„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საზღვაო შრომის კონვენცია“
- „საზღვაო შრომის კონვენცია“ კონვენცია
- „მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 78 ✗ 1
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 86 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-12
ბიუროს ნომერი 209
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
მუხლი 1. საქართველოს საზღვაო კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №25-26, 14 ივნისი,
1997, გვ. 10) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 2
კოდექსი ვრცელდება საზღვაო გემებით ზღვებში, მდინარეებში, ტბებში, წყალსაცავებსა და
სხვა სანაოსნო გზებზე მიმოსვლაზე, თუ არ არსებობს ამ კოდექსით განსაზღვრული
გამონაკლისი, საქართველოს სხვა სპეციალური კანონი ან საერთაშორისო ხელშეკრულება.“
2. მე-10 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 10
საქართველოს ნავსადგურში შემოსული ყველა გემი ვალდებულია იმყოფებოდეს დროშის
სახელმწიფოს მიერ აღიარებული საკლასიფიკაციო საზოგადოების ტექნიკური
ზედამხედველობის ქვეშ ან სრულად სერტიფიცირებული დროშის სახელმწიფოს მიერ
შესაბამისი საერთაშორისო კონვენციების სტანდარტების დაცვით.“
3. კოდექსის მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 14
1. გემთმფლობელი გემის მესაკუთრე ფიზიკური ან იურიდიულ პირი, რომელიც
რეგისტრირებულია საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრის შესაბამის წიგნში, თუ
საქართველოს კანონმდებლობით სხვაგვარად არ არის განმარტებული.
2. გემთმფლობელს შეუძლია დანიშნოს მისი წარმომადგენელი ფიზიკური ან იურიდიული
პირი, რომელიც აღასრულებს იმ უფლებებს და ვალდებულებებს, რომლებიც
გამომდინარეობს 2006 წლის საზღვაო შრომის კონვენციიდან (MLC 2006), ცვლილებათა
გათვალისწინებით. აღნიშნული პირი შესაძლოა იყოს იგივე პირი, 500 და მეტი საერთო
ტევადობის გემის მიმართ დანიშნული, რომელიც ასევე სერტიფიცირებულია
საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის მიერ 1993 წლის 4 ნოემბრის ასამბლეის
რეზოლუცია A.741-ით, 2000 წლის 5 დეკემბრის საზღვაო უსაფრთხოების კომიტეტის
რეზოლუცია MSC.104(73)-ით შეტანილი ცვლილებების მიხედვით მიღებული „გემების
უსაფრთხო მართვისა და დაბინძურების თავიდან აცილების შესახებ" (ISM კოდექსი)
საერთაშორისო მართვის კოდექსის შესაბამისად.
3. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველ ნაწილში მითითებული გემთმფლობელის
ნაცვლად დანიშნულია სხვა პირი MLC 2006-დან გამომდინარე ვალდებულებების
შესასრულებლად, აღნიშნული ფიზიკური პირი ან იურიდიული პირი მიეთითება როგორც
გემთმფლობელი საზღვაო შრომის სერტიფიკატსა და საზღვაო შრომის კონვენციის
შესაბამისობის დეკლარაციაზე, ასევე ნებისმიერ სხვა სერტიფიკატზე, რომელიც
გამომდინარეობს MLC 2006 კონვენციიდან.
4. გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს:
ა) გემის ზღვაოსნობაუნარიანობა და ნაოსნობის უსაფრთხოება;
ბ) ადამიანის, გემისა და ტვირთის დაზიანების თავიდან აცილება;
გ) გემის ტექნიკური გამართულობა;
დ) ეკიპაჟის წევრებისათვის შრომის უსაფრთხო პირობები;
ე) გემის სურსათ-სანოვაგით, წყლითა და საპოხ-საცხები და საწვავი მასალით მომარაგება;
ვ) გემის ეკიპაჟის წევრებისა და მგზავრებისათვის ნორმალური საყოფაცხოვრებო
პირობების შექმნა;
ზ) საქართველოს კანონმდებლობითა და საერთაშორისო სამართლის ნორმებით
დაკისრებულ სხვა ვალდებულებათა შესრულება.“
4. მე-15 მუხლის „ა1“ პუნქტი ამოღებულ იქნას.
5. მე-16 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილები და მე-17 მუხლი ამოღებულ იქნეს.
6. მე-18 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 18
უფლება საქართველოს ტერიტორიულ წყლებში ან შიგა წყლებში ჩაძირულ ქონებაზე (გემი,
მისი ნამსხვრევები, აღჭურვილობა, ტვირთი და ა.შ.), აგრეთვე ამ ქონებასთან
დაკავშირებული ურთიერთობა განისაზღვრება ამ კოდექსით და საქართველოს მოქმედი
კანონმდებლობით.“
7. კოდექსის 22-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 22
თუ გემის მიერ მიყენებული ზიანი განსაზღვრული არ არის ამ კოდექსის მე-20 და 21-ე
მუხლებით, ზიანის ანაზღაურებას არეგულირებს იმ სახელმწიფოს კანონმდებლობა, სადაც
ადგილი ჰქონდა ზიანის გამომწვევ ქმედებას ან სხვა გარემოებას, რომელმაც შექმნა
საფუძველი ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისათვის, ხოლო, თუ ზიანი მიყენებულია ღია
ზღვაში, ზიანის ანაზღაურებას აწესრიგებს საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის
შემთხვევაში, საქართველოში მოქმედი კანონმდებლობა.“
8. 28-ე მუხლის:
ა) „ა.ბ.“ და „ა.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი შინაარსით:
„ა.ბ) პატარა გემი − მცურავი საშუალება, რომლის რეგისტრული ტონა არის 100 ტონაზე
ნაკლები, მათ შორის ზომამცირე გემი;
ა.გ) მშენებარე გემი − მშენებარე მცურავი საშუალება, რომლის იდენტიფიცირება
შესაძლებელია გემთმშენებლის მშენებარე გემის კორპუსის ნომრით ან სხვა რაიმე
საშუალებით. მშენებარე გემი, შესაძლოა დარეგისტრირდეს საქართველოს გემების
სახელმწიფო რეესტრში, თუმცა აღნიშნულის განსახორციელებლად საჭიროა მომავალი
გემთმფლობელისა და გემთმშენებლის ერთობლივი თანხმობა. მშენებარე გემის
რეგისტრაციის ფაქტი არ წარმოადგენს მისი კუთვნილების დამადასტურებელ ერთადერთ
იურიდიული ძალის მქონე ფაქტს.“
ბ) „ე“-„ზ“ პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) გემის რეგისტრაციის შეჩერება − წინამდებარე კოდექსით გათვალისწინებული გემის
რეგისტრაციის შეჩერება, რის საფუძველზედაც გემს დროებით ჩამოერთმევა საქართველოს
სახელმწიფო დროშით სარგებლობის უფლება;
ვ) გემის რეგისტრაციიდან მოხსნა − გემის რეგისტრაციის გაუქმება გემთმფლობელის ან
სხვა უფლებამოსილი პირის განცხადების საფუძველზე, ან თუ გემთმფლობელი ან
უფლებამოსილი პირი არ მომართავს სააგენტოს დროებით დარეგისტრირებული გემის
რეგისტრაციის ვადის გასვლამდე გემის მუდმივი ან ვადიანი რეგისტრაციისთვის;
ზ) გემის რეგისტრაციის შეწყვეტა − გემის რეესტრის გაუქმება მთავარი რეგისტრატორის
გადაწყვეტილებით, ამ კოდექსის 36-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად.“
9. 28-ე მუხლს:
ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის ,,ზ1“ და ,,ზ2“ პუნქტები:
„ზ1) შეჩერებული რეგისტრაციის აღდგენა - ამ მუხლის „ე“ პუნქტით გათვალისწინებული
გემის შეჩერებული რეგისტრაციის აღდგენა, რის საფუძველზეც გემს აღუდგება
საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის უფლება.
ზ2) რეგისტრაციის ყოველწლიური დამოწმება - დიდი გემის ყოველწლიური დამოწმების
მოწმობის და რადიოსადგურის მოწმობის განახლება, ხოლო პატარა გემის რეგისტრაციის
მოწმობისა და რადიოსადგურის მოწმობის (არსებობის შემთხვევაში) -განახლება.“
ბ) დაემატოს შემდეგი შინაარსის „კ“ პუნქტი:
კ) უნიკალური ნომერი - მოწმობაზე ციფრების, ასოებისა თუ სიმბოლოთა წყობა, რომელიც
გამოიყენება სააგენტოს ან აღიარებული ორგანიზაციის მიერ გაცემული ელექტრონული
მოწმობების იდენტიფიცირებისათვის.“
10. 29-ე მუხლის მე-2 ნაწილი ამოღებულ იქნეს.
11. 29-ე მუხლის მე-8 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. ბერბოუტ-ჩარტერის შემთხვევაში გემი შეიძლება დარეგისტრირდეს საქართველოში,
თუ დაფრახტვის მომენტში მისი დროშის სახელმწიფო თანახმაა საქართველოს რეესტრში
გემის სახელმწიფო რეგისტრაციის შესახებ. ამასთან, აღნიშნულ სახელმწიფოში
სახელმწიფო საზღვაო დროშით ცურვის უფლება უნდა იყოს შეჩერებული. ბერბოუტ ჩარტერით საქართველოს დროშის ქვეშ გემის რეგისტრაციის შემთხვევაში, გემთან
დაკავშირებული საკუთრების, სხვა ქონებრივი უფლებების, როგორებიცაა საზღვაო
იპოთეკა და გირავნობა, რეგისტრაცია შესაძლოა დარჩეს გემის ძირითად რეესტრში, ხოლო
საქართველოს დროშით ცურვის უფლებას გემი მიიღებს ბერბოუტ-ჩარტერის
ხელშეკრულების მოქმედების ვადის შესაბამისად.“
12. 31-ე მუხლის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს.
