„საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“

საქართველოს კანონის პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
21.12.2022
ავტორი
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
ინიციატორი
საქართველოს მთავრობა
ნომერი
#07-2/237/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

„ელექტრონული კომერციის შესახებ“

📋 განხილვის ეტაპები

I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 81 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი

🏛️ კომიტეტები

  • დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
  • ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • იურიდიულ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
  • საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა

📑 დასკვნები

📅 დამატებითი ინფორმაცია

ბიუროზე განხილვის თარიღი 2022-12-29
ბიუროს ნომერი 217

📜 ტექსტი

საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი საქართველოს კანონი საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ მუხლი 1. საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსს (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №39(46), 1999 წელი, მუხ.190) დაემატოს შემდეგი შინაარსის VII25 თავი: „თავი VII25 ადმინისტრაციული სამართალწარმოება ინფორმაციის მიღებასთან დაკავშირებით მომსახურების მიმწოდებლისაგან მუხლი 2197. მოსამართლის ბრძანება მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენის შესახებ ,,ელექტრონული კომერციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენის შესახებ ბრძანებას, მომსახურების მიმწოდებლის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარდგენის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე. მუხლი 2198. სააგენტოს შუამდგომლობა მომსახურების დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ მიმწოდებლის მიერ საქმესთან 1. სააგენტო უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ, თუ სააგენტომ მომსახურების მიმწოდებელს მოსთხოვა საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და ეს ინფორმაცია განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი. 2. მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობა უნდა შეიცავდეს სათანადო დასაბუთებას. სააგენტოს შუამდგომლობაში მითითებული უნდა იყოს იმ მომსახურების მიმწოდებლის შესახებ ზუსტი მონაცემები, რომლისგანაც სააგენტო ითხოვს ინფორმაციის წარმოდგენას და მოთხოვნილი ინფორმაციის შინაარსი. მუხლი 2199. მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გამოცემისა და გასაჩივრების წესები 1. მოსამართლე, მომსახურების მიმწოდებლის მიერ, სააგენტოსათვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ ბრძანებას მომსახურების მიმწოდებლისაგან საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ, სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე გამოსცემს ამ შუამდგომლობის წარდგენიდან 72 საათის განმავლობაში. 2. მოსამართლე, მომსახურების მიმწოდებლისაგან საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობას განიხილავს ერთპიროვნულად, ზეპირი მოსმენის გარეშე. 3. მომსახურების მიმწოდებლისაგან, საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობის დასაბუთებულობის შემოწმების შემდეგ მოსამართლე გამოსცემს დასაბუთებულ ბრძანებას შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ ან შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. 4. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების დაკმაყოფილების შესახებ ბრძანებაში აღინიშნება: შემთხვევაში შუამდგომლობის ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) მომსახურების მიმწოდებელი, რომელმაც სააგენტოს საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია უნდა წარუდგინოს; გ) საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის ფორმა და ვადა; დ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილების შესახებ; ე) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 5. სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში აღინიშნება: ა) ბრძანების შედგენის თარიღი და ადგილი; ბ) განკარგულება შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისი დასაბუთება; გ) მოსამართლის ხელმოწერა და სასამართლოს ბეჭედი. 6. მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსათვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანება დგება 3 ეგზემპლარად. ერთი ეგზემპლარი გადაეცემა (ეგზავნება) სააგენტოს, მეორე – მომსახურების მიმწოდებელს, ხოლო მესამე რჩება სასამართლოში. 7. მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსათვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანება ძალაში შედის მისი გასაჩივრების ვადის ამოწურვის მომენტიდან. ამ ბრძანების გასაჩივრება აჩერებს მის მოქმედებას. 8. მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსათვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარი შეიტანება ამ ბრძანების გამომცემ სასამართლოში, მხარისათვის ბრძანების ეგზემპლარის გადაცემიდან (გაგზავნიდან) 48 საათის ვადაში. მოსამართლე საჩივარს საქმის მასალებთან ერთად დაუყოვნებლივ უგზავნის სააპელაციო სასამართლოს. 