„ელექტრონული კომერციის შესახებ“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„ელექტრონული კომერციის შესახებ“
- „ელექტრონული კომერციის შესახებ“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-29
ბიუროს ნომერი 217
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
ელექტრონული კომერციის შესახებ
თავი I.ზოგადი დებულებები
მუხლი 1. კანონის რეგულირების სფერო და მიზანი
1.
ეს
კანონი
არეგულირებს
ელექტრონულ
კომერციასთან
დაკავშირებულ
სამართლებრივ ურთიერთობებს.
2.
ამ კანონის მიზნებისთვის, ელექტრონული კომერცია გულისხმობს საინფორმაციო
საზოგადოების მომსახურების მიწოდებას.
3.
ამ კანონის მიზანია, საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების თავისუფალი
გადაადგილებით უზრუნველყოფის გზით შიდა ბაზრის სათანადოდ ფუნქციონირების
ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის პროცესში მომხმარებელთა უფლებების დაცვა და
შუალედური მომსახურების მიმწოდებლების უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრა,
მათი დაცვა ზოგადი მონიტორინგის ვალდებულების დაწესებისგან.
4.
ამ კანონის მოქმედება ვრცელდება, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის
შესაბამისად საქართველოში რეგისტრირებულ მეწარმე სუბიექტებზე, აგრეთვე უცხო ქვეყნის
საწარმოს ფილიალებზე.
5. ეს კანონი არ ვრცელდება:
ა) სასამართლოში მხარის ინტერესების დაცვაზე და წარმომადგენლობაზე;
ბ) საქართველოს საგადასახადო კოდექსითა და საქართველოს საბაჟო კოდექსით
გათვალისწინებულ საკითხებზე;
გ) უძრავ ქონებაზე უფლების საჯარო რეესტრში რეგისტრაციაზე;
დ) ისეთი უფლების რეგისტრაციაზე, რომლისთვისაც საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილია სპეციალური ფორმა;
ე) სანოტარო საქმიანობაზე;
ვ) სათამაშო ბიზნესზე, მათ შორის აზარტული ან/და მომგებიანი თამაშობის მოწყობის
ნებართვის (გარდა წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვის მფლობელისა, თუ
წამახალისებელი გათამაშების მოწყობის ნებართვა არ არის გაცემული აზარტული ან/და
მომგებიანი თამაშობის ორგანიზატორზე) და აზარტული ან/და მომგებიანი თამაშების
მიწოდების ნებართვის მფლობელებზე;
ზ) ტელე-რადიო მაუწყებლობის სერვისებზე;
თ) ხმოვანი სატელეფონო მომსახურებით, სატელეგრაფო, ტელეფაქსისა და ტელექსის
ჩათვლით განხორციელებულ მომსახურებებზე;
ი) პირებს შორის ისეთი ინფორმაციის გაცვლაზე ელექტრონული ფოსტის ან სხვა
ეკვივალენტური, ინდივიდუალური კავშირის საშუალებებით, რომელიც არ არის
დაკავშირებული მათ კომერციულ საქმიანობასთან;
კ) საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულირების სფეროზე;
ლ) ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო სამართლებრივი უფლებამოსილების
ფარგლებში განხორციელებულ საქმიანობაზე.
6.
ეს კანონი (გარდა ამ კანონის მე-11 - მე-14 მუხლებისა) არ ვრცელდება იმ
ურთიერთობებზე, რომლებიც უკავშირდება „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ"
საქართველოს კანონით გათვალისწინებული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების
მიმწოდებლების მიერ ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდებას და
რეგულირდება სპეციალური კანონმდებლობით.
მუხლი 2. კანონში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები
ამ კანონის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) საინფორმაციო საზოგადოების მომსახურება - მომსახურების მიმღების ინდივიდუალური
მოთხოვნის საფუძველზე, ანაზღაურების სანაცვლოდ, ელექტრონული საშუალებებით
მომსახურების დისტანციურად გაწევა;
ა.ა) მომსახურების დისტანციურად გაწევა - ელექტრონული საშუალებებით მომსახურების
გაწევა მხარეების ერთდროული დასწრების გარეშე;
ა.ბ) ელექტრონული საშუალებები - მონაცემების დამუშავების (მათ შორის, ციფრული
შეკუმშვა) და შენახვის მიზნით გამოყენებული ელექტრონული მოწყობილობები, რომელთა
საშუალებითაც ხორციელდება დანიშნულების ადგილზე მომსახურების გადაცემა და მიღება
სადენების (მათ შორის ოპტიკური), რადიოტალღების ან სხვა ელექტრომაგნიტური
საშუალებების გამოყენებით;
ა.გ) მომსახურების მიმღების ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე მომსახურების
მიწოდება - ინდივიდუალური მოთხოვნის შესაბამისად მომსახურების მიწოდება მონაცემების
ელექტრონულად გადაცემის საშუალებით;
ბ) კომერციული შეტყობინება - ელექტრონული საშუალებებით საქონლისა და მომსახურების
შეთავაზება ან შეტყობინება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად ხელს უწყობს საქონლის,
მომსახურების ან/და იურიდიული ან ფიზიკური პირის პოპულარიზაციას.
გ) მომსახურების მიმწოდებელი - ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს
საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებას;
დ) მომსახურების მიმღები დ.ა) ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პროფესიული ან სხვა მიზნებისთვის იყენებს
საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებას, მათ შორის ინფორმაციის საძიებლად ან მათზე
წვდომის უზრუნველსაყოფად;
დ.ბ) ფიზიკური პირი, რომელიც მოქმედებს პირადი მიზნებისათვის, მისი ბიზნეს, სამეწარმეო
ან პროფესიული საქმიანობის მიღმა;
ე) შეკვეთა - მომსახურების მიმღების მიერ მომსახურების მიმწოდებლისათვის მიცემული
შესყიდვის მოთხოვნა საქონლის ან/და მომსახურების მიწოდების თაობაზე;
ვ) ინდივიდუალური საკომუნიკაციო საშუალება - ელექტრონული კომუნიკაციების სისტემა,
რომელიც
უზრუნველყოფს
მხარეებს
შორის
ინდივიდუალურ
კავშირს
და
ინფორმაციის/შეტყობინების გაცვლას/გაზიარებას;
ზ) შუალედური მომსახურების მიწოდება - გულისხმობს შემდეგი სახის სპეციფიკური
საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების მიწოდებას:
ზ.ა) ინფორმაციის გატარება - ინფორმაციის საკომუნიკაციო ქსელით გატარება ან
საკომუნიკაციო ქსელზე წვდომის უზრუნველყოფა;
ზ.ბ) ქეშირება - მომსახურება, რომელიც უზრუნველყოფს საკომუნიკაციო ქსელით
ინფორმაციის ავტომატურ, შუალედურ და დროებით შენახვას, რომლის საშუალებითაც
ხორციელდება ინფორმაციის ინტერნეტში ეფექტურად გავრცელება;
ზ.გ) ჰოსტინგი - სივრცის გამოყოფის მომსახურება სერვერზე ინფორმაციის
განთავსებისათვის;
თ) ელექტრონული ხელშეკრულება - ამ კანონის მიზნებისთვის ელექტრონული
საშუალებებით დადებული ხელშეკრულება;
ი) სააგენტო - საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს კონკურენციის
ეროვნული სააგენტო;
კ) ფაქტობრივი ცოდნა - ფაქტობრივ ცოდნად ჩაითვლება სასამართლოს, საქართველოს
კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილი შესაბამისი ადმინისტრაციული ან
სამართალდამცავი ორგანოების გადაწყვეტილებების საფუძველზე მიღებული ცოდნა
ინფორმაციის ან ქმედების უკანონოდ ცნობის ან ქმედების შესაძლო უკანონობის შესახებ;
ლ) განმცხადებელი - ნებისმიერი პირი, რომელიც სააგენტოს მიმართავს მომსახურების
მიმღებთა უფლების დარღვევის ან/და სავარაუდო დარღვევის შესახებ, მიუხედავად იმისა,
მიადგა თუ არა ზიანი უშუალოდ მის ინტერესს;
თავი II. მომსახურების მიწოდება
მუხლი 3. საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებების მიწოდება
1. საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების მიწოდება არ ექვემდებარება
ლიცენზირებას, ავტორიზებას ან/და ნებართვის მიღებას.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტი არ ვრცელდება „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“
საქართველოს კანონითა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო აქტებით
განსაზღვრულ
სალიცენზიო,
სანებართვო
ან
ავტორიზაციის
რეჟიმს
დაქვემდებარებულ საქმიანობაზე.
მუხლი 4. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება
1.
მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს მომსახურების
მიმღებისთვის სულ მცირე შემდეგი სახის ინფორმაციის მუდმივად და მარტივად
ხელმისაწვდომობა:
ა) მომსახურების მიმწოდებლის საწარმო/საფირმო სახელწოდება და სამართლებრივი ფორმა;
ბ) მომსახურების მიმწოდებლის მისამართი;
გ)მომსახურების მიმწოდებლის ელექტრონული ფოსტის მისამართი და სხვა საკონტაქტო
ინფორმაცია;
დ) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა რეესტრში
რეგისტრირებული შესაბამისი საიდენტიფიკაციო ნომერი/პირადი ნომერი.
ე) ლიცენზიის ან/და ნებართვის ნომერი/რეგისტრაციის მონაცემები, მოქმედების ვადა და
გამცემი ორგანოს დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში);
2. მომსახურების ღირებულება უნდა იყოს მითითებული ნათლად და გასაგებად და
მოიცავდეს დეტალურ ინფორმაციას მასში გათვალისწინებული ყველა ხარჯის შესახებ, მათ
შორის, მიტანის ღირებულებისა და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა
გადასახადების შესახებ.
3. მომსახურების მიმწოდებელი პასუხისმგებელია ზემოაღნიშნული ინფორმაციის
სიზუსტეზე და ხელმისაწვდომობაზე.
4. თუ მომსახურების მიმწოდებლის იმ საქმიანობისთვის, რომელიც სცდება საინფორმაციო
საზოგადოების მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილია ინფორმაციის მიწოდების უფრო მაღალი სტანდარტი, ამ მუხლით
გათვალისწინებული მოთხოვნები არ ათავისუფლებს მას ასეთი ინფორმაციის მიწოდების
ვალდებულებისგან.
მუხლი 5. კომერციული შეტყობინება
1. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია უზრუნველყოს კომერციული შეტყობინების,
როგორც საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების შემადგენელი ნაწილის, შემდეგ
მოთხოვნებთან შესაბამისობა:
ა) კომერციული შეტყობინება უნდა იყოს ნათლად და ცალსახად იდენტიფიცირებადი;
ბ) ფიზიკური ან იურიდიული პირები, ვისი სახელითაც იგზავნება კომერციული
შეტყობინება, უნდა იყვნენ ცალსახად იდენტიფიცირებადი;
გ) ფასდაკლებით, სპეციალური შეთავაზებით ან/და საჩუქარით სარგებლობისათვის
დადგენილი პირობები (ასეთის არსებობის შემთხვევაში) უნდა იყოს ადვილად
ხელმისაწვდომი და გასაგები.
დ) სარეკლამო გათამაშებები და შეჯიბრებები უნდა იყოს ნათლად იდენტიფიცირებადი და
მათში მონაწილეობის პირობები უნდა იყოს ადვილად ხელმისაწვდომი და გასაგებად
ახსნილი.
2. არასასურველ კომერციულ შეტყობინებებთან მიმართებით ვრცელდება საქართველოს
კანონის “პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” მე-8 მუხლი -მონაცემთა პირდაპირი
მარკეტინგის მიზნით დამუშავება.
3. თუ მომსახურების მიმწოდებლის იმ საქმიანობისთვის, რომელიც სცდება საინფორმაციო
საზოგადოების მომსახურების მიმწოდებლის საქმიანობას, საქართველოს კანონმდებლობით
დადგენილია ინფორმაციის მიწოდების უფრო მაღალი სტანდარტი, ამ მუხლით
გათვალისწინებული მოთხოვნები არ ათავისუფლებს მას ასეთი ინფორმაციის მიწოდების
ვალდებულებისგან.
მუხლი 6. პერსონალურ მონაცემთა დაცვა ელექტრონულ კომერციაში
1. ელექტრონული კომერციის განხორციელებისას, მასში მონაწილე
ვალდებულია უზრუნველყოს პერსონალური მონაცემების დაცვა.
ყველა
მხარე
2. ელექტრონულ კომერციაში მონაწილე მხარეების პერსონალური მონაცემების დამუშავება
ხორციელდება საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
შესაბამისად.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში, პასუხისმგებლობა
განისაზღვრება საქართველოს კანონის „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ მე-7 თავის
შესაბამისად.
თავი III. ელექტრონული საშუალებებით გაფორმებული ხელშეკრულება
მუხლი 7. ელექტრონული ხელშეკრულება
ელექტრონული ხელშეკრულების ხელმოწერით დადასტურების საჭიროების შემთხვევაში,
ელექტრონული ხელშეკრულების დადება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის
შესაბამისად.
მუხლი 8. ელექტრონული ხელშეკრულების გაფორმებისათვის საჭირო ინფორმაცია
1. ელექტრონული ხელშეკრულების გაფორმებამდე, მომსახურების მიმწოდებელმა უნდა
უზრუნველყოს მომსახურების მიმღებისათვის შემდეგი სახის ინფორმაციის მკაფიოდ,
სრულყოფილად და გასაგებად მიწოდება:
ა) ხელშეკრულების გაფორმებისათვის საჭირო ყველა ტექნიკური ეტაპი;
ბ)გაფორმებული ხელშეკრულების ელექტრონული საშუალებებით შენახვისა და
ხელმისაწვდომობის პირობები;
გ) ხელშეკრულების გაფორმებისათვის ხელმისაწვდომი ენების შესახებ ინფორმაცია;
დ) შეკვეთის საბოლოო განთავსებამდე დაშვებული შეცდომების იდენტიფიცირების და
კორექტირების ტექნიკური საშუალებები.
2. მომსახურების მიმწოდებელსა და მომსახურების მიმღებს, რომელიც არ არის ამ კანონის მე2 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული პირი, უფლება აქვთ შეთანხმდნენ ამ მუხლის
პირველი პუნქტის მოთხოვნებისაგან განსხვავებულ წესზე.
3. ამ მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები არ ვრცელდება ელექტრონული ფოსტის ან სხვა
მსგავსი ინდივიდუალური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით გაფორმებულ
ხელშეკრულებებზე.
4. მომსახურების მიმღებს უნდა მიეცეს შესაძლებლობა ელექტრონული ფორმით შეინახოს
ან/და გამოიყენოს, მისთვის მიწოდებული ინფორმაცია (მათ შორის ხელშეკრულება).
მუხლი 9. ელექტრონული შეკვეთა
1.
თუ მომსახურების მიმღები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით განათავსებს
შეკვეთას, მომსახურების მიმწოდებელმა დაუყონებლივ უნდა დაადასტუროს შეკვეთის
მიღება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.
2.
შეკვეთა და შეკვეთაზე დადასტურება ჩაითვლება მიღებულად თუ მიმღებ მხარეს აქვს
ფაქტობრივი წვდომა მასზე.
3.
მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია შეკვეთის განთავსებამდე უზრუნველყოს
მომსახურების მიმღები შესაბამისი ტექნიკური შესაძლებლობებით, რომლებიც აუცილებელია
შეცდომის იდენტიფიცირებისა და გამოსწორებისთვის.
4.
თუ მომსახურების მიმღები არ არის ამ კანონის მე-2 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული პირი, მხარეებს შეუძლიათ შეთანხმდნენ ამ მუხლის პირველი, მეორე და
მესამე პუნქტების მოთხოვნებისაგან განსხვავებულ წესზე.
5. ამ მუხლის პირველი, მეორე და მესამე პუნქტი არ ვრცელდება ელექტრონული ფოსტის ან
სხვა მსგავსი ინდივიდუალური საკომუნიკაციო საშუალებების გამოყენებით გაფორმებულ
ხელშეკრულებებზე.
IV თავი. ინფორმაციის მიწოდების ენა
მუხლი 10. ინფორმაციის მიწოდების ენა
1. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია ამ კანონის II და III თავებით განსაზღვრული
ინფორმაციის მიწოდება უზრუნველყოს საქართველოს სახელმწიფო ენაზე.
