„კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.03.2022
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/128/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 73 ✗ 1
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-07
ბიუროს ნომერი 128

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №003, 27.03.96, გვ. 15) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 30-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა.ვ1“ ქვეპუნქტი: „ა.ვ1) „იპოთეკით მოთხოვნები;“. დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის 2. 37-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. კომერციული ბანკის სპეციალური მმართველი უფლებამოსილია, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედების/გარიგების და „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამასთან დაკავშირებული ქმედების/გარიგების გარდა, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს სპეციალური მმართველის დანიშვნის თარიღამდე 1 წლის განმავლობაში კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამ ქმედების/გარიგების შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირმა ამ კომერციული ბანკის ხარჯზე ქონებრივი სარგებელი მიიღო ან რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით ისარგებლა, რამაც კომერციულ ბანკს ან მის კრედიტორებს ზიანი მიაყენა.“. 3. 371 მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. რეზოლუციის რეჟიმის შემოღებისთანავე დაუშვებელია კომერციული ბანკის სახელით ნებისმიერი ქმედების განხორციელება სპეციალური მმართველის ან/და ეროვნული ბანკის თანხმობის გარეშე, გარდა „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.“. 4. 372 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შემოიღოს მორატორიუმი კომერციული ბანკის ვადამოსული გადახდების ან მათი ნაწილის მიმართ, გარდა დაზღვეულ დეპოზიტებთან დაკავშირებული, აგრეთვე საგადახდო და ანგარიშსწორების სისტემების ან ამ სისტემების მონაწილეთა მიმართ გადახდებისა, საგადახდო სისტემაში მონაწილეობიდან გამომდინარე გადახდებისა, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იპოთეკური ობლიგაციებიდან და რეფინანსირების ინსტრუმენტიდან გამომდინარე გადახდებისა და ეროვნული ბანკის მიმართ არსებული გადახდებისა. მორატორიუმის ვადა 90 კალენდარულ დღეს არ უნდა აღემატებოდეს.“. 5. 3710 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) სანივთო უფლებით უზრუნველყოფილი ვალდებულებების (მათ შორის, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უზრუნველყოფილი, პროგრამის კრედიტორების წინაშე არსებული ვალდებულებების) მიმართ, მათ უზრუნველსაყოფად გამოყენებული შესაბამისი აქტივების ღირებულების ფარგლებში;“. 6. 3711 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ვალდებულების გადაცემის შემთხვევაში დაუშვებელია ვალდებულებისა და მისი უზრუნველყოფის (მათ შორის, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე უზრუნველყოფილი, პროგრამის კრედიტორთა წინაშე არსებული ვალდებულებებისა და შესაბამისი უზრუნველყოფის აქტივების) განცალკევება. განსაკუთრებულ შემთხვევაში რეზოლუციის ეფექტურად განსახორციელებლად ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გააცალკევოს ვალდებულება და მისი უზრუნველყოფა იმ პირობით, რომ უზრუნველყოფა მსგავსი სახისა და ღირებულების უზრუნველყოფით ჩანაცვლდება ან/და გადახდილი იქნება ფინანსური კომპენსაცია. ფინანსური გირავნობის ხელშეკრულება და ურთიერთგაქვითვის შეთანხმება, რომლებსაც ერთი და იგივე კონტრაჰენტი ჰყავს და ურთიერთგაქვითვის ერთი და იმავე ვალდებულების საგანია, არ შეიძლება განცალკევდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს აუცილებელია რეზოლუციის მიზნების მისაღწევად.“. 7. 3712 მუხლის : ა) მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. კომერციული ბანკის ლიკვიდატორი უფლებამოსილია, „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედების/გარიგების და „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამასთან დაკავშირებული ქმედების/გარიგების გარდა, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს ლიკვიდატორის დანიშვნის თარიღამდე 1 წლის განმავლობაში კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამ ქმედების/გარიგების შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირმა ამ კომერციული ბანკის ხარჯზე ქონებრივი სარგებელი მიიღო ან რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით ისარგებლა, რამაც კომერციულ ბანკს ან მის კრედიტორებს ზიანი მიაყენა.