„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს სახელმწიფო მატერიალური რეზერვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მობილიზაციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „წიაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 77 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- განათლებისა და მეცნიერების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-04-11
ბიუროს ნომერი 139
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე
მუხლი 1. „სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge,), 20.12.2011, სარეგისტრაციო კოდი:
430060000.05.001.016510) მე-9 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 9. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და
ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმა
1. სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება არის:
ა) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) მმართველობის
სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს აკადემია (შემდგომ – აკადემია);
ბ) სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება
− საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტო
(შემდგომ – სააგენტო);
გ) სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე დანაყოფი/დაწესებულება;
დ) საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი უფლებამოსილების
მქონე დანაყოფი/დაწესებულება.
2. აკადემია, სააგენტო, სამინისტროს დანაყოფი/დაწესებულება და საქართველოს სახელმწიფო
უსაფრთხოების სამსახურის დანაყოფი/დაწესებულება:
ა) ახორციელებს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამით სწავლებას;
ბ) პროფესიული განვითარების, სპეციალური პროფესიული ცოდნის შეძენისა და უნარჩვევების გამომუშავებისა და დახვეწის მიზნით
კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებით სწავლებას;
ახორციელებს
გადამზადებისა
და
გ) ხელშეკრულების საფუძველზე უზრუნველყოფს სპეციალური პროფესიული მომზადებისა
და გადამზადების შესაბამისი სასწავლო კურსების ორგანიზებასა და განხორციელებას.“.
მუხლი 2
1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) მმართველობის
სფეროში შემავალმა სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება − საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის (შემდგომ − სამსახური) მმართველობის სფეროში მოქმედმა საჯარო
სამართლის იურიდიულმა პირმა − სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტომ
(შემდგომ − სერვისების სააგენტო) უზრუნველყოს მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალური
პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება და დამტკიცება.
2. მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის
დამტკიცებამდე, სერვისების სააგენტო უფლებამოსილია მეხანძრე-მაშველთა საბაზისო
სპეციალური პროფესიული სწავლებისას, იხელმძღვანელოს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემიის (შემდგომ − აკადემია) მიერ
შემუშავებული/დამტკიცებული შესაბამისი პროგრამით.
3. მსმენელები, რომლებიც 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით აკადემიაში გადიან
მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალურ პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას, 2023
წლის 1 იანვრის შემდეგ სწავლებას გააგრძელებენ სერვისების სააგენტოში.
მუხლი 3
ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის
თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2018 წელს ,,სპეციალური პროფესიული განათლების შესახებ“ და ,,სამოქალაქო უსაფრთხოების
შესახებ“ საქართველოს კანონებში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, საჯარო სამართლის
იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო)
აკადემიის (შემდგომ – აკადემია) ფუნქციებს დაემატა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში
სამინისტროს სისტემისთვის სპეციალური პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტების
მომზადება, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა გადამზადება, კვალიფიკაციის ამაღლება
და ამ მიზნით შესაბამისი სასწავლო პროგრამების/კურსების შემუშავება/განხორციელება.
მეხანძრე-მაშველთა მომზადების სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამა
მოიცავს
როგორც
გამომუშავების
თეორიული
კომპონენტებს,
ცოდნის
რაც
შეძენის
მოითხოვს
ასევე
პრაქტიკული
შესაბამისი
უნარ-ჩვევების
ინფრასტრუქტურისა
და
მატერიალურ-ტექნიკური ბაზის არსებობას. დღეის მდგომარეობით მეხანძრე-მაშველთა
სასწავლო კურსი მოიცავს მათ შორის, სახანძრო კიბეების გამოყენებით შენობა-ნაგებობების
მაღალ სართულებზე შეღწევის, დაკვამლიანების ზონებში სუნთქვისა და მხედველობის
ორგანოთა ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გამოყენების, სახანძრო ტუმბოების
გამოყენებით წყლის მიწოდების სისტემების მოწყობის, ათეულის, ოცეულის გაშლისა და
ტაქტიკური შესაძლებლობების გამოყენებით საზოგადოებრივი დანიშნულების შენობანაგებობებზე ხანძრის ლოკალიზაციის სწავლებას. გარდა ამისა, მეხანძრე-მაშველთა სასწავლო
კურსი მოიცავს საავარიო-სამაშველო/სამაშველო ტექნიკისა და აღჭურვილობის სწავლებას,
ასევე სპეციალურ სამაშველო ტაქტიკურ მომზადებას, რომელიც გულისხმობს, საავარიოსამაშველო სამუშაოების სიმაღლეზე ჩატარებას და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების
დროს საავარიო-სამაშველო სამუშაოების განხორციელებას.
