„კახა წიქარიშვილის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-20735/22/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 9 ✗ 7
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-12-19
კომიტეტის სხდომის ნომერი 122

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/1935?local=true საქართველოს პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 19 დეკემბერი 2022 10:00 2022 წლის 19 დეკემბერი, 10:00 საათი საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8 პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან (ნოდარ პაპუკაშვილი, სულხან სალაძე, ლიკა საჯაია, სოფიო სოხაძე, გიორგი ტურაზაშვილი, კახა წიქარიშვილი, დიმიტრი ხაჩიძე, თეიმურაზ ჯერვალიძე) დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის განხილვა და აღნიშნული კანდიდატების კომიტეტის სხდომაზე მოსმენა; 2. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/241; 21.09.2022) III მოსმენა; 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ზარქუას, მაია ბითაძის, ვიქტორ ჯაფარიძის, ალექსანდრე დალაქიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, ირმა ზავრადაშვილის, ედიშერ თოლორაიას, ბექა დავითულიანის, რამინა (რიმა) ბერაძის და სოზარ სუბარის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების 1 of 2 პროექტები: „საქართველოს ცვლილების შეტანის ადმინისტრაციულ შესახებ“ და სამართალდარღვევათა „საქართველოს სივრცის კოდექსში დაგეგმარების, 12/29/2022, 10:05 AM https://parliament.ge/print/announcement/1935?local=true საქართველოს პარლამენტი არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/211; 18.05.2022) III მოსმენა; 4. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გიორგი ცაგარეიშვილის, ნოდარ ტურძელაძის, ალექსანდრე დალაქიშვილის, ირაკლი ზარქუას, ირაკლი ხახუბიას, ედიშერ თოლორაიას, ბექა დავითულიანის, შოთა ხაბარელის, მიხეილ ყაველაშვილის, ირაკლი მეძმარიაშვილის, სამველ მანუკიანის, სუმბატ კიურეღიანის, რამინა (რიმა) ბერაძის და ირმა ზავრადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/240; 21.09.2022) I მოსმენა. 2 of 2 12/29/2022, 10:05 AM
ოქმი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი ოქმი N122 19.12.2022 სხდომას უძღვებოდა: ანრი ოხანაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; სხდომის მდივანი: ნია ლეჟავა - აპარატის თანამშრომელი; სხდომას ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, დავით მატიკაშვილი, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, ნინო იობაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, პაატა მანჯგალაძე, ლევან იოსელიანი, იაგო ხვიჩია, მიხეილ დაუშვილი. სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. მან დაადასტურა სხდომის უფლებამოსილებისთვის საჭირო კვორუმის არსებობა და კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს. სხდომის დღის წესრიგი 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან (ნოდარ პაპუკაშვილი, სულხან სალაძე, ლიკა საჯაია, სოფიო სოხაძე, გიორგი ტურაზაშვილი, კახა წიქარიშვილი, დიმიტრი ხაჩიძე, თეიმურაზ ჯერვალიძე) დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის განხილვა და აღნიშნული კანდიდატების კომიტეტის სხდომაზე მოსმენა; 2. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/241; 21.09.2022) III მოსმენა; მომხსენებელი: გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი 3. საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ზარქუას, მაია ბითაძის, ვიქტორ ჯაფარიძის, ალექსანდრე დალაქიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, ირმა ზავრადაშვილის, ედიშერ თოლორაიას, ბექა დავითულიანის, რამინა (რიმა) ბერაძის და სოზარ სუბარის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/211; 18.05.2022) III მოსმენა; მომხსენებელი: ირაკლი ზარქუა, საქართველოს პარლამენტის წევრი 4. საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გიორგი ცაგარეიშვილის, ნოდარ ტურძელაძის, ალექსანდრე დალაქიშვილის, ირაკლი ზარქუას, ირაკლი ხახუბიას, ედიშერ თოლორაიას, ბექა დავითულიანის, შოთა ხაბარელის, მიხეილ ყაველაშვილის, ირაკლი მეძმარიაშვილის, სამველ მანუკიანის, სუმბატ კიურეღიანის, რამინა (რიმა) ბერაძის და ირმა ზავრადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/240; 21.09.2022) I მოსმენა. მომხსენებელი: მაია ბითაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 8, 9, 10, 12 და 19 დეკემბრის კომიტეტის სხდომებზე მოუსმინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს და განიხილა მათთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი. 2022 წლის 19 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოუსმინა შემდეგ კანდიდატებს: ნოდარ პაპუკაშვილი, სულხან სალაძე, ლიკა საჯაია, სოფიო სოხაძე, გიორგი ტურაზაშვილი, კახა წიქარიშვილი, დიმიტრი ხაჩიძე, თეიმურაზ ჯერვალიძე. კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის აღნიშნულ კანდიდატებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი და მოუსმინა კანდიდატებს კომიტეტის სხდომებზე. კანდიდატების კომიტეტის სხდომებზე მოსმენა წარიმართა მათი გვარების ანბანური თანამიმდევრობით, ღიად, გამჭვირვალედ და საჯაროობის უმაღლესი სტანდარტით. კანდიდატების კომიტეტის სხდომებზე მოსმენისას მათ მიმართ შეკითხვები დასვეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა ნაწილმა. კანდიდატების კომიტეტის სხდომებზე