2. მომსახურების მიმწოდებელს უფლება აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებულ პირობებზე დამატებით, განახორციელოს ამ ინფორმაციის მიწოდება,
აგრეთვე სხვა ენებზეც.
თავი V. შუალედური მომსახურების მიმწოდებლის პასუხისმგებლობა
მუხლი 11. ინფორმაციის გატარება
1.
მომსახურების მიმღების ინფორმაციის საკომუნიკაციო ქსელის საშუალებით
გატარებისას ან საკომუნიკაციო ქსელზე წვდომის
უზრუნველყოფისას, შუალედური
მომსახურების მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი ამ ინფორმაციაზე თუ მას თავად არ
მოუხდენია:
ა) ინფორმაციის გატარების ინიიცირება;
ბ) გატარებული ინფორმაციის მიმღების არჩევა;
გ) გატარებული ინფორმაციის შინაარსის შერჩევა ან შეცვლა.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გატარება და წვდომა
ითვალისწინებს გასატარებელი ინფორმაციის ავტომატურ, შუალედურ და დროებით
შენახვას, იმდენად, რამდენადაც აღნიშნული ქმედება სრულდება საკომუნიკაციო ქსელში
ინფორმაციის გატარების პროცესის განსახორციელებლად და ამავე დროს ინფორმაციის
შენახვა არ ხდება იმაზე დიდხანს, ვიდრე ეს ტექნიკურად საჭიროა მის გადასაცემად.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დებულებები არ ზღუდავს სასამართლოს, საქართველოს
კანონმდებლობით
საამისოდ
უფლებამოსილ
შესაბამის
ადმინისტრაციულ
ან
სამართალდამცავ ორგანოს
კანონდარღვევის შემთხვევაში იმოქმედონ საქართველოს
კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
მუხლი 12. ქეშირება
1.მომსახურების მიმღების ინფორმაციის საკომუნიკაციო ქსელის საშუალებით გატარებისას
შუალედური
მომსახურების
მიმწოდებელი არ
არის
პასუხისმგებელი
ამ
ინფორმაციის
ავტომატურ, შუალედურ და დროებით შენახვაზე ან მის შინაარსზე,
თუ აღნიშნული ხორციელდება ინფორმაცის სხვა მიმღებთათვის ეფექტურად და
სწრაფად მიწოდების მიზნით , იმ პირობით თუ იგი:
ა) არ ახდენს ინფორმაციის შეცვლას;
ბ) არ არღვევს ინფორმაციაზე წვდომის პირობებს;
გ) იცავს წესებს, რომელიც დაკავშირებულია ინფორმაციის განახლებასთან ინდუსტრიაში
საყოველთაოდ გამოყენებული და აღიარებული პრაქტიკის შესაბამისად;
დ) ხელს არ უშლის ინდუსტრიის მიერ ფართოდ აღიარებული და გამოყენებული
ტექნოლოგიის კანონიერ გამოყენებას, ინფორმაციის გამოყენების შესახებ მონაცემთა
მისაღებად.
ე) დაუყოვნებლივ ახდენს შენახული ინფორმაციის წაშლას ან/და მასზე წვდომის შეზღუდვას,
მას შემდეგ რაც შეიტყობს რომ ინფორმაციის გადაცემის პირველად წყაროსთან მოხდა მისი
ქსელიდან ამოღება (წაშლა) ან მასზე წვდომის შეზღუდვა, ან სასამართლოს, საქართველოს
კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილი
შესაბამისი ადმინისტრაციული ან
სამართალდამცავი ორგანოს მიერ მოხდა საქართველოს კანონმდებლობით
მათთვის
მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელება კანონდარღვევის აღსაკვეთად.
2. ამ მუხლით გათვალისწინებული დებულებები არ ზღუდავს სასამართლოს, საქართველოს
კანონმდებლობით
საამისოდ
უფლებამოსილ
შესაბამის
ადმინისტრაციულ
ან
სამართალდამცავ ორგანოს კანონდარღვევის შემთხვევაში იმოქმედონ საქართველოს
კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
მუხლი13. ჰოსტინგი
1.
მომსახურების მიმღების ინფორმაციის შენახვისას, შუალედური მომსახურების
მიმწოდებელი არ არის პასუხისმგებელი შენახულ ინფორმაციაზე, თუ მას:
ა) არ გააჩნია ფაქტობრივი ცოდნა უკანონო საქმიანობის ან ინფორმაციის შესახებ, ხოლო
ზიანის ანაზღაურების სარჩელის შემთხვევაში, არ იცის იმ ფაქტების ან გარემოებების შესახებ,
საიდანაც მჟღავნდება უკანონო საქმიანობის ან ინფორმაციის არსებობა; ან
ბ) ფაქტობრივი ცოდნის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ უზრუნველყოფს ასეთი უკანონო
ინფორმაციის ამოღებას ან მასზე წვდომის შეზღუდვას;
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც
შუალედური მომსახურების მიმღები მოქმედებს მომსახურების მიმწოდებლის სახელით ან
საქმიანობს მისი მართვის ქვეშ.
3. ამ მუხლით გათვალისწინებული დებულებები არ ზღუდავს სასამართლოს, საქართველოს
კანონმდებლობით
საამისოდ
უფლებამოსილ
შესაბამის
ადმინისტრაციულ
ან
სამართალდამცავ ორგანოს კანონდარღვევის შემთხვევაში იმოქმედონ საქართველოს
კანონმდებლობით მათთვის მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.
მუხლი 14. მონიტორინგის ვალდებულების არარსებობა
1.
აკრძალულია, ამ კანონის მე-11, მე-12 და მე-13 მუხლებით განსაზღვრული
შუალედური მომსახურების მიმწოდებლისთვის, მის მიერ გატარებული ან შენახული
ინფორმაციის მონიტორინგის, ან უკანონო ქმედების გამოვლენის მიზნით აქტიური
ქმედებების განხორციელების ვალდებულების დაწესება.
2.
საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში და დადგენილი
წესით შუალედური მომსახურების მიმწოდებელს სასამართლოს, საქართველოს
კანონმდებლობით საამისოდ უფლებამოსილი შესაბამისი ადმინისტრაციული ან
სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნით შესაძლოა დაევალოს უკანონო ქმედების
გამოვლენის, აღკვეთის და თავიდან აცილების მიზნით იმ მომსახურების მიმღებთა შესახებ
მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციის (რომლებთანაც მას დადებული აქვს ინფორმაციის
შენახვის შესახებ შეთანხმებები), ასევე მომსახურების მიმღების შესახებ სხვა სახის
ინფორმაციის მიწოდება.
თავი VI. სახელმწიფო რეგულირება, კონტროლი და პასუხისმგებლობა
მუხლი 15. მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის მექანიზმები
1. ამ კანონის მე-4 მუხლით, მე-5 მუხლის პირველი პუნქტით, ასევე მე-8, მე-9 და მე-10
მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულებების დარღვევის თაობაზე მომსახურების
მიმღები უფლებამოსილია მიმართოს სააგენტოს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების არსებობა მომსახურების
მიმღებს არ ართმევს სასამართლოსთვის ან არბიტრაჟისთვის მიმართვის უფლებას ან/და
დავის მედიაციის გზით გადაწყვეტის უფლებას.
მუხლი 16. სააგენტოს უფლებამოსილება მომსახურების მიმღებთა უფლებების დაცვის სფეროში
1. საქართველოს ტერიტორიაზე ამ კანონით განსაზღვრული მომსახურების მიმღების
უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, უფლებების დარღვევის პრევენციასა და
დარღვეული უფლების აღდგენის ხელშეწყობას, დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და
დარღვევებზე კანონით გათვალისწინებულ შესაბამის რეაგირებას ახორციელებს სააგენტო.
2. საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად,
სააგენტო:
ა) შეისწავლის ამ კანონით განსაზღვრულ მომსახურების მიმღების უფლებების შესაძლო
დარღვევის ისეთ ფაქტს, რამაც გამოიწვია ან შესაძლოა გამოიწვიოს მომსახურების მიმღებთა
ჯგუფის უფლებების დარღვევა;
ბ) საქმის განხილვის მიზნით განმცხადებლისგან ან/და მომსახურებლის მიმწოდებლისგან
გამოითხოვს ინფორმაციას (მათ შორის, კონფიდენციალურს), რომელიც საჭიროა სააგენტოს
მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის;
გ) საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია
სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მომსახურების მიმწოდებლის მიერ შესაბამისი
ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე;
დ) იწვევს მხარეებს/დაინტერესებულ პირებს ახსნა-განმარტების მისაღებად;
ე) საჭიროების შემთხვევაში, მართავს საკონსულტაციო შეხვედრებს სახელმწიფო უწყებების
წარმომადგენლებთან, ექსპერტებთან ან/და სხვა პირებთან;
ვ) შეიმუშავებს რეკომენდაციებს საქართველოში მომსახურების მიმღებთა უფლებების დაცვის
მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გასატარებელი ღონისძიებების თაობაზე;
ზ) საქმის შესწავლის შედეგად, მომსახურების მიმღების უფლებების დარღვევის ფაქტის
დადგენის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელს განუსაზღვრავს გონივრულ ვადას
დარღვეული უფლების აღსადგენად ან/და მოსთხოვს, დადგენილ ვადაში, დარღვევად
მიჩნეული ან/და ამ კანონით აკრძალული ქმედების შეწყვეტას;
თ) საქმის შესწავლის შედეგად, სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების დადგენილ
ვადაში შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მომსახურების
მიმწოდებელს აკისრებს ჯარიმას;
ი) აუცილებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია დანიშნოს ექსპერტიზა;
კ) ახორციელებს მიღებული გადაწყვეტილებების შესრულების მონიტორინგს;
ლ) აღრიცხავს და აანალიზებს სტატისტიკურ მონაცემებს მომსახურების მიმღების
უფლებების დარღვევის ფაქტების შესახებ;
მ) ახორციელებს ღონისძიებებს მომსახურების მიმღების უფლებების საკითხებზე
საზოგადოების ცნობიერების ასამაღლებლად;
ნ) მომსახურების მიმღების უფლებების დაცვის საკითხებზე თანამშრომლობს სახელმწიფო და
ადგილობრივი ხელისუფლების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამოქალაქო
საზოგადოების წარმომადგენლებთან.
მუხლი 17. სააგენტოს მიერ მომსახურების მიმღების უფლებების სავარაუდო დარღვევის
ფაქტების შესწავლის საფუძველი
1. განმცხადებელს უფლება აქვს სააგენტოს წარუდგინოს განცხადება მომსახურების მიმღების
უფლების სავარაუდო დარღვევის თაობაზე.
2. სააგენტო იწყებს მომსახურების მიმღების უფლების სავარაუდო დარღვევის ფაქტის
შესწავლას, როდესაც მას აქვს ინფორმაცია, რომ კონკრეტული პირის/პირთა ქმედების
შედეგად ირღვევა ან შესაძლოა დაირღვეს მომსახურების მიმღებთა ჯგუფის უფლებები.
3. შესწავლის დაწყების საფუძველია გონივრული ვარაუდი იმის შესახებ, რომ ამ კანონის
მოთხოვნების დარღვევისას ზიანი ადგება ან შესაძლოა მიადგეს მომსახურების
მიმღებთაჯგუფის ინტერესს.
მუხლი 18. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის ვადა და პროცედურა
1. განცხადების წარდგენიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო განმცხადებელს აცნობებს
განცხადებაზე რეაგირების თაობაზე ან ამ კანონის მე-17 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტებით
გათვალისწინებული საფუძვლის არარსებობის შესახებ.
2. სააგენტო საქმის შესწავლას ახორციელებს საქმის შესწავლის დაწყების თაობაზე
გადაწყვეტილების მიღებიდან 1 თვის ვადაში.
3. საქმის შესწავლა, მისი მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, შეიძლება
გაგრძელდეს არაუმეტეს 3 თვისა.
4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადის ან/და საქმის შესწავლის ვადის
დინება ჩერდება საქმესთან დაკავშირებული დამატებითი ინფორმაციის გამოთხოვის ან/და
ექსპერტიზის დანიშვნის შემთხვევაში.
5. საქმის შესწავლის დაწყების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში
სააგენტო შესაბამის ინფორმაციას აწვდის მომსახურების მიმწოდებელს და განუსაზღვრავს
მას არანაკლებ 5 სამუშაო დღეს სავარაუდო დარღვევის თაობაზე პოზიციის წარმოსადგენად.
6. საქმის შესწავლის პროცესში სააგენტოს შეუძლია მხარე/დაინტერესებული პირი მოიწვიოს
ახსნა-განმარტების მისაღებად, ასევე, გამართოს საკონსულტაციო შეხვედრა.
7. სააგენტო უფლებამოსილია, საქმის შესწავლის პროცესში, აუცილებლობის შემთხვევაში,
მიიღოს გადაწყვეტილება ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, თუ ექსპერტიზის დასკვნის
გარეშე ვერ მოხდება საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. თუ მომსახურების
მიმღების უფლების დარღვევის ფაქტი დადგინდა, მომსახურების მიმწოდებელი
ვალდებულია სრულად აანაზღაუროს ექსპერტიზის ხარჯი.
მუხლი 19. სააგენტოს გადაწყვეტილება
1. საქმის შესწავლის შედეგად, სააგენტო გამოსცემს გადაწყვეტილებას მომსახურების
მიმღებთა ჯგუფის უფლებების დარღვევის დადასტურების ან არ დადასტურების თაობაზე მე18 მუხლით დადგენილ ვადებში.
2. მომსახურების მიმღებთა ჯგუფის უფლებების დარღვევის დადასტურების შემთხვევაში,
სააგენტო მიღებული გადაწყვეტილებით მომსახურების მიმწოდებელს განუსაზღვრავს ვადას
და მოსთხოვს:
ა) დარღვეული უფლების აღდგენას; ან/და
ბ) ამ კანონით განსაზღვრული აკრძალული ქმედების შეწყვეტას.
3. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის შედეგად მიღებული გადაწყვეტილება, 3 სამუშაო დღის
ვადაში ეგზავნება მომსახურების მიმწოდებელს.
4. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, სააგენტოს მიერ განსაზღვრული ვადის
გასვლიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია მის მიერ
დარღვეული უფლების აღდგენასთან ან ქმედების შეწყვეტასთან დაკავშირებით
განხორციელებული ღონისძიებების თაობაზე.
5. ამ მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად და დადგენილ ვადებში სააგენტოს გადაწყვეტილების
შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, სააგენტო მომსახურების
მიმწოდებელს აკისრებს ჯარიმას ამ კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად.
6. სააგენტოს გადაწყვეტილება უნდა შეიცავდეს:
ა) მომსახურების მიმწოდებლის რეკვიზიტებს, რომლის მიმართაც მიმდინარეობდა საქმის
შესწავლა;
ბ) ფაქტების აღწერას;
გ) საქმესთან დაკავშირებით სააგენტოს მიერ მიღებულ და დამუშავებულ ინფორმაციას;
დ) სააგენტოს დასაბუთებულ შეფასებას;
ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ დარღვევის ფაქტის აღმოფხვრის, დარღვეული
უფლების აღდგენის ან/და აკრძალული ქმედების შეწყვეტის მიზნით განსახორციელებელ
ქმედებებს, შესაბამისი ვადის მითითებით.
7. გადაწყვეტილების მიღებიდან 3 სამუშაო დღის ვადაში, სააგენტო ვალდებულია სააგენტოს
ვებ-გვერდზე გამოაქვეყნოს გადაწყვეტილების სრული ტექსტი, დასაბუთების ჩათვლით,
გარდა კანონით დადგენილი კონფიდენციალური ინფორმაციისა.
8. საქმის შესწავლის წესსა და პროცედურას შეიმუშავებს და ამტკიცებს სააგენტო.
მუხლი 20. ჯარიმა
1. სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მისი გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან
არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელს დაეკისრება ჯარიმა 1
000 ლარამდე ოდენობით.
2. ჯარიმის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნას დარღვევის ხასიათი, სიმძიმე და
ხანგრძლივობა.
3. დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მომსახურების
მიმწოდებელს დაეკისრება უკვე დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობა, მაგრამ არანაკლებ
1 000 ლარისა.
4. ჯარიმის დაკისრება მომსახურების მიმწოდებელს არ ათავისუფლებს სააგენტოს
გადაწყვეტილების შესრულების ვალდებულებისგან.
5. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დაკისრებული ჯარიმა გადაიხადოს ჯარიმის
დაკისრებიდან ერთი თვის ვადაში.