13. 32-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 11, 12 და 41 ნაწილები:
„11. წინამდებარე მუხლის პირველ ნაწილში მითითებული რეესტრი შესაძლოა წარმოებდეს
ელექტრონული ფორმით, მათ შორის შესაძლოა გაიცეს გემის რეგისტრაციასთან
დაკავშირებული ელექტრონული მოწმობები.“
1 2.
გემის
რეგისტრაციასთან
დაკავშირებული
ელექტრონულ
მოწმობებთან
დაკავშირებული საკითხები რეგულირდება „ელექტრონული დოკუმენტისა და
ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონით.
„41. აკრძალულია ბერბოუტ-ჩარტერის წიგნში რეგისტრირებულ გემზე საზღვაო იპოთეკის
ან სხვა ქონებრივი შეზღუდვის რეგისტრაცია.“
14. 35-ე მუხლის მე-4 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„4. პატარა გემის და ზომამცირე გემის რეგისტრაცია არის მუდმივი და ექვემდებარება
ყოველწლიურ განახლებას.“
15. 35-ე მუხლის მე-6 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„6. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაცია დასტურდება ვადიანი რეგისტრაციის მოწმობით,
რომლის ვადა განისაზღვრება ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადით
ან შესაბამისი გემისთვის უცხო ქვეყნის სათანადო რეესტრში სახელმწიფოს საზღვაო
დროშით ნაოსნობის უფლების შეჩერების ვადის შესაბამისად, რომელიც არ შეიძლება
აღემატებოდეს 2 კალენდარულ წელს. ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაცია შესაძლოა
გაგრძელდეს შემდგომი პერიოდებით, რომელიც არ სცილდება 2 კალენდარულ წელს, მისი
ძირითადი დროშის სახელმწიფოს თანხმობის შემთხვევაში.“
16. 36-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ამოღებულ იქნეს და დაემატოს შემდეგი
შინაარსის „თ“ და „ი“ ქვეპუნქტები:
„თ) რეგისტრაციის მოწმობების მოქმედების ვადის გასვლა, იმ შემთხვევაში, თუ ვადის
გასვლამდე გემთმფლობელი არ მოითხოვს განახლებას ან დამოწმებას ამ კოდექსის 35-ე
მუხლის მე-4 და მე-5 ნაწილების შესაბამისად.
ი) აღიარებული ორგანიზაციის
გადაწყვეტილების არსებობა გემის ტექნიკური
ზედამხედველობის შეჩერების ან მოხსნის თაობაზე."
17. 39-ე მუხლის პირველი -მე-3 ნაწილები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოში რეგისტრირებულ გემს უნდა ჰქონდეს შემდეგი ძირითადი საბუთები:
ა) რეგისტრაციის მოწმობა;
ბ) გემის -ეკიპაჟის მინიმალური უსაფრთხო რაოდენობით დაკომპლექტების მოწმობა
გ) გემის ჟურნალი;
დ) სამანქანო ჟურნალი (მექანიკური ძრავის მქონე გემს);
ე) გემის რადიოსადგურის ჟურნალი (საჭიროებისამებრ)
ვ) გემის სანიტარიული მოწმობა;
ზ) გემის რადიოსადგურის მოწმობა და სხვა საბუთები რადიოკავშირის რეგლამენტის
თანახმად;
თ) გემის ეკიპაჟის შემადგენლობის სია
ი) სხვა საბუთები/მოწმობები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს
საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
2. ამ მუხლში აღნიშნული ჟურნალები იწარმოება სააგენტოს მიერ დადგენილი წესით. შევსებული ჟურნალები ინახება გემზე 3 (სამი) წლის განმავლობაში.
3. ამ მუხლში აღნიშნული საბუთები მატერიალური ან ელექტრონული ვერსიები უნდა
ინახებოდეს გემზე. გემისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ელექტრონული მოწმობის,
მათ შორის, მოწმობის პერიოდული დამოწმების, წარმომავლობის, კანონიერი ძალის და
ნამდვილობის დადასტურების მკაფიო და მარტივი ინსტრუქცია, მოწმობაში არსებული
ინფორმაციის დადასტურების მიზნისთვის. “
18. 40-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 ნაწილი:
„6. სააგენტოს უფლება აქვს, ამ კოდექსის II1 თავით გათვალისწინებულ ტექნიკური
ზედამხედველობის ორგანიზაციასთან შეთანხმებით გასცეს ერთჯერადი ნაოსნობის
უფლება საერთაშორისო ნაოსნობის განსახორციელებლად იმ გემზე, რომლებიც შეძენილია
და იმყოფება საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ, დარეგისტრირდა შიდა
ნაოსნობის წიგნში და აპირებს გადასვლას რეგისტრაციის მიწერის ნავსადგურში.“
19. 441 მუხლის „ე“ და „კ“ პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სატვირთო გემი − არის ნებისმიერი გემი, რომელიც არ არის სამგზავრო გემი;“
კ) საერთაშორისო კონვენცია - საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციისა და
საერთაშორისო შრომის ორგანიზაციის კონვენციები, რომელთა მონაწილეც არის
საქართველო.“
20. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 4417 მუხლი:
„მუხლი 4417
1. ყველა ინსპექტორი და შემომმოწმებელი, რომელიც მუშაობს სააგენტოს ან აღიარებული
ორგანიზაციის სახელით, გემის ინსპექტირების, შემოწმების ან სერტიფიცირების
მიზნებისთვის, ამ კოდექსის 443 მუხლის მიზნებისთვის უნდა გააჩნდეს შემდეგი
უფლებები:
ა) ავიდეს საქართველოს ნებისმიერ დროშის ქვეშ მცურავ გემზე;
ბ) განახორციელოს ყველა საჭირო ინსპექტირება და შემოწმება, როგორც ეს მოითხოვება
საერთაშორისო საზღვაო კონვენციებით, რომელთა მხარეც საქართველოა;
გ) მოითხოვოს დაფიქსირებული შეუსაბამობების, ხარვეზების აღმოფხვრა;
დ) აუკრძალოს გემს ნაოსნობაში გასვლა, როდესაც აქვს იმის დასაბუთებული ვარაუდი,
რომ დაფიქსირებული შეუსაბამობები წარმოადგენენ საერთაშორისო საზღვაო
კონვენციების სერიოზულ დარღვევას ან წარმოადგენენ საფრთხეს გემზე მყოფ
მეზღვაურთა უსაფრთხოების, ჯანმრთელობის დაცვის ან უშიშროების წინააღმდეგ.
2. ინსპექტორმა და შემმოწმებელმა უნდა გაატარონ ყველა შესაბამისი ღონისძიება, რომ
თავიდან აიცილონ გემის უსაფუძვლო მოცდენა.
3. ინსპექტორი ან შემმოწმებელი, რომელიც ახორციელებს გემის შემოწმებას MLC 2006
სტანდარტებზე უნდა უზრუნველყოს, რომ ინსპექტირების ანგარიშის ასლი მიეწოდება
გემის კაპიტანს. ასევე, ინსპექტირების ანგარიში უნდა განთავსდეს გემზე თვალსაჩინო
ადგილზე და ასევე, გაეგზავნოს სააგენტოს.
4. გემის მფლობელს, დამფრახტავს ან კომპანიას ეკრძალებათა გემის ინსპექტორის და
შემმოწმებლის მიმართ ხელშეშლა, მათი მოვალეობის შესრულების პროცესში.“
21. დაემატოს შემდეგი შინაარსის „II2 თავი“
„თავი II2 საცხოვრებელი პირობები გემზე
მუხლი 4418
1. წინამდებარე მუხლის მიზნებისათვის, საერთაშორისო ნაოსნობაში ჩართული
საქართველოს ის გემი, რომლის საერთო ტევადობაც აღემატება 500 ტონას და აშენებულია
საქართველოსთვის MLC 2006-ის ძალაში შესვლამდე მიიჩნევა, როგორც არსებული გემი
(existing ship).
2. ყველა არსებული გემი უნდა აკმაყოფილებდეს საცხოვრებელ და დასასვენებელ
კონსტრუქციასა და აღჭურვილობასთან დაკავშირებულ იმ მოთხოვნებს, რომლებიც
წარმოდგენილია ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1949 წლის კონვენციაში
(ახალი რედაქცია) (№92) და ეკიპაჟის საცხოვრებლად განთავსების შესახებ 1970 წლის
კონვენციაში
(დამატებითი
დებულებები)
(№133).
3. ყველა არსებულ გემს უნდა გააჩნდეს აღიარებული ორგანიზაციის მიერ გაცემული
სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ ეკიპაჟის საცხოვრებელი პირობები გემზე
შეესაბამება ამ მუხლის მე-2 ნაწილში მითითებულ კონვენციებს.
4. სააგენტოს შეუძლია დაუშვას გამონაკლისი ყველა არსებულ გემზე, შემდეგი სახის
მოთხოვნებიდან:
ა) N92 კონვენციის მე-11 და N133 კონვენციის მე-6 მუხლებიდან, იმ შემთხვევაში, თუ
სასადილო ოთახი, რომელიც არის გემზე, ადეკვატურია გემზე მყოფი ყველა მეზღვაურის
მიერ გამოსაყენებლად;
ბ) N92 კონვენციის მე-12 და N133 კონვენციის მე-7 მუხლებიდან, იმ შემთხვევაში, როდესაც
არსებული სივრცეები როგორც ეს შესაძლებელია შეესაბამებიან ამ მუხლების მოთხოვნებს.
