„კარლო ბზიშვილის საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევის შესახებ“

საქართველოს პარლამენტის დადგენილების პროექტი მიღებულია
ინიცირების თარიღი
22.12.2022
ავტორი
საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი
ნომერი
#2-20735/22/10
წყარო

📦 საკანონმდებლო პაკეტი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის დასკვნა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატების შესახებ

📋 განხილვის ეტაპები

იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
სხდომაზე განსახილველი პროექტი
✓ 14 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება

📅 დამატებითი ინფორმაცია

კომიტეტზე განხილვის თარიღი 2022-12-08
კომიტეტის სხდომის ნომერი 118

📜 ტექსტი

დღის წესრიგი
https://parliament.ge/print/announcement/1873?local=true საქართველოს პარლამენტი იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა თარიღი 08 დეკემბერი 2022 10:00 2022 წლის 8 დეკემბერი, 10:00 საათი საქართველოს პარლამენტი ქ. თბილისი, რუსთაველის გამზირი 8 პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული) დღის წესრიგი 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან (ზურაბ აზნაურაშვილი, ვიქტორ ახალბედაშვილი, ტრისტან ბენაშვილი, კარლო ბზიშვილი, ზაზა ბუაჩიძე) დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის განხილვა და აღნიშნული კანდიდატების კომიტეტის სხდომაზე მოსმენა; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/349; 15.05.2019) III მოსმენა; 3. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/241; 21.09.2022) II მოსმენა. 1 of 2 12/11/2022, 4:24 AM
ოქმი
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომის ოქმი ოქმი N118 08.12.2022 სხდომას უძღვებოდა: ანრი ოხანაშვილი - იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე; სხდომის მდივანი: ნია ლეჟავა - აპარატის თანამშრომელი; სხდომას ესწრებოდნენ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრები: ანრი ოხანაშვილი, რატი იონათამიშვილი, გენრიეტა წიწავა, ალუდა ღუდუშაური, ალექსანდრე ტაბატაძე, ნინო იობაშვილი, მიხეილ სარჯველაძე, ირაკლი შატაკიშვილი, გურამ მაჭარაშვილი, პაატა მანჯგალაძე, ლევან იოსელიანი, იაგო ხვიჩია, ფრიდონ ინჯია, მიხეილ დაუშვილი. სხდომა გახსნა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა. მან დაადასტურა სხდომის უფლებამოსილებისთვის საჭირო კვორუმის არსებობა და კომიტეტის წევრებს გააცნო სხდომის დღის წესრიგი. კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს კომიტეტის სხდომის დღის წესრიგს. სხდომის დღის წესრიგი 1. საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებთან (ზურაბ აზნაურაშვილი, ვიქტორ ახალბედაშვილი, ტრისტან ბენაშვილი, კარლო ბზიშვილი, ზაზა ბუაჩიძე) დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხის განხილვა და აღნიშნული კანდიდატების კომიტეტის სხდომაზე მოსმენა; 2. საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტები: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/349; 15.05.2019) III მოსმენა; მომხსენებელი: ალექსანდრე დარახველიძე, საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე 3. საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/241; 21.09.2022) II მოსმენა. მომხსენებელი: გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის წევრი საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა 2022 წლის 8, 9, 10, 12 და 19 დეკემბრის კომიტეტის სხდომებზე მოუსმინა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კანდიდატებს და განიხილა მათთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი. 2022 წლის 8 დეკემბერს კომიტეტის სხდომაზე, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მოუსმინა შემდეგ კანდიდატებს: ზურაბ აზნაურაშვილი, ვიქტორ ახალბედაშვილი, ტრისტან ბენაშვილი, კარლო ბზიშვილი, ზაზა ბუაჩიძე. კომიტეტმა, საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 208-ე მუხლის შესაბამისად, განიხილა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის აღნიშნულ კანდიდატებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტების კანონით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი და მოუსმინა კანდიდატებს კომიტეტის