„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
📦 საკანონმდებლო პაკეტი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“
- „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ (ეს პროექტი) საქართველოს კანონის პროექტი
- „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
- „სამედიცინო-სოციალური ექსპერტიზის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ საქართველოს კანონის პროექტი
📋 განხილვის ეტაპები
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (1)
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ბიუროზე განხილული დოკუმენტი (2)
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (1)
I მოსმენა
✓ 82 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (1)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (2)
II მოსმენა
✓ 80 ✗ 0
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (2)
ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განხილული დოკუმენტი (3)
III მოსმენა
✓ 79 ✗ 0
საბოლოო რედაქტირებული ვარიანტი
საქართველოს პარლამენტის დადგენილება (3)
კანონი
🏛️ კომიტეტები
- ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი წამყვანი კომიტეტი
- თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
- ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი კომიტეტი რომლის დასკვნაც სავალდებულოა
📑 დასკვნები
📅 დამატებითი ინფორმაცია
ბიუროზე განხილვის თარიღი 2023-02-20
ბიუროს ნომერი 224
📜 ტექსტი
საქართველოს კანონის პროექტი
პროექტი
საქართველოს კანონი
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (საქართველოს
საკანონმდებლო
მაცნე
(www.matsne.gov.ge),
16.01.2012,
სარეგისტრაციო
კოდი:
010100000.05.001.016606) მე-6 მუხლის მე-2 პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „მ“ ქვეპუნქტი:
„მ) პირის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ
მონაცემები მუშავდება სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურში
გაწვევისგან გათავისუფლების მიზნით.“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
განმარტებითი ბარათი
განმარტებითი ბარათი
საქართველოს კანონის პროექტზე
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“
საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე
ა) ზოგადი ინფორმაცია კანონპროექტის შესახებ:
ა.ა) კანონპროექტის მიღების მიზეზი:
ა.ა.ა) პრობლემა, რომლის გადაჭრასაც მიზნად ისახავს კანონპროექტი
საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში შემავალი „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო
სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე საქართველოს კანონის
პროექტის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული
სსიპ – სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უნდა უზრუნველყოფს
საქართველოს
რეგიონული
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროსთვის
ელექტრონული სახით რეალურ დროში წვდომა შემდეგ ინფორმაციაზე:
(ა) მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირად
ცნობის შესახებ და (ბ) მოქალაქის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის
სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვის შესახებ ამ ვადის ამოწურვიდან პირის შესაძლებლობის
შეზღუდვის სტატუსის გადამოწმებამდე.
პირის
შესაძლებლობის
შეზღუდვის სტატუსის
შესახებ მონაცემი წარმოადგენს
განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემს. შესაბამისად, რელევანტური უწყებების მიერ სამხედრო
აღრიცხვის მიზნით პირის (წვევამდელის, რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის
შესახებ მონაცემების დამუშავებისათვის აუცილებელია კანონში პირდაპირი საფუძვლის არსებობა.
წინააღმდეგ შემთხვევაში, უწყებების მიერ ხსენებული ინფორმაციის მიმოცვლა დაკვალიფიცირდება,
როგორც უკანონო, სხვადასხვა საკანონმდებლო აქტებს შორის გაჩნდება აშკარა კოლიზია.
ა.ა.ბ) არსებული პრობლემის გადასაჭრელად კანონის მიღების აუცილებლობა
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი ადგენს იმ საფუძვლების
ამომწურავ ჩამონათვალს, რა დროსაც დასაშვებია განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური
მონაცემების დამუშავება. წარმოდგენილი კანონის პროექტი განსაზღვრავს განსაკუთრებული
კატეგორიის პერსონალური მონაცემის დამუშავების ახალ საფუძველს, რაზედაც ზემოთ აღნიშნულია
და რაც გამომდინარეობს ამავე პაკეტში შემავალი ცვლილებების არსიდან. ამის გამო „პერსონალურ
მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანა აუცილებელია.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზემოაღნიშნული სახისა და კატეგორიის პერსონალურ მონაცემთა
დამუშავება თავად ბენეფიციარების ინტერესების დასაცავად განხორციელდება, რაც
გამართლებულია და არ ეწინააღმდეგება „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს
კანონის სულისკვეთებას, ასევე, თავსებადია საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებთან.