“; ბ) მე-10 პუნქტის: ბ.ა) პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს ფინანსური გირავნობის მოგირავნეს აქვს ფინანსური გირავნობით უზრუნველყოფილი მოთხოვნის უპირატესი დაკმაყოფილების უფლება, აგრეთვე „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამის კრედიტორებს აქვთ უზრუნველყოფის აქტივებიდან იმავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. კომერციული ბანკის ლიკვიდაციის დროს სხვა მოთხოვნები შემდეგი თანამიმდევრობით უნდა დაკმაყოფილდეს:“; ბ.ბ) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) კომერციული ბანკის მიმართ დარჩენილი სხვა მოთხოვნები (მათ შორის, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროგრამის კრედიტორთა არაუზრუნველყოფილი მოთხოვნები), გარდა ამ პუნქტის „ნ“−„ს“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“. 8. 3713 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 3714 მუხლი: „3714. რეზოლუციის/ლიკვიდაციის ემიტენტი კომერციული ბანკი რეჟიმში მყოფი იპოთეკური ობლიგაციების თუ რეზოლუციის ან ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი იმავდროულად „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტი ან რეფინანსირების ბანკის მოვალეა, კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის/ლიკვიდაციის პროცესი წარიმართება იმავე კანონით დადგენილი სპეციალური დებულებების გათვალისწინებით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით. აღსანიშნავია, რომ „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ცალკეულ შემთხვევებში ადგენს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილისგან განსხვავებულ, სპეციალურ მოწესრიგებას იპოთეკური ობლიგაციების ემისიის პროცესში ჩართულ კომერციულ ბანკებთან მიმართებით, რაც სათანადოდ უნდა იქნეს ასახული „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონშიც. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება აუცილებელია „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული, იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად იმპლემენტაციისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები კანონპროექტის მიღებით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით ცვლილება შედის „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომში აგრეთვე - კანონი) 30-ე მუხლის პირველ პუნქტში, რის საფუძველზეც საზედამხედველო ზომის/სანქციის გამოყენების უფლებამოსილება საქართველოს ეროვნულ ბანკს (შემდგომში - ეროვნული ბანკი) მიენიჭება, მათ შორის, შესაბამისი სუბიექტის მიერ „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევის შემთხვევაშიც. კანონპროექტით წარმოდგენილი დანარჩენი ცვლილებები შეეხება რეზოლუციის ან ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფ კომერციულ ბანკთან დაკავშირებულ სპეციალურ რეგულირებებს, თუ ეს კომერციული ბანკი „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტი ან რეფინანსირების ბანკის მოვალეა. კანონპროექტით, რეზოლუციის/ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის სპეციალურ მმართველს/ლიკვიდატორს ეზღუდება უფლება, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს მის დანიშვნამდე 1 წლის განმავლობაში კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამასთან დაკავშირებული ქმედება/გარიგება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ამ ქმედების/გარიგების შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირმა ამ კომერციული ბანკის ხარჯზე ქონებრივი სარგებელი მიიღო ან რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით ისარგებლა, რამაც კომერციულ ბანკს ან მის კრედიტორებს ზიანი მიაყენა. იმის გათვალისწინებით, რომ პროგრამის კრედიტორთა (ობლიგაციის მფლობელთა) შორის შესაძლებელია (არ არის გამორიცხული) იყვნენ კომერციულ ბანკთან დაკავშირებული პირებიც, მიზანშეუწონელი იქნებოდა ლიკვიდატორს/სპეციალურ მმართველს მოეთხოვა ისეთი