„მეზღვაურთა შრომის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
07.12.2022
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/228/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„საზღვაო შრომის კონვენცია“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
III მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-12
ბიუროს ნომერი 209

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი მეზღვაურთა შრომის შესახებ თავი 1 ზოგადი დებულებანი მუხლი 1. კანონის მოქმედების სფერო 1. ეს კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ კომერციულ საქმიანობაში ჩართულ გემებზე მეზღვაურების დასაქმებისა და საქმიანობის წესებს, ასევე, საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის/გემთმფლობელის მიერ ნებისმიერი დროშით მცურავ გემზე საქართველოს მოქალაქე მეზღვაურთა დასაქმების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს. 2. ეს კანონი შემუშავებულია საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს შრომის კოდექსის“, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ (შემდეგში კონვენცია), მისი რეგულაციებისა და კოდექსის საფუძველზე, ცვლილებების გათვალისწინებით. 3. მეზღვაურების დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებზე, რომელსაც ეს კანონი არ არეგულირებს, ვრცელდება „საქართველოს შრომის კოდექსის“ : ა) თავი II „შრომითი დისკრიმინაციის აკრძალვა“; ბ) თავი IX ,,შრომის პირობების დაცვა“, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი; გ) თავი XI „გაერთიანების თავისუფლება“; დ) თავი XII ,,კოლექტიური ხელშეკრულება“, იმ პირობის გათვალისწინებით, რომ კოლექტიური ხელშეკრულების არცერთი დებულება არ ეწინააღმდეგება ამ კანონს. 4. შრომის პირობების დაცვასთან დაკავშირებით, ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ საკითხზე, ასევე, ვრცელდება „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მოთხოვნები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მუხლი 2. ტერმინთა განმარტება 1. ამ კანონის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) კომპეტენტური ორგანო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; ბ) სააგენტო - საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიულ პირი - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო; გ) მეზღვაური - პირი, რომელიც დასაქმებულია გემზე ნებისმიერ თანამდებობაზე ან გემზე დასაქმებული სხვა პირი, რომლის რეგულარული სამუშაო ადგილია გემი. ამ კანონის მიზნებისათვის, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე მყოფი შემდეგი პირი არ მიიჩნევა მეზღვაურად: გ.ა) ლოცმანი; გ.ბ) ნავსადგურის თანამშრომელი; გ.გ) დროშის სახელმწიფო კონტროლის ინსპექტორი და სურვეიერი; გ.დ) სუპერინტენდანტი; გ.ე) დროებით მოწვეული ანიმატორი, რომლის შესასრულებელი სამუშაო ჯამურად არ აღემატება 72 საათს; გ.ვ) სარემონტო სამუშაოებისთვის მოწვეული ტექნიკური პერსონალი, რომლის შესასრულებელი სამუშაო ჯამურად არ აღემატება 96 საათს; გ.ზ) საზღვაო კვლევაში მონაწილე პირი, რომელიც დროებით მუშაობს გემზე. დ) გემთმფლობელი - გემის მესაკუთრე ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, ან სხვა პირი, როგორიცაა გემის მენეჯერი, აგენტი ან ბერბოუტ-ჩარტერერი, რომელსაც გემის მართვის უფლება მიღებული აქვს მესაკუთრისგან და რომელიც, ამ პასუხისმგებლობის აღებისას დათანხმდა კონვენციის მიერ გემთმფლობელზე დაკისრებული ვალდებულებების და პასუხისმგებლობის აღებას, მიუხედავად იმისა, სხვა ორგანიზაცია ან პირი, ასრულებს თუ არა გარკვეულ ვალდებულებას ან ატარებს გარკვეულ პასუხისმგებლობას გემთმფლობელის სახელით. ე) საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი - ნებისმიერი პირი, რომელიც გემთმფლობელის სახელით ან სასარგებლოდ ჩართულია მეზღვაურთა დასაქმების პროცესში; ვ) სოციალური პარტნიორები - საქართველოს მეზღვაურთა პროფკავშირების წარმომადგენლები და საქართველოში მოქმედი გემთმფლობელების და საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის წარმომადგენლები; ზ) გემი - ნებისმიერი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას ზღვაზე ტრანსპორტირებისათვის. თ) ქართული გემი - გემი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში საქართველოს საზღვაო კოდექსის დებულებათა შესაბამისად; ი) საერთო ტევადობა - „ხომალდების გაზომვის შესახებ“ (TONNAGE 69) საერთაშორისო კონვენციის შესაბამისად განსაზღვრული გემის საერთო ტონაჟი; კ) დასვენების საათები - არასამუშაო საათები, რომელიც არ მოიცავს არაუმეტეს 15 წუთიან შესვენებას. ლ) სამუშაო საათები - საათები, რომლის განმავლობაშიც მეზღვაური ვალდებულია შეასრულოს სამუშაო გემზე მათი ფუნქცია-მოვალეობებიდან გამომდინარე; მ) ღამის ცვლაში მუშაობა - 21:00 საათიდან 06:00 საათამდე სამუშაო დრო, გემის ადგილსამყოფელი დროის მიხედვით; ნ) საბაზისო ხელფასი - გადასახდელი, მიუხედავად მისი სტრუქტურისა, ნორმალურ სამუშაო საათებში შესრულებული სამუშაოს სანაცვლოდ. აღნიშნულში არ შედის ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება, ბონუსები, შეღავათები, ანაზღაურებადი შვებულება ან ნებისმიერი სხვა დამატებითი ანაზღაურება; ო) კონსოლიდირებული ხელფასი - ხელფასი, რომელიც მოიცავს საბაზისო ხელფასს ან სხვა გადასახდელ სარგებელს. კონსოლიდირებული ხელფასი შესაძლებელია ასევე მოიცავდეს კომპენსაციას ზეგანაკვეთური სამუშაოსთვის და აღნიშნულიდან გამომდინარე სხვა გადასახდელ სარგებელს, ან შესაძლებელია მოიცავდეს მხოლოდ გარკვეული სახის სარგებელს მისი ნაწილობრივი კონსოლიდირებისთვის. პ) საჩივარი - ნებისმიერი საჩივარი, რომელიც დაკავშირებულია გემის უსაფრთხოებასთან, ეკიპაჟის უსაფრთხოებასთან ან ჯანმრთელობოსთან, ასეთი საჩივარი შესაძლოა წარდგენილ იქნას ეკიპაჟის წევრის, პროფკავშირის ან ნებისმიერი პირის მიერ; ჟ) თავშესაფარი - უამინდობის ან ნაოსნობისთვის არახელსაყრელ სხვა პირობებში გემის უსაფრთხოდ გაჩერების ადგილი, სადაც გემზე მყოფი ნებისმიერი მეზღვაური და მგზავრი უსაფრთხოდ შეიძლება იქნას გადმოსხმული ნაპირზე; რ) მეჩხერი წყლები - საქართველოს ნავსადგურების შიდა აკვატორია, ასევე თავშესაფრის ადგილთან მომიჯნავე ნებისმიერი 5 საზღვაო მილიანი საზღვაო სივრცე; ს) მეკობრეობა - ამ ტერმინს აქვს იგივე მნიშვნელობა, როგორც ეს გასნაზღვრულია გაეროს 1982 წლის ,,საზღვაო სამართლის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციით. ტ) შეიარაღებული ძარცვა გემზე - ამ ტერმინს აქვს იგივე მნიშვნელობა, როგორც ეს განსაზღვრულია კონვენციით. უ) საზღვაო შრომის კონვენცია - შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენცია“ (შესწორებული); ფ) MLC კოდექსი - კონვენციის კოდექსი, ცვლილებებითა და დამატებებით; ქ) STCW კონვენცია - „მეზღვაურების წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენცია, ცვლილებებითა და დამატებებით; ღ) STCWკოდექსი - „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ 1978 წლის საერთაშორისო კონვენციის კოდექსი, ცვლილებებითა და დამატებებით; ყ) ინსპექტორი - სააგენტოს თანამშრომელი ან სააგენტოს მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც უფლებამოსილია შეამოწმოს გემზე არსებული სამუშაო პირობები და იკისროს პასუხისმგებლობა სააგენტოს წინაშე. შ) რეპატრიაცია - მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ან/და მის მიერ განსაზღვრულ ადგილზე უსაფრთხოდ და ღირსეულად დაბრუნება. 2. ამ კანონის მიზნებისათვის კონვენცია, MLC კოდექსი და STCW-ის კოდექსი გამოიყენება მათი განახლებული რედაქციებით. მუხლი 3. კანონის გამოყენების სფერო 1. ამ კანონის მოქმედება, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტისა, ვრცელდება საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ ნებისმიერ გემზე. 2. ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება გემზე, რომელიც: ა) ექსკლუზიურად შიდა ნაოსნობაშია ჩართული; ბ) ნაოსნობს მეჩხერ წყლებში ან ნავსადგურის წესების მოქმედების ზონაში; გ) ჩართულია თევზჭერაში; დ) აშენებულია ხისგან, ტრადიციული მეთოდით; ე) წარმოადგენს დანიშნულებით. სახელმწიფო საკუთრებას, როდესაც ის არ გამოიყენება კომერციული მუხლი 4. კომპეტენტური ორგანოს და სააგენტოს უფლებამოსილება 1. საზღვაო ტრანსპორტის სფეროში ერთიან სახელმწიფო პოლიტიკას ახორციელებს სამინისტრო საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 2. სააგენტოს უფლება აქვს, ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ, დაადგინოს ვრცელდება თუ არა პირზე ამ კანონის მოქმედება. 3. სააგენტომ, არის თუ არა პირი მეზღვაური დადგენისთვის უნდა გაითვალისწინოს: ა) გემზე მუშაობის ხანგრძლივობა; ბ) გემზე მუშაობის პერიოდი; გ) ძირითადი სამუშაო ადგილი; დ) გემზე მუშაობის მიზანი; და ე) შრომითი და სოციალური დაცვის პირობები, რომლებიც ჩვეულებრივ იქნებოდა ხელმისაწვდომი ამ პირისთვის, რათა დადგინდეს მათი შესაბამისობა ამ კანონის მოთხოვნებთან. 4. სააგენტოს უფლება აქვს, ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ, დაადგინოს ვრცელდება თუ არა გემზე ამ კანონის მოქმედება. 5. სააგენტო, სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ, უფლებამოსილია განსაზღვროს, რომ არ არის მიზანშეწონილი ან შესაძლებელი ამ კანონის ზოგიერთი ნორმის მოქმედების გავრცელება გემზე ან გემის კონკრეტულ კატეგორიაზე, ამ შემთხვევაში, ამ კანონით განსაზღვრული უფლებები, რომლებიც არ გავრცელდება ასეთ გემზე დასაქმებულ მეზღვაურებზე, დაცული უნდა იყოს სხვა საკანონმდებლო აქტით, რომელიც თავის მხრივ უზრუნველყოფს ამ კატეგორიის გემებზე მომუშავე მეზღვაურთა დაცვას. სააგენტო უფლებამოსილია, ასეთი გადაწყვეტილება მიიღოს მხოლოდ 200 ტონაზე ნაკლებ საერთო ტევადობის გემზე, რომელიც არ არის ჩართული საერთაშორისო ნაოსნობაში. 6. აგრეთვე, სააგენტო: ა) გასცემს, ადასტურებს, ანახლებს, აჩერებს და აუქმებს მეზღვაურთა სერტიფიკატებს; ამ კანონით გათვალისწინებულ ბ) ახორციელებს საქართველოში მოქმედი საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარებას, მონიტორინგსადა ზედამხედველობას; გ) ახორციელებს საქართველოში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების შერჩევას, მეზღვაურთა სამედიცინო მოწმობის გაცემის მიზნისთვის, ასევე ამტკიცებს მეზღვაურთა სამედიცინო სტანდარტებს; დ) ახორციელებს საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების აღიარებას და საზღვაო-სასწავლო დაწესებულებების და საზღვაო-საწვრთნელი დაწესებულებების პერიოდულ მონიტორინგს, ასევე, ამტკიცებს საგანმანათლებლო პროგრამებს გემის მზარეულებისთვის და გასცემს შესაბამის სერტიფიკატს/მოწმობას; ე) იხილავს საჩივრებს; ვ) ამტკიცებს მეზღვაურების კვების და და სასმელი წყლის სტანდარტს; ზ) ამტკიცებს და უზრუნველყოფს ქართულ გემზე შრომისა და ჯანმრთელობის დაცვის მართვის სახელმძღვანელოს/გზამკვლევის ხელმისაწვდომობას; თ) უზრუნველყოფს საწარმოო შემთხვევების გამოკვლევას, ასევე, აგროვებს და ანალიზს უკეთებს ქართულ გემზე საწარმოო შემთხვევების და დაავადებების სტატისტიკას და აქვეყნებს ყოველწლიურ ანგარიშს; ი) იღებს და აქვეყნებს ქართული გემების კონვენციის შესრულებაზე შემოწმებების ანგარიშს. თავი II მეზღვაურისადმი დადგენილი მოთხოვნები მუხლი 5. მეზღვაურის სამუშაოზე მიღების მინიმალური ასაკი 1. გემზე სამუშაოდ დაიშვება 16 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი. 2. აკრძალულია გემზე 18 წლამდე მეზღვაურის დასაქმება, თუ შესასრულებელი სამუშაო საფრთხეს უქმნის მის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას. 3. იმ საქმიანობების ან სამუშაოს ჩამონათვალი, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას 18 წლამდე პირის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას განისაზღვრება საქართველოს მთავრობის მიერ. იმ საქმიანობების ან სამუშაოს ჩამონათვალი, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას 18 წლამდე პირის ჯანმრთელობას ან სიცოცხლეს შესაძლოა დამატებით განისაზღვროს სააგენტოს მიერ საერთაშორისო სტანდარტების გათვალისწინებით და სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ. 4. 18 წლამდე მეზღვაურის სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს სამუშაო დღის განმავლობაში 8 საათს და კვირაში 40 საათს. ამასთან, ყოველი უწყვეტი 2 საათიანი მუშაობის შემდეგ მეზღვაურს უნდა მიეცეს 15 წუთიანი შესვენება, რაც არ მიიჩნევა დასვენების დროდ. სამუშაო დღის განმავლობაში მეზღვაურს წარმოეშობა შესვენების უფლება არანაკლებ 1 საათისა. 5. აკრძალულია 18 წლამდე მეზღვაურის ზეგანაკვეთური სამუშაოს შესრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც გემის უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე შეუძლებელია ასეთი სიტუაციის თავიდან აცილება. 6. აკრძალულია 18 წლამდე მეზღვაურის ღამის ცვლაში დასაქმება. 7. სააგენტო უფლებამოსილია 18 წლამდე მეზღვაურისთვის ღამის ცვლაში მუშაობის აკრძალვასთან დაკავშირებით დაუშვას გამონაკლისი, რაც ეცნობება შესაბამის გემს ან გემებს. გამონაკლისი დაიშვება: ა) თუ შეზღუდვით ზიანი ადგება მეზღვაურის მიერ განათლების მიღებას საწვრთნელი პროგრამის მიხედვით; ან ბ) როდესაც მორიგეობის თავისებურება ან აღიარებული საგანმანათლებლო პროგრამა მოითხოვს, რომ 18 წლამდე მეზღვაურმა შეასრულოს მოვალეობა ღამის საათებში. ამასთან სააგენტო, სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციის შემდეგ, ვალდებულია დაადგინოს შეუქმნის თუ არა საფრთხეს შესასრულებელი სამუშაო 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას. 8. აკრძალულია გემზე მზარეულად 18 წლამდე პირის დასაქმება. მუხლი 6. მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა 1. მეზღვაური ვალდებულია ნაოსნობის დაწყებამდე ჰქონდეს მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა (შემდეგში - სამედიცინო მოწმობა), რომელიც ადასტურებს, რომ მეზღვაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა შეესაბამება გემზე შესასრულებელ მოვალეობებს. 2. სამედიცინო მოწმობა, რომელიც გაცემულია „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ საერთაშორისო კონვენციის ან/და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად, ჩაითვლება, რომ აკმაყოფილებს ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნებს. 3. მეზღვაურის სამედიცინო შემოწმება უნდა განხორციელდეს საქართველოში მოქმედი მეზღვაურთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შეფასების სტანდარტების და შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის „მეზღვაურთა ზღვაში წასვლის წინა და პერიოდული სამედიცინო გამოკვლევევის შესახებ“ ერთობლივი ინსტრუქციის შესაბამისად, ასევე შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული სხვა საერთაშორისო ინსტრუქციების შესაბამისად. 4. ამ კანონის მიზნებისთვის შერჩეული სამედიცინო დაწესებულება უნდა აკმაყოფილებდეს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის პუბლიკაციების და „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის VI თავის მოთხოვნებს. 5. „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის შესაბამისად სამედიცინო მოწმობა გაიცემა სააგენტოს მიერ შერჩეული უფლებამოსილი ექიმის მიერ. იმ შემთხვევაში, თუ სამედიცინო მოწმობა ეხება მხოლოდ მხედველობას - სააგენტოს მიერ ასეთი ცნობის გაცემაზე შერჩეული პირის მიერ. 6. შერჩევის კანდიდატი ექიმი, უნდა სარგებლობდეს სრული პროფესიული დამოუკიდებლობით სამედიცინო დასკვნის გაკეთებისას. 7. სამედიცინო მოწმობა გაიცემა სააგენტოს მიერ დამტკიცებული ფორმის შესაბამისად. 8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული მოთხოვნების მიუხედავად, სააგენტო უფლებამოსილია, ქართულ გემზე საქმიანობისთვის, აღიაროს სამედიცინო მოწმობა, რომელიც გაცემულია საქართველოს ფარგლებს გარეთ იმ ექიმის მიერ, რომელიც საქმიანობს კონვენციის წევრ სახელმწიფოში და რომელიც ამ სახელმწიფოში არის უფლებამოსილი გასცეს მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა. 9. მეზღვაურს, რომელსაც უარი ეთქვა სამედიცინო მოწმობის გაცემაზე ან მიიღო სამედიცინო მოწმობა, რომელიც ადასტურებს მის შეზღუდულ შრომისუნარიანობას, კერძოდ, სამუშაო დროის, სამუშაოს სახეობის და ნაოსნობის რაიონის მიხედვით, უფლება აქვს გაიაროს ახალი გამოკვლევა სააგენტოს მიერ შერჩეულ დამოუკიდებელ ექიმთან ან ასეთი ექიმებისგან შემდგარ კომისიაზე. 10. იმ შემთხვევების გარდა, როდესაც მეზღვაურის მიერ შესასრულებელი კონკრეტული სამუშაოს მიზნებისთვის უფრო ნაკლები პერიოდია საჭირო ან ეს განსაზღვრულია STCW კონვენციით, სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა არ უნდა აღემატებოდეს 2 წელს. 18 წელზე ნაკლები ასაკის მეზღვაურის შემთხვევაში, სამედიცინო მოწმობის მოქმედების მაქსიმალური ვადა არის ერთი წელი. 11. ფერების აღქმის შესახებ სერტიფიცირება ვადაშია მაქსიმუმ 6 წლის ვადით. 12. გადაუდებელ შემთხვევებში, სააგენტო უფლებამოსილია, სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადის გასვლის გამო, გასცეს ნებართვა მეზღვაურზე, გააგრძელოს მუშაობა მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე, სადაც მეზღვაურს შეეძლება მიიღოს სამედიცინო მოწმობა უფლებამოსილი ექიმისგან იმის გათვალისწინებით, რომ ა) აღნიშნული ნებართვის მოქმედების ვადა არ აღემატება სამ თვეს; და ბ) მეზღვაური ფლობს სამედიცინო მოწმობას, რომლის მოქმედების ვადა გავიდა არაუმეტეს სამი თვის წინ. 13. თუ სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა ამოიწურა რეისის განმავლობაში, აღნიშნული სამედიცინო მოწმობა დარჩება ძალაში მომდევნო ნავსადგურში შესვლამდე, სადაც მეზღვაურს საშუალება ექნება უფლებამოსილი ექიმისგან მიიღოს ახალი სამედიცინო მოწმობა, იმ პირობით, რომ სამედიცინო მოწმობის მოქმედების ვადა არ აღემატება სამ თვეს. 14. საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ გემზე მომუშავე მეზღვაურის სამედიცინო მოწმობა უნდა იყოს შესრულებული ინგლისურ ენაზე. მუხლი 7. წვრთნა და კვალიფიკაცია 1. გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს გემზე სამუშაოდ დაუშვას მეზღვაური, რომელსაც მინიჭებული აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია ან კომპეტენცია „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. 2. STCW კონვენციის ან საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ მიღებული სხვა სავალდებულო საერთაშორისო ხელშეკრულების შესაბამისად განხორციელებული წვრთნები და სერტიფიცირება მიიჩნევა ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განხორცილებულად. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიზნებისათვის, „მეზღვაურთა განათლების და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 28-ე მუხლით გათვალისწინებული გაცნობითი წვრთნა, მიიჩნევა გემზე პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებული წვრთნის შესაბამისად იმ მეზღვაურებისთვის, რომელთაც არ მოეთხოვებათ STCW კოდექსით გათვალისწინებული წვრთნების გავლა. მუხლი 8. გემის მზარეულის მომზადება და დასაქმება 1. გემზე, რომელზეც დასაქმებულია ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების დოკუმენტით გათვალისწინებული 10 ან მეტი მეზღვაური, ვალდებულია ჰყავდეს კვალიფიციური მზარეული. იმ შემთხვევაში, თუ ეკიპაჟის უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების დოკუმენტით გემზე დასაქმებულია 10 მეზღვაურზე ნაკლები არ მოითხოვება კვალიფიციური მზარეულის გემზე ყოფნა. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერ პირს, რომელიც მონაწილეობს კვების ორგანიზებაში, უნდა ჩაუტარდეს ტრენინგი ან ინსტრუქტაჟი, რომელიც მოიცავს გემზე საკვების და პერსონალური ჰიგიენის, ასევე გემზე საკვების შენახვის საკითხებს. 2. მზარეული კვალიფიციურია, თუ: ა) არის 18 წელს მიღწეული ქმედუნარიანი პირი; ბ) აქვს არანაკლებ 6 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი ან არანაკლებ 3 თვის დამტკიცებული ნაოსნობის სტაჟი და ფართო პროფილის სამზარეულოში მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება; გ) გავლილი აქვს სააგენტოს მიერ აღიარებული საზღვაო საწვრთნელი კურსი, რომელიც მოიცავს: პრაქტიკულ მზარეულობას, საკვებისა და პირად ჰიგიენას, საკვების შენახვას, მარაგების კონტროლს, გარემოს დაცვას და სამზარეულოში ჯანდაცვას და უსაფრთხოებას; და დ) ჩააბარა შესაბამისი გამოცდა. 3. ნებისმიერ კვალიფიციურ მზარეულზე, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნებს, უნდა გაიცეს სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს რომ ეს პირი აკმაყოფილებს ამ კანონის მოთხოვნებს გემზე მზარეულად მუშაობისთვის. სერტიფიკატი გაიცემა სააგენტოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. 4. იმ შემთხვევაში, თუ მზარეულმა სასწავლო კურსი გაიარა საქართველოს ფარგლებს გარეთ იმ ქვეყანაში, რომელსაც რატიფიცირებული აქვს კონვენცია ან გემის მზარეულების სერტიფიცირების შესახებ 1946 წლის კონვენცია, სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს ამ სასწავლო კურსის და მისი შინაარსის იმდაგვარი შეფასება და თუკი დარწმუნდება, რომ სწავლება საქართველოში აღიარებული საწვრთნელი ცენტრის შესაბამისია - აღიაროს იგი. 5. როდესაც სააგენტო აღიარებს საქართველოს ფარგლებს გარეთ გემის მზარეულის წვრთნას და სერტიფიცირებას, იგი გამოსცემს ამ მზარეულებისთვის სერტიფიკატს, რომელშიც აღნიშნული უნდა იყოს, რომ მზარეული ფლობს გემის მზარეულის მოწმობას, რომელიც აღიარებულია საქართველოს მიერ ქართულ გემზე სამუშაოდ. 6. გემებზე საცხოვრებელი, დასვენების საშუალებები, საკვები და საკვებით მომსახურების წესები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით. თავი III მეზღვაურთა დასაქმება მუხლი 9. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი 1. საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე ყველა მეზღვაური უნდა სარგებლობდეს კარიერული ზრდის, კვალიფიკაციის ამაღლების და დასაქმების შესაძლებლობით, ყოველგვარი საზღაურის გარეშე. 2. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარებას ახორციელებს სააგენტო. 3. თუ სააგენტო, სხვა სამინისტრო, კომპეტენტური ორგანო ან საქართველოს მთავრობა გადაწყვეტს შექმნას ან მართოს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი, მისი საქმიანობისას უზრუნველყოფილი და დაცული უნდა იქნას მეზღვაურთა უფლებები კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად. 4. სააგენტოს მიერ აღიარებული საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი, რომელიც ხელს უწყობს მეზღვაურთა დასაქმებას ვალდებულია დაიცვას კონვენციისა და ამ კანონის მოთხოვნები. 5. ამ მუხლის მე-3 პუნქტის მიზნებისთვის, საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირად მიიჩნევა პირი, რომელსაც ერთდროულად გემზე დასაქმებული ჰყავს არანაკლებ 10 მეზღვაური. 6. სააგენტოს უფლება აქვს, ნებისმიერი ეჭვის არსებობის შემთხვევაში, სოციალურ პარტნიორებთან კონსულტაციების შემდეგ, დაადგინოს ვრცელდება თუ არა ამ კანონის მოქმედება საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირზე. 7. საქართველოში მოქმედმა საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა მეზღვაურთა დასაქმების სფეროში საქმიანობა შეიძლება აწარმოოს მხოლოდ სააგენტოს მიერ გაცემული აღიარების სერტიფიკატის საფუძველზე. 8. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა გემზე დასაქმებისთვის არ უნდა მოითხოვოს ირიბად ან პირდაპირ საფასური პირისგან და არ უნდა მიიღოს ზომები ან არ ჩაატაროს სხვადასხვა პროცედურა, რომელიც გამოიწვევს რაიმე სახის შეფერხებას ან გემზე პირის დასაქმებას ხელს შეუშლის. 9. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, გაცემის პირობების მონიტორინგის და ზედამხედველობის, აღიარების სერტიფიკატის შეჩერების/შეწყვეტის წესი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტით. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების სერტიფიკატი გაიცემა ხუთი წლის ვადით, სააგენტოს მიერ დადგენილი წესით, ყოველწლიური სავალდებული მონიტორინგის პირობით. 10. სააგენტო საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარების სერტიფიკატს გასცემს, საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის საქმიანობის კონვენციისა და ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემთხვევაში. 11. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმაპირმა უნდა უზრუნველყოს, რომ: ა) გემზე მეზღვაურის დასაქმებისთვის არ მოითხოვოს ირიბად ან პირდაპირ საფასური, სავიზო მოსაკრებლების ჩათვლით, გარდა იმ ხარჯისა, რომელიც მოეთხოვება მეზღვაურს სამედიცინო მოწმობის, მეზღვაურის საიდენტიფიკაციო ბარათის, სამოქალაქო პასპორტის, ან სხვა პირადი სამგზავრო დოკუმენტების მისაღებად გაწეული ხარჯებისა; ბ) გააჩნდეს მკაცრად გაწერილი პროცედურა, რომელიც აღკვეთს მეზღვაურის შრომითი ექსპლუატაციის შესაძლებლობას, რომელიც შეიძლება წარმოიშვას გემთმფლობელსა და მეზღვაურს შორის ავანსის გაცემის ან სხვა ფინანსური გარიგებებიდან, რომლებიც ხორციელდება საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ; გ) გააჩნდეს ზუსტად გაწერილი და საჯაროდ გამოქვეყნებული ყველა ხარჯი, რომელიც შეიძლება მეზღვაურმა გასწიოს დასაქმების პროცესში; დ) აწარმოოს და მუდმივად განაახლოს მათ მიერ შერჩეულ მეზღვაურთა რეესტრი, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოს მხრიდან მონიტორინგის დროს; ე) მეზღვაური, შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერამდე გაეცნოს მოვალეობებს და მიიღოსს ამ ხელშეკრულების ასლი; საკუთარ უფლებებისა და ვ) დასაქმებასთან დაკავშირებით, მეზღვაური ინფორმირებულია მის მიერ შესასრულებელი სამუშაოს თავისებურებებზე და კონკრეტული გემთმფლობელის პოლიტიკაზე; ზ) მეზღვაური კვალიფიციურია და ფლობს კონკრეტული სამუშაოს შესასრულებლად საჭირო ყველა დოკუმენტს, ხოლო მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულება შეესაბამება ამ კანონს და კოლექტიურ ხელშეკრულებას, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელიც თავის მხრივ მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს; თ) გემთმფლობელს აქვს საშუალება დაიცვას მეზღვაური, თუ ის უცხო ქვეყნის ნავსადგურში განსაცდელში აღმოჩნდება; ი) შეისწავლოს და რეაგირება მოახდინოს მის საქმიანობასთან დაკავშირებულ ნებისმიერ საჩივარზე და აცნობოს სააგენტოს დაუკმაყოფილებელი საჩივრის თაობაზე; კ) გემთმფლობელს გააჩნდეს სხვა ქვეყნის ნავსადგურში საარსებო საშუალებების გარეშე დარჩენილი მეზღვაურის დაცვის შესაძლებლობა; 12. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის ამ კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობის შეფასებისას, სააგენტომ უნდა იხელმძღვანელოს MLC კოდექსის B1.4 წესით. 13. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირს უნდა ჰქონდეს დანერგილი მეზღვაურთა დაცვის სისტემა, დაზღვევისა ან სხვა ექვივალენტური საშუალებით, რათა მეზღვაურს აუნაზღაუროს მიყენებული ზიანი, რომელიც შეიძლება წარმოიშვას საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის ან გემთმფლობელის მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად. 14. პერსონალური დაცვის მიზნით აღიარებულ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირს უნდა გააჩნდეს სისტემა, რომელიც უზრუნველყოფს მეზღვაურის დასაქმებასთან დაკავშირებით, მასთან არსებული დოკუმენტების არაუფლებამოსილი პირების წვდომისგან დაცვას, რომელიც მათ შორის მოიცავს: ა) მონაცემებს მეზღვაურის კომპეტენციის/კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტებს შესახებ; ბ) მონაცემებს სამუშაო სტაჟის შესახებ; გ) პერსონალურ მონაცემებს; დ) ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მონაცემებს. 15. სააგენტოს მოთხოვნის შემთხვევაში, საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა მიაწოდოს სააგენტოს მის მიერ წლის განმავლობაში დასაქმებული მეზღვაურების საერთო რაოდენობის შესახებ ინფორმაცია, მათი რანგის მიხედვით. ასევე მეზღვაურების დასაქმებასთან დაკავშირებული ნებისმიერი სტატისტიკა. 16. აღიარებულ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირს არ უნდა გააჩნდეს რაიმე მექანიზმი ან სია, რომელიც მიზნად ისახავს მეზღვაურისთვის მისი კვალიფიკაციის მიხედვით სამუშაოს მიღებაში ხელის შეშლას. 17. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა დანერგოს ხარისხის კონტროლის სისტემა და პროცედურები, რომელიც უზრუნველყოფს მათი მომსახურების ამ კანონის დადგენილ სტადარტებთან უპირობო შესაბამისობას. ხარისხის მართვის სისტემის აუდიტს შედეგები საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ ყოველწლიურად უნდა მიეწოდოს სააგენტოს. 18. როდესაც მეზღვაურს, გემთმფლობელს ან სხვა დაინტერესებულ პირს, საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის საქმიანობის მიმართ აქვს პრეტენზია და სააგენტოს მიმართავს წერილობითი საჩივრით, რომლის მიხედვითაც ცალსახად არის შესაძლებელი მომჩივნის და საჩივრის შინაარსის იდენტიფიცირება, სააგენტომ უნდა განახორციელოს მოკვლევა ამ საკითხზე და თუ ამას გარემოებები მოითხოვს, ჩართოს მოკვლევაში სოციალური პარტნიორები. 19. როდესაც სააგენტოს მხრიდან საჩივარზე განხორციელდება მოკვლევა და იგი დასაბუთებული აღმოჩნდება, საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს საჩივრით გათვალისწინებული საკითხის მოგვარება. 20. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელმა პირმა უნდა გააცნოს მისი მომსახურებით მოსარგებლე ყველა მეზღვაურს სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია იმ შესაძლო პრობლემების შესახებ, რაც შეიძლება მოჰყვეს იმ გემზე დასაქმებას, რომელიც ნაოსნობს სახელმწიფოს დროშით, რომელსაც არ აქვს რატიფიცირებული კონვენცია. 21. საქართველოში რეგისტრირებულმა გემთმფლობელმა კომპანიამ, რომელიც იყენებს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირს იმ ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს რატიფიცირებული კონვენცია, უნდა მიაწოდოს სააგენტოს ინფორმაცია ამ მომსახურების რეგულირების წესების შესახებ და თუ როგორ აფასებს იგი ამ წესების შესაბამისობას ამ კანონის მოთხოვნებთან. 22. საქართველოში რეგისტრირებულმა გემთმფლობელმა არ შეიძლება გამოიყენოს მეზღვაურთა დასაქმებისათვის ის სამსახურები, რომლებიც საქმიანობენ იმ ქვეყანაში, რომელსაც არ აქვს რატიფიცირებული კონვენცია, თუ ის არ დარწმუნდება, რომ ეს მომსახურება გაწეულია კონვენციის A1.4. სტანდარტის შესაბამისად. თავი IV დასაქმების პირობები მუხლი 10. მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულება 1. გემზე დასაქმებულ ნებისმიერ მეზღვაურს უნდა გააჩნდეს მეზღვაურსა და გემთფლობელს შორის (ან მისი კანონიერი წარმომადგენლის) წერილობით დადებული შრომითი ხელშეკრულება (შემდეგში - მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულება). 2. თუ მეზღვაურის შრომით ხელშეკრულებას ხელს აწერს გემთმფლობელის წარმომადგენელი, მას უნდა გააჩნდეს გემთმფლობელის მიერ გაცემული მინდობილობა, რომელიც მას ანიჭებს უფლებას ხელი მოაწეროს მეზღვაურის შრომით ხელშეკრულებას მისი სახელით. ამასთან, შრომით ხელშეკრულებაში უნდა იყოს აღნიშნული მინდობილობის არსებობის და მისი შინაარსის შესახებ. 3. მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერამდე მეზღვაურს უნდა გააჩნდეს ხელშეკრულების პირობების შემოწმების და მათთან დაკავშირებით კონსულტაციების გავლის შესაძლებლობა. მეზღვაური ასევე, უფლებამოსილია გამოიყენოს ნებისმიერი სხვა საშუალება, რომელიც აუცილებელი იქნება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ისინი საკუთარი ნებით აწერენ ხელს შრომით ხელშეკრულებას და სრულად აქვთ გააზრებული საკუთარი უფლებები და ვალდებულებები. 4. როგორც გემთმფლობელს, ასევე მეზღვაურს, რომლებიც წარმოადგენენ ხელშეკრულების მხარეებს, უნდა გადაეცეთ ხელშეკრულების დედანი, ერთი ხელმოწერილი ეგზემპლარი. ამასთან, გემზე აუცილებლად უნდა ინახებოდეს მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების ასლი, მეზღვაურის დასაქმების მთელი პერიოდის განმავლობაში. 5. გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ სამუშაო პირობების შესახებ ზუსტი და სრულყოფილი ინფორმაცია ხელმისაწვდომი იყოს გემზე მეზღვაურებისთვის, მათ შორის, კაპიტნისთვის. აღნიშნული ინფორმაცია, მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების ასლის ჩათვლით, ასევე, ხელმისაწვდომი უნდა იყოს სააგენტოს და სხვა დაინტერესებული ორგანოების წარომადგენლებისათვის, მათ შორის, იმ ნავსადგურის სახელმწიფოს კონტროლის თანამშრომლებისთვის, სადაც შედის გემი. 6. თუ კოლექტიური ხელშეკრულება სრულად ან ნაწილობრივ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებაში, აღნიშნული ხელშეკრულების ასლი წარმოდგენილი უნდა იყოს გემზე. თუ მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულება და კოლექტიური ხელშეკრულება არ არის შედგენილი ინგლისურ ენაზე, მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების სტანდარტული ფორმის ასლი და კოლექტიური ხელშეკრულების ის ნაწილი, რომელიც ექვემდებარება ნავსადგურის სახელმწიფოს კონტროლის ინსპექტირებას კონვენციის შესაბამისად, უნდა იყოს ხელმისაწვდომი ინგლისურ ენაზე იმ გემზე, რომელიც ჩართულია საერთაშორისო ნაოსნობაში. 7. მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულება, უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ ინფორმაციას: ა) მეზღვაურის სახელი და გვარი სრულად, დაბადების თარიღი ან ასაკი, მოქალაქეობა და დაბადების ადგილი; ბ) გემთმფლობელის სახელი და მისამართი; გ) მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების გაფორმების ადგილი და ძალაში შესვლის დრო; დ) პოზიცია, რომელზეც საქმდება მეზღვაური; ე) მეზღვაურის ხელფასის ოდენობა ან მისი გამოთვლის ფორმულა; ვ) ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების რაოდენობა ან მისი გამოთვლის ფორმულა; ზ) ხელშეკრულების შეწყვეტის ვადა და შეწყვეტის პირობები; თ) თუ ხელშეკრულება დადებულია განუსაზღვრელი ვადით, მხარეების მიერ მისი შეწყვეტის პირობები, ასევე შეტყობინების ვადა, რომელიც არ შეიძლება უფრო ნაკლები იყოს გემთმფლობელისთვის, ვიდრე მეზღვაურისთვის; ი) თუ ხელშეკრულება დადებულია განსაზღვრული ვადით, მისი მოქმედების ვადის ამოწურვის ზუსტი თარიღი; კ) თუ ხელშეკრულება დადებულია კონკრეტული რეისისთვის - დანიშნულების ნავსადგური და ნავსადგურში გემის ყოფნის დრო, რომლის გასვლის შემდეგაც მეზღვაური ტოვებს გემს; ლ) მეზღვაურის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, მათ შორის სავალდებულო სოციალური დაცვის შენატანების შესახებ ინფორმაცია, რაც უნდა უზრუნველყოს გემთფლობელმა მეზღვაურისთვის, მ) მეზღვაურის უფლება რეპატრიაციაზე; ნ) მითითება კოლექტიურ ხელშეკრულებაზე, ასეთის არსებობის შემთხევევაში; ო) ნებისმიერი სხვა რელევანტური პირობა. 8. თუ შრომით ხელშეკრულებაში ხელფასის ოდენობა და შვებულება მოცემულია ფორმულის სახით, ასეთ შემთხვევაში მეზღვაურს, სააგენტოს ან კომპეტენტურ ორგანოს, ყოველგვარი დამატებითი წყაროების მოძიების გარეშე, უნდა შეეძლოს ხელფასის და/ან შვებულების გამოთვლა. 9. მეზღვაურისა და გემთმფლობელისთვის მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტისთვის შეტყობინების მინიმალური ვადა არის 14 კალენდარული დღე. 10. გემთმფლობელი უფლებამოსილია შეწყვიტოს მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულება 14 კალენდარულ დღეზე ადრე, იმ შემთხვევაში თუ: ა) გემი გაიყიდა; ბ) გემი დაიღუპა; გ) მეზღვაურს არ შეუძლია გააგრძელოს გემზე მუშაობა ავადმყოფობის ან ტრავმის გამო; დ) დადგენილი წესით განხორციელებული დისციპლინარული პროცედურის შედეგად დადგინდება, რომ მეზღვაურის კომპეტენცია/კვალიფიკაცია არ შეესაბამება დადგენილ საერთაშორისო მოთხოვნეს ან მას მძიმე დისციპლინური გადაცდომა აქვს ჩადენილი. 11. მეზღვაური უფლებამოსილია დადგენილ მინიმალურ ვადაზე ადრე შეწყვიტოს მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულება ყოველგვარი პირგასამტეხლოს გარეშე, საპატიო ან საგანგებო მიზეზით რომლებიც ასეთად არის აღიარებული საქართველოს შრომის კანონმდებლობით, ან აღნიშნულია კოლექტიურ ხელშეკრულებაში, როგორც მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით დადგენილ ვადაზე მოკლევადიანი წინასწარი შეტყობინებით ან საერთოდ წინასწარი შეტყობინების გარეშე შეწყვეტის გამამართლებელი მიზეზი. 12. მეზღვაური უფლებამოსილია გაეცნოს, გემზე, მისი საქმიანობის შესახებ არსებულ ჩანაწერებს, რომელიც არ აღწერს მის მიერ შესრულებული სამუშაოს ხარისხს, ან მის მიერ მიღებულ შემოსავალს/ხელფასს. ეს ჩანაწერები შესაძლოა შეტანილი იყოს მეზღვაურის ნაოსნობის წიგნაკში. 13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი უნდა შეიცავდეს მეზღვაურის გემზე ასვლის თარიღს, გემიდან დაბრუნების თარიღს, მეზღვაურის რანგს. თუ ეს ჩანაწერი არ არის მომზადებული ინგლისურ ენაზე, მას უნდა ახლდეს დამოწმებული ინგლისური თარგმანი. 