„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“
- „საქართველოს სარკინიგზო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „საქართველოს საჰაერო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამეწარმეო საქმიანობის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
II მოსმენა
✓ 85 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
III მოსმენა
✓ 83 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-20
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში
(საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №11, 10.04.2007, მუხ. 97) შეტანილ იქნეს შემდეგი
ცვლილება:
1. პირველი მუხლის:
ა) „ა“-„გ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ა)
სატრანსპორტო
სისტემა
–
საავტომობილო,
სარკინიგზო,
სპეციალური,
საზღვაო/სამდინარო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროს სატრანსპორტო
საწარმოთა, ხელოვნურ სატრანსპორტო ნაგებობათა, შესაბამისი ინფრასტრუქტურის
სატრანსპორტო ქსელისა და მათი მართვის სისტემათა ერთობლიობა;
ბ) ტრანსპორტის სფეროში საქმიანობა – საავტომობილო, სარკინიგზო, სპეციალური,
საზღვაო/სამდინარო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სფეროში სატრანსპორტო
პროცესთან დაკავშირებული საქმიანობა;
გ) სატრანსპორტო საშუალება – მგზავრების გადასაყვანად და ტვირთების გადასაზიდად,
აგრეთვე საავიაციო სამუშაოების შესასრულებლად გამოყენებული მოძრავი სატრანსპორტო
ერთეული: საავტომობილო, სარკინიგზო, სპეციალური, საზღვაო, საჰაერო, სამდინარო;“;
ბ) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირების ორგანოები – სახმელეთო ტრანსპორტის,
სარკინიგზო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები –
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი
საჯარო სამართლის იურიდიული პირები, რომლებიც ტრანსპორტის სფეროში ახორციელებენ
ამ კანონითა და შესაბამისი კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებებს;“;
გ) „კ“-„მ“ ქვეპუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„კ) საფასური – სახმელეთო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის, საზღვაო
ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების მიერ გაწეული მომსახურებისათვის
მათ ანგარიშზე გადასახდელი სავალდებულო თანხა;
ლ) მომსახურება – სატრანსპორტო პროცესის შეუფერხებელი და უსაფრთხო განხორციელების
მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირებისთვის − სახმელეთო ტრანსპორტის,
სარკინიგზო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის
სააგენტოებისთვის საქართველოს კანონმდებლობით დაკისრებული საქმიანობა, რომელიც
დაკავშირებულია საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შესაბამისი
ნორმატიული აქტებით განსაზღვრული ქმედების განხორციელების უფლების მინიჭებასთან,
სატრანსპორტო უსაფრთხოების შესაბამისობის დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემასთან,
მათ აღრიცხვა-რეგისტრაციასთან და გამოყენების მონიტორინგთან, აგრეთვე სატრანსპორტო
პროცესების
მონაწილე
სუბიექტთა
კვალიფიკაციის
ამაღლებასთან
ან/და
მინიჭებასთან/აღიარებასთან და რომლის განხორციელებისთვისაც დაინტერესებულმა პირმა
სახმელეთო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოებს საფასური უნდა გადაუხადოს;
მ) სპეციალური ტრანსპორტი – მექანიკური ამძრავის მქონე, სახმელეთო ან ხმელეთზე
დაფუძნებული სპეციალური გზით მგზავრების გადაყვანისათვის და ტვირთების
გადაზიდვისათვის განკუთვნილი სატრანსპორტო საშუალებებისა და სატრანსპორტო
სისტემების (საბაგირო, საბაგირო-რელსური, მონორელსური და სხვა) ერთობლიობა.“.
2. მე-4 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2.
ეს
კანონი
არ
ინფრასტრუქტურაზე.“.
ვრცელდება
მილსადენებზე
და
მასთან
დაკავშირებულ
3. მე-5 მუხლის მე-5 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„5. სახმელეთო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის, საზღვაო ტრანსპორტისა და
სამოქალაქო ავიაციის სააგენტოების საქმიანობის კონტროლს ახორციელებს სამინისტრო
საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“.