6. ჯარიმა გადაიხდება სახელმწიფო ბიუჯეტში.
7. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში, კანონმდებლობით დადგენილი წესის
შესაბამისად, იგი მიექცევა აღსასრულებლად.
მუხლი 21. სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრება
1. სააგენტოს გადაწყვეტილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შეიძლება
გასაჩივრდეს სასამართლოში, სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 30 კალენდარულ
დღეში.
2. დარღვევის დადგენის შესახებ სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრება
სააგენტოს არ ართმევს უფლებას, განახორციელოს ამ კანონის მე-19 მუხლის მე-5 პუნქტით
გათვალისწინებული უფლებამოსილება და მომსახურების მიმწოდებელს დააკისროს
შესაბამისი ჯარიმა.
მუხლი 22. სააგენტოსთვის მიმართვის ვადა
1. ამ კანონის დარღვევის თაობაზე სააგენტოსთვის მიმართვის ვადაა დარღვევის ჩადენიდან
არა უმეტეს 2 წელი.
2. სააგენტოს მიერ საქმის შესწავლის დაწყება ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი
ვადის დინების შეჩერების საფუძველია.
მუხლი 23. წლიური ანგარიში
სააგენტო ყოველწლიურად, არაუგვიანეს პირველი მაისისა, საქართველოს მთავრობას
წარუდგენს ელექტრონული კომერციის სფეროში განხორციელებული საქმიანობის შესახებ
ანგარიშს, რომელიც საჯაროა და ქვეყნდება სააგენტოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე.
თავი VII. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები
მუხლი 24. გარდამავალი დებულებები
სააგენტომ, ამ მუხლის ამოქმედებიდან 6 თვის ვადაში უზრუნველყოს საქმის შესწავლის
წესისა და პროცედურის შესახებ შესაბამისი ნორმატიული აქტის შემუშავება და დამტკიცება.
მუხლი 25. კანონის ამოქმედება
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის მე-4 - 23-ე მუხლებისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის მე-4 - 23-ე მუხლები ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 190-ე დღეს.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ელექტრონული კომერციის შესახებ“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
დღეის მდგომარეობით, საქართველოში არ არსებობს „საინფორმაციო საზოგადოების
მომსახურებების“ ( ელექტრონული კომერციის) პროცესის მომწესრიგებელი კანონმდებლობა,
ამასთან, არ არსებობს რაიმე სახის რეგულაცია, რომელიც კრძალავს „შუალედური
მომსახურების მიმწოდებლებისთვის“ ზოგადი მონიტორინგის ვალდებულების დაწესებას და
ითვალისწინებს მათი უფლება-მოვალეობების განსაზღვრას, აგრეთვე ინტერნეტ სივრცეში
არსებული უკანონო ინფორმაციის ამოღების მოთხოვნით მიმართვის სისტემა, ამოღების
ვალდებულების წარმოშობის საფუძველი და ამ ვალდებულებისგან გათავისუფლების
სამართლებრივი საფუძვლები. აგრეთვე, არ არსებობს ელექტრონული კომერციის პროცესში
მომსახურების მიმღებთა უფლებების დაცვისა და მომსახურების მიმწოდებლის მიერ
მინიმალური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების მომწესრიგებელი კანონმდებლობა,
რაც ამცირებს ნდობას მომსახურების მიმწოდებელთა მიმართ და ზრდის რისკებს
მომსახურების მიმღებთათვის.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონის პროექტის შემუშავება განპირობებულია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი
თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებით შუალედური მომსახურების
მიმწოდებლების (ISP) დეფინიციის, მათი უფლებებისა და ვალდებულებების საქართველოს
კანონმდებლობით განსაზღვრის შესახებ აღებული ვალდებულებით და ქვეყანაში არსებული
ფაქტობრივი მდგომარეობით, რომლის პირობებშიც შუალედური მომსახურების
მიმწოდებლები არ არიან დაცული ზოგადი მონიტორინგის ვალდებულებისგან, რაც
შესაძლოა ნებისმიერ მომენტში, საკანონმდებლო რეგულირების არ არსებობის პირობებში
ძალზედ მძიმე ტვირთად დააწვეს მათ.
ამასთან, ელექტრონული კომერციის პროცესში, მომსახურების მიმღებთა უფლებების დაცვა
და მომსახურების მიმწოდებლების მხრიდან ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება,
აგრეთვე საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების/ელექტრონული კომერციის პროცესში
ელექტრონული ხელშეკრულების დადების გარკვეულ საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა
აუცილებელია ელექტრონული კომერციის განვითარებისთვის, რათა მომსახურების
მიმღებთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯებით მოხდეს
მომსახურების მიმღებების წახალისება, უფრო აქტიურად ისარგებლონ ელექტრონული
კომერციის სერვისებით, მით უფრო მაშინ, როდესაც ახალმა კორონავირუსის პანდემიამ კიდევ
ერთხელ დაგვანახა ელექტრონული სერვისების გამოყენების მნიშვნელობა.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
ქვეყანაში მეწარმეობის და ელექტრონული ვაჭრობის შემდგომი განვითარება, საქართველოს
გლობალურ სავაჭრო სივრცეში ინტეგრირება, რაც დამატებით დადებით ზეგავლენას
მოახდენს ქვეყნის სავაჭრო იმიჯზე და მისი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური
მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ასოცირების შესახებ ევროკავშირთან დადებული
ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, საინფორმაციო საზოგადოების
მომსახურების თავისუფალი გადაადგილებით უზრუნველყოფის გზით, შიდა ბაზრის
სათანადოდ ფუნქციონირების ხელშეწყობა და გაუმჯობესება, აგრეთვე ელექტრონული
კომერციის პლატფორმების მიმართ ნდობის ამაღლება ელექტრონული კომერციის დაცული
ინტერნეტ სივრცის უზრუნველყოფით, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია და კიდევ ერთი წინ
გადადგმული ნაბიჯია ევროპის ერთიანი ციფრული ბაზრისკენ ინტეგრაციისთვის.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი
კანონპროექტის
თანახმად,
დარეგულირდება,
ელექტრონული
კომერციის/საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებასთან დაკავშირებული საქმიანობა, ამ
მომსახურების გამწევი პირების პასუხისმგებლობა, აგრეთვე საინფორმაციო საზოგადოების
მომსახურების მიწოდების პროცესში ამ კანონის მიზნებისთვის ელექტრონული
ხელშეკრულების ცნება და მისი გაფორმების წესი და პირობები. განისაზღვრება
საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებების მიმწოდებლის და მიმღების საქმიანობის
პრინციპები, მათი უფლებები და ვალდებულებები.
ამ კანონის მიზნებისთვის, მომსახურების მიმწოდებელი არის ფიზიკური ან იურიდიული
პირი, რომელიც ახორციელებს საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებას. მაგალითად,
მომსახურების მიმწოდებელი არის საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების
(შუალედური მომსახურების) მიმწოდებელი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებლობა ეძლევა
მოვაჭრესა და მომსახურების მიმღებს განახორციელონ დისტანციური ყიდვა-გაყიდვა
სავაჭრო პლატფორმის მეშვეობით (ვებსაიტი, აპლიკაცია). კანონის მოთხოვნაა, რომ სწორედ
აღნიშნული სუბიექტი უნდა იყოს მარტივად იდენტიფიცირებადი მომსახურების
მიმღებისთვის და აკმაყოფილებდეს იდენტიფიცირებისთვის საჭირო მინიმალურ
მოთხოვნებს, რათა მომსახურების მიმღებისთვის მარტივად აღქმადი იყოს ვისი მეშვეობით
იღებს კონკრეტულ პროდუქციას თუ სერვისს.
კანონპროექტის პირველი მუხლით განისაზღვრება კანონის რეგულირების სფერო და მიზანი,
ელექტრონული კომერციის ცნება აგრეთვე ის მომსახურებები, რომლებზე არ ვრცელდება
კანონპროექტით გათვალისწინებული უფლებები და მოვალეობები. კანონპროექტით
განსაზღვრული უფლებები და მოვალეობები არ ვრცელდება ისეთ სფეროებზე, რომელიც
ექცევა სპეციალური რეგულირების სფეროში, მათ შორის მაგალითად ეროვნული ბანკის
რეგულირების სფერო, საგადასახადო სფერო, ამ კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტით
გათვალისწინებულ სფეროებზე და ა.შ.