მოსმენას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული წრეების წარმომადგენლებიც. კომიტეტის სხდომები ე. წ. live stream-ით გადაიცემოდა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდისა და YouTube-გვერდის მეშვეობით. მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრის, გივი მიქანაძის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონების პროექტებზე: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/241; 21.09.2022) III მოსმენით. მომხსენებლის ინფორმაციით, გარკვეული სახის რედაქციული დაზუსტებები არის წარმოდგენილი ორგანული კანონპროექტების ტექსტებში. აზრი გამოთქვეს: არ გამოთქმულა გადაწყვიტეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/241; 21.09.2022) კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად ცნო საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის მომზადებულად. მომხრე: 9 წინააღმდეგი: 0 მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრის ირაკლი ზარქუას ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ზარქუას, მაია ბითაძის, ვიქტორ ჯაფარიძის, ალექსანდრე დალაქიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, ირმა ზავრადაშვილის, ედიშერ თოლორაიას, ბექა დავითულიანის, რამინა (რიმა) ბერაძის და სოზარ სუბარის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/211; 18.05.2022) III მოსმენით. მომხსენებლის ინფორმაციით, მეორე მოსმენის შემდგომ რედაქციული ხასიათის ცვლილებები კანონპროექტების ტექსტში არ განხორციელებულა. აზრი გამოთქვეს: არ გამოთქმულა გადაწყვიტეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრების: ირაკლი ზარქუას, მაია ბითაძის, ვიქტორ ჯაფარიძის, ალექსანდრე დალაქიშვილის, ირაკლი შატაკიშვილის, ირმა ზავრადაშვილის, ედიშერ თოლორაიას, ბექა დავითულიანის, რამინა (რიმა) ბერაძის და სოზარ სუბარის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/211; 18.05.2022) კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად ცნო საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისათვის მომზადებულად. მომხრე: 9 წინააღმდეგი: 0 მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გიორგი ცაგარეიშვილის, ნოდარ ტურძელაძის, ალექსანდრე დალაქიშვილის, ირაკლი ზარქუას, ირაკლი ხახუბიას, ედიშერ თოლორაიას, ბექა დავითულიანის, შოთა ხაბარელის, მიხეილ ყაველაშვილის, ირაკლი მეძმარიაშვილის, სამველ მანუკიანის, სუმბატ კიურეღიანის, რამინა (რიმა) ბერაძის და ირმა ზავრადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (07-3/240; 21.09.2022) I მოსმენით მომხსენებლის ინფორმაციით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის მოქმედი 118-ე მუხლი ადგენს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვისთვის, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, და იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების სხვა პირისთვის სამართავად გადაცემისათვის/საექსპლუატაციოდ გადაცემისათვის/საექსპლუატაციოდ დაშვებისთვის, რომელსაც დადგენილი წესით არ გაუვლია პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება. მათი ჩადენისთვის კოდექსით გათვალისწინებულია ჯარიმა 50 ლარის ოდენობით მძღოლის/ფიზიკური პირის შემთხვევაში და ჯარიმა 200 ლარი ოდენობით იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის შემთხვევაში. წარმოდგენილი კანონპროექტით იზრდება (ცალკე დგინდება) ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა ამ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა განმეორებით ჩადენისათვის; კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, აღნიშნულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ჩადენა შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 30 დღის შემდეგ გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 150 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას – 300 ლარის ოდენობით, მომდევნო 30 დღის შემდეგ მათი ჩადენა გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 300 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას – 500 ლარის ოდენობით, მომდევნო 30 დღის შემდეგ ყოველი მომდევნო 30 დღის შემდეგ ჩადენა კი გამოიწვევს ფიზიკური პირის დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, ხოლო იურიდიული პირისა და ინდივიდუალური მეწარმის დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით. აზრი გამოთქვეს: მიხეილ სარჯველაძემ, მიხეილ დაუშვილმა. გადაწყვიტეს: საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს პარლამენტის წევრების: მაია ბითაძის, ხატია წილოსანის, გიორგი ცაგარეიშვილის, ნოდარ ტურძელაძის, ალექსანდრე დალაქიშვილის, ირაკლი ზარქუას, ირაკლი ხახუბიას, ედიშერ თოლორაიას, ბექა დავითულიანის, შოთა ხაბარელის, მიხეილ ყაველაშვილის, ირაკლი მეძმარიაშვილის, სამველ მანუკიანის, სუმბატ კიურეღიანის, რამინა (რიმა) ბერაძის და ირმა ზავრადაშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტი „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ (N07-3/240; 21.09.2022) კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად ცნო საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პირველი მოსმენით განხილვისათვის მომზადებულად. მომხრე: 9 წინააღმდეგი: 0 სხდომის თავმჯდომარე სხდომის მდივანი ანრი ოხანაშვილი ნია ლეჟავა (კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად, იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიო ჩანაწერი)