრამის კრედიტორებთან კონფიდენციალურობის დაცვის შესახებ
შეთანხმების
გაფორმება.
პროგრამის
კრედიტორები
წარდგენილ
წინადადებასთან
(წინადადებებთან) დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებენ კრებაზე, რომლის მოწვევასა და
ჩატარებას უზრუნველყოფს პროგრამის ადმინისტრატორი.
კრება ტარდება პროგრამის
ადმინისტრატორის მიერ თავისი წინადადების (წინადადებების) წარდგენიდან არაუგვიანეს
2 კვირისა. პროგრამის ადმინისტრატორი კრებაზე წარადგენს როგორც საკუთარ, ისე,
არსებობის შემთხვევაში, პროგრამის კრედიტორთა მიერ შეთავაზებულ წინადადებას
(წინადადებებს). კრება გადაწყვეტილებაუნარიანია, თუ კრებაზე დამსწრე კრედიტორთა
მოთხოვნები შეადგენს პროგრამის კრედიტორთა საერთო ხმების სულ მცირე 75%-ს.
პროგრამის კრედიტორთა ხმის უფლება განისაზღვრება მათი კუთვნილი მოთხოვნების
პროპორციულად. ემიტენტის მფლობელობაში არსებული იპოთეკური ობლიგაციები ამ
პუნქტის მიზნებისათვის არ გაითვალისწინება. პროგრამის კრედიტორები გადაწყვეტილებას
იღებენ კრებაზე დამსწრე ხმის უფლების მქონე კრედიტორთა ხმების უბრალო
უმრავლესობით. თუ კრედიტორთა კრებას წარედგინა ერთზე მეტი წინადადება, კრების მიერ
მიღებულად ჩაითვლება წინადადება, რომელიც ყველაზე მეტ ხმას მიიღებს. თუ პროგრამის
კრედიტორები ამ პუნქტის შესაბამისად ვერ მიიღებენ გადაწყვეტილებას, პროგრამის
ადმინისტრატორი უფლებამოსილია (ხოლო, ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ
შემთხვევაში - ვალდებულია) მათ წარუდგინოს განახლებული წინადადება. შესაბამისად,
გამოიყენება ამ მუხლის მე-6, მე-7 პუნქტებითა და ამ პუნქტით დადგენილი წესი.
საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით
მოაწესრიგოს პროგრამის კრედიტორთა კრების მოწვევისა და ჩატარების წესი.
9. პროგრამის კრედიტორთა მიერ მოწონებული წინადადება დასამტკიცებლად უნდა
წარედგინოს
საქართველოს
ეროვნულ
ბანკს.
საქართველოს
ეროვნული
ბანკი
უფლებამოსილია უარი განაცხადოს წინადადების დამტკიცებაზე, თუ იგი აშკარად არღვევს
კრედიტორთა თანაბარი მოპყრობის პრინციპს (გარდა იმ შემთხვევისა, თუ კრედიტორი
გარკვევით აცხადებს თანხმობას მის მიმართ უთანასწორო მოპყრობაზე) ან ეწინააღმდეგება
კანონმდებლობის მოთხოვნებს, ასევე საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი
აქტით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია,
მათ შორის, უარი განაცხადოს წინადადების დამტკიცებაზე, თუ რეზოლუციის კომიტეტი
იყენებს სარეზოლუციო ინსტრუმენტს ამ კანონის 22-ე მუხლის მე-4, მე-6 ან მე-7 პუნქტის
შესაბამისად და მას ეწინააღმდეგება პროგრამის კრედიტორთა მიერ მოწონებული წინადადება
ან, პროგრამის ნაწილობრივი გასხვისების შემთხვევაში, გასხვისება ეწინააღმდეგება ამ
კანონის 21-ე მუხლის მოთხოვნებს. თუ საქართველოს ეროვნული ბანკი ამ პუნქტის თანახმად
არ დაამტკიცებს წინადადებას, პროგრამის ადმინისტრატორი უფლებამოსილია (ხოლო, ამ
მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში - ვალდებულია) პროგრამის
კრედიტორებს წარუდგინოს განახლებული წინადადება. შესაბამისად, გამოიყენება ამ მუხლის
მე-6-მე-8 პუნქტებით დადგენილი დებულებები. ამ პუნქტის საფუძველზე საქართველოს
ეროვნული ბანკის მიერ დამტკიცებული წინადადება პროგრამის კრედიტორთათვის
სავალდებულოა და მის განხორციელებას უზრუნველყოფს პროგრამის ადმინისტრატორი.
10.
სპეციალური მმართველი (ასეთის არსებობისას), ლიკვიდატორი ან ემიტენტის სხვა
წარმომადგენელი ვალდებულია, უზრუნველყოს პროგრამის ადმინისტრატორის წვდომა
ნებისმიერ ინფორმაციაზე ან დოკუმენტზე, რაც დაკავშირებულია პროგრამასთან ან/და არის
აუცილებელი
პროგრამის
ადმინისტრატორის
მიერ
საკუთარი
ფუნქციების
განსახორციელებლად. ასევე, პროგრამის ადმინისტრატორმა და სპეციალურმა მმართველმა
(ასეთის არსებობისას) / ემიტენტის ლიკვიდატორმა უნდა აცნობონ ერთმანეთს ნებისმიერი
ინფორმაცია, რომელიც შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს რეზოლუციის / ლიკვიდაციის
წარმოებისთვის ან უზრუნველყოფის აქტივების მართვისათვის.
11. საკუთარი ფუნქციების განხორციელებისას პროგრამის ადმინისტრატორს უფლება აქვს
ისარგებლოს
ემიტენტის
შრომითი
და
მატერიალური
რესურსებით.
პროგრამის
ადმინისტრატორის თხოვნით, ემიტენტმა (მათ შორის, ემიტენტის ლიკვიდატორმა,
სპეციალურმა მმართველმა თავიანთი უფლებამოსილებების ფარგლებში) უნდა შეასრულოს
პროგრამის იმპლემენტაციისთვის აუცილებელი ნებისმიერი მოქმედება და ტრანზაქცია და არ
უნდა განახორციელოს აღნიშნულის ხელშემშლელი მოქმედებები და ტრანზაქციები.
პროგრამის ადმინისტრატორმა უნდა აანაზღაუროს ამ პუნქტის ფარგლებში გაწეული
ხარჯები, როგორც პროგრამის მართვასთან დაკავშირებული ხარჯები.
12.
იპოთეკური
ობლიგაციების
პროგრამის
მართვის
ფარგლებში,
პროგრამის
ადმინისტრატორი
ვალდებულია
დაიცვას
კომერციული
ბანკების
საქმიანობის
და
კანონმდებლობით
მარეგულირებელი კანონმდებლობა
განსაზღვრული სხვა მოთხოვნები.
ემიტენტის
მიმართ
13.
პროგრამის ადმინისტრატორი ვალდებულია წარუდგინოს საქართველოს ეროვნულ
ბანკს ანგარიში იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მიმდინარეობის და მის მიერ
საკუთარი ვალდებულებების შესრულების შესახებ, საქართველოს ეროვნულ ბანკის მიერ
დადგენილი პერიოდულობითა და წესით.
მუხლი 21. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გასხვისება
1. საქართველოს ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობის საფუძველზე, პროგრამის
ადმინისტრატორი უფლებამოსილია სრულად ან ნაწილობრივ გაასხვისოს იპოთეკური
ობლიგაციების პროგრამა ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ სხვა კომერციულ ბანკზე.
2. პროგრამის სრული გასხვისება გულისხმობს ყველა უზრუნველყოფის აქტივისა და
პროგრამასთან დაკავშირებული ყველა ვალდებულების (მათ შორის, იმ ვალდებულებების,
რომლებიც გამომდინარეობს პროგრამის ფარგლებში გამოშვებული იპოთეკური
ობლიგაციებიდან)
პროგრამის
მიმღებისათვის
გადაცემას.
პროგრამის
სრული
გასხვისებისათვის პროგრამის კრედიტორების თანხმობა არ მოითხოვება.
3. პროგრამის ნაწილობრივი გასხვისება გულისხმობს უზრუნველყოფის აქტივებისა და
პროგრამასთან დაკავშირებული ვალდებულებების (მათ შორის, იმ ვალდებულებების,
რომლებიც გამომდინარეობს
ობლიგაციებიდან) პროგრამის
პროგრამის ფარგლებში გამოშვებული იპოთეკური
მიმღებისათვის ნაწილობრივ გადაცემას. პროგრამის
ნაწილობრივი გასხვისებისათვის საჭიროა პროგრამის კრედიტორთა კრებაზე მიღებული
გადაწყვეტილება, რასთან დაკავშირებითაც გამოიყენება ამ კანონის მე-20 მუხლის მე-8 და მე9 პუნქტებით დადგენილი დებულებები.
4. პროგრამის ნაწილობრივი გასხვისების შემთხვევაში, უზრუნველყოფის აქტივების
მოცულობა,
რომლებიც
რჩება
გამსხვისებელ
ემიტენტთან,
უნდა
აკმაყოფილებდეს
ვალდებულებათა უზრუნველყოფისთვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.
5. პროგრამის გასხვისების შესახებ ხელშეკრულება უნდა შეიცავდეს მინიმუმ შემდეგ
ინფორმაციას:
ა) გამსხვისებლისა და შემძენის სახელწოდებას, საიდენტიფიკაციო ნომერს და იურიდიულ
მისამართს;
ბ) უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში რეგისტრირებული აქტივებისა და პროგრამის
კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების გადაცემის შესახებ შეთანხმებას და
შეთანხმებულ ფასს (ასეთის არსებობისას);
გ) ყველა გადასაცემი ხელშეკრულების, უფლებისა და ვალდებულების ჩამონათვალს, მათი
ნომინალური ღირებულების მითითებით;
დ) უფლებებისა და ვალდებულებების, მათთან დაკავშირებული დოკუმენტაციისა და
ჩანაწერების გადაცემის პირობებსა და პროცედურას;
6. პროგრამის სრულად გასხვისების შემთხვევაში, გასხვისებიდან მიღებული შემოსავლებით
(ასეთის არსებობისას) უპირატესად
უნდა დაიფაროს პროგრამის მართვასთან
დაკავშირებული ხარჯები. ხარჯების გამოკლების შემდეგ დარჩენილ შემოსავლებს განკარგავს
ემიტენტი. პროგრამის ნაწილობრივ გასხვისების შემთხვევაში, გასხვისებით მიღებული
შემოსავლები (ასეთის არსებობისას) შეიტანება უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში
იმ მოცულობით, რაც აუცილებელია ამ კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-8
მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად.
7. პროგრამის გასხვისებიდან გონივრულ ვადაში, პროგრამის მიმღები ვალდებულია
მიაწოდოს თავის კრედიტორებს ყველა ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია მათ მიერ
თავიანთი
უფლებებისა
და
ვალდებულებების
სათანადოდ
განხორციელებისათვის.
პროგრამის მიმღებზე სრულად ვრცელდება ამ კანონით დადგენილი მოთხოვნები იპოთეკური
ობლიგაციების პროგრამის მართვასთან (მათ შორის, პროგრამის ვალდებულებების
უზრუნველყოფასთან)
და
პროგრამის
კრედიტორთა
პერიოდულ
ინფორმირებასთან
დაკავშირებით.
8. პროგრამის ადმინისტრატორის მიერ პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გასხვისება არ
საჭიროებს, ამ მუხლით გათვალისწინებულის გარდა, სხვა პირის (პირების), მათ შორის,
მსესხებლების თანხმობას.
