„საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.03.2022
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/128/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა (1)
✓ 73 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
III მოსმენა (2)
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (4)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-07
ბიუროს ნომერი 128

📜 ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს ორგანული კანონი „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №29, 12.10.2009, მუხ. 159) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-20 მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტსა და ეროვნული ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს საფინანსო სექტორის ზედამხედველობას ან კომერციული ბანკის რეზოლუციას ან ლიკვიდაციას, უფლება არა აქვთ, იყვნენ საფინანსო სექტორის წარმომადგენლის ან მასთან დაკავშირებული იურიდიული პირის თანამშრომლები, წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი მფლობელები, სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრები. ეროვნული ბანკის სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი შეიძლება დაინიშნოს დროებით ადმინისტრატორად, ლიკვიდატორად ან სპეციალურ მმართველად, ასევე „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამის ადმინისტრატორად ან პროგრამის ლიკვიდატორად. თუ ეროვნული ბანკის იმ სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლის, რომელიც ამ კანონის საფუძველზე ახორციელებს საფინანსო სექტორის საზედამხედველო უფლებამოსილებას ან სარეზოლუციო უფლებამოსილებებს, ოჯახის წევრი ან ახლო ნათესავი არის ეროვნული ბანკის ზედამხედველობის ან რეგულირების ქვეშ მყოფი პირის ან მასთან დაკავშირებული სხვა პირის 10 პროცენტზე მეტი წილის მფლობელი ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი, მან ამის შესახებ წერილობითი განაცხადი უნდა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს მის მიერ დადგენილი წესით. მას ასევე უფლება არა აქვს, მონაწილეობა მიიღოს ასეთ პირთან დაკავშირებული საკითხის გადაწყვეტაში. ეროვნული ბანკის თანამშრომელს არ შეიძლება დაევალოს იმ პირის ზედამხედველობა ან რეზოლუცია, რომლის წილის მფლობელი ან სამეთვალყურეო საბჭოს ან დირექტორატის წევრი მისი ოჯახის წევრია ან ახლო ნათესავია.“. 2. 49-ე მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ნ“ ქვეპუნქტი: „ნ) განახორციელოს იპოთეკით დაცული ობლიგაციების ბაზრის რეგულირება და ზედამხედველობა „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.“. 3. 552 მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ო“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ო) გააუქმოს კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული სავალო ინსტრუმენტები და სხვა ვალდებულებები ან შეცვალოს მათი დაფარვის ვადა, საპროცენტო განაკვეთი ან/და პროცენტის გადახდის პერიოდულობა/ვადები; ეს ქვეპუნქტი არ ვრცელდება უზრუნველყოფილ ვალდებულებებზე (მათ შორის „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამის კრედიტორთა წინაშე არსებულ ვალდებულებებზე);“; ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ჟ) „ფინანსური გირავნობის, ურთიერთგაქვითვისა და დერივატივების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე განხორციელებული ქმედების/გარიგების და „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამასთან დაკავშირებული ქმედების/გარიგების გარდა გარდა, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს რეზოლუციის რეჟიმის შემოღებამდე 1 წლის განმავლობაში კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ განხორციელებული ქმედება ან დადებული გარიგება და მოითხოვოს მისი ბათილობა, თუ ამ ქმედების/გარიგების შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირმა ამ კომერციული ბანკის ხარჯზე ქონებრივი სარგებელი მიიღო ან რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით ისარგებლა, რამაც კომერციულ ბანკს ან მის კრედიტორებს ზიანი მიაყენა;“. 4. 556 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 557 მუხლი: „557. რეზოლუციის/ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტი კომერციული ბანკი თუ რეზოლუციის ან ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი იმავდროულად „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტი ან რეფინანსირების ბანკის მოვალეა, კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის/ლიკვიდაციის პროცესი წარიმართება იმავე კანონით დადგენილი სპეციალური დებულებების გათვალისწინებით.