შესაბამისად, მეხანძრე-მაშველთა სასწავლო კურსის განხორციელება მოითხოვს საამისოდ
გამოყოფილ შესაბამის სივრცეს, რომელიც აღჭურვილი იქნება როგორც სასწავლო შენობანაგებობებით, ისე შესაბამისი ინვენტარითა და მოწყობილობებით. აღსანიშნავია, რომ
აკადემიას არ გააჩნია მეხანძრე-მაშველთა სწავლებისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა,
მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, აღნიშნული საჭიროებებით აკადემიის უზრუნველყოფას
დღეის
მდგომარეობითაც
ახორციელებს
სამინისტროს
დაწესებულება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური.
სახელმწიფო
საქვეუწყებო
გასათვალისწინებელია, რომ 2018 წლის დასასრულს საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს აკადემიის ფუნქციებს დაემატა სამოქალაქო უსაფრთხოების სფეროში
სამინისტროს სისტემისთვის სპეციალური პროფესიული განათლების მქონე სპეციალისტების
მომზადება, 2019 წლის განმავლობაში და 2020 წლის დასაწყისში ჯამურად 142 მეხანძრემაშველის მომზადება მოხერხდა. რაც შეეხება მომდევნო წლებს, აღნიშნული პროცესი შეაფერხა
მსოფლიოში ახალი კორონავირუსით (SARS-COV-2) გამოწვეული ინფექციის COVID-19-ის
გავრცელებამ. ახალი კორონავირუსის (COVID-19) მასობრივი გავრცელების პრევენციისთვის,
ქვეყნის მოსახლეობის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მოსალოდნელი საფრთხის
შემცირებისა და ეპიდემიოლოგიური სიტუაციის სამართავად საქართველოს მთავრობის მიერ
განისაზღვრა რიგი ღონისძიებები, რომლის შესაბამისადაც ქვეყანაში ხანგრძლივი პერიოდით
შეჩერდა/შეფერხდა გარკვეული საქმიანობა, მათ შორის მეხანძრე-მაშველთა მომზადებაც.
ამჟამად მომზადებას საჭიროებენ, როგორც გამოსაცდელი ვადით დანიშნული სამსახურში
მისაღები კანდიდატები, ასევე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძროსამაშველო
ძალების
დეპარტამენტში
დასაქმებული
სრული
პირადი
შემადგენლობა.
კვალიფიკაციის ამაღლებისა და მეხანძრე-მაშველთა საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის
მიზნით, მნიშვნელოვანია, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტში დასაქმებულ სრულ
პირად შემადგენლობას დროულად მიეწოდოს სრულფასოვანი სასწავლო პროგრამები და
კურსები.
ზემოაღნიშნულის
პირობების
გათვალისწინებით,
დაკმაყოფილებას
და
მეხანძრე-მაშველთა
სწავლებისთვის
სათანადო
მეხანძრე-მაშველთათვის,
სრულფასოვანი
სასწავლო
პროგრამებისა და კურსების შემუშავებას ეფექტიანად შეძლებს საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახური. შესაბამისად მნიშვნელოვანია აღნიშნული უფლებამოსილება კანონით,
აკადემიის ნაცვლად მიენიჭოს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს, რომელიც მისი
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სერვისებისა და
სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს მეშვეობით შეძლებს სამოქალაქო უსაფრთხოების
სფეროში სამინისტროს სისტემისთვის სპეციალური პროფესიული განათლების მქონე
სპეციალისტების მომზადებას, სამინისტროს სისტემის მოსამსახურეთა გადამზადებასა და
კვალიფიკაციის ამაღლებას.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი დანაყოფი კერძოდ,
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტი უზრუნველყოფს სამინისტროსა და შესაბამისი
სახელმწიფო უწყების მოსამსახურეთა საბრძოლო და სპეციალურ მომზადებას/გადამზადებას,
რაც გათვალისწინებულია ,,საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ
დავალებათა დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან
საქმეთა მინისტრის 2019 წლის 1-ლი აპრილის №30 ბრძანებით. დეპარტამენტი აღნიშნულ
უფლებამოსილებას ახორციელებს საბრძოლო მომზადების, გადამზადებისა და დაგეგმარების
სამმართველოს მეშვეობით. სამმართველო ახორციელებს ისეთი პროგრამების ორგანიზებასა
და ჩატარებას, როგორებიცაა მათ შორის, სამხედრო ოფიცერთა მომზადების სასწავლო კურსი,
ფეთქებადი ნივთიერებების და ასაფეთქებელი მოწყობილობების კურსი, სამხედრო
ტოპოგრაფიის მომზადების სასწავლო კურსი და სხვა. აღსანიშნავია, რომ საბრძოლო
მომზადების, გადამზადებისა და დაგეგმარების სამმართველოში მომზადებას გადიან
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის
დეპარტამენტის,
სტრატეგიული
ობიექტების
დაცვის
დეპარტამენტის,
ცენტრალური
კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და სასაზღვრო პოლიციის მოსამსახურეები.