მუხლი 22. იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა ემიტენტის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის
მიმდინარეობისას
1. თუ მიღებული იქნა გადაწყვეტილება ემიტენტის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების
თაობაზე და განცალკევებულია იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა, რეზოლუციის
კომიტეტი უფლებამოსილია რეჟიმის შემოღებიდან არაუმეტეს 90 კალენდარული დღის
ვადით,
მაგრამ
არაუგვიანეს,
შესაბამის
შემთხვევაში,
იპოთეკური
ობლიგაციების
პროგრამასთან დაკავშირებული სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენების შესახებ
გადაწყვეტილების მიღების დღისა, სრულად ან ნაწილობრივ შეუზღუდოს პროგრამის
ადმინისტრატორს ამ კანონის
მე-20 მუხლის პირველი პუნქტითა და 21-ე მუხლით
გათვალისწინებული უფლებების გამოყენება (გარდა იპოთეკური ობლიგაციის ძირითადი
თანხის ან/და პროცენტის დაფარვის თარიღის გადაწევისა და უზრუნველყოფის აქტივებიდან
გამომდინარე მოთხოვნების დაკმაყოფილებისა, მათ შორის იპოთეკის აღსრულებით). ამ
ვადის განმავლობაში რეზოლუციის კომიტეტი/სპეციალური მმართველი უფლებამოსილია
განახორციელოს
სარეზოლუციო
უფლებამოსილებები
იპოთეკური
ობლიგაციების
პროგრამასთან დაკავშირებით, ამ კანონითა და „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ რეზოლუციის
კომიტეტს/სპეციალურ მმართველს არ აქვს უფლება განახორციელოს სარეზოლუციო
უფლებამოსილებები
განცალკევებულ
იპოთეკური
ობლიგაციების
პროგრამასთან
დაკავშირებით, გარდა ამ მუხლის მე-4, მე-6 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებული
სარეზოლუციო ინსტრუმენტების გამოყენებისა.
3. რეზოლუციის კომიტეტის მიერ ერთი ან რამდენიმე სარეზოლუციო ინსტრუმენტის
გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ ეს გადაწყვეტილება შეეხება
იპოთეკური
ობლიგაციების
პროგრამას,
წინასწარ
უნდა
ეცნობოს
პროგრამის
ადმინისტრატორს ან, თუ პროგრამის ადმინისტრატორი დანიშნული არ არის - პროგრამის
კრედიტორებს. პროგრამის ადმინისტრატორი (ასეთის არსებობისას) აღნიშნულ ინფორმაციას
დაუყოვნებლივ
აწვდის
პროგრამის
კრედიტორებს.
ამ
პუნქტის
საფუძველზე
ინდივიდუალური შეტყობინების ნაცვლად ინფორმაცია პროგრამის კრედიტორებს შეიძლება
მიეწოდოს მისი საჯაროდ გამოქვეყნებით.
4. თუ რეზოლუციის კომიტეტი იყენებს სარეზოლუციო ინსტრუმენტს, რომლის შედეგად (ან
რომლის მიუხედავად) მოსალოდნელია პროგრამის კრედიტორების წინაშე არსებული
ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულება, პროგრამის კრედიტორები და
პროგრამის ადმინისტრატორი (ასეთის არსებობისას) ვალდებულნი არიან ითმინონ ასეთი
ზომები. ამ კანონის მიზნებისთვის, ითვლება, რომ პროგრამის კრედიტორების მოთხოვნების
სრულად და დროულად დაკმაყოფილება:
ა) მოსალოდნელია, თუ რეზოლუციის კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას, მათ შორის,
იპოთეკური ობლიგაციების პროგრამაში შემავალი აქტივებისა და ვალდებულებების სრულად
გასხვისების შესახებ;
ბ) მოსალოდნელი არ არის, თუ რეზოლუციის კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას, მათ შორის,
პროგრამის კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით
რეკაპიტალიზაციის ინსტრუმენტის გამოყენების ან იპოთეკური ობლიგაციების პროგრამაში
შემავალი აქტივებისა და ვალდებულებების ნაწილობრივი გასხვისების შესახებ.
5. რეზოლუციის კომიტეტის მიერ ისეთი სარეზოლუციო ინსტრუმენტის (ინსტრუმენტების)
გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე, რომლის (რომელთა) შედეგად არ არის
მოსალოდნელი
პროგრამის
კრედიტორთა
მოთხოვნების
დროული
და
სრული
დაკმაყოფილება, პროგრამის კრედიტორებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა (ამ მუხლის მე-7
პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევის გარდა), კენჭი უყარონ ერთ ან რამდენიმე
წინადადებას პროგრამის მოქმედების გაგრძელების, რესტრუქტურიზაციის (მათ შორის,
პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გასხვისების) ან ლიკვიდაციის შესახებ, ამ კანონის მე-20
მუხლის მე-6-მე-9 პუნქტების შესაბამისად. ამ მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი იღებს
გადაწყვეტილებას იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განცალკევების შესახებ და ნიშნავს
პროგრამის ადმინისტრატორს.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, რეზოლუციის კომიტეტმა
შეიძლება
გამოიყენოს
იმავე
პუნქტში
მითითებული
სარეზოლუციო
ინსტრუმენტი
(ინსტრუმენტები) მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის კრედიტორები ზედიზედ ორჯერ
მოწვეულ კრედიტორთა კრებაზე არ მოიწონებენ პროგრამის ადმინისტრატორის მიერ
მათთვის შეთავაზებულ რომელიმე წინადადებას ან საქართველოს ეროვნული ბანკი
ზედიზედ ორჯერ უარს იტყვის კრედიტორთა კრების მიერ მოწონებული წინადადების
დამტკიცებაზე.
7. პროგრამის კრედიტორები და პროგრამის ადმინისტრატორი (ასეთის არსებობისას)
ვალდებულნი არიან ითმინონ რეზოლუციის კომიტეტის მიერ პროგრამის კრედიტორთა
წინაშე ემიტენტის ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის
სარეზოლუციო ინსტრუმენტის გამოყენება, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“
საქართველოს კანონით დადგენილი შეზღუდვის ფარგლებში.
8. თუ, ამ მუხლის პირობების დაცვით, რეზოლუციის კომიტეტი იღებს გადაწყვეტილებას
პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გასხვისების შესახებ, ასეთი გასხვისება უნდა
განხორციელდეს ამ კანონის შესაბამისად ავტორიზებულ კომერციულ ბანკზე და უნდა
აკმაყოფილებდეს ამ კანონის 21-ე მუხლის მე-4-მე-7 პუნქტების მოთხოვნებს.
მუხლი 23. პროგრამის კრედიტორთა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების დაკმაყოფილება
ემიტენტის ლიკვიდაციისას
1. ემიტენტის ლიკვიდაციისას იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის კრედიტორებს აქვთ
ემიტენტის მიმართ არაუზრუნველყოფილი მოთხოვნა მხოლოდ იმ ფარგლებში, რამდენადაც
უზრუნველყოფის აქტივები საკმარისი არ არის მათი ვადამოსული მოთხოვნების სრულად
დაკმაყოფილებისთვის.
პროგრამის
კრედიტორების
სახელით,
ამ
პუნქტით
გათვალისწინებული არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები ემიტენტს შეიძლება წარუდგინოს
პროგრამის ადმინისტრატორმა ან, შესაბამის შემთხვევაში, პროგრამის ლიკვიდატორმა.
პროგრამის
კრედიტორებმა
აღნიშნული
მოთხოვნები
შეიძლება
წარადგინონ
დამოუკიდებლადაც ან/და სადავო გახადონ მათი სახელით წარდგენილი მოთხოვნების
მოცულობა.
2. თუ ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კრედიტორთა იმ მოთხოვნების
დაკმაყოფილებისას, რომლებიც „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს
კანონის შესაბამისად პროგრამის კრედიტორთა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნების რიგს
მიეკუთვნება,
პროგრამის
ვადამოუსვლელი
კრედიტორებს
მოთხოვნები,
კომერციული
ლიკვიდატორი
ბანკის
ვალდებულია
მიმართ
გააჩნიათ
დააკავოს
შესაბამისი
ოდენობის თანხა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად პროგრამის კრედიტორთა მიერ
(ან მათი სახელით) პოტენციურად წარსადგენი მოთხოვნებისთვის. ლიკვიდატორის მიერ
დასაკავებელი თანხის ოდენობის განსაზღვრის მიზნით გათვალისწინებული უნდა იქნეს, მათ
შორის, ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის კუთვნილი აქტივების (გარდა
უზრუნველყოფის აქტივებისა) მოცულობა და ღირებულება, უზრუნველყოფის აქტივების
მოცულობა, ვადიანობა და საკრედიტო ხარისხი, უზრუნველყოფის აქტივების სიჭარბე, ასევე
იპოთეკური ობლიგაციების ვადიანობა. ამ პუნქტის შესაბამისად კომერციული ბანკის
ლიკვიდატორის მიერ დასაკავებელი თანხის ოდენობას განსაზღვრავს პროგრამის
ადმინისტრატორი.
3. აკრძალულია ემიტენტის რეგისტრაციის გაუქმება შესაბამის მარეგისტრირებელ ორგანოში,
ვიდრე იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა სრულად გადაეცემა სხვა კომერციულ ბანკს ან
პროგრამის კრედიტორთა მოთხოვნები სრულად დაკმაყოფილდება უზრუნველყოფის
აქტივებიდან.
მუხლი 24. განცალკევებული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის გადახდისუუნარობა
1. საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, საკუთარი ინიციატივით ან პროგრამის
ადმინისტრატორის მიმართვის საფუძველზე, გამოაცხადოს ლიკვიდაციის პროცესში მყოფი
ემიტენტის განცალკევებული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა გადახდისუუნაროდ, თუ
სახეზეა ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:
ა) უზრუნველყოფის აქტივები საკმარისი არ არის პროგრამის კრედიტორთა წინაშე არსებული
ვალდებულებების
უზრუნველყოფისა
და
პროგრამის
ადმინისტრირების
ხარჯების
დაფარვისათვის და ასეთი შეუსაბამობა არ არის დროებითი ხასიათის;
ბ) უზრუნველყოფის აქტივებიდან შეუძლებელია თუნდაც ერთი პროგრამის კრედიტორის
ვადამოსული მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება და ასეთი შეუძლებლობა არ არის
დროებითი ხასიათის.
2. თუ, ამ კანონის მე-20 მუხლის მე-6-მე-9 პუნქტების შესაბამისად, იპოთეკური ობლიგაციების
პროგრამის გადახდისუუნაროდ გამოცხადების შემდეგ, ზედიზედ ორჯერ მოწვეულ
კრედიტორთა
კრებაზე
პროგრამის
კრედიტორები
არ
მოიწონებენ
პროგრამის
ადმინისტრატორის მიერ მათთვის შეთავაზებულ რომელიმე წინადადებას ან საქართველოს
ეროვნული ბანკი ზედიზედ ორჯერ უარს იტყვის კრედიტორთა კრების მიერ მოწონებული
წინადადების დამტკიცებაზე, საქართველოს ეროვნული ბანკი იღებს გადაწყვეტილებას
გადახდისუუნარო პროგრამის ლიკვიდაციის შესახებ. საქართველოს ეროვნულმა ბანკმა
შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება გადახდისუუნარო პროგრამის ლიკვიდაციის შესახებ იმ
შემთხვევაშიც, თუ აშკარაა, რომ კრედიტორთა მიერ მოწონებული წინადადება პროგრამის
რესტრუქტურიზაციის თაობაზე ვერ აღმოფხვრის იმ გარემოებებს, რომლებმაც გამოიწვია
გადახდისუუნარობა ან თუ აშკარაა, რომ რესტრუქტურიზაციის შემთხვევაში პროგრამის
კრედიტორები იმაზე ნაკლებს მიიღებენ, ვიდრე - ლიკვიდაციისას.
3. გადახდისუუნარო პროგრამის ლიკვიდაციას ახორციელებს საქართველოს ეროვნული
ბანკის მიერ დანიშნული პროგრამის ლიკვიდატორი, რომელსაც პროგრამის აქტივებთან და
ვალდებულებებთან დაკავშირებით ენიჭება კომერციული ბანკის ლიკვიდატორის იდენტური
უფლებამოსილება.
პროგრამის
ლიკვიდატორის
დანიშვნისთანავე
უფლებამოსილება
უწყდება პროგრამის ადმინისტრატორს. საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების
ფარგლებში, პროგრამის ლიკვიდატორი წარმოადგენს ლიკვიდაციის პროცესში მყოფ
ემიტენტს როგორც სასამართლოში, ისე სასამართლოსგარე ურთიერთობებში. ამ კანონის მე19 მუხლის, მე-20 მუხლის მე-10, მე-11 პუნქტების დებულებანი შესაბამისად ვრცელდება
პროგრამის ლიკვიდატორზე. პროგრამის ლიკვიდატორად, მათ შორის, შეიძლება დაინიშნოს
პროგრამის ადმინისტრატორი.
