„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
18.05.2022
ავტორი
საქართველოს დაზვერვის სამსახური
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/151/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 77 ✗ 6
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-23
ბიუროს ნომერი 151

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №24, 10.05.2010, მუხ. 150) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-6 მუხლის მე-6 პუნქტის: ა) „რ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „რ) ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ, რეგიონალურ და გლობალურ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით თანამშრომლობს უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან;“; ბ) „რ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ს“ ქვეპუნქტი: „ს) მატერიალური ან/და ელექტრონული დოკუმენტის სახით ქმნის, აგზავნის, იღებს და ინახავს ნებისმიერ დოკუმენტს (მათ შორის საარქივო მასალას), აგრეთვე იყენებს პირად და ელექტრონულ ხელმოწერას/ელექტრონულ შტამპს და ელექტრონულ სანდო მომსახურებას.“. 2. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამსახურის მოსამსახურე არის პირი, რომელიც მსახურობს სამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე და მინიჭებული აქვს სახელმწიფო სპეციალური ან სამხედრო წოდება, აგრეთვე სამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული წოდების არმქონე პირი (სამოქალაქო პირი) და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი.“ 3. მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის: ა) „გ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) საქართველოს პრემიერ-მინისტრს წარუდგენს საქართველოს დაზვერვის სამსახურის საქმიანობის ყოველწლიურ ანგარიშს;“; ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სამსახურის მოსამსახურეებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ანიჭებს სამხედრო ან სახელმწიფო სპეციალურ წოდებებს პოლკოვნიკის წოდების ჩათვლით;“. 4. მე-11 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 21-22 პუნქტები: „21. სამსახურში მიღებული პირი ინიშნება გამოსაცდელი ვადით და ექვემდებარება სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებული სპეციალური მომზადების კურსის გავლას. სპეციალური მომზადების კურსის გავლისგან გათავისუფლების ან/და მისი ხანგრძლივობის შემცირების საკითხები შეიძლება განისაზღვროს სამსახურის უფროსის სამართლებრივი აქტით. 22. სამსახურის ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელ ქვედანაყოფებში სამმართველოს უფროსის და უფრო მაღალ თანამდებობაზე, აგრეთვე დაზვერვის ოფიცრის მეექვსე და უფრო მაღალი კატეგორიის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს, ხოლო საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამსახურმა შეიძლება მიავლინოს პირი, რომელსაც აქვს სამსახურის ოპერატიულ ან/და ანალიტიკურ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ ორწლიანი გამოცდილება.“ 5. მე-16 მუხლის: ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ე) დისციპლინური გადაცდომისას, თუ მის მიმართ უკვე მოქმედებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი სხვა ზომა, ან მძიმე დისციპლინური გადაცდომისას; ბ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე;“ გ) „ო“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; დ) „ს“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ს) სასამართლოს მიერ უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარების ან გარდაცვლილად გამოცხადების შემთხვევებში;“ ე) „ტ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „უ“ ქვეპუნქტი: „უ) გამოსაცდელი ვადის განმავლობაში არადამაკმაყოფილებელი შეფასების მიღების შემთხვევაში;“ მოსამსახურის მიერ 6. მე-17 მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) თანამდებობრივი სარგოს უფრო დაბალ კატეგორიაზე გადაყვანა – არა უმეტეს ერთი წლით;“ ბ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამსახურის უფროსი უფლებამოსილია თავისი კომპეტენციის ფარგლებში და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამსახურის მოსამსახურის მიმართ გამოიყენოს ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ნებისმიერი დისციპლინური სახდელი, მათ შორის, სამსახურიდან განთავისუფლება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის მოქმედების გარეშე, თუ იგი ჩაიდენს მძიმე დისციპლინურ გადაცდომას;.“ 7. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 21 პუნქტი: „21. საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში მივლენილი დაზვერვის ოფიციალური წარმომადგენლის სამუშაო მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურტექნიკური უზრუნველყოფის წესი დადგენილებით.“. 8. 28-ე მუხლი ამოღებულ იქნეს. განისაზღვრება საქართველოს მთავრობის 9. 29-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 29. საფინანსო კონტროლი სამსახურის მიერ საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი სახსრებისა და სახელმწიფოს სხვა მატერიალური ფასეულობების გამოყენებისა და ხარჯვის შემოწმებას ახორციელებს სახელმწიფო აუდიტის სამსახური.“ მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია ეროვნული სადაზვერვო სისტემის და სადაზვერვო საქმიანობის დახვეწის, ასევე ამ კანონის სხვა საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანის აუცილებლობით, მათ შორის „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ კანონთან, „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონთან, აგრეთვე ელექტრონული სანდო მომსახურების და სხვა საკითხების მარეგულირებელ საკანონმდებლო აქტებთან. პრობლემები, რომელთა გადაჭრასაც მიზნად ისახავს ეს კანონპროექტი უფრო ვრცლად არის განხილული კანონპროექტის ძირითად არსში. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: არსებობს მოქმედი კანონის ტექნიკურად დახვეწის, სხვა საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანის და სადაზვერვოს სისტემის შემდგომი განვითარებისა და გაუმჯობესების აუცილებლობა. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოს დაზვერვის სამსახურის შემდგომ განვითარებას და კანონში არსებული სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: 1. გაიზრდება საქართველოს პრემიერ-მინისტრის, როგორც დაზვერვის სისტემის ფუნქციონირებაზე სამსახურებრივი ზედამხედველობის განმახორციელებელი პირის ჩართულობა დაზვერვის სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხებში. კერძოდ, საქართველოს დაზვერვის სამსახურს ახალ საერთაშორისო პარტნიორებთან მოლაპარაკებების დაწყების უფლება მიეცემათ მხოლოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, რაც სრულ თანხვედრაშია „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 9.4. მუხლთან. 2. სამსახურის უფროსი ვალდებული იქნება საქართველოს დაზვერვის სამსახურის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ანგარიში წარუდგინოს საქართველოს პრემიერ-მინისტრს - მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებდა ასეთ ვალდებულებას. ცვლილება ხელს შეუწყობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის წინაშე დაზვერვის სამსახურის ანგარიშვალდებულების და პასუხისმგებლობის გაზრდას. 3. სამსახურში მიღებული პირები დაინიშნებიან გამოსაცდელი ვადით და დაექვემდებარებიან სპეციალური მომზადების კურსების/პროგრამის გავლას. ამასთან, სამსახურში გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამსახურეები გაივლიან სამსახურის უფროსის მიერ დამტკიცებულ შესაბამის სპეციალური მომზადების კურსს. კანონპროექტი ითვალისწინებს ასევე ცალკეულ შემთხვევებში აღნიშნული კურსების გავლისგან გათავისუფლებისა ან მათი ხანგრძლივობის შემცირების შესაძლებლობას, რომელიც სათანადო აუცილებლობის შემთხვევაში უფრო დეტალურად იქნება განსაზღვრული სამსახურის უფროსის შესაბამისი სამართლებრივი აქტით. 4. სამსახურის ოპერატიული და ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელ დანაყოფებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე (სამმართველოს უფროსის და უფრო მაღალ თანამდებობაზე, დაზვერვის ოფიცრის მეექვსე და უფრო მაღალ კატეგორიაზე) დანიშვნა, აგრეთვე საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში სამსახურის წარმომადგენლების მივლენა შესაძლებელი იქნება მხოლოდ საქართველოს დაზვერვის სამსახურში ოპერატიული ან/და ანალიტიკური ფუნქციის განმახორციელებელ დანაყოფებში მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილების შემთხვევაში. ცვლილება ხელს შეუწყობს სამსახურის საკადრო სისტემის მდგრადობას და სტაბილურობას, ასევე სამსახურში კარიერული სისტემის განვითარებას. 