„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 74 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-11
ბიუროს ნომერი 139
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ
მუხლი
1.
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა
კოდექსის
(საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) 177-ე მუხლის
მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. იმ პირის/დაწესებულების მიერ, რომელსაც შეფარდებული აქვს ადმინისტრაციული
სახდელი ამ მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ჩადენისათვის, იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა −
გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარიდან 7 000 ლარამდე ოდენობით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის
შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“
ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი შემუშავებულია საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით
განხორციელებული ცვლილებების საფუძველზე.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონი სახანძრო უსაფრთხოების
მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების
დარღვევისათვის ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული
პასუხისმგებლობის დაკისრებას სამეწარმეო ან არასამეწარმეო (არაკომერციული) პირის
შემთხვევაში - აღნიშნული სუბიექტის ხელმძღვანელისთვის, ხოლო სახელმწიფო
ხელისუფლების, ავტონომიური რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების,
საჯარო სამართლის იურიდიული პირის შემთხვევაში − სახანძრო უსაფრთხოების
მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების
შესრულების
უზრუნველყოფაზე
არარსებობის
შემთხვევაში
-
პასუხისმგებელი
პირისათვის
დაწესებულებისათვის).
აღნიშნული
(ასეთი
პირის
ჩანაწერი
რიგ
შემთხვევაში ართულებს სახდელის დაკისრების პროცესს, რადგან სახდელის დაკისრება
ხდება სამეწარმეო თუ არასამეწარმეო სუბიექტის ხელმძღვანელის, ხოლო
ადმინისტრაციული ორგანოს შემთხვევაში - სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების,
საგანგებო სიტუაციის პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების
უზრუნველყოფაზე პასუხისმგებელი პირისთვის, მაშინ როდესაც სამართალდამრღვევი
არის არა ფიზიკური პირი, არამედ თავად იურიდიული პირი ან დაწესებულება,
შესაბამისად, დაკისრებულ ჯარიმასაც იხდის იურიდიული პირი ან დაწესებულება.
სწორედ ამიტომ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
კანონის
პროექტით
ცვლილება
შედის
„სამოქალაქო
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და ,,გ“
ქვეპუნქტებში, რომლის თანახმადაც სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო
სიტუაციის
პრევენციისა
საქართველოს
და
მასზე
კანონმდებლობით
რეაგირების
განსაზღვრული
მოთხოვნების
დარღვევისთვის
პასუხისმგებლობა,
ნაცვლად
იურიდიული პირის ხელმძღვანელისა, დაეკისრება მეწარმე სუბიექტს ან არასამეწარმეო
(არაკომერციულ) იურიდიულ პირს. ხოლო, სახელმწიფო ხელისუფლების, ავტონომიური
რესპუბლიკის ან მუნიციპალიტეტის ორგანოების, საჯარო სამართლის იურიდიული
პირის შემთხვევაში, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნების, საგანგებო სიტუაციის
პრევენციისა და მასზე რეაგირების მოთხოვნების შესრულების უზრუნველყოფისთვის
პასუხისმგებელი პირის ნაცვლად, პასუხისმგებლობა დაეკისრება დაწესებულებას.
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
საქართველოს
„საქართველოს
კანონის
ადმინისტრაციულ
პროექტის
თანმდევ
ცვლილებად
მომზადდა
სამართალდარღვევათა
კოდექსში“
ცვლილების
შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან შესაბამისობის უზრუნველყოფისთვის
აუცილებელია
ცვლილება
შევიდეს
საქართველოს
ადმინისტრაციულ
საქართველოს
ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსშიც.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღების
შედეგად
სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული
პასუხისმგებლობა
დაეკისრება
პირს/დაწესებულებას,
რითაც
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი შესაბამისობაში მოვა „სამოქალაქო
უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
პროექტის
თანახმად,
ტექნიკური
ხასიათის
ცვლილება
შედის
საქართველოს
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 177-ე მუხლში და ახლებურად
ყალიბდება მისი მე-5 ნაწილი, რომლის თანახმადაც 177-ე მუხლის მე-3 ან მე-4 ნაწილით
გათვალისწინებული
ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის
განმეორებით
ჩადენისთვის გათვალისწინებული პასუხისმგებლობა, კერძოდ 2 000 ლარიდან 7 000
ლარამდე ოდენობით ჯარიმა დაეკისრება პირს/დაწესებულებას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
წარმოდგენილი
პროექტის
გამოქვეყნებისთანავე,
მე-2
ვინაიდან,
მუხლის
თანახმად
მნიშვნელოვანია
მისი
კანონი
ამოქმედდება
დროული
ამოქმედება.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ)
კანონპროექტის
ფინანსური
გავლენის
შეფასება
საშუალოვადიან
პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო
ან/და
მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი ამ საკითხზე გავლენას არ ახდენს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ამ საკითხზე გავლენას არ ახდენს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ)
კანონპროექტის
მიმართება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება
ორგანიზაციებში
საერთაშორისო
საქართველოს
ორგანიზაციებში
საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.