„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.04.2022
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/134/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
განათლების და მეცნიერების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 72 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 80 ✗ 2
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-11
ბიუროს ნომერი 139

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 06.07.2018, სარეგისტრაციო კოდი: 140070000.05.001.018915) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-10 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საგანგებო სიტუაციის პრევენციას ეროვნული სისტემის სუბიექტები ახორციელებენ სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის, „ბუნებრივი საგანგებო სიტუაციების პრევენციის ღონისძიებების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების, საგანგებო მართვის გეგმისა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.“. 2. მე-13 მუხლის მე-7 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „7. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა ორგანიზების წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“. მომზადების 3. მე-16 მუხლის მე-15 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 4. 33-ე მუხლის პირველი პუნქტის: ა) „ა“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა1“ ქვეპუნქტი: „ა1) შემოწმების პროცესში გამოიყენოს ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ვიდეოგადამღები ტექნიკა;“; ბ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 5. 35-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) მეწარმე სუბიექტის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის შემთხვევაში - მეწარმე სუბიექტს ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს; გ) სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − დაწესებულებას.“; ბ) მე-2 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.“. 6. 36-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტო (შემდგომ − სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტო). სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი. სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოში დასაქმებული არიან სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე პირები და სხვა საჯარო მოსამსახურეები.“. 7. 39-ე მუხლის: ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული სისტემის სუბიექტებთან კოორდინაციით სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავება;“; ბ) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ) კომპეტენციის ფარგლებში სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმის უშუალოდ განხორციელება;“; გ) „ფ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ფ) სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს ან შესაბამისი საგანმანათლებლო დაწესებულების მეშვეობით მეხანძრე-მაშველთა მიერ საგანმანათლებლო პროგრამის გავლა, ასევე შესაბამის სპეციალური პროფესიული მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება;“; დ) „ქ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 8. მე-40 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კომპეტენციის ფარგლებში, ეროვნული სისტემის სუბიექტებთან კოორდინაციით სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შესამუშავებლად ეროვნული სისტემის სუბიექტებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოითხოვოს უწყებაში არსებული ინფორმაცია, აგრეთვე შექმნას სამუშაო ჯგუფები მათი წარმომადგენლებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით;“. 9. 41-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 41. სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტო 1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ცალკეულ ფუნქციებს ასრულებს სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს მეშვეობით, რომლის საქმიანობის მიზანს წარმოადგენს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო მომსახურების გაწევა, სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შექმნასთან, მართვასთან, შენახვასა და გამოყენებასთან დაკავშირებული საოპერაციო პროცედურების განხორციელება, საგანგებო სიტუაციების მართვის კვალიფიკაციის სამსახურის ამაღლება, მოსამსახურეთა მეხანძრე-მაშველთა მომზადება, მიერ გადამზადება სპეციალური და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლა, აგრეთვე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განვითარების ხელშეწყობა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული სხვა ფუნქციების შესრულება. 2. სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს მიერ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში გასაწევი სახელმწიფო მომსახურების სახეები და საფასური განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. 3. სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს დებულებას ამტკიცებს მინისტრი. 4. სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.“. 10. VIII თავის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის VIII1 თავი „თავი VIII1 სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავება მუხლი 441. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავება 1. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო ორგანიზებასა და კოორდინაციას უწევს ეროვნული დონის კონცეპტუალური დოკუმენტების შემუშავებას. ეროვნული უსაფრთხოების საბჭო სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში უზრუნველყოფს საქართველოს მთავრობის შემდეგი დადგენილებების შემუშავების კოორდინაციას და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენას: ა) „თავშესაფრების მახასიათებლებისა და მათი აღრიცხვის წესის განსაზღვრის შესახებ“; ბ) „ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“; გ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გეგმის დამტკიცების შესახებ“; დ) „ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მატერიალური რესურსების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“. 