“. 5. 68-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ეროვნული ბანკის არცერთ მოქმედ ან ყოფილ თანამშრომელს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისთვის ან უმოქმედობისთვის, თუ მან ეს ქმედება ჩაიდინა ან ამ ქმედების ჩადენისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში, თუ მისი მოქმედი ან ყოფილი თანამშრომლის მოქმედება ან უმოქმედობა სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებით იყო განპირობებული, დაიცვას თანამშრომლის ინტერესები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თანამშრომლის მიმართ დავას ეროვნული ბანკი აწარმოებს), რაც შეიძლება გამოიხატოს თანამშრომლის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფით, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებითა და სხვა ღონისძიებებით, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს თანამშრომლის ინტერესების დასაცავად. ეს პუნქტი დროებით ადმინისტრატორზე, სპეციალურ მმართველზე, ლიკვიდატორზე, დროებითი ბანკის ადმინისტრატორზე, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამის ადმინისტრატორსა და პროგრამის ლიკვიდატორზე ვრცელდება მხოლოდ ეროვნული ბანკის მიერ მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს ორგანული კანონის პროექტზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (შემდგომში აგრეთვე - ორგანული კანონი) ცვლილების განხორციელება აუცილებელია „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული, იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად იმპლემენტაციისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი შესაბამისობაში მოვა „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტით განისაზღვრება, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის (შემდგომში ეროვნული ბანკი) სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელი შეიძლება დაინიშნოს „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამის ადმინისტრატორად ან პროგრამის ლიკვიდატორად. შესაბამისად, ცვლილება შედის ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-6 პუნქტში, რამაც ასევე გამოიწვია შესატყვისი ცვლილება 68-ე მუხლის მე-6 პუნქტში. გარდა ამისა, ორგანული კანონის 49-ე მუხლის პირველ პუნქტს ემატება ახალი ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც ეროვნული ბანკის ერთ-ერთ ფუნქციად განისაზღვრება იპოთეკით დაცული ობლიგაციების ბაზრის რეგულირება და ზედამხედველობა „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. კანონპროექტით აგრეთვე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილების მსგავსად, დგინდება, რომ რეზოლუციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის სპეციალურ მმართველს ეზღუდება უფლება, სასამართლოში სარჩელის შეტანით სადავო გახადოს მის დანიშვნამდე 1 წლის განმავლობაში კომერციული ბანკის ადმინისტრატორის მიერ „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ პროგრამასთან დაკავშირებული ქმედება/გარიგება მხოლოდ იმ საფუძვლით, რომ ამ ქმედების/გარიგების შედეგად კომერციულ ბანკთან დაკავშირებულმა პირმა ამ კომერციული ბანკის ხარჯზე ქონებრივი სარგებელი მიიღო ან რაიმე უპირატესობით, პრივილეგიით ან შეღავათით ისარგებლა, რამაც კომერციულ ბანკს ან მის კრედიტორებს ზიანი მიაყენა. და ბოლოს, კანონს ემატება ახალი, 557 მუხლი, რომლითაც განისაზღვრება, რომ, თუ რეზოლუციის ან ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკი იმავდროულად „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული იპოთეკური ობლიგაციების ემიტენტი ან რეფინანსირების ბანკის მოვალეა, კომერციული ბანკის მიმართ რეზოლუციის/ლიკვიდაციის პროცესი წარიმართება იმავე კანონით დადგენილი სპეციალური დებულებების გათვალისწინებით. აღნიშნული ცვლილების მიზანია კიდევ ერთხელ დააზუსტოს, რომ „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ კანონპროექტით შესაძლებელია დადგინდეს სპეციალური დებულებები, რომლებიც კონტექსტიდან გამომდინარე შესაძლებელია ორგანული კანონისგან განსხვავებულად აწესრიგებდეს რეზოლუციის ან ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფ ბანკთან დაკავშირებულ ამა თუ იმ ურთიერთობას, რა შემთხვევაშიც „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონს უპირატესობა მიენიჭება ორგანული კანონით დადგენილ ზოგად წესებთან მიმართებით. მაგალითად, ორგანული კანონის 49-ე მუხლის მე-2 პუნქტით, 552 მუხლის პირველი, მე-3 პუნქტებით, 553 მუხლის მე-2, მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოწესრიგება გარკვეულ მოდიფიკაციას განიცდის იმ შემთხვევაში, თუ რეზოლუციის/ლიკვიდაციის რეჟიმში მყოფი კომერციული ბანკის იპოთეკური ობლიგაციების პროგრამა ან რეფინანსირების პროგრამა განცალკევებულია „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე და დანიშნულია პროგრამის ადმინისტრატორი ან/და თუ ეროვნული ბანკი პროგრამასთან მიმართებით იყენებს ერთ ან რამდენიმე სარეზოლუციო უფლებამოსილებას. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. კანონპროექტით მისთვის უკუძალის მინიჭება გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი არასაბიუჯეტო სახსრების მეშვეობით ახორციელებს საქმიანობას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება ვალდებულების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტს შესაძლებელია დადებითი ფინანსური გავლენა ჰქონდეს იმ პირებზე, რომლებიც დაინიშნებიან „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ პროგრამის ადმინისტრატორად ან პროგრამის ლიკვიდატორად, აღნიშნული პირების მიერ თავიანთი ფუნქციის განსახორციელებლად მისაღები ანაზღაურების გათვალისწინებით. ამასთან, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ კანონის პროექტის თანახმად, პროგრამის მართვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები (მათ შორის, პროგრამის ადმინისტრატორის/ლიკვიდატორის ანაზღაურება) დაიფარება პროგრამის სახსრებიდან. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ პროგრამის ადმინისტრატორად ან პროგრამის ლიკვიდატორად დაინიშნება ეროვნული ბანკის თანამშრომელი, შესაძლებელია მას არც მიეცეს ცალკე ანაზღაურება და, შესაბამისად, გაწეული სამუშაო ჩაეთვალოს სამსახურებრივი მოვალეობის ფარგლებში განხორციელებულ ფუნქციად (შდრ. მსგავსი მოწესრიგება „კომერციული ბანკის ლიკვიდაციისა და გადახდისუუნაროდ ან/და გაკოტრებულად გამოცხადების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 16 მარტის №46/04 ბრძანებით დამტკიცებული წესის მე-2 მუხლის მე-14 პუნქტში). თუ პროგრამის ადმინისტრატორის/ლიკვიდატორი ეროვნული ბანკის მოქმედი ან ყოფილი თანამშრომელია, კანონპროექტით, მასზე გავრცელდება „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის 68-ე მუხლის მე-6 პუნქტი, რომლის თანახმადაც ეროვნული ბანკის არცერთ მოქმედ ან ყოფილ თანამშრომელს არ დაეკისრება პირადი პასუხისმგებლობა რომელიმე პირის მიმართ რაიმე მოქმედებისთვის ან უმოქმედობისთვის, თუ მან ეს ქმედება ჩაიდინა ან ამ ქმედების ჩადენისგან თავი შეიკავა თავისი მოვალეობების კეთილსინდისიერად შესრულებისას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აგრეთვე, აღნიშნული პუნქტის მიხედვით, ეროვნული ბანკი ვალდებულია სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით წარმოშობილ დავაში, თუ მისი მოქმედი ან ყოფილი თანამშრომლის მოქმედება ან უმოქმედობა სამსახურებრივი ვალდებულებების შესრულებით იყო განპირობებული, დაიცვას თანამშრომლის ინტერესები (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თანამშრომლის მიმართ დავას ეროვნული ბანკი აწარმოებს), რაც შეიძლება გამოიხატოს თანამშრომლის იურიდიული მომსახურებით უზრუნველყოფით, დავასთან დაკავშირებული ხარჯების ანაზღაურებითა და სხვა ღონისძიებებით, რომლებსაც ეროვნული ბანკი საჭიროდ მიიჩნევს თანამშრომლის ინტერესების დასაცავად. რაც შეეხება კანონპროექტით გათვალისწინებული საზედამხედველო და მარეგულირებელი უფლებამოსილებების საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებას, ამ ეტაპზე ეროვნული ბანკის მიერ აღნიშნული ფუნქციების შესრულება იგეგმება არსებული რესურსების ფარგლებში. კერძოდ, საქართველოს ეროვნული ბანკი არეგულირებს და ზედამხედველობს როგორც კომერციულ ბანკებს, ისე ფასიანი ქაღალდების ემიტენტებს (ანგარიშვალდებულ საწარმოებს), რისი გათვალისწინებითაც ამჟამად არსებული შრომითი რესურსები და ექსპერტიზა საკმარისი იქნება კანონპროექტით გათვალისწინებული ფუნქციების შესასრულებლად. გარდა ამისა, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ, ობიექტური მიზეზების გამო, არ არსებობს პრაქტიკა იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის ზედამხედველობის სფეროში, რაც ართულებს იმის განსაზღვრას, თუ რამდენი ემიტენტი გამოუშვებს იპოთეკურ ობლიგაციებს და - რა მოცულობით საშუალოვადიან პერიოდში და მოითხოვს თუ არა მათთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ განსახორციელებელი ფუნქციები იმ მოცულობის ძალისხმევასა და დატვირთულობას, რომ აუცილებელი გახდეს დამატებითი რესურსების მობილიზება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ)კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.