4. 51 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 51. სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევა
1. სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტისა და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში
მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული
ინციდენტებისა)
სამსახურებრივ
მოკვლევას
ახორციელებს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
2. სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტისა და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში
მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივი მოკვლევის
მიზნით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში იქმნება
სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო.
3. სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარ იმ
ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება საავიაციო, საზღვაო თუ სარკინიგზო შემთხვევის,
სერიოზული შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის დადგომის მაღალი ალბათობა,
იკვლევს:
ა) საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ან/და ავიასაწარმო;
ბ) გემთმფლობელი;
გ) სარკინიგზო საწარმო ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერი.
4. სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო თუ სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს საწარმოები,
მოკვლევის ბიუროს ან სამოქალაქო ავიაციის ან საზღვაო ტრანსპორტის ან სარკინიგზო
ტრანსპორტის სააგენტოს მხრიდან მოთხოვნის შემთხვევაში წარუდგენენ მათ ინციდენტის
მოკვლევის საბოლოო ანგარიშს.
5. სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო ტრანსპორტისა და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში
მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით
გათვალისწინებული ინციდენტებისა) სამსახურებრივი მოკვლევის
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი.“.
წესს
ამტკიცებს
5. მე-7 მუხლის:
ა) პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ტრანსპორტის სფეროს ტექნიკურ რეგულირებას ახორციელებენ საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირები − სახმელეთო ტრანსპორტის, სარკინიგზო ტრანსპორტის,
საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის სააგენტოები (შემდგომ – სააგენტო),
რომელთა საქმიანობის ზედამხედველობასა და კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
სააგენტოს უფლებამოსილება ვრცელდება მხოლოდ შესაბამის დარგში.“;
ბ) მე-4 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) საავიაციო, სახმელეთო, სარკინიგზო და საზღვაო ტრანსპორტის დარგებში მისთვის
დელეგირებული, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული
ფუნქციების შესრულება;“.
6. მე-8 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სააგენტოს დირექტორს შესაძლებელია ჰყავდეს სამი მოადგილე, მათ შორის, ერთი −
პირველი მოადგილე, რომელიც ასრულებს სააგენტოს დირექტორის მოვალეობას მისი
არყოფნის შემთხვევაში. მოადგილეებს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან
ათავისუფლებს სააგენტოს დირექტორი სამინისტროსთან შეთანხმებით.“.
მუხლი 2.
1. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უზრუნველყოს:
ა) 2023 წლის 1 მაისამდე საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის
სააგენტოს დებულების დამტკიცება და მისი დირექტორის დანიშვნა;
ბ) 2024 წლის 1 სექტემბრამდე:
ბ.ა) საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ
გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის განაკვეთების, ასევე საფასურის
გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების
თაობაზე ნორმატიული აქტის მიღება;
ბ.ბ) სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და
ინციდენტების მოკვლევის წესის დამტკიცება;
ბ.გ) შესაბამისი ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობაში მოყვანა.
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტრომ უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს
ფუნქციონირებისთვის შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და სათანადო რესურსით
აღჭურვა.
მუხლი 3.
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის:
ა) პირველი, მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდეს 2023 წლის 1 მაისიდან;
ბ) მე-4 პუნქტი ამოქმედდეს 2024 წლის 1 სექტემბრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში
ცვლილების შეტანის თაობაზე“
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი:
საქართველოსა და ევროკავშირს შორის 2014 წელს „ერთის მხრივ, საქართველოსა და მეორეს
მხრივ ევროკავშირს და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ
სახელმწიფოებს შორის ასოცირების შესახებ“ შეთანხმების (შემდგომში – ასოცირების
შეთანხმება), რომელიც ითვალისწინებს ევროკავშირის კანონმდებლობასთან სამართლებრივ
დაახლოებას ეკონომიკის თითქმის ყველა სექტორში, მათ შორის, სატრანსპორტო დარგში.