2. სამინისტროს წარდგინებით საქართველოს მთავრობა უზრუნველყოფს შემდეგი დადგენილებების მიღებას: ა) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს ტერიტორიისა და ქალაქების ჯგუფებად დაყოფის, სასიცოცხლო მნიშვნელობის ობიექტების ჩამონათვალის და ამ ობიექტებზე საგანგებო სიტუაციების პრევენციისა და მათზე რეაგირების მოთხოვნების განსაზღვრის შესახებ“; ბ) „ბუნებრივი საგანგებო სიტუაციების პრევენციის ღონისძიებების შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“; გ) „საგანგებო სიტუაციის დროს სავალდებულო ოპერაციების ფარგლებში დაკისრებული ვალდებულების შესრულების წესის დამტკიცების შესახებ“; დ) „განსაკუთრებით მნიშვნელოვანი, პოტენციურად საშიში, ეროვნული საგანძურის და კულტურული მემკვიდრეობის იმ ობიექტების ჩამონათვალის დამტკიცების შესახებ, რომლებშიც აუცილებელია სახანძრო-სამაშველო დანაყოფის შექმნა“; ე) „წყალზე ადამიანის სიცოცხლის დაცვისა და მისი უსაფრთხოების უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“; ვ) „პოტენციურად საშიში ობიექტის უსაფრთხოების პასპორტისა და დეკლარაციის შემუშავების წესის დამტკიცების შესახებ“; ზ) „ტექნიკური რეგლამენტის − კერძო სახანძრო-სამაშველო დანაყოფისა და კერძო მიწისქვეშა საძიებო-სამაშველო დანაყოფის (სამთო მაშველის) საქმიანობისა და შემოწმების წესის დამტკიცების შესახებ“; თ) „ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის და მისი შედეგების აღრიცხვისა და მონაცემთა დამუშავების წესის დამტკიცების შესახებ“.“. 11. 45-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. პირს, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის, სამოქალაქო პირისა და სხვა საჯარო მოსამსახურისა, სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნის დროს ენიჭება სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდება.“. 12. 46-ე მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებისას პირმა უნდა გაიაროს შემოწმება. შემოწმება გულისხმობს პირის პერსონალური მონაცემების გადამოწმებას/მოძიებას. შემოწმების დაწყებამდე პირი (კანდიდატი) აცხადებს წერილობით თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების ხელმისაწვდომობაზე.“. 13. 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 48. თანამდებობრივი გადაადგილება (თანამდებობაზე გადაყვანა) მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების/გადაყვანის საკითხი რეგულირდება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით.“. 14. 55-ე მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის მოსამსახურის მიმართ გამოიყენება წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება; ბ) ფულადი ჯილდოს მიცემა; გ) ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; დ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სიგელით დაჯილდოება; ე) მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ვ) დისციპლინური სახდელის ვადამდე მოხსნა; ზ) სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა; თ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ი) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედალიონით დაჯილდოება; კ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მედლით დაჯილდოება; 2. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის მიმართ, გარდა ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმებისა, შეიძლება გამოყენებულ იქნას აგრეთვე წახალისების შემდეგი ფორმები: ა) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიაში შეყვანა; ბ) საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჟეტონით დაჯილდოება.“. 15. 57-ე მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 57. მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალურ პროფესიულ განათლებას, აგრეთვე მოსამსახურეთა მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას ახორციელებს სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს, ასევე სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის მეშვეობით. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უფლებამოსილია მოსამსახურეთა მომზადება ან/და გადამზადება ასევე განახორციელოს სხვა საჯარო ან კერძო სამართლის იურიდიულ პირთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.“. 16. 68-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 68. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევა 1. სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევის უფლება აქვთ სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს, აგრეთვე ფიზიკურ და იურიდიულ პირებს. 2. ამ კანონის 67‐ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გაწევა არის სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს ექსკლუზიური უფლებამოსილება, რომელიც მხარეებს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე ხორციელდება. 3. სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტო უფლებამოსილია ამ კანონის 67-ე მუხლის „ნ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების გასაწევად მხარეებს შორის დადებული შესაბამისი ხელშეკრულების საფუძველზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისაგან დროებით სარგებლობაში მიიღოს მატერიალურ-ტექნიკური საშუალებები.“. 17. 72-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. მუხლი 2 1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ - სამინისტრო) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის (შემდგომ - აკადემია) სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს უფლებამონაცვლედ (გარდა ამ ერთეულის გაუქმებამდე წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისა (მათ შორის, შრომის ანაზღაურებისა, სხვა საქონლისა და მომსახურებისა)) ჩაითვალოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ - სამსახური) მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტო (შემდგომ - სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტო). 2. აკადემიის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოში დასაქმებული მოსამსახურე, რომელიც 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მუშაობს ამ სამმართველოში და მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება, 2023 წლის 1 იანვრიდან მუშაობას გააგრძელებს სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოში და შეუნარჩუნდება 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით მინიჭებული სახელმწიფო სპეციალური წოდება, განურჩევლად მისი თანამდებობისა, და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მიენიჭება მორიგი სახელმწიფო სპეციალური წოდება. 