გარდა ამისა, ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურებების მიწოდებასთან დაკავშირებით
მოქმედი კანონმდებლობით დადგენილია სპეციალური, ელექტრონული კომუნიკაციების
სფეროს შესატყვისი რეგულირება. კერძოდ, „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ"
საქართველოს კანონი და მის საფუძველზე საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული
კომისიის მიერ გამოცემული ნორმატიული აქტები ადგენს ელექტრონული საკომუნიკაციო
მომსახურების მიწოდებასთან დაკავშირებულ სპეციფიკურ ვალდებულებებს. მაგალითად,
„ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის მე-8 მუხლი არეგულირებს
მომხმარებლის მიერ გადაცემული ინფორმაციის საიდუმლოების საკითხებს, საქართველოს
კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით
დამტკიცებული „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდების
წესებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ“ რეგლამენტის მე-5 მუხლით
განისაზღვრება მომხმარებლებისათვის სათანადო ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება,
ამავე რეგლამენტის მე-12 მუხლი აწესრიგებს მომხმარებელთან დისტანციური გარიგების
დადების წესებს და ა.შ. აღნიშნულის გათვალისწინებით, კანონპროექტი არ გავრცელდება
ისეთ ურთიერთობებზე, რომლებიც უკავშირდება ელექტრონული საკომუნიკაციო
მომსახურების
მიწოდებას
და
რეგულირდება
სპეციალური
კანონმდებლობით.
კანონპროექტის აღნიშნული საგამონაკლისო დათქმა არ შეეხება ელექტრონული
საკომუნიკაციო მომსახურების მიმწოდებლების, როგორც შუალედური მომსახურების
მიმწოდებლების უფლება-მოვალეობებს, რაც განისაზღვრება კანონპროექტის მე-11-მე-14
მუხლებით.
მე-2 მუხლით მოცემულია ტერმინთა განმარტება, რომლითაც შემოთავაზებულია ქართული
საკანონმდებლო სივრცისათვის სრულიად ახალი დეფინიციები, ამასთან, აღსანიშნავია, რომ
აღნიშნული დეფინიციები გამოიყენება მხოლოდ ამ კანონის მიზნებისათვის და
შესაძლებელია სხვა კანონმდებლობის მიზნებისთვის სხვაგვარად იქნას გაგებული.
მაგალითისათვის, საინფორმაციო საზოგადოების მომსახურება არის - ელექტრონული
საშუალებებით და მომსახურების მიმღების ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე,
ანაზღაურების სანაცვლოდ მომსახურების დისტანციურად გაწევა. შემდგომ ქვეპუნქტებად
ჩაშლილია ოთხივე კომპონენტის მნიშვნელობა, რათა დაინტერესებული პირებისთვის კანონი
იყოს მარტივად აღსაქმელი. გასათვალისწინებელია, რომ თუკი აღნიშნული ოთხივე
კომპონენტი არ გვაქვს სახეზე ასეთ შემთხვევაში საქმე არ გვაქვს ელექტრონულ კომერციასთან
და შესაბამისად საკითხი სცდება ამ კანონის რეგულირების სფეროს. ევროპელი ექსპერტის
მიერ მოწოდებულ იქნა საინფორმაციო საზოგადოების დეფინიციის მაგალითები, რომელთა
თანახმადაც: საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებად ჩაითვლება ტრანსპორტირების
მომსახურება, როდესაც მომსახურების მიმღები უკვეთავს მომსახურებას აპლიკაციის
მეშვეობით და ამ შეკვეთის განხორციელების მომენტში არ აქვს შეხება მომსახურების
მიმწოდებელთან. ასეთი შემთხვევაა ტაქსის მომსახურება, როდესაც აპლიკაციით ხდება
გამოძახება, ლოკაციისა და დანიშნულების ადგილის მითითება და ამასთან გადახდა
ხორციელდება ელექტრონულად და მთელს ამ პროცესში მძღოლი არ არის ჩართული, ის
მხოლოდ ახორციელებს ოფლაინ მომსახურების მიწოდებას, საინფორმაციო საზოგადოების
მომსახურება კი ხდება მისგან დამოუკიდებლად ოთხივე კომპონენტის დაკმაყოფილებით.
ასევე, საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებაა ნებისმიერი განხორციელებული
ტრანზაქცია ფიზიკური თანმყოფობის გარეშე ელექტრონული მოწყობილობებით,
დისტანციურად, მიმღების ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე და ანაზღაურების
სანაცვლოდ. საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებად არ ჩაითვლება, მაგალითად
სამედიცინო პროცედურის/ოპერაციის ჩატარება ელექტრონული საშუალების გამოყენებით,
როდესაც პაციენტი მომსახურების მიმწოდებლის ე.ი ექიმის თანმყოფი პირია; ელექტრონული
კატალოგის გაცნობა კომპანიის ოფისში ან მაღაზიაში კონსულტანტთან ერთად;
თვითმფრინავის ბილეთის დაჯავშნა სამოგზაურო სააგენტოს ოფისში კომპიუტერის ან სხვა
ელექტრონული მოწყობილობის გამოყენების მიუხედავად; ელექტრონული ვიდეო თამაში
სათამაშო კლუბში, როდესაც მომსახურების მიმღები ფიზიკურად თანმყოფია; ასევე
საინფორმაციო საზოგადოების მომსახურება არ არის მომსახურება, რომელიც მიწოდებული
არ არის ელექტრონული მოწყობილობებით მონაცემთა დამუშავების გზით. მაგალითად:
ბანკომატიდან თანხის მოხსნა ან მატარებლის ბილეთის სპეციალური მოწყობილობიდან
შეძენა, იგივე ჩასარიცხი აპარატებიდან (PayBox) განხორციელებული ტრანზაქცია; პარკინგის
ან ავტომაგისტრალზე დაშვების აპარატები; ხმოვანი ტელეფონიით მიღებული ნებისმიერი
სახის მომსახურება, ასევე პირდაპირი მარკეტინგი; ხოლო მომსახურებები, რომლებიც არ
არიან მიწოდებული ინდივიდუალური მოთხოვნის საფუძველზე, მაგალითად არის
ტელემაუწყებლობა და რადიომაუწყებლობა, აგრეთვე ტელეტექსტი, აღსანიშნავია, რომ
გამოძახებით აუდიოვიზუალური მედია მომსახურება მიეკუთვნება საინფორმაციო
საზოგადოების მომსახურებებს.
ამასთან, ტერმინების განმარტების ნაწილში მნიშვნელოვანია ყურადღება იქნეს
გამახვილებული მომსახურების მიმღების დეფინიციაზე, რომელიც ორ ქვეპუნქტად იყოფა.
მე-2 მუხლის „დ.ა“ ქვეპუნტით განსაზღვრული მომსახურების მიმღები არის ფიზიკური ან
იურიდიული პირი, რომელიც პროფესიული, სამსახურებრივი, თუ სხვა მიზნებისთვის იღებს
საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებას, ხოლო მე-2 მუხლის „დ.ბ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული მომსახურების მიმღები არის პირი, რომელიც ასევე ექცევა მომსახურების
მიმღების დეფინიციის ქვეშ, თუმცა უფრო ვიწრო გაგებით, ანუ „დ.ბ“ ქვეპუნქტით
განსაზღვრული მომსახურების მიმღები არის ფიზიკური პირი, რომელიც მოქმედებს მხოლოდ
საკუთარი პირადი ინტერესიდან გამომდინარე ელექტრონული კომერციის პროცესში. ამ ორი
კატეგორიის მომსახურების მიმღების ერთმანეთისგან გამიჯვნა აუცილებელი გახდა
იმდენად, რამდენადაც, კანონპროექტის თანახმად, პირებზე, რომლებიც არ არიან მე-2 მუხლის
„დ.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პირები შესაძლოა გავრცელდეს განსახვავებული
წესები. კანონპროექტის მესამე მუხლის მიზანია ნათლად გაესვას ხაზი, რომ ელექტრონული
კომერცია/საინფორმაციო საზოგადოების მომსახურება არ არის ლიცენზირებადი საქმიანობა
და ამ საქმიანობის დასაწყებად საჭირო არ არის რაიმე სახის სპეციფიკური ლიცენზიის ან
ნებართვის აღება ან/და ავტორიზაციის გავლა. რა თქმა უნდა ეს დეფინიცია არ ვრცელდება
ელექტრონული კომერციის/საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების მეშვეობით ისეთი
პროდუქციის ან მომსახურების მიწოდებაზე, რომლისთვისაც საქართველოს კანონით
დადგენილია სალიცენზიო რეჟიმი, ასეთ შემთხვევაში პირი ლიცენზიას ან ნებართვას იღებს
ან ავტორიზაციას გადის ძირითადი საქმიანობისთვის, რისგანაც ეს კანონი მას არ
ათავისუფლებს.
