„ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
10.10.2022
ავტორი
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/191/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 79 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №40, 18.07.2005, მუხ. 264): 1. 24-ე მუხლის: ა) მე-13 და მე-14 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „13. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვა. 14. ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა.“; ბ) 152 პუნქტი ამოღებულ იქნეს; გ) 153 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „153. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა.“; დ) 153 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 154 პუნქტი: „154. ა(ა)იპ − საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნულ ფედერაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელიც ფლობს დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას) მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ან/და საქართველოში შემოტანის ნებართვა.“; ე) მე-16 პუნქტი ამოღებულ იქნეს. 2. 25-ე მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. განცხადებას ასევე უნდა ერთოდეს სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამ კანონის 24-ე მუხლის მე-20 პუნქტით გათვალისწინებული ნებართვის მაძიებელია ა(ა)იპ − საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ან მისი წევრი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე, რომელიც ფლობს დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას. სანებართვო მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა არ მოითხოვება ასევე ამ კანონის 261−263 და 265 მუხლებით გათვალისწინებულ შემთხვევებში, აგრეთვე იმ შემთხვევაში როდესაც ნებართვის მაძიებელია „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ გამგებლობაში საქართველოს არსებული კანონით სახელმწიფო გათვალისწინებული საქვეუწყებო სამინისტრო დაწესებულება. ან მის სანებართვო მოსაკრებლის ოდენობა, ბიუჯეტში მისი გადახდის, აგრეთვე ნებართვის მაძიებლის მიერ ზედმეტად გადახდილი თანხის დაბრუნების წესი განისაზღვრება „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონით. დამატებითი თანდართული საბუთები შეიძლება განისაზღვროს მხოლოდ კანონით.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომლითაც გარკვეულწილად იცვლება იარაღის კატეგორიზაციის წესი და იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული რიგი რეგულაციები. გამომდინარე აქედან, იარაღის სახის განსაზღვრა დამოკიდებული ხდება, მათ შორის, აღნიშნული იარაღის ლულის ან/და საერთო სიგრძეზე, რის შედეგადაც განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს დაექვემდებარება კონკრეტული სახის მოკლელულიანი და გრძელულიანი იარაღები. კერძოდ, მოკლელულიან იარაღებზე გაიცემა იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვა, ხოლო გრძელლულიან იარაღებზე კი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა. გარდა ამისა, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს ა(ა)იპ − საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციისთვის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმისთვის (რომელიც ფლობს დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას) იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით გარკვეული უფლებამოსილებების მინიჭებას. კერძოდ, აღნიშნულ სუბიექტები შეძლებენ შეიძინონ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღი და ამ იარაღების ძირითადი ელემენტები ან/და საბრძოლო მასალა/ჭურვი. ამასთან, ფედერაცია ან/და მისი წევრი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე (რომელიც ფლობს დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას) ნებართვის საფუძველზე შეძლებს მათ საქართველოში შემოტანას ან/და საქართველოდან გატანას. ნებართვა არ იქნება საჭირო სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და ჭურვის საქართველოში შემოტანის ან/და საქართველოდან გატანისთვის. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პრაქტიკული განხორციელებისთვის აუცილებელია, იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ზოგიერთი ნებართვის სახის ცვლილება და ნებართვის ახალი სახის განსაზღვრა, რასაც მიზნად ისახავს წარმოდგენილი კანონპროექტი. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: კანონპროექტის მიღება აუცილებელია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ზოგიერთი ნებართვის სახის შეცვლისა და ნებართვის ახალი სახის განსაზღვრისთვის. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში შეიცვლება იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ზოგიერთი ნებართვის სახე და დაემატება ახალი ნებართვა. აღნიშნულის შედეგად „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონი შესაბამისობაში იქნება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე ცვლილებებთან. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით იცვლება სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის შეძენასთან დაკავშირებული ნებართვის სახეები. საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით, სპორტულ მოკლე ხრახნილლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე შეძენის ნებართვა გაიცემა შენახვის უფლებით, ხოლო სპორტულ მოკლე გლუვლულიან ან გრძელლულიან ცეცხლსასროლ იარაღზე კი შენახვისა და ტარების უფლებით. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შესაბამისად, მოკლელულიან იარაღებზე შეძენის ნებართვა გაიცემა მხოლოდ შენახვის უფლებით, შესაბამისად, სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ნებართვის მიღებისას ირელევანტურია აღნიშნული იარაღის ლულა გლუვია თუ ხრახნილი. აღნიშნულის გათვალისწინებით, ტერმინოლოგიური ხასიათის ცვლილება შედის „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის მე-13 და მე-14 პუნქტებში და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ნებართვასთან დაკავშირებული ჩანაწერები შესაბამისობაში მოდის „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტთან. კერძოდ, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ნებართვებში ამოღებული იქნება იარაღის გლუვ და ხრახნილ ლულაზე მითითება. შედეგად, სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ნებართვას ფიზიკური პირი მიიღებს შენახვის უფლებით, ხოლო სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის ნებართვას კი შენახვისა და ტარების უფლებით. ამასთან, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი ითვალისწინებს ა(ა)იპ − საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციისთვის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმისთვის (რომელიც ფლობს დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას) იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით გარკვეული უფლებამოსილებების მინიჭებას. კერძოდ, აღნიშნულ სუბიექტები შეძლებენ შეიძინონ სამოქალაქო ბრუნვაში დაშვებული სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი, სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღი და ამ იარაღების ძირითადი ელემენტები ან/და საბრძოლო მასალა/ჭურვი. ამასთან, ფედერაცია ან/და მისი წევრი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე (რომელიც ფლობს დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას) ნებართვის საფუძველზე შეძლებს მათ საქართველოში შემოტანას ან/და საქართველოდან გატანას. ნებართვა არ იქნება საჭირო სანადირო და სპორტული პნევმატური იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და ჭურვის საქართველოში შემოტანის ან/და საქართველოდან გატანისთვის. აქედან გამომდინარე, წარმოდგენილი კანონპროექტით გათვალისწინებულია ნებართვის ახალი სახე – ა(ა)იპ − საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნულ ფედერაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელიც ფლობს დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას) მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ან/და საქართველოში შემოტანის ნებართვა. ამასთან, ზემოხსენებული პირები თავისუფლდებიან იარაღის გადატანა-გადაზიდვისთვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან. გარდა ამისა, წარმოდგენილი პროექტით, უქმდება ტირის, სასროლეთისა და სასროლოსანადირო სტენდის მოწყობის ნებართვა, ხოლო ტირის, სასროლეთის, სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვა იცვლება დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვით. მოქმედი კანონმდებლობა იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებით გარკვეულ უფლებებს ანიჭებს შესაბამისი პროფილის სპორტულ დაწესებულებას, თუმცა ბუნდოვანია კონკრეტულად რომელი დაწესებულება შეიძლება მოიაზრებოდეს აღნიშნულ ტერმინში. სწორედ ამიტომ, აღნიშნული ნებართვის გაცემა არ ხდება. ამასთან, კანონმდებლობით რეგულირდება იარაღის ბრუნვასთან დაკავშირებული ყველა შესაბამისი სუბიექტის უფლება-მოვალეობები. გამომდინარე აქედან, კანონიდან ხდება იმ ჩანაწერის ამოღება, რომლითაც დადგენილია ნებართვა შესაბამისი პროფილის სპორტული დაწესებულების მიერ საზღვარგარეთ სპორტულ ღონისძიებაში მონაწილეობისათვის სპორტული ან სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის დროებით საქართველოდან გატანისა და საქართველოში შემოტანისთვის. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტი ძალაში შევა 2023 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება დაკავშირებულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის ამოქმედების თარიღთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი) ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას მოახდენს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, წინამდებარე პროექტით განისაზღვრება ნებართვის ახალი სახე – ა(ა)იპ − საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნულ ფედერაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელიც ფლობს დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას) მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ან/და საქართველოში შემოტანის ნებართვა. წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტით აღნიშნული ნებართვისთვის დგინდება სანებართვო მოსაკრებელი. კერძოდ, „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით ზემოხსენებული ნებართვისთვის მოსაკრებელი განისაზღვრება 16 ლარის ოდენობით. შესაბამისად, თითოეული გაცემული ნებართვისთვის გადახდილი მოსაკრებელი გაიზრდება ბიუჯეტის (16 ლარი) საშემოსავლო ჩაირიცხება ნაწილი, სახელმწიფო თუმცა გავლენის ბიუჯეტში, ზუსტი რითაც ოდენობა დამოკიდებულია ა(ა)იპ − საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნულ ფედერაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელიც ფლობს დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას) მიერ ნებართვის აღების ყოველწლიურ მაჩვენებელზე. გარდა ამისა, ა(ა)იპ − საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ან/და მისი წევრი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე (რომელიც ფლობს დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას) თავისუფლდება იარაღის გადატანა-გადაზიდვის ნებართვისთვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან. თუმცა აღნიშნული რეგულაცია არ მოახდენს გავლენას სახელწმიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან მოქმედი რედაქცია არ იძლეოდა ამ გზით სახელმწიფო ბიუჯეტში შემოსავლის მიღების საშუალებას. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება ფინანსური თვალსაზრისით გავლენას მოახდენს ა(ა)იპ − საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელიც ფლობს დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას) ბიუჯეტზე, ვინაიდან აღნიშნული სუბიექტი სანადირო და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის და ამ იარაღების ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოში შემოტანას ან/და საქართველოდან გატანას შეძლებს შესაბამისი ნებართვის საფუძველზე, რომლისთვისაც წინამდებარე საკანონმდებლო პაკეტით წარმოდგენილი „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტით განისაზღვრება მოსაკრებელი 16 ლარის ოდენობით. ამასთან, ა(ა)იპ − საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნული ფედერაცია ან/და მისი წევრი იურიდიული პირი/ინდივიდუალური მეწარმე (რომელიც ფლობს დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას) თავისუფლდება იარაღის გადატანა-გადაზიდვის ნებართვისთვის დადგენილი მოსაკრებლის გადახდის ვალდებულებისგან. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტით დგინდება ნებართვის ახალი სახე – ა(ა)იპ − საქართველოს სროლის სახეობათა ეროვნულ ფედერაციის ან/და მისი წევრი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის (რომელიც ფლობს დახურული ან ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვას) მიერ სანადირო ან/და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის, მისი ძირითადი ელემენტების ან/და საბრძოლო მასალის საქართველოდან გატანის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტისა) ან/და საქართველოში შემოტანის ნებართვა. აღნიშნული ნებართვისთვის სანებართვო მოსაკრებელი იქნება 16 ლარი. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.