5. ამ მუხლის მიზნებისთვის, საქართველოს გემი, რომელიც აშენებულია
საქართველოსთვის, MLC 2006 ძალაში შესვლის შემდეგ, მიიჩნევა ახალ გემად. გემი
ჩაითვლება აგებულად იმ დღეს, როდესაც მოხდება მისი კილის ჩადება ან როდესაც იგი
წარმოდგენილი იქნება მშენებლობის ანალოგიურ სტადიაზე.
6. ყველა ახალი გემი უნდა შეესაბამებოდეს MLC 2006 სტანდარტ A3.1 და MLC 2006
სახელმძღვანელო პრინციპებში B3.1.1-3.1.12.
7. ამ მუხლის მეორე ნაწილის მიზნებისათვის მოთხოვნები განათების, ვენტილაციის,
დრენაჟების და გათბობის სისტემების მიმართ განისაზღვრება სააგენტოს მიერ.“
22. კოდექსის III თავის სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
“თავი III კაპიტნის მოვალეობა და გემის უსაფრთხო მართვა“
23. 45-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 45
1. ამ თავის მიზნებისათვის:
ა. „გემთმფლობელი“ ნიშნავს გემის მეპატრონეს, იურიდიულ ან ფიზიკურ პირს,
მაგალითად მენეჯერს, აგენტს ან ბერბოურ-ჩარტერერს, რომელსაც დაეკისრა
მფლობელისგან გემის ექსპლუატაციის პასუხისმგებლობა. ამასთან, აღნიშნულ პროცესში
ამ პირმა განაცხადა თანხმობა, რომ აიღოს გემთმფლობელზე დაკისრებული მოვალეობები
და პასუხისმგებლობები 2006 წლის საზღვაო შრომის კონვენციის შესაბამისად,
მიუხედავად იმისა, შეასრულებს თუ არა რაიმე სხვა
გემთმფლობელის სახელით სხვა გარკვეულ მოვალეობებს.
ორგანიზაცია
ან
პირი
ბ. "მეზღვაური" ნიშნავს ნებისმიერ პირს, რომელიც არის დასაქმებული ან მუშაობს
ნებისმიერ თანამდებობაზე გემზე, რომელიც ოპერირებს საერთაშორისო ნაოსნობაში
საქართველოს სანაპირო წყლების (sheltered waters) ან ნავსადგურის აკვატორიის ფარგლებს
მიღმა.
2. თუ სხვა რამ არ არის განსაზღვრული, ეს თავი გამოიყენება გემებზე, რომლებიც
ოპერირებენ საერთაშორისო ნაოსნობაში, საქართველოს სანაპირო წყლებისა (sheltered
wates) და საქართველოს ნებისმიერი ნავსადგურის აკვატორიის მიღმა.“
24. კოდექსის 48-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 48
1. კაპიტნის ბრძანებები მისი კომპეტენციის ფარგლებში ზედმიწევნით უნდა შესრულდეს
გემზე ყველა პირის მიერ. თუ გემზე ვინმე არ შეასრულებს კაპიტნის ბრძანებებს, კაპიტანი
ვალდებულია მიიღოს ზომები ამ პირთა მიმართ.
2. კაპიტნის უფლებამოსილება მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება მხოლოდ იმ
ძალაუფლებით, რომ უარი თქვას გემის ნაოსნობაში გაყვანაზე, როდესაც მას გემი
უსაფრთხოდ არ მიაჩნია, განუცხადოს უარი ნებისმიერ პირს გემზე ასვლაზე, გარდა
სახელმწიფოთა მიერ უფლებამოსილი პირებისა, რომლებიც აღასრულებენ მოვალეობას
ზღვაზე სიცოცხლის უსაფრთხოების შესახებ 1974 წლის საერთაშორისო კონვენციის
შესაბამისად, ასევე ნებისმიერი სახის ტვირთის დატვირთვაზე უარის თქმას.
3. თუკი კაპიტანი მისი პროფესიული განსჯით ჩათვლის, რომ არსებობს კონფლიქტი გემის
მიმართ წაყენებულ საზღვაო უშიშროების მოთხოვნასა და საზღვაო უსაფრთხოების
მოთხოვნას შორის, იგი უპირატესობას ანიჭებს საზღვაო უსაფრთხოების მოთხოვნას,
საჭიროების შემთხვევაში, იღებს საზღვაო უშიშროების დროებით ზომებს და
დაუყოვნებლივ აცნობებს მომხდარის შესახებ სააგენტოს.“
25. 52-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 52
გემზე ბავშვის დაბადების შემთხვევაში კაპიტანი ახორციელებს გემის საბორტო ჟურნალში
ფაქტის აღრიცხვას, მიუთითებს დედისა და მამის სახელებს, მათი დაბადების თარიღებს
და მოქალაქეობას. ასევე, ბავშვის დაბადების თარიღს, სქესს და ინფორმაციას იმის შესახებ
ცოცხალი დაიბადა თუ არა ბავშვი. ასეთ შემთხვევაში, გემის საბორტო ჟურნალში
განხორციელებული ჩანაწერი ექვემდებარება ორი მოწმის ხელმოწერას. კაპიტნის
ჩანაწერის ასლი, ორი მოწმის ხელმოწერის მითითებით, უნდა გადაეცეს ბავშვის მშობელს,
შესაბამის სამოქალაქო ორგანოებში დაბადების რეგისტრაციისათვის.“
26. 53-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 53
1. გემის კაპიტანი ვალდებულია დაამოწმოს გემზე მყოფი პირის ანდერძი, შეინახოს და
გადასცეს იგი საქართველოს ნავსადგურის კაპიტანს, ან საქართველოს საკონსულო
თანამდებობის პირს უცხოეთის ნავსადგურში.
2. გემზე პირის გარდაცვალების შემთხვევაში, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემის
კაპიტანი ვალდებულია შესაბამისი ჩანაწერი გააკეთოს გემის საბორტო ჟურნალში,
რომელსაც ამოწმებს ორი მოწმე, რომელთაგან ერთი უნდა იყოს გემის ექიმი, გემზე მისი
ყოფნის შემთხვევაში.
3. გემზე ნებისმიერი პირის გარდაცვალების შემთხვევაში გემის კაპიტანი ვალდებულია
განახორციელოს საბორტო ჟურნალში შეტანილი ჩანაწერის ასლის მომზადება, რომელსაც
ადასტურებს ორი მოწმე.
4. ნებისმიერი ქონება, რომელიც ეკუთვნოდა გარდაცვლილს, ექვემდებარება აღწერას და
გემზე უსაფრთხოდ შენახვას, რათა პირველივე შესაძლებლობისთანავე გადაეცეს ეს
ნივთები გარდაცვლილის მემკვიდრეს, გემთმფლობელის ხარჯით ან იმ პირის ხარჯით,
რომელიც ახორციელებს გემის მართვას.
5. საბორტო ჟურნალის ჩანაწერის ასლი უნდა გადაეცეს საქართველოს უახლოეს
საკონსულო დაწესებულებას ან საქართველოს ნავსადგურში დაბრუნებისას საქართველოს
ნებისმიერი ნავსადგურის კაპიტანს.
6. გემის კაპიტანი ვალდებულია დაუყოვნებლივ შეატყობინოს სააგენტოს გემზე
ნებისმიერი პირის დაღუპვის ფაქტი, შესაბამისი ახსნა-განმარტებებით .
7. პირველივე შესაძლებლობისთანავე გემთმფლობელი ვალდებულია გარდაცვლილი
პირის
სხეულის
რეპატრიაცია
განახორციელოს
საკუთარი
ხარჯებით.
8. იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ ხვდებიან ტერმინის „მეზღვაური“ განმარტების ქვეშ,
„მეზღვაურთა შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ასევე იმ პირობის
არსებობისას, რომ გარდაცვლილის ახლობლებს არ გააჩნიათ გარდაცვლილის სხეულის
რეპატრიაციის საშუალება, კაპიტანს შეუძლია მიიღოს გარდაცვლილის ზღვაში
დაკრძალვის გადაწყვეტილება ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და საერთაშორისო
შრომის ორგანიზაციის მიერ გაცემული შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინებით.“
27. კოდექსის 55-ე, 56-ე და 59-ე მუხლები ამოღებულ იქნეს.
28. კოდექსის 62-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 62
მეზღვაურთა დასაქმების პროცედურა, მათი უფლება და მოვალეობა, ასევე მეზღვაურთა
სოციალური
დაცვის
დებულებები
განისაზღვრება
საქართველოს
შრომის
კანონმდებლობით, მეზღვაურთა შრომის შესახებ საქართველოს კანონით, საზღვაო
დისციპლინური წესდებით და მეზღვაურთა შრომითი ხელშეკრულებით.“
29. კოდექსის 63-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 63
საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო
და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების შესაბამისად, გემის ეკიპაჟი ვალდებულია
პირნათლად შეასრულოს დაკისრებული მოვალეობა; ნაოსნობის უსაფრთხოების, ზღვის
გარემოს დაცვის, ტვირთის უდანაკარგოდ გადატანის, გემის გამართული ტექნიკური
მდგომარეობის შენარჩუნების მიზნით შეასრულოს კაპიტნის განკარგულებები და
მოთხოვნები, იხელმძღვანელოს სააგენტოს სამართლებრივი აქტებითა და კომპანიის
წესებით.
