„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-10-17
ბიუროს ნომერი 189
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და
ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული
საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო
მაცნე, №2, 04.01.2007, მუხ. 33) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-3 მუხლის:
ა) „ე.დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე.დ) მოკლელულიანი (მათ შორის, საფანტის) ცეცხლსასროლი იარაღი;“;
ბ) „ე1.ვ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე1.ვ) შენახვის უფლებით რეგისტრირებული იარაღის და აღნიშნული გადასატანი
იარაღისათვის განკუთვნილი ვაზნის იარაღის შენახვის ადგილიდან დახურულ ან/და
ნახევრად დახურულ ტირში, სასროლეთსა ან/და სასროლო-სანადირო სტენდში მიტანის
ან/და შენახვის ადგილზე დაბრუნების მიზნით;“;
გ) დაემატოს შემდეგი შინაარსის შინაარსის „ე1.თ“ ქვეპუნქტი:
„ე1.თ) საბრძოლო მასალა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში;“;
დ) „უ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„უ) იარაღის ტექნიკური დათვალიერება – „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19
მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული გარემოების არსებობისას სააგენტოს მიერ
ნებართვის მაძიებლის საკუთრებაში არსებული თავდაცვის მოკლელულიანი ან/და
სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ვიზუალური დათვალიერება და
მონაცემების სარეგისტრაციო ჩანაწერებთან შედარება;“.
2. მე-4 მუხლის პირველი პუნქტის:
ა) „დ“ და „ე“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან
სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით)
ნებართვის გაცემა;
ე) ფიზიკური პირის მიერ თავდაცვის გაზის (აირის) იარაღის, სანადირო ცეცხლსასროლი
იარაღის, სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღის ან სპორტული
მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით)
ნებართვის გაცემა;“;
ბ) „ჟ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ჟ) დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო
სტენდის გახსნის ნებართვის გაცემა;“.
3. მე-6 მუხლის:
ა) ტ1 ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ტ1) ნებართვის მაძიებლის მოთხოვნის საფუძველზე თავდაცვის მოკლელულიანი ან/და
სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილზე (ერთ
მისამართზე) ტექნიკური დათვალიერების განხორციელება – 50 ლარი;“;
ბ) შენიშვნის 51 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„51. სააგენტოს უფლება აქვს, უარი განაცხადოს ამ მუხლის „ტ1“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებული მომსახურების გაწევაზე, თუ თავდაცვის მოკლელულიანი ან/და
სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის შენახვის ადგილამდე მანძილი
სცილდება გონივრულ ფარგლებს.“.
4. მე-7 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ტ“ ქვეპუნქტი:
„ტ) დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთისა და სასროლო-სანადირო
სტენდის გახსნის ნებართვა − 60 სამუშაო დღე;“.
5. მე-10 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო
სტენდის გახსნის ნებართვის თაობაზე განაცხადის შეტანიდან 30 სამუშაო დღის
განმავლობაში გაცემისათვის დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 350
ლარი.“.
მუხლი 2. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა
სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული
საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის „ლ“ და „მ“
ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურებისთვის დაწესებული საფასურის გადახდის
ვალდებულებისგან თავისუფლდება ამ კანონის ამოქმედებამდე შენახვისა და ტარების
უფლებით რეგისტრირებული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრე
ფიზიკური პირი შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის მოპოვების მიზნით აღნიშნული
იარაღის ამავე კანონის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში ხელახალი რეგისტრაციისას.