ამავდროულად, არ არსებობს რაიმე ისეთი სიკეთე, რომელიც, ამ კონკრეტულ ვითარებაში,
წარმოაჩენდა პერსონალური მონაცემების დაცვის მეტად აღმატებულ ინტერესს, რის გამოც
მონაცემთა დამუშავება იქნებოდა გაუმართლებელი. შესაბამისად, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის
შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილება განპირობებულია იმ მახასიათებლით, რომ
ზემოაღნიშნული მიზნით მონაცემთა დამუშავება გათვალისწინებულია მხოლოდ კონკრეტულ
ფარგლებში, არის დავიწროვებული და არ ქმნის მონაცემთა შეუსაბამო (არაპროპორციული)
დამუშავების რისკებს.
ა.ბ) კანონპროექტის მოსალოდნელი შედეგები
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული
ცვლილებების შედეგად საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის,
ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო და საქართველოს რეგიონული განვითარებისა
და ინფრასტრუქტურის სამინისტრო სამხედრო ვალდებულებისაგან გათავისუფლებისა და სამხედრო
სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების მიზნით კანონიერად დაამუშავებენ პირის (წვევამდელის,
რეზერვისტის) შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემებს.
ა.გ) კანონპროექტის ძირითადი არსი
კანონის პროექტის თანახმად, განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების
დამუშავების საფუძვლებს დაემატება ახალი საფუძველი - პირის (წვევამდელის, რეზერვისტის)
შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემების დამუშავება სამხედრო
ვალდებულებისაგან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურში გაწვევისგან გათავისუფლების
მიზნით.
ა.დ) კანონპროექტის კავშირი სამთავრობო პროგრამასთან და შესაბამის სფეროში არსებულ
სამოქმედო გეგმასთან, ასეთის არსებობის შემთხვევაში (საქართველოს მთავრობის მიერ
ინიცირებული კანონპროექტის შემთხვევაში)
აღნიშნული ქვეპუნქტი არ გამოიყენება წარმოდგენილ კანონპროექტთან მიმართებით.
კანონპროექტი არ არის ინიციირებული საქართველოს მთავრობის მიერ.
ა.ე) კანონპროექტის ძალაში შესვლის თარიღის შერჩევის პრინციპი, ხოლო კანონისთვის
უკუძალის მინიჭების შემთხვევაში − აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი დასაბუთება
კანონპროექტი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე. საკანონმდებლო პაკეტში შემავალი სხვა
კანონპროექტების ამოქმედების ვადებისაგან განსხვავებული მიდგომა ეფუძნება შემდეგ გარემოებას:
ვინაიდან საკანონმდებლო პაკეტის სრულად გამოქვეყნებისთანავე ამოქმედება, აღსრულებისათვის
აუცილებელი ლოგისტიკური საკითხების მოწესრიგების საფუძვლით, ვერ ხერხდება და
გადავადებულია, პროექტი ადგენს დროებით წესს სტატუსშეწყვეტილი პირების ინტერესების
დასაცავად. კერძოდ, საკანონმდებლო ცვლილებების გამოქვეყნებიდან ამოქმედებამდე პერიოდში
სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის მიზნით წარმოება არ დაიწყება, ხოლო
მიმდინარეობის შემთხვევაში შეჩერდება იმ მოქალაქეთა მიმართ, რომელთა შესაძლებლობის
შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადა ამოიწურა 2023 წლის პირველი იანვრიდან და სტატუსი არ
გადამოწმებულა. დროებითი წესის აღსრულების მიზნით, სსიპ სამედიცინო და ფარმაცევტული
საქმიანობის რეგულირების სააგენტომ უნდა უზრუნველყოფს მოქალაქის შესაძლებლობის
შეზღუდვის სტატუსის მოქმედების ვადის ამოწურვისა და შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის
გადამოწმების შესახებ ინფორმაციის მიწოდება საქართველოს რეგიონული განვითარებისა და
ინფრასტრუქტურის სამინისტროსთვის. ამდენად, პირის შესაძლებლობის შეზღუდვის სტატუსის
შესახებ მონაცემების დამუშავება მოხდება, ასევე, დროებითი წესის მოქმედების პერიოდში, რის გამოც
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებელი ცვლილების
ამოქმედება რელევანტურია გამოქვეყნებისთანავე.