14. მეზღვაურის შრომით ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება უნდა გაფორმდეს დაინტერესებული მხარის წერილობითი თანხმობით. წინააღმდეგ შემთხვევაში ამგვარი ცვლილება ბათილია. 15. მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულება ძალაში რჩება, როდესაც მეზღვაური გემზე ან გემის გარეთ მძევლად არის აყვანილი მეკობრეობის ან გემზე შეიარაღებული ძარცვის შედეგად, მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების ვადის დენის მიუხედავად. მუხლი 11. მეზღვაურთა დასვენების დრო 1. 18 წელზე მეტი მეზღვაურისთვის მინიმალური დასვენების დრო არ უნდა იყოს 24 საათიან პერიოდში - 10 საათზე ნაკლები, ხოლო 7 დღიან პერიოდში 77 საათზე ნაკლები. 2. დასვენების დრო შეიძლება დაყოფილ იქნას ორ ნაწილად, სადაც ერთი ნაწილი უნდა იყოს არანაკლებ 6 საათისა და დასვენებებს შორის უწყვეტი პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 14 საათს. 3. საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გემზე ჩასატარებელი სხვადასხვა წვრთნები უნდა ჩატარდეს ისეთი სახით, რომ მინიმალურად შეაფერხოს მეზღვაურის დასვენების პერიოდი. 4. გემზე თვალსაჩინო ადგილას უნდა იყოს გაკრული გემის ეკიპაჟის თითოეული წევრის გემზე მუშაობის გრაფიკი მათი რანგის მიხედვით. 5. ამ მუხლის მე-4 პუნქტში გათვალისწინებულ გრაფიკში უნდა იყოს ასახული: ა) გემზე და ნავსადგურში მუშაობის გრაფიკი; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დასვენების მინიმალური საათები. 6. მუშაობის გრაფიკი და დასვენების დრო უნდა იყოს შედგენილი გემის სამუშაო და ინგლისურ ენაზე. 7. გემზე მომსახურე ყველა მეზღვაურის დასვენების დრო უნდა იყოს აღრიცხული საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა ან შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ განსაზღვრულ ფორმაში. 8. გემის კაპიტანი უფლებამოსილია მეზღვაურს შეასრულებინოს დამატებითი სამუშაო, თუ ეს საჭიროა გემის, მგზავრების ან ტვირთის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ან განსაცდელში მყოფი სხვა გემის დასახმარებლად. 9. გემის კაპიტანი უფლებამოსილია შეაჩეროს გემის სამუშაო გრაფიკის მოქმედება, შესაბამისი სიტუაციის აღდგენამდე. გემზე 10. გემის კაპიტანმა უნდა უზრუნველყოს, რომ მეზღვაური, რომელმაც დამატებითი სამუშაო გასწია ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისთვის, სათანადოდ იყოს დასვენებული. 11. მეზღვაურთა სამუშაო საათების ან დასვენების საათების აღრიცხვის ფორმატი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით. 12. გემზე მუშაობის პირობების ამსახველი ცხრილის ფორმატი მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით. მუხლი 12. მეზღვაურის პერსონალური მონაცემების დაცვა 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, პერსონალურ მონაცემთა დაცვის მიზნით გემთმფლობელი და გემის კაპიტანი ვალდებულნი არიან უზრუნველყონ, რომ მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულება, სამედიცინო მოწმობა, საბანკო ანგარიშები, ხელფასების და სხვა პერსონალური მონაცემების შემცველი ინფორმაცია ინახებოდეს გემზე ისე, რომ არ იყოს ხელმისაწვდომი არაუფლებამოსილი პირებისთვის. ასევე, გემთმფლობელი და გემის კაპიტანი ვალდებულია მიიღოს ისეთი ორგანიზაციული და ტექნიკური ზომები, რომლებიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან უკანონო განადგურებისაგან, შეცვლისაგან, გამჟღავნებისაგან, მოპოვებისაგან, ნებისმიერი სხვა ფორმით უკანონო გამოყენებისა და შემთხვევითი ან უკანონო დაკარგვისაგან. 2. მეზღვაურის პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაციის დამუშავება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. დასაშვებია 3. დასაშვებია, გემის კაპიტნისთვის მეზღვაურის პერსონალური მონაცემების, განსაკუთრებით მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების ასლის, გადაცემა. მუხლი 13. ნაპირზე ხანმოკლე ვიზიტი 1. მეზღვაურს უფლება აქვს ჩავიდეს ნაპირზე თავისუფალ დროს, როდესაც გემი ნავსადგურში დგას ან ღუზაზეა ნაპირთან და თუ ამით გემის უსაფრთხო ოპერირებას არ შეექმნება საფრთხე. 2. გემის ღუზაზე ან ნაპირთან დგომისას კაპიტანმა უნდა უზრუნველყოს, რომ მეზღვაურებს შორის სამუშაო თანაბრად იყოს განაწილებული. მუხლი 14.ხელფასი 1. ყველა მეზღვაურმა უნდა მიიღოს მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით და კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელფასი არანაკლებ თვეში ერთხელ. 2. მეზღვაურს ხელფასი ერიცხება მის საბანკო ანგარიშზე, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც იგი წერილობით სხვაგვარად მოითხოვს. 3. მეზღვაურმა უნდა მიიღოს გემთმფლობელის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლისგან ყოველთვიური ამონაწერი, რომელიც მოიცავს ნებისმიერ გადახდილ თანხას, მათ შორის ხელფასს. ასევე ინფორმაციას ვალუტის კურსის შესახებ, თუ გადახდა განხორციელდა შეთანხმებულისგან განსხვავებული ვალუტით/კურსით. 4. თუ მეზღვაური ასრულებს ზეგანაკვეთურ სამუშაოს, ნამუშევარი საათების აღრიცხვას ახორციელებს კაპიტანი ან კაპიტნის მიერ განსაზღვრული პირი. ზეგანაკვეთური სამუშაოს გაანგარიშების დოკუმენტი მეზღვაურმა უნდა დაადასტუროს ყოველთვიურად. 5. გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს ისეთი სისტემის შექმნა რომელიც საშუალებას მისცემს მეზღვაურებს, მათი სურვილის შემთხვევაში, მათი ხელფასი ან ხელფასის ნაწილი გადარიცხოს მეზღვაურის მიერ განსაზღვრულ პირზე, საბანკო გადარიცხვების ან სხვა მსგავსი მეთოდით. გადახდები უნდა განხორციელდეს მკაცრად განსაზღვრულ დროს და უშუალოდ იმ პირზე ან პირებზე, ვისაც განსაზღვრავს მეზღვაური. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად, გაწეული მომსახურებისთვის, გემთმფლობელი უფლებამოსილია განახორციელოს დაქვითვა, რომელიც უნდა იყოს გონივრული. ვალუტის კურსი უნდა განისაზღვროს უფრო ხელსაყრელი საბაზრო კურსის ან ოფიციალური კურსის მიხედვით, რომელიც არ უნდა იყოს მეზღვაურის ინტერესების საზიანო. ამ პუნქტის მიზნისთვის, გემთმფლობელის მიერ განხორციელებული დაქვითვა არ ჩაითვლება გონივრულად, თუკი ის აღემატება საბანკო გადარიცხვებისთვის დადგენილ საფასურს. 7. ზეგანაკვეთური ანაზღაურების გადახდისას, მეზღვაურის ხელფასის დათვლის მიზნით, ზღვაზე და ნავსადგურში შესრულებული ჩვეულებრივი სამუშაო საათები არ შეიძლება აღემატებოდეს 8 საათს დღეში და 48 საათს კვირაში და ზეგანაკვეთური შრომის საათობრივი ტარიფი არ უნდა იყოს საბაზისო ხელფასის ერთ მეოთხედზე ნაკლები. 8. როდესაც მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით ხელფასები სრულად ან ნაწილობრივ კონსოლიდირებულია, მეზღვაურის მიერ შეთანხმებული ანაზღაურების სანაცვლოდ შესასრულებელი სამუშაო საათების რაოდენობა ზუსტად უნდა იყოს დაკონკრეტებული მეზღვაურის შრომით ხელშეკრულებაში. როდესაც დამატებითი სამუშაოს საათების შესრულება გახდება საჭირო, დამატებითი საათებისთვის საათობრივი კომპენსაცია არ უნდა ოყოს საბაზისო კონსოლიდირებულის ხელფასის ერთ მეოთხედზე ნაკლები. 9. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, დაუშვებელია მეზღვაურის ხელფასიდან დაქვითვა, გარდა სასამართლოს მიერ დაკისრებული შემთხვევისა, ასევე დაუშვებელია მეზღვაურებისთვის ჯარიმების დაწესება, გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც უფლებამოსილი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ იქნება დადგენილი. 10. იმ შემთხვევში თუ, გემთმფლობელი, აგვიანებს ხელფასის გადახდას, მეზღვაური უფლებამოსილია მიიღოს კომპენსაცია გადაუხდელი ხელფასის 10%-ის ოდენობით იმ პერიოდის მანძილზე, სანამ არ მოხდება გადახდა. 11. ამ მუხლით განსაზღვრული არცერთი პირობა არ შეიძლება იქნეს გამოყენებული იმისთვის, რომ შეიზღუდოს მეზღვაურის უფლება, სარჩელით მოითხოვოს გადაუხდელი ხელფასი და სხვა თანხები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ხოლო თუ სარჩელი საქართველოს ფარგლების გარეთ არის შეტანილი - ადგილსამყოფელი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 12. მეზღვაურის გარდაცვალების შემთხვევაში ხელშეკრულების მოქმედების დროს, გადასახდელი ხელფასი შემდეგნაირად განისაზღვრება: ა) როდესაც მეზღვაური ყოველთვიურად დაუანგარიშდება გარდაცვალების დღემდე; იღებს ანაზღაურებას, მეზღვაურს ხელფასი ბ) როდესაც მეზღვაური ერთი რეისისთვის არის დაქირავებული და ერთჯერადი განაკვეთით იღებს ანაზღაურებას, ხელფასი სრულად არის ასანაზღაურებელი თუ პირი რეისის დასაწყისშივე გარდაიცვალა; გ) თუ მეზღვაური მსახურობს ორი გზის რეისზე და ერთჯერადი განაკვეთით იღებს ხელფასს, ხელფასის ნახავარი ასანაზღაურებელია თუ მეზღვაური გარდაიცვალა რეისის დაწყებისთანავე ან ნავსადგურში შესვლისას, ხოლო მთლიანად თუ გარდაიცვალა უკანა გზაზე. 13. როდესაც მეზღვაური მძევლად არის აყვანილი მეკობრეობის ან გემზე შეიარაღებული ძარცვის შედეგად, მისი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული მეზღვაურის ხელფასი უნდა იქნეს გადახდილი მეზღვაურისთვის მისი მძევლად ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში მის რეპატრიაციმადე ან გარდაცვალებამდე. მუხლი 15. შვებულება 1. მეზღვაურს უფლება აქვს მიიღოს ანაზღაურებადი შვებულება არანაკლებ 2.5 კალენდარული დღის ოდენობით ყოველ ნამუშევარ თვეზე. მეზღვაურებისთვის, რომლებიც დასაქმებული არიან ერთ წელზე ნაკლები პერიოდით ან შრომითი ურთიერთობების დასრულებისას, შვებულების ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს პროპორციული განაწილების საფუძველზე. 2. გემზე მუშაობის პერიოდში, მეზღვაურებს ასევე აქვთ უფლება ჩავიდნენ ნაპირზე, როდესაც ეს პრაქტიკულად შეესაბამება მათ მიერ დაკავებული პოზიციისთვის გათვალისწინებულ ვალდებულებებს. 3. მეზღვაურს არ აქვს უფლება უარი თქვას ყოველწლიურ მინიმალურ ანაზღაურებად შვებულებაზე, ხოლო გემთმფლობელს არ აქვს უფლება აწარმოოს მეზღვაურთან მოლაპარაკება ამის თაობაზე. ნებისმიერი ასეთი შეთანხმება ბათილია. 4. ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების გამოთვლაში არ ჩაითვლება სამუშაოს შემდეგი საპატიო გაცდენა: ა) უქმე დღეები, მიუხედავად იმისა ემთხვევა თუ არა იგი ანაზღაურებადი შვებულების პერიოდს; ბ) ავადმყოფობის, ტრავმის ან ორსულობის და მშობიარობის გამო; გ) მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების დროს მოკლე ვიზიტი ნაპირზე; დ) სააგენტოს მიერ განსაზღვრული ნებისმიერ სახის სავალდებულო ჩასვლა ნაპირზე; ან ე) რეპატრიაციის მოლოდინში გატარებული დრო და რეპატრიაციის დროს მგზავრობის დრო. 5. ყოველწლიური შვებულების ანაზღაურება უნდა მოხდეს მეზღვაურის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჩვეულებრივი ანაზღაურების მიხედვით. შრომითი 6. შვებულებაში მყოფი მეზღვაურის უკან გაწვევა შეიძლება მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში და მეზღაურის თანხმობით. 7. გარდა იმ შემთხევისა, როდესაც მეზღვაური წერილობით აცხადებს ამაზე თანხმობას, ან ეს გათვალისწინებულია მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით, მეზღვაურს არ შეიძლება მოეთხოვოს ყოველწლიური შვებულების გატარება მისი რეპატრიაციის ადგილიდან განსხვავებულ ადგილზე. 8. სპეციალური ზომები უნდა იქნას შემუშავებული ისეთი შემთხვევებისთვის, როდესაც 18 წლამდე ახალგზრდა მეზღვაურებს, რომლებმაც 6 თვე ან ნაკლები პერიოდის განმავლობაში კოლექტიური შრომითი ხელშეკრულების ან მეზღვაურის ხელშეკრულების საფუძველზე მსახურობდნენ საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართულ გემზე (რომელიც არ დაბრუნებულა მეზღვაურის საცხოვრებელ ქვეყანაში და შემდეგი სამი თვის განმავლობაშიც არ იგეგმება დაბრუნება), არ უსარგებლიათ შვებულებით. ამგვარი ზომები შეიძლება შეიცავდეს რეისის დროს მეზღაურის მიერ შვებულების გამოყენებისას, მეზღვაურის უსასყიდლო რეპატრიაციას მის საცხოვრებელ ქვეყანაში, სადაც იგი დასაქმდა. მუხლი 16. რეპატრიაცია 1. ყველა მეზღვაურს აქვს რეპატრიაციის უფლება დაბრუნების პუნქტში. დაბრუნების პუნქტი შეიძლება იყოს: ა) ადგილი, სადაც მეზღვაურმა დადო მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულება; ბ) კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადგილი; გ) მეზღვაურის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი; ან დ) მეზღვაური შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ნებისმიერი სხვა ადგილი. 2. დაბრუნების პუნქტი უნდა იყოს განსაზღვრული მეზღვაურის შრომით ხელშეკრულებაში, რეპატრიაციის უფლებასთან ერთად. 3. მეზღვაურს გააჩნია რეპატრიაციის უფლება საფასურის გარეშე, შემდეგი გარემოებების დადგომისას: ა) როდესაც მეზღვაურის შრომის ხელშეკრულებას ვადა გასდის მეზღვაურის გემზე ყოფნის დროს; ბ) მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების შესაბამისად გაკეთებული წინასწარი შეტყობინების ვადის გასვლისთვის, როდესაც მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულება წყდება მეზღვაურის მიერ დასაბუთებული მიზეზით ან გემთმფლობლის მიერ; გ) როდესაც მეზღვაურს აღარ შეუძლია მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულება ან არ შეიძლება მისგან ასეთი მოვალეობების შესრულების მოლოდინი ავადმყოფობის, ტრავმის ან სხვა სამედიცინო მიზეზით, რაც მოითხოვს მეზღვაურის რეპატრიაციას; დ) ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მეზღვაურის გემზე ყოფნის მაქსიმალური ხანგრძლივობა ანიჭებს მას რეპატრიაციის უფლებას, თუმცა ეს პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს 12 თვეს წინასწარი შეტყობინების შემდეგ. 4. მეზღვაური ექვემდებარება რეპატრიაციას, შემდეგი საფუძვლების არსებობისას: ა) ხელშეკრულების შეწყვეტისას, როდესაც გასულია წინასწარი შეტყობინების ვადა; ბ) გემის ჩაძირვისას; გ) როდესაც გემთმფლობელი, ვერ ასრულებს ვალდებულებებს, გადახდისუუნარობის, გაყიდვის, გემის რეგისტრაციის შეცვლის; გემის დ) იმ შემთხვევაში, თუ გემი შევა საომარი მოქმედებების ზონაში, რომელ ზონაში შესვლაზეც მეზღვაურს არ განუცხადებია თანხმობა; ე) გემი დაპატიმრებულია 30 დღე ან მეტი; ვ) ავადმყოფობის, ტრავმის ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ სხვა შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია მათი რეპატრიაცია იმ შემთხვევაში, თუ ექიმები ჩათვლიან მეზღვაურის მდგომარეობას ტრანსპორტირებისთვის ხელსაყრელად; ზ) მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა ან შეჩერება: სამუშაო ჯილდოს ან კოლექტიური ხელშეკრულების ან ავადმყოფობის, ტრავმის ან ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებულ სხვა შემთხვევებში, როდესაც აუცილებელია მათი რეპატრიაცია იმ შემთხვევაში, თუ ექიმები ჩათვლიან მეზღვაურის მდგომარეობას ტრანსპორტირებისთვის ხელსაყრელად ან სხვა მსგავსი მიზეზით. 5. გემთმფლობელს არ აქვს უფლება მოსთხოვოს მეზღვაურს რეპატრიაციისათვის თანხის გადახდა, ასევე არ აქვს უფლება დაქვითოს რეპატრიაციის თანხები მეზღვაურის ხელფასიდან ან მეზღვაურის კუთვნილი სხვა თანხებიდან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც დისციპლინური შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ მეზღვაურმა დაარღვია შრომითი ვალდებულებები. ნებისმიერ შემთხვევაში, მაქსიმალური თანხა, რაც შეიძლება ამოიღოს გემთმფლობელმა მეზღვაურისგან რეპატრიაციასთან დაკავშირებით, არ შეიძლება აღემატებოდეს მეზღვაურის ერთი თვის ხელფასს. 6. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის, დისციპლინური პასუხისმგებლობის საფუძვლები განისაზღვრება სააგენტოს დირექტორის ნორმატიული აქტით „დისციპლინური წესდების“ საფუძველზე. 7. ქართულ გემზე პასუხისმგებელი ნებისმიერი გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს გემის ფინანსური გარანტიის სისტემის არსებობა, რომელიც საკმარისია გემზე მყოფი მეზღვაურების რეპატრიაციის სათანადოდ განსახორციელებლად, როდესაც გემთმფლობელი ვერ ახერხებს შეასრულოს თავისი ვალდებულებები ამ კანონის შესაბამისად. ფინანსური გარანტიების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები უნდა გადაეცეს სააგენტოს, ასევე ინახებოდეს გემზე. 8. მეზღვაურის რეპატრიაციისას, გემთმფლობელი ვალდებულია გასწიოს შემდეგი ხარჯები, სანამ მეზღვაური მიაღწევს დაბრუნების დანიშნულების პუნქტამდე: ა) მგზავრობა დაბრუნების პუნქტამდე, როგორც წესი, საჰაერო ტრანსპორტით; ბ) საკვები და საცხოვრებელი პირობებით უზრუნველყოფა, მეზღვაურის მიერ გემის დატოვების მომენტიდან დაბრუნების პუნქტამდე; გ) ხელფასი და სხვა გადასახდელი/დღიური ხარჯების ანაზღაურება მეზღვაურის მიერ გემის დატოვების მომენტიდან დაბრუნებისპუნქტში ჩასვლამდე; დ) მეზღვაურის პირადი ბარგის ტრანსპორტირება დაბრუნების პუნქტამდე 30 კგ-ის ოდენობით; ე) საჭიროების შემთხვევაში მკურნალობა, ჯანმრთელობისთვის საფრთხის შეუქმნელად. რათა მეზღვაურმა შეძლოს მგზავრობა, 9. ამ კანონის დებულებები არ ზღუდავს გემთმფლობელის უფლებას დაფაროს რეპატრიაციის ხარჯები მესამე მხარესთან გაფორმებული ხელშეკრულებების საშუალებით. 10. იმ შემთხვევაში თუ გემთმფლობელი ვერ უზრუნველყოფს მეზღვაურის რეპატრიაციის ხარჯებს, სააგენტომ უნდა მოახდინოს მეზღვაურის რეპატრიაციის ორგანიზება, ხოლო რეპატრირებულზე გაწეული ხარჯები რეგრესულად მოითხოვონ შესაბამისი გემთმფლობელიდან. 11. თუ გემთმფლობელი არ/ვერ გადაიხდის მეზღვაურის რეპატრიაციის ხარჯებს, არცერთ შემთხვევში ეს თანხები არუნდა დაეკისროს მეზღვაურს. სააგენტო უფლებამოსილიადააკავოს გემი, რომელზეც მსახურობდა კონკრეტული მეზღვაური ან ამ გეთმფლობლის სხვა გემი, ანაზღაურების მიღებამდე. 12. გემთფლობელის ვალდებულება მეზღვაურის რეპატრიაციაზე, რომელიც გათვალისწინებულია ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების მიხედვით, წყდება შემდეგ შემთხვევებში : ა) მეზღვაური რეპატრირებულია ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტის მიხედვით; ბ) გემთფლობელის გონივრული ღონისძიებები, რომელებიც გატარდა მეზღვაურის რეპატრიაციასთან დაკავშირებით წარუმატებელი აღმოჩნდა მეზღვაურის არასათანადო ქმედების გამო; გ) გემთფლობელმა, სათანადო ზომების მიღების მიუხედავად, ვერ შეძლო დაკავშირებოდა მეზღვაურს 3 თვის განმავლობაში; დ) მეზღვაურმა წერილობით მისწერა გემთმფლობელს, რომ რეპატრიაცია არ არის საჭირო. 13. რეპატრიაციასთან დაკავშირებული ამ დებულებების ასლი, შესრულებული შესაბამის ენაზე უნდა ინახებოდეს ნებისმიერ გემზე და ხელმისაწვდომი უნდა იყოს მეზღვაურებისთვის. მუხლი 17. მეზღვაურთა კომპენსაცია გემის დაღუპვის ან ჩაძირვის შემთხვევაში 1. გემთმფლობელი ვალდებულია გემზე მყოფ თითოეულ მეზღვაურს გადაუხადოს გემის დაღუპვის ან ჩაძირვის შედეგად გამოწვეული უმუშევრობის კომპენსაცია. 