3. აკადემიის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს მოსამსახურეები (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) უკონკურსოდ იქნებიან გადაყვანილი სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოში შესაბამის თანამდებობებზე ჩაითვლებიან სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს მოსამსახურეებად და მათი შრომითი სამართლებრივი ურთიერთობები განისაზღვრება სამინისტროს სისტემაში კანონმდებლობით. სამსახურის გავლის მარეგულირებელი სპეციალური 4. ამ კანონის ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში სამინისტრომ შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც ამ კანონის ამოქმედებიდან 2 თვის ვადაში, უზრუნველყოფს სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოსთვის გადასაცემი აქტივების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვასა და გადაცემას. კომისიის სხვა უფლებამოსილებებს განსაზღვრავს მინისტრი. 5. სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტომ ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მისთვის გადაცემული საბალანსო ნაშთების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) გადაცემიდან/მიღებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს მათი აღრიცხვა და ინვენტარიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. მუხლი 3 1. საქართველოს მთავრობამ, 2026 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 441 მუხლის პირველი-მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული დადგენილებების მიღება. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს შესაბამისი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების კანონთან შესაბამისობაში მოყვანა. 3. ამ კანონის ამოქმედებამდე მიღებული/გამოცემული სამართლებრივი აქტები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას შესაბამისი სამართლებრივი აქტების მიღებამდე/გამოცემამდე. მუხლი 4 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის, მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-9, მე-15 - მე-16 პუნქტების და მე-2 მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. 2. ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტი, მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი, მე-9, მე-15 - მე-16 პუნქტები და მე-2 მუხლი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით განსაზღვრულია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა მიღებისა და სამსახურის გავლის პირობები და პროცედურები. აღსანიშნავია, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ პოზიციაზე პირის დანიშვნა შესაძლებელია მხოლოდ სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებით, ამასთან, სამსახურში მიღებისას შემოწმებას გადიან მხოლოდ ის პირები, რომლებიც ინიშნებიან სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ იმ თანამდებობაზე, რომელიც ითვალისწინებს სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებას. აღნიშნული შეზღუდვა გამორიცხავს სამსახურში სპეციალური წოდების მინიჭების გარეშე პირის მიღების შესაძლებლობას და ხელს უშლის საკადრო პოლიტიკის სწორ დაგეგმვას. გარდა აღნიშნულისა, მითითებული კანონის შესაბამისად, თანამდებობაზე გადაადგილებისას/გადაყვანისას, პირი ინიშნება სპეციალური კონკურსისა და შესაბამისი სპეციალური პროფესიული განათლების გარეშე, თუ გადაადგილება/გადაყვანა ხდება იმ თანამდებობაზე, რომელსაც მსგავსი დასახელება აქვს და მსგავსი ფუნქციების შესრულებას ითვალისწინებს. კანონის ამგვარი ჩანაწერი სამინისტროს სისტემაში მოსამსახურის თანამდებობრივი გადაადგილებას ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის, რამდენადაც სამინისტროს სისტემაში უნდა არსებობდეს აუცილებლად მსგავსი დასახელებისა და მსგავსი ფუნქციის საშტატო ერთეულები, რომელთა შორისაც ხდება მოსამსახურის გადაადგილება. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევისათვის ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრებას სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) პირის შემთხვევაში - აღნიშნული სუბიექტის ხელმძღვანელისთვის, ხოლო სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირისათვის (ასეთი პირის არარსებობის შემთხვევაში დაწესებულებისათვის). აღნიშნული ერთი მხრივ იწვევს სამეწარმეო თუ არასამეწარმეო სუბიექტის ხელმძღვანელის, ხოლო ადმინისტრაციული ორგანოს შემთხვევაში - სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირის პერსონალურ პასუხისმგებლობას, ხოლო მეორე მხრივ, რიგ შემთხვევაში ართულებს სახდელის დაკისრების პროცესს. ამასთან, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის 72-ე მუხლი განსაზღვრავს საქართველოს მთავრობის ვალდებულებას გამოსცეს რიგი კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ აღნიშნული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტების მომზადება და საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირება სცილდება მხოლოდ ერთი უწყების - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებს და მოითხოვს სხვადასხვა სამთავრობო უწყებების ჩართულობას. შესაბამისად, რიგი ნორმატიული აქტების პროექტების შემუშავების კოორდინაცია და საქართველოს მთავრობისთვის დასამტკიცებლად წარდგენა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს კომპეტენციად განისაზღვრა. 2018 წელს ,,სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ და ,,სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონებში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის ფუნქციებს დაემატა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამინისტროს სისტემისთვის სპეციალური პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტების მომზადება, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება და ამ მიზნით შესაბამისი სასწავლო პროგრამების/კურსების შემუშავება/განხორციელება. აღსანიშნავია, რომ მეხანძრე-მაშველთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს როგორც თეორიული ცოდნის შეძენის ასევე პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების კომპონენტებს, რაც მოითხოვს შესაბამისი ინფრასტრუქტურისა და მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობას. დღეის მდგომარეობით მეხანძრე-მაშველთა სასწავლო კურსი მოიცავს მათ შორის, სახანძრო კიბეების გამოყენებით შენობა-ნაგებობების მაღალ სართულებზე შეღწევის, დაკვამლიანების ზონებში სუნთქვისა და მხედველობის ორგანოთა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების, სახანძრო ტუმბოების გამოყენებით წყლის მიწოდების სისტემების მოწყობის, ათეულის, ოცეულის გაშლისა და ტაქტიკური შესაძლებლობების გამოყენებით საზოგადოებრივი