„კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.12.2022
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/237/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ელექტრონული კომერციის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 84 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-29
ბიუროს ნომერი 217

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე მუხლი 1. „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 25.05.2012, სარეგისტრაციო კოდი: 240140000.05.001.016710) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება: 1. მე-16 მუხლის: ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „2. სააგენტოს მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებები, აგრეთვე შესაბამისი ორგანიზაციული საკითხები განისაზღვრება ამ კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,ელექტრონული კომერციის შესახებ’’ საქართველოს კანონითა და სააგენტოს დებულებით.“; ბ) 42 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 43 პუნქტი: „43. „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტო აგრეთვე ახორციელებს საქართველოს ტერიტორიაზე ,,ელექტრონული კომერციის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული მომსახურების მიმღების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, უფლებების დარღვევის პრევენციასა და დარღვეული უფლების აღდგენის ხელშეწყობას, დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და დარღვევებზე კანონით გათვალისწინებულ შესაბამის რეაგირებას.’’; გ) მე-6 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „6. სააგენტო თავისი საქმიანობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ კანონით, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, ,,ელექტრონული კომერციის შესახებ’’ საქართველოს კანონით, სააგენტოს დებულებითა და სხვა სამართლებრივი აქტებით და პასუხისმგებელია საკუთარი ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებისთვის.“. 2. 172 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „თ2“ ქვეპუნქტი: „თ2) „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება;“. 3. მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „4. სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „ვაჭრობაში ანტიდემპინგური ღონისძიების შემოღების შესახებ“ საქართველოს კანონით, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ელექტრონული კომერციის შესახებ’’ საქართველოს კანონითა და სააგენტოს დებულებით, მისთვის მინიჭებული სხვა უფლებამოსილებები.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 190-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: დღეის მდგომარეობით, საქართველოში არ არსებობს „საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებების“ ( ელექტრონული კომერციის) პროცესის მომწესრიგებელი კანონმდებლობა, ამასთან, არ არსებობს რაიმე სახის რეგულაცია, რომელიც კრძალავს „შუალედური მომსახურების მიმწოდებლებისთვის“ ზოგადი მონიტორინგის ვალდებულების დაწესებას და ითვალისწინებს მათი უფლება-მოვალეობების განსაზღვრას, აგრეთვე ინტერნეტ სივრცეში არსებული უკანონო ინფორმაციის ამოღების მოთხოვნით მიმართვის სისტემა, ამოღების ვალდებულების წარმოშობის საფუძველი და ამ ვალდებულებისგან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძვლები. აგრეთვე, არ არსებობს ელექტრონული კომერციის პროცესში მომსახურების მიმღებთა უფლებების დაცვისა და მომსახურების მიმწოდებლის მიერ მინიმალური ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების მომწესრიგებელი კანონმდებლობა, რაც ამცირებს ნდობას მომსახურების მიმწოდებელთა მიმართ და ზრდის რისკებს მომსახურების მიმღებთათვის. აღნიშნული ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, შემუშავებულია ,,ელექტრონული კომერციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტი. „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების აღსრულებისთვის საჭიროა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში, როგორც ჩარჩო კანონში, შევიდეს ცვლილებები, რომლითაც სააგენტოს სტატუსისა და უფლებამოსილების ნაწილები შეივსება ,,ელექტრონული კომერციის შესახებ’’ კანონის დებულებების გათვალისწინებით. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: ,,ელექტრონული კომერციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტის თანახმად, საქართველოს ტერიტორიაზე ,,ელექტრონული კომერციის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული მომსახურების მიმღების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, უფლებების დარღვევის პრევენციასა და დარღვეული უფლების აღდგენის ხელშეწყობას, დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და დარღვევებზე კანონით გათვალისწინებულ შესაბამის რეაგირებას ახორციელებს კონკურენციის სააგენტო. ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრულია სააგენტოს სტატუსი და უფლებამოსილებები. შესაბამისად, ვინაიდან სააგენტოს ფუნქციებსა და უფლებამოსილებებს ემატება ,,ელექტრონული კომერციის შესახებ’’ საქართველოს კანონიდან გამომდინარე უფლებამოვალეობები, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ აღსასრულებელ საკანონმდებლო აქტებთან დაკავშირებით ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონში არსებული დებულებები არ მოიცავენ ,,ელექტრონული კომერციის შესახებ’’ საქართველოს კანონზე მითითებებს, აუცილებელია ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონში შევიდეს ცვლილება, ,,ელექტრონული კომერციის შესახებ’’ საქართველოს კანონიდან გამომდინარე სააგენტოს უფლება-მოვალეობები შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონთან, ასევე საკანონმდებლო აქტებთან მიმართებით, ,,ელექტრონული კომერციის შესახებ’’ საქართველოს კანონზე. მითითება გაკეთდეს ასევე ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების აღსრულებისთვის, საჭიროა ცვლილებების შეტანა „კონკურენციის შესახებ“ საქართველოს კანონში. აღნიშნული ცვლილებებით შეივსება ჩარჩო კანონი, რომელიც განსაზღვრავს კონკურენციის სააგენტოს უფლებამოსილებებს და მოქმედების სფეროს, რაც საბოლოო ჯამში ელექტრონული კომერციის სფეროში მოქმედი საკანონმდებლო ნორმების ეფექტურად შესრულებას შეუწყობს ხელს. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, ,,კონკურენციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე16 მუხლის მე-2 პუნქტს ემატება ჩანაწერი, რომლის მიხედვითაც სააგენტოს მიზნები, ამოცანები, ფუნქციები და უფლებამოსილებები, აგრეთვე შესაბამისი ორგანიზაციული საკითხები სხვა ნორმატიულ აქტებთან ერთად, განისაზღვრება ,,ელექტრონული კომერციის შესახებ’’ საქართველოს კანონით. მე-42 პუნქტს ემატება მე-43 პუნქტი, რომლის თანახმადაც „ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტო ახორციელებს აგრეთვე საქართველოს ტერიტორიაზე ,,ელექტრონული კომერციის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული მომსახურების მიმღების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, უფლებების დარღვევის პრევენციასა და დარღვეული უფლების აღდგენის ხელშეწყობას, დარღვევის ფაქტების გამოვლენასა და დარღვევებზე კანონით გათვალისწინებულ შესაბამის რეაგირებას. მე-16 მუხლის მე-6 პუნქტში, სააგენტოს მიერ, თავისი საქმიანობის განხორციელებისას სახელმძღვანელო ნორმატიულ აქტებზე მითითებას, ემატება ,,ელექტრონული კომერციის შესახებ’’ საქართველოს კანონზე მითითება. მე-172 მუხლს ემატება „თ2“ ქვეპუნქტი, რომლის თანახმადაც, სააგენტოს ფუნქციებს ემატება ,,ელექტრონული კომერციის შესახებ’’ საქართველოს კანონით განსაზღვრული ფუნქციების შესრულება. მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის არსებული რედაქციას ემატება მითითება ,,ელექტრონული კომერციის შესახებ’’ საქართველოს კანონზე. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 190-ე დღეს, ვინაიდან მისი ძალაში შესვლა დაკავშირებულია „ელექტრონული კომერციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლების ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროეტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი, კერძოდ, სსიპ - საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ასიგნებები. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა გავლენა იქონიოს სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის ფარგლებში მომზადებული ხარჯთსარგებლიანობის ანალიზის მიხედვით, კონკურენციის სააგენტოსთან კონსულტაციის საფუძველზე გაირკვა, რომ სააგენტო არ გეგმავს დამატებითი რესურსის გამოყოფა კონკურენციის შესახებ“ კანონპროექტის აღსრულების მიზნით. შესაბამისად, საკითხები გადანაწილდება უკვე არსებულ სხვადასხვა თანამშრომელზე. იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ამ პროექტით გათვალისწინებული უფლებამოსილებების განხორციელებისათვის დაჭირდება ახალი ადამიანური რესურსის დამატება იმ დაშვებით, თუ სააგენტოს თანამშრომელთა რიცხოვნობა 10 წევრით გაიზრდება, სახელმწიფო ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე დადებით გავლენას მოახდენს ახალ თანამშრომელთა მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი საშემოსავლო გადასახადი, რომელიც დაახლოებით კანონის ამოქმედებიდან პირველ წელს იქნება 20 000 ლარის 20%, ხოლო 3 წლიან პერიოდში იქნება 60 000 ლარის 20%. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას იქონიებს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. აღსანიშნავია, რომ USAID-ის ეკონომიკური მმართველობის პროგრამის მიერ გაცემული საგრანტო აქტივობის ფარგლებში, საკონსულტაციო კომპანია PMO-ს მიერ მომზადებულია „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონპროექტზე ხარჯ-სარგებლიანობის ანალიზი. აღნიშნული ანალიზის თანახმად, „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი რომელიც 2022 წლის 1 ივნისს ამოქმედდა, დაკავშირებულია „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონის პროექტთან, ორივე კანონის შესაბამისად, აღმასრულებელი ორგანო საქართველოს კონკურენციის სააგენტოა და სააგენტოს რეგულირების, კონტროლის და პასუხისმგებლობის ნორმები იდენტურად არის განსაზღვრული. კვლევის თანახმად, ამ დროისთვის, საქართველოს კონკურენციის სააგენტოში უკვე შექმნილია ახალი სტრუქტურული ერთეული და გამოყოფილია შესაბამისი ბიუჯეტი. ახალი დეპარტამენტის მიზანია მომხმარებლის უფლებების მაღალი სტანდარტების დანერგვა და მომხმარებლის უფლებების პოლიტიკისა და სამართლებრივი საფუძვლების განსაზღვრა, მათ შორის ელექტრონული ვაჭრობის დროს. დეპარტამენტის გუნდი შედგება 10 წევრისგან, თუმცა საჭიროებიდან გამომდინარე შესაძლოა 20 წევრამდეც გაიზარდოს, სააგენტოს შესაბამისი დეპარტამენტი შედგება 10 წევრისგან და თანამშრომლის ანაზღაურება შეადგენს დაახლოებით 2000 ლარს. თუ, საჭიროებიდან გამომდინარე სააგენტოს თანამშრომელთა რიცხოვნობა 10 წევრით გაიზრდება, ასეთ შემთხვევაში სააგენტოს დაახლოებითი ხარჯი კანონის ამოქმედებიდან პირველ წელს იქნება 20 000 ლარი ხოლო, 3 წლიან პერიოდში იქნება 60 000 ლარი. დამატებით, ანალიზში აღნიშნულია, რომ „ელექტრონული კომერციის შესახებ“ კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ, გარდა, თანამშრომლების რესურსის შესაძლო გამოყოფისა, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს ექნება ერთჯერადი ხარჯი დეპარტამენტის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებისთვის (მაგ. პროცედურული სახელმძღვანელოს შემუშავება, ტრენინგი - 10,200 ლარი). კანონპროექტის მიღება არ მოახდენს გავლენას ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღებამ შესაძლოა დადებითი ფინანსური გავლენა მოახდინოს იმ პირებზე, რომლებიც დასაქმდებიან სააგენტოში, იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდება სააგენტოსთვის ახალი ადამიანური რესურსის დამატება. შრომის ანაზღაურება ერთ პირზე სავარაუდოდ შეადგენს 2000 ლარს. კანონპროექტის მიღება დადებით ფინანსურ გავლენას მოახდენს იმ პირებზე, რომლებიც კანონპროექტის ამოქმედების შემდეგ საქართველოს კონკურენციის ეროვნულ სააგენტოს შესაბამისი დეპარტამენტის ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებისთვის შეიმუშავებს პროცედურულ სახელმძღვანელოს, ჩაატარებს ტრენინგებს და ა.შ. რისთვისაც მიიღებენ შესაბამის ანაზღაურებას. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელის დადგენას. ბ1) ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი ზეგავლენას არ ახდენს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.