30. 64-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 64
1. საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი ყველა გემი, რომელსაც წინამდებარე თავი შეეხება,
ვალდებულია ბორტზე გააჩნდეს:
ა. მოქმედი სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია 2006 წლის საზღვაო შრომის კონვენციის
შესაბამისად, და
ბ. ILO პრაქტიკის კოდექსის ამჟამინდელი გამოცემის ასლი; საზღვაო გემსა და
ნავსადგურში გემების უბედური შემთხვევების პრევენციის შესახებ (ILO კოდექსი),
აგრეთვე მეზღვაურის სამუშაო უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის შესახებ
ნებისმიერი დამატებითი მითითება, რომელიც შეიძლება მიღებულ იქნას ან გამოქვეყნდეს
სააგენტოს მიერ.
2. საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე სამუშაოები უნდა წარმოებდეს ILO
კოდექსის დებულებების გათვალისწინებით.
3. ყველა კომპანია ან გემთმფლობელი ან ნებისმიერი პირი, რომელსაც გააჩნია
საქართველოს გემის ოპერირების პასუხისმგებლობა, ვალდებულია გემზე დანერგოს
შრომის უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტები, ჯანმრთელობის მართვის პოლიტიკა
და პროგრამა ILO კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული უნდა მოიცავდეს:
ა) გემზე პროფესიული უბედური შემთხვევების, დაზიანებებისა და დაავადებების
პრევენციისათვის გონივრულ ზომებს, გარემოსდაცვითი ფაქტორების და ქიმიკატების
მავნე გავლენის შემცირებისა და პროფილაქტიკის ზომებს, აგრეთვე ტრავმის ან
დაავადების რისკის, შემცირების ზომებს, რომელიც შეიძლება წარმოიშვას გემის
აღჭურვილობის გამოყენებით.
ბ) მეზღვაურთა ტრენინგს, ინსტრუქციებს სამრეწველო უბედური შემთხვევების
პრევენციის, საწარმოო ტრავმებისა და დაავადებების პროფილაქტიკისთვის და სამუშაო
უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უწყვეტი გაუმჯობესების ზომებს, რომელშიც
მონაწილეობას იღებენ მეზღვაურთა წარმომადგენლები და მათი განხორციელებით
დაინტერესებული ყველა სხვა პირი.
გ) ინსპექტირების, ანგარიშგების და ხარვეზის გამოსწორების შესაბამის პროცედურებს,
რომელიც ასევე უნდა მოიცავდეს გემზე მომხდარი საწარმოო შემთხვევების, პროფესიული
დაავადებების მოკვლევისა და ანგარიშგების შესახებ პროცედურებს.
დ)
18 წლამდე მეზღვაურთა ჯანმრთელობაზე განსაკუთრებული ყურადღების
მიქცევის წესებს.
ე) გემის კაპიტნის ან კაპიტნის მიერ განსაზღვრული პირის სპეციფიურ ვალდებულებებს
შრომითი უსაფრთხოების პოლიტიკისა და პროგრამის განხორციელებაში.
ვ) პროცედურებს, გემის უსაფრთხოების კომიტეტში ეკიპაჟის წევრთა დანიშნული ან
არჩეული წარმომადგენლის მონაწილეობის შესახებ.
ზ) პროცედურებს რისკის შეფასების შესახებ შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის
დაცვის შესახებ, რომელიც მოიცავს სტატისტიკურ ინფორმაციას კონკრეტული გემის,
ასევე სააგენტოს მიერ გამოცემულ ინფორმაციაზე.
4. ყველა კომპანია, გემთმფლობელი ან საქართველოს დროშით მცურავი გემის
ოპერირებაზე პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს გემის უსაფრთხოების
კომიტეტის ჩამოყალიბება, რომელიც შედგება მინიმუმ 5 ეკიპაჟის წევრისგან. აღნიშნული
კომიტეტი საკუთარ საქმიანობას ახორციელებს ILO კოდექსის დებულებების
გათვალისწინებით. “
31. 65-ე მუხლი ამოღებულ იქნეს.
32. 66-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 66
1. საქართველოს დროშით მცურავ გემზე მიწოდებული საკვები პროდუქტი უნდა
შეესაბამებოდეს გემზე მეზღვაურთა რაოდენობას და მათ რელიგიურ და კულტურულ
წეს-ჩვეულებებს, უნდა ითვალისწინებდეს გემის ნაოსნობის ხანგრძლივობას, უნდა იყოს
შესაბამისი
რაოდენობის, ამასთან, დაცული უნდა იყოს კვებითი ღირებულება, ხარისხი და
მრავალფეროვნება.
2. გემზე სასმელი წყლისა და საკვების შესაბამისობა, ხარისხი და რაოდენობა
განისაზღვრება სააგენტოს მიერ.
3. გემის სამზარეულოს ორგანიზება და აღჭურვილობა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ
ითვალისწინებდეს მეზღვაურებისათვის ადეკვატური, მრავალფეროვანი და მაღალი
კვებითი ღირებულების საკვების მომზადებას ჰიგიენურ პირობებში.
4. ყველა საქართველოს დროშით მცურავ გემზე სავალდებულოა შესაბამისად
კვალიფიციური მზარეულის შერჩევა. თუმცა, იმ შემთხვევაში, თუ ეკიპაჟის უსაფრთხო
დაკომპლექტების დოკუმენტში მითითებული მეზღვაურთა საერთო რაოდენობა ათზე
ნაკლებია, შესაძლოა გემს არ ჰყავდეს კვალიფიციური მზარეული. ასეთ შემთხვევაში,
გემთმფლობელი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ გემზე მყოფი ის პირი, რომელსაც
ევალება საკვების მომზადება არის სათანადოდ მომზადებული საკვები პროდუქტების
მოვლის, შენახვისა და მომზადების შესახებ, ამ მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად.
5. კვალიფიციური მზარეული არის პირი, რომელიც ასეთად მიჩნეულია მეზღვაურთა
შრომის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე.
6. ყველა მეზღვაურს, რომელიც მუშაობს საქართველოს დროშით მცურავ გემზე საზღვაო
კულინარიის მიმართულებით უნდა გააჩნდეს შესაბამისი წვრთნა და ინსტრუქტაჟი მათი
პოზიციების შესაბამისად.
7. ამ მუხლის მიზნებისათვის სათანადო წვრთნა და ინსტრუქტაჟი მოიცავს პირებს,
რომლებმაც:
ა) გაიარეს სააგენტოს მიერ აღიარებული საწვრთნელი კურსი, ან
ბ) გაიარეს გემთმფლობელის მიერ ორგანიზებული საწვრთნელი კურსი, რომელიც,
როგორც მინიმუმ, მოიცავს პირადი უსაფრთხოების მეთოდებს სამზარეულოში, საკვების
და პირად ჰიგიენას.
8. საქართველოს დროშით მცურავი გემის კაპიტანი ან კაპიტნის მიერ განსაზღვრულმა
პირმა ვალდებულია მინიმუმ კვირაში ერთხელ აწარმოოს საკვებისა და სასმელი წყლის,
საკვები პროდექტების საწყობის, სამზარეულოს და სხვა დაკავშირებული აღჭურვილობის
მონიტორინგი.
9. ამ მუხლის მე-8 ნაწილში მითითებული ინსპექტირების გარდა, საქართველოს დროშით
მცურავი გემის კაპიტანი ან კაპიტნის მიერ განსაზღვრულმა პირმა, ვალდებულია,
ყოველთვიურად, უზრუნველყოს გემზე საცხოვრებელი ადგილების ინსპექტირება, რათა
დარწმუნდეს, საცხოვრებელი ოთახები არის ჰიგიენური და უზრუნველყოფს ღირსეულ
განთავსებას.
10. ამ მუხლის მე-8 და მე-9 ნაწილებით მოთხოვნილი ინსპექტირება და ამ ინსპექტირების
დროს აღმოჩენილი ნებისმიერი შეუსაბამობა აღირიცხება გემზე აღმოჩენილ სხვა
შეუსაბამობებთან ერთად, ასევე მიეთითება მათ აღმოსაფხვრელად გატარებულ
ღონისძიებებში. “
33. 67-ე მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 67
საქართველოს დროშით მცურავი გემის მფლობელი ან ოპერირებაზე პასუხისმგებელი
ნებისმიერი პირი ვალდებულია უზრუნველყოს, რომ:
ა) გემი სრულად შეესაბამება საქართველოს სახელმწიფო დროშის ქვეშ მცურავ გემებზე
ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მინიმალურ სტანდარტებს, რომლებიც მტკიცდება
სააგენტოს დირექტორის მიერ. ამასთან, აღნიშნული სტანდარტების შემოწმება
ხორციელდება მინიმუმ წელიწადში ერთხელ შესაბამისად კომპეტენტური პირის მიერ.
ბ) გემზე განათავსოს „საერთაშორისო სამედიცინო სახელმძღვანელო გემებისათვის“, მისი
უახლესი ვერსიით, ასევე „საშიშ ტვირთებთან დაკავშირებული შემთხვევებისას
პირველადი სამედიცინო დახმარების სახელმძღვანელო, თუ გემს გადააქვს საშიში
ტვირთი.
გ) გემზე იმყოფებოდეს კვალიფიციური ექიმი, როდესაც გემი ჩართულია საერთაშორისო
ნაოსნობაში 3 დღეზე მეტი ხნით და გადაჰყავს 100 ან მეტი პირი.“
34. 68-ე, 69 მუხლები, III1 თავი და 336-ე მუხლი ამოღებულ იქნას.
35. 337-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა) მოთხოვნები, რომლებიც დაკავშირებულია ქონების დაკარგვასთან ან დაზიანებასთან
(ნავსადგურის ნაგებობების, წყლის აუზების, სანაოსნო გზების, სანავიგაციო საშუალებების
დაზიანების ჩათვლით), რომელიც მოხდა გემზე ან პირდაპირ კავშირშია მის
ექსპლუატაციასთან ან სამაშველო ოპერაციებთან;“
36. 343-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თავისი პასუხისმგებლობის უზრუნველსაყოფად გემთმფლობელს სასამართლოში ან
სხვა კომპეტენტურ ორგანოში, სადაც მას მოთხოვნა წაუყენეს, შეუძლია შექმნას ფონდი.