4. ამ კანონით დადგენილი სპეციალური დებულებების გათვალისწინებით, კომერციული
ბანკების ლიკვიდაციის მარეგულირებელი კანონმდებლობა შესაბამისად ვრცელდება
პროგრამის ლიკვიდატორის მიერ გადახდისუუნარო პროგრამის ლიკვიდაციის წარმოებისას.
მუხლი 25. რეფინანსირების ბანკის მოვალის ფინანსური სირთულეები
1. ამ თავის მე-18-24-ე მუხლებით განსაზღვრული დებულებები იპოთეკური ობლიგაციების
პროგრამის განცალკევების, მართვისა და
გადახდისუუნარობის, აგრეთვე მასთან
დაკავშირებით სარეზოლუციო უფლებამოსილებების განხორციელების შესახებ, შესაბამისი
თავისებურებების გათვალისწინებით, ასევე ვრცელდება რეფინანსირების პროგრამასთან და
რეფინანსირების ბანკის მოვალესთან მიმართებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად რეფინანსირების პროგრამის განცალკევების
შემთხვევაში, საქართველოს ეროვნული ბანკი უფლებამოსილია მოვალის პროგრამის
ადმინისტრატორად დანიშნოს რეფინანსირების ბანკი.
3. რეფინანსირების ბანკი, რომელიც ამ მუხლის მეორე პუნქტის შესაბამისად ახორციელებს
პროგრამის ადმინისტრატორის ფუნქციებს, უფლებამოსილია დაისაკუთროს მოვალის
კუთვნილი უზრუნველყოფის აქტივები, რომელთა წმინდა მიმდინარე ღირებულება
რეფინანსირების
ინსტრუმენტის
(ინსტრუმენტების)
საფუძველზე
ვადამოსული
გადასახდელების ოდენობას არ აღემატება, და დაარეგისტრიროს ისინი იპოთეკური
ობლიგაციების პროგრამის უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში. უზრუნველყოფის
აქტივების დასაკუთრებით, უზრუნველყოფის აქტივების წმინდა მიმდინარე ღირებულების
ფარგლებში,
წყდება
ინსტრუმენტიდან
რეფინანსირების
ბანკის
(ინსტრუმენტებიდან)
მიმართ
არსებული,
გამომდინარე
რეფინანსირების
ვადამოსული
გადახდის
ვალდებულებები. რეფინანსირების ბანკის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული უფლების
განხორციელება მოვალის თანხმობას არ საჭიროებს.
თავი VII. იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების ბაზრის რეგულირება და
ზედამხედველობა
26. საქართველოს ეროვნული ბანკის უფლებამოსილებანი
1.
იპოთეკით
უზრუნველყოფილი
ობლიგაციების
ბაზრის
რეგულირებისა
და
ზედამხედველობის ფარგლებში, საქართველოს ეროვნულ ბანკს უფლება აქვს, „საქართველოს
ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის, ამ კანონისა და საქართველოს
სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად,
განახორციელოს შემდეგი უფლებამოსილებანი:
ა) ნებისმიერ პირს მოსთხოვოს და მიიღოს დოკუმენტები/ინფორმაცია (მათ შორის,
კონფიდენციალური);
ბ) მოითხოვოს ცალკეულ ქმედებათა განხორციელების შეწყვეტა, თუ ეს ქმედებები
ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას;
გ) დანიშნოს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ადმინისტრატორი;
დ) დანიშნოს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის ლიკვიდატორი;
ე) რისკზე დაფუძნებული მიდგომის საფუძველზე, განახორციელოს ემიტენტის/მოვალის
შემოწმება როგორც ადგილზე, ისე დისტანციური ზედამხედველობის ფარგლებში (მათ
შორის, შეამოწმოს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა/რეფინანსირების პროგრამა);
ვ) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად
კომერციული ბანკის, კომერციული ბანკის ადმინისტრატორის ან მაკონტროლებელი პირის
მიმართ
გამოიყენოს
იმავე
კანონით
გათვალისწინებული
ერთი
ან
რამდენიმე
საზედამხედველო ზომა ან/და სანქცია (ფულადი ჯარიმა);
ზ) თავის მიერ დადგენილი წესით გამოაქვეყნოს ინფორმაცია დამრღვევი პირისა და მის მიერ
ჩადენილი დარღვევის შესახებ;
თ) გასცეს ან გააუქმოს იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად ავტორიზაცია, გასცეს
იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის განსახორციელებლად თანხმობა;
ი) გასცეს სავალდებულო წერილობითი მითითებები;
კ) გამოსცეს სამართლებრივი აქტები;
ლ)
განახორციელოს
საქართველოს
კანონმდებლობით
მისთვის
მინიჭებული
სხვა
უფლებამოსილებები.
2. საქართველოს ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს, თავის მიერ დადგენილი წესის
შესაბამისად და ფარგლებში, ამ კანონის საფუძველზე ავტორიზებული ემიტენტებისა და
მათი იპოთეკური ობლიგაციების პროგრამების შესახებ ინფორმაციის საკუთარ ვებგვერდზე
გამოქვეყნებას.
თავი VIII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებანი
მუხლი 27. გამოსაცემი ნორმატიული აქტები
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ამ კანონის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში უზრუნველყოს
შემდეგი სამართლებრივი აქტების გამოცემა:
ა) ამ კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული,
სახელშეკრულებო გადახდის ვალდებულების
შეუსრულებლობის / მოსალოდნელი
შეუსრულებლობის დეფოლტად მიჩნევის დამატებითი კრიტერიუმების განმსაზღვრელი
წესი;
ბ) ამ კანონის მე-7 მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული, უზრუნველყოფის აქტივების
შემოწმების განხორციელების პერიოდულობისა და მისი ჩატარების განმსაზღვრელი წესი;
გ) ამ კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, დამატებითი აქტივების
ლიკვიდობის მოთხოვნების განმსაზღვრელი წესი;
დ) ამ კანონის მე-10 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული, იპოთეკური ობლიგაციების
გამოშვებისთვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ ავტორიზაციის გაცემისა და
გაუქმების განმსაზღვრელი წესი;
ე) ამ კანონის მე-11 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, პროგრამის
განსახორციელებლად
საქართველოს
ეროვნული
ბანკის
მიერ
თანხმობის
გაცემის
განმსაზღვრელი წესი;
ვ)
ამ
კანონის
მე-11
მუხლის
მე-5
პუნქტით
გათვალისწინებული,
პროგრამის
კრედიტორთათვის ინფორმაციის მიწოდების ან/და მისი გამოქვეყნების განმსაზღვრელი წესი;
ზ) ამ კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული, უზრუნველყოფის აქტივების
რეესტრის წარმოებისა და რეესტრში არსებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის წესი.
მუხლი 28. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი-26-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე;
2. ამ კანონის პირველი-26-ე მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა. ა. ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
ევროპული ქვეყნების პრაქტიკით, საკრედიტო ინსტიტუტების (კომერციული ბანკების) მიერ
იპოთეკით დაცული ობლიგაციების (შემდგომში აგრეთვე „იპოთეკური ობლიგაცია“, ინგ.
Mortgage Covered Bond) გამოშვება აღნიშნული ინსტიტუტების დაფინანსების მნიშვნელოვან
წყაროდ და იპოთეკური დაკრედიტების ხელშემწყობ ფაქტორად განიხილება. დეპოზიტებისა
და სახსრების მოზიდვის სხვა ალტერნატიული წყაროების გვერდით, იპოთეკური
ობლიგაციების ემისია საკრედიტო ინსტიტუტებისათვის შეიძლება იქცეს იაფ და სტაბილურ
დაფინანსებაზე წვდომის ერთ-ერთ საშუალებად, რაც წაახალისებს რეალური ეკონომიკის
დაკრედიტებას და ეკონომიკური ზრდის პროცესს1.
იპოთეკური ობლიგაცია, თავისი არსით, უზრუნველყოფილი სასესხო ფასიანი ქაღალდია, რაც
იმას გულისხმობს, რომ ობლიგაციის მფლობელს ენიჭება შესაბამისი უზრუნველყოფის
აქტივებიდან (ძირითადად, იპოთეკური სასესხო აქტივებიდან) საკუთარი მოთხოვნის
უპირატესად დაკმაყოფილების უფლება. ამასთან, განსხვავებით სეკიურიტიზაციის
ტრანზაქციის ფარგლებში გამოშვებული ფასიანი ქაღალდებისგან, იპოთეკური ობლიგაციის
მფლობელის
მოთხოვნა
არ
ამოიწურება
მხოლოდ
სპეციალური
აქტივებიდან
დაკმაყოფილების უფლებით და მას შეუძლია მოითხოვოს ობლიგაციიდან გამომდინარე
გადახდის ვალდებულებების შესრულება უშუალოდ სესხის გამცემი სუბიექტისგანაც (ამ
შემთხვევაში - კომერციული ბანკისგან, რომელიც უშვებს იპოთეკურ ობლიგაციას).
ამდენად, იპოთეკური ობლიგაციის მფლობელი სარგებლობს ე. წ. „ორმაგი“ დაკმაყოფილების
(dual recourse) უფლებით,2 რაც გულისხმობს მოთხოვნის დაკმაყოფილების უფლებას როგორც
სპეციალურად საამისოდ განსაზღვრული აქტივებიდან, ისე არაუზრუნველყოფილი
კრედიტორის რანგში - ემიტენტის სხვა ქონებიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, არ დგება
კომერციული ბანკის მიერ აქტივების გასხვისებისა და მათი სპეციალური მიზნის მქონე
წარმონაქმნისათვის (SPV) გადაცემის საჭიროება (აღნიშნული განასხვავებს იპოთეკური
ობლიგაციების ემისიას ტრადიციული სეკიურიტიზაციის ტრანზაქციისგან, რომელიც
მოიაზრებს აქტივების SPV-ისათვის გადაცემას). შესაბამისად, დამატებითი ფორმალური
მოქმედებების განხორციელებისა თუ ხარჯების გაწევის გარეშე, რაც შეიძლებოდა ყოფილიყო
1
მაგალითად, 2003 წლიდან, ევროკავშირის მასშტაბით საცხოვრებელი უძრავი ქონებით
უზრუნველყოფილი სესხების 15%-დან 25%-მდე რეფინანსირებული იყო იპოთეკური ობლიგაციებით
(წყარო: European Covered Bond Fact Book 2020, 154).
2
უფრო დაწვრილებით, იხ. კანონპროექტის მე-17 მუხლი.
დაკავშირებული აქტივების გასხვისებასთან ან/და სპეციალური მიზნის მქონე წარმონაქმნის
დაარსება-ოპერირებასთან, კომერციულ ბანკს შეუძლია შეინარჩუნოს საკრედიტო რისკი
(უზრუნველყოფის აქტივი) თავის ბალანსზე და მისი გამოყენებით გამოუშვას იპოთეკური
ობლიგაციები. აღსანიშნავია, რომ იმ ქვეყნების უმრავლესობაში, სადაც იპოთეკური
ობლიგაციების ბაზარი არსებობს, იპოთეკური ობლიგაციების გამოსაშვებად სწორედ ასეთი
მოდელი გამოიყენება.
კიდევ ერთი მახასიათებელი, რომელიც განასხვავებს იპოთეკურ ობლიგაციას სხვა ტიპის
სასესხო ფასიანი ქაღალდებისგან, მდგომარეობს იმაში, რომ ემიტენტის (კომერციული ბანკის)
მიმართ გადახდისუუნარობის, ლიკვიდაციის ან რეზოლუციის პროცესის დაწყება არ იწვევს
ობლიგაციიდან გამომდინარე გადახდის ვალდებულების ავტომატურად აქსელერაციას; თუ
ემიტენტი ასრულებს გადახდის ვალდებულებას, ინვესტორებს, ჩვეულებრივ, არ აქვთ
უფლება, მოითხოვონ ვალდებულების შესრულების დაჩქარება, რაც კომპენსირებულია იმ
გარემოებით, რომ უზრუნველყოფის აქტივებიდან მიღებული სახსრები ექსკლუზიურად
ობლიგაციის მფლობელთა დაკმაყოფილებისათვის გამოიყენება და ემიტენტის სხვა
კრედიტორებს ამ სახსრებზე ხელი არ მიუწვდებათ.
