„საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.10.2022
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/191/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1 საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში (საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები, №12, 1984 წელი, მუხ. 421) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. 24-ე მუხლის: ა) პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე2“ ქვეპუნქტი: „ე2) იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა;“; ბ) მე-3 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „3. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა ნიშნავს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის, თავდაცვის ან/და სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას, ხოლო ამ კოდექსის 86-ე მუხლით გათვალისწინებული შესაბამისი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას – სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევას. ამ სახის ადმინისტრაციული სახდელი გამოიყენება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით გათვალისწინებული პირის მიმართ ან იმ პირის მიმართ, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭებული აქვს სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვისა და ტარების უფლება, მის მიერ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილით გათვალისწინებული შესაბამისი სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევის შესახებ გადაწყვეტილება ძალაში შედის შესაბამისი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მომდევნო დღიდან.“. 2. 25-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საგნის სასყიდლით ჩამორთმევა, საგნის კონფისკაცია, გაფრთხილება, ჯარიმა, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეჩერება, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, გამასწორებელი სამუშაოები შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელის სახით. ადმინისტრაციული პატიმრობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც ძირითადი ადმინისტრაციული სახდელი. იარაღის ტარების უფლების ჩამორთმევა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ როგორც დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი.“. 3. 29-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: „4. იარაღის კონფისკაცია იწვევს აღნიშნულ იარაღზე არსებული „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვის გაუქმებას.“. 4. 30-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 301 მუხლი: „მუხლი 301. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა 1. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა გულისხმობს იარაღის, იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის ან/და საბრძოლო მასალის ძირითადი ელემენტების საქართველოში შემოტანის ან/და საქართველოდან გატანის, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი) შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნის უფლების დროებით შეზღუდვას. 2. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, მათ შორის, იწვევს პირის მიერ „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მოპოვებული, იარაღის საქართველოში შემოტანასთან ან/და საქართველოდან გატანასთან, იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი) შეძენასთან, შენახვასთან, ტარებასთან, გადატანაგადაზიდვასთან, გადაგზავნასთან დაკავშირებული ყველა ნებართვის გაუქმებას. 3. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის ვადის განმავლობაში დაუშვებელია პირისათვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული აკრძალვის ფარგლებში „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული რომელიმე ნებართვის მინიჭება. 4. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებული იქნეს 5 წლამდე ვადით.“. 5. 36-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 36. ადმინისტრაციული სახდელის დადება რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისათვის 1. ერთი პირის მიერ ორი ან მეტი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას ადმინისტრაციული სახდელი მას დაედება თითოეული სამართალდარღვევისთვის ცალცალკე. 2. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი), სახდელი დაედება იმ სანქციის ფარგლებში, რომელიც დაწესებულია უფრო მძიმე დარღვევებისათვის. ამ შემთხვევაში ძირითად სახდელს შეიძლება დაემატოს ერთ-ერთი დამატებითი სახდელთაგანი, რომლებსაც ითვალისწინებს რომელიმე ჩადენილი სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის დამდგენი მუხლები. 3. თუ პირმა ჩაიდინა რამდენიმე ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, რომელთა საქმეებს ერთდროულად განიხილავს ერთი და იგივე ორგანო (თანამდებობის პირი) და რომლებიც სანქციის სახედ ითვალისწინებს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს.“. 6. 