საბრძოლო
მომზადების,
გადამზადებისა
და
დაგეგმარების
სამმართველოში
ზემოთ
აღნიშნული პროგრამებით 2019 წელს მომზადება გაიარა საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს 1 875, ხოლო 2020 წელს − 417 მოსამსახურემ. ამასთან, 2019 წელს სამმართველოს
სასროლეთზე და სასწავლო წერტილებზე საცეცხლე და ტაქტიკური მომზადება გაიარეს
სამინისტროს, აგრეთვე სხვა სახელმწიფო უწყებების მოსამსახურეებმა, ჯამში 15 568
მოსამსახურემ. აღნიშნული რიცხვი 2020 წელს შეადგენდა 9 409-ს, ხოლო 2021 წელს − 6 923-ს.
სწორედ ამიტომ, აუცილებელია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ
დავალებათა დეპარტამენტის ერთ-ერთი უფლებამოსილება, კერძოდ სამინისტროსა და
შესაბამისი სახელმწიფო უწყების მოსამსახურეთა საბრძოლო ან/და სპეციალური მომზადებისა
და გადამზადების უზრუნველყოფა, საკანონმდებლო აქტით იყოს გათვალისწინებული.
ამასთან, იცვლება სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების
სააგენტოს სახელწოდება, რომელიც ჩანაცვლდება სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების
სააგენტოს
სახელწოდებით,
შესაბამისად
აუცილებელია
საკანონმდებლო
ცვლილების
განხორციელება.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
იმისთვის, რომ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა, სერვისებისა და სახელმწიფო
რეზერვების სააგენტოს მეშვეობით, უზრუნველყოს მეხანძრე-მაშველთათვის საბაზისო
სპეციალური
პროფესიული
განათლების,
აგრეთვე
მოსამსახურეთა
მომზადების,
გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამებისა და კურსების მიწოდება
აუცილებელია შესაბამისი ცვლილება შევიდეს “სპეციალური პროფესიული განათლების
შესახებ“
საქართველოს
კანონში
და
საგანგებო
სიტუაციების
მართვის
სამსახურის
მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სერვისებისა და
სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს მიენიჭოს სპეციალური პროფესიული საგანმანათლებლო
დაწესებულების სტატუსი.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის
მიღების
შედეგად,
საგანგებო
სიტუაციების
მართვის
სამსახურს
უფლებამოსილება ექნება, სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს მეშვეობით,
განახორციელოს მეხანძრე-მაშველთათვის საბაზისო სპეციალურ პროფესიულ განათლების,
აგრეთვე მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების
პროგრამებისა და კურსების მიწოდება.
ამასთან, პროექტის მიღების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი
უფლებამოსილების მქონე დანაყოფს/დაწესებულებას მიენიჭება სპეციალური პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსი და განხორციელდება საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო
დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში
მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო
უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს სახელწოდების ცვლილებების ასახვა „სპეციალური
პროფესიული განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი პროექტით, ცვლილება შედის „სპეციალური პროფესიული განათლების
შესახებ“ საქართველოს კანონში და ახლებურად ყალიბდება კანონის მე-9 მუხლი, რომლის
პირველი პუნქტის მიხედვითაც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის
სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული
პირის − სახელმწიფო რეზერვებისა და სამოქალაქო უსაფრთხოების სერვისების სააგენტოს
ნაცვლად, მიეთითება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების − საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი −
სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტო.
გარდა ამისა, პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ჩამონათვალს ემატება
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი − სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტო და
შინაგან
საქმეთა
სამინისტროს
შესაბამისი
უფლებამოსილების
მქონე
დანაყოფი/დაწესებულება.