აღნიშნული შეთანხმება მოითხოვს ქართული კანონმდებლობის ეტაპობრივ დაახლოებას
ევროპულ საკანონმდებლო აქტებთან. შეთანხმების XXIV დანართის მიხედვით, სარკინიგზო
ტრანსპორტის დარგში გათვალისწინებულია ევროკავშირის 8 სამართლებრივი აქტი
(დირექტივა/რეგულაცია),
რომელთა
შესრულებისთვისაც
საჭიროა
შესაბამისი
საკანონმდებლო ცვლილებები. ასოცირების შესახებ შეთანხმების თანახმად, საქართველომ
უნდა მოახდინოს ევროპარლამენტისა და საბჭოს 2016 წლის 11 მაისის (EU)2016/798
„რკინიგზის უსაფრთხოების შესახებ“ დირექტივით (შემდგომ - (EU)2016/798 დირექტივა)
გათვალისწინებული
სარკინიგზო
უსაფრთხოების
შესახებ
ნორმების
ეროვნულ
კანონმდებლობაში ასახვა. ამასთან აღსანიშნავია, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების
ძირითადი ტექსტით გათვალისწინებულია ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004 წლის 29
აპრილის 2004/49/EC დირექტივასთან დაახლოება, თუმცა აღნიშნული საკანონმდებლო აქტი
გაუქმდა 2020 წლის 30 ოქტომბერს და იგი ჩაანაცვლა (EU)2016/798 დირექტივამ. შესაბამისად,
წარმოდგენილი კანონპროექტით ეროვნული კანონმდებლობა უახლოვდება ევროკავშირის
კანონმდებლობის მიერ დადგენილ ახალ სტანდარტებს, რაც გათვალისწინებულია
(EU)2016/798 დირექტივით.
„ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის
მოქმედება დღეის მდგომარეობით არ ვრცელდება სარკინიგზო ტრანსპორტზე, რის
შედეგადაც სარკინიგზო ტრანსპორტი დარჩენილია სახელმწიფო რეგულირების მიღმა, მათ
შორის უსაფრთხოების კუთხით, რაც არ შეესაბამება საუკეთესო საერთაშორისო და ევროპულ
პრაქტიკას, ამასთან აღნიშნული მიდგომა განსხვავდება სხვა სატრანსპორტო დარგებში
(საავტომობილო, საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტი) არსებული მიდგომებისგან, სადაც
სახელმწიფოს როლი ნათლად გამოხატულია და გულისხმობს როგორც სახელმწიფო
პოლიტიკის განსაზღვრას, ასევე მოცემული დარგების ტექნიკურ რეგულირებას
უსაფრთხოების კუთხით. ამასთან, თითოეულ სატრანსპორტო დარგში ერთიანი სახელმწიფო
პოლიტიკის განსაზღვრა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს, პირველ რიგში,
სახელმწიფოს ინტერესის სფეროს. მართალია ეროვნულ დონეზე მოქმედებს საქართველოს
სარკინიგზო კოდექსი, თუმცა სარკინიგზო ტრანსპორტი მოწყვეტილია ერთიანი სახელმწიფო
რეგულირების სფეროს, ვინაიდან აღნიშნული კანონი ძირითადად არეგულირებს კერძო-
სამართლებრივ ურთიერთობებს სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში. სწორედ
საკანონმდებლო ხარვეზების გამოსწორებას ემსახურება აღნიშნული კანონპროექტი.
ამ
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა:
კანონპროექტის მიზანს წარმოადგენს სატრანსპორტო კანონმდებლობაში არსებული
ნაკლოვანებების აღმოფხვრა და სარკინიგზო ტრანსპორტის დარგის სახელმწიფო
რეგულირების ჩარჩოს დადგენა სარკინიგზო უსაფრთხოების მიმართულებით. (EU)2016/798
დირექტივის ერთ-ერთი ძირითადი მოთხოვნაა სარკინიგზო სფეროს უსაფრთხოების წესების
განსაზღვრა, შესაბამისი ინსტიტუციური ჩარჩოს შექმნა, უსაფრთხოების რეგულირების
მიზნით და შესაბამისი მექანიზმების განსაზღვრა. „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და
რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები ხორციელდება იმ მიზნით, რომ
შეიქმნას უსაფრთხოების საკანონმდებლო რეგულირების საფუძველი, ასევე განისაზღვროს
სარკინიგზო ტრანსპორტში ინციდენტებისა და შემთხვევების მოკვლევაზე პასუხისმგებელი
ორგანო.