167-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 ნაწილი: „3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის მესამედ და ყოველი მომდევნო ჩადენა 1 წლის განმავლობაში იმ პირის მიერ, რომელსაც შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ერთ-ერთი სამართალდარღვევის ჩადენისთვის, – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით, იარაღისა და საბრძოლო მასალის კონფისკაციით.“. 7. 180-ე მუხლის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 1801 მუხლი: „მუხლი 1801. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვა, დაკარგვის შეუტყობინებლობა ან პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში იარაღის წარდგენაზე უარი ან წარდგენის შეუძლებლობა (გარდა გლუვლულიანი სანადირო იარაღისა (თოფი) 1. შესაბამისი ნებართვის მქონე პირის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის ან/და გადაგზავნის წესების დარღვევა, რამაც ამ იარაღის დაკარგვა გამოიწვია, ასევე, მის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვის შესახებ პოლიციისთვის შეუტყობინებლობა, ასევე პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის წარდგენაზე უარი ან წარდგენის შეუძლებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის განმეორებით ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი იმავე სამართალდარღვევის ჩადენისთვის, – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით. 3. ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და ყოველი მომდევნო ჩადენა, – გამოიწვევს იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით.“. 8. 1813 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 ნაწილი: „4. ამ მუხლის პირველი ან მეორე ნაწილით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენიდან 1 წლის განმავლობაში სამართალდარღვევის მესამედ და ყოველი მომდევნო ჩადენა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 4 წლის ვადით, იარაღის კონფისკაციით.“. 9. 182-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 182. სამოქალაქო იარაღის ხელახალი რეგისტრაციის ვადების დარღვევა 1. ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო იარაღის ხელახალი რეგისტრაციისთვის დადგენილი ვადების დარღვევა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით. 2. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას. 3. ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში გაფრთხილების შეუსრულებლობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას. 4. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში გაფრთხილების შეუსრულებლობა, − გამოიწვევს იარაღის კონფისკაციას. 5. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას. 6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში გაფრთხილების შეუსრულებლობა, − გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას. 7. ამ მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებული გაფრთხილებიდან 30 დღის ვადაში გაფრთხილების შეუსრულებლობა, − გამოიწვევს იარაღის კონფისკაციას.“. 10. 1821 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1821. პნევმატური იარაღის უკანონო ბრუნვა, პნევმატური იარაღის რეგისტრაციის ვალდებულების შეუსრულებლობა და დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღიდან სროლა 1. სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის შენახვის წესის დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით. 2. სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული პნევმატური იარაღის ტარების წესის დარღვევა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით. 3. დასახლებულ ადგილას სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღიდან სროლა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით. 4. ფიზიკური პირის მიერ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შესაბამისი ტექნიკური მახასიათებლების მქონე სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით. 5. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული სანადირო ან სპორტული პნევმატური იარაღის კანონით დადგენილ ვადაში დაურეგისტრირებლობა, – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით. 6. ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში, აგრეთვე ისეთი პნევმატური იარაღის ტარება, რომლის ტარებაც აკრძალულია საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, – გამოიწვევს დაჯარიმებას 600 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით. შენიშვნა: თუ ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას პირი არ არის ამ კოდექსის მე-13 მუხლით დადგენილ ასაკს მიღწეული პირი, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა მის კანონიერ წარმომადგენელს ეკისრება.“. 11. 1822 მუხლის: ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 1822. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის, სასროლოსანადირო სტენდის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირება“; ბ) პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის შესაბამისი ნებართვის გარეშე ფუნქციონირება, – გამოიწვევს დაჯარიმებას 2000 ლარის ოდენობით.“. 12. 