ამასთან, MLC 2006-დან გამომდინარე ფინანსური გარანტიის სისტემა უნდა
უზრუნველყოფდეს პირდაპირ წვდომას, საკმარის დაფარვასა და გადაუდებელ ფინანსურ
დახმარებას, MLC 2006-ის ა2.5.2 სტანდარტის შესაბამისად, ნებისმიერი მიტოვებული
მეზღვაურის მიმართ, რომელიც იმყოფება საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე.“
მუხლი 2.
ამ კანონის ამოქმედებამდე სააგენტომ უზრუნველყოს ნორმატიული აქტების ამ კანონთან
შესაბამისობაში მოყვანა.
მუხლი 3.
ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-19
1.
პუნქტის „კ“ ქვეპუნქტისა, 20-ე - 36-ე პუნქტებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2.
ამ კანონის პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტები, მე-19 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი,
20-ე - 36-ე პუნქტები, ამოქმედდეს 2024 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„საქართველოს საზღვაო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
2006 წლის თებერვალში, 94-ე შრომის საერთაშორისო კონფერენციის მე-10 საზღვაო
სესიაზე მიღებულ იქნა საზღვაო შრომის კონვენცია 2006 (MLC 2006). კონვენცია არის
ყოვლისმომცველი და განსაზღვრავს მეზღვაურთა უფლებებს ღირსეული სამუშაო
პირობებისადმი. იგი მოიცავს თითქმის ყველა ასპექტს მათი მუშაობისა და ცხოვრების
შესახებ, მათ შორის: მინიმალური ასაკი, მეზღვაურთა შერჩევა და შრომითი მოწყობა,
მეზღვაურთა შრომის ხელშეკრულებები, ხელფასები, სამუშაო დროისა და დასვენების
დროის ხანგრძლივობა, შვებულებით სარგებლობის უფლება, ხელფასის გადახდის წესი,
რეპატრიაციის წესი, დასვენების საშუალებები, საკვები და საკვებით მომსახურების
წესი, ჯანმრთელობის დაცვა, სამედიცინო მომსახურება, სოციალურ-საყოფაცხოვრებო
მომსახურება და სოციალური უსაფრთხოების დაცვა. აღნიშნული კონვენცია მსოფლიოს
1.5 მლნ-ზე მეტ მეზღვაურს უზრუნველყოფს ფართო უფლებებითა და სამუშაო
ადგილზე დაცვის გარანტიებით. კონვენციის რატიფიცირებით საქართველო იღებს
ვალდებულებას, რომ სრულად მოიყვანს სისრულეში საქართველოს კანონმდებლობას
კონვენციის VI მუხლში გათვალისწინებული სახით, რათა უზრუნველყოს ყველა
მეზღვაურის უფლება ღირსეულ სამუშაოსთან დაკავშირებით. კონვენციის
რატიფიცირებით საქართველო იღებს ვალდებულებას მიიღოს საქართველოს კანონი,
რომელიც უზრუნველყოფს, ყოველ მეზღვაურს უფლება აქვს ჰქონდეს უსაფრთხო და
საიმედო სამუშაო ადგილი, რომელიც აკმაყოფილებს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით
მიღებულ სტანდარტებს. ყოველ მეზღვაურს უფლება აქვს ისარგებლოს სამართლიანი
სამუშაო პირობებით. ყოველ მეზღვაურს უფლება აქვს ისარგებლოს შრომისა და
ცხოვრების ღირსეული პირობებით გემის ბორტზე. ყოველ მეზღვაურს უფლება აქვს
ისარგებლოს ჯანმრთელობის დაცვით, სამედიცინო მომსახურებით, სოციალურსაყოფაცხოვრებო მომსახურებითა და სოციალური დაცვის სხვა ფორმებით.
აღნიშნულის გათვალისწინებით, მომზადდა საქართველოს კანონის პროექტი
„მეზღვაურთა შრომის შესახებ“, რომლის თანმდევი ცვლილებებიც წარმოდგენილია
წინამდებარე ცვლილების პროექტით.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
საქართველოს მიერ ამ „საზღვაო შრომის შესახებ“ კონვენციის რატიფიკაცია და მისი
დებულებების კანონმდებლობაში ასახვა, ასევე კონვენციიდან გამომდინარე
„მეზღვაურთა შრომის შესახებ“ კანონპროექტის შემუშავება უმნიშვნელოვანესია,
რადგან პირველ რიგში ეს გააუმჯობესებს ქართველი მეზღვაურების შრომით და
სოციალურ სტატუსს და საქართველოს დროშას გახდის უფრო მიმზიდველს. როგროც
უკვე აღინიშნა, მომზადდა საქართველოს კანონის პროექტი „მეზღვაურთა შრომის
შესახებ“. წარმოდგენილი კანონპროექტის ძირითადი არსია, ზემოაღნიშნულ კანონის
პროექტთან და კონვენციასთან შესაბამისობაში მოყვანა და საკითხების ერთგვარად
დარეგულირება. ასევე, წარმოდგენილი ცვლილებებით, გასწორდება კანონში
არსებული ტექნიკური ხასიათის ხარვეზი და გემის სახელმწიფო რეგისტრაციის
პროცედურების დახვეწა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღებით, გასწორდება ის საკანონმდებლო ხარვეზები, რომლებიც
დაკავშირებულია გემის სახელმწიფო რეგისტრაციის პროცესთან, ასევე მოხდება MLC
2006-ის რატიფიცირების შემდეგ, კოდექსის საჭირო მუხლების ცვლილებები.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
კოდექსის მე-2 მუხლში განხორციელებული ცვლილების მიზანია MLC 2006-ის
სპეციფიკის შემოტანა, რომელიც არ შეეხება შიდა წყლებს, ტბებს და წყალსაცავებს,
ამასთან აუცილებელია, რომ კოდექსს ჰქონდეს საშუალება დააწესოს გამონაკლისი
საკუთარი წესებიდან, როდესაც იგი მიემართება უშუალოდ MLC-ით განსაზღვრულ
გემებს.
მე-10 მუხლში განხორციელებული ცვლილების მიზანია, რომ აღმოიფხვრას
არსებული ხარვეზი. კერძოდ, გემის კლასიფიკაცია საკლასიფიკაციო საზოგადოების
მიერ არ არის აბსოლუტური მოთხოვნა. მაგალითად, გაერთიანებულ სამეფოს გააჩნია
დიდი კომერციული იახტები, რომლებიც სრულად საზღვაო ადმინისტრაციის მიერ
არიან სერტიფიცირებულნი, ამასთან გააჩნიათ გაერთიანებული სამეფოს დროშით
ცურვის უფლება. აღნიშნული მცურავი საშუალებები რა თქმა უნდა გემებია, თუმცა არა
საკლასიფიკაციო საზოგადოების ზედამხედველობის ქვეშ. მათი საქართველოს
ნავსადგურებში შემოსვლის შემთხვევაში კოდექსში არსებული ჩანაწერი სრულიად
შეზღუდავდა მათზე საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლის უფლებას. რაც როგორც
საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევად შეიძლება შეფასდეს.
კოდექსის მე-14 მუხლში განხორციელებული ცვლილების მიზანია აღმოფხვრას
შეუსაბმობები კოდექსის ზოგად ნაწილში არსებულ მუხლსა და კოდექსის 184-ე, 204-ე,
295-ე, 298, 337 და სხვ მუხლებს შორის, სადაც ტერმინი გემთმფლობელი გამოიყენება,
როგორც გემის მიმართ უფლების მქონე პირი საზღვაო იპოთეკის, ჩარტერის ან ზღვის
გარემოს დაბინძურებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. შემოთავაზებული ცვლილება
ცალსახად
განსაზღვრავს,
რომ
გემთმფლობელი
არის
პირის,
რომელიც
სამართლებრივად ფლობს გემს და ასეთად რეგისტრირებულია სახელმწიფო რეესტრში.
გემთმფლობელის უფლებები გემის დაზღვევასთან, მის გაყიდვასთან ან იპოთეკასთან
მიმართებაში არ საჭიროებს ცვლილებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული
სამართლებრივი შეუსაბამობები. თუმცა, გემთმფლობელის განმარტება MLC 2006დან
გამომდინარე შესაძლოა სრულიად სხვა პირი იყოს. სამართლებრივი შეუსაბამობის
თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია წარმოდგენილი ცვლილების განხორციელება.
კოდექსის მთლიან ტექსტში კი მოგვიანებით MLC-სთან დაკავშირებული საკითხების
რეგულირებაზე მიეთითება გემთმფლობელი ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელმაც აიღო
პასუხისმგებლობა MLC2006დან გამომდინარე გემზე.
ვინაიდან, საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებლ პირთა საკითხი
დარეგულირდა მეზღვაურთა შრომის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე,
საჭიროა კოდექსში შესაბამისი ცვლილების განხორციელება მე-15 მუხლში.
მე-16 მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილები ამოღებული იქნება, რადგან მათ არ გააჩნიათ
სამათლებრივი
დატვირთვა
და
წარმოადგენენ
მარტივი
საერთაშორისო
სამართლებრივი წესის კონსტატაციას.
