„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საზღვაო შრომის კონვენცია“
- „საზღვაო შრომის კონვენცია“ კონვენცია
- „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-12
ბიუროს ნომერი 209
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
05/10/2020,
სარეგისტრაციო
კოდი: 270160000.05.001.020211) შეტანილ იქნეს ცვლილება და მე-5 მუხლს დაემატოს
შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი:
„31. თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის
დადგენილი, ამ კანონის მოქმედება ვრცელდება „მეზღვაურთა შრომის შესახებ“
საქართველოს კანონით განსაზღვრულ პირებზე.“.
მუხლი 2. ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
კანონპროექტი წარმოადგენს „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს
კანონპროექტიდან გამომდინარე კანონპროექტს და მისი მომზადება განპირობებულია
„მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „შრომის ინსპექციის შესახებ“
სქართველოს კანონს შორის შესაბამისობის აუცილებლობით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
„მეზღვაურთა შრომის
შესახებ“ კანონპროექტის
შესაბამისად,
შრომის
ინსპექტირებასთან დაკავშირებით, ვრცელდება „შრომის ინსპექციის შესახებ“
საქართველოს კანონის მოთხოვნები, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
აღნიშნულის გათვალისწინებით, საჭიროა შეტანილ იქნას ცვლილება „შრომის ინსპექციის
შესახებ“ საქართველოს კანონში, რომელიც ადგენს, რომ თუ სპეციალური
კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის
მოქმედება ვრცელდება „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრულ პირებზე.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონით
დადგენილი მოთხოვნები გავრცელდება „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს
კანონით განსაზღვრულ პირებზე იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონმდებლობით (ამ
შემთხვევაში „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ კანონით) ან მის საფუძველზე სხვა რამ არ
არის დადგენილი.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
„შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში შედის ცვლილება და მე-5
მუხლს ემატება შემდეგი შინაარსის 31 პუნქტი, რომლის მიხედვითაც, „თუ სპეციალური
კანონმდებლობით ან მის საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი, ამ კანონის
მოქმედება ვრცელდება „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონით
განსაზღვრულ პირებზე.“.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო
კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი
დასაბუთება:
კანონპროექტი ძალაში შედის 2024 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, მისი ამოქმედება
დაკავშირებულია „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის
ძირითადი ნაწილის ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს
კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის
დაფინანსების წყარო:
მიღებასთან
დაკავშირებით
აუცილებელი
ხარჯების
კანონპროექტის მიღება არ საჭიროებს ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების
გამოყოფას.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის
ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
რესპუბლიკის
კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
ასეთი არ არსებობს.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
ასეთი არ არსებობს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობას.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, - მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე
ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა)
სახელმწიფო,
არასახელმწიფო
ან/და
საერთაშორისო
ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო
კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების,
სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების
იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა
გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების
შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.