5. დაიხვეწება სამსახურის გავლის საკითხები, რომლებიც უკავშირდება: ა) სამსახურის მოსამსახურის განმარტებას - კერძოდ, ზუსტდება სამსახურის „სამოქალაქო პირის“ დეფინიცია და განისაზღვრება, რომ სამოქალაქო პირი არის სამსახურის შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე დანიშნული წოდების არმქონე პირი. გარდა ამისა, სამსახურის მოსამსახურეთა ჩამონათვალს ემატება აგრეთვე „შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირიც“, რომელზედაც ცხადია სრულად ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, მათ შორის - სამსახურში მიღების, სამსახურის გავლის, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან გათავისუფლების და უფლებამოსილების შეჩერების, აგრეთვე სამართლებრივი და სოციალური დაცვის მარეგულირებელი ნორმები. შესაბამისად, აღნიშნული ცვლილებით ხდება მხოლოდ კანონში არსებული ტექნიკური ხარვეზის გამოსწორება, რაც არავითარ დამატებით ღონისძიებას ან ფინანსურ ხარჯებს არ იწვევს; ბ) სახელმწიფო სპეციალური და სამხედრო წოდებების მინიჭებას - საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პოლკოვნიკის სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭება აღარ შედის საქართველოს პრეზიდენტის კომპეტენციაში. შესაბამისად, საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსს ექნება მათ შორის პოლკოვნიკის სამხედრო წოდების ვადამდე მინიჭების უფლებაც; გ) სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლების განსაზღვრას, კერძოდ: - სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლებში სამსახურებრივი დისციპლინის „უხეში“ დარღვევა შეიცვლება „მძიმე დისციპლინური გადაცდომით“, რომელსაც ითვალისწინებს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი; - სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი საკმარისი იქნება მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნისათვის და დამატებით გარემოებად აღარ იქნება მითითებული „საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევები“; - „საპენსიო ასაკი“ აღარ იქნება პირის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი, ვინაიდან მსგავს რეგულაციას არ ითვალისწინებს შრომითი ურთიერთობების მომწესრიგებელი არც ერთი სამართლებრივი აქტი; - სამსახურიდან დათხოვნის გამოცხადება“ და საფუძვლებს დაემატება „გამოსაცდელი ვადის პირის განმავლობაში „გარდაცვლილად მოსამსახურის არადამაკმაყოფილებელი შეფასება“. 6. სწორდება კანონში არსებული არასწორი ჩანაწერი, რომლის თანახმადაც საქართველოს პროკურატურას უნდა განეხორციელებინა სამსახურებრივი ზედამხედველობა დაზვერვის სამსახურის საქმიანობაზე. კანონპროექტის თანახმად ხდება აღნიშნული რეგულაციის გაუქმება, ვინაიდან მსგავს რეგულაციას სადაზვერვო სისტემის სპეციფიკიდან გამომდინარე არ ითვალისწინებს არც „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონი. გარდა ამისა, სამსახური არ წარმოადგენს საგამოძიებო ორგანოს და ის არ ახორციელებს არც ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს. აღსანიშნავია, რომ ცვლილება არ შედის „ოპერატიულ სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში, ვინაიდან ამავე კანონის 21-ე მუხლის მიხედვით პროკურატურა ახორციელებს ყველა სახის ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობას. 7. სამსახურს მიენიჭება ელექტრონული დოკუმენტის შექმნის, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენების უფლებამოსილება, რაც რეალურად ისედაც ხორციელდება სხვა საკანონმდებლო აქტებიდან გამომდინარე. 8. დაზვერვის სამსახურის ოფიციალური წარმომადგენლების მივლინების ანაზღაურებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის საკითხების მომწესრიგებელი ნორმატიული აქტის გამოცემის მიზნით შეიქმნება შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ნორმატიული აქტი (საქართველოს მთავრობის 2014 წლის 11 ივლისის N380 დადგენილება) დღესაც მოქმედებს. ამ შემთხვევაში, წარმოდგენილი ცვლილებიდან გამომდინარე მას განესაზღვრება შესაბამისი საკანონმდებლო საფუძველი. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი არ ითვალისწინებს მისი ამოქმედებისთვის რაიმე სპეციალური ვადის განსაზღვრას, შესაბამისად, კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან, მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს მოძიებას, ვინაიდან აღნიშნული ცვლილება არ არის დაკავშირებული საბიუჯეტო ხარჯებთან. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან აღნიშნული ცვლილება არ არის დაკავშირებული საბიუჯეტო ხარჯებთან. ამასთან, დამატებით საბიუჯეტო ხარჯებს არ გამოიწვევს მათ შორის: - სამსახურის მიერ ელექტრონული დოკუმენტის შექმნა, ელექტრონული ხელმოწერისა და ელექტრონული სანდო მომსახურების გამოყენება, რადგანაც სამსახურის მიერ აღნიშნული საქმიანობა ისედაც ხორციელდება სხვა საკანონმდებლო აქტებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ცვლილება მხოლოდ ტექნიკური ხასიათისაა და ის მიზნად ისახავს ამ ნაწილში საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას; - კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება, ვინაიდან სამსახურის მოსამსახურის დეფინიციაში „შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის“ ჩამატება მიზნად ისახავს მხოლოდ კანონში არსებული ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებას. ცხადია კანონის მოქმედება სრულად ვრცელდება ასევე აღნიშნული კატეგორიის მოსამსახურეებზეც, მათ შორის სამსახურში მიღების, სამსახურის გავლის, წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის, სამსახურიდან გათავისუფლების და უფლებამოსილების შეჩერების, აგრეთვე სამართლებრივი და სოციალური დაცვის რეგულაციებთან დაკავშირებით. შესაბამისად, წინამდებარე ცვლილება არ ქმნის არავითარი დამატებითი ღონისძიების განხორციელების ან დამატებითი ფინანსური ხარჯის გაწევის საჭიროებას; - კანონპროექტის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული 21 პუნქტის დამატება, ვინაიდან სამსახურში მისაღები კანდიდატებისთვის სპეციალური კურსების ორგანიზებას ახორციელებს უშუალოდ სამსახურის უფლებამოსილი დანაყოფი, რომელიც არსებული პრაქტიკისა და სამსახურში მისაღები ნაკადების გათვალისწინებით დამატებითი ხარჯების გარეშე შეუფერხებლად უზრუნველყოფს აღნიშნული კურსების ორგანიზებასა და ჩატარებას; - კანონპროექტის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ცვლილება, ვინაიდან საპენსიო ასაკის გამო მოსამსახურეთა სამსახურიდან დათხოვნა არ ხდება. ცვლილების მიზანია ამ კანონის სხვა საკანონმდებლო აქტებთან შესაბამისობაში მოყვანა. აქედან გამომდინარე, ცვლილება არ გამოიწვევს სამსახურის საბიუჯეტო ხარჯების ზრდას; - კანონპროექტის პირველი მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ცვლილება, ვინაიდან სამსახურის საქმიანობაზე ზედამხედველობის ასეთ ზოგად ფორმას არ ითვალისწინებს არც სადაზვერვო საქმიანობის მომწესრიგებელი ჩარჩო კანონი „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“. შესაბამისად, სამსახურის საქმიანობაზე ამ პუნქტით გათვალისწინებული განხორციელდებოდა. თუმცა, საპროკურორო აღნიშნული პუნქტის ზედამხედველობა ამოღების ვერ მიუხედავად, საქართველოს პროკურატურა, „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონიდან გამომდინარე კვლავაც დარჩება საქართველოს დაზვერვის სამსახურის მხოლოდ ზედამხედველობის საქართველოს ოპერატიულ-სამძებრო განმახორციელებელ გენერალურ საქმიანობის ორგანოდ, პროკურატურასა და რაც ნაწილზე შეთანხმებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონპროექტის მოახდენს გავლენას არც საქართველოს პროკურატურის ხარჯებზე. მიღება არ ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: არ იწვევს ფინანსურ შედეგებს, ვინაიდან ცვლილება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა ფინანსურ შედეგებზე, რომლებზედაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ამასთან, ცვლილება არ გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს მათ შორის: - კანონპროექტის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული პირების მიმართ, ვინაიდან სამსახურის მოსამსახურის დეფინიციაში „შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირის“ ჩამატება მიზნად ისახავს მხოლოდ კანონში არსებული ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებას. ცხადია კანონის მოქმედება სრულად ვრცელდება ასევე აღნიშნული კატეგორიის მოსამსახურეებზეც. ამდენად, შემოთავაზებული ცვლილება არ მოახდენს გავლენას აღნიშნული კატეგორიის მოსამსახურეთა ფინანსურ მდგომარეობაზე; - კანონპროექტის პირველი მუხლის გათვალისწინებული პირების მიმართ, მე-5 პუნქტის „გ“ ვინაიდან საპენსიო ქვეპუნქტით ასაკის გამო მოსამსახურეთა სამსახურიდან დათხოვნა არ ხდება. გარდა ამისა, სამსახურიდან დათხოვნის მსგავს საფუძველს უკვე დიდი ხანია აღარ ითვალისწინებს არც სხვა საკანონმდებლო აქტები. შესაბამისად, ცვლილების მიზანია ამ ნაწილში კანონმდებლობის ჰარმონიზაცია. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის შემოღებას. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე გავლენას არ იქონიებს. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს ორმხრივ მრავალმხრივ წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს და ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს დაზვერვის სამსახური. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.