მე-17 მუხლის ამოღების მიზანიც მისი საჭიროების არ ქონაა, კერძოდ, იგი
წარმოადგენს მარტივი საერთაშორისო სამართლებრივი წესის კონსტატაციას, ამასთან,
ცდილობს საქართველოს კანონს შესძინოს ექსტრატერიტორიული მოქმედების ბუნება.
საქართველოს გემის ეკიპაჟის წევრთა სტატუსი განისაზღვრება საქართველოს
კანონმდებლობით. სხვა დროშით მცურავ გემებზე ურთიერთობება ეკიპაჟის წევრებს
შორის კი განისაზღვრება შესაბამისი დროშის კანონმდებლობით. უფრო მეტიც, მეორე
ნაწილის ბოლო წინადადება, რომ კანონის დებულებათა მოდიფიკაცია კერძო
სამართლებრივი ხელშეკრულებებით შესაძლებელია კანონსაწინააღმდეგო ჩანაწერია.
მე-18 მუხლში შეტანილი ცვლილების მიზანია, შეიტანოს სამართლებრივი სიცხადე
საზღვაო ურთიერთობებში. კერძოდ, საქართველოს შეუძლია დაადგინოს წესები
მხოლოდ საკუთარ სახელმწიფო ტერიტორიაზე.
22-ე
მუხლში
განხორციელებული
ცვლილების
მიზანია,
გასწორდეს
სამართლებრივი ხარვეზი, კერძოდ შეიცვალა მუხლებზე მიმათითებელი ნორმები.
ამასთან მუხლი გასწორდა სამართლებრივი ლოგიკის თვალსაზრისით.
28-ე მუხლის ა.ბ. და ა.გ. ქვეპუნქტებში შეტანილი ცვლილება ემსახურება არსებული
ხარვეზის გასწორებას. კერძოდ, პატარა გემის განმარტება დაზუსტდა. ამასთან,
მშენებარე გემის რეგისტრაცია სამართლებრივად პრობლემური საკითხია რადგან მას
მშენებლობის ეტაპზე არ გააჩნია მესაკუთრე. საკუთრების ბალანსი იცვლება მას შემდეგ,
რაც მშენებარე გემის მომავალი მესაკუთრე ახორციელებს კონტრაქტით
გათვალისწინებულ გადახდებს, თუმცა ბოლო გადასახდელის გადახდამდე
გემთმშენებელ ქარხანას გააჩნია საკუთრების უფლება მშენებარე გემზე. ზოგადი
საერთაშორისო პრაქტიკიდან გამომდინარე, შესაძლოა რეგისტრაციის ფაქტისთვის არ
იყოს მისაღები გემთმშენებლი, ამიტომ აუცილებელია, წარმოდგენილი ცვლილების
განხორციელება, რათა სამართლებრივი სიცხადე იქნას შეტანილი არსებულ კანონში.
კოდექსის 28-ე მუხლის „ე-ზ“ პუნქტებში შეტანილი ცვლილების მიზანია
არსებული სამართებრიზი ხარვეზების გასწორება. ამასთან, გემის რეგისტრაციის
შეწყვეტის შემთხვევაში, სწორდება სამართლებრივი ხარვეზი და მითითება გაკეთდება
შესაბამის მუხლზე, რათა განუზომელი ძალაუფლების აღქმა არ გაჩნდეს მთავარი
რეგისტრატორის მხრიდან.
28-ე მუხლს ემატება ზ1 და ზ2 პუნქტები, რომელთა მთავარი მიზანიც არის
სამართლებრივი სიცხადე შესძინონ გემის სახელმწიფო რეგისტრაციის პროცესს.
28-ე მუხლს ემატება
„კ“ პუნქტი. კანონპროექტი გემების ელექტრონული
სერტიფიცირების საშუალებას იძლევა. სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს გააჩნია
თანამედროვე გემების სახელმწიფო რეესტრის ელექტრონული პროგრამა, რომელიც
იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსთან
ერთად არის შემუშავებული. დაგეგმილია, რომ გემებზე განხორციელდეს
ელექტრონული სერტიფიკატების გაცემა, რომელიც შეამცირებს ბიუროკრატიულ
პროცესებს. ამასთან, კანონპროექტის შესაბამისად, განიმარტა უნიკალური ნომერი მოწმობაზე ციფრების, ასოებისა თუ სიმბოლოთა წყობა, რომელიც გამოიყენება
სააგენტოს ან აღიარებული ორგანიზაციის მიერ გაცემული ელექტრონული მოწმობების
იდენტიფიცირებისათვის.
29-ე მუხლის მეორე ნაწილის ამოღება ემსახურება სამართლებრივი ხარვეზის
გასწორებას. კერძოდ, მშენებარე გემს არ ენიჭება ცურვის უფლება.
29-ე მუხლის მე-8 ნაწილის ცვლილების მიზანია, ბერბოუტ ჩარტერის რეესტრის
არსებობს ზოგადად პრინციპის დონეზე მოითხოვს გემის ძირითადი რეგისტრაციის
სახელმწიფო თანხმობას, რადგან თუ აღნიშნული თანხმობა არ არის აღებული, გემი
იმოფება ორმაგ რეგისტრაციაშია, რაც არღვევს 1982 წლის კონვენციას საზღვაო
სამართლის შესახებ. ზოგადად, ბერბოუტ ჩარტერის რეგისტრაციისას, გემთან
დაკავშირებული საკუთრების უფლება, იპოთეკა/საზღვაო გირავნობა რჩება ძირითად
რეესტრში. ბერბოუტის რეესტრში რეგისტრაცია კი, მხოლოდ დროშით სარგებლობის
უფლებას იძლევა ბერბოუტ-ჩარტერის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში.
31-ე მუხის მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუქტში ცვლილების მიზანია არსებული ხარვეზის
გასწორება, კერძოდ, არსებული საერთაშორისო წესებით საკლასიფიკაციო
საზოგადოებები არ ახორციელებენ გემების სახელმწიფო რეგისტრაციას და აღნიშნული
უშუალოად სახელმწიფოს მიერ შესასრულებელი ფუნქციაა.
32-ე მუხლის პირველი სეკუნდა ნაწილის დამატება ეხმიანება უკვე არსებული
რეალობისთვის სამართლებრივი სტატუსის შეძენას, კერძოდ, ელექტრონული
სახელმწიფო რეესტრის არსებობის დადასტურებას.
32-ე მუხლს ემატება 41 ნაწილი, აღნიშნული ცვლილება უკავშირდება
სამართლებრივი ხარვეზის გასწორებას, კერძოდ, ბერბოუტ-ჩარტერის რეგისტრაცისას
გემი იღებს მხოლოდ სახელმწიფო დროშით ნაოსნობის უფლებას, ხოლო ძირითად
რეესტრში რჩება ყველა ქონებრივი საკითხი.
35-ე მუხლის მე-4 ნაწილის ცვლილება ადგენს, რომ პატარა გემის რეგისტრაცია
ექვემდებარება ყოველწლიურ განახლებას.
35-ე მუხლის ცვლილება მე-6 ნაწილში, ემსახურება არსებული საერთაშორისო
პრაქტიკის გადმოტანას საქართველოს საზღვაო კოდექსში. კერძოდ, ბერბოუტის
რეგისტრაციის გახანგრძლივება შესაძლებელია, ხოლო ნორმალურ პერიოდებად
მიჩნეილია 2 წლიანი პერიოდები. მაგალითისათვის, გერმანია არ იძლევა საკუთარი
დროშიდან 2 წელზე მეტი ხნით ერთ ჯერზე გემის ბერბოუტ ჩარტერით გასვლის
უფლებას. იქედან გამომდინარე, რომ ბერბოუტის რეგისტრაციისას გემს ენიჭება
საქართველოს სახელმწიფო დროშით სარგებლობის უფლება, მასზე უნდა გაიცეს
ვადიანი სახელმწიფო რეგისტრაციის საბუთირ, რომელზეც ასევე მიეთითება
ძირითადი რეესტრის შესახებ არსებული დეტალები.
36-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის ამოღება ემსახურება არსებული
ხარვეზის გასწორებას, კერძოდ ბერბოუტის რეგისტრაციისას გემს უჩერდება
სახელმწიფო დროში ტარების უფლება და არა სხვა უფლებები, რომლებიც, გემთან,
როგორც ქონებასთან არის დაკავშირებული.
36-ე მუხლის მე-2 ნაწილის „თ“ და „უ“ ქვეპუნქტების დამატება საჭიროა, რათა მეტი
სიცხადე იქნას შეტანილი გემის სახელმწიფო რეგისტრაციის პროცესში.
441 მუხლი „კ“ პუნქტის ცვლილების მიზანია, რომ ამოღებულ იქნეს კონკრეტული
კონვენციების ჩამონათვალი და იგი ჩანაცვლდეს ზოგადი ფრაზით, რამეთუ არ ასახავს
ყველა იმ კონვენციას, რომელიც საქართველოს მიერ არის რატიფიცირებული ან
მომავალში მოხდება რატიფიცირება. ამასთან, დასამატებელია ჩამონათვალში
საერთაშორისო შრომის ორგანიზაციაც, რადგან საქართველო უერთდება 2006 წლის
საზღვაო შრომის კონვენციას, რომელიც მიღებულია შრომის საერთაშორისო
ორგანიზაციის ეგიდით.
4417 მუხლის დამატება კოდექსში ემსახურება MLC2006 კონვენციის დებულებების
სრულად ასახვას, რომელიც გამომდინარეობს კონვენციის მე-5 კარიდან.