ზემოაღნიშნული ფაქტორები, სხვა მიზეზებთან ერთად, განაპირობებს იპოთეკური
ობლიგაციის, როგორც ინსტრუმენტის, განსაკუთრებულ საიმედოობასა და დაცულობას.
ფინანსური კრიზისის პირობებში, ევროკავშირში გამოშვებულმა იპოთეკურმა ობლიგაციებმა
შეინარჩუნეს სანდოობა და სტაბილურობა, მაშინ, როდესაც ევროპული ბანკების
დაფინანსების სხვა წყაროები იწურებოდა/ვეღარ უზრუნველყოფდა ლიკვიდობას.3
აღსანიშნავია, რომ მოქმედი კანონმდებლობა ემიტენტებსა და ინვესტორებს არ სთავაზობს
საკმარის მექანიზმებს ზემოთ აღწერილი მახასიათებლების მქონე პროდუქტის შესაქმნელად.
კერძოდ, არ არსებობს ეფექტური სამართლებრივი ინსტრუმენტი, რომელიც შესაძლებელს
გახდიდა ემიტენტის კუთვნილი აქტივების სეგრეგაციას მისი კუთვნილი სხვა აქტივებისგან
იმგვარად, რომ მხოლოდ კონკრეტული კატეგორიის კრედიტორებს (როგორიც არიან
იპოთეკური ობლიგაციების მფლობელები) ჰქონოდათ აღნიშნულ აქტივებზე წვდომა. ამ
თვალსაზრისით, არახელსაყრელია აგრეთვე საქართველოს სამოქალაქო კოდექსით
გათვალისწინებული მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო საშუალებების (მაგ., გირავნობა)
გამოყენება,
მათთვის
დამახასიათებელი
აქცესორულობიდან
გამომდინარე,
რაც
შეუთავსებელია ობლიგაციის როგორც ფასიანი ქაღალდის თავისუფლად მიმოქცევად
ბუნებასთან.
ამასთანავე, მოქმედი კანონმდებლობით, სუბიექტის (კომერციული ბანკის) მიმართ
ლიკვიდაციის ან გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყება ავტომატურად იწვევს
კრედიტორთა მოთხოვნების აქსელერაციას, კანონმდებლობა არ ითვალისწინებს
ლიკვიდაციის/გადახდისუუნარობის
პროცესისგან
დამოუკიდებელი/გამიჯნული
სახელშეკრულებო კონსტრუქციის არსებობას. გარდა ამისა, ლიკვიდაციის პროცესში მყოფი
3
აღსანიშნავია, რომ გლობალური ფინანსური კრიზისის დროს ევროპაში არ დადეფოლტებულა არც
ერთი იპოთეკური ობლიგაცია (მიუხედავად იმისა, რომ თავად ემიტენტები ცალკეულ შემთხვევებში
დადეფოლტნენ), განსხვავებით სეკურიტიზაციის ინსტრუმენტებისგან (იხ. Covered Bonds – an
introductory discussion (EBRD), 3: https://nbg.gov.ge/publications/presentations).
სუბიექტის აქტივები ექვემდებარება გაერთიანებას სალიკვიდაციო მასაში, რომელთან
მიმართებითაც შესაბამისი რიგის ყველა კრედიტორი სარგებლობს დაკმაყოფილების
თანაბარი უფლებით და ცალკეული კატეგორიის კრედიტორებს არ შეუძლიათ, წინასწარ
სპეციალურად სეგრეგირებული აქტივებიდან უპირატესად დაიკმაყოფილონ თავიანთი
მოთხოვნები.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, იპოთეკური ობლიგაციის როგორც
ფინანსური პროდუქტის (ინსტრუმენტის) დანერგვა საქართველოში მოითხოვს სპეციალურ
სამართლებრივ რეჟიმს, რაც სრულად შეესაბამება ევროპული ქვეყნების საუკეთესო
პრაქტიკასა და გამოცდილებას.4 წარმოდგენილი კანონპროექტი, აგრეთვე გამომდინარე
საკანონმდებლო ცვლილებების პროექტები, ეფუძნება აღნიშნულ გამოცდილებას და, მათ
შორის, მაქსიმალურად ასახავს იპოთეკური ობლიგაციების ემისიისა და საჯარო
ზედამხედველობის შესახებ ევროკავშირში მიღებული 2019 წლის 27 ნოემბრის დირექტივის5
პრინციპებს.
ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლებიც დღეს საქართველოში აბრკოლებს იპოთეკური
ობლიგაციების ემისიას, აუცილებელია კანონის მიღება, ვინაიდან სწორედ მოქმედ
საკანონმდებლო აქტებში არსებული რეგულირება გამორიცხავს ან არსებითად ართულებს
ობლიგაციის გამოშვებას ყველა იმ მახასიათებლით, რომლებზეც ზემოთ იქნა მითითებული.
გარდა ამისა, კანონის დონეზე იპოთეკური ობლიგაციის მფლობელთა დაცვის გარანტიების
შემუშავება და პროდუქტის სტრუქტურული მახასიათებლების განსაზღვრა მნიშვნელოვანი
ფაქტორი იქნება ამ ინსტრუმენტის მიმართ პოტენციურ ინვესტორთა ნდობის გასამყარებლად,
მით უმეტეს თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ფაქტობრივად ყველა იმ სახელმწიფოში,
სადაც იპოთეკური ობლიგაციების ბაზარი არსებობს/განვითარებულია, სწორედ
საკანონმდებლო აქტით რეგულირდება ზემოთ აღნიშნული საკითხები.
კანონის მიღება აგრეთვე აუცილებელია, რათა შეიქმნას სპეციალური ჩარჩო იპოთეკური
ობლიგაციების საჯარო ზედამხედველობისათვის, რაც აგრეთვე წარმოადგენს საერთაშორისო
პრაქტიკითა და ევროკავშირის დირექტივით აღიარებულ სტანდარტს. კერძოდ, განსხვავებით
სხვა კომერციული ფასიანი ქაღალდებისგან, იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტები
ექვემდებარებიან შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს სპეციალურ ზედამხედველობას6, რომლის
განხორციელებასთან დაკავშირებული ძირითადი ასპექტებიც სწორედ საკანონმდებლო
აქტით უნდა იქნეს გაწერილი.
4
აღნიშნულთან დაკავშირებით იხ. აგრეთვე ევროპული საბანკო უწყების (EBA) ანგარიში:
RECOMMENDATIONS ON HARMONISATION OF COVERED BOND FRAMEWORKS IN THE EU (EBA-Op2016-23, 20 DECEMBER 2016).
5
DIRECTIVE (EU) 2019/2162 OF THE EUROPEAN PARLIAMENT AND OF THE COUNCIL of 27 November 2019 on the
issue of covered bonds and covered bond public supervision and amending Directives 2009/65/EC and 2014/59/EU.
6
ძირითადად, საზღვარგარეთის ქვეყნებში ეს ორგანოა საფინანსო სექტორის ზედამხედველობის
განმახორციელებელი ორგანო.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღებით საქართველოში შეიქმნება იპოთეკური ობლიგაციების
მომწესრიგებელი სამართლებრივი ჩარჩო, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდება აღნიშნული
ტიპის ფასიანი ქაღალდების გამოშვება რეზიდენტი ემიტენტების (კომერციული ბანკების)
მიერ. იპოთეკური ობლიგაციები შესაძლებელია გახდეს რეზიდენტი კომერციული
ბანკებისათვის დაფინანსების გრძელვადიანი, იაფი და სტაბილური წყარო, თუ
გავითვალისწინებთ აღნიშნული ინსტრუმენტის იმ მახასიათებლებს, რომლებიც მის
მიმზიდველობას განაპირობებს ინსტიტუციური ინვესტორებისთვის.
კერძოდ, იპოთეკური ობლიგაცია ტრადიციულად დაბალრისკიან ინსტრუმენტად ითვლება,
რომლის საკრედიტო რეიტინგი შეიძლება ემიტენტის და, უფრო მეტიც, ქვეყნის საკრედიტო
რეიტინგსაც კი აჭარბებდეს, რაც აღნიშნული ობლიგაციის შედარებით დაბალ საპროცენტო
განაკვეთშიც აისახება სტანდარტულ კორპორაციულ ობლიგაციებთან შედარებით. ამასთან,
როგორც ფასიანი ქაღალდი, იგი ბევრად უფრო ლიკვიდურია, ვიდრე სხვა საბანკო
პროდუქტები (მაგ. დეპოზიტები). ყოველივე ეს, სხვა ფაქტორებთან ერთად, ზრდის
იპოთეკური ობლიგაციების მიმართ ინვესტორთა დაინტერესებას. დაინტერესებული
ინვესტორები შეიძლება იყვნენ, მათ შორის, თავად კომერციული ბანკები7, აგრეთვე
საინვესტიციო და საპენსიო ფონდები, რომლებიც პორტფელის დივერსიფიკაციის თუ სხვა
მიზეზით გადაწყვეტენ ინვესტიციის განხორციელებას.
ამდენად, იპოთეკური ობლიგაციების ემისიით გრძელვადიანი დაფინანსების მოზიდვა
გაზრდის კომერციული ბანკების წვდომას შედარებით გრძელვადიან ფინანსურ რესურსებზე
და, შედეგად, პოზიტიურ გავლენას იქონიებს რეალური ეკონომიკის დაფინანსებაზე. გარდა
ამისა, გაჩნდება ახალი პროდუქტი, რომელიც არა მხოლოდ კეთილსაიმედო და დაცული
ინვესტიციის შესაძლებლობებს გაზრდის, არამედ იქნება დამატებითი ლიკვიდური
ინსტრუმენტი (ფინანსური გირაოს სახით) მისი მფლობელისათვის საფინანსო ბაზარზე
დაფინანსების მოსაპოვებლად.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტი აწესრიგებს იპოთეკური ობლიგაციების ემისიასთან, იპოთეკური
ობლიგაციების ემიტენტების ზედამხედველობასთან და მათ საქმიანობასთან დაკავშირებულ
სამართლებრივ ურთიერთობებს. კანონპროექტის პირველი მუხლით დგინდება ფასიანი
ქაღალდის დასახელების - „იპოთეკური ობლიგაცია“, „იპოთეკით დაცული ობლიგაცია“ ან
მისი უცხოური ეკვივალენტის (მათ შორის, - “Covered Bond”) - ექსკლუზიური ხასიათი,
კერძოდ აკრძალულია ხსენებული სახელწოდებით ფასიანი ქაღალდის საქართველოში
7
კომერციული ბანკის როგორც პოტენციური ინვესტორის ინტერესს იპოთეკურ ობლიგაციასთან
მიმართებით ზრდის ის გარემოება, რომ იპოთეკური ობლიგაციის ფლობისას ისინი შეიძლება
სარგებლობდენ
სხვადასხვა
მასტიმულირებელი
მიდგომებით/შეღავათებით,
როგორებიცაა
შეღავათიანი რისკების შეწონვა და დაბალი ჰეარქათები ცენტრალურ ბანკებთან რეპო გარიგებების ან
რეფინანსირების სესხების გირაოდ გამოყენების შემთხვევებში (წყარო: https://forbes.ge/ipothekithuzrunvelqhophili-sabanko-obligatsiebi/).
გამოშვება, თუ იგი არ დააკმაყოფილებს „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ კანონის
მოთხოვნებს.
კანონპროექტის მე-3 მუხლით განსაზღვრულია, თუ რომელი აქტივები შეიძლება იქნეს
გამოყენებული ემიტენტის მიერ (გარდა რეფინანსირების ბანკისა) იპოთეკური ობლიგაციების
უზრუნველსაყოფად, აგრეთვე რა მინიმალურ ხარისხობრივ კრიტერიუმებს უნდა
აკმაყოფილებდეს ხსენებული აქტივები. კერძოდ, მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად,
უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შეიძლება შეტანილ იქნეს კომერციული ბანკის
კუთვნილი შემდეგი აქტივები:
იპოთეკური სესხებიდან გამომდინარე მოთხოვნები;
დამატებითი აქტივები;
დერივატივებიდან გამომდინარე მოთხოვნები.