ქმედების/გარიგების ბათილობა, როგორიცაა მაგალითად ობლიგაციის ძირის ან პროცენტის დაფარვა ან აქტივის განთავსება უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში, იმაზე მითითებით, რომ აღნიშნულმა ქმედებამ/გარიგებამ ზიანი მიაყენა კომერციული ბანკის არაუზრუნველყოფილ კრედიტორებს. ნიშანდობლივია, რომ „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს მთელ რიგ გარანტიებს იმის უზრუნველსაყოფად, რომ იპოთეკური ობლიგაციის ვადიანობის განმავლობაში დაცული იქნეს პროგრამის კრედიტორთა უფლებები, მათ შორის საკმარისი ოდენობით აქტივები იყოს განთავსებული უზრუნველყოფის აქტივების გაერთიანებაში. „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ კანონპროექტით ასევე აკრძალულია უზრუნველყოფის აქტივების რეესტრიდან უზრუნველყოფის აქტივის ამორიცხვა უზრუნველყოფის აქტივების ზედამხედველის ნებართვის გარეშე, რის საწინააღმდეგოდ განხორციელებული ნებისმიერი მოქმედება ან გარიგება ბათილად ითვლება. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონპროექტით შემოთავაზებული ცვლილებები არ შეეხება პროგრამის ადმინისტრატორის ან სპეციალური მმართველის (თუ დანიშნული არ არის პროგრამის ადმინისტრატორი) უფლებას, მიუთითოს ამგვარი მოქმედების/გარიგების ბათილობაზე ან კანონმდებლობით დადგენილი სხვა საფუძვლით (გარდა „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-3 პუნქტით და 3712 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი საფუძვლებისა) გახადოს სადავოდ პროგრამასთან დაკავშირებით განხორციელებული არამართლზომიერი ქმედება/გარიგება საერთო წესების საფუძველზე. წარმოდგენილი კანონპროექტით ასევე დგინდება, რომ ეროვნული ბანკის როგორც რეზოლუციის წარმმართველი ორგანოს უფლებამოსილება რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვადამოსული გადახდების შეჩერებაზე არ გავრცელდება იპოთეკური ობლიგაციებიდან და რეფინანსირების ინსტრუმენტიდან გამომდინარე ემიტენტის/მოვალის მიერ განსახორციელებელ გადახდებთან მიმართებით. დამატებით, ზუსტდება, რომ ვალდებულებების ჩამოწერით ან კონვერტაციით რეკაპიტალიზაციის (bail-in) ინსტრუმენტი არ გავრცელდება იპოთეკური ობლიგაციებიდან და რეფინანსირების ინსტრუმენტებიდან გამომდინარე ვალდებულებებზე იმ ფარგლებში, რა ფარგლებშიც აღნიშნული ვალდებულებები უზრუნველყოფილი იქნება შესაბამისი ღირებულების უზრუნველყოფის აქტივებით (შესაბამისად, იპოთეკურ ობლიგაციებსა და რეფინანსირების ინსტრუმენტებზეც გავრცელდება ზოგადი პრინციპი, რომლის თანახმადაც კომერციული ბანკის რეკაპიტალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ არაუზრუნველყოფილი ვალდებულების /ვალდებულების არაუზრუნველყოფილი ნაწილის ნაწილის ჩამოწერით / კონვერტაციით). „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ კანონპროექტით განმტკიცებული პრინციპის ასახვის მიზნით, რომლის თანახმადაც პროგრამის განცალკევების შემდეგ, როგორც წესი, უზრუნველყოფის აქტივები არ შეიძლება გამოყენებული იქნეს პროგრამის კრედიტორთა გარდა სხვა პირების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად (იხ. კანონპროექტის მე-18 მუხლის მე-3 პუნქტი), შესაბამისი ცვლილება შედის „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3712 მუხლის მე-10 პუნქტის პრეამბულაში და განისაზღვრება, რომ იპოთეკური ობლიგაციის პროგრამის / რეფინანსირების პროგრამის კრედიტორებს გააჩნიათ ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი ემიტენტის / რეფინანსირების ბანკის მოვალის უზრუნველყოფის აქტივებიდან თავიანთი მოთხოვნების უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. თუ უზრუნველყოფის აქტივები საკმარისი არ არის პროგრამის კრედიტორთა ვადამოსული მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ კანონპროექტით, პროგრამის კრედიტორებს აგრეთვე ენიჭებათ უფლება, როგორც არაუზრუნველყოფილმა კრედიტორებმა, მოითხოვონ დაკმაყოფილება კომერციული ბანკის სალიკვიდაციო მასაში შემავალი აქტივებიდანაც, რასთან დაკავშირებითაც 12 შემოთავაზებულია ცვლილება კანონის 37 მუხლის მე-10 პუნქტის „მ“ ქვეპუნქტში. და ბოლოს, კანონს ემატება ახალი, 3714 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ, თუ რეზოლუციის ან ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი იმავდროულად „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტი ან რეფინანსირების ბანკის მოვალეა, კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის/ლიკვიდაციის პროცესი წარიმართება იმავე კანონით დადგენილი სპეციალური დებულებების გათვალისწინებით. აღნიშნული ცვლილების მიზანია კიდევ ერთხელ დააზუსტოს, რომ „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ კანონპროექტით დადგენილ სპეციალურ დებულებებს, რომლებიც კონტექსტიდან გამომდინარე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონისგან განსხვავებულად აწესრიგებენ ამა თუ იმ ურთიერთობას, უპირატესობა ენიჭება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ ზოგად წესებთან მიმართებით. მაგალითად, კანონის 37-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 371 მუხლით, 375 მუხლის მე2 პუნქტით გათვალისწინებული მოწესრიგება გარკვეულ მოდიფიკაციას განიცდის იმ შემთხვევაში, თუ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა ან რეფინანსირების პროგრამა განცალკევებულია „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და დანიშნულია პროგრამის ადმინისტრატორი ან/და თუ ეროვნული ბანკი პროგრამასთან მიმართებით იყენებს ერთ ან რამდენიმე სარეზოლუციო უფლებამოსილებას. ანალოგიურად, კომერციული ბანკის ლიკვიდაციის მარეგულირებელი ნორმები, რომლებიც შეეხება ლიკვიდატორის უფლებამოსილებებს და კრედიტორთა დაკმაყოფილებას, მოდიფიკაციას განიცდის „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ კანონპროექტის იმ სპეციალური დებულებებით, რომლებიც აწესრიგებს პროგრამის განცალკევებას, პროგრამის ადმინისტრატორის უფლებამოსილებებს, უზრუნველყოფის აქტივებთან მოპყრობას, სხვ. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. კანონპროექტით მისთვის უკუძალის მინიჭება გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე შესაძლებელია გავლენა მოახდინოს კანონპროექტით გათვალისწინებულმა ცვლილებამ, რომელიც ეხება „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველი პუნქტის ცვლილებას. კერძოდ, ეროვნული ბანკის მიერ „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ კანონის დარღვევის გამო პირის დაჯარიმების შემთხვევაში, გადახდილი ჯარიმა მიიმართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება ვალდებულების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიხედვით, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლის პირველ პუნქტს ემატება „ა.ვ1“ ქვეპუნქტი, რის შედეგადაც კომერციულ ბანკს, კომერციული ბანკის ადმინისტრატორს ან მაკონტროლებელ პირს შეიძლება დაეკისროს ჯარიმა იმ შემთხვევაში თუ დაარღვევს „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე მოთხოვნას. აგრეთვე, კანონპროექტის თანახმად, რეზოლუციის/ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის სპეციალურ მმართველს/ლიკვიდატორს ეზღუდება უფლება, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს მის დანიშვნამდე 1 წლის განმავლობაში კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამასთან დაკავშირებული ქმედება/გარიგება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ამ ქმედების/გარიგების შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირმა ამ კომერციული ბანკის ხარჯზე ქონებრივი სარგებელი მიიღო ან რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით ისარგებლა, რამაც კომერციულ ბანკს ან მის კრედიტორებს ზიანი მიაყენა. ამავე კანონპროექტის საფუძველზე, „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 3712 მუხლის მე-10 პუნქტის პრეამბულით განისაზღვრება, რომ „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამის კრედიტორებს ექნებათ უზრუნველყოფის აქტივებიდან იმავე კანონით განსაზღვრული მოთხოვნების უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. კანონპროექტით ასევე დგინდება, რომ ეროვნული ბანკის როგორც რეზოლუციის წარმმართველი ორგანოს უფლებამოსილება რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის ვადამოსული გადახდების შეჩერებაზე არა უმეტეს 90 კალენდარული დღის ვადით არ გავრცელდება იპოთეკური ობლიგაციებიდან და რეფინანსირების ინსტრუმენტიდან გამომდინარე ემიტენტის/მოვალის მიერ განსახორციელებელ გადახდებთან მიმართებით. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.