„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.10.2022
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/191/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (3)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-2 მუხლის: ა) „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) ცეცხლსასროლი იარაღი – მოკლელულიანი ან გრძელულიანი იარაღი, რომელშიც ჭურვი ან საფანტის ჭურვები მიმართულ მოძრაობას იწყებს დენთის ან სხვა მუხტის წვისას გამოყოფილი ენერგიის შედეგად და რომელიც განკუთვნილია ობიექტის მანძილიდან მექანიკურად დასაზიანებლად ან/და გასანადგურებლად;“; ბ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი – საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანი მექანიკური ან ნახევრად ავტომატური მექანიზმის მქონე, ცეცხლსასროლი ხრახნილლულიანი (კარაბინი ან შაშხანა), გლუვლულიანი (თოფი) ან კომბინირებული (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი) გრძელლულიანი იარაღი;“; გ) „დ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“-„დ4“ ქვეპუნქტები: „დ1) მოკლელულიანი იარაღი – ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური იარაღი, რომლის ლულის სიგრძე არ აღემატება 300 მმ ან/და იარაღის საერთო სიგრძე არ აღემატება 600 მმ; დ2) გრძელლულიანი იარაღი – ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური იარაღი, რომელიც არ განეკუთვნება მოკლელულიან იარაღს; დ3) იარაღის საერთო სიგრძე – იარაღის სიგრძე კონდახის გარეშე, თუ კონდახი არის მყარი (სტაციონალური, რომლის მოხსნაც შეუძლებელია დამატებითი ხელსაწყოების გამოყენების გარეშე) ან დასაკეცი, ხოლო თუ კონდახი ტელესკოპიურია – იარაღის სიგრძე შეკეცილი კონდახით, პნევმატური იარაღის შემთხვევაში – სიგრძე კონდახის გარეშე, ხოლო, თუ კონდახი ტელესკოპურია – შეკეცილი კონდახით; დ4) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი – თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი;“; დ) „ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ე) „ვ“-„თ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული, ცეცხლსასროლი იარაღი; სპეციალური ნუსხით/სიით გათვალისწინებული ზ) საფანტის მოკლელულიანი იარაღი – ლულაში ან დოლურაში ჭურვის გასროლის გამომრიცხავი სპეციალური სტაციონარული მზღუდავის მქონე მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ტრავმული დაზიანების საფანტის ჭურვების გასროლის შედეგად არ იწვევს სხეულში შემავალ გამჭოლ დაზიანებებს; თ) გაზის (აირის) იარაღი – ლულაში ან დოლურაში ჭურვის ანდა საფანტის ჭურვების გასროლის გამომრიცხავი სპეციალური სტაციონარული მზღუდავის მქონე იარაღი, რომელიც განკუთვნილია ცრემლმდენი ან გამაღიზიანებელი ნივთიერებებით ცოცხალი ობიექტის დროებით მწყობრიდან გამოსაყვანად;“; ვ) „ი“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ი1“ და „ი2“ ქვეპუნქტები: „ი1) სანადირო პნევმატური იარაღი – გრძელლულიანი პნევმატური იარაღი, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან/და სამეცნიერო ნადირობისათვის; ი2) სპორტული პნევმატური იარაღი – მოკლელულიანი ან გრძელლულიანი პნევმატური იარაღი, რომელიც შესაძლოა გამოყენებულ იქნეს სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და სპორტულ შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად;“; ზ) „კ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „კ) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი – ამ მუხლის „დ1“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის, პისტოლეტი, რევოლვერი ან საფანტის იარაღი;“; თ) „კ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ1“ და „კ2“ ქვეპუნქტები: „კ1) პისტოლეტი – მოკლელულიანი მექანიკური, ნახევრადავტომატური ან ავტომატური მექანიზმის მქონე, სახელურიანი ცეცხლსასროლი იარაღი, ამასთან, ნახევრადავტომატური და ავტომატური მექანიზმის შემთხვევაში ვაზნები მჭიდში განლაგებულია ერთ ან რამდენიმე რიგად; კ2) რევოლვერი – მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის დოლურაც ასრულებს როგორც მჭიდის, ისე სავაზნის ფუნქციას;“; ი) „ქ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ქ1“ ქვეპუნქტი: „ქ1) იარაღით დროებით მოსარგებლე − პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი სარგებლობისათვის სამონადირეო მეურნეობის, დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორიაზე, ასევე, სპორტულ სროლაში ვარჯიშისათვის, საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და შეჯიბრებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სროლის მიზნით;“; 2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამოქალაქოა იარაღი, რომელიც გამოიყენება ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის, სანადირო, სპორტული, საკოლექციო მიზნებისთვის ასევე, სიგნალის მისაწოდებლად და ხმოვანი (აკუსტიკური) ეფექტის მისაღებად.”. 3. 41 მუხლი ამოღებულ იქნეს. 4. მე-5 - მე-7 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 5. თავდაცვის იარაღი თავდაცვის იარაღია სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული: ა) მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (გარდა სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა); ბ) გაზის (აირის) იარაღი; გ) გაზის აეროზოლური მოწყობილობა; დ) ელექტროშოკური მოწყობილობა. მუხლი 6. სპორტული იარაღი 1. სპორტული იარაღია სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული: ა) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი: ა.ა) სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი; ა.ბ) სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი; ბ) სპორტული ცივი და ცივი სასროლი იარაღი; გ) სპორტული პნევმატური იარაღი. 2. სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხა/სია მტკიცდება საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით. 3. სპორტული პნევმატური იარაღების ნუსხა/სია შეიძლება დამტკიცდეს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით. მუხლი 7. სანადირო იარაღი სანადირო იარაღია სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული: ა) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი); ბ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი); დ) სანადირო ცივი იარაღი; ე) სანადირო ცივი სასროლი იარაღი; ვ) სანადირო პნევმატური იარაღი.“. 5. მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის: ა) „მ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მ) სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს – სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულებისას, საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით;“; ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს. 6. მე-11 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 11. სამხედრო-საბრძოლო იარაღი 1. სამხედრო-საბრძოლოა იარაღი, რომელიც განკუთვნილია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის, საქართველოს დაზვერვის სამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შესაბამისი სამსახურის მოსამსახურეების მიერ სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის, აგრეთვე, საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის, საბრძოლო და ოპერატიულ-სამძებრო მიზნების განხორციელებისთვის. 2. სამხედრო-საბრძოლო იარაღით გადაადგილება, დისლოკაციის ადგილების გარდა, აკრძალულია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ დაწესებულებათა ხელმძღვანელების ან მათ მიერ უფლებამოსილი პირების სპეციალური სანებართვო აღრიცხვის გარეშე. 3. სამხედრო-საბრძოლო იარაღის ბრუნვა რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. სამხედრო-საბრძოლო იარაღის აღრიცხვის, გაცემის, გადაადგილების, გამოყენებისა და აღნიშნულ იარაღთან მოპყრობის სხვა საკითხები შესაძლოა განისაზღვროს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უწყების ხელმძღვანელის მიერ. 4. სამხედრო-საბრძოლო იარაღი მოიცავს შეიარაღებას, სამხედრო ტექნიკას, საბრძოლო მასალასა და ტექნიკურ დოკუმენტაციას.“. 7. მე-12 მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღად გამოყენებულ იქნეს: ა) ცეცხლსასროლი იარაღი, რომელსაც აქვს სხვა საგნის იმიტირებული ფორმა; ბ) კასტეტი და სხვა მსგავსი დასარტყამ-დამაქუცმაცებელი (დამამსხვრეველი) საგნები; გ) იარაღი და სხვა მოწყობილობა, რომლის მოქმედების ძალა ემყარება ელექტროენერგიას, რადიოაქტიურ გამოსხივებას ან ბიოლოგიურ ფაქტორებს; დ) პნევმატური იარაღი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის ტექნიკურ მახასიათებლებს; ე) გრძელლულიანი ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი; ვ) მართლსაწინააღმდეგოდ დამზადებული ან გადაკეთებული ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური იარაღი; ზ) იარაღი, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს.“; ბ) პირველი პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „11“ პუნქტი: „11. აკრძალულია სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღისათვის გამოყენებულ იქნეს: ა) საბრძოლო მასალა, რომელსაც აქვს ჯავშანგამტანი, ცეცხლგამჩენი, აფეთქებითი ან ტრასირებული მოქმედების ძალა; ბ) საბრძოლო მასალა და ჭურვი, რომელიც განკუთვნილია ისეთი იარაღისთვის, რომელიც არ არის დაშვებული სამოქალაქო ბრუნვაში; გ) საბრძოლო მასალა, ჭურვი და მოწყობილობა, რომელიც არ შეესაბამება იარაღის კონსტრუქციას; დ) მოწყობილობა, რომელიც გამოიყენება სროლის ხმის დასახშობად; ე) გაზის (აირის) იარაღისთვის განკუთვნილი ნივთიერება, რომელსაც გააჩნია ნერვულპარალიტიკური (დამბლადამცემი), მომწამვლელი ან სხვა ძლიერმოქმედი ეფექტი; ვ) საბრძოლო მასალა, ჭურვი და მოწყობილობა, რომელიც არ შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებს ან/და ამოღებულია სამოქალაქო ბრუნვიდან.“. გ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფიზიკური პირის მიერ საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის ტარება დასაშვებია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ.“. 8. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 14. იარაღის ბალისტიკური შემოწმება 1. იარაღის ბალისტიკური შემოწმებით დგინდება ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას სამოქალაქო და სამსახურებრივ-საშტატო იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მახასიათებლებთან შესაბამისობა, განისაზღვრება იარაღის სახე, ტიპი, მოდელი, ძირითადი მახასიათებლები და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა მონაცემები, ხოლო საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ტყვია-მასროთეკაში განთავსების მიზნით იარაღიდან ხორციელდება ექსპერიმენტული გასროლა. 2. იარაღის ბალისტიკური შემოწმება უნდა ჩატარდეს: ა) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა) – ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრულ იარაღზე; ბ) სამოქალაქო იარაღით, ცეცხლსასროლი იარაღის ძირითადი ელემენტებით, საბრძოლო მასალით და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტებით ვაჭრობის საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ლიცენზიის მქონე პირის მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ, ამ კანონის მე-19 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ სამოქალაქო ცეცხლსასროლ, ასევე გაზის (აირის) იარაღზე (გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული გამონაკლისებისა); გ) ამ კანონის მე-17 მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული პირების მიერ სარეალიზაციოდ განკუთვნილ სამოქალაქო ცეცხლსასროლ, აგრეთვე გაზის (აირის) და პნევმატურ იარაღზე; დ) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ფიზიკური პირის კუთვნილ პნევმატურ იარაღზე; ე) იარაღის რეგისტრაციისას ან ხელახალი რეგისტრაციისას − ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ შეძენილ იარაღზე; ვ) საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევებში. 