მე-4 მუხლი ადგენს საინფორმაციო საზოგადოების მომსახურების მიმწოდებელთა
ვალდებულებას ამ მუხლით განსაზღვრული ინფორმაცია მიაწოდონ მომსახურების მიმღებთ.
ამ მუხლის მიზანია ელექტრონული კომერციის პროცესში მომსახურების მიმღებთა
უფლებების დაცვა.
მე-5 მუხლი ასევე ემსახურება მომსახურების მიმღებთა უფლებების დაცვას, იმდენად,
რამდენადაც ადგენს გარკვეულ ვალდებულებებს საინფორმაციო საზოგადოების
მომსახურების შემადგენელი კომერციული შეტყობინებების გარკვეული სახის მოთხოვნების
დაცვით მიწოდების თაობაზე. მეორე პუნქტი განსაზღვრავს, რომ პირდაპირი მარკეტინგის
მიზნებიდან გამომდინარე გაგზავნილი არასასურველი კომერციული შეტყობინების მიმართ
მოქმედებს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნები.
კანონპროექტი ასევე განსაზღვრავს, რომ მე-4 და მე-5 მუხლებით გათვალისწინებული
ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება არ ათავისუფლებს მომსახურების მიმწოდებელს იმ
ნორმატიული აქტებით დადგენილი ვალდებულებებისგან,
მიწოდების უფრო მაღალ სტანდარტს აწესებს.
რომლებიც
ინფორმაციის
მე-6 მუხლი განსაზღვრავს ელექტრონულ კომერციაში მონაწილე მხარეების პერსონალური
მონაცემების დაცვის ვალდებულებას და ამ ვალდებულების დარღვევისთვის მხარეთა
პასუხიმგებლობის გადაწყვეტის წესს.
მე-7 მუხლის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ელექტრონული
ხელშეკრულების
მიმართ
მოქმედებს
სამოქალაქო
კოდექსით
ხელშეკრულების
გაფორმებისათვის დადგენილი ნორმები. ამასთან, ელექტრონული ხელშეკრულების ცნება
ნოვაციაა ქართულ საკანონმდებლო სივრცისათვის, ტერმინთა განმარტებაში მოცემულია მისი
დეფინიცია, ხოლო მეშვიდე მუხლის მეორე პუნქტი ასევე აზუსტებს, რომ ელექტრონული
ხელშეკრულების ხელმოწერის აუცილებლობის შემთხვევაში გამოიყენება ელექტრონული
ხელმოწერისათვის
„ელექტრონული
დოკუმენტისა
და
ელექტრონული
სანდო
მომსახურებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნორმები.
მე-8 მუხლით განსაზღვრულია მომსახურების მიმწოდებლის მიერ, მომსახურების
მიმღებისთვის ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭირო ყველა ტექნიკური ეტაპის შესახებ
ინფორმაციის მოწოდების ვალდებულება.
მე-9 მუხლით განსაზღვრულია ელექტრონული შეკვეთის განთავსების პირობები,
მომსახურების მიმღების გარკვეული ვალდებულებები მომსახურების მიმღების იმ
ტექნიკური შესაძლებლობებით და ამ შესაძლებლობების შესახებ ინფორმაციით
უზრუნველყოფის ვალდებულებები, რომლებიც აუცილებელია შეკვეთის განთავსებისათვის.
მე-10 მუხლი აწესებს ამ კანონის მე-2-მე-3 თავებით განსაზღვრული ინფორმაციის
სახელმწიფო ენაზე მიწოდების ვალდებულებას, თუმცა, ასევე უფლებას აძლევს
მომსახურების მიმწოდებლებს, რომ აღნიშნული თავებით განსაზღვრული ინფორმაცია
დამატებით მიაწოდონ მათთვის სასურველ სხვა ენებზე.
მე-11 მუხლი ეხება გატარებას, რომელიც არის შუალედური მომსახურების ერთ-ერთი სახე და
გულისხმობს ინფორმაციის გატარებას (გადაცემას) სერვერზე. ასოცირების ხელშეკრულებით
ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, ინფორმაციის გატარების, ისევე როგორც სხვა
შუალედური მომსახურების მიმწოდებელი, თავისუფალია ზოგადი მონიტორინგის
ვალდებულებისგან და პასუხისმგებელია არალეგალური კონტენტის გატარებაზე მხოლოდ
კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, სწორედ ამ შემთხვევებს ეხება ძირითადად
აღნიშნული ნორმა.
მე-12 მუხლი განსაზღვრავს შუალედური მომსახურების - ქეშირების მიმწოდებლების
უფლებებსა და ვალდებულებებს ხოლო მე-13 მუხლი განსაზღვრავს ჰოსტინგის, როგორც
შუალედური მომსახურების მიწოდებისას მიმწოდებლის პასუხისმგებლობისა და
პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების საფუძვლებს.
რაც შეეხება მე-14 მუხლს, იგი განსაზღვრავს სამივე სახეობის შუალედური მომსახურების
მიმწოდებლებისთვის ზოგადი მონიტორინგის ვალდებულების დაკისრების დაუშვებლობას,
პასუხისმგებლობისა და პასუხისმგებლობისგან გათავისუფლების ძირითად და ზოგად
პრინციპებს.
მე-15 მუხლი ადგენს ამ კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის მიწოდების
ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მომსახურების მიმღების მიმართვის
საფუძველზე საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ აღნიშნულ შესაძლო
დარღვევაზე რეაგირების ვალდებულებას.
ხოლო მე-16-მე-19 მუხლები ეხება სააგენტოს მიერ, მომსახურების მიმღებთა უფლებების
დაცვის კუთხით განსახორციელებელ ღონისძიებებს. სააგენტოსთვის მიმართვის და
გადაწყვეტილების მიღების წესს, ვადებსა და პროცედურებს. მე-20 მუხლი ეხება სააგენტოს
გადაწყვეტილების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში
მომსახურების მიმწოდებლის დაჯარიმების წესსა და პროცედურებს,
21-ე-22 მუხლები ეხება სააგენტოს გადაწყვეტილების გასაჩივრების წესსა და საჩივრის
წარდგენის ხანდაზმულობის ვადებს.
23-ე მუხლი განსაზღვრავს სააგენტოს ვალდებულებას საქართველოს მთავრობისთვის
ყოველწლიური ანგარიშის წარდგენის შესახებ.
24-ე მუხლი კი ადგენს კონკურენციის სააგენტოს ვალდებულებას ამ მუხლის ამოქმედებიდან
6 თვის ვადაში შეიმუშავოს საქმის შესწავლის წესისა და პროცედურების შესახებ ნორმატიული
აქტი.
25-ე მუხლი განსაზღვრავს ამ კანონის ძალაში შესვლის საკითხს. გარდა ამ კანონის 4-23
მუხლებისა ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო 4-23 მუხლები ამოქმედდება
გამოქვეყნებიდან 190-ე დღეს.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
ასეთი არ არსებობს.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა მისი მე-4 - 23-ე მუხლებისა ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან,
მნიშვნელოვანია დროული ამოქმედა. ხოლო კანონის მე-4 - 23-ე მუხლები ამოქმედდება
გამოქვეყნებიდან 190-ე დღეს, ვინაიდან, მათი ძალაში შესვლა დაკავშირებულია
კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მიერ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტ(ებ)ის
შემუშავებასა და მიღებასთან, რომელიც უზრუნველყოფს კანონის შესაბამის მუხლებთან
დაკავშირებული საკითხების ეფექტურ აღსრულებას.