9. სააპელაციო სასამართლო მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსათვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარს განიხილავს შეტანიდან 72 საათის განმავლობაში, ზეპირი მოსმენის გარეშე. 10. სააპელაციო სასამართლოს მიერ მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსათვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გაუქმების თაობაზე საჩივარზე მიღებული გადაწყვეტილება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.“. მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან 190-ე დღეს. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი საქართველოს კანონის პროექტზე ,,საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ’’ ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ: ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი: ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი: დღეის მდგომარეობით, საქართველოში არ არსებობს „საინფორმაციო საზოგადოების მომსახურებების“ (ელექტრონული კომერციის) პროცესის მომწესრიგებელი კანონმდებლობა, აგრეთვე, არ არსებობს ელექტრონული კომერციის პროცესში მომსახურების მიმღებთა უფლებების დაცვისა და ამ პროცესში მომსახურების მიმწოდებლის მიერ, შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მოთხოვნის შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდების მომწესრიგებელი საკანონმდებლო ნორმები, ისევე როგორც ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში სააგენტოს მიერ სასამართლოსადმი შუამდგომლობის დაყენებისა და სასამართლოს მიერ ინფორმაციის გამოთხოვის მარეგულირებელი წესები , რაც ამცირებს ნდობას მომსახურების მიმწოდებელთა მიმართ და ზრდის რისკებს მომსახურების მიმღებთათვის. კანონპროექტის მიზანია, ,,ელექტრონული კომერციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტის საფუძველზე, საკანომდებლო ჩარჩოს შექმნა, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების მიმღებთა უფლებების დაცვისას მომსახურების მიმწოდებლის მიერ, საქართველოს კონკურენციის ეროვნული სააგენტოს მხრიდან სასამართლოში შუამდგომლობის გზით, ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების პრაქტიკულ უზრუნველყოფას. ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა: საქართველოს ტერიტორიაზე ,,ელექტრონული კომერციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტით განსაზღვრული მომსახურების მიმღების უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა, უფლებების დარღვევის პრევენცია და დარღვეული უფლების აღდგენის ხელშეწყობა, დარღვევის ფაქტების გამოვლენა და დარღვევებზე კანონით გათვალისწინებული შესაბამის რეაგირება აუცილებელია ელექტრონული კომერციის განვითარებისათვის. შესაბამისად, აუცილებელია ელექტრონული კომერციის პროცესში, მომსახურების მიმწოდებლების მხრიდან ინფორმაციის მიწოდების ვალდებულების გარკვეულ საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა იმისათვის, რათა მომსახურების მიმღებთა უფლებების დაცვის მიმართულებით გადადგმული ქმედითი ნაბიჯებით მოხდეს მომსახურების მიმღებების წახალისება, უფრო აქტიურად ისარგებლონ ელექტრონული კომერციის სერვისებით, მით უფრო მაშინ, როდესაც ახალმა კორონავირუსის პანდემიამ კიდევ ერთხელ დაგვანახა ელექტრონული სერვისების გამოყენების მნიშვნელობა. ,,ელექტრონული კომერციის შესახებ’’ საქართველოს კანონის პროექტის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოს კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების განსახორციელებლად, სააგენტო საქმის განხილვის მიზნით განმცხადებლის ან/და მომსახურებლის მიმწოდებლისგან გამოითხოვს ინფორმაციას (მათ შორის, კონფიდენციალურს), რომელიც საჭიროა სააგენტოს მიერ შესაბამისი უფლებამოსილების განხორციელებისთვის. ამავე მუხლის ,,გ’’ ქვეპუნქტის თანახმად კი, საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში, უფლებამოსილია სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მომსახურების მიმწოდებლის მიერ შესაბამისი ინფორმაციის წარმოდგენის თაობაზე; ამ კანონპროექტის მიზანია სასამართლოს მიერ სააგენტოს შუამდგომლობის განხილვის მოქნილი და ეფექტიანი პროცედურული ნორმების შემოღება. ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები: კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგებია მომსახურების მიმწოდებლის მიერ ინფორმაციის დროული მიწოდების უზრუნველყოფა, ინფორმაციის მიუწოდებლობის შემთხვევების პრევენცია და ამ გზით მომხმარებელთა უფლებების დაცვა, რაც აისახება ელექტრონული კომერციის დაცული ინტერნეტ სივრცის უზრუნველყოფით ელექტრონული კომერციის პლატფორმების მიმართ ნდობის ამაღლებაში, აღნიშნული კი საბოლოო ჯამში გავლენას იქონიებს ქვეყანაში მეწარმეობის და ელექტრონული კომერციის შემდგომ განვითარებასა და საქართველოს გლობალურ სავაჭრო სივრცეში ინტეგრირებაზე. ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი: წარმოდგენილი კანონპროექტის თანახმად, დარეგულირებულია ,,ელექტრონული კომერციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის ,,გ’’ ქვეპუნქტიდან წარმოშობილი ურთიერთობები. კერძოდ, კანონპროექტის 2197-ე მუხლით დადგენილია ,,ელექტრონული კომერციის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძვლის არსებობისას, მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე შესაბამისი ბრძანების თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის მიერ გამოცემის შესაძლებლობა. კანონპროექტის 2198-ე მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს უფლებამოსილება სასამართლოს წარუდგინოს შუამდგომლობა მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარმოდგენის შესახებ, თუ სააგენტომ მომსახურების მიმწოდებელს მოსთხოვა საქმესთან დაკავშირებული ინფორმაცია და იგი განსაზღვრულ ვადაში არ იქნა წარდგენილი. ამავე მუხლის თანახმად განსაზღვრულია, თუ რას უნდა შეიცავდეს მომსახურების მიმწოდებლის მიერ საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ სააგენტოს შუამდგომლობა. კანონპროექტის 2199-ე მუხლში მოცემულია მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსთვის ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების გამოცემისა და გასაჩივრების წესები, რომლებიც მოიცავს მოსამართლის მიერ ბრძანების გამოცემის ვადას, სასამართლოში საქმის განხილვის წესს, სააგენტოს შუამდგომლობის დაკმაყოფილების შემთხვევაში შუამდგომლობის დაკმაყოფილების და დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანებაში მისათითებელი ინფორმაციის აღწერას, მომსახურების მიმწოდებლის მიერ სააგენტოსათვის საქმესთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის შესახებ მოსამართლის ბრძანების ძალაში შესვლისა და მისი გასაჩივრების წესს, ასევე, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის წესს. მე-2 მუხლი განსაზღვრას კანონის ძალაში შესვლის თარიღს. ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში): ასეთი არ არსებობს. ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება: კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებიდან 190-ე დღეს, ვინაიდან მისი ძალაში შესვლა დაკავშირებულია „ელექტრონული კომერციის შესახებ’’ საქართველოს კანონის შესაბამისი მუხლების ამოქმედების ვადასთან. კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას. ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება (თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას): კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი. ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი): ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყარო: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას. სასამართლო თავის უფლებამოსილებას განახორციელებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში. ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე: კანონპროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე. ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე: კანონპროექტი არ იქონიებს გავლენას სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. სასამართლო, კანონპროექტით განსაზღვრულ უფლებამოსილებას განახორციელებს არსებული ადამიანური და ფინანსური რესურსის ფარგლებში. ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები კანონპროექტის გავლენით სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით: კანონპროექტის მიღება არ გამოიწვევს სახელმწიფოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებების წარმოშობას. ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა: კანონპროექტის მიღება არ ითვალისწინებს ფინანსურ შედეგებს, იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება. ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის (ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი: კანონპროექტის მიღებით არ ხდება ახალი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა გადასახდელის განსაზღვრა. ბ1) ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება: კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობაზე. გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან: გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის დირექტივებს. გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს. გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი: კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს და შეთანხმებებს. აგრეთვე კანონპროექტის მიღება არ უკავშირდება რომელიმე ხელშეკრულებას/შეთანხმებას. გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ, ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან: ასეთი არ არსებობს. დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები: დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება, ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში: ასეთი არ არსებობს. დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში: ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა. ე) კანონპროექტის ავტორი: საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო. ვ) კანონპროექტის ინიციატორი: საქართველოს მთავრობა.