სხდომებზე. კანდიდატების კომიტეტის სხდომებზე მოსმენა წარიმართა მათი გვარების ანბანური თანამიმდევრობით, ღიად, გამჭვირვალედ და საჯაროობის უმაღლესი სტანდარტით. კანდიდატების კომიტეტის სხდომებზე მოსმენისას მათ მიმართ შეკითხვები დასვეს საპარლამენტო უმრავლესობის წევრებმა და საპარლამენტო ოპოზიციის წევრთა ნაწილმა. კანდიდატების კომიტეტის სხდომებზე მოსმენას ესწრებოდნენ სამოქალაქო საზოგადოებისა და პროფესიული წრეების წარმომადგენლებიც. კომიტეტის სხდომები ე. წ. live stream-ით გადაიცემოდა საქართველოს პარლამენტის ვებგვერდისა და YouTube-გვერდის მეშვეობით. მოისმინეს: შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძის ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს კანონების პროექტებზე: „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/349; 15.05.2019) III მოსმენით. მომხსენებლის თქმით მცირე სახის ტექნიკური დაზუსტებები არის წარმოდგენილი კანონპროექტების ტექსტში. მისი თქმით კანონპროექტების ტექსტში ასევე შეიცვალა კანონის ამოქმედების ვადა. აზრი გამოთქვეს: არ გამოთქმულა გადაწყვიტეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონის პროექტები „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-2/349; 15.05.2019) კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად ცნო პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მესამე მოსმენით განხილვისთვის მომზადებულად მომხრე: 8 წინააღმდეგი: 0 მოისმინეს: საქართველოს პარლამენტის წევრის, გივი მიქანაძის ინფორმაცია საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილ საქართველოს ორგანული კანონების პროექტებზე: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (07-3/241; 21.09.2022) II მოსმენით. მომხსენებლის ინფორმაციით, „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს საქართველოს საარჩევნო კოდექსში შემდეგ ძირითად ცვლილებებს: − ფართოდ დაინერგება კენჭისყრის ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარების პრინციპი; კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, საარჩევნო უბანზე მისულ ამომრჩეველთა რეგისტრაციის, ხმის მიცემის, ხმების დათვლისა და შედეგების შემაჯამებელი ოქმის შედგენის პროცედურები თვითმმართველის ქალაქების ტერიტორიასა და მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციული ცენტრების ტერიტორიაზე არსებულ ყველა საარჩევნო უბანში, აგრეთვე ცესკოს განკარგულებით განსაზღვრულ სხვა საარჩევნო უბნებში განხორციელდება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით. ამასთანავე, დგინდება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარებული კენჭისყრის აუდიტის წესი. შედეგად, ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ხმის მიცემის უფლებით ისარგებლებს ამომრჩევლის სულ მცირე 70%. იმ საარჩევნო უბნების საარჩევნო ბიულეტენები კი, სადაც არ იქნება განთავსებული საარჩევნო ბიულეტენების ელექტრონული მთვლელი, ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით, შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობის საშუალებით, გადაყვანილ იქნება ციფრულ ფორმატში; საარჩევნო ბიულეტენების ყველა ციფრულ ფორმატში გადაყვანილი ვერსია განთავსდება ინტერნეტსივრცეში საარჩევნო უბნების მიხედვით კენჭისყრის დღიდან 2 დღის ვადაში და მათი ინტერნეტსივრცეში გაცნობა შეეძლება ნებისმიერ დაინტერესებულ პირს. − ფართოვდება იმ საუბნო საარჩევნო კომისიების სამოქმედო ტერიტორიების მაქსიმალური ფარგლები, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება; კერძოდ, დღეს მოქმედი საკანონმდებლო ნორმების თანახმად, საარჩევნო უბანი იქმნება არანაკლებ 20 და არაუმეტეს 1500 ამომრჩევლისათვის, ხოლო იმ საარჩევნო უბანზე, სადაც ხმას აძლევენ ცალკეული სამხედრო მოსამსახურეები და სპეციალური წოდების მქონე პირები (საქართველოს საარჩევნო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული, ამომრჩეველთა სპეციალურ სიაში შეყვანილი ამომრჩევლები), ამომრჩეველთა რაოდენობა 2000-ს არ უნდა აღემატებოდეს; კანონპროექტით კი დგინდება შესაძლებლობა, რომ ის საარჩევნო უბანი, სადაც არჩევნები ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ჩატარდება, 3000-მდე რაოდენობის ამომრჩევლისთვისაც შეიქმნას. − ამომრჩეველს არჩევნებში ხმის მიცემა ეზღუდება საქართველოს მოქალაქის პირადობის არაელექტრონული მოწმობით (კერძოდ, საქართველოს მოქალაქის პირადობის იმ მოწმობით, რომელსაც არ გააჩნია ინფორმაციის ელექტრონული მატარებელი). − ფართოვდება საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის (ე. წ. გადათვლის) შემთხვევათა ჩამონათვალი; კერძოდ, დღეს მოქმედი საკანონმდებლო ნორმებისა და საკანონმდებლო ცვლილებით გათვალისწინებული ნორმების თანახმად, საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებული იქნება: ა) გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში, ისე, რომ მას არ ახლავს შესწორების ოქმი, გადასწორებულია საარჩევნო სუბიექტისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობა, არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობა ან/და ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენთა რაოდენობა. ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია დათვალოს/შეამოწმოს მხოლოდ ის საარჩევნო დოკუმენტაცია, რომლის დათვლაც/შემოწმებაც საკმარისია აღნიშნული გადასწორებული მონაცემის/მონაცემების უტყუარობის დასადგენად, ხოლო თუ ასეთი საარჩევნო დოკუმენტაციის დათვლის/შემოწმების შედეგი გადასწორებულ მონაცემს/მონაცემებს არ დაემთხვა, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს როგორც საარჩევნო ბიულეტენები, ისე ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა; ბ) კენჭისყრის დღიდან არაუგვიანეს მე-6 დღისა საარჩევნო ოლქის ტერიტორიაზე არსებული საარჩევნო უბნებიდან შემთხვევითი შერჩევით კომისიის სხდომაზე გამოავლინოს 5 საარჩევნო უბანი, გახსნას ამ საარჩევნო უბნების საუბნო საარჩევნო კომისიებისგან მიღებული პაკეტები და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები. ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები, ხოლო თუ საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შედეგი კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელი ოქმის მონაცემებს არ დაემთხვა, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა; გ) გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი 5-ით ან 5-ზე მეტით აღემატება საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას. ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები, ხოლო თუ ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შედეგად არ დაემთხვა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა; დ) გახსნას შესაბამისი საარჩევნო დოკუმენტაცია და ხელახლა დათვალოს კენჭისყრის შედეგები იმ შემთხვევაში, როდესაც ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი 10-ით ან 10-ზე მეტით ნაკლებია საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობაზე. ამ შემთხვევაში საოლქო საარჩევნო კომისია ვალდებულია ხელახლა დათვალოს საარჩევნო ბიულეტენები, ხოლო თუ ბათილად მიჩნეულ საარჩევნო ბიულეტენების რაოდენობისა და საარჩევნო სუბიექტებისთვის მიცემულ ხმათა რაოდენობის ჯამი საარჩევნო ბიულეტენების ხელახლა დათვლის შედეგად არ დაემთხვა საუბნო საარჩევნო კომისიის მიერ შედგენილ კენჭისყრის შედეგების შემაჯამებელ ოქმში მითითებულ არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა საერთო რაოდენობას, საოლქო საარჩევნო კომისიამ ხელახლა უნდა დათვალოს ამომრჩეველთა ყველა სახის სიაში ამომრჩეველთა ხელმოწერების რაოდენობა. − სავალდებულო ხდება კენჭისყრაში გადასატანი საარჩევნო ყუთის მეშვეობით მონაწილე ამომრჩევლის მარკირება. − 2026 წლის 1 იანვრამდე გრძელდება არჩევნებში ეტლით მოსარგებლე ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესის მომწესრიგებელი ნორმების მოქმედების ვადა. − იცვლება საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირთა არჩევის წესი; კერძოდ, დღეს მოქმედი აღნიშნული წესის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირს „შესაბამისი ვაკანტური თანამდებობის წარმოშობის შემდეგ, საუბნო საარჩევნო კომისიის პირველივე სხდომაზე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის უფლებამოსილების ვადით, სახელობითი კენჭისყრით, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთაგან ირჩევს საუბნო საარჩევნო კომისია, იმ პირობით, რომ კანდიდატურას მხარი დაუჭირა, მათ შორის, საოლქო საარჩევნო კომისიის მიერ არჩეულ საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უმრავლესობამ. კანდიდატურის წარდგენის უფლება აქვს საუბნო საარჩევნო კომისიის არანაკლებ 2 წევრს.