დანიშნულების შენობა-ნაგებობებზე ხანძრის ლოკალიზაციის სწავლებას. გარდა ამისა, მეხანძრე-მაშველთა სასწავლო კურსი მოიცავს საავარიო-სამაშველო/სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის სწავლებას, ასევე სპეციალურ სამაშველო ტაქტიკურ მომზადებას, რომელიც გულისხმობს, საავარიო-სამაშველო სამუშაოების სიმაღლეზე ჩატარებას და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების დროს საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელებას. შესაბამისად, მეხანძრე-მაშველთა სასწავლო კურსის განხორციელება მოითხოვს საამისოდ გამოყოფილ შესაბამის სივრცეს, რომელიც აღჭურვილი იქნება როგორც სასწავლო შენობა- ნაგებობებით, ისე შესაბამისი ინვენტარითა და მოწყობილობებით. აღსანიშნავია, რომ აკადემიას არ გააჩნია მეხანძრე-მაშველთა სწავლებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, აღნიშნული საჭიროებებით აკადემიის უზრუნველყოფას დღეის მდგომარეობითაც ახორციელებს სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. ამასთან, აუცილებელია, მეხანძრე-მაშველებს კვალიფიკაციის ამაღლებისთვის შესაბამისი პროგრამები/კურსები მიეწოდოთ დროულად, დაყოვნების გარეშე. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური, განსხვავებით აკადემიისა ფლობს ინფორმაციას მეხანძრე-მაშველთა არსებული პრობლემებისა და საჭიროებების შესახებ. აღნიშნულის გათვალისწინებით, მეხანძრემაშველთა სწავლებისთვის სათანადო პირობების დაკმაყოფილებას და მეხანძრემაშველთათვის, სრულფასოვანი სასწავლო პროგრამებისა და კურსების შემუშავებას ეფექტიანად შეძლებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური. შესაბამისად, მნიშვნელოვანია აღნიშნული უფლებამოსილება კანონით, აკადემიის ნაცვლად მიენიჭოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, რომელიც მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს მეშვეობით შეძლებს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამინისტროს სისტემისთვის სპეციალური პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტების მომზადებას, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას. ამასთან, იცვლება სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სახელწოდება, რომელიც ჩანაცვლდება სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს სახელწოდებით, შესაბამისად აუცილებელია საკანონმდებლო ცვლილების განხორციელება. გარდა ამისა, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის რიგი მუხლები შეიცავს ტექნიკური ხასიათის უზუსტობებს, რაც მის შინაარსს ბუნდოვანს ხდის და იძლევა არაერთმნიშვნელოვანი განმარტების შესაძლებლობას. ამიტომ აუცილებელია წარმოდგენილ კანონში ცვლილების შეტანა. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღებით დარეგულირდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა მიღებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, უზრუნველყოფილ იქნება აღნიშნული რეგულაციების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მოქმედ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობა, სისტემატიზაცია და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება. ასევე სამოქალაქო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის საკითხი ახლებურად დარეგულირდება პირებისათვის, სამეწარმეო ასევე და არასამეწარმეო სამსახურის მოსამსახურეთა სამსახურის ჟეტონით დაჯილდოება. (არაკომერციული) წახალისების იურიდიული ფორმად დაემატება იმისთვის, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს მეშვეობით, უზრუნველყოს მეხანძრე-მაშველთათვის საბაზისო სპეციალური პროფესიული განათლების, აგრეთვე მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებისა და კურსების მიწოდება, აუცილებელია შესაბამისი ცვლილება შევიდეს „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს - სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს აღნიშნული უფლებამოსილება მიენიჭოს კანონით. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: წარმოდგენილი კანონის პროექტის მიღებით დარეგულირდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურეთა მიღებისა და სამსახურის გავლასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები, უზრუნველყოფილ იქნება აღნიშნული რეგულაციების საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში მოქმედ ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობა, სისტემატიზაცია და ერთიანი მიდგომის ჩამოყალიბება. სამოქალაქო უსაფრთხოების მოთხოვნების დარღვევისათვის პასუხისმგებლობის საკითხი ახლებურად დარეგულირდება სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირებისათვის. ასევე, სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების ფორმად დაემატება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სამკერდე ნიშნით, მედალიონითა და მედლით დაჯილდოება, ხოლო მეხანძრე-მაშველის მიმართ, გარდა აღნიშნული წახალისების ფორმებისა, შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამსახურის ჟეტონით დაჯილდოება. კანონპროექტის მიღების შედეგად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს უფლებამოსილება ექნება, სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს მეშვეობით, განახორციელოს მეხანძრე-მაშველთათვის საბაზისო სპეციალური პროფესიული განათლების, აგრეთვე მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების და კურსების მიწოდება. გარდა ამისა, წარმოდგენილი პროექტით, კანონის 72-ე მუხლში მთავრობის მიერ გამოსაცემ რიგ სამართლებრივ აქტებს მთავრობას წარუდგენს ეროვნული უსაფრთხოების საბჭო. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი პროექტით, ცვლილება შედის „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში და მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის ჩანაწერიდან უქმდება მითითება „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაღვრის პრევენციისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილებაზე. აღნიშნული დადგენილების გამოცემის ვალდებულებას ითვალისწინებს კანონის მოქმედი რედაქციის 72-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტი. აღნიშნული დადგენილების პროექტთან დაკავშირებით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ნავთობისა და გაზის სახელმწიფო სააგენტოს მიერ დაფიქსირებულ იქნა პოზიცია, რომლის თანახმადაც ნავთობისა და გაზის რესურსების სამართლებრივი რეგულირება ხორციელდება „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით. აღნიშნული კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, „საქართველოში ნავთობისა და გაზის ოპერაციების, ნავთობის გადამუშავების, გაზის გადამუშავების ან/და ტრანსპორტირების საქმიანობის სახელმწიფო რეგულირებას ახორციელებს სააგენტო“, ხოლო ამავე კანონის 88 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, „ნავთობისა და გაზის სფეროში საქმიანობის საქართველოს კანონმდებლობასთან შესაბამისობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს მხოლოდ სააგენტო, გარდა საგადასახადო და სამართალდამცავი ორგანოების მიერ თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში განხორციელებული ზედამხედველობისა და კონტროლისა“. ამდენად, სააგენტოს განმარტებით, ნავთობისა და გაზის სფეროში ერთპიროვნულ სახელმწიფო მაკონტროლებელ ორგანოს წარმოადგენს სააგენტო, მათ შორის გარემოს დაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. ნავთობისა და გაზის წიაღისეულით სარგებლობა წარმოადგენს წიაღისეულით სარგებლობის განსაკუთრებულ შემთხვევას, როდესაც ინვესტორებთან დადებული ხელშეკრულებები ეფუძნება სახელმწიფოს წილობრივი განაწილების პრინციპით მონაწილეობას. სახელმწიფო, როგორც კერძო სამართლის სუბიექტი გამოდის მხარედ, იღებს წილს მოპოვებული ნავთობიდან და გაზიდან, ამტკიცებს ბიუჯეტს და გეგმებს, გასცემს ნებართვებს და ლიცენზიებს და იღებს მონაწილეობას სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღებაში. „ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოების მარეგულირებელი ეროვნული წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს უფროსის 2002 წლის 09 იანვრის ბრძანებით დამტკიცებული წესებით უკვე დარეგულირებულია „ნავთობისა და გაზის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე საქმიანობისას ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაღვრის პრევენციისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის ორგანიზაციული ღონისძიებები. აღნიშნული წესები შემუშავებულ იქნა აშშ საელჩოს მხარდაჭერითა და USAID დაფინანსებით. აღნიშნული წესებით გათვალისწინებულია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების, საბადოს შეფასების, ტექნიკური უსაფრთხოების მიწისქვეშა სისტემების და მიწისზედა ნაგებობების მშენებლობის, გარემოს დაცვის გეგმისა და ტექნიკური უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის გეგმების წარმოდგენის ვალდებულება, რომელიც შეიცავს დაღვრის თავიდან აცილების გეგმის არსებობას. წესების VII კარის XLV თავი დეტალურად აღწერს დაღვრის პრევენციისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის ორგანიზაციულ ღონისძიებებს. ამდენად, „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაღვრის პრევენციისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ კანონით გათვალისწინებული დადგენილების გამოცემის საჭიროება არ არსებობს, რამდენადაც მოქმედი კანონმდებლობა უკვე არეგულირებს აღნიშნულ საკითხს. შესაბამისად, პროექტით ცვლილება შედის კანონის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტში და პრევენციული ღონისძიებების დაგეგმვის საფუძვლად აღარ მიეთითება „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაღვრის პრევენციისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ მთავრობის დადგენილება. ასევე, პროექტის თანახმად „საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების დაღვრის პრევენციისა და მისი შედეგების ლიკვიდაციის წესის დამტკიცების შესახებ“ დადგენილების გამოცემის ვალდებულება საქართველოს მთავრობას აღარ ექნება. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-13 მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა მომზადების ორგანიზების წესი განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს მოქალაქეთა მომზადების ორგანიზება შესაძლოა დარეგულირდეს სხვადასხვა საკანონმდებლო აქტით, მათ შორის, სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმით. წარმოდგენილი მსჯელობიდან გამომდინარე, საქართველოს მთავრობის მხოლოდ ერთ კონკრეტულ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტზე მითითება არ არის მართებული და წარმოდგენილი პროექტით მითითება კეთდება ზოგადად, საქართველოს კანონმდებლობაზე. ტექნიკური ხასიათის ცვლილება შეეხო „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-15 პუნქტს, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესის შესაბამისად უნდა განხორციელდეს საგანგებო სიტუაციის დროს რეაგირების ძალებისა და საშუალებების საგანგებო სიტუაციაზე რეაგირების ღონისძიებებში ჩაბმა. საგულისხმოა, რომ მთავრობის დადგენილება აუცილებელი იყო მაშინ, როდესაც საგანგებო სიტუაციებზე რეაგირება განეკუთვნებოდა მუნიციპალიტეტის კომპეტენციას, მას შემდეგ რაც აღნიშნული მუნიციპალიტეტის უფლებამოსილებიდან გამოვიდა, მე-16 მუხლის მე-15 პუნქტით განსაზღვრული საკითხები დარეგულირდა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით. აღნიშნულის გათვალისწინებით „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-15 პუნქტში საქართველოს მთავრობის დადგენილებაზე მითითება არარელევანტურია და ამიტომ წარმოდგენილი პროექტით ხდება მისი ამოღება. ახლებურად ყალიბდება 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტები, რომლის თანახმადაც სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების განსაზღვრული მოთხოვნების პასუხისმგებლობა, დარღვევისთვის ნაცვლად საქართველოს იურიდიული პირის კანონმდებლობით ხელმძღვანელისა, დაეკისრება მეწარმე სუბიექტს ან არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. ხოლო, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებელი პირის ნაცვლად, პასუხისმგებლობა დაეკისრება დაწესებულებას. წარმოდგენილი პროექტით, ცვლილება ხორციელდება კანონის 33-ე მუხლის პირველ პუნქტში. კერძოდ, ზედამხედველობის ორგანოს უფლებამოსილებებს ემატება შემოწმების პროცესში ფორმის ტანსაცმელზე დამაგრებული ვიდეოგადამღები ტექნიკის გამოყენების უფლება. საგულისხმოა, რომ აღნიშნული ვიდეოგადამღები ტექნიკა უკვე შეძენილია. წარმოდგენილი პროექტის მიზანია მათი გამოყენებისათვის პირდაპირი საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა. ამასთან, პროექტით ამოღებული იქნება ჩანაწერი, რომელიც ზედამხედველობის ორგანოს კომპეტენციად გასაზღვრავდა ხანძრის მიზეზების შესწავლას. გამომდინარე იქიდან, რომ ხანძრის გამომწვევი მიზეზის დადგენა უფლებამოსილი ორგანოს მიერ უნდა მოხდეს გამოძიების ფარგლებში, აღნიშნული სცდება ზედამხედველობის ორგანოს კომპეტენციას და აუცილებელია ამ უკანასკნელის ამოღება 33-ე მუხლის პირველი პუნქტიდან. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით. აღსანიშნავია, რომ საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნები განისაზღვრება სხვადასხვა სამართლებრივი აქტით, ამიტომ მხოლოდ მთავრობის დადგენილებაზე მითითება არასწორია. პროექტით სწორდება აღნიშნული ხარვეზი და მიეთითება, რომ საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნები განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. წინამდებარე პროექტი ცვლილებას ითვალისწინებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის რიგ ფუნქციებში, კერძოდ, ახლებურად ყალიბდება კანონის 39-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციებს აღარ წარმოადგენს სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება, ამ მიზნით ეროვნული მნიშვნელობის დოკუმენტების პროექტების შემუშავება და მინისტრისთვის წარდგენა. ამასთან, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების კოორდინაცია და მონიტორინგი აღარ წარმოადგენს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციას. გარდა ამისა, ცვლილება შედის კანონის მე-40 მუხლის „ა“ ქვეპუნქტში, რომლის თანახმადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს ენიჭება უფლებამოსილება სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტების შემუშავების მიზნით ეროვნული სისტემის სუბიექტებისა და სხვა ადმინისტრაციული ორგანოებისგან გამოითხოვოს უწყებაში არსებული ინფორმაცია, აგრეთვე შექმნას სამუშაო ჯგუფები მათი წარმომადგენლებისა და მოწვეული ექსპერტების მონაწილეობით თავის კომპეტენციის ფარგლებში. პროექტით ცვლილება შედის 46-ე მუხლის მე-3 პუნქტში, რომლის თანახმადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში მიღებისას ყველა პირი დაექვემდებარება შემოწმებას. ცვლილება შედის 45-ე მუხლის მე-3 პუნქტშიც, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში სპეციალური წოდების გარეშე პირთა საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობებზე მიღება. ამასთან ახლებურად ყალიბდება კანონის 48-ე მუხლი და სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა თანამდებობრივი გადაადგილების/გადაყვანის საკითხი დარეგულირდება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული წესით. ცვლილება შედის კანონის 55-ე მუხლში სადაც სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისთვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელოვანი დავალების შესრულებისთვის მეხანძრე-მაშველთა მიმართ დიფერენცირებული წახალისების ფორმები ერთიანდება ზოგადად სამსახურის მოსამსახურეთა წახალისების ფორმებთან, რაც დამატებით ქმნის შესაძლებლობას, რომ გარდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებისა, ყველა მოსამსახურე შესაბამისი გარემოებების არსებობის შემთხვევაში დაჯილდოვდეს სამსახურის: სამკერდე ნიშნით, მედალიონით და მედლით. გამონაკლისს წარმოადგენს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველთა საპატიო სიაში შეყვანა. გარდა ამისა, აღნიშნულ გამონაკლისებს დაემატება წახალისების ახალი ფორმა და მეხანძრე-მაშველი დაჯილდოვდება ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჟეტონით. აღნიშნული საგამონაკლისო დაჯილდოების ორი ფორმის (საპატიო სიაში შეყვანა და სამსახურის ჟეტონით. დაჯილდოება) გამოყენების შესაძლებლობა იარსებებს მხოლოდ სამსახურის მეხანძრე-მაშველთა მიმართ. აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დეკემბერში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ჩამოყალიბდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში არსებულ სპეციალური დანიშნულების სახელმწიფო დაწესებულებად. „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი მიღებულ იქნა 2018 წლის 27 ივნისს, რომელმაც სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში რიგი სამართლებრივი აქტების გამოცემის ვალდებულება განსაზღვრა. ამავე კანონის თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური განისაზღვრა ეროვნული სისტემის ფუნქციონირების მაკოორდინირებელ უწყებად, რომელიც პასუხისმგებელი იყო სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებაზე. გასათვალისწინებელია, რომ 2019 წლის 1 იანვრიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო დაქვემდებარებაში დაწესებულების არსებულ უფლებამონაცვლედ სპეციალური განისაზღვრა დანიშნულების საქართველოს სახელმწიფო შინაგან საქმეთა სამინისტროს სისტემაში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება. ხოლო, 2019 წლის 2 აპრილს შეიქმნა ეროვნული უსაფრთხოების მაკოორდინირებელი უწყება - ეროვნული უსაფრთხოების საბჭო. პოლიტიკის დაგეგმვის „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს 2015 წლის 4 მარტის კანონი განსაზღვრავს ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროებს, პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის პროცესს და მისი დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყებების უფლებამოსილებებს. აღნიშნული კანონის თანახმად, სამოქალაქო უსაფრთხოება არის ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროს შემადგენელი ნაწილი, ხოლო ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა და კოორდინაცია ხორციელდება ერთიანი სამთავრობო მიდგომის პრინციპის საფუძველზე. ამავე კანონის თანახმად, „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვა ხორციელდება ეროვნული და უწყებრივი დონეების კონცეპტუალური და ორგანიზაციული დოკუმენტების მეშვეობით“. ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის მაკოორდინირებელი უწყება არის ეროვნული უსაფრთხოების საბჭო, რომლის უფლებამოსილებები განისაზღვრება ამავე კანონით. ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნამდე, ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვის კოორდინაციას უშუალოდ საქართველოს მთავრობა ახორციელებდა. შესაბამისად, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს 2018 წლის 27 ივნისის კანონის 72-ე მუხლის პირველი პუნქტით საქართველოს მთავრობის ვალდებულებად იყო განსაზღვრული სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროს მარეგულირებელი რიგი სამართლებრივი აქტების გამოცემა. 