აქედან გამომდინარე, წინამდებარე კანონპროექტის მთავარი მიზანია, „ტრანსპორტის სფეროს
მართვისა და რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის მოქმედება ასევე გავრცელდეს
სარკინიგზო ტრანსპორტზე, რის შედეგადაც გაიზრდება სატრანსპორტო უსაფრთხოების
დონე. სარკინიგზო ტრანსპორტის მოქცევა ერთიანი სატრანსპორტო პოლიტიკის ჩარჩოში ვერ
განხორციელდება საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებისა და კანონმდებლობაში
არსებული ხარვეზების აღმოფხვრის გარეშე.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები:
კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და რეგულირების
შესახებ“ საქართველოს კანონის რეგულირების სფეროს დაემატება სარკინიგზო ტრანსპორტი,
როგორც სატრანსპორტო სისტემის შემადგენელი ნაწილი და შესაბამისად, მასზე
გავრცელდება ამ კანონით გათვალისწინებული ნორმები. ამასთან, ჩნდება კანონისმიერი
საფუძველი შესაბამისი ტექნიკური მარეგულირებელი ორგანოს შესაქმნელად სარკინიგზო
უსაფრთხოების დარგში. ამასთან გაფართოვდება სამოქალაქო ავიაციის და საზღვაო
ტრანსპორტის სფეროებში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების
მოკვლევის ბიუროს უფლებამოსილება და შესაბამის მოკვლევას დაექვემდებარება ასევე
სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში მომხდარი შემთხევებიც. ყოველივე აღნიშნულის
შედეგად, სარკინიგზო ტრანსპორტის მიმართულებით გაიზრდება უსაფრთხოების დონე, რაც
უფრო აამაღლებს ტრანსპორტის ამ დარგის ეფექტურობას.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი:
წარმოდგენილი კანონპროექტით ცვლილება შედის „ტრანსპორტის სფეროს მართვისა და
რეგულირების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამის მუხლებში, კერძოდ, ტერმინთა
(სატრანსპორტო სისტემა, ტრანსპორტის სფეროში საქმიანობა, სატრანსპორტო საშუალება,
ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირების ორგანოები, საფასური) განმარტებებს
ემატება სარკინიგზო ტრანსპორტის კომპონენტი. კანონპროექტის თანახმად, იქმნება
სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროს ტექნიკური რეგულირების ორგანო - საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო
სამართლის იურიდიული პირი - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ -
სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო). პროექტით განისაზღვრება სარკინიგზო ტრანსპორტის
სააგენტოს ძირითადი ფუნქციები. ამასთან, განისაზღვრება, რომ სარკინიგზო ტრანსპორტის
სფეროში მომხდარი სატრანსპორტო შემთხვევებისა და ინციდენტების სამსახურებრივ
მოკვლევას განახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრო, უფრო კონკრეტულად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროში არსებული მოკვლევის ბიურო, რომლის უფლებამოსილებები, დღეს მოქმედი
რედაქციით, ვრცელდება მხოლოდ საზღვაო ტრანსპორტისა და სამოქალაქო ავიაციის
დარგებზე. შესაბამისად აღნიშნული ბიუროს დაემატება სარკინიგზო ტრანსპორტის
კომპონენტი. ამასთან, პროექტის შესაბამისად, იცვლება ხსენებული მოკვლევის ბიუროს
დასახელებაც და განისაზღვრება როგორც სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო,
რაც თანხვედრაშია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკასთან. დამატებით, არსებული
პრაქტიკული შეუსაბამობის გათვალისწინებით, ცვლილებები შედის კანონის „სპეციალური
ტრანსპორტის“ განმარტებაში, სადაც ხდება საჯარო სამართლის იურიდიულის პირზე სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოზე მითითების ამოღება.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან. ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიციირებული კანონპროექტის შემთხვევაში):
კანონპროექტი შეესაბამება „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიის
დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2022 წლის 3 ნოემბრის № 517
დადგენილებით დამტკიცებულ „ხედვა 2030 საქართველოს განვითარების სტრატეგიას“,
რომლის თანახმად, გაგრძელდება სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროში ევროკავშირისაქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივებისა და
რეგულაციების ეფექტიანად დანერგვა და შესრულება.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში - აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება:
კანონი, გარდა მისი პირველი მუხლისა, ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ვინაიდან,
მნიშვნელოვანია მისი დროული ამოქმედება. ამასთან, კანონის პირველი მუხლის: პირველი,
მე-2, მე-3, მე-5 და მე-6 პუნქტები ამოქმედდება 2023 წლის 1 მაისიდან, ხოლო მე-4 პუნქტი
ამოქმედდება 2024 წლის 1 სექტემბრიდან, ვინაიდან, კანონის მიღებიდან მისი შესაბამისი
მუხლების (პუნქტების) ამოქმედებამდე განისაზღვრა გონივრული ვადები, კანონპროექტით
დადგენილი მთელი რიგი ვალდებულებების შესასრულებლად. კანონპროექტი არ
ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას):
დასაბუთება
კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვა არ არის მოთხოვნილი.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება საშუალოვადიან პერიოდში (კანონპროექტის
ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო:
კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებული აუცილებელი ხარჯების დაფინანსების წყაროა
საწყის ეტაპზე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთვის
სხვა პროგრამების ფარგლებში არსებული რესურსები, ხოლო საშუალოვადიან პერიოდში საჯარო სამართლის იურიდიული პირი - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს საკუთარი
შემოსავლები.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე:
კანონპროექტი ითვალისწინებს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო
ტრანსპორტის სააგენტოს დაფუძნებას. აღნიშნული სააგენტოს დაფუძნება იგეგმება 12
საშტატო ერთეულის შემადგენლობით 2023 წლის 1 მაისამდე, სააგენტოში დასაქმებული
პირების მიერ საშემოსავლო გადასახადის სახით გადახდილი თანხა სახელმწიფო ბიუჯეტის
საშემოსავლო ნაწილზე მოახდენს გავლენას. საპროგნოზო წლიური საშტატო ბიუჯეტი
შეადგენს 579,480 ლარს, საიდანაც პირველ წელს საშემოსავლო გადასახადის სახით
სახელმწიფო ბიუჯეტში მოხდება დაახლოებით 115,896 ლარის გადახდა, თუმცა, შემდეგ
წლებში საჭირო იქნება ადამიანური რესურსის დამატება და შესაბამისად, სააგენტოს
საშტატოს გაზრდა, რაც გაზრდის საშემოსავლო გადასახადსაც.
კანონპროექტის თანახმად, მომსახურების სანაცვლოდ სააგენტო უფლებამოსილი იქნება
მიიღოს შესაბამისი საფასური, აღნიშნული მომსახურების სახეები და საფასურები
განისაზღვრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების
შესაბამისად (საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო 2024 წლის
1 სექტემბრამდე უზრუნველყოფს საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო
ტრანსპორტის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის
განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის დაბრუნების წესისა და
პირობების დამტკიცების თაობაზე ნორმატიული აქტის მიღებას). საფასურების ოდენობა
დამოკიდებული იქნება მომსახურების სახეებზე, ტიპზე, მოცულობასა და მისთვის საჭირო
რესურსზე.
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური ან/და
მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე:
ვინაიდან პროექტით გათვალისწინებულია ახალი უწყების დაფუძნება და ასევე საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში არსებული მოკვლევის ბიუროსთვის
სარკინიგზო ტრანსპორტის კომპონენტის დამატება, რაც მათ შორის, მოითხოვს დამატებით
ადამიანურ რესურსს, აღნიშნული დაკავშირებულია შესაბამის ხარჯებთან.
წარმოდგენილი კანონპროექტის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, საქართველოს
ფინანსთა სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტრომ უნდა უზრუნველყონ საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სარკინიგზო
ტრანსპორტის სააგენტოს და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიუროს ფუნქციონირებისთვის
შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება და სათანადო რესურსით აღჭურვა. საწყის
ეტაპზე, სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს შექმნისთვის გათვალისწინებული ხარჯების
დაფინანსება განხორციელდება სამინისტროს სხვა პროგრამების ფარგლებში არსებული
რესურსების გამოყენებით. ამასთან, მომსახურების სანაცვლოდ სააგენტო უფლებამოსილი
იქნება მიიღოს შემოსავლები, საიდანაც ასევე მოხდება ხარჯების გაწევა.
სსიპ - სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს, დაფუძნება იგეგმება 12 საშტატო ერთეულის
შემადგენლობით, წლიური ბიუჯეტი დაფუძნების პირველ წელს კი განისაზღვრება
დაახლოებით 1,300,000 ლარის ოდენობით, რაც მოიცავს ძირითადი საშუალებების შეძენის
(ავტომობილი, კომპიუტერები და მისი აქსესუარები, პროგრამები, ავეჯი, ჯამურად
დაახლოებით 235,000 ლარის ოდენობით) და მარაგების (ჯამურად დაახლოებით 68,000 ლარის
ოდენობით), ოფისის იჯარის (დაახლოებით 80,000 ლარი), შრომის ანაზღაურების და
მიმდინარე ხარჯებს (ჯამურად დაახლოებით 943,080 ლარი). აღნიშნული სააგენტოს წლიური
საშტატო ბიუჯეტი საპროგნოზოდ შეადგენს 579,480 ლარს. საშუალოვადიან პერიოდში აღარ
მოხდება ძირითადი საშუალებების შეძენის ხარჯების გათვალისწინება, თუმცა იმის
გათვალისწინებით, რომ საჭირო იქნება ადამიანური რესურსის დამატება და შესაბამისად,
სააგენტოს საშტატოს გაზრდა, აღნიშნული სააგენტოს საპროგნოზო წლიური ბიუჯეტი
განისაზღვრება შემდეგნაირად: 2024 წელს 1,500,000 ლარი, 2025 წელს 1,500,000 ლარი და 2026
წელს 1,500,000 ლარი.
კანონპროექტის მიხედვით, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების
სამინისტროს სატრანსპორტო უსაფრთხოების მოკვლევის ბიურო განახორციელებს
სერიოზული სარკინიგზო შემთხვევების სამსახურებრივ მოკვლევას. აღნიშნული ფუნქციის
დამატება დაკავშირებულია დამატებით ხარჯებთან, კერძოდ აუცილებელი იქნება
ბიუროსთვის 2 საშტატო ერთეულის დამატება, რაც უნდა განხორციელდეს 2023 ან 2024 წელს
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში არსებული რესურსის
გათვალისწინებით. ამასთან, შესაბამის ხარჯებთან იქნება დაკავშირებული სერიოზული
სარკინიგზო შემთხვევების მოკვლევა.
კანონპროექტის მიხედვით, სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში სახელმწიფო პოლიტიკას
ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, რაც არ
საჭიროებს დამატებით დაფინანსებას და შესაბამისად, აღნიშნული ფუნქციის
შესრულებასთან დაკავშირებული ხარჯები უზრუნველყოფილი იქნება სახელმწიფო
ბიუჯეტიდან სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით:
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ვალდებულებების აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც
ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა:
მომსახურების სანაცვლოდ სააგენტო უფლებამოსილი იქნება მიიღოს შესაბამისი საფასური,
აღნიშნული მომსახურების სახეები და საფასურები განისაზღვრება საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანების შესაბამისად, აღნიშნულს
ექნება ფინანსური შედეგები იმ პირებზე, რომლებიც საქმიანობენ სარკინიგზო ტრანსპორტის
სფეროში.