“ კანონპროექტის მიხედვით, საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირებს აირჩევს საოლქო საარჩევნო კომისია, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის არჩევისთვის დადგენილი წესით. − საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისა და ხელმძღვანელი პირისთვის დგინდება დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნა, კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრს უნდა ჰქონდეს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატი, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელ პირს − საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატი, გარდა ცალკეული საგამონაკლისო შემთხვევებისა. ამასთანავე, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის სერტიფიკატის მოქმედების ვადად დგინდება გამოცდის ჩაბარებიდან 5 წელი, ხოლო საუბნო საარჩევნო კომისიის წევრის სერტიფიკატის მოქმედების ვადის გაგრძელების პირობები განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით. − საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საარჩევნო სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრის ფუნქციათა ჩამონათვალს ემატება ცესკოს დადგენილებით განსაზღვრული წესით საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა და ხელმძღვანელ პირთა სერტიფიცირების ჩატარების ფუნქცია. − ცესკოს უფლებამოსილებათა ჩამონათვალს ემატება სერტიფიკატის (საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელის სერტიფიკატის/საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა/ხელმძღვანელ პირთა სერტიფიკატის) მფლობელ პირთა მონაცემთა ბაზის წარმოების უფლებამოსილება, ხოლო აღნიშნული ბაზა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად დამუშავდება. − დგინდება დამატებითი შეზღუდვები საოლქო საარჩევნო კომისიისა და საუბნო საარჩევნო კომისიის წევრებად პირთა არჩევასთან დაკავშირებით; კერძოდ, აღნიშნული კომისიის წევრად, დღეს მოქმედ შეზღუდვათა გათვალისწინებით, ასევე არ შეიძლება აირჩეს პირი, თუ იგი: ა) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმე არჩევნების დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი; ან ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიისთვის შემომწირველი. ამასთანავე, კანონპროექტის თანახმად, პარტიების შემომწირველთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ცესკოს უზრუნველყოფს პარტიების შემომწირველთა ელექტრონული მონაცემების ბაზის სათანადო ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით. − დგინდება დამატებითი შეზღუდვები ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივ დამკვირვებლად პირთა მონაწილეობასთან დაკავშირებით; კერძოდ, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის ადგილობრივი დამკვირვებელი, დღეს მოქმედ შეზღუდვათა გათვალისწინებით, ასევე არ შეიძლება იყოს პირი, თუ იგი: ა) ბოლოს ჩატარებული ორი საერთო არჩევნებიდან ან ბოლოს ჩატარებული ორი შუალედური არჩევნებიდან რომელიმე არჩევნების დანიშვნის შემდეგ იყო პარტიის მიერ დანიშნული საარჩევნო კომისიის წევრი, საარჩევნო სუბიექტი ან საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენელი; ან ბ) ბოლოს ჩატარებული საერთო არჩევნების წლის დასაწყისიდან ან ბოლოს ჩატარებული შუალედური არჩევნების წლის დასაწყისიდან იყო რომელიმე პარტიისთვის შემომწირველი. ამასთანავე, კანონპროექტის თანახმად, პარტიების შემომწირველთა შესახებ ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, სახელმწიფო აუდიტის სამსახური ცესკოს უზრუნველყოფს პარტიების შემომწირველთა ელექტრონული მონაცემების ბაზის სათანადო ხელმისაწვდომობისა და გადამოწმების შესაძლებლობით. − დამკვირვებელ ორგანიზაციებსა და დამკვირვებლებს ენიჭებათ არასაარჩევნო პერიოდში საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება, ხოლო ამ მიზნით მათი რეგისტრაციის წესი განისაზღვრება ცესკოს დადგენილებით. − წინასაარჩევნო აგიტაციისას და კამპანიისას ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებისას და თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებისას კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევისთვის განსაზღვრული ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით იცვლება ჯარიმით 2000 ლარიდან 4000 ლარამდე ოდენობით. ამასთანავე, 3 წლამდე იზრდება ამ სამართალდარღვევის ჩადენისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების ვადა. − 100-დან 60-მდე მცირდება საქართველოს პარლამენტის არჩევნებში წარსადგენი პარტიული სიით გათვალისწინებულ პარლამენტის წევრობის კანდიდატთა მინიმალური რაოდენობა. − 60%-ით მცირდება მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს − საკრებულოს არჩევნებში წარსადგენი პარტიული სიით გათვალისწინებულ კანდიდატთა მინიმალური რაოდენობა; კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, წარდგენილ პარტიულ სიაში საკრებულოს წევრობის კანდიდატთა რაოდენობა არ უნდა იყოს პროპორციული სისტემით ასარჩევ წევრთა რაოდენობის ორ მეხუთედზე ნაკლები და არ უნდა აღემატებოდეს ამ რაოდენობის სამმაგ ოდენობას. − მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრობის კანდიდატისთვის დადგენილი ერთ-ერთი მოთხოვნა საქართველოში არანაკლებ 5 წლის ცხოვრების ფაქტის თაობაზე იცვლება საქართველოში არანაკლებ 6 თვის ცხოვრების ფაქტის შესახებ მოთხოვნით. − ზუსტდება ამომრჩეველთა სპეციალური სიის შედგენასთან დაკავშირებული ვადები. − 2026 წლის 1 იანვრამდე გრძელდება არჩევნებში იმ ამომრჩევლის მონაწილეობის დროებითი წესის მოქმედების ვადა, რომელიც მოიხსნა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით რეგისტრაციიდან ან რომლის რეგისტრაციაც ძალადაკარგულად გამოცხადდა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გადაწყვეტილებით ან რომელიც რეგისტრირებულია მისამართის მითითების გარეშე. − ზუსტდება ახალარჩეული საუბნო საარჩევნო კომისიის უფლებამოსილების დაწყების ვადა; კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, ახალშექმნილი საუბნო საარჩევნო კომისია ფუნქციონირებას იწყებს და მის წევრთა უფლებამოსილებები იწყება არჩევნების დღემდე 30-ე დღიდან. − ზუსტდება საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების ან დაკისრებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილების მიღების ვადა; კერძოდ, კანონპროექტის თანახმად, აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი განცხადების/საჩივრის წარდგენიდან 12 კალენდარული დღის ვადაში, ხოლო კენჭისყრის დღემდე საუბნო საარჩევნო კომისიის წევრისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ წარდგენილ განცხადებაზე/საჩივარზე გადაწყვეტილება მიიღება შესაბამისი განცხადების/საჩივრის წარდგენიდან 7 კალენდარული დღის ვადაში. − ზუსტდება საარჩევნო უბანში კენჭისყრის პროცედურის დარღვევის შესახებ განცხადების/საჩივრის წარდგენისა და განხილვის ცალკეული ვადები, აგრეთვე საუბნო საარჩევნო კომისიის/საუბნო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი პირის გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა. „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს ორგანული კანონის პროექტი ითვალისწინებს შემდეგ ცვლილებას: საქართველოს წინა წლის მთლიანი შიდა პროდუქტის 0.1%-დან 0.05%- მდე მცირდება პარტიის მიერ წლის განმავლობაში გაწეული ხარჯების დასაშვები საერთო ოდენობის ზედა ზღვარი (აღნიშნულ ოდენობაში შედის პარტიის და მის სასარგებლოდ სხვა პირის მიერ გაწეული ხარჯები, რომლებიც დადგენილია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ, რის შესახებაც ეცნობა შესაბამის პარტიას). ორგანული კანონების პროექტები განხილულ იქნა მეორე მოსმენის რეჟიმში მუხლობრივად. აზრი გამოთქვეს: კომიტეტის წევრებმა, საქართველოს პარლამენტის წევრებმა, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა და კომიტეტის სხდომაზე დამსწრე სხვა პირებმა. გადაწყვიტეს: იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს ორგანული კანონების პროექტები: „საქართველოს ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ ცვლილების შეტანის შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (N07-3/241; 21.09.2022) კომიტეტის სხდომაზე განხილვის შედეგად ცნო საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისათვის მომზადებულად. მომხრე: 8 წინააღმდეგი: 0 სხდომის თავმჯდომარე სხდომის მდივანი ანრი ოხანაშვილი ნია ლეჟავა (კომიტეტის ვებგვერდზე, სხდომის ოქმთან ერთად, იხილეთ კომიტეტის სხდომის აუდიო ჩანაწერი)