3. იარაღის პირველადი რეგისტრაციისას ფიზიკური პირი თავისუფლდება სამოქალაქო თავდაცვის, სპორტულ და სანადირო ცეცხლსასროლ და პნევმატურ, აგრეთვე გაზის (აირის) იარაღზე ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისაგან, თუ მან იარაღი შეიძინა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისაგან და შეძენილ იარაღს დადგენილი წესით უკვე ჩატარებული აქვს ბალისტიკური შემოწმება. 4. იარაღის შეძენისას ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე თავისუფლდება შეძენილ იარაღზე ბალისტიკური შემოწმების ჩატარებისგან, თუ მან იარაღი შეიძინა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირებისაგან და შეძენილ იარაღს დადგენილი წესით უკვე ჩატარებული აქვს ბალისტიკური შემოწმება. 5. ამ მუხლით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, იარაღის ბალისტიკურ შემოწმებას ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. 6. იარაღის ბალისტიკური შემოწმების წესს ამტკიცებს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი.“. 9. 141 მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ბ.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.დ) სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული იმ სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ძირითად ტექნიკურ მახასიათებლებს, რომელთა ტარება ფიზიკური პირის მიერ დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში რეგისტრაციის შემდეგ;“; ბ) პირველი პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ამტკიცებს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაციის, შენახვის, ტარების, გადატანის, გადაზიდვის ან გადაგზავნის წესს.“. 10. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 161 მუხლი: „მუხლი 161. საბრძოლო მასალის დამზადება პირადი მოხმარების მიზნით 1. დასაშვებია სანადირო გლუვლულიანი, ხრახნილლულიანი ან კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღისთვის ვარგისი საბრძოლო მასალის ფიზიკური პირის მიერ პირადი მოხმარების მიზნით დამზადება. დასაშვებია მხოლოდ იმ საბრძოლო მასალის დამზადება, რომელიც განკუთვნილია ამ პირზე რეგისტრირებული იარაღისათვის. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება არ საჭიროებს „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მე-11 პუნქტით გათვალისწინებულ ლიცენზიას. 3. პირადი მოხმარების მიზნით საბრძოლო მასალის დამზადების უფლება აქვს პირს, რომელიც ჯამში არანაკლებ 5 წლის მანძილზე ფლობს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვას. 4. პირი, რომელსაც სურს განახორციელოს პირადი მოხმარების მიზნით საბრძოლო მასალის დამზადება ვალდებულია აღნიშნულის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესით აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია გადაამოწმოს რამდენად აკმაყოფილებს პირი ამ მუხლითა და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პირობებს. 5. საბრძოლო მასალის პირადი მოხმარების მიზნით დამზადებისას პირი ვალდებულია, დაიცვას უსაფრთხოების წესები. 6. აკრძალულია პირადი მოხმარების მიზნით დამზადებული საბრძოლო მასალის გასაღება ან/და სხვა პირისათვის გადაცემა. 7. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (გარდა გლუვლულიანი სანადირო იარაღისთვის (თოფი) განკუთვნილი საბრძოლო მასალის დამზადებისა).“. 11. მე-19 მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „გ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.ბ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს – იმ სამოქალაქო ცეცხლსასროლი და სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღისა და მათი ძირითადი ელემენტებისა, რომლის სროლაც დასაშვებია დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლოსანადირო სტენდის ტერიტორიაზე საქართველოს მთავრობის დადგენილებისა და დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის შესაბამისად;“; ა.გ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი: „ზ) ა(ა)იპ − საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნულ ფედერაციას (შემდგომ − ფედერაცია) ან/და მის წევრ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს (რომელიც ფლობს დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას) − სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღისა და ამ იარაღების ძირითადი ელემენტების.“; ბ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „გ1“ ქვეპუნქტი: „გ1) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს − როცა ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია მის საკუთრებაში ან სარგებლობაში არსებული იარაღიდან გასროლისათვის;“; გ) მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) ფიზიკურ პირს, რომელსაც ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულმა იურიდიულმა პირმა/ინდივიდუალურმა მეწარმემ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დროებით სარგებლობაში გადასცა იარაღი − მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა ეს საბრძოლო მასალა განკუთვნილია აღნიშნული იარაღიდან გასროლისათვის, მაგრამ არა უმეტეს სარგებლობისათვის განსაზღვრული პერიოდისა.“; დ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. ფიზიკური პირის მიერ ამ კანონის მე-5 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით, მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-7 მუხლის „ა“–„გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული სამოქალაქო იარაღის ან/და მისი ძირითადი ელემენტების შეძენა, აგრეთვე ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების მიერ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის მოსარგებლე პირზე განპიროვნება დასაშვებია მხოლოდ საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ შენახვის ან/და ტარების უფლებით გაცემული ნებართვის საფუძველზე.“; ე) 32 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „32. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია სამოქალაქო ცეცხლსასროლი და სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის (ან მისი ძირითადი ელემენტის) შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რეგისტრაციისთვის წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნული იარაღის რეგისტრაციამდე დაუშვებელია მისი განკარგვა ან სარგებლობის უფლებით სხვა პირისათვის გადაცემა.“; ვ) 32 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 33-35 პუნქტები: „33. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა და სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის (ან მათი ძირითადი ელემენტების) შეძენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს რეგისტრაციისათვის წარუდგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია. აღნიშნული იარაღების რეგისტრაციამდე დაუშვებელია მათი განკარგვა ან სარგებლობის უფლებით სხვა პირისათვის გადაცემა. 34. ამ მუხლის 31-33 პუნქტებით განსაზღვრული იარაღის რეგისტრაციას და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემას ახორციელებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო. 35. ამ მუხლის 31-33 პუნქტებით განსაზღვრული იარაღის რეგისტრაციის წესი და სარეგისტრაციო მოწმობის ვადები მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“; ზ) მე-4 პუნქტის: ზ.ა) „ა.ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა.ბ) სპორტულ მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღზე;“; ზ.ბ) „ბ.დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ზ.გ) „ბ.ე“ - „დ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ.ე) თავდაცვის მესაკუთრესაც ან სპორტულ საქართველოს მოკლელულიან ცეცხლსასროლ კანონმდებლობის თანახმად იარაღზე, რომლის სამსახურებრივი უფლებამოსილების გასვლის შემდეგ შეუნარჩუნდა იარაღის ტარების უფლება; ბ.ვ) სამსახურებრივი უფლებამოსილების პერიოდში ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული იარაღით მოსარგებლეების საკუთრებაში არსებულ იარაღზე, რომელსაც მინიჭებული აქვს სამსახურებრივი-საშტატო იარაღის სტატუსი; გ) იარაღის შეძენის (ტარების უფლებით) ნებართვას – ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტის „თ“–„პ1“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული დაწესებულებების კუთვნილი იარაღით მოსარგებლისთვის სამსახურებრივ-საშტატო სტატუსით გადაცემულ იარაღზე; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი და სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების, ამავე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღებისა და სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების, აგრეთვე, ამ მუხლის 31 პუნქტით განსაზღვრული სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისა და ამ კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების რეგისტრაციის შედეგად, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული ფორმის იარაღის რეგისტრაციის დამადასტურებელ დოკუმენტს.“; თ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 პუნქტი: „41. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვა მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღზე გაიცემა 5 წლის ვადით, გრძელ ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე – 5 წლის ვადით, ხოლო გრძელ გლუვლულიან და კომბინირებულ ცეცხლსასროლ იარაღზე – 10 წლის ვადით.“; ი) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული ნებართვის გაცემა დასტურდება რეგისტრაციითა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის გაცემით. იარაღის რეგისტრაცია და რეგისტრაციის შედეგად გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამ მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული იარაღზე გაცემული ნებართვის ვადით.“; კ) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 51 პუნქტი: „51. ამ მუხლის 41 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის ვადის გასვლის შემდეგ, უფლებამოსილი პირი ვალდებულია აღნიშნული იარაღი ნებართვის ხელახალი მოპოვებისა და რეგისტრაციის მიზნით წარადგინოს საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში დადგენილი წესით. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით.“; ლ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობის, პნევმატური და ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის, აგრეთვე სასიგნალო იარაღის (მოწყობილობის) შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, ასევე გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.“; მ) მე-10 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „10. საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს უფლება აქვს, თავდაცვის ან სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ნებართვის გაცემისათვის ნებართვის მაძიებელს, რომელსაც მოთხოვნის მომენტისათვის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული აქვს სამ ერთეულზე მეტი თავდაცვის ან/და სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი, დამატებით მოსთხოვოს აღნიშნული იარაღების ტექნიკური დათვალიერებისათვის წარმოდგენა.“; ნ) მე-12 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-13 პუნქტი: „13. ამ კანონის 31-ე მუხლის 12 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას ფიზიკური პირისათვის იარაღის დროებით სარგებლობაში გადაცემის აღრიცხვას აწარმოებს დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის შესაბამისი უფლებამოსილი პირი. ამასთან, იგი ვალდებულია, აღნიშნული ინფორმაცია მიაწოდოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს უფლებამოსილ პირს/დანაყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად.“. 12. მე-20 მუხლის: ა) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 და 13 პუნქტები: „12. დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორიაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, იარაღის აღრიცხვის, გაცემის, გადაადგილების, გამოყენების, მსროლელთა ქცევისა და აღრიცხვიანობის წესები და სროლის პოზიციები დგინდება ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. 13. ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ იარაღის შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და უსაფრთხოების წესები დგინდება შესაბამისი ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ. აღნიშნული წესით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა ან შეუსრულებლობა იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.“; ბ) მე-5 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ“ ქვეპუნქტი: „დ) დაცული იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი უსაფრთხო შენახვის პირობები.“. 13. 21-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის: ა.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) რეგისტრირებული იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირი – გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის 300 ვაზნამდე, ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის 200 ვაზნამდე ან ერთ კილოგრამამდე დენთის გადატანა-გადაზიდვის დროს;“; ა.ბ) „ა1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ა2“ ქვეპუნქტი: „ა2) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღის შენახვის ადგილიდან დახურულ ან ნახევრად დახურულ ტირში, სასროლეთსა და სასროლო-სანადირო სტენდში მიტანის ან/და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით გადატანა საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის დროებითი მოწმობის არსებობისას;“; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ განსაზღვრულ შემთხვევაში, სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი გადატანისას უნდა იყოს: ა) განმუხტულ (დაშლილ) მდგომარეობაში, საბრძოლო მასალისაგან განცალკევებული; ბ) სპეციალურ ბუდეში ან შალითაში, რათა გამოირიცხოს იარაღის დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობა; გ) დაცული გარეშე პირთა ხელმისაწვდომობისაგან; დ) საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი უსაფრთხოების წესის დაცვით.“; გ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31-33პუნქტები: „31. თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის მფლობელი ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილიდან დახურულ ან ნახევრად დახურულ ტირში, სასროლეთსა და სასროლო-სანადირო სტენდში დროებით გადატანა და უკან იარაღის შენახვის ადგილზე დაბრუნება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის გადატანის წესის დაცვით. 32. სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის მფლობელი, ასევე სპორტული მოკლელულიანი პნევმატური იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირის მიერ ზემოაღნიშნული რომელიმე იარაღის ან/და შესაბამისი საბრძოლო მასალის შენახვის ადგილიდან სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების, შეჯიბრში მონაწილეობის მიღების ან/და შეკეთების მიზნით დროებით გადატანა და უკან შენახვის ადგილზე დაბრუნება დასაშვებია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ან პნევმატური იარაღის გადატანის წესების დაცვით. 33. ამ კანონის მე-19 მუხლი პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღებისა და სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების ან/და შესაბამისი საბრძოლო მასალის შენახვის ადგილიდან სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების, შეჯიბრში მონაწილეობის მიღების ან/და იარაღის შეკეთების მიზნით დროებით გადატანა და უკან იარაღის შენახვის ადგილზე დაბრუნება შეუძლია შესაბამის მინდობილ პირს, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის საფუძველზე. მინდობილი პირი ვალდებულია თან იქონიოს თითოეული გადასატანი იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა და დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ან პნევმატური იარაღის გადატანის წესები.“. 14. 22-ე მუხლის მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. ამ მუხლით გათვალისწინებულ ნებართვას/ლიცენზიას არ საჭიროებს საქართველოს კანონმდებლობით სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული აეროზოლური მოწყობილობა, პნევმატური და ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღი, აგრეთვე სასიგნალო იარაღი (მოწყობილობა). 15. 24-ე მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. ფედერაციას ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელიც ფლობს დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას) მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოდან გატანა (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ან/და საქართველოში შემოტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული შესაბამისი ნებართვის საფუძველზე.“. 16. 25-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. სამოქალაქო იარაღის გამოყენება დაიშვება მხოლოდ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აგრეთვე საკუთარი და სხვა პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან/და საკუთრების დასაცავად აუცილებელი მოგერიების ფარგლებში ან უკიდურესი აუცილებლობისას.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში, იარაღის გამოყენების შესახებ უნდა ეცნობოს საქართველოს პროკურატურისა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებს.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის აღება სავალდებულოა იმ იურიდიული პირისთვის/ინდივიდუალური მეწარმისთვის, რომელიც ორგანიზებას უწევს ნებისმიერი ფორმის (სახეობის) პნევმატური იარაღიდან სროლას, გარდა საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მოწყობილი ატრაქციონებისა.“. 17. 26-ე მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. უცხო ქვეყნის მოქალაქეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით საქართველოში შეიძინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის (აირის) იარაღი ან/და საქართველოში შეძენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი და გაზის (აირის) იარაღი საქართველოდან გაიტანოს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული ნებართვით.“. 18. 27-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის: ა.ა) „გ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „გ1) საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში იარაღის ჩამოწერისას ან გასხვისებისას;“; ა.ბ) „დ1“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ1) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ფსიქიკურად დაავადდა ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლებელს ხდის მის მიერ ლიცენზიით (ნებართვით) სარგებლობას, და ამის შესახებ ცნობილი გახდა ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანოსათვის;“; ა.გ) „დ2“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ა.დ) „დ4“ და „დ5“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ4) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი დაავადდა ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით და ამის შესახებ ცნობილი გახდა ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანოსათვის; დ5) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა გამამტყუნებელი განაჩენი. ეს წესი არ ვრცელდება ნასამართლობის არმქონე პირის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე−191-ე, 1921, 1922, 1951, 196-ე, 1981, 199-ე, 201-ე, 202-ე, 203-ე, 2041, 205-ე, 206-ე−208-ე და 213-ე მუხლებით, 216-ე მუხლის პირველი ნაწილით, 217-ე, 219-ე, 220-ე, 2201 და 276-ე მუხლებით, 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 333-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 337-ე, 341-ე და 342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდების შემთხვევებზე ;“; ა.ე) „დ6“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ7“ და „დ8“ ქვეპუნქტები: „დ7) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სახდელად დაედო იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა; დ8) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სახდელად დაედო იარაღის კონფისკაცია (ამ შემთხვევაში უქმდება მხოლოდ აღნიშნულ იარაღზე არსებული ნებართვა);“; ა.ვ) „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი რედაქციის „ე1“ ქვეპუნქტი: „ე1) ამ კანონის მე-19 მუხლის 41 პუნქტით განსაზღვრული ნებართვის გაცემის ვადის გასვლისას; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი დაავადებულია ფსიქიკურად ან/და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა შეუძლებელს ხდის მის მიერ ლიცენზიის (ნებართვის) მიღებას;“; ბ.ბ) „ბ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ.გ) „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი დაავადებულია ალკოჰოლიზმით, ნარკომანიით ან ტოქსიკომანიით;“; ბ.დ) „ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ვ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სახდელად დაედო იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და გასული არ არის სახდელის ვადა;“; ბ.ე) „ზ2“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ზ2) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ან გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელმა წარმატებით ვერ ჩააბარა შესაბამისი გამოცდა ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ან არ წარადგინა ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ;“; გ) 24 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „24. ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვების (გარდა ტრანზიტის ნებართვისა და იმ ნებართვებისა, რომლებსაც გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო), აგრეთვე „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვების (გარდა ტრანზიტის ნებართვისა) მაძიებლები ვალდებული არიან შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინონ ცნობები მათი ნასამართლობის/მათთვის უფლების ჩამორთმევის, მათი ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნის და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემი ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინოს ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.“; დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 და 32 პუნქტები: „31. თუ საჯარო სამართლის იურიდიული პირისთვის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოსთვის ცნობილი გახდა ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ6“−„დ8“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული გარემოებების შესახებ, აღნიშნული წარმოადგენს ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვის ავტომატურად გაუქმების საფუძველს. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომისას ნებართვა მიიჩნევა იურიდიული ძალის არმქონედ. 32. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვის გაუქმების წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“; ე) მე-5 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი: „6. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ლიცენზიისა და ნებართვების გაცემის წესი და დამატებითი პირობები განისაზღვრება საქართველოს მთავრობის დადგენილებით.“. 19. 271 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარუდგინოს ცნობა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.“; ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. ამ მუხლით გათვალისწინებული გამოცდის ჩაბარებისა და ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული პირები, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირებისა. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან, წარადგინონ მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა. ამ მუხლით გათვალისწინებული გამოცდის ჩაბარება, აგრეთვე, სავალდებულო არაა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით განსაზღვრულ შემთხვევაში.“; გ) მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქცია, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და საგამოცდო ბილეთები მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“. 