208-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 208. რაიონული (საქალაქო) სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეები რაიონული (საქალაქო) სასამართლო განიხილავს იმ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 43-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 431−443, 445, 447−4411, 45-ე−464, 48-ე, 49-ე, 501, 51-ე−554, 56-ე, 57-ე−59-ე, 592−მე-60, 603−611, 63-ე−65-ე, 66-ე−69-ე, 71-ე, 711, 721−78-ე, 791−81-ე, 821, 822, 825, 84-ე−86-ე, 871−893, 912, 913, 94-ე, 95-ე, 99-ე, 1001, 1002, 1031, 104-ე და 1051 მუხლებით, 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებით, 1271 მუხლის მე-5 ნაწილით, 1281−1286, 143-ე, 144-ე, 14410, 145-ე, 1461, 148-ე, 150-ე, 1501, 151-ე, 152-ე, 1522, 153-ე, 1531 და 1533−1535 მუხლებით, 1536 მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით, 154-ე−1542, 1551 და 1552 მუხლებით, 1553 მუხლის მე-11−მე-20 ნაწილებით, 1556 მუხლის მე-3−მე-5 ნაწილებით, 1557−156-ე და 1571−1581 მუხლებით, 1585 მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 159-ე, 1591, 1594−15910, 163-ე, 164-ე, 1644, 1651−1653, 166-ე, 1661 და 1701 მუხლებით, 171-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1712−1714 მუხლებით, 1715 მუხლის პირველი, მე-2, მე-4−მე-6, მე8 და მე-9−მე-18 ნაწილებით, 172-ე, 1724−1726, 173-ე, 1734−1737, 1739, 17314, 17315 და 1741 მუხლებით, 17415 მუხლის მე-4 ნაწილით, 1751 და 1752 მუხლებით, 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე8, მე-12 და მე-13 ნაწილებით, 1778, 1779, 17711 და 17712 მუხლებით, 17713 მუხლით (მხოლოდ ამ კოდექსის 245-ე მუხლის 41 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში), 178-ე, 1791−1793 და 180-ე მუხლებით, 1811 მუხლის მე-2 ნაწილით, 183-ე, 187-ე, 1871, 189-ე, 192-ე, 195-ე, 1963, 1966, 1971 და 1972 მუხლებით, 1973 მუხლის მე-2 ნაწილითა და 1991 მუხლით.“. 13. 209-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოები განიხილავენ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეებს, რომლებიც გათვალისწინებულია ამ კოდექსის 4210, 583, 861, 1071–1073, 1075, 108-ე, 1141, 1142 და 1151 მუხლებით, 116-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 116-ე მუხლის მე-3, მე-5, მე-6, მე-8 და მე-9 ნაწილებისა), 1161−1163, 118-ე–119-ე და 120-ე–123-ე მუხლებით, 125-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 125-ე მუხლის მე-16 ნაწილისა), 127-ე მუხლით, 1271 მუხლის პირველი–მე-2, მე-6 და მე-7 ნაწილებით, 128-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1291 მუხლით, 131-ე მუხლით (საავტომობილო ტრანსპორტზე ჩადენილი სამართალდარღვევებისთვის), 134-ე, 1352−1354, 1395, 1527 და 1528 მუხლებით, 1536 მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით, 155-ე, 167-ე და 170-ე მუხლებით, 171-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით, 1711 მუხლით (ყველა დაწესებულების (გარდა საქართველოს თავდაცვის ძალებისა და პენიტენციური დაწესებულებისა), სატრანსპორტო საშუალების (გარდა რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტისა) მძღოლის, რკინიგზის, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტის მესაკუთრის/მფლობელის, აგრეთვე ფიზიკური პირის მიმართ (გარდა ფიზიკური პირის მიერ რკინიგზის ტრანსპორტში ჩადენილი სამართალდარღვევისა)), 17415 მუხლით (გარდა ამ კოდექსის 17415 მუხლის მე-4 ნაწილისა), 17416−17418, 1761 და 1763 მუხლებით, 177-ე მუხლით (გარდა ამ კოდექსის 177-ე მუხლის მე-4, მე-5, მე-8, მე-12 და მე-13 ნაწილებისა), 17715, 1801 და 181-ე მუხლებით, 1811 მუხლის პირველი ნაწილითა და 1813, 182, 1821, 1822, 190-ე და 1902−1911 მუხლებით.“. 14. 249-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „5. ამ კოდექსის 167-ე, 180-ე, 1801, 181-ე, 1813, 182-ე, 1821 და 183-ე მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ჩადენისას პოლიციის თანამშრომლებს უფლება აქვთ, საქმის განხილვამდე ჩამოართვან პირს იარაღი და საბრძოლო მასალები, რის შესახებაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება ჩანაწერი ჩამორთმეული იარაღის მარკის ან მოდელის, კალიბრის, სერიისა და ნომრის, საბრძოლო მასალების რაოდენობის და სახეობის აღნიშვნით. იმ პირის მიმართ, რომელმაც აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევა სამსახურებრივ მოვალეობათა შესრულების დროს ჩაიდინა, იარაღისა და საბრძოლო მასალების ჩამორთმევა, პირადი გასინჯვა და ნივთების გასინჯვა გამოიყენება მხოლოდ გადაუდებელ შემთხვევებში.“. 15. 