„ავთანდილ კახნიაშვილის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-20735/22/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 7 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-12-10
კომიტეტის სხდომის ნომერი 120

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
1/4/23, 4:22 AM საქართველოს პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 10 დეკემბერი 2022 11:00 2022 წლის 10 დეკემბერი, 11:00 საათი საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8 პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან (ავთანდილ კახნიაშვილი, რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკილაშვილი, ალექსანდრე კობაიძე, ალექსანდრე კურცხალია, გია ლილუაშვილი, ხათუნა ლორია) დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის განხილვა და აღნიშნული კანდიდატების კომიტეტის სხდომაზე მოსმენა. https://parliament.ge/print/announcement/1891?local=true 1/2
ოქმი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი ოქმი N120 10.12.2022 სხდომას უძღვებოდა: ანრი ოხანაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; სხდომის მდივანი: ნია ლეჟავა - აპარატის თანამშრომელი; სხდომას ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, გენრიეტა წიწავა (უფლებამონაცვლე), მიხეილ სარჯველაძე, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, პაატა მანჯგალაძე, ლევან იოსელიანი, იაგო ხვიჩია, ფრიდონ ინჯია, მიხეილ დაუშვილი. სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. მან დაადასტურა სხდომის უფლებამოსილებისთვის საჭირო კვორუმის არსებობა და კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს. სხდომის დღის წესრიგი საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან (ავთანდილ კახნიაშვილი, რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკილაშვილი, ალექსანდრე კობაიძე, ალექსანდრე კურცხალია, გია ლილუაშვილი, ხათუნა ლორია) დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის განხილვა და აღნიშნული კანდიდატების კომიტეტის სხდომაზე მოსმენა. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 8, 9, 10, 12 და 19 დეკემბრის კომიტეტის სხდომებზე მოუსმინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს და განიხილა მათთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი. 2022 წლის 10 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოუსმინა შემდეგ კანდიდატებს: ავთანდილ კახნიაშვილი, რუსუდან კვინიკაძე, გოგა კიკილაშვილი, ალექსანდრე კობაიძე, ალექსანდრე კურცხალია, გია ლილუაშვილი, ხათუნა ლორია. კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის აღნიშნულ კანდიდატებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი და მოუსმინა კანდიდატებს კომიტეტის სხდომებზე. კანდიდატების კომიტეტის სხდომებზე მოსმენა წარიმართა მათი გვარების ანბანური თანამიმდევრობით, ღიად, გამჭვირვალედ და საჯაროობის უმაღლესი სტანდარტით. კანდიდატების კომიტეტის სხდომებზე მოსმენისას მათ მიმართ შეკითხვები დასვეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა ნაწილმა. კანდიდატების კომიტეტის სხდომებზე მოსმენას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული წრეების წარმომადგენლებიც. კომიტეტის სხდომები ე. წ. live stream-ით გადაიცემოდა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდისა და YouTube-გვერდის მეშვეობით. სხდომის თავმჯდომარე სხდომის მდივანი ანრი ოხანაშვილი ნია ლეჟავა (კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად, იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიო ჩანაწერი)