20. 28-ე მუხლის: ა) პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ“ ქვეპუნქტი: „ვ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში.“; ბ) მე-2 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3-მე-6 პუნქტები: „3. ამ კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ5“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გარემოების წარმოშობის შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიული ორგანოს მსჯავრდებულისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაუქმების მიზნით. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს უფლებამოსილი წარმომადგენელი მსჯავრდებულს განუსაზღვრავს 30 დღიან ვადას იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასხვისებისთვის. 5. მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის შესახებ ეცნობება საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს, რომელიც ავტომატურად აუქმებს იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვას. იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაუქმების შემდეგ, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანო ახდენს იარაღის ჩამორთმევას. 6. ამ კანონით გათვალისწინებული შეტყობინების ფოსტის მეშვეობით 2-ჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში გამოიყენება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარო გამოქვეყნების წესი. საჯარო გამოქყვენების წესი და პირობები განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“. 21. 31-ე მუხლის: ა) 11 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 პუნქტი: „12. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებების გარდა, ამ კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის პირს/ინდივიდუალურ „ვ“ მეწარმეს და „ზ“ უფლება ქვეპუნქტით განსაზღვრულ იურიდიულ აქვს, საკუთრებაში არსებული, მის რეგისტრირებული იარაღი შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სროლის მიზნით, დროებით სარგებლობის უფლებით გადასცეს იმ ფიზიკურ პირს, რომელსაც რეგისტრირებული აქვს სხვა სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. ამ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ფიზიკური პირისათვის იარაღის სარგებლობაში გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“; ბ) მე-2 პუნქტის: ბ.ა) „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ამ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, რეგისტრაციაში გაატაროს მის საკუთრებაში არსებული იარაღი; ბ) რეგისტრაციაში გაატაროს მემკვიდრეობით მიღებული იარაღი, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;“; ბ.ბ) „ი“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ი) საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ ამ კანონის მე-19 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული უფლების გამოყენების შემთხვევაში, ტექნიკური დათვალიერების მიზნით წარადგინოს შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის გაცემის მოთხოვნისათვის საკუთრების უფლებით რეგისტრირებული თავდაცვის ან/და სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;“; ბ.გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტები: „კ) იარაღის დაკარგვის შემთხვევაში შეატყობინოს საქართველოს სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს; ლ) პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში პოლიციელს შინაგან საქმეთა დათვალიერების მიზნით წარუდგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი.“. 22. 32-ე მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარისის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები: „დ) იარაღის დაკარგვის შემთხვევაში შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს; ე) პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში პოლიციელს დათვალიერების მიზნით წარუდგინოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი.“; 23. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 321 მუხლი: „მუხლი 321. იარაღით დროებით მოსარგებლის უფლება-მოვალეობანი 1. იარაღით დროებით მოსარგებლეს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლოსანადირო სტენდის, აგრეთვე სამონადირეო მეურნეობისა და ფედერაციის ტერიტორიაზე გადაადგილებისას თან იქონიოს იარაღი ან/და მოახდინოს ამ იარაღიდან გასროლა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი რეგულაციების დაცვით. 2. იარაღით დროებით მოსარგებლე ვალდებულია: ა) იარაღი გამოიყენოს მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესითა და მიზნით; ბ) დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი იარაღის ბრუნვის წესები; გ) უზრუნველყოს იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა.“. 24. 35-ე მუხლის: ა) მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს; ბ) მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრებმა უზრუნველყონ „იმ დაავადებათა ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთა დროსაც იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა“ ბრძანების დამტკიცება.“. 25. 351 მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 352 მუხლი: „მუხლი 352. შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ხელახალი რეგისტრაცია 1. 2023 წლის 1 იანვრამდე ფიზიკური პირის კუთვნილი შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი ექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, 2023 წლის 1 ივლისამდე. იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირის მიერ ამ პუნქტით გათვალისწინებული ხელახალი რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა, რეგისტრაცია და რეგისტრაციის შედეგად გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა ითვლება იურიდიული ძალის არმქონედ. ეს წესი არ ვრცელდება ამ კანონის მე-9 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული პირების საკუთრებაში არსებულ შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვით რეგისტრირებულ მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღზე. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად იარაღის ხელახალი რეგისტრაციისთვის დადგენილი სანებართვო მოსაკრებლისა და საფასურის გადახდევინების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონებით. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირი თავისუფლდება ამ კანონის 271 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან. 4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, დაადგინოს ვალდებულების შესრულების ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადისგან განსხვავებული ვადა.“. მუხლი 2 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის პირველი პუნქტის „გ1“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე ვალდებულია მის საკუთრებაში/სარგებლობაში არსებული იარაღი დაარეგისტრიროს ამ კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში. 2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი უფლებამოსილია, საჭიროების შემთხვევაში, დაადგინოს ვალდებულების შესრულების ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადისგან განსხვავებული ვადა. 3. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული ფიზიკური პირის კუთვნილი ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვა, რეგისტრაცია და რეგისტრაციის შედეგად გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წელი. 4. ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული გლუვლულიანი და კომბინირებული ფიზიკური პირის კუთვნილი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვა, რეგისტრაცია და რეგისტრაციის შედეგად გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამ კანონის ამოქმედებიდან 10 წელი. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. მუხლი 3 1. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მიღება, აგრეთვე სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში. 2. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრებმა უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული ბრძანების გამოცემა ამ კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში. 3. ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრებმა უზრუნველყონ ამ კანონით გათვალისწინებული ბრძანების დამტკიცება. მუხლი 4 ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიზანია იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის სახეებს განასხვავებს დანიშნულებით და გამოყენების მიზნით (მაგ. სანადირო, თავდაცვის, სპორტული და სხვ.). გამომდინარე აქედან, იარაღის რეგისტრაციისას მხედველობაში მიიღება ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული დანიშნულება/მიზანი. მაგალითად, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სანადიროა იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სარეწაო, სამოყვარულო, სპორტული ან/და სამეცნიერო ნადირობისათვის. შესაბამისად, თუ ქარხანა-დამამზადებელი იარაღის დოკუმენტაციაში მიუთითებს, რომ კონკრეტული იარაღი დამზადებულია ნადირობის მიზნით, აღნიშნული იარაღი მიიჩნევა სანადიროდ და მასზე გავრცელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სანადირო იარაღის ბრუნვის წესები. საგულისხმოა, რომ ქარხანა-დამამზადებლის მიერ იარაღის ნადირობის მიზნით დამზადების მიუხედავად, ხშირად ამ იარაღის მახასიათებლები სცდება სანადირო დანიშნულებას (მაგ. UZI, АКС-74У), თუმცა მიუხედავად ამისა, რეგისტრირდება როგორც სანადირო იარაღი, შენახვისა და ტარების უფლებით. ზოგიერთი ასეთი იარაღი მისი ვიზუალისა და სიმძლავრის გათვალისწინებით, ლეტალობით. ხშირად გამოიყენება კრიმინალური მიზნით და გამოირჩევა მაღალი იარაღის მარეგულირებელი ბრუნვის ერთ-ერთი საერთაშორისო აქტია ევროპის პარლამენტისა და საბჭოს 2021 წლის 24 მარტის (EU) 2021/555 დირექტივა „იარაღის შეძენისა და ფლობის კონტროლის შესახებ“, რომლის მიზანია ევროპის კავშირის წევრ ქვეყნებში იარაღთან დაკავშირებული ერთიანი რეგულაციების არსებობა და იარაღის ბრუნვის მკაცრი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბება. აღნიშნული დირექტივა იარაღის სახეებს არ ჰყოფს დანიშნულების/მიზნის მიხედვით, არამედ იარაღის სახის განსაზღვრისას ეყრდნობა მის ტექნიკურ მახასიათებლებს. მაგალითად, იარაღის სახის განმსაზღვრელი ერთ-ერთი ტექნიკური მახასიათებელია ლულის სიგრძე და საერთო სიგრძე. აქედან გამომდინარე, დირექტივის მიზნებისთვის, მოკლელულიანია იარაღი, რომლის ლულის სიგრძე არ აღემატება 30 სმ-ს ან იარაღის საერთო სიგრძე არ აღემატება 60 სმ-ს, ხოლო გრძელლულიან იარაღად მიიჩნევა იარაღი, რომელიც არ არის მოკლელულიანი იარაღი. დირექტივის მსგავსი მიდგომა აქვს არაერთ სახელმწიფოს. ცეცხლსასროლი იარაღები ლულისა და საერთო სიგრძის მიხედვით დაყოფილია დიდ ბრიტანეთშიც. აქ აკრძალულია მოკლე ცეცხლსასროლი იარაღი − ცეცლსასროლი იარაღი, რომლის ლულის სიგრძე 30 სმ-ზე, ხოლო საერთო სიგრძე 60 სმ-ზე ნაკლებია. ბრიტანული კანონმდებლობა აკრძალვების დაწესებისას აქცენტს აკეთებს არა იარაღის სახეზე, არამედ მის ზომებზე.1 ცეცხლსასროლი იარაღის კლასიფიკაცია მისი საერთო სიგრძისა და ლულის სიგრძის მიხედვით გათვალისწინებულია ესტონეთის კანონმდებლობაშიც. კერძოდ, თოფად მიიჩნევა ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის საერთო სიგრძე 600 მმ-ზე მეტია, ხოლო ლულის სიგრძე 300 მმ-ზე მეტი. პისტოლეტებისა და რევოლვერების შემთხვევაში ცეცხლსასროლი იარაღის საერთო სიგრძე 600 მმ-მდეა, ხოლო ლულის სიგრძე 300 მმ-მდე.2 იდენტური პარამეტრებითაა დაყოფილი გრძელი და მოკლე ცეცხლსასროლი იარაღები ლატვიაშიც.3 იარაღის არადანიშნულებისამებრ გამოყენების შემთხვევების შესამცირებლად, მიზანშეწონილია გაზიარებულ იქნეს დირექტივის მიდგომები, აგრეთვე ცალკეული ქვეყნების გამოცდილება და „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში სამოქალაქო იარაღის სახეებად დაყოფის ერთ-ერთ ძირითად კრიტერიუმად განისაზღვროს ლულის სიგრძე და იარაღის საერთო სიგრძე. აღნიშნულ კრიტერიუმებზე იქნება დამოკიდებული იარაღის შეძენის ნებართვა გაიცემა შენახვის უფლებით თუ შენახვისა და ტარების უფლებით. წინამდებარე პრაქტიკის გაზიარების შემთხვევაში, ყველა მოკლელულიანი იარაღის შეძენის ნებართვა გაიცემა შენახვის უფლებით, ხოლო გრძელლულიანი იარაღისა კი – შენახვისა და ტარების უფლებით. შედეგად, შემცირდება მოკლელულიანი იარაღის, მათ შორის, თავდაცვის მოკლელულულიანი ცეცხლსასროლი იარაღის, ტარების შემთხვევები. ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია კანონმდებლობაში განხორციელებული უკანასკნელი ცვლილებები, რომლის თანახმადაც პირებს მიეცათ მათზე შენახვის უფლებით რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღის ტირსა და სასროლეთში გადატანის შესაძლებლობა. კერძოდ, იარაღის დროებითი მოწმობით შესაძლებელია ტირსა და სასროლეთში შენახვის უფლებით რეგისტრირებული არაუმეტეს ხუთი იარაღის გადატანა. წარმოდგენილი პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს ნადირობითა და სპორტული სროლით დაინტერესებულ პირებს და მისცეს მათ საშუალება ლეგალურად დაამზადონ სანადირო იარაღისთვის განკუთნილი საბრძოლო მასალა. სწორედ ამიტომ, შესწავლილ იქნა https://assets.publishing.service.gov.uk/government/uploads/system/uploads/attachment_data/file/518193/Guid ance_on_Firearms_Licensing_Law_April_2016_v20.pdf 2 https://www.riigiteataja.ee/en/eli/ee/Riigikogu/act/528092022001/consolide 3 https://likumi.lv/ta/en/en/id/305818 1 საერთაშორისო პრაქტიკა ე.წ. Reloading-თან დაკავშირებით და კანონს ემატება ახალი მუხლი, რომლის თანახმადაც განსახილველი საქმიანობის განხორციელება შესაძლებელი იქნება ლიცენზიის გარეშე. პირადი მოხმარების მიზნით საბრძოლო მასალის დამზადების უფლება ექნება პირს, რომელიც ჯამში არანაკლებ 5 წლის მანძილზე ფლობს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვას. ამასთან, მას შეეძლება მხოლოდ იმ საბრძოლო მასალის დამზადება, რომელიც განკუთვნილია მასზე რეგისტრირებული იარაღისთვის. გარდა ამისა, აღნიშნული პირი ვალდებული იქნება საბრძოლო მასალის დამზადების შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს და დაიცვას უსაფრთხოების წესები.ზემოთ ხსენებული ვალდებულებების დარღვევა ხრახნილლულიანი ან კომბინირებული სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის დამზადებისას გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად. გარდა ამისა, კრიმინოლოგიური და კრიმინალისტიკური თვალსაზრისით მნიშვნელოვანია არსებობდეს ნებართვის გაცემის შემდგომ იარაღის შემოწმების მექანიზმი, რადგან ხშირია შემთხვევები, როდესაც პირი მასზე რეგისტრირებულ იარაღს უცვლის პირველად სახეს ან უფლებამოსილი ორგანოს გვერდის ავლით ასხვისებს/ყიდის. ყოველივე ზემოაღნიშნული კი ზრდის იარაღის, როგორც მომეტებული საფრთხის წყაროს, არამართლზომიერი და დანაშაულებრივი გამოყენების რისკს. ამასთან, შესწავლილმა საერთაშორისო პრაქტიკამაც ცხადყო, რომ იარაღის შენახვისა და ტარების უფლება ცალკეულ ქვეყნებში დროში შეზღუდულია. მაგალითად, ესტონეთში პირს იარაღის შეძენის ნებართვა ეძლევა 5 წლამდე ვადით (ამასთან, ნებართვის ვადა არ უნდა აჭარბებდეს პირის მიერ წარმოდგენილი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მოქმედების ვადას). 5 წლამდე ვადაა განსაზღვრული უფლებამოსილი პირების მიერ იარაღის ტარების ნებართვისთვისაც.4 იარაღის ტარების ნებართვისთვის 10 წლიანი ვადა მოქმედებს ლატვიაში.5 სერბეთის კანონმდებლობის თანახმად კი პირს, კანონმდებლობით გათვალისწინებულ გამონაკლის შემთხვევებში, შეიძლება მიეცეს თავდაცვის იარაღის ტარების ნებართვა. აღნიშნული ნებართვა გაიცემა 5 წლამდე ვადით.6 ზემოთ ნათლად აღინიშნა, რომ მოქმედი საკანონმდებლო რეგულაციები ვერ პასუხობს იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებულ პრაქტიკულ გამოწვევებს. შესაბამისად, მიზანშეწონილია, მხედველობაში იქნეს მიღებული ნებართვის განუსაზღვრელი ვადით გაცემასთან დაკავშირებული საფრთხეები, ასევე საკითხისადმი საერთაშორისო მიდგომა და იარაღის ბრუნვის კონტროლის ეფექტიანობისთვის გაიცეს იარაღის (შენახვის ან/და ტარების https://www.riigiteataja.ee/en/eli/ee/Riigikogu/act/528092022001/consolide https://likumi.lv/ta/en/en/id/305818 6 https://www.seesac.org/f/docs/Serbia-1/Law-on-Weapons-and-Ammunition-2015.pdf 4 5 უფლებით) შეძენის ვადიანი ნებართვა, ხოლო ვადის განსაზღვრისას მხედველობაში იქნეს მიღებული კონკრეტული სახის იარაღიდან მომდინარე საფრთხეები და რისკები. სახელმწიფოს მიერ იარაღის ბრუნვის მკაცრი კონტროლი არ შეიძლება გახდეს დაბრკოლება სროლის სახეობათა სპორტის განვითარებისთვის. მეტიც, სახელმწიფო ვალდებულია იარაღებთან დაკავშირებით შეიმუშაოს ისეთი მექანიზმი, რომელიც არათუ არ დააბრკოლებს, არამედ გარკვეულწილად ხელს შეუწყობს აღნიშნული სპორტის განვითარებას. ამ მიმართულებით ერთ-ერთი პრობლემური საკითხია სპორტული იარაღების განსაზღვრა. მოქმედი კანონმდებლობა სპორტული იარაღის განსაზღვრის შემთხვევაში, მსგავსად სანადირო იარაღისა, აქცენტს აკეთებს იარაღის დანიშნულებაზე. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის თანახმად, სპორტულია იარაღი, თუ იგი განკუთვნილია სპორტული საკვალიფიკაციო ნორმატივების შეჯიბრებებში მონაწილეობის მისაღებად. შესასრულებლად აღსანიშნავია, რომ ან/და სპორტულ სპორტში გამოიყენება სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, რომლის ტექნიკური მახასიათებლები ხშირად არ განსხვავდება სხვა სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისგან და შეცვლილია მხოლოდ ვიზუალური მახასიათებელი. გამომდინარე აქედან, რთულია განისაზღვროს თუ რომელი იარაღი უნდა ჩაითვალოს სპორტულად და რომელი არა. აღნიშნული პრობლემის აღმოსაფხვრელად, მიზანშეწონილია, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით, ერთობლივი ბრძანებით დაამტკიცონ სპორტული სახელმძღვანელო ცეცხლსასროლი დოკუმენტი სპორტული იარაღების ნუსხა, იარაღის ბრუნვასთან რომელიც იქნება დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში. სროლის სახეობათა სპორტის წინაშე არსებული სამართლებრივი გამოწვევები არ შემოიფარგლება მხოლოდ სპორტული იარაღის განმარტების პრობლემით. მნიშვნელოვანია, რომ შესაბამის სპორტულ დაწესებულებებს ჰქონდეთ საჭირო იარაღსა და საბრძოლო მასალაზე ლეგალურად წვდომის შესაძლებლობა. განსახილველ სპორტის სახეობაში ერთერთი წამყვანი სუბიექტია ა(ა)იპ − საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნულ ფედერაცია ან/და მისი წევრი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე (რომელიც ფლობს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას), რომელსაც „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედი რედაქციით არ აქვთ ცეცხლსასროლი იარაღისა და მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის შეძენის უფლება, ისინი ვერ ახერხებენ ასევე იარაღების საზღვარგარეთ შეძენასა და საქართველოში შემოტანას. აღნიშნული პრობლემა მკვეთრად აფერხებს სპორტსმენთა წვრთნის პროცესს და საბოლოო ჯამში, უარყოფითად აისახება ზოგადად სროლის სახეობათა სპორტის განვითარებაზე. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი პროექტის მიზანია, აღნიშნულ პირებს მიეცეთ სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღისა და ამ იარაღების ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის/ჭურვის შეძენის, ასევე, საქართველოში შემოტანის ან/და საქართველოდან გატანის უფლება. კანონპროექტის თანახმად, სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღისა და მისი ძირითადი ნაწილების, ასევე მისთვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის შეძენის უფლება ენიჭება ტირს, სასროლეთსა და სასროლო-სანადირო სტენდს. იარაღის შეძენის შემთხვევაში, ყველა პირი ვალდებულია დაირეგისტრიროს შეძენილი იარაღი. გარდა ზემოთ განხილული პრობლემებისა, წინამდებარე კანონპროექტი მიზნად ისახავს ასევე „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში სხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილებების განხორციელებას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღება აუცილებელია დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით სახელმწიფოს მიერ იარაღის ბრუნვის ეფექტური კონტროლის საჭიროებით, რაც მათ შორის გულისხმობს იარაღის სახეებად დაყოფის ერთ-ერთ ძირითად კრიტერიუმად ლულის სიგრძის და იარაღის საერთო სიგრძის განსაზღვრას. ასევე, აუცილებელია სროლის სახეობათა სპორტის წინაშე არსებული ისეთი სამართლებრივი პრობლემების მოგვარება, რაც შეუძლებელს ხდის ფედერაციის მიერ სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღისა და ამ იარაღების ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის/ჭურვის შეძენას, ასევე მათ საქართველოში შემოტანას ან/და საქართველოდან გატანას, ასევე, ზოგადად შესაბამისი იურიდიული პირების მიერ შეძენილი იარაღის რეგისტრაციის ვალდებულებისა და პროცედურის დადგენას. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, დანაშაულისა და სხვა სამართალდარღვევათა თავიდან აცილებისა და აღკვეთის მიზნით იარსებებს სახელმწიფოს მიერ იარაღის ბრუნვის კონტროლის ეფექტური მექანიზმი, რაც მათ შორის გულისხმობს იარაღის სახეებად დაყოფის ერთ-ერთ ძირითად კრიტერიუმად ლულის სიგრძის და იარაღის საერთო სიგრძის განსაზღვრას. ასევე, გადაიჭრება სროლის სახეობათა სპორტის წინაშე არსებული სამართლებრივი პრობლემები, რის შედეგადაც ფედერაციას შეეძლება სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღისა და ამ იარაღების ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის/ჭურვის შეძენა, ასევე მათ საქართველოში შემოტანა ან/და საქართველოდან გატანა. გარდა ამისა, დადგინდება ზოგადად შესაბამისი იურიდიული პირების მიერ შეძენილი იარაღის რეგისტრაციის ვალდებულება და პროცედურა. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:  „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის (შემდგომ − კანონი) მოქმედი რედაქციის თანახმად, სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის სახის განსაზღვრისას აქცენტი კეთდება მის დანიშნულებაზე. გამომდინარე აქედან, იარაღის რეგისტრაციისას მხედველობაში მიიღება სწორედ ქარხანა-დამამზადებლის მიერ განსაზღვრული დანიშნულება/მიზანი, რაც ხშირ შემთხვევაში თანხვედრაში არაა კონკრეტული იარაღის პარამეტრებთან და შესაძლებლობებთან. სწორედ ამიტომ, კანონპროექტის თანახმად, სამოქალაქო იარაღის სახეებად დაყოფის ერთ-ერთ ძირითად კრიტერიუმად განისაზღვრება ლულის სიგრძე და იარაღის საერთო სიგრძე. შესაბამისად, კანონს ემატება შემდეგი ტერმინები: o მოკლელულიანი იარაღი – ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური იარაღი, რომლის ლულის სიგრძე არ აღემატება 300 მმ ან/და იარაღის საერთო სიგრძე არ აღემატება 600 მმ o გრძელლულიანი იარაღი – ცეცხლსასროლი, გაზის (აირის) ან პნევმატური იარაღი, რომელიც არ განეკუთვნება მოკლელულიან იარაღს რამდენადაც სამოქალაქო იარაღის სახეებად დაყოფა ხდება ლულის სიგრძის მიხედვით, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 და მე-5-მე-7 მუხლების დისპოზიციებიდან ამოღებულია იარაღის დანიშნულებაზე მითითება. ცვლილების თანახმად, იმის მიხედვით, იარაღი მოკლელულიანია თუ გრძელლულიანი, შეძენის ნებართვა შეიძლება გაიცეს შენახვის ან შენახვისა და ტარების უფლებით. კერძოდ, ყველა მოკლელულიანი იარაღის შეძენის ნებართვა გაიცემა შენახვის უფლებით, ხოლო გრძელლულიანი იარაღისა კი – შენახვისა და ტარების უფლებით. წინამდებარე კანონპროექტის თანახმად, 2023 წლის 1 იანვრამდე შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი ექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციას, 6 თვის ვადაში, 2023 წლის 1 ივლისამდე. აღნიშნული იარაღები უნდა დარეგისტრირდეს შენახვის უფლებით. ამ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სამსახურებრივ-საშტატო იარაღებისა) შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა, რეგისტრაცია და რეგისტრაციის შედეგად გაცემული იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა ითვლება იურიდიული ძალის არ მქონედ. შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობა იწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ვალდებულების შესრულებისას პირი თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის მოსაკრებლის და საფასურის გადახდისგან, ასევე შესაბამისი გამოცდის ჩაბარებისგან.  