ემიტენტს ეკრძალება უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში ისეთი აქტივის შეტანა,
რომელზეც ვრცელდება ვალდებულების უზრუნველყოფის ღონისძიება, რაც მოიაზრებს, მათ
შორის ნებისმიერ იძულებითი აღსრულების ღონისძიებას (სარჩელისა და გადაწყვეტილების
აღსრულების უზრუნველყოფის ღონისძიებების ჩათვლით - მაგ., ყადაღა) და მოთხოვნის
უზრუნველყოფის
საშუალებებს,
საგადასახადო
დავალიანების
გადახდევინების
უზრუნველყოფის ღონისძიებების, გირავნობისა და იპოთეკის ჩათვლით. ასევე
უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში არ დაიშვება ის აქტივები (იპოთეკური სასესხო
მოთხოვნები, ფასიანი ქაღალდები თუ სხვა აქტივები), რომელთა მიმართ დადგა
სახელშეკრულებო გადახდის ვალდებულების
შეუსრულებლობის / მოსალოდნელი
შეუსრულებლობის ფაქტი (დეფოლტი)8.
კანონპროექტის თანახმად, სესხის ხელშეკრულება, რომლიდან გამომდინარე მოთხოვნებიც
ემიტენტმა შეიძლება გამოიყენოს იპოთეკური ობლიგაციების უზრუნველსაყოფად, უნდა
წარმოშობდეს აღსრულებად და ნამდვილ მოთხოვნას, ამავდროულად იპოთეკაც უნდა იყოს
ნამდვილი, აღსრულებადი და იპოთეკარს უნდა უზრუნველყოფდეს უძრავი ქონებიდან
სასესხო მოთხოვნის დაკმაყოფილების უპირატესი უფლებით (პირველი რიგის უფლება უნდა
იყოს).
გარდა ამისა, ემიტენტმა დამატებითი აქტივების სახით, კანონპროექტით დადგენილი ზღვრის
ფარგლებში9, შეიძლება უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შეიტანოს ფულადი
სახსრები, საქართველოს მთავრობის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის ან
საქართველოს ეროვნული ბანკის სამართლებრივი აქტით გათვალისწინებული შესაბამისი
სუბიექტის (სუბიექტების) მიერ გამოშვებული ან გარანტირებული სასესხო ფასიანი
8
დეფოლტის ზუსტი დეფინიცია, კანონპროექტის თანახმად, დადგინდება ეროვნული ბანკის მიერ
გამოცემული შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით.
9
კანონპროექტით, უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი იპოთეკური სესხების
ნარჩენი ძირითადი თანხების ჯამური ოდენობა არ უნდა იყოს იპოთეკური ობლიგაციების ნარჩენი
ძირითადი თანხების ჯამური ოდენობის 80%-ზე ნაკლები. საგამონაკლისო შემთხვევებში ეროვნული
ბანკი უფლებამოსილია დააწესოს უფრო დაბალი ზღვარი, რომელიც არ უნდა იყოს იპოთეკური
ობლიგაციების ნარჩენი ძირითადი თანხების ჯამური ოდენობის 60%-ზე ნაკლები.
ქაღალდები ან ამ სუბიექტების მიმართ არსებული შესაბამისი მოთხოვნები, რომელთა
დამატებითი მაკვალიფიცირებელი კრიტერიუმები დადგინდება კანონქვემდებარე აქტით.
კანონპროექტით, უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შეიძლება შეტანილი იქნეს
დერივატივიდან გამომდინარე მოთხოვნებიც. აღსანიშნავია, რომ, ასეთ შემთხვევაში,
დერივატივი დადებული უნდა იყოს მხოლოდ საბაზრო რისკების (მაგ., საპროცენტო და
სავალუტო რისკები) ჰეჯირების მიზნებისთვის და დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს
კანონპროექტის მე-3 მუხლის მე-8 პუნქტით დადგენილ სხვა მოთხოვნებს. თუ, დერივატივის
ხელშეკრულების ფარგლებში, ემიტენტის კონტრაჰენტს თავად უჩნდება მოთხოვნა
ემიტენტის მიმართ, ასეთი მოთხოვნა კანონპროექტით უთანაბრდება იპოთეკური
ობლიგაციის მფლობელის მოთხოვნას და სარგებლობს იმავე უპირატესობებით, რაც
ობლიგაციონერის მოთხოვნაზე ვრცელდება (იხ. კანონპროექტის მე-2 მუხლის პირველი
პუნქტის „უ“ და „ფ“ ქვეპუნქტები).
იპოთეკური ობლიგაციის, როგორც პროდუქტის, მნიშვნელოვან სტრუქტურულ
მახასიათებელზე უთითებს კანონპროექტის მე-3 მუხლის მე-9 პუნქტი, რომლის მიხედვით,
ჩვეულებრივ, ემიტენტი ვალდებული არაა, უზრუნველყოფის აქტივებიდან მიღებული
ფულადი სახსრები გაუნაწილოს პროგრამის კრედიტორებს ან/და ეს სახსრები განათავსოს
უზრუნველყოფის
აქტივების
გაერთიანებაში,
რაც
იპოთეკური
ობლიგაციის
სეკიურიტიზაციის პროდუქტისგან განმასხვავებელი კიდევ ერთი ასპექტია. გამონაკლისი
აღნიშნული წესიდან შეიძლება დადგინდეს ემისიის პირობებით ან თავად კანონით (იხ., მაგ.,
კანონპროექტის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი). მაშასადამე, მიუხედავად იმისა, რომ
უზრუნველყოფის აქტივები მოიცავს სამომავლოდ მისაღებ ფულად ნაკადებზე მოთხოვნას
და, ამდენად, ექვემდებარება პროგრამის კრედიტორთა სასარგებლოდ სეგრეგაციას,
მოთხოვნის დაკმაყოფილებისთანავე აღნიშნული მოთხოვნა წყვეტს არსებობას (იმ
ფარგლებში, რა ფარგლებშიც დაკმაყოფილება მოხდა) და, ამ გაგებით, მცირდება ან საერთოდ
წყვეტს არსებობას უზრუნველყოფის აქტივიც. მხოლოდ მაშინ, თუ ასეთ შემთხვევაში
უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში არსებული აქტივები აღარ დააკმაყოფილებს
კანონმდებლობით დადგენილ ლიმიტებს (იხ. კანონპროექტის მე-7, მე-8 მუხლები), ემიტენტს
კანონით წარმოეშობა ახალი აქტივების (მაგ., ახალი იპოთეკური სესხი ან/და დამატებითი
აქტივი) დამატების ვალდებულება.
კანონპროექტის მე-4 მუხლი არეგულირებს უზრუნველყოფის აქტივად გამოყენებული
იპოთეკური სესხის უზრუნველმყოფი უძრავი ქონების (იპოთეკის საგნის) შეფასების
სტანდარტებს. აღსანიშნავია, რომ, კანონპროექტის მე-3 მუხლის მე-4, მე-5 პუნქტების
თანახმად, იპოთეკური სესხის ნარჩენი ძირის მხოლოდ ის ნაწილი გაითვალისწინება
კანონპროექტის მე-7 მუხლით დადგენილი მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნებისთვის,
რომელიც შეესაბამება სესხის უზრუნველყოფის კოეფიციენტს - 80%-ს საცხოვრებელი უძრავი
ქონების შემთხვევაში და 60%-ს არასაცხოვრებელი უძრავი ქონების შემთხვევაში. აქედან
გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების სწორად
დადგენა და მისი შემდგომი მონიტორინგი, ვინაიდან იმის დასადგენად, თუ რა მოცულობით
იღებს სასესხო მოთხოვნა მონაწილეობას კანონპროექტით დადგენილი ლიმიტების
დაკმაყოფილებაში, მნიშვნელოვანია დროის კონკრეტულ მომენტში სესხის ნარჩენი
ძირითადი თანხისა10 და იპოთეკის საგნის საბაზრო ღირებულების განსაზღვრა და მათი
თანაფარდობის გარკვევა.
კანონპროექტის თანახმად, უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების შეფასება უნდა
განახორციელოს სესხის გაცემაზე გადაწყვეტილების მიღების პროცესისგან დამოუკიდებელმა
შემფასებელმა, რომელსაც უნდა გააჩნდეს შესაბამისი ცოდნა და პროფესიული გამოცდილება.
კანონპროექტით აგრეთვე განსაზღვრულია უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების
გადამოწმებისა და გადაფასების პერიოდულობა/მეთოდები, ხოლო დამატებითი დეტალები
დადგინდება კანონქვემდებარე აქტით.
კანონპროექტის მე-5 მუხლი არეგულირებს რეფინანსირების ბანკის მიერ იპოთეკური
ობლიგაციების
პროგრამის
იმპლემენტაციასთან
დაკავშირებულ
სამართლებრივ
ურთიერთობებს. სტანდარტული იპოთეკური ობლიგაციების პროგრამისაგან განსხვავებით,
რეფინანსირების ბანკის მიერ გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციები ძირითადად
უზრუნველყოფილია
არა
იპოთეკური
სესხებით,
არამედ
რეფინანსირების
ინსტრუმენტებიდან გამომდინარე მოთხოვნებით. სწორედ ასეთი მოთხოვნები უნდა
შეადგენდეს რეფინანსირების ბანკის მიერ გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციების
მოცულობის არანაკლებ 80%-ს (იხ. კანონპროექტის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტი). თავის მხრივ,
რეფინანსირების ინსტრუმენტი განმარტებულია როგორც ნებისმიერი ფინანსური
ინსტრუმენტი ან/და ხელშეკრულება, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია მოვალე
ფინანსური ინსტიტუტის11 დაფინანსება ფულადი სახსრების სესხებით ან სხვა
ეკვივალენტური საშუალებით. რეფინანსირების ინსტრუმენტების გამოყენებით, კომერციულ
ბანკს (რეფინანსირების ბანკს) შესაძლებლობა ეძლევა, გამოუშვას იპოთეკური ობლიგაციები
და მიღებული სახსრები გამოიყენოს რამდენიმე ფინანსური ინსტიტუტის (ფინანსური
ინსტიტუტების)
კრედიტით
უზრუნველსაყოფად.
ამასთან,
რეფინანსირების
ინსტრუმენტიდან გამომდინარე ვალდებულება იმავე წესების დაცვით უნდა იყოს
რეფინანსირების ბანკის მოვალე ფინანსური ინსტიტუტის მიერ უზრუნველყოფილი, როგორც
- იპოთეკური ობლიგაციებია უზრუნველყოფილი (იხ. კანონპროექტის მე-5 მუხლის მე-5
პუნქტი), რისი გათვალისწინებითაც, არაპირდაპირ, რეფინანსირების ბანკის მიერ
გამოშვებული ობლიგაციების უზრუნველყოფა ხდება სწორედ მოვალე ფინანსური
ინსტიტუტის იპოთეკური სასესხო პორტფელებით.
კანონპროექტის მიზნებისათვის მნიშვნელოვანია იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის
ცნება, რომელიც გულისხმობს ერთი ან რამდენიმე ემისიის იპოთეკური ობლიგაციებისგან და
მათგან გამომდინარე გადახდის ვალდებულებათა უზრუნველსაყოფად გამოყენებული
უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებისგან შემდგარ პროგრამას. ერთი პროგრამის
ფარგლებში დასაშვებია ერთი და იმავე კლასის ან განსხვავებული კლასების ობლიგაციების
გამოშვება. მათ შორის, დასაშვებია ერთი და იმავე კლასის ობლიგაციების გამოშვება
10
იგულისხმება მსესხებლის მიერ გადასახდელი (და არა - უკვე გადახდილი) ძირი თანხის მოცულობა
(მაგ., ამორტიზებას დაქვემდებარებული სესხის შემთხვევაში, როდესაც სესხი ნაწილ-ნაწილ იფარება,
სესხის ნარჩენი ძირითადი თანხა მცირდება ნაწილ-ნაწილ გადახდილი თანხის ოდენობით).
11
კანონპროექტი არ მოითხოვს, რომ მოვალე ფინანსური ინსტიტუტიც კომერციული ბანკის სტატუსს
ატარებდეს. შესაბამისად, რეფინანსირების ბანკმა შეიძლება კანონპროექტის ფარგლებში დააფინანსოს
კომერციული ბანკის გარდა სხვა ფინანსური ინსტიტუტიც.
განგრძობადად/პერიოდულად (tap issuance). აღნიშნულის მიუხედავად, ერთი პროგრამის
ფარგლებში გამოშვებული ყველა იპოთეკური ობლიგაცია უზრუნველყოფილი შეიძლება
იყოს მხოლოდ ერთი უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებით.