საზღვაო კოდექსში ახალი II2 თავის შემოტანა გემის საცხოვრებელი პირობების
შესახებ ემსახურება საქართველოს მიერ MLC2006 კონვენციის რატიფიცირების შემდეგ
მისთვის სრული ეფექტის მიცემას და განსაზღვრავს არსებული და ახალი გემების
მიმართ წაყენებულ მოთხოვნებს. აღნიშნული მუხლი საჭიროა, რათა არ მოხდეს იმ
გემების მიმართ ახალი რეჟიმის დადგენა, რომლებიც უკვე აშენებულია და
ნაოსნობდნენ საქართველოს დროშის ქვეშ კონვენციის რატიფიცირებამდე და ძალაში
შესვლამდე.
კოდექსის 45-ე მუხლის მოდიფიკაცია გადაწყდა, რადგან იგი დუბლირებას
უკეთებას მეზღვაურთა განათლების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს.
ამასთან აღარ ასახავს თანამედროვე საკანონმდებლო რეალობას. ამასთან MLC2006დან
გამომდინარე არსებულ მეზღვაურთა ჩამონათვალში არ მოხვდებოდა კრუიზის
დირექტორი, საკრუიზო გემზე, რომელიც გემზე მეორე ყველაზე მაღალი რანგის მქონე
პირია. ამასთან, აუცილებელია ტერმინ გემთმფლობელის დამატებაც, რადგან ამ თავის
მიზნებისთვის მას შესაძლოა სხვა დატვირთვა გააჩნდეს, ვიდრე კოდექსის სხვა
ნაწილებშია.
48-ე მუხლის განახლებული რედაქცია ემსახურება თანამედროვე სტანდარტებზე
კაპიტნის უფლება-მოვალეობების მორგებას. არსებული რედაქცია გემის ტექნიკურ
გამართულობაზე სრულ პასუხისმგებლობას აკისრებს კაპიტანს, როდესაც ამ
მიმართულებით მინიმუმ დამატებით 3 აქტორი არსებობს (დროშა, საკლასიფიკაციო
საზოგადოება და გემთმფლობელი). კაპიტანს ნებისმიერ დროს შეუძლია ტექნიკურად
გაუმართავი გემის ნაოსნობაზე თქვას უარის. მუხლის არსებული მე-3 ნაწილი ეკიპაჟს
წევრის დროებით დაკავებაზე ეწინააღმდეგება MLC 2006-ის დებულებებს და
შესაბამისად შესაცვლელია. ამასთან, მუხლის ახალი რედაქციის პირველი ნაწილი
ფარავს ყველა პრობლემურ საკითხზე კაპიტნის პროფესიული განსჯის და ქმედების
შესაძლებლობას.
კოდექსის არსებული რედაქცია უფლებას რთავს გემზე ქორწინების გაფორმების
შესახებ, რომელიც თანამედოვე საერთაშორისო სამართალში პრობლემური საკითხია
უკანონო მიგრაციის პრობლემატიკის გათვალისწინებით. შესაბამისად მუხლი
დარედაქტირდა ბავშვის დაბადების გაფორმების მიმართულებით.
53-ე მუხლში მოხსენიებული გემზე გაცემული გარდაცვალების მოწმობის
სამართლებრივი ძალა შესაძლოა გახდეს სადაო. ამასთან, მუხლის არსებული მე-2
ნაწილის რედაქცია გარდაცვლილის გვამის შენახვის შესახებ არ შეესაბამება MLC2006
მოთხოვნებს. შესაბამისად, აღნიშნული მუხლი ჩამოყალიბდა MLC2006სა და არსებული
საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით.
კოდექსის 55-ე მუხლის ამოღება საჭიროა რადგან, იგი ეწინააღმდეგება კაპიტნის
უფლებამოსილების „ზღვაზე სიცოცხლის გადარჩენის შესახებ“ 1974 წლის კონვენციით
დადგენილ მოთხოვნებს (Masters Discretion). ამასთან, გაუგებარია გემის საბჭოს ფუნქცია
და მისი გადაწყვეტილების მოქმედების ფარგლები.
ასევე ამოღებულ იქნა კოდექსის 56-ე მუხლიც, რამდენადაც, მისი დებულებები
დაიფარა კოდექსის განახლებული 48-ე მუხლის რედაქციით.
კოდექსის 59-ე მუხლი ამოღებულ იქნა, რამდენადაც მისი სამართლებრივი ძალა
თანამედროვე საზღვაო ურთიერთობებში აზრს მოკლებულია. კერძოდ, დღეს უკვე
მოქმედებს შესაბამისი დაზღვევების და ფინანსური გარანტიების სისტემები,
რომლებმაც უნდა გამორიცხოს მსგავსი შემთხვევები. აქვე შევნიშნავთ, რომ კაპიტნის
მიერ გემის ან გემზე არსებული ტვირთის უნებართვო გაყიდვა, შესაძლოა
წარმოადგენდეს სისხლის სამართლის დანაშაულს სხვადასხვა იურისდიქციებში.
კოდექსის 62-ე მუხლის ცვლილება შინაარსობრივია და იგი ადგენს იმ დებულებათა
ჩამონათვალს, რომლის საფუძველზეც ხორციელდება მეზღვაურის დასაქმება.
კოდექსის არსებული 63 მუხლის არსებობა აზრს მოკლებულია, რადგან იგი
დაფარულაი მეზღვაურთა განათლებისა და სერტიფიცირების შესახებ საქართველოს
კანონით. ამასთან უმჯობესია, კოდექსის არსებული 69-ე მუხლის რედაქცია შეცვლილი
ფორმით გადმოტანილ იქნეს 63-ე მუხლდა, რათა მიღწეულ იქნეს ტექსტის
მეტანკლებად ლოგიკური თანწყობა.
კოდექსის 64ე მუხლის ცვლილება გამოწვეულია საქართველოს მიერ საზღვაო
შრომის შესახებ 2006 წლის კონვენციის რატიფიცირებით, ასევე საქართველოს კანონის
მიღებით „მეზღვაურთა შრომის შესახებ“. აღნიშნული მუხლი სრულად ასახავს
MLC2006ის სტანდარტს ა4.3.
კოდექსის 65-ე მუხლის ამოღება დაკავშირებულია მის გადაადგილებასთან,
კერძოდ, იგი რედაქტირებული ფორმით გვევლინება კოდექსის 62ე მუხლად და
ემსახურება კოდექსის სისტემატიზაციას.
კოდექსის განახლებული 66-ე მუხლის მიზანია სრულად ასახოს MLC2006-ის
მოთხოვნები, კერძოდ სტანდარტი ა3.2, რომელიც ადგენს სტანდარტებზე გემზე
საკვებისა და სამზარეულო მომსახურების შესახებ.
კოდექსის 67-ე მუხლის ცვლილება ახდენს MLC 2006-ის ა4.1 სტანდარტის
იმპლემენტაციას.
68-ე და 69-ე მუხლები ამოღებულია, რადგან მათი რედაქციული მნიშვნელობა
ასახული სხვა მუხლებში.
III1 თავი ამოღებულია, რადგან საკრუინგო საქმიანობის განმახორციელებელ პირთა
რეგულირების
სტანდარტები მოცემულია
„მეზღვაურთა შრომის
შესახებ“
საქართველოს კანონით.
336-ე
მუხლის
არსებული
რედაქციით:
„გემთმფლობელი
თავისი
ვალდებულებისათვის პასუხს აგებს იმ კუთვნილი ქონებით, რომელზეც საქართველოს
კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება დაეკისროს ანაზღაურება.“ აღნიშნული
მუხლი საჭიროებს ამოღებას, რადგან იგი პასუხისმგებლობის შეზღუდვას აწესებს
თუნდაც უვარგის გემზე, შესაბამისად გემთმფლობელის პასუხისმგებლობა
გარდაცვალების ან დაშავების შემთხვევაში არ არის ცხადი და აშკარა, რამდენადაც
კომპენსაციის მიღების უფლება აბსოლუტური მოთხოვნაა MLC2006-ის შესაბამისად.
337-ე მუხლის შემოთავაზებული მოდიფიკაცია გამორიცხავს პასუხისმგებლობის
შეზღუდვას დაშავების ან გარდაცვალების შემთხვევაში იქნეს შეზღუდული.
343-ე მუხლის შემოთავაზებული რედაქცია ასახავს MLC2006-ის ერთ-ერთ უმთავრეს
ფუნდამენტურ პრინციპს, რომ MLC 2006-დან გამომდინარე ფინანსური გარანტიის
სისტემა უნდა უზრუნველყოფდეს პირდაპირ წვდომას, საკმარის დაფარვასა და
გადაუდებელ ფინანსურ დახმარებას, MLC 2006-ის ა2.5.2 სტანდარტის შესაბამისად,
ნებისმიერი მიტოვებული მეზღვაურის მიმართ, რომელიც იმყოფება საქართველოს
დროშის ქვეშ მცურავ გემზე.“
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში
არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის
მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონპროექტი, გარდა კანონის პირველი მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების, მე-19
პუნქტის „კ“ ქვეპუნქტის, 20-ე - 36-ე პუნქტებისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე,
ვინაიდან, მნიშვნელოვანია მათი დროული ამოქმედება, ხოლო კანონის პირველი მუხლის
მე-3 და მე-4 პუნქტები, მე-19 პუნქტის „კ“ ქვეპუნქტი, 20-ე - 36-ე პუნქტები, ამოქმედდება
2024 წლის 1 იანვრიდან, ვინაიდან, მათი ამოქმედება დაკავშირებულია „მეზღვაურთა
შრომის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის ძირითადი ნაწილის ამოქმედების
ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისათვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალო ვადიან პერიოდში
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსების წყაროა საზღვაო
ტრანსპორტის სააგენტოს საკუთარი შემოსავლები.
ბ.ბ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი ყველა გემი, ვალდებულია ბორტზე გააჩნდეს:
საზღვაო შრომის სერტიფიკატი და საზღვაო შრომის შესაბამისობის დეკლარაცია.