კანონპროექტი არ ითვალისწინებს კანონისთვის უკუძალის მინიჭებას.
ა.ვ) კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვის მიზეზები და შესაბამისი დასაბუთება
(თუ ინიციატორი ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას)
ინიციატორი არ ითხოვს კანონპროექტის დაჩქარებული წესით განხილვას.
ბ) კანონპროექტის ფინანსური გავლენის შეფასება
(კანონპროექტის ამოქმედების წელი და შემდგომი 3 წელი):
საშუალოვადიან
პერიოდში
ბ.ა) კანონპროექტის მიღებასთან დაკავშირებით აუცილებელი ხარჯების დაფინანსების
წყარო
კანონპროექტით გათვალისწინებული ღონისძიებების გატარებასთან დაკავშირებული
აუცილებელი ხარჯები დაფინანსდება საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან. პროექტით
გათვალისწინებული ცვლილებების დაფინანსება როგორც 2023 წელს, ასევე, მომდევნო სამი წლის
განმავლობაში განხორციელდება პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურისთვის გამოყოფილი
ასიგნებების ფარგლებში.
ბ.ბ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე
კანონპროექტი გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის საშემოსავლო ნაწილზე.
რესპუბლიკის
ბ.გ) კანონპროექტის გავლენა სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური
ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე
კანონის პროექტის მიღება გავლენას არ იქონიებს სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის
რესპუბლიკური ან/და მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის ხარჯვით ნაწილზე. კანონის პროექტის მიღების
შემდეგ შესაძლოა პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს მიმართონ პირის შესაძლებლობის
შეზღუდვის სტატუსის შესახებ მონაცემების გაცვლასთან დაკავშირებული წესის დარღვევის თაობაზე
საჩივრით. აღსანიშნავია, რომ ანალოგიური საჩივრით მიმართვის შესაძლებლობა მონაცემთა
სუბიექტს ახლაც გააჩნია. ამავე დროს, პერსონალური მონაცემთა დაცვის სამსახური ამ ეტაპზეც
ზედამხედველობს სახელწიფო დაწესებულებებში პერსონალური მონაცემების დამუშავების
კანონიერებას და ამ თვალსაზრისით კანონის პროექტს მნიშვნელოვანი ცვლილება არ შემოაქვს.
ბ.დ) სახელმწიფოს ახალი ფინანსური ვალდებულებები, კანონპროექტის გავლენით
სახელმწიფოს ან მის სისტემაში არსებული უწყების მიერ მისაღები პირდაპირი ფინანსური
ვალდებულებების (საშინაო ან საგარეო ვალდებულებები) მითითებით
კანონპროექტი არ ითვალისწინებს სახელმწიფოს მიერ ახალი ფინანსური ვალდებულების
აღებას.
ბ.ე) კანონპროექტის მოსალოდნელი ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა
მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება, იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე გავლენის
ბუნებისა და მიმართულების მითითებით, რომლებზედაც მოსალოდნელია კანონპროექტით
განსაზღვრულ ქმედებებს ჰქონდეს პირდაპირი გავლენა
კანონის პროექტი არ წარმოშობს ფინანსურ შედეგებს იმ პირთათვის, რომელზეც ის ვრცელდება.
ბ.ვ) კანონპროექტით დადგენილი გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) ოდენობა შესაბამის ბიუჯეტში და ოდენობის განსაზღვრის პრინციპი
კანონპროექტი არ ითვალისწინებს გადასახადის, მოსაკრებლის ან სხვა სახის გადასახდელის
(ფულადი შენატანის) დადგენას.
ბ1) ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე კანონპროექტის ზეგავლენის შეფასება
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს ბავშვის უფლებრივ მდგომარეობაზე.