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ამასთან,
კანონპროექტი
არ
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ
ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო:
კანონპროეტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
სახელმწიფო ბიუჯეტი, კერძოდ სსიპ - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს
ასიგნებები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო
ნაწილზე,
რადგანაც
კანონპროექტით
გათვალისწინებულია
ადმინისტრაციული
პასუხისმგებლობა გარკვეული სახის ვალდებულებების შეუსრულებლობაზე, რაც სანქციის
სახით ითვალისწინებს ჯარიმას 1 000 ლარამდე ოდენობით, დარღვევის 12 თვის
განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელს დაეკისრება
უკვე დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობა, მაგრამ არანაკლებ 1 000 ლარისა, რომელიც
მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში. ვინაიდან, კანონპროექტით დგინდება ახალი სახის
ჯარიმა,რომლის შესახებ სტატისტიკური ინფორმაცია არ არსებობს, სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე გავლენა დამოკიდებული იქნება დარღვევების რაოდენობასა და
სახეზე.
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა დადებითი გავლენა მოახდინოს სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ამ
პროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის დაჭირდება
ახალი ადამიანური რესურსის დამატება. იმ დაშვებით, თუ სააგენტოს თანამშრომელთა
რიცხოვნობა 10 წევრით გაიზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
დადებით გავლენას მოახდენს ახალ თანამშრომელთა მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში
გადახდილი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც კანონის ამოქმედებიდან პირველ წელს
დაახლოებით იქნება 20 000 ლარის 20%, ხოლო 3 წლიან პერიოდში - 60 000 ლარის 20%.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო, ბიუჯეტის ხარჯვით
ნაწილზე.
აღსანიშნავია, რომ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მიერ გაცემული
საგრანტო აქტივობის ფარგლებში, საკონსულტაციო კომპანია PMO-ს მიერ მომზადებულია
„ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონპროექტზე ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი.
აღნიშნული ანალიზის თანახმად, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონი რომელიც 2022 წლის 1 ივნისს ამოქმედდა, დაკავშირებულია „ელექტრონული
კომერციის შესახებ“ კანონის პროექტთან. ორივე კანონის შესაბამისად, აღმასრულებელი
ორგანო საქართველოს კონკურენციის სააგენტოა და სააგენტოს რეგულირების, კონტროლის
და პასუხისმგებლობის ნორმები იდენტურად არის განსაზღვრული (განსხვავდება მხოლოდ
ჯარიმის გამოთვლის წესი, კერძოდ: ,,მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“
კანონპროექტის 34-ე მუხლის მიხედვით, ჯარიმის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს წინა
ფინანსური წლის განმავლობაში მოვაჭრის წლიური ბრუნვის 2 პროცენტს, ხოლო
„ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის მე-20 მუხლის
მიხედვით, ჯარიმა განსაზღვრულია 1 000 ლარამდე ოდენობით).
კვლევის თანახმად, ამ დროისთვის, საქართველოს კონკურენციის სააგენტოში უკვე
შექმნილია ახალი სტრუქტურული ერთეული და გამოყოფილია შესაბამისი ბიუჯეტი. ახალი
დეპარტამენტის მიზანია მომხმარებლის უფლებების მაღალი სტანდარტების დანერგვა და
მომხმარებლის უფლებების პოლიტიკისა და სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა, მათ
შორის, ელექტრონული ვაჭრობის დროს. დეპარტამენტის გუნდი შედგება 10 წევრისგან და
თანამშრომლის ანაზღაურება შეადგენს დაახლოებით 2000 ლარს. თუ, საჭიროებიდან
გამომდინარე, სააგენტოს თანამშრომელთა რიცხოვნობა 10 წევრით გაიზრდება, ასეთ
შემთხვევაში სააგენტოს დაახლოებითი ხარჯი კანონის ამოქმედებიდან პირველ წელს იქნება
დამატებით 20 000 ლარი ხოლო, 3 წლიან პერიოდში იქნება 60 000 ლარი.
დამატებით, ანალიზში აღნიშნულია, რომ „ელექტრონული კომერციის შესახებ“
კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, გარდა, თანამშრომლების შრომის ანაზღაურებისათვის
რესურსის შესაძლო გამოყოფისა, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ექნება ერთჯერადი
ხარჯი დეპარტამენტის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებისთვის (მაგ.
პროცედურული სახელმძღვანელოს შემუშავება, ტრენინგი - 10,200 ლარი).
კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა უარყოფითი ფინანსური გავლენა მოახდინოს
საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ბიუჯეტზე ექსპერტიზის ხარჯებთან
მიმართებით. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიმღების უფლებების დარღვევის ფაქტი არ
დადგინდა, ექსპერტიზის ხარჯი ანაზღაურდება სააგენტოს ბიუჯეტიდან. ექსპერტიზის
ჩატარებასთან დაკავშირებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში გამოიცემა სააგენტოს
ბრძანება, რომლითაც განისაზღვრება ექსპერტიზის ხარჯები.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტის მიღება არ
ვალდებულებების აღებას.
ითვალისწინებს
სახელმწიფოს
მიერ
ახალი
ფინანსური
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
კანონპროექტი ითვალისწინებს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის სახით ჯარიმის (1
000 ლარამდე ოდენობით, დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის
შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელს დაეკისრება უკვე დაკისრებული ჯარიმის ორმაგი
ოდენობა, მაგრამ არანაკლებ 1 000 ლარისა, რომელიც მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში)
დაწესების შესაძლებლობას იმ პირთათვის, რომლებიც არ შეასრულებენ კანონით
გათვალისწინებულ ვალდებულებებს და დაარღვევენ დადგენილ მოთხოვნებს, ასეთ
შემთხვევაში, დამრღვევი ფიზიკური და იურიდიული პირების მიმართ შესაძლებელია
დადგეს გარკვეული ფინანსური შედეგები, ჯარიმის გადახდის სახით. ამასთან აღსანიშნავია,
თუკი სააგენტოს გადაწყვეტილება დამრღვევის მხრიდან იქნა გასაჩივრებული
სასამართლოში, კანონპროექტი მათ არ აკისრებს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში
შესვლამდე ჯარიმის თანხის გადახდას.
კანონპროექტის მიღება დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც
„ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ საქართველოს
კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს დეპარტამენტის ინსტიტუციური შესაძლებლობების
განვითარებისთვის შეიმუშავებს პროცედურულ სახელმძღვანელოს, ჩაატარებს ტრენინგებს
და ა. შ. რისთვისაც მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას.
კანონპროექტი ადგენს პერსონალური მონაცემნების დაცვის ვალდებულებას, რომელსაც
პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური სავარაუდოდ განახორციელებს არსებული
ადამიანური რესურსების ფარგლებში, თუმცა, თუ საჭირო გახდება თანამშრომელთა
რიცხოვნობის გაზრდა, ეს დადებითად აისახება იმ პირებზე, რომლებიც დასაქმდებიან და
მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას, რაც თითოეულ პირზე დაახლოებით 2000 ლარს შეადგენს.
სააგენტო უფლებამოსილია, საქმის შესწავლის პროცესში, აუცილებლობის შემთხვევაში,
მიიღოს გადაწყვეტილება ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე, თუ ექსპერტიზის დასკვნის
გარეშე ვერ მოხდება საქმეზე დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. თუ მომსახურების
მიმღების უფლების დარღვევის ფაქტი დადგინდა, მომსახურების მიმწოდებელი
ვალდებულია სრულად აანაზღაუროს ექსპერტიზის ხარჯი.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მისი გადაწყვეტილების
შეუსრულებლობის
ან
არაჯეროვანი
შესრულების
შემთხვევაში
ითვალისწინებს
მომსახურების მიმწოდებლისთვის ჯარიმის დაკისრებას 1 000 ლარამდე ოდენობით.
დარღვევის 12 თვის განმავლობაში განმეორებით ჩადენის შემთხვევაში, მომსახურების
მიმწოდებელს დაეკისრება უკვე დაკისრებული ჯარიმის ორმაგი ოდენობა, მაგრამ არანაკლებ
1 000 ლარისა, რომელიც მიემართება სახელმწიფო ბიუჯეტში.
ჯარიმის განსაზღვრისას გათვალისწინებულ უნდა იქნას დარღვევის ხასიათი, სიმძიმე და
ხანგრძლივობა.
ბ1) ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება
რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონის პროექტი მომზადდა USAID-ის „მმართველობა განვითარებისთვის (G4G)“ პროექტის
დახმარებით.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.