2. გემის დაღუპვის ან ჩაძირვის შედეგად გამოწვეული უმუშევრობისას კომპენსაციის გადახდა უნდა მოხდეს იმ დღეებისთვის, რომლის განმავლობაშიც მეზღვაური დარჩება ფაქტიური სამუშაოს გარეშე, იმავე განაკვეთით, რა განაკვეთითაც ხდებოდა მისი ხელფასის დარიცხვა მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების თანახმად, თუმცა მეზღვაურის მიმართ ამგვარად გადახდილი თანხა შემოიფარგლება ორი თვის ხელფასით. 3. უმუშევრობისთვის კომპენსაციის მიღებამ არ უნდა ხელყოს მეზღვაურის სხვა უფლებები, რაც გამომდინარეობს გემის დაღუპვით ან დაზიანებით გამოწვეული ფიზიკური და/ან მატერიალური ზიანიდან. თავი V მეზღვაურის მიტოვება მუხლი 18. მიტოვება 1. მეზღვაური მიიჩნევა მიტოვებულად, ხელშეკრულების დარღვევით: თუ გემთმფლობელი, მეზღვაურის შრომითი ა) უარს განაცხადებს დაფაროს მეზღვაურის რეპატრიაციის ხარჯები; ბ) ტოვებს მეზღვაურს საჭირო საარსებო საშუალებების და მხარდაჭერის გარეშე; გ) ან სხვაგვარად, ცალმხრივად გაწყვეტს კავშირს მეზღვაურთან, მათ შორის, მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელფასის ზედიზედ ორი თვის განმავლობაში გადაუხდელობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში აღნიშნული საჭირო საარსებო საშუალებები მოიცავს: ა) სათანადო კვებას; ბ) ღირსეულ საცხოვრებელ პირობებს; გ) სათანადო ხარისხის სასმელი წყლით მომარაგებას; დ) გემზე ცხოვრებისათვის აუცილებელ საწვავს; ე) აუცილებელ სამედიცინო დახმარებას. 3. ამ კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ფინასნური გარანტიის სისტემა უნდა იყოს გემთმფლობელის მიერ გაფორმებული და გადახდილი დაზღვევის ფორმით: ა) პირდაპირ/უშუალოდ/ ხელმისაწვდომი უნდა იყოს მეზღვაურისთვის; ბ) სრულად ფარავდეს ხარჯებს; გ) უნდა აჩქარებდეს ამ კანონით გათვალისწინებული ფინანსური დახმარების გაწევას. 4. იმ შემთხვევაში თუ მოთხოვნის რომელიმე ნაწილის შეფასებას სჭირდება დრო, აღნიშნულმა ხელი არ უნდა შეუშალოს მეზღვაურს აუნაზღაურდეს მოთხოვნის ის ნაწილი, რომელიც იქნა აღიარებული დასაბუთებულად. 5. ფინანსური გარანტია საკმარისი უნდა იყოს შემდეგი საჭიროებების დასაფარად: ა) გადაუხდელი ხელფასები და მეზღვაურის კუთვნილი სხვა თანხა, რომლის გადახდაც ეკუთვნის გემთმფლობელს მეზღვაურისთვის შრომითი ხელშეკრულებისა და კოლექტიური ხელშეკრულების მიხედვით არაუმეტეს ოთხი თვის ხელფასებისა და გადასახადების ოდენობით; ბ) მეზღვაურის მიერ გონივრულად გაწეული ყველა ხარჯი, მათ შორის, ამ კანონის მე-16 მუხლით გათვალისწინებული რეპატრიაციის ხარჯები; და გ) მეზღვაურის სასიცოცხლო საჭიროებისათვის გაწეული ხარჯები, მათ შორის: გ.ა) სათანადო საკვების; გ.ბ) ტანსაცმლის, საჭიროების შემთხვევაში; გ.გ) საცხოვრებელი ადგილის; გ.დ) სასმელი წყლის; გ.ე) გემზე არსებობისთვის აუცილებელი საწვავის; გ.ვ) აუცილებელი სამედიცინო დახმარების; გ.ზ) ნებისმიერი სხვა გონივრულად გაწეული ხარჯი, რომლის გაწევის საჭიროებაც წარმოიშვება მეზღვაურის მიტოვების შემთხვევაში, მისი სახლში დაბრუნებამდე; გ.თ) შესასძლებლობის შემთხვევაში მეზღვაურისთვის კავშირის უზრუნველყოფა ოჯახის წევრებთან. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტში გათვალისწინებული რეპატრიაციის ხარჯები ფარავს შესაბამისი საშუალებებით და ფორმით განხორციელებულ მგზავრობას, ჩვეულებრივ საჰაერო გზით, და მოიცავს მეზღვაურისთვის გემის დატოვებიდან სახლში დაბრუნებამდე პერიოდისთვის, საკვების და საცხოვრებლის უზურნველყოფას, აუცილებელ სამედიცინო დახმარებას, პირადი ნივთების ტრანსპორტირებას და სხვა გონივრულად გაწეულ ხარჯს, რაც გამოწვეულ იქნამეზღვაურის მიტოვების გამო. 7. 500 ტ. და მეტი საერთო ტევადობის ნებისმიერი ქართული გემი, რომელიც ჩართულია საერთაშორისო ნაოსნობაში ან მუდმივად ახორციელებს სხვა სახელმწიფოს წყლებში ნაოსნობას, უნდა იყოს დაზღვეული ან სხვა ფორმის ფინანსური ინსტრუმენტით უზრუნველყოფილი ამ კანონის მე-16 მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის შესაბამისი დოკუმენტებით, რომელიც უნდა შეიცავდეს გემის მონაცემებს, მათ შორის: ა) გემის სახელი; ბ) მიწერის ნავსადგური; გ) IMO-ს საიდენტიფიკაციო ნომერი და ამოსაცნობი ნიშანი; დ) ფინანსური გარანტორის სახელი და მისამართი; ე) იმ პირების საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც პასუხისმგებელი არიან მეზღვაურთა მოთხოვნის განხილვაზე და რეაგირებაზე; ვ) გემთმფლობელის სახელი ; ზ) ფინანსური გარანტიის მოქმედების ვადა; და თ) ფინანსური გარანტიის გამცემის დადასტურება, რომ ფინანსური გარანტია პასუხობს კონვენციის A2.5.2 სტანდარტის მოთხოვნებს. 8. შესაბამისი დოკუმენტის ასლი უნდა ინახებოდეს გემზე და უნდა განთავსდეს ისეთ ადგილზე, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომია გემზე მყოფი ნებისმიერი მეზღვაურისთვის. 9. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც ფინანსური გარანტია გაცემულია ერთზე მეტი პირის მიერ, ყველა გარანტიის გამცემმა უნდა წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტები ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად. 10. ფინანსური გარანტიის სისტემა იმდაგვარად უნდა იყოს აწყობილი, რომ უზრუნველყოს სწრაფი დახმარების აღმოჩენა. 11. ფინანსური გარანტია ძალაში უნდა იყოს შესაბამის დოკუმენტში აღნიშნული ვადის გასვლამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ფინანსური გარანტიის გამცემმა პირმა 30 დღით ადრე აცნობა სააგენტოს მისი მოქმედების დასრულების შესახებ. 12. ფინანსური გარანტიის გამცემმა, რომელმაც ამ მუხლის შესაბამისად განახორციელა მეზღვაურის მოთხოვნების დაკმაყოფილება, უნდა მიიღოს თანხის ამოღების უფლება იმ ფარგლებში, რაც მან გასწია მეზღვაურისთვის. 13. მზღვეველს ან ფინანსური გარანტიის გამცემ პირს აქვს რეგრესის უფლება მესამე მხარის მიმართ. თავი VI ჯანმრთელობის დაცვა, სამედიცინო მომსახურება, სოციალურ-საყოფაცხოვრებო მომსახურება და სოციალური უსაფრთხოების დაცვა მუხლი 19. ჯანმრთელობის დაცვა 1. ქართული გემის მართვაზე პასუხისმგებელმა გემთმფლობელმა საკუთარი ხარჯით უნდა უზრუნველყოს, გემზე დასაქმებული ნებისმიერი მეზღვაურის ჯანმრთელობის სათანადოდ დაცვა და სწრაფი და ადექვატური სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნების შესრულებისას, გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს მის გემზე დასაქმებული მეზღვაურებისთვის ჯანმრთელობის დაცვისა და სამედიცინო მომსახურების, მათ შორის, აუცილებელი სტომატოლოგიური მომსახურების მიწოდება, შემდეგი მიზნებისთვის: ა) მეზღვაურების მიმართ, მათი მოვალეობების და მათ მიერ გემზე შესრულებული სპეციფიკური სამუშაოების შესაბამისი, ნებისმიერი ზოგადად აღიარებული, შრომის ჰიგიენის დაცვისა და სამედიცინო დახმარების წესების გამოყენების უზრუნველყოფა; ბ) მეზღვაურების მიმართ უზრუნველყოფილი უნდა იქნას იგივე დონის ჯანმრთელობის დაცვა და სამედიცინო მომსახურება, რაც ზოგადად ხელმისაწვდომია ნაპირზე მყოფი მუშებისთვის, მათ შორის დაუყოვნებლივ წვდომა აუცილებელ პრეპარატებთან, სამედიცინო მოწყობილობებსა და სადიაგნოსტიკო და სამკურნალო სამსახურებთან, ასევე სამედიცინო ინფორმაციასა და ექსპერტიზასთან; გ) ნავსადგურში, სადაც არსებობს ამის საშუალება, დაყოვნების გარეშე მისცეს მეზღვაურს უფლება ეწვიოს კვალიფიცირებულ ექიმს ან სტომატოლოგს; დ) გემზე ყოფნის დროს ან უცხო ქვეყნის ნავსადგურში შესვლისას მეზღაურისთვის სამედიცინო მომსახურებისა და ჯანმრთელობის დაცვის უსასყიდლოდ უზრუნველყოფა. ე) ავადმყოფ ან დაშავებულ მეზღვაურთათვის არა მხოლოდ მკურნალობის, აგრეთვე პროფილაქტიური ღონისძიებების უზრუნველყოფა, როგორიცაა ჯანმრთელობის დაცვისა და ჯანმრთელობის შესახებ საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავება. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული აუცილებელი სტომატოლოგიური მომსახურება მოიცავს იმ შემთხვევებს, როდესაც გადაუდებელი მკურნალობა უნდა ჩაუტარდეს მეზღვაურს, რათა მან შეძლოს გემზე მუშაობის გაგრძელება და არ მოიცავს კოსმეტიკურ სტომატოლოგიურ მომსახურებას. 4. ყოველ ქართულ გემზე უნდა იყოს პირველადი დახმარების მედიკამენტებით აღჭურვილი ყუთი, სამედიცინო მოწყობილობები და სამედიცინო სახელმძღვანელო, რომლის მახასიათებლები ექვემდებარება ინსპექტირებას და განისაზღვრება სააგენტოს მიერ. 5. ნებისმიერ შემთხვევაში, როდესაც მეზღვაური მიიღებს სამედიცინო დახმარებას ნაპირზე, კაპიტანმა ან გემზე სამიდიცინო დახმარებაზე პასუხისმგებელმა სხვა პირმა, უნდა შეავსოს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გემებისთვის საერთაშრისო სამედიცინო ერთობლივი გზამკვლევის A დანართში მოცემული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობის სტანდარტული ფორმა. შევსებული ფორმა ამარტივებს სამედიცინო და სხვა დაკავშირებული ინფორმაციის გაცვლას გემსა და ნაპირს შორის, ინახებოდეს მეზღვაურთან და მასში მოცემული ინფორმაცია დარჩეს კონფიდენციალური მეზღვაურს, კაპიტანსა და ნაპირზე მყოფ სამედიცინო პერსონალს შორის. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის ცნობის სტანდარტული ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტით. 6. ნებისმიერ ქართულ გემს, რომელსაც გადაჰყავს 100 ან მეტი ადამიანი და ჩვეულებრივ, ჩართულია სამ დღეზე ხანგრძლივ საერთაშორისო ნაოსნობაში, უნდა ჰყავდეს კვალიფიცირებული ექიმი, რომელიც იქნება პასუხისმგებელი სამედიცინო დახმარებაზე. 7. თუ ქართულ გემზე არ იმყოფება ექიმი ამ მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად, გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ გემზე მყოფი მინიმუმ ერთი მეზღვაური მაინც იყოს პასუხისმგებელი სამედიცინო დახმარებაზე. მეზღვაური, რომელსაც დაევალა სამედიცინო მომსახურების გაწევა გემზე, თუმცა არ წარმოადგენენ ექიმს, კვალიფიცირებული უნდა იყოს „მეზღვაურთა წვრთნის, სერტიფიცირებისა და ვახტის გაწევის შესახებ“ კოდექსის A-VI/4 ნაწილის, მე-4 და მე-6 მუხლების და „მეზღვაურთა განათლების და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის შესაბამისად. 8. ქართულ გემზე პასუხისმგებელმა გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ ზღვაში მყოფი გემების მიმართ დღეში 24 საათის განმავლობაში ხელმისაწვდომი იყოს სამედიცინო კონსულტაცია სააგენტოს მიერ დადგენილი წესის შესაბამისად რადიოს ან თანამგზავრული კავშირის საშუალებით, სპეციალისტების კონსულტაციის ჩათვლით. უცხო ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავი გემისთვის საქართველოს ხელისუფლების ორგანოების მიერ საქართველოში სამედიცინო კონსულტაცია, მათ შორის სამედიცინო შეტყობინებების გადაცემა რადიოს ან თანამგზავრული კავშირის საშუალებით გემსა და ნაპირზე მყოფ კონსულტანტებს შორის, უზრუნველყოფილი უნდა იყოს უსასყიდლოდ. 9. ქართულ გემზე დასაქმებულ მეზღვაურს უფლება აქვს მიიღოს გემთმფლობელისგან მატერიალური დახმარება და მხარდაჭერა, ავადმყოფობის, ტრავმირების ან გარდაცვალებით გამოწვეული ფინანსური შედეგებისთვის, თუ ამას ადგილი ჰქონდა მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ან ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოს შესრულებისას. 10. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული უფლება არ ზღუდავს მეზღვაურისთვის მოქმედი კანონმდებლობით მინიჭებულ მატერიალური დახმარებით სარგებლობის უფლებას. 11. გემთფლობელმა ან გემის კაპიტანმა, რომელიც შეიტყობს რომ მეზღვაური ორსულად არის ან მეძუძურია, უნდა უზრუნველყოს განსაზღვრული რისკების შესწორება, რომელიც ემსახურება მეზღვაურის რისკების შეფასებას საფრთხეებთან ან მავნე დონის გარემო ფაქტორებითა და ქიმიური ნივთიერებებით. სხვა ფაქტორები რომლებიც მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული: თავის არიდება ან შეზღუდვა გრძელი და მონოტონური სამუშაოსგან, სამუშაო ტემპი, იზოლირებული მუშაობა, სამუშაო მეთოდები, სამუშაო გარემოს გეგმა, აღჭურვილობა და ტექნიკური საშუალებები.უნდა შეფასდეს პირზე ფაქტორების ზემოქმედების ხასიათი, ხანგრძლივობა, ხარისხიდა რისკები უარყოფითად მოქმედებს თუ არა მასზე. საჭიროების შემთხვევაში უნდა გატარდეს პრევენციული ღონისძიებები. 12. როდესაც შეუძლებელია ორსული ან მეძუძური მეზღვაურის სრულყოფილად დაცვა, რისკები უნდა იყოს მინიმუმამდე დაყვანილი სამუშაოს დაგეგმვის გზით, მათ შორის საჭიროებისა და პრაქტიკულობის შემთხვევაში, სამუშაო საათების ცვლილება, ღამის ცვლის შეზღუდვა ან სხვა სამუშაოზე გადაყვანა, რომელიც მეზღვაურის ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე არ იმოქმედებს უარყოფითად. თავი VII გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფინანსური გარანტიები მუხლი 20. გემთმფლობელის პასუხისმგებლობა 1. ქართულ გემზე პასუხისმგებელმა ყველა გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს გემისთვის ისეთი ფინანსური გარანტია, რომელიც საკმარისი იქნება ნებისმიერი მეზღვაურისთვის საწარმოო ტრავმის, ავადმყოფობის ან საფრთხის შედეგად გარდაცვალების ან ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო კომპენსაციის გადასახდელად. კომპენსაციის ზღვარი უნდა განისაზღვროს მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით ან შესაბამისი კოლექტიური ხელშეკრულებით. 2. ქართული გემების გემთმფლობელმა უნდა აანაზღაუროს, მის გემზე დასაქმებული ყველა მეზღვაურის ავადმყოფობით ან ტრავმით გამოწვეული ჯანმრთელობის დაცვის და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯები, თუ ამას ადგილი ჰქონდა შრომითი ურთიერთობის დაწყების თარიღიდან რეპატრიაციის დასრულების თარიღამდე პერიოდში, ან ამ თარიღებს შორის პერიოდში, შემდეგი მოცულობით: ა) მკურნალობის, საჭირო მედიკამენტებით და სამკურნალო აღჭურვილობით მომარაგების ჩათვლით, ასევე მეზღვაურის სახლის გარეთ კვებისა და ცხოვრების ხარჯები, ავადმყოფი ან ტრავმირებული მეზღვაურის გამოჯანმრთელებამდე ან ავადმყოფობის ან ტრავმის მუდმივი ხასიათის გამო მის შრომისუუნაროდ გამოცხადებამდე; ბ) გემზე დასაქმებული ყველა მეზღვაურის ავადმყოფობით ან ტრავმით გამოწვეული ჯანმრთელობის დაცვის და სამედიცინო მომსახურების უზრუნველყოფის ხარჯები, თუ მას ადგილი ჰქონდა შრომითი ურთიერთობის დაწყების თარიღიდან რეპატრიაციის დასრულების თარიღამდე პერიოდში, ან ამ თარიღებს შორის პერიოდში; გ) მეზღვაურის ცხედრის რეპატრიაციის, ხოლო ამის შეუძლებლობის შემთხვევაში - მისი დაკრძალვის ხარჯებს, თუ გარდაცვალება დადგა გემზე ან ნაპირზე მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში; დ) ფინანსური გარანტიების უზრუნველყოფა კომპენსაციისთვის მეზღაურის გარდაცვალების ან გრძელვადიანი ჯანმრთელობის მოშლის შემთხევაში, რომელიც გამოწვეულია სამუშაო ტრავმის, ავადმყოფობის ან რისკით, როგორც ეს გათვალისინებული ქართული კანონმდებლობით, მეზღაურის შრომის ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით. 3. როდესაც ავადმყოფობა ან ტრავმა იწვევს მეზღვაურის შრომისუუნარობას, გემთმფლობელი ვალდებულია: ა) გადაუხადოს მეზღვაურს შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული საბაზისო ხელფასი მეზღვაურის გემზე ყოფნის პერიოდში ან მის რეპატრიაციამდე ამ კანონის მე-16 მუხლის თანახმად; და ბ) გადაუხადოს მეზღვაურს ხელფასი შესაბამისი კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული მოცულობით, მეზღვაურის რეპატრიაციის ან ნაპირზე გადმოსვლის დღიდან მის სრულ განკურნებამდე. 4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის (ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული პასუხისმგებლობა შეზღუდულია თექვსმეტი კვირით ავადმყოფობის ან ტრავმის მიღების დღიდან და უნდა შეწყდეს იმ დღეს, როდესაც მეზღვაური შეძლებს მოითხოვოს ავადმყოფობისგან სავალდებულო დაზღვევის, უბედური შემთხვევისგან სავალდებულო დაზღვევის ან უბედური შემთხვევისას მშრომელთა კომპენსაციის ნებისმიერი სქემიდან, იმის შესაბამისად, თუ რომელიმეს წევრი არის კონკრეტული მეზღვაური. 5. გემთმფლობელის ვალდებულებაა გადაუხადოს ხელფასი სრულად ან ნაწილობრივ იმ მეზღვაურს, რომელიც ამ მუხლის მე-3 პუნქტის (ბ) ქვეპუნქტის თანახმად აღარ იმყოფება გემზე, შეზღუდულია თექვსმეტი კვირით ავადმყოფობის ან ტრავმის მიღების დღიდან და უნდა შეწყდეს იმ დღეს, როდესაც მეზღვაური შეძლებს მოითხოვოს ავადმყოფობისგან სავალდებულო დაზღვევის, უბედური შემთხვევისგან სავალდებულო დაზღვევის ან უბედური შემთხვევისას მშრომელთა კომპენსაციის ნებისმიერი სქემიდან, იმის შესაბამისად, თუ რომელიმეს წევრი არის კონკრეტული მეზღვაური. 6. ამ მუხლით გათვალისწინებული ხელფასის გადახდის ვალდებულება არ ვრცელდება გემთმფლობელზე, თუ: ა) მეზღვაურს ტრავმა არ მიუღია გემზე მსახურობის გამო; ბ) ტრავმა, ავადმყოფობა ან გარდაცვალება განზრახ არის გამოწვეული მეზღვაურის მიერ; ან გ) ინფორმაცია ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ მეზღვაურმა შეგნებულად დამალა მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების ხელმოწერისას. 7. გემთმფლობელმა ან მისმა წარმომადგენელმა უნდა უზრუნველყოს ავადმყოფი, ტრავმირებული ან გარდაცვლილი მეზღვაურის გემზე დარჩენილი ნივთების შენახვა და მათთვის ან გარდაცვლილის მემკვიდრისთვის პირველივე შესაძლებლობისთანავე გადაცემა. 8. გემთმფლობელი უფლებამოსილია საქართველოში მოქმედი საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მომსახურება გამოიყენოს იმ შემთხვევაში, როდესაც საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი მას წარუდგენს ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემულ აღიარების სერტიფიკატს. მუხლი 21. სახელშეკრულებო ვალდებულებების ფინანსური გარანტიების დაფარვა 1. ამ კანონით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიები უნდა იყოს გემთმფლობელის მიერ გაფორმებული და გადახდილი/ანაზღაურებული დაზღვევის ფორმით და როგორც მინიმუმ: ა) სრულად შეესაბამებოდეს მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ კომპენსაციას ყოველგვარი შეყოვნების/შეფერხების გარეშე; ბ) უზრუნველყოფდეს, რომ მეზღვაურზე ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელზე არანაირ იძულებას არ ჰქონია ადგილი სახელშეკრულებო თანხაზე ნაკლები თანხის მიღებაზეთანხმობის განცხადების მიზნით; გ) უზრუნველყოფდეს მეზღვაურისთვის შუალედური გადახდის ან გადახდების განხორციელებას, რათა თავიდან იქნას აცილებული მეზღვაურის მძიმე მატერიალურ მდგომარეობაში ჩაყენება, როდესაც ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო გართულებულია მეზღვაურის მიერ მისაღები კომპენსაციის ზუსტად განსაზღვრა; დ) უზრუნველყოს, რომ მეზღვაურის მიერ მისაღები არცერთი თანხა არ ზღუდავდეს მეზღვაურის სხვა უფლებებს, მაგრამ შეიძლება გამოყენებულ იქნას გემთმფლობელის მიერ მეზღვაურის მიერ მიყენებული ზიანის საკომპენსაციოდ, რომელიც გამომდინარეობს მეზღვაურის სხვა სარჩელებიდან და წარმოშობილია იმავე შემთხვევიდან; და ე) უზრუნველყოს, რომ სახელშეკრულებო კომპენსაციაზე მოთხოვნა შეიძლება გააკეთოს თავად დაზარალებულმა მეზღვაურმა, მისმა უახლოესმა ნათესავმა, დანიშნულმა უფლებამონაცვლემ ან უფლებამოსილმა წარმომადგენელმა. 