2019 წლის 2 აპრილს ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს შექმნის მიუხედავად, სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონში შესაბამისი ცვლილებები არ განხორციელებულა, რომლითაც გაიმიჯნებოდა ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციები, ასევე განისაზღვრებოდა კანონის საფუძველზე შესაბამისი აქტების გამოცემაზე პასუხისმგებელი უწყებები. აღნიშნულის გათვალისწინებით, წარმოდგენილი პროექტით, „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონს ემატება ახალი VIII1 თავი - ,,სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში პოლიტიკის დაგეგმვისა და განხორციელების მარეგულირებელი სამართლებრივი აქტების შემუშავება“. პროექტის თანახმად საქართველოს მთავრობის მიერ გამოსაცემი რიგი სამართლებრივი აქტების წარდგენაზე უფლებამოსილ უწყებად განისაზღვრება ეროვნული უსაფრთხოების საბჭო და შესაბამისად, საბჭო მთავრობას დასამტკიცებლად წარუდგენს შემდეგ სამართლებრივ აქტებს: ა) „თავშესაფრების მახასიათებლებისა და მათი აღრიცხვის წესის განსაზღვრის შესახებ“; ბ) „ინციდენტის/მოსალოდნელი ან წარმოქმნილი საგანგებო სიტუაციის შესახებ შეტყობინების სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ“; გ) „სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში სამოქალაქო-სამხედრო თანამშრომლობის გეგმის დამტკიცების შესახებ“; დ) „ბუნებრივ და ადამიანური ფაქტორით გამოწვეულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების მიზნით მატერიალური რესურსების შექმნისა და გამოყენების წესის დამტკიცების შესახებ“. ამასთან, VIII1 თავით სამართლებრივი განისაზღვრა აქტების საქართველოს ჩამონათვალი, რომელსაც მთავრობის მიერ ითვალისწინებს მისაღები იმ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციის 72-ე მუხლი და ჯერ არ არის მიღებული. აღნიშნული ნორმატიული აქტების საქართველოს მთავრობისთვის წარდგენას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ასევე ცვლილება შეეხო საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ გამოსაცემ კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს - „სამოქალაქო უსაფრთხოების ვარჯიშების ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანების პროექტს. აღნიშნული აქტით უნდა განისაზღვროს საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების ძალების მზადყოფნის მიზნით, ვარჯიშების ჩატარების წესი. უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო უსაფრთხოების ვარჯიშების ჩატარების წესი და პირობები განსაზღვრულია საქართველოს მთავრობის 2015 წლის 24 სექტემბრის №508 დადგენილებით დამტკიცებული „სამოქალაქო უსაფრთხოების ეროვნული გეგმით“. ფაქტობრივად, ორი სამართლებრივი აქტით ხდება ერთი და იგივე საკითხის დარეგულირება, რის გამოც წარმოდგენილი პროექტით შინაგან საქმეთა მინისტრი აღარ გამოსცემს ზემოაღნიშნულ ნორმატიულ აქტს. ამასთან, პროექტით „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონიდან ამოღებული იქნება იმ ნორმატიულ აქტებზე მითითება, რომელთა გამოცემის ვალდებულებაც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრს ეკისრებოდა და უკვე მიღებულია. კერძოდ, „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფის საქმიანობის ორგანიზების წესის დამტკიცების შესახებ“ და „ხანძრის ჩაქრობისა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებები. აღნიშნული ბრძანებები მიღებულ იქნა 2021 წლის 31 დეკემბერს. გარდა ამისა, ხდება კანონის 72-ე მუხლის ამოღება, რადგან ამ მუხლით განსაზღვრული სამართლებრივი აქტების ჩამონათვალი გაიწერა კანონის VIII1 თავში. ცვლილება ეხება 39-ე მუხლის „ქ“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქციაა. აღსანიშნავია, რომ „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 41-ე მუხლით სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში მომსახურების გაწევა განეკუთვნება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ის - სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს ფუნქციას. ამის გათვალისწინებით წარმოდგენილი პროექტით კანონის 39-ე მუხლიდან ამოღებულ იქნება ,,ქ“ ქვეპუნქტი. გარდა აღნიშნულისა, ახლებურად ყალიბდება კანონის 39-ე მუხლის ,,ფ“ ქვეპუნქტი, 41-ე მუხლი და 57-ე მუხლის პირველი პუნქტი, რომლის მიხედვითაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალურ პროფესიულ განათლებას, აგრეთვე მოსამსახურეთა მომზადებას, გადამზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებას განახორციელებს სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს მეშვეობით. ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილება შედის კანონის 36-ე მუხლის მე-3 პუნქტში, 41-ე მუხლსა და 68-ე მუხლში რომლის თანახმადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ნაცვლად, მიეთითება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტო. წარმოდგენილი პროექტის მე-2 და მე-3 მუხლები ითვალისწინებენ გარდამავალ დებულებებს, რომლის თანახმადაც საქართველოს მთავრობა, 2026 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოფს იმ სამართლებრივი აქტების მიღებას, რომელთა შემუშავება და მთავრობისთვის წარდგენა წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოსა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილებაა. წარმოდგენილი პროექტის გარდამავალი დებულების თანახმად, 2023 წლის 1 იანვრიდან შსს აკადემიის სამოქალაქო უფლებამონაცვლედ უსაფრთხოების (გარდა ამ საკითხებში ერთეულის მომზადების გაუქმებამდე სამმართველოს წარმოშობილი ფინანსური ვალდებულებებისა (მათ შორის, შრომის ანაზღაურებისა, სხვა საქონლისა და მომსახურებისა)) ჩაითვლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტო. ამასთან, შსს აკადემიის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს მოსამსახურეები და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირები უკონკურსოდ იქნებიან გადაყვანილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს შესაბამის თანამდებობებზე. გარდა ამისა, ზემოაღნიშნული ცვლილების ამოქმედებიდან (2023 წლის 1 იანვარი) 1 თვის ვადაში სამინისტრომ უნდა შექმნას შესაბამისი კომისია, რომელიც უზრუნველყოფს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოსთვის გადასაცემად შსს აკადემიაზე რიცხული საბალანსო ნაშთებიდან, გადასაცემი აქტივებისა და მიმდინარე ვალდებულებების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) განსაზღვრას, განკარგვას და გადაცემას. ხოლო, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტომ, მისთვის გადაცემული საბალანსო ნაშთების, აგრეთვე სამსახურებრივი დოკუმენტაციის (მათ შორის, შესაბამისი საარქივო მასალისა და სხვა დოკუმენტაციის) გადაცემიდან/მიღებიდან 3 თვის ვადაში უზრუნველყოს მათი აღრიცხვა და ინვენტარიზაცია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულია კანონის ამოქმედების თარიღი, რომლის თანახმადაც, ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის, მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-9, მე-15 - მე-16 პუნქტების და მე-2 მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო, ამ კანონის პირველი მუხლის მე-6 პუნქტის, მე-7 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის, მე-9, მე-15 - მე-16 პუნქტებისა და მე-2 მუხლის ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2023 წლის 1 იანვარი, ვინაიდან, მათი ამოქმედება დაკავშირებულია ახალ საბიუჯეტო წელთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. წარმოდგენილი პროექტის თანახმად, ცვლილება ხორციელდება კანონის 39-ე მუხლის „ფ“ პუნქტში და განისაზღვრება, რომ სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს ან შესაბამისი საგანმანათლებლო სპეციალური პროფესიული დაწესებულების მეშვეობით მეხანძრე-მაშველთა საგანმანათლებლო პროგრამის გავლა, ასევე მიერ შესაბამის მოსამსახურეთა მომზადება, გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლება არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ფუნქცია. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მეხანძრემაშველთა მიერ სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამის გავლას უზრუნველყოფს სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, მიუხედავად იმისა, რომ ცვლილების თანახმად აღნიშნული ფუნქცია გადადის სააგენტოს ფუნქციებში, აღსანიშნავია, რომ სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია იყენებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, შესაბამისად აღნიშნული სამსახურის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე გავლენას ვერ მოახდენს. ამასთან, ცვლილების თანახმად, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველის წახალისების ფორმებს ემატება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჟეტონით დაჯილდოება. დასახელებული ჟეტონის ერთეულის დამზადების საორიენტაციო ღირებულებაა 35 ლარი, თუმცა წინასწარ შეუძლებელია განისაზღვროს რა რაოდენობის თანამშრომელთა წახალისება მოხდება დასახელებული ფორმით. ამასთან, დასახელებული ხარჯის გაღება მოხდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურისათვის (შემდგომ - სამსახური) გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. წარმოდგენილი ცვლილების თანახმად, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს უფლებამონაცვლედ ჩაითვლება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტო. აკადემიის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს მოსამსახურეები (გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) უკონკურსოდ იქნებიან გადაყვანილი საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოში. ამასთან, ზემოაღნიშნულ პირთა შრომის ანაზღაურებისთვის საჭირო თანხების გამოყოფა მოხდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბიუჯეტიდან. მიუხედავად აღნიშნული ცვლილებისა, პროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, რადგან დღეისათვის სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოში დასაქმებულია 5 პირი, რომელთა წლიური ანაზღაურება ჯამში შეადგენს 157 995 ლარს, ხოლო დასახლებულ პირთა შრომის ანაზღაურების ცვლილება არ იგეგმება და სახელმწიფოს ბიუჯეტიდან შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი საბიუჯეტო თანხები იგივე დარჩება. იმის გათვალისწინებით, რომ მეხანძრე-მაშველთა მიერ სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის გავლას, ასევე შესაბამის მოსამსახურეთა მომზადებას, გადამზადებას და კვალიფიკაციის ამაღლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უზრუნველყოფს თავის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს მეშვეობით, შესაბამისად, კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროს წარმოადგენს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ბიუჯეტი. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. პროექტის თანახმად განისაზღვრება, რომ პირს, გარდა შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის, გამოსაცდელი ვადით მიღებული პირის, სამოქალაქო პირისა და სხვა საჯარო მოსამსახურისა, სამსახურში მიღებისას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშვნის დროს ენიჭება სამოქალაქო უსაფრთხოების სახელმწიფო სპეციალური წოდება. კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, სამსახურის ყველა საშტატო ერთეული ითვალისწინებს წოდების მინიჭებას. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით სამსახურის საშტატო ერთეულით გათვალისწინებულ თანამდებობებზე დასაქმებულ ყველა პირს მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური წოდება. ვინაიდან ცვლილება ითვალისწინებს შესაძლებლობას, პირი დაინიშნოს წოდების გარეშეც, მართალია მოქმედ თანამშრომლების გადანიშვნა წოდების გარეშე არ მოხდება, თუმცა თუ პირი შტატით გათვალისწინებულ ვაკანტურ თანამდებობაზე პირი დაინიშნება წოდების გარეშე, სახელმწიფო ბიუჯეტი დაზოგავს წოდების დანამატისათვის გადასახდელ თანხებს, რომელთა ოდენობაც დამოკიდებულია დასახელებული მოსამსახურეების რაოდენობასა და ხელფასზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლი განსაზღვრავს სანქციას სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში დადგენილი მოთხოვნების დარღვევის ან შეუსრულებლობისათვის. დასახელებული სანქცია მერყეობს 500-დან 10 000 ლარამდე და დამოკიდებულია სამართალდამრღვევ სუბიექტსა და სხვა გარემოებებზე. სამართალდარღვევის ხარისხზე, კანონპროექტის თანახმად ცვლილება ხორციელდება „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლში და განისაზღვრება, რომ მეწარმე სუბიექტის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების დარღვევისთვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პასუხისმგებლობა დაეკისრება შესაბამისად მეწარმე სუბიექტს, არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, ან დაწესებულებას. ვინაიდან მოქმედი რედაქციის თანახმად პასუხისმგებლობა ეკისრება მეწარმე სუბიექტის ან არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ხელმძღვანელსა და სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფისთვის პასუხისმგებელ პირს. ცვლილების შემდეგ, შეიცვლება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. კერძოდ, ფიზიკური პირები გათავისუფლდებიან ზემოაღნიშნული პასუხისმგებლობისაგან, ხოლო იურიდიულ პირებსა და დაწესებულებებს კი დაეკისრებათ იგი. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ამ საკითხზე გავლენას არ ახდენს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.