კანონის მოქმედი რედაქციით, იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვა გაიცემა განუსაზღვრელი ვადით. პროექტის თანახმად კი, იარაღის შეძენის ნებართვა მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღზე გაიცემა 5 წლის ვადით, გრძელ ხრახნილლულიან ცეცხლასროლ იარაღზე – 5 წლის ვადით, ხოლო გრძელ გლუვლულიან და კომბინირებულ ცეცხლსასროლ იარაღზე – 10 წლის ვადით. ნებართვის ვადის გასვლის შემდეგ, პირი ვალდებულია აღნიშნული იარაღი ნებართვის ხელახალი მოპოვებისა და რეგისტრაციის მიზნით წარადგინოს მომსახურების სააგენტოში. აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით დადგენილი წესით. ამასთან, ამ კანონის ამოქმედებამდე გაცემული იარაღის შეძენის ნებართვა და სარეგისტრაციო მოწმობა გარკვეული ვადის განმავლობაში ინარჩუნებს იურიდიულ ძალას. კერძოდ: o ხრახნილლულიანი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შემთხვევაში − იარაღის შეძენის ნებართვა და სარეგისტრაციო მოწმობა ძალაში იქნება ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წლის განმავლობაში o გლუვლულიანი და კომბინირებული სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შემთხვევაში − იარაღის შეძენის ნებართვა და სარეგისტრაციო მოწმობა ძალაში იქნება ამ კანონის ამოქმედებიდან 10 წლის განმავლობაში  ცვლილება ეხება ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმების საფუძვლებსაც. კანონის მოქმედი რედაქციით ლიცენზია (ნებართვა) უქმდება თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა გამამტყუნებელი განაჩენი. პროექტის თანახმად, კი აღნიშნული წესი არ ვრცელდება სხვა ნასამართლობის არმქონე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე−191-ე, 1921, 1922, 1951, 196-ე, 1981, 199-ე, 201-ე, 202-ე, 203-ე, 2041, 205-ე, 206-ე−208-ე, 213-ე, 216-ე მუხლის პირველი ნაწილით, 217-ე, 219-ე, 220-ე, 2201, 276-ე, 332-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 333-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 337-ე, 341-ე და 342-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდებული, პირის იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვაზე. კანონს ემატება იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით გაცემული ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებისა და გაუცემლობის ახალი საფუძვლები. კერძოდ, ლიცენზია (ნებართვა) უქმდება თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სახდელად დაედო იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა ან იარაღის კონფისკაცია (კონფისკაციის შემთხვევაში უქმდება მხოლოდ აღნიშნულ იარაღზე არსებული ნებართვა). ხოლო ლიცენზია (ნებართვა) არ გაიცემა თუ ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისთვის სახდელად დაედო იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა და გასული არ არის სახდელის ვადა. ასევე, ლიცენზიის (ნებართვის) არ გაცემის ერთ-ერთი საფუძველია გარემოება, როდესაც ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი მიცემულია სისხლის სამართლის პასუხისგებაში. იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის ცნებას, პროექტით ხდება აღნიშნული საფუძვლის ამოღება. ცვლილება ეხება იარაღის ჩამორთმევის წესს. კერძოდ, კანონს ემატება იარაღის ჩამორთმევის მიზნით შესაბამის უწყებებსა და ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს შორის კოორდინაცია/კომუნიკაციის მარეგულირებელი ნორმები. ცვლილების თანახმად, თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა გამამტყუნებელი განაჩენი (გარდა იმ მუხლებისა, რომლებიც არ ითვალისწინებს ლიცენზიის (ნებართვის) გაუქმებას), საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტი ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ შეატყობინოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნული შესაბამისი სამსახურის ტერიტორიული უფლებამოსილი ორგანოს წარმომადგენელი საუბნო კი სამსახურს. ვალდებულია მსჯავრდებულს განუსაზღვროს 30 დღიანი ვადა იარაღის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გასხვისებისთვის. მსჯავრდებულის მიერ აღნიშნული ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში (პირადად ან მინდობილი პირის მიერ) მომსახურების სააგენტო ავტომატურად აუქმებს იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვას, ხოლო სამინისტროს უფლებამოსილი დანაყოფი ახდენს იარაღის ჩამორთმევას.  იცვლება სპორტულ ცეცხლსასროლ იარაღებთან დაკავშირებული რეგულაციები. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ ტერმინი განიმარტება ახლებურად: o სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დამტკიცებული, გათვალისწინებული ცეცხლსასროლი იარაღი სპეციალური ნუსხით/სიით სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების ნუსხა/სია მტკიცდება საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან შეთანხმებით. პროექტით იცვლება სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის შეძენასთან დაკავშირებული ნებართვის სახეები. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე შეძენის ნებართვა გაიცემა შენახვის უფლებით, ხოლო სპორტულ მოკლე გლუვლულიან ან გრძელლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე კი შენახვისა და ტარების უფლებით. ცვლილების თანახმად კი, მოკლელულიან იარაღებზე შეძენის ნებართვა გაიცემა მხოლოდ შენახვის უფლებით.  იზრდება ა(ა)იპ − საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციისა და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელიც ფლობს დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას) უფლებები იარაღისა და საბრძოლო მასალის შეძენის კუთხით. კერძოდ, მათ ეძლევათ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის, მათი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის/ჭურვის შეძენის უფლება. ამასთან, ისინი არ საჭიროებენ შეძენის ნებართვას, თუმცა მათზე ვრცელდება რეგისტრაციის ვალდებულება. იარაღის რეგისტრაციისას იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა თითოეულ იარაღზე. აგრეთვე, შესაბამისი ორგანიზიაციის ხელმძღვანელი ვალდებულია დაადგინოს აღნიშნული იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ იარაღის შენახვის, აღრიცხვის, გაცემისა და უსაფრთხოების წესები.  გარდა ფედერაციისა, ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება ეძლევა დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირსაც. აღნიშნულ პირებზეც ვრცელდება იარაღის რეგისტრაციის ვალდებულება. დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორიაზე უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის, იარაღის აღრიცხვის, გაცემის, გადაადგილების, გამოყენების, მსროლელთა ქცევისა და აღრიცხვიანობის წესები და სროლის პოზიციები დგინდება შესაბამისი ნებართვის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად. კანონით განსაზღვრული იურიდიული პირების შეძენილი იარაღის რეგისტრაციას და სარეგისტრაციო მოწმობის გაცემას ახორციელებს მომსახურების სააგენტო. იარაღის რეგისტრაციის წესი და სარეგისტრაციო მოწმობის ვადები მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.  გარდა იარაღის შეძენისა, ფედერაცია და მისი წევრი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე უფლებამოსილია სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, მისი ძირითადი ელემენტები ან/და საბრძოლო მასალა საქართველოდან გაიტანოს (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ან/და საქართველოში შემოიტანოს შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. რაც შეეხება პნევმატურ იარაღს, პროექტის თანახმად, ნებართვას არ საჭიროებს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, ასევე გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა.  მოქმედი კანონმდებლობა იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით გარკვეულ უფლებებს ანიჭებს შესაბამისი პროფილის სპორტულ დაწესებულებას, თუმცა ბუნდოვანია კონკრეტულად რომელი დაწესებულება შეიძლება მოიაზრებოდეს აღნიშნულ ტერმინში. ამასთან, კანონმდებლობით რეგულირდება იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი სუბიექტის უფლება-მოვალეობები. გამომდინარე აქედან, კანონიდან ხდება იმ ჩანაწერების ამოღება, რომლითაც შესაბამისი პროფილის სპორტულ დაწესებულებას ენიჭება გარკვეული უფლებები. პროექტი ასევე ითვალისწინებს სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის მფლობელი, ასევე სპორტული მოკლელულიანი პნევმატური იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირის უფლებას ზემოხსენებული იარაღები შენახვის ადგილიდან გადაიტანოს სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების ან/და შეჯიბრში მონაწილეობის მიღების მიზნით, მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის გადატანის დროებითი მოწმობის საფუძველზე. ამასთან, პირი ვალდებულია დაიცვას იარაღის გადატანის წესები. გარდა ამისა, იარაღის გადატანის უფლება ენიჭება ფედერაციასაც. კერძოდ, ფედერაციის ან მისი წევრი შესაბამისი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღებისა და სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების შენახვის ადგილიდან სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების, შეჯიბრში მონაწილეობის მიღების ან/და იარაღის შეკეთების მიზნით დროებით გადატანა და უკან იარაღის შენახვის ადგილზე დაბრუნების უფლება ექნება შესაბამის მინდობილ პირს, მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის საფუძველზე. ფედერაცია თავისუფლდება აღნიშნული ნებართვისთვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან. ამასთან, მინდობილი პირი ვალდებულია თან იქონიოს თითოეული გადასატანი იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა და დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ან პნევმატური იარაღის გადატანის წესები. ამასთან, პროექტის თანახმად, დასაშვები ხდება ფიზიკური პირის მიერ შესაბამისი ნებართვის გარეშე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა და გაზის (აირის) იარაღის 200 ვაზნამდე (ნაცვლად 50 ვაზნისა) გადატანა-გადაზიდვა.  კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად, იმ იურიდიულ პირს, რომელიც ეწევა სარეწაო, სამოყვარულო, სპორტულ ან სამეცნიერო ნადირობას, უფლება აქვს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღი ნადირობის მიზნით დროებით სარგებლობაში გადასცეს იმ ფიზიკურ პირს, რომელსაც რეგისტრირებული აქვს სხვა სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და აკმაყოფილებს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. პროექტის თანახმად კი მსგავსი უფლებამოსილება ექნება ასევე დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელ პირს, ფედერაციასა და მის წევრ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს (რომელიც ფლობს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას). კერძოდ, მათ აქვთ უფლება, იარაღი შესაბამის ტერიტორიაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სროლის მიზნით, დროებით სარგებლობის უფლებით გადასცენ იმ ფიზიკურ პირებს, რომლებსაც რეგისტრირებული აქვთ სხვა სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი ან/და აკმაყოფილებენ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. გამომდინარე აქედან, პროექტი ითვალისწინებს ახალი ტერმინის შემოღებას: o იარაღით დროებით მოსარგებლე − პირი, რომელსაც იარაღი გადაცემული აქვს დროებითი სარგებლობისათვის სამონადირეო მეურნეობის, დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორიაზე, ასევე, სპორტულ სროლაში ვარჯიშისათვის, საკვალიფიკაციო ნორმატივების შესასრულებლად ან/და შეჯიბრებში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სროლის მიზნით გარდა ამისა, ფიზიკურ პირს ენიჭება უფლება ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორიაზე შეიძინოს იმ იარაღის საბრძოლო მასალა, რომლის სროლაც საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად დასაშვებია აღნიშნული დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის ტერიტორიაზე და რომელიც მას გადაეცა კანონით დადგენილი წესით დროებით სარგებლობაში. ასევე, წინამდებარე კანონპროექტით განსაზღვრულია იარაღით დროებით მოსარგებლის უფლება-მოვალეობანი.  