კანონპროექტის მე-7 მუხლი ადგენს პროგრამის კრედიტორთა დამცავ მნიშვნელოვან
გარანტიას, კერძოდ ვალდებულებათა უზრუნველყოფის პრინციპს, რომლის მიხედვითაც
უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში შემავალი აქტივები სულ მცირე 2%-ით12 უნდა
აჭარბებდეს იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე ვალდებულებათა მთლიან
მოცულობას. კანონპროექტით შემოთავაზებულია ორი ტესტი, რომლებსაც ვალდებულებათა
უზრუნველსაყოფად ერთდროულად უნდა აკმაყოფილებდეს იპოთეკური ობლიგაციების
პროგრამა. ემიტენტისათვის სავალდებულოა აღნიშნული პროცენტული მაჩვენებლის
კონტროლი და აუცილებლობის შემთხვევაში, ახალი აქტივების დამატება გაერთიანებაში.
იმისათვის, რომ უზრუნველყოფის აქტივები მუდმივად იქნეს იდენტიფიცირებადი და
გამიჯვნადი ემიტენტის სხვა აქტივებისგან, კანონპროექტი ემიტენტს უდგენს შესაბამის
ვალდებულებებს. კერძოდ, უზრუნველყოფის აქტივები აუცილებლად უნდა იქნეს
რეგისტრირებული უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში, რაც მოთხოვნების შემთხვევაში
მიიღწევა მათი სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში რეგისტრაციით, ხოლო ფულის,
ფასიანი ქაღალდებისა და დერივატივების შემთხვევაში - ემიტენტის შიდა რეესტრში ასახვით.
ფულის და ფასიანი ქაღალდების შემთხვევაში, გამომდინარე მათი გვაროვნული ბუნებიდან,
ემიტენტმა აგრეთვე უნდა გაატაროს დამატებითი ღონისძიებები მათი სეგრეგაციისათვის (იხ.
კანონპროექტის მე-3 მუხლის მე-10 პუნქტი).
უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში აქტივის რეგისტრაციით იგი ექცევა სპეციალურ
სამართლებრივ რეჟიმში, კერძოდ მასთან მიმართებით პროგრამის კრედიტორებს
წარმოეშობათ თავიანთი მოთხოვნების უპირატესად დაკმაყოფილების უფლება და აღნიშნულ
აქტივებზე მესამე პირთა სასარგებლოდ არ შეიძლება გავრცელდეს ვალდებულების
უზრუნველყოფის ღონისძიებები (მაგ., ყადაღა, გირავნობა და სხვ.). ამასთან, აღსანიშნავია,
რომ პროგრამის კრედიტორებს უპირატესად დაკმაყოფილების უფლება წარმოეშობათ
კანონის ძალით, ისე რომ არ არსებობს მათსა და ემიტენტს შორის სპეციალური, მათ შორის
გირავნობის, ხელშეკრულების გაფორმების საჭიროება.13
კანონპროექტი ითვალისწინებს ემიტენტის მიერ სავალდებულო წესით უზრუნველყოფის
აქტივების ზედამხედველის (Cover Pool Monitor) დანიშვნას, რომელიც უნდა იყოს
აუდიტორული ფირმა და გააჩნდეს საზოგადოებრივი დაინტერესების პირის ფინანსური
ანგარიშგების აუდიტის განხორციელების უფლება. უზრუნველყოფის აქტივების
ზედამხედველის ძირითად მოვალეობას, როგორც ეს თავად ცნებიდანაც გამომდინარეობს,
12
ეროვნული ბანკის ნორმატიული აქტით შეიძლება დადგინდეს უზრუნველყოფის აქტივების
სიჭარბის უფრო მაღალი ზღვარიც, აგრეთვე ემიტენტსაც შეუძლია საკუთარი გადაწყვეტილების
საფუძველზე ან/და ემისიის პირობების შესაბამისად კანონით მოთხოვნილზე უფრო მეტი აქტივები
განათავსოს უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში.
13
უპირატესი დაკმაყოფილების უფლებას განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება კომერციული ბანკის
ფინანსური სირთულეების ან, უკიდურეს შემთხვევაში, მისი გადახდისუუნარობის დროს, როდესაც
საფრთხის ქვეშ დგება კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულება.
შეადგენს უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანების მონიტორინგი, უფრო დეტალურად კი
ფუნქციები გაწერილია კანონპროექტის მე-15 მუხლით. უზრუნველყოფის აქტივების
ზედამხედველის ქონებრივი პასუხისმგებლობა ემიტენტისა და პროგრამის კრედიტორის
წინაშე შემოიფარგლება განზრახვითა და უხეში გაუფრთხილებლობით, თუმცა ემიტენტის
წინაშე
მისი
პასუხისმგებლობის
ფარგლები
შესაძლებელია
გაფართოვდეს
ხელშეკრულებითაც.
კანონპროექტის მე-16 მუხლი განსაზღვრავს და კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას,
რომ იპოთეკური ობლიგაციების ძირისა და პროცენტების დაფარვა წარმოადგენს პირადად
ემიტენტის მიერ შესასრულებელ ვალდებულებას, რაზეც გავლენას ვერ მოახდენს,
მაგალითად, იპოთეკური მსესხებლები ასრულებენ თუ არა ემიტენტის წინაშე არსებულ
საკუთარ ვალდებულებებს. მაშასადამე, პროგრამის კრედიტორთა წინაშე ემიტენტის
ვალდებულება უნდა შესრულდეს უზრუნველყოფის აქტივებიდან გამომდინარე
ვალდებულებების/გადახდებისაგან დამოუკიდებლად. კერძო ავტონომიის პრინციპის
ფარგლებში, თუ როგორ/რა პირობებით უნდა მოხდეს ობლიგაციის დაფარვა, კანონპროექტით
დადგენილი შეზღუდვების გათვალისწინებით, დგინდება ემისიის პირობებით. აღსანიშნავია,
რომ კანონპროექტი არ კრძალავს ემიტენტის მიერ ისეთი გადახდის სტრუქტურის მქონე
ობლიგაციის გამოშვებას (ე. წ. soft bullet იპოთეკური ობლიგაციები), როდესაც ცალკეულ
შემთხვევაში შესაძლებელი ხდება ობლიგაციის დაფარვის თარიღის გადაწევა
(კანონპროექტის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით დადგენილი მექანიზმისგან დამოუკიდებლად).
კანონპროექტის მე-17 მუხლი ადგენს პროგრამის კრედიტორთა ორმაგი მოთხოვნის (dual
recourse) მექანიზმს, რომელსაც ემიტენტის ლიკვიდაციის შემთხვევაში დამატებით
აკონკრეტებს კანონპროექტის 23-ე მუხლი. ამასთან, „ორმაგი მოთხოვნა“ არ გულისხმობს,
ცხადია, მოთხოვნის განმეორებით ან ორმაგ დაკმაყოფილებას.
კანონპროექტის მე-6 თავი (მე-18-25-ე მუხლები) ეძღვნება იპოთეკური ობლიგაციების
ემიტენტის / რეფინანსირების ბანკის მოვალის მიმართ სპეციალური სამართლებრივი რეჟიმის
გახორციელებას, რაც პროგრამის de jure განცალკევებით გამოიხატება14 და მიზნად ისახავს,
შესაბამისი საფუძვლის წარმოშობისას, პროგრამის მართვას ემიტენტის/რეფინანსირების
ბანკის მოვალის სხვა აქტივებისგან და ვალდებულებებისგან განცალკევებით, პროგრამის
კრედიტორთა ინტერესების დასაცავად.
პროგრამის განცალკევების მომენტიდან, უზრუნველყოფის აქტივებიდან მიღებული სახსრები
(მათ შორის, მსესხებლების მიერ გადახდილი ძირითადი თანხა და პროცენტები იპოთეკურ
სესხებზე) იმიჯნება ემიტენტის სხვა სახსრებისაგან და ამ მიზნით განთავსდება სხვა
კომერციულ
ბანკში/ბანკებში
გახსნილ
სეგრეგირებულ
ფულადი
სახსრების
ანგარიშზე/ანგარიშებზე. აღნიშნული სახსრები შეტანილი უნდა იქნეს უზრუნველყოფის
აქტივების გაერთიანებაში. (იხ. კანონპროექტის მე-18 მუხლის მე-5 პუნქტი). პროგრამის
განცალკევების მიუხედავად, გრძელდება უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში ახალი
14
მაშასადამე, აქ არ იგულისხმება აუცილებლად აქტივების გადატანა სხვა სუბიექტზე, არამედ ამ
აქტივებისა და ვალდებულებების მართვა სპეციალურ რეჟიმში.
აქტივების დამატება, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ემიტენტს გაუუქმდა საბანკო საქმიანობის
ლიცენზია და მის მიმართ დაიწყო ლიკვიდაციის/გადახდისუუნარობის პროცესი.
პროგრამის განცალკევებისთანავე, ეროვნული ბანკი ნიშნავს მის წინაშე ანგარიშვალდებულ
პროგრამის ადმინისტრატორს, ფიზიკურ პირს (რეფინანსირების პროგრამის განცალკევების
შემთხვევაში,
ეროვნული
ბანკი
ასევე
უფლებამოსილია
მოვალის
პროგრამის
ადმინისტრატორად დანიშნოს რეფინანსირების ბანკი). პროგრამის ადმინისტრატორს
გადაეცემა უზრუნველყოფის აქტივების მართვის (მათ შორის, განკარგვის) უფლებამოსილება.
მას შეუძლია ემიტენტის სახელით პროგრამასთან დაკავშირებით დადოს გარიგებები და
განახორციელოს შესაბამისი მოქმედებები (მათ შორის, აღასრულოს იპოთეკიდან
გამომდინარე უფლებები, მოიზიდოს სახსრები იპოთეკური ობლიგაციებიდან გამომდინარე
გადახდის ვალდებულებათა დროულად შესასრულებლად და სხვ.), რაც აუცილებელია
უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანების სათანადოდ ადმინისტრირებისთვის, რათა
პროგრამის
კრედიტორთა
მოთხოვნები
დაკმაყოფილდეს
სრულად,
ემისიის/სახელშეკრულებო პირობების შესაბამისად. კანონის საფუძველზე პროგრამის
ადმინისტრატორისათვის ზემოაღნიშნული უფლებამოსილების გადაცემა გამორიცხავს იმავე
უფლებამოსილების განხორციელებას ემიტენტის ლიკვიდატორის, სპეციალური მმართველის
ან რეზოლუციის კომიტეტის მიერ, გარდა კანონპროექტით დადგენილი გამონაკლისებისა
(რეზოლუციის შემთხვევაში ასეთი გამონაკლისები დადგენილია კანონპროექტის 22-ე
მუხლით).
პროგრამის განცალკევებისა და ადმინისტრატორის დანიშვნიდან ორი კვირის განმავლობაში,
პროგრამის ადმინისტრატორი ვალდებულია შეაფასოს, რამდენად აკმაყოფილებს იპოთეკური
ობლიგაციების პროგრამა ლიკვიდობისა და ვალდებულებათა უზრუნველყოფის მოთხოვნებს
და არსებობს თუ არა პროგრამის გადახდისუუნაროდ გამოცხადების საფუძველი
კანონპროექტის 24-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად. პროგრამის შეფასების
ფარგლებში, პროგრამის ადმინისტრატორმა უნდა განიხილოს შემდეგი შესაძლებლობები:
პროგრამის მოქმედების გაგრძელება, რესტრუქტურიზაცია (მათ შორის, პროგრამის სრულად
ან ნაწილობრივ გასხვისება) ან ლიკვიდაცია. პროგრამის ადმინისტრატორი უფლებამოსილია,
ხოლო გარკვეულ შემთხვევებში ვალდებულია, პროგრამის კრედიტორებს წარუდგინოს ამ
კუთხით შესაბამისი წინადადებები, რომლებსაც იგი მიიჩნევს შესაფერისად პროგრამის
კრედიტორთა
მაქსიმალური
დაკმაყოფილებისთვის.
პროგრამის
კრედიტორები
გადაწყვეტილებას იღებენ კრებაზე, რომლის ჩატარებასაც უზრუნველყოფის პროგრამის
ადმინისტრატორი.