ბ2) გენდერული
ზეგავლენის შეფასება
თანასწორობის
მდგომარეობაზე
კანონპროექტის
მოსალოდნელი
კანონპროექტი გავლენას არ ახდენს გენდერული თანასწორობის მდგომარეობაზე.
გ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო სამართლებრივ სტანდარტებთან:
გ.ა) კანონპროექტის მიმართება ევროკავშირის სამართალთან
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება ევროკავშირის სამართალს.
გ.ბ) კანონპროექტის მიმართება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებთან
ორგანიზაციებში
საქართველოს
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო
წევრობასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს.
ორგანიზაციებში
საქართველოს
გ.გ)
კანონპროექტის
მიმართება
საქართველოს
ორმხრივ
და
მრავალმხრივ
ხელშეკრულებებთან და შეთანხმებებთან, აგრეთვე, ისეთი ხელშეკრულების/შეთანხმების
არსებობის შემთხვევაში, რომელსაც უკავშირდება კანონპროექტის მომზადება, − მისი შესაბამისი
მუხლი ან/და ნაწილი
კანონპროექტი არ ეწინააღმდეგება საქართველოს ორმხრივ და მრავალმხრივ ხელშეკრულებებს
და შეთანხმებებს.
გ.დ) არსებობის შემთხვევაში, ევროკავშირის ის სამართლებრივი აქტი, რომელთან
დაახლოების ვალდებულებაც გამომდინარეობს „ერთი მხრივ, საქართველოსა და, მეორე მხრივ,
ევროკავშირსა და ევროპის ატომური ენერგიის გაერთიანებას და მათ წევრ სახელმწიფოებს შორის
ასოცირების შესახებ შეთანხმებიდან“ ან ევროკავშირთან დადებული საქართველოს სხვა
ორმხრივი და მრავალმხრივი ხელშეკრულებებიდან
ასეთი არ არსებობს.
დ) კანონპროექტის მომზადების პროცესში მიღებული კონსულტაციები:
დ.ა) სახელმწიფო, არასახელმწიფო ან/და საერთაშორისო ორგანიზაცია/დაწესებულება,
ექსპერტი, სამუშაო ჯგუფი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო კანონპროექტის შემუშავებაში,
ასეთის არსებობის შემთხვევაში;
კანონპროექტის შემუშავების პროცესში კონსულტაცია გავლილ იქნა სახელმწიფო
დაწესებულებებთან, სახელდობრ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა,
შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან, საქართველოს რეგიონული
განვითარებისა
და
ინფრასტრუქტურის
სამინისტროსთან,
საქართველოს
თავდაცვის
სამინისტროსთან, პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურთან.
გარდა ამისა, კანონპროექტის შემუშავების პროცესში, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, შშმ პირთა
თემის წარმომადგენლებისთვის მოხდა მომზადებული კანონის პროექტის გაცნობა და მათგან
შესაბამისი მოსაზრებების გაზიარება.
დ.ბ) კანონპროექტის შემუშავებაში მონაწილე ორგანიზაციის/დაწესებულების, სამუშაო
ჯგუფის, ექსპერტის შეფასება კანონპროექტის მიმართ, ასეთის არსებობის შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
დ.გ) სხვა ქვეყნების გამოცდილება კანონპროექტის მსგავსი კანონების იმპლემენტაციის
სფეროში, იმ გამოცდილების მიმოხილვა, რომელიც მაგალითად იქნა გამოყენებული
კანონპროექტის მომზადებისას, ასეთი მიმოხილვის მომზადების შემთხვევაში
ასეთი არ არსებობს.
ე) კანონპროექტის ავტორი:
საქართველოს პარლამენტის წევრი: მიხეილ სარჯველაძე;
ვ) კანონპროექტის ინიციატორი:
საქართველოს პარლამენტის წევრები: მიხეილ სარჯველაძე, რატი იონათამიშვილი, ზაზა
ლომინაძე, გენრიეტა წიწავა, ვლადიმერ ჩაჩიბაია, მაია მენაღარიშვილი, ალუდა ღუდუშაური, რამინა
ბერაძე, ქეთევან დუმბაძე, ანტონ ობოლაშვილი