„საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
06.04.2022
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/134/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 2 ✗ 15
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-11
ბიუროს ნომერი 139

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №7, 1998 წელი, მუხ. 58) შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილება: 1. მე-4 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,მუხლი 4. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის (შემდგომ − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური) და მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს უფლებამოსილებები სახელმწიფო რეზერვის მიმართ“; ბ) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო რეზერვის სისტემის მართვა, ამ სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის შემუშავება და განხორციელება არის საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განსაკუთრებული კომპეტენცია. სახელმწიფო რეზერვის მარაგის შექმნას, შენახვასა და მომსახურებას, სახელმწიფო რეზერვის მატერიალურ ფასეულობათა ოპერაციების წარმოებას, მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლს და სახელმწიფო რეზერვის მართვასთან დაკავშირებულ სხვა ოპერაციებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ახორციელებს მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს (შემდგომ − სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტო) მეშვეობით.“; გ) მე-5 - მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტო სახელმწიფო რეზერვის მართვის სფეროში: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეარჩევს სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიმწოდებელს და დებს მასთან ხელშეკრულებას; ბ) ახორციელებს მატერიალურად საპასუხისმგებლო შენახვის კონტროლს; გ) ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარუდგენს ამ კანონის მე-14 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს. 6. სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს სხვა უფლებამოსილებები სახელმწიფო რეზერვის სფეროში განისაზღვრება დებულებით, რომელსაც ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. სახელმწიფო რეზერვის სისტემის სტრუქტურა და მისი მართვის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით. 7. სახელმწიფო რეზერვის სისტემა არ მოიცავს საწარმოებს, დაწესებულებებს, ორგანიზაციებს, რომლებიც სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოსთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე ახორციელებენ მატერიალურ ფასეულობათა საპასუხისმგებლო შენახვას.“. 2. მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტო სახელმწიფო რეზერვის დადგენილ ოდენობამდე შევსებისათვის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით შეარჩევს სახელმწიფო რეზერვში მატერიალურ ფასეულობათა მიმწოდებელს, აგრეთვე პროდუქციის ღირებულების, ხარისხის და ხანგრძლივი შენახვისათვის ვარგისობის გათვალისწინებით მასთან დებს ხელშეკრულებას. 3. სახელმწიფო რეზერვში მატერიალური ფასეულობების მიწოდების სახელმწიფო დამკვეთია სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტო.“. 3. მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სახელმწიფო რეზერვიდან მატერიალურ ფასეულობებს განახლების, შეცვლის, გასესხების, ჯავშნიდან მოხსნის, გაშვების, ჰუმანიტარული დახმარების გაწევის მიზნით, საომარი მდგომარეობის ან/და საგანგებო მდგომარეობის ან სხვა განსაკუთრებული სიტუაციის შედეგების სალიკვიდაციოდ, საქართველოს მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ხოლო საომარი ან საგანგებო მდგომარეობის დროს − საქართველოს პრეზიდენტის განკარგულების საფუძველზე გასცემს სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტო.“. 4. მე-14 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,1. სახელმწიფო რეზერვის შევსება, განახლება, სახელმწიფო რეზერვის შესაქმნელად განკუთვნილი რესურსების შენახვა და დროებით სარგებლობაში გადაცემა ხდება სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოსა და, შესაბამისად, მიმწოდებელს, მატერიალურად პასუხისმგებელ შემნახველსა და დროებით მომხმარებელს შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.“; ბ) მე-2 პუნქტის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,ა) მიმწოდებლის (მომხმარებლის) მიერ სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოსათვის საურავის გადახდა მიწოდების (დაბრუნების) ვადის გადაცილების ყოველი დღისათვის (ფარული დეფექტების აღმოჩენის შემთხვევაში − ასეთი ფაქტის დადგენის დღიდან). საურავი უნდა შეესაბამებოდეს ხელშეკრულების დადების დღისათვის საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი საპროცენტო განაკვეთის არანაკლებ გაორმაგებულ ოდენობას; ბ) მიწოდების დაგვიანების ვადა, რომლის გასვლის შემდეგ ხელშეკრულება ბათილად ცხადდება. მიმწოდებელს ეკისრება ხელშეკრულების დარღვევის გამო სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოსათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურება, ხოლო სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს ეძლევა სხვა მიმწოდებელთან ხელშეკრულების დადების უფლება;“; გ) მე-3 და მე-4 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: ,,3. სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოსა და მატერიალურად პასუხისმგებელ შემნახველს შორის დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული უნდა იყოს შემნახველის პასუხისმგებლობა რესურსის მიღების, შენახვის ან/და დროებით სარგებლობაში გადაცემის წესების დარღვევისათვის, კერძოდ: ა) რესურსის მიღების წესები; ბ) რესურსის შენახვის წესები; გ) რესურსის დროებით სარგებლობაში გადაცემის წესები; დ) ფორსმაჟორის კონკრეტული პირობები. 4. სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს მიერ მიმწოდებელთან (შემნახველთან) დადებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში: ა) მიმწოდებელს (შემნახველს) უფლება აქვს, მოიხსნას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები; ბ) სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტო ვალდებულია მიმწოდებლის (შემნახველის) მოთხოვნისას აანაზღაუროს ხელშეკრულების დარღვევით მიყენებული ზარალი. ამ ზარალის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო.“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებულია „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი, რომლის მიღება განპირობებულია სხვადასხვა საკითხებით, მათ შორის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სახელწოდების ცვლილებით, რომლის თანახმად აღნიშნული საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახელწოდება ყალიბდება შემდეგი სახით სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტო. სააგენტოს სახელის ცვლილება თანმდევ ცვლილებას იწვევს „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონშიც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე შემუშავდა „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სახელწოდების ცვლილებისთვის აუცილებელია ცვლილება შევიდეს „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სახელწოდება შეიცვლება, რითაც „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში იქნება მოყვანილი „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: პროექტის თანახმად, ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილება შედის „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4, მე-7, მე-11 და მე14 მუხლებში, რომლის თანახმადაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს ნაცვლად, მიეთითება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტო. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: წარმოდგენილი პროექტის მე-2 მუხლით, კანონის ამოქმედების თარიღად განისაზღვრა 2023 წლის 1 იანვარი, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია ახალ საბიუჯეტო წელთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტი ამ საკითხზე გავლენას არ ახდენს. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ამ საკითხზე გავლენას არ ახდენს. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.