კანონპროექტის 21-ე მუხლი არეგულირებს იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის
გასხვისებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ეროვნული ბანკის წინასწარი თანხმობით,
პროგრამის ადმინისტრატორი უფლებამოსილია სრულად ან ნაწილობრივ გაასხვისოს
იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა სხვა კომერციულ ბანკზე. პროგრამის გასხვისება
გულისხმობს
უზრუნველყოფის აქტივებისა
და
პროგრამასთან
დაკავშირებული
ვალდებულების (მათ შორის, იმ ვალდებულებების, რომლებიც გამომდინარეობს პროგრამის
ფარგლებში გამოშვებული იპოთეკური ობლიგაციებიდან) პროგრამის მიმღებისათვის
გადაცემას. პროგრამის ნაწილობრივი გასხვისებისაგან განსხვავებით, პროგრამის სრული
გასხვისებისათვის პროგრამის კრედიტორთა კრების გადაწყვეტილება არ მოითხოვება.
კანონპროექტის 22-ე მუხლი მოიცავს ემიტენტის რეზოლუციის რეჟიმის მიმდინარეობისას
იპოთეკური ობლიგაციების პროგრამის მართვასთან დაკავშირებულ თავისებურებებს. თუ
მიღებული იქნა გადაწყვეტილება ემიტენტის მიმართ რეზოლუციის რეჟიმის შემოღების
თაობაზე და იმავდროულად განცალკევებულია იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა,
ეროვნული ბანკის რეზოლუციის კომიტეტი უფლებამოსილია, გარკვეული ვადით, სრულად
ან ნაწილობრივ შეუზღუდოს პროგრამის ადმინისტრატორს უფლებების გამოყენება და,
კანონმდებლობით დადგენილი შეზღუდვების ფარგლებში, თავად განახორციელოს
სარეზოლუციო უფლებამოსილებები პროგრამასთან დაკავშირებით. აღნიშნული ვადის
გასვლის შემდეგ, რეზოლუციის კომიტეტს/სპეციალურ მმართველს არ აქვს უფლება
განახორციელოს სარეზოლუციო უფლებამოსილებები განცალკევებულ იპოთეკური
ობლიგაციების პროგრამასთან დაკავშირებით, გარდა კანონპროექტით გათვალისწინებულ
შემთხვევებში შესაბამისი სარეზოლუციო ინსტრუმენტის (ინსტრუმენტების) გამოყენებისა
(იხ. კანონპროექტის 22-ე მუხლის მე-2 პუნქტი).
თუ რეზოლუციის კომიტეტი იყენებს სარეზოლუციო ინსტრუმენტს, რომლის შედეგად (ან
რომლის მიუხედავად) მოსალოდნელია პროგრამის კრედიტორების წინაშე არსებული
ვალდებულებების სრულად და დროულად შესრულება ან თუ გამოიყენება ვალდებულებების
ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის სარეზოლუციო ინსტრუმენტი15,
პროგრამის კრედიტორები და პროგრამის ადმინისტრატორი ვალდებული არიან ითმინონ
ასეთი ზომები. სხვა შემთხვევაში, პროგრამის კრედიტორებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა
კენჭი უყარონ ერთ ან რამდენიმე წინადადებას პროგრამის მოქმედების გაგრძელების,
რესტრუქტურიზაციის (მათ შორის, პროგრამის სრულად ან ნაწილობრივ გასხვისების) ან
ლიკვიდაციის შესახებ (იხ. მუხლი 22, პუნქტი 5). თუ პროგრამის კრედიტორები ზედიზედ
ორჯერ მოწვეულ კრედიტორთა კრებაზე არ მოიწონებენ შესაბამის წინადადებას ან
საქართველოს ეროვნული ბანკი ზედიზედ ორჯერ უარს იტყვის კრედიტორთა კრების მიერ
მოწონებული წინადადების დამტკიცებაზე, რეზოლუციის კომიტეტმა შეიძლება გამოიყენოს
სხვა სარეზოლუციო ინსტრუმენტებიც.
კანონპროექტში ცალკე მოწესრიგების საგანია განცალკევებული იპოთეკური ობლიგაციების
პროგრამის გადახდისუუნარობა, როდესაც დაწყებულია ემიტენტის ლიკვიდაციის პროცესი.
კანონპროექტის 24-ე მუხლის თანახმად, იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა
გადახდისუუნაროდ შეიძლება გამოცხადდეს, თუ სახეზეა ერთ-ერთი შემდეგი გარემოება: ა)
უზრუნველყოფის აქტივები საკმარისი არ არის პროგრამის კრედიტორთა წინაშე არსებული
ვალდებულებების უზრუნველყოფისა და პროგრამის ადმინისტრირების ხარჯების
დაფარვისათვის და ასეთი შეუსაბამობა არ არის დროებითი ხასიათის; ბ) უზრუნველყოფის
აქტივებიდან შეუძლებელია თუნდაც ერთი პროგრამის კრედიტორის ვადამოსული
მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება და ასეთი შეუძლებლობა არ არის დროებითი ხასიათის.
თუ პროგრამის გადახდისუუნარობის გამოცხადებას მოჰყვება მისი ლიკვიდაცია, ინიშნება
პროგრამის ლიკვიდატორი, რომელსაც პროგრამის აქტივებთან და ვალდებულებებთან
დაკავშირებით ენიჭება კომერციული ბანკის ლიკვიდატორის იდენტური უფლებამოსილება.
15
აღსანიშნავია, რომ რეზოლუციის კომიტეტმა “bail-in” ინსტრუმენტი შეიძლება გამოიყენოს
ვალდებულებების მხოლოდ იმ ნაწილთან მიმართებით (ასეთის არსებობისას), რომელიც
უზრუნველყოფილი არ არის საკმარისი ოდენობის აქტივებით.
პროგრამის ლიკვიდატორის დანიშვნისთანავე უფლებამოსილება უწყდება პროგრამის
ადმინისტრატორს.
კანონპროექტის მე-7 თავი განსაზღვრავს ეროვნული ბანკის საზედამხედველო და
მარეგულირებელ უფლებამოსილებათა ჩამონათვალს, მე-8 თავში კი წარმოდგენილია
გარდამავალი და დასკვნითი დებულებებს, რომლებიც შეეხება კანონის გამოქვეყნებიდან
შესაბამის პერიოდში გამოსაცემ ნორმატიულ აქტებს და კანონის ძალაში შესვლის წესს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
იმისათვის, რომ ეროვნულმა ბანკმა კანონპროექტის 27-ე მუხლით გათვალისწინებული
საკითხების რეგულირების მიზნით უზრუნველყოს კანონქვემდებარე აქტების გამოცემა,
კანონპროექტის 27-ე მუხლი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე. ხოლო კანონპროექტის
პირველი-26-ე მუხლები ამოქმედდება კანონის გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს, როდესაც
გამოცემული იქნება შესაბამისი ნორმატიული აქტები. კანონპროექტით მისთვის უკუძალის
მინიჭება გათვალისწინებული არ არის.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო
ბიუჯეტიდან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი არასაბიუჯეტო
სახსრების მეშვეობით ახორციელებს საქმიანობას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ კანონპროექტით
გათვალისწინებული უფლებამოსილებებისა და ფუნქციების განხორციელება არ მოითხოვს
დამატებითი რესურსების (ფინანსური და ადამიანური რესურსები) გამოყოფას,
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, საშემოსავლო გადასახადის კუთხით. რაც შეეხება
კანონპროექტით გათვალისწინებულ ემიტენტის მიერ განსახორციელებელ საოპერაციო
ღონისძიებებს და მასთან დაკავშირებული შრომითი რესურსების ხარჯების პოტენციურ
ზრდას, წინასწარ რთულია განისაზღვროს, თუ რა ოდენობის გავლენა შეიძლება მოახდინოს
კანონპროექტმა ამ თვალსაზრისით ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან
დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე (რამდენი ემიტენტი გადაწყვეტს ობლიგაციების
ემისიას და რა მოცულობით, რამდენად საკმარისია არსებული შრომითი რესურსები
დამატებითი ფუნქციების შესასრულებლად, სხვ.).
აგრეთვე, გასათვალისწინებელია, რომ ეროვნული ბანკის მიერ მისი საზედამხედველო
უფლებამოსილების ფარგლებში, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ კანონის
დარღვევის გამო პირის დაჯარიმების შემთხვევაში, გადახდილი ჯარიმა მიემართება
სახელმწიფო ბიუჯეტში.“
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე; რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ
კანონპროექტით განსაზღვრული უფლებამოსილებების შესასრულებლად გასაწევ შესაძლო
ხარჯებს, აღნიშნული არ გამოიწვევს დამატებითი ხარჯების გაწევას სახელმწიფო ან/და
მუნიციპალიტეტის სახსრებიდან, ვინაიდან საქართველოს ეროვნული ბანკი არასაბიუჯეტო
სახსრების მეშვეობით ახორციელებს საქმიანობას.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება
ვალდებულების აღებას.
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
როგორც აღინიშნა, იპოთეკური ობლიგაციების ემისია კომერციულ ბანკებს მისცემს წვდომას
დაფინანსების ალტერნატიულ წყაროებზე, თუმცა აღნიშნული დაფინანსების მოცულობა
დამოკიდებულია თავად რეალური ემისიების მოცულობაზე და ბაზრის განვითარების
ტემპზე, რომლის წინასწარ განსაზღვრაც შეუძლებელია. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია
აქტივების დატვირთვასთან დაკავშირებით პოტენციურად ასამოქმედებელი შეზღუდვები,
რომლებიც საქართველოს ეროვნულმა ბანკმა როგორც საზედამხედველო ორგანომ შეიძლება
დაუდგინოს კომერციულ ბანკებს და რომლებმაც შეიძლება მათ შეუზღუდოს აქტივების
განთავსება,
მთლიანი
აქტივების
გარკვეული
პროცენტული
ზღვრის
ზემოთ,
უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში (და, აქედან გამომდინარე, შეუზღუდოს
ემისიების მოცულობაც). საერთაშორისო პრაქტიკით, სადაც ასეთი ზღვარი მოქმედებს, იგი
მერყეობს ემიტენტის მთლიანი აქტივების 2%-დან 10%-მდე.16
ის გარემოება, რომ იპოთეკური ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი საშუალოდ უფრო
დაბალია დაფინანსების სხვა ალტერნატიული წყაროების საპროცენტო განაკვეთებთან
შედარებით, განაპირობებს ამ პროდუქტის როგორც იაფი რეფინანსირების ინსტრუმენტის
მიმზიდველობას კომერციული ბანკებისათვის. მაგალითად, ევროზონაში იპოთეკური
ობლიგაციების განაკვეთები მსგავსი ვადიანობის მქონე ევროს საპროცენტო განაკვეთების
ბანკთაშორის სვოპ კოტრაქტის ფიქსირებულ განაკვეთს საშუალოდ მხოლოდ 10-40 საბაზისო
ერთეულებით აღემატება.17 ქართულ რეალობაში, აღნიშნული იძლევა იმ ვარაუდის დაშვების
საფუძველს, რომ იპოთეკური ობლიგაციის საპროცენტო განაკვეთი დაახლოებით 50 საბაზისო
ერთეულზე მეტით არ აჭარბებდეს სახელმწიფოს მიერ გამოშვებული სახაზინო
ობლიგაციების განაკვეთს.
გრაფიკი 1: იპოთეკური ობლიგაციების სპრედი ბანკის დაფინანსების სხვა წყაროებთან
შედარებით ევროზონისათვის:
300
250
სპრედი (bp)
200
150
100
50
0
იან. 18 აპრ. 18 ივლ.18 ოქტ. 18 იან. 19 აპრ. 19 ივლ. 19 ოქტ. 19 იან. 20 აპრ. 20 ივლ. 20 ოქტ. 20
იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაცია
Senior Preferred (ბანკი)
Senior Bail-in (ბანკი)
წყარო: ECBC
ამასთანავე, ინვესტორის პერსპექტივიდან მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ, ვინაიდან
იპოთეკური ობლიგაციების ბაზარი შედარებით უფრო მდგრადია კრიზისების მიმართ, ამ
ინსტრუმენტის საბაზრო შემოსავლიანობის ინდექსი აღემატება არა მხოლოდ სახაზინო
ობლიგაციების (რომელთა საპროცენტო განაკვეთი, ჩვეულებრივ, მცირედით დაბალია
იპოთეკური ობლიგაციების განაკვეთზე), არამედ გარკვეულ შემთხვევებში აჭარბებს კიდეც
კორპორაციული ობლიგაციების (რომელთა საპროცენტო განაკვეთი, პირიქით, ჩვეულებრივ,
აღემატება იპოთეკური ობლიგაციების განაკვეთს) ინდექსსაც.