295-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) აღმასრულებელი – ამ კოდექსის 208-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას; საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი – ამ კოდექსის 167-ე და 180-ე, 181-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 1813, 182-ე მუხლის მე-4 და მე-7 ნაწილებით, 1821 და 1831 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენისას;“. მუხლი 2 ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე, აუცილებელია, თანმდევი ცვლილებები განხორციელდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მოცემულია იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული არაერთი სამართალდარღვევა, თუმცა საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევები ადასტურებს, რომ მოქმედი სამართალდარღვევები ვერ ფარავს ყველა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას ან ზოგიერთი ქმედებისთვის გათვალისწინებული სახდელის სახე და ზომა არაა ეფექტური. იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის აუცილებლობა განაპირობებს, პირველ რიგში, ისეთი სახდელის არსებობის საჭიროებას, რომელიც უზრუნველყოფს კონკრეტული ქმედების განხორციელების შემთხვევაში სამართალდამრღვევისთვის იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული საქმიანობისა და ქმედების აკრძალვას. სწორედ ამიტომ, წარმოდგენილი კანონპროექტის ერთერთი მიზანია განისაზღვროს სახდელის ახალი სახე – იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი ამავე პროექტით განსაზღვრული სამართალდარღვევების ჩადენისას. პრაქტიკაში ხშირია შემთხვევა, როდესაც გამოძიების/ადმინისტრაციული სამართალწარმოების პროცესში ფიგურირებს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, თუმცა ვერ ხერხდება მისი მიკვლევა, რადგან იარაღის შეძენის ნებართვის მქონე პირი აცხადებს რომ მან ეს იარაღი დაკარგა და აღნიშნულის შესახებ პოლიციაში შეტყობინება არ გაუკეთებია. მსგავს ვითარებაში თითქმის შეუძლებელია უტყუარად დადგინდეს ნამდვილად დაკარგა თუ არა პირმა იარაღი. იარაღის „დაკარგვის“ შედეგად მასზე სახელმწიფო კონტროლის არ არსებობა უარყოფითად აისახება საზოგადოებრივ უსაფრთხოებაზე. სწორედ ამიტომ, აუცილებელია დაწესდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა იარაღთან მოპყრობის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების დარღვევის შედეგად სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეუტყობინებლობისთვის, დაკარგვასა ასევე და დაკარგვის შესახებ პოლიციისთვის პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის წარდგენაზე უარის ან წარდგენის შეუძლებლობისთვის. ამასთან, მიზანშეუწონელია ამ რეგულაციის გლუვლულიან სანადირო იარაღზე (თოფი) გავრცელება, ვინაიდან აღნიშნული იარაღი უმეტესად გამოიყენება ბუნებაში და ექსტრემალურ გარემოში ნადირობისთვის, შესაბამისად, გაცილებით მაღალია მისი რეალურად დაკარგვის ალბათობა. უკანასკნელი პრაქტიკა ასევე ცხადყოფს, რომ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და დანაშაულების პრევენციის კონტექსტში ერთ-ერთ გამოწვევას წარმოადგენს იმ იარაღების თავისუფალი ტარება, რომლებიც არ მიეკუთვნებიან ცეცხლსასროლ იარაღს, რამეთუ მსგავს იარაღებთან წვდომა გამარტივებულია. კერძოდ, პრობლემურია პნევმატური იარაღების საკითხი. მართალია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილია სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის რეგისტრაციის, შენახვისა და ტარების წესი, თუმცა, გაურკვეველია, კონკრეტულად რა სამართლებრივი შედეგი მოჰყვება პირის მიერ პნევმატური იარაღის შენახვისა და ტარების წესის დარღვევას. იმისათვის, რომ აკრძალვას ჰქონდეს შედეგი, უნდა განისაზღვროს პასუხისმგებლობის სახე. შესაბამისად, აუცილებელია, ცვლილება შევიდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1821 მუხლში და განისაზღვროს სახდელის სახე და ზომა პნევმატური იარაღის შენახვის და ტარების წესების დარღვევისთვის. ამასთან, სახდელის პრევენციული მიზნებიდან გამომდინარე, აუცილებელია პნევმატური იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევებისთვის არსებული ჯარიმების ოდენობის გაზრდა. გამომდინარე იქიდან, რომ „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით იარაღის შეძენის ნებართვა აღარ იქნება უვადო და გაიცემა კანონით დადგენილი ვადით, პირი ვალდებულია, შესაბამისი ნებართვის ვადის გასვლის შემდეგ ხელახლა მოიპოვოს ნებართვა და განახორციელოს იარაღის ხელახალი რეგისტრაცია. შესაბამისად, აუცილებელია, ცვლილება განხორციელდეს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში და აღნიშნული ვალდებულების დარღვევა განისაზღვროს სამართალდარღვევად. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საზოგადოებრივი უსაფრთხოების წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევისა და იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევების წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტურობის გაზრდის მიზნით, აუცილებელია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განისაზღვროს სახდელის ახალი სახე – იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა, ასევე, იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ზოგიერთი ქმედებისთვის დადგინდეს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა, ხოლო არსებული რიგი სანქციები გაიზარდოს. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განისაზღვრება სახდელის ახალი სახე – იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა. ასევე, განისაზღვრება პასუხისმგებლობა სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვის ან დაკარგვის შეუტყობინებლობისთვის (გარდა გლუვლულიანი სანადირო იარაღისა (თოფი), ცეცხლსასროლი იარაღის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაციის) ვალდებულების შეუსრულებლობისა და პნევმატური იარაღის შეძენისა და შენახვის წესების დარღვევისთვის. ამასთან, იზრდება იარაღთან დაკავშირებული ზოგიერთი სამართალდარღვევისთვის დაწესებული სანქცია, რაც ემსახურება იარაღის ბრუნვის კონტროლის გამკაცრებას. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: კანონპროექტის თანახმად:  საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (შემდგომ – კოდექსი) 24-ე მუხლის პირველ ნაწილს ემატება „ე2“ ქვეპუნქტი და განისაზღვრება ადმინისტრაციული სახდელის ახალი სახე – იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა. გამომდინარე აქედან, კოდექსს ემატება 301 მუხლი, რომლითაც განსაზღვრულია აღნიშნული სახდელის არსი. კერძოდ, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა გულისხმობს იარაღის, იარაღის ძირითადი ელემენტების, საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანის ან/და საქართველოდან გატანის, ასევე იარაღის (მათ შორის, სამსახურებრივ-საშტატო იარაღი) შეძენის, შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის, გადაგზავნის უფლების დროებით შეზღუდვას. იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს როგორც ძირითადი, ისე დამატებითი ადმინისტრაციული სახდელი, 5 წლამდე ვადით. ამასთან, იარაღთან დაკავშირებული უფლებების ჩამორთმევის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 5 წელს. იარაღთან დაკავშირებული უფლებების ჩამორთმევა სახდელის სახით გათვალისწინებულია შემდეგი სამართალდარღვევებისთვის: o ცეცხლსასროლი იარაღიდან, გაზის (აირის) იარაღიდან, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღიდან ან სასიგნალო იარაღიდან სროლა დასახლებულ პუნქტში ან საამისოდ გამოუყოფელ ადგილას ან საამისოდ გამოყოფილ ადგილას, მაგრამ დადგენილი წესის დარღვევით – ამავე ქმედებისთვის სახდელდადებული პირს მიერ ერთი წლის განმავლობაში მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენისას, (4 წლის ვადით – შესაბამისი ცვლილება შედის კოდექსის 167-ე მუხლში, რომელსაც ემატება მე-3 ნაწილი) o შესაბამისი ნებართვის მქონე პირის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის ან/და გადაგზავნის წესების დარღვევა, რამაც ამ იარაღის დაკარგვა გამოიწვია, ასევე, მის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვის შესახებ პოლიციისთვის შეუტყობინებლობა, ასევე პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის წარდგენაზე უარი ან წარდგენის შეუძლებლობა – ამავე ქმედებისთვის სახდელდადებული პირის მიერ 1 წლის განმავლობაში მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენისას (4 წლის ვადით – შესაბამისად, კოდექსს ემატება 1801 მუხლი) o გაზის (აირის) იარაღის ტარების წესის დარღვევის, ასევე, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარების ან ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევისას – ამავე ქმედებისთვის სახდელდადებული პირს მიერ ერთი წლის განმავლობაში მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენისას (4 წლის ვადით – შესაბამისი ცვლილება შედის კოდექსის 1813 მუხლში, რომელსაც ემატება მე-4 ნაწილი)  კოდექსს ემატება განისაზღვრება: o 1801 მუხლი, რომლის თანახმადაც სამართალდარღვევად შესაბამისი ნებართვის მქონე პირის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის ან/და გადაგზავნის წესების დარღვევა, რამაც ამ იარაღის დაკარგვა გამოიწვია o პირის მიერ მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვის შესახებ o პოლიციისთვის შეუტყობინებლობა პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის წარდგენაზე უარი ან წარდგენის შეუძლებლობა სამართალდარღვევისთვის სანქციად განისაზაღვრება ჯარიმა 2 000 ლარის ოდენობით. 1 წლის განმავლობაში მისი განმეორებით ჩადენა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, ხოლო მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენისას მოხდება იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით. აღსანიშნავია, რომ ამ მუხლის მოქმედება არ ვრცელდება გლუვლულიან სანადირო იარაღზე (თოფი).  ახალი რედაქციით ყალიბდება კოდექსის 182-ე მუხლი და განისაზღვრება სამოქალაქო იარაღის რეგისტრაციის (ხელახალი რეგისტრაციის) ვალდებულების შეუსრულებლობასთან დაკავშირებული ახალი სამართალდარღვევები, კერძოდ: o „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს ჯარიმას 100 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას აღნიშნული ვალდებულების 30 დღის ვადაში შესრულების შესახებ აღნიშნული გაფრთხილების 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით და გაფრთხილებას, ხოლო ამ გაფრთხილების 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა კი იარაღის კონფისკაციას. o „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა გამოიწვევს − ჯარიმას 1 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას აღნიშნული ვალდებულების 30 დღის ვადაში შესრულების შესახებ აღნიშნული გაფრთხილების 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით და გაფრთხილებას, ხოლო ამ გაფრთხილების 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა კი იარაღის კონფისკაციას.  