საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების არჩევის საკითხი (წარმოდგენილი კანდიდატები: ანა აბაშიძე, ზურაბ აზნაურაშვილი, ვიქტორ ახალბედაშვილი, ტრისტან ბენაშვილი, კარლო ბზიშვილი, ზაზა ბუაჩიძე, გიორგი ბურჯანაძე, გრიგოლ გაგნიძე, გიორგი გზობავა, ზურაბ გურასპაშვილი, იოსებ ვარძელაშვილი, მანუჩარ კაკოჩაშვილი, ავთანდილ კახნიაშვილი, რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკილაშვილი, ალექსანდრე კობაიძე, ალექსანდრე კურცხალია, გია ლილუაშვილი, ხათუნა ლორია, თამარ მახარობლიძე, როინ მიგრიაული, ლია მუხაშავრია, ლევან ნემსაძე, ნინო ნიშნიანიძე, ნოდარ პაპუკაშვილი, სულხან სალაძე, ლიკა საჯაია, სოფიო სოხაძე, კახა წიქარიშვილი, დიმიტრი ხაჩიძე, თეიმურაზ ჯერვალიძე)

წარდგინება განხილვაშია
ინიცირების თარიღი
22.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-20735/22/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

📜 ტექსტი

წამყვანი კომიტეტის დასკვნა
იურიდიულ საკითხთა კომიტეტი 2-20735/22 22-12-2022 საქართველოს პარლამენტის ბიუროს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების შესახებ საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 8, 9, 10, 12 და 19 დეკემბრის კომიტეტის სხდომებზე მოუსმინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს და განიხილა მათთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი. I. ზოგადი მიმოხილვა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს 5 წევრის ასარჩევად გამოცხადებული კონკურსის ფარგლებში საქართველოს პარლამენტს 2022 წლის 30 სექტემბრიდან 20 ოქტომბრის ჩათვლით წარედგინა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის შემდეგი კანდიდატები: 1. ანა აბაშიძე; 2. ზურაბ აზნაურაშვილი; 3. ვიქტორ ახალბედაშვილი; 4. ტრისტან ბენაშვილი; 5. კარლო ბზიშვილი; 6. ზაზა ბუაჩიძე; 7. გიორგი ბურჯანაძე; 8. გრიგოლ გაგნიძე; 9. გიორგი გზობავა; 10. ზურაბ გურასპაშვილი; 11. იოსებ ვარძელაშვილი; 12. მანუჩარ კაკოჩაშვილი; 13. ავთანდილ კახნიაშვილი; 14. რუსუდან კვინიკაძე; 15. გოგა კიკილაშვილი; 16. ალექსანდრე კობაიძე; თბილისი 0118, რუსთაველის გამზირი # 8, საქართველოს პარლამენტის სასახლე ტელეფონი: (995 32) 2281679. ელ. ფოსტა: contact@parliament.ge 17. ალექსანდრე კურცხალია; 18. გია ლილუაშვილი; 19. ხათუნა ლორია; 20. თამარ მახარობლიძე; 21. როინ მიგრიაული; 22. ლია მუხაშავრია; 23. ლევან ნემსაძე; 24. ნინო ნიშნიანიძე; 25. ნოდარ პაპუკაშვილი; 26. სულხან სალაძე; 27. ლიკა საჯაია; 28. სოფიო სოხაძე; 29. გიორგი ტურაზაშვილი; 30. კახა წიქარიშვილი; 31. დიმიტრი ხაჩიძე; 32. თეიმურაზ ჯერვალიძე. 2022 წლის 8, 9, 10, 12 და 19 დეკემბერს იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის აღნიშნულ კანდიდატებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი და მოუსმინა კანდიდატებს კომიტეტის სხდომებზე. კანდიდატების კომიტეტის სხდომებზე მოსმენა წარიმართა მათი გვარების ანბანური თანამიმდევრობით, ღიად, გამჭვირვალედ და საჯაროობის უმაღლესი სტანდარტით. კანდიდატების კომიტეტის სხდომებზე მოსმენისას მათ მიმართ შეკითხვები დასვეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა ნაწილმა, თუმცა საპარლამენტო ოპოზიციის დიდ ნაწილს ამ პროცესში მონაწილეობა არ მიუღია. კანდიდატების კომიტეტის სხდომებზე მოსმენას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული წრეების წარმომადგენლებიც. კომიტეტის სხდომები ე. წ. live stream-ით გადაიცემოდა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდისა და YouTube-გვერდის მეშვეობით. კომიტეტის სხდომაზე მოსმენაზე არ გამოცხადდა ერთი კანდიდატი − გრიგოლ გაგნიძე. II. კომიტეტის შეფასება „საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 47-ე მუხლისა და საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის თანახმად, საქართველოს პარლამენტმა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად შეიძლება აირჩიოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება, მაღალი რეპუტაცია და რომელიც სამართლის დარგის აღიარებული სპეციალისტია. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატები შეირჩევიან საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში მოღვაწე პროფესორებისა და მკვლევრებისგან, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრებისგან ან/და საქართველოს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების მიერ წარდგენილი პირებისგან, შესაბამისი ორგანიზაციის კოლეგიური ხელმძღვანელი ორგანოს წარდგინების საფუძველზე. ზემოაღნიშნული არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში უნდა იყოს წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. თითოეული ზემოთ აღნიშნული ორგანიზაცია უფლებამოსილია საქართველოს პარლამენტს წარუდგინოს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრის არაუმეტეს 3 კანდიდატურისა. საქართველოს პარლამენტის წევრის, მოსამართლისა და პროკურორის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატად წარდგენა არ შეიძლება. აღნიშნული კანონისმიერი მოთხოვნების დამადასტურებელი ძირითადი დოკუმენტაცია კანდიდატთა უმეტესობამ სრულად წარმოადგინა, ხოლო ცალკეულ კანდიდატებთან მიმართებით ამ თვალსაზრისით გამოვლინდა გარკვეული ხარვეზები; კერძოდ: − გრიგოლ გაგნიძესთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ჯეროვნად არ დასტურდება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით უმაღლესი იურიდიული განათლების ქონის გარემოება. − ავთანდილ კახნიაშვილთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ჯეროვნად არ დასტურდება, რომ მისი წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. − ალექსანდრე კობაიძესთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ჯეროვნად არ დასტურდება, რომ მისი წარმდგენი არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის საქმიანობის ერთ-ერთი სფერო კონკურსის გამოცხადებამდე არანაკლებ ბოლო 2 წლის განმავლობაში იყო წარმომადგენლობითი უფლებამოსილებით მონაწილეობა სასამართლოებში განხორციელებულ საქმეთა წარმოებაში. − ლია მუხაშავრიასთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ჯეროვნად არ დასტურდება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით უმაღლესი იურიდიული განათლების ქონის გარემოება. − კახა წიქარიშვილთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტებიდან ჯეროვნად არ დასტურდება მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით უმაღლესი იურიდიული განათლების ქონის გარემოება. თუმცა იურიდიულ საკითხთა კომიტეტი მიიჩნევს, რომ შესაძლებელია, ზემოხსენებული ხარვეზები აღმოიფხვრას დაკავშირებით პარლამენტის კენჭისყრის პლენარულ გამართვამდე. სხდომაზე შესაბამისად, ამ კანდიდატებთან კომიტეტს ამ პირობით მიზანშეწონილად მიაჩნია, საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყაროს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის ყველა კანდიდატის არჩევის საკითხს. პატივისცემით, კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი