„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
02.03.2022
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეროვნული ბანკი
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/128/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-03-07
ბიუროს ნომერი 128

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №41, 30.12.2008, მუხ. 298) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-16 მუხლის პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-6 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უზრუნველყოფის აქტივები.“. 2. 201 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების შეცვლა გულისხმობს საწარმოს დაშლის, ლიკვიდაციის ან რეორგანიზაციის პროცესის, გადახდისუუნარობის საქმის წარმოების, გაკოტრების ან რეაბილიტაციის რეჟიმის დაწყების ან შეწყვეტის, ლიკვიდატორის, რეაბილიტაციის ზედამხედველის ან გაკოტრების მმართველის ან სადამფუძნებლო შეთანხმების ცვლილების შესახებ ინფორმაციის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ასახვას. „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში საწარმოს რეგისტრირებული მონაცემების შეცვლა აგრეთვე გულისხმობს პროგრამის ადმინისტრატორის / პროგრამის ლიკვიდატორის შესახებ ინფორმაციის მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ასახვას.“. მუხლი 2. 1. საქართველოს იუსტიციის მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში უზრუნველყოს საქართველოს იუსტიციის მინისტრის ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა; 2. სსიპ - საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ ამ კანონის ამოქმედებიდან 90 დღის ვადაში უზრუნველყოს ამ კანონის პირველი მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტითა და ამ კანონის პირველი მუხლის მეორე პუნქტით გათვალისწინებული, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის 201 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ტექნიკურ-ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3. 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა. ა. ა.) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის შემუშავება განპირობებულია „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მომზადებით და აღნიშნული კანონპროექტით გათვალისწინებული იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს იმპლემენტაციის ხელშეწყობის მიზნით. ა. ა. ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების განხორციელება აუცილებელია „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებული, იპოთეკური ობლიგაციების ბაზრის მარეგულირებელი ჩარჩოს შეუფერხებლად და დაუბრკოლებლად იმპლემენტაციისათვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღებით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში მოვა „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით, „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“კანონპროექტის მე-13 მუხლის პირველი პუნქტიდან გამომდინარე, განისაზღვრება, რომ მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრში რეგისტრაციას ექვემდებარება აგრეთვე უზრუნველყოფის აქტივები (ამ შემთხვევაში მხოლოდ იპოთეკით უზრუნველყოფილი საკრედიტო მოთხოვნები და „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“კანონპროექტით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები), რომლებთან მიმართებითაც „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“კანონპროექტის თანახმად პროგრამის კრედიტორებს გააჩნიათ თავიანთი მოთხოვნების უპირატესი დაკმაყოფილების უფლება. რეგისტრაცია ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოსათვის იმ ხელშეკრულებათა სიის წარდგენით, საიდანაც წარმოიშობა შესაბამისი მოთხოვნები. კანონპროექტით აგრეთვე განისაზღვრება, რომ მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში ასახვას ექვემდებარება „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტით გათვალისწინებულ შემთხვევაში პროგრამის ადმინისტრატორის/პროგრამის ლიკვიდატორის შესახებ ინფორმაცია. აღსანიშნავია, რომ „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“კანონპროექტის მე-20 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, პროგრამის ადმინისტრატორი ემიტენტის სახელით დებს გარიგებებს და ახორციელებს შესაბამის მოქმედებებს, წარმოადგენს ემიტენტს როგორც სასამართლოში, ისე სასამართლოსგარე ურთიერთობებში. ანალოგიური უფლებამოსილებით სარგებლობს პროგრამის ლიკვიდატორი „იპოთეკით დაცული ობლიგაციების შესახებ“კანონპროექტის 24-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის პირველი მუხლი ძალაში შედის გამოქვეყნებიდან 90-ე დღეს, ხოლო მე-2 მუხლი ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე, რათა განხორციელდეს კანონპროექტით გათვალისწინებული ცვლილებების მოსამზადებელი ღონისძიებები. კანონპროექტით მისთვის უკუძალის მინიჭება გათვალისწინებული არ არის. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ)კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს აუცილებელი ხარჯების გამოყოფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან. ამასთან, მოსალოდნელი არ არის, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კანონპროექტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება გამოიწვევს სააგენტოს მიერ დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზების აუცილებლობას ტექნიკურორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელების კუთხით, ვინაიდან სააგენტო დღესაც ახორციელებს კანონპროექტით გათვალისწინებული ფუნქციის მსგავს ფუნქციას მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრის წარმოებისას (მაგ., ფინანსური გირავნობის რეგისტრაციისას, დღეს, სააგენტო მისთვის წარდგენილ საკრედიტო აქტივებზე არეგისტრირებს გირავნობას, რაც არსებითად (შინაარსობრივად) არ განსხვავდება იმ პროცედურისგან, რომელსაც სააგენტო განახორციელებს უზრუნველყოფის აქტივების (სესხების) დარეგისტრირებისას). რაც შეეხება უშუალოდ რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით დამატებითი შრომითი რესურსის მობილიზებას, აღნიშნული დამოკიდებულია ემისიების სიხშირეზე, აგრეთვე უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში ემიტენტის მიერ აქტივების ჩანაცვლების სიხშირეზე, რისი წინასწარ განსაზღვრაც რთულია. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. დამატებითი განმარტება აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მოცემულია აგრეთვე განმარტებითი ბარათის „ბ.ა“ ქვეპუნქტში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება ვალდებულების აღებას. არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღების შედეგად შესაძლოა დადგინდეს შესაბამისი მომსახურების საფასური (ამასთან, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების საფასურის განაკვეთები, საფასურის გადახდევინების წესი და მომსახურების ვადები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის შესაბამისი დადგენილების საფუძველზე) უზრუნველყოფის აქტივების რეგისტრაციასთან დაკავშირებით, რაც თავის მხრივ ფინანსურ გავლენას იქონიებს ამ მომსახურებით მოსარგებლე პირებზე (ემიტენტებზე) და უშუალოდ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოზე, როგორც საფასურის მიმღებ სუბიექტზე. ამ ფინანსური შედეგების მასშტაბი დამოკიდებულია ემისიების სიხშირეზე, აგრეთვე უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში ემიტენტის მიერ აქტივების ჩანაცვლების სიხშირეზე, რისი წინასწარ განსაზღვრაც რთულია. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსალოდნელი არ არის, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ კანონპროექტით გათვალისწინებული ფუნქციების შესრულება გამოიწვევს სააგენტოს მიერ დამატებითი ფინანსური რესურსების მობილიზების აუცილებლობას ტექნიკურ-ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელების კუთხით, ვინაიდან სააგენტო დღესაც ახორციელებს კანონპროექტით გათვალისწინებული ფუნქციის მსგავს ფუნქციას მოძრავ ნივთებსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლებათა რეესტრის წარმოებისას (მაგ., ფინანსური გირავნობის რეგისტრაციისას, დღეს, სააგენტო მისთვის წარდგენილ საკრედიტო აქტივებზე არეგისტრირებს გირავნობას, რაც არსებითად (შინაარსობრივად) არ განსხვავდება იმ პროცედურისგან, რომელსაც სააგენტო განახორციელებს უზრუნველყოფის აქტივების (სესხების) დარეგისტრირებისას). რაც შეეხება უშუალოდ რეესტრის წარმოებასთან დაკავშირებით დამატებითი შრომითი რესურსის მობილიზებას, აღნიშნული დამოკიდებულია ემისიების სიხშირეზე, აგრეთვე უზრუნველყოფის აქტივების რეესტრში ემიტენტის მიერ აქტივების ჩანაცვლების სიხშირეზე, რისი წინასწარ განსაზღვრაც რთულია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. ორგანიზაციებში საქართველოს გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეროვნული ბანკი. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.