მკაცრდება პასუხისმგებლობა პნევმატური იარაღის ბრუნვის წესების დარღვევისთვის და შესაბამისი ცვლილებები შედის კოდექსის 1821 მუხლში: სამართალდარღვევად განისაზღვრება: o პნევმატური იარაღის შენახვის წესის დარღვევა – გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 200 ლარის ოდენობით, პნევმატური იარაღის კონფისკაციით იზრდება ჯარიმა შემდეგი სამართალდარღვევებისთვის o პნევმატური იარაღის ტარების წესის დარღვევა – 500 ლარი ნაცვლად 300 ლარისა o პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება – 600 ლარი ნაცვლად 200 ლარისა o დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის, სასროლოსანადირო სტენდის გახსნის იურიდიული პირის მიერ ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული პნევმატური იარაღის კანონით დადგენილ ვადაში დაურეგისტრირებლობა – 600 ლარი ნაცვლად 400 ლარისა o ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში, აგრეთვე ისეთი პნევმატური იარაღის ტარება, რომლის ტარებაც აკრძალულია საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად – 600 ლარი ნაცვლად 500 ლარისა ამასთან, 1821 მუხლს ემატება შენიშვნა, რომლის თანახმადაც, ამ მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის 16 წელს მიუღწეველი პირის მიერ ჩადენის შემთხვევაში, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრება მის კანონიერ წარმომადგენელს.  პროექტის თანახმად, კოდექსის 1801 მუხლი იქნება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განსჯადი და შესაბამისად ხორციელდება ცვლილება კოდექსის 208-ე, 209ე, 249-ე და 295-ე მუხლებში, სადაც მიეთითება ზემოაღნიშნული მუხლები.  წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა იცვლება დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვით. შესაბამისად, ტერმინოლოგიური ცვლილება ხორციელდება კოდექსის 1822 მუხლში.  შესაბამისი ცვლილება ხორციელდება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმის ქვემდებარეობასთან დაკავშირებით და 1801 მუხლი (სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვა, დაკარგვის შეუტყობინებლობა ან პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში იარაღის წარდგენაზე უარი ან წარდგენის შეუძლებლობა (გარდა გლუვლულიანი სანადირო იარაღისა (თოფი) განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემდებარედ. აგრეთვე, ამავე მუხლის საფუძველზე იარაღის კონფისკაციის შესახებ დადგენილებას აღასრულებს საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოს უფლებამოსილი პირი.  გარდა ზემოთ განხილული ცვლილებებისა, წინამდებარე კანონპროექტით კოდექსში ასევე ხორციელდება სხვა ტექნიკური ხასიათის ცვლილებები. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა 2023 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების თარიღთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტისბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენა, მათზე რეაგირება და დანიშნული სახდელის აღსრულება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რამდენადაც იზრდება ჯარიმა კოდექსით გათვალისწინებულ რიგ მუხლებზე, ამასთან, განისაზღვრება ახალი სამართალდარღვევები. კერძოდ:  კოდექსის 167-ე მუხლს ემატება მე-3 ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღიდან, გაზის (აირის) იარაღიდან, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღიდან ან სასიგნალო იარაღიდან მართლსაწინააღმდეგო გასროლის მესამედ და ყოველი მომდევნო ჩადენა 1 წლის განმავლობაში, ამ ქმედებისთვის სახდელდადებული პირის მიერ – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით, იარაღისა და საბრძოლო მასალის კონფისკაციით.  კოდექსს ემატება 1801 მუხლი შესაბამისი ნებართვის მქონე პირის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის ან/და გადაგზავნის წესების დარღვევა, რამაც ამ იარაღის დაკარგვა გამოიწვია, ასევე, მის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვის შესახებ პოლიციისთვის შეუტყობინებლობა, ასევე პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის წარდგენაზე უარი ან წარდგენის შეუძლებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი იმავე სამართალდარღვევის – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, ხოლო სამართალდარღვევის მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენისას მოხდება იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით.  კოდექსის 1813 მუხლს ემატება მე-4 ნაწილი გაზის (აირის) იარაღის ტარების წესის დარღვევის, ასევე, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარების ან ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევისთვის სახდელდადებული პირს მიერ იმავე ქმედების ერთი წლის განმავლობაში მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 4 წლის ვადით, იარაღის კონფისკაციით.  კოდექსის 182-ე მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით და მე-2-მე-6 ნაწილებით განისაზღვრება ახალი სამართალდარღვევები „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და o გაფრთხილებას. აღნიშნული გაფრთხილების 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით და გაფრთხილებას, ხოლო ამ გაფრთხილების 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა კი იარაღის კონფისკაციას. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 o ლარის ოდენობით და გაფრთხილებას. აღნიშნული გაფრთხილების 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით და გაფრთხილებას. აღნიშნული გაფრთხილების 30 დღის ვადაში შეუსრულებლობისას მოხდება იარაღის კონფისკაცია.  კოდექსის 1821 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, პირველი ნაწილით განისაზღვრება ახალი სამართალდარღვევა, მე-2-მე-6 ნაწილებით განსაზღვრული სამართალდარღვევებისთვის იზრდება დადგენილი ჯარიმის ოდენობა o პნევმატური იარაღის შენახვის წესის დარღვევა – ჯარიმა 200 ლარი, პნევმატური იარაღის o კონფისკაციით პნევმატური იარაღის ტარების წესის დარღვევა – ჯარიმა 500 ლარი (ნაცვლად 300 ლარისა), პნევმატური იარაღის კონფისკაციით o პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება – ჯარიმა 600 ლარი (ნაცვლად 200 ლარისა), პნევმატური იარაღის კონფისკაციით o დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული პნევმატური იარაღის კანონით დადგენილ ვადაში დაურეგისტრირებლობა – ჯარიმა 600 ლარი (ნაცვლად 400 ლარისა), პნევმატური იარაღის კონფისკაციით o ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში, აგრეთვე ისეთი პნევმატური იარაღის ტარება, რომლის ტარებაც აკრძალულია საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად – ჯარიმა 600 ლარი (ნაცვლად 500 ლარისა), პნევმატური იარაღის კონფისკაციით ამ მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმებით სახელმწიფო ბიუჯეტზე შესაძლო გავლენა უნდა შეფასდეს გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობის შესაბამისად. კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. კანონპროექტით გათვალისწინებული სამართალდარღვევების გამოვლენა, მათზე რეაგირება და დანიშნული სახდელის აღსრულება განხორციელდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება გამოიწვევს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, რამდენადაც იზრდება ჯარიმა კოდექსით გათვალისწინებულ რიგ მუხლებზე, ამასთან, განისაზღვრება ახალი სამართალდარღვევები. კერძოდ:  კოდექსის 167-ე მუხლს ემატება მე-3 ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღიდან, გაზის (აირის) იარაღიდან, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღიდან ან სასიგნალო იარაღიდან მართლსაწინააღმდეგო გასროლის მესამედ და ყოველი მომდევნო ჩადენა 1 წლის განმავლობაში, ამ ქმედებისთვის სახდელდადებული პირის მიერ – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით, იარაღისა და საბრძოლო მასალის კონფისკაციით.  კოდექსს ემატება 1801 მუხლი შესაბამისი ნებართვის მქონე პირის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის ან/და გადაგზავნის წესების დარღვევა, რამაც ამ იარაღის დაკარგვა გამოიწვია, ასევე, მის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვის შესახებ პოლიციისთვის შეუტყობინებლობა, ასევე პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის წარდგენაზე უარი ან წარდგენის შეუძლებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი იმავე სამართალდარღვევის – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, ხოლო სამართალდარღვევის მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენისას მოხდება იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით.  კოდექსის 1813 მუხლს ემატება მე-4 ნაწილი გაზის (აირის) იარაღის ტარების წესის დარღვევის, ასევე, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარების ან ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევისთვის სახდელდადებული პირს მიერ იმავე ქმედების ერთი წლის განმავლობაში მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 4 წლის ვადით, იარაღის კონფისკაციით.  o კოდექსის 182-ე მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით და მე-2-მე-6 ნაწილებით განისაზღვრება ახალი სამართალდარღვევები „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას. აღნიშნული გაფრთხილების 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით და გაფრთხილებას, ხოლო ამ გაფრთხილების 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა კი იარაღის კონფისკაციას. o „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას. აღნიშნული გაფრთხილების 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით და გაფრთხილებას. აღნიშნული გაფრთხილეიარაღის 30 დღის ვადაში შეუსრულებლობისას მოხდება იარაღის კონფისკაცია.  კოდექსის 1821 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, პირველი ნაწილით განისაზღვრება ახალი სამართალდარღვევა, მე-2-მე-6 ნაწილებით განსაზღვრული სამართალდარღვევებისთვის იზრდება დადგენილი ჯარიმის ოდენობა o პნევმატური იარაღის შენახვის წესის დარღვევა – ჯარიმა 200 ლარი, პნევმატური იარაღის კონფისკაციით o პნევმატური იარაღის ტარების წესის დარღვევა – ჯარიმა 500 ლარი (ნაცვლად 300 ლარისა), პნევმატური იარაღის კონფისკაციით o პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება – ჯარიმა 600 ლარი (ნაცვლად 200 ლარისა), პნევმატური იარაღის კონფისკაციით o დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული პნევმატური იარაღის კანონით დადგენილ ვადაში დაურეგისტრირებლობა – ჯარიმა 600 ლარი (ნაცვლად 400 ლარისა), პნევმატური იარაღის კონფისკაციით o ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში, აგრეთვე ისეთი პნევმატური იარაღის ტარება, რომლის ტარებაც აკრძალულია საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად – ჯარიმა 600 ლარი (ნაცვლად 500 ლარისა), პნევმატური იარაღის კონფისკაციით ამ მუხლებით გათვალისწინებული ჯარიმების მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, უნდა შეფასდეს გამოვლენილი სამართალდარღვევების რაოდენობის შესაბამისად. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი ითვალისწინებს კოდექსით გათვალისწინებულ რიგ მუხლებზე ჯარიმების გაზრდას, ასევე ახალი სამართალდარღვევების განსაზღვრას. კერძოდ:  კოდექსის 167-ე მუხლს ემატება მე-3 ნაწილი ცეცხლსასროლი იარაღიდან, გაზის (აირის) იარაღიდან, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღიდან ან სასიგნალო იარაღიდან მართლსაწინააღმდეგო გასროლის მესამედ და ყოველი მომდევნო ჩადენა 1 წლის განმავლობაში, ამ ქმედებისთვის სახდელდადებული პირის მიერ – გამოიწვევს დაჯარიმებას 3 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით, იარაღისა და საბრძოლო მასალის კონფისკაციით.  კოდექსს ემატება 1801 მუხლი შესაბამისი ნებართვის მქონე პირის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის, ტარების, გადატანა-გადაზიდვის ან/და გადაგზავნის წესების დარღვევა, რამაც ამ იარაღის დაკარგვა გამოიწვია, ასევე, მის მიერ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის დაკარგვის შესახებ პოლიციისთვის შეუტყობინებლობა, ასევე პოლიციელის მოთხოვნის შემთხვევაში სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის წარდგენაზე უარი ან წარდგენის შეუძლებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით. იმავე ქმედების განმეორებით ჩადენა იმ პირის მიერ, რომელსაც 1 წლის განმავლობაში შეეფარდა ადმინისტრაციული სახდელი იმავე სამართალდარღვევის – გამოიწვევს დაჯარიმებას 4 000 ლარის ოდენობით, ხოლო სამართალდარღვევის მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენისას მოხდება იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვას 4 წლის ვადით.  კოდექსის 1813 მუხლს ემატება მე-4 ნაწილი გაზის (აირის) იარაღის ტარების წესის დარღვევის, ასევე, ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის ტარების ან ხმოვანი (აკუსტიკური) იარაღის გადატანა-გადაზიდვის ან გადაგზავნის წესის დარღვევისთვის სახდელდადებული პირს მიერ იმავე ქმედების ერთი წლის განმავლობაში მესამე და ყოველი მომდევნო ჩადენა – გამოიწვევს დაჯარიმებას 2 000 ლარის ოდენობით და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით 4 წლის ვადით, იარაღის კონფისკაციით.  კოდექსის 182-ე მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით და მე-2-მე-6 ნაწილებით განისაზღვრება ახალი სამართალდარღვევები „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის 51 პუნქტით გათვალისწინებული o ვალდებულების შეუსრულებლობა – გამოიწვევს დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას. აღნიშნული გაფრთხილების 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 1 000 ლარით და გაფრთხილებას, ხოლო ამ გაფრთხილების 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა კი იარაღის კონფისკაციას. „იარაღის o შესახებ“ საქართველოს კანონის 352 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობა − გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით და გაფრთხილებას. აღნიშნული გაფრთხილების 30 დღის ვადაში შეუსრულებლობა გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 3 000 ლარით და გაფრთხილებას. აღნიშნული გაფრთხილების 30 დღის ვადაში შეუსრულებლობისას მოხდება იარაღის კონფისკაციას.  კოდექსის 1821 მუხლი ყალიბდება ახალი რედაქციით, პირველი ნაწილით განისაზღვრება ახალი სამართალდარღვევა, მე-2-მე-6 ნაწილებით განსაზღვრული სამართალდარღვევებისთვის იზრდება დადგენილი ჯარიმის ოდენობა o პნევმატური იარაღის შენახვის წესის დარღვევა – ჯარიმა 200 ლარი, პნევმატური იარაღის კონფისკაციით o პნევმატური იარაღის ტარების წესის დარღვევა – ჯარიმა 500 ლარი (ნაცვლად 300 ლარისა), პნევმატური იარაღის კონფისკაციით o პნევმატური იარაღის რეგისტრაციის გარეშე ტარება – ჯარიმა 600 ლარი (ნაცვლად 200 ლარისა), პნევმატური იარაღის კონფისკაციით o დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვის მფლობელი ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ რეგისტრაციისადმი დაქვემდებარებული პნევმატური იარაღის კანონით დადგენილ ვადაში დაურეგისტრირებლობა – ჯარიმა6700 ლარი (ნაცვლად 400 ლარისა), პნევმატური იარაღის კონფისკაციით o ისეთი პნევმატური იარაღის შეძენა, შენახვა, ტარება, საქართველოში შემოტანა ან საქართველოდან გატანა, რომელიც არ დაიშვება სამოქალაქო ბრუნვაში, აგრეთვე ისეთი პნევმატური იარაღის ტარება, რომლის ტარებაც აკრძალულია საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად – ჯარიმა 600 ლარი (ნაცვლად 500 ლარისა), პნევმატური იარაღის კონფისკაციით ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.