„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს პარლამენტის წევრის თეონა აქუბარდიას ალტერნატიული წინადადება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ალტერნატიული წინადადება
- „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-23
ბიუროს ნომერი 151
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო მაცნე, №24, 10.05.2010, მუხ. 149) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
1. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ)
ეროვნული
სადაზვერვო
პროგრამა
–
არის
საქართველოს
ეროვნული
უსაფრთხოების კონცეფციისა და საფრთხეების შეფასების დოკუმენტის საფუძველზე
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ დამტკიცებული უსაფრთხოების სფეროში
ეროვნული სტრატეგია, რომლითაც განსაზღვრულია სადაზვერვო საქმიანობის ძირითადი
მიზნები, მიმართულებები და პრიორიტეტები, აგრეთვე სადაზვერვო საქმიანობასთან
დაკავშირებული სხვა მნიშვნელოვანი საკითხები;“.
2. მე-8 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ, რეგიონალურ და გლობალურ
საფრთხეებთან
დაკავშირებულ
საკითხებზე,
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
გადაწყვეტილებით უცხო ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა.“.
3. მე-11 მუხლი პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს საჯარო დაწესებულებები ვალდებული არიან, ყველანაირად
დაეხმარონ სადაზვერვო დაწესებულებებს სადაზვერვო საქმიანობის განხორციელებაში.
საქართველოს
მთავრობა
უფლებამოსილია
აღნიშნული
საკითხები
მოაწესრიგოს
საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს საიდუმლოების
გრიფი.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მიღება განპირობებულია მოქმედი კანონის დახვეწის და მასში არსებული
ხარვეზების აღმოფხვრის აუცილებლობით, კერძოდ:
ეს კანონი არ განსაზღვრავს სადაზვერვო საქმიანობის მარეგულირებელი ძირითადი
სტრატეგიული დოკუმენტის „ეროვნული სადაზვერვო პროგრამის“ სტატუს და მის ადგილს
ეროვნული დონის სტრატეგიულ დოკუმენტებს შორის;
-
მოქმედ კანონში არ არის აღნიშნული, რომ დაზვერვის სისტემის სუბიექტების
საერთაშორისო თანამშრომლობის საკითხები რეგიონალური და გლობალური საფრთხეების
გარდა შეიძლება ეხებოდეს აგრეთვე ქვეყნის „ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ
მიმართულ“ საფრთხეებთან დაკავშირებით თანამშრომლობასაც. ცხადია, რომ კანონში
არსებულ ჩანაწერებთან ერთად საერთაშორისო თანამშრომლობა უპირველესყოვლისა უნდა
შეეხებოდეს საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების საკითხებს, რაც დაზვერვის სისტემის
უმთავრესი ამოცანაა;
-
კანონის თანახმად, სადაზვერვო დაწესებულებებისთვის შესაბამისი დახმარების
გაწევის ვალდებულება შემოიფარგლება მხოლოდ „სამთავრობო დაწესებულებებით“ და ეს
ვალდებულება არ ვრცელდება ყველა „საჯარო დაწესებულებაზე“. სადაზვერვო საქმიანობის
სპეციფიკიდან გამომდინარე აუცილებელია, რომ ყველა საჯარო დაწესებულებას ჰქონდეს
დაზვერვის სისტემის
სუბიექტებისთვის შესაბამისი დახმარების გაწევის ვალდებულება.
