„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სადაზვერვო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- საქართველოს პარლამენტის წევრის თეონა აქუბარდიას ალტერნატიული წინადადება საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონის პროექტზე „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ალტერნატიული წინადადება
- „საქართველოს სახელმწიფო სიმბოლოების გამოყენების წესის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო, შინაგან საქმეთა ორგანოების და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურიდან თადარიგში დათხოვნილ პირთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 75 ✗ 3
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 76 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-05-23
ბიუროს ნომერი 151
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის
წესის
შესახებ“
საქართველოს
კანონში
(საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge), 23.03.2015, სარეგისტრაციო კოდი: 130000000.05.001.017637) შეტანილ
იქნეს ცვლილება და მე-15 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. ამ კანონის მიზნებისთვის უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგია არის
სახელმწიფოს მიერ დასახული მიზნების მისაღწევად შემუშავებული დოკუმენტი, რომელიც
იქმნება ამავე კანონის მე-6−მე-13 მუხლებით გათვალისწინებულ ეროვნული უსაფრთხოების
პოლიტიკის კონკრეტულ სფეროში ან/და მიმართულებაში და რომელშიც აღწერილია ამ
სფეროში ან/და მიმართულებაში არსებული პრობლემები და მათი გადაჭრის გზები.
უსაფრთხოების
სფეროში
ეროვნულ
სტრატეგიას,
გარდა
საქართველოს
ეროვნული
თავდაცვის სტრატეგიისა, აქვს დროში გაწერილი სამოქმედო გეგმა, რომლითაც კონკრეტული
ამოცანების შესრულებისთვის განისაზღვრება დრო, საშუალებები და პასუხისმგებელი
უწყებები. უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიებს ამტკიცებს საქართველოს
მთავრობა, ხოლო ასეთი დოკუმენტების კონფიდენციალურობის, დასაიდუმლოების მაღალი
დონის
უზრუნველყოფისა
და
ხელმისაწვდომობის
შეზღუდვის
ინტერესებიდან
გამომდინარე, უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიებს ამტკიცებს საქართველოს
პრემიერ-მინისტრი.“
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ეროვნული უსაფრთხოების პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის
მომზადება
განპირობებულია
იმ
გარემოებით,
რომ
„ეროვნული
უსაფრთხოებოს პოლიტიკის დაგეგმვისა და კოორდინაციის წესის შესახებ“ საქართველოს
კანონი არ იძლევა იმის შესაძლებლობას, რომ უსაფრთხოების სფეროში ცალკეული
ეროვნული სტრატეგიების დამტკიცებისას გათვალისწინებულ იქნეს ასეთი დოკუმენტების
კონფიდენციალურობის,
დასაიდუმლოების
მაღალი
დონის
უზრუნველყოფისა
და
ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ინტერესები. კერძოდ, ესეთ სტრატეგიას განეკუთვნება
„ეროვნული სადაზვერვო პროგრამა“, რომელიც გამოიცემა რა საქართველოს ეროვნული
უსაფრთხოების კონცეფციისა და საფრთხეების შეფასების დოკუმენტის საფუძველზე,
განსაზღვრავს - სადაზვერვო საქმიანობის ძირითადი მიზნებს, მიმართულებებს და
პრიორიტეტებს, აგრეთვე სადაზვერვო საქმიანობასთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან
საკითხებს. მოქმედი კანონით გათვალისწინებული რეგულაციები სათანადო დონეზე ვერ
უზრუნველყოფენ „ეროვნული სადაზვერვო პროგრამის“ კონფიდენციალურობის დაცვას.
გარდა ამისა, არსებობს კანონთა შორის კოლიზიაც, რაც გულისხმობს იმას, რომ წინამდებარე
კანონის თანახმად, უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიებს ამტკიცებს მხოლოდ
საქართველოს
მთავრობა,
ხოლო
„საქართველოს
დაზვერვის
სამსახურის
შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით კი, ეროვნულ სადაზვერვო პროგრამას როგორც
ეროვნული დონის სტრატეგიულ დოკუმენტს ამტკიცებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
მოქმედი კანონი უნდა იძლეოდეს იმის შესაძლებლობას, რომ სათანადო აუცილებლობის
შემთხვევაში სახელმწიფოში გარანტირებულად იყოს დაცული და უზრუნველყოფილი
უსაფრთხოების სფეროში ცალკეული ეროვნული სტრატეგიების კონფიდენციალურობის
მაღალი დონე. ამ მიზნით, კანონპროექტი ითვალისწინებს ასეთი დოკუმენტებისთვის
სახელმწიფო საიდუმლოების მაღალი დონის (ხარისხის) მინიჭების შესაძლებლობას, ასევე
ხელმისაწვდომობის
შეზღუდვისთვის
-
მათი
საქართველოს
პრემიერ-მინისტრის
სამართლებრივი აქტით დამტკიცებას. ესეთ დოკუმენტს განეკუთვნება მაგალითად,
„ეროვნული
სადაზვერვო
პროგრამა“,
რომელიც
თავისი
აქტუალურობიდან
მნიშვნელობიდან გამომდინარე მთლიანად შეესაბამება წარმოდგენილ კრიტერიუმებს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
და
კანონპროექტის მიღება ხელს შეუწყობს უსაფრთხოების სფეროში ცალკეული ეროვნული
სტრატეგიების
კონფიდენციალურობის
მაღალი
დონის
შენარჩუნებას.
აღნიშნული
ცვლილებიდან გამომდინარე, გასწორდება და სამართლებრივი თვალსაზრისით უფრო
გამართულად იქნება მოწესრიგებული მათ შორის „ეროვნული სადაზვერვო პროგრამის“,
როგორც უსაფრთხოების სფეროში ეროვნული სტრატეგიის დამტკიცების სამართლებრივი
საფუძვლები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კანონპროექტის მიხედვით, განისაზღვრება უსაფრთხოების სფეროში ცალკეული ეროვნული
სტრატეგიების კონფიდენციალურობის დაცვის გარანტიები. კერძოდ, კანონის მე-15 მუხლის
მე-4 პუნქტის ბოლო წინადადება ჩამოყალიბდება შემდეგი რედაქციით:
„უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიებს ამტკიცებს საქართველოს მთავრობა,
ხოლო ასეთი დოკუმენტების კონფიდენციალურობის, დასაიდუმლოების მაღალი დონის
უზრუნველყოფისა და ხელმისაწვდომობის შეზღუდვის ინტერესებიდან გამომდინარე,
უსაფრთხოების სფეროში ეროვნულ სტრატეგიებს ამტკიცებს
საქართველოს პრემიერ-
მინისტრი.“
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს მისი ამოქმედებისთვის რაიმე სპეციალური ვადის
განსაზღვრას, შესაბამისად, კანონპროექტი ძალაში შევა გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან,
მნიშვნელოვანია საკანონმდებლო ცვლილების დროულად ამოქმედება. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს დაფინანსების წყაროს მოძიებას, ვინაიდან აღნიშნული
ცვლილება არ არის დაკავშირებული საბიუჯეტო ხარჯებთან.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე, ვინაიდან აღნიშნული ცვლილება არ არის დაკავშირებული
საბიუჯეტო ხარჯებთან.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი არ იწვევს ფინანსურ შედეგებს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
შემოღებას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე გავლენას არ იქონიებს.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტი არ უკავშირდება რომელიმე
ხლშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც
გამომდინარეობს
„ერთი
მხრივ,
საქართველოსა
და,
მეორე
მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს დაზვერვის სამსახური.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.