2. სახელშეკრულებო მოთხოვნა ნიშნავს ნებისმიერ მოთხოვნას, რომელიც დაკავშირებულია მეზღვაურის გარდაცვალებასთან ან შრომისუნარიანობის ხანგრძლივ დაკარგვასთან, რაც გამოიწვია საწარმოო ტრავმამ, ავადმყოფობამ ან საფრთხემ, როგორც ეს არის დადგენილი მეზღვაურის შრომით ხელშეკრულებაში და კოლექტიურ ხელშეკრულებაში, რომელიც ვრცელდება ამ მეზღვაურზე. 3. ფინანსური გარანტია უნდა შეესაბამებოდეს ყველა სახელშეკრულებო მოთხოვნას, რომელიც წარმოიშობა დროის იმ მონაკვეთში, რომლისთვისაც არსებობს დადასტურებული დოკუმენტები. მუხლი 22. ფინანსური გარანტიის მტკიცებულება 1. ნებისმიერ გემზე, რომელზეც ვრცელდება ამ კანონის მოქმედება, უნდა ინახებოდეს ამ კანონით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის მტკიცებულება, რომელიც გაცემულია ფინანსური გარანტიის გამცემის მიერ. ხოლო როდესაც ერთზე მეტი ფინანსური გარანტიაა გაცემული თითოეულის მიერ წარმოდგენილი შესაბამისი დოკუმენტი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტის ასლი ან ასლები გემზე უნდა განთავსდეს იმდაგვარად, რომ ხელმისაწვდომი იყოს ყველა მეზღვაურისთვის. 3. ამ კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური გარანტიის შესაბამისი დოკუმენტი უნდა იყოს ინგლისურ ენაზე შესრულებული ან უნდა დაერთოს ინგლისურენოვანი თარგმანი და მასში უნდა იყოს მოცემული შემდეგი ინფორმაცია: ა) გემის მონაცემები, მათ შორის: დასახელება/სახელი; საიდენტიფიკაციო ნომერი და ამოსაცნობი ნიშანი. მიწერის ნავსადგური; IMO ბ) გარანტორის სახელი და მისამართი; გ) მეზღვაურთა სახელშეკრულებო მოთხოვნების გამხილველი პირების ან სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია; დ) გემთმფლობელი; ე) საფინანსო გარანტიის მოქმედების ვადა; და ვ) ფინანსური გარანტორის დადასტურება, რომ ეს ფინანსური გარანტია შეესაბამება კონვენციის A4.2.1 სტანდარტს. 4. ფინანსური გარანტიის მოქმედება არ შეიძლება შეწყდეს მასში აღნიშნული მოქმედების ვადის გასვლამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გარანტორმა სააგენტოს აცნობებს ამის შესახებ წერილობით, არანაკლებ 30 დღით ადრე. მუხლი 23. ხელშეკრულებიდან გამომდინარე საჩივრების განხილვა მეზღვაურის, მისი უახლოესი ნათესავის, მემკვიდრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის სახელშეკრულებო საჩივრები უნდა იყოს მიღებული და განხილული მიუკერძოებლად და სამართლიანად გადაწყვეტილი. კონვენციით განსაზღვრული სტანდარტული მიღება-ჩაბარების აქტი გამოყენებული უნდა იქნას ყველა საჩივრის მიმართ. მიღება-ჩაბარების აქტის ფორმა მტკიცდება სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტით. თავი VIII მეზღვაურთა საჩივრების განხილვის პროცედურები მუხლი 24. საჩივრები 1. თითოეულმა გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ თითოეულ გემზე მოქმედებდეს, ამ კანონისა და კონვენციის მოთხოვნების სავარაუდო დარღვევების შესახებ მეზღვაურთა მიერ გამოთქმული საჩივრების სამართლიანი, ეფექტური და სწრაფად განხილვის პროცედურები. 2. მეზღვაურებს შეუძლიათ ისარგებლონ საჩივრის წარდგენის მიზნით, რომლებიც დაკავშირებული იქნება ნებისმიერ საკითხთან, რაც მათი აზრით წარმოადგენს კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების (მათ შორის მეზღვაურთა უფლებების) დარღვევას. 3. გარდა ამ მუხლით გათვალისწინებული საჩივრების განხილვისა და გადაწყვეტის პროცედურებისა არ ზღუდავს მეზღვაურს სხვა ხელმისაწვდომი სამართლებრივი გზით იდავოს დარღვეული უფლებების შესახებ. 4. გემთმფლობელის ან ნებისმიერ სხვა პირის მიერ მომჩივანი მეზღვაურის წინააღმდეგ განხორციელებული საპასუხო უარყოფითი /ნეგატიური მოქმედება, ჩაითვლება მეზღვაურის დევნად და ამდენად აკრძალულია. 5. გემზე მომუშავე ყველა მეზღვაურისთვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს გემზე საჩივრების განხილვის პროცედურების წესი. 6. გემზე მოქმედი საჩივრების განხილვის პროცედურა უნდა გულისხმობდეს, შემდეგს: ა) შესაძლებელი იყოს საჩივრების პირველივე დონეზე გადაწყვეტა. მეზღვაურს უნდა ჰქონდეს უფლება საჩივრით მიმართოს უშუალოდ კაპიტანს, ასევე საჭიროების შემთხვევაშიშესაბამის გარე პირებს/ორგანოებს. ბ) ითვალისწინებდეს მეზღვაურის უფლებებს, საჩივრების განხილვის პროცედურებში მონაწილეობა მიიღოს თანმხლებ პირთან ერთად ან წარმომადგენლის მეშვეობით, ისევე როგორც, მეზღვაურის მიერ საჩივრის შეტანისთვის შესაძლო დევნისგან დაცვას; და გ) მოიცავდეს სააგენტოს საკონტაქტო ინფორმაციას, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სააგენტო არ არის უფლებამოსილი მეზღვაურის საცხოვრებელ ქვეყანაში - შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს საკონტაქტო ინფორმაციას, ისევე როგორც გემზე მყოფი პირის ან პირების სახელებს, ვისაც, კონფიდენციალობის დაცვით, შეუძლია მიუკერძოებელი რჩევა მისცეს მეზღვაურს ამ უკანასკნელის საჩივარზე ან/და სხვაგვარად დაეხმაროს მეზღვაურს გემზე არსებული საჩივრების განხილვის პროცედურების გავლაში. 7. მომჩივანი მეზღვაურის დევნის თავიდან აცილების მიზნით, საჩივრების განხილვის პროცედურამ, როდესაც ეს პრაქტიკულად შესაძლებელია, უნდა წაახალისოს გემზე იმ პირის დანიშვნა, რომელიც მომჩივანი მეზღვაურის მხრიდან თხოვნის შემთხვევაში, მისცემს რჩევებს მისთვის ხელმისაწვდომ პროცედურებზე, ასევე დაესწრება საჩივართან დაკავშირებულ შეხვედრებს და მოსმენებს. 8. კოლექტიური ხელშეკრულების შესაბამისი მუხლების გათვალისწინებით, საჩივრების განხილვის ყოველი პროცედურა უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებს: ა) საჩივარი უნდა დაიწეროს იმ განყოფილების ხელმძღვანელის სახელზე, სადაც მუშაობს საჩივრის წარმდგენი მეზღვაურიან უშუალოდ ზემდგომი ოფიცრის სახელზე; ბ) განყოფილების ხელმძღვანელი ან ზემდგომი ოფიცერი უნდა ეცადონ გადაწყვიტოს საკითხი წინასწარ განსაზღვრულ ვადაში, განსახილველი საკითხის სირთულიდან გამომდინარე; გ) იმ შემთხვევაში, თუ განყოფილების ხელმძღვანელი ან ზემდგომი ოფიცერი ვერ შეძლებს საჩივრის მოგვარებას მეზღვაურისთვის დამაკმაყოფილებელი გზით, ამ უკანასკნელს უფლება აქვს საჩივრით მიმართოს გემის კაპიტანს, რომელიც ვალდებულია პირადად განიხილოს საკითხი; დ) მეზღვაურს უფლება აქვს, მთელი ამ დროის განმავლობაში, ჰყავდეს თანხმლები პირი ან წარმომადგენელი; ე) ყველა საჩივარი და მათთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება უნდა აღირიცხოს და ასლი გადაეცეს დაინტერესებულ მეზღვაურს; ვ) იმ შემთხვევაში, თუ შეუძლებელი იქნება საჩივრის გადაწყვეტა გემზე, საკითხი განსახილველად უნდა წარედგინოს გემთმფლობელს, რომელსაც განესაზღვრება შესაბამისი ვადა საკითხის გადასაწყვეტად, საჭიროების შემთხვევაში მეზღვაურებთან ან მათ უფლებამოსილ წარმომადგენელთან კონსულტაციის გზით. ნებისმიერ შემთხვევაში მეზღვაურებს აქვთ უფლება პირდაპირ კაპიტანს, გემთმფლობელს და სააგენტოს მიმართონ საკუთარი საჩივრით. 9. იმ შემთხვევაში, თუ მეზღვაური გადაწყვეტს საჩივრით მიმართოს სააგენტოს, საჩივარი შედგენილი უნდა იქნეს წერილობითი ფორმით, სადაც მიეთითება მეზღვაური, გემთმფლობელი, სავარაუდო დარღვევის თარიღი და საჩივრების განხილვის პროცედურების მიხედვით უკვე გაწეული ქმედებები. თავი IX ადმინისტრირება მუხლი 25. სააგენტოს საქმიანობაზე ზედამხედველობა 1. სააგენტოს ის საქმიანობა, რომელიც ხვდება ამ კანონის მოქმედების სფეროში ექვემდებარება კომპეტენტური ორგანოს მხრიდან ზედამხედველობას შემოწმების გზით. 2. სააგენტოს შემოწმება უნდა განხორციელდეს არანაკლებ ხუთ წელიწადში ერთხელ. მუხლი 26. გაყალბების და უკანონო პრაქტიკის აღკვეთა 1. სააგენტომ უნდა მიიღოს და განახორციელოს შესაბამისი ზომები, რათა აღკვეთოს მოწმობების, ფინანსური უზრუნველყოფის შესაბამისი დოკუმენტის და ამ კანონით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების გაყალბება და სხვაგვარი უკანონო ქმედება. 2. სააგენტო ვალდებულია გაყალბების ყოველი შემთხვევის შესახებ აცნობოს სამართალდამცავ ორგანოებს. მუხლი 27. ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი 1. სააგენტო უფლებამოსილია საქართველოს ნავსადგურებში შემოსულ ნებისმიერ გემზე გააგზავნოს სააგენტოს თანამშრომელი იმის შესამოწმებლად, რომ გემი ფლობს მოქმედ საზღვაო შრომის ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელ მოწმობას და საზღვაო შრომის ნორმების დაცვის შესახებ დეკლარაციებს, რომლებიც გაცემული უნდა იყოს კონვენციის წესი 5.1.3 -ის თანახმად. 2. სააგენტოს უფლებამოსილი თანამშრომელი უფლებამოსილია დეტალურად შეამოწმოს გემი, თუ ის აღმოაჩენს, რომ გემზე მეზღვაურთა შრომის და საცხოვრებელი პირობები პირდაპირი საფრთხის შემცველია მეზღვაურთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისთვის, ან თუ მას აქვს გონივრული ეჭვი იფიქროს, რომ არსებული შეუსაბამობა კონვენციის მოთხოვნების სერიოზული დარღვევაა, თუ ის აღმოაჩენს რომ: ა) საზღვაო შრომის ნორმებთან შესაბამისობის დამადასტურებელი მოწმობა და დეკლარაციები არ არის წარმოდგენილი, გაყალბებულია, ვადაგასულია, არ შეიცავს საჭირო ინფორმაციას ან აკლია შუალედური შემოწმებების შესახებ ჩანაწერები; ბ) აშკარა საფუძვლებია იმის სამტკიცებლად, რომ გემზე მეზღვაურთა შრომის და საცხოვრებელი პირობები არ აკმაყოფილებს კონვენციის მოთხოვნებს; გ) არსებობს გონივრული ეჭვი, რომ გემმა შეცვალა დროშა კონვენციის დებულებების შესრულების თავიდან ასაცილებლად; ან დ) ადგილი ჰქონდა საჩივარს, რომ გემზე კონკრეტული შრომის და საცხოვრებელი პირობების სავარაუდოდ შეუსაბამოა კონვენციის მოთხოვნებთან. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, საჩივრის არსებობის შემთხვევაში, დეტალური შემოწმება უნდა ფარავდეს კონვენციის A5-III დანართს. შემოწმება უნდა შემოიფარგლოს საჩივარში წამოჭრილი საკითხით, თუ არ არსებობს აშკარა საფუძველი შემოწმების არეალის გასაფართოვებლად. 4. თუ კონტროლის პროცედურები გამოავლენს სერიოზულ დარღვევას, გემი არ პასუხობს კონვენციის მოთხოვნებს, და სააგენტოს შეხედულებით გემზე არსებული პირობები აშკარად საფრთხის შემცველია მეზღვაურთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან უსაფრთხოებისთვის, ან გადაიზარდა კონვენციის, მათ შორის, მეზღვაურთა უფლებების, სერიოზულ ან განმეორებად დარღვევაში, სააგენტო უფლებამოსილია აუკრძალოს გემს ზღვაში გასვლა, მანამ სანამ დარღვევები არ აღმოიფხვრება იმ დონემდე მაინც რომ აღარ შეუქმნას საფრთხე მეზღვაურთა სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას. 5. თუ კონტროლის პროცედურები გამოამჟღავნებს დოკუმენტების სხვა პირის მიერ გამოყენებას, ან გაყალბებულ დოკუმენტს, ეს არაკანონიერი საბუთები დაუყოვნებლივ უნდა იქნას ამოღებული და ამასთან, მეზღვაურის სახელმწიფოს შესაბამისი კომპეტენტური უწყება უნდა იყოს ინფორმირებული. 6. იმ პირის პოზიცია, რომელიც ფლობს ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრულ უკანონო დოკუმენტებს, ითვლება ვაკანტურად სათანადოდ კვალიფიცირებული პირის დასაქმებამდე, რომელიც პასუხობს უსაფრთხო მართვის მოთხოვნებს. 7. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის შედეგად განხორციელებული დაკავებები დროულად ეცნობოს ყველა სამსახურს, მათ შორის ნავსადგურის ადმინისტრაციას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სსიპ შემოსავლების სამსახურს, გემის დროშის სახელმწიფოს ეროვნულ სააგენტოს ან დროშის სახელმწიფოს დიპლომატიურ ან საკონსულო წარმომადგენლობას საქართველოში. მუხლი 28. საზღვაო შრომის სერტიფიკატი და საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაცია 1. სააგენტო ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილებით აღჭურვილი აღიარებული ორგანიზაცია ან პირი საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ მცურავ გემებზე გასცემს საზღვაო შრომის სერტიფიკატს. 2. საზღვაო შრომის სერტიფიკატი გემის ინსპექტირების შედეგად ადასტურებს, რომ გემზე არსებული საცხოვრებელი და სამუშაო პირობები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობითა და კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს და საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაციაში მითითებული ზომები მიღებულია გემთმფლობელის მიერ. 3. საზღვაო შრომის სერტიფიკატს თან უნდა ერთვოდეს საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაცია. 4. საზღვაო შრომის სერტიფიკატისა და საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაციის ფორმები მტკიცდება სააგენტოს დირექტორის სამართლებრივი აქტით. 5. სააგენტოს ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დელეგირებული უფლებამოსილებით აღჭურვილი აღიარებული ორგანიზაციის ან პირის მიერ ჩატარებული ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ გემი აკმაყოფილებს ამ კანონის და კონვენციის მოთხოვნებს, საზღვაო შრომის სერტიფიკატი გაიცემა ან განახლდება. 6. სერტიფიკატი ძალაშია გაცემიდან 5 წლის განმავლობაში. 7. შესაძლებელია დროებითი სერტიფიკატის გაცემა 6 თვის ვადით, როდესაც: ა) გემი იცვლის დროშას; ბ) იცვლება გემთმფლობელი. თავი X ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისათვის მუხლი 29. მეზღვაურის შრომის პირობების დარღვევა 1. 16 წლამდე პირის დასაქმება გემზე ან 18 წლამდე პირის დასაქმება გემზე ღამის ცვლაში მუშაობისთვის დადგენილი შეზღუდვების ან სახიფათო სამუშაოზე დასაქმების აკრძალვის მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმეს 5 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 3. გემზე იმ მეზღვაურის დასაქმება, რომელსაც არ აქვს მოქმედი სამედიცინო მოწმობა გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული ქმედება სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში - ჩადენილი ადმინისტრაციული გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 5. ნებისმიერ პირის ან ორგანიზაციის მიერ სამედიცინო მოწმობის მომზადება ან გაცემა ამ კანონის ან სხვა დადგენილი სტანდარტების მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 6. ამ მუხლის მეხუთე პუნქტით გათვალისწინებული ქმედება სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში - ჩადენილი ამინისტრაციული გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით. 7. მეზღვაურის დასაქმება გემზე ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული გაცნობითი წვრთნის გავლის გარეშე გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 8. ამ მუხლის მეშვიდე პუნქტით გათვალისწინებული ქმედება სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში - ჩადენილი ადმინისტრაციული გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 9. გემზე მზარეულის დასაქმება, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 10. ამ მუხლის მეცხრე პუნქტით ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 11. მეზღვაურების დასაქმება სააგენტოს მიერ არაღიარებული საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ ან ამ კანონის მე-9 მუხლის დარღვევით დასაქმების შემთხვევაში გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 12. ამ მუხლის მეთერთმეტე პუნქტით ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 13. გემზე მყოფი მეზღვაურისთვის ხელშეკრულების გადაუცემლობა ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების მიუხედავად გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 14. ამ მუხლის მეცამეტე პუნქტით ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 15. გემთმფლობელის მიერ, მეზღვაურის მიმართ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, მათ შორის ხელფასის გადაუხდელობა გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 16. ამ მუხლის მეთხუთმეტე პუნქტით ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაშიგამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 17. მეზღვაურისთვის ყოველწლიური ანაზღაურებად შვებულებაზე ან რეპატრიაციაზე უარი - გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 18. ამ მუხლის მეჩვიდმეტე პუნქტით ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაშიგამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 19. გემთმფლობელის მიერ, მეზღვაურის რეპატრიაციის ორგანიზებასა და ფინანსურ გარანტიაზე უარი გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 20. ამ მუხლის მეცხრამეტე პუნქტით ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაშიგამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 21. გემის დაკარგვის შემთხვევაში ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული უმუშევრობის კომპენსაციის გადახდაზე უარიგამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 22. ამ მუხლის ოცდამეერთე პუნქტით ჩადენილი ამინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 23. ამ კანონის VI თავით გათვალისწინებული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვისა და კეთილდღეობის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 24. ამ მუხლის ოცდამესამე პუნქტით ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაშიგამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 25. ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა საჩივრების განხილვის ეფექტიანი სისტემის შექმნასა და საქმიანობაზეგამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 26. ამ მუხლის ოცდამეხუთე პუნქტით ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 27. სიების ან სხვა მექანიზმების შექმნა, რომელიც ხელს შეუშლის ან შეუძლებელს გახდის მეზღვაურისთვის თავისი კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაოს მიღებაში გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 28. ამ მუხლის ოცდამეცხრე პუნქტით ჩადენილი ამინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში - გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით. მუხლი 30. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი 1. ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებს განიხილავს და შესაბამის ოქმებს ადგენს სააგენტო. 2. ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას მიღებული დადგენილება შეიძლება გასაჩივრდეს მისი მხარისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში. აღნიშნული ვადის საპატიო მიზეზით გაცდენის შემთხვევაში ეს ვადა იმ პირის განცხადებით, რომლის მიმართაც მიღებულია დადგენილება, შეიძლება აღადგინოს საჩივრის განხილვის უფლებამოსილების მქონე ორგანომ (თანამდებობის პირმა). 3. ამ კანონის 29-ე მუხლით გათვალისწინებული ჯარიმის „ადმინისტრაციულ სამართალოდარღვევათა კოდექსის“ 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ ვადაში გადაუხდელობის შემთხვევაში სამართალდამრღვევს დაეკისრება საურავი დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობით, ხოლო საურავის დაკისრებიდან 30 დღის ვადაში ჯარიმისა და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თავი XI გარდამავალი დებულებები მუხლი 31. გარდამავალი დებულებანი 1. საქართველოს მთავრობამ 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს იმ საქმიანობების ან სამუშაოს ჩამონათვალის დამტკიცება, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას 18 წლამდე მეზღვაურის ჯანმრთელობას ან უსაფრთხოებას გემზე მუშაობისას. 2. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს „საჯარო სამართლის იურიდილი პირის - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების“ ამ კანონთან შესაბამისობა. 3. საჯარო სამართლის იურიდიული პირის - საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი „ეკონომიკური საქმიანობის სახეების“ ამ კანონთან შესაბამისობა. 4. სააგენტომ 2024 წლის 1 იანვრამდე უზრუნველყოს: ა) სააგენტოს დირექტორის სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა. ბ) „საზღვაო დისციპლინური წესდების“ დამტკიცება; დ) „გემებზე საცხოვრებელი, დასვენების საშუალებები, საკვები და საკვებით მომსახურების წესების“ დამტკიცება“; თ) პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარების ცნობიs სტანდარტული ფორმის დამტკიცება; ი) მიღება-ჩაბარების აქტის ფორმის დამტკიცება; კ) საზღვაო შრომის სერტიფიკატის ფორმის დამტკიცება; ლ) საზღვაო შრომის კონვენციის შესაბამისობის დეკლარაციის ფორმის დამტკიცება; მ) გემზე მუშაობის პირობების ამსახველი ცხრილი; ნ) მეზღვაურთა სამუშაო საათების ან დასვენების საათების აღრიცხვის ფორმატი. მუხლი 32. კანონის ამოქმედება 1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის 31-ე და 32-ე მუხლებისა, ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან. 2. ამ კანონის 31-ე და 32-ე მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: კანონპროექტის მიღება განპირობებულია, საქართველოში საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ კომერციულ საქმიანობაში ჩართულ გემებზე მეზღვაურების დასაქმებისა და საქმიანობის წესების დადგენის, ასევე, მეზღვაურთა დასაქმების სფეროში მოქმედი სამსახურების/გემთმფლობელის მიერ ნებისმიერი დროშით მცურავ გემზე საქართველოს მოქალაქე მეზღვაურთა დასაქმების უნიფიცირებული სტანდარტებისა და წესების განსაზღვრისა და საზღვაო შრომის შესახებ საერთაშორისო კონვენციის დებულებების ასახვით. აღნიშნული ვალდებულება ასევე გათვალისწინებულია, „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს მხრივ, ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმების“ (შემდეგში - ასოცირების შეთანხმება) 126-ე 293-ე და 296-ე მუხლებით, კერძოდ შეთანხმების XV-D დანართით 1999 წლის 21 ივნისის საბჭოს 1999/63/EC დირექტივა, რომელიც ეხება „მეზღვაურთა სამუშაო დროის ორგანიზების შესახებ” შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა ევროპის გაერთიანების გემთმფლობელთა ასოციაციასა (ECSA) და ევროკავშირში ტრანსპორტის მუშაკთა გაერთიანებების ფედერაციას (FST) შორის – დანართი: „მეზღვაურთა სამუშაო დროის ორგანიზების შესახებ” ევროპული შეთანხმება და 1999 წლის 13 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 1999/95/EC დირექტივა გაერთიანების ნავსადგურებში შემოსული გემების ბორტზე მეზღვაურთა სამუშაო საათებთან მიმართებით დებულებების ამოქმედების თაობაზე“ შესაბამისად. 2006 წლის თებერვალში, 94-ე შრომის საერთაშორისო კონფერენციამ მე-10 საზღვაო სესიაზე მიიღო „2006 წლის საზღვაოშრომის კონვენცია“ (MLC, 2006). ამ კონვენციით გადასინჯული და კონსოლიდირებულია 37 არსებული კონვენცია და მათთან დაკავშირებული რეკომენდაციები. შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის გადაწყვეტილება, გადაედგა ნაბიჯი ამ მსხვილი საზღვაო კონვენციის შესაქმნელად, წარმოადგენს 2001 წელს მეზღვაურთა და გემთმფლობელთა საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ მიღებული ერთობლივი რეზოლუციის შედეგს, რომელსაც მთავრობებმაც დაუჭირეს მხარი. მათ აღნიშნეს, რომ საზღვაო გადაზიდვების ინდუსტრია არის „მსოფლიოს პირველი ჭეშმარიტად გლობალიზებული ინდუსტრია“, რომელიც „მოითხოვს შესაფერისი სახის საერთაშორისო მარეგულირებელ რეაგირებას - გლობალურ სტანდარტებს, რომელიც გამოყენებული იქნება მთელს ინდუსტრიაში“. კონვენცია მოიცავს გლობალური სტანდარტების ვრცელ ნაკრებს, რომელიც ეფუძნება 1920 წლიდან მოყოლებულ პერიოდში შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ საზღვაო სანაოსნოში შრომის შესახებ მიღებულ 70 ნორმატიულ დოკუმენტში (კონვენციებსა და რეკომენდაციებში) უკვე არსებულ ნორმებს. ეს კონვენცია თავს უყრის საზღვაო სანაოსნოში შრომის შესახებ არსებულ თითქმის ყველა ნორმატიულ დოკუმენტს ერთი ახალი კონვენციის სახით, რომელიც შედგენილია ახლი ფორმატით. კონვენცია ახდენს ყველა ამ თემასთან დაკავშირებული საერთაშორისო სამართლის ნორმების „კონსოლიდაციას“. იგი მსოფლიოს 1.5 მლნ-ზე მეტ მეზღვაურს უზრუნველყოფს ფართო უფლებებითა და სამუშაო ადგილზე დაცვის გარანტიებით და მოწოდებულია, გახდეს გლობალური ინსტრუმენტი, რომელიც ცნობილი იქნება, როგორც ხარისხიანი საზღვაო გადაზიდვების საერთაშორისო მარეგულირებელი რეჟიმის „მეოთხე სვეტი“ და შეავსებს საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის (IMO) მიერ მიღებულ ისეთ საკვანძო კონვენციებს, როგორიცაა: ზღვაში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის შესახებ საერთაშორისო კონვენცია, 1974 წლის, მის დამატებებთან ერთად(SOLAS)), მეზღვაურთა მომზადების, სერტიფიცირებისა და ვახტზე დგომის შესახებ საერთაშორისო კონვენცია, 1978 წლის, მის დამატებებთან ერთად(STCW) და გემებიდან დაბინძურების თავიდან არიდების შესახებ საერთაშორისო კონვენცია, 73/78 (MARPOL). ამრიგად, უმნიშვნელოვანესია ამ კონვენციით გათვალისწინებული დებულებები იყოს ასახული საქართველოს კანონმდებლობაში, რაც ხელს შეუწყობს ქართველი მეზღვაურების სოციალური და შრომითი უფლებების დაცვას და საქართველოს სახელწმიფო დროშის ავტორიტეტის გაზრდას საერთაშორისო საზღვაო სანაოსნო ინდუსტრიაში. როგორც ზემოთ აღინიშნა, საზღვაო შრომის კონვენციის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობაა, ის რომ ამ დოკუმენტით მოხდა საზღვაო შრომითი უფლებებისა და პრინციპების უნიფიცირება, რომელიც გამყარებულია ძლიერი სერტიფიცირებისა და აღსრულებითი სისტემით. შესაბამისად, წარმოდგენილი კანონის პროექტი ადგენს და აწესრიგებს შემდეგ საკითხებს:  მინიმალურ მოთხოვნებს მეზღვაურთათვის, რათა იმუშაონ გემზე;  გემზე საცხოვრებლის, კვებისა და გასართობი სივრცეების მინიმალურ სტანდარტებს;  ასევე ადგენს, ჯანმრთელობის, სამედიცინო დახმარების და სოციალური დაცვის სტანდარტებს;  აწესებს შესაბამისობის და აღსრულების სტანდარტებს. კონვენციის ძლიერი მხარეები მდგომარეობს შემდეგში: 1  კონვენციის გავრცელება შესაძლებელია ყველა გემზე, მათ შორის, იმ გემებზე, რომლებიც დაცურავენ იმ ქვეყნების დროშის ქვეშ, რომლებსაც არ აქვთ რატიფიცირებული კონვენცია1. მაგალითად, როდესაც ასეთი გემი შემოდის იმ ქვეყნის ნავსადგურში, რომელიც MLC-ის წევრ ქვეყანას წარმოადგენს, გემზე უნდა იყოს დაცული MLC-ის მოთხოვნები, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს იძლევა გემის დაკავების საფუძველს.  მეზღვაურებისთვის გაუმჯობესებული სამუშაო და საცხოვრებელი პირობები. გაუმჯობესებული სამუშაო პირობები უფრო მიმზიდველს გახდის პროფესიას და მოიზიდავს ახალ კადრებს. ამ მხრივ აღსანიშნია, რომ IMO-ს კომნვენციების მსგავსად, ვერცერთი სახელმწიფოს გემი ვერ აარიდებს თავს კონვენციის მოქმედებას. შესაბამისად, სახელმწიფო მიუხედავად კონვენციის რატიფიკაციისა თუ ფლობს საერთაშორისო ნაოსნობაში არსებულ გემებს, აუცილებლად უნდა დაიცვას ხსენებული სტანდარტი ე.წ. Declaration of Maritime Compliance Part II დოკუმენტის გაცემის გზით, რომელიც თავის მხრივ არის გემთმფლობელის განცხადება, რომ გემი შესაბამისია კონვენციის. ასეთ გემებს მაგ. პარიზის ურთიერთგაგების მემორანდუმში ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის შესახებ, დაწესებული აქვთ დამატებითი რეგულაციები და ინსპექტირების რეჟიმი. ხსენებულიდან გამომდინარე, გემების მიმართ მოქმედებს ე.წ. No more favorable treatment რეჟიმი, რომელიც თავის მხრივ ესწრაფვის მთელს მსოფლიოში მეზღვაურთა შრომითი სტანდარტების ჰარმნონიზაციას.  უფრო დაცული და პასუხისმგებლიანი სამუშაო ძალა და დამსაქმებელი.  კონვენცია ითვალისწინებს სამმხრივი კონსულტაციების (სახელმწიფო, მეზღვაურები და მათი პროფკავშირები, გემთმფლობელები და მათი ასოციაციები) გამართვის ვალდებულებას MLC-ის დანერგვასთან დაკავშირებით.  საზღვაო შრომითი გარემოს პერმანენტული შემოწმება/ინსპექტირება.  საზღვაო უსაფრთხოების გაძლიერება2. სახელმწიფოების მთავრობებისთვის უპირატესობები:  ILO-ში ერთიანი ანაგარიშის წარდგენა (ერთი კონვენციის შესაბამისად, მრავალის ნაცვლად) და სხვა ანგარიშების წარდგენის გამარტივებული და უნიფიცირებული სახე.  გემებზე აღსრულების უფრო დიდი შესაძლებლობები.  გაუმჯობესებული საზღვაო მომსახურება და კმაყოფილი მეზღვაურები.  კონვენცია დიდ დისკრეციას აძლევს სახელმწიფოს დანერგვის კუთხით (ხელფასები; შემოწმება, სერტიფიცირება, სტანდარტები და ა.შ)  სერტიფიცირება სავალდებულოა მხოლოდ 500 GT-ზე მეტი გემებისთვის.  დაბალი სტანდარტის ფლოტის (substandard ships) ელიმინაცია და შემცირება, როგორც რეესტრში, ისე საკუთარ ნავსადგურში შემავალი/გამავალი გემების კუთხით.  MLC-ის წევრი ქვეყნების გემებს ეძლევათ უპირატესობა და დამატებითი ბონუსები ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის რეჟიმებში. უპირატესობები მეზღვაურებისათვის:  თავიანთ უფლებებში უფრო მეტად გათვითცნობიერებული მეზღვაურები.  გაუმჯობესებული საცხოვრებელი და სამუშაო პირობები.  კონვენციის შესაბამისად საჩივრის გაკეთების შესაძლებლობა, როგორც გემზე, ისე ნაპირზე.  კონვენციის მიზნებისთვის დგინდება ის კომპანია, რომელიც პასუხისმგებელია MLC-ის მოთხოვნების შესრულებისთვის. შესაბამისად მეზღვაურებს აქვთ კონკრეტული და ზუსტი ინფორმაცია საკუთარ უფლებებზე. ევროკავშირის გამოცდილება MLC დანერგილია ევროპულ სამართალში შემდეგი დირექტივით: Directive 2009/13/EC implementing the Agreement concluded by the European Community Shipowners’ 2 ამ მხრივ აღსანიშნია, რომ საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის შეფასებით საზღვაო სფეროში მომხდარი ინციდენტების უმეტესობა დაკავშირებულია ადამიანურ ფაქტორთა, ხოლო ე.წ. Fatigue ანუ გადაღლა, ინციდენტების მთავარი გამომწვევი ფაქტორია. Associations (ECSA) and the European Transport Workers’ Federation (ETF) on the Maritime Labour Convention, 2006, and amending Directive 1999/63/EC3. აღნიშნული დირექტივა აწესებს მინიმალურ ევროპულ სტანდარტებს, თუმცა ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები როგორებიცაა მეზღვაურთა დამსაქმებლების რეგულირება, ხელფასები, სოციალური დაცვა (სამედიცინო დაზღვევა, პენსიები და ა.შ) არ არის ევროპულ დონეზე დარეგულირებული და სტანდარტები განსხვავდება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის. შესაბამისად, ევროკავშირში არ არსებობს კონვენციის ინტეპრეტაციისა და გამოყენების უნიფიცირებული მიდგომა. ევროკავშირში აქტიურად და პერმანენტულად ხდება კონვენციით გათვალისწინებული სამმხრივი კონსულტაციები MLC-ის ევროპულ დონეზე დანერგვასთან დაკავშირებით. სამმხრივ კონსულტაციებში მონაწილეობას იღებენ როგორც ევროკომისია, წევრი სახელმწიფოების შესაბამისი უწყებები, ევროპული გაერთიანების გემთმფლობელთა ასოციაცია (European Community Shipowners' Association), European Transport Workers' Federation. გემის სახელმწიფო კონტროლი საზღვაო შრომის კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია დროშის კონტროლი და გემებზე კანონის და კონვენციის მოთხოვნების შესრულების მონიტორინგი, სერტიფიცირება და შემოწმება. იმ სახელმწიფოებისთვის, რომელთაც საერთო რეგისტრული ტონა დიდია, კონვენციით გათვალისწინებული ინსპექტირებების ჩატარება და სერტიფიცირება დიდ ადამიანურ რესურსსა და შესაბამის სახსრებსაც მოითხოვს, განსაკუთრებით იმ ქვეყნებისთვის, რომელთაც ღია დროშა აქვთ. ადამიანური რესურსების პრობლემის მოგვარება შესაძლებელია აღიარებული ორგანიზაციებისთვის უფლებამოსილები დელეგირების გზით (საქართველოს შემთხვევაში აღიარებულ ორგანიზაციად იგულისხმება ევროკავშირის მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოებების საერთაშორისო ასოციაციის წევრი ტექნიკური ზედამხედველობის განმახორციელებელი ორგანიზაცია), რის მიხვედვითაც ისინი იმოქმედებენ საზღვაო ადმინისტრაციის სახელით და მოახდენენ MLC-ის მიხედვით გემის შემოწმებას და სერტიფიცირებას. თუმცაღა, ამის მიუხედავად სახელმწიფოებს მაინც უწევთ MLC-ის მოთხოვნების კანონმდებლობაში ადაპტაცია, შესაბამისად, აღიარებული ორგანიზაციებისთვის შესაბამისი სახელმძღვანელო პრინციპების შემუშავება და მათთვის შესაბამისი ინსტრუქციების მიცემა. 3 ამასთან საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმება ითვალისწინებს საზღვაო შრომის სფეროში შემდეგი დირექტივების დანერგვას: 1992 წლის 31 მარტის საბჭოს 92/29/EEC დირექტივა გემების ბორტზე გაუმჯობესებული სამედიცინო მკურნალობის მიზნით უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის მინიმალური მოთხოვნების შესახებ 1999 წლის 21 ივნისის საბჭოს 1999/63/EC დირექტივა, რომელიც ეხება “მეზღვაურთა სამუშაო დროის ორგანიზების შესახებ” შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა ევროპის გაერთიანების გემთმფლობელთა ასოციაციასა (ECSA) და ევროკავშირში ტრანსპორტის მუშაკთა გაერთიანებების ფედერაციას (FST) შორის – დანართი: “მეზღვაურთა სამუშაო დროის ორგანიზების შესახებ” ევროპული შეთანხმება 1999 წლის 13 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 1999/95/EC დირექტივა გაერთიანების ნავსადგურებში შემოსული გემების ბორტზე მეზღვაურთა სამუშაო საათებთან მიმართებით დებულებების ამოქმედების თაობაზე რაც უფრო დიდია ფლოტი, მით უფრო იზრდება მის მონიტორინგსა და სერტიფიცირებასთან დაკავშირებული ადმინისტრაციული და ადამიანური რესურსის გამოყენება. აგრეთვე, MLC-ის მიხედვით შესაბამის სახელმწიფო უწყებაში უნდა არსებობდეს მეზღვაურების საჩივრების განხილვებისა და გადაწყვეტის სისტემა. როდესაც სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე ვლინდება MLC-ის მოთხოვნების ან მეზღვაურის უფლებების დარღვევა, მეზღვაურს უფლება აქვს როგორც გემზე, ისე ნაპირზე დაწეროს შესაბამისი საჩივარი, რომელიც აუცილებლად უნდა განიხილოს და გადაწყვიტოს დროშის სახელმწიფოს შესაბამისმა უწყებამ, მაგალითად, საზღვაო ადმინისტრაციამ. ხოლო რაც უფრო დიდია დროშის ტონაჟი, უფრო მეტი ადმიანური და ადმინისტრაციული რესურსია საჭირო ამ მხრივ. ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი კონვენციის უმნიშვნელოვანესი ასპექტია ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი. კონვენციის მიხედვით ყველა გემი, რომელიც შემოდის MLC-ის წევრი ქვეყნის ნავსადგურში სავალდებულოა შემოწმდეს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად. ხოლო, ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ფუნქციების გადაცემა აღიარებული ორგანიზაციისთვის არ არის შესაძლებელი, რაც შესაბამისად მოითხოვს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ოფიცერთა კორპუსის გადამზადებას MLC-ის კუთხით, რომელიც რა თქმა უნდა ხარჯებთან და დიდ ადამიანურ რესურსთან არის დაკავშირებული4. ხსენებულ საკითხებთან დაკავშირებით არსებობს სხვადასხვა სახის ინტერპრეტაცია, ILO-ს შემუშავებული აქვს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლისთვის სახელმძღვანელო პრინციპები, რომლებიც არ არის სავალდებულო, ხოლო სხვა ორგანიზაციებს, როგორიცა Paris MoU on Port State Control გააჩნია საკუთარი სახელმძღვანელო ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ოფიცრებისთვის, რომელიც განხვავდება ILO-ს სახელმძღვანელო პრინციპებისაგან და ადგენს ბევრად მაღალ სტანდარტს. შესაბამისად საჭიროა სახელმწიფოს მხრიდან ეროვნულ კანონმდებლობასთან შესაბისობაში მყოფი ინსტრუქციებისა და სტანდარტების შემუშავება ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლისთვის MLC-ის კუთხით. მეზღვაურთა დასაქმების სააგენტოები - საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი ,( manning and placement agencies) MLC-ის მიხედვით მეზღვაურთა დასაქმების სააგენტო არის პირი, კომპანია ან იურიდიული პირი, როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორიდან, რომლის საქმიანობა მიმართულია გემთმლობელის სახელით მეზღვაურების დასაქმებისკენ ან მეზღვაურების გემთმფლობელის გემზე დასასაქმებლად („any person, company, institution, agency or other organization, in the public or the private sector, which is engaged in recruiting seafarers on behalf of shipowners or placing seafarers with shipowners.“). 4 ამ მხირვ აღსანიშნია ევროკავშირის პროაქტიული დახმარების პროგრამა საქართველოსთვის, რომელიც სხვადასხვა პროექტის ფარგლებში მუდმივად ახორციელებს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს იურისტების, დროშის კონტროლისა და ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ოფიცრების გადამზადებას. კურსები ტარდება, როგორც ტურინში, საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის აკადემიაში, ასევე ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს სათაო ოფისში ლისაბონში, პორტუგალია. MLC-ის მიხედვით წევრმა სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ყველა მოქმედი საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის სერტიფიცირება და მათი აქტიური მონიტორინგი და კონტროლი. ევროპული მაგალითები მოყვანილია ქვემოთ: ბულგარეთი: [EU, MLC ratifying State] მხოლოდ ერთი საჯარო მეზღვაურთა დასაქმების სერვისი (SRPS) და 80-მდე კერძო საკრუინგო. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის შესახებ ინფორმაცია ხელმისაწვდომია დასაქმების ეროვნულ სააგენტოში. ხორვატია: მხოლოდ ერთი საჯარო მეზღვაურთა დასაქმების სერვისი (SRPS) და 33 კერძო საკრუინგო. ლიცენზიებს გასცემს ხორვატიის საზღვაო საქმეთა და ტრანსპორტის სამინისტრო, მას შემდეგ რაც ეს შეთანხმდა სამმხრივი კომიტეტის შეხვედრაზე, რომელიც თავისმხრივ შედგებოდა: საზღვაო საქმეთა და ტრანსპორტის სამინისტრო, გემთმფლობელთა ასოციაცია, ადგილობრივი მეზღვაურთა პროფკავშირი და შრომის სამინისტრო. ხორვატიის გემების რეგისტრი ამოწმებს გაცემულ ლიცენზიებს. კერძო საკრუინგოების უმეტესობა იყენებს ITF-ის მიერ აღიარებულ საერთო ხელშეკრულებებს (collective bargaining agreement). საჯარო მეზღვაურთა დასაქმების სერვისია რეგულირებული კვიპროსი: სამი სახელმწიფო დონეზე, თუმცა, კერძო საკრუინგოები რეგულირების მიღმაა დარჩენილი და სერტიფიცირებისა და შემომწების სისტემა არ არსებობს. დანია: საჯარო დასაქმების სააგენტო არ არსებობს. ადგილზე 4 კერძო საკრუინგოა, რომელიც რეგულირდება და მის სერტიფიცირებას (5 წლის ვადით) ახდენს დანიის საზღვაო ადმინისტრაცია. მონიტორინგი და ზედამხედველობა ხორციელდება რისკების შეფასების საფუძველზე (riskbased approach). ეს მიდგომა იწვევს აზრთა სხვადასხვაობას, ამასთან აღნიშნული სისტემის დანერგვასთან დაკავშირებით არ გამართულა სამმხრივი კონსულტაციები. გერმანია: ერთი საჯარო დასაქმების სააგენტო და 66 კერძო საკრუინგო. მეზღვაურთა დასაქმებისა და განთავსების სისტემა ცენტრალიზებულია. ყველა კერძო დასაქმების სააგენტო უნდა იქნეს აღიარებული გერმანიის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ, ხოლო ყველა სააგენტო განთავსებულია ოფიციალურ ვებ-საიტზე. გერმანიის დროშის ქვეშ მცურავი მეზღვაურები სარგებლობენ გერმანიის სოციალური დაცვის სისტემით და დაზღვევით (უბედური შემთხვევის, ინციდენტის და ა.შ) განურჩევლად ეროვნებისა. MLC არეგულირებს როგორც კერძო, ისე საჯარო მეზღვაურთა დასაქმების სააგენტოებს. შესაბამისად სააგენტოს ორივე ფორმის არსებობაა შესაძლებელი, თუმცა MLC-ის კერძო საკრუინგოებისთვის უფრო სპეციფიკური სტანდარტები აქვს შემოღებული. ასევე, კონვენციაში არსებობს ჩანაწერი, რომლის მიხედვითა კერძო საკრუინგოების პროლიფერაცია არ უნდა მოხდეს („undue proliferation of private seafarer recruitment and placement services shall not be encouraged”). ევროკავშირის 9 ქვეყანაში საკრუინგოების ლიცენზირების და მონიტორინგის სისტემა სავალდებულოა, ხოლო 3 ქვეყანაში ნებაყოფლობითი, მაგალითად გაერთიანებულ სამეფოში. UK-ში საკრუინგოების ლიცენზირებას აღიარებული ორგანიზაციები ახორციელებენ, ხოლო აუდიტს UK-ს Maritime and Coastguard Agency (MCA). აღიარებული ორგანიზაციების მიერ საკრუინგოების სერტიფიცირება ასევე ხდება ჰოლანდიაში, კვიპროსსა და დანიაში. MLC-ის წევრი ევროკავშირის 15 სახელმწიფოა, ხოლო 15 დან 9 ქვეყანას აქვს მეზღვაურთა საჯარო დასაქმების სერვისი (Bulgaria, Italy, Croatia, Cyprus, Germany, Netherlands, Poland, Spain and Greece). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ დამტკიცებულია საქართველოს ეროვნული კლასიფიკატორი „ეკონომიკური საქმიანობის სახეები“, როგორც უკვე აღინიშნა, საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირების სააგენტოს მიერ აღიარების მიღება სავალდებულოა. საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ, კომპანიის შესაბამისი სამართლებრივი ფორმით ჩამოყალიბების შემდეგ საქმიანობის დაწყებამდე სავალდეულოა სააგენტოს მიერ აღიარების მიღება. მხოლოდ აღიარების მიღების შემდეგ არის საკრუინგო საქმიანიანობის განმახორციელებელი პირი უფლებამოსილი დაიწყოს საქმიანობა. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონის მიღებიდან 2024 წლის 1 იანვრამდე საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურს დაევალა საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირისკლასიფიცირება , ,,მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქმიანობა, რომელიც დაკავშირებულია მეზღვაურთა მოწყობასთან ან/და შრომითთ მოწყობაში დახმარებასთან. მონიტორინგს, კონტროლსა და სანქცირებას ახორციელებს სააგენტო. ასევე, განისაზღვრება რეგისტრაციის გარეშე პირის საქმიანობისთვის სანქციები. იმის გათვალისწინებით, რომ ქართველი მეზღვაურების თითქმის სრული უმრავლესობა მსახურობს სხვა ქვეყნის დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, მათი უფლებებისა და შრომითი პირობების დაცვა და სოციალური გარანტიებით უზრუნველყოფა რთულია. შესაბამისად, ამ მხრივ საჭიროა სახელმწიფოს, მეზღვაურთა გაერთიანებებსა და დამსაქმებლებს შორის მუდმივი კონსულტაციები. მეზღვაურის ინტერესებისა და უფლებების დაცვა, რაც ძირითადად, მათ სოციალურ და შრომით უფლებების დაცვას გულისხმობს. იმისთვის, რომ პრობლემები ადვილად გადაიჭრას, საერთაშორისო ორგანიზაცია "ITF"–ი, რომლის სათავო ოფისი ლონდონშია, მეზღვაურების გარდა მათთან გემთმფლობელებსაც აწევრიანებს. შესაბამისად, მეზღვაურთა პროფკავშირებს დიდი როლი აქვთ შესასრულებელი მეზღვაურების უფლებების დაცვის ორგანიზებასა და განხორციელებაში, მეზღვაურთა პროფკავშირის წევრობა მეზღვაურს უნდა აძლევდეს დამატებით გარანტიებსა და შესაძლებლობებს მიიღოს მისი უფლებების დამატებითი დაცვის საშუალება, ასევე აუცილებელია არსებობდეს ნდობა პროფკავშირებსა და მეზღვაურებს შორის. MLC-ით და წარმოდგენილი კანონის პროექტით გათვალისწინებული უფლებების რეალიზაციაში დიდი როლს თამაშობს მეზღვაურთა ორგანიზაციები (პროფკავშირები). მათი დახმარებით მეზღვაურებს აქვთ შესაძლებლობა:  გააფორმონ კოლექტიური შეთანხმება (Collective Bargaining Agreement) პროფკავშირის მეშვეობით გემთმფლობელთან მეზღვაურთათვე სახელით.  კოლექტიური შეთანხმების მეშვეობით, პროფკავშირსა და გემთფლობელს შორის დადებული შეთანმხების შესაბამისად, პროფკავშირის წევრ მეზღვაურს დასაქმების მეტი შანსი და შესაძლებლობა გააჩნია.  პროფკავშირის წევრობის შედეგად, მეზღვაურის ხელფასთან დაკავშირებით პროფკავშირი აწარმოებს მოლაპარაკებებს დამსაქმებლებთან. მოლაპარაკებების დროს მსოფლიოში აპრობირებული მეთოდის შესაბამისად მხარეები იყენებენ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) მიერ რეკომენდირებულ ხელფასს, რომელიც გამოითვლება სპეციალური ფორმულით ქვეყნების მიხედვით, ცხოვრების დონისა და აშშ დოლარის გაცვლითი კურსის მხედველობაში მიღებით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს მიერ ამ კონვენციის რატიფიკაცია და მისი დებულებების კანონმდებლობაში ასახვა უმნიშვნელოვანესია, რადგან პირველ რიგში ეს გააუმჯობესებს ქართველი მეზღვაურების შრომით და სოციალურ სტატუსს და საქართველოს დროშას გახდის უფრო მიმზიდველს. საზღვაო შრომის კონვენციასთან დაკავშირებით რიგით მე-3 სპეციალური სამმხრივი კომიტეტის სხდომაზე (STC MLC) მხარეებმა (სახელმწიფოთა ჯგუფი, მეზღვაურები და გემთმფლობელები) ერთხმად განაცხადეს, რომ MLC უკვე წარმოადგენს მეზღვაურთა შრომით უნივერსალურ სტანდარტს. ვინადაინ და რადგანაც MLC-ის უკვე 100-ზე მეტი წევრი სახელმწიფო ჰყავს, იმ ქვეყნების დროშის ქვეშ მცურავ გემებმა, რომლებიც არ არიან ჯერ კონვენციის წევრი სახელწმიფოები, MLC-ის წევრ სახელმწიფოს ნავსადგურში შესვლისას ვალდებულნი არიან აკმაყოფილებდნენ კონვენციის მოთხოვნებს, წინააღმდეგ შემთხვევაში მოხდება გემის დაკავება MLC-ისთან შეუსაბამობების გამო. აქედან გამომიდანრე, ამ მხრივაც არის მნიშვნელოვანი, რომ საქართველო გახდეს კონვენციის წევრი სახელმწიფო და მისი დებულებები იყოს ასახული საქართველოს კანონმდებლობაში. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მიღების შედეგად, მოხდება მეზღვაურთა შრომის შესახებ საერთაშორისო კონვენციით გათვალისწინებული დებულებების ასახვა საქართველოს კანონმდებლობაში, რაც ხელს შეუწყობს ქართველი მეზღვაურების სოციალური და შრომითი უფლებების დაცვას და საქართველოს სახელწმიფო დროშის ავტორიტეტისა გაზრდას საერთაშორისო საზღვაო სანაოსნო ინდუსტრიაში. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტით, რეგულირდება მეზღვაურთა შრომით და სოციალურ პირობებთან დაკავშირებული საკითხები. კანონპროექტის პირველი თავით განსაზღვრულია ზოგადი დებულებები. კანონის პირველი მუხლის მიხედვით კანონი განსაზღვრავს საქართველოს სახელმწიფო დროშით მცურავ კომერციულ საქმიანობაში ჩართულ გემებზე მეზღვაურების დასაქმებისა და საქმიანობის წესებს, ასევე, მეზღვაურთა დასაქმების სფეროში მოქმედ სამსახურების/გემთმფლობელის მიერ ნებისმიერი დროშით მცურავ გემზე საქართველოს მოქალაქე მეზღვაურთა დასაქმების უნიფიცირებულ სტანდარტებსა და წესებს. აგრეთვე კანონის პირველი თავით განმარტებულია ამ კანონის ყველა რელევანტური ტერმინი, ხოლო მესამე მუხლით კანონის გამოყენების სფეროა განსაზღრული. ამ კანონის II თავი არეგულირებს მეზღვაურისადმი წაყენებულ მოთხოვნებს, როგორიცაა მეზღვაურის მინიმალური ასაკი, სამედიცინო მოწმობა, წვრთნა და კვალიფიკაცია, გემი მზარეულის მომზადება და დასაქმება. კანონის თავი III, მე-9 მუხლი კი მეზღვაურთა დასაქმებასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს და აგრეთვე აწესებს მოთხოვნებსა და ვალდებულებებს მეზღვაურთა დასაქმების სფეროში მოქმედი საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირებისთვის, რითაც გემთმფლობელს უქმნის ვალდებულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენოს საქართველოში მოქმედი საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მომსახურება, როდესაც საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი მას წარუდგენს ამ კანონის მე-9 მუხლის შესაბამისად სააგენტოს მიერ გაცემულ აღიარების სერტიფიკატს. კანონის IV თავი მუხლი 10 არეგულირებს შრომითი ხელშეკრულების პირობებს, რომლის მიზანია გემზე დასაქმებულ ნებისმიერ მეზღვაურს გააჩნდეს ხელმოწერილი იურიდიულად სავალდებულო შრომითი ხელშეკრულება (შემდეგში ხელშეკრულება), ხოლო ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში, უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ან სხვა მსგავსი მოლაპარაკებების მტკიცებულება, რომელიც მიმართულია გემზე მეზღვაურისთვის ღირსეული საცხოვრებელი და სამუშაო პირობების შექმნის უზრუნველყოფისკენ. ასევე, განსაზღვრულია მეზღვაურთა მუშაობისა და დასვენების საათები და მათი აღრიცხვის წესი, რომელიც მოიცავს როგორც ზღვაში ისე ნავსადგურში ყოფნის მუშაობის საათებს. ამ თავით ასევე განსაზღვრულია მეზღვაურის ხელფასთან დაკავშირებული საკითხები, რაც უზრუნველყოფს რომ მეზღვაურმა მიიღოს შრომითი ხელშეკრულებით და კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ხელფასი არანაკლებ თვეში ერთხელ. მე-15 მუხლი შვებულებასთან დაკავშირებულ საკითხებს აწესრიგებს და უზრუნველყოფს, რომ მეზღვაურმა მიიღოს ანაზღაურებადი შვებულება არანაკლებ 2.5 კალენდარული დღის ოდენობით ყოველ ნამუშევარ თვეზე. მეზღვაურებისთვის, რომლებიც დასაქმებული არიან ერთ წელზე ნაკლები პერიოდით ან შრომითი ურთიერთობების დასრულებისას, შვებულების ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს პროპორციულობის საფუძველზე. კანონის მე-16 მუხლი აწესრიგებს მეზღვაურის რეპატრიაციასთან დაკავშირებულ საკითხებს. მუხლის შესაბამისად, ყოველ მეზღვაურს უფლება აქვს რეპატრიაციის, დაბრუნების ადგილი განისაზღვროს ამ მუხლში განსაზღვრული გარემოებების დადგომისას. დაბრუნების პუნქტი შეიძლება იყოს: ა. ადგილი, სადაც მეზღვაურმა გააფორმა ხელშეკრულება; ბ. კოლექტიური ხელშეკრულებით გათვალისწინებული ადგილი; გ. მეზღვაურის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი ; ან დ. ნებისმიერი სხვა ადგილი, რომელიც ორმხრივად არის შეთანხმებული მხარეებს შორის, ხელშეკრულების ხელმოწერისას. მე-17 მუხლი მეზღვაურთა კომპენსაციის წესს ადგენს გემის დაღუპვის ან ჩაძირვის შემთხვევაში. თავი V, მე-18 მუხლით დარეგულირებულია მეზღვაურის მიტოვებასთან დაკავშირებული საკითხები და გემთმფლობელზე წაყენებული მოთხოვნები. ამ მუხლის მიხედვით 500 ტ. და მეტი საერთო ტევადობის ნებისმიერი ქართული გემი, რომელიც ჩართულია საერთაშორისო ნაოსნობაში ან მუდმივად ახორციელებს სხვა სახელმწიფოს წყლებში ნაოსნობას, უნდა იყოს აღჭურვილი ფინანსური გარანტიის დოკუმენტური მტკიცებულებით, რომელიც უზრუნველყოფს მეზღვაურის მიტოვების შემთხვევაში ხარჯების ანაზღაურებას. კანონის თავი VI მე-19 მუხლი ადგენს მეზღვაურების ჯანმრთელობის სტანდარტებს რათა საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე მყოფ მეზღვაურებზე გავრცელდეს მათი ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული სათანადო პირობები და მათ ისარგებლონ წვდომით გადაუდებელ და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაზე გემზე მუშაობის პერიოდის განმავლობაში. ჯანმრთელობის დაცვა და სამედიცინო მომსახურება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სრულიად უსასყიდლოდ მეზღვაურების მიმართ. თავი VII მე-20 მუხლი შეეხება გემთმფლობელის პასუხისმგებლობას, რომლის შესაბამისად საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე პასუხისმგებელმა ყველა გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს გემისთვის ისეთი ფინანსური გარანტია, რომელიც საკმარისი იქნება ნებისმიერი მეზღვაურისთვის საწარმოო ტრავმის, ავადმყოფობის ან საფრთხის შედეგად გარდაცვალების ან ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო კომპენსაციის გადასახდელად. კომპენსაციის ზღვარი უნდა განისაზღვროს მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების ან შესაბამისი კოლექტიური ხელშეკრულებით.აღნიშნული თავი ასევე აწესრიგებს გემთმფლობელის პასუხისმგებლობის ფინანსური გარანტიებთან დაკავშირებულ საკითხებს, როგორებიცაა სახელშეკრულებო ვალდებულებების ფინანსური გარანტიების დაფარვა, ფინანსური გარანტიის მტკიცებულება და ხელშეკრულებიდან გამომდინარე საჩივრების განხილვა. კანონის VIII თავი აწესრიგებს მეზღვაურთა საჩივრების განხილვის პროცედურებს. ამ თავის მიხედვით თითოეულმა გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს, რომ მისი პასუხისმგებლობის ქვეშ მყოფ თითოეულ გემზე მოქმედებდეს, მეზღვაურთა საზღვაო შრომის კონვენციის მოთხოვნების სავარაუდო დარღვევების შესახებ მეზღვაურთა მიერ გამოთქმული საჩივრების სამართლიანი, ეფექტური და სწრაფად განხილვის პროცედურები, ხოლო მეზღვაურებს შეუძლიათ ისარგებლონ საჩივრის წარდგენის მიზნით, რომლებიც დაკავშირებული იქნება ნებისმიერ საკითხთან, რაც მათი აზრით წარმოადგენს კონვენციით გათვალისწინებული მოთხოვნების (მათ შორის მეზღვაურთა უფლებების) დარღვევას. კანონის IX თავი ეხება ადმინისტრირებას, რაც მოიცავს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საქმიანობაზე ზედამხედველობა, გაყალბების და უკანონო პრაქტიკის აღკვეთასა და სააგენტოს მიერ საქართველოს ნავსადგურებში ამ კანონისა და საზღვაო შრომის კონვეცნიით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვის უზრუნველყოფა ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის საშუალებით. X თავი არეგულირებს ამ კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევისთვის ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას. XI თავი არეგულირებს დასკვნით და გარდამავალ დებულებებს. კერძოდ, ადგენს იმ ნორმატიული აქტების ჩამონათვალს, რომელთა მიღება ან ამ კანონის მოთხოვნებთა შესაბამისობაში მოყვანა აუცილებელია კონვენციისთვის სრულად ასამოქმედებლად საქართველოსთან მიმართებაში. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონპროექტის ძირითადი ნაწილი (გარდა 31-ე და 32-ე მუხლებისა) ძალაში შედის 2024 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, აღნიშნულ ვადამდე მისაღებია მთელი რიგი კანონქვემდებარე აქტები. კანონპროექტის 31-ე და 32-ე მუხლები ძალაში შედის გამოქვეყნებისათანავე, ვინაიდან მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საკუთარი შემოსავლები და ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ გამოყოფილი სახსრები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება მოახდენს გავლენას სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე, ვინაიდან, კანონპროექტის 29-ე მუხლის შესაბამისად დაწესებული ჯარიმები გადაიხდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში. აქვე გასათვალისწინებელია, რომ ჯამური ოდენობა დამოკიდებული იქნება სამართალდარღვევათა ოდენობაზე. აგრეთვე, დღეს არსებული მდგომარეობით საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის სააგენტოს მიერ აღიარება არის ნებაყოფლობითი. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, ს აფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბ რუნების წესის შესაბამისად, საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა აღიარების, აღიარების სერტიფიკატის გაცემის, ზედამხედველობისა და ყოველწლიური მონიტორინგის საფასურია 3000 ლარი. სააგენტოს დღეის მდგომარეობით აღიარებული ჰყავს 13 საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირი. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, სააგენტოს მიერ საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის აღიარება სავალდებული იქნება. შესაბამისად, კომპანიას რომელსაც ექნება სურვილი გააგრძელოს საქმიანობა, უნდა მიიღოს სააგენტოს აღიარება, აღნიშნული კი იქონიებს გავლენას სააგენტოს საკუთარ შემოსავლებზე. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ სააგენტო უფლებამოსილი იქნება გასცეს საზღვაო შრომის სერტიფიკატი და საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაცია. შესაბამისად საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემი ვალდებული იქნება აიღოს აღნიშნული სერტიფიკატი რომელიც ადასტურებს, რომ გემის ინსპექტირების შედეგად გემზე არსებული საცხოვრებელი და სამუშაო პირობები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობითა და კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს და საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაციაში მითითებული ზომები მიღებულია გემთმფლობელის მიერ. აღნიშნული სერტიფიკატის მიღების მიზნით, გემთმფლობელებს მოუწევთ შესაბამისი საფასურის გადახდა, რომელიც გადახდილი იქნება სააგენტოს ბიუჯეტში. სერტიფიკატის საფასური იქნება 300 ლარი. სერტიფიცირება სავალდებულოა მხოლოდ 500 GT-ზე მეტი გემებისთვის. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში ამ ეპატისთვის რეგისტრირებულია 1 გემი, რომლის საერთო ტევადობა არის 500 GT. თუმცა, კანონპროექტის მიღების შემდეგ, შესაძლოა აღნიშნული ციფრი შეიცვალოს. ვინაიდან, საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს წლიური შემოსავალი აღემატება 1 მილიონ ლარს, ვალდებულია, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული (საკუთარი) შემოსავლების არანაკლებ 10% მიმართოს საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში, რაც სააგენტოს შემოსავლების ზრდის შემთხვევაში ასევე განაპირობებს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ზრდას. სააგენტოს საქმიანობა არ განიხილება ეკონომიკურ საქმიანობად და არ იბეგრება დღგ-თი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 158-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ამ კუთხით, სააგენტოს შემოსავლების ცვლილებას არ ექნება გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: იმ შემთხვევაში თუ გემთმფლობელი ვერ უზრუნველყოფს მეზღვაურის რეპატრიაციის ხარჯებს, სააგენტომ უნდა მოახდინოს მეზღვაურის რეპატრიაციის ორგანიზება, ხოლო რეპატრირებულზე გაწეული ხარჯები რეგრესულად მოითხოვონ შესაბამისი გემთმფლობელიდან. აღნიშნული ხარჯების დაფინანსება განხორციელდება სააგენტოს საკუთარი შემოსავლებიდან. კონვენციის უმნიშვნელოვანესი ასპექტია ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი. კონვენციის მიხედვით, ყველა გემი, რომელიც შემოდის MLC-ის წევრი ქვეყნის ნავსადგურში სავალდებულოა შემოწმდეს კონვენციის მოთხოვნების შესაბამისად. ხოლო, ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ფუნქციების გადაცემა აღიარებული ორგანიზაციისთვის არ არის შესაძლებელი, რაც შესაბამისად მოითხოვს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ოფიცერთა კორპუსის გადამზადებას MLC-ის კუთხით. სააგენტო მუდმივ რეჟიმში ახდენს ნავსადურის სახელმწიფო კონტორლის თანამშრომლების გადამზადებას, ამგვარი ტრენინგები და კურსები ფინანსდება სხვადასხვა საერთაშორისო უწყებების მიერ, მათ შორის ევროპის საზღვაო უსაფრთხოების სააგენტოს მიერ. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულებების აღებას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: გემთმფლობელებს, გემის მენეჯერს, აგენტს ან ბერბოუტ-ჩარტერერს, რომელსაც გემის მართვის უფლება მიღებული აქვს მესაკუთრისგან და რომელიც, ამ პასუხისმგებლობის აღებისას დათანხმდა „საზღვაო შრომის კონვენციის“ მიერ გემთმფლობელზე დაკისრებული ვალდებულებების და პასუხისმგებლობის აღებას, მოუწევთ ხარჯების გაწევა რათა ამ კანონპროექტით გათვალისწინებული მოთხოვნების დაცვა და შესრულება უზრუნველყონ საქართველოს სახელწმიფო დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, კერძოდ: როგორც უკვე აღინიშნა, გემზე დასაქმებამდე, გემთმფლობელები ვალდებული იქნებიან გააფორმონ მეზღვაურის შრომის ხელშეკრულება, რომელიც უნდა მოიცავდეს იმ აუციელებელ დებულებებს, რომელიც გათვალისწინებულია აღნიშნული კანონით. ხელშეკრულება უნდა მოიცავს მეზღვაურზე ყოველთვიურად გადასახდელი ხელფასის შესახებ მონაცემებს, მეზღვაურის მიერ ხელფასის გადარიცხვის პირობებს და მეზღვაურისადმი დაგვიანებული ხელფასის კომპენსაციის საკითხებს. კანონი ასევე აწესრიგებს შვებულებასთან დაკავშირებულ საკითხებს და უზრუნველყოფს, რომ მეზღვაურმა მიიღოს ანაზღაურებადი შვებულება არანაკლებ 2.5 კალენდარული დღის ოდენობით ყოველ ნამუშევარ თვეზე. მეზღვაურებისთვის, რომლებიც დასაქმებული არიან ერთ წელზე ნაკლები პერიოდით ან შრომითი ურთიერთობების დასრულებისას, შვებულების ხანგრძლივობა უნდა განისაზღვროს პროპორციულობის საფუძველზე. შრომითი ხელშეკრულება ხელფასთან და შვებულების საკითხთან ერთად აწესრიგებს ისეთ საკითხებს როგორიცაა რეპატრიაციის უფლება. ყოველ მეზღვაურს უფლება აქვს რეპატრიაციის, დაბრუნების ადგილი განისაზღვრება მეზღვაურსა და გემფლობელს შორის არსებული შეთანხმებით. რეპატრიაციის უფლება გემთმფლობელს წარმოეშობა, მეზღვაურისთვის ყოველგვარი თანხის დაკისრების ან დაქვითვის გარეშე. გარდა იმ შემთხვევისა, თუ დისციპლინური შემოწმების შედეგად დადგინდება, რომ მეზღვაურმა დაარღვია შრომითი ვალდებულებები. ასეთ შემთხვევაში მაქსიმალური თანხა, რაც შეიძლება ამოიღოს გემთმფლობელმა მეზღვაურისგან რეპატრიაციასთან დაკავშირებით, არ შეიძლება აღემატებოდეს მეზღვაურის ერთი თვის ხელფასს.რეპატრიაციასთან დაკავშირებით, გემთმფლობელებს წარმოეშობათ გემის ფინანსური გარანტიის ქონის ვალდებულება, რომელიც საკმარისი იქნება გემზე მყოფი მეზღვაურების რეპატრიაციის, როდესაც გემთმფლობელი ვერ ახერხებს შეასრულოს თავისი ვალდებულებები. თუ გემთმფლობელი არ/ვერ გადაიხდის მეზღვაურის რეპატრიაციის ხარჯებს, არცერთ შემთხვევში ეს თანხები არუნდა დაეკისროს მეზღვაურს. რეპატრიაციის წესის დარღვევამ შესაძლოა ფინანსური შედეგები გამოიწვიოს გემთმფლობელებისთვის, ვინაიდან, თუ გემთფლობელი უარს იტყვის მეზღვაურის რეპატრიაციაზე, სააგენტო უფლებამოსილია დააკავოს გემი, რომელზეც მსახურობდა კონკრეტული მეზღვაური ანაზღაურების მიღებამდე. აღნიშნული კანონის ამოქმედების შემდეგ, გემთმფლობელი ვალდებულია მეზღვაურის შრომით ხელშეკრულებაში გაითვალისწინოს გემის დაღუპვის ან ჩაძირვის შედეგად გამოწვეული უმუშევრობის კომპენსაციის საკითხი. ასეთ შემთხვევაში გემთმფლობელი ვალდებულია გემზე მყოფ თითოეულ მეზღვაურს გადაუხადოს კომპენსაცია. აღნიშნული კანონით დარეგულირებულია მეზღვაურის მიტოვებასთან დაკავშირებული საკითხები და დადგენილია გემთმფლობელებისთვის მოთხოვნები. კანონის შესაბამისდ, 500 ტ. და მეტი საერთო ტევადობის ნებისმიერი ქართული გემი, რომელიც ჩართულია საერთაშორისო ნაოსნობაში ან მუდმივად ახორციელებს სხვა სახელმწიფოს წყლებში ნაოსნობას, უნდა იყოს აღჭურვილი ფინანსური გარანტიის დოკუმენტური მტკიცებულებით, რომელიც უზრუნველყოფს მეზღვაურის მიტოვების შემთხვევაში ხარჯების ანაზღაურებას. კანონის აღნიშნული ჩანაწერი იქონიებს ფინანსურ გავლენას როგორ მეზღვაურებისთვის, ვინაიდან მათ ექნაბათ გარანტირებული უფლება მიტოვების შემთხვევაში მოითხოვონ გემთმფლობელისგან დახმარება, ასევე იქონიებს გავლენას გემთმფლობელებზე, ვინაიდან მათ მოუწევს ფინანსური გარანტიის წარმოდგენა. წინამდებარე კანონისპროექტი ადგენს მეზღვაურების ჯანმრთელობის სტანდარტებს რათა საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე მყოფ მეზღვაურებზე გავრცელდეს მათი ჯანმრთელობის დაცვასთან დაკავშირებული სათანადო პირობები და მათ ისარგებლონ წვდომით გადაუდებელ და ადეკვატურ სამედიცინო მომსახურებაზე გემზე მუშაობის პერიოდის განმავლობაში. ჯანმრთელობის დაცვა და სამედიცინო მომსახურება უზრუნველყოფილი უნდა იყოს სრულიად უსასყიდლოდ მეზღვაურების მიმართ. ქართულ გემზე დასაქმებულ მეზღვაურს უფლება აქვს მიიღოს გემთმფლობელისგან მატერიალური დახმარება და მხარდაჭერა, ავადმყოფობის, ტრავმირების ან გარდაცვალებით გამოწვეული ფინანსური შედეგებისთვის, თუ ამას ადგილი ექნება მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში ან ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე სამუშაოს შესრულებისას. კანონპროექტი ადგენს გემთმფლობელის პასუხისმგებლობას, რომლის შესაბამისად ქართულ გემზე პასუხისმგებელმა ყველა გემთმფლობელმა უნდა უზრუნველყოს გემისთვის ისეთი ფინანსური გარანტია, რომელიც საკმარისი იქნება ნებისმიერი მეზღვაურისთვის საწარმოო ტრავმის, ავადმყოფობის ან საფრთხის შედეგად გარდაცვალების ან ხანგრძლივი შრომისუუნარობის გამო კომპენსაციის გადასახდელად. კომპენსაციის ზღვარი უნდა განისაზღვროს მეზღვაურის შრომითი ხელშეკრულების ან შესაბამისი კოლექტიური ხელშეკრულებით. როგორც უკვე აღინიშნა, დღეს არსებული მდგომარეობით საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის სააგენტოს მიერ აღიარება არის ნებაყოფლობითი. აღნიშნული კანონპროექტის მიღების შემდეგ, საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირევი ვალდებული იქნებიან, საქმიანობის გაგრძელების მიზნით, მიმართონ სააგენტოს და მიიღონ აღიარება. აღნიშნული გავლენას იქონიებს საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირებზე, ვინაიდან მათ მოუწევთ საფასურის გადახდა 3000 ლარის ოდენობით. ამ კანონის ამოქმედების შემდეგ, სააგენტო უფლებამოსილი იქნება გასცეს საზღვაო შრომის სერტიფიკატი და საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაცია. შესაბამისად საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემი ვალდებული იქნება აიღოს აღნიშნული სერტიფიკატი რომელიც ადასტურებს, რომ გემის ინსპექტირების შედეგად გემზე არსებული საცხოვრებელი და სამუშაო პირობები შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობითა და კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს და საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაციაში მითითებული ზომები მიღებულია გემთმფლობელის მიერ. აღნიშნული სერტიფიკატის მიღების მიზნით, გემთმფლობელებს მოუწევთ შესაბამისი საფასურის, კერძოდ 300 ლარი გადახდა სააგენტოსთვის. კანონპროექტის შესაბამისად, კანონით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში კანონპროექტის 29-ე მუხლით დადგენილია ჯარიმები, რაც უარყოფითად აისახება იმ პირებზე, რომლებიც დაჯარიმდებიან კანონდარღვევისთვის. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის 29-ე მუხლის შესაბამისად დაწესდა შემდეგი ჯარიმები, მათი ოდენობა განისაზღვრა დარღვევათა სიმძიმის შესაბამისად. 1. 16 წლამდე პირის დასაქმება გემზე ან 18 წლამდე პირის დასაქმება გემზე ღამის ცვლაში მუშაობისთვის დადგენილი შეზღუდვების ან სახიფათო სამუშაოზე დასაქმების აკრძალვის მოთხოვნების შეუსრულებლობა გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმეს 5 000 ლარის ოდენობით. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ქმედება ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში - ჩადენილი გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 3. გემზე იმ მეზღვაურის დასაქმება, რომელსაც არ აქვს მოქმედი სამედიცინო მოწმობა გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 4. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალისწინებული ქმედება ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში - ჩადენილი გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 5. ნებისმიერ პირის ან ორგანიზაციის მიერ სამედიცინო მოწმობის მომზადება ან გაცემა ამ კანონის ან სხვა დადგენილი სტანდარტების მოთხოვნების დარღვევით გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 6. ამ მუხლის მეხუთე პუნქტით გათვალისწინებული ქმედება ამინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში - ჩადენილი გამოიწვევს პირის დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით. 7. მეზღვაურის დასაქმება გემზე ამ კანონის მე-7 მუხლით გათვალისწინებული გაცნობითი წვრთნის გავლის გარეშე გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 8. ამ მუხლის მეშვიდე პუნქტით გათვალისწინებული ქმედება ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში - ჩადენილი გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 9. გემზე მზარეულის დასაქმება, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ მოთხოვნებს - გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 10. ამ მუხლის მეცხრე პუნქტით ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 11. მეზღვაურების დასაქმება სააგენტოს მიერ არაღიარებული საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელი პირის მიერ ან ამ კანონის მე-9 მუხლის დარღვევით დასაქმების შემთხვევაში გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 12. ამ მუხლის მეთერთმეტე პუნქტით ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 13. გემზე მყოფი მეზღვაურისთვის ხელშეკრულების გადაუცემლობა ამ კანონის მე-10 მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების მიუხედავად გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 14. ამ მუხლის მეცამეტე პუნქტით ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 15. გემთმფლობელის მიერ, მეზღვაურის მიმართ ხელშეკრულებით აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობა, მათ შორის ხელფასის გადაუხდელობა გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 16. ამ მუხლის მეთხუთმეტე პუნქტით ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაშიგამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 17. მეზღვაურისთვის ყოველწლიური ანაზღაურებად შვებულებაზე ან რეპატრიაციაზე უარი გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 18. ამ მუხლის მეჩვიდმეტე პუნქტით ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაშიგამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 19. გემთმფლობელის მიერ, მეზღვაურის რეპატრიაციის ორგანიზებასა და ფინანსურ გარანტიაზე უარი გამოიწვევს დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 20. ამ მუხლის მეცხრამეტე პუნქტით ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაშიგამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 21. გემის დაკარგვის შემთხვევაში ამ კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული უმუშევრობის კომპენსაციის გადახდაზე უარიგამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 22. ამ მუხლის ოცდამეერთე პუნქტით ჩადენილი ამინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 23. ამ კანონის VI თავით გათვალისწინებული ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დაცვისა და კეთილდღეობის მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 24. ამ მუხლის ოცდამესამე პუნქტით ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაშიგამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 25. ამ კანონის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნის დარღვევა საჩივრების განხილვის ეფექტიანი სისტემის შექმნასა და საქმიანობაზეგამოიწვევს გემთმფლობელის დაჯარიმებას 10 000 ლარის ოდენობით. 26. ამ მუხლის ოცდამეხუთე პუნქტით ჩადენილი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 15 000 ლარის ოდენობით. 27. სიების ან სხვა მექანიზმების შექმნა, რომელიც ხელს შეუშლის ან შეუძლებელს გახდის მეზღვაურისთვის თავისი კვალიფიკაციის შესაბამისი სამუშაოს მიღებაში გამოიწვევს შესაბამისი პირის დაჯარიმებას 20 000 ლარის ოდენობით. 28. ამ მუხლის ოცდამეცხრე პუნქტით ჩადენილი ამინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 წლის განმავლობაში გამოიწვევს დაჯარიმებას 30 000 ლარის ოდენობით. ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობას. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს. საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. კონვენცია მიღებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ერთობლივი ძალისხმევით, რომელთა წევრიც არის საქართველო. შესაბამისად, მეზღვაურთა შორმითი და სოციალური უფლებების რეგულირების ვალდებულება საქართველოს, აკისრია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის წევრობის და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმების 126-ე, 293-ე და 296-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად „... მხარეები აღიარებენ საქართველოს მოქმედი და მომავალი კანონმდებლობის ეტაპობრივი დაახლოების აუცილებლობას ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან, რომელიც მოცემულია ამ შეთანხმების XV-D დანართში“, ხოლო 293-ე მუხლის b ქვეპუნქტის თანახმად, თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში მათ შორის მოიცავს დარგობრივი სტრატეგიების განვითარებას „საგზაო, სარკინიგზო, საავიაციო, საზღვაო ტრანსპორტსა და ინტერმოდალურობასთან დაკავშირებული ეროვნული სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში, ტექნიკურ აღჭურვილობასა და სატრანსპორტო პარკების განახლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მოთხოვნების ჩათვლით.” ასოცირების შეთანხმების XV-D დანართით კი საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება საკუთარი კანონმდებლობა დაუახლოვოს 1999 წლის 21 ივნისის საბჭოს 1999/63/EC დირექტივას, რომელიც ეხება „მეზღვაურთა სამუშაო დროის ორგანიზების შესახებ” შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა ევროპის გაერთიანების გემთმფლობელთა ასოციაციასა (ECSA) და ევროკავშირში ტრანსპორტის მუშაკთა გაერთიანებების ფედერაციას (FST) შორის – დანართი: „მეზღვაურთა სამუშაო დროის ორგანიზების შესახებ” ევროპული შეთანხმება და 1999 წლის 13 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 1999/95/EC დირექტივას „გაერთიანების ნავსადგურებში შემოსული გემების ბორტზე მეზღვაურთა სამუშაო საათებთან მიმართებით დებულებების ამოქმედების თაობაზე“. კანონპროექტის მომზადება ასევე დაკავშირებულია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 2006 წლის 23 თებერვლის „საზღვაო შრომის კონვენციის“ საქართველოს მიერ სავალდებულოდ აღიარებასთან. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: 1999 წლის 21 ივნისის საბჭოს 1999/63/EC დირექტივა, რომელიც ეხება “მეზღვაურთა სამუშაო დროის ორგანიზების შესახებ” შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა ევროპის გაერთიანების გემთმფლობელთა ასოციაციასა (ECSA) და ევროკავშირში ტრანსპორტის მუშაკთა გაერთიანებების ფედერაციას (FST) შორის – დანართი: “მეზღვაურთა სამუშაო დროის ორგანიზების შესახებ” ევროპული შეთანხმება 1999 წლის 13 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 1999/95/EC დირექტივა „გაერთიანების ნავსადგურებში შემოსული გემების ბორტზე მეზღვაურთა სამუშაო საათებთან მიმართებით დებულებების ამოქმედების თაობაზე“. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი TRACECA MARITIME SAFETY AND SECURITY II, ქვე-პროექტის დასახელება: Transposition of relevant principles of MLC 2006 into the Georgian Legislative Environment. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.