ნიშანდობლივია, რომ აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით კანონში შემდგომში აღარ
გვხდება
ისეთი
რეგულაციები,
რომლებიც
საჭიროების
შემთხვევაში
რეალურად
უზრუნველყოფდა სადაზვერვო საქმიანობის პროცესში სადაზვერვო დაწესებულებებისთვის
დახმარების გაწევას. წარმოდგენილი კანონპროექტი კი იძლევა ასეთ შესაძლებლობას და
აღნიშნული
საკითხების
მოწესრიგების
უფლებამოსილებას
ანიჭებს
საქართველოს
მთავრობას.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
არსებობს მოქმედი კანონის ტექნიკურად დახვეწის, სხვა საკანონმდებლო აქტებთან
შესაბამისობაში
მოყვანის
და
სადაზვერვოს სისტემის
შემდგომი
განვითარების და
გაუმჯობესების აუცილებლობა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს საქართველოს დაზვერვის სამსახურის შემდგომ
განვითარებას და კანონში არსებული სამართლებრივი ხარვეზების აღმოფხვრას, მათ შორის:
-
„ეროვნული სადაზვერვო პროგრამის“ როგორც უსაფრთხოების სფეროში ეროვნული
სტრატეგიის სტატუსის განსაზღვრას;
-
სადაზვერვო საქმიანობის ხელშეწყობის და სადაზვერვო საქმიანობის პროცესში სადაზვერვო
დაწესებულებებისთვის დახმარების გაწევის საკითხების მოწესრიგებას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
1. „ეროვნული სადაზვერვო პროგრამასთან“ დაკავშირებით საკანონმდებლო დონეზე
განისაზღვრება, რომ:
-
ეს დოკუმენტი წარმოადგენს უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიას, ვინაიდან მისი
მოქმედება ვრცელდება სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებზე, მათ შორის სადაზვერვო
სისტემის სუბიექტებზე;
-
ამ დოკუმენტის გამოცემის სამართლებრივი საფუძველი იქნება აგრეთვე
„საფრთხეების
შეფასების დოკუმენტი“;
-
ეს დოკუმენტი სადაზვერვო საქმიანობის ძირითადი მიზნების, მიმართულებების და
პრიორიტეტების გარდა განსაზღვრავს აგრეთვე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ
სხვა მნიშვნელოვან საკითხებს (მაგალითად, უწყებათაშორის თანამშრომლობას, სადაზვერვო
საქმიანობის კოორდინაციას და ა.შ.);“
2.
დაზვერვის
სისტემის
სუბიექტების
საერთაშორისო
თანამშრომლობის
საკითხებს
რეგიონალური და გლობალური საფრთხეების გარდა დაემატება აგრეთვე ქვეყნის „ეროვნული
ინტერესების წინააღმდეგ მიმართულ“ საფრთხეებთან დაკავშირებულ საკითხებზე უცხო
ქვეყნების შესაბამის სამსახურებთან თანამშრომლობა. ცხადია, რომ საერთაშორისო
თანამშრომლობა უპირველესყოვლისა უნდა შეეხებოდეს საქართველოს ეროვნული
უსაფრთხოების საკითხებს, რაც დაზვერვის სისტემის უმთავრესი ამოცანაა.
3. სადაზვერვო დაწესებულებებისთვის შესაბამისი დახმარების გაწევის ვალდებულება ექნება
არა მხოლოდ „სამთავრობო დაწესებულებებს“, არამედ ყველა „საჯარო დაწესებულებას“.
ამასთან,
საქართველოს
მთავრობა
უფლებამოსილი
იქნება
აღნიშნული
საკითხები
მოაწესრიგოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით, რომელსაც შეიძლება მიენიჭოს
საიდუმლოების გრიფი.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს მისი ამოქმედებისთვის რაიმე სპეციალური ვადის
განსაზღვრას, შესაბამისად, კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან,
მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს მოძიებას, ვინაიდან აღნიშნული
ცვლილება არ არის დაკავშირებული საბიუჯეტო ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან აღნიშნული ცვლილება არ არის დაკავშირებული
საბიუჯეტო ხარჯებთან.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
არ იწვევს ფინანსურ შედეგებს, ვინაიდან ცვლილება არ მოახდენს გავლენას იმ პირთა
ფინანსურ შედეგებზე, რომლებზედაც გავრცელდება კანონპროექტის მოქმედება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე გავლენას არ იქონიებს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს დაზვერვის სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.