სამოქალაქო ავიაციის, საზღვაო და სარკინიგზო ტრანსპორტის სფეროებში მომხდარ იმ
ინციდენტს, რომელშიც არ იკვეთება საავიაციო, საზღვაო თუ სარკინიგზო შემთხვევის,
სერიოზული შემთხვევის ან სერიოზული ინციდენტის დადგომის მაღალი ალბათობა,
იკვლევს საჰაერო ხომალდის ექსპლუატანტი ან/და ავიასაწარმო, გემთმფლობელი,
სარკინიგზო საწარმო ან/და ინფრასტრუქტურის მენეჯერი. შესაბამისად, ვინაიდან
აღნიშნული ვალდებულება უჩნდებათ გემთმფლობელს და სარკინიგზო საწარმოს ან/და
ინფრასტრუქტურის მენეჯერს, აღნიშნული მათთვის შესაძლოა დაკავშირებული იყოს
ხარჯებთან.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი:
კანონპროექტი არ ადგენს გადასახადს, მოსაკრებელს ან სხვა სახის გადასახდელს.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე კანონპროექტის მოსალოდნელი ზეგავლენის
შეფასება:
კანონპროექტი არ ახდენს გავლენას გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან:
კანონპროექტი შესაბამისობაშია და არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს წევრობასთან
დაკავშირებულ ვალდებულებებთან:
კანონპროექტის მიღება არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
გ.გ) კანონპროექტის მიმართება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებთან
და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების არსებობის შემთხვევაში,
რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი მუხლი ან/და ნაწილი:
კანონპროექტი
არ
ეწინააღმდეგება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებს. კანონპროექტი გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმების 293-ე
მუხლიდან, რომლის თანახმად მხარეთა შორის თანამშრომლობის სფეროები მათ შორის
მოიცავს დარგობრივი სტრატეგიების განვითარებას საგზაო, სარკინიგზო, საავიაციო, საზღვაო
ტრანსპორტსა და ინტერმოდალურობასთან დაკავშირებული ეროვნული სატრანსპორტო
პოლიტიკის ჭრილში, ტექნიკურ აღჭურვილობასა და სატრანსპორტო პარკების
განახლებასთან დაკავშირებული სამართლებრივი მოთხოვნების ჩათვლით, ასოცირების
შეთანხმების XXIV და XV-D დანართებში განსაზღვრული საერთაშორისო სტანდარტების
შესაბამისად, ხოლო 296-ე მუხლის თანახმად, „საქართველო მოახდენს ეროვნული
კანონმდებლობის დაახლოებას წინამდებარე შეთანხმების XXIV და XV-D დანართებში
მითითებულ ევროკავშირის საკანონმდებლო აქტებთან და საერთაშორისო სამართლებრივ
ინსტრუმენტებთან, ამავე დანართების დებულებების შესაბამისად.“ XXIV დანართში
(ტრანსპორტი) მითითებულია საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება 2007 წლის 23
ოქტომბრის ევროპარლამენტისა და საბჭოს 2007/59/EC დირექტივასა „იმ მატარებლის
მემანქანეთა სერთიფიცირების შესახებ, რომლებიც მართავენ ლოკომოტივებსა და
მატარებლებს გაერთიანების სარკინიგზო სისტემაში“ და 2004 წლის 29 აპრილის
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2004/49/EC დირექტივასთან „გაერთიანების რკინიგზების
უსაფრთხოების შესახებ“, რომელიც ძალადაკარგულია (EU) 2016/798 დირექტივით
„რკინიგზის უსაფრთხოების შესახებ“.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან დაახლოების
ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს
შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან:
2016 წლის 11 მაისის ევროპარლამენტისა და საბჭოს დირექტივა (EU) 2016/798 „რკინიგზის
უსაფრთხოების შესახებ“, რომელმაც გააუქმა ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული
2004/49/EC დირექტივა „გაერთიანების რკინიგზების უსაფრთხოების შესახებ“.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში:
კანონპროექტის შემუშავების პროცესში ტექნიკური დახმარების უზრუნველყოფის კუთხით
მონაწილეობდნენ საჯარო სამსახურების დაძმობილების (TWINNING) პროექტის „სარკინიგზო ტრანსპორტის დარგში ევროკავშირის კანონმდებლობასთან საქართველოს
სამართლებრივი და ინსტიტუციური ჩარჩოს დაახლოების მხარდაჭერა“ ექსპერტები
ევროკავშირის წევრი ქვეყნიდან (პოლონეთი).
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში:
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში:
ასეთი მიმოხილვა არ მომზადებულა.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო.
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს მთავრობა.