16
აღსანიშნავია, რომ ამჟამად საქართველოში 14 კომერციული ბანკი ფუნქციონირებს, რომელთა
მთლიანი აქტივები 2020 წლის მდგომარეობით შეადგენდა 56,9 მილიარდ ლარს.
17
წყარო: https://forbes.ge/ipothekith-uzrunvelqhophili-sabanko-obligatsiebi/.
გრაფიკი 2: იპოთეკური ობლიგაციების ინდექსის შემოსავლიანობა
კორპორატიული ობლიგაციების ინდექსებთან შედარებით
სახაზინო
და
ინდექსის დონე (01/01/2010 = 100)
200
180
160
140
120
100
80
2010
2011
2012
2013
2014
2015
2016
2017
2018
2019
2020
2021
Iboxx covered bond index
EU Sovereign Bond Index
Iboxx EUR high yield index
S&P Eurozone Investment Grade Corp. Bond Index
წყარო: ბლუმბერგი
იმის გათვალისწინებით, რომ იპოთეკური ობლიგაცია კომერციული ბანკის მიერ შედარებით
გრძელვადიანი დაფინანსების მოძიების ერთ-ერთი წყაროა, ბაზრის განვითარების
კვალდაკვალ შესაძლებელია გაუმჯობესდეს იპოთეკური სესხების ფასწარმოქმნის პრაქტიკაც.
კერძოდ, დღეისათვის, ლარში დენომინირებული იპოთეკური სესხების დაახლოებით 90%
მიბმულია საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ რეფინანსირების განაკვეთზე,
რაც მსესხებლისათვის არცთუ უმნიშვნელო საპროცენტო რისკის მატარებელია,
გრძელვადიანი ლარის რესურსის განვითარება კი ხელს შეუწყობს ფიქსირებული
ფასწარმოქმნის შესაძლებლობის გაზრდას და მომხმარებლებისათვის საპროცენტო რისკების
ტვირთის შემცირებას.18
იპოთეკური ობლიგაციის (ასევე - დერივატივის კონტრაჰენტის) მფლობელის
პერსპექტივიდან, ფინანსური შედეგების თვალსაზრისით ყურადღება უნდა გამახვილდეს
თავად აღნიშნული პროდუქტის სტრუქტურულ მახასიათებლებზე. კერძოდ, როგორც
აღინიშნა, უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში ემიტენტის მიერ აქტივების
განთავსება ობლიგაციის მფლობელს (ასევე - დერივატივის კონტრაჰენტს) ანიჭებს უპირატეს
უფლებას, აღნიშნული აქტივებიდან დაიკმაყოფილოს საკუთარი მოთხოვნა, რაც
განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გარანტიაა ისეთ ვითარებაში, როცა დგება ემიტენტის
გადახდისუუნარობა. გარდა ამისა, პროგრამის განცალკევების შემდეგ უზრუნველყოფის
აქტივებიდან მიღებული ფულადი ნაკადები მიემართება უზრუნველყოფის აქტივების
გაერთიანებაში და აკრძალულია ემიტენტის მიერ მათი გამოყენება რაიმე მიზნით, რაც
18
წყარო: https://forbes.ge/ipothekith-uzrunvelqhophili-sabanko-obligatsiebi/.
პროგრამის ადმინისტრირებასთან და გამართულ ფუნქციონირებასთან დაკავშირებული არ
არის.
როგორც ემიტენტზე, ისე ობლიგაციის მფლობელზე (ასევე - დერივატივის კონტრაჰენტზე)
გავლენას იქონიებს კანონპროექტით გათვალისწინებული დანაწესი, რომელიც ზღუდავს
იპოთეკური ობლიგაციიდან/დერივატივიდან გამომდინარე ვალდებულების კრედიტორის
მიერ ცალმხრივად აქსელერაციას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ხდება პროგრამის
ლიკვიდაცია ან აქსელერაცია გათვალისწინებულია ემისიის/დერივატივის პირობებით ისეთი
შემთხვევებისათვის, როდესაც ადგილი აქვს გადახდის ვალდებულების დარღვევას ან დგება
პროგრამის გადახდისუუნარობა. აღნიშნული შეზღუდვა ეფუძნება დაშვებას, რომ პროგრამა,
კანონის შესაბამისად, საკმარისი აქტივებით არის უზრუნველყოფილი და, კრიზისული
სიტუაციის არსებობისას, შესაძლებელი იქნება პროგრამის დამოუკიდებლად ფუნქციონირება
და ობლიგაციის მფლობელთა დროულად/სტანდარტულად დაკმაყოფილება. ამასთანავე,
იმისათვის, რომ აზრი არ დაკარგოს ორმაგი მოთხოვნის (dual recourse) მექანიზმმა, თუკი
მიმდინარეობს ემიტენტის ლიკვიდაციის პროცესი და არ ხდება ვალდებულებების
აქსელერაცია, კანონპროექტი ითვალისწინებს ინვესტორთა დამცავ მექანიზმს, რათა მათ
შეძლონ პოტენციური არაუზრუნველყოფილი მოთხოვნის დაკმაყოფილება იმ შემთხვევაში,
როდესაც უზრუნველყოფის აქტივები შემდგომში აღარ აღმოჩნდება საკმარისი ობლიგაციის
მფლობელთა ვადამოსული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად (იხ. კანონპროექტის 23-ე
მუხლის მე-2 პუნქტი).
ასევე, ობლიგაციის მფლობელზე ფინანსური ზეგავლენა ექნება კანონპროექტით
გათვალისწინებულ პროგრამის ადმინისტრატორის უფლებას, ცალმხრივად გადასწიოს
ობლიგაციის ძირითადი თანხის (არა უმეტეს 12 თვით) ან პროცენტის (არა უმეტეს ერთი
თვით) დაფარვის თარიღი. თუმცა ინვესტორის ინტერესი ასეთ ვითარებაში ბალანსდება იმ
ფაქტორით, რომ დაყოვნებულ გადახდებს ერიცხება პროცენტები.
კანონპროექტს შესაძლებელია დადებითი ფინანსური გავლენა ჰქონდეს იმ პირებზე,
რომლებიც დაინიშნებიან „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრულ პროგრამის ადმინისტრატორად ან პროგრამის ლიკვიდატორად,
აღნიშნული პირების მიერ თავიანთი ფუნქციის განსახორციელებლად მისაღები
ანაზღაურების გათვალისწინებით. ამასთან, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“
კანონის პროექტის თანახმად, პროგრამის მართვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები (მათ
შორის, პროგრამის ადმინისტრატორის/ლიკვიდატორის ანაზღაურება) დაიფარება პროგრამის
სახსრებიდან. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ადმინისტრატორად ან პროგრამის
ლიკვიდატორად დაინიშნება ეროვნული ბანკის თანამშრომელი, შესაძლებელია მას არც
მიეცეს ცალკე ანაზღაურება და, შესაბამისად, გაწეული სამუშაო ჩაეთვალოს სამსახურებრივი
მოვალეობის ფარგლებში განხორციელებულ ფუნქციად (შდრ. მსგავსი მოწესრიგება
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის №46/04 ბრძანებით დამტკიცებული
“კომერციული ბანკის ლიკვიდაციის წესის“ მე-2 მუხლის მე-14 პუნქტში).
პროგრამის იმპლემენტაციის მიზნით, კანონპროექტით ემიტენტს ეკისრება რიგი საოპერაციო
და სხვა ვალდებულებებისა (მაგ., უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის სერვისის
შეძენა, უზრუნველყოფის აქტივების (მათ შორის, იპოთეკური სესხების პორტფელის)
მონიტორინგი კანონის მე-7, მე-8 მუხლებით დადგენილი ლიმიტების შესამოწმებლად,
ინფორმაციის პერიოდულად გამჟღავნება), რაც გარკვეულ შრომით ან/და ფინანსურ
რესურსებთან იქნება დაკავშირებული, რისი ოდენობაც მათ შორის დამოკიდებული იქნება
ემისიის მოცულობასა და სიხშირეზე. ისიც უნდა აღინიშნოს, რომ ამ ხარჯებს მნიშვნელოვნად
გადაწონის ემისიით მიღებული სარგებელი, ამასთან თავად ემისიაც ემიტენტის ბიზნეს
გადაწყვეტილებაა და კანონპროექტი არ ავალდებულებს არც ერთ სუბიექტს, გამოუშვას
იპოთეკური ობლიგაციები. აგრეთვე, კანონპროექტით გათვალისწინებული ისეთი
ღონისძიებები, როგორიცაა სესხის უზრუნველსაყოფად გამოყენებული უძრავი ქონების
საბაზრო ღირებულების შეფასება და შემდგომი მონიტორინგი, სესხის მოცულობისა და
უძრავი ქონების საბაზრო ღირებულების თანაფარდობის შეფასება და მონიტორინგი სტანდარტულად
ტარდება
დღესაც
კომერციული
ბანკების
მიერ,
არსებული
საზედამხედველო ჩარჩოს ფარგლებში, და კანონპროექტი რაიმე არსებითად ახალ
ვალდებულებას ამ კუთხით არ ადგენს.
კანონპროექტის მიღების შედეგად შესაძლოა დადგინდეს შესაბამისი მომსახურების საფასური
(ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის
განაკვეთები, საფასურის გადახდევინების წესი და მომსახურების ვადები განისაზღვრება
საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე) უზრუნველყოფის
აქტივების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ ფინანსურ გავლენას იქონიებს
ამ მომსახურებით მოსარგებლე პირებზე (ემიტენტებზე) და უშუალოდ საჯარო რეესტრის
ეროვნულ სააგენტოზე, როგორც საფასურის მიმღებ სუბიექტზე. ამ ფინანსური შედეგების
მასშტაბი დამოკიდებულია ემისიების სიხშირეზე, აგრეთვე უზრუნველყოფის აქტივების
რეესტრში ემიტენტის მიერ აქტივების ჩანაცვლების სიხშირეზე, რისი წინასწარ განსაზღვრაც
რთულია.
აღსანიშნავია აგრეთვე, რომ, კანონპროექტის მიხედვით, „კომერციული ბანკების საქმიანობის
შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, კომერციულ ბანკს, კომერციული ბანკის
ადმინისტრატორს ან მაკონტროლებელ პირს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა იმ შემთხვევაში
თუ დაარღვევს „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონიდან
გამომდინარე მოთხოვნას.
რაც შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებული საზედამხედველო და მარეგულირებელი
უფლებამოსილებების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებას, ამ ეტაპზე
ეროვნული ბანკის მიერ აღნიშნული ფუნქციების შესრულება იგეგმება არსებული
რესურსების ფარგლებში. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი არეგულირებს და
ზედამხედველობს როგორც კომერციულ ბანკებს, ისე ფასიანი ქაღალდების ემიტენტებს
(ანგარიშვალდებულ საწარმოებს), რისი გათვალისწინებითაც ამჟამად არსებული შრომითი
რესურსები და ექსპერტიზა საკმარისი იქნება კანონპროექტით გათვალისწინებული
ფუნქციების შესასრულებლად. გარდა ამისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, ობიექტური
მიზეზების გამო, არ არსებობს პრაქტიკა იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის
ზედამხედველობის სფეროში, რაც ართულებს იმის განსაზღვრას, თუ რამდენი ემიტენტი
გამოუშვებს იპოთეკურ ობლიგაციებს და - რა მოცულობით საშუალოვადიან პერიოდში და
მოითხოვს თუ არა მათთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ განსახორციელებელი
ფუნქციები იმ მოცულობის ძალისხმევასა და დატვირთულობას, რომ აუცილებელი გახდეს
დამატებითი რესურსების მობილიზება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს.
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილეობა მიიღეს აზიის განვითარების ბანკის, ევროპის
რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის
ექსპერტებმა.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს
ეროვნული ბანკი.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.