შესაბამისად, საქართველოს დროშის ქვეშ მცურავი გემი ვალდებული იქნება აიღოს
აღნიშნული სერტიფიკატი, რომელიც ადასტურებს, რომ გემის ინსპექტირების შედეგად
გემზე არსებული საცხოვრებელი და სამუშაო პირობები შეესაბამება საქართველოს
კანონმდებლობითა და კონვენციით დადგენილ მოთხოვნებს და საზღვაო შრომის
შესაბამისობის დეკლარაციაში მითითებული ზომები მიღებულია გემთმფლობელის მიერ.
აღნიშნული სერტიფიკატის მიღების მიზნით, გემთმფლობელებს მოუწევთ შესაბამისი
საფასურის გადახდა, რომელიც გადახდილი იქნება სააგენტოს ბიუჯეტში. სერტიფიკატის
საფასური იქნება 300 ლარი. სერტიფიცირება სავალდებულოა მხოლოდ 500 GT-ზე მეტი
გემებისთვის. საქართველოს გემების სახელმწიფო რეესტრში ამ ეტაპისთვის
რეგისტრირებულია 1 გემი, რომლის საერთო ტევადობა არის 500
GT. თუმცა,
კანონპროექტის მიღების შემდეგ, შესაძლოა აღნიშნული ციფრი შეიცვალოს.
ბ.გ)
კანონპროექტის
გავლენა
სახელმწიფო,
ავტონომიური
რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტით განსაზღვრულ უფლებამოსილებებს სსიპ - საზღვაო ტრანსპორტის
სააგენტო ამჟამადაც ახორციელებს და მომავალშიც განახორციელებს საკუთარი
შემოსავლების ფარგლებში და არ იქნება საჭირო დამატებითი ხარჯების გაწევა.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური
ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე
გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია
კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
გემთმფლობელები „საზღვაო შრომის კონვენციისა“ და „მეზღვაურთა შრომის შესახებ“
კანონპროექტიდან გამომდინარე, ვალდებულია უზრუნველყოს გემზე საცხოვრებელი
პირობების არსებობა. მართალია, გემთმფლობელებს, აღნიშნული ვალდებულება
საერთაშორისო
რეგულაციებით
გააჩნია,
წარმოდგენილი
კანონპროექტით,
საკანონმდებლო დონეზე დარეგულირდება, მეზღვაურთა სამუშაო პირობების
უზრუნველყოფა გემზე, რაც შესაძლოა იწვევდეს გემთმფლობელებისთვის ფინანსურ
შედეგებს, კერძოდ, გემთმფლობელებს მოეთხოვებათ საზღვაო შრომის კონვენციიდან
გამომდინარე შემდეგი პირობების უზრუნველყოფა:
საზღვაო შრომის სერტიფიკატის ქონა:
გემზე დანერგოს შრომის უსაფრთხოების შესაბამისი სტანდარტები, ჯანმრთელობის
მართვის პოლიტიკა და პროგრამა ILO კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად. აღნიშნული
უნდა მოიცავდეს, მეზღვაურთა ტრენინგს, ინსტრუქციებს სამრეწველო უბედური
შემთხვევების პრევენციის, საწარმოო ტრავმებისა და დაავადებების პროფილაქტიკისთვის
და სამუშაო უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის უწყვეტი გაუმჯობესების ზომებს,
რომელშიც მონაწილეობას იღებენ მეზღვაურთა წარმომადგენლები და მათი
განხორციელებით დაინტერესებული ყველა სხვა პირი.
ყველა კომპანია, გემთმფლობელი ან საქართველოს დროშით მცურავი გემის ოპერირებაზე
პასუხისმგებელი პირი ვალდებულია უზრუნველყოს გემის უსაფრთხოების კომიტეტის
ჩამოყალიბება, რომელიც შედგება მინიმუმ 5 ეკიპაჟის წევრისგან. აღნიშნული კომიტეტი
საკუთარ საქმიანობას ახორციელებს ILO კოდექსის დებულებების გათვალისწინებით.
საქართველოს დროშით მცურავ გემზე მიწოდებული საკვები პროდუქტი
უნდა
შეესაბამებოდეს გემზე მეზღვაურთა რაოდენობას და მათ რელიგიურ და კულტურულ
წეს-ჩვეულებებს, უნდა ითვალისწინებდეს გემის ნაოსნობის ხანგრძლივობას, უნდა იყოს
შესაბამისი რაოდენობის, ამასთან, დაცული უნდა იყოს კვებითი ღირებულება, ხარისხი და
მრავალფეროვნება.
გემის სამზარეულოს ორგანიზება და აღჭურვილობა ისე უნდა იყოს მოწყობილი, რომ
ითვალისწინებდეს მეზღვაურებისათვის ადეკვატური, მრავალფეროვანი და მაღალი
კვებითი ღირებულების საკვების მომზადებას ჰიგიენურ პირობებში.
კანონპროექტის 53-ე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ნებისმიერი ქონება,
რომელიც ეკუთვნოდა გარდაცვლილს, ექვემდებარება აღწერას და გემზე უსაფრთხოდ
შენახვას, რათა პირველივე შესაძლებლობისთანავე უნდა გადაეცეს ეს ნივთები
გარდაცვლილის კანონიერ მემკვიდრეს. აღნიშნული მოთხოვნის დაწესება, იქონიებს
გავლენას გემთმფლობელზე, ვინაიდან მათ მოუწევთ საკუთარი ხარჯით აღნიშნული
ქონების გადაცემა.
ასევე, 53-ე მუხლის მე-7 პუნქტის მოთხოვნები იქონიებს გავლენას
გემთმფლობელზე, ვინაიდან გემთმფლობელი ვალდებულია გარდაცვლილი პირის
სხეულის რეპატრიაცია განახორციელოს საკუთარი ხარჯებით.
კანონპროექტის
343
მუხლის
შესაბამისად,
გემთმფლობელმა
უნდა
უზრუნველყოს ფინანსური გარანტიის სისტემა, საკმარისი დაფარვისა და გადაუდებელი
ფინანსური დახმარება, ნებისმიერი მიტოვებული მეზღვაურის მიმართ, რომელიც
იმყოფება საქართველოს დროშის ქვეშ მცურავ გემზე. აღნიშნული მოთხოვნა იქონიებს
გავლენას გემთმფლობელებზე.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის
განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ეხება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის
გადასახდელის შემოღებას და არც მისი არსებული ოდენობის შეცვლას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ იქონიებს ზეგავლენას საქართველოში ბავშვის უფლებების
დაცვასთან დაკავშირებულ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი
შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ
ხელშეკრულებებსა და შეთანხმებებს. კანონპროექტის მიღება გამომდინარეობს
ასოცირების შეთანხმების 126-ე, 293-ე და 296-ე მუხლებიდან, რომელთა თანახმად „...
მხარეები აღიარებენ საქართველოს მოქმედი და მომავალი კანონმდებლობის ეტაპობრივი
დაახლოების აუცილებლობას ევროკავშირის შესაბამის კანონმდებლობასთან, რომელიც
მოცემულია ამ შეთანხმების XV-D დანართში“, ხოლო 293-ე მუხლის b ქვეპუნქტის
თანახმად, თანამშრომლობა სხვადასხვა სფეროში მათ შორის მოიცავს დარგობრივი
სტრატეგიების განვითარებას „საგზაო, სარკინიგზო, საავიაციო, საზღვაო ტრანსპორტსა და
ინტერმოდალურობასთან დაკავშირებული ეროვნული სატრანსპორტო პოლიტიკის
ჭრილში, ტექნიკურ აღჭურვილობასა და სატრანსპორტო პარკების განახლებასთან
დაკავშირებული სამართლებრივი მოთხოვნების ჩათვლით.” ასოცირების შეთანხმების XVD დანართით კი საქართველოს აღებული აქვს ვალდებულება საკუთარი კანონმდებლობა
დაუახლოვოს 1999 წლის 21 ივნისის საბჭოს 1999/63/EC დირექტივას, რომელიც ეხება
„მეზღვაურთა სამუშაო დროის ორგანიზების შესახებ” შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა
ევროპის გაერთიანების გემთმფლობელთა ასოციაციასა (ECSA) და ევროკავშირში
ტრანსპორტის მუშაკთა გაერთიანებების ფედერაციას (FST) შორის – დანართი:
„მეზღვაურთა სამუშაო დროის ორგანიზების შესახებ” ევროპული შეთანხმება და 1999
წლის 13 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 1999/95/EC დირექტივას „გაერთიანების
ნავსადგურებში შემოსული გემების ბორტზე მეზღვაურთა სამუშაო საათებთან
მიმართებით დებულებების ამოქმედების თაობაზე“.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე
მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული
საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
1999 წლის 21 ივნისის საბჭოს 1999/63/EC დირექტივა, რომელიც ეხება “მეზღვაურთა
სამუშაო დროის ორგანიზების შესახებ” შეთანხმებას, რომელიც გაფორმდა ევროპის
გაერთიანების გემთმფლობელთა ასოციაციასა (ECSA) და ევროკავშირში ტრანსპორტის
მუშაკთა გაერთიანებების ფედერაციას (FST) შორის – დანართი: “მეზღვაურთა სამუშაო
დროის ორგანიზების შესახებ” ევროპული შეთანხმება
1999 წლის 13 დეკემბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 1999/95/EC დირექტივა
„გაერთიანების ნავსადგურებში შემოსული გემების ბორტზე მეზღვაურთა სამუშაო
საათებთან მიმართებით დებულებების ამოქმედების თაობაზე“.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.