მუხლი 3. ეს კანონი ამოქმედდეს 2023 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს
მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და
ვადების შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტის მომზადება განპირობებულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტის შემუშავებით, რომლითაც
გარკვეულწილად იცვლება იარაღის კატეგორიზაციის წესი და იარაღის ბრუნვასთან
დაკავშირებული რიგი რეგულაციები. გამომდინარე აქედან, იარაღის სახის განსაზღვრა
დამოკიდებული ხდება, მათ შორის, აღნიშნული იარაღის ლულის ან/და საერთო სიგრძეზე,
რის შედეგადაც განსხვავებულ სამართლებრივ რეჟიმს დაექვემდებარება კონკრეტული სახის
მოკლელულიანი და გრძელულიანი იარაღები. კერძოდ, მოკლელულიან იარაღებზე გაიცემა
იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვა, ხოლო გრძელლულიან იარაღებზე კი
იარაღის შეძენის (შენახვისა და ტარების უფლებით) ნებართვა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში
განსახორციელებელი ცვლილებების პრაქტიკული განხორციელებისთვის აუცილებელია,
ცვლილება შევიდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის
დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონში.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიღება აუცილებელია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონის
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული
მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ“ საქართველოს კანონი
შესაბამისობაში იქნება „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონთან.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს
კანონის პროექტის თანახმად, სამოქალაქო იარაღის სახეებად დაყოფის ერთ-ერთ ძირითად
კრიტერიუმად განისაზღვრება ლულის სიგრძე და იარაღის საერთო სიგრძე. შესაბამისად,
იარაღები იყოფა მოკლელულიან და გრძელლულიან იარაღებად. ცვლილება ეხება
სპორტული ცეცხლსასროლი იარაღების კატეგორიზაციასაც. მოქმედი კანონმდებლობით
სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი შეიძლება იყოს ხრახნილლულიანი ან
გრძელლულიანი, ცვლილების თანახმად კი მსგავსი დიფერენცირება არ ხდება და არსებობს
მხოლოდ სპორტული გრძელლულიანი და სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი
იარაღები. გამომდინარე აქედან, წინამდებარე პროექტით ხორციელდება შესაბამისი
ტექნიკური ხასიათის ცვლილებები.
გარდა ამისა, „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს კანონის პროექტიდან გამომდინარე ტექნიკურად იცვლება ტირებთან
დაკავშირებული ჩანაწერები. კერძოდ, ტირის ნაცვლად მიეთითება დახურული ან/და
ნახევრად დახურული ტირი.
პროექტის თანახმად, ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის
ნებართვა იცვლება დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და
სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვით. ასევე ახლებურად განისაზღვრება
დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო
სტენდის გახსნის ნებართვის გაცემის ვადები. კანონის მოქმედი რედაქციის თანახმად,
ნებართვების გაცემის საერთო ვადაა 8 სამუშაო დღე. ტირის, სასროლეთის ან/და სასროლოსანადირო სტენდის გახსნის ნებართვის დაჩქარებულად მიღებისთვის კი დადგენილია
შემდეგი ვადები და საფასურები:
10 სამუშაო დღის განმავლობაში − 350 ლარი
5 სამუშაო დღის განმავლობაში − 500 ლარი
აქედან გამომდინარე, აშკარაა, რომ კანონში ხარვეზია (ზოგადი ვადა დაჩქარებულზე
ნაკლებია). ამასთან, კანონის მოქმედი რედაქციით განსაზღვრულ
როგორც ზოგად ისე
დაჩქარებულ ვადაში თითქმის შეუძლებელია ნებართვის გაცემა, ამიტომ აუცილებელია
აღნიშნული ვადების გაზრდა. შესაბამისად, პროექტის თანახმად, აღნიშნული ნებართვა
გაიცემა 60 დღის ვადაში, ხოლო დაჩქარებული მომსახურების ვადად დგინდება 30 სამუშაო
დღე. ამასთან, დაჩქარებული მომსახურების საფასურის განაკვეთია 350 ლარი.
გარდა ამისა, იარაღის ხელახალი რეგისტრაციისა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის
გაცემის
საფასურის
გადახდის
ვალდებულებისგან
თავისუფლდება
ამ
კანონის
ამოქმედებამდე შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული მოკლელულიანი
ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირი შეძენის (შენახვის უფლებით)
ნებართვის მოპოვების მიზნით აღნიშნული იარაღის ამავე კანონის ამოქმედებიდან 6 თვის
ვადაში ხელახალი რეგისტრაციისას.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შევა 2023 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება
დაკავშირებულია „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
საქართველოს
კანონის
პროექტის
ამოქმედების
თარიღთან.