ცვლილება ეხება საბრძოლო მასალის დამზადების პროცედურასაც. კერძოდ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, საბრძოლო მასალის დამზადებისთვის პირს სჭირდება შესაბამისი ლიცენზია. წარმოდგენილი პროექტით კი დასაშვები ხდება ლიცენზიის გარეშე სანადირო გლუვლულიანი, ხრახნილლულიანი ან კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის პირადი მოხმარების მიზნით დამზადება. ამასთან, დასაშვებია მხოლოდ იმ საბრძოლო მასალის დამზადება, რომელიც განკუთვნილია ამ პირზე რეგისტრირებული იარაღისათვის, აგრეთვე, აკრძალულია მისი შემდგომი გასაღება ან/და სხვა პირისთვის გადაცემა. მართალია განსახილველი საქმიანობა არ საჭიროებს ლიცენზიას, თუმცა პირი, რომელსაც სურს განახორციელოს პირადი მოხმარების მიზნით საბრძოლო მასალის დამზადება, ვალდებულია, აღნიშნულის შესახებ აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს. გასათვალისწინებელია, რომ პირადი მოხმარების მიზნით საბრძოლო მასალის დამზადების უფლება აქვს პირს, რომელიც ჯამში არანაკლებ 5 წლის მანძილზე ფლობს ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვას. ამასთან, იგი ვალდებულია საბრძოლო მასალის დამზადებისას ვალდებულებების ცეცხლსასროლი დაიცვას დარღვევა იარაღის უსაფრთხოების ხრახნილლულიანი საბრძოლო მასალის წესები. ან ზემოთ ხსენებული კომბინირებული დამზადებისას სანადირო გამოიწვევს პირის პასუხისმგებლობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად.  იცვლება იარაღის გამოყენების შემთხვევის შესახებ საქართველოს პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის ორგანოებისთვის ცნობების წესი. კანონის მოქმედი რედაქციით, აღნიშნულ უწყებებს უნდა ეცნობოთ იარაღის ყოველი გამოყენების შესახებ, რაც უმეტეს შემთხვევაში შეუძლებელია. მაგალითად, მონადირის მიერ ნადირობისას გასროლა არ ეცნობება ხსენებულ უწყებებს. ასევე, ცნობება არ ხდება სპეციალური წვრთნების დროს იარაღის გამოყენებისას. სწორედ ამიტომ, პროექტში მიეთითება, რომ ცნობება ხდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევაში. შესაბამისად, აღნიშნული რეგულაცია გავრცელდება მხოლოდ კანონმდებლობით სპეციალურად რეგულირებულ შემთხვევებზე.  ცვლილება ეხება სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლების მქონე პირთა ჩამონათვალსაც. პროექტით კონკრეტდება, რომ სამოქალაქო ავიაციის საავიაციო უშიშროების სტრუქტურული ქვედანაყოფის თანამშრომლებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება აქვთ სამსახურებრივ მოვალეობათა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული წესით. შესრულებისას, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იცნობს მთავარი საჯარო თანამდებობის პირის ცნებას, კანონიდან ხდება იმ ჩანაწერის ამოღება, რომლის თანახმადაც აღნიშნულ პირებს ენიჭებოდათ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება.  იცვლება სამხედრო-საბრძოლო იარაღთან დაკავშირებული რეგულაციები. კერძოდ, კონკრეტდება და უფრო ნათლად ყალიბდება მისი გამოყენების მიზანი და მიეთითება, რომ გარდა სახელმწიფო თავდაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის, საბრძოლო და ოპერატიულ-სამსახურებრივი მიზნებისა, იგი აგრეთვე გამოიყენება საზოგადოებრივი უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის დაცვის, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დაცვის მიზნებისთვის.  წინამდებარე კანონპროექტი მიზნად ისახავს კანონში სხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილებების განხორციელებასაც. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა 2023 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, მიზანშეწონილია კანონპროექტით გათვალისწინებული ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ამოქმედება დაუკავშირდეს ახალ საბიუჯეტო წელს. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც პროექტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას იარაღის რეგისტრაციის დარღვევისთვის. კერძოდ, საქართველოს სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება შემდეგი სამართალდარღვევა: o „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის ხელახალი ადმინისტრაციულ პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა − ჯარიმა 1 000 ლარი და გაფრთხილება. აღნიშნული გაფრთხილების 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით და გაფრთხილებას, ხოლო ამ გაფრთხილების 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა კი იარაღის კონფისკაციას. ასევე, კანონპროექტიდან გამომდინარე განისაზღვრება ნებართვის ახალი სახე – ა(ა)იპ − საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნულ ფედერაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელიც ფლობს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას) მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ან/და საქართველოში შემოტანის ნებართვა. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით აღნიშნული ნებართვისთვის დგინდება სანებართვო მოსაკრებელი 16 ლარის ოდენობით. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტის თანახმად, დასაშვები ხდება ლიცენზიის გარეშე სანადირო გლუვლულიანი, ხრახნილლულიანი ან კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის დამზადება პირადი მოხმარების მიზნით და გაწერილია შესაბამისი რეგულაციები. აღნიშნული რეგულაციების დარღვევა კი იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (გარდა გლუვლულიანი სანადირო იარაღისა). საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა (თოფისა)), საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა, ტარება, დამზადება, გადაზიდვა, გადაგზავნა ან გასაღება) გათვალისწინებული ზოგიერთი ქმედებისთვის სასჯელის სახედ პირს შეიძლება შეეფარდოს ჯარიმა. სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე კანონპროექტის გავლენის ზუსტი ოდენობა დამოკიდებულია სამართალდარღვევათა წლიურ მაჩვენებელსა და ა(ა)იპ − საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნულ ფედერაციის მიერ ნებართვის აღების ყოველწლიურ მაჩვენებელზე, აგრეთვე საბრძოლო მასალის პირადი მოხმარების მიზნით დაკავშირებულ დანაშაულების გამოვლენის წლიურ მაჩვენებელსა და ამ დანაშაულებისთვის გათვალისწინებული სასჯელის სახესა და ზომაზე. კანონპროექტის მიხედვით, ზოგიერთი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვა ხდება ვადიანი. კერძოდ, მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღზე გაიცემა 5 წლის ვადით, გრძელ ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე – 5 წლის ვადით, ხოლო გრძელ გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე – 10 წლის ვადით. შესაბამისად, აღნიშნული იარაღების მფლობელებს შესაბამისი ნებართვისა და თანმდევი დოკუმენტების ხელახლა მისაღებად მოუწევთ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი მოსაკრებლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფასურის გადახდა. თუმცა, ამავე პროექტით დგინდება, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული ფიზიკური პირის კუთვნილი ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვა და შესაბამისი დოკუმენტები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წელი, ხოლო გლუვლულიანი ან/და კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღისა − 10 წელი. შესაბამისად, კანონპროექტის ამოქმედების წელსა და შემდგომი 3 წლის განმავლობაში აღნიშნულ ცვლილებებს არ ექნება სავალდებულო ფინანსური გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტისა და სსიპ შსს მომსახურების საგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. თუმცა, შემდგომში, აღნიშნული ფინანსური გავლენის შეფასება დამოკიდებულია წლიურად გაცემული ნებართვების რაოდენობაზე. იარაღის შეძენის ნებართვაზე კანონმდებლობით განსაზღვრული მოსაკრებელის განაკვეთებია - თავდაცვის სახის მოკლელულიან ან სპორტული სახის მოკლე ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლ იარაღზე - 8 ლარი, თავდაცვის სახის გაზის (აირის), სანადირო, სპორტული სახის გრძელულიანი და სპორტული სახის მოკლე გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღზე -6 ლარი. ფედერაციასა და მის წევრ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს (რომელიც ფლობს დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას) ეძლევათ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის, მათი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის/ჭურვის შეძენის უფლება. ამასთან, მათზე ვრცელდება შეძენილი იარაღის რეგისტრაციის ვალდებულება. იარაღის რეგისტრაციისას იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა თითოეულ იარაღზე. გარდა ფედერაციისა, ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება ეძლევა დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირსაც. აღნიშნულ პირებზეც ვრცელდება იარაღის რეგისტრაციის ვალდებულება. შესაბამისად, ამ პირებს მოუწევთ იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა. სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზუსტი ფინანსური გავლენის მაჩვენებელი დამოკიდებულია წლიურად რეგისტრირებული იარაღების რაოდენობაზე. მომსახურებაზე დადგენილი საფასურები შემდეგია: იარაღის რეგისტრაციის საფასური - 30 ლარი, იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის საფასური - 15 ლარი, იარაღის ბალისტიკური შემოწმების საფასური - 20 ლარი. პროექტის თანახმად, თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის მფლობელ ფიზიკურ პირს, იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე, ენიჭება აღნიშნული იარაღის შენახვის ადგილიდან დახურულ ან ნახევრად დახურულ ტირში, სასროლეთსა და სასროლო-სანადირო სტენდში დროებით გადატანისა და უკან იარაღის შენახვის ადგილზე დაბრუნების უფლება. აგრეთვე, პროექტი ითვალისწინებს სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის მფლობელი, ასევე სპორტული მოკლელულიანი პნევმატური იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირის უფლებას ზემოხსენებული იარაღები შენახვის ადგილიდან გადაიტანოს სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების ან/და შეჯიბრში მონაწილეობის მიღების მიზნით, მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის გადატანის დროებითი მოწმობის საფუძველზე. იარაღის დროებითი მოწმობა ფასიანია, შესაბამისად პირს მოუწევს კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე ზუსტი ფინანსური გავლენის მაჩვენებელი დამოკიდებულია წლიურად გაცემული იარაღის დროებითი მოწმობის რაოდენობაზე. იარაღის დროებითი მოწმობის საფასურია ერთ ერთეულ იარაღზე − 30 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულ იარაღზე − 50 ლარი, ერთდროულად ორ ერთეულზე მეტ იარაღზე − 100 ლარი. გარდა ამისა, იარაღის გადატანის უფლება ენიჭება ფედერაციასაც. კერძოდ, ფედერაციის ან მისი წევრი შესაბამისი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღებისა და სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების შენახვის ადგილიდან სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების, შეჯიბრში მონაწილეობის მიღების ან/და იარაღის შეკეთების მიზნით დროებით გადატანა და უკან იარაღის შენახვის ადგილზე დაბრუნების უფლება ექნება შესაბამის მინდობილ პირს, მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის საფუძველზე. ფედერაცია თავისუფლდება აღნიშნული ნებართვისთვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან. შესაბამისად, აღნიშნული არ იქონიებს გავლენას სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ფედერაცია და მისი წევრი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე ასევე უფლებამოსილია სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, მისი ძირითადი ელემენტები ან/და საბრძოლო მასალა საქართველოდან გაიტანოს (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ან/და საქართველოში შემოიტანოს შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის პირს მოუწევს შესაბამისი სანებართვო მოსაკრებლისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის გადახდა. სახელმწიფო და სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე გავლენის შეფასება კი დამოკიდებულია წლიურად გაცემული ნებართვების რაოდენობაზე. პროექტის თანახმად, ნებართვას არ საჭიროებს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, ასევე გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა. აგრეთვე, ნებართვის/ლიცენზიის საჭიროებისგან თავისუფლდება ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა, ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი. პირს არ მოუწევს სანებართვო მოსაკრებელი გადახდა, შესაბამისად, აღნიშნული არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. წინამდებარე კანონპროექტის თანახმად, 2023 წლის 1 იანვრამდე შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი ექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციას, 6 თვის ვადაში, 2023 წლის 1 ივლისამდე აღნიშნული იარაღები უნდა დარეგისტრირდეს შენახვის უფლებით. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ვალდებულების შესრულებისას პირი თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის მოსაკრებლის და საფასურის გადახდისგან, ასევე შესაბამისი გამოცდის ჩაბარებისგან. შესაბამისად, აღნიშნული არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო და სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. პროექტის შესაბამისად, ყველა ის იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე, რომელსაც აქვს შესაბამისი იარღის შეძენის უფლება, ვალდებულია დაარეგისტრიროს იგი. შესაბამისად, მათ, ახალი კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში, ევალებათ უკვე შეძენილი იარაღების რეგისტრაცია და რეგისტრაციისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდა. გამომდინარე აქედან, აღნიშნული დადებით გავლენას იქონიებს სსიპ შსს მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტის საშემოწავლო ნაწილზე. ზუსტი ფინანსური გავლენის განსაზღვრა კი დამოკიდებულია დასარეგისტრირებელი იარაღების რაოდენობაზე. გამომდინარე იქიდან, რომ კანონპროექტით წარმოდგენილი ნორმების უმრავლესობა არ იყო მოქმედი, მოსაკრებლებისა და ნებართვების საფასურების გადახდისგან გათავისუფლების შემთხვევები არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტისა და შსს-ს მომსახურების სააგენტოს შემოსავლების შემცირებას. კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებები განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება ფინანსური თვალსაზრისით გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რამდენადაც პროექტი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას იარაღის ხელახალი რეგისტრაციის დარღვევისთვის. კერძოდ, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს ემატება შემდეგი სამართალდარღვევა: o „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა − ჯარიმა 1 000 ლარი და გაფრთხილება. აღნიშნული გაფრთხილების 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით და გაფრთხილებას, ხოლო ამ გაფრთხილების 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა კი იარაღის კონფისკაციას. ასევე, კანონპროექტიდან გამომდინარე განისაზღვრება ნებართვის ახალი სახე – ა(ა)იპ − საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნულ ფედერაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის მიერ (რომელიც ფლობს დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას) სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ან/და საქართველოში შემოტანის ნებართვა. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით აღნიშნული ნებართვისთვის დგინდება სანებართვო მოსაკრებელი 16 ლარის ოდენობით. ამ მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმების მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, უნდა შეფასდეს გამოვლენილი სამართალდარღვევებისა და გაცემული ნებართვების შესაბამისად. გარდა ზემოაღნიშნულისა, კანონპროექტის თანახმად, დასაშვები ხდება ლიცენზიის გარეშე სანადირო გლუვლულიანი, ხრახნილლულიანი ან კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღის საბრძოლო მასალის დამზადება პირადი მოხმარების მიზნით და გაწერილია შესაბამისი რეგულაციები. აღნიშნული რეგულაციების დარღვევა კი იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას (გარდა გლუვლულიანი სანადირო იარაღისა). მოსამართლის მიერ შესაბამისი დანაშაულებრივი ქმედებისთვის სასჯელის სახედ ჯარიმის განსაზღვრის შემთხვევაში, მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, უნდა შეფასდეს გამოვლენილი დანაშაულებისა და მოსამართლის მიერ შეფარდებული ჯარიმის ოდენობების მიხედვით. კანონპროექტის მიხედვით, ზოგიერთი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვა ხდება ვადიანი. კერძოდ, მოკლელულიან ცეცხლსასროლ იარაღზე გაიცემა 5 წლის ვადით, გრძელ ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე – 5 წლის ვადით, ხოლო გრძელ გლუვლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე – 10 წლის ვადით. შესაბამისად, აღნიშნული იარაღების მფლობელებს შესაბამისი ნებართვისა და თანმდევი დოკუმენტების ხელახლა მისაღებად მოუწევთ „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი შესაბამისი მოსაკრებლისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი საფასურის გადახდა. თუმცა, ამავე პროექტით დგინდება, რომ ამ კანონის ამოქმედებამდე რეგისტრირებული ფიზიკური პირის კუთვნილი ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვა და შესაბამისი დოკუმენტები იურიდიულ ძალას ინარჩუნებს ამ კანონის ამოქმედებიდან 5 წელი, ხოლო გლუვლულიანი ან/და კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღისა − 10 წელი. შესაბამისად, კანონპროექტის ამოქმედების წელსა და შემდგომი 3 წლის განმავლობაში აღნიშნულ ცვლილებებს არ ექნება სავალდებულო ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. შემდგომში კი ფინანსური გავლენის ხასიათი დამოკიდებულია ნებართვების განახლების რაოდენობაზე. ფედერაციასა და მის წევრ იურიდიულ პირს/ინდივიდუალურ მეწარმეს (რომელიც ფლობს დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას) ეძლევა სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის, მათი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის/ჭურვის შეძენის უფლება. ამასთან, მათზე ვრცელდება შეძენილი იარაღის რეგისტრაციის ვალდებულება. იარაღის რეგისტრაციისას იარაღის სარეგისტრაციო მოწმობა გაიცემა თითოეულ იარაღზე. გარდა ფედერაციისა, ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტებისა და საბრძოლო მასალის შეძენის უფლება ეძლევა დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელ ფიზიკურ ან იურიდიულ პირსაც. აღნიშნულ პირებზეც ვრცელდება იარაღის რეგისტრაციის ვალდებულება. შესაბამისად, ამ პირებს მოუწევთ იარაღის რეგისტრაციასთან დაკავშირებული ხარჯების გადახდა. პროექტის თანახმად, თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის მფლობელ ფიზიკურ პირს, იარაღის დროებითი მოწმობის საფუძველზე, ენიჭება აღნიშნული იარაღის შენახვის ადგილიდან დახურულ ან ნახევრად დახურულ ტირში, სასროლეთსა და სასროლო-სანადირო სტენდში დროებით გადატანისა და უკან იარაღის შენახვის ადგილზე დაბრუნების უფლება. აგრეთვე, პროექტი ითვალისწინებს სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის მფლობელი, ასევე სპორტული მოკლელულიანი პნევმატური იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირის უფლებას ზემოხსენებული იარაღები შენახვის ადგილიდან გადაიტანოს სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების ან/და შეჯიბრში მონაწილეობის მიღების მიზნით, მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის გადატანის დროებითი მოწმობის საფუძველზე. იარაღის დროებითი მოწმობა ფასიანია, შესაბამისად პირს მოუწევს კანონმდებლობით დადგენილი საფასურის გადახდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, უნდა შეფასდეს წლიურად გაცემული იარაღის დროებითი მოწმობის რაოდენობის მიხედვით. გარდა ამისა, იარაღის გადატანის უფლება ენიჭება ფედერაციასაც. კერძოდ, ფედერაციის ან მისი წევრი შესაბამისი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის კუთვნილი სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღებისა და სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღების შენახვის ადგილიდან სპორტულ სროლაში საკვალიფიკაციო ნორმატივების შესრულების, შეჯიბრში მონაწილეობის მიღების ან/და იარაღის შეკეთების მიზნით დროებით გადატანა და უკან იარაღის შენახვის ადგილზე დაბრუნების უფლება ექნება შესაბამის მინდობილ პირს, მომსახურების სააგენტოს მიერ გაცემული იარაღის გადატანა-გადაზიდვის ნებართვის საფუძველზე. ფედერაცია თავისუფლდება აღნიშნული ნებართვისთვის დაწესებული მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან. შესაბამისად, აღნიშნული არ იქონიებს ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ფედერაცია და მისი წევრი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე ასევე უფლებამოსილია სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, მისი ძირითადი ელემენტები ან/და საბრძოლო მასალა საქართველოდან გაიტანოს (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ან/და საქართველოში შემოიტანოს შესაბამისი ნებართვის საფუძველზე. აღნიშნული უფლებით სარგებლობისთვის პირს მოუწევს შესაბამისი სანებართვო მოსაკრებლისა და მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის გადახდა. აღნიშნულის გათვალისწინებით, ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, უნდა შეფასდეს წლიურად გაცემული ნებართვების რაოდენობის მიხედვით. პროექტის თანახმად, ნებართვას არ საჭიროებს სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, ასევე გადატანა, გადაზიდვა ან გადაგზავნა. აგრეთვე, ნებართვის/ლიცენზიის საჭიროებისგან თავისუფლდება ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის შეძენა, საქართველოში შემოტანა, საქართველოდან გატანა, გადატანა, გადაზიდვა, გადაგზავნა, ექსპორტი, იმპორტი, რეექსპორტი და ტრანზიტი. შესაბამისად, აღნიშნული საქმიანობის განმახორციელებელ პირებს არ მოუწევთ ხარჯების გაწევა. წინამდებარე კანონპროექტის თანახმად, 2023 წლის 1 იანვრამდე შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი ექვემდებარება ხელახალ რეგისტრაციას, კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში, 2023 წლის 1 ივლისამდე აღნიშნული იარაღები უნდა დარეგისტრირდეს შენახვის უფლებით. აღსანიშნავია, რომ ზემოხსენებული ვალდებულების შესრულებისას პირი თავისუფლდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ყველა სახის მოსაკრებლის და საფასურის გადახდისგან, ასევე შესაბამისი გამოცდის ჩაბარებისგან. პროექტის შესაბამისად, ყველა ის იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე, რომელსაც აქვს შესაბამისი იარღის შეძენის უფლება, ვალდებულია დაარეგისტრიროს იგი. შესაბამისად, მათ, ახალი კანონის ამოქმედებიდან 3 თვის ვადაში, ევალებათ უკვე შეძენილი იარაღების რეგისტრაცია და რეგისტრაციისთვის დადგენილი მომსახურების საფასურის გადახდა. ამ პირებზე ზუსტი ფინანსური გავლენის განსაზღვრა კი დამოკიდებულია დასარეგისტრირებელი იარაღების რაოდენობაზე. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით არ დგინდება გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.