წარმოდგენილი პროექტის, მე-2 მუხლი შეიცავს გარდამავალ დებულებებს, რომლის
თანახმადაც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მმართველობის სფეროში მოქმედმა
საჯარო სამართლის იურიდიულმა პირმა - სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების
სააგენტომ უნდა შეიმუშაოს და დაამტკიცოს მეხანძრე-მაშველთა საბაზისო სპეციალური
პროფესიული
საგანმანათლებლო
პროგრამა.
ხოლო,
აღნიშნული
საგანმანათლებლო
პროგრამის დამტკიცებამდე, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მოსამსახურე
უფლებამოსილი იქნება სასწავლო კურსები გაიაროს აკადემიაში არსებული პროგრამით.
ამასთან,
მსმენელები,
რომლებიც
აკადემიაში
გადიან
მეხანძრე-მაშველთა
საბაზისო
სპეციალურ პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამას, 2023 წლის 1 იანვრის შემდეგ
სწავლებას გააგრძელებენ სერვისების სააგენტოში.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
წარმოდგენილი
კანონის
პროექტის
მე-3
მუხლით
კანონის
ამოქმედების
თარიღად,
განისაზღვრა, 2023 წლის 1 იანვარი, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია ახალ
საბიუჯეტო წელთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
წარმოდგენილი
პროექტის
თანახმად,
საგანგებო
სიტუაციების
მართვის
სამსახურს
უფლებამოსილება ექნება, სერვისებისა და სახელმწიფო რეზერვების სააგენტოს მეშვეობით,
განახორციელოს მეხანძრე-მაშველთათვის საბაზისო სპეციალურ პროფესიულ განათლების,
აგრეთვე მოსამსახურეთა მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების
პროგრამებისა და კურსების მიწოდება. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მეხანძრემაშველთა
მიერ
სპეციალურ
პროფესიულ
საგანმანათლებლო
პროგრამის
გავლას
უზრუნველყოფს სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია, მიუხედავად იმისა, რომ
ცვლილების თანახმად აღნიშნული ფუნქცია გადადის სააგენტოს ფუნქციებში, აღსანიშნავია,
რომ სსიპ შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია იყენებს საგანგებო სიტუაციების მართვის
სამსახურის მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას, შესაბამისად აღნიშნული სამსახურის ბიუჯეტის
ხარჯვით ნაწილზე გავლენას ვერ მოახდენს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ აკადემიის
სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოს მოსამსახურეები (გარდა
შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირებისა) უკონკურსოდ იქნებიან გადაყვანილი
სერვისების სააგენტოში შესაბამის თანამდებობებზე. აქედან გამომდინარე ისინი ჩაითვლებიან
სერვისების სააგენტოს მოსამსახურეებად. გასათვალისწინებელია, რომ დღეისათვის
სამოქალაქო უსაფრთხოების საკითხებში მომზადების სამმართველოში დასაქმებულია 5 პირი,
რომელთა წლიური ანაზღაურება ჯამში შეადგენს 157 995 ლარს. დასახლებულ პირთა შრომის
ანაზღაურების ცვლილება არ იგეგმება. სამოქალაქო უსაფრთხოების სამმართველოში
დასაქმებული პირების შრომის ანაზღაურება, პროექტის მიღების შემდეგ, აკადემიის ბიუჯეტის
ნაცვლად, გაიცემა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ბიუჯეტიდან.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ დღეის მდგომარეობით შინაგან საქმეთა სამინისტროს
განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის საბრძოლო მომზადების, გადამზადებისა და
დაგეგმარების
სამმართველო
ყოველწლიურად
უზრუნველყოფს
თანამშრომლების
გადამზადებას. სასწავლო პროგრამებისთვის აუცილებელი ხარჯები გათვალისწინებულია
სამინისტროს ყოველწლიური ბიუჯეტით, შესაბამისად დეპარტამენტისთვის პროფესიული
საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მინიჭება არ იქონიებს გავლენას სამინისტროს
ბიუჯეტზე.
წარმოდგენილი პროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსება მოხდება
ერთი მხრივ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და მეორე მხრივ საგანგებო
სიტუაციების მართვის სამსახურის ბიუჯეტიდან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტი გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის
მიღება
არ
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი ამ საკითხზე გავლენას არ ახდენს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი ამ საკითხზე გავლენას არ ახდენს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და
შეთანხმებებს.
აგრეთვე,
კანონპროექტის
მიღება
არ
უკავშირდება
რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა
და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების
შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და
მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის,
ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.