კანონპროექტი
არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი)
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯების გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა მოახდინოს შსს-ს მომსახურების სააგენტოს
შემოსავლებზე, კერძოდ, პროექტის თანახმად, ტირის, სასროლეთის ან/და სასროლოსანადირო სტენდის გახსნის ნებართვა იცვლება დახურული ან/და ნახევრად დახურული
ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვით. ნებართვა
გაიცემა 60 დღის ვადაში. ასევე, ახლებურად განისაზღვრება დაჩქარებული მომსახურების
ვადა და საფასური. კერძოდ, კანონის მოქმედი რედაქციით დაჩქარებული მომსახურების
საფასური 10 სამუშაო დღის განმავლობაში 350 ლარია, ხოლო 5 სამუშაო დღის განმავლობაში
− 500 ლარი. პროექტის თანახმად კი დაჩქარებული მომსახურების მიღება შესაძლებელია 30
დღეში და მისი საფასური შეადგენს 350 ლარს. შესაბამისად, უქმდება 5 დღეში დაჩქარებული
მომსახურების მიღების სერვისი, რომლის საფასურიც შეადგენს 500 ლარს.
აგრეთვე, იარაღის ხელახალი რეგისტრაციისა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის
გაცემის
საფასურის
გადახდის
ვალდებულებისგან
თავისუფლდება
ამ
კანონის
ამოქმედებამდე შენახვისა და ტარების უფლებით რეგისტრირებული მოკლელულიანი
ცეცხლსასროლი იარაღის მესაკუთრე ფიზიკური პირი შეძენის (შენახვის უფლებით)
ნებართვის მოპოვების მიზნით აღნიშნული იარაღის ამავე კანონის ამოქმედებიდან 6 თვის
ვადაში ხელახალი რეგისტრაციისას. თუმცა აღნიშნული რეგულაცია არ მოახდენს გავლენას
შსს-ს მომსახურების სააგენტოს ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, რადგან მოქმედი
რედაქცია არ იძლეოდა ამ გზით ბიუჯეტში შემოსავლის მიღების საშუალებას.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ მოახდენს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ)
სახელმწიფოს
ახალი
ფინანსური
ვალდებულებები,
კანონპროექტის
გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მხრიდან ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
პროექტის თანახმად, ტირის, სასროლეთის ან/და სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის
ნებართვა იცვლება დახურული ან/და ნახევრად დახურული ტირის, სასროლეთის ან/და
სასროლო-სანადირო სტენდის გახსნის ნებართვით. ნებართვა გაიცემა 60 დღის ვადაში. ასევე,
ახლებურად განისაზღვრება დაჩქარებული მოსმახურების ვადა და საფასური. კერძოდ,
კანონის მოქმედი რედაქციით დაჩქარებული მომსახურების საფასური 10 სამუშაო დღის
განმავლობაში 350 ლარია, ხოლო 5 სამუშაო დღის განმავლობაში − 500 ლარი. პროექტის
თანახმად კი დაჩქარებული მომსახურების მიღება შესაძლებელია 30 დღეში და მისი
საფასური შეადგენს 350 ლარს. შესაბამისად, დაინტერესებული პირი 350 ლარის გადახდის
შემხთხვევაში დაჩქარებულ მომსახურებას მიიღებს 30 დღეში, ნაცვლად 10 დღისა.
აგრეთვე, იარაღის ხელახალი რეგისტრაციისა და იარაღის სარეგისტრაციო მოწმობის
გაცემის საფასურის გადახდის ვალდებულებისგან ამ კანონის ამოქმედებამდე შენახვისა და
ტარების
უფლებით
რეგისტრირებული
მოკლელულიანი
ცეცხლსასროლი
იარაღის
მესაკუთრე ფიზიკური პირი შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის მოპოვების მიზნით
აღნიშნული
იარაღის
რეგისტრაციისას.
ამავე
კანონის
ამოქმედებიდან
6
თვის
ვადაში
ხელახალი
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტით ახლებურად განისაზღვრება დაჩქარებული მომსახურების ვადა და
საფასური. კერძოდ, კანონის მოქმედი რედაქციით დაჩქარებული მომსახურების საფასური 10
სამუშაო დღის განმავლობაში 350 ლარია, ხოლო 5 სამუშაო დღის განმავლობაში − 500 ლარი.
პროექტის თანახმად კი დაჩქარებული მომსახურების მიღება შესაძლებელია 30 დღეში და
მისი საფასური შეადგენს 350 ლარს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საერთაშორისო
ორგანიზაციებში
საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. აგრეთვე, კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ)
არსებობის
შემთხვევაში,
ევროკავშირის
ის
სამართლებრივი
აქტი,
რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.